799
ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ, ბბბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბბ. ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ 1.ბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ: ბ ) ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ; ბ ) ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბ; ბ ) ბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ; *ბ) ბბბბბ ბბბბბბბბბბ. 2. ბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ? ბ ) ბბბბბბ ბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბ ბბბბბბბბბ (ბბბბბბბბბბბ); ბ ) ბბბბბბბბ ბბბბბბბბბ (ბბბბბბბბბბბ); ბ ) ბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ; *ბ) ბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბ. 3.ბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბ: *ბ) 11-15 1000 ბბბბბბბბბ; ბ ) 16-20 1000 ბბბბბბბბბ; ბ ) 21-25 1000 ბბბბბბბბბ; ბ ) 26-30 1000 ბბბბბბბბბ. 4.ბბბბბბბბბბ ბბბბბბ ბბბბბბბბბბ ბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ:

rama.moh.gov.gerama.moh.gov.ge/res/docs/20171031160812... · Web view10 წლის ბავშვს, რომელსაც ექიმთან მორიგი ვიზიტის

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

ბავშვის ჯანმრთელობის კონტროლი, განვითარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული გადახრების დიაგნოსტიკა და პროფილაქტიკა. ბავშვის გაჯანსაღება

1. ბავშვთა ავადობის სტრუქტურის ანალიზის შედეგად გამოვლინდება:

ა ) წამყვანი პათოლოგია;

ბ ) თითოეული ნოზოლოგიის მიხედვით ავადობის სიხშირე;

გ ) ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვთა კონტინგენტი;

*დ) ყველა ჩამოთვლილი.

2. გამოკვლეულ ბავშვთა რაოდენობისა და ყველა დაავადებათა საერთო რაოდენობის მონაცემებით ავადობის რა მაჩვენებელი შეიძლება გამოითვალოს?

ა ) ხშირად და ხანგრძლივად მოავადე ბავშვთა რაოდენობა (პროცენტებში);

ბ ) ავადობის სტრუქტურა (პროცენტებში);

გ ) ჯანმრთელობის ინდექსი;

*დ) ავადობის სიხშირის მაჩვენებელი.

3. შობადობის დაბალ მაჩვენებლად ითვლება:

*ა) 11-15 1000 მოსახლეზე;

ბ ) 16-20 1000 მოსახლეზე;

გ ) 21-25 1000 მოსახლეზე;

დ ) 26-30 1000 მოსახლეზე.

4. სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან უბნის პედიატრის პროფილაქტიკური მუშაობის ძირითადი მიმართულებაა:

ა ) აღდგენითი მკურნალობა;

*ბ) დაბადებიდან 7 წლამდე ბავშვთა ჯანმრთელობაზე უწყვეტი ზედამხედველობა;

გ ) ბავშვთა ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური გამოკვლევების და ექიმ-სპეციალისტების მიერ გასინჯვების ორგანიზება;

დ ) ბავშვთა მომზადება სკოლამდელ დაწესებულებასა და სკოლაში შესასვლელად.

5. შობადობის მაღალ მაჩვენებლად ითვლება:

ა ) 11-15 1000 მოსახლეზე;

ბ ) 16-20 1000 მოსახლეზე;

გ ) 21-25 1000 მოსახლეზე;

*დ) 26-30 1000 მოსახლეზე.

6. ჯანმრთელი ბავშვის აღზრდის კაბინეტში 1 წლამდე ასაკის ბავშვის მიყვანის ოპტიმალური რაოდენობაა:

ა ) 7-ჯერ წელიწადში;

ბ ) ყოველთვიურად;

გ ) ყოველკვარტალურად;

*დ) 3-ჯერ აცრის პერიოდში

7. რას შეიცავს მცნება "პერინატალური სიკვდილიანობა"?

ა ) 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა რაოდენობას ყოველ 1000 ცოცხლადშობილზე;

*ბ) მკვდრადშობილების რაოდენობას + 7 დღემდე ასაკში გარდაცვლილ ახალშობილთა რაოდენობა გამრავლებული 1000-ზე და გაყოფილი ცოცხალი და მკვდრადშობილი ბავშვების რაოდენობათა ჯამზე;

გ ) მკვდრადშობილთა რაოდენობა გამრავლებული 1000 და გაყოფილი დაბადებულ ბავშვთა რაოდენობაზე

დ) ადრეულ ნეონატალურ პერიოდში გარდაცვილ ახალშობილთა რაოდენობა გამრავლებული 1000 და გაყოფილი ცოცხალი და მკვდრადშობილი ბავშვების რაოდენობათა ჯამზე;

8. შობადობის კოეფიციენტი განისაზღვრება:

ა ) დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით (პროცენტებში);

ბ ) დაბადებულ ბავშვთა რაოდენობით (პრომილეებში);

გ ) წლის განმავლობაში ცოცხლადშობილების რაოდენობის 1000-ზე ნამრავლის გაყოფით მოსახლეობის საერთო რიცხვზე (პროცენტებში);

*დ) წლის განმავლობაში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობის შეფარდებით მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან (პრომილეებში).

9. რა მონაცემის მიხედვით არ ფასდება სკოლამდელ დაწესებულებებში ჩატარებული სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ეფექტურობა?

ა ) ავადობის სტრუქტურით (პროცენტებში);

ბ ) ყოველ 100 ბავშვზე მწვავე დაავადებათა შემთხვევების რაოდენობით;

*გ) სამედიცინო გასინჯვათა მოცვის სისრულით;

დ ) მეთვალყურეობაზე აყვანილ ბავშვთა რაოდენობით.

10. ჰოსპიტალამდელ ეტაპზე ბავშვთა სიკვდილიანობის ნიშვნელოვანი მიზეზებია ყველა გარდა ერთისა

ა ) სამედიცინო დახმარებისთვის დაგვიანებული მიმართვა;

ბ ) ბავშვთა მდგომარეობის სიმძიმის შეფასების დიაგნოსტიკური შეცდომა;

გ ) ტრანსპორტირებისა და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობის არარსებობა;

*დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გარემო პირობების ცვლილებების გამო.

11. ორსულობის რომელ ვადაში მოქმედებდა დამზიანებელი ფაქტორები, თუ ბავშვს აღმოაჩნდა თანდაყოლილი სიმახინჯეები?

*ა) 8-12 კვირა;

ბ ) 14-16 კვირა;

გ ) 20-25 კვირა;

დ ) 28-32 კვირა.

12. ორსულობის რა ვადა ითვლება კრიტიკულად ნაყოფის ქსოვილებისა და ორგანოების განვითარებისა და ფორმირების ტემპების დარღვევის პროგნოზირებისთვის?

ა ) 8-12 კვირა;

*ბ) 14-16 კვირა;

გ ) 20-25 კვირა;

დ ) 28-32 კვირა.

13. ორსულობის რომელ ვადაში მოხდა ნაყოფის დაზიანება, თუ ბავშვი დაიბადა უმწიფრობის ნიშნებით?

ა ) 8-12 კვირა;

ბ ) 14-16 კვირა;

გ ) 20-25 კვირა;

*დ) 28-32 კვირა.

14. ორსულობის რომელ ვადაში შეიძლება დამზიანებელმა ფაქტორებმა განაპირობოს ბავშვის პოსტნატალური ჰიპოქსია?

ა ) 8-12 კვირა;

ბ ) 14-16 კვირა;

გ ) 20-25 კვირა;

*დ) 28-32 კვირა. მეტი იქითა არა 33,34 და აშ???

