100
saqarTvelos iusticiis saministros 2015 wlis biujetis Sesrulebis wliuri angariSi

 · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

saqarTvelos iusticiis saministros 2015 wlis biujetis

Sesrulebis wliuri angariSi

თებერვალი, 2016

დანართი № 1

Page 2:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პრიორიტეტი 2. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

პროგრამა 2.4. გამოძიებაზე ზედამხედველობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის პროგრამა (პროგრამული კოდი 26 02)

პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს პროკურატურაათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში

)

26 02

გამოძიებაზე ზედამხედველობის,

სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის,

დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და

პრევენციის პროგრამა

34,500.0 35,191.4 34,924.0 99%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისმოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში განრიდებულ იქნა 300-მდე არასრულწლოვანი და 2 000-მდე სრულწლოვანი პირი. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ საქართველოს მასშტაბით მომსახურება გაეწია 10 491 პირს (2 507 დაზარალებულს, 1 655 მოწმეს, 1 374 ბრალდებულს, მისი ოჯახის წევრს/ნათესავს ან მის ადვოკატს, 4 002 განმცხადებელსა და 953 სხვა პირს).

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 154 ღონისძიება, მათ შორის, საგანმანათლებლო − 116, სპორტული − 21, კულტურული − 10, სხვადასხვა სახის სოციალური ღონისძიება − 7. აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო სულ 5 800-მდე პირმა.

2

Page 3:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

განხორციელდა რეგიონებში არსებული სპეციფიკისა და ტენდენციების შესწავლა როგორც კრიმინოგენური, ისე საპროკურორო საქმიანობის ხარისხის კუთხით, მომზადდა შემდეგი ანალიზები: გამამართლებელი განაჩენების ანალიზი, რომელშიც გაანალიზდა გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა და გამამართლებელი განაჩენების გამოტანის მიზეზები; არასრულწლოვანთა განრიდების ანალიზი, რომელშიც გაანალიზდა არასრულწლოვანთა მიმართ დევნის დაწყებისა და განრიდების მაჩვენებლები, ასევე, სისხლის სამართლის ის საქმეები, სადაც გამოყენებულ იქნა დევნის ალტერნატიული მექანიზმები; სრულწლოვანთა განრიდების ანალიზი, რომელშიც გაანალიზდა სრულწლოვანთა მიმართ დევნის დაწყებისა და განრიდების მაჩვენებლები, ასევე, განრიდების გამოყენებისას არსებული ტენდენციები,  პრობლემები;   კოორდინატორების საქმიანობის ანალიზი, რომელშიც გაანალიზდა მოქალაქეთა მიერ პროკურორებისთვის წამოყენებული პრეტენზიები და გამოიკვეთა დაზარალებულებისა და პროცესის სხვა მონაწილეებისათვის პრობლემური საკითხები.

შემუშავდა: გამოძიების ერთიანი მეთოდოლოგიის სახელმძღვანელო; რეკომენდაციები ოჯახური დანაშაულის გამოძიებისას გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ; სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს რეკომენდაციებს არასრულწლოვნებთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ; სახელმძღვანელო პრინციპები საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას გამოსაყენებელი პირობების შესახებ.

მიმდინარეობდა სამუშაოები: კორუფციული დანაშაულების გამოძიებისა და დევნის განხორციელების შესახებ სახელმძღვანელოს შექმნასთან დაკავშირებით; პროკურატურის მუშაკთა ეთიკის კოდექსის გადახედვის მიზნით წინადადებების შემუშავებაზე, სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის დახვეწაზე, პროკურორთა დატვირთვის ელექტრონული მოდულის დასანერგად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე, მოქალაქეებსა და პროკურატურას შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველსაყოფად და პროცესის მონაწილეებისთვის მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში საინტერესო ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით; არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, დანაშაულის პრევენციის პროცესში პროკურატურის როლის გაზრდის მიზნით, საპროკურორო დოკუმენტების დასაბუთებულობის უზრუნველყოფის მიზნით სამართლებრივი წერის სახელმძღვანელოზე, პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების სტანდარტის არსებობაზე.

3

Page 4:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

განხორციელდა საქართველოს პროკურატურის ზოგიერთი შენობის კაპიტალური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოები, გაუმჯობესდა კომპიუტერული ტექნიკა, განახლდა ავტოპარკი, საოფისე ავეჯი და ინვენტარი.

პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათ საქმიანობაში ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით საანგარიშო პერიოდში ყველა მოქმედმა პროკურორმა გადამზადება გაიარა თემაზე − „აღკვეთის ღონისძიებების დასაბუთება ეროვნული კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით“. ამ თემაზე თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა 20-მდე ტრენინგი. პროექტი ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში განხორციელებული სიახლეების სწორად დანერგვის და ამ მიმართულებით პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების სპეციალიზაციის მიზნით განხორციელდა გადამზადების ინტენსიური კურსები. სასწავლო პროცესში სულ მონაწილეობდა სისტემის 180-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის, 43 მენეჯერი. პროექტი ევროკავშირსა და გაერო-ს განვითარების ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით განხორციელდა.

საანგარიშო პერიოდში პროკურორებისათვის დამოუკიდებელი ტრენინგი განხორციელდა არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის თემაზე. სასწავლო პროგრამა განრიდებისა და მედიაციის საკითხებთან ერთად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, საერთაშორისო სტანდარტებსა და ბავშვის ასაკობრივი განვითარების ფსიქოლოგიურ თავისებურებებს მოიცავდა. პროექტი ევროკავშირისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა და მასში 30-მდე პროკურორი მონაწილეობდა.

ოჯახში ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი სამართლებრივი დევნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) თანამშრომლობით ჩატარდა 3 ტრენინგი, რომელშიც, საერთო ჯამში, 60-მდე პროკურორი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ პროკურატურის სისტემის საშუალო რგოლის მენეჯერები.

ევროკომისიისგან მიღებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით განხორციელდა სამუშაო შეხვედრები პროკურორებსა და გამომძიებლებთან. შეხვედრების თემატიკა მოიცავდა შემდეგ საკითხებს: საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, ინტერპოლთან თანამშრომლობა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევა. საქართველოს მასშტაბით სულ 11

4

Page 5:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სამუშაო შეხვედრა განხორციელდა. პროექტში საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 270-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით და ევროკომისიის მხარდაჭერით ჩატარდა სემინარი თემაზე − „ექსტრადიცია და საერთაშორისო თანამშრომლობა,  დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ჩამორთმევასა და დაბრუნებასთან დაკავშირებით“. სემინარში საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად 7 სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ღონისძიება გამოცდილების გაზიარებასა და მონაწილეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავდა მიზნად.

ინფორმაციის თავისუფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე გადამზადება გაიარეს როგორც სისტემის პროკურორებმა, ისე გამომძიებლებმა. სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილებოდა მოქმედი კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები. კურსი პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატთან თანამშრომლობით განხორციელდა და მასში 70-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობდა.

2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8 სასწავლო აქტივობა, რომელთა ფარგლებშიც საქართველოს პროკურატურის სისტემის 90 წარმომადგენელი გადამზადდა. მათი ნაწილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. შედეგად, პროკურორებსა და გამომძიებლებს ერთობლივი ტრენინგები ჩაუტარდათ. განხორციელებული ტრენინგების ფარგლებში მოწვეულმა საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა პროკურორებს გააცნეს დისკრიმინაციასთან დაკავშირებული ეროვნული სამართლებრივი და საერთაშორისო ნორმები, დისკრიმინაციული ფაქტების გამოძიების ტაქტიკა და მტკიცებულებათა მოპოვების მექანიზმები. სასწავლო პროექტები ევროსაბჭოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.

მოქალაქეებთან, მათ შორის, მოწმესა და დაზარალებულებთან ეფექტიანი კომუნიკაციის თემაზე პროკურორებისა და სისტემის გამომძიებლებისათვის საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 9 სასწავლო აქტივობა, სადაც 100-ზე მეტი მსმენელი მონაწილეობდა. აღნიშნული მიმართულებით გადამზადება, ასევე, გაიარეს მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორებმა და საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.

5

Page 6:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სასამართლო უნარ-ჩვევებისა და ეფექტიანი საჯარო გამოსვლის თემაზე პროკურორებისათვის ჯამში განხორციელდა 13 ტრენინგი, რომელშიც 130 მსმენელი მონაწილეობდა.

„საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებსა და სამოხელეო დანაშაულის სუბიექტებთან დაკავშირებით პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებისათვის განხორციელდა ტრენინგები, რომლებშიც 50-მდე მსმენელი მონაწილეობდა.

მოწმისა და დაზარალებულთა კოორდინატორებისათვის (20-მდე მონაწილე) ჩატარდა ტრენინგი დაზარალებულსა და მოწმესთან მუშაობის ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ ასპექტებზე. პროექტი ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.

სისტემის შიგნით ტრენერთა გუნდის მომზადებისა და არსებული რესურსების გაძლიერების მიზნით შედგა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპებს. ტრენინგში 20-მდე მსმენელი მონაწილეობდა.

2015 წლის მარტში ჟურნალისტებისა და პროკურორებისათვის განხორციელდა ერთობლივი გასვლითი სემინარი. პროექტში მონაწილეობა მიიღო 12-მა ჟურნალისტმა და პროკურატურის 12-მა წარმომადგენელმა. აქტივობის მიზანი იყო საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა, ერთმანეთის სამუშაო სპეციფიკის უკეთ გაანალიზება და მედიის სფეროს წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება. ამასთან, მოხდა პროკურატურის მიერ „მედიასთან თანამშრომლობის სფეროზე“ მომზადებული დოკუმენტის გაცნობა. პროექტი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობით განხორციელდა.

ზემოთ დასახელებული და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებისათვის მათი სამუშაო სპეციფიკის შესაბამისად ჩატარდა 90-მდე სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჯამში 1500-მდე მსმენელი მონაწილეობდა.

დასახული საბოლოო შედეგები

დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციული და ადეკვატური სანქციების სისტემის დანერგვა; მაღალკვალიფიციური პროკურორები და პროკურატურის საქმიანობის გამჭვირვალობა; ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გაუმჯობესებული მდგომარეობა;

6

Page 7:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დანაშაულის პრევენციის ახალი ღონისძიებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში გადამზადებული პროკურორები.

მიღწეული საბოლოო შედეგები

მომზადებული რეკომენდაციები დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმის პროპორციულ და ადეკვატურ სანქციებთან დაკავშირებით; სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის, სასწავლო კურსის ჩატარების შედეგად უზრუნველყოფილ იქნა პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლება, მოქალაქეებსა და პროკურატურას შორის ეფექტური კომუნიკაცია; საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე დაწყებული სამუშაოები; ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც ეხებოდა ოჯახში ძალადობის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), არასრულწლოვნით ვაჭრობის, წამების, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, რასობრივი დისკრიმინაციის, სიტყვის თავისუფლების ხელყოფის, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში უკანონო მოთავსების, განზრახ უკანონო დაკავების ან დაპატიმრების, რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის, რელიგიური ან პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოთავსებული პირების გარდაცვალების ფაქტებს. საჭიროების შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანოებს მიეცათ შესაბამისი მითითებები, განახლებული რეკომენდაციები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად აღკვეთის ღონისძიებების შუამდგომლობების დასაბუთების შესახებ; დანაშაულის პრევენციის პროცესში პროკურატურის როლის გაზრდის მიზნით 2015 წელს დაიწყო მუშაობა დანაშაულის პრევენციის სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზე, ჩატარდა ტრენინგები და შეხვედრები აღნიშნული მიმართულებით; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში განხორციელებული სიახლეების სწორად დანერგვის და ამ მიმართულებით პროკურორების სპეციალიზაციის მიზნით ჩატარდა პროკურორებისა და პროკურატურის სისტემის გამომძიებლების გადამზადების ინტენსიური კურსები.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

7

Page 8:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მომზადებული კვლევების, ანალიზების, რეკომენდაციების, საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებებისა და არსებული პრაქტიკის ამსახველი ანგარიშების რაოდენობა − 33; მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის აქტივობის შესახებ შექმნილი ანალიზების რაოდენობა − 3; არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებზე გადამზადებულ პროკურორთა/გამომძიებელთა რაოდენობა − 210-მდე; ტრენინგსაჭიროებების იდენტიფიცირებისათვის შექმნილი დოკუმენტებისა და ჩატარებული ტრენინგების რაოდენობა: დოკუმენტი − 1, ტრენინგი − 90; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციების რაოდენობა − 1 (განახლდა); დანაშაულის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევების რაოდენობა − 4; საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის ამსახველი ანალიზის რაოდენობა − 3; არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციების რაოდენობა − 2.

8

Page 9:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა 2.13. დანაშაულის პრევენცია და ინოვაციური პროგრამები (პროგრამული კოდი 26 07)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინე

ბული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 07დანაშაულის პრევენცია და ინოვაციური პროგრამები

1,315.0 1,315.0 1,506.1 115% 265.3

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა ღონისძიებები ყოფილ პატიმართა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების, პროფესიული გადამზადებისა და პროგრამის წარმატებული მონაწილეების დასაქმების ხელშეწყობის, არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის მართვისა და განვითარების, დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებთან მუშაობის, არსებული პროგრამების ფარგლებში გადამისამართების სისტემის შემუშავებისა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის, პირველადი დანაშაულის პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის განვითარებისა და ადმინისტრირების (რაც მიზნად ისახავს ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და, ზოგადად, დანაშაულის პრევენციის მიმართულებით სამინისტროს მიერ დასახული ამოცანების შესრულებას), დანაშაულის პრევენციის მიმართულებით კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

9

Page 10:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

2015 წლის განმავლობაში სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში შემოვიდა 900-მდე მომართვა; 2015 წელს სოციალური მუშაკები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ინდივიდუალურად და ჯგუფურად შეხვდნენ 2 700-მდე მსჯავრდებულს და მიაწოდეს ინფორმაცია სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრში“ ყოფილი პატიმრებისთვის არსებული სერვისების შესახებ; 31 დეკემბრის მდგომარეობით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის მომსახურებით ისარგებლა 700-ზე მეტმა ბენეფიციარმა, მათგან 111 იყო ქალი, 21 − არასრულწლოვანი და 46 − პოლიტპატიმარი; იურიდიული კონსულტაცია გაიარა 200-ზე მეტმა ბენეფიციარმა (მათ შორის, 177-მა − სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ იურისტთან); ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის მომსახურება მიიღო 90-ზე მეტმა ბენეფიციარმა; ჯანმრთელობის სერვისები უფასოდ მიეწოდა 300-ზე მეტ ბენეფიციარს; სპორტულ-გამაჯანსაღებელ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართული იყო 300-ზე მეტი ბენეფიციარი და მათი ოჯახის წევრი; პირადობის დამადასტურებელი ელექტრონული მოწმობა (ID ბარათი) უფასოდ დაუმზადდა 16 ბენეფიციარს; სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ხელშეწყობით დასაქმდა 110-ზე მეტი ბენეფიციარი და მათი ოჯახის წევრი; თავშესაფრის პრობლემა მოუგვარდა 6 ბენეფიციარს; 2015 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მერიის ხელშეწყობით ნულოვანტარიფიანი სამგზავრო ბარათი უფასოდ დაუმზადდა 250-მდე ბენეფიციარს.

2015 წელს განრიდებულ იქნა 300-მდე არასრულწლოვანი, რომელთაგან 143-ის მიმართ გამოყენებულ იქნა მედიაციის კომპონენტი.

2015 წლის მარტში განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული სარეზერვო პროკურორებისათვის ჩატარდა ტრენინგი. ტრენინგის შედეგად, პროკურორებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში.

2015 წლის დეკემბერში გაიმართა კონფერენცია, რომლის ფარგლებშიც შეჯამდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ამოქმედებიდან 5 წლის შედეგები;

2015 წლის დეკემბერში შედგა ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ სასწავლო კურსისთვის − „მედიაცია სისხლის სამართალში“, მომზადებული სახელმძღვანელოს

10

Page 11:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პრეზენტაცია, რომლის სამართლებრივ ნაწილზე მუშაობდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მენეჯერი;

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დანაშაულის პირველი დონის პრევენციის ფარგლებში 2015 წელს განხორციელდა შემდეგი პროექტები:

„ორი თაობა“ (სკოლის მოსწავლეების მოხალისეობრივი ჩართულობა ხანდაზმულთა პანსიონატებში); „მოხალისე“ (გარკვეული ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდების ჩართვა სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში); „იმიტირებული სასამართლო პროცესი სკოლის მოსწავლეებისთვის“; „დებატების კლუბი“, „სამართლის სკოლა“; „ლიდერთა სახლი“. აღნიშნული პროექტების ფარგლებში ბენეფიციარები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.დანაშაულის მეორე დონის პრევენციის მიმართულებით საანგარიშო პერიოდში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ორგანიზაციების ბენეფიციარებს მიეწოდათ შემდეგი სერვისები:

ა(ა)იპ „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი − აფხაზეთი“ ატარებდა დანაშაულებრივი ქცევის გააზრებაზე მიმართულ ტრენინგს, ამ პროექტში ჩართული იყო რისკჯგუფს მიკუთვნებული 20 არასრულწლოვანი;

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT) 2015 წლის იანვრიდან ატარებს ანტისოციალური ქცევის გააზრებაზე მიმართულ ტრენინგს, რომელშიც ჩართულია 40 ბენეფიციარი.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე მიმართულ ტრენინგებში ჩართულ იქნა 15 ბენეფიციარი; ინდივიდუალური ფსიქოლოგიური კონსულტაცია გაიარა 70-მა ბენეფიციარმა, ხოლო თერაპიული ჩარევა მოხდა 34 ბენეფიციარსადა 14 მშობელთან; 10 ბენეფიციარი ჩაერთო ტრენინგში − „ჯანსაღი ცხოვრების წესი“; 10 ბენეფიციარი ჩაერთო „კონფლიქტების მართვის“ ტრენინგში; 10 ბენეფიციარი იმყოფებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ბანაკში („მომავლის ბანაკი“) ანაკლიაში;

11

Page 12:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

15 არასრულწლოვანს 4 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ჩაუტარდა ტრენინგების ციკლი „ადამიანის უფლებების თვე“;

არასრულწლოვნებში დანაშაულის პრევენციის მიზნით განხორციელდა 7 საგრანტო პროექტი. პროექტები განახორციელა საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა სხვადასხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა. პროექტშები ჩართულია 350-მდე არასრულწლოვანი (მათ შორის, სკოლის მოსწავლეებიც);

2015 წლის იანვრიდან დაიწყო კიდევ ერთი საგრანტო პროექტი „ყოფილ მსჯავრდებულთა სტაჟირების ხელშეწყობა“. პროექტი ითვალისწინებს „ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარებისთვის სასურველ სფეროში კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობას. საანგარიშო პერიოდში 13-მა ბენეფიციარმა დაიწყო სტაჟირება სხვადასხვა ორგანიზაციაში.

2015 წლის 16 თებერვალს ხელი მოეწერა საგრანტო ხელშეკრულებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ა(ა)იპ „საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ − აფხაზეთს“ შორის, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერას ითვალისწინებს. შეიქმნა საგრანტო კომიტეტი, რომელმაც 37 წარდგენილი პროექტიდან გამოავლინა 16 გამარჯვებული. ყველა მათგანს გადაეცა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტები. ბიზნესპროექტების წარმატებულობის გასაზომად მიმდინარეობს პროექტების ყოველთვიური მონიტორინგი.

გაფორმდა ხელშეკრულება ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით საინფორმაციო კამპანიაზე მიმართულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორ ორგანიზაციასთან (სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრი „მომავალი“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“). ორივე პროექტში სულ ჩაერთო სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 200-მდე წარმომადგენელი.

