38
1 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II biheviorizmi daswavlis Teoriebi nawili II „მე რადიკალური ბიჰევიორისტი ვარ იმ თვასაზრისით, რომ მეცნიერული ანალიზის სისტემაში ვერ ვხედავ მენტალურის ადგილს“ (Skinner, 1964, p. 106) სარჩევი b. f. skineri da radikaluri biheviorizmi: operantuli ganpirobebis Teoria .................................................................................................................................................................3 biografiuli cnobebi.......................................................................................................................4 ideuri wanamRZvrebi ..........................................................................................................................8 დარვინიზმი და ეკონომიურობის კრიტერიუმი ......................................................................................9 უოტსონი ..........................................................................................................................................................9 პავლოვი......................................................................................................................................................... 10 მეცნიერების ფილოსოფია .......................................................................................................................... 11 qcevis mecnieruli anu eqsperimentuli analizi .............................................. 11 mogonili axsnebi ............................................................................................................................... 12 თავისუფლება............................................................................................................................................... 13 ავტონომიური ადამიანი ............................................................................................................................. 13 ღირსება.......................................................................................................................................................... 14 შემოქმედება.................................................................................................................................................. 14 ნება ................................................................................................................................................................. 15 პიროვნება...................................................................................................................................................... 16 ganpirobeba da ganmtkiceba ..................................................................................................... 16 რესპონდენტული ქცევა .............................................................................................................................. 16 ოპერანტული განპირობება ........................................................................................................................ 17

Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

1 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

Dbiheviorizmi

daswavlis Teoriebi

nawili II

„მე რადიკალური ბიჰევიორისტი ვარ იმ თვასაზრისით,

რომ მეცნიერული ანალიზის სისტემაში ვერ ვხედავ

მენტალურის ადგილს“ (Skinner, 1964, p. 106)

სარჩევი

b. f. skineri da radikaluri biheviorizmi: operantuli ganpirobebis

Teoria .................................................................................................................................................................3

Bbiografiuli cnobebi .......................................................................................................................4

ideuri wanamRZvrebi ..........................................................................................................................8

დარვინიზმი და ეკონომიურობის კრიტერიუმი ......................................................................................9

უოტსონი ..........................................................................................................................................................9

პავლოვი ......................................................................................................................................................... 10

მეცნიერების ფილოსოფია .......................................................................................................................... 11

Qqcevis mecnieruli anu eqsperimentuli analizi .............................................. 11

Mmogonili axsnebi ............................................................................................................................... 12

თავისუფლება ............................................................................................................................................... 13

ავტონომიური ადამიანი ............................................................................................................................. 13

ღირსება .......................................................................................................................................................... 14

შემოქმედება .................................................................................................................................................. 14

ნება ................................................................................................................................................................. 15

პიროვნება ...................................................................................................................................................... 16

Gganpirobeba da ganmtkiceba ..................................................................................................... 16

რესპონდენტული ქცევა .............................................................................................................................. 16

ოპერანტული განპირობება ........................................................................................................................ 17

Page 2: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

2 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

პირობითი განმტკიცება .............................................................................................................................. 20

განმტკიცების რეჟიმი .................................................................................................................................. 23

განმამტკიცებლის ცხრილები .................................................................................................................... 24

ქცევის კონტროლი ....................................................................................................................................... 24

skineris pirovnebis Teoria .................................................................................................... 25

სტრუქტურა .................................................................................................................................................. 25

პროცესი ......................................................................................................................................................... 27

ზრდა და განვითარება ................................................................................................................................ 29

ფსიქოპათოლოგია ....................................................................................................................................... 29

ქცევის დიაგნოსტიკა ................................................................................................................................... 31

Bbihevioraluri Terapiuli modeli da qcevis analizi .............................. 31

ზოგადი პრინციპები ................................................................................................................................... 31

მაგალითი ...................................................................................................................................................... 34

Sefaseba ....................................................................................................................................................... 35

Sejameba ....................................................................................................................................................... 37

Bibliography ............................................................................................................................................................. 38

Page 3: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

3 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

b. f. skineri da radikaluri biheviorizmi: operantuli

ganpirobebis Teoria

აშშ-ის პედაგოგების გამოკითხვის შედეგად

ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით სკინერი

დასახელდა თანამედროვე ფსიქოლოგიის ყველაზე

გამოჩენილ ფიგურად (New-york Times Magazine,

1984 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

მეცნიერი, ყველა სხვა ორგანიზმის მსგავსად,

უნიკალური ისტორიის პროდუქტია. არჩეული

სამოქმედო არეალი, რომელიც მისთვის ყველაზე

პრიორიტეტულია, ნაწილობრივ, მის პირად

ბიოგრაფიაზე იქნება დამოკიდებული (Skinner, 1959,

P. 379 ციტირებულია წყაროში Первин Л., 2002)

მრავალი წლის მანძილზე ბ. ფ. სკინერი (1904-1990) აშშ-ში ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგი იყო, თუმცა

მისი შრომების გავლენა გაცილებით დიდია, ვიდრე პროფესიული ფსიქოლოგიის ფარგლები. არასასიამოვნო

მიუღებლობამ და უნდობლობამ, რომელსაც სკინერი განიცდიდა ყველაფრისადმი, რაც მენტალური და

სუბიექტური იყო ანუ იმისადმი, რასაც იგი „ყურით მოთრეული“ ახსნებს უწოდებდა, აიძულა ის, რომ მთელი

თავისი ყურადღება ქცევის გარეგან ფორმებზე გადაეტანა და ჩამოეყალიბებინა ადამიანებისა და ცხოველების

ქცევაზე დაკვირვების, გაზომვის, წინასწარმეტყველებისა და გაგების მეთოდები (Фрейджер, 2001).

შეიძლება თამამად ითქვას, რომ მეცნიერებს შორის ფროიდის შემდეგ არავინ გაუკრიტიკებიათ და არავინ

უღიარებით ისე, როგორც სკინერი. არავისი ნაშრომების ციტირება არ მოუხდენიათ და არავისი აზრი არ

დაუმახინჯებიათ ისე ხშირად, როგორც სკინერის. ამასთან, სკინერს მხოლოდ სიამოვნებას ანიჭებდა

ოპონენტებთან დებატები. მისი უკიდეგანო პიროვნული მომხიბვლელობა და ნებისმიერი საკუთარი

მოსაზრების (რომელიც საკუთარი დასკვნების ფუნდამენტურობაში აბსოლუტური, ურყევი რწმენით იყო

განმტკიცებული) გარჩევისადმი მზაობამ ხელი შეუწყო იმას, რომ სკინერი თანამედროვე ფსიქოლოგიის

ცენტრალურ ფიგურად იქცა.

ფროიდი საკუთარი კრიტიკოსების შესახებ წერდა, რომ თავდასხმების ემოციურობით მათ

ფსიქოანალიტური თეორიის ძირითადი პოსტულატების ჭეშმარიტება დაამტკიცეს, რომელსაც ასე

აღტკინებით აკრიტიკებდნენ. ზუსტად ასევე, სკინერისთვის მისი მოწინააღმდეგეების მოქმედება მხოლოდ იმ

აზროვნების არამეცნიერულობისა და მცდარობის დადასტურება იყო, რომლის გამოსწორებასაც იგი

ცდილობდა. ორივე მეცნიერი, მიუხედავად მათი თეორიების მკაცრი კრიტიკისა, აღიარებულია პიროვნებად,

რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ადამიანის ბუნების შესახებ ალტერნატიული მოსაზრებების

განვითარებასა და დაცვაში (Фрейджер, 2001).