15. ნაყოფის ორგანოების და სისტემების ფუნქციური მომწიფება ყველაზე აქტიურად ხდება:

ა ) ბლასტოგენეზის პერიოდში;

*ბ) განსხვავებულია თითოეული სისტემისა და ორგანოსათის;

გ ) ფეტალურ პერიოდში;

დ ) ინტრანატალურ პერიოდში.

16. განვითარებადი ტვინის ძირითადი ფუნქციური ნიშნებია:

ა ) მომატებული ემოციურობა;

ბ ) ქერქოვანი რგოლის ორიენტირებადი რეაქციის სისუსტე;

გ ) უპირობო რეფლექსების დინამიკა;

*დ) ყველა ჩამოთვლილი სწორია;

ე ) ყველა ჩამოთვლილი არასწორია.

17. რა ასაკშია პულსის ნორმალური სიხშირე 135-140 წუთში:

ა ) 1 წელი;

ბ ) 2 წელი;

გ ) 5 წელი;

*დ) ახალშობილი.

18. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის სპეციალური ვარჯიშის ძირითადი მიზანია:

*ა) მოძრაობათა სწორად განვითარების უზრუნველყოფა;

ბ ) მოძრაობაში ორგანული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება;

გ ) სხვადასხვა მოძრაობითი ჩვევების შეძენა (სიარული, ცოცვა, გადაგდება და სხვ. );

დ ) რიტმის გრძნობის განვითარება.

19. გამაკაჟებელ პროცედურათა არჩევისას რომელ პრინციპს ენიჭება უპირატესობა?

ა ) თანდათანობითობას;

ბ ) პროცედურაზე დადებითი ემოციების არსებობას;

*გ) ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებათა გათვალისწინებას;

დ ) სისტემატურობას.

20. 1 წლისა და 3 თვის ბავშვის თამაშის დამახასიათებელია?

ა ) რთული წარმოსახვითი თამაში;

*ბ) თამაშში განასახიერებს ცალკეულ მოქმედებებს;

გ ) თამაში ატარებს სიუჟეტურ ხასიათს;

დ ) თამაში როლის შემსრულებლის ელემენტებით.

21. რომელი ქვემოთმოყვანილი შეესაბამება 2 წლის ასაკის ბავშვის განვითარებას:

ა ) შეუძლია კვადრატის კოპირება;

*ბ) იწყებს 2 სიტყვიანი ფრაზის , წინადადების წარმოთქმას;

გ ) ატარებს ველოსიპედს;

დ ) ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით.

22. რა ასაკით განისაზღვრება ნეონატალური სიკვდილიანობა?

ა ) 0-7 დღე;

*ბ) 0-28 დღე;

გ ) 7-28 დღე.

დ) 0-2 თვე

23. რაში გამოიხატება ახალშობილთა სიკვდილიანობა?

ა ) პროცენტებში;

*ბ) პრომილეებში;

გ ) აბსოლუტურ რიცხვებში

დ) ცალკე ახალშობილთა სიკვდილობა არ ითვლება

24. 1 თვის ასაკის ბავშვის მხედველობის ნორმალურ განვითარებაზე მიუთითებს:

*ა ) უძრავ საგანზე მხედველობის დაფიქსირება;

ბ ) მხედველობის დაფიქსირება სათამაშოზე, რომელიც უჭირავთ ვერტიკალურ მდებარეობაში;

გ) მოძრავ საგანზე ხანგრძლივი თვალის გაყოლება;

დ ) თვალის გაყოლება ადამიანების მოქმედებაზე.

25. 1 თვის ასაკის ბავშვის სმენის ფუნქციის ნორმალურ განვითარებაზე მიუთითებს:

*ა ) თვალების ხამხამი და შეკრთომა უეცარ ხმაურზე;

ბ) მოსაუბრისკენ თავის მიბრუნება;

გ ) ხმაურის უხილავი წყაროს თვალებით მოძებნა;

დ) სიცილით რეაგირება დედის ხმის გაგონებაზე

26. რა ასაკიდანაა აუცილებელი სპეციალური ვარჯიშები და მასაჟი ჯანმრთელ ბავშვებში?

ა ) დაბადებიდან;

*ბ ) ჯანმრთელ ბავშვს არ სჭირდება რუტინულად;

გ) 1,5 თვიდან;

დ ) 2 თვიდან.

ე) 6 თვიდან

27. 3 თვის ასაკის ბავშვის განვითარების საშიშროების ნიშანს მიეკუთვნება:

ა ) ვერ იტაცებს და იჭეს სათამაშოს;

ბ ) ვერ ბრუნდება მუცლიდან ზურგზე;

გ ) არ რეაგირებს თამაშზე ჭიტა;

*დ) ვერ იჭერს თავს

28. 1 თვის ასაკის ბავშვის განვითარების ნიშანსვეტებია ყველა გარდა:

*ა ) მოძრავ საგნზე თვალის გაყოლება

ბ) ხმაურზე შეკრთომა;

გ ) სპონტანური ღიმილი

დ )მუცელზე წოლისას წამიერად თავის აწევა

29. რომელი ქვემოთმოყვანილი ნიშანი წარმოადგენს განვითარების შეფერხების საშიშროების ნიშანს და მოითხოვს დამატებით გამოკვევას:

ა ) ვერ დგება 8 თვის ასაკში ;

ბ ) ვერ დადის 11 თვის ასაკში:

გ ) არ გადააქვს სათამაშო ხელიდან ხელში 4 თვის ასაკში;

*დ) არ ჯდება 9 თვის ასაკში.

30. 5 თვის ასაკის ბავშვის ნორმალურ განვითარებას ასახავს ყველა ქვემოთჩამოთვლილი გარდა ერთისა:

ა ) იწყებს გადაბრუნებას;

ბ ) ვლინდება სოციალური ღიმილი;

გ ) ცდილობს დაიჭიროს სათამაშო;

*დ) იწყებს ცოცვას.

31. 6 თვის ასაკის ბავშვის მოტორიკის ნიშანსვეტს წარმოადგენს:

ა ) სათამაშოს მარწუხისებურად დაჭერა;

*ბ ) ჯდომა;

გ) ცოცვა;

დ ) ფეხზე ადგომის უნარი.

32. ნორმალური ნერვულ-ფსიქიკური განვითარების მქონე 2 თვის ბავშვისთვის შეუსაბამოა:

ა ) პირველი ბგრების წარმოთქმა

*ბ) სათამაშოს ტაცება;

გ ) მუცელზე წოლისას თავის დაჭერა;

დ ) საგანზე თვალის ხანმოკლე გაყოლება .

33. ყველა ქვემოთმოყვანილი მოქმედება მიეკუთნება რეცეპციულ მეტყველებას გარდა:

ა ) ბავშვი ასრულებს ისტრუქციას;

ბ ) ბავშვს ესმის სიტყვების მნიშვნელობა;

გ ) ბავშვს მოქავს დასახელებული საგანი საჩვენებლად;

*დ) ბავშვი გპასუხობთ შეკითხვაზე ახსნა-განმარტებით.

34. შეარჩიეთ სპეციალური გამაჯანსაღებელი მეთოდი, 3 წლის ხშირად მოავადე ბავშვისთვის,:

ა ) ინტენსიური მეთოდი გაკაჟებისა;

ბ ) გაკაჟება ცივი წყლის გამოყენებით;

გ ) კონტრასტული მეთოდი გაკაჟებისა;

*დ) გაკაჟება ტემპერატურის თანდათანობითი დაწევით.

