4
ამა წლის 27 თებერვალს აირექსის ოფისში გაიმართა ონლაინ კონ- ფერენცია, რომლის სტუმარიც გახლდათ საქართველოს განათ- ლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე -ნი ლია გიგა- ური. კონფერენციას აირექსის ოფისში ესწრებოდა თბილისის 10 სამოქალაქო განათლების კლუბის 17 წევრი. სამოქალაქო პროგ- რამის რეგიონების პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერები კონფერეციაში ონლაინ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი. -ლიას მრავალი კითხვა დაუსვეს მოზარდებმა და ამომწურავი და საინტერესო პასუხებიც მიიღეს. კითხვები ეხებოდა სამოქა- ლაქო განათლების პოპულარიზაციას და განვითარებას სკოლებ- ში, საგამოცდო სისტემას, სკოლაში ბავშვის ჩარიცხვის ასაკსა და სხვა. 12 თებერვალს თბილისის სამო- ქალაქო კლუბების წევრებს ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში ეწვია ინჟინერი მაიკლს სონდერ- სი. -ნი მაიკლი საქართველოში ცხოვრობს და საინჟინრო კომპა- ნიას ხელმძღვანელობს. -ნი სონ- დერსი ესაუბრა მოზარდებს საკუ- თარი ქვეყნის, ახალი ზელანდიის, კულტურასა და ტრადიციებზე, გაუზიარა გამოცდილება სამოქალაქო/სოციალური აქტივობების მიმართულებით. -ნმა მაიკლმა აღნიშნა, რომ მიესალმება და აფასებს სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს და საინტერესო პა- სუხებიც მიიღეს. -სონდერსთან მოსწავლეების მეორე შეხვედრა შედგა აპრი- ლის თვეში სონდერს ჯგუფისოფისში, სადაც მასპინძელი ესაუბრა კლუბების წევრებს საინჟინრო ბიზნესის პრინციპებზე, სონდერს ჯგუფისპროექტებზე. დასასრულს, -ნმა მაიკლმა მიიწვია საინჟინრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები (3 მოსწავლე) "სონდერს ჯგუფში" სტაჟირებაზე. ონლაინ კონფერენცია საინტერესო სტუმარი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თბილისის რეგიონის პარტნიორ ყველა სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი. gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebisa da pedagogTa gadamzadebis programis farglebSi სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International ის მიერ (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US- AID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. www.initiatives.ge www.civics.ge Cveni Taoba Cven moqalaqeebi varT! maisi #5 გაეცანით თბილისის რეგიონის სამოქალაქო განათლების კლუბების 2014 წლის იანვარი-მაისში ჩატარებულ საქმიანობას! fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376 1 ონლაინ კონფერენცია შეხვედრა მაიკლ სონდერსთან ჯგუფური ვიზიტი ვიზიტი არქეოლოგიურ ცენტრში 28 თებერვალს თბილისის სამოქალაქო კლუბე- ბის 15 წევრი ეწვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრს. მეცნი- ერების დოქტორმა, -ნმა გოდერძი ნარიმანიშ- ვილმა, საინტერესო ისტორიული ექსკურსი ჩაუტარა მოზარდებს, გააცნო ცენტრში გამო- ფენილი ისტორიული ექსპონატები, ესაუბრა არქეოლოგიის ძირითად პრინციპებზე, ქარ- თული არქეოლოგიის მიღწევებსა და სამომავ- ლო გეგმებზე. სამოქალაქო განათლების კლუბების წევრ მოს- წავლეებს ხანგრძლივი და მეტად ნაყოფიერი თა- ნამშრომრომლობა აკავშირებთ მაკლეინის ასოცი- აციასთან. ამა წლის აპრილის თვეში თბილისის #61 და #4 სკოლების კლუბების წევრებმა მიმართეს ორგანი- ზაციას მცირე საგრანტო წინადადებებით, რომლე- ბიც ითვალისწინებდა ლეიკოზით დაავადებული ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ახალ- გაზრდების (სულ 60 ბენეფიციარი) დახმარებას, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. მაკლეინის ორგანიზაციამ მოიწონა და დააფინანსა ორივე საგრანტო წინადადება. #61 და #4 სკო- ლის მოსწავლეები აქტიურად შეუდგნენ განხორციელების პროცესს. დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები, მოეწყობა გასვლები თეატრსა და ზოოპარკში, ადგილზე ჩატარდება სახალისო აქტი- ვობები, შეიძენენ სათამაშოებსა და წიგნებს. ამასთანავე, მოსწავლეები მიმართავენ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს ბენეფიციარებისათვის საკვები პროდუქტებით, სათამაშოებითა და წიგნებით დასახმარებლად. #61 სკოლის კლუბის გრანტი მოიცავს, ასევე, საზოგადოების მობილიზებას ლეიკოზით დაავადე- ბული ბავშვებისათვის სისხლის შესაგროვებლად. ბავშვებისათვის გაკეთდება საქანელაც. ორივე პროექტის დასრულება დაგეგმილია მაისის ბოლომდე. დიდ მადლობას ვუხდით მაკლეინის ორგანიზაციას აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობი- სათვის! დამოუკიდებელი გრანტები მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვისგრანტები თბილისის #180 სკოლის სამოქალაქო გა- ნათლების კლუბის წევრების პროექტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტა- ლისმიერ ამა წლის მარტის თვეში გამოც- ხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანი იყო იაშვილის სახ. კლი- ნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთათვის არ- სებულ მშობელთა სახლისტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ბავშვებისათვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნა და მათი სა- ზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ცოცხალი ღობის გაკეთება, სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა, ქვიშის სათამაშო მოედნის მოწყობა, მაკულატურის შეგროვება და წიგნებში გადაცვლა მშობელთა სახლისბიბლიოთეკის გასამ- დიდრებლად. აპრილში მოსწავლეებმა სკოლასა და დიდუბის გამგეობაში დადგეს მწვანე ყუთებიმაკუ- ლატურის შესაგროვებლად. კლუბის წევრებმა ითანამშრომლეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომელმაც პროექტი- სათვის ნერგები მიაწოდა. 30 აპრილს #180 სკოლის კლუბის 20 მოსწავლე ხელმძღვანელ პე- დაგოგთან ერთად ეწვია მშობელთა სახლსდა ერთობლივი ძალისხმევით დაირგა ნერგები. მაისის თვეში მოგროვილი მაკულატურა გადაიცვლება წიგნებში, მოეწყობა ქვიშის მოედანი. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება მაისში, საზეიმოდ გაიხსნება სკვერი და წიგ- ნები მშობელთა სახლისბიბლიოთეკას გადაეცემა. დიდ მადლობას ვუხდით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალს“! დამოუკიდებელი გრანტი ნათელი გარემო ნათელი მომავლისათვის