2015 წლის 23 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაამტკიცა ორი საგრანტო პროგრამა: „დანაშაულის ეფექტური პრევენცია“ (№002-2015) და „ყოფილ მსჯავრდებულთა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“ (№003-2015). №002-2015 საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს სამ ლოტს: ტატუს მოშორება, არტთერაპია და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია; ხოლო №003-2015 საგრანტო პროგრამის ფარგლებში ორი ბიზნესგრანტი გაიცემა დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. საგრანტო პროგრამების ჯამური ბიუჯეტი 130 000 ლარს შეადგენს. 2015 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა 5 საგრანტო ხელშეკრულება.

12

Page 13:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დასრულა არასრულწლოვანთა კანონსაწინააღმდეგო ქცევის ხელშემწყობი ფაქტორების კვლევის პირველი ეტაპი. მომზადდა კვლევის ძირითადი და ტექნიკური ანგარიში.

დანაშაულის პირველი დონის პრევენციის პროექტების („ლიდერთა სახლი“ და „მოხალისე“) კვლევა ხორციელდებოდა 2015 წლის აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით. მომზადდა ორი ანგარიში. კვლევის ჩატარების მიზანია, სამუშაო ჯგუფმა შეაფასოს მის მიერ ორგანიზებული პროექტები, გაითვალისწინოს მონაწილეების შეფასებები და კვლევაზე დაყრდნობით შეიმუშაოს სამომავლო პროექტები.

„კვლევისა და სერვისების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში 2015 წლის იანვარ-დეკემბრის განმავლობაში ა(ა)იპ-ებთან განახლდა თბილისის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, აჭარის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის „რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მომსახურებების ბაზა“. ა(ა)იპ-ების წარმომადგენელ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ პროგრამების ბენეფიციართა საჭიროებებისა და კონკრეტულ რეგიონებში ყველაზე დეფიციტური მომსახურებების შესახებ. შეიქმნა „დანაშაულის მეორე დონის პრევენციის“ მომსახურებების ბაზა, რომელიც ამ ეტაპზე თბილისისა და ქვემო ქართლის მასშტაბით ახალგაზრდებთან მომუშავე 45 მოქმედ ორგანიზაციას აერთიანებს.

სსიპ „დანაშულის პრევენციის ცენტრმა“ დაიწყო საგრანტო პროექტის − „სოციალური საწარმო დანაშაულის პრევენციისთვის“, განხორციელება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით სსიპ „იუსტიციის სახლის“ მეორე სართულზე ფუნქციონირებს კაფეტერია, ხოლო 18 დეკემბრიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გაიხსნა ავტოსამრეცხაო. საწარმოში სულ დასაქმებულია 19 პირი, რომელთაგან 3 დამლაგებელი და 3 ავტომანქანის მრეცხავი არის ყოფილი ნარკომომხმარებელი, რომლებიც ჩართულნი არიან ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში. საწარმოში დასაქმებულთაგან 1 ყოფილი პატიმარი და 5 ყოფილი პატიმრის ოჯახის წევრია.

2015 წელს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ დაიწყო მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, წერეთლის გამზ. №8-ში მდებარე ოფისის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.

დასახული საბოლოო შედეგი

პროგრამის სხვადასხვა მიმართულების ბენეფიციართა, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრების, რაოდენობრივი ზრდა;

13

Page 14:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამის სხვადასხვა მიმართულების განხორციელების გეოგრაფიული არეალის გაფართოება; ყოფილი პატიმრების დასაქმება და კერძო ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა; განრიდებულ ახალგაზრდებში განმეორებითი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება; განრიდებისა და მედიაციის პროგრამის სამართლებრივი ბაზის სრულყოფა; მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება და მედიაციის სახეების დანერგვა; მედიატორების ეთიკის კოდექსის შექმნა და მედიატორის საქმიანობის სტანდარტის შემუშავება/დახვეწა; ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე მიმართული ქვეყნის მასშტაბით არსებული მომსახურებების ელექტრონული ბაზის განახლება; საგრანტო პროექტების ეფექტიანი მენეჯმენტის განხორციელება.

მიღწეული საბოლოო შედეგები

პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში ჩართული უნიკალურ მონაწილეთა რაოდენობა, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნების, ყოფილი პატიმრებისა და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები; სხვადახვა მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გეოგრაფიული არეალის ზრდა; 2015 წლის განმავლობაში დასაქმებული ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები; 2015 წლის განმავლობაში ყოფილი პატიმრების მიერ მიღებული მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გრანტები; გაზრდილი განრიდებულ არასრულწლოვანთა რაოდენობა; მედიატორთა ამაღლებული კვალიფიკაცია; ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებული მომსახურებების განახლებული ელექტრონული ბაზა; დაფინანსებული საგრანტო პროექტები.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

14

Page 15:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამის სხვადასხვა მიმართულებაში 2015 წლის განმავლობაში ჩაერთო 5 500-მდე უნიკალური მონაწილე, მათ შორის, განრიდებული არასრულწლოვნები, ყოფილი პატიმრები და ყოფილ პატიმართა ოჯახის წევრები; 2015 წლის განმავლობაში პროექტი „ლიდერთა სახლი“ ვრცელდება ქვეყნის 14 რაიონში; 2015 წელს ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები ქ. ქუთაისში 1 რეგიონული რესურსცენტრის გახსნის მიზნით; 2015 წლის განმავლობაში დასაქმდა სულ 111 ყოფილი პატიმარი და მათი ოჯახის წევრი; 2015 წლის განმავლობაში 47-მა ყოფილმა პატიმარმა მიიღო მცირე ბიზნესის ხელშეწყობის გრანტი; 2015 წელს განრიდებული არასრულწლოვნების რაოდენობა, 2014 წელთან შედარებით, გაზრდილია 45,8%-ით. ამასთან, პროგრამაში ჩართულ ბენიფიციართა საერთო რაოდენობა აღემატება 1000-ს; შემუშავებულია და მომზადებულია მედიატორთა სასწავლო კურსი, რომელიც წარმოადგენს სტანდარტს სისხლის სამართლის მედიატორებისათვის; ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული სერვისების შესახებ; 2015 წლის განმავლობაში ხელი მოეწერა და დაფინანსდა 8 საგრანტო პროექტი.

პრიორიტეტი 4. განათლება, მეცნიერება და პროფესიული მომზადება

პროგრამა 4.11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 04)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება წლიური

სახელმწიფო

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის

წლიური საკასო

შესრულებ

საკასო შესრულების % წლიურ

საკუთარი სახსრებიდა

15

Page 16:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ბიუჯეტით დამტკიცებ

ული მოცულობა

დაზუსტებული გეგმით

გათვალისწინებული

მოცულობა

დაზუსტებულ

გეგმასთან მიმართები

მიმართული თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 04

საქართველოს იუსტიციის

სამინისტროს სისტემის

თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო

ცენტრის განვითარება

1,950.0 2,200.8 2,155.4 98% 1,484,9

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ტრენინგებში/პროექტებში ჩართულ მონაწილეთა რაოდენობამ შეადგინა 5 000-მდე ერთეული. სამიზნე ჯგუფებს შეადგენდნენ როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, ისე სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საანგარიშო პერიოდში ტრენინგები ჩატარდა რამდენიმე მიმართულებით:

სოციალური უნარების ტრენინგები − განხორციელდა 120-მდე განსხვავებული სასწავლო აქტივობა, რომლებშიც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 1900-ზე მეტი წარმომადგენელი. სოციალური ტრენინგები, ასევე, ჩატარდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ახმეტა, ქარელი, ყვარელი, ხობი, გორი, ოზურგეთი, ახალციხე, თბილისის მერია).

იურიდიული მიმართულების ტრენინგები − განხორციელდა 100 განსხვავებული სასწავლო აქტივობა, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 1600-მდე წარმომადგენელი. მონაწილეთა 75%-ზე მეტმა ტრენინგები შეაფასა დადებითად, ხოლო მონაწილეთა 90%-მა გადალახა საგამოცდო ბარიერი/კომპეტენციის ზღვარი.

IT მიმართულების ტრენინგები − განხორციელდა 80-ზე მეტი განსხვავებული სასწავლო აქტივობა, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 700-ზე მეტი წარმომადგენელი. მონაწილეთა 91%-ზე მეტმა ტრენინგები შეაფასა დადებითად, ხოლო

16

Page 17:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მონაწილეთა 90%-მა გადალახა საგამოცდო ბარიერი/კომპეტენციის ზღვარი. საბაზისო კომპიუტერული უნარების ტრენინგი გაიარეს ყვარლის, ახმეტის, ქარელის, ხაშურის, ხობის, მცხეთის, ზუგდიდისა და ჩხოროწყუს თვითმმართველობის თანამშრომლებმა (სულ ტრენინგი გაიარა 450-მდე თანამშრომელმა), ხოლო დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის ტრენინგი გაიარეს ახმეტის, ყვარლის, ქარელის, ხაშურისა და ხობის თვითმმართველობების თანამშრომლებმა (სულ ტრენინგი გაიარა 200-ზე მეტმა თანამშრომელმა). ასევე, ჩატარდა ინფორმაციული მართვის უსაფრთხოების სისტემისა და საოფისე პროგრამების ტრენინგი (სულ ტრენინგი გაიარა 80-ზე მეტმა თანამშრომელმა).

ფინანსური მიმართულების ტრენინგები - განხორციელდა ექვსი განსხვავებული სასწავლო აქტივობა, სადაც ჩართული იყო სხვადასხვა სამსახურის/ორგანიზაციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. ჩატარდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის, სახელმწიფო შესყიდვების, საბიუჯეტო სისტემებისა და ფინანსური მენეჯმენტის, პროექტების მართვისა და ფინანსური სახსრების მართვის ზოგადი კურსის ტრენინგები.

ასევე, ჩატარდა უცხო ენების (ინგლისური, რუსული, ფრანგული) შემსწავლელი კურსები; განხორციელდა სხვადასხვა პროექტი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის (ჯამში, 500-ზე მეტი მონაწილე). „ბრიტანეთის საბჭოს“ ადმინისტრირებით სისტემის თანამშრომელთათვის ჩატარებული ინგლისური ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ტესტირების საფუძველზე დაკომპლექტდა ჯგუფები. სასწავლო კურსი დაიწყო 30 სექტემბრიდან, რომელიც გაგრძელდება 7,5 თვის განმავლობაში. ზემოაღნიშნულ პროექტებში მონაწილეთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 700 ერთეულამდე.

საანგარიშო პერიოდში შესრულდა სხვადასხვა ორგანიზაციის 40-ზე მეტი შეკვეთა და შემუშავდა 3 000-მდე ტესტური დავალება. ტესტური დავალებების შექმნასა და გადამოწმებაზე იმუშავა შესაბამისი სფეროს 40-ზე მეტმა ექსპერტმა.

ტესტირების კოორდინაციის სამსახურის სერვისით ისარგებლა როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ისე სხვადასხვა ორგანიზაციამ (ტესტირება გაიარა 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა).

სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ყვარლის ფილიალში საანგარიშო პერიოდში ადმინისტრირებული ტრენინგებისა და შეხვედრების მონაწილეთა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 3 400-მდე.

17

Page 18:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დასახული საბოლოო შედეგები

იუსტიციის სამინისტროს სისტემის, სხვა საჯარო უწყებების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომელთა და დაინტერესებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება, პიროვნული და პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარების გაძლიერება; ობიექტური და გამჭვირვალე სასერტიფიკაციო, საკვალიფიკაციო და სავაკანსიო ტესტირებების განხორციელება სამინისტროს სისტემისა და სხვა დაინტერესებული უწყებებისთვის არსებულის შეფასების ან/და ახალი კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით; ყვარლის სასწავლო ცენტრის დატვირთვის გაზრდა როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონული პროექტებითა და სხვადასხვა ღონისძიებით.

მიღწეული საბოლოო შედეგები

ამაღლდა იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიკაცია. თეორიულ ცოდნასთან ერთად აპლიკანტებმა, რომლებმაც გაიარეს ტრენინგი, მნიშვნელოვნად გაიუმჯობესეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები; სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტესტირებები განხორციელდა მაღალ დონეზე. სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების შედეგად, სხვადასხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებს საშუალება მიეცათ, გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე აეყვანათ კვალიფიციური კადრები; ყვარლის სასწავლო ცენტრი მუშაობდა სრული დატვირთვით. 2015 წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა მიიღო სხვადასხვა საჯარო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლები.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

2015 წელს სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგები გაიარა სხვადასხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციის 4 987-მა თანამშრომელმა. აპლიკანტთა 75%-ზე მეტმა გადალახა საგამოცდო ბარიერი; ტრენინგში მონაწილეთა 80%-ზე მეტმა ტრენინგი შეაფასა მაღალი (85%-ზე მაღალი შეფასება) მაჩვენებლით; ტესტირება გაიარა 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა;

18

Page 19:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ყვარლის სასწავლო ცენტრს 2015 წლის განმავლობაში ეწვია 3 383 სტუმარი.

პრიორიტეტი 6. ინსტიტუციური განვითარება და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერა

პროგრამა 6.5. სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება (პროგრამული კოდი 26 01)

პროგრამის განმახორციელებელი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აპარატი

ათასი ლარიპროგრამული

კოდი

დასახელება წლიური სახელმწიფ

ო ბიუჯეტით დამტკიცებ

ული

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით გათვალისწ

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან

საკუთარი სახსრებიდან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის

19

Page 20:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მოცულობა ი ნებული მოცულობა

მიმართებაში შემთხვევაში)

26 01

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების

სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით

სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის სამართლის სისტემის

რეფორმის განხორციელება

8,100.0 33,635.4 33,490.5 100%

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2014 წლის პროგრესის ანგარიშის პროექტი. საბჭოს სამდივნოს კოორდინაციითა და სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით თითქმის ყველა მიმართულებით განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ასევე, განახლდა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია და შემუშავდა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის პროექტი. განახლებული სტრატეგიული დოკუმენტები, აგრეთვე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2014 წლის პროგრესის ანგარიში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2015 წლის 18 ივლისს დამტკიცდა.

2015 წლის 20 იანვარს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე საბჭოს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს წარედგინათ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი. 2015 წლის 12 მარტს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პროექტი დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ და პარლამენტმა მიიღო 2015 წლის 12 ივნისს. კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს ახორციელებენ მხოლოდ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული პირები.

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-14 სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია, შესაბამისი უწყებების პროფესიონალთა გადამზადების პროცესი წარიმართოს სისტემურად,

20

Page 21:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

კოორდინირებულად და გონივრულად გაწერილ ვადებში. სპეციალიზაციის პირველი ეტაპი ჩატარდა 2015 წლის 16 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იუსტიციის სასწავლო ცენტრის ფარგლებში. სპეციალიზაციის შემდგომი ეტაპი მოიცავდა გადამზადებული ტრენერ-ექსპერტების მიერ უწყებების შიგნით პროფესიონალთა გადამზადებას, რომელიც ყველა უწყებაში წლის ბოლომდე წარმატებით დასრულდა. ტრენერთა გადამზადების პროგრამის კონცეფცია შემუშავდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში და საბჭოს მიერ 2015 წლის 18 ივლისს დამტკიცდა.

ასევე, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს კოორდინაციით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმაში ჩართული უწყებების შესაბამისი სამსახურების მიერ არასრულწლოვანთა კოდექსის მიხედვით შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები/კანონქვემდებარე აქტები.

2015 წლის 26-30 იანვარს ჟენევაში გამართულ არასრულწლოვანთა მსოფლიო კონგრესში მონაწილეობა მიიღო დელეგაციამ საქართველოდან. საქართველოს დელეგაციამ კონგრესს წარუდგინა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტი: „Juvenile Justice Reform in Georgia: from Repressive and Punitive Justice to Prevention, Early Intervention and Rehabilitation”.

2015 წლის 23-25 მარტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვიზიტით ეწვია „ბავშვთა უფლებების საერთაშორისო ბიუროს“ (IBCR-Canada) აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი გიომ ლენდრი. ექსპერტის მიერ მოწოდებულ იქნა რეკომენდაციები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციასთან მიმართებით.

პროკურატურის სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში მომზადდა საერთაშორისო სტანდარტებისა და სახელმწიფოთა პრაქტიკის შედარებითი კვლევა პროკურატურის ადგილის შესახებ სახელმწიფო სისტემაში. აღნიშნული კვლევის საფუძველზე ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა პროკურატურის რეფორმის მოდელის კონცეფცია, რომელიც განხილულ იქნა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საბჭოს ფარგლებში. კონცეფცია, ასევე, დაეგზავნა საბჭოს წევრებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს კომენტარებისთვის. მოწოდებული კომენტარებისა და მოსაზრებების საფუძველზე მომზადდა კანონპრექტი პროკურატურის რეფორმის შესახებ, რომელიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წლის 15 მაისს. კანონპროექტი წარედგინა საქართველოს პარლამენტს, ასევე, გაიგზავნა ექსპერტიზისთვის ვენეციის კომისიაში, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა და ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატში. ვენეციის კომისიის შენიშვნებისა და

21

Page 22:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

რეკომენდაციების მიხედვით კანონპროექტი გადაისინჯა და საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის 18 სექტემბერს მიიღო.

2015 წლის 19-21 ოქტომბერს გაიმართა პროკურორთა პირველი კონფერენცია, რომელზეც არჩეულ იქნენ საპროკურორო საბჭოს წევრები. საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა 2015 წლის 2 ნოემბერს ჩატარდა. კონსულტაციების შედეგად იუსტიციის მინისტრის მიერ კანდიდატების შერჩევისა და საბჭოსთვის წარდგენის შემდეგ, 2015 წლის 19 ნოემბერს, საბჭომ დაამტკიცა მთავარი პროკურორობის კანდიდატი. 2015 წლის 27 ნოემბერს, მთავრობის მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ, პარლამენტმა საქართველოს მთავარი პროკურორი აირჩია.

2015 წლის 11 მაისს საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის დაიდო ფინანსური შეთანხმება მართლმსაჯულების სექტორის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების 3-წლიანი პროგრამის შესახებ. პროგრამის მიზანია მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესება, საჯარო დაწესებულებების დახვეწა, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვა საერთაშორისო სტანდარტებისა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში მომზადდა ერთიანი ანგარიში, რომელიც მოიცავდა ფინანსური შეთანხმების პირველი ტრანშის საქართველოს ბიუჯეტში ჩარიცხვის ზოგადი პირობების შესრულების ერთიან ანგარიშს (სულ 299 დოკუმენტი) და წარუდგინა ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში.

2015 წლის 4 აგვისტოს გაიმართა შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კონსულტაციების შედეგად საბოლოოდ შეჯერებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

2015 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-20 სხდომაზე განხილულ იქნა მოწმის დაკითხვის ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის საბოლოო რედაქცია. აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა 2015 წლის 12 დეკემბერს მიიღო.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა დასკვნები სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ მოწოდებულ კანონპროეტებზე, როგორიცაა, მაგალითად: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ცვლილებების პროექტი; მოსაზრებები სსსკ ცვლილებების პროექტზე მსუბუქი დანაშაულის

22

Page 23:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ცალკე კატეგორიად გამოყოფასთან დაკავშირებით; მოწმის დაკითხვის/გამოკითხვის ინსტიტუტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების დოკუმენტის კომენტირება; მოწმის დაკითხვის/გამოკითხვის ინსტიტუტთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ მომზადებული ცვლილებების დოკუმენტის კომენტირება; წამებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებასთან მიმართებით ანალიტიკური დოკუმენტის გადახედვა და მოსაზრების მომზადება.

საანგარიშო პერიოდში მომზადდა შედარებით-სამართლებრივი კვლევა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის რეფორმასთან დაკავშირებით.

