23
სსსსსსს სსსსსსსსს სსსსსსს სს სსსსსს დდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ. დდ დდდდდდდდდდდდ დდდდ, დდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდ დდდდ დდდდ დდ დდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდდდ დდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ. ( დდდ. Criminal law, Penal law). დდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდ „დდდდდდდ დდდდდდდდდ“ დდდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ „დდდდდდდ“ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ. დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ, დდდდდ დდდდდდდ „დდდდდდ“ დდდდდ დდდდდ. დდდ დდდ, „დდდდდდდ დდდდდდდდდ“ „დდდდდდ დდდდდდდდდ“ დდდდდდდ. დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ – დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ დდდდდდ დდდდდდ, დდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ. დდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდ დდდდდდ დდდდდდ: დდდდდდდ დდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ „დდდდდდდდდდდდდდ“, დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ. დდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ, დდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდ – დდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდ დდ დდდდდდ დდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ. დდდდდდდდდ: დდდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდ .დ. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ დდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდ: დდდდდდდ დდდდდდდდდ , დდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდ– დდდდ დდდდდ დდ დდდდდდდ დდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ დდდდდ, დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდ დდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ, დდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ, დდდდდდდდ დდდდდდდდ დდ დდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდ დ.დ. დდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ, დდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდ, დდდ დდდდ დდდდდ დდდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდ დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ,დდდდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ, დდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ, დდდდდდდ დდდდდდდდდ დდ დ.დ. დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდ დდდდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდ: დდდდდდდდდ, დდდდდდდ, დდდდდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდ. დდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდდდ. დდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ. დდდ დდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდდ: დდდდდდ დდ დდდდდ დდდდდდდდდდდდდ. დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ, დდდდ დდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ დდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდ დდდდდდდდდ. დდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდ დდდდდდდ 15 დდდდ დდდდდდდ, 49 დდდდ დდ 415 დდდდდ. დდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდდდ დდ დდდდდდდდდდდ, დდდდდდდდდ დდდდდდდდდდ დდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდდდდ დდდდდდდ. დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდდდ დდდდდდდდდდდ დდდ დდდდდდდ დდდდდდ. დდდდდდ: დდდდდდდდ, დდდდდდდდ, დდდდდდდდ.

სისხლის კონსპექტი სრული

Embed Size (px)

DESCRIPTION

სისხლის კონსპექტი

Citation preview

Page 1: სისხლის კონსპექტი სრული

სისხლის სამართლის სისტემა და საგანი

დანაშაულისა და სასჯელის ცნებები სისხლის სამართლის ფუნდამენტური ცნებებია. ეს განაპირობებს იმას, რომ ზოგიერთ ევროპულ ენაზე სამართლის ამ დარგს ორგვარი სახელი აქვს იმის და მიხედვით თუ რომელი ცნებაა წინა პლანზე დაყენებული.( მაგ. Criminal law, Penal law). ქართულ ენაზე სახელწოდება „სისხლის სამართალი“ უკავშირდება მისი განმსაზღვრელი ტერმინის „სისხლის“ პირდაპირ მნიშვნელობას. უძველესი დროიდან სისხლის აღება შურისძიებას გამოხატავდა. შემდგომში სისხლის აღება ქონებრივი საზღაურით შეიცვლა, თუმცა ტერმინი „სისხლი“ მაინც დარჩა. ასე რომ, „სისხლის დამართალი“ „დასჯის სამართალს“ ნიშნავს. თავდაპირველად სისხლის სამართლის ნორმები გაბნეული იყო სხვადასხვა ზოგადი ხასიათის სამართლებრივ აქტებში. თუმცა კრიმინალურ ქმედებათა მაშტაბების ზრდამ სამართლის ცალკე სპეციფიკური დარგის – სისხლის სამართლის წარმოშობა განაპირობა. ამდენად სისხლის სამართალმა გავითარების რამდენიმე ეტაპი გაიარა იქამდე, სანამ ამ სახით ჩამოყალიბდებოდა. მისი ჩამოყალიბება და განვითარება შეიძლება სამ ეტაპად დავყოთ:

პირველი ეტაპი, როდესაც სახელმწიფო ყალიბდებოდა დანაშაულებრივ ქმედებას ებრძოდა კერძო „შურისმაძიებელი“, რომელიც ჩვეულებებითა და ტრადიციებით ხელმძღვანელობდა.

მეორე ეტაპზე მოქმედებდა როგორც დაწერილი, ისე დაუწერელი სამართალი.

მესამე ეტაპზე მოქმედებს მხოლოდ დაწერილი – კოდიფიცირებული სამართალი.

სისხლის სამართალი საჯარო სამართალს განეკუთვნება და მისთვის დამახასითებელია ყველა ის ნიშანი რაც ზოგადად სამართლისათვისაა დამახასითებელი. მაგალითად: ნორმატიულიბა, შესრულების სავალდებულოობა და .შ. სისხლის სამართლის ცნება ორი მნიშვნეობით იხმარება: სისხლის სამართალი , როგორც კანონმდებლობის ერთ– ერთი დარგი და სისხლის სამართალი, როგორც სამართლის დარგი. სისხლის სამართალი, როგორც კანონმდებლობის დარგი, წარმოადგენს პარლამენტის მიერ დადგენილ ნორმათა სისტემას, რომლებიც განსაზღვრავენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის პრინციპებს, სასჯელის სახეებსა და ოდენობას, სასჯელისაგან განთავისუფლების საფუძველბს და ა.შ.

რაც შეეხება სისხლის სამართალს, როგორც სამართლის სისტემის შემადგენელ დარგს, იგი უფრო ფართო ცნებაა ვიდრე სისხლის სამართლის კანონმდებლობა და თავის თავში მოიცავს შესაბამის კანონმდებლობას,კანონშემოქმედებას და სამართლის შეფარდებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლებრივ ურთიერთობებს. სისხლის სამართლის საგანია საკანონმდებლო საქმიანობა. სისხლის სამართლის კანონმდებლობა აწესებს პასუხისმგებლობის პრინციპებს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაული, აწესებს სასჯელებს და ა.შ. ამდენად სისხლის სამართლის კანონმდებლობა ოთხ ინსტიტუტს იცნობს. ესენია: დანაშაული, სასჯელი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელისაგან განთავისუფლება. ეს ინსტიტუტები სისტემატიზირებულია სისხლის სამართლის ზოგად და კერძო ნაწილებში. რაც შეეხება უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსს. იგი ორი ნაწილისაგან შედგება: ზოგადი და კერძო ნაწილებისაგან. ზოგადში განმტკიცებული დებულებები საერთოა ყველა დანაშაულისათვის, ხოლო კერძოში თითოეული დანასაული და მისტვის გატვალისწინებული სასჯელის სახეებია განხილული. ჯამში სისხლის სამართლის კოდექსი 15 კარს მოიცავს, 49 თავს და 415 მუხლს. სამართლით რეგულიერებული ურთიერთობებისას იმ საშუალებებს, რომლებსაც სახელმწიფო იყენებს რეგულირების მეთოდი ეწოდება. განასხვავებენ სამართლებრივი რეგულირების სამ ძირითად მეთოდს. ესენია: ნებართვა, მოთხოვნა, აკრძალვა. სისხლის სამართლისთვის ძირითადად დამახასიათბელია აკრძალვა, თუმცა არც სხვა მეთოდებია მისთვის უცხო.

Page 2: სისხლის კონსპექტი სრული

სისხლის სამართალი მჭიდრო კავშირშია სამართლის სხვა დარგებთან. მაგალითად, კონსტიტუციურ სამართალთან, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის მოქმედი კანონმდებლობის შინაარსსა და სისტემას. სასჯელაღსრულებითი სამართლის არსებობა პირობადედბულია სისხლის სამართლით, რომელიც განსაზღვრავს სასჯელის დანიშვნის საფუძვლებს, ფარგლებს, პირობებსა და წესებს. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კავშირი მნიშვნელოვანია დანაშაულისა და ადმინისტრაციული გადაცდომის გამიჯვნისას და ა.შ.

სისხლის სამართლის პრინციპები

პრინციპი – ლათინური წარმოშობის ტერმინია და ნიშნავს პირველსაწყისს, სახელმძღვანელო იდეას, ქცევის ძირითად წესს, რითაც ხელმძღვანელობენ პრაქტიკულ და თეორიულ საქმიანობაში. ზნეობა, რელიგია, პოლიტიკა, სამართალი უეჭველად გულისხმობს როგორც უზოგადეს, ისე თითოეულისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ პრინციპებს. ამგვარ პრინციპებს ნორმატიული ძალაც აქვთ და შესაბამის სუბიექტს ავალდებულებენ კიდეც მოიქცეს მის შესაბამისად. სამართალში პრინციპები გაშუალებულია შესაბამისი ნორმატიული აქტებით. სამართლის პრინციპები მიმართულია სახემწიფოზე და მის ორგანოებზე რათა ნორმატიული აქტები მის შესაბამისად შემუშავდეს. სისხლის სამართალში თავისებურად ვლინდება როგორც საზოგადოების ნორმატიული სისტემის ზოგადი, ისე თავისი საკუთარი პრინციპები. ხშირია ამ პრინციპების აღრევა. სისხლის სამართლის პრინციპების ანალიზისას მოსალოდნელია ძირითადად სამი ტიპის შეცდომა: კრიმინალიზაციის ზოგადიი პრინციპებისა და პილიტიკური პრინციპების აღრევა, კრიმინალიზაციის ზოგადი პრინციპებისა და სისხლის სამართლის პრინციპების აღრევა.სასჯელის დანიშვნის ძირითად საწყისებზე სისხლის სამართლის პრინციპების დაყვანა. უფრო კონკრეტულად კი სისხლის სამართლისათვის დამახასიათებელია 8 ძირითადი პრინციპი. ესენია : კანონიერების, კანონის წინაშე თანასწორობის, ბრალეული პასუხისმგებლობის, პირადი პასუხისმგებლობის, პასუხისმგებლობის გარდაუვლობის, სასჯელის ინდივიდუალიზაციის, სამართლიანობისა და ჰუმანურობის პრინციპები. ეხლა თითოეულს განვიხილავ ცალ– ცალკე. კანონიერების პრინციპი გულისხმობს ანალოგიის აკრძალვასადა ლეგალურობის პრინციპის დამკვიდრებას. კანონიერების პრინციპის თანახმად, ყველა ქმედება, რომელსაც სახელმწიფო დანაშაულად მიიჩნევს და ყოველი სასჯელი ან ზემოქმედების სხვა სახე, რომელსაც

სახელმწიფო გამოიყენებს, გათვალისწინებული იქნეს სისხლის სამართლის კანონში. თუმცა აქაც ვლინდება გამონაკლისი შემთხვევა, როცა ნორმა გამოიყენება ანალოგიის წესით. ეს ზოგად ნაწილშია დასაშვები, როდესაც საქმე ეხელბა პასუხისმგებლობის შემსუბუქმებას და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას. კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი კატეგორიულად კრძალავს ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას რაიმენიშნის მიხედვით, ეს იქნება: სქესი, რასა, კანის ფერი თუ რაიმე სხვა ნიშანი. სისხლის სამართალში ეს იმას ნიშნავს, რომ მართლზომიერი ქმედება ყველა დელიქტუნარიანი პირისათვის თანაბრად სავალდებულოა. მაგრამ აქედან არ გამომდინარეობს, რომ ყველა პირი თანაბრად უნდა დაისაჯოს. პასუხისმგებლობის საკითხი მკარად პერსონალურია. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპის დამკვიდრება სამართლებრივი კულტურის მაღალი დონის მონაპოვარი და მაჩვენებელია. დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ადამიანს შეუძლია. დანაშაული კი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებაა. ბრალი დანაშაულის მესამე ნიშანია. ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპი მიმართულია კანონმდებელზე, რათა ამ უკანასკნელმა სისხლის სამართლის კანონშივე გადაწყვიტოს ბრალეულის პასუხისმგებლობის ობიექტური და სუბიექტური წანამძღვრების საკითხი. იგი ეხებაა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირსაც.

