20
653027 2013

2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

653027

2013

Page 2: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

1

ინსტრუქცია

თითოეულ კითხვაზე მოცემულია ოთხი სავარაუდო პასუხი. მათგან მხოლოდ ერთია სწორი.

თქვენს მიერ არჩეული პასუხის მონიშვნის ერთადერთი გზა პასუხების ფურცელზე სათანადო

უჯრაში X ნიშნის დასმაა. არცერთი სხვა აღნიშვნა, ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური ხაზები,

შემოხაზვა და ა.შ. ელექტრონული პროგრამის მიერ არ აღიქმება. თუ გსურთ პასუხების

ფურცელზე მონიშნული პასუხის გადასწორება, მთლიანად გააფერადეთ უჯრა, რომელშიც

დასვით X ნიშანი და შემდეგ მონიშნეთ პასუხის ახალი ვარიანტი (დასვით X ნიშანი ახალ

უჯრაში). შეუძლებელია ხელმეორედ აირჩიოთ ის პასუხი, რომელიც გადაასწორეთ. თითოეული

დავალება 1 ქულით ფასდება.

1. რომელ სამეფოებთან ბრძოლაში განადგურდა ასურეთის სახელმწიფო ძვ.წ. VII საუკუნეში?

ა. მიდიისა და ბაბილონის

ბ. ბაბილონისა და ეგვიპტის

გ. ეგვიპტისა და ხეთების

დ. ხეთებისა და მიდიის

2. რომელ ქალაქში მდებარეობდა ყველაზე ცნობილი სამისნო ძველ საბერძნეთში?

ა. დელფოსში

ბ. სპარტაში

გ. მილეთში

დ. კორინთოში

3. ვის ეკუთვნის ცნობა, რომ ქართლში „მეფეებს სხამენ გვარში მახლობლობისა და ასაკის მიხედვით

უხუცესს“?

ა. ჰეროდოტეს

ბ. ქსენოფონტეს

გ. პოლიბიოსს

დ. სტრაბონს

653027

Page 3: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

2 4. ვინ იყო ფარსმან II ქველის თანამედროვე რომაელი იმპერატორი?

ა. ავგუსტუსი

ბ. ანტონიუს პიუსი

გ. ვესპასიანე

დ. მარკუს ავრელიუსი

5. რა იყო სასანიანთა ირანის სახელმწიფო რელიგია?

ა. მითრაიზმი

ბ. ისლამი

გ. ზოროასტრიზმი

დ. ბუდიზმი

6. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ქართლის დიდაზნაურთა ანუ ერისთავთა ნაწილის

ირანის შაჰის მხარეზე გადასვლა VI საუკუნეში?

ა. მიწების მემკვიდრეობით გადაცემის წინადადებამ

ბ. რელიგიის თავისუფლად არჩევის უფლებამ

გ. საგვარეულო ციხე-კოშკების აგების ნებართვამ

დ. ერთობლივი ლაშქრობებისას მოპოვებული ალაფის განაწილების პირობამ

7. ვისი ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა?

ა. მურვან-ყრუს

ბ. ბუღა თურქის

გ. აბულ-კასიმის

დ. ჯარაჰის

8. რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ბაღდადი?

ა. ფატიმიანთა სასულთნოს

ბ. აბასიანთა სახალიფოს

გ. სასანიანთა სამეფოს

დ. ილხანთა საყაენოს

653027

Page 4: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი II, ხარკი ეკისრა?

ა. ოსმალებთან გადამწყვეტ ბრძოლაში განცდილმა მარცხმა

ბ. თეთრბატკნიან თურქმანთა შემოსევების თავიდან აცილების სურვილმა

გ. სელჩუკთა გამანადგურებელი შემოსევებისაგან ქვეყნის დაცვამ

დ. ბიზანტიელთა მიერ სამოკავშირეო ვალდებულებების შეუსრულებლობამ

10. რომელი მეფის მოღვაწეობაა აღწერილი თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“?

