26
7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 1/26

შეაფსება ტყიბული (6).pdf

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 1/26

Page 2: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 2/26

Page 3: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 3/26

შესავალი

გამოყენებული მეთოდოლოგია

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ეკონომიკური პირობები

ხელისუფლება

ქალაქი ტყიბული - განსახლების ტიპი

ხიფათები

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

რისკის შემცირების სტრატეგიები

რისკების შემცირების კონკრეტული პროექტები

4

5

7

8

9

9

10

11

13

14

16

შინაარსი

Page 4: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 4/26

4

უკანასკნელ წლებში იმერეთის რეგიონში გააქტიურებული ბუნებრივი

კატასტროფები და მათგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები მხარის

ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემად განიხილება.

სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფების სიხშირისა და

ინტენსივობის ზრდა ფაქტორთა კომპლექსითაა განპირობებული,

რომელთა შორისაც აღსანიშნავია:

• გლობალური დათბობა და ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საგრძნობი

კლიმატის ცვლილება;

• დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოზე ზემოქმედების

მზარდი მასშტაბები.

ამგვარ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა

მოსახლეობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეცნიერო წრეებსა

და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რათა მიღწეულ იქნას

კატასტროფების რისკის შემცირების ადექვატური ღონისძიებების

დროული განხორციელება.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი მეთოდია წითელი ჯვრისა და

წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციისმიერ შემუშავებული „მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების

მეთოდოლოგია“ (VCA), რომელიც თანამონაწილეობრივი გზით

გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმარების კარგი ინსტრუმენტია.

მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, როგორც პროცესის

ნაწილი, საშუალებას იძლევა ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაზღვროს

პრიორიტეტული რისკები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რისკები არ

წარმოადგენენ ბუნებრივ ხიფათებს.

მეთოდი იყენებს სხვადასხვა თანამონაწილეობრივ ინსტრუმენტს,

რათა შეფასდეს თემის წევრებისა და თემის მოწყვლადობა/მედეგობის

უნარი ხიფათების მიმართ ადგილობრივ დონეზე; გაიზარდოს

ცნობიერება მოსახლეობის შესაძლებლობების შესახებ, რათა ისინი

წინ აღუდგნენ რისკებსა და ხიფათებს; მიღწეულ იქნას შეთანხმება

ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმ ქმედებების შესახებ, რომელიც

საჭიროა კატასტროფების პოტენციური შედეგების პრევენციისა თუ

შემცირებისათვის; განხორციელდეს კატასტროფების პრევენციის,

მათდამი მზაობისა და მათი რისკების შემცირების პროექტები.

შესავალი

Page 5: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 5/26

5

გამოყენებული მეთოდოლოგია

ქალაქ ტყიბულის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესაფასებლად

გამოყენებული იქნა წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის

საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული„მოწყვლადობისა და შესაძლებლობების თანამონაწილეობრივი

შეფასების მეთოდოლოგია“. აღნიშნული მეთოდოლოგიის ადგილზე

სწორად გამოყენების მიზნით, ჩატარდა წინასწარი სწავლება და

მეთოდოლოგიის გამოცდა.

შეფასების ჩატარებისთვის მოძიებულ იქნა მეორადი ინფორმაცია

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ

მასალებზე დაყრდნობით, ასევე განხორციელდა საქართველოს წითელი

ჯვრის საზოგადოების (სწჯს) თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერქალაქ ტყიბულზე უშუალო დაკვირვება.

მოწყვლადობის და შესაძლებლობების შეფასება ჩაატარა ქალაქ

ტყიბულის თემის მოხალისეთა ჯგუფმა (სპეციალური მოსამზადებელი

კურსი გაიარა ოცმა მოხალისემ) წინასწარ შემუშავებული კითხვარის

მეშვეობით. სულ გამოკითხულ იქნა მოსახლეობის 30%. გამოკითხვა

ჩატარდა ჯგუფური ინტერვიუების საშუალებით.

თემის წევრებთან ერთად შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელშიც

გაერთიანებული იყო რამოდენიმე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი:ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, საოჯახო და სამეზობლო

მოწყვლადობა და ისტორიული პროფილი.

შემდეგი შეხვედრის დროს კითხვარები დაურიგდათ მოხალისეებს,

რომლებმაც ტყიბულის მოსახლეობაში ჩაატარეს გამოკითვხა.

