20
იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია (ნაწილი I) იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა სვიმონი მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“. მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო. --------------------------------------------

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

  • Upload
    -98-

  • View
    2.497

  • Download
    9

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

(ნაწილი I)

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი)

სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო.

სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი

დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი

ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ

ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი

ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს

უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა

სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს,

ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში

იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში“.

მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ

ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ

ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი

მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე

საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და

ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და

საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის

მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.

სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო

სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის

გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა.

პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა

ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების,

პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ

ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი

ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი

იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში

დაბრუნებულიყო.

--------------------------------------------

Page 2: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №1 (ჯგუფი №1 )

სახელი,მამის სახელი,გვარი

დაბადების წელი,თვე,რიცხვი დაბადების ადგილი სახასიათო ნიშნები

ბავშვობისდროინდელი

ცოდნა

ბავშვობისდროინდელი

ინტერესები

გან

ათლ

ება

დასრულებული

სასწავლო კურსი

შეწყვეტილი სასწავლო

კურსი-

სწავლის შეწყვეტის

მიზეზი

უცხოეთიდან სამშობლოში

დაბრუნება

Page 3: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დავალება: უპასუხეთ კითხვებს წერილობით და ზეპირად!

1. როდის და სად დაიბადა იაკობ გოგებაშვილი?

2. ვინ იყო მამამისი? (სახელი,საქმიანობა);

3. როგორ წარმოედგინათ მშობლებს შვილების მომავალი?

4. რანაირი ბავშვი ყოფილა იაკობი? ტექსტში მოძებნეთ სახასიათო ნიშნები!

5. რა იზიდავდა ბავშვობაში განსაკუთრებულად მწერალს?

6. ბუნებისადმი სიყვარული რომელი წიგნიდან ჩანს?

7. პირველად რომელ სასწავლებელში მიაბარეს მწერალი?

8. რომელი საგნები აინტერესებდა იაკობს?

9. დამატებით რა მასალას ეცნობოდა იგი?

10. რომელი წიგნით გამოავლინა საღვთისმეტყველო ცოდნა მწერალმა?

11. რომელ წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში?

12. რომელ წელს გაემგზავრა კიევში სასწავლად?

13. კიევში საღვთისმეტყველოს გარდა კიდევ რომელ საგნებში ისმენდა ლექციებს?

14. რამდენი წელი ისწავლა კიევში?

15. როგორ იმოქმედა მწერლის ჯანმრთელობაზე კიევის ჰავამ?

16. რა იყო სწავლის შეწყვეტის მიზეზი?

17. რომელ წელს დაბრუნდა სამშობლოში მწერალი?

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 4: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

ჯგუფური დავალებები

თავფურცელი

სკოლა, კლასი ----------------------------------------------------------------------------------------

საგანი------------------------------------------------------------------------------------------------

თემა-------------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------

დავალების შესასრულებლად მოცემული დრო------------

ჯგუფი № -----------

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

ჯგუფის წევრები:

№ მოსწავლის სახელი, გვარი შეფასება (განმავითარებელი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

პრეზენტატორი: სახელი,გვარი ------------------------------------------შეფასება (განმსაზღვრელი) ------------

მასწავლებელი-------------------------------------------------------------

შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 5: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

(ნაწილი II)

1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო

1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში

საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული

იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას

ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული

ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა

ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა,

მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.

იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში,

რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი

ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის

პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული

ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის“, შემდეგ – „ბუნების კარი“ (1868),

„დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ

ანბანში“ (1872), „დედა ენა“ (1876). “დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა,

გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. “დედა ენას” “ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან

ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი

ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი “დედა ენა” და 5-6 ათასი “ბუნების კარი”

იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.

გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის

ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი “საზოგადოებრივი სამსახურისთვის

არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის

მართლების საშუალებაც არ მისცეს. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული

მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში

სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: “ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს

ქვეყანას უნდა მოვახმარო”.