ა. ბაგრატ III-ის

ბ. დავით აღმაშენებლის

გ. თამარ მეფის

დ. გიორგი V-ის

11. რაში გამოიხატა სამეფო ხელისუფლების დათმობაზე წასვლა ყუთლუ-არსლანის დასის

გამოსვლის შემდეგ?

ა. დიდებულებმა მეფედ კურთხევის ცერემონიალში მონაწილეობის უფლება მიიღეს

ბ. მეფე გადაწყვეტილებებს დარბაზთან დათათბირების შემდეგ მიიღებდა

გ. გაიზარდა სავაზიროს შემადგენლობა და ცალკეული ვაზირების უფლებები

დ. გადააყენეს „უგვაროები“ და მათ ნაცვლად თანამდებობებზე დიდებულები დაინიშნენ

12. რუსუდან მეფის რომის პაპ ჰონორიუს III-სადმი მიწერილი წერილის თანახმად, რატომ არ ელოდა

თავდაპირველად საქართველოს სამეფო კარი საფრთხეს „ბიწიერ თათართაგან“?

ა. საქართველოს მანამდე მათთან ზავი ჰქონდა დადებული

ბ. მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ ომები ჰქონდა ხორეზმის შაჰთან

გ. საქართველოს სამეფო კარზე ისინი ქრისტიანები ეგონათ

დ. მოწინააღმდეგეს ძალიან მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა

653027

Page 5: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

4 13. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა, რომ ეგვიპტის სულთანმა ქართველებს გიორგი V-ის

დროს იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და „კლიტენი იერუსალიმისანი“ დაუბრუნა?

ა. ქართველთა მონაწილეობამ ანტიეგვიპტურ კოალიციაში

ბ. ხანგრძლივი ომის შემდეგ ეგვიპტესთან ზავის დადებამ

გ. საქართველოს ავტორიტეტისა და გავლენის ზრდამ

დ. ქართველი მამელუქების გავლენის გაძლიერებამ

14. რატომ ეწოდება 1555 წელს აუგსბურგში დადებულ ზავს რელიგიური?

ა. გაიყო კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების გავლენის სფეროები

ბ. გერმანული სამთავროების მცხოვრებლებს აღმსარებლობის თავისუფლება მიენიჭათ

გ. რომის პაპმა აღიარა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა

დ. საფრანგეთში შეწყდა ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის მიმდინარე ომები

15. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუშალა ხელი იმპერატორ პავლე I-ის 1800 წლის 18 დეკემბრის

მანიფესტის განხორციელებას?

ა. საქართველოს მთიანეთში დაწყებულმა აჯანყებამ

ბ. რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომის დაწყებამ

გ. საქართველოს მეფის უეცარმა გარდაცვალებამ

დ. შეთქმულთა მიერ იმპერატორის მკვლელობამ

16. სხვა მიზეზებთან ერთად, რატომ ვერ განხორციელდა კონტინენტური ბლოკადა?

ა. ინგლისური სამრეწველო საქონელი საუკეთესო ხარისხისა იყო და, მასზე დიდი მოთხოვნილების

გამო, ის კონტრაბანდული გზებით მაინც შეჰქონდათ ევროპაში

ბ. ევროპის ქვეყნებში მომხდარი რევოლუციების შედეგად კონტინენტური ბლოკადის ინიციატორებმა

თანამდებობები და გავლენა დაკარგეს

გ. ინგლისში სასწრაფოდ ჩატარებული რეფორმების შედეგად გაძლიერდა ქვეყნის სამხედრო

პოტენციალი და ამან მისი მოწინააღმდეგეები შეაშინა

დ. ბლოკადის გამო ინგლისური საქონლის დეფიციტით უკმაყოფილო მოსახლეობა საპროტესტო

აქციებს მართავდა ევროპის დიდ ქალაქებში

653027

Page 6: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

5 17. რომელ ქალაქთან გაიმართა „ხალხთა ბრძოლა“ XIX საუკუნეში?