Page 3: სისხლის კონსპექტი სრული

პირადი პასუხისმგებლობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყოველი სუბიექტი ინდივიდუალურადაა პასუხისმგებელი სახელმწიფოს წინაშე მართლწესრიგის დარღვევისათვის. ჩადენილი ბრალეული ქმედებისათვის ნეგატიური წესით პასუხს აგებს მხოლოდ მისი ჩამდენი და არა მის მშობელი, ახლობელი ან სხვ. ეს ეხება იურიდიულ პირებსაც. პირადი პასუხისმგებლობის პრინციპის გარდაუვლობა ბუნებით ახასიათებს. გარადუვალია არა მარტო ნეგატიური პასუხისმგებლობა უკვე ჩადენილი ანტისაზოგადოებრივი ქმედებისათვის, არამედ პოზიტიური პასუხისმგებლობაც.ეს პრინციპი უმნიშვნელოვანესია, რადგან თუკი არცერთი ბრალეული ქმედება სახელმწიფოს მიერ რეაგირების გარეშე არ დარცება, მასინ საზოგადოების მერყევი ელემენტები დანაშაულის ჩადენისაგან თავს შეიკავებენ. პასუხისმგებლობის გარდაუვალობა არ ნიშნავს სასჯელის გარდაუვალობასაც. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში სასჯელთა დიფერენციის გზით ხორვიელდება. ეს პრინციპი გამსჭვალულია პედაგოგიური სულისკვეთებით. სასჯელი არაა სამაგიეროს მიზღვა ჩადენილი დანაშაულისათვის, სასჯელისაგან უნდ ამივიღოთ პრაქტიკული სარგებელის მაქსიმუმი – აღვადგინოთ დარღვეული სამართლიანობა და განოვაღვიძოთ ან აღვზარდოთ პოზიტიური პასუხისმგებლობა. ეს პრინციპი ვერ განხორციელდება ბრალეულთა პიროვნულ თავისებურებათა გათვალისიწნების გარეშე. სამართლიანობა ნაცვალგების პრინციპზეა აგებული. ამ პრინციპის თანახმად ყველას დამსახურებისამებრ უნდა მიეზღოს. დანაშაულებრივი ქმედება არა მარტო მართლსაწინააღმდეგოა, არამედ უსამართლობის აქტიცაა. უსამართლო აქტის ჩამდენის დასჯა სამართლიანობის აღდგენასაც მოსწავებს. მაგრამ სამართლიანობა სამაგიეროს მიზღვაში არ უნდა აგვერიოს. სამართლიანობის პრინციპი თავის თავში გულისხმობს სასჯელის სამართლიანობას, საზარალალებული მხარის სამართლიანობის გრძნობის აღდგენას და ერთი დანაშაულისათვის ერთჯერადი პასუხისმგებლობის საკითხებს. და ბოლოს ჰუმანიზმის პრინციპი, ადამიანის პიროვნებისადმი მაღალზნეობრივი დამოკიდებულება დანაშაულთა თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორია. „ ჰუმანიზმი ნიშნავს ადამიანის სიყვარულს, მისი პიროვნებისადმი პატივისცემას, მისივე ინტერესების, უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა გათვალისწინებას. ამდენად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსმა ადამიანი სისხლისსამართლებრივი დაცვის პირველ ობიექტად გამოაცხადა. სისხლის სამართლის კოდექსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არასრულწლოვანთა სისხლის სამარტლებრივ დაცვასა და

პასუხისმგებლობის პრობლემას, ასევე ორსულ და ბავშვიან ქალებს, ასევე მოხუცებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირების სისხლისსამართლებრივ დაცვას.

კანონი და მოქმედების ფარგლები

სისხლის სამართლის კანონი არის საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ მიღებული იურიდიული ნორმების შემცველი აქტი, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლებს, განსაზღვრავს თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. სისხლის სამართლის კანონმდებლობა მიეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლესი სახელმწიფო ორგანოს განსაკუტრებულ გამგებლობას. საქართველოს სისხლის სამართლის ერთადერთი წყაროა სისხლის სამართლის კანონი, არც ერთ სხვა აქტში არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს სისხლისსამართლებრივი ნორმა. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა სრულადაა კოდიფიცირებული. სისხლის სამართლის მატერიალურ წყაროს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმები და კონვეციები. ფორმალურ წყაროს წარმოადგენს სასამართლო პრაქტიკა. ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის იმ კანონით, რომელიც მოქმედებს მისი ჩადენის დროს. დროის ამა თუ იმ მონაკვეთში შეიძლება მოქმედებდეს ამა თუ იმ ურთიერთობის მომწესრიგებელი მხოლოდ ერთი კანონი. რაც შეეხება სისხლის სამართლის კანონის ძალაში შესვლი საკითხს. საქართველოს პრეზიდენტი ხელს აწერს კანონპროექტს და აქვეყნებს 10 დღის ვადაში. ხელმოწერილი ნორმატიული აქტი უნდა გამოქვეყნდეს ხელმოწერიდან 7 დღის ვადაში. ოფიციალურ გამოქვეყნებად კი ითვლება მისი დაბეჭვდა „საქართველოს კანონმდებლობის მაცნეში“. კანონის ძალაში შესვლის ორი წესი არსებობს: ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი. კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს ესაა ოფიციალური წესი. არაჩვეულებრივი წესი გათვლისწინებულია იმ შემთხვევაში როდესაც მითითებულია რომ კანონის ძალაში შესვლისათვის კანონით შეიძლება სხვა ვადა იქნეს გათვალისწინებული. დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების ჩადენის დრო. ფორმალური შემადგენლობის მქონე ქმედებათა მიმართ დანაშაულის ჩადენის დროა ქმედების განხორციელების დრო. რაც შეეხება მატერიალურ დანაშაულს ამ დანაშაულის ჩადენის დროდ ითვლება არა შედეგის

Page 4: სისხლის კონსპექტი სრული

დადგომის მომენტი, არამედ ქმედების ჩადენის დრო. თანამონაწილებით ჩადენილ დანაშაულში, დანაშაულის ჩადენის დროა აგრეთვე თანამონაწილის მოქმედების დრო. უმოქმედობის დროს, დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როცა პირს უნდა ემოქმედა. მცდელობის დროს გამოიყენება ის კანონი, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. განსაკუტრებით მძიმე და მზიმე დანაშაულის მომზადების დროს, რომელიც დასკადია დანაშაულის ჩადენის დროა დანაშაულის მოსამზადებელი ქმედების ჩადენის დრო.განგრძობადი დანაშაული ჩადენილად ითვლება , როდესაც განხორციელდა უკანასკნელი დანაშაულებრივი აქტი. სისხლის სამართლის კანონს , რომელიც ამსუბუქებს სასჯელს ან აუქმედებს ქმედების დანაშაულებრიობას აქვს უკუძალა. კანონი, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, არ აქვს უკუძალა. თუ დანაშაულის ჩადენის დროს ქმედება ისჯებოდა უფრო მკაცრად, ვიდრე ახალი კანონი უდგება ამ საკიტხს მაშინ ამგვარი ქმედებისათვის უნდა დაწესდეს უფრო მსუბუქი პასუხისმგებლობა. სისხლის სამართლის კანონის მოქმედება სივრცეში რამდენიმე პრინციპს ეყრდნობა, რომელთაგან ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ტერიტორიულობის პრინციპი. საქართველოს სახელმწიფო ტერიორპტია მოიცავს ხმელეთს, წყლებს, წიაღეულს და საჰაერო სივრცეს საზღვრების ფარგლებში. სსსკ მოქმედებს მაშინაც როდესაც დანაშაული ჩადენილია კონტინენტურ შელფზე.ასევე იმ დანაშაულზეც, რომელიც ჩადენილია განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში. საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულად ითვლება დანაშაული, რომელიც დაიწყო, გრძელდებოდა, შეწყდა ან დასრულდა საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ ჩვენთან აღიარებულია „სუყველგანობის“ პრინციპი. გამონაკლისია ის შემთხვევები როცა საქმე ეხება იმ პირებს ვინც დიპლმატიური იმუნიტეტით სარგებლობენ, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გადაწყდება საერთაშორისო სამართლის წესით. ჩვეულებრივ ასეთი პირი პერსონა ნონ გრანტად ცხადდება და გაძევებული იქნება მისი ადგილსამყოფელიდან. თუმცა ასეთი პირების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით პასუხისმებლობა არ გამოირიცხება როდესაც საქმე ეხება ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას როგორიცაა: გენოციდი, დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული და აგრესია. ტერიოტორიულობის პრინციპთან ერთად მოქმედებს მოქალაქეობის პრინციპი, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეს, ასევე

საქართვლოს ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საზღვარგარეთ ჩაიდინა დანაშაული, რომელიც დანაშაულად ითვლება იმ ქვეყანაში სადაც ქმედება იქნა განხორციელებული, პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. სისხლის სამართლის კოდექსი კანონის კანონის მოქმედების სივრცეში ორ პრინციპს იცნობს: რეალობის და უნივერსალურ პრინციპს.

პასუხისმგებლობის საფუძველი ანუ დანაშაული

ნებისმიერი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, არსი პირობადადებული ადამიანის ყოფიერების შემადგენელი სამი ფაქტორით. ესენია: პიროვნება, საზოგადოება და სახელმწიფო. დემოკრატიულ– სამართლებრივ სახელმწიფოში ადამიანი თავისუფალი პიროვნებაა, რომელიც განუყრელადაა დაკავშირებული სახელმწიფოსთან. თავისუფალი ადამიანის ნებისმიერი საქმიანობის საფუძველია თავისუფალი ნება. სწორედ თავისუფალი ნების არსებობის პირობებში შეიძლება მოეთხოვოს ადამიანს ანგარიში მისი ქცევის გამო. ნება და თავისუფლება ერთმანეთს ავსებს. ადამიანის თავისუფლება კი ბევრადაა დამოკიდებული იმაზე თუ რამდენად ანიჭებს საზოგადოება პირს დამოუკიდებლობას.

Page 5: სისხლის კონსპექტი სრული

ნების ინტენსივობას შეუძლია იმოქმედოს ადამიანის ქცევის შერჩევაზე. საზოგადოება, სახელმწიფო მოქალაქეს, აგრეთვე იუროდიულ პირებს, განსაზღვრულ მოთხოვნებს უყენებს. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა კი იწვევს პასუხისმგებლობის წარმოშობას. სამართლის გასაკიცხ ქმედებას მოსდევს იურიდიული პასუხისმგებლობა. მისი სახეებია: სისხლისსამართლებრივი, ადმინისტრაციული, დისციპლინური და სხვ.ყველაზე მკაცრი პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა. იგი გამოიხატება იმ სისხლის სამართლებრივ იძულებაში, რომელიც გამოიყენება დანაშაულის ჩამდენის მიმართ. ეს კი მდგომარეობს დანაშაულის ჩამდენის სასჯელის ფორმით გაკიცხვასა და მის იძულებაში შეასრულოს სამართლებრივი მოვალეობა. „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულის ისტორია კლასობრივი საზოგადოების აღმოცენებიდან იწყება. კერძო საკუთრების წარმოშობა, ფართო მასების ექსპლოატაცია გაჭირვებისა და სიღატაკის მიზეზად იქცა. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი ექსპლოატირებულნი ქონებრივ დანაშაულს ჩადიოდნენ. რაც მოუთმენელი იყო მონათმფლობელური სახელმწიფოსათვის. სისხლის სამართლის კანონმდებლობა დანაშაულის პირველ ნიშნად აცხადებს ადამიანის ქცევის კონკრეტულ, გარეგან გამოვლინებას. კონკრეტული ქმედების გარეშე, რომელიც საფრთხეს უქმნის ან ვნებს მართლწესრიგს , არ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დანაშაულის კიდევ ერთი ნიშანია მართლწინააღმდეგობა. მართლწინააღმდეგობა ქმედების ობიექტური დახასიათებაა. იგი არსებობს რეალურ სინამდვილეში და გამოხატავს იმ ურთიერთობას,რომელიც პირის ქმედებას და მარტლწესრიგს შორის არსებობს. მართლწინააღმდეგობა არ სეიცავს ბრალის მომენტს. იგი არაა მისი სემადგენელი ნაწილი. ბრალი , ე.ი მოსამართლის მიერ პირის ინდივიდუალური სამართლებრივი გაკიცხვა მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისათვის არა პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ქნედებისა და დამდგარი შედეგისადმი, როგორც ეს ბრალის ფსიქოლოგიური თეორიიდან გამომდინარეობს. თუმცა უნდა დაემატოს ისიც, რომ ქმედება შეიძლება შეიცავდეს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში იმდენად მცირემნიშნელოვანი იყოს, რომ დანაშაულად არ ჩაითვალოს. ასევე სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებათა ორკვალიან სისტემას –

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი და ბრალის გამომრიცხველი გარემოებების სახით.

