Transcript
Page 1: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი
Page 2: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

I

შარშან ზაფხულს ნორვეგიის ერთ პატარა საპორტო ქალაქში ერთობ უჩვეულო

მოვლენები დატრიალდა. ყველასგან მოულოდნელად აქ სრულიად უცხო

მამაკაცი, ვინმე ნაგელი ჩამოვიდა. ამ უცნაურმა შარლატანმა საოცარი ამბები

დაატრიალა და შემდეგ ისევე მოულოდნელად გაუჩინარდა, როგორც

გამოჩნდა. ერთხელ, ღმერთმა უწყის რა მიზნით, სასტუმროს ნომერში

ახალგაზრდა, იდუმალებით მოცული ქალიც კი ესტუმრა. როგორც ჩანს, ქალმა

დიდხანს დარჩენა ვერ გაბედა და ორიოდ საათში უკანვე გაბრუნდა. თუმცა,

დაწყებით ყველაფერი სხვანაირად დაიწყო...

ერთ საღამოს ექვსი საათისთვის ნაპირს სამგზავრო თბომავალი მოადგა.

გემბანზე რამდენიმე მგზავრი გამოჩნდა, მათ შორის ყვითელ პიჯაკსა და

თეთრ ხავერდის ქუდში გამოწყობილი მამაკაციც ერია. მშვენივრად მახსოვს,

რომ 12 ივნისის საღამო იყო, ვინაიდან სწორედ ამ დღეს ფრეკენ შელანდის

ნიშნობის გამო ქალაქის რამდენიმე უბანში დროშები გამოეფინათ. სასტუმრო

„ცენტრალის“ შიკრიკი გემბანზე სწრაფი ნაბიჯით ავიდა და ყვითელპიჯაკიან

მამაკაცს მიუახლოვდა. უცნობმა შიკრიკს ბარგი გადასცა, ბოცმანს სამგზავრო

ბილეთი გაუწოდა და თავად, გემიდან ნაპირზე ჩასვლის ნაცვლად, ბოლთის

ცემას მოჰყვა. აშკარად ღელავდა. როცა გემის საყვირის ხმა მესამეჯერ გაისმა,

მაშინღა გაახსენდა, რომ გემის რესტორანში ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი.

სწრაფი ნაბიჯით რესტორნისკენ მიმავალმა მოულოდნელად იგრძნო, რომ

გემი ადგილიდან დაიძრა. წამით შეყოვნდა, შემდეგ გემბანის მოაჯირს ეცა,

ნაპირზე მდგომ შიკრიკს ხელი დაუქნია და გადასძახა:

- ჩემი ბარგი სასტუმროში წაიღეთ და ოთახი მომიმზადეთ!

გემი ნაპირს ზანტად მოშორდა და ფიორდს მიღმა გაუჩინარდა.

ბორტზე დარჩენილ ყვითელპიჯაკიან მამაკაცს იოჰან ნილსენ ნაგელი ერქვა.

შიკრიკმა ნაგელის ბარგი ურიკაზე მოათავსა. ბევრი არაფერი იყო: მხოლოდ

ორი პატარა ჩემოდანი და ქურქი... დიახ, ქურქი, მიუხედავად იმისა, რომ

პაპანაქება ზაფხული იდგა. ამ ყველაფერს თან ახლდა მცირე ზომის ხელჩანთა

და ვიოლინოს ბუდე. მფლობელის მონოგრამა არც ერთ მათგანს არ ჰქონდა.

მეორე დღეს, სადილობის ხანი იქნებოდა, როცა იოჰან ნაგელი სასტუმროს

ორცხენშებმული ეტლით მიადგა. მისთვის გაცილებით მარტივი იქნებოდა,

უკან ისევ გემით რომ დაბრუნებულიყო, მაგრამ რატომღაც ეტლით მგზავრობა

არჩია. თან მეტი ბარგი გამოეყოლებინა. ეტლის წინა საბარგულზე პატარა

Page 3: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჩემოდანი, სამგზავრო ჩანთა, პიჯაკი და რაღაც ნივთებით გატენილი

პორტფელი ელაგა. პორტფელზე პაწაწინა მარგალიტებით მფლობელის

ინიციალები - „ი.ნ.ნ“ იყო ამოქარგული.

ეტლიდან ჯერ ფეხიც არ გადმოედგა, სასტუმროს ოთახის ამბავი რომ იკითხა.

როდესაც მეორე სართულზე აიყვანეს და თავის ნომერში შეაცილეს, მაშინვე

კედლების სისქე შეამოწმა. უნდოდა დარწმუნებულიყო, რომ მეზობელი

ნომრებიდან გამოსული ხმაური არ შეაწუხებდა. შემდეგ კი, სრულიად

მოულოდნელად, მოსამსახურე გოგონას მიუბრუნდა და ჰკითხა:

- რა გქვიათ?

- სარა.

- სარა, სარა... - და იქვე დაამატა: - სად შემიძლია ვისადილო? ესე იგი, სარა

გქვიათ, არა?.. მითხარით, ადრე ამ შენობაში აფთიაქი ხომ არ იყო?

- დიახ, იყო, - დაბნეულად უპასუხა სარამ, - მაგრამ მას შემდეგ მრავალი წელი

გავიდა...

- მრავალი წელიო, ამბობთ? დიახ, დიახ... დერეფანში შემოსვლისთანავე

მივხვდი. იმიტომ კი არა, რომ წამლის სუნი მეცა, უბრალოდ, რაღაცნაირად

ვიგრძენი. დიახ, ასეა...

სადილობისას ერთი სიტყვაც არ დასცდენია. ის ორი მგზავრი, რომლებიც წინა

საღამოს გემით მასთან ერთად ჩამოვიდნენ ქალაქში, სასადილოს მაგიდის

მეორე ბოლოში ისხდნენ. ნაგელის დანახვისთანავე ერთმანეთს თვალით

რაღაც ანიშნეს და გემბანზე მომხდარის გამო მასთან გახუმრებაც გაბედეს,

მაგრამ ნაგელმა თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერაფერი გაიგონა. ნაჩქარევად

ისადილა, დესერტი რომ შესთავაზეს, უარის ნიშნად თავი გააქნია და ბოლოს

სკამიდან მკვირცხლად წამოხტა. სასტუმროდან გასვლისთანავე სიგარას

მოუკიდა და ხალხმრავალ ქუჩაში გაუჩინარდა.

სასტუმროში მხოლოდ ნაშუაღამევს, დაახლოებით სამი საათისთვის

დაბრუნდა. ნეტავ სად უნდა ყოფილიყო? როგორც მოგვიანებით გაირკვა,

თურმე ფეხით წასულა იმ დაბაში, საიდანაც დილას ეტლით ჩამოვიდა. უკანაც

ასევე ფეხით დაბრუნებულა. ალბათ რაღაც აუცილებელი საქმე ჰქონდა

მოსაგვარებელი. კარი სარამ გაუღო. კაცი ოფლად იღვრებოდა, მაგრამ

არაჩვეულებრივ ხასიათზე ჩანდა, სარას რამდენიმეჯერ გაუღიმა კიდეც.

Page 4: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ღმერთო ჩემო, რა ლამაზი კეფა გაქვთ, ქალიშვილო! - წარმოთქვა მან

აღტაცებით და დაამატა: - შემთხვევით ჩემ სახელზე წერილი ხომ არ მოსულა?

ნაგელის, ანუ იოჰან ნაგელის სახელზე? ჯანდაბას... ოჰო, სამი დეპეშაა! იცით,

რაღაც მინდა გთხოვოთ... შეგიძლიათ კედლიდან ეს სურათი მოაცილოთ? არ

მსიამოვნებს, ყოველ წუთას თვალში რომ მეჩხირება. გაღვიძებისთანავე ამ

სურათის დანახვა ცუდ გუნებაზე მაყენებს. სხვათა შორის, ნაპოლეონ მესამეს

სულაც არ ჰქონია მწვანე წვერი... უღრმესი მადლობა!

სარას გასვლისთანავე ნაგელი ოთახის შუაგულში შედგა და გაირინდა.

მდუმარედ იდგა და გაყინული მზერით კედელზე ერთ წერტილს

მიშტერებოდა. მერე თავი ნელ-ნელა მძიმედ გადასწია უკან და ასეთ უცნაურ

მდგომარეობაში კარგა ხანს დაჰყო.

სიმაღლით ნაგელი საშუალოზე ოდნავ დაბალი, შავგვრემანი პირისახის

მამაკაცი იყო. გოროზი გამოხედვა, მაგრამ ქალივით ლამაზი ტუჩები ჰქონდა.

საკმაოდ მხარბეჭიანი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ საფეთქლებთან თმა

უკვე გასჭაღარავებოდა, ასე, ოცდარვა-ოცდაათ წელს თუ მისცემდა კაცი.

თითზე ყოველთვის უბრალო ლითონის ბეჭედს ატარებდა.

ოთახის შუაგულში მდგომი ნაგელი მოულოდნელად გამოფხიზლდა და

უცნაურად მკვეთრი მოძრაობა გააკეთა. თითქოს ამდენ ხანს გარინდული

იმიტომ იდგა, რომ ბოლოს რაც შეიძლება ეფექტურად გამოფხიზლებულიყო,

მიუხედავად იმისა, რომ ოთახში მის მეტი არავინ იყო. შემდეგ შარვლის

ჯიბიდან გასაღებები, ხურდა ფული და გაცრეცილ ლენტზე დაკიდებული,

მაშველთათვის განკუთვნილი მედალი ამოიღო. ეს ნივთები საწოლის

გვერდით, ტუმბოზე დაალაგა, საფულე კი ბალიშის ქვეშ მოათავსა. მერე

ჟილეტის ჯიბიდან საათი და პაწაწინა სამედიცინო ქილა ამოაცურა, რომელსაც

გარკვევით ეწერა „შხამი“. ქილა მაშინვე ჯიბეში დააბრუნა, საათს კი კარგა ხანს

დაჰყურებდა. ბოლოს თითიდან ბეჭედი წაიძრო და ხელები გადაიბანა. სველი

ხელები დაუდევრად ისე გადაისვა თმაზე, რომ სარკეში არც ჩაუხედავს.

უკვე საწოლში იწვა, როდესაც შეამჩნია, რომ ბეჭდის გაკეთება დავიწყებოდა.

ლოგინიდან ელდანაკრავივით წამოხტა და პირსაბანისკენ გაექანა, თითქოს იმ

უბრალო რკინის რგოლის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო. ბეჭედი კვლავ

თითზე წამოიცვა და მის სახელზე მოსული სამივე დეპეშა გახსნა. ჯერ ერთის

კითხვა არც ჩაემთავრებინა, უცნაურად რომ აქირქილდა. იწვა ოთახში

მარტოდმარტო და კარგა ხანს იცინოდა. სიცილისას ჩაწიკწიკებული კბილები

მოუჩანდა. რამდენიმე წუთში კვლავ სერიოზული გამომეტყველება მიიღო და,

მიუხედავად იმისა, რომ სამივე დეპეშა საკმაოდ დიდ და მნიშვნელოვან საქმეს

Page 5: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შეეხებოდა, მაგიდაზე გულგრილად მოისროლა. კერძოდ, დეპეშებში ლაპარაკი

იყო სამოცდაორიათას კრონად შეფასებულ მამულზე. გარდა ამისა, საქმის

სწრაფად წარმართვის შემთხვევაში, მთლიანი საფასურის ნაღდი ფულით

დაფარვასაც სთავაზობდნენ. ამ მოკლე, მშრალ და საქმიან დეპეშებში,

რომლებსაც არანაირი ხელმოწერა არ ჰქონდა დართული, სასაცილო

ნამდვილად არაფერი იყო. რამდენიმე წუთში ნაგელს უკვე ეძინა. ტუმბოზე

მოთავსებული ორი ცალი სანთელი, რომელთა ჩაქრობაც დავიწყებოდა,

მკვეთრად ანათებდა მის სუფთად გაპარსულ სახესა და გულ-მკერდს.

მოშორებით, მაგიდაზე უნიათოდ მიყრილ დეპეშებს კი სანთლის შუქის

მკრთალი ანარეკლი სწვდებოდა...

მეორე დილას იოჰან ნაგელმა ფოსტაში სასტუმროს შიკრიკი გაგზავნა და

ახალი გაზეთები მოატანინა. მათ შორის რამდენიმე უცხოური გაზეთიც ერია.

ამჯერად წერილი არ მოუტანიათ. ნაგელმა ვიოლინოს ბუდე სკამზე დადო და

ოთახის შუაგულში ისეთნაირად მოათავსა, რომ ყველას თვალში

მოხვედროდა. თუმცა ინსტრუმენტი ერთხელაც არ ამოუღია ბუდიდან.

შუადღემდე ოთახიდან არ გასულა, ჯერ რაღაც წერილებს წერდა, შემდეგ კი

წიგნს კითხულობდა და თან ბოლთას სცემდა. მერე სასტუმროდან გავიდა და

იქვე მაღაზიაში ხელთათმანები შეიძინა. მოგვიანებით ქალაქის ბაზრობაზე

აღმოჩნდა და ათ კრონად წითური ძაღლის ლეკვი იყიდა, რომელიც

სასტუმროში მისვლისთანავე მეპატრონეს გადაულოცა. ლეკვს სახელად

იაკობსენი შეურჩია, რის გამოც ყველამ გულიანად იცინა. მოგვიანებით

გაირკვა, რომ ლეკვი ძუ ყოფილა.

ამგვარად, იმ დღეს მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია, არანაირ საქმეზე არ

წასულა და არც არავინ მოუნახულებია. ცხადი იყო, ქალაქში არავის იცნობდა.

ნაგელის უცნაური გულგრილობა თითქმის ყველაფრის მიმართ, პირადი

საქმეების მიმართაც კი, სასტუმროში ყველას აკვირვებდა. ის სამი დეპეშა მისი

ნომრის მაგიდაზე ისევ ხელუხლებლად ეყარა. ამ ყველაფერთან ერთად,

ცნობისმოყვარეთა პირდაპირ შეკითხვებზე პასუხისგან თავის დაძვრენასაც

მშვენივრად ახერხებდა. თავად სასტუმროს მეპატრონე ორჯერ შეეცადა,

გამოერკვია ამ უცნაური სტუმრის ვინაობა და ქალაქში ჩამოსვლის მიზეზი,

მაგრამ ნაგელმა ორივეჯერ ყური მოუყრუა. იმ დღის შემდეგ კი ხალხი მის

კიდევ ერთ უცნაურ საქციელზე ალაპარაკდა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში

არც ერთი ნაცნობი არ ჰყავდა, ნაგელი თურმე სასაფლაოს შესასვლელთან

შეყოვნებულა, ერთი ახალგაზრდა ქალისთვის თამამი მზერა მიუპყრია და

ღრმა პატივისცემით მისალმებია. ამ უხერხული საქციელის გამო ქალი

Page 6: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჭარხალივით გაწითლებულა. ამის შემდგომ ამ უტიფარ უცნობს ყოველგვარი

ახსნა-განმარტების გარეშე პასტორის სახლისთვის ასევე კადნიერად აუქცევია

გვერდი და გზა გაუგრძელებია. მომდევნო დღეებშიც იმავე მიდამოებში

მოსეირნე შეუნიშნავთ... თითქმის ყოველ საღამოს სასტუმროში გვიან ღამით

ბრუნდებოდა და უკვე ჩარაზულ კარს სპეციალურად მისთვის აღებდნენ.

მესამე დილას თავისი ნომრიდან გამოსულ ნაგელს სასტუმროს მეპატრონე

შეეგება. მან თავაზიანად და დიდი სიყვარულით მოიკითხა სტუმარი. შემდეგ

ორივენი ვერანდაზე გავიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ.

საუბრისას მეპატრონემ აღნიშნა, რომ სხვა ქალაქში ერთი ყუთი ახლად

დაჭერილი თევზის გაგზავნა უნდოდა და რჩევა ჰკითხა:

- ხომ ვერ მეტყვით, როგორ აჯობებს ამ ყუთის გაგზავნა?

ნაგელმა ყუთს დახედა, გაიღიმა და თავი გააქნია.

- არა, ამ საქმისა არაფერი გამეგება.

- ნუთუ? მე კი ვფიქრობდი, რომ თქვენ საკმაოდ ბევრს მოგზაურობთ, უამრავ

ადგილას ყოფილხართ და ასეთ რაღაცეებშიც ერკვევით.

- არა, არა... ბევრს სულაც არ ვმოგზაურობ.

პაუზა.

- როგორც ჩანს, თქვენ... ასე ვთქვათ, სულ სხვა საქმეებით ხართ დაკავებული.

კომერსანტი ბრძანდებით?

- არა, კომერსანტი არ გახლავართ.

- მაშ ჩვენს ქალაქში თქვენი კომერციული საქმეების მოსაგვარებლად არ

ჩამოსულხართ?

ამ კითხვას პასუხი არ მოჰყოლია. ნაგელმა სიგარას მოუკიდა, მშვიდად

გააბოლა და სივრცეს გახედა. მასპინძელი თვალს არ აცილებდა.

- იქნებ ერთხელ ჩვენთვისაც დაუკრათ? თქვენს ოთახში ვიოლინო შევამჩნიე, -

წამოიწყო კვლავ სასტუმროს მეპატრონემ.

- არა, მე უკვე კარგა ხანია, აღარ ვუკრავ! - ცივად მიუგო ნაგელმა, შემდეგ

წამოდგა და უსიტყვოდ დატოვა იქაურობა. რამდენიმე წუთში კვლავ

დაბრუნდა და მეპატრონეს მიმართა:

Page 7: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- მისმინეთ, მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამომიწეროთ

ანგარიში. ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია, როდის გადაგიხდით.

- გმადლობთ, მაგრამ ეს საჩქარო სულაც არაა, - უპასუხა მასპინძელმა, - თუ

კარგა ხანს იცხოვრებთ ჩვენთან, გადასახადზე შეღავათსაც გაგიწევთ, მაგრამ მე

ხომ არ ვიცი, რამდენ ხანს აპირებთ დარჩენას?!

ნაგელი მოულოდნელად გამოცოცხლდა და რატომღაც სახე უცნაურად

აეფაკლა.

- რატომაც არა, შესაძლოა კარგა ხანსაც დავრჩე, - სხარტად თქვა მან, -

ყველაფერი გარემოებებზეა დამოკიდებული. ჰო მართლა, ალბათ თქვენთვის

არ მითქვამს, რომ აგრონომი ვარ და სოფელში ვცხოვრობ... ახლახანს

მოგზაურობიდან დავბრუნდი და შესაძლოა თქვენს დაბაში გარკვეული

დროით გავჩერდე. ალბათ, იმის თქმაც დამავიწყდა, რომ... ნაგელი მქვია, იოჰან

ნილსენ ნაგელი.

ამის შემდეგ ის სასტუმროს მეპატრონეს მიუახლოვდა, გულითადად

ჩამოართვა ხელი და მოუბოდიშა იმის გამო, რომ აქამდე თავი არ გააცნო.

სახეზე ირონიის კვალიც არ აჩნდა.

- ჩვენ შეგვიძლია გაცილებით უკეთესი, მყუდრო ოთახი შემოგთავაზოთ, -

უთხრა მასპინძელმა, - თქვენი ნომერი კიბესთან ახლოსაა და ეს მაინცდამაინც

სასიამოვნო არ უნდა იყოს.

- არა, გმადლობთ... არ არის საჭირო. ბრწყინვალე ოთახია, ნამდვილად არ

ვემდური. თანაც ჩემი ფანჯრიდან ბაზრობის დანახვაც შემიძლია და ეს ძალიან

მახალისებს.

სასტუმროს მეპატრონე მცირე ხანს შეყოვნდა და ისევ გააგრძელა:

- ესე იგი, ცოტა ხანს დასვენება გადაგიწყვეტიათ... ალბათ, ზაფხულის

ბოლომდე მაინც აპირებთ აქ დარჩენას, არა?

- ორი-სამი თვე, ან შეიძლება ცოტა მეტიც, ზუსტად ვერ გეტყვით, - უპასუხა

ნაგელმა, - გააჩნია გარემოებებს... ყველაფერს დრო გვიჩვენებს!

ამ დროს ვერანდაზე უცნობმა კაცმა გაიარა და მეპატრონეს მოწიწებით

მიესალმა. კაცი საცოდავად გამოიყურებოდა, მეტისმეტად ტანდაბალი და

ღარიბულად ჩაცმული იყო. სიარული აშკარად უჭირდა, მაგრამ მაინც საკმაოდ

სწრაფად მიაბიჯებდა. მისი გულითადი მისალმებისას სასტუმროს

მეპატრონემ ქუდის მოსახდელად ხელის აწევაც არ იკადრა, ნაგელმა კი, მისგან

Page 8: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

განსხვავებით, თავისი ხავერდის კეპი მოწიწებით მოუხადა უცნობს და თავიც

დაუკრა.

მეპატრონემ ნაგელს გახედა და უთხრა:

- ამ კაცს ხალხმა „ემწუთა“ შეარქვა. ცოტა სულელია და ყველას ძალიან

ეცოდება. ისე, საოცრად კეთილი ადამიანია.

სულ ეს იყო, რაც იმ მომენტში ემწუთას შესახებ ითქვა.

- სადღაც წავიკითხე... - წამოიწყო მოულოდნელად ნაგელმა, - რამდენიმე დღის

წინ რომელიღაც გაზეთში წავიკითხე, რომ აქვე, ტყეში მამაკაცის გვამი

უპოვიათ. ვინ იყო ის საბრალო? თუ არ ვცდები, გვარად კარლსენი... აქაური

იყო?

- დიახ, აქ ცხოვრობდა. დედამისი წურბელებით მკურნალობს... მათი სახლის

წითელი სახურავი აქედანაც მშვენივრად მოჩანს. შინ არდადეგებზე ჩამოსულა

და აი, ასე უბედურად დაასრულა სიცოცხლე. ნამდვილად სამწუხარო ამბავია.

განსვენებული ძალზე ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და პასტორობას აპირებდა. ამ

ამბავში ბევრი საეჭვო დეტალია და ყველაფრის დაზუსტებით თქმა მიჭირს.

ორივე ხელზე თურმე ვენები ჰქონია გადაჭრილი, ამიტომ ნაკლებად

სარწმუნოა, რომ ეს უბედური შემთხვევა ყოფილიყო. შემთხვევის ადგილას

პოლიციელებს გუშინ პაწაწინა, თეთრტარიანი ჯიბის დანაც უპოვიათ.

ვფიქრობ, ეს ამბავი რაღაც სასიყვარულო ისტორიას უნდა უკავშირდებოდეს.

- გასაგებია. მაგრამ, ნუთუ ვინმეს კიდევ ეპარება ეჭვი, რომ ეს

თვითმკვლელობაა?

- კაცია და გუნება! ამით იმის თქმა მინდა, რომ ზოგიერთის ვერსიით,

ცხონებული თურმე დანით ხელში მიაბიჯებდა, მოულოდნელად ფეხი

დაუცდა და ისეთნაირად დაენარცხა მიწაზე, რომ უცაბედად ორივე მაჯა

გადაესერა. ჰა-ჰა-ჰა! ჩემი აზრით, ეს ვერსია სულელური და დაუჯერებელია.

რაც უნდა იყოს, სასაფლაოზე მიწას მაინც გამოუყოფენ, მაგრამ, სამწუხაროდ,

ვერავინ დამარწმუნებს, რომ იმ უბედურს ფეხი დაუცდა და წაიქცა!

- თქვენ ამბობთ, დანა მხოლოდ გუშინ იპოვესო... განა დანა თავიდანვე

გარდაცვლილის გვერდით არ ეგდო?

- არა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით ნახეს. როგორც ჩანს, ვენები რომ

გადაიჭრა, დანა მოისროლა. ამ სამხილს პოლიცია სრულიად შემთხვევით

წააწყდა.

Page 9: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- გასაგებია... და ვენები თუ უკვე გადაჭრილი ჰქონდა, დანის გადაგდება რაღა

საჭირო იყო? მაინც ხომ ყველა მიხვდებოდა, რომ ამ საქმისთვის სწორედ დანა

გამოიყენა?

- მართალია, მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, გონებაში რა აზრი

უტრიალებდა. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ამ ამბავს სასიყვარულო

ისტორიასთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ნამდვილი სიგიჟეა. რაც უფრო მეტს

ვფიქრობ, მით უფრო საშინლად მეჩვენება ეს ყველაფერი.

- რატომ გგონიათ, რომ ეს მკვლელობა სიყვარულს უკავშირდება?

- სხვადასხვა მიზეზის გამო. სხვათა შორის, ამაზე საუბარი მთლად

მართებული არ უნდა იყოს.

- კი მაგრამ, რატომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ მართლა ფეხი დაუცდა და

წაიქცა? ის ხომ საკმაოდ უცნაურად ეგდო, მუცელზე იწვა და სახე გუბურაში

ჰქონდა ჩაყოფილი.

- ასეა... და თავიან-ფეხიანად ტალახში იყო ამოსვრილი, თუმცა ეს ბევრს

არაფერს ნიშნავს. ალბათ ამითაც რაღაცის დაფარვას ცდილობდა. შეიძლება

უნდოდა, რომ სახეზე სიკვდილისწინა ტანჯვის ნაკვალევი დაემალა. ვინ იცის!

- წერილი ან რაიმე მსგავსი არაფერი დაუტოვებია?

- იმ დღეს, როგორც ამბობენ, მიაბიჯებდა და თან პატარა ფურცელზე რაღაცას

წერდა. სხვათა შორის, სიარულისას წერა ჩვევად ჰქონია. ამიტომაც ფიქრობენ,

რომ ის ჯაყვა შესაძლოა ფანქრის, ანდა რაღაც ამგვარის გასათლელად ამოიღო

და როდესაც წაიქცა, ჯერ ერთი მაჯა გადაესერა, მერე მეორე, თანაც ორივე

ზუსტად ვენასთან და ზუსტად ერთდროულად. ჰა-ჰა-ჰა! რაღაც ჩანაწერი

მართლაც დაუტოვებია. ხელში თურმე პაწაწინა ქაღალდის ნაგლეჯი ჰქონია

ჩაბღუჯული, რომელზეც ეწერა: „ნეტავ შენი ფოლადის პირიც ისეთივე ბასრი

იყოს, როგორც ის უკანასკნელი „არა“.

- რა სისულელეა! განა დანა ბლაგვი იყო?

- დიახ, ასეა.

- მაშინ წინასწარ რატომ არ ალესა?

- დანა მისი არ ყოფილა.

- აბა ვისი იყო?

Page 10: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მეპატრონე წამით შეყოვნდა და უპასუხა:

- დანა ფრეკენ შელანდს ეკუთვნოდა.

- ფრეკენ შელანდს? - ჩაეკითხა ნაგელი და დააყოლა, - და ფრეკენ შელანდი

ვინღაა?

- დაგნი შელანდი... ჩვენი პასტორის ქალიშვილია.

- აჰა. ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურია. მსგავსი რამ არასოდეს მსმენია. ნუთუ

ის ახალგაზრდა ასე ძლიერად იყო შეყვარებული?

- კი, როგორც ჩანს, ასეა. სხვათა შორის, იმ ქალზე მარტო ის ცხონებული კი არა,

სხვა ყმაწვილებიც არიან შეყვარებულები.

ნაგელი ჩაფიქრდა და ხმა აღარ ამოუღია. მდუმარება სასტუმროს მეპატრონემ

დაარღვია:

- ის, რაც ახლა გიამბეთ, საიდუმლოა და მინდა გთხოვოთ, რომ...

- დიახ, დიახ... რა თქმა უნდა. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ!

რამდენიმე წუთის შემდეგ ნაგელი სასადილოში სასაუზმოდ ჩავიდა. ამ დროს

მეპატრონე უკვე სამზარეულოში იდგა და ტრაბახობდა, როგორც იქნა, მეშვიდე

ნომერში მცხოვრებ ყვითელ ბატონთან გულითადი საუბარი გავაბიო.

„აგრონომი ყოფილა, - ჰყვებოდა იგი, - და უცხოეთიდან ჩამოსულა. ამბობს,

რომ რამდენიმე თვით აპირებს აქ დარჩენას. მოკლედ, ღმერთმა უწყის,

სინამდვილეში ვინ არის და რას წარმოადგენს!“

II

იმავე საღამოს ნაგელმა ემწუთა უფრო ახლოს გაიცნო. მოგვიანებით მათ

საკმაოდ ხანგრძლივი და მოსაწყენი დიალოგიც კი გააჩაღეს, რომელიც

თითქმის სამ საათს გაგრძელდა. მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა:

იმ დროს, როდესაც სასტუმროში ემწუთა შევიდა, იოჰან ნაგელი სასტუმროს

კაფეში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. კაფე ხალხით იყო სავსე. ერთ-ერთ

მაგიდას მსუქანი დედაკაცი მისჯდომოდა, რომელსაც მხრებზე ნაქსოვი შავ-

წითელი ფერის შალი მოეგდო. როგორც ჩანს, ემწუთას აქ ყველა იცნობდა,

რადგან კაფეში გამოჩნდა თუ არა და მისალმების ნიშნად ყველა მხარეს ქედი

მოიდრიკა, ხალხმა ხმამაღალი შეძახილები და სიცილი ატეხა.

მოულოდნელად ის მსუქანი დედაკაცი სკამიდან წამოხტა და ემწუთა

საცეკვაოდ გაიწვია.

Page 11: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დღეს არა, დღეს არა... - ლუღლუღებს კაცი, ხელში ქუდჩაბღუჯული

სასტუმროს მეპატრონეს უახლოვდება და ეუბნება: - ნახშირი უკვე ავიტანე

სამზარეულოში. დღეისთვის სხვა ხომ აღარაფერია გასაკეთებელი?

- არა, - პასუხობს მეპატრონე, - სხვა რაღა უნდა იყოს?

- არა... - იმეორებს ემწუთა და შეშინებული იხევს უკან.

ემწუთა უჩვეულოდ მახინჯი კაცი იყო. მშვიდი, ლურჯი თვალები ჰქონდა,

მაგრამ ტუჩებიდან გამოჩრილი უზარმაზარი წინა კბილები საშინელ იერს

სძენდა. განსაკუთრებით ამაზრზენი მისი დასახიჩრებული სხეული იყო, რის

გამოც სიარული უჭირდა. თმა სრულად გასჭაღარავებოდა. წვერი შედარებით

მუქი, მაგრამ იმდენად მეჩხერი ჰქონდა, რომ სახის კანი მოუჩანდა. ოდესღაც

მეზღვაური ყოფილა, ახლა კი ერთ ნათესავთან ცხოვრობდა, რომელიც

ნავსადგურის მახლობლად ნახშირით ვაჭრობდა. ლაპარაკისას თავი თითქმის

ყოველთვის ჩაქინდრული ჰქონდა და თანამოსაუბრეს თვალს იშვიათად

უსწორებდა.

ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომმა, ნაცრისფერ საზაფხულო ტანისამოსში

გამოწყობილმა მამაკაცმა ემწუთას ლუდის ბოთლი დაანახვა და ხელის

ენერგიული მოძრაობით თავისთან იხმო.

- აქ მოდი და ერთი კათხა დედის რძე შესვი. ისიც მაინტერესებს, მაგ წვერის

გარეშე როგორი სანახავი იქნები, - ეუბნება უცნობი.

წელში მოკუზული და მოწიწების ნიშნად თავჩაქინდრული ემწუთა,

რომელსაც ქუდი ისევ ხელში აქვს ჩაბღუჯული, მამაკაცის მაგიდას

უახლოვდება. ნაგელის მაგიდასთან ყოვნდება, თავის დაკვრით სალამს ამბობს

და რაღაცას დუდღუნებს. ბოლოს ნაცრისფერტანისამოსიანი სტუმრის წინ

დგება და თითქმის ჩურჩულით ამბობს:

- ასე ხმამაღლა ნუ დამიყვირებთ, ბატონი რწმუნებულო, გთხოვთ. ხომ ხედავთ,

აქ უცხოებიც არიან.

- ღმერთმანი, - პასუხობს რწმუნებული, - მინდოდა მხოლოდ ერთ კათხა

ლუდზე დამეპატიჟეთ, თქვენ კი მოდიხართ და მლანძღავთ იმის გამო, რომ

ხმამაღლა ვლაპარაკობ!

- არა, თქვენ არასწორად გამიგეთ. ბოდიშს გიხდით, მაგრამ არ მინდა,

უცხოების თანდასწრებით ძველებურად იხუმროთ. თანაც ლუდის დალევაც

არ შემიძლია, ახლა არა...

Page 12: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- აჰ, ასეა?! არ შეგიძლიათ? თქვენ არ შეგიძლიათ ლუდის დალევა?

- არა. მადლობა... ახლა არა.

- რაო? მადლობა, ახლა არაო? აბა, მაშ როდის? ჰა-ჰა-ჰა! კარგი იქნებოდა,

საკუთარ მეტყველებაზე გეზრუნათ, თქვენ ხომ პასტორის ვაჟი ბრძანდებით!

- თქვენ არასწორად გამიგეთ, მაგრამ რა გაეწყობა...

- სისულელეებს ნუ როშავთ! რა გემართებათ?!

რწმუნებული ემწუთას სკამზე იძულებით სვამს. კაცი რამდენიმე წამს

ყოვნდება, შემდეგ კი კვლავ ფეხზე დგება.

- არა, შემეშვით, - ამბობს ემწუთა, - დალევა არ შემიძლია. ამ ბოლო დროს

სასმელს ადრინდელზე გაცილებით ცუდად ვიტან. ღმერთმა უწყის, რისი

ბრალია. ჭიქის გამოცლამდე უკვე გალეშილი ვარ ხოლმე.

რწმუნებული ფეხზე დგება, დაჟინებით შესცქერის ემწუთას, მერე ხელში ჭიქას

სჩრის და ეუბნება:

- დალიეთ!

პაუზა.

ემწუთა თავს მაღლა სწევს, შუბლზე ჩამოყრილ თმას ისწორებს და ხმას არ

იღებს.

- კარგი, კარგი, ხათრის გამო დავლევ... - ამბობს ბოლოს, - მაგრამ მხოლოდ

რამდენიმე ყლუპს მოვსვამ, ისიც იმიტომ, რომ თქვენთან ერთად

სადღეგრძელოს წარმოთქმის პატივი მერგოს.

- ბოლომდე გამოცალეთ! - ყვირის რწმუნებული და სიცილის შესაკავებლად

თავს გვერდით ატრიალებს.

- არა, ბოლომდე ვერა... ბოლომდე ვერ გამოვცლი. რატომ უნდა დავლიო, თუკი

ამისი არანაირი სურვილი არ მაქვს? შუბლს ნუ შემიკრავთ და ნუ

გამიბრაზდებით. კარგი, ამჯერად დავლევ... რაკი ასე მაძალებთ. იმედი მაქვს,

სასმელი თავში არ ამივარდება. ალბათ სასაცილოა, მაგრამ სმას საერთოდ ვერ

ვიტან. გაგიმარჯოთ!

- ბოლომდე! - ისევ ყვირის რწმუნებული, - ბოლო წვეთამდე გამოცალეთ! აი

ასე, ეს უკვე სხვა საქმეა! ახლა კი დავსხდეთ და სახე დავმანჭოთ. ჯერ

კბილების კრაჭუნით დავიწყოთ, შემდეგ კი წვერს გაგკრეჭთ და ათი წლით

Page 13: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაგაახალგაზრდავებთ. თუმცა, როგორც გითხარით, ჯერ კბილები

გააკრაჭუნეთ!

- არა, ამას არ გავაკეთებ, უცხო ხალხის თანდასწრებით ვერ გავაკეთებ. ამას ნუ

მომთხოვთ, მართლა არ შემიძლია! - ეუბნება ემწუთა და წასასვლელად

ემზადება, - თანაც მეჩქარება...

- გეჩქარებათ? მართლაც რომ ცუდი საქციელია... ჰა-ჰა-ჰა! დრო საერთოდ არ

გაქვთ?

- ახლა არ მცალია.

- მისმინეთ, მინდა გითხრათ, რომ უკვე კარგა ხანია ვფიქრობ, ახალი პიჯაკი

გაჩუქოთ. აი, შეხედეთ, ეს ძველი პიჯაკი, თქვენ რომ ატარებთ, უკვე

აღარაფრად ვარგა! თითის ერთი დაკარებითაც გაიფხრიწება.

რწმუნებულმა პიჯაკზე პატარა ნახვრეტი შენიშნა და თითი შეაცურა.

- აი, ხედავთ? თავისით ირღვევა... შეხედეთ!

- შემეშვით! ღვთის გულისათვის, ასეთი რა დაგიშავეთ? და ჩემს პიჯაკსაც თავი

დაანებეთ!

- ღმერთმანი, ხომ გითხარით, ხვალ ახალ პიჯაკს გაჩუქებთ-მეთქი. პირობას

ვდებ... მაცადეთ, გადავითვალო: ერთი, ორი... ოთხი... შვიდი... მოკლედ,

შვიდი ადამიანის წინაშე გპირდებით! დღეს რა გჭირთ? იბუსხებით,

გვიწყრებით და მზად ხართ, ყველანი ფეხქვეშ გაგვთელოთ. დიახ, სწორედ

ასეა! და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს პიჯაკს შევეხე.

- პატიებას გთხოვთ. გაბრაზება აზრადაც არ მომსვლია. ხომ იცით, მზად ვარ,

ყველანაირი სურვილი შეგისრულოთ, მაგრამ...

- მაშინ შემისრულეთ სურვილი და აქ დაბრძანდით.

ემწუთა შუბლზე ჩამოყრილ ჭაღარა თმას ისწორებს და სკამზე ჯდება.

- კარგია. ახლა კიდევ ერთი სურვილი შემისრულეთ და კბილები

დააკრაჭუნეთ!

- არა, ამას არ გავაკეთებ.

- რაო, არ გავაკეთებო?! კი თუ არა?

Page 14: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა. ღმერთო ჩემო, რა დაგიშავეთ? რატომ არ შემეშვებით? ყველას წინაშე

თავი სწორედ მე რატომ უნდა გავისულელო? აგერ, ის უცხო მამაკაცი ჩვენკენ

იცქირება. კარგა ხანია ვამჩნევ, თვალს არ გვაცილებს და თქვენსავით ალბათ,

ისიც ჩემზე ხალისობს. ყოველთვის ასეა... იმ დღიდანვე, რაც რწმუნებულად

დაინიშნეთ, ექიმ სტენერსენისგან ჩემი გამასხარავება ისწავლეთ, ახლა კი

იგივე გინდათ ასწავლოთ იმ უცნობ მამაკაცსაც?! და სულ ასე რიგ-რიგობით

ენაცვლებით ერთმანეთს.

- მოკლედ, კი თუ არა?

- არა! გესმით, არა! - ყვირის ემწუთა და სკამიდან ხტება, მაგრამ მერე, თითქოს

საკუთარი სიფიცხისგან დამფრთხალი, ისევ სკამზე ეშვება და ამატებს:

- უკვე კბილების კრაჭუნიც აღარ შემიძლია, დამიჯერეთ!

- აღარ შეგიძლიათ? ჰა-ჰა-ჰა! ძალიანაც კარგად შეგიძლიათ! კბილების კრაჭუნს

მშვენივრად ახერხებთ!

- ღმერთია მოწმე, რომ არ შემიძლია!

- ჰა-ჰა-ჰა! ადრე ხომ მშვენივრად ახერხებდით?!

- დიახ, მაგრამ მაშინ მთვრალი ვიყავი და აღარაფერი მახსოვს. ირგვლივ

თითქოს ყველაფერი ტრიალებდა და იმ შემთხვევის შემდეგ ორი დღე

ვიავადმყოფე.

- გასაგებია! - ამბობს რწმუნებული, - გეთანხმებით, მაშინ მთვრალი

ბრძანდებოდით. ესე იგი, ახლაც უნდა დალიოთ. კი მაგრამ, ხალხის წინაშე

ამდენი ლაყბობა რა საჭიროა?!

სწორედ ამ დროს კაფეს მეპატრონე გამოდის. ემწუთა ხმას არ იღებს.

რწმუნებული დაჟინებით შესცქერის და ეუბნება:

- აბა, რაღას ველოდებით? პიჯაკი ხომ არ დაგავიწყდათ?

- არ დამვიწყებია, - პასუხობს ემწუთა, - მაგრამ დალევა მაინც არ შემიძლია და

არც არანაირი სურვილი მაქვს. მინდა, ეს იცოდეთ!

- გსურთ კიდეც და შეგიძლიათ კიდეც. გაიგონეთ, რა ვთქვი? გსურთ და

შეგიძლიათ-მეთქი! თუ არადა, საკუთარი ხელით ჩაგასხამთ სასმელს...

ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე რწმუნებული სკამიდან დგება. ხელში

ემწუთას ჭიქა უჭირავს.

Page 15: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- აბა, გააღეთ პირი!

- არა, ღმერთია მოწმე, რომ ლუდის დალევა აღარ მინდა! - ყვირის ემწუთა,

რომელიც მღელვარებისგან მთლად გაფითრებულა, - და ამქვეყნად ვერანაირი

ძალა ვერ მაიძულებს ამის გაკეთებას. დიახ, უნდა მაპატიოთ, მაგრამ სასმელი

ცუდად მხდის. ვერც კი წარმოიდგენთ, მერე რა დღეში ვარ ხოლმე.

შემიბრალეთ, გემუდარებით. მირჩევნია... მირჩევნია, კბილები სულ ცოტათი

ლუდის გარეშეც გავაკრაჭუნო.

- ეს უკვე სხვა საქმეა. ჯანდაბას... თუ ამას ლუდის გარეშეც გააკეთებთ, უკვე

სხვა ამბავია!

- დიახ, მირჩევნია სასმელის გარეშეც გავაკრაჭუნო.

ბოლოს და ბოლოს ემწუთა დამსწრეთა ხარხარის ფონზე თავისი საშინელი

კბილების ღრჭიალს იწყებს. ნაგელი კვლავ გაზეთს ჩასცქერის, ფანჯარასთან

ზის და ხმას არ იღებს.

- ხმამაღლა, ხმამაღლა! - გაჰყვირის რწმუნებული, - უფრო ხმამაღლა

გააკრაჭუნე, თორემ კარგად არ გვესმის!

ემწუთა გაჭიმული ზის და სკამს ორივე ხელით ისე ეჭიდება, თითქოს ეშინია,

არ გადმოვარდეს. კბილებს კი ისე ძლიერად აკრაჭუნებს, რომ

დაძაბულობისაგან თავი უცახცახებს. ყველა სიცილით იგუდება. იმ მსუქან

დედაკაცს ხარხარისგან თვალები ეცრემლება, სულს ძლივს ითქვამს და

უზომოდ აღტაცებული ერთი-ორჯერ უხეშად აფურთხებს იატაკზე.

- ამ ხუმრობისთვის ღმერთიც შეგეწევათ, რწმუნებულო! - გაჰყვირის ქალი.

- მორჩა, ამაზე ხმამაღლა არ შემიძლია! - ამბობს ბოლოს ემწუთა, - ღმერთია

მოწმე, არ შემიძლია. დამიჯერეთ, მართლა ასეა.

- არა, არა... ცოტა შეისვენეთ და ისევ გააგრძელეთ. კბილების კრაჭუნი ცოტა

ხანს კიდევ მოგიწევთ. შემდეგ კი წვერს გაგპარსავთ. ლუდიც შესვით! მიდით,

მიდით... აგერ, თქვენი ჭიქა.

ემწუთა უარის ნიშნად თავს აქნევს და ხმას არ იღებს. რწმუნებული ჯიბიდან

საფულეს იღებს, მაგიდაზე ოცდახუთ ერეს დებს და ამბობს:

- სხვათა შორის, ამას ადრე ათი ერეს საფასურადაც აკეთებდით, მაგრამ ცოტა

მეტის გადახდა თქვენთვის სულაც არ მენანება. როგორც ხედავთ, შრომის

საფასური გაგიზარდეთ!

Page 16: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ნუღარ მტანჯავთ, მეტი აღარ შემიძლია!

- აღარ შეგიძლიათ? უარს მეუბნებით?

- ღმერთო ზეციერო! ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა გამანებოთ თავი? იმ ახალი

პიჯაკის გამოც კი აღარ მსურს თავის გამასხარავება. მეც ხომ ადამიანი ვარ. რა

გინდათ ჩემგან?

- აი, რას გეტყვით: შეხედეთ, მე ახლა ჩემს სიგარას თქვენს ჭიქაში ვაფერფლებ,

ხედავთ? ახლა კი თქვენს თვალწინ ამ დამწვარ ასანთის ღერს და ერთსაც ახალ

ასანთის ღერს იმავე ჭიქაში ვყრი. აი ასე. ახლა კი გარწმუნებთ, რომ ამ ჭიქას

თქვენ მაინც ბოლომდე გამოცლით. დიახ, სწორედ ასე მოიქცევით!

ემწუთა სკამიდან წამოხტა და რწმუნებულს მიაშტერდა. კაცს მთელი სხეული

უკანკალებდა და ჭაღარა თმა ისევ შუბლზე ჩამოშლოდა. რამდენიმე წამის

შემდეგ სიჩუმეს ის მსუქანი დედაკაცი არღვევს:

- არა, ეს უკვე მეტისმეტია, ნამდვილად მეტისმეტია! - ყვირის ქალი, - ამას ნუ

იზამთ. ჰა-ჰა-ჰა! ღმერთო, დამიფარე!

- ესე იგი, არ გსურთ? უარს მეუბნებით? - ეკითხება რწმუნებული ემწუთას.

ემწუთა შეეცადა, რაღაც ეთქვა, მაგრამ კრინტი ვერ დაძრა. ყველა მას

შეჰყურებდა.

სწორედ ამ დროს ფანჯრის მახლობლად მოთავსებულ მაგიდასთან მჯდომი

ნაგელი მოულოდნელად დგება, გაზეთს გვერდით დებს და ნელი ნაბიჯით

დარბაზის შუაგულისკენ მიემართება. ერთ სიტყვასაც არ ამბობს, მაგრამ

რატომღაც იქ მყოფთა ყურადღებას იქცევს. კაცი ემწუთას უახლოვდება, ხელს

მხარზე ადებს და ხმამაღლა, გარკვევით ეუბნება:

- თუ თქვენ ახლა ამ ჭიქას აიღებთ და აი, ამ ძაღლის ლეკვს თავზე

გადააფშვნით, ათ კრონს გაჩუქებთ. გარდა ამისა, ყველანაირი შესაძლო

პასუხისმგებლობისგან გაგათავისუფლებთ!

ნაგელმა საჩვენებელი თითი რწმუნებულის სახესთან მიიტანა და დაამატა:

- აი, სწორედ ამ ძაღლის ლეკვს ვგულისხმობ!

დარბაზში ყველა გაისუსა. შეშფოთებულმა ემწუთამ დაბნეული მზერა ჯერ

ნაგელს მიაპყრო, მერე კი რწმუნებულს და ჩაიდუდღუნა:

- კი მაგრამ... არა... მაგრამ...

Page 17: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამის მეტს ვერაფერს ამბობდა და აკანკალებული ხმით ერთსა და იმავეს

დროდადრო ისე იმეორებდა, თითქოს შეკითხვას სვამსო. ხმის ამოღებას

არავინ ჩქარობდა. გაოგნებულმა რწმუნებულმა ერთი ნაბიჯით უკან დაიხია

და თავის სკამზე დაეშვა. სახე ქაღალდივით გაფითრებოდა და პირდაბჩენილს

სიტყვის თქმა ვერ მოეხერხებინა.

- ვიმეორებ, - მშვიდი, ხმამაღალი ტონით გააგრძელა ნაგელმა, - ათ კრონს

მოგცემთ, თუ ამ ჭიქას აი, ამ ძაღლის ლეკვს გადაამსხვრევთ თავზე. აგერ,

ფული უკვე ხელში მიჭირავს! და მოსალოდნელი შედეგებისაც ნუ

შეგეშინდებათ!

ნაგელმა მუჭა გაშალა და ემწუთას ათკრონიანი გაუწოდა, მაგრამ ემწუთა

უცნაურად მოიქცა. მოულოდნელად მან კაფეს ჩაბნელებული კუთხისკენ აიღო

გეზი, დარბაზი კოჭლობით გადაკვეთა და კუთხეში უსიტყვოდ მიიბუზა.

იატაკზე დამჯდარმა იქაურობას დაბნეულად მოავლო თვალი და თავი

მოკუნტულ მუხლებში ჩარგო.

კარი გაიღო და დარბაზში კვლავ კაფეს მეპატრონე გამოჩნდა. იგი დახლთან

ფუსფუსებდა და იქ მყოფ სტუმრებს აინუნშიაც არ აგდებდა. როდესაც

მოულოდნელად გაცოფებული რწმუნებული სკამიდან წამოფრინდა და

ხელებაღმართული საშინელი ღრიალით გაექანა ნაგელისკენ, მეპატრონე

მაშინღა მოსცილდა დახლს და იკითხა:

- ბოლოს და ბოლოს არ მეტყვით, რა ხდება?!

პასუხის გაცემა ვერავინ გაბედა. რწმუნებული ორჯერ დაეძგერა ნაგელს და

ორივეჯერ მის მუშტს შეეფეთა, თავად კი მოწინააღმდეგეს ვერაფერი დააკლო.

ბოლოს, საკუთარი უსუსურობით აღგზნებული ჰაერში ხელების უაზროდ

ქნევას მოჰყვა, თითქოს სურდა, ყველა და ყველაფერი გაენადგურებინა.

უცაბედად ერთ-ერთ მაგიდასთან წაბარბაცდა, ფეხი ტაბურეტს წამოსდო და

მუხლებზე დაენარცხა. გახელებულს სუნთქვა უჭირდა და სიბრაზისგან სახე

არეოდა. ნაგელის ძლიერ მუშტებთან ბრძოლამ არაქათი სრულიად გამოაცალა.

კაფეში დიდი აურზაური ატყდა. მსუქანი დედაკაცი და მისი თანმხლები პირი

გასასვლელისკენ გაქანდნენ, სხვები კი ხმამაღლა აყვირდნენ, ერთმანეთს

ლაპარაკს არ აცდიდნენ და მოჩხუბართა დაშოშმინებას ცდილობდნენ.

გარკვეული ხნის შემდეგ რწმუნებული კვლავ ფეხზე დგება და ნაგელისკენ

მიემართება. ორივე ხელს სასაცილოდ იშვერს მისკენ, გაშმაგებული ღრიალებს

და სასოწარკვეთილი სიტყვებს ძლივს უყრის თავს:

Page 18: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- შე წყეულო! ეშმაკსაც წაუღიხარ, შე არამზადავ!

ნაგელმა ერთი შეხედა, გაიღიმა, მერე კი მის მაგიდას მიუახლოვდა, ქუდს

დასწვდა და მოწინააღმდეგეს თავის დაკვრით გაუწოდა. გაცოფებულმა

რწმუნებულმა ნაგელს ქუდი ხელიდან გამოჰგლიჯა. ჯერ გადაწყვიტა, უკანვე

მიეგდო, მაგრამ რატომღაც შეყოვნდა, ქუდი ნაჩქარევად ჩამოიმხო თავზე,

მეტოქეს ზურგი აქცია და გასასვლელს მიაშურა. ფორმადაკარგული ქუდი

რწმუნებულს ზედმეტად კომიკურ იერს სძენდა.

მისი გასვლისთანავე ნაგელს კაფეს მეპატრონე მიუახლოვდა, მკლავზე ხელი

წაავლო და იქ მომხდარის გამო ახსნა-განმარტება მოსთხოვა.

- რა ხდება და რას ნიშნავს ეს ყოველივე? - ჰკითხა მან.

- უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ, ჩემს მკლავს შეეშვათ! - მიმართა ნაგელმა, -

არსად გაქცევას არ ვაპირებ, მით უმეტეს, რომ აქ ისეთი არც არაფერი

მომხდარა. უბრალოდ ის კაცი, ახლახანს გარეთ რომ გავიდა, ცოტათი

გავანაწყენე. ის კი თავის დაცვას ცდილობდა. აი, სულ ეს იყო და, როგორც

ხედავთ, უკვე ყველაფერი რიგზეა.

მეპატრონე კიდევ უფრო მეტად გაცხარდა და იატაკზე ფეხები დააბაკუნა.

- ამის უფლებას არავის მივცემ! - ყვიროდა ის, - არავის! ჩხუბი თუ გსურთ,

ქუჩაში მიბრძანდით! ასეთი რამ აქ ნუღარ განმეორდება! ეს ხალხი სულ

გაგიჟდა!

კამათში რამდენიმე სტუმარიც ჩაერთო.

- საგანგაშო არაფერია, - უთხრეს მეპატრონეს, - შეგვიძლია დავემოწმოთ.

და ვინაიდან კეთილსინდისიერი ადამიანები ჩვეულებისამებრ ძლიერის

მხარეს დგებიან ხოლმე, მათაც მყისვე ნაგელის მხარე დაიჭირეს და

მეპატრონეს იქ მომხდარის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით უამბეს.

ნაგელმა მხოლოდ მხრები აიჩეჩა, ემწუთას მიუახლოვდა და ამ პატარა,

ჭაღარათმიან მასხარას ყოველგვარი შესავლის გარეშე პირდაპირ ჰკითხა:

- იმ რწმუნებულთან ისეთი რა ურთიერთობა გაკავშირებთ, რომ ასე მოგექცათ?

- რას ამბობთ! - გაიოცებს ემწუთა, - მასთან არაფერი მაკავშირებს, ჩემთვის

სრულიად უცხოა. უბრალოდ, ერთხელ ათი ერეს საფასურად მისთვის

მოედანზე ვიცეკვე. მას შემდეგ სულ ასე მამასხარავებს.

Page 19: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ესე იგი, ცეკვით ართობთ ხალხს და ამაში ფულსაც იღებთ?

- დიახ... ხდება ხოლმე. მაგრამ ხშირად არა... მხოლოდ მაშინ, როცა ათი ერე

მჭირდება და ამ ფულის შოვნა სხვაგვარად არ შემიძლია.

- და მერე ამ ფულს რაში ხარჯავთ?

- ფული უამრავი რამისთვის მჭირდება. ჯერ ერთი, თქვენც ხომ ხედავთ, რომ

მე ერთი სულელი, უვიცი კაცი ვარ და ამის გამო ძალიან ცუდ დღეში ვარ.

როდესაც მეზღვაურად ვმსახურობდი და ფულის შოვნაც შემეძლო, უკეთესად

ვიყავი. მაგრამ ერთ დღეს გემის ანძიდან ჩამოვვარდი, ხერხემალი დავიზიანე

და მას შემდეგ ასე ვჯახირობ. ლუკმა-პურსა და სხვა ყველა საჭირო საგანს

ბიძაჩემისგან ვიღებ. მასთან ერთად ვცხოვრობ და ბედს არ ვემდური. იმაზე

მეტიც კი მაქვს, რაც უნდა მქონდეს, რადგან ბიძაჩემი ნახშირით ვაჭრობს.

მაგრამ რაღაც მცირედი მეც ხომ უნდა შევიტანო ოჯახში, განსაკუთრებით

ზაფხულში, როცა ნახშირს თითქმის არავინ ყიდულობს. ეს ისევე ცხადია,

როგორც ის, რომ ახლა თქვენ წინაშე ვზივარ და გესაუბრებით. სწორედ ასეთ

დღეებში ის ათი ერე ჩემთვის მართლაც ბევრს ნიშნავს. ამ ფულით ყოველთვის

რაღაცას ვყიდულობ და სახლში მიმაქვს. რწმუნებულს რაც შეეხება, მას ჩემი

ცეკვა მხოლოდ იმიტომ ახალისებს, რომ ხეიბარი ვარ და სხვებივით კარგად

ვერ ვმოძრაობ.

- როგორც ჩანს, ბიძათქვენის სურვილიცაა, რომ ფულის სანაცვლოდ მოედანზე

იცეკვოთ...

- არა, არა... არ გეგონოთ, რომ ეს მისი სურვილია. ის ყოველთვის მეუბნება

ხოლმე, ახლავე მომაშორე ეგ ჯამბაზის გროშებიო... დიახ, იმ ათ ერეს, მე რომ

სახლში მიმაქვს „ჯამბაზის გროშებს“ უწოდებს და ხშირად მტუქსავს იმის

გამო, რომ ხალხის დასაცინად გავიხადე თავი.

- კარგი, ეს ერთი მიზეზი იყო... მეორე რომელია?

- რა ბრძანეთ?

- მეორე მიზეზი დამისახელეთ...

- არ მესმის, რას გულისხმობთ.

- თქვენ ბრძანეთ, ჯერ ერთი, ერთი სულელი კაცი ვარო. და რა არის ის მეორე?

- მაპატიეთ, მართლა ასე თუ ვთქვი.

- გამოდის, რომ თქვენ მხოლოდ და მხოლოდ სულელი ბრძანდებით?!

Page 20: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- გთხოვთ, მომიტევოთ!

- მამათქვენი პასტორი იყო?

- დიახ, ასეა.

პაუზა.

- მისმინეთ, - დაიწყო ნაგელმა, - თუ ძალიან არ გეჩქარებათ, მოდი, მცირე ხნით

ჩემს ნომერში ავიდეთ. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? თამბაქოს თუ ეწევით?

ძალიან კარგი. გთხოვთ... ოთახი ზედა სართულზეა. თქვენი სტუმრობით

ძალიან გამახარებთ.

დარბაზში მყოფი საზოგადოება ერთობ გააოცა იმ ამბავმა, რომ ნაგელი და

ემწუთა ერთად ავიდნენ სასტუმროს მეორე სართულზე და ნაგელის ნომერში

შეიკეტნენ, სადაც თითქმის მთელი საღამო გაატარეს.

III

ემწუთა სკამზე მოკალათდა და სიგარას მოუკიდა.

- რამეს ხომ არ დალევთ? - ჰკითხა მასპინძელმა.

- არა, დიდი მსმელი არ გახლავართ. სასმელი გონებას მირევს და მერე

ყველაფერი ორად მეჩვენება, - უპასუხა სტუმარმა.

- როდესმე შამპანური თუ გაგისინჯავთ? ნამდვილად გასინჯული გექნებათ...

- დიახ... დიდი ხნის წინ. ჩემი მშობლების ვერცხლის ქორწილში.

- მოგეწონათ?

- დიახ... მახსოვს, რომ ძალიან გემრიელი იყო.

მასპინძელმა ზარს ჩამოკრა და შამპანური შეუკვეთა.

ორივენი ჩუმად სხედან, შამპანურს წრუპავენ და თან სიგარას აბოლებენ.

მოულოდნელად ნაგელმა ემწუთას თვალი თვალში გაუყარა და უთხრა:

- ერთი მითხარით... დიახ, ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რომელიც

შესაძლოა ცოტა სასაცილოდაც მოგეჩვენოთ. შეგიძლიათ თუ არა, რომ

გარკვეული თანხის სანაცვლოდ იმ ბავშვის მამად ჩაეწეროთ, რომლის მამაც

სინამდვილეში არ ხართ? ეს ისე... უბრალოდ მაინტერესებს.

ემწუთამ გაოცებისგან თვალები ჭყიტა და ენა ჩაუვარდა.

Page 21: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- შედარებით მცირე თანხას ვგულისხმობ... ასე ორმოცდაათ კრონს, ან თუნდაც

ორასი იყოს. ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, - დაამატა ნაგელმა.

ემწუთა თავს აქნევს და პასუხის გაცემას არ ჩქარობს.

- არა! - ამბობს ბოლოს.

- მართლა არ შეგიძლიათ? სხვათა შორის, ნაღდი ფულის შემოთავაზება

მქონდა მხედველობაში.

- ეს არაფერს ცვლის. არა, ამის გაკეთება არ შემიძლია. ამ საქმეში ვერ

დაგეხმარებით.

- ვითომ რატომ?

- ნუ მთხოვთ... შემეშვით, მეც ხომ ადამიანი ვარ!

- მისმინეთ, ალბათ ცოტა უხეშად მომივიდა. მართლაც და, რა ვალდებული

ხართ, ვინმეს ასეთი სამსახური გაუწიოთ. მაგრამ კიდევ ერთი რამ მინდა

გკითხოთ: თანახმა ხართ, რომ... მოკლედ, შეგიძლიათ ხუთი კრონის

საფასურად ზურგზე გაზეთების ანდა, ქაღალდების დასტა აიკიდოთ და

ქალაქი შემოიაროთ? სასტუმროდან დაიწყებდით, შემდეგ გეზს ბაზრისკენ

აიღებდით და ბოლოს ნავსადგომს მიადგებოდით... ამას გააკეთებდით? თანაც

ხუთი კრონის სანაცვლოდ?

ემწუთას უხერხულად ჩაუქინდრავს თავი და მექანიკურად იმეორებს: ხუთი

კრონი... სხვას არაფერს ამბობს.

- კარგი, თუ გინდათ ათი კრონი იყოს... ამას ათ კრონად გააკეთებდით?

ემწუთა შუბლზე ჩამოყრილ თმას ისწორებს.

- ვერ გამიგია, აქ ჩამოსულმა ყოველმა თქვენგანმა საიდან იცის, რომ ხალხის

მასხარა ვარ? - ამბობს ბოლოს.

- როგორც ხედავთ, ფულის მოცემა ახლავე შემიძლია, - აგრძელებს ნაგელი, -

ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

ემწუთას მზერა ქაღალდის ფულზე გადააქვს, ერთხანს უიმედოდ დასცქერის...

ბოლოს ტუჩებს ენით ინამავს და ამბობს:

- დიახ, მე...

Page 22: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- უკაცრავად, - ნაჩქარევად აწყვეტინებს ნაგელი, - მაპატიეთ, რომ

გაგაწყვეტინეთ... - იმეორებს ისევ და ემწუთას ლაპარაკის საშუალებას არ

აძლევს, - თქვენი სახელი მაინტერესებს. მე ხომ არ ვიცი... ვგონებ, ჯერ არ

გითქვამთ, რა გქვიათ.

- გრეგორდი მქვია.

- გრეგორდი... შემთხვევით იმ ეიდსვოლდელ გრეგორდს ნათესავად ხომ არ

ერგებით?

- დიახ, ასეა...

- ხო, რაზე ვსაუბრობდით? დიახ... გრეგორდ... რა თქმა უნდა, არც იმაზე

დამთანხმდებით, ეს ათი კრონი იმ გზით იშოვოთ, მე რომ გთავაზობთ?

- არა, - გაუბედავად და ერთგვარი ყოყმანით ჩაილუღლუღა ემწუთამ.

- ახლა მისმინეთ... - მეტისმეტად მშვიდი ტონით იწყებს ნაგელი, - მე

სიხარულით გჩუქნით ამ ათ კრონს იმის გამო, რომ თქვენ ჩემს

შემოთავაზებებზე უარი თქვით. გარდა ამისა, ამ თანხას კიდევ ათ კრონს

დავამატებ, თუ თქვენ სიამოვნებას მომანიჭებთ და ამ ფულს აიღებთ. გთხოვთ,

ნუ აღელდებით. ეს უმნიშვნელო დახმარება სულაც არ დამაზარალებს. მე ახლა

ბევრი, საკმაოდ ბევრი ფული მაქვს. ასე რომ, არანაირ სირთულეს არ მიქმნით.

ნაგელმა ფული ამოიღო და დაამატა:

- მართლაც, რომ დიდად მასიამოვნებთ. აი, ინებეთ!

ემწუთა მუნჯივით გატრუნული ზის, სიხარულისგან გონება დაბინდვია და

ყელში სიხარულის ცრემლები ებჯინება. თვალებს დაბნეულად აფახურებს და

სრუტუნებს.

- დაახლოებით ორმოცი წლის უნდა იყოთ, არა? - ეკითხება ნაგელი.

- ორმოცდასამის ვარ... მალე ორმოცდაოთხის გავხდები.

- ეგ ფული ჯიბეში შეინახეთ. ღმერთმა კეთილად მოგახმაროთ. და... იმ

რწმუნებულს, დაბლა, კაფეში რომ ვესაუბრებოდით რა ჰქვია?

- არ ვიცი... მას ყველა უბრალოდ რწმუნებულს ეძახის. ადგილობრივი

სასამართლოს კანცელარიაში მსახურობს რწმუნებულად.

- დიახ, დიახ... თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მოდი, მითხარით...

Page 23: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- უკაცრავად, - აწყვეტინებს ემწუთა, რომელიც მადლიერების გამო თავის

შეკავებას ვერ ახერხებს და ხატოვანი სიტყვების ძიებაში ბავშვივით

ლუღლუღებს, - მაპატიეთ და მომიტევეთ! - წარმოთქვამს ბოლოს და მერე

კარგა ხანს ვეღარ იღებს ხმას.

- რისი თქმა გსურდათ?

- მადლობის... გულითადი მადლობის. მე მადლიერი...

პაუზა.

- ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ!

- არა, კიდევ გეტყვით! - წამოიყვირა ემწუთამ, - დიახ, მომიტევეთ, მაგრამ ამაზე

ლაპარაკი ჯერ არ დაგვიმთავრებია. იქნებ გგონიათ, რომ იმის გაკეთება, წეღან

რომ შემომთავაზეთ, სიჯიუტის გამო არ ვინებე და რომ ძაღლივით უკანა

თათებზე ჯდომა სიამოვნებას მანიჭებს... ღვთის გულისათვის, როგორ

შეიძლება ამაზე აღარ ვილაპარაკოთ მაშინ, როცა თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ

შემოთავაზებული თანხით უკმაყოფილო დავრჩი და ხუთი კრონი მეცოტავა...

აი, სწორედ ამისი თქმა მინდოდა.

- კარგი, გეყოფათ. თქვენი გვარისა და ჭკუა-გონების კაცი თავს ასე არ უნდა

იმასხარავებდეს. აი, ახლა რაზე ვფიქრობდი... ბუნებრივია, ამ ქალაქში რაც

ხდება, ყველაფერი იცით. ასე არ არის? უნდა გამოგიტყდეთ, რომ გარკვეული

დროით აქ ცხოვრება გადავწყვიტე, მინდა ზაფხული აქ გავატარო. ამაზე რა

აზრის ხართ? აქაური ბრძანდებით?

- დიახ, აქ დავიბადე. მამაჩემი პასტორი იყო. მას შემდეგ, რაც დავხეიბრდი, აქ

დავმკვიდრდი. უკვე თითქმის ცამეტი წელია...

- ნახშირს დაატარებთ, არა?

- დიახ, ნახშირს სახლებში ვარიგებ. არ გეგონოთ, რომ ეს საქმე მეძნელება.

სამუშაოს უკვე კარგა ხანია მივეჩვიე და სახიფათოც არაფერია, ერთი ეგაა, რომ

კიბეებზე ასვლისას მეტი სიფრთხილე მმართებს. შარშან ზამთარში წავიქეცი

და ისე დავშავდი, რომ კარგა ხანს ჯოხით დავდიოდი.

- რას ამბობთ? ეს როგორ მოხდა?

- როგორ და, ბანკის გრძელ კიბეზე ავდიოდი, საფეხურები ოდნავ მოყინული

იყო. ზურგზე საკმაოდ მძიმე ტომარა მქონდა მოკიდებული. შუამდე

ვიქნებოდი ასული, როდესაც კიბეზე ჩამომავალი კონსული ანდრესენი

Page 24: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შევამჩნიე. გადავწყვიტე, ისევ უკან ჩავბრუნებულიყავი, რათა მისთვის გზა

დამეთმო. იმიტომ კი არა, რომ ამისი გაკეთება მან მომთხოვა, არა... უბრალოდ,

ასეთი საქციელი ბუნებრივად მივიჩნიე. მაგრამ მოულოდნელად ფეხი

დამიცდა და მარცხენა მხარეს, ბეჭზე დავენარცხე.

„როგორა ხართ? - ჩამომძახა კონსულმა, - რადგან არ ყვირით, ესე იგი ძალიან

არ დაშავებულხართ!“

„არა, - გავეპასუხე, - როგორც ჩანს, გამიმართლა!“

მაგრამ ხუთი წუთიც არ იყო გასული, რომ ზედიზედ ორჯერ გონება დავკარგე.

გარდა ამისა, ძველმა ჭრილობამაც თავი შემახსენა და საზარდულთან მუცელი

შემისივდა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ კონსულს ჩემ წინაშე

არანაირი ბრალი არ მიუძღოდა, ავადმყოფობისას მაინც უდიდესი დახმარება

გამიწია.

- სხვა ხომ არაფერი იტკინეთ, ან თავი ხომ არ დაგირტყამთ?

- როგორ არა, ცოტათი თავიც დავარტყი და მერე კარგა ხანს სისხლსაც

ვაფურთხებდი.

- და მთელი ავადმყოფობის განმავლობაში კონსული დახმარებას გიწევდათ?

- დიახ და მერე როგორს?! ხან რას მიგზავნიდა და ხან რას, ერთ დღესაც არ

დავვიწყებივარ... მაგრამ ყველაფერზე უფრო გასაოცარი ის იყო, რომ, როდესაც

ფეხზე დავდექი და მადლობის გადასახდელად მასთან მივედი, მაშინვე

ბრძანა, ბაირაღი ააფრიალეთო... ეს ბაირაღი აშკარად ჩემ პატივსაცემად

აღიმართა, თუმცა იმ დღეს ფრეკენ ფრედერიკეს დაბადების დღეც იყო.

- ფრეკენ ფრედერიკე ვინღაა?

- მისი ქალიშვილია.

- გასაგებია. დიახ, მართლაც ღირსეული საქციელია. მისმინეთ, ხომ არ იცით, ამ

რამდენიმე დღის წინ ქალაქში დროშები რის აღსანიშნავად ფრიალებდა?

- რამდენიმე დღის წინ? მოიცა, გავიხსენო... ერთი კვირის წინ ხომ არა? იმ დღეს

ფრეკენ შელანდის, დაგნი შელანდის ნიშნობას ზეიმობდნენ. დიახ, დიახ, ასეა,

ერთიმეორის მიყოლებით ინიშნებიან, თხოვდებიან და მერე აქედან

მიემგზავრებიან. ამიტომაც ნაცნობ-მეგობრები, შეიძლება ითქვას, ქვეყნის

ყველა კუთხე-კუნჭულში მყავს და არც ერთი მათგანი არ არის ისეთი,

ვისთანაც ხელახლა შეხვედრას არ ვისურვებდი. ისინი... ყველანი ჩემ თვალწინ

Page 25: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაიზარდნენ... მახსოვს, როგორ თამაშობდნენ, სკოლაში დადიოდნენ, როგორ

იღებდნენ პირველ ზიარებას და მოწიფულობის ასაკში შედიოდნენ. დაგნი,

რომელიც ახლა სულ რაღაც ოცდასამი წლისაა, მთელი ქალაქისთვის

უსაყვარლესი ბავშვი იყო. მას არც სილამაზე აკლდა... დაგნი ლეიტენანტ

ჰანსენზეა დანიშნული. სწორედ მისმა საქმრომ მისახსოვრა აი, ეს ქუდი, თავზე

რომ მახურავს. ლეიტენანტი ჰანსენიც აქაური გახლავთ.

- შემთხვევით, ფრეკენ შელანდს ქერა თმა ხომ არ აქვს?

- დიახ, ასეა. ის უჩვეულოდ ლამაზია და ამიტომაც ყველა შეყვარებულია

მასზე.

- ვგონებ, სწორედ ეს ქალი ვნახე პასტორის სახლთან. წითელ ქოლგასაც ხომ არ

ატარებს?

- უდავოდ... რამდენადაც ვიცი, წითელი ქოლგით მის გარდა აქ არავინ დადის.

თუ იმ ქალს, თქვენ რომ შეხვდით, სქელი, ქერა ნაწნავიც ჰქონდა, მაშინ

ნამდვილად ფრეკენ შელანდი ყოფილა. მისი მსგავსი ჩვენს ქალაქში სხვა

არავინაა. მაგრამ თქვენ ალბათ მასთან ჯერ არ გისაუბრიათ, არა?

- როგორ არა, შესაძლოა ვესაუბრე კიდეც... - ნაგელი რატომღაც ჩაფიქრდა და

თავისთვის ჩაილაპარაკა, - ესე იგი, ის ფრეკენ შელანდი იყო.

- კი, მაგრამ ალბათ წესიერად არც დალაპარაკებიხართ, მასთან ხანგრძლივი

დიალოგი არ გქონიათ. ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გაქვთ... თუ მას ვინმეს

ნათქვამში რამე სასაცილოდ მოეჩვენა, ხმამაღლა კისკისებს, ხანდახან კი

უმიზეზოდაც იცინის ხოლმე და მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მხიარულია.

მასთან საუბრისას შეამჩნევთ, რომ თქვენ მიერ წარმოთქმულ თითოეულ

სიტყვას დიდი ყურადღებით ისმენს, წინადადებას არასოდეს გაწყვეტინებთ

და პასუხის გაცემას არ ჩქარობს... და როდესაც თავად საუბრობს,

სიმორცხვისგან ლოყები ეფაკლება. ამ ყველაფერს არაერთხელ შევსწრებივარ

და ვფიქრობ, ის ამ დროს უზომოდ მიმზიდველია. ჩემ შემთხვევაში კი საქმე

სულ სხვაგვარადაა. ყოველთვის, როცა ვხვდები, თავისუფლად, ყოველგვარი

სიმორცხვის გარეშე მესაუბრება. ქუჩაში თუ დავინახავ, შემიძლია თამამად

მივუახლოვდე და ისიც, რაც უნდა ჩქარობდეს, აუცილებლად გაჩერდება და

ხელს ჩამომართმევს. ჩემი თუ არ გჯერათ, ამაში ოდესმე თავადაც

დარწმუნდებით.

- რატომაც არა, მჯერა. როგორც ჩანს, ფრეკენ შელანდი თქვენი კარგი

მეგობარია...

Page 26: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- მეგობარია, ბუნებრივია... და მხოლოდ და მხოლოდ იმ გაგებით, რომ

ყოველთვის გულითადად მექცევა... სულ ეს არის. ამას გარდა, ზოგჯერ

პასტორის სახლშიც მეპატიჟებიან ხოლმე, მაგრამ დარწმუნებული ვარ,

დაუპატიჟებლადაც რომ მივიდე, უკეთურ სტუმრად იქ არავინ ჩამთვლის.

როდესაც ავად ვიყავი, ფრეკენ დაგნისგან ხშირად ვიღებდი წიგნებს... და ამ

წიგნებს კი არ მიგზავნიდა, არამედ თავად, საკუთარი ხელით მოჰქონდა

ჩემთან.

- მაინც რა წიგნები მოჰქონდა ხოლმე?

- თქვენ გაინტერესებთ, რა წიგნები იყო ისეთი, რომელთა წაკითხვა და აღქმაც

მე შემეძლო?

- არა, ამჯერად არასწორად გამიგეთ. საკმაოდ გამჭრიახი შეკითხვა დასვით,

მაგრამ მაგას არ ვგულისხმობდი. საინტერესო კაცი ბრძანდებით! თუმცა მე

მხოლოდ ის მაინტერესებს, თავად ეს ახალგაზრდა ქალიშვილი რა წიგნებს

ფლობს და კითხულობს. მინდა, ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილო.

- მახსოვს, ერთხელ გარბორგის „გლეხი სტუდენტები“ და კიდევ სხვა ორი

წიგნი მომიტანა. ერთ-ერთი, ვგონებ, ტურგენევის „რუდინი“ იყო. ერთხელ კი

თავად წამიკითხა გარბორგის „მიუტევებელნი“.

- და ეს წიგნები მისი საკუთარი იყო?

- არა, მამამისის. წიგნებს მამამისის სახელი ეწერა.

- ხო მართლა... კონსულ ანდრესენთან მადლობის გადასახდელად რომ

მიხვედით, როგორც მიამბობდით...

- დიახ, მინდოდა დახმარებისთვის მადლობა გადამეხადა.

- გასაგებია. მაგრამ დროშა მანამ აღმართეს, სანამ თქვენ მიხვიდოდით?

- დიახ, ჩემ პატივსაცემად აღმართეს. კონსულმა ეს თავად მითხრა.

- კი, მაგრამ... იქნებ ეს დროშა მაინც ფრეკენ ფრედერიკეს დაბადების დღის

აღსანიშნავად ააფრიალეს?

- იქნებ ასეც იყო. ესეც სავსებით შესაძლებელია. სირცხვილიც იქნებოდა, რომ

ფრეკენ ფრედერიკეს დაბადების დღესთან დაკავშირებით დროშა არ

აღემართათ!

Page 27: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დიახ, დიახ, მართალი ბრძანდებით. ახლა კი სულ სხვა თემაზე

გადავინაცვლოთ: მითხარით, ბიძათქვენი რამდენი წლისაა?

- დაახლოებით სამოცდაათი წლის უნდა იყოს... თუმცა არა, ამდენის არ იქნება.

ყოველ შემთხვევაში, სამოც წელს ზემოთ ნამდვილად არის. უკვე

ხანდაზმულია, მაგრამ თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ მხნედ

გამოიყურება. თუ საჭირო გახდა, უსათვალოდაც მოახერხებს წაკითხვას.

- რა გვარია?

- ისიც გრეგორდია. მეც და ისიც, ორივენი გრეგორდები ვართ.

- ის სახლი, თქვენ სადაც ცხოვრობთ, მისი საკუთრებაა თუ ქირაობს?

- ოთახში, რომელშიც ჩვენ ვართ, ქირას იხდის... ნახშირის საკუჭნაო კი მისი

საკუთარია. ქირის გადახდა სულაც არ გვიჭირს, თუ ეს გაინტერესებთ.

საფასურს ნახშირით ვისტუმრებთ, ზოგჯერ კი ამა თუ იმ სამუშაოს

სანაცვლოდ ქირის ფულს მეც ვშოულობ.

- ნახშირს აქეთ-იქით ბიძათქვენი ხომ არ დაატარებს?

- არა, ეს მე მევალება. ის მხოლოდ ნახშირს წონის და სავაჭრო საქმეებს

წარმართავს, ტარება კი ჩემი საქმეა. მე ხომ მასზე ძლიერი ვარ და სიარულიც

არ მეზარება.

- გასაგებია. გარდა ამისა, ალბათ ქალიც გყავთ, რომელიც სადილის

მომზადებაში გეხმარებათ...

პაუზა.

- მაპატიეთ! - ამბობს ბოლოს ემწუთა, - ნუ გამიწყრებით, მაგრამ ნება მომეცით,

წავიდე... ალბათ აქ მხოლოდ იმიტომ მაკავებთ, რომ მასიამოვნოთ. არა მგონია,

ჩემი ამბების მოსმენა დიდ კმაყოფილებას გგვრიდეთ? ისიც შესაძლებელია,

რომ თქვენთან სულ სხვა მიზეზით მიხმეთ და მე კი ვერაფერს ვხვდები... რაც

არ უნდა იყოს, ცუდი ხომ არაფერი მომხდარა?! არ გეგონოთ, რომ ახლა გარეთ

თუ გავალ, ვინმე გამანაწყენებს, ანდა ბოროტ ადამიანებს გადავეყრები. იმისიც

ნუ შეგეშინდებათ, რომ აქვე, კართან შურისძიების წყურვილით შეპყრობილი

რწმუნებული მყავს დადარაჯებული. ასეც რომ იყოს და გარეთ მელოდებოდეს,

არა მგონია, რამე ზიანი მომაყენოს.

Page 28: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- თუ კიდევ დარჩებით, დიდად მასიამოვნებთ. მაგრამ იმის გამო, რომ

თამბაქოს საყიდლად ერთი-ორი კრონი შეგაწიეთ, თავს მოვალედ ნუ

ჩათვლით, რამე მიამბოთ. ისე მოიქეცით, როგორც გსურთ!

- კარგი, დავრჩები, დავრჩები! - წამოიძახა ემწუთამ, - ღმერთიც დაგლოცავთ!

ბედნიერი ვარ, თუ ჩემი აქ ყოფნა მართლა გახალისებთ... თუმცა საკუთარი

თავისა და ჩაცმულობის გამო თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ, წინასწარ

მოსამზადებლად დრო რომ მქონოდა, შემეძლო უფრო მოწესრიგებულიც

გხლებოდით. ახლა ბიძაჩემის ძველი პიჯაკი მაცვია და ის მართლაც ისეთი

გაცვეთილია, თითის ერთი დაკარებითაც კი გაიფხრიწება. აი, აქ კი

რწმუნებულმა გამირღვია... იმედია, მომიტევებთ... არა, რაც შეეხება დამხმარე

ქალს, ასეთი არავინ გვყავს. სარეცხსაც თავად ვრეცხავთ და სადილსაც თვითონ

ვაკეთებთ. ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ამ მხრივ თავს რაც

შეიძლება ნაკლებად ვიტვირთავთ. აი მაგალითად, დილას რომ მოვხარშავთ

ყავას, საღამოსაც ამ ყავის ნარჩენს ვსვამთ ისე, რომ ხელახლა აღარც

ვაცხელებთ. სადილსაც ასევე რამდენიმე დღის სამყოფს ერთ ჯერზე ვაკეთებთ.

ჩვენს მდგომარეობაში მყოფმა კაცმა ამაზე უკეთესი რაღა უნდა ისურვოს?

გარდა ამისა, ტანსაცმლის რეცხვა ჩემი მოვალეობაა. როცა სხვა საქმე არაფერი

მაქვს, ვრეცხავ და იმ დღეს ასე გამყავს დრო.

სწორედ იმ დროს ნაგელსა და ემწუთას სატუმროს ქვედა სართულიდან ზარის

წკრიალი შემოესმათ. რამდენიმე წუთში კიბეზე სწრაფად ჩამავალი სტუმრების

ფეხის ხმაც გაიგონეს. ხალხი სავახშმოდ მიიჩქაროდა.

- ვახშმის დრომ მოაწია, - ამბობს ემწუთა.

- დიახ, - უდასტურებს ნაგელი, რომელიც სულაც არ ჩქარობს ადგომას და არც

მოუთმენლობის ეტყობა რამე. პირიქით, სკამზე უფრო მოხერხებულად ჯდება

და ემწუთას მიმართავს:

- იქნებ თქვენ იმ კარლსენსაც იცნობდით, ამას წინათ ტყეში მკვდარი რომ

იპოვეს? მართლაც სამწუხარო შემთხვევაა, არა?

- დიახ... ერთობ სამწუხარო ამბავია. როგორ არა, ვიცნობდი. იშვიათი ხასიათის

მქონე დიდებული ადამიანი გახლდათ. იცით, ერთხელ რა მითხრა? ერთ კვირა

დილას თავისთან მიხმო... ეს დაახლოებით ერთი წლის წინ, დიახ, შარშან

მაისში მოხდა... და რაღაც წერილის წაღება მთხოვა. კი ბატონო-მეთქი,

ვუთხარი, აუცილებლად წავიღებ, მაგრამ დღეს ისეთი შეუფერებელი

ფეხსაცმელი მაცვია, რომ ხალხში გამოჩენის მერიდება. თუ ნებას დამრთავთ,

ახლავე სახლში წავალ და ერთი წყვილ სხვა ფეხსაცმელს ვითხოვებ-მეთქი...

Page 29: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

„არა, - მიპასუხა მან, - არ არის საჭირო! თუ მაგ ფეხსაცმელში წყალი არ

შეგდით, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს...“ ხედავთ, იმაზეც კი ზრუნავდა, რომ

ფეხი არ დამსველებოდა. ამის შემდეგ მუჭაში ერთკრონიანი ჩამიცურა და

წერილი მომაწოდა. უკვე დერეფანში მივაბიჯებდი, ოთახის კარი ნაჩქარევად

რომ გამოაღო და უკან დამედევნა. სახე უცნაურად უბრწყინავდა. მე გავჩერდი

და როდესაც მომიახლოვდა, დავინახე, რომ თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე.

მან ხელი მომხვია, გულში ჩამიკრა, მართლაც გულითადად ჩამიხუტა და

მითხრა: „აბა, ჩემო მეგობარო! ახლა კი წადით და ეს წერილი წაიღეთ. მე თქვენ

არასოდეს დაგივიწყებთ. როდესაც პასტორი გავხდები და მრევლს ჩავიბარებ,

გამუდმებით გვერდით მეყოლებით! კარგი... წადით და ღმერთი იყოს თქვენი

შემწე!“ სამწუხაროდ მრევლის ჩაბარება არ დასცალდა, მაგრამ რომ ეცოცხლა,

თავის დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა.

- წერილი წაიღეთ?

- დიახ.

- და ფრეკენ შელანდი თუ გაახარა ამ წერილის მიღებამ?

- საიდან იცით, რომ წერილი ფრეკენ შელანდისთვის იყო?

- საიდან ვიცი? სულ ახლახანს თქვენ თვითონ არ მითხარით?

- მე გითხარით? არ არის მართალი!

- ჰა-ჰა-ჰა! მართალი არ არის? გგონიათ, მე ვტყუი?

- არა, მომიტევეთ. შესაძლოა, მართალიც ბრძანდებით, მაგრამ ყოველ

შემთხვევაში ეს ჩემგან არ უნდა გაგეგოთ... დაუფიქრებლად წამოვროშე... არა,

მართლა მე გითხარით?

- მერე რა მოხდა? ამისი თქმა კარლსენმა აგიკრძალათ?

- არა, მან არა.

- აბა, ფრეკენ შელანდმა?

- დიახ.

- კეთილი, ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ შორის დარჩება. მაგრამ იმისი ახსნა თუ

შეგიძლიათ, რატომ გარდაიცვალა კარლსენი სწორედ ახლა?

- არა, არ შემიძლია. უბედურებას კი გადაეყარა და...

Page 30: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ის თუ იცით, როდის ასაფლავებენ?

- ხვალ, შუადღეს.

ამ თამაზე საუბარი აღარ გაუგრძელებიათ. კარგა ხანს ორივენი მდუმარედ

ისხდნენ. ოთახში სარამ შეიჭყიტა და ნაგელს შეახსენა, ვახშამი მზად არისო.

მდუმარება ნაგელმა დაარღვია:

- ესე იგი, ფრეკენ შელანდი დანიშნულია? მისი საქმრო რას წარმოადგენს? -

ჰკითხა ემწუთას.

- ის ლეიტენანტი ჰანსენია, ბრწყინვალე და წარმოსადეგი კაცი.

დარწმუნებული ვარ, ცოლს არაფერს მოაკლებს.

- მდიდარია?

- დიახ, მამამისი ძალიან მდიდარი კაცია.

- კომერსანტია?

- არა, გემთმფლობელია. აქედან არც ისე შორს ცხოვრობენ. სხვათა შორის,

დიდი სახლი სულაც არ აქვთ და არც სჭირდებათ, რადგან დაქორწინების

შემდეგ მათი ვაჟი საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას აპირებს. მოხუცი

მშობლები კი მარტონი დარჩებიან. მათ ერთი ქალიშვილიც ჰყავთ, მაგრამ

გათხოვილია და ინგლისში ცხოვრობს.

- როგორ გგონიათ, რა თანხის მფლობელია მოხუცი ჰანსენი?

- ვფიქრობ, ერთი მილიონის მაინც. ეს ზუსტად არავინ იცის.

პაუზა.

- დიახ... - ამბობს ბოლოს ნაგელი, - ეს სამყარო მართლაც უსამართლოდაა

მოწყობილი! ხომ შეიძლებოდა, მისი ფულის რაღაც ნაწილი თქვენი

ყოფილიყო?!

- არა, ღვთის გულისათვის! რაში მჭირდება... კაცს რაც აქვს, იმით უნდა

დაკმაყოფილდეს...

- ჰო, ასე ამბობენ... რატომღაც თავში ახლა ერთმა შეკითხვამ გამიელვა: იმის

გამო, რომ ნახშირს დაატარებთ, ალბათ სხვა საქმისთვის დრო საერთოდ არ

გრჩებათ, არა? ეს ხომ აშკარაა. მაგრამ წეღან გავიგონე, მეპატრონეს რომ

ჰკითხეთ, დღეისათვის კიდევ რამეს ხომ არ დამავალებთო.

Page 31: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა... - მიუგო ემწუთამ და თავი გააქნია.

- როგორ არა, იმ დროს მეც დაბლა, კაფეში ვიყავი... თქვენ მას უთხარით,

სამზარეულოში ნახშირი შევიტანეო და შემდეგ კი ჰკითხეთ, დღეს კიდევ სხვა

საქმე ხომ არ არის გასაკეთებელიო.

- ამას საფუძვლად სულ სხვა მიზეზი უდევს. ნუთუ ვერ მიხვდით? საქმე ისაა,

რომ მინდოდა მეპატრონეს ნახშირის საფასური მაშინვე გადაეხადა, მაგრამ

ფულის პირდაპირ თხოვნა ვერ გავბედე. ის შეკითხვა სწორედ ამიტომაც

დავუსვი. ამ ბოლო დროს ფინანსურად ძალიან გაგვიჭირდა და იმ თანხაზე

დიდ იმედებს ვამყარებდით.

- რამდენი გჭირდებათ იმისთვის, რომ ფინანსური გაჭირვებიდან გამოძვრეთ? -

ჰკითხა ნაგელმა.

- ღმერთი იყოს თქვენი შემწე და მფარველი! - წამოიყვირა ემწუთამ, - ამაზე

მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ. თქვენ უკვე საკმარისზე მეტად დაგვეხმარეთ.

საქმე ექვს კრონს შეეხებოდა, მაგრამ ახლა ჯიბეში თქვენი მოცემული ოცი

კრონი მიდევს. შეგეწიოთ უფალი ამის გამო. ექვსი კრონი მედუქნისა

გვმართებს, მისგან კარტოფილი და სხვა რაღაცეები ნისიად ავიღეთ. ცოტა ხნის

წინ მან ანგარიში გამოგვიგზავნა და მე და ბიძაჩემი თავს ვიმტვრევდით იმაზე

ფიქრით, თუ როგორ გაგვესტუმრებინა ვალი. თქვენი წყალობით ამ გასაჭირს

თავს დავაღწევთ... ამის შემდეგ, ღამეც მშვიდად დაგვეძინება და დილითაც

უდარდელები გავიღვიძებთ.

პაუზა.

- ახლა კი ალბათ აჯობებს, სასმისები ბოლომდე გამოვცალოთ და დროებით

ერთმანეთს დავემშვიდობოთ, - ამბობს ნაგელი და ფეხზე დგება, -

გაგვიმარჯოს. იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით. უნდა შემპირდეთ, რომ კვლავ

მესტუმრებით. როგორც ხედავთ, ჩემი ოთახის ნომერია 7. დღევანდელი

საღამოსთვის კი დიდ მადლობას გიხდით!

ეს სიტყვები ნაგელმა საკმაოდ გულწრფელი ტონით წარმოთქვა და ემწუთას

ხელი ჩამოართვა. ამის შემდეგ სტუმარი კიბეზე ჩააცილა, სასტუმროს

ჭიშკრამდე მიჰყვა, დამშვიდობებისას კვლავ მოიხადა თავისი ხავერდის ქუდი

და თავი დაუკრა.

ემწუთა თავის გზას დაადგა. გასვლისას მასპინძელს უთვალავჯერ მოუდრიკა

ქედი. თავს ძალას ატანდა, უნდოდა კიდევ რაღაც ეთქვა, მაგრამ ერთი სიტყვის

თქმაც ვერ მოახერხა.

Page 32: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სასადილოში შესვლისთანავე ნაგელმა სარას მოჩვენებითი თავაზიანობით

მოუბოდიშა ვახშამზე დაგვიანების გამო.

IV

დილით იოჰან ნაგელი კაკუნის ხმამ გააღვიძა. კართან ახალი გაზეთებით

ხელდამშვენებული სარა იდგა. ნაგელმა გაზეთები ნაჩქარევად

გადაათვალიერა და ყველა მათგანი ერთიმეორის მიყოლებით იატაკზე

მოისროლა. ცნობა იმის თაობაზე, რომ გლადსტონი გაციებულა, ორი დღით

ლოგინად ჩავარდნილა, ახლა კი კვლავ ფეხზე წამომდგარა, ნაგელმა ორჯერ

გადაიკითხა და ახარხარდა. ამის შემდეგ ხელები კეფაზე შემოიწყო და ფიქრს

მიეცა. დროდადრო საკუთარ აზრებს ხმამაღლაც კი გამოთქვამდა:

გახსნილი ჯაყვით ტყეში ხეტიალი მართლაც რომ სახიფათოა. თურმე რა

ადვილად შეიძლება, მოულოდნელად ფეხი დაგიცდეს და დანის ბასრი პირით

ორივე მაჯა გადაისერო. აი ისე, როგორც კარლსენს დაემართა. სხვათა შორის,

ჯიბით შხამით სავსე ქილის ტარებაც სახიფათოა. ხომ შეიძლება წაიქცე, შუშა

გატყდეს, ნამსხვრევებით კანი დაგესეროს და შხამით სისხლი მოგეწამლოს?

მოკლედ, ყველა გზაზე ხიფათია ჩასაფრებული. მაშ რაღა დაგვრჩენია? ისე კი

ერთი უსაფრთხო გზა მაინც არსებობს, - გზა, რომელიც გლადსტონს აურჩევია

და ახლა რატომღაც ამ გზაზე მიმავალი მოხერხებული მეოჯახე გლადსტონის

სახის გამომეტყველება ცხადად მიდგება თვალწინ. ვხედავ, როგორ

ფრთხილობს, რომ რამე შეცდომა არ დაუშვას და ბედისწერას თვითონაც კი

ეხმარება, რომ საკუთარ თავს ყველანაირი ხიფათი აარიდოს. უკვე გაციებამაც

გაუარა... გლადსტონი ნაღდად ღრმა სიბერემდე იცოცხლებს და ბოლოს

სრულიად საღ-სალამათი სწორედ ხანდაზმულობით გარდაიცვლება.

პასტორო კარლსენ, სახე გუბურაში რატომ ჩამალეთ? ნუთუ ეს შეკითხვა

უპასუხოდ დარჩება და ვერავინ გაიგებს, ასე სახეზე აღბეჭდილი

სიკვდილისწინა ტანჯვის დასაფარავად მოიქეცით თუ სხეული სასიკვდილო

კრუნჩხვამ მოგიქციათ? სხვათა შორის, ამგვარი ბოლო თავადვე აირჩიეთ და იმ

ბავშვივით, სიბნელის რომ ეშინია, დღისით, მზისით, შუადღის ხანს

აღესრულეთ... მიწაზე მწოლიარეს კი ხელში გამოსამშვიდობებელი წერილი

გქონდათ ჩაბღუჯული. საბრალო, პატარა კარლსენ!

და თქვენი ბრწყინვალე ჩანაფიქრის განსახორციელებლად სწორედ ტყე რატომ

აირჩიეთ? ნუთუ ტყეს უკეთ იცნობდით, ნუთუ მისგან უფრო მეტს

მოელოდით, ვიდრე მინდვრებისგან, გზებისგან, ანდა თუნდაც ზღვისგან?

„პატარა ბიჭუნა სულ ტყეში დასეირნობდა, ლა ლა ლა ლა... „

Page 33: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აი თუნდაც, გიოვიკის გზაზე რომ გვხვდება, ის ვარდალის ტყე ავიღოთ...

დაწექი და წაუძინე რამდენ ხანსაც გინდა, ყველანაირი საფიქრალი თავიდან

ამოიგდე და მხოლოდ ზეცას მიაპყარი თვალი, ჰა-ჰა-ჰა!.. და თუ მას

განსაკუთრებული გულისყურით შეაცქერდები, შენს ყურთასმენას ჩურჩულის

ხმებიც კი მოსწვდება და აშკარად გაიგონებ, იქ მაღლა, ზეცაში როგორ

განგვსჯიან ჩვენ, ცოდვილთ.

„აგერ ის... ახლა ისიც თუ ამოვიდა, მაშინ მე დავტოვებ აქაურობას!“, - ამბობს

წმინდანი დედა და ამ ფრაზით სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს სვამს. „ჰა-

ჰა-ჰა!“ - ვუცინი მას საპასუხოდ და ვამბობ: ჩუ, ხელს ნუ შემიშლით... ოღონდაც

ხელს ნუ შემიშლით!“ და ამ სიტყვებს ისე ხმამაღლა წარმოვთქვამ, რომ ერთი-

ორი მდედრობითი სქესის ანგელოზთა, - სათაყვანო ჯაირას ქალიშვილისა და

სვავა ბიორნსონის ყურადღებასაც კი ვიპყრობ. ჰა-ჰა-ჰა!

რა ეშმაკად ვწევარ ახლა აქ და რა მაცინებს? იქნებ უპირატესობის შეგრძნებამ

ამიყოლია? სიცილის უფლება მხოლოდ ბავშვებს და ახალგაზრდა გოგონებს

უნდა ჰქონდეთ, სხვას არავის. სიცილი, ანუ ხორხიდან ამომავალი ეს

საზიზღარი, სამარცხვინო ბგერები უძველესი დროის ერთ-ერთი

გადმონაშთია, მაიმუნებისგან მემკვიდრეობით რომ გვერგო. ვინმემ ყელში რომ

მომიღიტინოს, სწორედ ეს ბგერები აღმომხდება. რა მითხრა ერთხელ ყასაბმა

ჰაუგემ? კაცმა, რომელმაც საოცრად ხმამაღალი ხარხარი იცოდა და ამით

ძალიანაც ამაყობდა... მან მითხრა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც

სრულად ფლობს იმ ხუთ გრძნობას...

არადა, რა საოცარი ქალიშვილი ჰყავდა! იმ დღეს, ქუჩაში პირველად რომ ვნახე,

წვიმდა. გოგონას ხელში სასაწებლე ჭურჭელი ეჭირა... მიდიოდა და ტიროდა,

რადგან ფული დაეკარგა, რომლითაც რომელიღაც იაფფასიან სასადილოში მზა

კერძი უნდა ეყიდა.

წმინდა დედაო, ნუთუ ზეციდან ვერ შეამჩნიე, რომ მაშინ ამ ბავშვის

დასაწყნარებლად ერთი შილინგიც კი არ მებადა... რომ სიმწრისგან ლამის თმას

ვიგლეჯდი, ვინაიდან ერთი ერეც კი არ გამაჩნდა... მოულოდნელად მუსიკის

ხმა შემომესმა და ჩემკენ მომავალი მუსიკოსთა გუნდიც შევნიშნე. ამ დროს

ერთი ლამაზი მონაზონი შემობრუნდა და ნათელი მზერა მომაპყრო, მერე კი

ისევ მორჩილად დახარა თავი, თითქოს თავის საქციელს ინანიებსო და გზა

გააგრძელა. უცებ ერთმა გრძელწვერა, ბეწვისქუდიანმა კაცმა მკლავში მტაცა

ხელი, გზიდან გადამათრია და ამგვარად ბრბოს მიერ გაქელვას გადამარჩინა.

ღმერთია მოწმე, ის რომ არა, ნამდვილად ვერ გადავრჩებოდი!

Page 34: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჩუ! ერთი... ორი... სამი; რა ზანტად მიცოცავენ ისრები. ოთხი... ხუთი... ექვსი...

შვიდი... რვა; ნუთუ რვა საათი შესრულდა? ცხრა... ათი. უკვე საათის ათია?

დიახ, ჩემი ადგომის დროა. ნეტავ სად ჩამოჰკრა საათმა? შეუძლებელია ეს ხმა

კაფედან ამოდიოდეს, თუმცა ახლა ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,

არანაირი!

... და გუშინ საღამოს კაფეში რა უცნაური სკანდალის თანამონაწილე გავხდი?!

ემწუთა ერთიანად თრთოდა, მე კი სწორედ დროულად გამოვექომაგე, თორემ

ბოლოს უთუოდ მოუწევდა ფერფლითა და ასანთებით სავსე ლუდის გამოცლა.

რა მოხდა მერე? გავბედავ და ჩაგეკითხები, შე ცნობისმოყვარე ხეპრევ: მერედა

რა მოხდა? ნეტავ სხვის საქმეებში რატომ ვყოფ ცხვირს და საერთოდაც, ამ

ქალაქში რისთვის ჩამოვედი? ეს მოვლენა რაიმე მსოფლიო კატასტროფის

მიზეზით ხომ არ არის განპირობებული? აი, მაგალითად, გლადსტონის

ავადმყოფობით... ჰა-ჰა-ჰა! ღმერთი უთუოდ შეგეწევა, შვილო ჩემო, მაგრამ

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმართლეს აღიარებ და იტყვი, რომ უკვე

სახლში დაბრუნებას აპირებდი, მაგრამ ამ პაწაწინა და უბადრუკმა ქალაქმა

ნახვისთანავე ისე დაგატყვევა, რომ ლამის ატირდი. ქუჩაში გამოფენილი

დროშების ხილვამ რაღაც უცხო და უჩვეულო სიხარულით აგავსო და გული

აგიჩუყა. სიტყვამ მოიტანა და, ეს სწორედ თორმეტ ივნისს მოხდა და იმ დღეს

დროშები ფრეკენ შელანდის ნიშნობის აღსანიშნავად ფრიალებდა. ორი დღის

შემდეგ კი ამ ქალს თავადაც შევხვდი.

რატომ შევხვდი მას სწორედ იმ საღამოს, როცა განსაკუთრებით უიმედო

მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და თვითონაც არ ვიცოდი, რას ჩავდიოდი?! ამ

ამბავს რომ ვიხსენებ, სირცხვილით ვკვდები.

- საღამო მშვიდობისა, ფრეკენ. მაპატიეთ, მაგრამ მე ამ ქალაქში სრულიად

უცხო ვარ... სასეირნოდ გამოვედი და ახლა ვერ ვხვდები, სად ვიმყოფები...

ემწუთამ მართლაც რომ სწორედ აღნიშნა... ქალს ლოყები აეფაკლა და

საუბრისას კიდევ უფრო მეტად გაწითლდა.

- თქვენ საით გსურთ წასვლა? - მეკითხება და ცნობისმოყვარე მზერას მავლებს.

მე ქუდს ვიხდი. ახლა მის წინაშე თავმოშიშვლებული ვდგავარ და პასუხის

ძიებაში ქუდს ხელში ვსრეს.

- მითხარით, გეთაყვა, აქედან ქალაქამდე რამდენად შორია? ოღონდ გთხოვთ,

ზუსტი მანძილი დამისახელოთ!

Page 35: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არ ვიცი, - მპასუხობს იგი, - აქედან რა მანძილია, ნამდვილად ვერ გეტყვით,

მაგრამ ამ გზას თუ გაუყვებით, პასტორის კარ-მიდამოს მიადგებით. იქიდან

ქალაქამდე კი ზუსტად მეოთხედი მილი[1] უნდა იყოს.

ქალი მაშინვე ბრუნდება და წასასვლელად ემზადება.

- დიდი მადლობა! - ვეუბნები კვლავ, - თუ პასტორის სახლთან მისასვლელად

ეს ტყეა გასავლელი და თუ თქვენც იქით, ანდა კიდევ უფრო შორს

მიბრძანდებით, უფლება მომეცით, გაგაცილოთ. მზე უკვე გადაიწვერა, თქვენს

ქოლგასაც სიამოვნებით წამოვიღებ. თავს ნამდვილად არ მოგაბეზრებთ. თუ

გნებავთ, კრინტსაც არ დავძრავ. მხოლოდ იმისი ნება მომეცით, რომ თქვენს

გვერდით ვიარო და ჩიტების ჭიკჭიკით დავტკბე. არა, გთხოვთ, ნუ წახვალთ,

ასე მალე ნუ დამტოვებთ. რატომ გამირბიხართ?

რადგან ის მაინც გარბოდა და არაფრის გაგონება არ სურდა, უკან დავედევნე.

მინდოდა, ჩემი საქციელის გამო ბოდიში მომეხადა:

- პირადად მე ეშმაკსაც წავუღივარ, მაგრამ რა ვქნა, თუ თქვენმა ნათელმა სახემ

ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა!

ქალმა კიდევ უფრო მეტად აუჩქარა ფეხს და ორიოდ წუთში თვალს მიეფარა.

გარბოდა და თან ხელში თავისი სქელი, ქერა ნაწნავი ეჭირა. მსგავსი არასოდეს

არაფერი მენახა.

აი, ასე იყო ეს ამბავი. მისი წყენინება სულაც არ მინდოდა, არც სხვა უკეთური

განზრახვა მამოძრავებდა. სანაძლეოსაც კი დავდებ იმაზე, რომ ის მართლა

თავის ლეიტენანტზეა შეყვარებული და ამ ქალის ცხოვრებაში ჩარევა აზრადაც

კი არ მომსვლია... ჰოდა, კარგია; ეს ყოველივე ძალზე საინტერესოა. ახლა

შესაძლოა მისმა ლეიტენანტმა დუელშიც კი გამიწვიოს, ჰა-ჰა-ჰა! იქნებ

სასამართლოს რწმუნებულს შეეკრას და შემდეგ ორივემ ერთად მიხმონ

დუელში...

ნეტავ რწმუნებული ემწუთას ახალ პიჯაკს მართლა თუ აჩუქებს? ერთ დღეს

დავიცდი, შესაძლოა ორსაც... მაგრამ ორი დღის შემდეგაც თუ არ შეასრულებს

თავის დანაპირებს, იძულებული გავხდები, შევახსენო. წერტილი. ნაგელი.

ამასწინათ, სრულიად შემთხვევით აქ ერთ ღარიბ ქალს შევეფეთე. მან ისე

მორიდებით შემომხედა, თითქოს რაღაცის თხოვნა სურდა და ვერ გაებედა.

მისმა თვალებმა დამატყვევა, მაგრამ თმა მთლად ჭაღარა ჰქონდა. ოთხჯერ

შემოვლითი გზითაც კი ვისარგებლე იმ მიზეზით, რომ მასთან ხელახალი

შეხვედრა თავიდან ამეცილებინა. ასაკოვანი სულაც არ არის და თმაც

Page 36: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ხანდაზმულობისგან არ გასთეთრებია. წამწამები ჯერ კიდევ საოცრად შავი

აქვს, კუპრივით შავი... და ამ წამწამებს მიღმა თვალები უცნაურად უელავს.

თითქმის ყოველთვის ხელში კალათა უჭირავს, რომელსაც წინსაფრის ქვეშ

მალავს და, როგორც ჩანს, სწორედ ამის გამოა დარცხვენილი. ერთხელ,

გვერდით რომ ჩამიარა, მისკენ მივბრუნდი და კარგა ხანს ვუმზერდი.

დავინახე, გეზი ბაზრისკენ აიღო, იქ კი კალათიდან ორი-სამი კვერცხი

ამოაცურა და ნაჩქარევად გაყიდა. შემდეგ კალათა ისევ წინსაფრის ქვეშ შემალა,

უკან გამობრუნდა და კვლავ სახლის გზას ამოუყვა. ის ქალი ნავსადგურის

მახლობლად ერთ პაწაწინა ქოხში ცხოვრობს. სახლი ერთსართულიანია და

შეუღებავი.

ერთხელ ფანჯარაშიც დავლანდე. ფარდებს არასოდეს აფარებს, სამაგიეროდ,

რაფაზე ქოთნები ჩაუმწკრივებია თეთრი ყვავილებით. როდესაც მის ფანჯრებს

ჩავუარე, შევამჩნიე, ოთახის სიღრმეში მიყუჟულიყო და თვალს არ მაცილებდა.

მხოლოდ უფალმა უწყის, ვინ არის ეს ქალი და რას წარმოადგენს... ისე,

საოცრად პატარა ხელის მტევნები აქვს... ორიოდე გროშით კი შეგეწეოდით,

თეთრთმიანო ქალიშვილო, მაგრამ ამას მირჩევნია, უფრო კეთილშობილური

დახმარების ხელი გამოგიწოდოთ!

სხვათა შორის, მშვენივრად ვიცი, თქვენმა თვალებმა ასე რატომ დამატყვევეს...

ამას პირველივე წუთიდან მივხვდი. მართლაც და რა საოცარია, რომ

ყმაწვილობაში განცდილი პირველი სიყვარული ადამიანს მთელი ცხოვრება

თან სდევს და ამა თუ იმ გზით არაერთხელ ახსენებს თავს... მაგრამ შენ მასავით

ღვთივკურთხეული სახე ნამდვილად არ გაქვს და ასაკითაც მასზე გაცილებით

უფროსი უნდა იყო.

ჰო... შემდეგ ის ქალი ტელეგრაფისტს გაჰყვა ცოლად და საცხოვრებლად

კაბელვოგში გადავიდა. აი ასეა, რამდენი თავიცაა, იმდენი აზრიც იბადება? მის

სიყვარულს ხომ არ დავუწყებდი ლოდინს?! მით უმეტეს, რომ ამ სიყვარულს

ვერასოდეს მოვიპოვებდი. ამ შემთხვევაში სრულიად უძლური ვარ.

საათმა კვლავ ჩამოჰკრა. უკვე თერთმეტის ნახევარი შესრულდა.

მოკლედ, ამ შემთხვევაში მართლაც უძლური ვარ... მაგრამ მაინც მინდა იცოდე,

რომ ამ ათი-თორმეტი წლის განმავლობაში გამუდმებით შენზე ვფიქრობდი და

არასოდეს დამვიწყებიხარ... ჰა-ჰა-ჰა! თუმცა ეს უკვე ჩემი სადარდებელია და ის

ვერაფრით დამეხმარება. სხვებს ერთი წელი თუ ახსოვთ და მორჩა... მე კი აგერ

უკვე ათი წელია, ვერაფრით დაგივიწყე!

Page 37: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იმ თეთრთმიან ქალს, კვერცხებს რომ ყიდის, აუცილებლად დავეხმარები. იმ

თვალების გამო ყველანაირად შევეწევი და დავეხმარები. გასაცემის მეტი რა

მექნება?! ერთი ჩემი თანხმობა და იმ მამულის სანაცვლოდ სამოცდაორი ათასს

ჩავიჯიბავ, თანაც ნაღდი ფულით... ჰა-ჰა-ჰა! ამისთვის კი მხოლოდ ისაა

საჭირო, რომ მაგიდა მოვათვალიერო და ის ერთობ ფასეული სამი დეპეშა

მოვიძიო. აი, საქმიანი გარიგებაც ამას ჰქვია! როცა კაცი აგრონომი და თანაც

კაპიტალისტი ხარ, პირველივე შემოთავაზებას არ უნდა გამოეკიდო. ჯერ

ყველაფერი ზედმიწევნით უნდა აწონ-დაწონო და გაიაზრო. დიახ, სწორედ ასე

უნდა მოიქცე, - კარგად დაფიქრდე და გაიაზრო. ჭკვიანი კაცი ამ საქმეში არ

აჩქარდება, ის, ასე ვთქვათ, ცივი და უხეში გონებით იმოქმედებს და მეტ

მოგებასაც ნახავს. ეჰ, ადამიანო, შენი სახელი სახედარია. ნებისმიერ სულიერს

შეუძლია თავის ჭკუაზე გაგატაროს.

აი მაგალითად, იმ ჟილეტის ჯიბიდან, აგერ იქ, მოშორებით რომ კიდია,

პაწაწინა სამედიცინო ქილის პირი მოჩანს. იმ ქილაში კი შხამი, სასიკვდილო

მჟავა ასხია. ეს სითხე ჯიბეში ისე, თავის შესაქცევად მიდევს და გამბედაობა არ

მყოფნის, რომ დანიშნულებისამებრ მოვიხმარო. მაშ, ამ ქილას აქეთ-იქით

რაღას დავატარებ და საერთოდ, საწამლავი რა ეშმაკად შევიძინე? ესეც ხომ

ერთგვარი თავის მოტყუებაა, აშკარა სიცრუე, თანამედროვე დეკადენტური

ბლეფი, თვითრეკლამა და სნობიზმი... ფუი!

...ასეთი ნაზი, მოსიყვარულე; მხოლოდ შენ ერთი მიამებ წყლულებს!..

ანდა თუნდაც ისეთი უმნიშვნელო ნივთი ავიღოთ, როგორიც ჩემი მედალია,

რომელიც სამაშველო დამსახურებისთვის მიბოძეს. ეს მედალი, როგორც

იტყვიან, ღირსეულად მოვიპოვე. როცა მაშველი ხარ, ათასი რამის გაკეთებაც

გიწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადამიანებს სიცოცხლის

შენარჩუნებაში ეხმარები. მაგრამ მხოლოდ უფალმა უწყის, პირადად მე ამ

საქმეში რაიმე დამსახურება მიმიძღვის თუ არა. ქალბატონებო და ბატონებო,

მე მხოლოდ გიამბობთ, განაჩენის გამოტანა კი თქვენთვის მომინდვია:

მოკლედ, ვიღაც ახალგაზრდა მამაკაცი გემბანის მოაჯირთან დგას და ტირის.

მღელვარებისგან მხრები უცახცახებს. მე ვუახლოვდები და ვცდილობ,

გავესაუბრო. ის შეშფოთებულ მზერას მავლებს, შემდეგ კი მოულოდნელად

დაბლა ჩარბის და თავის კაიუტას მიაშურებს. ფეხდაფეხ მივყვები, მაგრამ მისი

კაიუტის კარი ჩარაზული მხვდება. მე მგზავრების სიას ვკითხულობ, მის გვარს

ვპოულობ და ვხედავ, რომ ბილეთი ჰამბურგამდე აქვს აღებული. ეს ამბავი

პირველივე საღამოს ხდება. იმ საღამოს შემდეგ გამუდმებით ვუთვალთვალებ,

უჩვეულო დროს, უჩვეულო ადგილებში სრულიად მოულოდნელად

Page 38: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვეცხადები და სახეში ჩავცქერი. მაინც რატომ ვიქცევი ასე? ქალბატონებო და

ბატონებო, თავად განსაჯეთ. ხშირად ვამჩნევ, რომ ცრემლებს ვერ იკავებს,

აშკარად რაღაც აწუხებს... მოაჯირთან დგას და გიჟური, აღგზნებული სახით

ზღვის სიღრმეს ჩასცქერის. უნდა ჩავერიო თუ არა მის საქმეში? რა თქმა უნდა,

არა... ჰოდა, თავად განსაჯეთ, ნურაფრის მოგერიდებათ!

გადის რამდენიმე დღე, ძლიერი ქარი უბერავს და ზღვაც ღელავს. ღამის ორ

საათზე ვხედავ, რომ გემბანზე ჩემი მეურვეობის ქვეშ მყოფი მგზავრი ამოდის.

მე, რა თქმა უნდა, უკვე ადგილზე ვარ, ვიმალები და ჩუმად ვუთვალთვალებ.

მთვარის შუქზე მისი სახის კანი კიდევ უფრო მეტად გაყვითლებული

მეჩვენება. და მერე რა მოხდა? ის ჯერ ერთ მხარეს ბრუნდება, მერე - მეორე

მხარეს, ბოლოს ხელებს მაღლა სწევს და ზღვაში ხტება. თავს ვერ იკავებს და

ყვირის. ნუთუ თავისი საქციელი ინანა... თუ უკანასკნელ წუთს შეიპყრო შიშმა?

თუ არა და, მაშ რა აყვირებდა?

ბატონებო და ქალბატონებო! თქვენ რომ ჩემ ადგილას ყოფილიყავით,

მითხარით, როგორ მოიქცეოდით? სრულ უფლებას გაძლევთ, შესაბამისი

განაჩენი გამომიტანოთ!

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წუთებში მხნეობამ უღალატა, შესაძლოა

თქვენ იმ ღირსეული, მაგრამ უიღბლო კაცის გადაწყვეტილებისთვის პატივიც

კი მიგეგოთ და სამალავიდან არც გამოსულიყავით. აი, მე კი პირიქით

მოვიქეცი. ხიდზე მდგომ კაპიტანს ბოლო ხმით რაღაც შევძახე და ზღვაში

გადავეშვი. სიჩქარისგან ისე დავიბენი, რომ პირდაპირ თავით გავექანე. წყალში

ცოფიანივით ვფართხალებ, ტალღებს ხან ერთ მხარეს ვეხეთქები, ხან მეორე

მხარეს, გემბანზე ატეხილი განგაშის ხმა ჩემამდე მკვეთრად აღწევს.

მოულოდნელად იმ უბედურის გაშეშებულ, დაჭიმულ მკლავს ვაწყდები...

ხელის თითები უსიცოცხლოდ გაუფშეკია, თუმცა ფეხებს ჯერ ისევ სუსტად

ამოძრავებს. მშვენიერია! მე კისერში ვებღაუჭები და ზევით ვექაჩები, ის კი

სულ უფრო და უფრო მძიმდება, დუნდება და უკვე ფეხებსაც აღარ იქნევს.

მოულოდნელად ერთ მკვეთრ მოძრაობას აკეთებს და ცდილობს, ხელიდან

დამისხლტეს. ზღვა ორივეს თავის ნებაზე გვათამაშებს... უცებ უზარმაზარი

ტალღა გვეცემა და ერთმანეთს შუბლებით გვახეთქებს. თვალთ მიბნელდება.

ახლა როგორ მოვიქცე? სიმწრისგან კბილებს ვაღრჭიალებ, გაცოფებული

ყველას და ყველაფერს ვაგინებ, მაგრამ იმ უბედურს მაინც ერთგულად

ვეჭიდები და სამაშველო კანჯოს მოლოდინში ხელს არ ვუშვებ. ამ შემთხვევაში

თქვენ როგორ მოიქცეოდით? მე ის დახრჩობას გადავარჩინე, დაუფიქრებლად,

Page 39: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ველური დათვივით ვეძგერე და სიკვდილს კლანჭებიდან გამოვტაცე. და მერე

რა მოხდა?

ბატონებო და ქალბატონებო, განა ამ ყოველივეს განსჯა თქვენ არ მოგანდეთ?

რას მელოლიავებით, ჩემთვის მაინც არაფერი შეიცვლება. მოდი, დავუშვათ,

რომ იმ კაცს ჰამბურგში მოხვედრა არანაირად არ აწყობდა. აი, სად მარხია

ძაღლის თავი! იქნებ, იქ ისეთი ვინმე ეგულებოდა, ვისთან შეხვედრაც

სასტიკად არ სურდა? მაგრამ მედალი კი... ეს მედალი სანაქებო

საქციელისთვის დამსახურებულად მერგო, ჯიბით ამიტომაც დავატარებ და

ძაღლსა და ღორს არ ვუგდებ საჯიჯგნად. განაჩენის გამოტანისას ესეც

აუცილებლად გაითვალისწინეთ... განმიკითხეთ, ამიხსენით ამ ყველაფერში

პირადად მე რა ჯანდაბის წვლილი მიმიძღვის. ჩემი წვლილი ამ საქმეში

იმდენად მცირეა, რომ უკვე იმ უბედური კაცის სახელიც კი აღარ მახსოვს,

თუმცა ის ალბათ დღესაც ცოცხალი და საღ-სალამათია. მაშ თავის მოკვლას

რაღატომ ცდილობდა? იქნებ, უიმედო სიყვარულით იტანჯებოდა, იქნებ მისი

დარდის მიზეზი საყვარელი ქალი იყო... ეს კი ნამდვილად არ ვიცი და არც

მაინტერესებს. მორჩა და გათავდა!

ოჰ ეს ქალები... ქალები! აი, მაგალითად, კამა, პატარა დანიელი კამა ავიღოთ.

ღმერთიც შეეწევა, პაწაწინა მტრედივით ნაზი და მათრობელა ქალია, თანაც

უზომოდ ერთგული, მაგრამ შეუძლია უკანასკნელი შილინგიც კი დასტყუოს

კაცს და ბოლო კაპიკამდე გააკოტროს. მზაკვრული აზრებით გამოტენილ

პატარა თავს მხარზე ჩამოგადებს და ტკბილად ჩაგჩურჩულებს: სიმონსენ,

გთხოვ, გეთაყვა... სიმონსენ!

ღმერთი შენკენ, ჩემო კამა! ერთგულება ნამდვილად არ გაკლდა... ახლა კი

ეშმაკსაც წაუღიხარ, ერთმანეთის უკვე აღარაფერი გვმართებს...

ახლა კი მართლა ადგომის დროა...

არა, ასეთებს კაცი ყველანაირად უნდა ერიდოს.

„ქალების ვნებას უფრთხილდი, შვილო ჩემო!“ - წერს ერთი დიდი მწერალი.

კიდევ რაო, რას ამბობდა?

კარლსენი უსუსური კაცი იყო; იდეალისტი, რომელიც ძლიერმა გრძნობამ

იმსხვერპლა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იგი თავისი სუსტი ნერვების გამო

მოკვდა, რაც აშკარად არაჯანსაღი კვებითა და არასაკმარისი ფიზიკური

შრომით იყო განპირობებული... ჰა-ჰა-ჰა! დიახ, სუფთა ჰაერზე ფიზიკურად

მუშაობის ნაკლებობით. „ნეტავი შენი პირიც ისეთივე ბასრი იყოს, როგორც

Page 40: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მისი უკანასკნელი არა!“ მთელი თავისი მიწიერი რეპუტაცია რომელიღაცა

პოეტის ამ ციტატით გაიფუჭა. დავუშვათ, კარლსენი დროულად რომ გამეცნო,

თუნდაც სულ ბოლო დღეს, სიკვდილამდე თუნდაც ნახევარი საათით ადრე

რომ შევხვედროდი და მას ჩემთვის მოეყოლა, სასიკვდილო ბარათში ერთი

ადამიანის ციტირებას ვფიქრობო, აი რას ვეტყოდი: „შემომხედეთ, მე ხუთივე

ადამიანურ გრძნობას ვფლობ... მეც თქვენსავით კაცობრიობის ნაწილი ვარ,

ამიტომაც არ მინდა, რომ თქვენი სიცოცხლის უკანასკნელი წუთები რომელიმე

დიდი პოეტის ციტატით დააკნინოთ. იცით, დიდ პოეტს ვის უწოდებენ? ვის

და ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის წინაშე სირცხვილის განცდა

არასოდეს უჩნდება, რომელიც ამ გრძნობას საერთოდ არ ფლობს. სხვა

დანარჩენები კი მასხარები არიან. ასეთებს ხშირად აქვთ ისეთი წუთები,

როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილნი სირცხვილისგან

წითლდებიან... დიდ პოეტებს ასეთი რამ არასოდეს ემართებათ. აბა, ისევ

შემომხედეთ: თუ მაინცდამაინც ვინმეს ციტირება გსურთ, რომელიმე

გეოგრაფის სიტყვები მოიშველიეთ და თავს ნუ გაიმასხარავებთ“.

ვიქტორ ჰიუგო! იუმორის განცდა თუ გაგაჩნიათ? ერთხელ თურმე ბარონი

ლედენი ვიქტორ ჰიუგოს ესაუბრებოდა. „როგორ ფიქრობთ, ვინ არის

საფრანგეთის უდიდესი მწერალი?“ - მოულოდნელად ჰკითხა ჰიუგოს

მახვილგონიერმა ბარონმა. მწერალს ჩაეცინა, ტუჩი მსუბუქად მოიკვნიტა და

უპასუხა: „ალფრედ დე მიუსე სიდიდით მეორეა!“ ჰა-ჰა-ჰა! მაგრამ იქნებ

იუმორის გრძნობა სულაც არ გაგაჩნიათ?

ის თუ იცით, 1870 წელს ვიქტორ ჰიუგომ რა ჩაიდინა? მან საკუთარი მოწოდება

გაავრცელა, რომლითაც დედამიწის ყველა მცხოვრებს მიმართა, გერმანულ

საჯარისო შენაერთებს კი კატეგორიულად აუკრძალა პარიზის დაკავება და

დაბომბვა. „ამ ქალაქში ჩემი შვილიშვილები და ოჯახის სხვა წევრები

ცხოვრობენ და არ მსურს, რომ ისინი თქვენმა ყუმბარებმა იმსხვერპლონ!“ -

წერდა ვიქტორ ჰიუგო.

შეხედე ერთი, ჩემი ფეხსაცმელი ჯერაც არ მოუტანიათ. სარა სადღა დაიკარგა

ჩემი ფეხსაცმლიანად? მალე თერთმეტი საათი შესრულდება და ჯერ არც სარა

ჩანს და არც ფეხსაცმელი.

მოკლედ, რომელიმე გეოგრაფის ციტირებას ვახდენთ...

სხვათა შორის, ამ სარას საკმაოდ მაცდური ფიგურა აქვს. სიარულისას თეძოებს

მიანარნარებს და კარგად ნაკვებ ფაშატს მაგონებს. მართლაც შეუდარებელია!

ნეტავ როდისმე გათხოვილი თუ ყოფილა? ყოველ შემთხვევაში, ბარძაყზე

Page 41: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ხელი რომ მოუთათუნო, არა მგონია, დიდი აყალმაყალი ატეხოს და

საერთოდაც, ვფიქრობ, ყველაფერს იკადრებს...

აი, ცოლ-ქმრობა მე მინახავს, თუ მინახავს! ერთხელ ერთ ასეთ ამბავსაც კი

შევესწარი... ჰმ!

ბატონებო და ქალბატონებო, ეს ამბავი კვირა დღეს, საღამო ხანს მოხდა.

შვედეთის ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე, კონკრეტულად კი კუნგსბაკას

სადგურზე ვიმყოფებოდი. გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იმ დღეს

სწორედ კვირა იყო. ქალიშვილს დიდი, თეთრი ხელები ჰქონდა; გვერდს

კადეტის ახალთახალ უნიფორმაში გამოწყობილი, უწვერული ყმაწვილი

უმშვენებდა. გოგონაც საკმაოდ ნორჩი ჩანდა, ორივენი თითქმის ბავშვები

იყვნენ. გეტებორგიდან მოემგზავრებოდნენ. მე მათ გვერდით ვიჯექი, გაზეთს

ჩავცქეროდი და წყვილს მალულად ვათვალიერებდი. ჩემი თანდასწრებით

თავს აშკარად უხერხულად გრძნობდნენ და დროდადრო ერთმანეთს

დაბნეულად შესცქეროდნენ. გოგონას თვალები უბრწყინავდა და სკამზე

ერთიანად ცქმუტავდა. სწორედ ამ დროს საყვირის ხმა გაისმა. მატარებელი

კუნგსბაკას სადგურში შედიოდა. მოულოდნელად ვაჟმა ქალიშვილს ხელი

სტაცა, გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა და მატარებლის გაჩერებისთანავე

ორივენი ნაჩქარევად ჩახტნენ ბაქანზე. გოგონა საპირფარეშოში შერბის.

„ქალებისათვის“ - აწერია კარს. ვაჟი ფეხდაფეხ მისდევს. ღმერთო მაღალო! ვაჟი

შეცდომით იმავე კარს მიღმა უჩინარდება. ზუსტად იმ დროს ქალაქში

ეკლესიის ზარებს ჩამოჰკრეს, იმ დღეს ხომ კვირა იყო... ზარები წკრიალებენ,

ახალგაზრდები კი ამ დროს საპირფარეშოში არიან შეკეტილები. გადის სამი,

ოთხი, ხუთი წუთი... სად უნდა იყვნენ? ზარები კვლავ გუგუნებენ, ისინი კი

არსად ჩანან. ღმერთო! ხომ შეიძლება მატარებელს ვეღარც მოუსწრონ! ბოლოს

და ბოლოს კარი იღება, საპირფარეშოდან მალულად ჯერ ვაჟი გამოდის - მას

თავი მოშიშვლებული აქვს, გოგონა უკან მოსდევს და თავის კავალერს ქუდს

ახურავს. ვაჟი მისკენ ბრუნდება და უღიმის. ახალგაზრდა კადეტი კიბეზე

არბის, ქალიშვილი მიჰყვება და თან კაბას ისწორებს. მატარებელში

ამოსვლისთანავე თავიანთ ადგილებს იკავებენ. მაშინ ჩემ გარდა არავის

არაფერი შეუმჩნევია. გოგონამ შემომხედა და გამიღიმა. მას თვალები

უბრწყინავდა და გამალებით სუნთქავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ

ახალგაზრდებს უკვე ეძინათ. სასიამოვნოდ დაქანცულებს ისე ღრმად

ჩასძინებოდათ, რომ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ.

აბა, ახლა რას ფიქრობთ? ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი მოთხრობაც

დავასრულე. მე შეგნებულად ვარიდებ თვალს იმ ბრწყინვალე ქალბატონს,

Page 42: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მოშორებით რომ დგას, ლორნეტი რომ უჭირავს და მამაკაცივით

სახამებლისგან დაწკეპილი პერანგის საყელო რომ მოუჩანს... აგერ იმ

ლურჯწინდებიან ქალბატონზე მოგახსენებთ... და მივმართავ თქვენს შორის

მყოფ იმ ორ-სამ ადამიანს, რომლებიც ისე ატარებენ დროს, რომ საკუთარ თავში

ყოველივე ადამიანურს არ ასამარებენ და სხვებისთვის სასარგებლო

საზოგადოებრივი მოღვაწეობით ცხოვრებას არ ირთულებენ. მაპატიეთ, ვინმეს

თუ ვაწყენინე. განსაკუთრებით კი იმ ლორნეტიან და ლურჯწინდებიან

ღირსეულ ქალბატონს ვთხოვ, მომიტევოს. შეხედეთ, დგება, ის სკამიდან

დგება. ღმერთს დავიფიცებ, რომ ან წასასვლელად ემზადება, ანდა რაღაცის

თქმა აქვს ჩაფიქრებული. თუ მართლა რამის თქმა სურს, მაშინ ნაღდად ჩემთან

მოვა და გამლანძღავს. თუ მართლა ჩემ გალანძღვას აპირებს, მაშინ ალბათ მოვა

და მეტყვის: „ჰმ! - დაიწყებს ის, - ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ კაცს

ცხოვრებაზე ისეთი უხეში წარმოდგენა შეიძლება ჰქონდეს, როგორიც ამ

ბატონს აქვს. ნუთუ მართლა გგონიათ, რომ ეს არის ცხოვრება? ისღა დამრჩენია

ვიფიქრო, რომ ეს კაცი სრულიად უწიგნურია და არასოდეს წაუკითხავს ის

განსაზღვრება ცხოვრების შესახებ, მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა

მოაზროვნემ რომ წამოაყენა: „ცხოვრება საკუთარ გულსა და აზროვნებაში

ჩაბუდებულ დემონთა წინააღმდეგ მიმართული დაუსრულებელი ბრძოლაა...“

დიახ, ცხოვრება ნამდვილი ომია დემონთა წინააღმდეგ... გულსა და გონებაში

ჩაბუდებულ დემონთა წინააღმდეგ. მართლაც რომ ასეა!

ბატონებო და ქალბატონებო! ერთხელ ერთი ნორვეგიელი საფოსტო მეეტლე,

სახელად პერი, ეტლით რომელიღაც ცნობილ მწერალს მიაბრძანებდა.

„გავბედავ და გკითხავთ... - მიმართა მოულოდნელად მეეტლე პერმა თავის

საპატიო მგზავრს, - თქვენი აზრით, რა არის მწერლობა?“

მწერალი ჩაფიქრდა, ტუჩები მოპრუწა, თავისი ქათმისებრი მკერდი რაც

შეეძლო, წინ წაზნიქა და მიუგო: „მწერლობა ყოველ ცისმარე დღეს საკუთარი

თავის სამსჯავროს წინაშე წარდგენაა!“

მისმა პასუხმა მეეტლე პერი სულის სიღრმემდე შეძრა.

თერთმეტი საათია. ჩემი ფეხსაცმელი... ფეხსაცმელი სად ჯანდაბაში გაქრა?...

მაგრამ ღირს კი ამის გამო ჯაგრის აყრა ყველაფრის და ყველას წინააღმდეგ?!

ვიღაც მაღალი, ფერმკრთალი, შაოსანი ქალი, რომელსაც ჩემთვის აშკარად

კარგი სურს, თბილად მიღიმის, დასაშოშმინებლად მკლავში ხელს მკიდებს და

Page 43: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მეუბნება: „თქვენ რომ შეგეძლოთ, ადამიანი სულიერად ისევე შეძრათ,

როგორც იმ მწერალმა შეძლო, მაშინ გექნებოდათ მისი განკითხვის უფლებაც!“

- ჰა-ჰა-ჰა! - ვუცინი პასუხად, - მე ხომ ცხოვრებაში არც ერთ მწერალს არ

შევხვედრივარ და არ გავსაუბრებივარ. მე აგრონომი ვარ და, რაც თავი მახსოვს,

ნაკელსა და თესლს ველოლიავები. ისიც კი არასოდეს შემეძლო, რომ ერთი-

ორი სტრიქონი შემეთხზა, თუნდაც მაგალითად, ქოლგაზე, და თქვენ კი

მოდიხართ და სიკვდილ-სიცოცხლესა და მარადიულ ნეტარებაზე

მელაპარაკებით!

- დიახ, დიახ... თუნდაც სულ სხვა ცნობილი პიროვნება იყოს... - აგრძელებს

ქალი, - თქვენ დააბიჯებთ და თავი მნიშვნელოვანი ვინმე გგონიათ, ყველა

დიდ ადამიანს კი ჩირქს სცხებთ. მაგრამ ის ადამიანები ყოველთვის თავის

სიმაღლეზე იდგებიან და დროსაც გაუძლებენ! ამაში თავადაც

დარწმუნდებით!

- ჩემო ქალბატონო! - ვპასუხობ და თან პატივისცემის ნიშნად თავს ვუკრავ, -

ჩემო ქალბატონო... ღმერთო მაღალო! თქვენი ნათქვამი მხოლოდ და მხოლოდ

უმეცარი, სულიერებას მოკლებული სიტყვებია... მომიტევეთ ამგვარი

პირდაპირობა. თქვენ რომ მამაკაცი ბრძანდებოდეთ, ნაღდად

დაგიმტკიცებდით, რომ მემარცხენეებს ემხრობით. ყველა დიდ პიროვნებას

ნამდვილად არ ვცხებ ჩირქს და არც მათ სიდიადეს ვზომავ იმით, თუ

რამდენად ახერხებენ ისინი სხვა ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას. მე

მათ მხოლოდ საკუთარი ხედვით განვსჯი, ჩემი მოკლე ჭკუისა და სულიერი

შესაძლებლობების საშუალებით განვიკითხავ და იმ ღვაწლის მიხედვით

ვაფასებ, რომლის გემოსაც, ასე ვთქვათ, საკუთარი პირით შევიგრძნობ!

ჩემი თავი ყველაზე მნიშვნელოვანი სულაც არ მგონია. ეს ყოველივე,

უბრალოდ, იმ სუბიექტური ლოგიკის გამოძახილია, რომელიც სისხლში მაქვს

გამჯდარი. უმთავრესი ის კი არ არის, რომ საზოგადოების სულიერად შეძვრა

მოახერხო, რომ, მაგალითად, ჰეივოგის ოლქის პაწაწინა ქალაქი კინგო ქალაქ

ლანსტადზე უფრო უპირატესად გამოაცხადო... არც ის, რომ ადვოკატთა,

ჟურნალისტთა ან თუნდაც, გალილეველ მეთევზეთა რიგებში აჟიოტაჟი

შეიტანო, ანდა სტატია გამოაქვეყნო ნაპოლეონ მცირეს შესახებ. მთავარი არსი

იმაში მდგომარეობს, რომ ძალაუფლებაზე იმოქმედო; რომ საზოგადოების

რჩეულთა, ძალოვანთა, მმართველთა და დიდ ხელისუფალთა - კაიაფასი,

პილატესა და კეისრების შენივე ზემოქმედების ქვეშ მოქცევა მოახერხო და

მათი ერთგვარი აღზრდაც კი შეძლო. ადამიანთა ერთ ჯგუფზე ზეგავლენის

მოხდენას რა აზრი აქვს, თუ ბოლოს მაინც ჯვარზე გაკვრა გიწერია?!

Page 44: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მართალია, ეს ჯგუფი შესაძლოა, მოგვიანებით ისეთ მრავალრიცხოვან

ბრბოდაც აქციო, რომელიც ძალაუფლების ნაწილს შიშველი ხელებით

მოთხრის და მიითვისებს... ასევე შეგიძლია, ამ ბრბოს ხელში დანა მიაჩეჩო და

ყველაფრის ჭრა და ჩეხვა უბრძანო, ანდა სახედარივით წინ გაიგდო, რათა

ხმათა უმრავლესობის მოპოვებაში დაგეხმაროს... მაგრამ სულიერ

ფასეულობებზე დაფუძნებული ღირსეული გამარჯვების მოპოვება და

კაცობრიობისთვის თუნდაც სულ მცირე სარგებელის მოტანა? - არა, ეს ბრბოს

ნამდვილად არ ძალუძს. დიდ ადამიანებზე საუბარი მავანთათვის მართლაც

ბრწყინვალე სალაპარაკო თემაა, მაგრამ ამ ადამიანების მოხსენიებისას ბრბოს

მიერ აღზევებულმა მმართველებმა და ცხენზე ამხედრებულმა ბატონებმა,

თავს საზოგადოების სულიერ წინამძღვრებს რომ უწოდებენ, კარგად უნდა

იფიქრონ და შეიცნონ ის პიროვნებები, რომლებსაც დიდ ადამიანებად

მოიხსენიებენ. თუ არა და, გამოდის, რომ ამ დიდ ადამიანებს მხოლოდ და

მხოლოდ ბრბო ანუ საზოგადოების პატივაყრილი უმრავლესობა, ადვოკატები,

მასწავლებლები, ჟურნალისტები და ბრაზილიის კეისარი ეთაყვანებიან.

- მაშინ ახლა... - ირონიული ტონით წარმოთქვამს ქალბატონი... თავმჯდომარე

მაგიდაზე აკაკუნებს და სიჩუმეს ითხოვს, მაგრამ ქალბატონი მას აინუნშიაც არ

აგდებს და მაინც თავისას აგრძელებს:

- ვინაიდან თქვენ ყველა დიდ ადამიანს არ ესხმით თავს, მაშინ დამისახელეთ

რამდენიმე ან თუნდაც ერთი მათგანი, რომელსაც თავადაც მოწყალე თვალით

უყურებთ? ამისი მოსმენა ჩემთვის სახალისო იქნება.

- ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, - ვპასუხობ მე, - მაგრამ საქმე ისაა, რომ თქვენ

ყველანაირად შეეცდებით, სიტყვაზე უხეშად გამომიჭიროთ. ერთ მათგანს

დავასახელებ, ორს თუ ათს, სულერთია, მაინც შემედავებით და მეტყვით, რომ

ამ რამდენიმეს გარდა, უბრალოდ, მეტს არავის ვიცნობ. და საერთოდაც, არ

მესმის რატომ უნდა გავაკეთო ეს? თქვენთვის რომ, მაგალითად, ლევ

ტოლსტოის, იესო ქრისტესა და იმანუელ კანტს შორის არჩევანის გაკეთება

მეთხოვა, მანამ, სანამ იმ ერთ უდიდესს დაასახელებდით, ჯერ აუცილებლად

დაფიქრდებოდით. ბოლოს კი მიპასუხებდით, რომ სამივე თავისებურად

ღვაწლმოსილია და ამ სიტყვების გაგონებისას მთელი მოწინავე ლიბერალური

პრესა სასწრაფოდ კვერს დაგიკრავდათ.

- ჰოდა, თქვენი აზრით, ამ სამიდან რომელია ყველაზე დიადი? - არ ცხრება

ქალი.

Page 45: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ჩემი აზრით, ქალბატონო, ყველაზე დიადი ადამიანი ის კი არ არის, ვისაც

საზოგადოებრივი ცვლილებებისა და მღელვარების გამოწვევის უბადლო ნიჭი

აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის, ადრეც და ახლაც ასეთი პიროვნება

მთელ მსოფლიოში განსაკუთრებული მითქმა-მოთქმის საბაბი ხდებოდა. არა

და არა! ჩემი შინაგანი ხმა მკარნახობს, რომ უდიდესი სწორედ ის არის, ვინც

ყოველდღიურ ადამიანურ ყოფას სიღრმისეული ღირებულებებით ამდიდრებს

და რაც შეიძლება მეტი დადებითი მუხტით ავსებს. ყველაზე დიდი

ტერორისტი, უდიდესი, - მასშტაბია! სწორედ ეს არის ის უძლიერესი საყრდენი

ღერძი, რომელზეც მთელი ჩვენი სამყარო დგას.

