13

C ჰეპატიტი

Embed Size (px)

Citation preview

C ჰეპატიტის გამომწვევი

C ჰეპატიტს იწვევს რნმ ვირუსი, რომელიც უპირატესად ღვიძლს აზიანებს. ბუნებრივი მიმდინარეობის დროს დაავადება (20-30%) 6 თვის შემდეგ თვითგამოჯანმრთელებით მთავრდება, ხოლო დანარჩენ შემთხვევებში ქრონიკულ ხასიათს იძენს. C ჰეპატიტის საინკუბაციო პერიოდი (ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე) უხშირესად 20-80 დღეა.

გადაცემის გზები

ინფექციის წყაროს წარმოადგენს მწვავე და ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებული ადიამიანი. ვირუსი გადაეცემა პარენტარული გზით, ანუ სისხლითა და სისხლის პროდუქტებით.

ადამიანი ინფიცირდება:

1. ნემსის შემთხვევითი ჩხვლეეტისას; 2. საერთო სამართებლის, სისხლით 3. დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას; 4. სხეულის სხვადასხვა ნაწილში სამკაულის ჩამაგრების, ე.წ.. პირსინგის, დროს; 5. სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის ხმარებისას; 6. სხვა ადიამიანის მიერ კბენის დროს; 7. დაბინძრებული სააბაზანო აქსესუარების ხმარებისას; 8. სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.

მკურნალობა და პროფილაქტიკური ღონისძიებები

მწვავე ჰეპატიტი C ავადმყოფთა 20-40%-თვის მკურნალობის გარეშე, სპონტანური გამოჯამრთელებით სრულდება. ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 80%-ს აღემატება. C ჰეპატიტის მკურნალობა საკმაოდ ხანგრძლივი (24-28 კვირა) პროცესია. მწვავე ქრონიკულროი C ჰეპატიტის დროს რაიმე სპეციფიკური დიეტოთერაპია საჭირო არ არის. საკმარისია ალკოჰოლის გამორიცხვა, ასევე სასურველია ჭარბი წონის კორექცია ციროზით გართულების შემთხვევაში კი დიეტის დაცვა აუცილებელია.მოგაწვდით რამდენიმე საგულისხმო რჩევას:1.პოზიტიური მიდგომა2. გახსოვდეთ! არ გააიგივოთ თავი დაავადებასთან!3. აწყმოთი ცხოვრების უნარი4. მადლიერების გრძნობა5. სიცილი – როგორც უებარი წამალი!

გავრცელება მსოფლიოში