23
(სსს III, 31.03. 2010 ს., N 33, სსს. 543) რრრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრ 040.030.000.22.033.014.425 სსსსსსსსსსს სსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსს N 248 2010 სსსს 31 სსსსს ს. სსსსსსს სსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსს – სსსსსსსსსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსსსსსს სსსსსსს “რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ” რრრრრრრრრრრ რრრრრრრ რრ-2 რრრრრრ რრ-3 რრრრრრრ რრ რრ-15 რრრრრრ რრ-6 რრრრრრრ “რ” რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ, სსსსსსსს: 1. რრრრრრრრრრ რრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრ _ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ. 2. რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ: რ) “რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრ რრრრრრრრ, რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრ რრრრრრ რრრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრრრ რრრრრრრ” რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ 2007 რრრრ 2 რრრრრრ N170 რრრრრრრრ; რ) “რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ (რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ” რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ 2008 რრრრ 25 რრრრრრრრრ N176 რრრრრრრრ; რ) “რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ (რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ” რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ 2007 რრრრ 22 რრრრრრრრ N1230 რრრრრრრრ; რ) “რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ (რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ) რრრრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ” რრრრრრრრრრრ რრრრრრრრ რრრრრრრრრ 2008 რრრრ 18 რრრრრრრ N54 რრრრრრრრ;

shemosavlebis samsaxuris debuleba

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: shemosavlebis samsaxuris debuleba

(სსმ III, 31.03. 2010 წ., N 33, მუხ. 543)

რეგისტრირებულიასაქართველოს იუსტიციისსამინისტროში სარეგისტრაციო კოდი040.030.000.22.033.014.425

საქართველოს ფინანსთა მინისტრისბრძანება N 248

2010 წლის 31 მარტი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

“შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის და მე-15 მუხლის მე-6 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის თანდართული დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:ა) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის

დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის N170 ბრძანება;

ბ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 25 თებერვლის N176 ბრძანება;

გ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1230 ბრძანება;

დ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის N54 ბრძანება;

ე) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 18 იანვრის N55 ბრძანება;

ვ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის N1097 ბრძანება;

ზ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გურიის საგადასახადო ინსპექციის შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მარტის N294 ბრძანება;

Page 2: shemosavlebis samsaxuris debuleba

თ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აფხაზეთის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის N168 ბრძანება;

ი) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1229 ბრძანება;

კ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ახალციხის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 სექტემბრის N1096 ბრძანება;

ლ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1231 ბრძანება;

მ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის N172 ბრძანება;

ნ) “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის შექმნის და დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 28 მარტის N317 ბრძანება.

3. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, რეგიონალურ ცენტრებში (საგადასახადო ინსპექციებში)/საგადასახადო ინსპექციებში, მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციასა და აუდიტის დეპარტამენტში არსებული ბეჭდები და ბლანკები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ ახალი ბეჭდებისა და ბლანკების დამზადებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივნისამდე.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 1 აპრილიდან.

კ. ბაინდურაშვილი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი1. შემოსავლების სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს

ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონით, “შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. სამსახურს აქვს სიმბოლიკა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშები კომერციულ ბანკებსა და სახელმწიფო

Page 3: shemosavlebis samsaxuris debuleba

ხაზინაში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.4. სამსახურის მისამართია ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N16.

მუხლი 2. სამსახურის უფლებამოსილებები და ფუნქციებისამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:ა) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის დაცვისა და შესრულებაზე

კონტროლს;ბ) ახორციელებს გადასახადების/გადასახდელების, აგრეთვე შესაბამისი

მოსაკრებლების ადმინისტრირებას; გ) ახორციელებს საბაჟო, საგადასახადო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ

სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს, არასატარიფო ღონისძიებებს;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას;

ე) იღებს წინასწარ საბაჟო გადაწყვეტილებას საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე;

ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე გასცემს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატებს;

ზ) მონაწილეობს გადასახადით/გადასახდელით დაბეგვრასთან, საბაჟო პროცედურების განხორციელებასა და კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების, აგრეთვე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზადებაში;

თ) დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს და მონაწილეობს სასამართლოში საქმეთა განხილვაში;

ი) თანამშრომლობს უცხო სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

კ) იღებს გადაწყვეტილებებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით მის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემის, მათში ცვლილებების შეტანის, გაუქმების თაობაზე და ახორციელებს სალიცენზიო/სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლს;