- მაგრამ იმ სამთაგან, წეღან რომ დაასახელეთ, იესო ქრისტე ხომ... ?...

- დიახ, დიახ, ქრისტე... სწორედ რომ ასეა! - ნაჩქარევად ვეუბნები ქალს, -

სავსებით მართალი ბრძანდებით, ქალბატონო, და მიხარია, რომ ამ პუნქტში

მაინც მივაღწიეთ შეთანხმებას. ისე, საერთოდ, პირადად მე საზოგადოებრივი

მღელვარების გამოწვევის შესაძლებლობებსა და ქადაგების, ანუ აშკარა

ფორმალური მჭევრმეტყველების განსაკუთრებულ ნიჭს ძალზე დაბალ

შეფასებას ვაძლევ. იცით, მქადაგებელი, უფრო ზუსტად კი, პროფესიონალი

მქადაგებელი ვინ არის? ის იგივე კომივოიაჟერია, ერთგვარი გადამყიდველია,

რომელსაც შუამავლის უარყოფითი როლი აკისრია. და რაც უფრო მეტ

საქონელს გაასაღებს, მით უფრო დიდ საქვეყნო აღიარებასაც მოიპოვებს. ჰა-ჰა-

ჰა! სწორედაც რომ ასეა. საბაზრო საქმეების უკეთ წარმართვა მის ვაჭრობასაც

ხომ წაადგება? მითხარით, რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინმე ჩემ კარგ

მეზობელ ულა ნურდისტუენთან მივა და ფაუსტისეულ იდეებს უქადაგებს

ყოფიერების თაობაზე?! ნუთუ გგონიათ, რომ ამ ყველაფრით მომავალ

საუკუნეთა აზროვნების შეცვლას მოვახერხებთ?

- კი მაგრამ, ულა ნურდისტუენის საქმე როგორღა იქნება, თუ მას არავინ...

- ულა ნურდისტუენი ჯოჯოხეთშიც დანთქმულა! - ვაწყვეტინებ ქალბატონს, -

ულა ნურდისტუენს ამქვეყნად სხვა რა საქმე აქვს, გარდა იმისა, რომ იაროს და

სიკვდილს ელოდოს, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიაკითხავს.

ულა ნურდისტუენი ამ მიწისთვის ნეშომპალაა, უბრალო ჯარისკაცია,

რომელიც ნაპოლეონმა თავისი შეკაზმული ცხენით გადაქელა. აი, თუ გნებავთ

იცოდეთ, ულა ნურდისტუენი ვინ არის. ეშმაკის კერძი გავხდე, თუ ულა

ნურდისტუენი დასაწყისად მივიჩნიო და, მით უმეტეს, წარმოუდგენელია, რომ

რაიმეს საბოლოო შედეგად ჩავთვალოთ! ის ამქვეყნიური ცხოვრების

სქელტანიან წიგნში მძიმესაც კი არ წარმოადგენს, თხელ ფურცელზე

Page 46: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაწვეთებული ერთი პაწაწინა ლაქაა... აი, სწორედ ეს არის ულა

ნურდისტუენი...

- გაჩუმდით, ღვთის გულისათვის! - შეშფოთებული ამბობს ქალი და თვალს

თავმჯდომარისკენ აპარებს. აინტერესებს, ამ სიტყვებისთვის დარბაზიდან თუ

გამაძევებენ.

- კარგი! - ვპასუხობ მშვიდად, - ჰა-ჰა-ჰა! კეთილი... მეტს აღარაფერს ვიტყვი!

ამ სიტყვების შემდეგ კი მზერა მის უმშვენიერეს ბაგეებზე გადამაქვს და

ვეუბნები:

- ჩემო ქალბატონო! მომიტევეთ, რომ უაზრო ლაყბობით ამდენი დრო

წაგართვით! თქვენი კეთილი სურვილებისთვის უდიდესი მადლობა მინდა

მოგახსენოთ! სხვათა შორის, როცა იღიმებით, თქვენი ტუჩები განსაკუთრებით

მიმზიდველია! მშვიდობით...

ქალი ჭარხალივით წითლდება და შინ მეპატიჟება. დიახ, სწორედ თავის

სახლში... იმ სახლში, სადაც თავად ცხოვრობს. ჰა-ჰა-ჰა! იგი ამა და ამ ქუჩაზე

ცხოვრობს, ამა და ამ ნომერ ბინაში... და სიამოვნებით გააგრძელებდა

ზემოხსენებულ თემაზე ჩემთან საუბარს. ამბობს, რომ ბევრ რამეში არ

მეთანხმება და სურს, ამ საკითხებს ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდეს. ხვალ

საღამოს თუ მივალ, სრულიად მარტო დამხვდება. ვესტუმრები თუ არა ხვალ

საღამოს? დიახ, გმადლობთ! აბა, მაშინ შეხვედრამდე!

მეორე დღეს კი აღმოჩნდა, რომ მას მხოლოდ სურდა, ჩემთვის ახალი,

ფუმფულა, ეროვნული ელემენტებით დამშვენებული ფარდაგი ეჩვენებინა,

რომელიც ჰალინგდალში მოუქსოვიათ.

დელია, მზემ გაანათა ბნელია...

ნაგელი საწოლიდან წამოფრინდა, ფარდა გადასწია და გარეთ გაიხედა.

სავაჭრო მოედანი მზის სხივებში ჩაფლულიყო, მშვენიერი ამინდი იდგა.

ნაგელმა ზარს ჩამოკრა. ჩაფიქრებული ჰქონდა, სარას ფეხსაცმელთან

დაკავშირებული დაუდევრობით ესარგებლა და მასთან ცოტა უფრო მეტად

დაახლოება ეცადა. მოდი, ვნახოთ, ამ ტრონდელაგელ გოგონას, თვალებს

ვნებიანად რომ აფახურებს, რა შეუძლია. რატომღაც მგონია, რომ მისი ვნება

მოჩვენებითია...

ნაგელმა ქალს თამამად შემოხვია წელზე ხელი და თავისკენ მიიზიდა.

Page 47: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ახლავე მომშორდით! - დაიყვირა გაბრაზებულმა ქალმა და კაცს ხელი ჰკრა.

მაშინ კაცმა სრულიად გულგრილი ტონით იკითხა:

- კი მაგრამ, აქამდე ფეხსაცმელი რატომ არ მომიტანეს?

- უი, უკაცრავად, ფეხსაცმელების გამო ბოდიშს გიხდით! - უპასუხა სარამ, -

დღეს სარეცხის დღე გვაქვს და აუარება საქმეა...

ის დილა ნაგელმა შინ გაატარა. სასტუმროდან დღის თორმეტი საათისთვის

გავიდა და სასაფლაოს გზას დაუყვა, რათა კარლსენის დასაფლავებას

დასწრებოდა. ამჯერადაც, ჩვეულებისამებრ, ყვითელ პიჯაკში იყო

გამოწყობილი.

V

სასაფლაოზე ხალხი ჯერაც არ შეკრებილიყო. ნაგელი საფლავს მიუახლოვდა

და თხრილში ჩაიხედა. ახლად ამოთხრილი საფლავის სიღრმეში ორი ცალი

თეთრი ყვავილი შენიშნა. „ნეტავ ეს ყვავილები აქ ვის უნდა მოეტანა და ამ

საფლავში რა მიზნით უნდა ჩაეგდო?! ზუსტად ასეთი თეთრი ყვავილები

სხვაგანაც მინახავს...“ - გაიფიქრა ნაგელმა და რატომღაც გაახსენდა, რომ

წვერგაუპარსავი იყო. საათს დახედა, მცირე ხანს ჩაფიქრდა, თითქოს რაღაც

გადაწყვეტილებას იღებსო, და სწრაფი ნაბიჯით კვლავ ქალაქისკენ აიღო გეზი.

სავაჭრო მოედანზე მისკენ მომავალი რწმუნებული დალანდა. ნაგელმა ჯიქურ

განაგრძო გზა ისე, რომ რწმუნებულისთვის თვალი არ მოუშორებია.

ერთმანეთს გვერდი ისე აუქციეს, კრინტი არ დაუძრავთ, სალამიც არ

დასცდენიათ. ნაგელი უკვე საპარიკმახეროში იყო, როცა სამგლოვიარო

ზარების რეკვა შემოესმა.

ნაგელი მშვიდად იცდიდა და ხმას არავის სცემდა. რამდენიმე წუთის

განმავლობაში მდუმარედ დააბიჯებდა და საპარიკმახეროს კედელზე

დაკიდებულ სურათებს ათვალიერებდა. ერთი სურათიდან მეორეზე

ინაცვლებდა და თითოეულ მათგანს სიღრმისეულად აკვირდებოდა. ბოლოს

მისი რიგიც დადგა და წვერის გასაპარსად სავარძელში მოკალათდა.

დალაქისგან რომ გამოვიდა და ქუჩას დაუყვა, კვლავ რწმუნებულს მოჰკრა

თვალი, რომელიც, როგორც ჩანს, მოედანზე დაბრუნებულიყო და ვიღაცის

მოლოდინში ბოლთას სცემდა. მარცხენა ხელში ხელჯოხს ათამაშებდა, მაგრამ

დაინახა თუ არა ნაგელი, ჯოხი მაშინვე მარჯვენა ხელში გადაიტანა და

უცნაურად ააქანავა. კაცები ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს.

Page 48: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

„ცოტა ხნის წინ რომ შევხვდი, ხელჯოხი არ ეჭირა... - გაიფიქრა ნაგელმა, -

ჯოხი ახალი არ ჩანს, ახლად ნაყიდი არ უნდა იყოს. ალბათ, ვიღაცისგან

ინათხოვრა... ესპანური ლერწმის ხელჯოხია.“

როდესაც ერთმანეთს გაუსწორდენენ, რწმუნებული შეჩერდა. ნაგელიც

შეჩერდა. ორივემ თითქმის ერთდროულად შეაჩერა სვლა. ნაგელმა თავისი

ხავერდის კეპი ჩაბღუჯა და კისრისკენ ისე ჩააცურა, თითქოს კეფის მოფხანას

ცდილობსო. შემდეგ კი კვლავ თავზე მოირგო. ამის საპასუხოდ, რწმუნებულმა

ხელჯოხი ქვაფენილს კაკუნით დააბჯინა და ზედ მთელი სიმძიმით

დაეყრდნო. რამდენიმე წამის განმავლობაში ასე იდგა და კრინტს არ ძრავდა,

მერე კი მოულოდნელად წელში გაიმართა, მეტოქეს ზურგი აქცია და კვლავ

გზა განაგრძო. ნაგელი რწმუნებულს მანამ გასცქეროდა, სანამ იგი სადალაქოს

კუთხეს არ მიეფარა.

ეს მდუმარე სცენა საკმაოდ ბევრი ადამიანის თვალწინ გათამაშდა.

მაყურებელთა შორის იყო ლატარიის ბილეთებით მოვაჭრე მამაკაცი. მისგან

ოდნავ მოშორებით კი სხვა გამყიდველი კაცი იჯდა, რომელიც თაბაშირის

ფიგურებით ვაჭრობდა და ახლა ამ საოცარ სანახაობას დიდი გულისყურით

ადევნებდა თვალს. ნაგელს მისი სახე ეცნო და გაახსენდა, რომ ეს თაბაშირის

ფიგურებით მოვაჭრე მამაკაცი წინა საღამოს კაფეში მომხდარ ინციდენტსაც

შეესწრო და მოგვიანებით მეპატრონის წინაშე ნაგელის მხარე დაიჭირა.

ნაგელი სასაფლაოზე მეორედ რომ მივიდა, პასტორი უკვე საფლავთან იდგა და

სიტყვას წარმოთქვამდა. უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. ნაგელი მოშორებით

გაჩერდა და ერთ უზარმაზარ, ახალთახალ მარმარილოს ფილაზე ჩამოჯდა,

რომელზეც წარწერა ამოეტვიფრათ:

„ვილჰელმინა მეკი. დაიბადა 1873 წლის 20 მაისს, გარდაიცვალა 1891 წლის 16

თებერვალს.“

ამის მეტი არაფერი ეწერა. ფილა ახალთახალი იყო და ბორცვიც, რომელზეც ეს

ფილა მოეთავსებინათ, ახლად გადატკეპნილი ჩანდა.

ნაგელმა ვიღაც პატარა ბიჭს ხელი დაუქნია და თავისთან იხმო.

- ხედავ იმ კაცს, მოშორებით რომ დგას? აგერ, იმ ყავისფერპიჯაკიანზე

გეუბნები...

- ქუდი რომ აქვს ჩამოფხატული? ეგ ხომ ემწუთაა...

- წადი და უთხარი, რომ ჩემთან მოვიდეს!

Page 49: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ბიჭი გაიქცა.

ემწუთას მისვლისთანავე ნაგელი ფეხზე წამოდგა, ხელი გაუწოდა და მიუგო:

- გამარჯობა, ჩემო მეგობარო. მიხარია, რომ კვლავ შევხვდით! დაპირებული

პიჯაკი ხომ არ მიგიღიათ?

- პიჯაკი? არა, ჯერ არა... მაგრამ ალბათ, მალე მივიღებ... - უპასუხა ემწუთამ, -

ვგონებ, გუშინდელი საღამოსთვის წესიერი მადლობაც კი არ მითქვამს... დიდი

მადლობა ყველაფრისთვის! აი, ასე... დღეს კარლსენსაც დავასაფლავებთ. დიახ,

დიახ! დიდ არს სახელი უფლისა, ყველანი ხომ სიკვდილის შვილები ვართ!

ორივენი მარმარილოს ფილაზე ჩამოსხდნენ და საუბარი განაგრძეს.

მოულოდნელად ნაგელმა ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და ფილაზე რაღაცის

წერას მოჰყვა.

- ეს ვისი საფლავია? - იკითხა მან.

- ვილჰელმინა მეკის. შემოკლებით ყველა მინა მეკს ეძახდა. მთლად ბავშვი

იყო, მგონი ჯერ ოცი წელიც არ შესრულებოდა...

- დიახ, ამ წარწერიდან გამომდინარე, თვრამეტი წლისაც არ ყოფილა... რას

იტყვით, კარგი ადამიანი იყო?

- თქვენი შეკითხვა ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ...

- არა, უბრალოდ, თქვენში ერთი საოცარი თვისება აღმოვაჩინე: ნებისმიერ

ადამიანს, როგორიც უნდა იყოს იგი, ყოველთვის კარგად მოიხსენიებთ!

- თქვენ რომ მინა მეკი გცნობოდათ, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად

დამეთანხმებოდით. ის მართლაც იშვიათი სულის პატრონი გახლდათ. ალბათ

ახლა მინაც იმ ანგელოზთა შორისაა, უფალს რომ გვერდს უმშვენებენ!

- ვინმეზე დანიშნული თუ იყო?

- დანიშნული? არა, რას ამბობთ. არა მგონია... რამდენადაც ვიცი, დანიშნული

არ ყოფილა. გამუდმებით წმინდა წერილს კითხულობდა და უფალს ხმამაღლა

ესაუბრებოდა, ზოგჯერ შუა ქუჩაშიც კი... ყველას გასაგონად. ხალხი ხშირად

ჩერდებოდა და მის საუბარს მდუმარედ ისმენდა. მინა მეკი ჩვენს ქალაქში

ყველას ძალიან უყვარდა.

ნაგელმა ფანქარი ჯიბეში ჩაიდო. ქათქათა მარმარილოს ფილაზე ფანქრით

მიწერილი ლექსის სტრიქონი არც თუ ისე ლამაზად გამოიყურებოდა.

Page 50: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- თქვენ ყველას ყურადღებას იქცევთ, - უთხრა ემწუთამ ნაგელს, - როდესაც

საფლავთან ვიდექი და პასტორის სიტყვას ვისმენდი, შევამჩნიე, რომ იქ

მყოფთა უმრავლესობა თქვენით უფრო იყო დაინტერესებული.

- ჩემით?

- დიახ. ერთმანეთში ჩურჩულებდნენ და თქვენი ვინაობის გარკვევას

ცდილობდნენ. აგერ, ახლაც აქეთ იცქირებიან.

- ის ქალი, დიდი, შავი ბუმბული რომ აქვს ქუდზე მიმაგრებული, ვინ არის?

- რომელი? თეთრტარიანი ქოლგა რომ უჭირავს? ფრედერიკე ანდრესენია...

ფრეკენ ფრედერიკე, რომელზეც გუშინ გიყვებოდით. ის ქალი კი, გვერდით

რომ უდგას და თვალს ჩვენკენ აპარებს, პოლიცმაისტერის ქალიშვილი ფრეკენ

ულსენია, გუდრუნ ულსენი. მე ყველა მათგანს ვიცნობ. დაგნი შელანდიც აქ

არის, დღეს შავი ფერის კაბა ჩაუცვამს და ეს კაბა ყველა სხვა სამოსზე მეტად

ამშვენებს. თქვენ ვერ შეამჩნიეთ? თუმცა, დღეს ხომ ყველას შავი ტანსაცმელი

აცვია, ისე როგორც წესი და რიგი მოითხოვს... მე კი ვზივარ აქ და უაზროდ

ვლაყბობ. იმ ლურჯ, თხელ პიჯაკში გამოწყობილ სათვალიან ბატონს თუ

ხედავთ? ეგ ექიმი სტენერსენი გახლავთ, კერძო პრაქტიკას ეწევა და

სახელმწიფო სამსახურში არ მსახურობს. შარშან დაქორწინდა. მისი ცოლიც

იქვე, ცოტა მოშორებით დგას... აგერ, იმ ტანმორჩილ, შავგვრემან ქალს თუ

ხედავთ, აბრეშუმის არშიაშემოვლებული პალტო რომ აცვია? დიახ, სწორედ ის

არის ექიმის ცოლი. ხშირად ავადმყოფობს და ყოველთვის ასე თბილად იცვამს.

შეხედეთ, რწმუნებულიც გამოჩნდა...

- შეგიძლიათ ფრეკენ შელანდის საქმრო დამანახოთ? - ჰკითხა ნაგელმა.

- არა, ლეიტენატი ჰანსენი აქ არ არის, სანაოსნოდ წასულა. უკვე რამდენიმე

დღეა, რაც ქალაქში არ იმყოფება. ნიშნობის შემდეგ თურმე მალევე გაემგზავრა.

ნაგელი ჩაფიქრდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კვლავ ემწუთას მიუბრუნდა

და ჰკითხა:

- დილას აქ რომ მოვედი, საფლავის ფსკერზე ორი ყვავილი, ორი ცალი თეთრი

ყვავილი ეგდო... ხომ არ იცით, ეს ყვავილები იქ როგორ მოხვდა?

- როგორ არა. ანუ, თქვენ გაინტერესებთ... თქვენ ახლა შეკითხვა დამისვით

არა? ამის მოყოლა ცოტა კი მეუხერხულება... ალბათ ჯობდა მეთხოვა, რომ ეს

ყვავილები განსვენებულის კუბოზე დაეწყოთ და მაშინ მათი, ასე ვთქვათ,

საფლავში ჩაყრა აღარ მომიწევდა, მაგრამ საქმე ხომ მხოლოდ ორ ცალ პაწაწინა

Page 51: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყვავილს ეხებოდა და სადაც უნდა მოეთავსებინათ ისინი, ამით მაინც არაფერი

შეიცვლებოდა. ჰოდა, ამიტომაც წამოვდექი დღეს დილაუთენია, უფრო

სწორად ნაშუაღამევს, ვინაიდან საათი ჯერ მხოლოდ სამს უჩვენებდა, და

სასაფლაოსკენ გამოვემართე. საფლავის ფსკერზე თავად ჩავძვერი, ძირს

ყვავილები საკუთარი ხელით დავალაგე და განსვენებულს ორჯერ ხმამაღლა

გამოვემშვიდობე. ამან ჩემზე იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მაშინვე

ტყეს მივაშურე და დარდისაგან გულდამძიმებულმა სახეზე ხელები ავიფარე.

უცნაური განცდაა, როცა ვიღაცას სამუდამოდ ეთხოვები... მიუხედავად იმისა,

რომ იენს კარლსენი ჩემზე ათი თავით მაღლა იდგა, მას მაინც ჩემ კარგ

მეგობრად მივიჩნევდი.

- ესე იგი, ის ყვავილები თქვენი მიტანილი იყო...

- დიახ, ასეა... მაგრამ ღმერთია მოწამე, რომ ჩემი საქციელით სულაც არ

ვტრაბახობ. ასეთ წვრილმანზე ლაპარაკიც კი არ ღირს. ის ყვავილები გუშინ

საღამოს ვიყიდე, მას შემდეგ, რაც თქვენგან წამოვედი. თქვენ მიერ მოცემულმა

ფულმა ბიძაჩემი ისეთ კარგ გუნებაზე დააყენა, რომ გახარებულმა ნახევარი

კრონი მაჩუქა. სიხარულისგან ხელში ამიტაცა და კინაღამ სალტოც კი

გამაკეთებინა... ერთ მშვენიერ დღეს ის აუცილებლად გეახლებათ და პირადად

გადაგიხდით მადლობას. დიახ, დიახ, ვიცი, რომ ამას ნამდვილად გააკეთებს.

მოკლედ, ის ნახევარი კრონი ავიღე თუ არა, გამახსენდა, რომ

დასაფლავებისთვის ყვავილები არ მქონდა და ამიტომ ნავსადგურისკენ

გავემართე...

- ნავსადგურისკენ?

- დიახ, იქ ერთი ქალი ცხოვრობს...

- ერთსართულიან სახლში... არა?

- დიახ.

- იმ ქალს თეთრი თმა აქვს?

- დიახ, სულ ჭაღარაა. ის ქალი გინახავთ? გემის კაპიტნის ქალიშვილი

გახლავთ, მაგრამ მეტისმეტად ღარიბია. თავიდან ჩემი ნახევარი კრონის აღება

არ უნდოდა, მაგრამ მისი წინააღმდეგობისა და მრავალჯერ ნათქვამი უარის

მიუხედავად, ფული სკამზე მაინც დავუდე. საოცრად მოკრძალებული ვინმეა

და ვგონებ, თავისი სიმორცხვის გამო ხშირად იტანჯება კიდეც.

- თუ იცით, რა ჰქვია?

Page 52: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- მარტა გუდე.

- მარტა გუდე...

ნაგელმა უბის ჯიბიდან პატარა წიგნაკი ამოაძვრინა, ქალის სახელი

გულმოდგინედ ჩაინიშნა და იკითხა:

- გათხოვილი თუ ყოფილა? ანდა, ქვრივი ხომ არ არის?

- არა. იმ წლების განმავლობაში, სანამ მამამისი გემის კაპიტანი იყო, მასთან

ერთად მოგზაურობდა. მამის სიკვდილის შემდეგ კი აქ დასახლდა.

- სხვა ნათესავები არ ჰყავს?

- არ ვიცი. როგორც ჩანს, სხვა არავინ ჰყავს...

- და თავს რითი ირჩენს?

- ეს მხოლოდ უფალმა უწყის. ალბათ ხანდახან საქველმოქმედო ფონდიდან თუ

იღებს მცირეოდენ დახმარებას.

- მისმინეთ... ესე იგი, თქვენ ამ ქალის... ამ მარტა გუდეს სახლში იყავით...

მითხარით, როგორ გამოიყურება მისი ოთახი?

- როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ძველი, ღარიბული ოთახი? იქ მხოლოდ

ერთი საწოლი, მაგიდა და ერთი-ორი სკამი დგას. თუმცა, სკამი, ვგონებ, სამი

ცალი ჰქონდა, ვინაიდან ერთი სავარძელი საწოლის მახლობლად, კუთხეში

დავინახე, ზედ წითელი პლუშის ქსოვილი აქვს გადაფარებული. ის სავარძელი

სიძველისგან იმდენად მოფამფალებულა, რომ კედელთან მიუდგამს. ამ

ნივთების გარდა, როგორც მახსოვს, ოთახში სხვა არაფერი ჰქონდა.

- ნუთუ სხვა მართლა არაფერი გააჩნია? ნუთუ კედელზე საათიც არ უკიდია...

ან სურათი... ანდა, სხვა ამდაგვარი რამ?

- არა. კი მაგრამ, ეს რაში გაინტერესებთ?

- და ის მოფამფალებული სავარძელი... პლუშგადაფარებული... როგორ

გამოიყურებოდა? ძალიან ძველი და დასაჯდომად სრულიად უვარგისი იყო?

თუ ასეა, საწოლთან რატომ უდგას? მითხარით, იმ სავარძელს მაღალი

საზურგე ხომ არ ჰქონდა?

- დიახ... ვფიქრობ, საზურგე მაღალი ჰქონდა... ასე მახსოვს.

Page 53: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სწორედ ამ დროს საფლავთან ფსალმუნების გალობა გაისმა. დასაფლავების

ცერემონიალი სრულდებოდა. როდესაც გალობა ჩათავდა, ორიოდე წუთით

იქაურობა აბსოლუტურმა მდუმარებამ მოიცვა. შემდეგ კი ყველა იქ მყოფი

სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტა და თავის გზას დაადგა. უმეტესობამ

სასაფლაოს მთავარ გასასვლელს მიაშურა, დანარჩენები კი წასვლას არ

ჩქარობდნენ, მშვიდად იდგნენ და ერთმანეთში ხმადაბლა საუბრობდნენ.

ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ემწუთასა და ნაგელის მიმართულებით

გამოემართა. მათ შორის მყოფმა რამდენიმე ქალიშვილმა მარმარილოს

ფილებზე ჩამომსხდარ მამაკაცებს გაოცებული, ცნობისმოყვარე მზერა შეავლეს

და გვერდი აუქციეს. დაგნი შელანდს სახე შესამჩნევად აეფაკლა, მაგრამ

ბილიკზე ისე ჩაიარა, რომ გვერდით გახედვაც კი ვერ გაბედა. არც

რწმუნებულმა შეიმჩნია რამე და თავის მხარდამხარ მიმავალ ქალბატონთან

საუბარი გააგრძელა. მხოლოდ ექიმი სტენერსენი შეჩერდა, ემწუთას ხელი

დაუქნია და თავისთან იხმო. ემწუთა მაშინვე ადგილიდან წამოფრინდა.

ნაგელი ადგომას არ აპირებდა.

- შეგიძლიათ იმ ბატონს სთხოვოთ... - ნაგელის ყურთასმენას მხოლოდ ეს

სიტყვები მისწვდა, მეტი არაფერი გაუგონია.

მაგრამ როდესაც ექიმმა მისი სახელი ხმამაღლა და გარკვევით წარმოთქვა,

მაშინღა წამოდგა ფეხზე, ქუდი მოიხადა და ექიმ სტენერსენს თავის დაკვრით

მიესალმა.

ექიმმა მოიბოდიშა და ნაგელს აუხსნა, რომ ერთ-ერთი თანმხლები

ქალბატონის, ფრეკენ მეკის არც თუ ისე სასიამოვნო დავალებას ასრულებდა...

მისი თხოვნა იყო, რომ მამაკაცები მეტი სიფრთხილით მოჰკიდებოდნენ იმ

მარმარილოს საფლავის ქვას... ფილა ხომ სულ ახალი იყო, სწორედ იმ დღეს

მოეტანათ. ფუნდამენტს გამყარება ჯერ კიდევ ვერ მოესწრო და ამიტომ

შეიძლებოდა, საძირკველი ჩაწოლილიყო და ფილა დაცერავებულიყო. ამ

თხოვნით მამაკაცებს სწორედ განსვენებულის და მიმართავდა.

ნაგელმა რამდენჯერმე ითხოვა პატიება. მართლაც რომ უგუნურად,

უსულგულოდ მოიქცა და ჭირისუფალი ქალბატონის აღშფოთებაც სავსებით

მართებულად მიაჩნდა. ექიმს გულითადი მადლობაც კი გადაუხადა.

ამის შემდეგ მამაკაცები ერთად გაუყვნენ ბილიკს. სასაფლაოს გასასვლელს

რომ მიუახლოვდნენ, ემწუთა ორივეს დაემშვიდობა და წავიდა, ექიმი და

ნაგელი მარტო დარჩნენ და ერთმანეთს სწორედ ახლაღა წარუდგინეს თავი.

- იქნებ გარკვეული დროით დარჩეთ კიდეც აქ? - ჰკითხა ექიმმა.

Page 54: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დიახ, - მიუგო ნაგელმა, - კაცი ადათ-წესებს უნდა მიჰყვეს და

ჩვეულებისამებრ, ზაფხული სოფელში ან დაბაში გაატაროს, რათა

ზამთრისთვის ძალები მოიკრიბოს და მერე ისევ თავის საქმეს შეუდგეს...

ვფიქრობ, ამ მიზნით თქვენი პატარა ქალაქი საუცხოო არჩევანია.

- საიდან ბრძანდებით? კარგა ხანია, გისმენთ და ვცდილობ გავარკვიო, რომელ

დიალექტზე საუბრობთ.

- წარმოშობით ფინმარკიდან გახლავართ, კვენი ვარ... მაგრამ ბევრს

ვმოგზაურობ და ხან სად ვცხოვრობ და ხან სად...

- ახლაც უცხოეთიდან ჩამობრძანდით?

- ჰელსინგფორსიდან[2].

ამის შემდეგ საკმაოდ უმნიშვნელო თემებზე ისაუბრეს, მაგრამ მათი დიალოგი

თანდათან სულ სხვა საკითხებს, კერძოდ კი არჩევნებს, მოუსავლიანობას

მეზობელ რუსეთში, ლიტერატურასა და ბოლოს, ცხონებული კარლსენის

სიკვდილსაც კი შეეხო.

- როგორ ფიქრობთ, - მოულოდნელად ჰკითხა ექიმს ნაგელმა, - დღეს

თვითმკვლელი დაასაფლავეთ?

ექიმს არ შეეძლო და, როგორც ჩანს, არც სურდა ამ თემაზე საუბარი. ეს ამბავი

მას არ ეხებოდა და არც არანაირი სურვილი ჰქონდა, ამ საქმეში ჩარეულიყო.

უამრავი ჭორი გავრცელდა... თუმცაღა რატომაც არა, იქნებ მართლა

თვითმკვლელობა იყო? უპრიანი იქნებოდა, ყველა სხვა თეოლოგსაც მსგავსი

საქციელი ჩაედინა.

- კი მაგრამ, რატომ?

- რატომ? იმიტომ, რომ მათ თავიანთი როლის თამაში უკვე დაასრულეს;

იმიტომ, რომ ამ საუკუნეში მათი არსებობა სავსებით უსარგებლოა. ხალხმა

უკვე საკუთარი ტვინით დაიწყო აზროვნება, რელიგიური გრძნობები კი მათში

თანდათანობით მიინავლა...

„მემარცხენე!“ - გაიფიქრა ნაგელმა.

- ვერც კი ხვდება, თუ რა სავალალო შედეგი შეიძლება ჰქონდეს ადამიანისთვის

პოეზიისა და ყველა სიმბოლოს გაბიაბრუებას. გარდა ამისა, ჯერ კიდევ

საკითხავია, არიან თუ არა ჩვენს დროში თეოლოგები საჭირო, მით უმეტეს,

რომ რელიგიური გრძნობები ხალხში სრულიადაც არ მისუსტებულა...

Page 55: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- შესაძლოა, საზოგადოების დაბალ ფენებში არ მისუსტებულა, თუმცა იქაც

სულ უფრო და უფრო... მოკლედ, განათლებულ ხალხს რაც შეეხება, აშკარაა,

რომ მათში რელიგიური განცდები თანდათან ქრება... მოდი, ამაზუ ნუღარ

ვისაუბრებთ! - მოკლედ მოჭრა ექიმმა, - როგორც ჩანს, მე და თქვენ სრულიად

განსხვავებული თვალთახედვა გაგვაჩნია.

ექიმი სტენერსენი თავისუფალი აზროვნებით გამოირჩეოდა და შესაბამისად,

საწინააღმდეგო არგუმენტები ადრეც არაერთხელ მოუსმენია. და განა ამ

წინააღმდეგობამ აზრი შეაცვლევინა? აგერ უკვე ოცი წელია, თავისას

ამტკიცებს და ყველას, მათ შორის თავის პაციენტებსაც არწმუნებს, რომ

არანაირი სული არ არსებობს! არა, არა... ცრურწმენების უკვე კარგა ხანია აღარ

სჯერა!

- არჩევნებზე რა აზრის ხართ?

- არჩევნებზე? - კითხვა შეუბრუნა ნაგელმა და გაეცინა, - საუკეთესო შედეგების

იმედი მაქვს!

- მეც! - მიუგო ექიმმა, - სამარცხვინოც კი იქნება, თუ ხელისუფლება, რომელიც

უდავოდ დემოკრატიულ პროგრამას გვთავაზობს, ხმათა უმრავლესობას ვერ

მოიპოვებს.

მას შემდეგ, რაც ექიმმა კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა დაიწყო,

მემარცხენეთა მხარდამჭერად და ურყევ რადიკალად იქცა. ბუსკერუდის

ოლქის მდგომარეობა განსაკუთრებით აშფოთებდა, თუმცა არც ოლქ

სმოლენენის მიმართ იყო გულგრილი.

- საქმე იმაშია, რომ... - სიტყვა გააგრძელა სტენერსენმა, - მემარცხენეებს ძალიან

მწირი სახსრები გვაქვს. ამიტომაც კარგი იქნებოდა, თუ თქვენ და სხვა

დანარჩენებიც, რომლებსაც ჯიბეში ფული უდევთ, მხარს დაგვიჭერთ და

დაგვეხმარებით. ახლა ხომ სწორედ ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი წყდება.

- მე? მე მიდევს ჯიბეში ფული? - ჰკითხა ნაგელმა, - არა, არა, ამით ნამდვილად

ვერ დავიკვეხნი!

- კი ბატონო, შესაძლოა მილიონერი არ ხართ, მაგრამ ვიღაცამ მიამბო, რომ

საკმაოდ ფულიანი ბრძანდებით და რომ სამოცდაორი ათას კრონად

შეფასებულ მამულს ფლობთ.

- ჰა-ჰა-ჰა! მსგავსი სიცრუე არასოდეს მსმენია! ამ რამდენიმე ხნის წინ

დედაჩემისგან მცირე მემკვიდრეობა მართლაც მივიღე, მაგრამ ეს მხოლოდ და

Page 56: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მხოლოდ რამდენიმე ათას კრონს შეადგენს. აი, სულ ეს არის. არანაირი მამული

არ გამაჩნია. ეს ყოველივე წმინდა წყლის მისტიფიკაცია გახლავთ!

მამაკაცები ექიმის სახლს მიუახლოვდნენ. ყვითლად შეღებილი სახლი

ორსართულიანი იყო და ვერანდა ამშვენებდა. კედელზე ზოგან ყვითელი

საღებავი მთლიანად გადახუნებულიყო, სახურავიდან კი წყლის ჩაჟანგებულ-

ჩამოფლეთილი სადინარები მოჩანდა. ზედა სართულის ერთ-ერთ ფანჯარას

მინა არ ჰქონდა და ულაზათოდ დაკიდებული ფარდები არც თუ ისე სუფთად

გამოიყურებოდა. ამ გავერანებული სახლის დანახვაზე ნაგელი უსიამოვნო

გრძნობამ შეიპყრო და მაშინვე წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ ექიმმა შეაჩერა:

- შინ შემოსვლას ხომ არ ინებებთ? არა? მაშინ, ვიმედოვნებ, რომ მოგვიანებით

გვინახულებთ. მეც და ჩემს ცოლსაც ძალიან გაგვახარებთ... იქნებ მაინც

შემობრძანდეთ და ჩემი ცოლი გაიცნოთ?

- თქვენი ცოლი ხომ სასაფლაოზე იყო? ალბათ შინ ჯერ არ დაბრუნებულა.

- ვგონებ, მართალი ბრძანდებით. მან სხვა მეგობრებთან ერთად გააგრძელა

გზა. მაშინ, აქეთ როდესაც მოხვდებით, აუცილებლად გვეწვიეთ!

ნაგელი სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაადგა. უკვე ჭიშკართან იყო მისული,

როდესაც თავში უცნაურმა აზრმა გაუელვა. თითები ოსტატურად გაატკაცუნა,

ჩაიხითხითა და ხმამაღლა თქვა: „საინტერესოა, ლექსის სტროფი ისევ იქ თუ

დამხვდება...“ და კვლავ სასაფლაოსკენ, მინა მეკის საფლავისკენ გაემართა.

ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა, არადა მარმარილოს ფილაზე ლექსი

ვიღაცას წაეშალა. ნეტავ ეს ვინ ჩაიდინა? საფლავის ქვაზე სულ ცოტა ხნის წინ

დაწერილი სტრიქონების ნაკვალევიც კი აღარსად ჩანდა.

VI

მეორე დილას ნაგელს გაღვიძებისთანავე უჩვეულოდ ხალისიანი განწყობა

დაეუფლა. ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, ეს რომ გააცნობიერა. ისეთი გრძნობა

ჰქონდა, თითქოს მისი ოთახის ჭერი სულ უფრო მაღლა მილივლივებდა,

უსასრულობაში იკარგებოდა და თანდათანობით შორეული, გამჭვირვალე ცის

თაღის ფორმას იღებდა. რაღაც მომენტში ისიც კი შეიგრძნო, რომ მსუბუქმა,

ალერსიანმა ნიავმა წამოუქროლა, თითქოს გარეთ, მწვანედ აბიბინებულ

მოლზე წევსო. ოთახში ბუზების ბზუილი ისმოდა. ზაფხულის თბილი დილა

იდგა.

ნაგელმა ტანსაცმელი ნაჩქარევად ჩაიცვა, სასტუმრო ისე დატოვა, რომ არც კი

უსაუზმია და ქუჩას დაუყვა. საათი თერთმეტს უჩვენებდა.

Page 57: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თითქმის ყველა სახლში პიანინო აეჟღერებინათ. ღია ფანჯრებიდან

გამომავალი ათასგვარი მელოდიის ჰანგები ერთი უბნიდან მეორე უბნამდე

აღწევდა და რომელიღაც ქუჩაზე მგრძნობიარე ძაღლი ამ ბგერებს ხმამაღალი,

გაბმული ყეფა-ყმუილით პასუხობდა. ნაგელის არსება ნათელმა და

შეუცნობელმა სიამოვნების განცდამ შეიპყრო. თავისდაუნებურად აღიღინდა

კიდეც. როცა გვერდით ჩაუარა მოხუც მამაკაცს, რომელიც თავის დაკვრით

მიესალმა, დრო იხელთა და უცნობს ხელში ერთშილიანგიანი ჩაუჩურთა.

ნაგელი დიდ, თეთრს სახლს მიუახლოვდა. სწორედ ამ დროს სახლის მეორე

სართულზე ფანჯარა იღება და ვიღაცის სუსტი, თეთრი ხელი ფანჯრის რაზას

გადასწევს. ფარდა ჯერ კიდევ მსუბუქად ფრიალებს, ხელი კვლავ საქმიანად

მოქმედებს და ნაგელს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს იმ ფარდის უკან

ვიღაც დგას და უთვალთვალებს. იგი გაჩერდა და ფანჯარას შეაცქერდა. ასე

იდგა რამდენიმე წუთის განმავლობაში, მაგრამ თვალი ვერავის მოჰკრა.

იმედგაცრუებული სახლის კარს მიუახლოვდა და კარზე მიმაგრებულ აბრას

დააცქერდა, რომელზეც ეწერა: „ ფ. მ. ანდრესენი, დანიის საკონსულო“.

ნაგელმა გზის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად ღია

ფანჯარაში ფრეკენ ფრედერიკეს მოგრძო, შთამბეჭდავი სახე შენიშნა.

ახალგაზრდა ქალიშვილმა უცნობს გაოცებული მზერა მიაპყრო. ნაგელი

შეჩერდა და ქალს თვალი თვალში გაუყარა. ფრედერიკეს ლოყები აეფაკლა,

მაგრამ არ დაიბნა, კაბის გრძელი სახელოები ოდნავ აიკაპიწა და იდაყვებით

ფანჯრის რაფას დაეყრდნო, თითქოს უცნობის გამოწვევას ცდილობსო. ასე

გაუნძრევლად კარგა ხანს იდგა. ამ უხერხულ სიტუაციას ისევ ნაგელმა დაუსვა

წერტილი და წასვლა დააპირა. გზად მიმავალს თავში ერთმა უცნაურმა აზრმა

გაუელვა: „მგონი, ეს ახალგაზრდა ქალი ფანჯრის უკან მუხლებზე ჩაჩოქილი

იდგა, - ფიქრობდა ის, - ყოველ შემთხვევაში, კონსულის სახლი ძალიან

დაბალჭერიანი უნდა იყოს, რადგან ფანჯარა რაღაც ექვსიოდე ფუტის

სიმაღლეზეა, ფანჯრის ჩარჩოდან სახურავამდე კი ერთი ფუტიც არ იქნება.“

ამ სულელურ გამოთვლებზე თავადვე გაეცინა. და საერთოდ, კონსულის

სახლთან რა ეშმაკი ესაქმებოდა?

ნაგელმა გზა განაგრძო.

ნავმისადგომზე ჩვეული ფუსფუსი იყო. მტვირთავები, საბაჟოს მოხელეები და

მეთევზეები საქმიანი სახეებით მიმოდიოდნენ წინ და უკან, ჯალამბრის ჯაჭვი

აჩხრიალდა და ორმა სამგზავრო გემმა ნავსადგურიდან გასვლის სიგნალი

თითქმის ერთდროულად მისცა. ზღვა სარკესავით პრიალებდა, მის

Page 58: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ზედაპირზე კი კაშკაშა მზე ირეკლებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა,

თითქოს წყლის ნაცვლად ოქროს უზარმაზარი ფირფიტა ლივლივებდა,

რომლის შუაგულშიც გემები და პაწაწინა ნავები ჩადუღაბებულიყო.ზღვის

სიღრმეში მოტივტივე უზარმაზარ სამანძიან გემზე ვიღაც ქნარზე უკრავდა და

როდესაც წუთით სხვა ხომალდების საყვირთა და ჯალამბართა ხმაური

მისუსტდა, ქნარზე შესრულებული სევდიანი მელოდიის სუსტი ჰანგები

სიჩუმეში დამფრთხალი, გზააბნეული ქალიშვილის გულში ჩამწვდომ

კვნესასავით გაიფანტა. როგორც ჩანს, იმ სამანძიან გემზე მეზღვაურებს

მოელხინათ და შეზარხოშებულებს გულსაკლავი მელოდიის ფონზე პოლკის

ცეკვა და ოხუნჯობა გაეჩაღებინათ.

ნაგელმა მოულოდნელად პაწაწინა გოგონას მოჰკრა თვალი. იგი იდგა და კატას

მკერდზე ძლიერად იხუტებდა. ცხოველი, რომელსაც კუდი და უკანა თათები

მიწაზე საცოდავად დასთრევდა, ამ ყოველივეს მოთმინებით იტანდა და არც კი

ცდილობდა, გოგონას ხელიდან დასხლტომოდა. ნაგელმა ბავშვს ლოყაზე

ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:

- ეს კატა შენია?

- ჰო. ორი, ოთხი, ექვსი, შვიდი...

- აჰა! როგორც ჩანს, თვლაც გცოდნია!

- ჰო. შვიდი, რვა, თერთმეტი, ორი, ოთხი, ექვსი, შვიდი.

ნაგელმა სიარული მშვიდად გააგრძელა.

პასტორის კარ-მიდამოს მხარეს მზის სხივებისგან თავბრუდახვეული ქათქათა

თეთრი მტრედი ცისკენ აიჭრა და ხის გაბარდულ ტოტებში მიიმალა. პაწაწინა

მტრედი შორიდან ლაჟვარდოვანი ციდან გამოტყორცნილ ვერცხლის ისარს

ჰგავდა. სადღაც თოფი გავარდა და გაღმა ყურეში გადაშლილ ტყის ფერდობზე

ლურჯი კვამლის ღრუბელი აგორდა.

ნაგელი ნავმისადგომს გასცდა, უკაცრიელ სანაპიროზე კარგა ხანს იხეტიალა,

შემდეგ კი გაუცნობიერებლად აღმართს აუყვა და ტყეში შეიმალა. თითქმის

ნახევარი საათი იარა, ტყის სიღრმისკენ მიიწევდა და ბოლოს ერთ პაწაწინა

ბილიკთან შეჩერდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწოლილიყო,

ბეღურას ფრთხიალსაც კი ვერ გაიგონებდა კაცი. ცა ისეთი კრიალა იყო,

ღრუბლის ერთი ფთილაც კი არსად ჩანდა. ნაგელმა ბილიკიდან რამდენიმე

ნაბიჯის მოშორებით შედარებით მშრალი ადგილი მონახა და გულაღმა გაწვა.

Page 59: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მისგან მარჯვნივ პასტორის კარ-მიდამო გადაშლილიყო, მარცხნივ ქალაქი იყო,

ხოლო ზემოთ ცის ლაჟვარდი ლივლივებდა თვალუწვდენელ ოკეანესავით.

რა იქნებოდა, კაცს იქ, ზეცაში განავარდება შეეძლოს?! მნათობთა შორის

იხეტიალებდა, კომეტათა კუდების შრიალს შეიგრძნობდა და შუბლს

გაიგრილებდა. რა ერთიციდაა დედამიწა და რა უსუსურია ადამიანი! ჯერ

თუნდაც ნორვეგია რად ღირს თავისი ორი მილიონი გლეხითა და

საადგილმამულო ბანკით, საკვებისთვის დახმარებას სესხად რომ იძლევა.

ნუთუ ამ მცირედის გამო ადამიანად ყოფნას რაიმე ფასი აქვს? ოფლში

გახვითქული, მუჯლუგუნის კვრით მიიკვლევ გზას, რამდენიმე უბადრუკ

წელს გალევ და ბოლოს კი მაინც აღიგვები პირისაგან მიწისა! მაინც! ნაგელმა

თავზე შემოიწყო ხელები. და ეს კი იმით დასრულდება, რომ სულ ბოლოს კაცი

სამყაროს მიღმა აღმოჩნდება და ყველაფერს თავადვე დაუსვამს წერტილს.

ნუთუ ოდესმე შევძლებთ და ამ ყველაფერს სერიოზული თვალით შევხედავთ?

დიახ. ღვთის წყალობით, ასეც იქნება და უკან ნამდვილად აღარ დავიხევთ! ამ

სათადარიგო, მარტივი გამოსავლის მიგნებამ მოულოდნელად საოცრად კარგ

გუნებაზე დააყენა. აღტაცებისგან თვალებიც კი აუწყლიანდა და სუნთქვა

გაუხშირდა. ახლა იგი უკვე ზეციური ზღვის ტალღებში ირწეოდა,

ვერცხლისკაუჭიანი ანკესით თევზაობდა და თავისთვის ღიღინებდა.

ტალღებზე მოლივლივე მისი ნავი კეთილსურნელოვანი ხისა იყო, ნიჩბები

ქათქათა ფრთებივით ელავდა, ცისფერ აბრეშუმის იალქანს კი ახალი მთვარის

ფორმა ჰქონდა.

სიამოვნებისგან სხეული აუთრთოლდა, თავდავიწყებას მიეცა და მზის სხივთა

ნაკადს ნეტარებით მიეფიცხა. ირგვლივ გამეფებული მდუმარება

კმაყოფილების გრძნობას უათკეცებდა. სიმშვიდეს არაფერი ურღვევდა, ჰაერში

მხოლოდ სუსტი, იდუმალი ზუზუნი იკვეთებოდა. თითქოს ბედის

უზარმაზარი ჩარხი ხმაურობდა, მის ბორბალს კი თავად უზენაესი

ატრიალებდა. ტყეში ფოთლების შრიალიც არ ისმოდა, წიწვიც კი არსად

ჩამოვარდნილა. მეტისმეტი აღტაცებისგან ნაგელი მოიკაკვა, მუხლები

ნიკაპთან მიიტანა და სხეულში ისეთი სიამე ჩაეღვარა, რომ ჟრჟოლამ აიტანა.

ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ვიღაც თავისთან იხმობდა... დიახ! -

წამოიძახა თავისდაუნებურად. მერე წამოიწია, იდაყვებზე დაეყრდნო და

ირგვლივ მიმოიხედა. არავინ იყო. დიახ! გაიმეორა ისევ და მიაყურადა. კვლავ

არავინ გამოჩენილა. ეს ყველაფერი საკმაოდ უცნაურად მოეჩვენა, რადგან

აშკარად გაიგონა, რომ ვიღაც ეძახდა. თუმცა ამაზე ფიქრი აღარ გაუგრძელებია.

როგორც ჩანს, ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი

იყო. რაც არ უნდა ყოფილიყო, იმ წუთებში თავის შეწუხების უფლებას არავის

Page 60: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მისცემდა. ნაგელი ამოუცნობ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი მისი არსება

ისეთმა ნეტარებამ მოიცვა, რომ თითოეული ნერვი აუთრთოლდა და

ძარღვებში სისხლი აუჩქეფდა. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მზეს, მთებსა

და ყველაფერ დანარჩენს, რაც მის გარშემო იყო, მთლიანად ბუნებას

შეესისხლხორცაო. თითოეული ხე, ბორცვი და ბალახი თითქოს მისივე

საკუთარი „მე“-ს გამოძახილი იყო. მის სხეულში ჩაბუდებული სული

ორღანივით აჟღერდა და ეს ბგერები სისხლში მსუბუქ მელოდიასავით

ჩაეღვარა. ეს განცდა მართლაც დაუვიწყარი იყო.

კიდევ კარგა ხანს იწვა ასე და მარტოობით ტკბებოდა. მოულოდნელად

ნაბიჯების ხმა შემოესმა. მოშორებით ბილიკზე მართლა ვიღაც მიაბიჯებდა.

ნაგელმა თავი ოდნავ წამოსწია და ქალაქის მხრიდან მომავალი მამაკაცი

დაინახა. უცნობი თოკზე შებმულ ძროხას მიერეკებოდა, იღლიაში კი მოგრძო

ფორმის პური ამოეჩარა. სიცხისგან გახვითქული სახეზე წამდაუწუმ ოფლს

იმშრალებდა. ტანზე უმკლავებო მაისური ჩაეცვა, მაგრამ ყელზე სქელი,

წითელი შალის კაშნე ორპირად შემოეხვია. ნაგელი მშვიდად იწვა და გლეხს

თვალს არ აცილებდა. აგერ ისიც! ჩვენ წინაშეა ნამდვილი ნორვეგიელი გლეხი,

ჰა-ჰა-ჰა! ძირძველი, აქ დაბადებულ-გაზრდილი, იღლიაში გაჩრილი პურითა

და ფეხდაფეხ მიმავალი ძროხით. მართლაც რომ საარაკო სანახაობაა? ჰა-ჰა-ჰა!

ღმერთიც შეგეწევა, ღრმად პატივცემულო ნორვეგიელო ვიკინგო. ისე კი,

ურიგო არ იქნებოდა, ეგ კაშნე ცოტათი რომ შეგეხსნა და რწყილები

ჩამოგებერტყა. თუმცა მერე ცხოვრებას როგორღა შეძლებდი? სუფთა ჰაერს

ჩაისუნთქავდი და მაშინვე მოკვდებოდი. მეორე დღეს კი გაზეთები

მწუხარებით გვამცნობდნენ შენი ნაადრევი გარდაცვალების ამბავს და ამ

მოვლენას საკმაოდ ვრცელ გვერდებსაც დაუთმობდნენ. მერე კი იმისათვის,

რომ მსგავსი სამწუხარო ამბავი მომავალშიც არ განმეორებულიყო, ლიბერალი

დეპუტატი ვეტლე ვეტლესენი პარლამენტში ახალი ინიციატივით

წარდგებოდა და ნაციონალური პარაზიტების უმკაცრეს დაცვას მოითხოვდა.

ნაგელს გუნებაში ათასმა სარკასტულმა აზრმა გაუელვა. ფეხზე ზანტად

წამოიმართა და გაღიზიანებული შინისკენ მიმავალ გზას დაადგა. არა, იგი

მაინც მართალია. სადაც უნდა წახვიდე, ყველგან ტილებს, ობიან ყველსა და

ლუთერის კატეხიზმოს გადაეყრები. ხალხი კი, ეს საშუალო სიმაღლის

ერთფეროვანი მოქალაქეები, საკუთარ სამსართულიან ქოხებში შეკეტილან და,

ჭამა-სმას გადაყოლილნი, დროდადრო არყის სმითა და პოლიტიკური

არჩევნებით ირთობენ თავს. შიგადაშიგ მწვანე საპნით, სპილენძის

სავარცხლებითა და თევზითაც ვაჭრობენ. ღამ-ღამობით კი, ჭექა-ქუხილისგან

გულგახეთქილნი, თბილ ლოგინებში იმალებიან და აკანკალებულები იოჰან

Page 61: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

არენდტის კრებულიდან ლოცვებს ბუტბუტებენ. დიახ, მოდი, ერთი რომელიმე

გამონაკლისი მაინც მომიძებნეთ, თუ შეძლებთ. აბა, მოიძიეთ თუნდაც ერთი

შედარებით ცივილიზებული დანაშაული, ანდა გნებავთ, ოსტატურად

ჩადენილი ცოდვის რომელიმე მაგალითი მიჩვენეთ. სასაცილო, უბადრუკ

ცოდვებს კი არა, არამედ რამე იშვიათ, ზნედაცემულ ქმედებას ვგულისხმობ, აი

ისეთს, თმებს რომ ყალყზე დამიყენებს. მიჩვენეთ რამე ამორალური,

ზეაღმატებული ცოდვა, რომელიც ჯოჯოხეთს მთელი თავისი დიდებულებით

წარმოაჩენს. მაგრამ არა, ყველგან მხოლოდ წვრილმან არარაობას ვაწყდებით!

არჩევნებზე რა აზრის ხართ, ბატონო?... მდგომარეობა ბუსკერუდის ოლქში

განსაკუთრებით მაღელვებს...

როდესაც ნაგელი კვლავ ნავსადგურს მიუახლოვდა და ჭიანჭველებივით

მოფუსფუსე ადამიანებს შეავლო თვალი, გუნება გამოუკეთდა, ძველებურად

გახალისდა და აღიღინდა კიდეც. დამწუხრების საბაბს არც ამინდი აძლევდა:

ივნისის მშვენიერი, არაჩვეულებრივი და ნათელი დღე იდგა. პაწაწინა დაბა

მთლიანად მზის სხივებში ჩაფლულიყო და ჯადოსნური ქალაქივით

ბრწყინავდა.

სასტუმროში შემავალ ნაგელს სულ ცოტა ხნის წინანდელი განცდები უკვე

აღარც კი ახსოვდა. გულზე დარდი გადაჰყროდა და კვლავ ის სურნელოვანი

ხის ნავი ეზმანებოდა, ახალ მთვარესავით მორკალული ცისფერი აბრეშუმის

იალქანი რომ ჰქონდა.

ეს ამაღლებული განწყობა მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნა. იმავე

საღამოს, სასეირნოდ გასულმა ისევ სანაპიროსკენ აიღო გეზი და ათასნაირი

წვრილმანის ხელმეორედ ხილვამ იგივენაირი აღტაცება მოჰგვარა. მზე

ჩადიოდა. მკვეთრი, თვალისმომჭრელი სხივები ნელ-ნელა მიინავლა და

ძალადაკარგული დღის აჩრდილი ზღვის კრიალა ზედაპირზე ჩამოიღვენთა.

თანდათან გემებზე გაჩაღებული ყაყანიც ჩაცხრა. ნაგელმა შეამჩნია, რომ

რამდენიმე გემის ანძაზე დროშები აღმართეს. ასეთივე დროშები ქალაქში ზოგი

სახლის თავზეც ააფრიალეს, რის შემდეგაც ნავსადგურში ყველანაირი მუშაობა

შეწყდა.

კვლავ ტყისკენ მიმავალ ბილიკს ისე აუყვა, რომ ამ ყველაფრისთვის

ყურადღება არც კი მიუქცევია. კარგა ხანს აღმა-დაღმა იხეტიალა, პასტორის

კარ-მიდამოს აუარ-ჩაუარა და ეზოშიც კი შეისეირნა. მერე ისევ ტყისკენ

გაეშურა, შედარებით დაბურული ადგილი მოძებნა და ქვაზე ჩამოჯდა. ცალ

ხელს ნიკაპით ჩამოეყრდნო, მეორე კი მუხლზე დაიდო და თითებით

აატყაპუნა. ასე კარგა ხანს, დაახლოებით ერთ საათს მაინც იჯდა. ბოლოს კი,

Page 62: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

როდესაც ფეხზე წამოიმართა და წასვლა დააპირა, მზე უკვე კარგა ხნის ჩასული

იყო. ქალაქი საღამოს ბინდბუნდში ჩაფლულიყო.

ნაგელმა არც კი იცოდა, რომ წინ დიდი გაოცება ელოდა: ტყიდან გამოსულმა

შეამჩნია, რომ გარშემო, თითქმის ყველა ბორცვზე კოცონები დაენთოთ.

ოცამდე კოცონი მაინც იქნებოდა. ამდენ ადგილას დანთებული ცეცხლი

პაწაწინა მზეებივით ბრწყინავდა. წყლის ზედაპირზეც უთვალავი ნავი და გემი

დალივლივებდა, ბორტზე მყოფი მგზავრები კი წითლად და მწვანედ

მოელვარე შუშხუნებს იქნევდნენ. ერთ-ერთი გემიდან, რომლიდანაც

კვარტეტის ხმაშეწყობილი სიმღერა ისმოდა, საზეიმო მაშხალებიც გაისროლეს.

სანაპიროზე უამრავი ადამიანი მიდი-მოდიოდა, ნავმისადგომზე კი იმდენი

ხალხი ირეოდა, ნემსი ვერსად ჩავარდებოდა.

ნაგელს გაოცების შეძახილი აღმოხდა, პირველივე შემხვედრ მამაკაცს

გამოელაპარაკა და ჰკითხა, ეს კოცონები და დროშები რას ნიშნავსო. უცნობმა

შეხედა, გადააფურთხა, მერე ისევ მიაშტერდა და უპასუხა: დღეს ოცდასამი

ივნისია და წმინდა ჰანსის საღამოს[3] ვზეიმობთო. ესე იგი, წმინდა ჰანსის

საღამოს, არა?! რა თქმა უნდა, მართლაც ასე იყო და არანაირ გაუგებრობას არ

ჰქონდა ადგილი. თანაც რიცხვიც სავსებით ემთხვეოდა. წმინდა ჰანსის

საღამოს ვზეიმობთო. რაღაც იმ დღეს ყველაფერი კარგი ერთმანეთს მიეწყო და

ახლა ეს კოცონების დანთების ტრადიციაც ზედ დაერთო. უსაზღვროდ

ნასიამოვნებმა ნაგელმა ხელები მოისრისა და ნავმისადგომისკენ გაემართა.

გზადაგზა რამდენჯერმე გაიფიქრა, დღევანდელი დღე განსაკუთრებულად

იღბლიანი გამოდგაო.

სანაპიროს რომ მიუახლოვდა, ახალგაზრდების ჯგუფი შენიშნა და მათ შორის

მყოფი დაგნი შელანდის კაშკაშა წითელი ქოლგაც იცნო. იქვე, მოშორებით

ექიმი სტენერსენიც შეამჩნია და მაშინვე მისკენ გაემართა. პატივისცემის

ნიშნად ქუდი მოიხადა და ექიმს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. ასე

თავმოშიშვლებული კარგა ხანს იდგა. ექიმმა ნაგელი თავის მეგობრებს

წარუდგინა. ხელი ფრუ სტენერსენმაც გაუწოდა და ნაგელი სწორედ მის

გვერდით ჩამოჯდა. ქალი საოცრად ფერმკრთალი იყო და სახეზე უცნაური

ნაცრისფერი დაჰკრავდა, რაც კიდევ უფრო ავადმყოფურ იერს სძენდა. მაგრამ

ძალზედ ახალგაზრდა კი ჩანდა, ალბათ ოცი წლისაც არ იქნებოდა. ფრუ

სტენერსენი იმ საღამოსთვის შეუფერებლად ჩაფუთნულიყო.

ნაგელმა კეპი ისევ თავზე დაიხურა და ყველას გასაგონად წარმოთქვა:

- მომიტევეთ, რომ შემოგეჭერით, დაუპატიჟებლად გეახელით.

Page 63: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ძვირფასო, თქვენი მოსვლით მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება მოგვანიჭეთ!

- თბილად მიუგო ფრუ სტენერსენმა და სიტყვა შეაწყვეტინა, - შემთხვევით

რამეს ხომ არ გვიმღერებდით?

- არა, არა, ამას ვერ შეგპირდებით, - უპასუხა ნაგელმა, - მუსიკალური ნიჭი

საერთოდ არ გამაჩნია.

- მართლაც რომ სასიამოვნოა, აქ რომ ხართ! - თქვა ექიმმაც, - რამდენიმე წუთის

წინ სწორედ თქვენზე ვსაუბრობდით. თქვენ ხომ ვიოლინოზე უკრავთ?

- არა, არა, - იუარა ნაგელმა და ღიმილმორეულმა თავი გადააქნია, - დაკვრა

ნამდვილად არ ვიცი.

ამ სიტყვების შემდეგ ის მოულოდნელად დგება და თვალებგაბრწყინებული

აცხადებს:

- დღეს ძალიან გახარებული გახლავართ. დილიდანვე, გაღვიძების პირველივე

წუთებიდან დიდებულად ვგრძნობ თავს. აგერ უკვე თითქმის ათი საათია, რაც

თავი უმშვენიერეს სიზმარში მგონია. წარმოიდგინეთ, მთელი დღეა მეზმანება,

რომ სურნელოვან ხის ნავში ვზივარ, ნავზე კი ნახევარმთვარის ფორმის

ცისფერი აბრეშუმის იალქანი ფრიალებს. ნუთუ ეს მშვენიერი არ არის? ნავის

სურნელებას ენით ვერ ავწერ! ძალიანაც რომ მინდოდეს, ამის აღსაწერად

შესაბამის სიტყვებს მაინც ვერ მოვუყრი თავს. წარმოიდგინეთ, ისეთი გრძნობა

მაქვს, რომ ამ ნავში ვზივარ და ანკესს, ვერცხლისკაუჭიან ანკესს ვისვრი.

მომიტევეთ, პატივცემულო ქალბატონებო, მაგრამ თქვენც ხომ არ გგონიათ,

რომ ეს არის... მოკლედ, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა.

ქალები ხმას არ იღებდნენ, გაოგნებულები თვალებს დაბნეულად აქეთ-იქით

აცეცებდნენ, თითქოს ერთმანეთს მდუმარედ ეკითხებოდნენ, ასეთ

შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთო. ბოლოს ვიღაცას გაეცინა და მერე

სხვებიც, ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე ერთიმეორის მიყოლებით

ახარხარდნენ.

ნაგელმა ყოველ მათგანს სათითაოდ მოავლო მზერა. ცისფერიალქნიანი ნავის

ზმანებისგან თავი ჯერ კიდევ ვერ დაეღწია და ამის გამო თვალები უცნაურად

უელავდა. დაძაბულობისგან ხელები ოდნავ აუთრთოლდა, თუმცა სახეზე

სიმშვიდეს ინარჩუნებდა.

სწორედ ამ წუთებში მოევლინა მხსნელად ექიმი, რომელმაც წარმოთქვა:

- დიახ, როგორც ჩანს, ეს ერთგვარი ჰალუცინაცია გახლდათ, ასე რომ...

Page 64: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა, მაპატიეთ, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით, - შეაწყვეტინა ნაგელმა, - თუმცა,

რატომაც არა, თქვენ რაც გინდათ, ის თქვით, მე კი ამ ზმანებით მოჯადოებული

მთელი დღეა საოცარ ნეტარებას განვიცდი. არის თუ არა ეს ჰალუცინაცია, რა

მნიშვნელობა აქვს? ეს ყველაფერი დღეს დილას დაიწყო. ჯერ კიდევ ლოგინში

ვიწექი, როდესაც ბუზის ბზუილი შემომესმა და სწორედ ეს იყო ის, რაც ჩემმა

ცნობიერებამ გაღვიძებისთანავე აღიქვა. თვალი რომ გავახილე, დავინახე,

ფარდის პაწაწინა ნახვრეტიდან ჩემს ოთახში როგორ იპარებოდა მზის პაწაწინა

სხივი და ვიგრძენი, რომ სხეულში უჩვეულოდ ნეტარი გრძნობა ჩამეღვარა.

ჩემს სულში საზაფხულო განწყობამ დაივანა. წარმოიდგინეთ, რომ საიდანღაც

სუსტმა, თბილმა ნიავმა წამოუქროლა, ბალახებს მიელამუნა და ამის შემდეგ

თქვენს გულებშიც შემოიჭრა. ჰალუცინაცია... არ ვიცი, შეიძლება ასეც იყო.

მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ იმ წუთებში ჩემი ცნობიერება გარემოს

აღქმის განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომ სწორედ იმ დროს,

იმ კონკრეტულ წუთებში აბზუილდა ბუზი, სწორედ იმ წუთებში შემოიჭრა ის

პაწაწინა, მაგრამ საოცრად მოელვარე სხივი... მზის ერთადერთი სხივი,

რომელიც ფარდის ნახვრეტიდან შემოიპარა და ასე შემდეგ...და ასე შემდეგ...

მოგვიანებით კი, როდესაც ტანთ ჩავიცვი და გარეთ გავედი, ერთ-ერთი სახლის

ფანჯარაში მშვენიერ უცნობ ქალს მოვკარი თვალი, - ნაგელმა ფრეკენ

ანდრესენს გადახედა. ქალმა მორცხვად დახარა თვალები, - მერე გემები ვნახე,

შემდეგ კი პატარა გოგონა, რომელსაც გულზე კატა მიეხუტებინა. მოკლედ,

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ ყველაფერმა ჩემზე თავისებური შთაბეჭდილება

მოახდინა. მოგვიანებით ტყისკენ გავეშურე, მშვიდი ადგილი მოვძებნე,

გულაღმა დავწექი და ცას მივაშტერდი. და აი, სწორედ მაშინ მეზმანა ის ნავი,

ახალ მთვარესავით მორკალული იალქანი რომ ჰქონდა.

ქალები სიცილს ვერ იკავებდნენ. მათი განწყობა, როგორც ჩანს, ექიმსაც

გადაედო, გაეღიმა და ნაგელს მიმართა:

- ესე იგი, ვერცხლისკაუჭიანი ანკესით თევზაობდით, არა?

- დიახ, ვერცხლისკაუჭიანი ანკესით.

- ჰა-ჰა-ჰა!

მოულოდნელად დაგნი შელანდს სახე აუჭარხლდა და თქვა:

- მე მშვენივრად მესმის, რომ ამგვარი წარმოსახვა...მოკლედ, პირადად მე

შემიძლია ცხადად დავინახო ის ნავიც, ის იალქანიც, ცისფერ ნახევარმთვარეს

რომ წააგავს და თქვენ წარმოიდგინეთ, წყლის ზედაპირზე მოტივტივე

ვერცხლის მოთეთრო კაუჭიც კი. ვფიქრობ, ეს საოცრად ლამაზი სურათია!

Page 65: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამის მეტი ვეღარაფერი თქვა, აღელვებისგან ენა დაება და თავი დახარა.

ნაგელმა ქალს მაშინვე მხარი აუბა:

- არა, ხომ მართალი ვარ? საკუთარ თავს თავიდანვე ვუთხარი: ფრთხილად

იყავი-მეთქი. ეს ყველაფერი აშკარა სიზმრისეული ზმანებაა, ნიშანია იმის

ხელმეორედ შესახსენებლად, რომ მხოლოდ სუფთა, სუფთა კაუჭით უნდა

ითევზაო. ექიმო, თქვენ მკითხეთ, ვიცი თუ არა დაკვრა. დაკვრა საერთოდ არ

მეხერხება. მართალია, თან ვიოლინოს ბუდეს დავატარებ, მაგრამ გარწმუნებთ,

შიგნით ვიოლინო ნამდვილად არ დევს. სამწუხაროდ, ეს ყუთი ჭუჭყიანი

ტანისამოსითაა სავსე. უბრალოდ ვიფიქრე, რომ თუ ჩემოდნებთან ერთად ასეთ

ვიოლინოს ბუდესაც დავიჭერდი, მშვენიერი სანახავი იქნებოდა. ის სწორედ ამ

მიზნით შევიძინე. არ ვიცი, ალბათ ამის შემდეგ ჩემზე ცუდი წარმოდგენა

შეგექმნებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მართლა ვწუხვარ, უკვე

აღარაფრის შეცვლა არ შემიძლია. სხვათა შორის, ამ ყველაფერში ბრალი

სწორედ ვერცხლის კაუჭს მიუძღვის.

გაოგნებული ქალბატონები უკვე აღარ იცინოდნენ. ექიმს, საოლქო

სასამართლოს რწმუნებულ რაინერტსა და ადიუნკტსაც, რომლებიც

ერთმანეთის გვერდიგვერდ ისხდნენ, გაოცებისგან პირი დაებჩინათ. ყველა

მათგანი ნაგელს მიშტერებოდა. ექიმი აშკარად დაბნეული ჩანდა და ვერ

მიმხვდარიყო, რა უნდოდა მათგან ამ უცხო მხრიდან ჩამოხეტებულ უცნობ

მამაკაცს. თავად ნაგელი თავის ადგილას სრულიად მშვიდად იჯდა და

აღარაფრის თქმას აღარ აპირებდა. ამ უხერხულ სიჩუმეს ბოლო აღარ უჩანდა.

ბოლოს მდუმარება ფრუ სტენერსენმა დაარღვია. ეს ქალი თავად სათნოების

განსახიერება იყო, მეგობრებს შორის მზრუნველი კრუხივით იჯდა და

ცდილობდა, წყენა და უსიამოვნება ყოველი მათგანისთვის აერიდებინა. ქალმა

შუბლი შეჭმუხნა, რის გამოც ნაოჭები გამოეკვეთა. შეეცადა, თავი იმაზე უფრო

ასაკიანად წარმოეჩინა, ვიდრე სინამდვილეში იყო და ასე მხოლოდ იმის გამო

იქცეოდა, რომ მის სიტყვებს კიდევ უფრო მეტი დამაჯერებლობა მისცემოდა.

- თქვენ უცხოეთიდან მობრძანდებით არა, ბატონო ნაგელ?

- დიახ, ქალბატონო.

- ჰელსინგფორსიდან, არა? ვგონებ, ჩემმა ქმარმა სწორედ ასე მითხრა.

- დიახ, ჰელსინგფორსიდან. უფრო სწორად, სულ ბოლოს ჰელსინგფორსში

გახლდით. მე აგრონომი ვარ და იქ ლექციების მცირე კურსი მოვისმინე.

პაუზა.

Page 66: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- და ქალაქი როგორ მოგეწონათ? - ისევ ჰკითხა ქალმა.

- ჰელსინგფორსი?

- არა, ჩვენს ქალაქზე გეკითხებით.

- ოოო, ბრწყინვალე ქალაქია, მომაჯადოვებელი. აქედან გამგზავრება უკვე აღარ

მსურს. არა, მართლა არ მსურს. ჰა-ჰა-ჰა! მოდი, ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ,

რათა კიდევ უფრო მეტად არ დაგაფრთხოთ. ალბათ ერთ მშვენიერ დღეს ამ

ქალაქს დავტოვებ, მაგრამ ეს გარკვეულ გარემოებებზეა დამოკიდებული. ჰო,

მართლა! - წამოიძახა მოულოდნელად ნაგელმა და ადგილიდან წამოფრინდა, -

ჩემი მოსვლით ხელი თუ შეგიშალეთ, მომიტევეთ, ძალიან გთხოვთ... საქმე

ისაა, რომ აქ, ამ ადგილას თქვენთან ერთად ჯდომა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ამ ქალაქში სრულიად უცხო ვარ და ბევრს არავის ვიცნობ, ამიტომაც საკუთარ

თავთან საუბარს მივეჩვიე. ძალიან გამიხარდება, თუ დაივიწყებთ, რომ ახლა აქ

ვიმყოფები, და იმავე თემაზე საუბარს გააგრძელებთ, რაზეც ჩემ მოსვლამდე

საუბრობდით.

- მას შემდეგ, რაც ჩამოხვედით, ჩვენი ცხოვრება აშკარად მრავალფეროვანი

გახდა! - გესლიანი ტონით წარმოთქვა რაინერტმა.

- დიახ, ბატონი რწმუნებულო, - უპასუხა ნაგელმა, - თქვენთან პირადად მაქვს

ბოდიში მოსახდელი. მზად ვარ, თქვენი ნებისმიერი მოთხოვნა

დავაკმაყოფილო, მაგრამ ახლა ამისი დრო ნამდვილად არ არის. მოდი, ახლა

ნურაფერს მეტყვით, კარგი?

- არა, ახლა ამისთვის არც დროა შესაფერისი და არც ადგილი, - დაეთანხმა

რაინერტი.

- გარდა ამისა, დღეს განსაკუთრებულად კარგ გუნებაზე ვარ, - დაამატა

ნაგელმა და გულითადად გაიღიმა. ღიმილმა სახე უცნაურად გაუბრწყინა. იმ

წუთებში იგი პატარა ბიჭუნას ჰგავდა, - რა საოცარი საღამოა? სულ მალე ცაზე

ვარსკვლავებიც აციმციმდება. თითქმის ყველა ბორცვზე კოცონები ელავს,

ზღვიდან კი ტკბილი სიმღერა მოისმის. ყური მიუგდეთ, არც ისე ცუდად

მღერიან, არა? ამ საქმის ბევრი არაფერი გამეგება, მაგრამ მე მგონი, საკმაოდ

ლამაზი ხმები აქვთ. ეს მელოდია რატომღაც ხმელთაშუა ზღვაზე, ტუნისის

სანაპიროსთან გატარებულ ერთ ღამეს მახსენებს. ჩვენი ხომალდის ბორტზე

ასამდე მგზავრი იქნებოდა. ყველა მათგანი გუნდის მომღერალი გახლდათ და

სარდინიიდან რომელიღაცა ქვეყანაში მიემგზავრებოდნენ. მე, რა თქმა უნდა,

ამ გუნდთან საერთო არაფერი მქონდა, მით უმეტეს რომ მუსიკის არაფერი

Page 67: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამეგება. გემბანზე გასუსული ვიჯექი და იმ სიმღერას ვუსმენდი, მათი

კაიუტიდან რომ ისმოდა. თითქმის მთელი ღამე მღეროდნენ. არასოდეს

დამავიწყდება ჰანგები, რომელმაც ის ჩახუთული, ბნელი ღამე უჩვეულოდ

გააცისკროვნა. ფეხაკრეფით მივიპარე და მათ კაიუტაში შემავალი ყველა კარი

ჩავრაზე, ასე ვთქვათ, სიმღერა შიგნით გამოვამწყვდიე. ისეთი შეგრძნება

გამიჩნდა, რომ ეს მელოდიური ბგერები ზღვის სიღრმიდან იფანტებოდა,

დიახ, მეჩვენებოდა, რომ ამ მათრობელა მუსიკის ფონზე ჩვენი გემი

მარადიულობის ტალღებს მიაპობდა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ მომღერალი

ზღვა და არამიწიერ არსებათაგან შემდგარი გუნდი?!

ფრეკენ ანდრესენმა თავი ვეღარ შეიკავა და დაუფიქრებლად წამოიყვირა:

- ღმერთო, რა მშვენიერი იქნებოდა!

- იმ სიმღერაზე უფრო მშვენიერი სიმღერაც მომისმენია, მაგრამ მხოლოდ

ერთხელ და ისიც სიზმარში. მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, მაშინ ჯერ

კიდევ ბავშვი ვიყავი. ზრდასრულ ადამიანებს კი ასეთი ლამაზი სიზმრები

აღარ ესიზმრებათ.

- არ ესიზმრებათ? - ჩაეკითხა ქალიშვილი.

- არა. შესაძლოა, ოდნავ ვაზვიადებდე კიდეც, მაგრამ... მაგრამ ჩემი ბოლო

სიზმარი დღემდე ცხადად მახსოვს: მუქი, უკიდეგანო ჭაობის პირას ვიდექი...

ხო მართლა, მომიტევეთ? უკვე კარგა ხანია, გაუჩერებლად ვლაპარაკობ და

გტანჯავთ; გაიძულებთ, ჩემს ყბედობას უსმინოთ. ალბათ საშინლად

მოიწყინეთ. საერთოდ, ასეთი მჭევრმეტყველი იშვიათად ვარ ხოლმე.

დაგნი შელანდმა არ დააყოვნა და უპასუხა:

- მე მგონი, აქ ყველას ურჩევნია, თქვენს საუბარს უსმინოს, ვიდრე თავად

ილაპარაკოს.

ამ სიტყვების შემდეგ ქალიშვილი ფრუ სტენერსენისკენ გადაიხარა და

ჩასჩურჩულა: - ძვირფასო, სთხოვეთ, რომ გააგრძელოს. ჯერ მარტო მისი ხმის

მოსმენა რად ღირს!

- სიამოვნებით გავაგრძელებ, - ღიმილით წარმოთქვა ნაგელმა, - ამ საღამოს

რაღაც განსაკუთრებულ ხალისზე ვარ. ღმერთმა უწყის, რისი ბრალია.

მოკლედ, ის სიზმარი არაფრით იყო განსაკუთრებული. როგორც უკვე

მოგახსენეთ, უკიდეგანო ჭაობის პირას ვიდექი. ერთი ხეც კი არსად ჩანდა,

წყლის ზედაპირი უცნაურ, ერთმანეთში გველებივით გადახლართულ ფესვებს

Page 68: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაეფარა. ამ მოკაუჭებულ ფესვებზე ვიღაც შეშლილი მამაკაცი დააბიჯებდა.

მისი სახე ახლაც თვალწინ მიდგას: ფერმკრთალი იყო და მუქი ფერის წვერი

ჰქონდა. თხელი, მეჩხერი წვერიდან ალაგ-ალაგ სახის კანი მოუჩანდა.

დაბნეული თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა. მისი ფართოდ გახელილი

თვალებიდან უსაზღვრო ტანჯვა გამოსჭვიოდა. მე ქვას ამოვეფარე და

დავუძახე. ის მაშინვე მიხვდა, საიდანაც ეძახდნენ და ჩემკენ გამოიხედა.

მიუხედავად იმისა, რომ საგულდაგულოდ ვიმალებოდი, თითქოს უკვე

იცოდა, რომ იქ ვიყავი. ასე კარგა ხანს იდგა და იცქირებოდა. „მაინც ვერ

მიპოვის! - ვფიქრობდი მე, - უკიდურეს შემთხვევაში, თუ მომიახლოვდა,

გაქცევას ყოველთვის მოვახერხებ!“

სულაც არ მსიამოვნებდა, ასე რომ იდგა და მომჩერებოდა, მაგრამ რატომღაც

კიდევ ერთხელ დავუძახე, რაღაცნაირად მისი გამოწვევა მომინდა. ჩემი

მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, პირი დააბჩინა და კბილები

ისე დაკრიჭა, თითქოს კბენას მიპირებსო, მაგრამ ამის მეტი ვეღარაფერი

მოახერხა. ფესვები ფეხებზე შემოხლართოდა და გასაქანს არ აძლევდა. კვლავ

დავუძახე. რამდენჯერმე ზედიზედ ვუხმე. ის კი აღგზნებული ფესვებს

ეჭიდებოდა, მთელი ძალისხმევით ცდილობდა, თავი გაეთავისუფლებინა და

ჩემკენ წამოსულიყო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. რაღაც მომენტში კვნესაც

კი აღმოხდა და ამ სასოწარკვეთილმა ბგერებმა ჩემ სამალავამდეც მოაღწია.

აუტანელი ტკივილის გამო მზერა გაეყინა და ერთ ადგილს მიაშტერდა. როცა

მივხვდი, რომ არანაირი საფრთხე არ მემუქრებოდა, ფეხზე წამოვიმართე, წინ

გამოვეჭიმე და ქუდის ქნევას მოვყევი. „ეი შენ!“ - გავძახოდი, რათა კიდევ

უფრო მეტად გამეხელებინა. კარგა ხანს ასე ვყვიროდი და თან მიწაზე ფეხებს

ვაბაკუნებდი. მერე მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და უფრო ახლოს

მივედი. საბოლოოდ რომ გამებრაზებინა, თითი მივუშვირე და ყურში

დამამცირებლად ჩავყვირე: ეი შენ-მეთქი. მერე ისევ უკან დავიხიე, მინდოდა

მიმხვდარიყო, თუ მასთან რა ახლოს ვიდექი. ის იმედს არ კარგავდა,

ფესვებთან ბრძოლას კვლავ განაგრძობდა და ცდილობდა, თავი

გაეთავისუფლებინა. ტკივილისგან მთელი სხეული დაეჭიმა, კანი დაეკაწრა,

სახე გაუსისხლიანდა, მაგრამ ფეხზე მედგრად იდგა, ჩემკენ იცქირებოდა და

ღრიალებდა. დიახ, წარმოიდგინეთ, თითის წვერებზე ქანაობდა, თვალს არ

მაცილებდა და გაჰყვიროდა! იმის გამო, რომ ხელიდან დავუსხლტი, ოფლით

დანამულ სახეზე ენით აუწერელი ტანჯვა გამოესახა. დათმობას ჯერ არ

ვაპირებდი, კვლავ მივუახლოვდი, ზედ ცხვირთან თითები ავუტკაცუნე და

საზიზღარი და დამცინავი ხმით ჩავყვირე: ჰა-ჰა! მერე იქვე დაგდებულ ხის

ფესვს ჩავებღაუჭე, გავუქანე და ტუჩებში გავარტყი. წაბარბაცდა, მაგრამ არ

Page 69: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

წაქცეულა, სისხლიან პირზე ხელი აიფარა და ისევ ჭაობის ჩახლართულ

ფესვებს შეეჭიდა. ამით გადიდგულებული, მასთან კიდევ უფრო ახლოს

მივედი და ხელი გავიწვდინე. მინდოდა მივწვდომოდი, შუბლზე თითი

მიმებჯინა და უკან ისე გამოვბრუნებულიყავი. სწორედ ამ დროს მტაცა ხელი.

ღმერთო! რომ იცოდეთ, რა საშინელება იყო! აღგზნებული ელვის სისწრაფით

დამეძგერა და ჩამებღაუჭა. ყვირილი აღმომხდა. ის კი მექაჩებოდა და ჩემკენ

იწევდა. ჭაობიდან ერთად გამოვედით. ჩემს დანებებას არ აპირებდა და

დაგრეხილ ფესვებს ამჯერად უფრო ადვილად უმკლავდებოდა. თავს რომ

ვაფარებდი, სწორედ იმ ქვასთან მივედით. მოულოდნელად პირქვე დაემხო და

ჩემს ნატერფალებს კოცნა დაუწყო. დასისხლიანებული და გატანჯული ჩემ

წინაშე მუხლებზე ხოხავდა და მადლობას მიხდიდა, რომ ასე კარგად მოვექეცი.

გულითადად მლოცავდა და ღმერთს შესთხოვდა, ამ სიკეთის სანაცვლოდ

ჩემთვის წყალობა მოევლინა. დიახ, დიახ, ის ჩემთვის გულითადად

ლოცულობდა და ფართოდ გახელილ თვალებში სათნოება ჩასდგომოდა.

ხელზე არ მეამბორა, არც ფეხსაცმელზე შემხებია. არა! დაჩოქილი და წელში

მოხრილი მხოლოდ მიწას და ჩემს ნაფეხურებს კოცნიდა.

„მიწას რატომ კოცნი?“ - ვკითხე გაოცებულმა.

„იმიტომ, რომ ტუჩიდან სისხლი მომდის და არ მინდა, ფეხსაცმელი

დაგისვარო“, - მიპასუხა მან.

წარმოგიდგენიათ? ჩემი ფეხსაცმლის გასვრა არ სურდა.

„მაგრამ მადლობას რიღასთვის მიხდი? - არ ვეშვებოდი უცნობს, - მე ხომ

იმდენი ტკივილი და ტანჯვა მოგაყენე?“

„მადლობას იმისთვის გიხდი, რომ უფრო მეტი ტკივილისთვის არ გამწირე;

იმიტომ, რომ კარგად მომექეცი და უფრო მეტად არ მაწამე“.

„თუ ასეა, რატომ ყვიროდი და ჩემ საკბენად პირს რატომ აღებდი?“

„შენი კბენა არც მიფიქრია. პირი იმიტომ გავაღე, რომ მინდოდა შველა

მეთხოვა, მაგრამ სიტყვა ვერ დავძარი და ვერ გაგაგებინე, რა მსურდა. შემდეგ

კი სიმწრისაგან ღრიალი აღმომხდა.“

„ესე იგი, ამიტომ ღრიალებდი?!“ - ვკითხე კვლავ.

„დიახ, ამიტომ.“

იმ გიჟს სახეში კიდევ ერთხელ შევხედე. ტუჩებიდან ჯერ კიდევ სდიოდა

სისხლი, მაგრამ კვლავ ჩემთვის ლოცულობდა. მოულოდნელად მივხვდი, რომ

Page 70: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ეს კაცი სადღაც უკვე მყავდა ნანახი. სინამდვილეში ის არც ისე ასაკოვანი იყო,

მაგრამ თმა გასჭაღარავებოდა და წვერიც ნაადრევად გასცვენოდა. ეს კაცი

ემწუთა იყო.

ნაგელი გაჩუმდა. მისმა სიტყვებმა ყველა გააოგნა. რწმუნებულმა რაინერტმა

თავი ჩაქინდრა, მიწას დააშტერდა და კარგა ხანს ასე იჯდა.

- ემწუთა? ის კაცი ემწუთა იყო? - იკითხა ფრუ სტენერსენმა.

- დიახ, ის იყო! - უპასუხა ნაგელმა.

- უფ, რაღაც არასასიამოვნო შეგრძნება დამეუფლა.

- მე კი თავიდანვე ვიცოდი! - წამოიძახა დაგნი შელანდმა, - როგორც კი თქვით,

დაიჩოქა და მიწას კოცნა დაუწყოო, მაშინვე მივხვდი, რომ ემწუთა იქნებოდა.

გარწმუნებთ, მართლა ასეა. მას კარგად იცნობთ?

- არა, ერთი-ორჯერ მყავს ნანახი. ვშიშობ, რომ ყველას გუნება წაგიხდინეთ!

ქალბატონო, სახეზე ფერი არ გადევთ. ღვთის გულისათვის... ეს ხომ მხოლოდ

და მხოლოდ სიზმარი იყო!

- დიახ, ასე ნამდვილად არ შეიძლება! - დაამატა ექიმმა, - ეშმაკსაც წაუღია ეს

ემწუთა! თუნდაც მთელი ნორვეგიის ხის ფესვები უკოცნია, ჩვენ რა თავში

ვიხლით? შეხედეთ, ახლა ფრეკენ ანდრესენიც ატირდა. ჰა-ჰა-ჰა!

- სულაც არ ვტირი! - შეეკამათა ქალი, - ტირილი არც მიფიქრია! მაგრამ

გამოგიტყდებით, რომ ამ სიზმარმა ჩემზე შთაბეჭდილება ნამდვილად

მოახდინა. სხვათა შორის, ექიმო სტენერსენ, ვფიქრობ, ამ სიზმარმა თქვენზეც

საკმაოდ იმოქმედა!

- ჩემზე? - წამოიძახა ექიმმა, - რა თქმა უნდა, არა, სრულიადაც არა. ჰა-ჰა-ჰა!

მგონი, ყველანი გაგიჟდით. ახლა კი აჯობებს გავისეირნოთ. აბა, ფეხზე

წამოვდგეთ ყველანი. ისე კი, ცოტათი აგრილდა. ხომ არ გცივა, იეტა?

- არა, არ მცივა, - უპასუხა ქალმა მეუღლეს, - მოდი, ცოტა ხანს კიდევ ვისხდეთ.

მაგრამ ექიმს გასეირნების გარდა აღარაფრის გაგონება არ სურდა.

- მართლა საკმაოდ გრილა, - თქვა კიდევ ერთხელ და დაამატა, თქვენ თუ არ

წამოხვალთ, მარტო გავივლიო. ნაგელი წამოდგა და ექიმს გაჰყვა.

კარგა ხანს ნავსადგურზე ისეირნეს, ჭიანჭველებივით მოფუსფუსე ხალხს

მხარს დიდი გაჭირვებით უქცევდნენ, გზადაგზა ერთმანეთში საუბრობდნენ

Page 71: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

და ნაცნობებს თავის დაკვრით ესალმებოდნენ. ნახევარი საათი მაინც იარეს.

მოულოდნელად, ფრუ სტენერსენის ხმა შემოესმათ:

- ახლავე ჩვენთან მოდით! - ყვიროდა ქალი, - სანამ თქვენ სეირნობდით, იცით,

რა მოვიფიქრეთ? რა და, გადავწყვიტეთ, ხვალ საღამოს ჩვენს სახლში დიდი

წვეულება გავმართოთ. და თქვენ, ბატონო ნაგელ, აუცილებლად უნდა

გვესტუმროთ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს წვეულებებზე

საერთოდ დროსტარება უფრო მეტია, ვიდრე ჭამა-სმა.

- და კიდევ უფრო მეტი ყაყანი. დიახ, ასეა, - ხალისიანად დაამატა ექიმმა, -

ჩემზე კარგად ვინ იცის. არც თუ ისე ცუდი აზრია, იეტა. შენგან ასეთ რამეს

იშვიათად თუ მოისმენს კაცი, - სტენერსენი მშვენიერ გუნებაზე დადგა,

გულიანად ახითხითდა და წვეულების იდეით აღტაცებულს სახე

გაუბრწყინდა, - ოღონდ ნუ დაიგვიანებთ! - მიმართა ნაგელს, - მე კი

ვიმედოვნებ, რომ ხვალ საღამოს ავადმყოფთან არ გამომიძახებენ.

- ამავე ტანისამოსით რომ მოვიდე, შეიძლება? - იკითხა ნაგელმა, - უკეთესი

არაფერი მაქვს.

მის შეკითხვაზე ყველას გაეცინა.

- რა თქმა უნდა! - თავი დაუქნია ფრუ სტენერსენმა, - მართლაც რომ ძალიან

გაგვახალისებთ!

როდესაც ქალაქისკენ მიმავალ გზას დაადგნენ, ნაგელი თავისდაუნებურად

დაგნი შელანდის გვერდით აღმოჩნდა. ეს შემთხვევით მოხდა,

განსაკუთრებული ძალისხმევა ნამდვილად არ გამოუჩენია და არც ქალიშვილს

გაუწევია წინააღმდეგობა. დაგნიმ თანამგზავრს გაანდო, ხვალინდელ საღამოს

უკვე მოუთმენლად ველი, რადგან ექიმის სახლში ყოველთვის მხიარულად და

თავისუფლად ვგრძნობ თავსო. „სტენერსენები მართლაც არაჩვეულებრივი

ადამიანები არიან, - დაამატა ქალმა, - და მშვენივრად იციან, სტუმრები როგორ

გაახალისონ!“

მოულოდნელად ნაგელმა სიტყვა გააწყვეტინა და ხმადაბლა ჰკითხა:

- შემიძლია გავბედო და იმედი ვიქონიო, რომ უკვე მაპატიეთ და დაივიწყეთ

ჩემი იმდღევანდელი გიჟური საქციელი, ტყეში რომ ჩავიდინე?

ნაგელი თითქმის ჩურჩულით, დაძაბული საუბრობდა და ქალი იძულებული

გახდა, ეპასუხა.

Page 72: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დიახ, - მიუგო მან, - ახლა მშვენივრად მესმის, იმ საღამოს ისე რატომ

მოიქეცით. მივხვდი, რომ თქვენ სხვა ადამიანებს სულაც არ ჰგავხართ.

- გმადლობთ! - ხმადაბლა წარმოთქვა ნაგელმა, - ასეთი მადლიერი ცხოვრებაში

არასდროს არავის მიმართ ვყოფილვარ. რატომ ფიქრობთ, რომ სხვა ადამიანებს

არ ვგავარ? ქალიშვილო, მინდა იცოდეთ, რომ ამ საღამოს ყველანაირად

შევეცადე, ის ცუდი წარმოდგენა, რომელიც ალბათ ჩემზე პირველივე

შეხვედრისას შეგექმნათ, გამექარწყლებინა. ჩემი ყოველი სიტყვა დღეს

მხოლოდ თქვენკენ იყო მომართული. აბა, ამაზე რაღას მეტყვით? ოღონდაც

გაითვალისწინეთ, რომ თქვენ წინაშე თავს უსაზღვროდ დამნაშავედ

ვგრძნობდი და მხოლოდ ის მსურდა, ამის გამოსასწორებლად რაღაც

გამეკეთებინა. მართალია, უცნაური განწყობა დილიდანვე დამეუფლა და

მთელი დღის განმავლობაში გამყვა, მაგრამ ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო

მეტად გავაზვიადე და თითქმის მთელი საღამო ოსტატურად ვიმსახიობე. და

ეს ყველაფერი იმის გამო ჩავიდინე, რომ დამერწმუნებინეთ, თითქოს მე ერთი

შეურაცხადი კაცი ვიყავი და მსგავსი გიჟური საქციელი ჩემთვის ჩვეულებრივი

ამბავია. იმედი მქონდა, რომ ამის შემდეგ უფრო ადვილად მაპატიებდით. ის

სიზმარიც სწორედ ამიტომ გამოვიგონე და ყველას თანდასწრებით მოვყევი,

მაშინ როცა ამისთვის არც დრო იყო შესაფერისი და არც ადგილი. ვიოლინოს

ბუდის შესახებაც ვიცრუე და თავი გავიმასხარავე, მიუხედავად იმისა, რომ

არავინ მაიძულებდა.

- მაპატიეთ! - სწრაფად შეაწყვეტინა ქალმა, - არ მესმის, ამას რატომ მიყვებით.

ნუთუ გინდათ, რომ ისევ ყველაფერი გააფუჭოთ?

- არა, მე არაფერს ვაფუჭებ. თუ გაგანდობთ, რომ იმ საღამოს, ტყეში წამიერად

მართლაც ავყევი ბოროტ გულისთქმას და უკან აგედევნეთ, მაშინ

აუცილებლად გამიგებთ. იმის გამო, რომ თავი ამარიდეთ და გაიქეცით,

მოულოდნელად თქვენი შეშინება მომინდა. დიახ, მაშინ ხომ არც გიცნობდით.

ახლა კი, ვინაიდან ხედავთ, რომ მეც ისეთივე ვარ, როგორც სხვა დანარჩენები,

იმედია, ყველაფერ ამას შესაბამის ახსნას მოუძებნით. ამ საღამოს თავი

გავიმასხარავე და ჩემი ექსცენტრიული გამოსვლით საზოგადოება

განვაცვიფრე. ასე მხოლოდ იმიტომ მოვიქეცი, რომ თქვენი გული მომელბო და

ჩემი სიტყვების მოსმენაზე მაინც არ გეთქვათ უარი. ამას ნამდვილად მივაღწიე

- მომისმინეთ და ყველაფერს მშვენივრად მიხვდით.

- არა, გამოგიტყდებით, რომ ბოლომდე მაინც არ მესმის თქვენი. არც

შევეცდები, გავარკვიო. ამის გამო ტვინის ჭყლეტას ნამდვილად არ ვაპირებ!

Page 73: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არც არის აუცილებელი. ამ საკითხში ჩაღრმავება რა საჭიროა? მაგრამ

აღიარეთ, ხვალინდელი წვეულება ხომ იმიტომ დაგეგმეთ, რომ ყველა

თქვენგანმა ისეთ გაუწონასწორებელ და უცნაურ კაცად მიმიჩნია, რომელსაც

ათასი სისულელის ჩადენა შეუძლია. ხომ ასეა? ალბათ, იმედებს გაგიცრუებთ,

რადგან შესაძლოა ხვალ ლაპარაკის სურვილიც არ მქონდეს. ისიც არ არის

გამორიცხული, რომ საერთოდაც არ მოვიდე. ღმერთმა იცის, რა იქნება.

- არა, თქვენ აუცილებლად უნდა გვეწვიოთ!

- მართლა ასე ფიქრობთ? - ჩაეკითხა ნაგელი და ქალს სახეში შეაცქერდა.

ამის მეტი არც ერთს არაფერი უთქვამს. კვლავ ერთმანეთის მხარდამხარ

მიაბიჯებდნენ. პასტორის კარ-მიდამოს რომ მიუახლოვდნენ, ფრეკენ შელანდი

მოულოდნელად შედგა და აკისკისდა:

- არა, მსგავსი არაფერი გამიგონია! - ძლივს წარმოთქვა სიცილით და თავი

გადააქნია.

ცოტა ხანს იდგნენ და უკან ჩამორჩენილ თანამგზავრებს ელოდნენ. ნაგელს

უნდოდა ქალისთვის ეკითხა, თქვენი შინ გაცილების უფლებას თუ მომცემთო,

თითქმის დააპირა კიდეც, მაგრამ სწორედ ამ დროს ფრეკენ შელანდმა ზურგი

აქცია და ადიუნკტს გასძახა:

- მოდით, რაღას უცდით!

და ხელი ცოცხლად დაუქნია, რომ კაცი უფრო მეტად აეჩქარებინა.

VII

მეორე დღეს, საღამოს ექვს საათზე ნაგელი ექიმ სტენერსენის სასტუმრო

ოთახში გამოჩნდა. თავიდან ეგონა, სხვებზე ადრე მივედიო, მაგრამ მალევე

შეამჩნია, რომ იმ საზოგადოების ყველა წევრი, წინა ღამეს სანაპიროზე რომ

გაიცნო, უკვე შეკრებილიყო. მათ შორის ერთი-ორი უცხო სტუმარიც შენიშნა.

ესენი იყვნენ ადვოკატი და ვიღაც ახალგაზრდა, ქერათმიანი სტუდენტი. ორი

მაგიდის გარშემო მსხდომი სტუმრები უკვე სელტერსა და კონიაკს

წრუპავდნენ, მესამე მაგიდასთან კი მანდილოსნები ისხდნენ. იქვე იყო

რწმუნებული რაინერტიც, რომელიც იმ უცნობ ახალგაზრდა სტუდენტს

ესაუბრებოდა. ადიუნკტი, სიტყვაუხვობით რომ არასოდეს გამოირჩეოდა, უკვე

კარგა გვარიანად შეზარხოშებულიყო. გახალისებული და ლოყებაბრაწული

იდგა და ათას სისულელეზე ხმამაღლა მსჯელობდა.

Page 74: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- აი, მაგალითად, სერბეთი ავიღოთ... ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა

წერა-კითხვის უცოდინარია. და განა იქ უკეთესადაა საქმე?

ეს შეკითხვა ყველას გასაგონად დასვა და სტუმრებს ქორული მზერა მოავლო,

მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღო.

დიასახლისმა ნაგელს დაუძახა და ქალების მაგიდასთან მიიწვია. საინტერესოა,

რას დალევს? ქალმა სტუმარს გაანდო, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ

ქრისტიანიაზე[4] საუბრობდნენ. ის ამბავი, რომ ნაგელი მათ დაბაში ჩამოვიდა

და დასახლდა, ყველას ძალიან აოცებდა. ხომ შეეძლო, ამ პატარა ქალაქის

ნაცვლად სწორედ ქრისტიანია აერჩია?

ნაგელს თავისი გადაწყვეტილება უცნაურად სულაც არ მიაჩნდა. უბრალოდ,

უნდოდა, საკუთარი თავისთვის არდადეგები მოეწყო და სოფლად დაესვენა.

ქრისტიანიაში ყოფნა სრულიადაც არ ხიბლავდა და, არჩევანის წინაშე რომ

დამდგარიყო, დედაქალაქს სულ ბოლო ადგილს მიანიჭებდა.

- მართლა? რაც უნდა იყოს, ქრისტიანია ხომ დედაქალაქია? იქ ხომ ყველა

დიდი და ცნობილი ადამიანი ერთად იყრის თავს... ხელოვნებაზე, თეატრსა და

მსგავს აქტიურობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ!

- გარდა ამისა, რამდენი უცხოელი სტუმარი ჩადის... - დაამატა ფრეკენ

ანდრესენმა, - უცხოელი მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები და სხვადასხვა

ჟანრის ხელოვანები.

დაგნი შელანდი ხმას არ იღებდა, საუბარს მშვიდად ისმენდა.

- დიახ, ალბათ ასეცაა! - დაეთანხმა ნაგელი, მაგრამ ყოველთვის, როცა მისი

თანდასწრებით ქრიასტიანიას ახსენებენ, უნებურად გრენსენის ოლქის ერთ-

ერთი ნაწილი უდგება თვალწინ და გასაშრობად გამოფენილი სარეცხის სუნს

შეიგრძნობს. მართლა ასეა, არაფერს იგონებს. მისი აზრით ქრისტიანია

ზედმეტად გადაპრანჭული პატარა ქალაქია, სადაც მხოლოდ ერთი-ორი

ეკლესია, რამდენიმე გაზეთი, ერთი სასტუმრო და ერთიც წყლის საერთო

ავზია... და ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე ზვიადი ადამიანები ცხოვრობენ.

მათზე უფრო ყოყოჩ ხალხს სხვაგან ვერსად შეხვდები. ღმერთო, ყოველთვის,

როცა იმ ქალაქში უწევს ყოფნა, ერთი სული აქვს, სხვაგან გაემგზავროს.

იმის წარმოდგენა, რომ ადამიანს შეიძლება მსგავსი ანტიპათია ჰქონდეს არა

მხოლოდ ერთი კონკრეტული პიროვნების, არამედ მთელი ქალაქის, უფრო

ზუსტად კი, საკუთარი ქვეყნის დედაქალაქის მიმართ, რწმუნებულს ძალიან

გაუჭირდა. თანაც ქრისტიანია ისეთი პატარა ნამდვილად აღარ არის და მას

Page 75: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მსოფლიოს ქალაქებს შორის თავისი საპატიო ადგილიც უკავია... და კაფე

„გრანდი“? მას სხვა ღარიბულ კაფეებს არც კი შეადარებს!

კაფე „გრანდის“ შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას ნაგელი მაშინვე არ

გამოხმაურებია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი შუბლი შეკრა და ყველას

გასაგონად წარმოთქვა:

- „გრანდი“ მართლაც უნიკალური კაფეა.

- მეჩვენება, რომ ხუმრობთ...

- სულაც არა! „გრანდი“ საზოგადოებრივი თავშეყრის კარგად ცნობილი

ადგილია, სადაც ჩვეულებისამებრ მსოფლიოში ცნობილი უდიდესი

მხატვრები, მოწინავე ახალგაზრდები, ყველაზე ლამაზი და მოდურად

ჩაცმული ქალბატონები, უნიჭიერესი რედაქტორები და პოეტები იკრიბებიან.

ჰა-ჰა-ჰა! ისინი სხედან და ერთმანეთს ელაქუცებიან, ხოტბას ასხამენ და ამით

უზომოდ ბედნიერები არიან. საკუთარი თვალით მინახავს, როგორ ნეტარებას

განიცდის რომელიმე მათგანი მაშინ, როცა სხვების ყურადღების ცენტრში

ექცევა.

ნაგელის პასუხმა ყველა გააღიზიანა. რწმუნებული ფრეკენ შელანდისკენ

გადაიხარა და საკმაოდ ხმამაღლა უთხრა:

- ასეთ ამპარტავან ადამიანს არასოდეს შევხვედრივარ!

ქალიშვილი შეკრთა და ნაგელს გაჰხედა. კაცმა რწმუნებულის სიტყვები

აშკარად გაიგონა, მაგრამ აინუნშიც არ ჩააგდო. ორიოდე წუთში ის უკვე

ახალგაზრდა სტუდენტის პირისპირ იდგა, სასმელს წრუპავდა და

აბსოლუტური გულგრილობით სულ სხვა თემაზე მსჯელობდა. ამ კაცის

სიამაყემ ფრეკენ შელანდიც კი გამოიყვანა წყობილებიდან. ღმერთმა უწყის, ეს

უცხო მხარიდან ჩამოსული ბატონი რას ფიქრობს თითოეულ მათგანზე, მაშინ,

როცა ბედავს და ყველას წინაშე ასე ქედმაღლურად საუბრობს! რამხელა

წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და როგორი განდიდების მანიითაა

შეპყრობილი! და როდესაც რწმუნებულმა დაგნის ჰკითხა, აბა, ამ ყველაფერზე

თქვენ რა აზრის ხართო, ქალმა საკმაოდ ხმამაღლა უპასუხა:

- მე რას ვფიქრობ? რას და იმას, რომ ჩემთვის ქრისტიანია მშვენიერი ქალაქია.

ნაგელს ყურადღება არც ამ სიტყვებისთვის მიუქცევია, სრულ სიმშვიდეს

ინარჩუნებდა. ერთი კი გახედა ქალს და სახის ისეთი გამომეტყველება მიიღო,

თითქოს ცდილობდა, გაეხსენებინა, რა იყო მის ნათქვამში ასეთი

Page 76: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამაღიზიანებელი. თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ამგვარად იდგა,

ქალიშვილს მიშტერებოდა, თვალებს მრავალმნიშვნელოვნად ჭუტავდა,

თითქოს რაღაცაზე ფიქრობსო. თან სახეზე უსაზღვრო ნაღველი ეფინა.

ახლა საუბარში ადიუნკტიც ჩაერთო და იმ მოსაზრების გამო, თითქოს

ქრისტიანია უფრო პატარაა, ვიდრე მაგალითად, ბელგრადი, პროტესტი

გამოთქვა. მისი აზრით, ქრისტიანია სხვა რომელიმე, ზომიერი სიდიდის

დედაქალაქებზე უფრო პატარა სულაც არ იყო.

ყველას გაეცინა. ადიუნკტი თავისი ღაჟღაჟა ლოყებითა და მტკიცე

შეხედულებებით საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდა. ყველაზე გულიანად

პატარა ტანის, თავმოტვლეპილი და ცხვირზე ოქროსფრად მოელვარე

სათვალედასკუპებული ადვოკატი ჰანსენი ხარხარებდა, მუხლებზე ხელებს

იტყაპუნებდა და სულს ძლივს ითქვამდა.

- ზომიერი სიდიდის... ზომიერი სიდიდისო... - იმეორებდა განუწყვეტლივ და

სიცილით იგუდებოდა, - ქრისტიანია იმავე სიდიდის სხვა დედაქალაქებზე

პატარა სულაც არ არისო... ზუსტად იმავე სიდიდის დედაქალაქებზე უფრო

პატარა... არც თუ ისე პატარა... ღმერთო დიდებულო! თქვენი სადღეგრძელო

იყოს!

ნაგელმა სტუდენტ ეიენთან საუბარი განაგრძო. დიახ, ახალგაზრდობაში

თავად ნაგელიც საკმაოდ გატაცებული იყო მუსიკით, განსაკუთრებით კი

ვაგნერით. მაგრამ დრომ თავისი ქნა და წლებმა ეს გატაცებაც ჩაუხშო. მხოლოდ

ნოტების ცნობა და ერთი-ორი აკორდის დაკვრა ისწავლა, ამაზე შორს აღარ

წასულა.

- პიანინოზე? - ჰკითხა სტუდენტმა. იგი სწორედ ამ ინსტრუმენტზე უკრავდა.

- არა, ღმერთმა დამიფაროს, ვიოლინოზე. მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ,

ბევრი ვერაფერი მოვახერხე და ამ საქმეს მალევე შევეშვი.

მოულოდნელად მისი მზერა ფრეკენ ანდრესენს მისწვდა. ქალი სასტუმრო

ოთახის კუთხეში, ფილებით მოპირკეთებული ღუმლის გვერდით იჯდა და

უკვე თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში რწმუნებულთან საუბრობდა.

მოულოდნელად მათი მზერა წუთიერად შეხვდა ერთმანეთს. ქალი სკამზე

ნერვიულად აწრიალდა და სიტყვა პირზე შეეყინა.

დაგნი მოშორებით იჯდა და ხელში დაგრაგნილი გაზეთი ეჭირა, რომელსაც

მეორე ხელისგულზე მსუბუქად იტყაპუნებდა. თოვლივით ქათქათა,

ჩამოქნილ თითებზე არც ერთი ბეჭედი არ ეკეთა. ნაგელი მას მალულად

Page 77: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ათვალიერებდა. ღმერთო მაღალო! ამ საღამოს ეს ქალი განსაკუთრებულად

ლამაზი იყო. მისი სქელი, ოქროსფერი ნაწნავი სანათურების შუქს ირეკლავდა

და მუქად შეღებილი კედლების ფონზე კიდევ უფრო მეტად ბრწყინავდა.

როდესაც სავარძელში იჯდა, მისი სხეულის მრგვალი ფორმები ცოტა უფრო

მეტად იკვეთებოდა, მაგრამ რომ წამოდგა, გაცილებით სუსტი გამოჩნდა.

მსუბუქად, ნარნარით დადიოდა... თითქოს კი არ დააბიჯებდა, ციგურებზე

დასრიალებდა.

ნაგელი ადგა და მისკენ გაემართა.

როცა დაგნიმ წამით თავისი მუქი ლურჯი თვალები შეანათა, ნაგელმა

დაუფიქრებლად წამოიძახა:

- ღმერთო, რა ლამაზი ხართ!

მისმა პირდაპირობამ ქალიშვილი აღაშფოთა, დაბნეულმა რაღაცის თქმა

დააპირა, მაგრამ ვერ მოახერხა.

- მცირედი კეთილგონიერება მაინც გამოიჩინეთ! - წარმოთქვა ბოლოს

ჩურჩულით.

რამდენიმე წუთის შემდეგ დაგნი როიალს მიუჯდა და ჯერ კიდევ

ლოყებაფაკლული ნოტების ფურცვლას მოჰყვა.

ექიმმა სტენერსენმა, რომელიც პოლიტიკაზე საუბრის სურვილით იწვოდა,

მოულოდნელად ხმამაღლა იკითხა:

- დღევანდელ გაზეთებს თუ გაეცანით? ეშმაკსაც წავუღივარ, თუ ვაჭარბებდე,

მაგრამ „მორგენბლადში“ ამ ბოლო დროს წმინდა წყლის სისულელეებს წერენ.

ჭკვიან, განათლებულ ადამიანებს უზრდელთა და ქუჩიდან მოსულთა ბრბო

ჩაენაცვლა.

ექიმის სიტყვებს არავინ გამოხმაურებია და ისიც იძულებული გახდა,

გაჩუმებულიყო. ადვოკატმა ჰანსენმა არც მწვადი დაწვა, არც შამფური და

განაცხადა: მოდი, ვაღიაროთ, რომ ორივე მხარე ერთნაირად სცოდავსო...

- იცით, რას გეტყვით? - წამოიძახა ექიმმა, - შემთხვევით, იმის თქმა ხომ არ

გინდა, რომ...

მაგრამ აზრის დასრულების საშუალება არ მისცეს, რადგან სტუმრებს უკვე

სუფრასთან იხმობდნენ. ყველამ სასადილო ოთახს მიაშურა, თუმცა ექიმი არ

ცხრებოდა და თავის მოსაზრებებს სადილობის დროსაც გამოთქვამდა. ნაგელი,

Page 78: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რომელიც დიასახლისსა და პოლიცმაისტერის ახალგაზრდა ქალიშვილს,

ფრეკენ ულსენს შორის იჯდა, დისკუსიაში არ ერეოდა. სადილობის

დასასრულს საუბარი ევროპის პოლიტიკის გარშემო წარიმართა. ათასნაირი

მოსაზრება გამოითქვა რუსეთის მეფეზე, კონსტანსზე, პარნელზე და როცა

ბოლოს და ბოლოს საქმე ბალკანეთის საკითხზე მიდგა, კარგა გვარიანად

გამომთვრალ ადიუნკტს სერბეთის განკითხვის საშუალება კიდევ ერთხელ

მიეცა. „Statistische Monatschrift“-ში სულ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ

სერბეთში მართლაც საშინელი მდგომარეობაა, სკოლები ფაქტობრივად არ

ფუნქციონირებსო...

- ერთი რამ, ყოველ შემთხვევაში, ძალიან მახარებს... - თქვა ექიმმა და თვალები

აუწყლიანდა, - ის რომ, გლადსტონი ჯერ კიდევ ცოცხალია. მოდი, ბატონებო,

სასმისები შევავსოთ და გლადსტონის სადღეგრძელო შევსვათ! დიახ,

გლადსტონის... მოდი, ეს დიდი და ნაღდი დემოკრატი, თანამედროვეობისა და

მომავლის ეს უდიდესი ადამიანი დავლოცოთ!

- მოითმინეთ! - წამოიძახა ფრუ სტენერსენმა, - ნება მოგვეცით, ჩვენც

შემოგიერთდეთ!

მან ლანგარზე დაწყობილი ღვინის ბოკლები უდიდესი მონდომებით შეავსო

და ათრთოლებული ხელით ჩამოარიგა.

სადღეგრძელო ერთსულოვნად შეისვა.

- დიახ, ის მართლაც უბადლო ადამიანია! - ენის წკლაპუნით აგრძელებდა

ექიმი, - მართალია, ამ ბოლო დროს ცოტა იავადმყოფა, გაციებულა საწყალი,

მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე გამოჯანმრთელდება. დღევანდელ

პოლიტიკოსთაგან ყველაზე მეტად გლადსტონის დაკარგვა დამენანებოდა.

ღმერთო მაღალო! როდესაც გლადსტონზე ვფიქრობ, მისი სახით თვალწინ

მთელი სამყაროსთვის გზის გამკვლევი გიგანტური შუქურა მიდგება!...

ბატონო ნაგელ, ისეთი სახე გაქვთ, თითქოს სულ სხვა რაღაცაზე ფიქრობდეთ...

ნუთუ არ მეთანხმებით?

- რაო, რა ბრძანეთ? ბუნებრივია, სავსებით გეთანხმებით!

- რა თქმა უნდა, ბისმარკსაც დიდად ვაფასებ, მაგრამ გლადსტონი...

ექიმს ძველებურად არავინ შეკამათებია, ვინაიდან მისი სიტყვაუხვობის ამბავი

ყველამ მშვენივრად იცოდა. ბოლოს და ბოლოს დისკუსია ჩაცხრა და

მასპინძელმა სტუმრებს დროის გაყვანის მიზნით ბანქოს თამაში შესთავაზა,

მაგრამ მოულოდნელად ფრუ სტენერსენმა წამოიყვირა:

Page 79: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა, ეს ამბავი აუცილებლად უნდა გიამბოთ. იცით, სტუდენტმა ეიენმა რა

მითხრა? როგორც ჩანს, ბატონო ნაგელ, თქვენ გლადსტონს ყოველთვის ისე არ

სწყალობდით, როგორც დღეს, ამ საღამოს. ერთხელ, ქრისტიანიაში ყოფნისას,

ეიენი თქვენს სიტყვით გამოსვლას შესწრებია... ვგონებ, მუშათა პარტიის

შეხვედრაზე ბრძანდებოდით. მოკლედ, იმ დღეს გლადსტონი თითქმის

მიწასთან გაგისწორებიათ. მაგარი ვინმე ყოფილხართ, ვერაფერს ვიტყვი.

ნუთუ ეს ყველაფერი სიმართლეა? დიახ, შეეცადეთ და აგვიხსენით!

ქალბატონმა ეს სიტყვები ღიმილით, საკმაოდ თბილი ხმით წარმოთქვა,

ხუმრობით საჩვენებელი თითიც კი დაიქნია და ახსნა-განმარტება კიდევ

ერთხელ მოითხოვა.

ნაგელი შეიშმუშნა და უპასუხა:

- როგორც ჩანს, გაუგებრობას აქვს ადგილი.

- ვერ ვიტყვი, რომ გლადსტონი მიწასთან გაასწორეთ... - ჩაერთო საუბარში

ეიენი, - მაგრამ კარგა გვარიანად კი გააკრიტიკეთ. ვგონებ, ფარისეველიც კი

უწოდეთ.

- ფარისეველი? - წამოიძახა ექიმმა, - გლადსტონი და ფარისეველი?!

ახალგაზრდავ, იმ დღეს მთვრალი ხომ არ ბრძანდებოდით?

ნაგელს გაეცინა.

- არა, მგონი მთვრალი არ უნდა ვყოფილიყავი... ან იქნებ, ვიყავი კიდეც, აღარ

მახსოვს.

- ნამდვილად ასე იქნებოდა! - საზეიმო ტონით დაადასტურა სტენერსენმა.

ნაგელს თავის მართლება არც უფიქრია და ყველანაირად შეეცადა, ამ საუბარს

დაძვრენოდა, მაგრამ დაგნი შელანდმა ფრუ სტენერსენს გადაუჩურჩულა:

- გთხოვთ, აიძულეთ, თავისი აზრი ბოლომდე გამოთქვას. მისი საუბარი

უზომოდ მართობს.

- კი მაგრამ, მაშინდელი თქვენი სიტყვით გამოსვლა მაინც რას ნიშნავდა? -

ჩაეკითხა დიასახლისი, - ვინაიდან მის წინააღმდეგ გამოდიოდით, ესე იგი,

გარკვეული მიზეზებიც გქონდათ. ასე რომ, ყველაფერი უნდა გვიამბოთ. თანაც

თქვენი საუბრით დიდ სიამოვნებას მოგვანიჭებთ... თორემ აქ ბანქოს თამაში

თუ გაჩაღდა, მოწყენილობისგან სული ამოგვხვდება!

Page 80: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- თუ ჩემი საუბრით აქ მყოფ საზოგადოებას გავახალისებ, მაშინ თანახმა ვარ, -

მიუგო ნაგელმა.

ნუთუ მას სურდა, რომ ამ სიტყვებით საზოგადოებაში საკუთარი თავი და

დანიშნულება წარმოეჩინა? ნაგელმა ღიმილი ძლივს შეიკავა.

თავდაპირველად აღნიშნა, რომ ის შეკრება, რომელზეც ეიენმა ილაპარაკა,

საერთოდ არ ახსოვდა... რომელიმე თქვენგანი ოდესმე პირადად თუ

შეხვედრია გლადსტონს და მისი საუბარი თუ მოუსმენია? როდესაც იგი

ტრიბუნასთან დგას და სიტყვით გამოდის, მართლაც უდიდეს

შთაბეჭდილებას ახდენს. იმ დროს თავად ღირსებისა და სამართლიანობის

განსახიერებაა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მისი სინდისის სისპეტაკეში ვინმეს

ძნელად თუ შეეპარება ეჭვი. ნუთუ შესაძლებელია, რომ ასეთმა ადამიანმა რამე

ბოროტება ჩაიდინოს და ღმერთის წინაშე შესცოდოს?! ამ შინაგანი სისპეტაკის

იდეით იმდენად არის გამსჭვალული, რომ თავისი მსმენელიც ასეთივე სათნო

ჰგონია და დარწმუნებულია, რომ გარს მხოლოდ ზნეობრივი ადამიანები

ახვევია...

- მაგრამ ეს ხომ მშვენიერი თვისებაა? ეს ყოველივე ხომ მის სამართლიანობასა

და ჰუმანურობაზე მეტყველებს? - შეაწყვეტინა ნაგელს ექიმმა, - მსგავსი

უცნაური მსჯელობა არასოდეს მომისმენია.

- გეთანხმებით და მეც მხოლოდ და მხოლოდ მისი პიროვნების დახასიათებასა

და მისი, ასე ვთქვათ, მშვენიერი თვისებების წარმოჩენას შევეცადე. ჰა-ჰა-ჰა!

ახლა კი ერთი შემთხვევის შესახებ მინდა გიამბოთ. არა, ალბათ ამ ამბის

დაწვრილებით მოყოლა საჭირო არც იქნება, სახელი „კერი“ რომ ვახსენო, ისიც

კმარა. არ ვიცი, რომელიმე თქვენგანს ახსოვს თუ არა ის დრო, როცა

გლადსტონი თავისი მინისტრობის პერიოდში, დამსმენი და მოღალატე

კერისგან იღებდა ცნობებს. სხვათა შორის, კერი ფენიების შურისძიებისგან

სწორედ გლადსტონმა იხსნა და აფრიკაში გააპარა. მაგრამ ეს სულ სხვა

ისტორიაა და ახლა ამაზე საუბარს არც ვაპირებ. მართალი გითხრათ, ამ

ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მე თვითონაც არ ვანიჭებ,

ვინაიდან, როგორც ჩანს, თავად მინისტრებიც დროდადრო იძულებულნი

ხდებიან, გარკვეულ წვრილმან ეშმაკობებს მიმართონ. მოდი, საწყის თემას

დავუბრუნდები. ვაღიარებ, რომ იმ დროს, როცა გლადსტონი სიტყვით

გამოდის, სინდისი ნამდვილად სუფთა აქვს და ეს ფაქტია. ახლა, ამ წუთას, ის

რომ ტრიბუნასთან იდგეს და მოხსენებას კითხულობდეს, აუცილებლად

გთხოვდით, რომ მისი სახის გამომეტყველებას განსაკუთრებული

გულისყურით დაკვირვებოდით. მას იმდენად სჯერა საკუთარი შინაგანი

Page 81: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სისპეტაკის, რომ ეს თვითშთაგონება მის ყოველ გამოხედვაში, ხმის ტემბრში,

დგომის მანერასა და ჟესტიკულაციაში გამოსჭვივის. თითქმის ყოველთვის

მარტივი, ადვილად გასაგები ენით საუბრობს; ცდილობს, არ აჩქარდეს და რაც

შეიძლება ხანგრძლივად ილაპარაკოს. ოჰ, ის მართლაც განსაკუთრებული

მჭევრმეტყველებით გამოირჩევა და სათქმელი არასოდეს ელევა. უნდა ნახოთ,

როგორ უშუალოდ მიმართავს ხოლმე დარბაზში მსხდომ მსმენელს, ერთი-ორ

სიტყვას რკინა-კავეულით მოვაჭრეს ეტყვის, მერე ტყავ-ბეწვეულის ხელოსანს

მიუბრუნდება და ამ დროს სიტყვებს ისეთი დამაჯერებლობით წარმოთქვამს,

თითქოს ყოველი სიტყვა თითო კრონი უღირდეს. ეს ყველაფერი მართლაც

სახალისო სანახავია. გლადსტონი, ასე ვთქვათ, ხელშეუვალ უფლებათა

რაინდია და ფაქტობრივად იმისთვის იბრძვის, რაც უკვე მოპოვებულია.

სხვისი შეცდომების მიმართ თუნდაც სულ მცირე ლმობიერების გამოჩენა არ

უყვარს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, როდესაც ხვდება, რომ სიმართლე მის

მხარესაა, კიდევ უფრო დაუნდობელი ხდება და ამ სიმართლეს ფარივით

ხმარობს, მსმენელების თვალწინ ჰაერში მოხერხებულად ატრიალებს და

მოწინააღმდეგის შესარცხვენად ყველანაირ ხერხს მიმართავს. ის ხომ უკვდავი

და ჯანსაღი მორალის ადამიანია და ქრისტიანობის, ჰუმანიზმისა და

ცივილიზაციის სახელით ქადაგებს! ამ კაცისთვის ვინმეს რამდენიმე ათასი

გირვანქა სტერლინგი რომ შეეთავაზებინა და უსამართლოდ

სიკვდილმისჯილი ქალის ეშაფოტიდან დახსნა ეთხოვნა, იგი ქალს

აუცილებლად დაიხსნიდა, მაგრამ ფულს კი ზიზღით უკანვე მიუგდებდა

პატრონს და ამ საქციელს განსაკუთრებულ დამსახურებად ნამდვილად არ

ჩათვლიდა... სრულიადაც არა. ის საკუთარი დამსახურების აღიარებას

არაფრის დიდებით არ მოისურვებდა. აი, სწორედ ასეთი კაცია გლადსტონი. ეს

მუხლჩაუხრელი მებრძოლი დღენიადაგ იმას ცდილობს, რომ ამ ცოდვილ

მიწაზე მხოლოდ სიკეთე თესოს. სამართლიანობისთვის, ჭეშმარიტებისა და

ღმერთისთვის ბრძოლაში საკუთარ თავსაც არ ზოგავს. და ისეთი რა ბრძოლა

უნდა იყოს, მან რომ არ მოიგოს? ორჯერ ორი ხომ ოთხია... მადლობა უფალს,

სიმართლემ იზეიმა. არა, ისე გლადსტონს გაცილებით მეტის უნარი აქვს,

ვიდრე ორჯერ ორია... ერთხელ, ბიუჯეტის განხილვისას თავად შევესწარი

იმას, თუ როგორ ამტკიცებდა, ჩვიდმეტჯერ ოცდასამი სამას

ოთხმოცდათერთმეტი იქნებაო და ამჯერადაც ბრწყინვალე და გრანდიოზული

გამარჯვება მოიპოვა. სიმართლე კვლავ მის მხარეს იყო, ეს სიმართლე მისი

მზერიდანაც კი გამოსჭვიოდა, ხმას უთრთოლებდა და დიდებულებას სძენდა.

სწორედ ამ დროს ფეხზე წამოვდექი და ამ ადამიანს სახეში შევაცქერდი. ის კი

ვიცოდი, რომ მართალი იყო, მაგრამ მაინც ავდექი. მოკლედ, ვდგავარ და მის

მიერ დაანგარიშებულ სამას ოთხმოცდათერთმეტზე ვფიქრობ. გამოთვლა

Page 82: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აშკარად შეუცდომელია, მაგრამ რატომღაც მაინც მშვიდად ვამბობ: არა, მოიცა,

ჩვიდმეტჯერ ოცდასამი სამას ოთხმოცდაჩვიდმეტია-მეთქი! მე კი ვიცი, რომ

ოთხმოცდათერთმეტია, მაგრამ მაინც ვეწინააღმდეგები და ვამტკიცებ, რომ

ოთხმოცდაჩვიდმეტია... და ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ არ მინდა ამ

ადამიანის, სიმართლის ამ უბადლო დამცველის აზრს დავეთანხმო. „აღსდექ,

აღსდექ ამ მლიქვნელური ჭეშმარიტების წინააღმდეგ!“ - ჩამძახის იდუმალი

ხმა. ჰოდა, მეც ვდგები და რაღაც მწველი შინაგანი მოთხოვნილების ძალა

მაიძულებს, ოთხმოცდაჩვიდმეტი ვთქვა... ამგვარი პროტესტით ვცდილობ

სიმართლისადმი ჩემივე საკუთარი რწმენა შევინარჩუნო და ამ კაცს, რომელიც

ასე შეურყევლად დგას ჭეშმარიტების სადარაჯოზე, ამ ცნების დამდაბლებისა

და ბანალურობამდე დაყვანის უფლება არ მივცე.

- ღმერთო, მომკალი! ამგვარი უაზრო ბოდვა ცხოვრებაში არ მომისმენია! -

წამოიძახა ექიმმა, - ნუთუ თქვენ იმან აღგაშფოთათ, რომ გლადსტონი

ყოველთვის მართალია?!

ნაგელს გაეღიმა, ბუნებრივად თუ ნაძალადევად, რთული სათქმელია... და

გააგრძელა:

- ეს არც ჩემს აღშფოთებას იწვევს და არც ჩემს გარყვნას. არც იმის იმედი მაქვს,

რომ აქ მყოფი საზოგადოება სათქმელს ბოლომდე გამიგებს, მაგრამ ეს

ნაკლებად მაღელვებს. მოკლედ, იმას ვამბობდი, რომ გლადსტონი

სამართლიანობისა და ჭეშმარიტების ერთგვარი მოხეტიალე მქადაგებელია და

ტვინი გაცვეთილი იდეალებით აქვს გამოჭედილი. ის, რომ ორჯერ ორი

ოთხია, მისთვის ამ სამყაროში ყველაზე დიდი ჭეშმარიტებაა. და განა ჩვენ

უნდა უარვყოთ, ორჯერ ორი რომ ოთხია? ბუნებრივია, არა. ამ ყველაფერს

იმიტომ გეუბნებით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ გლადსტონი

ყოველთვის სიმართლეს ამბობს. თუმცა, საკითხავი ის არის, თავად ჩვენ

სიმართლის აღქმის უნარი რამდენად შემოგვრჩა. იქნებ ეს უნარი კარგა ხანია

დავკარგეთ, ვინაიდან გონებას სრულიად უსარგებლო ჭეშმარიტებით

გვიტენიან? აი, სწორედ ესაა საქმე. მაგრამ გლადსტონი ხომ ყოველთვის ისეთი

გულწრფელი და კეთილსინდისიერია და ადამიანებისთვის წყალობისა და

სიკეთის თესვას საკუთარი ნებით არასოდეს შეწყვეტს. ის არასოდეს ისვენებს,

ის ყველგან სჭირდებათ. გარდა ამისა, ბირმინგემსა და გლაზგოში თავისი

ბრძნული აზრების ფრქვევით ყველას ყურებს გვიჭედავს და ყველანაირად

ცდილობს, მესაცობე მუშასა თუ ადვოკატს ერთნაირი პოლიტიკური ხედვა

ჩამოუყალიბოს. საკუთარ შეხედულებებს დიდი თავგანწირვით იცავს და

თავის ხანდაზმულ, ერთგულ ფილტვებს არ იშურებს, რომ მისი ყოველი

Page 83: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სიტყვა, რომელიც ესოდენ ფასეულია, მსმენელის ყურამდე მივიდეს. საღამოს

კი, როდესაც წარმოდგენა დასრულდება და გლადსტონი საზოგადოების

აღტყინებული შეძახილების ფონზე ქედს მოიხრის, შინ დაბრუნდება,

ლოგინში ჩაწვება და გულხელდაკრეფილი წაიკითხავს ლოცვას ძილის წინ...

ისე ჩაეძინება, რომ სინდისის ქენჯნასაც არ შეიგრძნობს, იოტისოდენა

სირცხვილიც კი არ შეაწუხებს იმის გამო, რომ ბირმინგემი გაავსო, რომ

გლაზგო გაავსო... კი მაგრამ, რით გაავსო?! მისთვის უმთავრესი მხოლოდ ისაა,

რომ კაცობრიობისა და საკუთარი სინდისის წინაშე ვალმოხდილად იგრძნოს

თავი და ამ შეგრძნებით გაბრუებული ისე დაიძინებს, როგორც უზადოდ

სამართლიანი ადამიანი. ცოდვას არ დაიდებს და საკუთარ თავს არასოდეს

ეტყვის: „დღეს საქმეს თავი არც ისე კარგად გაართვი, წინა რიგში მსხდომ ორ

მქსოველ ქალბატონს შენი ყბედობით თავი მოაბეზრე, ერთ-ერთმა მთქნარებაც

კი დაიწყო...“ ის ამას არასოდეს აღიარებს, ვინაიდან ვერც კი წარმოიდგენს,

რომ ეს შეიძლება სიმართლე იყოს. ტყუილის თქმა კი ნამდვილად არ სურს,

რადგან ტყუილი ცოდვაა, მას კი არ უნდა, რომ ცოდვა ჩაიდინოს. არა, აი

გლადსტონი ამ სიტყვების ნაცვლად საკუთარ თავს რას ეტყოდა: „მგონი, ვიღაც

კაცმა დაამთქნარა. საკმაოდ უცნაურად მეჩვენება ეს ამბავი... ანდა, იქნებ

შემეშალა კიდეც და იმ კაცს სულაც არ დაუმთქნარებია.“ ჰა-ჰა-ჰა! ისე, მართლა

არ მახსოვს, ქრისტიანიაში სწორედ ამაზე ვილაპარაკე თუ სხვა რამეზე, მაგრამ

ამას რა მნიშვნელობა აქვს? რაც უნდა იყოს, დაუფარავად ვაღიარებ, რომ

გლადსტონის დიდსულოვნებას ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება

არასოდეს მოუხდენია.

- საბრალო გლადსტონი! - ჩაილაპარაკა რწმუნებულმა რაინერტმა.

ნაგელს პასუხი არ გაუცია.

- არა, ქრისტიანიაში ამაზე არ გისაუბრიათ! - უთხრა ეიენმა, - გლადსტონს

ირლანდიელებთან და პარნელთან კავშირის გამო კიცხავდით. გარდა ამისა,

აღნიშნეთ, რომ ის არანაირი განსაკუთრებული სულიერი ფასეულობებით არ

გამოირჩევა. ეს სიტყვები კარგად მახსოვს. კიდევ ის თქვით, რომ შესაძლოა

გლადსტონი საკმაოდ დიდი გავლენითაც სარგებლობდეს, მაგრამ მისი

ძალაუფლება ზეორდინარულია, ის ერთი ჩვეულებრივი ბეკონსფილდელი

პოლიტიკოსია...

- დიახ, გამახსენდა. მაშინ სათქმელიც კი არ დამასრულებინეს. ჰა-ჰა-ჰა!

კეთილი და პატიოსანი, მზად ვარ ამაზეც მოვაწერო ხელი. რატომაც არა? უკვე

რაც არის, იმაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ გთხოვთ, ცოტა უფრო

ლმობიერად განსაჯოთ!

Page 84: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ყველაფერი გასაგებია... - წამოიწყო ექიმმა, - მოდი, გამოტყდით, მემარჯვენე

ბრძანდებით?

ნაგელმა გაოცებისგან თვალები ჭყიტა, სიცილი წასკდა და ექიმს კითხვა

შეუბრუნა:

- და თქვენ როგორ გგონიათ?

სწორედ ამ დროს კარზე ზარმა დაიწკრიალა. დიასახლისი ფეხზე წამოფრინდა.

რა თქმა უნდა! სამწუხაროდ, ექიმი პაციენტთან წასასვლელად უნდა

გაემზადოს, მაგრამ სტუმრებისთვის დაშლის უფლება ჯერ არავის მიუცია,

ყოველ შემთხვევაში, თორმეტ საათამდე მაინც... ფრეკენ ანდრესენი ისევ თავის

ადგილს უნდა დაუბრუნდეს, ანამ კი ყავისთვის წყალი აადუღოს... ჯერ ხომ

მხოლოდ ათი საათია.

- ბატონო რწმუნებულო, თქვენ თითქმის არაფერს სვამთ!

კი, როგორ არა, სტუმრებს ერთი ჭიქითაც კი არ ჩამორჩენია.

- მოკლედ, შევთანხმდით, რომ არ დაიშლებით. ყველანი აქ უნდა დარჩეთ.

დაგნი, ასე ჩუმად რატომ ხარ?

არა, დაგნი ხომ სიტყვაუხვობით ისედაც არასოდეს გამოირჩევა.

კაბინეტში გასული ექიმი ისევ სასტუმრო ოთახში ბრუნდება. ის სტუმრებს

ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ აუცილებლად უნდა წავიდეს. საკმაოდ

სახიფათო შემთხვევაა, სისხლდენა... თუმცა მაინცდამაინც შორს არ მიდის და

ორ-სამ საათში უკანვე დაბრუნდება. იმედოვნებს, რომ მის მოსვლამდე

სტუმრები არ დაიშლებიან. აბა, დროებით! კარგად, იეტა!

ექიმი ოთახიდან ნაჩქარევად გავიდა. სულ რაღაც ორიოდე წუთის შემდეგ ის

და მისი თანმხლები მამაკაცი სწრაფი ნაბიჯით უკვე ნავსადგომისკენ მიმავალ

ბილიკს მიუყვებოდნენ.

- მოდი, ახლა რამე მოვიფიქროთ... - მიმართა სტუმრებს დიასახლისმა, - რომ

იცოდეთ, რარიგ მოვიწყენ ხოლმე, როცა ჩემი ქმარი სახლიდან გადის.

ზამთარში კიდევ უფრო მეტად ვღელავ და ხანდახან იმასაც კი ვშიშობ, ვაითუ

უკან ვეღარ დაბრუნდეს-მეთქი.

- როგორც ვხედავ, შვილები არ გყავთ, - აღნიშნა ნაგელმა.

- არა, შვილები არ გვყავს... ახლა უკვე მივეჩვიე გრძელი ღამეების მარტო

გატარებას, თავიდან კი ნამდვილი საშინელება იყო. რომ იცოდეთ, როგორ

Page 85: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მეშინოდა ხოლმე. ცალკე სიბნელე მიხეთქავდა გულს, ცალკე - ქმარზე დარდი.

დიახ, გამოგიტყდებით და სიბნელის ძალიან მეშინია. ასე რომ, ხანდახან

ისეთი შიში მიპყრობდა, რომ ჩემი საძინებლიდან გავრბოდი და მოსამსახურე

გოგონას მივეკედლებოდი ხოლმე... დაგნი, ახლა შენც უნდა თქვა რამე... ვისზე

ფიქრობ? ალბათ, შეყვარებულზე, არა?

დაგნი გაწითლდა, უხერხულად ჩაიცინა და უპასუხა:

- რა თქმა უნდა, მასზე ვფიქრობ. ეს ხომ სავსებით ბუნებრივიცაა. ჯობია,

რწმუნებულ რაინერტს ჰკითხოთ, რაზე ფიქრობს, მას ხომ ამ საღამოს კრინტიც

არ დაუძრავს.

რწმუნებულმა გააპროტესტა: როგორ არა, სულ ცოტა ხნის წინ ქალბატონ

ულსენთან და ფრეკენ ანდრესენთან საკმაოდ გულითადი საუბარი მქონდა,

რის შემდეგაც სხვა სტუმრების პოლიტიკურ შეხედულებებს უდიდესი

გულისყურით ვისმენდიო. მოკლედ...

- ფრეკენ შელანდის საქმრო კვლავ ზღვაში გავიდა, - მიუბრუნდა ნაგელს

დიასახლისი, - საზღვაო ოფიცერია და ამჯერად მალტაში გაემგზავრა. ხომ

ასეა?

- დიახ, მალტაში, - დაუდასტურა დაგნიმ.

- მისნაირი მამაკაცები საკმაოდ სწრაფად იღებენ დაქორწინების

გადაწყვეტილებას. ორი-სამი კვირით ესტუმრებიან ხოლმე მშობლებს და მერე

კი, ერთ მშვენიერ საღამოს... დიახ, ოფიცრებს ვგულისხმობ!

- სანაქებო ხალხია! - სიტყვა ჩაურთო ნაგელმა, - ძირითადად ლამაზი,

გარუჯული, ნათელი სახეები აქვთ და ხალასი აზროვნებით გამოირჩევიან.

მერედა, რა მშვენიერი უნიფორმები აცვიათ და რა ელეგანტურად იხდენენ ამ

ფორმებს! მოკლედ, საზღვაო ოფიცრები ყოველთვის განსაკუთრებულად

მხიბლავდა.

მოულოდნელად ფრეკენ შელანდი ეიენისკენ ტრიალდება და ღიმილით

ეკითხება:

- ამ სიტყვებს ბატონი ნაგელი ჩვენი თანდასწრებით ამბობს. და საინტერესოა,

ამის თაობაზე ქრისტიანიაში რა ილაპარაკა?

ყველას გაეცინა.

Page 86: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დიახ, რა თქვა მან ქრისტიანიაში? - წამოიძახა უკვე კარგა გვარიანად

გამომთვრალმა ადვოკატმა ჰანსენმა, - დიახ, ქრისტიანიაში... იქ ბატონმა

ნაგელმა რა ილაპარაკა? ჰა-ჰა-ჰა!.. ღმერთო დიდებულო! თქვენი

სადღეგრძელო იყოს!

ნაგელმა ჭიქა მიუჭახუნა და შესვა.

საზღვაო ოფიცრები მართლა განსაკუთრებით მოსწონდა. არ მოერიდა და

სტუმრებს ისიც კი გაანდო, ქალად რომ დავბადებულიყავი, ან ოფიცერს

გავყვებოდი ცოლად, ანდა მთელი ცხოვრება შინაბერა დავრჩებოდიო.

სტუმრები ისევ ახარხარდნენ. აღტყინებულმა ადვოკატმა მაგიდაზე

დალაგებულ ყველა ჭიქას სათითაოდ მიუჭახუნა თავისი სასმისი და

გამოცალა.

