310
ბილისის ია სწავლო ნივერსიტეტი TBILISI OPEN TEACHING UNIVERSITY სამეცნიერო შრომების კრებული SCIENTIFIC JOURNAL №10 თბილისი 2019

works/Vol. 10...ბაოტიანი პან ლანჟოუს უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი, ჩინეთი

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TBILISI OPEN TEACHING UNIVERSITY

    სამეცნიერო შრომების კრებული

    SCIENTIFIC JOURNAL

    №10

    თბილისი

    2019

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

  • რედაქტორი ქეთევან მდინარაძე თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    სარედაქციო კოლეგია ამილახვარი ზაური თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    ბურდული ირაკლი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

    ბაოტიანი პან ლანჟოუს უნივერსიტეტის ვიცე–პრეზიდენტი, ჩინეთი

    გაბისონია ზვიად თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    თოქმაზიშვილი მიხეილ თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    იუსუბოვი სებუჰი აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

    მკერვალიშვილი ლადო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    ონიანი ნატო თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    შევარდნაძე ხატია თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველო

    ჩოჩია არჩილ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ესტონეთი

    ჯამაგიძე ლელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

    ტექნიკური უზრუნველყოფა ლაშა ბოლქვაძე

    მარიამ ხინთიბიძე

    დიმიტრი სიმონიშვილი

    რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალი © ყველა უფლება დაცულია

    წარმოდგენილი ნაშრომები იბეჭდება უცვლელი სახით. ნაშრომის ხარისხსა და შინაარსზე პასუხს აგებს ავტორი და რეცენზენტი. ჟურნალის არც ერთი ნაწილი არანაირი ფორმით და საშუალებით არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტორის ან გამომცემლის წერილობითი ნებართვის გარეშე. საავტორო უფლებების დარღვევა ისჯება კანონით.

    უაკ (UDC) 378 (479.22) (066) ს–323

    ISSN 1987–9067

  • Editor Ketevan Mdinaradze Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Editorial Board Zaur Amilakhvari Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Irakli Burduli Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Georgia

    Pan Baotian Lanzhou University Vice–Prezident, China

    Zviad Gabisonia Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Mikheil Tokmazishvili Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Sebuh Iusibov Azerbaijan Technological University

    Lado Mkervalishvili Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Nato Oniani Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Khatia Shevardnadze Tbilisi Open Teachin University, Georgia

    Archil Chochia Tallinn University of Technology, Estonia

    Lela Jamagidze Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Georgia

    Technical Support Lasha Bolqvadze

    Mariam Khintibidze

    Dimitri SimoniSvili

    Referred and Reviewed Scientific Practical Magazine © All r ights are reserved

    The views of authors are possible not to coincide with the editorial staff. The authors and the reviewers are responsible for the quality and content of work. It is not allowed to use any of the part of work without permission of authors or publisher. The violation of the author’s rights can be punished by the law.

    უაკ (UDC) 378 (479.22) (066) ს–323 ISSN 1987–9067

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 5

    სამეცნიერო შრომათა კრებულის შინაარსი

    ბიზნესი და ეკონომიკა ............................................................. 9

    ინოვაციური ეკონომიკის განვითარების ღონისძიებათა შესახებ საქართველოში

    ელენე ჩიქოვანი ....................................................................................................... 11

    მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის მდგომარეობა საქართველოში

    ნინო გრიგოლაია ..................................................................................................... 23

    საზოგადოების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების საქმეში განათლების

    არსისა და როლის შესახებ მეცნიერული აზრის ევოლუცია ქეთევან მდინარაძე, ნანა მდინარაძე ...................................................................... 28

    მეომრის სტატუსი და სიკვდილის ჩერქეზული იდეოლოგია (ფეოდალური ეპოქა) ნუგზარ ანთელავა .................................................................................................... 38

    მარკეტინგული ასპექტები მომსახურების სფეროში

    დიანა ლომინაძე ...................................................................................................... 46

    კონკურენტული სტრატეგიები და ბაზარი

    მარინე ალანია ......................................................................................................... 54

    ტურიზმის განვითარების ზოგიერთი საკითხი საქართველოში

    ნოდარ სამხარაძე ..................................................................................................... 64

    სარესტორნო ბიზნესის განვითარების თავისებურებები

    რუსუდან კვარაცხელია............................................................................................ 72

    IBM–გან გადაწყვეტილებები უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

    ეკა აბესაძე ................................................................................................................ 80

    PECULIARITIES OF THE DEVELOPMENT OF PERSONAL DATA PROTECTION (FRANCE AND

    GEORGIA COMPARED) ნინო ცხოვრებაშვილი ............................................................................................. 84

    Research On Trade And Industrial Cooperation Between China And Georgia Hui Xu, Xiaowen Wang, Chong Gao, Yiwen Wang ...................................................... 91

    Obor: Implication For Georgia

    Mikheil Tokmazishvili ................................................................................................ 98

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    6 | სამეცნიერო შრომების კრებული

    Legal Barriers Of Agricultural Cooperation Among B & R Countries Along Belt And Road And Its Prospects

    Liu Guang–Hua ........................................................................................................ 108

    სამართალი .................................................................................... 113

    გირავნობის საგნის რეალიზაცია

    ზურაბ ჭეჭელაშვილი ............................................................................................. 115

    საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული ამართლის

    მოქმედება ნათია კალანდარიშვილი-მიულერი ...................................................................... 126

    საკუთარი პასუხისმგებლობის პრინციპი შედეგის ობიექტური შერაცხვის დროს არჩილ შეყლაშვილი .............................................................................................. 133

    შრომითი ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრის პრობლემა

    გოგა კიკილაშვილი ................................................................................................ 141

    Предмет И Пределы Доказывания По Делам Об Убийствах, Совершенных На Почве

    Кровной Мести, Кровной Вражды Либо Мести За Убийство კობა ბუაძე .............................................................................................................. 160

    ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები ....................... 169

    „შერეული“ მეთოდის გამოყენება ანალიზური კითხვის სწავლებისას

    იზოლდა ჩხობაძე, სოფიო მორალიშვილი ........................................................... 171

    საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტთა ჩართულობის ქცევითი, კოგნიტური და ემოციური ასპექტები

    ნელი მერაბიშვილი ............................................................................................... 177

    ტორონტოს კომუნიკაციური თეორიის სკოლა

    კონსტანტინე ვეკუა ............................................................................................... 184

    სოციალური შთაბეჭდილების ჩამოყალიბების მოდელები და ძირითადი ცნებები

    მირანდა გიორგაშვილი ......................................................................................... 201

    ვაჟა–ფშაველას პოეზიასთან გიორგი ლეონიძის შემოქმედებითი მიმართება

    ხატია შევარდნაძე .................................................................................................. 209

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 7

    რუსული რევიზიონისტული საგარეო პოლიტიკა და მისი გამოვლინება საქართველოში

    თეონა აქუბარდია .................................................................................................. 223

    კიბერტერორიზმი, როგორც გლობალური საფრთხე, მისი დეფინიცია და გამოვლენის ფორმები

    ლაშა ბოლქვაძე ...................................................................................................... 233

    ისრაელ–პალესტინის კონფლიქტი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების

    ჰეტეროგენული ინტერესები თინათინ ნოზაძე .................................................................................................... 248

    რუსული მენტალობისთვის დამახასიათებელი კონცეპტების თარგმანის თავისებურება (ლიუდმილა ულიცკაიას მცირე პროზის მიხედვით)

    ნონა ინჯგია ........................................................................................................... 257

    გრიგოლ ორბელიანის ტრაგიკული პროფილი (პირადი წერილების მიხედვით)

    საბა მეტრეველი .................................................................................................... 263

    Terrorism As A Global Issue

    მარიამ ტურიაშვილი ............................................................................................. 273

    China’s Belt And Road: The Model Of Geopolitics For Global Infrastructure Development

    Tamaz Gogoli ........................................................................................................... 277

    Georgia–China Cooperation In Higher Education – Challenges And Prospects Nino Sepashvili ........................................................................................................ 289

    Anaklia Peace Zone And The New Silk Road Konstantin Vekua .................................................................................................... 294

    Minimizing Russian Influence And Ensuring Geopolitical Stability In The Black Sea Region ― Essential Component For The New Silk Road

    Giga Lemonjava ....................................................................................................... 301

    Comparative Analysis Of Georgia And Chinese Families, Establishment And Development

    Of Relationship Within One Belt And One Road Initiative Aleksandra Lataria .................................................................................................. 307

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

  • ბიზნესი და ეკონომიკა

    BUSINESS AND ECONOMICS

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 11

    ინოვაციური ეკონომიკის განვითარების

    ღონისძიებათა შესახებ საქართველოში

    ელენე ჩიქოვანი ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

    თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    Elene Chikovani Doctor of Economic Sciences, Professor

    Tbilisi Open Teaching University [email protected]

    ABOUT MEASURES OF THE DEVELOPMENT INOVA-

    TIONAL ECONOMY IN GEORGIA

    A b s t r a c t

    The Article characterizes existing challenges in the development of the innovational econ-

    omy in Georgia. Emphasizes institutional problems of the development of Innovational economy

    — concept, long term strategy and Action plan of the innovational development of Georgia which

    is represents the main adverse factors on the way of the working out (strategizing) of the Georgian

    national model of the development of innovational economy and elaboration of the operable

    mechanisms it’s realization. Article discusses existed opinions in economic scientific literature con-

    cerning world experience and model of the construction of innovational economy, as well as about

    shearing of the possible worldwide approaches used by the post–communist Countries.

    On the base of the analyzing of the laws in force the incomplete draft of the Georgian model

    of the innovational economy is half worded offered by the laws of Georgia on „Innovations“ and

    on „Sciences, technologies and their development“.

    The article is assessing current reforms and organizational changes performed in scientific

    and educational spheres of Georgia. The author emphasizes backwards in main rings of Innova-

    tional economy (science, production, consumption), single outs the second component of this ring

    — production demand of which on innovations in Georgia is very low and needs further activation

    of the Governmental supporting measures in Georgia.

    mailto:[email protected]

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    12 | სამეცნიერო შრომების კრებული

    Article characterizes existing situation of the development of scientific potential in Georgia.

    Separates explanatory reasons of the backwards in development of the innovational economy of

    Georgia and offers authorial standpoints about the improvement of the measures of development

    of the Innovational economy in Georgia.

    Keywords: Innovational Economy; Innovational Development; Concept, Long term strategy

    and action plan of the innovational development; Model of the innovational economy; Scientific

    Potential; Measures of the Innovational Development.

    *** უკანასკნელ პერიოდში ქართულ ეკონომიკურ სამეცნიერო წრეებში შეინიშნება მო-

    საზრებების გააქტიურება ქვეყანაში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების მიმართულე-

    ბით. ამასთან, მეცნიერ ეკონომისტთა მოსაზრებები უმეტესწილად ამ მიმართებით უცხო-

    ური გამოცდილების მიმოხილვითა და ამა თუ იმ ფორმით საქართველოში მისი გადმო-

    ღების რეკომენდაციებით შემოიფარგლება და მოკლებულია რა ქვეყანაში არსებული სი-

    ტუაციის სისტემურ ანალიზს, ნაკლებად იძლევა საფუძველს ინოვაციური ეკონომიკის ქა-

    რთული ― ეროვნული მოდელის შესამუშავებლად. ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის მსოფლიო გამოცდილება ძირითადად 3 მო-

    დელის გარშემო იყრის თავს. ესენია: ევროატლანტიკური მოდელი, რომელიც ძირითად

    აქცენტს აკეთებს საუნივერსიტეტო ცენტრებისა და ფუნდამენტური მეცნიერების განვი-

    თარებაზე, რომელსაც უპირატესად სახელმწიფო აფინანსებს. გამოყენებითი ხასიათის

    კვლევები ფინანსდება, პირველ რიგში, გრანტებისა და მსხვილი ტრანსეროვნული კორპო-

    რაციების ერთობლივი სახსრებით. მეცნიერული კვლევებისა და დამუშავებების დაფინა-

    ნსებაში აქტიურად მონაწილეობს საშუალო და მცირე ბიზნესი. ცალკეულ ქვეყნებში და-

    რგობრივი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები მეცნიერულ კვლევებს ახორციელებენ

    დარგობრივი სამინისტროების მოთხოვნების შესაბამისად. მნიშვნელოვან როლს ასრულე-

    ბენ დამოუკიდებელი კონსალტინგური კომპანიები, რომლებიც ამუშავებენ და კერძო სა-

    წარმოებზე და სახელმწიფო დაწესებულებებზე ყიდიან გამოყენებითი ხასიათის ცოდნასა

    და ტექნოლოგიურ მომსახურებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე, მაღალი ტექნოლოგიე-

    ბის სფეროში რეგიონალური პროექტების რეალიზაციას. (Miettinen, 2013).