ჰარვარდი, 1950-იანი წლები ჰარვარდი, 1980-იანი წლები

Page 4: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

4 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

Bbiografiuli cnobebi

ბერეს ფრედერიკ სკინერი (B. F. Skinner) დაიბადა 1904 წლის 20 მარტს პენსილვანიის ჩრდილო-

დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ სუსქეჰანაში ადვოკატის ოჯახში. ის თვლიდა, რომ მამამისი იყო

ადამიანი, რომელსაც ძალიან სჭირდებოდა შექება და აღიარება, დედა კი მკაცრი მორალური სტანდარტების

მქონე ქალი იყო. ბავშვობიდან ასწავლიდნენ მორჩილებას, თავშეკავებულობას, მოწესრიგებულობასა და

„სწორად“ მოქცევას. სახლს, სადაც ბავშვობის წლები გაატარა, სკინერი იხსენებს, როგორც თბილ და სანდო

ადგილს. მას ბავშვობიდან იტაცებდა მექანიკა და კონსტრუირება, რამაც დიდი როლი შეასრულა შემდგომში

დაკვირვებადი ქცევის მოდელირებისადმი ინტერესის ფორმირებასა და ექსპერიმენტირებისას

ლაბორატორიული მოწყობილობებისადმი მისდამი ინტერესმა, რაც პრაქტიკულად არ ახასიათებთ კლინიკურ

ფსიქოლოგებს (Первин Л., 2002, Фрейджер, 2001).

ჩემი მოგონილი ზოგიერთი მოწყობილობა პირდაპირ უკავშირდებოდა ადამიანის ქცევას. არ მაძლევდნენ მოწევის

უფლებას, ამიტომ პულვიზატორის ფლაკონიდან გავაკეთე მოწყობილობა რომლის მეშვეობითაც ჯანმრთელობისთვის

ყოველგვარი ზიანის გარეშე ვახერხებდი „მოწევასა“ და რგოლების გამოშვებას. ერთხელ დედაჩემმა წამოიწყო

„კამპანია“, რომელიც მიმართული იყო იმაზე, რომ ჩემთვის საღამურის თავის ადგილზე დაკიდვა ესწავლებინა. ყოველ

დილით, საუზმის დროს დედაჩემი ადიოდა ჩემს ოთახში, ნახულობდა დაუდევრად მიგდებულ საღამურს და

მეძახდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე კვირა. როდესაც ეს პროცედურა აუტანელი გახდა, მოვიფიქრე მექანიკური

მოწყობილობა, რომელმად გადაჭრა ჩემი პრობლემა. ჩემს კარადაში გავაკეთე სპეციალური კაუჭი, რომელიც თოკის

მიეთებული იყო კარის თავზე დაკიდებულ პატარა დაფასთან. როდესაც საღამური კაუჭზე ეკიდა, დაფა ზემოთ იყო

და არ ფარავდა შესასვლელს. თუ საღამური არ ეკიდა კაუჭზე, მაშინ დაფა პირდაპირ კარის ჭრილზე ეშვებოდა. ის

მეუბნეოდა: „ჩამოკიდე საღამური!“ (1967a, p. 396 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

იმ დროისათვის, როცა სკინერი კოლეჯში წავიდა სასწავლებლად, გარდაიცვალა მისი უმცროსი ძმა. ის

აღნიშნავდა, რომ ამან დიდად არ იმოქმედა მასზე და რომ დანაშაულის განცდა აწუხებდა ამის გამო. სკინერი

შევიდა ჰამილტონის კოლეჯში (ნიუ იორკის შტატი), სადაც მისი სპეციალიზაცია იყო ინგლისური

ლიტერატურა. ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ სკინერი დაბრუნდა სახლში და სცადა, მწერალი

გამხდარიყო.

მანსარდაში პატარა კაბინეტი მოვაწრე და სამუშაოდ დავჯექი. შედეგები საცოდავი იყო. ტყუილაუბრალოდ

ვხარჯავდი დროს. უმიზნოდ ვკითხულობდი, ვაწყობდი გემების მოდელებს, ვუკრავდი პიანინოზე,

ახლადგამოგონილ რადიოს ვუსმენდი, რაღაცეებს ვბეჭდავდი ადგილობრივი გაზეთის იუმორისტულ სვეტში, მაგრამ

პრაქტიკულად აღარაფერს ვწერდი და სერიოზულად ვფიქრობდი იმაზე, რომ ფსიქიატრთან ჩავწერილიყავი მიღებაზე

(1967a, p. 394 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

საბოლოოდ სკინერმა შეწყვიტა ეს ექსპერიმენტი და წავიდა ნიუ იორკში, სადაც 6 თვე ცხოვრობდა გრინ

ვილიჯში.1 სწორედ ამ პერიოდში წაიკითხა მან პავლოვის ნაშრომი „პირობითი რეფლექსები“ და ბერტრან

1 Green Village – რაიონი ნიო იორკის ცენტრში, სადაც ცხოვრობს ბოჰემა და შემოქმედებითი ელიტა. ამასთან, სკინერის

დროს ეს უბანი შედარებით იაფი იყო საცხოვრებლად, სადაც სტუდენტები სახლდებოდნენ ხოლმე.

Page 5: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

5 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

რამელის სტატიების სერია უოტსონის ბიჰევიორიზმის შესახებ. რასელი თვლიდა, რომ მან სრულიად

გაანადგურა უოტსონი, თუმცა სიმანდვილეში სწორედ ამან გაუღვიძა ბიჰევიორიზმისადმი ინტერესი სკინერს.

მიუხედავად იმისა, რომ მანამდე არაფერი უსწავლია ფსიქოლოგიაში, ის ჰარვარდის უნივერსიტეტში

მიიღეს დოქტორანტურაში. ის თავად ასე ხსნის ინტერესის ცვლას: „მწერალს შეუძლია ადამიანის ქცევის

აღწერა, მაგრამ სწორედ ამიტომ არ შეუძლია მისი ახსნა. ადამიანისადმი ინტერესი ისევ მქონდა, მაგრამ

ლიტერატურული მიდგომა აღ გამომივიდა. ამიტომ ვარჩიე, მეცნიერულისთვის მიმემართა“ (Skinner, 1967, p.

395 ციტირებულია წყაროში Первин Л., 2002). ფსიქოლოგია შესატყვისი მეცნიერება აღმოჩნდა. გარდა ამისა,

სკინერს ბავშვობიდან აინტერესებდა ცხოველების ქცევა. მეტიც, გაუჩნდა შესაძლებლობა, მექანიკური

მოწყობილობების კონსტურირებისადმი სიყვარული პრაქტიკაში გამოეყენებინა (Первин Л., 2002).

თავის ბიოგრაფიაში სკინერი დოქტორანტურაში სწავლის წლებს შემდეგნაირად აღწერს:

დილით 6 საათზე ვიღვიძებდი, საუზმემდე ვნეცადინეობდი, მივდიოდი ლექციებზე, დროს ვატარებდი

ლაბორატორიებსა და ბიბლიოთეკებში, დღისით მხოლოდ 15 წუთი მქონდა თავისუფალი დრო, შემდეგ

ვმეცადინეობდი საღამოს 9 საათამდე და ვიძინებდი. არ ვუყურებდი ფილმებს, სპექტაკლებს, იშვიათად დავდიოდი

კონცენტებზე, თითქმის არ დავდიოდი წვეულებებზე და არაფერს ვკითხულობდი ფსიქოლოგიასა და ფიზიოლოგიაში

შექმნილი შრომების გარდა (1967a, p. 397-398 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ჰარვარდში სწავლის პერიოდში სკინერმა გაიღრმავა ინტერესი ცხოველების ქცევისადმი და ნერვული

სისტემის მოქმედების ჩართვის გარეშე ამ ქცევის ახსნისადმი. პავლოვის ნაშრომების შესწავლის შემდეგ ის არ

დაეთანხმა მის მტკიცებას, რომ ქცევის ასახსნელად უნდა გავიაროთ ჯაჭვი „ნერწყვის გამოყოფის

რეფლექსიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგანიზმის მნიშვნელოვან ქმედებებამდე“; თუმცა სკინერი

თვლიდა, რომ პავლოვმა ქცევის გასაგებად საჭირო გასაღები მისცა. „გააკონტროლეთ გარემო პირობები და

თქვენ დაინახავთ წესრილგს!“ (Skinner, 1959 ციტირებულია წყაროში Первин Л., 2002).

