9

Click here to load reader

ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

ინტეგრირებული გაკვეთილი1.გაკვეთილის თემა

ქრისტიანული სალოცავები-,,ათასი წელი თვალთა შენთა უფალო ვითარცა გუშინდელი დღე“

2.სწავლების საფეხური

საბაზო IX კლასი

3 .ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლის სახელი ,გვარი

საგნები მასწავლებლის სახელი ,გვარი

საქართველოს ისტორიამარინე რეხვიაშვილი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

მარინე რეხვიაშვილი4. მოსწავლეთა რაოდენობა

13

5. განსაკუთრებულიმიდგომების და საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

კლასში არის სპეციალური საგანმანატლებლო საჭიროების მქონე 2 მოსწავლე.1.ჰიპერაქტიული/დისგრაფიის სინდრომით2.დისლექსიის სინდრომით

6.გაკვეთილების სასწავლო მიზნები (საგნების მიხდვით)

ხელოვნების მიზანი :

1. წარმოადგინონ მოძიებული ინფორმაცია ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე თვალსაჩინო მასალის სახით.

2. შეადარონ ერთმანეთს ერთი პერიოდის როგორც ერთი კულტურის, ასევე ორი სხვადსხვა კულტურის ხუროთმოძღვრული ძეგლები

3. იმსჯელონ იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა ხუროთმოძღვრების მხატვრულ გადაწყვეტაზე .

ისტორიის მიზანი:

1. ილუსტრაციების მიხედვით განასხვავოს ერთმანეთისაგან სხვადასხვა სტილით ნაგები არქიტექტურული ძეგლები

2. აღწეონ და გააანალიზონ ისტორიულ ასპექტში მშობლიურ კუთხეში მდებარე ისტორიული ძეგლები

3. გაეცნონ საქართველოში იუნესკოს ბუნებრივი და კულტურული ძეგლების ნუსხაში დაცულ ობიექტებს.გამოთქვან მოსაზრებები,რომელ ხუროთმოძღვრულ ზეგლებს დაუმატებდნენ ჩვენი რაიონიდან/რეგიონიდან და რატომ?

1

Page 2: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

7 .ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგები/ინდიკატორები

ისტ.IX.6.მოსწავლესშეუძლია მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ. ინდიკატორები 3.აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში. 5.ირჩევს ქართული ეკლესიის ორ წარმომადგენელს და ადარებს მათ მოღვაწეობას რელიგიურ და კულტურულ სფეროში;

ისტ.IX.7.მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და  განვითარების შესახებ.

ინდიკატორები2.წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს (მაგ.: თბილისელი მოსწავლე ახასიათებს ანჩისხატის ტაძარს ან ნარიყალას ციხეს, გორელი მოსწავლე ახასიათებს უფლისციხეს ან გორის ციხეს, ქუთაისელი მოსწავლე ახასიათებს ბაგრატის ტაძარს. . . .);

ს.გ.IX.5.მოსწავლეს  შეუძლია  ამოიცნოს და  შეადაროს  ერთმანეთს  სხვადასხვა  ეპოქისა და სტილის ნამუშევრები.   

ინდიკატორები 3.ამოიცნობს ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილ ნიმუშებს და

ადარებს იმავე პერიოდის სხვა ქვეყნის არქიტექტურულ ძეგლებს;ს.გ.IX.6.მოსწავლე იკვლევს და განმარტავს კონტექსტის გავლენას კონკრეტულ ნაწარმოებსა და ხელოვანის შემოქმედებაზე.   ინდიკატორები

3.მსჯელობს, თუ რა გავლენა იქონია ამა თუ იმ ისტორიულმა მოვლენამ რომელიმე კონკრეტულ ნამუშევარზე;

ს.გ.IX.7.მოსწავლე იკვლევს  საქართველოს  სხვადასხვა  კუთხის  ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.ინდიკატორები

4. იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხისხელოვნების  ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და

2

Page 3: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

სხვ.).

სსიმ მოსწავლეებს განუვითარდეთ მოტორული უნარ -ჩვევები,ჩაერთონ საკლასო აქტივობებში,შეძლონ ფორმის აღქმა,მაგ,გუმბათოვან და ბაზილიკურ ტაძრების გარჩევა,მარტივი სქემების შექმნა,საჭირო ინვენტარისმიზნობრივად გამოყენება.

