32
საქართველო : ბავშვთა სიღარიბის შემცირება სადისკუსიო დოკუმენტი ივლისი, 2012 წ.

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

Embed Size (px)

DESCRIPTION

წინამდებარე სადისკუსიო დოკუმენტი შემუშავდა თინათინ ბაუმის, ანასტასია მშვიდობაძის, აარონ გრინბერგის, ნინო ძოწენიძის, მაია ქურციკიძისა და რულანდ მონაშის მიერ. დოკუმენტი ეფუძნება უფრო ვრცელ ანგარიშს -„ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს კეთილდღეობის კვლევა, მეორე ეტაპი, 2011 წ.“, რომელიც მომზადდა გაერთიანებული სამეფოს იორკის უნივერსიტეტთან და საქართველო

Citation preview

Page 1: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტიივლისი, 2012 წ.

Page 2: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012
Page 3: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი

ივლისი, 2012 წ.

Page 4: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

წინამდებარე სადისკუსიო დოკუმენტი შემუშავდა თინათინ ბაუმის, ანასტასია მშვიდობაძის, აარონ გრინბერგის, ნინო ძოწენიძის, მაია ქურციკიძისა და რულანდ მონაშის მიერ. დოკუმენტი ეფუძნება უფრო ვრცელ ანგარიშს - „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს კეთილდღეობის კვლევა, მეორე ეტაპი, 2011 წ.“, რომელიც მომზადდა გაერთიანებული სამეფოს იორკის უნივერსიტეტთან და საქართველოს სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტთან თანამშრომლობით. დოკუმენტში წარმოდგენილია 2011 წლის კვლევის მონაცემების ახლებური ხედვა.

გარეკანის ფოტო: ჯაკომო პიროცი

© gaeros bavSvTa fondi 2012

gaeros bavSvTa fondierisTavis q. 9, gaeros saxli0179, Tbilisi, saqarTvelotel: 995 32 – 2 23 23 88, 2 25 11 30el.fosta: [email protected] www.unicef.org/georgia

Page 5: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 3

რეზიუმეძირითადი შედეგები• საქართველოში 2009-2011 წლების პერიოდში სიღარიბე შემცირდა.

• ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ შინამეურნეობათა რაოდენობა შემცირდა 2 პრო-ცენტული ერთეულით – 24-დან 22 პროცენტამდე.

• ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა შემცირდა 3 პრო ცენტული ერთეულით – 28-დან 25 პროცენტამდე.

• პენსიები, ჯანმრთელობის დაზღვევა და მიზნობრივი სოციალური დახმარება წარმოადგენს სიღარიბის შემცირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს.

• მიუხედავად უკეთესი ვითარებისა, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი, სხვა ჯგუფებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.

• ბავშვები არასაკმარისად არიან მოცული არსებული სოციალური დაცვის სისტემების მიერ.

• შესაძლებელია მეტის გაკეთება – აუცილებელია დამატებითი ინვესტიციები ყველაზე მოწყვლადი ბავშვების დასაცავად.

• დოკუმენტში განხილულია ბავშვთა სიღარიბის შემცირების ხელშეწყობისაკენ მიმართული საჯარო პოლიტიკის ალტერნატივები მომდევნო 3-5 წლისათვის, იმ ეკონომიკური ზრდის ფონზე, რომელიც, უთანასწორობის აღმოფხვრის თვალსაზრისით უფრო მეტად ინკლუზიური იქნება.

სიღარიბის შემცირებისაკენ მიმართული საჯარო პოლიტიკის ალტერნატივები, განსაკუთრებული აქცენტით ბავშვთა სიღარიბეზესაქართველოს მთავრობამ ასაკობრივი პენსიის გაზრდის ვალდებულება აიღო 2012 წლის სექტემბრიდან. 67 წლის ასაკამდე პენსიონერთათვის ყოველთვიური საპენსიო პაკეტი განისაზღვრება 125 ლარის ოდენობით, ხოლო 67 წლის ასაკისა და უფროსი პირებისათვის – 140 ლარით.

გამოთვლების შედეგების თანახმად:

• პენსიების ზრდა შეამცირებს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს 9,4-დან 7,7 პროცენტამდე და ფარდობით სიღარიბეს - 25-დან 23 პროცენტამდე.

• თუ მთავრობა მიზნობრივ სოციალურ ფულად დახმარებას 50 პროცენტით გაზრდის (პენსიების ზრდასთან ერთად), ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 6,6 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 21 პროცენტამდე შემცირდება.

• თუ მთავრობა მიზნობრივ სოციალურ ფულად დახმარებას 100 პროცენტით გაზრდის (პენსიების ზრდასთან ერთად), ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 6 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 18 პროცენტამდე შემცირდება.

• თუ მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობას (შინამეურნეობები, რომელთაც რეგისტრაციისათვის მიმართეს მონაცემთა ბაზას) გაზრდის ზღვრული სარეიტინგო ქულის აწევის გზით (პენსიების ზრდასთან ერთად), ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 7,1 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 21 პროცენტამდე შემცირდება.

• თუ მთავრობა შემოიღებს ბავშვთა შემწეობას 0-16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე თვეში 30 ლარის ოდენობით (პენსიების ზრდასთან ერთად):

yy ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 3,9 პროცენტამდე შემცირდება.

yy ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 15 პროცენტამდე შემცირდება.

yy პროგნოზის თანახმად, ბავშვების 60 პროცენტი უკიდურეს სიღარიბეს დააღწევს თავს.

yy პენსიონერთა უკიდურესი სიღარიბე 8,1-დან 2 პროცენტამდე შემცირდება.

yy დოკუმენტში აგრეთვე განხილულია 15 და 20-ლარიანი ბავშვთა შემწეობის შესაძლო შედეგებიც.

Page 6: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

4 სადისკუსიო დოკუმენტი

სარჩევი

წინასიტყვაობა ................................................................................................................................5

მეთოდოლოგია და მონაცემები .....................................................................................................5

კეთილდღეობის პარამეტრების მიმოხილვა ...............................................................................7

შემოსავალი და მოხმარება .....................................................................................................7

სიღარიბის ტენდენციები - სამომხმარებლო სიღარიბე ........................................................8

სიღარიბის ტენდენციები - მრავალგანზომილებიანი სიღარიბე ..........................................8

სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა და დაფარვა ..................................................9

ასაკობრივი პენსია ........................................................................................................9

მიზნობრივი სოციალური დახმარება .........................................................................11

ჯანმრთელობის დაზღვევა ..........................................................................................12

ბავშვთა სიღარიბე ........................................................................................................................15

ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დახმარება...................................................................16

ბავშვთა სიღარიბის შემცირება - ალტერნატივები .............................................................18

საყოველთაო შეღავათები ....................................................................................................22

სადისკუსიო საკითხები ................................................................................................................26

Page 7: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 5

წინამდებარე დოკუმენტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბავშვთა სიღარიბის თაობაზე დისკუსიის წამოწყებას და ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის სოციალური დაცვის მექანიზმების გასაუმჯობესებლად საჭირო საჯარო პოლიტიკის ალტერნატივების შესახებ აზრთა გაზიარებას.

წინასიტყვაობაგაეროს ბავშვთა ფონდმა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და საქართველოში ყველაზე მოწყვლადი ბავშვებისა და შინამეურნეობების წინაშე არსებული რისკებიდან გამომდინარე, 2009 და 2011 წლებში ჩაატარა ეროვნული მასშტაბით წარმომადგენლობითი კეთილდღეობის კვლევა. ორივე წელს ჩატარებულ კვლევებში ერთი და იგივე შინამეურნეობები გამოიკითხა. მონაცემთა შეგროვება უზრუნველყო საქართველოს სოციალური კვლევებისა და ანალიზის ინსტიტუტმა, ხოლო ანალიზი ჩაატარა გაეროს ბავშვთა ფონდმა და გაერთიანებული სამეფოს იორკის უნივერსიტეტმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პანელური კვლევის მიზანი იყო სიღრმისეულად გაეანალიზებინა, თუ როგორ მოქმედებს კრიზისი ბავშვებსა და მათ ოჯახებზე საქართველოში და, იმავდროულად, საჯარო პოლიტიკის შესახებ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამოევლინა ძირითადი შესაძლებლობები და გამოწვევები.

წინამდებარე დოკუმენტი ეფუძნება 2011 წლის კვლევის შედეგებს, რომლებიც შედარებულია 2009 წლის კვლევის მონაცემებთან და გამოკვლეულია ორი წლის განმავლობაში არსებული ტენდენციები სამომხმარებლო და სიღარიბის სხვა განზომილებების მიხედვით. ამავდროულად გაანალიზებულია სოციალური დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის გავლენა კეთილდღეობაზე. დოკუმენტის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია სიღარიბის დონის პროგნოზი სოციალური დაცვის სხვადასხვა სფეროში სახელმწიფო გაცემულობების გაზრდის შემთხვევაში და რეკომენდაციები საჯარო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც პოტენციურად კიდევ უფრო მეტად შეამცირებს სიღარიბეს მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებში.

დოკუმენტის პირველ ნაწილში წარმოდგენილია უფრო ვრცელი ანგარიშის - „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს კეთილდღეობის კვლევა, მეორე ეტაპი, 2011 წ.“ - მოკლე შეჯამება. მეორე ნაწილი კი ეთმობა იმავე მონაცემთა დამატებით ანალიზს, რათა განისაზღვროს ის შესაძლო გზები, რომლებიც სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის ინტერვენციების გამოყენებით ხელს შეუწყობდა სამომხმარებლო სიღარიბის შემცირებას.

მეთოდოლოგია და მონაცემებიკვლევები, როგორც 2009 წელს, ისე 2011 წელს, განხორციელდა მაისიდან ივლისამდე პერიოდში. კვლევის თითოეულ წელს შინამეურნეობათა გამოკითხვას დასჭირდა სამი კვირა. ინტერვიუები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ერთდროულად ტარდებოდა. 2009 წლის კვლევის შერჩევა შედგებოდა 4 808 შინამეურნეობისაგან, ხოლო 2011 წლისა - 4 147 შინამეურნეობისაგან. ორივე შემთხვევაში შერჩევის სტრატიფიცირება მოხდა რეგიონების, დასახლების სიდიდისა და მთასა თუ ბარში მდებარეობის მიხედვით.1

ორივე კვლევის ანალიზისას გამოყენებულ იქნა სამომხმარებლო სიღარიბის სამი სხვადასხვა ზღვარი.2 სამომხმარებლო სიღარიბესთან ერთად შეფასდა დეპრივაციისა და სოციალური გარიყულობის სხვა

1 რამდენადაც კეთილდღეობის კვლევა ტარდება, როგორც პანელური კვლევა, დასაშვებია არგამოპასუხების 14%-იანი მაჩვენებელი, რადგან ადამიანებმა შეიძლება შეიცვალონ ადგილმდებარეობა, გარდაიცვალონ ან, უბრალოდ, უარი თქვან კვლევის მეორე ეტაპში მონაწილეობაზე.

2 იხ. ანგარიში „ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს კეთილდღეობის კვლევა, მეორე ეტაპი, 2011 წ.“.

Page 8: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

6 სადისკუსიო დოკუმენტი

ფორმებიც. ამასთანავე, გაიზომა და გაანალიზდა პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების გავლენა სამომხმარებლო სიღარიბის დონეებზე.3

წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზის მეთოდოლოგია

დოკუმენტში გამოყენებულია სიღარიბის ორი სხვადასხვა ზღვარი: ფარდობითი სიღარიბის ზღვარი, რომელიც მედიანური მოხმარების 60 პროცენტს შეადგენს4 და უდრის თვეში 109,2 ლარს5 ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე6 და აბსოლუტური უკიდურესი სიღარიბის ზღვარი, რომელიც ერთ ეკვივალენტურ მოზრდილზე თვეში 71,7 ლარს შეადგენს.7

ზღვრები 2009 წ. 2011 წ.

უკიდურესი სიღარიბე 61,1 ლარი 71,7 ლარი

ფარდობითი სიღარიბე 89,7 ლარი 109,2 ლარი

დოკუმენტში გამოყენებული მოდელები მოიცავს რიგ დაშვებებს შინამეურნეობებზე გაცემული სხვადასხვა სოციალური ტრანსფერის ზეგავლენის პროგნოზირებისათვის. მაგალითად, იგულისხმება, რომ მიღებული ტრანსფერი სრულად დაიხარჯება მოხმარებაზე (ეს ვარაუდი განსაკუთრებით შეეხება ღარიბ შინამეურნეობებს). ეს დაშვება გამოიყენება იმიტომ, რომ ამჟამად არ არსებობს მონაცემები, რომლებიც ასახავს საქართველოში შინამეურნეობების ქცევის ტენდენციებს დანაზოგებთან მიმართებაში. ანალიზისათვის გამოყენებულია 2011 წლის მონაცემები, დამატებით ტრანსფერებში კი მოიაზრება შესაძლო სამომავლო ტრანსფერები. 2011 წლის შემდეგ ადგილი ჰქონდა როგორც დეფლაციას, ისე ინფლაციას და, ამდენად, მომავალში ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზირება ძალზე რთულია.8 შესაბამისად, დამატებითი ტრანსფერები 2011 წლის ფასებში არ გადაყვანილა. ამასთანავე, შემდგომი ანალიზის დროს უკიდურესი და ფარდობითი სიღარიბის ზღვრები დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ოდენობებით. მიუხედავად იმისა, რომ მოცემული მეთოდოლოგია ეფუძნება დაშვებებს, რომლებსაც გარკვეული შეზღუდვები აქვთ, კვლევის შერჩევის მოცულობისა და მოგროვებულ მონაცემთა თანმიმდევრულობიდან გამომდინარე, მაინც შესაძლებელია სარწმუნო დასკვნების გაკეთება.

3 ითვლება, რომ მოხმარება ოჯახის გრძელვადიანი ან „მუდმივი“ შემოსავლის უკეთესი ინდიკატორია. დაბალი მიმდინარე შემოსავლის მქონე ოჯახებიდან უმეტესობას დროებით აქვთ შემცირებული შემოსავლები. აქედან გამომდინარე, მოხმარების დონის და შესაბამისად, მატერიალური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ოჯახებმა შესაძლოა გამოიყენონ დანაზოგი ან ისესხონ (იხ. M. Friedman, A Theory of the Consumption Function, Princeton, NJ: Princeton University Press, 1957). ამავდროულად, მონაცემების ხარისხი და ხელმისაწვდომობა განსაზღვრავს თუ რომელი საზომის გამოყენება სჯობს სიღარიბის შესაფასებლად – მოხმარება თუ შემოსავალი. ტრადიციულად, საქართველოში კვლევის დროს შემოსავლების დაფიქსირება ხდება ნაკლებობით, ამიტომ სიღარიბის გასაზომად მოხმარება შედარებით ზუსტ ინდიკატორს წარმოადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც სიღარიბისა და უთანაბრობის გასაზომად იყენებს მოხმარებას. იხ.: http://geostat.ge/index.php?action=page&p_id=188&lang=eng

4 ფარდობითი ზღვარი გაანგარიშებულია 2011 წლის შერჩევის საფუძველზე საქსტატის ოფიციალური მეთოდოლოგიის გამოყენებით, იხ.: http://www.geostat.ge

5 ინფორმაციისათვის: 2011 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარი = 1,66 ლარს (კვლევის ჩატარების დროს).6 შინამეურნეობაში ზრდასრულის ეკვივალენტურობა არის შინამეურნეობაში წევრების შეფასების სისტემა, რომელიც

ითვალისწინებს შინამეურნეობის შემადგენლობას. როგორც წესი, შემოსავლებისა და დანახარჯების განაწილება შინამეურნეობის წევრებს შორის წევრების რაოდენობის პროპორციული არ არის. ამდენად, წევრების რაოდენობა უნდა მოერგოს ზრდასრულის ეკვივალენტურობას. ანგარიშში გამოყენებულია საქსტატის კოეფიციენტთა სისტემა : 8 წლამდე ასაკის ბავშვები - 0,64; 8-16 წლამდე ასაკის ბავშვები - 1; 16-65 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის მოსახლეობა - 1; 16-60 წლამდე ასაკის მდედრობითი სქესის მოსახლეობა - 0,88. უფრო დიდი ზომის შინამეურნეობებში თანაცხოვრების ეფექტის გათვალისწინებით, ეკვივალენტური ზრდასრულების რაოდენობა აყვანილია α ხარისხში, სადაც α=1 ერთწევრიან შინამეურნეობაში და α=0.8, როდესაც შინამეურნეობაში ერთზე მეტი წევრია იხ.: http://www.geostat.ge

7 2009 წლის ანგარიშში გამოყენებულია აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი: 61,1 ლარი თვეში, რაც მსოფლიო ბანკის მიერ უკიდურესი სიღარიბის განსასაზღვრად გამოყენებული მაჩვენებლის - დღეში 1,25 აშშ დოლარის ეკვივალენტია. იგი განახლებულია 2011 წლის ფასების გათვალისწინებით (სამომხმარებლო ფასების ინდექსის გამოყენებით) უკიდურესი სიღარიბის ზღვრის გასაანგარიშებლად და უდრის 71,7 ლარს თვეში ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე. რაც შეეხება ფარდობითი სიღარიბის ზღვარს, იგი 2009 წელს თვეში 89,7 ლარს შეადგენდა, ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე.

8 იხ. http://nbg.gov.ge/uploads/priceindeqsisqartulad/annual_inflationgeo.xls

Page 9: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 7

კეთილდღეობის პარამეტრების მიმოხილვა შემოსავალი და მოხმარება2011 წლის კვლევის ანგარიშის9 თანახმად, 2011 წლის განმავლობაში საქართველოში შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავალი 374 ლარს შეადგენდა, ხოლო 2009 წელს - 322 ლარს. შემოსავალი 2009 წლიდან საშუალოდ 15 პროცენტით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, შემოსავალი რეალურად 2 პროცენტით შემცირდა. 2011 წელს შემოსავლის ჯინის კოეფიციენტი 0,48-ს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი 2009 წელსაც იგივე იყო.10 მოხმარების მაჩვენებლები უფრო მაღალია, ვიდრე განცხადებული შემოსავლები. 2009 წელს შინამეურნეობების საშუალო თვიური მოხმარება 441 ლარს შეადგენდა, ხოლო 2011 წელს - 542 ლარს. ინფლაციის გათვალისწინებით კი, საქართველოში ადგილი ჰქონდა შინამეურნეობების საშუალო თვიური მოხმარების 5-პროცენტიან ზრდას (441 ლარიდან 462 ლარამდე). 2011 წელს საშუალო მოხმარებამ ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე 232 ლარი, ხოლო მედიანურმა მოხმარებამ 182 ლარი შეადგინა. ინფლაციის გათვალისწინებით საშუალო მოხმარება გაიზარდა 4 პროცენტის ოდენობით - 2009 წელს 190,7 ლარიდან 2011 წელს 197,7 ლარამდე ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე (2009 წლის ფასებით). 2011 წელს მოხმარების ჯინის კოეფიციენტი 0,38-ს შეადგენდა და ეს მაჩვენებელი 2009 წელშიც იგივე იყო.

სურსათზე ფასების ზრდამ გამოიწვია შინამეურნეობების მოხმარების კატეგორიების განაწილების ცვლილება (იხ. გრაფიკი #1). ფასები სურსათზე 2009 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, სახლში მოხმარებული საკვების წილი გაიზარდა - 2009 წელს შინამეურნეობის სრული მოხმარების 40 პროცენტიდან 2011 წელს 49 პროცენტამდე. ჯამში, მიმდინარე არასასურსათო ხარჯები11 8,6 პროცენტიდან 1,9 პროცენტამდე შემცირდა.

გრაფიკი #1: დანახარჯების განაწილება სამომხმარებლო კატეგორიების მიხედვით 2009 და 2011 წლებში

40.0%48.6%

34.5%

34.4%

4.0%

3.9%10.3%

9.3%2.6%

2.0%8.6%

1.9%

0%

10%

20%

30%

40%

50%

60%

70%

80%

90%

100%

20112009

mimdinare arasasursaTo xarjebi

gareT kvebis xarjebi

danaxarjebi jandacvaze

danaxarjebi ganaTlebaze

grZelvadiani arasasursaTo xarjebi

Sin kveba

9 ბავშვთა და მათი ოჯახების კეთილდღეობა საქართველოში - საქართველოს კეთილდღეობის კვლევა, მეორე ეტაპი, 2011 წ.10 ჯინის კოეფიციენტი ზომავს თუ რამდენად თანაბარია მონაცემთა (მაგ. შემოსავლების) განაწილება პირებს ან შინამეურნეობებს

შორის. ინდექსის მნიშვნელობა 0–დან 1–მდე მერყეობს, სადაც 0 ნიშნავს სრულ თანაბრობას (ყველა იღებს ერთნაირ შემოსავალს) და 1 ნიშნავს სრულ უთანაბრობას (ერთი პირი ან შინამეურნეობა იღებს მთელ შემოსავალს).

11 მიმდინარე არასასურსათო ხარჯები – ხარჯები ტანსაცმელზე, კომუნალურ გადასახადებზე, ჰიგიენური მოხმარების საგნებზე და ა.შ.