მიზეზობრივი კავშირი.

საქართველოს ს,ს.კ ის მე8 მუხლი არეგულირებს მიზეზობრივი კავშირის პრობლემას , შედეგიან (ანუ მატერიალურ) დანაშაულებში , რამაც სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესაბამისი შედეგი გამოიწვია , ან ასეთი შედეგის საფღთხე შექმნა , აუცილებელია მიზეზობრივი კავშიურის დადგენა ქმედებასა და შედეგს ან კონკრეტულ საფრთხეს შორის , ე.ი მიზეზპობრივი კავშირის დადგენა გვჭირდება მხოლოდ შედეგიან დანაშაულებში ან კონკრეტული საფრხის შემქნელ დელიქტებში , როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობის დროს. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ , როდესაც ქმედება წარმოადგენდა დამდგარი შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმენებოდა ( მე8 მუხლის მეორე ნაწილი)

მოქმედებით ჩადენილ განზრახ დანაშაულებში დგინდება მიზეზობრივი კავშირის ქმედებასა და შედეგს შორის ხოლო გაუფრთხილებლობით ჩადენილ დელიქტებში წინდახედულობის ნორმით დადგენილ მოვალეობათა დარღვევის კავშირი შედეგთან ერთმანეთისგან განასხვავებენ მიზეზობრივი კავშირის : ეკვივალენტურობის , კანონზომიერი პირობის , ადეკვატურობის, რელევანტურობის თეორიებს .

ეკვივალენტურობის (პირობათა) თეორია

სისხლის სამართლის კოდექსის მერვე მუხლსი მეორე ნაწილში მოცემულია მოქმედების მზიეზობრიობა სწორედ პირობათა თეორიის მიხედვით , ამ თეორიის მიხედვით ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და შედეგისთვის თანაბარმნიშვნელოვანს ( ეკვივალენტურს) წარმოადგენბს , თუკი დადგინდება რომ ამ პირობის გარეშე შედეგი თავისით არ დადგებოდა (condition sine quo non) . am TeoriiT mizezobriobis wre Zalzed farTovdeba da amitom Zalzed aტიპიური პირობებიც კი არის შედეგდათნ მიზეზობრივ კავშირში მაგალითად . ტაქსის მძღოლის ქმედება(მოქმედება) რომელმაც მკვლელი მიიყვანა მკვლელობის ადგილზე ისე რომ მისთვის დახმარების განზრახვა არც ქონია , ყოველთვის მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან .

Page 6: სისხლის კონსპექტი სრული

კანონზომიერი პირობის თეორია

ეკვივალენტობის თეორიიდან განვითარდა კანონზომიერი პირობის შესახებ მოძღვრება რპომლის მიხედვითაც პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან თუ ის წარმოადგენდა მოვლენათა განვითარების კანონზომიერ საფუძველს , რომელიც კონკრეტულ შედეგში ფაქტობრივად იქნა რეალიზებული, ამ პროცესში დგინდება ქმედება და შედეგი არის თუ არა ბუნებრივი კანონზომიერებით ერთმანეთთან დაკავშირებული . ამ შემთხვევაშიც ისევე როგორც ეკვივალენტობისას ყველა პირობა თანაბარმნიშვნელოვანია . მართალია ამ თეორიის მიხედვით ხშირად ძნელი დასადგენია არის თუ არა სახეზე კანონზომიერი კავშირი თუმცა ზოგიოერთ შემთხვევაში მაგალითად ალტერნატიული მიზეზობრიობისას იგი კარგად გამოიყენება .

ადეკვატურობის თეორია

ადეკვატურობის თეორია შეეცადა ეკჯვივალენტობის უსაზღვროდ ფართო ფარგლები მიზეზობრიობის ეტაპზევე შეეზღუდა. ამ თეოორიის მიხედვით მიზეზობრივი შეიძლება იყო მხოლოდ ქმედების შემადგენლობის ადეკვატური პირობა. ადეკვატურობის თეორიით მიზეზობრივი კავშირის დადგენისთვი მნიშვნელოვანია, დადგინდეს ის მომენტი რომ ამა თუ იმ ქმედების ჩადენის დროს დამდგარი შედეგის გამოწვევა სავარაუდებელი იყო თუ არა .

რელევანტურობის თეორია

რელევანტურობის თეორია ცდილობს დამდგარი შედეგის ობიექტური შერაცხვის შესაძლებლობის უარყოფას მიზეზობრიობის ეტაპზე, იგი ეკვივალენტურობის თეორიას იმეორებს და კუმულაციურად მას უმატებს კიდევ ერთ პირობას , რომ ქმედება სისხლისამართლებრივი კრიტერიუმებით ასევე რელევანტურიც უნდა იყოს რომ მოხდეს მისი ობიექტურად შერაცხვა .იგი ადეკვატურობის და ეკვივალენტურობის თეორიების ერთგაავრ კომბინაციას წარმოადგენს.

მიზეზობრიობის სახეები

სისხლის სამართალში ასევე განსახვავებენ მიზეზობრივი კავშირის სახეებს.

ალტერნატიული ანუ ორმაგი მიზეზობრიობა

ალტერნატიული მიზეზობრიობა სახეზე გვაქვს მაშინ როდესაც შედეგი გამოიწვია ორმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებელმა ქმედებამ (პირობამ) , მაშინ როდესაც თითოეული ცალცალკე აღებული საკმარისი იყო იგივე შედეგის გამოსაწვევად. მაგალითად ა-მ და ბ-მ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ისე რომ არ იცოდნენ ერთმანეთის განზრახვის შესახებ , გადაწყვიტეს მოეკლად დ და ჩაუყარეს მას წყლკაში საწამლავი , დ მოკვდა იასნია და ვინაიდან ორივეს ქმედება ცალცალკე აღებული საკმარისი იყო შედეგის დასადგომად ორივეს ჩადენილი აქვს დამთავრებული მკვლელობა

ალტერნატიული მიზეზობრიობის დასჯადობა არ გამომდინარეობს ეგრეთ წოდებული ეკვივალენტურობის თეორიიდან , რადგან თუ ამ თეორიით ვიხელმძღვანელებთ მაშინ როგორც ერთი ისე მეორე პირობა სავსებით საკმარისია შედეგის დადგომისთვის და ამ შემთხვევაშ რატომ უნდა შეერაცხოს ბრალი ან ერთს ან მეორეს ობიექტურად>? ამ შემთხვევაში უნდა მოხმდარიყო ორივეს განზრახ მკვლელობსი მცდელოპბისთვის დასჯა რაც არ იქნებოდა სწორი ამიტომ აქ სახეზე გავქვს პირობათა თეორიის მოდიფიკაცია როდესაც ორივე ქმედება არა ერთდროულად არამედ ცალცალკე აღებული დამოუკიდებლად განიხილება . ალტერნატიული მიზეზობრიობა განსხვავდება იმ შემთხვევაებისგან როცა ვერ დგინდება ორი ან მეტი პირობიდან რომელმა გამოიწვია შედეგი , მაგალთად ორი პირის მიერ ნასროილი ტყვიიდან ვერ დააგინეს თუ რომელმა გამოიწვია დაზარალებულის სიკვდილი ამშემთხვევაში ორივე დაისჯება მკვლელობის მცდელობისთვის , in dubio pro reo principis Sesabamisad anu yvela eWvi braldebuli sasargeblod.

კუმულაციური მიზეზობრიობა

კუმულაციური მიზეზობრიობა არის ის შემთხვევა როდესაც შედეგი გამოიწვია ორმა ან მეტმა ქმედებამ ანუ ქმედებათა ჯამმა , მაგრამ თითოეული პირობის ყოველი პირის ჩადენილი ქმდება არ იყო საკმარისი . მაგალითად ა-მ და ბ-მ ჩაუყარეს საწამლავი გს და გ მოკვდა ისინი დაიჯებიან მკვლელობის მცდელობითვის, მართალია მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაგრამ შედეგი დადგა ერთიანი განზრახვის გარეშე და შესაბამისად პირს ობიეტურად არ შეერაცხება შედეგი, თუმცა ეკვივალენტობის თეორიით ორივე ქმედება მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან .

ჰიპოთეტური და სხვა მსგავსი მიზეზობრიობები

Page 7: სისხლის კონსპექტი სრული

ჰიპოთეტური მიზეზობრიო არსებობს მაშინ როდესაც ქმედებამ გამოიწვია ( დააჩქარა ) შედეგი რომელიც მოგვიანებით მაინც დადგებოდა სხვა მიზეზით . მაგალითად ამ მოწამლა ბ რასაც მოყვა სიკვდილი მაგრამ დადგინდა რომ ბ მაინც ავად იყო და კვდებოდა . მეორე მაგალითი ბ-მ მოკლა ც რომელიც უნდა წასულიყო იმ თვითმფრინავით რომელცი აფრენიდან 10 წუთში აფეთდა , მიუხედავად იმისა რო ამ ორ შემთხვევაში სიკვდილი მაინც დადგებოდა დამნაშვე მაინც პასუხს აგებს დამთავრებული დანაშაულისთვის. ე.წ რეგრესის აკრზალვის თეორიასთან დაკავშირებით ცალკეა გამოყოფილი ეგრეთ წოდებული გაწყვეტილი მიზეზობრიობა , ეს მიზეზობრიობა იმთ განსხვავდება ჰიპოთეთურისგან რომ ამ შემთხვევაში ქმედებასა და შედეგს შორის ჩადგა ახალი ქმედება რომელმაც შედეგი გამოიწვია. ამ შემთხვევაში აღარ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მაგალითად რ-მ მოწამლა ბ მაგრამ სანამ ბ მოკივდებოდა იგი მოკლა ლ-მ ამ შემთხვევაში რ-ს ქმედებასა და შედეგს შორის აღარ არსებოპბს მიზეზობრივი კავშირი ამიტომ რ დაისჯება მცდელობითვის და ლ დამთავრებული დანაშაულისთვის. ცალკე გამოიყოფა ასევე გამსწრები მიზეზობრიობა ამ შემთხვევაში ამრთლაია უშუალო შედეგი ახალმა ქმედებამ გამოიწვია ამგრამ პირველი მქედების გარეშე ეს შედეგი არ დადგებოდა მაგალთად ა-მ მოწამლა ბ მაგრამ სანამ ბ მოკვდებოდა იგი დაძაბუნდა და ამითი ისარგებლა გ-მ და მოკლა ბ ამ შემთხვევაში ას ქმედება მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან .

განზრახვა

“განზრახი დანაშაული“–ს ცნებას ვხვდებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე–9 მუხლში, სადაც წერია: „განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით“. ამავე მუხლის მიხედვით, განზრახვა სამი კომპონენტისაგან შედგება, რომელიც ზოგადადშეიძლება შემდეგი ფორმულით გამოიხატოს:

1) პირის მიერ ცოდნა იმისა, რასაც აკეთებს

2) ნებელობა იმისა, რასაც აკეთებს

3)მართლწინააღმგეგობის შეგნება.

ის, ვინც განზრახ დანაშაულს ჩადის, ყოველთვის მოქმედებს შედეგის დადგომის სურვილით ან ყოველთვის ითვალისწინებს შედეგის დადგომის გარდუვალობას ან შესაძლებლობას. განზრახვა, როგორც ქმედების შემადგენლობის განხორციელების ნება გულისხმობს, რომ პირს აქვს მოვლენათა განვითარებაზეზეგავლენის მოხდენის რეალური შესაძლებლობა.როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქართული სისხლის სამართლის კოდექსისმეცხრე მუხლი საკანონმდებლო დონეზე ერთმანეთისაგან განასხვავებს განზრახვის ორ სახეს: პირდაპირ განზრახვას და არაპირდაპირ ანუ ევენტუალურ განზრახვას და შეიცავს მათ დეფინიციას. პირდაპირი განზრახვისთვის დამახასიათებელია ის, რომ პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას, ხოლო არაპირდაპირი3 განზრახვის დროს პირს არ სურს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა, მაგრამ შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.

