13
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #2 მარტი/აპრილი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი ერთად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის 18 აპრილს თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ პროექტ JOIN –ის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა თემაზე ,,ერთად ადგილობრი- ვი ეკონომიკური განვითარებისთვის“. კონფერენციის მასპინძელი ქეა საერთაშორისო კავკასიაში იყო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეები კი საქართველოსა და სომხეთის მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ. კონფერენცია სამ ნაწილად წარიმართა. მონაწილეებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობა განიხილეს ადგილობრივ განვითარებაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მისი გავლენა ადგილობრივ დონეზე და ინვესტიციების მოზიდვა რეგიონებში. ,,პროექტი მოსაზღვრე რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და ჩართულობას ითვალისწინებს და ის უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და ადგილობრივ მთავრობას იმ იდეების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული მხარისათვის. გვინდა, ადგილობრივებს განვუვითაროთ უნარ-ჩვევები, რომლითაც ისინი შეძლებენ მოიზიდონ ინვესტორები ან დააინტერესონ ადგილობრივი მთავრობა თავიანთი იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა პროექტის დირექტორმა ენტონი ფორმანიმ. პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო წინადადებებს შეიმუშავებენ და თემებში არსებულ პრიორიტეტებს გამოკვეთენ. ,,შევეცდებით შევქმნათ ისეთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომ ყველა მოთამაშე, ადგილობრივი ხელისუფლება, დონორი, ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული და მოხდეს მისი იმპლემენტაცია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი თემების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტების განვითარებას დაეხმარება, განსაკურებით ტრანსსასაზღვრო მუნიციპალიტეტებში“, -

march-april, 2012.pdf

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: march-april, 2012.pdf

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#2 მარტი/აპრილი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

ერთად ადგილობრივი ეკონომიკური განვითარებისთვის

18 აპრილს თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მერიოტში“ პროექტ JOIN –ის ფარგლებში კონფერენცია ჩატარდა თემაზე ,,ერთად ადგილობრი-ვი ეკონომიკური განვითარებისთვის“. კონფერენციის მასპინძელი ქეა საერთაშორისო კავკასიაში იყო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მონაწილეები კი საქართველოსა და სომხეთის მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, კერძო სექტორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იყვნენ.

კონფერენცია სამ ნაწილად წარიმართა. მონაწილეებმა სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობა განიხილეს ადგილობრივ განვითარებაში, აგრეთვე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და მისი გავლენა ადგილობრივ დონეზე და ინვესტიციების მოზიდვა რეგიონებში.

,,პროექტი მოსაზღვრე რეგიონებს შორის თანამშრომლობასა და ჩართულობას ითვალისწინებს და ის უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს და ადგილობრივ მთავრობას იმ იდეების განხორციელებაში, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე ყველა დაინტერესებული მხარისათვის. გვინდა, ადგილობრივებს განვუვითაროთ უნარ-ჩვევები, რომლითაც ისინი შეძლებენ მოიზიდონ ინვესტორები ან დააინტერესონ ადგილობრივი მთავრობა თავიანთი იდეების განხორციელებაში“, - განაცხადა პროექტის დირექტორმა ენტონი ფორმანიმ.

პროექტის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის მოსაზღვრე რეგიონების მუნიციპალიტეტში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო წინადადებებს შეიმუშავებენ და თემებში არსებულ პრიორიტეტებს გამოკვეთენ.

,,შევეცდებით შევქმნათ ისეთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომ ყველა მოთამაშე, ადგილობრივი ხელისუფლება, დონორი, ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული და მოხდეს მისი იმპლემენტაცია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ისეთი თემების განვითარებას, რომელიც თავის მხრივ მუნიციპალიტეტების განვითარებას დაეხმარება, განსაკურებით ტრანსსასაზღვრო მუნიციპალიტეტებში“, -

Page 2: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

აღნიშნა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

კონფერენციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შესვენების დროს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, აგრეთვე ლორის, ტავუშისა და შირაქის რეგიონებში წარმოებულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას გაცნობოდნენ და დაეგემოვნებინათ. სწორედ ამ რეგიონებში ხორციელდება პროექტი.