2015 წლის 4 თებერვალს ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებული ეროვნული სტრატეგია, 2015-2016 წლების ახალი სამოქმედო გეგმა და ანტიკორუფციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შეფასების მისიის რეკომენდაციის საფუძველზე 2015 წლის აპრილში განახლდა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსია, გაიწერა ქვეღონისძიებები და დაზუსტდა დაფინანსების წყაროები. შედეგად, 2015 წლის 20 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

ანტიკორუფციული საბჭოს რიგით მე-12 სხდომაზე განხილულ იქნა საჯარო სამსახურის ბიუროსა და იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლობის საფუძველზე მომზადებული „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი. პროექტის მიზანია თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა.

ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ პასუხისმგებელი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ ანგარიში.

საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სტამბულის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის მე-15 სხდომასა და ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN) სამეთვალყურეო ჯგუფის მე-18 სხდომაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ წარადგინა „OECD-

23

Page 24:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ACN“-ის შეფასების მესამე რაუნდის მონიტორინგის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ პროგრესი და მონაწილეობა მიიღო სომხეთის პროგრესის ანგარიშის შეფასებაში. პლენარულ სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ მორიგი პროგრესის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შედეგად, „OECD-ACN“-ის სამდივნოს მოსაზრებით, პროგრესი მიღწეულ იქნა 15 რეკომენდაციიდან 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

გარდა ზემოაღნიშნულისა, 2015 წლის თებერვალში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ მომზადდა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) საქართველოს შეფასების მესამე რაუნდის შეფასების ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ სიტუაციური ანგარიში და წარედგინა „GRECO“-ს სამდივნოს.

2015 წლის 15-19 ივნისს კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის 68-ე პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს მესამე რაუნდის შესრულების შეფასების ანგარიში, ასევე, სხვადასხვა სახელმწიფოს მესამე და მეოთხე რაუნდის შესრულების შეფასების ანგარიშები. სხდომაზე საქართველომ წარმოადგინა რეკომენდაციების შესრულების ანგარიში. კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის შეფასების მიხედვით საქართველოს არცერთი რეკომენდაცია არ აქვს შეუსრულებელი: კრიმინალიზაციასთან დაკავშირებით გაცემული 5 რეკომენდაციიდან ყველა რეკომენდაცია ითვლება სრულად შესრულებულად; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით გაცემული 10 რეკომენდაციიდან 3 ითვლება სრულად შესრულებულად, ხოლო 7 რეკომენდაცია − ნაწილობრივ შესრულებულად. საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად იყო, ასევე, საბერძნეთის ანგარიშზე მომხსენებელი.

ამასთან, 2015 წლის დასაწყისში ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნომ შეიმუშავა და წარადგინა 2015 წლის ეროვნული პროგრამის (ANP) იუსტიციის სამინისტროს ნაწილი.

ევროკავშირისა და საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების შედეგად საქართველომ წარმატებით დაასრულა ვიზალიბერალიზაციის პირველი და მეორე ფაზა.

ვიზალიბერალიზაციის მესამე ფაზის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 28 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შემფასებელ ექსპერტთა მისიას უმასპინძლა. მისიის ძირითადი მიზანი იყო, შეეფასებინა როგორც ევროკომისიის შეფასების მესამე ანგარიშით გათვალისწინებული

24

Page 25:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

რეკომენდაციების შესრულება, ისე კორუფციის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობა.

განახლდა იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ანტიკორუფციული საბჭოს შესახებ ინფორმაცია. ასევე, მუშაობა მიმდინარეობდა ანტიკორუფციული რეფორმების შესახებ საინფორმაციო ბროშურის მომზადებაზე. დამატებით, პასუხისმგებელ უწყებებთან თანამშრომლობით განახლდა ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დღის აღსანიშნავად ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს მიერ ანტიკორუფციული კვირეული დაიგეგმა. კვირეულის ფარგლებში ჩატარდა საბჭოს მოდელირების სესია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. ასევე, დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრები თბილისის, გორისა და თელავის სტუდენტების მონაწილეობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მუშაობა დაიწყო ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან თანამშრომლობის მექანიზმის შესახებ დოკუმენტის მომზადებაზე. ამ პროცესში შეხვედრები გაიმართა 9 რწმუნებულ-გუბერნატორთან, შესაბამის არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტის სამუშაო ვერსია მომზადდა და ანტიკორუფციული სამუშაო ჯგუფის წევრებს განსახილველად 2015 წლის ბოლოს წარედგინა.

საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბრის №557 დადგენილებით დაამტკიცა „ღია მმართველობის პარტნიორობის − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა (შემდგომში − OGP სამოქმედო გეგმა). სამოქმედო გეგმის შესრულების ხელშეწყობას ახორციელებს „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნო „ღია მმართველობა − საქართველოს“ ფორუმთან ერთად (შემდგომში − ფორუმი). ფორუმის სახელმძღვანელო წესების შესაბამისად, სამდივნოს მიერ შემუშავდა სამოქმედო გეგმის შეფასებისა და მონიტორინგის განახლებული მეთოდოლოგია. 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით, დასრულებულია „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამოქმედო გეგმის მონიტორინგი 2015 წლის ოქტომბრის ჩათვლით. გარდა ამისა, „ღია მმართველობა − საქართველოს“ სამდივნომ შეიმუშავა და „OGP“-ის სამდივნოს წარუდგინა სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების შუალედური ანგარიში. 2015 წლის 3-4 ივნისს თბილისში გაიმართა „OGP“-ის ევროპის რეგიონული კონფერენცია, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები − სამთავრობო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მონაწილეობდნენ. კონფერენციის მონაწილეებმა ღია და გამჭვირვალე მმართველობის საკითხებზე ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

25

Page 26:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ქართულმა მხარემ მოიგო საარბიტრაჟო დავა თურქული კომპანიის წინააღმდეგ. სააბიტრაჟო ტრიბუნალმა კომპანიას დააკისრა ქართული მხარისთვის როგორც საარბიტრაჟო ხარჯების, ისე იურიდიული მომსახურების ხარჯების სრულად ანაზღაურება, რაც მთლიანობაში შეადგენს 301,487.77 (სამას ერთი ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი დოლარი და სამოცდაჩვიდმეტი ცენტი) აშშ დოლარს. კომპანიამ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ნებაყოფლობით არ აღასრულა. როგორც დადგინდა, კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე არ გააჩნია აქტივები, რომლის მიმართაც მოხდებოდა იძულებითი აღსრულება. ამის გამო იუსტიციის სამინისტრომ დაქირავებულ იურიდიულ კომპანიასთან ერთად დაიწყო სააბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურა თურქულ სასამართლოში.

ქ. თბილისში (კოსტავა/ბოცვაძის ქ. №41/2) მდებარე შენობისა და მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ინვესტორ კომპანიას შორის 2007 წელს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულების შესახებ გამართულ დავაზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთობლივი მუშაობის გზით, მოლაპარაკებების შედეგად, მოხერხდა ძველი ინვესტორის ახლით ჩანაცვლება. ამ მიზნით 2015 წლის ნოემბერში გაფორმდა მორიგებისა და ძველი ინვესტორის ახალი ინვესტორით ჩანაცვლების ხელშეკრულებები, რითაც დასრულდა აღნიშნულ საქმეზე მუშაობა. დავის საფუძველი იყო ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

2015 წლის განმავლობაში საქართველოსა და ავსტრიულ კომპანიას შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მხარეთა შორის ჯერ კიდევ 2005 წელს დაწყებული დავის მოგვარების მიზნით. დავა ეხებოდა 90-იანი წლების ბოლოს გაფორმებულ ხელშეკრულებას ენერგორესურსების შესყიდვის თაობაზე. ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად, 2015 წლის დეკემბერში მხარეებმა გააფორმეს მორიგების ხელშეკრულება.

2015 წლის თებერვალში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ იტალიური კომპანიისგან მიიღო 2014 წლის 19 დეკემბრით დათარიღებული განაცხადი დავის არსებობისა და მისი მორიგებით დასრულების შეთავაზების შესახებ. დავა ეხება სსიპ „სატყეო სააგენტოსა“ და ინვესტორს შორის 2011 წლის იანვარში დადებულ ხელშეკრულებას ზესტაფონის რაიონში დაავადებული წაბლნარების აღდგენა-გაჯანსაღების მიზნით განსახორციელებელი სანიტარიული ჭრების თაობაზე. იტალიური კომპანიის მტკიცებით, 2011 წლის მაისში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებითა და სხვადასხვა

26

Page 27:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სახელმწიფო დაწესებულების მიერ კომპანიასთან მიმართებით გატარებული ღონისძიებებით საქართველომ დაარღვია საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ხელშეკრულება ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ. 2015 წლის განმავლობაში შესწავლილ იქნა საქმის გარემოებები და იტალიურ კომპანიასთან შედგა მოლაპარაკებები საარბიტრაჟო დავის დაწყების თავიდან აცილების მიზნით. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მხარეთა შორის გაიმართა 2015 წლის აგვისტოში.

2015 წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საინვესტიციო და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების შემუშავებისა და მოლაპარაკებების პროცესი.

საანგარიშო პერიოდში შემოწმდა შემუშავებული „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტის შესაბამისობა ასოცირების შეთანხმების XXVIII დანართის კორპორაციული სამართლის ნაწილში გათვალისწინებულ ევროკავშირის დირექტივებთან. კონკრეტულად:

ითარგმნა და გაანალიზდა შეთანხმების XXVIII დანართის კორპორაციული სამართლის ნაწილში მოცემული რვა დირექტივა; შედარდა აღნიშნული დირექტივებისა და კანონპროექტის დებულებები შინაარსობრივი თანხვედრის დონის დადგენის მიზნით; შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები კანონპროექტის ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის კუთხით გაუმჯობესებისათვის.

საანგარიშო პერიოდში გაანალიზდა ასოცირების შეთანხმების XXVIII დანართის კორპორაციული მმართველობის ნაწილში არსებული 4 რეკომენდაცია და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პრინციპები. შემუშავდა რეკომენდაციები მათი საქართველოში გამოყენების მიზნით.

შემუშავდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების გრძელვადიანი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი საკორპორაციო სამართლის სფეროში.

საკორპორაციო სამართალში ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ იმ სამ საკითხზე საერთო პოზიციის ჩამოყალიბების მიზნით, რომელთა შესახებაც ასოცირების შეთანხმების მოთხოვნის მიხედვით, ასოცირების საბჭოს უნდა მიწოდებოდა ინფორმაცია შეთანხმების ძალაში შესვლიდან 1 წელიწადში, 2015 წლის 7 სექტემბერს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა შესაბამისი საჯარო უწყებებისგან, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთაგან შემდგარი უწყებათაშორისი საკონსულტაციო შეხვედრა. შეხვედრის ფორმატში შემუშავებული ერთიანი პოზიცია 2015 წლის 4 ნოემბერს წერილობით

27

Page 28:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მიეწოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ასოცირების საბჭოზე შემდგომი წარდგენის მიზნით.

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა უწყების მიმართვის საფუძველზე შემოწმდა მათ მიერ შემუშავებული 20-ზე მეტი ნორმატიული აქტის პროექტის შესაბამისობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან.

საანგარიშო პერიოდში კოორდინაცია გაეწია 2015 წლის 16 ივნისს იუსტიციის სამინისტროში გამართულ მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხებზე ასოცირების ქვეკომიტეტის სხდომას, სადაც ქართულმა მხარემ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის წარმომადგენლებს სფეროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით. ძირითად სხდომაზე განხილულ იქნა რეფორმები ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: სასამართლო სისტემა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; სისხლის სამართლის პროცესი და აღსრულების მექანიზმები; სამართლებრივი თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე; ორგანიზებული დანაშაულის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის, ტრეფიკინგისა და ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხები; პროგრამის − „პარტნიორობა მობილურობისთვის“ − იმპლემენტაცია და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულება.

საანგარიშო პერიოდში ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ყოველწლიური გეგმებისა და შესრულების ანგარიშების შედგენის კოორდინაციის მიზნით სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

2015 წლის იანვარ-თებერვალში განახლდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშები ქართულ და ინგლისურ ენებზე; ინგლისურ ენაზე ითარგმნა 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის იუსტიციის სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში არსებული ნაწილი; შესრულების შესაბამისი ანგარიშები ყოველკვარტალულად ეგზავნებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და მზადდებოდა შესაბამისი რეზიუმეები; გაეწია კოორდინაცია 2015 წლის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმის ღონისძიებების მოსალოდნელი შედეგებისა და მათი შეფასების ინდიკატორების დოკუმენტის შემუშავებას; წლის ბოლოს მომზადდა 2015 წლის შესაბამისი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების 1 წლის ანგარიში;

28

Page 29:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

კოორდინაცია გაეწია 2016 წლის შესაბამისი სამოქმედო გეგმის ქართულად და ინგლისურად შემუშავებას.

2015 წლის 18-22 იანვარს ბრიუსელში შედგა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის შეფასების ნიშნულების დაზუსტება. განხილვა შეეხო მიგრაციის, ტრეფიკინგის, საზღვრის კონტროლის, სამართალდამცავ სფეროებში თანამშრომლობის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და ანტი-დისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს;

2015 წლის 23 იანვარს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა, სადაც გაზიარებულ იქნა მოლდოველი ექსპერტების გამოცდილება ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრების მსვლელობისას მიღებული ინფორმაცია მიეწოდა იუსტიციის სამინისტროს იმ უწყებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ვიზალიბერალიზაციის პროცესში დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების ვალდებულების შესრულების ხელშემწყობი სახელმძღვანელოს შემუშავება. სახელმძღვანელოზე მუშაობა 2015 წლის მარტში დაიწყო. 2015 წლის მაის-ივნისში მომზადდა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოების სახელმძღვანელო, რომელიც რამდენჯერმე გადაიხედა, ჩასწორდა და შეივსო შესაბამისი ექსპერტის მიერ.

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში 2015 წლის 31 ოქტომბრის საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნების დროს საჯარო მოსამსახურეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების მიზნით „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეიქმნა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია. კომისიის სამდივნოს ფუნქცია შეასრულა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციამ, რომელსაც ევალებოდა საორგანიზაციო საკითხების მართვა,

29

Page 30:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საარჩევნო კანონდარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება და მოწოდებული ინფორმაციის მუდმივი მონიტორინგი. მედიამონიტორინგის წარმოებისას სამდივნო შესაძლო კანონდარღვევაზე მყისიერ რეაგირებას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ კომისიის სამდივნო აქტიურად იყო ჩართული საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორების მიზნით კომისიის ინიციატივით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში − მხარდამჭერთა სიების შევსების მოთხოვნებში ცვლილებების შეტანისა და საარჩევნო სპეციალური უბნების შექმნის მიზნობრიობის კუთხით.

2015 წლის 2 ივლისს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარედგინა 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების დევნისა და მათი მასობრივი გაძევების გამო დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ I“ − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც რუსეთს წარმოეშვა სამართლებრივი ვალდებულება, გადაიხადოს კომპენსაცია ქართველების უფლებების დარღვევისთვის. განცდილი არამატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველომ რუსეთის ხელისუფლებისაგან სახელმწიფოთაშორისი საჩივრის ფარგლებში 70,320,000 ევრო მოითხოვა.

საანგარიშო პერიოდში შეიკრიბა მტკიცებულებები და მომზადდა საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი მეორე სახელმწიფოთაშორის საჩივარზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II“, რომელიც ეხება 2008 წლის აგვისტოს ომისა და შემდგომი ოკუპაციის დროს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

2015 წლის განმავლობაში ევროპული სასამართლოს მიერ 36 საჩივარი ამოირიცხა განსახილველ საქმეთა ნუსხიდან, მათ შორის, მხარეთა შორის მიღწეული მორიგების შედეგად − 14, ხოლო 15 საჩივარი − მთავრობის მიერ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის საფუძველზე.

გარდა ამისა, 2015 წელს ევროპულმა სასამართლომ მიუღებლად გამოაცხადა 3 საჩივარი.

ასევე, საანგარიშო პერიოდში ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან მიმართებით გამოიტანა 4 გადაწყვეტილება: მათგან ერთ საქმეზე არ დადგინდა დარღვევა, ხოლო ერთი გადაწყვეტილება ეხებოდა სამართლიან დაკმაყოფილებას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააღსრულებო პროცედურები იმ 2 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლებშიც დარღვევა დადგინდა.

30

Page 31:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

2015 წელს წარმატებით დაიხურა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში მიმდინარე სააღსრულებო პროცედურა 4 საქმეზე (2 გადაწყვეტილება და 2 განჩინება).

სხვებს შორის, წარმატებით დასრულდა სააღსრულებო პროცედურა „რეპრესირებულთა საქმეზე“ („კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ“). კერძოდ, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა იუსტიციის სამინისტროს მიერ 2014 წელს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ფულადი კომპენსაციის თანხა რეპრესირებულთათვის გაიზარდა და შეადგენს 1000-2000 ლარს. მეორე მხრივ, სასამართლო ხელმისაწვდომობის პრობლემის აღმოფხვრის მიზნით გაფართოვდა სასამართლო განსჯადობა.

შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში. აღნიშნული ცვლილების თანახმად, თუ არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის განჩინება, რომლითაც დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება, პირს შეუძლია, მიმართოს ეროვნულ სასამართლოებს ახლად გამოვლენილ/ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განაჩენის/გადაწყვეტილების გადასინჯვის მოთხოვნით.

2015 წლის განმავლობაში ხელშეკრულებების მიმართ განხორციელდა სამართლებრივი ექსპერტიზა მათი საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენით მიზნით და შეფასდა სამართლებრივი რისკები. ხელშეკრულებებს შორის აღსანიშნავია:

ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების პროექტები კანადასთან, ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობასთან, „OPEC“-ის საერთაშორისო განვითარების ფონდთან, სან-მარინოს რესპუბლიკის მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობასთან; უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების პროექტები ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან, არგენტინის რესპუბლიკასა და ურუგვაის აღმოსავლურ რესპუბლიკასთან; აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის სადამფუძნებლო ხელშეკრულება. ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელი წევრი საქართველოა; საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება;

31

Page 32:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასთან დაკავშირებული მემორანდუმი; სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ მიერ კომპანია „3M-Electronic Monitoring Ltd“-გან შინაპატიმრობის მოწყობილობის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება; შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციას“ („IATA“) შორის საჰაერო მიმოსვლის ანალიტიკური პროგრამის შესყიდვასთან დაკავშირებული ხელშეკრულება; ენერგეტიკის სფეროში ელექტროსადგურების (ჰიდრო-, თბო- და ქარის) მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებები, მათ შორის: ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ნენსკრას და ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურები, დარიალი (108 მგვ), გარდაბნის თბოსადგური (230 მგვ);საფინანსო, საგრანტო, ქვესასესხო და თანხის გადაცემის ხელშეკრულებების ექსპერტიზა, დასკვნები და იურიდიული დასაბუთებები შემდეგ მნიშვნელოვან პროექტებზე:

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ღია პროგრამა „ბათუმში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაცია − ფაზა IV“;

შიდა რესურსების მობილიზაციის გაუმჯობესება ინკლუზიური ზრდის პროგრამისთვის − ქვეპროგრამა 2;

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი; რეგიონული განვითარების მესამე პროექტი; ქუთაისის წყალარინების პროექტი; აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი 2; ურბანული განვითარების პროექტი; ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი; საკანალიზაციო სისტემების მდგრადი მართვის პროექტი; ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა − პროექტი 5; ავიაციის სფეროში ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციასთან

(EUROCONTROL) 2013 წელს მიერთებული კონვენციის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებები, მხარეები − შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ და შპს „საქაერონავიგაცია“;

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს სარეკლამო ბროშურის გამოცემასთან დაკავშირებული სალიცენზიო ხელშეკრულებები.

32

Page 33:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მოხდა „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და სასამართლოსგარეშე დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის კონვენციისა და „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ მოპოვების შესახებ“ ჰააგის 1970 წლის კონვენციის საქართველოსთვის სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების ინიცირება.

