14
Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration Project in Georgia UNIDO Demonstration Component of the European Union's Program Greening Economies in the Eastern Partnership Countries (EaPGREEN) www.recp.ge რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში UNIDO სადემონსტრაციო კომპონენტი, ევროკავშირის პროგრამა „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა აღმოსავლეთ ევროპის პარტნეორ ქვეყნებში (EaPGREEN)

Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

  • Upload
    others

  • View
    0

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

Resources Efficient and Cleaner Production (RECP)

Demonstration Project in Georgia UNIDO Demonstration

Component of the European Union's Program Greening

Economies in the Eastern Partnership Countries (EaPGREEN)

www.recp.ge

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო

პროექტი საქართველოში UNIDO სადემონსტრაციო კომპონენტი, ევროკავშირის პროგრამა „მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა

აღმოსავლეთ ევროპის პარტნეორ ქვეყნებში (EaPGREEN)

Page 2: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration
Page 3: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს პროექტის არაოფიციალურ პუბლიკაციას,

რომელიც არ არის რედაქტირებული და დამტკიცებული UNIDO-ს მიერ.

Page 4: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენება სასარგებლოა როგორც ბიზნესისათვის, ასევე

გარემოსათვის და, რა თქმა უნდა, მთლიანად ეკონომიკისა და საზოგადოებისათვის. საწარმოები და სხვა

ორგანიზაციები, რომლებიც გამოიყენებენ რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდებს, პრაქტიკას,

ტექნიკასა და ტექნოლოგიებს, მიიღებენ სამმაგ სარგებელს. ისინი შეძლებენ:

4დაზოგონ ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნედლეული, წყალი, ენერგია და ამ გზით მიიღონ

ეკონომიკური სარგებელი;

4 მინიმუმამდე დაიყვანონ გარემოზე ზემოქმედება ნარჩენების წარმოქმნის, ჰაერში, წყალსა და ნიადაგში მავნე

ნივთიერებების ემისიების პრევენციის გზით;

4 მინიმუმამდე შეამცირონ საწარმოში დასაქმებულთა ჯანმრთელბისა და სიცოცხლისადმი რისკი; ასვე

მინიმუმამდე შეამცირონ წარმოების პროცესში ქიმიური ნივთიერებების გამოყენებასთან და წარმოქმნილი

ქიმიური ნარჩენების განთავსებასთან დაკავშირებული ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისადმი

რისკი.

UNIDO-ს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტი საქართველოში

ევროკავშირის EaP GREEN პროგრამა წარმოადგენს პარტნიორობას გარემოს დაცვისა და ეკონომიკური

ზრდისათვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების

(მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი) მხარდაჭერას “მწვანე” ეკონომიკაზე გადასვლის

მიზნით, რაც გულისხმობს ეკონომიკურ ზრდას და, ამვდროულად, გარემოს დაბინძურების და რესურსების

ხარჯვის შემცირებას. (h�p://www.oecd.org/env/outreach/eapgreen.htm).

2014 წლის დასაწყისიდან EaP GREEN პროგრამის ფარგლებში UNIDO საქართველოში ახორციელებს

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სადემონსტრაციო პროექტს. ევროკავშირთან ერთად პროექტს

აფინანსებს სლოვენიის მთავრობა, ავსტრიის განვითარების ბანკი და UNIDO. პროექტის მიზანია საქართველოში

„მწვანე“ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა საწარმოებსა და სხვა ორგანიზაციებში ბუნებრივი

რესურსების ეფექტური გამოყენების და გარემოსდაცვითი საქმიანობის გაუმჯობესების გზით.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პრაქტიკაში ფართოდ გამოყენების და ამასთან დაკავშირებული

ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლის მიღების მიზნით პროექტის ფარგლებში

ხორციელდება შემდეგი საქმიანობები:

4ინსტიტუციური და საკადრო შესაძლებლობების განვითარება;

4რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების დემონსტრირება, შედეგების გავრცელება და