ა. ლაიფციგთან

ბ. ბერლინთან

გ. იენასთან

დ. დრეზდენთან

18. რა მოვლენას მოჰყვა შედეგად 1830 წლის აჯანყება პარიზში?

ა. ბურბონთა რესტავრაციას

ბ. ნაპოლეონის დაბრუნებას

გ. პარლამენტის დათხოვნას

დ. გადასახადების გაზრდას

19. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა მეფისნაცვალ

მიხეილ ვორონცოვისადმი?

ა. მის დროს აჭარა ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლდა

ბ. მან ოცდაათიათას კაცს თავადაზნაურობა დაუმტკიცა

გ. მან თბილისსა და ქუთაისს თვითმმართველობა დაუბრუნა

დ. მის დროს ქართველებს უფლება მიეცათ სამხედრო სასწავლებლებში ესწავლათ

20. რაში გამოიხატებოდა რუსეთის ხელისუფლების კოლონიური პოლიტიკა - საქართველო

ყოფილიყო მხოლოდ ნედლეულის ბაზა და პროდუქციის გასაღების ბაზარი?

ა. არ გაჰყავდა სარკინიგზო გზები

ბ. არ ავითარებდა ადგილობრივ წარმოებას

გ. ქართველ მუშახელს აგზავნიდა რუსეთის შიდა გუბერნიებში

დ. ხელს უწყობდა ნატურალური მეურნეობის შენარჩუნებას

653027

Page 7: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

6 21. სხვა მიზეზებთან ერთად, რამ შეუწყო ხელი ლუი-ნაპოლეონის გამარჯვებას საპრეზიდენტო

არჩევნებში?

ა. ბიძის სახელმა და პოპულარობამ საფრანგეთში

ბ. დიდი დეპრესიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა

გ. მის მიერ პრემიერ-მინისტრობისას განხორციელებულმა რეფორმებმა

დ. საფრანგეთ-პრუსიის ომის დროს მოხვეჭილმა ავტორიტეტმა

22. რამ განაპირობა აშშ-ში აბოლიციონისტური მოძრაობის აღმოცენება?

ა. მუშათა უმძიმესმა მდგომარეობამ ჩრდილოეთის შტატებში

ბ. ინდიელთა უფლებებისათვის ბრძოლამ დასავლეთის შტატებში

გ. ანტიბრიტანულმა განწყობამ აღმოსავლეთის შტატებში

დ. მონობის არსებობამ სამხრეთის შტატებში

23. რამ გამოიწვია მასობრივი საპროტესტო აქცია თბილისში 1978 წლის 14 აპრილს?

ა. რუსთაველზე მშვიდობიანი დემონსტრაციის დახვრეტის 20 წლისთავის აღნიშვნამ

ბ. საბჭოთა კავშირიდან გასვლის შემზღუდავი კანონის გაუქმების მოთხოვნამ

გ. კონსტიტუციის პროექტით ქართული ენისათვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევამ

დ. ავღანეთში მიმდინარე ომში ქართველების მასობრივმა გაწვევამ

24. რა ეწოდება პირის პოლიტიკურ-სამართლებრივ კავშირს სახელმწიფოსთან, რომელიც

ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობითაა გამოხატული?

ა. პოლიტიკა

ბ. სამართალი

გ. მოქალაქეობა

დ. კანონიერება

653027

Page 8: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

7 25. მართებულია თუ არა მსჯელობა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ?

I. ადამიანის უფლებები სახელმწიფოსაგან ბოძებული წყალობაა, რადგან სახელმწიფოსაგან

დამოუკიდებლად არ არსებობს.

II. თავისუფლება ნიშნავს მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც. თავისუფლება გულისხმობს,

როგორც უფლებას, ისე მოვალეობას.

ა. მხოლოდ I

ბ. მხოლოდ II

გ. არცერთი

დ. ორივე

653027

Page 9: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

8

ინსტრუქცია

ქრონოლოგიურად (უძველესიდან უახლესისაკენ) დაალაგეთ ისტორიული მოვლენები და

პიროვნებები. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცელში მოცემულ უჯრებში. გაითვალისწინეთ,

რომ უჯრაში იწერება მხოლოდ დასახელებული მოვლენის ან პიროვნების შესაბამისი ციფრი.

პირველ უჯრაში იწერება ის ციფრი, რომლითაც ყველაზე ადრე მომხდარი მოვლენაა

აღნიშნული და ა.შ. შესაბამისად, ბოლო, მესამე უჯრაში ის ციფრი ჩაიწერება, რომლითაც

ყველაზე გვიან მომხდარი მოვლენა აღინიშნა. თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება.

26. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ძველი აღმოსავლეთის ისტორიასთან დაკავშირებული მოვლენები:

1. დარიოს I-ის ადმინისტრაციული რეფორმა

2. პტოლემაიოსების ეგვიპტის სახელმწიფოს შექმნა

3. ქსერქსე I-ის მოღვაწეობა

27. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს მომხდარი მოვლენები:

1. ქართლის მეფის ლაშქრობა ბიზანტიის წინააღმდეგ

2. ეკლესიის მეთაურად კათოლიკოსის დანიშვნა

3. ვარსქენ პიტიახშის მკვლელობა

28. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ირანის მმართველები მათი მოღვაწეობის დროის მიხედვით:

1. აღა-მაჰმად-ხანი

2. შაჰ თამაზი

3. შაჰ აბას I

29. ქრონოლოგიურად დაალაგეთ XX საუკუნის ევროპაში მომხდარი მოვლენები:

1. ნაციონალ-სოციალისტური მთავრობის შექმნა გერმანიაში

2. ფაშისტური პარტიის შექმნა იტალიაში

3. სახალხო ფრონტის მოსვლა ესპანეთის ხელისუფლებაში

653027

Page 10: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

9

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები. იპოვეთ მათში დაშვებული

შეცდომები. პასუხების ფურცელში მოცემულ ცხრილში გადაიტანეთ ნაპოვნი ფაქტობრივი

შეცდომა და მისი შესწორებული ვარიანტი. გაითვალისწინეთ, რომ შეფასდება როგორც თქვენს

მიერ ნაპოვნი შეცდომა, ისე მისი შესწორებული ვარიანტი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ

პასუხების ფურცელში მოცემული ცხრილის შესაბამის ადგილას უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ერთი

სიტყვა, თარიღი, სახელი და ა.შ. და არავითარ შემთხვევაში მთელი წინადადება ან თუნდაც

რამდენიმე სიტყვა. დავალებების მაქსიმალური ქულაა 26.

(10) 30. საქართველო და ირანი

ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ქართლის სამეფო დასუსტდა. ცოტა ხანში

ირანელებმა ქართლში მეფობის გაუქმება მოახერხეს. ამიერიდან აქ უმაღლესი თანამდებობის პირი

შაჰის დიდმოხელე, პიტიახში გახდა. მანამდე კი, ყველაზე ადრე, სამხრეთ კავკასიაში ირანელებმა

მეფობა ალბანეთში გააუქმეს.

აღმოსავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდების შემდეგ ირანის შაჰმა კავადმა დაპყრობის

მიზნით ჯარი დასავლეთ საქართველოშიც შეიყვანა. ამ მოქმედებას კი ირანის ბიზანტიასთან

დაპირისპირება მოჰყვა. ასე დაიწყო ხანგრძლივი ომი, რომელიც VII საუკუნის შუა ხანებში

მიმდინარეობდა. ომში აქტიურად აღმოჩნდნენ ჩართულნი იმერეთის მეფეებიც.

(16) 31. მონღოლები

მონღოლური ტომები XII საუკუნის დასაწყისში გაერთიანდნენ და დაპყრობითი ომები

წამოიწყეს. ყოველივე ეს ჰულაგუ ყაენის მეთაურობით განხორციელდა. მონღოლებმა სწრაფად

მოახერხეს უზარმაზარი ტერიტორიის დამორჩილება, რომელიც მოიცავდა აზიის, კავკასიის და

დასავლეთ ევროპის ტერიტორიის დიდ ნაწილს. მონღოლები ლოიალობას იჩენდნენ სხვადასხვა

სარწმუნოების მქონე მოსახლეობის მიმართ. XIII საუკუნის ბოლოს საყაენოში მაზდეანობა

სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.

საქართველოში მონღოლები პირველად რუსუდანის მეფობის დროს გამოჩდნენ. მოგვიანებით

მონღოლებმა აღმოსავლეთ საქართველო დაიპყრეს და ახალ სამხედრო–ადმინისტრაციულ

ერთეულებად – სახანოებად დაყვეს, რომლებსაც სათავეში ქართველი ფეოდალები ჩაუყენეს.

დაპყრობილ ქვეყნებში მონღოლებმა აღწერა ჩაატარეს. მათ მოსახლეობას სხვადასხვა სახის 653027

Page 11: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

10 გადასახადები და ბეგარა დაუწესეს. მონღოლებმა გადასახადისაგან მხოლოდ სამეფო მიწები

გაათავისუფლეს.

ზავის პირობის მიხედვით, საქართველოს მეფეს მონღოლთა ყაენი ამტკიცებდა. მან მეფეებად

ცნო: დავით ლაშას ძე, რომელსაც ნარინი უწოდეს და დავით რუსუდანის ძე.

653027

Page 12: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

11

ინსტრუქცია

ყურადღებით შეისწავლეთ ქვემოთ მოცემული კარიკატურა. კარიკატურაზე არსებულ

ინფორმაციაზე დაყრდნობით, უპასუხეთ დასმულ კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ

პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების მაქსიმალური ქულაა 5.

32.

653027

Page 13: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

12

კითხვები:

(1) 32.1. რომელი საერთაშორისო ორგანიზაციაა გაკრიტიკებული კარიკატურაზე?

(2) 32.2. რომელი სახელმწიფოა გაშარჟებული კარიკატურის მიხედვით და რატომ?

(1) 32.3. ჩვეულებრივ, რომელ სახელმწიფოში იქმნებოდა მსგავსი სახის კარიკატურები ყველაზე

მეტად და ყველაზე ხშირად?

(1) 32.4. რა ეწოდება საერთაშორისო ურთიერთობების იმ პერიოდს, რომელსაც ზემოთ მოტანილი

კარიკატურა ასახავს?

653027

Page 14: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

13

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ისტორიული დოკუმენტი, გაიაზრეთ ტექსტი

და უპასუხეთ კითხვებს. პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას.

დავალების მაქსიმალური ქულაა 10.

33. ნაწყვეტი რაიმონდ აჟილელის თხზულებიდან

როდესაც ჩვენ ანტიოქიასთან დავიწყეთ მიახლოება, ბევრ დიდებულთაგანს არ სურდა მისი

გარემოცვა, ან იმიტომ, რომ მოახლოებული იყო ზამთარი, ან იმიტომ, რომ არმია გაფანტული იყო

ახლო-მახლო ციხეებში. არმია დაქანცა ზაფხულის სიცხემ. ამიტომ სურდათ, განთავსებულიყვნენ

საზამთრო ბინებში. სხვები, მათ შორის გრაფი რაიმონდ ტულუზელი, საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ:

„ჩვენ მოვედით ღვთის შთაგონებით, მისი მოწყალებით დავეუფლეთ კარგად გამაგრებულ ქალაქ

ნიკეას, მისივე ნებით დავამარცხეთ თურქები, შევინარჩუნეთ მშვიდობა და თანხმობა ჩვენს არმიაში;

ამიტომ ყველაფერში მივენდოთ უფალს”. ამრიგად ჩვენ გავემართეთ ანტიოქიისაკენ და დავეცით

კარვები ქალაქთან ისე ახლოს, რომ მტერი თავის მაღალი კოშკურებიდან ვნებდა ცხენებს და ასევე

ხალხს თვით კარვებშიც კი...

ანტიოქია თავის საზღვრებში მოიცავს სამი მთის წვერს. მთის თავები გამაგრებულია ციხე-

კოშკებით. ქალაქი იმდენად გამაგრებულია კედლებით, კოშკებით და შვერილებით, რომ არ უშინდება

არავითარ მანქანებს და ხალხის მოძალებას, თუნდაც მის წინააღმდეგ ამხედრდეს მთელი ქვეყანა.

ასერიგად გამაგრებულ ქალაქს ჩრდილოეთიდან მოადგა ფრანკთა ჯარი. თუმცა იგი

შედგებოდა 300 ათასი კაცისაგან, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, მაინც ვერ ბედავდა წინსვლას და

შემოიფარგლა შორიახლოს დაბანაკებით. ქალაქის შიგნით იმყოფებოდა 2 ათასი კარგი მხედარი, 4 თუ

5 ათასი დაქირავებული და 10 ათასი ან მეტი ქვეითი. ისედაც მაღალი კედლები დაცული იყო

ჭაობებითა და თხრილებით. ამიტომ მთავარი იყო ქალაქის ჭიშკრების დაცვა და სხვა რამეზე

შეეძლოთ არც ეფიქრათ.

ამ ქვეყნის ციხე-სიმაგრეები დაგვნებდნენ ან შიშის გამო, ან თურქული ჩაგვრის მოცილების

სურვილით. ამის შედეგად ჩვენი ძალები მეტისმეტად გაფანტული იყო. ამასთან თითოეული პირველ

რიგში აყენებდა თავის პირად ინტერესებს და არ ფიქრობდა საზოგადო საქმეზე.

653027

Page 15: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

14

ვისაც უხვად ეპოვებოდა საკვები მარაგი, ისინი ხარს აჭრიდნენ ერთი გვერდისა და ბეჭის

ხორცს, მხოლოდ მცირე ნაწილი მიირთმევდა მკერდის ხორცს. პური და ღვინო უჩვეულოდ იოლად

იშოვებოდა.

ამასობაში მტერი ნელ-ნელა გამოდიოდა ქალაქიდან და უსწორდებოდა გლეხებსა და

საჭურველმტვირთველებს, რომლებიც მწყემსავდნენ ცხენებსა და ხარებს მდინარის იქითა ნაპირზე და

ნადავლი მიჰქონდა ქალაქში. მტერი უფრო და უფრო თამამდებოდა და ჩვენები, გამოდიოდნენ რა

ბანაკიდან, უშიშრად ესხმოდნენ მათ თავს, თუმცა ჩამორჩებოდნენ რაოდენობით. თურქები ხშირად

მარცხდებოდნენ და გარბოდნენ, მაგრამ ისევ ბრუნდებოდნენ, ან იმიტომ, რომ მათი ცხენები ძალიან

სწრაფები იყვნენ და ისინი არ ატარებდნენ სხვა იარაღს ისრების გარდა, ან იმიტომ, რომ ყოველთვის

ჰქონდათ ხიდგადაღმა გაქცევის და მაღლობიდან ჩვენთვის ისრებით ზიანის მიყენების

შესაძლებლობა.

ასე ვერკინებოდით მათ ყოველ დღე...

კითხვები:

(1) 33.1. დაასახელეთ ყველა ის მიზეზი, რის გამოც დიდებულთა ნაწილს არ სურდა ალყის დაწყება.

(1) 33.2. წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს, რომ „ამ ქვეყნის“ მცხოვრებთა ნაწილი

უარყოფითად იყო განწყობილი თურქების მიმართ?