- მაგრამ ხომ ამბობენ, რომ ოფიცრები განსაკუთრებული ნიჭიერებით არ

გამოირჩევიანო. ესე იგი, თქვენ ასე არ ფიქრობთ? - მოულოდნელად ჰკითხა

დაგნიმ ნაგელს.

რა სისულელეა? მაგრამ, ასეც რომ იყოს, თავად ნაგელი ჭკვიან მამაკაცს მაინც

ლამაზს ამჯობინებდა. დიახ, უდავოდ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში,

ახალგაზრდა ქალიშვილი რომ ყოფილიყო. ცარიელი ტვინი გარეგნობის

გარეშე ვის რაში არგია? ვიღაცამ შესაძლოა ისიც იკითხოს: კი, მაგრამ

გარეგნობა ტვინის გარეშე რაღაში გვჭირდებაო... ეშმაკმა დალახვროს და

განსხვავება მაინც არის. მაგალითად, შექსპირის მშობლებმა წერა-კითხვა არ

იცოდნენ. გადასარევად თავად შექსპირიც არ კითხულობდა, მაგრამ ამის

მიუხედავად, ის მაინც უდიდესი ისტორიული პიროვნება გახდა. რაც უნდა

იყოს, ახალგაზრდა ქალს შეუხედავი სწავლული უფრო ადვილად

მობეზრდება, ვიდრე ლამაზი, მაგრამ სულელი მამაკაცი. არა, ნაგელი რომ

გასათხოვარი ქალიშვილი ყოფილიყო და არჩევანის წინაშე დაეყენებინათ,

უპირატესობას აუცილებლად გარეგნობას მიანიჭებდა. აბა, ჭკვიანი ქმრის

მოსაზრებებს ნორვეგიის პოლიტიკის, ნიცშეს ფილოსოფიისა და წმინდა

სამების შესახებ რა თავში იხლიდა.

- შეხედეთ, აგერ ფრეკენ შელანდის ოფიცერი, - უთხრა დიასახლისმა ნაგელს

და ფოტოალბომი გაუწოდა.

დაგნი სკამიდან წამოფრინდა.

Page 87: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა, არ გინდათ! - წამოიძახა უნებურად, მაგრამ თავი ხელში აიყვანა და კვლავ

თავის ადგილს დაუბრუნდა, - ეს სურათი საკმაოდ ცუდია, ცხოვრებაში

გაცილებით უკეთესად გამოიყურება! - დაამატა ბოლოს.

სურათიდან სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იმზირებოდა, რომელსაც

სახეს კოხტად შეკრეჭილი წვერი უმშვენებდა. იგი მაგიდასთან იჯდა, წელში

ამაყად გამართულიყო, მარჯვენა ხელი კი ხმალზე ჩამოეყრდნო. ოდნავ

შეთხელებული თმა შუაზე გადაეყო და გულმოდგინედ გადაევარცხნა. ერთი

შეხედვით, ინგლისელი კაცის იერი დაჰკრავდა.

- დიახ, სავსებით მართალია. იგი ცხოვრებაში გაცილებით უფრო

მიმზიდველია, ვიდრე აქ, ამ სურათზე! - დაადასტურა დიასახლისმა, -

გათხოვებამდე მასზე შეყვარებული თავადაც გახლდით. შეხედეთ, აი ეს

ახალგაზრდა მამაკაცი, მის გვერდით რომ დგას, სწორედ ის თეოლოგია,

კარლსენი, სულ ცოტა ხნის წინ რომ გარდაიცვალა. დიახ, კარლსენი. მისი

სიკვდილიდან მხოლოდ რამდენიმე დღე თუ იქნება გასული. სამწუხარო

ამბავია. რა ბრძანეთ? დიახ, სწორედ იმ ყმაწვილზე მოგახსენებთ, გუშინწინ

რომ დავასაფლავეთ.

სურათზე გამოსახულ ავადმყოფური გარეგნობის ახალგაზრდას ჩაცვენილი

ლოყები ჰქონდა და ისედაც წვრილი ტუჩები ისე მოეკუმა, თითქოს ვიღაცას

პირის ნაცვლად მის სახეზე უბრალო სწორი ხაზი გაევლო. მსხვილი, მუქი

ფერის თვალები და უჩვეულოდ მაღალი და ნათელი შუბლი ჰქონდა. სუსტი,

ჩავარდნილი გულმკერდი და ქალივით ვიწრო მხრები კი კიდევ უფრო

უსუსურ იერს სძენდა.

ეს კარლსენია. აი, თურმე როგორი ყოფილა! რატომღაც ნაგელმა გაიფიქრა, რომ

ამ ავადმყოფურ სახეს თეოლოგობა და გალურჯებულ-გაძვალტყავებული

ხელები მართლაც ბუნებრივად ეხამებოდა... ის იყო, უნდა აღენიშნა, ამ

ახალგაზრდას სახეზე რაღაც უსიამოვნო და განწირული იერი დაჰკრავსო,

როცა მოულოდნელად შენიშნა, რომ რწმუნებულმა რაინერტმა თავისი სკამი

დაგნისკენ მიაჩოჩა და საუბარი გაუბა. ნაგელს ხმა აღარ ამოუღია, რათა

მათთვის ხელი არ შეეშალა და ალბომის თვალიერება დიდი ინტერესით

განაგრძო.

- ცოტა ხნის წინ ხომ მისაყვედურეთ, ამ საღამოს არაფერს ამბობო... - მიმართა

რწმუნებულმა დაგნის, - ჰოდა, ახლა ნება მომეცით ერთი შემთხვევის შესახებ

გიამბოთ. ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც იმპერატორის ბოლო სტუმრობისას

მოხდა და გონებაში რატომღაც სწორედ ამ საღამოს ამომიტივტივდა...

Page 88: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაგნიმ სიტყვა გააწყვეტინა და ხმადაბლა ჰკითხა:

- ამას აჯობებს, ის აგვიხსნათ, თუ მთელი საღამოს განმავლობაში აგერ იქ, იმ

კუთხეში რას აკეთებდით? როდესაც ვთქვი, რწმუნებულს მთელი საღამოს

განმავლობაში კრინტი არ დაუძრავს-მეთქი, ამით სინამდვილეში თქვენს

გაფრთხილებას შევეცადე. თქვენ კი, ბუნებრივია, იჯექით და იმ წუთებშიც კი

სიბრაზეს ვერ მალავდით. ყველას და ყველაფრის დაცინვა და გასულელება

თქვენი მხრივ მართლაც უმსგავსო საქციელია. ვაღიარებ, რომ ის კაცი მართლა

გამაღიზიანებლად ელოლიავება ნეკა თითზე წამოცმულ ლითონის ბეჭედს,

ხან ხელს მაღლა სწევს და ამ ბეჭედს დასცქერის, ხან უაზროდ აპრიალებს... კი

ბატონო, მაგრამ შესაძლოა ამას მექანიკურადაც აკეთებდეს. ყოველ

შემთხვევაში, თქვენი დასაცინი ნამდვილად არაფერი სჭირს. გეთანხმებით,

რომ ცოტათი უცნაური და ქედმაღალიცაა... მაგრამ, გუდრუნ, თქვენი ასეთი

ხმამაღალი კისკისი ცოტა უხერხულად მეჩვენება. დარწმუნებული ვარ,

მიხვდა, მას რომ დასცინოდით.

გუდრუნი დაგნისთან მივიდა და თავის მართლებას მოჰყვა. ამტკიცებდა, რომ

ყველაფერი რწმუნებულის ბრალი იყო. ისე იქცეოდა, რომ თავი ვეღარ შეიკავა

კისკისისგან. რწმუნებულმა ხომ ისე სასაცილოდ გამოაჯავრა ნაგელს,

როდესაც მისი სიტყვები გაიმეორა: გლადსტონის დიდსულოვნებას ჩემზე...

ჩემზე... განსაკუთრებული შთაბეჭდილება არასოდეს მოუხდენიაო.

- სუ, ცოტა ჩუმად, გუდრუნ! ახლაც საკმაოდ ხმამაღლა ლაპარაკობ. მან

ყველაფერი გაიგონა. დიახ, სწორედ ასეა... მობრუნდა კიდეც შენკენ. მაგრამ შენ

ეს არც შეგიმჩნევია. როცა მას საუბარი შეაწყვეტინეს, სულაც არ გაბრაზებულა,

ხომ ასეა? პირიქით, ყველას ნაღვლიანი მზერა მოგვავლო. წარმოიდგინეთ,

იმის გამო, რომ ახლა აქ ვსხედვართ და მასზე ვჭორაობთ, სინდისის ქენჯნასაც

კი განვიცდი. კარგი, მოდი, ახლა თქვენი ამბავი მოგვიყევით, რწმუნებულო!

და რწმუნებულმა თხრობა დაიწყო. ამ ამბავში, რომელიც ვიღაც ქალსა და

ყვავილების თაიგულს შეეხებოდა, განსაკუთრებული და საიდუმლო არაფერი

იყო. რწმუნებული სულ უფრო მეტად უწევდა ხმას და მალე თითქმის მთელი

დამსწრე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. საკმაოდ დაწვრილებით

ჰყვებოდა და დასრულებას არ ჩქარობდა. ბოლოს, როცა როგორც იქნა,

თხრობას მორჩა, ფრეკენ ანდრესენმა ნაგელს ჰკითხა:

- ბატონო ნაგელ, გახსოვთ, გუშინ საღამოს იდუმალ მომღერალ გემზე რომ

გვიამბეთ?

Page 89: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელმა ალბომი სწრაფად დახურა და იქაურობას შეშინებული მზერა

მოავლო. საინტერესოა, მისი ქცევა უბრალო თამაში იყო თუ ის მართლა

რაღაცამ დააფრთხო? ქალს საკმაოდ მშვიდად უპასუხა, რომ იმ ამბის

თხრობისას, შესაძლოა თავისდაუნებურად რაღაც დეტალები არასწორადაც

გადმოსცა, მაგრამ არაფერი გამოუგონია, ყველაფერი თავად განიცადა.

- არა, ძვირფასო. იმას არც ვგულისხმობდი, რომ ეს ისტორია თქვენ

გამოიგონეთ, - მიუგო ქალმა სიცილით, - მაგრამ როდესაც მე იმ ლამაზი ამბის

გამო აღტაცება ვერ დავმალე, თუ გახსოვთ, რა მითხარით? თქვენ თქვით, რომ

კიდევ უფრო მშვენიერი მელოდია ადრეც გქონდათ მოსმენილი და ისიც

სიზმარში.

დიახ, ნაგელს ეს სიტყვები კარგად ახსოვდა. თანხმობის ნიშნად ქალს თავი

დაუკრა.

- იმ სიზმარსაც ხომ არ გვიამბობდით? გთხოვთ, მოგვიყევით, რა. თქვენ ხომ

ისე საოცრად საუბრობთ. ეს ყველა ჩვენგანის თხოვნაა!

ამჯერად ნაგელმა უარი განაცხადა. ამის გამო რამდენჯერმე მოიბოდიშა კიდეც

და დაამატა, რომ ის სიზმარი ერთი უთავბოლო და უმნიშვნელო ზმანება იყო,

რომელიც ძილში წამიერად მოევლინა. ამიტომაც მისი გადმოცემა სიტყვებით

შეუძლებელი იყო. მსგავსი გაურკვეველი, ხანმოკლე შეგრძნებები, ჩვენს

ცნობიერებაში მეტეორივით რომ გაიელვებს ხოლმე და მაშინვე ქრება, ალბათ

ყველას ჰქონია. იმ სიზმრის უაზრობაზე ისიც მიგვანიშნებსო, დაამატა ბოლოს,

რომ ყველაფერი ვერცხლისფერი ხეებით დაბურულ თეთრ ტყეში ხდებოდაო...

- ვერცხლისფერი ხეებით დაბურულ ტყეში? და შემდეგ?

- არა, არა! - ნაგელმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

ფრეკენ ანდრესენის გულისთვის რას არ გააკეთებს... დიახ, მის ნებისმიერ

კაპრიზს აიტანს, მაგრამ იმ სიზმარს კი ვერ მოჰყვება და ქალმა ეს უნდა

შეიგნოს.

- კარგი, მაშინ სხვა რამ გვიამბეთ. ძალიან გთხოვთ!

ამ საღამოს ნაგელს აღარაფრის მოყოლა სურს და უნდა მიუტევონ!

ამ სიტყვებს რამდენიმე უმნიშვნელო ფრაზა მოჰყვა, ერთი-ორი

გულუბრყვილო და სულელური შეკითხვაც დაუსვეს. ბოლოს დაგნიმ ჰკითხა:

Page 90: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ფრეკენ ანდრესენისთვის ყველაფერს გავაკეთებო, თქვით... გვითხარით,

მაინც რას გააკეთებდით?

მის ნათქვამზე ყველას გაეცინა. სიცილი თავად დაგნიმაც ვერ შეიკავა. ნაგელი

წამით ჩაფიქრდა და უპასუხა:

- თქვენ გამოც ჩავიდენდი რამე საშინელებას!

- საშინელებას... ჩემ გამო? განგვიმარტეთ. ნუთუ ვინმეს მოკლავდით?

- რა თქმა უნდა. აი, მაგალითად, რომელიმე ესკიმოსს სიცოცხლეს

გამოვასალმებდი და მისი ტყავისგან ბიუვარს შეგიკერავდით.

- ერთი შეხედეთ! და ფრეკენ ანდრესენი? მისთვის რაღას გააკეთებდით? რამე

უზომოდ კარგს ხომ არა?

- დიახ, შესაძლოა... ზუსტად ვერ გეტყვით. ჰოო, მართლა, ესკომოსზე რაც

ვთქვი, უბრალოდ სადღაც ამოკითხული ფრაზაა. არ გეგონოთ, რომ თავად

მოვიფიქრე.

პაუზა.

- რა საოცარი და კეთილი ადამიანები ხართ! - მიმართა ნაგელმა საზოგადოებას,

- ცდილობთ, სულ ყურადღების ცენტრში ვიყო და ვლაპარაკობდე... და ასე

მხოლოდ იმიტომ იქცევით, რომ უცხო მხარიდან ჩამოსული სტუმარი ვარ.

ადიუნკტმა მალულად საათზე დაიხედა.

- ყველამ უკვე მშვენივრად იცით, რომ ჩემი ქმრის დაბრუნებამდე ვერსად

წახვალთ! - განაცხადა დიასახლისმა, - როგორც გინდათ, ისე გაერთეთ,

წასვლაზე კი ჯერ არც იფიქროთ.

ოთახში ყავა შემოიტანეს და სტუმრები შესამჩნევად გამოცოცხლდნენ. მსუქანი

ადვოკატი, რომელსაც ახალგაზრდა სტუდენტთან გაცხარებული სჯა-ბაასი

გაეჩაღებინა, სკამიდან ბუმბულივით მსუბუქად წამოფრინდა და

აღტაცებისგან ტაშიც კი შემოჰკრა. სტუდენტი კი თითების სრესვით

როიალთან მივიდა და რამდენიმე აკორდი მოსინჯა.

- რა თქმა უნდა! - წამოიძახა დიასახლისმა, - როგორ დაგვავიწყდა, რომ თქვენ

როიალზე უკრავთ. გთხოვთ, გააგრძელოთ...

Page 91: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ახალგაზრდა სიამოვნებით შეასრულებს მის თხოვნას... მართალია, ბევრის

ცოდნით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ თუ სტუმრებს შოპენის, ანდა ლანერის

ვალსის საწინააღმდეგი არაფერი აქვთ, მაშინ...

ნაგელმა მხურვალე ტაში შემოჰკრა და დაგნის გადაუჩურჩულა:

- როდესაც ამგვარ მუსიკას უსმენ, სურვილი გიჩნდება, სადმე სხვაგან, ცოტა

მოშორებით, შენს გულისსწორთან ერთად სულ სხვა ოთახში იჯდე და მის

ხელს უსიტყვოდ ეალერსებოდე. არ მეთანხმებით? ვერ გეტყვით რატომ,

მაგრამ ასე მგონია, ეს საოცარი განცდა იქნებოდა...

დაგნიმ კაცს თვალი თვალში გაუყარა. ნეტავ მართლა ასე ფიქრობს? ნაგელის

სახეზე ირონიის კვალიც კი ვერ შენიშნა და ამიტომ შესაბამისი ბანალური

ტონით უპასუხა:

- გეთანხმებით. და ის ოთახი ზედმეტად განათებული არ უნდა იყოს, არა?

ოდნავ დაბალი და რბილი სავარძლებიც ურიგო არ იქნებოდა. გარეთ კი უნდა

ბნელოდეს და წვიმდეს...

იმ საღამოს დაგნი მართლა უჩვეულოდ ლამაზი იყო. მუქი ფერის თვალები მის

ნათელ სახის კანს საოცრად ეხამებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კბილები

განსაკუთრებულად ქათქათა არ ჰქონდა, მაინც ყველა წვრილმანზე

კისკისებდა. სამაგიეროდ, მისი წითელი, გაბურთული ტუჩები ყველას

ყურადღებას იქცევდა. ყველაფერზე უფრო გამაოგნებელი კი ის იყო, რომ

საუბრისას ლოყები ვარდისფრად ეფაკლებოდა.

- ადიუნკტი ისევ სადღაც გაქრა! - წამოიძახა დიასახლისმა, - ამ კაცს ხომ

ვერავინ მოათვინიერებს, ყოველთვის ისე იქცევა, როგორც თავად სურს.

ბატონო რწმუნებულო, იმედი მაქვს, თქვენ მაინც არ წახვალთ ისე, რომ ღამე

მშვიდობისა არ მისურვოთ...

ადიუნკტი სამზარეულოში გამძვრალიყო და უკანა კარიდან ჩვეულებისამებრ

უჩუმრად გაპარულიყო. როგორც ჩანს, სასმელისა და უძილობის გამო თავი

შეუძლოდ იგრძნო და უკან დაბრუნება აღარც უფიქრია. როცა ნაგელმა

ადიუნკტის წასვლის ამბავი გაიგო, გამომეტყველება შეეცვალა. თავში მაშინვე

იმ აზრმა გაუელვა, რომ ადიუნკტის ნაცვლად დაგნის შინ გაცილება ახლა

სწორედ მას შეეძლო. დიდხანს არც უყოყმანია და ქალიშვილს თავისი

სურვილი გაანდო. ეს თხოვნა მის ხმაში, მის თვალებში გამოსჭვიოდა. სხვათა

შორის, ნაგელმა ქედიც კი მოიხარა...

- გპირდებით, სამაგალითოდ მოვიქცევი! - დაამატა ბოლოს.

Page 92: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაგნის გაეცინა და უპასუხა:

- კარგი, კარგი. თუ ასეა, თანახმა ვარ!

ახლა ისღა დარჩენოდა, ექიმის შინ დაბრუნებას დალოდებოდა. იმ აზრმა, რომ

წვეულების შემდეგ შინისაკენ მიმავალი გზა, რომელიც ტყეზე გადიოდა,

დაგნისთან ერთად უნდა გაევლო, ნაგელი საოცარ გუნებაზე დააყენა. ის

ლაპარაკის ხასიათზე მოვიდა, სასაცილო ისტორიებს ჰყვებოდა და ყველას

განსაკუთრებით თავაზიანად ექცეოდა. აღტაცებული და ბედნიერი ფრუ

სტენერსენსაც კი შეჰპირდა, თქვენს ბაღჩას აუცილებლად შევავლებ თვალს,

ნიადაგის ნოყიერებას შევამოწმებ და, როგორც ამ საქმის მეტ-ნაკლებად

მცოდნე, აუცილებლად გავარკვევ, ბაღჩის ერთ-ერთ ნაწილში მოცხარის ბუჩქი

რა მიზეზით გახმაო. დიახ, დიახ, ის აუცილებლად დაამარცხებს მცენარის

ბუგრს, სხვა თუ არაფერი, წყევლისა და შელოცვების დახმარებით მაინც.

ნუთუ მას ჯადოქრობაც ეხერხება?

ცოტ-ცოტა ყველაფერი შეუძლია. აი, მაგალითად ეს ბეჭედი, ყველგან თან რომ

დაატარებს, უბრალო ლითონისაა, მაგრამ ზებუნებრივ ძალას ფლობს. ერთი

შეხედვით კი ვინ რას მიხვდება?! თუ ისე მოხდა, რომ ბეჭედი საღამოს ათ

საათზე დაკარგა, თორმეტ საათამდე აუცილებლად უნდა იპოვოს. უკიდურეს

შემთხვევაში, დიდი უბედურება შეემთხვევა. ეს ლითონის რგოლი ერთმა

ბერძენმა ბერიკაცმა აჩუქა... ვაჭარი იყო პირეიდან. მანამდე ნაგელმა იმ

ბერიკაცს გარკვეული სამსახური გაუწია, მოგვიანებით კი ბეჭდის სანაცვლოდ

კარგა გვარიანი ფუთა თამბაქოც უსაჩუქრა.

ნუთუ ამ ბეჭდის მაგიურობის მას მართლა სჯერა?

დიახ, ნაწილობრივ ასეცაა. მისი წყალობით ერთხელ ავადმყოფობისგანაც კი

განიკურნა.

სანაპიროს მხრიდან ძაღლის ყეფა შემოესმათ. დიასახლისმა საათს შეხედა.

ნამდვილად ექიმი ბრუნდებოდა შინ, ქალმა მისი ძაღლის ხმა იცნო.

მშვენიერია! ჯერ მხოლოდ თორმეტი საათია და მისი ქმარი მალე სახლში

იქნება. ფრუ სტენერსენმა ზარი დააწკარუნა და სტუმრებისთვის ყავის

დამატება ითხოვა.

- ბატონო ნაგელ, ესე იგი, ეს ბეჭედი უჩვეულო ძალას ფლობს, და როგორც

ამბობთ, თქვენ ამის გჯერათ...

Page 93: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დიახ, მეტ-ნაკლებად სჯერა. უფრო სწორად კი, იმისთვის, რომ მის ძალაში არ

დაეჭვდეს, გარკვეული მიზეზები აქვს. ნუთუ სულერთი არ არის, რას იწამებს

კაცი, მთავარია შინაგანად იყო დარწმუნებული, რომ ეს ასე უნდა იყოს და არა -

ისე. ამ ბეჭედმა იგი ნევროზისგან განკურნა, გააძლიერა და ფეხზე დააყენა.

ქალბატონს ჯერ გაეცინა, შემდეგ კი საკმაოდ ცხარედ შეეკამათა. არა, მას არ

სურს, მსგავს სულელურ როშვას უსმინოს. უკაცრავად, მაგრამ ამ საუბარს

სწორედაც რომ სულელურ როშვას უწოდებს. ამას გარდა, დარწმუნებულია,

რომ საკუთარი სიტყვების არც თავად ნაგელს სჯერა. როდესაც განათლებული

ადამიანისგან ასეთი რამ გესმის, მაშინ უბრალო ხალხისგან რაღას უნდა

ელოდო? კაცმა არ იცის, მსგავსი აზროვნება სადამდე მიგვიყვანს. თანაც

გამოდის, რომ ყველა ექიმმა გუდა-ნაბადი უნდა აიკრას?!

ნაგელი თავის დაცვას შეეცადა. რატომაც არა, ორივე ერთნაირად სასარგებლო

შეიძლება იყოს. ყველაფერი ხომ თავად პაციენტის სურვილზე, ნებასა და

რწმენაზეა დამოკიდებული. ექიმებმა გუდა-ნაბადი სულაც არ უნდა აიკრან,

მათ, ასე ვთქვათ, საკუთარი „მორწმუნე მრევლი“ ჰყავთ და ეს სწორედ ის

ნასწავლი ადამიანები არიან, რომლებიც წამლებით მკურნალობას

ამჯობინებენ. უბრალო, ცრუმორწმუნე ხალხი კი სნეულებას ლითონის

ბეჭდებით, მიცვალებულთა ძვლის ფერფლითა და სასაფლაოს მიწით ებრძვის.

ნუთუ არ გაგიგონიათ, რომ ავადმყოფი შეიძლება ჩვეულებრივი წყლითაც კი

განიკურნოს, თუ ეტყვი და შთააგონებ, რომ ეს მისთვის უებარი წამალია?

მსგავსი მაგალითები ხომ უამრავია, მათ შორის ნარკომანიით

დაავადებულებთან დაკავშირებულიც. ის ადამიანი, რომელიც მედიცინაში

განსწავლული არ არის და მსგავსი უცნაური მოვლენების შემსწრე ხდება,

უნებურად ამ ეშმაკისეულ ხრიკებს იჯერებს და მედიცინისადმი რწმენას

ეჭვქვეშ აყენებს. მაგრამ არავის უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს

ნაგელი მსგავს საქმეებში უშეცდომოდ ერკვევა. ის ხომ შესაბამისი

სპეციალობის არ არის და არც მედიცინისა გაეგება რამე. და ბოლოს, მას

არანაირად არ სურს, რომ სტუმრებს ხასიათი წაუხდინოს, მით უმეტეს, რომ

თავადაც მშვენიერ გუნებაზეა. ფრუ სტენერსენმაც და სხვა დანარჩენებმაც

აუცილებლად უნდა მიუტევონ...

ნაგელი ყოველ წუთს საათს დაჰყურებდა, წასვლას ისე ჩქარობდა, რომ პიჯაკიც

კი შეიკრა.

შუა საუბრის დროს ოთახში ექიმიც გამოჩნდა. გაღიზიანებული და

ნირწამხდარი ჩანდა. სტუმრებს მოჩვენებითი ხალისით მიესალმა და

Page 94: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იმისთვის, რომ მის მოსვლამდე არ დაიშალნენ, მადლობა გადაუხადა.

ადიუნკტი არა, მაგრამ სხვა დანარჩენები კი ადგილზე იყვნენ.

დიახ, ეს ცხოვრება მართლა ბრძოლაა!

ექიმმა, ჩვეულებისამებრ, თავისი რიგითი პაციენტის ამბის მოყოლა დაიწყო. ამ

საღამოს თურმე იმედი საშინლად გაუცრუეს და სახეზეც სწორედ ეს წყენა

ეხატებოდა. პაციენტები ნამდვილი იდიოტებივით მოქცეულან. ექიმს მათი

ციხეში გამწესების სურვილიც კი გასჩენია. მოკლედ, ოჯახიც იმას ერქვა!

დიასახლისიც ავად იყო, იმ ქალის მამაც და მისი უფროსი ვაჟიც. მთელ სახლში

საშინელი სუნი ტრიალებდა. ოჯახის დანარჩენი წევრები საღ-სალამათები

ჩანდნენ, მცირეწლოვანი ბავშვები ლოყებაღაჟღაჟებულები აქეთ-იქით

დარბოდნენ. ექიმისთვის ეს ყოველივე აუხსნელი და სრულიად გაუგებარია.

არა, ამ მოვლენას მართლა ვერაფრით ახსნის. დიასახლისის მოხუც მამას

უზარმაზარი ღია ჭრილობა ჰქონდა. წინა დღეებში მასთან ვიღაც მკურნალი

დედაბერი მიუყვანიათ. მართალია, მას სისხლდენა კი შეუჩერებია, მაგრამ

საკითხავია, როგორ და რა გზით?! აღმაშფოთებელი ფაქტია, წმინდა წყლის

დანაშაული! ჭრილობიდან გაუსაძლისი, ენით აუწერელი სიმყრალე

მოდიოდა. და რაც ყველაზე მთავარია, უკვე განგრენა განვითარებულიყო.

მოკლედ, იმ საღამოს სტენერსენისთვის რომ არ მიეკითხათ, უფალმა უწყის, რა

დაემართებოდა. უკვე დროა, ამ ექიმბაშების წინააღმდეგ უფრო მკაცრი

კანონები შეიმუშავონ და ხელ-ფეხი რამენაირად შეუბორკონ...

მოკლედ, ბერიკაცს სისხლდენა შევუჩერე და სწორედ იმ დროს ოთახში

დიასახლისის ვაჟი გამოჩნდა. ის უკვე კარგა გვარიანად მოწიფული მამაკაცია.

ამას წინათ რომ ვნახე, სახე საშინელი გამონაყარით ჰქონდა დაფარული.

ორნაირი მალამო მივეცი და გარკვევითაც ავუხსენი, რომ ყვითელი ფერის

რომელიც იყო, დღეში ერთხელ, მხოლოდ ერთი საათით უნდა წაესვა. მეორე

კი, თუთიის მალამო, რომელიც თეთრი ფერისაა, შეეძლო მთელი დღის

განმავლობაში გამოეყენებინა. ის კი როგორ მოიქცა? რა თქმა უნდა, შეეშალა და

ის თეთრი მხოლოდ ერთ საათს გაიჩერა, ყვითელი კი, რომელიც საშინლად

მწარე და ძლიერმოქმედია, მთელი დღე-ღამის განმავლობაში არ ჩამოუბანია.

და აგერ თითქმის ორი კვირაა ასე იტანჯება! მაგრამ ყველაზე საოცარი მაინც ის

არის, რომ ეს აყლაყუდა განიკურნა. თავისი სისულელის მიუხედავად,

მდგომარეობა მაინც გამოუსწორდა. მართლა ხარივითაა... კამეჩია, რომელსაც

უმკურნალებ თუ არა სულერთია, მაინც გამოჯანმრთელდება. ამ საღამოს მის

სახეზე ერთი ნაოჭიც კი ვეღარსად ვნახე. იდგა და სულელივით იღრიჭებოდა.

მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, ნამდვილად სახე დაუსახიჩრდებოდა,

Page 95: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მაგრამ ის ადვილად გამოძვრა. მოკლედ, როგორც გითხარით, ოჯახის

დიასახლისი, ამ აყლაყუდას დედაც ლოგინად ჩავარდნილიყო. სისუსტეს,

მოთენთილობას, ნევროზულობას, უმადობას, ყურებში ხმაურსა და გულყრას

უჩიოდა. „აბაზანები, - ვეუბნები მას, - აბაზანები და რაც შეიძლება მეტი წყალი

სხეულზე. ეშმაკმა დალახვროს, წყალს მაინც ნუ დაიშურებთ? ცოტა ხბოს

ხორცი მოხარშეთ და აუცილებლად მიიღეთ, ფანჯრები გამოაღეთ და სუფთა

ჰაერი ჩაისუნთქეთ. რაც შეიძლება მეტი ისეირნეთ გარეთ და კიდევ, აი ეს

იოჰან არენდტის წიგნი აქედან მოაცილეთ, დაწვით, გაანადგურეთ! მაგრამ

როგორც გითხარით, პირველ რიგში აბაზანა, წყლის გადავლება, ისევ აბაზანა

და ასე შემდეგ... ამის გარეშე მხოლოდ ჩემი წამლები ვერაფერს გიშველით!“

მოკლედ, ხბოს ხორცის საყიდლად საშუალება არ აქვთ და შესაძლოა მართლა

ასეცაა. ბანაობით კი უკვე იბანავა, იმდენხანს იდგა წყლის ქვეშ, რომ

სიცივისგან კინაღამ გაითოშა, თანაც სისუფთავისგან კბილები აუკაწკაწდა და

მას შემდეგ წყლის დანახვაც აღარ სურს! დიახ, ასე იყო და მას მერე

სისუფთავეზე აღარ ვფიქრობო, მითხრა. და მერე როგორ მოიქცა? ადგა და

სახსრების სამკურნალოდ ჯვრის ფორმის მაგნიტური, თუ რაღაც ამგვარი

ყელსაბამი ჩამოიკიდა. ვთხოვე, ერთი შენი ყელსაბამი მაჩვენე-მეთქი. თუთიის

პაწაწინა ფირფიტა იყო, რომელზეც ნაკუწები, ერთი-ორი მცირე ზომის, ერთი-

ორი კი შედარებით მოზრდილი კაუჭი იყო მიმაგრებული. სხვა არაფერი. კი

მაგრამ, ეს რა ეშმაკად გინდათ-მეთქი, ვკითხე. თურმე, თავს ახლა გაცილებით

უკეთ გრძნობს. ყელსაბამს მართლა შვება მოუგვრია, თავის ტკივილები

დაუამებია და ციებაც შეუმსუბუქებია. კი, კი, როგორ არა! სწორედ ამ კაუჭებმა

და თუთიის ფირფიტამ გამოაჯანმრთელა! თავისუფლად შემეძლო ჯოხი

ამეღო, ზედ დამეფურთხებინა, წამლის ნაცვლად მიმეცა და გარწმუნებთ, რომ

იმავე შედეგს მივიღებდი. მაგრამ როგორ გინდა, გააგებინო! მოდი, ეგ

თილისმა აქედან მოაშორეთ, თორემ არ დაგეხმარებით, თქვენს

განსაკურნებლად თითსაც კი არ გავანძრევ-მეთქი! - ვუხსნი ქალს. როგორ

გგონიათ, დამიჯერა? ყელსაბამი ხელში ჩაბღუჯა და ამით მაგრძნობინა, სადაც

გენებოთ, იქ მიბრძანდითო... ჰა-ჰა-ჰა! ახლავე შეგიძლიათ დამტოვოთო.

ღმერთო მაღალო! როგორც ჩანს, ექიმობაზე უკეთესი ექიმბაშობა ყოფილა!

გაწიწმატებული ექიმი ყავის დასალევად ჩამოჯდა. ფრუ სტენერსენმა ნაგელს

გადახედა და სიცილით წარმოთქვა:

- ალბათ ბატონი ნაგელიც იმ დედაკაცივით მოიქცეოდა. სანამ მოხვიდოდი,

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, არც ბატონ ნაგელს სწამს შენი

მეცნიერების.

Page 96: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რას ამბობ, ნუთუ მართლა არ სწამს? - ცივად იკითხა სტენერსენმა, - რას

ვიზამთ, ბატონ ნაგელს შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც ენებოს!

გაბრაზებულმა და უსიამოვნო, ურჩი პაციენტების მიერ შეურაცხყოფილმა

ექიმმა ყავა ისე დალია, კრინტი აღარ დაუძრავს. არც ის სიამოვნებდა, რომ

ყველა იჯდა და მას შეჰყურებდა. „გაინძერით, რამე მოიფიქრეთ და გაერთეთ!“

- მიმართა სტუმრებს ბრძანების ტონით. ჭიქა ყავამ შედარებით უკეთეს

გუნებაზე დააყენა. შესამჩნევად გახალისდა და კარგა ხანს დაგნისთანაც კი

ისაუბრა. ერთი-ორჯერ იმ მენავეზეც გაიხუმრა, პაციენტებთან რომ წაიყვანა.

მერე კი კვლავ იმ უსიამოვნო თავგადასავლებზე ალაპარაკდა, რომელსაც,

როგორც ექიმი, ხშირად აწყდება ხოლმე და ისევ ძველებურად გაწიწმატდა.

მალამოებთან დაკავშირებული შემთხვევა ვერაფრით დაევიწყებინა. ეს ხალხი

მართლა ველური, ცრუმორწმუნე და ვირივით ჩერჩეტია. და საერთოდაც,

ირგვლივ საშინელი უცოდინრობა სუფევს!

- კი მაგრამ, ის აყლაყუდა ხომ გამოჯანმრთელდა?

ამ სიტყვების გამო ექიმი მზად იყო, დაგნი შუაზე გაეგლიჯა. სიბრაზის

დასაფარად წელში გასწორდა და უპასუხა: - დიახ, გამოჯანმრთელდა, მაგრამ

მერე რა? ამით არაფერი შეცვლილა და ხალხი ისევე ბნელი და

გაუნათლებელია, როგორც მანამდე. დიახ, ის კაცი გამოკეთდა, მართალია...

მაგრამ ხომ შეიძლებოდა სახე დაეღუდუდებინა? ახლა მის გამართლებას რა

აზრი აქვს?

ის ფაქტი, რომ ვიღაც გლეხუჭა, რომელმაც ექიმის დანიშნულება თავიდან

ბოლომდე დაამახინჯა, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც განიკურნა, სტენერსენს

ყველაზე მეტად აცოფებდა. მის გაბრაზებულ მზერას სათვალის მინებიც ვერ

მალავდა. ის ხომ ლაფში ამოსვარეს და თუთიის უბრალო ფირფიტაზე

გაცვალეს. მანამ, სანამ ფინჯან ყავას ერთი ჭიქა მაგარი ტოდი არ მიაყოლა, ამის

დავიწყება ვერაფრით მოახერხა. ცოტა რომ გახალისდა, ცოლს მიმართა:

- იეტა, მინდა იცოდე, რომ იმ მენავეს, მე რომ მომაკითხა, ხუთი კრონი ვაჩუქე.

ჰა-ჰა-ჰა! მსგავსი არავინ მინახავს. საჯდომზე შარვალი კარგა გვარიანად

შემოფლეთოდა, მაგრამ უჩვეულოდ ძლიერი და ჭკუამხიარული ვინმე იყო,

მთელი გზა ღიღინებდა. დარწმუნებული იყო, რომ ეტიეფელდის მწვერვალზე

რომ ასულიყო, თავისი ანკესის წვერით ზეცასაც მისწვდებოდა. მგონი, ცოტა

თითის წვერებზე აწევა მოგიწევს-მეთქი, ვუთხარი ხუმრობით. ის კი ვერაფერს

მიხვდა, ეგონა სერიოზულად ვეუბნებოდი და მარწმუნებდა, თითის წვერებზე

Page 97: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დგომა სხვებზე არანაკლებ მეხერხებაო. ჰა-ჰა-ჰა! მსგავსი რამ თუ გსმენიათ?

მართლა სასაცილო ვინმე იყო!

როგორც იქნა, ფრეკენ ანდრესენი წამოდგა და წასასვლელად გაემზადა. მას

დანარჩენი სტუმრებიც მიჰყვნენ. ნაგელი მასპინძელს ისე თბილად

დაემშვიდობა, ისე თავაზიანად გადაუხადა მადლობა, რომ ექიმს, რომელიც

წვეულების ბოლოს მის მიმართ შედარებით ცივად განეწყო, გული მოულბო.

- იმედია, მალე ისევ გვესტუმრებით... მითხარით, სიგარა თუ გაქვთ. აგერ,

ინებეთ... - ექიმმა ნაგელი ისევ სასტუმრო ოთახში შეაბრუნა და სიგარა

შესთავაზა.

წასასვლელად გამოწყობილი დაგნი ამ დროს უკვე კიბეზე იდგა და იცდიდა.

VIII

თეთრი ღამეები

უჩვეულოდ ლამაზი ღამე იყო.

ქუჩებში ხალხი კანტიკუნტად მიმოდიოდა, ყველა მათგანს ბედნიერი სახე

ჰქონდა. ვიღაც მამაკაცი სასაფლაოდან ბრუნდებოდა, ურიკას მიაგორებდა და

თავისთვის ღიღინებდა. ირგვლივ გამეფებულ სიმყუდროვეს მხოლოდ მისი

ღიღინი არღვევდა. ექიმის სახლიდან, რომელიც მაღლობზე იდგა, ქალაქის

ხედი იშლებოდა. ქალაქი ახლა ფეხებდატოტილ, უზარმაზარ მწერს წააგავდა.

თითქოს რომელიღაცა გიგანტური ქმნილება მუცელზე გაწოლილიყო და

თავისი უზარმაზარი თათები, რქები და საცეცები ყველა მიმართულებით

გაეწვდინა. დროდადრო ეს ქმნილება რომელიმე სახსარს ან ბრჭყალებს

ზანტად შეარხევდა ხოლმე... ახლაც სწორედ ასე მოჩანდა: პაწაწინა თბომავალი

ზღვაში უხმაუროდ მისრიალებდა და წყლის მუქ ზედაპირზე შედარებით

ნათელ კვალს ტოვებდა.

ნაგელის სიგარის მოცისფრო კვამლი ჰაერში იკარგებოდა. კაცი მისეირნობდა

და ტყისა და ბალახის სურნელით ტკბებოდა. მთელი მისი არსება სიმშვიდისა

და კმაყოფილების საოცარმა განცდამ მოიცვა და ამ უცნაურმა,

თავბრუდამხვევმა სიამოვნებამ ისე შეძრა, რომ ცრემლიც კი მოერია. მის

გვერდით დაგნი მიაბიჯებდა და ხმას არ იღებდა. სასაფლაოს რომ

მიუახლოვდნენ, ნაგელმა მდუმარება დაარღვია და ექიმის

სტუმართმოყვარეობას ხოტბა შეასხა, მაგრამ ქალს პასუხი არ გაუცია. ღამის

სიჩუმემ და ხიბლმა ნაგელი უცნაური ვნებით აავსო და ისე გააბრუა, რომ

Page 98: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სუნთქვა გაუხშირდა და თვალები დაენისლა. მართლაც რა მშვენიერია ეს

თეთრი ღამეები!

- ერთი შეხედეთ, ის მაღლობი რა ლამაზად იკვეთება! - ხმამაღლა წარმოთქვა

ნაგელმა, - ფრეკენ, რომ იცოდეთ, ახლა რა ბედნიერი ვარ... ამიტომ გთხოვთ,

ცოტათი უფრო ლმობიერად მომექცეთ, თორემ მზად ვარ, ამ უჩვეულო ღამეს

ათასნაირი სიგიჟე ჩავიდინო! შეხედეთ ამ ნაძვებს, ამ ქვებს, მიწის ბელტებს,

ღვიის ბუჩქებს, ღამის ბინდბუნდში მიწაზე ჩამომსხდარ ადამიანებს რომ

ჰგვანან. ღამე კი როგორი ნოტიო და სუფთაა! ის არც ამოუხსნელი

წინათგრძნობით გვავსებს და არც იდუმალი საფრთხით გვაშინებს, ხომ ასეა?

არა, გთხოვთ, ნუ გამიბრაზდებით. ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს

სხეულში ანგელოზი ჩამისახლდა და ტკბილად გალობს. მითხარით, ხომ არ

გაშინებთ?

ქალი მოულოდნელად შედგა და ნაგელმა ეს შეკითხვა ამიტომაც დაუსვა.

დაგნიმ თანამგზავრს ცისფერი თვალები შეანათა და გაუღიმა, შემდეგ კი ისევ

სერიოზული სახე მიიღო და უპასუხა:

- სინამდვილეში ახლა იმაზე ვფიქრობდი, როგორი ადამიანი ხართ.

ამ სიტყვების შემდეგ კიდევ რამდენიმე წუთს იდგა და ნაგელს შეჰყურებდა.

მთელი გზა დაგნი მკვეთრი, მაგრამ მთრთოლვარე ხმით საუბრობდა, თითქოს

რაღაცის ეშინოდა, თუმცა ეტყობოდა, რაღაც ახარებდა კიდეც.

...და მათ შორის საკმაოდ ხანგრძლივი დიალოგი წარიმართა. ტყეში გამავალ

ბილიკს აუჩქარებლად მიუყვებოდნენ და მათი შინაგანი მღელვარებიდან

გამომდინარე იცვლებოდა განწყობაცა და საუბრის თემაც.

- ჩემზე ფიქრობდით? ნუთუ მართლა ასეა? მე კი თქვენზე გაცილებით მეტს

ვფიქრობ. თქვენ შესახებ ჯერ კიდევ ამ ქალაქში ჩამოსვლამდე შევიტყვე. გემზე

ყოფნისას შემთხვევით რამდენიმე მგზავრის საუბარს მოვკარი ყური და

თქვენი სახელიც სწორედ მაშინ გავიგონე. ქალაქში კი თორმეტ ივნისს

ჩამოვედი. დიახ, დიახ... ზუსტად თორმეტ ივნისს...

- რას ამბობთ... მართლა თორმეტი ივნისი იყო?

- დიახ. ყველგან დროშები ფრიალებდა და ამ პატარა დაბამ ისე მომხიბლა,

ცოტა ხნით აქ დარჩენა გადავწყვიტე. ამის შემდეგ თქვენზე კიდევ უფრო მეტი

რამ მიამბეს...

ქალს გაეცინა და ნაგელს ჰკითხა:

Page 99: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ალბათ ემწუთამ გიამბოთ, არა?

- არა. სხვებისგან მოვისმინე, რომ თურმე ყველას ძალიან უყვარხართ და

უამრავი ადამიანი გეთაყვანებათ.

მოულოდნელად ნაგელს თეოლოგი კარლსენი გაახსენდა. იმ ახალგაზრდამ

სწორედ ამ ქალის სიყვარულის გამო მოიკლა თავი.

- მითხარით, საზღვაო ოფიცრებზე მართლა იმას ფიქრობთ, რაც ილაპარაკეთ? -

ჩაეკითხა დაგნი.

- კი. რატომ მეკითხებით?

- თუ მართლა ასეა, მაშინ ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა.

- ტყუილს რატომ ვიტყოდი? საზღვაო ოფიცრებს დღემდე განსაკუთრებით

ვაფასებ. მათი თავისუფალი ცხოვრების წესი, მათი უნიფორმა, სილაღე და

სიმამაცე უზომოდ მხიბლავს. მათი უმეტესობა მართლა ძალიან სასიამოვნო

ადამიანია.

- კარგი. მოდი, ახლა თქვენზე ვილაპარაკოთ. რწმუნებულ რაინერტსა და თქვენ

შორის სინამდვილეში რა მოხდა?

- არაფერიც არ მომხდარა. ესე იგი, ჩემსა და რაინერტს შორისო, მეკითხებით...

არა?

- გუშინ საღამოს მას რაღაცის გამო მოუბოდიშეთ, დღეს კი მისთვის ერთი

სიტყვაც არ გითქვამთ. ან იქნებ, თქვენთვის ადამიანების შეურაცხყოფა და

შემდეგ მათთვის პატიების თხოვნა ჩვეულებრივი ამბავია?

ნაგელს გაეცინა, გზას გახედა და უპასუხა:

- სიმართლე გითხრათ, რწმუნებულის განაწყენება ჩემი მხრიდან არასწორი

საქციელი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ მშვენიერ დღეს მასთან

ლაპარაკის საშუალება მომეცემა და ყველაფერი მოგვარდება. მე, ცოტა არ იყოს,

ფიცხი და ხისტი ადამიანი გახლავართ... ჩვენი უთანხმოება კი იმან გამოიწვია,

რომ კაფეში შემოსვლისას მოულოდნელად მხარი გამკრა. როგორც ხედავთ,

დიდი არაფერი მომხდარა, მაგრამ მისმა დაუდევრობამ ისე გამახელა, რომ

გიჟივით ვეძგერე, გვარიანად გამოვლანძღე, ლუდის კათხა სულ ცხვირწინ

ვუტრიალე და ბოლოს, ქუდიც კი დავუკუჭე. ის კი გაბრუნდა და ისე

უსიტყვოდ წავიდა, როგორც სწავლულ ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე.

მოგვიანებით ჩემი საქციელი ვინანე და გადავწყვიტე, რამენაირად დანაშაული

Page 100: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამომესყიდა. თავის გასამართლებლად მიზეზი ბუნებრივია, მეც მაქვს... იმ

დღეს რაღაც უსიამოვნება შემემთხვა და ამის გამო განერვიულებული და

გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ ეს ამბავი არავისთვის მითქვამს, ვინაიდან

ასეთ პირად ამბებზე უცხო ხალხთან არ ლაპარაკობენ. ამიტომაც გადავწყვიტე,

მთელი დანაშაული საკუთარ თავზე ამეღო.

ნაგელი დაუფიქრებლად და გულწრფელად საუბრობდა. თითქოს სურდა

ეჩვენებინა, რომ უაღრესად სამართლიანი და მიუკერძოებელი ადამიანი იყო.

სახის გამომეტყველებაც სანდო და საკმაოდ დამაჯერებელი ჰქონდა, მაგრამ

მოულოდნელად დაგნი შედგა, გაოგნებულმა თვალებში ჩახედა და უთხრა:

- კი მაგრამ, სინამდვილეში ხომ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო? მე

სრულიად განსხვავებული ისტორია მიამბეს.

- ემწუთამ იცრუა! - წამოიძახა ნაგელმა და გაწითლდა.

- ემწუთამ? მას ამის შესახებ მართლა არაფერი უთქვამს. მითხარით, საკუთარ

თავს ცილს რატომ სწამებთ? ეს ამბავი იმ ბერიკაცმა მიამბო, მოედანზე

თაბაშირის ფიგურებით რომ ვაჭრობს... ის თქვენს კამათს თავად შესწრებია და

ყველაფერი თავიდან ბოლომდე უნახავს.

პაუზა.

-იცით, ვერაფრით ვერ ვხვდები, გამუდმებით რატომ ცდილობთ, რომ

დამნაშავედ საკუთარი თავი წარმოაჩინოთ? - გააგრძელა ქალმა ისე, რომ

ნაგელისთვის თვალი არ მოუცილებია, - იმ შემთხვევის შესახებ დღეს დილას

შევიტყვე და ამ ყველაფერმა ძალიან გამახარა... იმას ვგულისხმობ, რომ თქვენ

ღირსეულად მოქცეულხართ და ეს საქციელი კიდევ უფრო მეტ ხიბლს

გმატებთ. გულწრფელად გეტყვით, დღეს დილას ჩემთვის ეს ისტორია რომ არ

მოეყოლათ, წვეულების შემდეგ თქვენთან ერთად წამოსვლას ნამდვილად ვერ

გავბედავდი.

პაუზა.

- და ახლა, ამის გამო ჩემით მოხიბლული ბრძანდებით, არა? - ჰკითხა ნაგელმა.

- არ ვიცი, - უპასუხა ქალმა.

- დიახ, ნამდვილად ასეა. მისმინეთ... - განაგრძო ნაგელმა, - ეს ყოველივე

წმინდა წყლის კომედიაა. თქვენ ღირსეული ადამიანი ხართ და არ მინდა,

მოგატყუოთ. ამიტომაც ყველაფერს გულწრფელად გიამბობთ...

რწმუნებულთან კამათის ამბავს მე ყოველთვის ჩემებურად ვყვები, რაღაც-

Page 101: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რაღაცეებს ვცვლი, ბრალს საკუთარ თავზე ვიღებ და ამით არსებითად...

არსებითად გარკვეულ სპეკულაციას ვეწევი. ვცდილობ, ამ აფიორიდან რაც

შეიძლება მეტი სარგებელი გამოვნახო. როგორც ხედავთ, ახლა თქვენს მიმართ

ზედმეტად გულწრფელიც კი ვარ. მშვენივრად ვიცოდი, რომ ამ ისტორიას

ადრე თუ გვიან ვინმე აუცილებლად გიამბობდათ, სწორედ ამიტომ ის

პირველი ვერსია წინასწარ მოგიყევით და საკუთარი თავი დავადანაშაულე.

ამგვარად შევეცადე, თქვენს თვალში კიდევ უფრო ავმაღლებულიყავი. ამის

შემდეგ, ბუნებრივია, გაცილებით დიდებული და შეუდარებლად

დიდსულოვანი ადამიანი გგონივართ, ხომ ასეა? მაგრამ ნამდვილად

შეძრწუნდებით, როდესაც მიხვდებით, რომ ეს შთაბეჭდილება თქვენზე

საკმაოდ მლიქვნელური და მდაბიო ხერხით მოვახდინე. ახლა კი გადავწყვიტე,

ყველაფერი გულწრფელად ვაღიარო, ვინაიდან ნამდვილად იმსახურებთ იმას,

რომ ღირსეულად მოგექცნენ. თუმცა მშვენივრად ვხვდები, რომ ჩემი ასეთი

საქციელის გამო, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დამშორდებით.

ქალი გამომცდელი თვალით შეჰყურებდა. აშკარად ცდილობდა,

თანამოსაუბრის სიტყვების საფუძველზე მის შესახებ გარკვეული მოსაზრება

ჩამოეყალიბებინა და მიმხვდარიყო, სინამდვილეში რა ადამიანთან ჰქონდა

საქმე. არ იცოდა, რა ეფიქრა და ვერაფრით აეხსნა, მსგავსი აღიარება ნაგელს რა

ხელს აძლევდა. მოულოდნელად ისევ შედგა, ტაში შემოკრა, აკისკისდა და

წკრიალა ხმით მიუგო:

- არა, თქვენნაირ თავხედ ადამიანს მართლა არასოდეს შევხვედრივარ! ერთი

შეხედეთ, გვერდით როგორ მშვიდად მომყვება და სახის სერიოზული

გამომეტყველებით საკუთარი თავის დასამცირებლად ათასგვარ საშინელებას

მიყვება! მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევთ. მსგავსი უაზრობა ცხოვრებაში არ

მომისმენია! ამიხსენით, საიდან უნდა გცოდნოდათ, რომ ოდესმე ვინმე იმ

ისტორიის ნამდვილ ვერსიას მიამბობდა? თუმცა, არა... ნურაფერს მეტყვით,

თორემ ისევ იცრუებთ. ღმერთო, რა ცუდად იქცევით, ჰა-ჰა-ჰა! თუ მართლა

წინასწარ გათვალეთ, რომ ყველაფერი ასე მოხდებოდა, გამოდის, რომ თქვენსას

მაინც მიაღწიეთ, მაგრამ არ მესმის, ახლა ყველაფერს რატომ აფუჭებთ და

რატომ მიხსნით, რომ იცრუეთ? გუშინ საღამოსაც ასევე მოიქეცით. თქვენი

ნამდვილად არ მესმის... თუ ყველაფერს წინასწარ გეგმავთ, მაშინ იმას რატომ

არ ითვალისწინებთ, რომ მსგავსი საქციელით საკუთარ თავსვე ამხელთ?

ნაგელს ფარ-ხმალი არ დაუყრია, წამიერი ჩაფიქრების შემდეგ უპასუხა:

- თქვენ ცდებით, მე ამასაც მშვენივრად ვითვალისწინებ, რაშიც მალე

დარწმუნდებით. როდესაც საკუთარ თავს ისე ვადანაშაულებ, როგორც ახლა,

Page 102: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ასე ვთქვათ, დიდად არ ვრისკავ. ყოველ შემთხვევაში, ბევრს არაფერს ვკარგავ.

უპირველეს ყოვლისა, ვაღიარებ, რომ იმ პიროვნებამ, რომელსაც მსგავს

ჩანაფიქრს ვუმხელ, შესაძლოა არც კი დამიჯეროს. აი, მაგალითად, თქვენ, ამ

წუთას ნამდვილად არ გჯერათ ჩემი. და ამას შედეგად რა მოჰყვება? რა და ის,

რომ მე ორმაგ სარგებელს ვნახულობ, კიდევ უფრო მეტს ვიგებ, ჩემი

რეპუტაცია ლავასავით იზრდება და ყველას თვალში მწვერვალივით

ვმაღლდები. მეორე კი ის არის, რომ თუ დამიჯერებდით, იმ შემთხვევაშიც

მოგება ჩემ მხარეზე იქნებოდა. თავს აქნევთ? სრულიად უსაფუძვლოდ!

გარწმუნებთ, მსგავსი ხრიკი სხვა დროსაც ბევრჯერ გამომიყენებია და

ყოველთვის გამარჯვებული დავრჩენილვარ. ჩემი აღიარება რომ გერწმუნათ,

მაშინაც კი ჩემი გულწრფელობა აღგაფრთოვანებდათ და უდავოდ იტყოდით:

„მან მართალია მომატყუა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ არავინ აძალებდა,

მოგვიანებით ტყუილში თავადვე გამომიტყდა. მისი თავხედობა მისტიკურია,

ის არაფერს უფრთხის და თავისივე აღიარებით ყველა გზას მიჭრის“. მოკლედ,

ყველანაირი ხერხით ვცდილობ, თქვენი ყურადღება მივიქციო, ჩემდამი

თქვენი ცნობისმოყვარეობა გავაღვიძო და კიდევ უფრო მეტად

დაგაინტერესოთ. ნუთუ ორიოდე წუთის წინ თავად არ მითხარით, თქვენი არ

მესმისო?.. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩემი პიროვნების გამოკვლევას უკვე

შეეცადეთ და ეს სწორედ ის არის, რაზეც ვილაპარაკე. ეს უკვე ჩემს წისქვილზე

ასხამს წყალს. ასე და ამგვარად, მიუხედავად იმისა, გჯერათ თუ არა ჩემი,

გამარჯვებული მაინც მე გამოვდივარ.

პაუზა.

- და გინდათ იმაში დამარწმუნოთ, რომ ეს საშინელი ხრიკები წინასწარ

დაგეგმეთ? ყველა დეტალი წინასწარ განსაზღვრეთ და შესაძლო თავდაცვის

ზომებიც მიიღეთ? ჰა-ჰა-ჰა! ამის შემდეგ თქვენ ვეღარაფრით გამაოცებთ. დიახ,

თქვენგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. ახლა კი კმარა! ხომ შეიძლებოდა,

უარესებიც გეთქვათ, ამ მხრივ საკმაოდ მოხერხებული ჩანხართ!

ნაგელი არ ტყდებოდა და ამტკიცებდა, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ მისი

პიროვნება ქალის თვალში აშკარად მწვერვალივით ამაღლდა... და ის ამის გამო

უსაზღვროდ მადლობელია, ჰა-ჰა-ჰა! დიახ, დიახ... თავისი ჩანაფიქრი

ზედმიწევნით განახორციელა. დაგნიმ კი მის მიმართ უდიდესი თავაზიანობა

და კეთილგანწყობა გამოიჩინა!

- კი კი, როგორ არა! - შეაწყვეტინა ქალმა, - მოდი, ამაზე ლაპარაკს მოვრჩეთ!

ახლა ნაგელი შედგა.

Page 103: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გაგასულელეთ! - თქვა მან და ქალს

თვალი თვალში გაუყარა.

წამით ორივე შეყოვნდა, დაგნის გულმა ბაგაბუგი დაუწყო და სახე

გაუფითრდა. ეს კაცი საკუთარი რეპუტაციის შელახვას ასე დაჟინებით რატომ

ცდილობდა? სხვა შემთხვევაში საკმაოდ დამთმობი ჩანდა, მაგრამ ამჯერად

ჯიქივით გაჯიუტდა. ეს რა უცნაური ახირება და თავის გასულელებაა!

- ვერ ვხვდები, რატომ მაიძულებთ, თქვენს სულში ჩავიხედო? თქვენ არ

დამპირდით, სამაგალითოდ მოვიქცევიო? - გაღიზიანებული ტონით ჰკითხა

ქალმა.

დაგნის აღშფოთება გულწრფელი ჩანდა. ნაგელის უსაფუძვლო სიმტკიცემ,

როგორც ჩანს, წყობილებიდან გამოიყვანა და მისი არგუმენტების გამო თავს

დამცირებულად და შეურაცხყოფილად გრძნობდა. გაღიზიანებული

მიაბიჯებდა და ხელზე ქოლგას ნერვიულად ირტყამდა.

ხასიათი ნაგელსაც წაუხდა, თავის მართლებას მოჰყვა და ათასგვარი

სისულელე წამოროშა. ბოლოს დაგნიმ ისევ გაიცინა და ამით თანმხლებს

აგრძნობინა, რომ მისი სიტყვები გულთან ახლოს არ მიუტანია. ნაგელი

მართლაც აუტანელი ვინმეა. როგორც ჩანს, ადრეც ასეთი იყო და მომავალშიც

ასეთივე დარჩება. მართალია, თავად მას ეს სიტყვები სასაცილოდ არ ჰყოფნის,

მაგრამ ახლა სჯობს გაჩუმდეს და თავის აკვიატებულ აზრებზე კრინტი აღარ

დაძრას...

პაუზა.

- გახსოვთ, სულ პირველად სწორედ ამ ადგილას შევხვდით. როდესაც

გარბოდით, ნამდვილ ფერიას ჰგავდით, ამას ვერასოდეს დავივიწყებ. დიახ,

თქვენ მითიურ ქალღმერთს, სიზმრისეულ ზმანებას მაგონებთ... ახლა კი ერთი

უჩვეულო ამბავი მინდა გიამბოთ, რომელიც თავად გადამხდა. ისტორია

საკმაოდ მოკლეა და უცებ მოგიყვებით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ოთახში

მშვიდად ვზივარ. მაშინ რომელიღაც უცხო ქვეყნის ერთ ისეთსავე პატარა

ქალაქში ვცხოვრობდი, როგორიც ეს ქალაქია. მოკლედ, შემოდგომის საღამოა

და მე ჩემს ოთახში ვარ. ეს ამბავი 1883 წელს მოხდა, მას შემდეგ თითქმის რვა

წელი გავიდა. ზურგი კარისკენ მაქვს მიქცეული და წიგნს ვკითხულობ.

- ოთახში სანათური გენთოთ?

- დიახ, გარეთ კი უკვე კარგად ბნელოდა. როგორც გითხარით, ვიჯექი და

ვკითხულობდი. უცებ გარედან ვიღაცის ფეხის ხმა შემომესმა. კიბე ამოიარეს

Page 104: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

და ჩემი ოთახის კარზე დააკაკუნეს. „მობრძანდით!“ არავინ ჩანს. მე კარს ვაღებ.

გარეთაც არავინაა. ადამიანის ჭაჭანებაც კი არაა. მოსამსახურე გოგონას ვუხმობ

და ვეკითხები, კიბეზე ვინმე ხომ არ ამოსულა-მეთქი. არა, არავინო, მეუბნება.

კარგი, ძილი ნებისა. გოგონა გადის.

მე წიგნის კითხვას ვაგრძელებ. მოულოდნელად ვიღაცის სუნთქვას ვგრძნობ,

თითქოს ვიღაც მეხება კიდეც... „მოდი!“ - ჩამესმის ჩურჩული. ოთახს თვალს

ვავლებ, არავინაა. ისევ ვკითხულობ, მაგრამ რატომღაც სიბრაზის განცდა

მეუფლება. ფუი, ეშმაკს-მეთქი, ვამბობ ხმამაღლა. სწორედ ამ დროს ვხედავ,

რომ ჩემ გვერდით, მარცხენა მხარეს დაბალი, სახეგაფითრებული მამაკაცი

დგას. მას ჟღალი წვერი აქვს და გაფშიკული, უხეში თმა ყალყზე უდგას.

მოულოდნელად თვალს მიკრავს და მიუხედავად იმისა, რომ ადრე ერთმანეთი

არასოდეს გვინახავს, მეც ასევე ვპასუხობ. თან მარჯვენა ხელით წიგნს ვხურავ.

ამის შემდეგ უცნობი კარისკენ მიდის და ქრება. თვალი მართლა არ

მომიცილებია და შესაბამისად, გარკვევით დავინახე, როგორ გაუჩინარდა.

საწოლიდან ვდგები და კარს ვუახლოვდები. „მოდი!“ - კვლავ მიხმობს ვიღაც.

კი ბატონო! პიჯაკს და ფეხსაცმელს ნაჩქარევად ვიცვამ და სახლიდან

გავდივარ. სიგარა არ მაწყენდა-მეთქი, გავიფიქრე. სასწრაფოდ ოთახში

ვბრუნდები და სიგარას ვუკიდებ. ღმერთმა იცის რატომ, მაგრამ რამდენიმეს

ჯიბეშიც ვიჩურთავ და ისევ გარეთ გავრბივარ.

გარეთ უკუნეთი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ, მაგრამ აშკარად ვგრძნობ, რომ ის

ჩია კაცი გვერდიდან არ მცილდება. ხელები გავიქნიე, მინდოდა შევხებოდი.

ბოლოს გავჩერდი და გადავწყვიტე, რომ სანამ არ მეტყოდა, რა სურდა, გზას

აღარ გავაგრძელებდი. ის კი აღარსად ჩანდა. აქეთ-იქით გავიხედ-გამოვიხედე

და მიუხედავად იმისა, რომ ბნელოდა, რამდენჯერმე თვალიც კი ჩავუკარი,

მაგრამ არც ამ ხერხმა გაჭრა. „კეთილი და პატიოსანი! - ვთქვი ბოლოს, - ახლა

ავდგები და შენი სურვილით კი არა, საკუთარი სურვილით გავისეირნებ.

გაითვალისწინე, რომ მე უბრალოდ ვსეირნობ, მორჩა და გათავდა!“ ეს

სიტყვები ხმამაღლა წარმოვთქვი, რადგან მინდოდა, მასაც გაეგო. რამდენიმე

საათი ვიარე, იმ დაბას კარგა მანძილზე გავცდი და ტყეში შევედი. ცვრით

დანამული ხის ტოტები და სველი ფოთლები სახეში მცემდა. „საკმარისია, -

ვთქვი ბოლოს, ჯიბიდან საათი ამოვიღე და დავხედე, - მორჩა, ახლა შინ უნდა

დავბრუნდე!“ მაგრამ რატომღაც უკან გაბრუნება ვერ მომეხერხებინა და

სახლში წასვლის ნაცვლად კიდევ უფრო წინ მივიწევდი. „მართლაც

შეუდარებელი ამინდია! - ვამხნევებდი საკუთარ თავს, - ასე რომ, შეგიძლია

მთელი ღამე ისეირნო და ხვალინდელი დღეც ზედ მიაყოლო. რაც მთავარია,

დრო თავზე საყრელი გაქვს!“ უკვე აღარც დაღლა მახსოვდა და ვეღარც იმას

Page 105: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვგრძნობდი, რომ ნამის გამო ტანისამოსი დამსველებოდა. კიდევ ერთ სიგარას

მოვუკიდე. უცნობის სუნთქვას ისევ ცხადად ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რომ

კვლავ ჩემ გვერდით იყო. შეუჩერებლად მივაბიჯებდი, დროდადრო

მიმართულებას ვიცვლიდი, მაგრამ უკან, ქალაქისკენ გაბრუნებას არ

ვჩქარობდი. ფეხის ტერფები ამტკივდა, შარვლის ტოტები გვარიანად

გამელუმპა, ხის ცვრიანი ტოტები სახეს მიკაწრავდა... „ამ უკუნეთ ღამეში

ტყეში სიარული შესაძლოა, ვინმეს უცნაურადაც მოეჩვენოს, - ვთქვი ისევ

ხმამაღლა, - მაგრამ ეს ჩვევა ბავშვობიდან გამომყვა. ღამღამობით დაბურულ

ტყეში სეირნობა ადრეც მიყვარდა!“ დაძაბულობისგან კბილს კბილზე ვაჭერდი

და გზას მივუყვებოდი. მოულოდნელად გავიგონე, რომ ქალაქში კოშკის

საათმა ჩამოჰკრა და შუაღამის დადგომა გვამცნო. ერთი, ორი, სამი, ოთხი... და

ასე გაგრძელდა თორმეტამდე. დარტყმების რაოდენობას განსაკუთრებული

გულისყურით ვითვლიდი. ნაცნობი ბგერების გაგონებამ რაღაცნაირად

გამომაცოცხლა, მაგრამ ამავდროულად გამაღიზიანა კიდეც. მიუხედავად

იმისა, რომ ამდენი ვიხეტიალე, ქალაქთან მაინც საკმაოდ ახლოს

ვიმყოფებოდი. მოკლედ, კოშკურის საათმა თორმეტჯერ დარეკა და ირგვლივ

ისევ სიჩუმემ დაისადგურა. სწორედ ამ დროს ის ჩია კაცი ისევ გამომეცხადა.

ვხედავ რომ დგას, ჩემკენ იყურება და ქირქილებს. ამის დავიწყებას ვერასოდეს

შევძლებ! მის სახეს ისე ცხადად ვხედავდი... წინა ორი კბილი აკლდა, ხელები

წელზე შემოეწყო...

- კი მაგრამ, იმ სიბნელეში როგორ გაარჩიეთ?

- ანათებდა. მის ზურგს უკან საოცარი ნათელი იდგა და ეს სინათლე ისე

უცნაურად ასხივოსნებდა, გამჭვირვალე გეგონებოდათ... იმ სიბნელეში მისი

ტანისამოსიც კი დღესავით ცხადად იკვეთებოდა. გაცვეთილი და ოდნავ

მოკლე შარვალი ეცვა. ამ ხილვამ ჩემ წინაშე წამიერად გაიელვა. გაოგნებულმა

უნებურად თვალებზე ხელები ავიფარე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. როცა

თვალები ისევ გავახილე, უცნობი უკვე იქ აღარ იყო...

- რას ამბობთ!

- მოიცა, ჯერ არ დამისრულებია. ამის შემდეგ ჩემ წინ კოშკი აღიმართა და

სქელი კედლის პირისპირ აღმოვჩნდი. ამ უცნაური ნაგებობის ფორმა

თანდათან უფრო უკეთ აღვიქვი. მუქი ფერის, რვაკუთხა შენობა იყო, ზუსტად

ისეთი, ათენის „ქარების კოშკი“ რომაა, ალბათ სადმე სურათი მაინც გექნებათ

ნანახი. მანამდე არასოდეს მსმენოდა, რომ იმ ტყეში კოშკი იდგა, მაგრამ ფაქტი

იყო, რომ ახლა სწორედ ამ კოშკის ჭიშკართან ვიდექი. „მოდი!“ - ჩამესმის

Page 106: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

კვლავ და ინსტინქტურად შიგნით შევდივარ. კარი არავის მიუჯახუნებია და

ამან ცოტა დამამშვიდა.

კოშკის სიღრმეში, თაღებთან ის ჩია კაცი ისევ შევნიშნე. რომელიღაცა

კედელთან სანათური ბჟუტავდა, ამიტომ უცნობს გაცილებით უკეთესად

ვხედავდი. ჩემკენ ისე მოაბიჯებდა, თითქოს მთელი დროის განმავლობაში

მხოლოდ იქ, იმ შენობაში იმყოფებოდა. რომ მომიახლოვდა, შედგა და კვლავ

აქირქილდა. იდგა ჩემ პირისპირ, შემომცქეროდა და ქირქილებდა. თვალებში

ჩავხედე და მომეჩვენა, რომ ყველა ის საშინელება, რაც მას ენახა ცხოვრებაში,

მეც ცხადად აღვიქვი. კაცმა ისევ თვალი ჩამიკრა, მე არ მიპასუხია და როდესაც

შეეცადა, კიდევ უფრო ახლოს მოსულიყო, უნებურად უკან დავიხიე.

მოულოდნელად ზურგს უკან ნაბიჯების ხმა შემომესმა. შევტრიალდი და

ახალგაზრდა გოგონა დავინახე.

იმ გოგონას ხილვამ საოცარი სიხარულით ამავსო. მას ჟღალი თმა და მუქი

ფერის თვალები ჰქონდა. ღარიბული სამოსი ეცვა და ქვის იატაკზე

ფეხშიშველი მოაბიჯებდა. მისი შიშველი მკლავების სიქათქათემ და

სილამაზემ გამაოგნა.

გოგონა ჩერდება, მეც და იმ ჩია კაცსაც თვალით გვზომავს, შემდეგ კი თავს

მიკრავს და უცნობისკენ აგრძელებს გზას. უსიტყვოდ უახლოვდება, პერანგის

ღილებს უხსნის და მკერდზე ხელებს ისე უფათურებს, თითქოს რაღაცას

ეძებსო. ამის შემდეგ მისი მოსასხამის შიდა ჯიბიდან ანთებულ ფარანს იღებს

და ამ პაწაწინა სანათურს, რომელიც საკმაოდ მკვეთრ შუქს ასხივებს, თითზე

იკიდებს. მისმა ბრწყინვალებამ კედელთან მბჟუტავი სანათურის შუქი

მთლიანად დაჩრდილა. როდესაც გოგონა სანათურს ეძებდა, უცნობი ისევ ისე

გაუნძრევლად იდგა და ქირქილებდა. „ღამე მშვიდობისა!“ - ეუბნება მას

ქალიშვილი და კარისკენ უთითებს, რის შემდეგაც ეს უცნაური კაცი, რომელიც

საშინელ, იშვიათ ცხოველს უფრო წააგავს, ვიდრე ადამიანს, თვალთახედვიდან

ქრება.

გოგონა მომიახლოვდა, თავი დამიკრა და სერიოზული გამომეტყველებით

ხმადაბლა მკითხა:

- საიდან ხარ?

- ქალაქიდან გახლავარ, მშვენიერო ასულო! - ვუპასუხე მას, - მე აქ ქალაქიდან

მოვედი.

Page 107: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- უცნობო, მამაჩემს უნდა აპატიო! - მითხრა მოულოდნელად, - ცუდს

ნურაფერს ჩაიდებ გულში. ავადაა, შეშლილია... მისი თვალები ხომ თავადაც

ნახე.

- დიახ, ვნახე! - მივუგე პასუხად, - და მათში იმხელა ძალაუფლება დავინახე,

რომ უნებურად დავემორჩილე და გამოვყევი.

- სად შეხვდი? - მკითხა ისევ.

- ჩემთან, სახლში, ჩემს ოთახში. იმ დროს მოვიდა, როცა ვიჯექი და წიგნს

ვკითხულობდი.

ქალმა თავი გადააქნია და თვალები დახარა.

- მშვენიერო ბავშვო, გთხოვ, ამის გამო ნუ დაღონდები, - დავუყვავე გოგონას, -

სეირნობით მართლა დიდად ვისიამოვნე, ბევრი არაფერი დამიკარგავს და არც

იმას ვნანობ, შენ რომ შეგხვდი. ხომ ხედავ, როგორი კმაყოფილი და

გახარებული ვარ. მოდი, ახლა შენც გაიღიმე!

მას არ გაუღიმია.

- ფეხსაცმელი გაიხადე! - მითხრა მოულოდნელად, - ამაღამ აქ უნდა დარჩე!

ტანისამოსსაც გაგიშრობ...

ტანსაცმელზე დავიხედე, თავიდან ბოლომდე გალუმპული ვიყავი, სველი

ფეხსაცმლიდან კი წყალი ჟონავდა. როგორც მთხოვა, ისე მოვიქეცი -

ფეხსაცმელი გავიხადე და გავუწოდე. მან კი სანათური ჩააქრო და მითხრა,

გამომყევიო.

- მოიცა! - მივუგე გაკვირვებულმა და შევაჩერე, - აქ თუ არ უნდა დავიძინო,

მაშინ ფეხსაცმელი რატომ გამახდევინე?

- ამას არ გეტყვი! - მიპასუხა გოგონამ.

მას მართლა არაფერი აუხსნია. სულ მალე ჩაბნელებულ ოთახში შევედით.

უცნაური ბგერები შემომესმა, თითქოს ახლომახლო ვიღაც იყო და გვყნოსავდა.

სწორედ ამ დროს გოგონამ პირზე უნაზესი ხელი ამაფარა და ხმამაღლა

წარმოთქვა:

- მე ვარ, მამა, ის უცნობი აქ აღარ არის... წავიდა.

მე კი მაინც ვგრძნობდი, რომ ის საშინელი გიჟი ისევ გვყნოსავდა.

Page 108: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გოგონამ ხელი ჩამკიდა და კიბეზე ამიძღვა. ხმას არც ერთი არ ვიღებდით.

რამდენიმე წუთში კიდევ სხვა ოთახში აღმოვჩნდით. იქ არაფერი ენთო და

ირგვლივ უკუნეთი სიბნელე გამეფებულიყო.

- ხმა არ ამოიღო! - ჩამჩურჩულა გოგონამ, - აგერ, ეს ჩემი საწოლია.

საწოლი ხელის ცეცებით მოვძებნე.

- ახლა დანარჩენი ტანისამოსიც გაიხადე! - ჩურჩულითვე მითხრა ქალიშვილმა.

მის ნებას დავყევი და სველი ტანსაცმელი ჩავაბარე.

- ძილი ნებისა! - თქვა ბოლოს და წავიდა...

მისი შეჩერება ვცადე და ვთხოვე, დარჩენილიყო.

- მოიცა, ნუ წახვალ. ახლა მივხვდი, ფეხსაცმელი ქვემოთ რატომ გამახდევინე.

უჩუმრად ვიჯდები, კრინტსაც არ დავძრავ. მამაშენს ხომ ისედაც არაფერი

გაუგონია. გთხოვ, დარჩი!

მაგრამ ის არ დარჩენილა.

- ძილი ნებისა! - გამიმეორა ხმადაბლა და წავიდა.

პაუზა.

დაგნის ლოყები აეფაკლა, გული აუფანცქალდა და მღელვარებისგან ნესტოები

აუთრთოლდა.

- წავიდა? - ჰკითხა ნაგელს.

პაუზა.

- ...და ამის შემდეგ ეს ღამე ჯადოსნურ ზღაპარს ემსგავსება. აბსოლუტურად

ყველაფერს უკვე ვარდისფერში აღვიქვამ. იქნებ შეძლოთ და ის საოცარი ღამე

თქვენც წარმოიდგინოთ... სენაკში სრულიად მარტო ვარ. ირგვლივ სიბნელე

მძიმე, სქელი ხავერდივით დაშვებულა. შთაბეჭდილებებისგან

თავბრუდახვეული საშინელ დაღლილობას ვგრძნობ და მუხლები

მიკანკალებს. იმ შეშლილმა ბერიკაცმა თავგზა ამირია, რამდენიმე საათის

განმავლობაში ერთი და იგივე ადგილები უამრავჯერ შემომატარა და ნამიანი

ბალახი მატკეპნინა. თან - მოდი-მოდიო, - მიხმობდა, მზერით მიმორჩილებდა

და წინ საქონელივით მიმერეკებოდა. შემდეგში არც კი დავფიქრდები, ისე

დავეძგერები, გულის ჯიბიდან ფარანს ამოვაცლი და თავისივე ფარნით ცხვირ-

პირს გავუერთიანებ! სიბრაზისგან თავს ძლივს ვიმორჩილებდი. აგზნებულმა

Page 109: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სიგარას მოვუკიდე და საწოლში ჩავწექი. კარგა ხანს ასე ვიწექი და სიბნელეში

ალისფრად მოელვარე სიგარის წვერს შევყურებდი. რაღაც მომენტში გავიგონე,

რომ ვიღაცამ ჭიშკარი გაიჯახუნა და ამის შემდეგ ისევ სამარისებური სიჩუმე

ჩამოწვა.

დაახლოებით ათი წუთი გავიდა. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ

საწოლში ვწევარ, სიგარას ვაბოლებ და თვალზე რული არ მეკიდება.

მოულოდნელად მთელი ოთახი უცნაური ზუზუნის ხმებით ივსება, თითქოს

მაღლა, ჭერზე ათიათასობით სარქველს თავი მოხსნეს. სიგარას მაშინვე

ვაქრობ, იდაყვებს ვეყრდნობი და სიბნელეში თვალებს დაბნეული ვაცეცებ,

მაგრამ ვერაფერს ვარჩევ. კვლავ ვწვები და სმენას ვძაბავ. მეჩვენება, რომ

სადღაც, ძალიან შორს უმშვენიერეს მრავალხმოვან მელოდიას უკრავენ. ეს

სევდიანი ჰანგები შესაძლოა ზეციდანაც მოდიოდა. სიმღერა სულ უფრო და

უფრო მკვეთრად ჩამესმის, მისი ბგერები თანდათანობით მიახლოვდება,

ბოლოს კი კოშკის წვერს ტალღასავით აწყდება და ჩემს სამყოფელშიც იღვრება.

ისევ იდაყვებს ვეყრდნობი. იმ ღამის გახსენებაზე ახლაც ზუსტად იმავეს

განვიცდი - ენით აუწერელი, არაამქვეყნიური განცდა მიპყრობს და მაბრუებს.

მოულოდნელად თავზე პაწაწინა მბრწყინავი არსებები მეფრქვევა. ეს თეთრი,

ქათქათა ანგელოზები არიან, - მირიადი ერთიციდა ანგელოზი, რომლებიც

ზეციდან მოედინებიან და ბრჭყვიალა ნაპერწკლებად იფანტებიან. მთელი

ოთახი მათი ბრწყინვალებით ივსება. მილიონამდე ასეთი არსება იატაკსა და

ჭერს შორის ტალღოვნად მოძრაობს და მღერის... ზღაპრულად გალობენ,

ტანსაცმლის ნაცვლად კი სითეთრე ჰმოსავთ. გულისცემას თითქმის ვეღარ

ვგრძნობ, გარშემო უამრავი ანგელოზი დაფარფატებს და მღერის. მათ გალობას

სულგანაბული ვისმენ, ვგრძნობ, რომ ქუთუთოებსა და თმაზე ნაზად მეხებიან.

ისინი კი გალობენ და სულ მალე ოთახი იმ საოცარი სურნელით ივსება, მათი

ბაგეებიდან რომ იფრქვევა.

მე ისევ ისე ვწევარ და იდაყვებს ვეყრდნობი. მოულოდნელად მათკენ ხელს

ვიწვდენ და შვიდიოდე პაწაწინა ანგელოზი ჩემს ხელისგულზე ეშვება. ახლა

ისინი პაწაწინა შვიდქიმიანი ვარსკვლავივით ციმციმებენ. ხელი სახესთან

ფრთხილად მიმაქვს და როცა მათ თვალებში ჩავცქერი, ვხედავ, რომ ყველა

მათგანი უსინათლოა. ამ შვიდ ანგელოზს ვათავისუფლებ და ახლა სხვა

ანგელოზებს ვიჭერ, მაგრამ ისინიც უსინათლოები არიან. ღმერთო, ჩემ

გარშემო მოფარფატე ყველა ანგელოზი თურმე უსინათლო ყოფილა. მთელი

კოშკი მომღერალი უსინათლო ანგელოზებითაა სავსე.

Page 110: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სუნთქვაშეკრული ვწევარ და ადგილიდან არ ვიძვრი. ამ პაწაწინა არსებების

გამჭვირვალე თვალების ხილვამ სულით ხორცამდე შემძრა.

გადის ერთი წუთი. ისევ ვწევარ და სმენას ვძაბავ. მოულოდნელად მძიმე,

უხეში დარტყმის ხმა ჩამესმის. ეს ხმა საკმაოდ შორიდან მოდის, მაგრამ

იმდენად მკვეთრია, რომ მისი ექო რამდენიმე წამს გრძელდება. კვლავ ქალაქის

კოშკურის საათმა ჩამოჰკრა. ღამის პირველი საათი შესრულდა.

ანგელოზები უკვე აღარ გალობენ. ამის შემდეგ დავინახე, ისევ ერთ გუნდად

როგორ შეჯგუფდნენ და წაფარფატდნენ. ჭერში აიჭრნენ და გარეთ გასვლას

ლამობდნენ, უჩვეულოდ მოელვარენი თვალს არ მაცილებდნენ და

თანდათანობით, ერთმანეთის მიყოლებით ქრებოდნენ. სულ ბოლო ანგელოზი

მცირე ხნით შეყოვნდა, უსინათლო თვალები კიდევ ერთხელ შემომანათა და

ისიც გაუჩინარდა.

მეხსიერებაში ყველაზე ცხადად სწორედ ის უკანასკნელი ანგელოზი ჩამრჩა,

ჩემკენ რომ შემობრუნდა და გამჭვირვალე მზერა მომაპყრო. ამის შემდეგ კვლავ

უკუნეთი ჩამოწვა. ლოგინზე მოცელილივით დავეცი და ჩამეძინა.

როდესაც გავიღვიძე, უკვე გათენებულიყო. ოთახში ისევ მარტო ვიყავი. ჩემი

ტანსაცმელი კი იქვე, იატაკზე ელაგა. ხელით მოვსინჯე, ოდნავ ნესტიანი იყო,

მაგრამ მაინც ჩავიცვი. მოულოდნელად კარი იღება და ოთახში ის გოგონა

შემოდის, წინა ღამით რომ ვნახე.

იგი მიახლოვდება.

- საიდან მოდიხარ? ღამე სად გაათენე? - ვეკითხები მას.

- იქ, ზევით... - მპასუხობს ის და კოშკის სახურავზე მიმანიშნებს.

- არ გძინებია?

- არა, არ მძინებია. მთელი ღამე თეთრად გავათენე.

- წუხელ მუსიკის ხმა ხომ არ გაგიგონია? - ვკითხე კვლავ, - მე ენით აუწერელი

ჰანგები მოვისმინე.

- დიახ... იმ მელოდიას მე ვუკრავდი და ვმღეროდი, - მიპასუხა ქალიშვილმა.

- ნუთუ შენ იყავი? მითხარი, პატარავ, მართლა შენ მღეროდი?

- დიახ, მე.

მან ხელი გამომიწოდა და მომიგო:

Page 111: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ახლა კი ადექი... მოდი, მე გამოგყვები და გზის გაკვლევაში დაგეხმარები.

ხელიხელჩაკიდებულები კოშკიდან გავედით და ტყეში მიმავალ ბილიკს

დავუყევით. გოგონას მზის სინათლეზე თმა ოქროსფრად უბრწყინავდა, მისი

მუქი თვალები მშვენიერებას ასხივებდა. ეს ულამაზესი ბავშვი გულში

ჩავიკარი და შუბლზე ორჯერ ვეამბორე, შემდეგ მის წინაშე დავიჩოქე.

სანაცვლოდ მან შავი ფერის ლენტი შეიხსნა და ათრთოლებული ხელებით

მაჯაზე დამაბნია. აღელვებული ჩანდა და ტირილს ვერ იკავებდა.

- რატომ ტირი? - ვკითხე პატარას, - რამე თუ გაწყენინე, შეგიძლია ახლავე

დამტოვო!

- ქალაქს თუ ხედავ?

- ვერა, - ვუპასუხე მას, - ქალაქს ჯერ ვერ ვხედავ. შენ ხედავ?

- მაშინ ადექი და გზა გავაგრძელოთ! - მომიგო ქალიშვილმა და ძველებურად

ჩამკიდა ხელი. მე შევყოვნდი, კვლავ ჩავიხუტე და ვუთხარი:

- რომ იცოდე, როგორ შემაყვარე თავი და გული რამხელა ბედნიერებით ამივსე!

ჩემს მკლავებში მოქცეული გოგონა თრთოდა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და

მითხრა:

- უკან უნდა გავბრუნდე. ახლა ხომ ხედავ ქალაქს?

- დიახ! - ვუპასუხე მე, - შენც ხომ ხედავ?

- არა! - მითხრა მან.

- რატომ? - ვკითხე ისევ.

მოულოდნელად უკან დაიხია, თავისი მსხვილი, კრიალა თვალები

შემომანათა, თავი ღრმად დამიკრა და დამემშვიდობა. რამდენიმე ნაბიჯი რომ

გადადგა, ისევ შემობრუნდა და გამომხედა.

მხოლოდ მაშინღა შევამჩნიე, რომ ისიც უსინათლო იყო...

ის თორმეტი საათი მართლაც უცნაურად გავლიე და ყველაფრის ბოლომდე

ახსნა დღემდე მიჭირს. ვერც კი ვხვდები, ის საათები როგორ გავიდა და სად

გაქრა. თავში ხელს ვიცემ და საკუთარ თავს ჩავძახი: „საქმე ხომ თორმეტ საათს

ეხება და ეს საათები სადღაც აქვე, ახლომახლო უნდა ეძებო. უბრალოდ, ეს

დრო სადღაც მიიმალა და შენ მისი პოვნა აუცილებლად უნდა შეძლო!“ მაგრამ

მე ეს დრო ჯერ ვერსად მიპოვნია...

Page 112: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

კვლავ დაბინდდა და თბილი, მაგრამ ბნელი შემოდგომის საღამო ჩამოწვა. ისევ

ჩემს სახლში, ოთახში ვზივარ და წიგნს დავცქერი. მზერა რატომღაც ფეხებზე

გადამაქვს, შარვლის ტოტები ჯერ კიდევ ნესტიანია. ხელზე ვიხედები, მაჯაზე

ისევ ის შავი ლენტი მაქვს შემოხვეული. ყველა დეტალი სინამდვილეს

შეესაბამება.

მოსამსახურე გოგონას ვუხმობ და ვეკითხები, ჩვენს სიახლოვეს, ტყეში მუქი

ფერის, რვაწახნაგოვანი კოშკი თუ არის. გოგონა თავს მიკრავს და მეუბნება:

- დიახ, მსგავსი კოშკი მართლაც არის.

- და იქ ცხოვრობს ვინმე?

- დიახ, ვიღაც მამაკაცი... მაგრამ იგი ავადმყოფია, შეშლილი... ხალხი მას

„ფარნიან კაცს“ეძახის. იმ შეშლილს ერთი ქალიშვილი ჰყავს და ისიც მამასთან

ერთად ცხოვრობს. მათ გარდა კოშკში არავინაა.

- გასაგებია... ძილი ნებისა!

ამის შემდეგ საწოლში ვწვები.

მეორე დღეს დილაუთენია ტყეში სასეირნოდ გავდივარ. იმავე ბილიკებს

მივუყვები, უკვე კარგად ნაცნობ ხეებს გვერდს ვუქცევ და ბოლოს კოშკსაც

ვპოულობ. ჭიშკარს ვუახლოვდები და მოულოდნელობისგან გული

მიჩერდება: მიწაზე უსინათლო გოგონა ასვენია. იგი მკვდარია და ძლიერი

დანარცხებისგან სხეული დასახიჩრებია. საბრალო პირდაღებული წევს და

ჟღალი თმა მზეზე ოქროსფრად უბრწყინავს. ზემოთ, კოშკის თავზე მისი კაბის

ნაგლეჯი ფრიალებს. ქვემოთ, ქვაღორღიან ბილიკზე კი გოგონას მამა, ის ჩია

კაცი ბოლთას სცემს და დროდადრო გვამს დასცქერის. გამწარებულს მკერდი

ნერვიულად ებურცება და ბოლო ხმაზე ღრიალებს. ამის მეტი მას არაფერის

გაკეთება არ შეუძლია, მიცვალებულს გარს უვლის და ხმამაღლა მოთქვამს.

მოულოდნელად ჩემკენ იხედება. მის თვალებში ჩამდგარი საშინელება ისე

მაფრთხობს, რომ ზურგს ვაქცევ და ქალაქისკენ თავქუდმოგლეჯილი

გავრბივარ. მას შემდეგ ის კაცი აღარასოდეს მინახავს...

აი, ასეთი ზღაპრული ამბავი შემემთხვა.

დუმილი ჩამოწვა. დაგნი უსიტყვოდ მიაბიჯებდა და ბილიკს დაჰყურებდა.

ბოლოს, როგორც იქნა, წარმოთქვა:

- ღმერთო, რა საოცარი ისტორიაა!

Page 113: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

და მათ შორის ისევ დუმილმა დაისადგურა. ნაგელი შეეცადა, ეს დუმილი

დაერღვია და რამდენჯერმე აღნიშნა, ტყეში მართლაც რა სასიამოვნო

სიმშვიდეაო, მაგრამ დაგნიმ არაფერი უპასუხა.

- შეგიძლიათ ის სურნელება შეიგრძნოთ, რომელიც აქ, ტყის სწორედ ამ

ნაწილში იფრქვევა? ძვირფასო, მოდი, ცოტა ხნით ჩამოვსხდეთ!

ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა და ფიქრი გააგრძელა. ნაგელი პირისპირ

დაუჯდა. თავს ვალდებულად თვლიდა, რამე უფრო სახალისო მოეყოლა და

დაგნი ხასიათზე მოეყვანა. მისი ზღაპარი ხომ არც თუ ისე ნაღვლიანი იყო...

მხოლოდ ერთი უბრალო, თავშესაქცევი ამბავი გაიხსენა და მეტი არაფერი... ეს

კიდევ რა არის! შენ ინდოეთში უნდა ნახო... ინდოეთში სულ სხვანაირი

თავგადასავლები აქვთ, მათი მოსმენისას კაცს სუნთქვა ეკვრის და ძარღვებში

სისხლი ეყინება. ინდური ზღაპრები ორი სახისაა: ერთნი ამქვეყნიურ, მაგრამ

არამიწიერად დიდებულ ამბებზე მოგვითხრობენ. ეს ისტორიები ალმასის

გამოქვაბულებზე, კლდეში დატყვევებულ უფლისწულებზე, უმშვენიერეს

ზღვის ბინადარ ქალწულებზე, მიწიერ და ზეციურ სულებზე, მარგალიტის

სასახლეებზე, ფრთოსან რაშებსა და ოქრო-ვერცხლის ტყეებზე მოგვითხრობენ.

მეორენაირი, ასევე მრავალფეროვანი ზღაპრები კი გრანდიოზულ და

უჩვეულო, მისტიკურ ამბებს შეეხება. საერთოდ, მსგავსი შემაძრწუნებელი

კოლიზიების შეთხზვა და მსმენელის მონუსხვის ხელოვნება ისე არავის

ეხერხება, როგორც აღმოსავლეთის ხალხებს. დაბადების პირველივე წუთიდან

თავადაც ზღაპრულ სამყაროში უწევთ ცხოვრება. შესაბამისად, უჩვეულო

ამბავი ღრუბლებში ბინადარ, ყოვლისშემძლე მბრძანებელზე, რომელიც

უდიდეს ძალას ფლობს, კოსმოსში დაქრის და კბილებით ვარსკვლავებს

ღრღნის, მათთვის ისეთივე ჩვეულებრივია, როგორც კლდეში ნაკვეთ

სასახლეში ბინადარი ფერიების ამბავი. და ეს ყოველივე იმით აიხსნება, რომ ის

ადამიანები სულ სხვა მზის ქვეშ ცხოვრობენ და საქონლის ხორცის ნაცვლად

ხილით საზრდოობენ.

- კი მაგრამ, ნუთუ ჩვენი ზღაპრები ნაკლებად საინტერესოა? - ჰკითხა დაგნიმ.

- გეთანხმები, მაგრამ ჩვენს ზღაპრებს სულ სხვაგვარი ხიბლი აქვს. ჩვენთვის

უცხოა მზე, რომელიც თვალისმომჭრელად ანათებს და უსაზღვროდ აცხუნებს.

ჩვენი თავგადასავლები ჰულდრასა და სხვა ზღაპრულ ქმნილებათა შესახებ

შედარებით მიწიერია, თუმცა ხანდახან არამიწიერზეც მოგვითხრობენ... და ეს

ისტორიები ღარიბული ფანტაზიის პირმშოა, რომელიც ზამთრის ცივ

ღამეებში, ხის პაწაწინა ქოხების ჭერში ჩამოკიდებული ჭვარტლიანი

სანათურების შუქზე იშვა. საინტერესოა, ოდესმე დაგნის „ათას ერთი ღამე“ თუ

Page 114: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

წაუკითხავს? ჩვენი მიწიერი ფანტაზიით გაჯერებული

გუდბრანდსდალენისეული ზღაპრები და სევდიანი გლეხური პოეზია კი სულ

სხვა რამაა... ის ზღაპრები ჩვენი სულის გამოძახილია და ჩვენი განუყოფელი

ნაწილია... მათი მოსმენით ჟრუანტელი არასოდეს გვივლის, ვინაიდან ეს

თბილი, საყვარელი და სახალისო ისტორიებია. ამ ზღაპრების მთავარი გმირი

გონიერი და მოხერხებული მნათეა და არა საოცნებო უფლისწული. რა

ბრძანეთ? ზღაპრები ნურდლანდიდან? ისინიც მსგავს ამბებს არ შეეხებაო,

მეკითხებით? რაო, ზღვის მისტიკური და ველური სილამაზიდან ჩვენ რისი

გამოყენება შეგვეძლოო? რისი და, თუნდაც ნურდლანდელი ვიკინგების გემის.

აღმოსავლეთის მეზღაპრეები ასეთ გემს სულების საარაკო ხომალდად

გადააქცევდნენ. მსგავსი ხომალდი თუ უნახავს? არა? შეხედავ თუ არა, მაშინვე

ხვდები, რომ ეს გემი მდედრია. მას უზარმაზარი ძუს ფორმები აქვს და

გაბერილი ფაშვი ნაშიერებით გაუვსია, უკანა მხარე ჩამოსწორებული აქვს...

ალბათ იმისთვის, რომ ხანდახან ჩამოჯდომაც შეძლოს. ცხვირი კი ჰაერში

უზარმაზარი რქასავით გაუშვერია, თითქოს ამგვარად ოთხი მხრიდან

მონაქროლ ქარებთან შესაჭიდებლად მზადყოფნას გვამცნობს... არა, ჩვენ

მათგან აშკარად მოშორებით, ჩრდილოეთით ვცხოვრობთ. თუმცა, მოდი, ეს

გეოგრაფიული ფაქტი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რიგითი აგრონომის

მორიდებულ არგუმენტად დავტოვოთ.

ნაგელის ლაქლაქმა ქალი აშკარად დაქანცა. ლურჯი თვალებით კაცს, ცოტა არ

იყოს, დამცინავად შეხედა და ჰკითხა:

- რომელი საათია?

- საათი? - დაბნეულად შეუბრუნა კითხვა ნაგელმა, - პირველი უნდა იყოს. ჯერ

არც ისე გვიანია... და საერთოდ, საათს რა მნიშვნელობა აქვს?!

პაუზა.

- ტოლსტოიზე რას ფიქრობთ? - ჰკითხა დაგნიმ.

- მასზე არაფერს, - მიუგო ნაჩქარევად ნაგელმა და შეეცადა, საუბრის თემა

შეეცვალა, - მე ვფიქრობ „ ანა კარენინაზე“, „ომსა და მშვიდობაზე“ და...

- მარადიულ მშვიდობაზე რა აზრის ხართ? - სიცილით ჰკითხა ქალმა და

ფაქტობრივად მიზანში გაარტყა. ნაგელს მღელვარებისგან სახის

გამომეტყველება შეეცვალა.

- ამით რისი თქმა გინდათ? მშვენივრად მესმის, რომ საშინლად მოგაბეზრეთ

თავი.

Page 115: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ქალი გაწითლდა და თავის მართლება სცადა:

- არა, ეს ისე, უბრალოდ გკითხეთ! - უთხრა სხარტად, - სერიოზულად ნუ

მიიღებთ. საქმე ისაა, რომ ამ დღეებში საქველმოქმედო საღამოს ვმართავთ,

სახელმწიფო თავდაცვის ფონდის დასახმარებლად ბაზრობის მოწყობას

ვაპირებთ. უცებ სწორედ ეს გამახსენდა და ის შეკითხვაც ამიტომ დაგისვით.

პაუზა.

მოულოდნელად ნაგელი თავს მაღლა სწევს და დაგნის სხივჩამდგარი

თვალებით შესცქერის.

- მინდა გითხრათ, რომ ამ საღამოს ძალიან ბედნიერი ვარ და ამის გამო,

შესაძლოა ზედმეტად ბევრსაც ვლაპარაკობ. დღეს ყველაფერი მიხარია, უფრო

მეტად კი ის, რომ ახლა აქ, თქვენ გვერდით ვიმყოფები. ამიტომაც ვფიქრობ,

რომ ეს ღამე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე, ყველაზე მშვენიერია. ამისი ახსნა

თავადაც მიჭირს. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ ტყის, მინდვრების

ნაწილს წარმოვადგენ, თითქოს ამ მარადმწვანე ნაძვების ერთ-ერთი ტოტი ვარ,

ანდა ქვა... დიახ, თუნდაც ქვა, მაგრამ ისეთი ქვა, რომელიც იმ სურნელებითა

და სიმშვიდითაა გაჯერებული, ახლა გარს რომ გვაკრავს. იქით გაიხედეთ,

უკვე ინათა... იმ ვერცხლისფერ ზოლს ხედავთ?

ორივენი ვერცხლისფრად განათებულ ჰორიზონტს შეჰყურებდნენ.

- ამ საღამოს მეც ბედნიერი ვარ! - თქვა ქალმა.

დაგნიმ ეს ფრაზა აშკარად ძალდაუტანებლად, საკუთარი სურვილით

წარმოთქვა. მის ხმაში უშუალობა გამოსჭვიოდა და ძნელი მისახვედრი არ იყო,

რომ ეს სიტყვები თავადაც უდიდეს სიხარულს ჰგვრიდა. ნაგელმა ისევ შეხედა

და თვალები აუწყლიანდა. შემდეგ რატომღაც კვლავ იმპულსურად,

ნერვიულად ალაპარაკდა და წმინდა ჰანსის ღამე გაიხსენა. არც ტყე

დავიწყებია, სიმშვიდით აღსავსე ტყე და ნიავი, ნაზად რომ ზუზუნებს და ხის

ტოტებს არწევს... რომ ირგვლივ მხოლოდ ზუზუნი და შრიალი,

განუწყვეტელი ზუზუნი და შრიალი ისმის. ამ განთიადმა მასში საოცარი

ძვრები მოახდინა და მისი შინაგანი სამყარო სულ სხვა ძალებით აავსო.

გახსოვთ, გრუნტვიგი რას გვიმღერის? „ჩვენ ხომ სინათლის შვილები ვართ,

ღამემ დაგვტოვა“... თუ ნაგელმა ქალს თავისი ყბედობით თავი მოაბეზრა,

მაშინ შეუძლია პაწაწინა ჩალის ღერისა და კვირტის დახმარებით ერთი

უმნიშვნელო ფანდი ჩაუტაროს და დაანახოს, რომ ზოგჯერ ჩალის ღერი

კვირტზე უფრო გამძლეა. მისი გულისთვის რას არ გააკეთებს! შეხედეთ... ნება

Page 116: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მომეცით, ერთი ისეთი რამ გიჩვენოთ, რამაც თავის დროზე ჩემზე უდიდესი

შთაბეჭდილება მოახდინა. იმ მარტოსულ ღვიის ბუჩქს დააკვირდით. თითქოს

ის სიკეთითაა სავსე და ჩვენ წინაშე ქედს იხრის. აგერ ის ობობა კი ნაძვებს

შორის აბლაბუდას ქსელებს ხლართავს და ეს ბადე ზოგჯერ უჩვეულო ჩინურ

ნამუშევარს წააგავს, ზოგჯერ კი წყლის წვეთებისგან ნაქსოვ მზეს. ხომ არ

გცივათ? დარწმუნებული ვარ, ახლა ჩვენ გარშემო ალერსიანი, მოცინარი

ელფები ცეკვავენ. არა, მითხარით, არ მოგერიდოთ, თუ გცივათ, ახლავე

კოცონს დავანთებ... იცით, ახლა რაღაც გამახსენდა... ვენებგადაჭრილი

კარლსენი ამ ადგილას იპოვეს, არა?

ნუთუ ნაგელი ცდილობდა, რომ იმ შეკითხვის გამო დაგნისთვის სამაგიერო

გადაეხადა? მისგან ხომ ყველაფერი იყო მოსალოდნელი.

ქალი უსიამოვნოდ შეიშმუშნა და უპასუხა:

- შეეშვით მას, ძალიან გთხოვთ. ასე როგორ შეიძლება...

- მაპატიეთ! - სხარტად მოუბოდიშა ნაგელმა და თავი დახარა, - უბრალოდ,

ამბობენ, რომ მას თქვენ უყვარდით და, გამოგიტყდებით, მისი არც მიკვირს...

- მე ვუყვარდი? იმასაც ხომ არ ამბობენ, რომ თავი ჩემი გულისთვის, ჩემივე

ჯიბის დანით მოიკლა?! არა, ახლა კი აქედან ნამდვილად უნდა წავიდეთ!

ქალი წამოდგა. ბოლო სიტყვები მშვიდად, მაგრამ ბუნებრივად და უზომოდ

ნაღვლიანად წარმოთქვა. ნაგელი გაოგნებული იყო. როგორც ჩანს, ქალმა

მშვენივრად იცოდა, რომ მისმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა თავი სწორედ

მის გამო მოიკლა და ამ ამბავს საკმაოდ ჩვეულებრივად აღიქვამდა.

ცხონებულზე არც დამცინავად ლაპარაკობდა და არც იმას ცდილობდა, რომ ეს

უბედური შემთხვევა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. მთელი ეს ამბავი

მისთვის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სამწუხარო ისტორია იყო და მეტი

არაფერი. დაგნის გრძელი, ოქროსფერი თმა ზურგზე ჩამოშლოდა, ღამის

გრილი და ნოტიო ჰაერის გამო სახეზე თბილი, ხალასი ფერი დასდებოდა.

სიარულისას მაღალ თეძოებს მსუბუქად მიარხევდა.

ტყიდან გავიდნენ და მათ თვალწინ ნათელი სივრცე გადაიშალა. საიდანღაც

ძაღლის ყეფა შემოესმათ.

- უკვე პასტორის სახლთან მოვედით... - უთხრა ნაგელმა, - დაბურული ტყის

განაპირას მდგომი ეს მოზრდილი, თეთრი ფერის ნაგებობა, თავისი პატარა

ბაღით, ძაღლის სადგომითა და სადროშე ღერძით მშვენიერი სანახავია.

ფრეკენ, არ გიფიქრიათ იმაზე, რომ როდესაც გაემგზავრებით, ანუ როდესაც

Page 117: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გათხოვდებით, აქაურობა საოცრად მოგენატრებათ? თუმცა, ყველაფერი ხომ

იმაზეა დამოკიდებული, თქვენ თავად სად გადაწყვეტთ ცხოვრებას.

- ამაზე ჯერ არ ვფიქრობ! - უპასუხა ქალმა და დაამატა, - კაცმა არ იცის, ხვალ რა

იქნება!

- ხვალ სიხარული გელოდებათ! - მიუგო ნაგელმა.

პაუზა.

დაგნი მიდიოდა და ნაგელის სიტყვებზე ფიქრობდა.

- მისმინეთ! - უთხრა მოულოდნელად, - ნუ გაგიკვირდებათ, რომ ასე

გვიანობამდე ვსეირნობ, კარგი? ჩვენს დაბაში ეს მიღებულია. ალბათ იმიტომ,

რომ ჩვენ ყველანი გლეხები, ასე ვთქვათ, ბუნების შვილები ვართ. ღამით ამ

გზებზე ადიუნკტთან ერთად ადრეც ხშირად მისეირნია და საუბარში

გართულებს ზოგჯერ თავზეც კი დაგვთენებია.

- ადიუნკტთან ერთად? მე ის საკმაოდ სიტყვაძუნწი კაცი მეგონა.

- ასეცაა, ძირითადად მე მიწევს ხოლმე საუბარი, მაგრამ როდესაც შეკითხვას

ვუსვამ, სიამოვნებით მპასუხობს... მითხარით, შინ რომ დაბრუნდებით, რას

გააკეთებთ?

- ახლა? - კითხვა შეუბრუნა ნაგელმა, - ახლა შინ რომ მივალ? რას გავაკეთებ და

დავწვები და შუადღემდე ვიძინებ. ალბათ მკვდარივით ჩამეძინება და

სიზმარსაც ვერ ვნახავ. თქვენ... თქვენ რას იზამთ?

- ნუთუ არაფერზე იფიქრებთ? ნუთუ სანამ ჩაგეძინებათ, რაღაც-რაღაცეებზე არ

დაფიქრდებით? გგონიათ, რომ მაშინვე დაგეძინებათ?

- დიახ, წამიერად. თქვენ ასე არ გჩვევიათ?

- აი, უკვე ჩიტები გალობენ, გესმით? არა, ახლა ნამდვილად უფრო გვიანია,

ვიდრე თქვენ ამბობთ. ნება მომეცით, თქვენს საათს დავხედო. ღმერთო ჩემო,

უკვე სამ საათს გადასცდა, სადაცაა ოთხი შესრულდება. სულ ახლახანს არ

მითხარით, ჯერ მხოლოდ პირველი საათიაო?

- მაპატიეთ... - მოუბოდიშა ნაგელმა.

ქალი ნაწყენი სულაც არ ჩანდა. მან ნაგელს შეხედა და უთხრა:

- მოტყუება საჭირო არ იყო. თქვენთან ერთად სეირნობას ისედაც

გავაგრძელებდი. ამას გულწრფელად გეუბნებით. იმედია, ჩემს ნათქვამს

Page 118: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სწორად გაიგებთ და ზედმეტს არაფერს მიამატებთ. ბევრი გასართობით ვერ

დავიკვეხნი, ამიტომაც ასეთ შემთხვევას ხელიდან არასოდეს ვუშვებ. მას

შემდეგ, რაც ამ დაბაში გადმოვსახლდით, ასე ვცხოვრობ და არა მგონია, ამის

გამო ვინმეს გაღიზიანების საბაბს ვაძლევდე. ასეც რომ იყოს, ჩემთვის მაინც

სულერთია. ყოველ შემთხვევაში, მამაჩემი არაფერს მიშლის და მე კი მხოლოდ

მისი მჯერა. მოდი, ცოტა ხანს კიდევ ვისეირნოთ.

პასტორის სახლს გვერდი აუქციეს და ტყის მეორე მხარეს აუყვნენ. ჩიტები

ტკბილად გალობდნენ. აისის ვერცხლისფერი ზოლი კი აღმოსავლეთით სულ

უფრო მეტად ფართოვდებოდა. ნაგელმა და მისმა მშვენიერმა თანამგზავრმა

საუბარი ვეღარ ააწყვეს და ახლა უკვე ათას უაზრობას მიედ-მოედებოდნენ.

მალე უკან გამობრუნდნენ და პასტორის სახლის ჭიშკარს მიუახლოვდნენ.

- მოვდივარ, მოვდივარ! - დაუძახა ქალმა ძაღლს, რომელიც გაუჩერებლად

ყეფდა და ჯაჭვის აწყვეტას ლამობდა, - აბა, ბატონო ნაგელ, გმადლობთ, რომ

სახლამდე მომაცილეთ. მართლაც დიდებული საღამო გავატარე. ჩემს საქმროს

წერილს რომ მივწერ, აუცილებლად ყველაფერს დაწვრილებით ვუამბობ.

მივწერ, რომ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით, რომელიც არასოდეს არავის

ეთანხმება. მას კი ეს ამბავი ძალიან გააოცებს. უკვე თვალწინ მიდგას, როგორ

წაიკითხავს წერილს და როგორ გაუკვირდება, რომ თურმე თქვენნაირებიც

არსებობენ. თავად იგი ისეთი კარგი და კეთილი ადამიანია! ღმერთო, მართლა

როგორი კეთილია! სხვებს არასოდეს ეწინააღმდეგება. რა სამწუხაროა, რომ

თქვენ მას ვერასოდეს შეხვდებით... ღამე მშვიდობის!

- ძილი ნებისა, ძილი ნებისა! - უპასუხა ნაგელმა და სახლისკენ მიმავალ ქალს

მზერა გააყოლა. მანამ უყურებდა, სანამ თვალს არ მიეფარა.

ნაგელმა ქუდი მოიხადა და ბილიკს ისე დაუყვა. ტყეში მიმავალს თავში

უამრავი ფიქრი უტრიალებდა. დროდადრო ჩერდებოდა, წამიერად

ირინდებოდა, სივრცეს გასცქეროდა და შემდეგ კვლავ მოკლე, მძიმე ნაბიჯით

აგრძელებდა გზას.

ღმერთო, ამ ქალს რა საოცარი ხმა აქვს, რა საოცარი! ნაგელს მსგავსი არასოდეს

არაფერი სმენია. მისი ხმის ტემბრი მელოდიური მუსიკის ჟღერადობას წააგავს.

IX

მომდევნო დღის სადილობის დროა.

www.facebook.com/groups/ellib

Page 119: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ახლად გაღვიძებული ნაგელი სასტუმროდან ისე გავიდა, არ უსადილია. გზას

გაუყვა, მზიანმა ამინდმა და ხმაურიანმა ნავსადგურმა ქალაქის ქვედა

ნაწილისკენ გაიტყუა. პირველივე შემხვედრი შეაჩერა და საოლქო

სასამართლოს ადგილმდებარეობა ჰკითხა. უცნობმა აუხსნა და ნაგელმა გზა

შესაბამისი მიმართულებით განაგრძო.

სასამართლოს შენობაში შესვლისთანავე რწმუნებულის ოთახს მიაშურა, კარზე

დააკაკუნა და შევიდა. ოთახში რამდენიმე მამაკაცი იჯდა და რაღაცას წერდა.

ნაგელი რწმუნებულ რაინერტთან მივიდა და სთხოვა, რომ პირისპირ

სალაპარაკოდ სხვა ოთახში გაჰყოლოდა. ბევრ დროს არ წაგართმევთო,

დაამატა ბოლოს. რწმუნებული ადგილიდან ზანტად წამოიმართა და

დაუპატიჟებელ სტუმარს მეზობელ ოთახში შეუძღვა.

- გთხოვთ, მაპატიოთ, ამ საკითხს კიდევ ერთხელ რომ ვუბრუნდები, -

წამოიწყო ნაგელმა, - ალბათ ხვდებით, რომ ემწუთასთან დაკავშირებულ

იმდღევანდელ შემთხვევას ვგულისხმობ... მაგრამ... მომიტევეთ, მინდა

პატიება კიდევ ერთხელ გთხოვოთ!

- მას შემდეგ, რაც თქვენ წმინდა ჰანსის ღამეს საზოგადოების წინაშე

მომიბოდიშეთ, იმ საქმეს დახურულად მივიჩნევ! - უპასუხა რაინერტმა.

- ვაღიარებ, მართლაც გულისხმიერად მომექეცით, ბატონო რწმუნებულო, -

მიუგო ისევ ნაგელმა, - მაგრამ ამ საკითხს ბოლომდე მოგვარებულად ჯერ

კიდევ ვერ ჩავთვლი. ამით იმის თქმა მინდა, რომ პირადად მე თქვენი

საწინააღმდეგო აღარაფერი მაქვს, მაგრამ ემწუთას ამბავი კი მაფიქრებს. იმედი

მაქვს, მიხვდებით და დამეთანხმებით, რომ იმ საქმეში თავისი წილი მასაც

ეკუთვნის და სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც მისი მოვალეა.

- იმას გულისხმობთ, რომ რაღაც უმნიშვნელო ხუმრობის გამო მე იმ სულელს

უნდა ვეახლო და პატიება ვთხოვო? ასეა? უკეთესი ხომ არ იქნებოდა,

საკუთარი საქმეები მოგეგვარებინათ და არა...

- დიახ, დიახ, დიახ, დიახ... ეს თავისთავად! მაგრამ მოდი, ჯერ ზემოხსენებულ

საკითხზე ვისაუბროთ. თქვენ მაშინ ემწუთას პიჯაკი გაურღვიეთ და

სანაცვლოდ ახალს დაჰპირდით. გახსოვთ?

- იცით, რას გეტყვით? სხვათა შორის, თქვენ ახლა სახელმწიფო

დაწესებულებაში ბრძანდებით და ისეთ სულელურ კერძო პრობლემებზე

მესაუბრებით, რომლებთანაც არაფერი გესაქმებათ. აქ ჩემი სამფლობელოა.

Page 120: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

უკან გასაბრუნებლად მთავარ გასასვლელს ნუღარ გამოიყენებთ, აგერ ეს უკანა

კარიც ქუჩაში გაგიყვანთ.

და რწმუნებულმა პატარა კარი გამოაღო.

- გმადლობთ. ხუმრობა იქით იყოს და ემწუთას ის დაპირებული პიჯაკი

დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოთ! მშვენივრად იცით, რომ ძალიან სჭირდება.

თანაც ის ხომ სიტყვაზე გენდოთ.

რწმუნებულმა კარი კიდევ უფრო ფართოდ გამოაღო და ნაგელს მიმართა:

- გთხოვთ, მიბრძანდეთ!

- ემწუთა კეთილსინდიერ ადამიანად გთვლით! - არ ცხრებოდა ნაგელი, - და

იმედს ნუ გაუცრუებთ!

ამჯერად რაინერტმა მეზობელი ოთახის კარი შეაღო და იქ მსხდომ მამაკაცებს

დაუძახა. ნაგელი მაშინვე თავის ქუდს დასწვდა და ისე გავიდა, ერთი სიტყვაც

აღარ დასცდენია.

მისი მცდელობა აშკარად უშედეგო აღმოჩნდა. მგონი ჯობდა, იმ კაცთან

საერთოდ არ მისულიყო. ნაგელი შინ დაბრუნდა, ცოტა წაიხემსა, გაზეთებს

გადახედა და მოგვიანებით ლეკვ იაკობსენსაც გაეთამაშა.

ნასადილევს ფანჯარასთან ჩამოჯდა. მოულოდნელად ემწუთა შენიშნა.

როგორც ჩანს, ნავსადგურიდან მოდიოდა. ზურგზე ნახშირით გატენილი

ტომარა მოეგდო, ქვაღორღიან გზაზე გაჭირვებით მილასლასებდა და მიწას

დასცქეროდა. მძიმე ტვირთის გამო წელში მოხრილს თავის მაღლა აწევა ვერ

მოეხერხებინა. სიარულისას ფეხების დამორჩილება უჭირდა და ისე

უცნაურად მიითრევდა, რომ შარვლის ტოტების ნაცვლად ნაფლეთებიღა

შემორჩენოდა. ემწუთა ფოსტასთან შეჩერდა, ტომარა მოიხსნა და ცოტა სული

მოითქვა. სწორედ ამ დროს მისკენ მიმავალი ნაგელი დაინახა.

ერთმანეთს თავის დაკვრით, გულითადად მიესალმნენ. როცა ემწუთა წელში

გაიმართა, მარცხენა მხარი საცოდავად ჩამოეკიდა. მოულოდნელად ნაგელმა

სწორედ ამ მხარში სტაცა ხელი, ჩაებღაუჭა და აგზნებულმა ყოველგვარი

შესავლის გარეშე პირდაპირ ჰკითხა:

- მითხარით, მე რომ მოგეცით, იმ ფულის შესახებ ვინმესთან რამე ხომ არ

გითქვამთ?

- არა, კრინტიც არავისთან დამიძრავს! - უპასუხა გაოგნებულმა ემწუთამ.

Page 121: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თუ თქვენ იმ საცოდავ შილინგებზე სიტყვას

მაინც დაძრავთ, მოგკლავთ. ღმერთს ვფიცავ, მოგკლავთ! ხომ გესმით? და

ბიძათქვენსაც უთხარით, რომ ენას კბილი დააჭიროს!

ნაგელი ვერ მშვიდდებოდა. სიბრაზისგან სახეზე ფერი აღარ ედო.

ემწუთა პირდაღებული შეჰყურებდა და დაბნეული ლუღლუღებდა, რომ

არაფერს იტყოდა, სიტყვაც კი არ წამოსცდებოდა, რომ პირობას დებდა,

შეეძლო დაეფიცა კიდეც...

- ქალაქი კი არა, ნამდვილი გამოქვაბულია, ბუნაგი, სორო! - ეს სიტყვები

ნაგელმა ისე ნაჩქარევად წარმოთქვა, თითქოს ცდილობდა, თავი

გაემართლებინა, - სადაც უნდა წავიდე, თვალს მადევნებენ. მათ გარეშე ნაბიჯი

ვერ გადამიდგამს. სულაც არ მინდა, რომ ყველგან ჯაშუშები დამდევდნენ და

მითვალთვალებდნენ. ყველა მათგანი ეშმაკსაც წაუღია! თქვენ უკვე

გაგაფრთხილეთ. გარდა ამისა, რაღაც კიდევ მინდა გითხრათ: გარკვეული

მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ აი, მაგალითად, ის ფრეკენ შელანდი,

პასტორის კარ-მიდამოში რომ ცხოვრობს, საკმაოდ მოხერხებული ვინმე უნდა

იყოს. შესაბამისად, თქვენი გასულელება არ გაუჭირდება და ყველაფერს

ადვილად დაგაფქვევინებთ. მისი ცნობისმოყვარეობა არაფერში მჭირდება.

სხვათა შორის, გუშინდელი საღამო მასთან ერთად გავატარე. დიდი კეკლუცი

ვინმეა. თუმცა, ახლა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ. კიდევ ერთხელ მინდა

გთხოვოთ, რომ იმ წვრილმანებზე, რაც ერთმანეთთან გვაკავშირებს, არაფერი

თქვათ. კარგია, რომ ახლა შეგხვდით. მინდა, კიდევ ერთ საკითხზე

დაგელაპარაკოთ... - დაამატა ნაგელმა, - გუშინწინ, სასაფლაოზე, თუ გახსოვთ,

ჩვენ ერთ საფლავის ქვაზე ჩამოვსხედით...

- დიახ!

- იმ საფლავის ფილაზე პატარა ლექსი მივაწერე. გამოგიტყდებით, საკმაოდ

უადგილო და შეურაცხმყოფელი სტრიქონები იყო, მაგრამ ახლა

მხედველობაში სულ სხვა რამ მაქვს... მოკლედ, ის სტრიქონები დავწერე და

იქიდან ისე წამოვედი, არ წამიშლია. რამდენიმე წუთის შემდეგ კი უკან

დავბრუნდი და წარწერა აღარ დამხვდა. ვიღაცას ფილა გაესუფთავებინა.

მითხარით, ეს თქვენ ჩაიდინეთ?

- დიახ... - უპასუხა ემწუთამ, რომელიც ისევ ისე თავჩაქინდრული იდგა.

პაუზა.

Page 122: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იმის გამო, რომ ასეთ უხეშ და თვითნებურ ქმედებაში ამხილეს, ემწუთა ახლა

უფრო მეტად აღელდა და ენის ბორძიკით თავის მართლებას შეეცადა:

- მინდოდა თავიდან ამერიდებინა... ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ მინა მეკს

არ იცნობდით. სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდით და არც იმ სიტყვებს

დაწერდით. ჩემს თავს მაშინვე ვუთხარი: მას მიეტევება, ის ამ ქალაქში უცხოა.

მე კი ამ დაბის მკვიდრი ვარ და საქმეს უფრო ადვილად გამოვასწორებ. ნუთუ

ასე არ უნდა მოვქცეულიყავი? ლექსი წავშალე და მისი წაკითხვა ვერავინ

მოასწრო.

- საიდან იცით, რომ არავის წაუკითხავს?

- ზუსტად ვიცი, რომ არც ერთ სულიერს არ უნახავს. თქვენ და ექიმ სტენერსენს

ჭიშკრამდე მიგყევით, მერე კი სასწრაფოდ უკან გავბრუნდი და საფლავის

ფილა გავწმინდე. მოკლედ, ფილა მხოლოდ ორიოდე წუთით თუ მივატოვე...

ნაგელმა ემწუთას შეხედა, მერე კი უხმოდ, ძლიერად ჩამოართვა ხელი. ისინი

იდგნენ და ერთმანეთს შეჰყურებდნენ. ნაგელს ტუჩები ოდნავ შესამჩნევად

უთრთოდა.

- მშვიდობით! - წარმოთქვა ბოლოს, - ჰო, მართლა... დაპირებული პიჯაკი თუ

მიიღეთ?

- ჰმ, ერთ მშვენიერ დღეს, როცა განსაკუთრებულად დამჭირდება, ალბათ

აუცილებლად მივიღებ. სამ კვირაში ხომ...

სწორედ ამ დროს იმ კვერცხებით მოვაჭრე ჭაღარათმიანმა ქალმა - მარტა

გუდემ ჩამოიარა. შავი თვალები მორცხვად დაეხარა, კალათა კი

ჩვეულებისამებრ, წინსაფრის ქვეშ დაემალა. ემწუთა მიესალმა, ნაგელმაც თავი

დაუკრა, მაგრამ ქალს არ უპასუხია. ნაბიჯს აუჩქარა და ბაზრისკენ გაემართა.

იქ ორი-სამი კვერცხი გაყიდა და რამდენიმე შილინგით ხელდამშვენებული

ისევ სახლის გზას დაუყვა. ქალს იმ დღეს სიფრიფანა, მწვანე კაბა ეცვა. ნაგელს

მისთვის თვალი არ მოუცილებია, ისე ჰკითხა ემწუთას:

- პიჯაკი სამ კვირაში დამჭირდებაო, მითხარით... და ამ სამი კვირის შემდეგ რა

ხდება?

- ჩვენს დაბაში საქველმოქმედო გასართობი საღამო და ბაზრობა უნდა

გამართონ. ნუთუ ამის შესახებ არაფერი გსმენიათ? ცოცხალ სურათებში მეც

ვმონაწილეობ; ფრეკენ დაგნიმ ასე გადაწყვიტა და ადვილადაც დამითანხმა.

www.facebook.com/groups/ellib

Page 123: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- გასაგებია! - თქვა ნაგელმა და ჩაფიქრდა, - მაშ სულ მალე ახალი პიჯაკი

გექნებათ... თანაც იმ ძველის სანაცვლოდ უხმარს მიიღებთ. რწმუნებული

სწორედ დღეს შემხვდა და ზუსტად ასე მითხრა. სინამდვილეში, ის არც თუ

ისე ცუდი ადამიანია... მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ: მადლობას ნუ

გადაუხდით! და შემდეგშიც, რაც უნდა მოხდეს, იმ პიჯაკის შესახებ ნურაფერს

ეტყვით. მას თქვენი მადლობა არაფრად სჭირდება. ხომ გესმით ჩემი? თავადვე

მითხრა, პიჯაკის ხსენება უხერხულობაში ჩამაგდებსო. მგონი მშვენივრად

ხვდებით, რომ მისთვის იმ დღის შეხსენება უტაქტო საქციელად

ჩაგეთვლებათ. რწმუნებული ხომ მაშინ ნასვამი იყო და სასტუმროდან

დაკუჭული ქუდით წავიდა.

- დიახ.

- და ბიძათქვენსაც ნუ ეტყვით, ახალი პიჯაკი საიდან გაქვთ. ამის შესახებ

არავინ არ უნდა იცოდეს. რწმუნებულმა საგანგებოდ გამაფრთხილა. ალბათ

ხვდებით, რომ შეიძლება ქალაქში ხმა გავარდეს, რწმუნებული ნებისმიერი

შემხვედრისკენ საჩხუბრად იწევს, შემდეგ კი იძულებულია, მათ

შემოსარიგებლად პიჯაკები არიგოსო... მისთვის კი ეს მართლა უხერხული

იქნება.

- დიახ, მშვენივრად მესმის.

- მისმინეთ, მოულოდნელად თავში ერთმა შეკითხვამ გამიელვა: ნახშირს

პატარა ურიკით რატომ არ დაატარებთ?

- არ შემიძლია, ხეიბარი ვარ და ურიკის გაქაჩვა მიჭირს. მძიმე ტომრების

ნაწილ-ნაწილ ზურგით ტარება უფრო მიადვილდება, ვიდრე დატვირთული

ურიკის თრევა. ამ დროს ისე ვიძაბები, რომ არაქათი მეცლება, მიწაზე პიდაპირ

ცხვირით ვეცემი და შემდეგ საშინელი ტკივილებით ვიტანჯები. ტომრის

თრევას კიდევ არა უშავს...

- გასაგებია. იქნებ როგორმე კვლავ მინახულოთ. ჩემი ოთახის ნომერია შვიდი,

ხომ გახსოვთ? მობრძანდით, ნუ მოგერიდებათ!

ამ სიტყვების დასრულებისთანავე ნაგელმა ემწუთას ხელში ქაღალდის ფული

ჩაუჩურთა და სწრაფი ნაბიჯით ნავსადგურისკენ გაეშურა. მწვანე, სიფრიფანა

კაბას თვალთახედვიდან არ კარგავდა და ახლა სწორედ მის კვალდაკვალ

მიაბიჯებდა.

როდესაც მარტა გუდეს პაწაწინა ქოხს მიუახლოვდა, შეჩერდა და მიმოიხედა.

ამჯერად არავინ უთვალთვალებდა. კარზე დააკაკუნა, მაგრამ პასუხი არ

Page 124: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაუციათ. ამ კართან ადრეც მდგარა, ორჯერ უკვე იყო მისული, მაგრამ მის

კაკუნს მაშინაც არავინ გამოხმაურებია. თუმცა ამჯერად უკვე საკუთარი

თვალით დაინახა, ბაზრიდან შინდაბრუნებული ქალი ქოხში როგორ შევიდა.

ამიტომ უკან გაბრუნებას არ ჩქარობდა. ნაგელმა კარი მხნედ შეაღო და სახლში

შევიდა.

ქალი შუა ოთახში იდგა და შეჰყურებდა. გაოგნებისგან სახე გაფითრებოდა და

დაბნეულს ორივე ხელი ნაგელისკენ გაეწვდინა.

- ფრეკენ, გთხოვთ მომიტევოთ ეს თავხედური საქციელი, - მიმართა ნაგელმა

და ღრმა პატივისცემით მიესალმა, - ორიოდე წუთით თქვენთან გასაუბრების

უფლებას თუ მომცემთ, დიდად მადლობელი დაგრჩებით. ნუ ღელავთ, ჩემი

სტუმრობით დიდ დროს არ წაგართმევთ. თქვენთან შეხვედრა და გასაუბრება

ორჯერ უკვე ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ დღეს გამიმართლა და შინ

დამხვდით. მე ნაგელი მქვია, თქვენს ქალაქში ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და

ამჯერად სასტუმრო „ცენტრალში“ ვხოვრობ.

ქალს არაფერი უთქვამს. მოულოდნელ სტუმარს სკამი უხმოდ მიაწოდა, თავად

კი სამზარეულოს კართან აიტუზა. მორცხვად იდგა, უცნობს შეჰყურებდა და

წინსაფრის კალთას ნერვიულად ათამაშებდა.

სასტუმრო ოთახი ზუსტად ისეთი იყო, როგორიც ნაგელს წარმოედგინა: ერთი

მაგიდის, ორიოდე სკამისა და ერთი საწოლის გარდა ოთახში არაფერი იყო.

ფანჯრის რაფაზე ყვავილების რამდენიმე ქოთანი იდგა, თეთრყვავილებიანი

მცენარეები თვალს იტაცებდა. ფარდები არც ერთ ფანჯარაზე არ ეკიდა, იატაკი

კი საკმაოდ უსუფთაოდ გამოიყურებოდა. საწოლის გვერდით ნაგელმა

კედელთან მიყუდებული ის მორყეული სავარძელიც შენიშნა, მაღალი

საზურგე რომ ჰქონდა. სკამზე, რომელსაც მხოლოდ ორი ფეხიღა შერჩენოდა და

საკმაოდ საცოდავი სანახავი იყო, დიასახლისს წითელი პლუშის ნაჭერი

გადაეფარებინა.

- ფრეკენ, ნეტავ შევძლო და დაგამშვიდოთ... - მიუგო ისევ ნაგელმა, - ჩემი

სტუმრობით ამგვარად იშვიათად თუ ვაშინებ ვინმეს... ჰა-ჰა-ჰა! ამ ქალაქში

სტუმრად სხვებთანაც ვყოფილვარ... არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ

გეახელით. სახლიდან სახლში დავდივარ და ვცდილობ, ყველა გავიცნო. ნუთუ

ჩემ შესახებ არაფერი გსმენიათ? არა? დიახ, სწორედ ასეა, ჩემი საქმიანობა

მაიძულებს, ასე მოვიქცე. კოლექციონერი გახლავართ და ძველ ნივთებს

ვაგროვებ. ძველმანებში კი მათი თავდაპირველი ღირებულების შესაბამის

თანხას ვიხდი. დიახ, ფრეკენ... გთხოვთ, ნუ შეშინდებით და ნუ იფიქრებთ,

Page 125: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რომ აქედან გასვლისას ხელს რამე ნივთს გავაყოლებ, ჰა-ჰა-ჰა! ეს სულელური

თვისება სრულიადაც არ მახასიათებს. ასე რომ, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.

თუ მეპატრონესთან შეთანხმება არ შედგა და ამა თუ იმ ნივთს ვერ ვყიდულობ,

უსიტყვოდ ვიხევ უკანვე.

- მაგრამ მე არანაირი ძველი ნივთი არ გამაჩნია! - საცოდავი ხმით წარმოთქვა

ქალმა, რომელიც საკმაოდ იმედგაცრუებულიც ჩანდა.

- ყოველთვის ასე მეუბნებიან, - უპასუხა ნაგელმა, - ვაღიარებ, რომ ამ

შემთხვევაში ერთი მხრივ საქმე იმ უსაყვარლეს ნივთებს ეხება, რომლებიც

ჩვენი ცხოვრების მანძილზე საოცრად შევისისხლხორცეთ და ამის გამო

მათთან განშორება გვიჭირს. გარდა ამისა, ბევრი მათგანი ხომ მშობლებისგან

და ბებია-ბაბუებისგან გვერგო. მეორე მხრივ კი, ეს გაცვეთილი ნივთები

ოთახში ხშირად სულ ტყუილად დგას და ბევრში არაფერში გვარგია.

ამგვარად, ადგილსაც ვკარგავთ და შესაბამისად, ფულსაც. ამ უსარგებლო

ოჯახურმა ნივთებმა შესაძლოა, მშვენიერი ფულადი სარგებელიც კი

მოგვიტანოს, ამიტომ სისულელეა მათი შემონახვა. საბოლოოდ ხომ ამ

მოფამფალებული რელიკვიების სხვენში ატანა გვიწევს. ნუთუ არ ჯობია, რომ

ისინი დროულად და სარფიანად გავყიდოთ? ამას რომ ვამბობ, ზოგიერთები

სერიოზულად ბრაზდებიან და მეუბნებიან, არანაირი ძველმანი არ

გაგვაჩნიაო... კეთილი და პატიოსანი, ნება თქვენია-მეთქი, ვპასუხობ მშვიდად,

თავს ვუკრავ და მივდივარ. აბა, სხვაგვარად როგორ უნდა მოიქცე?! სხვები კი,

მაგალითად, ძირგავარდნილ ტაფას მიჩვენებენ და სირცხვილისგან

წითლდებიან. მათ ხომ ამ საქმის არაფერი გაეგებათ. ეს სწორედ ის

უსულგულო ადამიანები არიან, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ ძველმანების

შეგროვების მანიამ ჩვენს დროში საკმაოდ ღრმად გაიდგა ფესვები. მანია-მეთქი

ვამბობ და ამ სიტყვის წარმოთქმისას სავსებით ვაცნობიერებ, რომ ჩემი

საქმინობის სიყვარულს სწორედ ეს მანია განაპირობებს. მიყვარს, როდესაც

ყველაფერს საკუთარ სახელს ვარქმევ. თუმცა, ეს ჩემი პირადი საქმეა და

მხოლოდ მე მეხება. თქვენ კი აი, რა მინდა გითხრათ: ის, რომ ხალხს

ანტიკვარული ნივთების სააშკარაოზე გამოტანის რცხვენია, სასაცილოდ და

სულელურად მიმაჩნია. განა ძველ სამარხებში ნაპოვნი ბეჭდები და იარაღი

უკეთესად გამოიყურება? იქნებ ისიც კი თქვან, რომ ამ ნივთებს არანაირი

ღირებულება არ გააჩნია? ასე არ არის, ფრეკენ? თქვენ ის ძროხის ზანზალაკები

უნდა ნახოთ, მე რომ ვაგროვებ... სხვათა შორის, ერთ-ერთი ზანზალაკი სულ

უბრალო ლითონისაა, მაგრამ ძველ დროში თურმე რომელიღაც ინდიელთა

ტომის ღვთაება ყოფილა. აბა, დაფიქრდით: მრავალი წლის განმავლობაში ეს

ზანზალაკი მათი ბანაკის შუაგულში, ერთ მაღალ ჭოკზე ეკიდა, მას ხალხი

Page 126: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თაყვანს სცემდა და მსხვერპლსაც კი სწირავდა. არა, ხომ წარმოგიდგენიათ?!

ვიცი, რომ მთავარ სათქმელს გადავუხვიე, მაგრამ ზანზალაკებზე საუბრისას

სიტყვა ყოველთვის ასე მიგრძელდება ხოლმე.

- კი მაგრამ, მე მსგავსი ძველი ნივთი მართლა არ გამაჩნია! - კვლავ მიუგო

მარტამ.

- ნება მიბოძეთ... - წარმოთქვა ნაგელმა მშვიდად და ზედმეტად საქმიანი სახის

გამომეტყველება მიიღო, - ნება მიბოძეთ, აგერ, მაგალითად, ის სავარძელი

ვნახო... მე მხოლოდ ნებართვას გთხოვთ და თქვენი თანხმობის გარეშე

ბუნებრივია, მას თითსაც არ დავაკარებ. სხვათა შორის, ეს სავარძელი

შემოსვლისთანავე თვალში მომხვდა და რა ხანია ვაკვირდები.

- ის სავარძელი? - ჩაეკითხა გაოგნებული მარტა, - კი ბატონო, ინებეთ... ფეხები

სულმთლად მომტვრეული აქვს...

- ფეხები აქვს მომტვრეული, მართალია! მერე რა მოხდა? ამას რა მნიშვნელობა

აქვს? სწორედ ამიტომაც დავინტერესდი. გავბედავ და გკითხავთ, ეს

სავარძელი საიდან გაქვთ?

ამ დროს ნაგელი სკამს უკვე ხელით სინჯავდა, აქეთ-იქით ატრიალებდა და

ყველა მხარეს დიდი გულმოდგინებით აკვირდებოდა. სავარძელი

მოვარაყებული არ ჩანდა, საზურგე წითელი ხისგან იყო ნაკვეთი და

გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ეს საზურგეც მთლიანად დანით დაეკაწრათ.

რამდენიმე ადგილას, ჩარჩოზე ხე საკმაოდ დაზიანებულიყო. როგორც ჩანს,

ადრე მასზე თამბაქოს ფოთლებს ჭრიდნენ.

- უცხოეთიდანაა ჩამოტანილი, მაგრამ ზუსტად არ ვიცი, რომელი ქვეყნიდან, -

უპასუხა ქალმა, - ბაბუაჩემმა რამდენიმე ასეთი სავარძელი ჩამოიყოლა, თუმცა

მათგან მხოლოდ ეს ერთიღა შემოგვრჩა. ბაბუაჩემი მეზღვაური იყო.

- გასაგებია. და მამათქვენი? ისიც მეზღვაური ხომ არ იყო?

- დიახ.

- ალბათ მასთან ერთად გიმოგზაურიათ კიდეც... მაპატიეთ, რომ ამდენ

შეკითხვას გისვამთ.

- დიახ. მრავალი წლის განმავლობაში მამასთან ერთად ვმოგზაურობდი.

- მართლა? რა საინტერესო იქნებოდა! მრავალი ქვეყანა გინახავთ და როგორც

იტყვიან, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაგილახავთ. ხედავ შენ?! და შემდეგ,

Page 127: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

როგორც ჩანს, ისევ ამ ქალაქში დასახლდით. რა თქმა უნდა, შინ ყოფნას

არაფერი სჯობს... დიახ, დიახ, სახლში ხომ... ჰო, მართლა, შემთხვევით

ზუსტად ხომ არ იცით, ბაბუათქვენმა ეს სავარძლები სად იშოვა? მინდა

გითხრათ, რომ ჩემ მიერ შეძენილი ნივთების მოკლე ისტორიის, მათი ასე

ვთქვათ, ბიოგრაფიის ცოდნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- არა, არ ვიცი, სად იყიდა. ეს ხომ საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო. იქნებ

ჰოლანდიაში... არა, არა, ნამდვილად ვერ გეტყვით!

ნაგელმა შეამჩნია, რომ დიასახლისი გახალისდა და ამან ძალიან გაახარა. ქალი

უკვე ოთახის შუაგულში, თითქმის ნაგელის გვერდით იდგა, კაცი კი ამ დროს

სკამს ისე ჩაჰკირკიტებდა, თითქოს მისი ცქერით ვერ გამძღარაო.

შეუსვენებლად ლაპარაკობდა, ნაკეთობის შესახებ სხვადასხვა კომენტარს

აკეთებდა და როდესაც სავარძლის საზურგეზე ერთმანეთზე დაკრული ხის

პატარა ფირფიტები აღმოაჩინა, აღტაცება ვერ დაფარა. სინამდვილეში კი ეს

სავსებით უმნიშვნელო, მარტივ და უგემოვნო ნამუშევარს წარმოადგენდა.

სკამი მეტისმეტად მოფამფალებული იყო და ნაგელი ზედმეტად სათუთად

ეპყრობოდა.

- დიახ, - თქვა ბოლოს დიასახლისმა, - თუ თქვენ მართლა... მოკლედ, იმის თქმა

მინდა, რომ თუ თქვენ ეს სავარძელი რამე სარგებელს მოგიტანთ, სიამოვნებით

გაჩუქებთ. თუ გნებავთ, სასტუმროშიც თავად მოგართმევთ. მე ის არაფერში

მჭირდება.

ნაგელი ისე გაიტაცა ამ ნახევრად დამპალი სკამის თვალიერებამ, რომ ქალმა

თავი ვერ შეიკავა და სიცილი წასკდა.

- ერთადერთი ფეხის გარდა, აღარაფერი შემორჩენია... - დაამატა ბოლოს.

ნაგელმა დიასახლისს გახედა. ქალს მართალია, თმა გასჭაღარავებოდა, მაგრამ

ღიმილი საოცრად ახალგაზრდული და ცეცხლოვანი, კბილები კი უჩვეულოდ

თეთრი ჰქონდა. სიცილისას თვალები აუწყლიანდა. ამ შინაბერა ქალიშვილს

მართლა რა უჩვეულოდ კრიალა, შავი თვალები ჰქონდა!