35. ხელის დომინანტობის ფორმირების პროცესი მთავრდება:

ა ) 3 წლის ასაკში;

*ბ) 5 წლის ასაკში;

გ ) 7 წლის ასაკში;

დ ) 11 წლის ასაკში.

36. თქვენ კონსულტაციას უწევთ მშობელს, რომელსაც უნდა მიაჩვიოს ცაცია ბავშვს მარჯვენა ხელის უპირატეს გამოყენებას . რას ურჩევთ?

ა ) მნიშვნელოვანია ვაიძულოთ რომ ძირითადი საქმიანობა წერა ხატვა, შეასრულოს მარჯვენა ხელით;

ბ) გადაჩვევეა აუცილებლად უნდა განხორციელდეს 6 წლის ასაკამდე;

გ ) 5 წლის ასაკამდე დასაშვებია ცაცია ბავშვის მარჯვენა ხელით მოქმედებათა სწავლების მიდგომა ზეწოლის და დიქტატის გარეშე.

*დ) ხელის დომინანტა მიუთითებს შესაბამისი ჰემისფეროს დომინანტურობაზე და არ საჭიროებს გადაჩვევას

37. ვადაგადაცილებულ ახალშობილს არ ახასიათებს:

ა ) ხელისგულებსა და ფეხისგულების კანის მაცერაცია;

ბ ) ხაჭოსებრი საცხის არარსებობა;

გ ) ფრჩხილი ბოლომდეა ჩამოსული;

*დ) კანქვეშა ქსოვილის შეშუპება.

38. 10 წლის ბავშვს, რომელსაც ექიმთან მორიგი ვიზიტის შემდეგ დაუდგინდა სიმსუქნე. სმი მაღალია. რა რეკომენდაცია უნდა მისცეს პედიატრმა პირველ რიგში, თუ ბავშვს ანამნეზში აქვს სიმსუქნის რისკ-ფაქტორები და ოჯახში შაქრიანი დიაბეტის ანამნეზი?

ა ) კვების კორექცია;

*ბ) ენდოკრინოლოგის კონსულტაცია;

გ ) ნახშირწყლების შეზღუდვა;

დ ) განმეორებითი აწონვა დინამიკაში.

39. აღნიშნეთ სამკურნალო მცენარეების გამოყენების წამყვანი უპირატესობა ჯანმრთელობის მდგომარეობის ადრეული გადახრების კორექციისთვის, სინთეზურ სტიმულატორებთან შედარებით:

ა ) მოქმედების სირბილე;

ბ ) ნაკლები ტოქსიკურობა;

გ ) მოქმედების ფართო სპექტრი;

*დ) შეჩვევის არარსებობა.

40. მცენარეები თავის სამკურნალო თვისებებს ყველაზე უკეთ ინარჩუნებენ:

ა ) ნაყენის სახით;

ბ ) ნახარშის სახით;

*გ) ექსტრაქტის სახით;

დ ) არა აქვს მნიშვნელობა.

41. ორგანიზმის ადაპტაციის პროცესში მონაწილეობს:

ა ) თირკმელზედა ჯირკვალი;

ბ ) ჰიპოთალამუსი;

გ ) ჰიპოფიზი;

*დ) ყველა ზემოთჩამოთვლილი;

ე ) მხოლოდ ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი.

42. რომელ ასაკში ხდება ბავშვის დაბადების წონის გაორმაგება:

*ა) 4-5 თვის ასაკში;

ბ ) 1 წლის ასაკში;

გ ) 7-8 თვის ასაკში;

დ ) 2 წლის ასაკში.

43. თქვენ სინჯავთ ბავშვს რომელიც ჩამორჩება სიმაღლეში, წონა შეესაბამება ასაკს. ანამნეზიდან ყურადღებას იპყრობს, რომ მამაც იყო დაბალი, თუმცა პუბერტულ პერიოდში საკმარისად გაიზარდა. ამჟამად მშობლების სიმაღლე ნორმაშია. ბავშვი ჯანმრთელია არ აქვს დისემბრიოგენეზული სტიგმები, ძვლოვანი ასაკი ჩამორჩება ბიოლოგიურ ასაკს. რაზე იფიქრებთ?

ა ) კვებითი დეფიციტით განპირობებული ტანდაბლობა;

*ბ) კონსტიტუციური ტანდაბლობა;

გ ) ენდოკრინოლოგიური პათოლოგია;

დ ) ოჯახური ტანდაბლობა.

44. მიუთითეთ პარამეტრი, რომელიც არ მიეკუთვნება სოციალურ ანამნეზს:

ა ) ოჯახის მთლიანობა;

ბ ) საბინაო-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

*გ) დაავადების კერაში მშობელთა ყოფნა;

დ ) ოჯახის ფსიქოლოგიური კლიმატი.

45. შაქრიანი დიაბეტით დაავადებული დედის ახალშობილისთვის დამახასიათებელია:

*ა) სხეულის ჭარბი წონა;

ბ ) ჰიპერგლიკემია

გ ) რესპირაციული მოშლილობების სინდრომის მაღალი სიხშირე;

დ ) განვითარების მანკების მაღალი სიხშირე.

46. 2 წლისა და 8 თვის ბავშვი სომატურად ჯანმრთელია. ვლინდება ექსპრესიული მეტყველების ჩამორჩენა. ანამნეზი - რაიმე გადახრების გარეშე, ოჯახი მატერიალურად უზრუნველყოფილია. დედა 8 კლასის განათლებით. ოჯახში კიდევ 2 ბავშვია: 21 და 36 თვის. რა შეიძლება ვურჩიოთ დედას ბავშვის განვითარების გაუმჯობესების მიზნით?

ა ) ბავშვთან ერთად ხშირი სეირნობა და თამაში;

*ბ) სკოლამდელ დაწესებულებაში ჩართვა ;

გ ) სპეციალიზებული ლოგოპედური ბაღი;

დ ) განვითარების ბუნებრივი გზა.

47. რა ასაკში უნდა შეფასდეს პირველად ბავშვის მზადყოფნა სკოლაში შესასვლელად?

ა ) 3 წლიდან;

*ბ) 5 წლიდან;

გ ) 6 წლიდან;

დ ) 7 წლიდან.

48. საბავშვო დაწესებულებაში ბავშვის ადაპტაციის პროცესის დამთავრების წამყვანი მაჩვენებელია:

ა ) ძილის ნორმალიზაცია;

ბ ) მადის ნორმალიზაცია;

გ ) უფროსებთან ურთიერთობა;

*დ) ბავშვებთან ურთიერთობა.

49. კბილების გაწმენდა მიზანშეწონილია დაიწყოს:

*ა ) პირველი დროებითი (სარძევე) კბილების ამოჭრისთანავე;

ბ) 2 წლის ასაკიდან;

გ ) ყველა სარძევე კბილის ამოსვლის შემდეგ;

დ ) სკოლაში წასვლის პერიოდისთვის.

50. კარიესის განვითარებას ხელს უწყობს საკვებში:

ა ) კალციუმის სიჭარბე;

*ბ) შაქრის სიჭარბე;

გ ) სითხეების სიჭარბე;

დ ) სუფრის მარილის სიჭარბე.

51. ფტორის პრეპარატების გამოიყენება რეკომენდებულია:

*ა) კბილის ამოჭრის პერიოდში თუ სასმელ წყალში შემცირებულია ფტორის კონცენტრაცია;

ბ ) ბავშვებში კბილების მრავლობითი კარიესის დროს, მიუხედავად იმისა შეიცავს თუ არა წყალი ფტორს;

გ ) რაქიტის შემთხვევაში

დ) კალციუმის ალიმენტურიდ ეფიციტის შემთხვევაში.

