7
რას წარმოადგენს და რას გვთავაზობს Blogger.com შესავალი BLOGGER წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალს თქვენი პირადი ჩანაწერებისთვის, რომლებიც შეგიძლიათ ინტერნეტში გამოაქვეყნოთ და გაუზიაროთ სხვა ადამიანებს. თქვენს სურვილზეა თუ რა თემებზე აწარმოებთ მას და როგორ სახეს მისცემთ, პოლიტიკურს, შემოქმედებითს თუ უბრალოდ, საკუთარი აზრების გამოსაქვეყნებლად გამოიყენებთ მას. ერთი სიტყვით, არ არსებობს ჩარჩო, რომელიც გზღუდავთ მისცეთ მას ის სახე, რომელიც თავად გაქვთ წარმოდგენილი. მარტივი ენით, ბლოგი არის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვებს, შეატყობინოთ მათ ახალი ამბები, გაუზიაროთ თქვენი აზრები და იურთიერთოთ სხვა ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ან კომენტარის სახით დატოვონ შეტყობინება თქვენს ბლოგზე, ან გამოგიგზავნონ ეს შეტყობინება ელფოსტით, რომელიც ბლოგზეა მითითებული. ჩვეულებრივად, ადამიანები ბლოგს იყენებენ საკუთარი აზრის გამოსათქმელად. პროფესიონალები, მაგალითად ჟურნალისტები, აშუქებენ პოლიტიკურ მოვლენებს, აკეთებენ კომენტარებს. ქვემოთ მოცემული სახელმძღვანელო გაგიადვილებთ ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესს. სარჩევში მოცემულია თემები, რის ირგვლივაც ვისაუბრებთ. სარჩევი 1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერზე 2 ბლოგის შექმნის ეტაპები რეგისტრაცია ბლოგის დასათაურება ბლოგის იერსახის შერჩევა 3 როგორ გამოვაქვეყნოთ სასურველი ტექსტი 4 როგორ დავახარისხოთ ბლოგზე არსებული ინფორმაცია და შევიტანოთ ცვლილებები ნამუშევარში

Blogger

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Blogger

რას წარმოადგენს და რას გვთავაზობს Blogger.com

შესავალი

BLOGGER წარმოადგენს ინტერნეტ ჟურნალს თქვენი პირადი ჩანაწერებისთვის, რომლებიც

შეგიძლიათ ინტერნეტში გამოაქვეყნოთ და გაუზიაროთ სხვა ადამიანებს. თქვენს

სურვილზეა თუ რა თემებზე აწარმოებთ მას და როგორ სახეს მისცემთ, პოლიტიკურს,

შემოქმედებითს თუ უბრალოდ, საკუთარი აზრების გამოსაქვეყნებლად გამოიყენებთ მას.

ერთი სიტყვით, არ არსებობს ჩარჩო, რომელიც გზღუდავთ მისცეთ მას ის სახე, რომელიც

თავად გაქვთ წარმოდგენილი.

მარტივი ენით, ბლოგი არის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაეცნოთ სხვებს,

შეატყობინოთ მათ ახალი ამბები, გაუზიაროთ თქვენი აზრები და იურთიერთოთ სხვა

ადამიანებთან, რომლებსაც შეუძლიათ ან კომენტარის სახით დატოვონ შეტყობინება თქვენს

ბლოგზე, ან გამოგიგზავნონ ეს შეტყობინება ელფოსტით, რომელიც ბლოგზეა მითითებული.

ჩვეულებრივად, ადამიანები ბლოგს იყენებენ საკუთარი აზრის გამოსათქმელად.

პროფესიონალები, მაგალითად ჟურნალისტები, აშუქებენ პოლიტიკურ მოვლენებს, აკეთებენ

კომენტარებს.

ქვემოთ მოცემული სახელმძღვანელო გაგიადვილებთ ვებ-გვერდზე მუშაობის პროცესს.

სარჩევში მოცემულია თემები, რის ირგვლივაც ვისაუბრებთ.

სარჩევი

1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერზე

2 ბლოგის შექმნის ეტაპები

რეგისტრაცია

ბლოგის დასათაურება

ბლოგის იერსახის შერჩევა

3 როგორ გამოვაქვეყნოთ სასურველი ტექსტი

4 როგორ დავახარისხოთ ბლოგზე არსებული ინფორმაცია და შევიტანოთ ცვლილებები

ნამუშევარში

Page 2: Blogger

1 როგორ აღმოვჩნდეთ ვებ-გვერზე

ამისთვის საჭიროა ინტერნეტ-ბრაუზერში ჩაბეჭდოთ blogger.com, შემდეგ აკრიფოთ ENTER

კლავიში კლავიატურაზე და დაელოდოთ.

თუ თქვენ იყენებთ google-ის ელფოსტას, რეგისტრაცია გაგიადვილდებათ, თუ არადა ეს

პროცესი ოდნავ გახანგრძლივდება იმის გამო, რომ ჯერ googl-ის ვებ-გვერდზე მოგიწევთ

რეგისტრაციის გავლა.

2 ბლოგის შექმნის ეტაპები

თუ უკვე იყენებთ google-ის

ელფოსტას, ჩაწერეთ თქვენი

მომხმარებლის სახელი და პაროლი

ამ ორ გრაფაში

აირჩიეთ ენა, რომელზეც

ბლოგის წარმოება გაქვთ

გადაწყვეტილი

დააწკაპეთ აქ იმ შემთხვევაში,

თუ ჯერ კიდევ არ იყენებთ

google-ის ელფოსტას

ამ ბმულით შეგიძლიათ იხილოთ

ვიდეო, რომელზეც აღწერილია

ბლოგის დამზადების პროცესი.

Page 3: Blogger

რეგისტრაცია

რეგისტრაციის გასავლელად ჩაწერეთ გრაფებში შესაბამისი ინფორმაცია.

ჩაბეჭდეთ ელფოსტის

მისამართი მაგ. [email protected]

ხელახლა ჩაბეჭდეთ იგივე

ელფოსტის მისამართი

ჩაბეჭდეთ პაროლი, რომელიც

უნდა შეიცავდეს 8 ან მეტ

სიმბოლოს

ხელახლა ჩაბეჭდეთ

არჩეული პაროლი

აირჩიეთ და ჩაბეჭდეთ სახელი, რომელიც

გინდათ, რომ ეკრანზე ჩანდეს დააკოპირეთ

ლათინური ასოების

თანმიმდევრობა

მონიშნეთ იმის დასტურად, რომ

გაეცანით რეგისტრაციის პირობებს

და ბოლოს, დააწკაპეთ

გასაგრძელებლად

Page 4: Blogger

ბლოგის დასათაურება

აირჩიეთ სათაური, რომელიც გინდათ ერქვას თქვენს ბლოგს. ბლოგის სათაური უნდა

ეხმაურებოდეს თემას, რომელსაც გააშუქებთ თქვენს ბლოგზე.

ჩაბეჭდეთ ბლოგის

სათაური

ჩაბეჭდეთ სიტყვა, რომელსაც გინდათ

შეიცავდეს ბლოგის ბმული

დააწკაპეთ და შეამოწმეთ არსებობს უკვე

თუ არა ამავე სახელწოდების ბმული

დააკოპირეთ ლათინური

ასოების თანმიმდევრობა

და ბოლოს,

დააწკაპეთ

გასაგრძელებლად

Page 5: Blogger

ბლოგის იერსახის შერჩევა

თქვენი ბლოგის იერსახისთვის აირჩიეთ შემოთავაზებული მოდელებიდან ერთ-ერთი.

მაგ. ამ მოდელის

ასარჩევად დააწკაპეთ აქ

დააწკაპეთ

გასაგრძელებლად

Page 6: Blogger

3 როგორ გამოვაქვეყნოთ სასურველი ტექსტი

ბოლო ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიხსნება სამუშაო ფანჯარა, რომელიც ასე

გამოიყურება და სხვადასხვა განყოფილებისგან შედგება.

ეს დეტალები დაგეხმარებათ ტექსტისთვის იერსახის მიცემაში. ასევე, ბმულის მითითებაში,

ფოტოსა და ვიდეოს ატვირთვაში.

ტექსტის

სათაური

იბეჭდება აქ

ტექსტის

გამუქება

ტექსტის

დახრა

ბმულის

მითითება

ფოტოს

დართვა

ვიდეოს

დართვა

დააწკაპეთ აქ, თუ გსურთ

ტექსტზე სამუშაოდ მეტი

ფუნქციები დაიხმაროთ: ფონტი,

მისი ზომა, ტექსტის

ადგილმდებარეობის შერჩევა

ტექსტი დაბეჭდეთ აქ

ამ ფუნქციით

გადააადგილეთ თემები და

აირჩიეთ ფერები

წინასწარ

გადახედეთ

თქვენს

ნამუშევარს

შეიტანეთ

ცვლილებები

იხილეთ ქვემოთ

შეინახეთ და

გამოაქვეყნეთ

იხილეთ

ბლოგი

Page 7: Blogger

4 როგორ დავახარისხოთ ბლოგზე არსებული ინფორმაცია

LAYOUT ფუნქციის არჩევისას, რომელიც ზემოთ ნახატზეა მოცემული, იხსნება ასეთი

ფანჯარა, სადაც საშუალება გაქვთ გადააადგილოთ განყოფილებები და მიანიჭოთ მათ

ადგილი თქვენი სურვილის მიხედვით, ასევე, შეიტანოთ ცვლილებები თითოეულ მათგანში.

ამისთვის საჭიროა მაუსის მარცხენა ღილაკი მიიყვანოთ გადასაადგილებელ

განყოფილებასთან, დააჭიროთ თითი და იმოძრაოთ სასურველი მიმართულებით

ღილაკიდან თითის აშვების გარეშე.

როგორც ხედავთ თითოეულ განყოფილებას აქვს ფუნქცია EDIT, რაც ნიშნავს იმას, რომ მასზე

დაწკაპებით თითოეულ განყოფილებაში შეგიძლიათ შესწორებების შეტანა.

და ბოლოს, დატოვეთ თქვენი ვებ-სივრცე მუშაობის დასრულების შემდეგ. ამგვარად

დაიცავთ თავს უცხო კომპიუტერზე მუშაობის შემთხვევაში.

დააწკაპეთ ან დააკოპირეთ შემოთავაზებული ბმული და იხილეთ ვიდეო ბლოგის

დამზადების შესახებ: http://www.youtube.com/watch?v=BnploFsS_tY

ნამუშევრის

წაშლა ნამუშევრის

გადახედვა

ნამუშევრის

შენახვა

დატოვეთ თქვენი ვებ-სივრცე

მუშაობის დასრულების შემდეგ