23
თთთთთ თთთთთთთთთთთ ჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯჯ ჯჯჯჯჯჯჯჯ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ -მმმმმმმ მმმმმმმმ

Jgufuri mushaoba

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Jgufuri mushaoba

თემის სახელწოდება

ჯგუფური მუშაობის დადებითი და უარყოფითი მხარეები

მომხსენებელი ქართული ენისა და ლიტერატურის

მასწავლებელი -ნატალია ცერცვაძე

Page 2: Jgufuri mushaoba

რით არის მნიშვნელოვანი მოსწავლეებისთვის გუნდური მუშაობის სწავლება და როგორ მივაღწიოთ ამას?

Page 3: Jgufuri mushaoba

სოციალური მედიის მზარდი გამოყენების პირობებში სულ უფრო მეტი ადამიანი ამყარებს ერთმანეთთან კავშირს. უფროსკლასელებს შორის ინტერნეტსივრცეში ჩართულთა პროცენტული მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დიდად არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 100%-ს. ამის საწინააღმდეგო რა უნდა გვქონდეს, თუმცა ვისურვებდით, გაზრდილიყო ინტერნეტის სასწავლო მიზნით გამოყენების ხვედრითი წილი. ჩნდება მოსაზრება, რომ მოსწავლეები სულ უფრო ნაკლებად ურთიერთობენ ერთმანეთთან პირდაპირი, უშუალო კომუნიკაციის გზით. ამის გამო მათ ეკარგებათ უშუალო ურთიერთობის აუცილებელი უნარები. ვფიქრობთ, კარგი იქნება, ამ უნარების დაუფლება სასწავლო პროცესში, უშუალოდ გაკვეთილზეც მოხდეს. ონლაინ კომუნიკაციის არნახული ზრდის მიუხედავად, პირდაპირი კომუნიკაცია არასოდეს დაკარგავს მნიშვნელობას

Page 4: Jgufuri mushaoba

ადამიანები, რომლებიც დაუფლებული იქნებიან უშუალო ურთიერთობის საჭირო უნარებს, მეტ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე ამ უნარებს მოკლებულები.

გუნდური მუშაობის უკეთ დასაუფლებლად არსებობს უამრავი უკვე აპრობირებული აქტივობა, რომლებიც ასწავლის მოზარდებს ერთმანეთთან პოზიტიურ და პროდუქტიულ კომუნიკაციას. ასეთებია: პროექტები, რომლებიც მოსწავლეებმა შეიძლება ერთად აკეთონ, სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც ერთად მუშაობას მოითხოვს და უამრავი საგანმანათლებლო თამაში, რომლებიც ასევე უზრუნველყოფს გუნდური მუშაობის წარმატებით დაუფლებას.

Page 5: Jgufuri mushaoba

განათლების ზოგად კომპეტენციებში მნიშვნელოვანია ჯგუფური მუშაობის უნარი. ადამიანს, რომელსაც შესწევს ჯგუფში მუშაობის უნარი, - როგორც რიგით წევრს, ასევე ლიდერსაც, - შეუძლია ამოცანების მკაფიოდ ფორმულირება, ჯგუფის წევრებთან შეთანხმება, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება, კონფლიქტისა და რთული სიტუაციების მართვა. მას, შეიძლება ითქვას, ყველაფერი შეუძლია.  ის იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს თანამედროვეობის ურთულეს მოთხოვნებს და სოციალურ რეალობასთან სხვებზე გაცილებით უკეთ არიან ადაპტირებულნი. ამიტომ სწავლებისა და მასწავლებლის ძირეულ ამოცანას წარმოადგენს კომუნიკაციურად კომპეტენტური, მრავალმხრივ განვითარებული და განათლებული პიროვნებების აღზრდა.

Page 6: Jgufuri mushaoba

მაგრამ კომუნიკაციური კომპეტენტურობა ცარიელ ადგილზე არ წარმოიშობა; ის ყალიბდება და ვითარდება მიზანმიმართული ქმედების საფუძველზე (Communicare (ლათ.) რამის ერთად კეთებაა, კეთება კი ქმედებას გულისხმობს, განსაზღვრულ სიტუაციაში - საქმისთვის ერთობლივად რამის კეთებას). ამ კომპეტენციის ამოსავალი წერტილი ადამიანური ურთიერთობის გამოცდილებაა, რომლის შეძენა განათლების მიღების საწყის საფეხურზევე უნდა დაიწყოს. ამ ეტაპზევე უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს კომუნიკაციური და სოციალური ტიპის უნარების განვითარებაში.

