29
პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპ-პპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ, პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპ პპ პპპპ პპპპპპპპ პპპპპ. პპპ პპპპპპპ პპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპ, პპპპპ პპპპპპპპპპ N1 პპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპ-პპპპპპ პპპპპპპპპპპპ

teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში

საკვლევი თემა-ბიოლოგიური ტერმინების, მცნებების დამახსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი გადაჭრის გზები.

ლია აბულაძე

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი-უფროსი მასწავლებელი

Page 2: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

სარჩევიშესავალითავიIსაკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები1.1.მოკლე ინფრმაცია მე-XI კლასის შესახებ1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი1.3.პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები1.4.კვლევის მიზანი1.5. კვლევის ამოცანებითავი IIპრაქტიკის კვლევის არსითავიIIIლიტერატურის მიმოხილვათავიIVკვლევის დიზაინი4.1.კვლევის სამიზნე ჯგუფი4.2.კვლევის მეთოდები4.3კვლევის ვადებითავიVკვლევის შედეგები5.1. მონაცემთა ანალიზი5.2.კვლევის მიგნებები5.3.შესაძლო ინტერვენციები5.4.განხორციელებული ცვლილებები

თავიVIრეკომენაციებისა და ინტერვენციების შეფასება6.1 . რეკომენდაციები

Page 3: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

6. 2. ინტერვენციების შეფასებადასკვნაგამოყენებული ლიტერატურადანართები

შესავალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევა ბიოლოგიის მასწავლებლისაგან სწავლების მრავალფეროვან მიდგომებს მოითხოვს. იმისათვის, რომ საგანი ეფექტურად ავათვისებინოთ მოსწავლეებს, აუცილებელია ბიოლოგიური მცნებების, ტერმინების შესწავლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ვერ შეძლებენ ბიოლოგიურ აზროვნებას, ტექსტის გააზრება-გაგებას, შეფასებას. დაკარგავენ საგნისადმი ინტერესს და გაკვეთილზე აქტიურობის სურვილს. ამიტომ გაკვეთილზე მცნებების, ტერმინების ათვისებაზე, გააზრებაზე მიმართული პრაქტიკული სავარჯიშოების გამოყენება პედაგოგის მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომელიც მასწავლებლისგან დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებლის ლია აბულაძის მიერ განხორციელებული კვლევის ანგარიშს. ნაშრომში განხილულია მცნებების, ტერმინების სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები და ამ პრობლემის გადასაჭრელად განხორციელებული ცვლილებები.ნაშრომი შედგება შვიდი თავისაგან საკვანძო სიტყვები:ტერმინი, მცნება, გაგება-გააზრება. დამახსოვრება, კვლევა, მოსწავლის ცოდნის დონის გაუმჯობესება, კითხვარის შევსება, ეფექტური სწავლების სტრატეგიები და მეთოდებითავი Iსაკვლევი საკითხის მიმოხილვა, კვლევის მიზნები და ამოცანები1.1. მოკლე ინფორმაცია

სალიბაურის N1 საჯარო სკოლაში ვასწავლი ბიოლოგიას და ბუნებას. გამუდმებით ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე, გავდივარ ტრენინგებს და მასტერკლასებს. ვეცნობი სიახლეებს და ვახორციელებ მას გაკვეთილზე. ყოველნაირად ვცდილობ მოსწავლეებს მასალა მივაწოდო გასაგებად და საინტერესოდ. ვიყენებ ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს საგაკვეთილო

Page 4: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

პროცესში, რაც ხელს მიწყობს ხარისხიანად წარვმართო სწავლა–სწავლების პროცესი. კლასი არის საშუალო მოსწრების , მოტივირებული .

მეთერთმეტე კლასით ჩემი დაინტერესება გამოიწვია იმანაც, რომ მათ საატესტატო გამოცდა ჰქონდათ ჩემს საგანში ჩასაბარებელი და ვამჩნევდი, რომ ყველაფერი ვერ იყო ისე კარგად, როგორც მინდოდა. ბევრი სამუშაო მქონდა მათთან დასაგეგმი და განსახორციელებელი. კლასში 26 მოსწავლეა.

1.2. პრობლემა და საკვლევი საკითხი

კვლევის საფუძველი გახდა ის, რომ ჩემს პრაქტიკაზე დაკვირვებით ვამჩნევდი, რომ ბიოლოგიის გაკვეთილზე გამოყენებული ტერმინების, მცნებების დამახსოვრება, განმარტება, გააზრება მოსწავლეებს უჭირდათ, როგორც მაღალ, ისე დაწყებით კლასებში. ამ მხრივ პრობლემა გამოიკვეთა. ამიტომაც გადავწყვიტე კვლევა ჩამეტარებინა ამ საკითხთან დაკავშირებით.თემა-ბიოლოგიური ტერმინების, მცნებების დამახსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები. კვლევა სარგებელს მომიტანს, მე როგორც პედაგოგს, რომ მოვაგვარო ეს პრობლემა, ადვილად ვასწავლო მცნებები, ტერმინები,რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ტექსტის გაგება-გააზრებაში და შესაბამისად ბიოლოგიის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ვფიქრობ, რომ ჩემი კვლევა გამოადგება კოლეგებსაც. ისინი იხემძღვანელებენ ჩემი გამოცდილებით და დაგეგმავენ და განახორციელებენ მსგავს კვლევებს თავიანთ საგანში. შედეგად ერთობრივი ძალით შევძლებთ საერთო ცოდნის ხარისის გაუმჯობესებას სკოლაში.