წინარე ცოდნა

მოსწავლემ იცის ქრისტიანობის გავრცელების შედებად ქართულ ხელოვნებაში ახალი დარგის ხუროთმოძღვრების გაჩენის შესახებ,იცის რომ ხუროთმოძღვრება არის ხელოვნების სინთეზი,რომ იქი ლაითმოტივად გასდევს ქართული კულტურის განვითარებას,იცის ისტორიული ეპოქების ანალიზი ,ჩამოთვლის ქართველ მეფეებს,რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის განვითარებაში,იცის საგანმანათლებლო კერების არსებობის შესახებ საქართველოში,ჩამოთვლის ქართველ წმინდა მამებს რომელთა დიდი ღვაწლით იქმნებოდა ხუროთმოძღვრული ძეგლები.

8.თანამიმდევრობა(აქტივობა და დრო)

ხანგრძლივობა 90 წთ.აქტივობა N 1.პროვოცირება ,გონებრივი იერიში.დრო (5 წთ)

პოექტორის გამოყენებით მონიტორზე ვაჩვენებთ სვეტიცხოვლის ტაძარსდა ნაწყვეტს ფილმიდან ,,დიდოსტატის მარჯვენა“ და ვსვავ კითხვას:რომელი მეფეების მმარველობის ხანას გახსენებტ სვეტიცხოვლის ტაძარი?მოსწავლეებს საქართველოს ისტორიაში უკვე განვლილი აქვთ შესაბამისიმასალა და მათი საშინაო დავალება სწორედ ამ ფაქტებს მოიცავს,აქედან გამომდინარე პირველი წყვილი აღნისნავს,რომ მირიანის ეპოქას და გააკეთებს ეპოქის ისტორიულ-კულტურულ მოკლე მიმოხილვას,შემდგონ მეორე წყვილი აღნიშნავს გორგასლის ეპოქას და შესაბამისად გააკეთებს ეპოქის ისტორიულ-კულტურულ მიმოხილვას.იმისთვის რომ მივიდეთ სვეტიცხოველის ტაძრის ისტორიულ -კულტურულ მოხილვამდე მოსწავლეთა მესამე და მეოთხე წყვილი გვთავაზობს კვლევას,თუ რა მსგავსება და განსხვავებაა საქართველოს სხვადასხვა კუთხის არქიტექტურულ ძეგლებს შორის,ხოლო მეხუთე წყვილი წარმოადგენს ე.წ. ,,განსხვავებული“ სტილის არქიტექტურულ ძეგლებს,რომელნიც ისტორიულ -კულტურული თავისებურებებით გამოირჩევიან.აქტივობა N 2( სლაიდშოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა)საშინაო დავალების პრეზენტაცია (დრო 22.წთ)ჯგუფები წარმოადგენენ მითითებულ დავალებებს შემდეგი მიმართულებითI წყვილი -ქრისტიანობის შემოსვლა საქარველოში,მირიანის ეპოქა და პირველი ქრისტიანული ტაძარი- გეგმა,ინტერიერის განხილვაII წყვილი : ვახტანგ გორგასლისეული ეპოქა და .ბაზილიკური ტაძრები,ვახტანგისეული სვეტიცხოველი.ბოლნისის სიონი -სან ანტონიო ნუოვო -ურბნისი,გაგმა ინტერიერის და ექსტერიერის განხილვა .

III წუვილი: ერისმთავრობა საქართველოში(სტეფანოზ ერისთავი)ჯვრის ტიპის ტაძრები.მცხეთის ჯვრის ტაძარი,წმინდა რიფსიმესტაძარი(სომხეთი)- ატენის სიონი.გაგმა და ექსტერიერის განხელვა IV წყვილი: განვითარიბული გუმბათოვანი ტაზრები XI-XII ს.ს. ბეთანიის ტაძარი,წმ.ლუკას ტაძარი(ფოკიდა საბერზნეთი,-სამთავისი,გეგმა და ექსტერიერის განხილვა..Vწუვილი: განსხვავრბული სტილი ქართულ ხუროთმოძღვრებაში.

3

Page 4: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

სვეტიცხოველი როგორც ბაზილიკურ გეგმაზე დაფუძნებულუ,გურჯანის ყოვლადწმინდა ,ბანა,კაცხი.