Page 7: Jgufuri mushaoba

ჯგუფური მუშაობის სპეციფიკა

Page 8: Jgufuri mushaoba

ჯგუფური მუშაობა გამოიყენება როგორც განვლილი მასალის გამეორებისა და განმტკიცების მიზნით, ისე პრაქტიკული მუშაობისა.

ჯგუფური მუშაობა ეფუძნებაკონსტრუქტივიზმის პრინციპებს.

   კონსტრუქტივიზმი სწავლას მიიჩნევს, როგორც პროცესს, რომლის დროსაც მოსწავლე თავდ ახდენს  მასალის აგებას ანუ კონსტრუირებას.

 გასათვალისწინებელია,  რომ ჯგუფური მუშაობის მეთოდი უნდა შეესაბამებოდეს გაკვეთილის მიზნებს.

ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით , თუ რამდენი ბავშვია კლასში, როგორ სივრცეში მოუწევთ მუშაობა, მერხების განლაგებაზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ   მოსწავლეთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7–ს.

Page 9: Jgufuri mushaoba

კვლევებმა აჩვენა, რომ თანამშრომლობითი ურთიერთობისთვის სასურველია, თუკი ჯგუფები დაკომპლექტდება არაერთგვაროვნად – ერთ ჯგუფში მოხვდებიან განსხვავებული აკადემიური  მიღწევების მქონე მოსწავლეები.

  საჭიროა, რომ მასწავლებელმა ნათლად განსაზღვროს ინსტრუქციები.მოსწავლეებს არ უნდა ჰქონდეთ ბუნდოვანი წარმოდგენა დავალების შესახებ.

 კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

 

Page 10: Jgufuri mushaoba

 კვლევებმა აჩვენა, რომ ჯგუფური მუშაობა დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებთან მხოლოდ მაშინ, როცა თანამშრომლობა ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული.

ჯგუფური მუშაობა კომპლექსური პროცესია. იმისათვის, რომ ჯგუფური მუშაობა ეფექტურად წარიმართოს საჭიროა მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება. მხოლოდ მოსწავლეთა დასმა მაგიდის გარშემო არაა საკმარისი. 

  ჯგუფური მუშაობის დასრულების შემდეგ სასურველია, თუ მასწავლებელი კლასს გააცნობს მუშაობის შედეგებს და შეაფასებს მთელ პროცესს.

ჯგუფურ მუშაობას გააჩნია როგორც დადებითი , ასევე უარყოფითი მხარეები.

Page 11: Jgufuri mushaoba

მოსამზადებელი სამუშაოები რესურსების მომარაგება;

 შესაბამისი წინაპირობის შექმნა;

 დაგეგმვა;

მასწავლებელს მზად უნდა ჰქონდეს საჭირო რაოდენობის დავალებები, რომლებიც ისე იქნება შერჩეული, რომ ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

Page 12: Jgufuri mushaoba

ჯგუფური მუშაობის დადებითი მხარეები

Page 13: Jgufuri mushaoba

ხელს უწყობს მოსწავლეთა შორისთანამშრომლობას და სოციალიზაციისუნარის განვითარებას.

 ჯგუფური მუშაობისას მოსწავლეებს უფრო რთული ამოცანის გადაწყვეტა შეუძლიათ, რადგან ჯგუფში არსებული ცოდნა  და უნარები აღემატება იმ ცოდნას, რომელიც შეიძლება ცალკეულ მოსწავლეს გააჩნდეს.

 ჯგუფში მუშაობა მოსწავლეს ემპათიის გრძნობას უვითარებს.

   მოსწავლე სწავლობს სხვისი აზრის გათვალისწინებას.

  აცნობიერებს, რომ ყველა ადამიანს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.