კონფერენციას პროექტის დამფინანსებლის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის

წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ალექსანდრ ბორიც ესწრებოდა, რომელიც მიესალმა პროექტის ახალ ეტაპზე გადასვლას და აღნიშნა, რომ სააგენტო აგრძელებს საქართველოსა და სომხეთის მხარდაჭერას, განსაკუთრებით კი სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით.

პროექტი ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოში - ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო(CiDA)“ და სომხეთში - ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD)“.

,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ და სომხეთში - ,,აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD)“.

Page 3: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

გორში დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა

27 აპრილს, გორის მუნიციპალიტეტის შენობაში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა (CiDA) და ქეა საერთაშორისო კავკასიის ორგანიზებით დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა. ფორუმში არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფორუმი გამოფენით გაიხსნა, რომელზეც მონაწილე ორგანიზაციების პუბლიკაციები და ხელნაკეთობები, აგრეთვე დევნილთა საცხოვრებელი გარემოს ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. აქვე მოხდა რამდენიმე ორგანიზაციის საქქმიანობის პრეზენტაცია. ფორუმის მეორე ნაწილი კი კონფერენციას მიეძღვნა, რომელიც CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებმა დევნილთა სფეროში არსებული გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. კონფერენციას შდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე რევაზ კახნიაშვილიც ესწრებოდა.

,,2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ჩვენ აქტიურად ჩავერთეთ ომის დროს დაზარალებული ხალხის დახმარების პროცეში არა მარტო შიდა ქართლში, არამედ აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. 3 წელია ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ერთ-ერთი კომპონენტი დევნილთა სფეროში მომუშავე არასამთავრობოების მხარდაჭერას ითვალისწინებს“,-განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

როგორც ქეა საერთაშორისო კავკასიის წარმომადგენელმა მაია გიორბელიძემ აღნიშნა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით SIIMS-ის ფარგლებში 15 პროექტი დაფინანსდა, თითოეულის ღირებულება კი დაახლოებით 10 ათასი ამერიკული დოლარი იყო.გუბერნატორის მოადგილემ ამ

პროექტების განხორციელებისა და დევნილთა დახმარებისთვის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მსგავსი საქმიანობისას მომავალშიც მათ გვერდით იქნება.კონფერენცია დისკუსიით დასრულდა. დევნილთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლე-

ბი ფორუმით კმაყოფილი დარჩნენ.,,ფორუმი ბევრი ჩატარებულა, მაგრამ ასე თემატურად დევნილთა საკითხებზე მსგავსი მასშტაბით პირველად გაიმართა. ეს კი ხელს შეუწყობს ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, აზრთა გაცვლას და შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვას. ამიტომ ძალიან საინტერესო იყო და ეფექტურიც იქნება“,- განაცხადა შიდა

ქართლის დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მალხაზ მინდიაშვილმა.ფორუმი ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის“ (SIIMS) ფარგლებში ჩატარდა.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს“ (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს

ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).

Page 4: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

5 აპრილს რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის

(EWMI) G-PAC-ის პროგრამის დირექტორს შეხვდნენ. შეხვედრა თბილისში, G-PAC-ის ოფისში ჩატარდა.

შეხვედრა, რომლის თემა იყო - გვაქვს თუ არა ახალი იდეები

პროექტებისთვის - ღია დისკუსის ფორმატში წარიმართა.

დისკუსიის მთავრი მომხსენებელიცა და ფასილიტატორიც

უშუალოდ G-PAC-ის დირექტორი ფრონ ნაზი იყო. მონაწილეების

მიმართ მისი ძირითდი მესიჯი იყო ის, რომ საჭიროა ახლებური

მიდგომები და ახალი იდეები პროექტებისთვის. შეხვედრის

დასაწყისში მან მონაწილეებს ის სლიდებიც წარუდგინა, სადაც

ბოლოს ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგად

გამოვლენილი პრიორიტეტული საკითხები იყო ჩამოთვლილი.