ლ) იხილავს საიმპორტო საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების საკითხს და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას;

მ) უზრუნველყოფს სამართალდარღვევების გამოვლენას, სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, სამართალდარღვევის საქმეების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

ნ) შეიმუშავებს ერთობლივ ღონისძიებებს შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად, მასზე დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად;

ო) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული კორესპონდენციის მიღებას, შესაბამის რეაგირებასა და შენახვას;

პ) ასრულებს საბაჟო/საგადასახადო სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების შუამდგომლობას;

ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა მომსახურებას, ასევე საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებულ

Page 4: shemosavlebis samsaxuris debuleba

მომსახურებას;რ) ახორციელებს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

მუხლი 3. სამსახურის მართვა და წარმომადგენლობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე

ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინების საფუძველზე.

2. სამსახურის უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:ა) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ

საკითხებზე;ბ) წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში;გ) უფლებამოსილია განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული

ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის უფლების დელეგირება სამსახურის სხვა თანამშრომელზე;

დ) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამსახურის საქმიანობას;ე) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და

მოადგილეებს შორის, კოორდინაციას უწევს მათ მუშაობას; ვ) განსაზღვრავს სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციებსა და მათი

პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხებს;ზ) გამოსცემს მეთოდურ მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა

სამსახურის თანამშრომელთათვის;თ) იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და

დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის

თანამშრომლებს; კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს

სამსახურის ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

ლ) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით _ თანამდებობრივ სარგოებს;

მ) საქართველოს ფინანსთა მინისტრს წარუდგენს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივის აქტების პროექტებს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგავს სამსახურისათვის გამოყოფილ სახსრებსა და ქონებას, პასუხისმგებელია სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის სამსახურის უფროსის სათათბირო ორგანოს და განსაზღვრავს მის რიცხოვნობას და პერსონალურ შემადგენლობას;

პ) აუქმებს, ცვლის, ძალადაკარგულად და ბათილად ცნობს სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან მიზანშეუწონელ გადაწყვეტილებებს;

ჟ) ამტკიცებს სამსახურის შინაგანაწესსა და თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სისტემაში კადრების შერჩევას; ს) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;ტ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-

მოვალეობებს.

Page 5: shemosavlebis samsaxuris debuleba

3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის წინაშე.

4. სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით. საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ასევე სამსახურის ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების უფროსებს.

5. სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე ამავდროულად არის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი.

6. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე.

მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურა1. სამსახური დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს საქართველოს მთელ

ტერიტორიაზე. სამსახური შედგება ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოებისა და სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან სამსახურის ერთიან ცენტრალიზებულ სისტემას.

2. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:ა) სამსახურის უფროსის აპარატი;ბ) საერთაშორისო ურთიერთობათა ბიურო;გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;დ) იურიდიული დეპარტამენტი;ე) დავების დეპარტამენტი;ვ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი;ზ) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი;თ) ადმინისტრირების დეპარტამენტი;ი) შიდა კონტროლის დეპარტამენტი.

3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:ა) აფხაზეთის რეგიონული ცენტრი; ბ) თბილისის რეგიონული ცენტრი; გ) ბათუმის რეგიონული ცენტრი; დ) ქუთაისის რეგიონული ცენტრი;ე) რუსთავის რეგიონული ცენტრი;ვ) ფოთის რეგიონული ცენტრი;ზ) გორის რეგიონული ცენტრი;

თ) თელავის რეგიონული ცენტრი; ი) ახალციხის რეგიონული ცენტრი; კ) გურიის რეგიონული ცენტრი.4. სამსახურის სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულებია:

ა) აუდიტის დეპარტამენტი; ბ) მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი;

მუხლი 5. სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა

Page 6: shemosavlebis samsaxuris debuleba

სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულები შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი:ა.ა) საფინანსო სამმართველო;ა.ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;ა.გ) სამეურნეო სამმართველო;ა.დ) საქმისწარმოების სამმართველო;ბ) იურიდიული დეპარტამენტი:ბ.ა) ექსპერტიზის სამმართველო;ბ.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო;გ) დავების დეპარტამენტი;გ.ა) სასამართლო დავების სამმართველო;გ.ბ) საჩივრების სამმართველო;დ) მეთოდოლოგიის დეპარტამენტი:დ.ა) დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველო;დ.ბ) პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველო;დ.გ) საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი;ე) საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი:ე.ა) საბაჟო დამუშავების მონიტორინგის სამმართველო;ე.ბ) ოპერატიული მართვის სამმართველო; ე.გ) ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველო;ე.დ) არასატარიფო სამმართველო;ვ) ადმინისტრირების დეპარტამენტი: ვ.ა) ადმინისტრირების სამმართველო;ვ.ბ) რისკების მართვის სამმართველო;ვ.გ) სტატისტიკის და ანალიზის სამმართველო;ზ) შიდა კონტროლის დეპარტამენტი:ზ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო;ზ.ბ) სპეციალურ დავალებათა სამმართველო;ზ.გ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