რეპლიკაცია სამიზნე სამრეწველო სექტორებში, როგორიცაა საშენ მასალათა წარმოება, კვების და ქიმიური

მრეწველობა;

4რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების გადაცემა და ინვესტიციების მხარდაჭერა

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის შედეგები 2014 წელს

პროექტის ფარგლებში 2014 წელს კვების, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სექტორიდან

შერჩეულ 10 სადემონსტრაციო ქართულ საწარმოში ჩატარდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების

შესაძლებლობების შფასება. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენებით გამოვლინდა

საწარმოებში ნედლეულის, წყლის და ენერგის დაზოგვის, გარემოზე ზემოქმედების შემცირების და

ეკონომიკური სარგებლის მიღების დიდი პოტენციალი. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების

შესაძლებლობების შემფასებელმა ჯგუფებმა, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ქართველი ექსპერტები,

სწარმოების მენეჯმენტის წარმომადგენლები და ტექნიკური პერსონალი, გამოავლინეს ღონისძიებები, 3რომელთა განხორციელებით შესაძლებელია ჯამში ყოველწლიურად 3.15 მვტსთ ენერგიის და 10 532 მ წყლის

დაზოგვა. გამოვლენილი რესურსეფეტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების ჯამური ღირებულება ყველა

სწარმოში ერთად შეფასდა 317 250 ევროთი. ამ ღონისძიებების საშუალო უკუგების პერიოდი შეადგენს 1.9 წელს.

წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში ზოგიერთ საწარმოში ჩატარებული

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასების შედეგები.

Page 5: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

სამრეწველო სექტორი - კვების მრეწველობა

სააქციო საზოგადოება „კულა“ შეიქმნა 2009 წელს საბჭოთა პერიოდის ცნობილი ქ. გორის საკონსერვო

ქარხნის ბაზაზე. დღეისათვის ის წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ნატურალური წვენების, ხილის და

ბოსტნეულის საკონსერვო პროდუქციის წარმოების სფეროში. კომპანია აწარმოებს 200–მდე დასახელების

პროდუქციას: ნატურალურ წვენებს, მურაბებს, ჯემებს, საწებლებს, მწნილებს, სალათებს და კომპოტებს.

პროექტის ფარგლებში კომპანიაში ჩატარებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების

შეფასებისას, რომელშიც აქტიურად მონაწილობდნენ საწარმოს მუშაკები, გამოვლინდა ენერგიის და წყლის

დაზოგვის, გერემოზე ზემოქმედების შემცირების და ეკონომიკური სარგებლის მიღების ღონისძიებები. ამ 3 3 ღონისძიებების განხორციელებით კომპანია ყოველწლიუარად დაზოგავს 9 365 მ წყლის რესურსს და 98 800 მ

ბუნებრივ აირს. შესაბამისად, ჩამდინარე საწარმოო წყლების რაოდენობა შემცირდება 35%-ით, ხოლო

ნახშირორჟანგის ემისიები შემცირდება 11%-ით. შეფასდა, რომ მხოლოდ წყლის ორთქლის გადამტანი მეტალის 3მილების თბოიზოლაციით კომპანია ყოვეწლიუარად დაზოგავს დაახლოებით 70 000 მ ბუნებრივ აირს. ამ

დანაზოგის ღირებულება ფულად ერთეულებში დაახლოებით 6 000 ევროს შეადგენს.

კომპანიის ხელმძღვანელობამ დიდი ინტერესი გამოიჩინა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შეფასების

პროცესის და შედეგების მიმართ. საწარმოს ხელმძრვანელობამ გამოთქვა მზადყოფნა განახორციელოს

გამოვლენილი რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებები, მუდმივად აწარმოოს დაკვირვება

რესურსების მოხმარებაზე, გააუმჯობესოს გარემოსდაცვითი საქმიანობა და, ამავე დროს, შეინარჩუნოს

პროდუქციის მაღალი ხარისხი.