ნაგელს სახის გამომეტყველება არ შეუცვლია.

- მოხარული ვიქნები, თუ საბოლოოდ გადაწყვეტთ და ამ სავარძელს

დამითმობთ! - გულგრილი ტონით მიუგო დიასახლისს, - დროა, ფასზე

შევთანხმდეთ. ახლა კი დამაცადეთ და ნება მომეცით, ჩემი აზრი გამოვთქვა.

თქვენ ნურაფერს მეტყვით, რადგან თანხას ყოველთვის მე განვსაზღვრავ

ხოლმე. თავდაპირველად ნივთს ვაფასებ, შემდეგ მის შესაბამის ღირებულებას

Page 128: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვასახელებ და მორჩა. თქვენი ნება რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ

გაბერილ ფასს მოითხოვდით და შეეცდებოდით, ამ საქმიდან რაც შეიძლება

მეტი სარგებელი გენახათ... რატომაც არა! სრული უფლება გაქვთ ამ

მოსაზრებას შეეწინააღმდეგოთ და მითხრათ, რომ სინამდვილეში ხარბი

სულაც არ ბრძანდებით. კი ბატონო, შემიძლია ამაშიც დაგეთანხმოთ! მაგრამ

მოგეხსენებათ, ათასნაირ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა და ამიტომ

მირჩევნია, საფასური თავადვე განვსაზღვრო და საქმის მსვლელობა მე

თვითონ წარვმართო. ეს ყველაფერი პრინციპის ამბავია. თქვენთვის აზრი რომ

მეკითხა, ამ სავარძელში სამას კრონს ისე მოითხოვდით, თვალსაც არ

დაახამხამებდით. მით უმეტეს, რომ მშვენივრად იცით, სინამდვილეში საქმე

საკმაოდ ღირებულ და იშვიათ ნივთს რომ ეხება... მაგრამ ასეთი საარაკო

თანხის გადახდა არ შემიძლია. ჩემს სათქმელს პირდაპირ გეუბნებით,

ვინაიდან არ მინდა, რომ ბოლოს მოტყუებული დარჩეთ. საკუთარი თავის

გაკოტრებას ნამდვილად არ ვფიქრობ და ამ სკამში სამას კრონს თუ

გადაგიხდით, მართლა გიჟი ვიქნები. მოკლედ და კონკრეტულად, ორას კრონს

გთავაზობთ და ამ ფასს ერთ შილინგსაც არ მოვუმატებ. ნივთში ყოველთვის

ზუსტად იმდენს ვიხდი, რაც სინამდვილეში ღირს. უფრო მეტზე კი ლაპარაკიც

ზედმეტია!

ქალს არაფერი უპასუხია. იდგა და ნაგელს თვალებდაჭყეტილი შესცქეროდა.

ბოლოს გაიფიქრა, ეს კაცი ნამდვილად ხუმრობსო და დაბნეულსა და

გაოგნებულს ისევ გაეცინა.

ნაგელმა ჯიბიდან წითელი ფერის ქაღალდის ფული მშვიდად ამოაცურა და

ქალს ცხვირწინ აუფრიალა. შემდეგ კი კვლავ სავარძელს მიშტერებულმა, ასევე

მშვიდად წარმოთქვა:

- არც იმას უარვყოფ, რომ სხვისგან შესაძლოა, გაცილებით მეტიც მიგეღოთ.

მინდა გულწრფელად ვაღიარო, რომ სხვა კოლექციონერისთვის შეგეძლოთ

ცოტა მეტი ფულიც დაგეცინცლათ, მაგრამ მე უკვე დაგისახელეთ ის საფასური,

კერძოდ კი ორასი კრონი, რაც ამ ნივთის ღირებულებად მიმაჩნია და არაფრის

შეცვლას არ ვფიქრობ. ახლა კი ისე მოიქეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით.

მაგრამ ნუ აჩქარდებით და კარგად დაფიქრდით. რაც უნდა იყოს, ორასი

კრონიც ხომ ფულია.

- არა, არა, - უპასუხა დაბნეულმა ქალმა და გაიღიმა, - თქვენი ფული თქვენთვის

დაიტოვეთ.

Page 129: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ჩემთვის დავიტოვო? ეს სიტყვები რას ნიშნავს? კი მაგრამ, მაინტერესებს ჩემს

ფულს რას უწუნებთ? ხომ არ გგონიათ, რომ ეს კუპიურები თავად დავბეჭდე?

ან იქნებ ეჭვობთ, რომ ვინმე გავქურდე? ჰა-ჰა-ჰა!.. აბა, ამაზე რას მიპასუხებთ?

ქალი უკვე აღარ იცინოდა. ეს კაცი აშკარად არ ხუმრობდა და მისმა სიტყვებმა

დიასახლისიც დააფიქრა. ნეტავ ამ შეშლილ უცნობს სინამდვილეში გულში რა

ედო. ისეთი თვალები ჰქონდა, რომ აშკარად ყველაფერს იკადრებდა. იქნებ,

რამე ბოროტი განზრახვა ამოძრავებდა, ან იქნებ მახეს უგებდა... ანდა... სწორედ

მის სახლში ფულით ჯიბეგამოტენილი რისთვის მივიდა? ეს მხოლოდ უფალმა

უწყოდა!

ბოლოს დიასახლისმა თითქოს რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ნაგელს

მიმართა:

- ძალიან თუ გინდათ, შეგიძლიათ ამ სავარძელში ერთი ან ორი კრონი

გადამიხადოთ, მეტი საჭირო არ არის!

ნაგელმა თვალები ჭყიტა, ერთი ნაბიჯით წინ წაიწია, ქალთან კიდევ უფრო

ახლოს მივიდა, სახეში შეაცქერდა და მოულოდნელად ახარხარდა.

- კი მაგრამ... აცნობიერებთ, რომ... აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც ძველ ნივთებს

ვაგროვებ და ასეთ ამბავს არასოდეს შევსწრებივარ! მშვენივრად მესმის, რომ

ხუმრობთ...

- ეს ხუმრობა სულაც არ არის. მეტს ნამდვილად არ ვითხოვ... და საერთოდაც

არაფერს ვითხოვ. თუ გსურთ, სავარძელი სრულიად უსასყიდლოდ წაიღეთ.

ნაგელი უფრო ხმამაღლა ახარხარდა.

- კიდევ გიმეორებთ, მშვენივრად ვხვდები რომ ხუმრობთ და თქვენს იუმორის

გრძნობას ძალიანაც ვაფასებ, აღტაცებულიც კი ვარ... ეშმაკსაც წავუღივარ, თუ

ვტყუოდე. კარგ ხუმრობაზე ყოველთვის გულიანად მეცინება ხოლმე. მაგრამ

ახლა მგონი დროა, შეთანხმებასაც მივაღწიოთ. ასე არ არის? ხომ არ აჯობებს,

რომ ეს გარიგება მანამ დავასრულოთ, სანამ ორივეს გუნება გაგვიფუჭდება?

თორემ შესაძლოა, ცოტა ხანში სკამი კვლავ კუთხეში მიდგათ და მის

სანაცვლოდ უკვე ხუთასი კრონი მომთხოვოთ.

- წაიღეთ სავარძელი. მე... და თქვენ გუნებაში რა გაქვთ?

ნაგელი და დიასახლისი ერთმანეთს მიაშტერდნენ.

Page 130: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ცდებით, თუ გგონიათ, რომ მე სულ სხვა რამეზე ვფიქრობ და არა იმაზე, ეს

სავარძელი რაც შეიძლება სარფიან ფასად მოვიპოვო.

- ღმერთო ჩემო! - იყვირა მარტამ, - წაიღეთ სავარძელი, წაიღეთ!

- საქმისადმი თქვენი გულითადი დამოკიდებულებისა და თანხმობის გამო

ბუნებრივია, დიდად დავალებული უნდა ვიყო. მაგრამ ჩვენ, კოლექციონერებს,

ჩვენი პაწაწინა სინდისის გრძნობა ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს. მართალია, ეს

გრძნობა ზოგჯერ ძალზე უსუსურია, მაგრამ ხშირად სწორედ ეს სინდისი

მაიძულებს, უკან დავიხიო, მის ნებას დავყვე და ხალხს ძვირფასი ნივთების

სანაცვლოდ ჩალის ფასი არ შევთავაზო. იმ შემთხვევაში, თუ ჩემს კოლექციას

მსგავსი უღირსი გარიგების შედეგად შეძენილ ნივთს შევმატებ, ის ჩემთვის,

ანუ როგორც მფლობელისთვის, ყველანაირ ფასეულობას დაკარგავს.

თითოეულ ნივთს სიყალბის ელფერი შეეპარება. ჰა-ჰა-ჰა! სხვათა შორის,

მართლა გულწრფელად მეცინება, რადგან ყველაფერი პირიქით ხდება და იმის

ნაცვლად, რომ ახლა გამორჩენაზე ვფიქრობდე, ვდგავარ და თქვენს

ინტერესებს ვიცავ. მაგრამ ვინაიდან მაიძულებთ ასე მოვიქცე, სხვა რა გზაა!

ნაგელი დიასახლისთან მაინც ვერაფერს გახდა. ქალი აზრს არ იცვლიდა და

კვლავ იმეორებდა, რომ სავარძელში მხოლოდ უმცირეს თანხას, ერთ ან ორ

კრონას აიღებდა, თუ არა და საერთოდ არ გაყიდდა. მისი სიჯიუტე

დაუმარცხებელი აღმოჩნდა, ამიტომ ნაგელი შეეცადა, სხვა გამოსავალი ეპოვნა.

- კარგი! - თქვა ბოლოს, - მოდი, დღეს ამაზე მეტს ნუღარ ვილაპარაკებთ. მაგრამ

თუ გადაწყვეტთ, რომ ეს სავარძელი ვინმე სხვას მიჰყიდოთ, შემპირდით, რომ

აუცილებლად გამაგებინებთ. ხომ მპირდებით? ალბათ ხვდებით, რომ

ხელიდან მის გაშვებას არ ვაპირებ. თუმცა ალბათ ცოტათი უფრო ძვირი

დამიჯდება. ყოველ შემთხვევაში, მზად ვარ, ის თანხა გადავიხადო, რომელსაც

სხვა მყიდველი შემოგთავაზებთ. რაც უნდა იყოს, მე ხომ პირველი მოვედი?!

უცნაურად აღელვებული ნაგელი ქუჩაში გავიდა და გზას სწრაფი ნაბიჯით

დაუყვა. ქალიშვილი მართლა საოცრად ჯიუტი აღმოჩნდა. როგორი ღარიბი

იყო და მაინც არავის ენდობოდა! მის საწოლს თუ შეხედე? - ჩაეკითხა ნაგელი

საკუთარ თავს, - ჩალის ლეიბიც კი არ ეგო, ზეწარზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

საწოლზე მხოლოდ ორი ცალი ქვედატანი მიეფინა, რომლებსაც ალბათ

დღისით, ცივ ამინდში იცვამს ხოლმე. ამის მიუხედავად, მაინც როგორ ეშინია,

რომ რამე შარში არ გაეხვეს და სარფიან შეთავაზებაზე ცივ უარს აცხადებს.

მაგრამ თავად ნაგელს ამ ყველაფერთან რა ჯანდაბა ესაქმება? რა მისი

სადარდებელია? ეს ქალი ნამდვილი დემონია, ხომ ასეა? მასთან სავარძლის

Page 131: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საყიდლად სულ სხვა ვინმეც რომ მიაგზავნოს, კიდევ უფრო მეტად დაეჭვდება.

რა სულელი ვინმეა, ნამდვილი ჩერჩეტი! არა, ამ სტუმრობას რაღა აზრი

ჰქონდა, თუ მაინც ცივი უარით გამოისტუმრებდნენ!

წყობილებიდან გამოსული ნაგელი სასტუმროსთან ისე აღმოჩნდა, თავადაც

ვერ შეამჩნია. მოულოდნელად შეჩერდა, სწრაფად შეტრიალდა და ამჯერად

ქუჩას საპირისპირო მიმართულებით დაუყვა. ი. ჰანსენის სამკერვალოში

შესვლისთანავე თერძი პირისპირ სალაპარაკოდ გაიხმო, აუხსნა, ასეთი და

ასეთი პიჯაკის შეკერვა მსურსო და სთხოვა, ამ შეკვეთის შესახებ არავის

უთხრაო. როდესაც პიჯაკი მზად იქნებოდა, ის დაუყოვნებლივ ემწუთასთვის,

ანუ გრეგორდისთვის უნდა გაეგზავნათ. დიახ, იმ ხეიბარი მენახშირისთვის,

რომელიც...

- ეს პიჯაკი მართლა ემწუთამ უნდა ჩაიცვას?

- ამას რატომ მეკითხებით? რა ცნობისმოყვარეობაა? და ასეთი ჩაკირკიტება რა

საჭიროა?

- უბრალოდ, ზომების აღებას ვგულისხმობდი...

- გასაგებია. დიახ, მინდა გითხრათ, რომ ეს პიჯაკი ემწუთას უნდა შეუკეროთ.

ზომების ასაღებად თავად მოვა. რატომაც არა. მაგრამ ზედმეტს ნურაფერს

ეტყვით, ნურაფერს მიახვედრებთ. შევთანხმდით? და პიჯაკი მზად როდის

იქნება? ერთი-ორ დღეში? მშვენიერია!

ნაგელმა ხელოსანს საფასური მაშინვე გადაუხადა, დაემშვიდობა და

სამკერვალოდან გავიდა. უკვე აღარ ღელავდა, ხელებს მშვიდად ისრესდა და

ღიღინებდა. დიახ, დიახ, ყველაფრის მიუხედავად, ღიღინებდა. ეს ჯერ კიდევ

არაფერია! სასტუმროში შესვლისთანავე თავის ოთახში შექანდა და ზარი

დარეკა. მოუთმენლობისგან ხელები უცახცახებდა და კარს გაღება არ აცადა,

ისე დაიყვირა:

- სარა, დეპეშის ბლანკები მომიტანე!

სწორედ იმ დროს, როცა სარა ოთახში შევიდა, ნაგელმა ვიოლინოს ბუდე

გახსნა. ქალი მართლა გააოგნა იმ ფაქტმა, რომ ამ ყუთში, რომელსაც იგი

ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით ექცეოდა, ჭუჭყიანი

ტანსაცმლის, ქაღალდებისა და საწერკალმების მეტი არაფერი აღმოჩნდა.

ვიოლინო არსად იყო. დაბნეული კართან გაქვავდა და ბუდეს მიაშტერდა.

Page 132: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დეპეშის ბლანკები! - უფრო ხმამაღლა გაუმეორა ნაგელმა, - მე ხომ ბლანკების

მოტანა გთხოვე?

როცა ბლანკები მიიღო, ერთ-ერთ მათგანზე ქრისტიანიაში მცხოვრები

მეგობრის სახელი და გვარი წააწერა. ნაგელი მეგობარს სთხოვდა, ამა და ამ

ქალაქში მცხოვრებ ფრეკენ მარტა გუდეს სრულიად ანონიმურად და

ყველასგან საიდუმლოდ ორასი კრონი გაუგზავნეო. დიახ, ორასი კრონი და

არანაირი წერილობითი ახსნა-განმარტება. და ეს ამბავი ჩვენ შორის უნდა

დარჩეს! იოჰან ნაგელი.

არა, ასე არაფერი გამოვა. როცა ეს ჩანაფიქრი კარგად აწონ-დაწონა, თავისი

გეგმა უვარგისად მიიჩნია. ხომ არ ჯობდა, რომ მეგობრისთვის ყველაფერი

უფრო დაწვრილებით აეხსნა და ფულიც იმავე კონვერტში ჩაედო? ამ

შემთხვევაში უფრო დარწმუნებული იქნებოდა, რომ მის დავალებას

დაუყოვნებლივ შეასრულებდნენ. გამზადებული დეპეშა შუაზე გადახია და

დაწვა, რის შემდეგაც ნაჩქარევად წერილის წერას შეუდგა. ასე გაცილებით

უკეთესია, მოკლე წერილის გაგზავნა სჯობს, საქმეს ასე უკეთ მოაგვარებს. იმ

ქალს სეირი უნდა უჩვენოს და რაღაც მაინც შეაგნებინოს...

როდესაც წერილის წერა დაასრულა და კონვერტში ფულიც ჩადო, ისევ

დაფიქრდა. ადვილი შესაძლებელია, მაინც რაღაც იეჭვოს, გაიფიქრა ნაგელმა,

ორასი კრონი მრგვალი თანხაა, თანაც ზუსტად ის თანხა, ცოტა ხნის წინ იმ

ქალს ცხვირწინ რომ უფრიალა. არა, ეს მეთოდიც უვარგისია! ჯიბიდან კიდევ

ათი კრონი ამოაცურა და კონვერტში ჩადო. წერილში მითითებული რიცხვი კი

ფრთხილად ჩაასწორა და ორასის ნაცვლად ორას ათი მიაწერა. ამის შემდეგ

კონვერტი დალუქა და მისაღებში დატოვა.

საკუთარი ქმედებით აღტაცებული თითქმის ერთი საათის განმავლობაში

უცნაურად ცქმუტავდა. ეს წერილი ქალისთვის ციდან მოვლენილი საოცარი

გზავნილივით იქნება. იმ გზავნილივით, რომელიც ვიღაცის უცნობმა ხელმა

ზემოდან, თვალუწვდენელი სიმაღლეებიდან ჩამოუტანა. საინტერესოა, ფულს

რომ მიიღებს, მაშინ რაღას იტყვის? მაგრამ როდესაც ნაგელი საკითხს კიდევ

უფრო ჩაუღრმავდა და შეეცადა წარმოედგინა, ქალს ამ ყველაფერზე როგორი

რეაქცია ექნებოდა, ისევ გუნება გაუფუჭდა. მისი ჩანაფიქრი საკმაოდ

სახიფათო და ზედმეტად გაბედულიც კი იყო. არა, ეს სულელური გეგმა

არაფრად ვარგოდა! საქმე ისაა, რომ წერილის მიღებისას ქალი ჭკვიანურს

ვერაფერს მიხვდება და ბატივით გაყეყეჩდება. ნამდვილად დაიბნევა და

გასარკვევად და დასახმარებლად სხვებს მიმართავს. წერილს ფოსტაშივე,

მთელი ქალაქის დასანახად გახსნის, ფულს ფოსტის მოხელეს დაუდებს,

Page 133: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თავისებურად გაჯიუტდება და იტყვის: არა, არა, ეს ფული თქვენთვის

დაიტოვეთო. ამის შემდეგ ფოსტის მოხელე ცხვირზე იტაცებს ხელს და

წამოიძახებს: ცოტა ხანს მოითმინეთ, მგონი, რაღაცას მივაგენიო! იგი საფოსტო

გზავნილების აღრიცხვის წიგნაკს ძირისძირობამდე ჩაუღრმავდება და

აღმოაჩენს, რომ ორიოდე დღის წინ ეს თანხა, ანუ ორას ათი კრონი, ზუსტად

იმავე კუპიურებით სწორედ იმ ფოსტიდან ქრისტიანიაში გადააგზავნეს.

გამგზავნის ვინაობაც გამოაშკარავდება და ყველა გაიგებს, რომ მისი სახელია

იოჰან ნაგელი, რომელიც სხვა მხარიდან არის ჩამოსული და დროებით

სასტუმრო „ცენტრალში“ ცხოვრობს. დიახ, ასეა. მისნაირ მოხელეებს ისეთი

გრძელი ცხვირები აქვთ, რომ ყველაფერს მაშინვე იყნოსავენ ხოლმე...

ნაგელმა სასტუმროს შიკრიკს უხმო და წერილი დაუყოვნებლივ უკან

დააბრუნებინა.

მთელი დღის განმავლობაში დაძაბული და აღგზნებული იყო. ბოლოს მიხვდა,

რომ ყველაფერი მობეზრდა. მთელი ეს ამბავი ეშმაკსაც წაუღია! სადღაც,

ამერიკის რომელიღაც მივარდნილი რაიონის რკინიგზაზე უფლის განგებით

კატასტროფა თუ ხდება, რომელსაც ადამიანებიც ეწირებიან, რა ნაგელის

საფიქრალია? ისევე არაფერი ესაქმება ამ უცხო ქალაქში მცხოვრებ,

პატივმოყვარე და შინაბერა მარტა გუდესთანაც.

მომდევნო ორი დღე ნაგელი სასტუმროდან არსად გასულა.

X

შაბათ საღამოს ნაგელს ემწუთა სასტუმროს ნომერში ესტუმრა. ახალი პიჯაკი

ეცვა და სიხარულისგან სახე ერთიანად უბრწყინავდა.

- რწმუნებული შემხვდა, - მიუგო ნაგელს, - არაფერი შეიმჩნია და ისიც კი

მკითხა, ეს პიჯაკი ვინ გაჩუქაო. აი ასეთი ეშმაკური ხერხით გამომცადა.

- და თქვენ რა უპასუხეთ?

- გამეცინა და ვუპასუხე, ამისი თქმა არ მსურს, ამას არც ერთ სულიერს არ

გავუმხელ-მეთქი. როგორც ჩანს, ყველაფერი დაივიწყა. მშვიდობითო, მითხრა

და წავიდა. მგონი, სწორად ვუპასუხე. იცით, თითქმის ცამეტი წელი იქნება,

რაც ახალი პიჯაკი არ მღირსებია. საგულდაგულოდ გამოვითვალე... იმ

ფულისთვის, ბოლო შეხვედრისას რომ მომეცით, მადლობა მინდა

გადაგიხადოთ. ჩემნაირი ხეიბარი კაცისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო.

ამდენი ფული სად უნდა დავხარჯო? თქვენი სიკეთით იმდენად გაოგნებული

და თავბრუდახვეული ვარ, რომ ამის გამო საოცარ შინაგან სიმსუბუქეს და

Page 134: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სასიამოვნო მღელვარებასაც კი განვიცდი. ჰა-ჰა-ჰა! მაგრამ ღმერთი

აუცილებლად შემეწევა, მე ხომ პატარა ბავშვივივთ ვარ? არა, ის კი ვიცოდი,

რომ ერთ დღეს პიჯაკს აუცილებლად მივიღებდი. განა არ გითხარით კიდეც?

მართალია, ზოგჯერ დანაპირების მისაღებად კარგა ხანს მიწევს ხოლმე

ლოდინი, თუმცა იმედი არასოდეს მიცრუვდება. ერთხელ ლეიტენანტი

ჰანსენი ორ ცალ შალის პერანგს დამპირდა, რადგან თავად აღარ სჭირდებოდა.

მას შემდეგ თითქმის ორი წელი გავიდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთ

მშვენიერ დღეს ამ პერანგებს აუცილებლად მივიღებ. ისეთი გრძნობა მაქვს,

თითქოს უკვე ტანზეც მოვირგე. ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, ხალხს

დანაპირები მოგვიანებით, მაგრამ მაინც ახსენდება. თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ

კარგ ტანისამოსში სულ სხვანაირი ადამიანი ვჩანვარ?

- კარგა ხანია, ჩემთან აღარ მოსულხართ.

- საქმე ისაა, რომ ახალ პიჯაკს ველოდი და გადავწყვიტე, იმ ძველი პიჯაკით

თქვენთან აღარ მოვსულიყავი. გარკვეული ადამიანური თავისებურებანი მეც

მახასიათებს. როდესაც ხალხში დაფლეთილი პიჯაკით ვჩნდები, თავს

მეტისმეტად დამცირებულად ვგრძნობ. უფალმა უწყის რატომ, მაგრამ ამ

დროს საკუთარი თავისადმი ყოველგვარ პატივისცემას ვკარგავ. მომიტევეთ,

რომ თქვენი თანდასწრებით საკუთარ პიროვნულ ღირსებებზე ვსაუბრობ,

თითქოს ამას რამე არსებითი მნიშველობა ჰქონდეს. ასე სულაც არ არის,

გარწმუნებთ, ასე ნამდვილად არ მიმაჩნია. მაგრამ ხანდახან ეს ღირსების

გრძნობა თავს მაინც შემახსენებს ხოლმე.

- ღვინოს ხომ არ მიირთმევთ? არა? სიგარაზე ალბათ უარს არ მეტყვით.

ნაგელმა ზარი დარეკა და სასმელი და სიგარები მოითხოვა. თავად სმას

შეუდგა და კარგა ბლომადაც დალია, ემწუთა კი მშვიდად იჯდა, სიგარას

აბოლებდა, კვამლს მზერას აყოლებდა და გაუჩერებლად, უაზროდ

ლაპარაკობდა.

- მისმინეთ, - უთხრა მოულოდნელად ნაგელმა, - ალბათ არც ისე ბევრი პერანგი

გაქვთ, არა? მაპატიეთ, ამას რომ გეკითხებით.

- იცით, იმ შალის პერანგების ამბავი ამის გამო არ მომიყოლია. ნამდვილად არა,

- ნაჩქარევად უპასუხა ემწუთამ.

- მართლა? კი მაგრამ, ასე რატომ გაწიწმატდით? თუ წინააღმდეგი არ ხართ,

გთხოვთ მიჩვენოთ, პიჯაკის ქვეშ რა გაცვიათ.

Page 135: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- სიამოვნებით, დიახ, დიახ, სიამოვნებით. შეხედეთ, აგერ უკანა მხარე ნახეთ.

წინა მხარესაც არაფერი უჭირს...

- როგორ არა, მოითმინეთ... მშვენივრად ვხედავ, რომ სწორედ ეს მხარე

გაცილებით ცუდად გამოიყურება.

- ამაზე უკეთესი რაღა გინდათ? - დაიყვირა ისევ ემწუთამ, - არა, არა, ახალი

პერანგი ნამდვილად არ მჭირდება. უფრო მეტსაც გეტყვით, ეს პერანგი, ახლა

რომ მაცვია, ჩემთვის ზედმეტად კარგიც კია. იცით ვინ მაჩუქა? ვინ და, ექიმმა

სტენერსენმა. დიახ, დიახ, თავად ექიმმა სტენერსენმა. მე მგონი, ცოლისთვის

არაფერი უთქვამს, თუმცა ფრუ სტენერსენიც საკმაოდ კეთილია. ეს პერანგი

საშობაო საჩუქარია.

- საშობაო?

- ფიქრობთ, რომ მას შემდეგ კარგა ხანია გასული, არა? მხეცივით ნამდვილად

არ ვხმარობ... ყოველთვის ვცდილობ, ისე ფრთხილად ვიმოძრაო, რომ პერანგი

არ გავხიო. გარდა ამისა, ღამითაც ვიხდი და ისე ვწვები. არ მინდა საწოლში,

ძილის დროს გავაფუჭო. დღემდე მშვენივრად მადგება და არც იმისი

მრცხვენია, რომ ხალხში ყოფნისას ვინმე იტყვის, დახეული პერანგი აცვიაო.

სახლში მეორეც მაქვს გამოსაცვლელად და ცოცხალ სურათებში სწორედ მას

ჩავიცვამ. ფრეკენ დაგნი კვლავ ჯიუტად ჩამჩიჩინებს, რომ მონაწილეობა მეც

უნდა მივიღო. გუშინ, ეკლესიასთან შემხვდა. თქვენზეც მელაპარაკა...

- მე შარვალს გიყიდით. ფულის დახარჯვა იმისთვის, რომ ხალხის წინაშე

ღირსეულად წარდგეთ, ნამდვილად ღირს. რწმუნებულმა ხომ პიჯაკი

გაჩუქათ, მე კი მინდა, შარვალი გისახსოვროთ. ძვირი სულაც არ დამიჯდება.

თუმცა ჩვენს ძველ შეთანხმებას არც ახლა უნდა გადაუხვიოთ და კრინტი

არავისთან დაძრათ.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა!

- მე მგონი, ჯობია, ცოტა თქვენც დალიოთ. კარგი, კარგი, ისე მოიქეცით,

როგორც გსურთ. მე კი მინდა, ამ საღამოს კარგად გამოვთვრე, რატომღაც

აღელვებული და ცოტათი ნაღვლიანიც კი ვარ. შემიძლია ერთი მოულოდნელი

შეკითხვა დაგისვათ? იცით თუ არა, რომ მეტსახელი შეგარქვეს? ხალხი

ემწუთას გეძახით. მითხარით, ეს იცოდით?

- რა თქმა უნდა, ვიცოდი და ეს ამბავი თავიდან საკმაოდ მძიმედაც მივიღე. ამის

გამო ღმერთს გამუდმებით შეწევნას ვთხოვდი. ერთხელ მთელი კვირადღე

ტყეში გავატარე, სამ სხვადასხვა ადგილას, სადაც მიწა შედარებით მშრალი

Page 136: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იყო, უამრავჯერ დავიჩოქე და ვილოცე. გაზაფხულის პირი იყო და თოვლი

დნებოდა. ეს კარგა ხნის წინ იყო. მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა, ახლა

ყველა ემწუთას მეძახის და ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ეს ამბავი ვიცოდი

თუ არა, თქვენ რაში გაინტერესებთ? რა მნიშვნელობა აქვს, ამით ხომ მაინც

ვერაფერს შევცვლი.

- და ის თუ იცით, ეს სულელური მეტსახელი რატომ შეგარქვეს?

- დიახ, ვიცი. მოკლედ, როგორც გითხარით, ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა,

მანამდე, სანამ დავხეიბრდებოდი. თუმცა ყველაფერი დღესავით ცხადად

მახსოვს. ერთ საღამოს, უფრო სწორად კი შეღამებულზე, უცოლო მამაკაცებს

წვეულება გაემართათ. ის ყვითელი სახლი თუ შეგიმჩნევიათ, საბაჟო

პუნქტთან ახლოს, ნავსადგურისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს რომ

დგას? დიახ, მაშინ თეთრად იყო შეღებილი და ქალაქის ადვოკატს ეკუთვნოდა.

იგი უცოლო იყო და ყველა რატომღაც სორენსენს ეძახდა. გართობასა და

დროსტარებაზე გიჟდებოდა. გაზაფხულის საღამო იყო, სანაპიროზე კარგა

ხნის სეირნობისა და ხომალდების თვალიერების შემდეგ შინისაკენ

მივაბიჯებდი. როდესაც იმ ყვითელ სახლს მივუახლოვდი, ხალხის ყაყანის და

სიცილის ხმა შემომესმა და მივხვდი, რომ სტუმრები ჰყავდათ.

მოულოდნელად ფანჯრიდან თვალი მომკრეს და მინებზე კაკუნი ამიტეხეს.

იძულებული გავხდი, სახლში შევსულიყავი. სასტუმრო ოთახში ექიმი კოლბი,

კაპიტანი ვილიამ პრანტე, მებაჟე ფოლკედალი და კიდევ რამდენიმე სტუმარი

დამხვდა... ზოგი მათგანი ახლა გარდაცვლილია, ზოგი კი საცხოვრებლად

სხვაგან გადავიდა. სულ შვიდნი თუ რვანი იყვნენ და ყველა მათგანი კარგა

გვარიანად გალეშილიყო. სახალისოდ და ქალაქის ადვოკატის გასართობად

სკამები დაელეწათ და ჭიქებიც ზედ მიეყოლებინათ. ასე რომ, იძულებულნი

ვიყავით, სასმელი პირდაპირ ბოთლებიდან დაგველია. სულ მალე მეც

მათსავით გამოვთვერი და თავი დავკარგე. მამაკაცებმა ტანთ გაიხადეს და

ოთახში დედიშობილა დარბოდნენ. ფარდები რომ გაწეული იყო, სრულებით

არ ადარდებდათ. არ მინდოდა, მეც მათსავით მოვქცეულიყავი, მაგრამ როცა

ვიუარე, დამეძგერნენ და ძალით გამაშიშვლეს. შეძლებისდაგვარად

ვეწინააღმდეგებოდი და ყველანაირად ვცდილობდი, თავი დამეძვრინა. სხვა

გამოსავალი არ მქონდა, პატიებას ხმამაღლა ვითხოვდი, ხელზე ხელს

ვკიდებდი და მაპატიეთ-მეთქი, ვემუდარებოდი.

- პატიებას რისთვის ითხოვდით?

- იმისთვის, რომ ვფიქრობდი, ალბათ რაღაც უადგილო ვთქვი და ამის გამო

დამეძგერნენ-მეთქი. ხელებზე ვეკიდებოდი და ვებოდიშებოდი იმ იმედით,

Page 137: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რომ შემიბრალებდნენ, მაგრამ ვერაფერს გავხდი. თავიდან ფეხებამდე

გამაშიშვლეს. ექიმმა ჯიბეში წერილი მიპოვა, დაუკითხავად გაშალა და

ხმამაღლა წაკითხვა დააპირა. მაშინ კი გონება ცოტათი გამინათდა, ეს ბარათი

ხომ დედაჩემისგან იყო, რომელიც მაშინ გამომიგზავნა, სანაოსნოდ რომ

მივემგზავრებოდი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, არც ვაციე, არც ვაცხელე და

ექიმს ღვინის კასრი ვუწოდე. ყველამ იცოდა, რომ ღვინოს ეტანებოდა. ეს კაცი

ნამდვილი ღვინის კასრია! - განვაცხადე ყველას გასაგონად. ამან საშინლად

გააცოფა და კისერში მწვდა, მაგრამ სხვებმა დააკავეს. მოდი, ახლა კარგა

გვარიანად გამოვათროთ! - თქვა ქალაქის ადვოკატმა. თითქოს უკვე

საკმარისად მთვრალი არ ვიყავი. გამაკავეს და ბოთლებში დარჩენილი ღვინო

ხახაში ძალით ჩამასხეს. შემდეგ ორი მამაკაცი მომიახლოვდა, ზუსტად არ

მახსოვს, ვინ იყვნენ. თასით წყალი შემოეტანათ. თასი ოთახის შუაგულში

მოათავსეს და მითხრეს, უნდა მოგნათლოთო. დიახ, ამ აზრს ყველა

ერთსულოვნად დაეთანხმა. აღფრთოვანებულები საშინლად აყაყანდნენ.

წყალში ათასგვარი სიბინძურე გაურიეს. ზოგი შიგნით აფურთხებდა, ზოგიც

არაყს ასხამდა... საძინებელშიც კი გაიქცნენ, ღამის ქოთანი მოარბენინეს და

პირდაპირ თასში ჩაცალეს. ეს წყალი ჩემთვის რაც შეიძლება გულისამრევი რომ

ყოფილიყო, ამ ყველაფერს ზედ ორი აქანდაზი ნაცარიც მიაყოლეს. ბოლოს

ჩემი ნათლობის დროც დადგა. არ გინდათ, რომ ვინმე სხვა მონათლოთ? -

ვკითხე ადვოკატს და მუხლებზე შემოვეხვიე. ჩვენ უკვე მოვინათლეთ, -

მიპასუხა მან, - ზუსტად ასეთივე წესით მოგვნათლეს. დარწმუნებული ვარ,

მართალს ამბობდა, რადგან გაგონილი მქონდა, რომ დროსტარების დროს

ამგვარად სხვებსაც არაერთხელ მოქცევია. გამომყევი, მინდა ამ საიდუმლოს

საკუთარი ხელით გაზიარო! - მითხრა დამცინავად. საკუთარი ნებით დაყოლას

არ ვაპირებდი, კარის სახელურს ჩავებღაუჭე და ადგილიდან ფეხს არ

ვიცვლიდი. „ახლავე მოდი, სწრაფად... ემ წუთას!“ - მიყვირა ქალაქის

ადვოკატმა. სიტყვა ემ წუთას მან სულ სხვაგვარად წარმოთქვა. წარმოშობით

გუდბრანდსდალენიდან იყო და ოდნავ განსხვავებულ დიალექტზე

საუბრობდა. ადგილიდან არაფრის დიდებით არ ვიძროდი. „ემწუთა, ემწუთა...

მშვენიერი სახელია! - ხმამაღლა წამოიძახა კაპიტანმა პრანტემ, - მისი

ნათლობის სახელიც სწორედ ეს იქნება. ინათლება მონა ღვთისა ემწუთა!..“ მის

აზრს ყველა დაეთანხმა და ნათლობის სახელად ემწუთა შემირჩიეს. ამის მერე

ორმა მოქეიფემ ხელი მტაცა და ადვოკატთან მიმათრია. იმდენად დაბალი და

სუსტი გახლდით, რომ მასპინძელმა ხელში დიდი ძალისხმევის გარეშე

ამიტაცა და იმ სიბინძურეში ჩამაყურყუმელავა. ისე ძლიერად ჩამანარცხა, რომ

ცხვირი ჭურჭლის ფსკერს დავასრისე, იქ კი ფერფლი და ბოთლის

ნამსხვრევები დალექილიყო. ორიოდე წამში ისევ ამომათრია და უაზრო

Page 138: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სიტყვების ბუტბუტს მოყვა. ამის შემდეგ ჯერი ნათლიებზე მიდგა. მათი

მოვალეობა კი ის იყო, რომ თითოეულ მათგანს ჰაერში, რაც შეიძლება ზემოთ

უნდა ავეტყორცნე. ესეც რომ მობეზრდათ, უკვე ორ ჯგუფად დაიყვნენ,

ერთმანეთის საპირისპიროდ დაეწყვნენ და როგორც თავად მითხრეს,

გაშრობის მიზნით, ხელიდან ხელში ბურთივით მაპამპულავებდნენ. მალე ეს

გართობაც ყელში ამოუვიდათ. საკმარისია! - დაიყვირა ბოლოს ქალაქის

ადვოკატმა. მაშინ კი დაშოშმინდნენ, თითოეული მათგანი სათითაოდ

მომიახლოვდა, ხელი ჩამომართვა, მომილოცა და ახალი მეტსახელით

მომმართა. თუმცა თასში მოგვიანებით კიდევ ერთხელ მიკრეს თავი. ამჯერად

ექიმმა კოლბიმ ისარგებლა ჩემი სისუსტით და წყალში ჩამანარცხა. ღვინის

კასრი რომ ვუწოდე, ამგვარად გადამიხადა სამაგიერო. სწორედ ამ დროს

ვიგრძენი, რომ ფერდში რაღაც ჩამემსხვრა. იმ ღამის შემდეგ ეს მეტსახელი

შემომრჩა. მეორე დილას ქალაქის ადვოკატთან სტუმრობისა და ჩემი

ნათლობის ამბავი უკვე მთელმა ქალაქმა იცოდა.

- ესე იგი, ფერდის ძვალი დაიზიანეთ. და თავი, თავიც ხომ დაგირტყამთ?

პაუზა.

- ამ შეკითხვას უკვე მეორედ მისვამთ. მითხარით, რას გულისხმობთ? არა,

მაშინ არც თავი დამირტყამს და არც ტვინის შერყევა მიმიღია. იქნებ ამის

გაგება გსურდათ?! გვერდულად დავენარცხე და ფერდის ძვალი გამებზარა.

ახლა ასე თუ ისე კარგად ვარ. ექიმმა კოლბიმ მაშინ უსასყიდლოდ მიმკურნალა

და იმ მოტეხილობას სხვა გართულებები აღარ მოჰყოლია.

ამასობაში ნაგელს კარგა ბლომად დაელია, მაგრამ ზარი კიდევ ერთხელ

დარეკა, სასმელი განმეორებით შეუკვეთა და სმა განაგრძო.

- იცით, გონებაში ერთმა შეკითხვამ გამიელვა... - მიუბრუნდა ისევ ემწუთას, -

როგორ ფიქრობთ, ადამიანების გამოცნობა ოდნავ მაინც თუ მეხერხება? ასეთი

გაოცებული თვალებით ნუ მიყურებთ. ეს ხომ უბრალო, მეგობრული

შეკითხვაა. პირადად თქვენ მიგაჩნიათ თუ არა, რომ თანამოსაუბრეთა

განჭვრეტის უნარი მაქვს?

ემწუთა წარბშეკრული შეჰყურებდა და არ იცოდა, რა ეპასუხა.

- სხვათა შორის, მინდა პატიება გთხოვოთ, - განაგრძო ნაგელმა, - იმ საღამოსაც,

როცა თქვენი სტუმრობის პატივი პირველად მხვდა წილად, უამრავი

სულელური შეკითხვა დაგისვით და გონება აგირიეთ. სხვათა შორის, ფულიც

კი შემოგთავაზეთ და გკითხეთ, ამა და ამ თანხის საფასურად უცხო ბავშვის

Page 139: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მამობას თუ დაიბრალებთ-მეთქი. ხომ გახსოვთ? ჰა-ჰა-ჰა! მაშინ არც ისე კარგად

გიცნობდით და ამიტომ არასწორად მოვიქეცი. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ

ახლა უკეთ ვიცი, ვინ ხართ და დიდადაც გაფასებთ, ჩემი შეკითხვებით ისევ

თავს გაბეზრებთ. დღეს ასე იმიტომ ვიქცევი, რომ ვნერვიულობ და თანაც

ძალიან მთვრალი ვარ. ჩემს საქციელს მხოლოდ ამით თუ გავამართლებ.

ბუნებრივია, თქვენც მშვენივრად ხედავთ, როგორ გავილეშე. მაშ, ჩემ წინაშე

მლიქვნელობა რაღა საჭიროა? ხო... რას ვამბობდი? რას და იმას, რომ თქვენი

აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად შემწევს უნარი, ადამიანთა სულებს

ჩავწვდე, მართლა მაინტერსებს. ჰა-ჰა-ჰა!.. მინდა ვაღიარო, რომ მაგალითად,

თანამოსაუბრის განწყობასა და ჩანაფიქრს მათი ხმის ტემბრითაც კი

მშვენივრად ვხვდები ხოლმე. ეს უჩვეულო ნიჭი უდავოდ მაქვს. როდესაც

ვინმეს ვესაუბრები, სულაც არ მჭირდება, თვალებში მივაშტერდე. მისი

ინტონაციით მაშინვე ვარჩევ, ეს ადამიანი ცდილობს თუ არა საკუთარი აზრები

მომახვიოს და ტყუილებით გამბეროს. ხმა ძლიერი აპარატია, მეგობარო.

მინდა, სწორად გამიგოთ. ხმის ტემბრის მატერიალურ აღქმას ნამდვილად არ

ვგულისხმობ. ხმა შეიძლება იყოს მაღალი, ან დაბალი, ჟღერადი ან უხეში... არა,

ტემბრი აქ არაფერ შუაშია. მე ამ ტემბრს მიღმა დამალულ მისტერიას

ვგულისხმობ, ანუ იმ საიდუმლო სამყაროს, საიდანაც ეს ხმა მოედინება... ისე,

ჩვენში დარჩეს და ეს შინაგანი სამყარო ეშმაკსაც წაუღია! ასეთი მისტერია ხომ

ყოველ ჩვენგანში იმალება. ნეტავ ამაზე ფიქრით ტვინს რისთვის ვიჭყლეტ!

ნაგელმა კვლავ ჭიქა მოიყუდა.

- ასე ჩუმად რატომ ხართ? ალბათ, საკუთარ თავზე ტრაბახით ტვინი

გამოგილაყეთ და არაქათი გამოგაცალეთ. ჰა-ჰა-ჰა! ყურადღებას ნუ მიაქცევთ.

ახლა ისევ დამავიწყდა, რას ვამბობდი. ჯანდაბას... მოდი, მაშინ იმაზე

ვილაპარაკებ, რაც შედარებით ნაკლებად მადარდებს და მანამ ვიყბედებ, სანამ

არ გამახსენდება, რას გიყვებოდით. ღმერთო, რა სისულელეებს ვროშავ!...

ფრეკენ შელანდზე რას ფიქრობთ? მინდა, მის შესახებ თქვენი აზრი მოვისმინო.

მე რომ მკითხოთ, ის ქალი მეტისმეტად კეკლუცი ვინმეა. თუ ყველა მამაკაცი,

მათ შორის მეც, მის გამო თავს დაკარგავს და სიცოცხლეს გამოესალმება,

ალბათ გულის სიღრმეში თავს უსაზღვროდ ბედნიერად იგრძნობს. ეს ჩემი

აზრია. არ უარვყოფ, რომ ის მეტისმეტად ლამაზია და ალბათ, ნებისმიერი

კაცისთვის მისი ფეხსაცმლის ქუსლით მიყენებული ტკივილიც კი ნეტარების

ტოლფასი იქნება. ამიტომ არც ის არის გამორიცხული, რომ ერთ მშვენიერ

დღეს მეც ვეახლო და ამის გაკეთება ვთხოვო. მაგრამ ჯერჯერობით არანაირი

საფრთხე არ არსებობს, თუმცა ყველაფერი წინ გვაქვს. ღმერთო, შენ მიხსენი. ამ

Page 140: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საღამოს მართლა რამდენს ვყბედობ. რატომღაც დაიძაბეთ. მითხარით,

პირადად თქვენ რამე ხომ არ გაწყენინეთ?

- რომ იცოდეთ, ფრეკენ შელანდი თქვენ შესახებ რა გულთბილად საუბრობდა...

გუშინ შემხვდა და კარგა ხანს ვილაპარაკეთ...

- მითხარით... მომიტევეთ, რომ გაწყვეტინებთ... მაინტერესებს, შემთხვევით

თქვენც ხომ არ გაქვთ იმის ნიჭი, რომ ფრეკენ შელანდის მატერიალურ ხმის

ტემბრს უფრო ღრმად ჩაწვდეთ? ახლა უკვე აშკარად ხვდებით, რომ

სისულელეებს ვროშავ, ხომ ასეა? მაგრამ ის კი მართლა გამიხარდება, თუ

ადამიანების გარჩევას ისწავლით. აი მაშინ აუცილებლად მოგილოცავთ და

გეტყვით: ჩვენ ახლა ორნი ვართ, ორივენი ერთ სიმაღლეზე ვდგავართ და

ერთი ხედვა გვამოძრავებს. მაშ, მოდი, გავერთიანდეთ, შევკავშირდეთ და

ჩვენი ცოდნა არასოდეს გამოვიყენოთ ერთმანეთის წინააღმდეგ - ერთმანეთის

წინააღმდეგ. გესმით, რას ვგულისხმობ? უფრო ზუსტადაც გეტყვით:

მაგალითად, მე მშვენივრად შემიძლია თქვენს იდუმალ სამყაროს ჩავწვდე,

მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი შესაძლებლობები მაინც არ უნდა

დაგიპირისპიროთ. აი, ისევ აღელდით და შუბლი შეკარით! ჩემი ტრაბახი ნუ

შეგაშინებთ. მე ხომ მთვრალი ვარ. ხო, ახლა გამახსენდა ცოტა ხნის წინ ფრეკენ

შელანდზე რისი თქმაც მსურდა. მართალია, ის ქალი სულაც არ მადარდებს,

მაგრამ რატომღაც ის სიტყვები მაინც წამოვაყრანტალე. ნეტავ მასზე ამდენი

რისთვის ვილაპარაკე? თქვენ ხომ ჩემთვის არაფერი გიკითხავთ... მგონი,

განწყობა გაგიფუჭეთ. ერთი საათის წინ, როცა მესტუმრეთ, როგორი

გახარებული იყავით, გახსოვთ? ახლა სასმელი მალაპარაკებს... მათქმევინეთ...

თორემ ისევ დამავიწყდება. როდესაც ქალაქის ადვოკატის სახლში გამართულ

უცოლო მამაკაცების წვეულებაზე მიყვებოდით... დიახ, თქვენი ნათლობის

ამბავზე მოგახსენებთ... მოულოდნელად გავიფიქრე, რომ ურიგო არ იქნებოდა,

ასეთი წვეულება მეც გამემართა. დიახ, რადაც უნდა დამიჯდეს, მსგავსი

საღამო აუცილებლად უნდა გავმართო და რამდენიმე ადამიანი დავპატიჟო. ამ

აზრზე მტკიცედ ვდგავარ და მერწმუნეთ, ასეც მოვიქცევი. იმედი მაქვს, თქვენც

აუცილებლად მოხვალთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენს ხელმეორედ

მონათვლას არავინ აპირებს. პირიქით... პირადად ვიზრუნებ, რომ ყველა

უდიდესი მოწიწებითა და პატივით მოგექცეთ, არც სკამებსა და მაგიდებს

დალეწავს ვინმე. უბრალოდ მინდა, ერთ საღამოს, რაც შეიძლება მალე, ჩემი

რამდენიმე მეგობარი სტუმრად მოვიწვიო. ეს შეიძლება, ამ კვირის ბოლოს

იყოს. რას იტყვით?

Page 141: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელმა კიდევ ორი ჭიქა გამოცალა. ემწუთას არც ამჯერად გაუცია პასუხი.

მისი თავდაპირველი ბავშვური ხალისი აშკარად სადღაც გამქრალიყო და

მასპინძლის ლაქლაქს უკვე მხოლოდ თავაზიანობის გამო ისმენდა. სასმელზე

კი კვლავ ცივ უარს აცხადებდა.

- რატომღაც არაფრის თქმა აღარ გსურთ, - განაგრძო ნაგელმა, - გაგეცინებათ,

მაგრამ ამ წუთას ისე გამოიყურებით, თითქოს რაღაცით გაზარალეს, ანდა

გადაკვრით რაღაცაზე მიგანიშნეს. მსგავსი არაფერი გამიგონია... ნუთუ რამე

დაგიშავეს? აი, ახლა კი შეკრთით. არა? ესე იგი, შევცდი? საინტერესოა, ოდესმე

გიფიქრიათ, რას იგრძნობს ფულის გამყალბებელი, ერთ მშვენიერ დღეს თავს

პოლიციელი რომ წაადგეს, მხარზე ხელი მეგობრულად დაადოს და უსიტყვოდ

ჩახედოს თვალებში? ვხედავ, რომ სულ უფრო ნაღვლიანი და

გულჩათხრობილი ხდებით. მე კი არ ვიცი, რით დაგეხმაროთ. დღეს რატომღაც

განსაკუთრებულად ნერვიული ვარ და ამიტომაც ყბედობით სული

ამოგხადეთ. მაგრამ სათქმელი აუცილებლად უნდა ვთქვა. სიმთვრალეში ასე

მჩვევია ხოლმე. მარტო არ უნდა დამტოვოთ, რადგან მაშინ იძულებული

გავხდები, სარას, სასტუმროს მოსამსახურეს ვუხმო და მას ველაპარაკო. ეს კი

არასწორი საქციელი იქნება. იმაზე უკვე აღარაფერს ვამბობ, რომ მასთან

საშინლად მოვიწყენ. გინდათ, ერთ მოკლე ისტორიას მოგიყვებით? პატარა,

უმნიშვნელო ამბავია, მაგრამ ვფიქრობ ცოტათი გაგახალისებთ და იმაზეც

მიგანიშნებთ, რომ მართლაც ადამიანთა განჭვრეტის საოცარი ნიჭი მაქვს. ჰა-ჰა-

ჰა! უფრო სწორად, მიხვდებით, რომ სინამდვილეში ჩემზე ცუდად

ადამიანების შინაგან ბუნებას არავინ იცნობს. იქნებ, ამის გაგონებამ მაინც

გამოგაცოცხლოთ. მოკლედ, ერთხელ, ასე დაახლოებით სამიოდე წლის წინ,

ლონდონს ვესტუმრე. იქ ერთი ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქალი გავიცანი.

მამამისთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობა მაკავშირებდა. მე და ის ქალი

ერთმანეთს საკმაოდ დავუახლოვდით. სამი კვირის მანძილზე

ყოველდღიურად ვხვდებოდით და კარგი მეგობრებიც გავხდით. ერთ

ნაშუადღევს ლონდონის დასათვალიერებლად წამიყვანა. კარგა ხანს

ვისეირნეთ, რამდენიმე მუზეუმი და გალერეა მოვიარეთ, ხელოვნების

ცნობილი ნიმუშები და პარკებიც მოვინახულეთ და საღამო ხანს სახლისკენ

მიმავალ გზას დავადექით. მოულოდნელად ბუნებრივმა მოთხოვნილებამ

შემაწუხა, რაც მთელი დღის ხეტიალის შემდეგ სავსებით მოსალოდნელიც იყო.

რა უნდა მექნა?! გაქცევა ნამდვილად არ შემეძლო, ვერც იმას ვეტყოდი, ცოტა

ხნით გვერდით გავალ-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, თავი ვეღარ

შევიკავე, პირდაპირ შარვალში გავუშვი და რაღა თქმა უნდა, უბიდან

მოყოლებული ფეხსაცმლის ჩათვლით მშრალი ადგილი აღარსად დამრჩა.

Page 142: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მითხარით, სხვა რა ჯანდაბა უნდა მექნა? კიდევ კარგი, საკმაოდ გრძელი

ქურთუკი მეცვა და იმედიანად ვიყავი, რომ ვერავინ ვერაფერს შემამჩნევდა.

ისე მოხდა, რომ ერთ გაჩახჩახებულ ქუჩაზე, საკონდიტროს გვერდით

მოგვიწია ჩავლა. ღმერთო მაღალო! მოულოდნელად ჩემი მეგობარი გოგონა

გაჩერდა და მთხოვა, საკონდიტროში შევსულიყავი და რამე მეყიდა. მისი

სურვილი მართლა გულწრფელი იყო, რადგან თითქმის ნახევარი დღე ქალაქში

დავეხეტებოდით და შესაბამისად, გადაღლილები და დამშეულები ვიყავით...

მაგრამ იძულებული გავხდი, უარი მეთქვა. ქალმა გაოცებული თვალები

შემომანათა. ჩემმა უარმა აშკარად გაანაწყენა და მიზეზი მკითხა. კი ბატონო-

მეთქი, ვუპასუხე, გეტყვით მიზეზს: საქმე იმაშია, რომ ფული თან არ მაქვს,

ჯიბეში ერთი გახვრეტილი პენიც კი არ მიგდია. ეს სიტყვები ისე

დამაჯერებლად წარმოვთქვი, რომ ვერავინ შემედავებოდა. ფული თურმე არც

მას ჰქონია. ისიც ჩემსავით ჯიბეგამოფხეკილი აღმოჩნდა. ვდგავართ შუა

ქუჩაში, ერთმანეთს შევყურებთ და სიცილით ვიგუდებით. მოულოდნელად

ჩემი გოგონა ისე ხალისდება, თითქოს გამოსავალს მიაგნო. გზიდან ოდნავ

მოშორებით ჩამწკრივებულ სახლებს მზერას ავლებს და მეუბნება: ცოტა ხანს

დამელოდე, ნურსად წახვალ; აგერ, იმ სახლის მეორე სართულზე ერთი ჩემი

მეგობარი ცხოვრობს. ახლავე მასთან გავქანდები და ფულს გამოვართმევო. ამ

სიტყვების თქმა და მისი გაქცევა ერთი იყო. კარგა ხანს ველოდი და მთელი ამ

ხნის მანძილზე ფიქრით ტვინს ვიჭყლეტდი: მართლა ფულით რომ

დაბრუნდეს, მაშინ როგორღა უნდა მოვიქცე-მეთქი. ამ საშინლად

გაჩახჩახებულ საკონდიტროში, სადაც უამრავი ადამიანი ტრიალებდა, შესვლა

ნამდვილად არ შემეძლო! დარწმუნებული ვარ, შესვლისთანავე

გამომისროდნენ. ეს კი ჩემთვის ყველაზე სამარცხვინო იქნებოდა. სიმწრისგან

კბილებს ვაკრაჭუნებდი. ბოლოს გადავწყვიტე, გამებედა და მეთქვა,

საკონდიტროში შენ შედი, მე გარეთ დაგელოდები-მეთქი. კიდევ ორი წუთი

გავიდა და ჩემი გოგონაც გამოჩნდა. უცნაურად კმაყოფილი, გახარებულიც კი

ჩანდა. მითხრა, მეგობარი შინ არ დახვდა, მაგრამ არაფერია, შიმშილს ავიტან,

სულ რაღაც თხუთმეტი წუთის სავალი გზა დაგვრჩა და სახლში ვახშამსაც

მივუსწრებთო. ბოლოს დაგვიანებისთვის ბოდიში მომიხადა. გახარებული

ჩანდა-მეთქი, აღვნიშნე... მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შარვალი სულ სველი

მქონდა და იმდღევანდელი სეირნობა ნამდვილ სატანჯველად მექცა, მასზე

კიდევ უფრო მეტად გახარებული მე ვიყავი. ახლა კი ამ ამბის ყველაზე

საინტერესო ნაწილს მივუახლოვდით. დიახ, ალბათ უკვე მიხვდით კიდეც,

სინამდვილეში რა მოხდა. კი, როგორ არა... ვგრძნობ, რომ ასეა. მაგრამ მინდა,

ეს ისტორია ბოლომდე თავად მოგიყვეთ. მხოლოდ ამ წელს, ანუ 1891-ში

გავაცნობიერე, თუ რა ბატივით ყეყეჩი ადამიანი ვყოფილვარ. როდესაც ეს

Page 143: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყველაფერი თავიდან ახლებურად გავიაზრე და ყველა უმნიშვნელო დეტალი

ერთმანეთს დავუკავშირე, მივხვდი, რომ მაშინ ჩემი გოგონა კიბეზე სულაც არ

ასულა. უფრო მეტსაც გეტყვით, მეორე სართულზე ასვლა საერთოდაც არ

უფიქრია. სადარბაზოში კი შევიდა, მაგრამ მერე სათადარიგო კარი მოძებნა და

ჩუმად უკანა ეზოში გადაიპარა. ცხადია, უკანაც იმავე გზით დაბრუნდა და

გარეთ ასევე ფრთხილად და მოხერხებულად გამოვიდა. ეს კი თქვენი აზრით,

რას ნიშნავს? ალბათ ბევრს არაფერს, მაგრამ ის გარემოება, რომ იგი მეორე

სართულზე ასვლის ნაცვლად ეზოში გაიპარა, ცოტა უცნაურად არ გეჩვენებათ?

ჰა-ჰა-ჰა! სახეზე გეტყობათ, ყველაფერს მშვენივრად ხვდებით. მე კი ამას

მხოლოდ სამი წლის შემდეგ, 1891 წელს მივხვდი. იმედია, ახლა იმაში არ

მდებთ ბრალს, რომ ეს ყველაფერი წინასწარ დავგეგმე და ჩვენი

იმდღევანდელი სეირნობა განზრახ იმიტომ გავაჭიანურე, რომ ჩემი მშვენიერი

თანამგზავრი ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში ჩამეგდო. ხომ არ გგონიათ, რომ

მუზეუმში გაქვავებული აფთრების თვალიერებამ გამიტაცა და ერთ ადგილს

მიმაჯაჭვა? და თან თვალი სულ ჩემს გოგონაზე მეჭირა, უჩემოდ გარეთ რომ არ

გასულიყო... ამაში, რა თქმა უნდა, ნამდვილად ვერ დამდებთ ბრალს. თუმცა

იმას კი არ უარვყოფ, რომ ზოგიერთ ინტრიგანს შესაძლოა საკუთარი თავი

შეგნებულად დაეტანჯა, ქამრიდან კოჭებამდე ჩასველებული შარვლითაც კი

ევლო მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა, ლამაზი ქალი სიმწრით

მოკუნტული ენახა და ამით ენით აუწერელი კმაყოფილება მიეღო. მე კი,

როგორც უკვე გითხარით, ამ ყველაფერს მხოლოდ წელს მივხვდი. მას შემდეგ

თითქმის სამი წელია გასული. ჰა-ჰა-ჰა! აბა, რას ფიქრობთ?

პაუზა. ნაგელი სმას აგრძელებდა და გაუჩერებლად ლაპარაკობდა:

- ახლა ალბათ იტყვით: კი მაგრამ, ამ ისტორიას თქვენთან, ჩემთან, ანდა

უცოლო მამაკაცების წვეულებასთან რა საერთო აქვსო. რა თქმა უნდა, ჩემო

საუკეთესო მეგობარო, არანაირი კავშირი არ აქვს. მაგრამ რატომღაც

გამახსენდა და გადავწყვიტე, თქვენთვისაც მომეყოლა. მინდოდა

მიმხვდარიყავით, როცა საქმე ადამიანთა სულიერ სამყაროს ეხება, მართლა

როგორი უგუნური გახლავართ. აჰ, ადამიანის სული! საინტერესოა, რას

იფიქრებთ, როცა გაიგებთ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ, ერთ დილას

საკუთარი თავი გამოვიჭირე... დიახ, იოჰან ნილსენ ნაგელი იმაში გამოვიჭირე,

რომ იგი კონსულ ანდრესენის სახლს, აგერ იმ შემაღლებულ ადგილას რომ

დგას, გარშემო უვლიდა და ტვინს იჭყლეტდა იმაზე ფიქრით, თუ რა სიმაღლის

შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მისაღების ჭერი. აბა, რას ფიქრობთ? გავბედავ

და ვიტყვი, რომ ეს ისევ იმ ადამიანური სულის ხრიკებია, რომელსაც ერთი

უმნიშვნელო წვრილმანიც კი არ გამოეპარება. მისთვის ყველა დეტალი

Page 144: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ერთნაირად ფასეულია. აი მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ გვიან ღამით

მორიგი თავყრილობიდან შინ ბრუნდებით. ანდა, უბრალოდ გარეთ ხართ,

სეირნობთ და თქვენთვის კარგად ნაცნობ გზას მიუყვებით. მოულოდნელად

ქუჩის კუთხეში ვიღაც უცნობს შეეფეთეთ. უცნობი თვალს არ გაცილებთ,

მზერას გაყოლებთ, მაგრამ ხმას კი არ იღებს. ამ ყველაფერს იმასაც დავამატებ,

რომ შავი ტანისამოსი აცვია და მისი სახისა და თვალების გარდა ვერაფერს

ხედავთ. საინტერესოა, თავში რა აზრი გაგიელვებთ. მაშინ რაღას გაიფიქრებთ?

აჰ, ადამიანის სულში ხომ ათასი უცნაური რამ ხდება!... ახლა წარმოიდგინეთ,

რომ წვეულებაზე ხართ... მოდი, თორმეტკაციანი წვეულება ვიგულისხმოთ...

მეცამეტე სტუმარი კი შესაძლოა, ერთი რიგითი ტელეგრაფისტი, იურიდიული

ფაკულტეტის ერთი უსუსური ასპირანტი, სახელმწიფო მოხელე, ანდა გემის

კაპიტანიც კი იყოს. მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ იგი ერთი ჩვეულებრივი,

ნაკლებად გავლენიანი ადამიანია. ეს მეცამეტე კუთხეში განმარტოვებულა, არც

დიალოგში ერთვება და არც იქ მყოფთა ყურადღების მიქცევას ცდილობს.

მაგრამ ამ მეცამეტეს თავისი უდიდესი ღირებულება და მნიშვნელობა მაინც

აქვს. და ის ღირებულია არა მხოლოდ როგორც პიროვნება და სუბიექტი,

არამედ როგორც წვეულების ფაქტორი. იმიტომ, რომ მას სწორედ ეს

ტანისამოსი აცვია, იმიტომ რომ მუნჯივით ზის და დანარჩენ სტუმრებს

თავისი უაზრო, უმეტყველო თვალებით მიშტერებია. და ვინაიდან მისი როლი

იმ საზოგადოებაში სრულიად უმნიშვნელოა, თავისი არსებობით წვეულებაზე

გარკვეულ ზეგავლენას ახდენს და თავისებურ ხასიათს სძენს. ის ხმას არ

იღებს, ამით კი სტუმრებს ნეგატიურად განაწყობს და მთელ სასტუმრო

ოთახში ნაღვლიან მუხტს უშვებს. შედეგად, სხვებიც ნაკლებად აქტიურობენ

და ჩვეულებრივთან შედარებით ხმადაბლა საუბრობენ. ხომ მართალი ვარ?

ამგვარად ამ პიროვნებას თავისუფლად შეუძლია, რომ იმ წვეულების ყველაზე

ძლევამოსილი სტუმარი გახდეს. როგორც უკვე გითხარით, ადამიანების

შინაგანი სამყაროს ამოცნობა ნაკლებად მეხერხება, მაგრამ თავის შესაქცევად

პირად დაკვირვებებს ზოგჯერ მაინც ვაწარმოებ ხოლმე და სულ უფრო

ვრწმუნდები, რომ წვრილმანებს მართლა საოცარი მნიშვნელობა აქვს. თავად

ვარ იმის შემსწრე, რომ ერთხელ ვიღაც საბრალო, ჩემთვის უცნობი ინჟინერი

მამაკაცი მთელი საღამო ისე იჯდა, ხმა არ ამოუღია... მაგრამ ეს უკვე სულ სხვა

ისტორიაა და იმ პირველთან არანაირი კავშირი არ აქვს. თუმცა ორივე

მათგანმა ჩემს მეხსიერებაში რატომღაც წარუშლელი კვალი დატოვა და ახლა

ეს ორივე ამბავი სწორედ ამიტომ გამახსენდა. მოდი, თავდაპირველ საკითხს

დავუბრუნდეთ: ვინ იცის, იქნებ ამ საღამოს თქვენი სიჩუმე ჩემს სიტყვებს

განსაკუთრებულ ელფერს სძენს. გალეშილი რომ ვარ, იმას სათვალავში ნუ

ჩავაგდებთ. იქნებ სწორედ თქვენი სახის ნაღვლიანი და უმანკო

Page 145: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამომეტყველება მაიძულებს, ამდენი ვილაპარაკო?! ეს სავსებით

შესაძლებელია! მე ვსაუბრობ, თქვენ კი მიუხედავად იმისა, რომ მთვრალი ვარ,

მაინც მისმენთ. ასე თუ ისე საკუთარი თავი ალბათ, დაზარალებულად

მიგაჩნიათ... ამჯერადაც სიტყვა ზარალი უნდა გამოვიყენო... მე კი

შესაბამისად, შვებას ვგრძნობ, უფრო მეტი სურვილი მიჩნდება, ვისაუბრო და

სახეში ერთი ოცი სიტყვა კიდევ მოგახალოთ. ამას ისე, მაგალითისთვის

ვამბობ, რათა გიჩვენოთ, თითოეულ წვრილმანს რამხელა ღირებულება აქვს.

ჩემო ძვირფასო მეგობარო, წვრილმანებზე თვალი არასოდეს დახუჭოთ. ღვთის

გულისათვის, უმცირეს დეტალებსაც კი უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭეთ...

შემობრძანდით!

ოთახში სარამ შეაბიჯა და ნაგელს აცნობა, ვახშამი მზად არისო. ემწუთა

ადგილიდან წამოფრინდა. ნაგელი უკვე ძალიან მთვრალი იყო, სიტყვებს თავს

ვეღარ უყრიდა, საკუთარ თავს ედავებოდა და რაღაცას გაურკვევლად

ლუღლუღებდა. საფეთქლებთან ძარღვები ძლიერად უფეთქავდა და მისი

ფიქრჩამდგარი თვალები იმაზე მეტყველებდა, რომ ტვინს ათასი საფიქრალი

უბურღავდა.

- დიახ, - უთხრა ემწუთას, - იმ სულელური ლაპარაკის შემდეგ, ამ საღამოს რომ

მოგიწიათ მოსმენა, სულაც არ მიკვირს, წასვლას რომ ჩქარობთ. თუმცა, ჯერ

კიდევ ბევრი ისეთი საკითხია, რომელთა შესახებაც თქვენს პირად მოსაზრებას

სიამოვნებით მოვისმენდი. სხვათა შორის, არც იმ კითხვაზე გაგიციათ პასუხი,

ფრეკენ შელანდზე რა აზრის ხართ და გულის სიღრმეში მის მიმართ რას

გრძნობთ. ჩემთვის ეგ ქალი უიშვიათესი და მიუწვდომელი არსებაა. ისეთი

მიმზიდველი და სპეტაკია, როგორიც თეთრი, ქათქათა თოვლი. აბრეშუმივით

კრიალა და ფუმფულა თოვლი ხომ გინახავთ?.. ფიქრებში სწორედ ასეთად

მევლინება. თუ წეღან ჩემ მიერ წარმოთქმული სიტყვებიდან გამომდინარე, ამ

საკითხზე სხვანაირი წარმოდგენა შეგექმნათ, ესე იგი, ცდებით. ნება მომეცით,

სანამ წახვალთ, ეს ბოლო ჭიქაც დავლიო. გაგიმარჯოთ! აი, ახლა ისევ რაღაც

გავიფიქრე. დიდად დამავალებთ, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და ერთი-ორ

უმნიშვნელო წუთს კიდევ დამითმობთ. საქმე ისაა, რომ... ცოტა ახლოს მოდით,

თორემ ამ სასტუმროში მეტისმეტად თხელი კედლებია. დიახ, საქმე ისაა, რომ

ფრეკენ შელანდზე უიმედოდ შეყვარებული გახლავართ. აი, რისი თქმა

მინდოდა! მართალია, ჩემი სათქმელი მშრალი, გაცვეთილი სიტყვებით

გადმოგეცით, მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ იმ ქალის გამო გონება მებინდება და

უსაზღვროდ ვიტანჯები. დიახ ასეა: მიყვარს და ვიტანჯები, მაგრამ ჩვენი

საუბრის არსი ამაში არ მდგომარეობს. სწორედ ასეა! მოკლედ იმედი მაქვს, ჩემს

გულწრფელობას შესაბამისი სიფრთხილით მოეკიდებით. ხომ მპირდებით?

Page 146: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გმადლობთ, ჩემო ძვირფასო მეგობარო. მაგრამ ერთი ის მითხარით, ნუთუ

შესაძლებელია მიყვარდეს ქალი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კეკლუცი

ვუწოდე? რატომაც არა, კაცს შეიძლება კეკლუცი ქალიც შეუყვარდეს, ამას წინ

რა უდგას? მაგრამ აქ სულ სხვა წინააღმდეგობა იჩენს თავს. აბა, რას

მეუბნებოდით? აღიარებთ თუ არა, რომ ადამიანების გარჩევა მშვენივრად

გეხერხებათ? თუ ასეა, მაშინ ჩემს სიტყვებსაც ჩაწვდებით: სინამდვილეში

შეუძლებელია ვფიქრობდე, რომ ფრეკენ შელანდი კეკლუცი ქალია. ასე

მართლა არ მიმაჩნია. პირიქით, ის საოცრად გულჩვილი ადამიანია და

ყოველთვის ბუნებრივად იქცევა. თუნდაც მისი სიცილიდან გამომდინარე

ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ კბილები თეთრად არ უელავს, მაინც

გულიანად კისკისებს ხოლმე. მაგრამ ჩემსას მაინც არ ვიშლი და ყველგან

ურცხვად ვაცხადებ, რომ ფრეკენ შელანდი კეკლუცი ქალი მგონია. ასე მის

საზიანოდ და ჩემი პიროვნების წარმოსაჩენად კი არა, სიყვარულის გამო

ვიქცევი. იმიტომ, რომ იგი ჩემთვის ასეთი მიუწვდომელია; იმიტომ, რომ ჩემს

ყოველ მცდელობას, თავი შევაყვარო, აინუნშიც არ აგდებს; იმიტომ, რომ ბედმა

სულ სხვა ადამიანთან დააკავშირა, უკვე დანიშნულია და ჩემთვის სამუდამოდ

დაკარგულია. ახლა კი ნება მიბოძეთ, ადამიანთა სულის კიდევ ერთი ახალი

და ძნელად ამოსაცნობი მხარე დაგანახვოთ. მე შემეძლო შუა ქუჩაში ფრეკენ

შელანდთან მივსულიყავი, თვალი თვალში გამეყარა და უამრავი ადამიანის

გასაგონად საკმაოდ სერიოზულად მეთქვა: „გამარჯობა, ფრეკენ! გილოცავთ,

დღეს სუფთა კაბა გაცვიათ!“ ოდესმე მსგავსი სისულელე თუ მოგისმენიათ?

ამის გაკეთებას თავისუფლად შევძლებდი და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე

დამემცირებინა და წყობილებიდან გამომეყვანა. ამის შემდეგ როგორ

მოვიქცეოდი? როგორ და, ან სახლში მივქანდებოდი და ცხვირსახოცში

თავჩარგული კარგა ხანს ვიქვითინებდი. ანდა აი, ამ პაწაწინა შუშის ქილიდან,

ჯიბით რომ დავატარებ, ერთი-ორ წვეთს მოვსვამდი. მოდი, ამაზე ნუღარ

ვილაპარაკებთ. იმავენაირად შემეძლო ერთ კვირა დღეს, სწორედ იმ დროს,

როდესაც მამამისი, პასტორი შელანდი ღვთის სიტყვას იქადაგებდა, ეკლესიაში

შევსულიყავი, წინა რიგებისკენ ურცხვად გამეკვლია გზა, ფრეკენ შელანდს წინ

წარვდგომოდი და ხმამაღლა მეთქვა: „თქვენთვის ხელის მოთათუნების

უფლებას ხომ არ მომცემდით?“ აბა, ამაზე რაღას ფიქრობთ? სიტყვა

მოთათუნება რამე განსაკუთრებული მნიშვნელობით არ მიხმარია. ამ სიტყვას

მხოლოდ და მხოლოდ მის შესარცხვენად და გასაწითლებლად გამოვიყენებდი.

ამის შემდეგ კი შემეძლო ფეხებში ჩავვარდნოდი და მეთხოვა: ახლა კი

ბედნიერება მომანიჭეთ და სახეში შემაფურთხეთ-მეთქი... თქვენ ისევ ისეთი

შეშინებული სახე გაქვთ. კარგი, ვაღიარებ, რომ მკრეხელურად ვსაუბრობ, მით

უმეტეს, როცა პასტორის ვაჟიშვილს პასტორის ქალიშვილის შესახებ ვუყვები.

Page 147: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მომიტევე, მეგობარო, არანაირი ბოროტი განზრახვა არ მამოძრავებს. სულაც

არა! უბრალოდ, სასმელმა მთლად გამომალენჩა! იცით, ერთ ახალგაზრდა

მამაკაცს ვიცნობდი, რომელმაც ერთხელ გაზის სანათური მოიპარა და

მეძველმანეს მიჰყიდა. აღებული ფული კი სასმელში გაფლანგა. ღმერთია

მოწმე, არ ვიტყუები. ის კაცი აწ უკვე გარდაცვლილი პასტორ ჰერემის ნათესავი

გახლდათ და საკმაოდ ახლოს ვიცნობდი. ეს ამბავი ჩემი და ფრეკენ შელანდის

ურთიერთობას რით უკავშირდება? სავსებით მართალი ბრძანდებით! არაფერი

გითქვამთ, მაგრამ თქვენი ტუჩების მოძრაობით მივხვდი, რომ ეს უნდა

გეკითხათ. სავსებით ბუნებრივი შეკითხვაა. ფრეკენ შელანდს რაც შეეხება, იგი

ჩემთვის ყველანაირად დაკარგულია და ამის გამო შესაცოდი მხოლოდ მე ვარ

და არა - ის. თქვენ ახლა ჩემ წინ ზიხართ და აბსოლუტურად ფხიზელი

ბრძანდებით. გარდა ამისა, ადამიანთა განჭვრეტის ფარული ნიჭიც გაქვთ და

ამიტომ კარგად გამიგებთ, თუ ერთ მშვენიერ დღეს გავალ და ქალაქში ფრეკენ

შელანდზე სხვადასხვა ჭორს გავავრცელებ. ვიტყვი, რომ მუხლებზე მეჯდა,

რომ აგერ უკვე მესამე ღამეა, რაც ერთმანეთს ტყეში, დათქმულ ადგილას

ვხვდებით, ამ პაემნების შემდეგ კი ათასნაირ საჩუქარს ვუგზავნი.

აუცილებლად გამიგებთ, ხომ ასეა? დიახ, ნამდვილად... რადგან თქვენ

საოცრად კარგად ერკვევით ადამიანებში. ასე არაა? ოღონდაც ნუ უარყოფთ...

მითხარით, ოდესმე ასეთი რამ თუ განგიცდიათ: სრულიად უმანკო ფიქრებში

ჩაფლული ქუჩაში მიაბიჯებთ და ვერც კი ამჩნევთ, რომ ყველა თქვენ

გიყურებთ და თავიდან ფეხებამდე გათვალიერებთ. მართლა უხერხული

სიტუაციაა. დარცხვენილი იშმუშნებით და თვალს ტანისამოსისკენ აპარებთ,

რათა დარწმუნდეთ, სადმე ღილი ხომ არ გაქვთ გახსნილი. ეს ეჭვი იმდენად

დაგაბნევთ, რომ კარგა ხნის წინ ნაყიდ ქუდსაც კი მოიხდით და შეამოწმებთ,

იარლიყის მოხსნა ხომ არ დაგვიწყებიათ. თუმცა თქვენი ძალისხმევა

ვერაფერში გეხმარებათ, ტანსაცმელზე საეჭვოს ვერაფერს პოულობთ. ამიტომ

იძულებული ხართ, მოთმინებით აიტანოთ ის ფაქტი, რომ ნებისმიერ მკერავსა

თუ ლეიტენანტს შეუძლია იმდენი გათვალიეროთ, რამდენიც გაუხარდება.

მაგრამ, ძვირფასო მეგობარო, ეს თუ თქვენთვის ასეთი სატანჯველია, მაშინ

იმაზე რაღას იტყოდით, ვინმეს დაკითხვაზე რომ დაებარებინეთ? მგონი, ისევ

შუბლი შეკარით. თუ ვცდები? არადა აშკარად დავინახე, რომ შეკრთით...

მოკლედ, წარმოიდგინეთ, რომ დაკითხვაზე ხართ, გაიძვერა და ეშმაკი

პოლიციელის პირისპირ დგახართ და უამრავი დამსწრის წინაშე ათას

უხერხულ შეკითხვას გისვამენ. ერთსა და იმავე კითხვას მოხერხებულად

ცვლიან, თორმეტჯერ მაინც გიმეორებენ და ბოლოს ისევ საწყის წერტილს

უბრუნდებიან. ის, ვინც ამ საქმეს არაფრით უკავშირდება და ამ დროს

დარბაზში მხოლოდ მსმენლის სახით ზის, ალბათ რა ენით აუწერელ

Page 148: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნეტარებას განიცდის... ასე არ არის? ამჯერადაც ხომ მეთანხმებით?.. ერთი ეს

ბოთლი ამოვატრიალოთ და ვნახოთ, ღვინო კიდევ თუ დარჩა...

ნაგელმა ბოთლი პირდაპირ პირში ჩაიცალა და განაგრძო:

- სხვათა შორის, იმის გამო, რომ ჩვენს სასაუბრო თემას უკვე ბევრჯერ

გადავუხვიე, მინდა ბოდიში მოგიხადოთ. ჩემი ფიქრების ასეთი

მოულოდნელი ცვლა, როგორც ჩანს, ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ

სიმთვრალისგან გონება მაქვს არეული. მეორე მხრივ კი ეს ჩემი პიროვნული

ნაკლია. საქმე ისაა, რომ ერთი უბრალო აგრონომი და ნეხვის აკადემიის

კურსდამთავრებული ვარ. მე ის მოაზროვნე ადამიანი გახლავართ, რომელსაც

აზროვნება არასოდეს უსწავლია. კარგი, მოდი, ასეთ თავისებურ საკითხებს ნუ

ჩავუღრმავდებით. ეს თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა, ჩემთვის კი კარგად

ნაცნობი თემაა, რომელიც გულს მირევს. აი რას გეტყვით: ზოგჯერ, როცა

მარტო ვარ, ათას საფიქრალზე ტვინს ვიჭყლეტ და ვცდილობ, ჩემს პიროვნებას

ჩავწვდე, საკუთარ თავს ხმამაღლა როშფორტს ვეძახი ხოლმე. ამ დროს სულ

სხვა ტალღაზე ვერთვები და სახელად როშფორტს ვირქმევ. საინტერესოა, რას

იტყვით, როცა გაიგებთ, რომ ერთხელ ხელოსანს ისეთი საკანცელარიო ბეჭდის

დამზადება ვთხოვე, რომელზეც ზღარბის გამოსახულება იქნებოდა. ამ ამბავმა

ერთი ჩემი ნაცნობი გამახსენა. ის ერთ-ერთ გერმანულ უნივერსიტეტში

ფილოლოგიას სწავლობდა და თავის დროზე საკმაოდ გონიერ, უბრალო და

პატივსაცემ ადამიანად მიმაჩნდა. სულ მოკლე დროში კი ისე გაუბედურდა,

რომ ლოთობას და რომანების წერასაც კი მიჰყო ხელი. როდესაც უცხო ხალხი

ვინაობას ეკითხებოდა, პასუხობდა, ფაქტი მქვიაო. მე ფაქტი ვარო, ამბობდა და

სიამაყისგან გაბღენძილი ტუჩებს მუწავდა. ვხედავ, რომ არც ამ ამბავმა

დაგაინტერესათ... სულ ახლახანს ვიღაც კაცი ახსენეთ... მოაზროვნე, რომელმაც

აზროვნება ვერ ისწავლა. თუ მე ვლაპარაკობდი მასზე? მაპატიეთ, ახლა

ვხვდები, როგორ გავილეშე. მაგრამ არაფერია, ყურადღებას ნუ მომაქცევთ. ჰო,

მართლა... ნება მომეცით, სწორედ იმ მოაზროვნეზე გიამბოთ, ფიქრი რომ არ

შეუძლია. თქვენი გამომეტყველებიდან გამომდინარე, ამ ადამიანს ნამდვილად

არ სწყალობთ. როგორ არა, სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებთ, რადგან

საკმაოდ დამცინავი ტონით მოიხსენიეთ. მაგრამ თქვენ რომ ახსენეთ, ის კაცი

ნამდვილად იმსახურებს, მისი საქციელი გარემოებებიდან გამომდინარე

განსაჯოთ. უპირველეს ყოვლისა, იგი გამოუსწორებელი ბრიყვი იყო. დიახ,

დიახ... ამას არ უარვყოფ. ის ნამდვილი ბრიყვი გახლდათ. ყოველთვის გრძელ,

წითელ ჰალსტუხს ატარებდა და უაზროდ იცინოდა. იმდენად სულელი იყო,

რომ თავი გამუდმებით წიგნებში ჰქონდა ჩარგული. ასეთ მდგომარეობაში არა

ერთხელ უნახავთ, თუმცა იგი არასოდეს კითხულობდა. ფეხსაცმელი

Page 149: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყოველთვის შიშველ ფეხზე ეცვა. წინდას არ ყიდულობდა, რადგან ფულს

ზოგავდა, რათა იმ გროშებით საღილეში ჩასამაგრებლად ვარდი ეყიდა. აი,

როგორი კაცი გახლდათ. ყველაზე უფრო სახალისო კი ის იყო, რომ ხელოსნის

ქალიშვილების - ლამაზი, მოკრძალებული გოგონების სურათებს ინახავდა და

თითქმის ყველა მათგანზე საკმაოდ ცნობილი და ჟღერადი სახელი ჰქონდა

მიწერილი. უნდოდა, ყველას ეფიქრა, რომ მას გავლენიანი ნაცნობობა ჰყავდა.

ერთ-ერთ სურათზე გარკვევით მიეთითებინა ფრეკენ სტანგის გვარი, რათა

ხალხს იგი სახელმწიფო მინისტრის ნათესავი ჰგონებოდა. თუმცა იმ

ქალიშვილს შესაძლოა ლი, ჰაუგი ან სულ სხვა სახელი ერქვა. ჰა-ჰა-ჰა! ასეთი

ბაქიაობა რით გინდა ახსნა? ყოველთვის ეგონა, რომ ყველას მხოლოდ მისი

ამბავი აინტერესებდა და მთელი ქალაქი მხოლოდ მასზე ჭორაობდა. ხშირად

ამბობდა კიდეც, ყველა ჩემზე ლაპარაკობსო... მართლა ხომ არ გგონიათ, რომ

ვინმეს მისი ხსენება რამედ ეპიტნავებოდა? ერთ დღეს საიუველირო მაღაზიაში

შევიდა, თან ერთდროულად ორ სიგარას აბოლებდა. ორი სიგარა ერთად, ხომ

წარმოგიდგენიათ?! ერთი ხელში ეჭირა, მეორე კი პირში გაეჩარა, თან

ორივესთვის მოეკიდებინა. შეიძლება ვერც ხვდებოდა, რომ ორ სიგარას

ეწეოდა და არც არავისთვის უკითხავს... ის ხომ მოაზროვნე იყო, მიუხედავად

იმისა, რომ აზროვნება ვერ ისწავლა...

- ახლა კი ჩემი წასვლის დროა! - თქვა უცებ ემწუთამ.

ნაგელი ფეხზე წამოდგა.

- უნდა წახვიდეთ? - ჰკითხა სტუმარს, - ჩემს დატოვებას მართლა აპირებთ?

დიახ, იმ კაცის ქმედებათა ერთობლიობიდან გამომდინარე თუ ვიმსჯლებთ, ეს

ისტორიაც საკმაოდ გრძელი გამოვა. კარგი, მოდი, სხვა დროისთვის

გადავდოთ. ესე იგი, წასვლა გსურთ. დღევანდელი საღამოსთვის უსაზღვროდ

მადლობელი ვარ. ხომ გესმით, რასაც გეუბნებით? არა, მაინც რა უცნაურად

გამოვთვერი? ნეტავ ახლა როგორი სანახავი ვარ? ცერა თითი ლუპის ქვეშ

მოათავსეთ და დააკვირდით. რა ბრძანეთ? ყველაფერი სახეზე გეწერებათ და

თქვენს აზრებს უსიტყვოდ ვკითხულობ. ბატონო გრეგორდ, თქვენ საოცრად

ბრძენი ადამიანი ბრძანდებით. იმდენად უმანკო თვალები გაქვთ, რომ ამ

თვალებში ჩახედვა ჩემთვის ნამდვილი ზეიმია. წასვლამდე სიგარას

მოუკიდეთ. კიდევ როდის მესტუმრებით? სირცხვილი და თავის მოჭრა! სულ

დამავიწყდა, რომ უცოლო მამაკაცების წვეულებაზე დაგპატიჟეთ.

აუცილებლად უნდა მოხვიდეთ! ნუ ღელავთ, თმის ღერიც კი არ

ჩამოგივარდებათ. ახლავე მოგახსენებთ: ეს მხოლოდ მცირერიცხოვანი

თავყრილობა იქნება... სიგარა, ჭიქა ღვინო... ცოტას ვისაუბრებთ, ბოლოს კი

Page 150: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ექიმ სტენერსენის დასაფასებლად და ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად ცხრაჯერ

ვაშასაც შემოვძახებთ. არ მეთანხმებით? მგონი, კარგი საღამო უნდა გამოვიდეს.

დაპირებულ შარვალს აუცილებლად მიიღებთ და ბუნებრივია, ჩვენი

შეთანხმება არ უნდა დაივიწყოთ. გმადლობთ, რომ ამ საღამოს ამხელა

მოთმინება გამოიჩინეთ! ახლა კი ნება მიბოძეთ, ხელი მეგობრულად

ჩამოგართვათ! მოდი, ძმობილო... ახალ სიგარას მოუკიდე. კიდევ ერთი რამ

მინდა გკითხოთ: ჩემთან რამე სათხოვარი ხომ არ გაქვთ? თუ რამეა, ნუ

მოგერიდებათ. ახლა კი, ნება თქვენია. ღამე მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა!

XI

ოცდაცხრა ივნისიც დადგა. ორშაბათი დღე იყო.

რამდენიმე უცნაური ამბავი იმ დღესაც მოხდა. მაგალითად, ქალაქში კიდევ

ერთი უცხო ადამიანი გამოჩნდა - ვიღაც უცნობი ქალი, რომელსაც სახე

პირბადით დაეფარა, სასტუმროში შევიდა, იქ ორი საათი დაჰყო და შემდეგ

ისევე უკვალოდ გაუჩინარდა...

იოჰან ნაგელი დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე იყო. თავის ნომერში

მიმოდიოდა, კმაყოფილი სახით უსტვენდა და მხიარულ მელოდიებს

ღიღინებდა. სტვენა არც ტანისამოსის ჩაცმის დროს შეუწყვეტია. ისე იქცეოდა,

თითქოს რაღაც უზომოდ ახარებდა. შაბათს ემწუთასთან ერთად გატარებული,

სასმელით გაჯერებული საღამოს მომდევნო დღემ შედარებით მშვიდად და

ერთფეროვნად ჩაიარა. თითქმის მთელი კვირადღის განმავლობაში ნაგელს

ოთახიდან ცხვირი არ გაუყვია, მძიმე ნაბიჯებით ბოლთას სცემდა და

გამუდმებით წყალს სვამდა. ორშაბათ დილას კი სასტუმროდან გავიდა და ისევ

ისე ღიღინით გაუყვა გზას და უსაზღვროდ კმაყოფილი ჩანდა. სიხარულისგან

გაცისკროვნებული სასტუმროს კიბესთან მდგომ დედაბერს გამოელაპარაკა და

ხელში ხურდა ფული ჩაუჩურთა.

- ხომ ვერ მეტყვით, სად შემიძლია ვიოლინო ვიქირაო? - ჰკითხა ქალს, -

შემთხვევით თქვენს ქალაქში ისეთ ვინმეს ხომ არ იცნობთ, ვიოლინოზე რომ

უკრავდეს?

- არა, ასეთი არავინ ვიცი, - მიუგო გაოცებულმა დედაბერმა.

მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვერაფრით დაეხმარა, ფული მაინც სიამოვნებით

გაუწოდა და სწრაფი ნაბიჯით გზა გააგრძელა. მოულოდნელად დაგნი

შელანდს მოჰრა თვალი. მარტო იყო, მაღაზიიდან გამოდიოდა და ხელში

თავისი წითელი ქოლგა ეჭირა. ნაგელი უკან აედევნა, დაეწია, თავის დაკვრით

Page 151: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მიესალმა და გამოელაპარაკა. ქალი ჩვეულებისამებრ ბროწეულივით

გაწითლდა და მღელვარების დასაფარად სახე ქოლგით დაიჩრდილა.

პირველად ის ღამე გაიხსენეს, ტყეში ერთად რომ ისეირნეს. მაშინ დაგნი

საკმაოდ წინდაუხედავად მოიქცა. დიახ, კარგი ამინდის მიუხედავად, გაცივდა

და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოკეთებულიყო. ეს სიტყვები ქალმა ისე

გულწრფელად და ბუნებრივად წარმოთქვა, თითქოს თავის ძველ ნაცნობს

ესაუბრებოდა.

- მაგრამ მაინც ნუ იტყვით, რომ იმღამინდელ სეირნობას ნანობთ. ხომ არ

ნანობთ? - ჰკითხა ნაგელმა.

- არა, - უპასუხა გაოცებულმა ქალმა, - არა, ნამდვილად არა... რატომ გგონიათ,

რომ ვნანობ? ვფიქრობ, მართლა უზომოდ საინტერესო ღამე იყო... თუმცა

ღმერთია მოწმე, გამუდმებით იმ თქვენს ფარნიან კაცზე ვფიქრობდი და

ძალიან მეშინოდა. ერთხელ დამესიზმრა კიდეც. ნამდვილი საშინელება იყო!

ცოტა ხანს ამ თემის გარშემო იტრიალეს. ნაგელი ხალისიანად საუბრობდა და

ისიც კი აღიარა, რომ უცნაური და უსაფუძვლო შიშის შემოტევები თავადაც

არაერთხელ ჰქონია. მაგალითად, ზოგჯერ კიბეზე ასვლისას ყოველი ნაბიჯის

შემდეგ უკან ბრუნდება, რადგან ჰგონია რომ ვიღაც მისდევს. მითხარით, ეს რა

არის? დიახ, რა არის? რა და, რაღაც მისტიკური და ამოუცნობი, რომლის

ახსნაც ჩვენს ჩარჩოებში მოქცეულ და უხეშ, ყოვლისმცოდნე მეცნიერებას არ

შეუძლია. ეს იდუმალი ძალების სუნთქვაა, ცხოვრების ამოუცნობი

ძალაუფლების ზეგავლენა.

დაგნის გაეცინა.

- მე არ ვიცი, მაგრამ ექიმი სტენერსენი კი მსგავს საქციელს ნევროზულობასა

და ცრურწმენას დაარქმევდა.

- მართალი ბრძანდებით. სწორედ ასე იტყოდა. ოჰ, რა სიბრიყვეა!

წარმოიდგინეთ, რომ ერთ საღამოს რომელიმე უცხო ქალაქში ჩახვედით.

თუნდაც თქვენი ქალაქი იყოს, რატომაც არა... მომდევნო დილას ქალაქის

გასაცნობად ქუჩაში პირველად გადიხართ. სეირნობისას გარკვეული

ადგილებისა და შენობების მიმართ შეუცნობელი და ფარული ზიზღი

გიჩნდებათ, მაშინ, როცა ზოგიერთი სხვა ქუჩისა და სახლისადმი

კეთილგანწყობილი ხდებით და სიხარულისა და კომფორტის შეგრძნებით

ივსებით. ნევროზულობა? მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ სქელი

თოკივით მტკიცე ნერვები გაქვთ და ნევროზულობის შესახებ არც კი გსმენიათ.

Page 152: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შემდეგ რა? კვლავ ქალაქის ქუჩებში მიაბიჯებთ, ათასობით ადამიანი

გხვდებათ და ყოველ მათგანს გულგრილად უქცევთ გვერდს. სანაპიროსკენ

მიმავალ გზას მიუყვებით და იმ ერთსართულიან ქოხთან ჩერდებით, რომლის

უფარდო ფანჯრებიდანაც თეთრი ყვავილები მოჩანს. მოულოდნელად

ამჩნევთ, რომ თქვენკენ უცნობი მამაკაცი მოემართება. გული გიჩქროლდებათ.

კაცი თქვენ შემოგცქერით, თქვენ კი მას. განსაკუთრებული არაფერი აქვს,

საკმაოდ ღარიბულად აცვია და ოდნავ წელშია მოხრილი. ცხოვრებაში

პირველად ხედავთ, მაგრამ გონებაში წამიერად გაგიელვებთ აზრი, რომ მისი

სახელი იოჰანესია. ზუსტად იოჰანესი. რატომ ფიქრობთ, რომ მას ასე ჰქვია?

ამისი ახსნა არ შეგიძლიათ, მაგრამ მისი თვალები, მისი მკლავის ერთი

მოძრაობა, მისი ნაბიჯების ხმა ყველაფერზე მეტყველებს. ეს არც იქიდან

გამომდინარეობს, რომ ოდესღაც წარსულში სულ სხვა მამაკაცს შეხვდით,

რომელსაც ეს უცნობი მიამგვანეთ და რომელსაც ასევე იოჰანესი ერქვა. არა, ეს

არაფერ შუაშია. რადგან სინამდვილეში მისი მსგავსი მამაკაცი არასოდეს

გინახავთ. მოკლედ, ამ მისტიკური შეგრძნებით გაოგნებული დგახართ და

შესაბამისი ახსნა ვერ გიპოვიათ.

- ასეთ ადამიანს ჩვენს ქალაქში მართლა შეხვედრიხართ?

- არა, არა, - ნაჩქარევად მიუგო ნაგელმა, - ეს ქალაქი, ერთსართულიანი სახლი

და ის უცნობი მხოლოდ მაგალითისთვის მოვიყვანე. მაგრამ ხომ მეთანხმებით,

რომ ეს მართლა საოცარი მოვლენაა?.. მსგავსი ამოუცნობი შემთხვევები

საკმაოდ ხშირად ხდება. წარმოიდგინეთ, რომ სრულიად უცხო ქალაქს

ესტუმრეთ. უცხო სახლში შედიხართ, გნებავთ სასტუმრო იყოს... აქ ადრე

არასოდეს ყოფილხართ, მაგრამ შესვლისთანავე რატომღაც ცხადად გრძნობთ,

რომ თავის დროზე, შესაძლოა მრავალი წლის წინაც კი, ამ უცნობ შენობაში

აფთიაქი უნდა ყოფილიყო. ასე რატომ ფიქრობთ? ამის შესახებ ხომ არც

არაფერი მეტყველებს, არც არავის უამბნია და წამლის სუნიც არ გცემთ. დიახ,

წამლის სუნი საერთოდ არ დგას. კედლებზე თაროების არანაირი კვალი არ

შემორჩენილა და იატაკზე დახლთან მისასვლელი ბილიკის ნიშანწყალიც კი

აღარსადაა. მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში მაინც დარწმუნებული ხართ,

რომ მრავალი წლის წინ ამ სახლში აფთიაქი იყო. და ნამდვილად არ ცდებით.

ამ წუთას თქვენზე ის საიდუმლო ცოდნა გადმოვიდა, რომლის საშუალებითაც

დაფარულ საგანთა ჭვრეტის უნარი შეიძინეთ. ან იქნებ ასეთი რამ არასოდეს

დაგმართნიათ?

- ამაზე ადრე არ დავფიქრებულვარ. მაგრამ ახლა რომ გისმენთ, ვხვდები, რომ

მსგავსი რამ მეც განმიცდია. ყოველ შემთხვევაში, ხშირად სიბნელის მეშინია

Page 153: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

და ამ დროს უსაფუძვლოდ ვიძაბები. მაგრამ შესაძლოა ეს სულ სხვა რამეს

ნიშნავს.

- ღმერთმა უწყის, ან ერთი რას ნიშნავს და ან მეორე. ჩვენს სამყაროში ხომ

იმდენი საოცარი, იშვიათი, განსხვავებული და აუხსნელი რამ ხდება. ხანდახან

შეუცნობელი, უსიამოვნო შიშის გრძნობა გვიპყრობს და ძარღვებში სისხლი

გვეყინება. წარმოიდგინეთ, რომ უკუნეთი ღამეა და სიჩუმეში აშკარად გესმით,

როგორ დააბიჯებს ვიღაც გარეთ, თქვენი კედლის გასწვრივ. სულაც არ

გეძინებათ, პირიქით, საკმაოდ ფხიზლად ხართ, მაგიდასთან ზიხართ, ჩილიმს

აბოლებთ და გაურკვევლობაში ჩაძირულხართ. გონებაში ათასნაირი გეგმა

გიტრიალებთ და მთელი თქვენი შინაგანი ძალები სწორედ ამ გეგმების

განხორციელებისკენ არის მიმართული. ამ დროს ცხადად გესმით, რომ ვიღაც

ამჯერად კედელს ეხახუნება და ეს უცნაური ფხაჭუნის ხმა სულ უფრო

ძლიერდება. ეს ბგერები უკვე შიგნით, თქვენს ოთახში ისმის. გეჩვენებათ, რომ

ბუხართან ვიღაც დგას... იქვე, კედელთან ადამიანის ჩრდილსაც კი ამჩნევთ.

მაგიდის სანათურს აბაჟურს ხსნით, რათა ოთახი უფრო მეტად გაანათოთ,

ფეხზე დგებით და ბუხართან მიდიხართ. ახლა უკვე იმ ჩრდილის პირისპირ

დგახართ და სრულიად უცნობი ადამიანის ფიგურას ხედავთ. კაცი საშუალო

სიმაღლისაა, კისერზე შავ-თეთრი კაშნე მოუხვევია, ტუჩებზე კი

არაბუნებრივად ლურჯი ფერი ადევს. ნორვეგიულ სათამაში ბანქოს

ქაღალდზე რომ არის გამოსახული, იმ ჯვრის ვალეტს წააგავს. მოდი,

მივიჩნიოთ, რომ ამ კონკრეტულ მომენტში შიშზე მეტად ცნობისმოყვარეობა

გამოძრავებთ, უცნობის ჩრდილს კიდევ უფრო უახლოვდებით, თან თვალს არ

აცილებთ და ელოდებით, რომ ეს ზმანება ნებისმიერ წუთს გაუჩინარდება.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან ასე ახლოს დგახართ, კვლავ ერთ ადგილასაა

მილურსმნული. მხოლოდ ახლაღა ამჩნევთ, რომ თვალებს ახამხამებს და

რწმუნდებით, რომ ის უცნობიც ისეთივე სულიერია, როგორც თქვენ.

ცდილობთ, არ აღელდეთ. მართალია, პირველად ხედავთ, მაგრამ მაინც

მეგობრული ტონით ეკითხებით: მითხარით, შემთხვევით ჰუმანი, ბერნტ

ჰუმანი ხომ არ გქვიათ? ვინაიდან ხმას არ იღებს, ამ სახელით მიმართავთ და

აგრძელებთ: ეშმაკმა დალახვროს და ვითომ რატომ არ შეიძლება, რომ მართლა

ბერნტ ჰუმანი იყოთ! უცნობს დამცინავად შეჰყურებთ და ქირქილებთ, ის კი

ადგილიდან კვლავ არ იძვრის. უკვე ვეღარ ხვდებით, როგორ მოიქცეთ. ერთი

ნაბიჯით უკან იხევთ, ჩილიმის მილს მაღლა სწევთ, უცნობს მიზანში იღებთ

და ამბობთ: ბახ! მაგრამ ის არც კი იღიმის. დიახ, მისნაირი უჟმურები გარეთაც

ბევრი გინახავთ. იმდენად ღიზიანდებით, რომ დაუპატიჟებელ სტუმარს

მუჯლუგუნსაც კი სთავაზობთ. მაგრამ უცნობს თავი ისე უჭირავს, თითქოს ეს

Page 154: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მუჯლუგუნი მას არც შეხებია. ამის შემდეგ ისე, რომ ადგილიდან არც კი

იძვრის, ორივე ხელს ჯიბეში ღრმად იყოფს და მხრებს იჩეჩავს. ისეთი

გამომეტყველება აქვს, თითქოს ნიშნისმოგებით გეკითხებათ: „და რა მერე?“

როგორც ჩანს, თქვენმა მუჯლუგუნმა ბევრი ვერაფერი დააკლო. „მერე რა?“ -

იმეორებთ გაცოფებული ხმით და ამჯერად მუშტს ნეკნში ურტყამთ. მერე კი

აი, რა ხდება: ამ დარტყმის შემდეგ უცნობი თანდათანობით ქრება. თქვენ იქვე

ხართ და საკუთარი თვალით აკვირდებით, მისი სხეულის კონტურები როგორ

მქრქალდება და სულ უფრო ბუნდოვანი ხდება. ბოლოს მისი მუცლის გარდა

ვეღარაფერს ამჩნევთ, ორიოდე წამში კი ისიც უჩინარდება. მთელი ამ პროცესის

განმავლობაში კაცს ხელები ჯიბეებიდან არ ამოუღია და თქვენთვის თვალი არ

მოუცილებია. გამომწვევად შემოგყურებდათ და თითქოს ისევ იმ სიტყვებს

იმეორებდა: „და რა მერე?“

დაგნის კვლავ გაეცინა.

- არა, მართლა რა უცნაური ამბები გადაგხდენიათ თავს. და შემდეგ რა მოხდა?

როგორია ამ ამბის დასასრული?

- როდესაც ისევ მაგიდასთან ჯდებით და იმავე გეგმებს უბრუნდებით,

მოულოდნელად ამჩნევთ, რომ ხელის მტევანი საკმაოდ სერიოზულად

დაგიზიანებიათ. როგორც ჩანს, კედლისთვის ძლიერად დაგირტყამთ. მე კი აი,

რისი თქმა მინდა: აბა, სცადეთ და მეორე დღეს ეს ამბავი თქვენს მეგობრებს

მოუყევით. „ნამდვილად დაგესიზმრა, - დაასკვნიან ისინი, - ჰა-ჰა-ჰა! დიახ,

აშკარად სიზმარი იყო“... თუმცა თავად უფალი და ანგელოსთა მთელი დასია

მოწმე, რომ იმ საღამოს თვალი არ მოგიხუჭავთ. თქვენს იმღამინდელ

მდგომარეობას ძილს მხოლოდ უცოდინარი სკოლის მოსწავლე ან რომელიმე

უვიცი თუ უწოდებს, თქვენ ხომ სრულიად ფხიზელი იდექით ბუხართან,

ჩილიმს აბოლებდით და უცნობ მამაკაცს პირისპირ ესაუბრებოდით. ამის გამო

შესაძლოა ექიმიც კი მოგიყვანონ. ბრწყინვალე სპეციალისტი, ჩვენი ვიწრო და

ყოყოჩი მეცნიერების ღირსეული წარმომადგენელი. „მისი მდგომარეობა

ნევროზის ბრალია!“ - დაასკვნის ექიმი. ღმერთო, ნამდვილი კომედიაა!

მოკლედ, მთავარი პრობლება ნერვებია. მედიცინის მუშაკთა ღრმა რწმენით,

ნევროზულობის განსაზღვრა, მისი სიგრძე-სიგანეში გაზომვა და აწონ-დაწონვა

დღეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყველაფერს ისე ცხადად ხედავენ,

თითქოს ჩვენი დაჭიმული ნერვები პირდაპირ ხელისგულზე ულაგიათ.

გასინჯვის შემდეგ ექიმი ერთ პატარა ქაღალდის ფურცელზე რეცეპტსაც

გამოგიწერთ, რკინასა და ქინაქინას დაგინიშნავთ და ორ წუთში ყველაფრისგან

განგკურნავთ. აი, სწორედ ასე ხდება ხოლმე. თავადაც მშვენივრად ხვდებით,

Page 155: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რომ პრიმიტიულად მსჯელობენ, თავიანთი ქმედებებით, უაზრო

გაზომვებითა და ქინაქინებით ჩარჩოებში ექცევიან და იმ სფეროში იჭრებიან,

რომლის ბოლომდე ამოცნობაც თვით გონიერ და ყოვლისშემძლე ნიჭსაც კი არ

ძალუძს.

- ცოტა ხანში ღილს დაკარგავთ! - თქვა მოულოდნელად დაგნიმ.

- ღილს დავკარგავ?

ქალმა ნაგელს ღიმილით ჟილეტის ღილზე მიუთითა. ღილი

მოფამფალებულიყო და წვრილ ძაფზე ქანაობდა.

- ჯობია, თავად მოიძროთ, თორემ ნამდვილად დაკარგავთ.

ნაგელმა დაუჯერა, პატარა დანა ამოაცურა და ძაფი გადაჭრა. როდესაც დანას

იღებდა, მოულოდნელად ჯიბიდან ხურდა ფული და გაცვეთილ-გახუნებულ

ლენტზე დაკიდებული მედალი ამოუვარდა. ნივთების წამოსაკრეფად

ნაჩქარევად დაიხარა. დაგნი იდგა და თვალს არ აცილებდა.

- ეს რა არის? მედალი? - ჰკითხა მოულოდნელად, - ასე დაუდევრად რატომ

ექცევით? შეხედეთ, ლენტი როგორ გაცვეთილა. და რა მედალია?

- ასეთი მედლით მაშველებს აჯილდოვებენ ხოლმე... არ გეგონოთ, რომ ჯიბეში

საკუთარი დამსახურებისთვის მიდევს. ეს მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელო

სატყუარაა.

ქალმა შეხედა. ნაგელი მშვიდად იდგა, თვალს არ ახამხამებდა, თითქოს სულაც

არ იტყუებოდა. მედალი ჯერ კიდევ ხელში ეჭირა.

- როგორც ჩანს, თქვენსას არ იშლით. თავად თუ არ მიიღეთ, მაშინ რატომ

ინახავთ და ჯიბით რისთვის დაატარებთ?

- ვიყიდე, - წამოიძახა ნაგელმა და გაიცინა, - ასე რომ, ახლა ჩემია, ჩემი

საკუთრებაა... ისევე როგორც აი, ეს ჯიბის დანა, ეს ჟილეტის ღილი. ვითომ

რატომ უნდა გადავაგდო?

- და მედლის ყიდვა რისთვის გადაწყვიტეთ?

- ეს მართლა სატყუარაა და ამას არც უარვყოფ. კაცი ხშირად ათას სისულელეს

ჩადის. მაგალითად, ერთხელ მთელი დღის განმავლობაში მკერდზე მქონდა

ჩამოკიდებული და ამაყად ვიბღინძებოდი. ერთ-ერთ ოჯახში პირადად ჩემი

სადღეგრძელოც კი დაილია. ჰა-ჰა-ჰა! ერთ ტყუილს ზოგჯერ შეიძლება მეორე

კიდევ უფრო უკეთესი ტყუილი მოჰყვეს.

Page 156: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- სახელი გადაფხეკილია! - თქვა დაგნიმ.

- გადაფხეკილია? - გაიკვირვა ნაგელმა, - შეუძლებელია! აბა, მიჩვენეთ...

ჯიბეში ხურდა ფულთან ერთად მიგდია ხოლმე და როგორც ჩანს, ამის გამო

დაზიანდა.

ქალმა გამომცდელად შეხედა. მოულოდნელად ნაგელმა თითები გაატკაცუნა

და წამოიძახა:

- მართლა რა სულელი ვარ. სავსებით მართალი ბრძანდებით. სულ

დამავიწყდა, რომ სახელი გადაფხეკილი იყო. ჰა-ჰა-ჰა! დიახ, ის ხომ თავად

გადავფხიკე, რადგან მასზე ჩემი კი არა, არამედ იმ კაცის, ანუ იმ მაშველის

გვარი ეწერა, რომელმაც ეს მედალი დაიმსახურა. ვიყიდე თუ არა, სახელი

მაშინვე ლურსმნით ამოვშალე. მაპატიეთ, რომ ამის შესახებ თავიდანვე არ

გითხარით. თქვენი მოტყუება არც მიფიქრია. უბრალოდ, თავში სულ სხვა

აზრები მიტრიალებდა. მითხარით, ჩემს ჟილეტზე წვრილ ძაფზე

დაკონწიალებულმა ღილმა ასე უცბად რატომ აგაღელვათ? მართლა რომ

მოწყვეტილიყო, მაშინ რაღას იზამდით? შემთხვევით თქვენი ქმედება იმისი

პასუხი ხომ არაა, რაც წეღან ნევროზულობასა და მეცნიერებაზე მოგახსენეთ?

პაუზა.

- რატომღაც მგონია, რომ ყოველთვის მოჩვენებითი გულწრფელობით

მელაპარაკებით ხოლმე, - მიუგო ქალმა და მის შეკითხვას თავი აარიდა, - ვერ

გამიგია, ამით რის მიღწევას ცდილობთ. ყველაფერზე თავისებური და

უჩვეულო შეხედულებები გაქვთ, სულ ახლახანს კი მარწმუნებდით,

სინამდვილეში ამქვეყნად მხოლოდ ტყუილი, უღირსობა, სიბინძურე და

უსუსურობა მეფობს. ნუთუ მართლა ასე ფიქრობთ? ნუთუ თქვენთვის მართლა

სულერთია, კაცი მედალს ამდენი და ამდენი კრონის საფასურად იყიდის, თუ

მას ამა თუ იმ დამსახურებისათვის მიიღებს?

ნაგელმა არაფერი უპასუხა.

- თქვენი ვერაფერი გამიგია. ზოგჯერ, როცა რაღაცას მიყვებით, საკუთარ თავს

ვეკითხები, სრული ჭკუის თუ ხართ... - მშვიდი და სერიოზული ტონით

გააგრძელა ქალმა, - მაპატიეთ, ამას რომ ვამბობ. ყოველ ჯერზე სიმშვიდეს სულ

უფრო მეტად მაკარგვინებთ და წყობილებიდან გამოგყავართ. ჩემს ნებისმიერ

შეხედულებას ეწინააღმდეგებით და ყველაფერს თავდაყირა აყენებთ. ასე

რატომ იქცევით? ის ადამიანი, რომელიც ჩემს ყველა არგუმენტს ამგვარად

უკუაგდებს, თქვენამდე არასოდეს შემხვედრია. ახლა კი მითხარით,

Page 157: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სინამდვილეში თავად რამდენად გჯერათ იმ ყველაფრის, რასაც ამბობთ? ასეთ

დროს გულის სიღრმეში რას ფიქრობთ?

ქალი ისე სერიოზულად და თბილად საუბრობდა, რომ ნაგელი ადგილზე

გაშეშდა.

- მე რომ ღმერთის მწამდეს, - უპასუხა ბოლოს, - იმ ღმერთის, რომელიც

ჩემთვის უდიდესი და უწმინდესი იქნებოდა, სწორედ მის სახელზე

დაგიფიცებდით, რომ რასაც ვამბობ, ყველაფერი, ჩემი თითოეული სიტყვა

სრული სიმართლეა. მაშინაც კი, როცა ჩემი არგუმენტებით თავგზას გიბნევთ,

გულწრფელად მჯერა, რომ თქვენს სასიკეთოდ ვიქცევი. ამას წინათაც

აღნიშნეთ, რომ არავის არაფერში ვეთანხმები და სხვის აზრებს გამუდმებით

ვეწინააღმდეგები. მართალი ბრძანდებით, ვაღიარებ, რომ ხორცშესხმული

წინააღმდეგობა გახლავართ და თავადაც ვერ ვხსნი, რატომ. მაგრამ ვერც ის

გამიგია, ამა თუ იმ საკითხს სხვა ადამიანებიც ისევე რატომ არ უდგებიან,

როგორც მე. პირადად ჩემთვის ეს საკითხები საკმაოდ მარტივი და

გამჭვირვალეა და მათი ურთიერთკავშირი მზესავით ცხადად მეჩვენება.

გულის სიღრმეში სწორედ ამას ვფიქრობ, ფრეკენ. ნეტავი მოვახერხო და

ახლაც, და საერთოდაც, ამაში თქვენი დარწმუნება შევძლო.

- ახლაც და საერთოდაც... ვერა, ვერ შეგპირდებით!

- პირადად ჩემთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს! - უპასუხა ნაგელმა.

ისინი უკვე ტყეში მისეირნობდნენ. გვერდიგვერდ მიაბიჯებდნენ და

დროდადრო ერთმანეთს მკლავებითაც კი ეხებოდნენ. უჩვეულოდ წყნარი

ამინდი იდგა და ამიტომ საკმაოდ ხმადაბლა საუბრობდნენ. იქვე, მახლობლად

ჩიტი აჭიკჭიკდა.

მოულოდნელად ნაგელი შედგა. უნებურად დაგნიც გაჩერდა.

- რომ იცოდეთ, მთელი ამ დღეების განმავლობაში რა ძლიერად

მენატრებოდით! - თქვა ნაგელმა, - არა, არა, ნუ შეშინდებით, მე ხომ ისეთი

არაფერი მითქვამს. დარწმუნებული ვარ, მაინც ვერაფერს მივაღწევ და არც

იმას ვცდილობ, უსაფუძვლო ილუზიები შევიქმნა. ამას ნამდვილად არ

ვაპირებ. ალბათ ვერც კი ხვდებით, რას ვამბობ. სისულელეებს ვროშავ და ცოტა

გადავაჭარბე. ის ვთქვი, რაც არ უნდა მეთქვა...

ნაგელი გაჩუმდა.

Page 158: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დღეს როგორი უცნაური ხართ! - უთხრა დაგნიმ და გზა განაგრძო, მაგრამ

კაცმა კვლავ შეაჩერა.

- ძვირფასო ფრეკენ, ცოტა ხანსაც დაიცადეთ. გთხოვთ, დღეს ჩემ მიმართ ცოტა

მეტი გულმოწყალება გამოიჩინოთ. უკვე ლაპარაკისაც მეშინია. სულ მგონია,

რომ უნდა შემაწყვეტინოთ და წადიო, მითხრათ. თუმცაღა, უძილო ღამეებისა

და რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ ეს ყველაფერი კარგად ავწონ-დავწონე.

ქალი თვალს არ აცილებდა და სახეზე სულ უფრო მეტი გაოცება ეხატებოდა.

- რას გულისხმობთ? - ჰკითხა ბოლოს.

- რას ვგულისხმობ? მართლა შემიძლია გულწრფელად გითხრათ? იმას

ვგულისხმობ... იმას, რომ მე თქვენ მიყვარხართ, ფრეკენ შელანდ. მართალი

გითხრათ, არ მესმის, ასე რატომ გაოცდით. მეც ხომ ჩვეულებრივი ხორციელი

ადამიანი ვარ და ძარღვებში სისხლი მიჩქეფს. შეგხვდით და მაშინვე გულში

ჩამივარდით. მგონი, ისეთი განსაცვიფრებელი არაფერი ჩამიდენია. თუმცა,

თქვენთვის ეს ყველაფერი ალბათ არ უნდა გამემხილა.

- არა, არ უნდა გაგემხილათ.

- რას არ ჩაიდენს კაცი! თქვენდამი სიყვარულის გამო ზურგს უკან გაგჭორეთ

კიდეც და კეკლუცი გიწოდეთ. შევეცადე, რამენაირად დამემდაბლებინეთ და

ამგვარად საკუთარი თავი მენუგეშებინა, რათა გული საბოლოოდ არ

გამტეხოდა. მშვენივრად ვიცი, რომ ჩემთვის მიუწვდომელი ქალი ხართ. აგერ

უკვე მეხუთედ გხედავთ, მაგრამ გული მხოლოდ დღეს გადაგიშალეთ, თუმცა

ამის გაკეთება პირველივე დღეს შემეძლო. გარდა ამისა, დღეს დაბადების დღე

მაქვს, ოცდაცხრა წლის შევსრულდი და დილიდანვე მშვენიერ გუნებაზე ვარ.

მთელი დღეა ვღიღინებ. ჰოდა, რატომღაც ვიფიქრე... კაცს რომ ასეთი

სისულელეების სჯერა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ რატომღაც საკუთარ

თავს მაინც ვუთხარი: დღეს მას თუ შეხვდები, ყველაფერი უნდა აუხსნა და

სიმართლეში გამოუტყდე. ბევრი არაფერი დაშავდება, რაც უნდა იყოს, დღეს

ხომ დაბადების დღე გაქვს. ესეც შეგიძლია უთხრა და იქნებ მაშინ მაინც

გაპატიოს-მეთქი. გეცინებათ, არა? დიახ, ვიცი რომ მართლა სასაცილოა. მაგრამ

ახლა საქმეს ვეღარაფრით ვუშველი. ასე რომ, მზად ვარ, ხარკი სხვა

დანარჩენებივით მეც შემოგწიროთ.

- რა სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი სწორედ დღეს შეგემთხვათ, - უთხრა

ქალმა, - წლევანდელ დაბადების დღეზე აშკარად არ გაგიმართლათ. ამის მეტს

არაფერს გეტყვით.

Page 159: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არა... ბუნებრივია... ღმერთო, რამხელა ძალას ფლობთ! ახლა ვხვდები, რომ

კაცი თქვენი გულისთვის ყველაფერს იკადრებს. მაშინაც კი, როცა ეს

უკანასკნელი, ჩემთვის არც ისე სასიხარულო სიტყვები წარმოთქვით, თქვენი

ხმა მუსიკასავით ჩამესმოდა. თითქოს ჩემს გულში ვარდი აყვავდა. რა

საოცარია! იცით, იმ იმედით, რომ თვალს ფანჯარაში მაინც მოგკრავდით, ღამ-

ღამობით თქვენი სახლის მახლობლად არაერთხელ მიხეტიალია. მე,

რომელსაც ღმერთის არასოდეს მწამდა, თქვენ გამო აქ, ამ ტყეში ხშირად

მუხლებზე დავცემულვარ და მილოცია. ვერხვის ხეს ხომ ხედავთ? ამ ადგილას

იმიტომ შეგაჩერეთ, რომ ღამით სწორედ ამ ვერხვის ძირას ვიჩოქებდი ხოლმე.

დარდისგან გულდამძიმებული თავს საშინლად იმედგაცრუებულად და

დამარცხებულად ვგრძნობდი, რადგან თქვენზე ფიქრი წამითაც არ მტოვებდა.

ამ ადგილიდან ძილი ნებისა თქვენთვის არაერთხელ მისურვებია... მიწაზე

ვწვებოდი და ნიავსა და ვარსკვლავებს ვთხოვდი, ჩემი მოკითხვა გადმოეცათ.

შეუძლებელია, ეს ყველაფერი ძილში არ გეგრძნოთ.

- ამას რატომ მიყვებით? ნუთუ არ იცით, რომ მე...

- დიახ, დიახ... როგორ არა! - შეაწყვეტინა უზომოდ აღელვებულმა ნაგელმა, -

მშვენივრად ვიცი, რის თქმასაც აპირებთ... გინდათ შემახსენოთ, რომ უკვე

კარგა ხანია, სხვას ეკუთვნით. მე კი იმდენად უსინდისო ადამიანი ვარ, რომ

თქვენ ორს შორის ვდგები, თანაც იმ დროს, როცა საქმე გადაწყვეტილია. ნუთუ

მართლა გგონიათ, რომ არაფერი მესმის? ნეტავ ეს ყველაფერი საერთოდ

რისთვის გითხარით? ალბათ იმიტომ, რომ ვცდილობ, თქვენზე გარკვეული

შთაბეჭდილება დავტოვო, ზეგავლენა მოვახდინო და რაღაც-რაღაცეებზე

დაგაფიქროთ. ღმერთია მოწმე, ამ წუთას სრულ სიმართლეს ვამბობ და

სხვანაირად არც შემიძლია. დიახ, ვიცი, რომ დანიშნული ბრძანდებით, გყავთ

საქმრო, რომელიც გიყვართ, მე კი ყოველმხრივ განწირული ვარ. სწორედ ასეა!

მაგრამ არ მინდა, ფარ-ხმალი დავყარო და ჩემი უკანასკნელი უსუსური იმედიც

დავასამარო. აბა თავად წარმოიდგინეთ, როგორია, როცა კაცს ბოლო იმედიც

ხელიდან ეცლება. იქნებ მაშინ უკეთ გამიგოთ. ახლახანს გითხარით, ამის

სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ-მეთქი... მოგატყუეთ... და ასე იმიტომ მოვიქეცი,

რომ მინდოდა, დროებით მაინც დამემშვიდებინეთ და ჩემი პირდაპირობით

თავიდანვე არ დამეფრთხეთ. ძვირფასო, ნუთუ რამეს არასწორად ვამბობ? იმას

ნამდვილად არ ვგულისხმობ და არ გადანაშაულებთ, რომ როდესმე ჩემთვის

უსაფუძვლო იმედი მოგიციათ. არც იმას ვცდილობ, თქვენი გულიდან სხვა

ადამიანის სიყვარული ამოვშალო. ღმერთო! ასეთი რამ აზრადაც არ მომსვლია.

თუმცა იმ საშინელ წუთებში, როცა ნუგეში არსაიდან ჩანდა, ხშირად მიფიქრია:

დიახ, იგი დანიშნულია და მალე აქედან გაემგზავრება... მაგრამ ჯერ ხომ

Page 160: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ბოლომდე არ დაგიკარგავს, ჯერ ხომ არსად წასულა, არ გათხოვილა, არ

გარდაცვლილა! ვინ იცის, იქნებ მოქმედებისთვის დრო ჯერ კიდევ მაქვს? უკვე

კარგა ხანია, რაც ჩემი ერთადერთი საფიქრალი ხართ, ერთადერთი და

განუყოფელი! ყოველ საგანში თქვენს ხატებას ვხედავ და ყველა ზღაპრულ

არსებას დაგნის ვეძახი. ამ კვირების განმავლობაში მგონი, ერთი დღეც არ

ყოფილა ისეთი, თქვენზე რომ არ მეფიქრა. მნიშვნელობა არ ჰქონდა, დროის

რომელი მონაკვეთი იყო. სასტუმროდან გასვლისას კარს გავაღებდი თუ არა,

კიბეზე ნაჩქარევად დავეშვებოდი და გულში ვფიქრობდი: იქნებ, ახლა მაინც

შემხვდეს? თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი და ყველგან თქვენ დაგეძებდით.

ახლა საკუთარი თავისაც არ მესმის და გრძნობებთან გამკლავება მიჭირს.

მართალია, უკვე ყველაფერში გამოგიტყდით, მაგრამ მერწმუნეთ, ეს უდიდესი

შინაგანი ბრძოლის შედეგად მოვახერხე. არც თუ ისე საიმედოა, როცა

თავიდანვე იცი, რომ შენი ძალისხმევა, სამწუხაროდ, უსაფუძვლოა. თუმცა ამ

ძალისხმევაზე უარის თქმა მაინც გიჭირს და უკანასკნელ ხავსს ეჭიდები,

თუმცა არაფერი გამოდის! ღამით თვალზე რული არ გეკიდება და ოთახში

გამოკეტილს თავში ასნაირი აზრი გიტრიალებს. ფანჯარასთან ზიხარ, ხელში

წიგნი გიჭირავს, მაგრამ ვერ კითხულობ. თავს ძალას ატან, რომ რამდენიმე

ხაზს მაინც გააყოლო თვალი, მაგრამ უშედეგოდ. წიგნს ისევ ხურავ და თავს

იქნევ. გული ძლიერად გიცემს, ჩუმად, შენთვის საიდუმლო ალერსიან

სიტყვებს ბუტბუტებ, გამუდმებით ერთ სახელს იმეორებ და მას ფიქრებში

ნაზად ეამბორები. საათი კი წიკწიკებს, ისრები ორს გიჩვენებს, შემდეგ ოთხს,

ექვსს. ამის მერე კი ძალას იკრებ და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებ, რომ

გაბედო და ხელახლა ნახვისას ყველაფერში გამოუტყდე. ახლა რომ შემეძლოს

რამე გთხოვოთ, მხოლოდ იმას გთხოვდით, ხმა არ ამოიღოთ-მეთქი. მე თქვენ

მიყვარხართ, მაგრამ გთხოვთ, გემუდარებით, ნურაფერს იტყვით, ნურაფერს

იტყვით. სამი წუთი მაინც დაიცადეთ.

ქალი გაოგნებული შეჰყურებდა და პასუხის გაცემას არ ჩქარობდა. ადგილიდან

არც ერთი მათგანი არ იძროდა.

- არა, მგონი მართლა შეიშალეთ! - თქვა ბოლოს ქალმა და თავი გადააქნია.

გაფითრებული და ოდნავ ნაღვლიანი სახე ჰქონდა, მაგრამ უეცრად ლურჯ

თვალებში ყინულოვანი სიცივე ჩაუდგა და დაამატა: - თქვენ მშვენივრად

იცით, რომ უკვე დანიშნული ვარ. როგორც ჩანს, ეს კარგად გახსოვთ და

რამდენჯერმე ახსენეთ კიდეც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც...

- რა თქმა უნდა, ვიცი. თქვენი საქმროს სახესა და უნიფორმას რა დამავიწყებს!

ლამაზი გარეგნობის მამაკაცია, ვერაფერს დაუწუნებ... მაგრამ გამოგიტყდებით,

Page 161: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

რომ მის სიკვდილს, ან რამენაირად გზიდან ჩამოცილებას სიამოვნებით

ვისურვებდი. საკუთარი თავისთვის ასჯერ მაინც მითქვამს, მაინც ვერაფერს

მიაღწევ-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ... ამიტომ გადავწყვიტე, დავივიწყო, რომ

შეუძლებელს ვეჭიდები. გამუდმებით თავს ვიმხნევებ და ვამბობ: რატომაც

არა? რაღაცას მაინც მივაღწევ, ცხოვრებაში ხომ იმდენი რამ შეიძლება მოხდეს,

ამიტომ იმედი არ უნდა დავკარგო... ხომ ასეა, იმედი ხომ ჯერ კიდევ არსებობს?

- არა, არა! - წამოიძახა ქალმა, - წყობილებიდან ნუ გამომიყვანთ! ამიხსენით,

ჩემგან რას ითხოვთ? ან რა განზრახვა გამოძრავებთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ

მე... ღმერთო! მოდი, ამაზე ნუღარ ვისაუბრებთ, გთხოვთ! წადით და მარტო

დამტოვეთ. თქვენი სულელური სიტყვებით ყველაფერი, ჩვენი წინანდელი

საუბრებიც კი, გააფუჭეთ და ფეხით გაქელეთ. ამის შემდეგ ჩვენი შეხვედრა

შეუძლებელია! ასე რატომ მოიქეცით? ნეტავ თავიდანვე მცოდნოდა, რომ საქმე

ასე იყო. არა, არა, გთხოვთ, ნუღარაფერს მეტყვით. ორივესთვის, ჩემთვისაც და

თქვენთვისაც, უმჯობესი იქნება, თუ გაჩუმდებით! თავადაც ხომ ხვდებით,

რომ ვერაფრით დაგეხმარებით. ასეთი რამ გუნებაში საერთოდ როგორ

გაივლეთ? მოდი, ნუღარ გავაგრძელებთ, შინ დაბრუნდით და შეეცადეთ, თავი

ხელში აიყვანოთ. მართალი გითხრათ, თქვენი მდგომარეობაც გულს მტკენს,

მაგრამ სხვაგვარად მოქცევა არ შემიძლია.

- ნუთუ დღეს საბოლოოდ უნდა დაგემშვიდობოთ? ნუთუ ახლა უკანასკნელად

გხედავთ? არა, გესმით? არა! გპირდებით, რომ თავს ძალას დავატან და სხვა

ყველაფერზე ვილაპარაკებ, გარდა საკუთარი გრძნობებისა. ასეთი პირობის

შემდეგ შემხვდებით? როცა თავს შედარებით მშვიდად ვიგრძნობ, როცა სხვები

თავს მოგაბეზრებენ, მაშინ მაინც თუ მინახულებთ? ოღონდაც იმას ნუ

მეტყვით, რომ დღეს საბოლოოდ გხედავთ! ოჰ, თქვენ თავს აქნევთ... ამ

მშვენიერ თავს უარის ნიშნად ისევ აქნევთ. ესე იგი, არაფერი, სრულიად

არაფერია შესაძლებელი... თუ მართლა ასე ფიქრობთ, სიტყვა დიახ ისე,

ტყუილად მაინც მითხარით და სიხარული მომანიჭეთ, თორემ მართლა

საშინლად, საშინლად დავღონდები... არადა, დილას რა მშვენიერ გუნებაზე

ვიყავი! გემუდარებით, ერთხელ კიდევ შემხვდით!

- არა, ამას ნუ მთხოვთ! ვერაფერს შეგპირდებით... გარდა ამისა, ამით მაინც

არაფერი შეიცვლება. ახლა კი წადით, წადით! არ ვიცი, იქნებ ერთმანეთს სხვა

დროსაც შევხვდეთ... სავსებით შესაძლებელია. მაგრამ ახლა უნდა წახვიდეთ,

გესმით? - წამოიძახა მოთმინებადაკარგულმა ქალმა: - ამით უზომოდ

დამავალებთ!

Page 162: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

პაუზა. ნაგელი გაუნძრევლად იდგა და ქალს შეჰყურებდა. მძიმედ

სუნთქავდა... ბოლოს თავი ხელში აიყვანა და დაგნის დაემშვიდობა.

ქალიშვილს ხელი არ გაუწვდია. მაშინ ნაგელმა ქუდი მიწაზე დაანარცხა და

სწრაფი მოძრაობით მისი ხელი თავის ხელებში მოაქცია. ქალმა წამოიყვირა,

ნაგელი მაშინვე შეეშვა და, იმის გამო, რომ საყვარელ ადამიანს უნებურად

ტკივილი მიაყენა, სახეზე უდიდესი ტანჯვა გამოესახა. ადგილიდან არ

იძროდა, იდგა და მისგან მიმავალ დაგნის თვალს არ აშორებდა. კიდევ

რამდენიმე ნაბიჯი და უკვე ვეღარ დაინახავდა. ნაგელი გაწითლდა და ტუჩზე

ისე ძლიერად იკბინა, რომ სისხლიც კი წამოუვიდა. სიბრაზე მოერია,

რატომღაც მოუნდა, ქალისთვის ზურგი შეექცია და იქაურობას გასცლოდა. რაც

უნდა იყოს, მაინც მამაკაცია. ყველაფერი, ყველაფერი კარგადაა... მშვიდობით...

მოულოდნელად ქალი შემობრუნდა და უთხრა:

- და გთხოვთ, ღამ-ღამობით ჩემი სახლის მახლობლად ნუღარ ისეირნებთ.

გთხოვთ, ძვირფასო, ამას ნუ იზამთ. როგორც ჩანს, სწორედ თქვენ გიყეფდათ

ხოლმე ჩვენი ძაღლი ასე გახელებით. ერთ საღამოს მამამ გარეთ გასვლაც კი

დააპირა. ამის უფლებას არ გაძლევთ, ხომ გესმით? იმედი მაქვს, არც თქვენ

გსურთ, რომ რომელიმე ჩვენგანს უსიამოვნება შეემთხვეს.

მხოლოდ ეს სიტყვები წარმოთქვა. მისი ხმის გაგონებამ ნაგელს ბრაზი

გადაავიწყა და პასუხად თავი გააქნია.

- დღეს ხომ ჩემი დაბადების დღეა! - ჩაილაპარაკა ბოლოს, ერთი ხელი სახეზე

აიფარა და წალასლასდა.

ქალმა გამოხედა, წამით რაღაცაზე ჩაფიქრდა, ნაგელთან მიირბინა, ხელზე

დასწვდა და უთხრა:

- მაპატიეთ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია. თქვენთვის მართლა ვერავინ

ვიქნები. თუმცა შესაძლოა, ერთმანეთს ისევ შევხვდეთ. თქვენ როგორ

გგონიათ? ახლა კი დროა, წავიდე.

დაგნი მიტრიალდა და ბილიკს სწრაფი ნაბიჯით დაუყვა.

XII

ქალბატონი, რომელსაც სახე პირბადით დაეფარა, რამდენიმე წუთის წინ

ნავსადგურზე ჩამომდგარ გემს ჩამოჰყოლოდა. ნაპირზე გადმოსვლისთანავე

ქალაქის გზას დაადგა და პირდაპირ სასტუმრო „ცენტრალს“ მიაშურა.

Page 163: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ზუსტად ამ დროს ნაგელი სრულიად შემთხვევით თავისი ნომრის ფანჯრიდან

იცქირებოდა. მანამდე კი, თითქმის მთელი საღამო ოთახში ნერვიულად

სცემდა ბოლთას და დროდადრო მხოლოდ წყლის დასალევად ჩერდებოდა.

ლოყები ისე ასწითლებოდა, თითქოს სიცხით იწვისო. თვალები უცნაურად

უელავდა. რამდენიმე საათის განმავლობაში თავში მხოლოდ ერთი ფიქრი

უტრიალებდა... ეს მისი და დაგნის უკანასკნელი შეხვედრა იყო.

რაღაც მომენტში შეეცადა თავი დაერწმუნებინა, რომ თუ ახლავე თავის გზას

დაადგებოდა და ყველაფერს დაივიწყებდა, გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

ჩემოდნებიც კი გახსნა და რაღაც საბუთები, სპილენძის რამდენიმე სამუშაო

იარაღი, ფლეიტა, სანოტო ფურცლები, ტანსაცმელი (მათ შორის ახალთახალი,

ისეთივე ყვითელი პიჯაკი, ტანზე რომ ეცვა) და კიდევ ბევრი სხვა ნივთი

ამოალაგა. ყველაფერი უწესრიგოდ მოაბნია იატაკზე. დიახ, ნამდვილად უნდა

გაემგზავროს, რადგან ამ ქალაქში აღარაფერი აკავებს, დროშები უკვე აღარსად

ფრიალებს და თითქოს ქუჩებიც უცნაურად ჩამკვდარა. ვითომ რატომ არ უნდა

წავიდეს? და საერთოდ, ამ ქალაქში ჩამოსვლა და სხვების საქმეებში ცხვირის

ჩაყოფა რა ეშმაკად მოინდომა? ეს ადგილი ქალაქი კი არა, ნამდვილი ყვავების

ბუდე და სოროა, სადაც მხოლოდ სულმდაბალი, ცნობისმოყვარე ადამიანები

ცხოვრობენ.

მაგრამ მშვენივრად იცოდა, რომ არსად წასვლასაც არ აპირებდა. ამას მხოლოდ

საკუთარი თავის მოსატყუებლად და გასამხნევებლად ამბობდა. ყველა ნივთი

უხალისოდ უკანვე ჩაალაგა და ჩემოდნებს შესაბამისი ადგილი მიუჩინა. ამის

შემდეგ კვლავ ფიქრებში ჩაიძირა და ძველებურად ბოლთის ცემას მოჰყვა.

კარიდან ფანჯრამდე, ფანჯრიდან კარის მიმართულებით, წინ და უკან სწრაფი

ნაბიჯებით, ნერვიულად მიმოდიოდა. დროდადრო სასტუმროს ქვედა

სართულიდან საათის რეკვის ხმა ჩაესმოდა. დრო სწრაფად გადიოდა და

ბოლოს ექვსიც შესრულდა...

ფანჯარასთან კარგა ხანს შეყოვნდა. მოულოდნელად სასტუმროს კიბეზე

ამავალი პირბადიანი ქალი შენიშნა. ნაგელს სახე შეეცვალა და ერთი-ორჯერ

თავში ხელიც კი შემოიკრა. თუმცა, ასე რატომ გაოცდა? ამ ადგილას მოსვლა იმ

ქალსაც ისევე შეეძლო, როგორც თავად ნაგელს. მასთან ანგარიში კარგა ხნის

წინ გაასწორა და შესაბამისად, ერთმანეთთან აღარაფერი აკავშირებდათ. ახლა

სულ სხვა საფიქრალი გასჩენოდა.

შეეცადა დამშვიდებულიყო, სკამზე ჩამოჯდა და იატაკზე დაგდებულ გაზეთს

დასწვდა. გადაშალა, მაგრამ წაკითხვა ვერ შეძლო. ერთი წუთიც არ იქნებოდა

გასული, კარზე რომ დააკაკუნეს. ოთახში სარა გამოჩნდა და ნაგელს ბარათი

Page 164: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გადასცა, რომელზეც ფანქრით კამა ეწერა - მხოლოდ და მხოლოდ კამა და სხვა

არაფერი. ნაგელი სკამიდან წამოდგა და ქვემოთ ჩავიდა.

ქალი მისაღებში უცდიდა. პირბადე ისევ დაშვებული ჰქონდა. ნაგელმა თავი

უხმოდ დაუკრა.

- გამარჯობა, სიმონსენ! - ხმამაღლა, მღელვარე ხმით წარმოთქვა სტუმარმა.

სიმონსენ... დიახ, სწორედ ასე მიმართა. ნაგელს ელდა ეცა, მაგრამ შეეცადა,

არაფერი შეემჩნია და სარას გასძახა:

- სად შეგვიძლია გავიდეთ და ერთი წუთით დავილაპარაკოთ?

სარამ სასადილოს გვერდით მდებარე ოთახზე მიუთითა. კარი მიიხურა თუ

არა, ქალი მაშინვე სავარძელში ჩაეშვა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ

რაღაცაზე ღელავდა.

მათ შორის საკმაოდ გაურკვეველი და ბუნდოვანი დიალოგი გაიმართა.

ნაწყვეტ-ნაწყვეტ, მინიშნებებით საუბრობდნენ და გადაკრული ფრაზებით

წარსულსაც შეეხნენ. ერთმანეთთან აშკარად კარგა ხნის ნაცნობობა

აკავშირებდათ. მათი დიალოგი ერთ საათსაც კი არ გაგრძელებულა. ქალი

ძირითადად დანიურად მეტყველებდა.

- მაპატიე, სიმონსენი რომ გიწოდე და ისევ იმ ძველი, სასაცილო მეტსახელით

მოგმართე, ადრე მოფერებით რომ გეძახდი! - უთხრა ნაგელს, - მართლაც რა

ძველი და სასაცილო სახელია. ყოველთვის, როცა მას წარმოვთქვამ, თვალწინ

ისე ცხადად მიდგები ხოლმე...

- როდის ჩამობრძანდით? - შეაწყვეტინა ნაგელმა.

- ახლახანს. რამდენიმე წუთის წინ სამგზავრო გემს ჩამოვყევი... უკან დღესვე

უნდა გავბრუნდე.

- დღესვე?

- დიახ, - თავი დაუქნია სტუმარმა, - ვიცი, ძალიანაც გიხარიათ, ასე მალე რომ

მივემგზავრები. გგონიათ, ვერ ვხვდები? ოჰ, ამ გულს რა მოვუხერხო...