დისლექსიის მქონე მოსწავლე,კომპიუტერის საშუალებით თითოეულ ჯგუფს ეხმერება სლაიდ შოუს გაშვებაში,სწავლობს ბაზილიკისა და გუმბათოვანი ტაძრების გარჩევას.აქტივობა N 3.ვენის დიაგრამა|(დაკვირვება-კომენტარი)(დრო.8წთ)მოსწავლეებმა წარმოადგინეს მსგავსება განსხვავება ერთი პერიოდის

როგორც ქართულ , ისე უცხოურ ა)ბაზილიკურ ტაზრებს შორის . ბ)ჯვრის ტიპის ტაძრებს შორის ,გ)განვითარებული გუმბათოვანი ტიპის ტაძრებს შორის

ვენის დიაგრამის დახაზვაში გვეხმარება ჰიპერაქტიული მოსწავლე ,რომელიც კარგად ფლობს ხელის მოტორულ უნარ -ჩვევებს,ამავე დროს მას შეუძლია საქართველოს ისტორიულ- არქიტექტურულ რუკაზე იპოვოს დასახელებული ტაძრებიდან რამდენიმე და წარმოუდგინოს კლასს.შემდგომ ის ცდილობს (კაკვეთილის განმავლობაში)დახატოს ნებისმიერი ტაძრის ექსტერიერი. დისლექსიისა მქონე მოსწავლე ცდილობს ამოიცნოს თუ როგორი ფორმის ტაძარია წარმოდგენილი ნახატზე -გუმბათოვანი თუ ბაზილიკური(მართივი კითხვებით რომელძედაც პასუხი მხოლოდ ,,კი“ ან ,,არა“ იქნება და ხატავს მისთვის სასურველი ფორმის ტაძარს.შეძლებისდაგვარად....(მეორე)გაკვეთილის ბოლოს ორივე მათგანი აკეთებს ნახატის პრეზენტაციას.

აქტივობა N 4:მინი-ლექცია:დრო (10.წთ),,ათასი წელი თვალთა შენთა უფალო ვითარცა გუშინდელი დღე“....(89 ფსალმუნი),ხელოვნების მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფოემაციას მათთვის უცნობი არქიტექტურული ძეგლის შესახებ-კახეთში ადრექრისტიანული სალოცავების შესახებ,წარუდგენთ არეშის ნაქალაქარს კულტურულ ასპექტში,აცნობთ ,რომ ფორმას დრო ქმნიდა ,დრო კი ისტორიაა,დროისა და ისტორიის მომსწრე და მოამბე ტაძარია ,რომელიც თავის თავში იტევს წმინდანის მოწამეობრივ ცხოვრებას ,თავისი ისტორია აქვს თითოეულ ტაძარს.შენდებოდა და მშვენდებოდა ქართველთა მიერ,ინგრეოდა და ილახებოდა მომხვდური მტრის მიერ.ამის ნათელი მაგალითები ჩვენს რეალობაშიც ბევრია , საძირკველ შემორჩენილი ,,ქვათა ღაღადი“ მოისმის ამ ადგილებიდან ,მაგრამ მათ გვერდით კვლავ მშვენდებიან ძველნი (ნეკრესი,გურჯანის ყველაწმინდა და გრემი) და შენდებიან ახალნი (სოფ.კართუბნის წმ.ნიკოლოზის გუმბათოვანი ტაძარი,სოფ. გიორგეთის წმ.გიორგის ტაძარი)

ისტორიის მასწავლებელი აჩვენებს მათ კახეთის გაღმა მხრის სქემას და გააკეთებს მოკლე ისტორიულ მიმოხილვას არეშის ქალაქის შესახებ,ისტორიულ ასპექტში, აწვდის ინფორმაციას ეკლესიის მშენებელთა როლზე ,სახოგადოებრივ პოლიტიკურ,სოციალურ-ეკონომიკურ,კულტურულდა რელიგიურ ასპექტში,რომ ყოველივე ამის უკან დგას ჩვენი რელიგიური მრწამსი,მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე,რომლის წინაშე დრო და ჟამი არ არსებობს ,იგი უცვლელია ,,ათასი წელი თვალთა შენთა უფალო ვითარცა გუშინდელი დღე“....ასევეა დღესაც არ იცვლება უფალი,მისთვის აგეგებულ ტაძართა დანიშნულება და ფორმა დროსა და სივრცის კონკრეტულ მონაკვეთში იცვლებიან ადამიანები და სახელმწიფოებრივი მმართველობები,სოციალირ-ეკონომიკური,კულტურული,პოლიტიკური მდგომარეობანი და განიხილავს მათ როლს

4

Page 5: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

ტაძართმშენებლობის ფონზე.