მუხლი 6. სამსახურის უფროსის აპარატისამსახურის უფროსის აპარატის ფუნქციებია:ა) სამსახურის ხელმძღვანელობის თათბირების ორგანიზება, თათბირების

ოქმების წარმოება, საოქმო დავალებათა შესრულების ვადების კონტროლი;ბ) სამსახურის მიერ გასამართი ღონისძიებების ორგანიზაციული

უზრუნველყოფა; გ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მასობრივ საინფორმაციო

საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; დ) მოქალაქეთა მიღების ორგანიზება.

მუხლი 7. საერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროსაერთაშორისო ურთიერთობათა ბიუროს ფუნქციებია:ა) დონორ ორგანიზაციებთან, უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილ

ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის წარმოება, ოფიციალური მიმოწერა და მათთვის სამსახურის საქმიანობის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება;

Page 7: shemosavlebis samsaxuris debuleba

ბ) მონაწილეობის მიღება სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადებაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების პროექტებზე წინადადებების მომზადება;

დ) სამსახურის კომპეტენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო პროექტების მოძიება, მომზადება, შეთანხმება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ე) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციაში, აგრეთვე სხვა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში სამსახურის წარმომადგენლობა;

ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია;

ზ) საქართველოსათვის სავალდებულო ძალის მქონე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა, ამ მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სამართლის სტანდარტებთან, ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით წინადადებების შემუშავება, ამ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების სახელმწიფო პროგრამების შესრულების კოორდინაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული საუკეთესო პრაქტიკის/რეკომენდაციების პოპულარიზაცია;

ი) საერთაშორისო ფორუმებზე, კონფერენციებსა და ღონისძიებებზე, უცხოეთში სასწავლო პროგრამებსა და ტრენიგებში მონაწილე კანდიდატთა შერჩევა.

მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი1. საფინანსო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) სამსახურის სისტემის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადება და

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;ბ) სამსახურის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, გამოყოფილი

სახსრების მართვა;გ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების

განხორციელება;დ) სამსახურის ხარჯთანუსხის შესრულების პერიოდული ანგარიშების

მომზადებაში მონაწილეობის მიღება;ე) სამსახურის სისტემის ფინანსური და მატერიალური აქტივებისა და პასივების

აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოება; ვ) საბუღალტრო საქმიანობის წარმართვა კანონმდებლობის შესაბამისად;ზ) კვარტალური და წლიური საფინანსო, სტატისტიკური, აგრეთვე სამსახურის

ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების მომზადება; თ) ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების (BDD) დოკუმენტში

სამინისტროს პრიორიტეტების ასახვის მიზნით, სამსახურის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;

ი) საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება;კ) წახალისების ფორმების (პრემიის გაცემა ან ფასიანი საჩუქრით

დაჯილდოვება) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ლ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ორგანიზება;

Page 8: shemosavlebis samsaxuris debuleba

მ) წელთა ნამსახურობის გაანგარიშება და შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

2. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამსახურის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება;ბ) კონკურსის, ატესტაციის ჩატარების, პრაქტიკისა და სტაჟირების გავლასთან

დაკავშირებული საკითხების ორგანიზება; გ) სამსახურის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება;დ) თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და თანამდებობრივი

გადაადგილების თაობაზე სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ბრძანებების) პროექტების მომზადება;

ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ფორმების (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა) გამოყენებასთან დაკავშირებით სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტების მომზადება;

ვ) თანამშრომელთა შვებულებებსა და მივლინებებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ზ) თანამშრომელთა სამსახურებრივი მოწმობების დამზადება და აღრიცხვა;თ) სამსახურის სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის

შესაბამისი თანამშრომლებისათვის ცენტრალიზებული გაცემა და აღრიცხვა;ი) სამსახურში არსებულ იარაღზე და საბრძოლო მასალებზე საერთო

