13
1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუ- დენტი გახდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი– ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელზეც შენ ჩაირიცხე, დიდი წარსული და უძველესი ტრადიციები აქვს. მას სათავეში ედგნენ ისეთი გამოჩენილი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ივანე ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ახვლედიანი, გიორგი მელიქიშვილი, შალვა ნუცუბიძე და სხვები. ამჟამად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ფაკულტეტია, სადაც 4000-მდე მეტი სტუდენტი სწავლობს. ჩვენს ფაკულტეტზე 32 საბაკალავრო პროგრამა მუშაობს. შენ შეგიძლია, აირჩიო ორი მათგანი და დაეუფლო ძირითად (Major) და დამატებით (Minor) სპეციალობას. თუ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებ, მომავალში გაგიადვილდება დასაქმება. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი გთავაზობს შემდეგ სპეციალობებს: 1. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) 2. ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეცი- ალობა) 3. არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) 4. ეთნოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეცი- ალობა) 5. კულტურის მეცნიერებები (ძირითადი და დამა- ტებითი სპეციალობა)

ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

1

ძვირფასო სტუდენტო!

შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუ-

დენტი გახდი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანი–

ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელზეც შენ

ჩაირიცხე, დიდი წარსული და უძველესი

ტრადიციები აქვს. მას სათავეში ედგნენ ისეთი

გამოჩენილი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ: ივანე

ჯავახიშვილი, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა,

გიორგი ახვლედიანი, გიორგი მელიქიშვილი, შალვა

ნუცუბიძე და სხვები. ამჟამად ჰუმანიტარულ

მეცნიერებათა ფაკულტეტი ჩვენი უნივერსიტეტის

ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული

ფაკულტეტია, სადაც 4000-მდე მეტი სტუდენტი

სწავლობს.

ჩვენს ფაკულტეტზე 32 საბაკალავრო პროგრამა

მუშაობს. შენ შეგიძლია, აირჩიო ორი მათგანი და

დაეუფლო ძირითად (Major) და დამატებით (Minor)

სპეციალობას. თუ გონივრულ გადაწყვეტილებას

მიიღებ, მომავალში გაგიადვილდება დასაქმება.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

გთავაზობს შემდეგ სპეციალობებს:

1. ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი

სპეციალობა)

2. ისტორია (ძირითადი და დამატებითი სპეცი-

ალობა)

3. არქეოლოგია (ძირითადი და დამატებითი

სპეციალობა)

4. ეთნოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეცი-

ალობა)

5. კულტურის მეცნიერებები (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

Page 2: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 2

6. ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

7. კავკასიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპე-

ციალობა)

8. არაბისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპე-

ციალობა)

9. ირანისტიკა (ძირითადი და დამატებითი სპე-

ციალობა)

10. თურქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპე-

ციალობა)

11. ებრაისტიკა-არამეისტიკა (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

12. არმენოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპე-

ციალობა)

13. ასირიოლოგია (ძირითადი და დამატებითი

სპეციალობა)

14. ქართული ფილოლოგია (ძირითადი და

დამატებითი სპეციალობა)

15. ინგლისური ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

16. გერმანული ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

17. ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

18. ფრანგული ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

19. იტალიური ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

20. სკანდინავიური ფილოლოგია (ძირითადი და

დამატებითი სპეციალობა)

21. კლასიკური ფილოლოგია (ძირითადი და

დამატებითი სპეციალობა)

22. ბიზანტიური ფილოლოგია (ძირითადი და

დამატებითი სპეციალობა)

23. ახალბერძნული ფილოლოგია (ძირითადი და

დამატებითი სპეციალობა)

24. რუსული ფილოლოგია (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

Page 3: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 3

25. სახვითი ხელოვნება (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

26. კინო-ტელე ხელოვნება (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

27. ამერიკისმცოდნეობა (ძირითადი და დამა-

ტებითი სპეციალობა)

28. დაწყებითი განათლება (ძირითადი სპეცი-

ალობა)

29. კავკასიოლოგია (რუსულენვანი)

მხოლოდ დამატებითი სპეციალობები:

პედაგოგიკა (დამატებითი სპეციალობა)

იაპონისტიკა (დამატებითი სპეციალობა)

სინოლოგია (დამატებითი სპეციალობა)

ეს გზამკვლევი დაგეხმარება, ადვილად გაერკვე

საუნივერსიტეტო ცხოვრების წესებში.

