41
1 რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი ფაქტორები საქართველოში კვლევის ანგარიში იანვარი, 2017

რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

1

რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში

მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერები და ხელშემწყობი

ფაქტორები საქართველოში

კვლევის ანგარიში

იანვარი, 2017

Page 2: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

2

მადლიერების გამოხატვა

საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლობას უხდის ჯანმრთელობის მსოფლიო

ორგანიზაციასთან არსებულ ტროპიკული დაავადებების კვლევით ცენტრს (TDR/WHO)

ფინანსური მხარდაჭერისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა წინამდებარე კვლევის

ჩატარება.

საერთაშორისო ფონდი კურაციო მადლიერებას გამოხატავს ტუბერკულოზისა და

ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების მიმართ კვლევის საველე

სამუშაოების ხელშეწყობისთვის. მკვლევართა გუნდი მადლობას უცხადებს ასევე

კვლევაში მონაწილე რესპონდენტებს დათმობილი დროისთვის.

კვლევის ანგარიში მოამზადეს ლელა სულაბერიძემ და ივდით ჩიქოვანმა გიორგი გოცაძის

ხელმძღვანელობით. პუბლიკაციაში მოყვანილი მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და

შესაძლოა არ ასახავდეს TDR/WHO-ს მოსაზრებებს.

Page 3: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

3

შინაარსი

მადლიერების გამოხატვა 2

შესავალი 5

გლობალური საფრთხე 5

ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური სტრატეგიები 5

ტუბერკულოზთან დაკავშირებული სიტუაციის აღწერა საქართველოში 6

ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა 8

კვლევის დასაბუთება 10

მეთოდოლოგია 11

კვლევის მიზანი 11

საკვლევი პოპულაციის აღწერილობა 12

კვლევის მეთოდი 12

რესპონდენტთა შერჩევის პროცედურა 13

მონაცემთა ანალიზი 14

კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო 14

ეთიკის პრინციპები 16

შედეგები 17

სტრუქტურული ფაქტორები 17

პაციენტების ფულადი წახალისების მექანიზმი 19

სოციალური ფაქტორები 19

ოჯახის და სოციუმის მხარდაჭერა 19

თანასწორთა ზეგავლენა 20

სტიგმა 21

პერსონალური ფაქტორები 22

ინფორმირებულობა 22

მოტივაცია 22

ჯანდაცვის სისტემის ფაქტორები 23

უფასო მკურნალობა 23

პროგრამის მართვა 23

გადაწყვეტილების მიღების პროცესი 24

სამედიცინო პერსონალი 25

პერსონალის ფინანსური მოტივაცია 25

სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული განაწილება 27

სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა 28

DOT რეჟიმის სირთულეები 29

Page 4: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

4

გვერდითი მოვლენები და მათი მართვის სისტემური ხარვეზები 29

სერვისის მიწოდების რისკები 31

დისკუსია 31

სოციალურ-სტრუქტურული ფაქტორები 31

პერსონალური ფაქტორები 32

ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები 33

რეკომენდაციები 37

გამოყენებული ლიტერატურა 39

Page 5: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

5

შესავალი

გლობალური საფრთხე

ტუბერკულოზი კვლავ საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვან პრობლემად

(გამოწვევად) რჩება მსოფლიო მასშტაბით. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი

ავადდება ტუბერკულოზით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო)

მონაცემებით 2015 წელს 10.4 მილიონი ადამიანი დაავადდა ტუბერკულოზით და მათგან

1.4 მილიონი გარდაიცვალა. ინფექციურ დაავადებებს შორის ტუბერკულოზს ადამიანთა

სიკვდილიანობის კუთხით წამყვანი ადგილი უკავია.1 2015 წელს ტუბერკულოზით

გამოწვეულმა სიკვდილიანობამ აივ/შიდსით განპირობებულ სიკვდილიანობას

გადააჭარბა.

ტუბერკულოზით ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი. თუმცა დაავადებულთა

ასაკობრივ სტრუქტურაში ტუბერკულოზის შემთხვევები ჭარბობს მოზრდილი,

შრომისუნარიანი მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიურ სეგმენტში (15-44წწ).

შესაბამისად, დაავადების ტვირთი ქვეყნის ეკონომიკაზე ზემოქმედების თვალსაზრისით

მეტად მნიშვნელოვანია. დათვლილია, რომ სადღეისოდ ტუბერკულოზი იწვევს

დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის დანაკარგს გლობალურ ეკონომიკაში და

გამოთვლილია, რომ ეს დანაკარგი 16.7 ტრილიონ დოლარს მიაღწევს 2050 წლისთვის

დაავადების იგივე მასშტაბით გავრცელების პირობებში.2

ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური სტრატეგიები

2000 წლიდან 2015 წლამდე დაავადების ტვირთის შემცირებისკენ მიმართული

გლობალური და ეროვნული ძალისხმევა ათასწლეულის განვითარების მიზნების (MDGs)

ფარგლებში დასახული სამიზნეების შესრულებაზე იყო ფოკუსირებული. კერძოდ,

მეექვსე მიზნის მესამე (6c) ქვეამოცანის - ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების

შემცირებისკენ - იყო მიმართული. 2001 წელს ჯანმოს ბაზაზე დაარსდა პარტნიორობა

“შევაჩეროთ ტუბერკულოზი”, რომელმაც ზემოხსენებულ სამიზნეს ორი ახალი სამიზნე

შემატა - 2015 წლისთვის ტუბერკულოზის გავრცელების და სიკვდილიანობის

მაჩვენებლების განახევრება 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებლებთან შედარებით. 2015

წელს ტუბერკულოზის გლობალური ანგარიშის მიხედვით ზემოხსენებული სამიზნეები

მიღწეულად ჩაითვალა მსოფლიო მასშტაბით: 2015 წელს 1990 წელთან შედარებით

სიკვდილიანობის მაჩვენებელი 47%-ით შემცირდა (გაუმჯობესება ძირითადად 2000 წლის

შემდგომ პერიოდს უკავშირდება), ხოლო 42%-ით შემცირდა ტუბერკულოზის

გავრცელების მაჩვენებელი 1990-დან 2015 წლამდე.3 2015 წელს ათასწლეულის

განვითარების მიზნების მიღწევის 15-წლიანი ციკლის დასრულების შემდეგ მოხდა მათი

ჩანაცვლება “მდგრადი განვითარების მიზნების” (SDGs) ახალი 15-წლიანი სამიზნეებით,

რომლებსაც 2030 წლისთვის ეწურება განხორციელების ვადა. პარალელურად, ჯანმოს

Page 6: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

6

სტრატეგია “შევაჩეროთ ტუბერკულოზი” შეცვალა “დავასრულოთ ტუბერკულოზის”

სტრატეგიამ, რომელიც სამოქმედოდ 2016-2035 წწ პერიოდს მოიცავს.

ტუბერკულოზთან დაკავშირებული სიტუაციის აღწერა საქართველოში

ტუბერკულოზთან ბრძოლა ჯანდაცვის სისტემის ერთერთ მნიშვნელოვან ამოცანას

წარმოადგენს საქართველოში. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის

ერთერთ მიზნად სწორედ საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირებაა

დეკლარირებული.4

ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, რომელთაც დაავადებათა კონტროლისა და

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (დკსჯეც) გვაწვდის,

საქართველოში ტუბერკულოზით ავადობის ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა 100,000

მოსახლეზე 74.7 შეადგინა 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში

საქართველოში ტუბერკულოზის გავრცელებას კლების ტენდენცია აქვს, კვლავ მაღალია

რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების მაჩვენებელი, რომელიც ფილტვის

ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების 11.6%-ს, ხოლო წარსულში ნამკურნალები

შემთხვევების 38.8%-ს შეადგენს5 (გრაფიკი 3).

რეზისტენტული ტუბერკულოზით (DR-TB) დაავადებულებს შორის მაღალია

შეწყვეტილი მკურნალობის მაჩვენებელი (33%), რაც საფრთხეს უქმნის რეზისტენტული

ფორმების გავრცელებას საზოგადოებაში (გრაფიკი 5).

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სერვისები უფასოდ მიეწოდება

პაციენტებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

პროგრამის განმახორციელებელია სს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა

ეროვნული ცენტრი. 2012 წელს ტუბერკულოზის ეპიდზედამხედველობის ფუნქცია,

ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა კონტაქტების მოძიება და მეთვალყურეობიდან

დაკარგულ პირებთან მუშაობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს დაეკისრა. დკსჯეც-ს ლაბორატორიული ქსელის

მეშვეობით ხორციელდება ნახველის მიკროსკოპია და ტრანსპორტირება ტუბ-

დაწესებულებებიდან ლაბორატორიამდე.6 მეორე რიგის ტუბსაწინააღმდეგო

მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდება დონორი ორგანიზაციის - გლობალური

ფონდის, ამერიკის და საფრანგეთის მთავრობების - ფინანსური მხარდაჭერით. ქვეყანაში

1995 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის

სტრატეგიის (DOT) განხორციელება, რომელმაც ქვეყნის მასშტაბით სრულ მოცვას 1999

წელს მიაღწია.

ტუბერკულოზის კონტროლის საერთაშორისოდ აღიარებული სტრატეგიებისა და

პრაქტიკის დანერგვის შედეგად საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია,

Page 7: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

7

მაგალითად, როგორიცაა ათასწლეულის განვითარების მეექვსე მიზნისა და

“პარტნიორობა შეაჩერე ტუბერკულოზი”-ს 2015 წლის სამიზნეების მიღწევა, რომელიც

გულისხმობდა დაავადების გავრცელების და სიკვდილიანობის მაჩვენებლების 50%-იან

შემცირებას 1990 წელთან შედარებით.6

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სერვისებს ახორციელებს

სახელმწიფო და კერძო მიმწოდებლები. სახელმწიფო მფლობელობაში არსებული

ცენტრები დღესდღეობით ძირითადად თბილისშია შემორჩენილი. 2011 წელს ჯანდაცვის

სისტემის ერთერთი რეფორმის - სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაციის

შედეგად შეიცვალა მართვის ვერტიკალური სისტემა და ტუბერკულოზის სამსახური

გადავიდა ინტეგრირებულ მოდელზე. რეფორმის ფარგლებში ტუბერკულოზის

საქმიანობის წარმოების ვალდებულება დაეკისრათ კერძო მიმწოდებლებს რეგიონებში.7

ამ ვალდებულების შესრულება კერძო პროვაიდერებს 2018 წლამდე აქვთ გაწერილი იმ

დროინდელი მოთხოვნების შესაბამისად.

გატარებული რეფორმებიდან აღსანიშნავია აგრეთვე სოფლად მცხოვრები

მოსახლეობისთვის DOT სერვისებზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების

მიზნით აღნიშნული სერვისის პირველად ჯანდაცვაში (პჯდ) ინტეგრაცია, სადაც 2012

წლიდან სოფლის პჯდ ექთნის მიერ ხორციელდება პაციენტისთვის უშუალო

მეთვალყურეობის ქვეშ მედიკამენტების მიღება.7

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამა სრულად ფარავს დიაგნოსტიკურ და სამკურნალო

სერვისებს. პირველადი ჯანდაცვის ექიმის მიერ ტუბერკულოზზე სავარაუდო

შემთხვევით პაციენტი იგზავნება სპეციალიზირებულ ტუბ-დაწესებულებაში, სადაც მას

თავისუფლად შეუძლია მიიღოს ტუბერკულოზთან დაკავშირებული მომსახურება

უფასოდ.

Page 8: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

8

ეპიდემიოლოგიური მიმოხილვა

საქართველოში, ბოლო ათწლეულის მანძილზე ტუბერკულოზის შემთხვევების კლება

შეინიშნება. 2015 წელს დაფიქსირებული მონაცემებით, ტუბერკულოზის ახალი

შემთხვევების გავრცელება 100,000 მოსახლეზე 74,7-ს შეადგენს.

გრაფიკი 1. ტუბერკულოზის შემთხვევები 100,000 მოსახლეზე საქართველოში, 2005-2015 წწ.

წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც

2016 წლიდან საქართველო აღარ მიეკუთვნება რეზისტენტული ტუბერკულოზის (DR-TB)

გავრცელების თვალსაზრისით მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების ჯგუფს. თუმცა ამ

ტიპის ტუბერკულოზის გავრცელება კვლავ მაღალია ახალ და ადრე ნამკურნალებ

შემთხვევებში და ფილტვის ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების 11.6%-ს, ხოლო

წარსულში ნამკურნალები შემთხვევების 38.8%-ს შეადგენს.

გრაფიკი 2. რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელება საქართველოში, 2005-2015 წწ.