Page 10: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

8 სადისკუსიო დოკუმენტი

სიღარიბის ტენდენციები - სამომხმარებლო სიღარიბესიღარიბის მაჩვენებლებმა 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში იკლო. ფარდობითი სიღარიბის ზღვარს (109,2 ლარი) მიღმა მყოფი შინამეურნეობების რაოდენობამ 2 პროცენტული ერთეულით - 24 პროცენტიდან 22 პროცენტამდე - დაიკლო. ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტულმა რაოდენობამ12 კიდევ უფრო მეტად - სამი პროცენტული ერთეულით - დაიკლო, რაც დადებითი მოვლენაა. თუმცა, საქართველოში შინამეურნეობათა 8,3 პროცენტი და მოსახლეობის 9 პროცენტზე მეტი 2011 წელს უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა (უკიდურესი სიღარიბის ზღვარი – 71,7 ლარი). აღსანიშნავია, რომ 2009-2011 წლების პერიოდში უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტულმა რაოდენობამ13 უფრო მეტად დაიკლო, ვიდრე სიღარიბეში მცხოვრები სხვა ჯგუფების პროცენტულმა რაოდენობამ. მიუხედავად ამისა, ბავშვთა 9,4 პროცენტი 2011 წელსაც უკიდურესად ღარიბ შინამეურნეობებში ცხოვრობდა (იხ. გრაფიკი #2).

გრაფიკი #2: სიღარიბის ტენდენციები 2009-2011 წლებში

8.9%9.9%

11.5%

7.3%8.3% 9.1% 9.4%

8.1%

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

2009 (61.1 lari)

2011 (71.7 lari)

24%26%

28%

22%22%24%

25%

21%

0%

5%

10%

15%

20%

25%

30%

Sinameurneobebi mosaxleoba bavSvebi pensionrebi Sinameurneobebi mosaxleoba bavSvebi pensionrebi

2009 (89.7 lari) 2011 (109.2 lari)

ukiduresi siRaribis maCveneblebi fardobiTi siRaribis maCveneblebi

სიღარიბის შემცირების თვალსაზრისით დადებითი ტენდენციებისა და ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა კვლავაც უფრო მაღალია ყველა ზღვრის შემთხვევაში, ვიდრე მთლიანი მოსახლეობისა და პენსიონრების სიღარიბის მაჩვენებლები.

სიღარიბის ტენდენციები - მრავალგანზომილებიანი სიღარიბე

სიღარიბის შესაფასებლად არსებითია მოხმარებასთან ერთად კეთილდღეობის სხვა განზომილებების გაზ მო ვა და შეფასება. ამ მიზნით კვლევაში და შემდგომ ანალიზში გათვალისწინებულია მატერიალური დე პრი ვა ცია, საცხოვრებლის დეპრივაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა.14 ისე ვე,

12 ბავშვები შედიან 0-16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ეს ასაკობრივი ჯგუფი გამოიყენება კეთილდღეობის კვლევაში. ამავდროულად, 0-16 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელ ბავშვებს ეკვივალენტობის იგივე კოეფიციენტი აქვთ (იხ. სქოლიო #6).

13 შემდგომში მოიხსენიება, როგორც „ბავშვთა სიღარიბე“, ე.ი. ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტი, ბავშვების მთლიანი რაოდენობის მიმართ.

14 მეტერიალური დეპრივაცია – შინამეურნეობები, რომელთაც არ აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი საგნებიდან ნებისმიერი ხუთი ან მეტი: ავტომობილი, მობილური ტელეფონი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, მტვერსასრუტი და უთო. საცხოვრებლის დეპრივაცია – შინამეურნეობები, რომლებსაც აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ორი პრობლემა მაინც: დაზიანებული სახურავი/სახურავიდან წყალი ჩამოდის, დაზიანებული იატაკი/კედლები, მიწის იატაკი, ნესტიანი საცხოვრებელი, დაზიანებული ფანჯრები, არასაკმარისი განათება, ხმაური ან მცირე ფართი, და თუ ინტერვიუერი ადასტურებს საცხოვრებლის ცუდ მდგომარეობას. სუბიექტური სიღარიბე – შინამეურნეობები, რომლებიც აცხადებენ, რომ საკუთარ თავს საკმარისი საკვებით ვერ უზრუნველყოფენ, ან იმდენად ცუდად იკვებებიან, რომ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. სოციალური გარიყულობა – შინამეურნეობები განიცდიან სოციალური გარიყულობის ქვემოთ ჩამოთვლილი ხუთი ასპექტიდან სამს მაინც: განათლების, დასაქმების, ჯანდაცვის, კრედიტის ან სოციალური დახმარების ხელმიუწვდომლობა.

Page 11: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 9

როგორც სამომხმარებლო სიღარიბის შემთხვევაში, მატერიალური დეპრივაცია, საცხოვრებლის დეპრი-ვაცია, სუბიექტური სიღარიბე და სოციალური გარიყულობა ყველა ჯგუფში შემცირდა (იხ. გრაფიკი #3).

გრაფიკი #3: მოსახლეობაში, პენსიონერებსა და ბავშვებში სიღარიბის სხვადასხვა განზომილებების განაწილება

22%27%

37%

8%

20%24%

35%

6%

33%29%

45%

8%

21%

28%

42%

5%

12%

28%

36%

9%9%

22%

31%

7%

0%

20%

40%

60%

80%

100%

materialuri deprivacia subieqturi siRaribe socialuri gariyuloba

mosaxleoba2009&2011

pensionrebi2009&2011

bavSvebi2009&2011

sacxovreblis deprivacia

სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა და დაფარვაიმის გასაანალიზებლად, თუ რა წვლილი შეიტანეს სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებმა სიღარიბის შემცირებაში, დოკუმენტში კონკრეტულად განხილულია პენსიების, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ზეგავლენა საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების სიღარიბის მაჩვენებლებზე.

ასაკობრივი პენსიაასაკობრივი პენსია ყველაზე მნიშვნელოვან ტრანსფერს წარმოადგენს დაფარული მოსახლეობის რაოდენობისა და გაცემულობების მოცულობის თვალსაზრისით. პენსიები ხელმისაწვდომია 65 წლის ასაკს მიღწეული ყველა მამაკაცისა და 60 წლის ასაკს მიღწეული ყველა ქალისათვის. ასაკობრივი პენსიის წილმა 2011 წელს საქართველოს სოციალური ტრანსფერების გაცემულობებში 56 პროცენტი შეადგინა. პენსიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ შინამეურნეობების სიღარიბეზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პენსიონერები მარტო ან მცირე ზომის შინამეურნეობებში ცხოვრობენ. ისეთი შინამეურნეობების პროცენტული რაოდენობა, რომლებშიც ერთი პენსიონერი მაინც ცხოვრობს მეტ-ნაკლებად თანაბრად არის გადანაწილებული კეთილდღეობის სხვადასხვა ჯგუფში15 (იხ. გრაფიკი #4).

თვალსაჩინოა მცირე, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი სხვაობა უღარიბეს და უმდიდრეს დეცილებს შორის პენსიების მიღების მხრივ. ეს, სავარაუდოდ, განპირობებულია იმით, რომ უმდიდრეს ჯგუფებში პენსიონრები უფრო ნაკლებად მოწადინებული არიან ეძიონ ასაკობრივი პენსიიდან მიღებული შემოსავლები.

შინამეურნეობის ნახევარზე მეტში (52%) ერთი პენსიონერი მაინც არის და ბავშვიანი შინამეურნეობების 41 პროცენტი მოიცავს ერთ ან მეტ პენსიონერს. ამავდროულად შინამეურნეობების მხოლოდ 16 პროცენტში გვხვდებიან პენსიონერებიც და ბავშვებიც ერთად.

15 წარმოდგენილ ანალიზში, მოსახლეობა დაყოფილია ათ ჯგუფად, კეთილდღეობის დონის მიხედვით, შინამეურნეობების ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე მოხმარების მაჩვენებლის გამოყენებით. თითოეულ ჯგუფს დეცილი ეწოდება და შეადგენს მთლიანი მოსახლეობის 10 პროცენტს.

Page 12: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

10 სადისკუსიო დოკუმენტი

გრაფიკი #4: შინამეურნეობების წილი, რომლებშიც პენსიის მიმღები ერთი პირი მაინც ცხოვრობს, სამომხმარებლო ჯგუფების მიხედვით, 2011 წ.

57%53%

59% 60% 58% 59% 57%

52%49% 48%53% 51%

56% 56% 55% 55% 54%

47%43% 44%

0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

Sinameurneoba erTi pensionriT mainc Sinameurneoba pensiis mimRebi erTi piriT mainc

samomxmareblo deciliuRaribesi umdidresi

Sin

ameu

rne

obi

s %

პენსიონერთა ერთ მეხუთედზე მეტი (21%) ფარდობითი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ შინამეურნეობებში ცხოვრობს. პენსიები რომ არა, ეს ციფრი 2011 წელს 50 პროცენტამდე გაიზრდებოდა. ამდენად, საქართველოში პენსიებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სიღარიბეზე, თუმცა ნაკლები გავლენა აქვს ბავშვთა სიღარიბეზე. ყველა ბავშვის დაახლოებით 8 პროცენტი აღწევს თავს უკიდურეს და ფარდობით სიღარიბეს პენსიების წყალობით (იხ. გრაფიკი #5).

გრაფიკი #5: საპენსიო შემოსავლების სავარაუდო ეფექტი სამომხმარებლო სიღარიბეზე: სიღარიბეში მცხოვრები შინამეურნეობების, ბავშვებისა და პენსიონრების პროცენტი საპენსიო შემოსავლებით და მათ გარეშე, 2011 წ.

8.3% 9.4% 8.2%

22% 25%21%24%

17%

37% 38%34%

50%

0%

20%

40%

60%

80%

100%

Sinameurneobebi bavSvebi pensioneri Sinameurneobebi bavSvebi pensioneri

pensiebiT pensiebis gareSe

ukiduresi siRaribis maCvenebeli fardobiTi siRaribis maCvenebeli

Page 13: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 11

მიზნობრივი სოციალური დახმარება

მიზნობრივი სოციალური დახმარება წარმოადგენს ძირითად ფულად შეღავათს, რომელიც ხელმისაწვდომია ფინანსურად/მატერიალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის. ამ დახმარების მისაღებად ოჯახმა განცხადებით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს. განცხადება დამუშავდება და მოხვდება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში. სოციალური აგენტი ეწვევა განმცხადებელ შინამეურნეობას, მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ინდიკატორების შესახებ მონაცემების აღსარიცხად. ეს მონაცემები შედის მონაცემთა ბაზაში, რის მიხედვითაც შინამეურნეობას ენიჭება სარეიტინგო ქულა. ის შინამეურნეობები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57,001-ზე ნაკლებს შეადგენს, უფლებამოსილი არიან მიიღონ ფულადი დახმარება და ჯანმრთელობის დაზღვევა.16 ფულადი დახმარება 30 ლარს შეადგენს შინამეურნეობის პირველ წევრზე და დამატებით 24 ლარს – შინამეურნეობის თითოეულ მომდევნო წევრზე.

მიზნობრივი სოციალური დახმარების წვდომა ყველა შინამეურნეობის უღარიბეს 10 პროცენტში 2009 წლიდან 2011 წლამდე პერიოდში გაიზარდა, თუმცა უღარიბესი შინამეურნეობების თითქმის ნახევარი კვლავ არ/ვერ სარგებლობს მიზნობრივი სოციალური დახმარებით. მიუხედავად იმისა, რომ უღარიბესი შინამეურნეობების მოცვის თვალსაზრისით, მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემა მუდმივად იხვეწება, იგი კვლავ ვერ ფარავს მიზნობრივი ბენეფიციარების დიდ ნაწილს (იხ. გრაფიკი 6).