    ეროვნული ინოვაციური სისტემების აღმოსავლეთ აზიური მოდელის პირობებში

    უნივერსიტეტები, როგორც ფუნდამენტური კვლევების ცენტრები, გაცილებით ნაკლებ

    როლს ასრულებენ ვიდრე კორპორაციების ბაზაზე შექმნილი ლაბორატორიები. ასეთი სა-

    ხის ეროვნული ინოვაციური ცენტრების ტიპიური მაგალითია იაპონია, სადაც ინოვაციუ-

    რი სისტემა ორიენტირებულია ძირითადად ტექნიკურ ინოვაციებზე, უახლეს ტექნოლო-

    გიებზე და არა ფუნდამენტური ცოდნის წარმოებაზე. (ქოქიაური, 2018)

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 13

    ინოვაციური განვითარების ალტერნატიული მოდელი ყალიბდება მნიშვნელოვანი

    სამეცნიერო პოტენციალის არმქონე ქვეყნებში, რის შედეგადაც ეროვნულ ინოვაციურ სი-

    სტემებში პრაქტიკულად არ არის ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერების ბლოკე-

    ბი. ასეთი სახის ეროვნული ინოვაციური სისტემის მაგალითია ტაილანდი, ჩილე, თურქე-

    თი, იორდანია, პორტუგალია, რომლებიც ძირითადად ახდენენ ახალი ტექნოლოგიების

    გადატანას და არა შექმნას. ამასთან, თანდათან ყალიბდება აუცილებელი ინოვაციური

    ინფრასტრუქტურა. (Miettinen, 2013).

    ეროვნული ინოვაციური სისტემის ფორმირების უახლეს მოდელს წარმოადგენს სა-

    მმაგი სპირალის მოდელი, რომელიც განვითარდა ევროატლანტიკური მოდელის საფუ-

    ძველზე. ყველაზე მეტად ამ მოდელმა გავრცელება ჰპოვა აშშ–ში, ხოლო მისმა ცალკეულმა

    ელემენტებმა კი ― დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. (Itskovit, 2012)

    ინოვაციურ განვითარებასთან მიმართებაში სამმაგი სპირალი აღწერს ინოვაციური

    პროდუქტის შექმნის ყველა ეტაპზე სამი ინსტიტუტის (მეცნიერება, სახელმწიფო, ბიზნე-

    სი) ურთიერთზემოქმედებას. მისი ძირითადი ელემენტებია: უნივერსიტეტების როლის

    გაძლიერება და სამი ინსტიტუტის (უნივერსიტეტი ― სახელმწიფო ― ბიზნესი) თანა-

    მშრომლობა. უნივერსიტეტებს, რომლებშიც ერთმანეთს ერწყმის განათლება და მეცნიე-

    რული კვლევები, თავისი წვლილი შეაქვთ ეკონომიკის განვითარებაში უნივერსიტეტების

    ინკუბატორებში ახალი კომპანიების შექმნის გზით. ბიზნესი ნაწილობრივ ახორციელებს

    საგანმანათლებლო მომსახურებას, ხოლო თავისი ტრადიციული მარეგულირებელი რო-

    ლის მეშვეობით სახელმწიფო გამოდის, როგორც საზოგადოებრივი მეწარმე და ვენჩურუ-

    ლი ინვესტორი. ამ მოდელში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება უნივერსიტეტებს, რომლებიც

    გარდაიქმნება რა სამეწარმეო (სამრეწველო) ტიპის უნივერსიტეტებად ახალ ცოდნას პრა-

    ქტიკაში იყენებენ და ერთდროულად მეცნიერული კვლევის შედეგებს დებენ ახალ საგა-

    ნმანათლებლო დისციპლინებში. (Itskovits, 2012; Katikov, and etc., 2012)

    თანამედროვე პირობებში უცხოეთში მუშავდება სამმაგი სპირალის მოდელის გა-

    რთულებული ტიპი ― ოთხმაგი სპირალის მოდელი, რომელიც გამოიხატება სამმაგი სპი-

    რალისადმი მეოთხე ელემენტის დამატებაში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგე-

    ნლების სახით.

    ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაციური ეკონომიკის თეორიული მოდელების პა-

    რალელურად განიხილება მათი პრაქტიკაში გადმოტანის ალტერნატიული მიდგომები.

    აკადემიკოსი ვლ. პაპავა განიხილავს შუმპეტერისეულ „ეკონომიკური განვითარების თე-

    ორიას“, „კრეატიული ნგრევის თეორიასა“ და „კომბინატორული წანამატის“ კონცეფციას,

    ევროკავშირის პოსტკომუნისტური ქვეყნების მიერ „დამწევი ზრდის“ მოდელის გამოყენე-

    ბას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ეკონომიკურად განვითარებული და განვითარებადი

    ქვეყნების კონვერგენცია, ასევე „აუტსაიდერული განვითარების“ მოდელს, რომლის შე-

    მთხვევაშიც საზოგადოებრივი წარმოების სტრუქტურაში დომინირებული ადგილი უკა-

    ვია შრომატევადი და რესურსტევადი დოვლათის წარმოებას. აკადემიკოსი ვლ. პაპავა გა-

    ნიხილავს ადამიანისეული რესურსის როლს აუტსაიდერული განვითარების მოდელიდან

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    14 | სამეცნიერო შრომების კრებული

