30
ვვვვვვვვ ვვ ვვვვვვ ვვვვვვვვვვ ვვვვვვვვვვვ

Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

  • Upload
    -

  • View
    470

  • Download
    9

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

Page 2: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ვირუსები (ლათ. შხამი) 1892 წელს აღმოაჩინა რუსმა ბიოლოგმა

ივანოვსკიმ სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები ზომები: 15-20 ნანომეტრიდან 300-500

ნანომეტრამდე მათი დანახვა ელექტრონული მიქროსკოპით

არის შესაძლებებლი შეიცავს დნმ-ს ან რნმ-ს, რომელიც ცილოვანი

გარსით - კაფსიდიდ არის გარემოცული გამრავლების უნარს მხოლოდ მაშინ

ამჟღავნებენ, როდესაც ბაქტერიების, მცენარეების, ცხოველების ან ადამიანის ორგანიზმში მოხვდებიან

Page 3: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ადამიანის ორგანიზმი ციხესიმაგრეს ჰგავს, რომელსაც გარს მრავალი ,,მტერი” ახვევია. მათ, პირველ რიგში, დაავადების გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები მიეკუთვნებიან. ისინი გამუდმებით ეძებენ ორგანიზმის სუსტ წერტილებს მასში შესაღწევად.

Page 4: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

როგრო მიმდინარეობს ოკუპაცია?

Page 5: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

როგორ მიმდინარეობს ოკუპაცია? ვირუსის ყოველ სახეობას შეუძლია მხოლოდ მისთვის განსაზღვრულ უჯრედში შეჭრა და გამრავლება. გრიპის ვირუსები სასუნთქი გზების ლორწოვან გარს ირჩევენ. იქ მოხვედრილი ვირუსის ნაწილაკები ლორწოვან გარსზე ბინავდებიან და უჯრედების გარსის რღვევას იწყებენ. ვირუსი შეიჭრება უჯრედში და მის მთავარ საინფორმაციო ცენტრს - ბირთვს დაეპატრონება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვირუსი ხდება უჯრედის სასიცოცხლო ციკლის მმართველი.

Page 6: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

როგორ მიმდინარეობს ოკუპაცია?

დაზიანებული უჯრედი თავისი ფუნქციის შესრულების ნაცვლად ვირუსული ცილების სინთეზსა და ვირუსული პროგრამის კოპირებას იწყებს. შინაგანი რეზერვების ამოწურვის შემდეგ ინფიცირებული უჯრედი კვდება, მისი გარსი ირღვევა და მრავალი ახალი ვირუსული ნაწილაკი სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმში ვრცელდება, რათა ახალ-ახალ უჯრედებში ჩაინერგოს და ხელახლა დაიწყოს გამრავლება.

Page 7: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

თუმცა, ვირუსებისთვის (ან ბაქტერიებისთვის) ორგანიზმში შეღწევა არცთუ ისე ადვილია. ადამიანის ორგანიზმს მძლავრი დამცავი იმუნური სისტემა გააჩნია. მისი მთავარი

ფუნქციაა შეინარჩუნოს ,,თვისი” არ შეუშვას და მოიშოროს უცხო. ორგანიზმის ამ უნარს

იმუნიტეტი ეწოდება.

Page 8: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

დაცვის რთულ სისტემაში აქტიურადაა ჩართული ლეიკოციტები.

ლეიკოციტები

ფაგოციტებილიმფოციტებ

Page 9: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ლეიკოციტებს ამებოიდური მოძრაობა ახასიათებს. ისინი გამოდიან სისხლძარღვიდან და მოძრაობენ უჯრედშორის სივრცეში, ანტიგენის შეჭრის ადგილისაკენ. ასეთ ლეიკოციტებს ფაგოციტები ეწოდება. მათი უმრავლესობა ბაქტერიებთან ბრძოლაში იღუპება.