რა უნდა გააკეთო

უნივერსიტეტში ჩარიცხვის

შემდეგ?

ნაბიჯი I _ უნდა შეავსო სტუდენტის

ელექტრონული ანკეტა უნივერსიტეტის

საიტზე: www.tsu.edu.ge

ნაბიჯი II _ ადმინისტრაციული

რეგისტრაციის გასავლელად თსუ V კორპუსის

319–ე აუდიტორიაში, III სართულზე უნდა

წარმოადგინო შემდეგი საბუთები:

Page 4: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 4

სრული ზოგადი განათლების

დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი);

პირადობის დამადასტურებელი

მოწმობის/პასპორტის ასლი (დედნის

წარმოდგენით);

ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომით 3X4,

ელექტრონული ვერსია CD-ზე);

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის

დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების

აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის

ასლი (მათ, ვინც სრული ზოგადი განათლება

მიიღო უცხო ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო

დაწესებულებაში).

ნაბიჯი III - ადმინისტრაციული რეგისტრაცია,

ე.ი. უნდა გადაიხადო სწავლის საფასური ბანკ

,,რესპუბლიკის”, ,,TBC ბანკის“ და ,,ლიბერთი

ბანკის” ნებისმიერ ფილიალში.

ნაბიჯი IV – კონსულტაცია საგნების

არჩევასთან დაკავშირებით. ამისთვის სასურვე–

ლია, მოხვიდე საინფორმაციო შეხვედრებზე,

რომლებსაც 20 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე

ყოველდღე, 12 საათზე, თსუ V კორპუსში, III

სართულზე, 313-ე აუდიტორიაში გამართავს

ფაკულტეტის ადმინისტრაცია. დამატებითი

შეკითხვებით შეგიძლია მიმართო აკადემიური

პროგრამების კონსულტანტებს (ტუტორებს)

ყოველდღე (შაბათ–კვირის გარდა) 10-17 სთ–

მდე V კორპუსის 319–ე აუდიტორიაში, III

სართულზე.

ნაბიჯი V _ აკადემიური რეგისტრაცია(საგნების

არჩევა) _ 27 სექტემბერი - 3 ოქტომბერი.

ამისთვის საჭიროა შეხვიდე ინტერნეტის

შემდეგ საიტზე - http://sms.tsu.ge და

დააფიქსირო სასურველი საგნები (შეგიძლია

ისარგებლო თსუ V და II კორპუსების რესურს-

Page 5: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 5

ცენტრებით ან ინტერნეტის ქსელში ჩართული

ნებისმიერი კომპიუტერით).

რომელი საგნები უნდა აირჩიო

I სემესტრში?

ყოველ სემესტრში უნდა აირჩიო 6 საგანი (30

კრედიტი). I და II სემესტრებში ჰუმანიტარულ მეც-

ნიერებათა ფაკულტეტზე ისწავლება საერთო საფა-

კულტეტო საგნები, რომლებიც შეგიქმნის წარ-

მოდგენას სხვადასხვა ჰუმანიტარული დარგის შესა-

ხებ. ეს მომავალში დაგეხმარება, აირჩიო სასურველი

ძირითადი (Major) და დამატებითი (Minor) სპე-

ციალობა.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი დარგების

შესწავლას აპირებ (ისტორია, არქეოლოგია,

ეთნოლოგია, კულტურის მეცნიერებები,

ხელოვნებათმცოდნეობა, შესავალი

კავკასიოლოგიაში, არაბისტიკა, ირანისტიკა,

თურქოლოგია, ებრაისტიკა-არამეისტიკა, არ-

მენოლოგია, ასირიოლოგია, სახვითი ხელოვნება,

კინო-ტელე ხელოვნება, ამერიკისმცოდნეობა), შენ

ხვდები სტუდენტთა A ნაკადში და I სემესტრში

უნდა აირჩიო შემდეგი საგნები:

საქართველოს ისტორია

• აკადემიური წერა

• ევროპული ენა 1 (საფაკულტეტო დისციპლინა)

• ორი საგანი შესავალი კურსებიდან: შესავალი

ისტორიის მეცნიერებაში, შესავალი არქეოლო-

გიაში, შესავალი ეთნოლოგიაში, შესავალი

კულტურის მეცნიერებებში, შესავალი ხელოვნე-

ბათმცოდნეობაში, შესავალი კავკასიოლოგიაში,

შესავალი აღმოსავლეთმცოდნეობაში, შესავალი

ამერიკისმცოდნეობაში.

Page 6: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 6

• ერთ-ერთი შენთვის საინტერესო საგანი

საფაკულტეტო ან ძირითადი პროგრამის არჩევითი

საგნების ჩამონათვალიდან.

თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სპეციალობებიდან

(ფილოსოფია, ქართული ფილოლოგია, ინგლისური

ფილოლოგია, გერმანული ფილოლოგია, ესპანური

ფილოლოგია, ფრანგული ფილოლოგია, იტალიური

ფილოლოგია, სკანდინავიური ფილოლოგია,

კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტიური

ფილოლოგია, ახალი ბერძნული ფილოლოგია,

რუსული ფილოლოგია) რომელიმეს შესწავლას

გადაწყვეტ, შენ ხვდები სტუდენტთა B ნაკადში და

შეგიძლია აირჩიო შემდეგი საგნები:

• ფილოსოფიის შესავალი

• ენათმეცნიერების შესავალი

• ლათინური / ძველი ბერძნული ენა 1 ან აღ-

მოსავლური ენა 1 (საფაკულტეტო დისციპლინა)

• შესავალი ლიტერატურათმცოდნეობაში

• მსოფლიო ლიტერატურის ისტორია (ანტიკური/ ქართული/ ინგლისური/ გერმანული/ ფრანგული/ ესპანური /იტალიური/ რუსული/ ბიზანტიური/ ახალი ბერძნული ლიტერატურის ისტორია).

• ერთი საგანი შესავალი კურსებიდან: შესავალი

ქართულ ფილოლოგიაში, შესავალი ინგლისურ ფი-ლოლოგიაში, შესავალი გერმანულ ფილოლოგიაში,

შესავალი რომანულ ფილოლოგიაში, შესავალი კლა-სიკურ ფილოლოგიაში, შესავალი ახალ-ბერძნულ

ფილოლოგიაში, შესავალი ბიზანტიურ ფილოლო-გიაში, შესავალი სლავურ ფილოლოგიაში, შესავალი პედაგოგიკაში.

Page 7: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 7

ვადები, რომლებიც უნდა

დაიმახსოვრო:

ა დ მ ი ნ ი ს ტ რ ა ც ი უ ლ ი რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა : 20 სექტემბერი – 26 სექტემბრი

ა კ ა დ ე მ ი უ რ ი რ ე გ ი ს ტ რ ა ც ი ა :

27 სექტემბერი – 3 ოქტომბერი

ს ა ა უ დ ი ტ ო რ ი ო მ ე ც ა დ ი ნ ე ო ბ ე ბ ი : 3 ოქტომბერი – 21 იანვარი

ს ა გ ა მ ო ც დ ო პ ე რ ი ო დ ი :

23 იანვარი – 25 თებერვალი

ა რ დ ა დ ე გ ე ბ ი : 1 - 7 იანვარი; 26 თებერვალი – 11 მარტი

სად უნდა იარო ლექციებსა

და სემინარებზე?

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ლექცია-სემინარები ტარდება სხვადასხვა კორპუსში,

კერძოდ:

თსუ II კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. №3)

თსუ V კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. №36)

(აქვეა განთავსებული ენების ცენტრი.

