20
რრ რრრრრ რრრრრრრ რრრრრრრრრრრ რრრრრრრ თთთთთ თთთთთთთთთთ: თთთთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთთთთთთთთთ

კუჭატნის სკოლა, ექვთიმე 150

Embed Size (px)

Citation preview

რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის

შესახებთემის აღწერილობა:

შესავალიექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ინფორმაციული

ცნობებიგამოყენებული ლიტერატურა

გამოყენებული ფოტოსურათები

ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წლის 3იანვარს სოფელ ლახაურაში, აზნაურ სვიმონ თაყაიშვილის ოჯახში. ეს უკანასკნელი რუსეთის საზღვრის მცველ ერთ–ერთ რაზმს მეთაურობდა მდინარე ჩოლოქზე. ექვთიმეს დედა, ნინო, თავად გიტელი ნაკაშიძის ასული იყო. ექვთიმეს ყავდა და ლისა და ძმები: ნიკო და ვარლამი.

. მეტისმეტად მკვირცხლსა და დაუდეგარ ექვთიმეს 3 წლისას

მარცხი შეემთხვა. ექვთიმე თაყაიშვილი იხსენებს: ,,ბავშვობაში მე ცელქი ვყოფილვარ, სამი წლისა

ხეზე ავსულვარ, გადმოვვარდნილვარ და მარჯვენა ფეხი მომიტეხია.“

მშობლები ექვთიმეს დაბადების შემდეგ მალე გარდაიცვალნენ: ბებია, დაქვრივებული მამიდა, უფროსი და

და სიძე, რომლებიც ობოლი ცოლისძმების მეურვედ დანიშნეს.

ექვთიმე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სწავლის დროს მუდმივ ხელმოკლეობას განიცდიდა და მოწაფეთა მომზადებით იღებდა შემოსავალს. იგი ერთ–

ერთი მოწინავე მოწაფე იყო და ვერცხლის მედლით დაამთავრა გიმნაზია 1883 წელს.

სწავლა მან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგრძო. როგორც თვითონ წერს:,,მე იმთავითვე უსათუოდ მინდოდა

პეტერბურგის უნივერსიტეტში შესვლა, რადგან უფრო ევროპული ქალაქი იყო, ვიდრე მაგალითად მოსკოვი.“

1887 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია – ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ბერძნულ –

ლათინურ ენათა განხრით. უნივერსიტეტში გატარებული ოთხი წელიწადი ექვთიმე თაყაიშვილმა ფრიად

ნაყოფიერად გამოიყენა და თან ქართველცოდნეობაში ,,გატეხია ენა.“ საუნივერსიტეტო

კურსის დასრულების შემდეგ დროებით პეტერბურგში დარჩა და კანდიდატის ხარისხი მიიღო.

1887–1874 წლებში ექვთიმე თაყაიშვილი თბილისის ქართულ სათავადაზნაურო სკოლასა და კლასიკურ

გიმნაზიაში დირექტორის, ალექსანდრე ჭიჭინაძის მიწვევით, ბერძნულ და ლათინურ ენებს ასწავლიდა.

1888 წელს იგი წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში გამგეობის წევრად შეიყვანეს. აგრეთვე

აქვეყნებდა ძველ ხელნაწერებს გაზეთ ივერიაში. იგი თავის ერთ–ერთ მეგობართან დიმიტრი ბაქრაძესთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში კრებდნენ ძველ ხელნაწერებს და მუზეუმში აბინავრებდნენ 1888 წელს

ექვტიმემ შეისწავლა და გამოიკვლია ,,პარხლის სახარება’’. ამის შემდეგ 1891 წელს გამოსცა ახალი ვარიანტი წმ.ნინოს ცხოვრება ანუ მეორე ნაწილი ქარტლის მოგცევისა. მის მიერ

აღმოჩენილი ხელმწფის კარის გარიგების ხელნაწერები ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ეს

ხელნაწერები მან ქართლში მიტოვებულ სახლში აღმოაჩინა. მას გამოკვლეული აქვს აბდულმესიას, თამარიანის,

ვისრამიანის, ამირანდარეჯანიანის, რუსუდანის, ხელნაწერებს უდიდესი მნიშვნელობა

ენიჭება ,,ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს რომლებიც მან აღმოაჩინა.