    დამწევი ზრდის მოდელზე გადასასვლელად, ხაზს უსვამს ევროკავშირის პოსტკომუნი-

    სტური ქვეყნების ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო მოსამზადებელი პერიოდის

    განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკის რესტრუქტურიზაციისა და ტრანსნაციო-

    ნალური კომპანიების როლს. (პაპავა, 2017)

    თუ დავუბრუნდებით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ინოვაციური ეკო-

    ნომიკის მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის მისა-

    ღწევად შედარებით გვიან იქნა გააზრებული, რაც ეკონომიკური ჩამორჩენილობის რეა-

    ლური მიზეზების არასრულფასოვან შეფასებასა და შესაბამისად ახალი მიდგომების შე-

    მუშავების ნაკლებად ქმედითი ინსტრუმენტების ჩამოყალიბებაში გამოიხატა. ეს გარემო-

    ება პირდაპირ აისახა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის

    დონეზე. ინოვაციური ეკონომიკის განვითარების საკითხებზე ცალკეულ ავტორთა მოსა-

    ზრებების უდაო მნიშვნელობისა და შეხედულებათა მრავალფეროვნების მიუხედავად, ქა-

    რთველ მეცნიერთა უმრავლესობა თავს იკავებს რომელიმე მოდელის ქართულ რეალობა-

    ში გადმოტანისა და მათთვის უპირატესობის მინიჭების შესახებ შეხედულებების ჩამოყა-

    ლიბებისაგან, რაც ჩვენი თვალსაზრისით გამართლებულ მიდგომად უნდა ჩაითვალოს,

    რამდენადაც ეს პროცესი სცილდება რომელიმე ცალკეული მეცნიერისა და თუნდაც სამე-

    ცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის რეკომენდაციების არეალს. აღნიშნული საკითხის დაყე-

    ნება ქვეყნის სამთავრობო ორგანოების სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს, რომელიც სა-

    მთავრობო დოკუმენტებსა და კონცეფციებში უნდა აისახოს და გაწერილ უნდა იქნეს დრო-

    ის მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პერიოდებისათვის შემუშავებულ სამოქმედო გე-

    გმასა და ღონისძიებებში. სტრატეგიული გეგმის შესამუშავებლად კი უნდა გაკეთდეს

    ღრმა და სისტემური ანალიზი, რატომ არ არის საქართველოში ინოვაციური ეკონომიკა გა-

    ნვითარებული და როგორია ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები, რომლებიც

    უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პრიორიტეტების დასადგენად.

    ინოვაციური ციკლი მოიცავს მანძილს, რომელიც იწყება ინოვაციის შექმნის იდეის

    შემუშავებითა და მთავრდება ამ სიახლეთა დანერგვით. ციკლის ძირეული რგოლებია: მე-

    ცნიერება (მეცნიერული კვლევა), წარმოება და მოხმარება. ამდენად, ქვეყნის ინოვაციური

    განვითარების მოდელმა სწორედ ეს რგოლები უნდა მოიცვას, რათა სრულფასოვნად იქნეს

    წარმოდგენილი ინოვაციური განვითარების ყველა აუცილებელი მიმართულებები და ჩა-

    რთული ინსტიტუტების როლი მათ განვითარებაში.

    ინოვაციური ეკონომიკის პირველი რგოლის განვითარების ერთგვარი მონახაზი მო-

    ცემულია მეცნიერების სახელმწიფო რეგულირების მიზნით, 1994 წელს მიღებულ საქა-

    რთველოს კანონში „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, რო-

    მელმაც ხაზი გაუსვა მეცნიერებისა და ინოვაციის მნიშვნელობას სახელმწიფოსათვის და

    განსაზღვრა სამეცნიერო საქმიანობის რეგულირების ძირითადი სამართლებრივი პრინცი-

    პები.

    აღნიშნული კანონის მიხედვით სახელმწიფო პოლიტიკა მეცნიერებისა და ტექნო-

    ლოგიების განვითარების სფეროში ქვეყნის სოციალურ–ეკონომიური პოლიტიკის შემა-

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 15

    დგენელი ნაწილია და წარმოადგენს კანონმდებლობით განმტკიცებული სტრატეგიული

    მიზნებისა და ამოცანების სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს: 1. მეცნიერების განვითა-

    რებას, ახალი ტექნოლოგიების შექმნას და გარედან მოზიდვას, მათი გამოყენებით ახალ

    წარმოებათა შექმნასა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლებას, აგრეთვე სხვა საინოვაციო

    საქმიანობისათვის ყოველმხრივ ხელშეწყობას (ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა

    შექმნა–გამოყენებას); 2. საქართველოს სოციალურ–ეკონომიური განვითარების პროგნო-

    ზებიდან გამომდინარე, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენასა

    და მათი განვითარებისათვის ხელშეწყობას; 3. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს

    დემოკრატიულ მართვას, მის დემონოპოლიზაციას, საინოვაციო საქმიანობის თვითრეგუ-

    ლირებისათვის ხელშეწყობას, სამეცნიერო მოღვაწეობის თავისუფლებას, სამეცნიერო სა-

    ზოგადოებრიობის მონაწილეობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწი-

    ფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში; 4. სამეცნიერო და სამეცნიერო–სასწავლო დაწესებულე-

    ბების ინტელექტუალური და მატერიალური პოტენციალის თანდათანობითი ინტეგრაცი-

    ისათვის ხელშეწყობას; 5. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმეობისა და

    კონკურენციისათვის მხარდაჭერას; 6. საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გა-

    ნვითარებას [2, მუხლი. 2].

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეცნიერების შესახებ კანონით განსაზღვრული

    სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი ამოცანა შესაბამისობაშია სამეცნიერო სისტემის თანა-

    მედროვე სამმაგი და ოთხმაგი სპირალის მოდელის შესაბამისად განვითარების სტრატე-

    გიულ ამოცანებთან, რომელიც სამეცნიერო საქმიანობის აკადემიური თავისუფლების პი-

    რობებში სამეცნიერო კვლევებში კერძო სექტორის აქტიურ მონაწილეობას, კვლევისა და

    ინოვაციის შედეგად ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი პროდუქტების შექმნასა და

    კვლევისა და სასწავლო პროცესის ინტეგრაციას ეფუძნება.