52. ენურეზი არ წარმოადგენს:

*ა) თირკმლის ანატომიური დეფექტის გამოვლინებას;

ბ ) ნევროზის გამოვლინებას;

გ ) შარდის ბუშტის ნეიროგენური დისფუნქციის გამოვლინებას;

დ ) ურეტრის სტენოზის გამოვლინებას.

53. ბულემია განპირობებულია:

ა ) ფსიქიკური პათოლოგიით;

ბ ) დიაბეტით;

გ ) კორტიკოსტეროიდული თერაპიით;

*დ) ყველა ჩამოთვლილით.

54. ვულვოვაგინიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ჩამოთვლილი ფაქტორი, გარდა:

ა ) ატოპიური დერმატიტისა;

ბ ) ალერგიული დერმატიტისა;

*გ) გაცივებისა;

დ ) პირადი ჰიგიენის დაუცველობისა.

55. ქრონიკული ვულვოვაგინიტი არ იწვევს:

ა ) სინექიებს;

*ბ) საშოს პოლიპს;

გ ) ცისტიტს;

დ ) სასქესო მიდამოში კანის გაღიზიანებას

56. ამენორეის მიზეზია:

ა ) ინფანტილიზმი;

ბ ) სასქესო ორგანოების განვითარების ანომალია;

გ ) ორსულობა;

*დ) ყველა ჩამოთვლილი.

57. ტერფმრუდობის მკურნალობა აუცილებელია:

ა ) 6 თვის ასაკიდან;

ბ ) 1 წლის ასაკიდან;

*გ) სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე;

დ ) 3 წლის ასაკიდან.

58. ბადურა გარსის პიგმენტური დეგენერაციის ძირითადი ნიშანია:

*ა) ღამის მხედველობის დაქვეითება;

ბ ) დღის მხედველობის დაქვეითება;

გ ) მხედველობის ზონის შეზღუდვა;

დ ) მიოპია.

59. ასტიგმატიზმის ძირითადი ნიშანია:

*ა) რეფრაქციის სხვაობა მთავარ მერიდიანებში და მხედველობის დაქვეითება;

ბ ) თავის დახრა საგნის დათვალიერების დროს;

გ ) სინათლის შიში და ცრემლის დენა;

დ ) გამონადენი თვალიდან.

60. ახლომხედველობის ძირითადი ნიშანია:

*ა) შორი მხედველობის დაქვეითება;

ბ ) ახლო მხედველობის დაქვეითება;

გ ) განიერი გუგები;

დ ) ღამის მხედველობის დაქვეითება.

61. საცრემლე გზების დაავადებებს ახასიათებს:

ა ) დაქვეითებული მხედველობა და ცრემლდენა;

*ბ) ცრემლის დენა, ცრემლის შეგუბება, ჩირქოვანი გამონადენი;

გ ) სიელმე და მედველობის ველის შეზღუდვა ;

დ) თვალის კაკლის გაწითლება.

62. თქვენ აფასებთ 4 წლის ბავშვის განვითარებას. მისი მასა 50 ცენტილის ზონაშია, სიგრძე კი 75 ცენტილის ზონაში. როგორია თქვენი აზრი?

*ა) ბავშვის მასა და სიგრძე ნორმის ფარგლებშია;

ბ ) ბავშვის სიგრძე ნორმაზე მეტია, მასა კი ნორმის ფარგლებშია;

გ ) ბავშვის სიგრძე ნორმაშია, მასა კი ნორმაზე მეტია;

დ ) ბავშვის მასა ნორმაზე ნაკლებია, სიგრძე კი ნორმაშია;

ე ) ორივე მაჩვენებელი ნორმაზე ნაკლებია.

63. თქვენ აფასებთ 1 წლის ბავშვის განვითარებას. მისი მასა 3 ცენტილზე ნაკლებია სიგრძე კი 25 ცენტილის ზონაშია. როგორია თქვენი აზრი?

ა ) ბავშვის მასა და სიგრძე ნორმის ფარგლებშია;

ბ ) ბავშვის სიგრძე ნორმაზე მეტია, მასა კი ნორმის ფარგლებშია;

გ ) ბავშვის სიგრძე ნორმაშია, მასა კი ნორმაზე მეტია;

*დ) ბავშვის მასა ნორმაზე ნაკლებია, სიგრძე კი ნორმაშია;

ე ) ორივე მაჩვენებელი ნორმაზე ნაკლებია.

64. თქვენ აფასებთ 1 წლის ბავშვის განვითარებას. მისი სიგრძე 50 ცენტილის ზონაშია, მასა კი მეტია 97 ცენტილის ზონაზე. როგორია თქვენი აზრი?

ა ) ბავშვის მასა და სიგრძე ნორმის ფარგლებშია;

ბ ) ბავშვის სიგრძე ნორმაზე მეტია, მასა კი ნორმის ფარგლებშია;

*გ) ბავშვის სიგრძე ნორმაშია, მასა კი ნორმაზე მეტია;

დ ) ბავშვის მასა ნორმაზე ნაკლებია, სიგრძე კი ნორმაშია;

ე ) ორივე მაჩვენებელი ნორმაზე ნაკლებია.

65. რომელი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებაა სწორი?

ა ) ბავშვი იორმაგებს დაბადების სიგრძეს 1 წლის ასაკში;

ბ ) ბავშვი იორმაგებს დაბადების მასას 2 თვის ასაკში;

გ ) ბავშვი იორმაგებს დაბადების სიგრძეს 2 წლის ასაკში;

დ ) ბავშვი ისამმაგებს დაბადების მასას 2 წლის ასაკში;

*ე) ბავშვი იორმაგებს დაბადების სიგრძეს 4 წლის ასაკში.

66. რომელი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებაა სწორი?

ა ) სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის მასა და სიგრძე უნდა შეფასდეს კვარტალში ერთხელ;

ბ ) თავის გარშემოწერილობის შეფასება ტარდება ჯანმრთელი ბავშვის ყოველი ვიზიტისას 1 წლამდე ასაკში;

*გ) თავის გარშემოწერილობის შეფასება ტარდება ჯანმრთელი ბავშვის ყოველი ვიზიტისას 3 წლამდე ასაკში;

დ ) სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში ბავშვის სიგრძეში მატების შეფასება ტარდება 2 ჯერადად, 6 თვეში ერთხელ;

ე ) ბავშვის მასისა და სიგრძეში მატების დინამიკის შეფასება ტარდება 1 წლამდე ასაკში.

67. თქვენ აფასებთ 5 წლის ბავშვის ფიზიკურ განვითარებას. მისი სხეულის მასის ინდექსი განთავსებულია დიაგრამაზე -1 და +1-ს სტანდარტული გადახრის ზონაში. როგორია თქვენი აზრი?

*ა) სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებშია;

ბ ) სხეულის მასის ინდექსი ნორმაზე დაბალია და ვლინდება წონის დეფიციტი;

გ ) სხეულის მასის ინდექსი ნორმაზე მეტია და ვლინდება ჭარბი წონა;

დ ) სხეულის მასის ინდექსი მკვეთრად მომატებულია და ვლინდება სიმსუქნე;

ე ) სხულის მასის ინდექსი მიუთითებს სიგრძეში ჩამორჩენაზე.