გარდა განზრახვის ორ ფორმად ,პირდაპირ და არაპირდაპირ განზრახვად, დაყოფისა არსებომს მისი სხვაგვარი კლასიფიკაციაც,კერძოდ, პირდაპირი განზრახვა შეიძლება დაიყოს ორი სახის: პირველი ხარისხის პირდაპირ განზრახვად და მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვად, განვიხილოთ თითოეული მათგანი:4 პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა არის მიზნით დეტერმინირებული ან განსაკუთრებული შინაგანი ტენდენციით განხორციელებული ქცევა. ამ დროს პირი გამიზნულად ახორციელებს ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებულ გარკვეულ მოქმედებებს.არ არის აუცილებელი,რომ პირმა მის მიერ დასახულ მიზანს მიაღწიოს ასევე არ არის სავალდებულო,რომ მიღწეული შედეგი იყოს დამნაშავის საბოლოო მიზანი ე.ი. მისი ქცევის წარმმართველი მოტივი.ახლა მოვიყვანოთ

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდა პირველი ხასიათის პირდაპირიგანზრახვისა, არსებობს მეორე ხარისხის პირდაპირი განზრახვა, რომელიც სახეზეა მაშინ, როცა პირს გამიზნულად არ სურს, მაგრამ გარდაუვლად მიიჩნევს თავისი მოქმედებით ქმედების შემადგენლობის განხორციელებას, ანუ როცა შედეგი სხვა მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებაა. გარდა პირდაპირი განზრახვისა და მისი ორი ფორმისა, არსებობს აგრეთვე არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვაც. იგი განზრახვის მეორე და რთული ფორმაა.

ევენტუალური განზრახვის სამართლებრივი ფიგურა ზოგადად ძალზე პრობლემატურია, რაც ჯერ კიდევ ლუდვიგ ფონ ბარმა შენიშნა. იგი წერდა, რომ5 ევენტუალური განზრახვა არის მხოლოდ გაუგებრობიდან წარმოშობილი და ამის გამო დამაბნეველი

Page 8: სისხლის კონსპექტი სრული

არეულობაა, რომელსაც შეუძლია ხალხში სისხლის სამართლის იუსტიციის დისკრედიტაცია. პირდაპირი განზრახვისგან განსხვავებით არაპირდაპირი განზრახვა, როგორც ცოდნის ასევე ნებელობის დაბალი ხარისხით ხასიათდება. არაპირდაპირი (ევენტუალური) განზრახვით მოქმედებს პირი, რომელიც შეგნებულად უშვებს ან გულგრილად ეკიდება ქმედების შემადგენლობის განხორციელებას.

სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებსევენტუალური განზრახვის ორ სახეს, როცა: 1) პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა,ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგს და არ სურდა ეს შედეგი,მაგრამ შეგნებულად უშვებდა მის დადგომას.2) პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგს და არ სურდა ეს შედეგი,მაგრამ გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. ევენტუალური განზრახვა შედგება 2 კომპონენტისაგან, ესაა: შემეცნებისა და ნებელობის კომპონენები. მოდით განვიხილოთ თითოეული ეს კომპონენტი: ა) შემეცნების კომპონენტი-- როგორც ევენტუალური განზრახვის ასევე თვითიმედოვნების დროს პირი ხედავს საფრთხეს და ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, მას არ შეიძლება შეერაცხოს ევენტუალური განზრახვა, თუ ქმედების ჩადენის დროს სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხე სერიოზულად არ ჰქონდა მიჩნეული, როგორც რეალურად შესაძლებელ, კონკრეტულ შედეგში რეალიზებადი. ასეთ შემთხვევაში პირს შეიძლება მხოლოდ თვითიმედოვნება შეერაცხოს. სწორედ კონკრეტული შედეგის დადგომის შეგნებულად დაშვება არის საზღვარი თვითიმედოვნებასთან.ბ) ნებელობის კომპონენტი-- ნებელობის კომპონენტით დაფუძნებული ევენტუალური განზრახვის დროს, პირი შედეგის დადგომას მართალია, სერიოზულად, როგორც შესაძლებელს მიიჩნევს, მაგრამ მაინც ფიქრობს, რომ შედეგი შეიძლება არ დადგეს.

დანაშაულის კატეგორიები

„სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ე.ი სისხლის სამართლის კოდესით გათვალისწინებული მართლსაწინააღმმდეგო და ბრალეული ქმედება. დანაშაულის ისტორია კლასობრივი საზოგადოების აღმოცენებიდან იწყება. კერძო საკუთრების წარმოშობა, ფართო მასების ექსპლოატაცია გაჭირვებისა და სიღატაკის მიზეზად იქცა. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად კი ექსპლოატირებულნი ქონებრივ დანაშაულს ჩადიოდნენ. რაც მოუთმენელი იყო მონათმფლობელური სახელმწიფოსათვის.

სისხლის სამართლის კანონმდებლობა დანაშაულის პირველ ნიშნად აცხადებს ადამიანის ქცევის კონკრეტულ, გარეგან გამოვლინებას.

კონკრეტული ქმედების გარეშე, რომელიც საფრთხეს უქმნის ან ვნებს მართლწესრიგს , არ არსებობს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. დანაშაულის კიდევ ერთი ნიშანია მართლწინააღმდეგობა. მართლწინააღმდეგობა ქმედების ობიექტური დახასიათებაა. იგი არსებობს რეალურ სინამდვილეში და გამოხატავს იმ ურთიერთობას,რომელიც პირის ქმედებას და მარტლწესრიგს შორის არსებობს. მართლწინააღმდეგობა არ სეიცავს ბრალის მომენტს. იგი არაა მისი სემადგენელი ნაწილი. ბრალი უპირველეს ყოვლისა შეფასებითი ცნებაა და ასახავს პირის ფსიქიკურ დამოკიდებულებას.

Page 9: სისხლის კონსპექტი სრული

ყველა დანაშაულს შეიძლება ახასიათებდეს საერთო ნიშნები, მაგრამ ისინი მაინც განსხვავდებიან საშიშროების ხარისხისა და ხასითის მიხედვით. სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადის მიხედვით განასხვავებენ დანაშაულის სამ კატეგორიას: ნაკლებად მძიმე დანასაული, მძიმე დანაშაული და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული. ნაკლებად მძიმეა ისეთი დანასაული, რომლის ჩადენისთვისაც კოდექსით გათვალისწინებული სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. მძიმე დანაშაულად მიიჩნევა, ისეთი განზრახ ან გაუფრთხილებელი დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია მაქსიმალური სასჯელი არა უმეტეს 10 წლისა. გაუფრთხილებელი დანაშაულისათვის კი 5 წელზე მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთა. მძიმე დანაშაულად კი მიიჩნევა განზრახ დანაშაული, რომლის ჩადენისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 10 წელზე მეტი ვადით ან უვადო თავიუფლების აღკვეთა. გარდა განხილული კლასიფიკაციისა , სისხლის სამართლის კოდექსი იცნობს სხვა სახის კლასიფიკაციასაც, მაგალიტად, კლასიფიკაცია ხელყოფის ობიექტის მიხედვით. სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის კლასიფიკაცია დამოკიდებულია ქვემდებარეობაზე. კრიმინალისტიკაში იგი დამოკიდებულია დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკასა და ტაქტიკაზე.

თანამონაწილეობა, ამსრულებლობა

დანაშაულში თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ მონაწილეობას განზარხი დანაშაულის ჩადენაში. თანამონაწილეობის სუბიექტებია (ფორმებია)  : ორგანიზარორი, წამქეზებელი და დამხმარე. თუ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდა ამდენიმე პირი, თავდაპირველად უნდა განისაზღვროს თუ ვინ ჩაიდინა ძირითადი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რათა იგივე უმართლობისათვის დადგინდეს თანამონაწილეთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.განასხვავებენ თანამონაწილეობას ფართო და ვიწრო გაგებით.ფართო გაგებით თანამონაწილეობა ნიშნავს დანაშაულში თანამონწილეობას როლების დაუნაწილებლად, ვიწრო გაგებით კი თანამონაწილეობა გულისხმობს როლების დანაწილებას  დანაშაულის მონაწილეთა შორის (მაგ:ორგანიზატორი, წამქეზებელი , დამხმარე).თანამონაწილეობას ახასიათებს აქცესორულობა, რაც ნიშნავს იმას რომ თანამონაწილე დაისჯება იმ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის რაც ჩაიდინა ამსრულებელმა.სსკ-ში გვხვდება დანაშაულის ისეთი შემადგენლობა სადაც თანამონაწილეობის გარეშე შემადგენლობა ვერ განხორციელდება, ასეთია მაგ:ქრთამის აღება. 

                         თანამონაწილეობის დასჯადობის დაფუძველი : სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უფლება აქვს იურისდიქცია განახორციელოს მხოლოდ ფიზიკური პირების მიმართ.ამ ფიზიკურ პირებში იგულისხმება არა მარტო დანაშაულის ამსრულებელი პირი,არამედ თანამონაწილეც, რომელიც უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამთავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იწყება 18 წლიდან. პირი უნდა მიეცეს სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში თუ, ა) ჩაიდენს დანაშაულს პირადად, სხვა პირთან ერთად ან სხვა პირის მეშვეობით, მიუხედავად იმისა, ეკისრება თუ არა ამ სხვა პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ბ) უხელმძღვანელებს, წააქეზებს ან ხელს შეუწყობს აღნიშნული დანაშაულის ჩადენას, რომელიც ფაქტობრივად დამტავრდა ან რომლის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. გ) აღნიშნული დანაშაულის ჩადენს გაადვილების მიზნით დახმარებას უწევსმ აქეზებს ან სხვაგვარად ხელს უწობს მის ჩადენას ჩადენის მცდელობას, მათ შორის – მისი ჩადენისათვის საშუალებათა მიწოდებით; დ) განზრახი ქმედებით ხელს უწყობს დანაშაულის ჩადენას ან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებას; ე) გენოციდის დანაშაულის შემთხვევაში პირდაპირ და საჯაროდ მოუწოდებს სხვებს გენოციდის ჩასადენად; ვ) ეცდება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას.თუ პირი უარს იტყვის დანაშაულის ჩადენის მცდელობაზე ან სხვაგვარად ხელს შეუშლის მის ბოლომდე მიყვანას, არ დაისჯება.  დასჯადია როგორც დამთავრებული დანაშაული, აგრეთვე დანაშაულის მცდელობა.    თანამონაწილის აქცესორული ბუნება : თანამონაწილის აქცესორულობა გულისხმობს იმას რომ თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის მიერ ჩადენილ განზრახ მართლსაწინააღმდეგო ძირითად ქმედებაზე, რომელიც  სავალდებულო არაა რომ ბრალეულად იყოს ჩადენილი. თანამონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში შესაძლებელია არა მარტო მოქმედებით, არამედ უმოქმედობითაც. ამასთან ამსრულებლისათვის აუცილებელი არაა თანამონაწილე, მაგრამ თანამონაწილესათვის აუცილებელია ამსრულებელი, ვინაიდან თანამონაწილეობა აქცესორული ბუნებისაა.თანამონაწილის სახეები : თანამონაწილის სახეებია ორგანიზატორი,წამქეზებელი და დამხმარე.ორგანიზატორი არსი პირი რომელმაც შეიძლება შექმნას გარკვეული ჯგუფი,წინასწარ დაგეგმოს დანაშა-ული და მიუთითოს სხვებს თუ რა უნდა გააკეთონ დანაშაულის ჩასადენად. ორგანიზატ-ორი შეძლება დანაშაულის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდეს.ორგანიზატორი პასუხს აგებს ჯგუფური დანაშაულის მხოლოდ იმ ეპიზოდისათვის რომელიც მისი განზრახვით იყო მოცული.წამქეზებელი თანამონაწილეთა შორის ყველაზე რთული და