Page 10: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

თუ ფაგოციტმა ვერ შეძლო მიკრობების დამარცხება, ის იშველიებს ლეიკოციტების სხვა სახეს - ლიმფოციტს, რომელიც ამოიცნობს რა ,,უცხოს” , იწყებს მათი საწინააღმდეგო სპეციფიკური იარაღის - ანტისხეულების გამომუშავებას. მიკრობთა მრავალფეროვნების გამო, ლიმფოციტები ყველას თავის საწინააღმდეგო ანტისხეულს ,,უმზადებს”. ლიმფოციტები ამ მიკრობებს კარგად იმახსოვრებენ და განმეორებითი შეხვედრისთანავე იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას. ამ დროს დაავადება აღარ ვითარდება.

Page 11: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ერთი შეხედვით, ვირუსებთან ბრძოლა იმუნური სისტემისთვის პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. ასეც იქნებოდა, რომ არა ისეთი ფენომენი, როგორიცაა ვირუსულ გენთა დრეიფი, რაც ვირუსის გენეტიკური პროგრამის მუდმივ ცვლას ნიშნავს. სწორედ ამიტომ არის, რომ ჩვენი იმუნიტეტი ზოგჯერ ნაწილობრივ ამოიცნობს ძველ მტრებს, ზოგს კი საერთოდ ვეღარ ცნობს. საბედნიეროდ, დრეიფის უნარი ყველა ვირუსს არ შესწევს.

Page 12: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

მეცნიერების დარგს, რომელიც ინფექციური დაავადების კანონზომიერებას სწავლობს, ეპიდემიოლოგია ეწოდება.

ენდემური დაავადებები ყოველთვის ერთი გარკვეული პოპულაციის შიგნით იჩენს თავს.

გარკვეულ ტერიტორიაზე ერთი დაავადების სწრაფ და მასობრივ გავრცელებას ეპიდემია ეწოდება.

მსოფლიოში რამდენიმე რეგიონში აფეთქებულ ერთსა და იმავე ეპიდემიას პანდემია ეწოდება.

Page 13: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ეპიდემიოლოგიური ხასიათით, ვირუსული დაავადებები იყოფა ორ ნაწილად:

1. დაავადებები, რომლითაც ავადდებიან მხოლოდ ადამიანები. (антропонозные вирусные заболевания ) მაგალითად პოლიომიელიტი.

2. დაავადებები, რომელიც გადადის ცხოველიდან ადამიანზე (зооантропонозные вирусные заболевания ) მაგალითად ცოფი.

Page 14: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

დაავადებები, რომელებიც გამოწვეულია ვირუსებით, ადვილად გადადის

დაავადებულისაგან ჯამრთელზე და სწრაფად ვრცელდება. ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას ისინი

მოქმედებენ სხვადასხვა ორგანოსა და სისტემებზე.

Page 15: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ვირუსული დაავადებებია:1. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი;2. ადამიანის პაპილომა ვირუსი;3. ვირუსული ჰეპატიტი;4. პოლიომიელიტი;5. ჩუტყვავილა;6. ჰერპესი;7. ატიპური პნევმონია;8. ცოფი და სხვ.

Page 16: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

მეცნიერები ჰერპესის ასამდე სახეობას იცნობენ, მაგრამ ადამიანს მხოლოდ რვა მათგანი ემუქრება. ადამიანის ჰერპესვირუსებს შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია I ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (MHV-I ანუ AHV-I) და II ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსი (MHV-II ანუ AHV-II). ადამიანის MHV-I-ით ინფიცირების შედეგია სახისა და ზედა კიდურების კანის სხვადასხვაგვარი დაზიანება.

Page 17: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

MHV-II-ით ინფიცირება, სასქესო ორგანოთა დაზიანებასა და ახალშობილთა დაავადებებს იწვევს. აქვე უნდა ითქვას, რომ ამჟამად გენიტალიური ჰერპესის ყოველი მე-4 შემთხვევა პირველი ტიპის ჰერპესვირუსითარის გამოწვეული. III ტიპის ჰერპესვირუსით (AHV-III ანუ ზოსტერი) ინფიცირება იწვევს ორ დამოუკიდებელ დაავადებას - ჩუტყვავილასა და ოსპას.

Page 18: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

IV ტიპის ჰერპესვირუსი (AHV-IV), ებშტეინ-ბარის ვირუსი შესაძლოა ინფექციური მონონუკლეოზისა და ენის ვირუსული ლეიკოპლაკიის მიზეზად იქცეს.