Cveni Taoba #5 - tyhfblog.files.wordpress.com · Cveni Taoba Cven moqalaqeebi varT! #5 2 საქართველოში შვედეთის ელჩის მეორე

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

ამა წლის 27 თებერვალს აირექსის ოფისში გაიმართა ონლაინ კონ-ფერენცია, რომლის სტუმარიც გახლდათ საქართველოს განათ-ლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ქ-ნი ლია გიგა-ური. კონფერენციას აირექსის ოფისში ესწრებოდა თბილისის 10 სამოქალაქო განათლების კლუბის 17 წევრი. სამოქალაქო პროგ-რამის რეგიონების პარტნიორი სკოლების სამოქალაქო კლუბების ლიდერები კონფერეციაში ონლაინ რეჟიმში იყვნენ ჩართულნი.ქ-ნ ლიას მრავალი კითხვა დაუსვეს მოზარდებმა და ამომწურავი და საინტერესო პასუხებიც მიიღეს. კითხვები ეხებოდა სამოქა-ლაქო განათლების პოპულარიზაციას და განვითარებას სკოლებ-ში, საგამოცდო სისტემას, სკოლაში ბავშვის ჩარიცხვის ასაკსა და სხვა.

12 თებერვალს თბილისის სამო-ქალაქო კლუბების წევრებს ფონდ თბილისის მოზარდთა სახლში ეწვია ინჟინერი მაიკლს სონდერ-სი. ბ-ნი მაიკლი საქართველოში ცხოვრობს და საინჟინრო კომპა-ნიას ხელმძღვანელობს. ბ-ნი სონ-დერსი ესაუბრა მოზარდებს საკუ-თარი ქვეყნის, ახალი ზელანდიის, კულტურასა და ტრადიციებზე,

გაუზიარა გამოცდილება სამოქალაქო/სოციალური აქტივობების მიმართულებით.ბ-ნმა მაიკლმა აღნიშნა, რომ მიესალმება და აფასებს სამოქალაქო განათლების პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს ღირსეული მოქალაქეების ჩამოყალიბებას.მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს სტუმარს და საინტერესო პა-სუხებიც მიიღეს.ბ-ნ სონდერსთან მოსწავლეების მეორე შეხვედრა შედგა აპრი-ლის თვეში „სონდერს ჯგუფის“ ოფისში, სადაც მასპინძელი ესაუბრა კლუბების წევრებს საინჟინრო ბიზნესის პრინციპებზე, „სონდერს ჯგუფის“ პროექტებზე. დასასრულს, ბ-ნმა მაიკლმა მიიწვია საინჟინრო საქმით დაინტერესებული ახალგაზრდები (3 მოსწავლე) "სონდერს ჯგუფში" სტაჟირებაზე.

ონლაინ კონფერენცია

საინტერესო სტუმარი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში თბილისის რეგიონის პარტნიორ ყველა სკოლაში შეიქმნა სამოქალაქო განათლების კლუბი.

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebisa da pedagogTa gadamzadebis programis farglebSi

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International ის მიერ (პროექტი ჰარმონიის ფილიალი საქართველოში) მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US-AID) დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და დაეხმაროს ახალგაზრდებს ცოდნის ამაღლებაში, გაააქტიუროს მათი მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.www.initiatives.ge www.civics.ge

Cveni TaobaCven moqalaqeebi varT!maisi

#5გაეცანით თბილისის რეგიონის სამოქალაქო განათლების კლუბების 2014 წლის იანვარი-მაისში ჩატარებულ საქმიანობას!

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

1

ონლაინ კონფერენცია

შეხვედრა მაიკლ სონდერსთან

ჯგუფური ვიზიტი

ვიზიტი არქეოლოგიურ ცენტრში28 თებერვალს თბილისის სამოქალაქო კლუბე-ბის 15 წევრი ეწვია საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ცენტრს. მეცნი-ერების დოქტორმა, ბ-ნმა გოდერძი ნარიმანიშ-ვილმა, საინტერესო ისტორიული ექსკურსი ჩაუტარა მოზარდებს, გააცნო ცენტრში გამო-ფენილი ისტორიული ექსპონატები, ესაუბრა არქეოლოგიის ძირითად პრინციპებზე, ქარ-თული არქეოლოგიის მიღწევებსა და სამომავ-ლო გეგმებზე.