2015 წლის 18 თებერვალს ევროკომისიამ პოზიტიურად შეაფასა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ყველა რეკომენდაცია შეასრულა.

2015 წლის დეკემბერში მომზადდა ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის წარსადგენად.

მომზადდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაცია.

ევროკავშირის იუსტიციის ერთიან ორგანოსთან (EUROJUST) მიმდინარეობდა აქტიური თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც საქართველომ შემდგომ ეტაპზე გადაინაცვლა (priority list).

2015 წელს განხილულ იქნა ბავშვთა საერთაშორისო გატაცების 8 საქმე. აქედან ორის საქმე დასრულდა მხარეებს შორის მორიგებით და განმცხადებელმა შეწყვიტა ჰააგის კონვენციის ფარგლებში სამართალწარმოება. ერთი საქმე დასრულდა არასრულწლოვნის ისრაელიდან საქართველოში დაბრუნებით. დანარჩენი 5 საქმე კვლავ მიმდინარეობს სხვადასხვა ეტაპზე.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2015 წლის 23 დეკემბერს საბჭომ დაამტკიცა სამუშაო ჯგუფის მიერ ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. მომზადდა ტრეფიკინგის საქმეებთან დაკავშირებული ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც შესულია როგორც სამართალდამცავთა მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ისე ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა მიერ სერვისებით სარგებლობის შესახებ ინფორმაცია.

33

Page 34:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში 2015 წლის 18 მაისს დამტკიცდა 2015-2016 წლების სამოქმედო გეგმა, საბჭოს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის“ შესახებ. აღნიშნული პროექტი განხილულ იქნა საბჭოს სხდომაზე 2015 წლის ოქტომბერს.

ნარკომანიასთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით 2015 წელს განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ევროპის ნარკოტიკებისა და ნარკომანიის მონიტორინგის ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს 2015 წლის 4 ნოემბერს მოეწერა ხელი; მომზადდა ნარკომანიასთან ბრძოლის 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმების პროექტი, რომელიც დამტკიცდება არასამთავრობო ორგანიზაციებთან განხილვის შემდგომ; შემუშავდა ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხზე მომუშავე სამთავრობო კომისიის ფარგლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში გაგზავნილი 8 შუამდგომლობაზე სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა ბრძანება ტერორიზმთან დაკავშირებულ პირთა ქონებაზე ყადაღის დადების ან მოხსნის თაობაზე, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღდეგ ღონისძიებების და ტერორიზმის დაფინანსების შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში მომზადდა საქართველოში უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით 2015 წლის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში.

მომზადდა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის 2013-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

საანგარიშო პერიოდში შემუშავდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული საკანონმდებლო პაკეტი; საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა

34

Page 35:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები, მათი მახასიათებლები და სხვ. ამ ეტაპზე საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

შემუშავდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, პირები, რომელთაც ჩაიდინეს დანაშაული, დაკავშირებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული ოფიციალური დოკუმენტის ან/და იძულებით გადაადგილებული პირის − დევნილის მოწმობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებასთან, გადამალვასთან, განადგურებასთან, დაზიანებასთან, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა ისეთი ყალბი დოკუმენტის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების ან გამოყენების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან, გამოყენებასთან, გათავისუფლდებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან.

საანგარიშო პერიოდში, ასევე, შემუშავდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, რომელიც დაიხვეწა მასში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნების ასახვის თვალსაზრისით.

მომზადდა აღსრულების კოდექსის ახალი პროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, რომელზეც მუშაობა 2015 წლის განმავლობაშიც გრძელდებოდა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებისა და ევროპული გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.

შევიდა ცვლილებები „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლითაც სანოტარო საქმიანობა გავრცელდა მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის; ასეთ დასახლებებში დანიშნული ნოტარიუსებისათვის კი უზრუნველყოფილ იქნა საქმიანობის ხელშემწყობი პირობები.

მომზადდა „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად.

დასახული საბოლოო შედეგები

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის წლიური ანგარიში, სექტორული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების განახლება, თანამედროვე საერთაშორისო

35

Page 36:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა სტანდარტების შესაბამისი განახლებული „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ პროექტი; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ ანგარიში და აღსრულების სტრატეგიის შემუშავება; შემუშავებული ცვლილებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის; შრომის კანონმდებლობაში ქალთა უფლებების გაზრდის, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სამოქმედო გეგმის, „ინფორმაციის თავისუფლების“ კანონის პროექტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის, ახალი „აღსრულების კოდექსის“, „მეწარმეთა შესახებ“ კანონისა და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიმართულებით; ანტიკორუფციული საბჭოს ანგარიშვალდებულების გაზრდა და გაძლიერება, მისი წლიური ანგარიშისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის შესრულების შეფასების ახალი მეთოდოლოგიის შემუშავება; ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და ახალი 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები; „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულებისა და 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის სტრატეგიის განხორციელება.

მიღწეული საბოლოო შედეგები

დამტკიცებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის პროგრესის ანგარიში, განახლებული სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები, ვენეციის კომისიის და ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული სისხლის სამართლის კოდექსის პროექტი; მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის ფინანსური შეთანხმების პირობების შესრულების შესახებ მომზადებული ანგარიში; შედარებით-სამართლებრივი კვლევის საფუძველზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტი, პარლამენტის მიერ მიღებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, განახლებული არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის სტრატეგია, ინფორმაციის თავისუფლების კანონის პროექტი, მომზადებული აღსრულების კოდექსის ახალი პროექტი თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, „მეწარმეთა

36

Page 37:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი, შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამოქალაქო საპროცესო და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში; დამტკიცებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებული ეროვნული სტრატეგია და 2015-2016 წლების ახალი სამოქმედო გეგმა, დამტკიცებული ანტიკორუფციული დოკუმენტების შესრულების მონიტორინგისა და შეფასების ახალი მეთოდოლოგია; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ ანგარიში, ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე დამტკიცებული ანტიკორუფციული საბჭოს ფუნქციების შესრულების ეფექტიანობის გაზრდის და საბჭოს გაძლიერების მიზნით მომზადებული წინადადებები; „ღია მმართველობა − საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების თვითშეფასების შუალედური ანგარიში, რომელიც წარედგინა „ღია მმართველობის პარტნიორობას“; ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანილი 20-ზე მეტი ნორმატიული აქტის პროექტი; შემუშავებული საკორპორაციო სამართლის სფეროს გრძელვადიანი განვითარების პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტი.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის 2014 წლის პროგრესის ანგარიში სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 2015 წლის 18 ივლისს დამტკიცდა. განახლდა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის სექტორული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები თითქმის ყველა მიმართულებით; გაიმართა ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული სისხლის სამართლის კოდექსის პროექტის პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის პროექტი მომზადდა ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით; 2015-2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის პირველი ექვსი თვის პროგრესის შესახებ მომზადდა ანგარიში და შედგა პრეზენტაცია ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე.

37

Page 38:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა 6.6. ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 26 03)

პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი დასახელება

წლიური სახელმწიფ

ო ბიუჯეტით დამტკიცებ

ული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან მიმართები

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაში

)

26 03

ეროვნული საარქივო ფონდის

დაცულობის, მომსახურების თანამედროვე

ტექნოლოგიების დანერგვისა და დოკუმენტების

ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

7,500.0 7,700.0 7,629.4 99%

5,097.3

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და ეროვნულ არქივში დაცული მასალის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელდა ჟენევაში, გაერო-ს განყოფილების ბიბლიოთეკაში დაცული, „ერთა ლიგაში“ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელ ხარიტონ შავიშვილის პირადი არქივის

38

Page 39:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დასკანერება, ციფრულ მატარებლებზე შენახვა და ელექტრონული ასლების ეროვნულ არქივში ჩამოტანა.

ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, აბაშაში, თელავსა და რუსთავში ფუნქციონირება დაიწყო განახლებულმა არქივებმა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე კონდიცირება-ვენტილაციისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე სისტემებით. დასრულდა ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონული არქივის სამშენებლო/სარემონტო და შესაბამისი ინვენტარით მოწყობის სამუშაოები. ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობის მშენებლობისათვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება.

ეროვნული არქივის ცნობადობის გაზრდის, დაცული დოკუმენტების პოპულარიზაციისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით ქ. თბილისში ეროვნული არქივის საგამოფენო და შემეცნებითი სივრცის მშენებლობის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება.

საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული დოკუმენტების დაცვისა და უკეთეს პირობებში შენახვის მიზნით განხორციელდა ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია. არსებული ადგილობრივი არქივების უმრავლესობაში არ არსებობდა დოკუმენტების შენახვისა და დაცვის შესაბამისი პირობები, რაც დოკუმენტების განადგურების საშიშროებას ქმნიდა. ცენტრალიზაციის პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა მომსახურებისა და საარქივო დოკუმენტების დაკომპლექტების გაუმჯობესების მიზნით გაიხსნა 8 ადგილობრივი წარმომადგენლობა გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, ბორჯომის, ყაზბეგის, ბაღდათის, ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.

მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების, საარქივო დოკუმენტების დაცვისა და თანამშრომელთა შრომის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით სათანადო კომპიუტერული ტექნიკითა და საოფისე ინვენტარით (კომპიუტერები, პრინტერები, სკანერები და სხვა საჭირო ინვენტარი) აღიჭურვა არქივის ოფისები.

საარქივო მასალების დაცულ გარემოში განთავსების მიზნით კახეთის, სამეგრელოსა და ქვემო ქართლის რეგიონული არქივების საცავებში გადატანილ იქნა საარქივო მასალები სხვადასხვა ადგილობრივი არქივიდან (გარდაბანი, ბოლნისი, გურჯაანი, თელავი, აბაშა).

სამუშაოები ჩატარდა შემდეგი პროგრამების შემუშავების, დანერგვისა და გაუმჯობესებისათვის:

39

Page 40:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მკვლევართა აღრიცხვისა და მართვის სისტემა; საარქივო დოკუმენტების (ფოტოდოკუმენტების, ვიდეოდოკუმენტების, ფონოდოკუმენტების, ტექსტური დოკუმენტების, რუკების) ელექტრონული კატალოგები; მოქალაქეთა მომსახურების პროგრამის პარამეტრები; ონლაინმომსახურების რეჟიმი, რაც გულისხმობს განცხადებების მიღებას და ცნობების გაცემას ვებგვერდის საშუალებით.

ელექტრონული დოკუმენტების არქივის შექმნის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ეროვნული საარქივო ფონდის ციფრულ მატარებლებზე გადატანა, რაც საშუალებას იძლევა, არ დაზიანდეს საარქივო დოკუმენტი ხშირი გამოყენებით და შენარჩუნებულ იქნეს მისი პირველადი სახე.

საანგარიშო პერიოდში დასკანერდა 865 ათას გვერდზე მეტი. პარალელურად განხორციელდა ელექტრონულად შენახული ფაილების აწყობა-დამუშავება, ტექნიკური და შინაარსობრივი შემოწმება. ელექტრონულად შენახულ იქნა 8 400 ერთეულზე მეტი ფოტოდოკუმენტი, 390 ერთეულამდე კინოდოკუმენტი და 24 ერთეული აუდიოკომპაქტდისკი.

განხორციელდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საარქივო დოკუმენტების (1 420 ათას გვერდზე მეტი) დასკანერება და ელექტრონულად შენახვა. ციფრულ მატარებლებზე იქნა გადატანილი სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგიური ფონდის 188 000-ზე მეტი ფაილი, მათ შორის, ფართოფორმატიანი რუკები 2 100 ერთეულზე მეტი.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა შემდეგი სისტემების შემუშავება, დანერგვა და დახვეწა:

სკანირების აპარატურის კალიბრაციისა და ოპერირების პროგრამა; სკანირების პროცესის მონიტორინგის სისტემა; სკანირებული დოკუმენტების ელექტრონული რეესტრი; ელექტრონული საარქივო დოკუმენტების ანოტირების სტანდარტები; ელექტრონულ რეესტრში სკანირებული მასალის კატალოგი.

თანამშრომელთა პროფესიული ზრდისა და განვითარებისათვის სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ 68 თანამშრომელმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ხოლო საარქივო საქმის შესწავლის მიმართულებით ჩატარებული სემინარებისა და პრაქტიკული

40

Page 41:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სწავლების კურსი − სხვადასხვა იურიდიული პირის 67-მა წარმომადგენელმა, 23-მა ფიზიკურმა პირმა და 9 კოლეჯის 142-მა სტუდენტმა.

საარქივო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და დაცულობის მიზნით თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივის საცავებში (უახლესი ისტორიის, საისტორიო არქივისა და კინოფოტოფონოარქივების) დამონტაჟდა ხანძარქრობის ავტომატური სისტემები.

დასახული საბოლოო შედეგები

ცენტრალიზაციას დაქვემდებარებული ადგილობრივი არქივები; მოქალაქეთა მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის პარამეტრების განახლება-დახვეწა და საარქივო სერვისებზე მაღალი ხელმისაწვდომობა; დოკუმენტების ელექტრონული არქივის შექმნა და საარქივო დოკუმენტების ელექტრონული კატალოგების წარმოება; სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ოთხი რეგიონული (რუსთავი, ზუგდიდი, ახალციხე, გორი) და ერთი ცენტრალური (ქუთაისი) არქივი; დოკუმენტების სათანადო პირობებში შენახვისათვის არსებული და ახალი დამატებითი საცავების .მოწყობა

მიღწეული საბოლოო შედეგები

განხორციელდა ტერიტორიული ორგანოების ცენტრალიზაცია; განახლდა და დაიხვეწა მოქალაქეთა მომსახურების ელექტრონული პროგრამა და დაფიქსირდა საარქივო სერვისით კმაყოფილ მოქალაქეთა პროცენტულად მაღალი მაჩვენებელი; განხორციელდა ელექტრონულ მატარებლებზე დოკუმენტების შენახვა და საარქივო დოკუმენტების ციფრული ასლებისათვის ელექტრონული კატალოგის წარმოება; ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის მოწყობის ფარგლებში დასრულდა რეგიონული არქივის შენობების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და ფუნქციონირებისათვის საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა. დაიწყო ერთი ცენტრალური არქივის სამშენებლო სამუშაოები; დოკუმენტების სათანადო პირობებში შენახვისათვის განხორციელდა არსებული და ახალი დამატებითი საცავების მოწყობა, მათ შორის, კონდიცირება-ვენტილაციის, ხანძარქრობისა და დაცვის სისტემების დეტექციის მონტაჟი.

41

Page 42:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

გაიხსნა 8 ადგილობრივი წარმომადგენლობა გარდაბნის, მარნეულის, დმანისის, ბორჯომის, ყაზბეგის, ბაღდათის, ახმეტისა და წალკის მუნიციპალიტეტებში; გაცემული ცნობების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 16%-ით და სერვისით კმაყოფილია მოქალაქეთა 85%; ციფრულ მატარებელზე გადატანილ იქნა ეროვნული საარქივო ფონდის საარქივო დოკუმენტების 865 ათას გვერდზე მეტი; სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საარქივო დოკუმენტების − 1 420 ათას გვერდზე მეტი, ხოლო სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ გეოლოგიური ფონდის − 188 ათას ფაილზე მეტი; ელექტრონულად შენახულ იქნა 8 455 ერთეული ფოტოდოკუმენტი, 386 ერთეული კინოდოკუმენტი და 24 ერთეული აუდიოკომპაქტდისკი; აშენდა და გაიხსნა თანამედროვე კონდიცირება-ვენტილაციისა და სხვადასხვა საჭიროების მქონე სისტემებით აღჭურვილი ორი რეგიონული არქივი (კახეთი, ქვემო ქართლი); დასრულდა სამეგრელოს რეგიონული არქივის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები; დასრულდა თბილისში მდებარე სამი ცენტრალური არქივის (უახლესი ისტორიის, საისტორიო არქივისა და კინოფოტოფონოარქივების) ხანძარქრობის ავტომატური სისტემების სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო ახალი რეგიონული არქივის შენობებში მოეწყო ახალი საცავები (თელავის არქივში საცავების მთლიანი ფართი − 1 275 კვ. მ, რუსთავის რეგიონულ არქივში საცავების მთლიანი ფართი − 975 კვ. მ, ზუგდიდის რეგიონულ არქივში საცავების მთლიანი ფართი − 1 100 კვ. მ).

პროგრამა 6.7. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 08)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო“

ათასი ლარი

42

Page 43:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებულ

ი გეგმით გათვალისწი

ნებული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან მიმართები

საკუთარი სახსრებიდ

ან მიმართული თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 08

სახელმწიფო სერვისების

განვითარების სააგენტოს

მომსახურებათა განვითარება

და ხელმისაწვდომ

ობა

5,300.0 6,222.9 9,740.6 157%

43,056.6

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 10 საზოგადოებრივი ცენტრი (აქედან 2 – განახლებული ბიბლიოთეკა/საზოგადოებრივი ცენტრი) შემდეგ სოფლებში/დაბებში: სოფელ ხიდისთავში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), სოფელ ნუკრიანში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), სოფელ კორბოულში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), სოფელ ღორეშაში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), დაბა კაზრეთში (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), სოფელ შილდაში (ყვარლის მუნიციპალიტეტი), სოფელ ორსანტიაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), სოფელ ქვემო ნატანებში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სოფელ კაბალში (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი) და დაბა ლენტეხში (ლენტეხის მუნიციპალიტეტი). 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 27 საზოგადოებრივი ცენტრი. აგრეთვე, დასრულდა 5 საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა შემდეგ სოფლებში/დაბებში: სოფელ მარტყოფში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი), სოფელ სადახლოში (მარნეულის მუნიციპალიტეტი), სოფელ ხრეითში (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), დაბა ჩაქვში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), დიდ ჯიხაიშში (სამტრედიის მუნიციპალიტეტი). ასევე, დაიწყო საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ იორმუღანლოში (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი).

43

Page 44:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივ ცენტრებში ჩატარებულ სხვადასხვა საინფორმაციო შეხვედრაში, ტრენინგსა და სემინარში მონაწილეობა მიიღო 2 000-ზე მეტმა პირმა. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა“ და სსიპ „იურიდიული დახმარების ცენტრთან“, რომელთა საფუძველზეც მათი სერვისები ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებრივ ცენტრებში.

სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ“ სს „ლიბერთი ბანკთან“ თანამშრომლობით განახორციელა პროექტი „ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები“. შიდა ქართლის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთის რეგიონებში ამოქმედდა ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები, რომელთა მეშვეობითაც „ლიბერთი ექსპრესის“ მობილურ სერვისცენტრებში ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო როგორც საბანკო, ისე სახელმწიფო სტრუქტურების სერვისები. 32 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება 700-ზე მეტს სოფელს. საანგარიშო პერიოდში ტრენინგი ჩაუტარდა შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო/ზემო სვანეთის, რაჭა/ლეჩხუმის, გურიის, სამცხე ჯავახეთის, აჭარისა და იმერეთის 140-ზე მეტ ოპერატორს.

საანგარიშო პერიოდში პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ − ფარგლებში 9 საპილოტე მუნიციპალიტეტში (ქარელი, ხაშური, ხობი, ახმეტა, ყვარელი, ჩხოროწყუ, მცხეთა, გორი, ზუგდიდი) ელექტრონული მმართველობის დანერგვის მიზნით შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები; შეიქმნა საზოგადოებრივი ცენტრების ვებგვერდი http://centri.gov.ge, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საზოგადოებრივი ცენტრებისა და ცენტრებში მიმდინარე აქტივობების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს დამისამართების სისტემაში დაინერგა გლდანის რაიონის სამისამართო ერთეულები, საველე სამუშაოები დასრულდა ჩუღურეთის რაიონში. გარდა ამისა, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დამისამართების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დაზუსტებულ მისამართებზე სააგენტომ განახორციელა მოსახლეობის იდენტიფიცირება შემდეგ ქალაქებში: ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, გორში, ლანჩხუთში, ბოლნისში, ფოთში, სამტრედიაში, ქობულეთში, სენაკში, ოზურგეთში, ზესტაფონში, ახალციხეში, გურჯაანში, საგარეჯოში, ხაშურში, მცხეთაში.

ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში რისკების მართვის მიზნით შეიქმნა მეთოდოლოგია და მონაცემთა ბაზა, რომელიც სააგენტოს რისკების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად იძლევა „ნარჩენი რისკების“ დათვლის საშუალებას. ასევე, დაინერგა მონაცემთა კარგვისა და არასანქცირებული

44

Page 45:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

გადინების პრევენციის სისტემა (DLP), რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს, მონიტორინგი გაუწიოს კორპორაციული ინფრასტრუქტურიდან ინფორმაციის გასვლის პროცესებს, ამასთან, უზრუნველყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

საანგარიშო პერიოდში „საარჩევნო სიების სრულყოფის“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობები: 1. გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა გაორებული ჩანაწერების აღმოჩენა და აღმოფხვრა; 2. მონაცემთა ბაზაში სავარაუდოდ გარდაცვლილ პირთა აქტიური ჩანაწერების შემცირება; 3. მონაცემთა ბაზაში უსურათო/უხარისხო ჩანაწერების შემცირება; 4. საკონსულო არქივების დიგიტალიზაცია (პირველი ეტაპი). ზემოდასახელებული მიმართულებების ფარგლებში შემოწმდა 947 000-მდე მოქალაქის ჩანაწერი; ტერიტორიული სამსახურების მიერ გასწორდა 290-მდე გაორებული ჩანაწერი; შედგა 190-მდე გარდაცვალების ოქმი; 370-ზე მეტ მოქალაქეს დაუმზადდა პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი, ხოლო 100-ზე მეტ მოქალაქეს მიეცა ფოტოსურათის (პირადობის მოწმობის აღების გარეშე) გადაღებისა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში განთავსების შესაძლებლობა. ასევე, საკონსულო არქივებში მოძიებულ იქნა 500-მდე მოქალაქის ფოტო; სამოქალაქო აქტების დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, რაც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს, სააგენტოს მიერ დიგიტალიზებული და ციფრულ ფორმატში გადაყვანილ იქნა 1 142 300-ზე მეტი აქტი.

2015 წელს დაგეგმილი აქციების ფარგლებში გაიცა 441 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა და 20 000-მდე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი.

ორგანიზაციული ცოდნის დაგროვების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შეიქმნა ცოდნის დაგროვების ელექტრონული ინსტრუმენტი, ცოდნის ბაზა. კერძოდ, შემუშავდა ვებპორტალი, სადაც 2016 წელს წინასწარ განსაზღვრული და შემუშავებული ფორმატით განთავსდება ორგანიზაციისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შემდეგაც დაინერგება თანამშრომლებს შორის ინფორმაციის გაზიარების კულტურა.

საანგარიშო პერიოდში სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ 780-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ტრენინგი (პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, იდეების ყუთის პორტალის დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, მომსახურების სტანდარტები ქორწინების სახლების თანამშრომლებისთვის, ტრენინგი სამოქალაქო აქტების შესახებ და სხვ.).

45

Page 46:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ტერიტორიული სამსახურების გარემოს გაუმჯობესებისა და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნის მიზნით გარემონტდა ბათუმისა და სიღნაღის ქორწინების სახლები, ასპინძისა და ხარაგაულის ტერიტორიული სამსახურები.

შემუშავდა კანონპროექტი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“, რომელიც ხელს შეუწყობს ელექტრონული მმართველობის, ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული ბიზნესის განვითარებას.

შეიქმნა ციფრული შტამპის პორტალის საპილოტე ვერსია. ციფრული შტამპის პროექტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის სახელით ციფრული ხელმოწერის განხორციელებას და ამით „სველი ბეჭდის“ ელექტრონული ანალოგის შექმნას. გარდა ამისა, შემუშავდა ციფრული შტამპის ადმინისტრირების პორტალის საწყობის ფუნქციონალი.

საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ციფრული ხელმოწერის პორტალის საბაზისო ვერსია, რომლის პილოტირებაც მიმდინარეობს. პილოტირების ფარგლებში პორტალს დაემატება დოკუმენტის სისწორის შემოწმების ფუნქცია. ციფრული ხელმოწერის ინსტრუმენტების განვითარების პროექტი მიზნად ისახავს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც გააიოლებს როგორც ციფრული ხელმოწერების შექმნას PDF დოკუმენტებზე, ისე სხვების მიერ შექმნილი დოკუმენტების სისწორის შემოწმებას.

საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესდა დროის აღნიშვნის მიწოდების ინფრასტრუქტურა და დამუშავდა შესაბამისი პროცედურები. დროის აღნიშვნა არის სპეციალური სერვისი, რომელიც განკუთვნილია ელექტრონული დოკუმენტის ან/და მასზე განხორციელებული ციფრული ხელმოწერის დროის დასადგენად.

2015 წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაიზარდა სააგენტოს მიერ წარმოებული დისტანციური სერვისების რაოდენობა, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (კერძოდ, ყრუ და სმენადაქვეითებული) პირებისათვის.

„დიპლომატთა დოკუმენტების მართვის სისტემის“ პროექტის ფარგლებში, დასრულდა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესყიდვის პროცესი. შეიქმნა საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა. სისტემაში ჩაერთო საქართველოს შემოსავლების სამსახური. დასრულდა დიპლომატთა დოკუმენტების ბეჭდვის მოდულის ტესტირება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა

46

Page 47:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სამინისტროს შორის განხორციელდა ინფორმაციის გაცვლის სერვისების ავტომატიზაცია. პროექტის რეალიზაციის შედეგად, თავშესაფრის მაძიებელთა (ლტოლვილი, ჰუმანიტარი) რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია უწყებებს შორის იცვლება ავტომატურად, რაც გამორიცხავს დოკუმენტების გაყალბებას და პირზე დოკუმენტების გაცემის საფრთხეებს.

ზემოაღნიშნულის გარდა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაიგეგმა და განხორციელდა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებული ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების თაობაზე ინფორმაციის ელექტრონულად მიწოდება სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის“ სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მეშვეობით.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პროექტი „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლში“. პროექტის ფარგლებში დასრულდა პროგრამული პროდუქტის შექმნა და შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაინერგა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის სერვისი. კერძოდ, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, პირადობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობების, მოქალაქეობის არმქონე პირის სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტის დაკარგვის, დაზიანების ან ძარცვის შემთხვევაში, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაფარავს საბუთის აღდგენის ღირებულებას და მოქალაქე მას უფასოდ მიიღებს.

საქართველოს მთავრობის მიერ სააგენტოს მიენიჭა უფლება, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორიაში (ICAO PKD) გაწევრებისთვის საჭირო დოკუმენტებს, გადაიხადოს შესაბამისი თანხა და დაიწყოს ინტეგრაციის ტექნიკური სამუშაოები. ყოველივე ეს სააგენტოს საშუალებას მისცემს, ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის ავთენტურობის შესამოწმებელი მონაცემები (ციფრული სერტიფიკატები) გაუზიაროს „ICAO PKD“-ის წევრ 46 ქვეყანას და ამით მიაღწიოს საქართველოს სახელით გაცემული დოკუმენტების მეტ ცნობადობასა და აღიარებას.

47

Page 48:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

„ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს და მასთან დაკავშირებულ სტანდარტებთან შესაბამისობის დანერგვის“ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვის გეგმის დოკუმენტი; მმართველობის საფუძვლების დოკუმენტები; მეორე და მესამე პრიორიტეტის მქონე ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობითი დოკუმენტები; მეორე ეტაპზე ჩატარებული სამუშაოების IT მმართველობის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი; განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები; დამტკიცდა და დაინერგა სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურებთან, დოკუმენტების ხარისხის, ინციდენტების, მოთხოვნებისა და პრობლემების მართვის პროცესებთან დაკავშირებული დოკუმენტები.

შეიქმნა ახალი კორპორატიული სტილი და ვებგვერდი; მომზადდა საიმიჯო ვიდეორგოლები საზოგადოებრივი ცენტრებისა და ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრებისთვის. გარდა ამისა, აქტიურად გაშუქდა სააგენტოს მიერ შეთავაზებული სერვისები და აქტივობები.

საანგარიშო პერიოდში დაიხვეწა და განვითარდა თემატური გადაფარვების აღმოფხვრისა და არსებული ფონდების ეფექტიანი გამოყენების მექანიზმები; დამტკიცდა 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია. მიგრაციის სამთავრობო კომისიამ მიიღო სტრატეგიის 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმა, კომისიის სამდივნოს მიერ მომზადებული მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფცია და მისი განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა. დასრულდა მუშაობა დოკუმენტზე, სადაც ასახულია მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექმნის ტექნიკური გადაწყვეტის გზები და პროექტის ბიუჯეტი. მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემის შექმნისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება „მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფორმირებისა და ადმინისტრირების წესის“ შესახებ. დადგენილებით განისაზღვრა მონაცემთა მომწოდებელი უწყებები და სისტემის ადმინისტრირების წესი. შესაბამისი ცვლილება შევიდა სააგენტოს დებულებაში. აღნიშნული ცვლილებით, სააგენტოს ფუნქციად განესაზღვრა ზემოხსენებული სისტემის ადმინისტრირება. გამოცხადდა ტენდერი მიგრაციის მონაცემთა ანალიტიკური სისტემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისათვის. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გატარდა ღონისძიებები შესაბამისი საკადრო რესურსის დაკომპლექტების მიზნით.

ამასთან, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საანგარიშო პერიოდში პარტნიორი ორგანიზაციებისა და კომისიის წევრი სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე დასრულდა და გამოქვეყნდა ლეგალური მიგრაციის გზამკვლევი. კომისიის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, განსხვავებული მეთოდოლოგიითა და ახალ ფორმატში

48

Page 49:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

შემუშავდა საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი, რომელიც კომისიამ მიიღო. კომისიისა და მისი სამდივნოს კოორდინაციით დასრულდა და, შედეგად, ევროკომისიის მიერ დახურულ იქნა (18.12.2015 წ.) ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მე-2 ბლოკის ღონისძიებები. გარდა ზემოხსენებულისა, ჩატარდა რამდენიმე სპეციალიზებული ტრენინგი სააგენტოს შესაბამის თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებისათვის გაყალბებული დოკუმენტების აღმოჩენის საკითხებში.

საანგარიშო პერიოდში მიღებულ იქნა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი; დასრულდა და გამოქვეყნდა ლეგალური მიგრაციის ორენოვანი გზამკვლევის ემიგრაციისა და იმიგრაციის ნაწილი (დოკუმენტი განთავსდა მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების ვებგვერდებზე).

დასახული საბოლოო შედეგები

გაზრდილი ხელმისაწვდომობა სააგენტოსა და სხვა უწყებების სერვისებზე ადგილობრივ დონეზე; თვითმმართველობის ორგანოების გაზრდილი წვდომა საჭირო ინფორმაციაზე, დარეგულირებული და სტანდარტიზებული პროცედურები, დანერგილი საქმისწარმოების ელექტრონული სისტემა, საპილოტე მუნიციპალიტეტში დანერგილი ელექტრონული მმართველობის სისტემა; მოსახლეობის რეესტრის გაუმჯობესებული ხარისხი; საარჩევნო ხმის უფლების მქონე პოტენციურ პირთა მაქსიმალურად სრულყოფილი სია; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის გამარტივებული პროცესი; შეცდომების შემცირებული რაოდენობა დოკუმენტების გაცემისას; ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე რეგისტრირებული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი; მოსახლეობის რეესტრში დაცული მონაცემების ვალიდურობის ამაღლებული ხარისხი; მოსახლეობის განსახლების სწორი ინფორმაციის არსებობა; მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზებით გამოწვეული შეფერხებისა და ინციდენტების შემცირებული რაოდენობა; სერვისის უწყვეტობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; შექმნილი ციფრული შტამპის მომსახურების სისტემა და მისი უტყუარობის გადამოწმების სერვისი; საკანონმდებლო დონეზე ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული შტამპის გამოყენების პროცედურული და საკანონმდებლო ჩარჩოს განსაზღვრა, დამტკიცება და პრაქტიკაში გამოყენება;

49

Page 50:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემის განვითარება და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომობა; ქვეყანაში არსებული ყველა მომსახურების ეტაპობრივად გადასვლა დისტანციურ ფორმაზე; უცხო ქვეყნის მოქალაქის ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების ავთენტურობის შემოწმება; ქართული სამგზავრო დოკუმენტების მიმართ გაზრდილი ნდობა საერთაშორისო დონეზე; მიგრაციის ერთიანი ანალიტიკური სისტემის შექნა.

მიღწეული საბოლოო შედეგები

აშენებული და აღჭურვილი საზოგადოებრივი ცენტრები; ამაღლებული ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის ხარისხი საზოგადოებრივი ცენტრების თანამედროვე ინფრასტრუქტურის პლატფორმაზე; ადგილობრივ თვითმმართველობებში დანერგილი დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა; რეგიონებში ამოქმედებული ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრები; დაზუსტებული მოსახლეობის საცხოვრებელი მისამართები და სააგენტოს სისტემაში დანერგილი მისამართების ახალი რეესტრი; პოტენციურ ამომრჩეველთა სიიდან ამორიცხული გარდაცვლილი და გაორებული ჩანაწერების მქონე პირები; შეცვლილი უხარისხო ფოტოსურათები; დიგიტალიზებული სამოქალაქო აქტები; აღმოფხვრილი მონაცემთა ბაზებში არსებული ხარვეზები; დანერგილი მონაცემთა კარგვის მონიტორინგის (DLP) სისტემა; სერვისის უწყვეტობის გაზრდილი ხარისხი; შექმნილი ციფრული შტამპის პორტალის საპილოტე ვერსია; საკანონმდებლო ცვლილებები ელექტრონული ხელმოწერის განვითარების მიზნით; განვითარებული დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემა, სააგენტოს ელექტრონული სერვისების გაზრდილი რაოდენობა და მათი ხელმისაწვდომობა; სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორიაში (ICAO PKD) გაწევრების I ფაზა; გაუმჯობესებული მიგრაციის მართვის სისტემა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნებთან; შექმნილი დიპლომატიური ბარათების დამუშავების, გაცემისა და მართვის უსაფრთხო სისტემა;

50

Page 51:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

სააგენტოსა და სხვადასხვა უწყებას შორის (აღსრულების ეროვნული ბიურო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო) ინფორმაციის გაცვლა ელექტრონული ფორმით; დანერგილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების დაზღვევის სერვისი; ელექტრონული პირადობის მოწმობითა და ბიომეტრიული პასპორტით მოსარგებლე მოქალაქეთა გაზრდილი რაოდენობა; ქორწინების სახლებისა და ტერიტორიული სამსახურების მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

საანგარიშო პერიოდში აშენდა და გაიხსნა 10 საზოგადოებრივი ცენტრი; საზოგადოებრივი ცენტრების მიერ გაიცა 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისი; 5 საპილოტე მუნიციპალიტეტში (ახმეტა, ყვარელი, ქარელი, ხობი და ხაშური) დაინერგა დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა; 32 ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურა 700-ზე მეტ სოფელს; დაზუსტდა და სააგენტოს სისტემაში დაინერგა 18 ქალაქის მისამართების ახალი რეესტრი; გასწორდა 285 გაორებული ჩანაწერი; შედგა 187 გარდაცვალების ოქმი; 374 მოქალაქეს დაუმზადდა პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი, ხოლო 104 მოქალაქეს მიეცა ფოტოსურათის (პირადობის მოწმობის აღების გარეშე) გადაღებისა და სააგენტოს მონაცემთა ბაზაში განთავსების შესაძლებლობა; მოძიებულ იქნა 483 მოქალაქის ფოტო; ციფრულ ფორმატში გადაყვანილ იქნა 1 142 341 აქტი; აღმოიფხვრა იდენტიფიცირებული ხარვეზების 70%; მონაცემთა კარგვის მონიტორინგის (DLP) სისტემა დაინერგა მომხმარებელთა 95%-თან; მონაცემთა ბაზების ინფრასტრუქტურის დაზიანების ხარისხის შესაბამისად, სერვისების მიწოდება აღდგება 2 წთ-დან 2 სთ-მდე დროის ინტერვალში; შემუშავდა ციფრული შტამპის ადმინისტრირების პორტალის საწყობის ფუნქციონალი, კანონპროექტი „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“. შეიქმნა 13 დისტანციური სერვისი; ყველა დისტანციური სერვისის 5%-ის მიღება განხორციელდა მომხმარებლის დისტანციური იდენტიფიკაციის სისტემით; დისტანციური სერვისით ისარგებლა 20-ზე მეტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა; სააგენტოს მიენიჭა უფლება, საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ღია გასაღების დირექტორიაში (ICAO PKD) გაწევრებისთვის საჭირო დოკუმენტებს;

51

Page 52:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დამტკიცდა საქართველოს 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგია და მისი 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა; დამტკიცდა მიგრაციის რისკების ანალიზის კონცეფცია და მისი განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმა; მიღებულ იქნა საქართველოს 2015 წლის მიგრაციის პროფილი; გამოქვეყნდა ევროკომისიის მე-4 პროგრესანგარიში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით; სატესტო რეჟიმში გაეშვა დიპლომატთა დოკუმენტების ჩანაწერების მართვის, ბეჭდვისა და გაცემის სისტემა; აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდა ინფორმაცია 150-მდე ადმინისტრაციული ჯარიმის შესახებ; შეიქმნა სააგენტოსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ინფორმაციის ელექტრონულად გაცვლის სერვისი; დოკუმენტების დაზღვევაზე მიღებულ იქნა 1 483 განაცხადი; აქციის ფარგლებში გაიცა 440 844 პირადობის ელექტრონული მოწმობა და 19 789 საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი; გარემონტდა 2 ქორწინების სახლი (ბათუმი, სიღნაღი) და 2 ტერიტორიული სამსახური (ასპინძა, ხარაგაული).

52

Page 53:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა 6.10. ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო ტექნოლოგიების მხარდაჭერის განვითარება (პროგრამული კოდი 26 06)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „სმართ ლოჯიქი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდ

ან მიმართული თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 06

ერთიანი სახელმწიფო

საინფორმაციო ტექნოლოგიების

მხარდაჭერის განვითარება

2,450.0 2,442.0 2,441.7 100% 2,434.6

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მომსახურებაზე აყვანის მიზნით საანგარიშო პერიოდში ხელშეკრულებები გაფორმდა 35 ორგანიზაციასთან (მათ შორის: 4 სამინისტროსთან, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან, 13 საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, 14 მუნიციპალიტეტის გამგეობასთან, 1 სააქციო საზოგადოებასა და 1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან).

გაფორმდა ხელშეკრულება ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც სსიპ „სმართ ლოჯიქის“ დაკვეთით 2015 წლის ოქტომბერში დაასრულა ქლაუდის სისტემის შექმნაზე მუშაობა. სსიპ „სმართ ლოჯიქმა“ აღნიშნული სისტემა გაუშვა სატესტო რეჟიმში.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა სასერვერო ოთახის სამშენებლო სამუშაოები. აღიჭურვა სასერვერო ოთახი, ჩატარდა მიგრაციის სამუშაოების ნაწილი.

