26
7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 1/26

შეაფსება ონი (3).pdf

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 1/26

Page 2: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 2/26

Page 3: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 3/26

შესავალი

გამოყენებული მეთოდოლოგია

ონის მუნიციპალიტეტი

ეკონომიკური პირობები

ხელისუფლება

ქალაქი ონი - განსახლების ტიპი

ხიფათები

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

რისკის შემცირების სტრატეგიები

რისკების შემცირების კონკრეტული პროექტები

4

5

7

8

8

9

10

10

12

13

14

შინაარსი

Page 4: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 4/26

4

უკანასკნელ წლებში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში

გააქტიურებული ბუნებრივი კატასტროფები და მათგან გამოწვეული

უარყოფითი შედეგები მხარის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემადგანიხილება.

სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფების სიხშირისა და ინტენ-

სივობის ზრდა ფაქტორთა კომპლექსითაა განპირობებული, რომელთა

შორისაც აღსანიშნავია:

• გლობალური დათბობა და ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საგრძნობი

კლიმატის ცვლილება;

• დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოზე ზემოქმედებისმზარდი მასშტაბები.

ამგვარ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა

მოსახლეობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეცნოერო წრეებსა

და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რათა მიღწეულ იქნას

კატასტროფების რისკების შემცირების ადექვატური ღონისძიებების

დროული განხორციელება.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი მეთოდია წითელი ჯვრისა დაწითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერა-

ციის მიერ შემუშავებული „მოწყვლადობისა და შესაძლებლობების

შეფასების მეთოდოლოგია“ (VCA), რომელიც თანამონაწილეობრივი

გზით გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმარების კარგი ინსტრუმენტია.

მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, როგორც პროცესის

ნაწილი, საშუალებას იძლევა ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაზღვროს

პრიორიტეტული რისკები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რისკები არ წარ-

მოადგენენ ბუნებრივ ხიფათებს.

მეთოდი იყენებს სხვადასხვა თანამონაწილეობრივ ინსტრუმენტს, რათა

შეფასდეს და გაიზარდოს თემის წევრებისა და თემის მოწყვლადობა/

მედეგობის უნარი ხიფათების მიმართ ადგილობრივ დონეზე; გაიზარდოს

ცნობიერება მოსახლეობის შესაძლებლობების შესახებ, რათა ისინი

წინ აღუდგნენ რისკებსა და ხიფათებს; მიღწეულ იქნას შეთანხმება

ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმ ქმედებების შესახებ, რომელიც

საჭიროა კატასტროფების პოტენციური შედეგების პრევენციისა თუ

შემცირებისათვის; განხორციელდეს კატასტროფების პრევენციის,

მათდამი მზაობისა და მათი რისკების შემცირების პროექტები.

შესავალი

Page 5: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 5/26

5

გამოყენებული მეთოდოლოგია

ქალაქ ონში ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესაფასებლად

გამოყენებულ იქნა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის

საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული„მოწყვლადობისა და შესაძლებლობების თანამონაწილეობრივი

შეფასების მეთოდოლოგია“. აღნიშნული მეთოდოლოგიის ადგილზე

სწორად გამოყენების მიზნით ჩატარდა წინასწარი სწავლება და

მეთოდოლოგიის გამოცდა.

შეფასების ჩატარებისთვის მოძიებულ იქნა მეორადი ინფორმაცია

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ

მასალებზე დაყრდნობით, ასევე განხორციელდა საქართველოს წითელი

ჯვრის საზოგადოების (სწჯს) თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერქალაქ ონზე უშუალო დაკვირვება.

მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება ჩაატარა ქალაქ ონის

თემის მოხალისეთა ჯგუფმა (სპეციალური მოსამზადებელი კურსი გაიარა

ოცმა მოხალისემ) წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით.

სულ გამოკითხულ იქნა ადგილობრივი მოსახლეობის 30% (ქ. ონის

მოსახლეობა შეადგენს 3400 ადამიანს); გამოკითხვა ჩატარდა ჯგუფური

ინტერვიუების საშუალებით.

თემის წევრებთან ერთად შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელშიცგაერთიანებული იყო რამოდენიმე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი:

ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, საოჯახო და სამეზობლო

მოწყვლადობა და ისტორიული პროფილი.

შემდეგი შეხვედრის დროს კითხვარები დაურიგდათ მოხალისეებს,

რომლებმაც ონის მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითხვა.

გარდა ინტერვიუებისა, ინფორმაციის მიღების მიზნით ქალაქ ონში

წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეების და თემის წევრებისგანჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც გაიმართა სამუშაო

შეხვედრები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წინასწარ განისაზღვრა

(განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელიც პროექტის განმახორციელებლების

აზრით, აუცილებლად უნდა ჩართულიყო კატასტროფების რისკის

შემფასებელ ჯგუფში). კერძოდ, ჯგუფში შევიდნენ შემდეგი უწყებებისა და

სფეროების წარმომადგენლები

• წითელი ჯვრის მოხალისეები

• გამგეობა• საკრებულო

Page 6: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 6/26

6

• სახანძრო-სამაშველო სამსახური

• არქიტექტურის სამსახური

• განათლების სფერო

• ჯანდაცვის სფერო

• იურიდიული სამსახური

• საჯარო რეესტრი

• ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ნებისმიერი

მსურველისათვის იყო შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა თემის

წევრებზე დაყრდნობით და მათი თანამონაწილეობით შეგროვებულიყო

მაქსიმალური ინფორმაცია თემისთვის დამახასიათებელი კატასტროფების

შესახებ და მიღწეულიყო ჯგუფის წევრების მაქსიმალური ჩართვა

კატასტროფების მართვის აქტივობებში. საჭირო ინფორმაციის მისაღებად

გამოყენებულ იქნა თანამონაწილეობრივი მუშაობის ინსტრუმენტთა

ნაკრები, კერძოდ:

• სივრცული დაგეგმარება – თემის და მისი მნიშვნელოვანი

ტერიტორიების სივრცული ვიზუალიზაცია;• ხიფათის/რისკის რუკაზე დატანა – თემის რუკაზე ხიფათების/

რისკების გამოვლენა;

• რესურსების/ შესაძლებლობების რუკაზე დატანა – რუკის შედგენა,

რომელიც აჩვენებს თემის რესურსებს და შესაძლებლობებს;

• სეზონური კალენდარი – ასახავს თემის აქტივობებს წლის

სეზონების მიხედვით;

• ინსტიტუციური და სოციალური ქსელის ანალიზი – თემში არსებული

საკვანძო ორგანიზაციების, ჯგუფების და პიროვნებების განხილვა;

• პრობლემების ხე – თემში არსებული პრობლემების

იდენტიფიცირებისა და რანჟირების მიზნით, ასევე სხვადასხვა

პრობლემათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად;

• თემის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი (SWOT ანალიზი).

აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად მიღებული მასალები

დამუშავდა და გაანალიზდა. შედეგები მოცემულია ანგარიშში.

Page 7: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 7/26

7

ონის მუნიციპალიტეტი

ონის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულია

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში. ონის მუნიციპალიტეტს

აღმოსავლეთით ეკვრის ჯავის, დასავლეთით - ამბროლაურისა და

ლენტეხის, სამხრეთით - საჩხერის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით

- ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკები. ქალაქს

უჭირავს ვაკის ვიწრო ზოლი მდინარე რიონის მარცხენა შენაკადებს -

ჯეჯორასა და ღარულას შორის.

მუნიციპალიტეტის ფართობი – 1359,4კმ2

საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან - 830 მეტრი

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ონი

მანძილი ქ. ონიდან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ადმინისტრაციულ

ცენტრ ქალაქ ამბროლაურამდე შეადგენს 30 კმ-ს, ხოლო თბილისამდე -

300 კმ-ს.

მოსახლეობის საერთო რიცხოვნობა შეადგენს 6 200 ადამიანს.

ზოგადი ცნობები

Page 8: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 8/26

8

ეკონომიკური პირობები

ხელისუფლება

ონის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით, რომლისდიდი ნაწილი თავმოყრილია მდინარე რიონის ზემო ნაწილში სოფლების

ღების, ჭიორის და გონას ტერიტორიაზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე

გვხვდება შემდეგი სახის წიაღისეული: მოლიბდენი, სურმა, სტიბიუმი,

ვოლფრამი, ვერცხლის წყალი, ოქრო, სპილენძი, კვარცი, დიაბაზი, კირქვა,

ბარიტი, მეწამული ქვა და კარბონატული ფიქალი; აგრეთვე მინერალური

წყლები და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყე.

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ

ხელისუფლებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო

რწმუნებული. მისი ფუნქციებია:

• რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაციის

უზრუნველყოფა;

• რესურსების მობილიზება;

• ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-

ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და

განხორციელების ორგანიზება;

• ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების

ხელშეწყობა;

• ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ხორციელდება

წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა)ორგანოების მიერ.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კლიმატი ზომიერად ნოტიოა. ზამთარი

 – ცივი, ზაფხული – თბილი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია შემდეგი მდინარეები:

• ღარულა• რიონი

• ჯეჯორა

• ჭალულა

ბუნებრივი პირობების მოკლე დახასიათება

Page 9: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 9/26

9

ქალაქი ონი – განსახლების ტიპი

ქალაქში საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა ტიპიური

1 ან 2 სართულიანი კერძო სახლებია. გარდა ამისა, ზოგ შემთხვევაში

გხვდება კორპუსის ტიპის ნაგებობებიც. ძირითადად გვხვდება 60-იან და90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრების შემდგომ აღდგენილი სახლები.

მოსახლეობისგან და სამუშაო შეხვედრების მონაწილეებისგან მიღე-

ბული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში არ გვხვდება სამეურნეო მიწის

ნაკვეთები.

საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან ქალაქის ტერიტორიაზე

გვხდება საზღვრის დაცვის დეპარტამენტი, საავადმყოფო, აფთიაქი,

კულტურის სახლი, მუზეუმი, სპორტ. დარბაზი, თეატრი, გამგეობა,

საკრებულო, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, რესურსცენტრი, ბიბლიოთეკა,სამსამართლოს შენობა, სამხატვრო სკოლა, სახანძრო-სამაშველო

სამსახურის შენობა, სასტუმრო.

რუკა

Page 10: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 10/26

10

ხიფათები

ონის რაიონში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (წყალდიდობა,

მეწყერი, მიწისძვრა, ღვარცოფი, სეტყვა) შედეგად ყოველწლიურად

ზიანდება სახლები, გზები და ხიდები. ბუნებრივი სტიქიების გააქტიურებისმიზეზი არის ტემპერატურის სწრაფი მატება, კოკისპირული წვიმები და

თოვლის სწრაფი დნობა. აქ ბუნებრივ სტიქიებს ორგვარი მიზეზი აქვს:

პირველი - მიწების სიმცირის გამო მოსახლეობა ძირითადად

მთისწინეთში, ანდა ხეობებში სახლობს, სადაც დაბალი მდგრადობის

ქანებია;

მეორე - ადამიანური ფაქტორი: ადგილობრივი მოსახლეობა წლებია

ჩეხავს ტყეებს და ციცაბო ფერდობებზე სტიქიურად ამუშავებს მიწას.

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

როგორც რისკების შეფასების წითელი ჯვრის და წითელი ნახე-

ვარ-მთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მეთო-დოლოგიაშია აღნიშნული, თემის რისკის სიდიდე დამოკიდებულია თემის

ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და თემის

მოწყვლადობის, ანუ იგივე დაუცველობის სიდიდეზე. ანგარიშის ამ თავში

მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა თემთან

მუშაობისას და რომლებიც განაპირობებენ თემის მოწყვლადობას და

რისკების ზომას.

თემის მოწყვლადობის განსასაზღვრად შევარჩიეთ საზოგადოებრივი

ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ანალიზის მეთოდი. კერძოდ:

დემოგრაფიული  თვალსაზრისით ონის მოსახლეობა ძირითადად

შრომისუნარიანი მოსახლეობით არის წარმოდგენილი. ეს ფაქტორი

დადებითად აისახება ონის წინაშე მდგარი რისკების შეფასებისას.

ეკონომიკური ფაქტორი  დაუცველობის და შესაბამისად, რისკის

განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხრივ ონის

სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება, რადგან უმუშევრო-

ბის მაჩვენებელი ონის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალია, რაცსიღარიბის მაღალ დონეს განაპირობებს. შესაბამისად, ეკონომიკური

Page 11: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 11/26

11

თვალსაზრისით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თემის დაუცველობა

საკმაოდ მაღალია.

ინფრასტრუქტურა და შენობების მდგომარეობა კიდევ ერთი ფაქტორია,

რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თემის დაუცველობასა და

შესაბამისად, თემის წინაშე მდგარი რისკების ზომას. ამ თვალსაზრისითქალაქ ონში შექმნილი მდგომარეობა არაერთგვაროვანია. მოსახლეობის

დაუცველობას ასევე ზრდის სივრცითი მოწყობის (ქალაქის დაგეგმარების)

სტანდარტების არარსებობა, რის გამოც მოსახლეობის გარკვეული

ნაწილი პოტენციური ხიფათების ზონაშია განსახლებული (იხ. ხიფათების

ქვეთავი).

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ სიტუცია მეტ-ნაკლებად

უკეთესია. კერძოდ, ქალაქამდე მისასვლელი საგზაო კომუნიკაციები

მოწესრიგებულია, ასევე მთელი ქალაქი მოქცეულია მობილურიოპერატორების დაფარვის ზონაში, შესაბამისად, არ არსებობს

ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაციის პრობლემა. აღნიშნული ფაქტორი,

ცხადია, დადებითად აისახება თემის წინაშე არსებული რისკების ზომაზე.

კატასტროფებზე რეაგირების  შესაძლებლობა წარმოადგენს ერთ-

ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც განაპირობებს რისკის

ზომას. ქალაქ ონში ამ მხრივ არაერთგვაროვანი სიტუაციაა. ერთის

მხრივ მოსახლეობა საკმაოდ ცუდად არის მომზადებული შესაძლო

ბუნებრივ კატასტროფებზე რეაგირების მოსახდენად. ეს განპირობებულიამატერიალურ-ტექნიკური ბაზის სიმწირით. მაგრამ მიუხედავად

ნათქვამისა უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სიტუაცია დადებითისკენ

იცვლება. კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო

პრიორიტეტების კვალდაკვალ კატასტროფებზე რეაგირება და სამაშველო

სტრუქტურების სრულყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად

არის აღიარებული. შესაბამისად, ამ მხრივ მუდმივად მიმდინარეობს

მუშაობა. ასე მაგალითად, უკვე მზად არის და დამტკიცებულია ონის

მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიცმიუხედავად ამ დოკუმენტში არსებული ბევრი ხარვეზისა, უდავოდ წინ

გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

სავარაუდოდ, მომავალში ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროთი

დაინტერესების შენარჩუნებისა და პრაქტიკული ყოველდღიურობის

საჭიროებებიდან გამომდინარე, ამ მხრივ მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

გარდა ამისა, რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობს საქართველოს

წითელი ჯვრის საზოგადოება. მათი ძალისხმევა ასევე მნიშვნელოვნად

აამაღლებს ადგილობრივი თემის კატასტროფებისადმი მზაობისა და

რეაგირების შესაძლებლობას.

Page 12: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 12/26

12

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

ამ თავში მოცემულია ქალაქ ონში ბუნებრივი კატასტროფების რისკთან

დაკავშირებული გამოკითხვის განზოგადებული შედეგები (დაწვრილებით

გამოკითხვის შედეგები).

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ უმთავრესი ბუნებრივი

კატასტროფა, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისათვის, არის

მიწისძვრა (პასუხების 80%). მას მოყვება წყალდიდობა (გამოკითხულთა

70%), მეწყერი (27%) , დიდთოვლობა (3%) და ხანძარი (2%).

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ქ. ონის სეისმურად აქტიურ

ტერიტორიაზე მიწისძვრის შედეგების შემსუბუქებისათვის საუკეთესო

გამოსავალია მუნიციპალიტეტში უსაფრთხო ადგილზე თავშესაფრის

აშენება, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს შეაფარებდა საჭიროების

შემთხვევაში.

მოსახლეობის აზრით, წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად საჭიროა

ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება (გამოკითხულთა 75%). როგორცვხედავთ, მოსახლეობა გამოსავლად ძირითადად ინფრასტრუქტურული

ღონისძიებების განხორციელებას მიიჩნევს. ამავდროულად,

პრაქტიკულად არ არის ნახსენები ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა

სივრცითი დაგეგმარება.

საინტერესოა, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (95%)

მიიჩნევს, რომ ცხოვრობს მაღალი ხიფათის ზონაში, გამოკითხულთა 93%-

ს დასჭირვებია დახმარება ბუნებრივი კატასტროფების დროს. ეს ფაქტი

მიუთითებს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ბუნებრივი კატასტროფებისმიმართ მოწყვლადი/დაუცველია.

დასკვნის სახით შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქალაქ ონში

კატასტროფების რისკის ხარისხი საკმაოდ მაღალია, რაც უპირველესად

განპირობებულია რისკის შემადგენელი ფაქტორებით. კერძოდ, ერთის

მხრივ მრავალგვარი ბუნებრივი ხიფათები, ხოლო მეორეს მხრივ

ადგილობრივი თემის მაღალი მოწყვლადობა/დაუცველობა და დაბალი

შესაძლებლობა (განსაკუთრებით ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული და

რეაგირებისა და მზაობის შესაძლებლობების თვალსაზრისით) საკვლევ

ტერიტორიაზე განაპირობებს რისკის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს.

Page 13: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 13/26

13

როგორც აღვნიშნეთ, ქალაქ ონში კატასტროფების საკმაოდ მაღალი

რისკი განპირობებულია, ერთის მხრივ, მრავალგვარი ბუნებრივი

ხიფათების არსებობით, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი თემის

მაღალი მოწყვლადობა/დაუცველობითა და დაბალი შესაძლებლობებით.აქედან გამომდინარე, რისკის შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებანი

უპირველესად ამ კომპონენტებზე ზემოქმედებას უნდა გულისხმობდეს.

ამ კუთხით გამოვყოფდით ხიფათის შემცირების როგორც სტრუქტურულ,

ისე არასტრუქტურულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მდინარეთა

ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებას, კალაპოტების გაწმენდას,

საინჟინრო ნაგებობების აღდგენა/რეკონსტრუქციას. ასევე, ერთ-ერთ

სტრატეგიულ მიმართულებად აღქმული უნდა იქნას ადგილობრივი თემის

(მოსახლეობა, ხელისუფლება, ინსტიტუციები) შესაძლებლობების ზრდისგზით მათი დაუცველობის შემცირება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით

აღვნიშნავდით ორ კომპონენტს:

• სივრცითი დაგეგმარების კომპონენტების დანერგვას, რაც

გულისხმობს მომატებული რისკების ზონების იდენტიფიცირებას და ამის

შესაბამისად განსახლების რეგულირებასა და ადექვატური სამშენებლო

ნორმების შემუშავებას;

• კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერებას.ამ თვალსაზრისით უპირველესად ვგულისხმობთ ადგილობრივი თემის

რისკის შემცირების სტრატეგიები

Page 14: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 14/26

14

რისკის შემცირების კონკრეტული პროექტები

ონის მოსახლეობასთან სამუშაო პროცესის დასკვნითი ეტაპი დაეთმო იმ

შესაძლო პროექტების იდენტიფიცირებას, რომელთა განხორციელებაც,

მათი აზრით, ხელს შეუწყობს ადგილზე კატასტროფების რისკების

შემცირებას.

ქალაქ ონში მოწყვლადობის და შესაძლებლობების შეფასების შედეგად

ადგილობრივმა მოსახლეობამ, სხვადასხვა თანამონაწილეობრივი

ინსტრუმენტების გამოყენებით, განსაზღვრა მთავარი რისკები. მოწ-ყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების პროცესში ყურადღება

შეჩერდა შემდეგ პრიორიტეტებზე:

• მდინარე რიონის სანაპიროების გაბიონებით ლოკალიზება;

• ღვარცოფის დროს საშიშროება ექმნება მ. ჩაჩაშვილის, კახაბერის

და გვანცა დედოფლის ქუჩებს.

შეხვედრების დასკვნით ეტაპზე აღნიშნული საპროექტო იდეები

კონკრეტულ განსახორციელებელ ღონისძიებებად ჩამოყალიბდა.

გამოკითხულმა მოსახლეობამ და სამუშაო ჯგუფმა გამოკვეთა ყველაზემნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც, მათი აზრით, საჭიროებენ

ცნობიერების ამაღლებასა და სახელისუფლებო სტრუქტურების მზაობისა

და რეაგირების შესაძლებლობის განვითარება/გაძლიერებას.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა იმ ინსტიტუციებისა და სხვადასხვა

სამსახურების ჩამონათვალი, რომლებზეც, მოსახლეობის აზრით,შესაძლებელია კატასტროფების დროს დაყრდნობა. მოსახლეობის

მიერ აღნიშნული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება

მნიშვნელოვნად შეამცირებს თემის წინაშე მდგარ რისკებს. სამუშაო

შეხვედრების პროცესში მოსახლეობის მიერ ამგვარ სამსახურებად

იდენტიფიცირებულ იქნა: ეკლესია, სახანძრო–სამაშველო სამსახური,

სასწრაფო, პოლიცია, გამგეობა, საცხობი, მაღაზიები, აფთიაქი.

სოციალური ქსელის ანალიზმა აჩვენა, რომ მოსახლეობა პირველ

ადგილზე აყენებს ეკლესიას, რაც გამოწვეულია რწმენის და თავშესაფარიტერიტორიის არსებობით.