სამოქალაქო განათლების კლუბების წევრ მოს-წავლეებს ხანგრძლივი და მეტად ნაყოფიერი თა-ნამშრომრომლობა აკავშირებთ მაკლეინის ასოცი-აციასთან. ამა წლის აპრილის თვეში თბილისის #61 და #4 სკოლების კლუბების წევრებმა მიმართეს ორგანი-ზაციას მცირე საგრანტო წინადადებებით, რომლე-ბიც ითვალისწინებდა ლეიკოზით დაავადებული ბავშვებისა და სოციალურად დაუცველი ახალ-გაზრდების (სულ 60 ბენეფიციარი) დახმარებას, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარებას

და ბენეფიციარების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. მაკლეინის ორგანიზაციამ მოიწონა და დააფინანსა ორივე საგრანტო წინადადება. #61 და #4 სკო-ლის მოსწავლეები აქტიურად შეუდგნენ განხორციელების პროცესს. დაიბეჭდა საინფორმაციო ფლაერები, მოეწყობა გასვლები თეატრსა და ზოოპარკში, ადგილზე ჩატარდება სახალისო აქტი-ვობები, შეიძენენ სათამაშოებსა და წიგნებს. ამასთანავე, მოსწავლეები მიმართავენ კერძო ბიზნესის წარმომადგენლებს ბენეფიციარებისათვის საკვები პროდუქტებით, სათამაშოებითა და წიგნებით დასახმარებლად.#61 სკოლის კლუბის გრანტი მოიცავს, ასევე, საზოგადოების მობილიზებას ლეიკოზით დაავადე-ბული ბავშვებისათვის სისხლის შესაგროვებლად. ბავშვებისათვის გაკეთდება საქანელაც. ორივე პროექტის დასრულება დაგეგმილია მაისის ბოლომდე.დიდ მადლობას ვუხდით მაკლეინის ორგანიზაციას აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობი-სათვის!

დამოუკიდებელი გრანტები

„მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ გრანტები

თბილისის #180 სკოლის სამოქალაქო გა-ნათლების კლუბის წევრების პროექტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტა-ლის“ მიერ ამა წლის მარტის თვეში გამოც-ხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მიზანი იყო იაშვილის სახ. კლი-ნიკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთათვის არ-სებულ „მშობელთა სახლის“ ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა, ბავშვებისათვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნა და მათი სა-ზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ცოცხალი

ღობის გაკეთება, სხვადასხვა სახეობის ნერგის დარგვა, ქვიშის სათამაშო მოედნის მოწყობა, მაკულატურის შეგროვება და წიგნებში გადაცვლა „მშობელთა სახლის“ ბიბლიოთეკის გასამ-დიდრებლად.აპრილში მოსწავლეებმა სკოლასა და დიდუბის გამგეობაში დადგეს „მწვანე ყუთები“ მაკუ-ლატურის შესაგროვებლად.კლუბის წევრებმა ითანამშრომლეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომელმაც პროექტი-სათვის ნერგები მიაწოდა. 30 აპრილს #180 სკოლის კლუბის 20 მოსწავლე ხელმძღვანელ პე-დაგოგთან ერთად ეწვია „მშობელთა სახლს“ და ერთობლივი ძალისხმევით დაირგა ნერგები.მაისის თვეში მოგროვილი მაკულატურა გადაიცვლება წიგნებში, მოეწყობა ქვიშის მოედანი. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება მაისში, საზეიმოდ გაიხსნება სკვერი და წიგ-ნები „მშობელთა სახლის“ ბიბლიოთეკას გადაეცემა.დიდ მადლობას ვუხდით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს“!

დამოუკიდებელი გრანტი

ნათელი გარემო ნათელი მომავლისათვის

Cveni TaobaCven moqalaqeebi varT!

#5

2

საქართველოში შვედეთის ელჩის მეორე სრულუფლებიანი მდივანი ბ-ნი მარტინ როსენი 13 მარტს თბილისის რეგიონის სამოქალაქო კლუბების წევრებს (46 მოს-წავლე) შეხვდა. შეხვედრა ი. ვეკუას სახ. #42 სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიცი-ატივით გაიმართა ამავე სკოლის სააქტო დარბაზში. შეხვედრას ესწრებოდნენ PH International-ის საზ. ურთიერთობის მე-ნეჯერი მანანა ყუბანეიშვილი, #42 სკო-ლის დირექტორის მოადგილე მაკა ბიბი-ლეიშვილი, ამავე სკოლის პროგრამების კოორდნატორი სულხან ჩარგეიშვილი და მოზარდთა სახლის წარმომადგენე-ლი თამარ გრიგოლია.