მითხარით, როგორ მოვიქცე? აი შეხედეთ! მომეცით თქვენი ხელი... აქ არა,

ცოტა უფრო ზემოთ... ნახეთ! აბა, რას მეტყვით? მგონი, ახლა ბევრად უფრო

ცუდად ვარ, საქმე ადრინდელზე გაცილებით უარესადაა. არ მეთანხმებით? რა

თქმა უნდა, თქვენთვის ხომ სულერთია. ცუდად გამოვიყურები? მითხარით,

ნუ დამიმალავთ. და ჩემს ვარცხნილობაზე რას ფიქრობთ? იქნებ გგონიათ, რომ

Page 165: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჭუჭყიანი ვარ, უბრალოდ ჭუჭყიანი და სხვა არაფერი, რადგან თითქმის ორი

დღეა, გზაში ვარ... სრულებით არ შეცვლილხართ. ისეთივე ცივი, ყინულივით

ცივი მეჩვენებით... ჯიბით სავარცხელს აღარ ატარებთ?

- არა... აქ მოსვლა რამ გადაგაწყვეტინათ? რისთვის...

- თქვენთვისაც სწორედ ამ შეკითხვის დასმას ვაპირებდი... მაინტერესებს აქ, ამ

დაბაში ჩამოსვლა რამ მოგაფიქრათ? გეგონათ, რომ ვერ მოგაგნებდით? ესე იგი,

აგრონომი ვარო აცხადებთ, არა? ჰა-ჰა-ჰა! ნავსადგურში რამდენიმე ადამიანმა

სწორედ ასე მოგიხსენიათ, ისიც მითხრეს, რომ ვინმე ფრუ სტენერსენს ბაღჩის

მოვლაში დახმარებიხართ. თურმე ორი დღის განმავლობაში მის მოცხარის

ბუჩქს დასტრიალებდით და მკლავებდაკაპიწებული მუხლჩაუხრელად

შრომობდით. ამ საქმით როდისღა დაინტერესდით? ხელები ყინულივით ცივი

მაქვს. როცა ვღელავ, ყოველთვის ასე მომდის ხოლმე. ახლაც ძალიან ვღელავ...

მიუხედავად იმისა, რომ ძველებურად სიმონსენი გიწოდეთ და ისევ ისე

მხიარულად და ხალისიანად ვიქცევი, გული მაინც ვერ მოგილბეთ. დღეს

დილას ჯერ კიდევ გემის კაიუტაში ვიწექი, როდესაც გავიფიქრე, ნეტავ როგორ

მიმიღებს, ნეტავ შენობით თუ მომმართავს და ნიკაპზე ადრინდელივით ხელს

თუ მომითათუნებს-მეთქი... თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ სწორედ

ასე მოიქცეოდით, მაგრამ აშკარად შევცდი. გთხოვთ, ყურადღება მიაქციეთ

იმას, რომ ახლა ამის გაკეთებას სულაც არ გაიძულებთ. დიახ, ახლა

დაგვიანებულია და ასეც რომ მოიქცეთ, ჩემთვის უკვე სულერთი იქნება...

მითხარით, გამუდმებით თვალებს რატომ აცეცებთ? იმის გამო ხომ არა, რომ

ჩემი მოსმენის ნაცვლად, სულ სხვა რამეზე ფიქრობთ?

- კამა, დღეს მართლა ძალიან ცუდად ვარ! - უპასუხა ნაგელმა, - არ შეგიძლიათ

პირდაპირ მითხრათ, რატომ მომძებნეთ? ამით მართლა დიდ სამსახურს

გამიწევთ.

- რატომ მოგძებნეთ? - წამოიყვირა ქალმა, - ღმერთო, რა ადვილად შეგიძლიათ

ადამიანს გული მოუკლათ! შემთხვევით ხომ არ გეშინიათ, რომ ფულს

მოგთხოვთ და რომ აქ, თქვენთან მხოლოდ და მხოლოდ თქვენს გასაძარცვად

მოვედი? თუ მართლა ასეთი შავ-ბნელი ფიქრები გაწუხებთ, ჯობია, პირდაპირ

მითხრათ... ესე იგი, გაინტერესებთ, რატომ მოგძებნეთ, არა? აბა, თუ

მიხვდებით? ან იქნებ თავადაც არ იცით, დღეს რა რიცხვია? შემთხვევით,

საკუთარი დაბადების დღე ხომ არ დაგვიწყებიათ?

ქალი აქვითინდა და ნაგელის წინ მუხლებზე დაემხო. კაცს ხელებში სწვდა და

ჯერ სახესთან მიიტანა, შემდეგ კი გულში ჩაიკრა. ნაგელი ნამდვილად არ

Page 166: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მოელოდა, რომ ქალი ძველებურად ნაზად და ვნებიანად მოექცეოდა და გული

გულწრფელად აუჩუყდა. ფეხზე ფრთხილად წამოაყენა და მუხლებზე დაისვა.

- შენი დაბადების დღე ჯერაც არ დამვიწყებია, - დაიწყო ისევ ქალმა, - ეს დღე

ყოველთვის მემახსოვრება. ვერ წარმოიდგენ, შენზე ფიქრებში ჩაძირულს,

ღამით რამდენჯერ მიტირია. ჩემო ბიჭუნა, შენ ისევ ისეთი სისხლისფერი

ტუჩები გაქვს. გემზე ამაზეც ვფიქრობდი და საკუთარ თავს ვეკითხებოდი,

ნეტავ ისევ ისეთი წითელი ტუჩები თუ აქვს-მეთქი. ახლა თვალები უცნაურად

გიციმციმებს. იმიტომ ხომ არა, რომ ჩემი აქ ყოფნის გამო მოთმინება

გღალატობს? თითქმის არ შეცვლილხარ, მაგრამ თვალებს კი ისე ნერვიულად

აცეცებ, თითქოს ერთი სული გაქვს, რაც შეიძლება ჩქარა მომიცილო თავიდან.

მოდი, შენს გვერდით, სკამზე დავჯდები. მგონი, ასე უფრო გირჩევნია, ხომ

მართალია? იმდენი, იმდენი რამ მაქვს სათქმელი, მაგრამ დრო არ იცდის,

რადგან ჩემი გემი მალე უკან ბრუნდება. შენ კი გულგრილი სახით ზიხარ და

ყველაფრის ხალისს მაკარგვინებ. ხომ ვერ მეტყვი, რა უნდა გავაკეთო, რომ

უფრო გულისყურით მომისმინო? იმის გამო, რომ ეს დღე გამახსენდა და

მოსალოცად ამ დაბაშიც კი ჩამოვედი, გულის სიღრმეში მადლობელიც კი არ

ხარ... ყვავილები თუ მოგართვეს? ალბათ ასეც იქნებოდა. იმედია, ფრუ

სტენერსენსაც გაახსენდი. მითხარი, ის ფრუ სტენერსენი, ასე ხშირად რომ

სტუმრობ და ბაღჩის მოვლაში ეხმარები ხოლმე, გარეგნობით როგორი ქალია?

ჰა-ჰა-ჰა! არა, შენნაირი მართლა არავინ შემხვედრია! საშუალება რომ მქონოდა,

ყვავილებს მეც გიყიდდი, მაგრამ სწორედ ახლა მაქვს ჯიბე გამოფხეკილი.

ღმერთო, სულ რაღაც ორიოდე წუთი მაინც დამითმე და მომისმინე, ნუთუ

მართლა არ შეგიძლია? ახლა ყველაფერი სულ სხვაგვარადაა. გახსოვს

ერთხელ... არა? არა მგონია, ეს შემთხვევა გახსოვდეს და მისი შეხსენება ალბათ

არც ღირს... მაგრამ, გახსოვს ერთხელ შორიდან თვალი რომ მომკარი, შლაპაში

ჩამაგრებული ბუმბულით მიცანი და თავქუდმოგლეჯილი დამედევნე. შენც

ხომ მშვენივრად იცი, რომ მართლა ასე იყო, ხომ მეთანხმები? ეს ქალაქის

ბულვარში მოხდა... მაგრამ ახლა უკვე აღარ მახსოვს, იმ ბუმბულიანი შლაპის

ამბავი რატომ გავიხსენე... ღმერთო დიდებულო! ვეღარ ვიხსენებ, ეს ისტორია

შენს საწინააღმდეგოდ რა კუთხით უნდა გამომეყენებინა, თუმცა საკმაოდ

დამაჯერებელ არგუმენტად მივიჩნიე... რა მოხდა? სკამიდან რატომ წამოხტი?

ნაგელი ადგილიდან ელდანაკრავივით წამოფრინდა, მერე კი ფეხის წვერებზე

შემდგარი კართან მიიპარა, უხეშად გამოაღო და დაიყვირა:

- სარა, უკვე კარგა ხანია, სამზარეულოში ზარს აწკარუნებენ და აწკარუნებენ.

მგონი, თქვენ გიხმობენ!

Page 167: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შემდეგ უკან დაბრუნდა, ისევ სკამზე დაჯდა, სტუმარს თავი დაუკრა და

ჩურჩულით უთხრა:

- მივხვდი, რომ კართან იდგა და გასაღების ჭუჭრუტანიდან

გვითვალთვალებდა.

კამა წყობილებიდან გამოვიდა.

- მერე რა, რომ გვითვალთვალებდა? - წამოიძახა პასუხად, - ოღონდ არ

მომისმინოთ და სხვა ყველაფრისთვის მზად ხართ! უკვე თხუთმეტი წუთია, აქ

ვზივარ და პირბადის ახდაც კი არ გითხოვიათ. ახლა ამის თქმაც აღარ

გაბედოთ! არც კი გადარდებთ, რომ ამ შუა ზაფხულში სახეს ეს სქელი,

ზამთრის ნაჭერი მიფარავს და საშინლად მცხელა. მეტის ღირსი ვარ! ამ დაბაში

ნეტა რა ჯანდაბა მომარბენინებდა! მშვენივრად გავიგონე, იმ მოსამსახურე

გოგონას როგორ უთხარით, ოთახს მხოლოდ ერთი წუთით დავაკავებთო.

მხოლოდ ერთი წუთით! დიახ, სწორედ ასე თქვით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ

ჩემს თავიდან მოცილებას ერთ ან ორ წუთში აპირებდით. არ გეგონოთ,

გსაყვედურობდეთ, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, რომ იმედი ნამდვილად

გამიცრუეთ! ღმერთო შემეწიე! არ ვიცი, რატომ ვერ გივიწყებ? ვიცი რომ გიჟი

ხარ, შეშლილის მზერა გაქვს... სხვათა შორის, სხვებმაც იგივე აზრი გამოთქვეს

და სიამოვნებით ვეთანხმები. მაგრამ მაინც რომ ვერ გეშვები?.. ექიმი ნისენიც

ფიქრობს, რომ გიჟი ხარ. აბა, სხვაგვარად როგორ შეძლებდი ასეთ ადგილას

საცხოვრებლად გადმოსვლას და საკუთარი თავის აგრონომად გასაღებას.

მსგავსი არაფერი გამიგონია! გარდა ამისა, თითზე ისევ იმ ლითონის ბეჭედს

ატარებ და ეს კვასკვასა ყვითელი პიჯაკი, რომელსაც ტანზე შენს გარდა არავინ

გაიკარებდა, ისევე გაუხდელად გაცვია...

- ექიმმა ნისენმა მართლა თქვა, რომ გიჟი ვარ? - ჰკითხა ნაგელმა.

- დიახ, ექიმმა ნისენმა ზუსტად ასე თქვა. და იცი ვის უთხრა?

პაუზა. წამით ნაგელი ფიქრებში ჩაიძირა, მაგრამ მალევე მოეგო გონს და კვლავ

იკითხა:

- გულწრფელად მითხარით, კამა! ხომ არ გინდათ, ცოტა ფულით

დაგეხმაროთ? მშვენივრად იცით, რომ ახლა ამის საშუალება მაქვს.

- არასოდეს! - წამოიძახა ქალმა, - ხომ გესმით, არასოდეს! ღვთის გულისათვის,

ვინ მოგცათ იმის უფლება, რომ ამდენი შეურაცხყოფა სახეში ერთბაშად

მომაყაროთ?

Page 168: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

პაუზა.

- არ ვიცი, - უპასუხა ნაგელმა, - არ ვიცი, აქ რატომ ვსხედვართ და ერთმანეთს

ვეუხეშებით...

ქალმა ქვითინით შეაწყვეტინა. უკვე თავს ვეღარ თოკავდა და არეულად

ლაპარაკობდა:

- უხეში ვინ არის? შემთხვევით მე ხომ არა? საოცარია, ამ რამდენიმე თვეში ასე

როგორ შეიცვალეთ? აქ მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი, რომ... ჩემი გრძნობების

სანაცვლოდ არაფერს ვითხოვ. კარგად იცით, იმ ადამიანთა რიცხვს არ

ვეკუთვნი, მათხოვრობა რომ სჩვევიათ. მაგრამ იმის იმედი კი ნამდვილად

მქონდა, რომ ჩემ მიმართ ცოტა უფრო მეტ თანაგრძნობას გამოიჩენდით.

ღმერთო ზეციერო! რომ იცოდეთ, რა ნაღვლიანი ცხოვრება მაქვს... კარგი

იქნებოდა, შენდამი სიყვარული გულიდან ამომეგლიჯა, მაგრამ არ შემიძლია...

გამუდმებით შენკენ მოვილტვი და ფეხებში გივარდები. გახსოვს, ერთხელ

დრამენსვეიენზე ვსეირნობდით და ძაღლს წიხლი იმის გამო უთავაზე, რომ

კაბაზე დამეჯაჯგურა? ყველაფერი ჩემი ბრალი იყო. ვიყვირე, რადგან

შემეშინდა, არ მიკბინოს-მეთქი. მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა, მას თურმე

მხოლოდ ჩვენთან თამაში ნდომებია. როცა დაარტყი, იმის ნაცვლად, რომ

გაქცეულიყო, მუცელზე გაწვა და ხოხვით მოგვიახლოვდა. მაშინ შენ ატირდი...

ძაღლს ეფერებოდი და თან ცრემლებს ჩუმად იწმენდდი. ყველაფერი

მშვენივრად დავინახე. ახლა კი თვალიდან ერთი ცრემლიც არ

გადმოგვარდნია, თუმცა... მაგრამ ეს ამბავი იმისთვის არ გავიხსენე, რომ

შედარება მომეხდინა. იმედია, არ ფიქრობ, რომ საკუთარ თავს ძაღლს ვადარებ.

კაცმა არ იცის, თავში რა აზრები მოგივა. ყველაფერი სახეზე გეწერება. ახლა

ვხედავ, რომ იღიმები. როგორ არა, ნამდვილად გაიღიმე. ჩემ გვერდით ზიხარ

და აშკარად ზიზღით გეღიმება. მოდი, პირდაპირ გეტყვი... არა, არა, არა...

მომიტევე. მე ხომ ისეთი სასოწარკვეთილი ვარ! ახლა შენ წინ გულგატეხილი

ქალი დგას, უზომოდ გულგატეხილი და იმედი მაქვს, რომ დახმარების ხელს

გამომიწვდი? ღმერთო, როგორც ჩანს, იმ უმნიშვნელო შეცდომის დავიწყება

დღემდე ვერ შეძელი. კარგად თუ დაფიქრდები, მიხვდები, რომ დიდად არ

შემიცოდავს. თუმცა გეთანხმები, იმ საღამოს შენთან რომ არ ჩამოვედი,

არასწორად მოვიქეცი. ნიშანს ნიშანზე მაძლევდი, მაგრამ დაბლა მაინც არ

ჩამოგაკითხე. ღმერთია მოწმე, რომ ამას ახლაც საშინლად ვნანობ... მაგრამ

მაშინ ჩემთან ის კაცი ნამდვილად არ ყოფილა. ასე გეგონა, მაგრამ იქ არ იყო.

მანამდე მნახა და შენს მოსვლამდე წავიდა. ხომ ხედავ, ყველაფერში

გამოგიტყდი და ახლა პატიებას ვითხოვ... მაგრამ უნდა გამეგდო, ნამდვილად

Page 169: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

უნდა გამეგდო. ვაღიარებ, ყველაფერს ვაღიარებ და არ უნდა... არა, არაფერი

მესმის! უკვე თავადაც აღარაფერი მესმის!

პაუზა. სიწყნარეში მხოლოდ კამას ქვითინი და სასადილოდან დანა-ჩანგლის

წკარუნი ისმოდა. ქალი ვეღარ მშვიდდებოდა, დროდადრო პირბადის ქვეშ

ცხვირსახოციან ხელს აცურებდა და ცრემლებს იმშრალებდა.

- აბა დაფიქრდი, ის კაცი ხომ ისეთი უმწეოა! - აგრძელებდა ქალი, - ცხოვრებაში

ვერაფერს მიაღწია. დროდადრო მაგიდაზე მუშტს ურტყამს, ჯანდაბაში

მგზავნის და ლანძღვა-გინებით მავსებს. უხეშად მექცევა და მეუბნება, რომ მე

დავაქციე და გავაუბედურე, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი საცოდავი სანახავი

ხდება... თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მაინც ვერ მელევა. რა უნდა ვქნა,

როცა ვიცი, რომ ასეთი სუსტია? ყოველდღე ვფიქრობ, ჩემს გზას დავადგე...

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ მასთან თავს კარგად არ ვგრძნობ, მაინც

ვერსად მივდივარ... შებრალებას არ გთხოვთ! მშვენივრად ვხედავ, რომ

უსინდისოდ თანამიგრძნობთ... ამას როგორ ბედავთ? ყოველ შემთხვევაში, ის

კაცი ბევრს სჯობია და სხვებზე გაცილებით მეტი სიხარულიც მომანიჭა, უფრო

მეტიც კი, ვიდრე თქვენ მომანიჭეთ. იცოდეთ, რომ ისევ ისე ძლიერად მიყვარს,

და თქვენთან მის გასაჭორად არ მოვსულვარ. შინ რომ დავბრუნდები და

ვნახავ, აუცილებლად მუხლებში ჩავუვარდები და იმ სიტყვების გამო, რაც

ახლა წარმოვთქვი, პატიებას ვთხოვ. დიახ, სწორედ ასე მოვიქცევი!

- ძვირფასო კამა, - მიუგო ნაგელმა, - გონებას უხმეთ და ცოტათი მაინც

დაფიქრდით! ნება მომეცით, დაგეხმაროთ. გესმით ჩემი? ვფიქრობ, თქვენ ეს

ძალიან გჭირდებათ. უარს ამბობთ? ჰოდა, არასწორად იქცევით, რადგან ახლა

ამის საშუალება ნამდვილად მაქვს. გარდა ამისა, თქვენი დახმარება

გულწრფელად მსურს.

ამ სიტყვების დასრულებისთანავე ჯიბიდან საფულე ამოაცურა.

- არა-მეთქი, ხომ გითხარით! - იყვირა ქალმა და წამოხტა, - ადამიანო, ნუთუ

არაფერი გესმით?

- აბა, მაშინ რა გსურთ? - ჰკითხა გაოგნებულმა ნაგელმა.

კამა ისევ სკამზე ჩამოჯდა. უკვე აღარ ტიროდა და ეტყობოდა ნანობდა, რომ ასე

გაწიწმატდა.

- სიმონსენ, მომისმინე... - დაიწყო მან, - ნება მომეცი, ეს სახელი კიდევ ერთხელ

გიწოდო... და თუ არ გეწყინება, სხვა რაღაცასაც გკითხავ. აქ, ამ საშინელ

ადგილას საცხოვრებლად გადმოსვლა თავში საიდან მოგივიდათ? ეს რატომ

Page 170: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გადაწყვიტეთ? ალბათ ხალხი შეშლილს ტყუილად არ გეძახით. ამ პატარა

ქალაქის სახელი უკვე აღარც მახსოვს და ალბათ, გონება თუ არ დავძაბე, ვერც

გავიხსენებ. თქვენ კი კმაყოფილი აქეთ-იქით დასეირნობთ, კომედიას

თამაშობთ და გარშემომყოფთ უცნაური გამოხდომებით აოცებთ. ნუთუ ამაზე

უკეთესი მართლა ვერაფერი მოიფიქრეთ? ... ცხადია, პირადად მე ამ

ყველაფერთან არაფერი მესაქმება, მაგრამ ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ჩემი

ძველი... როგორ გგონიათ, ამ გულს რით უნდა ვუშველო? ცოტაც და,

ნამდვილად გამისკდება. ხომ არ ჯობია, რომ ისევ ექიმს მივმართო? მაგრამ

ექიმთან როგორ მივალ, როცა ჯიბეში ერთი გახვრეტილი ერეც კი არ მიგდია.

- უკვე გითხარით, რომ სიამოვნებით დაგეხმარებით. შეგიძლიათ ფული

ვალადაც აიღოთ და მოგვიანებით დამიბრუნოთ.

- მართალი გითხრათ, მივალ თუ არა ექიმთან, ჩემთვის უკვე სულერთია, -

ქალი ახლა ჯიუტი ბავშვის ტონით საუბრობდა, - თუ მოვკვდები, ჩემი

გულისთვის ცრემლებს მაინც არავინ გადმოყრის...

მოულოდნელად სიტყვა გაწყვიტა, თითქოს წამიერად ჩაფიქრდა და ცოტა

ხანში დაამატა:

- ისე, ყველაფერს კარგად თუ ავწონ-დავწონი, პრინციპში თქვენი ფული

რატომაც არ უნდა ავიღო? ხომ შეიძლება ახლაც ისევე გამოგართვათ, როგორც

ადრე? ისეთი მდიდარი ნამდვილად არ ვარ, რომ... სხვათა შორის, არ

გამომპარვია, რომ დროდადრო თანხას სწორედ იმ წუთებში მთავაზობდით,

როცა უზომოდ აღელვებული ვიყავი, რადგან წინასწარ ხვდებოდით, რომ უარს

გეტყოდით. როგორ არა, სწორედ ასე იყო! ყველაფერი ზედმიწევნით

გამოთვალეთ და მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამდენი ფული გაქვთ, მაინც

წუწურაქობთ. გგონიათ, ვერ გამჩნევთ? მართალია, ცოტა ხნის წინ დახმარება

კიდევ ერთხელ შემომთავაზეთ, მაგრამ ასე მხოლოდ ჩემ დასამცირებლად

მოიქეცით. იცოდით, რომ ბოლოს იძულებული გავხდებოდი, ეს ფული ამეღო

და თქვენთვის სიხარული მომენიჭებინა. თუმცა ამას ახლა ყურადღებას არ

მივაქცევ, ფულს მაინც გამოგართმევთ და მადლობასაც გადაგიხდით. ღმერთმა

ქნას, რომ თქვენთან მოსვლა აღარასოდეს დამჭირდეს! მაგრამ ხომ იცით, რომ

დღეს სულ სხვა მიზეზით გესტუმრეთ. თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა,

მაგრამ დახმარების სათხოვნელად ნამდვილად არ მოვსულვარ. არა მგონია,

ისეთი სულმდაბალი იყოთ, რომ ასე იფიქროთ... მაინც რამდენს გაიმეტებ,

სიმონსენ? ღმერთო, ყველაფერს გულთან ასე ახლოს ნუ მიიტანთ, გთხოვთ...

და მერწმუნეთ: დღეს თავიდან ბოლომდე გულწრფელი ვიყავი...

Page 171: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რამდენი გჭირდებათ?

- რამდენი მჭირდება... ვაიმე, გემი ხომ არ გამასწრებს?.. ალბათ ბევრი

მჭირდება, მაგრამ... ასე რამდენიმე ასეული კრონი, მაგრამ...

- მისმინეთ, იმის გამო, რომ ამ ფულს გთავაზობთ, თავს დამცირებულად

სულაც ნუ იგრძნობთ. თუ სურვილი გექნებათ, ამ თანხას საკუთარი შრომითაც

კი გამოიმუშავებთ... ახლა კი შეგიძლიათ, ერთი უმნიშვნელოვანესი სამსახური

გამიწიოთ? მინდა გავბედო და რაღაც გთხოვოთ...

- გაბედოთ და მთხოვოთ? - წამოიძახა ქალმა და იმის გამო, რომ ასეთი

გამოსავალი გამოუჩნდა, სახე გაებადრა, - რა სამსახური სიმონსენ? მზად ვარ,

ყოველმხრივ გემსახურო! ოჰ, ჩემო უძვირფასესო ბიჭუნა!

- გემის გასვლამდე ორმოცდახუთი წუთი კიდევ გაქვთ...

- დიახ. მითხარით, რისი გაკეთება მევალება?

- ერთი ქალბატონი უნდა მოინახულოთ და ჩემი დავალება შეასრულოთ.

- ქალბატონი?

- დიახ. ნავსადგურის მახლობლად პატარა, ერთსართულიან ქოხში ცხოვრობს.

ფანჯრებზე ფარდებს არასოდეს აფარებს და რაფაზე ყოველთვის

თეთრყვავილებიანი ქოთნის მცენარეები აქვს ჩამომწკრივებული. იმ ქალს

მარტა გუდე ჰქვია. ფრეკენ გუდე.

- კი მაგრამ, ეგ არის ის ქალი... და არა ფრუ სტენერსენი?

- იცით, თქვენ არასწორ ინფორმაციას ფლობთ. ფრეკენ გუდე ორმოცი წლის

მაინც იქნება. მოკლედ, ერთი სკამი აქვს, ერთი ძველისძველი სავარძელი,

რომელსაც თვალი კარგა ხნის წინ დავადგი. მის შეძენაში უნდა დამეხმაროთ...

ეს ფული ჯიბეში შეინახეთ და შემდეგ ყველაფერს უფრო გასაგებად აგიხსნით.

უკვე ბინდდებოდა. სასადილოდან სტუმრები ყაყანით გამოდიოდნენ. ამ დროს

კი ნაგელი კამასთან ერთად ისევ ოთახში იჯდა და იმ ძველი სავარძლის ამბებს

დაწვრილებით უყვებოდა. „ფრთხილად უნდა იმოქმედო, უხეშად მოპყრობა

არაფერში გამოგვადგება!“ რაც უფრო დიდხანს საუბრობდნენ, ქალი მით

უფრო მეტად ხალისდებოდა. ამ საიდუმლო მისიამ უჩვეულოდ აღაფრთოვანა,

ხმამაღლა კისკისებდა და საკუთარ მოსაზრებებსაც კი გამოთქვამდა. „ხომ არ

ჯობია, რომ სხვა ტანსაცმელი ჩავიცვა? - საქმიანად ეკითხებოდა ნაგელს, -

Page 172: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყოველ შემთხვევაში სათვალეს მაინც გავიკეთებ... მგონი ადრე წითელი ქუდი

გქონდა? არც იმ ქუდის მორგება იქნებოდა ურიგო...“

- არა, არა, ასეთი ფანდები საჭირო სულაც არ არის. უბრალოდ, უნდა სთხოვოთ,

რომ სკამი მოგყიდოთ. ჯერ შედარებით დაბალ ფასს დაუსახელებთ და მერე

კი, თანდათანობით საფასურს გაზრდით. ორას კრონამდე უნდა ახვიდეთ,

ორას ოციც შეიძლება... დამშვიდდით, იმ სკამს ხელში არავინ შემოგაჩეჩებთ. ის

ქალი სავარძელს მაინც არ დაგითმობთ.

- ღმერთო, რამხელა თანხაა! ორას ოც კრონად ვითომ რატომ არ უნდა

მომყიდოს?

- იმიტომ, რომ მასთან უკვე ვიყავი და შევიპირე.

- კი მაგრამ, სიტყვაზე რომ გამომიჭიროს?

- სიტყვაზე ვერ გამოგიჭერთ. ახლა კი წადით.

გასვლისას ქალმა სავარცხელი მოითხოვა და შეწუხებულმა აღნიშნა, კაბა რა

საშინლად დამეჭმუჭნაო.

- მაგრამ ფრეკენ სტენერსენთან ამდენ დროს რომ ატარებ, ამას მაინც ვერ

შევეგუები! - უთხრა გასვლისას ნაგელს და გაიკეკლუცა, - ნამდვილად ვერ

ავიტან და სადარდებელში ჩავვარდები! - ჯიბეს კიდევ ერთხელ შეავლო ხელი

და დარწმუნდა, რომ ფული საიმედოდ ჰქონდა შენახული, - რა საყვარელი ხარ,

ეს ფული რომ მაჩუქე! - წამოიძახა აღტაცებით, ხელის სწრაფი მოძრაობით

პირბადე აიწია და ნაგელს ტუჩებში აკოცა... პირდაპირ ტუჩებში! თუმცა იმ

წუთებშიც კი კვლავ მარტა გუდესთან დაკავშირებულ საიდუმლო

დავალებაზე ფიქრობდა.

- როგორ უნდა შეგატყობინო, საქმე კარგად იქნება თუ არა? - იკითხა ისევ, -

კაპიტანს ვთხოვ, რომ პორტიდან გასვლის სიგნალი სამის ნაცვლად, ოთხჯერ

ან ხუთჯერ გასცეს. აბა, რას იტყვი? ნახავ და დარწმუნდები, რომ არც ისეთი

სულელი ვარ! ჩემი იმედი ნამდვილად გქონდეს. ნუთუ გეგონა, რომ ასეთ

წვრილმან დახმარებაზე უარს გეტყოდი, მით უმეტეს, შენ... დღეს ფულის გამო

მართლა არ მოვსულვარ, დამიჯერე. კარგი, ნება მომეცი, კიდევ ერთხელ

გადაგიხადო მადლობა. ნახვამდის, ნახვამდის...

ისევ ჯიბეზე შეივლო ხელი და ფული შეამოწმა.

ნახევარი საათის შემდეგ ნაგელმა მართლაც გაიგონა, რომ პორტიდან გასვლის

ნიშნად გემმა ხუთი მოკლე სიგნალი გასცა.

Page 173: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

XIII

ორი დღე გავიდა.

ნაგელი ოთახიდან არსად გასულა. შავ-ბნელი ფიქრებით გულდამძიმებულს

სახეზე უდიდესი ტანჯვა გამოსახვოდა, თვალებში კი უსაზღვრო სევდა

ჩასდგომოდა. არავისთან ლაპარაკი არ სურდა, მომსახურე პერსონალსაც კი არ

შეხმიანებია. ცალი ხელი ნაჭრით შეეხვია. ერთ-ერთ ღამეს, როცა

ჩვეულებისამებრ სასეირნოდ გავიდა, შინ მხოლოდ გამთენიისას დაბრუნდა

მაჯაზე ცხვირსახოცშემოხვეული. როგორც თავად მოჰყვა, ნავსადგურის

მახლობლად, სანაპიროზე სეირნობისას ფეხი უადგილოდ მიგდებული

ფარცხისთვის წამოუკრავს და ხელი ორ ადგილას გაუჭრია.

ხუთშაბათ დღეს დილიდანვე გადაუღებლად წვიმდა და უსიამოვნო ამინდმა

გული კიდევ უფრო დაუმძიმა. საწოლიდან ადგომას არ ჩქარობდა და

გაზეთებს ათვალიერებდა. სწორედ იმ დროს, როცა საფრანგეთის

პარლამენტში დატრიალებული ხალისიანი ამბების კითხვით იქცევდა თავს,

მოულოდნელად თითები გაატკაცუნა და წამოხტა. დარდი და ჭმუნვა ეშმაკსაც

წაუღია! სამყარო ხომ ისეთი ტევადი, მდიდარი და მხიარულია. სამყარო ხომ

მშვენიერია! გულს ნუ გაიტეხ!

ჯერ კიდევ თავს იწესრიგებდა, ზარი რომ დააწკარუნა და სარა ნომერში იხმო.

გააფრთხილა, საღამოს ნაცნობების, ასე ექვსი-შვიდი ისეთი კაცის დაპატიჟებას

აპირებდა, რომლებიც ამ მიწიერ ყოფას ცოტათი მაინც გაუხალისებდნენ; ექიმი

სტენერსენი, ადვოკატი ჰანსენი, ადიუნკტი და კიდევ რამდენიმე მათსავით

მხიარული ადამიანი იქნებოდა.

მოსაწვევები ნაჩქარევად დაგზავნა. ემწუთამ აცნობა, რომ აუცილებლად

ესტუმრებოდა. დაპატიჟებულთა შორის რწმუნებული რაინერტიც ერია,

მაგრამ მისვლაზე უარი განაცხადა. საღამოს ხუთ საათზე სტუმრები ნაგელის

ნომერში შეიკრიბნენ. გარეთ ისევ წვიმდა და საკმაოდ ბნელოდა, ამიტომ

სანათურები აანთეს და ფარდები ჩამოუშვეს.

და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ის ყურისგამაყრუებელი, ჯოჯოხეთურად

ხმაურიანი ვაკხანალია, ღრეობა, რომელზეც მოგვიანებით მთელი ქალაქი

რამდენიმე დღის განმავლობაში ლაპარაკობდა...

როცა კარში ემწუთა გამოჩნდა, ნაგელი მისკენ გაექანა, პატიება სთხოვა და

აღნიშნა, რომ მათი ბოლო შეხვედრისას ბევრი სისულელე წამოროშა. შემდეგ

ხელი მეგობრულად ჩამოართვა და იქვე მდგომ ახალგაზრდა სტუდენტ ეიენს

Page 174: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

წარუდგინა. ეიენი ერთადერთი იყო, ვინც ემწუთას არ იცნობდა. ემწუთამ

ნაგელს ახალი შარვლისთვის მადლობა ჩურჩულით გადაუხადა. ახლა მას

ყველაფერი ახალი ეცვა, თავიდან ფეხებამდე...

- ჟილეტი გაკლიათ.

- არა, რაში მჭირდება. გრაფი ხომ არ ვარ... გარწმუნებთ, ჟილეტი მართლა

არაფერში მჭირდება.

ექიმ სტენერსენს სათვალე გასტეხოდა და მის ნაცვლაც ცხვირზე უჯაჭვო

პენსნე დაესკუპებინა, რომელიც ყოველ წამს უცურდებოდა.

- არა, რაც გინდათ, ის თქვით, - წარმოიწყო მან, - მაგრამ უდავოდ თავისუფალ

დროში გვიწევს ცხოვრება. თუნდაც ახლანდელი არჩევნები ავიღოთ და ადრე

ჩატარებულ არჩევნებს შევადაროთ.

ყველა გულუხვად სვამდა და შედეგიც სახეზე იყო. ადიუნკტი უკვე

ერთმარცვლიან სიტყვებს ლუღლუღებდა. ადვოკატი ჰანსენი, რომელსაც

როგორც ჩანს, რამდენიმე ჭიქა წვეულებაზე მისვლამდე გადაეკრა, ექიმს ყველა

სიტყვაზე ედავებოდა და სისულელეებს როშავდა:

ჰანსენი, თავის მხრივ, სოციალისტურ ფრთას განეკუთვნება და შეიძლება

ითქვას, ერთი ნაბიჯით უფრო წინ დგას სხვა დანარჩენებზე. არჩევნებით

მაინცდამაინ კმაყოფილი ვერ არის. ნეტავ ვინმეს თუ შეუძლია აუხსნას,

სინამდვილეში რომელ თავისუფლებას გულისხმობენ? ერთი, მაგათიც! კი, რა

თქმა უნდა, მართლაც თავისუფლებით გაჯერებულ დროში ცხოვრობენ, აბა

რა! განა გლადსტონი არ იყო ის კაცი, რომელიც სასაცილო, ანგლოცენტრული

მორალური რიტორიკის საფუძველზე, ჩირადაც რომ არ ღირს, პარნელს

უსუსური საშუალებებით ებრძოდა? წადით, თქვენიც!

- ეს რა ლაპარაკია! - იყვირა ექიმმა, - ნუთუ არ მეთანხმებით, რომ მორალი

მართლა ყველაფრის საფუძველია? ადამიანებს ამ მორალს ხელიდან თუ

გამოაცლი, ყველაფერს იკადრებენ. იმისთვის, რომ ხალხი რამენაირად

წინსვლისა და განვითარების გზაზე გაიტყუო, ყველანაირი ხერხი თუ ფანდი

უნდა გამოიყენო, ოღონდ ამ დროს შესაბამის მორალურ ჩარჩოებს არ უნდა

გასცდე და ღირსება არ დაკარგო, - ექიმი პარნელს ძალიანაც აფასებს, მაგრამ

როცა გლადსტონი, რომელსაც ამ საქმის მართლა რაღაც გაეგება, აცხადებს, რომ

იგი არაფრად ვარგა, იძულებულია, დაეთანხმოს. თუმცა ბატონი ნაგელი, მათი

ღრმად პატივცემული მასპინძელი კი სულ სხვაგვარად ფიქრობს და ვერ

ეგუება გლადსტონის ზედმიწევნით კეთილსინდისიერ პოლიტოკოსობას. ჰა-

Page 175: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჰა-ჰა! ღმერთო შენ გვიშველე! ხო, მართლა... ბატონო ნაგელ, მგონი

მაინცდამაინც ტოლსტოისაც არ სწყალობთ, არა? ფრეკენ შელანდმა მითხრა,

რომ საკუთარი მოსაზრებების საფუძველზე არც მის ღვაწლს აღიარებთ.

ნაგელი ამ დროს სტუდენტ ეიენთან საუბარში იყო გართული.

მოულოდნელად ექიმს მიუბრუნდა და უპასუხა:

- არ მახსოვს, ფრეკენ შელანდს ტოლსტოიზე თუ ვესაუბრე. ტოლსტოი

პირადად ჩემთვის დიდი მწერალი, მაგრამ სულელი ფილოსოფოსია... - მცირე

პაუზის შემდეგ კი დაამატა: - ამ საღამოს შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ და

ჩვენი საკუთარი აზრი კბილებითაც კი დავიცვათ, არ მეთანხმებით? ჩემს

მოკრძალებულ სამყოფელში ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცები

ვიმყოფებით. შევთანხმდით? ახლა მართლა ისეთ ხასიათზე ვარ, მზად ვარ,

ვინმე კლანჭებშიც კი მოვიქციო და ბოლო ხმაზე ვიღრიალო.

- კი, ბატონო! - მიუგო ექიმმა, - ტოლსტოი სულელია.

- რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა! მოდი, ყველამ საკუთარი მოსაზრება

გამოვთქვათ! - ახმაურდა ადიუნკტიც, რომელსაც უკვე სიმთვრალის იმ

სტადიისთვის მიეღწია, როცა კაცისთვის ყველაფერი სულერთია, - ექიმო, ნუ

შედრკებით, თორემ გარეთ გაგაძევებთ. ბუნებრივია, ყველას თავისი აზრი

აქვს. აი, მაგალითად, სტოკერი გამოუსწორებელი ყალთაბანდია და ამას

დავამტკიცებ კიდეც. აუცილებლად დავამტკიცებ!

მის სიტყვებზე ყველას გაეცინა. კარგა ხნის შემდეგ ისევ ტოლსტოიზე

ალაპარაკდნენ. ის უდიდესი მოაზროვნე და არაჩვეულებრივი მწერალია.

ნაგელს მოულოდნელად სახეზე ალმური მოედო.

- უდიდესი მოაზროვნე ნამდვილად არ არის. მისი აზროვნება თავისი არსითა

და ბუნებით ზედმეტად ჩვეულებრივი და უღიმღამოა, მისი მოძღვრება კი

ხსნის არმიის საეკლესიო ქადაგებას არაფრით აღემატება. ნუთუ სხვა

რომელიმე რუსიც, რომელსაც შესაბამისი აზნაურის წოდება და გვარიშვილობა

არ გააჩნია, ანდა ტოლსტოის მსგავსად მილიონობით რუბლს არ ფლობს,

სახელის მოხვეჭას მხოლოდ იმის წყალობით შეძლებდა, რომ რამდენიმე

გლეხს ფეხსაცმლის დაკერება ასწავლა? ისე, ხომ არ ჯობია, რომ ცოტა

გავხალისდეთ? გაგიმარჯოთ, ბატონო გრეგორდ!

დროდადრო ნაგელი ემწუთასთან მიდიოდა და ჭიქას უჭახუნებდა. მთელი

საღამოს განმავლობაში მისთვის ყურადღება არ მოუკლია. თავისი

Page 176: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იმღამინდელი საქციელის გამო კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სთხოვა, ის

სისულელეები, მე რომ წამოვროშე, თავიდან ამოიგდეო.

- პირადად მე თქვენი არც ერთი სიტყვის არ მეშინია! - მიმართა ნაგელს ექიმმა

და გაეჯგიმა.

- ვაღიარებ, რომ ზოგჯერ საპირისპირო მოსაზრებას საკმაოდ უხეში ფორმით

გამოვხატავ ხოლმე... - შეეპასუხა ნაგელი, - და ამ საღამოსაც ზუსტად ასეთ

განწყობაზე ვარ. ეს ალბათ, ნაწილობრივ იმ უსიამოვნო განცდების ბრალია,

რომლებმაც გუშინწინ საკმაოდ მაზარალა, ნაწილობრივ კი ამ ნაღვლიანი

ამინდისა, საშინლად რომ მაღიზიანებს. ექიმო, იმედი მაქვს, გამიგებთ და

მომიტევებთ კიდეც... ტოლსტოის კი რაც შეეხება, ნამდვილად ვერ ვიტყვი,

რომ ჩემთვის ის გაცილებით უფრო ღრმა მოაზროვნეა, ვიდრე მაგალითად,

გენერალი ბუტსი. ორივე მათგანი მქადაგებლად უფრო გამოდგება, ვიდრე

მოაზროვნედ. დიახ, ასეა. ორივენი მასალად მზა პროდუქციას იღებენ და მათ

გადახარშვა-გადაფასებას ახდენენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: საყოველთაო, აწ

უკვე არსებული აზრების პოპულარიზაციას ეწევიან. შემდეგ კი ეს პროდუქცია

ხალხში გააქვთ, საკმაოდ სარფიანად ასაღებენ და შედეგად მთელ სამყაროს

მოხერხებულად მართავენ. როცა კაცი რომელიმე აზრისა თუ ღირებულებების

გადაფასებას გადაწყვეტს, მაშინ ეს საკმაოდ ოსტატურადაც უნდა გააკეთოს.

ტოლსტოი კი ამ საქმეს დანაკარგის გარეშე თავს ვერ ართმევს. ერთხელ ორმა

მეგობარმა სანაძლეო დადო. ერთ-ერთ მათგანს მისგან თორმეტი ნაბიჯის

მოშორებით მდგომი მეორე მეგობრის ხელისგულზე თხილი უნდა

მოეთავსებინა, მიზანში ამოეღო და ისე ესროლა, რომ იმ მეგობრის ხელი არ

დაეზიანებინა. სანაძლეოს თუ მოიგებდა, თორმეტ შილინგს მიიღებდა.

მოკლედ, მან ისროლა, ცუდად ისროლა, მიზანს ააცილა და მეგობრის ხელი

ნაფლეთებად აქცია. ეს კი მართლა მშვენივრად მოახერხა. დაჭრილმა

მეგობარმა ამოიკვნესა, უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და დაიძახა: შენ

სანაძლეო წააგე, ჰოდა, თორმეტი შილინგი მომიტანეო... ჰა-ჰა-ჰა! თორმეტი

შილინგი მომიტანეო, სწორედ ასე თქვა. ... ღმერთო, ტოლსტოი მართლა რა

უდიდესი ძალისხმევით ცდილობს, ადამიანებს ამქვეყნიური სიხარულის

წყარო როგორმე დაუშრიტოს და მთელი სამყარო მხოლოდ ღვთისა და

მოყვასისადმი სიყვარულით აავსოს. ამის გამო მეც კი სირცხვილით ვიწვი.

თუმცა, ალბათ საკმაოდ უტიფარი საქციელია, როცა ვიღაც რიგითი აგრონომი

დგას და ხმამაღლა აცხადებს, რომ გრაფის ქმედებების გამო ასე საშინლად

რცხვენია. მაგრამ ეს მართლა ასეა... იმ შემთხვევაში, ტოლსტოი რომ

ახალგაზრდა ყმაწვილი იყოს, რომელიც ცდუნებებს ებრძვის და შინაგანი

წინააღმდეგობების გადალახვას ცდილობს, რათა შემდგომ მორჩილებასა და

Page 177: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სიწმინდეზე იქადაგოს, ამ სიტყვებს ნამდვილად არ ვიტყოდი. მაგრამ ის ხომ

უკვე მოხუცი კაცია. შესაბამისად, მის სულში ყველა მიწიერი იმპულსი

გამქრალა და ამქვეყნიური ვნებებისა და სურვილების კვალიც დაკარგულა.

შეიძლება შემეკამათოთ და მითხრათ, ეს არაფერ შუაშიაო. როგორ არა,

სწორედაც რომ შუაშია! როცა კაცს ყველანაირი ხორციელი სიამოვნება

ბოლომდე დაგემოვნებული და მოყირჭებული აქვს, როდესაც ხანში შედის და

სხეული უჭკნება, ახალგაზრდასთან მიდის და ეუბნება: განაგდე ცოდვა!

ახალგაზრდა მის სიტყვებს ყურადღებით ისმენს, უღრმავდება და ამბობს,

წმინდა წერილიც ზუსტად ამავეს ქადაგებსო. მიუხედავად ამისა, თავისას

მაინც არ იშლის და მთელ ორმოც წელს კეისარივით დროსტარებასა და

განცხრომაში ატარებს. ეს ხომ ბუნების კანონზომიერებაა! როცა ორმოცი წელი

მიილევა და იმ ახალგაზრდასაც სიბერე შეეპარება, ისიც თავის გაქუცულ,

ფერდაკარგულ ულაყს შეკაზმავს, გაძვალტყავებულ ხელში ჯვარს აიღებს,

გზას გაუყვება და ყოველ შემხვედრ ყმაწვილს დამრიგებლური ტონით

ცოდვის დატოვებას - ყველანაირი ამქვეყნიური ცოდვის დათმობას უქადაგებს.

ჰა-ჰა-ჰა! და ეს კომედია ასე დაუსრულებლად მეორდება და მეორდება.

ტოლსტოი გონებას მიხალისებს და იმის გამო, რომ ამ მოხუცს ყველაფერი ჯერ

კიდევ ასე კარგად გამოსდის, აღტაცებას ვერ ვმალავ. თუმცა, სულ ბოლოს ისიც

სხვებივით ზეციურ საუფლოს შეუერთდება. მოკლედ, მთავარი აზრი ის არის,

რომ ტოლსტოი თავისი წინამორბედი მოხუცების ქმედებას ზედმიწევნით

იმეორებს და მისი მომდევნო თაობაც ზუსტად ასევე მოიქცევა. აი, ამის თქმა

მინდოდა.

- ნება მომეცით, სხვა თუ არაფერი, ის მაინც შეგახსენოთ, რომ ტოლსტოიმ,

უპირველეს ყოვლისა, სახელი გაითქვა, როგორც დაჩაგრულთა და უპოვართა

ნამდვილმა მეგობარმა. განა ეს ამბავი საერთოდ არაფერს ნიშნავს? ჩვენ შორის

თუნდაც ერთი დამისახელეთ ისეთი, რომელმაც საზოგადოების უმდაბლესი

ფენის წარმომადგენლებს ტოლსტოის მსგავსად მიუძღვნა საკუთარი თავი.

თქვენი მსჯელობა საკმაოდ ქედმაღლურად მეჩვენება. ნუთუ იმის გამო, რომ

ცხოვრებაში ხალხი მის სწავლებას არ ითვალისწინებს, ეს უდიდესი მწერალი

სულელთა კატეგორიას უნდა მივაკუთნოთ?

- ბრავო, ექიმო! - დაიღრიალა სახეაღაჟღაჟებულმა ადიუნკტმა, - ბრავო! მაგრამ

შეგეძლოთ სათქმელი უფრო მკვეთრად და უხეშადაც გამოგეხატათ. ყველას

თავისი აზრი აქვს. ქედმაღლური მსჯელობაა, მართლაც რომ ქედმაღლური

მსჯელობაა! და ამას აუცილებლად დაგიმტკიცებთ...

Page 178: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- გაუმარჯოს! - თქვა ნაგელმა, - მოდი, აქ შეკრების მიზეზსაც ნუ დავივიწყებთ.

ექიმო, ნუთუ მართლა მიგაჩნიათ, რომ, როცა ადამიანი, რომელიც მილიონს

ფლობს და ღატაკთა მოსაკითხად რაღაც ათიოდე რუბლს გასცემს, ქება-

დიდებას იმსახურებს? არც თქვენი მესმის და არც ბევრი სხვა დანარჩენის.

როგორც ჩანს, თავად ვარ განსხვავებულად მომართული.სიკვდილითაც რომ

დამსაჯონ, მაინც არ ვიტყვი, რომ ის კაცი, განსაკუთრებით კი მდიდარი კაცი,

რომელიც უპოვარს მათხოვრულ გროშებს გადაუგდებს, აღტაცებას

იმსახურებს.

- კარგი ნათქვამია! - დამცინავად წარმოთქვა ადვოკატმა, - მე სოციალისტი ვარ

და ზუსტად იმავე მოსაზრებას ვეყრდნობი.

მისმა ნათქვამმა ექიმი კიდევ უფრო გააღიზიანა, ისევ ნაგელს მიუბრუნდა და

იყვირა:

- გავბედავ და გკითხავთ... ნუთუ ამ საქმეში მართლა ისე კარგად ხართ

ჩახედული, რომ ზუსტად იცით, ტოლსტოის ყოველდღიურად, ანდა

ყოველწლიურად მოწყალების გასაცემად რა თანხები აქვს გამოყოფილი?

ყველაფერს საზღვარი აქვს და მიუხედავად იმისა, რომ წვეულებაზე ვართ,

სიტყვები უნდა მოვზომოთ.

- ტოლსტოიც ასე ფიქრობს... - უპასუხა ნაგელმა, - რომ ყველაფერს აქვს

საზღვარი და შესაბამისად, მოწყალებაც გამოზომილად უნდა გაიცეს. სწორედ

ამ მიზეზით, ეკონომიურ მხარეზე პასუხისმგებლობა თავის ცოლს დააკისრა.

ჰა-ჰა-ჰა! კარგი, მოდი, ახლა სხვა საკითხზე გადავინაცვლოთ... მისმინეთ:

როგორ გგონიათ, ადამიანი მოწყალებას რა მიზნით გასცემს? თავისი კეთილი

ბუნების გამო, თუ იმისთვის, რომ მორალურად გამართლებული საქციელი

ჩაიდინოს? ასეთი მსჯელობა საკმაოდ გულუბრყვილო მგონია. ისეთი

ადამიანებიც ხომ არსებობენ, რომლებიც გამუდმებით მოწყალებას გასცემენ,

რადგან სხვაგვარად არ შეუძლიათ? და რატომ? იმიტომ, რომ ამ ქმედებით

წმინდა სულიერ და ფსიქიკურ სიამოვნებას იღებენ. ამ შემთხვევაში

ლოგიკური გაანგარიშება მართლა არაფერ შუაშია. ისინი ხალხს ჩუმად,

სხვებისგან მალულად ეხმარებიან, რადგან ფიქრობენ, რომ თავიანთი

ქველმოქმედების სააშკარაოზე გამოტანა მიღებულ სიამოვნებას გაანახევრებს.

ასეთები, როგორც უკვე მოგახსენეთ, ყველასგან საიდუმლოდ და საკმაოდ

სხარტადაც მოქმედებენ. ამ დროს ზედმეტი ემოციის გამო ხელიც კი

უცახცახებთ, გული ძლიერად უცემთ და ენით აუწერელ სულიერ კომფორტს

განიცდიან. ჩუქების სურვილი სრულიად მოულოდნელად, იმპულსურად

უჩნდებათ და ეს სურვილი მათ გულში გარკვეული გრძნობის ფორმით

Page 179: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყალიბდება. შემდეგ კი ეს მყისიერი და იდუმალი გრძნობა გულში ისე

ძლიერად იფეთქებს ხოლმე, რომ ცრემლების შეკავება უჭირთ. ბუნებრივად

გულმოწყალე ადამიანები უბრალოდ სიკეთის გამო კი არა, არამედ უდიდესი

შინაგანი მოთხოვნილებისა და პიროვნული კომფორტის გამო გასცემენ. აი

ასეთი ადამიანებიც არსებობენ! ხალხი გულუხვ, გამეტებულ ადამიანებს

ხოტბას ასხამს. მე კი, როგორც უკვე გითხარით, სხვა ხალხთან შედარებით

განსხვავებულად ვარ მომართული, ვინაიდან გულუხვი ადამიანები ჩემს

აღტაცებას ვერ იმსახურებენ. ნამდვილად ასეა! ვფიქრობ, ნებისმიერისთვის

უკეთესია გასცეს, ვიდრე მიიღოს. გავბედავ და გკითხავთ: ნუთუ ამქვეყნად

თუნდაც ერთი კაცი მაინც მოიძებნება ისეთი, ვისაც გაჭირვებულების

დახმარებას ურჩევნია, თავად იყოს გაჭირვებული და სხვები ეხმარებოდნენ?

თუნდაც თქვენი მაგალითი ავიღოთ, ექიმო. ამას წინათ ამბობდით, რომ

მენავეს ხუთი კრონი აჩუქეთ. ეს სიტყვები შემთხვევით გავიგონე. მითხარით,

ის ხუთი კრონი რატომ გაეცით? ცხადია, იმიტომ არა, რომ გინდოდათ,

ღმერთის წინაშე პირნათელი ყოფილიყავით. მაშინ ამაზე ალბათ არც

ფიქრობდით. შესაძლოა, ის ფული განსაკუთრებულად არც მენავეს

სჭირდებოდა, მაგრამ მაინც აჩუქეთ. ასე იმიტომ მოიქეცით, რომ იმ წუთას

კონკრეტული, იმპულსური სურვილი გაგიჩნდათ, საკუთარი ჯიბისთვის

მოგეკლოთ და სხვისთვის სიხარული მიგენიჭებინათ. საერთოდ, მსგავსი

ადამიანური სიკეთის გამოვლენისას დიდი აჟიოტაჟის ატეხვა მიუღებლად

მიმაჩნია. დავუშვათ ქუჩაში მიაბიჯებთ... ნებისმიერი ამინდი, ნებისმიერი

შემხვედრი ადამიანი - ყველაფერი, რასაც იმ წუთას ხედავთ და გრძნობთ,

თქვენში გარკვეულ შინაგან განწყობას ქმნის. ამ დროს თქვენს ყურადღებას

რატომღაც ერთი კონკრეტული სახის გამომეტყველება იქცევს. ეს ბავშვის, ანდა

რომელიმე ღატაკის სახეა... მოდი, ღატაკის იყოს... მოკლედ მან თქვენი

ყურადღება მიიპყრო და ჟრუანტელი მოგგვარათ. მოულოდნელად გრძნობთ,

რომ სულში უცნაური გრძნობა გეღვრებათ და მღელვარება გიპყრობთ.

უცაბედად წაიბორძიკებთ და ჩერდებით. ამ არსებამ თქვენს გულში ჩამალული

უჩვეულო და უნაზესი სიმი ააჟღერა. ღატაკი გვერდით გაგყავთ, ხელში ათ

კრონას უჩურთავთ და ხმადაბლა ეუბნებით: „არაფერი თქვა, არავისთან

წამოგცდეს, თორემ მოგკლავ!“ მღელვარებისგან კბილს კბილზე აჭერთ და

ცრემლს ძლივს იკავებთ. ამ ქმედების საიდუმლოდ შენახვა თქვენთვის

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. გამორიცხული არ არის, რომ მსგავსი

მოვლენა ყოველდღიურადაც განმეორდეს. შედეგად კი, შესაძლოა თქვენც

ისევე გაღატაკდეთ, რომ ჯიბეში გახვრეტილი ერეც ვეღარ მოიძიოთ... ამ

შემთხვევაში საკუთარ თავს არ ვგულისხმობ, მაგრამ ერთი-ორ ასეთ ადამიანს

კი პირადად ვიცნობ... მოკლედ, კაცი იმიტომ გასცემს, რომ სხვანაირად არ

Page 180: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შეუძლია. უნდა გასცეს, მორჩა და გათავდა! ამ შემთხვევაში გამონაკლისის

სახით, ძუნწებიც უნდა მოვიხსენიო. ძუნწი და უსაშველოდ წუწურაქი

ადამიანისთვის სხვისი დახმარება მსხვერპლშეწირვის ტოლფასია. ამაზე ორი

აზრი არ არსებობს. ამიტომ ვფიქრობ, რომ როდესაც მსგავსი პიროვნება

საკუთარ თავს აიძულებს, თუნდაც ერთი ერე მაინც გასცეს, გაცილებით

დასაფასებელია, ვიდრე თქვენ, მე, ანდა სხვა ჩვენნაირი, რომელიც ერთ კრონს

პირადი სიამოვნების გამო გააჩუქებს. ტოლსტოის კი ჩემგან გადაეცით, რომ

მანამ, სანამ მთელ ქონებას არ დაარიგებს, მის საზიზღარ, სააშკარაოზე

გამოტანილ სიკეთეს ჩირადაც არ ჩავთვლი... თუმცა, ალბათ მაშინაც

გამიჭირდება... თუ ჩემი სიტყვებით ვინმე გავაღიზიანე, პატიებას ვითხოვ.

ახალ სიგარას ხომ არ ინებებთ, ბატონო გრეგორდ? ბატონო ექიმო,

გაგვიმარჯოს!

პაუზა.

- როგორ გგონიათ, მთელი ცხოვრების განმავლობაში თქვენს რწმენაზე

რამდენი ადამიანის მოქცევას შეძლებთ? - ჰკითხა ექიმმა.

- ბრავო! - წამოიძახა ადიუნკტმა, - ბრავო! ადიუნკტი ჰოლტანი თქვენით

აღფრთოვანებულია!

- მე მეკითხებით? - შეუბრუნა შეკითხვა ნაგელმა, - არავის მოქცევას არ ვაპირებ.

ნამდვილად არა! თავს რომ მსგავსი საქმიანობით ვირჩენდე, სულს კარგა ხნის

წინ გავაფრთხობდი. თუმცა ის კი მართლა მიკვირს, რომ სხვებიც ჩემნაირად არ

ფიქრობენ და შესაბამისად, მტყუანი ყოველთვის მე გამოვდივარ. მაგრამ

მთლად ასეც ხომ არ არის. ნუთუ შეიძლება ჩემი ყოველი ფრაზა თუ მოსაზრება

სრულიად უვარგისი და არასწორი იყოს?

- ჯერჯერობით თქვენგან ერთი საქებარი სიტყვაც კი არ გამიგონია. ყველას და

ყველაფერს იწუნებთ. მაინტერესებს, ამქვეყნად ერთი კაცი მაინც თუ დადის

ისეთი, თქვენ რომ აღიარებთ?

- ორიოდე სიტყვით აგიხსნით, ბევრი ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ.

სინამდვილეში აი, რა გინდოდათ გეთქვათ: „ერთი ამას დამიხედეთ! საკუთარ

თავზე უკეთესად არავინ მიაჩნია. ეს კაცი ხორცშესხმული ამპარტავნებაა!

იმდენად თავდაჯერებულია, რომ სხვებს აინუნში არ აგდებს“. ხომ ასე

ფიქრობთ? მაგრამ ასეთი მიდგომა არასწორია. დიდი სიბრძნითა და

განსაკუთრებული მეხსიერებით ალბათ, ვერ დავიკვეხნი, მაგრამ შემიძლია

ასობით, დიახ, ასობით ისეთი ჩვეულებრივი, მაგრამ საყოველთაოდ

აღიარებული ადამიანი ჩამოვთვალო, რომელთა სახელებიც მსოფლიოს

Page 181: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აზანზარებს. მათ ღვაწლზე საუბრით ხომ ყველას ყურები გამოგვიჭედეს. ამ

შემთხვევაში ვამჯობინებდი ჯერ ის ორი, ოთხი, ექვსი უდიდესი, სულიერი

გმირი დამესახელებინა, რომლებიც ღმერთკაცს ედარებიან, რადგან ჭეშმარიტი

ფასეულობები შექმნეს და დაამკვიდრეს... შემდეგ კი იმ ნაკლებმნიშვნელოვან,

თავისებური ხასიათის კეთილშობილ გენიოსებსაც შევეხებოდი, რომლებზეც

ბევრს არ საუბრობენ. მათ ხანმოკლე სიცოცხლე აქვთ, ადრეულ ასაკში

იხოცებიან და თავის დამკვიდრებას ვერ ასწრებენ. შესაძლოა, ასეთი სახელი

საკმაოდ ბევრი გამეხსენებინა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ტოლსტოის

მოხსენიება თავში აზრადაც არ მომივიდოდა.

- იცით, რა მითხარით, - თქვა ნაგელთან კამათით გაბეზრებულმა ექიმმა და

მხრები აიჩეჩა. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ საუბრის დასრულება სურდა, -

ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც უმაღლესი სულიერებით

არ გამოირჩევა, შეძლებს ისეთივე მსოფლიო აღიარება მოიპოვოს, როგორიც

ტოლსტოიმ? საინტერესოდ მსჯელობთ, მაგრამ თქვენი მოსაზრებები მაინც

უაზრო ბოდვად მიმაჩნია. ეშმაკმა დალახვროს! ისეთ სისულეებს ამბობთ, რომ

კაცს შეიძლება გული გაუსკდეს!

- ბრავო, ექიმო! - დაიღრიალა ისევ ადიუნკტმა ჰოლტანმა, - ჩვენს მასპინძელს

არ მისცეთ უფლება, სული ამოგვხადოს!... სული ამოგვხადოს!

- ადიუნკტმა შემახსენა, რომ არც თუ ისე სასიამოვნო მასპინძელი ვარ! - გაიცინა

ნაგელმა, - ახლავე ყველაფერს გამოვასწორებ. ბატონო ეიენ, ჭიქა ცარიელი

რატომ გაქვთ? რატომ არაფერს სვამთ?

ახალგაზრდა სტუდენტი მთელი საღამოს განმავლობაში ერთ ადგილას იჯდა

და კამათს ისეთი დიდი ინტერესით უგდებდა ყურს, რომ ერთი სიტყვაც არ

გამოპარვია. ცნობისმოყვარეობით შეპყრობილს თვალები მოეწკურა და სმენა

დაეძაბა. ნაგელს გაგონილი ჰქონდა, რომ ზაფხულის არდადეგებზე, სხვა

სტუდენტების მსგავსად, ისიც რომანს წერდა ხოლმე.

მოგვიანებით ოთახში სარა გამოჩნდა და სტუმრები სავახშმოდ იხმო.

ადვოკატმა, რომელიც სკამზე გადაწოლილიყო და თვლემდა, მოულოდნელად

სარას თვალი შეავლო და გამოცოცხლდა. როდესაც ქალი ოთახიდან გავიდა,

აედევნა, კიბესთან დაეწია და აღტაცებული ხმით შესძახა:

- სარა, უნდა ვაღიარო, რომ შენი ცქერა ერთ რამედ ღირს!

ამის შემდეგ ისევ ოთახში დაბრუნდა და თავის ადგილას ისეთი სერიოზული

სახით დაჯდა, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. როგორც ჩანს, ცოტა

Page 182: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ზედმეტი დაელია, ამიტომ, როცა ექიმმა სტენერსენმა ახლა მასზე მიიტანა

იერიში და ვაისოციალისტობაში ამხილა, ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. დიახ,

თავგადადებული სოციალისტი ბრძანდება! ნამდვილი გამომძალველი,

ძალოვანთა და უფლებაწართმეულთა უბადრუკი შუამავალი! საბრალო

იურისტი, რომელიც ხალხის უთანხმოებით საზრდოობს და ფულს სხვების

მიერ დადგენილ კანონიერ უფლებათა მტკიცებით შოულობს! სწორედ ასეთი

ადამიანი ბედავს და თავს სოციალისტს უწოდებს!

- კი მაგრამ, პრინციპში... პრინციპში... - ლუღლუღებდა პასუხად ადვოკატი.

- პრინციპში! - გამოაჯავრა ექიმმა, რომელიც ადვოკატ ჰანსენის პრინციპებზე

საკმაოდ დამცინავი ტონით საუბრობდა.

ექიმს კრიტიკა არც იმ დროს შეუწყვეტია, როცა სხვა დანარჩენებთან ერთად

სასადილო ოთახში სავახშმოდ ჩადიოდა. ჰანსენს სულელ ადვოკატად

მოიხსენიებდა და მასთან ერთად მთლიანად სოციალიზმს ამათრახებდა.

ზოგიერთი სიტყვით სოციალისტისგან განსხვავებით, თავად სულით

ხორცამდე მემარცხენე იყო. არა, მაინც რაში მდგომარეობს სოციალიზმის

პრინციპი? ეს ხომ მხოლოდ ეშმაკმა უწყის! და აქ უკვე ექიმმა ისევ

თავისებურად გააჭენა: მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალიზმი სხვა არაფერია, თუ

არა დაბალი კლასის შურისძიების იდეა... აბა, დააკვირდით მას, როგორც

მოძრაობას. ეს ხომ სინამდვილეში ყრუ და უსინათლო მხეცთა გროვაა,

ნადირთა ჯგრო, რომელიც თავიანთ წინამძღოლს ენაგადმოგდებული

მორჩილად მისდევს და საკუთარ ცხვირს იქით ვერაფერს ამჩნევს. არა, ამ

ხალხს აზროვნების უნარი სულ დაუკარგავს. ჭკუა რომ ჰქონდეთ,

მემარცხენეებს შეუერთდებოდნენ და იმის ნაცვლად, რომ ფუჭი ოცნებების

ასრულების მოლოდინში დორბლებს ყრიდნენ, რაღაც სასარგებლოსა და

პრაქტიკულს მაინც გააკეთებდნენ. ტფუ! ჯერ მარტო ამ სოციალისტების

ლიდერებს შეხედეთ, სინამდვილეში რას წარმოადგენენ და ვინ არიან? ვინ და

ძონძებით შემოსილი, გაძვალტყავებული კაცუნები, რომლებიც მთელი

თავიანთი ცხოვრება სხვენში, ხის ჯორკოებზე სხედან და სამყაროს

სრულყოფის შესახებ ნაშრომებს წერენ! ბუნებრივია, მათ შორის ერთი-ორი

კარგიც გამოერევა ხოლმე. მაგალითად, კარლ მარქსის საწინააღმდეგო

არაფერი მაქვს. მაგრამ ეს მარქსიც ხომ მათსავით იჯდა, რაღაცას ჯღაბნიდა და

მსოფლიო მოსახლეობას სიღარიბის დაძლევის იდეებს სთავაზობდა... და ესეც

მხოლოდ თეორიულად, რა თქმა უნდა! სიღარიბის ყველა სახეობა, საღატაკისა

და უბედურების ყოველი საფეხური, ყველანაირი ადამიანური ტანჯვა-წამება

ძირისძირობამდე გამოიკვლია და გაიაზრა. ამის შემდეგ კი ჯდება, კალამს

Page 183: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მელანში აწობს და განწირული სულისკვეთებით ფურცელს ფურცელზე

ავსებს, გრძელ დავთრებს ციფრებით აჭრელებს, მდიდარს ართმევს და ღარიბს

აძლევს, თანხებს ანაწილებს, მთელი დედამიწის ეკონომიკას თავდაყირა

აყენებს, გაოგნებულ ღატაკებს თავზე მილიარდებს აფრქვევს... მაგრამ

მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული და თეორიული გზით. ბოლოს კი ცხადი

ხდება, რომ თურმე ეს კაცი თავისდაუნებურად და სრულიად

გულუბრყვილოდ ცრუ პრინციპით ხელმძღვანელობდა. ანუ, იმ პრინციპით,

რასაც ადამიანთა თანასწორობა ჰქვია. ტფუ! დიახ, ზუსტადაც რომ ტყუილი

პრინციპით, ნაცვლად იმისა, რომ რამე სასარგებლო გაეკეთებინა, მემარცხენე

ლიბერალებისთვის მხარი აება და რეფორმების განხორციელებასა და

ნამდვილი დემოკრატიის განმტკიცების საქმიანობაში დახმარებოდა.

კარგა გვარიანად შეზარხოშებული ექიმი თავის მოსაზრებებს კბილებით

იცავდა და უკვე არანაირ გამოთქმას აღარ ერიდებოდა. ვახშმობის დროს კიდევ

უფრო გაცხარდა. სტუმრებმა საკმაოდ ბევრი შამპანური შესვეს, რაც მათ

ხასიათსა და განწყობაზეც აშკარად აისახა. ემწუთაც კი, რომელიც მანამდე

ნაგელის გვერდით განაბულიყო და ხმას არ იღებდა, საუბარში ჩაერთო და

რამდენჯერმე საკუთარი აზრიც კი გამოთქვა. ადიუნკტი დაძაბული იჯდა,

მხოლოდ დროდადრო განწირული ხმით წამოიყვირებდა ხოლმე,

ტანსაცმელზე თოხლო კვერცხი გადავისხი და განძრევას ვერ ვახერხებო. ამ

დროს ის ბავშვივით უსუსური ჩანდა. სარა შეეცადა, ადიუნკტს დახმარებოდა

და მისი ჟილეტის წმენდას შეუდგა, მაგრამ სწორედ ამ დროს ადვოკატმა დრო

იხელთა, ქალს მკლავში ხელი სტაცა, თავისკენ მიიზიდა და ლოშნა დაუწყო.

სასადილოში ისეთი ამბავი ტრიალებდა, ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობდა.

ამ დროს ნაგელმა მოითხოვა, მის ოთახში კიდევ ერთი კალათა შამპანური

აეტანათ. ცოტა ხანში სტუმრები მაგიდიდან აიშალნენ. ადიუნკტი და

ადვოკატი ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ, ბარბაცით მიაბიჯებდნენ და

უდარდელად ღიღინებდნენ. ექიმი კი ისევ ხმამაღლა ილანძღებოდა და

სოციალიზმის პრინციპებს აგინებდა. კიბეზე ამავალს ერთი პატარა

უსიამოვნებაც შეემთხვა: პენსნე, რომელიც უკვე თითქმის მეათედ

ჩამოუცურდა ცხვირიდან, იატაკზე დავარდა და გატყდა. ორივე შუშა

ნამსხვრევებად იქცა. ექიმმა პენსნეს ჩარჩოს ხელი დაავლო, ჯიბისკენ გაიქანა

და დარჩენილი საღამო ბრმასავით გაატარა. ამით გაღიზიანებული კიდევ

უფრო გაწიწმატდა, ნაგელს გვერდით მიუჯდა და გესლიანად ჰკითხა:

- თუ არ ვცდები, თქვენ საკმაოდ რელიგიური ადამიანი ბრძანდებით, არა?

Page 184: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ეს ფრაზა სერიოზულად წარმოთქვა და პასუხის მოლოდინში გაირინდა. მცირე

პაუზის შემდეგ კი დაამატა, რომ მათი პირველი შეხვედრისას, ანუ კარლსენის

დასაფლავების დღეს, ნაგელმა ჭეშმარიტად რელიგიური, მორწმუნე კაცის

შთაბეჭდილება დაუტოვა.

- უბრალოდ, შევეცადე, ადამიანის შინაგანი რელიგიურობა დამეცვა, - უპასუხა

ნაგელმა, - მხოლოდ ქრიასტიანულს არ ვგულისხმობ... სრულიადაც არა.

ზოგადად რელიგიურ ცხოვრებაზე მოგახსენებთ. მაშინ მარწმუნებდით, რომ

ყველა თეოლოგი ჩამოხრჩობას იმსახურებს. რატომ-მეთქი, გკითხეთ. იმიტომ

რომ, მათ თავისი როლი უკვე ითამაშესო, მიპასუხეთ. და აი, სწორედ ამაში არ

დაგეთანხმეთ. ადამიანთა რელიგიური ცხოვრება უტყუარი ფაქტია. დიდ არს

ალაჰი! - ყვირიან თურქები და ამ იდეას ეწირებიან. ნორვეგიელები კი დღემდე

საკურთხეველთან იჩოქებენ და ქრისტეს სისხლს ეზიარებიან. ყველას რაღაცის

სწამს, ყველას აქვს საკუთარი ძროხის ზანზალაკი, რომლისაც სწამს და

რომელზეც ლოცულობს. ამ რწმენის გამო ადამიანები მზად არიან, სიკვდილიც

კი ნეტარებით მიიღონ. გადამწყვეტი ის კი არ არის, რისი გწამს, არამედ ის, თუ

როგორ გწამს...

- ასეთი პასუხით ნამდვილად მაოგნებთ! - მიუგო გაღიზიანებულმა ექიმმა, -

ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, სინამდვილეში კარგად შენიღბული

მემარჯვენე ხომ არ ბრძანდება-მეთქი. დღევანდელ დღეს უამრავი

მეცნიერული ნაშრომი იბეჭდება, კრიტიკა კრიტიკას მოსდევს და ყველა

მათგანი თეოლოგებსა და მათ დაწერილ წიგნებს გმობს. სულ უფრო მეტი

მწერალი იმაღლებს ხმას და ქადაგების კრებულებსა თუ თეოლოგთა

საყოველთაო დებულებებს მიწასთან ასწორებს. თქვენ კი მაინც არ თმობთ და

აცხადებთ, ქრისტეს სისხლთან დაკავშირებულ ამ კომედიას დღესაც უდიდესი

ღირებულება აქვსო. თქვენი მოსაზრებები ნამდვილად მაოცებს.

ნაგელი დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

- მოკლედ, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: სინამდვილეში ვის რა

სარგებელს მოუტანს... მაპატიეთ, თუ ამის შესახებ სხვა დროსაც გკითხეთ,

მაგრამ კიდევ ერთხელ გეკითხებით - ყველანაირი პოეზიის, სხვადასხვა

ოცნების, მშვენიერი მისტიკისა, თუ გნებავთ, ტყუილის დასამარება, წმინდა

პრაქტიკული თვალსაზრისით, სინამდვილეში ვის რა სარგებელს მოუტანს?

შეგიძლიათ დანამდვილებით მითხრათ, რა არის ჭეშმარიტება? ჩვენ ხომ ამა

თუ იმ სიმბოლოს დახმარებით მივიწევთ წინ და გზადაგზა ეს სიმბოლოები

გამუდმებით იცვლება... ახლა კი, მოდი, ჭიქებს მივხედოთ!

Page 185: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაღიზიანებული ექიმი ფეხზე წამოდგა და გაიარ-გამოიარა. მოულოდნელად

შეამჩნია, რომ კართან დაფენილი ხალიჩის ერთი კიდე აკეცილი იყო და მის

გასასწორებლად ჩაიმუხლა.

- ისე, შეგეძლო შენი სათვალე გეთხოვებინა, ჰანსენ, - იყვირა უცებ

წყობილებიდან გამოსულმა ექიმმა, - მაინც ტყუილად ზიხარ და გძინავს.

მაგრამ ჰანსენმა თავისი სათვალე ვერ გაიმეტა. სტენერსენი უკმაყოფილო

სახით შეტრიალდა და ისევ ნაგელს მიუსკუპდა გვერდით.

- თქვენ რომ გკითხოთ, ყველაფერი სისულელე და უაზრო ბოდვაა, - დაიწყო

მან, - იქნებ ნაწილობრივ მართალიც კი ბრძანდებით. ერთი ჰანსენს შეხედეთ,

ჰა-ჰა-ჰა! მომიტევე, რომ თავს შენი დაცინვის უფლება მივეცი, ჰანსენ...

ადვოკატო და სოციალისტო ჰანსენ! მითხარი ერთი, როცა ორ პატიოსან

მოქალაქეს ერთმანეთში დავა აქვს და საჩივარი შემოაქვს, გულში ცოტა მაინც

არ გიხარია? არა, იმას ვერ დავიჯერებ, რომ შენ მათ შერიგებას შეეცდები და ამ

საქმეში ერთ შილინგსაც არ აიღებ. მომდევნო კვირას კი კვლავ მუშათა

კავშირისკენ გასწევ, სადაც ორიოდე ხელოსანს და ერთ ყასაბ ყმაწვილს

სოციალისტური სახელმწიფოს შესახებ დაწერილ მოხსენებას წაუკითხავ.

რატომაც არაო, მეტყვი, შრომის სანაცვლოდ ყველამ რაღაც უნდა მიიღოს,

ყველაფერი ბრწყინვალედ მოგვარდება და უკმაყოფილო არავინ დარჩებაო.

მაშინ კი წამოდგება ის ყასაბი ყმაწვილი... ყასაბი, რომელიც, ღმერთო მომკალი

და, შენთან და შენნაირებთან შედარებით ნამდვილი გენიოსია... მოკლედ,

წამოდგება და გკითხავთ: პირადად მე ბითუმად მოვაჭრის გარკვეული ნიჭი

გამაჩნია, მაგრამ წარმოების თვალსაზრისით ერთი საცოდავი ყასაბი

გახლავართ. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეო? - გკითხავს ის. შე დაბდურო შენა,

ნუთუ არც ამის შემდეგ შეგრცხვება და ფერს არ დაკარგავ? მიდი, მიდი,

იხვრინე. ხვრინვაში კაცი ვერ გაჯობებს!

ექიმს თანდათანობით სასმელი ისე მოეკიდა, რომ უკვე ენას ვეღარ აბრუნებდა

და თვალებს უაზროდ ატრიალებდა. რამდენიმე წუთს სული მოითქვა, ისევ

ნაგელს მიუბრუნდა და უხეშად გააგრძელა:

- სხვათა შორის, ის არ მიგულისხმია, რომ თავი მარტო თეოლოგებმა უნდა

მოიკლან. კარგი იქნება, თუ ყოველი ჩვენგანი ასე მოიქცევა და ჯანდაბის გზას

დაადგება. ეს დედამიწა უნდა გავათავისუფლოთ და იგოროს მერე, რამდენიც

უნდა!

ნაგელმა არაფერი უპასუხა, ემწუთას მიუბრუნდა და ჭიქა მიუჭახუნა.

გაცოფებულმა სტენერსენმა თავი ვეღარ შეიკავა და იღრიალა:

Page 186: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არ გესმით, რას გეუბნებით? ხომ გითხარით, ყველამ ერთად უნდა მოვიკლათ-

მეთქი თავი და ბუნებრივია, თქვენც თან უნდა გამოგვყვეთ. ბუნებრივია,

თქვენც...

ექიმი უცნაურად გააფთრებული ჩანდა.

- დიახ, - მიუგო ნაგელმა, - ამაზე მეც მიფიქრია. მაგრამ პირადად მე გამბედაობა

არ მყოფნის, - პაუზა, - ჯერჯერობით ამდენი სიმამაცე არ გამაჩნია, მაგრამ ერთ

დღეს თუ მაგ აზრზე დავდგები, შესაბამისი საშუალების ძებნა ნამდვილად არ

დამჭირდება. ასეთ საშუალებას უკვე კარგა ხანია, ჯიბით დავატარებ.

და ჟილეტის ჯიბიდან პაწაწინა შუშის ქილა ყველას დასანახად ამოაცურა.

ქილა ნახევრამდე იყო სავსე და ზედ გარკვევით ეწერა შხამი.

- ნაღდი, სუფთა ციანიდმჟავა გახლავთ. მაგრამ მის დასალევად, როგორც

ვთქვი, მხნეობა მღალატობს. ყოველთვის მიჭირს... ექიმო, ხომ შეგიძლიათ

მითხრათ, საკმარისი რაოდენობის თუა? ნახევარი ქილა უკვე გამოვცადე, ერთ

ცხოველს დავალევინე და ბრწყინვალედ იმოქმედა. ჯერ ცოტათი მოიკრუნჩხა,

სიფათი კომიკურად მობრიცა, შემდეგ ორჯერ-სამჯერ დაიწკმუტუნა და სულ

ეს იყო. როგორც იტყვიან, სამი სვლით შამათი გავაკეთე!

ექიმმა ქილა გამოართვა, დააკვირდა, შეანჯღრია და თქვა:

- საკმარისია... საკმარისზე მეტიც კია. წესით, თქვენთვის ეს ქილა უნდა

ჩამომერთმია, მაგრამ ვინაიდან მხნეობა არ გყოფნით, მაშინ...

- არა, მხნეობა ნამდვილად არ მყოფნის!

პაუზა. ნაგელმა ქილა კვლავ ჯიბეში ჩაიდო. ექიმი სულ უფრო მეტად

თვრებოდა, ჭიქას ხელიდან არ აგდებდა, უსიცოცხლო თვალებს ატრიალებდა

და პირდაპირ იატაკზე აფურთხებდა. მოულოდნელად ადიუნკტს მიუბრუნდა

და უღრიალა:

- ეი შენ, ჰოლტან! აბა, როგორ ხარ? ჯერ კიდევ შეგიძლია გამოთქვა ფრაზა

იდეის ასოციაციები? პირადად მე აღარ შემიძლია. ღამე მშვიდობისა!

ადიუნკტმა თვალები გაახილა, გაიზმორა, მერე ფეხზე წამოდგა, ფანჯარას

მიუახლოვდა და გარეთ გაიხედა. როცა სტუმრებმა შეწყვეტილი საუბარი

განაახლეს, შემთხვევით ისარგებლა და უჩუმრად გაიპარა - კარამდე კედელ-

კედელ მივიდა, კარი გამოაღო და ისე გაძვრა, რომ კაციშვილმა ვერაფერი

შეამჩნია. წვეულებიდან ყოველთვის ასე მიიპარებოდა ხოლმე.

Page 187: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მალე ემწუთაც წამოდგა და წასვლა დააპირა, მაგრამ სთხოვეს, ცოტა ხანს კიდევ

დარჩიო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. ადვოკატ ჰანსენს ჩასძინებოდა.

იმ სამმა მამაკაცმა კი: სტუდენტმა ეიენმა, ემწუთამ და ნაგელმა, რომლებიც

შედარებით ფხიზლად გამოიყურებოდნენ, ლიტერატურაზე დაიწყეს საუბარი.

ექიმიც იქვე იყო, თვალები მიებლიტა და კრინტს აღარ სძრავდა. სულ ცოტა

ხანში მასაც ჩაეძინა.

სტუდენტი საკმაოდ ნაკითხი აღმოჩნდა და განსაკუთრებით მოპასანით იყო

გატაცებული: შეიძლება ითქვას, რომ მოპასანი ქალის საიდუმლო ბუნებაში

საკმაოდ ღრმად შეიჭრა და მას, როგორც სიყვარულის მეხოტბე მწერალს,

ვერავინ შეედრება. რა გაბედულად აღწერს, რა ახლოს იცნობს ადამიანის

გულსა და გრძნობებს! მაგრამ ნაგელი შეეწინააღმდეგა და გაფიცხებულმა

მაგიდაზე მუშტიც კი დაჰკრა. ის ხმამაღლა ყვიროდა, მწერლებს თათხავდა და

მიწასთან ასწორებდა. მხოლოდ რამდენიმე მათგანი დაინდო. მისი აღტყინება

აშკარად გულწრფელი იყო, რადგან მღელვარებისგან მკერდი ებურცებოდა,

ბოლოს ტუჩზე ქაფიც კი მოადგა.

- ოჰ, ეს პოეტები! ჰა-ჰა-ჰა! უნდა ვაღიარო, რომ ადამიანთა გულებში საკმაოდ

ღრმად შეიჭრნენ. მაგრამ ვინ არიან პოეტები - ეს გულზვიადი და ყოყოჩი

არსებები, რომლებმაც თანამედროვე სამყაროში ამხელა ძალაუფლება

მოიპოვეს? ვინ არიან ისინი? ვინ და მეჭეჭები, საზოგადოების სხეულზე

გამოყრილი მუწუკები, დაბერილი და გაღიზიანებული ჩირქგროვები,

რომლებსაც საკმაოდ ფრთხილად უნდა უმკურნალო... ძალიან ნაზად, დიდი

მოწიწებით უნდა შეეხო, თორემ უარესს იზამენ, რადგან უხეშ მოპყრობას ვერ

ეგუებიან. დიახ ასეა, პოეტებს თავაზიანად უნდა მოექცე, განსაკუთრებით კი

სულელ, ადამიანური თვალსაზრისით ნაკლებად განვითარებულ, ასე ვთქვათ,

ბნელეთის მოციქულ შემოქმედებს, თორემ დაკრავენ ფეხს და საზღვარგარეთ

გავარდებიან! ჰა-ჰა-ჰა! დიახ, საზღვარგარეთ. ღმერთო, მართლა რა სასაცილო

კომედიაა! და ოდესმე ისეთი პოეტი თუ გამოჩნდება, ისეთი ჭეშმარიტი

სულიერი მგოსანი, რომლის სიტყვის ჟღერადობაც ნაღდად გულის სიღრმიდან

ამოდის, დარწმუნებული ვარ, მას იმ ტლანქი, მწიგნობარ-პროფესიონალი

მოპასანის უკან მიუჩენენ ადგილს. ამ უკანასკნელმა ხომ სიყვარულზე საკმაოდ

ბევრი დაწერა და შეეცადა, ყველასთვის ეჩვენებინა, რომ მის კალამს რაღაც

შეუძლია. ამას, რა თქმა უნდა, ვერ წაართმევ... რაც მართალია, მართალია. ეჰ,

აფრედ მიუსე კი, ეს უდავოდ ჭეშმარიტი და უბადლო პოეტი, რომლისთვისაც

სიყვარული მარტივი შაბლონური გრძნობა კი არა, თავად მის პიროვნებაში

ჩაბუდებული ულამაზესი, ადრეული გაზაფხულის ცეცხლოვანი მელოდიაა

და რომელთანაც ყოველი სტრიქონის თითოეული სიტყვა ნაპერწკალივით

Page 188: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ელავს, მოპასანთან შედარებით ერთი პატარა, სუსტად მოციმციმე

ვარსკვლავივითაა. მიუსეს იმის ნახევარი მკითხველიც კი არ ჰყავს, რაც მაგ

თქვენს უსუსურ მოპასანს და მის საოცრად უხეშ, უსულგულო სხეულის

პოეზიას...

ნაგელი ყველანაირ საზღვარს გასცდა. შემთხვევით ისარგებლა და ახლა

ვიქტორ ჰიუგოსაც გადასწვდა, შემდეგ კი არც მსოფლიოში ცნობილი სხვა

უდიდესი მწერლები დაინდო. თუ უფლებას მისცემენ, თავისი სიტყვების

დასამტკიცებლად მსოფლიო აღიარების მქონე პოეტთა მონაჩმახიდან ერთ

პატარა მაგალითსაც მოიყვანს. აგერ ინებეთ: ნეტავი შენი ფოლადის პირიც

ისეთივე ბასრი იყოს, როგორც ის უკანასკნელი „არა“. აბა, რას ფიქრობთ,

როგორ ჟღერს? ბატონი გრეგორდი რა აზრისაა?

ნაგელმა ემწუთას გამჭოლი მზერა მიაპყრო. კარგა ხანს ასე შეჰყურებდა, სახეში

მისჩერებოდა და თვალს არ აცილებდა. ის სულელური ლექსის სტრიქონი მის

გასაგონად კიდევ ერთხელ გაიმეორა. ემწუთას არაფერი უთქვამს,

გაოგნებულმა თავისი ლურჯი თვალები დააჭყიტა და დაბნეულმა სასმელი

ხარბად მოსვა.

- გავიგონე, რომ ვიღაცამ იბსენი ახსენა, - ნერვიული ტონით გააგრძელა

ნაგელმა, თუმცა იბსენი იმ წუთას არავის უხსენებია. მისი აზრით, ნორვეგიას

მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი მწერალი ჰყავდა და ეს იბსენი ნამდვილად არ იყო.

არა, ნამდვილად არ იყო! - ხალხი იბსენს მოაზროვნეს უწოდებს. მაგრამ განა

უკეთესი არ იქნება, თუ პოპულარულ რეზონიორობასა და ჭეშმარიტ

აზროვნებას ერთმანეთისგან უკეთ განვასხვავებთ? იმასაც ამბობენ, იბსენმა

დიდი სახელი და აღიარება მოიხვეჭაო, მის გამბედაობაზე საუბრით ყველას

ყურები გამოგვიჭედეს. ამიტომ არც ის გვაწყენდა, რომ თეორიული და

პრაქტიკული გამბედაობის ერთმანეთისგან განსხვავება გვესწავლა და

უანგარო, თავგადადებული რევოლუციური აღტყინება და ხმაურიანი

ოჯახური ბუნტი ერთმანეთში არ აგვერია. ის პირველი ცხოვრებას

ასხივოსნებს, მეორე კი მხოლოდ თეატრის სცენას ამრავალფეროვნებს. იმ

ნორვეგიელ მწერალს კი, რომელიც სულს ვერ აფორიაქებს და მახვილის

ნაცვლად საკერავ ნემსს იქნევს, ჭეშმარიტ ნორვეგიელ მწერალს ნამდვილად

ვერ ვუწოდებ. თუმცა ისიც მესმის, რომ სულის მოსათქმელად სადღაც მაინც

უნდა ჩამოჯდე, თორემ ისე გულად ჭიანჭველად არავინ მიგიჩნევს. მართლა რა

სახალისოა, როცა ამ ყველაფერს შორიდან აკვირდები! მავანთა სიმამაცე და ეს

ხელჩართული, ხმაურიანი ბრძოლა ნაპოლეონის შეტაკებებს არაფრით

ჩამოუვარდება. გარდა ამისა, საფრთხე და რისკიც ისეთივეა, როგორიც

Page 189: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ფრანგულ დუელში. ჰა-ჰა-ჰა!.. არა, კაცი, რომელიც ბედავს და ხმას იმაღლებს,

უმნიშვნელო წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებულ ღირსშესანიშნაობასა და

გერმანელი პროფესორებისთვის განკერძოებულ ლიტერატურულ ცნებას

ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. ის მკვირცხლი, მუშა ადამიანი უნდა

იყოს, რომელსაც ამ ცხოვრების ორომტრიალში გზის გაკვლევა არ გაუჭირდება.

იბსენის რევოლუციური გამბედაობა კი იმით შემოიფარგლება, რომ თავს

საფრთხეში არასოდეს იგდებს და ყოველთვის მყარ ნიადაგს პოულობს. გარდა

ამისა, მისი ფურცელზე ჩამოყალიბებული მუქარა სხვათა ცოცხალ,

ამაღელვებელ ლიტერატურულ ნიმუშებთან შედარებით ერთი საცოდავი

საუწყებო თეორიაა და მეტი არაფერი. იქნებ ეს მეორე პირველს არც არაფრით

ჩამოუვარდება და იქნებ სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ თაყვანს

ვცემთ იმ ლაჩრულ საქმეს, რომელსაც ხალხისთვის წიგნების წერა ჰქვია.

თუმცა ეს წიგნები, რაც უნდა უსუსური იყოს, ლევ ტოლსტოის

ნამუსგარეცხილ ფილოსოფიურ ბოდვას მაინც არაფრით ჩამოუვარდება. ეს

ყველაფერი ეშმაკსაც წაუღია!

- ყველაფერი? სულ ყველაფერი?

- დიახ, თითქმის ყველაფერი. სხვათა შორის, ერთი კარგი მგოსანი ჩვენც

გვყავდა. ეს ბიორნსონი გახლდათ, რომელიც დროდადრო საკმაოდ კარგადაც

წერდა. დიახ, მაგრამ ის მაინც ერთადერთი იყო, მიუხედავად ყველაფრისა...

მიუხედავად ყველაფრისა...

- კი მაგრამ, ნუთუ იმ ბრალდებათა უმეტესობა, ტოლსტოის რომ წაუყენეთ,

ბიორნსონსაც არ აზარალებს? განა ბიორნსონიც, თქვენივე სიტყვებით რომ

ვთქვათ, მორალის მქადაგებელი, ერთი ჩვეულებრივი, მოსაწყენი მოხუცი და

პროფესიონალი მჯღაბნელი არ იყო?

- არა! - დაიღრიალა ნაგელმა, რომელიც ბიორნსონს ახლა მარტო სიტყვით კი

არა, მთელი არსებით იცავდა, - ბიორნსონისა და ტოლსტოის ერთმანეთის

გვერდიგვერდ დაყენება შეცდომა იქნება! ერთი მხრივ იმიტომ, რომ ამ აზრს

გულწრფელი აგრონომიული გონება ეწინააღმდეგება და მეორე მხრივ კი

იმიტომ, რომ ამ გონებას ადამიანური გრძნობაც ემორჩილება. უპირველეს

ყოვლისა, ბიორნსონიც ისეთივე გენიოსი იყო, როგორიც ტოლსტოი, - ნაგელი

საყოველთაოდ აღიარებულ, ჩვეულებრივ გენიოსებს მაინცდამაინც დიდ

სიმაღლეზე არ აყენებს... ღმერთია მოწმე, რომ მართლა ასეა! - მართალია,

ტოლსტოიმ ეს სიმაღლეები დაიპყრო, მაგრამ ბიორნსონი მასზე გაცილებით

შორს წავიდა. ამას ბუნებრივია, ხელი სულაც არ შეუშლია იმისთვის, რომ

ტოლსტოის ბევრი ნაწარმოები ბიორნსონზე უკეთ დაეწერა, მაგრამ ამას რა

Page 190: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მნიშვნელობა აქვს? კარგ წიგნებს ხომ დროდადრო რიგითი დანიელი

კაპიტნები, ნორვეგიელი მხატვრები და ინგლისელი ქალებიც წერდნენ. ამას

გარდა, ბიორნსონი არაჩვეულებრივი ადამიანი, განსაცვიფრებელი პიროვნება

იყო და არა რაღაც განკერძოებული ცნება. ის სიცოცხლით სავსე მწერალია,

რომელიც ხმას იმაღლებს და როხროხით დედამიწას აზანზარებს, სამოქმედოდ

კი ორმოცჯერ მეტ სივრცეს ითხოვს, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი. გარდა ამისა,

სულაც არ ცდილობს, ხალხს უდიდეს და მისტიკურ სფინქსად მოევლინოს,

როგორც ამას ტოლსტოი და იბსენი აკეთებდა, მაშინ, როცა ერთი სტეპებიდან

ქადაგებდა, მეორე კი - თავისი კაფედან. ბიორნსონის შინაგანი სამყარო იმ ტყეს

მაგონებს, ქარიშხალი ძლიერად რომ წამოუბერავს ხოლმე. ის იღვწის, ყველა

კუთხე-კუნჭულს სწვდება და გრანდში შეკრებილი საზოგადოების საქმეებიც

კი სააშკარაოზე გამოაქვს. ის მოგვევლინა, როგორც ყოვლისმომცველი,

სრულყოფილი სული, როგორც ბელადი - ერთ-ერთი იმ რამდენიმე ბელადთა

შორის. მას შეუძლია ტრიბუნაზე დადგეს და ხელის ერთი მოძრაობით

ყურისგამაყრუებელი სტვენა და ყიჟინა შეაჩეროს. მის ტვინში განუწყვეტლივ

ახალი აზრი იბადება და ღვივდება. ის გრანდიოზულად იმარჯვებს და უხეშად

აგებს, მაგრამ პიროვნულ და სულიერ ღირსებებს ორივე შემთხვევაში

ინარჩუნებს. ბიორნსონი ჩვენი ერთადერთი პოეტია, რომელიც ღვთაებრივ

ნაპერწკალს აფრქვევს და ჭეშმარიტად შთაგვაგონებს. ეს განცდა მასთან

ხორბლის ყანაში წამოქროლილ ნიავის შრიალს ჰგავს; ხმას, რომელიც ჩვენს

არსებაში თანდათანობით შემოდის და ბოლოს მის გარდა აღარაფერი,

აღარაფერი გვესმის. მისი, როგორც გენიოსის სულის ზეგავლენასა და

ზემოქმედებას სწორედ ასეთი სახით განვიცდით. მაგალითად, ბიორნსონის

შემოქმედებასთან შედარებით, იბსენის მწერლობა წმინდა წყლის მექანიკური

საოფისე ნაშრომია. იბსენის სტრიქონები ერთიმეორესთან შედუღაბებული

გარითმული სიტყვებისგან შედგება, მის პიესათა უმრავლესობა კი აქტებად

დაყოფილი ნახერხივითაა. ეს კი ვის რაში სჭირდება?.. მოდი, ახლა ამაზე

ნუღარ ვილაპარაკებთ. ყველას გაგიმარჯოთ...

უკვე ღამის ორი საათია. ემწუთა ამთქნარებს. გრძელი სამუშაო დღითა და

ნაგელის დამღლელი, მოსაწყენი და უსასრულო საუბრით დაქანცულს ძილი

მორევია. ფეხზე დგება და წასასვლელად ემზადება. როდესაც ყველას

დაემშვიდობა და უკვე კარშიც გადიოდა, მოულოდნელად ერთი ისეთი

გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა, რის გამოც იძულებული გახდა, ცოტა

ხნით შეყოვნებულიყო. საიდან იფიქრებდა, რომ ამ უმნიშვნელო, მაგრამ

საკმაოდ უჩვეულო ინციდენტს სამომავლოდ მისთვის უდიდესი მნიშვნელობა

მიენიჭებოდა. მოკლედ, ექიმმა გაიღვიძა, გაიზმორა და შემთხვევით ხელი იქვე

Page 191: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დალაგებულ ჭიქებს წაკრა. ჭიქები მაგიდიდან გადმოცვივდა და დაიმსხვრა.

ნაგელს, რომელიც ექიმთან ყველაზე ახლოს იჯდა, მთელი შამპანური ზედ

გადაესხა, მაგრამ გაბრაზების ნაცვლად წამოხტა, ახარხარდა და გალუმპულ

გულმკერდზე ხელი გადაისვა. ამის შემდეგ ხმამაღალი ვაშაც შემოსძახა.

ემწუთა მაშინვე მის დასახმარებლად გაიქცა. ნაგელს სწრაფი ნაბიჯით

მიუახლოვდა და ცხვირსახოცითა და პირსახოცებით მის გამშრალებას

შეეცადა. ჟილეტი ყველაზე მეტად დასველებოდა. ერთი წამით ან ერთი

წუთით მაინც რომ გაეხადა, ყველაფერი მოგვარდებოდა. მაგრამ ნაგელმა

ჟილეტის გახდა არ მოისურვა. ხმაურზე ადვოკატსაც გამოეღვიძა და

მიუხედავად იმისა, რომ აზრზე არ იყო, ირგვლივ რა ხდებოდა, მანაც ვაშას

ძახილი ატეხა. ემწუთამ ნაგელს ჟილეტის გახდა კიდევ ერთხელ სთხოვა, მან

კი უარის ნიშნად თავი გადააქნია. მოულოდნელად მზერა ისევ ემწუთას

მიაპყრო, აშკარად რაღაც გაიფიქრა, ჟილეტი მორჩილად გაიძრო და ემწუთას

ნაჩქარევად გაუწოდა.

- ინებეთ! - უთხრა ნაგელმა, - გააშრეთ და თქვენთვის დაიტოვეთ! დიახ,

როგორ არა... თქვენთვის დამითმია. ჟილეტი ხომ არ გქონდათ? ჩუ,

ნუღარაფერს მეტყვით! ჩემო მეგობარო, ამის გაკეთება მართლა გულით

მსურდა.

ვინაიდან ემწუთა კვლავ უარზე იდგა, ნაგელმა ჟილეტი იღლიაში ამოსჩარა,

ოთახის კარი გამოაღო და მეგობრული ჟესტით გარეთ გაისტუმრა.

ამის შემდეგ ემწუთა სახლში წავიდა.

ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ იქვე კართან მჯდომი ეიენის გარდა

ვერავინ ვერაფერი შეამჩნია. ჯერ კიდევ ღვინით გაბრუებულმა ადვოკატმა იქ

მყოფთ დარჩენილი ჭიქების დალეწვაც შესთავაზა. ნაგელს საწინააღმდეგო

არაფერი უთქვამს, იდგა და იმ ოთხ ზრდასრულ მამაკაცს შეყურებდა, კედელს

ჭიქებს რომ უშენდნენ და უსაზღვროდ ხალისობდნენ. აზარტში შესულებმა

შემდეგ ბოთლები მოიყუდეს. მატროსებივით გაჰყვიროდნენ და

ხელიხელჩაკიდებულები ცეკვავდნენ. ეს წარმოდგენა ოთხი საათისთვის

დასრულდა. ექიმი მართლა ზომაზე მეტად მთვრალი იყო. გასვლისას

სტუდენტი ეიენი ნაგელს მიუბრუნდა და კვლავ ჰკითხა:

- მითხარით, ის, რაც ტოლსტოიზე თქვით, ბიორნსონზეც ხომ შეიძლება

ითქვას? საკმაოდ არათანმიმდევრულად საუბრობთ...

Page 192: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ჰა-ჰა-ჰა! - ხარხარებდა ექიმი სულელივით, - შეხედეთ ერთი,

თანმიმდევრობასაც ითხოვს... თანაც ასეთ დროს! ჩემო კარგო, აბა, სცადეთ და

წარმოთქვით: ენციკლოპედისტები... ან კიდევ, იდეური ასოციაციები სცადეთ.

წამოდით, შინ წავიდეთ, მე თვითონ დაგეხმარებით... ჰა-ჰა-ჰა! თანაც ასეთ

დროს!

გარეთ უკვე აღარ წვიმდა. მზეც არსად ჩანდა. თუმცა ამინდი საკმაოდ მშვიდი

იყო, რაც იმას მოწმობდა, რომ თბილი და სასიამოვნო დღე დგებოდა.

XIV

მეორე დილას ემწუთა სასტუმროში ისევ გამოჩნდა. ნაგელის ოთახში

ფეხაკრეფით შეიპარა და მაგიდაზე მაჯის საათი, რამდენიმე საბუთი, ფანქრის

ნალევი და შხამით სავსე პაწაწინა შუშის ქილა დაალაგა, შემდეგ კი ასევე

უჩუმრად გაემართა კარისკენ. მასპინძელს სწორედ ამ დროს გამოეღვიძა და

ემწუთა იძულებული გახდა, იქ ყოფნის მიზეზი აეხსნა.

- ეს ნივთები ჟილეტის ჯიბეში ვიპოვე, - თქვა ჩუმად.

- ჟილეტის ჯიბეში? აჰ, რა თქმა უნდა... მართალი ბრძანდებით. ხომ არ იცით,

რომელი საათია?

- რვა. თქვენი მაჯის საათი გაჩერებულია, მე კი შეგნებულად არ მოვმართე.

- შემთხვევით ციანიდმჟავა ხომ არ დაგილევიათ?

ემწუთას გაეცინა, უარის ნიშნად თავი გააქნია და უპასუხა:

- არა.

- გემოც არ გაგისინჯავთ? შუშა ნახევრამდე უნდა იყოს სავსე... მოიცა, ვნახო.

ემწუთამ ქილა გაუწოდა. მასში იმავე მოცულობის მჟავა ესხა, რაც მანამდე იყო.

- კარგი. ესე იგი, ამბობთ, რომ რვა საათია, არა? ადგომის დრო ყოფილა. ჰო,

მართლა... გრეგორდ, რაღაც მინდა გთხოვოთ: შეგიძლიათ სადმე ვიოლინო

მიშოვოთ? ცოტა ხნით ვიქირავებდი. მინდა ვცადო და დავრწმუნდე,

მოვახერხებ თუ არა სწავლას... ვიცი, სისულელეს ვამბობ. მართალი გითხრათ,

ვიოლინოს ყიდვასაც კი ვაპირებ, თუმცა ჩემთვის არა, ერთ ახლობელს მინდა

ვაჩუქო. ასე რომ, იქნებ როგორმე მოიძიოთ. მოკლედ, საიდანაც გინდათ,

იქიდან მომიტანეთ.

Page 193: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ემწუთა თავს არ დაზოგავს და ამ დავალების შესასრულებლად ყველაფერს

გააკეთებს.

- დიდი მადლობა, - უპასუხა ნაგელმა, - მოკლედ, როცა საჭიროდ ჩათვლით,

ისევ შემომიარეთ. გზა ხომ უკვე იცით. ნახვამდის!

ერთი საათის შემდეგ ნაგელი უკვე პასტორის კარ-მიდამოს მახლობლად,

ტყეში დასეირნობდა. წინა დღის ხანგრძლივი წვიმის შემდეგ მიწას გამოშრობა

ჯერ კიდევ ვერ მოესწრო, თანაც მზეც საკმაოდ სუსტად ასხივებდა. ქვაზე

ჩამოჯდა და გზას მიაშტერდა. მოულოდნელად სველ, ქვიშიან მიწაზე კარგად

ნაცნობი ნაფეხურები შეამჩნია. მაშინვე მიხვდა, რომ ეს ნაფეხურები დაგნის

ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, ქალი ქალაქის გზას საკმაოდ ადრიანად

დასდგომოდა. ნაგელი კარგა ხანს ასე იჯდა და ამაოდ იცდიდა, ბოლოს

გადაწყვიტა, ქალაქისკენ წასულიყო და შინისაკენ მომავალ გულისსწორს

გზაში დახვედროდა. ქვიდან სწრაფად წამოხტა.

მართლა ასე იყო, არ შემცდარა. უკვე ტყიდან გადიოდა, როცა დაგნი შეამჩნია.

ქალს ხელში წიგნი ეჭირა - სკრამის გერტრუდე კოლბიორნსენი.

ცოტა ხანს ამ ნაწარმოებზე ისაუბრეს, შემდეგ კი დაგნიმ ნაღვლიანად თქვა:

- წარმოგიდგენიათ?... ჩვენი ძაღლი მოკვდა.

- მართლა? - გაიოცა ნაგელმა.

- დიახ, რამდენიმე დღის წინ... როცა ვიპოვეთ, უკვე გაქვავებული იყო. არ

მესმის, რა დაემართა.

- იცით, რატომღაც ყოველთვის მიმაჩნდა, რომ თქვენი ძაღლი საზიზღარი

ვინმე იყო. მომიტევეთ, მაგრამ ეს ცხვირმიჭყლეტილი ბულდოგები, უხეში

ადამიანის სიფათი რომ აქვთ, არასოდეს მიზიდავდა. როცა ის ძაღლი ვინმეს

უყურებდა, დანაოჭებული კანი პირის კუთხეებთან ისე ჩამოეკიდებოდა

ხოლმე, თითქოს ზურგზე კაცობრიობის ტვირთი აწვა. მისი სიკვდილის გამო

პირდაპირი გახლავართ!

- როგორ არ გრცხვენიათ...

მაგრამ ნაგელმა სიტყვა ნერვიულად გააწყვეტინა. ამა თუ იმ მიზეზის გამო,

ძაღლზე საუბარი არ სურდა და შეეცადა, სალაპარაკო თემა შეეცვალა.

სრულიად მოულოდნელად ერთი თავისი ძველი ნაცნობის ამბის თხრობა

წამოიწყო. მართალია, ის კაცი სულ რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მაგრამ

მისნაირი სასაცილო ადამიანი არასოდეს შეხვედრია. იმ კაცს „ს“ ბგერის

Page 194: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამოთქმა უჭირდა და ენას უკიდებდა, თუმცა ამის დამალვა აზრადაც არ

მოსდიოდა. პირიქით, თავისი ნაკლის წარმოჩენას ყველანაირად ცდილობდა.

ქალების თაობაზე მეტად უცნაური და თავისებური იდეები ჰქონდა. ერთი

მექსიკური ისტორია ამოეჩემებინა და ამ ისტორიას განსაკუთრებული

იუმორით ჰყვებოდა: ერთ ზამთარს თურმე ისეთმა ყინვამ მოუჭირა, რომ

სიცივისგან თერმომეტრები სკდებოდა, ხალხი კი უმეტეს დროს შინ ატარებდა.

ერთ მშვენიერ დღეს მეზობელ ქალაქში მოუწია წასვლა. მოტიტვლებულ

მდელოზე მიაბიჯებდა და გზად მხოლოდ ალაგ-ალაგ ჩადგმული პაწაწინა

ქოხმახები ხვდებოდა. ძლიერად თოვდა, წვრილი ფიფქები სახეში სცემდა და

კანს უსუსხავდა. სწორედ ამ საშინელ ყინვაში უკან მოტოვებული ერთ-ერთი

ქოხიდან მოულოდნელად ნახევრად შიშველი დედაკაცი გამოვარდა და მისკენ

გაექანა. ქალი მისდევდა და თან უყვიროდა: „ცხვირზე წყლული გაქვთ. თავს

გაუფრთხილდით! მიდიხართ და ვერც ამჩნევთ, რომ ცხვირი მოგყინვიათ!“

ქალს სახელოები აეკაპიწებინა, ხელში კი სადილის ჩამჩა ჩაებღუჯა. თურმე

როცა ამ უცხო მამაკაცს მისი ქოხის ფანჯარასთან ჩაუვლია, დაუნახავს, რომ

კაცს სიცივისგან ცხვირი გასთეთრებოდა, საქმისთვის თავი დაუნებებია და

უცნობის გასაფრთხილებლად გარეთ გავარდნილა. ჰა-ჰა-ჰა! მსგავსი რამ თუ

გსმენიათ? მოკლედ, მკლავებდაკაპიწებული იდგა თოვლში და რამდენიმე

წუთში ძლიერი ყინვისგან თავადაც მარჯვენა ლოყა მოეყინა და გაუთეთრდა.

ჰა-ჰა-ჰა! მართლაც რომ დაუჯერებელი ამბავია, არა?!... მიუხედავად იმისა,

რომ მსგავსი ქალური თავგანწირვის უამრავი მაგალითი ჰქონდა, ეს ენაბლუ

სუსტ სქესს მაინც არ სწყალობდა: „ქალი უცნაური და გაუმაძღარი არსებაა! -

მითხრა ერთხელ. თუმცა აღარ განუმარტავს, ასე რატომ ფიქრობდა, - ზოგჯერ

თავში ისეთი რამ მოუვა, დაჯერება რომ გაგიჭირდება!“ სხვა ამბავსაც

გავიხსენებ. „ჩემს ერთ მეგობარს ახალგაზრდა ქალი შეუყვარდა, - ჰყვებოდა

ენაბლუ, - მგონი, კლარა ერქვა. კაცი ტყავში ძვრებოდა და თავისი რჩეულის

გულის მოსაგებად რას არ აკეთებდა. საკმაოდ სიმპათიური და

მოწესრიგებული ახალგაზრდა იყო, მაგრამ ქალს მისი სახელის გაგონებაც არ

სურდა. კლარას ერთი საშინლად შეუხედავი, გვერდმოქცეული და კუზიანი და

ჰყავდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს ჩემი მეგობარი ადგა და სწორედ ამ კუზიანი

დის ხელი ითხოვა. ღმერთმა უწყის, ასე რატომ მოიქცა... შესაძლოა

ანგარიშსწორების მიზნით, ანდა, შესაძლოა სიმახინჯის მიუხედავად, ის ქალი

მართლა შეუყვარდა, ვინ იცის... და ამის შემდეგ კლარა რას აკეთებს? ქალურმა

ბუნებამ თავისი ქნა და კლარამაც ბრჭყალები გამოაჩინა... იგი წივის, კივის,

ილანძღება... „მას ხომ მე ვუყვარდი! - ბოლო ხმაზე გაჰყვირის ქალი, - მაგრამ მე

მაინც არ გავყვები! არ მსურს, არ მინდა, არაფრის დიდებით არ მინდა!..“ და

როგორ გგონიათ, იმ კაცმა მისი და, რომელიც, როგორც ჩანს, მართლა

Page 195: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ძლიერად შეჰყვარებოდა, ცოლად შეირთო? რა თქმა უნდა, არა! და მთელი ამ

ამბის დედააზრიც სწორედ ესაა. კლარამ ის კაცი არც თავის დას დაუთმო! ჰა-

ჰა-ჰა! იმის გამო, რომ თავდაპირველად მას სთხოვდა ცოლობას, თავის დაზე

დაქორწინების უფლებაც არ მისცა. იმ კუზიანს კი სხვა ვიღა შეირთავდა.

ამგვარად, ჩემს მეგობარს ცოლად იმ ორიდან არც ერთი ერგო, და არც მეორე... „

ეს ისტორია ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი იყო, ის ენაბლუ რომ გვიყვებოდა

ხოლმე. და მის მიერ მოყოლილი ამბები ალბათ იმიტომ უფრო გვახალისებდა,

რომ ენას თავისებურად უკიდებდა. სხვათა შორის, საკმაოდ უცნაური კაცი კი

იყო... თავი ხომ არ მოგაბეზრეთ?

- არა, - უპასუხა დაგნიმ.

- მოკლედ, ნამდვილი ადამიანი-გამოცანა იყო... საოცარი სიძუნწე კი

ახასიათებდა და ზოგჯერ ქურდბაცაცობასაც არ ერიდებოდა. მაგალითად,

თავისუფლად შეეძლო მატარებლის ფანჯრიდან ვინმესთვის ტყავის ქამარი

აეწაპნა და სახლში წაეცუნცულებინა. ადრე თუ გვიან რამეში ხომ

გამომადგებაო, ფიქრობდა. დიახ, მსგავს საქციელზე უკან ნამდვილად არ

დაიხევდა. მგონი, ერთხელ წვრილმანი ქურდობის გამო დაიჭირეს კიდეც.

მეორე მხრივ კი, თუ ხასიათზე იყო, ფულს ისე გაფლანგავდა, არც

დაფიქრდებოდა. ერთ დღეს საკმაოდ უჩვეულო, რამდენიმე ეტლით

გასეირნების იდეა აიკვიატა. იმ ქალაქში, რომელშიც ცხოვრობდა, ნაცნობები

არ ჰყავდა და ოცდაოთხი ეტლი მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის იქირავა:

ოცდასამი ცარიელი ეტლი წინ წაიმძღვარა. სულ ბოლოში კი, ანუ

ოცდამეოთხეში თავად მოკლათდა. მშვიდად მიირწეოდა და ფეხით

მოსიარულეთ ამაყად ათვალიერებდა. იმის გამო, რომ ასეთი დიდებული

კორტეჟი მოაწყო, თავი ღმერთივით ყოვლისშემძლედ მოჰქონდა...

ნაგელი გაუჩერებლად ლაპარაკობდა, ერთი ამბიდან მეორეზე ხტებოდა,

მაგრამ მაინც ვერაფერს მიაღწია; დაგნის მისი მონაყოლიდან ბევრი არაფერი

ესმოდა. ბოლოს გაჩუმდა და ჩაფიქრდა. ჯანდაბა! კაცმა რომ თქვას, ყოველი

შეხვედრისას ამდენი ყბედობა და თავის გასულელება მართლა რა საჭირო

იყო? დგას და ახალგაზრდა ქალს, თანაც თავის რჩეულ ქალს, ლაქლაქით

ყურებს უჭედავს, ყინვისგან გაჩენილ წყლულებსა და ოცდაოთხი ეტლის

ისტორიებს უამბობს. მოულოდნელად გონებაში გაუელვა, რომ ერთი

ესკიმოსისა და პორტფელის ამბის გამო ადრეც საკმაოდ უხერხულ

მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ამ ამბის გახსენებაზე სახე აელეწა, უხერხულად

შეიშმუშნა და ნაბიჯი შეანელა. რა ხდება, საკუთარ თავსა და გრძნობებს რატომ

ვერ იმორჩილებს? ღმერთო, რა სამარცხვინოა! ამ უაზრო ლაქლაქმა სასაცილო

Page 196: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მდგომარეობაში ჩააგდო, დაამცირა და ის ყველაფერი, რასაც ამ ბოლო

კვირების განმავლობაში მიაღწია, წყალში ჩაუყარა. ამის შემდეგ დაგნის რაღა

უნდა ეფიქრა?!

- და საქველმოქმედო ბაზრობის მოწყობამდე რამდენი დრო დარჩა? - ჰკითხა

დაგნის დაბნეულმა.

ქალს გაეღიმა და მიუგო:

- მითხარით, ამდენს რატომ ლაპარაკობთ? ანდა, ასე ძალიან რატომ ღელავთ?

ეს კითხვა ნაგელისთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ხმა ვერ

ამოიღო, გულმა ბაგაბუგი დაუწყო და გაოგნებული ქალს მიაშტერდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ხმადაბლა უთხრა:

- ფრეკენ შელანდ, ჩვენი ბოლო შეხვედრისას შეგპირდით, რომ თქვენი ნახვის

უფლებას თუ მომცემდით, თქვენ მიერ აკრძალულ თემას აღარასოდეს

შევეხებოდი. ყოველთვის სიტყვის კაცი ვიყავი და ახლაც ვცდილობ, პირობა არ

დავარღვიო.

- დიახ, - დაეთანხმა ქალი, - კაცმა პირობა უნდა დაიცვას და თავის სიტყვას

არასოდეს გადაუხვიოს!

დაგნიმ ეს სიტყვები თითქოს ნაგელის კი არა, საკუთარი თავის მისამართით

წარმოთქვა.

- ახლაც, სანამ გნახავდით, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, მეცადა და ზედმეტი

არაფერი წამომცდენოდა. ვიცოდი, რომ შეგხვდებოდით...

- საიდან იცოდით?

- გზაზე თქვენი ნაფეხურები შევამჩნიე.

ქალმა გახედა და არაფერი უთხრა.

- ხელი შეხვეული გაქვთ. დაჭრილი ხართ? - ჰკითხა ბოლოს.

- დიახ, - მიუგო ნაგელმა, - თქვენმა ძაღლმა მიკბინა.

ორივენი გაჩერდნენ და ერთმანეთს შეაცქერდნენ. კაცმა ხელები ძლიერად

მოიფშვნიტა და მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საუბარი აშკარად

ეძნელებოდა, მაინც დაიწყო:

Page 197: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ამ ტყეში ყოველ ღამით მოვდივარ... ყოველ ღამით თქვენს ფანჯრებს

შევყურებ და დასაძინებლად მხოლოდ მას შემდეგ ვწვები. მაპატიეთ, თუმცა მე

ხომ ამით არაფერი დამიშავებია? მართალია, ამის გაკეთება ამიკრძალეთ,

მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ მაქვს, ამიტომ მაინც ასე ვიქცევი. დიახ, თქვენმა

ძაღლმა მიკბინა, თავს იცავდა... მე კი სიცოცხლეს გამოვასალმე... შხამი

დავალევინე, იმიტომ, რომ, როცა თქვენს ფანჯრებთან მოვდიოდი და

მინდოდა თქვენთვის ძილი ნებისა მესურვებინა, გამუდმებით ყეფდა.

- ესე იგი, ჩვენი ძაღლი თქვენ მოკალით?

- დიახ, - უპასუხა ნაგელმა.

პაუზა. ისევ გაუნძრევლად იდგნენ და ერთმანეთს მდუმარედ შეჰყურებდნენ.

ნაგელი მძიმედ სუნთქავდა.

- თქვენი ნახვის გულისთვის უარესსაც ჩავიდენდი, - გააგრძელა მან, - არც კი

იცით, რა საშინლად ვიტანჯები. დღისით თუ ღამით, გამუდმებით თქვენზე

ვფიქრობ. არა, ალბათ ვერაფერს ხვდებით. ხალხს ვესაუბრები, ვიცინი, დროს

ვატარებ... წუხელაც წვეულება მქონდა და დილის ოთხ საათზე დავიშალეთ.

ბოლოს ყველა ჭიქაც კი დავამსხვრიეთ... დიახ, ასე იყო... მაგრამ იმ წუთებშიც

კი, როცა ვსვამ, ანდა თუნდაც ვმღერი და ვხალისობ, გამუდმებით თქვენზე

ვფიქრობ და მოსვენებას ვკარგავ. სხვა აღარაფერი მაინტერესებს და არ ვიცი,

ამის შემდეგ ჩემი საქმე როგორ იქნება. გთხოვთ, შემიბრალოთ და ორიოდე

წუთსაც დარჩეთ, რაღაც მინდა გითხრათ. ნუ შეშფოთდებით. მე არც თქვენს

შეშინებას ვცდილობ და არც ცდუნებას. მინდა, უბრალოდ გესაუბროთ, რადგან

ეს უკიდურესად მჭირდება...

- უკეთესი ხომ არ იქნება, გონს რომ მოეგოთ? - უხეშად ჰკითხა ქალმა, - თქვენ

ხომ შემპირდით!

- დიახ, ალბათ ასეა... არ მახსოვს, მაგრამ ალბათ შეგპირდით, რომ უფრო

გონივრულად მოვიქცეოდი, თუმცა არაფერი გამომდის. შეგიძლიათ მენდოთ

და დამიჯეროთ, რომ ადრე თუ გვიან გონებას აუცილებლად მოვუხმობ, მაგრამ

ხომ არ იცით, ეს როგორ მოვახერხო? მასწავლეთ... იცით, ერთხელ სულ ცოტა

დამაკლდა, თქვენს სახლში შემოვჭრილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მარტო

არ იყავით, მომინდა, კარი შემომეღო და პირდაპირ თქვენთან მოვსულიყავი!

მაგრამ უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და საკუთარ თავს უდიდესი

წინააღმდეგობა გავუწიე. მეტსაც გეტყვით: თქვენს ზურგს უკანაც კი ვიჭორავე,

მინდოდა სხვების თვალში დამემცირებინეთ და ამით საკუთარი თავი თქვენი

ძალაუფლებისგან მეხსნა... ასე შურისძიების მიზნით არ მოვქცეულვარ,

Page 198: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნამდვილად, არა. ალბათ კარგად გესმით, რომ უკვე უკიდურესობამდე ვარ

მისული და ყველანაირად ვცდილობ, თავი გავიმხნევო, კბილი კბილს

ძლიერად დავაჭირო და წელში გავიმართო, რათა საკუთარ თვალში კიდევ

უფრო მეტად არ დავკნინდე. სწორედ ამის გამო გაძაგეთ. მაგრამ ზუსტად ვერ

გეტყვით, ამ საქციელმა რა სარგებელი მომიტანა. ერთ დღეს ისიც კი

გადავწყვიტე, ამ ქალაქიდან წავსულიყავი და ჩემს გზას დავდგომოდი.

მართლა ვცადე, ჩემი ნივთები მოვაგროვე და ჩემოდნების ჩალაგებაც კი

დავიწყე, მაგრამ გადავიფიქრე და აღარ გავემგზავრე. მითხარით, როგორ უნდა

წავსულიყავი? თქვენ რომ აქაურობა დაგეტოვებინათ, მაშინ კი

დაუფიქრებლად აგედევნებოდით. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ გიპოვიდით,

თქვენს ნაკვალევს გავყვებოდი და იმ იმედით, რომ ბოლოს აუცილებლად

გნახავდით, მუხლჩაუხრელად ვივლიდი. როცა დავრწმუნდებოდი, რომ მაინც

არაფერი გამოდის, ის პატარა იმედიც თანდათანობით ხელიდან

გამომეცლებოდა და ბოლოს, უკვე იმისთვისაც მადლობელი ვიქნებოდი,

ოდესღაც თქვენთან ახლოს მდგომ ნებისმიერ ადამიანს თუ შევხვდებოდი. თუ

გამიმართლებდა და თუნდაც თქვენს რომელიმე ისეთ მეგობარს ვნახავდი,

რომლისთვისაც ადრე ხელი მაინც ჩამოგირთმევიათ, ან თბილი ღიმილი

გიჩუქებიათ, იმითიც უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი. დიახ, სწორედ ასე

მოვიქცეოდი. ნუთუ გგონიათ, რომ აქედან წასვლას შევძლებ? თანაც ახლა,

როცა ზაფხულია? ეს ტყე ჩემთვის ტაძარივითაა, უკვე ჩიტებიც კი მცნობენ,

ყოველ დილას მეგებებიან და სიყვარულით მეჭიკჭიკებიან. ყელს მოიღერებენ

ხოლმე და მათვალიერებენ, მერე კვლავ ცაში აიჭრებიან. არც იმ საღამოს

დავიწყება შემიძლია, როცა ამ ქალაქში პირველად ჩამოვედი და თქვენი

მიზეზით აფრიალებული დროშები დავინახე. ამ გარემოებამ ჩემზე უდიდესი

შთაბეჭდილება მოახდინა და მაშინვე უცნაური სიმპათიის გრძნობამ

შემიპყრო. სანამ ნაპირზე გადმოვიდოდი, გაბრუებული გემბანზე

დავაბიჯებდი და ადგილს ვერ ვპოულობდი. დიახ, ეს სწორედ იმ საღამოს

მოხდა. და იმ დღიდან მოყოლებული მსგავსი რამ არაერთხელ განმიცდია.

ყოველ ცისმარე დღეს სწორედ იმ გზაზე ვსეირნობ, რომლითაც თქვენ

სარგებლობთ. ზოგჯერ შეიძლება გამიმართლოს და თქვენი ნაკვალევიც კი

შევამჩნიო. აი ასე, დღევანდელივით... მერე კი ვჩერდები და ვიცდი, უკან

როდის დაბრუნდებით. ხან დაბურულ ტყეს ვაფარებ თავს, ხან კი რომელიმე

ქვის უკან ვიმალები და გასუსული გელით. ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ

ორჯერ გნახეთ. ერთხელ ექვს საათსაც კი მომიწია ლოდინმა. მთელი ამ დროის

განმავლობაში ქვის უკან ვიწექი გაუნძრევლად, მეშინოდა, რომ ავმდგარიყავი,

სწორედ იმ წუთას გამოჩნდებოდით და თვალს მომკრავდით. მხოლოდ

უფალმა უწყის, იმ დღეს იმდენ ხანს სად შეყოვნდით...

Page 199: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ანდრესენებთან ვიყავი, - თქვა მოულოდნელად ქალმა.

- დიახ, ალბათ ასეც იყო. მე კი მაინც გნახეთ. მაშინ მარტო არ ყოფილხართ...

ქვას ამოფარებული გიყურებდით და სალამსაც კი გითვლიდით. არ ვიცი, იმ

წუთას რა გაიფიქრეთ, მაგრამ მოულოდნელად თავი კი მოაბრუნეთ და ქვას

წამით თვალი შეავლეთ...

- მისმინეთ... ისე შეკრთით, თითქოს სასიკვდილო განაჩენის წაკითხვას

გიპირებდეთ...

- ასეც არის, მშვენივრად ვხვდები! თვალებში საოცარი სიცივე ჩაგდგომიათ.

- დიახ ასეა, და მოდი, ეს საქმე საბოლოოდ დავასრულოთ, ბატონო ნაგელ! ამ

ყველაფერს კარგად თუ გაიაზრებთ, ალბათ თავადაც მიხვდებით, რომ იმ კაცის

მიმართ, რომელიც ახლა აქ არ არის, არასწორად იქცევით. ხომ მეთანხმებით?

აბა, სცადეთ და მის ადგილას თქვენი თავი წარმოიდგინეთ. გარდა ამისა, მეც

ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაყენებთ. რა გინდათ, რის მიღწევას

ცდილობთ? მოდი, კიდევ ერთხელ გარკვევით გეტყვით, რომ მე ის მიყვარს და

მიცემულ პირობას არ დავარღვევ. იმედი მაქვს, ახლა მაინც მიხვდებით და

ცოტა უფრო ფრთხილად მოიქცევით. ჩემ მიმართ მეტ პატივისცემას თუ არ

გამოიჩენთ, თქვენი ნახვის სურვილიც კი დამეკარგება. გარწმუნებთ, რომ ახლა

მართლა გულწრფელი ვარ.

ქალი ძალიან ღელავდა, ტუჩები უთრთოდა და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ

ატირებულიყო. ნაგელი ხმას არ იღებდა.

- შეგიძლიათ სახლამდე მიმაცილოთ, - დაამატა დაგნიმ, - თუ გინდათ,

ბოლომდეც კი გამომყევით, მაგრამ ისეთ საქციელს კი ნუ ჩაიდენთ, რაც

ორივეს გვაზარალებს. მადლობელი ვიქნები, რამე საინტერესო ისტორიას თუ

მომიყვებით. თქვენს საუბარს სიამოვნებით მოვისმენ.

- დიახ, - ომახიანი, მოზეიმე ხმით წამოიძახა ნაგელმა. თითქოს მისი პირით

ახლა სულ სხვა ადამიანი ალაპარაკდა, - მთავარია, თქვენთან ერთად ვიყო!

მინდა გითხრათ რომ... ღმერთო, როცა მიწყრებით, ისეთი გრძნობა მაქვს,

თითქოს თავზე ყინულივით ცივ წყალს მასხამთ, მე კი განძრევა ვერ

მომიხერხებია...

კარგა ხანს საკმაოდ უღიმღამო თემებზე ისაუბრეს. ისეთი მოკლე, ნელი

ნაბიჯებით მიდიოდნენ, თითქოს ადგილიდან არც იძვრიანო.

Page 200: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რა სურნელებაა, რა სურნელება! - წამოიძახა ნაგელმა, - წვიმის შემდეგ ბალახი

და ყვავილები რა სწრაფად იზრდება! მითხარით, ხეები თუ გაინტერესებთ?

ალბათ უცნაურად მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, რომ თითოეულ ხესთან

უჩვეულო სულიერ სიახლოვესა და ნათესაობას ვგრძნობ. ისეთი განცდა მაქვს,

თითქოს ერთ დროს მეც ამ ტყის ნაწილი ვიყავი. როცა აქ ვდგავარ და ირგვლივ

ვიხედები, მთელ ჩემს არსებაში თითქოს რაღაც იდუმალი მოგონებები

ცოცხლდება. აბა, ერთი წამით შეჩერდით! ყური დაუგდეთ! გესმით, ჩიტები რა

ხმაშეწყობილად უმღერენ მზეს? დაბნეულები და გახელებულები სხვას

ვეღარაფერს ხედავენ და პირდაპირ სახეში გვაფრინდებიან.

გზა განაგრძეს.

- დავდივარ და ის ნახევარმთვარის ფორმის ლურჯიალქნიანი ნავის ზმანება,

რომელიც თქვენ დამანახეთ, გამუდმებით თან მდევს, - თქვა ქალმა, -

მშვენიერი სურათია. ხანდახან მეჩვენება, რომ მეც იქ, ზემოთ, იმ

თვალუწვდენელ, შორეულ ცის ტატნობზე ვირწევი და ვერცხლისკაუჭიან

ანკესს ვისვრი.

როგორც ჩანს, დაგნის ჭიაკოკონობის საღამოს შექმნილი განწყობა ჯერ კიდევ

ახსოვდა, რამაც ნაგელი უზომოდ გაახარა. თვალებიც კი აუწყლიანდა და

თბილად უპასუხა:

- დიახ, მართალია. ასეთ ნავში ჯდომა თქვენ უფრო მოგიხდებოდათ.

უკვე ტყის სიღრმეში იყვნენ შესულები, როცა ქალი მიუბრუნდა და

დაუფიქრებლად ჰკითხა:

- აქ კიდევ რამდენ ხანს დარჩებით?

... და ეს შეკითხვა რომ დაუსვა, მაშინვე ინანა. რომ შესძლებოდა, თავის

სიტყვებს უკან სიამოვნებით წაიღებდა... თუმცა მალევე დამშვიდდა, რადგან

ნაგელმა თბილად გაუღიმა და შეეცადა, პირდაპირი პასუხისთვის თავი

აერიდებინა. მიხვდა, რომ ქალი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და

საკმაოდ ტაქტიანად მოიქცა, როს გამოც დაგნი უზომოდ მადლობელი დარჩა.

- მე ხომ ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც თქვენ! - მიუგო ნაგელმა, - იმდენ ხანს

დავრჩები, რამდენ ხანსაც ფულადი სახსრები გამწვდება. თუმცა, არა მგონია,

ძალიან დიდხანს მეყოს...

ქალმა შეხედა, გაუღიმა და ჰკითხა:

Page 201: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ძალიან დიდხანს არ დარჩებით? თქვენ ხომ საკმაოდ მდიდარი ხართ. მე ასე

ვიცი...

ნაგელმა უკვე კარგად ნაცნობი იდუმალი გამომეტყველება მიიღო და უპასუხა:

- მდიდარი ვარ? ალბათ ამ ქალაქში ჩემი ფულების შესახებ საარაკო ამბებს

ჰყვებიან. ალბათ ამბობენ რომ მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე მამულს

ვფლობ... გთხოვთ, ამ სისულელეს ნუ დაიჯერებთ. არანაირი საკუთრება არ

გამაჩნია. ყოველ შემთხვევაში, ის, რაც მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ერთი

პატარა მიწის ნაგლეჯია, რომელიც მარტო მე კი არა, ჩემს დასაც ეკუთვნის.

გარდა ამისა, იმ მიწის ნახევარი დაგირავებული გვაქვს, მეორე ნახევარი კი

ვალში უნდა მივცეთ. აი, სიმართლეც ეს არის.

დაგნიმ მისი სიტყვები აშკარად არ დაიჯერა და გადაიკისკისა.

- რა თქმა უნდა, თქვენ ხომ ყოველთვის სიმართლეს ამბობთ საკუთარ თავზე! -

მიუგო ორაზროვნად.

- ჩემი არ გჯერათ? ეჭვი გეპარებათ, რომ ასეა? მაშინ ნება მომეცით, კიდევ

ერთხელ აგიხსნათ... ეს ჩემთვის საკმაოდ დამამცირებელია, მაგრამ მაინც

მომეცით ნება, უფრო გასაგებად მოგახსენოთ: მინდა იცოდეთ, რომ იმ დღესვე,

როცა ამ ქალაქში ჩამოვედი, ხუთი მილი ფეხით ვიარე, უახლოეს ქალაქში

ჩავედი და იქიდან საკუთარ თავს სამი ცალი დეპეშა გამოვუგზავნე. იმ

დეპეშებში საუბარი იყო დიდ საადგილმამულო მიწაზე ფინეთში და ამასთან

დაკავშირებით საკმაოდ მსხვილი თანხაც სახელდებოდა. გახსნილი დეპეშები

რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემი ნომრის მაგიდაზე ეყარა, რადგან

მინდოდა, მათ შესახებ სასტუმროს თითოეულ მოსამსახურეს გაეგო. ახლა

გჯერათ ჩემი? ახლა გჯერათ, რომ ჩემი ფულის ამბავი წმინდა წყლის

სისულელეა და სხვა არაფერი?

- თუ საკუთარ თავზე ისევ არ იტყუებით, მაშინ...

- ისევ? ფრეკენ, თქვენ რაღაც გეშლებათ. ღმერთს ვფიცავარ, მართლა არაფერს

გატყუებთ! სწორედ ასეა!

პაუზა.

- კი მაგრამ, ასე რატომ მოიქეცით? დეპეშები საკუთარ თავს რატომ

გაუგზავნეთ?

- იცით რა, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე დაწვრილებით რომ მოგიყვეთ,

საკმაოდ გრძელი ისტორია გამოვა... ამიტომ ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ:

Page 202: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ეს იმიტომ ჩავიდინე რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა და მთელი ქალაქის

ყურადღება მიმეპყრო. ჰა-ჰა-ჰა! ესეც თქვენი პირდაპირობა.

- ცრუობთ!

- ეშმაკის კერძი გავხდე, თუ ვცრუობდე!

პაუზა.

- უცნაური ადამიანი ბრძანდებით. ღმერთმა იცის, სინამდვილეში რა

ჩაიფიქრეთ. ხან გვერდით მომყვებით და... დიახ, სულაც არ ერიდებით და

მხურვალე გრძნობებში მიტყდებით. მაგრამ როგორც კი ორ სიტყვას ვიტყვი და

გონიერებისკენ მოგიხმობთ, მაშინვე სხვა ადამიანი ხდებით და საკუთარ თავს

საშინელ შარლატანად, ცრუპენტელად და მოღალატედ ასაღებთ. მგონი, ასეთი

ხრიკები არაფერში გჭირდებათ. პირადად ჩემზე ერთიც ნაკლებ

შთაბეჭდილებას ახდენს და მეორეც. მეტისმეტად გაწონასწორებული ადამიანი

გახლავართ.

ქალი საშინლად განაწყენებული ჩანდა.

- ამ წუთას განსაკუთრებული გენიალობის გამოვლენა არც მიფიქრია. უკვე

ყველაფერი დავკარგე და ამაო მცდელობა რაღა სარგებელს მომიტანს?

- მაშინ საკუთარ თავზე მსგავს საშინელებებს რატომ ლაპარაკობთ? როგორც კი

დროს იხელთებთ, მაშინვე ასე რატომ იქცევით?

- იმიტომ, რომ თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინო! - მშვიდად,

აუღელვებლად უპასუხა ნაგელმა.

ისევ გაჩერდნენ და ერთმანეთს შეაცქერდნენ.

- ამას წინათ, ერთხელ უკვე მქონდა სიამოვნება, რომ თქვენთვის საკუთარი

მეთოდი განმემარტა. ალბათ გაინტერესებთ, ის საიდუმლოებანი, რომლებსაც

წესით გულის სიღრმეში უნდა ვმალავდე, სააშკარაოზე რატომ გამომაქვს და

ჩემივე საზიანოდ რატომ ვიყენებ, ხომ ასეა? გიპასუხებთ: რატომ და, საკუთარი

პოლიტიკისა და კონკრეტული გაანგარიშების გამო. კერძოდ კი, ვფიქრობ, რომ

მრავალჯერი უარის მიუხედავად, ჩემი გულწრფელობით თქვენზე გარკვეულ

შთაბეჭდილებას მაინც მოვახდენ. რატომღაც მგონია, რომ იმ სასტიკი

გულგრილობის წყალობით, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ვიჩენ,

საბოლოოდ თქვენს პატივისცემას დავიმსახურებ. შესაძლოა, ჩემი

გაანგარიშება არასწორიც იყოს, გამორიცხული ხომ არაფერია, მაგრამ სხვა

გამოსავალს ვერ ვხედავ. ...და თუ მართლა არასწორ გათვლას ვაკეთებ, ესეც

Page 203: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სულერთია, რადგან როგორც უკვე გითხარით, ჩემთვის დაკარგული ხართ და

თქვენს მეტი დასაკარგი სხვა აღარაფერი მაქვს. დიახ, კაცი ზოგჯერ იმ

წერტილამდეც მიდის, როცა სასოწარკვეთილი ანკესს საბოლოოდ ისვრის და

ბედის ანაბარა რჩება. ბრალის წაყენებაში თავადვე გეხმარებით და

შეძლებისდაგვარად ძალას და მხნეობას გმატებთ, რათა ჩემი მოშორება

შეძლოთ. გაინტერესებთ, ამას რატომ ვაკეთებ? იმიტომ, რომ ჩემივე უსუსური

სული უფლებას არ მაძლევს, საკუთარ ღირსებებზე ვილაპარაკო და

იაფფასიანი ყბედობით ზოგიერთებივით თავი მოვიწონო. მსგავსი სიტყვების

წარმოსათქმელად ენა არ მომიბრუნდება. თუმცა შესაძლოა იფიქროთ, რომ

სინამდვილეში ცბიერი და შემოვლითი ხერხებით ვცდილობ იმავეს მიღწევას,

რასაც სხვები უბრალო გულწრფელობით აღწევენ. ხომ ასეა? ოჰ... თავის დაცვას

არც შევეცდები. თუ მოისურვებთ, უწოდეთ ჩემს საქციელს თვალთმაქცობა...

რატომაც არა, საკმაოდ შესატყვისი სიტყვაა. უფრო მეტსაც გეტყვით: ამაზე

უფრო დიდი და საძაგელი სიყალბე ჯერ არავის გამოუვლენია. მოკლედ, ეს

ყველაფერი თვალთმაქცობაა და გითხარით, თავის მართლებას არც

შევეცდები-მეთქი. ყოველმხრივ გეთანხმებით: მთელი ჩემი არსებით მატყუარა

გახლავართ. მაგრამ ტყუილს ხომ მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანი ამბობს და რა

მნიშვნელობა აქვს, რა სახისაა ტყუილი, თუკი ეს ყველაფერი ერთად აღებული

ბოლოს მაინც თვალთმაქცობა იქნება? ვგრძნობ, რომ თანდათან ფორმაში

ვდგები და სურვილი მიჩნდება, ისეთი რამ გავაკეთო, რაც ჩემთვის ყველაზე

უფრო მომგებიანი იქნება, მაგრამ ამას შეგნებულად ვეწინააღმდეგები.

ღმერთო, ამ ყველაფერმა როგორ დამღალა! ამიტომაც ჩავიქნიე ხელი და ბედს

მივენდე, რაც იქნება იქნება! დაე, ასე გაგრძელდეს. წერტილი... ვინ იფიქრებდა,

რომ მაგალითად, ექიმი სტენერსენის სახლში ყველაფერი ისე არ არის, როგორც

უნდა იყოს? იმას კი არ ვამბობ, რომ ცუდად ცხოვრობენ. არა! უბრალოდ

საინტერესოა, ამ ღრმად პატივცემულ ოჯახზე ვინმე რამეს ხომ არ ეჭვობს?