68. ჭარბი წონის შემთხვევაში რომელ ზონაში თავსდება სხულის მასის ინდექსის მაჩვენებელი?

ა ) 5 ცენტილზე ქვემოთ;

ბ ) 5-50 ცენტილის ფარგლებში;

გ ) 5-75 ცენტილის ფარგლებში;

*დ) 85-95 ცენტილის ფარგლებში;

ე ) 95 ცენტილის ზემოთ.

69. წონის დეფიციტის შემთხვევაში რომელ ზონაში თავსდება სხულის მასის ინდექსის მაჩვენებელი?

*ა) 5 ცენტილზე ქვემოთ;

ბ ) 5-50 ცენტილის ფარგლებში;

გ ) 5-75 ცენტილის ფარგლებში;

დ ) 85-95 ცენტილის ფარგლებში;

ე ) 95 ცენტილის ზემოთ.

70. სქესობრივი მომწიფების პერიოდისთვის დამახასიათებელია:

*ა) სიგრძისა და წონის ნამატის აჩქარება;

ბ ) სიგრძის სწრაფი ნამატის ფონზე წონის მატების შეჩერება;

გ ) წონაში სწრაფი ნამატის ფონზე სიგრძეში მატების ტემპის შენელება;

დ ) კუნთოვანი მასის შემცირება;

ე ) ძვლოვანი ასაკის ჩამორჩენა ბიოლოგიური ასაკიდან.

71. 1 წლის ასაკის შემდეგ სიცოცხლის პირველ წლებსა და წინა სასკოლო ასაკში ბავშვის წლიური ნამატი წონაში დაახლოებით შედგენს:

ა ) 1 კგ-ს;

*ბ) 2 კგ-ს;

გ ) 3 კგ-ს;

დ ) 4 კგ-ს;

ე ) 5 კგ-ს.

72. პირველი წლის განმავლობაში ბავშვის თავის გარშემოწერილობა იზრდება დაახლოებით:

ა ) 5-6 სმ-ს;

ბ ) 8-9 სმ-ს;

*გ) 10-11 სმ-ს;

დ ) 13-15 სმ-ს;

ე ) 5 სმ-ზე ნაკლებს.

73. დედამ მოგიყვანათ 3 წლის ბავშვი რინორეათი და შუბლის ტკივილით და ითხოვს შუბლის წიაღების გადაღებას. როგორი იქნება თქვენი ტაქტიკა:

ა ) ჩაატარებთ რენტგენოგრაფიას;

ბ ) დანიშნავთ სინუსიტის საწინააღმდეგო მკურნალობას და თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ჩაატარებთ რენტგენოგრაფიას;

*გ) აუხსნით მშობლებს, რომ ფრონტალური წიაღი ვითარდება 7 წლის ასაკისთვის;

დ ) აუხსნით მშობლებს, რომ ფრონტალური წიაღი ვითარდება 12 წლის ასაკისთვის;

ე ) აუხსნით მშობლებს, რომ ფრონტალური წიაღი ვითარდება 4 წლის ასაკისთვის.

74. თქვენ მოგიყვანეს 9 თვის ბავშვი. დედა გეუბნებათ, რომ დარწმუნებულია მისი შვილიც მასავით ცაცია იქნება. რომელი ასაკისთვის არის მყარად ჩამოყალიბებული ხელის დომინანტა?

ა ) პირველ 6 თვეში;

ბ ) პირველ 12 თვეში;

გ ) 2 წლის ასაკისთვის;

დ ) 10-12 წლის ასაკისთვის;

*ე) 5 წლის ასაკისთვის.

75. რომელ ასაკში იწყებს ბავშვი თავის დაჭერას (თავის დაჭერის ნიშანსვეტი)?

ა ) დაბადებისთანავე;

*ბ) 1-1,5 თვე;

გ ) 3-4 თვე;

დ ) 5-6 თვე;

ე ) 2 კვირის ასაკიდან.

76. რომელი ასაკიდან იწყებს ბავშვი მცირე დროით საგანზე თვალის გაყოლებას?

ა ) დაბადებისთანავე;

ბ ) 1 თვე;

*გ) 2 თვე;

დ ) 3 თვე;

ე ) 4 თვე.

77. ჩვეულებრივ რომელ ასაკში ვლინდება ზრდის ჰორმონის დეფიციტით განპირობებული ზრდის შეფერხება:

ა ) ვლინდება ანტენატალურად, გამოხატულია საშვილოსნოსშიგა ზრდის შეფერხება;

ბ ) გამოხატულია ზრდის შეფერხება ახალშობილობის პერიოდიდანვე;

გ ) ზრდის შეფერხება ვლინდება სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში;

*დ) ზრდის შეფერხება ვლინდება ჩვილობის ასაკის შემდეგ;

ე ) ბავშვი ვითარდება ადეკვატურად პუბერტატულ პერიოდამდე, რის შემდეგაც ვითარდება ზრდის შეფერხება.

78. ყველა ქვემოთაღნიშნული მახასიათებელი შეესაბამება კონსტიტუციურ სიმაღლეში ჩამორჩენას გარდა:

ა ) სიმაღლეში ზრდის პრობლემები ვლინდება ჩვილობის ასაკის ბოლოს;

ბ ) ბავშვის მშობლებს აქვთ ნორმალური სიმაღლე;

*გ) ძვლოვანი ასაკი წინ უსწრებს ბიოლოგიურ ასაკს;

დ ) ანამნეზიდან ვლინდება, რომ მშობლებიც მოზარდობის პერიოდამდე იყვნენ დაბლები და მერე უცბად აიყარეს ტანი;

ე ) ბავშვის საბოლოო სიმაღლე ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებშია.

79. ყველა ქვემოთაღნიშნული მახასიათებელი შეესაბამება ოჯახურ (გენეტიკურ) სიმაღლეში ჩამორჩენას გარდა:

ა ) სიმაღლეში ზრდის პრობლემები ვლინდება ჩვილობის ასაკიდან;

ბ ) ბავშვის სიმაღლეში მატების მრუდი ნორმის ქვემოთაა განთავსებული, თუმცა უხშირესად სტანდარტული მრუდების პარალელურია;

გ ) ძვლოვანი ასაკი შეესაბამება ბიოლოგიურ ასაკს;

*დ) სქესობრივი მომწიფება დაგვიანებულია;

ე ) ბავშვის საბოლოო სიმაღლე მცირეა.

80. რა შემთხვევაში ჩათვლით ბავშვთა ენურეზის არსებობას:

ა ) 2 წლის ასაკის ბავშვი ვერ გადაეჩვია პამპერსის გამოყენებას ღამის ძილის დროს;

ბ ) 4 წლის ბავშვი უკანასკნელი 1 წელია ასველებს საფენებს კვირაში 5 დღე მაინც;

გ ) 5 წლის ბავშვი უკანასკნელი 1 თვის განმავლობაში ასველებს საფენებს კვირაში 4 ჯერ;

*დ) 5 წლის ბავშვი უკანსკნელი 3 თვის განმავლობაში ასველებს საფენებს კვირაში 2-3 ჯერ.

81. რა შემთხვევაში ჩათვლით, რომ ვლინდება დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება:

ა ) 10 წლის გოგონას არ აქვს გამოხატული სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

ბ ) 13 წლის ვაჟს არ აქვს გამოხატული სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

*გ) 14 წლის გოგონას არ აქვს გამოხატული სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

დ ) 12 წლის გოგონას არ აქვს გამოხატული სქესობრივი მომწიფების ნიშნები;

ე ) 15 წლის ვაჟს არ აქვს გამოხატული სქესობრივი მომწიფების ნიშნები.

