გამოთვლითი ტექნიკის მოკლე ...

Preview:

Citation preview

ძველი ბერძნული საანგარიშო(VI-V საუკუნე ჩ. წ. ა.)

თეორიული მოსაზრებები,რომლებიც პერსონალურიკომპიუტერის შექმნას დაედოსაფუძვლად, საუკუნეებისისტორიას ითვლიან.

პირველი გამომთვლელიმანქანები იყო ზომით უზარმაზარი,არც თუ საიმედო,ძვირადღირებული და შედარებითმცირე წარმადობისა, მაგრამგანვითარების მაღალი ტემპისმეშვეობით გამოთვლითი ტექნიკაძალზე სწრაფად გაუმჯობესდა.

ეს პროცესი ამჟამადაცგრძელდება.

2

ძველი ჩინური საანგარიშო - სუან-ჰან

3000 წელს (ჩ.წ.ა.) ძველ ბაბილონშიგამოიგონეს პირველი საანგარიშო - აბაკი.

500 წელს (ჩ.წ.ა.) გამოჩნდა აბაკი, რომელიცძალიან წააგავდა თანამედროვე საანგარიშოს.

ძველი იაპონური საანგარიშო

409-325 წწ.(ჩ.წ.ა.) დიოფანტემ შემოიღო ხმარებაშიტოლობის ნიშანი და პირველად გამოიყენა ალგებრისსიმბოლური ენა.

384-322 წწ. (ჩ.წ.ა.) არისტოტელემ საფუძველი ჩაუყარამათემატიკურ ლოგიკას.

300 წელს (ჩ.წ.ა.) ევკლიდემ უძველეს მათემატიკურწიგნში ‚‚ელემენტები„„ განახორციელა რიცხვთა თეორიისსისტემატური აღწერა.

IX საუკუნე ინდოელმა მათემატიკოსებმა გამოიგონესთვლის ათობითი პოზიციური სისტემა, რომელიცდღემდე გამოიყენება.

მუჰამედ ბენ მუსა ალ-ხორეზმი

850 წელს არაბმა მეცნიერმა ალ-ხორეზმიმ, რომლისწიგნის ‚‚კიტაბ ალ-დჯებრ„„ სახელწოდებამ მისცა სახელიმეცნიერებას ალგებრა, შემოიღო ალგორითმის ცნება.მანვე პირველად გამოიყენა თვლის ათობითი სისტემა.

IX-X საუკუნე ევროპაში იწყებს გავრცელებას თვლის პოზიციურისისტემა, არაბული ციფრები და ნული.

1457 წელი გუტენბერგმა გამოიგონა საბეჭდი დაზგა.

XVI საუკუნე იტალიელმა მხატვარმა და მეცნიერმა ლეონარდო დავინჩიმ შექმნა 13 - თანრიგიანი შემაჯამებელი მოწობილობის ნახაზი.მოწყობილობის მთავარ ნაწილს წარმოადგენდნენ ათკბილიანი რგოლები.1969 წელს ფირმა IBM - ის ინჟინრებმა ამ ნახაზების მიხედვით ააწყესმოქმედი შემაჯამებელი მოწყობილობა.

IBM - ის მიერ ლეონარდოდა ვინჩის მიხედვით აგებულიშემაჯამებელი მოწყობილობა

1614 წელი შოტლანდიელმა მათემატიკოსმა ჯონ ნეპერმა გამოიგონალოგარითმების ცხრილი, რომელიც აღწერა ნაშრომში ‚‚ლოგარითმებისსაოცარი ცხრილის აღწერა„„. ლოგარითმი ამარტივებს გამრავლებისა დაგაყოფის ოპერაციებს.

1622 წელს ინგლისელმა ვილლიამ ოტრედმა შექმნა მართკუთხასაანგარიშოლოგარითმული სახაზავი.

ნეპერის ჩხირები. ეს ინსტრუმენტიიძლეოდა რიცხვების გამრავლების დაგაყოფის საშუალებას

1642 წელს ფრანგმა მეცნიერმა ბლეზ პასკალმა შექმნა საანგარიშემოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ათობითი რიცხვების შეჯამება.ამ მოწყობილობას პასკალის მამის, საგადასახადო ინსპექტორის,შრომა უნდა გაეადვილებინა.