შეხვედრას 15 რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის

წარმომადგენელი ესწრებოდა აღმოსავლეთ საქართველოს

მასშტაბით.

„პირველად ვიყავი შეხვედრაზე, სადაც ფონდის ხელმძღვანელმა

თქვა, რომ არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით და რომ დონორის

მოთხოვნებიდან საზოგადოების მოთხოვნებზე უნდა გადავიდეთ“,

- განაცხადა სასწავლო საინფორმაციო ცენტრის „ქართლი XXI“

აღმასრულებელმა დირწექტორმა დავით წიქარიშვილმა ხაშურიდან.

„ეს უკმაყოფილება გამოწვეულია სწორედ იმით, რომ 15 წლის

განმავლობაში სამოქალაქო სექტორი წინ ვერ მიდის - ერთი და იგივე

პროექტები, ერთი და იგივე თემები და პრიორიტეტები“.

შეხვედრა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)

მიერ, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ

საქართველოს ქსელი“ ფარგლებში

იყო ორგანიზებული.

პროექტი „სამოქალაქო

ორგანიზაციების აღმოსავლეთ

საქართველოს ქსელი“ ხორციელდება

სამოქალაქო განვითარების

სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი

მხარდაჭერილია აღმოსავლეთ

დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-

PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი

დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო

განვითარების სააგენტოს ფინანსური

რესურსებით.

G-PAC-ი რეგიონულ არასამთვრობო ორგანიზაციებს შეხვდა

Page 5: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდა

19 აპილს, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლები სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრა ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი იყო, ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამისა და, ზოგადად, ფონდის პოლიტიკის გაცნობა.

აღნიშნული პროგრამის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისეთ საკითხებზეც ისაუბრეს,

როგორიცაა პროექტების განხილვასთან დაკავშირებული რეგულაციები, ფონდის ხედვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის თვალსაზრისით და ის პრობლემები, რაც ხელს უშლის ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას.

„ჩვენი მოლოდინი იყო მოგვესმინა, რა საჭიროებები აქვთ რეგიონში ადგილობრივ ორგანიზაციებს, რა პრობლემები აწუხებთ, მათი დამოკიდებულება ფონდის მიმართ, ანუ, რას ელიან და რა წარმოუდგენიათ უფრო სასურველად ჩვენი მხრიდან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაც ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელია“, - განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის კოორდინატორმა მალხაზ სალდაძემ.

შეხვედრას ძირითადად ის სამოქალაქო ორგანიზაციები

ესწრებოდნენ, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში უმცირესობებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე მუშაობენ.

„ვთვლი, რომ დღევანდელი შეხვედრა ნამდვილად პროდუქტიული იყო. ფონდის წარმომადგენლები ადგილზე გაგვეცნენ არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მოისმინეს ჩვენი პრობლემები, პრიორიტეტები და, რაც მთავარია, თვითონაც მოგვაწოდეს ინფორმაცია, თუ რა პროგრამები და პრიორიტეტები აქვთ და რაზე შეიძლება იმუშაონ მომავალი სამი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარემ მარინა მოდებაძემ.

შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

Page 6: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

ფონდი “ღია საზოგადოება საქართველო” ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციებს შეხვდა

ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს სამოქალაქო” საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის წარმომადგენლები, ამჯერად, ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდნენ. შეხვედრა 24 აპრილს, რუსთავში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ოფისში ჩატარდა.

შეხვედრის მიზანი რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამისა და, ზოგადად, ფონდის პოლიტიკის გაცნობა იყო.

აღნიშნული პროგრამის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ისეთ საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა ფონდის ხედვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის თვალსაზრისით და პროექტების განხილვასთან დაკავშირებული რეგულაციები.