---------------------------------------

Page 6: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №2)

სამუშაო გამოცდილება

მწერლის თანადროული ეპოქა

სწავლა-აღზრდის მეთოდები

ეროვნულ-

განმანთავისუფლებელი

მოძრაობის აქტივისტი

მწერლის როლი და მისი

მოღვაწეობის კვალი

სამუშაოს შეწყვეტის მიზეზი

და შედეგი

სასოწარკვეთილი მწერლის

გადაწყვეტილება

Page 7: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დავალება: უპასუხეთ კითხვებს წერილობით და ზეპირად!

1. რომელი წლიდან მუშაობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად?

2. რატომ ჩაება იაკობი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში?

3. წაიკითხეთ მწერლის თანადროული ეპოქის ამსახველი ამონარიდი ბიოგრაფიიდან!

4. მოსწავლეთა აღზრდის რანაირი მეთოდი იყო იმხანად?

5. რა შეცვალა სასწავლებლებში ბავშვების აღზრდის კუთხით იაკობმა?

6. ჩამოთვალეთ მისი წიგნები და ცალკეული ნაწარმოებები!

7. რა ბრალდებით გაათავისუფლეს სამსახურიდან იაკობი?

8. რა გადაწყვეტილება მიიღო სასოწარკვეთილმა მწერალმა?

Page 8: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

ჯგუფური დავალებები

თავფურცელი

სკოლა, კლასი ----------------------------------------------------------------------------------------

საგანი------------------------------------------------------------------------------------------------

თემა-------------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------

დავალების შესასრულებლად მოცემული დრო------------

ჯგუფი № -----------

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

ჯგუფის წევრები:

№ მოსწავლის სახელი, გვარი შეფასება (განმავითარებელი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

პრეზენტატორი: სახელი,გვარი ------------------------------------------შეფასება (განმსაზღვრელი) ------------

მასწავლებელი-------------------------------------------------------------

შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 9: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

(ნაწილი III)

ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და

მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ,

უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.

იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ

სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის

გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის

აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების

შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის

გამავრცელებელ საზოგადოებას“, ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი

ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი

დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის

გამავრცელებელი საზოგადოება“ მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი

იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.

არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით

აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო

ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-

სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.

გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის

განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის

საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან

შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი

მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა

სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის

უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში

გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი

შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი

ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ

დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა

ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.

Page 10: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №3

მწერლის ფინანსური

მდგომარეობა სამუშაოს

დაკარგვის შემდეგ

ქველმოქმედება

ეროვნული ღვაწლი

Page 11: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დავალება: უპასუხეთ კითხვებს წერილობით და ზეპირად!

1. რა პრობლემებს წააწყდა უმუშევრად დარჩენილი იაკობი?

2. რომელი საზოგადო მოღვაწის ლიტერატურულ სალონში დასაქმდა მწერალი?

3. წაიკითხეთ ის ეპიზოდი ბიოგრაფიიდან, რომელიც მწერლის

ქველმოქმედებაზე მოწმობს!

4. მუდამ სხვისი ქომაგი იაკობი თავად რაგვარ გასაჭირში ცხოვრობდა?

Page 12: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

ჯგუფური დავალებები

თავფურცელი

სკოლა, კლასი ----------------------------------------------------------------------------------------

საგანი------------------------------------------------------------------------------------------------

თემა-------------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------

დავალების შესასრულებლად მოცემული დრო------------

ჯგუფი № -----------

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

ჯგუფის წევრები:

№ მოსწავლის სახელი, გვარი შეფასება (განმავითარებელი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

პრეზენტატორი: სახელი,გვარი ------------------------------------------შეფასება (განმსაზღვრელი) ------------

მასწავლებელი-------------------------------------------------------------

შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 13: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

(ნაწილი IV)

იაკობი გაშმაგებით ებრძოდა ქართველი ენისა და კულტურის დაუძინებელ

მტრებს, თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: “გაგვიძეხ,

ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და

იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ

გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების

საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა “რუსკოე სლოვო”,

რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს. გოგებაშვილი

ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. ქართული ხალხური

ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი“, „მერცხალი

და მეცხვარე“, „ცხვარი და მარტი“ და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი“,

„ბეღურა“, „ლომი“, „მერცხალი“, „აქლემი“, „ორაგულის ცხოვრება“, „ნამი“,

„ცისარტყელა“ და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს;

ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი“, „იოთამ ზედგენიძე“,

„ერეკლე მეფე და ინგილო ქალი“, „ცოტნე დადიანი“, „თავდადებული მღვდელი

თევდორე“, „სხივი წარსულისა“, „სამასი თავდადებული გლეხი“ და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს,

ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს ცნობილი მოთხრობა

„იავნანამ რა ჰქმნა“ (1890).