გარდა ინტერვიუებისა, ინფორმაციის მიღების მიზნით, ქალაქ ტყიბულის

წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეების და თემის წევრებისგან

ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც გაიმართა სამუშაოშეხვედრები. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წინასწარ განისაზღვრა

(განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელიც პროექტის განმახორციელებლების

აზრით, აუცილებლად უნდა ჩართულიყო კატასტროფების რისკების

შემფასებელ ჯგუფში). კერძოდ, ჯგუფში შევიდნენ შემდეგი უწყებებისა და

სფეროების წარმომადგენლები:

• წითელი ჯვრის მოხალისეები

• გამგეობა

• საკრებულო

• სახანძრო და სამაშველო სამსახურები

Page 6: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 6/26

6

• განათლების სფერო

• ჯანდაცვის სფერო

• იურიდიული სამსახური

• საჯარო რეესტრი

• სპორტი

• ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ნებისმიერი

მსურველისათვის იყო შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა

თემის წევრებზე დაყრდნობით და

მათი თანამონაწილეობით შეგროვებულიყო მაქსიმალური ინფორმაცია

თემისთვის დამახასიათებელი კატასტროფების შესახებ და მიღწეულიყო

ჯგუფის წევრების მაქსიმალური ჩართვა კატასტროფების მართვის

საქმიანობებში.

საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოყენებულ იქნა

თანამონაწილეობრივი მუშაობის ინსტრუმენტთა ნაკრები, კერძოდ:

• სივრცული დაგეგმარება – თემის და მისი მნიშვნელოვანი

ტერიტორიების სივრცული ვიზუალიზაცია;• ხიფათის/რისკის რუკაზე დატანა – თემის რუკაზე ხიფათების/

რისკების გამოვლენა;

• რესურსების/ შესაძლებლობების რუკაზე დატანა – რუკის შედგენა,

რომელიც აჩვენებს თემის რესურსებს და შესაძლებლობებს;

• სეზონური კალენდარი – ასახავს თემის აქტივობებს წლის

სეზონების მიხედვით;

• ინსტიტუციური და სოციალური ქსელის ანალიზი – თემში არსებულისაკვანძო ორგანიზაციების, ჯგუფების და პიროვნებების განხილვა;

• პრობლემების ხე – თემში არსებული პრობლემების

იდენტიფიცირებისა და რანჟირების მიზნით, ასევე სხვადასხვა

პრობლემათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად;

• თემის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი (SWOT ანალიზი).

აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად მიღებული მასალები

დამუშავდა და გაანალიზდა. შედეგები მოცემულია ანგარიშში.

Page 7: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 7/26

7

ტყიბულის მუნიციპალიტეტი

ადმინისტრაციული ცენტრი - ტყიბულიფართობი - 470 კმ2

კლიმატი - სუბტროპიკული ზონა

ტერიტორიული ორგანო -10

სოფელი - 45

მოსახლეობა სულ - 31 132 კაცი (ქალაქი ტყიბული - 14 465 კაცი, სოფლების

მოსახლეობა - 16 668 კაცი)

მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა: ქართველი - 98%; სხვა - 2%

საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან – 590 მ.

ფლორა და ფაუნა წარმოდგელია როგორც ვიწრო არეალის კოლხური,

ასევე კავკასიური ენდემური სახეობებითა და ჯიშებით.

წყლის ძირითადი არტერიები - ძირითადი მდინარეები: ლეჰიდარი, ძუსა,

ტყიბულა, მაღარა-ჭიშურა, წყალწითელა, ქვეხუნა. მუნიციპალიტეტის

ტერიტორიაზე ასევე არის ჩანჩქერები - მუხურსა და ძმუისში. სასმელი

წყლის მიწოდების სახეებია: ცენტრალური სისტემა, ჭები და წყაროები.

მანძილი დედაქალაქამდე - 264 კმმანძილი სამხარეო ცენტრამდე - 42 კმ

ტყიბულის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შემდეგი რისკები: მეწყერი,

ქვის ცვენა, წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა, ღვარცოფი, გვალვა,

ძლიერი ქარი.

ზოგადი ცნობები

Page 8: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 8/26

8

ეკონომიკური პირობები

ტყიბული მდიდარია ისეთი წიაღისეულით როგორიცაა: ქვანახშირი

და ტეშენიტი. ქვანახშირი მოიპოვება ტყიბულში, ტეშენიტი მოიპოვება

სოფლებში კურსები, კოკა, ცუცხვათი. სოფელ კურსებში ფუნქციონირებს

ტეშენიტის მოსაპირკეთებელი ფილების დიდი დამამზადებელი

ქარხანა. ასევე მოიპოვება დიპტოლიტური და ნახშიროვანი ფიქალები,

ქალცედონი, ბარიტი, კვარცის ქვიშები, მარმარილო, ბაზალტი, გიშერი,

ცეცხლგამძლე და საცემენტე თიხები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე

მოედინება მინერალური წყალი ლეღვა, ხოლო კურსებსა და სოჩხეთში -

გოგირდოვანი სამკურნალო წყლები.