(1) 33.3. თქვენი აზრით, რატომ შოულობდნენ მეომრები პურსა და ღვინოს იოლად?

(2) 33.4. წყაროს მიხედვით, ამომწურავად უპასუხეთ, ქალაქის თავდაცვითი ნაგებობების გარდა, რა

გარემოებები ართულებდა ანტიოქიის აღებას?

(2) 33.5. წყაროს მიხედვით, რა გარემოება აძლევდა საშუალებას გაქცეულ თურქებს კვლავ და კვლავ

დასხმოდნენ თავს მოწინააღმდეგეს?

(1) 33.6. დაასახელეთ ის სუბიექტური მიზეზი, რომელიც, ავტორის აზრით, ხელს უშლიდა ანტიოქიის

აღებისათვის მსურველთა ბრძოლას თურქებთან?

(1) 33.7. რა სახელითაა ცნობილი ის ისტორიული მოვლენა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი

ეპიზოდია დოკუმენტში აღწერილი ბრძოლა?

(1) 33.8. რომელი საუკუნის რომელი ნახევრის მოვლენაა აღწერილი წყაროში?

653027

Page 16: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

15

ინსტრუქცია

დავალებაში მოცემულია გარკვეული ეპოქის ისტორიული რუკა. უპასუხეთ დასმულ

კითხვებს, ხოლო პასუხები ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. დავალების

მაქსიმალური ქულაა 6.

34.

653027

Page 17: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

16

კითხვები:

(1) 34.1. რომელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები მოცემულ

რუკაზე?

(1) 34.2. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფოებმა განახორციელეს სამხედრო აგრესია?

(1) 34.3. რუკის მიხედვით, რომელმა სახელმწიფომ განახორციელა სამხედრო აგრესია პირველად?

(1) 34.4. რომელი სახელმწიფო დამარცხდა რუკაზე გამოსახულ საომარ მოქმედებებში?

(1) 34.5. რუკის მიხედვით, კონკრეტულად რაში გამოიხატა აღნიშნული მარცხი?

(1) 34.6. რომელმა სახელმწიფოთაშორისმა ხელშეკრულებამ გაუხსნა გზა აღნიშნულ სამხედრო

აგრესიას?

653027

Page 18: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

17

ინსტრუქცია

ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი ტექსტები და შეასრულეთ დავალება. პასუხები

ჩაწერეთ პასუხების ფურცლის შესაბამის ადგილას. არ დაწეროთ პირობაში მოთხოვნილ

რაოდენობაზე მეტი არგუმენტი. გაითვალისწინეთ, არგუმენტი უნდა იყოს კონკრეტული,

ნათლად ჩამოყალიბებული და დასრულებული აზრის მქონე. თითოეული დავალების

მაქსიმალური ქულაა 2.

(2) 35. 1774 წელს ბოსტონში გაიმართა შეკრება, რომელზეც იმ დროს შექმნილი პოლიტიკური

ვითარება განიხილებოდა. შეკრების ერთ-ერთი მონაწილე კოლონიების მიერ დამოუკიდებლობის

გამოცხადებას მოითხოვდა. მეორე კი, პირიქით, დამოუკიდებლობის გამოცხადების წინააღმდეგი იყო.

დავალება:

(1) 35.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც დამოუკიდებლობის გამოცხადების მომხრე თავის პოზიციას დაიცავდა.

(1) 35.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც დამოუკიდებლობის გამოცხადების მოწინააღმდეგე თავის პოზიციას დაიცავდა.

(2) 36. 1792 წელს საფრანგეთის კონვენტი ლუი XVI-ის სიკვდილით დასჯის საკითხს განიხილავდა.

იაკობინელები მეფის სიკვდილით დასჯის მომხრეები იყვნენ. ჟირონდისტები კი, პირიქით, მეფის

სიკვდილით დასჯას ეწინააღმდეგებოდნენ.