საანგარიშო პერიოდში დაიწყო შემდეგი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროექტები:

53

Page 54:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

შეიქმნა იუსტიციის სახლის მომხმარებლის უკუკავშირის აღრიცხვისა და რეაგირების პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსია;

პროექტი „აღსრულების გამარტივებული საქმის წარმოების პროგრამა“ გადავიდა პროგრამირების ფაზაზე;

იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა და დაინერგა პროგრამული უზრუნველყოფა „სმართ დოკი“, რომლის საშუალებითაც პროგრამის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სამუშაო დოკუმენტები განათავსონ/შექმნან/დააკორექტირონ ვებპორტალზე წინასწარ განსაზღვრული უფლებების მიხედვით. პროგრამის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთად იმუშაონ ერთსა და იმავე დოკუმენტზე. ამასთან, ყველა სამსახურებრივი დოკუმენტი იქმნება და ინახება სერვერზე და არა ლოკალურ კომპიუტერებზე. შედეგად, მცირდება დოკუმენტების დაკარგვის ალბათობა.

დასრულდა დანაშაულის პრევენციის ცენტრისთვის ბენეფიციართა აღრიცხვის პროცესების ავტომატიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროექტი. შედეგად, შესაძლებელია ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციის პროცესის ელექტრონული საქმისწარმოება.  

ITSM პროექტის ფარგლებში, სსიპ „სმართ ლოჯიქის“ მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით ჩატარდა ტრენინგები. პროექტი გადავიდა ინციდენტების მართვის სისტემის დანერგვის ფაზაზე.

დასახული საბოლოო შედეგები

სახელმწიფო სტრუქტურების მომსახურებაზე აყვანა; მომსახურების მიმღები დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ტექნიკის შეძენისა და მათ მხარდაჭერაზე გაწეული დანახარჯების შემცირება; სისტემების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის დონის გაზრდა; IT სერვისის მიწოდების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის დანერგვა „Cloud Computing“-ის IaaS მოდელის გამოყენებით; დანახარჯების კონტროლისა და ანგარიშსწორების მარტივი მექანიზმები; სისხლის სამართლის საქმეთა ავტომატიზაციის პროგრამულ უზრუნველყოფაში ახალი ორგანიზაციების ჩართვისთვის მოდულების შექმნა და სისტემაში ჩართვების განხორციელება.მიღწეული საბოლოო შედეგები

54

Page 55:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მომსახურებაზე აყვანილი სახელმწიფო სტრუქტურები; მომსახურების მიმღები დაწესებულებების ინფრასტრუქტურული ტექნიკის შეძენისა და მათ მხარდაჭერაზე შემცირებული გაწეული დანახარჯები; გაზრდილი სისტემების უსაფრთხოებისა და მონაცემთა დაცულობის დონე; დანერგილი IT სერვისის მიწოდების ახალი, თანამედროვე ტექნოლოგია „Cloud Computing“-ის IaaS მოდელის გამოყენებით; დანახარჯების კონტროლისა და ანგარიშსწორების მარტივი მექანიზმი.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

მომსახურებაზე აყვანილია 34 სახელმწიფო სტრუქტურა, მომხმარებელთა ჯამური რაოდენობით − 4 968; მომსახურებაზე აყვანილი ორგანიზაციების პოტენციური დანახარჯები შემცირდა საშუალოდ 30%-ით; მომსახურების მიმღები დაწესებულებების სისტემებზე არასანქცირებული წვდომისა და ვებგვერდების გატეხვა განულებულია; მომხმარებლების კაპიტალური დანახარჯები გადავიდა საოპერაციო დანახარჯებზე; შეიქმნა Billing სისტემა − მომხმარებლის მიერ გამოყენებული სიმძლავრეების მიხედვით ანგარიშსწორების სისტემა.

55

Page 56:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა 6.11. ელექტრონული მმართველობის განვითარება (პროგრამული კოდი 26 05)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტო“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 05ელექტრონული მმართველობის

განვითარება

2,430.0 2,359.9 2,332.7 99% 357.5

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩაერთო 25-ზე მეტი ახალი ორგანიზაცია, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობამ 55 მილიონს გადააჭარბა.

შეიქმნა ელექტრონული სააღსრულებო წარმოების სერვისის ფუნქციონალი, რაც გულისხმობს დამკვეთთან ერთად აღნიშნული სერვისის პროგრამის ვიზუალის შექმნას და პროგრამის ძირითადი პარამეტრების/მახასიათებლების განსაზღვრას.

გაფორმდა ხელშეკრულება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა და „UCC“-ს შორის, რომელიც ითვალისწინებს გადამხდელისთვის სერვისის პროვაიდერის მიერ დაწესებული საფასურის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

ქონების პრივატიზაციის სერვისების შექმნის სამუშაოების ფარგლებში შეიქმნა მუნიციპალიტეტების ელექტრონული სერვისების ფუნქციონალი.

საანგარიშო პერიოდში მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირდა 6 600-ზე მეტი მომხმარებელი.

56

Page 57:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

My.gov.ge პორტალის მეშვეობით სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ელექტრონულად გამოთხოვის სერვისით საჯარო დაწესებულებებში გაგზავნილია 600-მდე წერილი.

ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის გავლით გაიგზავნა 344 000-ზე მეტი ოფიციალური ელექტრონული დოკუმენტი.

განახლდა ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის განვითარების პროცესი. მოხდა სისტემის ხელახალი ტესტირება. კონტეინერების იმპორტთან ერთად მიმდინარეობს ექსპორტის პროცესის რეალიზებაც, რაც გულისხმობს ტვირთის საბაჟო სივრცეში მოძრაობის, იმპორტისა და ექსპორტის პროცესების სრულ ავტომატიზებას. აღნიშნული სისტემის განვითარების პროცესში ჩართულნი არიან შემოსავლების სამსახური, რკინიგზა, პორტები, საზღვაო ხაზები, ტერმინალები, ექსპედიტორები. ჩატარდა ტრენინგი ექსპედიტორებისთვის.

შეიქმნა ღია მონაცემების პორტალის (data.gov.ge) ახალი ვერსია. პორტალზე ხდება სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან მონაცემების, ცხრილების და მეტამონაცემების მიღება, დამუშავება, ანალიზი და მათი გამოქვეყნება. განახლდა პორტალის ფუნქციონალი, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მისთვის უფრო ხელსაყრელი ფორმით. გაიზარდა მონაცემთა ცხრილების რაოდენობა.

პორტალზე (data.gov.ge) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებიდან ატვირთულია 200-ზე მეტი მონაცემთა ცხრილი. მომხმარებელთა მიერ აღნიშნული ცხრილების ჩამოტვირთების რაოდენობამ წლის განმავლობაში გადააჭარბა 20 000-ს.

სარეზერვო დატაცენტრებისთვის შეძენილ იქნა დამატებითი ტექნიკა.

შეიქმნა სერვისების კატალოგის ვებგვერდის ტექნიკური დიზაინი. მომხმარებლებს შეუძლიათ ვებგვერდის კატალოგში იხილონ სერვისების სრული ჩამონათვალი და ინფორმაცია აღნიშნული სერვისების შესახებ.

შეიქმნა სოლიდარობის ფონდის ვებგვერდი.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ერთად დასრულდა „iChange“-ს (ონლაინპეტიციების სისტემა) სისტემის დეტალური ფუნქციონალური ანალიზისა და დიზაინის შექმნის სამუშაოები. სისტემა გადავიდა ტესტირების ეტაპზე.

დასრულდა „help.justice.gov.ge“ ვებგვერდის ფუნქციონალის შექმნის ეპატი.

57

Page 58:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

შეიქმნა „my.gov.ge“-ს ადმინისტრირების მოდული. ადმინისტრირების მოდულების საშუალებით შესაძლებელია მოქალაქის პორტალის ფუნქციონირების შესახებ სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემის მოძიება და ანალიტიკური ანგარიშების მიღება.

შეიქმნა „my.gov.ge“-ზე ორგანიზაციის პროფილის დამატების სერვისი. ეს ფუნქცია საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, გამოიყენონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ელექტრონული სერვისები. „my.gov.ge“-ს ორგანიზაციის პროფილი გაშვებულია რეალურ რეჟიმში.

სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ საქპატენტთან ჩატარებული ერთობლივი სამუშაოების შედეგად ჩამოყალიბდა ამოცანა მოქალაქის პორტალზე სასაქონლო ნიშნების შესახებ ინფორმაციული სერვისის შექმნასთან დაკავშირებით. სერვისის რეალიზაცია მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, მოქალაქის პორტალზე იხილოს, თუ რა სასაქონლო ნიშნები აქვს დარეგისტრირებული, როდის მოხდა მათი რეგისტრაცია და ვინ იყო რეგისტრაციის პროცესში ჩართული. მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დაინტეგრირდა საქპატენტის სერვისები.

შეიქმნა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნესთვის“ ონლაინწიგნების მაღაზიისა და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდები.

შეიცვალა მოქალაქის პორტალზე ინტეგრირებული ჯანდაცვის სოციალური სააგენტოს სერვისები. განხორციელდა ვებგვერდზე შეღწევადობის ტესტები შემდეგ ორგანიზაციებში: სსიპ „სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“; სსიპ „საფინანსო-ანალიტიკური სამსახური“; სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო (3 საიტი); შპს „სამოქალაქო პრესა“ (4 საიტი); საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“; სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“.

შეიქმნა კიბერინციდენტებზე სახელმძღვანელოები, რომლებიც მოიცავს კიბერშეტევების მიმართულებების აღწერას და მათზე რეაგირების გზების დასახვას.

58

Page 59:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

შეიქმნა DNS სერვისების შემმოწმებელი სისტემა. DNS სერვისი აწარმოებს ქართული ვებგვერდების IP მისამართების მონიტორინგს, არასწორი/შეცვლილი IP მისამართების გამოვლენას.

გაეშვა Check My IP სისტემის განახლებული ვერსია. სისტემის მიზანია საქართველოს მოქალაქეების კუთვნილ კომპიუტერებში მავნე კოდის აღმოჩენა და მათი გაუვნებელყოფის ხელშეწყობა.

კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების ჯგუფმა (CERT.GOV.GE) საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია „Arbor Networks“-თან. თანმშრომლობის ფარგლებში ხდება გამოვლენილი ინციდენტებისა და მათთან ბრძოლის შესახებ გამოცდილების გაზიარება.

„CERT.GOV.GE“-ს სერვერულ საცავში „Arbor Networks“-ის სერტიფიცირებული უცხოელი სპეციალისტების დახმარებით მოხდა ქსელური უსაფრთხოების მოწყობილობა „PRA NSI – 5100“ სერიის ინსტალაცია და ტესტირება. „PRA NSI – 5100“ სერიის მოწყობილობა უზრუნველყოფს ქსელური ნაკადების მეშვეობით მავნე პროგრამებისა და ე. წ. ჰაკერული შეტევების დაფიქსირებას. დღეის მდგომარეობით, „CERT.GOV.GE“-ს მიერ ანალიზდება 11-მდე სამთავრობო ორგანიზაციის ქსელური ნაკადი. გამოვლენილ იქნა 182 000-ზე მეტი ინციდენტი.

დამატებით მომზადდა და გაეშვა „CERT.GOV.GE“-ს ახალი სერვისები: დომენების შემოწმების სისტემა (Checknet.ge); მავნე კოდის ანალიზის სისტემა; შეტევების აღმოჩენის სისტემა (ე. წ. Honeypot); დაემატა ახალი ტიპის სენსორი, პაკეტების ღრმა ანალიზი.

კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი დახმარების სამთავრობო ჯგუფმა ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა (GSNA) და ჯგუფის წევრებმა მოიპოვეს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატები. დასრულდა „კიბერკლასის“ პროექტის მონაწილეების შერჩევა. ახალგაზრდა სპეციალისტების მოსამზადებელი კურსისთვის მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და პრაქტიკული სავარჯიშოები. პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად მოწვეულნი იყვნენ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტები და დარგის სპეციალისტები კონკრეტული თემის მიხედვით. შეირჩა პროექტის 16 მონაწილე.

ქართველმა სპეციალისტებმა ტრენინგი გაიარეს ინფორმაციულ უსაფრთხოებაში.

59

Page 60:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ჩატარდა „საქართველოს ელექტროსისტემის“ ინფორმაციული სისტემების აუდიტი ISO 27001 და COBIT სტანდარტებთან შესაბამისობაზე, გამოვლინდა, რამდენად გამართულად მუშაობს და რადენად დაცულია ორგანიზაციის ინფორმაციული სისტემები.

აგვისტოსა და სექტემბერში ჩატარდა 2 ტრენინგი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შექმნასა და დანერგვაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების (მაგ., იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრი და ა.შ. ჯამში, 15 ორგანიზაცია), ისე სხვა ორგანიზაციების, მათ შორის, კიბერუსაფრთხოების ბიუროს, წარმომადგენლებმა – ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერებმა, კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა.

გარდა ამისა, NATO SPS პროგრამის ფარგლებში მონაცემთა გაცვლის სააგენტომ თურქეთის ქალაქ ანკარაში ჩაატარა ტრენინგები ინფორმაციულ უსაფრთხოებაში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთათვის.

დასრულდა სტანდარტის ISO 31000 ლოკალიზება. ჩატარდა „Cyber EXE Georgia 2015“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა „CERT“-ის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება უშუალო სამიზნე აუდიტორიაში, კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების ცოდნის გაღრმავება. სავარჯიშოში მონაწილეობა მიიღო 50-მდე სპეციალისტმა და 15-მა გუნდმა.

მონაცემთა გაცვლის სააგენტოში დაინერგა ხარისხის მართვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2008-ის შესაბამისად. სექტემბერში ჩატარდა საერთაშორისო სასერტიფიკაციო აუდიტი, რომლის შემდეგაც სააგენტომ მოიპოვა ISO 9001:2008 – „IQnet“-ის (საერთაშორისო სასერტიფიკაციო ქსელის) მიერ აღიარებული საერთაშორისო სერტიფიკატი. დასახული საბოლოო შედეგები

მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული ის სახელმწიფო ორგანიზაციები და მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომლებიც ახორციელებენ ელექტრონული სერვისების მიწოდებას; სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისის (მათ შორის, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ელექტრონული სერვისები) ხელმისაწვდომობის ზრდა მოქალაქის პორტალის მეშვეობით; ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის გაშვება და მისი მოქმედების არეალის ზრდა; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო სისტემაში ჩართული სახელმწიფო დაწესებულებები და, შესაბამისად, გაზრდილი დოკუმენტბრუნვა;

60

Page 61:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მონაცემთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში ასახული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მონაცემთა ზრდა; ღია მონაცემების იდენტიფიკაციის, შეგროვების, გამოქვეყნებისა და შეფასების ადმინისტრაციული მექანიზმისა და შესაბამისი პროცედურების შექმნა. ღია მონაცემების პორტალის შემუშავება; ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში; მსხვილ სახელმწიფო და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ორგანიზაციებში ინციდენტების გამოვლენის ზრდა.

მიღწეული საბოლოო შედეგები

მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული სახელმწიფო ორგანიზაციების რაოდენობა; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში წინა წელთან შედარებით 6-ჯერ გაზრდილი ტრანზაქციების ჯამური რაოდენობა; მოქალაქის პორტალზე სრულად რეალიზებული მოქალაქის ფუნქციონალი, ინტეგრირებული ახალი სერვისები; განახლებული ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის განვითარების პროცესი. იმპორტის პარალელურად დაიწყო ექსპორტის პროცესების სრული ავტომატიცაზია; მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში ჩართული ახალი სუბიექტები, გაზრდილი დოკუმენტბრუნვა; სახელმწიფო დაწესებულებიდან ღია მონაცემების პორტალზე (data.gov.ge) გამოქვეყნებული მონაცემები. შემუშავებული პორტალის განვითარების პროექტი და დეტალური სამოქმედო გეგმა; დაწყებულია ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვა სახელმწიფო დაწესებულებებსა და კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებში.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

2015 წელს მონაცემთა გაცვლის ინფრასტრუქტურაში დამატებით ჩაერთო 26 ახალი ორგანიზაცია. ამ პერიოდში ინფრასტრუქტურაში ტრანზაქციების რაოდენობამ გადააჭარბა 55 მილიონს; მოქალაქის პორტალზე არსებული სახელმწიფო სერვისებიდან ინტეგრირებულია 56 სერვისი. ასევე, თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს, პორტალიდან გადაიხადოს 80-მდე კომუნალური და სხვა სახის გადასახადი. სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის

61

Page 62:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

ელექტრონულად გამოთხოვნის სერვისით „My.gov.ge“-ს მეშვეობით 2015 წელს სახელმწიფო დაწესებულებებში გაგზავნილია 584 წერილი; ჩატარდა ექსპედიტორების ტრენინგი ერთიანი სავაჭრო ქსელის სისტემის გამოყენებაში, რომელსაც ესწრებოდა 40-მდე ექსპედიტორი; 2015 წლის 12 თვეში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სახელმწიფო ინფრასტრუქტურის გავლით გაიგზავნა 344 183 ოფიციალური ელექტრონული დოკუმენტი; რეალიზებულია და რეალურ რეჟიმში გაშვებულია პორტალი − data.gov.ge. პორტალზე 2015 წელს ჯამურად ატვირთულია 207 მონაცემთა ცხრილი, სულ ღია მონაცემების პორტალზე განთავსებულია 263 ცხრილი. ჩამოტვირთვების ჯამურმა რაოდენობამ წლის განმავლობაში გადააჭაბა 20 000-ს; 2015 წელს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დანერგილია 2 უწყებაში (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ეროვნული ბანკი), დანერგვა მიმდინარეობს კრიტიკული ინფორმაციული სისტემების 13 სუბიექტში. ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემის დანერგვაში მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სპეციალისტებმა 2015 წელს კონსულტაცია გაუწიეს 15 ორგანიზაციას. OTRS სისტემის ამუშავების შემდეგ, 2015 წელს, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტებში დაფიქსირდა 471 ინციდენტი.

პროგრამა 6.17. ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება (პროგრამული კოდი 26 10)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებუ

ლი მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინ

ებული მოცულობა

წლიური საკასო შესრულ

ება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან მიმართები

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 10

ნორმატიული აქტების

სისტემატიზაცია და მთარგმნელობითი

ცენტრის

900.0 387.7 384.4 99% 2,191.5

62

Page 63:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

განვითარება

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებასა და შემდგომ ანგარიშგებასთან დაკავშირებული ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობის ქართულ ენაზე თარგმნას; ასევე, საქართველოს კანონმდებლობის/კანონპროექტების ინგლისურ ენაზე თარგმნას.

მთარგმნელობითი საქმიანობის პარალელურად, ჩატარდა ორი სატრენინგო პროგრამა:

1) სატრენინგო პროგრამის − „ქართულიდან ინგლისურად იურიდიული თარგმნის უნარის განვითარება“ − ფარგლებში გადამზადდა 25 თანამშრომელი, რომლებმაც, ასევე, გაიარეს მოსამზადებელი კურსი და წარმატებით ჩააბარეს გამოცდა „ILEC“-ში (საერთაშორისო სერტიფიკატი იურიდიულ ინგლისურში);

2) ევროკავშირის პროექტის − „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საქართველოში“ − ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი მთარგმნელობითი კომპიუტერული პროგრამა “SDL Trados Studio”-ს გამოყენებაში.

„SDL Trados Studio“-ს სერვერზე განთავსდა ერთიანი მთარგმნელობითი მეხსიერება (TM) და ერთიანი ტერმინოლოგიური ბაზა (TB). ხდება მათი პერიოდული განახლება.

ამასთან, 2015 წლის ივნისში ცენტრის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის პროექტის − „კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საქართველოში“ − ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგ-სემინარში თემაზე − „ევროკავშირის კანონმდებლობა და ევროკავშირის ნორმებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესი“ და სექტემბერში ამავე პროექტის ფარგლებში სასწავლო ვიზიტით გაემგზავრნენ ესტონეთში.

ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობით დაწყებული ტრენინგი „ქართულიდან ინგლისურად იურიდიული თარგმნის უნარის განვითარების პროგრამა“ წარმატებით დასრულდა 2015 წლის 11 ნოემბერს, მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისო დონის კემბრიჯის ILEC სერტიფიკატები. 25-დან 10 თანამშრომელი ტრენერად გადამზადდა, რომლებიც თარგმნა/რედაქტირებასთან ერთად მოამზადებენ ახალ კადრებს.