მეორე გაკვეთილიაქტივობა N 5.დისკუსია ( სლაიდშოუს გამოყენებით მიმდინარე აქტივობა),T დიაგრამა(დრო 20 წთ)ნინი ლექციის შემდეგ ხელოვნების მასწავლებელი სვავს სადისკუსიო კითხვებს :ავაშენოთ ახალი და მივატოვოთ ძველი?რა მნიშვნელოვან ფაქტორებს მოიცავს თავის თავში ძველის აღდგენა,რასაც ახალში არ ვითვალისწინებთ?ისტორის მასწავლებელის კითხვა -ისტორიული მოვლენა რა როლს თამაშობს ხელოვნების ისეთ მნიშვნელოვან დარგზე როგორიც არქიტექტურაა?(სლაიდ შოუს მეშვეობით ვაჩვენებთ თვალსაჩინო მასალას სადისკუსიო თემიდან გამომდინარე.)მოსწავლეები იცავენ სადისკუსიო წესებს და ერთ-ერთი მოსწავლე დაფაზე გაკრულ ,,T“ დიაგრამის ფორმატზე ჩამოწერს დისკუსიის შედეგად წამოჭრილ საპირისპირო მოსაზრებებს,ხოლო ხელოვნების მასწავლებელი ავსებს დისკუსიის შეფასების სქემას (ფორმატზე შექმნილი) (ეხმარება ჰიპერაქრიული მოსწავლე)განმავითარებელი შეფასებისთვის პირობითი ნიშნებით.

აქტივობა N 6.,,საკითხი -როლი- აუდიტორია-ფორმა“(დრო 5 წთ) ისტორიის მასწავლებელი წარუდგენს მოსწავლეებს ქვემორე სქემას (დისლექსიის სინდრომის მქონე მოსწავლე არიგებს აღნიშნული სქემის თაბახებს)მოსწავლეები ინდივიდუალურად ავსებენ მოცემული სქემის თითოეულ გრაფას,ჩაწერენ საკითხს და როლს ,შემოხაზევენ აუდიტორიას და ფორმას, მშობლიურ კუთხეში (კახეთის გაღმა მხრის სქემის მიხედვით)მათთვის საინტერესო ხუროთმოძღვრულ ძეგლზე,რომელთა პოპულარიზაციასაც საჭიროდ ჩათვლიან ისტორიულ - კულტურული თვალსაზრისით

საკითხი(თემა ,რომელზედაც უნდა შესრულდეს წერითი დავალება

როლი,რომლის თვალთახედვითაც უნდა შესრულდეს წერითი დავალება

აუდიტორია ვისთვისაც იქმნება ნაწერი

ფორმა რომელსაც ირჩევს ავტორი(მოსწავლე)

(მაგ.მასწავლებელი,მოსწავლე,სკოლა,საკრებული,გამგეობა,ქველმოქმედი,სახელმწიფო....)

1.ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 2.კულტურისა სამინისტრო 3.ძეგლთა დაცვის დეპარტამენტი 4.რესტავრაციის ფონდი 5.საქართველოს საპატრიარქო6. UNESCO

1.ახსნა -განმარტება

2.წერილი

3.პროექტი

5

Page 6: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

აქტივობა N 7.სსსმ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია (დრო.5 წთ)(განმავითარებელი შეეფასება) აქტივობა N 8.საშინაო დავალების მიცემა(დრო 5.წთ.)

მოცემულ გრაფაში არსებულ საკითხს, წარმოადგენილ ,,როლს“ და ,,აუდიტორიას“წარმოადგენენ შესაბამის ,, ფორმაში“ წერილობითი სახით.