1.3. პრობლემის გამწვევი სავარაუდო მიზეზები: დავინტერესდი პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე. რათქმაუნდა მიზეზების სწორად დადგენა დამეხმარება პრობლემის მოგვარებაში. ვთვლი, რომ ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

მაღალ კლასებში ნაკლები მოტივაცია სწავლისადმი მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაუთვითცნობიერებად, გაუაზრებლად სწავლა რუტინული ჩვევების ნაკლებ მნიშვნელოვნად ჩათვლა

სწრაფად ავიწყდებათ ტერმინები ზედაპირული წვდომის, ნაკლები მოტივაციის, არამეცნიერული საფუძვლების გამო და საჭიროა მათი მნიშვლელობის პერიოდულად განმარტება.

1.4. კვლევის მიზანი:

Page 5: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

XI კლასში ბიოლოგიური მცნებების, ტერმინების ძნელად დამასხსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა, დადგენა, გამოკვეთა

პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება მიღწეული შედეგების შეფასება

1.5. კვლევის ამოცანები: დაკვირვება თითოეულ მოსწავლეზე ფოკუს-ჯგუფის შექმნა დისკუსიები და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება მოსწავლეთა, მშობელთა, პედაგოგთა გამოკითხვა სკოლის ექიმთან გასაუბრება-მეხსიერების პრობლემების მოგვარებასთან

დაკავშირებით მონაცემების კოდირება და ანალიზი შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია

საკვლევი კითხვის ფორმულირება:კვლევის მთავარი კითხვა: რატომ უჭირთ მოსწავლეებს ბიოლოგიური მცნებების, ტერმინების დამახსოვრება და როგორია ამ პრობლემის მოგვარების გზები?ქვეკითხვები: კვლევის მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად დამჭირდა და ჩამოვაყალიბე შემდეგი ქვეკითხვები:

მცნებების, ტერმინების სწავლის დროს იყენებენ თუ არა რუტინის წესებს? იზეპირებენ თუ იმახსოვრებენ გააზრებულად? თუ აკავშირებენ რაიმე სხვა საკითხთან, სხვა საგანთან? ფლობენ თუ არა გაგება-გააზრების მეთოდებს? შეუძლიათ თუ არა მცნებების, ტერმინების დახარისხება -დაჯგუფება? შეუძლიათ თუ არა ტერმინოლოგიის მნიშვნელობის გააზრება სწავლის

პროცესში? რა სირთულითა და რა სიხშირითაა წარმოდგენილი ტერმინები

სახელმძღვანელოში? რა მეთოდები გამოიყენება მცნებების ათვისებისათვის? რას შეცვლის ბიოლოგიური ტერმინების, მცნებების ზუსტი ცოდნა

მოსწავლეთა საქმიანობაში? მიზეზე, რის გამოც ტერმინოლოგიის დაუფლების დონე დაბალია-

გაუგებარია? ზედმეტად რთულია, არ არის განმარტებული სახელმძღვანელოში?

თავიII

Page 6: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

პრაქტიკული კვლევის არსი საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე საკვლევი პრობლემა- თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს ბიოლოგიური მცნებების, ტერმინების დამახსოვრება და როგორია მათი გადაჭრის გზები? მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნაა მასწავლებლებში კვლევის კომპეტენციის უნარის ფლობა: მასწავლებელი გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში(პროფესიული განვითარება, მუხლი133,1). მასწავლებელს შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად(პროფესიული განვითარება, მუხლი139,2).პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს.ეს არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა. ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც. პრაქტიკული კვლევა არის საკმაოდ შრომატევადი, მაგრამ შედეგიანი პროცესი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობით, ერთობრივი ძალით განხორციელებულ ქმედებებს. კვლევაში ჩართული მოსწავლეები, მასწავლებლები და სხვა პიროვნებები ერთიანდებიან, უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს, პატივს სცემენ და ითვალისწინებენ სხვის აზრს. იღებენ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად მოიმკიან თავიანთი შრომის ნაყოფს-სასურველ შედეგს აღწევენ.

კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა:სალიბაურის N1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები .(26 მოსწავლე)სალიბაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები.სალიბაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლები

თავი IIIლიტერატურის მიმოხილვა

Page 7: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

ძალიან დავინტერესდი და კვლევაზე მუშაობის პროცესში დამეხმარა სახელმძღვანელო „ეფექტური სწავლება სკოლაში“. სახელმძღვანელოში განხილულია განათლების სფეროს კვლევების მახასიათებლები, სხვადასხვა კვლევის შედეგების კომბინირება, კონკრეტული მეთოდის ეფექტურობის განსაზღვრის მიზნით.ჰეჯისის დასკვნით:“კვლევები განათლების დარგში, ხარისხით არ ჩამოუვარდება კვლევებს ფიზიკის მიმართულებით.(“გვ.5) სახელმძღვანელოში საინტერესოდ არის წარმოდგენილი ინფორმაცია სწავლების იმ მეთოდების შესახებ, რომლებიც ეფექტურ სწავლებაზე ორიენტირებული კვლევებიდანაა შერჩეული. მასწავლებლებს გვაქვს შესაძლებლობა გამოვიყენოთ ეს მეთოდები ჩვენს პრაქტიკაში. სწავლების პროცესი ისე წარვმართოთ, რომ მაქსიმუმამდე გავზარდოთ მოსწავლის აკადემიური წარმატება. განხილული მაგალითებიდან გაკეთებულია დასკვნა: არ არსებობს სწავლების მეთოდი, რომელიც ყველა სიტუაციაში თანაბარი ეფექტურობით გამოირჩევა და არ უნდა ველოდოთ რომ სხვადასხვა სიტუაციაში ყველა მეთოდი თანაბრად წარმატებული იქნება.(გვ.10)ადვილად რომ დაამახსოვრდეს კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა მოსწავლეს სხვადასხვა კონტექსტში რამდენჯერმე უნდა შეხვდეს. ამ მოსაზრებას ადასტურებს ჯ. ჯენქსის, მ.შტაინისა და ქ.ვისოცკის(1984) კვლევა.(გვ151) ამ კვლევის შემდეგ კიდევ ორი კვლევა ჩატარდა, რომელიც შეისწავლიდა, შეუძლია თუ არა მოსწავლეს ახალი სიტყვის მნიშვნელობის ათვისება მხოლოდ კითხვით. უ.ნაგიმ და ფ. ჰერმანმა(1987) დაასკვნეს, რომ მხოლოდ 5%-იანი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მოსწავლე კითხვისას შეხვედრილი ახალი სიტყვის მნიშვნელობას დაიმახსოვრებს.(გვ151) თუ მოსწავლეებს ახალი სიტყვები ტექსტის გარეშე აქვთ ნასწავლი, არსებობს მეტი ალაბათობა იმისა, რომ თუ ამ სიტყვას კონტექსტში წააწყდებიან, უფრო ადვილად შეძლებენ დამახსოვრებას. ჯ.ჯენქსისა და სხვათა(1984) კვლევებიდან(გვ152) ყველაზე სასარგებლო დასკვნა ალბათ შემდეგში მდგომარეობს: სიტყვათა ზედაპირული შესწავლაც კი ზრდის ალბათობას, რომ მოსწავლეს ეს სიტყვები კონტექსტში წაკითხვისას უფრო ადვილად დაამახსოვრდება. როცა მოსწავლეს მანამდე აქვს ნასწავლი სიტყვა, ამ სიტყვის კონტქესტში წაკითხვისას 33%-ით იზრდება მისი გაგებისა და დამახსოვრების შანსი. (გვ152) ახალი სიტყვის დამახსოვრების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამ სიტყვის გარკვეულ სახესთან ასოცირება. ჯ. ფაუელმა(1980) 11 კვლევის ანალიზი ჩაატარა და დაადგინა, რომ გაცილებით ეფექტურია ის მეთოდები, რომლებიც სიტყვების შესწავლას გარკვეულ სახეებს უკავშირებს, ვიდრე მეთოდები, რომლებიც სახეებს არ იყენებს. სახეების გამოყენება 34%-ით ზრდასთან იყო დაკავშირებული. მოსწავლეები რომლებიც ახალ სიტყვებს კონკრეტულ სახეებთან ასოცირების მეთოდით იმახსოვრებენ, 37%-ით მაღალ აკადემიურ შედეგებს აღწევენ, ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც ახალ სიტყვებს მხოლოდ რამდენჯერმე გამეორების საშუალებით სწავლობენ. (გვ.153)

Page 8: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

სიტყვების პირდაპირი სწავლება ლექსიკური ერთეულების დამახსოვრების ეფექტური საშუალებაა. მკვლევარებმა ს. შტალმა და მ. ფეარბენქსმა(1986) შეისწავლეს სიტყვათა მარაგის გამდიდრების საკითხებზე ჩატარებული კვლევები და აღმოაჩინეს, რომ ზოგადად, სიტყვათა მარაგის სწავლებას აქვს ეფექტის სიდიდე 0,32. ეს ეფექტის სიდიდე აჩვენებს, რომ მოსწავლეთათვის ახალი სიტყვების სწავლება 12%-ით ზრდის მათი მხრიდან ახალი მასალის გაგების შესაძლებლობას. ყველაზე ეფექტური იმ სიტყვების სწავლბაა, რომელიც მნიშვნელოვანია ახალი მასალის ასათვისებლად. ს. შტალისა და მ. ფეარბენქსის კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება იზრდება 33%-ით თუ ახალი სიტყვები, რომელსაც ისინი სწავლობენ უშუალოდ უკავშირდება მოსწავლეთა მიერ შესასწავლ მასალას.(154) ყველაზემნიშვნელოვანი ტერმინებისა და ფრაზების იდენტიფიკაციაა. არსებობს ახალი ტერმინებისა და ფრაზების სწავლების ხუთსაფეხურიანი მეთოდი(გვ156)საფეხური1.ტერმინებისა და ფრაზების მოკლე ახსნა ან აღწერასაფეხური2.არალინგვისტური გამოსახვის მეთოდი საფეხური 3. სთხოვეთ მოსწავლეს ახალი ტერმინისა და ფრაზის საკუთარი ახსნა ან აღწერა ჩამოაყალიბოსსაფეხური 4. სთხოვეთ მოსწავლეებს ახალი ტერმინი თუ ფრაზა არალინგვისტური გამოსახვის მეთოდის გამოყებით წარმოადგინოსსაფეხური 5.პერიოდულად სთხოვეთ მოსწავლეებს, შეამოწმონ, თუ რამდენად ზუსტია მათ მიერ წარმოდგენილი ახალი ფრაზისა თუ ტერმინის ახსნა, აღწერა და არალინგვისტური ფორმით მიწოდება.(ეფექტური სწავლება სკოლაში, გვ.151-156)

თავი IVკვლევის დიზაინიკვლევის სამიზნე ჯგუფი:1.XI კლასის მოსწავლეები2.მოსწავლეთა მშობლები3პედაგოგები

1.კვლევის მეთოდები:კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვება განვახორციელე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:

Page 9: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

1) რაოდენობრივი მეთოდი-„გამოკითხვა“-კერძოდ წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება. ანკეტირებას მივმართე, რათა გამეგო პასუხი კვლევისათვის მნიშვნელოვან კითხვებზე. კითხვები მოვამზადე:

მოსწავლეებისთვის მათი მშობლებისთვის პედაგოგებისათვის

კითხვები იყო დახურული და ღია ტიპის.