სწავლისა და შემდგომ წლებში სკინერმა ჩამოაყალიბა თავისი სამეცნიერო მეთოდოლოგიის რამდენიმე

პრინციპი (Первин Л., 2002):

1. როდესაც რაიმე საინტერესოს ხვდებით, დაანებეთ თავი ყველაფერს და მხოლოდ ამ საინტერესოთი

დაკავდით.

2. კვლევის ერთი მეთოდი უფრო მარტივია, ვიდრე მეორე. მექანიკური მოწყობილობები ხშირად

აიოლებენ კვლევას.

3. მოწყობილობის რაღაც დეტალი ფუჭდება. ეს ქმნის პრობლემებს, მაგრამ ამან შეიძლება მიგვიყვანოს

4. ინსაიტამდე – იპოვოთ ერთი, როცა ეძებთ მეორეს.

დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ სკინერმა 5 წელი იმუშავა ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში

(სურათი N6), სადაც ცხოველების ნერვული სისტემის შესწავლით იყო დაკავებული. 1936 წელს სკინერმა

დაიკავა პედაგოგის ადგილი მინესოტის უნივერსიტეტში, სადაც კითხულობდა ლექციებს ფსიქოლოგიის

შესავალსა და ექსპერიმენტულ ფსიქოლოგიაში. ის სიამაყით აღნიშნავდა, რომ მისმა მაშინდელმა ზოგიერთმა

Page 6: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

6 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სურათი N 1. სკინერი ლაბორატორიაში,

1930-იანი წლები.

სტუდენტმა ჩააბარა დოქტორანტურაში და თავიანთი მრწამსით ბიჰევიორისტებად ჩამოყალიბდნენ

(Фрейджер, 2001).

ამ პერიოდში სკინერი ცხოველების დახვეწილ გამწვრთნელად

იქცა. მას შეეძლო ცხოველები აეძულებინა, გარკვეულ დროს

გარკვეული მოქმედებები შეესრულებინათ. ვირთხებიდან სკინერი

მტრედებთან მუშაობაზე გადაერთო. მან აღმოაჩინა, რომ ცალკეული

კონკრეტულ იცხოველის ქცევა აუცილებლობით არ ასახავს დასწავლის

საშუალო სურათს, რომელიც დიდი რაოდენობით ცხოველების

შერჩევაზე დაყრდნობით არის მიღებული. ამიტომ იგი დაინტერესდა

ცხოველის ინდივიდუალური ქცევის მართვითა და კონტროლით.

როგორც თავად აღნიშნავს სკინერი, მისი საკუთარი ქცევა დადებითი შედეგებით წარიმართა, რომლებსაც იგი

„მისი კონტროლის ქვეშ მყოფი“ (იხ. სურათი N7 ) ცხოველებისგან იღებდა (Первин Л., 2002).

1938 წელს სკინერმა გამოაქვეყნა წიგნი ორგანიზმების

ქცევა, რომელშიც აღწერილი იყო მისი საკუთარი ცდები

ლაბორატორიულ პირობებში ცხოველების ქცევის

შეცვლის შესახებ. ამ წიგნმა სკინერს ბრწყინვალე თეორეტიკოსის სტატუსი

მიაპოვებინა და მისი შემდგომი სამეცნიერო შრომების საფუძვლად იქცა.

პრაქტიკულად, 1930 წლის შემდეგ გამოსული სკინერის ყველა შრომა

შეიძლება განვიხილოთ, როგორც იმ იდეების განვითარება, გადამუშავება

და კრისტალიზირება, რომლებიც ამ პირველ წიგნში მოხაზა მან.

მინესოტაში გატარებული 9 წლის შემდეგ სკინერი სათავეში ჩაუდგა

ინდიანას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრას. ინდიანაში

გადასვლიდან სამი წლის შემდეგ ის ისევ ჰარვარდში დაბრუნდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა

მცირე შესვენებებით. პედაგოგიური მოღვაწეობის შეწყვეტის შემდეგ სკინერი აგრძელებდა წერას. მის

გვიანდელ პუბლიკაციათა რიცხვში შედის სამტონიანი ბიოგრაფია (Skinner, 1976b, 1979a, 1984a);

პოპულარული წიგნი, რომელიც ხანშიშესულთა პრობლემებს ეხება (Skinner & Vaughan, 1985), სტატიები

ფსიქოლოგიაში და რამდენიმე ესე, რომლებშიც გაკრიტიკებულია ტრადიციული ფსიქოლოგია, რომელიც,

სკინერის აზრით, აცდა სწორ გზას (Skinner, 1987a, 1989, 1990a).

აგრძელებდა რა ცხოველების ქცევის კვლევას, სკინერი პოულობდა დროსა და ენერგიას, რომ თავისი

გამომგონებლური ნიჭი სხვა სფეროებშიც გამოეყენებინა. 1945 წელს მან ააგო ვენტილირებადი საბავშვო

საწოლი (სურათი N8) – მოწყობილობა, რომელსაც ის მთელ ქვეყანაში ცნობილი გახადა. შემინული საწოლი

იყო, რომელშიც რეგულირდებოდა ჰაერის ტემპერატურა, ჰიგროსკოპიული მასალისგან იყო გაკეთებული.

შიგნით ბავშვს თავისუფლად შეეძლო გადაადგილება ყოველგვარი საფენებისა და ზედმეტი ტანსაცმლის

გარეშე. წყლის შთანმთქავი ფსკერი იოლად იცვლებოდა დაბინძურების შემდეგ. ასეთი საწოლის პირველმა

სურათი N 2. ”იცით, იმ კაცს პირობითი რეფლექსი

გამოვუმუშავე! ყოველ ჯერზე, როცა ბერკეტს

ვაჭერ თათს, ის საჭმელს მაძლევს” (Skinner, 1956)

Page 7: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

7 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სურათი N 3. სკინერის საბავშვო საწოლი.

გამოჩენამ უდიდესი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ბავშვი მინის კედლის მიღმა უნდა

ყოფილიყო და არა – ჩვეულებრივი საწოლივით უბრალოდ მოაჯირის მიღმა, ძალზე ეწინააღმდეგებოდა

არსებულ სტერეოტიპებს. მიუხედავად იმისა, რომ სკინერმა წარმატებით გამოიყენა ასეთი საწოლი ერთ-ერთი

საკუთარი შვილისთვის, ის მაინც ვერ გახდა პოპულარული.2

იმ მიზეზებზე მსჯელობისას, რომელმაც ასეთი საწოლის

გამოგონებამდე მიიყვანა, სკინერი წერდა:

უნდა ვაღიარო, რომ გარკვეული ინტერესი მამოძრავებდა. თუ,

როგორც მრავალი ადამიანი ამტკიცებს, ბავშვის ცხოვრების პირველი

წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ ძალიან ზედმიწევნით

უნდა ვაკონტროლოთ ბავშვის ქცევა ამ პერიოდში, რითიც გამოვავლენთ

ძირითად ცვლადებს (1979, გვ. 290 ციტირებულია წყაროში Фрейджер,

2001).