შესავალ სიტყვაში, ბ-ნი როსენი ესაუბრა მოსწავლეებს შვედეთის, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნის, შესახებ და მისი კულტურული, სოციალური და პოლიტიკური მოწყობის თაობაზე.კლუბების წევრებმა მრავალი კითხვა დაუსვეს საინტერესო სტუმარს შვედეთში სასკოლო-სამოქალაქო კლუბების, სიტყვის თავისუფლების, საქართველოსა და შვედეთის მსგავსე-ბებისა და განსხვავებების, შვედეთის საგანმანათლებლო და საპარლამენტო სისტემების შესახებ. მოსწავლეები, ასევე დაინტერესდნენ, თუ რა რჩევას მისცემდა შვედეთის სახელმ-წიფოს წარმომადგენელი ქართველებს დემოკრატიული ქვეყნის განვითარების პროცესში. ბ-ნმა როსენმა აღნიშნა, რომ მოხიბლული დარჩა ქართველი მოსწავლეებთან შეხვედრით და დარწმუნებულია, რომ ეს ახალგაზრდები საქართველოს ღირსეულ მომავალს უზრუნ-ველყოფენ.შეხვედრის ბოლოს, ქ-ნმა მანანა ყუბანეიშვილმა შესთავაზა სტუმარს მიეღო მონაწილეობა ონლაინ კონფერენციაში, რომელიც საშუალებას მისცემდა საქართველოს ყველა რეგიონის სამოქალაქო კლუბების მოსწავლეებს გასაუბრებოდნენ საინტერესო სტუმარს. ბ-ნმა რო-სენმა მზადყოფნა გამოხატა ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და სავა-რაუდო თარიღად ამა წლის მაისი დაასახელა. მოსწავლეებმა ვიდეო ინტერვიუ ჩაწერეს სტუმართან.შეხვედრა გააშუქა საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“.

ამა წლის 7 მაისს თბილისის „გამარჯ-ვების (ვაკის) პარკში“ სამოქალაქო გა-ნათლების კლუბების წევრებმა ჩაატარეს გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ეკო-ლოგიური აქცია, რომლის მიზანიც გამარ-ჯვების ძეგლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება და ეკოლოგიური პრობლე-მებისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა იყო. აქციის ფარგლებში მოს-წავლეებმა ითანამშრომლეს თბილისის დასუფთავების სამსახურთან, გამარჯ-ვების პარკის ადმინისტრაციასთან, ვაკის რ-ნის გამგეობასთან, თბილისის საგან-გებო სიტუაციების სამსახურთან. მოს-

წავლეებმა წინასწარ დაამზადეს თემატური პოსტერები, ნახატები და 7 მაისს გამოფინეს პარკის ტერიტორიაზე. ამავე დღეს დაასუფთავეს ტერიტორია. მოგროვილი ნარჩენების გატანა უზრუნველყო ქალაქის დასუფთავების სამსახურმა. თვით გამარჯვების ძეგლი წყლის ჭავლით გაირეცხა საგანგებო სიტუაციების სააგენტოს სახანძრო მანქანის შესაბა-მისი მოწყობილობის საშუალებით. ღონისძიებას ესწრებოდა ვაკის რაიონის გამგებელი ბაჩო დოლიძე. ბ-ნმა ბაჩომ ისაუბრა მოსწავლეებთან და დამსწრე მასწავლებლებთან, კი-დევ ერთხელ აღნიშნა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრა-მის მნიშვნელობა მოზარდი თაობის ჭეშმარიტ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში და დაჰპირდა ახალგაზრდებს ყოველმხრივ მხარდაჭერას საინტერესო სამოქალაქო აქტივო-ბების განხორციელების პროცესში.ღონისძიებას ესწრებდა ადგილობრივი მოსახლეობაც. ერთ-ერთმა ხანდაზმულმა ქალბა-ტონმა აღფრთოვანება გამოთქვა და დასძინა, რომ ამ ძეგლი არსებობის მანძილზე ასეთი აქცია გამარჯვების (ვაკის) პარკში არასდროს ჩატარებულა.აქციაში მონაწილეობა მიიღეს #181, #180, #8, #62, #90, #51, #45, #169, #71, #22, #42, წმ. დი-მიტრი ყიფიანის კოლეჯის, სკოლა „მარჯის“, #94, #61, #64, #105, #53, #123 და #166 სკო-ლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა, #180 სკოლის დირექტორმა და კლუბის ხელმძღ-ვანელმა პედაგოგმა, #45, #62, #105, წმ. დიმიტრი ყიფიანის კლუბების ხელმძღვანელმა და #71 სკოლის მენტორ-პედაგოგებმა და ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმომად-გენლებმა, სულ 100-მდე მონაწილემ.

საინტერესო სტუმარი

საინტერესო სტუმარი

ამა წლის იანვარ-მარტში თბილისის #71 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა განახორციელეს მცირე საგრანტო პროექტი, რომლის მიზანი ეკოლოგიური გარემოს დაცვის ხელშეწყობა გახლდათ. პროექტი განა-ხორციელეს კლუბის წევრებმა სამოქალაქო განათლების პედაგოგის ეკა თაბუაშვილის ხელმძღვანელობით. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წარმო-მადგენლებმა: ასოციაციის პრეზიდენტმა – ნათია ჯავახიშვილმა და ასოციაციის წევრმა ნიკა ჩერქეზიამ კლუბის წევრებს, პედკოლექტი-ვისა და ადმინისიტრაციის წარმომადგენლებს ჩაუტარეს ტრენინგები ეკოლოგიის თემაზე. მოსწავლეებმა დაამზადეს „მწვანე ყუთები“ და განათავსეს ყველა საკლასო ოთახში. გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგა წიწ-ვოვანი ნერგები. დამზადდა ფლაერები და საზოგადოებას მოუწოდეს ჩართულიყვნენ მაკულატურის შეგროვების აქციაში. სკოლაში გამოიყო ოთახი მოგროვილი მაკულატურის განსათავსებლად.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ლექცია "ორჰუსის კონვენცია" მოსწავლეებს წაუკითხა გარემოს დაცვი-თი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღ-ვანელმა – ნატა სულთანიშვილმა. პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა 25 აპრილს, სადაც პარტ-ნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სამოქალაქო კლუბე-ბის წევრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები და მადლობის სერთი-ფიკატები.

მცირე გრანტი

ადამიანი გარემოსათვის და გარემო ადამიანისათვის

შეხვედრა შვედეთის ელჩის მეორე სრულუფლებიან მდივანთან

ეკოლოგიური აქცია „გამარჯვების პარკში“თბილის ი ს #180 საჯა-რო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „ IM EX CON“19 თებერ-ვალს განა-ხორცი ელა ინიციატივა “დარ ა ბ ე ბ ს მიღმა“, რო-მელიც ითვა-

ლისწინებდა საქველმოქმედო აქციას თბილისის „ზეი–გაბრიელ ბერის სახელობის მოხუცებულთა და უძლურთა თავშესაფრის ბენეფიციარ-თა დასახმარებლად.კლუბმა ინიციატივის მხარდასაჭერად მიმართა სხვადასხვა ბიზნეს კომპანიას და მათი უანგარო დახმარებით თავშესაფრის ბინადარ მო-ხუცებს მიაწოდა შემდეგი პროდუქტი: ქართული ლუდის კომპანია –ზედაზენი (100 ბოთლი ლიმონათი), შპს „ინოვაცია“ (ნაბეღლავი - 45 ბოთლი), „ბრასერი“ –( 3 ყუთი ვაფლი), „ეკვადორი“ „მარგი“–პურ–ფუნ-თუშეულის რეალიზაცია (დიეტური პური - 30ც), „სანტე ჯი–ემ– თი პროდუქტები“ –– (30 ხილის ხაჭო, 30 იოგურტი - „სანტისიმო” ).

კლუბის ერთ-ერთი წევრის მშობელმა, ბ-ნმა გენადი მანიამ, ინიცი-ატივისათვის საკუთარი სახსრებით შეიძინა 50 ლარის ღირებულების ტკბილეული. ინიციატივას საწვავითა და ტრანსპორტით მხარი და-უჭირა თბილისის #180 საჯარო სკოლამ. დახმარება სულ 30-მა მოხუც-მა მიიღო. მოსწავლეებმა მინი კონცერტიც გაუმართეს მოხუცებულებს.

ინიციატივა

„დარაბებს მიღმა“

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebisa da pedagogTa gadamzadebis programis farglebSi

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

maisi

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში 2014 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში თბილისის რეგიონში PH International-ის მცირე საგრანტო

კონკურსში გაიმარჯვა და განხორციელდა სამოქალაქო კლუბების 3-მა საგრანტო წინადადებამ. მოსწავლეებმა, ასევე, განახორციელეს 3 დამოუკიდებელი საგრანტო პროექტი.

Cveni TaobaCven moqalaqeebi varT!

#5

თემურ კახელიშვილი, წყნეთის #137 სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი, ამა წლის მარტის თვეში კალიგრაფიის კონკურსის ფინალის-ტი გახდა. თემური კალიგრაფიით 2013 წელს დაინტერესდა, როდესაც ამავე წლის ივლისში თბილისის სამოქალაქო კლუბების სხვა 10 წევრთან ერთად აფხაზეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლის, ცნო-ბილი კალიგრაფი ქალბატონის, ლეილა ბაღბაიას მიერ მიწვეულ იყო ფესტივალ „არტ-გენზე“ მოხალისედ.თემურმა გააგრძელა ურთიერთობა ქ-ნ ლეილასთან და კალიგრა-

ფიის ხელოვნება წარმატებით შეისწავლა. კალიგრაფიის, როგორც ქართული კულტურული მემკვიდ-რეობის განუყოფელი ნაწილის, პოპულარიზაცია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტიური ხელშეწყობით ხორციელდება. კალიგრაფიის კონკურსი მესამე წელია ტარდება. კონკურსის ტრადიციად იქცა ფინალისტების იმ უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ დაჯილდოება სიმბოლური საჩუქრებით, რომლის სახელითაც წარდგენილნი იყვნენ საკონკურსოდ. თემურსაც, როგორც სამოქა-ლაქო კლუბის წევრს, შესაბამისად, საჩუქარი- წიგნი, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამ-ზადების პროგრამის სახელით გადაეცა.კალიგრაფიის კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოება 18 მარტს პროკრედიტ ბანკის სათაო ოფისის დარბაზში ჩატარდა. ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოსა და აფხაზეთის განათლების სამინის-ტროების, პროკრედიტ ბანკისა და პალიტრა - L-ის წარმომადგენლები, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო და შავი ზღვის უნივერსიტეტების რექტორები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი და სხვა საპატიო სტუმრები.