პასკალისსაანგარიშო

მოწყობილობა

1673 წელს გერმანელმა ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმაგოტფრიდ ლაიბნიცმა ააგო ‚‚საფეხურებიანი გამომთვლელი„„ -გამომთვლელი მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ოთხივეარითმეტიკული მოქმედების შესრულება ორობით რიცხვებზე.ეს საანგარიშო მანქანა წარმოადგენს არითმომეტრისპროტოტიპს, რომელიც შეიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში.

ლაიბნიცისგამომთვლელი

მანქანა

1801 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ჟოზეფ ჟაკარმა გამოიგონასაქსოვი მანქანის ძაფის ავტომატური კონტროლის ხერხი.ამისათვის გამოიყენებოდა სპეციალური ნახვრეტებიანიბარათები, ფაქტიურად, ამ ბარათების საშუალებითხორციელდებოდა საქსოვი მანქანის დაპროგრამება.

ჟაკარის საქსოვიმანქანა

1833 წელის ინგლისელმა მათემატიკოსმა ჩარლზ ბებიჯმაპირველმა გამოთქვა იდეა პროგრამულად მართვადიგამომთვლელი მანქანის შესახებ. მან შექმნა ანალიტიკურიმანქანა, რომელიც ავტომატურად ასრულებდა სპეციალურპერფობარათებზე ჩაწერილ ინსტრუქციებს. ამ მანქანისათვისპირველი პროგრამები შექმნა ცნობილი ინგლისელი პოეტისჯორჯ ბაირონის ქალიშვილმა ადა ლავლეისმა, რომელიცაღიარებულია პირველ პროგრამისტად.

რეკონსტრუირებული ჩარლზბებიჯის ანალიტიკური მანქანა

1837 წელს სამუელ მორზემ გამოიგონა ტელეგრაფი.ტელეგრაფმა პირველივე წლებში მოახდინა უდუიდესიგავლენა ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაზე.

1847 წელის ინგლისელმა მათემატიკოსმა ჯორჯ ბულმაგამოაქვეყნა ნაშრომი ‚‚ლოგიკის მათემატიკური ანალიზი„„. ამნაშრომმა საფუძველი ჩაუყარა მათემატიკის ახალმიმართულებას ბულის ალგებრას. ბულის ალგებრისპრინციპები ფართოდ გამოიყენება თანამედროვეკომპიუტერებში

ჯორჯ ბული

1874 წელს პეტერბურგელმა ინჟინერმა ოდნერმა შექმნაარითმომეტრის სრულიად გაუმჯობესებულიკონსტრუქცია. ოდნერის არითმომეტრი აწარმოებდა250 არითმეტიკულ ოპერაციას საათში. მექანიკურიარითმომეტრები გამოიყენებოდა თითქმის 100 წელი.მათი წარმოება შეწყდა XX საუკუნის 60-იან წლებში.

ოდნერისარითმომეტრისმოდიფიკაცია

‚‚ფელიქსი„„

1876 წელს ამერიკელებმა ალექსანდრე ბელმა და ტომასუოტსონმა გამოიგონეს ტელეფონი. მათ მიერ შექმნილმოწყობილობას ჰქონდა გადამცემი(მიკროფონი) დამიმღები(დინამიკი).

ტელეგრაფის მიმღებიაპარატი

1896 წელს ამერიკელმა ინჟინერმა გერმან ხოლერიტმა დააარსაფირმა Tabulating Mashine Company, რომელიც შემდგომშიგადაიქცა ნობილ კორპორაციად IBM. ხოლერიტმა გამოიგონა‚‚მოსახლეობის აღწერის მანქანა„„, რომელიც სპეციალურიპერფობარათების საშუალებითავტომატურად ახორციელებდასტატისტიკურ გამოთვლებს . ხოლერიტის პერფობარათი თითქმისშეუცვლელად გამოიყენებოდა კომპიუტერბის პირველ სამთაობაში.