წყარო: სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც

60

80

100

120

140

160

2 0 0 5 2 0 0 6 2 0 0 7 2 0 0 8 2 0 0 9 2 0 1 0 2 0 1 1 2 0 1 2 2 0 1 3 2 0 1 4 2 0 1 5

ტუ

ბერ

კულ

ოზ

ის

შემთ

ხვე

ვებ

100,

000

მოსა

ხლ

ეზე

ყველა შემთხვევა ახალი შემთხვევა

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015

ახალ შემთხვევებში ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში

Page 9: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

9

რეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით საქართველო უსწრებს

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მეზობელი აზერბაიჯანი, რუმინეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი და

ლატვია.

გრაფიკი 3. რეზისტენტული ტუბერკულოზი ახალ და ადრე ნამკურნალებ შემთხვევებში(%),

2015წ

წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში, 2016, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც

რეზისტენტული ფორმით დაავადებულ პაციენტებში წარმატებული მკურნალობის

გამოსავლის თვალსაზრისით საქართველოს მაჩვენებლები არასახარბიელოა.

გრაფიკი 4. წარმატებული მკურნალობის გამოსავალი (%), 2015წ

წყარო: ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში, 2016, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

0

10

20

30

40

50

60

70

80

%

ახალ შემთხვევებში

ადრე ნამკურნალებ

შემთხვევებში

43

0

10

20

30

40

50

60

70

80

%

Page 10: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

10

როგორც ბოლო წლების ტენდენცია აჩვენებს რეზისტენტული ტუბერკულოზით

დაავადებულ პაციენტებში ყოველი მესამე წყვეტს მკურნალობას.

გრაფიკი 5. M/XDR-TB მკურნალობის გამოსავლები (%) 2011-2013წწ კოჰორტებში

წყარო: ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი, 2015

კვლევის დასაბუთება

მკურნალობის უარყოფა და დაგეგმილი მკურნალობის შეწყვეტა უმთავრესი

გამოწვევებია, რომლებიც ამჟამად დარგის წინაშე დგას და რომლებიც ზრდის

რეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმების ჩამოყალიბების და საზოგადოებაში

ფართოდ გავრცელების რისკებს, ასევე ზრდის დაავადებასთან-დაკავშირებულ

ჯანდაცვის ხარჯებს.8 2013 წელს საქართველოში ჩატარებული რეტროსპექტული

კოჰორტული კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ კვლევაში ჩართულ პაციენტებს შორის

(1,593 პაციენტი) 29%-ს შეწყვეტილი ჰქონდა მკურნალობა. ხოლო მკურნალობის

შეწყვეტის შემთხვევების 40% დაფიქსირდა საწყის ეტაპზე - მკურნალობის ინიცირებიდან

პირველი 8 თვის განმავლობაში.9 კოჰორტულმა კვლევამ გამოავლინა პაციენტების

მხრიდან გამოვლენილი მკურნალობის შეწყვეტასთან დაკავშირებული შემდეგი რისკ-

ფაქტორები: სქესი, ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარება, ტუბერკულოზის

მკურნალობის წარსული გამოცდილება, დაავადების მდებარეობა (ფილტვის,

ფილტვგარე), მკურნალობის დაწყების ადგილი და დრო (წელი). რაოდენობრივი კვლევის

პრინციპებიდან გამომდინარე, არ მომხდარა ზემოხსენებული ფაქტორების სიღრმისეული

შესწავლა. ასევე, შეუსწავლელია პროგრამული ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა ხელს

უწყობდეს ან პირიქით აფერხებდეს მკურნალობაზე დამყოლობის პროცესებს ნებისმიერი

ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში. სამეცნიერო ლიტერატურა აღწერს

მკურნალობის დამყოლობის ძირითად ბარიერებს, რომლებიც წლების მანძილზე

50

46

41

34

32

33

6

6

9

3

3

6

7

13

11

2011

2012

2013

წარმატებული შეწყვეტილი გარდაცვლილი უშედეგო შეუფასებელი

Page 11: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

11

გროვდებოდა ამ საკითხებზე ჩატარებული თვისებრივი კვლევებიდან. ძირითად თემებს,

რომელიც კავშირშია მკურნალობაზე დამყოლობის პრობლემასთან მიაკუთვნებენ:

ტუბერკულოზის მკურნალობის და მეთვალყურეობის სერვისების ორგანიზაციულ

მოწყობას; რეგულირების საკითხებს; ფინანსურ ტვირთს; ცოდნას, დამოკიდებულებას და

განწყობას მკურნალობისადმი, პიროვნულ თვისებებს (ქცევით თავისებურებებს);

მკურნალობის პროცესში გამოვლენილ გვერდით ეფექტებს; “ავადმყოფობის” და “კარგად

ყოფნის” აღქმის ინდივიდუალურ თავისებურებებს; ოჯახის, თემის და გარემოცვის

გავლენებს.10,11,12

მიმდინარე დოკუმენტი შეჯამებული სახით აღწერს ტუბერკულოზის მკურნალობაზე

დამყოლობის იმ ფაქტორებს, რომლებიც ჩვენი კვლევის ფარგლებში შევისწავლეთ და

გვთავაზობს რეკომენდაციებს არსებული ხარვეზების გადასაჭრელად.

მეთოდოლოგია

კვლევის მიზანი

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენს მკურნალობის შეწყვეტასთან

დაკავშირებული ფაქტორების სიღრმისეული შესწავლა პაციენტების, პროვაიდერებისა

და ჯანდაცვის სისტემის პერსპექტივიდან და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება,

რომლებიც მიმართული იქნება ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში

მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესებისკენ.

კვლევა მიზნად ისახავს უპასუხოს ორ მნიშვნელოვან კითხვას: 1) რომელი ფაქტორები

განაპირობებს ან პირიქით აფერხებს მკურნალობაზე დამყოლობის პროცესს

რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში და 2) როგორ შეიძლება

გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა, ისე რომ გავაუმჯობესოთ მკურნალობის

გამოსავლები.

კვლევის შედეგად ამოღებული მტკიცებულებები დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს

ტუბერკულოზის პროგრამის მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით ეფექტური

სტრატეგიების შემუშავებასა და გატარებაში. ამასთანავე, კვლევის შედეგები შესაძლოა

საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის, სადაც

საქართველოს მსგავსად, ტუბერკულოზის, როგორც დაავადების ტვირთი მაღალია.

Page 12: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

12

საკვლევი პოპულაციის აღწერილობა

კვლევაში მონაწილე პოპულაცია წარმოდგენილია შემდეგი ჯგუფებით:

პაციენტები. კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვან საკვლევ

პოპულაციას ტუბერკულოზის პროგრამის ბენეფიციარები წარმოადგენენ -

ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტები. პაციენტების გადანაწილება მოხდა შემდეგ

ჯგუფებში:

DR-TB პაციენტები, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა. “შეყვეტილი მკურნალობის”

დეფინიციისთვის გამოვიყენეთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის

განმარტება, რომლის თანახმად, მკურნალობის შეწყვეტად ითვლება შემთხვევა,

როდესაც პაციენტი მინიმუმ 2 თვის განმავლობაში (წყვეტის გარეშე) არ მიაკითხავს

სამკურნალო დაწესებულებას დანიშნული მედიკამენტის მისაღებად

DR-TB პაციენტები, რომლებიც ამჟამად მკურნალობენ მაგრამ არღვევენ რეჟიმს ე.წ.

“ურჩი” პაციენტები

DR-TB პაციენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს მკურნალობა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18 წლის ზემოთ ასაკის, ქართულ ენაზე მოსაუბრე

პირებმა.

ძირითადი ინფორმანტები. ამ ჯგუფში ერთიანდება ადამიანები, რომლებიც წარმართავენ

ტუბერკულოზის პროგრამას საქართველოში, პოლიტიკის შემქმნელები, ჯანდაცვის

მენეჯერები და დარგის სხვა სპეციალისტები, რომლებიც დასაქმებულნი არიან

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში,

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში,

ტუბერკულოზისა და ფილტვისა დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, ასევე არასამთავრობო

ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც ფლობენ მნიშვნელოვან ინფორმაციას

ტუბერკულოზის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ საქართველოში.

სამედიცინო სერვისის მომწოდებლები. ამ ჯგუფში შედიან ექიმები (ფტიზიატრები და

ეპიდემიოლოგები) და ექთნები (DOT-ექთნები, DOT სერვისში ჩართული პჯდ ექთნები

სოფლის ამბულატორიებში), რომლებიც ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისა და

მკურნალობის სერვისებს აწვდიან ამ სერვისების საჭიროების მქონე ადამიანებს.

კვლევის მეთოდი

კვლევა ჩატარდა თვისებრივი კვლევის მეთოდის გამოყენებით. კვლევის ფარგლებში

მონაცემთა შეგროვება მოხდა ჩაღრმავებული ინტერვიუების, ნახევრად-

სტრუქტურირებული ინტერვიუებისა და ფოკუსური ჯგუფური დისკუსიების (ფჯდ)

ჩატარების ხარჯზე.

ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა დარგის სპეციალისტებთან

ტუბერკულოზის პროგრამის განხორციელების პროგრამული და სისტემური

Page 13: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

13

ხარვეზების შესახებ ინფორმაციის შეგროვების მიზნით. სულ ჩატარდა 6

ინტერვიუ.

პაციენტებთან ჩატარდა ნახევრად-სტრუქტურიზებული ინტერვიუები.

ფჯდ გაიმართა სერვისის მიმწოდებლებში. შეხვედრები შედგა ფტიზიატრებთან,

ეპიდემიოლოგებთან, DOT-ის განმახორციელებელ მედდებთან, რომლებიც

მუშაობენ ტუბ-კაბინეტებში, ან პირველად ჯანდაცვაში (პჯდ) ან პაციენტისთვის

სასურველ ადგილზე აწვდიან მომსახურებას - ე.წ. “მოსიარულე მედდები”.

ჯგუფების განაწილება კვლევის სხვადასხვა არეალზე იხილეთ ცხრილი 1-ში:

ცხრილი 1. ფჯდ-ების განაწილება კვლევის არეალების მიხედვით

ჯგუფების მონაწილეები თბილისი სამეგრელო აჭარა

“მოსიარულე მედდები”

DOT მედდები

პჯდ-ს DOT მედდები

ფტიზიატრები

ეპიდემიოლოგები

კვლევის გეოგრაფიული არეალი მოიცავდა თბილისს, აჭარისა და სამეგრელო-ზემო

სვანეთის რეგიონებს. რეგიონების შერჩევას საფუძვლად დაედო ტუბერკულოზის მაღალი

გავრცელება, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის მრავალფეროვნება მაღალი და დაბალი

სიმჭიდროვის მქონე დასახლებებით, ასევე გეოგრაფიული მრავალფეროვნება (დაბლობი

და მთიანი ადგილები) ჯანმრთელობის სერვისების მიწოდებისა და სატრანსპორტო

ინფრასტუქტურის კუთხით არსებული განსხვავებებით.

რესპონდენტთა შერჩევის პროცედურა

რესპონდენტთა შერჩევისთვის გამოვიყენეთ სხვადასხვა მიდგომები (იხ. ცხრილი 2):

დარგის სპეციალისტების შესარჩევად გამოვიყენეთ “მიზნობრივი შერჩევის”

(რესპონდენტების შერჩევა მკვლევართა გუნდის ცოდნისა და გამოცდილების

საფუძველზე) და “თოვლის გუნდის” (როდესაც მონაწილე გვაწვდის ინფორმაციას

ტუბერკულოზის საკითხებში ღრმად გათვითცნობიერებული პირების შესახებ)

მეთოდები. სერვისის მიმწოდებლები შეირჩა მიზნობრივი შერჩევის გამოყენებით.

პაციენტების შესარჩევად გამოვიყენეთ რანდომული შერჩევის პრინციპები.

პაციენტების შერჩევა მოხდა 2-ეტაპად შემდეგი პროცედურების დაცვით:

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ელექტრონულ

მონაცემთა ბაზებთან და პაციენტთა რეგისტრებთან მომუშვე თანამშრომელს ჩაუტარდა

ინსტუქტაჟი შერჩევასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შემდეგს: პირველ ეტაპზე

ბაზის დალაგება კვლევის გეოგრაფიული ადგილების მიხედვით. პაციენტების სიიდან

Page 14: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

14

კვლევაში ჩასართავად შეირჩა ყოველი მე-n პაციენტი, რომელიც თბილისის, აჭარის და

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში კვლევისთვის საინტერესო პაციენტების

რაოდენობის პროპორციული პრინციპით იქნა შერჩეული. სულ შეირჩა 60 პაციენტი.