    ამ კონტექსტში ადექვატურად გამოიყურება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სი-

    სტემის რეფორმირების პროცესიც, რომელიც საქართველოში 2004 წლიდან დაიწყო. ამ

    ცვლილების შედეგად, სამეცნიერო სფერო გადავიდა სამეცნიერო კვლევების თანამედრო-

    ვე, კონკურენტული დაფინანსების პრინციპზე. საქართველო 2005 წლიდან მიუერთდა

    „ბოლონიის პროცესს“ ― შეთანხმებას ევროპის ქვეყნებს შორის, რომლის მიზანია ევროპის

    ერთიანი უმაღლესი განათლების სივრცის შექმნა აკადემიური პერსონალის მობილურო-

    ბისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შედეგად. აღნიშნული პროცესი

    უმაღლესი განათლების სფეროში სწავლების საფეხურების უნიფიკაციასა და აკადემიური

    წრეების მობილობის გაზრდასთან ერთად გულისხმობს სამეცნიერო კვლევისა და ინოვა-

    ციის სასწავლო პროცესთან ინტეგრაციას. „ბოლონიის პროცესის“ განხორციელების პრო-

    ცესში აქტიურადაა ჩართული ევროკომისია, ევროსაბჭო და იუნესკო/უმაღლესი განათლე-

    ბის ევროპული ცენტრი (CEPES). „ბოლონიის პროცესთან“ მიერთებით საქართველომ გაი-

    ზიარა ბოლონიის პროცესის და მასში შემავალი დოკუმენტების მისწრაფება მეცნიერებისა

    და განათლების სისტემის მოდერნიზაციის, სამეცნიერო სფეროს მზარდ დაფინანსებასა

    და სხვა ასპექტებთან მიმართებაში. (მეცნიერების მართვის ღონისძიებები ეფექტიანობის

    აუდიტის ანგარიში, 2014, 6).

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    16 | სამეცნიერო შრომების კრებული

    2005 წლიდან სახელმწიფომ გადადგა ნაბიჯები „ბოლონიის პროცესის“ პრინციპების

    თანახმად სამეცნიერო საქმიანობისა და განათლების სფეროს დაახლოებისაკენ. იმჟამად

    არსებულ 64 სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს შეეცვალა იურიდიული ფორმა და მოხდა

    მათი მიერთება 5 უნივერსიტეტთან. ეს მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილება გა-

    ნხორციელდა ეტაპობრივად, მთავრობის დადგენილებების საფუძველზე. სამეცნიერო სი-

    სტემის რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო მოსაზრება, რომ სამეცნიერო–კვლევით

    ინსტიტუტებს და აქტიურ მკვლევარებს, რომლებსაც მანამდე არ ჰქონდათ სასწავლო და-

    წესებულების სტატუსი და შესაბამისად, არ შეეძლოთ სასწავლო პროცესში მონაწილეობა,

    უნივერსიტეტებთან მიერთების შემდგომ საშუალება მიეცემოდათ ჩართულიყვნენ სასწა-

    ვლო პროცესში. აგრარული უნივერსიტეტი გადავიდა კერძო საკუთრებაში. ამჟამად, სახე-

    ლმწიფო სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებები ფუნქციონირებენ ოთხი სახელმწიფო

    უნივერსიტეტის შემადგენლობაში (მეცნიერების მართვის ღონისძიებები. ეფექტიანობის

    აუდიტის ანგარიში, 2014). საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპო-

    რტის სამინისტროს სისტემაში შედის: 1. სსიპ „შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწი-

    ფო სამეცნიერო ფონდი“, 2. სსიპ „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია“, 3.

    სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია“, 4. სსიპ „საგანმანა-

    თლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტო“, 5. უნივერსიტეტე-

    ბი და დამოუკიდებელი სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტები. აღსანიშნავია, რომ სამე-

    ცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების არსებობის ფორმა (დამოუკიდებელი, უნივერსიტე-

    ტის შემადგენლობაში თუ სხვა ფორმით) დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორე-

    ბიცაა, ინსტიტუტის კვლევის სფეროს აქტუალურობა, მისი მოცემული ფორმით ფუნქცი-

    ონირების მიზანშეწონილობა, ცალკე ერთეულის კონკურენტუნარიანობა, პოტენციალი

    და ა. შ. (მეცნიერების მართვის ღონისძიებები. ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, 2014, 14).

    თუ გავიაზრებთ საქართველოში მეცნიერების განვითარებისა და ინოვაციური ეკო-

    ნომიკის მშენებლობის ზემოაღნიშნულ ინსტიტუციურ ჩარჩო დოკუმენტებს, ისინი საფუ-

    ძველს იძლევიან საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების არასრული მო-

    დელის წარმოსადგენად, კერძოდ მოქმედი კანონმდებლობა საფუძველს იძლევა მეცნიე-

    რების განვითარების, ახალი ტექნოლოგიების შექმნისა და გარედან მოზიდვის, მათი გა-

    მოყენებით ახალ წარმოებათა შექმნისა თუ არსებულთა ტექნიკურ განახლების, აგრეთვე

    სხვა საინოვაციო საქმიანობის კერძოდ კი ტექნოლოგიურ და ტექნიკურ სიახლეთა შექმნა–

    გამოყენების, მეცნიერების გარკვეული დარგების პრიორიტეტების დადგენისა და მათი

    განვითარების ხელშეწყობისათვის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში მეწარმე-

    ობისა და კონკურენციის მხარდაჭერისათვის, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლო-

    ბის განვითარებისათვის. მეცნიერებისა და განათლების ინტეგრაციისა და ევროპულ ბო-

    ლონიის პროცესებთან მისი დაახლოების, კერძო სექტორის სახელმწიფოებრივი მხარდა-

    ჭერის, ასევე ჩართული უწყებების ფუნქციების განსასაზღვრავად. ამდენად, იგი ახლოს

    დგას სამმაგი, და ნაწილობრივ ოთხმაგი სპირალის ინოვაციური მოდელის მონახაზებთან

    თუმცა, იგი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ინოვაციური ეკონომიკის მშენებლობის ქართული