ბუნებრივი წიაღისეული

ტყიბულის მუნიციპალიტეტში ეკონომიკის დარგებიდან ძირითადია

ქვანახშირის მრეწველობა (ქვანახშირის ბალანსური მარაგი 307

მლნ ტონას შეადგენს, ხოლო საერთო გეოლოგიური მარაგი 1 მლრდ

ტონამდეა) მოსახლეობა მისდევს ჩაის მოყვანას და წარმოებას. გადის

სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა რომლითაც უკავშირდებათერჯოლას,ქუთაისს და ამბროლაურს. რკინიგზის მონაკვეთი ქუთაისი-

ტყიბული. ქალაქი მოქცეულია ორ წყალსაცავს შორის: 1) შაორის

წყალსაცავი, რომელზეც განთავსებულია ჰიდროელექტროსადგური და

რომლის საპროექტო სიმძლავრე 38.4 მგვტ-ია; და 2) ტყიბულია წყალსაცავი,

რომელიც გამოირჩევა თავისი მნიშვნელობით და მოცულობით

(განთავსებულია 1370 ჰა-ზე) და რომლიც საშუალო სიმძლავრე 80 მგვტ-ს

უდრის. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წამყვანი დარგი იყო სოფლის

მეურნეობა, რაც ფაქტობრივად აღარ არსებობს, თუმცა თანდათან იწყებსაღორძინებას.

კლიმატი ტენიანი და სუბტროპიკულია. ზამთარი შედარებით ცივია და

ზაფხული – მშრალი და ცხელი. საშუალო ტემპერატურა ცელსიუსით უდ-

რის +10-11°C; იანვარში -5-7°C; ივლისში +30°C; აბსოლუტური მინიმუმი

-7°C; მაქსიმუმი +39-43°C. ნალექების წლიური მაჩვენებელი – 1900-2300

მმ.

ბუნებრივი პირობების მოკლე დახასიათება

Page 9: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 9/26

9

ხელისუფლება

იმერეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია:

• რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაციისუზრუნველყოფა;

• რესურსების მობილიზება;

• ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-

ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და

განხორციელების ორგანიზება;

• ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების

ხელშეწყობა;• ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.

ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ხორციელდება

წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა)

ორგანოების მიერ.

ქალაქი ტყიბული – განსახლების ტიპი

ტყიბული მდებარეობს ზღვის დონიდან 590 მ სიმაღლეზე ნაქერალას

ქედის სამხრეთით, ოკრიბის ქვაბულში. იგი გაშენებულია მდინარე

ტყიბულას ორივე ნაპირზე, რომელიც შემოფარგლულია ტყით და

დაფარულია მთაგორიანი ტერიტორიით.

ქალაქში საცხოვრებელი სახლების უმრავლესობა ტიპიური 1 ან 2

სართულიანი კერძო სახლებია, ასევე გვხვდება 4 და მრავალსართულიანი

სახლები. უშუალო დაკვირვების შედეგები გვიჩვენებს, რომ ტყიბულში60-იან წლებში აშენებული სახლები ჭარბობს, რომლებიც აშენებულია

ცემენტით, აგურით, ბლოკებითა და ხით. 2004 წელს აიგო ეკლესია, ხოლო

2012 წელს აშენდა პოლიციის შენობა და საავადმყოფო.

მოსახლეობიდან და სამუშაო შეხვედრების მონაწილეებიდან მიღებული

ინფორმაციის თანახმად, ქალაქში გვხვდება მცირე სამეურნეო მიწის

ნაკვეთები.

საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან ქალაქის ტერიტორიაზე

გვხდება საავადმყოფო, აფთიაქები, კულტურის სახლი, მუზეუმი, თეატრი,საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე,

Page 10: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 10/26

10

ხიფათები

ტყიბულის რაიონში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა,

წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვის ცვენა) შედეგად ზიანდება

სახლები, გზები და ხიდები. მდინარე ტყიბულას პირას სახლები თითქმის

ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე იტბორება. ბუნებრივი სტიქიების

გააქტიურების მიზეზი არის ტემპერატურის სწრაფი მატება, კოკისპირულიწვიმები და თოვლის სწრაფი დნობა.

რუკა

საჭიდაო დარბაზი, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, პოლიცია,

ქორეოგრაფიული სტუდია, სამხატვრო სკოლა, რკინიგზის 2 სადგური,

სახანძრო-სამაშველო სამსახური, სამთო-სამაშველო სამსახური,

ფოსტა, ბანკები, ჰიდრო და თბოელექტრო სადგურები, ცენტრალური

გამამდიდრებელი ფაბრიკა.