2) კვლევის მეთოდი-„დაკვირვება“-ჩართული დაკვირვება:პირველ ეტაპზე გამოვიყენე აღწერითი დაკვირვება, რითაც დავადგინე, რაზე უნდა გამეკეთებინა ფოკუსირებამეორე ეტაპზე გამოვიყენე ფოკუსირებული დაკვირვება და გამოვყავი კვლევის კონკრეტული ელემენტებიმესამე ეტაპზე გამოვიყენე შერჩევითი დაკვირვება, რითაც უფრო ზუსტად დავაკვირდი წინა ეტაპზე გამოყოფილ საკვლევ ელემენტებს.3) ინტერვიუინტერვიუ პედაგოგებთანინტერვიუ სკოლის ექიმთან მახსოვრობის პრობლემებთან და მის გამოსასწორებლად საწირო ინფორმაციებთან დაკავშირებით

4)ფოკუსირებული დაკვირვება -გამოვიყენე საგაკვეთილი პროცესში კვლევის ვადა-ოთხი თვე(თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი)-2018წ

თავიVკვლევის შედეგები5.1.მონაცემთა ანალიზიკვლევის საწყის ეტაპზე, იმისათვის რომ დამედგინა რა დონეზე შეეძლოთ მოსწავლეებს ტერმინების, მცნებების სწავლა, დამახსოვრება, გააზრება ჩავატარე პრეტესტი. მოსწავლეებს წავუკითხე ნასწავლი მასალიდან 20 ტერმინი( შემთხვევითი ალბათობით), თავისი განმარტებებით და შემდეგ ვთხოვე დაეწერათ ფურცელზე ის, რაც დაამახსოვრთად. აღმოჩნდა, რომ ყველა სწორი პასუხი ჰქონდა-26%-ს, 11 სწორი და 9 შეცდომა-31%, 2 სწორი 18 შეცდომა-19%,10 სწორი 10 შეცდომა 12%, ყველა შეცდომა-12%

1. პედაგოგთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა

Page 10: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

ქონდათ თუ არა პრობლემა მათ საგანში მცნებების, ტერმინების გაგება-დამახსოვრებასთან დაკავშირებითაღმოჩნდა, რომ 90% აწუხებდა ეს პრობლემა, 10%-ს არა.

მიაჩნიათ თუ არა ჩემი კვლევის თემა აქტუალურად?აღმოჩნდა, რომ 100% -ს თემა მიაჩნია აქტუალურად

კითხვარის შევსება პირდაპირ ინტერვიუს საფუძველზე-ინტერვიუ ჩავატარე რამოდენიმე პედაგოგთან. მინდოდა გამეგო, რას მიიჩნევდნენ პრობლემის მიზეზად? გამოიკვეთა :

მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები რუტინული ჩვევების მნიშვნელობის გაუაზრებლობა ნაკლები მოტივაცია და საგნისადმი ნაკლები ინტერესი გაუანალიზებლად, გაუთვითცნობიერებლად სწავლა ტერმინების დახარისხების სირთულე გაკვეთილის სწავლის დროს (ინფორმაციის დახარისხების,სტრუქტურირების )

უნარების არ ქონა,

ლექსიკონის არ წარმოება

2. მოსწავლეთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა და დავადგინე შემდეგი: რამდენად აქვთ გააზრებული მცნებების, ტერმინების სწავლის

აუცილებლობა?აღმოჩნდა, რომ 50% თვლის საჭიროდ, 31% არ მიიჩნევს აუცილებლად, 19%-ს არ აქვს პასუხი

უჭირთ თუ არა მცნებების, ტერმინების დამახსოვრება?46%-ძალიან უჭირს, 35%-საშუალოდ უჭირს, 19%-საერთოდ ვერ იმახსოვრებს

ბიოლოგიური ტერმინოლოგიის სწავლის დროს ყურადრებას აქცევენ განმარტებებს, თუ იზეპირებენ?69%-იზეპირებს, 27%-შინაარსიანად სწავლობს, 4%-არ იცის როგორ ისწავლოს

რა ხერხს იყენებენ გაკვეთილის სწავლის დროს უცნობი ტერმინის შეხვედრის შემთხვევაში?ვაგრძელებ კითხვას-42%, ვეკითხები სხვას ან ვეძებ ლექსიკონში-31%, გამოვთქვამ ვარაუდს-15%, ვცდილობ ავხსნა კონტექსტში-12%

გაკვეთილის სწავლის დროს რამდენად თვლით საჭიროდ ამოიწეროთ უცხო ტერმინები და ისწავლოთ განმარტებები?

40%-თვლის აუცილებლად საჭიროდ, 35%-არ მიიჩნევს აუცილებლად, 25%-არ აქვს გააზრებული როგორ სჯობია.

