12
2014 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი European Union Project is Funded by the European Union პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

Embed Size (px)

DESCRIPTION

 

Citation preview

Page 1: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

2014

სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების გზამკვლევი

European UnionProject is Funded by the European Union

პროექტი დაფინანსებულიაევროკავშირის მიერ

Page 2: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

“იქ საცა თვითეული უღონოა, ღონიერნი არიან ყველანი ერთად”

ილია ჭავჭავაძე

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი- ნებაყოფლობით წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომლის წევრებიც ეწევიან სასოფლო სამეურნეო საქმიანობას

და საერთო ეკონომიკური ინტერესი აერთიანებთ.

ძალა გაერთიანებაშია!

Page 3: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

კოოპერატივის პრინციპები

ნებაყოფლობითობა! დემოკრატიულობა და

თანასწორუფლებიანობა!

დამოუკიდებლობა!ფინანსური რესურსების

გაერთიანების შესაძლებლობა !

განათლება გადამზადება და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა!

საერთო ინტერესების გარშემო გაერთიანება და მათი დაცვა!

კოოპერატივში გაწევრიანება

ნებაყოფლობითია!

კაპიტალის ერთობლივი მართვა

კოოპერატივი უზრუნველყოფს

წევრების განათლებას,

გადამზადებასა და ეფექტურ

განვითარებას

კოოპერატივი არის

დამოუკიდებელი ორგანო,

რომელიც წევრების მიერ

კონტროლდება

კოოპერაცია კოოპერატივებს

შორის

ერთი წევრი-ერთი ხმა!

გადაწყვეტილების მიღებაში

კოოპერატივის ყველა წევრი

მონაწილეობს

Page 4: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

4

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

საქართველოს ხელისუფლებამ ფერმერთა ნებაყოფლობითი,

სარგებელზე ორიენტირებული კოოპერაციის განვითარება

ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად აირჩია.

საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად,

2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ “სასოფლო-სამეურნეო

კოოპე რატივის შესახებ კანონი“მიიღო, რომელიც ევროპის საუკეთესო პრა-

ქტი კას ეყრდნობა. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „გრანტების შესა-

ხებ“კანონსა და „საგადსახადო კოდექსშიც“.

კანონმდებლობა ითვალისწინებს მოქნილ საგადასახადო რეჟიმს და სხვა

ფინანსურ ინიციატივებს მცირე ფერმერებისთვის.

კოოპერატივებს შეუძლიათ ითამაშონ უმნიშვნელოვანესი როლი აგრარული

სექტორის მოდერნიზაციასა და პროდუქციის მაღალი სტანდარტების

დანერგვაში. კანონის მიხედვით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული

პირი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო“,

რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას,

შეწყვეტასა, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას

უზრუნველყოფს.

მცირე მეურნეობის მქონე ფერმერების კოოპერატივებში გაერთიანების მხარ-

დაჭერა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ერთ-

ერთი ძირითადი მიზანია.გათვალისწინებულია ახალი ფერმერული ჯგუფების

ხელშესა წყობად, გრანტების გამოყოფა და ტექნიკური დახმარება.

ENPARD-ის მცირე ფერმერთა კოოპერაციის კომპონენტის ფარგლებში,

ევროკავშირის მიერ შეირჩა ოთხი კონსორციუმი-CARE, Mercy Corps, Oxfam,

PIN ,რომლებიც პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ.

Page 5: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

5

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

კოოპერატიული ტიპის გაერთიანებები დასაბამს მე-18 საუკუნიდან იღებს.

სოფლის მეურნეობაში შეკავშირების საჭიროებაზე ჯერ კიდევ მე-19

საუკუნეში წერდა დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე

კოოპერატივების ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს

მოსავლიანობის გაზრდას

დანახარჯების შემცირებას წარმოებაზე

პროდუქციის რეალიზაციის გაუმჯობესებას

თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას

დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას სოფლად

Page 6: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

6

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

დღეს თანამედროვე მსოფლიოს კოოპერატიული სექტორი ითვლის:

სასურსათო წარმოების დაახლოებით 80 პროცენტს განვითარებულ

ქვეყნებში კოოპერატივები უზრუნველყოფენ

800 მილიონ წევრს 100 ზე მეტ ქვეყანაში და 100 მილიონ სამუშაო ადგილს

Page 7: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

7

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრებს შემოსავალი მეტი აქვთ,

ხარჯი კი ნაკლები, რადგან დანახარჯები და რისკები რამდენიმე სუბიექტზე

ნაწილდება

ერთიანი საბითუმო შესყიდვები:

დაბალი ფასი საჭირო აგრო თუ სხვა მასალების შესყიდვისას.

ინდივიდუალურად (ცალ-ცალკე) - გლეხების საქმიანობა წარიმართება

მხოლოდ დაბალტექნოლოგიურ დონეზე. ძალთა გაერთიანებით კი

შესაძლებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, როგორც გაერთიანება,

კრედიტუნარიანად ითვლება და საკრედიტო რესურსი მისთვის უფრო

ხელმისაწვდომია, ვიდრე განცალკევებული სუბიექტისთვის, გლეხისთვის.

ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობით სტაბილური ბაზარი უფრო

ხელმისაწვდომია

კოოპერატივის უპირატესობები

Page 8: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

8

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

როგორ შევქმნათ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი?

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:

პირველი ნაბიჯი: საჭიროა მაღალმთიან რეგიონში მინიმუმ 3, ხოლო

დანარჩენ ტერიტორიაზე მინიმუმ 5 ადამიანის საერთო იდეის გარშემო

გაერთიანება

მესამე ნაბიჯი: გაერთიანებით დაინტერესებული პირები

დარეგისტრირდნენ საჯარო რეესტრში კოოპერატივის ორგანიზაციული

ფორმით

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების

რეესტრიდან, განმცხადებლის უფლებამოსილების დამადასტურებელი

დოკუმენტი

მეოთხე ნაბიჯი: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის

მისაღებად განცხადებით მიმართონ „სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“.

კოოპერატივის წესდება

იმ შემთხვევაში თუ კოოპერატივს საკუთრებაში/სარგებლობაში გააჩნია

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ან სხვა ქონება -

შესაბამისი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სასოფლო-სამეურნეო

მიწაზე ან/და ქონებაზე საკუთრების/სარგებლობის უფლება;

მეორე ნაბიჯი: შეიქმნას კოოპერატივის წესდება. (სასოფლო-სამეურნეო

კოოპერატივების განვითარების სააგენტომ შეიმუშავა წესდების

სარეკომენდაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია სააგენტოს ვებ-

გვერდზე - www.acda.gov.ge)

Page 9: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

9

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს:

კოოპერატივის ქონება

სახელმწიფოს მხარდაჭერა

18 წელს მიღწეული საქართველოს მოქალაქე, რომელიც უშუალოდ

მონაწილეობს ამ კოოპერატივის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და

ფლობს პაის

სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა)

შენატანით (პაით), სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით მიღებული

მოგებით, გრანტით ან სხვა წყაროებით;

კოოპერატივების შექმნისას კერძო მფლობელობაში არსებული მიწების

გაერთიანება სავალდებულო არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში და

წევრთა ერთობლივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

პაი - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის წევრის შენატანია ფულით ან

ფულად ღირებულებაში გამოხატული ქონებით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს აქვს უფლება მიიღოს გრანტი და სახელმ-

წიფოს მიერ განსაზღვრული ხელშემწყობი პროგრამებით ისარგებლოს.

„გრანტების შესახებ” კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად ,სასო­ფლო­სამეურნეო კოოპერატივი განისაზღვრა გრანტის მიმღებად, მიუხე დავად მისი მეწარმე სუბიექტობისა

განსაზღვრულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში დასაქმებულების

უფასო სწავლება-გადამზადება და კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები;

Page 10: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

10

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

რა საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ კოოპერატივები?

მოგების გადასახადით არ იბეგრება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით

მიღებული შემოსავალი (პირველადი წარმოება)და გრანტი;

ქონების გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის ქონება, რომელიც

გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის;

ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო

საქმიანობისთვის ლიზინგით გაცემული მოძრავი ქონება;

Page 11: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

11

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საქართველო კანონი,“სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“და მთავრობის დადგენილება „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მოპოვებისა და შეწყვეტის შესახებ“.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებით, არ არის

დაწესებული მოგების გადასახადის ზღვარი წლიური ბრუნვის მიხედვით,

რომელიც მაგალითად შპს-ს შემთხვევაში, 200 000 ლარს შეადგენს;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები ასევე სარგებლობენ სხვა

საგადასახადო შეღავათებით, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან

მიმართებაში მოქმედებს.

საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება კოოპერატივის საქმიანობის

ფარგლებში, კოოპერატივის წევრების მიერ მიღებული დივიდენდი;

Page 12: სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი/ Guide for Agricultural Cooperatives

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გზამკვლევი

ქ. თბილისი 0160, ვაზისუბნის ქ.85

ტელ: +995 322 313026

ელ-ფოსტა: [email protected]

ვებ-გვერდი: www.acda.gov.ge

ქ. თბილისი, 0165

ფალიაშვილის ქ. 84ა

ტელ: +995 322 220426

www.facebook.com/EnpardGeorgia

ქ. თბილისი 0160 , ცაგარელის ქ.37

ტელ: + 995322 29 13 78; 229 19 41; 2291531

ქ. გორი, ე.ჯუღაშვილის ქ.67

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ.2

www.care-caucasus.org.ge

ქ. თბილისი 0179, ყიფშიძის ქ. 20, ბინა 2

ტელ: +995 322 252378; 2912647

[email protected];

[email protected]ქ. თბილისი, 0186; გ. გეგეჭკორის ქ. 6

ტელ.: +995 32 225 2471/72

www.mercycorps.ge

ქ. ქუთაისი, 4600

სოლომონ პირველის ქ. 27

ტელ: 0431-252565

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სოფლის მეურნეობის

სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების

საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურები

ტელ: +995 322 378014; www.moa.gov.ge