მეორე ეტაპზე, რეგისტრების მიხედვით შერჩეულ პაციენტებს ტელეფონით

დაუკავშირდა ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის

დამყოლობის სამსახურის თანამშრომლები (2 ადამიანი), რათა შეეთავაზებინათ კვლევაში

მონაწილეობა. პაციენტებს მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის მიზნების, ამოცანების და

ტიპის შესახებ. სატელეფონო ინტერვიუს დროს კვლევაში მონაწილეობაზე გაცხადებული

თანხმობის შემდეგ რესპონდენტს დაუკავშირდა მკვლევარი ინტერვიუს ჩატარების

სასურველი დროისა და ადგილის შესათანხმებლად.

ცხრილი 2. რესპონდენტთა შერჩევისთვის კვლევაში გამოყენებული მეთოდები

რესპონდენტის ტიპი შერჩევის მეთოდი

დარგის სპეციალისტი თოვლის გუნდის პრინციპი, მიზნობრივი შერჩევა

სერვისის მიმწოდებელი მიზნობრივი შერჩევა

პაციენტები რანდომული შერჩევა

მონაცემთა ანალიზი

ინტერვიუების და დისკუსიის შედეგად ამოღებული ინფორმაციის გაანალიზება მოხდა

თვისებრივი კვლევის ანალიზის პროგრამაში - NVivo. თავდაპირველად მონაცემთა

კოდირებისთვის და ძირითადი შედეგების დასაჯგუფებლად და გასაანალიზებლად აიგო

თემატური ხე NVivo-ს პროგრამისთვის.

ინტერვიუები რესპონდენტის თანხმობით ჩაიწერა დიქტოფონზე. მკვლევარის

ასისტენტის მიერ აუდიო ჩანაწერების საფუძველზე მომზადდა ვერბატიმ ტანსკრიპტები,

სადაც რესპონენტებს მიენიჭათ რიგითი ნომერი, პირადი იდენტიფიკატორის მინიჭების

გარეშე.

დეტალური კოდირების ხის აწყობის მიზნით მკვლევართა ჯგუფი ტრანსკრიპტების

სახით ორგანიზებულ ინტერვიუებს გაეცნო სიღრმისეულად. ხის აგების შემდეგ დაიწყო

მონაცემთა ანალიზი. მონაცემთა კოდირებისა და ანალიზის პროცესი წარიმართა წამყვანი

ექსპერტის მეთვალყურეობით.

კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო

კვლევის კონცეპტუალურ ჩარჩოდ გამოვიყენეთ მოდელი, სადაც სხვადასხვა ტიპის

ფაქტორები დაჯგუფებულია სტრუქტურულ, ინდივიდუალურ, სოციალურ და

ჯანდაცვის სისტემურ ფაქტორებად (იხ. სურათი 1). კონცეპტუალური ჩარჩო ეფუძნება

ტუბერკულოზის მკურნალობაზე დამყოლობის მიმართულებით ჩატარებული

Page 15: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

15

თვისებრივი კვლევების შედეგებს, რომელიც 44 პუბლიკაციის სისტემურ მიმოხილვაშია

თავმოყრილი.10

სტრუქტურულს მიეკუთვნება ისეთი ფაქტორები, რომლებზეც პაციენტს კონტროლი არა

აქვს, და რომლებსაც შეუძლიათ დამყოლობის შეფერხება მიუხედავად პაციენტის

ძლიერი მოტივაციისა.

სოციალური ფაქტორები მოქმედებენ პერსონალურ ფაქტორებზე და შეუძლიათ

დამყოლობის გაუმჯობესება პაციენტის ინფორმირებულობის, დამოკიდებულების და

მოტივაციის გაძლიერების გზით, ხოლო მეორეს მხრივ სტიგმა, სოციალური

მარგინალიზაცია კი დამყოლობის პრობლემებს ქმნის.

კვლევის კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით ადამიანის ინდივიდუალურ ქცევაზე

მოქმედებს სტრუქტურული და სოციალური ფაქტორები ერთის მხრივ და მეორე მხრივ

ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები. ამ უკანასკნელზე კი თავისმხრივ გავლენას ახდენს

ინდივიდუალური ფაქტორები. ანუ ინდივიდუალური და ჯანდაცვის სისტემური

ფაქტორები ორმხრივად ურთიერთზემოქმედებენ.

სურათი 1. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო

Page 16: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

16

ეთიკის პრინციპები

კვლევა ჩატარდა ჰელსინკის საერთაშორისო დეკლარაციით გაცხადებული ადამიანების

მონაწილეობით მიმდინარე კვლევების დროს მოწოდებული ძირითადი პრინციპების

დაცვით, რომელიც გულისხმობს კვლევის მონაწილეების საიდენტიფიკაციო

მონაცემების, მათი სამუშაო ადგილების თუ სხვა პირადი, ვინაობასთან დაკავშირებული

ინფორმაციის გასაჯაროვების შეზღუდვას.

კვლევის პროტოკოლი და ინსტრუმენტები დკსჯეც-ს ბაზაზე არსებულ ბიოეთიკის

ეროვნულ საბჭოს წარედგინა განსახილველად. პროტოკოლი ასევე გაეგზავნა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს ადგილობრივ ეთიკის

კომისიაზე დასამტკიცებლად. ბიოეთიკის ეროვნული საბჭოდან კვლევის ჩატარების

თანხმობა მივიღეთ 2016 წლის 19 აპრილს (ოქმი N2016-022). ტუბერკულოზისა და

ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრისგან თანხმობა მოგვიანებით მივიღეთ.

რესპონდენტები ინფორმირებულნი იყვნენ, რომ კვლევის ანგარიშში რესპონდენტის

პასუხის ციტირებისას მოხდებოდა მხოლოდ რესპონდენტის ტიპის მინიშნება.

ეთიკური საკითხების დაცვის მიზნით კვლევის რესპონდენტების შერჩევა მოხდა

განსაკუთრებული სიფრთხილით, ზემოთ აღწერილი პროცედურების დაცვით.

პირისპირ ინტერვიუები ჩატარდა პრივატულ გარემოში: საცხოვრებელ ბინაში ან

საცხოვრებელთან ახლომდებარე ღია სივრცეში ( ეზო, სკვერი, პარკი).

ინტერვიუს დაწყების წინ პაციენტს კვლავ მიეწოდა ინფორმაცია კვლევის შესახებ,

საინფორმაციო ფურცლით და საკონტაქტო ტელეფონით, და ეცნობათ, რომ ნებისმიერ

დროს შეეძლოთ დარეკვა და კვლევასთან დაკავშირებულ საკითხებზე კითხვის დასმა. ამ

პროცედურების გავლის შემდეგ ინტერვიუს დაწყებამდე მოხდა ინფორმირებული

თანხმობის ფურცელზე რესპონდენტის თანხმობის ხელმოწერით დადასტურება.

პაციენტის მიერ ხელმოწერაზე უარის გაცხადების შემთხვევაში ინფორმირებულ

თანხმობას მკვლევარი აწერდა ხელს.

რესპონდენტის და ფოკუსური ჯგუფების მონაწილეთა თანხმობის საფუძველზე

გამზადდა ინტერვიუს / დისკუსიის აუდიოჩანაწერი. უარის შემთხვევაში პირისპირ

ინტერვიუს დროს მკვლევარის ან მისი ასისტენტის მიერ ხდებოდა რესპონდენტის

პასუხების ჩანიშვნა, ხოლო ფჯდ-ს დროს კვლევის ასისტენტი ინიშნავდა დისკუსიის

შედეგებს.

აუდიოჩანაწერების შენახვა მოხდა მონაცემთა მართვის ორგანიზაციული პოლიტიკის

შესაბამისად, რაც გულისხმობს მონაცემებთან წვდომის შეზღუდვას (წვდომის უფლება

მიენიჭათ, მხოლოდ კვლევაში ჩართულ პირებს) და მონაცემთა განადგურებას კვლევის

დასრულებიდან 6 თვის შემდეგ. ინფორმირებული თანხმობის ფორმები შენახულია

დაცულ ადგილას და განადგურდება კლევის დასრულებიდან 3 წლის შემდეგ.

Page 17: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

17

შედეგები

ვიდრე კვლევის თვისობრივი ნაწილის შედეგების წარმოჩენაზე გადავიდოდეთ მოკლედ

წარმოვადგენთ რესპონდენტთა სოციალურ-დემოგრაფიულ მახასიათებლებს.

გამოკითხულთა 70% მამაკაცია. მათი საშუალო ასაკი 42 წელია (მედიანური ასაკი - 39

წელი). სხვა მახასიათებლები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილი 3-ში:

ცხრილი 3. რესპონდენტთა სოციალურ-დემოგრაფიული მაჩვენებლები

რესპონდენტის ტიპი

ოჯახური

მდგომარეობა:

დაოჯახებული

სოციალური

სტატუსი:

უმწეო

დასაქმების

სტატუსი:

დასაქმებული

პატიმრობის

ისტორია: ყოფილი

პატიმარი

წარმატებით

მკურნალობა

დასრულებული

(N=20)

65% 5% 80% 10%

მეთვალყურეობიდან

დაკარგული

(N=20)

45% 30% 40% 20%

ურჩი პაციენტი

(N=20) 60% 30% 27% 20%

როგორც მოსალოდნელი იყო კვლევამ გამოავლინა ტუბერკულოზის მკურნალობის

დამყოლობაზე მოქმედი სხვადასხვა ტიპის ფაქტორები. როგორც ხელშემწყობი

ფაქტორები, ასევე ბარიერები.

კვლევის შედეგებს წარმოვადგენთ კონცეპტუალური ჩარჩოს მიხედვით.

სტრუქტურული ფაქტორები

სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების გამო პაციენტები ვერ ახერხებენ მკურნალობის

ბოლომდე მიყვანას. მიუხედავად იმისა, რომ მკურნალობა უფასოა, ისინი ვერ ახერხებენ

სამსახურის საკითხების გვერდზე გადადებას. არჩევანის პირობებში სამსახურს მეტ

უპირატესობას ანიჭებენ ვიდრე მკურნალობას.

“...შევწყვიტე მკურნალობა რადგან ოჯახში ერთადერთი მამაკაცი ვარ, ორი

გაუთხოვარი და მყავს და მშიერს ვერ ვამყოფებდი ოჯახის წევრებს. უნდა

მემუშავა და მკურნალობა და სამსახურის შეთავსება ძალიან რთულია...”

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

Page 18: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

18

პაციენტებში, რომლებიც დასაქმებული არიან მკურნალობის რეჟიმი წინააღმდეგობაში

მოდის სამუშაო გრაფიკთან. გარდა ამისა, დასაქმებული პაციენტების ნაწილი სტიგმის

გამო და სამუშაოს დაკარგვის შიშით არ ამხელს დაავადების არსებობის შესახებ

ინფორმაციას დამსაქმებელთან. შესაბამისად სამუშაო გრაფიკის და მკურნალობის

რეჟიმის შეთავსება პრობლემაა ასეთი ტიპის პაციენტებთანაც:

“...ვმუშაობ სადისტრიბუციო კომპანიაში, სადაც არ იციან რომ ეს

დაავადება მაქვს. რომ გაიგონ სამსახურს დავკარგავ. პურზე ვმუშაობ და

ეგრევე გამიშვებენ. შაბათ დღეს ვაცდენ წამლის მიღებას, რადგან 12 სთ-

მდე არის შესაძლებელი წამლის დალევა ცენტრში. 2 სთ-ზე ვამთავრებ

მუშაობას და ვერ ვასწრებ შაბათს წამლის დალევას. დილის 5 სთ-ზე ვიწყებ

მუშაობას...”

ურჩი პაციენტი

თავის მხრივ მუშაობა და სამსახურში სიარული კი ხელს უწყობს პაციენტებს

მკურნალობასთან დაკავშირებული ცუდი შეგრძნებების გადალახვაში. როგორც

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ მუშაობის პროცესში

ისინი ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას წამლის მიერ გამოწვეულ მოვლენებზე და

კოლეგებთან ურთიერთობა ეხმარებათ ამ მოვლენების გადალახვაში.

“...თანამშრომლები იდეალური გამომადგა, როდესაც სუსტად ვიყავი

გავდიოდი, ვისვენებდი და ამაზე პრობლემას არ მიქმნიდნენ. არ მოვეშვი

მუშაობას და სახლში არ დავჯექი, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილება

გამოდგა. როგორც კი ვჯდებოდი და ვაქცევდი ყურადღებას იმას, რომ

ცუდად ვარ, უფრო მეტად მიგრძელდებოდა ცუდად ყოფნის პერიოდი...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

ფინანსური პრობლემების გამო დაბალი სოციალური სტატუსის მქონე პაციენტებში ჭირს

დამატებითი კვლევების ჩატარება და მედიკამენტების შეძენა გვერდითი მოვლენების

მართვისთვის (გვერდით მოვლენებთან დაკავშირებული პრობლემები ვრცლად ქვემოთ

ჯანდაცვის სისტემის სექციაში არის წარმოდგენილი).