ხოლერიტის მანქანა

• XX საუკუნის ოციანი წლების დასაწყისიგიორგი ნიკოლაძისათვის იყო მეცნიერულიწინსვლის პერიოდი. გ. ნიკოლაძემ სცადაშეემუშავებინა თვლის ისეთი ახალიქართული სისტემა, რომელშიდაც, როგორცფუძე, რომელიმე ქართული დიალექტისთვლის ელემენტები იქნებოდაგამოყენებული. ამ მიმართულებით ძიებისასის პირველად გაეცნო ფრანგი ინჟინრისჟენაილის სათვლელ სახაზავს(იხ. სურათი),რომელმაც ის, შემდეგ სათვლელი მანქანისიდეამდე მიიყვანა.

• 1928 წლის 16 იანვარს პარიზის აკადემიის წევრმა მორისდ‟ოკანმა აკადემიის სხდომას წარუდგინა გ.ნიკოლაძის“ნოტა” სათაურით: “მანქანიკური ანგარიში, უშუალოგამრავლების წმინდა ელექტრო არითმომეტრი”.

გ. ნიკოლაძის მანქანის შესახებ არავითარი ცნობა არშემონახულა, გარდა თვით ავტორისეული ნაწილბრივიაღწერისას : „ მანქანა რომლის აგებასაც მე ვგეგმავ, სავსებითავტომატურია. ოპერაციის შედეგი იმწამსვე მიიღება,როგორც კი მიეცემა ორი რიცხვის ღილაკზე მარტივიდაჭერით.

ამას გარდა მანქანას არა აქვს ძრავი, არც კბილანაბორბლები, არც სხვა მანქანიკური დეტალი, მეტად ანნაკლებად ძვირადღირებული. ის ფუნქციონირებსრამდენიმე ელექტრომაგნიტის დახმარებით, რომლებიცკომუტატორების სისტემაზე ზემოქმედებენ, რომლებიც,თავის მხრივ, განსაზღვრავენ წყვეტებს და აუცილებელკავშირებს. “

ეს მოდელი გარკვეული წლებისგანმავლობაში მოსკოვის პოლიტექნიკურმუზეუმში ინახებოდა. დაახლოებით 1936 წელს მოდელი მუზეუმიდან გაქრა.

ერთადერთი დოკუმენტი,რომლის საშუალებითაც შესაზლებელიგახდა ამ სათვლელი მანქანისკონსტრუქციისა და მოქმედებისპრინციპების ნაწილობრივი აღწერა, არისგ. ნიკოლაძის მიერ პარიზის შედგენილისაპატენტო აღწერილობა.

სურათზე ნაჩვენებია გ. ნიკოლაძისმიერ დახაზული საკუთარი მანქანისნახაზები, რომელიც მან პარიზისსაპატენტო სამსახურს წარუდგინა.

იმისთვის რომ საქართვლოს მთავრობა და საზოგადოებრიობა ოფიციალურადგაცნობოდა საქმის ვითარებას, პროფ. ნ. მუსხელიშვილმა „ტექნიკა და ცხოვრება“ -ს მეორე ნომერში სასწრაფოდ გამოაქვეყნა ნაშრომი „ ანგარიშისა და საანგარიშომანქანების შესახებ“ , მორის დ‟ ოკანის წარდგენების დანართით. სამწუხაროდ,ასეთი ტექნიკური სიახლეებისათვის მაშინ ჩვენი ქვეყანა მზად არ იყო. მოდელისაგებაზე მუშაობამ მას საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოუწია.

1936 წელს ამერიკელმა მეცნიერმა ალან ტიურინგმა წამოაყენააბსტრაქტული გამომთვლელი მანქანის იდეა - ‚‚ტიურინგისმანქანა„„, რომელიც მოხერხებული იყოალგორითმებისკვლევისათვის. ალან ტიურინგი არის ინფორმატიკის დახელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ალანტიურინგი

1938 წელი გერმანელმა ინჟინერმა კონრად ცუზემ შექმნამექანიკური პროგრამირებადი გამომთვლელი მანქანასახელწოდებით ZI, რომელიც ითვლება მსოფლიოში პირველკომპიუტერად, ამ მანქანის ერთ-ერთი შემდგომი მოდელი Z3

ასრულებდა შეკრების 3-4 ოპერაციას წამში და ერთიგამრავლების ოპერაციას 4-5 წამში.