სკინერის შემდეგი გამოგონება საკუთარი შვილისთვის იყო

მუსიკალური ღამის ქოთანი, რომელიც ვერ რეალიზირდა პრაქტიკაში

(Фрейджер, 2001). მასვე ეკუთვნის ისეთი გამოგონებები, როგორიცაა

მანქანა-მასწავლებლები, რომლებიც ჯილდოს იყენებდნენ ბავშვებისთვის სკოლის საგნების სწავლებაში; მან,

ასევე, შეიმუშავა პროცედურა, რომლის გამოყენებაც შეიძლებოდა საომარი მოქმედებების წარმოების დროს

იმისათვის, რომ მტრედებისთვის ესწავლებინათ საბრძოლო რაკეტების მიზანში დამიზნება (Первин Л., 2002).

1948 წელს გამოვიდა მისი წიგნი Walden Two („მეორე ვალდენი“). ეს არის რომანი, რომელიც რამდენიმე

წლით ადრე შექმნა და აღწერს უტოპიას, რომელიც ბიჰევიორიზმის ძირითად პრინციპებზეა აგებული –

სკინერისეული ლაბორატორიული აღმოჩენების ადამიანთა საზოგადოებაზე გადატანის პირველი მცდელობა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი გამოჩენისთანავე დიდი მოთხოვნით არ სარგებლობდა, დროთა

განმავლობაში ის უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, მგზნებარე დისკუსიებს იწვევდა და დღეისათვის

3 მილიონ ეგზემპლარზე მეტია გაყიდული. თავად სკინერისთვის რომანის შექმნა მნიშვნელოვანი

გამოცდილება იყო. „ჩემი უტოპია შვიდ კვირაში დავწერე. დილით მოკლე თავის მონახაზს ვაკეთებდი,

მაშინვე ვკრეფდი საბეჭდ მანქანაზე და უმნიშვნელოდ ვარედაქტირებდი... ზოგიერთი ნაწილები ისეთ

ემოციურ ფონზეა დაწერილი, როგორიც მანამდე არანაირ სიტუაციაში არასოდეს განმიცდია... ეს უეჭველად,

რისკიანი წამოწყება იყო – თვითანალიზი, რომლის დროსაც საკუთარი ქცევის ორი მხარის ჰარმონიაში

მოყვანას ვცდილობდი, წარმოვადგენდი რა მათ ორი მთავარი გმირის სახით“ (1979a, p. 197-198; 403

ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). „მეორე ვალდენის“ შექმნა არსებითად განსხვავდებოდა სკინერის

მუშაობის ჩვეული სტილისგან: „საერთოდ, მე ძალიან ნელა ვწერ. თითოეული სიტყვისთვის ორი წუთი მაინც

მჭირდება და ეს დღემდე ასეა. 3-4 საათის ყოველდღიური მუშაობის შემდეგ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ

2 „ამერიკელ მწარმოებლებთან ურთიერთობის გამოცდილება საკმაოდ უსიამოვნოა. მათგან ვერც ერთმა მაინვ ვერ გაიგო

ჩემს მიერ გამოგონილი საწოლის უპირატესობა“ (Skinner in Goodell, 1977 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

Page 8: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

8 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სურათი N4. „ბიჰევიორიზმი საშუალებაა, რომელიც

შესაძლებელს ხდის ადამიანის ქცევის შესწავლისთვის

ექსპერიმენტული მეთოდის გამოყენებას...

ბიჰევიორიზმის თეორიის ბევრი ასპექტი, ალბათ,

შემდგომ კვლევას საჭიროებს, მაგრამ არ ღირს ამ

თეორიის სისწორეში ეჭვის შეტანა. სრულიად

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ის თავის

ადგილს იპოვის“ (1984a, p. 406-412 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001).

რამდენიმე ასეული გამოსადეგი სიტყვა თუ მიგროვდება“ (1967a, p. 403 ციტირებულია წყაროში Фрейджер,

2001).

იმის მიხედვით, თუ რა თანმიმდევრობით გამოდიოდა სკინერის წიგნები, იოლად შეგვიძლია

განვაზღვროთ, თუ როგორ იცვლებოდა მისი იდეოლოგიური პრინციპები კვლევების მიმდინარეობის

პარალელურად. აღსანიშნავია ისეთი ნაშრომები, როგორიცაა „მეცნიერება და ადამიანის ქცევა“ (1953),

„სწავლების ტექნოლოგია“ (1968), „დაკვირვებების შეჯამება“ (1959, 1961), „თავისუფლებისა და ღირსების

მიღმა“ (1971), „ბიჰევიორიზმის შესახებ“ (1974), „ფიქრები ბიჰევიორისტულ საზოგადოებაზე“ (1978a). მის

ყველაზე ავტობიოგრაფიულ წიგნებს შორის შეიძლება დავასახელოთ „ჩემი ცხოვრების დეტალები“ (1976b),

„ბიჰევიორისტის ფორმირება“ (1979a), „უბის წიგნაკები“ (1980).

სკინერი ყოველთვის ღია იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობისთვის, რამაც მის

იდეებს დიდი პოპულარობა მოუტანა. ის მთელი ცხოვრება

წერდა, ბოლო სტატიის რედაქტირება 86 წლის ასაკში

სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაასრულა.

ideuri wanamRZvrebi

სკინერი აღიარებდა, რომ გზის დასაწყისში მასზე

ძლიერი გავლენა მოახდინა ინგლისელი მეცნიერისა და

ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის (1561-1626) იდეებმა,

რომლის ნაშრომებსაც ახალგაზრდობაში გაეცნო. სკინერი

წერდა, რომ ბეკონოს სამი პრინციპი განაპირობებდა მის

პროფესიულ ცხოვრებას. სკინერმა ამ პრინციპებს ასეთი ფორმა

მისცა: (1) შევისწავლიდი ბუნებას და არა – წიგნებს; (2)

იმისათვის, რომ მართო ბუნება, უნდა დაემორჩილო მას; (3)

საუკეთესო სამყარო შესაძლებელია, მაგრამ ის არ ჩნება

უცაბედად და შემთხვევით. ის ზედმიწევნით უნდა დაიგეგმოს

და შეიქმნას ამ გეგმის შესაბამისად, ძირითადად, მეცნიერების

დახმარებით (1984a, p. 406-412 ციტირებულია წყაროში

Фрейджер, 2001).

სკინერი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: „მე თავად

ორგანიზმს უფრო მეტ კითხვებს ვუსვამდი, ვიდრე იმას, ვინც

შეისწავლიდა ამ ორგანიზმს“ (1967a, p. 409 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001). ასეთი მიდგომის შედეგი ის იყო, რომ სკინერი აქცენტს აკეთებდა დეტალურად

გაწერილ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებსა და ქცევის შესახებ გაზომვადი მონაცემების შეგროვებაზე

Page 9: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

9 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

(სურათი N9). თუ მხედველობაში მივიღებთ ადამიანის პიროვნების მთელ მრავალფეროვნებას, მაშინ ასეთი

მიდგომა ძალზე შეზღუდულად გამოიყურება, თუმცა ის მაინც ის საფუძველია, რომელზეც მყარად დგას

სკინერის ყველა თეორია.

დარვინიზმი და ეკონომიურობის კრიტერიუმი

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ცხოველების შესწავლით შესაძლებელია ადამიანის ქცევის შესწავლის

გაიოლება, დარვინის კვლევებისა და ევოლუციური თეორიის შემდგომი განვითარების არაპირდაპირი

შედეგია. მრავალი ფსიქოლოგი, სკინერის ჩათვლით, თვლიდა, რომ ადამიანები თავისი არსით არ

განსხვავდებიან ცხოველებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოსაზრება უკიდურეს პოზიციად არის

მიჩნეული და მეცნიერთა შორის არც ისე დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, სწორედ ის აიღო სკინერმა

თავისი კვლევების საფუძვლად.