მან ასევე 1892 წელს ნიკოლოზ ბარათაშვილის დაღუპვის შემდეგ გამოსცა ბარათაშვილის თხზულებათა პირველი კრებული. ის ლათინური ენის გარდა ისტორიას და გეოგრაფიასაც ასწავლიდა. იგი სპეციალობით ამ დროს არც ისტორიკოსი იყო არც არქეოლოგი და არც მეცნიერი, მაგრამ ის ერთიც იყო და მეორეც. იგი მონაწილეობდა ლეჩხუმსა და სვანეთის ვანის აკროპოლისის გათხრებში. მისმა ნაშრომებმა ,,მასალები კავკასიის არქეოლოგიისთვის“ მაღალი შეფასება დაიმსახურა და 1911 წლის 28 მარტს ოქროს მედლით დააჯილდოვეს. ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ფუძემდებელი. აგრეთვე ექვთიმეს დიდი წვლილი უძგვის თბილისიუს უნივერსიტეტის დაარსებაში. თბილისის უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა და იქ ექვთიმე პირველი პროფესორი იყო.

1918 წლის 21 მაისს ექვთიმე თაყაისვილს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ მიანიჭა დირექტორის სამეცნიერო ხარისხი. ის სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ 1921 წლის 11 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველო დატოვა. ის თავდაპირველად პარიზში დასახლდა, 1922 წლიდან ლევონში და დროგამოშვებით სწავლობდა ოქსფორდში.

იგი საფრანგეთში თითქმის მეოთხედი საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო–კვლევით მოღვაწეობას. მისი აღიარების დასტური იყო ის რომ იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების, ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937–1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული ,,ქართული კულტურული და საარქეოლოგო მასალების გამოცემის ფონდი“–ს თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის ,,GEORGIA“ სარედაქციო საბჭოს წევრი.

გახიზნულმა მთავრობამ წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო–ვერცხლის ხატები და თვალ–მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ ოფიციალურად საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი სულ 39 ყუთი ექვთიმეს მარსელის ბანკში ქონდა შენახული.

ექვთიმე თაყაიშვილი წერდა:,,თუმცა ჩემი მთავარი მოღვაწეობა პედაგოგობა იყო და მას შევწირე ჩემი ცხოვრების 30 წელიწადი, იმავე დროს შეძლებისამებრ ვმუშაობდი საქართველოს ისტორია–არქეოლოგიაში საზოგადოდ ქართული კულტურის ისტორიაში. აქ მიზნად დავისახე საბუთებისა და ძეგლების შეკრება, მათი მოწესრიგება, აღწერა გამოქვეყნება და რაც მთავარია, დაცვა’’.

თბილისიდან ჯერ ქუთაისში და მერე ბათუმში რის ვაივაგლახით ჩამოტანილი განძი საფრანგეთის კრეისერ ,,ერნესტ რენანზე’’ დაბინავდა, მაგრამ კაპიტანმა პირობა დაარღვია, დანიშნულ დროზე ადრე ასწია ღუზა, განძის გამცილებლებს არ დაელოდა და კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა.