“...კარდილოგთან ვიზიტში 10 ლარზე ნაკლები გადავიხადე, გარდა ამისა

წამლები რაც ექიმმა გამოწერა დაახლოებით 40 ლარის ღირებულების არის

ერთი კვირის მარაგი, ანუ დანიშნული მედიკამენტების თვიური ღირებულება

160 ლარია. 2-თვიანი კურსი მაქვს დანიშნული. გვიჭირს ამ წამლების შეძენა,

რადგან მხოლოდ მე ვმუშაობ ოჯახში, სადაც მეუღლე და 2 ბავშვია ჩემს

გარდა...”

ურჩი პაციენტი

Page 19: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

19

პაციენტების ფულადი წახალისების მექანიზმი

წახალისების სისტემა კარგად მუშაობს პაციენტებში. განსაკუთრებით დაბალი

ეკონომიკური სტატუსის მქონე პაციენტებისთვის, რომელთათვისაც იგი შემოსავლის

გარკვეულ წყაროს წარმოადგენს. რიგ პაციენტებში კი ფულადი ვაუჩერი უშუალოდ

როგორც წამახალისებელი ფაქტორი ისე მოქმედებს.

“…როდესაც გვერდითი ეფექტებიცაა, რა თქმა უნდა დამატებითი

ხარჯებია, როდესაც დამატებით გიწევს მედიკამენტების შეძენა. მაგრამ

დამატებითი მოტივაციაა პაციენტისთვის ეს ვაუჩერი, ვინაიდან ზოგს

საერთოდ არ აქვს ფინანსები და ესეც ეხმარება…”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

ფულადი ჯილდოს სახით არსებული ვაუჩერის გარდა პროგრამის ფარგლებში

პაციენტებს ეძლევათ სატრანსპორტო ვაუჩერიც, რაც დაწესებულებამდე მათი

ტრანსპორტირების ხარჯებს ფარავს. ტრანსპორტირების ვაუჩერის მოცულობა პაციენტის

საცხოვრებელი ადგილიდან DOT-ცენტრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით

გადაადგილებისთვის საჭირო ოდენობით განისაზღვრება. აღნიშნული ტიპის ვაუჩერი

მხოლოდ რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს გადაეცემათ.

სოციალური ფაქტორები

ოჯახის და სოციუმის მხარდაჭერა

როგორც პაციენტები აღნიშნავენ ოჯახის და გარშემომყოფების მხარდაჭერას დიდი

მნიშვნელობა აქვს მკურნალობის პროცესში. მარტოობის შეგრძნების, სამედიცინო

დაწესებულებაში ვიზიტის გაცდენის მიზეზად დაზარების ფაქტორის მოხსნა,

გაღიზიანებადობის შემცირება ოჯახის წევრებთან საუბრების ხარჯზე მარტივად

მოგვარებადია. მკურნალობის პროცესზე ოჯახის და სოციუმის მხარდაჭერის დადებითი

გავლენა დასახელდა წარმატებით მკურნალობა დასრულებულ პაციენტებთან. მათ შორის

არცერთი არ იყო მარტო მცხოვრები და ყველა მათგანი აღნიშნავდა ოჯახის და

მეგობრების მხარდაჭერას:

“...ოჯახის წევრების თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, გრძნობ რომ

მარტო არ ხარ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც დამზარებია წასვლა, მაგრამ

მეუღლე მაძალებდა…”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

“...ბოლო პერიოდში უფრო ნერვიული და გაღიზიანებულია,

ადრინდელთან შედარებით. თუმცა ოჯახში ისე ვიქცევით ვითომ არაფერი,

ვითომ ეს დაავადება არ არის რთული და ყველაფერი მარტივად

Page 20: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

20

მოგვარებადი იყოს. პაციენტთან მიდგომას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ყველას ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. მაგალითად, მე რომ

დამეძალებინა წამლების მიღება არვიცი რა შედეგამდე მივიდოდი…”

ურჩი პაციენტის მეუღლე

ოჯახის წევრებისა და მეგობრების მხრიდან უყურადღებობა მკურნალობის

დამყოლობაზე უარყოფითად აისახება. როდესაც ოჯახის წევრი ჩართულია პაციენტის

მკურნალობის პროცესში და უწევს მის ვიზიტებს ზედამხედველობას, პაციენტები მეტად

გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე:

“...სამსახურის გამო მე მუდმივად მიწევდა ქალაქიდან გასვლა. მე ვერ

ვუკონტროლებდი მიდიოდა თუ არა წამლის დასალევად...”

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტის მეუღლე

“…როდესაც დავბრუნდი სახლში, ოჯახში შემექმნა პრობლემები. მეუღლეს

გადაედო ტუბერკულოზი, რაც გახდა ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი გაშორების,

ამიტომ მომიწია სამი ბავშვის გაზრდა მარტოს. შემოდგომაზე ბავშვი იყო

სკოლაში წასაყვანი, მე კიდევ წამლების ზემოქმედების გამო ცუდად ვიყავი

და ვერ შევძლებდი მისთვის ყურადღების მიქცევას. აბასთუმნიდან

დაბრუნების შემდეგ წელიწადი და 4 თვე ვიღებდი წამლებს, სულ უნდა

მიმეღო 18 თვე, მაგრამ ვეღარ შევძელი მკურნალობის ბოლომდე მიყვანა...”

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

თანასწორთა ზეგავლენა

პაციენტების უმრავლესობის გადაწყვეტილებაზე გაეგრძელებინათ წამლების მიღება

განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა პაციენტის მიერ მათთვის

გამოცდილების გაზიარება. როგორც ისინი აღნიშნავენ ინფორმაციის მიმოცვლა

გადატანილ სირთულეებთან დაკავშირებით დადებითად მოქმედებს მკურნალობის

დამყოლობაზე. მათი უმრავლესობა იხსენებს, რომ გადაწყვეტილებაზე გაეგრძელებინათ

წამლების მიეღება განსაკუთრებულ ზეგავლენას საკუთარი თვალით ნანახი უარყოფითი

შინაარსის მაგალითები ახდენდა. იგივე სიხშირით იხსენებენ წარმატებული ისტორიების

და ასევე სხვადასხვა პაციენტის მიერ ამა თუ იმ გვერდითი მოვლენის ან დისკომფორტის

მოხსნის პირადი მაგალითების გაზიარების დადებითი ზეგავლენის შესახებ.

“…არ მინდოდა არცერთი დღის გაცდენა, მას შემდეგ, რაც ვნახე, თუ რა

მდგომარეობაში იყვნენ ისეთი რომლებიც მალავდნენ და ყრიდნენ

მედიკამენტებს…”

Page 21: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

21

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

“… მე მაგალითად ვეძებდი პაციენტებს, რომლებსაც დამთავრებული

ჰქონდა მკურნალობა და მაინტერესებდა როგორ იყვნენ და რამდენი ხანი

იყო გასული მკურნალობიდან…”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

თანასწორთა ზეგავლენა უარყოფითი კუთხით წარმოჩინდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც

პაციენტები ამა თუ იმ არასასურველი მედიკამენტის მიღებისგან ცდილობდნენ თავის

დაღწევას და ამ მხრივ ერთმანეთს უზიარებენ პერსონალის მოტყუების სხვადასხვა

მეთოდს.

სტიგმა

სტიგმის გამო პაციენტები მალავენ ინფორმაციას ავადმყოფობის შესახებ და ერიდებიან

ადამიანებთან კომუნიკაციას, რათა აირიდონ მათი მხრიდან დამოკიდებულების

ცვლილება. სტიგმის შესახებ საუბრობენ როგორც ურჩი და მეთვალყურეობიდან

დაკარგული პაციენტები, ასევე წარმატებით მკურნალობა დასრულებული პირები. თუმცა

ამ მოვლენაზე პაციენტთა მხოლოდ 15% საუბრობს და ამასთანავე, იგი არც ერთ

შემთხვევაში არ დასახელებულა, როგორც მკურნალობის შეწყვეტის წამყვანი ფაქტორი.

“...იქიდან გამომდინარე, რომ პატარა რაიონია, ხალხი მაინც სხვანაირად

უყურებს ტუბერკულოზით დავადებულებს და ამიტომ ბევრმა არ იცის

რომ ამ პროგრამაში ვართ ჩართულები, ასევე არ იციან ახლობლებმაც...”

ურჩი პაციენტის მეუღლე

“...იმ პერიოდში გარეთ ხშირად არ გავდიოდი და არ ვკონტაქტობდი ბევრ

ადამიანთან. შეიძლებოდა ვინმეს ეფიქრა რაღაც და ამიტომ მერჩივნა

სახლში ვყოფილიყავი...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

დარგის ექსპერტები ხაზს უსვამენ სტიგმას, რომელიც სამედიცინო პერსონალს შორის

არის გავრცელებული. ამის შესახებ ერთეული შემთხვევები დასახელდა პაციენტების

მხრიდანაც.

Page 22: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

22

პერსონალური ფაქტორები

ინფორმირებულობა

ექიმი-ფტიზიატრები აღნიშნავენ რომ დაავადების რაობის, მიმდინარეობის,

მკურნალობის რეჟიმის თავისებურებების, შესაძლო გვერდითი მოვლენების არსებობის

შესახებ დეტალურ ინფორმაციას სისტემატურად აწვდიან პაციენტებს. თითქმის ყველა

პაციენტი ადასტურებს, რომ სამედიცინო პერსონალისგან ტუბერკულოზის შესახებ

დეტალური ინფორმაცია მიიღეს. მიუხედავად ამისა ინფორმაციის დეფიციტი

გამოვლინდა მეთვალყურეობიდან დაკარგული და ურჩი პაციენტების ჯგუფში. მათი

მეოთხედი აღნიშნავს რომ ტუბერკულოზის სიმპტომების ალაგების და ფიზიკური

მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე აცდენდნენ ვიზიტებს DOT ცენტრებში ან

სრულიად შეწყვიტეს მკურნალობა. გამოვლინდა ასევე მკურნალობის შეწყვეტის და

შემდგომ განახლების შემთხვევები ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების ფონზე.

“...თავდაპირველად 2 თვე კარგად ვიარე ტუბ-კაბინეტში, ყოველდღე

დავდიოდი, ვიღებდი მედიკამენტებს და მერე უკეთ გავხდი. 2 თვის

შემდეგ თავს კარგად ვგრძნობდი და შევწყვიტე მკურნალობა...”

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

“...1 წლის უკან შევწყვიტე მკურნალობა და მას მერე აღარ მივსულვარ ტუბ-

დისპანსერში წამლების მისაღებად. ფიზიკურად უკვე კარგად ვგრძნობდი

თავს და ჩავთვალე რომ აღარ მჭირდებოდა მეტად წამლების მიღება...”

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მკურნალობის ახალ სქემაზე სკეპტიკური

დამოკიდებულება გამოვლინდა ერთეულ შემთხვევებში. პაციენტები ახალ

მედიკამენტებს ექსპერიმენტად განიხილავენ.

მოტივაცია

როგორც წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტები აღნიშნავენ

მკურნალობის დასრულების ერთერთი მთავარი მოტივატორი ოჯახის წევრებზე ზრუნვა

იყო საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად. ამ პაციენტებს დაავადების სიმძიმის

და მასთან დაკავშირებული რისკების მართებული აღქმა აქვთ და ცდილობენ

Page 23: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

23

მკურნალობა მიიყვანონ ბოლომდე რათა თავიანთ ოჯახის წევრებს არ შეუქმნან

პრობლემები, რაც მათ მძიმედ გადაიტანეს.

“... არ მინდოდა ვინმესთვის გადამედო ტუბერკულოზი. ვერ დავუშვებდი,

რომ ვინმე ჩემიანს ჩემს გამო იგივე გზის გავლა მოწეოდა რაც მე გამოვიარე.

და, რა თქმა უნდა, მე თვითნაც მინდოდა გამოჯანმრთელება...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

“... ჩემთვის მოტივაცია იყო ჩემი შვილი და მეუღლე, არ მინდოდა მათთვის

ზიანი მიმეყენებინა...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

ჯანდაცვის სისტემის ფაქტორები

ჯანდაცვის სისტემის ფაქტორების დიფერენცირება მოვახდინეთ სისტემურ და

კლინიკურ ჭრილში. კლინიკური ნაწილი აღწერს სამედიცინო პრაქტიკულ

საქმიანობასთან დაკავშირებულ ფაქტორებს, ხოლო სისტემური ნაწილის ქვეშ

თავმოყრილია სერვისების ორგანიზაციის და მართვის საკითხები, რომლებიც გავლენას

ახდენს მკურნალობის დამყოლობაზე.