Page 11: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 11/26

11

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

როგორც წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების

საერთაშორისო ფედერაციის რისკების შეფასების მეთოდოლოგიაშია

აღნიშნული, თემის რისკის სიდიდე დამოკიდებულია თემის ტერიტორიაზე

არსებული სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და თემის მოწყვლადობის,

ანუ იგივე დაუცველობის სიდიდეზე. ანგარიშის ამ თავში მოცემულია

ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა თემთან მუშაობისას

და რომლებიც განაპირობებს თემის მოწყვალდობას და, შესაბამისად,

რისკების ზომას.

თემის მოწყვლადობის განსასაზღვრად შევარჩიეთ საზოგადოებრივი

ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ანალიზის მეთოდი, კერძოდ:

დემოგრაფიული თვალსაზრისით ტყიბულის მოსახლეობა ძირითადად

შრომისუნარიანი მოსახლეობით არის წარმოდგენილი. ეს ფაქტორი

დადებითად აისახება ტყიბულის წინაშე მდგარი რისკების შეფასებისას,

რადგან, როგორც ცნობილია, მით უფრო მაღალია მოსახლეობის

დაუცველობის ხარისხი, რაც უფრო მაღალია მოსახლეობაში ხანდაზმულთადა ბავშვთა ხვედრითი წილი.

სამუშაო პროცესში ქალაქ ტყიბულში არსებული ხიფათების შეფასება

ძირითადად სამუშაო ჯგუფის მონაწილეების მიერ მოწოდებულ

ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა. მონაწილეების მიერ

ძირითად რისკებად დასახელდა:

• მეწყერი (წერეთლის ქუჩა, გაბრიაძის ქუჩა, მერკვილაძის ქუჩა,ცირეკიძის და გურამიშვილის ქუჩები);

• ღვარცოფი (გაბრიაძის ქუჩა, ნიკნოულა, ორჯონიკიძის უბანი);

• ქვის ცვენა (გამსახურდიას ქუჩის გზის ნაპირზე, გურამიშვილის

ქუჩის მიმდებარე ტერიტორია);

• წყალდიდობა (ბენზინგასამართი სადგური, ძველი პოლიციის

შენობა, ძველი სადგური, გამსახურდიას ქუჩა, მუსიკალური სკოლის

მიმდებარე ტერიტორია, გელათის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა, ტყვარჩელისა

და ხრესილის ქუჩები).

Page 12: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 12/26

12

ეკონომიკური ფაქტორი  დაუცველობის და შესაბამისად, რისკის

განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხრივ, ტყიბულის

სიტუაცია არასახარბიელოდ გამოიყურება - უმუშევრობის მაჩვენებელი

ტყიბულის მუნიციპალიტეტში 44.5%–ია, რაც განაპირობებს სიღარიბის

საშუალო დონეს. შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით შეგვიძლია

ვივარაუდოთ, რომ თემის დაუცველობა საკმაოდ მაღალია.

ინფრასტრუქტურა  და შენობების მდგომარეობა  კიდევ ერთი

ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თემის დაუცვე-

ლობასა და შესაბამისად, თემის წინაშე მდგარი რისკების ზომას.

მოსახლეობის დაუცველობას ასევე ზრდის სივრცითი მოწყობის (ქალაქის

დაგეგმარების) სტანდარტების არარსებობა, რის გამოც მოსახლეობის

გარკვეული ნაწილი პოტენციური ხიფათების ზონაშია განსახლებული.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ სიტუცია მეტ-ნაკლებადუკეთესია. კერძოდ, ქალაქამდე მისასვლელი საგზაო კომუნიკაციები

მოწესრიგებულია, ასევე მთელი ქალაქი მოქცეულია მობილური

ოპერატორების დაფარვის ზონაში, შესაბამისად, არ არსებობს

ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაციის პრობლემა. ეს ფაქტორი, ცხადია,

დადებითად აისახება თემის წინაშე არსებული რისკების ზომაზე.

კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობა  წარმოადგენს

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს რისკის

ზომას. ქალაქ ტყიბულში ამ მხრივ არაერთგვაროვანი სიტუაციაა.ერთის მხრივ, მოსახლეობა ნაკლებად არის მომზადებული სტიქიებთან

გასამკლავებლად, რაც ამ საკითხში მათი ცნობიერების დაბალი დონითაა

განპირობებული. მეორეს მხრივ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ

სწჯს-ის ტყიბულის ფილიალთან ერთად გააქტიურა ამ მიმართულებით

მუშაობა. შემუშავდა ტყიბულის მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე

რეაგირების გეგმა. წითელი ჯვრის წარმომადგენლები დროდადრო

იკრიბებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და

სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და განიხილავენ ქალაქისთვისსაჭირბოროტო საკითხებს კატასტროფების მართვის კუთხით, რაც უდაოდ

წინგადადგმული ნაბიჯია.