გრაფიკი #6: მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის წილი სამომხმარებლო დეცილის მიხედვით

39%

16%7% 7% 6% 4% 5% 2% 1% 1%

54%

20% 17%10% 9% 7% 8% 5% 3% 2%

0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

Sina

mer

neo

bebi

s %

samomxmareblo decili msd-is gamoklebiT umdidresiuRaribesi

2009 2011

მიზნობრივი სოციალური დახმარება მნიშვნელოვნად მოქმედებს სამომხმარებლო სიღარიბეზე, თუმცა განსხვავდება პენსიების გავლენისგან. ეს ნაწილობრივ აიხსნება იმით, რომ მიზნობრივი სოციალური ფულადი დახმარების მოცულობა, ასაკობრივ პენსიებთან შედარებით, უფრო მცირეა და გაიცემა მხოლოდ იმ შინამეურნეობებზე, რომლებიც მიზნობრივი შერჩევის გზით ხვდებიან შეღავათების ამ სისტემაში. ამასთანავე, პენსია არის საყოველთაო ხასიათისა და მასზე მიზნობრიობის განსაზღვრის მექანიზმის შესაძლო ხარვეზები ზეგავლენას არ ახდენს. თუმცა, მიზნობრივი სოციალური დახმარების გაუქმების შემთხვევაში, სიღარიბის მაჩვენებლები ყველასათვის გაიზრდებოდა, განსაკუთრებით – ბავშვებში. რომ არ ყოფილიყო მიზნობრივი სოციალური დახმარება, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 65 პროცენტზე მეტად გაიზრდებოდა (იხ. გრაფიკი #7).

16 შინამეურნეობები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57,000-დან 70,001-მდე მერყეობს, სარგებლობენ მხოლოდ ჯანმრთელობის უფასო დაზღვევით.

Page 14: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

12 სადისკუსიო დოკუმენტი

გრაფიკი #7: მიზნობრივი სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავლის გავლენის შესაძლო ეფექტი სამომხმარებლო სიღარიბეზე: შინამეურნეობების, ბავშვებისა და პენსიონრების პროცენტი მიზნობრივი სოციალური დახმარებიდან მიღებული შემოსავლით და მის გარეშე, 2011 წ.

8% 9% 8%

22% 25%21%

12%15%

11%

24%27%

24%

0%

20%

40%

60%

80%

100%

msd-iT msd-is gamoklebiT

ukiduresi siRaribis maCvenebeli fardobiTi siRaribis maCvenebeli

Sinameurneobebi bavSvebi pensioneri Sinameurneobebi bavSvebi pensioneri

ჯანმრთელობის დაზღვევა

2006 წელს საქართველოს მთავრობამ ყველაზე მოწყვლადი ოჯახების ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შექმნა სამედიცინო დახმარების პროგრამა. ამ ტიპის დახმარება დაკავშირებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში შინამეურნეობების სარეიტინგო ქულასთან (70,001 ქულაზე ნაკლები) (იხ. გვ. 9).

2011 წელს საქართველოში შინამეურნეობათა 42 პროცენტში ერთ წევრს მაინც ჰქონდა რაიმე ტიპის ჯანმრთელობის დაზღვევა. ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე ადამიანების საერთო პროცენტული რაოდენობა 2009-2011 წლებში, შესაბამისად, 23 პროცენტიდან 30 პროცენტამდე გაიზარდა, ხოლო დაზღვეული ბავშვების რაოდენობა – 24-დან 28 პროცენტამდე (იხ. გრაფიკი #8).

გრაფიკი #8: შინამეურნეობები, რომელთა ერთი წევრი მაინც დაზღვეულია და ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე მოსახლეობა და ბავშვები, 2009-2011 წლებში

23% 24%34%30% 28%

42%

0%

20%

40%

60%

80%

100%

mosaxleoba bavSvebi Sinameurneobis erTi wevrimainc dazRveulia

2009 2011

დაზღვევის დაფარვის გაზრდა ნაწილობრივ შეიძლება უკავშირდებოდეს სამედიცინო დახმარების პროგრამისა და მისი გამოყენების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას. უღარიბეს კვინტილში

Page 15: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 13

სამედიცინო დახმარების პროგრამის დაფარვა, 2009 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად – 21-დან 40 პროცენტამდე – გაიზარდა. სამედიცინო დახმარების პროგრამა რომ არ არსებობდეს, 2011 წელს მოსახლეობის მხოლოდ 6 პროცენტს ექნებოდა ჯანმრთელობის რაიმე ტიპის დაზღვევა უღარიბეს კვინტილში, უმდიდრეს კვინტილში ჯანმრთელობის დაზღვევის მქონე 19 პროცენტთან შედარებით (იხ. გრაფიკი #9). ზოგადად გაუმჯობესდა ღარიბი შინამეურნეობების ჯანმრთელობის დაზღვევით დაფარვა.

გრაფიკი #9: ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დაზღვევის მქონე მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა სამომხმარებლო კვინტილის მიხედვით, 2011 წ.

40%25%

16% 11% 5%

4%

3%4%

3% 2%

2%

4%

6%9% 17%

0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5

mo

saxl

eobi

s %

samomxmareblo kvintili

samedicino daxmarebis programa sxva saxelmwifo subsidia mxolod kerZo

uRaribesi umdidresi

ორივე კვლევამ ცხადყო, რომ ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობის ყველაზე დიდ დაბრკოლებას ჯანდაცვის მომსახურების საფასურის გადახდის უუნარობა წარმოადგენდა. 2011 წელს გამოკითხულ შინამეურნეობათა თითქმის ნახევარში იყო ერთი წევრი მაინც, რომელმაც სამედიცინო მომსახურებით ვერ ისარგებლა, რადგან შინამეურნეობას საამისო ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსახლეობის 30 პროცენტმა განაცხადა, რომ სამედიცინო მომსახურება დასჭირდა, თუმცა ვერ მიიღო. მათგან, ვინც სამედიცინო მომსახურებით ვერ ისარგებლა, 85 პროცენტმა დაბრკოლებად ფინანსური მიზეზები დაასახელა (იხ. გრაფიკი #10).

გრაფიკი #10: მოსახლეობის პროცენტული რაოდენობა, რომელმაც ჯანდაცვის საჭირო მომსახურებით სარგებლობა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოახერხა, 2011 წ.

ar sWirdeba an

usargeblia, 69.5%

ver swvdeba, 85%

TviTmkurnaloba, 8.5%

sxva, 6.5%

dasWirda, magram

ar usargeblia, 30.5%

Page 16: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

14 სადისკუსიო დოკუმენტი

ჯანმრთელობის დაზღვევას დადებითი გავლენა აქვს ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობაზე. 2011 წლის კვლევის ჩატარებამდე 30 დღით ადრე დაზღვეული მოსახლეობის 17 პროცენტმა ისარგებლა ამბულატორიული მომსახურებით, ხოლო დაზღვევის არმქონე ჯგუფიდან - მხოლოდ 13 პროცენტმა.

ჯანმრთელობის დაზღვევა, მიუხედავად შინამეურნეობის მატერიალური მდგომარეობისა, ხელს უწყობს ჯანდაცვის ძირითადი მომსახურების ხელმისაწვდომობას. ფინანსური მიზეზების გამო ვერ მიღებულ სამედიცინო მომსახურებასთან მიმართებაში, ყველა კვინტილში გამოიკვეთა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება, მათ შორის, იმ პირებშიც, ვისაც აქვს ჯანმრთელობის დაზღვევა და ვისაც არა (იხ. გრაფიკი #11).

გრაფიკი #11: მოსახლეობის პროცენტი, რომელმაც განაცხადა, რომ დასჭირდა ჯანდაცვის მომსახურება, მაგრამ ფინანსურად ვერ შესწვდა მას, სადაზღვევო სტატუსისა და სამომხმარებლო კვინტილის მიხედვით, 2011 წ.

24% 23% 22% 22%

12%

36% 37%

26% 24% 22%

0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5

samomxmareblo kvintili

janmrTelobis dazRvevis mqone janmrTelobis dazRvevis armqone

uRaribesi

mosa

xleo

bis

%

umdidresi

Page 17: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 15

ბავშვთა სიღარიბესიღარიბეში დაბადებული ბავშვი სხვადასხვა ფორმის დეპრივაციას განიცდის. ბავშვიან ღარიბ ოჯახებს არ შეუძლიათ შეიძინონ საკმარისი საკვები, სასკოლო სახელმძღვანელოები და წამლები, ასევე – სხვა აუცილებელი ნივთები. შეიძლება მათ ოჯახის გადარჩენის მიზნით იფიქრონ თავიანთი შვილების ადრეულ ასაკში დასაქმებაზე. ბავშვთა სიღარიბე ხშირად მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება: სიღარიბეში დაბადებული ბავშვი მაღალი ალბათობით დარჩება ამავე მდგომარეობაში მთელი ცხოვრების მანძილზე. სიღარიბემ ადრეულ ასაკში შესაძლოა გამოიწვიოს შემეცნებითი და ფიზიკური განვითარების ხარვეზები, რაც ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება და ბავშვებს სამუდამოდ არახელსაყრელ მდგომარეობაში ამყოფებს.17 ამიტომ, ადამიანთა თანასწორი და თანმიმდევრული განვითარებისათვის არსებითია ბავშვებში ინვესტირება.

საქართველოში 2009-2011 წლებში ბავშვთა სიღარიბემ იკლო. თუმცა, ამ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, 2011 წელს საქართველოში ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა კვლავ უფრო მაღალია სხვა ჯგუფებთან შედარებით (იხ. გრაფიკი #2 ზემოთ). სიღარიბის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება იმ შინამეურნეობებში, რომელთაც მეტი ბავშვი ჰყავთ. ფარდობითი სიღარიბის ზღვრის შემთხვევაში ერთ ან მეტბავშვიანი შინამეურნეობების 24 პროცენტი სიღარიბეში ცხოვრობდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად იზრდება 30 პროცენტამდე სამ- ან მეტბავშვიანი შინამეურნეობების შემთხვევაში.

ცხრილი #1: სხვადასხვა რაოდენობის ბავშვიან შინამეურნეობებში ფარდობითი სიღარიბის ცვალებადობა 2009 და 2011 წლებში18

შინამეურნეობის ტიპი

სიღარიბის მაჩვენებელი

(შინამეურნეობები %)

χ2

მნიშვნელოვნობის დონე18

სიღარიბის მაჩვენებელი

(შინამეურნეობები %)

χ2

მნიშვნელოვნობის დონე

2009 წ. 2011 წ.უბავშვობავშვიანი

21,526,8

*** 19,924,5

***

უბავშვო1 ან 2 ბავშვი3 და მეტი ბავშვი

21,525,436,7

*** 19,923,730,1

***

სულ 23,7 21,8

თითოეული ზღვრის შემთხვევაში, ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების პროცენტული რაოდენობა უფრო მაღალია, ვიდრე მთლიანი მოსახლეობის სიღარიბის მაჩვენებელი და უფრო მაღალია, ვიდრე პენსიონრების სიღარიბის მაჩვენებელი (იხ. ცხრილი #2).