82. რომელი ქვემოთმოყვანილი მოსაზრებაა სწორი:

ა ) განვითარების სკრინინგის ჩატარება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვლინდება განვითარების შეფერხების ნიშნები;

ბ ) დღენაკლული ახალშობილის განვითარების შეფასებისას საჭიროა მისი ასაკის კორექცია 6 წლამდე;

*გ) დღენაკლული ახალშობილის განვითარების შეფასებისას საჭიროა მისი ასაკის კორექცია 2 წლამდე;

დ ) დღენაკლული ახალშობილის განვითარების შეფასებისას საჭიროა მისი ასაკის კორექცია1 წლამდე;

ე ) დღენაკლულ, ისევე, როგორც ვადაგადაცილებულ ჩვილებში განვითარების შეფასებისას ასაკის კორექცია არ ტარდება.

83. რომელი ქვემოთმოყვანილი ტესტი გამოიყენება განვითარების სკრინინგისთვის:

ა ) ბალარდის ტესტი;

ბ ) გლაზგოს მოდიფიცირებული ტესტი;

გ ) აპგარის შკალა;

დ ) დაუნსის შკალა;

*ე) დენვერის ტესტი.

84. რომელი სფეროს პრობლემების მანიფესტაცია ვლინდება ყველაზე ნათლად 1 წლამდე ასაკში?

ა ) ქცევის დარღვევები;

ბ ) კოგნიტური დეფიციტი;

გ ) მეტყველების პრობლემები;

*დ) უხეში მოტორიკის პრობლემები;

ე ) სოციალური სფეროს პრობლემები.

85. ინტელექტუალური კოეფიციენტის რა მაჩვენებელზე ფიქრობთ, რომ საქმე გაქვთ მძიმე მენტალურ შეფერხებასთან?

ა ) 80-90 ქულა;

ბ ) 55-70 ქულა;

*გ) 20-35 ქულა;

დ ) < 20-ზე;

ე ) 35-55 ქულა.

86. თქვენ ნახულობთ 2 წლის პაციენტს, დედა შეშფოთებულია, რომ ბავშვი არ ლაპარაკობს. ყურადღებას იპყრობს თვალით თვალთან კონტაქტის არარსებობა, ბავშვი არ რეაგირებს თამაშზე, აქვს აკვიატებული მოქმედებები. რა დაავადებაზე იფიქრებთ?

ა ) ექსპრესიული მეტყველების დარღვევა;

ბ ) გონებრივი განვითარების შეფერხება;

*გ) აუტიზმი;

დ ) ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიულობის სინდრომი;

ე ) რეცეფციული მეტყველების დარღვევა.

87. 4 წლის ბიჭის დედა წუხს, რომ მისი შვილი არ იმატებს კარგად სიმაღლეში. ბავშვის დაბადების სიგრძეა 50 სმ. როგორი უნდა იყოს მისი სიმაღლე ამჟამად?

ა ) 75 სმ (დაბადების სიგრძეზე 25 სმ—ით მეტი);

*ბ ) 100 სმ (გაორმაგებული დაბადების სიგრძე),;

გ) 150 სმ (გასამმაგებული დაბადების სიგრძე);

დ ) პირველი 4 წელი ყოველწლიურად უნდა მოიმატოს 25 სმ;

ე ) პირველი 4 წელი ყოველწლიურად უნდა მოიმატოს 12-14 სმ.

88. ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერქტიულობის სინდრომისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი გარდა:

ა ) ხშირად ნივთების დაკარგვა;

ბ ) ყურაღების ადვილად გაფანტვა;

გ ) ერთ საქმეზე დიდხანს ყურადღების კონცენტრირების უუნარობა;

*დ) განმეორებითი სტერეოტიპული აკვიატებული ქმედებები;

ე ) მოუსვენრობა და მუდმივად წრიალი.

89. წყალში ხსნადი ვიტამინების ჯგუფს მიეკუთვნება:

ა) რეტინოლი (A ვიტამინი);

ბ) ტოკოფეროლი (E ვიტამინი);

*გ) რიბოფლავინი (B2 ვიტამინი);

დ) ერგოკალციფეროლი (D2 ვიტამინი).

90. რომელი ვიტამინის დეფიციტისათვის არის დამახასიათებელი ბიტოტის ლაქები, ქსეროფთალმია და ე.წ. ,,ქათმის სიბრმავე"?

ა ) ,,D" ვიტამინი;

ბ ) ,,C" ვიტამინი;

გ ) ,,K" ვიტამინი;

დ ) ,,E" ვიტამინი;

91. მიუთითეთ თიამინის (B1 ვიტამინის) უკმარისობის დამახასიათებელი კლინიკური გამოვლინება:

ა) კანის სიმშრალე;

ბ) ტკივილის შეგრძნება ნერვების გაყოლებაზე;

გ) სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვანზე;

*დ) ატაქსია და ჰიპერესთეზია;

ე) სიყვითლე.

92. რიბოფლავინის უკმარისობის კლინიკური გამოვლინების ნიშნებია:

ა) ტროფიკული წყლულები ქვედა კიდურებზე;

ბ) ძვლების დარბილება და დეფორმაცია;

გ) სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე;

*დ) ჰეილოზი, გლოსიტი, ანგულური სტომატიტი - ტუჩებისა და ენის ლორწოვანის ცვლილებები;

ე) ნაწლავთა მოტორიკისა და ფუნქციის დათრგუნვა.

93. ნიკოტინმჟავას (PP ვიტამინის) ზემოქმედება იმუნოლოგიურ სისტემაზე გამოიხატება:

ა) უჯრედული იმუნიტეტის სტიმულაციით;

*ბ) ფაგოციტური პროცესების სტიმულაციით;

გ) ჰუმორული იმუნიტეტის სტიმულაციით;

დ) იმუნოდეპრესიული ზემოქმედებით.

94. ნიკოტინმჟავას უკმარისობაზე მიუთითებს:

ა) კუნთთა ტონუსის მატება, ჰიპერესთეზიები და ატაქსია;

*ბ) ღია ადგილებში კანის საფარველის პიგმენტაცია ან სიმეტრიული ერითემა, მზის სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობა;

გ) კანის მკვეთრად გამოხატული სიმშრალე და ტროფიკული წყლულები ქვედა კიდურებზე;

დ) ენტერიტი, რომელიც ექვემდებარება დიეტთერაპიასა და ფარმაკოთერაპიას;

ე) სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე.

95. პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) დეფიციტი ორგანიზმში იწვევს:

ა) თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის სინთეზის დაქვეითებას;

ბ) პერიფერიულ სისხლში კატექოლამინების გადმოსვლის შემცირებას;

*გ) გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზისა დაქვეითებას;

დ) ინსულინის ინაქტივაციას.

96. ადრეული ასაკის ბავშვებში პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) ნაკლებობის გამოვლინებაა:

ა) ჰეპატოსპლენომეგალია;

ბ) სიყვითლე;

გ) ოლიგურია;

*დ) სებორეული დერმატიტი.

97. პირიდოქსინი, როგორც ანტიდოტი, გამოიყენება:

*ა) ფთივაზიდით მოწამვლისას;

ბ) ბარბიტურატებით მოწამვლისას;

გ) ლითონებით მოწამვლისას;

დ) სოკოთი მოწამვლისას.