ოჯახში მხოლოდ ორი ადამიანია: ქმარი და ცოლი. შვილები არ ჰყავთ, არც

რამე განსაკუთრებული საფიქრალი აქვთ, მაგრამ მათ შორის მესამე ადამიანი

მაინც ჩანს. მხოლოდ უფალმა უწყის, რა ხდება, მაგრამ ის მესამე მათ შორის,

ანუ ცოლსა და ქმარს შორის ნამდვილად დგას. ის ახალგაზრდა მამაკაცი

მათივე ოჯახის გულითადი მეგობარი, რწმუნებული რაინერტი გახლავთ...

ამაზე რას მეტყვით? დამნაშავე ალბათ ორივე მხარეა. შესაძლოა, ექიმი

ყველაფერს ხვდება კიდეც, მაგრამ ვერაფერს ცვლის... ყოველ შემთხვევაში,

წუხელ ჩემთან გამართულ წვეულებაზე უზომოდ ბევრი დალია და ყველაფრის

მიმართ, მთელი სამყაროს მიმართ ისეთი გულგრილი გახდა, რომ ამბობდა,

კაცობრიობამ ციანიდის მჟავა უნდა დალიოს და გულზე ხელი დაიკრიბოს,

დედამიწას კი რამდენიც უნდა, იმდენი უგორიაო. საბრალო კაცი!.. მაგრამ ის

Page 204: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ერთადერთი არ არის, ვინც ტყუილში მუხლამდეა ჩაფლული, ჩემს თავზე რომ

აღარაფერი ვთქვა. პირადად მე, ნაგელი ამ ლაფმა თითქმის წელამდე

ჩამითრია. მოდი, ახლა ემწუთა, ეს კეთილი სულის, სამართლიანი, წამებული

ადამიანიც ვახსენოთ... კარგის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მაინც

გამუდმებით თვალს ვადევნებ. დიახ ასეა, ყოველთვის ვაკვირდები. რატომღაც

გაოგნებული მეჩვენებით. ნუთუ შეგაშინეთ? არადა, თქვენი შეშინება აზრადაც

არ მომსვლია. თუ ასეა, ახლავე დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ ემწუთას

ნამდვილად ვერავინ გადაიბირებს, იმ ლაფში ვერავინ ჩაითრევს, რადგან

უზომოდ სამართლიანი ადამიანია. როგორ გგონიათ, რატომ ვუთვალთვალებ?

ხშირად ღამის ორ საათზეც კი, როცა ის ჯერ კიდევ ქუჩაში მისეირნობს,

შენობის კუთხეს ვეფარები და ვუთვალთვალებ. დიახ, ზუსტად ღამის ორ

საათზე! გაინტერესებთ, ფეხდაფეხ რატომ დავყვები და მაშინაც კი, როცა

ზურგზე ტომარამოკიდებული მიაბიჯებს და ნაცნობებს ესალმება, მის ყოველ

მოძრაობას რატომ ვაკვირდები? არაფრის გამო, ძვირფასო, არაფრის გამო.

უბრალოდ მე ის მაინტერესებს... ადამიანურად შემიყვარდა და მიხარია, რომ ამ

ცრუპენტელათა ხროვაში დღემდე უმწიკვლო სულისა და სამართლიანი

ბუნების ადამიანად რჩება. მაგალითად ამიტომაც მოვიყვანე და იმედია,

ჩანაფიქრსაც მიმიხვდით. ჰა-ჰა-ჰა! აი მე კი რაც შემეხება... თუმცა არა, არა,

საკუთარ თავზე საუბარი აღარ მსურს. მირჩევნია, სულ სხვა საკითხზე

ვილაპარაკოთ, ოღონდ არა ჩემზე!

ბოლო ფრაზა ისე უშუალოდ და ნაღვლიანად თქვა, რომ ქალი მის მიმართ

უდიდესი თანაგრძნობით განიმსჭვალა. იმ წუთას საბოლოოდ დარწმუნდა,

რომ მის წინ გაწამებული და გატეხილი სულის ადამიანი იდგა. ნაგელი კი

შეეცადა, ეს შთაბეჭდილება გაებათილებინა, ცივად გადაიხარხარა და კიდევ

ერთხელ გაიმეორა, რომ ამქვეყნად ყველაფერი თვალთმაქცობაა. მის მიმართ

გაჩენილი თბილი გრძნობა დაგნის წამში გაუქარწყლდა.

- რატომღაც თავს უფლება მიეცით და ფრუ სტენერსენი საკმაოდ უხამსად

მოიხსენიეთ, - ცივად მიუგო ქალმა, - რაც უნდა იყოს, ასეთი დამამცირებელი

საქციელი მაინც არ გეკადრებათ. ემწუთაც კი, ის საბრალო ხეიბარი, ისიც კი

ფეხქვეშ გათელეთ. მართლაც რომ უღირსი, მდაბიო საქციელია!

ქალმა გზა განაგრძო. ნაგელი უკან გაჰყვა. თავდახრილი მიდიოდა და ხმას არ

იღებდა. დროდადრო მხრები უთრთოდა და დაგნიმ გარკვევით დაინახა, რომ

ლოყაზე ორი მსხვილი ცრემლიც ჩამოუგორდა. ქალი გაოცდა. თავისი სისუსტე

რომ დაემალა, ნაგელი მიბრუნდა და იქვე მოფრთხიალე პატარა ჩიტუნას

ჩაუსტვინა.

Page 205: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ორიოდე წუთს ასე მდუმარედ მიაბიჯებდნენ. დაგნის გული აუჩუყდა და

ინანა, რომ ნაგელი არ დაინდო და საკმაოდ მწარე სიტყვები მიახალა. იქნებ

თვითონ მართლა ვერაფერს ხვდება? ნუთუ ნაგელი მართალს ამბობს? იქნებ ამ

უცხო ადამიანმა რამდენიმე კვირის მანძილზე გაცილებით მეტის დანახვა

შეძლო, ვიდრე თავად დაგნიმ რამდენიმე წლის განმავლობაში?

გზას ისევ ისე უხმოდ მიუყვებოდნენ. ნაგელი შედარებით დამშვიდებული

ჩანდა და ხელში ცხვირსახოცს გულგრილად ათამაშებდა. რამდენიმე წუთში

პასტორის კარ-მიდამოსთან მივიდოდნენ.

- ხელი ძალიან დაიშავეთ? - ჰკითხა ქალმა მოულოდნელად, - შეიძლება ვნახო?

ეს შეკითხვა ან იმიტომ დაუსვა, რომ მოუნდა, ნაგელისთვის ესიამოვნებინა,

ანდა იმიტომ, რომ იმ წუთს მართლა გულწრფელი თანაგრძნობით აივსო.

ქალმა ეს სიტყვები გულითადი, ოდნავ მღელვარე ხმით წამოთქვა და გაჩერდა.

...და სწორედ ამ დროს ნაგელის გულში უსაზღვრო ვნებამ იფეთქა. დაგნი

მასთან ახლოს იდგა, თავი დაეხარა და ხელზე დასცქეროდა. ნაგელი მისი

თმისა და ყელის სურნელებას ცხადად გრძნობდა. სიტყვა არც ერთს არ

დასცდენია. კაცის გულში გაღვივებული სიყვარულის გრძნობა

მოულოდნელად ნამდვილ სიგიჟედ გადაიქცა და გონება დააკარგინა. ქალი

ჯერ ერთი ხელით მიიზიდა, როცა წინააღმდეგობას შეხვდა, მეორე ხელიც

მიაშველა. მხურვალედ გულში ჩაიკრა და კარგა ხანს მკერდზე ისე ძლიერად

ჰყავდა მიხუტებული, თითქოს ცდილობდა, მიწიდან მოეწყვიტა და ჰაერში

აეტაცა. მალე იგრძნო, რომ ქალიც მოდუნდა და მის ნებას დაჰყვა. მთელი

სხეულით მის მკლავებში მიესვენა და თრობამორეული თვალებით ახედა.

ნაგელი ეჩურჩულებოდა, ეუბნებოდა, რომ დიდებული, შეუდარებელი ქალი

იყო, არწმუნებდა, ცხოვრების უკანასკნელ დღემდე ჩემ ერთადერთ, უდიდეს

სიყვარულად დარჩებიო. დაგნის გამო ერთმა კაცმა სასიკვდილოდ გაიმეტა

თავი. მზად იყო, მასაც იგივე ჩაედინა. მხოლოდ ერთი სიტყვა, ერთი

მინიშნებაც საკმარისი იქნებოდა! ღმერთო, რა ძლიერად უყვარდა! ნაგელი

ქალს სულ უფრო მეტად იკრავდა გულში და გაუთავებლად იმეორებდა:

მიყვარხარ! მიყვარხარ!

ქალს თავი მის მარცხენა მხარზე ჩამოედო და უკვე არანაირ წინააღმდეგობას

აღარ იჩენდა. კაცი კი მხურვალედ კოცნიდა და უნაზეს სიტყვებს

ჩასჩურჩულებდა. ცხადად გრძნობდა, რომ ქალი თავისი ნებითაც ეკვროდა და

კოცნისას თვალებს კიდევ უფრო ნაბავდა.

Page 206: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ხვალ იმ ხესთან შევხვდეთ... ის ვერხვის ხე ხომ გახსოვს? სწორედ იქ

შევხვდეთ. დაგნი, მიყვარხარ! ხომ მოხვალ? როცა მოახერხებ, მაშინ მოდი.

შვიდ საათზე იყოს...

ქალმა არაფერი უპასუხა.

- გამიშვით! - თქვა ბოლოს და კაცის მკლავებისგან თავი გაითავისუფლა. წამით

შეყოვნდა და ირგვლივ მიმოიხედა. მოულოდნელად სახეზე შეშფოთება

გამოეხატა და ტუჩები აუთრთოლდა. არეული ნაბიჯით გზის პირას

დაგდებულ ქვასთან მივიდა, ჩამოჯდა და ატირდა.

ნაგელი მისკენ დაიხარა და რაღაც ჩასჩურჩულა. ორიოდე წამიც არ იქნებოდა

გასული, რომ ქალი ადგილიდან წამოხტა, სიბრაზისგან სახეგაფითრებულმა

მკერდზე დამუშტული ხელები მიიბჯინა და მრისხანედ წარმოთქვა:

- საძაგელი ადამიანი ბრძანდებით! ღმერთო, რა უნამუსო ხართ! მაგრამ თავად

ალბათ ასე არ ფიქრობთ! არა, როგორ შეგეძლოთ... ამის გაკეთება როგორ

გაბედეთ?!

...და ისევ ატირდა.

ნაგელი მის დამშვიდებას შეეცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. გზის

განაპირას დაგდებულ ქვასთან ნახევარ საათს მაინც იდგნენ და ფეხს არ

იცვლიდნენ.

- გინდათ, რომ ისევ შეგხვდეთ, არა? - განაგრძო ქალმა, - მე კი არ მსურს, თქვენი

დანახვაც აღარ მინდა. ნამდვილი არამზადა ხართ!

კაცი პატიებას სთხოვდა, დაჩოქილი ევედრებოდა და კაბის ბოლოს უკოცნიდა.

ის კი გამუდმებით იმეორებდა, რომ ნაგელი არამზადა იყო და საზიზღარი

საქციელი ჩაიდინა. არა, ეს როგორ აკადრა?! ახლავე უნდა წავიდეს,

დაუყოვნებლივ! გაცილების უფლებასაც აღარ მისცემს. მასთან ერთად

ნაბიჯსაც აღარ გადადგამს!

დაგნი სახლისკენ მიმავალ ბილიკს დაუყვა.

კაცი კვლავ აედევნა, მაგრამ ქალმა მკაცრად აუქნია ხელი:

- არ გამომყვეთ!

ნაგელი ერთ ადგილას გაშეშებულიყო და მისგან მიმავალ გულისსწორს თვალს

არ აცილებდა. როდესაც ქალი ოციოდე ნაბიჯით დაშორდა, მუშტები შეკრა და

Page 207: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ისევ დაედევნა. დიახ, მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად აუკრძალეს, მაინც

გაეკიდა და შეაჩერა.

- ცუდს არაფერს დაგიშავებთ, - უთხრა აღელვებულმა, - ცოტა თანაგრძნობა

მაინც გამოიჩინეთ. ახლა თქვენ წინაშე ვდგავარ, მაგრამ თუ ჩემგან

გათავისუფლება გსურთ, სიკვდილზეც არ ვიტყვი უარს! ამისთვის თქვენი

ერთი სიტყვაც საკმარისია. ხვალ თუ გნახავთ, შემიძლია ხვალაც იგივე

გაგიმეოროთ. მაგრამ ხომ შეიძლება ცოტა მეტი გულმოწყალება გამოიჩინოთ

და სამართლიანად განმსაჯოთ? ნუთუ ვერ ხვდებით, რომ მთლიანად თქვენი

ძალაუფლების ტყვე ვარ? ნუთუ მხოლოდ ჩემი ბრალია, ცხოვრების გზაზე რომ

შემომხვდით? მსგავსი ტანჯვა-წამება ღმერთმა არასოდეს განგაცდევინოთ!

ამ სიტყვების დასრულებისთანავე შებრუნდა და წავიდა.

მორჩილ ტანთან შედარებით საკმაოდ ფართო მხარბეჭი ჰქონდა. გზად

მიმავალს ეს ფართო მხრები უცნაურად უკრთოდა. ირგვლივ ვერავის

ამჩნევდა, ვეღარავის სცნობდა. როცა მთელი ქალაქი მოიარა და სასტუმროს

მიადგა, მხოლოდ მაშინღა გამოერკვა.

XV

მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ნაგელი ქალაქში არ იმყოფებოდა.

ნომრის კარი დაკეტილი იყო და მისი ასავალ-დასავალი არავინ იცოდა.

სინამდვილეში ჩრდილოეთით მიმავალ სამგზავრო თბომავალს გაჰყვა და

შესაძლოა ეს გასეირნება თავის გახალისების მიზნითაც ჩაიფიქრა.

ერთ მშვენიერ დღეს დილაუთენია დაბრუნდა. ქალაქს ჯერ კიდევ ღრმა

ძილით ეძინა. საშინლად ფერმკრთალი და უძილო ჩანდა. მიუხედავად ამისა,

სასტუმროში მაინც არ წასულა. კარგა ხანს სანაპიროზე დააბიჯებდა და

ბოლთას სცემდა, შემდეგ ახალ გზას აუყვა და ზღვის უბის იმ შორეულ

ადგილს მიაშურა, სადაც ორთქლის წისქვილის საკვამურიდან ამომავალი

კვამლი იფანტებოდა.

დიდხანს არც იმ ადგილას გაჩერებულა. როგორც ჩანს, მხოლოდ დროის

გასაყვანად სეირნობდა. მისი ჩამოსვლიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ

ნავსადგურის მოედანზე ხალხი აფუსფუსდა და ნაგელმაც სწორედ იქითკენ

გასწია. საფოსტო კანტორის კუთხეში გაჩერდა და ყოველ გამვლელ-

გამომვლელს დიდი ყურადღებით დაუწყო თვალიერება. როდესაც მარტა

გუდეს მწვანე კაბა დალანდა, მაშინვე მისკენ გაემართა და მიესალმა.

Page 208: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

უკაცრავად, შესაძლოა ქალს აღარც ახსოვს, ვინ არის? მას ნაგელი ჰქვია.

სწორედ ის კაცია, მისი სავარძლის, იმ ძველი სავარძლის ყიდვა რომ სურს.

იქნებ, სავარძელი უკვე გაყიდა კიდეც?

არა, არ გაუყიდია.

მშვენიერია. და მის გარდა სხვა ისეთი ხომ არავინ მისულა, რომელმაც

შედარებით მაღალი ფასი შესთავაზა?.. მაგალითად, რომელიმე ყიდვის ჟინით

შეპყრობილი კოლექციონერი?

კი, როგორ არა, მაგრამ...

რა თქვით? მართლა? სხვაც მოვიდა? ესე იგი, ქალი იყოო, მეუბნებით? ოჰ, ეს

საძაგელი ქალები! ცხვირი ყველგან რომ არ ჩაყონ, არ შეუძლიათ. როგორც ჩანს,

ამ უიშვიათეს სავარძელს თვალი დაადგა და მაშინვე მისი წაგლეჯვა

მოინდომა. დიახ, მართლაც რომ დედაკაცებისთვის დამახასიათებელი

საქციელია! კი მაგრამ, რა თანხა შემოგთავაზათ? ხომ გეუბნებით, ამ სავარძელს

არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დავთმობ, არავის დავანებებ და მერე კი

თუნდაც ეშმაკსაც წაუღია ჩემი თავი!

ნაგელის ძალადობამ მარტა შეაშფოთა და ნაჩქარევად მიუგო:

- არა, არა, იმ სავარძელს დიდი სიამოვნებით მოგცემთ.

- მაშინ, თქვენი ნებართვით, ამ საღამოს, დაახლოებით რვა საათისთვის

შემოგივლით და ეს საქმე საბოლოოდ დავასრულოთ, კარგი?

დიახ, ასეც შეიძლება. მაგრამ ნუთუ უკეთესი არ იქნებოდა, მისთვის ეს

სავარძელი პირდაპირ სასტუმროში მიეტანათ? ამგვარად საქმეც უფრო

მარტივად დასრულდებოდა...

სულაც არა, არავითარ შემთხვევაში! ამას ნაგელი არაფრის დიდებით არ

დაუშვებს! ასეთ ფასეულ ნივთებს კაცი სათუთად და გონივრულად უნდა

მოეპყრას. თანაც მაინცდამაინც არ ესიამოვნება, თუ მის ძვირფას შენაძენს

უცხოს თვალი მოხვდება. მოკლედ, რვა საათზე ესტუმრება. ხო მართლა, კიდევ

ერთი თხოვნა აქვს: არანაირი მტვრის ტილო! ღვთის გულისათვის, სავარძლის

გაწმენდა არც იფიქროს, წვეთი წყალიც კი არ მიაკაროს!..

ამის შემდეგ ნაგელი სასტუმროში დაბრუნდა, საწოლზე ტანსაცმლიანად მიწვა

და მშვიდი და ღრმა ძილით ჩაეძინა. გვიან საღამომდე არ გაუღვიძია.

Page 209: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვახშმობის შემდეგ ნავსადგურისკენ გაემართა და გეზი მარტა გუდეს ერთი

ციდა სახლისკენ აიღო. საათი ზუსტად რვას უჩვენებდა. ნაგელმა კარზე

დააკაკუნა და ოთახში შევიდა.

სასტუმრო ოთახი ახალი დალაგებული ჩანდა. ქალს იატაკი მოეწმინდა და

ფანჯრები დაეწკრიალებინა. თავადაც მოწესრიგებულიყო და ყელზე

მარგალიტის მძივი დაეკიდა. აშკარა იყო, ამ სახლში სტუმარს ელოდნენ.

ნაგელი მიესალმა, სკამზე ჩამოჯდა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ქალი

აზრს არ იცვლიდა, ადრინდელზე მეტად ჯიუტობდა და იმეორებდა, რომ

სკამის სანაცვლოდ გროშიც არ სჭირდებოდა. ბოლოს ნაგელი წყობილებიდან

გამოვიდა და დაემუქრა: ახლავე ხუთას კრონს სახეში მოგახლით, ამ

სავარძელს ხელს დავავლებ და აქედან გავიქცევიო. დიახ, ქალი სწორედ ამას

იმსახურებდა! მსგავს უაზრობას ნაგელი არასოდეს გადაჰყრია. ბოლოს

გაცოფებულმა მაგიდაზე მუშტიც კი დაკრა და დიასახლისს ჰკითხა,

საბოლოოდ ხომ არ გაგიჟებულხართო.

- იცით რას გეტყვით? - თქვა ბოლოს და ქალს მკაცრად შეხედა, - თქვენი ასეთი

წინააღმდეგობა უკვე ეჭვებს მიჩენს. მოდი, გულახდილად მითხარით: ეს სკამი

მართლა პატიოსანი გზით შეიძინეთ? დიახ, მართლა მაინტერესებს, რადგან

გამოგიტყდებით, რომ ათასნაირ ხალხთან მიწევს ურთიერთობა და ზედმეტი

სიფრთხილე ალბათ არ მაწყენდა. თუ ეს სავარძელი თქვენს ხელში

თაღლითური ან სხვა საეჭვო გზით გადმოვიდა, მაშინ მის ყიდვას ნამდვილად

ვერ გავბედავ. თუ თქვენი წინააღმდეგობა არასწორად გავიგე, მზად ვარ,

ბოდიში მოვიხადო.

ნაგელმა დააფიცა კიდეც ქალი და სიმართლის თქმა მოსთხოვა.

სტუმრის ეჭვნარევი მოსაზრებების გამო დამფრთხალი და არა ნაკლებ

შეურაცხყოფილი დიასახლისი თავის მართლებას შეეცადა: სავარძელი

ბაბუამისმა შეიძინა და თითქმის ასი წელი იქნება, რაც მათ ოჯახში დგას.

პატივცემულ სტუმარს არ ეგონოს, რომ რამეს უმალავს... და ქალს თვალზე

ცრემლი მოადგა.

ძალიან კარგი. მაშინ დროა, ეს უაზრო ლაყბობა დაასრულონ და საქმეს

წერტილი დაუსვან! ნაგელმა საფულის ამოსაღებად ჯიბისკენ წაიღო ხელი.

ქალმა ნაბიჯი გადადგა, უნდოდა წინააღმდეგობა კიდევ ერთხელ გაეწია,

მაგრამ ნაგელმა არაფერი შეიმჩნია. ორი ცალი წითელი ფერის კუპიურა

მაგიდაზე მშვიდად დადო და საფულე ისევ ჯიბეში შეინახა.

Page 210: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ინებეთ! - უთხრა დიასახლისს.

- მაშინ მხოლოდ ორმოცდაათი კრონი მომეცით! - სთხოვა ქალმა, რომელიც

იმდენად დაიბნა, რომ უნებურად კაცთან მივიდა და თმაზე ორჯერ ნაზად

გადაუსვა ხელი. ამგვარად, მის დაყოლიებას შეეცადა. თვითონაც ვერ

ხვდებოდა, რას აკეთებდა, თმაზე ხელს უსვამდა და სთხოვდა, ორმოცდაათ

კრონზე მეტს ნუ დამიტოვებთო. ამ სულელ ქალს თვალები ისევ ცრემლით

ჰქონდა სავსე.

ნაგელმა თავი ასწია და ქალს შეხედა. ამ ორმოცი წლის თეთრთმიანმა ღატაკმა

ქალმა, გაჭირვებით რომ გაჰქონდა თავი, მაგრამ მაყვალივით შავ თვალებში

სხივი ჯერ კიდევ რომ შერჩენოდა; ქალმა, რომელიც მონაზონივით

კდემამოსილი იყო და ამავე დროს თავისებური, უცხო სილამაზით

გამოირჩეოდა, ნაგელზე განსაკუთრებული ზემოქმედება მოახდინა და

საგონებელში ჩააგდო. ერთი პირობა შეყოყმანდა კიდეც, მაგრამ ბოლოს ხელზე

დასწვდა, თბილად დაუტყაპუნა და უთხრა:

- ღმერთო! დიდი უცნაური ვინმე ბრძანდებით, ძვირფასო!

შემდეგ სწრაფად წამოდგა და ხელი გაუშვა.

- იმედი მაქვს, წინააღმდეგი არ იქნებით, სავარძელს თუ ახლავე წავიღებ თან! -

დაამატა ბოლოს და სავარძელს დასწვდა.

ქალი აღარ უფრთხოდა. როცა დაინახა, რომ დამტვერილი ნივთის

შეხებისთანავე კაცს ხელი გაესვარა, ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო და

გაუწოდა.

ფული ისევ მაგიდაზე იდო.

- ჰო, მართლა... - მიუბრუნდა ნაგელი დიასახლისს, - გავბედავ და გკითხავთ,

უკეთესი ხომ არ იქნება, ამ ამბის შესახებ არავინ არაფერი გაიგოს და ჩვენი

საქმიანი გარიგების ამბავი საიდუმლოდ დარჩეს? სულაც არ ღირს, რომ ამ

წვრილმანზე მთელი ქალაქი ალაპარაკდეს. შევთანხმდით?

- დიახ, - უპასუხა ფიქრებში ჩაძირულმა მასპინძელმა.

- თქვენს ადგილას რომ ვიყო, ფულს ახლავე შევინახავდი. თუმცა, უპირველეს

ყოვლისა, ფანჯრებზე რამეს დავკიდებდი. აგერ, დროებით ეს ქვედაბოლო

მაინც ჩამოაფარეთ.

Page 211: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ოთახი ძალიან ხომ არ დაბნელდება? - უპასუხა ქალმა, მაგრამ ქვედაბოლო

მაინც გამოართვა და ფარდის ნაცვლად ჩამოკიდა. ნაგელიც მიეხმარა.

- სხვათა შორის, კარგი იქნებოდა, თავიდანვე ასე მოვქცეულიყავით. არ იქნება

ლამაზი, ვინმემ აქ რომ დამინახოს.

დიასახლისმა არაფერი უპასუხა. მაგიდიდან ფული აიღო, სტუმარს ხელი

გაუწოდა და მადლობის გადასახდელად პირი გააღო, მაგრამ სიტყვის თქმაც

ვერ მოახერხა.

ნაგელმა ხელი ჩამოართვა და სწორედ იმ დროს უთხრა:

- მისმინეთ, რაღაც უნდა გკითხოთ: ასეთ მძიმე პირობებში თავის გატანა

ალბათ ძალიან გიჭირთ. იმას ვგულისხმობ რომ, ფაქტობრივად ყველანაირი

ფინანსური სახსრების გარეშე ხართ დარჩენილი. მცირეოდენ ფულად

დახმარებას მაინც თუ გაძლევენ?

- დიახ.

- გასაგებია, ჩემო კარგო. მომიტევეთ, რომ გკითხეთ! ისე, თუ ვინმე გაიგებს,

რომ თქვენ ეს თანხა გაგიჩნდათ, შესაძლოა ის ფულადი დახმარებაც

შეგიწყვიტონ და ეს ფულიც ჩამოგართვან. დიახ, უბრალოდ მოვიდნენ და

ჩამოგართვან. ამიტომაც გირჩევთ, ეს ამბავი ორივემ საიდუმლოდ შევინახოთ.

ახლა ხომ გესმით ჩემი? უბრალოდ მინდა, როგორც მსგავს საქმეებში

გამოცდილმა ადამიანმა, კიდევ ერთხელ გირჩიოთ: ამ საქმის შესახებ კრინტი

არავისთან დაძრათ! სხვათა შორის, თავში კიდევ ერთმა აზრმა გამიელვა:

მგონი ჯობია, წვრილი ფული მოგცეთ და შესაბამისად, დახურდავება აღარ

დაგჭირდებათ.

ნაგელს სურს ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს და თითოეული წვრილმანიც

კი გათვალოს. კვლავ სკამზე ჯდება და წვრილი კუპიურების თვლას იწყებს.

წესიერად არც ითვლის, ჯიბეებს იცარიელებს, მთელ ფულს მაგიდაზე ყრის,

შემდეგ კი ერთიანად აგორგოლავებს, კრავს, ქალს უწვდის და ეუბნება:

- აბა, ახლა კი შეგიძლიათ შეინახოთ!

ქალი ნაგელს ზურგს აქცევს და ფულს აზღუდში, მკერდთან ახლოს მალავს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე უკვე მოგვარებულია, ნაგელი ისევ მშვიდად ზის

და წასვლას არ ჩქარობს.

Page 212: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რაღაც კიდევ მინდა გკითხოთ, - უთხრა მოულოდნელად, - შემთხვევით,

ემწუთას ხომ არ იცნობთ?

ნაგელმა შეამჩნია, რომ ქალს სახეზე ალმური მოედო.

- მას მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრივარ, - გააგრძელა ისევ, - და უკვე თავი

შემაყვარა. ვფიქრობ, ძალიან ერთგული ადამიანია, ნამდვილი ოქრო! სულ

ახლახანს ვთხოვე, სადმე ვიოლინო მიშოვოს და მგონი ამ დავალებას თავს

გაართმევს კიდეც. თქვენ როგორ გგონიათ? მაგრამ, იქნებ მას არც კი იცნობთ?

- როგორ არა...

- დიახ, რა თქმა უნდა... სავსებით მართალი ხართ. მან ხომ თავად მიამბო, რომ

გასვენებისთვის, კარლსენის გასვენებისთვის თქვენგან ყვავილები იყიდა. მას

ალბათ საკმაოდ კარგადაც იცნობთ, არა? მითხარით, იმ ადამიანზე რა აზრის

ხართ? ის მაინც თუ გგონიათ, რომ ჩემი დავალების შესრულებას შეძლებს?

როცა ამდენ ხალხთან გიწევს ურთიერთობა, დროდადრო მათზე გარკვეული

ცნობების მოძიებაც გიწევს. ერთხელ იმის გამო, რომ არავის არაფერი ვკითხე

და ერთ ნაცნობს ბრმად ვენდე, საკმაოდ სოლიდური თანხაც დავკარგე. ეს

ამბავი ჰამბურგში მოხდა.

და რატომღაც ნაგელი იმ ყალთაბანდი ნაცნობის ისტორიის მოყოლას იწყებს.

მარტა კვლავ მის პირისპირ დგას და ხელით მაგიდას ეყრდნობა. ქალი აშკარად

ღელავს და ბოლოს, საკმაოდ შეშფოთებული აწყვეტინებს:

- არა, არა! გთხოვთ, მას ასე ნუ მოიხსენიებთ!

- ვინ არ უნდა მოვიხსენიო ასე?

- იოჰანესი... ემწუთა.

- ემწუთას იოჰანესი ჰქვია?

- დიახ, იოჰანესი.

- მართლა ასე ჰქვია?

- დიახ.

ნაგელი ჩუმდება. უმნიშვნელო ცნობა იმის შესახებ, რომ ემწუთას იოჰანესი

ჰქვია, მის ფიქრებს სულ სხვა მიმართულებას აძლევს და წამიერად სახის

გამომეტყველებასაც კი უცვლის. კარგა ხანს ხმის ამოღებას ვერ ახერხებს,

ბოლოს კი ეკითხება:

Page 213: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- კი მაგრამ, იოჰანესს რატომ ეძახით?.. და არა გრეგორდს ან ემწუთას?

ქალი თვალებს ხრის და მორცხვად პასუხობს:

- ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ...

პაუზა.

ამის შემდეგ ნაგელი ნახევრად ხუმრობით, საკმაოდ გულგრილი ხმით ამბობს:

- იცით, როგორი შთაბეჭდილება მრჩება?.. რომ ემწუთა თქვენზე ძლიერად

არის შეყვარებული. დიახ, მგონია ასე უნდა იყოს. ამაზე ადრეც არაერთხელ

მიფიქრია. ეს ამბავი მაინცდამაინც არ მაოცებს, თუმცა გამოგიტყდებით, რომ

ამ შემთხვევაში ემწუთა საკმაოდ გამბედავ ადამიანად მიმაჩნია. არ

მეთანხმებით? უპირველესად იმის გამო, რომ ის უკვე არც ისე ახალგაზრდაა,

მეორე კი ის არის, რომ ხეიბარი გახლავთ. მაგრამ, ღმერთო დიდებულო,

ქალებს რას გაუგებ! საკმაოდ უცნაური არსებები არიან. უცებ ტვინი

გადაუბრუნდებათ და ვიღაცას საკუთარი ნებით კისერზე დაეკიდებიან,

სიხარულითა და უდიდესი აღტაცებით, დაუფიქრებლად მიენდობიან. ჰა-ჰა-

ჰა! სწორედ ასე იქცევიან. 1886 წელს მსგავს შემთხვევას თავადაც შევესწარი.

ჩემი წრის ერთი ახალგაზრდა ქალი ერთ მშვენიერ დღეს ადგა და ცოლად

მამამისის ხელქვეითს გაჰყვა. ეს ამბავი არასოდეს დამავიწყდება. ის ყმაწვილი

მათ მაღაზიაში მოხალისედ მსახურობდა, მთლად ბავშვი იყო, ასე თექვსმეტი-

ჩვიდმეტი წლის თუ იქნებოდა, ჯერ წვერიც კი არ ამოსვლოდა. მაგრამ ლამაზი

კი იყო. დიახ, ძალიან მიმზიდველი გახლდათ და ამას ნამდვილად ვერავინ

უარყოფდა. სწორედ ეს გამოუცდელი ბიჭუნა ჩაითრია იმ ქალმა თავისი

ბობოქარი სიყვარულის ტალღებში და საზღვარგარეთ გააქანა. ნახევარი წლის

შემდეგ ქალი უკანვე დაბრუნდა. მისი სიყვარული თურმე სადღაც

გამქრალიყო. დიახ, რაც უნდა სამწუხარო იყოს, სიყვარული უკვე აღარ

არსებობდა! მოკლედ, რამდენიმე თვის განმავლობაში ქალს მოწყენილობისგან

ლამის სული ამოხდა, მაგრამ რა ექნა, გათხოვილი იყო და დიდად აღარავის

აინტერესებდა. როგორ უნდა მოქცეულიყო? ერთ დღესაც ადგა, ძალ-ღონე

მოიკრიბა, ყველას და ყველაფერს მიაფურთხა და როგორც ამბობენ, აიწყვიტა.

ხელიდან ხელში გადადიოდა, უარით არც სტუდენტებს ისტუმრებდა და არც

სავაჭრო მოხელეებს და იმდენი ქნა, რომ ბოლოს სახელად „ტმასნია“ შეარქვეს.

გულდასაწყვეტი ამბავია, ხომ ასეა? მაგრამ მოგვიანებით ქალმა გადაწყვიტა,

საზოგადოება კიდევ ერთხელ გაეოცებინა და ერთ მშვენიერ დღეს, ორწლიანი

თავაწყვეტილი დროსტარების შემდეგ ნოველების წერა დაიწყო და მწერალი

გახდა. ხალხი იმასაც კი ამბობდა, ძალიან ნიჭიერიაო. როგორც ჩანს,

Page 214: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყველაფერს ადვილად ითვისებდა. ამგვარად, სტუდენტებთან და სავაჭრო

მოხელეებთან ურთიერთობამ, რომელიც თითქმის ორ წელიწადს

გრძელდებოდა, ქალი უჩვეულოდ დააბრძენა, დააღვინა და ოსტატურად წერაც

ასწავლა. იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე ბრწყინვალე ნაწარმოებებს ქმნის.

ჰა-ჰა-ჰა! უნდა ვაღიარო, რომ ის დედაკაცი მართლა დიდი მოხერხებული

ვინმე იყო!... თუმცა თითქმის ყველა ქალი ხომ ასეთია. დიახ, თქვენ გეცინებათ,

მაგრამ ჩემს სიტყვებს ვერ უარყოფთ, ხომ ასეა? ჩვიდმეტი წლის ხელქვეითმა

ყმაწვილმაც კი შესაძლოა სულ ადვილად გაგასულელოთ. დარწმუნებული

ვარ, ემწუთას ცოტა მეტად რომ ეაქტიურა, დღეს ასეთი მარტოსული

ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან ამ კაცში არის რაღაც ისეთი, რაც

მამაკაცებსაც კი ხიბლავს და ატყვევებს. ამის მაგალითად თუნდაც საკუთარ

თავს მოვიყვან. საოცრად სუფთა გულის ადამიანია, გარდა ამისა ცუდს

არასოდეს არავისზე ამბობს. ასე არ არის? თქვენ მას ალბათ ჩემზე უკეთ

იცნობთ და დამეთანხმებით, რომ მართალი ვარ. მაგრამ ბიძამისზე, ნახშირით

რომ ვაჭრობს... მასზე კი რა უნდა ვთქვა? ის კაცი ნამდვილი ბებერი გაიძვერა

მგონია. დიახ, სწორედ ასეთად წარმომიდგენია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება,

რომ მისი სავაჭრო საქმიანობა სწორედ ემწუთას წყალობით სულდგმულობს.

აქ კი ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: ხომ შეიძლება ემწუთამ თვითონაც

წამოიწყოს ვაჭრობა? მოკლედ, დარწმუნებული ვარ, ემწუთას რომ საკუთარი

ოჯახი ჰქონდეს, მის რჩენასა და გაძღოლას მშვენივრად შეძლებდა... თქვენ რა,

თავს აქნევთ?

- არა, თავს არ ვაქნევ.

- როგორც ჩანს, ნებისყოფა გღალატობთ, რადგან იმ კაცზე ლაპარაკით თავი

მოგაბეზრეთ... ამის მიზეზი ნამდვილად გაქვთ... მისმინეთ, სანამ

დამავიწყდება, რაღაც მინდა გთხოვოთ, ოღონდ ნუ გამიწყრებით, რადგან

თქვენთვის მართლა კარგი მსურს და ვცდილობ, დაგეხმაროთ. მგონი აჯობებს

ღამღამობით კარს თუ ჩარაზავთ. ასე შეშინებული რატომ მიყურებთ? ჩემო

კარგო, ნურაფრის შეგეშინდებათ და ნურც ეჭვის თვალით

შემომხედავთ.მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ხალხს ბოლომდე ნუ ენდობით,

განსაკუთრებით კი ახლა, როცა ფული გაქვთ. მართალია, რამე

განსაკუთრებული ხიფათის შესახებ ამ ქალაქში არაფერი მსმენია, მაგრამ

სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ღამის ორ საათზე გარეთ უკვე საკმაოდ ბნელა.

ამას წინათ დაახლოებით ეგ დრო იქნებოდა, როცა ჩემი ფანჯრების ძირას

საეჭვო ხმაური გავიგონე. დიახ, დიახ, იმედია, მსგავსი რჩევების გამო არ

გამიბრაზდებით. ახლა კი დაგემშვიდობებით. მიხარია, რომ ეს სავარძელი

ბოლოს მაინც დაგტყუეთ. ნახვამდის, ჩემო კარგო!

Page 215: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელმა ქალს ხელი ჩამოართვა. გასვლისას კიდევ ერთხელ მიუბრუნდა და

უთხრა:

- თუ გკითხავენ, შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ სკამში ერთი-ორი კრონი

გადაგიხადეთ. ამაზე მეტი თანხა არ ახსენოთ, ერთი შილინგიც კი არ

მიამატოთ, თორემ ფულს ჩამოგართმევენ. კარგად დაიმახსოვრეთ. ხომ

შემიძლია გენდოთ?

- დიახ, - უპასუხა ქალმა.

ნაგელი წავიდა და სკამიც თან გაიყოლა. სიხარულისგან სახე უბრწყინავდა,

ქირქილებდა და დროდადრო ხმამაღლაც კი იცინოდა. ისეთი გახარებული

იყო, თითქოს ვინმე გააცურა და მნიშვნელოვანი საქმე მოიგო.

„ღმერთო, ალბათ როგორ უხარია! - მღელვარედ ამბობდა თავისთვის, - ჰა-ჰა-

ჰა! მგონი ასეთი სიმდიდრის გამო ღამე დაძინებაც ვერ მოახერხოს!“

სასტუმროში ნაგელს ემწუთა დაუხვდა. პირდაპირ რეპეტიციიდან მისულიყო

და იღლიაში აფიშები ამოეჩარა. ცოცხალი სურათები, ბაზრობაზე რომ

წარმოადგენენ, უდავოდ წარმატებული იქნება. რამდენიმე ისტორიულ სცენას

უჩვენებენ, რომლებიც შესაბამისი ფერადი განათებით იქნება გაფორმებული.

თავად ემწუთა სტატისტის როლს ასრულებს.

და ბაზრობა რომელ დღეს გაიმართება?

ხუთშაბათს, 9 ივლისს, დედოფლის დაბადების დღეს გაიხსნება. დღეს

ემწუთამ ქალაქის სხვადასხვა ადგილას აფიშები უნდა გააკრას. იმის უფლებაც

კი მისცეს, ერთი ცალი სასაფლაოს ჭიშკარზეც მიაწებოს... სხვათა შორის, ახლა

სასტუმროში ვიოლინოს ამბავთან დაკავშირებით იყო მისული. მისი შოვნა

ვერსად შეძლო. მთელ ქალაქში ერთადერთი ვიოლინო მოიძია, რომელიც

საკმაოდ კარგ მდგომარეობაში კი არის, მაგრამ მფლობელი მის გაყიდვას არ

აპირებს. ვიოლინო რომელიღაცა ორღანისტს ეკუთვნის და მას ბაზრობის

გახსნასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე რამდენიმე მუსიკალური

ნომრის შესასრულებლად სჭირდება.

თუ ასეა, მაშინ რა გაეწყობა!

ემწუთა წასასვლელად ემზადება. უკვე ფეხზე დგას, ხელში ქუდი ჩაუბღუჯავს.

სწორედ ამ დროს ნაგელი ეუბნება:

- თითო ჭიქა ხომ არ დაგველია? მინდა გითხრათ, რომ დღეს ერთი სასიამოვნო

ამბავი შემემთხვა და მშვენიერ განწყობაზე გახლავართ. იცით, ჩემი კარგა ხნის

Page 216: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მცდელობის შედეგად ერთი ისეთი ნივთი შევიძინე, რომლის დარიც ჩვენს

ქვეყანაში მცხოვრებ არც ერთ კოლექციონერს არ აქვს. ამაში დარწმუნებული

ვარ! აგერ, ამ სავარძელზე მოგახსენებთ. შეხედეთ! ხვდებით, რომ ეს ნივთი

ჰოლანდიური წარმოშობის საუცხოო ნამუშევარია? ნამდვილი მარგალიტი!

ღმერთს ვფიცავ, მთელი ქონებაც რომ შემომთავაზონ, ამ სავარძელს მაინც

არავის დავუთმობ. სწორედ ამ შენაძენის გამო მინდა თითო ჭიქა შევსვათ, თუ

რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ იქნებით. რას იტყვით, დავაწკარუნო ზარი და

მოახლეს ვუხმო? არა? კი მაგრამ, მაგ პლაკატების გაკვრა ხვალაც შეიძლება...

არა, ჩემი დღევანდელი წარმატება ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ! იქნებ თქვენ

აქამდე არც იცოდით, რომ დროდადრო კოლექციონერობასაც ვეწევი. თქვენს

ქალაქშიც ამდენ ხანს სწორედ იმიტომ გავჩერდი, რომ მინდა ძველი, იშვიათი

ნივთები მოვიძიო და შევისყიდო. ნუთუ არც ჩემი ძროხის ზანზალაკების

შესახებ მომიყოლია? ღმერთო მომკალი! როგორც ჩანს, აზრზეც არ ხართ, ვინ

ვარ და რას წარმოვადგენ! ბუნებრივია, იცით, რომ პროფესიით აგრონომი ვარ,

მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრებაში სულ სხვა ინტერესებიც მაქვს. მაგალითად,

დღესდღეობით 267 ცალი ძროხის ზანზალაკის მფლობელი ვარ. მათი

შეგროვება ათი წლის წინ დავიწყე და დღეს უკვე მადლობა უფალს, უმაღლესი

დონის კოლექციას ვფლობ. აი, ეს სავარძელი კი... იცით მისი მოპოვება როგორ

შევძელი? სრულიად შემთხვევით, უბრალოდ ძალიან გამიმართლა. მოკლედ,

ერთ მშვენიერ დღეს ქუჩას მივუყვები და გეზს სანაპიროსკენ ვიღებ. გზად

მიმავალი ერთ პატარა თეთრ სახლს გვერდს ვუქცევ და როგორც მჩვევია

ხოლმე, სახლის ფანჯრისკენ თვალს მალულად ვაპარებ. მოულოდნელად ამ

სკამს ვამჩნევ და ვხვდები, რომ საკმაოდ ღირებული ნივთი უნდა იყოს. უცხო

სახლის კარზე ვაკაკუნებ და ოთახში შევდივარ. იქ კი ვიღაც ასაკიანი,

ჭაღარათმიანი ქალი მეგებება... მოიცა, მის სახელს ახლავე გავიხსენებ... თუმცა

რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ალბათ მას არც იცნობთ. ჰო, მგონი ფრეკენ გუდე

ერქვა. მარტა გუდე თუ რაღაც ამდაგვარი... მოკლედ, ქალი უარზეა და სკამს

არაფრის დიდებით არ თმობს, მაგრამ ბოლოს, გარკვეული პირობის

საფუძველზე სავარძელს მაინც ვტყუებ და შინ მომაქვს. და ყველაზე უფრო

მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამ ნივთში კაპიკიც არ გამომართვა და

სრულიად უსასყიდლოდ დამითმო. იმის გამო, რომ სინანულის გრძნობა არ

გასჩენოდა, მე, რა თქმა უნდა, მაგიდაზე ერთი-ორი კრონი მაინც დავუგდე,

თუმცა კარგად ვიცი, ნივთი რამდენიმე ასეული კრონი მაინც ეღირებოდა.

გთხოვთ, ამის შესახებ ნურავის ეტყვით, თორემ კაცმა არ იცის, ვინ რა კუდს

გამოაბამს. ისე, მინდა გითხრათ, რომ საკუთარ თავს ვერაფერში

დავადანაშაულებ. იმ ქალს ვაჭრობისა არაფერი გაეგებოდა, მე კი როგორც

კომერსანტი და კოლექციონერი, ვალდებული არ ვიყავი, მისი ინტერესები

Page 217: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დამეცვა. ადამიანი სულელი არ უნდა იყოს და საკუთარი თავისა და სარჩო-

საბადებლის დაცვა უნდა შეეძლოს, ხომ ასეა? სწორედ ამას ჰქვია ბრძოლა

არსებობისთვის. ახლა უკვე ყველაფერი დაწვრილებით იცით და ნუთუ ჭიქა

ღვინოზე მაინც უარს მეტყვით?

ემწუთა ჯიუტად უარობდა და წასვლას ჩქარობდა.

- რა სამწუხაროა! - თქვა ბოლოს ნაგელმა, - მე კი ერთი სული მქონდა, თქვენთან

ცოტა ხანს მაინც მესაუბრა. ამ ქალაქში ერთადერთი ადამიანი ხართ, რომელიც

მართლა მაინტერესებს და რომელთან ურთიერთობაც გულწრფელად

მსიამოვნებს. ჰა-ჰა-ჰა! დიახ, თქვენთან მსიამოვნებს ურთიერთობა. ესე იგი,

იოჰანესი გქვიათ არა? ძვირფასო მეგობარო, ეს ამბავი კარგა ხნის წინ ვიცოდი.

მანამდე ვიცოდი, სანამ დღეს საღამოს სხვისგან გავიგებდი... კარგი, ნუ

შეშინდებით. რა უბედურებაა, რატომღაც ჩემი ყველას ეშინია. არა, რატომ

უარყოფთ? სულ ახლახანს საკმაოდ დამფრთხალი თვალებით შემომხედეთ...

უფრო მეტსაც გეტყვით, შევამჩნიე, როგორ შეკრთით...

ემწუთა უკვე კართან იდგა. ნაგელთან საუბრის დასრულებასა და

სასტუმროდან გასვლას ჩქარობდა. მათი დიალოგი თანდათანობით სულ

უფრო უსიამოვნო გახდა.

- დღეს 6 ივლისია? - ეკითხება მოულოდნელად ნაგელი.

- დიახ, 6 ივლისია, - პასუხობს ემწუთა და კარის სახელურს ებღაუჭება. ნაგელი

ნელი ნაბიჯით უახლოვდება, მასთან ძალიან ახლოს მიდის და სახეში

ჩასცქერის. თან ზურგზე ხელებს აჭდობს და ჩურჩულით ეუბნება:

- და 6 ივნისს სად იმყოფებოდით?

ემწუთა არ პასუხობს, კრინტსაც არ ძრავს. ნაგელის გამჭოლი მზერა და

იდუმალი ჩურჩული შიშის ზარს სცემს. ერთი თვის წინანდელი დღის და

რიცხვის შესახებ დასმული უცნაური შეკითხვის არაფერი ესმის, შეშინებული

კარს ელვის სისწრაფით აღებს და დერეფნის იატაკზე ეცემა. სანამ დაბნეული

ემწუთა დაბლა ჩასასვლელ კიბეს დაეძებს, ნაგელი კარში დგება და უყვირის:

- არა, არა, ეს ყველაფერი სიგიჟე იყო. გთხოვთ, დაივიწყეთ. ყველაფერს სხვა

დროს აგიხსნით... სხვა დროს...

მაგრამ ემწუთას აღარაფერი გაუგონია. იმ მომენტში, როცა ნაგელი ამ სიტყვებს

წარმოთქვამდა, ის უკვე სასტუმროდან გარბოდა. შეშინებული ქუჩაში ისე

Page 218: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გავარდა და მოედნისკენ მიმავალ გზას ისე დაუყვა, გვერდითაც არ გაუხედავს.

წყალსადენს ჩაურბინა, პირველივე ჩიხში შევარდა და გაუჩინარდა.

ერთი საათის შემდეგ კი, საღამოს ათზე, ნაგელმა სიგარას მოუკიდა და

სასტუმროდან გავიდა. ქალაქი ჯერ კიდევ არ დამშვიდებულიყო. პასტორის

მამულისკენ მიმავალ გზაზე უამრავი ხალხი გამოფენილიყო და მშვიდად

დასეირნობდა, ახლომდებარე ქუჩებიდან კი ბავშვების ჟრიამული და სიცილ-

კისკისი ჯერ კიდევ აღწევდა. ყველას უნდოდა, ამ სასიამოვნო საღამოთი

დამტკბარიყო. უმეტესობა საკუთარი სახლების კიბეზე ჩამომსხდარიყო და

ერთმანეთში შეხმატკბილებულად საუბრობდა. დროდადრო მეზობლების

მეგობრული გადაძახილებიც ისმოდა.

ნაგელი ნავსადგურისკენ გაეშურა. მოულოდნელად ემწუთა შეამჩნია,

რომელიც პლაკატებს აკრავდა. ფოსტის, ბანკის, სკოლისა და ციხის კედლები

პლაკატებით უკვე აეჭრელებინა. რა ზედმიწევნით და სინდისიერად

ასრულებდა თავის დავალებას! რა გულისყურით საქმიანობდა და

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო და დასვენება სჭირდებოდა,

დროს აინუნშიაც არ აგდებდა. ნაგელმა საკმაოდ ახლოს ჩაუარა და მიესალმა,

მაგრამ არ გაჩერებულა.

თითქმის ნავსადგურთან იყო მისული, როცა ზურგს უკან ქალის ხმა შემოესმა.

მარტა გუდე იყო. დაღლილობისგან ძლივს სუნთქავდა. ნაგელთან სწრაფად

მივიდა, შეაჩერა და უთხრა:

- უკაცრავად! თქვენ ძალიან ბევრი ფული დამიტოვეთ.

- საღამო მშვიდობის! - პასუხობს ნაგელი, - ვხედავ, თქვენც სხვებივით

სასეირნოდ გამოსულხართ!

- არა, ქალაქიდან მოვდივარ. სასტუმროში ვიყავი და გიცდიდით. თქვენ

ძალიან ბევრი ფული მომეცით, - გაიმეორა ქალმა.

- ნუთუ ისევ იმ კომედიის თამაში უნდა გავაგრძელოთ?

- კი მაგრამ, თქვენ შეცდით, - ყვირის აღშფოთებული მარტა, - წვრილი ფული

რომ დავითვალე, ორას კრონზე მეტი აღმოჩნდა.

- რას მეუბნებით? ესე იგი, ორას კრონზე მეტი იყო? ერთი-ორი კრონით

ზედმეტი დავტოვე, არა? კარგი, მაშინ შეგიძლიათ უკანვე დამიბრუნოთ.

ქალი აზღუდის გახსნას იწყებს, მაგრამ მალევე ერკვევა, აქეთ-იქით იხედება და

აღარ იცის, როგორ მოიქცეს. ბოლოს ნაგელს ისევ პატიებას სთხოვს... აქ ხომ

Page 219: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იმდენი ხალხია და ფულს შუა ქუჩაში ხომ არ ამოიღებს... თანხა

საგულდაგულოდ აქვს დამალული...

- რა თქმა უნდა, არა, - ნაჩქარევად პასუხობს ნაგელი, - შემიძლია თავად

წამოვიღო. წამოდით, წამოგყვებით და ფულს გამოგართმევთ.

...და პაწაწინა თეთრი სახლისკენ მიმავალ გზას ერთად გაუყვნენ. აუმრავი

ადამიანი ხვდებოდათ, რომლებიც ცნობისმოყვარედ აყოლებდნენ თვალს.

სახლში რომ შევიდნენ, ნაგელი ისევ ფანჯარასთან, თავის ძველ ადგილას

მოკალათდა. ფანჯარაზე კვლავ ძველი ქვედაბოლო იყო ჩამოფარებული. სანამ

დიასახლისი ტანსაცმელში იქექებოდა და ფულის ამოღებას ცდილობდა,

ნაგელს არაფერი უთქვამს. ბოლოს ქალმა ხელი გაიწვდინა და ფული გაუწოდა.

გაცრეცილი ათკრონიანი კუპიურები იყო, რომელთაც ჯერ კიდევ მისი

სხეულის სითბო შერჩენოდათ. როგორც ჩანს, დიასახლისს სინდისმა არ მისცა

უფლება, ზედმეტი თანხა თავის ქოხში თუნდაც ერთი ღამით დაეტოვებინა.

ნაგელმა მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა და სთხოვა, ეს თანხაც დაიტოვეო. ამ

სიტყვებმა დიასახლისი სტუმრის კეთილ განზრახვაში ისევ დააეჭვა,

უნდობლობით შეხედა კაცს და უთხრა:

- არა... თქვენი ნამდვილად არ მესმის...

ნაგელი ადგილიდან წამოხტა.

- მე კი თქვენი მშვენივრად მესმის, - უპასუხა ქალს, - ამიტომაც ვდგები და

ახლავე მივდივარ აქედან. ახლა ხომ დამშვიდდით?

- დიახ... არა, არა... კარში ნუ გაჩერდებით.

ნაგელის ოთახში დასაბრუნებლად დიასახლისმა ხელებიც კი გაიწვდინა.

აშკარად არ უნდოდა, სტუმარი ნაწყენი დარჩენილიყო.

- მაშინ თქვენთან ერთი სათხოვარი მექნება, - თქვა ისევ კაცმა, თუმცა სკამზე

აღარ დამჯდარა, - ძალიან გამახარებთ, თუ ინებებთ და... დიახ, დიახ, ამ

საქციელს მერე აუცილებლად დაგიფასებთ. მოკლედ, მინდა გთხოვოთ, რომ

ხუთშაბათს საღამოს ბაზრობაზე მობრძანდეთ. მითხარით, ამ სიამოვნებას

მომანიჭებთ? გპირდებით, ძალიან გახალისდებით. მოედანზე უამრავი

ადამიანი მოიყრის თავს. ფერადი განათება, მუსიკა, ცოცხალი გამოფენა იქნება.

ნამდვილად არ ინანებთ, მოდით. რატომ გეცინებათ? ღმერთო, როგორი

თეთრი კბილები გაქვთ!

Page 220: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- საერთოდ, მე ხომ არსად დავდივარ, - უპასუხა ქალმა, - ნუთუ გგონიათ, რომ

ბაზრობაზე მოვალ? გარდა ამისა, ჩემი იქ მოსვლა რა საჭიროა, ამის გაკეთებას

რისთვის მთხოვთ?

ნაგელმა გულწრფელად აუხსნა, რომ ეს აზრი თავში კარგა ხნის წინ მოუვიდა.

მისი ბაზრობაზე დაპატიჟება თითქმის ორი კვირის წინ გადაწყვიტა, მაგრამ

მერე თავიდან ამოუვარდა და მხოლოდ ახლაღა გაახსენდა. ძალიან უნდა, რომ

ბაზრობაზე მარტაც მივიდეს და სხვებთან ერთად იხალისოს. თავად თუ არ

მოისურვებს, ნაგელი ხმასაც არ გასცემს და არც გამოელაპარაკება... საერთოდ

არ შეაწუხებს. ქალის წყენინება ფიქრადაც არ გაუვლია. უბრალოდ, სხვა

ადამაიანებს შორის მისი დანახვა ძალიან გაახარებს. მგონი დროა, მარტამ

ძველებური სიცილი გაიხსენოს და ახალგაზრდობა დაიბრუნოს. ამიტომაც

მთელი გულით სთხოვს, ბაზრობაზე აუცილებლად მივიდეს!

ნაგელი დიასახლისს შეაცქერდა. თეთრი, ქათქათა თმა მის შავ თვალებს მეტ

სიმკვეთრეს ჰმატებდა. აღელვებული ჩანდა და ცალი ხელით მკერდთან კაბის

ღილს აწვალებდა. და ეს საოცარი ხელი, გრძელთითებიანი ხელის მტევანი,

რომელსაც ნაცრისფერი დაჰკრავდა და თანაც განსაკუთრებულად სუფთა არ

იყო, მაინც საოცრად კრიალა და უმწიკვლო შთაბეჭდილებას ტოვებდა. ხელის

მტევნის ზედაპირზე ორი ლურჯი ძარღვი ფეთქავდა.

დიახ, თქვა ბოლოს ქალმა, საღამო ალბათ მართლა ხალისიანი იქნება, მაგრამ

მას ხომ ასეთი საღამოსთვის შესაფერისი ტანსაცმელი არ აქვს. ერთი წესიერი

გამოსასვლელი კაბაც კი არ გააჩნია...

წინ კიდევ სამი სამუშაო დღეა დარჩენილი, შეაწყვეტინა ნაგელმა,

ხუთშაბათამდე ყველაფრის შოვნა შეიძლება. დიახ, საკმაოდ დიდი დროა

დარჩენილი! აბა, შევთანხმდით?

მცირე ყოყმანის შემდეგ ქალი მის ნებას დაჰყვა.

კაცმა თავი ცოცხლად არ უნდა დაისამაროს, - განაგრძო ნაგელმა, - მსგავსი

საქციელით ვერავინ ვერაფერს მოიგებს. თანაც, მარტას ხომ ისეთი ლამაზი

თვალები და მშვენიერი კბილები აქვს. არა, საკუთარი თავის მიმართ მართლა

ძალიან სცოდავს. ის წვრილი ფული კი, ზედმეტი რომ აღმოჩნდა, შეუძლია

კაბის საყიდლად გამოიყენოს. დიახ დიახ, როგორ არა, ამაზე უკვე ლაპარაკიც

აღარ სურს! ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ ნაგელის ახირება იყო. ქალი კი

მხოლოდ ხათრის გამო დაეთანხმა.

Page 221: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელი დიასახლისს ჩვეულებისამებრ მოკლედ და თბილად დაემშვიდობა.

ქალმა გასასვლელამდე გააცილა, ბოლოს კი ხელი გაუწოდა და ბაზრობაზე

მიწვევის გამო მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. მრავალი, მრავალი

წელია, რაც მარტა საზოგადოებაში აღარ გამოჩენილა და ხალხში ყოფნას უკვე

გადაეჩვია კიდეც. ამის მიუხედავად, შეეცდება, სამაგალითოდ მოიქცეს...

ოჰ, ეს დიდი ბავშვი! პირობა დადო, რომ სამაგალითოდ მოიქცევა... ნაგელს

ხომ ამის შესახებ არც არაფერი უთხოვია.

XVI

ხუთშაბათი დღეც დადგა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, საქველმოქმედო

ბაზრობა საღამო ხანს, საზეიმო მუსიკის თანხლებით გახსნეს. მოედანს

უამრავი ადამიანი მიაწყდა. მთელი ქალაქი გარეთ გასულიყო. ამ უიშვიათეს

გასართობ წარმოდგენაზე დასასწრებად ხალხი ახლომდებარე დაბებიდანაც კი

ჩასულიყო.

იოჰან ნაგელი მოედანზე ცხრა საათისთვის გამოჩნდა. საზეიმო დარბაზი უკვე

ხალხით გაჭედილიყო. დარბაზის ბოლოში, კართან ახლოს დადგა და

რამდენიმე წუთის განმავლობაში ვიღაცის სიტყვით გამოსვლას ისმენდა. იმ

საღამოსაც ჩვეულებისამებრ, ყვითელ პიჯაკში გამოწყობილიყო. ცოტა

ფერმკრთალი ჩანდა, თუმცა ხელიდან სახვევი მოეხსნა. როგორც ჩანს,

ჭრილობები შეხორცებოდა.

დარბაზის სიღრმეში, ტრიბუნის მახლობლად ექიმი სტენერსენი და მისი

მეუღლე შეამჩნია. მათგან მარჯვნივ, ოდნავ მოშორებით კი ემწუთა და

ცოცხალი სურათების დანარჩენი მონაწილეებიც დალანდა. დაგნი არსად

ჩანდა.

სინათლით გაჩახჩახებულ, ხალხით გაჭედილ დარბაზში ნაგელს კინაღამ

სული შეეხუთა და გარეთ გასვლა მოუნდა. კარში რწმუნებულ რაინერტს

შეეჩეხა და გულითადად მიესალმა. მან კი პასუხად თავი ოდნავ შესამჩნევად

დაუკრა. ნაგელი დერეფანში გაჩერდა.

სწორედ ამ დროს ერთი ისეთი რამ შეამჩნია, რამაც შემდეგ კარგა ხნის

განმავლობაში მოსვენება დააკარგვინა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობა

გაუღვიძა. ნაგელის ყურადღება რატომღაც მისგან მარცხნივ მდებარე პაწაწინა

ოთახის ოდნავ შეღებულმა კარმა მიიქცია. ოთახი, რომელიც გარდერობის

მოვალეობას ასრულებდა, სანათურით სუსტად იყო განათებული.

მოულოდნელად, ამ მინავლულ შუქში ნაგელი ცხადად ხედავს, რომ ერთ-ერთ

Page 222: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საკიდთან დაგნი შელანდი დგას და მის ყვითელ პიჯაკში ხელს აფათურებს.

ნამდვილად არ შეშლია, იმ ქალაქში მისნაირი ყვითელი ფერის საგაზაფხულო

პიჯაკი არავის აქვს. დიახ, უდავოდ მისი პიჯაკი იყო. გარდა ამისა, მშვენივრად

ახსოვდა, რომ სწორედ იმ საკიდზე ჩამოკიდა. ისეთი შთაბეჭდილება დარჩა,

თითქოს დაგნი რაღაცას დაეძებდა და დროდადრო მის პიჯაკს ხელით

სინჯავდა. ნაგელს არ უნდოდა, ქალი დაეფრთხო და იმ პატარა ოთახს

სასწრაფოდ ზურგი აქცია.

ამ უჩვეულო შემთხვევამ მართლა ააფორიაქა. ნეტავ ქალი რას დაეძებდა და

საერთოდ, მის პიჯაკთან რა ესაქმებოდა? თავში გამუდმებით ეს კითხვა

უტრიალებდა და იმ მოვლენას ვერაფრით ივიწყებდა. უფალმა უწყის, იქნებ

ქალს იმის შემოწმება უნდოდა, ნაგელი ჯიბეში იარაღს ხომ არ ინახავდა.

ალბათ ჰგონია, რომ ეს კაცი ნებისმიერ სიგიჟეზეა წამსვლელი. ანდა იქნებ

ჯიბეში წერილი ჩაუდო?

ეს სასიამოვნო, თუმცა საკმაოდ დაუჯერებელი ვერსიაც კარგა ხანს

უტრიალებდა გონებაში. არა, არა, ფრეკენ შელანდი ალბათ თავის პალტოს

დაეძებდა და უცხო საკიდთან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა. მსგავსი

უსუსური აზრები ნაგელმა თავში როგორ გაივლო!... მოგვიანებით, როცა

დაგნი დარბაზში შევიდა და სცენისკენ გაემართა, კაცი გარდერობის ოთახში

შევარდა და თავისი პიჯაკის ჯიბეები გულისფანცქალით მოჩხრიკა. არანაირი

წერილი არ იყო. საკუთარი ხელთათმანებისა და ცხვირსახოცის გარდა ჯიბეში

ვერაფერი იპოვა.

დარბაზში მქუხარე ტაში დასცხეს. ქალაქის მოსამართლემ სიტყვა დაასრულა

და ბაზრობაც გახსნილად გამოცხადდა. ამის შემდეგ ხალხი გასასვლელებს

მიაწყდა და შენობის იმ ოთახებს მიაშურა, სადაც შედარებით სიგრილე იყო.

სტუმრები კედლების გასწვრივ ჩამწკრივდნენ და გამაგრილებელ სასმელს

მიეძალნენ. რამდენიმე ადგილობრივი ახალგაზრდა ქალიშვილი

ოფიციანტებივით თეთრ წინსაფარში გამოწკეპილიყო. მათ ხელზე თეთრი

ხელსახოცი გადაეფინათ და ჭიქებით სავსე ლანგრებით საქმიანად

დარბოდნენ.

ნაგელი დაგნის დაეძებდა და ვერსად პოულობდა. მოულოდნელად ასევე

თეთრ წინსაფარში გამოწყობილი ფრეკენ ანდრესენი დაინახა, მიესალმა და

ღვინის მოტანა სთხოვა, გოგონამ კი სანაცვლოდ შამპანური მიართვა. ნაგელმა

გაოცებული მზერა მიაპყრო.

- თქვენ ხომ სხვას არაფერს სვამთ, - უთხრა ქალიშვილმა ღიმილით.

Page 223: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამ საკმაოდ მწარე შენიშვნამ ნაგელი რატომღაც ძალიან გაახალისა და

გაცილებით კარგ გუნებაზე დააყენა. ქალიშვილს სთხოვა, ერთი ჭიქა მასთან

ერთად დაელია. მიუხედავად იმისა, რომ ფრეკენ ანდრესენს უამრავი საქმე

ჰქონდა, მაინც დაუსკუპდა გვერდით. ამ გულთბილი საქციელისთვის ნაგელმა

მადლობა გადაუხადა, ჩაცმულობა მოუწონა და იმ ვერცხლის გულსაბნევის

გამო, ქალს საგულეზე რომ დაებნია, აღტაცება ვერ დაფარა. ფრეკენ ანდრესენი

იმ საღამოს მართლა მშვენივრად გამოიყურებოდა. მისი მოგრძო,

არისტოკრატული სახე, რომელსაც ოდნავ დიდი ცხვირი ამშვენებდა,

განსაკუთრებულად ლამაზი ჩანდა. მკვეთრი და ნერვიული მიმიკები ამ

სახისთვის უცხო იყო. ქალი მშვიდად, თავდაჭერილად საუბრობდა და მის

საზოგადოებაში ნებისმიერი ადამიანი თავს საოცრად დაცულად და მყუდროდ

გრძნობდა. დიახ, ფრეკენ ანდრესენი ნამდვილი ღირსეული ქალბატონი

ბრძანდებოდა.

როცა ფრეკენ ანდრესენი ფეხზე წამოდგა, ნაგელმა უთხრა:

- ამ საღამოს აქ ერთი ისეთი ადამიანი იქნება, რომლის მიმართაც პატარა

ყურადღების გამოჩენა მსურს. ეს ფრეკენ გუდეა, მარტა გუდე. არ ვიცი, იცნობთ

თუ არა მას. მითხრეს, შენობაში იმყოფებაო. ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ

ძალიან მინდა რამით გავახარო და ვასიამოვნო, ის ხომ ისეთი მარტოსულია.

ემწუთამ მასზე ცოტა რამ მიამბო. როგორ ფიქრობთ, ფრეკენ, შემიძლია ის

ქალი აქ, ჩვენს მაგიდასთან მოვიწვიო? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ

ამისი წინააღმდეგი არ იქნებით.

- არა, რას ამბობთ, პირიქით! - უპასუხა ქალიშვილმა, - სიამოვნებით მოვძებნი

და ახლავე მოვიყვან. ვიცი, სადაც ზის.

- კი მაგრამ, თქვენც ხომ დაბრუნდებით?

დიახ. სიამოვნებით!

სანამ ნაგელი ზის და იცდის, ოთახში რწმუნებული რაინერტი, ადიუნკტი და

დაგნი შედიან. ნაგელი ფეხზე დგება და სალამს ამბობს. მიუხედავად იმისა,

რომ ცხელოდა, დაგნიც საკმაოდ ფერმკრთალი ჩანდა. მოკლემკლავიანი

მოყვითალო კაბა ეცვა და დიდი, უხეში ოქროს ყელსაბამი ეკეთა. ეს ყელსაბამი

მის ჩაცმულობას საშინლად არ უხდებოდა. დაგნი კართან შედგა. ქალს ცალი

ხელი ზურგს უკან წაეღო და ნაწნავს ნერვიულად ათამაშებდა.

ნაგელი მისკენ გაემართა. მწირი, მაგრამ საკმაოდ მხურვალე სიტყვებით

პარასკევს მომხდარი შემთხვევის გამო პატიება სთხოვა. უთხრა, რომ ასე

Page 224: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ბოლოჯერ, ნამდვილად ბოლოჯერ მოიქცა და შეჰპირდა, წყენის მიზეზს

აღარასოდეს მოგცემთო. ნაგელი ხმადაბლა საუბრობდა. მან ზუსტად ის

სიტყვები წარმოთქვა, რაც საჭიროდ მიიჩნია და გაჩუმდა.

ქალმა ბოლომდე მოუსმინა, შეხედა კიდეც და პასუხად მიუგო:

- უკვე აღარც კი მესმის, რაზე მელაპარაკებით. ვერ ვხვდები... ყველაფერი

დამავიწყდა... მინდა ყველაფერი დავივიწყო.

ამის შემდეგ საკმაოდ გულგრილი გამომეტყველება მიიღო და იქაურობას

გასცილდა.

ირგვლივ ჭიქების წკარუნი, საცობების ტკაცუნი, ხალხის ზუზუნი, სიცილი და

აყალმაყალი ისმოდა. ამ ყველაფერს კი დარბაზიდან გამომავალი ხმამაღალი

მუსიკის ხმა ერთვოდა. საღამოზე მიწვეული ქალაქის სასულე ორკესტრი

საშინლად უკრავდა...

მალე ოთახში ფრეკენ ანდრესენი და მარტაც გამოჩნდნენ. მათ ემწუთაც თან

ახლდათ. ყველანი ნაგელის მაგიდას შემოუსხდნენ და იქ დაახლოებით

თხუთმეტ წუთს გაჩერდნენ. დროდადრო ფრეკენ ანდრესენი იძულებული

ხდებოდა, ამდგარიყო და მსურველთათვის ლანგრით ყავა მიერთმია. ბოლოს

კი იმდენი შეკვეთა დაუგროვდა, რომ მაგიდასთან დასაბრუნებლად ვეღარც

მოიცალა.

ამასობაში კონცერტიც დაიწყო. პროგრამით გათვალისწინებული ნომრები

ერთმანეთს ენაცვლებოდა. ჯერ კვარტეტმა იმღერა, შემდეგ სტუდენტმა ეიენმა

მჭექარე ხმით საკუთარი ლექსი წაიკითხა, ორმა ქალბატონმა ფორტეპიანოზე

დაუკრა და ორღანისტმა თავისი პირველი სავიოლინო სოლოპარტია

შეასრულა. დარბაზში დაგნი კვლავ იმ ორ თანმხლებ მამაკაცთან ერთად იჯდა.

კონცერტის განმავლობაში ემწუთაც გაიხმეს და დამატებით ჭიქებისა და

ბუტერბროდების მოტანა დაავალეს. ამ პატარა ქალაქის მცხოვრებთათვის,

ადამიანთა ამ რაოდენობისთვის წინასწარ გათვლილი ხარჯი საკმარისი არ

აღმოჩნდა.

როდესაც მარტა და ნაგელი მაგიდასთან ერთმანეთის პირისპირ მარტონი

აღმოჩნდნენ, ქალმა წასვლა დააპირა. ნაგელთან ერთად მარტო ჯდომა აღარ

შეეძლო, ისედაც უკვე შეამჩნია, რომ რწმუნებულმა მათი მისამართით რაღაც

თქვა და დაგნი შელანდი გააცინა. დიახ, ამ მაგიდიდან თუ ადგება, გაცილებით

უკეთესი იქნება.

Page 225: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელმა შეძლო და ქალს წასვლა გადააფიქრებინა. ყოველ შემთხვევაში, კიდევ

ერთი ჭიქა ღვინის დალევაზე მაინც დაიყოლია. მარტა შავებში

გამოწყობილიყო. ახალი კაბა ტანზე კარგად მოერგო, მაგრამ მაინცდამაინც არ

უხდებოდა, რადგან ამ თავისებური გარეგნობის ქალს ეს ფერი საკმაოდ

აბერებდა და მის ჭაღარას კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს. თუმცა, თვალები

კი ჩვეულებისამებრ უბრწყინავდა და სიცილისას მისი ვარდისფრად

აფაკლული სახე ძალიან მიმზიდველი ჩანდა.

- მითხარით, ამ საღამოს როგორ ერთობით? თავს ხომ კარგად გრძნობთ? -

ჰკითხა ნაგელმა.

- დიახ, გმადლობთ! - უპასუხა ქალმა, - მშვენივრად ვარ.

ნაგელი ქალის გახალისებას ყველანაირად ცდილობდა და გაუჩერებლად

ლაპარაკობდა. უნდოდა, მისთვის დაძაბულობა მოეხსნა. ერთი ისეთი ამბავიც

გაიხსენა, რაზეც მარტამ გულიანად იცინა. ეს ამბავი იმას შეეხებოდა, თუ რა

ხერხით მოიპოვა ნაგელმა ერთ-ერთი ძროხის ზანზალაკი, რომელიც მისი

კოლექციის ყველაზე ფასეულ ნივთს წარმოადგენდა. ის ზანზალაკი ნამდვილი

განძი, შეუფასებელი ანტიკვარი იყო. ამ იშვიათ ზანზალაკზე ძროხის სახელიც

კი ამოეტვიფრათ. მას თურმე ეისტაინი ერქვა და სახელიდან გამომდინარე,

ეტყობა ხარი იყო...

მარტას სწორედ ამ დროს გაეცინა. ქალი თავდავიწყებას მიეცა, წამიერად ისიც

კი გადაავიწყდა, სად იმყოფებოდა. თავს მხიარულად იქნევდა, ამ

უმნიშვნელო, მაგრამ სახალისო ამბავზე ბავშვივით გულიანად კისკისებდა და

სახე უბრწყინავდა.

- წარმოიდგინეთ, - უთხრა ბოლოს ნაგელმა, - მგონი ემწუთამ იეჭვიანა.

- არა... - ყოყმანით უპასუხა ქალმა.

- მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. სხვათა შორის, თქვენთან ერთად ჯდომა

ძალიან მსიამოვნებს. თქვენი სიცილი საოცრად მახალისებს!

ქალმა თავი დახარა და არაფერი უპასუხა.

...და საუბარი კვლავ გააგრძელეს. ნაგელი ისეთნაირად იჯდა, რომ მოშორებით

მჯდომი დაგნის დანახვა შესძლებოდა.

რამდენიმე წუთი გავიდა. ფრეკენ ანდრესენი კვლავ გამოჩნდა, მათ

მაგიდასთან მივიდა, ერთი-ორი წინადადება თქვა, თავისი ჭიქიდან რამდენიმე

ყლუპი ღვინო მოსვა და ისევ სადღაც გაიქცა.

Page 226: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მოულოდნელად დაგნი ადგილიდან წამოდგა და ნაგელის მაგიდასთან

მივიდა.

- აქ რა მხიარულებაა! - თქვა ოდნავ აკანკალებული ხმით, - საღამო მშვიდობისა,

მარტა! ასე გულიანად რაზე იცინოდით?

- როგორც შეგვიძლია, ისე ვხალისობთ! - უპასუხა ნაგელმა, - მე სისულელეებს

ვყვები, ფრეკენ გუდე კი ჩემ მიმართ იმდენად გულმოწყალეა, რომ ამ

სისულელეებზე იცინის კიდეც... ჭიქა ღვინოზე ხომ არ დაგვეწვეოდით?

დაგნი ჩამოჯდა.

სწორედ ამ დროს დარბაზიდან ყურისწამღები აპლოდისმენტები გაისმა.

მარტამ დრო იხელთა და ადგილიდან წამოხტა. მინდა ვნახო, იქ რა ხდებაო,

უთხრა ნაგელს და ნელი ნაბიჯით იქაურობას გაშორდა. კართან მისული

მოტრიალდა და დაიძახა: ფოკუსებს უჩვენებენ, აუცილებლად უნდა ვნახოო

და გაუჩინარდა.

პაუზა.

- თქვენი კავალრები მიატოვეთ, - უთხრა ნაგელმა დაგნის. კიდევ რაღაცის

თქმას აპირებდა, მაგრამ ქალმა სიტყვა ნაჩქარევად გააწყვეტინა:

- თქვენ კი თქვენმა ქალბატონმა დაგტოვათ.

- დიახ, მაგრამ დაბრუნდება. შეატყვეთ, ფრეკენ გუდე ამ საღამოს რა საოცრად

გამოიყურება? დღეს ის ბავშვივით ლაღია.

დაგნიმ პასუხს თავი აარიდა. სანაცვლოდ კი ჰკითხა:

- ამას წინათ სადმე გაემგზავრეთ?

- დიახ.

პაუზა.

- ამ საღამოს თავს მართლა ასე ხალისიანად გრძნობთ?

- მე? ზუსტად ისიც კი არ ვიცი, სინამდვილეში რა ხდება, - უპასუხა ნაგელმა, -

აქ გასართობად სულაც არ მოვსულვარ.

- აბა, მაშ რისთვის მოხვედით?

Page 227: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ისევ მენახეთ. ბუნებრივია, მხოლოდ შორიდან,

უხმოდ...

- რას ამბობთ? და ამიტომაც მობრძანდით ქალთან ერთად?

ამ სიტყვების ნაგელმა ვერაფერი გაიგო. დაგნის შეხედა და დაფიქრდა.

- ფრეკენ გუდეს გულისხმობთ? - ჰკითხა გაოცებულმა, - არც კი ვიცი, რა

გიპასუხოთ. მასზე იმდენი რამ მიამბეს. მითხრეს, რომ მარტოდმარტო

ცხოვრობს. წლებს მარტოობაში ატარებს და არანაირი სიხარული არ გააჩნია. აქ

მე არ წამომიყვანია, მე მხოლოდ მისი გახალისება მსურდა. არ მინდოდა,

მოწყენილი ყოფილიყო. აი, სულ ეს არის. ჩემს მაგიდასთან კი ფრეკენ

ანდრესენმა დასვა. ღმერთო, რა უიღბლო ვინმეა! თმაც სულ გასთეთრებია...

- შემთხვევით, ხომ არ ფიქრობთ, რომ... ხომ არ გგონიათ, რომ ვეჭვიანობ?

ნუთუ ასეა? მაშინ გეშლებათ. იმ გიჟი კაცის ამბავი თქვენ რომ მიამბეთ, ჯერაც

არ დამვიწყებია. ოცდაოთხი ეტლის თანხლებით დასეირნობდა, „ს“ ბგერის

გამოთქმა უჭირდა, როგორც აღნიშნეთ, ენაბლუ იყო... და მას ქალიშვილი

შეუყვარდა. ქალიშვილს კლარა ერქვა. დიახ, დიახ, ეს ყველაფერი კარგად

მახსოვს. და მიუხედავად იმისა, რომ კლარას ის კაცი ქმრად არ მოსწონდა,

ვერც ის აიტანა, რომ ცოლად მისი კუზიანი და გაჰყოლოდა. არ ვიცი, მაშინ ეს

ამბავი რატომ მომიყევით, ალბათ თქვენ ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, მაგრამ

ჩემთვის ეს ყველაფერი სულერთია. ეჭვიანობას კი ვერაფრით მაიძულებთ. თუ

ამ საღამოს სწორედ ეს გაქვთ განზრახული, მაშინ თქვენც და იმ თქვენს

ენაბლუ გმირსაც იმედები უნდა გაგიცრუოთ!

- ღმერთო ჩემო! შეუძლებელია, მართლა ასე ფიქრობდეთ!

პაუზა.

- როგორ არა. სწორედ ასე ვფიქრობ! - მიუგო ქალმა.

- და თქვენ მართლა გგონიათ, თქვენი ეჭვიანობა რომ მსურდეს, სწორედ ასე

მოვიქცეოდი? ორმოცი წლის ქალთან ერთად გამოვცხადდებოდი, შემდეგ კი,

თქვენი მოსვლისთანავე აქედან გავისტუმრებდი? მართლა ასეთი სულელი

გგონივართ?

- უკვე აღარ ვიცი, ვინ მგონიხართ. მხოლოდ ის ვიცი, რომ მოხერხებულად

გამაცურეთ და ცხოვრების ყველაზე უხერხული წუთები განმაცდევინეთ. ახლა

კი საკუთარი თავისაც ვერაფერი გამიგია. არ ვიცი, სინამდვილეში სულელი

ხართ თუ გიჟი, თუმცა ამის გამოკვლევას არც ვაპირებ, ჩემთვის სულერთია...

Page 228: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- რა თქმა უნდა, ასეა! - დაეთანხმა ნაგელი.

- დიახ. და ვითომ რატომ არ უნდა იყოს სულერთი? - გააგრძელა კაცის

მორჩილი ტონით გაღიზიანებულმა ქალმა, - მითხარით, თქვენთან რა

მესაქმება? საკმაოდ ცუდად მომექეცით და მე თქვენი პიროვნებით რატომ

უნდა დავინტერესდე? მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედავთ და

ქარაგმებით გაჯერებულ ისტორიას მიყვებით. დარწმუნებული ვარ, კლარასა

და მისი დის ამბავი ტყუილად არ მოგიყოლიათ. ნამდვილად ასეა! ამიხსენით,

კუდში რისთვის დამდევთ? დღევანდელ საღამოს არ ვგულისხმობ, ახლა მე

თავად გეახელით. საერთოდ ვამბობ... თავს რატომ არ დამანებებთ? ახლა

თქვენს მაგიდასთან რომ მოვედი და ერთი-ორი სიტყვა გითხარით, ალბათ

ამასაც თქვენებურად ახსნით. იტყვით, რომ საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდები,

რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია...

- არა, ძვირფასო ფრეკენ, არაფერსაც არ ვიტყვი.

- არა? ახლაც ვერ ვხვდები, მართალს ამბობთ თუ ტყუით. ნამდვილად ვერ

ვხვდები. უკვე ყველაფერში ეჭვი მეპარება, თქვენი აღარ მჯერა, აღარ

გენდობით. შესაძლოა უსამართლოდაც გექცევით, მაგრამ ხომ შეიძლება

თქვენი წყენინების უფლება ერთხელ მეც მომეცეს? თქვენი უაზრო გეგმებითა

და მინიშნებებით უკვე ძალიან დამღალეთ...

ნაგელი ხმას არ იღებდა. იჯდა და თითებით ჭიქას ათამაშებდა. როცა ქალმა

კიდევ ერთხელ გაიმეორა, თქვენი აღარ მჯერაო, მხოლოდ მაშინ მიუგო:

- დიახ, ეს ნამდვილად დავიმსახურე.

- ასეა, - გააგრძელა დაგნიმ, - თქვენი საერთოდ არ მჯერა. თქვენმა მხრებმაც კი

დამაეჭვა... იმაშიც კი შევიტანე ეჭვი, ეგ თქვენი ფართო მხრები პიჯაკში

ოსტატურად ჩატენილი ბამბის შედეგი ხომ არ იყო. გულწრფელად

გამოგიტყდებით, სულ ცოტა ხნის წინ გარდერობის ოთახში ვიყავი და თქვენი

პიჯაკი შევამოწმე. მინდოდა მენახა, მხრებს მართლა ხელოვნურად ხომ არ

იდიდებდით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში არასწორი

აღმოვჩნდი და პიჯაკსაც საეჭვო ვერაფერი ვუპოვე, თქვენ მიმართ მაინც

უნდობლობით ვარ გამსჭვალული და ამას ვერაფრით ვშველი.

დარწმუნებული ვარ, ოდნავ უფრო მაღალი რომ გამოჩენილიყავით, ნებისმიერ

საშუალებას სიამოვნებით გამოიყენებდით, რადგან სიმაღლით ნამდვილად

ვერ დაიკვეხნით. მსგავსი საშუალება რომ არსებობდეს, ალბათ მართლა ასე

მოიქცეოდით. ღმერთო დიდებულო, ნუთუ შეიძლება კაცს ეჭვი არ გაუჩნდეს?

სინამდვილეში ვინ ხართ და ამ ქალაქში რისთვის ჩამოხვედით? საკუთარ

Page 229: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სახელსაც კი მალავთ და ხალხს სულ სხვა სახელით ეცნობით. თქვენ ხომ

სიმონსენი გქვიათ? დიახ, სიმონსენი. ეს ამბავი სასტუმროში შევიტყე. თურმე

სტუმრად ძველი ნაცნობი ქალი გყოლიათ და სიმონსენიც სწორედ მან

გიწოდათ. ალბათ მისი გაფრთხილება ვერ მოასწარით. ეს ყველაფერი საკმაოდ

სასაცილოა და ამავდროულად საოცრად ცუდიც. იმასაც ჰყვებიან, რომ თურმე

გართობის მიზნით პატარა ბიჭებს სიგარებს ჩუქნით და მოწევას აიძულებთ.

გარდა ამისა, არ ერიდებით და შუა ქუჩაში სკანდალს სკანდალზე აწყობთ.

ერთხელ კი თურმე, ერთი მოსამსახურე გოგონა მოედანზე შეგიჩერებიათ და

ყველას გასაგონად მისთვის რაღაც სამარცხვინო შეკითხვა დაგისვამთ. და ამ

ყველაფრის მიუხედავად, სრულიად ჩვეულებრივად მიგაჩნიათ ის ამბავი, რომ

დროდადრო გამომეცხადოთ და თქვენს გრძნობებში გამომიტყდეთ...

ყველაფერზე მეტად სწორედ ის მაწუხებს, რომ ასეთ საქციელს ბედავთ...

ქალი გაჩუმდა. მღელვარებისგან ტუჩები უთრთოდა. მისი თითოეული სიტყვა

გულწრფელი და უზომოდ ემოციური ჩანდა და აშკარად ღრმად სწამდა იმის,

რასაც ამბობდა. დაგნიმ ნაგელი არ დაინდო და სათქმელი პირდაპირ მიახალა.

ამ სიტყვებს პაუზა მოჰყვა.

- დიახ, მართალი ხართ, - თქვა ბოლოს ნაგელმა, - საკმაოდ ბევრი ტანჯვა

მოგაყენეთ... ცხადია, როცა ადამიანს ერთი თვის განმავლობაში ყოველ

ცისმარე დღეს ფეხდაფეხ დაჰყვები და მის თითოეულ სიტყვას და ქმედებას

უკვირდები, რაღაც ცუდს და ხელჩასაჭიდს აუცილებლად იპოვი. შესაძლოა, ის

ადამიანი ზოგ შემთხვევაში უსამართლოდაც განსაჯონ, მაგრამ ამას დიდი

მნიშვნელობა არ აქვს. ნამდვლად ასეა. ეს ქალაქი არც ისე დიდია, ამიტომაცაა,

რომ ყველას თვალში ვხვდები და გამოჩენისთანავე ყველა ცნობისმოყვარე

მზერას მაყოლებს. ამას ვერსად გავექცევი. თანაც ვაღიარებ, რომ ისეთი

მართლა არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო.

- ღმერთო! - წამოიყვირა ქალმა, - სწორედაც იმიტომ იქცევთ ყველას

ყურადღებას, რომ ეს პატარა ქალაქია. ეს ბუნებრივიცაა. შედარებით დიდ

ქალაქში ნამდვილად არ იქნებოდით ის ერთადერთი ადამიანი, ვინც ხალხის

ცნობისმოყვარეობას გააღვიძებდა.

დაგნის ამ ცივმა, მაგრამ კარგად გააზრებულმა პასუხმა ნაგელის აღტაცება

გამოიწვია. ამის აღსანიშნავად საქებარი სიტყვების თქმაც კი დააპირა, მაგრამ

მაშინვე გადაიფიქრა. ქალი უზომოდ გაბრაზებული და აღგზნებული ჩანდა.

ნაგელის მიმართ აშკარად მტრულად იყო განწყობილი და მზად იყო, მისი

ყველა ღირსებისთვის ხაზი გადაესვა. ამის გამო ნაგელი ოდნავ გულნატკენიც

კი დარჩა. აი თურმე, ამ ქალის თვალში ვინ ყოფილა? ვინ და ერთი

Page 230: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჩვეულებრივი უცნობი, რომელიც მათ პატარა ქალაქში ჩამოეხეტა და ხალხის

ყურადღებას მხოლოდ იმიტომ იქცევდა, რომ უცხო იყო და ყვითელი

ტანსაცმლით დადიოდა.

ნაგელს ბრაზი მოერია.

- ისიც ხომ არ უთქვამთ, რომ ერთხელ მინა მეკის საფლავის ქვაზე უხამსი

ლექსი მივაჯღაბნე? - ჰკითხა ქალს გამწარებულმა, - ნუთუ ეს არავის უთქვამს?

არადა, სრული სიმართლეა. დიახ, ასეა. ისიც სიმართლეა, რომ ერთ დღეს

თქვენს აფთიაქში... დიახ, ამ ქალაქის აფთიაქში შევიარე და იმ საშინელი

დაავადების საწინააღმდეგო წამალი მოვითხოვე, რომლის სახელიც

ფურცელზე მეწერა. წამალი არ მომცეს, რადგან რეცეპტი არ მქონდა. სანამ

დამავიწყდება, აქვე კიდევ ერთ რაღაცას გკითხავთ: შემთხვევით ემწუთას ხომ

არ უთქვამს, რომ ერთხელ ქრთამად ორასი კრონი შევთავაზე და ვთხოვე, ჩემი

შვილის მამობა ეღიარებინა? ესეც სრული სიმართლეა და ამ შემთხვევაში

თავად ემწუთაც დამემოწმება. ეს ჯერ არაფერია, კიდევ ბევრი რამის გახსენება

შემიძლია...

- არა, საჭირო არ არის, რაც ვიცი, ისიც საკმარისია! - ჯიუტად მიუგო ქალმა,

ცივი, მკაცრი მზერა შეავლო და იმ ყალბი დეპეშებისა და არარსებული

მამულების ამბავი შეახსენა. არც ვიოლინოს ბუდე დავიწყებია, რომელსაც

ნაგელი გამუდმებით თან დაატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინო არ

ჰქონდა და არც დაკვრა იცოდა. ყველა შემთხვევა დეტალურად, მიყოლებით

დაუსახელა... ის მედალიც ახსენა, რომელიც როგორც თავად ნაგელმა უამბო,

საკმაოდ უღირსი გზით მოეპოვებინა. ქალს ყველაფერი ახსოვდა და კაცს

დაუნდობლად ამათრახებდა. იმ წუთებში მისთვის ყველა წვრილმანს

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ბოლოს ისიც აღიარა, რომ თუ ადრე

ნაგელის მიერ საკუთარ თავზე ნათქვამი საშინელებები ტყუილი ეგონა, ახლა

მათ სიმართლეში სავსებით დარწმუნებულიყო. დიახ, ნაგელი მართლა

თავხედი და ორსახოვანი ბუნების ადამიანია! - და ამის მიუხედავად, მაინც

ცდილობთ, გამასულელოთ, მოსვენება დამაკარგვინოთ და მეც სიგიჟეები

ჩამადენინოთ. როგორ არ გრცხვენიათ, საკუთარი თავის გარდა გული არავიზე

შეგტკივათ! მხოლოდ თქვენი თავის წარმოჩენას ცდილობთ და სხვა არაფერს...

სწორედ ამ დროს ექიმი სტენერსენი გამოჩნდა და დაგნი იძულებული გახდა,

გაჩუმებულიყო. დარბაზიდან გამოსულ ექიმს ზედმეტად საქმიანი სახე

ჰქონდა. ის ამ საქველმოქმედო საღამოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო

და თავის მოვალეობას აშკარად უდიდესი გულისყურით ეკიდებოდა.

Page 231: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- საღამო მშვიდობისა, ბატონო ნაგელ! - დაიძახა შორიდანვე, - მიხარია, რომ

გხედავთ! იმდღევანდელი საღამო ჯერაც არ დამვიწყებია, მართლაც თავი

დავკარგეთ... ჰო, მართლა, ფრეკენ შელანდ, ყურადღებით იყავით, მალე

ცოცხალი სურათების წარმოდგენისთვის უნდა მოვემზადოთ.

ამ სიტყვების შემდეგ ექიმი ისევ გაქრა.

დარბაზში კვლავ მუსიკის ჰანგები გაისმა. ხალხი უკვე ისე მშვიდად აღარ

იჯდა. დაგნი წამოდგა და დარბაზში შეიხედა. მერე ისევ ნაგელს მიუბრუნდა

და უთხრა:

- მარტა ბრუნდება.

პაუზა.

- არ გესმით, რას გეუბნებით?

- როგორ არა, - უსულგულოდ მიუგო ნაგელმა ისე, რომ მისთვის არც

შეუხედავს. თავჩაქინდრული იჯდა და სუფრაზე ღვინით სავსე ჭიქას

ასრიალებდა. უკვე აღარ სვამდა, თავს კი სულ უფრო და უფრო დაბლა ხრიდა.

- ჩუ! - დამცინავად თქვა დაგნიმ, - მუსიკის ხმა თუ გესმით?.. როცა კაცი ასეთ

მელოდიას ისმენს, სხვა ადგილას, მოშორებით ყოფნა უნდება. სურვილი

უჩნდება, რომ თუნდაც გვერდითა ოთახში იჯდეს და საყვარელი ადამიანის

ხელს ეალერსებოდეს, ასე არ არის? ამას წინათ სწორედ ეს სიტყვები არ

მითხარით? მგონი, ისევ იმავე ლანერის ვალსს უკრავენ... და სულ მალე, როცა

მარტა მოვა...

როგორც ჩანს, დაგნი მიხვდა რომ ზედმეტად გესლიანად გამოუვიდა და

უცბად გაჩუმდა. თვალებში ლმობიერების სხივი ჩაუდგა, სკამზე დაეშვა და

საზურგეს ნერვიულად აეკრო. ნაგელი კი ისევ ისე თავჩაქინდრული იჯდა და

მძიმედ სუნთქავდა. მალე დაგნი ისევ წამოდგა, ჭიქა ასწია და რაღაცის თქმა

დააპირა. უნდოდა, ნაგელის გულის მოსალბობად ერთი-ორი მეგობრული

სიტყვა ეთქვა.

- ახლა კი ჩემი წასვლის დროა... - თქვა ქალმა, მაგრამ ნაგელმა არ დააცადა,

სწრაფად ახედა, მერე თავის ჭიქას ხელი დაავლო და თვითონაც წამოდგა.

ორივემ უხმოდ შესვეს. ნაგელი თავს ძალას ატანდა, რომ მღელვარებისგან

ხელი არ აჰკანკალებოდა. დაგნის არ გამოჰპარვია, როგორი ძალისხმევით

ცდილობდა ნაგელი, მშვიდი გამომეტყველება მიეღო. და ეს კაცი, რომელიც

Page 232: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ახლახანს მიწასთან გაასწორა, ფეხით გათელა და გული დაუმსხვრია,

სრულიად მოულოდნელად საკმაოდ თავაზიანად და გულგრილად ეუბნება:

- ჰო, მართლა, ფრეკენ... რაღაც მინდა გთხოვოთ... ალბათ ვეღარასოდეს

გნახავთ... გეთაყვა, გულითადად გთხოვთ, ერთხელ, როცა თქვენს საქმროს

წერილს მისწერთ, თუ ამის საშუალება მოგეცემათ, შეახსენეთ, რომ ორი წლის

წინ ემწუთას ორ ცალ თბილ პერანგს დაჰპირდა. გთხოვთ, მომიტევოთ იმის

გამო, რომ ისეთ საქმეში ვერევი, რომელიც მე სრულიადაც არ მეხება, მაგრამ

ასე მხოლოდ ემწუთას გამო ვიქცევი. იმედია, თავხედობას მაპატიებთ. ორი

ცალი შალის პერანგი უხსენეთ და ალბათ დანარჩენს თავად გაიხსენებს.

დაგნის ელდა ეცა, დაბნეულობისგან პირი დააღო და ნაგელს შეაცქერდა.

გაოგნებულს ღვინის ჭიქა ხელში შეეყინა და სიტყვის თქმა ვერ მოახერხა.

მთელი ერთი წუთის განმავლობაში ასე გაუნძრევლად იდგა. შემდეგ კი თავი

ხელში აიყვანა, თვალებში საშინელი სიბრაზე ჩაუდგა. ქალის შინაგანი

აფეთქება ახლა მის მზერაში გამოიხატა, ნაგელს პასუხის ნაცვლად სწორედ ეს

მრისხანე მზერა მიაპყრო და მაშინვე ზურგი აქცია. გასვლისას კართან ახლოს

მდგომ ერთ-ერთ მაგიდაზე ჭიქა უხეშად დადგა და დარბაზში შევარდა.

ის ამბავი, რომ რწმუნებული რაინერტი და ადიუნკტი ისევ იმ მაგიდასთან

ისხდნენ და უცდიდნენ, დაგნის, როგორც ჩანს, აღარც გახსენებია.

ნაგელი დაჯდა. მხრები ისევ აუთრთოლდა, აღგზნებულმა რამდენჯერმე თავი

ხელებში ჩარგო და უცნაურად მოიბუზა. მარტას მისვლამ შედარებით

გამოაცოცხლა, მადლიერების გრძნობით აივსო, სასწრაფოდ წამოდგა და

სახეგაბრწყინებულმა ქალს სკამი შესთავაზა.

- რა კეთილი ხართ, რა კეთილი! - წამოიძახა გახარებულმა, - აგერ, აქ

დაბრძანდით, - გპირდებით, თქვენ მიმართ უაღრესად ყურადღებიანი ვიქნები

და თუ მოისურვებთ, სხვა უამრავ ისტორიასაც გიამბობთ. ჩემს მაგიდასთან

დარჩით და ნახავთ, როგორ გაგახალისებთ. რა თქმა უნდა, მაშინ წახვალთ,

როცა თავად მოისურვებთ და, თუ ნებას დამრთავთ, გაგაცილებთ კიდეც. მე

თქვენ არასოდეს გაწყენინებთ, არასოდეს! ცოტას კიდევ ხომ არ დალევთ?

მინდა, კიდევ ერთ სახალისო ისტორიას მოგიყვეთ და გაგაცინოთ. ნეტავ

იცოდეთ, როგორ მიხარია, ისევ რომ დაბრუნდით. ღმერთო, რა საოცრად

იცინით. თქვენ ხომ ყოველთვის ისეთი სერიოზული ხართ! დარბაზში

მაინცდამაინც ვერ იხალისეთ, არა? თანაც შიგნით ძალიან ცხელა, ამიტომ

ჯობია, აქ ცოტა ხანს კიდევ გავჩერდეთ. აბა, დაბრძანდით!

მარტა ყოყმანობდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩამოჯდა.

Page 233: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელი გაუჩერებლად ლაპარაკობს, მოკლე, სასაცილო ამბებსა და ანეკდოტებს

იხსენებს, ათასნაირ ამბავს ჰყვება. ისე აღგზნებითა და გამალებით საუბრობს,

თითქოს ეშინია, რომ თუ ერთი წუთით მაინც გაჩერდება, ქალი მაშინვე ადგება

და წავა. დაძაბულობისგან ფერი ეცვლება, დროდადრო აზრები ეფანტება,

უიმედო მდგომარეობაში მყოფი თავს ხელებში მალავს და ცდილობს

გაიხსენოს, რას ჰყვებოდა. მარტას მისი ასეთი ქცევა მეტისმეტად ახალისებს და

გულიანად კისკისებს. ქალი თავს უზომოდ მხიარულად გრძნობს, გაყინული

გული თანდათან ულღვება და თავადაც იწყებს საუბარს. ღმერთო, როგორი

თბილი ადამიანია. როცა ნაგელმა უთხრა, ეს ცხოვრება მართლა დიდი ოხერი

რამეაო, ქალმა ჭიქა ასწია და ცხოვრებას გაუმარჯოსო, წამოიძახა. და ამ

სიტყვებს სწორედ ის ღატაკი ქალი ამბობდა, რომელსაც თვიდან თვემდე თავი

ბაზრობაზე კვერცხების გაყიდვით ძლივს გაჰქონდა... არა, ცხოვრება არც

ისეთი სასტიკია. დროდადრო ბევრი სიკეთითაც გვასაჩუქრებს ხოლმე!

- ზოგჯერ ცხოვრება მართლა ისეთი კარგია! - გაიმეორა ქალმა.

- დიახ, შეიძლება მართალი ხართ, - დაეთანხმა ნაგელი, - ახლა კი წავიდეთ და

ცოცხალი სურათების წარმოდგენა ვნახოთ. დროებით კართან დავდგეთ და

როცა მოისურვებთ, ისევ დავსხდეთ. მაგ ადგილიდან კარგად ხედავთ? თუ არა

და, ხელში აგიყვანთ.

ქალმა გადაიკისკისა და უარის ნიშნად თავი გააქნია.

დაგნის სცენაზე გამოჩენისთანავე ნაგელის მხიარულება ჩაიფერფლა, მზერა

გაეყინა და დაგნის გარდა ვეღარავის ამჩნევდა. მხოლოდ იმ მიმართულებით

იხედებოდა, საითაც დაგნი მიაბრუნებდა თავს. ქალს თავიდან ფეხამდე

ჟინიანად ათვალიერებდა, მიმიკებზე აკვირდებოდა და ისიც შეამჩნია, რომ

მკერდზე მიმაგრებული ვარდი ზევით-ქვევით უქანავებდა. დაგნი ყველაზე

უკან იდგა. წარმოდგენისთვის შესაბამისი კოსტიუმი ტანზე საგულდაგულოდ

მოერგო, მაგრამ ამის მიუხედავად ხალხის ჯგუფში ნაგელს მისი პოვნა მაინც

არ გასჭირვებია. ფრეკენ ანდრესენი შუაში იჯდა და დედოფალს

განასახიერებდა. სცენა მთლიანად წითელი შუქით იყო განათებული. ეს

რებუსის სტილში წარმოდგენილი სცენები, რომლებიც ადამიანთა და

სპეციალურ დეკორაციათა ერთობლიობის საშუალებით იყო გადმოცემული,

ექიმ სტენერსენის უდიდესი ძალისხმევისა და თავგანწირვის შედეგად

შეიქმნა.

- რა ლამაზია! - ჩურჩულით თქვა მარტამ.

- დიახ... რა არის ლამაზი? - ჰკითხა ნაგელმა.

Page 234: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- სცენაზე წარმოდგენილი სურათი. ნუთუ ვერ ხედავთ? აბა, რას უყურებთ?

- ჰო, მართლა ლამაზია.

ნაგელს არ სურდა, ქალი მიმხვდარიყო, რომ ის სცენაზე მხოლოდ ერთ

კონკრეტულ წერტილს მიშტერებოდა, ამიტომ წარმოდგენის ყველა

მონაწილის ვინაობა გამოჰკითხა. კითხვით კი ეკითხებოდა, მაგრამ პასუხი არ

ესმოდა. სცენას მანამ შეჰყურებდნენ, სანამ წითელი განათება ბოლომდე არ

მიინავლა. ბოლოს ფარდაც დაეშვა.

სულ ხუთი ცოცხალი სურათი წარმოადგინეს. სურათებს ერთმანეთის

მიყოლებით, რამდენიმეწუთიანი პაუზებით უჩვენებდნენ. თორმეტი საათიც

გახდა. მარტა და ნაგელი ისევ დარბაზის კართან იდგნენ და ბოლო სურათს

შეჰყურებდნენ. როდესაც წარმოდგენა დასრულდა და მუსიკა გაისმა, კვლავ

მაგიდას დაუბრუნდნენ და საუბარი გააგრძელეს. მარტა თავისი კეთილი

გულის ხმას დაემორჩილა და წასვლა გადაიფიქრა.

რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა სპეციალურ უბის წიგნაკებს დაატარებდა და

ლატარიის ბილეთების ნომრებს არიგებდა. იმ საღამოს ლატარიაში

გასათამაშებელ საგანთა სიაში თოჯინები, სარწეველა სავარძელი, მოქარგული

ნივთები, ჩაის ჭურჭელი და მაგიდის საათიც კი შეეტანათ. შენობაში საშინელი

ხმაური იდგა. გახალისებული სტუმრები ერთმანეთში ხმამაღლა

საუბრობდნენ. დარბაზიდან ზუზუნის ხმა გამოდიოდა, დანარჩენ ოთახებში

კი ისეთი ყაყანი იყო, კაცს თავი სავაჭრო ბირჟაზე ეგონებოდა. ზეიმი ღამის ორ

საათამდე უნდა გაგრძელებულიყო.

ფრეკენ ანდრესენი კვლავ გამოჩნდა და ნაგელის მაგიდას მიუჯდა. ოჰ, ის

ისეთი დაღლილი იყო, ისეთი დაღლილი! დიახ, დიდი მადლობა. ერთ ჭიქას

კი მართლა სიამოვნებით დალევს... ანდა, ნახევარი ჭიქა იყოს. დაგნისთვისაც

ხომ არ დაეძახა?

და ქალიშვილი დაგნის მოსაყვანად წავიდა. მათთან ერთად ემწუთაც

დაბრუნდა.

ამის შემდეგ კი აი, რა ხდება:

ერთ-ერთი მაგიდა, რომელიც მათთან საკმაოდ ახლოს დგას, შემთხვევით

ყირავდება და ჭიქები იატაკზე წკრიალით ეცემა. შეშინებული დაგნი კივის და

მარტას მკლავში ნერვიულად ებღაუჭება. შემდეგ მალევე იცინის და ქალს

ბოდიშს უხდის. დაგნის მღელვარებისგან სახე ჭარხალივით გასწითლებოდა.

იმდენად აღგზნებული იყო, რომ ნაწყვეტ-ნაწყვეტ კისკისებდა და თვალები

Page 235: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

უცნაურად უელავდა. უკვე მოსაცმელში გამოწყობილიყო და შინ

წასასვლელად გამზადებული მხოლოდ ადიუნკტს ელოდა, რადგან სახლამდე

სწორედ ის აცილებდა ხოლმე.

ადიუნკტი კი კვლავ რწმუნებულთან ერთად იჯდა და აგერ უკვე საათზე მეტი

იყო, სვამდა და მაგიდიდან ადგომას არ ჩქარობდა. ამიტომ კარგა გვარიანადაც

შეზარხოშებულიყო.

- დაგნი, ბატონი ნაგელი სიამოვნებით გაგაცილებს, - უთხრა ფრეკენ

ანდრესენმა.

დაგნიმ გადაიკისკისა. ფრეკენ ანდრესენმა გაკვირვებული სახით შეხედა.

- არა, - უპასუხა დაგნიმ, - ბატონ ნაგელთან ერთად წასვლას ვეღარ გავბედავ,

რადგან მას თავში ათასი უცნაური აზრი უტრიალებს. ერთხელ, ჩვენ შორის

დარჩეს და პაემანიც კი დამინიშნა. დიახ, სრულ სიმართლეს მოგახსენებთ. ასე

მითხრა, ხის ქვეშ შემხვდიო, აქა და აქ რომ დგას, სწორედ იმ დიდ ვერხვის

ხესთან მოდიო. არა, ბატონი ნაგელი ჩემთვის მიუღებელი კავალერია. სულ

ცოტა ხნის წინ ხმამაღლა და საკმაოდ დაჟინებით მომთხოვა, რომ ჩემი

საქმროსთვის იმ ორი პერანგის შესახებ შემეხსენებინა, რომლებსაც თურმე

ოდესღაც გრეგორდს დაჰპირებია. თავად გრეგორდმა კი ამაზე სულაც არაფერი

იცის. ხომ ასეა, გრეგორდ? ჰა-ჰა-ჰა! მართლაც რომ უცნაური საქციელია არა?

ამ სიტყვების შემდეგ ადგილიდან წამოხტა, ისევ ისე აკისკისებული

ადიუნკტთან მივიდა და რაღაც უთხრა. როგორც ჩანს, სახლამდე გაცილება

სთხოვა.

ემწუთა ძალიან აღელდა. შეეცადა, რაღაც ეთქვა და თავი გაემართლებინა,

მაგრამ ენა დაება და ხმა ვერ ამოიღო. დაძაბული თვალებს აცეცებდა და ხან

მარტას შეჰყურებდა, ხან ნაგელს. მარტაც კი გაოგნებული და შეშინებული

ჩანდა. ნაგელმა ეს შეამჩნია, დასამშვიდებლად რაღაც ჩასჩურჩულა და

სასმისები შეავსო. ფრეკენ ანდრესენი შეეცადა, საუბარი სხვა თემაზე

გადაეტანა და იმ საღამოს გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზე

ალაპარაკდა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად მაინც რამდენი ადამიანი

მივიდა.წესით, მნიშვნელოვანი თანხა უნდა შეუვიდეთ, რადგან ბაზრობის

გასამართად არც თუ ისე დიდი ხარჯი გასწიეს...

- ის ლამაზი ქალბატონი, არფაზე რომ უკრავდა, ვინ იყო? - იკითხა ნაგელმა, -

აი ის, ბაირონის ლექსების პერსონაჟს რომ ჰგავდა და თმაში ვერცხლის სარჭი

ჰქონდა ჩამაგრებული...

Page 236: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ის ქალი მათ ქალაქში უცხოა, სტუმრადაა ჩამოსული. მართლა ფიქრობს, რომ

ასეთი ლამაზია?

დიახ, ნაგელის აზრით, ძალიან ლამაზია. იმ ქალის შესახებ მან უამრავი

შეკითხვა დასვა, მაგრამ ყველა აშკარად ხვდებოდა, რომ სულ სხვა რაღაცაზე

ფიქრობდა. ასეთ საგონებელში რას უნდა ჩაეგდო? მის შუბლზე სულ ცოტა

ხნის წინ გაჩენილი სევდიანი ღარი ნეტავ რისი ბრალი უნდა ყოფილიყო?

ნაგელი იჯდა და ხელში ღვინის ჭიქას ათამაშებდა.

დაგნი კვლავ მათ მაგიდასთან ბრუნდება და ფრეკენ ანდრესენის სკამის უკან

დგება. ქალი ხელთათმანებს იკრავს და წკრიალა, ლამაზი ხმით ამბობს:

- ბატონო ნაგელ, საინტერესოა, იმ დროს, როცა პაემანს მინიშნავდით, გუნებაში

რა გქონდათ? რა მიზნები გამოძრავებდათ? მინდა, რომ ახლავე ამიხსნათ.

- საკმარისია, დაგნი! - ხმადაბლა ეუბნება ფრეკენ ანდრესენი და სკამიდან

დგება. ემწუთაც ასევე იქცევა. ყოველი მათგანი თავს საკმაოდ უხერხულად

გრძნობს.

ნაგელმა ქალს ახედა, სახეზე მაინცდამაინც დიდი მღელვარება არ ეტყობოდა,

მაგრამ ყველამ ცხადად დაინახა, როგორ დადგა მაგიდაზე ჭიქა და ხელები

ნერვიულად მოისრისა. ნაგელი მძიმედ სუნთქავდა. საინტერესოა, ახლა რის

გაკეთებას აპირებს? მისი შეუმჩნეველი ღიმილი და შემდეგ კვლავ

დასერიოზულება ნეტავ რისი ნიშანი უნდა იყოს? თუმცა იქ მყოფთა

გასაოცრად ნაგელმა საკმაოდ მშვიდი ხმით წარმოთქვა:

- გაინტერესებთ, პაემანზე მოსვლა რატომ გთხოვეთ? ფრეკენ შელანდ, ხომ არ

ჯობია, რომ დაგინდოთ და ყველაფერი ხმამაღლა არ განვაცხადო? ვიცი, რომ

საკმაოდ ბევრი უსიამოვნება მოგაყენეთ. ახლა ამას ნამდვილად ვნანობ და

ღმერთია მოწმე, რომ ჩემი საქციელის გამოსწორებას ყველანაირად ვცდილობ.

მეკითხებით, მაშინ შეხვედრა რატომ გთხოვეთ, არა? ეს ხომ თავადაც

მშვენივრად იცით. თქვენთვის ეს არასოდეს დამიმალავს, თუმცა ალბათ

ჯობდა, ამის შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა. დაფიქრდით, ჩემ მიმართ

ცოტა მეტი გულისხმიერება გმართებთ. ამის მეტს ვერაფერს ვიტყვი...

ნაგელი გაჩუმდა. დაგნისაც არაფერი უთქვამს. როგორც ჩანს, ქალი სულ

სხვანაირ პასუხს ელოდა. სწორედ ამ დროს მათ მაგიდასთან ადიუნკტი

მივიდა. იგი მართლაც დროულად გამოჩნდა და უხერხული სიჩუმე დაარღვია.

სიმთვრალისგან სახე აღაჟღაჟებოდა და ფეხზე ძლივს იდგა.

დაგნიმ ხელკავი გამოსდო და ოთახიდან გაიყვანა.

Page 237: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მათი წასვლის შემდეგ ყველამ შვებით ამოისუნთქა. საზოგადოება

ძველებურად გახალისდა, მარტა უმიზეზოდ კისკისებდა და რამდენჯერმე

ტაშიც კი შემოჰკრა. ზოგჯერ სიცილისას ლოყები ეფაკლებოდა, უცბად

ჩუმდებოდა და თვალს სხვა მაგიდებისკენ აპარებდა. უნდოდა

დარწმუნებულიყო, რომ მის სიცილს გარშემომყოფთა ყურადღება არ

მიუქცევია. ქალის ასეთმა ხალასმა შეშფოთებამ, დროდადრო რომ იჩენდა

ხოლმე თავს, ნაგელი აღტაცებაში მოიყვანა და მისი ხალისიანი განწყობის

შესანარჩუნებლად ათასნაირ სისულელეს ჩადიოდა. იქამდეც კი მივიდა, რომ

ბოთლის საცობი კბილებს შორის მოიქცია და შეეცადა, მოხუცი ნოე

განესახიერებინა.

სულ მალე მათ საზოგადოებას ფრუ სტენერსენიც შეუერთდა. ქალმა

მისვლისთანავე განაცხადა, საქველმოქმედო საღამოს დასრულებამდე ფეხს

არსად გავადგამო. კიდევ ერთი საკონცერტო ნომერი დარჩენილიყო. ცოტა

ხანში სცენაზე ორი აკრობატი უნდა გამოსულიყო და ფრუ სტენერსენს ამ

ნომრის ნახვა სურდა. დიახ, ის ყოველთვის ბოლომდე რჩებოდა. ისედაც

გრძელი ღამეებია, ამიტომ, როცა შინ ადრიანად ბრუნდება, თავს

მარტოსულად გრძნობს და ნაღველი იპყრობს. აკრობატების სანახავად

დანარჩენებიც ხომ არ წავიდოდნენ?

და ყველანი დარბაზისკენ გაემართნენ.

ამ დროს დერეფანში მაღალი, წვერიანი კაცი გამოჩნდა. კაცს ხელში ვიოლინოს

ბუდე ეჭირა. ეს წვეროსანი სწორედ ის ორღანისტი იყო, კონცერტზე რომ უნდა

დაეკრა. თავისი ნომრები უკვე ჩაეთავებინა და შინ წასასვლელად

ემზადებოდა. ნაგელის დანახვისას კაცი ჩერდება, სალამს ამბობს და

ვიოლინოს შესახებ იწყებს საუბარს. ემწუთა მასთან ვიოლინოს საყიდლად

მართლაც მივიდა, მაგრამ ამ ნივთის გაყიდვა ორღანისტს შეუძლებლად

მიაჩნია, რადგან მემკვიდრეობით ერგო. ამის გამო მისთვის ეს ინსტრუმენტი

ძალიან ძვირფასია და ყოველთვის ისე ექცევა, როგორც ცოცხალ არსებას. დიახ,

მასზე მფლობელის სახელიც კია ამოტვიფრული. ყველა ადვილად მიხვდება,

რომ ეს ვიოლინო ჩვეულებრივი არ არის... და კაცმა ბუდე დიდი მოწიწებით

გახსნა.

ბუდეში ლამაზი, მუქი ყავისფერი ინსტრუმენტი იდო, რომელიც პატრონს

წითელ აბრეშუმში საგულდაგულოდ გაეხვია, სიმებს შორის კი ბამბა ჩაეფინა.

მართლა მშვენიერი ნივთია, არა? და ეს სამი პატარა ასო, სულ ზემოთ, გრიფზე

უწვრილესი ლალის ქვებით რომ არის მიწერილი, გუსტავ ადოლფ

Page 238: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ქრისტენსენს ნიშნავს. არა, ასეთი ნივთის გაყიდვა მართლა საცოდაობა იქნება.

გარდა ამისა, უსასრულოდ გრძელი დღეების განმავლობაში ამ ვიოლინოს

გარეშე თავი როგორ შეიქციოს?... მაგრამ თუ ვინმეს მხოლოდ ის სურს,

ინსტრუმენტზე დაკვრა მოსინჯოს და რამდენიმე აკორდი აიღოს, ეს სულ სხვა

საქმეა...

არა, ნაგელს ამის მოსინჯვა არ სურს.

ნაგელის უარის მიუხედავად, ორღანისტმა ინსტრუმენტი ბუდიდან მაინც

ამოიღო. იმ დროს, როცა აკრობატები ბოლო სალტოებს აკეთებდნენ,

აღტაცებული პუბლიკა კი მხურვალე ტაშს უკრავდა, ორღანისტი კვლავ იმ

უცნაური ვიოლინოს შესახებ საუბრობდა, რომელსაც უკვე სამი თაობის ხელში

გამოევლო.

- ნახეთ, ბუმბულივით მსუბუქია, შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ. აგერ,

ინებეთ...

მართლა ასეა. ინსტრუმენტი ბუმბულივით მსუბუქია. ვიოლინო ხელში აიღო

თუ არა, ნაგელმა ის მაშინვე ყველა მხრიდან შეათვალიერა და სიმებიც

მოსინჯა. ბოლოს კი ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამ საქმის უბადლო მცოდნე

იყო და თქვა: ნამდვილად „მიტელვალდერია“. ვიოლინო რომ მართლა

„მიტელვარდერის“ ფირმის იყო, ამას ყველა მიხვდებოდა, რადგან

ინსტრუმენტს დეკის შიდა მხარეს საკმაოდ დიდი საფირმო ეტიკეტი ეკრა. მაშ

ეს ყოვლისმცოდნის სახის მიღება რაღა საჭირო იყო? როდესაც აკრობატებმა

ნომერი ჩაათავეს და აპლოდისმენტებიც ჩაცხრა, ნაგელი მოულოდნელად ადგა

და ისე, რომ კრინტი არ დაუძრავს, ხელი ვიოლინოს ხემისაკენ გაიწვდინა. და

სწორედ იმ წუთებში, როცა პუბლიკა ადგილებიდან წამოიშალა, გასასვლელს

მიაშურა და ერთმანეთში საუბარი და ხმამაღალი ჟივილ-ხივილი ატეხა,

ნაგელმა დაკვრა დაიწყო. თანდათან ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

ამ ტანდაბალმა, მაგრამ მხარბეჭიანმა, კაშკაშა ყვითელ სამოსში გამოწყობილმა

მამაკაცმა დარბაზში მყოფი თითოეული ადამიანი გაოგნებული დატოვა. და

განა რას უკრავდა? რას და რომელიღაცა რომანსს, ბარკაროლას, საცეკვაო

მელოდიას, ბრამსის უნგრულ ცეკვას, რომელიღაცა ცეცხლოვან პოპურს... იმ

მუსიკას, რომლის ველური და ამაღელვებელი ჰანგებიც დარბაზის ყოველ

კუთხე-კუნჭულს მისწვდა. თავი ხემისკენ დაეხარა, იმ წუთებში ნამდვილ

მისტიკურ პერსონაჟს ჰგავდა. ნახევრად ჩაბნელებულ დარბაზში მისმა

სრულიად მოულოდნელმა გამოსვლამ და შესრულებამ, მყვირალა გარეგნობამ

და თითების არაჩვეულებრივმა სისხარტემ იქ მყოფი ყველა სტუმარი

აღტაცებაში მოიყვანა და ისეთი წარმოდგენა შეუქმნა, თითქოს მათ წინაშე

Page 239: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ადამიანი კი არა, რომელიღაცა ზღაპრული ქმნილება იდგა. რამდენიმე წუთის

განმავლობაში, სანამ ნაგელი უკრავდა, ადგილიდან არავინ განძრეულა.

სევდიან ჰანგებს მძიმე, მკვეთრად პათეტიკური ან ფანფარული ძალით

ფორტეში აღებული ბგერები ენაცვლებოდა. თავად ნაგელი სრულიად

მშვიდად იდგა და ვიოლინოს სიმებზე ხემს ოსტატურად დაასრიალებდა. თავი

კვლავინდებურად ცალ მხარეს გადაეხარა. თავისი მოულოდნელი

წარმოდგენით მან არა მხოლოდ საღამოს ხელმძღვანელი პირები გააოცა,

არამედ ამ პატარა ქალაქის გულცივი მაცხოვრებლები და გარშემო

სოფლებიდან ჩამოსული გლეხებიც შტურმით აიღო. აღარ იცოდნენ, რა

ეფიქრათ, ნაგელის შესრულება მათ ბევრად უფრო უკეთესად და

სრულყოფილად ეჩვენებოდათ, ვიდრე სინამდვილეში იყო, თუმცა კაცი

საკმაოდ გულგრილი სიფიცხით უკრავდა. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ

მან სამი თუ ოთხი შეუწყობელი აკორდი აიღო და ინსტრუმენტმა ისეთი

გულსაკლავი კვნესისა და საზიზღარი, აუტანელი ხრიალის ხმა გამოსცა, რომ

დარბაზში ყველა შეცბა. ამის შემდეგ ნაგელმა დაკვრა შეწყვიტა, ვიოლინო

დაბლა დაუშვა და გაჩერდა.

სანამ ხალხი გონს მოსვლას მოახერხებდა, ერთი გრძელი წუთი გავიდა. ბოლოს

მსმენელებმა ერთსულოვანი, მქუხარე ტაში დასცხეს და ფეხზე წამოიშალნენ.

დროდადრო „ბრავოს“ მხურვალე შეძახილებიც ისმოდა. ნაგელმა ორღანისტს

თავი დიდი მოწიწებით დაუკრა და ვიოლინო დაუბრუნა. კაცმა ინსტრუმენტს

ხელი სიყვარულით გადაუსვა და ბუდეში დააბრუნა. შემდეგ კვლავ ნაგელს

მიუბრუნდა, ხელი ძლიერად ჩამოართვა და რამდენჯერმე გულითადი

მადლობა გადაუხადა. ხალხი ახმაურდა და აფუსფუსდა, ექიმი სტენერსენი

ნაგელთან სწრაფი ნაბიჯით მიიჭრა, მკლავში ხელი წაავლო და წამოიძახა:

- ეშმაკმა დალახვროს! როგორც ჩანს, დაკვრა შეგძლებიათ... თანაც საკმაოდ

კარგად.

იქვე მჯდარი ფრეკენ ანდრესენი ნაგელს კვლავ გაოცებული შეჰყურებდა.

- კი მაგრამ, თქვენ ხომ თქვით, დაკვრა არ მეხერხებაო... - ამოღერღა ბოლოს.

- დიახ, არ მეხერხება, - უპასუხა კაცმა, - მაინცდამაინც არ მეხერხება.

გულწრფელად გეუბნებით, ამას დაკვრა ნამდვილად არ ჰქვია. ნეტავ იცოდეთ,

როგორი ზედაპირული და უსუსური შესრულება იყო. თუმცა მგონი, საკმაოდ

უტყუარად ჟღერდა, არა? ჰა-ჰა-ჰა! სამყაროს გაოცება უნდა შეძლო, რიდი და

პატიჟი რა მოსატანია!.. რას იტყვით, ისევ ჩვენს მაგიდას და სასმისებს ხომ არ

დავუბრუნდეთ? შეგიძლიათ ფრეკენ გუდეც თან გამოიყოლოთ?

Page 240: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელი და მისი თანმხლებნი კვლავ სასტუმრო ოთახში გავიდნენ. ირგვლივ

ყველა ჯერ ისევ ამ საიდუმლოებით მოცულ ადამიანზე ლაპარაკობდა,

რომელმაც მათი ასე გაოცება შეძლო. ნაგელთან წამით რწმუნებული

რაინერტიც კი შეჩერდა და უთხრა:

- მინდა მადლობა მოგახსენოთ. ამასწინათ თქვენთან გამართულ წვეულებაზე

ჩემი მიპატიჟება ერთობ მეგობრული ჟესტი იყო. მართალია, იმ საღამოს

ძალიან დაკავებული ვიყავი და მოსვლა ვერ შევძელი, მაგრამ თქვენი

თავაზიანობისთვის მაინც დიდად მადლობელი გახლავართ!

- კი მაგრამ, ბოლოს ის საშინელი აკორდები რატომ აიღეთ? - ჰკითხა ნაგელს

ფრეკენ ანდრესენმა.

- არ ვიცი, - უპასუხა კაცმა, - ჩემდაუნებურად მოხდა. მინდოდა, ეშმაკი კუდით

დამეთრია.

ექიმი სტენერსენი ისევ მათთან გაჩნდა და ნაგელი კომპლიმენტებით აავსო.

ნაგელმა კი ისევ უპასუხა, რომ ეს შესრულება ერთი უბრალო კომედია და

უმნიშვნელო ეფექტებით გაჯერებული უსუსური მცდელობა იყო. თითქმის

ყველა ორმაგი ნოტი უსუფთაოდ ჟღერდა და სხვა დანარჩენი ნოტებიც დიდი

სიზუსტით არ გამოირჩეოდა. მართალია, ეს სიყალბე მის ყურს არ

გამოჰპარვია, მაგრამ ამაზე უკეთ ვერ დაუკრავდა, რადგან კარგა ხანია, რაც

ინსტრუმენტზე აღარ უვარჯიშია.

ნაგელის მაგიდასთან სულ უფრო მეტი ხალხი იკრიბებოდა. წასვლას არავინ

ჩქარობდა. ბოლოს, როცა განათების ჩაქრობა დაიწყეს, ხალხიც წამოიშალა.

უკვე სამის ნახევარი შესრულებულიყო.

ნაგელი მარტასკენ გადაიხარა და ჩასჩურჩულა:

- სახლამდე მიგაცილებთ, კარგი? რაღაც მინდა, გითხრათ.

ბუფეტში ანგარიში ნაჩქარევად გაასწორა, ფრეკენ ანდრესენს ღამე მშვიდობისა

უსურვა და მარტას ფეხდაფეხ გაჰყვა. ქალს მოსაცმელი არ ჰქონდა, ხელში

მხოლოდ გაცრეცილი ქოლგა ეჭირა, რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა.

გარეთ რომ გავიდნენ, ნაგელმა შეამჩნია, ემწუთა მოშორებით დამდგარიყო და

მათკენ ნაღვლიანად იცქირებოდა. საბრალოს სახე კიდევ უფრო მეტად

მოქცეოდა.

როდესაც მარტას სახლისკენ მიმავალი ნაგელი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ

ახლომახლო კაციშვილის ჭაჭანება აღარ იყო, ქალს მიუბრუნდა და უთხრა:

Page 241: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- თუ გაბედავთ და რამდენიმე წუთით შინ შემიპატიჟებთ, მადლობელი

დაგრჩებით.

ქალი შეცბა და უპასუხა:

- მგონი, საკმაოდ გვიანია.

- ხომ შეგპირდით, რომ გულს არასოდეს გატკენთ და თქვენს საწყენს არაფერს

გავაკეთებ. უბრალოდ, ერთ საკითხზე უნდა დაგელაპარაკოთ!

ქალმა კარი გააღო და ოთახში შესვლისთანავე სანთელს მოუკიდა, ნაგელმა კი

ამასობაში ფანჯარაზე რაღაც ნაჭერი ჩამოაფარა და როცა მარტა მიუახლოვდა,

ჰკითხა:

- მითხარით, ამ საღამოს იხალისეთ?

- დიახ, დიდი მადლობა!

- მიხარია, მაგრამ ახლა სულ სხვა თემაზე მინდა გელაპარაკოთ. მოდით, ცოტა

ახლოს დაჯექით. ჩემი ნუ შეგეშინდებათ. ხომ მპირდებით? მაშინ თქვენი ხელი

მომეცით.

ქალი დაემორჩილა. ნაგელმა მისი ხელი თავის ხელებში მოიქცია და ისევ

უთხრა:

- ისიც ხომ იცით, რომ თქვენ წინაშე ტყუილს არასოდეს ვიტყვი? ასეა თუ არა?

მინდა, რაღაც გითხრათ... ხომ მართლა გჯერათ, რომ ტყუილის თქმა აზრადაც

არ მომივა?

- დიახ, მჯერა.

- თუ ასეა, მაშინ ყველაფერს უფრო გარკვევით აგიხსნით... მითხარით,

რამდენად მენდობით? ზუსტად მაინტერესებს, ჩემი რამდენად გჯერათ? რა

აბდაუბდა სიტყვებია! ალბათ სისულელეს ვროშავ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამის

თქმა ძალიან მიჭირს. მაგალითად, დამიჯერებთ, თუ გეტყვით, რომ მართლა...

მართლა ძალიან მომწონხართ? დიახ, ეს ალბათ თავადაც შეამჩნიეთ. მაშინ

კიდევ თუ გავაგრძელებ და იმასაც გეტყვით, რომ... იმას ვგულისხმობ, რომ...

მოკლედ მინდა, ცოლობა გთხოვოთ. დიახ, მინდა, ჩემი ცოლი გახდეთ. ახლა

მგონი, ყველაფერი ვთქვი. არა მხოლოდ შეყვარებული, არამედ ჩემი ცოლიც

მინდა გახდეთ. ღმერთო დამიფარე, ასე ძალიან რატომ შეშფოთდით? არა, არა,

ნება მომეცით, თქვენი ხელი ასე ცოტა ხანს კიდევ მეჭიროს. მოდი, საქმის

ვითარებას უფრო დაწვრილებით აგიხსნით და თქვენც გაცილებით უკეთ

Page 242: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მიხვდებით. ნუ გგონიათ, რომ რამე არასწორად გაიგეთ. მე სრულიად

გულწრფელად და ზედმეტი ყოყმანის გარეშე გთხოვთ, ცოლად გამომყვეთ და

შესაბამისად, ჩემს ყოველ სიტყვაზე პასუხს ვაგებ. ეს შესაძლებლობა თუნდაც

წამით მაინც დაუშვით და შემდეგ კი ნება მომეცით, გავაგრძელო. კარგი?

რამდენი წლისა ხართ? ამ შეკითხვას სხვანაირად ნუ გაიგებთ. მე ოცდაცხრა

წლის გახლავართ და თავქარიანობის ასაკიდან უკვე კარგა ხანია, გამოვედი.

თქვენ ალბათ ჩემზე ხუთი-ექვსი წლით უფროსი იქნებით, მაგრამ ამას

არანაირი...

- მე თქვენზე თორმეტი წლით უფროსი ვარ, - ეუბნება ქალი.

- თორმეტი წლით! - აღტაცებით წამოიძახა ნაგელმა. მას გაუხარდა, რომ ქალმა

მისი სიტყვების გამო თავი არ დაკარგა და კვლავ მთელი გულისყურით

უსმენდა, - ესე იგი, თორმეტი წლით უფროსი ხართ, არა? ეს არაჩვეულებრივია,

პირდაპირ დიდებულია! და თქვენი აზრით, თორმეტი წელი ჩემთვის

წინააღმდეგობას წარმოადგენს? რას ამბობთ, ძვირფასო, მაშინ ნამდვილად

ჭკუიდან შეიშალეთ! სამჯერ თორმეტი წლით უფროსიც რომ იყოთ, ამით

მაინც არაფერი შეიცვლებოდა. მე შემიყვარდით და ამ საღამოს ნათქვამი ჩემი

ყოველი სიტყვა ბოლომდე გულწრფელია. ამ საკითხზე უკვე დიდი ხანია

ვფიქრობ... უფრო სწორედ, დიდი ხანი ალბათ არ არის, მაგრამ რამდენიმე დღე

კი იქნება. გარწმუნებთ, სულაც არ ვიტყუები... ღვთის გულისათვის, გთხოვთ,

დამიჯეროთ, მე ხომ ასე გულითადად გევედრებით? აგერ უკვე რამდენი დღეა,

რაც ამაზე ვფიქრობ და ამ საფიქრალის გამო ღამით თვალი ვერ მომიხუჭავს.

რომ იცოდეთ, რა საოცარი თვალები გაქვთ! დაგინახეთ თუ არა, მაშინვე

მომაჯადოვეთ. ასეთი თვალების გულისთვის სამყაროს კიდემდეც

სიამოვნებით ვივლიდი. თვალები საოცარი რამეა... ერთხელ, ერთმა მოხუცმა

თავისი მზერით ისე მომნუსხა, რომ მის გამო თითქმის მთელი ღამე ტყეში

ვიხეტიალე. ის კაცი შეშლილი იყო... მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა! თქვენი

თვალები ჩემზე მართლა საოცარ გავლენას ახდენს. გახსოვთ, ამასწინათ თქვენს

ფანჯრებს ჩავუარე, თქვენ კი აქ, ოთახის შუაგულში იდექით და მიყურებდით.

თავი არც მოგიბრუნებიათ, მხოლოდ თვალი გამომაყოლეთ. ეს შემთხვევა

არასოდეს დამავიწყდება. შემდეგ კი, როცა უკვე პირისპირ შეგხვდით და

გამოგელაპარაკეთ, თქვენმა ღიმილმა დამატყვევა. არასოდეს შევხვედრივარ

ადამიანს, რომელიც თქვენსავით თბილად და გულიანად იცინის. თავად

ალბათ ამას ვერც ხვდებით და სწორედ ამის გამო კიდევ უფრო მიმზიდველი

და საოცარი ხართ! მშვენივრად ვიცი, რომ ახლა სისულელეებს ვბოდავ და

საშინლად არეულად ვლაპარაკობ, მაგრამ მინდა, რომ დაუსრულებლად

ვილაპარაკო. ასე მგონია, ერთ წუთსაც თუ გავჩერდები, აღარაფერს

Page 243: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დამიჯერებთ... ასე გამალებით ამიტომაც ვსაუბრობ. ამ წუთას ისეთი

დაძაბული ხართ, თითქოს ნემსებზე იჯდეთ... ერთი სული გაქვთ, ადგილიდან

როდის წამოხტებით. ასე რომ არ იყოს, მეც გაცილებით უკეთ ვიგრძნობდი

თავს. გთხოვთ, ნება მომეცით, თქვენი ხელი ისევ დავიჭირო და მაშინ უფრო

გარკვევით ვილაპარაკებ. აი ასე, გმადლობთ! დამიჯერეთ, ცუდი განზრახვა

ნამდვილად არ მამოძრავებს და იმას გარდა, რაც ამ საღამოს გითხარით,

მართლა არაფერს ვფიქრობ. ჩემს სიტყვებში ასეთი აღმაშფოთებელი რა არის?

ვერ გაგიგიათ, ეს გიჟური აზრი თავში საიდან მომივიდა? არ შეგიძლიათ

წარმოიდგინოთ, რომ მე... რომ მე... მინდა... არა, აშკარად ვხვდები, რომ ეს

ამბავი შეუძლებლად მიგაჩნიათ. ხომ ასეა? ახლაც სწორედ ამას ფიქრობდით,

არა?

- დიახ. არა, ღმერთო ჩემო! მოდი, ნუღარ გავაგრძელებთ.

- მისმინეთ, მგონი ჯერ კიდევ ეჭვის თვალით მიყურებთ და გგონიათ, რომ

ტყუილებით გბერავთ. ამას კი ნამდვილად არ ვიმსახურებ...

- არა, რას ამბობთ... - სწრაფად წამოიძახა მარტამ, რომელიც თავის სიტყვებს

აშკარად ნანობდა, - ეჭვის თვალით სულაც არ გიყურებთ, მაგრამ ეს ყველაფერი

მაინც შეუძლებლად მეჩვენება.

- რატომ გგონიათ შეუძლებელი? იქნებ სხვისთვის გაქვთ სიტყვა მიცემული?

- არა, არა.

- ნამდვილად ასეა? თუ სხვა ვინმეზე ფიქრობთ... მაგალითად, რომელიმე

სახელი ავიღოთ... ვთქვათ, ემწუთაზე...

- არა! - ხმამაღლა იყვირა ქალმა და ხელი ხელზე ნერვიულად მოუჭირა.

- არა? თუ არა და მაშინ გამოდის, რომ წინ არაფერი გვეღობება. ნება მომეცით,

გავაგრძელო: არ გეგონოთ, რამით თქვენზე მაღლა ვიდგე და ეს ჩვენს კავშირს

ხელს უშლიდეს. არ მინდა, რამე დაგიმალოთ. გამოგიტყდებით, ბევრ

შემთხვევაში ისეთი ნამდვილად არ ვარ, როგორიც უნდა ვიყო. ამ საღამოს

ფრეკენ შელანდის სიტყვები თავადაც ხომ მოისმინეთ? ალბათ ამ ქალაქში

მცხოვრები სხვა ადამიანებისგანაც გეცოდინებათ, რა ცუდი პიროვნებაც ვარ.

შესაძლოა ხალხი ცოტას აჭარბებდეს კიდეც, მაგრამ იმაში კი არ ტყუიან, რომ

ბევრი თვალშისაცემი ნაკლი მაქვს. ამგვარად, თქვენი უმწიკვლო სინდისითა

და უმშვენიერესი ბავშვური ბუნებით ჩემზე გაცილებით მაღლა დგახართ და

არა - პირიქით. მაგრამ გპირდებით, რომ თქვენ მიმართ ყოველთვის უაღრესად

კეთილი ვიქნები. შეგიძლიათ მენდოთ? და ამ პირობის შესრულება სულაც არ

Page 244: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამიჭირდება, რადგან თქვენი გაბედნიერება მეც უდიდეს სიხარულს

მომანიჭებს... და კიდევ ერთი რამ: ალბათ გეშინიათ, რომ მთელი ქალაქი

თქვენს განსჯას დაიწყებს... უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემი

ცოლი თუ გახდებით, ამას ყველა მაშინვე გაიგებს, რადგან ეკლესიაში

დავიწერთ ჯვარს... თუ გნებავთ, თქვენი ქალაქის ეკლესია იყოს. მეორე კი ის

არის, რომ, თავადაც ხედავთ, ქალაქს ჭორაობის საბაბი უკვე ისედაც მივეცით.

არა მგონია, ჩვენი ადრინდელი შეხვედრები ვინმეს გამოჰპარვოდა. გარდა

ამისა, ამ საღამოს გამართულ საქველმოქმედო ბაზრობაზეც ერთად ვისხედით.

ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს? თუმცა... ღმერთო, ამას რა მნიშვნელობა აქვს?!

ნუთუ თქვენთვის სულერთი არა არის, ხალხი რას იტყვის... ტირით?

ძვირფასო, ნუთუ იმაზე დარდობთ, რომ დღევანდელი საღამოს გამო ხალხის

სალაპარაკოდ გაგიხადეთ საქმე?

- არა, ამის გამო არ ვტირი.

- აბა, რის გამო?

ქალი არ პასუხობს.

ნაგელს კვლავ რაღაც ახსენდება და აგრძელებს:

- ნუთუ ფიქრობთ, რომ ცუდად მოგექეცით? თქვენ ხომ ბევრი არაფერი

დაგილევიათ. ორი ჭიქა შამპანურიც კი არ იქნებოდა... იქნებ გგონიათ, თქვენი

დათრობა განვიზრახე, ახლა კი თქვენი კარგი გუნება-განწყობით ვსარგებლობ

და თქვენს დამორჩილებას ვცდილობ? ამის გამო ხომ არ ტირით?

- არა, სულაც არა.

- აბა, მაშინ რა გატირებთ?

- არ ვიცი.