Page 11: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

მშობელთა გამოკითხვით მინდოდა დამედგინა და დავადგინე: დაეხმარება თუ არა მშობლის ჩართულობა მოსწავლეს სწავლის ხარისხის

გაუმჯობესებაში?ა)აუცილებლად დაეხმარება 70% ბ) ნაწილობრივ დაეხმარება 25% გ)ვერ ვხედავ აუცილებლობას 5%

მონაწილეობს თუ არა შვილის სწავლის პროცესში აღმოჩნდა, რომ 59%-მონაწილეობს აქტიურად, იშვიათად-32%, პრაქტიკულად ვერ ახერხებს 9%

მშობლის აზრით ბიოლოგიური ტერმინილოგიის ცოდნა რამდენად ეხმარება თავის შვილს სწავლის პროცესშიაუცილებელად დაეხმარება 78% ბ)ტერმინოლოგიის გარეშეც ისწავლის 22%

კვლევის მეთოდი „დაკვირვება“- მოვახდინე საგაკვეთილო პროცესის დროს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფებზე, მათ შორის დიფერენცირებულ ჯგუფებზე.მიღებული შედეგების მონაცემები ასეთია:ჩემს მიერ კვლევის პროცესში ჩართული დაკვირვების მეთოდით, ფოკუსირებული დაკვირვების მეთოდით და შერჩევითი დაკვირვების მეთოდით დავადგინე, რომ პრობლემაა შემდეგ უნარებში:

მახსოვრობის უნარი გააზრების უნარი გაკვეთილზე უყურადღებობა მცნებების გაუაზრებლობა წინადადებათა კონტექსტში უჭირთ მთავარისა და მეორესხარისხოვანის ერთმანეთისაგან გამიჯვნა არ იყენებენ ლექსიკონის რვეულს

5.2. შესაძლო მიგნებები

მონაცემთა ანალიზისას გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება:

ტექსტის კითხვისას მოსწავლეები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას ტერმინებზე

ვერ ფლობენ სტრატეგიებს: როგორ ისწავლონ და დაიმახსოვრონ მარტივად

იზეპირებენ მცნებებს, ტერმინებს და არ სწავლობენ გააზრებულად არ ცდილობენ გაიმეორონ სისტემატიურად არ მიიჩნევენ ტერმინების სწავლას სწავლის წინაპირობად არ აკვირდებიან და არ სწავლობენ საკუთარი მუშაობის პროგრესს და

დინამიკას.

Page 12: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

5.3. შესაძლო ინტერვენციები:

კვლევის პროცესში მონაცემებისა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციები:1.დისკუსია მოსწავლეებთან თემაზე:“რატომ უნდა ვისწავლოთ აუცილებლად მცნებებისა და ტერმინების ზუსტი განმარტებები“?2. მცნებების, ტერმინების სწავლის სტრატეგიებზე მუშაობა3. მცნებების, ტერმინების სწავლის მეთოდების, აქტივობების დანერგვა4. საჭირო რესურსის შექმნა5. კვლევის დღიურის წარმოება6. ინტერვიუ სკოლის ექიმთან: საუბარი იმაზე თუ რასთან არის დაკავშირებული მეხსიერების დეფიციტი და როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა

5.4. განხორციელებული ცვლილებები:შევარჩიე და განვახორციელე შემდეგი ცვლილებები:

1. მოსწავლეებთან მოვაწყვე დისკუსია და მოსწავლები მივიდნენ დასკვნამდე და გაითავისეს, რომ მართლაც ცოდნის დაგრობებასა და მის მიზნობრივად გამოყენებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ტერმინოლოგიის ზუსტი განმარტებების ცოდნას

2. შევიმუშავე და დავიწყე მუშაობა სტრატეგიებზე: მცნებების, ტერმინების რამოდენიმეჯერ წაკითხვა და

განმეორება განმარტებები სრულყოფილად, ახსნა, აღწერა, დაკავშირება

სხვადასხვა საკითხებთან, სხვა სახესთან განხილვა სხვადასხვა კონტექსტში კლასიფიცირება, დახარისხება, დალაგება ლექსიკონის წარმოება მათი საშუალებებით წინადადებების შედგენა სპეციალური „ტერმინოლოგიის’ ტესტების გამოყენება ,რომლის

შეკითხვებიც დაკავშირებული იქნება ტერმინების გააზრებასთან. საჭირო რესურსების შექმნა მოსწავლეებთან ერთად და

სისტემატიურად გამოყენება საგანმანათლებლო კროსვორდების შევსება, ტექსტების, ცხრილების, სქემების გამოყენება თვითმონიტორინგი/გაგების მონიტორინგი

5. მოსწავლეებს შევასწავლე შემდეგი მეთოდები, აქტივობები: ბარათების გამოყენება

ა)ბარათებზე წერია ტერმინების უბრალო ჩამონათვალი, რომელთა მნიშვნელობაც მოსწავლეებმა უნდა ახსნან

Page 13: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

ბ)ცალკე დავწერ განმარტებებს, შედარებით სუსტი მოსწავლეებისათვის, რომლის მიხედვითაც ის აღნიშნული შინაარსის შემცველ ტერმინებს დაასახელებსგ)ამოვწეროთ რამოდენიმე ტერმინი(მაგ12-15), რომელთაც მოსწავლეები(ინდივიდუალურად, ჯგუფებში, წყვილებსი) დაალაგებენ თემების მიხედვით

„კლასტერული/გონებრივი რუკა“-მისი შექმნისას მცნებების მახასიათებლები ჯგუფდება სხვადასხვა კატეგორიაში და გადანაწილდება სქემაში

თანამშრომლობითი სწავლება-ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ თვითონ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თავის თანაგუნდელს ტერმინოლოგიის უკეთ შესწავლაში

დემონსტრირების მეთოდი-ვიზუალურად წარმოდგენა. ყველა გაკვეთილზე თვალსაჩინო ადგილას ვაკრავ საჭირო მცნებებს, ტემინებს, რომელიც მათთვის თვალში საცემი და ადვილად აღსაქმელია. რათქმაუნდა ეხმარება დამახსოვრებაში.