„ჩვენ ვილაპარაკეთ იმაზე, თუ რას აკეთებს ჩვენი პროგრამა, რა კონკურსები ტარდება ამჟამად ფონდის მიერ და მომავალში რა არის დაგეგმილი. მოვუყევით ორგანიზაციებს ჩვენი სააპლიკაციო პროცედურების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა არის პრიორიტეტული ფონდისთვის, რა ტიპის პროექტები უფრო ფინანსდება და რა არის

ამ პროექტების ძირითადი ნაკლი ხშირ შემთხვევაში“, - განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს “ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერმა ხათუნა იოსელიანმა.

შეხვედრა, ძირითდად, კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა. ქვემო ქართლის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარ საჭიროებებზეც ისაუბრეს და მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვებიც დასვეს.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, ვინაიდან დონორ ორგანიზაციასთან კითხვების დასმის საშუალება მოგვეცა. შევეცადეთ დაგვეკონკრეტებინა ჩვენი მომავალი გეგმები და ინიციატივები. მივიღეთ ინფორმაცია, მაგალითად, რამდენიმე ქსელურ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენთვის უცხო და საინტერესო იყო“, - აღნიშნა ორგანიზაციის კეთილი ნების მისია - „მისიონერები“ თავმჯდომარემ შორენა ხუხუამ.

შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტისG-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

Page 7: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

7 მარტს, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საერთაშორისო სისტემების მართვის (Management Systems International

- MSI) მიერ მხარდაჭერილი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

პროგრამაში სულ 10 თვითმმართველი ერთეული მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთი საპილოტე ქალაქი რუსთავია.

რუსთავში 3 ინიციატივის წარდგენა მოხდა, რომელთაც განახორციელებენ: საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALA), მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ეროვნული ასოციაცია (MSPA) და სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA).

NALA-ს პროექტი მოიცავს ქალაქის განვითარების დაგეგმვას, ასევე გარკვეულწილად, მოსახლეობასთან ურთიერთობას და ადგილობრივი მოხელეების უნარჩვევების ამაღლებას გულისხმობს.

„ამასთან ერთად, უშუალოდ ამერიკელი პარტნიორის მიერ გათვალისწინებულია მთელი რიგი სხვა მნიშვნელოვანი საქმიანობა, რაც გულისხმობს რუსთავის გენერალური გეგმის შემუშავებას და სივრცითი განვითარების მარეგულირებელი ბაზის შექმნას“, განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მალუამ.

MSPA-ს ინიციატივა დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.„ჩვენი მიზანია, ეფექტური მოსაკრებლის თვითღირებულების დათვლა და მეთოდოლოგია, რომელიც

აპრობირებული გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქ რუსთავშიც დავგეგმოთ. ასევე, მოხდება, აღნიშნული მოსაკრებლის ეფექტურად ადმინისტრირება, რაც თვითმმართველობას იმ დანაკარგებს ააცილებს, რაც სისტემის გაუმართაობის შედეგია“, MSPA-ს პროგრამების განვითარების მენეჯერმა სოფიო გოზალიშვილმა.

რაც შეეხება პროექტში CiDA-ს მონაწილეობას, ორგანიზაციის ამოცანაა მოსახლეობის ინფორმირება და თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართვა. პროექტის სახელწოდებაა - „შენი ქალაქის მთავრობა და შენ“! „გვაქვს რამდენიმე ინოვაციური იდეა, რომლის განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ. ერთ-ერთი მოიცავს თვითმმართველობის პროექტების მონიტორინგის ელექრონული სისტემის შექმნას. ანუ, ძალიან მალე რუსთაველებს შეეძლებათ, ინტერნეტის საშუალებით გააკონტროლონ და ნახონ, თუ რა კეთდება მათ უბანში, მათ ეზოში, კორპუსში ან სადარბაზოში, რა ტიპის პროექტებია დაფინანსებული თვითმმართველობის მიერ, რა ვადებში უნდა განხორციელდეს და რა თანხებია ამისთვის გამოყოფილი. რაც მთავარია, მათ მიეცემათ იმის შესაძლებლობა, რომ თუ ხედავენ, რომ რაღაც დაგვიანდა ან ისე არ კეთდება, როგორც მათ სურთ ან პირიქით, მადლობის გადახდის სურვილი აქვთ, ზუსტად ამ პროგრამის საშუალებით, ინტერნეტით გამოაგზავნონ თავიანთი მოსაზრებები, რომელსაც თვითმმართველობა, იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებს“, განაცხადა სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