უფასო მკურნალობა

პაციენტების მხრიდან დადებითად არის შეფასებული ტუბერკულოზის ეროვნული

პროგრამის არსებობა საქართველოში. უფასოდ მკურნალობის შესაძლებლობა ყველა

პაციენტის მხრიდან წარმოჩინდა, როგორც სახელმწიფოსგან გაღებული დიდი სიკეთე.

ბევრი ხაზს უსვამს, თუ რაოდენ ძვირადღირებულია ტუბერკულოზის სამკურნალო

მედიკამენტები, რომლებიც მათ პროგრამის ფარგლებში უფასოდ ეძლევათ.

“...დარწმუნებული ვარ, რომ მკურნალობა ძალიან ძვირადღირებულია და

ეს რომ პაციენტების გადასახდელი იყოს ათასი პაციენტიდან ალბათ ასიც

ვერ შეძლებდა მკურნალობას. ამ მხრივ ძალიან დიდი დახმარებაა და

ყველამ უნდა გამოიყენოს აუცილებლად...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

პროგრამის მართვა

სამედიცინო სერვისის და მედიკამენტების უფასოდ მიღების შესაძლებლობასთან ერთად

ყველა რესპონდენტი აღნიშნავს სამკურნალო მედიკამენტის უწყვეტად მიღების

შესაძლებლობას DOT-ცენტრებში, რაც პროგრამის გამართული მუშაობის შედეგია.

ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის მართვის ნაწილში დარგის სპეციალისტების

და პროვაიდერების მხრიდან დადებითად იქნა შეფასებული გამართული

Page 24: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

24

ლაბორატორიული ქსელი, მედიკამენტებით მომარაგების უწყვეტობა, პროგრამის

მონიტორინგის კარგი სისტემა, საკონსულტაციო ექსპერტთა კონსილიუმი.

პროვაიდერები ხაზს უსვამენ ტუბერკულოზის პროგრამული სერვისების მიწოდების და

მართვის კუთხით წინ გადადგმულ ნაბიჯებს. ფტიზიატრების უმრავლესობა აღნიშნავს

ლაბორატორიული ქსელის გამართულად მუშაობის შესახებ, კერძოდ, კვლევების

დროულად და უსაფრთხოდ ჩატარების შესაძლებლობას, ლაბორატორიული

დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის დანერგვას, კარგად აწყობილ ტრანსპორტირების

სისტემას და ცივი ჯაჭვის პრინციპების სრულად უზრუნველყოფას. გარდა ამისა, ხაზს

უსვამენ მედიკამენტებით უწყვეტი მომარაგების სისტემის არსებობას და ამ მხრივ

შეუფერხებლად მუშაობის შესაძლებლობას.

სერვისის მიმწოდებლები საუბრობენ პროგრამის მონიტორინგის სისტემის დადებით

მხარეზე, რომელიც მათ არ აძლევთ მოდუნების საშუალებას. ასევე ამ მხრივ არსებულ

სწავლებაზე ორიენტირებულ მიდგომაზე, მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებსა

და სერვისის მიმწოდებლებს შორის დამკვიდრებულ ურთიერთპატივისცემასა და ჯანსაღ

კოლეგიალურ ურთიერთდამოკიდებულებაზე, რომელიც მათ საქმიანობაზე დადებითად

აისახება:

"…ცენტრიდან ჩამოდის სუპერვიზია. ასევე რეგიონის კოორდინატორი

ჩამოდის, რომელიც ყველა ფორმას ამოწმებს. ესაუბრებიან ავადმყოფს, მათ

ნათესავებს და ითვლიან წამლებს. სისტემა ძალიან კარგად არის აწყობილი,

რომც არ გინდოდეს რამის გაკეთება, არ გაძლევენ ამის საშუალებას. გარდა

ამისა სისტემა სწავლებაზეა ორიენტირებული. ასე რომ არ ყოფილიყო

დღემდე არც ვიქნებოდით აქ ალბათ, ყველა გაიქცეოდა. ეს არის მთავარი,

რომ განსაკუთრებული მიდგომა არსებობს, რომელიც კიდევ უფრო

იხვეწება…''

რაიონის ფტიზიატრების ფჯდ

გადაწყვეტილების მიღების პროცესი

პროვაიდერების მხრიდან უკმაყოფილება გამოითქვა გადაწყვეტილებების მიღების

პროცესში მათი ნაკლები ჩართულობის გამო. სერვისის მიმწოდებლების აზრით

პროგრამაში ამა თუ იმ ცვლილების გატარებისას მათი მოსაზრებები გათვალისწინებული

არ არის ან საერთოდ არ მონაწილებენ გადაწყვეტილების განხილვის პროცესში.

ცვლილებების გატარებისას კი საჭიროა სპეციფიკური სამუშაო გამოცდილების

გათვალისწინება, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი. პროვაიდერების მხრიდან დასახელდა

რამდენიმე მაგალითი ანგარიშგების ფორმების დახვეწა-სრულყოფა-ორგანიზებულობის

და ნახველის ტრანსპორტირების სერვისის გამარტივება-გაუმჯობესების კუთხით.

Page 25: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

25

…ვერ ვხვდები რისთვის დაგვიბარეს საერთოდ შეხვედრაზე, თუ ეს

საკითხი ისედაც გადაწყვეტილი იყო? ჩვენი აზრი იქ არავის

გაუთვალისწინებია...

რაიონის ფტიზიატრების ფჯდ

რაც შეეხება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პაციენტების ჩართულობას უნდა

აღინიშნოს, რომ პაციენტთა მხრიდან ამ მიმართულებით მათი მონაწილეობის

მოლოდინიც კი არ გაჟღერებულა.

სამედიცინო პერსონალი

პაციენტების უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ გაესვა ხაზი სამედიცინო პერსონალის

დადებით როლს ხანგრძლივი და რთული მკურნალობის პროცესში. პაციენტები

აღნიშნავენ ექიმების და ექთნების ყურადღებას. ექთნების შემთხვევაში, საუბრობენ

არამხოლოდ დანიშნული მედიკამენტების მიწოდებაზე, არამედ მორალური

მხარდაჭერის შესახებაც. დაგვიანების შემთხვევაში საუბრობენ ექთნების ხშირ

კომუნიკაციაზე და რიგ შემთხვევებში მათ სამუშაო გრაფიკზე მორგებულ რეჟიმზე.

ყურადღებიანი და პაციენტების მიმართ კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალის

არსებობა მნიშვნელოვნად მოქმედებს პაციენტის ქცევაზე დაასრულოს მკურნალობა.

“...ექიმები და ექთნები კეთილგანწყობილები არიან პაციენტების მიმართ.

ყველას მიმართ თანაბრად ყურადღებიანები იყვნენ და მოტივაციას

გვაძლევდნენ, რომ წამლები დაგველია. ძალიან დიდი ადგილი უკავიათ

მკურნალობის პროცესში ექთნებს, მორალურად გეხმარებიან და ასევე

გაძლევენ დამატებით რჩევებს...”

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

დარგის სპეციალისტების მხრიდან გამოიკვეთა, რომ ტუბერკულოზის კაბინეტებში

დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ასაკობრივ სტრუქტურაში ვლინდება

ახალგაზრდა კადრების სიმცირე, რაც დარგში სიახლეების მიმღებლობის და დანერგვის

სირთულეს ქმნის. აღნიშნულს კი თავისმხრივ განაპირობებს ახალგაზრდა სამედიცინო

კადრებში დარგით ნაკლები დაინტერესება დაბალი ანაზღაურებისა და რისკის შემცველი

საქმიანობის გამო.

პერსონალის ფინანსური მოტივაცია

სერვისის მიმწოდებლებში გამოიკვეთა ფინანსური პრობლემები. კერძოდ, დაბალი

ანაზღაურების პრობლემა. მათი ხელფასი საშუალო ხელფასზე დაბალია და როგორც

აღნიშნავენ მხოლოდ “პროფესიული მოტივაციის” ხარჯზე მუშაობენ. ტუბერკულოზის

ეროვნული პროგრამის ფარგლებში მთავრობის დადგენილების მიხედვით

ყოველთვიური ანაზღაურება ექიმ-ფტიზიატრისთვის განსაზღვრულია ანაკლებ 360

ლარით, ხოლო DOT-ექთნისთვის 280 ლარით (დაუბეგრავი მოცულობები). როგორც წესი,

Page 26: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

26

დამსაქმებლები დაქირავებული პერსონალისთვის საშუალო თვიურ ანაზღაურებად

მინიმუმალურ ხელფასს განსაზღვრავენ. ასეთ პირობებში ფტიზიატრის ხელფასი პჯდ

ექთნის ხელფასთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, რაც მოტივაციას უქვეითებს

ექიმებს.

“…ხელფასები ძალიან დაბალია. ძალიან ცუდია, როდესაც ექთანს

პირველად ჯანდაცვაში ერიცხება 450 ლარი და ფთიზიატრს 360. ეს

ჩვენთვის დემოტივატორია…” ფტიზიატრების ფჯდ

დაბალი ანაზღაურების პრობლემა ეპიდემიოლოგებთანაც გამოიკვეთა. ისინი აღნიშნავენ

დატვირთული სამუშაო რეჟიმის შესახებ და ჩივიან, რომ მათი შრომა შესაბამისად არ

არის დაფინანსებული.

“...ეპიდემიოლოგების შრომა არის დაუფასებელი. კონტაქტებს ჩვენ

ვიკვლევთ, ოჯახებში ყველგან ჩვენ დავდივართ. ჩვენ რისკის ქვეშ ვართ და

ვითომც არაფერი. რამეს რომ შეცვლიდნენ ან ხელფასში ან საშვებულებოს

მოგვცემდნენ ესეც კარგი იქნება...” ეპიდემიოლოგების ფჯდ

კვლევამ გამოავლინა აგრეთვე, რომ პროგრამული ვალდებულების შესასრულებლად

პროვაიდერებს არ აქვთ სრული ფინანსური მხარდაჭერა. ექიმებს და ექთნებს პაციენტთან

კომუნიკაციის ხარჯების დაფარვა საკუთარი ჯიბიდან უხდებათ, რაც ყოველთვიურად

ხელფასის არც თუ ისე მცირე ნაწილს შეადგენს. ხშირი კომუნიკაცია კი როგორც ზემოთ

ვნახეთ დადებითად მოქმედებს პაციენტზე და სტიმულს აძლევს მას მკურნალობის

პროცესში.

“…როცა პაციენტი არ მოდის წამლის დასალევად ჩვენ უნდა მოვიძიოთ,

თუ სად არის, რატომ არ მოვიდა. ჩვენი ხელფასი მიდის ტელეფონზე

ბალანსის შევსებაში, რადგან პაციენტებთან მუდამ გვჭირდება ტელეფონით

კავშირი…”

ფტიზიატრების და ექთნების ფჯდ

ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში მეთვალყურეობიდან დაკარგულ

პაციენტებთან მკურნალობაზე დამყოლობის საკითხებზე მუშაობა ეპიდემიოლოგიურ

სამსახურს ევალება. თუმცა როგორც კვლევამ გამოავლინა ეპიდემიოლოგიური

სამსახურის მიერ დაკარგული პაციენტების მოძიების სისტემა არაეფექტურად მუშაობს.

ეპიდემიოლოგები პაციენტებთან დასაკავშირებლად ძირითადად სატელეფონო

კომუნიკაციას ეყრდნობიან, რადგან პაციენტების მოსაძიებლად ტრანსპორტირების

ხარჯები არ იფარება.

“... მე თუ მექნება იმის საშუალება რომ ხელმეორედ გადავურეკო,

მოვიზიდო. წახალისება თუ იარსებებს. გზის ფულს თუ მოგვცემენ.

მაგალითად 10 ლარს გზის ფულად აი მაშინ მოვლენ...”

ეპიდემიოლოგების ფჯდ

Page 27: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

27

დაბალ ანაზღაურებასთან ერთად დღესდღეობით პროგრამას არ გააჩნია წახალისების

ფინანსური და სხვა ტიპის მექანიზმები სერვისის მიმწოდებლებისთვის. რაც როგორც წესი

უარყოფითად მოქმედებს პროვაიდერზე ეფექტურად შეასრულოს დაკისრებული

მოვალეობა:

…ჩვენთვის არ არსებობს თუნდაც განკურნებულ პაციენტთან

დაკავშირებული პატარა საჩუქარიც. ადრე, ტუბერკულოზის

საერთაშორისო დღეს იმართებოდა კონფერენცია, სადაც ფტიზიატრები

ვხვდებოდით ერთმანეთს საქართველოს მასშტაბით, ვცვლიდით

ინფორმაციას და საღამოს იმართებოდა ვახშამი. ეს იყო მადლიერების

ერთგვარი გამოხატვა, ახლა აღარც ეს აღარ არის…

რაიონის ფტიზიატრების ფჯდ

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტები აღნიშნავენ, რომ მკურნალობის

შეწყვეტამდე ვიზიტების გაცდენის დროს სამედიცინო პერსონალი მათ აქტიურად

უკავშირდებოდა და ეკითხებოდა გაცდენის ან დაგვიანების მიზეზებს. მკურნალობის

შეწყვეტის შემდეგ საბოლოო მიზეზის გამოკითხვის შემდეგ პაციენტებთან კომუნიკაცია

წყდება. “მეთვალყურეობიდან დაკარგულის” სტატუსის მინიჭების შემდეგ სამედიცინო

პერსონალს ვალდებულებაც არ აქვს რომ პაციენტს დაუკავშირდეს. აღნიშნულს

პაციენტები სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებობად აფასებენ.