პასუხისმგებლობა და მათი კონტროლი, იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა და მათზე გაცემული იარაღის ტარების დამადასტურებელი მოწმობების საერთო რეესტრის წარმოება; კ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

3. სამეურნეო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) სამსახურში ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური

ფასეულობების მიღება, განაწილება, კონტროლი;ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ბალანსზე რიცხული მატერიალური

ფასეულობების ინვენტარიზაციის კომისიის მუშა ჯგუფში მონაწილეობა;გ) სამსახურის სისტემის მატერიალურ-ტექნიკური ურუნველყოფა და სასაწყობე

მეურნეობის სწორად წარმართვის ორგანიზება;დ) ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, კაპიტალური და მიმდინარე

სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა;ე) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო

ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ვ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებზე წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა და წარდგენა შესაბამის სამმართველოში წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენის მიზნით.

4. საქმისწარმოების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) სამსახურში საქმისწარმოების ორგანიზება და კონტროლი; შემოსული და

Page 9: shemosavlebis samsaxuris debuleba

გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, ზემდგომი ორგანოებისა და სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლი; შესრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა;

ბ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და დავალებების რეგისტრაცია, მათი შესრულების ორგანიზების უზრუნველყოფა, გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის;

გ) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საქმისწარმოების განხორციელება;

დ) საარქივო საქმიანობის წარმართვა;ე) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა.

მუხლი 9. იურიდიული დეპარტამენტი1. ექსპერტიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) სამსახურში შემუშავებული ან სხვა ორგანოებიდან გადმოგზავნილი

საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

ბ) სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების ორგანიზება.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება;

ბ) საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებული, ასევე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის და ჩამოწერის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების და მეთოდური მითითებების შემუშავება.

მუხლი 10. დავების დეპარტამენტი1. სასამართლო დავების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) სამსახურის წარმომადგენლობა სასამართლოსა და სხვა სახის დავებში; ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ წარმოებული სასამართლო დავების

კოორდინაცია.2. საჩივრების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) სამსახურში შემოსული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით

გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა; ბ) საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება.

მუხლი 11. მეთოდოლოგიის დეპარტამენტი 1. დაბეგვრის მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) გადასახადებით დაბეგვრასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების

(ინსტრუქციები, მეთოდური მითითებები და სხვა) პროექტების შემუშავება;ბ) საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (მათ შორის, საჯარო

მოხელეთა დეკლარაციების) ფორმის და შევსების წესის შემუშავება;

Page 10: shemosavlebis samsaxuris debuleba

გ) მეთოდოლოგიური ერთიანობის დაცვის უზრუნველყოფა და დასმულ საკითხებზე სამსახურის პოზიციის ჩამოყალიბება.

2. პროცედურების მეთოდოლოგიის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ბ) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის პროცედურული სახელმძღვანელოების შემუშავება და მათი სრულყოფა;

გ) საბაჟო პროცედურების განხორციელების, აგრეთვე საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საბაჟო კანონმდებლობის (მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების) ნორმათა გამოყენების პრაქტიკის შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება;

დ) ჰარმონიზებული სისტემის და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;

ე) საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება;

ვ) საქონლის წარმოშობის განსაზღვრის საკითხებზე რეკომენდაციების შემუშავება; ზ) საბაჟო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად სასაქონლო კოდის ან წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე პირის (დაინტერესებული მხარის) წერილობითი განცხადების (მოთხოვნის) საფუძველზე სამსახურის წინასწარი საბაჟო გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

თ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

3. საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:ა) დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევა სატელეფონო და

ელექტრონული კომუნიკაციების (ვებ-გვერდი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი) მეშვეობით;

ბ) დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება სამსახურის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

მუხლი 12. საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი1. საბაჟო დამუშავების მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი

ფუნქციებია:ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციების მონიტორინგი და ზედამხედველობა;

საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისას საბაჟო კონტროლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესის მონიტორინგი;

ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული საბანკო გარანტიის მიღება, საბაჟო ორგანოებიდან შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;

გ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა “ASYCUDA”-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;

დ) რისკის მართვის სისტემის საფუძველზე შერჩეული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების ეფექტურობის შეფასება, საბაჟო კონტროლის განმახორციელებელ პირებზე ზედამხედველობა, შესაძლო არასასურველი პრაქტიკის გამოვლენა და მათი