„კულას“ რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები

შენიშვნა: რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები ვიზუალურად წარმოაჩენენ რესურსების პროდუქტიულობის (ერთეული პროდუქციის

საწარმოებლად გამოყენებული რესურსების რაოდენობა) და დაბინძურების ინტენსივობის (ერთეულ პროდუქციაზეე ემისიების და ნარჩენების რაოდენობა)

ცვლილებას პროცენტებში საბაზისო წელთან შედარებით, მას შემდეგ, რაც კომპანია განახორციელებს რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების ღონისძიებებს.

კომპანიის გარემოსდაცვითი საქმიანობა უმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ რესურსების პროდუქტიულობა იზრდება, ხოლო დაბინძურების ინტენსივობა

მცირდება.

Page 6: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

კორპორაცია ქინძმარაული წარმოადგენს ღვინის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც მდებარეობს ქ.

ყვარელში, ვენახებითა და მაღალი ხარისხის ღვინოების წარმოებით ცნობილ კახეთის რეგიონში. კომპანია

აწარმოებს 15-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინოს და ბრენდის ტიპის სასმელს 3-დან 23 წლამდე დაძველებით.

პროექტის ფარგლებში მომზადებულმა ქართველმა ექსპერტებმა, კომპანიის მენეჯმენტთან და ტექნიკურ

პერსონალთან თანამშრომლობით, გამოავლინეს რიგი ღონისძიებები, რომელთა განხორციელება გაზრდის

სწარმოში ენერგიის და რესურსების მოხმარების ეფექტურობას, კომპანიას დაუზოგავს ხარჯებს და შეამცირებს

გარემოზე ზემოქმედებას. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების გახორციელებით ენერგიის

მოხმარების პროდუქტიულობა გაიზრდება 22%-ით, ხოლო წყლის მოხმარების პროდუქტიულობა - 35%-ით.

შედეგად, ატმოსფერულ ჰაერში ემისიები (C0 ექვივალენტებში) შემცირდება 25%-ით, ხოლო საწარმოო ჩამდინრე 2

წყლების მოცულობა - 25%-ით. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების ჯამური ღირებულება

შეადგენს 43 000 ევროს. ამ ღონისძიების განხორციელებით კომპანია შეძლებს ყოველწლიურად დაზოგოს

7000 ევროზე მეტი.

ენერგოდამზოგი ღონისძიებები, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს საწარმოში, მოიცავს ღვინის საცავებში

გასაციებელი სივრცის გაფართოება-შემცირებას მოძრავი ტიხრების დაყენებით და გადაადგილებით,

საჭიროების მიხედვით; საცავის ჭერისა და კედლების თბოიზოლაციას; გამაციებელი დანადგარების უფრო

ახლო განლაგება საცავებთან, სადაც საჭიროა გაციება, და ა.შ. ქარხანაში წყლის რესურსების გამოყენაბა

შესაძლებელია შემცირდეს მაღალი წნევით რეცხვის მოწყობილობების გამოყენებით. ყურძნის პრესვის შედეგად

მიღებული ნარჩენის კომპოსტირებით შესაძლებელია ბიოლოგიური სასუქის მიღება.

კომპანიის ხელმძღვანელობა აქტიურად იღებდა მონაწილეობას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების

შესაძლებლობების შეფასებაში. მათ გამოხატეს მზადყოფნა ნაბიჯ-ნაბიჯ განახორციელონ ღონისძიებები,

რომლებიც შეთავაზებულ იქნა ექსპერტების მიერ. კომპანიის მენეჯმენტმა გამოთქვა სურვილი, რომ

შემდგომშიც აწარმოონ დაკვირვება ენერგიის და რესურსების გამოყენებაზე, გამოავლინონ და განახორციელონ

ღონისძიებები წარმოების ეფექტურობის და გარემოსდაცვითი საქმიანობოს გაუმჯობესების მიზნით.

კორპორაცია ქინძმარაულის რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები

Page 7: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

სამრეწველო სექტორი - საშენ მასალათა წარმოება

Q.B.Construc�on წარმოადგენს ქაფ-ბეტონის ბლოკის მწარმოებელ მცირე საწარმოს. საწარმომ ფუნქციონირება

დაიწყო 2013 წელს. პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზე.

რესუსრსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასებამ მნიშვნელოვანი დანაზოგები მოუტანა

საწარმოს: გაიზარდა მასალების მოხმარების პროდუქტიულობა, შემცირდა ნარჩენების წარმოქმნა, გარემოზე

ზემოქმედება; გაუმჯობესდა დასაქმებულთა ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა; და ბოლოს - გაიზარდა

პროდუქციის ხარისხი.

რესუსრსეფექტური და სუფთა წარმოების შეფასების დაწყებამდე საწარმოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ქაფ-

ბეტონი იმტვრეოდა ჩამოსხმისას და ბლოკებად დაჭრისას. ამის მიზეზი შესაძლებელია ყოფილიყო ყვითელი

ქვიშა, რომელსაც საწარმო იყენებდა ქაფ-ბეტონის წარმოებაში. ყვითელი ქვიშა შეიცავ თიხას, რაც ხელს უწყობს

მტვრევას. ყვითელი ქვიშა ჩანაცვლებულ იქნა შავი ქვიშით, რამაც მნიშვნელლოვნად შეამცირა ქაფ-ბეტონის

მტვრევა. იმის გამო, რომ შავი ქვიშა უფრო იაფია ყვითელ ქვიშაზე, ამ ცვლილებამ ფინანსური დანაზოგიც

მოუტანა საწარმოს. უფრო მეტიც, პროდუქციის მტვრევის შემცირების გამო საწარმოს უხდება ნაკლები

მასალების, ენერგიის და წყლის გამოყენება იგივე რაოდენობის და უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის

საწარმოებლად და კლიენტისათვის მისაწოდებლად. მასალის ჩანაცვლებამ საწარმოს დაახლოებით 12 600 ევრო

დაუზოგა წელიწადში. არსებობს საწარმოში მასალების გამოყენების ეფექტურობის შემდგომი გაუმჯობესების

პოტენციალი - დამტვრეული ქაფ-ბეტონის, წარმოების პროცესში წარმოქმნილი მტვერისა და ნამსხვრევების

ხელახალი გამოყენება წარმოებაში. ამისათვის საჭიროა 10 000 ევროს ღირებულების ინვესტიცია, რამაც

შესაძლებელია დამატებით ყოველწლიურად საწარმოს დაუზოგოს 8 000 ევრო. ეს ღონისძიება გააუმჯობესებს

ასევე საწარმოში დასაქმებულთა ჯანდაცვას და შეამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. საწარმოს

ხელმძღვანელობა მზადაა შემდგომში განახორციელეოს ინვესტიციები და გადადგას ნაბიჯები რესურსების

პროდუქტიულად გამოყენების და გარემოს დაცვის გაუმჯობესების მიმართულებით.

QB Construc�on-ის რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები

Page 8: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

საგზაო კომპანია „თბილისი“ ასფალტის ქარხანა № 1 აწარმოებს მსხვილი და წვრილი ფრაქციების

ასფალტ ბეტონს.წარმოების პროცესში კომპანია ნედლეულის სახით იყენებს ხრეშს, ქვიშას, ბიტუმს. ბიტუმის

გასაცხელებლად გამოიყენება ბუნებრივი აირი.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შემფასებელმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ქართველი ექსპერტები,

საწრმოს ხელმძღვანელი და ტექნიკური მუშაკები, აღმოაჩინა შესაძლებლობები, რომელთა რეალიზაცია

გაზრდის საწარმოს პროდუქტიულობას ენერგიის და რესურსების გამოყენების თვალსაზრისით და შეამცირებს

წარმოების ხარჯებს ერთეულ პროდუქციაზე. ეს შესაძლებელია მიღწეულ იქნას ისეთი ღონოისძიებებით,

როგორიცაა, მაგალითად, ბიტუმის გადასატანი მილების თბოიზოლაცია, ინერტული მასალების გადახურვა