1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ

თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული

მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს

„ნობათს“, „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“.

----------------------------------------------

Page 14: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

მწერლის შემოქმედებითი ანკეტა №4

სხვა ერების მიმართ

პატივისცემა, თანადგომა,

ჰუმანიზმი და

ტოლერანტობა)

შემოქმედება

Page 15: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დავალება: უპასუხეთ კითხვებს წერილობით და ზეპირად!

1. რომელი მწერლებისა და გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეების თანამებრძოლი

იყო იაკობი?

2. რას ებრძოდნენ პროგრესულად მოაზროვნე მწერლები?

3. მოძებნეთ ბიოგრაფიაში ანდაზების საფუძველზე შექმნილი მოთხრობების

სახელები;

4. ჩამოთვალეთ ისტორიულ თემაზე დაწერილი ნაწარმოებები იაკობ

გოგებაშვილისა!

5. რას ასწავლის მკითხველს მოთხრობა “იავნანამ რა ჰქმნა?”

6. რომელ ჟურნალებში აქვეყნებდა საბავშვო ნაწარმოებებს მწერალი?

Page 16: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

ჯგუფური დავალებები

თავფურცელი

სკოლა, კლასი ----------------------------------------------------------------------------------------

საგანი------------------------------------------------------------------------------------------------

თემა-------------------------------------------------------------------------------------------------

თარიღი ------------------------

დავალების შესასრულებლად მოცემული დრო------------

ჯგუფი № -----------

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

ჯგუფის წევრები:

№ მოსწავლის სახელი, გვარი შეფასება (განმავითარებელი)

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

პრეზენტატორი: სახელი,გვარი ------------------------------------------ შეფასება (განმსაზღვრელი) ------------

მასწავლებელი-------------------------------------------------------------

შენიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------

Page 17: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

(ნაწილი V)

იაკობმა სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი

დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა

ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი

თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.

ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ჭლექის შიშით ცოლიც

არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი.

1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ

გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან.

წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა

წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ

გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის

პანთონში გადაასვენეს.

დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ

დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური

ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა

პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს

პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის

პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს,

სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის

დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის“ 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი

ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ აღდგენილი

გამოცემები.

-------------------------------------

Page 18: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დ ა ვ ა ლ ე ბ ა : შეავსეთ მწერლის შემოქმედებით-ბიოგრაფიული ანკეტა!

მწერლის შემოქმედებითი ანკეტა (ჯგუფი №5)

ქველმოქმედება

ოჯახური მდგომარეობა

(დასაოჯახებელი?

დაოჯახებული?) მიზეზი

გარდაცვალება

(თარიღი,მიზეზი); განსასვენებელი

ჯილდო და დაფასება

Page 19: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია

დავალება: უპასუხეთ კითხვებს წერილობით და ზეპირად!

1. ვის დაუტოვა ქონება ანდერძით იაკობმა?

2. ანდერძით ვის გადასცა ვარიანის სახლი?

3. მოძებნეთ ტექსტიდან ეპიზოდი,რომლიდანაც ჩანს მწერლის დამოკიდებულება სხვადასხვა

ეროვნებისა და მრწამსის ადამიანების მიმართ!

4. რატომ არ დაოჯახდა იაკობი?

5. როდის გარდაიცვალა იაკობი და სად დაკრძალეს იგი? ახლა სად განისვენებს მისი ნეშთი?

6. რა სახის ჯილდო გადასცა წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობს?

7. რა ეწერა ვერცხლის გვირგვინს?

8. ტექსტში მოძებნეთ იაკობ გოგებაშვილის სახელობის ორგანიზაციების დასახელებები!

9. ყოველი წლის რომელ თვეს აღნიშნავენ იაკობობას?

Page 20: იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია