17
გგგგგგგგგგ გგგგგ გგგგგგ: გგგგგგგ, გგგგგგ გგგგგ გგგ მმმმმმმმმმ მმმმმ: მმ-2 მმმმმ მმმმ მმმმმმ მმმმ: A1 მმმმმმმმმმმმ: მმმმ მმმმმმმ მმმმმმ: 04.06.2015მ

მე- 2 კლასის გაკვეთილის გეგმა ხუთფაზიანი მოდელით

Embed Size (px)

Citation preview

გაკვეთილის გეგმასაგანი: ქართული, როგორც

მეორე ენა

მიზნობრივი ჯგუფი: მე-2 კლასიენის ფლობის დონე: A1

მასწავლებელი: ნანა არაბულითარიღი: 04.06.2015წ

მოსწავლეები შეძლებენ: კითხვების მეშვეობით მარტივი ტექსტის შექმნას; ტექსტის წაკითხვას, გაგებასა და გააზრებას; ტექსტის, წინადადებებისა და სიტყვების აწყობას; სამოდელო ტექსტის მიხედვით მარტივი ტექსტის შექმნას; ქ.მ.I.10. მოსწავლეს შეუძლია კითხვების დახმარებით საკუთარი თავის

შესახებ საუბარი (ქმ 1-7) ცდილობს სწორად და გარკვევით წარმოთქვას ნაცნობი სიტყვები,

ფრაზები;) ქ.მ. I. 12. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება. ქ.მ.I.13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა 

A1.შემსწავლელს შეუძლია მარტივი ტექსტის მთავარი არსის გაგება, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას დართული აქვს ილუსტრაციები.

შემსწავლელს შეუძლია ტექსტში ცალკეული სიტყვების გაგება, შემსწავლელს შეუძლია საკმაოდ მარტივი, მოკლე წინადადებებითა და

გამოთქმებით დაწეროს იმ ადამიანებსა და საგნებზე, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდება

გაკვეთილის თემა: ჩვენ შესახებ

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს საკლასო ოთახს ჯგუფური მუშაობისთვის; მაგიდებზე ალაგებს ფერად ფურცლებს;

მოსწავლეებს ურიგებს ფერად ბარათებს და სთხოვს, დაჯგუფდნენ იმ მაგიდასთან, რომელზეც დევს იმ ფერის ფერადი ფურცელი, რა ფერის ბარათიც აქვთ.

გაკვეთილისთვის მომზადებადრო:3წთ

მიმართულება: მოსმენა (ლაპარაკი);

დრო: 5 წთ. მუშაობის

სოციალური ფორმა: ფორუმი და ჯგუფური;

რესურსები: კომპიუტერი, დაფა, ცარცი

მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ავსებენ ასოციაციურ რუკას

რა გვარია თეჰრანი? რამდენი წლისაა თეჰრანი? როგორია თეჰრანი?

ვინ ჰყვს თეჰრანს? რა ფერის თმა და თვაები აქვს თეჰრანს? რა უყვარს თეჰრანს? რა არ უყვარს თეჰრანს?

გაკვეთილის მსვლელობა I ფაზა- გამოწვევა თამაში: “აბა, გამოიცანი;”ასოციაციური რუკის შევსება

თეჰრანი

თეჰრანს

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს თამაშის ინსტრუქციას; მოსწავლეები ისმენენ ვიდეორგოლს, გამოთქვამენ ვარაუდებს და (ზოგჯერ) ასაბუთებენ) მოსწავლეები კითხვების მეშვეობით ადგენენ ტექსტს ვიდეორგოლის პერსონაჟზე და წერენ დაფაზე.

რ მომზად

მოსწავლეების მიერ შედგენილი ტექსტი

მოსწავლეების მიერ შედგენილი ტექსტი

მიმართულება-კითხვა მუშაობის სოციალური

ფორმები: ჯგუფური, ფორუმი;

დრო: 5 წუთი რესურსები:

მოსწავლეთა მიერ შედგენილი ტექსტი

ტექსტის გუნდური კითხვა;

ტექსტის (ჰომოგენურ) ჯგუფებში კითხვა;

ცალკეული წინადადებების, ფრაზების, სიტყვების მოძებნა და ამოკითხვა

II ფაზა-ტექსტის გუნდური კითხვა; ცალკეული წინადადებების, ფრაზების, სიტყვების ამოკითხვა

მოსწავლეები გუნდურად ( ჯგუფურად :გოგონები და ბიჭები, ჰომოგენური ჯგუფები) კითხულობენ ტექსტს;

III ფაზა- სემანტიზება-მიმართულება: კითხვადრო: 5წთ.მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური . რესურსები: ჩემ მიერ შედგენილი სრული და დაჭრილი (წინადადებებად, სტრიქონებად, ფრაზებად, სიტყვებად) ტექსტი

თამაში: “ესტაფეტა”მოსწავლეებს ურიგდებათ სიტყვები, ფრაზები ან წინადადებები ტექსტიდან. ისინი კითხულობენ მათი ჯგუფისთვის მიცემულ ფრაზას ან წინადადებას, აწებებენ სრულ ტქსტში, კითხულობენ შემდეგ ფრაზას, ეძებენ, რომელ ჯგუფს აქვს მომდევნო ფრაზა ან წინადადება და გადასცემენ მას ესტაფეტას; თამაში გრძელდება ტექსტის სრულად შევსებამდე

