Testi qartuli iii kll iii trimestri

Preview:

Citation preview

ქართული

(მესამე ტრიმესტრი)

(მ. ტვენის - „მოხებული ტომი“, თ. ჩხაიძის - „მაია და მზია“, რ. ინანიშვილის - „ სად

ცხოვრობს მეზღაპრე“, ი. გოგებაშვილის - „ცხრა ძმა ხერხეულიძე“ )

1. ვინ და ვინ გააბა მახეში ტომმა? (1)

2. დაახასიათე ტომი ორი სიტყვით: (2)

3. რას მიაღწია ტომმა თავისი მოხერხებით? (2)

4. რომელი ანდაზა შეეფერება ამ ტექსტს? (2)

5. გაიხსენე „მაია და მზია“, ვის მიამგვანეს გოგოებმა უცნობი ქალი? (1)

6. გოგონების რა თვისება ჩანს ამ მოთხრობაში? (1)

7. გაიხსენე ტექსტი „სად ცხოვრობს მეზღაპრე“. როგორ არის აღწერილი მეზღაპრის

ადგილ-სამყოფელი? (2)

8. „ ლურჯ მთებზე ღრუბლები იბადებიან, იზრდებიან და მერე ჩვენკენ მოდიან

რუხრუხით“ - ამ წინადადებაში ბუნების რა მოვლენაა აღწერილი? (1)

9. გაიხსენე „ცხრა ძმა ხერხეულიძე“. რა შეჰფიცეს ძმებმა ერთმანეთს? (1)

10. „ მადლიერმა ქართველებმა ეს ცხრა ძმა იპოვეს ბრძოლის ველზე, დიდი მოწიწებით

დამარხეს“ ,_ ამოიწერეთ ორი სიტყვა, საიდანაც ჩანს ქართველების დამოკიდებულება

გმირებისადმი: (2)

11. ჩასვი ბრჭყალებში სათანადო სიტყვები: (2)

მშვენიერი დილა გათენდა.

დილა საყმაწვილო ჟურნალი არის.

ველზე ია ამოვიდა.

ვაჟა-ფშაველას ია ზეპირად ვისწავლე.

ვირის ჭკუა ვინ გაიგონა!

ოტია იოსელიანის ვირის ჭკუა ახლახან ვისწავლეთ.

12. შეავსე წინადადებები სათანადო ზედსართავი სახელებით: (1)

____________________ ადამიანს __________________ პირუტყვი სჯობია.

13. „ ჭრიჭინებენ ჭრიჭინები მირბი-მორბიან მსხვილ-მსხვილი ჭიანჭველები

დაფარფატებენ ფრთახატულა პეპლები ბზუიან ფუტკრები „

2ა) დასვი ამ წინადადებაში სასვენი ნიშნები (1)

ბ) გაუსვი არსებით სახელებს ქვეშ ერთი ხაზი, ზმნას _ ორი ხაზი, ზედსართავ

სახელებს _ სამი ხაზი (2)

გ) რომელ რიცხვშია აქ არსებითი სახელები სა ზმნები? (1)

__________________________

Recommended