- იმედი მაქვს, იმას არ ფიქრობთ, რომ თქვენი მოტყუება და მახეში გაბმა

მსურს. ღმერთია მოწმე, რომ ბოლომდე გულწრფელი ვარ. დამიჯერეთ!

- დიახ, თქვენი მჯერა, მაგრამ უკვე არც თქვენი მესმის და არც საკუთარი

თავის. თითქოს რაღაცნაირად შევიცვალე... შეუძლებელია, რომ ეს... ეს

მართლა გსურდეთ.

როგორ არა, ნაგელს ეს ნამდვილად სურს! და კაცი თითქმის ყველაფრის ახსნას

თავიდან იწყებს, ქალის სუსტი ხელი კვლავ თავის ხელებში მოუქცევია...

ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთები წკაპუნობს. ნაგელი ძალიან ნელა, ქალის

Page 245: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აღქმის უნარის შესაბამისად საუბრობს, დროდადრო კი უმარტივეს ბავშვურ

ფრაზებსაც იყენებს. ყველაფერი მშვენივრად იქნება. ისინი შორს, ძალიან შორს

გაემგზავრებიან. მათი ასავალ-დასავალი ღმერთის მეტს არავის ეცოდინება.

ხომ მეთანხმებით? შემდეგ ერთ პატარა სახლს იყიდიან და ტყეში, დიდებულ

ტყეში, ანდა სადმე სულ სხვა ადგილას პაწაწინა მიწის ნაკვეთსაც შეიძენენ. ეს

მიწა, რომელსაც „ედემს“ დაარქმევენ, მათი საკუთრება გახდება. ნაგელი თავს

არ დაზოგავს და მიწას უდიდესი სიამოვნებით დაამუშავებს... ღმერთო, ამ

საქმეს მართლა რა დიდი მონდომებით შეუდგება! თუმცა დროდადრო ალბათ

ნაღველიც შემოაწვება ხოლმე. ძვირფასო, შესაძლოა ზოგჯერ ასეც იყოს,

შესაძლოა მოულოდნელად გონებაში წარსულის რომელიმე უსიამოვნო

მოგონება ამოუტივტივდეს... ასეთი რამ სულ ადვილად შეიძლება მოხდეს... და

სწორედ იმ წუთებში მარტა მის მიმართ უდიდეს მოთმინებას გამოიჩენს, ხომ

ასეა? თუმცა ნაგელი ყველანაირად შეეცდება, ცოლს თავისი დარდი არ

დაანახოს და არასოდეს არაფერი შეიმჩნიოს. პირობას დებს, მართლა ასე

მოიქცევა! ასეთ წუთებში საკუთარ განცდებს თავადვე გაუმკლავდება,

რომელიმე მშვიდ ადგილას განმარტოვდება, ანდა ცოტა ხნით ტყეში წავა და

მერე ისევ შინ დაბრუნდება. ოჯახში კი მისგან ერთ ხმამაღალ სიტყვასაც

ვერავინ გაიგონებს! და სახლს... სახლს იმ უმშვენიერესი ველური

მცენარეებით, ხავსითა და ფერადი კენჭებით მორთავენ, რომლებსაც ერთად

მოაგროვებენ. იატაკზე ღვიის ფოთლებს მიმოაბნევენ. ამ ფოთლებს ნაგელი

ტყეში თავისი ხელით შეაგროვებს. საშობაოდ კი ჩიტუნებისთვის პაწაწინა

ძნებსაც შეკრავენ. ხომ ადვილი წარმოსადგენია, როგორ შეუმჩნევლად

გაირბენს დრო და ერთად როგორი ბედნიერები იქნებიან? ყოველთვის ერთად

ივლიან: ერთად წავლენ, სახლშიც ერთად დაბრუნდებიან და არასოდეს,

არასოდეს დაშორდებიან. ზაფხულობით დიდხანს ისეირნებენ, შორეულ

ადგილებს ფეხით მოივლიან და ერთად დააკვირდებიან, თუ რა სათუთად

შრიალებენ და წლიდან წლამდე როგორ სწრაფად იზრდება ხეები და ბალახი...

იმ უცნობ მგზავრებსაც, მათი სახლის მახლობლად რომ მოუწევთ ჩავლა,

ღმერთო, რა თბილად და კარგად მოექცევიან. რამდენიმე შინაურ ცხოველს

აუცილებლად იყოლიებენ. მათ სუფთა, მბრწყინავი ბეწვი ექნებათ და

პატრონის ხელიდან ჭამას მიეჩვევიან. ნაგელი მიწაზე იმუშავებს: გათოხნის,

დაბარავს, დახნავს... მარტა კი ამ დროს შინ იქნება და საქონელს მიხედავს...

- დიახ, - დაიჩურჩულა მარტამ და ნაგელი მიხვდა, რომ ქალს ეს სიტყვა

უნებურად დასცდა. კაცმა გააგრძელა:

კვირაში ერთ ან ორ დღეს დაისვენებენ და იმ დღეებში სათევზაოდ ან

სანადიროდ წავლენ. ორივე ერთად, ხელიხელჩაკიდებულები გაუყვებიან

Page 246: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გზას. მარტას მოკლე, წელზე სარტყელშემოკრული კაბა ეცმევა, ნაგელს კი

პერანგი და თასმიანი ფეხსაცმელი. გზაში სიმღერასაც შემოსძახებენ, ხმამაღლა

ისაუბრებენ, იყვირებენ და მათი ხმის ექო მთელ ტყეში გაიფანტება.

ყოველთვის ხელიხელჩაკიდებულები ივლიან, ხომ ასეა?

- დიახ, - თქვა ისევ ქალმა.

თანდათანობით მარტაც ჩაითრია ფიქრთა დინებამ. ნაგელი მომავლის

სურათებს ისეთი საოცარი სიცხადით აღწერდა, თითქოს ყველაფერი წინასწარ

გაეაზრებინა და თითოეული დეტალი ზედმიწევნით გაეთვალა. ისიც კი

აღნიშნა, ადგილი აუცილებლად ისეთი უნდა ვნახოთ, სადაც წყალი იქნებაო.

დიახ, ამ ყველაფერზე თავად იზრუნებს და ყველაფერს მოაგვარებს...

მთავარია, მარტამ დაუჯეროს და ბოლომდე მიენდოს. თუ საჭირო იქნება, არ

დაიზარებს და გაბარდულ ტყეში საკარმიდამო ადგილსაც შიშველი ხელებით

მოასუფთავებს. მარტამ ალბათ უკვე შეამჩნია, რა ძლიერი ხელის მტევნები

აქვს!.. და კაცმა ქალის სუსტი, ბავშვური ხელი თავის ხელისგულზე ნაზად

დაიდო.

ქალი ისე მოინუსხა, რომ ნაგელს შეეძლო, ისე მოქცეოდა, როგორც თავად

სურდა. არც მაშინ განძრეულა, როცა ნაგელმა ლოყაზე მოუთათუნა ხელი. მერე

კაცი მისკენ გადაიხარა, ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა და ჰკითხა,

გადაწყვიტა თუ არა; იყო თუ არა თანახმა. „დიახ“, - ასევე ჩურჩულით უპასუხა

ფიქრსა და ოცნებებში ჩაძირულმა ქალმა, მაგრამ მალე გამოერკვა და ყოყმანი

დაიწყო: არა, როცა ამ საკითხზე ფიქრობს, მათი ერთად ყოფნა მაინც

შეუძლებლად ეჩვენება. წარმოუდგენელია, ნაგელს ეს მართლა სურდეს. მასში

ასეთი განსაკუთრებული რა ნახა?

და ნაგელი კვლავ მის დარწმუნებას ცდილობს. უხსნის, რომ მართლა მოსწონს,

მასთან ერთად ყოფნა მთელი თავის არსებით სურს. შესაძლოა, თავიდან ცოტა

ხელმოკლედაც მოუწიოთ ცხოვრება, მაგრამ ქალს გაჭირვებას არასოდეს

აგრძნობინებს. ორივეს მაგივრად იმუშავებს და ცოლს შეშფოთების საბაბს არ

მისცემს. თითქმის ერთი საათის განმავლობაში ასე ლაპარაკობდა და ქალის

ნებისყოფას თანდათანობით ტეხდა. დროდადრო ქალი წინააღმდეგობას

იჩენდა, სახეზე ხელებს იფარებდა და არა, არაო გაიძახოდა, მაგრამ ბოლოს

მაინც ნაგელის ნებას ემორჩილებოდა, სახეში აცქერდებოდა, მის თითოეულ

ნაკვთს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ ის ადამიანი მხოლოდ წამიერ

გამარჯვებას ნამდვილად არ გეგმავდა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ღვთის

ნება იყო. ქალი დამარცხდა, ნაგელთან ჭიდილს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.

Page 247: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- დიახ, - მტკიცედ და დამაჯერებლად თქვა ბოლოს.

ბოთლის ყელში ჩამაგრებული სანთელი თანდათან ჩაილია. ისინი კი ისევ

ხელჩაკიდებულნი ისხდნენ და საუბრობდნენ. მეტისმეტი მღელვარებისგან

გულაჩუყებულ ქალს დროდადრო თვალზე ცრემლი ერეოდა, მაგრამ სახეზე

ღიმილი მაინც არ სცილდებოდა.

- და ემწუთას რაც შეეხება, - თქვა მოულოდნელად ნაგელმა, - დარწმუნებული

ვარ, საქველმოქმედო ბაზრობაზე თქვენ გამო ძალიან ეჭვიანობდა.

- დიახ, - უპასუხა ქალმა, - ალბათ ასეა. მაგრამ ამას ვერაფრით უშველი.

- მართალია, ამას ვეღარაფრით უშველი... - დაეთანხმა ნაგელი, - იცი, ძალიან

მინდა, რომ ამ საღამოს რაღაცით გაგახარო. მირჩიე, რა შეიძლება გავაკეთო?

მინდა, რაღაც ისეთი მოვიმოქმედო, რომ მეტისმეტი აღტაცებისგან სუნთქვაც

კი შეგეკრას! მითხარი, შეგიძლია ნებისმიერი რამე მთხოვო. თუმცა, ჩემო

ძვირფასო, შენ ისეთი კეთილი ხარ, რომ დარწმუნებული ვარ, ვერასდროს

ვერაფერს მთხოვ. დიახ, მარტა, ახლა რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე: მე

შენ ყოველთვის დაგიცავ, ყოველთვის შევეცდები, შენი სურვილები გამოვიცნო

და სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ შენზე ვიზრუნო! ძვირფასო, ეს სიტყვები

აუცილებლად დაიმახსოვრე, კარგი? და შენ ვერასოდეს იტყვი, რომ მე ეს

პირობა დავარღვიე.

უკვე ოთხი საათი შესრულებულიყო.

ფეხზე ადგნენ. მარტა ნაგელს მიუახლოვდა, ნაგელმა ის მკერდზე მიიკრა.

ქალმა კისერზე შემოაჭდო ხელები და ცოტა ხანს ასე მდუმარედ იდგნენ.

ნაგელი ქალის შეშინებული, მონაზონივით უმწიკვლო გულის ბაგაბუგს

გრძნობდა. დასამშვიდებლად თმაზე ნაზად გადაუსვა ხელი. მათ შორის უკვე

ყველა ზღვარი მოისპო.

პირველად მარტა ალაპარაკდა.

- ამაღამ თვალსაც ვერ მოვხუჭავ და ბევრს ვიფიქრებ. იქნებ ხვალაც გნახო? შენ

თუ გენდომება?

- დიახ, ხვალ. რა თქმა უნდა, მენდომება. ხვალ როდის მოვიდე? რვა საათზე

იყოს?

- დიახ... გინდა, რომ ისევ ეს კაბა ჩავიცვა?

Page 248: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ქალის ამ გულუბრყვილო შეკითხვამ, ათრთოლებულმა ტუჩებმა და ფართოდ

გახელილმა თვალებმა, ასე უცოდველად რომ იმზირებოდნენ, ნაგელს გული

აუჩუყა და უპასუხა:

- ჩემო ძვირფასო, საყვარელო ბავშვო, ისე მოიქეცი, როგორც გაგიხარდება...

ღმერთო, რა კარგი ხარ!... არა, არ უნდა იფხიზლო, აუცილებლად უნდა

დაიძინო! ჩემზე იფიქრე, ძილი ნებისა მისურვე და დაიძინე. მარტო ყოფნის

ხომ არ გეშინია?

- არა... სანამ სახლამდე მიხვალ, დასველდები.

ეს ქალი იმაზეც კი დარდობდა, რომ ნაგელი დასველდებოდა!

- ნუ იდარდებ და ტკბილად დაიძინე! - უპასუხა კაცმა.

გასვლისას მოულოდნელად ნაგელს რაღაც გაახსენდა, ისევ უკან შებრუნდა და

მარტას უთხრა:

- ერთი რაღაცის თქმა დამავიწყდა: მე მდიდარი კაცი არა ვარ. იქნებ შენ

იფიქრე, რომ მდიდარი ვარ?

- არა, ამაზე არც მიფიქრია! - მიუგო ქალმა და თავი გაიქნია.

- დიახ, მდიდარი სულაც არ ვარ. მაგრამ სახლისა და ყველა სხვა საჭირო

ნივთის ყიდვას მაინც შევძლებთ, ამის საშუალებას ნამდვილად გამოვნახავ.

შემდეგ კი თავდაუზოგავად ვიმუშავებ, ყველაფერზე ვიზრუნებ და არანაირ

სირთულეს არ შევეპუები... აბა, ეს ხელები რისთვის მაბადია... მითხარი,

რადგან მდიდარი არ ვარ, იმედგაცრუებული ხომ არ დარჩი?

არაო, უპასუხა ქალმა და ხელი ხელზე კიდევ ერთხელ მოუჭირა. გასვლისას

ნაგელმა სთხოვა, კარი კარგად ჩარაზეო და წავიდა.

გარეთ კოკისპირულად წვიმდა და ძალიან ბნელოდა.

სასტუმროში წასვლის ნაცვლად ნაგელი პასტორის კარ-მიდამოსკენ მიმავალ

გზას დაუყვა. თითქმის თხუთმეტი წუთის განმავლობაში იხეტიალა. ისე

ბნელოდა, კაცი თვალთან თითს ვერ მიიტანდა. ბოლოს ნაბიჯი შეანელა,

გზიდან ტყისკენ გადაუხვია და ხელის ფათურით ერთ ხეს მიაგნო. ვერხვის ხე

იყო. ნაგელი სწორედ ამ ხესთან გაჩერდა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე

გამეფებულა, ტყეში მხოლოდ ქარის ზუზუნი, ფოთლების შრიალი და წვიმის

შხაპუნი ისმის. კაცი თავისთვის ჩურჩულებს, გაურკეველ სიტყვებს

ბუტბუტებს, მერე ქალის სახელსაც წარმოთქვამს. დაგნი, დაგნი... ამბობს იგი,

Page 249: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ჩუმდება და ორიოდე წამში კვლავ იმავე სახელს იმეორებს. მუხლებზე

მოწყვეტით ეცემა, მერე ისევ დგება. დაგნი, ამბობს ხმადაბლა, თანდათან ხმას

უმაღლებს და ბოლოს მთელი ძალით ღრიალებს: დაგნიიი! იმ ქალმა ამ

საღამოს საშინელი შეურაცხყოფა მიაყენა, მთელი თავისი ზიზღი და ბოღმა

ზედ გადაანთხია, მისი თითოეული მწარე სიტყვა გულზე ნემსივით ესობა,

მაგრამ ახლა მაინც დგას და სწორედ იმ ქალს უხმობს. კაცი იჩოქებს, ჯიბიდან

ჯაყვას იღებს და მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ბნელა, ხის მერქანზე

ქალის სახელის ამოჭრას იწყებს. ამ საქმეს რამდენიმე წუთს ანდომებს. მერქანს

ჭრის და თან ყოველ ასოს თითებით ეალერსება, ხელით სინჯავს და საქმეს

აგრძელებს: კვლავ საყვარელი ქალის სახელს ტვიფრავს და ისევ ასოებს

ეფერება...

...და მთელი ამ დროის მანძილზე ქუდმოხდილი, მუხლებზე დაჩოქილი დგას.

გზაზე გამოსულს, მოულოდნელად ისევ რაღაც ახსენდება, მცირე ხანს

ყოვნდება და ისევ ტყეში ბრუნდება. ხელის ცეცებით კვლავ იმ ვერხვს

უახლოვდება, მერქანს ხელი უსვამს და ზედ ამოტვიფრულ ასოებს პოულობს.

ისევ მუხლებზე ეცემა, სახელისკენ იხრება და კოცნის. ყოველ ასოს ისე

ეთაყვანება, თითქოს ეშინია, რომ მათ ვეღარასოდეს ნახავს. ბოლოს დგება და

სწრაფი ნაბიჯით იქაურობას სცილდება.

როდესაც სასტუმროში მივიდა, ხუთი საათი სრულდებოდა.

XVII

ისევ წვიმა, ისევ სიბნელე... მომდევნო დღესაც ზუსტად ისეთივე მძიმე,

მოქუფრული ამინდი იყო. თითქოს ის თქეში, წვიმის სადინრებში

დაუსრულებლად რომ მოედინებოდა და ფანჯრის მინებს მდინარესავით

რეცხავდა, არასოდეს შეჩერდებოდა. საათი საათს მისდევდა, სადილობის

დროც გადავიდა, მაგრამ არა და არ გამოიდარა. სასტუმროს პაწაწინა ბაღჩაში

ძლიერ წვიმას თითქმის ყველა მცენარე გაექელა და მიწასთან გაესწორებინა,

მათი ფოთლები ტალახსა და წვიმის გუბეებში საცოდავად ეყარა.

მთელი დღის განმავლობაში ნაგელი ოთახიდან არ გასულა. კითხულობდა,

ჩვეულებისამებრ ბოლთას სცემდა და გამუდმებით საათს შეჰყურებდა. იმ

მოსაწყენ დღეს ბოლო არ უჩანდა, ნაგელს კი ერთი სული ჰქონდა, საღამო

როდის დადგებოდა.

რვა საათი შესრულდა თუ არა, მაშინვე მარტას სახლისკენ გაეშურა. გული

ცუდს არაფერს უგრძნობდა, თუმცა ქალი გაწამებული და ნამტირალევი სახით

Page 250: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შეეგება. ნაგელი მასთან ლაპარაკს შეეცადა, მაგრამ ქალი მოკლედ,

გაურკვევლად პასუხობდა და თვალებში არ უყურებდა. რამდენჯერმე

პატიებაც სთხოვა და ნუ გამიბრაზდებიო, შეეხვეწა.

ნაგელი მის ხელს წაეტანა, მაგრამ ქალი დაფრთხა და კაცს ხელი გამოსტაცა.

ბოლოს კი სკამზე, ნაგელის გვერდით ჩამოჯდა და თითქმის ერთი საათის

განმავლობაში ასე გაუნძრევლად იჯდა. ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? ნაგელმა

უამრავი შეკითხვა დაუსვა, ახსნა-განმარტება მოსთხოვა, მაგრამ ქალი ხმას არ

იღებდა.

არა, მარტა ავად არ არის. უბრალოდ, ამ ყველაფერს წუხელ უფრო მეტად

ჩაუღრმავდა...

აი, თურმე რა ყოფილა! როგორც ჩანს, ნანობს, პირობა რომ მისცა. ალბათ

ეშინია, რომ ნაგელის შეყვარებას ვერ შეძლებს, ასეა?

დიახ, ასეა... მაგრამ კაცს არ უნდა ეწყინოს და მისი პატიება უნდა შეძლოს.

ქალი მთელ ღამეს ამ საკითხზე ფიქრობდა და რაც უფრო მეტად

უკვირდებოდა, ეს ყველაფერი მით უფრო შეუძლებლად ეჩვენებოდა. დიახ,

ბოლოს საკუთარ გულსაც დაეკითხა და მიხვდა, რომ ნაგელს, როგორც საჭირო

იყო, ისე ვერ შეიყვარებდა.

გასაგებია...

პაუზა.

მაგრამ ნუთუ მარტას იმაზე არ უფიქრია, რომ შესაძლოა სიყვარული

მოგვიანებით ეწვიოს? ნაგელი ხომ ისე მოუთმენლად ელის იმ დღეს, როცა

საშუალება მიეცემა და მასთან ერთად ახალ ცხოვრებას დაიწყებს. ოჰ, რომ

იცოდეს, როგორი კეთილი და მზრუნველი ქმარი იქნება!

ამ სიტყვებმა ქალს გული აუჩუყა. ხელები მკერდზე დაიკრიბა, მაგრამ

ძველებურად კვლავ იატაკს დაჰყურებდა და ხმას არ იღებდა.

ნუთუ მართლა არ უფიქრია იმაზე, რომ შესაძლოა ნაგელმა თავისი საქციელით

მისი სიყვარული მოგვიანებით დაიმსახუროს? ისინი ხომ ყველგან და

ყოველთვის ერთად უნდა ყოფილიყვნენ...

არა, დაიჩურჩულა ქალმა და გრძელი წამწამებიდან ორი მსხვილი ცრემლი

ჩამოუგორდა.

პაუზა.

Page 251: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელს მთელი სხეული უკანკალებდა. დაძაბულობისგან საფეთქლებთან

ლურჯი ძარღვები დაებერა.

კარგი, ძვირფასო... რა გაეწყობა. ამის გამო ტირილი ნამდვილად არ ღირს,

მაინც ვერაფერს უშველი. ნაგელს მხოლოდ ის უნდა, რომ ქალმა აპატიოს,

რადგან ამდენი მუდარით ალბათ თავი მოაბეზრა. მას ხომ სინამდვილეში

კარგის მეტი გუნებაში არაფერი ჰქონია...

მარტამ ნაგელის ხელი ძლიერად ჩაბღუჯა. მისმა ასეთმა მოულოდნელმა

გზნებამ კაცი გააოცა და ჰკითხა, თავად ნაგელის პიროვნებაში ხომ არ იყო რამე

ისეთი, რაც ქალს წინააღმდეგობას უქმნიდა. მაშინ ყველანაირად შეეცდებოდა

და ამ ნაკლის გამოსასწორებლად ძალ-ღონეს არ დაიშურებდა. იქნებ,

პრობლემა ისაა, რომ...

ქალმა მაშინვე გააწყვეტინა: არა, არანაირი მიზეზი არ არსებობს. არანაირი!

მაგრამ ეს ყველაფერი მაინც ისე წარმოუდგენლად მეჩვენება... გარდა ამისა,

ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცი. მაგალითად, წესიერად არც კი ვიცი, თქვენ ვინ

ხართ. არა, იმას კი ვხვდები, რომ ჩემთვის მხოლოდ სიკეთე გსურთ და ცუდად

ნუ გამიგებთ...

- მაგალითად, მე ვინ ვარ? - გაიმეორა კითხვა ნაგელმა და ქალს შეხედა.

გონებაში უცნაურმა ეჭვმა გაუელვა და მიხვდა, რომ ამა თუ იმ მიზეზით

მარტას მის მიმართ ნდობა დაეკარგა. მათ შორის აშკარად რაღაც მტრული

ძალა ჩამდგარიყო.

- დღეს თქვენთან ვინმე იყო? - მოულოდნელად ჰკითხა ნაგელმა.

ქალმა არაფერი უპასუხა.

- მაპატიეთ, გთხოვთ... პრინციპში, ჩემთვის უკვე ყველაფერი სულერთია... და

საერთოდ, თქვენთვის ამდენი შეკითხვის დასმის უფლება ნამდვილად არ

მაქვს.

- ოჰ, რომ იცოდეთ, ამ ღამით როგორი ბედნიერი ვიყავი! - თქვა ქალმა, - ერთი

სული მქონდა, როდის გათენდებოდა და ისევ როდის შეგხვდებოდით! მაგრამ

დღის განმავლობაში ისევ ეჭვებმა მძლია.

- მხოლოდ ერთ შეკითხვაზე მიპასუხეთ: ესე იგი, არ გჯერათ, რომ თქვენ

მიმართ ბოლომდე გულწრფელი ვარ და მაინც არ მენდობით, არა?

- არა, მთლად ასეც არ არის. ძვირფასო, ნუ გამიბრაზდებით. თქვენ ხომ ამ

ქალაქში სრულიად უცხო ხართ და თქვენ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რასაც

Page 252: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თავად ჰყვებით. ახლა შესაძლოა მართლა გულახდილი ხართ, მაგრამ არ არის

გამორიცხული, რომ მოგვიანებით თქვენი საქციელი ინანოთ. მე ხომ არ ვიცი,

მერე თავში რა აზრები მოგივათ?

პაუზა.

ნაგელი ქალს ნიკაპზე ჰკიდებს ხელს, თავს უწევს და ეუბნება:

- და ფრეკენ შელანდმა კიდევ რა გითხრათ?

ქალი გაოგნებული დარჩა, მის თვალებში მოულოდნელად ჩამდგარმა შიშმა

ნაგელი ყველაფერს მიახვედრა.

- მე ეს არ მითქვამს! - წამოიძახა შეშფოთებულმა, - ნუთუ რამე გითხარით? არა,

მე ეს არ მითქვამს!

- არა, არა, თქვენ ეს არ გითქვამთ, - დაამშვიდა ნაგელმა, რომელიც ერთ

წერტილს მიშტერებოდა და აშკარად რაღაც მნიშვნელოვანზე ფიქრობდა, - არა,

თქვენ არ გითქვამთ, რომ ის იყო. მისი სახელი არც გიხსენებიათ. შეგიძლიათ

მშვიდად იყოთ... თუმცა ვიცი, რომ ფრეკენ შელანდი ნამდვილად გესტუმრათ.

აი, ამ კარიდან შემოვიდა, თავისი საქმე მოაგვარა და შემდეგ ისევ ამ კარიდან

გავიდა. და ეს საქმე, როგორც ჩანს, მისთვის ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ

გარეთ გასვლა დღეს, ასეთ ამინდშიც კი არ დაიზარა... რა უცნაურია!

ძვირფასო, საყვარელო მარტა... ჩემო უკეთილესი სულის ადამიანო! თქვენ

იმდენად კარგი ხართ, რომ მზად ვარ, თქვენ წინაშე მუხლიც კი მოვიდრიკო!

დამიჯერეთ, მაინც დამიჯერეთ... გთხოვთ, ამ საღამოს მაინც ირწმუნეთ ჩემი,

მოგვიანებით კი თავადვე დაგიმტკიცებთ, რომ თქვენი მოტყუება აზრადაც არ

მქონია. პირობას ნუ დაარღვევთ. ამ ყველაფერზე კიდევ ერთხელ დაფიქრდით,

კარგი? ხვალამდე იფიქრეთ და მერე კვლავ შევხვდეთ...

- არა, არ ვიცი... - წამოიძახა ქალმა.

- არ იცით? ესე იგი, გინდათ, რომ ამ საღამოს ერთხელ და სამუდამოდ თავიდან

მომიცილოთ? რა გაეწყობა...

- მირჩევნია მერე, სულ სხვა დროს გნახოთ... იმ დროს, როცა... დიახ, როცა უკვე

დაქორწინებული იქნებით და ...ახალი სახლიც გექნებათ... იმის თქმა მინდა,

რომ... რომ თქვენი ოჯახის მოსამსახურედ სიამოვნებით ვიმუშავებდი. ჰო, ასე

აჯობებს, ბევრად უკეთესი იქნება.

პაუზა.

Page 253: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დიახ, ქალის უნდობლობას, როგორც ჩანს, უკვე საკმაოდ ღრმად გაედგა

ფესვები. ნაგელი მის წინაშე უკვე უძლური იყო და წინანდებურად მისი

დამშვიდებაც აღარ შეეძლო. გული სტკიოდა, რადგან ხედავდა, რომ რაც უფრო

მხურვალედ ლაპარაკობდა, ქალი მით უფრო მეტად უსხლტებოდა ხელიდან.

მაგრამ მარტა ასე რატომ ტირის? ნეტავ ასე ძალიან რა აწუხებს? ანდა, ნაგელის

ხელს რატომ ვერ ელევა? და ნაგელმა ისევ ემწუთა უხსენა. უნდოდა, ქალი

ყოველმხრივ გამოეცადა და მეორე დღეს შეხვედრაზე დაეთანხმებინა. იმედი

ჰქონდა, მანამდე ქალი ამ ყველაფერს უკეთესად აწონ-დაწონიდა და

გაიაზრებდა.

- მაპატიეთ, რომ ისევ ემწუთაზე გელაპარაკებით, - უთხრა ქალს, - მაგრამ ნუ

შეშფოთდებით! საქმე ისაა, რომ ამისთვის პირადი მიზეზები მაქვს. ემწუთაზე

ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი, პირიქით. საკუთარი ყურითაც

გაგიგონიათ, რომ იმ კაცზე ყოველთვის კარგს ვამბობდი და ეს ალბათ

გეხსომებათ კიდეც. მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენს

შორის სწორედ ემწუთა დგას. გახსოვთ, ამას წინათ მასზე საკმაოდ ბევრი

გელაპარაკეთ და ისიც გითხარით, მას საკუთარი ოჯახის გაძღოლა სხვაზე

არანაკლებად შეუძლია-მეთქი. ახლაც ასე ვფიქრობ. იგი მშვენიერი მეოჯახე

იქნება, თუმცა დასაწყისისთვის ცოტა ხელის წაკვრა და დახმარება სჭირდება.

თქვენ მაშინ ამის მოსმენა არ ისურვეთ. მითხარით, რომ ემწუთასთან არაფერი

გესაქმებოდათ და მთხოვეთ, მასზე ნუღარ ვილაპარაკებთო. კეთილი. თუმცა ამ

ეჭვისგან ბოლომდე მაინც ვერ გავთავისუფლდი, ჩემი გადარწმუნება მაინც ვერ

შეძელით და ამიტომაც ახლა კიდევ ერთხელ მინდა გკითხოთ, თქვენ შორის

რამე ხომ არ ხდება... თუ ასეა, მზად ვარ, უკან დავიხიო. თქვენ თავს აქნევთ...

მაშინ ვერ ვხვდები, რატომ არ გინდათ, ამ საქმეზე კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ

და საბოლოო პასუხი ხვალ გამცეთ? ეს ხომ უფრო სამართლიანი იქნებოდა...

თქვენ ხომ საოცრად კეთილი ქალი ხართ!

ბოლოს და ბოლოს ქალი დათანხმდა. აღელვებული ადგილიდან წამოხტა,

ნაგელს მიუახლოვდა და ადრინდელივით, თმაზე მიეფერა. იგი იცინოდა,

მაგრამ თვალები მაინც ცრემლით ჰქონდა სავსე... რა თქმა უნდა, ნაგელს

ხვალაც შეხვდება... კიდევ ერთხელ სიამოვნებით ნახავს. ოღონდ ცოტა ადრე

უნდა მივიდეს, ოთხზე ან ხუთზე... მაშინ, როცა ჯერ ისევ დღეა. ხალხსაც

ჭორაობის საბაბი აღარ მიეცემა... ახლა კი ნაგელი უნდა წავიდეს. რაც უფრო

მალე წავა, მით უკეთესი. დიახ, დიახ, ხვალ ისევ შეხვდებიან. ქალი შინ იქნება

და აუცილებლად დაელოდება...

Page 254: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ეს ასაკოვანი ქალი მართლა რა ბავშვივით სუფთა სულისა იყო? მხოლოდ

ერთმა სიტყვამ, ერთმა ბუნდოვანმა ფრაზამ გული კვლავ აუძგერა, სული

სინაზით აუვსო და ღიმილი მოჰგვარა. ნაგელს ხელი მანამ არ გაუშვა, სანამ

კარამდე არ მიაცილა. ბოლო წუთამდე ასე ხელიხელჩაკიდებულნი იდგნენ.

„ღამე მშვიდობისა!“ - ისე ხმამაღლა მიაძახა კიბეზე ჩამავალ კაცს, თითქოს ამ

სიტყვებით ვიღაცის გამოწვევას ცდილობდა.

უკვე აღარ წვიმდა... ბოლოს და ბოლოს წვიმას თითქმის გადაეღო. ღრუბლებში

ალაგ-ალაგ ლურჯი ცის ნაგლეჯები მოჩანდა. დროდადრო სველ მიწას წვიმის

მსხვილი წვეთები ეცემოდა.

ნაგელმა შვებით ამოისუნთქა. დიახ, აუცილებლად შეძლებს და მარტას

ნდობას ხელახლა მოიპოვებს! რატომაც არა... მას სახლში წასვლა არც უფიქრია.

ნავსადგურს გვერდი აუქცია, სანაპიროს აუყვა, ქალაქის განაპირას

ჩამწკრივებული სახლები უკან ჩამოიტოვა და სულ მალე პასტორის კარ-

მიდამოსკენ მიმავალ გზაზე აღმოჩნდა. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა.

კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მოულოდნელად გზის პირას ვიღაცის

ფიგურა შეამჩნია. ნაგელმა დაგნი იცნო. მუქი ფერის საწვიმარის ფონზე მისი

ქერა ნაწნავი ცხადად იკვეთებოდა.

კაცს ტანში გასცრა, თავიდან ფეხებამდე გააჟრჟოლა და წამით ადგილზე

გაიყინა. გაოცდა კიდეც, რადგან იცოდა, რომ დაგნი იმ საღამოსაც

საქველმოქმედო ბაზრობაზე უნდა ყოფილიყო. შესაძლოა ასეც იყო და სანამ

ცოცხალი სურათების წარმოდგენა დაიწყებოდა, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე

გასეირნება მოინდომა. ქალი ძალიან ნელა მიაბიჯებდა, დროდადრო

ჩერდებოდა და ხიდან ხეზე მოფრთხიალე ჩიტებს შესცქეროდა. ნუთუ დაინახა

ნაგელი? ნუთუ უბრალოდ მისი გამოცდა სურს? იქნებ, სწორედ იმ დროს გზის

პირას იმიტომ გამოჩნდა, რომ აინტერსებდა, კაცი მასთან გამოლაპარაკებას

ისევ თუ გაბედავდა...

თუ ასეა, შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან ნაგელი აღარასოდეს შეაწუხებს. და

კაცს მოულოდნელად ბრაზი ერევა. ამ ადამიანის მიმართ ისეთი საშინელი

სიბრაზე იპყრობს, რომ თავს ვეღარ უმკლავდება. ალბათ ამ ქალს ისევ მისი

ცდუნება და ჭკუის არევა სურს, რათა შემდეგ კვლავ დაამციროს და

პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს. რა თქმა უნდა, ამ საღამოსაც მივა და

საქველმოქმედო საღამოზე შეკრებილ ხალხს კიდევ ერთხელ მოუყვება, რომ

ნაგელი გამუდმებით კუდში დასდევს. ნუთუ ის არ კმარა, რომ ცოტა ხნის წინ

მარტასთან მივიდა და ბედნიერება საკუთარი ხელებით დაუსამარა? ხომ

Page 255: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შეიძლება დაშოშმინდეს და ამაზე მეტი ბოროტება აღარ გაუკეთოს? გასაგებია,

რომ ნაგელთან საკუთარი ანგარიშის გასწორება სურს, მაგრამ აკი სამაგიერო

უკვე გადაუხადა, თანაც იმაზე უფრო მწარედ, ვიდრე საჭირო იყო.

ორივე ერთნაირად ნელა მიაბიჯებს. ერთი მეორეს ზუსტად იმავე ტემპით

მიჰყვება და ერთმანეთისგან მხოლოდ ორმოცდაათი ნაბიჯი აშორებთ. ასე

გადის რამდენიმე წუთი. მოულოდნელად ქალს ცხვირსახოცი უვარდება.

ნაგელი გარკვევით ხედავს, მის პრიალა საწვიმარზე ცხვირსახოცი როგორ

ცურდება და ფარფატით ვარდება მიწაზე. ნუთუ თავად დაგნიმ ვერაფერი

შეამჩნია?

ნაგელი თავს ირწმუნებს, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მის გამოსაცდელად

ხდება, რადგან ქალს მის მიმართ ბრაზი და ბოღმა ჯერ კიდევ არ განელებია.

ამიტომ ალბათ სურს, რომ ნაგელმა ის ცხვირსახოცი აიღოს და პირადად

მიუტანოს, სურს, რომ კაცს თვალებში ჩახედოს და მარტასთან მის მიერ

განცდილი მარცხით ბოლომდე დატკბეს. ნაგელი უფრო მეტად ბრაზდება,

განრისხებული ტუჩებს კუმავს და შუბლზე სიმწრის ნაოჭი უჩნდება. ჰა-ჰა-ჰა!

დიახ, როგორ არა! ახლავე გაიქცევა, წინ გამოეჭიმება და თავს აბუჩად კიდევ

ერთხელ ააგდებინებს! ერთი შეხედეთ, ცხვირსახოცი გზაზე როგორ დააგდო.

ეს ქათქათა თეთრი, ულამაზესი, არშიაშემოვლებული ცხვირსახოცი ზედ შუა

გზაზე გდია. უბრალოდ, უნდა დაიხარო და აიღო. მეტი არაფერი!

ნაგელი ისევ ისე ნელა, აუჩქარებლად მიდის. ცხვირსახოცს რომ უახლოვდება,

ზედ ფეხს ადგამს, ქელავს და გზას განაგრძობს.

ამის შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში კვლავ ისევ ისე მიაბიჯებდნენ. კაცი

თვალს არ აცილებდა. მოულოდნელად დაინახა, რომ ქალმა საათზე დაიხედა

და ნაჩქარევად უკან შემობრუნდა. ახლა ის ზუსტად ნაგელის მიმართულებით

მოდიოდა. იქნებ შენიშნა, რომ ცხვირსახოცი დაკარგა? ნაგელიც შეტრიალდა

და ამჯერად ის აღმოჩნდა ქალის წინ. სვლა არ შეუჩერებია და როცა

ცხვირსახოცს გაუსწორდა, დაგნის თვალწინ კვლავ ზედ გადაუარა და გზა

მშვიდად განაგრძო. გრძნობდა, ქალი უკან როგორ მიჰყვებოდა და ნაბიჯს

ოდნავაც არ აუჩქარა. ქალაქამდე ასე იარეს.

დაგნი მართლა იმ შენობისკენ წავიდა, სადაც საქველმოქმედო ბაზრობა

იმართებოდა, ნაგელი კი სასტუმროსკენ გაეშურა.

ოთახში შესვლისთანავე ფანჯარა გამოაღო და რაფას იდაყვებით დაეყრდნო.

განცდილი მღელვარების გამო გატეხილი და განადგურებული იყო. სიბრაზეს

უკვე გადაევლო. გულდამძიმებული ერთიანად მოიბუზა, სახეზე მკლავები

Page 256: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აიფარა და აქვითინდა. უხმოდ, უცრემლოდ ქვითინებდა და მთელი სხეული

უცახცახებდა. აი, თურმე მათ შეხვედრას როგორი ბოლო ჰქონია! ღმერთო,

როგორ ნანობდა თავის საქციელს! როგორ უნდოდა, რომ სინამდვილეში

ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო. ქალმა თავისი ცხვირსახოცი

დააგდო... შესაძლოა ასე შეგნებულადაც მოიქცა, შესაძლოა მართლა ნაგელის

დამცირება უნდოდა, მაგრამ რა მოხდა მერე? ნაგელს ხომ შეეძლო

ცხვირსახოცი აეღო, გულის ჯიბეში ჩაედო და მთელი ცხოვრება ასე

ეტარებინა? ის ცხვირსახოცი ხომ ისეთი ქათქათა იყო, მან კი ტალახიან გზაზე

ფეხით გათელა! ვინ იცის, იქნებ თუ აიღებდა, დაგნის მისთვის ცხვირსახოცი

აღარც კი წაერთმია და საჩუქრად დაეტოვებინა. ეს მხოლოდ უფალმა უწყის.

თუმცა ასეც რომ არ მომხდარიყო და ქალს ცხვირსახოცის გამოსართმევად

ხელი გაეწვდინა, ნაგელი მაინც მუხლებში უნდა ჩავარდნოდა და ისე ეთხოვა,

ხელგაწვდილი უნდა შევედრებოდა, რომ სამახსოვროდ ეს ერთი პატარა ნივთი

მაინც დაეტოვებინა. და თუ ქალი კვლავ გაიცინებდა და მასხარად აიგდებდა,

ამითაც ბევრი არაფერი დაშავდებოდა.

მოულოდნელად ნაგელი ადგილს სწყდება, კარს ნაჩქარევად აღებს,

სასტუმროს კიბეებს ორი ნაბიჯით ახტება და ქუჩაში თავქუდმოგლეჯილი

გარბის. რამდენიმე წუთში ქალაქს უკან იტოვებს და კვლავ პასტორის

სახლისაკენ მიმავალ გზას ადგება. ნეტავ ცხვირსახოცი ისევ იმ ადგილას თუ

გდია? დიახ ასეა, დაგნის ცხვირსახოცი არ აუღია... თუმცა ნაგელი ბოლომდე

დარწმუნებულია, რომ ქალმა მშვენივრად დაინახა, მისი ნივთი როგორ

გაქელეს. მადლობა უფალს, რომ გაუმართლა და იპოვა! რაც უნდა იყოს,

ნაგელს მაინც ძალიან გაუმართლა! ცხვირსახოცს გულისფანცქალით ინახავს

და შინისაკენ მიიჩქარის. ოთახში დაბრუნებისთანავე რეცხავს. წყალში კარგა

ხანს ავლებს, მერე კი ხელით ნაზად ასწორებს. ცხვირსახოცი ძველებურად

მშვენიერი და ქათქათა აღარ არის, თანაც ცალ მხარეს მაქმანი მორღვევია.

ნაგელმა ფეხი რომ დაადგა, როგორც ჩანს, მაშინ დაზიანდა. მაგრამ ამას რა

მნიშვნელობა აქვს! საერთოდ რომ იპოვნა, იმითიც უზომოდ ბედნიერია!

როდესაც კვლავ ფანჯარასთან დაჯდა, მაშინღა აღმოაჩინა, რომ მთელი ქალაქი

უქუდოდ მოერბინა. არა, გიჟია, ნამდვილი გიჟია! ნეტავ დაგნიმ ხომ არ

დაინახა. იქნებ ესეც ერთგვარი გამოცდა იყო. მაშინ გამოდის, რომ ნაგელი

ქალის მიერ დაგებულ მახეში ბოლოს მაინც გაება. არა, უკეთესია, ეს

ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს! ბოლოს და ბოლოს ხომ

უნდა შეძლოს და დაგნის წინაშე მშვიდი და გულგრილი სახით წარდგეს? თავი

ამაყად ასწიოს, ცივი მზერით შეხედოს და საკუთარი გრძნობების დაფარვა

მოახერხოს. დიახ, ამის შემდეგ სწორედ ასე მოიქცევა! მერე კი თავის გზას

Page 257: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაადგება და მარტასაც თან გაიყოლებს. მერე რა მოხდა, თუ მარტა მასზე

გაცილებით უკეთესია. ყველანაირად შეეცდება, ქალის სიყვარული

დაიმსახუროს. წამითაც არ დაისვენებს, მუხლჩაუხრელად იშრომებს და იმ

ქალის ბოლომდე მოსაპოვებლად თავს არ დაზოგავს.

თანდათან ამინდი გამოკეთდა. მსუბუქმა სიომ წამოუქროლა, ღია ფანჯარაში

შემოიჭრა და ოთახში სველი ბალახისა და ნესტიანი მიწის სურნელი

დაატრიალდა. ნაგელი სულ უფრო მეტად გამოცოცხლდა და გახალისდა.

დიახ, ხვალ მარტასთან ისევ წავა და ყველანაირად შეეცდება, ქალი

დაითანხმოს.

მაგრამ მეორე დილასვე ყველა იმედი თავზე დაემსხვრა...

XVIII

დილით სასტუმროში პირველად ექიმი სტენერსენი გამოჩნდა. ნაგელი ჯერ

ისევ ლოგინში იწვა. ექიმმა მოუბოდიშა და აუხსნა, რომ იმ წყეული ბაზრობის

გამო უკვე დღე და ღამე ერთმანეთში ჰქონდა არეული. რაც შეეხება ნაგელს,

მასთან ერთი დავალებით, ერთი მნიშვნელოვანი მისიით მივიდა: კერძოდ კი,

უნდა სთხოვოს, რომ საღამოს გამართულ საქველმოქმედო კონცერტზე კიდევ

ერთხელ დაუკრას. მას შემდეგ, რაც ხალხმა მისი გამოსვლა მოისმინა, მთელი

ქალაქი თურმე მხოლოდ ამაზე ლაპარაკობს. ხალხი საარაკო ამბებს ჰყვება და

ცნობისმოყვარეობის გამო მშვიდად ძილი ვეღარავის მოუხერხებია. დიახ,

სწორედ ასეა!

- როგორც ვხედავ, გაზეთებს კითხულობდით, არა? ოჰ, ეს პოლიტიკა. იმას თუ

მიაქციეთ ყურადღება, ბოლო ხანს თანამდებობები რა ხალხს ჩამოურიგეს? ამ

არჩევნებმაც როგორც საჭირო იყო, ისე სულაც არ ჩაიარა... ასე რომ, შვედებს

ვერაფრით დავახარბებთ... მგონი, თქვენი ადგომის დროც არის. უკვე ათი

საათი შესრულდა. თანაც, ნეტავ იცოდეთ, გარეთ რა მშვენიერი ამინდია და

ჰაერში რა საოცარი სითბო ტრიალებს! დილაადრიან სუფთა ჰაერზე

გასეირნება ნამდვილად არ გაწყენდათ!

დიახ, ნაგელი ადგომას ისედაც აპირებს.

აბა, ბაზრობის ხელმძღვანელ პირებს რას უპასუხებს, დაუკრავს თუ არა?

არა, ნაგელი არ დაუკრავს.

არა? კი მაგრამ, ეს ხომ მათი ქალაქისთვის ისეთი მნიშვნელოვანია? ნუთუ აქვს

იმისი უფლება, რომ ასეთ მცირედ სამსახურზე ხალხს უარი განუცხადოს?

Page 258: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

უბრალოდ, ნაგელს იმ საღამოს დაკვრა ნამდვილად არ შეუძლია.

ღმერთო, რომ იცოდეს, ხალხი როგორ ელოდება. განსაკუთრებით - ქალები...

წინა საღამოს მათ ექიმზე იერიშიც კი მიიტანეს და აიძულეს, ნაგელთან საქმე

მოეგვარებინა. ფრეკენ ანდრესენმა მოსვენება აღარ მისცა, ფრეკენ შელანდმა კი

გვერდით გაიხმო და მკაცრად გააფრთხილა, სანამ ნაგელს აქ მოსვლასა და

დაკვრაზე არ დაითანხმებთ, მისი ოთახიდან ფეხი არ მოიცვალოთო.

კი მაგრამ, ფრეკენ შელანდს ხომ მისი დაკრულისთვის ყურიც არ მოუკრავს?

მას არასოდეს მოუსმენია!

მართალია, მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა. ისიც კი თქვა, თუ

სურვილი ექნება, აკომპანიმენტსაც გავუწევო... ბოლოს კი დაამატა: ნაგელს

გადაეცით, რომ ეს ყოველი ჩვენგანის გულითადი თხოვნააო... ნუთუ მისთვის

ასე შეუძლებელია, სულ რაღაც ათი-თორმეტი აკორდი აიღოს და ამით ყველას

უდიდესი სიამოვნება მიანიჭოს?

არა, არ შეუძლია. მართლა არ შეუძლია!

ეს რა სულელური მიზეზია? და თუკი ხუთშაბათ საღამოს შეეძლო?

ნაგელი თავის მართლებას შეეცადა და აუხსნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმ

მცირე ნაწყვეტის, იმ არეულ-დარეული პოპურის დაკვრა იცის. იმ ერთი-ორი

საცეკვაო მელოდიის შესრულებაში განსაკუთრებულად გაიწაფა ხელი, რათა

ერთ საღამოს თავისი გამოსვლით ხალხი გაეოცებინა. მისი შესრულება ყალბი

და უნიჭოა. თავისი დაკრულის მოსმენა თვითონაც არ სიამოვნებს. დიახ,

მართლა საშინლად აღიზიანებს!

- კი მაგრამ...

- ექიმო, უკვე გითხარით! არ დავუკრავ!

- კარგი, მაშინ ამ საღამოს თუ არა, ხვალ საღამოს მაინც დაუკარით. ხვალ ხომ

კვირაა. გარდა ამისა, ხვალ ბაზრობის ბოლო დღეა და იმედი გვაქვს, უამრავი

ადამიანი შეიკრიბება.

- არა, მაპატიეთ, მაგრამ ვერც ხვალ საღამოს დავუკრავ. ჩემი აზრით, თუ კაცი

იმაზე უკეთ არ უკრავს, როგორც მე, მაშინ ვიოლინოს თითიც არ უნდა

დააკაროს. ექიმო, სამწუხაროა, რომ დაკვრისას ჩემ მიერ დაშვებული

ხარვეზები სხვების მსგავსად თქვენც გამოგეპარათ.

ამ შენიშვნამ ექიმის თავმოყვარეობაზე თავისებურად იმოქმედა.

Page 259: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- როგორ არა, - უპასუხა ნაგელს, - მშვენივრად შევამჩნიე, რომ დროდადრო

უსუფთაო ბგერებს იღებდით, მაგრამ რა მოხდა? ეშმაკმა დალახვროს, ნუთუ

ყველანი ყველაფერში საუკეთესოები ვართ?

ექიმის მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. საბოლოოდ კვლავ უარი მიიღო და

სასტუმროდან წავიდა.

ნაგელი სასწრაფოდ ჩაცმას შეუდგა. მაშ, თურმე დაგნი ყველაზე მეტად

აქტიურობდა და სურდა, ნაგელის შესრულება მოესმინა. ისიც კი უთქვამს,

აკომპანიმენტს გავუწევო! ეს ალბათ ახალი სატყუარაა. გუშინ საღამოს რომ

არაფერი გამოუვიდა, სამაგიეროს გადასახდელად, როგორც ჩანს, ახლა სულ

სხვა ფანდი მოიგონა... თუმცა, ღმერთო, ხომ შეიძლება ნაგელი მას საკმაოდ

უსამართლოდაც განსჯის? იქნებ ქალს უკვე აღარ ეჯავრება და ამიერიდან

აღარც მისი შეწუხება სურს? თავისი ეჭვების გამო ნაგელმა დაგნის გულში

პატიება სთხოვა. ფანჯარასთან მივიდა და მოედანს გახედა. მზე დიდებულად

ანათებდა და ამ სინათლეში ცა უძირო და გამჭვირვალე ჩანდა. ნაგელი

აღიღინდა.

უკვე ჩაცმულ-დახურული გასასვლელად ემზადებოდა, როცა სარამ კარი

შეაღო და წერილი შეაწოდა. წერილი ფოსტიდან არ მოსულა, ვიღაც კერძო

პირს მიუტანია. წერილი მარტასგან იყო და მხოლოდ რამდენიმე

სტრიქონისგან შედგებოდა: ის ქალაქიდან მიემგზავრება და იმ საღამოს

ნაგელს სტუმრად ვერ მიიღებს. ღვთის სახელით სთხოვს, ყველაფერი აპატიოს

და მასთან შეხვედრა აღარასოდეს სცადოს, რადგან ნაგელის ხელმეორედ ნახვა

ქალს უდიდეს ტკივილს მიაყენებს. მშვიდობით! წერილის ბოლოს სახელის

ქვემოთ მარტას დამატებით მიეწერა, რომ ნაგელს არასოდეს დაივიწყებს! „მე

თქვენ არასოდეს დამავიწყდებით!“ - წერდა ქალი. წერილი, რომელიც

მხოლოდ სამი-ოთხი ფრაზისგან შედგებოდა, საოცარი სევდით იყო

გაჟღენთილი. იმ ქალის ხელით დაწერილი ასოებიც კი ნაღვლიანად და

საცოდავად გამოიყურებოდა.

ნაგელი სკამზე მოწყვეტით დაეშვა. მორჩა, უკვე ყველაფერი, სულ ყველაფერი

დაკარგა! ამ შემთხვევაშიც კი ხელი ჰკრეს და თავიდან მოიცილეს. რა

უცნაურია, თითქოს მის წინააღმდეგ ყველამ ერთხმად შეკრა პირი. ის ხომ

იმაზე უფრო გულწრფელი, ვიდრე მარტასთან იყო, არასოდეს ყოფილა და

მაინც, მაინც არაფერმა გაჭრა! რამდენიმე წუთს სკამზე ასე გაუნძრევლად

იჯდა.

Page 260: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მოულოდნელად წამოხტა. საათზე ნაჩქარევად დაიხედა. თერთმეტი

სრულდებოდა. თუ იჩქარებს, შეიძლება მარტას მიუსწროს კიდეც. ქალის

სახლისკენ თავქუდმოგლეჯილი გარბის. კარი ჩარაზული ხვდება. ორივე

ოთახის ფანჯრებში იჭყიტება, ათვალიერებს, მაგრამ შიგნით ვერავის ხედავს.

დაზაფრული ისევ უკან ბრუნდება და სასტუმროსკენ მიმავალ გზას

მთვარეულივით მიუყვება. თავჩაქინდრული მიაბიჯებს და ვეღარაფერს

ამჩნევს. ასე რატომ მოექცა! ასე რატომ მოექცა? ხომ შეიძლებოდა ერთი

სიტყვით მაინც გაეფრთხილებინა? ნაგელი დაემშვიდობებოდა და ყოველივე

საუკეთესოს უსურვებდა. ბოლოს დაუჩოქებდა კიდეც და ეტყოდა, რომ ის

საოცრად კეთილი ქალი და სუფთა გულის ადამიანია. მარტა კი ალბათ ამას

ვერ აიტანდა და გული აუჩუყდებოდა. რას იზამ, საქმეს უკვე ვეღარაფრით

უშველი!

დერეფანში ნაგელი სარას შეხვდა და მისგან შეიტყო, რომ პიროვნება,

რომელმაც ის წერილი მოიტანა, პასტორის მამულიდან მოსულა. როგორც ჩანს,

ეს საქმეც დაგნის გაჩარხული იყო. იმ ქალმა თავისი გეგმა სისრულეში

მოიყვანა. ყველაფერი წინასწარ აწონ-დაწონა და დაუყოვნებლივ

განახორციელა. არა, იგი ნაგელის პატიებას ვეღარასოდეს შეძლებს!

მთელი დღის განმავლობაში ნაგელი ადგილს ვერ პოულობდა. ჯერ ქუჩაში

იხეტიალა, შემდეგ ოთახში ავიდა და ბოლთის ცემას მოჰყვა, ტყეშიც კი წავიდა,

მაგრამ სიმშვიდე ვერსად მოიძია. მთელი ამ დროის განმავლობაში

თავდახრილი დადიოდა და მიუხედავად იმისა, რომ თვალები ფართოდ

გაეხილა, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა.

მომდევნო დღეც უღიმღამოდ გალია. კვირა დღე იყო და ქალაქი მიმდებარე

სოფლებიდან ჩასული ხალხით გაჭედილიყო. იმ საღამოს ბაზრობა უნდა

დასრულებულიყო და თითქმის ყველა ადამიანი სულ ბოლო საქველმოქმედო

კონცერტსა და ცოცხალი სურათების წარმოდგენაზე დასასწრებად

მიიჩქაროდა. ნაგელს კონცერტზე გამოსვლა კიდევ ერთხელ შესთავაზეს და

სთხოვეს, ერთი პატარა ნომერი მაინც შეესრულებინა. ამჯერად თხოვნით

ფრედერიკეს მამა, კონსული ანდრესენი მიმართავდა, რომელიც ასევე საღამოს

ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, მაგრამ ნაგელმა ისევ უარით გაისტუმრა.

ნაგელი მთელი ოთხი დღის განმავლობაში შეშლილივით დააბიჯებდა და ისე

უცნაურად იქცეოდა, თითქოს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა. მთელი მისი

არსება ერთადერთ ფიქრს, ერთადერთ გრძნობას დაემონებინა. ყოველ ცისმარე

დღეს მარტას სახლთან რამდენჯერმე ჩადიოდა და ამოწმებდა, ქალი უკან ხომ

Page 261: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

არ დაბრუნდაო. ნეტავ საით გაემგზავრა? თუმცა, მისი ასავალ-დასავალი რომც

გაეგო, მაინც ვეღარაფერს უშველიდა! მისთვის უკვე აღარაფერი

შეიცვლებოდა!

ერთ საღამოს ნაგელი დაგნის პირისპირ შეეჩეხა. ის მაღაზიიდან გამოდიოდა

და ნაგელს ისე ახლოს ჩაურა, რომ თითქმის იდაყვზე შეეხო. ქალმა ტუჩები

აამოძრავა, თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ჩვეულებისამებრ

გაწითლდა და ხმა ვეღარ ამოიღო. ნაგელმა უცებ ვერ იცნო, გაოგნებული წამით

შეჩერდა და ქალს მიაშტერდა, მაგრამ მერე ცივად მიტრიალდა და იქაურობას

გასცილდა. დაგნი აედევნა. კაცს ცხადად ესმოდა, რომ ქალიშილი სულ უფრო

უჩქარებდა ნაბიჯს, თითქოს წამოწევას ცდილობდა. ნაგელი კი სწრაფად

მიდიოდა, უნდოდა მისგან რაც შეიძლება შორს გაქცეულიყო, დამალვოდა და

აღარასოდეს ენახა. უკვე ეშინოდა კიდეც მისი, ფიქრობდა, ქალთან შეხვედრა

უფრო მეტ უბედურებას მოუტანდა. ბოლოს სასტუმრომდე მიაღწია, კიბეზე

აიჭრა, თავის ოთახში შევარდა და მშვიდად ამოისუნთქა. ღმერთო, როგორც

იქნა, გადარჩა!

ეს ყველაფერი თოთხმეტ ივლისს, სამშაბათ დღეს მოხდა...

მომდევნო დილას, როგორც ჩანს, ნაგელმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო.

ამ რამდენიმე დღის განმავლობაში გარეგნულად საკმაოდ შეიცვალა. სახეზე

ნაცრისფერი დაედო, თითოეული ნაკვთი, ყოველი კუნთი უცნაურად

დაჭიმული ჰქონდა, თვალებში კი სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ეტყობოდა.

ზოგჯერ ქუჩაში კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ მოულოდნელად ახსენდებოდა,

რომ ქუდი ისევ სასტუმროში დარჩა. და ეს შემთხვევა სულ უფრო ხშირად

მეორდებოდა. მსგავსი შემთხვევების დროს საკუთარ თავს ეუბნებოდა, ასე

გაგრძელება უკვე შეუძლებელია და ჯობს, ყველაფერი ერთხელ და

სამუდამოდ დავასრულოო. ამის გაფიქრებაზე ხელები ძლიერად ემუშტებოდა.

ოთხშაბათ დილას, საწოლიდან ადგომისთანავე ჟილეტის ჯიბეები მოჩხრიკა

და იქიდან შხამით სავსე პაწაწინა ქილა ამოაძვრინა. ქილა შეანჯღრია,

სარქველი ახადა, დაყნოსა და ისევ ჯიბეში შეინახა. ჩაცმის დროს ნაგელი

ჩვეულებისამებრ ჩაფიქრდა. ამჯერადაც იმავე უსასრულო და ბუნდოვანმა

ფიქრებმა ჩაითრია, რომელიც გამუდმებით თან სდევდა და მის დაქანცულ

გონებას განტვირთვის საშუალებას არ აძლევდა. მისი ტვინი გიჟურად,

უჩვეულო სისწრაფით მუშაობდა. ისეთი აგზნებული და სასოწარკვეთილი

იყო, რომ თვალზე მოწოლილი ცრემლის შეკავება უჭირდა.

Page 262: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მადლობა ღმერთს, ეს პაწაწინა ქილა მაინც აქვს! მასში მოთავსებული სითხე

წყალივით გამჭვირვალეა და ნუშის სუნი დაჰკრავს. სულ მალე... დიახ, სულ

მალე, როცა სხვა არანაირი საშულება აღარ დარჩება, ამ სითხეს აუცილებლად

გამოიყენებს. მისი ბოლო მაინც ეს იქნება. რატომაც არა? თუმცა ნაგელი

ყოველთვის გულუბრყვილოდ ოცნებობდა, რომ ამქვეყნად რამე

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქციელი ჩაედინა. ისეთი დიდებული და

აღსანიშნავი რამ გაეკეთებინა, რაზეც გაოგნებული მოკვდავებიც კი პირჯვარს

გადაისახავდნენ... მაგრამ ყველაფერი გაცილებით ცუდად დასრულდა. მან ამ

დავალებას თავი ვერ გაართვა. და ახლა ამ სითხეს ვითომ რატომ ვერ დალევს?

მას ხომ ისღა დარჩენია, ადგეს და მშვიდი სახით პაწაწინა ქილიდან მხოლოდ

ერთი ყლუპი მოსვას. დიახ, ამას აუცილებლად გააკეთებს, ოღონდ მაშინ, როცა

შესაფერისი დრო დადგება, როცა მისი ზარი ჩამოკრავს.

და გამარჯვებული დაგნი დარჩება...

ის ქალი მართლა რა საოცარ ძალას ფლობს. არადა ეს ნაწნავიანი გოგონა ერთი

ჩვეულებრივი და გულისხმიერი ადამიანი ჩანდა. ახლა ნაგელს იმ საბრალო

კაცის, რომელმაც ამ ქალის გარეშე ცხოვრება არ ისურვა, მშვენივრად ესმის...

ესმის იმ კაცის, ფოლადის პირისა და უკანასკნელი „არას“ შესახებ რომ წერდა.

ნაგელს მის მიერ ჩადენილი საქციელი საერთოდ აღარ აოცებს, საცოდავი

კარლსენისთვისაც გამოსავალი მხოლოდ ეს იყო, აბა სხვა რა უნდა ექნა?

როდესაც დაგნი გაიგებს, რომ მეც იმავე გზას დავადექი, ხავერდოვანი ლურჯი

თვალები ალბათ როგორ გაუბრწყინდება! მაგრამ მე მიყვარხარ, დაგნი,

სწორედ ამიტომაც მიყვარხარ... არა მხოლოდ შენი უმწიკვლო სულის, არამედ

შენი სასტიკი გულის გამოც მიყვარხარ. ოღონდაც შენი ზედმეტი

ლმობიერებით ასე ძალიან ნუ მაწამებ. როგორ შეგიძლია აიტანო, რომ მე

ერთადერთი კი არა, ორი თვალით ვხედავ. ხომ შეგეძლო ჩემთვის ერთი

თვალი წაგერთმია, ან თუნდაც ორივე ერთად წაგეღო. ან იმას როგორ ეგუები,

ქუჩაში თავისუფლად რომ დავაბიჯებ, ანდა იმას, თავზე ჭერი რომ მხურავს.

მარტა ხომ წამგლიჯე, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარხარ. შენც

მშვენივრად იცი, რომ გაღმერთებ და ამის გამო დამცინავად ქირქილებ. როცა

ამგვარად ქირქილებ, მაშინაც მიყვარხარ. მითხარი, ამის მეტს ჩემგან რაღას

ითხოვ? ნუთუ ეს საკმარისი არ არის? შენი სიფრიფანა, თეთრი ხელები, შენი

ხმა, შენი ქერა თმა, შენი გონიერება, სული ამქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს,

სხვანაირად არ შემიძლია და უკვე თავს ვეღარაფრით ვშველი. უფალო,

შემეწიე! დიახ, შეგიძლია უფრო მეტად დამამცირო, კიდევ უფრო დამცინო,

მაგრამ ამით რა შეიცვლება, დაგნი? მე ხომ ასე ძალიან მიყვარხარ. ახლა უკვე

ყველაფერი სულერთია, შეგიძლია როგორც გინდა, ისე მომექცე, ჩემთვის მაინც

Page 263: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ისეთივე მშვენიერი და საყვარელი იქნები, როგორიც ახლა ხარ. ამ სიტყვებს

გულწრფელად გეუბნები. რაღაც მიზეზით იმედი გაგიცრუე, რატომღაც ცუდი

და უსარგებლო ადამიანი გგონივარ და მიგაჩნია, რომ ნებისმიერი მდაბიო

საქციელის ჩადენა შემიძლია. ერთხელ ისიც კი მითხარი, ცოტა უფრო მაღალი

რომ გამოჩნდე, ნებისმიერ ეშმაკობას იკადრებო. რა მოხდა მერე? თუ შენ ასე

ფიქრობ, ესე იგი, მართლა ასეა. გარწმუნებ, იმ წუთებშიც კი, როცა ასეთ რამეს

მეუბნები, შენდამი სიყვარული ჩემს გულში მაინც ხარობს და ზეიმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ქედმაღლურად მიყურებ, შეკითხვაზე არ მპასუხობ

და ზურგს მაქცევ, ანდა ცდილობ, ქუჩაში დამეწიო და მერე ყველას თვალწინ

დამამცირო... ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი გული მაინც შენი სიყვარულით

ძგერს. უნდა გამიგო, ამ წუთებში არც შენ გატყუებ და არც საკუთარ თავს და

ამიტომაც გეუბნები, რომ ჩემთვის უკვე სულერთია, შენი დაცინვა ჩემს

გრძნობებს უკვე ვერანაირად ვეღარ შეცვლის. სწორედ ასეა. ბრილიანტი რომ

მეპოვა, აუცილებლად შენს სახელს, „დაგნის“ დავარქმევდი, რადგან გულს

სიხარულით მხოლოდ შენი სახელი მითბობს. უკვე იქამდე მივედი, მინდა,

გამუდმებით შენი სახელი მესმოდეს. მინდა, ყოველი ადამიანი, ყველა

ცხოველი, მთები, ვარსკვლავები მხოლოდ შენს სახელს აჟღერებდნენ, რომ შენი

სახელის გარდა სხვა არაფერი მესმოდეს და მთელი ცხოვრების მანძილზე,

დღისითაც და ღამითაც ყურში მხოლოდ შენი სახელი მედგას და ლამაზ

მელოდიასავით მაბრუებდეს. შენს პატივსაცემად მინდა ახალი ფიცი დავდო,

ფიცი, რომელსაც დედამიწის ყოველი მცხოვრები გაიზიარებს და ამას სწორედ

შენს განსადიდებლად გავაკეთებ. და თუ ამით ცოდვას ჩავიდენ და ღვთის

გაფრთხილებას მივიღებ, მაშინ ვუპასუხებ: ეს ცოდვაც დამაწერე, სხვებთან

ერთად აღნუსხე. დრო მოვა და ამ ცოდვას საკუთარი სულით გამოვისყიდი...

ერთხელ ხომ ჩემი საათიც ჩამოკრავს...

ეს ყველაფერი მართლა რა უცნაურია? ცხოვრების გზაზე წინსვლა შევანელე,

მაგრამ მაინც ისეთივე დავრჩი და იგივე ძალისხმევა შევინარჩუნე. ახლაც

ზუსტად იგივე შესაძლებლობები და უფლებაც მაქვს, ისევე მოვიქცე, როგორც

ადრე ვიქცეოდი... თუ ასეა, მაშინ სვლა რაღატომ შევანელე, შუა გზაში რატომ

შევჩერდი და ყველა შესაძლებლობა ასე შეუძლებლად რატომ მივიჩნიე? ნუთუ

ამაში თავადვე ვარ დამნაშავე? არ ვიცი, ბრალი რაში მიმიძღვის. ყველა ძველი

გრძნობა შევინარჩუნე, გარდა ამისა, ცუდი თვისებები არ მაქვს, არანაირი

გარყვნილება არ ჩამიდენია და მოსალოდნელ საფრთხეს ბრმად არასოდეს

ვეჭიდები. ისევე ვფიქრობ, როგორც ადრე ვფიქრობდი, ისევე ვგრძნობ,

როგორც ადრე ვგრძნობდი, საკუთარ თავსა და მოქმედებებს ადრინდელივით

ვმართავ, დიახ, ასეა! და ადამიანებსაც ისევე ვაფასებ, როგორც ადრე

Page 264: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვაფასებდი. მარტასთან იმიტომ მივედი, რომ ვიცი, ჩემი ხსნა სწორედ იმ

ქალშია, ის ჩემი სპეტაკი სული და კეთილი ანგელოზია. მას ეშინია, ძალიან

ეშინია, მაგრამ ბოლოს მასაც იგივე სურვილი უჩნდება, რაც მე და თანხმობას

მიცხადებს. მშვენიერია! მე მშვიდ, ბედნიერ ცხოვრებაზე ვოცნებობ. ჩვენ

ორივენი სიმარტოვეში ვიძირებით, წყაროს მახლობლად, პაწაწინა ქოხში

ვსახლდებით და ყოველ ცისმარე დღეს ტყეში დავეხეტებით... მას მოკლე კაბა

აცვია, მე კი თასმიანი ფეხსაცმელი, - ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც მისი

სენტიმენტალური ბუნება და კეთილშობილი გული მოითხოვს. რატომაც არა?

მუჰამედი ხომ თავად მიდის მთასთან! მარტა ჩემს გვერდითაა, ის ჩემს დღეებს

- სიწმინდით და ღამეებს სიმშვიდით ავსებს. ზეციდან კი ღმერთი დაგვყურებს

და გვლოცავს. მაგრამ მოულოდნელად ჩვენს საქმეში მთელი მსოფლიო ერევა,

ყალყზე დგება და აღშფოთებული აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სიგიჟეა.

მსოფლიო ამტკიცებს, რომ ესა და ეს გონიერი ქალი და მამაკაცი ამგვარად არ

მოიქცეოდა და შესაბამისად, ჩვენს საქციელს სიგიჟედ აფასებს. და მე

სრულიად მარტოდმარტო ვრჩები, განცალკევებით ვდგავარ, ფეხს ვუბაკუნებ

და ვპასუხობ, რომ ეს სავსებით გონივრული გადაწყვეტილებაა. სინამდვილეში

მსოფლიომ რა იცის? არაფერი! ხალხი ყველა სიახლეს მხოლოდ მაშინ იღებს

და ეგუება, როცა ამას მათი რომელიმე მასწავლებელი სცნობს და აღიარებს.

ამქვეყნად ყველაფერი წმინდა წყლის ჰიპოთეზაა. ისეთი ცნებებიც კი,

როგორიც დრო, კოსმოსი და მატერიაა, მხოლოდ და მხოლოდ ალბათობას

წარმოადგენს. ხალხმა ზუსტად არაფერი იცის, ხალხი მხოლოდ ვარაუდობს...

ნაგელმა წამიერად ხელი თვალებზე აიფარა და რამდენჯერმე თავი ისე

გადაიქნია, თითქოს თავბრუ ესხმოდა. ზუსტად ოთახის შუაგულში იდგა.

ჰო, რაზე ვფიქრობდი? მოკლედ, მას ჩემი ეშინია, მაგრამ ჩვენ მაინც

ვთანხმდებით. მთელი გულით ვგრძნობ, რომ მისთვის მხოლოდ სიკეთის

გაკეთება მსურს. მსოფლიოს კი მინდა, საბოლოოდ დავცილდე და ბეჭედს

უკანვე ვუგზავნი. ამქვეყნად კარგა ხანს ვიყიალე, ისევე, როგორც სხვა

ჩემნაირი სულელები დაყიალობენ. სიგიჟეებს ჩავდიოდი, ვიოლინოც კი

დავუკარი... მშვენივრად ღრიალებ, ლომო! - ყვიროდა მაშინ ხალხი. ახლა კი

გული მერევა, როცა ჩემი ველური, ენით აუწერელი ტრიუმფი და კაციჭამიების

აპლოდისმენტები მახსენდება. უკვე აღარანაირი სურვილი არ მაქვს,

კაბელვოგელ ტელეგრაფისტს შევეჯიბრო. ახლა მშვიდობიანი მიწა-წყლისკენ

მივემართები, ტყის მშვიდობიანი ბინადარი ვხდები, ჩემს ღმერთს

ვეთაყვანები, ხალისიან სიმღერებს ვღიღინებ და ცრურწმენებს ვემორჩილები.

წვერს მხოლოდ მაშინ ვიპარსავ, როცა ზღვის მოქცევაა. მარცვლეულის

დათესვისას კი ამა თუ იმ ჩიტის ჭიკჭიკს ვემორჩილები. როცა მუშაობით

Page 265: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვიღლები, ქოხისკენ მივდივარ. იქ, ზღურბლზე ცოლი ღიმილით მეგებება და

შორიდანვე მიქნევს ხელს. მე კი ამ სიყვარულით სავსე ღიმილის გამო მთელი

გულით ვლოცავ და მადლობას ვუხდი... მარტა, ჩვენ ხომ შევთანხმდით. ასე არ

არის? შენ მე პირობა მომეცი. განა მას შემდეგ, რაც ყველაფერი აგიხსენი,

თანხმობა არ განმიცხადე? და მაინც, მაინც არაფერი გამოგვივიდა. შენ

გაცდუნეს, მოულოდნელად თავს დაგესხნენ და გაგიტყუეს! და ეს ყველაფერი

მხოლოდ ჩემს გასანადგურებლად გააკეთეს...

დაგნი, მე შენ არ მიყვახარ, რადგან შენ ყველა გზა მომიჭერი. არც შენი სახელი

მიყვარს, მე ის საშინლად მაღიზიანებს და ზიზღს მგვრის. დაგნი-მეთქი ვამბობ

და ენას გარეთ ვყოფ. ქრისტე ღმერთის სახელით გთხოვ, მომისმინო. მინდა,

შენთან მაშინ მოვიდე, როცა ჩემი საათი დადგება და როცა სულს საბოლოოდ

გამოვეთხოვები. ჯვრის ვალეტის სახით ბუხრის კედელზე გამოგეცხადები,

ჩონჩხად ქცეული ფეხდაფეხ აგედევნები, შენს გარშემო ცალ ფეხზე შემდგარი

ვიცეკვებ, მკლავებში ხელს ძლიერად ჩაგავლებ და ძალას გამოგაცლი. მე ამას

გავაკეთებ! ამას ნამდვილად გავაკეთებ! ღმერთს ვთხოვ, რომ შენგან

სამუდამოდ დამიფაროს. შენ კი ეშმაკსაც წაუღიხარ... ეს მართლა მთელი

გულით მსურს!

და რა, მერე? უკვე მერამდენედ გეკითხები: რა, მერე? მე შენ მაინც მიყვარხარ,

დაგნი! შენც მშვენივრად იცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარხარ

და ჩემ მიერ ნათქვამ ყოველ მწარე სიტყვას საშინლად ვნანობ. და მერე რა?

ამით რა იცვლება? გარდა ამისა, ვინ იცის, ყველაფერი ასე რომ მოხდა, იქნებ

გაცილებით უკეთესიცაა? თუ შენ ამბობ, რომ ასე უკეთესია, ესე იგი, მართლა

უკეთესია. მეც ხომ ზუსტად იმავეს ვგრძნობ და ვფიქრობ, რასაც შენ. მე ერთ

ადგილზე გაყინული მოგზაური ვარ. ვთქვათ, მოგენდომებინა, ყველა სხვასთან

ურთიერთობა გაგეწყვიტა და ბედი ჩემთვის დაგეკავშირებინა, რასაც, რა თქმა

უნდა, არ ვიმსახურებ, მაგრამ მაინც დავუშვათ... ასე რომ ყოფილიყო, მაშინ რა

მოხდებოდა? საით წავიდოდით? შენ ყველანაირად დამეხმარებოდი, რომ

ჩანაფიქრები განმეხორციელებინა და ამ ქვეყანაზე ჩემი ვალი მომეხადა, მაგრამ

გულწრფელად გეტყვი: ამ ყველაფრის გამო ახლა ძალიან მრცხვენია. როცა

ამაზე ვფიქრობ, სირცხვილისგან გული მიჩერდება. დარწმუნებული ვარ, ისე

მოვიქცეოდი, როგორც მოისურვებდი, რადგან მიყვარხარ... მაგრამ გულის

სიღრმეში კი საშინლად დავიტანჯებოდი... არ მესმის, ახლა რა ეშმაკად

ვდგავარ და ვცდილობ ერთი ჰიპოთეზა მეორეს დავუკავშირო, მაშინ, როცა

ყველა მათგანი ერთნაირად მცდარია? შენ ხომ სხვებს არასოდეს მიატოვებ და

ბედს არასოდეს დამიკავშირებ, ცივ უარს ამბობ, დამცინი და აბუჩად მიგდებ.

ამის შემდეგ შენთან რაღა მესაქმება? წერტილი.

Page 266: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

პაუზა.

სხვათა შორის, მინდა გითხრა, რომ ახლა აი, ამ ერთ ჭიქა წყალს დავლევ თუ

არა, მაშინვე ჯანდაბისკენ გაგისტუმრებ. ასეთი სისულელე როგორ გაიფიქრე,

როგორ დაიჯერე, რომ მართლა მიყვარხარ?! ნამდვილად არ მინდა, ამის გამო

ცხოვრება გავირთულო, თანაც მაშინ, როცა დასასრული ასე ახლოსაა. ნეტავ

იცოდე, როგორ მძულს შენი გადაპრანჭული, მორთულ-მოკაზმული,

საგულდაგულოდ დავარცხნილი, უაზრო და ცარიელი ყოფა-ცხოვრება.

ღმერთია მოწმე, მართლა ძალიან მძულს და შენზე ფიქრისას, შინაგანი რისხვა

მიპყრობს. ნეტავ ერთად რომ გვეცხოვრა, როგორ ადამიანად მაქცევდი? ჰა-ჰა-

ჰა! დაგენაძლევები, მართლა დიდ ადამიანად მაქცევდი. ჰა-ჰა-ჰა! „წადით,

განიწმინდენით“, როგორც ქრისტე გვეუბნება... მინდა იცოდე, რომ იმ შენი

დიდი ადამიანების გამო სულის სიღრმეში უზომოდ მრცხვენია...

დიდი ადამიანი! ნეტავ ასეთი რამდენი გვყავს მსოფლიოში? ჯერ ნორვეგიის

დიდი ადამიანები უნდა გავიხსენოთ. შემდეგ საფრანგეთი - ჰიუგოსა და სხვა

მწერლების სამშობლოც დავასახელოთ. რამდენიმე ასეთი ადამიანი შეიძლება

ბარნუმის გარემოცვაშიც მოვიძიოთ... და ყველა ეს დიდი ადამიანი დედამიწის

სხვადასხვა ნაწილში დააბიჯებს... იმ დედამიწის, რომელიც სირიუსთან

შედარებით რწყილის ზურგის ტოლა ძლივს იქნება. მაგრამ დიდი ადამიანი

ვიღაც პატარა კაცი არ გეგონოთ. დიდი ადამიანი პარიზში არ ცხოვრობს, ის

პარიზში სახლობს და ისეთ სიმაღლეზე დგას, რომ ზემოდან საკუთარი

კინკრიხოს დანახვაც კი შეუძლია. თურმე ლავუაზიემ, რომელსაც თავის

მოკვეთა მიუსაჯეს, ითხოვა, მისი დასჯა მანამდე გადაედოთ, სანამ ერთ-ერთ

ქიმიურ კვლევას ბოლომდე არ მიიყვანდა. ეს კი იგივეა, კაცს უთხრა: ჩემს

ნაწერებს ფეხს ნუ აბიჯებო! ჰა-ჰა-ჰა! ნამდვილი კომედიაა! და ევკლიდემ...

დიახ, დიახ, თვით ევკლიდემაც კი თავისი აქსიომებით ძირითად

ცხოვრებისეულ ღირებულებებს ერთ ერეზე მეტიც ვერაფერი შესძინა. ოჰ, ეს

ღვთივკურთხეული მიწა ჩვენი ქმედებებით მართლა რა საშინლად

დავაცარიელეთ, გავაუფასურეთ და დავაკნინეთ!

დიდ ადამიანებს მავანნი თავადვე ქმნიან იმ რიგითი პროფესიონალებისგან,

რომლებმაც, მაგალითად, სრულიად შემთხვევით აკუმულატორის დახვეწა

მოახერხეს, ანდა ასევე შემთხვევის წყალობით კუნთებში ძალა ეყოთ და

მთელი შვედეთი ველოსიპედით გადაკვეთეს. დიდ ადამიანებს წიგნების წერას

აიძულებენ, რათა მათი აწ უკვე განდიდებული სახელი ხალხმა კიდევ უფრო

განადიდოს. ჰეჰე, მართლაც რომ სასაცილოა, ამაში კი გადაიხდიდა კაცი!

ბოლოს ისე გამოვა, რომ ყოველ უბანს საკუთარი დიდი ადამიანი ეყოლება. ეს

Page 267: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

შეიძლება იყოს რომელიმე იურისტი შესაბამისი ხარისხით, ნიჭიერი

რომანისტი, ანდა მსოფლიო მნიშვნელობის პოლარული მკვლევარი. და მაშინ

დედამიწა ისეთი მარტივი, ბრტყელი და დატკეპნილი გახდება, რომ ერთი

ბოლოდან მეორე ბოლოში თვალს სულ ადვილად გააწვდენ...

დაგნი, ახლა უკვე ჩემი ჯერია: უარს ვამბობ, დაგცინი და აბუჩად გიგდებ. ამ

ყველაფრის შემდეგ ჩემთან რაღა გესაქმება? მე ხომ დიდი ადამიანი არასოდეს

გავხდები...

მოდი, დავუშვათ, რომ ასეთი და ასეთი სიდიდის გენიოსთა მთელი ლეგიონი

და დიდ ადამიანთა საარაკო რაოდენობა მართლა არსებობს. ვითომ რატომ არ

შეიძლება ამის წარმოდგენა? რა მოხდა მერე? გგონიათ, მათი რიცხვი ჩემზე

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას მოახდენს? პირიქით, ისინი რაც უფრო

მეტნი იქნებიან, ამ ამბავს მით უფრო ჩვეულებრივად მივიღებ. იქნებ ისე უნდა

მოვიქცე, როგორც მსოფლიო იქცევა? მსოფლიო ყოველთვის უცვლელი რჩება,

მხოლოდ იმას იღებს, რაც უკვე მიღებული და ათვისებულია, დიდ ადამიანებს

ისევ ისე ეთაყვანება, მუხლებში უვარდება და „ვაშას“ ძახილით კუდში

დასდევს. იქნებ, მეც ასე უნდა მოვიქცე? კომედიაა, ნამდვილი კომედია! დიდი

ადამიანი ქუჩაში მიაბიჯებს, ამ დროს ერთი გამვლელი მეორეს მუჯლუგუნს

ჰკრავს და ეუბნება: შეხედე, ესა და ეს დიდი ადამიანი მოდისო. დიდი

ადამიანი თეატრში ზის, ერთი მასწავლებელი ქალი გვერდით მჯდომ

მასწავლებელ ქალს გაძვალტყავებულ ბარძაყზე ბწკენს და ჩურჩულით

ეუბნება: განაპირა ლოჟაში ესა და ეს დიდი ადამიანი ზისო. ჰა-ჰა-ჰა! და თავად

ის? თვითონ დიდი ადამიანი რას გრძნობს ამ დროს? ის ამ ყველაფერს

სიამოვნებით იღებს! დიახ, სწორედ ასეა. მას მიაჩნია, რომ ხალხი მართალია და

შესაბამისად, მათ ყურადღებას თავს არასოდეს არიდებს, სათანადოდ იღებს და

არც არასოდეს წითლდება. ვითომ რატომ უნდა გაწითლდეს? განა ის დიდი

ადამიანი არ არის?

ახალგაზრდა სტუდენტი ეიენი ახლა ნამდვილად შემეწინააღმდეგებოდა.

მომავალში თავადაც დიდი ადამიანი უნდა, რომ გახდეს. ის ხომ არდადეგების

დროს რომანებს წერს ხოლმე. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად

მიმითითებდა ჩემი აზრების ალოგიკურობაზე და მეტყოდა: ბატონო ნაგელ,

არათანმიმდევრულად მსჯელობთ, ამიხსენით, სინამდვილეში რას

გულისხმობთ!

და მე საკუთარ აზრს სიამოვნებით გავუზიარებდი.

Page 268: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მაგრამ სტუდენტი ეიენი ჩემი პასუხით არ დაკმაყოფილდებოდა და

აუცილებლად მკითხავდა: გამოდის, რომ დიდი ადამიანები საერთოდ არ

არსებობენ?

დიახ, მას შემდეგ, რაც ჩემს მოსაზრებას გავაცნობდი, ის ამ შეკითხვას

აუცილებლად დამისვამდა. ჰა-ჰა-ჰა! ჩემს პასუხს სწორედ ამგვარად აღიქვამდა.

მე მაინც ყველანაირად შევეცდებოდი და ჩემი სიტყვების არსს გულისხმიერად

განვუმარტავდი: სინამდვილეში დიდი ადამიანების მთელი ლეგიონი გვყავს, -

ვეტყოდი მას, - გესმით, ახლა რას ვამბობ? ერთი დიდი ლეგიონი. მაგრამ მათ

შორის მართლა უდიდესი არც ისე ბევრია. დიახ, ასეა. განსხვავებაც სწორედ

ამაშია. სულ მალე ყველა ოლქს თავისი დიდი ადამიანი ეყოლება, მაგრამ

ჭეშმარიტად უდიდესი ადამიანი შეიძლება საუკუნეში ერთხელაც არ

დაიბადოს. დიდი ადამიანი, როგორც ცნება, ხალხისთვის უკვე ჩვეულებრივ

ნიჭსა და გენიალობას ნიშნავს. ღმერთო ჩემო, სიტყვა გენიოსი ხომ თავის

მხრივ ძალზედ დემოკრატიული ცნებაა: ყოველდღიურად მიირთვით

რამდენიმე გირვანქა საქონლის ხორცი და თქვენი ჯიშის მესამე, მეოთხე,

მეხუთე და მეათე თაობასაც კი გენიოსები არ მოაკლდება. მოკლედ,

დღევანდელი გადმოსახედიდან გენიოსი არაჩვეულებრივი და არნახული

ცნება აღარაა, ის უბრალო ადამიანური გაგებაა, რომელმაც შესაძლოა

ადამიანის ყურადღება მიიპყროს, მაგრამ დიდად არ განაცვიფროს. მოდი,

წარმოიდგინეთ, რომ ერთ საღამოს ობსერვატორიაში ტელესკოპით ხელში

დგახართ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე ორიონის თანავარსკვლავედს

აკვირდებით. მოულოდნელად გესმით, თქვენს ზურგს უკან ვიღაც ამბობს:

საღამო მშვიდობისა! საღამო მშვიდობისა? თქვენ ტრიალდებით და ხედავთ,

რომ თქვენ წინაშე თავად ფერნლი დგას და თავს მოწიწებით გიკრავთ. ეს

დიდი ადამიანი, გენიოსი, ბატონი, რომელიც თეატრის განაპირა ლოჟაში

იჯდა, საკუთარი ფეხით გეახლათ. თქვენ გეღიმებათ და ორიოდე წუთში

კვლავ ორიონის თანავარსკვლავედს უბრუნდებით. მსგავსი შემთხვევა თავად

გადამხდა...

...ახლა თუ მიმიხვდით, რას ვგულისხმობ? თუ გნებავთ, უფრო ზუსტადაც

გეტყვით: იმის ნაცვლად, რომ იმ დიდ ადამიანებს ვეთაყვანებოდეთ,

რომელთა დანახვაზეც რიგითი მოკვდავები მოწიწებით ივსებიან და

ერთმანეთს მუჯლუგუნს ჰკრავენ, უკეთესი იქნება, თუ უპირატესობას

ახალგაზრდა, უცნობ გენიოსებს მივანიჭებთ. ჩემი აზრით, ყველაფერს სჯობს,

ის ნიჭიერი ყმაწვილები დავაფასოთ, რომლებიც ადრეულ ასაკში იღუპებიან

და უჩვეულოდ ბობოქარი და უმშვენიერესი სულის გამო თავიდანვე

განწირულნი არიან. ასეთ ადამიანებს, ჩვენ შორის ნაპერწკალივით რომ

Page 269: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაიელვებენ ხოლმე, ისე ვერასოდეს გაიცნობ, თუ სიცოცხლეში სრულიად

შემთხვევით არ შეეჩეხე. ჩემს გემოვნებაში სწორედ ასეთები ჯდებიან. მაგრამ

ყველაფერზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ უდიდესის დიდისგან

გარჩევა ვისწავლოთ და ის უდიდესი ისეთ სიმაღლეზე ავიყვანოთ, რომ

საყოველთაო გენიოსების პროლეტარიატში არ ჩაიძიროს. მინდა საკუთარი

თვალით დავინახო, უდიდესი და უჩვეულო სულის გენიოსი კუთვნილ

ადგილს როგორ დაიკავებს. ასე რომ, არჩევანი თქვენზეა, თუ საჭირო იქნება,

უკანაც დავიხევ და გზასაც დაგითმობთ, მაგრამ ჯერ ის უბნის გენიოსები

მომაშორეთ თავიდან და ადამიანებს შორის უდიდესი მოიძიეთ - მისი

აღმატებულება უდიდესი...

ნორჩი ეიენი კი მიპასუხებს... დიახ, მე საკმაოდ კარგად ვიცნობ და ვიცი, ასე

მეტყვის: კი მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ მხოლოდ თეორია, მხოლოდ და

მხოლოდ პარადოქსიაო...

მე კი არ დავეთანხმები. ღმერთია მოწმე, ნამდვილად არ დავეთანხმები! მე ამ

ყველაფერს სულ სხვაგვარად ვუყურებ. ნუთუ ეს ჩემი ბრალია? მაინტერესებს,

ნუთუ ამ ყველაფერში ბრალი თავად მიმიძღვის? მე სრულიად უცხო ვარ, ამ

სამყაროში მართლა უცხო ვარ, ღმერთის ჩანაფიქრი... რა ვიცი, რაც გინდათ ის

მიწოდეთ...

მის სიტყვებს გზნება ემატება:

და მე გეუბნებით: ჩემთვის სულერთია, რას დამარქმევთ, ფარ-ხმალს მაინც

არასოდეს დავყრი, არასოდეს ცხოვრებაში! კბილს კბილზე ძლიერად ვაჭერ და

გულს ვიმაგრებ, რადგან ვიცი, რომ სიმართლე ჩემ მხარეზეა. მთელი სამყაროს

პირისპირ მარტოდმარტოც რომ აღმოვჩნდე, მაინც არ შევდრკები! ვიცი ის, რაც

ნამდვილად ვიცი და გულის სიღრმეში საკუთარი სიმართლის ბოლომდე

მწამს. დროდადრო გარკვეულ წუთებში შემიძლია ყველაფერში უსასრულო

ურთიერთკავშირი დავინახო. ჰო, კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ

ვეღარ ვიხსენებ... უკან არასოდეს დავიხევ და თქვენს უაზრო მოსაზრებებს

დიდი ადამიანების თაობაზე ბოლომდე გავაცამტვერებ.

ახალგაზრდა ეიენი მაინც არ თმობს და ამტკიცებს, რომ ჩემი სიტყვები

უბრალოდ თეორიაა. კარგი, თუ ჩემი სიტყვები მხოლოდ თეორიაა, მაშინ მათ

უკანვე წავიღებ და სანაცვლოდ ახალ, უფრო დამაჯერებელ მტკიცებულებებს

მოვიყვან. მე ხომ არაფრის მეშინია. და გეუბნებით... ცოტა ხანს დამაცადეთ,

დარწმუნებული ვარ, შევძლებ და რამე უფრო დამაჯერებელს გეტყვით,

რადგან ჩემი გული მხოლოდ სიმართლითაა გაჯერებული. ხომ გეუბნებით: ის

Page 270: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დიდი ადამიანი, თეატრის განაპირა ლოჟაში რომ ზის, საშინლად მძულს და

მეზიზღება. ის ჩემთვის ნამდვილი ჯამბაზია, მასხარა, მისი გაბღენძილი

მკერდისა და გამარჯვებული სიფათის დანახვაზე ზიზღისგან დამცინავად

მეღიმება. განა ამ ადამიანმა გენიალობა საკუთარი ძალისხმევით მოიპოვა? განა

იგი დაბადებისთანავე გენიოსი არ იყო? მაშ მისი ცამდე აყვანა და „ვაშას“

ძახილი რაღა საჭიროა?

ახალგაზრდა ეიენი კი ისევ მკითხავს: კი მაგრამ, მისი აღმატებულება

გენიოსისთვის შესაბამისი ღირსეული ადგილის მიჩენა თავადვე არ

გინდოდათ? მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი გენიოსობის მოსაპოვებლად

არც მას უბრძოლია, მისით სინამდვილეში თქვენც ხომ აღტაცებული

ბრძანდებით?

სტუდენტ ეიენს ჰგონია, რომ ამჯერადაც ურთიერთსაწინააღმდეგო

მოსაზრების გამოთქმაში გამომიჭირა. დიახ, მას სწორედ ასე ჰგონია. მაგრამ მე

ისევ ვეკამათები, რადგან მთელი ჩემი არსებით წმინდა სიმართლეს

ვემსახურები. მართალი გითხრა, მე არც იმ ჭეშმარიტ გენიოსს ვეთაყვანები, -

ვეუბნები მას, - თუ საჭირო გახდა, მის აღმატებულება უდიდესსაც უარვყოფ

და დედამიწას ყველა მათგანისგან ბოლომდე განვწმენდ. ჭეშმარიტ გენიოსს

ხალხი მისი სიდიდის გამო აღმერთებს. იმისთვის ადიდებს, რომ მან

გენიალობის ასეთ სიმაღლეებს მიაღწია. რატომღაც მიგვაჩნია, რომ ეს

მიღწევები ამ ადამიანის პირადი დამსახურებაა, რომ იგი კაცობრიობის

ნაწილსა და სიტყვა სიტყვით რომ ვთქვათ, მატერიის კუთვნილებას არ

წარმოადგენს! სინამდვილეში კი ამ ჭეშმარიტმა გენიოსმა, სრულიად

შემთხვევით, გენიალობის ის ნაწილიც აითვისა, რომელიც წესით მის მამას,

ბაბუას, შვილს, შვილიშვილსა და შვილთაშვილს უნდა რგებოდა და ამგვარად,

საკუთარი ჯიში თითქმის რამდენიმე საუკუნით განძარცვა და დააცარიელა.

არა, ეს მისი ბრალი სულაც არ არის. მან უბრალოდ მოახერხა და საკუთარ

თავში გენიოსი აღმოაჩინა, მის მნიშვნელობას ჩასწვდა და ეს შესაძლებლობა

ბოლომდე გამოიყენა... თეორია? არა, ეს თეორია ნამდვილად არ გახლავთ.

მინდა იცოდეთ, რომ ეს ჩემი პირადი აზრია, რომელიც გულიდან

მომდინარეობს. მაგრამ თუ ამ აზრსაც თეორიად მიიჩნევთ, მაშინ ტვინს კიდევ

უფრო მეტად დავძაბავ, გამოსავალს ისევ მოვძებნი და სრულიად ახალ

მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ. მზად ვარ მესამედ, მეოთხედ, მეხუთედაც

კი შეგეწინააღმდეგოთ, რათა შევძლო და თქვენი წარმოდგენები დავამსხვრიო.

ფარ-ხმალს კი მაინც არ დავყრი!

Page 271: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მაგრამ ფარ-ხმალის დაყრა არც ახალგაზრდა ეიენს სურს. მას ახლა ზურგზე

მთელი მსოფლიო ჰყავს წამოკიდებული. ამიტომ ისევ მეკითხება: ესე იგი,

თქვენს აღტაცებას არაფერი იწვევს? არც ერთ დიდ ადამიანს, არც ერთ გენიოსს

არ ეთაყვანებით?

მე კვლავ უარყოფითად ვპასუხობ და ის სულ უფრო მეტად ცხარდება, რადგან

თავად აქვს განზრახული, დიდი ადამიანი გახდეს. ვცდილობ, შინაგანი

ცეცხლი გავუნელო და ვპასუხობ: მართალია, გენიოსებს თაყვანს არ ვცემ,

მაგრამ ამ სამყაროში გენიოსთა საქმიანობის საბოლოო შედეგებს ნამდვილად

ვეთაყვანები. ამ შემთხვევაში დიდი ადამიანი მხოლოდ აუცილებელი,

უსუსური იარაღი, ასე ვთქვათ, უბადრუკი მახათია, რომელსაც ერთგვარი

ბურღის როლი აკისრია... ახლა გასაგებია? ახლა მაინც თუ გესმით, რას

ვგულისხმობ?

ხელებს წინ იწვდის და აგრძელებს:

აი, ახლა საგნებს შორის ის უსასრულო ურთიერთკავშირი ისევ დავინახე! რა

სინათლეა, როგორი კაშკაშა სინათლეა! სწორედ ახლა, ამ წუთას, ოთახის

შუაგულში მდგომს სასწაულებრივი გამოცხადება მქონდა. თითქოს ჩემთვის

გამოცანა აღარაფერი დარჩა, ყველა საკითხს ძირისძირობამდე ჩავწვდი. რა

სინათლეა, როგორი კაშკაშა სინათლეა!

პაუზა.

დიახ, დიახ, დიახ, დიახ, დიახ! ამ ადამიანებს შორის უცხოსავით ვარ და სულ

მალე ჩემი ზარიც ჩამოკრავს. დიახ, დიახ... ისე, კაცმა რომ თქვას, დიდ

ადამიანებთან ნეტავ რა მესაქმება? არაფერი. უაზრო კომედიის, ბლეფისა და

ტყუილის გარდა მათ ვერაფერს ვუკავშირებ. კარგი... მაგრამ განა ამქვეყნად

ყველაფერი კომედია, ბლეფი და ტყუილი არ არის? ნამდვილად, ნადვილად,

ყველაფერი ტყუილია. კამაც, ემწუთაც, სხვა დანარჩენი ადამიანები,

სიყვარულიც და ცხოვრებაც ტყუილია. ყველაფერი, რაც მესმის, რასაც ვხედავ

და აღვიქვამ, ტყუილია. დიახ, ცის ლაჟვარდიც კი ოზონია, შხამი და შემპარავი

საწამლავია... და როდესაც ცა ლაჟვარდოვანი და კრიალაა, მაშინ იქ, ზემოთ

ჩემი საოცნებო ნავით მშვიდად დავსრიალებ, ლურჯი, მატყუარა ოზონი კი

ჩემს ნავს სულ უფრო წინ მიარწევს. ეს ნავი სურნელოვანი ხისაა, იალქანი კი...

დაგნიმ თავად მითხრა, ეს ყველაფერი საოცრად მშვენიერიაო. დაგნი, შენ

სწორედ ასე მითხარი. მიუხედავად ბევრი გულისტკენისა, იმ სიტყვებისთვის

მაინც უზომოდ მადლობელი ვარ, რადგან მაშინ ისეთი ბედნიერება მომანიჭე,

რომ სიხარულისგან მთელი სხეული მითრთოდა. შენ მიერ წარმოთქმული

Page 272: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყოველი სიტყვა მახსოვს. როდესაც გზადაგზა დავეხეტები და თავში

ათასნაირი ფიქრი მიტრიალებს, ამ სიტყვებს თან დავატარებ და არასოდეს

ვივიწყებ... და სულ მალე, როდესაც ჩემი ზარიც ჩამოკრავს, შენ გაიმარჯვებ.

ფეხდაფეხ აღარასოდეს აგედევნები, არც ბუხრის კედელზე გამოგეცხადები. ეს

ცხელ გულზე ნათქვამი სიტყვები, რომლებიც მხოლოდ შურისძიების გამო

ვთქვი, აუცილებლად უნდა მაპატიო. არა, როდესაც დაგეძინება, შენთან მაშინ

მოვალ და თეთრ ფრთებს მსუბუქად აგიფრიალებ. გაღვიძებულს უკან

გამოგყვები და ყურში უამრავ თბილ სიტყვას ჩაგჩურჩულებ. იქნებ, ამ

სიტყვებს რომ მოისმენ, გამიღიმო კიდეც. ჰო, თუ მოისურვებ, იქნებ ასეც

მოიქცე. მაგრამ თუ მე თვითონ თეთრი ფრთები არ მექნება, ან თუ ჩემი ფრთები

მაინცდამაინც ქათქათა არ იქნება, მაშინ უფლის ანგელოზს ვთხოვ, შენთან ჩემ

ნაცვლად მოვიდეს. მე კი ახლოსაც არ გაგეკარები... იქვე, მოშორებით, კუთხეში

მივიმალები და შევხედავ, მასაც თუ გაუღიმებ. თუ შევძლებ სწორედ ასე

მოვიქცევი და შენ მიმართ ჩადენილ ცუდ საქციელს ამ სიკეთით გამოვასწორებ.

ამაზე ფიქრი კარგ გუნებაზე მაყენებს და ერთი სული მაქვს, ამ ყველაფერს

როდის გავაკეთებ. იქნებ შენი გახარება სხვა რამე უჩვეულო სახითაც შევძლო.

ყოველ კვირა დილას, ეკლესიაში მიმავალს, თავზე უმშვენიერეს ჰანგებს

დაგაფრქვევ და ამ შემთხვევაშიც დახმარებას ანგელოზს ვთხოვ. თუ უარს

მეტყვის და უბრალო თხოვნით ვერაფერს გავხდები, მაშინ ფეხებში

ჩავუვარდები და მხურვალედ იმდენ ხანს, იმდენ ხანს შევევედრები, სანამ ჩემს

მუდარას არ შეისმენს. ამ სიკეთის სანაცვლოდ რამე კარგს შევპირდები და

პირობას აუცილებლად შევუსრულებ. თუ მართლა დამეხმარება, მზად ვარ,

ყველანაირი სამსახური გავუწიო... დიახ, დიახ, ამის გაკეთებას აუცილებლად

შევძლებ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ. ამაზე ფიქრიც კი აღტაცებას

მგვრის. ამის დროც მალე დადგება, თავად დავაჩქარებ, რადგან

მოუთმენლობისგან უკვე გული მელევა... წარმოიდგინე, რომ ოდესმე ნისლი

გაქრება... ლა ლა ლა ლა...

იდუმალი ბედნიერებისგან და მოუთმენლობისგან სახეგაბრწყინებული

ნაგელი ოთახიდან გავარდა, კიბეზე ჩაირბინა და სასადილოს მიაშურა. ჯერ

კიდევ ღიღინებდა. მაგრამ ერთმა პატარა შემთხვევამ მისი სიხარული უცებ

ჩაკლა და რამდენიმე საათით ისევ საშინელ განწყობაზე დააყენა. ნაგელი

ნაჩქარევად საუზმობდა და თან ღიღინებდა. მიუხედავად იმისა, რომ

სასადილოში მარტო არ იყო, სკამზე არ დამჯდარა და საუზმეს ფეხზე მდგარი

შეექცეოდა. მოულოდნელად შენიშნა, რომ ორი უცნობი სტუმარი

უკმაყოფილო სახით შესცქეროდა. ნაგელმა მათ ბოდიში მოუხადა და აუხსნა,

ცოტა ადრე რომ შემემჩნიეთ, უკეთ მოვიქცეოდი და ასე აღარ ვიხმაურებდიო.

Page 273: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საქმე ისაა, რომ ასეთ მშვენიერ ამინდში ვერაფერს ხედავს და არაფერი ესმის.

ნუთუ ეს დილა დიდებული არაა? უკვე ბუზების ბზუილიც ისმის!

პასუხი არ მიუღია. უცნობები კვლავ უკმაყოფილო სახით ისხდნენ და

მაღალფარდოვანი სიტყვებით პოლიტიკაზე საუბრობდნენ. ნაგელს ხასიათი

გაუფუჭდა. სიმღერა შეწყვიტა და სასადილოდან მოწყენილი სახით გავიდა.

ქუჩაში გასვლისთანავე ერთ მაღაზიას მიაშურა, სიგარები მოიმარაგა და

ჩვეულებისამებრ, ტყისკენ გაემართა. საათი თორმეტის ნახევარს უჩვენებდა.

დიახ, ადამიანი ბოლომდე ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. აგერ, თუნდაც ის

ორი სტუმარი ავიღოთ, რომლებიც შესაძლოა ადვოკატები, სავაჭრო მოხელენი,

ანდა კომივოიაჟორები არიან. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? ისინი

სასადილოში ისხდნენ, პოლიტიკაზე მსჯელობდნენ და მხოლოდ იმის გამო

გაბრაზდნენ, რომ ნაგელი ხმამაღლა ღიღინებდა. ყოვლისმცოდნე სახეები

მიეღოთ, ყბებს იქნევდნენ და უმნიშვნელო ხმაურიც კი ვერ აიტანეს. ჰა-ჰა-ჰა!

ორივე მათგანს ვეება ღიპი და მოკლე, კოტიტა თითები ჰქონდა. საყელოში

ხელსახოცის ჩამაგრება არც ერთს არ დავიწყებოდა. ისე კი, სამართლიანი

იქნება, თუ ნაგელი კვლავ სასტუმროში დაბრუნდება და იმ ორ უცნობს ერთი

გემრიელად დასცინებს. საინტერესოა, ეს კეთილშობილი ბატონები

სინამდვილეში რას წარმოადგენენ? ალბათ ბურღულეულის, ან იაფფასიანი

ამერიკული ტყავის გამყიდველები არიან, ანდა შესაძლოა უბრალო თიხის

ქოთნებით ვაჭრობენ. ღმერთმა იცის, რას საქმიანობენ. ვინც უნდა იყვნენ,

უკანა თათებზე მაინც არ დაუდგება! მათ მოახერხეს და ნაგელის სიხარული

ერთ წამში გაანადგურეს. ის ადამიანები ხომ გარეგნობითაც არაფრით

გამოირჩეოდნენ? ერთს კიდევ არა უშავდა, აი, მეორეს კი, ტყავით მოვაჭრეს

რომ ჰგავდა, პირი ისე ჰქონდა მოღრეცილი, რომ მხოლოდ ერთ მხარეს აღებდა

და ამ დროს მის ტუჩებს საღილეს ფორმა ჰქონდა. გარდა ამისა, ყურებიდან

ჭაღარა ბეწვის ბღუჯა გამოსჩროდა. ტფუ! ის ისეთივე საშინელი იყო, როგორც

მომაკვდინებელი ცოდვა. მაგრამ თურმე, როცა ეს კაცი სასადილო მაგიდას

უზის, მხიარულად ღიღინის უფლება არავის აქვს!

დიახ, ადამიანი არასოდეს იცვლება! მართლა ასეა. ბატონები პოლიტიკაზე

მსჯელობენ, ბატონები არჩევნების შედეგებს განიხილავენ. მადლობა ღმერთს,

რომ ბუსკერუდის ოლქის გადარჩენა მემარჯვენეთა სასარგებლოდ ჯერ კიდევ

შეიძლება! ჰა-ჰა-ჰა! ამ სიტყვების წარმოთქმისას მათ ყოვლისმცოდნე სახეებზე

დაკვირვება მართლა რა სახალისო იყო! თითქოს ნორვეგიის პოლიტიკა სხვა

არაფერია, თუ არა არყის გამოხდის ხელოვნება და უსწავლელი გლეხების

რეზინივით მოდრეკა-დამორჩილება. „მე, ლისტერბუელი ულა ულსენი,

Page 274: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თანახმა ვარ, ნურდლანდელ ქვრივს ანაზღაურების სახით გადავუხადო 175

კრონი. ამ თანხის სანაცვლოდაც კი მივიღებ 300 კრონად ღირებულ ფიარეს

დასახლებაში მდებარე სასოფლო გზის ერთ პატარა მონაკვეთს“. ჰეჰეჰე,

რეზინის პოლიტიკაც ამას ჰქვია!

სირცხვილი და თავის მოჭრა! მხიარული სიმღერა ახლავე შეწყვიტე და

სტორტინგეტის დეპუტატ ულას მუშაობაში ხელს ნუ შეუშლი, თორემ შენი

საქმე ცუდად იქნება! ჩუუ, ხმა გაიკმინდე! ულა ფიქრობს, ულა სწავლობს.

ნეტავ ახლა ულა ტვინს რაზე იჭყლეტს? ნეტავ ხვალ სტორტინგეტში რა

პოლიტიკურ წინადადებას წამოაყენებს? ჰა-ჰა-ჰა! პაწაწინა ნორვეგიის სამეფოს

ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც ხალხმა იმისთვის აირჩია, რომ სამეფო

კომედიაში საკუთარი რეპლიკებით გამოვიდეს, წმიდათაწმინდა ნორვეგიულ

ეროვნულ ტყაპუჭში გახვეულა და ამაყად ყელმოღერებული ჩიბუხით

სურნელოვან თამბაქოს აბოლებს. პერანგის გახამებული საყელო კი პატიოსანი

შრომის ოფლით დასველებია. გზიდან გაეცალეთ, ხალხის რჩეული მოდის,

გვერდით გადექით! ეშმაკმა დალახვროს, კაცს მოძრაობის საშუალება მიეცით!

ღმერთო დიდებულო! რატომ იზრდება რიცხვები მხოლოდ მრგვალი, მსუქანი

ნულების დახმარებით?!

თუმცა... წერტილი.

ნულები ეშმაკსაც წაუღია! ეს ბლეფი და თაღლითობა ბოლოს კაცს ისე

ბეზრდება, მასთან შეხების ყველანაირი სურვილი ეკარგება. ამას გაცილებით

სჯობს, ტყეში წახვიდე და კრიალა ცის ქვეშ მიწაზე გაიშხლართო. იქ უკეთესი

სივრცეა, გაუცხოებული, მარტოსული ადამიანებისა და

თავისუფლებისმოყვარე ჩიტებისთვის იქ გაცილებით მეტი ადგილი

მოიძებნება... წახვალ, ხავსმოდებულ, ნესტიან სარეცელს მოძებნი და ცვრით

დანამულ, ხავერდოვან მიწაზე პირქვე დაემხობი. გრძნობ, სისველე ძვალსა და

რბილში როგორ ატანს და უსაზღვრო სიხარული გავსებს. ლერწებსა და წყლით

გაჟღენთილ ფოთლებში თავს ჩარგავ და გაირინდები. ათასგვარი პაწაწინა

ხოჭო და ჭია-ღუა ტანსაცმელზე გაცოცდება, სახეზე გიღიტინებს და მწვანე

აბრეშუმის თვალებით გაკვირდება. გარშემო მხოლოდ ტყის სიმშვიდე და

მდუმარება სუფევს. მსუბუქი ნიავი თავს გევლება. მაღლა ცაში კი უფალი

ღმერთი თავის ზეციურ სამეფოში დაბრძანებულა და შენ, როგორც მისი

ყველაზე საოცარი იდეის განხორციელებას, კმაყოფილი სახით დაგცქერის.

ოჰოჰოჰო!!! მაშინვე განწყობა გეცვლება, უკეთეს გუნებაზე დგები და ისეთი

უცხო და იშვიათი დემონური სიხარული გიპყრობს, რომელიც ადრე არასოდეს

განგიცდია. მზად ხარ, ნებისმიერი სიგიჟე ჩაიდინო, ტყუილ-მართალი

Page 275: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ერთმანეთში გებლანდება, მთელ სამყაროს ყირაზე აყენებ და ამ დროს ისეთი

ბედნიერი ხარ, თითქოს რამე განსაკუთრებულად ღირებული საქციელი

ჩაიდინე. რატომაც არა? ამ წუთებში იდუმალი ძალების ზეგავლენის ქვეშ

იმყოფები, ამ ძალებს მთელი შენი არსებით ემორჩილები და ნათელი, მტკიცე

სიხარულით გაბრუებული თავდავიწყებას ეძლევი. ახლა საოცრად გწყურია,

რომ ის ყველაფერი, რასაც ადრე დასცინოდი და აბუჩად იგდებდი, ცამდე

აღამაღლო და განადიდო. ამ ქვეყანაზე მარადიული მშვიდობის დამყარების

მიზნით მზად ხარ, კეისარივით მხნედ იბრძოლო, რის გამოც უსაზღვრო

თვითკმაყოფილებას გრძნობ. მაგალითად, სიამოვნებით მოიწვევდი კომისიას,

რომელიც ფოსტალიონთა სპეციალური ფეხსაცმლის დახვეწა-

გაუმჯობესებაზე იზრუნებდა, ერთი კეთილი სიტყვით პონტუს ვიკნერსაც

შეეწეოდი, სამყაროში არსებულ ყოველ მატერიასა თუ ენერგიას სახალხოდ

დაიცავდი და ზოგადად, ღმერთის უფლებებსაც ხალისით დაუჭერდი მხარს.

საგანთა ურთიერთკავშირი ეშმაკსაც წაუღია! ეს პრობლემა უკვე აღარ

გადარდებს, ყველაფერს მიაფურთხებ და თავს ნებაზე მიუშვებ. აბა, დელია

დელია, მზემ გაანათა ბნელია! ხანდახან უნდა აიწყვიტო, ასე არ არის? არფის

სიმები უნდა მომართო და უჩვეულოდ გალაღებულმა საგალობლები და

ჰიმნები შემოსძახო!

მეორე მხრივ კი, როცა თავს ნებაზე მიუშვებ და ქარს სულში თარეშის უფლებას

მისცემ, მაშინვე ათასნაირი უაზრო ძალადობის მსხვერპლი ხდები. დაე, ასეც

იყოს, დაე, ჩაგითრიოს ამ მორევმა! სასიამოვნოც კია, როდესაც დინებას

მორჩილად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მიჰყვები. და

წინააღმდეგობის გაწევა საერთოდ რა საჭიროა? ჰა-ჰა-ჰა! ერთ ადგილას

გაჩერებულ მოგზაურს იმის უფლება ხომ უნდა ჰქონდეს, ცხოვრების

უკანასკნელი წუთები საკუთარი სურვილისამებრ გალიოს? კი თუ არა?

წერტილი. და საბოლოოდ ამ წუთებს ისე ატარებ, როგორც თავად გსურს.

ასეთ დროს კი გასაკეთებელს უამრავს იპოვი. მაგალითად, შეგიძლია ქვეყნის

შინაგან საქმეთა მოსაგვარებლად გარკვეული მისია იკისრო, იაპონურ

ხელოვნებას ლობირება გაუწიო, ანდა ჰალინგდალის სარკინიგზო ქსელის

გაუმჯობესებაზე იზრუნო. მთავარია, ერთ კონკრეტულ საქმეს შეება და მისი

ბოლომდე განხორციელება შეძლო. სწორედ ამ დროს, მოულოდნელად

ხვდები, რომ ღრმადპატივცემულ თერძ ი. ჰანსენს, რომელმაც ცოტა ხნის წინ

ემწუთასთვის განკუთვნილი პიჯაკის შეკვეთა მიიღო, როგორც მოქალაქესა და

ადამიანს ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურება მიუძღვის. ამ დამსახურების

გამო იგი ჯერ ქებით აგყავს ცამდე და შემდეგ მისდამი უსაზღვრო

სიყვარულით ივსები. კი მაგრამ, ის კაცი რატომ გიყვარს? იმიტომ, რომ ასე

Page 276: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გსურს; იმიტომ, რომ ამ აზრს ჯიუტად ადგახარ; იმიტომ, რომ მძაფრი

სიხარულის გრძნობით ხარ შეპყრობილი და უჩვეულო ძალების ზეგავლენის

ქვეშ იმყოფები. აღტაცებული თერძს ყურში უამრავ საქებარ სიტყვას

ჩასჩურჩულებ, საუკეთესო სურვილებითა და ლოცვა-კურთხევით

ემშვიდობები და წასვლისას, კაცმა არ იცის რატომ, ხელში საკუთარ სამაშველო

მედალს უჩურთავ. ვითომ რატომ არ შეიძლება, ასე მოიქცე? შენ ხომ იმ

ამოუცნობი ძალის ზეგავლენის ქვეშ იმყოფები? მაგრამ ეს სულაც არ კმარა.

ახლა უკვე იმასაც ნანობ, ოდესღაც სტორტინგეტის დეპუტატი ულა აუგად

რომ მოიხსენიე. და ამჯერად ყველაზე უფრო ცხადად გრძნობ, ტკბილი და

ნეტარი სიგიჟე როგორი ძალით გიმორჩილებს. ოჰოჰო, ამ ძალას როგორ

ემორჩილები.

სტორტინგეტის დეპუტატმა ულამ საკუთარი ოლქისა და ზოგადად

სახელმწიფოსთვის რა არ გააკეთა! თანდათანობით თვალი გეხილება, მის

თავგანწირულ, პატიოსან ნაღვაწს ცხადად ხედავ და გული გითბება. მის

მიმართ უდიდესი ლმობიერების გრძნობით ივსები, გულაჩუყებული

ქვითინებ, თანაგრძნობის ცრემლებს აფრქვევ და სულის სიღრმეში ფიცს დებ,

რომ ამ ღვაწლს ათმაგად და ასმაგად გადაუხდი. ამ შრომისმოყვარე და

მებრძოლი, უბრალო ხალხის წიაღიდან გამოსული ბერიკაცის გახსენება

სათუთი და ღრმა თანაგრძნობით გავსებს და მის გამო მზად ხარ, ბოლო ხმაზე

იღრიალო. ულას განსადიდებლად ყველას და ყველაფერს, მთელ მსოფლიოს

ჩირქს სცხებ, მხოლოდ ულას სარგებელზე ფიქრობ და სხვების დამსახურებებს

არაფრად აგდებ. მის საქებრად გულში ჩამწვდომ სამადლობელ სიტყვებს

გულუხვად აფრქვევ. იმასაც კი ამბობ, ამქვეყნად არსებული ყველა

მნიშვნელოვანი მიღწევა ძირითადად ულას დამსახურებააო, ერთადერთი

საფუძვლიანი გამოკვლევა სპექტრალური ანალიზის შესახებ, რომლის

წაკითხვაც ნამდვილად ღირს, სწორედ ულას დაწერილიაო; ულა

ფაქტობრივად ერთადერთია, ვინც 1719 წელს ამერიკის პრერიები გადახნა და

დაამუშავა, ტელეგრაფიც სწორედ მან გამოიგონა... გარდა ამისა, ულა

სატურნზეც ყოფილა და ღმერთთან სულ მცირე, ხუთჯერ მაინც უსაუბრია.

მშვენივრად იცი, რომ ეს ყველაფერი ულას ნამდვილად არ ჩაუდენია, მაგრამ

მისადმი უდიდესი სიკეთით გამსჭვალული მაინც ამტკიცებ, თითქოს ეს

ყველაფერი მისი დამსახურება იყოს. დიახ, ეს მიღწევები სწორედ მისი

ღვაწლის შედეგია. გზნებით ანთებულს ცრემლი გერევა, იფიცებ და

გულმხურვალედ აცხადებ, ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვა, თუ ეს ყოველივე

სწორედ ულამ არ გააკეთა, სხვებს კი თითიც არ გაუნძრევიათო. და ასე რატომ

იქცევი? რატომ და სიკეთის გამო და კიდევ იმიტომ, რომ ულა ზეცამდე

Page 277: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

აღამაღლო. მის სადიდებლად სიმღერასაც კი ბედავ. სამარცხვინო, მკრეხელურ

ჰიმნებს უმღერი და კვლავ ამტკიცებ, რომ მთელი სამყარო მან შექმნა, მზესა და

ვარსკვლავებს თავისი კუთვნილი ადგილი სწორედ მან მიუჩინა. ამ ჰიმნს

ბოლოს მთელი რიგი საფიცარი სიტყვები მოჰყვება ნიშნად იმისა, რომ სრულ

სიმართლეს ამბობ. მოკლედ რომ ვთქვათ, შენი სიკეთე გაიძულებს, ფიქრი და

გონება ასეთ იშვიათ და მაცდუნებელ აღვირახსნილობას, დელიკატურ

ამორალობას და ყოვლად უღირს მკრეხელობას დაუმორჩილო. და იმ დროს,

როცა ულას ღვაწლის განსადიდებლად ახალ-ახალ, ჯერ არგაგონილ

ღირსებებს ასახელებ, ადგილზე ცქმუტავ და საკუთარი წარმატებით

გაბრუებული კმაყოფილი ქირქილებ. როგორც იქნა, ვალი მოიხადე და ულას

დამსახურება ჯეროვნად დააფასე. რა თქმა უნდა, იმ კაცს ღვაწლი არ უნდა

დაუკარგო. ულა ქებას ნამდვილად იმსახურებს. ისიც კმარა, რომ ერთხელ

აუგად მოიხსენიე და ახლა ამის გამო საშინელ სინანულს განიცდი.

პაუზა.

მოიცა, როგორ იყო?.. ამას წინათ რომ დავწერე, იმ სამარცხვინო ლექსის

სტრიქონები უნდა გავიხსენო. მგონი, სხეულის შესახებ იყო... დიახ,

მიცვალებულის სხეულის... ერთი წუთით... ჰო, ლექსი ნაადრევად

გარდაცვლილ ახალგაზრდა ქალიშვილს ეძღვნებოდა. იგი ღმერთს მადლობას

სწირავდა იმის გამო, რომ დროებით ის სხეული ათხოვა, რომელიც არაფერში

მოუხმარია. მოიცა, ის ქალი მინა მეკი იყო. უცბად გამახსენდა და ახლა იმ

სიტყვების გამო სირცხვილით ვიწვი. ყოველთვის ასეა: ათას სისულელეს

წამოროშავ და მერე ამას საშინლად ნანობ, ვიშვიშებ, თავში ხელს ირტყამ,

ღრიალებ და ცრემლებს აფრქვევ. მგონი, ის სიტყვები ემწუთას მეტს არავის

წაუკითხავს, მაგრამ ეს არაფერს ცვლის, საკუთარი თავისაც არანაკლებ

მრცხვენია. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ერთხელ კიდევ უფრო სამარცხვინო

შეცდომა ჩავიდინე და ესკიმოსსა და ბიუვარზე ერთი საშინელი ლექსი

დავწერე. ამას რა დამავიწყებს! ტფუ, გადი, გამშორდი! ღმერთო მაღალო,

მინდა მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს!... მშვიდად, ყურებს ნუ ჩამოყრით, ეს

თვითგვემა რაღა საჭიროა? იმაზე იფიქრე, რომ როდესაც უზენაესი ერთ

მშვენიერ დღეს ყველა უბიწო ადამიანს თავის ზეციურ საუფლოში შეკრებს...

ზეციურ საუფლოში... შენც მათ შორის იქნები! ღმერთო, ეს ყველაფერი

მართლა რა მოსაწყენია. ღმეეერთო, რა მოსაწყენია ეს ყოველივე...

ნაგელი ტყეში შევიდა, მანანებით მოფენილ ბორცვს მიაშურა, პირქვე დაემხო

და სახე ხელებში ჩამალა. მის ტვინში ნამდვილი დომხალი და უაზრო ფიქრთა

ორომტრიალი იყო! მალევე დაეძინა. მას შემდეგ, რაც საწოლიდან ადგა, ოთხი

Page 278: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საათი თუ იქნებოდა გასული, მაგრამ საშინლად დაღლილ-დაქანცულს მიწაზე

დაწოლისთანავე ჩაეძინა.

საღამო ხანს გაეღვიძა და ირგვლივ მიმოიხედა. მზე ჩადიოდა და სულ მალე

ორთქლის წისქვილს მიეფარებოდა. ჩიტუნები ტოტიდან ტოტზე

დაფრთხიალებდნენ და საყვარლად ჭიკჭიკებდნენ. ნაგელი ახლა საკმაოდ

ცხადად აზროვნებდა, ტვინს აღარც მშფოთვარე ფიქრები უბურღავდა და არც

მწარე მოგონებები აწუხებდა. თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა. ახლად

გაღვიძებული ხის ფესვს მიეყრდნო და ჩაფიქრდა. ახლავე გააკეთოს თუ მერე?

თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ახლა იქნება თუ ოდნავ მოგვიანებით? არა, ჯერ

საქმეები უნდა მოაგვაროს: დას წერილი მისწეროს, მარტას კონვერტით

მცირედი საჩუქარი დაუტოვოს... არა, ამ საღამოს სიკვდილი არ შეუძლია. ჯერ

ხომ არც სასტუმროს ანგარიში გაუსწორებია. ჰო, ემწუთაც არ უნდა

დაივიწყოს...

და ნელი ნაბიჯით სასტუმროსკენ მიმავალ გზას დაუყვა. მაგრამ ხვალ საღამოს

ეს აუცილებლად მოხდება... შუაღამის ხანს... თანაც ყოველგვარი ზედმეტი

ძალისხმევის გარეშე. უცბად და მარტივად, უცბად და მარტივად!

დილის სამ საათზე ნაგელი ჯერ კიდევ თავისი ნომრის ფანჯარასთან იდგა და

სავაჭრო მოედანს გადაჰყურებდა.

XIX

მეორე დღეს, ღამის თორმეტ საათზე ნაგელი, როგორც იქნა, სასტუმროდან

გავიდა. განსაკუთრებული წინასწარი სამზადისი არ ჰქონია, მხოლოდ თავისი

დისთვის გასაგზავნი წერილი დაწერა და მარტასთვის განკუთვნილ

კონვერტში ქაღალდის კუპიურები ჩააცურა. მისი ჩემოდნები, ვიოლინოს ბუდე

და ის ძველი სავარძელი, ცოტა ხნის წინ რომ შეიძინა, ისევ თავის ადგილას

ელაგა. მაგიდაზე წიგნები უწესრიგოდ ეყარა. გასვლისას ნაგელს სასტუმროს

ანგარიში არ გაუსწორებია, საერთოდ გადაავიწყდა. მანამდე კი სარას სთხოვა,

მის დაბრუნებამდე ფანჯრის რაფიდან მტვერი გადაეწმინდა. მიუხედავად

იმისა, რომ საკმაოდ გვიანი იყო, სარა მაინც დაპირდა, თხოვნას აუცილებლად

შევასრულებო. ამის შემდეგ ნაგელმა ხელ-პირი საგულდაგულოდ დაიბანა და

ნომრიდან გავიდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში საოცრად მშვიდი და ოდნავ მოთენთილი იყო.

ღმერთო ჩემო, ამდენი ხმაური და ალიაქოთი რაღა საჭიროა? რა მნიშვნელობა

აქვს, ერთი წლით ადრე მოხდება ეს თუ ერთი წლით გვიან?.. გარდა ამისა, უკვე

კარგა ხანია, რაც ეს აზრი თავში უტრიალებს. ყველაფერი უკვე საბოლოოდ

Page 279: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამოუვიდა ყელში, ამდენმა ხელმოცარულობამ, ცრუ და უსაფუძვლო იმედებმა,

ირგვლივ გამეფებულმა სიყალბემ და ადამიანთა გამუდმებულმა

ცრუპენტელობამ საშინლად დაღალა და გამოფიტა. ნაგელი ჩაფიქრდა და

ემწუთა გაახსენდა. კონვერტით მცირეოდენი თანხა მასაც დაუტოვა, თუმცა ამ

საცოდავი, ფერდმოქცეული ჯუჯის მიმართ გაჩენილი ეჭვები არასოდეს

განელებია. ფრუ სტენერსენზეც დაფიქრდა. ეს ავადმყოფი, ასთმით

გატანჯული ქალი ქმარს ცხვირწინ ღალატობს, თავის საქციელს

მოხერხებულად ნიღბავს და არაფერს იმჩნევს... და კამა? ის პაწაწინა, ფულზე

დახარბებული მაწანწალა, რომელიც ნაგელს ფეხდაფეხ დასდევს და მისკენ

ხელებს ყალბი მუდარით იწვდის, რათა ჯიბეები ბოლომდე ამოუცარიელოს

და რაც შეიძლება მეტი, გაცილებით მეტი გამორჩენა ნახოს. აღმოსავლეთსა თუ

დასავლეთში, შინ თუ გარეთ, ყველგან მხოლოდ ერთნაირი ადამიანები

ხვდება. ყველგან და ყველაფერში ერთნაირად იაფფასიანი, ყალბი და

სამარცხვინო ურწმუნოება ჩაბუდებულა. გნებავთ, ის ღატაკი აიღეთ,

ჯანმრთელ ხელს დოლბანდით რომ იხვევს და გნებავთ, ლაჟვარდოვანი ცა

გაიხსენეთ, რომლის სილურჯეც შხამიანი ოზონითაა გაჯერებული. და თავად

ნაგელი? განა ის სხვაზე უკეთესია? არა, სრულებითაც არა. სხვაზე უკეთესი

ნამდვილად არ არის! მაგრამ ახლა უკვე მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი სულ

მალე დასრულდება.

გეზი ნავსადგურისკენ აიღო. უნდოდა, გემები კიდევ ერთხელ

შეეთვალიერებინა. როდესაც სულ ბოლო მისადგომს გასცდა, მოულოდნელად

თითიდან ლითონის ბეჭედი წაიძრო და ზღვაში მოისროლა. გარკვევით

დაინახა, ბეჭედი მოშორებით, წყლის ზედაპირზე როგორ დაეცა და ჩაიძირა.

ასეა, ასე... ბოლო წუთებში ოდნავ მაინც ცდილობ, ჩვეული ბლეფისგან

გათავისუფლდე.

მარტა გუდეს სახლთან ცოტა ხნით შედგა და მოშიშვლებულ ფანჯრებში

უკანასკნელად შეიხედა. შიგნით ყველაფერი ძველებურად იყო, ოთახში კვლავ

არავინ ჩანდა და საოცარი სიმშვიდე და მდუმარება სუფევდა.

- მშვიდობით! - ჩაილაპარაკა ნაგელმა და გზა გააგრძელა.

თავისდაუნებურად პასტორის მამულისკენ გაემართა. მხოლოდ მაშინ

გამოერკვა, როცა ტყის პირას მიმოფანტული საკარმიდამო ნაგებობები

შეამჩნია. ნაგელი გაჩერდა. ამ ადგილას რაღა ესაქმებოდა? ამ გზაზე ნეტავ

რისთვის დაეხეტება? მას სურს, რომ იმ სახლის მეორე სართულზე, ორ

ფანჯარას კიდევ ერთხელ უიმედოდ შეავლოს თვალი და დაინახოს სახე,

რომელიც ამ ფანჯრებში არასოდეს გამოჩენილა. არა, ნაგელი აქ არ უნდა

Page 280: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მოსულიყო. ამის გაკეთებას სულ ფიქრობდა, მაგრამ ახლა ამას არ დაუშვებს!

ცოტა ხანს ასე იდგა, პასტორის საცხოვრებლის ეზოს თვალს არ აცილებდა და

ერთ ადგილას ბარბაცებდა.

- მშვიდობით! - თქვა ბოლოს, ცივად შეტრიალდა და ტყეში შემავალ ვიწრო

ბილიკს აუყვა.

ახლა ბოლომდე ბედს მინდობილი ტყეს შეაფარებს თავს და პირველივე

ხავსმოდებულ ბორცვზე გაწვება. ოღონდ წინასწარი გამოთვლები და ზედმეტი

სენტიმენტალიზმი საჭირო ნამდვილად არ არის! თავისი უაზრო

თავგანწირვით კარლსენმა დასაცინად გაიხადა საქმე. ასეთი უმნიშვნელო

ჩანაფიქრის სისრულეში მოსაყვანად ზედმეტი ფაციფუცი ნამდვილად არ

ღირს!... სწორედ ამ დროს ნაგელი ამჩნევს, რომ ერთ ფეხსაცმელზე თასმა

შეხსნია. ჩერდება, ფეხს კუნძზე დგამს და თასმას იკრავს. ამის შემდეგ კი ქვაზე

ჯდება.

მექანიკურად მოქმედებს, ვერაფერს გრძნობს, არაფერზე ფიქრობს. არემარეს

თვალს ავლებს: თვალუწვდენელი ნაძვები... ყველგან თვალუწვდენელი

ნაძვებია, ალაგ-ალაგ კი სვიის გაბარდული ბუჩქები და მანანებით მოჩითული

ბორცვებიც გამორეულა. მშვენიერია, მშვენიერი!

ჯიბიდან საფულეს იღებს და მარტასა და ემწუთასთვის განკუთვნილ

წერილებს ინახავს. ქაღალდში გახვეული დაგნის ცხვირსახოცი ცალკე

განყოფილებაში უდევს. ცხვირსახოცს იღებს და უთვალავჯერ კოცნის. მერე

მუხლებზე ეცემა და ცხვირსახოცს კვლავ კოცნის, ბოლოს კი ხელის ნელი

მოძრაობით ნაკუწ-ნაკუწ ხევს. ამ ყველაფერს საკმაოდ დიდ დროს ანდომებს.

პირველი საათი სრულდება, ორის ნახევარი ხდება, ის კი კვლავ ზის და

ცხვირსახოცს უწვრილეს ნაფლეთებად ანაწევრებს. ბოლოს და ბოლოს ხელში

ძაფების გარდა აღარაფერი რჩება. დგება, ნაფლეთებს ქვის ქვეშ ისე მალავს,

რომ ვერავინ მიაგნოს და ისევ ქვაზე ჯდება. ჰო, მგონი ამის მეტი

გასაკეთებელი აღარაფერი დარჩა. ცდილობს გაიხსენოს, მაგრამ თავში არაფერი

მოსდის. ჯიბიდან საათს იღებს და ისე მომართავს, როგორც ამას

ჩვეულებისამებრ დაწოლის წინ აკეთებდა ხოლმე.

თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და იქაურობას ათვალიერებს. ტყეში ბინდი

ჩამოწოლილა. საეჭვოს ვერაფერს ამჩნევს, სმენას ძაბავს, სუნთქვას იკავებს და

ისევ აყურადებს. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე გამეფებულა, აღარც ჩიტების

ჭიკჭიკი ისმის. უჩვეულოდ თბილი და მშვიდი ღამეა. ნაგელი ხელს ჟილეტის

ჯიბეში იყოფს და პაწაწინა შუშის ქილას იღებს.

Page 281: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ქილას ასევე შუშის საცობი ახურავს. საცობს ზემოდან სქელი, სამფენოვანი

ქაღალდის სარქველი აქვს ჩამოცმული, რომელზეც აფთიაქის ლურჯი თასმაა

შემოხვეული. ნაგელი თასმას ხსნის და სარქველს აძრობს. შუშაში

მოთავსებული სითხე წყალივით გამჭვირვალეა და ნუშის მსუბუქი სურნელი

დაჰკრავს. ქილა ნახევრამდეა სავსე. ნაგელს ჭურჭელი ცხვირთან მიაქვს და

ყნოსავს. სწორედ ამ დროს უცნაური, ყრუ დარტყმის ხმები ესმის. ბგერები

საკმაოდ შორიდან მოდის. ქალაქში კოშკურის საათმა ჩამოჰკრა. როგორც ჩანს,

უკვე ორი საათი შესრულდა. ზარმა ჩამოჰკრა! - ჩურჩულით ამბობს ნაგელი,

პაწაწინა ქილა პირთან მიაქვს და ბოლომდე ცლის.

ამის შემდეგ კარგა ხანს თვალდახუჭული, გაუნძრევლად იჯდა. ერთ ხელში

ცარიელი ქილა ჩაებღუჯა, მეორეში კი საცობი ეჭირა. ყველაფერი ისე

თავისთავად და ბუნებრივად მოხდა, რომ მომხდარის გააზრება ჯერაც ვერ

მოესწრო. რამდენიმე წუთის შემდეგ მის გონებას ფიქრები კვლავ მოეძალა,

თვალები გაახილა და დაბნეულმა ირგვლივ მიმოიხედა. ამ ხეებს, ამ ცას, ამ

მიწას, ამ ყველაფერს ის უკვე ვეღარასოდეს იხილავს. რა საოცარია! საწამლავი

უკვე მის სხეულში დასრიალებს, ყოველ უწვრილეს სადინარში აღწევს და

სისხლძარღვებში გზას იკაფავს. სულ ცოტა ხანში კრუნჩხვითი შეტევაც

დაეწყება და ბოლოს ადგილს უძრავად დაეყინება.

პირში უსიამოვნო მწკლარტე გემო უჩნდება და გრძნობს, რომ ენა სულ უფრო

მეტად ეღარება. მკლავებს უაზროდ იქნევს და ცდილობს მიხვდეს, რამდენად

ახლოა სიკვდილთან. ხეების დათვლასაც იწყებს, ათამდე ადის და თავს

ანებებს. არა, ნუთუ მართლა მოკვდება? ნუთუ მართლა ამაღამ უნდა მოკვდეს?

არა, არა, ოღონდაც ახლა არა! ამ ღამეს არ უნდა მოკვდეს. როგორ? რა

უცნაურია!

დიახ, ის უნდა მოკვდეს. შიგნით, სხეულში მჟავის მოქმედებას უკვე ცხადად

შეიგრძნობს. არა, რაღა მაინცდამაინც ახლა და თანაც ასე დაუყოვნებლივ?

ღმერთო, ეს დღეს არ უნდა მოხდეს! თუ უნდა მოხდეს? უკვე თვალებში

უბნელდება, ყურში უცნაური ზუზუნი ჩაესმის, თუმცა ტყეში ნიავიც კი არ

ქრის. ხის კენწეროების თავზე წითელი ღრუბლები ნეტავ რატომ შეგროვდა?...

აჰ, ოღონდ ახლავე არა, ამ წუთას არა! არა, გესმის, არა! რა უნდა ვქნა? არ მინდა!

ღმერთო მაღალო, როგორ უნდა მოვიქცე?

და მოულოდნელად თავში უსასრულო ფიქრთა ძლიერი ნაკადი მიაწყდა. ჯერ

მზად არ იყო, ჯერ კიდევ ათასი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. და გონებაში

ბრჭყვიალა, მოგიზგიზე ნაპერწკლებივით გაუელვა ყველა იმ გეგმამ, რის

განხორციელებასაც სამომავლოდ აპირებდა. სასტუმროში ანგარიში არ

Page 282: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაუსწორებია, თავიდან ამოუვარდა. დიახ, ღმერთია მოწმე, რომ მართლა

დაავიწყდა და ეს შეცდომა აუცილებლად უნდა გამოასწოროს. არა, ამ საღამოს

სიკვდილმა უნდა დაინდოს, უნდა შეიწყალოს, თუნდაც ერთი საათით მაინც

შეეწიოს, ანდა ცოტა მეტით! ღმერთო! ჰო, კიდევ ერთი წერილის დაწერა

დაავიწყდა, ერთი მნიშვნელოვანი წერილის. ნაცნობ ადვოკატს ფინეთში სულ

რამდენიმე სტრიქონი უნდა მისწეროს. საქმე მის დასა და მთელ მის

მემკვიდრეობას შეეხება!... ასეთ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილს ტვინი ისე

ინტენსიურად და ნათლად უმუშავებდა, რომ გაზეთებზე გამოწერილი

აბონემენტებიც კი გაახსენდა. აბონემენტების გაუქმებაც ვერ მოასწრო,

გამოდის, რომ გაზეთები განუწყვეტლივ, დაუსრულებლად უნდა უზიდონ.

ბოლოს მისი ოთახი იატაკიდან ჭერამდე ამ გაზეთებით გაიტენება. ახლა რაღა

ქნას? ის ხომ თითქმის მკვდარია!

მიწაზე ეცემა, ხელებით ბალახებსა და მანანის ყვავილებს გლეჯს, მუცელზე

დახოხავს და ცდილობს, შხამი უკანვე ამოიღოს. გულის ასარევად ყელში თითს

იჩრის, მაგრამ არაფერი გამოსდის. არა, მას სიკვდილი არ სურს, დღეს ღამით

არ უნდა მოკვდეს, არც ხვალ და არც არასოდეს! მას სიცოცხლე სწყურია, უნდა,

რომ მზის ნათელით დაუსრულებლად დატკბეს. ის ორი წვეთი საწამლავი

სხეულში არ უნდა დაიტოვოს, მანამდე უნდა ამოიღოს, სანამ მის მოკვლას

მოასწრებს. შხამისგან უნდა გათავისუფლდეს, ეშმაკმა დალახვროს,

დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!

შიშისგან გამძვინვარებული ფეხზე სწრაფად დგება და ტყე-ღრეში წყლის

მოსაძებნად დაეხეტება. თან გაჰყვირის: წყალი! წყალი! მისი ხმის ექო მთელ

ტყეს სწვდება. რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე გაშმაგებული დარბის,

ყველა მხარეს აწყდება, ხის დაკლაკნილ ფესვებზე ბორძიკობს, სვიის ბუჩქებს

ახტება და თან ხმამაღლა კვნესის. წყალს მაინც ვერ პოულობს. ბოლოს

წაიბარბაცებს და მიწაზე ცხვირით ეცემა, სიმწრისგან მანანის ყვავილებს

ებღაუჭება, თითებით მიწას თხრის, ერთ ლოყაზე მსუბუქ ტკივილს გრძნობს.