თბილისის #166 სკოლის სამოქალაქო კლუბ „ეშურველის“ წევ-რებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისათვის სისხლის შე-საგროვებლად აქცია განახორციელეს. მოსწავლეებმა სამოქალაქო პროგრამის ინიციატივის ფონდებით დაბეჭდეს საინფორმაციო ფლაერები და გაავრცელეს სკოლაში. მოზარდებმა ფლაერები დი-დუბის გამგეობაშიც მიიტანეს და ფლაერების დარიგების პროცეს-ში გამგეობის წევრებმაც მიიღეს აქტიური მონაწილეობა. კლუბის წევრები დაუკავშირდნენ სისხლის ბანკს, დანიშნეს აქ-ციის დღე. 28 იანვარს სისხლის ბანკის თანამშრომლები ეწვივნენ

#166 საჯარო სკოლას სისხლის შესაგროვებლად. აქციას მხარი დაუჭირა #166 სკოლის დირექციამ, რო-მელმაც გამოყო ოთახი პროცედურებისათვის. სისხლის ჩააბარა სულ 27-მა ადამიანმა, მათ შორის: დიდუბის გამგეობის წევრმა, #166 სკოლის დირექ-ციისა და პედკოლექტივის წარმომადგენლებმა, მშობლებმა და სხვ. შეგროვილი სისხლის მოხმარდება ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის აღდგენის საჭიროებებს.

თბილისის სამოქა-ლაქო კლუბების (#42, 105, 45 და 61 სკოლე-ბიდან) ხუთი წევრი გოგონა აშშ ელჩის მოადგილის, ქ-ნ ბრი-ჯიტ ბრინკსის, რეზი-დენციაში სტუმრობდა ამა წლის 27 მარტს. მოსწავლეები რეგი-ონის კლუბების თანა-

ტოლებთან ერთად ქართველ მეცნიერ ქალბატონებს და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. ქართველი მეცნიერი ქა-ლები ესაუბრნენ კლუბების წევრებს საინტერესო თემებზე მეც-ნიერებასთან და მომავალ კარიერასთან დაკავშირებით და გა-უზიარეს საკუთარი წარმატებული კარიერული გამოცდილება. აღნიშნული შეხვედრა ქ-ნ ბრიჯიტ ბრინკის ინიციატივით მოეწ-ყო და მიეძღვნა მსოფლიო ქალთა ისტორიის დღეს, რომელიც მარტში აღინიშნება. შეხვედრის მიზანი წარმატებული მეცნი-ერი ქალების მიღწევების აღნიშვნა და ქართველი ახალგაზრდა ქალების ტექნიკური მეცნიერებებისადმი (Science, Technology, Engineering and Math - STEM) ინტერესის გაღვივება და მათი ტექნიკური მეცნიერებისადმი სწრაფვის ხელშეწყობა გახლდათ.

კონკურსი

ინიციატივა

ჯგუფური ვიზიტი

საინტერესო კონკურსი

“გადაარჩინე სიცოცხლე“

ვიზიტი აშშ-ს ელჩის მოადგილის რეზიდენციაში

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რ-ნის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრებმა (6 კლუბის 30 წევრი), პედაგოგებთან და თბი-ლისის მოზარდთა სახლის წარმომადგენლებთან ერთად ამა წლის 19 მარტს დაასუფთავეს და გაამწვანეს #166 საჯარო სკოლის მიმ-დებარე ტერიტორია. მოსწავლეებმა წინასწარ დაამზადეს პლაკატები, რომლებიც მო-სახლეობას გამწვნების აქციაში ჩართვისკენ მოუწოდებდა. ასევე, კლუბების წევრმა მოსწავლეებმა, დაარიგეს ხელნაკეთი საინფორ-მაციო ფლაერები.

#166, #22, #100, #4, #16 საჯარო და კერძო სკოლა მარჯის სამოქალაქო განათლების კლუბების წევ-რებმა დაახლოებით 270 კვ.მ ფართობი დაასუფთავეს, რის შემდეგაც სკვერში დარგეს 20 სხვადასხვა ჯიშის ხე. ხის ნერგები აქციის მონაწილეებს უსასყიდლოდ გადასცეს თემის წარმომადგენლებმა და თავადაც ჩაერთვნენ გამწვანების პროცესში. სკოლის მიმდებარე ტერიტრორიის დასუფთავების შედეგად დაგროვილი ნაგვის გატანა უზრუნ-ველყო „თბილსერვის“ ჯგუფმა. #166 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „უშურველის“ წევრების ინიციატივითა და დირექტორის ქ-ნ ირმა ომანაძის თანხმობით სკოლის სკვერს კლუბის ტრაგიკულად დაღუპული წევრის საბა ხაჩიძის სახელი ეწოდა. აქცია გააშუქა ტელეკომპანია GDS-მა.

ინიციატივაგამწვანების აქცია

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რ-ნის სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები (6 კლუბის 14 წევრი), მათი პედაგოგები და თბილი-სის მოზარდთა სახლის წარმომადგენლები ამა წლის 5 მარტს შეხვდნენ

გლდანის გამგეობის მუხიანის განყოფილების წევრებს: გამგეობის მთავარ სპეციალისტ სულხან აბესაძესა და მუხიანის უბნის სამსა-ხურის უფროსს კახაბერ დაშნიანს. გლდანის გამგეობა აქტიურად მხარში უდგას სამოქალაქო კლუბების წევრებს სამოქალაქო ინი-ციატივების განხორციელბაში.#176, #10, #181, #71 და #136 სკოლების კლუბების ლიდერებმა მას-პინძლებს წარუდგინეს საკუთარი კლუბების საქმიანობის პრე-ზენტაცია. პრეზენტაციების შემდეგ ჩატარდა უორკშოფი, რომ-ლის დროსაც კლუბების წევრებმა ჩამოაყალიბეს გლდანის რ-ნის თემის სხვადასხვა სოციალური პრობლემა. შერჩეული საკითხები წარუდგინეს გამგეობის წევრებს და ერთად იმსჯელეს მოგვარე-ბის გზებზე. პრობლემები ეხებოდა სკვერებისა და ბაღების მოწეს-რიგებას, ეკოლოგიური გარემოს უზრუნველყოფას, ვანდალიზმს, მაწანწალა ცხოველებს/ცოფის ვაქცინაციას, პანდუსებს და სხვა. #136 სკოლის კლუბის წევრებმა გააცნეს გამგეობის წარმომადგენ-ლებს საპროექტო იდეა გლდნის რ-ნის ქუჩების მიმართულებების საორიენტაციო ნიშნების დამონტაჟების შესახებ.გლდანის გამგეობის წევრებმა მზადყოფნა გამოხატეს მიაწოდონ მოსწავლეებს ყველა საჭირო ინფორმაცია საინიციატივო კვლევების პერიოდში და მიიღონ მონაწილეობა განხორციელების პროცესში. -„ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ ასეთ აქტიურ და მოტივირე-ბულ მოზარდებს “,- განაცხადა ბ-ნმა სულხნმა, -„ასეთი ახალგაზრ-დობა ქვეყნის სასიკეთო მომავლის მშენებლობის საწინდარია“. შეხვედრის ბოლოს ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის წარმო-მადგენლებმა გლდანის გამგეობის წევრებს სამოქალაქო განათლე-ბისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის აქტიური მხარდა-ჭერისათვის მადლობის სერთიფიკატი გადასცეს.

ჯგუფური ვიზიტი

თბილისის სამოქალაქო განათლების კლუბები გლდანის გამგეობას ესტუმრნენ

3

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebisa da pedagogTa gadamzadebis programis farglebSi

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

გვეწვიეთ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში შექმნილ ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის ბლოგსა და Facebook-ის გვერდზე: http://tyhfblog.

wordpress.com/ და ”ფონდი თბილისის მოზარდთა სახლი Tbilisi Youth House Foundation”

maisi

4

Cveni TaobaCven moqalaqeebi varT!

#5

ამა წლის 28 მარტს თბილისის „მწვანე სკოლის“ სამოქალაქო გა-ნათლების კლუბმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამი-ნისტროში ჩაატარა საჯარო დებატები, რომელშიც მონაწილეობა „მწვანე სკოლის“ სამოქალაქო განათლების კლუბ „ახალგაზრდა სანგვინიკისა“ და „საქართველოს უსინათლოთა კავშირის“ წევრ-მა ახალგაზრდებმა მიიღეს . დებატები ჩატარდა სამოქალაქო გა-ნათლების პროგრამის მცირე გრანტების პროექტის „შეუძლებელი არაფერია“ ფარგლებში.

გასული წლის დეკემბრის თვეში „მწვანე სკოლის“ მოსწავლეებმა გაიცნეს უსინათლო თანატოლები და გადაწყვიტეს, ერთობლივი შემეცნებითი აქტივობებით განემტკიცებინათ მეგობრობა, ამასთანავე, უსი-ნათლო თანატოლებისათვის საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ დებატების საინტერესო პროცესში. იდეა, საბოლოოდ, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის მცირე საგრან-ტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. მიზანი პროექტისა იყო უსინათლო ახალგაზრდების ინ-ტეგრაცია საზოგადოებაში, დებატების ხელოვნების საშუალებით მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტის მიმდინარეობისას ჩატარდა სამუშო შეხვედრები მონაწილეებთან. უსინათლო ახალგაზრ-დებს „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ტრენერ-კონსულტანტებმა ჩაუტარეს ტრენინგები დებატების ხელოვნებაში. გაიმართა დებატები „მწვანე სკოლასა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მონაწილეობა ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.

დებატებს ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, PH International-ის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის და ფონდი თბილისის მო-ზარდთა სახლის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები, სულ 100-მდე სტუმარი.

27 აპრილს სამოქალაქო განათლების კლუბმა "ახა-ლი თაობა-53" ჩაატარა აქცია "მოხეტიალე წიგ-ნები". აქციის მიზანი იყო წიგნის კითხვის პოპულა-რიზაცია საზოგადოებაში. მოსწავლეებმა სკოლაში შეაგროვეს 20 წიგნი და „გააგზავნეს სახეტიალოდ“ თბილისის მასშტაბით.

თბილისის # 175 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუ-ბის ,,ჩვენ“ წევრებისა (20 მოსწავლე) და მათი ხელმძღვანელი პედა-გოგის ქ-ნი მარიკა ქრისტესიაშვილის ორგანიზებით ამავე სკოლა-ში ამა წლის აპრილის თვეში ჩატარდა მაკულატურის შეგროვების აქცია, რომლის მიზანი იყო სკოლის ბიბლიოთეკის გამდიდრება და სკოლის მოსწავლეების ინტერესის გაზრდა წიგნებისა და ეკო-ლოგიისადმი, რაც მაკულატურის მოგროვებისა და ჩაბარების განუყოფელი ნაწილია. აქციის დევიზი იყო: „ერთი კილოგრამი

მაკულატურა - ერთი დარგული ნერგია!“ მაკულატურის მოგროვების პროცესში მონაწილეობა #175 სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და დირექციის/ადმინისტრაციის წევრებმა მიიღეს.აქციის ფარგლებში შეგროვდა 2886 კილოგრამი მაკულატურა, რომელიც მოსწავლეებმა შპს ,,მწვანე ციკლს“ ჩააბარეს და სკოლის ბიბლიოთეკისთვის 160 წიგნში გადაცვალეს. მოსწავლეებმა გადაწყვიტეს კეთილ ტრადიციად აქციონ ასეთი ღონისძიებები და მაკულატურის შეგ-როვება მუდმივად განახორციელონ სკოლასა და თემში.