MSI თვითმმართველობის განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტს აფინანსებს

პროექტი „შენი ქალაქის მთავრობა და შენ“ მხარდაჭერილია საერთაშორისო სისტემების მართვის (MSI) მიერ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

Page 8: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარების მხარდამჭერი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2 აპრილს თბილისში, ზვიად კორძაძის

საადვოკატო ბიუროში, იურიდიული დახმარების

სამსახურის განვითარების მხარდამჭერი

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა

პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმის

იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი

და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების

სფეროში“ ფარგლებში ,,სამოქალაქო

განვითარების სააგენტოს“ (CiDA) ორგანიზებით

ჩატარდა. ჯგუფის წევრებმა იურიდიული

დახმარების სამსახურის სამოქმედო გეგმის

ფარგლებში შემუშავებული წინადადებები და

რეკომენდაციები განიხილეს.

,,მაქსიმალურად შევეცადეთ, არ შეგვეცვალა ჯგუფის

წევრების მიერ მოწოდებული წინადადებები, უბრალოდ

გავაკეთეთ ისე, რომ რეკომენდაციები არ მოსულიყო

ერთმანეთთან წინააღმდეგობაში და დოკუმენტს ჰქონოდა არა

ერთი რომელიმე წევრის, არამედ სამუშაო ჯგუფის სახელი.

ვფიქრობ, საკმაოდ კარგი სარეკომენდაციო პაკეტი გამოვიდა,

რაც იურიდიული დახმარების სამსახურის მომსახურებას

ბენეფიციარებისთვის უფრო ხელმისაწვდომსა და ხარისხიანს

გახდის“, -აღნიშნა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე თითოეული რეკომენდაცია

ცალ–ცალკე განიხილეს და საკუთარი წინადადებები

გამოთქვეს.

,,ეს არის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად შექმნილი დოკუმენტი. საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო

ჩატარდა. თუ ამ რეკომენდაციების ასახვა მოხდება კანონმდებობაში, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი“,- განაცხადა

საქართველოს პარლამენტის იუდიულ საკითხთა კომიტეტის მთავარმა სპეციალისტმა თინათინ ტყეშელიაძემ.

დოკუმენტს დადებითი შეფასება მისცა თბილისის საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ.

,, არის პრობლემები, რომლებიც ყველას აწუხებს და ყველა კულუარულად საუბრობს, მაგრამ აქ მოხდა

ამ პრობლემების თავმოყრა, ამიტომ კარგი ფაქტია. თან ჯგუფის შემადგენლობაა ისეთი, რომლებიც რეალურად

იცნობენ პრობლემებს, გამოირჩევიან პროფესიონალიზმითა და სამართლიანობით. ჩვენ ისეთი თანამშრომლობის

გზით მივდივართ, დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება. თუ ასე პროდუქტიულად განვაგრძობთ მუშაობას,

მართლა კარგ შედეგებამდე მივალთ და ეს მოქალაქეების ცხოვრებაზე უშუალოდ აისახება“,- აღნიშნა სევდია

უგრეხელიძემ.

საბოლოო დოკუმენტი სასჯელაღსულების, პრობაციის და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს წარედგინება.

გარდა ამისა, აღნიშნული დოკუმენტის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობის მიზნით, კონფერენცია მოეწყობა,

რომელსაც სამტავრობო, არასამტავრობო და საერთაშორისო ორგანზიაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

პროექტი ,,სისხლის სამართლის რეფორმის იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო

იურიდიული და ხმარების სფეროში“ დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ აღმოსავლეთ

- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), აშშ საერთაშორისო განვითარებოს სააგენტოსა (USAID) და

შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით. პროექტს ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA)

ახორციელებს.