ცხოველების ქცევის შესწავლის პირველი მცდელობები მიმართული იყო მათი სააზროვნო

შესაძლებლობების გამოვლენაზე. ფაქტობრივად, ეს იყო მცდელობა, აეყვანათ ცხოველები მოაზროვნე

არსებების სიმაღლეზე.

ბიჰევიორისტები ამტკიცებენ, რომ ჩვენ იმაზე მეტად ვგავართ ცხოველებს, ვიდრე გვინდა და ვაღიარებთ.

თუმცა, ორი ცნობილი ფსიქოლოგის – ლოიდ მორგანისა და ედვარდ თორნდაიკის – მიერ წარმოებულმა

კვლევებმა არ დაადასტურა ცხოველებში უმაღლესი სააზროვნო პროცესების არსებობა. მორგანმა

შემოგვთავაზა ეკონომიურობის კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, არსებული ორი შესაძლო ახსნიდან

მეცნიერმა ყოველთვის უფრო მარტივი უნდა აირჩიოს. თორნდაიკის კვლევებმა აჩვენა, რომ მიუხედავად

იმისა, რომ შეიძლება ცხოველებს აქვთ აზროვნება, მაინც შესაძლებელია მათი ქცევის, როგორც უბრალოდ

შემეცნებითი პროცესების შედეგის, ახსნა (Skinner, 1964 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). შესაბამისად,

იცვლება აქცენტები. გარდა ამისა, მკვლევრებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლებელია ისეთი

აუხსნელი მოვლენის, როგორიცაა ცნობიერება, იგნორირების გზით, ადამიანის ქცევის ინტერპრეტირება

ეკონომიურობის კრიტერიუმის თვალსაზრისით.

უოტსონი

ბიჰევიორიზმის ამერიკელი ფუძემდებალი ჯონ უოტსონი ბიჰევიორიზს შემდეგნაირად განსაზღვრავდა:

ფსიქოლოგია ბიჰევიორიზმის გადმოსახედიდან – ეს არის საბუნებისმეტყველო მეცნიერების სრულიად

ობიექტური შტო. მისი თეორიული მიზანია ქცევის წინასწარმეტყველება და კონტროლი. ინტროსპექცია და

თვითანალიზი არ არიან მისი მეთოდის ნაწილი... ბიჰევიორისტი, რომელიც ცხოველების რეაქციებისა და გრძნობების

ერთიანი სისტემის აღმოჩენას ცდილობს, არ აღიარებს ადამიანად და ცხოველად დაყოფას (1913, p. 158).

უოტსონი ამტკიცებდა, რომ ისეთი ცნება, როგორიცაა ცნობიერება, საერთოდ არ არსებობს, მთელი ცოდნა

გარეგან პირობებზეა დამოკიდებული, ხოლო ადამიანთა მთელი ქმედება ამ პირობებით არის განპირობებული

და განსაზღვრული და სრულიად არ არის დამოკიდებული გენეტიკურ სტრუქტურაში მიმდინარე

Page 10: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

10 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ცვლილებებზე. თავის დროზე უოტსონი ძალზე პოპულარული იყო და მის მოსაზრებებსაც დიდი წონა

ჰქონდა. სკინერზე დიდი გავლენა მოახდინა უოტსონის ნაშრომების ფილოსოფიური ბაზის

დასაბუთებულობამ, თუმცა არ ეთანხმებოდა მის ყველაზე რადიკალურ მოსაზრებებს. მაგალითად, უოტსონის

ერთ-ერთ პოპულარულ წიგნში, რომელიც ბავშვების აღზრდას ეხებოდა, მოცემულია ასეთი რჩევა: „არასოდეს

ჩაეხუტოთ და აკოცოთ ბავშვს, არ ჩაისვათ კალთაში. თუ საჭიროა, შეგიძლიათ დღეში ერთხელ აკოცოთ,

როდესაც დასაძინებლად აწვენთ. დილაობით ხელი ჩამოართვით ხოლმე“ (1928b, p. 81-82 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001).

სკინერი აკრიტიკებდა უოტსონს იმის გამო, რომ ის არ აღიარებდა გენეტიკური ფაქტორის მნიშვნელობას

და ისწრაფვოდა ფართო განზოგადებებისკენ არასაკმარისი ექსპერიმენტული მონაცემების პირობებში.

შეიძლება ითქვას, რომ მისი ახალი მეცნიერება დროზე ადრე დაიბადა. ქცევის შესახებ მწირი მეცნიერული

მონაცემები, განსაკუთრებით ადამიანის ქცევის შესახებ – აი, უოტსონის მთელი ექსპერიმენტული ბაზა. ახალი

მეცნიერებისთვის ფაქტების არასაკმარისობა ყოველთვის პრობლემაა, ხოლო უოტსონის აგრესიული პროგრამისტვის,

რომელიც ისეთჳ ყოვლისმომცველი პრობლემის შესწავლაზეა მიმართული, როგორიცაა ადამიანის ქცევა, ამ

უკმარისობამ განსაკუთრებული ზიანი მიაყენა. გაცილებით მდიდარი ფაქტობრივი ბაზა იყო საჭირო, ვიდრე

უოტსონს ჰქონდა და არაფერია იმაზე გასაკვირი, რომ ბევრი რამ მისი ნათქვამიდან ზედმეტად გამარტივებულად და

გულუბრყვილოდ გამოიყურება (Skinner, 1974, p. 6 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ძირითადად, სკინერი უოტსონს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ექსპერიმენტული

მონაცემები დასკვნებისთვის და არა მისი მუშაობის მეთოდებისა და იმ მიმართულების გამო, რომლითაც ის

მუშაობდა (Фрейджер, 2001).

პავლოვი

რუსმა ფიზიოლოგმა ივან პავლოვმა (1849-1936) პირველმა განახორციელა პირველი თანამედროვე

მნიშვნელოვანი კვლევა ქცევის შესწავლაში. მისმა ცდებმა აჩვენეს, რომ ავტომატური ფუნქციები შეიძლება

განპირობებულ იქნას. პავლოვმა აჩვენა, რომ ნერწყვის გამოყოფის გამოწვევა საკვებისგან განსხვავებული

სტიმულებითაც არის შესაძლებელი. ასეთი სტიმულატორი შეიძლება იყოს, მაგალითად, ეჟვანის ხმა. პავლოვი

არა მარტო აკვირდებოდა და წინასწარმეტყველებდა ქცევას, რომელსაც შეისწავლიდა, არამედ საკუთარი

სურვილისამებრ შეეძლო მისი მოდელირება. მიუხედავად ამისა, როგორც მიუთითებს სკინერი, პავლოვის

კვლევებს გამოყენების ძალზე ვიწრო არეალი ჰქონდა. პავლოვს გაუმართლა იმ თვალსაზრისით, რომ ნერწყვის

გამოყოფა მართლაც ერთ-ერთი მარტივად განპირობებადი ავტომატური ფუნქციაა (Cohen, 1977 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001).

მაშინ, როდესაც ყველა სხვა დანარჩენი ცხოველებთან მომუშავე ექსპერიმენტატორი მხოლოდ

სტატისტიკური შედეგებით კმაყოფილდებოდა, რომლებიც ამა თუ იმ სახის ქცევის გამოვლენის ალბათობაზე

მიუთითებდა, პავლოვის აღმოჩენამ, რომელიც სცილდებოდა წინასწარმეტყველებას და კონტროლზე

გადადიოდა, აღაფრთოვანა სკინერი. პავლოვის ნაშრომებმა მას ცხოველეზე ზედმიწევნით გაკონტროლებული

Page 11: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

11 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

და ფიქსირებული ექსპერიმენტებისკენ უბიძგა. ცხოველის გარემო პირობების შეზღუდვის გზით სკინერმა

გაარკვია, რომ სხვადასხვა სახეობაში შეუძლია პრაქტიკულად აბსოლუტურად იდენტური შედეგების მიღება.

აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ინდივიდუალური განსხვავებების წარმატებით მოშორება, შედეგად კი

აღმოჩენილ იქნა ქცევის კანონი, რომელიც მოცემული სახეობის ყველა წარმომადგენლისთვის მოქმედება.

სკინერი ამტკიცებდა, რომ თუ ასეთ მეთოდებს გამოვიყენებთ, მაშინ საბოლოო ჯამში შესაძლებელი იქნება,

რომ ფსიქოლოგიური კვლევის შედეგები ალბათურიდან ზუსტ შედეგებად იქცნენ.

მეცნიერების ფილოსოფია

სკინერზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ფილოსოფიური მეცნიერების ისეთი წარმომადგენლების

იდეებმა, როგორებიც იყვნენ პერსი ბრიჯმენი (Percy Bridgman), ერნსტ მაქსი (Ernst Mach) და ჟიულ ანრი

პუანკარე (Jules Henri Poincare). ამ მეცნიერებმა შექმნეს ამხსნელი აზროვნების ახალი მოდელი, რომელიც არ

იყო დამოკიდებული მეტაფიზიკურ საფუძველზე. სკინერის მიხედვით, ბიჰევიორიზმი „არის არა მეცნიერება

ადამიანის ქცევის შესახებ, არამედ – ამ მეცნიერების ფილოსოფია“ (1974, p. 3 ციტირებულია წყაროში

Фрейджер, 2001). ბიჰევიორიზმი კითხვების იმდენად ნათლად ფორმულირების საშუალებას იძლევა, რომ

შესაძლებელი ხდება მათზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემა.

ბავშვებსა და მოზრდილებზე ზედმიწევნითი დაკვირვება არ ყოფილა სკინერის თეორიის საფუძველი.

მისი მტკიცებები ცხოველების ლაბორატორიულ შესწავლაზე აიგება. ასე რომ, სკინერის პოსტულატები

მნიშვნელოვანწილად განსხვავდებიან სხვა მეცნიერთა პოსტულატებისგან (Фрейджер, 2001).

Qqcevis mecnieruli anu eqsperimentuli analizi

სკინერი წერდა: „დარწმუნებული ვარ, რომ ქცევის მეცნიერულმა ანალიზმა მოცემულობად უნდა მიიღოს

ის ფაქტი, რომ ქცევა გარეგანი ფაქტორებისა და გენეტიკური სტრუქტურის განუზომლად დიდი გავლენის

ქვეშ იმყოფება და არა – თავად ადამიანისა და მისი შინაგანი მდგომარეობებისა“

ქცევა, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად რთულია ის, შეიძლება ისევე გამოვიკვლიოთ, როგორც

ყურადღების ღირსი ნებისმიერი ფენომენი.

მეცნიერებას საქმე უნდა ჰქონდეს ფაქტებთან და ისინი უნდა იკვლიოს და არ ისმინოს, თუ ვინ რას ამბობს მის

შესახებ... ეს არის ბუნებრივ მოვლენებს შორის წესრიგის, ერთგვაროვნების, კანონზომიერებების ძიება. ყოველი

ჩვენგანი ცალკეული ეპიზოდების დაკვირვებით ვიწყებთ; აქედანვე იწყებს მეცნიერება, მაგრამ მის მიერ წარმოებული

დაკვირვების შედეგები წესების, შემდეგ კი მეცნიერული კანონის ფორმულირების საშუალებას გვაძლევს (Skinner,

1953, p. 12-13 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ანალიზის მიზანი ქცევის ნებისმიერი გამოვლინების შესწავლაა. სკინერისთვის ამაში შედის ყველაფერი,

რაც წინ უძღვის ქცევას, რაც არის მასზე რეაქცია და რეაქციის ყველა შედეგი. სკინერი ქცევას უწოდებს

ყველაფერს, რასაც ახორციელებს ორგანიზმი იმ პირობით, რომ ეს ქმედება თვალსაჩინოა (Skinner, 1938, p. 6

Page 12: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

12 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). ქცევის ამომწურავი ანალიზი უნდა ითვალისწინებდეს ორგანიზმის

გენეტიკურ მემკვიდრეობითობასაც და ყველა მანამდე განხორციელებული ქცევის მოდელს, რომელთაც

შესასწავლ ქცევასთან აქვს რაიმე მიმართება.

მეცნიერული ანალიზი მთლიანიდან ცალკეული ნაწილების გამოდიფერენცირებით იწყება, რაც მათ უკეთ

გაგებას ისახავს მიზნად. სკინერის ექსპერიმენტული კვლევები მთლიანად მიჰყვებოდა ამ პროცედურას.

სკინერმა აითვისა თორნდაიკის შეხედულება, რომ გარემო შედეგები ძლიერ ეფექტს ახდენს ქცევაზე. მან

შეიმუშავა კვლევის პროგრამა, რომლის მიზანი იყო სტიმულის განპირობებულობის სისტემატური

ვარიაციების იმ მექანიზმის მიგნება, რომელიც განაპირობებს გარკვეული ქცევის გამოვლენის დიდ

ალბათობას სხვადასხვა გარემო პირობებში.

ბუნებრივი მონაცემები ქცევის მეცნიერებაში განსაზღვრული ქცევის გამოვლინებაა განსაზღვრულ დროს.

ექსპერიმენტული ანალიზი იკვლევს ალბათობას სიხშირის ან რეაქციის ხარისხის ტერმინებით. ექსპერიმენტული

ანალიზის ამოცანაა, აღმოაჩინოს ყველა ის ცვლადი, რომელზეც დამოკიდებულია რეაქციის სიხშირე (Skinner, 1966, pp.

213-214 ციტირებულია წყაროში გერიგი, 2009).

სკინერის ანალიზი უფრო ექსპერიმენტული იყო, ვიდრე თეორიული. თეორეტიკოსები ხელმძღვანელობენ

დერივაციებითა და წინასწარმეტყველებებით საკუთარი თეორიებიდან, მაგრამ ისეთი ემპირისტები,

როგორიც სკინერი იყო, ეყრდნობიან მხოლოდ რეალურ, კონკრეტულ მონაცემებს. ისინი იწყებენ

ექსპერიმენტის პირობებში მონაცემების შეგროვებით და არ არიან მიჯაჭვულნი რომელიმე თეორიას (გერიგი,

2009).

Mmogonili axsnebi

მოგონილი ახსნები – ასე უწოდებდა სკინერი ტერმინებს, რომლებსაც ბიჰევიორიზმის მომხრენი

იყენებდნენ ქცევის აღსაწერად. მისი აზრით, ეს ცნებები მაშინ გამოიყენება, როდესაც ადამიანები ვერ

აცნობიერებენ რთული ქცევის მიზეზებს, არ იციან იმ პროცესების შესახებ, რომლებიც წინ უძღვიან ამ ქცევას

ანდა წარმოადგენენ მის შედეგს. ასეთი ახსნების მაგალითად სკინერი ასახელებს ისეთ კატეგორიებს,

როგორიცაა თავისუფლება, ავტონომიური ადამიანი, ღირსება და შემოქმედება. ბიჰევიორიზმის

თვალსაზრისით, ქცევის ასახსნელად ასეთი ტერმინების გამოყენება სრულიად არამართებულია. სკინერი

დარწმუნებული იყო, რომ ასეთი მიდგომა ნამდვილად ვნებს მეცნიერებას, ვინაიდან მკვლევრები მიმდინარე

მოვლენების გაგების ილუზიამდე მიჰყავს და მათ აღარ რჩებათ სტიმული, რომ ქცევის რეალურად

მაკონტროლებელი ფაქტორები ეძებონ. გრძნობებსა და გონების მდგომარეობებზე მითითებას ემოციური

ელფერი აქვს, რომელსაც ბიჰევიორისტები თავიანთ ახსნებში თავს არიდებენ.