Page 15: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 15/26

15

აუცილებელ აღმოფხვრას. დაისახა მათი გადაჭრის ღონისძიებები,

კერძოდ:

• სანიაღვრე არხების გაწმენდა

მდინარეების ჯებირების გამაგრებას საჭიროებენ შემდეგი ტერიტორიები:ლებანიძის, ვახტანგ VI-ის, აღმაშენებლის და არნო ონელის ქუჩების

სანაპიროები.

• თავშესაფრის აშენება

გამოკითხულთა 60% მიიჩნევს, რომ სტიქიური მოვლენებისგან ყვე-

ლაზე მნიშვნელოვანი თავდაცვის საშუალებაა უსაფრთხო ადგილზე

თავშესაფრის აგება/მოწყობა/გასუფთავება, სადაც ევაკუაციის საჭიროებისშემთხვევაში მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება როგორც

თავშესაფრით, ასევე პირველადი საჭიროების ნივთებითა და საკვებით.

• სამაშველო სამსახურის შექმნა

გამოკითხულთა 75% თვლის, რომ მუნიციპალიტეტი საჭიროებს

ადგილობრივი სამაშველო სამსახურის შექმნას, რომელიც იქნება აღჭურ-

ვილი ყველა საჭირო ტექნიკითა და აღჭურვილობით კატასტროფებზე

უკეთესი და დროული რეაგირებისათვის.

 გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ კატასტროფების

რისკის შემცირებისა და სტიქიის დროს უკეთესი რეაგირებისათვის

აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს თემის რეაგირების გეგმის

გავრცელება/ხელმისაწვდომობა მოსახლეობისათვის.

Page 16: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 16/26

16

თემში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების

ტენდენციების იდენტიფიცირების შემდეგ განისაზღვრა კლიმატის ცვლი-

ლების მოსალოდნელი ზემოქმედების ახალი გამწვავებული გამოწვევები

თემში. კლიმატური ცვლილების ტენდენციები განისაზღვრა ადგილობრივ

ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს კლიმატური ცვლილების ტენ-

დენციებს და მოსალოდნელი შედეგების აღწერილობას იმ სფეროების

აღწერას, რომელიც შეიძლება დაზარალდეს კლიმატური ცვლილების

შედეგად.

კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები

Page 17: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 17/26

17

ცხრილი 1. კლიმატური ცვლილებები და მოსალოდნელი შედეგები 

კლიმატური

ცვლილებისტენდენციები

პირდაპირი შედეგი შესაბამისი

სფეროს ანალიზი

• ჰაერის

ტემპერატურის

ყველა პარამეტრის

მოსალოდნელი

ზრდა (წლიური

მაქსიმუმი)

• კლიმატური ცვლიელებებიდან

გამომდინარე გაიზარდა სოფლის

მეურნეობის მოწყვლადობა

• შეიცვალა სოფლის მეურნეობის

კალენდარი

• შემცირდა შემოსავლები სოფლის

მეურნეობიდან

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• გაიზრდება

წლიური ნალექი

• შეიცვლება

ნალექების

განაწილების

წლიური მოდელი

• ზრდა იმ

შემთხვევებისა,

როცა წლიური

ნალექი აღემატება200მმ

• შენარჩუნებულია წყალდიდობების

და ღვარცოფების მაღალი რისკი

• მდინარის ნაპირების დატბორვის

მაღალი ალბათობა, აგრეთვე

წყალდიდობის შედეგად ეროზიის

საშიშროება

• შენარჩუნებულია და გაზრდილია

რისკი არსებული მეწყერსაშიში

ზონების გააქტიურეებისა

 • მეწყერის რისკის დაინტენსივობის ზრდა

• გარემო ექცევა მეწყერის,

წყალდიდობის და ღვარცოფების

მაღალი რისკის ქვეშ.

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო მიწების

ბუნებრივი დაზიანება/დეგრადაცია

• სოფლის მეურნეობიდან შემოსულიშემოსავლების შემცირება

• სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• ჰიდროგრაფიული

ქსელი

• ინფრასტრუქტურა

 – საცხოვრებელი

სახლები,

საყოფაცხოვრებო

ნაკვეთები,

სასმელი წყლისსისტემები,

გზები,

ელექტროგადამცემი

ხაზები, საინჟინრო

და კომუნალური

ნაგებობები

• სავეგეტაციო

პერიოდის

შემცირება

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო კალენდრის

შეცვლა.