წინადადებების შედგენა:დაჭრილი სიტყვებისგან წინადადებების აწყობა

მოსწავლეებს ურიგდებათ დაჭრილი ტექსტი, ისინი აწყობენ დაჭრილ (წინადადებებად, სტრიქონებად) ტექსტს და აწებებენ სრულ ტექსტზე;ჯგუფები ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევარს;

IV ფაზა-გავარჯიშება

ძლიერების და საშუალოების ჯგუფის დავალებაში წაშლილია ჩასასმელი სიტყვა;სუსტებს ეძლევათ სრული ტექსტი

თამაში: “იპოვე დაკარგული სიტყვა

მიმართულება: კითხვა;დრო: 5წუთი;მუშაობის სოციალური

ფორმა: ჯგუფური;რესურსები: დაჭრილი და

სრული ტექსტი, წინასწარ მომზადებული კითხვები და ნაკლული ტექსტი.

ჯგუფის წევრები წერილობით პასუხობენ მასწავლებლის მიერ მიცემულ კითხვებს; (ან ასრულებენ ფრაზას); ჯგუფები ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევარს

ძლიერ (ჯგუფებს) ურიგდება კითხვები, “მეორეხარისხოვანი პერსონაჟის” შესახებ, საშუალოების ჯგუფს-”მთავარი პერსონაჟის” შესახებ, რომლებსაც წერილობით უნდა უპასუხონ,

სუსტების ჯგუფს ეძლევათ წინადადებები დასასრულებლად

საშინაო დავალება-3წთ მასწავლებელი ურიგებს

სპეციალურ კითხვარს და სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ მცირე ტექსტი თავის შესახებ და გააკეთონ პრეზენტაცია; ააქტიურებს საჭირო ზმნებს 1-ლ პირში

თამაში: “აბა, გამოიცანი”მოსწავლეები იღებენ ფერად ფურცლებს, რომლებზეც დაწერილია მათი მეგობრის სახელები; ჯგუფები სამოდელო ტექსტის დახმარებით წერენ მარტივ ტექსტს; აკეთებენ პრეზენტაციას ისე, რომ არ ასახელებენ ვისზეა ტექსტი; დანარჩენმა ჯგუფებმა უნდა გამოიცნონ, ვისზე საუბრობს პრეზენტატორი

V ფაზა-უკუკავშირი მიმართულება: წერა;დრო 13 წუთი;მუშაობის სოციალური ფორმა: ჯგუფური და ფორუმი;რესურსები: ფერადი სტიკერები, სასაჩუქრე ყუთი, ფურცლები.

ჯგუფები ყუთიდან ირჩევენ თითო ბარათს, რომელზეც დაწერილია მათი თანაკლასელის სახელი და კითხვებისა და სამოდელო ტექსტის დახმარებით ქმნიან მოკლე ტექსტს; აკეთებენ პრეზენტაციას ისე, რომ არ ასახელებენ, ვისზე საუბრობენ; სხვა ჯგუფები ისმენენ და უნდა გამოიცნონ, ვისზეა საუბარი.

ლაპარაკის უნარები:ა) შეძლო თავისი აზრის გადმოცემა;ბ) დაასაბუთა თავისი ვერსია; გ) შეძლო მონაწილეობის მიღება მარტივ

ინტერაქციაში ჯგუფური მუშაობის: ა) თანამშრომლობის უნარი; ბ) აქტიურობა-ჩართულობა; გ)სხვისი აზრის მოსმენა-გაზიარება; მოსმენის უნარები: ა) შეძლო პერსონაჟის ამოცნობა; ბ)მოსმენილი რეპლიკები დაუკავშირა

ვიდეორგოლის პერსონაჟს; გ) შეძლო მასწავლებლის ინსტრუქციების

გაგება. წერის უნარები:ა) მოსწავლემ შეძლო ნიმუშის მიხედვით,

კითხვების დახმარებით, მცირე ზომის ტექსტის დაწერა ნაცნობ თემაზე;

ბ) წინადადების ბოლოს სვამს წერტილს

: კითხვის უნარები: ა) თავისუფლად

კითხულობს ხშირად გამოყენებულ სიტყვებს;

ბ) კითხულობს გაბმით; გ) წინადადების ბოლოს

აკეთებს პაუზებს. დ) ცნობს წინადადების

სტრუქტურას

შეფასების კრიტერიუმები

ყველაზე სახალისო ფინალი

შენიშვნები და რეკომენდაციები:1.კანფეტების გამოყენება

დაჯგუფებისთვის არ იყო კარგი იდეა; ამიტომ შევცვალე ბარათებით

2. საჭიროა გამოიყოს საშუალო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთა ჯგუფი და მათთვისაც მომზადდეს შესაბამისი დავალებები;

3. უმჯობესია დაგეგმილი აქტივობები გადანაწილდეს დაწყვილებულ გაკვეთილზე;

გმადლობთ, ყურადღებისათვის!!!