ახალი ტერმინისა თუ ფრაზის წარმოდგენა არალინგვისტური გამოსახვის მეთოდით

ახსნა-განმარტებითი მეთოდი-მოსწავლის მიერ ახალი ტერმინის საკუთარი მოსაზრებით ახსნა ,აღწერა

ცხრილები, გრაფიკული სქემები, ილუსტრაციები, კროსვორდები.

თავიVI.რეკომენდაციები და ინტერვენციის შეფასება6.1. რეკომენდაციები, რომელიც შემდეგნაირად ჩამოყალიბდა

მოსწავლეებმა შემუშავებული სტრატეგიები გამოიყენონ სისტემატიურად ასევე სისტემატიურად იხელმძღვანელონ მეთოდებით, გრაფიკული სქემებით,

რათა ჩამოუყალიბდეთ მათი დამოუკიდებლად გამოყენების უნარი. აწარმოონ ლექსიკონის რვეული ჩაინიშნონ დრო, რა დროში რამდენი ტერმინის დამახსოვრებას შეძლებენ მე, როგორც პედაგოგმა გავაღრმავო მუშაობა ამ კუთხით და მოვახდინო

მონიტორინგი. კვლევის დღიურში, რომელიც მკვლევარი მასწავლებლის უმნიშვნელოვანესი იარაღია და კვლევის პროცესის მუდმივი თანამგზავრია, შევიტანო კვლევის შედეგები, საკუთარი იდეები, გეგმები, ინტერვენციები, მონაცემთა ანალიზის შედეგები.

კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვისაც. დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევის განხორციელებისა. მათი უკუკავშირი საინტერესო და შედეგიანი იყო ჩემთვის.

6.2. ინტერვენციის შეფასება

Page 14: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

შეფასების მიზანი იყო გამეგო: რამდენად ეფექტური გამოდგა, ჩემს მიერ მოსწავლეებთან პრობლემის

გადასაჭრელად გამოყენებული სტრატეგიები დაეუფლნენ თუ არა საჭირო მეთოდებს გრაფიკულ სქემებს იყენებდნენ თუ არა დაეხმარათ თუ არა ერთობრივად შექმნილი რესურსები შედეგების მიღწევაში

ყოველივე ამის შემოწმებას ვახდენდი გაკვეთილებზე, მათ შორის სამოდელო გაკვეთილებზე, ბიოლოგიის წრის მუშაობის ფარგლებში და მონაცემებს ვინიშნავდი „მასწავლებლის დღიურში“.

მოსწავლეებთან ჩავატარე პოსტტესტი, რომლის დამთავრების შემდეგაც ერთობრივად ვაანალიზებდით შედეგებს. მათ წინ ედოთ თავიანთი ნაშრომი, ითვლიდნენ სწორ და არასწორ პასუხებს. ასეთი ფორმით ჩატარებული თვითშეფასება საინტერესო, სახალისო და აზარტული იყო მოსწავლეებისათვის. პოსტტესტის შედეგების მიხედვით თამამად შემიძლია ვთქვა, რომ , განხორციელებულმა სამუშაოებმა შედეგი გამოიღოგთავაზობთ პოსტტესტის შედეგებს:

კვლევის ბოლო ეტაპზე, კვლევის ფარგლებში დაგეგმილი ინტერვენციების შეფასების მიზნით ჩავატარე პოსტტესტი. მოსწავლეებს წავუკითხე 20 ტერმინი, თავისი განმარტებებით და შემდეგ ვთხოვე დაეწერათ ფურცელზე ის, რაც დაამახსოვრთად. აღმოჩნდა, რომ ყველა სწორი პასუხი ჰქონდა-76 %-ს, 15 სწორი და 5შეცდომა-12%, 8 სწორი 12 შეცდომა-8%, 10 სწორი 10 შეცდომა 4%, ყველა შეცდომა-0%

თავი VIIდასკვნაპრაქტიკული კვლევის საფუძველზე შემიძლია გამოვიტანო დასკვნა. მოსწავლეებს უჭირთ მცნებების, ტერმინების დამახსოვრება, ამ პრობლემის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია;

მოსწავლეების მიერ საჭირო სტრატეგიების ნაკლებად ფლობა საჭირო მეთოდების ნაკლებად ცოდნა და გამოყენება მცნებების, ტერმინების სწავლის მნიშვნელობის გაუაზრებლობა მშობლების ნაკლებად დაინტერესება შვილის სწავლით ტექსტის კითხვისას მოსწავლეები ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას

ტერმინებზე იზეპირებენ მცნებებს, ტერმინებს და არ სწავლობენ გააზრებულად არ ცდილობენ გაიმეორონ სისტემატიურად არ მიიჩნევენ ტერმინების სწავლას სწავლის წინაპირობად

Page 15: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

არ აწარმოებენ ლექსიკონს

5.3. ინტერვენციები:

აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად დაიგეგმა და განხორციელდა სხვადასხვა აქტივობები. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი აღმოჩნდა. აღნიშნული მეთოდები და პრაქტიკული სავარჯიშოები ეხმარება მოსწავლეებს კონკრეტულ მცნებებზე, ტერმინებზე ადეკვატური წარმოდგენის შექმნაში, რომელთა სრულყოფას დროთა განმავლობაში შეძლებენ. შედეგად კი უკეთესად მოახერხებენ ბიოლოგიის სწავლას. ხალისით იმუშავებენ გაკვეთილზე , განუვითარდებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარ-ჩვევები და ამიტომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება პრაქტიკაში სასურველი და ეფექტურია.