Page 11: shemosavlebis samsaxuris debuleba

აღკვეთის მიზნით ღონისძიებების შემუშავება;ე) საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებასთან დაკავშირებული

საბაჟო პროცედურების წარმართვისას საქონლის მესაკუთრის ან/და მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოში წარდგენილი დოკუმენტაციის შერჩევა და ამ დოკუმენტაციის შემოწმება საბაჟო საქმის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების მექანიზმების გამოყენებით, შემოწმების შედეგებზე შესაბამისი რეაგირება;

ვ) საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

ზ) საქონლის გაშვების შემდგომი საბაჟო შემოწმების განხორციელება.2. ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, კავშირის

ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების თაობაზე, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

გ) საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისთვის გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

დ) კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი;

ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში რისკის მართვის სისტემის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;

ზ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების, მეთოდური მითითებების მომზადების თაობაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

თ) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზირებულ სისტემა “ASYCUDA”-ში მომხმარებელთა დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) საბაჟო ორგანოებში არსებული სპეციალური ტექნიკის გამოყენების ორგანიზება. საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი მეთოდებისა და ტექნიკური საშუალებების დანერგვის თაობაზე წინადადებების შემუშავება;

კ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო პროცედურების განხორციელების ადგილებში (სასაზღვრო საბაჟო ორგანოები, საბაჟო დამუშავების ოპერაციების განხორციელების ადგილები, საბაჟო საწყობი ან შენახვის სხვა ადგილი ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონა) საბაჟო კონტროლის განხორციელება რენტგენ-სკანერის მეშვეობით, მათი ექსპლუატაცია, სკანირების შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება ანალიზი, საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენა, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის

Page 12: shemosavlebis samsaxuris debuleba

შედგენა და სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსთვის გადაგზავნა. 3. ვეტერინარული, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სამმართველოს

ძირითადი ფუნქციებია:ა) საბაჟო ორგანოების მიერ სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-

საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის, გადაადგილებისა და გატანის პროცესის მონიტორინგი. სასაზღვრო საბაჟო ორგანოების მიერ საქონლის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებული სახელმწიფო ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო, სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება, ანალიზი, პრობლემების გამოვლენა და რეაგირების თაობაზე წინადადებების მომზადება;

გ) სამსახურის ტერიტორიული ორგანოებისათვის კომპეტენციის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა;

დ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება.

4. არასატარიფო სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: ა) სავალუტო კონტროლის, იარაღის, ბირთვული, რადიაციული ობიექტების,

ბირთვული მასალების, რადიაქტიული ნივთიერებების, რადიაქტიული ნარჩენების, მინერალების (წიაღისეულის), რომლებისგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფრის, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიული ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ როგორც შემადგენელ ნაწილს, ორმაგი დანიშნულების საქონლის, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების, სამკურნალო საშუალებების, საშიში ქიმიური ნივთიერებების, ოზონდამშლელი ნივთიერებების, ნარჩენების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების, არაიოდიზებული მარილის და საქართველოს კულტურულ ფასეულობათა საქართველოში შემოტანასა და საქართველოდან გატანაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, მონიტორინგს დაქვემდებარებული ნაღდი ფულის, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამაადგილებელი პირების იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი, შენახვა;

გ) ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უშიშროებასთან დაკავშირებული პროგრამის ფარგლებში მოქმედი ავტომატიზებული სისტემა “Tracker 7”-ის საშუალებით საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ სახელმწიფო უწყებებს შორის ელექტრონული დოკუმენტბრუნვის კოორდინაცია ნებართვების ერთი სარკმლის პრინციპით გაცემის უზრუნველყოფის მიზნით;

Page 13: shemosavlebis samsaxuris debuleba

დ) საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სტაციონალური მონიტორების მიერ რადიაციული განგაშის დაფიქსირების შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების გატარების კოორდინაცია;

ე) რეგიონული ცენტრებიდან ფარმაცევტული პროდუქტის საბაჟო აღნუსხვის ფორმებისა და მათი ელექტრონული ვერსიების მიღება, სისტემატიზაცია და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსათვის მიწოდება;

ვ) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციასთან, ცვლილებების შეტანასთან და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული სასაზღვრო ღონისძიებების განხორციელებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

ზ) თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვის გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან, აგრეთვე თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შექმნისათვის საჭირო პირობების განსაზღვრასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა;