სკინერის თეორიის ერთ-ერთი ძირითად პოსტულატს წარმოადგენს მტკიცება იმის შესახებ, რომ ქცევის

შესწავლისა და ახსნის ვერბალურ მეთოდს ან არასწორ ახსნებამდე მივყავართ, ან უბრალოდ ხელს უშლის

ობიექტურ კვლევას (Фрейджер, 2001).

Page 13: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

13 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

თავისუფლება

თავისუფლება – ეს არის იარლიყი, რომელსაც ვაწებებთ ქცევას, როდესაც არ ვიცით ან არ გვესმის მისი

მიზეზები. ამ მტკიცების ამომწურავი დასაბუთების სრულად მოტანა ამ კონტექსტში შეუძლებელია, თუმცა

სკინერის ამ მოსაზრების საილუსტრაციოდ შეიძლება ერთ-ერთი ასეთი მაგალითის მოტანა. ესაა მილტონ

ერიკსონის (Milton Erickson, 1939 წყაროში Фрейджер, 2001) მიერ ჩატარებული ცდების სერია, რომელმაც აჩვენა,

რომ ჰიპნოტურ ტრანსში მყოფ ადამიანებს შეიძლება შთააგონონ სხვადასხვაგვარი ქმედებების

განხორციელება. ჰიპონოტური ძილის მდგომარეობაში ერიკსონი შთააგონებდა ცდის პირს, თუ

კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა მას3. შემთხვევათა უდიდეს ნაწილში ჰიპნოტური მდგომარეობიდან

გამოსვლის შემდეგ ადამიანები ასრულებდნენ მიღებულ მიღითებებს. თუმცა, შემდგომში, ვერც ერთი მათგანი

ვერ იხსენებდა, რომ ტრანსის მდგომარეობაში რაიმე შთააგონეს. რამდენჯერად არ უნდა ეკითხათ მათთვის,

თუ რამ უბიძგა მათ ამა თუ იმ ქცევის განხორციელებისკენ (ანუ ეკითხებოდნენ ქცევის მიზეზების შესახებ),

ექსპერიმენტის მონაწილეები უამრავ სხვადასხვა ახსნას ანუ რაციონალიზაციას იგონებდნენ (და თავად

სჯეროდათ მათი). გარეშე პირი, რომელიც მოისმენდა ამ ახსნებს, დაასკვნიდა, რომ ეს ადამიანები

აბსოლუტურად საკუთარი ნებით მოქმედებდნენ. ექსპერიმენტის მონაწილენი სრულიად დარწმუნებულნი

იყვნენ, რომ მათ ქცევას მხოლოდ მათი საკუთარი გადაწყვეტილება განაპირობებდა. ის ადამიანები კი,

რომლებიც თვალს ადევნებდნენ ცდებს, ასევე ზუსტად იყვნენ დარწმუნებულნი, რომ თავისუფალი ნება

სულაც არ წარმოადგენდა ცდის პირთა ქცევის ერთადერთ ახსნას, რომლებიც ვერ იხსენებდნენ ჰიპნოტური

ძილის დროს მიმდინარე მოვლენებს.

ავტონომიური ადამიანი

ადამიანის შინაგანი კატეგორიების წინააღმდეგ პოზიცია იმას კი არ გულისხმობს, რომ ისინი საერთოდ არ

არსებობენ, არამედ იმას, რომ ისინი გამოუსადეგარია ფუნქციონალური ანალიზისთვის (Skinner, 1953, p. 35).

სკინერისთვის ავტონომიური ადამიანი მოგონილი ახსნაა, რომელიც გულისხმობს სტაბილური შინაგანი

„მე“-ს არსებობას, რომელიც ფუნქციონირებს უცნობი, გარეგანი ფაქტორებისგან დამოუკიდებელი შინაგანი

ძალების ზემოქმედებით. იყო ავტონომიური ნიშნავს წამოიწყო ქცევა, რომელსაც არ აქვს მიზეზი; ქცევა,

რომელიც არ წარმოადგენს მანამდე განხორცილებული ქმედების შედეგს და რომელსაც ვერ ავხსნით გარემო

პირობებით. სკინერმა ვერ იპოვა ასეთი „რამის“ არსებობის ვერანაირი დამადასტურებელი საბუთი და ძალზე

შეფიქრიანებული იყო იმ ფაქტით, რომ ბევრი ადამიანი შეცდომაში შედის ამასთან დაკავშირებით.

სკინერის კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ცხოველური სამყაროს სხვადასხვა წარმომადგენელი განვითარების

მსგავს გზას გადის, მაშინ საბოლოოდ მიღებული მრუდი (და ცოდნის მიღწეული დონე) ერთნაირი იქნება

როგორც მტრედებისთვის, თაგვებისთვის, მაიმუნებისა და ძაღლებისთვის, ისე – ადამიანისთვის (Skinner, 1956

3 ერთ-ერთი ასეთი ცდა შემდეგნაირი იყო: ჰიპნოტური ძილის მდგომარეობაში მყოფ ცდის პირს შთააგონებდნენ, რომ

გაღვიძების შემდეგ ამდგარიყო, გაევლო-გამოევლო ოთახში, მისულიყო კუთხესთან, სადაც იდო ქოლგა, აეღო ეს ქოლგა,

გაეშალა, ხელში დაეჭირა გაშლილი და ისევ დაებრუნებინა დაკეცილი თავის ადგილზე და თავადაც უკან

დაბრუნებულიყო.

Page 14: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

14 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). სწორედ ეს პარალელი ცხოველებისა და ადამიანების დასწავლის

პროცესებს შორის უდევს საფუძვლად ადამიანის ქცევის სკინერისეულ ანალიზს. დაწყებული თავისი

პირველი წიგნიდან ”ორგანიზმების ქცევა” (1938) სკინერი მუდმივად აქვეყნებდა თავისი ექსპერიმენტების

შედეგებს, რომლებიც ადასდტურებდნენ ადამიანებსა და სხვა ცოცხალ არსებებს შორის არსებითი

განსხვავების არარსებობას. თავის წიგნში სკინერი აცხადებს: „შემიძლია ვთქვა, რომ თაგვისა და ადამიანის

ქცევებს შორის ერთადერთი განსხვავება, რომლის ნახვასაც მოველოდი (შესასწავლი ობიექტების სირთულის

სხვადასხვა დონის გათვალისწინების გარეშე), ვერბალური კომუნიკაციის სფეროშია“ (გვ. 442 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001). 50 წლის შემდეგ ის იგივე პოზიციაზე იდგა: „ქცევის მეცნიერულ ანალიზში არ

მოიძებნება ადგილი ისეთი კატეგორიებისთვის, როგორიცაა გონება ანდა პიროვნება“ (1990a გვ. 1209

ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ღირსება

ღირსება (კარგი რეპუტაცია, დიდება) ისეთივე მოგონილი ახსნაა, როგორიც – თავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ რეპუტაცია, რომელიც აქვს ადამიანს, მისი ქცევის თვალსაჩინო მიზეზებს უკავშირდება. აღარ

ვენდობით მას, თუ ეს მიზეზები საეჭვოდ მოგვეჩვენება... ჩვენ ვთვლით, რომ ხველება, ცემინება ანდა გულისრევა

არანაირად არ ამკობს ადამიანს, მაშინაც კი, თუ შედეგები ძალზე სასარგებლოა. ამავე მიზეზის გამო არ ვენდობით იმ

ადამიანის ქცევებს, რომელიც ჩვენს მიმართ ანტიპათიას განიცდის, თუმცა ასეთი ქცევები შეიძლება უკიდურესად

ღირებული იყოს თავისი შედეგების თვალსაზრისით (Skinner, 1971, p. 42 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

წესები და ვალდებულებები, როგორც მორალური და ეთიკური კატეგორიები, ჰიპოთეტური ინტერნალიზებული

კანონების მაგალითებს წარმოადგენენ, რომლითაც გარშემორტყმულნი ვართ (Skinner, 1975, p. 48 ციტირებულია

წყაროში Фрейджер, 2001).