Page 14: Jgufuri mushaoba

ჯგუფური მუშაობის უარყოფითი მხარეები

Page 15: Jgufuri mushaoba

   ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობითი ხასიათი ერთ–ერთი უარყოფითი თვისებაცაა– იგი ხელს უშლისდამოუკიდებლად სწავლას.

  ჯგუფში შეიძლება გაჩნდეს ლიდერი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მასზე დამოკიდებულება და მისი აზრის უკრიტიკოდ მიღება.

    ჯგუფური მუშაობის დროს რთულია თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება. ვიღაც შეიძლება სხვის ხარჯზეგავიდეს ფონს.

Page 16: Jgufuri mushaoba

გამოსავალი როდესაც რომელიმე მოსწავლეს წვლილი არ

შეაქვს სამუშაოს შესრულებაში, ეფექტურია, თუ მასწავლებელი თავად გაუნაწილებს მოსწავლეებს დავალებებს. შემდეგ კი შეაფასებს როგორც ინდივიდუალურად , ასევე ჯგუფურად.

     ჯგუფში შესაძლოა, გავრცელდეს მცდარი ინფორმაცია, თუკი ჯგუფის რომელიმე წევრი დეზინფორმირებულია.

      მასწავლებლისთვის შესაძლოა რთული აღმოჩნდეს პროცესის მართვა.

Page 17: Jgufuri mushaoba

ჯგუფური მუშაობის ხელისშემშლელი ფაქტორები:

Page 18: Jgufuri mushaoba

1.     ზოგიერთ მოსწავლეს არ აქვს განვითარებული ერთმანეთთან ინფორმაციის გაზიარების უნარი.

გამოსავალი: "წრიული სისტემა" – მასწავლებელი სვამს რამდენიმეპასუხიან კითხვას, მოსწავლეები პასუხობენ რიგ–რიგობით. პროცესი სრულდება მაშინ, როცა კლასში ყველა მოსწავლე უპასუხებს.

Page 19: Jgufuri mushaoba

2.  ზოგიერთი მოსწავლე ვერ ახერხებს  ჯგუფში ინტეგრირებას.  (მიზეზი: მორცხვობა)

გამოსავალი:მასწავლებელმა თავად გაუნაწილოს ჯგუფის წევრებს როლები.  ფუნქციები ჯგუფში შეიძლება ასე გადანაწილდეს:

  ერთი ან რამდენიმე მოსწავლე იქნება პრეზენტატორი;    მკვლევარი  ტექნიკური დირექტორი (ამარაგებს რესურსებით ჯგუფს)    აღმწერი – ინიშნავს ჯგუფის მუშაობის საფეხურებს,

ხარვეზებს და მიღწევებს.

Page 20: Jgufuri mushaoba

3.პრობლემა შეიძლება შექმნას კომუნიკაციის ნაკლებობამაც, როცა მოსწავლეს უჭირს თავისი აზრის ჩამოყალიბება. ეს კი ართულებს მის მუშაობას და ინტეგრირებას.

გამოსავალი: ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე საჭიროა კომუნიკაციური უნარების გასავარჯიშებელი აქტივობების დაგეგმვა. 

Page 21: Jgufuri mushaoba

4. ხელის შემშლელია კიდევ მოსმენის ჩვევის  ნაკლებობა.

გამოსავალი:  მოსმენის ჩვევის ნაკლებობა ახასიათებთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ისინი არ ელოდებიან, როდის დაასრულებს პასუხს კლასელი და არ უსმენენენ. მოსწავლეებში მოსმენის ჩვევის განსავითარებლად არსებობს ასეთი სავარჯიშო, რომელსაც მუისი და რეინოლდსი გვთავაზობენ: სთხოვეთ მოსწავლეს, სანამ თვითონ დაიწყებს პასუხის გაცემას, გაიმეოროს წინა მოსწავლის პასუხი.

Page 22: Jgufuri mushaoba

გამოყენებული ლიტერატურა:

1. გამოცდების ეროვნული ცენტრი-,,ეფექტიანი სწავლება, თეორია და პრაქტიკა” (რედაქტორი ი. კუტალაძე)

2. სასწავლო და პროფესიული გარემო( მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ,2008)

3. google.ge

Page 23: Jgufuri mushaoba

მადლობა ყურადღებისათვის