Page 10: სისხლის კონსპექტი სრული

მრავალმხრივი ფიგურაა.წამქეზებელია არის ის ვინც ამსრულებელს დანაშაულის ჩადენის გადამწყვეტ მოტივს უქმნის. წაქეზება გულისხმობს აქტიურ ზემოქმედებას ფსიქიკაზე, ამიტომ შეუძ-ლებელია უმოქმედობით წაქეზება.ფართო გაგებით წამქეზებლობა შუალობით ამსრულ-ებლობასაც მოიცავს.წამქეზებლობა უნდა განვასხვავოთ თანამონაწილეობის მესამე ფორ-მისგან ანუ დახმარებისგან, რადგან დახმარება წამქეზებელთან შედარებით ნაკლებად მნ-იშვნელოვანია.დამხმარე არის პირი ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას.არსებობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანუ ინტელექტუალური დახმარება.ფიზიკური დახმარე-ბა ძირითადად ორი სახით შეიძლება გამოვლინდეს:1)ასრულებლისათვის საშუალების მიცემა (მაგ:ბინის დათმობა , იარაღის მიცემა) ; 2)დაბრკოლების თავიდან აცილება (დანაშაულის ჩადენის გაადვილება).ფსიქოლოგიური დახმარება კი არის მაგ: დამნაშავისთვის რაიმე რჩევის მიცემა დანაშაულის ჩადენაზე ან დამნაშავის დამალვა.  დანაშაულის   ამსრულებლისა   და     თანამონაწილის   ურთიერთგამიჯვნა : ამსრულებლისა და თანამონაწილის გამიჯვნა ხდება სხვადასხვა თეორიებით: ა)ფორმალურ-ობიექტური თეორიის მიხედვით ამსრულებელია ის, ვინც მთლიანად ან ნაწილობრივ უშუალოდ ასრულებს ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, თანამონაწილე კი უშუალო მონაწილეობას არ ღებულობს ამსრულებლის მიერ განხორციელებულ ქმედებაში , არამედ მხოლოდ ორგანიზებას ან დახმარებას უწევსმას ამ აღუძრავს დანაშაულის ჩადენის სურვილს. ამ თეორიას ჰყავს მიმდევრები, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად გამოუსადეგარია.ბ)სუბიექტური თეორიიის მიხედვით ამსრულებელია ის ვინც მოქმედებს ამსრულებლის ნებით და ახორციელებს ქმედებას, ხოლო თანამონაწილეა ის ვინც მოქმედებს თანამონაწილის ნებით და ეხმარება ამსრულებელს ქმედების განხორციელებაში.ამსრულებლის ნების კრიტერიუმებია : შედეგის მიმართ საკუთარი ინტერესის ხარისხი; ქმედებაში მონაწილეობის მოცულობა; ქმედებაზე ბატონობა ან მინიმუმ ქმედებაზე ბატონობის სურვილი.გ)ქმედებაზე ბატონობის თეორიას გააჩნია გამოვლენის 3 ფორმა:(1)უშუალო ამსრულებლობა(ამ დროს ქმედებაზე ბატონობს ის ვინც უშუალოდ ასრულებს შემადგენლობის ყველა ნიშანს) ; (2)შუალობითი ამსრულებლობა(ქმედებას ჩადის სხვა პირის მეშვეობით და აქვს ნების/ცოდნის ბატონობა); (3)თანაამსრულებლობა (ქმედებას ჩადის სხვა პირთან/პირებთ-ან ერთად).ამსრულებლის   ექსცესი   : ამსრულებლის ექსცესი ნიშნავს ამსრულებლის მიერ ისეთი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას, რომელსაც არ მოიცავდა სხვა თანაამსრულებლის/თანამონაწილის განზრახვა.ამსრულებლის ექსცესისთვის სხვა თანაამსრულებელს ან თანამონაწილეს პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

        თანამონაწილეთა   სისხლის სამართლებრივი   პასუხიემგებლობი სფარგლები   და   თავისებურება : ამსრულებელსა და თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მხოლოდ საკუთარი ბრალისათვის ერთიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, დანაშაულის ჩადენაში თითოეულის მონაწილეობის ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით.როცა ამსრულებლის ან თანამონაწილის მხარეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც ახასიათებს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მაშინ ეს ნიშანი შეერაცხება სხვა ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომლის მხარესაც იგი არ არსებობდა, თუ მას ეს ნიშანი შეცნობილი ჰქონდა.პერსონალური ნიშანი, რომელიც ბრალისთვის ანდა ერთერთი ამსრულებლის ან თანამონაწილის პიროვნებისათვის არის დამახასიათებელი, შეერაცხება იმ ამსრულებელს ან თანამონაწილეს, რომელსაც იგი ახასიათებს.თუ ამსრულებელს დანაშაული არ დაუმთავრებია, თანამონაწილეს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება დანაშაულის მომზადებაში ან დანაშაულის მცდელობაში თანამონაწილეობისათვის. დანაშაულის მომზადებისათვის სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმასაც, ვინც მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო ვერ შეძლო სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად.დანაშაულთან   შემხებლობა   და   მისი   სახეები : ერთიანი დანაშაულის სახეებია დენადი და განრგძობადი დანაშაული.დენიდია დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. განგრძობადია დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას.განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.არსებობს ასევე არაერთგზისი დანაშაული; დანაშაულთა ერთობლიობა და დანაშაულის რეციდივი.არაერთგზისია დანაშაული თუ წინათ ნასამართლევმა პირმა ჩაიდინა იგივე დანაშაული.დანაშაულთა სიმრავლე არის სსკ-თი გათვალისწინებული ორი ან მეტი ქმედების ჩადენა, რომელთაგან პირი არცერთისთვის არ ყოფია მსჯავდებული.დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ განზრახი დანაშაულის განმეორებით ჩადენას.

ბრალის გამომრიცხავი და შემამსუბუქებელი გარემოებები

 დღევანდელი ქართული სისხლის სამართალი ბრალის ნორმატიული

მოძღვრებით შერაცხადობა-შეურაცხადობის პრობლემას, როგორც

ბრალუნარიანობის განმსაზღვრელ გარემოებას, თვით ბრალის ეტაპზე

Page 11: სისხლის კონსპექტი სრული

განიხილავს. მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დამოკიდებული

არ არის პირის ბრალუნარიანობაზე. მაშასადამე, მისი ჩადენა შეუძლია

სულით ავადმყოფსაც. სისხლის სამართალში პირის ქმედუნარიანობა

მყარად არის გამიჯნული მისი

ბრალუნარიანობისაგან.ქმედუნარიანობის დროს დგინდება პირის

უნარი, შეუძლია თუ არა განახორციელოს სხეულებრივი

გადაადგილება გარესამყაროში. ბრალუნარიანობას განსაზღვრავს

პირის შერაცხადობა, ხოლო ბრალის გამომრიცხველი გარემოებებია:

შეურაცხადობა ასაკის გამო, შეურაცხადობა ფსიქიკური დაავადების

გამო, ინდივიდუალური გაუფრთხილებლობის გარეშე ბრძანების ან

განკარგულების შესრულება. შეზღუდული შერაცხადობა კი,

წარმოადგენს არა ბრალის გამომრიცხველ, არამედ მის

შემამსუბუქებელ გარემოებას.

შეურაცხაობა

         მოქმედი ქართული სსკ-ს სიახლეა ის, რომ მასში შეურაცხაობა მოცემულია გვარეობითი ცნების სახით. იგი თავის თავში მოიცავს ორ შემთხვევას: შეურაცხაობას ასაკის გამო და შეურაცხაობას ფსიქიკური მდგომარეობის გამო. სსკ-ს 33-ე და 34-ე მუხლებში შეურაცხაობა განსაზღვრულია ნეგატიურად. მაგალითად, 33-ე მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ შეერაცხება ბრალად თუ ის ჯერ არ არის 14 წლის. შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს მნიშვნელოვანია პირის მდგომარეობა ქმედების ჩადენის დროს.

         ქართული კოდექსის მიხედვით თავის მხრივ შეურაცხაობა დგინდება ორ: ინტელექტუალურ და ემოციონალურ მომენტზე დაყრდნობით. დღეს შეურაცხაობის საკითხის გადაწყვეტის დროს ყურადღებას აქცევენ ორივე მომენტს, როგორც ინტელექტუალურს, ასევე ემოციონალურს. თუ ამ ორიდან პირის ერთი უნარი მაინც იქნა დარღვეული, ასეთ შემთხვევაში მას ქმედება ინდივიდუალურად არ შეერაცხება.

შეურაცხაობა ასაკის გამო

   სსკ-33 მუხლის თანახმად, 14 წლის ასაკამდე პირს ბრალად არ შეერაცხება მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

მოქმედი ქართული კანონმდებლობით(სსკ-80) პირი არასრულწლოვანია, თუ მან დანაშაული ჩაიდინა 14-18 წლამდე ასაკში. ცალკეულ შემთხვევებში უნდა შემოწმდეს  შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობა, რომელიც სრულწლოვანისაგან განსხვავებით არასრულწლოვნისათვის შეიძლება გახდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი(სსკ-35_3). არასრულწლოვნის შეზღუდული შერაცხადობა ის შემთხვევაა, როცა მას არ შეუძლია სრულად გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა, ანდა უხელმძღვანელოს მას. ქართული კანონმდებლობით 14 წლამდე პირი არ შეიძლება დაისაჯოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა მისი ფსიქიკური განვითარების დონე რეალურად 15 ან მეტი წლის ასაკისას შეესაბამება.

შეურაცხაობა ფსიქიკური დაავადების გამო

  სსკ 34 მუხლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ ფსიქიკურად დაავადებულ პირს, ვისაც ამ ქმედების ჩადენის დროს არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობის შინაარსი, ანდა შეეძლო გაეცნობიერებინა, მაგრამ არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი, არ შეერაცხება ბრალად მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება. შეურაცხაობის მიზეზი შეიძლება იყოს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკური მდგომარეობის დროებითი მოშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

კანონი ფსიქიკურ შეურაცხაობას უკავშირება ორ წინაპირობას: თავდაპირველად, ემპირიულად უნდა დადგინდეს, რომ სახეზეა ფსიქიკური ავადმყოფობის მომენტი(შეურაცხაობის ბიოლოგიურ-ფსიქოლოგიური კომპონენტი). ამის შემდეგ სამართლებრივ-შეფასებითი მეთოდით უნდა დადგინდეს, რომ პირს თავისი ფსიქიკური

მდგომარეობის გამო არ ჰქონდა სხვაგვარად მოქმედების უნარი(შეურაცხაობის ფსიქოლოგიურ-ნორმატიული კომპონენტი). მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს შეურაცხად მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არ გამოიყენება სასჯელი, რადგან მისი ქმედება არ არის ბრალეული. ბრალის გარეშე კი არ არსებობს სასჯელი. სსკ-34 მუხლი უთითებს ფსიქიკური მდგომარეობით განპირობებულ შეურაცხაობის გამომწვევ ოთხ ფაქტორს: ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქიკის დროებითი აშლილობა, ჭკუასუსტობა ან სხვა ფსიქიკური დაავადება.

 შეზღუდული შერაცხადობა

Page 12: სისხლის კონსპექტი სრული

    შეზღუდული შერაცხადობა გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა პირს ფსიქიური დაავადების გამო არ შეეძლო, სრულად გაეცნობიერებინა და ეკონტროლებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი მხარე ან მართლსაწინააღმდეგო ხასიათი. შეზღუდული შერაცხადობისას სრულწლოვანი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება, ხოლო მისი მდგომარეობა მხედველობაში მიიღება მხოლოდ დანაშაულის კვალიფიკაციისას ან სასჯელის დანიშვნისას, ხოლო არასრულწლოვანი შეიძლება გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან.