P. S. პრაქტიკული კვლევის დასრულების შემდეგ საბუნებისმეტყველო კათედრაზე მოვახდინე კვლევის პრეზენტაცია.

გამოყენებული ლიტერატურა:„ეფექტური სწავლება სკოლაში“-რობერტ ჯ.მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი, ჯეინ ი. ფოლოქი(2009)ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის კვლევები. (2007)

ეროვნული სასწავლო გეგმა,მეორე რედაქცია(2006)მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი. ნაწილიII(2009)mastsavlebeli.ge

დანართები:დანართი 1.ანკეტა-მასწავლებლებისათვის

Page 16: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

მოგესალმებით!ვატარებ პრაქტიკულ კვლევას-რატომ უჭირთ მოსწავლეებს ბიოლოგიური ტერმინების , მცნებების დამახსოვრება, გააზრება. თქვენი, როგორც მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.1.როგორ ფიქრობთ არის თუ არა აქტუალური კვლევა, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს ბიოლოგიური მცნებებისა და ტერმინების სწავლა?ა)პრობლემა აქტუალურია, ბ)პრობლემა არ არის აქტუალური2.გქონიათ თუ არა თქვენს საგანში მცნებებისა ტერმინების გაგება-გააზრების პრობლემა მოსწავლეებში? ა)ნაკლებად ვამახვილებ ყურადღებას ტერმინოლოგიაზებ) მაწუხებს ეს პრობლემა3.თქვენი აზრით რა შეიძლება იყოს პრობლემის მიზეზი?ა)-----------------------------------------------------------------

ბ) -----------------------------------------------------------------

გ)-----------------------------------------------------------------

დ)---------------------------------------------------------------4.რას მიიჩნევთ პრობლემის გაუმჯობესების გზად?

ა)-----------------------------------------------------------------

ბ) -----------------------------------------------------------------

გ)-----------------------------------------------------------------

დ)--------------------------------------------------------------- გმადლობთ

Page 17: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

დანართი2.მოსწავლის გამოკითხვის კითხვარი1.გაქვთ თუ არა გააზრებული მცნებების, ტერმინების სწავლის აუცილებლობა?ა)ვთვლი საჭიროდ ბ)არ მივიჩნევ აუცილებლად გ)არ მაქვს პასუხი2.გიჭირთ თუ არა ცნებების, ტერმინების დამახსოვრება?ა)მიჭირს ბ)საშუალოდ მიჭირს გ)საერთოდ ვერ ვიმახსოვრებ3.ბიოლოგიურ ტერმინოლოგიას სწავლობთ შინაარსიანად, თუ იზეპირებთ?ა)ვიზეპირებ ბ)შინაარსიანად ვწავლობ გ)არ ვიცი როგორ სჯობია4.რა ხერხს იყენებთ გაკვეთილის სწავლის დროს უცნობი ტერმინების შეხვედრის შემთხვევაში?ა)ვაგრძელებ კითხვას ბ)ვეკითხები სხვას ან ვცდილობ ლექსიკონში მოვნახოგ)გამოვთქვამ ვარაუდს დ) ვცდილობ ავხსნა კონტექსტში5)რამდენად თვლით საჭიროდ ამოიწეროთ სწავლისას ტერმინები და ისწავლოთ მისი განმარტებები?ა)ვთვლი აუცილებლად საჭიროდ ბ)არ მივიჩნევ აუცილებლად გ)არ მაქვს გააზრებული, როგორ სჯობია

დანართი3ანკეტა მშობლებისათვისმოგესალმებით!ვატარებ პრაქტიკულ კვლევას-რატომ უჭირთ მოსწავლეებს ბიოლოგიური ტერმინების , მცნებების დამახსოვრება, გააზრება. თქვენი, როგორც მშობლის მონაწოლეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია. არაა საჭირო კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.

1.თქვენი მოსაზრებით დაეხმარება თუ არა მშობლის ჩართულობა მოსწავლეს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში?

Page 18: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

ა)აუცილებლად დაეხმარება ბ)ვერ ვხედავ აუცილებლობას გ)ნაწილობრივ დაეხმარებაბ)მონაწილეობთ თუ არა შვილის სწავლის პროცესში?ა)ვმონაწილეობ ბ)იშვიათად ვმონაწილეობ გ)პრაქტიკულად ვერ ვახერხებგ)ბიოლოგიური ტერმინილოგიის სწავლა თქვენს შვილს სწავლას გაუადვილებს?ა)აუცილებელად დაეხმარება ბ)ტერმინოლოგიის გარეშეც ისწავლის გმადლობთ

Page 19: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი
Page 20: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი
Page 21: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი
Page 22: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი
Page 23: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

პრეტესტისა და პოსტტესტის შედეგები

Page 24: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის რეფლექსია

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა არის პროფესიული სიტუაციების სისტემური კვლევა, რომელსაც ატარებენ მკლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. მკვლევარია მასწავლებელი, რომელსაც შეუძლია პედაგოგიური საქმიანობის დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა. ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა. მაშასადამე, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო სირთულეების გადასალახავად კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძალების გასაძლიერებლად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლადაც.ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ პრობლემა იკვეთება და მასწავლებელი ხშირად იძულებული ხარ პრობლემის მოგვარებაზე იყო ორიენტირებული. შესაბამისად დავგეგმე და განვახორციელე ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, მეტად აქტუალურ თემაზე: ბიოლოგიური ტერმინების, მცნებების დამახსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემა და მისი გადაჭრის გზები.