98. პირიდოქსინის ნაკლებობით გამოწვეული თანდაყოლილი ჰომოცისტინურია კლინიკურად გამოვლინდება:

ა) ღებინებითა და ნაწლავთა აშლილობით;

*ბ) ჩონჩხის დეფორმაციით, თვალის ბროლის ექტოპიით, თრომბოემბოლიით;

გ) ჰემოლიზური კრიზითა და სიყვითლით;

დ) კუნთთა ჰიპოტონიითა და დამბლით.

99. ციანკობალამინის უკმარისობას განსაკუთრებით ახასიათებს შემდეგი კლინიკური გამოვლინებები:

ა) ნევროლოგიური სიმპტომები, რომლებიც არ არის განპირობებული ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი რქების დეგენერაციით;

ბ) ჩონჩხის დეფორმაცია, სპონტანური მოტეხილობები;

*გ) ანემია, გლოსიტი, პარესთეზიები;

დ) სებორეული დერმატიტი, ეგზემა;

ე) სისხლჩაქცევები კანსა და ლორწოვან გარსებზე.

100. ციანკობალამინის უკმარისობის კარდინალური ლაბორატორიული ნიშანია სისხლის ნაცხში დიდი რაოდენობით:

ა) სამიზნისებრი ერითროციტები;

ბ) შიზოციტები;

*გ) მეგალობლასტები;

დ) ელიპტოციტები.

ე) მიკროციტები

101. რომელი ჯგუფის პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში ბ ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა:

ა) ანტიჰისტამინური პრეპარატების (დიმედროლი, სუპრასტინი და სხვ. );

ბ) დიურეტიკების (ფუროსემიდი, ვეროშპირონი და სხვ. );

*გ) კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების (ფენობარბიტალი და სხვ. );

დ) კორტიკოსტერიოდების (პრედნიზოლონი, კორტიზონი და სხვ. ).

102. სისხლის შრატში რომელი ფერმენტის აქტივობის გამოხატული მატება ახასიათებს “დ” ჰიპოვიტამინოზს:

ა) სუქცინატდეჰიდროგენაზასი;

ბ) გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზასი;

გ) ქოლინესთერაზასი;

*დ) ტუტე ფოსფატაზასი.

103. საქართველოს პირობებში “დ”D ვიტამინის რა დოზაა ოპტიმალური რაქიტის პროფილაქტიკისთვის:

ა) 10 000 სე ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში, გაზაფხულსა და შემოდგომაზე;

*ბ) 400 სე (ზეთოვანი ხსნარის ერთი წვეთი) ყოველდღე

გ) 10 000 - 15 000 სე კვირაში ერთხელ,;

დ) 30 000 სე ყოველდღიურად, 20 დღის განმავლობაში.

104. ფოლიუმის მჟავას გამოყენება ორსულობის პერიოდში ამცირებს:

ა) გულის თანდაყოლილი მანკების განვითარებას;

*ბ) ნერვული მილის დეფექტების განვითარებას;

გ) კუჭ- ნაწლავის ტრაქტის ანომალიებს

დ) ფილტვის აპლაზიასა და ჰიპოპლაზიას

ე) თირკმლის განვითარების ანომალიებს

105. ფოლიუმმჟავას გამოყენება ეფექტურია:

ა) ჰემოლიზური ანემიის დროს;

*ბ) მაკროციტული და მეგალობლასტური ანემიის დროს;

გ) ვერლჰოფის დაავადების დროს;

დ) გლანცმანის ტიპის თრომბასთენიის დროს.

106. თვალის მხრივ რომელი ცვლილება არ მიუთითებს A ვიტამინის ნაკლებობის კლინიკურ გამოვლინებაზე:

ა) ღამის სიბრმავე;

ბ) კონიუნქტივის სიმშრალე;

გ) ბიტოტის ლაქები;

დ) კერატომალაცია;

*ე) ბადურის აშრევება.

107. ხანგრძლივი მიღების შემდეგ D”დ”-ვიტამინის ინაქტივაციასა და რაქიტული ცვლილებების განვითარებას იწვევს:

*ა) ფენობარბიტალი;

ბ) ბუტადიონი;

გ) პირიდოქსალ-ფოსფატი;

დ) პენიცილინი;

ე) დიგოქსინი.

108. კრანიოტაბესი არ ვლინდება:

ა) “დ” ვიტამინდეფიციტური რაქიტის დროს;

ბ) ”დ” ვიტამინდამოკიდებული რაქიტის დროს;

*გ) ოსტეოპოროზის დროს;

დ) დღენაკლულ და უმწიფარ ბავშვებში.

109. ტონზილექტომიის ჩვენებას წარმოადგენს:

ა) ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება;

*ბ) უკანსკენლი 3 წლის მანძილზე ყოველწლიურად ჩირქოვანი ტონზილიტის მინუმ 3 ეპიზოდი;

გ) კისრის ჯირკვლების მორეციდივე ლიმფადენიტი;

დ) პერიტონზილური აბსცესი;

ე) უკანსკენლი წლის განმავლობაში ტონზილიტის 3 ეპიზოდი.

110. ბავშვებში უეცარი სიკვდილის სინდრომის დამახასიათებელია:

ა) უმეტესად ვითარდება 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში;

ბ) სიკვდილი ვითარდება დღისით ღვიძილის პერიოდში;

გ) ყოველთვის დგინდება სიკვდილის კონკრეტული მიზეზი;

დ) ყოველთვის არსებობს უმწიფრობის კლინიკურ-მორფოლოგიური ნიშნები;

*ე) მთავარი გამომწვევი რისკ-ფაქტორია „ძილი მუცელზე“.

111. კიდურების გამრუდება არ ახასიათებს:

ა ) ფოსფატ-დიაბეტს;

ბ ) თირკმლის ტუბულურ აციდოზს;

*გ) გლუკოზურიას

დ) ქონდროდისტროფიას.

112. მწვავე მალნუტრიციისთვის დამახასიათებელია:

ა ) ბავშვის წონის მრუდი ჩამორჩება ნორმას და განთავსებულია 10 ცენტილის ზონაში;

*ბ) ბავშვის სიმაღლის მრუდი ნორმის ფარგლებშია, წონის მრუდი კი ჩამორჩება 3 ცენტილის მრუდს;

გ ) ბავშვის სიმაღლე და წონა ჩამორჩება ასაკს და ორივე მრუდი მოთავსებულია 10 ცენტილის ზონაში;

დ ) ბავშვის სიმაღლე და წონა ჩამორჩება ასაკს და ორივე მრუდი მოთავსებულია 3 ცენტილის ქვემოთ;

ე ) გამოხატულია მხოლოდ სიმაღლეში ჩამორჩენა და მისი მრუდი განთავსებულია 3 ცენტილის მრუდის ქვემოთ.

113. ატოპურ დერმატიტს არ ახასიათებს:

*ა) ჭარბი წონა;

ბ ) კანის ქავილი;

გ ) ლოყების სიწითლე;

დ ) კანის სიმშრალე.

114. რაქიტის არ ახასიათებს:

ა ) " რაქიტული კრიალოსანი";

ბ ) " რაქიტული სამაჯური";

გ ) ლულოვანი ძვლების გამრუდება;

*დ) კიდურების დამოკლება;

ე ) კუნთთა ჰიპოტონია;

115. რაქიტის დიაგნოზის დაზუსტებისთვის არაა საჭირო:

ა ) კალციუმის განსაზღვრა;

ბ ) ფოსფორის განსაზღვრა;

*გ) კალიუმის განსაზღვრა;

დ ) ტუტე ფოსფატაზას განსაზღვრა;

ე ) “25 (0H) D” ვიტამინის განსაზღვრა

116. ჰიპერ D-ვიტამინოზს ახასიათებს:

ა ) ანემია;

ბ ) ზრდის შეფერხება;

*გ) თირკმლის ფუნქციის დარღვევა

დ) ჰიპოკალცემია.