63

Page 64:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დასახული საბოლოო შედეგები

ტერმინოლოგიაზე მუშაობის შემუშავებული მეთოდი და შექმნილი, სისტემატიზებული და ადმინისტრირებული ტერმინოლოგიური ბაზა; ნათარგმნი დოკუმენტებისა და საჯარო ტერმინოლოგიური ბაზის ხელმისაწვდომობა; თარგმანის ხარისხის მართვის მექანიზმის დანერგვა.

მიღწეული საბოლოო შედეგები

ნათარგმნი/რედაქტირებული აქტების საფუძველზე ტერმინოლოგიური ბაზის განახლება და სრულყოფა; საკანონმდებლო აქტების ინგლისურ ენაზე გეგმურად თარგმნა, რედაქტირება, სისტემატიზაცია, კონსოლიდირება და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე განთავსება; ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა/რედაქტირება.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

საანგარიშო პერიოდში ტერმინოლოგიურ ბაზას დაემატა 2 000 ახალი ტერმინი; საანგარიშო პერიოდში ითარგმნა 88 საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტი, ასევე, მათში შეტანილი და შესატანი ცვლილებების პროექტები, ჯამურად − 3 819 გვერდი; ხელმისაწვდომობა − 100%. საანგარიშო პერიოდში ითარგმნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ქვედანაყოფიდან (586 გვერდი) და სხვა სამთავრობო სტრუქტურებიდან მიღებული (324 გვერდი) ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული დოკუმენტები. თარგმნის სიზუსტე − 100%. 2015 წლის განმავლობაში სულ ითარგმნა 4 729 გვერდი.

64

Page 65:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა 6.19. იუსტიციის სახლის მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 09)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „იუსტიციის სახლი“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინე

ბული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან მიმართები

საკუთარი სახსრებიდ

ან მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 09

იუსტიციის სახლის

მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

500.0 500.0 496.6 99% 27,672.0

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სახლის ფარგლებში თავმოყრილ სერვისებს დაემატა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები: სახელმწიფო უძრავი და მოძრავი ქონების, წილებისა (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში) და აქციების (სააქციო საზოგადოების შემთხვევაში) პირდაპირი მიყიდვის ან აუქციონის ფორმით პრივატიზება, ქონების სარგებლობაში ან მართვის უფლებით გადაცემა.

65

Page 66:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სახლს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იუსტიციის სახლში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე შესაძლებელია ვიზების გაცემა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში აიღონ საზღვარგარეთ გასამგზავრებლად საჭირო ორი მნიშვნელოვანი დოკუმენტი − პასპორტი და სამოგზაურო დაზღვევის პოლისი. აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებით იუსტიციის სახლის ყველა ოპერატორს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგი.

იუსტიციის სახლის ოპერატორების მიერ შესრულებული ტრანზაქციების დროის შემცირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების გაზრდის მიზნით განხორციელდა სამუშაო პროგრამების ოპტიმიზაცია. კერძოდ, ეს ამოცანებია:− საქართველოს ეროვნულ არქივში შემოსული განცხადების მიღების და გადაგზავნის პროცედურის გამარტივება;− DCM პროგრამაში დახარვეზების დროს, უკვე გაკეთებული განაცხადის დახარვეზების შემთხვევაში, რედაქტირების, დამატებითი დოკუმენტაციის დასკანერების/მიბმის საშუალება;− DCM პროგრამაში პრიორიტეტის შეცვლის შესაძლებლობა დაჩქარების შემთხვევაში;− CRA პროგრამაში გადავადებული საქმის დასრულების შემდგომ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქციის დამატება;− ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის რეგისტრაციის მისამართის ცვლილების შესაძლებლობა;− დროებითი ბინადრობის მოწმობის აღების დროს თანამემამულის სტატუსის შენარჩუნება;− სტუდენტური სტატუსის დატანის შესახებ განაცხადის უარით დასრულების შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, როდესაც სტუდენტი ითხოვს წარმოების შეწყვეტას და ID ბარათის უკან დაბრუნებას, პროგრამულად ID ბარათის გაცემის ფაქტის დაფიქსირება ხელმოწერით;− საჯარო რეესტრის დახარვეზებული სარეგისტრაციო წარმოების შემთხვევაში, პროგრამულად თანხის დამატების დაფიქსირების საშუალება;− სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა;− სამეწარმეო რეესტრში საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ დაჩქარების საშუალება;− ყადაღისა და გირავნობა/ლიზინგის პროგრამაში დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ჩაბარების პუნქტის დამატება;− სამეწარმეო რეესტრში საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ დაჩქარების შესაძლებლობა.

განხორციელდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სერვისების შესწავლა, ინსტრუქციებისა და იუსტიციის სახლში მოცემული სერვისების მომხმარებლებისთვის მიწოდების შესაბამისი პროცედურის ჩამოყალიბება. მერიის არქიტექტურის სერვისებში

66

Page 67:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

იგულისხმება ქალაქგეგმარებითი დასკვნა მიწის ნაკვეთების გამიჯვნის შესახებ, მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის დადგენილი მიწის საზღვრების ნაკვეთის კორექტირება ფართის უცვლელად, ცვლილება სამართლებრივ აქტში (ტექნიკური მაჩვენებლების ცვლილება). თითოეული სერვისის მომხმარებლებისთვის მიწოდების პროცედურებში მომზადდნენ თბილისის იუსტიციის სახლის წინა ხაზის ოპერატორები.

ტექნიკურად და პროგრამულად დაიხვეწა „ჯასთ დრაივი“, რაც გულისხმობს მომხმარებლებისთვის მზა დოკუმენტების მიღებას. კერძოდ, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, თბილისის იუსტიციის სახლის გვერდით მდებარე „ჯასთ დრაივისთვის“ გამოყოფილი სპეციალური ოთახიდან ოპერატორების დახმარებით ავტომობილიდან გადაუსვლელად აიღონ იუსტიციის სახლში მომზადებული დოკუმენტები.

საანგარიშო პერიოდში იუსტიციის სახლმა აქტიური მუშაობა დაიწყო ფილიალებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ადეკვატური გარემოს შექმნასთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში გამოვლინდა ის მოთხოვნები და საჭიროებები, რომელთა განხორციელება უზრუნველყოფს შშმ პირებისთვის იუსტიციის სახლის ფილიალების ხელმისაწვდომობას. გაკეთდა პანდუსი, რომელიც კიდევ უფრო ადაპტირებულს ხდის იუსტიციის სახლს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. აღნიშნულ პერიოდში დაიგეგმა, ასევე, ტრენინგები იუსტიციის სახლის ოპერატორებისთვის, შესაბამისი ტერმინოლოგიისა და ეტიკეტის სწავლების მიზნით.

შეიქმნა და დაინერგა პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც აღირიცხება მომხმარებელთან უკუკავშირი, რაც, თავის მხრივ, იუსტიციის სახლის ფარგლებში გასაწევი სერვისების შემდგომ გაუმჯობესებასა და მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტის დოკუმენტის გადახედვა/დამუშავება მისი გაუმჯობესების მიზნით და დამტკიცდა განახლებული ვერსია. სატელეფონო მომსახურების სამსახურისათვის მომზადდა დატვირთულობის სტანდარტი.

გაეშვა იუსტიციის სახლის ახალი და ინოვაციური ვებგვერდი, რისთვისაც მომზადდა აფხაზურენოვანი ინტერფეისი. ახალი ვებგვერდის სრულყოფის მიზნით დაიხვეწა და მომზადდა ვებგვერდის რუსული და ინგლისური ვერსიები, ასევე, მოხდა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა“ და სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“

67

Page 68:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

50-მდე ონლაინსერვისის ადაპტაცია. დასრულდა ვებგვერდის შინაარსობრივი ნაწილის გამართვა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.

საანგარიშო პერიოდში განხორციელდა იუსტიციის სახლის ბათუმის, ქუთაისის, გორის, ფოთისა და ყაზბეგის ფილიალებში წინა ხაზის თანამშრომლების ტრენირება, გადამზადება, კონსულტაციის გაწევა მომხმარებლების პორტალზე (my.gov.ge) რეგისტრაციასთან დაკავშირებით; ასევე, იუსტიციის სახლის თბილისის, რუსთავისა და მარნეულის ფილიალების თანამშრომელთა გადამზადება რუსულ და ინგლისურ ენებში.

იუსტიციის სახლის აქტივობებთან დაკავშირებით მომზადდა 44 საინფორმაციო ბანერი ონლაინმედიისთვის, ასევე, შეიქმნა და დამზადდა პროდუქტების შესახებ მოდულარული კედლები; დაიბეჭდა განახლებული დიზაინის საიმიჯო ბროშურები და არასტანდარტული საინფორმაციო ბუკლეტები; შეიცვალა მომხმარებლის ხმის ყუთის დიზაინი; შეიქმნა „ჯასთ-ტაქსის“ ბრენდინგი.

განხორციელდა უფასო ID ბარათების გაცემისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტზე მიმდინარე აქციის მარკეტინგული და პიარკამპანია.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა თბილისის იუსტიციის სახლის გადახურვის მე-9 პეტალის ქვედა მოსახვის და ლითონკონსტრუქციების კვანძების სარეაბილიტაციო სამუშაოები; გაძლიერდა ზედა მოსახვის კონსტრუქციები. საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, მოხდა საავარიო კარებების დამატება. თბილისის იუსტიციის სახლის სახურავში დამონტაჟდა ძალოვანი კაბელი, რომელიც მომავალში იქნება გამოყენებული როგორც სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, ისე განათების მოსაწყობად. თბილისის იუსტიციის სახლის მიმდებარედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის მოეწყო პანდუსი და ღია ავტოსადგომი, ხოლო თბილისის იუსტიციის სახლის ღია ავტოსადგომზე − საგზაო ნიშნები და მოძრაობის შემზღუდველი ბარიერები.

ქუთაისის იუსტიციის სახლში შესრულდა საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო და გზის გაფართოების სამუშაოები. მარნეულის იუსტიციის სახლის ცენტრალურ შესასვლელთან გაკეთდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ასასვლელი პანდუსი შესაბამისი შესასვლელი კარით. მესტიის ფილიალში განხორციელდა სარემონტო სამუშაოები, რის შედეგადაც ფილიალს დაემატა სასაწყობე ფართი და დამატებითი ოთახები, შეიცვალა დაზიანებული მინაპაკეტი.

68

Page 69:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დასრულდა თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები; შენობები აღიჭურვა საჭირო ავეჯით, ტექნიკითა და ინვენტარით. საანგარიშო პერიოდში გაიხსნა თიანეთისა და ყაზბეგის იუსტიციის სახლები, დასრულდა ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა და აღჭურვა, რომელიც გადაეცა სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“.

საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა ბორჯომის, ონისა და ლაგოდეხის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები. დასრულდა ონის იუსტიციის სახლის ლითონკონსტრუქციების სამონტაჟო და გადახურვის სამუშაოები, ბორჯომის იუსტიციის სახლის შენობის კარკასის და გადახურვის სამუშაოები და ლაგოდეხის იუსტიციის სახლის მზიდი კონსტრუქციების სამშენებლო სამუშაოები.

დასახული საბოლოო შედეგები

მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, მათთვის სერვისის მაღალკვალიფიციური მიწოდება; კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი; იუსტიციის სახლში არსებულ სიახლეებზე ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი; იუსტიციის სახლის კონცეფციის გაზიარება დაინტერესებული უცხო სახელმწიფოებისათვის; იუსტიციის ახალი სახლები სხვადასხვა ადმინისტრაციულ ცენტრში: ფოთში, მცხეთაში, თიანეთში, ყაზბეგში, ბორჯომში, სამტრედიაში, ლაგოდეხში.

მიღწეული საბოლოო შედეგები

მომხმარებლებისთვის მიწოდებული მაღალკვალიფიციური სერვისი; კმაყოფილი მომხმარებლების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი; განხორციელებული აქტივობების შედეგად (სხვადასხვა მარკეტინგული თუ პიარღონისძიებები) იუსტიციის სახლში არსებულ სიახლეებზე ინფორმირებული მომხმარებლების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი; საანგარიშო პერიოდში მიღებული მრავალრიცხოვანი დელეგაციები; იუსტიციის სახლის ახალაშენებული და აღჭურვილი ფილიალები; იუსტიციის სახლის მშენებარე ფილიალები.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

69

Page 70:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

2015 წელს კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტესტირებაში თანამშრომელთა 99.5%-მა გადალახა მინიმალური ზღვარი; 2015 წელს მისტიური მომხმარებლის კვლევის საშუალო ქულამ შეადგინა − 93.82; 2015 წელს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის საფუძველზე მომხმარებელთა კმაყოფილების დონემ შეადგინა − 86%; საანგარიშო პერიოდში მიღებულია 385 დელეგაცია; 32 დელეგაციისთვის, მათივე დაინტერესებიდან გამომდინარე, ჩატარდა დეტალური პრეზენტაცია (ამ ეტაპზე მემორანდუმი არ გაფორმებულა); საანგარიშო პერიოდში გაიხსნა ლენტეხის საზოგადოებრივი ცენტრი და იუსტიციის სახლის სამი ახალი ფილიალი ფოთში, თიანეთსა და ყაზბეგში; მიმდინარეობს ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის იუსტიციის სახლების სამშენებლო სამუშაოები.

70

Page 71:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პროგრამა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 11)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“

ათასი ლარი

პროგრამული კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფ

ო ბიუჯეტით დამტკიცებ

ული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინებ

ული მოცულობა

საანგარიშო

პერიოდის საკასო

შესრულება

საკასო შესრულების % წლიურ დაზუსტებუ

ლ გეგმასთან მიმართები

საკუთარი სახსრებიდ

ან მიმართული თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 11

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს

მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

44,173.1

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში „ძველი სარეგისტრაციო მასალების დამუშავებისა და საარქივო მასალების დიგიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში დასკანირდა, ელექტრონულ ბაზაში აიტვირთა და ლილოს არქივში განთავსდა 11 000-ზე მეტი საქაღალდე, მათ შორის, ფოთის, თერჯოლის, წალკის, ვანის, ჭიათურის, ხონის, სამტრედიის, მარნეულის, ლანჩხუთის, ამბროლაურის, ონის, ხელვაჩაურის, კასპის, მარტვილის, ბათუმისა და ჩოხატაურის რაიონებში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებების დოკუმენტები; დასკანირდა 10 000-ზე მეტი საქაღალდე, მათ შორის, გარდაბნის, თერჯოლის, მცხეთის, ქობულეთის, მარნეულის, ჭიათურის, ხელვაჩაურისა და დუშეთის რაიონებში უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლებების დოკუმენტები; ნაწილობრივ დასკანირდა ბაღდათში არსებული მასალები. პროექტის ფარგლებში სულ დაარქივდა 34 900-მდე საქაღალდე, დასამუშავებელი რჩება 23 200-ზე მეტი საქაღალდე; დასკანირდა 58 200-ზე მეტი საქაღალდე, ხოლო დასასკანირებელი რჩება 39 000 საქაღალდე.

71

Page 72:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

„ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის“ პროექტის ფარგლებში დასრულდა ყველა რეგიონის ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დამუშავება, გარდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებისა და აჭარის რეგიონის ნაწილისა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში:

არქივირებულია 222 100-ზე მეტი სუბიექტის 243 800-ზე მეტი საქმე; სკანირებულია 217 900-მდე სუბიექტის 242 900-ზე მეტი საქმე; აღრიცხულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული, ბაზაში აუსახველი 14 700-ზე მეტი სუბიექტის საქმე, რომლებზეც მიმდინარეობს კვლევა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

„ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემთა დასკანირებისა და ელექტრონული არქივის შექმნის პროექტის“ ფარგლებში ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში არსებული ქაღალდის დოკუმენტაცია ექვემდებარება ცენტრალიზაციას − ლილოში არსებულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსებას. ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სამეწარმეო რეესტრისა და ტექბიუროს არქივების ცენტრალიზება. ცენტრალიზებულია უძრავ ქონებაზე უფლებათა რეესტრის არქივის 100%, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის არქივის 100% და საქმისწარმოების დოკუმენტაციის 95%. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში გადმოტანილი არქივების აღწერისა და დახარისხების სამუშაოების 82% უკვე დასრულებულია. კერძოდ, დასრულდა ქუთაისიდან − იმერეთის რეგიონის, ახალციხიდან − სამცხე-ჯავახეთის რეგიონის არქივების ლილოში გადმოტანა. საანგარიშო პერიოდში სამუშაოები შესრულდა შემდეგი მიმართულებებით:

ტექნიკური აღრიცხვის არქივი − სულ 22 000 არასტანდარტული საქაღალდე. 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით დასკანირდა 12 900 საქაღალდე, მათ შორის, საანგარიშო პერიოდში − 5 300 საქაღალდე;

ქონების ძველი სარეგისტრაციო დოკუმენტების არქივი − სულ 98 300-ზე მეტი საქაღალდე; ელექტრონულ ბაზაში სულ აღწერილია 81 000 საქაღალდე, აქედან 2015 წლის განმავლობაში − 14 500 საქაღალდე. დასრულდა სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში არსებული ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტების არქივების გადმობარება და თბილისში გადმოტანა.

72

Page 73:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საანგარიშო პერიოდში დასრულდა თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის დოკუმენტების ლილოს არქივის სამსახურში გადატანა. აღნიშნული რეგიონების მიმდინარე სარეგისტრაციო დოკუმენტების არქივის დაკომპლექტებამ უკვე ცენტრალიზებული სახე მიიღო.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა აჭარის ავტომონიურ რესპუბლიკაში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაცია, სქემატური ნახაზებისა და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა; სამტრედია-წყალტუბო-ხონის მუნიციპალიტეტებში, თერჯოლა-ვანი-ბაღდათი-ხარაგაული-ზესტაფონის მუნიციპალიტეტებსა და საჩხერე-ჭიათურა-ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარე სამისამართო ერთეულების აღწერა-ინვენტარიზაცია, სქემატური ნახაზების დამზადება და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა.

დასრულდა სახელმწიფო სანიველირე ნიშნების მოკვლევა შემდეგ მონაკვეთებზე: ანაკლია-ზუგდიდი-სენაკი-სამტრედია-სუფსა-ფოთი; ფოთი-სენაკი; უღელტეხილი ბოღვაჩოს ღელე-მდ. ასსა; თბილისი-ქსანი; თბილისი-მანგლისი; თბილისი-მარნეული-სადახლო; მარნეული-საფარლო; საფარლო-დმანისი და საფარლო-საათლო; კახეთის რეგიონი; ძველი სენაკი-ბანძა-სამტრედია-ზესტაფონი-საჩხერე; ხონი-ქუთაისი-ამბროლაური-ონი-შოვი; ურეკი-ბათუმი-ქედა-გოდერძის უღელტეხილი−უდე-ზეკარის უღელტეხილი− ბაღდათი-ჩოხატაური. შესყიდულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი მუდმივმოქმედი GGNSS სადგურების ქსელისთვის სათადარიგო აღჭურვილობა. დასრულდა ხობის, წალენჯიხის, გალის მუნიციპალიტეტებისა და ზუგდიდის ტერიტორიების სატელიტური სურათების გადაღება და მათი დამუშავება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა“ და ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს ერთობლივი პროექტის − „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის − საქართველოს ორთოფოტო“ − ფარგლებში. ნორვეგიულ მხარესთან ერთად გამოვლინდა ქვეყნის ერთიანი აეროფოტოგადაღებისათვის გამარჯვებული კომპანია. განხორციელდა უპილოტო საფრენი აპარტისა და გეოდეზიური ხელსაწყოების შეძენა, ასევე, სანიველირე ქსელის მოკვლევა.