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 17

    მოდელის დასრულებულ სახეს, რადგანაც მასში არ არის გათვალისწინებული მეორე კო-

    მპონენტი წარმოების სახით, რომლის მოთხოვნაც ინოვაციებზე საქართველოში ძალზე

    დაბალი, ხოლო მისი როლი ინოვაციურ ეკონომიკის განვითარებაში უმნიშვნელოა, რაც

    მოითხოვს, ინოვაციური მეწარმეობის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა

    შემდგომ გააქტიურებას საქართველოში. თუმცა, ამ მიმართებით არც მეცნიერებისა და გა-

    ნათლების როლი არ არის ჯერ–ჯერობით დამაიმედებელი, რაც საქართველოში ინოვაცი-

    ური ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორების არაადექვატურობით

    არის განპირობებული.

    შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების მიმართულებით უდავოდ წინგადადგმულ

    ნაბიჯს წარმოადგენს 2016 წელს მიღებული საქართველოს კანონი „ინოვაციების შესახებ‘’,

    რომელმაც საკანონმდებლო დონეზე ჩამოაყალიბა ძირითადი მოთხოვნები ინოვაციების

    სფეროში სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით, განსაზღვრა ინოვაცი-

    ური საქმიანობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის ძირითადი ორგანიზაციული ფორმე-

    ბი, სამეცნიერო/ტექნოლოგიურ პარკის, ბიზნესინკუბატორის, ბიზნესამაჩქარებელის, ტე-

    ქნოლოგიების გადაცემის ცენტრის, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (FabLab)

    და ინოვაციების ლაბორატორიის (ILab), ინოვაციების ცენტრის, ასევე სხვა ინფრასტრუ-

    ქტურის სახით. ჩამოაყალიბა ინოვაციური საქმიანობის დაფინანსებისა და ინოვაციური

    პროექტის დაფინანსებით მიღებული შემოსავლიდან წილის განაწილების პრინციპები.

    ეკონომიკურ ლიტერატურაში ინოვაციური ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედი შე-

    მდეგი ძირითადი მაჩვენებლები გამოიყოფა. ესენია: ეკონომიკის ინოვაციურ სექტორში

    როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების მიერ განხორციელებული ინვესტიციე-

    ბის ხვედრითი წილი ქვეყნის ინვესტიციების საერთო მოცულობაში; ინოვაციურ საქმია-

    ნობაზე, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და კოოპერაციული სექტორების მიერ გაწეული

    დანახარჯების ხვედრითი წილი ქვეყნის მეპ–ში, მშპ–ში, ეროვნულ შემოსავალში; ქვეყნის

    ინტელექტუალურ სექტორში (განათლება, მეცნიერება –მეცნიერული კვლევები და საცდე-

    ლ–საკონსტრუქტორო დამუშავებები, პროგრამული უზრუნველყოფა და ა. შ.) წლის განმა-

    ვლობაში გაწეული დანახარჯების ხვედრითი წილი სახელმწიფოს საერთო დანახარჯებში;

    ინოვაციური ეკონომიკის პროდუქციის (აღმოჩენები, გამოგონებები, უახლესი ტექნოლო-

    გიები, საცდელი ნიმუშები, ახალი სახეობის საქონელი და მომსახურება და ა. შ.) ხვედრი-

    თი წილი ქვეყნის მშპ–ში; ეკონომიკის ინოვაციურ სექტორში დასაქმებულთა ხვედრითი

    წილი ქვეყნის მასშტაბით დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობაში; ამ სფეროში მომუშავე-

    თა პროფესიულ–კვალიფიკაციური შემადგენლობა; მკსსდ–ების სფეროში ინვესტიციების,

    დანახარჯებისა და მომუშავეთა, ისე წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი; კორპო-

    რაციული აქციონერული კაპიტალის ხვედრითი წილი მკსსდ–ებში; მკსსდ–ებზე გაწეული

    დანახარჯების სტრუქტურა მეცნიერული კვლევა ძიების ფორმების (ფუნდამენტური

    კვლევა, ძიებითი კვლევა, გამოყენებითი კვლევა) მიხედვით; მეცნიერული გამოკვლევების

    საერთო რიცხოვნებაში საერთაშორისო მნიშვნელობის ე. წ. იმპაქტ–ფაქტორების სტატუ-

    სის მქონე ჟურნალებსა და სხვა ავტორიტეტულ გამოცემებში დაბეჭდილი) ნაშრომების

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    18 | სამეცნიერო შრომების კრებული

    ხვედრითი წილი; ეკონომიკის მაღალ ტექნოლოგიური, მეცნიერებატევადი დარგების (სა-

    მხედრო და ავიაკოსმოსური მრეწველობა, ხელსაწყოთმშენებლობა, ტელეაპარატურა და

    ელექტრონული კომპონენტების წარმოება, უახლესი თაობის კომპიუტერების წარმოება,

    ფარმაცევტული მრეწველობა და სხვა) პროდუქციის ხვედრითი წილი მშპ–ში; კორპორა-

    ციებს, ვენჩურული ფირმებს, სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებს

    შორის საქმიანობის კოორდინაციის დონე; საგამომგონებლო ინოვაციური საქმიანობის შე-

    დეგების პატენტების ― ნოუ ჰაუს ქვეყნებს შორის გაცვლა; მეცნიერ მუშაკთა და მაღალკვა-

    ლიფიციურ სპეციალისტთა მიგრაციის დონე ― „ტვინების გადინება“; ინტერნეტითა და

    პერსონალური კომპიუტერების მოსარგებლე პირთა ხვედრითი წილი მოსახლეობის საე-

    რთო რიცხოვნობაში; მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ახალ დამუშავებათა და გამოგო-

    ნებათა შედეგების დაპატენტების მდგომარეობა; ცოდნაზე გაზრდილი მოთხოვნის მქონე

    საბაზრო მომსახურების ხვედრითი წილი მშპ–ში და სხვა (ჩიქავა, 2006, 54).