...ჩვენ არავის აღარ ვაინტერესებთ. შეწყვეტიდან 7 თვის განმავლობაში

ექიმი არ დამკავშირებია. არავის დაურეკავს და უკითხავს სად ვიყავი და

რატომ არ დავდიოდი წამლების მისაღებად. არავის მოვუკითხივარ.

მხოლოდ 6-7 თვის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს თქვენთან გასაუბრება

უნდათო და მოვედი (კვლევაში მონაწილეობის მისაღებად)…

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

სამედიცინო დაწესებულებების გეოგრაფიული განაწილება

პირველად ჯანდაცვაში სერვისების ინტეგრაციამ შეამცირა სერვისზე გეოგრაფიული

ხელმისაწვდომობის ბარიერი სოფლად მცოვრები პაციენტებისთვის. ამას აღნიშნავენ

როგორც პაციენტები, ასევე დარგის სპეციალისტები.

სერვისზე წვდომის გეოგრაფიული ბარიერი წარმოჩინდა თბილისის პაციენტებისთვის

როგორც მათი მხრიდან, ასევე დარგის სპეციალისტების შეფასებით. პაციენტებისთვის

ტრანსპორტირება DOT-კაბინეტებამდე პრობლემას წარმოადგენს, რადგან თბილისში

ამჟამად მხოლოდ ოთხი DOT-წერტილი ფუნქციონირებს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით

არათანაბრად არის განლაგებული.

''... მიუხედავად იმისა რომ ვუნაზღაურებთ ტრანსპორტის ხარჯებს,

გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურად 3-4 საათის

დახარჯვა წინ და უკან ბარიერია და პრობლემაა პაციენტებისთვის, ესეც

Page 28: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

28

გაიცემა მხოლოდ MDR-პაციენტებისთვის ...'' დარგის

სპეციალისტი

რეგიონებში მცხოვრები პაციენტებისთვის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ბარიერი

იქმნება გვერდითი მოვლენების მართვასთან დაკავშირებით, რადგან ხშირია

შემთხვევები, როდესაც პაციენტები თბილისში მოდიან სერვისის მისაღებად. რეგიონებში

სტაციონარების ინფრასტრუქტურული მოუწესრიგებლობის გამო სერვისზე

გეოგრაფიული წვდომის ბარიერი გამოიკვეთა ასევე იქ მცხოვრებ პაციენტებშიც.

სტაციონარში არასახარბიელო სანიტარული პირობების გამო, რომელიც ამორტიზებული

შენობა-ნაგებობით არის განპირობებული პაციენტს უხდება თბილისში ჩამოსვლა.

სამედიცინო დაწესებულებების ინფრასტრუქტურა

საყურადღებოა ასევე DOT-ცენტრების ინფრასტრუქტურული პრობლემები, როგორიცაა,

რეგიონებში არასაკმარისი ფართი ხარისხიანი ამბულატორიული სერვისის

მიწოდებისთვის. ინტეგრირებულ დაწესებულებებში მიუხედავად გაუმჯობესებული

პირობებისა, ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო სტანდარტები, როგორიცაა მაგალითად,

კაბინეტების უზრუნველყოფა მუდმივი ბუნებრივი ან მექანიკური ვენტილაციით და

ულტრაიისფერი ნათურებით, არ არის დაცული. სახელმწიფოს დაქვემდებარებულ DOT

ცენტრებში სანიტარული პირობები არ არის დამაკმაყოფილებელი, შენობა-ნაგებობების

სიძველისა და ამორტიზებული მდგომარეობის გამო.

…ჰიგიენა უნდა იყოს მეტად დაცული… რა თქმა უნდა ექთნები იცავდნენ

სისუფთავეს, მაგრამ შენობა იყო ძალიან ძველი, კედლები - ჩამონგრეული.

და კარგი იქნება, რომ შენობა შეცვალონ ან გაარემონტონ. ყველაზე ცუდი

ისაა, რომ X დისპანსერში პირველი სართული უკავიათ ამათ, ხოლო მეორე

სართულზე ხალხი ცხოვრობს და ძალიან ბევრი ბავშვია… პაციენტი

ამბულატორიული მკურნალობის ეტაპზე ცენტრებში არასაკმარისი სივრცის ან ცუდი

სანიტარული პირობების გამო პაციენტებს არ აქვთ საშუალება გაესაუბრონ სხვა

პაციენტებს, გაუზიარონ გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ სირთულეების დაძლევაში.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ პირადი გამოცდილების გაზიარება დადებითად მოქმედებს

მკურნალობის პროცესზე.

…პირობები უნდა გაუმჯობესდეს, რომ პაციენტს არ დაეზაროს კაბინეტში

შესვლა. წამალს რომ დავლევდი ეგრევე მოვდიოდი სახლში. იქ გაჩერების

და სხვებთან საუბრის თავი და სურვილი არ მქონდა…

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

ინფრასტრუქტურული პრობლემები გამოიკვეთა ასევე რეგიონებში არსებულ

სტაციონარებში, განსხვავებით თბილისის სტაციონარისგან, სადაც პირობები

დამაკმაყოფილებელია.

Page 29: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

29

კლინიკურ ნაწილს რაც შეეხება ამ მხრივ გამოიკვეთა DOT-რეჟიმთან დაკავშირებული

სირთულეები, მედიკამენტების ტვირთი და მკურნალობით გამოწვეული გვერდითი

მოვლენების არსებობა პაციენტებში.

DOT რეჟიმის სირთულეები

პაციენტები აღნიშნავენ უშუალო მეთვალყურეობით მიმდინარე მკურნალობის რეჟიმის

სირთულეს. ეს პრობლემა თანაბრად დასახელდა სოფლად და ქალაქად მცხოვრები

პაციენტების მხრიდან. სამკურნალო დაწესებულებაში მედიკამენტების დიდი

რაოდენობით, ყოველდღიურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღება სირთულეს

წარმოადგენს პაციენტებისთვის. აღნიშნულს მივყავართ ე.წ. ''აბების ტვირთთან’’ რაც

მძიმედ გადასატანია პაციენტებისთვის.

მკურნალობის ახალ სქემაში ჩართული პაციენტებისთვის კი დღეში 2-ჯერ მისვლა

ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრებში სირთულესთან არის დაკავშირებული

მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტირების თანხა ვაუჩერის სახით ეძლევა პაციენტს.

ახალი სქემა გულისხმობს ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების მიღებას ინფუზიების

სახით, რომელიც აუცილებლად სტაციონარის პირობებში სრულდება.

''… დილით წამლების მიღება არ მიჭირს, მაგრამ საღამოსაც რომ მიწევს

მოსვლა, მერე ვხდები ცუდად. დღეში ორჯერ მიწევს მოსვლა და მანქანით

დავდივარ, ხან მამა და ხან მეგობრები მომყვებიან…'' ურჩი პაციენტი

გვერდითი მოვლენები და მათი მართვის სისტემური ხარვეზები

პაციენტებში გვერდითი მოვლენების არსებობა, სიხშირე და მათი მართვა

მნიშვნელოვნად განაპირობებს მკურნალობაზე დამყოლობას. კვლევაში მონაწილე

პაციენტთა დიდი ნაწილი აღნიშნავს მკურნალობასთან დაკავშირებული ფიზიკური თუ

ფსიქიკური გვერდითი მოვლენების არსებობას. მკურნალობა-შეწყვეტილი ყველა

პაციენტი შეწყვეტის ერთერთ ძირითად მიზეზად გვერდითი მოვლენას ასახელებს.

გვერდითი მოვლენების მართვა სამედიცინო პერსონალისგან სხვადასხვა სისტემის

ცოდნას მოითხოვს. გარდა ამისა როგორც დარგის ექსპერტები განმარტავენ

ანტიტუბერკულოზური მედიკამენტებით გამოწვეულ მოვლენების მართვას

სპეციფიკური ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

''…წამლების მიღების შემდეგ თავდაპირველად უფრო ადვილად

გამოვდიოდი მდგომარეობიდან. რაც პროგრამაში იყო ყველაფერს

მაძლევდნენ - ღებინებისთვის, ღვიძლისთვის - მაგრამ ბოლოს უკვე ძალიან

მიჭირდა და აღარაფერი აღარ მშველოდა…''

მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტი

ეროვნული პროგრამა რეზისტენტული პაციენტებისთვის გვერდითი მოვლენების

მართვისთვის რამდენიმე მედიკამენტს აფინანსებს. გარდა ამისა არის რიგი კვლევები და

Page 30: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

30

ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები, რომლისთვისაც პაციენტები ვიწრო ექიმ-

სპეციალისტების დახმარებას მიმართავენ. თბილისში მცხოვრები პაციენტებისთვის

სპეციალისტების მომსახურება უფრო ხელმისაწვდომია ცენტრში არსებული

შესაძლებლობის გამო. ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს

დაქირავებული ჰყავს ექიმ-სპეციალისტები, რომლებიც გვერდითი მოვლენების მართვაში

მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. გარდა ამისა უკეთესი გათვითცნობიერებულობის

შედეგად პაციენტები უფრო მეტად იყენებენ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებს.

რეგიონებში კი პაციენტები პირდაპირ მიმართავენ ექიმ-სპეციალისტებს, ან მოდიან

თბილისში, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

''…გვერდითი მოვლენების მართვის მიმართულებით პრობლემებია,

რადგან საქმე ეხება სხვადასხვა სისტემური პრობლემის მართვას, თუნდაც

კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ. ეს პრობლემა მეტწილად რაიონებში გვაქვს.

თბილისში იმიტომ არ არის ეს პრობლემა რომ ტუბერკულოზის ცენტრს

ჰყავს დაქირავებული სხვადასხვა სპეციალისტები, რომლებიც ერთვებიან

გვერდითი მოვლენების მართვაში... ‘’

დარგის სპეციალისტი

''…პროგრამაში შედის გარკვეული მედიკამენტები, მაგალითად

ჰეპატოპროტექტორები, მაგრამ გვერდითი მოვლენების მართვა შედარებით

უფრო სუსტი მხარეა, ვიდრე ძირითადი ანტიტუბერკულოზური

მკურნალობა. ეს უკანასკნელი, ფაქტობრივად, ისეთ დონეზეა, როგორც

მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მაგრამ გვერდითი მოვლენების მართვა და

სხვა დანარჩენი სერვისი შედარებით სუსტია. მაშინ საფრანგეთში ვინც

მიდიოდა, ყველა აღნიშნავდა, რომ ამ მხრივ იქ უკეთესი სიტუაცია იყო… ''

დარგის სპეციალისტი

პაციენტთა უმრავლესობა აღნიშნავს ისეთ პრობლემებს როგორიცაა, შფოთვა,

გაღიზიანებადობა, უძილობა, დეპრესია და სხვა, რომელთა მართვას

ფსიქოლოგის/ფსიქიატრის ჩართულობა სჭირდება. ფსიქოლოგიური დახმარების

გაძლიერების საჭიროებაზე მიუთითებენ ასევე ექიმები და დარგის სპეციალისტები.

''...ფსიქოლოგიურად სჭირდებათ გაძლიერება პაციენტებს. ზოგჯერ ისე

იღლება, რომ საერთოდ აღარ უნდა წამლის დალევა…''

ურჩი პაციენტის მეუღლე

''…ზოგიერთი ძალიან იკეტება და უფრო უჭირს ფსიქოლოგიურად ამ

ყველაფრის გადატანა, ასეთ ადამიანებს სჭირდებათ ფსიქოლოგის

დახმარება…''

Page 31: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

31

წარმატებით მკურნალობა დასრულებული პაციენტი

სერვისის მიწოდების რისკები

კვლევამ გამოავლინა სერვისის მიწოდების უწყვეტობასთან დაკავშირებული რისკები.