ამა წლის 12 აპრილს თბილისის სამოქალაქო განათლების კლუ-ბების 10 წევრი ესტუმრა ახალ-გაზრდა ეკონომისტთა სკოლას. კლუბის წევრები დაესწრნენ ეკონომიკის პროფესორის ქ-ნი გულნაზ ერქომაიშვილის ლექ-ციას თემაზე „ბიზნესის საფუძ-ვლები“.კლუბის წევრების დაინტერეს-

დნენ ახალგაზრდა ეკონომისტთა სკოლის აქტივობებით და რამო-დენიმე მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება გაწევრიანდეს ამ სკოლაში ეკონომიკის საფუძვლების უკეთ გასაცნობად.

მცირე გრანტი

ინიციატივა

აქცია/ინიციატივა

ჯგუფური ვიზიტი

„ შეუძლებელი არაფერია“

მოხეტიალე წიგნები

გავამდიდროთ სკოლის ბიბლიოთეკა!

ახალგაზრდა ეკონომისტთა სკოლაში

აპრილის თვეში დედამიწის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თბი-ლისის სკოლების სამოქალაქო განათლების კლუბების წევრებმა 24 აპრილს სკოლებში ეკოლოგიური პრობლემებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები განახორციელეს. მოსწავლეებმა სკოლებში თანატოლებისათვის წარმოადგინეს პრე-ზენტაციები ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებ-ზე, დამზადდა და სკოლებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახ-ლეობას დაურიგდა საინფორმაციო ფლაერები/სამკერდე ნიშნები, გამოიფინა პოსტერები, სკოლებში, სიმბოლურად, ერთი საათით,

გაითიშა ელექტროენერგია და გაკვეთილების დასაწყისის მაუწყებლად დაირეკა „ხელის ზარი“.აქცია ყველა სკოლაში სხვადასხვა ორიგინალური აქტივობით განხორციელდა. მაგ: #42 სკოლის მოსწავ-ლეებმა მოკლე სატელეფონო შეტყობინების სახით აუწყეს საზოგადოებას „დედამიწის დღის შესახებ“. #45 სკოლის კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია თემაზე“ბუნება საჭიროებს დახმარებას“; #180 სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია; #51 სკოლის კლუბის წევ-რებმა სკოლაში დადგეს „მწვანე ყუთი“ მაკულატურის შესაგროვებლად.აქციაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის #10, #24, #42, #45, #51, #71, #94, #105, #123, #173, #175, #180 და დიმიტრი ყიფიანის სახ. კოლეჯის სამოქალაქო კლუბების წევრებმა, ადმინისტრაციისა და პედკოლექ-ტივის წარმომადგენლებმა და მშობლებმა, სულ 500-მდე ადამიანმა.„დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მთავარი მიზანი საზოგადოების ეკოლოგიური პრობლემებისადმი ყურადღების მიპყრობა იყო. სკოლის ტერიტორიის დასუფთავებისა და მაკულატუ-რის შეგროვების აქციები სკოლებში მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

აქცია

„დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილი ფართომასშტაბიანი აქცია

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International (ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტრო. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ პუბლიკაციაში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების თაობაზე ეკისრება ორგანიზაცია ფონდ თბილისის მოზარდთა სახლს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

maisi

თბილისის #183 სკოლის სამოქა-ლაქო განათლების კლუბს ამავე სკოლის დირექციამ საკლუბო ოთახი გამოუყო. ოთახი გარემონ-ტდა და კლუბის სიმბოლიკით მოიხატა. ორმა პროფესიონალმა მხატვარმა მოხალისეობრივად მიიღო მონაწილეობა ოთახის გა-ფორმებაში, სკოლის დირექციამ

სამუშოების ჩასატარებლად მუშახელი უზრუნველყო.კლუბის ოთახში 16 მარტს კლუბისათვის პირველი ტრენინგიც ჩა-ტარდა თემაზე „სამოქალაქო კლუბის გაძლიერება“. ტრენინგს ეს-წრებოდა კლუბის 20 წევრი და ორი პედაგოგი, ტრენინგი ჩაატარა კლუბის ლიდერმა ცოტნე ცაავამ.

ინიციატივა

კლუბის ოთახი

ამა წლის 14-15 თებერვალს ორგანიზაცია „მაკლეინის ასო-ციაცია ბავშვებისათვის“ ფსი-ქოლოგებმა თბილისის სამო-ქალაქო კლუბების წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი შშმ პირებ-თან მუშაობის შესახებ. ტრენინ-გი მეტად მოცულობითი, ამომ-წურავი და საინტერესო იყო. მაკლეინის ორგანიზაციის წევ-

რებთან შეხვედრა ყოველთვის საინტერესო და სახალისოა მოზარ-დებისათვის, ამას მოწმობდა დაგეგმილზე მეტი, 28, მოსწავლის დასწრება ტრენინგებზე. მაკლეინის ორგანიზაციის თანამშრომ-ლებმა, ჩვეულებისამებრ, გულისხმიერად უმასპინძლეს აქტიურ მოზარდებს. ტრენინგი ჩატარდა ამავე ორგნიზაციის ოფისში.

ტრენინგი

„მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის“ ტრენინგები