    თუ გავაანალიზებთ საქართველოში სამეცნიერო პოტენციალის განვითარების არსე-

    ბულ მდგომარეობას სურათი საკმაოდ სავალალოა. მას ფონად გასდევს დეგრადირებული

    სამეცნიერო სკოლები, მოძველებული სამეცნიერო ტექნიკური ინფრასტრუქტურა, დაქვე-

    ითებული საკადრო პოტენციალი, დაბერებული კადრები, არა ადექვატური ფინანსური

    მექანიზმები, მწირი დაფინანსება.

    თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს 1990 წელს საქართველოში მოქმედი

    115 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტიდან 2005 წელს ფუნქციონირებდა 80. ამასთან, იმა-

    ვე პერიოდში მეცნიერ მუშაკთა რაოდენობა შემცირდა 29350–დან 9186–მდე. მეცნიერ მუ-

    შაკთა გადამზადების სისტემის არ არსებობისა და სამეცნიერო–ტექნიკური ლიტერატუ-

    რით უზრუნველყოფის დაბალი დონის პირობებში გასათვალისწინებელია მეცნიერთა

    ცოდნის მორალური ცვეთის პროცესები. [აბრალავა, 2009, 162]. დაბალი იყო სამეცნიერო

    კადრებით მოსახლეობის გაჯერების მაჩვენებლები. 2002 წლის მონაცემებით საქართვე-

    ლოში მოსახლეობის მილიონ კაცზე გაანგარიშებით მეცნიერების სფეროში დასაქმებუ-

    ლთა რაოდენობა შეადგენდა 2421 კაცს, მაშინ როდესაც ფინეთში 7110, ისლანდიაში 6639,

    იაპონიაში 5321, შვედეთში 5186, ნორვეგიაში 4377, აშშ–ში 4089, სინგაპურში 4052, შვეიცა-

    რიაში 3592, რუსეთში 3494, დანიაში 3476 იყო. (ჩიქავა, 2006, 271).

    ძალზე დაბალი იყო მეცნიერებაზე დანახარჯების ხვედრითი წილი მშპ–ში და იგი

    0.2%–ს შეადგენდა. მაშინ როდესაც კუბაში 8,5%, დანიაში 8.3%, შვედეთში 7.6%, ესტონე-

    თში 7.4%, ისრაელში, 7.3%, ნორვეგიაში 6.8%, ფინეთში 6.3%, ირლანდიაში 6%–ს შეადგე-

    ნდა. ასევე დაბალი იყო სახელმწიფო დანახარჯების საერთო მოცულობაში მეცნიერებაზე

    გაწეული ხარჯების დონე. (ჩიქავა, 2006, 272).

    მიუხედავად ინოვაციური ინფრასტრუქტურის მშენებლობის ბოლო პერიოდში გა-

    ნხორციელებული მცდელობისა სავალალო მდგომარეობაშია სამეცნიერო კვლევითი

    ინსტიტუტების მატერიალურ–ტექნიკური ბაზა. დამაფიქრებელია განხორციელებული

    ორგანიზაციული ცვლილებების ფონზე კვლევითი საქმიანობის სამეცნიერო კვლევითი

    ინსტიტუტებიდან საუნივერსიტეტო ცენტრებში გადანაცვლების თანმდევი პროცესები,

  • თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი

    TOU.EDU.GE | 19

    რამეთუ იგი ჯერ კიდევ შორს დგას განათლებისა და მეცნიერების რეალური ინტეგრაცი-

    ული პროცესებისაგან და ფორმალურ დონეზე რჩება. შედეგად, არარსებითი და უმნიშვნე-

    ლოა მისი შედეგები. დამაფიქრებელია კერძო საუნივერსიტეტო ცენტრების სამეცნიერო

    საქმიანობის სფეროში არსებული მდგომარეობა. სახელმწიფო საუნივერსიტეტო ცენტრე-

    ბისადმი ფინანსური მხარდაჭერის პირობებში, კერძო უნივერსიტეტებში სამეცნიერო სა-

    ქმიანობა თითქმის იგნორირებულია, რასაც ემატება კერძო უმაღლესი სასწავლებლების

    შტატში აყვანილი პერსონალის დაბალი მოტივაცია, რაც აიძულებს მეცნიერებს საათო-

    ბრივ განაკვეთზე მუშაობასა და აძლიერებს კერძო საგანმანათლებლო სექტორის ისედაც

    მიძინებული სამეცნიერო პოტენციალის არსებით დაქვეითებას. ხელს უწყობს კერძო საგა-

    ნმანათლებლო დაწესებულებების სამეცნიერო კვლევითი გამოცდილების დაქვეითებასა

    და დეგრადაციას. მდგომარეობას ამძიმებს ატესტაციის და კონკურსების სისტემის ნაკლო-

    ვანებები, თანამშრომელთა ფორმალური მივლინებები საზღვარგარეთ, პლაგიატი, პერსო-

    ნალის არახშირი განახლება, კადრების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სი-

    სტემის არ არსებობა, იდეების ნაკლებობა, სტუდენტთა დაქვეითებული სამეცნიერო აქტი-

    ვობა, თაობათა შორის კავშირის მოშლა და კადრების შემოდინების ნაკლებობა, მომავალი

    ლიდერების მომზადების საჭიროება და ლიდერების არ არსებობა, ტვინების გადინება.

    ქვეყნიდან გასულ მეცნიერთა სამშობლოში დაბრუნებისათვის ხელშეუწყობლობა. განა-

    თლების ექსპორტის დაბალი დონე. უცხოეთთან არარეგულარული კონტაქტები და სა-

    ზღვარგარეთულ ქვეყნებთან ნაკლები ინტეგრაცია. ცალკე აღნიშვნას მოითხოვს, უმაღლე-

    სი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სფეროში არსებული ნაკლოვანე-

    ბები. მეცნიერებასა და წარმოებას შორის კოოპერაციის არ არსებობა.