ევროპული და აღმოსავლური ენები სწორედ ამ

კორპუსში ისწავლება).

თსუ VIII კორპუსში (ჭავჭავაძის გამზ. №13)

თსუ I კორპუსში (გაზაფხულის სემესტრიდან).

ჩვენს უნივერსიტეტში სწავლა იწყება დილის 9

საათზე.

Page 8: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 8

ლექციის ხანგრძლივობა –50 წთ.

შესვენება –10 წთ.

რა არის შენი საბოლოო

მიზანი?

შენი მიზანია, მიიღო ჰუმანიტარულ მეცნიერება-

თა ბაკალავრის დიპლომი. ამისთვის 8 სემესტრის (4

წლის) განმავლობაში უნდა დააგროვო 240 კრედიტი.

კრედიტი არის პირობითი ერთეული, რომლითაც

გამოითვლება სტუდენტის მიერ საგნის ასათ-

ვისებლად დახარჯული დრო. 1 კრედიტი ტოლია

სტუდენტის შრომის 25 საათისა. ჩვენს ფაკულტეტზე

საგნების უმეტესობა 5-კრედიტიანია, რაც იმას

ნიშნავს, რომ ერთი საგნის ასათვისებლად შენ

სემესტრის განმავლობაში 125 საათი უნდა დახარჯო.

ეს დრო მოიცავს როგორც საკონტაქტო საათებს

(ლექციებს, სემინარებს, პრაქტიკულ

მეცადინეობებს), ისე დამოუკიდებელი მუშაობის

საათებს.

დიპლომის ასაღებად საჭიროა

დააგროვო 240 კრედიტი , რაც

შემდეგნაირად ნაწილდება :

120 კრედიტი – ძირითადი სპეციალობის საგნები

60 კრედიტი – დამატებითი სპეციალობის საგნები

50 კრედიტი – საფაკულტეტო საგნები (სწორედ ამ

საგნებს გაივლი I კურსის შემოდგომის და

გაზაფხულის სემესტრებში)

10 კრედიტი ე. წ. თავისუფალი კრედიტებია,

რომლებიც შეგიძლია დაუთმო ნებისმიერ საგანს

Page 9: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 9

შენი სურვილისამებრ, მათ შორის უცხო ენის

შესწავლას.

ყოველ სემესტრში იმდენი საგანი უნდა

აირჩიო, რომ სემესტრის ბოლოს დააგროვო მინიმუმ

30 კრედიტი.

ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების

წინაპირობაა ინგლისურ ენის არანაკლებ B2

დონეზე ცოდნის დადასტურება და შესაბამისი

სეტიფიკატის მიღება).

როგორ უნდა დააგროვო

კრედიტები?

არჩეულ საგანში კრედიტის მოსაპოვებლად უნდა

მიიღო არანაკლებ 51 ქულისა.

ჩვენს უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტის შეფ-

ასების 100-ბალიანი სისტემა. ამ ქულებს დააგროვებ

სხვადასხვა კომპონენტში შეფასების მიღების

შედეგად. ქულები, სავარაუდოდ, შემდეგნაირად

ნაწილდება:

დასწრება 5 ან 10 ქულა

სემინარზე აქტივობა 10, 15 ან 20 ქულა

I შუალედური შემოწმება 15 ან 20 ქულა

II შუალედური შემოწმება 15 ან 20 ქულა

საბოლოო გამოცდა 30 ან 40 ქულა

შესაძლებელია, ლექტორს სხვაგვარად ჰქონდეს

ქულები გადანაწილებული და მათი გარკვეული ნა-

წილი გენიჭებოდეს რეფერატის, ესეს, პრეზენტაციის

და ა.შ. მომზადებისათვის. შეგიძლია, პირველივე

ლექციაზე სთხოვო ლექტორს სილაბუსი, რომელშიც

მოცემულია სრული ინფორმაცია საგნის შინაარსისა

Page 10: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 10

და ქულების გადანაწილების შესახებ. სილაბუსები

ასევე შეგიძლია იხილო სასწავლო პროცესის

მართვის ინტერნეტ სისტემაში მისამართზე:

http://sms.tsu.ge

თუ გამოცდამდე არ დაგიგროვდა ქულათა გარ-

კვეული რაოდენობა (40-ქულიანი გამოცდის შემ-

თხვევაში – მინიმუმ 11 ქულა, ხოლო 30-ქულიანი

გამოცდის შემთხვევაში – 21 ქულა), საბოლოო გამოც-

დაზე არ დაიშვები. არჩეული საგანი გავლილად ჩა-

გეთვლება, თუ გამოცდისთვის გათვალისწინებული

ქულების, სულ მცირე, 50%-ს მიიღებ (40-ქულიანი

გამოცდის შემთხვევაში – 20 ქულა, 30-ქულიანი

გამოცდის შემთხვევაში – 15 ქულა).

შეფასების 100-ქულიან სისტემაში ქულები შემდეგ

შეფასებებსა და კოეფიციენტებს შეესაბამება:

91-100 ქულა – ფრიადი – A

81-90 ქულა – ძალიან კარგი – B

71-80 ქულა – კარგი – C

61-70 ქულა – დამაკმაყოფილებელი – D

51-60 ქულა – საკმარისი – E

41-50 ქულა – არადამაკმაყოფილებელი – FX

0-40 ქულა – სრულიად არადამაკმაყოფილებელი – F

არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემ-

დეგ უფლება გაქვს, დამატებითი გამოცდისთვის

გათვალისწინებულ ვადაში ხელმეორედ გახვიდე გა-

მოცდაზე. თუმცა, თუ დამატებით გამოცდაზე გას-

ვლის შემდეგაც შენი საბოლოო შეფასება არად-

ამაკმაყოფილებელი იქნება, საგანი გავლილად არ ჩა-

გეთვლება და კრედიტს ვერ მიიღებ.

იმედი გვაქვს, არასოდეს აღმოჩნდები დაბალრე-

იტინგიან სტუდენტთა შორის.

Page 11: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 11

რამდენიმე რჩევა მომავალი

სემესტრებისთვის:

არ დაგავიწყდეს, ყოველი სემესტრის დაწყების წინ

მიიღო კონსულტაცია ტუტორებთან და დროულად

გაიარო ადმინისტრაციული და აკადემიური

რეგისტრაცია!

ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სტუდენტთა

მომსახურების ცენტრი (თსუ V კორპუსი, I სარ-

თული), რომელსაც შეგიძლია მიმართო ნებისმიერი

კითხვით საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან

დაკავშირებით. ტელეფონი: 2 14 23 23

იმ შემთხვევაში, თუ არ გაივლი ადმინისტრაციულ

რეგისტრაციას, შეგიჩერდება სტუდენტის სტატუსი.

ერთი და იმავე სავალდებულო საგნის

სამჯერ არჩევის და კრედიტის ვერმიღების

შემთხვევაში , შეგიწყდება სტუდენტის

სტატუსი .

თქვენი შთაბეჭდილებები და შენიშვნები შე-

გიძლიათ შეგვატყობინოთ და ჩვენი მოსაზრებები

ერთმანეთს გავუზიაროთ შემდეგ ინტერნეტ-

გვერდზე: www.forum.tsu.ge

ან მოგვმართეთ თსუ V კორპუსში, III სართულზე,

ფაკულტეტის დეკანატში.

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !

Page 12: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 12

სტუდენტის ინდივიდუალური ცხრილი

კორ

პ./

აუდ

იტ

.

დრ

ო (

ლექ

ცი

ა/სე

მინა

რი

)

საგ

ნის

დას

ახელ

ება

N 1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

Page 13: ძვირფასო სტუდენტო gzamkvlevi... · 1 ძვირფასო სტუდენტო! შენ პირველი ქართული უნივერსიტეტის

www.humanities.tsu.edu.ge 13