ცუზემ პირველმა გააერთიანა გამომთვლელიარითმეტიკული და ლოგიკური ოპერაციები. 1945 წელსკონრად ცუზემ შექმნა მსოფლიოში პირვლი სიმბოლური ენაplankalkul (ტერმინი ‚‚ალგორითმული ენა„„ მაშინ ჯერ არარსებობდა). მანვე პირველმა შექმნა ავტომატური სახაზავიდაფა - თანამედროვე სახაზავი სისტემების წინამორბედი.

ცუზეს მექანიკურიგამომთვლელი მანქანა Z3

1945 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ მოჩლიმ ჯონ ეკერტთანთანამშრომლობით წარმოადგინა გამომთვლელი მანქანის პროექტი,რომელიც განახორციელა 1945 წელს. შედეგად შეიქმნასახელწოდებით ENIAC(Electronic Numerical Integrator and Computer- ელექტრონული რიცხვითი ინტეგრატორი და კალკულატორი.მანქანას ჰქონდა 178468 ელექტრონული მილაკი, 4100 მაგნიტურიელემენტი და ეკავა300 კვ. მ. ფართობი. არც ერთ გამომთვლელმანქანას არ გამოუწვევია ისეთი რეზონანსი მსოფლიოში და არ ჰქონიაისეთი გავლენა გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაზე, როგორც ჯონმოჩლის და ჯონ ეკერტის მანქანას.

პირველი ელექტრონულიგამომთვლელი მანქანა

ENIAC

1946 წელს ამერიკელმა მათემატიკოსმა ჯონ ფონ ნეიმანმაწარმოადგინა ციფრული ელეკტრონული გამომთვლელიმანქანების აგების პრინციპები, რომლებიც ცნობილია , როგორცფონ ნეიმანის პრინციპები. ფონ ნეიმანისდამსახურებამდგომარეობს იმაში, რომ მან წარმოადგინა მომავალიგამომთვლელი მანქანის განზოგადებული, ლოგიკურად ნათელისტრუქტურა, რაც წარმოადგენდა მნისვნელოვან ნაბიჯსგამომთვლელი მანქანების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, ფონნეიმანის იდეების საფუძველზე შეიქმნა ელექტრონულიგამომთვლელი მანქანის არქიტექტურა რომელიც თითქმისუცვლელია დღემდე.

1947 წელს ჯონ ბარდინმა და უოლტერ ბრემენმა შექმნესტრანზისტორი.

1948 წელს ამერიკელმა მეთემატიკოსმა ნორბერტ ვინერმასაფუძველი ჩაუყარა ახალ მეცნიერებას - კიბერნეტიკას .

1951 წელს ამერიკის საზღვაო ფლოტის ოფიცერმა,პროგრამისტმა გრეის ხოპერმა შექმნა პირველიკომპილატორი, პროგრამა, რომელიც ადამიანისათვისგასაგებ სიმბოლურ ენაზე დაწერილ პროგრამასთარგმნიდა მანქანურ ენაზე. კომპილატორისაგრძნობლად აადვილებდა პროგრამირების პროცესს.

1951 წელს ჟეი ფორესტერმა გამოიგონა მეხსიერება ,რომელიც შედგებოდა მაგნიტური ელემენტებისაგან.

გრეის ხოპერი

1955 წელს შეიქმნა პირველი ალგორითმული ენაFORTRAN(FORmule TRANslator - ფორმულების მთარგმნელი).

1957 წელს გამომთვლელ მანქანაში IBM 350 RAMACპირველად იქნა გამოყენებული მაგნიტური დისკებისმეხსიერება.

1964 წელს კორპორაცია IBM-მა გამოუშვა უნივერსალურიპროგრამულად თავსებადი კომპიუტერების ოჯახი System/360.ამის შემდეგ IBM-ის მიერ გამოშვებული ყოველი ახალიმოდელის კომპიუტერი იყო თავსებადი წინა მოდელთან.

1981 წელს კორპორაცია IBM-მა გამოუშვა პერსონალურიკომპიუტერი, რომელიც შევიდა ისტორიაში სახელწოდებითIBM PC. კომპიუტერში გამოიყენებოდა კორპორაცია Intel-ისმიკროპროცესორი i8088 Microsoft-ის და კორპორაციაოპერაციული სისტემა DOS. ამ კომპიუტერს მიუძღვისუდიდესი დამსახურება გამოთვლითი ტექნიკის შემდგომგანვითარებაში.

IBM PC კომპიუტერის ერთერთიპირველი მოდელი

თანამედროვე ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანები

დღეისათვის პერსონალური კომპიუტერების რამდენიმე სახისკლასიფიკაციას განიხილავენ.1. კლასიფიკაცია სპეციალიზების დონის მიხედვით. ამ პარამეტრით

კომპიუტერებს უნივერსალურ და სპეციალიზებულ კომპიუტერებადყოფენ. უნივერსალური კომპიუტერების ბაზაზე აწყობენ ნებისმიერიშემადგენლობის გამოთვლით სისტემებს. მაგალითად, ერთი და იგივეკომპიუტერი შეიძლება გამოვიყენოთ ტექსტური, მუსიკალური, ვიდეო დასხვა მასალასთან სამუშაოდ. სპეციალიზებული კომპიუტერი კიკონკრეტული დანიშნულების ამოცანათა გადასაწყვეტად გამოიყენება.სპეცკომპიუტერები, რომლებიც ორიენტირებული არიან გრაფიკასთანსამუშაოდ, გრაფიკული სადგურები ეწოდებათ. სპეცკომპიუტერებს,რომლებიც რომელიმე ფირმის კომპიუტერებს ერთ ქსელში აერთიანებს,ფაილურ სერვერებს უწოდებენ. კომპიუტერებს, რომლებიცუზრუნველყოფენ ინფორმაციის გადაცემას მსოფლიო კომპიუტერულიქსელის სხვადასხვა უბნებს შორის, ქსელის სერვერი ეწოდება.

2. კლასიფიკაცია ტიპოზომების მიხედვით. ამ პარამეტრით არჩევენ:სამაგიდო(Desktop), პორტატულ(Notebook) და ჯიბის(Palmtop)

მოდელებს.სამაგიდო მოდელები - ყველაზე გავრცელებული მოდელებია.

გამოირჩევიან კონფიგურაციის შეცვლის სიმარტივით, დამატებითი გარემოწყობილობების და დამატებითი შიგა კომპონენტების მარტივი მიერთებისხარჯზე. პორტატიული მოდელები უფრო ტრანსპორტირებაშიამოხერხებული. მათ ბოზნესმენები, კომერსანტები, საწარმოსხელმძღვანელები გამოიყენებენ. ჯიბის მოდელები - „ინტელექტუალურიუბის წიგნაკი“- ს ფუნქციებს ასრულებენ.

3. კლასიფიკაცია გამოყენებული პროცესორის მიხედვით. პროცესორი -კომპიუტერის ძირითადი კომპონენტია. IBM PC კომპიუტერებში

გამოყენებული ძირითადი ტიპებია: Intel-8 08 6, 8 028 6, 8 038 6, 8 048 6,

Intel Pentium-60, 66, 75, 90, 100, 133, Intel Pentium MMX, Intel Pentium MMXRPO, Pentium II, Intel Celeron, Intel Xeon, Intel Pentium III, Intel Pentium IV.

4. კლასიფიკაცია თავსებადობის მიხედვით. აპარატული თავსებადობისმიხედვით არჩევენ ე.წ. აპარატულ პლატფორმებს. პერსონალურკომპიუტერებში 2 ძირითად აპარატულ პლატფორმას გამოყოფენ: IBM PC დაApple Macintosh.

აპარატული თავსებადობის გარდა განიხილავენ თავსებადობის სხვასახეებსაც: თავსებადობა ოპერაციული სისიტემის დონეზე, პროგრამულითავსებადობა, თავსებადობა მონაცემების დონეზე.