    და მაინც საქართველოში ინოვაციური ეკონომიკის განვითარების მთავარ ხელისშე-

    მშლელ ფაქტორს სტრატეგიული დოკუმენტების არ არსებობა და უსისტემობა წარმოა-

    დგენს, რაც თავის მხრივ, ადექვატური ორგანიზაციული სტრუქტურების არ არსებობასა

    და ფუნქციათა არაფორმალურ გადანაწილებას განაპირობებს. არასწორი ინსტიტუციური

    მოწყობა არა მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის მოუწესრიგებლობასა და ორგანიზაცი-

    ული სტრუქტურების შეუსაბამობაში, არამედ ინოვაციური სექტორის გაუაზრებელ რეგი-

    ონალიზაციაშიც გამოიხატება. დამაფიქრებელია წარმოების ნაკლები მზაობა მეცნიერუ-

    ლი სიახლეების ასათვისებლად. მცირე ბიზნესის განვითარების პრიმიტიულობა საქა-

    რთველოში არსობრივად თვითდასაქმებისა და არა მცირე ბიზნესის უპირატეს განვითა-

    რებაში ვლინდება და მის უცხოეთში არსებულ მდგომარეობამდე მიყვანას აშკარად არც

    თუ ისე მცირე დრო დასჭირდება.

    მიუხედავად ინოვაციური ეკონომიკის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ბოლო პე-

    რიოდში განხორციელებული მცდელობებისა, პრობლემები შეინიშნება ფინანსური მხა-

    რდაჭერის არსებულ მექანიზმების ქმედუნარიანობაშიც. მეტ ძალისხმევას მოითხოვს სა-

    კონკურსოდ გატანილი, განსახილველი, პროექტების კონფიდენციალობის გარანტიების

    უზრუნველყოფა. საყურადღებო ნაკლოვანებად შეიძლება ჩაითვალოს პროცედურების გა-

    უმართაობა. პოტენციურ მონაწილეთა არასაკმარისი ტრენინგები საბანკო დაფინანსების

  • TBILISI OPEN TEACHIN UNIVERSITY

    20 | სამეცნიერო შრომების კრებული

    ხელმისაწვდომობისა და გარანტიების სისტემის შესახებ. ცალკე ყურადღების ღირსია სტა-

    რტაფებისათვის გამოყოფილი თანხების სიმცირე, თანადაფინანსების მოძიების სირთუ-

    ლე, საბანკო კრედიტის მაღალი წლიური საპროცენტო განაკვეთი, მიღებული მოგების გა-

    დანაწილების მექანიზმით ავტორთა არასაკმარისი დაინტერესება. შედეგად, საქართვე-

    ლოს სტარტაპების პროგრამა არ არის ხელსაყრელი ბიზნეს იდეის დაფინანსებისათვის.

    სერიოზულ ხელშემშლელ ფაქტორად უნდა ჩაითვალოს არამყარი ბიზნეს გარემო, არახე-

    ლსაყრელი გაცვლითი კურსი და მისი არაპროგნოზირებადი ვარდნა, ეკონომიკის მონო-

    პოლიზება, რაც კლავს ბიზნეს ინიციატივებს, ხარისხის მართვის სისტემის არ არსებობა.

    ახალი ბაზრების ათვისების სფეროში არსებული მარკეტინგული პრობლემები, მოუქნელი

    ფასები და რეკლამა, საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებები, საგადასახადო შეღავათების

    არასაკმარისობა, არაქმედითი რეგულაციები.

    ინოვაციური პროცესების აქსელერაციას ხელს უშლის სპეციალიზებული ინოვაცი-

    ური ფონდების ნაკლებობა. იდეების რეალიზაციისათვის არა ხელსაყრელი ფინანსური

    პირობებისა და ინფრასტრუქტურის არსებობა, არასრულყოფილი კანონმდებლობა და ფი-

    ნანსური მექანიზმები. ტრენინგებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე. გადაუდებელ სა-

    ჭიროებას წარმოადგენს კვლევითი სამუშაოების დაფინანსების გაუმჯობესება, საპატენტო

    სისტემის მოწესრიგება. მეცნიერთა სოციალური გარანტიების, მათ შორის საპენსიო

    უზრუნველყოფის სისტემის გადახედვა, რათა მეცნიერი იძულებული არ გახდეს იმუშაოს

    სიცოცხლის ბოლომდე მეცნიერებაში, თუმცა ახალს არაფერს არ ქმნიდეს.

    უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით საჭიროა ქვეყანაში მეცნიე-

    რებისა და ტექნოლოგიების დამოუკიდებელი დეპარტამენტის შექმნა. ტრანსნაციონალუ-

    რი კომპანიების როლის გააქტიურება. ვენჩურული ფირმების შექმნა. მეცნიერების განვი-

    თარების დარგობრივი ფონდების შექმნა და სახელმწიფო დაკვეთის სისტემის გაძლიერე-

    ბა. ინოვაციური სექტორის რეგიონალიზაცია კლასტერების დანერგვისა და განვითარების

    საფუძველზე. ინოვაციების სფეროში მენეჯერთა მომზადება. სამეცნიერო პედაგოგიური

    პერსონალის გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის შექმნა, მათი უცხო-

    ეთში სტაჟირების პრაქტიკის გაძლიერება. უცხოური ლიტერატურით უზრუნველყოფის

    მდგომარეობის გაუმჯობესება.

    ამჟამად, სქართველოს ინოვაციურ სექტორში არსებული მდგომარეობის სრულფა-

    სოვანი შეფასების საშუალებას არ იძლევა ოფიციალური სტატისტიკა. ამ მიმართებით სა-

    ქართველოში დაკარგულად შეიძლება ჩაითვალოს ის ძალისხმევაც, რაც 2004 წლამდე მე-

    ცნიერების სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების მიმა-

    რთულებით იქნა გაწეული და სრულფასოვნად იყო ასახული ამ მიმართებით გამოცემულ

    სტატისტიკურ პუბლიკაციებში, მათ შორის სტატისტიკურ კრებულში, „განათლება, მე-

    ცნიერება და კულტურა საქართველოში“, რომელიც ამ სტრიქონების ავტორის რედაქტო-

    რობით 2004 წლამდე რეგულარულად გამოიცემოდა იმჟამინდელი საქართველოს სტატი-

    სტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. სადღეისოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსა-

    ხური