126-საჯარო სკოლა

Preview:

Citation preview

“სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების” ჯგუფის

მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში

ჩვენი სკოლის მასწავლებელთა პროფესიული

ზრდის ჯგუფმა ახალი სასწავლო წლის

დაწყებისთანავე გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო

სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაედგინა და

გაეანალიზებინა საკუთარი და კოლეგების

საჭიროებები, ეზრუნა საკუთარ და კოლეგების

პროფესიულ განვითარებაზე ისე,

რომ არ შემოფარგლულიყო მხოლოდ

მკვლევარისა

და რეკომენდაციების გამცემი ჯგუფის როლით (რასაც შეეძლო გამოეწვია პედაგოგიური კოლექტივის ნაწილის გაღიზიანება), ამიტომ

გადანაწილდა ფუნქციები ჯგუფის წევრებს შორის და მუშაობა გაიშალა სხვადასხვა მიმართულებით ერთდროულად.

მიუხედავად მასწავლებლის დაძაბული დღის რეჟიმისა, ტარდება ხშირი შეხვედრები, კონსულტაციები მიმდინარე საკითხებზე, ხორციელდება მომავალი სამუშაოების ერთობლივი დაგეგმვა და მონიტორინგი.

ფოკუს-ჯგუფის ჩამოყალიბებისა და მუშაობის შედეგად სკოლაში გაიზარდა თანამშრომლობითი კულტურა, განსაკუთრებით ჯგუფის წევრებს შორის, თუმცა სკოლის პედაგოგიური საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეინიშნება პროგრამისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება.

ჩვენი მუშაობის პროცესში სრული თანადგომა გვაქვს დირექტორისა და დირექციისაგან, როგორც ფიზიკური, ასევე მატერიალური რესურსებით.

სკოლის დირექციის დახმარებით ჩვენ შევძელით ფოკუს-ჯგუფის მიერ შემუშავებული ახალი ფორმების დანერგვა სასკოლო დოკუმენტაციის წარმოებაში.

შეფასების სქემების ჩაშლა სტანდარტებისა და ინდიკატორების მიხედვით /პასუხისმ. ჯგუფი/

სილაბუსების, თემატური გეგმების, კვირის გეგმების და გაკვეთილის გეგმების შაბლონების მომზადება /პასუხისმ. ჯგუფი/

შემაჯამებელი წერის ანგარიშის ფორმების მომზადება /პასუხისმ. ჯგუფი/

კვლევა - “მოსწავლის თვალით დანახული სკოლა და მასწავლებელი” კითხვარის მომზადება /პასუხისმ. ჯგუფი /

მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკების მომზადება /პასუხისმ. ჯგუფი/

კვლევა – “მასწავლებელთა თვითგანვითარე-ბისა და პროფესიონალიზმის თვითშეფასება” /ქ. მარგველაშვილი, მ.ტრაპაიძე/

ტესტური პროექტის განხილვა /მ. სეხნიაშვილი/

მათემატიკის კათედრის მონიტორინგი /გრძელვადიანი, ქ. მარგველაშვილი/

მოსწავლეთა ქცევის კოდექსის შემუშავება დაწყებითი კლასების მოსწავლეების მიერ /მ. ტრაპაიძე /

კვლევა-პროექტი “ტელემედიის როლი უცხო ენის შესწავლაში” /პასუხისმ. ი. ჯორჯაძე/

კვლევა - “მოსწავლის თვალით დანახული სკოლა და მასწავლებელი” / მ. ტრაპაიძე /

საატესტატო გამოცდების შედეგების ანალიზი 2013წ /მ. სეხნიაშვილი, მ. ღურჭუმელია/

ისტ–ტექნოლოგიების გამოყენებით ( GEO-GEBRA-5 ) მათემატიკის გაკვეთილის ჩატარება მე-11 კლასი - “ტრიგონომეტრი-ული ფუნქციების გამოკვლევა”

მშობლებთან პასუხისმგებლობის დელეგირების მიზნით ყოველკვირეული შეხვედრების აღრიცხვა-ანალიზი /პასუხისმ. ჯგუფი/

სასწავლო პროცესის მონიტორინგის განსახორციელებლად საჭირო კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზის, შეფასებისა და თვითშეფასების კითხვარის მომზადება

სასწავლო პროცესის მონიტორინგი /პასუხისმ. ქ. აბულაძე/

წარმოგიდგენთ ჩვენი ჯგუფის მიერ წარმოებული ერთ-ერთი კვლევის ანალიზს.

კვლევა

“მასწავლებელთა თვითგანვითარებისა და პროფესიონალიზმის თვითშეფასება”

მასწავლებლის განათლება და პროფესიონა-ლიზმი მოსწავლის მაღალი აკადემიური მოსწრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია,ამიტომ სკოლაში მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს კვლევასა და საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარება,რაც ხელს შეუწყობს სწავლებისა და სწავლის პროცესის ეფექტიანობის გაზრდას.