შეცდომა

სისხლის სამართლის კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით, ის, ვინც არ იცის რომ ქმედება, რომელსაც სჩადის, აკრძალულია არ დაისჯება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შეცდომა მისატევებელია. სსკ-ის 36-ე მუხლის მეორე ნაწილი განმარტავს იმას, თუ რა შეიძლება იყოს მისატევებელი შეცდომა. კოდექსის მიხედვით, შეცდომა მისატევებელია, თუ შექმნილ ვითარებაში პირდა არ იცოდა არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ სჩადიოდა აკრძალულ ქმედებას.  რა ხდება იმ შემთხვევაში თუ შეცდომა მისატევებელი არ არის? აღნიშნულ ფაქტორს ითვალისწინებს სსკ-ის 36-ე მუხლის მესამე ნაწილი და ამბობს, რომ თუ შეცდომა არ ჩაითვლება მისატევებლად, მაშინ პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ გაუფრთხილებლობისათვის. ისიც იმ შემთხვევაში თუ ამ ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება.

ბრძანების ან განკარგულების შესრულება

სისხლის სამართლის კოდექსის 37-ე მუხლი ეხება ბრალის გამომრიცხველ კიდევ ერთ გარემოებას. კერძოთ, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმას, ვინც სავალდებულო ბრძანების ან განკარგულების შესრულებისას დააზიანა სამართლებრივი სიკეთე. ასეთი ზიანისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმას, ვინც მართლსაწინააღდეგებო ბრძანება ან განკარგულება გასცა. იმისათვის რომ ქმედების შემადგენლობაში არსებობდეს ბრალის გამომრიცხველი გარემოება, რომელიც გათვალისწინებულია კკს-ის 37-ე მუხლით, აუცილებელია რომ სახეზე გვყავდეს ორი პირი, პირველი, ის ვინც გასცა ისეთი ბრძანება რომლის შესრულებაც გამოიწვევდა მართლსაწინააღდეგო შედეგს, და ის ვინც შეასრულებს ამ ბრძანებას. შემსრულებელს არ დაეკისრება სისხლისამართლებრივი პასუხისმეგბლობა. რადგან, იგი ვალდებული იყო ზედამხედველის, ანუ იმის ვინც უბრძანა, განკარგულება თუ ბრძანება შეესრულებინა.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სხვა არაბრალეული ქმედების დროს

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის IX თავში ჩამოთვლილია ის გარემოებები, რომლის გამოც გამოირიცხება ბრალი. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ აღნიშნული გარემოებების გარდა, იყოს სხვა ისეთი ქმედებები, რომლებიც გამროიცხავდა ბრალს. სწორედ ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსის 38-ე მუხლის მიხედვით, ბრალეულად არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც თუმცა ამ კოდექსში სახელდებით არ არის მოხსენიებული, მაგრამ სავსებით აკმაყოფილებს ამ ქმედების არაბრალეულობის პირობებს.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოებები

მართლწინააღდეგობა, მარტივად რომ ავხსნათ, ნიშნავს იმ ნორმების დარღვევას, რომლებიც კანონშია გათვალისწინებული. მართლწინააღდეგობა დანაშაულის ერთ-ერთი ელემენტია და დანაშაული მის გარეშე არ არსებობს. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქმედება მართლსაწინააღმდეგოა, მაგრამ “დამნაშავის” პასუხისმგებლობა არ დგება, რადგან იგი მოქმდებედა ისეთ გარემოებაში, რომელიც გამორიცხავს მართლწინააღდეგობას. მართლწინააღდეგობის გამომრიცხველი გარემოებებია: აუცილებელი მოგერიება, უკიდურესი აუცილებლობა, დამნაშავის შეპყრობა, მართლზომიერი რისკი და მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებები.  

 აუცილებელი მოგერიება____________________________

აუცილებელი მოგერიების დროს პირი აზიანებს ხელმყოფს, რომელმაც მართლსაწინააღმდეგო თავდასხმა განახორციელა სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მიზნით. თავდაცვის მიზანია მომგერიებლის ან სხვა პირის სამართლებრივი სიკეთის დაცვა. მომგერიელებელს უფლება აქვს დააზიანოს ხელმყოფი იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას სხვაგვარად აიცილოს ხელყოფა. აუცილებელი მოგერიება ორი სახისაა: აუცილებელი თვითდაცვა და აუცილებელი დახმარება. აუცილებელი მოგერიება შედგება 3 ნიშნისგან: უკიდურესი მდგომარეობა, უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება და თავდაცვის სურვილი.ზოგჯერ არსებობს მეოთხე პირობაც, რომელიც მდგომარეობს სოციალურ–ეთიკურ შეზღუდვაში(მაგ: ბაღში ვაშლის მოპარვა) აუცილებელი მოგერიების პირველი ნიშანია: უკიდურესი მდგომარეობა,

Page 13: სისხლის კონსპექტი სრული

რომელიც 3 კომპონენტისგან შედგება: 1)სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა;2)ხელყოფის იმწუთიერება;3)ხელყოფის მართლწინააღმდეგობა, რაც გულისხმობს ხელყოფის რეალურ(ობიექტურ) ხასიათს. განვიხილოთ ცალ–ცალკე:

1)აუცილებელი მოგერიების დროს ყოველთვის სახეზეა სამართლებრივად დაცული სიკეთის ან ინტერესის ხელყოფა, რომელიც ადამიანის აქტიური ან პასიური ქცევით–მოქმედებით ან უმოქმედობით არის გამოწვეული. შესაძლებელია ასევე აუცილებელი მოგერიება გაუფრთხილებელი ხელყოფის წინააღმდეგ.  უვარგისი მცდელობა არ წარმოადგენს ხელყოფას და არ წარმოშობს აუცილებელი მოგერიების უფლებას, რადგან სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფა ობიექტურად არ ემუქრება. შესაძლებელია ასევე, რომ ხელყოფა არ წარმოადგენდეს დასჯად ქმედებას , მაგრამ მისი მოგერიება მაინც ჩაითვალოს აუცილებელ მოგერიებად.

2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი, ანუ დაწყების პროცესში, უკვე დაწყებული ან ჯერ კიდევ მიმდინარე. ხელყოფა ასევე წარმოადგენს იმწუთიერს მისი განგრძობადობის დროს, თუ არსებობს დაზიანების მიმყენებელი ქმედების კვლავ განმეორების საშიშროება. 3)ხელყოფა ასევე უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, რომელიც გულისმხობს, რომ იგი ეწინააღმდეგება კულტურის ნორმებით დადგენილ მართლწესრიგს. იგი უნდა იყოს ობიექტური, ანუ რეალური და არა მარტო მომგერიებლის გონებაში წარმოსახული. აუცილებელი მოგერიების მეორე ნიშანი: უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება: გულისმხობს რომ იგი უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვით საშუალებას. არ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე მოუსპო ან მძიმე დაზიანება მიაყენო, როცა შესაძლებელია თავდაცვის განხორციელება შედარებით ნაკლები ზიანის მიყენების გზით. აუცილებელი თავდაცვითი მოქმედება 2 კრიტერიუმით განისაზღვრება:–დაცვის საშუალება უნდა იყოს მოწოდებული ხელყოფა აღკვეთოს მყისიერად და შეძლებისდაგვარად საბოლოოდ ანდა მინიმუმ შეასუსტოს.–თავდამცველი უფლებამოსილია აირჩიოს დაცვის ეფექტური საშუალება, ე.ი მისთვის ყველაზე ნაკლებად საშიში საშუალება.

აუცილებელი მოგერიების დროს უკიდურესობით გამოწვეული მოქმედება არ შეიძლება მიმართული იყოს მესამე პირის წინააღმდეგ, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხის უშუალო წყაროს. მესამე ეტაპად დგინდება აუცილებელი მოგერიების სუბიექტური ელემენტის არსებობა, კერძოდ აუცილებელი მოგერიების გარემოებების ცოდნა და თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილი. აუცილებელი მოგერიების სუბიექტურ მხარესთან დაკავშირებით არსებობს 3

შეხედულება:–პირველი მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს გამართლების სუბიექტური ელემენტის არსებობას–მეორე საკმარისად მიიჩნევს აუცილებელი მოგერიების სიტუაციის ცოდნას.–მესამე კი პრინციპულად მოითხოვს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების ორივე ელემენტის(ცოდნისა და სირვილის) არსებობას.

მაშასადამე აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებია:1)ხელყოფა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ რეალური;2)ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი;3)ხელყოფა უნდა იყოს რელევანტური, ანუ სოციალურად მნიშნელოვანი;4)ხელყოფა უნდა იყოს სუბიექტურად სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული.

  დამნაშავისშეპყრობა_____________________________

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც შეიპყრობს დამნაშავეს, ამისთვის აუცილებელი ზომის გადაუცილებლად. ზომის გადაცილება ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან და სხვა გარემოებებთან. დამნაშავის შეპყრობის ისევე როგორც დაკავების უფლება აქვს არა მარტო პოლიციელს ან სხვა უფლებამოსულ თანამშრომელს, არამედ ნებისმიერ ფიზიკურ პირს.

დამნაშავის მართლზომიერი შეპყრობის დროს ნებადართულია მისი თავისუფლების აღკვეთა, იძულება, სხეულებრივი დაზიანებები და ა.შ დამნაშავის შეპყრობა როგორც მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოება მოითხოვს, რომ  პირის დაკავების მართლზომიერებისთვის აუცილებელია, მას რეალურად ჩადენილი ჰქონდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება. თუ ისეთი სისხლისსამართლებრივი უმართლობა იყო განხორციელებული, რომ შესაძლებელია მე-7 მუხლის მეორე ნაწილის გამოყენება, ან თუ შეპყრობილ პირს ამნისტია შეეფარდა, ან შეწყალებულია, ან გასულია მის მიერ ჩადენილი სისხლისსმარათლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, ადამიანის შეპყრობა ისევე უნდა გადაწყდეს როგორც „მოჩვენებითი დამნაშავის“ შეპყრობა და ფაქტობრივი შეცდომის გამო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ბრალთან მიმართებით. გადაცილებული არ უნდა იყოს დამნაშავის შესაპყრობად აუცილებელი ზომა.ზომა გადაცილებულად ჩაითვლება თუ იგი აშკარად შეუსაბამო იყო დანაშაულის სიმძიმესა და შეპყრობის გარემოებებთან. ამ დროს

Page 14: სისხლის კონსპექტი სრული

დანაშაულის სიმძიმესტან გათვალისწინებული უნდა იყოს დანაშაულის განხორციელების დრო, ადგილი, რაოდენობა, დამნაშავის პიროვნება, ფიზიკური მონაცემები და ა.შ დამნაშავის შეპყრობის მართლზომიერების ფარგლები: იგი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი დასჯადი ქმედების მიმართ. როგორც პოლიციელსა და სხვა უფლებამოსილების მქონე პირს, ისე ნებისმიერ ფიზიკურ პირს უფლება აქვს ადამიანი დააკავოს მხოლოდ ერთი საფუძვლით, კერძოდ ცხელ კვალზე, თუ დანაშაულზე წაასწრებს. არის სხვა მართლზომიერი საფუძვლები:

თუ თვითმხილველი ან თვითონ დაზარალებული მიუთითებს მასზე;

ტანსაცმელზე აღმოაჩნდება დანაშაულის კვალი; თუ მიიმალება დანაშაულის შემდეგ და დაზარალებულმა

ამოიცნო; მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ძებნის წარმოების

შესახებ.

შეპყრობა განხორციელებული უნდა იქნეს პირის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთის, გაქცევის, დამალვის ან მტკიცებულებათა მოსპობის თავიდან აცილების მიზნით. დამნაშავის შესაპყრობად უნდა გამოყენებულ იქნას ისეთი საშუალება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი ზომის გადაცილებას. უნდა არსებობდეს გამართლების სუბიექტური ელემენტი, რაც მდგომარეობს შეპყრობის გარემოებების ცოდნასა და დაკავების სურვილში.

ცნობილია, რომ არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული შედეგის დადგომამდე დანაშაულად არ ითვლება, ამიტომ დამნაშავის შეპყრობის უფლება, ასეთ შემთხვევებში, დანაშაულებრივი შედეგის დადგომამდე არ წარმოიშობა. თუკი დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხორციელდება, როდესაც მომზადება და მცდელობა შესაძლებელია, მაშინ დამნაშავის შეპყრობის უფლება წარმოიშობა თუკი სისხლის სამართლის კანონის დამრღვევმა დაასრულა დანაშაულებრივი საქმიანობა და არაა აუცილებელი დანაშაულიც დასრულებული იყოს. კერძოდ, დამნაშავის შეპყრობა შესაძლებელია დამთავრებული მცდელობის შემდეგ. მაგალითად, თუ ა–მ ტყვია ააცილა ბ–ს, მოქალაქეებს წარმოეშობათ დამნაშავის შეპყრობის უფლება.