Page 19: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ოსპით დაავადების შემთხვევაში სხეული იფარება მუწუკებით. ეს დაავადება საშინელებაა იმის გათვალისწინებით რომ ტოვებს საშინელ ხვრელებს ადამიანის სხეულზე, გამოჯანმრთელების შემთხვევაშიც კი. მეოცე საუკუნეში ამ დაავადებით შეპყრობილები ცოცხლად ლპებოდნენ.მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყვავილის სამშობლო ძველი ჩინეთი ან ძველი ინდოეთია.

Page 20: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით. ჩუტყვავილას ახასიათებს სეზონურობა, უფრო ხშირია იგი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. 

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და

Page 21: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

რა არის აივ ინფექცია და შიდსი?

აივ – ადამიანის იმუნო დეფიციტის ვირუსიშიდსი- შეძენლი იმუნოდეფიციტის ვირუსი.აივ  – არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელსაც იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირება. წლების შემდეგ კი ვითარდება  შიდსი, შიდსი  აივ- ინფექციის ბოლო სტადიია და სიკვდილით სრულდება!

Page 22: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

იმუნოდეფიციტის ვირუსი აზიანებს ადამიანის იმუნურ სისტემას იმდენად ძლიერად, რომ ადამიანში ვითარდება ოპორტუნისტული ინფექციები, ანუ ის ინფექციები, რომლებიც ნორმალურ  შემთხხვევაში ადამიანებს არ აავადებენ და იმუნურ სისტემას წინააღმდეგობას ვერ უწევენ,  შიდსის დროს ვითარდება აგრეთვე სიმსივნეებიც.  რადგან ორგანიზმი თავს სიმსივნეების განვითარებისგანაც ვეღარ იცავს.

Page 23: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

როგორ გადადის აივ ინფექცია (შიდსი)?

შიდსის გადაცემის ოთხი ძირითადი გზა არსებობს:1)  დაუცველი სქესობრივი კავშირი2)  ნემსების საერთო მოხმარება3)  დედის რძე4)  გადაცემა დედიდან შვილზე მშობიარობის დროს (ვერტიკალური გადაცემა)

Page 24: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ატარებს წითელ ლენტს, როგორც აივ ინფექცია/შიდსის პრობლემის გაზიარების სიმბოლოს. 

ეს ლენტი 1991 წელს შექმნა მხატვარმა ფრანკ მურმა

Page 25: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

წითელი ლენტი გამოხატავს:

სოლიდარობას - მათ მიმართ, ვისაც უშუალოდ შეეხო შიდსის ეპიდემია - ვინც ცხოვრობს აივ ინფექციით, მათ ახლობლებსა და მეგობრებს.

პროტესტს - აივ ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დისკრიმინაციის და სტიგმის წინააღმდეგ.

იმედს - რომ მედიცინა სძლევს ვირუსს და დაიცავს კაცობრიობას განადგურებისაგან.

Page 26: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

ზოგიერთი დაავადებების საწინააღმდეგოდ არსებობს საუკეთესო საშუალება – ეს არის ვაქცინაცია. იმუნიზაციის წყალობით ზოგიერთი დაავადების ლიკვიდაციაც კი გახდა შესაძლებელი. იმუნიზაცია (ვაქცინაცია) არის სპეციფიკური ანტიგენის (ანტიგენი არის დახოცილი ან შესუსტებული ვირუსის ან ბაქტერიის ნაწილაკები) შეყვანა ორგანიზმში, რომლის შედეგადაც ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს ინფექციური დაავადებების მიმართ.

Page 27: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

იმუნიზაციის მიზანია დაავადების პრევენცია (დაცვა), ზოგიერთ შემთხვევაში კი სერიოზული, სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ინფექციური დაავადებების სრული აღმოფხვრა.

Page 28: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები
Page 29: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

მადლობთ ყურადღებისთვის !

Page 30: Bio. ვირუსები და მათგან გამოწვეული დაავადებები

I კურსი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამა: ბიოლოგია

სტუდენტი: ჩიხლაძე მარიამი (,,ბ” ჯგუფი)