117. ,,D" ვიტამინი:

ა ) ამცირებს კალციუმის და ფოსფორის რეაბსორბციას თირკმლის მილაკებში;

ბ ) იწვევს კალციუმის გადმოსვლას ძვლებიდან სისხლში;

*გ) ზრდის კალციუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

დ ) ასტიმულირებს ოსტეოკლასტების ფუნქციას;

ე ) ახდენს სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონის შემცირებას.

118. კარპოპედალური სპაზმი ახასიათებს:

ა ) ფებრილურ გულყრას;

ბ ) დიდ ეპილეფსიურ გულყრას;

გ ) ჰიპერფოსფატემიას;

*დ) ჰიპოკალცემიას;

ე ) მცირე ეპილეფსიურ გულყრას.

119. ჰიპოკალცემიისათვის დამახასიათებელია:

ა ) კუნთთა ჰიპოტონია;

ბ ) დიდი ყიფლიბანდის ნაადრევი გაძვალება;

*გ) ლარინგოსპაზმი;

დ ) ბრონქოსპაზმი;

ე ) სინკოპეს განვითარება.

120. დეფიციტური მდგომარეობების განვითარებას ხელს უწყობს ძირითადი საკვები ინგრედიენტების

ა ) შემცირებული მიწოდება

ბ ) შეწოვისა და უტილიზაციის პროცესების შეფერხება

გ ) გაძლიერებული დაკარგვა

*დ) ყველა პასუხი სწორია

121. ნუტრიციულ დარღვევებს მიეკუთვნება

ა ) ჰიპო- და ჰიპერვიტამინოზები

ბ ) დისტროფიები

გ ) დეფიციტური ანემიები

*დ) ყველა პასუხი სწორია

122. ნუტრიციული დაავადებების განვითარებას იწვევს შემდეგი საკვები ნივთიერებების დეფიციტი

ა ) ცილა

ბ ) ცხიმი,

გ ) ვიტამინები

დ ) მინერალური მარილები

ე ) ნახშირწყალი

*ვ) ყველა პასუხი სწორია

123. ჩვილ ბავშვთა ასაკში ნუტრიციული დაავადებების სიხშირე დაკავშირებულია

ა ) რესპირაციულ პათოლოგიასთან

ბ ) თირკმლის ქრონიკულ დაავადებებთან

*გ) ზრდის სწრაფ ტემპთან და კვების ძირითადი ინგრედიენტების მიმართ მაქსიმალურ მოთხოვნილებასთან

დ ) ყველა პასუხი სწორია

124. ჰიპოტროფია განსაკუთრებით ხშირია

*ა) ადრეული ასაკის ბავშვებში

ბ ) სკოლის ასაკის ბავშებში

გ ) მოზარდებში

დ ) ყველა ასაკის ბავშვებში

125. ჰიპოტროფიის დროს ტროფიკის დარღვევის ნიშანია

ა ) ანორექსია, ნაწლავთა არამყარი მოქმედება (ყაბზობა, ფაღარათი), საკვების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა

*ბ) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის განლევა, ტურგორის დაქვეითება, სხეულის მასის დეფიციტი, სხეულის პროპორციების დარღვევა, ჰიპოვიტამინოზის ნიშნები

გ ) ანემია, პანციტოპენია

დ) იმონოდეფიციტური მდგომარეობა

126. D-ჰიპოვიტამინოზი ბავშვის ორგანიზმში არ იწვევს

ა ) ფოსფორისა და კალციუმის ცვლის მოშლას

ბ ) ციტარტების სინთეზის დარღვევას

გ ) ოსიფიკაციის პროცესების დარღვევას და ძვლების დემიელინიზაციას

*დ) კალციუმის ჩალაგებას სისხლძარღვებში და ქსოვილებში

127. D-ჰიპოვიტამინოზის განვითარების ძირითადი მიზეზია:

ა ) დედის ქრონიკული დაავადებები

ბ ) ორსულობის მიმდინარეობა გესტოზით

*გ) ულტრაიისფერი სხივების დეფიციტი და ალიმენტური ფაქტორი

დ ) ჰიგიენური რეჟიმის დარღვევა

128. A-ჰიპოვიტამინოზი ჩვილ ბავშვებში არ იწვევს

ა ) კერატომალაციას

*ბ) სკორბუტს

გ ) ჰიპეროქსალურიას

დ ) ფიზიკურ და ფსიქომოტორულ განვითარებაში ჩამორჩენას

129. მარაზმისათვის დამახასიათებელია

ა ) უფრო ხშირია მოზრდილ ბავშვებში ვიდრე ჩვილებში

ბ ) ვითარდება ცილის დეფიციტის გამო

გ ) სხეულის მასის დეფიციტი სტანდარტულ მასასთან შედარებით 60%-ზე ნაკლებია

*დ ) ახასიათებს შეშუპება

ე) ყველა პასუხი სწორია

130. კვაშიორკორისათვის არ არის დამახასიათებელი:

ა ) გავრცელებულიაა ტროპიკულ ქვეყნებში, უპირატესად ადრეული ასაკის ბავშვებში

ბ ) სხეულის მასის კლება

*გ) სიმაღლეში ზრდა ნორმალურია

დ ) ვითარდება მხოლოდ მცენარეული საკვებით კვებისას

ე ) დარღვეულია კანის, ფრჩხილების და თმების ტროფიკა

131. მძიმე ჰიპოტროფიის დროს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი განლეულია

ა ) მხოლოდ მუცელზე და კიდურებზე

ბ ) მუცელზე, კიდურებზე და მკერდზე

გ ) მხოლოდ კიდურებზე

*დ) მუცელზე, კიდურებზე, მკერდზე და სახეზე

132. მსუბუქი ხარისხის ჰიპოტროფიის დროს კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი შენარჩუნებულია:

ა ) კიდურებზე

ბ ) მუცელზე

*გ) სახეზე

დ ) მკერდის არეში

133. ჰიპოტროფიის დროს პოლიჰიპოვიტამინოზის გამოვლინებებია:

ა ) მარმარილოსებური მშრალი და აქერცლილი კანი

ბ ) ნაოჭიანი ადგილების ჰიპერპიგმენტაცია

გ ) თმებისა და ფრჩხილების ტეხვადობა

დ ) ნახეთქები ტუჩის კუთხეებში

*ე) ყველა პასუხი სწორია

134. მწვავე A-ჰიპოვიტამინოზისათვის დამახასიათებელია:

ა ) დიპლოპია

ბ ) მენინგიზმის მოვლენები

გ ) მხედველობის დვრილის შეშუპება

დ ) ეკზანთემები და პეტექიები კანზე

*ე) ყველა პასუხი სწორია

135. B-12 დეფიციტური მდგომარეობებისათის დამახასიათებელია:

ა ) მეგალობლასტური ანემია

ბ ) ფუნდალური (ატროფიული) გასტრიტი

გ ) გლოსიტი

დ ) პერიფერიული ნეიროპათია

*ე) ყველა პასუხი სწორია=+

136. რიბოფლავინის ნაკლებობა არ იწვევს

ა ) ანულარულ სტომატიტს

ბ ) ხელიოზს