გარდა ამისა, რეგიონში ამ მიმართულებით მუშაობენ ადგილობრივი და

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი ძალისხმევა ასევე

მნიშვნელოვნად აამაღლებს ადგილობრივი თემის კატასტროფებისადმი

მზაობისა და რეაგირების შესაძლებლობას.

Page 13: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 13/26

13

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

ამ თავში მოცემულია ქალაქ ტყიბულში ბუნებრივი კატასტროფების

რისკთან დაკავშირებული გამოკითხვის განზოგადებული შედეგები

(დაწვრილებით გამოკითხვის შედეგები).

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ უმთავრესი ბუნებრივი

კატასტროფა, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისათვის არის მიწისძვრა

(გამოკითხულთა 76%). მას მოყვება მეწყერი (15%) და წყალდიდობა (9%).

მოსახლეობის აზრით, სტიქიის რისკის შესამცირებლად უნდა გატარდეს

შემდეგი ღონისძიებები: მეწყერული ზონების გატყიანება (გამოკითხულთა

15%); დამბების მშენებლობა (20%); გაბიონების მოწყობა (30%); არხებს

გაწმენდითი სამუშაოები (30%) და სხვა (5%).მოსახლეობის აზრით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად

გამოწვეული პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა

ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, სანიაღვრე არხების შეკეთება/

გაწმენდა და ტყეების გაშენების გზით ფერდობების სტაბილიზაცია. როგორც

ვხედავთ, მოსახლეობა გამოსავლად, ძირითადად, ინფრასტრუქტურული

ღონისძიებების განხორციელებას მიიჩნევს. გარდა ამისა, მოსახლეობის

დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საჭიროებენ კატასტროფებისთვის უკეთესი

მზადყოფნისა და რეაგირებისათვის სპეციალური ტრენინგების გავლას. არშეიძლება არ აღინიშნოს გამოკითხულთა დიდი ნაწილის კატასტოფებზე

Page 14: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 14/26

14

როგორც აღვნიშნეთ, ქალაქ ტყიბულში კატასტროფების რისკი

განპირობებულია, ერთის მხრივ, მრავალგვარი ბუნებრივი ხიფათებისარსებობით, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივი თემის მაღალი

მოწყვლადობა/დაუცველობით. აქედან გამომდინარე, რისკის

შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებანი უპირველესად ამ

კომპონენტებზე ზემოქმედებას უნდა გულისხმობდეს. ამ კუთხით

გამოვყოფდით ხიფათის შემცირების როგორც სტრუქტურულ, ისე

არასტრუქტურულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მდინარეთა

ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებას, ფერდობების სტაბილიზირებას,

კალაპოტების გაწმენდას, საინჟინრო ნაგებობების აღდგენა/რეკონსტრუქციას. ასევე, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად უნდა

განისაზღვროს ადგილობრივი თემის (მოსახლეობა, ხელისუფლება,

ინსტიტუციები) შესაძლებლობების ზრდის გზით მათი დაუცველობის

შემცირება. ამ მხრივ განსაკუთრებით აღვნიშნავდით ორ კომპონენტს:

• სივრცითი დაგეგმარების კომპონენტების დანერგვა, რაც

გულისმობს მომატებული რისკების ზონების იდენტიფიცირებას და ამის

შესაბამისად განსახლების რეგულირებასა და ადექვატური სამშენებლონორმების შემუშავებას.

რისკის შემცირების სტრატეგიები

მზადყოფნისა და რეაგირების შესახებ ცნობიერების დაბალი მაჩვენებელი,

რაც თემის მოწყვლადობა/დაუცველობაზე მიუთითებს.

მოსახლეობის დაბალ ცნობიერებაზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ გამო-

კითხულთა დიდ უმრავლესობას არანაირი ინფორმაცია არ მიუღია

კატასტროფების მართვა/შემცირების ღონისძიებების შესახებ.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნისა და რეკომენდაციის

სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ქალაქ ტყიბულში ნებისმიერი პროექტის

განხორციელებისას, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირებისაკენ

იქნება მიმართული, აუცილებელ კომპონენტად უნდა ჩაიდოს

მოსახლეობის ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება.

Page 15: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 15/26

15

• კატასტროფებზე რეაგირების შესაძებლობების გაძლიერება. ამ

თვალსაზრისით უპირველესად ვგულისხმობთ ადგილობრივი თემის

ცნობიერების ამაღლებასა და სახელისუფლებო სტრუქტურების მზაობისა

და რეაგირების შესაძლებლობის გაძლიერებას.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა იმ ინსტიტუციებისა და სხვადასხვა

სამსახურების ჩამონათვალი, რომლებზეც, მოსახლეობის აზრით,

შესაძლებელია კატასტროფების დროს დაყრდნობა. მოსახლეობის

მიერ აღნიშნული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება მნიშ-

ვნელოვნად შეამცირებს თემის წინაშე მდგარ რისკებს.