ნალექების დროს, რათა თავიდან იქნას აცილებული სველი მასალების გასაშრობად საჭირო ენერგიის

დამატებითი ხარჯვა. შეფასდა, რომ ამ და სხვა ენერგოდამზოგი და რესურსეფექტური ღონისძიებების 3 განხორციელებით საწარმო წლიურად დაზოგავს 51 700 მ ბუნებრივ აირს, 54 300 კვტსთ ელექტროენერგიას. ეს

დანაზოგი ფულად ერთეულებში შეადგენს 20 950 ევროს წელიწადში. ამ დანაზოგებით ინვესტიციების ხარჯები

შვიდ თვეში იქნება ამოგებული. გარდა ფინანსური დანაზოგისა, რესურსეფექტური და სუფთა წარმოების

ღონისძიებების განხორციელება შეამცირებს საწარმოდან CO ის ემისიებს 26%-ით და ჩამდინარე წყლების 2

რაოდენობა შემცირდება 15%-ით.

საგზაო კომპანია თბილისიის ასფალტის № 1 ქარხანაში მიღებული გამოცდილება ცხადყოფს, რომ

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების პროექტის წარმატებისათვის საჭიროა საწარმოს პერსონალის

მონაწილეობა შეფასებაში. ასევე მნიშვნელოვანია მასალების და ენერგიის გამოყენების შესახებ დეტალური

ინფორმაციის არსებობა საწარმოში.

საგზაო კომპანია „თბილისი“ ასფალტის ქარხანა № 1 რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების

მახასიათებლები

რესურსების გამოყენების ეფექტურობა

(ცვლილება %)

ენერგოეფექტურობა მასალების

მოხმარების

ეფექტურობა

წყლის

მოხმარების

ეფექტურობა

წელი 1

4,5

4

3,5

3

2,5

2

1,5

1

0,5

0

4

0

3

დაბინძურების ინტენსივობა (ცვლილება %) წელი 1

CO2 ინტენსივობაჩამდინარე წყლების

ინტენსივობა

ნარჩენების

ინტენსივობა

0

-5

-10

-15

-20

-25

-30

-15

-26

0

Page 9: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

სამრეწველო სექტორი - ქიმიური რეწველობა

შპს ეკოჯე-2011 აწარმოებს სამოტორო ზეთს და საპოხ მასალებს. საწრმოო ტექნოლოგიური პროცესი მოიცავს

საბაზისო ზეთის და სხვადასხვა ქიმიური კომპნენტების დოზირებას და შერევას 80-100°C ტემპრეატურაზე.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასება დაეხმარა საწარმოს აღმოეჩინა, რომ ძველი

არაეფექტური ღუმელის გამოცვლით და ცხელი ზეთის ტრანსპორტირებისათვის არსებული მილების 3თბოიზოლაციით შესაძლებელია ბუნებრივი აირის მოხმარების9860 მ -ით შეამცირება და ამით ყოველწლიურად

3 100 ევროს დაზოგვა. ამ ღონისძიებების განხორციელებით შემცირდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება

მავნე ნივთიერებებით, 20%-ით შემცირდება ნახშირორჟანგის ემისიები. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების 3შემფასებელმა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა, რომ დაახლოებით 500მ სასმელი წყალი იკარგებოდა საწარმოს

ტერიტორიაზე დაზიანებული მილებიდან. ამ მილების შეკეთებამ საწარმოს დაუზოგა დაახლოებით 1000 ევრო

წელიწადში. რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ღონისძიებების ჯამურმა ღირებულებამ საწარმოში

შეადგინა 9 100 ევრო. ინვესტიციების უკუგების პერიოდი 2.2 წელიწადს შეადგენს.

შპს ეკოჯე-2011-ში ჩატარებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასების

წარმატება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ საწარმოს ხელმღვანელობა აქტიურად თანამშრომლობდა ექსპერტების

ჯგუფთან. ისინი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას რესურსეფექტური და სუფთა წარმოების

ალტერნატიული ღონისძიებების განსაზღვრაში.