ნავსადგურში მისულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თვალი ძლივს მოჰკრა უკვე შუა ზღვაში გასულ გემს... კატერით გამოეკიდნენ კრეისერს, მაგრამ ამაოდ, შემდეგ პატარა გემით მიჰყვნენ კრეისერს. ზღვა ღელავდა ცუდი ამინდი იყო. ექვთიმე კი შეწუხებული სახით ფიქრობდა განძზე და მის მეუღლეზე რომელიც თან მიჰყვებოდა უცხოეთში. ექვთიმე როდესაც ჩავიდა და განძი დაიბრუნა საცხოვრებელი სახლის ძებნა საიწყო. მაგრამ მათ საკმარისი ფული არ ჰქონდათ. მუზეუმებს მოსწომდათ განძი მაგრამ ექვთიმე არ ყიდდა. ახალგორის განძი –ჩვენს წელთაღრიცხვამდე შექმნილი საოცრება ჩვენი საუნჯის მშვენებად ითვლება დღესაც. ეს განძიც, ჯერ კიდევ საქართველოში, ექვთიმე თაყაიშვილმა გადაარჩინა. ეს განძი აღმოჩენილი იქნა ქსნის ხეობაში რომელიც გლეხებმა დაინაწილეს და ზოგი გაყიდეს, ექვთიმეს წყალობით კი მოხდა მათი შეგროვება და ხელახალი შესყიდვა.

პარიზიდან ექვთიმე სოფელ ლევილში გადასახლდა. ამ სოფელში შეიძინა ქართულმა კოლონიამ ,,შატოდ’’ წოდებული შენობა და მცირე მამული მალე ლევილის კერამ საკუთარი, ქართული სასაფლაოც გაიჩინა. მას შეეძლო ერთ წუთში უმდიდრესი კაცი გამხდარიყო მაგრამ ის ვერ გადაუხვევდა თავის მოწამებრივ გზას. მას ის ერჩია დილდილობით ისევ ეძოვებინა თავისი მარჩენალი თხისთვის, რომლის რძე მისთვის და მისი მეუღლისთვის არაერთხელ ყოფილა ერთადერთი საკვები.

1932 წელი ,,ჩემო ძვირფასო, რაღა მოგწერო! გონებით მინდა დავმშვიდდე, მაგრამ გული არ მემორჩილება, ნინო აღარ მყავს!“ სწერდა ექვთიმე თაყაიშვილი პარიზიდან თბილისში მეგობარს.

1838 წლის საფრანგეთმა დააბრუნა ხელნაწერები, საბოლოოდ კი ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გახდა შესაძლებელი ჯერ კიდევ 1944 წლის ნოემბერში ექვთიმე შეხვდა სსრკ–ს ელჩს საფრანგეთში, რომელსაც გააცნო განძთან დაკავშირებული ვითარება და შემწეობა სთხოვა, თანაც გადასცა ვრცელი მოხსენება გენერალ დე გოლის სახელზე. დე გოლმა განკარგულება გასცა საქართველოს საუნჯის დაბრუნების თაობაზე რაც 1945 წელს განხორციელდა კიდეც

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა, 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკდემიკოსად.

1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარსდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით.

ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ, მეტად მნიშვნელოვანია.

1949 წლის 17 სექტებერს სსრ კავშირის უმარლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება. 1985 წელს რეჟისორმა რეზო თაბუკაშვილმა მის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დიდი მეცნიერი 1953 წლის 21 თებერვალს უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანტეონში. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა და სახელად ,,წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი“ უწოდა. 2003 წლის მაისში თბილისში წმინდა ექვთიმეს სახლმუზეუმი და სამლოცველო გაიხსნა.

ექვთიმე ღვთისკაცის ხსენების დღედ დაწედა 3 იანვარი.

გამოყენებული ლიტერატურა:•IX კლასის ქართული ენა და ლიტერატურა•IX კლასის საქართველოს ისტორია•ე.კელენჯერიძე–აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის შრომათა ბიბლიოგრაფია•ა. აფაქიძე–აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის არქივი: აღწერილობა

კუჭატნის საჯარო სკოლა

1.თამარ კუპატაძე2. ირაკლი ზირაქიშვილი3. ლალი ბეგლარიშვილი4. გიორგი თარზიანი5. ანნა ეფემიაშვილი

http://eqvtimetakaishvili150.blogspot.com/