Page 9: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

საინიციატივო ჯგუფების წევრებს ტრენინგები უტარდებათ

პროექტ SIIMS-ის ფარგლებში, დევნილთა დასახლებების საინიციატივო ჯგუფებს ტრენინგები უტარდება. ტრენინგი ყველა იმ დასახლებასა და სკოლაზეა გათვალისწინებული, სადაც პროექტი ხორციელდება. ტრენინგის მიზანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტში უკვე შესრულებული

სამუშაოების პრეზენტაციის უნარების გამომუშავებაა. ,,ტრენინგების დაწყებამდე მოვამზადეთ

სახელმძღვანელო, ასევე პლაკატი, რომელზეც მოცუმულია პრეზენტაციის მომზადების 10 წესი. ტრენინგების შემდეგ ეს მასალა დავარიგეთ საინიციატივო ჯგუფებში. ვფიქრობ, გამოადგებათ და არ გაუჭირდებათ მათი დახმარებით პრეზენტაციის მომზადება“, -განაცხადა CiDA-ს მობილიზატორმა ქვემო ქართლში რევაზ ბარბაქაძემ.

პრეზენტაციის უნარების გამომუშავებაზე ტრენინგები უკვე ჩატარდა შაუმიანის, კოდას, დასახლებებში, აგრეთვე გორში, ქარელსა და სურამში.

,,ტრენინგი ძალიან მომეწონა და საჭიროების შემთხვევაში, აუცილებლად გამოვიყენებ აქ მიღებულ ცოდნას. ადრე პრეზენტაციის მომზადება არასდროს დამჭირვებია და შესაბამისად, არც ვიცოდი“, -აღნიშნა დაბა სურამის სანატორიუმ ,,ფოლადის” მცხოვრებმა გულნაზ ტურაშვილმა.

პროექტ SIIMS-ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტი ქვემო და შიდა

ქართლის დევნილთა კომპაქტური დასახლებებისა და მათთან მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის საერთო ინფრასტრუქტურული პრობლემების წარმოჩენასა და მოგვარებას ითვალისწინებს.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს“ (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები „ქეა ნორვეგია” და „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

Page 10: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

4-6 აპრილს, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტის“ (SIIMS) დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსებული ქალებისთვის, რუსთავსა და გორში ტრენინგები ჩატარდა. შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა თეა მელუამ დევნილ ქალბატონებს საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო, მათ შორის კოდექსში არსებული სიახლეები.

,,ვინაიდან ჯგუფი შერჩეული იყო მცირე ბიზნესის განვითარების ფარგლებში, ვისაუბრეთ ვინ არის გადასახადის გადამხდელი, რატომ იხდის, რა სახის გადასახადები არსებობს, როგორ უნდა გადავიხადოთ ესა თუ ის გადასახადი, რა არის ერთობლივი გადასახადი, სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები, მცირე მეწარმე, მიკრო მეწარმე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელი. ვისაუბრეთ აგრეთვე საგადასახადო დავაზე, სალარო აპარატის გამოყენებაზე და სანქცია–საურავებზე“, - აღნიშნა თეა მელუამ.

ტრენინგის მონაწილეებისთვის მნიშვნელოვანი საგადასახადო საკითხების გაცნობა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.

,,ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო, ვისწავლე როგორ უნდა გავფორმდე ინდმეწარმედ, როგორ უნდა გავხსნა ბანკში ანგარიში, გადასახადის რა სახეობებია. აქამდე ეს საკითხები ნამდვილად არ ვიცოდი, რადგან არ დამჭირვებია, არც ვყოფილვარ ინდმეწარმე. ახლა როცა დამჭირდა, სრული ინფორმაცია მივიღე, რისთვისაც CiDA-ს მადლობას ვუხდი“, -განაცხადა კოდის დასახლების მცხოვრებმა ლიანა გელაშვილმა.