უკიდურესი აუცილებლობა_______________________________

უკიდურესი აუცილებლობა ნიშნავს სხვის(ხელმყოფის ან სხვა პირის) დაზიანებას იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ემუქრებოდა თვით დამზიანებელს ან სხვის სამართლებრივ სიკეთეს,

თუ ამ საფრთხის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა სხვა საშუალებით და დაზიანებული სიკეთე გადარჩენილზე ნაკლებმნიშვნელოვანი იყო. უკიდურესი აუცილებლობა 2 სახისაა(მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი)

1)დეფენზიური ანუ თავდაცვითი2)აგრესიული ანუ თავდასხმითი –დეფენზიური უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა მესამე ძალას, არამედ საფრთხის წყაროს(ხელმყოფს) და ამ დროს პირს სამოქალაქო სამართლებრივი წესით ზიანის ანაზღაურება არ ეკისრება.

მაგ: მეზობელი წავიდა აგარაკზე და წყალი მოშვებული დარჩა. ქვედა სართულზე მცხოვრებს უფლება აქვს კარი შეუმტვრიოს თუ მას უფრო ნაკლები ზიანის მიყენებით არ შეუძლია საფრთხის თავიდან აცილება. ამასთან, მის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლები უნდაიყოს გადარჩენილზე.

–აგრესიული ანუ თავდახმითი უკიდურესი აუცილებლობის დროს პირი პასუხს აგებს სამოქალაქო წესით. ამ მდგომარეობაში პირი ზიანს აყენებს არა ხელმყოფს, არამედ მესამე ძალას, რომელსაც არავითარი წვლილი არ შეუტანია შექმნილი საფრთის წარმოშობაში.

მაგ: ა–ს სახლს ცეცხლი წაეკიდა. მის გადასარჩენად ა. იძულებული გახდა მეზობლის ნაკლებმნიშვნელოვანი სიკეთე(მაგ: ვენახი) დაეზიანებინა. ა. ვალდებულია აანაზრაუროს ზიანი სამოქალაქო წესით.

მართწინააღმდეგობის გამომრიცხველ უკიდურეს აუცილებლობათა მართლზომიერების ობიექტური პირობებია:1. დაცულ სიკეთეს საფრთხე უნდა შეექმნას რეალურად, ე.ი საფრთხე ობიექტურად უნდა არსებობდეს. თუკი აუცილებელი მოგერიებისა და დამნაშავის შეპყრობისას სამართლით დაცულ სიკეთეს საფრთხე შეიძლება შეექმნას მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, უკიდურესი აუცილებლობისას საფრთხის წყაროდ ასევე შეიძლება მოგვევლინოს ბუნება, ცხოველი, სხვადასხვა დაავადებანი და ა.შ2.საფრთხე უნდა იყოს იმწუთიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არა საფრთხის აღმკვეთი მოქმედების დროული განხორციელება, სამართლებრივი სიკეთე გარდაუვლად დაზიანდება.დაცვის ობიექტი შეიძლება იყოს: ჯანმრთელობა, თავისუფლება, პატივი, ღირსება და ა.შ3.არ უნდა არსებობდეს ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებით შესაძლებელი იქნება საფრთხეში მყოფი სამართლებრივი სიკეთის გადარჩენა სხვა სამართლებრივი სიკეთის ხარჯზე. ამაზე თვით ამ უფლების დასახელება მიანიშნებს: ჯერ ერთი რომ ქმედება უნდა იყოს აუცილებელი შექმნილ ვიტარებაში და მეორე, ასეთი აუცილებელი ქმედება უნდა იყოს სამართლებრივი სიკეთის გადარჩენის უკიდურესი საშუალება

Page 15: სისხლის კონსპექტი სრული

. 4.თავდასხმითი უკიდურესი აუცილებლობის ზიანი უნდა მიადგეს მესამე პირს ანუ ისეთ სამართლებრივ სიკეთეს, რომლიდანაც საფრთხე არ წარმოშობილა.მაგ: ა–მ მისკენ საკბენად წამოსული ძაღლი მოიგერია იქვე მდგარი მოქალაქის ქოლგით. მაგ მფლობელს უნდა აუნაზღაუროს ქოლგის დაზიანებით მიყენებული ზიანი.5.გადარჩენილი სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე დაზიანებული.პირის მოქმედება აუცილებელი მოგერიების მდგომარეობით მხოლოდ მაშინ შეიძლება გამართლდეს, როცა დაცულია სამართლებრივი რანგირების პრინციპი: ყველაზე დიდ სიკეთედ ითვლება ადამიანის სიცოცხლე, ამიტომ ადამიანის სიცოცხლის მოსპობა არ შეიძლება გამართლდეს უკიდურესი აუცილებლობის მდგომარეობით. არ შეიძლება პირის გამართლება მძიმე ავადმყოფის ან ღრმა მოხუცებულის სიცოცხლის მოსპობისთვის, როცა ამ მოქმედებით სხვა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა ხდება. აკრძალულია სიცოცხლის ყოველგვარი კვანტიფიკაცია, ამიტომ უკიდურესი აუცილებლობით გამართლების საფუძველი არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანისთვის სიცოცხლის მოსპობა ბევრი ადამიანის გადარჩენის მიზნით.

მართლზომიერირისკი_______________________________

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც სასარგებლო მიზნის მისაღწევად გამართლებული რისკის პირობებში დააზიანებს სამართლებრივ სიკეთეს. მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი აღნიშნული გარემოების მართლზომიერების სუბიექტური პირობაა:1. პირი საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მისაღწევად უნდა მოქმედებდეს. აქ უნდა მოვიაზროთ არამარტო სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესები, არამედ ინდივიდუალური სამართლებრივი სიკეთე.2.რისკის გარეშე არ უნდა შეიძლებოდეს საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევა. არაა სავალდებულო რისკის გაწევა მაინც და მაინც აუცილებელი და გადაუდებელი იყოს, ანუ ურომლისოდაც სამართლებრივი სიკეთე დაიღუპება აუცილებლად.3.რისკი მხოლოდ მაშინ იქნება გამართლებული, თუ რისკის გამწევმა ყველა ზომა მიიღო, რათა სამართლებრივი სიკეთე არ დაზიანბულიყო ან დაზიანების საფრთხე არ შექმნოდა, თუკი არსებობდა საზოგადოებრივად სასარგებლო მიზნის მიღწევის ისეთი გზა, რომელიც საერთოდ გამორიცხავდა რისკის განხორციელებას, მაშინ რისკი გამართლებული ვერ იქნება.4. სამართლებრივი სიკეთის დაზიანება, რაც შეიძება მოჰყვეს რისკის განხორციელებას, რისკის გამწევისთვის უნდა იყოს სავარაუდო და არა გარდაუვალი.

მაგალითად: ქარხნის აფეთქება გარდაუვალია. არის ორი ღილაკი: ერთის დაჭერისას იგი გადარჩება, მეორის დაჭერისას კი აფეთქდება. ა–მ გასწია რისკი და ერთ ღილაკს დააჭირა. შენობა აფეთქდა. მიუხედავად ამისა, რისკი იქნება გამართლებული, ვინაიდან სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ამ შემთხვევაში ქმედების მართლწინააღმდეგობა გამორიცხულია. კანონმდებელი იყენებს ტერმინს – გამართლებული რისკი.

არსებობს აგრეთვესაპატიებელი რისკი, რომელიც ბრალს გამორიცხავს. მაგ: ბაბუამ შვილიშვილი მანქანიდან გადააგდო ბავშის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით ისეთ ვითარებაში, როცა მანქანა ხრამში იჩეხებოდა. სინამდვილეშ მანქანა არ გადაიჩეხა, ბავში კი დაიღუპა. მიუხედავად მძმე შედეგისა, ბაბუა შეიძლება არ დაისაჯოს, ვინაიდან იგი იმყოფებოდა საპატიებელი რისკის მდგომარეობაში. ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება არა მართლზომიერი რისკი, არამედ ბრალის გამომრიცხველი რისკი.

ანალოგიით გამოსაყენებელი მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებანი _________________________________________________________________________

სსკ-ს  32-ე მუხლმა, ისევე როგორც 38-ე მუხლმა გზა გაუხსნა სამოსამართლო სამართალშემოქმედებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართალში განსაკუთრებით მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხველ გარემოებებთან დაკავშრებით , პიროვნების სასარგებლოდ გამოიყენება ანალოგია.მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი ზეკანონური გარემოებებია:დაზარალებულის თანხმობა, დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა, მოვალეობათა კოლიზია და ა.შ.

მაგალითები: ა-მ გადაწყვიტა ცხვირის ოპერაციის გაკეთება.ოპერაციის შმდეგ მას თავისი გარეგნობა არ მოეწონა და ბ-ს უჩივლა.უნდა გაირკვეს, არის თუ არა ბ-ს მოქმედებაში ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემადგენლობა. თუ სასამართლომ გამოარკვია, რომ ბ-მ ოპერაცია სწორად გააკეთა და მას არავითარი განზრახვა არ ჰქონია დაემახინჯებინა ა-ს სახე ასევე, არც წინდახედულობის ნორმა დაურღვევია, იგი პასუხს არ აგებს მართლწინააღმდეგობის არარსებობის გამო.(ე.წ. დაზარალებულის თანხმობა).

საავადმყოფოში მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი, გონდაკარგული ა. ექომმა ბ-მ ა-ს ნებისაგან დამოუკიდებლად გააკეთა სასწრაფო ოპერაცია და ა-ს ფეხი მოკვეთა(წინააღმდეგ შემთხვევაში ა დაიღუპებოდა).გამოჯანმრთელების შემდეგ ა-მ უჩივლა ბ-ს ფეხის მოკვეთისათვის(განაცხადა რომ უფეხობას სიკვდილი ერჩივნა).თუ

Page 16: სისხლის კონსპექტი სრული

სასამრთლო დაადგენს, რომ ბ-მ სწორი სამედიცინო მკურნალობა ჩაატარა და მას არ ჰქონდა საშუალება ა-სგან ნებართვა აეღო, ბ-ს ქმედება არ იქნება მართლსაწინააღმდეგო.(ე.წ. დაზარალებულის სავარაუდო თანხმობა).

აღსანიშნავია, რომ აკრძალულია სამედიცინო ექსპერიმენტები და სადისტური მოქმედებები. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ს 133-ე მუხლი კრძალავს უკანონო აბორტს, მეცნიერთა გარკვეული ნაწილის აზრით, აბორტის გაკეთება ვადების გასვლის შემდეგ დედის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის გადარჩენის მიზნით, ბრალის გამომრიცხველი, საპატიებელი გარემოებაა.

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზეკანონურ გარემოებათა ჩამონათვალი არ არის ამოწურული.

სასჯელის ცნება, სახეები და მიზნები.

სასჯელი არის სახელმწიფოს იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც საქართველოს სახელით მხოლოდ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით შეიძლება შეეფარდოს დანდაშაულის ჩამდენ პირს. სასჯელი სახელმწიფოს რეაქციაა ჩადენილ დანაშაულზე.დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქვიას ბრალის ხარიხსის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.სასჯელი შეიძლება დაინიშნოს მხოლოს ისეთი ქმედებისათვის, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით მიჩნეულია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად.

სასჯელის მიზნებია: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.39–ე მუხლით სასჯელის მიზნები განისაზღვრება აბსოლიტური და პრევენციული თეორიების სინთეზის საფუძველზე. აბსოლუტური თეორიის მიხედვით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, პრევენციული თეორიის მიხედვით კი – ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავვის რესოციალიზაცია. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური გენერალური პრევენცია – ნორმის ადრესატების მიერ კანონისა და სამართლისადმი პატივისემის გრძნობის გამომუშავება, რაც ხელს უწყობს დანაშაულის თავიდან აცილებას. რაც შეეხება ნეგატიურ გენერალურ პრევენციას, იგი ორიენტირებულია დამნაშავის დაშინებისაკენ და უარყოფილ იქნა. 