სამუშაო შეხვედრების პროცესში მოსახლეობის მიერ ამგვარ

დაწესებულებებად იდენტიფიცირებულ იქნა: ეკლესია, სახანძრო– 

სამაშველო სამსახური, სასწრაფო, პოლიცია, გამგეობა, ეროვნულიგვარდია, ეროვნული სატყეო სააგენტო.

Page 16: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 16/26

16

რისკის შემცირების კონკრეტული პროექტები

ტყიბულის მოსახლეობასთან სამუშაო პროცესის დასკვნითი ეტაპი

დაეთმო იმ შესაძლო პროექტების იდენტიფიცირებას, რომელთა

განხორციელებაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს ადგილზე კატასტროფებისრისკის შემცირებას.

ქალაქ ტყიბულში მოწყვლადობისა და შესაძლებლობების

შეფასების შედეგად ადგილობრივმა მოსახლეობამ სხვადასხვა

თანამონაწილეობრივი ინსტრუმენტის გამოყენებით პრიორიტეტული

რისკები

განსაზღვრა. მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების

პროცესში ყურადღება შეჩერდა შემდეგ პრიორიტეტებზე:

• წყალდიდობა/დატბორვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომელთა

და მოხალისეთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა,

რომ მოსახლეობის 83%-ის აზრით წყალდიდობისა და დატბორვის

პრევენციისათვის აუცილებელია ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება და

ჯებირების აშენება/შეკეთება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება საჭიროა

შემდეგ ტერიტორიებზე: ქ. ტყიბული - მუსიკალური სკოლის მიმდებარე

ტერიტორია, გელათის ქუჩა, ვაჟა ფშაველას ქუჩა., ტყვარჩელისა და

ხრესილის ქუჩები.

Page 17: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 17/26

17

თემში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების

ტენდენციების იდენთიფიცირების შემდეგ განისაზღვრა კლიმატისცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედების ახალი გამწვავებული

გამოწვევები თემში. კლიმატური ცვლილების ტენდენციები განისაზღვრა

ადგილობრივ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს კლიმატური ცვლილების

ტენდენციებს და მოსალოდნელი შედეგების აღწერილობას იმ სფეროების

აღწერას, რომელიც შეიძლება დაზარალდეს კლიმატური ცვლილების

შედეგად.

კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები

• დაზიანებული შენობები

სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს,

რომ ქ. ტყიბულში არსებული შენობების უმრავლესობა გამაგრებას

საჭიროებს ბუნებრივი სტიქიების ძლიერი ზეგავლენისა და სიხშირის

გამო, განსაკუთრებით კი გაბრიაძის ქუჩის მეორე შესახვევსა და სვანეთისქუჩაზე (სტალინის უბანი) მდებარე სახლები.

• მეწყერი

გამოკითხვებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა

მეწყერსაშიში ტერიტორიები, რომლებიც საჭიროებენ გაბიონების

მოწყობას: ქ. ტყიბული - გამსახურდიას ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა და

ცირეკიძის ქუჩა.

• მიწისძვრა

მოსახლეობის აზრით საჭიროა თავშესაფრის მოწყობა/დასუფთავება,

სადაც ევაკუირებული მოსახლეობა თავს შეაფარებს სტიქიის დროს.

მსგავსი თავშესაფრის მოწყობა შესაძლებელია მე-6 საჯარო სკოლის

შენობაში და შახტების ტერიტორიაზე.

Page 18: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 18/26

18

ცხრილი 1. კლიმატური ცვლილებები და მოსალოდნელი შედეგები 

კლიმატური

ცვლილებისტენდენციები

პირდაპირი შედეგი შესაბამისი

სფეროს ანალიზი

• ჰაერის

ტემპერატურის

ყველა პარამეტრის

მოსალოდნელი

ზრდა (წლიური

მაქსიმუმი)

• კლიმატური ცვლიელებებიდან

გამომდინარე გაიზარდა სოფლის

მეურნეობის მოწყვლადობა

• შეიცვალა სოფლის მეურნეობის

კალენდარი

• შემცირდა შემოსავლები სოფლის

მეურნეობიდან

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• გაიზრდება

წლიური ნალექი

• შეიცვლება

ნალექების

განაწილების

წლიური მოდელი

• ზრდა იმ

შემთხვევებისა,

როცა წლიური

ნალექი აღემატება200მმ

• შენარჩუნებულია წყალდიდობების

და ღვარცოფების მაღალი რისკი

• მდინარის ნაპირების დატბორვის

მაღალი ალბათობა, აგრეთვე

წყალდიდობის შედეგად ეროზიის

საშიშროება

• შენარჩუნებულია და გაზრდილია

რისკი არსებული მეწყერსაშიში

ზონების გააქტიურეებისა

 • მეწყერის რისკის დაინტენსივობის ზრდა

• გარემო ექცევა მეწყერის,

წყალდიდობის და ღვარცოფების

მაღალი რისკის ქვეშ.

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო მიწების

ბუნებრივი დაზიანება/დეგრადაცია

• სოფლის მეურნეობიდან შემოსულიშემოსავლების შემცირება

• სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• ჰიდროგრაფიული

ქსელი

• ინფრასტრუქტურა

 – საცხოვრებელი

სახლები,

საყოფაცხოვრებო

ნაკვეთები,

სასმელი წყლისსისტემები,

გზები,

ელექტროგადამცემი

ხაზები, საინჟინრო

და კომუნალური

ნაგებობები

• სავეგეტაციო

პერიოდის

შემცირება

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო კალენდრის

შეცვლა.

• სოფლის მეურნეობიდან შემოსული

შემოსავლების შემცირება

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

Page 19: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 19/26

19

ვინ

რას

სად

აკეთებს

Page 20: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 20/26

orga n iz a ci i s s a x elwode b a : s a q arT v elo s w i T eli jvr i s s azo g ado e b a

I . s akontaqto informacia II. orga n iz a ci i s zogadi p rofil i  da m i marTul e b akatastrofebis r iskis Semcirebi s sfero Si

 mob: 577 23 00 23

s a T a o of i s i  : m is : Tb il is i j . k ax iZ is 15

ge n er alu ri mdiv a n i : m ede a marRa n i a - a v alia n i

k a t a s trof e b i s m arT v i s d e p a rt a m e n t i s ufro s i : k a x a m amulaZ e mob: 577 23 00 26

 ტ ყ ი ბ უ ლ ი  misamarTi :

v e b - g v e rd i : www.redcross.ge

ეროვნული  საზოგადოება, არსებული 

კანონმდებლობის თანახმად, დახმარებას უწევს 

 შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი 

კატასტროფისა და  სხვა  საგანგებო  სიტუაციის 

 შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ეროვნული  საზოგადოება  ხელს უწყობს 

კატასტროფებისადმი მაღალი რისკის მქონე 

თემებში კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და 

რეაგირების პროცესს: კატასტროფების რისკის 

 შეფასება მოსახლეობისთვის და  სხვა 

დაინტერესებულ პირებისთვის ინფორმაციის 

მიწოდება, შესაბამისი პრაქტიკული  და 

თეორიული ტრეინინგების და  სიმულაციური 

ვარჯიშების ჩატარება, კატასტროფების მართვის 

 სფეროში  საგანმანათლებლო მასალების 

 შემუშავება გავრცელება და  სხვა. გარდა ამისა,

 საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოება 

აქტიურად მუშაობს კატასტროფების მართვის ,

პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური 

დახმარების  სფეროში  შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მოხდეს მოსახლეობისათვის 

კატასტროფების  შედეგების მინიმალიზება.

კატასტროფების რისკის  შემცირების 

 სფეროში  საკონტაქტო 

პირი :

კატასტროფების  მართვის 

ადგილობრივი  ოფიცერი :

ე ლ ი ს ო ც ი რ ე კ ი ძ ე

მობ ტელეფონი: 5 5 5 1 2 6 9 5 7

I II . adamianur i resu rsebi katastrofebis

riskis Semcir ebis sferoSiIV. s aqm i an ob i s g eografiuli are al i

ტ ყ ი ბ უ ლ ი ს  ადგილობრივი ოფიცერი,

თემის მოხალისეთა 

კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და 

რეაგირების გუნდის 2 0 წევრი.ტ ყ ი ბ უ ლ ი ს მუ ნი ც იპ ალ იტ ეტ ი  

V. samizn e jgufebi

ტ ყ ი ბ უ ლ ი ს მოსახლეობა 

Page 21: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 21/26

ორგანიზაციის სახელწოდება: გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამსახური

I.საკონტაქტო ინფორმაცია

II.ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: კ.ლომაძის მ #3

ტელეფონი: 595 90 77 21

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

სოციალურად დაუცველი

მოსახლეობის

უზრუნველყოფა,

ვეტერანებისა და

ლტოლვილების ინტერესების

დაცვა, სხვადასხვა ჯანდაცვის

პროგრამების განხორციელება.

სამსახური ტყიბულის

რაიონულ საავადმყოფოსთან

ერთად უზრუნველყოფს

საავარიო-სამაშველო,

საძიებო-სამაშველო და

გადაუდებელი აღდგენითი

სამუშაოების შესრულებას.