პორტატიულ ან მეორენაირად Laptop ან Notebook კომპიუყერებშიგამოყენებული კომპონენტები შეესაბამებიან სამაგიდო ტიპის პერსონალურკომპიუტერებში გამოყენებულ კომპონენეტებს. ამათან მათ მნიშვნელოვანიუპირატესობები გააჩნიათ: ოპტიმალური კომპონირების გამო გაცილებითმცირეა, წონა დაახლოებით 2,7 კილოგრამი და ეკონომიური ელექტრომოხმარება. პირველი პორტატიული პკ ფირმა Epsoni- ს მიერ იქნა შექმნილი.

ჯიბის კომპიუტერი მაღალი ტექნოლოგიაა, პრესტიჟული და სასარგებლონივთია, კარგი ორგანაიზერი და უბის წიგნაკია. გადასაწყვეტ ამოცანათასპექტრის მიხედვით არჩევენ 3 პლატფორმის ჯიბის კომპიუტერებს,ფიზიკური თვალსაზრისით უკლავიშო და კლავიშურს. უკლავიშოკომპიუტერების მთავარ ღირსებას მათი კომპაკტურობა და დაბალი ფასიწარმოადგენს. კლავიშიანი ჯიბის კომპიუტერები ძალიან მოსახერხებელიანახაზების შავი მასალის მოსამზადებლად.

გადჯეტები

კომპიუტერის მავნებლობა დამისგან თავის დაზღვევა

კომპიუტერის მავნე ფაქტორებიხანგრძლივი დროით კომპიუტერთან

ჯდომა ორგანიზმისათვის სასარგებლო არარის.

კომპიუტერის ძირითადი მავნეფაქტორებია:

I. დატვირთვა თვალებზე;II. შეზღუდული პოზა;III. დატვირთვა ფსიქიკაზე;IV. გამოსხივება.

I. დატვირთვა თვალებზე

დატვირთვა თვალებზე პირველი და მთავარი მავნე ფაქტორია.იგი იწვევს თავის ტკივილსა და თავბრუხვევას.

თვალის დატვირთვას იწვევს:

1.მონიტორის ხარისხი;

მხედველობაზე მონიტორის მავნე ზეგავლენის პროცენტულიმაჩვენებლებია:

მოძველებული მონიტორები --100 %; თანამედროვე 14 დიუმიანი მონიტორი --70 %; თანამედროვე 15 დიუმიანი მონიტორი --60 % თანამედროვე 17 დიუმიანი მონიტორი --40 % თხევადკრისტალური ფერადი მონიტორი --20 % თხევადკრისტალური შავთეთრი მონიტორი --10 %

2. გამოსახულების შინაარსი;თვალს ყველაზე ნაკლებად ღლის სტატიკური ( უძრავი) ,

ფართო მასშტაბიანი, ფერადი გამოსახულება მუსიკის თანხლებით.

3.ხატვა კომპიუტერზე;4. ინტერნეტი;5. კომპიუტერული თამაშები;6. ტელევიზორი.

კომპიუტერთან და ტელევიზორთან გატარებული დროერთმანეთს უნდა მივამატოთ, რითაც მივიღებთ თვალისდღე-ღამურ დატვირთვას. თუ შევადარებთ კომპიუტერსა დატელევიზორს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომკომპიუტერის მონიტორთან უფრო ახლოს ხართ, ვიდრეტელევიზორის ეკრანთან, მონიტორისგან მავნებლობაშედარებით ნაკლებია მისი გამოსახულების მაღალი ხარისხისგამო.

II. შეზღუდული პოზაკომპიუტერთან ჯდომის დროს ადამიანს უწევს

ერთიდაიგივე მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა.შეზღუდული პოზის გამო ადამიანის ორგანიზმშიშეიძლება განვითარდეს შემდეგი დარღვევები: სუნთქვის შეზღუდვა; ოსტრეოქონდროზი; ხელის მტევნების სახსრების დაავადება;

შეზღუდული პოზით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისშემცირების ერთადერთი საშუალებაა სწორად შერჩეულიავეჯი: მაგიდა, სკამი და სხვა აღჭურვილობა.