პროექტ SIIMS-ის დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში სულ 84 მცირე ბიზნესია დაფინანსებული.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს“ (SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია

და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

SIIMS–ის ფარგლებში საგადასახადო საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა

Page 11: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

ქეა ნორვეგია პროექტ SIIMS–ის მონიტორინგს ახორციელებს

18 მარტს ქვემო ქართლს ქეა ნორვეგიის წარმომადგენელი სტუმრობდა. შელ სტოკვიკიმ, პროექტ SIIMS–ის ფარგლებში, პროექტის პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქეა საერთაშორისო კავკასიასა და CiDA–სთან ერთად კოდასა და შაუმიანში მონიტორინგი ჩაატარა. პროექტის განმახორციელებლები მსგავს მონიტორინგს რეგულარულად აწარმოებენ.

შელ სტოკვიკი, SIIMS–ის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტის ფარგლებში, შაუმიანის მე–2 სკოლის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროექტის შედეგებს გაეცნო, ბიბლიოთეკა დაათვალიერა და საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შაუმიანშივე მექანიზაციის ჯგუფს ეწვია, მის წარმომადგენლებს გაესაუბრა. კოდაში დევნილ ქალთა მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტში ქალთა რამდენიმე ბიზნესი დაათვალიერა, კერძოდ, დასახლებაში ვარდების სათბური და მამაკაცების სალონი ინახულა, ხოლო შაუმიანში - კომპიუტერული მომსახურების ცენტრი და ორი სათბური. შელ სტოკვიკი ნანახით კმაყოფილი დარჩა.

,,მე 2 წლის წინ ვიყავი აქ და რაც დღეს ვნახე, შედარებაც არ შეიძლება. მართლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ვიყავი სკოლაში, სადაც სხვადასხვა ეროვნების ბავშვები ერთად სწავლობენ. კმაყოფილი ვარ მობილიზაციის პროცესის მიმდინარეობით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან წინააღმდეგობას ჰქონდა ადგილი, დღეს ყველაფერი კარგად არის. ვნახე, როგორ მუშაობდნენ მინდორში ტრაქტორები, ასევე ქალები - საკუთარი ბიზნესში. რაც მთავარია, ყველა პროექტი სიცოცხლისუნარიანია და ამ ხალხისთვის ეს ბიზნესები მომავალშიც შემოსავლის წყარო იქნება“, -აღნიშნა შელ სტოკვიკიმ.

ქეა ნორვეგიის წარმომადგენელი ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA)–ს დირექტორს ზვიად დევდარიანსაც შეხვდა და პროექტის მიმდინარეობასა და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ქეა ნორვეგიის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონამდე შიდა ქართლს სტუმრობდა, სადაც აგრეთვე SIIMS–ის ფარფლებში განხორციელებული პროექტები დაათვალიერა.

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და საზოგადოებაში მათი ინტეგრირების პროექტს“(SIIMS) ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. სამწლიან პროექტს ორგანიზაციები ქეა ნორვეგია და ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებენ. პროექტის ადგილობრივი განმახორციელებელი პარტნიორია ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო“ (CiDA).

Page 12: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

მადონა ტერტერაშვილი 2011 წლიდან სწავლობს ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში, საერთაშორისო ეკონომიკას. მანამდე 2003 წელს ქ. ხაბაროვსკში დაამთავრა ეკონომიკური გიმნაზია.

ამის შემდეგ, ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოპოვებული აქვს მაგისტრის ხარისხი, თემა - ინვესტიციების ეფექტიანობა საქართველოში.

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში ბევრ საინტერესო საგანს სწავლობას მადონა, მათ შორის, გლობალური მართვაა, სადაც დაევალა საკონკურსო ნაშრომის მომზადება თემაზე: რა როლი აქვთ სამოქალაქო ორგანიზაციებს საქართველოში და რა გავლენა აქვს მათ საქმიანობას ეროვნულ დონეზე, გლობალური პრობლემების გადაწყვეტის ჭრილში.