ცდილობს თავს მოერიოს და ფეხზე წამოდგეს, მაგრამ გაოგნებული და

არაქათგამოცლილი ისევ მიწაზე ეცემა, სულ უფრო მეტად სუსტდება და უკვე

განძრევის თავიც აღარ აქვს.

როგორც ჩანს, საქმეს ვეღარაფრით უშველის... ღმერთო მაღალო, ესე იგი, მაინც

უნდა მოკვდეს? იქნებ უფრო მეტი ძალისხმევით რომ ეცადა და წყალი ეპოვნა,

მაშინ მაინც გადარჩენილიყო? არა, მაინც რა საშინელი ბოლო ჰქონია, არადა

ადრე ყველაფერი სულ სხვაგვარად წარმოედგინა. ახლა კი ღია ცის ქვეშ წევს

და შხამით გათანგული სულს ღაფავს... კი მაგრამ, აქამდე ხომ უნდა

Page 283: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაშეშებულიყო? თითებს ჯერ კიდევ ამოძრავებს, თვალებსაც ჩვეულებრივად

ახამხამებს. როგორ იწელება, დრო რა საშინლად იწელება!

ოფლით დანამულ, გაყინულ სახეზე ხელს ისვამს. ნაგელი ისევ ისე, გულაღმა

წევს და ადგილიდან განძრევა ვერ მოუხერხებია. ძალადაკარგული მთელი

სხეულით თრთის, ყველა სახსარი უკანკალებს, გახეთქილი ლოყიდან სისხლი

სდის, მაგრამ მაინც მშვიდადაა და თავის საშველად თითსაც არ ანძრევს. დრო

როგორ იწელება, რა საშინლად იწელება! უდიდესი მოთმინებით ივსება და

იცდის. მოულოდნელად კვლავ კოშკურის საათის ყრუ ხმა ჩაესმის, უკვე სამი

საათი შესრულდა. ნაგელი შეცბა. თითქმის ერთი საათია, რაც საწამლავი

დალია, ის კი ჯერ ისევ ცოცხალია. არადა, უკვე მკვდარი უნდა იყოს. იდაყვებს

ეყრდნობა და თავის საათს დაჰყურებს. დიახ ასეა, საათი მართლა სამს

უჩვენებს. ღმერთო, როგორ იწელება დრო!

იქნებ, ახლა თუ მოკვდება, უკეთესიც იყოს! მოულოდნელად დაგნი გაახსენდა.

დაგნი, რომელსაც ყოველ კვირა დილას საგალობლებს უმღერებს და

ათასნაირი სიკეთით აავსებს. ამის გაფიქრებისთანავე ნაგელი ბედს შეურიგდა

და თვალზე ცრემლი მოადგა. გულაჩუყებული ლოცულობდა, ცხარე ცრემლით

ტიროდა და თან იმ კეთილ საქმეებზე ფიქრობდა, საყვარელი ქალისთვის რომ

უნდა გაეკეთებინა. ოჰ, როგორ უნდოდა, ყველანაირი ბოროტებისგან დაეფარა.

იქნებ უკვე ხვალვე შეძლოს, დაგნისთან მიფრინდეს და მხოლოდ მის

სიახლოვეს იყოს... ღმერთო, იქნებ მართლა ასე მოხდეს და მისი წყალობით

დაგნიმ ხალისით გაბრწყინებულმა გაიღვიძოს! ქალისთვის ამხელა

სიხარულის მინიჭება შეუძლია, ის კი სულ რამდენიმე წუთის წინ უსინდისოდ

წუწუნებდა და სიკვდილზე უარს ამბობდა. რა სამარცხვინო საქციელია!

ნაგელმა გულში პატიება ითხოვა. ადრე იგი ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა.

ახლა კი მისი ნდობა შეიძლება. ერთი სული აქვს, დაგნის ოთახში

შეფარფატდეს და მის საწოლთან ჩამოდგეს. რამდენიმე საათში, შესაძლოა ერთ

საათშიც კი უკვე მასთან იყოს. თავად თუ ვერ შეძლებს, მაშინ უფლის

ანგელოზს სთხოვს, მის მაგივრად მიფრინდეს და სანაცვლოდ ათას სიკეთეს

დაჰპირდება. მე სითეთრით ვერ დავიკვეხნი, - ეტყვის ნაგელი ანგელოზს, - შენ

კი თეთრი ხარ და ამის გაკეთება შეგიძლია. თუ დამეხმარები, რასაც მთხოვ,

ყველაფერს შეგისრულებ. ნუთუ ასეთი თვალებით იმიტომ მიყურებ, რომ შავი

ვარ? რა თქმა უნდა შავი ვარ, მაგრამ ასეთი გასაოცარი ამაში რა არის? შემიძლია

პირობაც დავდო, რომ თუ ამ თხოვნას შემისრულებ და დამეხმარები, ასეთი

შავი კიდევ მრავალი წლის განმავლობაში დავრჩები. მზად ვარ, ასეთი

მილიონი წელიც ვიყო. შენ თუ მოითხოვ, კიდევ უფრო მეტადაც გავშავდები.

და თუ ყოველ კვირადღეს დაგნისთვის მართლა იგალობებ, მაშინ თუ გინდა

Page 284: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

კიდევ ერთ მილიონ წელსაც მივამატებ. არ ვიტყუები, კიდევ ბევრი რამის

შემოთავაზება შემიძლია. ოღონდაც ჩემი თხოვნა შეისმინე და თავს არაფრით

დავზოგავ! მარტო არ იფრენ, გამუდმებით შენ გვერდით ვიქნები, საკუთარი

ზურგით გატარებ და ფრთებსაც ორივეს ნაცვლად ავიქნევ. ამას მართლა

სიამოვნებით გავაკეთებ და მიუხედავად იმისა, რომ შავი ვარ, შევეცდები არ

გაგსვარო. ყველა სირთულეს საკუთარ თავზე ავიღებ, შენ კი დაგასვენებ და

არაფერზე შეგაწუხებ. ვინ იცის, იქნებ რამე ღირსეული საჩუქარი მეც

აღმომაჩნდეს და ამ საჩუქარს დაუნანებლად მოგიძღვნი. რამე ისეთს მოგცემ,

რაც აუცილებლად გამოგადგება. და თუ ოდესმე ვინმე რამეს მაჩუქებს, არც

მაშინ დაგივიწყებ და იმასაც შენ დაგითმობ. ვინ იცის, იქნებ ისე

გამიმართლოს, რომ რამე საკუთარი ძალისხმევითაც დავიმსახურო, უფალმა

უწყის...

დიახ, საბოლოოდ ღვთის ანგელოზის დაყოლიებას აუცილებლად მოახერხებს.

ამაში ეჭვიც არ ეპარება...

კოშკურის საათმა ისევ ჩამოკრა. ძილბურანში მყოფი ნაგელი დარტყმის ხმებს

მექანიკურად ითვლის. ახლა მთავარია, მოთმინებით აივსოს.

გულხელდაკრეფილი ლოცულობს და ღმერთს შესთხოვს, სიცოცხლეს რაც

შეიძლება სწრაფად გამოასალმოს. რამდენიმე წუთში თუ მოკვდება, მაშინ

დაგნისთან მანამ მიფრინდება, სანამ გათენდება და ქალი გამოიღვიძებს.

ამისთვის უზომოდ მადლიერი დარჩება და თუ ამ წყალობას მართლა მიიღებს,

მაშინ ყველას და ყველაფერს სათანადოდ დააფასებს. ეს მისი იდუმალი

ოცნებაა...

ნაგელმა თვალები დახუჭა და ჩაეძინა.

სამი საათი ეძინა. ახლად გამოღვიძებულს უკვე კარგად ამოწვერილი მზის

თბილი სხივები და თვალისმომჭრელი სინათლე შეეგება. ტყეს ჩიტების

ხმამაღალი ჭიკჭიკი აყრუებდა. ნაგელი ხელებს დაეყრდნო, ოდნავ წამოიწია და

ირგვლივ მიმოიხედა. უცებ ყველაფერი გაახსენდა, რაც იმ ღამეს მოხდა. შხამის

ცარიელი ქილა ისევ გვერდით ეგდო. ისიც ცხადად ახსოვდა, ბოლო წუთებში

ღმერთს რა მხურვალედ შესთხოვდა სიკვდილს. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ

კიდევ ცოცხალი იყო... გზაზე კვლავ უცნაური და მოულოდნელი გარემოებები

გადაეღობა... ვეღარაფერს ხვდებოდა, ყველანაირი ფიქრი ახლა უშედეგოდ

მიაჩნდა, თუმცა იმაში კი ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჯერ არ მომკვდარიყო!

ფეხზე წამოდგა, შუშის ქილა აიღო და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა. არა,

საკმარისია, რამე მოიწადინოს, რომ მაშინვე წინააღმდეგობებს აწყდება!

Page 285: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საწამლავს რაღა დაემართა? თითქოს სუფთა ციანიდის მჟავა იყო. ექიმმა ხომ

უთხრა, რაოდენობა საკმარისიაო... საკმარისზე მეტიც კი არისო. გარდა ამისა,

სულ რაღაც ერთმა წვეთმა პასტორის ძაღლს წამში სული გააფრთხობინა და

ხესავით გააშეშა. ქილა ზუსტად იგივეა და თანაც თითქმის ნახევრამდე იყო

სავსე. სანამ საწამლავს ბოლომდე გამოცლიდა, საკუთარი თვალით ნახა, რომ

სითხე ნახევრამდე ესხა. შუშა არავისთვის უთხოვებია, ყოველთვის ჟილეტის

ჯიბით დაჰქონდა. ოჰ, ეს იდუმალი ბოროტი ძალა ყოველთვის ასე ფეხდაფეხ

რატომ სდევდა?

მოულოდნელად გონებაში გაუელვა, რომ შხამით სავსე ქილა ერთხელ სხვა

ადამიანის ხელში მოხვდა. უნებურად ირინდება და თითებს ატკაცუნებს. არა,

ნამდვილად არ ეშლება, - ემწუთასთან ეს ქილა თითქმის მთელი ღამე იყო. იმ

საღამოს, როცა ნაგელს სასტუმროში წვეულება ჰქონდა და ემწუთას თავისი

ჟილეტი აჩუქა, შემთხვევით საწამლავიც თან გააყოლა. მასთან ერთად ჯიბეში

საათი და რაღაც ქაღალდებიც ეწყო. მეორე დღეს ემწუთა სასტუმროში

დილაუთენია გამოცხადდა და ნივთები უკანვე დააბრუნა. ო, ეს ბებერი,

სულელი ხეიბარი, როგორ საძაგლად გამაცურა! რა გაიძვერობაა, ეს რა

ეშმაკური ჩანაფიქრია!

ნაგელმა სიმწრისგან კბილები გააკრაჭუნა. იმ ღამით თავის ნომერში ყველას

გასაგონად ხომ განაცხადა, შხამის დასალევად სიმამაცე არასოდეს

მეყოფოდაო? და მაშინ ის მლიქვნელი, დამპალი სულის მახინჯი ადამიანი კი

გვერდით ეჯდა და თურმე მისი არც ერთი სიტყვის არ სჯეროდა! საძაგელი,

ნამდვილი თხუნელა! როგორც ჩანს, მაშინვე სახლში გავარდა, ქილა დაცალა,

ალბათ კარგადაც გამორეცხა კიდეც და ნახევრამდე წყლით გაავსო. და შემდეგ,

როგორც კი ეს მადლიანი საქმე მოითავა, ლოგინში ჩაწვა და მშვიდად დაიძინა!

ნაგელი ქალაქისკენ ნელი ნაბიჯით გაემართა. შედარებით დამშვიდებული და

დასვენებული ჩანდა, გაცილებით ნათლადაც აზროვნებდა, მაგრამ მწარე

იმედგაცრუების შეგრძნება მაინც არ ტოვებდა. იმ ღამით მომხდარმა

შემთხვევამ საკუთარი თავის წინაშეც კი საშინლად დაამცირა და გააბითურა.

ასეთ რამეს როგორ წარმოიდგენდა? როდესაც იმ წყალს დაყნოსა, თითქოს

ნუშის სუნიც კი შეიგრძნო. სითხე დალია თუ არა, ენა დაება და სიკვდილის

აჩრდილი აშკარად დაინახა. სინამდვილეში კი თურმე ჩვეულებრივი წყალი

დაულევია! ტყეში გაშმაგებული დარბოდა, კუნძებსა და ქვებს ახტებოდა და

თურმე მთელი ეს სიგიჟე ერთი ყლუპი უბრალო ჭის წყლის დალევას

გამოუწვევია... სიმწრისა და სირცხვილისგან სახეალეწილი მოულოდნელად

შეჩერდა და განწირული ხმით დაიღრიალა. მალევე გამოერკვა და ირგვლივ

Page 286: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მიმოიხედა, რათა დარწმუნებულიყო, რომ მისი ღრიალი არავის გაუგონია.

შემდეგ კი, მღელვარების დაფარვის მიზნით, ხმამაღალი სიმღერა შემოსძახა.

თბილმა, მზიანმა დილამ და ჩიტების გაბმულმა ჭიკჭიკმა თანდათანობით

უკეთეს გუნებაზე დააყენა. გზად პატარა ბიჭუნა შემოხვდა, საზიდარს

მიათრევდა. ბიჭუნა გულისხმიერად მიესალმა, ნაგელმაც ასევე უპასუხა.

საზიდრის გვერდით ძაღლი მიცუნცულებდა. ცხოველი ნაგელს პირდაპირ

სახეში შეაცქერდა და კუდი ააქიცინა...

კი მაგრამ, ნეტავ რატომ არ გაუმართლა და სიცოცხლეს მამაცურად და

პატიოსნად რატომ არ გამოესალმა? ნაგელი ჯერ ისევ ამ საკითხზე დარდობდა.

მან ხომ იმ წუთებში ისეთი სასიამოვნო სიმშვიდე შეიგრძნო, საკუთარი

აღსასრულის მოლოდინში იდუმალი შინაგანი სიხარულით განიმსჭვალა და

იმ მომენტამდე, სანამ თვალები დაეხუჭებოდა და ძილს მიეცემოდა, საოცარ

ნეტარებას გრძნობდა... დაგნიმ ალბათ უკვე გაიღვიძა, შეიძლება სახლიდანაც

გავიდა. ნაგელი მას ვეღარაფრით გაახარებს, ამისთვის ყველა საშუალება

ხელიდან გამოეცალა. იგი მზაკვრულად მოატყუეს! ემწუთას კეთილ საქმეთა

სიას, რომელსაც ნაგელი საკუთარ გულში აღრიცხავდა, ამჯერად კიდევ ერთი

სიკეთე დაემატა. მან ხომ უდიდესი სამსახური გაუწია, სიკვდილისგან იხსნა.

ზუსტად იგივე საქციელი ჩაიდინა, რაც ნაგელმა, როცა ერთხელ ერთი

უბედური კაცი, რომელსაც ჰამბურგში ჩასვლა არ უნდოდა, სიკვდილს

გადაარჩინა. სამაშველო მედალიც ხომ სწორედ იმ შემთხვევის გამო

დაიმსახურა. ჰა-ჰა-ჰა! მედალი დაიმსახურა! დიახაც ასეა, ადამიანებს

ეხმარები, დროდადრო კეთილ საქმეებს დაუფიქრებლად, სრულიად

უნებურად ჩადიხარ, მტკიცე, წამიერ გადაწყვეტილებას იღებ და ხალხს

სიცოცხლეს უნარჩუნებ!

საკუთარი თავის წინაშე შერცხვენილი სასტუმროს ნომერში უჩუმრად შეიპარა

და სკამზე ჩამოჯდა. ოთახი განსაკუთრებულად სუფთა და მყუდრო ეჩვენა.

სარას, როგორც ჩანს, ფანჯრის მინებიც დაეწმინდა და ახლად გაუთოებული

ფარდები ჩამოეკიდა. მაგიდაზე კი მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი

დაედგა. ნაგელს ოთახში ადრე ყვავილები არასოდეს დახვედრია. ამ სასიამონო

მოულოდნელობამ გულწრფელად გაახარა და ნასიამოვნებმა ხელები

მოისრისა. არა, ეს თაიგული რაღა მაინცდამაინც იმ დღეს შეუტანეს? რა

საოცარი დამთხვევაა! ამ საბრალო დამლაგებელს როგორი თბილი და

ყურადღებიანი საქციელი ჩაუდენია. ეს სარა უჩვეულოდ კარგი ადამიანია.

დიახ, ნაგელს მართლა უჩვეულო დილა გაუთენდა. იმ ადამიანთა სახეებიც კი,

სასტუმროსკენ მომავალს ბაზრის მოედანზე რომ ხვდებოდა, უცნაურად

Page 287: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გაცისკროვნებული ეჩვენებოდა. თაბაშირის ფიგურებით მოვაჭრე

ძველებურად თავის დახლთან იჯდა და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ერეს

ღირებულებისაც კი არაფერი გაეყიდა, ერთობ ნასიამოვნები სახით თიხის

ჩიბუხს აბოლებდა. იქნებ ნაგელმა რომ იმ ღამის გიჟური გეგმა სისრულეში ვერ

მოიყვანა, არც ისე გულდასაწყვეტი იყო? შეძრწუნებულმა წამიერად კვლავ

შეიგრძნო ის შიში, რაც წყლის ძებნისას ტყეში ხეტიალის დროს გადაიტანა.

ამის გახსენებაზე მთელი სხეული აუკანკალდა. ახლა ის უკვე თბილ, ნათელ,

მზის სხივებით გაბრწყინებულ ოთახში, სკამზე იჯდა და ისეთი შეგრძნება

ჰქონდა, თითქოს ყველანაირ ბოროტებას საბოლოოდ დააღწია თავი. ეს

შეგრძნება საოცარ ნეტარებას ჰგვრიდა. ისე, ყოველი შემთხვევისთვის, ერთი

კარგი და გაცილებით უფრო უშეცდომო საშუალება, რომელიც ჯერ არ

მოუსინჯავს, შემონახული მაინც აქვს. შესაძლოა პირველი მცდელობისას არ

გაგიმართლოს, სიკვდილი ვერ მოახერხო და კვლავ ფეხზე წამოდგე. მაგრამ

ხომ არსებობს, მაგალითად, ისეთი პატარა, საიმედო ექვსვაზნიანი

რევოლვერი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში რომელიმე საუკეთესო

იარაღის მაღაზიაში ნებისმიერ დროს შეიძენ. საქმის დროებით გადადება მის

მივიწყებას სულაც არ ნიშნავს...

კარზე სარამ დააკაკუნა. მას გაუგონია ნაგელის დაბრუნება და იმის

სათქმელად იყო მისული, საუზმე უკვე მზადააო. ნაგელმა კიბისკენ მიმავალი

ქალი შეაჩერა და ჰკითხა, ის ყვავილები, ოთახში რომ დახვდა, მისგან ხომ არ

იყო.

დიახ, მისგანაა და სამადლობელიც არაფერია.

ნაგელმა ქალს ხელი თბილად ჩამოართვა.

- კი მაგრამ, მთელი ღამე სად იყავით? - ცნობისმოყვარედ ჰკითხა სარამ, -

სასტუმროში ღამე არ გაგითევიათ, ხომ ასეა?

- მისმინეთ, - უპასუხა ნაგელმა და პასუხს თავი აარიდა, - ამ ყვავილების

მოტანით მართლა გულისხმიერი საქციელი ჩაიდინეთ. გარდა ამისა,

ფანჯრებიც დაგიწმენდიათ და სუფთა ფარდებიც ჩამოგიკიდიათ. ვერ

აგიხსნით, თქვენი ყურადღებით როგორ გამახარეთ. ამ ყველაფრის გამო მინდა,

ყოველივე საუკეთესო გისურვოთ! - და მოულოდნელად ნაგელს კარგად

ნაცნობი გიჟური გზნება ეუფლება, წამიერად ამაღლებულ განწყობაზე დგება

და სარას მხურვალე გულწრფელობით ეუბნება: - იცით, სასტუმროში რომ

მოვედი, თან ერთი ქურქი მოვიყოლე. ღმერთმა იცის, ის ქურქი ამჟამად რა

ადგილას დევს, მაგრამ ზუსტად მახსოვს, რომ თან მქონდა. ჰოდა, ის ქურქი

Page 288: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თქვენთვის მიჩუქნია. დიახ, დიახ, ამას თქვენდამი უსაზღვრო მადლიერების

გამო ვაკეთებ. უკვე მტკიცედ გადავწყვიტე - ქურქი თქვენია!

სარამ ხმამაღლა გადაიკისკისა.

კი მაგრამ, ქურქი რაში სჭირდება?

სავსებით მართებული შეკითხვაა, მაგრამ ეს თავად უნდა გადაწყვიტოს.

მთავარია, საჩუქარი მიიღოს და ამით ნაგელს უდიდესი სიხარული მიანიჭოს...

ქალის გულიან კისკისზე ნაგელსაც გაეცინა და ხუმრობის ხასიათზე დადგა.

სარას საოცრად ლამაზი მხრები აქვს! დაიჯერებს, რომ ნაგელმა მისი

მიმხიბვლელობის შესახებ გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ქალს ჰგონია?

ერთხელ სასადილოს კარი ოდნავ შეღებული დახვდა და როდესაც ნაგელმა

შიგნით შეიხედა, დაინახა, რომ სარა მაგიდაზე იდგა და ჭერს ასუფთავებდა.

კაბა მუხლებს ზემოთ, საკმაოდ მაღლა აეკეცა და ნახევრად მოშიშვლებული

ფეხი მოუჩანდა. ნაგელმა მის ფეხს სწორედ მაშინ მოჰკრა თვალი. დიახ, დიახ,

მისი მშვენიერი ფეხი ნამდვილად დაინახა. ჰა-ჰა-ჰა! ჰო, კიდევ ნაგელს სურს,

სარას საღამომდე, ალბათ ასე, ერთი-ორ საათში, სამაჯურიც უსახსოვროს.

დიახ, ნამდვილად ასეა. ქურქი კი უკვე მისია...

როგორ, ეს შეშლილი კაცი სულმთლად გადაირია? სარა იცინოდა მაგრამ

ნაგელის უცნაურმა ქცევებმა თანდათან დააფიქრა და შეაშინა. გუშინწინ ამ

კაცმა სასტუმროს მრეცხავს, რომელმაც სუფთა თეთრეული აუტანა, საჭიროზე

გაცილებით მეტი გადაუხადა, დღეს კი ქურქის გაჩუქებაც გადაუწყვეტია.

როგორც ჩანს, ქალაქში მასზე ტყუილად სულაც არ ჭორაობენ.

XX

დიახ, ნაგელი გაგიჟდა, ნამდვილად გაგიჟდა. როგორც ჩანს, მართლა ასეა.

სარამ რა არ შესთავაზა: ყავა, ჩაი, რძე, ბოლოს ლუდიც მიუტანა, მაგრამ

სასადილოში ჩასული მაგიდიდან ორიოდე წამში ისე წამოხტა, პირი

არაფრისთვის დაუკარებია. მოულოდნელად გაახსენდა, რომ ზუსტად ის დრო

იყო, როცა მარტა ჩვეულებისამებრ ბაზრობაზე კვერცხების გასაყიდად

მიდიოდა ხოლმე. იქნებ ის უკვე ქალაქში დაბრუნდა. რა ბედნიერი დამთხვევა

იქნება, დღეს, დიახ, სწორედ დღეს ერთმანეთს კვლავ რომ შეხვდნენ. ნაგელი

თავის ოთახში ადის და ფანჯარასთან ჯდება.

მის თვალწინ მთელი მოედანი იშლება. მარტას კი ვერსად ხედავს.

Page 289: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გადის ნახევარი საათი, ერთი საათი... ნაგელი კვლავ იცდის, მახვილი თვალით

ბაზრობის ყოველ კუთხე-კუნჭულს აკვირდება, მაგრამ უშედეგოდ.

საინტერესოს და მნიშვნელოვანს ვერაფერს ამჩნევს. ბოლოს მის ყურადღებას

ერთი სცენა იქცევს. გარკვევით ხედავს, რომ ფოსტის გვერდით, ქუჩაში

უამრავი ცნობისმოყვარე მაყურებელი შეკრებილა და ემწუთას შესცქერის. ის

კი მტვრიან გზაზე ხტის და ცეკვავს. პიჯაკი არ აცვია და ფეხსაცმელიც

გაუხდია. ოფლში გახვითქული შუბლზე წამდაუწუმ ხელს ისვამს და ოფლს

იმშრალებს. როცა ცეკვას ასრულებს, თავის კუთვნილ გროშებსაც იღებს.

როგორც ჩანს, ემწუთამ ძველი საქმიანობა ისევ გაიხსენა და მოედანზე ცეკვა

დაიწყო.

ნაგელი მანამ იცდის, სანამ ემწუთა ცეკვას მორჩება და ხალხი დაიშლება.

შემდეგ კი მის მოსაყვანად სასტუმროს შიკრიკს აგზავნის. ცოტა ხანში ნომერში

ემწუთა მოწიწებით შედის. თავი, როგორც ყოველთვის, ჩაქინდრული აქვს და

იატაკს დაჰყურებს.

- თქვენთვის წერილი მაქვს, - ეუბნება ნაგელი და კონვერტს უჩვენებს.

საკუთარი ხელით ამ კონვერტს პიჯაკის ჯიბეში უჩურთავს და აგრძელებს: -

ჩემო მეგობარო, რომ იცოდეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენეთ. კარგა

გვარიანად გამასულელეთ და ისე ოსტატურად გამაცურეთ, რომ თქვენი

მოხერხებულობით აღტაცებულიც კი დავრჩი. თუმცა არ დაგიმალავთ, რომ ამ

ოინმა ძალიან გამაბრაზა კიდეც. მითხარით, ჩემთან სალაპარაკოდ საკმარისი

დრო თუ გაქვთ? გახსოვთ, ამას წინათ შეგპირდით, რაღაც უნდა აგიხსნათ-

მეთქი. ჰოდა, მინდა პირობა შევასრულო, რადგან ამისთვის შესაფერისი

მომენტი დადგა. თავდაპირველად ერთი შეკითხვა უნდა დაგისვათ: ქალაქში

ჩემ შესახებ გავრცელებული ჭორები თუ გსმენიათ? ხალხი ჩემზე ამბობს,

გიჟიაო. მოდი, დაგამშვიდებთ და გეტყვით, რომ გიჟი ნამდვილად არ ვარ და

ალბათ ამას თავადაც ხედავთ და ხვდებით, არა? ვაღიარებ, ამ ბოლო დროს

ცოტა მეტად აღგზნებული ვარ, რაც ბოლო პერიოდში მომხდარ ნაკლებად

სასიამოვნო შემთხვევებს უნდა დავაბრალო, მაგრამ რას ვიზამ, ბედმა ასე

ინება. თუმცა ახლა თავს საკმაოდ მხნედ და ჯანმრთელად ვგრძნობ და

არაფერს ვუჩივი. გთხოვთ, ეს ყველაფერი მხედველობაში იქონიოთ... ღირს

ახლა, რამე დასალევი რომ შემოგთავაზოთ? რა გესიამოვნებათ?

არა, ახლა ემწუთას სასმელი არ ესიამოვნება.

- ასეც ვიცოდი... მოკლედ, თქვენ მიმართ ეჭვები მღრღნის, ბატონო გრეგორდ.

ალბათ მშვენივრად გესმით, რაზეც მიგანიშნებთ. თქვენ ისე მოხერხებულად

გამაცურეთ, რომ უკვე აღარ ვცდილობ, თავი მოვიტყუო და ვთქვა, თითქოს

Page 290: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ყველაფერი რიგზეა და არაფერიც არ მომხდარა. საკმაოდ სერიოზულ საქმეში

შემიშალეთ ხელი. ამას გინდა უანგარო სამსახური დაარქვით, გინდა

გულითადი სიკეთე, როგორც თავად ინებებთ; მაგრამ მთავარი მაინც ის არის,

რომ ჩემი გასულელება მოახერხეთ. მითხარით, ეს ქილა ოდესმე ხელში

ჩაგვარდნიათ?

ემწუთა შუშის ქილას შესცქერის და ხმას არ იღებს.

- ამ ქილაში შხამი ესხა. ვიღაცამ შხამი გადააქცია და ქილა ნახევრამდე წყლით

გაავსო. ამაში წუხელ დავრწმუნდი.

ემწუთა ისევ ჩუმად დგას.

- ისე, სხვათა შორის, ამ საქციელში ცუდი არაფერია. ამ საქციელის ჩამდენს

მხოლოდ და მხოლოდ კეთილი სურვილი ამოძრავებდა და უნდოდა,

მოსალოდნელი საფრთხე აღეკვეთა. ეს ადამიანი კი თქვენ ხართ.

პაუზა.

- ხომ ასეა?

- დიახ, ასეა, - პასუხობს ბოლოს ემწუთა.

- დიახ. თქვენ ფიქრობთ, რომ სწორად მოიქეცით, მაგრამ მე ამ ყველაფერს სულ

სხვაგვარად ვუყურებ. მითხარით, ეს რატომ ჩაიდინეთ?

- ვიფიქრე, რომ შესაძლოა თქვენ...

პაუზა.

- აი, ხომ ხედავთ? თქვენი შეცდომაც სწორედ ესაა, გრეგორდ! თქვენმა

კეთილმა გულმა ჩიხში მოგაქციათ. ნუთუ იმ ღამეს, როცა შხამი თან გაგყვათ,

გარკვევით არ ვთქვი, საწამლავის დასალევად მხნეობა არასოდეს მეყოფა-

მეთქი?

- დიახ. მაგრამ შემეშინდა, რომ ოდესმე შხამს მაინც დალევდით. და როგორც

ჩანს, მართლა ასე მოქცეულხართ.

- ასე მოვქცეულვარ? რა სისულელეს ამბობთ? ჰა-ჰა-ჰა! საკუთარი თავი

თვითონვე გაისულელეთ, ჩემო კეთილო ადამიანო. დიახ, ღამით ეს ქილა

მართლა დავაცარიელე, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სითხის გემო თავად არ

გამისინჯავს.

ემწუთა გაოგნებული შესცქერის.

Page 291: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- აი, ხომ ხედავთ, სულ სხვაგვარადაა საქმე!.. მოკლედ, ერთ ღამეს სასეირნოდ

გადიხარ, ნავსადგურს მიუყვები და მოულოდნელად ბაქანზე კატას ხედავ,

რომელიც საშინელი ტკივილისგან სიმწრით იკრუნჩხება და მიწაზე გორავს.

ჩერდები და ცხოველს აკვირდები. ხედავ, რომ ყელში რაღაც აქვს გაჩხერილი,

ანკესის კაუჭია... კატა იგრიხება, ახველებს, მაგრამ კაუჭი ერთ ადგილასაა

გაჩერებული, არც ზევით ადის და არც ქვევით ჩადის. კატას პირიდან სისხლი

სდის... მას ხელში იყვან და ცდილობ, იმ საძაგელ კაუჭს რამე მოუხერხო,

მაგრამ ტკივილის გამო ცხოველი მშვიდად ვერ ჩერდება, ხელიდან

გისხლტება, ზურგით ეცემა და თათებს იქნევს, კლანჭებით გწვდება და ლოყას

გკაწრავს. ერთხელ გკაწრავს, ორჯერ, სამჯერ... აგერ, ჩემს დაკაწრულ ლოყას

შეხედეთ და დარწმუნდით. ცხოველი საცოდავად ხრიალებს და სისხლისგან

იცლება. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცე? ზიხარ და ფიქრობ, რა

გააკეთო, ამასობაში კოშკურის საათიც ჩამოკრავს და შუაღამის ორი საათი

სრულდება. შესაბამისად, სხვებთან დახმარების სათხოვნელად წასვლა უკვე

დაგვიანებულია. სწორედ ამ წუთებში გახსენდება, რომ ჯიბეში ის

დალოცვილი პატარა ქილა გიდევს. გინდა, ცხოველის ტანჯვას რამენაირად

მოუღო ბოლო და საწამლავს პირდაპირ საყლაპავში ასხამ. მას კი ჰგონია, რომ

რაღაც საშინელება დაალევინე, ნერვიულად იკრუნჩხება და დაზაფრული

თვალებს აცეცებს. მოულოდნელად კვლავ ხელიდან გისხლტება და

თავაწყვეტილი ისევ ბაქანზე დახოხავს და ხტის. და მერე რა ხდება? რა და,

თურმე ქილაში შხამი კი არა, წყალი ყოფილა, წყალი კი არ კლავს. წყალმა იმ

საცოდავს კიდევ უფრო მეტი ტკივილი მიაყენა. ყელში კაუჭგაყრილი ცხოველი

სისხლისგან იცლება და სიმწრისგან ჰაერში ხტის. ახლა უკვე დანამდვილებით

იცი, რომ ადრე თუ გვიან კატა ან სისხლისგან დაიცლება, ანდა გაიგუდება.

შიშისა და ტკივილისგან დამუნჯებული ცხოველი რომელიმე კუთხეში

მიიყუჟება და მარტოდმარტო, საცოდავად ამოხდება სული.

- მე მხოლოდ კეთილი მიზანი მამოძრავებდა, - ეუბნება ემწუთა.

- ბუნებრივია, თქვენ ხომ ყოველთვის კეთილი და პატიოსანი განზრახვა

გამოძრავებთ. უბრალოდ შეუძლებელია, კაცმა სხვა საქმეში გამოგიჭიროთ...

თუმცა საწამლავის შეცვლის მსგავსი მშვენიერი და სანაქებო თაღლითობა,

როგორც ჩანს, თქვენთვის უცხო სულაც არ არის. აი, მაგალითად, ახლახანს

მოედანზე ცეკვავდით. მე ფანჯარასთან ვიდექი და გიყურებდით. ცეკვის გამო

სულაც არ გკიცხავთ, მხოლოდ ის მაინტერესებს, ფეხსაცმელი რატომ

გაიძრეთ? ახლა ხომ გაცვიათ, მაშ ცეკვის დროს რატომ გაიხადეთ?

- რომ არ გამეცვითა.

Page 292: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- სწორედ ასეთ პასუხს ველოდი. ვიცოდი, ამას მეტყოდით და ამიტომაც

გკითხეთ. თქვენ თვით ხორცშესხმული უმანკოება და ამ ქალაქში ფეხსაცმლით

მოსიარულე უცოდველი სული ბრძანდებით. თქვენი ყველა საქმე თუ

ჩანაფიქრი მხოლოდ სიკეთითა და უანგარობითაა განმსჭვალული, კაცი

ვერანაირ ნაკლს ვერ გიპოვნით. ერთხელ თქვენი გამოცდაც კი მოვინდომე და

გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვისი ბავშვის მამობის აღიარება

მოგთხოვეთ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ხართ და ხელმოკლედ

ცხოვრობთ, ამ შეთავაზებაზე სასტიკი უარი განმიცხადეთ. ასეთ უწმინდურ

გარიგებაზე ფიქრმაც კი სული აგიფორიაქათ. მახსოვს, რომ ორასი კრონიც კი

შემოგთავაზეთ, მაგრამ მაინც ვერაფერს გავხდი. თქვენ შესახებ იმდენი რომ

მცოდნოდა, რამდენიც ახლა ვიცი, ასეთ უხეშ შეურაცხყოფას ნამდვილად არ

მოგაყენებდით. მაშინ ასე კარგად არ გიცნობდით, ახლა კი მშვენივრად ვიცი,

რომ ის ადამიანი ხართ, რომელიც გამუდმებით ლაგამამოდებული უნდა

ატარო, დროდადრო კი დეზი გაჰკრა და ნებაზე მიუშვა. კარგი... მოდი, ისევ

ძველ სასაუბრო თემას დავუბრუნდეთ... მოკლედ, ფეხსაცმელს ისე იხდით,

ამით მაყურებლის ყურადღებას არ იქცევთ, შემდეგ ფეხშიშველი ცეკვავთ,

მაგრამ ტკივილს არავის უჩვენებთ და არავისთან წუწუნებთ... თქვენს

პიროვნებას სწორედ ეს თვისებები ახასიათებს. თქვენ არ ჯუჯღუნებთ და არ

ამბობთ: შეხედეთ, ფეხსაცმელს ვიხდი, რადგან არ მინდა, გაცვდეს.

იძულებული ვარ, ასე მოვიქცე, ვინაიდან ღარიბი კაცი ვარო! თქვენ, ასე

ვთქვათ, დუმილის პრინციპით მოქმედებთ - არასოდეს არაფერს ითხოვთ.

თუმცა ბოლოს, მიუხედევად იმისა, რომ ერთ სიტყვასაც არ ამბობთ, მაინც იმას

იღებთ, რაც გსურთ. სხვა ადამიანების თვალშიც და საკუთარ ცნობიერებაშიც

აბსოლუტურად ხელშეუხებელი ბრძანდებით. თქვენი ხასიათის ამ თვისებაზე

შეგნებულად ვამახვილებ ყურადღებას და ვაგრძელებ... მოთმინება იქონიეთ,

ბოლოს ყველაფერს განგიმარტავთ... ერთხელ ფრეკენ გუდეზე ისეთი რამ

მითხარით, რაზეც შემდეგ არაერთხელ მიფიქრია. თქვენ თქვით, შესაძლოა ის

არც ისეთი უკარებაა, მთავარია, კაცი სწორად მიუდგესო. ყოველ შემთხვევაში,

მგონი მასთან არც თუ ისე ცოტას მიაღწიეთ...

- არა. კი მაგრამ...

- როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს სიტყვები იმ საღამოს

მითხარით, როცა ამ ოთახში მხოლოდ მე და თქვენ ვისხედით და ვსვამდით.

ანუ, მე ვსვამდი, თქვენ კი მიყურებდით. მაშინ მითხარით, რომ მარტა - დიახ,

დიახ, ის მხოლოდ სახელით მოიხსენიეთ და ისიც დაამატეთ, რომ ქალი

ყოველთვის იოჰანესს გეძახდათ. ხომ ასეა? ტყუილს ხომ არ ვამბობ? იოჰანესს

მართლა ხომ გეძახდათ? შეხედეთ, ესეც მშვენივრად მახსოვს. მოკლედ, მაშინ

Page 293: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გამომიტყდით, რომ ერთხელ მარტამ თავი ნებაზე მიუშვა და ყველაფრის

უფლება მოგცათ, და ეს საჩვენებელი თითის საზიზღარი მოძრაობით

მაჩვენეთ. დიახ, სწორედ ასე მითხარით...

სახეალეწილი ემწუთა სკამიდან წამოფრინდა და ხმამაღლა იყვირა:

- ეს არასოდეს მითქვამს! მსგავსი არასოდეს არაფერი მითქვამს!

- არ გითქვამთ? რას მეუბნებით? ნუთუ ეს სიტყვები მართლა არ გითქვამთ?

მაშინ სარას დავუძახებ და ის დაადასტურებს, რომ მართალს ვამბობ. იმ

საღამოს გვერდითა ნომერში იმყოფებოდა და ამ ოთახის საკმაოდ თხელი

კედლების წყალობით, ყოველი სიტყვა გარკვევით გაიგონა. მსგავსი არაფერი

მინახავს. ახლა თქვენი უარით ყველაფერი წყალში ჩამიყარეთ. მინდოდა, ამ

ამბის შესახებ ცოტა უფრო მეტი შემეტყო. რატომღაც ძალიან დავინტერესდი

და იმ საღამოს შემდეგ თქვენს სიტყვებზე საკმაოდ ხშირად ვფიქრობდი.

მაგრამ რადგან პასუხს თავს არიდებთ, რა გაეწყობა! სხვათა შორის, გირჩევთ,

დაბრძანდეთ და მაშინდელივით თავქუდმოგლეჯილი არ გავარდეთ. კარი

ჩაკეტილია. მე თვითონ ჩავკეტე.

ნაგელმა სიგარას მოუკიდა და მოულოდნელად სულ სხვაგვარად ალაპარაკდა.

- არა... ღმერთო დიდებულო! - წარმოთქვა მან, - ღმერთო, რა საშინლად

შევცდი! ბატონო გრეგორდ, გულწრფელად გთხოვთ, მაპატიოთ. სავსებით

მართალი ბრძანდებით. ის სიტყვები თქვენ ნამდვილად არ გითქვამთ,

დაივიწყეთ, წეღან რაც გითხარით. ძვირფასო მეგობარო, ახლაღა გამახსენდა,

რომ ეს საძაგლობა თქვენგან კი არა, სულ სხვა ადამიანისგან ორიოდე კვირის

წინ მოვისმინე. როგორ გავბედე და თუნდაც ერთი წამით მაინც დავუშვი, რომ

იმ ქალის და მით უმეტეს, საკუთარი თავის ასე სახალხოდ გამოჭენება

შეგეძლოთ? და თანაც ასეთი ბინძური გზით? არ მესმის, ეს საშინელი აზრი

თავში საიდან მომივიდა. ალბათ მართლა ჭკუიდან შევიშალე... თუმცა,

როგორც ხედავთ, საკუთარ შეცდომებს გულახდილად ვაღიარებ და პატიებას

ვითხოვ. გამოდის, არც ისეთი გიჟი ვარ, არა? შესაძლოა, საკმაოდ არეულად და

უხეშადაც ვსაუბრობ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ამას გააზრებულად ვაკეთებ.

სულაც არ ვცდილობ, თავგზა აგირიოთ. ამას ნუ იფიქრებთ, გთხოვთ. რომ

მოვინდომო კიდეც, ვერ შევძლებ, რადგან თითქმის არაფერს ამბობთ. საქმე

ისაა, რომ ასეთი დაძაბული და გონებაგაფანტული ჩემი ამჟამინდელი

განწყობიდან გამომდინარე ვარ. მომიტევეთ, თემას ოდნავ გადავუხვიე. თქვენ

კი ალბათ ვეღარ ითმენთ და ერთი სული გაქვთ, სათქმელს ბოლომდე როდის

გაგანდობთ, ასე არ არის?

Page 294: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ემწუთა ხმას არ იღებს. ნაგელი ფეხზე დგება და ოთახში ნერვიულად ბოლთის

ცემას იწყებს. მოულოდნელად ჩერდება და ამ ყველაფრისგან გადაღლილი და

გაბეზრებული ემწუთას ეუბნება:

- თქვენ წინაშე უკვე ვეღარ ვითამაშებ, გადავწყვიტე, ჩემი აზრი პირდაპირ და

დაუფარავად მოგახსენოთ. დიახ, ამ წუთამდე ასე უთავბოლოდ შეგნებულად

გესაუბრებოდით, რადგან იმედი მქონდა, რაღაც მაინც წამოგცდებოდათ.

ამისთვის ყველა შესაძლო ხერხი გამოვიყენე, მაგრამ არც ერთმა არ გაჭრა და

უკვე მართლა ძალიან დავიღალე. ახლა კი მინდა, ყველაფერი დაწვრილებით

აგიხსნათ, გრეგორდ! რატომღაც, გულის სიღრმეში ვფიქრობ, რომ კარგად

შენიღბული არამზადა ბრძანდებით. ნიღაბმორგებული არამზადა!

ემწუთა ისევ აცახცახდა. დაზაფრული შიშჩამდგარ თვალებს უაზროდ

აცეცებდა.

- ერთ სიტყვასაც არ ამბობთ, - გააგრძელა ნაგელმა, - ჩვეული როლიდან

გამოსვლას მაინც არ ჩქარობთ. მე კი ძალა არ მყოფნის, ადგილიდან დაგძრათ,

რადგან იშვიათი სახეობის ყრუ ძალაუფლებას ფლობთ. აღტაცებას

ნამდვილად იმსახურებთ! გარდა ამისა, გამოგიტყდებით და ჩემში უჩვეულო

ინტერესსაც აღვიძებთ. გახსოვთ, ერთ დღეს ამ ოთახში მთელი საღამო

ვსაუბრობდით. თვალს არ გაცილებდით და დროდადრო გიმტკიცებდით, რომ

ჩემი სიტყვების გამო ზოგჯერ უცნაურად კრთებოდით... ამასაც თქვენი

გამოცდის მიზნით გეუბნებოდით. გამუდმებით გაკვირდებოდით და რამე

ხელჩასაჭიდი რომ მეპოვა, ყველანაირ ხერხს მივმართე, მაგრამ უშედეგოდ.

ხომ გეუბნებით, თქვენთან ვერაფერს გავხდი, რადგან ხელშეუხებელი ხართ.

მაგრამ წამითაც არ შემპარვია ეჭვი იმაში, რომ ჩუმი და დაფარული, ასე

ვთქვათ, წმინდანი ცოდვილი ბრძანდებით, თუმცა ვერ გეტყვით, რა სახეობის.

თქვენ მიმართ სამწუხაროდ არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია, ასე რომ,

შეგიძლიათ მშვიდად და უსაფრთხოდ იყოთ. ეს საუბარი მხოლოდ ჩვენ შორის

დარჩება. მაგრამ იმას თუ ხვდებით, მიუხედავად იმისა რომ

მტკიცებულებების მოძიება ვერ შევძელი, საკუთარ ეჭვებში ასე

დარწმუნებული რატომ ვარ? ხედავთ, არაფერი გესმით. მაგრამ ამის

მიუხედავად, საუბრის დროს მაინც მორჩილად თავჩაქინდრული მისმენთ.

თქვენი თვალები კი... თქვენი თვალების გამომეტყველებას დღემდე ვერ

ჩავწვდი. ყოველთვის, როცა ამა თუ იმ სიტყვას წარმოთქვამთ, ანდა ამა თუ იმ

საკითზე ვმსჯელობთ, თვალებს უცნაურად აპაჭუნებთ. ამ ყველაფერთან

ერთად საოცრად იდუმალი ხმა გაქვთ და საუბრისას მძიმედ სუნთქავთ... ოჰ,

ეს იდუმალი ხმა! მაგრამ საბოლოოდ თქვენი პიროვნება ჩემში ანტიპათიას

Page 295: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

იწვევს. თქვენს მოახლოებას შორიდანვე ვგრძნობ და მტრულად განწყობილს

სული მიფორიაქდება. გიკვირთ, არა? მეც ვერაფერი გამიგია, მაგრამ ასეა.

ღმერთის სახელს დავიფიცებ, რომ ახლაც, ისევე როგორც ყოველთვის,

დარწმუნებული ვარ, არ ვცდები, მაგრამ თითსაც ვერ გაკარებთ, რადგან

მტკიცებულებები არ გამაჩნია. სულ ბოლოს ჩემთან რომ იყავით, გკითხეთ, 6

ივნისს სად იმყოფებოდით-მეთქი. გინდათ გითხრათ, ეს შეკითხვა რატომ

დაგისვით? რატომ და, კარლსენი სწორედ ამ დღეს გარდაიცვალა და მე კი სულ

ვეჭვობდი, რომ კარლსენი თქვენ მოკალით.

- კარლსენი მე მოვკალი? - ეს შეკითხვა ემწუთამ ისეთი გაკვირვებული სახით

გაიმეორა, კაცს ეგონებოდა, ციდან ჩამოვარდაო. მერე კვლავ გაჩუმდა.

- დიახ, კარგა ხანს ასე მეგონა. ეჭვმიტანილად მიმაჩნდით, რადგან სულის

სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი, არამზადა იყავით. ხომ ხედავთ, ამ აზრმა

სადამდე მიმიყვანა! თუმცა ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ვაღიარებ, ამ

შემთხვევაშიც მწარედ შევცდი, ცოტა ზედმეტი მომივიდა და გთხოვთ

მომიტევოთ. არ ვიცი, დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ მართლა ძალიან ვწუხვარ,

ასე უსამართლოდ რომ მოგექეცით. საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ამის

გამო პატიება ფიქრებში არა ერთხელ მითხოვია. თუმცა, მიუხედავად იმისა,

რომ აქაც დავმარცხდი, მაინც ბოლომდე დარწმუნებული ვარ, ბინძური და

ცბიერი ადამიანი ბრძანდებით. დაე, უფალმა განმსაჯოს, თუ არასწორად

ვმსჯელობ. ახლაც, როცა თქვენ წინაშე ვდგავარ და გიყურებთ, გულის

სიღრმეში აშკარად ვგრძნობ, ნამდვილი არამზადა ხართ. ღმერთს გეფიცებით,

მართლა ასეა! საინტერესოა, ასეთი დარწმუნებული რატომ ვარ? მინდა

აღვნიშნო, რომ ჩემთვის არაფერი დაგიშავებიათ და ოდესმე არც იმისი მიზეზი

მოგიციათ, თქვენზე ცუდად მეფიქრა. პირიქით, ყველაზე მხოლოდ კარგს

ამბობდით და ყოველთვის მართებულად, ღირსეულადაც კი იქცეოდით.

ერთხელ სიზმარშიც გნახეთ. საოცრად მშვენიერი სიზმარი იყო. დამესიზმრა,

ვითომ თვალუწვდენელი ჭაობის შუაგულში იდექით და იმის გამო, რომ

მწარედ დაგცინოდით, საშინელ ტანჯვას განიცდიდით, მაგრამ ბოლოს მაინც

მადლობა გადამიხადეთ. მიწაზე დაეცით, ფეხებში ჩამივარდით და

მხურვალედ მემადლიერებოდით, რომ უფრო მეტად არ გაწვალეთ და უფრო

დიდი ტანჯვა არ მოგაყენეთ. აი, ასეთი ლამაზი სიზმარი ვნახე. ამ ქალაქში

ერთი ადამიანიც არ მოიძებნება, ვინც იტყვის, რომ ცუდი საქციელის ჩადენა

შეგიძლიათ. თქვენ მიმართ ყველა პატივისცემითა და სიმპათიით არის

განმსჭვალული, რადგან ყველასგან გასაიდუმლოებულად ცხოვრობთ და

თქვენს ნამდვილ სახეს ოსტატურად მალავთ. და მაინც გეტყვით, რომ

პირადად ჩემს თვალში მხდალი და მლიქვნელი, უფლის ის ზნედაცემული

Page 296: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ანგელოზი ხართ, რომელსაც ადამიანებისთვის ერთი თბილი სიტყვა და

კეთილი საქმე ყოველთვის აქვს შემონახული. გგონიათ ვფიქრობ, რომ ჩემს

ზურგს უკან იჭორავეთ, რამე ზიანი მომაყენეთ, ან ჩემი საიდუმლო

გაამჟღავნეთ? არა და არა! ვიცი, მსგავსი არაფერი ჩაგიდენიათ და სწორედ ეს

არის საკუთარი უპირატესობის წარმოჩენის თქვენეული ხერხი. ყველას

მიმართ უზადო სამართლიანობას იჩენთ, ბოროტებას არასოდეს ჩადიხართ,

წმინდა და ხელშეუხებელი ბრძანდებით და ყოველ ადამიანს ბოლომდე

უცოდველი ამიტომაც ჰგონიხართ. მსოფლიოსთვის შესაძლოა, ეს საკმარისი

ფაქტორიც იყოს, მაგრამ ჩემთვის ეს არ კმარა და ამიტომ გამუდმებით ეჭვის

თვალით გიყურებთ. პირველად რომ შეგხვდით, მაშინვე უცნაური გრძნობა

დამეუფლა. ჩემი ჩამოსვლიდან ორიოდე დღის შემდეგ, ღამის ორ საათზე

ნავსადგურთან, მარტა გუდეს სახლის მახლობლად გნახეთ. შუა ქუჩაში

სრულიად მოულოდნელად შეგეფეთეთ. თქვენ ადგილიდან არ

განძრეულხართ, შეპარვით მიმზერდით, სანამ გვერდი აგიქციეთ. მაშინ

თქვენთან დალაპარაკება არც მიფიქრია, მაგრამ შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ

ყურადღება უნდა დამეძაბა. სწორედ იმავე შინაგანმა ხმამ მიკარნახა, იოჰანესი

გერქვათ. დამიჯერეთ, გონებაში მაშინვე გამიელვა, რომ თქვენი სახელი

იოჰანესი იყო და თქვენთან ყურადღებით უნდა ვყოფილიყავი. ამ

შემთხვევიდან კარგა ხნის შემდეგ შევიტყვე, თურმე მართლა ასე გრქმევიათ.

და იმ ღამიდან მოყოლებული თვალს არ გაცილებდით, მაგრამ გამუდმებით

ხელიდან მისხლტებოდით, კედელთან ვერასოდეს მოგიმწყვდიეთ. ბოლოს

იქამდეც მიხვედით, რომ პაწაწინა ქილიდან საწამლავი გადამიქციეთ და ამ

დროსაც, რა თქმა უნდა, კეთილი და პატიოსანი განზრახვა გამოძრავებდათ.

თურმე შიშობდით, ერთ დღეს ამ შხამს აუცილებლად დავლევდი. არ ვიცი,

როგორ აგიხსნათ, ახლა ამ ყველაფრის გამო რას ვგრძნობ. თქვენი უმანკოება

მაცოფებს, თქვენი თბილი სიტყვები და ღირსეული ქმედებები დასახულ

მიზანს მაცილებს და საშუალებას არ მაძლევს, კლანჭი ძლიერად ჩაგავლოთ.

მინდა, ნიღაბი ჩამოგხსნათ და თქვენი ნამდვილი სახე სააშკარაოზე

გამოვიტანო. ყოველთვის, როცა მაგ მატყუარა, ლურჯ თვალებში გიყურებთ,

ძლიერი ანტიპათიის გამო ძარღვებში სისხლი მეყინება და ზიზღისგან

მოკუნტული მხოლოდ იმას ვგრძნობ, გულის სიღრმეში რა მატყუარა და

ფლიდი ადამიანი ხართ. ახლა, ამ წუთასაც მგონია, რომ აქ ზიხართ და გულში

გეცინებათ. იმის გამო, რომ არანაირი მტკიცებულება არ გამაჩნია და თქვენ

წინაშე სრულიად უძლური ვარ, ალბათ ჩუმად, ღორულად დამცინით, თუმცა

საკმაოდ უბედური და განადგურებული სახის გამომეტყველება გაქვთ.

ემწუთა ისევ ისე მდუმარედ ზის. ნაგელი კი აგრძელებს:

Page 297: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ალბათ ფიქრობთ, რომ უზრდელი ყაჩაღი ვარ, თავს უსამართლოდ გესხმით

და უსაფუძვლო ბრალდებებს პირდაპირ სახეში გაყრით, ხომ ასეა? არაფერია,

ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შეგიძლიათ რაც გინდათ, ის იფიქროთ.

დარწმუნებული ვარ, გგონიათ, რომ გამოგიჭირეთ და ჩემთვის ესეც კმარა.

მაგრამ ის ნამდვილად არ მესმის, ამ დამცირებას როგორ იტანთ. მიკვირს, რომ

სკამიდან არ დგებით, სახეში არ მაფურთხებთ და თქვენი გზით არ მიდიხართ.

ემწუთა თითქოს ახლაღა გამოერკვა, ნაგელს ახედა და უთხრა:

- თქვენ ხომ კარი ჩაკეტეთ.

- აი, როგორც იქნა, გამოფხიზლდით! - უპასუხა ნაგელმა, - გგონიათ, მართლა

დამარწმუნებთ, რომ ჩემი სიტყვები დაიჯერეთ? კარი ღია გახლავთ, აგერ,

ნახეთ, დაკეტილია-მეთქი იმიტომ გითხარით, რომ თქვენი გამოცდა მინდოდა.

ეს ერთგვარი სატყუარა იყო. დარწმუნებული ვარ, მთელი ამ დროის

განმავლობაში მშვენივრად ხვდებოდით, რომ კარი ღია იყო, მაგრამ

თვალთმაქცობდით. ალბათ გინდოდათ, ჩემ პირისპირ სუფთა და უცოდველი

სახით მჯდარიყავით და თავი უსამართლობის მსხვერპლად მოგეჩვენებინათ.

ოთახიდან გასვლა არც გიცდიათ. არა, ადგილიდანაც კი არ განძრეულხართ.

როდესაც მიხვდით, რომ თქვენ მიმართ გარკვეული ეჭვები მქონდა, ყურები

ცქვიტეთ, რადგან გაინტერესებდათ, რამდენად ბევრი ვიცოდი და რამდენად

საშიში მეტოქე ვიყავი. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ასეა და ახლა უარიც

რომ თქვათ, ჩემთვის უკვე სულერთია. ამ ყველაფერს რატომ გიხსნით?

ბუნებრივია, გაინტერესებთ და არცთუ ისე უსაფუძვლოდ. ადვილი

შესაძლებელია ფიქრობდეთ, რომ ეს საკითხი არანაირად არ მეხება. მაგრამ

ცდებით, მეგობარო, ეს საკითხი ჩემთვის უმნიშვნელო სულაც არ არის.

უპირველეს ყოვლისა, მინდა გაგაფრთხილოთ. დამიჯერეთ, ამ სიტყვებს

მართლა გულწრფელად გეუბნებით. მოკლედ, ასე თუ ისე, გაიძვერულად

მაინც ცხოვრობთ და ჯერჯერობით ამის დაფარვას მშვენივრად ახერხებთ,

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს თქვენს საიდუმლოსაც აეხდება ფარდა და მერე

მთელი ქყვეყანა ფეხქვეშ გაგქელავთ. ეს ერთი. მეორე კი ის არის, რომ თქვენი

ცივი უარის მიუხედავად, მაინც მგონია, ფრეკენ გუდესთან იმაზე უფრო ახლო

ურთიერთობა გაქვთ, ვიდრე ამჟღავნებთ. ფრეკენ გუდესთან რა საერთო მაქვს?

როგორც ყოველთვის, მართალი ბრძანდებით. ამ შემთხვევაში იძულებული

ვარ, გავჩუმდე. ფრეკენ გუდე სხვა ყველა ადამიანზე ნაკლებად მადარდებს.

უბრალოდ, ვხედავ, რომ მასთან საკმაოდ ახლოს ხართ და ამიტომ ვწუხვარ,

თქვენი წმინდა მანკიერებით შესაძლოა, ის ქალიც დაასნეულოთ. სწორედ ამის

თქმა მინდოდა.

Page 298: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელი ისევ სიგარას უკიდებს და აგრძელებს:

- ახლა უკვე ყველაფერი გითხარით და კარიც ღიაა. მითხარით, თავს

შეურაცხყოფილად ხომ არ გრძნობთ? გნებავთ მიპასუხეთ, გნებავთ ნუ

მიპასუხებთ. მოკლედ, ისე მოიქეცით, როგორც თავად ინებებთ. მაგრამ თუ

რამეს მაინც მეტყვით, მაშინ შინაგან ხმას მიენდეთ. დაე, თქვენ მაგივრად

პასუხი მან გამცეს. ძვირფასო მეგობარო, სანამ წახვალთ, კიდევ რაღაც მინდა

გითხრათ: თქვენთვის ცუდი ნამდვილად არ მსურს.

პაუზა. ემწუთა სკამიდან დგება, პიჯაკის ჯიბიდან კონვერტს იღებს და ამბობს:

- ამას თქვენგან ვეღარ მივიღებ.

ნაგელი შეცბა, კონვერტი აღარც ახსოვდა.

- ვეღარ მიიღებთ? ვითომ რატომ?

- ამ კონვერტის გამორთმევა არ შემიძლია.

ემწუთა კონვერტს მაგიდაზე დებს და გასასვლელისკენ მიდის. ნაგელი ფულს

ხელს სტაცებს, ემწუთას ედევნება და ცრემლმორეული, აკანკალებული ხმით

ეუბნება:

- იქნებ მაინც გამომართვათ, გრეგორდ!

- არა! - პასუხობს ემწუთა და კარს აღებს.

ნაგელი კარს ცხვირწინ უხურავს და კიდევ ერთხელ ეუბნება:

- აიღეთ, გამომართვით! გულწრფელად ვაღიარებ, რომ სრულ ჭკუაზე არ ვარ

და გთხოვთ, ის სიტყვები, რაც დღეს გითხარით, გონებიდან ამოიგდოთ! დიახ,

ნამდვილად ჭკუიდან შევიშალე და ამიტომ ჩემს ერთსაათიან ბოდვას

ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თავადაც ხომ ხვდებით, შეშლილი ვარ და ჩემი არც

ერთი სიტყვის დაჯერება არ შეიძლება. ასე არ არის? კონვერტი კი უნდა

გამომართვათ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ვერ ვაკონტროლებ, თქვენთვის

ცუდი ნამდვილად არ მინდა. ღმერთის სახელით გთხოვთ, აიღეთ კონვერტი.

ბევრი არაფერია, დამიჯერეთ, მნიშვნელოვანი არაფერია. უბრალოდ მინდოდა,

სანამ ერთმანეთს დავშორდებოდით, თქვენთვის ეს უმნიშვნელო საჩუქარი

გადმომეცა. ამაზე სულ ვფიქრობდი. ისეთი არაფერია, ერთი პატარა წერილი

დევს, გამოსამშვიდობებელი წერილი. აგერ, აიღეთ, გთხოვთ, უზომოდ

დამავალებთ!

Page 299: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამ სიტყვებით ემწუთას კონვერტი ხელში ჩასჩარა და თვითონ ფანჯრისკენ

გაიქცა, რათა კაცს კონვერტი უკანვე არ დაებრუნებინა. ემწუთა მაინც არ

დანებდა, წერილი მაგიდაზე დადო, თავი გააქნია და ოთახიდან გავიდა.

XXI

არა, ყველაფერი აშკარად უარესობისკენ მიექანებოდა. მნიშვნელობა არ

ჰქონდა, ნაგელი ოთახში იჯდა თუ გარეთ დაეხეტებოდა, სიმშვიდე უკვე

ვეღარსად ეპოვნა. თავში ათასნაირი აზრი უტრიალებდა და ყოველი მათგანი

თავისებურად აწამებდა. ნეტავ მთელმა სამყარომ მის წინააღმდეგ რატომ შეკრა

პირი? ამის ახსნა ვერაფრით მოეხერხებინა. მშვენივრად ხვდებოდა, ქსელში

სულ უფრო მეტად იხლართებოდა. ემწუთასთანაც კი ვერაფერს გახდა და

უმნიშვნელო კონვერტის აღება ვერაფრით აიძულა.

უკვე ყველაფერი აუტანლად და შეუძლებლად ეჩვენებოდა, თანაც უცნაური,

ნერვიული შიში აეკვიატა და ესეც საშინლად აწამებდა. გამუდმებით

ელანდებოდა, რომ ყველგან რაღაც იდუმალი ხიფათი ჩასაფრებულიყო.

ფარდების ოდნავ ფრიალზეც კი შიშისაგან კრთოდა და ცახცახებდა. ეს ახალი

სატანჯველი საიდანღა დაატყდა თავს? მისი სახის უხეშ ნაკვთებს, რომლებიც

სილამაზით არც ადრე გამოირჩეოდა, მიმზიდველობა კიდევ უფრო დაეკარგა,

რადგან ნაგელმა წვერის გაპარსვაზეც აიღო ხელი. ამის გამო ლოყებსა და

ნიკაპზე ჯაგარივით უხეში წვერი მოსდებოდა. კაცს არც ის გამოჰპარვია, რომ

საფეთქლებთან თმა ოდნავ გასჭაღარავებოდა.

ნეტავ ასეთი რა უნდა მომხდარიყო? ნუთუ მზე კვლავინდებურად არ

ანათებდა, ნუთუ ნაგელს აღარ უხაროდა, რომ ჯერ ისევ ცოცხალი იყო და

შეეძლო სადაც მოესურვებოდა, იქ წასულიყო? ნუთუ სამყაროს დიდებულებას

ვეღარ აღიქვამდა? მზე ბაზრის მოედანსა და ზღვას ძველებურად

ასხივოსნებდა, ყოველი სახლის გვერდით მდებარე პაწაწინა ბაღჩაში ჩიტები

ჭიკჭიკებდნენ და ტოტიდან ტოტზე მოუსვენრად ფრთხიალებდნენ. გარშემო

ყველაფერი ოქროსფრად ლივლივებდა, მოხრეშილი ქუჩებიც კი ოქროსფერ

მტვერში გახვეულიყო. სამრეკლოს თავზე მოვერცხლილი გუმბათი

ლაჟვარდოვანი ცის ფონზე უზარმაზარი ბრილიანტივით ბრჭყვიალებდა.

და მოულოდნელად ნაგელი წარმოუდგენელი სიხარულის ტყვეობაში ექცევა.

ისეთი ძლიერი და უმართავი აღტაცება იპყრობს, რომ დუფიქრებლად

ფანჯრის რაფაზე ხტება და სასტუმროს კიბეზე მოთამაშე ბავშვებს თავზე

ვერცხლის მონეტებს აყრის.

Page 300: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- ბავშვებო, ჭკვიანად მოიქეცით! - ეუბნება პატარებს და მეტისმეტი

მღელვარებისგან სიტყვების წესიერად წარმოთქმა უჭირს. ნეტავ რისი ეშინია?

ადრინდელზე ცუდად სულაც არ გამოიყურება. გარდა ამისა, წვერის

გაპარსვასა და თავის მოწესრიგებაში ხელს ვინ უშლის? ეს ხომ მხოლოდ მის

სურვილზეა დამოკიდებული. და ნაგელი სადალაქოსკენ გაემართა.

გზად ისიც გაახსენდა, რომ რაღაც ნივთები უნდა შეეძინა. არც სარასთვის

დაპირებული სამაჯური უნდა დავიწყებოდა... და სამყაროსთან

შეხმატკბილებული, უდარდელი ბავშვივით სახეგაბრწყინებული ნაგელი

თავისი საქმეების სისრულეში მოსაყვანად ღიღინ-ღიღინით მიემართება. უკვე

იცის, რომ მისი ადრინდელი შიში და უსიამოვნება მისივე წარმოსახვის ნაყოფი

იყო და სხვა არაფერი.

გუნებაგამოკეთებულს თავში მხოლოდ ნათელი ფიქრები უტრიალებს. მერე რა

მოხდა, თუ სულ ცოტა ხნის წინ ემწუთასთან საკმაოდ მძიმე და უსიამოვნო

საუბარი ჰქონდა. ეს ყველაფერი თითქმის დაავიწყდა და მეხსიერებაში

ბუნდოვანი სიზმარივით შემორჩა. კარგი, ემწუთამ კონვერტის გამორთმევა არ

ინება, მაგრამ ერთი კონვერტი ხომ მარტასთვისაც გაამზადა. ნაგელს ძალიან

მოუნდა, თავისი ზღვარგადასული სიხარული სხვებისთვისაც გაეზიარებინა

და გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, წერილი ადრესატისთვის

მიეწვდინა. მაგრამ როგორ მოიქცეს? საფულე გახსნა და კონვერტი შეამოწმა.

იქნებ გაებედა და კონვერტი დაგნისთვის გაეგზავნა? არა, ამას ვერ გაბედავდა.

ნაგელი ჩაფიქრდა. არადა ძალიან უნდოდა, კონვერტი მარტასთვის

აუცილებლად გაეგზავნა, თანაც რაც შეიძლება ჩქარა. კონვერტში არანაირი

წერილი არ იდო, ერთი სიტყვაც კი არსად ეწერა, მხოლოდ რამდენიმე

ქაღალდის კუპიურა იდო. იქნებ ეს დავალება ექიმ სტენერსენისთვის მიენდო?

ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა და კმაყოფილი სახით ექიმის სახლისკენ გაემართა.

უკვე ექვსი საათი შესრულებულიყო.

ნაგელი ექიმის კაბინეტის კარზე აკაკუნებს. კარი დაკეტილია. მაშინ ეზოს

მხრიდან უვლის და სამზარეულოსკენ მიიჩქარის, რათა ექიმის ასავალ-

დასავალი იქ მაინც გაარკვიოს. წორედ ამ დროს ბაღჩიდან ფრუ სტენერსენი

უხმობს.

მთელი ოჯახი ბაღჩაში, დიდი ქვის მაგიდის გარშემო შეკრებილა და ყავას

შეექცევა. მათთან ერთად რამდენიმე სტუმარიც მოჩანს. დაგნი შელანდიც მათ

შორისაა. ქალიშვილს წვრილი, ღია ფერის ყვავილების არშიაშემოვლებული

თეთრი, ქათქათა შლაპა ახურავს.

Page 301: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელი უკან იხევს და დაბნეული ლუღლუღებს:

- მე ექიმთან, ექიმთან...

ღმერთო, ნუთუ ავადაა?

არა, არა, ავად არ არის.

მაშინ არსად გაუშვებენ.

ფრუ სტენერსენმა ხელი მკლავში ჩაავლო და მაგიდასთან მიიყვანა. დაგნი

სკამიდან წამოდგა და ადგილი დაუთმო. ნაგელმა შეხედა... მათ ერთმანეთს

შეხედეს. ქალი სწორედ მისი გულისთვის ადგა და ხმადაბლა უთხრა: გთხოვთ,

აი, ამ სკამზე დაბრძანდით!

მაგრამ ნაგელი სულ სხვა სკამზე, ექიმის გვერდით დაჯდა.

ასეთმა მიღებამ ცოტა არ იყოს, გააოგნა. დაგნიმ მზრუნველად შეხედა და

თავისი ადგილი შესთავაზა! ნაგელს გული ძლიერად უცემდა. იქნებ

მარტასთვის გადასაცემი კონვერტი მაინც ფრეკენ შელანდისთვის

დაეტოვებინა?

რამდენიმე წუთში ისევ დამშვიდდა. მაგიდასთან საკმაოდ ხალისიანი საუბარი

გაიმართა, ერთი სასაუბრო თემიდან მეორეზე გადადიოდნენ. ნაგელის არსება

ისევ ნათელმა სიხარულმა დაიმონა და ხმა მსუბუქად აუთრთოლა. იგი

ცოცხალი იყო, არ მომკვდარა და სიკვდილს არც აპირებდა!

გადამწვანებულ, მცენარეებით დაჩრდილულ ბაღში მდგარი მაგიდის გარშემო,

რომელზეც თეთრი სუფრა გადაეფარებინათ და პრიალა ვერცხლის ჭურჭელი

დაელაგებინათ, საკმაოდ მხიარული საზოგადოება შემკრებილიყო. ყველა

იცინოდა და თვალები უბრწყინავდა. დაღვრემილი ჯდომის მიზეზი არც

ნაგელს ჰქონდა.

- იქნებ ჩვენ მიმართ გულმოწყალება გამოიჩინოთ, ვიოლინო აიღოთ და რამე

დაგვიკრათ, - სთხოვს დიასახლისი.

არა, ახლა ეს საიდან გაახსენდა!

ნაგელს დაკვრა სხვებმაც სთხოვეს. მას გაეცინა და თქვა:

- კი მაგრამ, მე ხომ ვიოლინო არ მაქვს!

არაფერია, ორღანისტთან ახლავე ვინმეს გაგზავნიან და ორიოდე წუთში

ვიოლინოც ადგილზე გაჩნდება.

Page 302: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

არა, აზრი არა აქვს, რადგან ნაგელი ინსტრუმენტს თითსაც არ დააკარებს.

გარდა ამისა, ორღანისტის ვიოლინო გრიფზე ჩაწებებული პაწაწინა ლალის

თვლების გამო წყობიდანაა გამოსული და შუშასავით ცივ ხმას გამოსცემს.

თვლები იმ ადგილას არ უნდა ჩაემაგრებინათ. იმ ინსტრუმენტზე დაკვრა

მართლა აუტანელია. ისე, ხემს ცოტა უფრო სხარტად რომ ამოძრავებდეს,

უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ეს დიდად არასოდეს ეხერხებოდა. თვითონ

სხვებზე უკეთ იცის, რა შეუძლია, ხომ ასეა?... და მოულოდნელად ნაგელი იმ

ამბის მოყოლას იწყებს, როცა მისი შესრულება პირველად და უკანასკნელად

საჯაროდ იქნა განხილული. ამ შემთხვევას მისთვის ერთგვარი სიმბოლური

დატვირთვაც ჰქონდა. მოკლედ, ერთ საღამოს ლოგინში იწვა და

ადგილობრივი გაზეთის თვალიერებით იქცევდა თავს. მაშინ ძალიან

ახალგაზრდა იყო და ჯერ კიდევ მშობლების სახლში ცხოვრობდა.

მოულოდნელად ხედავს, რომ გაზეთში მის შესრულებაზე მშვენიერი

რეცენზია დაუწერიათ. ღმერთო, ამ ამბავმა რა ძალიან გაახარა! რეცენზია

უამრავჯერ წაიკითხა და ბოლოს ისე ჩაეძინა, სანთლების ჩაქრობაც კი

დაავიწყდა. შუაღამისას გამოეღვიძა, საშინელ დაღლილობას გრძნობდა,

სანთლები ბოლომდე ჩამწვარიყო და ოთახში საკმაოდ ბნელოდა. უცებ

შეამჩნია, რომ იატაკზე რაღაც თეთრად ანათებდა. გაახსენდა, რომ ოთახში

ტაშტი იდგა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, შეემოწმებინა. საზოგადოების წინაშე

ამისი თქმა უხერხულია, მაგრამ... მოკლედ, გადააფურთხა და მიხვდა, რომ

მიზანში გაარტყა. რადგან პირველივე მცდელობაზე ასე გაუმართლა, კიდევ

ერთხელ გადააფურთხა და ისევ მშვენივრად დაუმიზნა. ამის შემდეგ კვლავ

დაწვა და მშვიდად დაიძინა. დილით კი ნახა, რომ თურმე ტაშტში კი არა,

მისთვის ასე ძვირფას გაზეთზე უფურთხებია. სინამდვილეში იმ სასიამოვნო

საზოგადოებრივი აზრისთვის მიუფურთხებია. ჰა-ჰა! მართლა ძალიან

სამწუხარო შემთხვევა იყო!

მის ამბავზე ყველამ გულიანად იცინა და საზოგადოება კიდევ უფრო

გახალისდა.

- მგონი ადრინდელთან შედარებით დღეს ცოტათი ფერმკრთალი მეჩვენებით, -

უთხრა ფრუ სტენერსენმა.

- ოჰ... ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თავს შეუძლოდ ვგრძნობ, - უპასუხა

დიასახლისს ნაგელმა და თავის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ეჭვების

გამო ხმამაღლა გაეცინა.

მოულოდნელად სახეზე ჭარხლისფერი ედება, სკამიდან დგება და ამბობს, რომ

რაღაც მართლა აწუხებს. თავადაც ვერ გაუგია რა, მაგრამ გამუდმებით

Page 303: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ფიქრობს, რომ რაღაც ცუდი უნდა შეემთხვეს და ამის გამო ცოტა შეშინებულია.

ჰა-ჰა-ჰა! ასეთი რამ სტუმრებს სხვა დროს თუ სმენიათ? საკმაოდ სასაცილოდ

ჟღერს. გარდა ამისა, ეს შეგრძნება ბევრს არაფერს ნიშნავს, ხომ ასეა? ასეთი

შემთხვევა ადრეც ჰქონია.

და ყველა ერთხმად სთხოვს, იმ შემთხვევის შესახებ მოყვეს.

არა, არ ღირს. ერთი უმნიშვნელო, სულელური ამბავია. სისულელეზე დროის

დახარჯვა კი რა საჭიროა? თანაც სტუმრებისთვის საკმაოდ მოსაწყენიც

იქნება...

არა, მოსაწყენი სულაც არ იქნება.

კი მაგრამ, ამბავი საკმაოდ გრძელია. ეს ისტორია სან ფრანცისკოში იწყება...

ერთ დღესაც იჯდა და ოპიუმს ეწეოდა...

ოპიუმს? ღმერთო, რა საინტერესოა!

- არა, ქალბატონო, პირიქით... საკმაოდ არასასიამოვნოა, რადგან ის შიში ჯერ

ისევ თან მდევს, თანაც დღისით, მზისით... არ იფიქროთ, რომ ოპიუმს

ყოველდღიურად ვეწევი. მხოლოდ ორჯერ მაქვს გასინჯული და

გამოგიტყდებით, მეორე მოწევის შემდეგ მის მიმართ ყველანაირი ინტერესი

ეკარგება კაცს. თუმცა, როდესაც ოპიუმი პირველად მოვწიე, ერთობ უცნაური

განცდა დამეუფლა. დიახ, მართლა ასეა. მაშინ ეგრეთ წოდებულ „დენ“-ში,

ოპიუმის ბუნაგში აღმოვჩნდი. იქ როგორ მოვხვდი? როგორ და, სრულიად

შემთხვევით. ... გზააბნეული ქუჩებში დავეხეტები, ადამიანებს ვათვალიერებ,

ბოლოს კი ერთ კონკრეტულ პიროვნებას მიზანში ვიღებ და ფეხდაფეხ

ვედევნები. მინდა ვნახო, სად მიმიყვანს. მასთან ერთად უცხო სახლში

მოურიდებლად, პირდაპირ შევდივარ და ორივენი კიბეზე ავდივართ.

მაინტერესებს, სად აპირებს გაჩერებას. დიდ ქალაქებში ღამღამობით ხეტიალი

განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ამ დროს შეიძლება ათასნაირ ადამიანს

გადააწყდე. მაგრამ, ახლა ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ... მოკლედ, სან-

ფრანცისკოში ვიმყოფები და ქუჩაში დავეხეტები. საკმაოდ ბნელი ღამეა.

ამჯერად ერთ მაღალ, სუსტი აღნაგობის ქალს მივდევ უკან და ვცდილობ,

თვალი წუთითაც არ მოვაცილო. ქუჩის ფანრებს გვერდს ვუქცევთ და მათ

მკრთალ შუქზე გარკვევით ვხედავ, ქალს შილიფად აცვია, ყელზე კი მწვანე

ქვებით მოჭედილი ჯვარი უკეთია. ნეტავ სად მიდის? რამდენიმე კვარტალს

უკან იტოვებს, ერთ-ერთი ქუჩის კუთხეში უხვევს და გზას აგრძელებს.

გაუჩერებლად მიდის, მე კი ისევ ისე, ფეხდაფეხ მივდევ. ბოლოს ჩინელების

უბანში შევდივართ. ქალი სარდაფის კიბეზე ჩადის, მეც მივყვები. გრძელ

Page 304: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დერეფანს გადის, იქაც მივყვები. ჩვენგან მარჯვნივ ქვის კედელი აღმართულა,

მარცხნივ კი სხვადასხვა დაწესებულებაა: კაფეები, სადალაქოები და

სამრეცხაოები. ქალი ერთ-ერთ კართან ჩერდება და აკაკუნებს. კარს პატარა

ფანჯარა აქვს. მოულოდნელად ფანჯარაში კაცის სახეს ვხედავ. ქალს თავისი

ელამი თვალებით ათვალიერებს, კარს აღებს და შიგნით უშვებს. ხმას არ ვიღებ,

დერეფანში კიდევ ცოტა ხანს ვიცდი და იმავე კარზე ვაკაკუნებ. კარი იღება და

მეც შიგნით შევდივარ.

ოთახში სიგარეტის საშინელი კვამლი დგას და გამაყრუებელი ხმაურია.

ვხედავ, ის გამხდარი ქალი მოშორებით, დახლთან დგას და ჩინელ მამაკაცს,

რომელსაც შარვალზე გადმოჩაჩული ლურჯი პერანგი აცვია, რაღაცაზე

გაცხარებით ესაუბრება. მათთან ახლოს მივდივარ და ვიგებ, ქალს თავისი

ჯვრის დაგირავება სურს, მაგრამ არ უნდა, ჯვარი სხვას ჩაუგდოს ხელში,

უნდა, რომ თვითონვე შეინახოს. საქმე ორ დოლარს ეხება, ამას გარდა, ქალს

ძველი ვალიც ჰქონია... ასე რომ, ყველაფერი ერთად სამი დოლარი გამოდის.

კარგი. ქალი აშკარად ღელავს, ტირილს ვერ იკავებს და ნერვიულობისგან

ხელებს ისრესს. საინტერესო ქალია, ვფიქრობ ჩემთვის. თუმცა ის

ლურჯპერანგიანი ჩინელიც არანაკლებ საინტერესო იყო. თავისას არ თმობდა

და კვლავ იმეორებდა, რომ თუ გირაოს სანაცვლოდ ჯვარს არ მიიღებდა, მაშინ

ყველანაირ გარიგებაზე უარს ამბობდა. ან ჯვრის გირაოში დატოვება, ანდა

ვალის გასტუმრება!

- ცოტა ხანს ჩამოვჯდები და დავფიქრდები, - ეუბნება ქალი, - თავადაც

ვხვდები, რომ ბოლოს მაინც დამიყოლიებ, მაგრამ წესით ამას არ უნდა

ვაკეთებდე, - და ისევ ტირილს იწყებს, ჩინელს სახეში მხურვალე ცრემლებს

აფრქვევს და ხელებს ისრესს.

- რას არ უნდა აკეთებდეთ? - ვეკითხები ქალს, მაგრამ ის ხვდება, რომ

უცხოელი ვარ და პასუხს არ მცემს.

მართლა ძალიან საინტერესო ქალი ჩანს და სურვილი მიჩნდება, რაღაცით

დავეხმარო. ჩემივე ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტე,

მისთვის ის თანხა მეჩუქებინა და მენახა, ამ საქმიდან რა გამოვიდოდა.

მოკლედ, ჯერ ორ დოლარს ვაძლევ, ცოტა ხანში კი ხელში ერთდოლარიანსაც

ვუჩურთავ და ვიცდი, მინდა ვნახო, იმ ფულს როგორ გამოიყენებს. მართლა

საინტერესოა, რა მოხდება.

გაოცებული ქალი თვალებდაჭყეტილი შემომყურებს, ხმას არ იღებს, თავს

რამდენჯერმე მიქნევს და ცრემლებს ძლივს იკავებს. დიახ, ასეთი საქციელი

Page 305: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ცნობისმოყვარეობის გამო ჩავიდინე. კარგი... ქალი ბართან მიდის, მთელ

თანხას ვალში იხდის, ჩინელთან ანგარიშს ასწორებს და ითხოვს, რომ

სასწრაფოდ ოთახი დაუთმონ.

იგი გადის, მე უკან მივყვები. ისევ გრძელ დერეფანს მივუყვებით. დერეფნის

ორივე მხარეს დანომრილი ოთახებია. ქალი ერთ-ერთ ასეთ ოთახში

უჩინარდება და კარს იკეტავს. ცოტა ხანს ვიცდი, ქალი არ ჩანს. კარის

სახელურს ვამოწმებ და ვრწმუნდები, რომ ჩაკეტილია. მაშინ გვერდითა

ოთახში შევდივარ და ახლა იქ ვიცდი. კედელში ჩამაგრებული სანათურით

განათებულ ოთახში წითელი ფერის დივანი დგას. სანათურთან ახლოს ზარსაც

ვამჩნევ. დრო საშინლად იწელება, მოწყენილობა მიპყრობს და დივანზე ვწვები.

თავის შესაქცევად ზარის ღილაკს თითს ვაჭერ. არაფერი მჭირდება, მაგრამ

ზარს მაინც ვაწკარუნებ.

ოთახში ჩინელი ყმაწვილი შემოდის, ცოტა ხანს მიყურებს და მიდის. ამის

შემდეგ რამდენიმე წუთი გადის. შემოდი, ნება მომეცი კიდევ ერთხელ გნახო...

რატომ აღარ მოდიხარ?! - ვამბობ ჩემთვის. დროის გაყვანისა და გართობის

მიზნით ზარს კიდევ ერთხელ ვაწკარუნებ.

ჩინელი ყმაწვილი კვლავ ბრუნდება. ფეხზე ქეჩის ჩუსტები აცვია და ოთახში

სრიალით, მოჩვენებასავით უჩუმრად იპარება. არაფერს ამბობს, მეც ჩუმად

ვარ. მოულოდნელად პაწაწინა ფაიფურის ყალიონს მაწვდის, რომელზეც

გრძელი, წვრილი მილია მიმაგრებული. ყალიონს ვართმევ და მოწევას ვიწყებ.

ის კი დგას და თვალს არ მაცილებს. ყალიონის მოტანა არ მითხოვია, მაგრამ

მაინც ვეწევი. და სულ ცოტა ხანში, ყურებში უცნაურ ზუზუნს ვგრძნობ...

აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ იმას ვგრძნობ, რომ სადღაც, სიმაღლეზე

ვდგავარ. თანდათან ფეხქვეშ მიწა მეცლება და ჰაერში ვრჩები, სულ უფრო

ზემოთ მივიწევ და სივრცეში დავფარფატებ. გარშემო თვალისმომჭრელი

სინათლეა და ღრუბლები, გზადაგზა რომ მხვდება, ბამბის ქულასავით

თეთრია. ვინ ვარ და საით მივფრინავ? გონებას ვძაბავ, მაგრამ ვერაფერს

ვიხსენებ. უკვე საოცრად მაღლა ვარ. შორეულ, მწვანედ აბიბინებულ

მინდვრებს, ლურჯ კამკამა ზღვებს, ხეობებსა და ოქროსფრად მოლივლივე

კლდეებს უკვე ზემოდან დავყურებ. ყურში ვარსკვლავების ჯადოსნური

მუსიკა ჩამესმის და ამ საოცარი ჰანგების ფონზე თითქოს კოსმოსიც ტაატით

ირწევა. მაგრამ ვხვდები, რომ ყველაფერზე დიდ სიხარულს ქათქათა

ღრუბლები მანიჭებს. ისინი ჩემკენ მოცურავენ, მე კი ამ ღრუბლებში

ვლივლივებ და ასე მგონია, ზედმეტი ნეტარებისგან სადაცაა გონებას

დავკარგავ. ეს სიამოვნება უსასრულოდ გრძელდება, დროის აღქმის უნარს

Page 306: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვკარგავ და აღარც ის მახსოვს, ვინ ვარ... მაგრამ მოულოდნელად ჩემს გულში

მიწიერმა მოგონებამ იფეთქა და ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა დაშვებას ვიწყებ.

ვეშვები, ვეშვები, სინათლე თანდათან მკრთალდება, ირგვლივ სიბნელე

ისადგურებს, უკვე მიწასაც გარკვევით ვხედავ და მახსენდება, ვინ ვარ. დაბლა

ქალაქებია, ქარი ქრის და კვამლის ბურუსი ჩამოწოლილა. მოულოდნელად

ვჩერდები, აქეთ-იქით ვიხედები და ვხედავ, შუაგულ ოკეანეში ვიმყოფები.

ბედნიერი უკვე აღარ ვარ, ქვებზე ვენარცხები და ძალიან მცივა. ვგრძნობ,

ქვიშიან ზედაპირზე ვდგავარ, გარს კი ოკეანის წყალი მაკრავს. ვცდილობ,

ზევითკენ გავცურო. ცურვისას გზად ულამაზესი, სქელფოთლებიანი, ხასხასა

მწვანე წყალმცენარეები მხვდება. უმშვენიერესი ოკეანის ყვავილები მაღალ

ღეროებზე ნარნარით ირწევა. ეს ყრუ სამყაროა, აქ ერთ ზედმეტ ბგერასაც ვერ

გაიგონებ, მაგრამ ამ სამყაროში ყველაფერი ცოცხალია და განუწყვეტლივ

მოძრაობს. ხელს რამდენჯერმე ძლიერად ვიქნევ და მარჯნის რიფთან

ვცურდები. მარჯნებს ვერსად ვხედავ, რიფი ვიღაცას გაუძარცვავს. ჩემამდე აქ

ვიღაც იყო-მეთქი, ვფიქრობ ჩემთვის. თავს უკვე ისე მარტოსულად აღარ

ვგრძნობ, რადგან ვიცი, აქ სხვაც ყოფილა. ცურვას ვაგრძელებ, მინდა

ნაპირამდე მივცურო, მაგრამ ხელებით რამდენიმე მოძრაობას ვაკეთებ და

ვჩერდები. იმიტომ ვჩერდები, რომ წყლის ფსკერზე, ჩემ ფერხთით, ადამიანს

ვხედავ. მაღალი, სუსტი აღნაგობის ქალია. ქვაზე წევს და სხეულზე უამრავი

ნაჭრილობევი ამჩნევია. მისკენ ვიხრები და ხელით ვეხები. საოცრად ნაცნობი

სახე აქვს, დარწმუნებული ვარ, სადღაც მინახავს. ქალი მკვდარია, მაგრამ მე

ამას ვერ ვხვდები. მწვანე ქვებით მოჭედილი ჯვრის დანახვისთანავე

მახსენდება, ვინც არის. სწორედ ის ქალია, გრძელ დერეფანში, დანომრილ

ოთახებამდე რომ მივყევი. მინდა ცურვა გავაგრძელო, მაგრამ ცოტა ხნით

ვყოვნდები და ქალს სხვაგვარად ვაწვენ. ქვაზე უსიამოვნოდ არის

გაშხლართული, თვალები კი ფართოდ გახელილი დარჩენია... ეს ყველაფერი

ჩემზე საშინლად მოქმედებს. თუმცა მაინც ვბედავ, ქვიდან ვაცურებ და თეთრ

ქვიშიან ფსკერზე გადამყავს. ყელზე დაკიდებულ ჯვარს კაბის საყელოს ქვეშ

ვუმალავ, რადგან არ მინდა, თევზებმა მოსტაცონ. ამის შემდეგ ცურვას

ვაგრძელებ...

დილას მიამბეს, რომ ქალი ღამით გარდაცვლილიყო. ჩინელების უბნის

მახლობლად მდებარე სანაპიროზე გასულა და ზღვაში გადამხტარა. მისი გვამი

გამთენიისას უპოვნიათ. დიახ, ძალიან უცნაური კია, მაგრამ ის ქალი მართლა

გარდაიცვალა. იქნებ, თუ შევეცდები, კიდევ ერთხელ შევხვდე-მეთქი,

გავიფიქრე და ამ მიზნით ოპიუმი ისევ მოვწიე, მაგრამ უკვე აღარ

შევხვედრივარ.

Page 307: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მაინც რა უცნაურია! რამდენიმე ხნის შემდეგ კიდევ ერთი უჩვეულო ამბავი

შემემთხვა. უკვე ევროპაში ვიყავი დაბრუნებული და სახლში ვიმყოფებოდი.

ერთ თბილ საღამოს ქუჩაში სასეირნოდ გავედი. ჯერ ქალაქში ვიხეტიალე,

შემდეგ კი სანაპიროს მივაშურე. კარგა ხანს სატუმბ დანადგარებთან ვიდექი და

გემებზე მყოფი ადამიანების საუბარს ვაყურადებდი. ირგვლივ სიჩუმე

გამეფებულიყო, ტუმბოებიც გამოერთოთ. დაღლილი ვიყავი, მაგრამ ისეთი

თბილი ღამე იყო, სახლში წასვლა არ მინდოდა. მაშინ ერთ-ერთ ტუმბოზე

ბოლომდე ავძვერი და დავჯექი. თბილმა ნიავმა და მშვიდმა გარემომ თავისი

ქნა და ღრმად ჩამეძინა.

ყვირილის ხმამ გამომაღვიძა. მესმის, რომ ვიღაც მეძახის და ქვემოთ ვიხედები.

ქვებზე უცნობი ქალი დგას. მაღალია, სუსტი აღნაგობის. ფარნის შუქზე

ცხადად ვხედავ, რომ შილიფად აცვია.

ქალს ვესალმები.

- წვიმს, - მეუბნება ის.

ნამდვილად ვერ ვიგრძენი, რომ წვიმდა... მაგრამ თუ ასეა, აჯობებს, სადმე

შევაფარო თავი. ტუმბოდან ცოცვით ჩამოვდივარ. სწორედ ამ დროს საშინელი

გუგუნი მესმის და ვხედავ, რომ ტუმბოს უზარმაზარი ბერკეტი ტრიალდება,

ყველა ტუმბოს მექანიზმი ერთხმად ირთვება და მოქმედებას იწყებს.

დროულად რომ არ ჩამოვმძვრალიყავი, ნაფლეთებად ვიქცეოდი. ამას მაშინვე

მივხვდი.

აქეთ-იქით ვიხედები, ცოტათი მართლა წვიმს. ქალი ზურგს მაქცევს და მიდის.

თვალს არ ვაცილებ და უცებ მახსენდება, ვინც არის. მწვანე ჯვარი ისევ ყელზე

ჰკიდია. ქალი პირველი დანახვისთანავე ვიცანი, მაგრამ ისე ვიქცეოდი,

თითქოს ვერ მივხვდი, ვინ იყო. მინდა დავეწიო, გავრბივარ, რაც ძალი და ღონე

მაქვს, მაგრამ ვეღარსად ვპოულობ. მახსოვს, როცა მიდიოდა, მიწაზე ფეხს არ

ადგამდა, მსუბუქად, ნარნარით მისრიალებდა, ბოლოს კი ქუჩის კუთხეში

შეუხვია და გაუჩინარდა.

ეს ამბავი ოთხი წლის წინ მოხდა.

ნაგელი გაჩუმდა. ექიმს ეტყობოდა, სიცილს ძლივს იკავებდა, მაგრამ თავს

ძალა დაატანა და საკმაოდ სერიოზული ტონით ჰკითხა:

- მას შემდეგ იმ ქალს აღარ შეხვედრიხართ?

Page 308: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- როგორ არა. დღეს დილას ისევ ვნახე. შიშის გრძნობა ამიტომაც ამეკვიატა.

ჩემი ოთახის ფანჯარასთან ვიდექი და ქუჩას გადავყურებდი. მოულოდნელად

ის ქალი დავინახე, სასტუმროსკენ მოიჩქაროდა. მოედანი გადმოჭრა, კაცი

იფიქრებდა, რომ პირდაპირ ზღვიდან, ნავსადგურიდან მოდიოდა. მერე ჩემი

ფანჯრების წინ გაჩერდა და ამომხედა. ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი,

რომ მე მიყურებდა, ამის შესამოწმებლად მეორე ფანჯრისკენ გადავინაცვლე,

მაგრამ მზერით იქაც მომძებნა და ისევ მომაჩერდა. მაშინ თავის დაკვრით

მივესალმე. ის კი სწრაფად შებრუნდა, ისეთივე ნარნარით მოედანი გადაიარა

და გეზი კვლავ ნავსადგურისკენ აიღო. ლეკვ იაკობსენს ბეწვი აეშალა და

სასტუმროდან საშინელი ყეფით გამოვარდა. ამ ყველაფერმა ჩემზე გარკვეული

შთაბეჭდილება მოახდინა. ის ქალი უკვე კარგა ხნის დავიწყებული მყავდა,

მაგრამ დღეს ისევ გამომეცხადა. ვინ იცის, იქნებ ჩემი გაფრთხილებაც უნდოდა.

ექიმმა თავი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.

- დიახ, ალბათ უნდოდა გაეფრთხილებინეთ, რომ ჩვენთან არ მოსულიყავით.

- არა, ვფიქრობ, რომ ამჯერად შეცდა. საშიში მართლა არაფერია. მაგრამ მაშინ

რომ არ გავეფრთხილებინე, ტუმბოს ბერკეტი ნამდვილად ნაფლეთებად

მაქცევდა. ახლაც სწორედ ამიტომ მეშინია. მაგრამ მგონი, ეს ბევრს არაფერს

უნდა ნიშნავდეს, ხომ მეთანხმებით? ჰა-ჰა! წარმოიდგინეთ, ჩვენი ცხოვრება

მართლა მსგავს მოვლენებზე რომ იყოს დამოკიდებული, რა კარგი სანახავები

ვიქნებოდით. მართლა სასაცილოა!

- ნევროზულობა და ცრურწმენაა! - დაასკვნა ექიმმა.

თავისი ისტორიების მოყოლა ახლა სხვა სტუმრებმაც წამოიწყეს, საათი საათს

მისდევდა. დღე თანდათან მიილია და მოსაღამოვდა. ნაგელი აღარაფერს

ამბობდა, თავს შეუძლოდ გრძნობდა და ციებაშეყრილივით აჟრჟოლებდა.

ბოლოს ადგა და წასვლა დააპირა. რატომღაც მაინც გადაწყვიტა, დაგნი არ

შეეწუხებინა და მარტასთვის განკუთვნილი კონვერტი აღარ მისცა. იქნებ

მეორე დღეს ექიმს შეხვდეს სადმე და კონვერტის გაგზავნა მას სთხოვოს?

ნაგელის მხიარული განწყობა უკვე ჩაფერფლილიყო... სწორედ იმ დროს, როცა

წასასვლელად გაემზადა, დაგნიც წამოდგა. კაცი ამ ამბავმა ძალიან გააკვირვა.

- ისეთ უსიამოვნო ამბებს ჰყვებით, რომ უკვე მეც შიშმა ამიტანა, - თქვა ქალმა, -

ამიტომ მირჩევნია, შინ დაბნელებამდე მივიდე.

ბაღიდან ერთად გავიდნენ. დაგნის გვერდით სიარულმა ნაგელს ისეთი

სიხარული მიანიჭა, რომ ციებამ მაშინვე გადაუარა და სხეულში სასიამოვნო

Page 309: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

სითბო ჩეღვარა. ახლა უკვე შეეძლო ქალისთვის მარტას კონვერტი მიეცა. ამაზე

უკეთესი საშუალება ალბათ აღარც მიეცემოდა.

- თუ არ ვცდები, ჩემთან ლაპარაკი გსურდათ, არა? - დაიძახა ექიმმა.

ნაგელი დაიბნა და უპასუხა:

- არა, ისეთი არაფერია... უბრალოდ, მინდოდა მენახეთ... კარგა ხნის უნახავი

მყავდით... ახლა კი, მშვიდობით!

ქუჩაში გასვლისთანავე ნაგელს მღელვარებისგან გული აუჩქროლდა.

ნაკლებად არც დაგნი ღელავდა. საკუთარი გრძნობების შენიღბვის მიზნით

ქალი ამინდზე ალაპარაკდა და აღნიშნა, რა საოცრად თბილი საღამოაო.

დიახ, თბილი და მშვიდი!

კაცს არაფერი უთქვამს. უხმოდ მიაბიჯებდა და ქალს შეჰყურებდა. მას ისეთივე

ხავერდოვანი მზერა და გრძელი, ქერა ნაწნავი ჰქონდა, როგორც ადრე.

ნაგელის გულში გრძნობებმა ახალი ძალით იფეთქა, დაგნის სიახლოვემ

უცნაურად გააბრუა და რატომღაც თვალებზე ხელი აიფარა. ეს ქალი ყოველი

შეხვედრისას სულ უფრო ლამაზი ეჩვენებოდა, ყოველი შეხვედრისას! ნაგელს

უკვე ყველაფერი დაავიწყდა. აღარ ახსოვდა, რომ ქალი გამუდმებით

დასცინოდა და აბუჩად იგდებდა, აღარც ის ახსოვდა, რომ მარტა წაართვა და

გადაუმალა. წამიერად ის შემთხვევაც გადაავიწყდა, როცა ქალმა გზაზე

ცხვირსახოცი დაუგდო და მის ცდუნებასა და მახეში გაბმას უმოწყალოდ

ცდილობდა. გრძნობების დამორჩილების მიზნით ნაგელი იძულებული გახდა,

სხვა მხარეს შეტრიალებულიყო. არა, ამჯერად უნდა მოახერხოს და თავი

ხელში აიყვანოს! თავისი საქციელით დაგნი ორჯერ უკვე გამოიყვანა

წყობილებიდან. რაც უნდა იყოს, კაცია და მეტი მოთმინება მართებს!

დაძაბულობისგან სუნთქვა ეკვრის და ყველანაირად ცდილობს, გრძნობები

მოთოკოს.

მალე მთავარ ქუჩაზე გავიდნენ. სასტუმრო ქუჩის მარჯვენა მხარეს იყო. ქალს

აშკარად ეტყობოდა, ნაგელთან საუბარი სურდა, მაგრამ კაცი ხმის ამოღებას არ

ჩქარობდა. ნუთუ სახლამდე მიაცილებს, გზად ხომ იმხელა ტყეა გასავლელი...

მოულოდნელად ქალმა ნაგელს შეხედა და უთხრა:

- იმ ამბისთვის, წეღან რომ მოგვიყევით, მადლობა მინდა გადაგიხადოთ.

მითხარით, ახლაც გეშინიათ? მგონი, საშიში არაფერია.

Page 310: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დიახ, იმ დღეს დაგნი აშკარად უფრო ლმობიერი და კეთილი იყო. სწორედ

ამის გამო კაცმა გადაწყვიტა, კონვერტის თაობაზე მაინც დალაპარაკებოდა.

- მინდა, რაღაც გთხოვოთ... - დაიწყო მან, - თუმცა მგონია, არასწორად ვიქცევი.

რატომღაც მეეჭვება, ჩემი დახმარება ისურვოთ.

- რატომაც არა, სიამოვნებით დაგეხმარებით! - უპასუხა ქალმა.

დაგეხმარებიო, სწორედ ასე თქვა.

ნაგელმა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო.

- მინდა, ეს კონვერტი ერთ ადამიანს გადასცეთ. მხოლოდ მოკლე

შეტყობინებაა, რაღაც... მოკლედ, ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ...

კონვერტი ფრეკენ გუდესთვისაა. იქნებ თქვენ მაინც იცით, სად არის? ის ხომ

აქედან გაემგზავრა.

დაგნი გაჩერდა და კაცს შეხედა. ზღვისფერ თვალებში უცნაური ბინდი

ჩასდგომოდა. ცოტა ხანს ასე იდგა და ხმა ვერ ამოეღო.

- ფრეკენ გუდესთვის? - წარმოთქვა ბოლოს.

- დიახ. თუ დამეხმარებით, დიდად დამავალებთ. თუმცა მოცდაც შეიძლება,

საჩქარო არაფერია...

- დიახ, რა თქმა უნდა! - დაუყოვნებლივ მიუგო ქალმა, - კონვერტი მომეცით.

ყველანაირად შევეცდები, წერილი ფრეკენ გუდეს მივაწვდინო.

დაგნიმ კონვერტი ჯიბეში ჩაიდო, ნაგელს თავი ცივად დაუკრა და უთხრა:

დიახ, დიახ... დღევანდელი საღამოსთვის მადლობელი ვარ! ახლა კი უნდა

წავიდე.

და სანამ წავიდოდა, კაცს კიდევ ერთხელ შეხედა.

ნაგელი ადგილიდან არ იძროდა. ნეტავ დაგნიმ საუბარი ასე მოულოდნელად

რატომ გაწყვიტა? წასვლისას ხომ გაბრაზებული სულაც არ ჩანდა. არც მზერა

ჰქონდა ბრაზიანი. პირიქით. მაგრამ მაინც სასწრაფოდ წავიდა. აი, ახლა

სადაცაა, პასტორის მამულისკენ მიმავალ გზაზე გადაუხვევს... აი, თვალსაც

მიეფარა...

დაგნი უკვე აღარ ჩანდა, ნაგელი სასტუმროსკენ გაემართა.

ქალს თავზე თოვლივით ქათქათა შლაპა ეხურა. და წასვლისას ნაგელს ისე

უცნაურად შეხედა...

Page 311: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

XXII

მართლა რა უცნაურად შეხედა დაგნიმ! ნაგელი ვერაფერს მიხვდა. როგორც

ჩანს, ამჯერადაც რაღაც აწყენინა. თუ ისევ ნახავს, თავის საქციელს

აუცილებლად გამოასწორებს. ახლა თავი საშინლად აქვს დამძიმებული...

თუმცა არაფრისაც არ უნდა ეშინოდეს. მადლობა ღმერთს, საშიში მართლა

არაფერია.

დივანზე ჩამოჯდა და წიგნი გადაფურცლა. წაკითხვა არც უცდია.

მოულოდნელად ფეხზე წამოხტა და აღელვებული ფანჯარასთან მივიდა. არ

უნდოდა საკუთარი თავის წინაშე ეღიარებინა, რომ ფანჯრიდან გახედვის

ეშინოდა, რადგან ეგონა, ქუჩაში ისევ უჩვეულო სანახაობას გადააწყდებოდა.

მუხლები უკანკალებდა. ნეტავ რა სჭირდა? ისევ დივანთან დაბრუნდა და

წიგნი იატაკზე დააგდო. თავი უსკდებოდა და გრძნობდა, ავად იყო.

ნამდვილად სიცხე ჰქონდა. წინა ორი ღამე ზედიზედ ტყეში, მიწაზე

დაწოლილმა გაათენა და ამ ამბავს, როგორც ჩანს, შეუმჩნევლად არ ჩაუვლია.

მაშინ ნაგელი თავიდან ფეხებამდე გაილუმპა და ბუნებრივია, გაცივდა. ჯერ

კიდევ ექიმის ბაღში იჯდა, როცა იგრძნო, რომ ამცივნებდა.

დიახ, მალე ყველაფერი გადაუვლის. ასეთ უმნიშვნელო გაციებას

ჩვეულებისამებრ ყურადღებას არასოდეს აქცევს. არაფერია, ხვალ უკვე კარგად

იქნება. ზარი დარეკა და კონიაკი მოითხოვა, მაგრამ სასმელმაც ვერაფერი

უშველა, ოდნავადაც კი არ შეათრო. რამდენიმე დიდი ჭიქა ზედიზედ შესვა,

მაგრამ უშედეგოდ. ყველაფერზე საშინელი ის იყო, რომ თავში ყველა აზრი და

ფიქრი ერთმანეთში აერ-დაერია და ცხადად აზროვნების უნარი დაკარგა.

რა ხდება? სულ რაღაც ერთ საათში ავადმყოფობამ როგორი ძალით

დაიმორჩილა! ეს რაღაა? სუსტი ნიავიც კი არ ქრის და ფარდები ასე ძალიან

რატომ ირხევა? ნუთუ ესეც რაღაცას ნიშნავს? ისევ ფეხზე ადგა და სარკეში

ჩაიხედა, უბედური და გაწამებული სახე ჰქონდა. დიახ, თმა უფრო მეტად

გასჭაღარავებოდა და თვალის უპეები ჩასწითლებოდა... „კიდევ გეშინიათ?

საშიში არაფერია!“ უმშვენიერესი დაგნი! აბა, წარმოიდგინე... თეთრი, ქათქათა

შლაპა...

კარზე აკაკუნებენ. ოთახში სასტუმროს მეპატრონე შედის. როგორც იქნა,

ანგარიში მიუტანა. ანგარიში გრძელია და თითქმის ორ ფურცელს იკავებს.

თავად მასპინძელი კი უზომოდ თავაზიანია და განუწყვეტლივ იღიმება.

ნაგელი საფულეს იღებს, ნერვიულად ხსნის და იქექება, თან უცნაურად

შეშფოთებული და აკანკალებული მეპატრონეს ეკითხება, რა თანხაა

Page 312: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

გადასახდელიო. მეპატრონე პასუხობს. საჩქარო სულაც არ არის, თანხა

შეიძლება ხვალ ან ნებისმიერი სხვა დღეს გადაიხადოს.

დიახ, ღმერთმა იცის, გადახდას საერთოდ თუ შეძლებს, ან იქნებ ვერც შეძლოს.

ნაგელი ფულს ვერ პოულობს. რა? ნუთუ ფული საერთოდ აღარ აქვს? საფულეს

მაგიდაზე აგდებს და ახლა ტანსაცმლის ჯიბეებში იქექება, გაშმაგებული ეძებს,

ყველა ჯიბეს ამოწმებს და ამ დროს მართლა საცოდავი სანახავია. სულ ბოლოს

შარვლის ჯიბეებსაც იტრიალებს, ხურდა ფულს იღებს და მასპინძელს ეუბნება:

- აქ ცოტა ფული კი მაქვს, მაგრამ ალბათ საკმარისი არ იქნება. არა, საკმარისი

ნამდვილად არ იქნება... აგერ, დაითვალეთ.

- არა, - პასუხობს კაცი, - ეს საკმარისი არ არის.

ნაგელს შუბლი ოფლით ენამება, იმ გროშებს მეპატრონეს მაინც სჩრის ხელში

და ჯიბეების ქექვას აგრძელებს, ჟილეტის ჯიბესაც კი ამოწმებს, ცდილობს,

რამდენიმე კრონი იქაც მოიძიოს, თუმცა ვერაფერს პოულობს. ... მაგრამ ხომ

შეუძლია ისესხოს, იქნებ დახმარების ხელი გაუწოდონ და მცირეოდენი თანხა

ასესხონ კიდეც! ღმერთმა უწყის, ვინმესთან ფულის სათხოვნელად რომ

მივიდეს, დაეხმარება თუ არა!

მეპატრონე უკმაყოფილო სახით იცქირება, მისი ჩვეული თავაზიანობა სადღაც

გამქრალა, მაგიდიდან ნაგელის საფულეს მოურიდებლად იღებს და თვითონ

სინჯავს.

- დიახ, დიახ, ინებეთ! - ეუბნება ნაგელი, - შეგიძლიათ, თავადვე ნახოთ,

საფულეში მხოლოდ ქაღალდებია. მართლა ვერაფერი გამიგია!

მეპატრონე საფულის შიდა განყოფილებას ხსნის და საფულეს მაგიდაზე

აგდებს. უცნაურად განცვიფრებულს სახეზე ფართო ღიმილი ეფინება.

- აი, სად ყოფილა! - წამოიძახა აღტაცებულმა, - აქ ათასია. ესე იგი, მეხუმრეთ,

არა? ალბათ გინდოდათ გენახათ, თქვენს ხუმრობას თუ გავიგებდი.

ნაგელს ბავშვივით გულწრფელად გაუხარდა და მეპატრონის ვერსიას

ჩაებღაუჭა.

- დიახ, რა თქმა უნდა! ნამდვილად ვიხუმრე. რატომღაც მომინდა, ცოტა

მეოხუნჯა. ღმერთია მოწმე, ფული ჯერ კიდევ ბლომად მაქვს. შეხედეთ,

გთხოვთ... აი, ამას შეხედეთ!

Page 313: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

საფულეში მართლაც უამრავი მსხვილი კუპიურა იდო. ყველა კუპიურა

ათასკრონიანი იყო, ამიტომ კუთვნილი თანხის მისაღებად მეპატრონე

იძულებული გახდა, გარეთ გასულიყო და ფული დაეხურდავებინა.

მეპატრონის წასვლის შემდეგ, უზომოდ აღელვებული ნაგელი კარგა ხანს

კანკალებდა, შუბლი კი ოფლის წვრილი წვეთებით ჰქონდა დანამული.

ღმერთო, რა შეშფოთებულია, ნორმალურად ვეღარც აზროვნებს, თითქოს მის

გონებაში სრული სიცარიელე ჩაბუდებულა, მხოლოდ უსიამოვნო ზუზუნი

ჩაესმის!

ნაგელი დივანზე მოწყვეტით დაეცა. მალევე ჩათვლიმა, მაგრამ ღრმად ვერ

ჩაიძინა. ძილბურანში მყოფი უცნაურად შფოთავდა და წრიალებდა, ხმამაღლა

ლაპარაკობდა, მღეროდა, კონიაკს ითხოვდა და ნახევრად მძინარე და სიცხით

გათანგული სასმელს პირდაპირ ბოთლიდან იყუდებდა. დროდადრო ოთახში

სარაც შედიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ნაგელი გამუდმებით რაღაცას

ეუბნებოდა, ქალს მისი სიტყვები თითქმის არ ესმოდა. კაცი

თვალებდახუჭული იწვა.

არა, ტანსაცმლის გახდა არ სურს! ქალს თავში ეს აზრი როგორ მოუვიდა? ჯერ

ხომ ისევ დღეა? ჩიტების ჭიკჭიკი ცხადად ჩაესმის. არა, ექიმს არ უნდა

დაუძახოს, რადგან ექიმი ყვითელ და თეთრ მალამოებს მისცემს, მერე ეს

მალამოები ერთმანეთში აერევათ, არასწორად გამოიყენებენ და ნაგელი სულს

გააფრთხობს. კარლსენიც ხომ ამან მოკლა. სარას კარლსენი თუ ახსოვს? დიახ,

ისიც სწორედ მალამოს გამო გარდაიცვალა. ასე იყო თუ ისე, კარლსენს ყელში

ანკესის კაუჭი გაეჩხირა და როდესაც ექიმი თავისი წამლებით მოვიდა,

აღმოჩნდა, რომ კარლსენი უბრალო წყლით მომკვდარიყო. პაწაწინა შუშის

ქილით ჩვეულებრივი ჭის წყალი დაელია და იმას დაეხრჩო. ჰა-ჰა-ჰა!.. თუმცა

მშვენივრად ვიცი, რომ კაცი ასეთ რამეზე არ უნდა იცინოდეს. სარა, ნუ

იფიქრებთ, რომ მთვრალი ვარ, კარგი? „იდეის ასოციაციები“... გესმით ჩემი?

უფრო მეტიც შემიძლია: „ენციკლოპედისტები“. სარა, აბა ღილები დაითვალეთ

და მიხვდით, მთვრალი ვარ თუ არა. ყური დაუგდეთ, წისქვილები ამუშავდა,

ქალაქის წისქვილები! ღმერთო, ნამდვილ ყვავის ბუდეში ცხოვრობთ, სარა!

მინდოდა დამეცავით და თქვენს მტერთა ძალადობას წინ აღვდგომოდი,

წმინდა წერილში ხომ სწორედ ასე წერია. ჯოჯოხეთშიც დანთქმულხართ!

ჯოჯოხეთშიც დანთქმულხართ ყველანი! და საერთოდ, ვინ ბრძანდებით?

ყველა, სუყველა მტყუარები ხართ და სულ მალე ჩიხში მოგიმწყვდევთ. არ

გჯერათ? რომ იცოდეთ, ყოველ თქვენგანს რა კარგად ვიცნობ! ეჭვი არ

მეპარება, ლეიტენანტი ჰანსენი ემწუთას ორი შალის პერანგის ჩუქებას მართლა

დაჰპირდა, მაგრამ ნახეთ აბა, ემწუთა რამეს თუ მიიღებს! და გგონიათ, ემწუთა

Page 314: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ოდესმე გაბედავს და ამას დაადასტურებს? ნება მომეცით, ეს მცდარი აზრი

გაგიბათილოთ და აგიხსნათ, რომ ემწუთა ამის გულწრფელად აღიარებას

ვერასოდეს გაბედავს. ის კაცი პასუხს ყოველთვის დაუსხლტება! იმედია,

დამეთანხმებით. ბატონო გრეგორდ, თუ არ მეშლება, ახლა სახეზე

გაზეთაფარებული ზიხართ და ისევ ღორულად დამცინით, ხომ ასეა? არა?

კარგი, ჩემთვის ესეც ზედმეტია... ჯერ კიდევ აქ ხართ, სარა? მშვენიერია. კიდევ

ხუთს ემწუთას თუ დარჩებით, რაღაცას მოგიყვებით. შევთანხმდით? მაგრამ

მანამდე ერთი კაცი წარმოიდგინეთ, რომელსაც წარბები სცვივა. შეგიძლიათ ეს

კარგად დაიმახსოვროთ? კაცი, რომელსაც წარბები სცვივა. ამის შემდეგ კი

მინდა გკითხოთ, ოდესმე ჭრიალა საწოლზე წოლილხართ? ღილები

დაითვალეთ და გაიხსენეთ, ასეთი შემთხვევა თუ გქონიათ. თქვენ მიმართ

რატომღაც ძლიერი ეჭვები მღრღნის. სხვათა შორის, ამ ქალაქის ყველა

მცხოვრებს ეჭვის თვალით ვუყურებ და გამუდმებით ვუთვალთვალებ. დიახ,

სხვათა შორის... ისე, ჩემს საქმეს მშვენივრად გავართვი თავი... ერთ ჯერზე

სულ მცირე ოცამდე საჭორაოდ ფასეული თემა მაინც შემოგიგდეთ და თქვენს

ცხოვრებაში არეულობა და შფოთი შემოვიტანე. ბობოქარ სცენებს ერთმანეთის

მიყოლებით გთავაზობდით და ამით თქვენს უსარგებლო და ბნელ ყოფიერებას

ვახალისებდი. ოჰოჰო, წისქვილები როგორ ზუზუნებს, როგორ ზუზუნებს

წისქვილები! ამ ყველაფრის შემდეგ კი, ყავისმსმელი იაკობის ღირსეულო

ასულო, ღრმადპატივცემულო ქალიშვილო, სარა, მინდა გირჩიოთ, რომ

ბულიონი მანამ დახვრიპოთ, სანამ ჯერ კიდევ თბილია, თორემ დიდხანს თუ

გააჩერებთ, გაცივდება და მაშინ კი, ღმერთი ნუ გამიწყრება, ცარიელი წყალიღა

დაგრჩებათ... ცოტა კონიაკი კიდევ დამალევინეთ, სარა, თავი საშინლად

მტკივა, საფეთქლებთან, კისერთანაც... აუტანელ ტკივილს ვგრძნობ!

- დასალევად რამე ცხელი ხომ არ მოგიტანოთ? - ეკითხება სარა.

რამე ცხელი? ამ ქალს ახლა რაღა მოუვიდა თავში? მთელი ქალაქი მაშინვე

გაიგებს, რომ ნაგელმა რაღაც ცხელი დალია. გაითვალისწინეთ, ნაგელს

ხალხის გაღიზიანება აზრადაც არ მოსვლია. პირიქით, სურს თავი ისე

წარმოაჩინოს, როგორც სახელმწიფო გადასახადების მორჩილად გადამხდელმა

მოქალაქემ. გარდა ამისა, გულით უნდა, პასტორის სახლისკენ მიმავალ გზაზე

ისე ისეირნოს, ამით ზიანი არავის მიაყენოს და სხვა ადამიანების

შეხედულებებს ისე სასტიკად აღარასოდეს დაუპირისპირდეს. ამის დასტურად

პირჯვარსაც გადაიწერს... სარას სულაც არ უნდა ეშინოდეს. ნაგელს მართალია,

აქა-იქ ტკივილი აწუხებს, მაგრამ იცის, რომ მალე გადაუვლის და ტანსაცმელს

ამიტომაც არ იხდის. ასეა, ძალას ისევ ძალით თუ დაამარცხებ კაცი...

Page 315: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ნაგელის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა და სარა უკვე ნემსებზე

იჯდა. გულით უნდოდა, ოთახიდან გაქცეულიყო, ფეხზეც კი წამოდგა, მაგრამ

კაცმა ეს მაშინვე შეამჩნია და ჰკითხა, ნუთუ ჩემს მიტოვებას აპირებთო. სარას

იმედი ჰქონდა, ნაგელს ამდენი ბოდვისგან არაქათი გამოეცლებოდა და ღრმად

ჩაეძინებოდა. ღმერთო, რამდენს ბოდავს, თვალები კი გამუდმებით

დახუჭული აქვს და მაღალი სიცხისგან გათანგულს სახეზე ალისფერი ადევს.

... ფრუ სტენერსენის მოცხარის ბუჩქის მავნე მწერებისგან დასაცავად ნაგელმა

ახალი მეთოდი შეიმუშავა. მოკლედ, ერთ მშვენიერ დღეს ადგება, მაღაზიაში

წავა და ერთ ვედრო პარაფინს შეიძენს. შემდეგ ბაზრის მოედნისკენ

გაემართება, ფეხზე გაიხდის და ფეხსაცმელებს თხევადი პარაფინით აავსებს.

ფეხსაცმელებს ცეცხლს რიგრიგობით მიუნთებს, ჯერ ერთს დაწვავს, მერე

მეორეს და წინდებისამარა დარჩენილი ამ ცეცხლის გარშემო მღერითა და

ცეკვა-თამაშით ირბენს. დიახ, ერთ დილას, როცა შედარებით უკეთესად

იქნება, ამას აუცილებლად გააკეთებს. ნამდვილ ცირკს, ასე ვთქვათ, ცხენების

ოპერას მოაწყობს და მათრახს ძლიერად მოიქნევს.

ამის შემდეგ ნაგელმა ყველა თავისი ნაცნობი გაიხსენა და ყოველ მათგანს

უჩვეულო და სასაცილო მეტსახელი და ტიტული გამოუძებნა. რწმუნებულ

რაინერტს ბილგე დაარქვა, თან ამტკიცებდა, ბილგე ერთგვარი ტიტულიაო.

ბატონი რაინერტი, ჩვენი ქალაქის ღრმადპატივცემული ბილგე, ამბობდა ის.

ბოლოს მოულოდნელად იმაზე მსჯელობაც წამოიწყო, თუ რა სიმაღლის

შეიძლებოდა ყოფილიყო კონსულ ანდრესენის ბინის ჭერი. სამ-ნახევარი

ადლი, სამ-ნახევარი ადლი! - გაჰყვიროდა დროდადრო. სამ-ნახევარი ადლი,

დაახლოებით ასე იქნება, ხომ მართალი ვარ? დიახ, ნაგელი სრული

სერიოზულობით ამბობს, რომ ყელში მართლა ანკესის კაუჭი გაეჩხირა, სულაც

არ იტყუება. სისხლისგან იცლება და საშინელ ტკივილს გრძნობს...

საღამო ხანს, როგორც იქნა, ღრმად ჩაეძინა.

ათი საათისთვის კვლავ გამოეღვიძა, ოთახში მარტო იყო და ისევ დივანზე

იწვა. თხელი საბანი, რომელიც როგორც ჩანს, მისთვის სარას მიეფარებინა,

იატაკზე ეგდო, მაგრამ ნაგელს უკვე აღარ სციოდა. სარას ფანჯრებიც მიეხურა.

კაცი ფანჯარასთან მივიდა და გამოაღო. ახლა გაცილებით ცხადად

აზროვნებდა, მაგრამ არაქათგამოცლილს მუხლები უკანკალებდა. ამას ისიც

დაერთო, რომ ის უსაფუძვლო შიში ისევ აეკვიატა. უმნიშვნელო კაკუნის ხმა

თუ ქუჩიდან შემოსული მკვეთრი ბგერები ისე აფრთხობდა, ძარღვებში

სისხლი ეყინებოდა. იქნებ, საწოლში რომ ჩაწვეს და დილამდე იძინოს,

უკეთესად გახდეს. ნაგელმა ტანსაცმელი გაიხადა.

Page 316: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

დაძინება ვერაფრით მოახერხა. ლოგინში იწვა და ბოლო დღე-ღამის

განმავლობაში განცდილსა და მომხდარზე ფიქრობდა. იმ საღამოდან

მოყოლებული, როცა ტყეში წასულმა პაწაწინა ქილიდან შხამის ნაცვლად

წყალი შესვა და იმ წუთებით დასრულებული, როცა სიცხისგან დაოსებული

დივანზე იწვა, ყველა დეტალი დაწვრილებით გაიხსენა. ღმერთო, ის დღე-ღამე

მართლა რა საშინლად გაიწელა! ნაგელს შიშის გრძნობა არაფრით ტოვებდა.

გამუდმებით თან სდევდა ყრუ, იდუმალი შეგრძნება, თითქოს სადღაც

მოულოდნელი განსაცდელი და უბედურება ჩასაფრებოდა. ასეთი რა უნდა

ჩაედინა? მის საწოლთან ეს რა ჩურჩულის ხმები ისმის? ეს უცნაური

ჩურჩულისა და ზუზუნის ხმა უკვე მთელ ოთახს მოედო. ნაგელმა ხელები

მკერდზე დაიწყო და მოეჩვენა, რომ ძილი ერეოდა...

მოულოდნელად თითებზე იხედება და ამჩნევს რომ ბეჭედი აღარ უკეთია.

გული მაშინვე ბაგაბუგს უწყებს. თითს ისევ აცქერდება და რწმუნდება, რომ

ბეჭედი ნამდვილად არ უკეთია. მის ნაცვლად კანზე წვრილი, მონაცრისფრო

ზოლი ამჩნევია. ღმერთო ზეციურო! ნეტავ სად უნდა გამქრალიყო? ჰო, რა

თქმა უნდა... ბეჭედი ხომ თავად გადააგდო ზღვაში, რადგან ეგონა,

აღარასოდეს დასჭირდებოდა. მაშინ თავის მოკვლას აპირებდა, ჰოდა ბეჭედი

ზღვაში ამიტომაც მოისროლა.

ლოგინიდან სწრაფად ხტება, ტანსაცმელს ნაჩქარევად იცვამს და ოთახში

შეშლილივით დაბორიალობს. ჯერ ათი საათია, თორმეტამდე ბეჭედი

აუცილებლად უნდა იპოვოს. დიახ, დიახ, მანამ უნდა იპოვოს, სანამ საათი

თორმეტჯერ ჩამოკრავს. ბეჭედი, ბეჭედი...

კიბის საფეხურებს ელვის სისწრაფით ახტება, ქუჩაში თავქუდმოგლეჯილი

გარბის და ნავსადგურისკენ მიიჩქარის. სასტუმროს თანამშრომელთა

გაკვირვებულ მზერას აინუნშიაც არ აგდებს. დაღლილობისგან სულს ძლივს

ითქვამს და მუხლები უკანკალებს, მაგრამ არც ამას აქცევს ყურადღებას. დიახ,

ახლა უკვე მშვენივრად ხვდება იმ უმძიმესი შიშის მიზეზს, რომელიც მთელი

დღის განმავლობაში სტანჯავდა. ბეჭედი აღარსად იყო!

და მოულოდნელად ის ჯვრიანი ქალი ისევ გამოეცხადა.

შიშისგან გონებაარეული ნავსადგომთან მიყენებულ პირველსავე ნავში ხტება,

მაგრამ ნავი ნაპირთან საიმედოდ არის მიჯაჭვული და ნაგელი მის

ადგილიდან დაძვრას ვერ ახერხებს. დასახმარებლად მოშორებით მდგომ

მამაკაცს უხმობს, მაგრამ კაცი პასუხობს, რომ ნავი მისი არ არის. გასაგებია,

Page 317: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

მაგრამ ნაგელი მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. მთავარია,

ბეჭედი მოძებნოს. ისე, ამ ნავს სიამოვნებით იყიდიდა.

კი მაგრამ, ნუთუ ვერ ხედავს, რომ ჯაჭვით არის დაბმული?

კარგი, მაშინ მეორე ნავში გადაჯდება.

და ნაგელი სხვა ნავში ხტება.

- საით გნებავთ? - ეკითხება უცნობი.

- ბეჭედი უნდა მოვძებნო. შემთხვევით ხომ არ მიცნობთ? შეხედეთ, ამ თითზე

ბეჭედი მეკეთა. აი, ზოლიც მამჩნევია, ასე რომ ნამდვილად არ გატყუებთ.

გუშინ ბეჭედი ზღვაში გადავაგდე. სადღაც იქ, იმ ადგილას, ფსკერზე უნდა

იყოს.

კაცი ვერაფერს იგებს.

- გინდათ, ზღვის ფსკერზე ბეჭედი მოძებნოთ? - ეკითხება გაოცებული.

- დიახ, ასეა, - პასუხობს ნაგელი, - ვხედავ, ყველაფერს მშვენივრად მიმიხვდით.

ის ბეჭედი აუცილებლად უნდა ვიპოვო. მოდით, ჩაჯექით და ნიჩბებს

მოუსვით.

- გინდათ ის პატარა ბეჭედი იპოვნოთ, ზღვაში რომ გადააგდეთ? - კითხვა

კვლავ გაუმეორა უცნობმა.

- დიახ, რა თქმა უნდა! სწრაფად ჩაჯექით! თუ დამეხმარებით, ბევრ ფულს

მოგცემთ.

- ღმერთიც დაგლოცავთ, მაგრამ გთხოვთ, შეეშვით ამ საქმეს! თქვენ რა, ბეჭდის

ამოღებას შიშველი ხელით აპირებთ?

- დიახ, ხელით. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ამოვიღებ. როცა საჭიროა,

გვალთევზასავით ვცურავ. ან იქნებ სხვა საგანიც გვენახა და ხელის ნაცვლად

ბეჭდის ამოსატანად ის გამოგვეყენებინა?

და უცნობი მამაკაცი ნავში მართლა ჯდება. უნდა, რომ ნაგელს ამ საქმის

შესახებ უფრო დაწვრილებით დაელაპარაკოს, მაგრამ საუბრისას გამუდმებით

თავს აბრუნებს. მართლა სულელური ჩანაფიქრია. საქმე რომ იალქანს ან,

დავუშვათ, ღუზას ეხებოდეს, კიდევ რაღაც აზრი ექნებოდა, მაგრამ აქ ხომ ერთ

პატარა ბეჭედზეა ლაპარაკი? მით უმეტეს, ზუსტად არც იცის, სად ჩავარდა!

Page 318: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

თავისი ახირების უაზრობას თანდათან თავად ნაგელიც ხვდება.უკვე აღარ

იცის, როგორ მოიქცეს. როგორც ჩანს, განწირულია! მზერა გაეყინა, შიშმა და

ციებამ თავი შეახსენა და ისევ აცახცახდა. წყალში გადახტომას ლამობს, მაგრამ

უცნობი ძლიერად ავლებს ხელს და აჩერებს. ნაგელი ნავში მოწყვეტით ეშვება,

დაქანცულსა და ძალაგამოცლილს უკვე წინააღმდეგობის გაწევის უნარიც აღარ

შესწევს. ღმერთო ზეციურო! ეს რა საშინლად წაუვიდა საქმე! ბეჭედი

დაკარგულია, სადაცაა თორმეტი საათიც შესრულდება, ბეჭედი კი ვერსად

იპოვა! როგორც ჩანს, ტყუილად არ გააფრთხილეს!

მოულოდნელად გონება ისევ უნათდება და სულ რაღაც ორი-სამი წუთის

განმავლობაში თავში უამრავი აზრი ერთმანეთს ენაცვლება. იმასაც კი

იხსენებს, რაც აქამდე მივიწყებული ჰქონდა. გაახსენდა, რომ გუშინ საღამოს

თავის დას გამოსამშვიდობებელი წერილი დაუწერა და საფოსტო ყუთში

ჩააგდო. ის კი ჯერ ისევ ცოცხალია. წერილი ალბათ უკვე გზაშია, მის შეჩერებას

ვეღარ შეძლებს, ალბათ უკვე კარგა მანძილიც გაიარა და სადაცაა

დანიშნულების ადგილამდეც ჩავა. როცა მისი და ამ წერილს მიიღებს, ნაგელი

უკვე მკვდარი უნდა იყოს. გარდა ამისა, ბეჭედიც დაკარგა და უკვე სხვა

გამოსავალს ვეღარ ხედავს...

გამწარებული კბილებს აღრჭიალებს და თვალებს აცეცებს. ზღვა აქვეა, სულ

ახლოს, მხოლოდ ერთი ნახტომი და ყველაფერი დამთავრდება...

მოულოდნელად მზერა ნავის კიჩოზე ჩამომჯდარ უცნობზე გადააქვს და

აკვირდება. უცნობი ცდილობს, სახე დამალოს, მაგრამ ნაგელს მაინც

ერთგულად ყარაულობს. კიჩოზე ისე ზის, რომ საჭიროების შემთხვევაში

ნაგელის შეკავება და გადარჩენა მოახერხოს. მაგრამ სახეს გამუდმებით რატომ

მალავს?

- მოდი, ნავიდან გადასვლაში დაგეხმარებით, - სთავაზობს უცნობი, ნაგელს

ძლიერად ეჭიდება და ნაპირზე გადაჰყავს.

- ღამე მშვიდობისა! - ამბობს ნაგელი და კაცს ზურგს აქცევს.

მაგრამ უცნობი გვერდიდან არ სცილდება, აშკარად ეჭვის თვალით უყურებს,

ფეხდაფეხ მისდევს და მის თითოეულ მოძრაობას უჩუმრად აკვირდება.

ნაგელი ბრაზდება, ისევ უცნობისკენ ბრუნდება და კიდევ ერთხელ

ემშვიდობება. ამის შემდეგ კი ნავმისადგომის კიდესთან მიდის, წყალში

გადახტომას აპირებს.

და მამაკაცი ხელმეორედ აკავებს.

Page 319: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

- არაფერი გამოგივათ! - ყურში ჩასჩურჩულებს ნაგელს, - მეტისმეტად კარგად

ცურავთ და არ დაიხრჩობით.

ნაგელი ჩერდება და რაღაცაზე ფიქრდება. დიახ, ასეა... მშვენივრად ცურავს.

შესაძლოა მართლა არ ჩაიძიროს და გადარჩეს. ნაგელი უცნობს ათვალიერებს

და სახეზე გულმოდგინედ აკვირდება. კაციც ჯიქურ შეჰყურებს. ეს მახინჯი

სიფათი... ეს ხომ ემწუთაა!

ემწუთა, ისევ ემწუთა!

- ეშმაკსაც წაუღია შენი თავი, შე უბადრუკო, მხოხავო არსებავ! - ყვირის ნაგელი

და გარბის. გზაზე მთვრალივით მიბარბაცებს, ფეხი ერევა, ბორძიკობს, მიწაზე

ეცემა და ისევ დგება. თავბრუ ესხმის, მაგრამ მაინც გარბის, ცდილობს

ქალაქისკენ გაიქცეს. ემწუთამ უკვე ხელმეორედ ჩაუშალა გეგმები! ღმერთო,

ახლა როგორღა მოიქცეს? მის ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს. ქალაქიც რა

უცნაურად ზუზუნებს. ნაგელი ისევ მიწაზე ეცემა.

გაჭირვებით მუხლებზე დგება და თავს საცოდავად აკანტურებს. გესმის?

ზღვიდან ვიღაც იძახის. სადაცაა თორმეტი შესრულდება, ბეჭედი კი არსად

ჩანს! მოულოდნელად ხედავს, რომ საშინელი მხეცი უახლოვდება. მიწაზე

ზანტად მიხოხავს და სველ კვალს ტოვებს. უკვე ის ბგერებიც გარკვევით ესმის,

ის საშინელი არსება რომ გამოსცემს. კუს ჯავშნიანი, ფაშვდაკიდებული

საზიზღარი ცხოველი, რომელსაც თავზე თათები გამოზრდია, ცხვირზე კი

უზარმაზარი ყვითელი კლანჭი აქვს, მოძრავ იეროგლიფს წააგავს. გამშორდი,

გამშორდი! - ისმის ზღვიდან და ნაგელი ღრიალით ყურებზე ხელებს იფარებს,

იმ ხმის გაგონება აღარ სურს.

და ნაგელი კვლავ ფეხზე დგება. იმედი ჯერ კიდევ არსებობს, ერთი საშუალება

ხომ კიდევ დარჩენია - უღალატო, ექვსვაზნიანი რევოლვერი, რომელიც

მსოფლიოში საუკეთესო ნივთია! ამის გაფიქრებისთანავე ნაგელი

მადლიერების გრძნობით ივსება და ტირილს იწყებს. რაც ძალი და ღონე აქვს,

გარბის და ახალი იმედით აღტყინებული სიხარულის ცრემლებს აფრქვევს.

მოულოდნელად ახსენდება, რომ ღამეა და ექვსვაზნიან რევოლვერს ვერსად

იშოვის, რადგან ყველა მაღაზია დაკეტილია. სასოწარკვეთილი ფარ-ხმალს

ყრის, მუხლებზე მოწყვეტით ეშვება და უხმოდ შუბლს მიწას აბჯენს.

სწორედ იმ წუთებში სასტუმროს მეპატრონე და კიდევ რამდენიმე ადამიანი

სასტუმროდან გადიან. აინტერესებთ, ნაგელი სად გაქრა...

Page 320: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ამ დროს ნაგელსაც გამოეღვიძა და ოთახი მოათვალიერა. ესე იგი, ყველაფერი

სიზმარში ნახა. როგორც ჩანს, ბოლოს მაინც ჩაეძინა. მადლობა ღმერთს, რომ ეს

ყველაფერი მხოლოდ ცუდი სიზმარი იყო. დიახ, საწოლიდან წუთითაც არ

ამდგარა.

რამდენიმე წამს ლოგინში წევს და ფიქრობს. ხელზე იხედება, მაგრამ ბეჭედს

ვერ ხედავს. საათს აცქერდება - უკვე შუაღამეა. კიდევ რამდენიმე წუთიც და

თორმეტი შესრულდება. იქნებ მაინც მოახერხა და მოსალოდნელი ხიფათი

თავიდან აიცდინა, იქნებ ბოლოს მაინც გადარჩა? გული ძლიერად უცემს და

მთელი სხეულით ცახცახებს. ხომ შეიძლება... ხომ შეიძლება, თორმეტი საათი

გახდეს, მაგრამ არაფერიც არ მოხდეს? აკანკალებული ხელით მაჯის საათს

იღებს. წუთებს ითვლის... წამებს...

მოულოდნელად საათი ხელიდან უვარდება და ნაგელი ლოგინიდან ხტება.

- მეძახის! - ამბობს ჩურჩულით და თვალებდაჭყეტილი ფანჯრიდან იხედება.

შემდეგ ნაჩქარევად იცვამს, კარს აღებს და ქუჩაში გარბის. შეშინებული აქეთ-

იქით იცქირება და ბოლოს რწმუნდება, რომ არავინ უთვალთვალებს. მაშინ

ნაბიჯს კიდევ უფრო უჩქარებს და გეზს პორტისკენ იღებს. სიბნელეში

მხოლოდ მისი თეთრი ჟილეტის ზურგი იკვეთება. სანაპიროს უხლოვდება,

ნავსადგურის სულ ბოლო მისადგომთან მიდის და დაუფიქრებლად ხტება

წყალში.

წყლის ზედაპირზე რამდენიმე ბუშტუკი ჩნდება.

XXIII

მომდევნო წლის აპრილში, გვიან ღამით დაგნი და მარტა ქალაქში ერთად

მიაბიჯებდნენ. წვეულებიდან შინ ერთად ბრუნდებოდნენ. ქუჩაში საკმაოდ

ბნელოდა, გზაც აქა-იქ ჯერ კიდევ მოყინული იყო და ამიტომ საკმაოდ ნელა

მიდიოდნენ.

- ისევ იმ სიტყვებზე ვფიქრობ, დღეს საღამოს ნაგელის შესახებ რომ ითქვა, -

თქვა დაგნიმ, - ბევრი რამ ჩემთვის სრულიად ახალი და მოულოდნელი იყო.

- მე არაფერი გამიგონია, - უპასუხა მარტამ, - სწორედ იმ დროს ოთახიდან

გავედი.

- მაგრამ ერთი რამ არავინ იცის, - გააგრძელა დაგნიმ, - შარშან ზაფხულს

ნაგელი სულ მეუბნებოდა, რომ ემწუთასგან ცუდი რამ იყო მოსალოდნელი.

Page 321: მისტერიები   კუნტ ჰამსუნი

ვერ გამიგია, მაშინ ეს ყველაფერი საიდან იცოდა. ეს სიტყვები საკმაოდ ადრე

მითხრა, იმაზე კარგა ხნით ადრე, სანამ შენ მიამბობდი, ემწუთამ რაც გაგიკეთა.

- ნუთუ მართლა ასე გითხრა?

- დიახ.

ქალები პასტორის სახლისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ახლა გარს ბნელი და

იდუმალი ტყე ეკრათ. ირგვლივ საოცარ სიჩუმეს დაესადგურებინა და ამ

მდუმარებას მხოლოდ მათი ნაბიჯების ხმა არღვევდა.

კარგა ხანს უჩუმრად იარეს.

- ყოველთვის აქ სეირნობდა ხოლმე! - თქვა ბოლოს დაგნიმ.

- ვინ? - ჰკითხა მარტამ, - ძალიან მოყინულია... მკლავზე ხომ არ დამეყრდნობი?

- არა, შენ დამეყრდენი.

და გზა ისევ ისე, მდუმარედ გააგრძელეს. ხელიხელგაყრილები ერთმანეთს

ეკვროდნენ და ისე მიაბიჯებდნენ.

სქოლიო

[1] სკანდინავიური მილი უდრის 10 კილომეტრს.

[2] ფინეთის დედაქალაქის, ჰელსინკის ძველი სახელწოდება.

[3] წარმართული ტრადიცია, რომელიც დამკვიდრდა ქრისტიანულ

სამყაროშიც და დაუკავშირდა წმინდა ჰანსის (იგივე წმინდა იოანეს)

დაბადების დღეს. ამ დღეს კოცონს ანთებენ ავი სულების განსადევნად.

[4] ნორვეგიის დედაქალაქის, ოსლოს ძველი სახელწოდება