გამოიკვეთა რეგულაციების ხარვეზები კერძო მიმწოდებლის მხრიდან ტუბერკულოზის

სერვისების მიწოდებას საფრთხეს უქმნის. სიტუაციას ამძაფრებს მოტივაციის არარსებობა

ინსტიტუციონალურ და ინდივიდუალურ დონეებზე. კერძოდ, დაწესებულების

ხელმძღვანელის დონეზე გამოიკვეთა მათი ნაკლები ინტერესი აწარმოოს არამომგებიანი

საქმიანობა, როგორიცაა ტუბერკუოზის სერვისების და სერვისის მიმწოდებლის ნაკლები

დაინტერესება გააუმჯობესოს მაჩვენებლები შედეგზე მიბმული მექანიზმების

არარსებობის გამო.

“... კერძო მიმწოდებლებს ვალდებულება აქვთ აღებული, რომელსაც ავად

თუ კარგად ასრულებენ. მაგრამ ვალდებულების პერიოდი გადის და მერე

რა მოხდება არ ვიცი ზუსტად…” დარგის

სპეციალისტი

დისკუსია

სოციალურ-სტრუქტურული ფაქტორები

პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობაზე ჯანდაცვის სისტემურ ფაქტორებთან ერთად

სოციალურ-სტრუქტურული ფაქტორების გავლენა მეტად მნიშვნელოვანია. როგორც

კვლევამ აჩვენა წარმატებით მკურნალობა დასრულებულ პაციენტებში მკურნალობის

ბოლომდე მიყვანის ხელშემწყობ ფაქტორებს ოჯახის და მეგობრების მხარდაჭერა

წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია დასაქმებულებში მხარდამჭერი სამუშაო გარემოს

არსებობა.

ამასთან ერთად სამსახურის დაკარგვის შიში პაციენტებს ხშირად არჩევანის წინაშე

ამყოფებს - აირჩიონ მკურნალობა თუ ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც

არსებობისთვის სჭირდებათ. 2013 წელს საქართველოში ჩატარებული რაოდენობრივი

კვლევის მიხედვით, რომელიც 167 რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ

პაციენტში ჩატარდა, მკურნალობის შეწყვეტის რისკ-ფაქტორად სამსახურის დაკარგვის

შიში და სოციალური მხარდაჭერის არარსებობა გამოვლინდა.13 სხვა ქვეყნებში

ჩატარებული კვლევებიც დასაქმებას მკურნალობაზე დამყოლობის ბარიერად

წარმოაჩენს.10,14,15,16

პაციენტები საფრთხეს ხედავენ რომ დაავადების გამხელის შემთხვევაში დაკარგავენ

სამსახურს. ამას თან ერთვის ისიც, რომ შრომის კოდექსი არ არის მოქნილი და არ იცავს

Page 32: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

32

პაციენტს სამსახურის დაკარგვისგან მკურნალობის ინტენსიური ფაზის სრულყოფილად

ჩატარების შემთხვევაში. კოდექსის მიხედვით დროებითი შრომისუუნარობის დროს

შვებულების ხანგრძლივობა შეადგენს ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს რაც

მკურნალობის ინტენსიური ფაზის ხანგრძლივობას (მკურნალობის დაწყებიდან პირველი

ორი თვე) მნიშვნელოვნად ჩამორჩება.17

ფინანსური წახალისება და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება მკურნალობის

დამყოლობაზე ხელშემწყობ ფაქტორებს შორის დასახელდა. ვაუჩერი მოტივაციას

უმაღლებს პაციენტს ბოლომდე მიიყვანოს მკურნალობა. გარდა ამისა სოციალური

სიდუხჭირის პირობებში ვაუჩერი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს პაციენტისთვის,

რომელიც გვერდითი მოვლენების არსებობის შემთხვევაში დამატებითი მედიკამენტების

და საჭირო კვლევების დასაფინანსებლადაც გამოიყენება. პაციენტისთვის ფულადი

წახალისების მექანიზმის დადებითი გავლენა წარმატებული მკურნალობის გამოსავალზე

აღწერილია აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც.18

თანასწორთა ზეგავლენა და მკურნალობასთან დაკავშირებული პირადი გამოცდილების

მიმოცვლა ერთმანეთში გავლენას ახდენს მკურნალობის დამყოლობაზე. მედიკამენტებით

გამოწვეული არასასიამოვნო მოვლენების გადასალახად პაციენტების საკუთარ თავზე

გამოცდილი ისტორიების გაზიარება განსაკუთრებით მნიშნველოვანია მკურნალობაში

ახალ ჩართულ პაციენტებთან. რადგან მათ გაცილებით მეტი კითხვა აქვთ მკურნალობის

საწყის ეტაპზე. თუმცა მეორეს მხრივ, მედიკამენტების დალევისგან თავის არიდების

ხრიკების სწავლება პირიქით საფრთხეს უქმნის პაციენტებში სასურველი შედეგის

მიღწევას. შესაბამისად, თანასწორთა ჩართვა მკურნალობის პროცესში ორგანიზებული

სახით არსებობის საჭიროებას აყენებს, რათა სწორი აქცენტები გაკეთდეს მკურნალობის

პროცესზე უკვე ნამკურნალები პაციენტების მხრიდან.19

სოციალურ ფაქტორებს შორის პაციენტების მხრიდან მოხსენიებული იქნა სტიგმა, რის

გამო ისინი დაავადების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისგან თავს იკავებენ. თუმცა

მკურნალობის შეწყვეტის მთავარ მიზეზად სტიგმა არცერთ შემთხვევაში არ

დასახელებულა. მსგავსი შედეგი იქნა ნანახი 2013 წლის რაოდენობრივი კვლევით, სადაც

სტიგმას არ მოუხდენია გავლენა გადაწყვეტილებაზე შეეწყვიტათ მკურნალობა.13 თუმცა

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სტიგმა დასაქმების ფაქტორთან ერთად კომბინაციაში

მკურნალობაზე დამყოლობისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის.

პერსონალური ფაქტორები

კვლევამ აჩვენა, რომ ურჩი და მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების მეოთხედი

სიმპტომების ალაგების გამო თავს განკურნებულად თვლიდა, რაც ვიზიტების

არარეგულარულად შესრულების ან მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი იყო. პერსონალის

მხრიდან ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად დაავადების მიმდინარეობის არასწორი

Page 33: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

33

აღქმა ვლინდება პაციენტებში, რაც შესაძლოა პაციენტთა სხვადასხვა განათლების დონისა

და დაავადების მიმართ არასწორი დამოკიდებულების შედეგი იყოს. სამეცნიერო

ლიტერატურაში აღწერილია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება

მკურნალობის კურსის დასრულების მიუხედავად ხშირად მკურნალობის შეწყვეტის

მიზეზია.10,14 ,19 ეს პაციენტებში დაავადების აღქმის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა

მიდგომის დანერგვის საჭიროებაზე მიუთითებს. მაგალითად, როგორიცაა

თანასწორგანმანათლებელთა ჩართულობა, ოჯახის წევრების განსწავლა და პერსონალის

მხრიდან საკომუნიკაციო სტრატეგიის დახვეწა დროული და სწორი გზავნილების

მისაწოდებლად.

წარმატებით მკურნალობა დასრულებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

მოტივატორად ოჯახის წევრებზე ზრუნვა დასახელდა. პაციენტების ამ ჯგუფში

დაავადების სიმძიმის აღქმა სწორად არის გამოხატული, რაც პასუხისმგებლობის

გრძნობას ამაღლებს პაციენტებში და უფრთხილდებიან ოჯახის წევრებს იმავე

პრობლემების თავიდან აცილების მიზნით.

ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები

ჯანდაცვის სისტემურ ფაქტორებს შორის მკურნალობაზე დამყოლობის ხელშემწყობი

ფაქტორებიდან პაციენტების მხრიდან უპირველეს ყოვლისა უფასო მკურნალობა

დასახელდა, რომელიც ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის ფარგლებში არის

ხელმისაწვდომი. გარდა ამისა პროგრამის გამართულად მუშაობის შედეგია რომ

პაციენტებს არ უწევთ ლოდინი ამა თუ იმ საჭირო სერვისის და მედიკამენტის მისაღებად.

დარგის სპეციალისტებისა და ფტიზიატრების მხრიდანაც არაერთხელ გაესვა ხაზი

ტუბერკულოზის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას, ასევე

მონიტორინგის სისტემას, რომელიც სპეციალისტების თქმით სწავლებაზეა

ორიენტირებული და მოდუნების საშუალებას არ იძლევა. მმართველ რგოლსა და

სერვისის მიმწოდებელ სპეციალისტებს შორის ჯანსაღი კოლეგიალური ურთიერთობები

სტიმულს აძლევს პროვაიდერებს უკეთ მიაწოდონ სამედიცინო სერვისი. თუმცა,

გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი ნაკლები მონაწილეობა უკმაყოფილებას იწვევს

სერვისის მიმწოდებლებში, რადგან მიღებული გადაწყვეტილების პრაქტიკაში

განხორციელება მათ უწევთ და სირთულეებს აწყდებიან ამ მიმართულებით. პაციენტები

კი საერთოდ არ მონაწილეობენ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებაში და არც აქვთ

მოლოდინი და აღქმა იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა მსგავს

დისკუსიებში. ჯანმოს მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით კი პაციენტზე

ორიენტირებული მიდგომაში პაციენტების ჩართულობა მთავარ როლს თამაშობს.

აღნიშულ მიდგომას საფუძვლად უდევს ალმა-ატის დეკლარაციის დროს მიღებული

პრინციპი ადამიანის უფლების შესახებ მონაწილეობა მიიღოს ჯანმრთელობის დაცვის

დაგეგმვასა და განხორციელებაში.20

ყურადღებიანი და პაციენტების მიმართ კეთილგანწყობილი სამედიცინო პერსონალის

როლი მნიშვნელოვანია მკურნალობაზე დამყოლობის პროცესში. სამედიცინო პერსონალი

Page 34: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

34

პაციენტებისთვის რთული და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესის ხელშეწყობას

მორალური მხარდაჭერით უზრუნველყოფს. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ

პაციენტების მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ პროფესიული მოტივაციით არის

განპირობებული. ექიმი-ფტიზიატრის ყოველთვიური ანაზღაურება საშუალო

ნომინალურ ხელფასს 2.5-ჯერ ჩამორჩება1 და პჯდ ექთნის ხელფასზეც ნაკლებია. გარდა

ამისა ექიმის და DOT ექთნის დაბალი ხელფასის ნაწილი პაციენტებთან საკომუნიკაციო

ხარჯების დაფარვას ხმარდება. მეთვალყურეობიდან დაკარგული პაციენტების შესახებ

ინფორმაციის მოძიების და პროგრამაში დაბრუნების როლი ეპიდემიოლოგებს მიენიჭათ.

თუმცა ამ როლის შესრულება სრულყოფილად ვერ ხდება ოპერაციული ხარჯების

არასრულყოფილი დაფინანსების გამო. ამასთან ერთად დღესდღეობით სისტემას არ

გააჩნია ფინანსური და სხვა სახის წახალისების მექანიზმები სამედიცინო პერსონალისთვის

სამუშაოს ეფექტურად შესასრულებლად. პროვაიდერთა ეფექტურობის ამაღლებაზე

შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმების დადებითი გავლენის შესახებ

არაერთი სამეცნიერო ლიტერატურა მიუთითებს.21 ასევე აღსანიშნავია, რომ დაბალი

ფინანსური ინტერესი და რისკის შემცველი საქმიანობა არამიმზიდველს ხდის დარგს

ახალგაზრდა სამედიცინო კადრებისთვის. რაც სამომავლოდ კადრების დეფიციტის

პრობლემას დააყენებს დღის წესრიგში.

რეგიონებში მკურნალობის ამბულატორიულ სერვისზე გეოგრაფიული

ხელმისაწვდომობის პრობლემის მოგვარების მიზნით 2012 წელს გატარებული რეფორმა -

სოფლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში DOT-სერვისის ინტეგრაციის სახით -

ხელშემწყობ ფაქტორად გამოვლინდა მკურნალობაზე დამყოლობის კუთხით, რადგან

საცხოვრებელთან ახლოს მდებარე სერვისი ამცირებს სამედიცინო დაწესებულებამდე

ტრანსპორტირების დროის ხანგრძლივობას და ხარჯებს სოფლად მცხოვრები

პაციენტებისთვის. გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა დღესდღეობით

თბილისში მცხოვრები პაციენტებთან გვხვდება, რადგან მხოლოდ ოთხი DOT ცენტრი

ფუნქციონირებს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით არათანაბრად არის გადანაწილებული.