ეკოჯე-2011რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები

Page 10: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების შეფასება დაეხმარა კომპანიას აღმოეჩინა, რომ

ენერგიის დიდი რაოდენობის დაზოგვა შესაძლებელია გამაციებელი სისტემის ორთქლში და ნამწვ აირებიში

არესბული სითბოს ენერგიის გამოყნებით მანგანუმის შრობის პროცესში. შეფასდა, რომ ამ გზით შესაძლებელია 3227 574 მ ბუნებრივი აირის დაზოგვა წელიწადში. ეს საშუალებას მისცემს საწარმოს ენერგომოხმარებაზე დაზოგოს 62 465

ევრო წელიწადში და შეამციროს CO ემისიები 16%-ით. 2

„ემენ ქემიკალ ჯორჯიას“ რესურსეფექტურობის და სუფთა წარმოების მახასიათებლები

„ემენ ქემიკალ ჯორჯია“ მდებარეობს ქ. რუსთავის ინდუსტრიულ ზონაში. კომპანია აწარმოებს მანგანუმის

დიოქსიდს (MnO ) და მანგანუმის ოქსიდს (MnO). საწარმოს ორივე პროდუქტი ექსპორტით გადის ევროპის 2

ქვეყნებში. მანგანუმის ოქსიდის ფხვნილი გამოიყენება ცხოველების საკვებში დანამატად, ხოლო მანგანუმის

დიოქსიდი გამოიყენება ელექტრო ელემენტების წარმოებაში.

Page 11: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება

პროექტის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს შესაძლებლობების განვითარება და ცნობიერების ამაღლება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სფეროში. პროექტის ფარგლებში 2014 წლის აპრილი-აგვისოს

პერიოდში შეირჩა და რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდების გამოყენებაში მომზადდა 10

ქართველი ექსპერტი. მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით ქართველმა ექსპერტებმა

საერთაშორისო ექსპერტის დახმარებით ჩაატარეს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების

შეფასება ე.წ. სადემონსტრაციო საწარმოებში. ისინი ინტენსიურად თანამშრომლობდნენ საწარმოების

ხელმძღვანელობასთან და ტექნიკურ პერსონალთან რესუსრეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების,

გარემოზე ზემოქმედების შემცირების, ენერგოეფექტურობის გაზრდის და ეკონომიკური ეფექტიანობის

გაუმჯობესების ღონისძიებების გამოსავლენად.

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ეკოლოგიური და ეკონომიკური სარგებლის შესახებ ცნობიერების

ამაღლების მიზნით ჩატარდა შეხვედრები დაინტერესბულ მხარეებთან, მათ შორის კერძო სექტორის,

სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ქ. თბილისსა და ქ. თელავში 2014 წლის 26

ივნისსა და 9 ოქტომბერს, შესაბამისად.

2015 წლის 26 მარტს ქ. თბილისში გაიმართა კონფერენცია რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოება

საქართველოში: ეფექტური წარმოება – სუფთა გარემო - მწვანე ეკონომიკა. ღონისძიებას ესწრებოდნენ

საქართველოს სამთავრობო და კერძო სექტორის, არასამთავრობო და სამეცნიერო ინსტიტუტების,

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და

ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბატონმა თეიმურაზ მურღულიამ,

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ირმა ქავთარაძემ და UNIDO-ს

ინდუსტრიული რესურსეფექტურობის განყოფილების უფროსმა ბატონმა რენე ვან ბერკელმა. კონფერენციის

მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სარგებლის, პროექტის მიზნების

და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ.

ათ ქართულ საწარმოს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს პროექტში, და ათ ქართველ ექსპერტს, რომლებმაც

გაიარეს მომზადება რესურსეფექტური და სუფთა წარმოების მეთოდოლოგიაში, გადაეცათ UNIDO-ს

სერთიფიკატები. კომპანიების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარეს

სადემონსტრაციო საწარმოებში ჩატარებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლობების

შეფასებით მიღებული გამოცდილება. კონფერენცია ფართოდ გაშუქდა ქართული მედია საშუალებებით.

