3

Click here to load reader

26 მარტი-1 აპრილი, 2012

  • Upload
    ei-lat

  • View
    623

  • Download
    4

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 26 მარტი-1 აპრილი, 2012

- 1 -

Website: ei-lat.ge facebook: Liberal Academy Tbilisi YouTube: Liberal Academy flickr: Liberal Academy Tbilisi slideshare: EI LAT

Email: [email protected] Telephone: (+995) 32 293 11 28 Fax: (+995) 32 293 11 28

26 მარტი-1 აპრილი, 2012 ქართულ პრესაში ევროპისა და ევროკავშირის თემის ყოველკვირეული მიმოხილვა „რეზონანსში“ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ესპანეთში მასობრივი გამოსვლები დაიწყო :“აქციის მონაწილეები შრომითი კანონმდებლობის შესახებ დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, რომლის საშუალებითაც ხელისუფლება უმუშევართა დახმარებას, ბიუჯეტის დეფიციტის და სახელმწიფოს საგარეო ვალის შემცირებას იმედოვნებდა“. „საბერძნეთს აქვს სისუსტეები ადმინისტრაციაში თუ ბიზნესში, მაგრამ ის ცდილობს ამის მოგვარებას. ეს იქნება გრძელი და რთული გზა. ჩვენ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება სავალუტო ერთიანობის შესახებ“. - „რეზონანსი“ აქვეყნებს ამონარიდს ანგელა მერკელის ბი ბი სი-სათვის მიცემული ინტერვიუდან, სადაც

მერკელი აღნიშნავს, რომ საბერძნეთის გასვლა კავშირიდან საგრძნობლად დაასუსტებს ევროზონას და მიიჩნევს რომ ეს იქნება უდიდესი პოლიტიკური შეცდომა. „რეზონანსის“ ცნობით 2012 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 384 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 30%-ით აღემატება: „სტატისტიკოსთა ინფორმაციით საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილმა 29% შეადგინა, მათ შორის ექსპორტში -22%, იმპორტში კი 30%“.- წერს „რეზონანსი“.

Page 2: 26 მარტი-1 აპრილი, 2012

- 2 -

გაზეთი „24 საათი“ ვრეცლ სტატიას უძღვნის ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ მე-19 (უშედეგო) რაუნდს. როგორც გამოცემა წერს, 28-29 მარტის დისკუსიაზე ძირითადად სამი საკითხი განიხილეს - დევნილთა უპირობო და ღირსეული დაბრუნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მხრიდან ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულება და საერთაშორისო მონიტორინგის აღდგენა. როგორც საქართველოს საქართველოს საგარეო მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე „24 საათთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჟენევის დისკუსიები იმ ეტაპამდეც მივა, როდესაც ძალის გამოუყენებლობის პირობას მოსკოვიც დადებს. „წინა რაუნდების მსგავსად, ახლაც საკმაოდ საინტერესო დისკუსია გაიმართა. ამას წინ უძღოდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება. ცალსახად ითქვა, რომ რუსეთმა უნდა აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. ჯერჯერობით, რაიმე შედეგი არ არის, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო რაუნდებზე რუსეთი ამ ვალდებულებას აიღებს“. - განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ დისკუსიაზე ასევე განიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგის აღდგენის საკითხი. გაზეთ „24 საათში“ გავრცელებული ინფორმაციით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კეტრინ ეშტონის პრესსპიკერი ე. წ. სამხერთ ოსეთში ჩატარებული არჩევნების შესახებ ავრცელებს განცხადებას: „როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირი არ აღიარებს იმ

საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომელთა ფარგლებშიც ეს არჩევნები ჩატარდა. ეშტონის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, როგორც ეს აღიარებულია საერთაშორისო სამართლის მიერ“. - წერს გამოცემა. როგორც „24 საათიდან“ ირკვევა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნო პერიოდში ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თანაბარი სასტარტო პირობები და არ უნდა იყოს შექმნილი ხელოვნური ბარიერები. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე, რომლის განცხადებით, საქართველოს ნამდვილად აქვს პრეტენზია, რომ ის დემოკრატიული სახელმწიფოა, აქედან გამომდინარე საარჩევნო პროცესის სამართლიანად წარმართვა მისთვის მეტად მნიშვნელოვანია. „ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2014 წლისთვის დასრულდება“ - გაზეთ „24 საათში“ გამოქვეყნებული სტატია მიმოიხილავს 27-28 მარტს თბილისში გამართულ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების პირველ რაუნდს. როგორც ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის

Page 3: 26 მარტი-1 აპრილი, 2012

- 3 -

ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში თორნიკე გორდაძე აცხადებს, საქართველო დაამყარებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს, რაც საქართველოს ეკონომკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. „საქართველოს წელიწად-ნახევარი დასჭირდება იმისათვის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების მექანიზმი აამოქმედოს. 2014 წლამდე საქართველო შეძლებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები დაასრულოს“. - განმარტავს გორდაძე. სტატიაში ასევე ვკითხულობთ გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარის შტეფან ფულეს მოსაზრებას, რომელიც ევროკომისიის ვებგვერდმა გამოაქვეყნა: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის წევრმა ორმა ქვეყანამ - მოლდოვამ და საქართველომ - მიაღწიეს საკმარის პროგრესს აუცილებელი რეფორმების გატარების კუთხით და შეასრულეს რიგი წინაპირობები იმისთვის, რომ წავიდნენ წინ ევროკავშირის შიდა ბაზართან ეტაპობრივი ინტეგრაციის პროცესში“. - განმარტავს ფულე. ამავე კვირის „ტაბულა“ გვთავაზობს პრემიერ-მინისტრის მთავარ მრჩეველთან თამარ კოვზირიძესთან ვრცელ ინტერვიუს, რომლის ძირითად თემას ვეროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივები წარმოადგენს. როგორც კოვზირიძემ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპრაკებებს პროცესი სავარაუდოდ 2013 წელს

დასრულდება: „ყველა შეთანხმებას პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, განსაკუთრებით ისეთ ფართო შეთანხმებას, როგორსაც ჩვენ ვაფორმებთ. პოლიტიკური შედეგი უფრო მოკლე ვადაში იგრძნობა - მოლაპარაკებების გამოცხადებაც იმაზე მიუთითებს, პოლიტიკურად რა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები ერთმანეთს. ცხადია, ეკონომიკური შედეგი იქნება - მაგალითად, ექსპორტის მოცულობის გაზრდა. ინვესტორებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შეთანხმებები. ეკონომიკური შედეგის აღქმას გარკვეული დროს დასჭირდება - შეთანხმება ძალაში უნდა შევიდეს, კერძო კომპანიები და ბიზნესი მოერგოს ახალ რეჟიმს. ამიტომ, როგორც წესი, საშუალოვადიანი პერიოდია საჭირო, რომ რეალურად დავინახოთ ეკონომიკური სარგებელი“.