დაზარალებულთათვის

პირველადი სამედიცინო

დახმარების აღმოჩენას, მძიმე

ავადმყოფების სხვა ქალაქებში

გადაყვანის ღონისძიებების

შემუშავებას.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ნელი ქარელი-კახიძე

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 593 12 65 96

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ნელი ქარელი-კახიძე

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 593 12 65 96

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული

არეალი

8 თანამშრომელი

8 მოხალისე

ტყიბულის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

ვინ, რას, სად აკეთებს

Page 22: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 22/26

ორგანიზაციის სახელწოდება: ა.ა.ი.პ ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური

გაერთიანება

I.საკონტაქტო ინფორმაცია

II.ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: კ. ლომაძის #3

ტელეფონი: 595 90 77 12

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

მოსახლეობის კომუნალური

პრობლემების, დასუფთავების

და ინფრასტრუქტურული

საკითხების მოწესრიგება,

შიდა სატრანსპორტო

უზრუნველყოფა

მოსახლეობის ევაკუაციისთვის

საჭირო ღონისძიებების

შემუშავება, ტრანსპორტირების

უზრუნველყოფა, მოსახლეობის

თავშესაფარში მოთავსება,

ასევე ახდენს ევაკუაციის

მარშრუთების შემუშავებას და

სატრანსპორტო საშუალებების

რაოდენობის განსაზღვრას.

საავარიო აღდგენით

სამუშაოებში ჩაბმული ძალების

ტრანსპორტით უზრუნველყოფა.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): გივი ბოჭორიშვილი

თანამდებობა:

გაერთიანების დირექტორი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 90 77 12

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

გივი ბოჭორიშვილი

თანამდებობა:

გაერთიანების დირექტორი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 90 77 12

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

15 თანამშრომელი

101 მოხალისე

ტყიბულის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

ვინ, რას, სად აკეთებს

Page 23: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 23/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო

I.

საკონტაქტო ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: კ. ლომაძის #3

ტელეფონი: 497 22 22 22

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

მოსახლეობის პრობლემების

მოგვარება და ინტერესების

დაცვა, ადგილობრივი

თვითმმართველობის

პასუხისმგებლობით

საქართველოს

კანონმდებლობის შესაბამისად

იქმნება სპეციალური საგანგებო

სიტუაციებზე რეაგირების შტაბი,

შტაბის უფროსი ხდება რობიზონ

გვენეტაძე, მუნიციპალიტეტის

გამგებელი.

საგანგებო სიტუაციებზე

რეაგირების შტაბი

წარმოადგენს ადგილობრივდონეზე მართვის ცენტრს,

რომელიც კოორდინაციას

უწევს საგანგებო სიტუაციების

თავიდან აცილებას, ამ

სიტუაციით გამოწვეული

შედეგების ლიკვიდაციას

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): რობიზონ გვენეტაძე

თანამდებობა:

მუნიციპალიტეტის გამგებელი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 555 38 85 58

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

რობიზონ გვენეტაძე

თანამდებობა:

მუნიციპალიტეტის გამგებელი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 555 38 85 58

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფებისრისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

11 თანამშრომელი

101 მოხალისე

ტყიბულის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 24: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 24/26

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური

I.

საკონტაქტოინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადიპროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობაკატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: კ. ლომაძის #3

ტელეფონი: 497 22 21 33

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

ინფრასტრუქტურის

განვითარება და

მოწყობა, მოსახლეობის

ინფრასტრუქტურული

პროექტების განხორციელება

და მოწესრიგება.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

ინფრასტრუქტურისა და

კეთილმოწყობის სამსახური

ახდენს საგანგებო სიტუაციების

ზონაში შენობა-ნაგებობების

მდგრადობის განსაზღვრას და

მათ ვარგისიანობას.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): თემურ კუბლაშვილი

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 19 70 35

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

თემურ კუბლაშვილი

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 19 70 35

IV.ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

9 თანამშრომელი

9 მოხალისე

ტყიბულის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 25: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 25/26

ვინ, რას, სად აკეთებსორგანიზაციის სახელწოდება: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო

სამსახური

I.

საკონტაქტოინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადიპროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობაკატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

რუსთაველის #25

ტელეფონი: 598 25 54 25

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

სახანძრო-სამაშველო

სამსახური

ტყიბულის მუნიციპალიტეტის

სახანძრო-სამაშველო სამსახური

ახდენს საგანგებოს სიტუაციების

ზონაში ხანძრის ლოკალიზებას

და სამაშველო საქმიანობას.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): კახაბერ ხეცურიანი

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი:

598 25 54 25

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

კახაბერ ხეცურიანი

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი:

598 25 54 25

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

29 თანამშრომელი

5 მოხალისე

  ტყიბულის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 26: შეაფსება ტყიბული (6).pdf

7/21/2019 შეაფსება ტყიბული (6).pdf

http://slidepdf.com/reader/full/-6pdf-56d9f4f675cfa 26/26