თ) საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული), უბაჟო ვაჭრობის პუნქტის, თავისუფალი საწყობის საქმიანობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება. მომხმარებელთა საბაჟო საწყობების (ღია ან დახურული), საქონლის დროებითი დასაწყობების, უბაჟო ვაჭრობის პუნქტების, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილეთა საწყობების კლასიფიკატორის დამტკიცების შესახებ სამსახურის უფროსის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და დამტკიცებული კლასიფიკატორის საჯაროდ გამოცხადება. კომპეტენციის ფარგლებში მონაცემთა ავტომატიზირებული სისტემა “ASYCUDA”-ში დაშვების და დაშვების გაუქმების ტექნიკური უზრუნველყოფა;

ი) მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) საინფორმაციო საკონსულტაციო სისტემაში (CEN, e-CEN) მუდმივად განახლებადი ინფორმაციის განთავსება.

მუხლი 13. ადმინისტრირების დეპარტამენტი1. ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების

და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება; ბ) საგადასახადო ორგანოების მიერ საგადასახადო ვალდებულებების

შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება;

გ) საგადასახადო ორგანოების მიერ მიმდინარე კონტროლის ღონისძიებებზე მონიტორინგის განხორციელება, შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი ანგარიშგების წარმოება;

დ) საგადასახადო შეთანხმების გაფორმების თაობაზე სამსახურში შემოსული წინადებების განხილვა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;

ე) საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის შესახებ ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსახილველად წარგენა;

ვ) რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მომუშავე გადასახადის გადამხდელთა მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან დადებული რესტრუქტურიზაციის

Page 14: shemosavlebis samsaxuris debuleba

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის;

ზ) საგადასახადო ორგანოების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევებზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

თ) ვადაგადაცილებულ დავალიანებათა შესახებ ტერიტორიული და სხვა ორგანოებიდან ინფორმაციის მიღება და დამუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების შეჩერების შესახებ სამსახურში შემოსული განაცხადების განხილვა და სამსახურის ხელმძღვანელებისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა;

კ) კომპეტენტური ორგანოების მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვისას, სათანადო მომართვის საფუძველზე, ახორციელებს შესაბამის პირთა საგადასახადო ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მომზადებას და საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსათვის მიწოდებას;

ლ) საბანკო დაწესებულებებსა და შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით გაცვლის უზრუნველყოფაზე მონიტორინგის განხორციელება;

მ) აქციზური მარკების მიღების, შენახვის და გაცემის უზრუნველყოფა და კონტროლი;

ნ) დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების მიღების, შენახვის და გაცემის, აგრეთვე ელექტრონული დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის უფლების მინიჭების უზრუნველყოფა;

ო) სამსახურის შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებული საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების (გირავნობა/იპოთეკის წარმოშობა, ქონებაზე ყადაღის დადება) მარეგისტრირებელ ორგანოებში რეგისტრაციის მიზნით ინფორმაციის ელექტრონულ-ტექნიკური საშუალებებით მიწოდების უზრუნველყოფაზე მონიტორინგი;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ელექტრონული და სხვა სახის წარმოუდგენელი დეკლარაციების შესახებ ინფორმაციის მიღება (მათ შორის სპეციალურად შექმნილი ელექტრონული მოდულის მეშვეობით) და სამსახურის ორგანოების მიერ ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებებზე მონიტორინგი;

ჟ) ახორციელებს 2010 წლის 1 აპრილამდე გამოცხადებულ აუქციონებზე გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით აუქციონის ჩატარების პროცედურების ორგანიზებას და აუქციონის ჩატარებას. აუქციონის გზით რეალიზებულ ყადაღადადებულ ქონებაზე გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატის გაცემას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიმართ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ინფორმირებას. საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მოვალის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;

რ) აწვდის შესაბამის ინფორმაციას საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ აღსრულების ეროვნული ბიუროს. იღებს ინფორმაციას საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აღსრულების ეროვნული ბიუროდან ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შედეგებზე; ს) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

2. რისკების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

Page 15: shemosavlebis samsaxuris debuleba

ა) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების, შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება; ÀÙÌÏÜ

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ექსპორტ-იმპორტის ოპერაციების და უცხო სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოებიდან მიღებული საგადასახადო ინფორმაციის დამუშავება და შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებამდე და აუდიტისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტებამდე დაყვანა;