სასჯელი გახლავთ სახელმწიფოს რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. ის სახემწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიებაა. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ იგი იძულებითი ხასიათისაა. იგი მხოლოდ ისეთი ქმედებისათვის შეიძლება დაინიშნოს, რომელიც მიჩნეულია სისხლის სამართლის კოდექსით დანაშაულად. სასჯელი მხოლოდ სასამართლოს განაჩენით შეიძლება დაინიშნოს. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი არის პირის გაკიცხვა მისი ქმედებისათვის და იწვევს განსაკუთრებულ სამართლებრივ შედეგს – ნასამართლეობას. სასჯელს მკაცრად პერსონალური ხასიათი აქვს. გულისხმობს პირის ზნეობრივ გაკიცხვას, ასევე მისთვის ერთგვარი ტანჯვის მიყენებასაც, მისი პირადი თუ ქონებრივი უფლებების შეზღუდვას. ყოველი სასჯელი მეტნაკლებად ასეთ ტანჯვას შეიცავს, ხოლო თუ არა –  მაშინ სასჯელი არც ყოფილა. სწორედ ამიტომ იქნა უარყოფილი საზოგადოებრივი გაკიცხვა. ტანჯვა ხომ სასჯელის ელემენტია, ხოლო საზოგადოებრივ გაკიცხვაში ეს ელემენტი არ არსებობდა. შესაბამისად, სასჯელი არის სახელმწიფო იძულების განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც ინიშნება სასამართლოს განაჩენით და შეეფარდება დანაშაულის ჩამდენ პირს და გამოიხატება ამ პირისათვის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული  უფლებებისა და თავისუფლებების ჩამორთმევასა და შეზღუდვაში.არსებობს აბსოლუტური და რელატიური თეორიები. აბსოლუტური თეორია დაკავშირებულია წარსულთან და სჯის წარსულში ჩადენილ ქმედებისათვის, ხოლო რელატიური მომავალზეა ორიენტირებული, რომ მომავალში არ იქნეს ჩადენილი ახალი დანაშაულები.  სასჯელის აბსოლუტური თეორია არის სახელმწიფოს რეპრესიული ხასიათის რეაქცია პირის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. იგი ემსახურება სამართლიანობის აღდგენას, შესაბამისად ისჯება ისეთი პირიც, ვინც დანაშაული პირველად ჩაიდინა. სასჯელის სპეციალური ენციის თეორიის მიხედვით, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული. გამოყოფენ ამ თეორიაში ნეგატიური და პოზიტიურ ასპექტებს.  ნეგატიური სპეციალური პრევენციის თეორიის მიხედვით, საზოგადოება დაცული უნდა იყოს გამოუსწორებელი დამნაშავისაგან, უნდა მოხდეს მისი იზოლირება რათა ხალხი დაცული იყოს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისაგან. პოზიტიური სპეციალური პრევენცია კი, მიზნად ისახავს დამნაშავის საზოგადოებაში დაბრუნებას და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მაგ.: პირობითი მსჯავრი. სასჯელის ნეგატიური გენერალური პრევენციის თეორიის მიხედვით კი დამნაშავე არის საყოველთაო კეთილდღეობის ინსტრუმენტი. სასჯელის მიზანი მხოლოდ ხალხის დაშინებაა. სასჯელის პოზიტიური გენერალური პრევენციის თეორია სამართლის ერთგულების მიღწევასა და შენარჩუნებას ისახავს მიზნად. იგი უყურადღებოდ ტოვებს დამნაშავის პიროვნებას. აუცილებელია აღნიშნული თეორიების ურთიერთშერწმა და სინთეზი. მთავარია რომ დამნაშავე არ იყოს ინსტრუმენტი

Page 17: სისხლის კონსპექტი სრული

სახელმწიფოს ხელში, არამედ უნდა დაისაჯოს თავისი ქმედებისათვის, ბრალის ხარისხისა და დამნაშავის პიროვნების გათვალისწინებით. სასჯელთა სისტემა არის სისხლის სამართლის კანონით დადგენილი სასჟელთა ამომწურავი ჩამონათვალი, რომელსაც სასამართლოსათვის სავალდებულო ძალა აქვს. სსკ–ის მე–40 მუხლში გათვალისწინებულია შემდეგი სასჯელები: ჯარიმა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, გამასწორებელი სამუსაო, სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა, თავისუფლების შეზღუდვა, უვადო თავისუფლების აღკვეთა, ქონების ჩამორთმევა. საქარტველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს სასჯელთა ორ დიდ ჯგუფს: ძირითად და დამატებით სასჯელებს. ძირითადი გამოიყენება დამოუკიდებლად და არ შეიძლება მისი სხვა სასჯელებთან შეერთება. ასეთებია: საზოგადოებისათვის სასარგბელ შრომა, გამასწორებელი სამუშაო და ა.შ. რაც შეეხება ჯარიმას და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ამიტომ მათ შეიძლება შერეული ტიპის სასჯელებიც ვუწოდოთ. ჯარიმა ფულადი გადასახდელია, რომელიც ინიშნება სასამართლოს მიერ, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 500 ლარი, თუ პირს ცადენილი აქვს დანაშაული, რომლისთვისაც გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მისი ოდენობა არ უნდა იყოს 2000 ლარზე ნაკლები. კანონმდებელმა დაუშვა იმის შესაძლებლობა რომ არასრულწლოვანი და გადახდისუუნარო მსჯავრდებულისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა დაეკისროს მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს. მსჯავრდებულს შეიძლება აეკრძალოს დანიშვნითი თანამდებობის დაკავება სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოში, ან პროფესიული ან სხვაგვარი საქმიანობა. რაც შეეხება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას იგი ნიშნავვს მსჯავრდებულის თავისუფალ დროს უსასყიდლო შრომას. ეს შეიძლება იყოს მოხუცის მოვლა, ქუჩების დასუფთავება და ა,შ. ზოგჯერ შეიძლება მსჯავრდებულს სპეციალური ცოდნის უსასყიდლო გამოყენებაც დაევალოს. გამასწორებელი სამუსაო მდგომარეობს მსჯავრდებულის იძულებით ჩაბმას შრომაში მის ძირითად სამუშაო ადგილზე. ასევე მისი ხელფასის სახელმწიფოს სასარგებლოდ 5% დან 20% მდე დაქვითვაში. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა სპეციალურ სასჯელებს მიეკუთვნება, იგი ინიშნება მხლოდ ძირიტადუ სასჯელების სახით. სპეციალურია იმიტომ , რომ იგი მხოლოდ სამხედრო პირს შეეფარდება. სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვა ინიშნება სამი თვიდან ორ წლამდე ვადით. ასევე მსჯავრდებულს ხელფასიდან ექვითება 20%. თავისუფლების შეზღუდვა მდგომარეობს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშე სპეციალურ დაწესებულებაში–გამასწორებელ ცენტრში, მასზე ზედამხედველობის განხორციელების

მიხნით მოთავსებაში,იგი ენიშნება ნასამართლეობის არმქონე მსჯავრდებულს– ერთიდან ხუთწლამდე ვადით. ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იძოლაციას და კანონით განსაზღვრულ სასჯელარსრულების დაწესებულებაში მოთავსებას. 18 წლამდე ასაკის პირებს ათავსებენ არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში. რაც შეეხება უვადო თავისუფლების აღკვეთას იგი ძირითადი სასჯელია და შეიძლება დაინიშნს მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი სეიძლება განთვაისუფლდეს თუ მან ფაქტობრივად მოიხადა 25 წელი და სასამართლო მიიჩნევს რომ აღარაა საჭირო სასჯელის მოხდის გაგრძელება.

ობიექტური შერაცხვა

ობიექტური შერაცხვის კატეგორია წარმოადგენს ქმედების ობიექტური

შემადგენლობის ნაწილს. თუ მიზეზობრივი კავშირი ან ობიექტური

შერაცხვა არ გვაქვს, არ არის შესრულებული ქმედების ობიექტური

შემადგენლობა. მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად,

ზოგჯერ შეიძლება პირს შედეგი ობიექტურად არ შეერაცხოს, ხოლო

ობიექტური შერაცხვის კატეგორიაზე მხოლოდ კაუზალობის დადგენის

შემდეგ ვსაუბრობთ. მიზეზობრივი კავშირისა და ობიექტური შერაცხვის

არარსებობის შემთხვევაში განზრახი შედეგიანი დელიქტებისათვის,

როგორც მოქმედების, ასევე უმოქმედობის დროს უნდა შემოწმდეს, ხომ

არ არის ჩადენილი ამ დანაშაულის მცდელობა ან (მძიმე,

განსაკუთრებით მძიმე ან ზოგიერთი ნაკლებად მძიმე დანაშაულის

შემთხვევაში) მომზადება. ასეთ შემთხვევაში, განზრახი დანაშაულის

შედეგგარეშე (ფორმალური) შემადგენლობის დროს შეიძლება

ჩადენილი იყოს დამთავრებული დანაშაული. მიზეზობრივი კავშირის

განვითარების ჯაჭვიდან გადახრა ხშირ შემთხვევაში

სისხლისსამართლებრივად ირელევანტურია. პირი პასუხს აგებს

დამდგარი შედეგის მიხედვით. მაგ: ა-მ გადააგდო ბ მაღალი ხიდიდან

ღრმა მდინარეში, რათა იგი წყალშიდაიხარჯოს. ბ-მ ცურვა არ იცის,რის

გამოციგი დაიხრჩობოა, მაგრამ სანამეს მოხდებოდა, მან თავი

დაარტყა რკინაბეტონს, რის შედეგადაც მოკვდა. ა-ს მიუხედავად

Page 18: სისხლის კონსპექტი სრული

მიზეზობრივი კავშირის სხვაგვარი განვითარებისა, ვიდრე ეს მას

წარმოედგინა, შედეგი ობიექტურად შეერაცხება, რის გამოც,მან პასუხი

უნდა აგოს დამთავრებული მკვლელობისათვის. სხვაგვარად უნდა

გადაწყდეს საკითხი მიზეზობრივი კავშირის განვითარების ჯაჭვიდან

არსებითი გადახრის დროს. მაგ: ა-მ ბ-ს, მოკვლის განზრახვით,

ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, მიაყენა ჯანმრთელობის

დაზიანება, რომელიც არ იყო სასიკვდილო. საავადმყოფოში

გადაყვანის დროს გზაში ავტოავარიის შედეგად იგი დაიღუპა.

შეერაცხება თუ არა ა-ს დამდგარი შედეგი ობიექტურად, თუ

მიზეზობრივი კავშირის ატიპიური განვითარება ასეთ შერაცხვას

გამორიცხავს? ამ შემთხვევაში იიკვეთება ორი მომენტი: ატიპიური

მიზეზობრიობა და ნორმის დაცვის მიზნიდან გადახრა (სიცოცხლის

უფლების დაცვა, ანუ ადამიანის მოკვლის აკრძალვა), რაც საბოლოო

ჯამში, მიზეზობრივი კავშირის არსებობის მიუხედავად, შედეგის

ობიექტურ შერაცხვას გამორიცხავს. მაგ: ა-მ და ბ-მ ერთერთ სოფელში

მ-სგან იყიდეს არაყი, რომელიც საღამოს ზედმეტი ოდენობით მიიღეს.

აღნიშნულმა გამოიწვია ა-ს ალკოჰოლური მოწამვლა, რის გამოც იგი

გარდაიცვალა. ამ შემთხვევაშიც, მ-ს მოქმედებასა და დამდგარ შედეგს

შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს, მაგრამ მას შედეგი

ობიექტურად არ შეერაცხება,რადგან ა-მ თავისი მოქმედებით თვითონ

ჩაიყენა თავი საფრთხის მდგომარეობაში (თვითსაფრთხის

მდგომარეობით გამოწვეული შედეგი).

დღეს გაბატონებულია ობიექტური შერაცხვის ორკვალიანი სისტემა

ქმედების ობიექტური შემადგენლობის ფარგლებში, რასაც ასევე მხარს

უჭერს წარმოდგენილი მიმოხილვა