ცხრილი #2: სიღარიბის მაჩვენებლები 2009 და 2011 წლებში19

სიღარიბის ზღვარი

% ღარიბი უკიდურესი 2009 წ.

უკიდურესი 2011 წ.

ფარდობითი 2009 წ.

ფარდობითი 2011 წ.

შინამეურნეობები 8,9 8,3 23,7 21,8ბავშვები 11,5 9,4 28,4 25,2

პენსიონრები 7,3 8,219 22,2 21,3მოსახლეობა 9,9 9,1 25,7 23,5

17 მსოფლიო ბანკი, სიღარიბის კვლევა საქართველოში, 2008 წ.18 *** p < 0.001 (99.9% მნიშვნელოვნების დონე)19 2011 წელს კვლევის ჩატარების პერიოდში ასაკობრივი პენსიის მოცულობა იყო იგივე, რაც 2009 წელს.

Page 18: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

16 სადისკუსიო დოკუმენტი

2009 წელს სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად უფრო მაღალი იყო ბავშვიან შინამეურნეობებში, ვიდრე უბავშვო შინამეურნეობებში და ეს სხვაობა 2011 წელსაც შენარჩუნდა (იხ. გრაფიკი #12). უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი შინამეურნეობების პროცენტული რაოდენობა 3 პროცენტული ერთეულით უფრო მაღალია, ვიდრე უბავშვო შინამეურნეობებისა, როგორც 2009, ისე 2011 წლების კვლევების თანახმად.

გრაფიკი #12: სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი და უბავშვო შინამეურნეობების პროცენტი

8% 7%

22% 20%

11% 10%

27% 25%

0%

20%

40%

60%

80%

100%

2009 2011 2009 2011

Sin

ameu

rne

obi

s %

ubavSvo bavSviani

ukiduresi siRaribis maCvenebeli fardobiTi siRaribis maCvenebeli

ბავშვთა სიღარიბე და სოციალური დახმარებაქვეყანაში არ არსებობს სპეციალურად ბავშვებისათვის განკუთვნილი სოციალური დახმარება (ფინანსური შეღავათები), გარდა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მცხოვრები ბავშვების რეინტეგრაციის პაკეტისა (იხ. განმარტება მარჯვენა ცხრილში). ორი ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც სიღარიბის რისკების აღსაკვეთად გამოიყენება, არის პენსია და მიზნობრივი სოციალური დახმარება. საქართველოში ბევრი შინამეურნეობა შედგება რამდენიმე თაობის წარმომადგენლებისაგან, რაც ბავშვთა სიღარიბის შემცირებას უწყობს ხელს. თუმცა, სახელმწიფო პენსიით ბავშვების სარგებლობის ალბათობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობს თუ არა ამ კონკრეტულ შინამეურნეობაში ასაკით პენსიონერი.

2011 წელს მიზნობრივი სოციალური დახმარების სახით ფულადი შეღავათების მოცვა გაიზარდა ყველაზე ღარიბი შინამეურნეობების 20 პროცენტისათვის. ეს

ბავშვთა დაცვისა და სიღარიბის ურთიერთკავშირისაქართველოში ყველაზე მოწყვლადი ბავშვები არი -ან ღარიბ ოჯახებში, სახელმწიფო ზრუნვის დაწე-სებულებებსა და ქუჩაში მცხოვრები ან მომუშავე ბავშვები. ეროვნულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ძირი-თადად სიღარიბით არის გამოწვეული ბავშვების ოჯა ხებისაგან ჩამოცილება და შემდგომში ინსტი-ტუ ციონალიზაცია, ბავშების მინდობით აღზრდა თუ მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში განთავსება. საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა დიდი ზომის დაწესებულებების (ბავშვთა სახ ლების) დახურვისა და ბავშვების თავიანთ ოჯა-ხებში რეინტეგრაციისაკენ, ხოლო როცა ოჯახში რეინ-ტეგრაცია უსაფრთხო არ არის ან ბავშვის ინტერესებს არ შეესაბამება, - მათი მინდობით აღზრდისა თუ საოჯახო ტიპის მცირე ბავშვთა სახლებში განთავსებისაკენ. მთავრობამ შემოიღო შეღავათები ბავშების დიდი ზომის დაწესებულებებიდან ოჯახებში დაბრუნებისათვის, მათ შორის, ყოველთვიური ფულადი დახმარება თითოეულ ბავშვზე 90 ლარის ოდენობით, ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევა და დღის ცენტრის ვაუჩერები. რეინ ტეგ-რაციის ამ შეღავათს არ აქვს გავლენა რაიმე სხვა ტი პის დახმარებაზე, რომლითაც შეიძლება სარ გებ-ლობდეს ბავშვი ან მისი ოჯახი. თუმცა, არსებული შეღავათები ხელმისაწვდომია ბავშვებისათვის და მათი ოჯახებისათვის პოსტ ფაქტუმ, ე.ი. როდესაც ბავშვი ოჯახს უკვე ჩამოცილდა. საქართველოს მთავრობა გეგმავს 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის დაზღვევის შემოღებას 2012 წლის სექტემბრიდან. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია ბავშვთა სიღარიბის აღკვეთისაკენ და ოჯახების ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკენ.

Page 19: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 17

გაუმჯობესება გამოიწვია მიზნობრივი სოციალური დახმარების გაანგარიშების ფორმულის ცვლილებამ 2010 წელს და მიზნობრივი სოციალური დახმარების მონაცემთა ბაზის მართვის ახალი ადმინისტრაციული წესების დანერგვამ.20

მიზნობრივი სოციალური დახმარების ბავშვიანი და უბავშვო შინამეურნეობების დაფარვის შედარებისას გამოვლინდა, რომ 2011 წელს უღარიბეს შინამეურნეობებს შორის ბავშვიანი ოჯახები ნაკლებად იღებდნენ ფულად დახმარებას. 2011 წელს ბავშვიანი ოჯახების 12 პროცენტი იღებდა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას, უბავშვო ოჯახების 15 პროცენტთან შედარებით.

2009 წელს უღარიბეს ჯგუფში უბავშვო შინამეურნეობების 35 პროცენტი სარგებლობდა მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი შეღავათით, ხოლო 2011 წელს – იმავე ტიპის შინამეურნეობების 56 პროცენტი. რაც შეეხება ბავშვიან შინამეურნეობებს იმავე სამომხმარებლო ჯგუფში, იმავე პერიოდში მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი შეღავათით სარგებლობა 43-დან 53 პროცენტამდე გაიზარდა. ეს დადებითი ცვლილება უფრო აშკარაა უბავშვო შინამრუნეობების შემთხვევაში (იხ. გრაფიკები #13ა და #13ბ). მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ძალზე მოწყვლად ბავშვებს და ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმას. შინამეურნეობათა სიღარიბე ბავშვთა ოჯახიდან ჩამოცილებისა და ოჯახების დანგრევის მნიშვენლოვანი მიზეზია და ამდენად, უნდა გაფართოვდეს ბავშვიანი შინამეურნეობებისათვის სოციალური შეღავათები.

ამასთანავე, 2011 წლის მონაცემებიდან ჩანს, რომ პირველ დეცილში ბავშვიან შინამეურნეობათა 47 პროცენტს მიზნობრივი სოციალური ფულადი დახმარება არსებული მექანიზმის ფარგლებში არ ფარავდა.

გრაფიკი #13ა: ბავშვიანი და უბავშვო შინამეურნეობების მიზნობრივი სოციალური დახმარებით დაფარვა დეცილებში, 2009 წ.

35%

17%

9% 10% 8% 5% 8%3% 2% 1%

43%

15%

5% 3% 3% 2% 2% 0% 0% 1%0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

samomxmareblo decili msd-is gamoklebiT

ubavSvo bavSviani

uRaribesi umdidresi

Sin

ameu

rne

obi

s %

20 სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოებული სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი მონაცემთა ბაზა.

Page 20: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

18 სადისკუსიო დოკუმენტი

ცხრილი #13ბ: მიზნობრივი სოციალური დახმარების დაფარვა დეცილებში უბავშვო და ბავშვიანი შინამეურნეობებისათვის, 2011 წ.

56%

18% 21%13% 11% 9% 11% 8%

4% 3%

53%

22%

12%5% 6% 3% 2% 2% 2% 2%

0%

20%

40%

60%

80%

100%

1 2 3 4 5 6 7 8 9 10

samomxmareblo decili msd-is gamoklebiT

ubavSvo bavSviani

uRaribesi umdidresi

Sin

ameu

rne

obi

s %

ბავშვთა სიღარიბის შემცირება - ალტერნატივებისაქართველოს მთავრობას აქვს სიღარიბის დაძლევის ეფექტიანი სისტემა პენსიებისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების სახით. მიუხედავად ამისა, თვალსაჩინოა ამ პროგრამების გავლენის გაფართოების აუცილებლობა. მთავრობამ აიღო ვალდებულება 2012 წლის სექტემბრიდან გაზარდოს ასაკობრივი პენსიები.21 67 წლამდე პენსიონრები22 ისარგებლებენ საპენსიო პაკეტით ყოველთვიურად 125 ლარის ოდენობით, ხოლო 67 წლის და უფროსი ასაკის პენსიონრები - 140 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მთავრობამ შემოიღო ჯანმრთელობის დაზღვევა პენსიონერთათვის. ჯანმრთელობის დაზღვევის განცხადებული ღირებულება ყოველთვიურად 15 ლარს შეადგენს, რომელიც შედის საპენსიო პაკეტში.23 აქ განხილულია, თუ როგორ იმოქმედებს გაზრდილი პენსია სიღარიბის შემცირებაზე. თანხა, რომელსაც განცხადებული ინფორმაციის თანახმად პენსიონრები 2012 წლის სექტემბრიდან მიიღებენ, შესაბამისად შეადგენს 110 და 125 ლარს.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მიზნობრივ სოციალურ დახმარებას უფრო ძლიერი პოტენციური გავლენა აქვს ბავშვთა სიღარიბის შემცირებაზე, ვიდრე პენსიებს (იხ. გრაფიკები #5 და #7). ამავდროულად, მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში ფულადი შეღავათები საჭიროებების შეფასებაზეა დამოკიდებული, ხოლო პენსიების ოდენობა ფიქსირებულია და წარმოადგენს საყოველთაო ფულად გაცემულობებს. პენსიების მიღება დამოკიდებულია იმაზე, ცხოვრობს თუ არა პენსიონერი შინამეურნეობაში. მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღება დამოკიდებულია ერთი მხრივ იმაზე, გადაწყვეტს თუ არა შინამეურნეობის უფროსი მიმართოს სახელმწიფოს მიზნობრივი სოციალური დამხარების მისაღებად და მეორე მხრივ იმაზე, მიიჩნევს თუ არა სახელმწიფო ამ შინამეურნოებას უფლებამოსილად ისარგებლოს მიზნობრივი სოციალური დახმარებით. ამდენად, ბავშვის სოციალური დაცვის უფლების რეალიზაცია მეტწილად დამოკიდებულია სხვა პირთა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც შესაძლოა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად არ მოქმედებდნენ. დოკუმენტში განხილულია ბავშთა საყოველთაო შეღავათი,

21 საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ, მუხლი 39, პუნქტი 6.22 პენსიონერი, დეფინიციის თანახმად, არის პირი, რომელიც იღებს პენსიას. სახელმწიფო პენსიის შესახებ საქართველოს კანონის

მიხედვით, საპენსიო ასაკი არის 65 წელი, ხოლო ქალებს შეუძლიათ პენსიის მიღების უფლებით ისარგებლონ 60 წლის ასაკიდან.23 საქართველოს კანონი 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ითვალისწინებს, რომ საპენსიო პაკეტის დანაწილება ფულად

და არაფულად კომპონენტებად უნდა განისაზღვროს მთავრობის დადგენილებით. რაც შეეხება გეგმებს, შეთანხმებულია, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის ყოველთვიური პრემიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ტენდერის შედეგების მიხედვით და იგი არ უნდა აღემატებოდეს თვეში 15 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის დაზღვევის ყოველთვიური პრემია განისაზღვრა 15 ლარზე ნაკლები ოდენობით, 15 ლარსა და ყოველთვიური პენსიის ოდენობას შორის დარჩენილი სხვაობა უნდა გადაუხადონ პენსიონერს ფულადი შემოსავლის სახით. პენსიის ფულადი შემოსავლის შესაძლო სხვაობა არ არის გათვალისწინებული.

Page 21: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 19

როგორც ინსტრუმენტი ბავშვებისა და მათი ოჯახების სიღარიბის რისკებისაგან დასაცავად.

განვიხილავთ ქვემოთ წარმოდგენილი ჰიპოთეტური ინტერვენციების გავლენას სიღარიბეზე:

1) მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი შეღავათის 50 პროცენტით გაზრდა.

2) მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი შეღავათის 100 პროცენტით გაზრდა.

3) მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა ზღვრული სარეიტინგო ქულის 100,000-მდე გაზრდის გზით.

4) ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება, 0-16 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 15, 20 და 30 ლარის ოდენობით.

ეს მოდელები ეფუძნება დოკუმენტში ზემოთ განხილულ დაშვებებს და შედეგები ვალიდურია დოკუმენტში გამოყენებული სიღარიბის ზღვრებთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ შინამეურნეობათა სრული მოხმარება მორგებულია ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე, ინტერვენციების რეალური გავლენა ბავშვთა სიღარიბეზე თითოეულ შინამეურნეობაში შესაძლოა მაინც შეფასებული იყოს „ზედმეტად“ ან „ნაკლებად“. აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ მოხმარების განაწილება თითოეულ შინამეურნეობაში არ არის ჰომოგენური. თუმცა ინტერვენციების საერთო გავლენა მაინც რეალისტურია.

კვლევის ჩატარების პერიოდში მთავრობა ასაკობრივ პენსიებზე ყოველთვიურად დაახლოებით 55 მილიონ ლარს ხარჯავდა. საპენსიო სისტემის უკანასკნელი რეფორმა 2011 წლის სექტემბერში განხორციელდა, რომლის შედეგად პენსიის ოდენობა თითოეულ პირზე 80-დან 100 ლარამდე გაიზარდა (მე–5 და მე–6 ცხრილში მოცემულია აღნიშნული ზრდის შესაძლო ეფექტი სიღარიბის მაჩვენებლებზე). სახელმწიფოს დანახარჯი პენსიებზე 2011 წლის სექტემბრიდან გაიზარდა და ყოველთვიურად დაახლოებით 67 მილიონი ლარი შეადგინა. 2012 წლის სექტემბერში, პენსიების დაგეგმილი ზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო გაცემულობები ასაკობრივ პენსიებზე გაიზრდება და ყოველთვიურად 14 მილიონი ლარით მეტი იქნება (დამატებით, ყოველთვიურად 10 მილიონი ლარი დაიხარჯება ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაზღვევაზე).24 სიღარიბის ახალი მაჩვენებლების გაანალიზებისას, 2012 წელს პენსიების ზრდის გათვალისწინებით, დოკუმენტი ითვალისწინებს შინამეურნეობების მიერ პენსიებიდან მიღებული შემოსავლების განსხვავებას. ეს სხვაობა გაანგარიშებულია კვლევის დროს განცხადებული საპენსიო შემოსავლის ოდენობის 2012 წლის სექტემბრიდან პენსიის დაგეგმილი ოდენობიდან გამოკლების გზით. შემდეგ ზემოაღნიშნული სხვაობა დამატებულია შინამეურნეობის მოხმარების მაჩვენებელზე და მორგებულია ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულზე. ეს მოქმედება ჩატარდა პენსიების როგორც 2011 წლის, ისე სამომავლო ზრდის მხედველობაში მისაღებად.

ქვემოთ მოყვანილი მოდელის მიხედვით, 2012 წლის სექტემბერში პენსიების დაგეგმილი ზრდის შედეგად, სხვა დანარჩენი პარამეტრების უცვლელობის პირობებში, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 7,7 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე - 25-დან 23 პროცენტამდე (იხ. გრაფიკი #14). ეს ინტერვენცია მთავრობას ყოველთვიურად 26 მილიონი ლარი დაუჯდება.25

24 http://ssa.gov.ge/files/01_GEO/statistika/EXCEL/1/2012/1.9.xlsx 25 თვეში 26 მილიონი ლარიდან 12 მილიონი ლარი იხარჯება ასაკობრივ პენსიაზე 2011 წლის სექტემბრიდან; ხოლო 2012 წლის

სექტემბრიდან დამატებით თვეში 14 მილიონი ლარი დაიხარჯება.

Page 22: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

20 სადისკუსიო დოკუმენტი

გრაფიკი #14: ასაკობრივი პენსიის დაგეგმილი ზრდის პროგნოზირებული გავლენა ბავშვთა სიღარიბეზე

9.4%

25%

7.7%

23%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi siRaribe fardobiTi siRaribe

bavSvTa siRaribis sawyisi maCvenebeli bavSvTa siRaribis maCvenebeli pensiis zrdis Semdeg

მიზნობრივი სოციალური დახმარების ამჟამინდელი ოდენობა შეადგენს 30 ლარს ოჯახის პირველ წევრზე და 24 ლარს ოჯახის თითოეულ დამატებით წევრზე. ამჟამად მთავრობა ყოველთვიურად დაახლოებით 11 მილიონ ლარს ხარჯავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულად შეღავათზე.

პირველი სცენარის შემთხვევაში (50 პროცენტიანი ზრდა), ფულადი დახმარების ოდენობა გაიზრდება 45 ლარამდე ოჯახის პირველ წევრზე და 36 ლარამდე – ოჯახის თითოეულ დამატებით წევრზე. არსებული დაფარვის პირობებში ეს მთავრობას ყოველთვიურად დაახლოებით 5,5 მილიონი ლარით მეტი დაუჯდება, რაც მიზნობრივი სოციალური დახმარების ყოველთვიურ გაცემულობას დაახლოებით 16,5 მილიონ ლარამდე გაზრდის. ამ სცენარის შემთხვევაში ბავშვთა სიღარიბეზე პროგნოზირებული გავლენა თითქმის იგივეა, რაც პენსიების დაგეგმილი ზრდის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი პარამეტრების უცვლელობის პირობებში, ამ სცენარში, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, პროგნოზის თანახმად, მცირდება 9,4-დან 8 პროცენტამდე, ხოლო ბავშთა ფარდობითი სიღარიბე - 25-დან 23 პროცენტამდე.

მეორე სცენარის მიხედვით, მიზნობრივი სოციალური დახმარების ფულადი შეღავათი 100 პროცენტით გაიზრდება: ოჯახის პირველ წევრზე – 60 ლარამდე და ოჯახის თითოეულ მომდევნო წევრზე – 48 ლარამდე. ამჟამინდელი დაფარვის პირობებში ეს ზრდა სახელმწიფოს ყოველთვიურად დაახლოებით 11 მილიონი ლარით მეტი დაუჯდება, რაც მიზნობრივ სოციალურ დახმარებაზე ყოველთვიურ გაცემულობებს 22 მილიონ ლარამდე გაზრდის. ყველა სხვა პარამეტრის უცვლელობის შემთხვევაში ეს ზრდა ბავშვთა ფარდობით სიღარიბეს 5 პროცენტული ერთეულით ამცირებს. 100–პროცენტიანი ზრდის შემთხვევაში ყოველი მეხუთე ბავშვი დააღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.

მესამე სცენარის თანახმად, ზღვრული სარეიტინგო ქულა 100,000-ს26 შეადგენს. ამგვარი მიდგომა, ამჟამინდელი ფულადი დახმარების ოდენობის შეცვლის გარეშე, გამოიწვევს მიზნობრივი სოციალური დახმარების ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას 140 პროცენტით. ეს სახელმწიფო გაცემულობებს ყოველთვიურად დამატებით დაახლოებით 18,5 მილიონი ლარით გაზრდის, რაც მიზნობრივი სოციალური დახმარების მთლიან ყოველთვიურ ხარჯს 29,5 მილიონ ლარამდე აიყვანს. ყველა სხვა პარამეტრის უცვლელობის პირობებში ამგვარი ზრდა ბავშვთა სიღარიბეს 9,4-დან 7,1 პროცენტამდე ამცირებს (იხ. გრაფიკი #15).

26 მიზნობრივი სოციალური ფულადი დახმარება ეკუთვნის შინამეურნეობებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 57,001-ზე ნაკლებია.

Page 23: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 21

გრაფიკი #15: მიზნობრივი სოციალური დახმარების ცვლილების პროგნოზირებული გავლენა ბავშვთა სამომხმარებლო სიღარიბეზე

ukiduresi fardobiTi

9.4%

25%

8.0%

23%

0%

20%

40%

60%

80%

100%

siRaribis sawyisi maCvenebelisiRaribis maCvenebeli msd-is zrdis gaTvaliswinebiT

ukiduresi fardobiTi

0%

20%

40%

60%

80%

100%

siRaribis sawyisi maCvenebelisiRaribis maCvenebeli msd-is zrdis gaTvaliswinebiT

9.4%

25%

7.5%

20%

TSAmsd-is 50%-iani zrdis Sedegi msd-is 100%-iani zrdis Sedegi

msd-is zRvruli sareitingo qulis 100,000-mde zrdis Sedegi

9.4%

25%

7.1%

21%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

bavSvTa siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli msd-is zRvruli sareitingo qulis zrdis gaTvaliswinebiT

უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ორი სცენარის მიხედვით სიღარიბის მაჩვენებლების შემცირება განპირობებულია მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები ოჯახების მიერ სიღარიბისგან თავის დაღწევით. მესამე სცენარით კი, სიღარიბის მაჩვენებლები მცირდება მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალი ბენეფიციარების გაჩენით და ამგვარად, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობაც იზრდება. თუმცა, სისტემიდან გამორიცხვის შეცდომის გამო ის უღარიბესი ჯგუფი, რომელიც დახმარების მისაღებად არ/ვერ მიმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს, კვლავ ვერ მოახერხებს დახმარებით სარგებლობას.