Page 12: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration
Page 13: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაში ინვესტიციების ხელშეწყობა

საქართველოში რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაში ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით 2015 წლის 24

მარტს ქ. თბილისში UNIDO-ს სათაო ოფისის ორგანიზებით და ავსტრიის გავითარების ბანკის ფინანსური

ხელშეწყობით გაიმართა მრგვალი მაგიდა საქართველოს სამრეწველო სექტორში რესურსეფექტურ და

ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში ინვესტიციების შესახებ.

მრგვალ მაგიდაში მონაწილეობა მიიღეს UNIDO-ს, საქართველოში არსებული საერთაშორისო საფინანსო

ორგანიზაციების, ქართული ბანკების, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე

მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში რესურსეფექტურ და ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაში

ინვესტიციების და მწვანე ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ფინანსური რესურსების

მობილიზების პრაქტიკული გზები.

შემდგომი ნაბიჯები

2016 წლის დეკემბრამდე დარჩენილ პერიოდში UNIDO-ს პროექტის ფარგლებში გაგრძლედება რესურსების

პროდუქტიულობაზე და დაბინძურების ინტენსივობაზე დაკვირვება იმ სადემონსტრაციო კომპანიებში, სადაც

უკვე ჩატარდა რესურსეფექტური და სუფთა წარმოების შესაძლებლოების შეფასებები. ამ კომპანიებს ასევე

გაეწევათ მხარდაჭერა რესურსეფექტურ და სუფთა წარმოებაში ინვესტიციების განხორციელების მიზნით

დეტალური ტექნიკური და ფინანსური ანალიზის ჩასატარებლად და საპილოტე ინვსტიციებისათვის

ფინანუსრი რესურსების მოსაძიებლად.

პროექტის ფარგლებში დამატებით ათი ქარველი ექსპერტი მომზადდება რესურსეფექტური და სუფთა

წარმოების მეთოდების გამოყენებაში და ჩატარდება შესაძლებლობების შეფასება ათამდე ახალ სადემოსტრაციო

საწარმოში კვების, სამშენებლო მასალების და ქიმიური მრეწველობის სექტორებიდან.

განხორციელდება ღონისძიებები რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გასაფართოებლად და

დასამკვიდრებლად ქვეყნის მასშტაბით. ამ მიზნით საქართველოს 2 რეგიონში ჩამოყალიბდება

რესურსეფექტური და სუფთა წარმოების კლუბები, რომლებშიც გაერთიანდებიან ამ რეგიონების მცირე და

საშუალო ზომის რამდენიმე საწარმო. კლუბში გაწევრიანებულ კომპანიების წარმომადგენლებს ჩაურატდებათ

ტრეინინგები რესურსეფექტურ და სუფთა წარმოების სხვადასხვა საკითხებზე, რის შემდეგაც ყველა კომპანია

შეიმუშავებს რესურსეფექტური და სუფთა წარმოების გეგმას საკუთარი საწარმოსთვის.

და ბოლოს, შეიქმნება ინსტიტუციური მექანიზმი პროექტის დამთავრების შემდგომ ქართული სამრეწველო

საწარმოებისა და სხვა ორგანიზაციებისათვის რესურსეფექტური და სუფთა წარმოების სფეროში

კონსულტაციების და მომსახურების გაწევის მიზნით.

Page 14: Resources Efficient and Cleaner Production (RECP ...recp.ge/wp-content/uploads/2017/04/Succes-stories-2015-Geo-Merge… · Resources Efficient and Cleaner Production (RECP) Demonstration

აღმასრულებელი

კომიტეტი

პროექტის საერთაშორისო

კოორდინატორი

ექპერტების ჯგუფი სერვისის განყოფილება

პროექტის მენეჯერი: კაროლინა გონზალეს-მიულერი

UNIDO, სამრეწველო რესურსების ეფექტური გამოყენების განყოფილების უფროსი

[email protected]

www.unido.org/cp