კვლევის მიზანი იყო: XI კლასში ბიოლოგიური მცნებების, ტერმინების ძნელად

დამასხსოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზების შესწავლა, დადგენა, გამოკვეთა

პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, განხორციელება მიღწეული შედეგების შეფასება

მოგეხსენებათ, მეთერთმეტე კლასში ბიოლოგიაში ტარდება საატესტატო გამოცდები, ჩემი დაინტერესება ამ კლასით გამოიწვია სწორედ იმან, რომ გაკვეთილზე დაკვირვების, დამატებითი მეცადინეობების დროს აღმოჩნდა რომ ყველაფერი ვერ იყო ისე კარგად, როგორც მინდოდა. მოსწავლეებს უჭირდათ მცნებების, ტერმინების დამახსოვრება, გააზრება და აქედან გამომდინარე რათქმაუნდა პრობლემა იყო სწავლის ხარისხთან დაკავშირებით. ბევრი სამუშაო მქონდა მათთან დასაგეგმი და განსახორციელებელი. ამ საკითხის მოსაგვარებლად კვლევა რათქმაუნდა იყო ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი. კვლევა განვახორციელე 2017-2018 წლის მეორე სემესტრში. ის გრძელდებოდა ოთხი თვის განმავლობაში(თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი).კვლევის დასაწყისში გავეცანი და დავამუშავე შესაბამისი ლიტერატურა. ჩავატარე პრეტესტი, რომლის შედეგებმაც დაადასტურა, რომ პრობლემა მართლაც სახეზე იყო.

Page 25: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი

კვლევისათვის დამჭირდა მონაცემთა შეგროვება, რომელიც მოვახდინე შემდეგი მეთოდების გამოყენებით:1.რაოდენობრივი მეთოდი-„გამოკითხვა“-კერძოდ წერილობითი გამოკითხვა ანუ ანკეტირება. 2.მეთოდი-„დაკვირვება“-ჩართული დაკვირვება3. ინტერვიუ 4)ფოკუსირებული დაკვირვება მონაცემთა ანალიზით გამოიკვეთა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება, შევიმუშავე სავარაუდო ინტერვენციები, განვახორციელე ცვლილებები, შევიმუშავე სტრატეგიები, გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდები და მრავალფეროვანი აქტივობები, რომელთაც სისტემატიურად ვახორციელებდი როგორც გაკვეთილზე, ისე წრის მუშაობის ფარგლებში. თავდაპირველად გვქონდა სირთულეები, დაბრკოლებები. თანდათან მუშაობის პროცესში კვლევის თითოეული ეტაპი მოსწავლეთათვის გახდა საინტერესო, სახალისო და რაც მთავარია შედეგიანი. გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა, რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი აღმოჩნდა. არნიშნული მეთოდები და პრაქტიკული სავარჯიშოები დაეხმარა მოსწავლეებს კონკრეტულ მცნებებზე, ტერმინებზე ადეკვატური წარმოდგენის შექმნაში, რომელთა სრულყოფას დროთა განმავლობაში შეძლებენ. შედეგად კი უკეთესად მოახერხებენ ბიოლოგიის სწავლას. ხალისით იმუშავებენ გაკვეთილზე, განუვითარდებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარ-ჩვევები და ამიტომ მსგავსი ტიპის დავალებების გამოყენება პრაქტიკაში სასურველი და ეფექტურია. საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა კვლევის ბოლოს ჩატარებულმა პოსტტესტმაც. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ კვლევა, ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. მოსწავლეებმა გაითავისეს ბიოლოგიური ტერმინოლოგიის სწავლის აუცილებლობა, რომელიც მათ დაეხმარა ცოდნის ხარისხის გაუმჯობესებაში. ამას ადასტურებს, ისიც, რომ საატესტატო გამოცდა ბიოლოგიაში ყველა მოსწავლემ ჩააბარა. კვლევის დროს შემუშავებულ ინტერვენციებს გამოვიყენებ სხვა კლასებშიც მსგავსი პრობლემის მოგვარებისათვის. ბიოლოგიის წრის მუშაობის ფარგლებში. კვლევის დასრულების შემდეგ ანგარიში და შედეგები გავუზიარე კოლეგებს კათედრაზე. კოლეგებისგან მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი უკუკავშირი. უკუკავშირის ანალიზით შემიძლია დავასკვნა, რომ კოლეგებმაც მიიღეს სარგებელი ჩემი კვლევის დახმარებით. ასეთი ტიპის კვლეცითი სამუშაოები დაეხმარებათ მათ შედეგების გაუმჯობესებაში. ლია აბულაძე 2017-2018 სასწავლო წელი

Page 26: teklasblogi.files.wordpress.com  · Web view2019. 7. 5. · პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ანგარიში. საკვლევი