მთავრობა პენსიების დაგეგმილ ზრდას 2012 წლის სექტემბრიდან განახორციელებს. ეს ზრდა უკვე ასახულია 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ყველა სხვა პარამეტრის უცვლელობის პირობებში, თუ მთავრობა გაზრდის პენსიებს და იმავდროულად 50 პროცენტით გაზრდის მიზნობრივ სოციალურ დახმარებას (სცენარი #1), პროგნოზის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 6,6 პროცენტამდე, ხოლო ბავშთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 21 პროცენტამდე მცირდება. თუ მიზნობრივი სოციალური დახმარება 100 პროცენტით გაიზრდება, პენსიების დაგეგმილ ზრდასთან ერთად, ეს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს 9,4-დან 6 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობით სიღარიბეს 25-დან 18 პროცენტამდე ამცირებს. თუ მიზნობრივი სოციალური დახმარების ზღვრული სარეიტინგო ქულა 100,000-მდე გაიზრდება, პენსიების დაგეგმილ ზრდასთან ერთად ეს ბავშვთა უკიდურეს სიღარიბეს 5,9 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობით სიღარიბეს 19 პროცენტამდე ამცირებს. ბოლო ორი მოდელის შემთხვევაში, უკიდურეს სიღარიბეს თავს დააღწევს ყოველი მესამე ბავშვი (იხ. გრაფიკი #16).

Page 24: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

22 სადისკუსიო დოკუმენტი

გრაფიკი #16: ტრანსფერების ორგვარი ზრდის პროგნოზირებული გავლენა - გაზრდილი მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და პენსიის გავლენა ბავშვთა სამომხმარებლო სიღარიბეზე

9.4%

25%

6.6%

21%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli msd-is 50%-ianida pensiebis dagegmili zrdis gaTvaliswinebiT

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli msd-is 100%-ianida pensiebis dagegmili zrdis gaTvaliswinebiT

9.4%

25%18%

6.0%

9.4%

25%

5.9%

19%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

bavSvTa siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli pensiebis dagegmili zrdis da msd-is zRvruli sareitingoqulis zrdis gaTvaliswinebiT

msd-is 50%-iani zrdis Sedegi pensiebTan erTad

msd-is 100%-iani zrdis Sedegi pensiebTan erTad

msd-is zRvruli sareitingo qulis 100,000-mde zrdis Sedegi pensiebTan erTad

ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში #3 ნაჩვენებია ინტერვენციების გავლენა და ბავშვთა სიღარიბის შემცირებისას პენსიებისა და სხვა ინტერვენციების ურთიერთგადაფარვის მოცულობა.

ცხრილი #3: ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე - ინტერვენციების წმინდა გავლენა

უკიდურესი სიღარიბის

საწყისი მაჩვენებელი

9,4%

სიღარიბის მაჩვენებლები

ინტერვენციების შედეგად

სიღარიბის მაჩვენებლები

ინტერვენციების შედეგად და პენსიების

გათვალისწინებით

სიღარიბის საწყისი

მაჩვენებლიდან კლება (9,4-P1)

სიღარიბის მაჩვენებლების

კლება პენსიების გავლენის

გათვალისწინებით(9,4-P2)

სიღარიბის მაჩვენებლების

კლება მხოლოდ პენსიების

ზრდის პირობებში

(7,7-P2)

პენსიების ზრდის

გავლენის გადაფარვა სხვა ინტერვენციების

გავლენასთან(1,7+P3-P4)

P1 P2 P3 P4 P5 P6პენსიები 7.7% - 1.7% - - -მსდ 50 8% 6.6% 1.4% 2.8% 1.1% 0.3%მსდ 100 7.5% 6.% 1.9% 3.4% 1.7% 0.2%მსდ 100K 7.1% 5.9% 2.3% 3.5% 1.8% 0.5%საყოველთაო 5.3% 3.9% 3.9% 5.5% 3.8% 0.1%

Page 25: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 23

საყოველთაო შეღავათები

საქართველოს სოციალური დაცვის არსებული სისტემის ფარგლებში ფულადი დახმარების და მომსახურების დიდი წილი უკავშირდება შინამეურნეობათა სიღარიბის დონეს, რომლის ასახვა და შეფასება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის მეშვეობით ხდება. მთავრობას მიაჩნია, რომ შეღავათების დაკავშირება შინამეურნეობათა სიღარიბის დონესთან უზრუნველყოფს შეზღუდული რესურსების უფრო ეფექტურ და ეფექტიან გამოყენებას. მეორე მხრივ, მთავრობა აღიარებს, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისადმი, მათი სპეციფიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა საყოველთაო მიდგომა, მაგალითად, ასაკობრივი პენსიებისა და სკოლამდელი და საშუალო განათლების საყოველთაო უზრუნველყოფა. ამ გამოცდილების საფუძველზე დოკუმენტში განხილულია 0-16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარების შემოღების შესაძლებლობა.27 ამ ჰიპოთეტური მოდელის თანახმად, ზემოაღნიშნული ფულადი დახმარების ყოველთვიური ოდენობა განისაზღვრა ოჯახის პირველ წევრზე მიზნობრივი სოციალური დახმარების ამჟამინდელი ოდენობით (30 ლარი),28 რაც თითოეულ ბავშვზე დღეში ერთ ლარს უდრის. ეს შეღავათი სახელმწიფოს ყოველთვიურად დაახლოებით 25 მილიონი ლარი დაუჯდება.29 ყველა სხვა პარამეტრის უცვლელობის შემთხვევაში, ამ საყოველთაო შეღავათის შემოღებით, პროგნოზის თანახმად, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე 9,4-დან 5,3 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 17 პროცენტამდე მცირდება (იხ. გრაფიკი #17).

თუ პენსიების დაგეგმილ ზრდას დაემატება ბავშვთა შეღავათის შემოღება, ხოლო ყველა სხვა პარამეტრი უცვლელი დარჩება, ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე, პროგნოზის თანახმად, 9,4-დან 3,9 პროცენტამდე, ხოლო ბავშვთა ფარდობითი სიღარიბე 25-დან 15 პროცენტამდე მცირდება (იხ. გრაფიკი #17). ამ სცენარის შემთხვევაში, პროგნოზის თანახმად, ბავშვთა თითქმის 60 პროცენტი აღწევს თავს უკიდურეს სიღარიბეს.

გრაფიკი #17: ბავშვთა საყოველთაო შეღავათის (30 ლარი) პროგნოზირებული გავლენა ბავშვთა სამომხმარებლო სიღარიბეზე და პენსიებისა და საყოველთაო შეღავათების ერთობლივი გავლენა

9.4%

25%

5.3%

17%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli bavSvTasayovelTao SeRavaTis gaTvaliswinebiT

9.4%

25%

3.9%

15%

0%

20%

40%

60%

80%

100%

ukiduresi fardobiTi

siRaribis sawyisi maCvenebeli

siRaribis maCvenebeli bavSvTasayovelTao SeRavaTis da pensiis zrdis gaTvaliswinebiT

27 კეთილდღეობის მონიტორინგის კვლევისა და ზრდასრულთა ეკვივალენტურობის გამოთვლისათვის გამოყენებულია 0-16 ასაკობრივი ჯგუფი.

28 2011 წლის მედიანური მოხმარების (182 ლარი) 16 %.29 30 ლარი გამრავლებულია 0-16 წლის ასაკის მოსახლეობის რაოდენობაზე (დაახლოებით 820 ათასი).

Page 26: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

24 სადისკუსიო დოკუმენტი

ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღებას მნიშნველოვანი გავლენა აქვს ყველა სხვა ჯგუფის უკიდურეს სიღარიბეზეც. ბავშვთა საყოველთაო შეღავათი სიღარიბეს ყველა შინამეურნეობაში 8,3-დან 4,5 პროცენტამდე და მთლიან მოსახლეობაში 9,1-დან 4,5 პროცენტამდე ამცირებს. ამასთანავე, ბავშვთა საყოველთაო შეღავათი პენსიონერთა სიღარიბეს 8,1-დან 2 პროცენტამდე ამცირებს (იხ. ცხრილი #4).

ცხრილი #4: ბავშვთა საყოველთაო შეღავათისა და პენსიების დაგეგმილი ზრდის ერთობლივი გავლენის პროგნოზი

უკიდურესი სიღარიბე ფარდობითი სიღარიბე

სიღარიბის საწყისი მაჩვენებლი

სიღარიბის მოდელირებული

მაჩვენებელი

სიღარიბის საწყისი მაჩვენებლი

სიღარიბის მოდელირებული

მაჩვენებელი

შინამეურნეობები 8,3% 4,5% 22% 15%მოსახლეობა 9,1% 4,5% 24% 16%ბავშვები 9,4% 3,9% 25% 15%პენსიონრები 8,1% 2,0% 21% 11%

ვინაიდან სოციალური დაცვის დამატებითი დანახარჯებისათვის ფისკალური რესურსები შეზღუდულია, წინამდებარე დოკუმენტში აგრეთვე განხილულია 15 და 20 ლარიანი ბავშვთა საყოველთაო შეღავათის სავარაუდო გავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე. ამ ორი უკანასკნელი შეღავათის შემოღება მთავრობას ნაკლები დაუჯდება, ვიდრე ბავშვთა საყოველთაო შეღავათის 30 ლარის ოდენობით განსაზღვრა. შესაბამისად, პროგნოზირებული გავლენაც ნაკლები იქნება. მიუხედავად ამისა, სხვა შესაძლო, ხარჯების თვალსაზრისით მსგავს ინტერვენციებთან მიმართებაში (მიზნობრივი სოციალური დახმარების ფარგლებში ფულადი დახმარების 100 პროცენტით გაზრდა ან მიზნობრივი სოციალური დახმარების ზღვრული სარეიტინგო ქულის 100,000-მდე გაზრდა), 15 და 20 ლარიანი ბავშვთა საყოველთაო შეღავათის გავლენა სიღარიბის მაჩვენებლებზე მაინც უფრო მაღალია.

თუ პენსიების დაგეგმილ ზრდასთან ერთად შემოღებული იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი 15 ლარის ოდენობით, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 9,4-დან 5,2 პროცენტამდე მცირდება ბავშვებში, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვებელი - 25-დან 19 პროცენტამდე. ამ ინტერვენციის სავარაუდო ღირებულება ყოველთვიურად 12,5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს შეღავათი დადებით გავლენას ახდენს სხვა ჯგუფებზეც (იხ. ცხრილი #5 და #6).

