3
კკკკკკკკკკ „კკ კკკ კკკკკკ“ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ „მმ მმმ მმმმმმ“ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ. მმმმმმმმმმმმმმმმ მმმმმ, „მმ მმმმმმმმ , მმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმ , მმმმმ, მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმმ, მმმ, მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ , მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ მმ, მმმმმმმმმ მმმმმმმმ . “ მმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმ , მმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმ , მმმმ მმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმ , მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმმ - მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ , მმმ მმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმ , მმმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმ... მმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ . მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ , მმმ მმმმ მმმმმმ მმმმმმმ , მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმ . მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმ მმმმ მმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმ . მმმმმმმმმმ „მმ მმმ მმმმმმ“ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ, მმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმ მმმმ მმმმმ მმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ. მმმმმმ, 1. მმმმმმ, მმმმმმმმმ მმმმმმმმმ, მმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმმმ, მმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმ: მმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმ “ მმმმმ მმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმ მმმმმმ, მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმ. მმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმ მმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმ მმმმმ მმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმმმმ მმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ. მმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმმმმმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმ, მმმ მმმმმმ

ეს შენ გეხება!

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ეს შენ გეხება!

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციები პრემიერმინისტრის განცხადების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

პრემიერმინისტრის თქმით, „ის ვარიანტი, რაც წარმოადგინეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, იყო, პირდაპირი მნიშვნელობით, კატასტროფის ტოლფასი და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცავი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულად, ეფექტურად მუშაობას.“ მისივე განცხადებით, „მაშინ, როცა საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის განმტკიცება ხდება, ჩვენ ყოველ მხრივ ვაჩვენებთ პროგრესს, ეს ადამიანები გამოდიან და პირდაპირ ამბობენ, ყველას გასაგონად, თავისი რეკლამებით - და რეკლამებში ხარჯავენ ათასობით, ასი ათასობით ლარს იმისათვის, რომ შეარყიონ ქვეყნის იმიჯი... ამას მე ვუწოდებ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას. მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა.“

კამპანიაში „ეს შენ გეხება“ ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ცალსახად ვაცხადებთ, რომ პრემიერის განცხადებაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. კერძოდ,

1. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფარულ მიყურადებასა და თვალთვალთან დაკავშირებით პარლამენტში შესულია და განიხილება მხოლოდ ერთი საკანონმდებლო პაკეტი, რომლის ავტორებიც არიან: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ბატონი შალვა შავგულიძე, ამავე კომიტეტის მთავარი სპეციალისტი ქალბატონი ლიკა საჯაია, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ბატონი ლაშა ტუღუში და ჟურნალისტი ზვიად ქორიძე. კანონპროექტი პარლამენტში გასული წლის ივლისის თვეში დარეგისტრირდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს და სახელმწიფო ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა, შესაბამისი მოსაზრებები გამოეთქვა ინიციატივასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, პრემიერმინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ერთობლივად იყო წარმოდგენილი, არ შეესაბამება სიმართლეს;

2. მოსმენებთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე საუბარი არასამთავრობო სექტორმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, რაც დასაბუთდა ამ თემაზე მობილური ოპერატორების მიერ გაკეთებული განცხადებებით. სამწუხაროდ, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით სისტემური ცვლილებების აღმოფხვრა ვერც ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდა. არსებული მანკიერი პრაქტიკის დაუშვებლობაზე საკონსტიტუციო, სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი ბატონი თომას

Page 2: ეს შენ გეხება!

ჰამმარბერგი ვრცლად საუბრობს თავის ანგარიშებში. ეს საკითხები ასევე აისახა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა 2013 წლის ანგარიშში;

3. კამპანიის „ეს შენ გეხება“ განახლება საჭირო გახდა, რადგანაც პარლამენტთან კონსტრუქციული დიალოგის მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს არ სურდათ უარი ეთქვათ სატელეფონო საუბრების და პირადი ინფორმაციის პირდაპირ წვდომაზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული კანონმდებლობის მიღებაზე. დღეს კვლავაც ვართ იმ მოცემულობის პირობებში, როდესაც სამართალდამცავი უწყებები თვალთვალისა და მიყურადების განხორციელებისას იყენებენ წინა ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას და, რაც მთავარია, თანამშრომლებს. საგულისხმოა, რომ ჩვენ არ ვიცით არც ერთი სახელმწიფო მოხელე, რომელიც უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით მკაცრად დაისაჯ. შესაბამისად, პრემიერის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „მიზანმიმართული კამპანია, რომ დღეს ყველას უსმენენ, სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული და ამის არავითარი საჭიროება არ არსებობს. არსებობს მტკიცე პოლიტიკური ნება და ეს მანკიერი პრაქტიკა აღმოიფხვრა“ დაუსაბუთებელია;

4. გაუგებარია, ერთი წლის წინ შექმნილ რომელ სამუშაო ჯგუფზე საუბრობს საქართველოს პრემიერმინისტრი და რომელი ახალი კანონპროექტის ინიცირებაზეა საუბარი. ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ 2014 წლის აპრილში სახელმწიფო კანცელარიაში ბატონი მინდია ჯანელიძის ხელმძღვანელობით შექმნილი ჯგუფის შესახებ;

5. ჩვენ დღესაც მხარს ვუჭერთ მხოლოდ იმ კანონპროექტს, რომელიც ერთი წლის წინ შევიდა საქართველოს პარლამენტში და რომელმაც ევროპის საბჭოს და ევროპის წამყვანი სპეციალისტების ექსპერტიზა გაიარა. ამ კანონპროექტში ორიენტირად ავიღეთ ის ევროპული პრაქტიკა, რომელიც სწორედაც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას და ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დაცვას. შესაბამისად, პრემიერის განცხადება „წარმოდგენილი ვარიანტი კატასტროფის ტოლფასი იყო და საფრთხეს შეუქმნიდა მთლიანად სამართალდამცველი სისტემის, ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გამართულ, ეფექტურ მუშაობას“ არაკომპეტენტური განცხადებაა, რადგანაც ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სწორედ ევროპის სახელმწიფოების უსაფრთხოების სიტემას. აღსანიშნავია, რომ „კატასტროფული" პროექტი შარშან პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივად აქცია, ხოლო 1 თვის წინ სამმა კომიტეტმა პრინციპების დონეზე მოიწონა;

6. მიგვაჩნია, რომ პრემიერის განცხადება უკანონო მოსმენებთან დაკავშირებული პრობლემიდან საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობაა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებული კამპანიის „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებას და, ამით, საზოგადოების თვალში არასამთავრობო სექტორის პოლიტიზირებასა და კამპანიის დისკრედიტაციას ემსახურება;

7. საგანგაშოა პრემიერმინისტრის შეფასებები, რომ თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციები „ქვეყნისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას“ ვახორციელებთ მაშინ, როდესაც წარდგენილი კანონპროექტის ერთადერთი მიზანი პირადი ცხოვრების უფლების ევროპული სტანდარტების დაცვაა. ქვეყნის მეთაურის რიტორიკა ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ მიმართ ნეგატიური აზრის ფორმირებას. პრემიერმინისტრის ბრალდებები არ

Page 3: ეს შენ გეხება!

შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს ღირებულებებს და ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ინიციტივების მნიშვნელობას და როლს დემოკრატიულ სახელმწიფოში.