სპეციალური სკამი გორგოლაჭებზე, რეგულარულისაზურგეთი და თან ბრუნვადი, ხსნის თავზე დატვირთვას,ოპერატორს საშუალებას აძლევს შეიცვალოს პოზამუშაობის დროს.

კომპიუტერისათვის განკუთვნილ მაგიდას გააჩნიაკლავიატურის დასადები მოძრავი დაფა, რომელიცმაგიდის ზედაპირიდან 7-10 საქნტიმეტრითდაბალია.

III. დატვირთვა ფსიქიკაზეკომპიუტერთან მუშაობა ითხოვს ყურადღების უფრო

მეტად გამახვილებას, ვიდრე ავტომობილის მართვა.ფსიქიკური დატვირთვისაგან თავის დაზღვევა

შესაძლებელია. ამისათვის საჭიროა:1. მინიმუმამდე დავიყვანოთ კომპიუტერული თამაშებისდრო;2. სამსახურში აუცილებელია გავაკეთოთ შესვენებები.

საქმე თუ ეხება სახლის კომპიუტერსა და ბავშვებს,აუცილებელია მშობლის კონტროლი ; განსაკუთრებით მაშინ,თუ ბავშვი მუშაობს ინტერნეტში, აუცილებელია შემოწმდესხომ არ მუშაობს მისი ფსიქიკის დამანგრეველ გვერდებზე.საამისოდ თანამედროვე ოპერაციულ სისტემებს აქვთსპეციალური ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ხდებამშობლის კონტროლი ბავშვებზე: კომპიუტერული თამაშებისდაბლოკვა, ვებ-გვერდების დაბლოკვა, კომპიუტერთანმუშაობის დროის განსაზღვრა და სხვა.

ბავშვებისათვის რეკომენდირებულია ყოველი30 წუთი მუშაობის შემდეგ შეისვენონ 15 წუთი.

მთავარია შევეცადოთ არ დავღუპოთჩვენი მომავალი!

IV. გამოსხივებაკომპიუტერის გამოსხივებებიდან ადამიანისათვის მავნე

ფაქტორია ელექტრული ველი. მონიტორის მთავარიდეტალია ელექტრონულ-სხივური მილაკი კინესკოპი,რომლის ელექტრული პოტენციალი 20000 ვოლტია, რაც100-ჯერ აღემატება ელექტროქსელში არსებულ ძაბვას.თავის მხრივ ელექტრული პოტენციალი საშიში არაა.მაგრამ იგი მონიტორის ეკრანზე დამჯდარ მტვერს ანიჭებსუზარმაზარ სიჩქარეს.

დიდი სიჩქარის მქონე მტვრის ნაწილაკებიტყვიასავით ეჯახებიან ადამიანის სახეს. ამუკანასკნელისაგან თავის დასაცავად საჭიროაკომპიუტერის ოთახში მაქსიმალურად შევამციროთმტვრის შემცველობა ჰაერში - სპეციალური გამწმენდიმოწყობილობით, ხოლო კომპიუტერთან მუშაობისშემდეგ აუცილებლად დავიბანოთ ხელ-პირი ცივიწყლით.

კომპიუტერის მავნე ზეგავლენისაგან თავდაცვისყველაზე ეფექტური საშუალებაა ფიზიკური ვარჯიშებისკომპლექსის ჩატარება, როგორც ცალკე თვალისთვის,ასევე მთელი სხეულისთვის.

გამოყენებულილიტერატურა:

1. ჯ. გოჯიაშვილი -,,საინფორმაციო ტექნოლოგიებისსაფუძვლები‟‟-VII-XI კლ.,თბილისი-2006 წ.

2. ა. ნანავა -,,ინფორმატიკის თეორიული საფუძვლები‟‟-ქუთაისი-2005 წ.

3. დ. სიჭინავა - ,,მოკარნახე დამწყებთათვის‟‟ -თბილისი-2005 წ.

ssip q. zestafonis #7 sajaro skola

მასწავლებელი ნინო ჭიპაშვილი

Recommended