თუ პენსიების დაგეგმილ ზრდასთან ერთად შემოღებული იქნება ბავშვთა საყოველთაო შეღავათი 20 ლარის ოდენობით, უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი ბავშვებში 9,4-დან 4,6 პროცენტამდე მცირდება, ხოლო ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებელი - 25-დან 11პროცენტამდე. ამ ინტერვენციის სავარაუდო ღირებულება ყოველთვიურად 18,5 მილიონ ლარს შეადგენს. ეს 20 ლარის ოდენობის შეღავათი სხვა ჯგუფებშიც მნიშვნელოვნად ამცირებს სიღარიბის მაჩვენებლებს (იხ. ცხრილი #5 და #6).

ამ სხვადასხვა მოდელის ანალიზმა ცხადყო, რომ ბავშვთა საყოველთაო შეღავათები, გაზრდილ პენსიებთან ერთად, სოციალური დაცვის ყველაზე ეფექტიან ინსტრუმენტებს წარმოადგენენ როგორც ბავშვთა სიღარიბის, ისე სხვა ჯგუფების სიღარიბის შესამცირებლად. ძალზე მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშთა შეღავათები ხელმისაწვდომი იყოს ყველასათვის, თვითშერჩევის საფუძველზე, და შეღავათის გაცემა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას.

ცხრილებში #5 და #6 წარმოდგენილია ზემოთ განხილული სცენარების გავლენა სხვადასხვა ჯგუფის სიღარიბის მაჩვენებლებზე.

Page 27: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 25

ცხრ

ილი

#5:

მოდ

ელებ

ის გ

ავლ

ენა

უკი

დუ

რეს

ი სი

ღარ

იბის

მაჩ

ვენე

ბლებ

ზე

სი

ღარი

ბის

საწყ

ისი

მაჩვ

ენებ

ელი

2011

წ.

პენს

იები

ს 20

11 წ

ლის

სე

ქტემ

ბრის

ზრ

და (1

2 მი

ლიო

ნი

ლარ

ი თვ

ეში)

მხოლ

ოდ

პენს

იები

ს და

გეგმ

ილი

ზრდა

კვლ

ევის

ჩა

ტარე

ბიდა

ნ 20

12 წ

ლის

სე

ქტემ

ბრამ

დე

(26

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

მსდ-

ის 5

0%-

ით ზ

რდა

და

პენს

იები

ს ზრ

და

(დამ

ატებ

ით

5,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

მსდ-

ის 1

00%

-ით

ზრდ

ა და

პე

ნსიე

ბის

ზრდა

(დ

ამატ

ებით

11

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

მსდ-

ის

ზღვრ

ული

სარე

იტინ

გო

ქულ

ის ზ

რდა

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

18,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

12,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი,

15 ლ

არი

ბავშ

ვზე)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

18,5

მილ

იონი

არი,

20

ლარ

ი ბა

ვშვზ

ე)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

25 მ

ილიო

ნი

ლარ

ი თვ

ეში,

30

ლარ

ი ბა

ვშვზ

ე)

შინა

მეუ

რნე

ობე

ბი8.

3%6.

9%5.

8%5.

1%4.

7%4.

8%4.

9%4.

7%4.

5%

მოსა

ხლეო

ბა9.

1%7.

7%6.

6%5.

9%5.

3%5.

2%5.

2%4.

9%4.

5%

ბავშ

ვები

9.4%

8.5%

7.7%

6.6%

6.0%

5.9%

5.2%

4.6%

3.9%

პენს

იონრ

ები

8.1%

5.5%

3.3%

2.8%

2.7%

2.7%

2.5%

2.3%

2.0%

ცხრ

ილი

#6: მ

ოდ

ელებ

ის გ

ავლ

ენა

ფარ

დო

ბით

ი სი

ღარ

იბის

მაჩ

ვენე

ბლებ

ზე

სი

ღარი

ბის

საწყ

ისი

მაჩვ

ენებ

ელი

2011

წ.

პენს

იები

ს 20

11 წ

ლის

სე

ქტემ

ბრის

ზრ

და (1

2 მი

ლიო

ნი

ლარ

ი თვ

ეში)

მხოლ

ოდ

პენს

იები

ს და

გეგმ

ილი

ზრდა

კვლ

ევის

ჩა

ტარე

ბიდა

ნ 20

12 წ

ლის

სე

ქტემ

ბრამ

დე

(26

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

მსდ-

ის 5

0%-

ით ზ

რდა

და

პენს

იები

ს ზრ

და

(დამ

ატებ

ით

5,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

მსდ-

ის

100%

-ით

ზრდა

და

პენს

იები

ს ზრ

და

(დამ

ატებ

ით

11 მ

ილიო

ნი

ლარ

ი თვ

ეში)

მსდ-

ის

ზღვრ

ული

სარე

იტინ

გო

ქულ

ის ზ

რდა

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

18,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

12,5

მილ

იონი

არი

თვეშ

ი,

15 ლ

არი

ბავშ

ვზე)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

18,5

მილ

იონი

არი,

20

ლარ

ი ბა

ვშვზ

ე)

ბავშ

ვთა

საყო

ველ

თაო

შეღა

ვათე

ბი

და პ

ენსი

ების

ზრ

და

(დამ

ატებ

ით

25 მ

ილიო

ნი

ლარ

ი თვ

ეში,

30

ლარ

ი ბა

ვშვზ

ე)

შინა

მეუ

რნე

ობე

ბი22

%19

%18

%16

%14

%15

%16

%16

%15

%

მოსა

ხლეო

ბა24

%21

%20

%18

%16

%16

%18

%17

%16

%

ბავშ

ვები

25%

23%

23%

21%

18%

19%

19%

17%

15%

პენს

იონრ

ები

21%

16%

13%

12%

10%

10%

12%

12%

11%

Page 28: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

26 სადისკუსიო დოკუმენტი

სადისკუსიო საკითხები

• მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების რეფორმებმა საქართველოში გამოიწვია სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ამან თანაბარი გავლენა ვერ იქონია სხვადასხვა მატერიალური მდგომარეობის მქონე ჯგუფებზე. საქართველოსთვის, როგორც საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ქვედა ზღვარზე მყოფი სახელმწიფოსათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ თავი გაართვას არსებულ უთანასწორობასა და უთანაბრობას.

• სიღარიბის აღმოფხვრის უპირველესი საშუალებაა ეკონომიკის შემდგომი ზრდა ისე, რომ ყველას შეექმნას თანაბარი შესაძლებლობები. ასევე, განხორციელდეს ინვესტიციები ბავშვის ადრეულ ასაკში განვითარებასა და განათლებაში, შეიქმნას დასაქმების თანაბარი შესაძლებლობები, უკეთ იყონ დაცული შინამეურნეობები ეკონომიკური შოკისგან და გაძლიერდეს პერსპექტიული ეკონომიკური სექტორები. ამგვარი ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური, რათა დადებითად იმოქმედოს ბავშვებსა და მათ ოჯახებზე.

• მთავრობა აღიარებს, რომ მიუხედავად მიღწეული წინსვლისა, ეკონომიკურ განვითარებას დრო სჭირდება და უნდა არსებობდეს სოციალური დაცვის პაკეტი სიღარიბეში მცხოვრები შინამეურნეობებისათვის.

• სოციალური დაცვის ამჟამად არსებული მექანიზმები (მიზნობრივი სოციალური დახმარება, ასაკობრივი პენსია და სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში დაზღვევა) ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს უკიდურესი და ფარდობითი სამომხმარებლო სიღარიბის შემცირებას. შინამეურნეობების კეთილდღეობის კვლევამ (2009 და 2011 წწ.) დაადასტურა, რომ საქართველოში მართლაც შემცირდა სიღარიბე.

• უნდა აღინიშნოს, რომ წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილი მტკიცებულებები აჩვენებენ, რომ ბავშვიანი შინამეურენობები უფრო მეტად განიცდიან სიღარიბეს და ნაკლებად სარგებლობენ სოციალური დაცვით, ვიდრე სხვა შინამეურნეობები. კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ ბავშვებისთვის საჭიროა ახლო მომავალში დამატებითი სოციალური დაცვა.

• საერთაშორისო კვლევების თანახმად, სიღარიბეში დაბადებული ბავშვი მეტი ალბათობით იქნება ღარიბი მთელი ცხოვრების მანძლზე, რაც ხელს უშლის ბავშვის სათანადო განვითარებას და მომავალში უარყოფით გავლენას ახდენს სამუშაო ძალის მონაწილეობაზე ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკის მომავალი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ბავშვთა ამჟამინდელ კეთილდღეობაზე.

• წინამდებარე დოკუმენტში განხილულია სოციალური პოლიტიკის ალტერნატივები (მიზნობრივი სოციალური დახმარების გაზრდა და ბენეფიციართა ქსელის გაფართოება, ბავშვთა საყოველთაო შეღავათის შემოღება), რომლებიც, რასაკვირველია, არ არის ყოვლისმომცველი, თუმცა ითვალისწინებს პოტენციურ გზებს ბავშვთა სიღარიბის შემცირებისათვის.

• წინამდებარე დოკუმენტი მხარს უჭერს პოზიციას, რომ სოციალური დაცვის ნებისმიერი სამომავლო გაფართოებისას გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორი. ეს არის ინვესტიცია როგორც საქართველოს მომავალში, ისევე ოჯახების ნგრევის და ოჯახის უსაფუძვლო დაშლის პრევენციაში.

• მიუხედავად იმისა, რომ სხვადახვა სახის ფულადი დახმარება ხელს შეუწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას, ზოგ შემთხვევაში საჭირო იქნება დამატებითი არაფულადი დახმარება, რომ ბავშვებისა და მათი ოჯახების პრობლემები უფრო გრძელი ვადით გადაიჭრას. რამდენადაც სოციალური აგენტები30 სტუმრობენ ღარიბი შინამეურნეობების დიდ უმრავლესობას, მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, შეაფასონ, არსებობს თუ არა ბავშვიან შინამეურნეობებში რაიმე განსაკუთრებული საჭიროება, რომლის შესახებაც არ აცნობეს სოციალურ მუშაკს. ამგვარად, არსებითია კავშირის დამყარება სოციალურ აგენტსა და სოციალურ მუშაკს შორის.

30 სოციალური მომსახურების სააგენტოს აგენტები აფასებენ ოჯახებს, რომლებმაც რეგისტრაციისათვის მიმართეს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მონაცემთა ბაზას.

Page 29: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012

საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება

სადისკუსიო დოკუმენტი 27

• გაეროს ბავშვთა ფონდს მიაჩნია, რომ საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ არ გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით. ამიტომ, გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციაა ზემოთ განხილული სოციალური პოლიტიკის ერთ–ერთი ალტერნატივის გათვალისწინება მაინც, სულ მცირე, სამი წლის ვადით, უფრო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და სოციალური დაცვის ინტერვენციების და სიღარიბეზე მათი გავლენის შესაფასებლად რეგულარული მონიტორინგის პირობებში.

Page 30: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012
Page 31: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012
Page 32: საქართველო: ბავშვთა სიღარიბის შემცირება–სადისკუსიო დოკუმენტი. 2012