გაკვეთილის დაგეგმილი აქტივობები საშუალებას აძლევს მასწავლებელს მოსწავლეები შეაფასოს შემდეგი მიმართულებით:საშინაო დავალება და პრეზენტაცია -განმსაზღვრელი შეფასებით. დისკუსია -განმავითარებელი შეფასებით.(დრო 10 .წთ)

საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები 1-3 ქულა 4-5 ქულა 6-7 ქულა 8-10 ქულა

ინფორმაციის მოძიების წყაროები

iyenebs mxolod sakuTar arsebul

informacias

იყენებს მხოლოდ

სახელმძღვანელოს

ინფორმაციას

იყენებს მხოლოდ

რამდენიმე საინფორმაციო წყაროს

იყენებს მრავალფერ

ოვან საინფორმაც

იო წყაროებს

მოძიებული ინფორმაცია შეესაბამება

თემას

Mmasala ar aris sakiTxis Sesabamisi

მასალა ნაწილობრივ სეესაბამება

საკითხს

მასალა ძირითადად შეესაბამება

საკითხს

მასალა სრულად

შეესაბამება საკითხს

მოძიებული ინფორმაციი

ს ორგანიზება,წყაროების ნუსხა,ცხრილებისან

დიაგრამების სახით

წარმოდგენა

Mmasala ar aris sworad organizebuli

მასალა ნაწილობრივ ორგანიზებუ

ლია

მასალა ორგანიზებულია ,მაგრამ

რთულად აღსაქმელი

მასალა კარგად და მოსახერხებ

ლადაა ორგანიზებუ

ლი

მოზიებული ინფორმაციი

ს ანალიზი,კვ

ლევა

ver iyenebs moZiebul masalas

miznobrivad

ნაწილობრივ მიძნობრივად

იყენებს მოძიებულ მასალას

ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას

მიყნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას

საგანთა შორის

კავშირის დემონსტრი

რება

Aar Cans kavSiri

ნაწილობრივ ჩანს კავშირი

ჩანს მაგრამ ვერ

მყარდება არგუმენტები

არის კავშირი

მაგალითებით და

აღგუმენტებით

9 შეფასება

6

Page 7: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

P პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

1. მომზადებულია ,საუბრობს ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით0-1-2

2. სათქმელის ნათლად და გასაგებად გადმოცემა ,კონტაქტი აუდიტორიადთან 0-1-2

3. ინფორმაციის ფლობის უნარი(ადეკვატური კითხვა- პასუხი)0-1-24. დროის ლიმიტის დაცვა 0-1-25. თვალსაჩინოების გამოყენება 0-1-2

დისკუსიის რუბრიკა (კომენტარებით)

ცუდი საშუალო კარგი მოსწავლის სახელი, გვარი

_ + V 1 2 3 4 5

უსმენს და თველყურს ადევნებს ორატორს

მკაფიოდ მეტყველებს და უყურებს მსმენელებს

შეუძლია აღიქვეს და გამოიყენოს არავერბალური კომუნიკაციის ფორმები(თვალით, ჟესტებით,გამომეტყველებით,ხმით)იჩენს ინტერესს დისკუსიის თემისადმი,საჭირო კომენტარებით და აზრების გამოთქმით თანამშრომლობს თანაკლასელებთან,აცლის სხვებს აზრის გამოთქმას და იცავს დისკუსიის წესებს.მოსაზრება ორიგინალურია და გამყარებულია ფაქტებით,ცნებებით,არის ლოგიკური კავშირი საკითხთან

10 საკლას

ო მენეჯმენ

ტი

ტექნიკა და ინსტრუმენტები-კომპიუტერი,პროექტორი,დაფა,ცარცი,თაბახის ფურცელი,ფორმატი,მარკერი ინფორმაციის წყაროები- საქართველოს ისტორია IX კლასი ავტ.:მ.ლორთქიფანიძე.ნ.ასათიანი . სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება IX კლასი,ავტ. ნ.კუნჭულია ,ნ.მეხაშიშვილი. ,,განვითარებისა და სწავლების თეორიები“,დამხმარე სახელმძღვენელო I .მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2011 წ ,, სასწავლო და პროფესიული გარემა“ დამხმარე სახელმძღვენელო II .მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2011 წ ,,სასწავლო და პროფესიული გარემო“ დამხმარე სახელმძღვენელო II .მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი,2011 წ

ლ.ჭილაშვილი ,კახეთის ქალაქები,შ.ამირანაშვილი,ქართული ხელოვნების ისტორია,თბ.1961. ვ.ბერიძე,ძველი ქარტული ხუროთმოძღვრება თბ. 1974

7

Page 8: ისტორია-ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

გ.ჩუბინაშვილი , ქართული ხელოვნების ისტორია, თბ. 1936 გ.ჩუბინაშვილი ქართული ხუროთმოძღვრება საშუალო საუკუნეებში და მისი

სამი მთავარიკათედრალი, თბ., 1925Г. Чубинашвили, Архитектура Кахетии, Тбилиси, 1959

8