ამ მიზნით ჯგუფმა შეიმუშავა კითხვარი და სთხოვა მასწავლებლებს, მაქსიმალურად გულ-წრფელნი ყოფილიყვნენ პასუხის გაცემისას.

 კვლევამ გამოიწვია სკოლის ინტერესი, თუმცა როგორც შედეგებმა ცხადყო მასწავლებელთა

ნაწილი არ მიუდგა პასუხისმგებლობით კვლევას.

კვლევის საგანი: მასწავლებელთა საჭიროებების განსაზღვრა

კვლევის მიზანი: გამოიკვეთოს ის საჭიროებები,რომელიც ხელს

შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს სკოლის წარმატებას.

სამიზნე ჯგუფი: სკოლის 39 პედაგოგი

 ინსტრუქცია: უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს და შეაფასეთ ქულებით:

5– თუ მოცემული დებულება სრულად შეესაბამება რეალობას, 4 – უფრო შეესაბამება, ვიდრე არა;

3 – ნაწილობრივ შეესაბამება; 2 – უფრო არ შეესაბამება; 1 – არ შეესაბამება

სრულყოფილად ვიცნობ ესგ–სა და საგნობრივ სტანდარტს

ყოველთვის ვეძებ უკუკავშირს, რადგან იგი მეხმარება უკეთესად შევაფასო ჩემი საქმიანობა, შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები

წარმოქმნილი სირთულეები არ მაშინებს, პირიქით, ზრდის ჩემს აქტიურობას

ყოველთვის ვიტოვებ დროს თვითგანვითარე-ბისთვის, როგორი დაკავებულიც არ უნდა ვიყო სკოლისა და საოჯახო საქმეებით

ვაანალიზებ ჩემს ემოციებსა და გამოცდილებას ხშირად ვერთვები კონსტრუქციულ კამათში

ჩემთვის საინტერესო საკითხებზე სიამოვნებას მანიჭებს ახლის ათვისება ვიყენებ მრავალფეროვან მეთოდებს, შეფასების

სისტემას, სტრატეტიებს და აქტივობებს გაკვეთილის შედეგების შესაბამისად

ვმართავ საკუთარ პროფესიულ განვითარებას და ვიღებ დადებით შედეგებს

საგაკვეთილო პროცესში ყოველთვის ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებს

მე ყოველთვის ვპოულობ დროს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიისთვის

ვაწარმოებ სრულყოფილად სასკოლო დოკუმენტაციას

საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ დამატებით საგანმანათლებლო რესურსებსა და ისტ ტექნოლოგიებს

მე არ მაშინებს ჩემზე დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობა

დადებითად შევხვდებოდი სამსახურში ჩემს დაწინაურებას

75–55 ქულა –აქტიური თვითგანვითარების დონე

54–36 ქულა – თვითგანვითარების სისტემა არ არის კარგად ჩამოყალიბებული,

თვითგანვითარება დამოკიდებულია გარე პირობებზე

35–15 – თვითგანვითარების პროცესი შეჩერებულია

75–55 ქულა –აქტიური თვითგანვითარების

დონე - მასწავლებელთა 82%

54–36 ქულა – თვითგანვითარების სისტემა არ არის კარგად ჩამოყალიბებული, თვითგანვითარება დამოკიდებულია გარე პირობებზე - მასწავლებელთა 18%

35–15 – თვითგანვითარების პროცესი შეჩერებულია - 0

კვლევამ ცხადყო, რომ მართალია მასწავლებ- ლების 60%-ს მოსწონს სიახლეების ათვისება, მაგრამ მასწავლებელთა მხოლოდ 23% იყენებს ისტ-ტექნოლოგიებს სასწავლო პროცესში.

მასწავლებელთა მხოლოდ 10% შეხვდებოდა დადებითად დაწინაურებას, თუმცა 50% -ს არ ეშინია მასზე დაკისრებული მაღალი პასუხისმგებლობის.

მასწავლებელთა მხოლოდ 10% პოულობს

დროს საკუთარი საქმიანობის რეფლექსიისთვის, თუმცა 44% თვლის, რომ მართავს საკუთარ პროფესიულ განვითარებას და იღებს დადებით შედეგებს.

კვლევის ანალიზმა ცხადყო, რომ მასწავლებელთა თვითშეფასებამ არ მოგვცა მასწავლებელთა საჭიროებების რეალური სურათი.

სამუშაო ჯგუფმა გადაწყვეტილება მიიღო,

რომ შეირჩეს მასწავლებელთაგან ფოკუს-ჯგუფი,

მომზადდეს კითხვარი და ჩატარდეს კვლევა ინტერვიუთი და მოხდეს ინტერვიუს შედეგების შედარება მასწავლებელთა თვითშეფასების საბოლოო შედეგებთან .

კვლევამ გამოკვეთა პედაგოგთა დიდი ნაწილის სურვილი, აითვისონ სიახლეები, რაც იძლევა იმის იმედს, რომ ისინი

აქტიურად ჩაერთვებიან თვითგანვითარების ჯგუფის საქმიანობაში და იზრუნებენ პროფესიულ განვითარებაზე.

Recommended