• სოფლის მეურნეობიდან შემოსული

შემოსავლების შემცირება

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

Page 18: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 18/26

ვინ

რას

სად

აკეთებს

Page 19: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 19/26

organizaciis saxelwodeba: saqarTvelos wiTeli jvris sazogadoeba, raWa leCxumisa da qvemo svaneTis regioni

I. sakontaqto informaciaII. organizaciis zogadi profili  da mimarTu leba

katastrofebis riskis Semcirebis sferoSi

 mob: 577 23 00 23

saTao ofisi  : mis: Tbilisi j.k axiZis 15

generaluri mdivani: medea marR ania-avaliani

katastrofebis marTvis d e p a rt a m e nt i s ufr o s i : kaxa mamulaZe mob: 577 23 00 26

ონ იmisamarTi :

veb-gverdi : www.redcross.ge

ეროვნული  საზოგადოება, არსებული 

კანონმდებლობის თანახმად, დახმარებას უწევს 

 შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი 

კატასტროფისა და  სხვა  საგანგებო  სიტუაციის 

 შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ეროვნული  საზოგადოება  ხელს უწყობს 

კატასტროფებისადმი მაღალი რისკის მქონე 

თემებში კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და 

რეაგირების პროცესს: კატასტროფების რისკის 

 შეფასება მოსახლეობისთვის და  სხვა 

დაინტერესებულ პირებისთვის ინფორმაციის 

მიწოდება, შესაბამისი პრაქტიკული და 

თეორიული ტრეინინგების და  სიმულაციური 

ვარჯიშების ჩატარება, კატასტროფების მართვის 

 სფეროში  საგანმანათლებლო მასალების 

 შემუშავება გავრცელება და  სხვა. გარდა ამისა,

 საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოება 

აქტიურად მუშაობს კატასტროფების მართვის ,

პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური 

დახმარების  სფეროში  შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მოხდეს მოსახლეობისათვის 

კატასტროფების  შედეგების მინიმალიზება.

კატასტროფების 

რისკის  შემცირების 

 სფეროში  საკონტაქტო 

პირი :

კატასტროფების  მართვის 

ადგილობრივი  ოფიცერი :

ზ ვ ი ა დ ჯ ო ხ ა ძ ე  

მობ .ტელეფონი: 5 9 5 9 1 2 2 1 8

III. adamianuri resu rsebi katastrofebis

riskis Semcirebis sferoSi

IV. saqmianobis geografiuli areali

ო ნ ი ს  ადგილობრივი ოფიცერი, თემის 

მოხალისეთა კატასტროფებისათვის 

მზადყოფნისა და რეაგირების გუნდის 2 0

წევრი.

ო ნი ს  მ უ ნ ი ც ი პ ალიტ ეტ ი  

V. samizne jgufebi

ო ნ ი ს მოსახლეობა 

Page 20: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 20/26

ვინ, რას, სად, აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვის და

სამაშველო სამსახური

I.

საკონტაქტო

ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ქ.ონი ვ.ფშაველას #25

ტელეფონი: 591 01 44 22

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

სამაშველო და სახანძრო

სამსახური მოსახლეობის

დახმარება.

საჭიროების შემთხვევაში

საგანგებო სიტუაციების

რეაგირების ძალების

თავისუფალი პირადი

შემადგენლობების ჩაბმის

ორგანიზება.

ხანძრების და სხვა საგანგებო

სიტუაციების შემთხვევაშიადმინისტრაციულ ტერიტორიაზე

ერთეულების ადგილობრივი

თვითმართველობის

ხელმძღვანელების ჩაბმა.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): გიორგი კერესელიძე

თანამდებობა:

უფროსი სპეციალისტი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 51 87 83

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

მერაბ ჯაფარიძე

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 591 01 04 20

IV.ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

18 კაცი

ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

მოსახლეობა

Page 21: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 21/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ონის მუნიციპალიტეტის სასწრაფო დახმარება და

სამაშველო სამსახური

I.

საკონტაქტო ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ქ.ონი ვაჟა-ფშაველას #25

ტელეფონი: 591 01 44 22

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

სასწრაფო და სამაშველო

სამსახური

მობილიზება პირადი

შემადგენლობის, ბუნებრივი

კატასტროფის დროს

სამაშველო და სასწრაფო

დახმარება

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): მერაბ ჯიკვაძე

თანამდებობა: სამსახურის

უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 591 01 04 20

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ემზარ ხომასურაძე

თანამდებობა: უფროსი

სპეციალისტი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 591 01 04 21

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფებისრისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

18 ადამიანი

ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 22: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 22/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო

I.