დავალება:

(1) 36.1. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც მეფის სიკვდილით დასჯის მომხრე დეპუტატი თავის პოზიციას დაიცავდა.

(1) 36.2. მოიყვანეთ ერთი კონკრეტული (პოლიტიკური, ეკონომიკური ან კულტურული) არგუმენტი,

რომლითაც მეფის სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგე დეპუტატი თავის პოზიციას დაიცავდა.

653027

Page 19: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

სწორი პასუხები 1-29 - თითოეული დავალება 1 ქულით ფასდება

1–ა 2–ა 3–დ 4–ბ 5–გ 6–ა 7–ბ 8–ბ 9–გ 10– გ 11–ბ 12–გ 13–გ

14–ბ 15–დ 16–ა 17–ა 18–გ 19–ბ 20–ბ 21–ა 22–დ 23–გ 24–გ 25–ბ

26. 132 27. 123

28. 231 29. 213

30. სწორი წყვილი (აღმოჩენილი შეცდომა - 1 ქულა და მისი გასწორებული ვარიანტი - 1ქულა) 2 ქულით ფასდება; სულ 10 ქულა არის უნდა იყოს

პიტიახში მარზპანი

ალბანეთი სომხეთი

კავადი ხოსრო

VII VI

იმერეთი ეგრისი//ლაზიკა

31. სწორი წყვილი (აღმოჩენილი შეცდომა - 1 ქულა და მისი გასწორებული ვარიანტი - 1 ქულა) 2 ქულით ფასდება; სულ 16 ქულა არის უნდა იყოს

XII XIII ჰულაგუ ჩინგიზ

დასავლეთ აღმოსავლით

მაზდეანობა ისლამი

რუსუდანი გიორგი IV ლაშა

სახანო დუმანი

სამეფო საეკლესიო

ნარინი ულუ

1

Page 20: 2013 - WordPress.com€¦ · 3 9. რამ აიძულა ერთიანი საქართველოს მეფე გიორგი ii, ხარკი ეკისრა?

32. სულ 5 ქულა 32.1. ნატო (NATO) - 1 ქულა 32.2. აშშ (1 ქულა); ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას (1 ქულა); სულ 2 ქულა 32.3. სსრკ-ში - 1 ქულა 32.4. ცივი ომი - 1 ქულა 33. სულ 10 ქულა 33.1. მოახლოებული იყო ზამთარი, არმია გაფანტული იყო და დაქანცული ზაფხულის სიცხისგან - 1 ქულა 33.2. ციხე-სიმაგრეები დანებდნენ თურქული ჩაგვრის მოცილების სურვილით - 1 ქულა 33.3. ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული დასაბუთება, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 33.4. ადგილმდებარეობა (1 ქულა) და გარნიზონის სიმრავლე (1 ქულა); სულ 2 ქულა 33.5. სწრაფი ცხენები ( 1 ქულა) და მსუბუქი შეიარაღება (1 ქულა); სულ 2 ქულა 33.6. მეომრები პირად ინტერესს წინ აყენებენ - 1 ქულა 33.7. ჯვაროსნული ლაშქრობების - 1 ქულა 33.8. XI საუკუნის II ნახევარში - 1 ქულა 34. სულ 6 ქულა 34.1 პოლონეთის - 1 ქულა 34.2 სსრკ–მა და გერმანიამ - 1 ქულა 34.3 გერმანიამ - 1 ქულა 34.4 პოლონეთი - 1 ქულა 34.5 პოლონეთის სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა - 1 ქულა 34.6 მოლოტოვ–რიბენტროპის// გერმანია-სსრკ-ის - 1 ქულა

35. სულ 2 ქულა 1. მომხრე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 2. მოწინააღმდეგე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 36.სულ 2 ქულა 1. მომხრე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა 2. მოწინააღმდეგე – ნებისმიერი ლოგიკური, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არგუმენტი, რომელიც არ შეიცავს ფაქტობრივ შეცდომას - 1 ქულა

2