ეს პრობლემა რეზისტენტული ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში ართულებს

მკურნალობაზე დამყოლობის საკითხებს, რადგან პაციენტები დღეში რამდენიმე საათს

ცენტრამდე ტრანსპორტირებაში კარგავენ.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემების გარდა სამკურნალო დაწესებულებების

ინფრასტრუქტურული პრობლემებიც გამოიკვეთა. არასაკმარისი ფართის და/ან

არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პრობლემების გამო პაციენტებს სამედიცინო

დაწესებულებაში გარკვეული პერიოდის დაყოვნების სურვილი და შესაძლებლობა არ

1 საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური

ნომინალური ხელფასი, 2015

Page 35: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

35

აქვთ და შესაბამისად ვერ ახდენენ გამოცდილების მიმოცვლას სხვა პაციენტებთან, რაც

როგორც ზემოთ ვნახეთ დადებით გავლენას ახდენს მკურნალობაზე დამყოლობის

მიმართულებით. ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება შესაძლებელია ერთის

მხრივ ძველი შენობა-ნაგებობების გარემონტებით, რომელიც ძირითადად თბილისშია

შემორჩენილი ან რეგიონების მსგავსად სერვისების პჯდ-ში ინტეგრაციით. ასევე

მნიშვნელოვანია ტუბერკულოზის სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის

საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო მოთხოვნების დახვეწა. ტუბერკულოზის

მართვის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სერვისის მიმწოდებელი

დაწესებულება აღჭურვილი უნდა იყოს მუდმივი ბუნებრივი ან ხელოვნური

ვენტილაციით და ასევე ულტრაიისფერი ნათურებით,22 რაც საქართველოში მხოლოდ

რეკომენდაციის სახით არის მითითებული ტუბერკულოზის მართვის გაიდლაინში,23

ხოლო მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის

დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების დოკუმენტით დაწესებულებას

მაგალითისთვის ულტრაიისფერი ნათურების არსებობა საერთოდ არ მოეთხოვება.24 ამ

მხრივ საჭიროა მოთხოვნების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

რაც შეეხება მკურნალობაზე დამყოლობის კლინიკურ ფაქტორებს, კვლევამ გამოავლინა

DOT რეჟიმის სირთულეების უარყოფითი გავლენა. დიდი რაოდენობით მედიკამენტების

ხანგრძლივი დროის მანძილზე მიღება სხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებითაც

დასტურდება. მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესებისთვის DOT რეჟიმის დახვეწის

მიზნით საჭიროა ახალი მიდგომების მუდმივი ძიება და დანერგვა.

იგივე შეიძლება ითქვას მედიკამენტებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებზე, რომელიც

ხშირად მკურნალობის შეწყვეტის მიზეზი ხდება.10, 25 2013 წელს საქართველოში

ჩატარებული კვლევის მიხედვითაც მკურნალობის შეწყვეტის ერთერთი წამყვანი

გვერდითი მოვლენა დეპრესიაა.13 როგორც ჩვენმა კვლევამ გამოავლინა, გვერდითი

მოვლენების მართვისთვის რეგიონებში მცხოვრები პაციენტები თბილისის

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მომსახურებას

მიმართავენ, რაც მათთვის გეოგრაფიულ და ფინანსურ პრობლემებს ქმნის.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი გვერდითი

მოვლენების მართვისთვის დაქირავებული ექიმ-სპეციალისტების მომსახურებას იყენებს.

თანხების ოპტიმიზაციის მიზნით შესაძლებელია რეგიონებში ტელემედიცინის

გამოყენება და პაციენტთა გვერდითი მოვლენების დისტანციურად მართვა გამოცდილი

სპეციალისტების გუნდის მიერ. ტელემედიცინის შესაძლებლობებს აქტიურად იყენებენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სამედიცინო მიმართულებით.26 რაც შეეხება

პაციენტთა გვერდით მოვლენების ნაწილს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებით

გამოიხატება, კვლევამ გამოავლინა რომ ამ ტიპის მოვლენების მართვა განსაკუთრებით

პრობლემურია ფრაგმენტული სისტემის არსებობის გამო. პრობლემის გადაჭრის გზად

ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისის ინტეგრაცია უნდა გახორციელდეს პჯდ რგოლში,

რომელიც ასევე გამოყენებული იქნება სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებისთვის.

Page 36: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

36

კვლევამ ასევე გამოავლინა სერვისის უწყვეტად მიწოდების სამომავლო რისკები კერძო

მიმწოდებლების მხრიდან, რომელიც რეგულაციების ხარვეზებით და ამასთანავე,

დღესდღეობით არამომგებიანი სამედიცინო სერვისების წარმოებით იქმნება.

Page 37: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

37

რეკომენდაციები

კვლევამ წარმოაჩინა რომ ტუბერკულოზის მკურნალობის დამყოლობაზე მოქმედი

სტრუქტურული, სოციალური, ინდივიდუალური და ჯანდაცვის სისტემური ფაქტორები

ერთმანეთთან მჭიდროდ ურთიერთქმედებენ და შესაბამისად პრობლემების მოგვარებას

მულტისექტორული ხედვა და მიდგომა სჭირდება. ქვემოთ მოცემული რეკომენდაციები

ეფუძნება კვლევის შედეგებს:

• საკანონმდებლო/ნორმატიული ცვლილებები:

• შრომის კოდექსში დროებითი შრომისუუნარობის ხანგრძლივობის

გადახედვა ტუბერკულოზის მკურნალობასთან შესაბამისობაში მოყვანის

მიზნით

• კერძო მიმწოდებლებთან სერვისის მიწოდების უწყვეტობის მიზნით

რეგულაციური ნორმატივების შემუშავება/დახვეწა

• თანასწორგანმანათლებელთა ჩართვა მკურნალობის პროცესში პაციენტებისთვის

გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენებით

(ჯგუფების ჩამოყალიბება, სოციალური მედია და სხვა)

• საკომუნიკაციო გზავნილების დახვეწა დამყოლობაზე მოქმედი ბარიერების

გათვალისწინებით

• გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პაციენტთა და სერვისის მიმწოდებელთა

ჩართულობის გაზრდა

• სერვისის მიმწოდებლის მოტივაციის გაზრდა შედეგზე მიბმული ანაზღაურების

მექანიზმების დანერგვით:

• სამედიცინო პერსონალის წახალისება

• სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელობის/მფლობელების

დაინტერესება

• დაკარგული პაციენტების მოძიების ეფექტურობის გაზრდა ეპიდემიოლოგიური

სამსახურის მიერ ოპერაციული ხარჯების და ფინანსურ-ეკონომიკური

მოტივაციის უზრუნველყოფის გზით

• თბილისში დამატებითი DOT-ცენტრების შექმნა და ტუბერკულოზის სერვისების

ინტეგრაცია პჯდ-ში სერვისზე გეოგრაფიული ბარიერების შემცირების მიზნით

• DOT რეჟიმის გამარტივების მიზნით მსოფლიოში ინოვაციური მიღწევების

დროული დანერგვა საქართველოში

• გვერდითი მოვლენების ეფექტურ მართვაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

Page 38: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

38

• ტელემედიცინის შესაძლებლობების გამოყენება გეოგრაფიული

ბარიერების, პაციენტის ფინანსური და დროითი ხარჯის შესამცირებლად

და კლინიკური ხარისხის გასაუმჯობესებლად

• ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება

პჯდ-ში ინტეგრაციის გზით

• გვერდითი მოვლენების სამართავი მედიკამენტების ანაზღაურება

სოციალურად შეჭირვებული პაციენტებისთვის

• ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით პოსტდიპლომური განათლების

სისტემაში ფთიზიატრია-პულმონოლოგიაში ფინანსური ბარიერის

შემცირება/მოხსნა

Page 39: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

www.curatiofoundation.org

39

გამოყენებული ლიტერატურა

1 ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2016, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

2 The Paradigm Shift, 2016-2020. Global Plan to End TB. The Stop TB Partnership, 2015 3 ტუბერკულოზის გლობალური ანგარიში 2015, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

4 საქართველოს მთავრობის დადგენილება #308, “2015 წლის ჯანმრთელობის დაცვის

სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ”, დანართი #7 “ტუბერკულოზის

მართვა”. საქართველოს მთავრობა, თბილისი, 2015

5 სტატისტიკური ცნობარი “ჯანმრთელობის დაცვა საქართველოში” 2015, დკსჯეც

6 ტუბერკულოზის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2013-2015, თბილისი, 2013

7 საქართველოს მთავრობის დადგენილება #92. 2012 წლის ჯანდაცვის სახელმწიფო

პროგრამები, საქართველო, 2012 წლის მარტი

8 Laurence Y.V, Griffiths U.K, Vassall A. Costs to Health Services and the Patient of Treating

Tuberculosis: A Systematic Literature Review. PharmacoEconomics. Doi: 33: 939-955. 2015

9 Kuchukhidze G, Kumar A.M.V, de Colombani P. et al. Risk factors associated with loss to

follow-up among multidrug-resistant tuberculosis patients in Georgia. Public Health Action.

Doi:http://dx.doi.org/10.5588/pha.14.0048. 2014

10 Munro S.A, Lewin S.A, Smith H.J, Engel M.E, Fretheim E, Volmink J. Patient Adherence to

tuberculosis treatment: A systematic review of qualitative research. Plos Medicine. 2007

11 Weiguo Xu, Wei Lu, Yang Zhou, Limei Zhu, Hongbing Shen, Jianming Wang. Adherence to

anti-tuberculosis treatment among pulmonary tuberculosis patients: a qualitative and quantitative

study. BMC Health Services Research. 2009

12 Mekdes K Gebremariam, Gunnar A Bjune, Jan C Frich. Barriers and facilitators of adherence to

TB treatment in patients on concomitant TB and HIV treatment: a qualitative study. BMC Public

Health. 2010

13 მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე პაციენტების მიერ მკურნალობის

შეწყვეტის რისკ-ფაქტორების და გრძელვადიანი შედეგის კვლევა. ტუბერკულოზის

პრევენციის პროქტი საქართველოში, USAID, 2013

Page 40: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

www.curatiofoundation.org

40

14 Podewils, Laura Jean et al. “Patterns of Treatment Interruption among Patients with Multidrug-

Resistant TB (MDR TB) and Association with Interim and Final Treatment Outcomes.” Ed. John

Z. Metcalfe. PLoS ONE 8.7 (2013): e70064. PMC. Web. 19 Jan. 2017.

15 Kizito KW, Dunkley S, Kingori M, Reid T. Lost to follow up from tuberculosis treatment in an

urban informal settlement (Kibera), Nairobi, Kenya: what are the rates and determinants? Trans R

Soc Trop Med Hyg. 2011 Jan;105(1):52-7. doi: 10.1016/j.trstmh.2010.08.015.

16 Gust DA, Mosimaneotsile B, Mathebula U, Chingapane B, Gaul Z, Pals SL, et al. (2011) Risk

Factors for Non-Adherence and Loss to Follow-Up in a Three-Year Clinical Trial in Botswana.

PLoS ONE 6(4): e18435. doi:10.1371/journal.pone.0018435

17 საქართველოს ორგანული კანონი. საქართველოს შრომის კოდექსი. თავი IX, მუხლი 36.

18 Torrens AW, Rasella D, Boccia D, Maciel EL, Nery JS, Olson ZD, Barreira DC, Sanchez M.

Effectiveness of a conditional cash transfer programme on TB cure rate: a retrospective cohort

study in Brazil. Trans R Soc Trop Med Hyg. 2016

19 Horter, Shona et al. “Where There Is Hope: A Qualitative Study Examining Patients’ Adherence

to Multi-Drug Resistant Tuberculosis Treatment in Karakalpakstan, Uzbekistan.” BMC Infectious

Diseases 16 (2016): 362. PMC. Web. 19 Jan. 2017.

20 WHO, Empowering communities to END TB with the ENGAGE-TB approach. 21 Witter S, Fretheim A, Kessy FL, Lindahl AK. Paying for performance to improve the delivery of

health interventions in low- and middle-income countries (Review). Cochrane Collaboration,

2012.

22 TB CARE I. International Standards for Tuberculosis Care, Edition 3. TB CARE I, The Hague,

2014

23 ტუბერკულოზის მართვა. კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია

(გაიდლაინი). თბილისი, 2015

24 საქართველოს მთავრობის დადგენილება N359 “მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო

საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე”. თბილისი, 2010

25 Nguyen Binh Hoa, Nguyen Viet Nhung, Pham Huyen Khanh, Nguyen Viet Hai, Bui Thi Tu

Quyen. Adverse events in the treatment of MDR‑TB patients within and outside the NTP in

Pham Ngoc Thach hospital, Ho Chi Minh City, Vietnam. BMC Research Notes, 2015

26 Parmvir Parmar, David Mackie, Sunil Varghese, Curtis Cooper. Use of Telemedicine

Technologies in the Management of Infectious Diseases: A Review. Clinical Infectious Diseases.

2015

Page 41: რეზისტენტული ტუბერკულიოზით დაავადებულ პაციენტებში მკურნალობაზე დამყოლობის

www.curatiofoundation.org

41