14
ფფფფფფფფ ფფფფფფფფფფფ 70-ფ ფფფფფფფფ ფფფფ ფ. ფფფფფფფფ 90-ფ ფფფფფფ ფფფფფფ ფფფფფფფფფფ ფფფფფფფფფფფ 2015 ფფფფ “ფფფფფფფფფ, ფფფფფფ“

მეორე მსოფლიო ომი

Embed Size (px)

Citation preview

ფაშიზმზე გამარჯვების

70-ე წლისთავი

სსიპ ქ. თბილისის 90-

ე საჯარო სკოლის

მოსწავლეთა

კონფერენცია

2015 წელი

“მშვიდობით, იარაღო“

რატომ გადავწყვიტეთ ამ თემაზე

კონფერენციის ჩატარება? ჯერ კიდევ აპრილის თვეში, როცა VIII კლასში II

მსოფლიო ომის თემა დავიწყეთ და დაფაზე

თარიღი დავწერე, მოსწავლეებმა შენიშნეს, რომ

ომის დამთავრებიდან 70 წელი გასულა.

...და სპონტანურად დაიბადა იდეა, ამ

თარიღისადმი მიგვეძღვნა რაიმე ღონისძიება...

არჩევანი კონფერენციაზე გავაკეთეთ.

კონფერენციის მიზნები და ამოცანები:

• მოსწავლეს ცოდნა შესძინოს ისტორიის, გეოგრაფიის, სამართლის, ეკონომიკის,

პოლიტიკისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლებში.

• დაეხმაროს მას სამყაროს ერთ მთლიანობად აღქმაში და მიმდინარე პროცესებში

საქართველოს ადგილის განსაზღვრაში.

• მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ჰუმანური მსოფლმხედველობა.

• ინფორმაციის დაუფლების პარალელურად განუვითარდეს სპეციფიკური და

ზოგადი უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს მაღალზნეობრივი ღირებულებები.

რა უნარები განუვითარდება მოსწავლეს:

• სივრცეში ორიენტირება;

• ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;

• კომუნიკაცია;

• სწავლის უნარი;

• შემოქმედებითი უნარი;

• თანამშრომლობა

შინაარსი:• პირველ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ II მსოფლიო ომის

მიზეზებს, წინაპირობებს, მიმდინარეობას, შედეგებს...

• გამოკვეთენ და ირჩევენ თემებს;

• აღმოაჩენენ და დაინტერესდებიან ისეთი ფაქტებით, რომლებიც

ვერ ნახეს სახელმძღვანელოში;

• გამოიკვლევენ ისტორიულ მოვლენებს და დაადგენენ მიზეზ-

შედეგობრივ კავშირებს;

• მოძიებული მასალების საფუძველზე შექმნიან პრეზენტაციებს;

• ჩაატარებენ კონფერენციას.

21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

• საღი მსჯელობა და აღქმა;

• ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება;

• იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა

წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;

• ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება,

კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად

და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ

პრობლემასთან დაკავშირებით;

• უწყვეტი განათლებისთვის მზაობის დემონსტრირება;

მზადების პროცესი• ყოველ გაკვეთილზე 10-15 წუთი ეთმობოდა ანგარიშებს: რას ეძებდა, რა იპოვა, ვის

სჭირდებოდა მოძიებული მასალა, რა იდეა გაუჩნდა...

• გამოიკვეთა თემები და სათაურები;

• Fb-ის საშუალებით მასწავლებელს უგზავნიდნენ,მასალას, რომელიც შესწორებებით და რეკომენდაციებით უბრუნდებოდათ უკან და აგრძელებდნენ კვლევას;

• გაჩნდა ახალი იდეა: რადგან ომის თემაზე მრავლად აღმოაჩინეს კარიკატურები, დღის წესრიგში ერთ-ერთ თემად შეეტანათპლაკატები და კარიკატურები;

დაამზადეს, დაბეჭდეს და დაარიგეს მოსაწვევი ბარათები.

საკონფერენციო თემატიკა:

1. ჰოლოკოსტი;

2. ნაციზმი როგორც იდეოლოგია ;

3. საერთაშორისო ვითარება მე-2

მსოფლიო ომის წინ;

4. ფაშიზმი ;

5. კომუნიზმი;

6. საკონცენტრაციო ბანაკები;

7. ქართველები მე-2 მსოფლიო ომში;

8. ქართველები გერმანიის მხარეს;

9. ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი

ქართველები;

10. საბჭოთა რეპრესიები II მსოფლიო

ომის შემდეგ;

11. ერთი ბებიის ისტორია;

12. სახალისო აქტივობა „კარიკატურები“.

კონფერენციის დღე

პირველ დღეს მოვისმინეთ პირველი ექვსი თემა:

საკმაოდ ვრცელი, მძიმე, რთული და

ინფორმაციით დატვირთული. ამიტომ აუდიტორია

ასეთი დარჩა

მეორე დღე:• ამ თემებმა უფრო დიდი ინტერესი გამოიწვია.

განსაკუთრებით გულისამაჩუყებელი იყო

„ერთი ბებიის ისტორია“,

• ხოლო აუდიტორიისთვის კარიკატურებთან

დაკავშირებით დასმულმა კითხვებმა და

მიღებულმა პასუხებმა დამარწმუნა, რომ თემა

არა მარტო VIII კლასელებმა შეისწავლეს,

არამედ მსმენელაბმაც კარგად გაიგეს.

ელენე აზარაშვილის საბრძოლო ჯილდოები

რამდენად მივიღე შედეგი?

• მოსწავლეებმა წარმატებით ჩაატარეს კონფერენცია;

• შეიძინეს ცოდნა;

• ყველა თემაში ხაზგასმულად აღინაიშნა ქართველების ღვაწლი და

საქართველოს ადგილი მსოფლიოში;

• მკაფიოდ გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება პოლიტიკური რეჟიმების

მიმართ;

• გამოიყენეს ელექტრონული რესურსები და ციფრული ტექნოლოგიები.

მუშაობა გარძელდება!

• მუშაობის პროცესში „იპოვეს“ ქართველი შინდლერი - იოსებ ელიგულაშვილი,

რომლის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია. ამიტომ მოსწავლეები

დაუკავშირდნენ ებრაელთა მუზეუმს და აპირებენ გააგრძელონ ინფორმაციის

მოძიება როგორც მასზე, ასევე სხვა ქართველებზე: დიმიტრი ამილახვარი, გივი

გაბლიანი, მიხეილ კედია და სხვ...

• დიდი ინტერესი გამოიჩინეს და გადაწყვიტეს მეტი გაიგონ გიორგი გურჯიევის

შესახებ;

• საკამათო გახდა ტექსილის აჯანყების მონაწილეთა შეფასების საკითხი;

• დაიგეგმა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების შესწავლა და

შედარება XX საუკუნის 30-იან წლებთან...

გმადლობთ,ჩემო

მერვეკლასელებო