საკონკურსო ნაშრომი მოიცავს ინფორმაციას სამოქალაქო ორგანიზაციების შესახებ, სამოქალაქო ორგანიზაციების როლის შეფასებას, ცვლილებებსა და გამოწვევებს სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, საქართველოს სამოქალაქო ორგანიზაციების განვითარების ისტორიას. ნაშრომი მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) საქმიანობის მაგალითზე. მიმოხილულია CiDA-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები და ასევე ის გამოწვევები, რომელიც ორგანიზაციის წინაშე დგას.

მადონამ ნაშრომისთვის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.

CiDA-ს დირექტორმა ილიას უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

23 აპრილს CiDA-ს დირექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის

სტუდენტებს სტუმრობდა. მსგავსი ლექცია-შეხვედრები სტუმრის

სტატუსით არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან

ილიას უნივერსიტეტში პერიოდულად ეწყობა.

თავდაპირველად სტუდენტებმა CiDA-ს შესახებ მოკლე პრეზენტაცია

თავად გამართეს, ლექციის დანარჩენი დრო კი მთლიანად ზვიად

დევდარიანს დაეთმო. CiDA-ს დირექტორმა ზოგადად სამოქალაქო

სექტორის როლზე, მის გავლენაზე, არსებულ ხარვეხებზე ისაუბრა,

შემდეგ კი სტუდენტებს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ მოუყვა,

CiDA-ს სერვისები, მიმდინარე პროექტები, საქმიანობის არეალი და

სტრატეგიული მიმართულებები გააცნო.

,,სტუდენტები ხვდებიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენც მოგვიწვიეს. ჩვენთვის საინტერესო

იყო იმდენად, რამდენადაც ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი ბენეფიციარი არიან ახალგაზრდები, სტუდენტები და

საინტერესო იყო მათი აზრი. გავაცანით, რას ვაკეთებთ და მათი მხრიდანაც მივიღეთ რაღაც მოსაზრებები, რომელიც

ჩვენს საქმიანობაში შესაძლოა რაიმე ფორმით ავსახოთ“, - აღნიშნა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

გამოსვლის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა სტუმარს რამდენიმე კითხვაც დაუსვეს და შეხვედრით

კმაყოფილი დარჩნენ.

,,ჩვენ ყოველ კვირას გვაქვს მსგავსი სახის შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციების აღმასრულებელ

დირექტორებთან და უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი შეხვედრა იყო ყველაზე საინტერესო იმ შეხვედრებიდან,

რომელიც აქამდე გვქონია“,_განაცხადა მარიამ ბეგიაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ CiDA-ს დირექტორი ლექტორის ამპლუაში პირველად წარსდგა, შეხვედრის ბოლოს

აღინიშნა, რომ ამ დროისთვის სტუმარ-ლექტორებს შორის საკუთარი გამოსვლითა და პრეზენტაციით ზვიად

დევდარიანი ლიდერობს.

Page 13: march-april, 2012.pdf

ww

w.c

ida

.ge

გამოცემა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ

2011 წლის ფინანსური აუდიტი CiDA-ში

სამოქალაქო განვითარების სააგენტომ (CiDA) 2011 წლის ფინანსური აუდიტი ჩაატარა. ,,საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის“ (GACC) წარმომადგენლები ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას 25 თებერვლიდან 30 მარტის ჩათვლით იკვლევდნენ. GACC-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს CiDA-ს ფინანსური პროცედურების შესაბამისობა საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან და საქართველოს საგადასახადო კანონთან, აგრეთვე ორგანიზაციის ფინანსური დოკუმენტაცია.

,,როგორც დასკვნამ აჩვენა, ჩვენი პროცედურები და შიდა საფინანსო საქმიანობა შეესაბამება როგორც ადგილობრივ საგადასახადო კანონს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მოხდა შედარება 2010 და 2011 წლების დასკვნებს შორის და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ხარვეზი და შენიშვნა, რაც იყო ადრე, აღმოფხვრილი და გამოსწორებულია“, - განაცხადა CiDA-ს ფინანსურმა მენეჯერმა ნუგზარ არველაძემ.

უახლოეს დღეებში CiDA ,,საქართველოს აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიისგან“ შიდა მართვის ნაკლოვანებების შესახებ რეკომენდაციებს მიიღებს.