საკონტაქტო

ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ქ. ონი კახაბერის ქ.#7

ტელეფონი:

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

საკანონმდებლო ორგანო ბუნებრივი კატასტროფის დროს

იქმნება შესაბამისი კომისიები

რისკის შესამცირებლად.

ვიძახებთ სამაშველო

სამსახურებს.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): შალვა ჯაფარიძე

თანამდებობა:

თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 591 01 03 33

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

შალვა ჯაფარიძე

თანამდებობა:

თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი:

591 01 03 33

IV.ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

200 კაცი

ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 23: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 23/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

I.

საკონტაქტოინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადიპროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობაკატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: ქ. ონის.

აღმაშენებლის მოედანი #1

ტელეფონი:

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

შიდა ადმინისტრაციული

სტრუქტურის განსაზღვრა და

მისადაგება ადგილობრივ

საჭიროებებთან, საკრებულოს

გადაყვეტილებების დროულად

შესრულება

ქმნის შესაბამის კომისიებს,

კურირებს სხვადასხვა

სამსახურების ჩართულობას,

შუამდგომლობს საქართველოს

მთავრობასთან გამოიყოს

რისკების შესამცირებლად

ფულადი სახრები, ანაწილებს

და აკონტროლებს გამოყოფილ

თანხის ხარჯვის პროცესს. ახდენსრესურსების მობილიზებას

კატასტროფების თავიდან

ასაცილებლად, ადგენს

გეგმას რისკების თავიდან

ასაცილებლად თემებისა და

სოფლების ჩართულობით.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ნუგზარ ბიჭაშვილი

თანამდებობა: გამგებელი

ელ. ფოსტა:

[email protected]

მობ. ტელეფონი: 599 51 03 08

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

თეიმურაზ გრძელიშვილი

თანამდებობა:

თეიუმურაზ გრძელიშვილი

ელ. ფოსტა:

[email protected]

მობ. ტელეფონი: 591 01 04 33

IV.ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

40 კაცი

  ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 24: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 24/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ა.ი.პ ონის მუნიცპალიტეტის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრი

I.

საკონტაქტო

ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ქ.ონი ვახტანგ VI ქ.10

ტელეფონი: 790 99 88 97

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

დაავადებათა პრევენცია საგანგებო სიტუაციების

(ეპიდემიური დაავადებები)

სტატისტიკური აღრიცხვა,

მონაცემთა დამუშავება.

მონაწილეობა მოსახლეობის

სანიტარულ-საგანმანათლებლო

ინფორმაციის მოწოდებაში.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ნონა ბაკურაძე

თანამდებობა: დირექტორი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 93 11 92

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ნონა ბაკურაძე

თანამდებობა: დირექტორი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 93 11 92

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფებისრისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

საზ.ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები,

სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები

15 კაცი

ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

რაიონის მთელი მოსახლეობა, საზ.ჯანდაცვის

ცენტრის თანამშრომლები, სამედიცინო

დაწესებულებების თანამშრომლები.

Page 25: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 25/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ა.ი.პ ონის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი

ჯანდაცვის ცენტრი

I.საკონტაქტო

ინფორმაცია

II.ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ქ.ონი ვახტანგი VI ქ#10

ტელეფონი: 551 35 10 56

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

დაავადებათა პრევენცია გადამდები დაავადებების

გავრცელების საწინააღმდეგოდ

პროფილაქტიკური იმუნიზაციის

ჩატარება ვაქცინების შენახვა-

ტრანსპორტირების სათანადო

პირობების დაცვა სანიტარულ-

საგანმანათლებო ინფორმაციის

მიწოდება მოსახლეობისთვის.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ლამარა ჩალაძე

თანამდებობა: ლოჯისტიკის

სამს. პასუხისმგებელი პირი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 551 35 10 56

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ლამარა ჩალაძე

თანამდებობა: ლოჯისტიკის

სამს. პასუხისმგებელი პირი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 551 35 10 56

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

საზ. ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები

სამედიცინო დაწესებულებები თანამშრომლები

4 კაცი

  ონის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ჯგუფი

Page 26: შეაფსება ონი (3).pdf

7/21/2019 შეაფსება ონი (3).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-3pdf-56d9f0a738f14 26/26