საანგარიშო პერიოდში დასრულდა ხაშურის, ნინოწმინდის, ცაგერისა და თეთრიწყაროს სარეგისტრაციო ოფისების სამშენებლო სამუშაოები, ბაღდათის ოფისის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა ნაწილი; განხორციელდა თიანეთისა და ხაშურის სარეგისტრაციო სამსახურების ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთება და გაიზარდა ცაგერის, ხაშურის, ნინოწმინდის, ლენტეხის, თიანეთისა და თეთრიწყაროს ელექტროენერგიის სიმძლავრეები.

დიდი ლილოს ტერიტორიაზე აშენდა სარეზერვო მონაცემთა მართვის ცენტრი. შეძენილ იქნა სასერვერო აპარატურა და განახლდა პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები.

73

Page 74:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

განხორციელდა ქ. გორის ტერიტორიაზე დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების ზუსტი იდენტიფიკაციის სამუშაოები; დასრულდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სამოქმედო პიარგეგმის შემუშავება.

სასერვერო ინფრასტრუქტურის გაძლიერების მიზნით საანგარიშო პერიოდში განხორციელდა ელექტრონული სერვისების უტყუარობისა და სანდოობის დამოწმების უზრუნველმყოფი 2 ერთეული კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების wildcard (SSL) სერტიფიკატის შეძენა. გაფორმდა ხელშეკრულებები სასერვერო ტექნიკისა და აპარატურის, „RIPE NCC“-ში გაწევრების მეშვეობით დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსებით − IP მისამართებით სარგებლობის უფლების, ასევე, კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების სერტიფიკატის, სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკისა და აქსესუარის შეძენასთან დაკავშირებით.

დასახული საბოლოო შედეგები

განსახორციელებელი პროექტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განახლებული ინფრასტრუქტურა; მონაცემთა დამუშავების სიჩქარის გაზრდა, საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარდაჭერა, სამისამართო სისტემის სრულყოფილი ბაზის შექმნა, ციფრული მონაცემების უზუსტობის გამორიცხვა, ელექტრონულ არქივზე დაინტერესებული პირების წვდომის ამაღლება, შემცირებული დავები მესაკუთრეთა შორის; ქვეყნის ტერიტორიაზე ერთგვაროვანი და უზუსტესი ადგილმდებარეობისა და სიმაღლის განსაზღვრის შესაძლებლობა ძალიან სწრაფად GPS მოწყობილობის მეშვეობით; ტოპოგრაფიული რუკების შექმნა; სხვადასხვა ობიექტის (ჰეს-ების, გზების, რკინიგზების და სხვა) დაპროექტება და მშენებლობა ნაკლები დანახარჯებით; ცენტრალიზებული ელექტრონული არქივი, ერთიან საძიებო სისტემაში კონსოლიდირებული დოკუმენტები, მომხმარებელზე ორიენტირებული სარეგისტრაციო პროცედურები, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების მხარდაჭერა.მიღწეული საბოლოო შედეგები

გარემონტებული სარეგისტრაციო სამსახურების შენობები; განახლებული კომპიუტერული ტექნიკა, სასერვერო ინფრასტრუქტურა და პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზიები; მოწესრიგებული სამისამართო სისტემა;

74

Page 75:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მოკვლეული სანიველირე ნიშნები; მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურები განახლებული სახელმწიფო გეგმური გეოდეზიური ქსელებითა და გრივიმეტრიული პუნქტებით; გადაღებული და დამუშავებული სატელიტური სურათები; დამუშავებული სარეგისტრაციო მასალები, ელექტრონული არქივი და დიგიტალიზებული დოკუმენტების ერთიანი საძიებო სისტემა.

საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

აშენდა 4 სარეგისტრაციო ოფისი (ხაშური, ნინოწმინდა, ცაგერი და თეთრიწყარო), დასრულდა ბაღდათის ოფისის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ნაწილი, განხორციელდა 2 სარეგისტრაციო სამსახურის (თიანეთი, ხაშური) ბუნებრივი აირის ქსელზე მიერთება; გაიზარდა 6 სარეგისტრაციო სამსახურის (ცაგერი, ხაშური, ნინოწმინდა, ლენტეხი, თიანეთი, თეთრიწყარო) ელექტროენერგიის სიმძლავრეები; აშენდა სარეზერვო მონაცემთა მართვის ცენტრი; შესყიდულ იქნა კრიპტოგრაფიული უსაფრთხოების wildcard (SSL) სერტიფიკატი და დამოუკიდებელი ინტერნეტრესურსებით (IP მისამართებით) სარგებლობის უფლება; განხორციელდა იმერეთის რეგიონის  11 მუნიციპალიტეტსა (176 556 სამისამართო ერთეული) და აჭარის რეგიონის 3 მუნიციპალიტეტში (38 465 სამისამართო ერთეული) არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერა-ინვენტარიზაცია; მოკვლეულ იქნა 565 სანიველირე ნიშანი; დაზუსტდა გორის ტერიტორიაზე საკადასტრო მონაცემები; განხორციელდა ხობის, წალენჯიხის, გალის მუნიციპალიტეტებისა და ზუგდიდის ტერიტორიების სატელიტური სურათების გადაღება; შესყიდულ იქნა მუდმივმოქმედი GGNSS სადგურების ქსელისთვის სათადარიგო აღჭურვილობა; „ძველი სარეგისტრაციო მასალების დამუშავებისა და საარქივო მასალების დიგიტალიზაციის“ პროექტის ფარგლებში დამუშავდა 11 273 საქაღალდე და დასკანირდა 10 852 საქაღალდე, „ინდივიდუალურ მეწარმეთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ელექტრონული არქივის შექმნის“ პროექტის ფარგლებში დაარქივდა 222 148 სუბიექტის 243 825 საქმე (4 262 საქაღალდე) და დასკანირდა 217 862 სუბიექტის 242 956 საქმე (4 918 საქაღალდე); დასკანირდა ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემთა 5 300 საქაღალდე; ქონების რეესტრის სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონულ ბაზაში აღიწერა 14 500 საქაღალდე.

75

Page 76:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

76

Page 77:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

პრიორიტეტი 11. სასამართლო სისტემაპროგრამა აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა (პროგრამული კოდი 26 12)პროგრამის განმახორციელებელი − სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“

ათასი ლარი

პროგრამულ

ი კოდი

დასახელება

წლიური სახელმწიფ

ო ბიუჯეტით დამტკიცებ

ული მოცულობა

წლიური სახელმწიფო

ბიუჯეტის დაზუსტებული

გეგმით გათვალისწინე

ბული მოცულობა

წლიური საკასო

შესრულება

საკასო შესრულების

% წლიურ დაზუსტებულ გეგმასთან

მიმართებით

საკუთარი სახსრებიდა

ნ მიმართული

თანხები (ასეთის

არსებობის შემთხვევაშ

ი)

26 12

აღსრულების ეროვნული

ბიუროს მომსახურებათა განვითარება და

ხელმისაწვდომობა

26,486.1

საანგარიშო პერიოდში პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების მოკლე აღწერა

საანგარიშო პერიოდში სააღსრულებო, გამარტივებული წარმოების, გადახდისუუნარობისა და ფაქტების კონსტატაციის მომსახურება გაეწია ყველა დაინტერესებულ პირს. აღნიშნული მომსახურების ხარისხის მდგრადი გაუმჯობესების მიზნით აღსრულების ეროვნულ ბიუროში გატარდა რეფორმები, კონკრეტულად, განვითარდა სააღსრულებო პროცესში ქონების შეფასების მხარდამჭერი ფუნქცია, მოხდა საქმეთა ხელახალი რედისტრიბუცია სააღსრულებო ბიუროების მიმდინარე და გართულებული საქმისწარმოების ჯგუფებს შორის, განხორციელდა ცვლილებები სააღსრულებო საქმისწარმოების პროგრამაში.

სააღსრულებო მომსახურების გაუმჯობესება ბიუროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სააღსრულებო მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფას. ბიუროს მიერ მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ინფორმირების მიზნით დაინერგა SMS სერვისი, რომლის საშუალებითაც

77

Page 78:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

მოქალაქეს (სურვილის შემთხვევაში) შესრულებული კორესპონდენციის შესახებ ეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინება დოკუმენტის დამზადებისთანავე. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ბიუროს მიერ შეიქმნა განწილვადების ელექტრონული პროგრამა, რაც მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მოქალაქეებისათვის ფულადი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგისა და კონტროლის თვალსაზრისით; ეხმარება მათ, თავიდან აირიდონ ვალდებულებების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული ნეგატიური შედეგები. აღმასრულებლებისათვის შეიქმნა ერთიანი მონაცემთა ბაზა საწყობსა და ავტოსადგომებზე არსებული მოძრავი ქონების შესახებ, რაც აღსრულების პროცესში ჩართულ პირებს (თანამშრომლებს) უადვილებს ინფორმაციის მოძიებას (დაკავებული ან/და მოვალის საცხოვრებელი სახლიდან გამოტანილი) ქონების შესახებ.

საანგარიშო პერიოდში მრავალი სააღსრულებო საქმე დასრულდა მორიგებით. სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით ხდებოდა მხარეთათვის შესაძლო ნეგატიური შედეგების შერბილება. მხარეთა ინტერესების დაცვის მხრივ განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, რაც გულისხმობს ანალიზების, რეკომენდაციებისა და ანგარიშების მომზადებას; მხარეებთან შეხვედრების ჩატარებას. რეალიზებული მნიშვნელოვანი აქტივობებიდან, ასევე, აღსანიშნავია, ბიუროს ექსპერიმენტული გადაწყვეტა − მოსინჯოს სოციალური მუშაკების სააღსრულებო პროცესში ჩართვა, რისთვისაც მომზადდა სპეციალური სატრენინგო მასალები და მიღებული კომპეტენციის შემოწმების მექანიზმები სოციალური მუშაკებისთვის.

საანგარიშო პერიოდში პრევენციული კამპანიის ფარგლებში განხორციელდა ერთადერთი საცხოვრებლის იპოთეკური სესხით დატვირთვის რისკების სრულ გაცნობიერებაზე ორიენტირებული ვიდეორგოლის მთავარი მაუწყებლების ეთერში განთავსება. რეგულარულად ხდებოდა სხვადასხვა სერვისსა და აღსრულებაზე საინფორმაციო ბუკლეტების, ტრიპლეტებისა და ფლაერების დამზადება და დისტრიბუცია.

2015 წლის განმავლობაში აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის აქტიურად გამოიყენებოდა ყველა ცნობილი სოციალური მედიასაშუალების ანგარიში. აღსრულების ეროვნული ბიურო ბოლო ერთი წელია, აქტიურად ატარებს პრევენციულ კამპანიას ფინანსურ ვალდებულებებსა და მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. დამატებითი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით მომზადდა პრევენციული ხასიათის გრაფიკული ვიდეოები, რათა მოქალაქეები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაიწყო

78

Page 79:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

და წარმატებით გრძელდება საპილოტე პროგრამა, რომელიც საჯარო სკოლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარების ჩატარებას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ პრევენციული კამპანიის პროექტი შვედეთის სამეფოს ეროვნული სააღსრულებო სააგენტოს დახმარებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამის დაფინანსებით ხორციელდებოდა და მისი მიზანი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ვალაუვალობისა და ფულად-საკრედიტო ვალდებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. აღნიშნულ პროექტში უკვე ჩაერთო თბილისის 5 სხვადასხვა საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის 218 მოსწავლე.

საანგარიშო პერიოდში შემუშავდა დეპონირების, სესხების მონიტორინგისა და ვალების შემსუბუქების მომსახურებების კონცეფცია; გაიწერა პროექტის იმპლემენტაციისთვის საჭირო ღონისძიებები და მოხდა პროექტის დადებითი მხარეების იდენტიფიცირება.

განსაკუთრებით აღსანიშნავია აღსრულების ეროვნული ბიუროს აქცენტირება საკონსულტაციო მომსახურების გაუმჯობესების საკითხებზე. საანგარიშო პერიოდში შეირჩა და სპეციალური პროგრამების მეშვეობით გადამზადდა დამატებითი პერსონალი სატელეფონო საინფორმაციო ცენტრისა და მისაღების სივრცეში საკონსულტაციო სერვისების გაძლიერების მიზნით. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მოქალაქეთა საშუალო ლოდინის დრო. აღნიშნულ სერვისთან ერთად დაინერგა ჯავშნის სერვისი. კერძოდ, დაინტერესებულ მოქალაქეს შეუძლია, ბიუროს თანამშრომელთან დაჯავშნოს შეხვედრა სატელეფონო ზარის მეშვეობით. განხორციელებული ცვლილებების შედეგად სატელეფონო კონსულტანტები სამუშაო დროის განმავლობაში უკავშირდებიან მოვალეებს მათ წინააღმდეგ წარმოებაში არსებულ საქმეთა შესახებ ინფორმირების მიზნით. აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ოფისში მყოფ კონსულტანტებს დაევალათ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებული განცხადებების რეგისტრაცია კონსულტაციის ეტაპზე. ამასთან, მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მოქალაქეთა მისაღებში შეიქმნა სწრაფი მომსახურების სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს დოკუმენტების მცირე დროში გაცემას. ვინაიდან ყველა ტერიტორიულ ბიუროს აქვს რეგიონული მცირე ოფისი, ხოლო აღნიშნულ ოფისებში აღმასრულებლები მუდმივად არ იმყოფებიან, დაწესდა მოქალაქეთა მიღების საათები, ამასთან, დაევალათ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიღება (მათ შორის, სააღსრულებო ფურცლების). საანგარიშო პერიოდში ბიუროს მიერ შემუშავდა და მიღებულ იქნა ბიუროს თანამშრომლებისათვის მომსახურების სტანდარტის დოკუმენტი.

79

Page 80:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის (Development of Enforcement Legislation Project in Georgia) ძალისხმევის შედეგად შესაძლებელი გახდა ევროპული სტანდარტების შესაბამის აღსრულების კოდექსზე მუშაობის დაწყება და პირველი სამუშაო ვერსიის მიღება. ახალი კოდექსის მიზანია, უზრუნველყოს ეფექტური, სამართლიანი და პროპორციული აღსრულება; დაიცვას როგორც კრედიტორის, ისე მოვალის უფლებები.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში საკანონმდებლო განვითარების მიზნით დაიწყო მუშაობა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმირებაზე. ცვლილების ძირითადი მიზანია, აქცენტი გაკეთდეს გადახდისუუნარო საწარმოების რეაბილიტაციაზე; მაქსიმალურად იყოს დაცული ფრთხილი ბალანსი ლიკვიდაციასა და რეორგანიზაციას შორის, რაც გაკოტრების სფეროში ეფექტური და მიუკერძოებელი გადაწყვეტილებების მიღებას უზრუნველყოფს.

დასახული საბოლოო შედეგები

მიწოდებული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება; მიღებული სააღსრულებო მომსახურებით მომხმარებელთა კმაყოფილების დონის გაზრდა; პროგნოზირებად ვადებში საქმეების აღსრულების მაჩვენებლის გაუმჯობესება; აღუსრულებელი საქმეებისა და წაგებული სასამართლო პროცესების რაოდენობის შემცირება.

მიღწეული საბოლოო შედეგები გაუმჯობესდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საკონსულტაციო სერვისები; გაიზარდა საქმეთა მორიგებით დასრულების მაჩვენებლები; გაუმჯობესდა საქმეთა აღსრულების მაჩვენებლები; გატარდა ღონისძიებები სააღსრულებო სერვისებსა და ვალაუვალობის პრობლემებზე

საზოგადოებაში ცნობიერების ასამაღლებლად; გაიზარდა აღსრულების სერვისების განვითარებაზე მიმართული სხვადასხვა პროექტის

რაოდენობა; გაიზარდა ბიუროს საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული რელიზების, სიახლეებისა და სხვა

სახის ინფორმაციის რაოდენობრივი მაჩვენებლები.

მიღწეული საბოლოო შედეგების შეფასების ინდიკატორები

80

Page 81:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 39 123 მოქალაქეს, რაც, დაახლოებით, 7 000 ერთეულით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს; აღსრულების ბიუროს მიერ მხარეებს შორის მორიგებამ და განწილვადებამ წლის განმავლობაში შეადგინა 10 195 ერთეული; 2015 წელს, გასულ წელთან შედარებით, დაახლოებით, 5 000 ერთეულით გაიზარდა აღსრულებულ საქმეთა რაოდენობა, ხოლო 2013 წელთან შედარებით − 15 000 ერთეულით; პრევენციული კამპანიების ფარგლებში საკომუნიკაციო ინფორმაცია მიიღო 20 000-მა პირმა; აღსრულების სერვისების განვითარებაზე მიმართული აქტივობების რაოდენობამ შეადგინა 59, რაც 26-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს; ბიუროს საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული რელიზების, სიახლეებისა და სხვა სახის ინფორმაციის რაოდენობრივმა მაჩვენებელმა შეადგინა 122 ერთეული, რაც 79 ერთეულით აღემატება 2014 წლის მონაცემებს.

               

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2015 წლის ბიუჯეტის შესრულება

პროგრამული კოდი

დასახელებადამტკიცებული გეგმა

დაზუსტებული გეგმა

საკასო შესრულ

ება

დაზუსტებული გეგმის შეფარდებ

ა დამტკიცებ

ულ გეგმასთან

(%)

საკასო შესრულები

ს შეფარდება დაზუსტებუ

ლ გეგმასთან

(%)

განმარტება 30%-იანი შეუსაბამობის შემთხვევაში

81

Page 82:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

26 00 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 66,114.0 93,124.1 95,101.2 141% 102%  

26 01

სამართალშემოქმედებისა და ქვეყნის ინტერესების

სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო

პოლიტიკის შემუშავება და მართვა, მათ შორის, სისხლის

სამართლის სისტემის რეფორმის განხორციელება

8,100.0 33,635.4 33,490.5 415% 100%

შეუსაბამობა გამოწვეულია საერთო

დანიშნულების სახელმწიფო ფონდებიდან შესაბამისი

სამართლებრივი აქტების საფუძველზე

სახსრების გამოყოფით

26 02

გამოძიებაზე ზედამხედველობის,

სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და

პრევენციის პროგრამა

34,500.0 35,191.4 34,924.0 102% 99%  

26 03

ეროვნული საარქივო ფონდის დაცულობის, მომსახურების

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა

და დოკუმენტების ხელმისაწვდომობის

უზრუნველყოფა

7,500.0 7,700.0 7,629.4 103% 99%  

26 04

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის

თანამშრომელთა გადამზადება და სასწავლო ცენტრის

განვითარება

1,950.0 2,200.8 2,155.4 113% 98%  

26 05 ელექტრონული მმართველობის განვითარება 2,430.0 2,359.9 2,332.7 97% 99%  

26 06

ერთიანი სახელმწიფო საინფორმაციო

ტექნოლოგიების მხარდაჭერის განვითარება

2,450.0 2,442.0 2,441.7 100% 100%  

26 07 დანაშაულის პრევენცია და ინოვაციური პროგრამები 1,315.0 1,315.0 1,506.0 100% 115%  

26 08

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს

მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა

5,300.0 6,222.9 9,740.6 117% 157%  

26 09იუსტიციის სახლის

მომსახურებათა განვითარება და ხელმისაწვდომობა

500.0 500.0 496.6 100% 99%  

26 10

ნორმატიული აქტების სისტემატიზაცია და

მთარგმნელობითი ცენტრის განვითარება

900.0 387.7 384.4 43% 99%

შეუსაბამობა გამოწვეულია იმ

გარემოებით, რომ 2015 წლის ნოემბრამდე მიმდინარეობდა მთარგმნელთა

გადამზადება და შემდგომ პერიოდში

82

Page 83:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

დაიწყო პროექტის აქტიური ფაზა.

შესაბამისად, ვერ იქნა ათვისებული სრული

რესურსი

26 14 მიწის ბაზრის განვითარება (WB) 1,169.0 1,169.0 -  

83

Page 84:  · Web view2015 წელს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვის თემაზე ჩატარდა 8

84