გ) ინფორმაციული ბაზების, სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევების თაობაზე არსებული, აგრეთვე საერთაშორისო საბაჟო და საგადასახადო თანამშრომლობის მექანიზმების გამოყენებით მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით რისკის ფაქტორების გამოვლენა და რისკების მართვის თაობაზე წინადადებების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

3. სტატისტიკის და ანალიზის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:ა) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებების,

შესაბამისი ნორმატიული აქტების და მეთოდური მითითებების პროექტების და მომზადება;

ბ) სამსახურის ხელმძღვანელობისათვის, აგრეთვე სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, აუდიტისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება;

გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ასევე კანონით დასაშვები წყაროებიდან სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, სისტემატიზაცია;

დ) საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის, სპეციალური საბაჟო, საგადასახადო და სხვა შესაბამისი სტატისტიკის წარმოება, საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკის და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის მონაცემების, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის რეგულირების არსებული სატარიფო და არასატარიფო მექანიზმების საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკაზე ზეგავლენის ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;

ე) ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება სამსახურის ადმინისტრირებადი შემოსავლების შესახებ;

ვ) დამტკიცებული საგეგმო-საპროგნოზო მაჩვენებლების დაყვანა ტერიტორიულ ორგანოებამდე, აუდიტისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტებამდე;

ზ) საგადასახადო შემოსავლების მიმდინარეობის, აგრეთვე დაბეგვრის საკითხებზე აქტუალური ინფორმაციის მომზადება;

თ) საგადასახადო ბაზის საპროგნოზო გაანგარიშებების წარმოება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დაშვებული წესით;

ი) საგადასახადო და საბაჟო მონაცემთა ელექტრონულ ბაზებთან მომხმარებლის დონეზე დაკავშირება, დამუშავება, სისტემატიზაცია და წარმართვა;

კ) საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება;

ლ) საბიუჯეტო შემოსულობების დამუშავების ორგანიზება გადასახადის სახეების, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით;

მ) საბიუჯეტო შემოსულობათა (მათ შორის, ზედმეტად გადახდილი თანხის), გადატანების, დაბრუნებების, საგადასახადო სანქციებისა და საურავების მიხედვით აღრიცხვის წესების შემუშავება;

ნ) საგადასახადო შემოსავლების ანგარიშგების სტატისტიკური ფორმების შედგენის მეთოდოლოგიის შემუშავება-სრულყოფა და ეკონომიკური ანალიზი;

Page 16: shemosavlebis samsaxuris debuleba

ო) გაწეული მუშაობის შედეგების, ასევე მათი ანალიზის განხორციელების მიზნით ანგარიშების მიღება, კომპეტენციის ფარგლებში სისტემატიზაცია და ანალიზი; სამსახურის მუშაობის შემაჯამებელი ანგარიშების მომზადება;

პ) გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების მეთოდოლოგიის შემუშავება და სრულყოფა;

ჟ) კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელება შემოსავლების ბაზის ფორმირებაზე;

რ) ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის შესახებ შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული და სპეციალიზირებული ორგანოებიდან წარმოდგენილი ინფორმაციის (მათ შორის ელექტრონული ფორმით) მიღება, დამუშავება რეაგირებისათვის შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება.

მუხლი 14. შიდა კონტროლის დეპარტამენტი1. შიდა აუდიტის სამმართველოს ფუნქციებია:ა) საგადასახადო და საბაჟო ორგანოთა საქმიანობის შიდა აუდიტი;ბ) სამსახურის ასიგნებებში ასახული სახსრების სამსახურის თანამშრომელთა

მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის, მათი გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი;

გ) სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) მონიტორინგი მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე. 2. სპეციალურ დავალებათა სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემოწმება;

ბ) სამსახურებრივი შემოწმებისას ან შემოსულ განცხადებაზე რეაგირებისას გამოვლენილ დარღვევებზე დისციპლინური დევნის წარმოება;

გ) სამსახურის სისტემაში თანამშრომელთა ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა;

დ) სათანადო რეკომენდაციების მომზადება სამსახურის სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების პროცესის ხელშეწყობისათვის.

3. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია: ა) სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მიერ გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელებისას მათი სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) უზრუნველყოფა;

ბ) სპეციალური ტექნიკური საშუალებებით (ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ჩამწერი საშუალებები და ა.შ.) გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების ღონისძიებების განხორციელების პროცესში სამსახურის სტრუქტურული ერთეულებისათვის პრაქტიკული დახმარების გაწევა;

გ) შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.

4. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შეასრულონ შიდა კონტროლის დეპარტამენტის თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, აღმოუჩინონ

Page 17: shemosavlebis samsaxuris debuleba

მათ დახმარება შემოწმების პროცესში, მისცენ შესაბამისი განმარტებები და ინფორმაცია.

მუხლი 15. სამსახურის სათათბირო ორგანო1. სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული

მნიშვნელობის საკითხების განხილვისა და მათ შესახებ რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სამსახურის უფროსს შეუძლია შექმნას სათათბირო ორგანოები სათათბირო უფლებით.

2. სათათბირო ორგანოები იქმნება სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 16. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი

1. სამსახურის ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი თავიანთი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებენ სახელმწიფოს სახელით.

2. ტერიტორიულ ორგანოებს, აუდიტისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტებს აქვთ ბეჭდები.

მუხლი 17. ტერიტორიული ორგანოების, აუდიტის დეპარტამენტის და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის ურთიერთობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან

ტერიტორიული ორგანოები, აუდიტის დეპარტამენტი და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი თავიანთ მოვალეობას ასრულებენ დამოუკიდებლად და საჭიროებისამებრ, თანამშრომლობენ სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან.

მუხლი 18. სამსახურის ტერიტორიული ორგანოების (რეგიონული ცენტრების) უფლებამოსილებები

რეგიონული ცენტრი, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ

საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;ბ) დადგენილი წესით ახორციელებს გადასახადის გადამხდელთა

საგადასახადო აღრიცხვას (რეგისტრაციას), გადამხდელთა მომსახურებას, მონაცემთა დამუშავებას, საგადასახადო კონტროლს, საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს, გადასახადების ადმინისტრირებას;

გ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისა და გატანისას სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებებს, საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს, საბაჟო პროცედურების განხორციელებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის მომსახურებას;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო/სატვირთო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელებას, სანიტარიულ-საკარანტინო, სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო, სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს;

ე) ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას და საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების

Page 18: shemosavlebis samsaxuris debuleba

კონტროლს;ვ) საქონლისათვის გრანტის ან ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭებას;ზ) აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის გაცემას, გაუქმებასა

და ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს;თ) სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი

აქტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 19. აუდიტის დეპარტამენტის უფლებამოსილებებიაუდიტის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს:ა) რისკის კრიტერიუმების განსაზღვრას და გადასახადის გადამხდელების

საგადასახადო შემოწმებისათვის შერჩევის პრინციპების შემუშავებაში მონაწილეობას; ბ) გადასახადის გადამხდელთა მიმართ ჩასატარებელი საგადასახადო

კონტროლის ღონისძიებების ორგანიზებას;გ) გეგმური გასვლითი საგადასახადო შემოწმებების გეგმის დამტკიცებასა და

მის შესრულებას;დ) საგადასახადო შემოწმებებისთვის გადასახადის გადამხდელთა შერჩევას და

საგადასახადო შემოწმების წინასწარ მომზადებას;ე) საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით საგადასახადო

შემოწმებების ჩატარებას;ვ) ჩატარებული საგადასახადო შემოწმებების მასალების განხილვის შედეგებზე

გადაწყვეტილებების მიღებას;ზ) კამერალური და გასვლითი საგადასახადო შემოწმებების მომზადების და

მათი შედეგების რეალიზაციის კომპლექსური სტანდარტული პრინციპების შემუშავებას;

თ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

მუხლი 20. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის უფლებამოსილებები1. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში,

უზრუნველყოფს:ა) საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელების მიერ

საგადასახადო კანონმდებლობის დაცვას;ბ) გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის)

მონაცემებში ცვლილების შეტანას;გ) გადამხდელთა მომსახურებას, საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების

ჩატარებას, გადასახადების ადმინისტრირებას და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებას;

დ) კანონმდებლობით და სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.

2. მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტში გადასახადის გადამხდელთა შერჩევა ხორციელდება შემდეგი კრიტერიუმებით:

ა) გადასახადის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 3 მლნ. ლარს);

ბ) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 150 ათასი ლარი);

Page 19: shemosavlebis samsaxuris debuleba

გ) აქციზის გადამხდელთათვის გადამხდელის წლიური ბრუნვის მოცულობა (აღემატება 1.5 მლნ. ლარს);

დ) აქციზის გადამხდელთათვის საგადასახადო ვალდებულების ოდენობა (არანაკლებ 100 ათასი ლარი).