ერთი სიტყვით, ჩვენ ხშირად ვაქებთ ინდივიდს მისი ქცევის გაო, როდესაც გარემოებები ანდა რაიმე სხვა

თანმხლები მომენტები ჩვენთვის უცნობია ანდა არასწორად გვესმის ამ ქცევის წესები. ამავე დროს, ჩვენ

გულგრილად ვეკიდებით ქველმოქმედებას, თუ ვიცით, რომ მისი მიზანი მხოლოდ გადასახადების

შემცირებაა. ჩვენ არ ვენდობით დანაშაულის აღიარებას, თუ ეს აღიარება ზეწოლის პირობებშია მიღებული,

თუმცა არც კი მოგვდის აზრად იმ ადამიანის განსჯა, რომელმაც წინასწარი განზრახვის გარეშე ზიანი მიაყენა

გარშემომყოფებს. სკინერი ამტკიცებდა, რომ თუ ვაღიარებთ არცოდნას, მაშინ თავს შევიკავებთ შეფასებისგან

(განსჯისგან ან შექებისგან) (Фрейджер, 2001).

შემოქმედება

სკინერი აშკარა სიამოვნებით არღვევს „მუდმივად შიგნით არსებული მე-ს“ ბოლო საყრდენს – პოეზიასა

და შემოქმედებას. მისთვის ეს მხოლოდ მეტაფიზიკური იარლიყის გამოყენების ერთ-ერთი მაგალითია,

რომლის უკანაც მოცემული ქცევის კონკრეტული მიზეზების არცოდნა იმალება.

სკინერს სასაცილოდ არ ჰყოფნის ხელოვნების მრავალი მოღვაწის მტკიცება, რომ მათი ქმნილებების

დაბადება სპონტანური პროცესია ანდა ის, რომ ქმნილებათა წყაროები შემოქმედის ცხოვრებისეული

Page 15: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

15 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

გამოცდილების მიღმა ძევს. მ. ერიკსონის ჰიპოტური ცდები, ლიტერატურაში მოცემული ეფექტური

პროპაგანდისა და რეკლამის უამრავი მაგალითი, ფსიქოთერაპევტთა აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ

ადამიანს შეიძლება წარმოდგენაც კი არ ჰქონდეს ამა თუ იმ საკუთარი ქცევის ჭეშმარიტ მოტივებზე. სკინერი

სვამს კითხვას: „მართლაც სპონტანურად ქმნის პოეტი, ახდენს რაღაც ახლის ინიცირებას, რასაც ლექსს

უწოდებს? თუ ეს ქცევა უბრალოდ მისი გენეტიკური ისტორიისა და გარემო პირობების ლოგიკურად

კანონზომიერი ნაყოფია?“ (1971c, p. 34 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). და ასკვნის: შემოქმედებითი

აქტივობა არაფრით განსხვავდება ნებისმიერი სხვა აქტივობისგან იმ ფაქტის გამოკლებით, რომ მისი

წინმსწრები და შემდგომი ელემენტები ნაკლებად არის შესწავლილი.

სკინერი დარწმუნებული იყო, რომ შემოქმედებით მოღვაწეობაზე ახალი მეცნიერული შეხედულება

მხოლოდ დაეხმარება და არანაირად არ შეუშლის ხელს ახალი ნაწარმოებების გაჩენას.

ნება

სკინერი თვლიდა, რომ მითითება ნების კატეგორიაზე მხოლოდ მეტ გაუგებრობას ქმნის და მისი

გამოყენება ქცევის ბუნებისადმი არამიზანშეწონილია. მისთვის ნება, თავისუფალი ნება და ნებისყოფა

მოგონილი ახსნებია. ეს კატეგორიები მოიაზრებენ, რომ ჩვენ გაგვაჩნია რაღაც შინაგანი გრძნობა, რომელიც

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქცევის განპირობებაში; სკინერი კი ვარაუდობდა, რომ თავისი არსით არც

ერთი ქმედება არ არის თავისუფალი. „როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდებით ამაში, მაშინ ხელის ერთი

მოსმით მოვიშორებთ თავიდან პასუხისმგებლობის შესახებ ნებისმიერ მოთხოვნას და მტკიცებას, რომ

თავისუფალი ნება თითქოსდა ის შინაგანი მიზეზია, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს“ (1953, p. 116

ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

თუმცა, სხვა მეცნიერების კვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ქცევებზე გარეგან

ძალებს აკისრებენ პასუხისმგებლობას, ნაკლებაც შეუძლიათ საკუთარი ქცევის კონტროლი, ვიდრე მათ, ვინც

თავიანთ ქცევაზე პასუხისმგებლად მხოლოდ საკუთარ თავს ხედავენ. დევისონმა და ვალინსმა (Davison &

Valins, 1969 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001) აღმოაჩინეს, რომ „თუ ადამიანი მკაფიოდ აცნობიერებს,

რომ ცვლილება მის ქცევაში მხოლოდ გარეგან წახალისებასა თუ სასჯელზეა დამოკიდებული, მაშინ არ

არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ გარემოებების ცვლილების შემთხვევაში ქცევის ეს ხაზი შენარჩუნდეს“

(გვ. 33).

სკინერის თეორიაში საკამათოა არა ის, რომ ის ადამიანს სრულყოფილ მანქანად მიიჩნევს, არამედ მისი

ხედვა იმისა, თუ როგორ იმართება ეს მანქანა... სკინერი სავსებით უგულებელყოფს ყველაფერს, რაც

უკავშირდება ცნობიერებას, გრძნობებს, მისწრაფებებს, საუკეთესო შემთხვევაში, როგორც გვერდით

მოვლენებს (Kohen, 1977 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ლეფკორტმა გააანალიზა ყველა კვლევა, რომელშიც ცდის პირები მოქმედებდნენ რწმენით, რომ ისინი

აკონტროლებენ საკუთარი ქმედებების შედეგებს, ან მყარად სჯეროდათ, რომ მათ არ შეუძლიათ შედეგების

კონტროლირება. ექსპერიმენტებმა დაადასტურეს დაშვება, რომ ადამიანები და ცხოველები, რომელთაც არ

Page 16: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

16 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

აქვთ თავისუფლების „ილუზია“, უარყოფით ქცევით რეაქციებს ავლენენ, რომლებიც შეიძლება გაიზომოს.

„გრძნობა იმისა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა; ილუზია, რომ ყოველი ჩვენგანი თავისუფალია საკუთარ

არჩევანში, პოზიტიურ და განმსაზღვრელ როლს ასრულებს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების

პროცესში. შეუძლებელია თავისუფლების ილუზიის უმტკივნეულოდ, არასასურველი შედეგების გარეშე

მოშორება” (1973, გვ. 425-426 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ნების კატეგორიისადმი სკინერისეულმა დამოკიდებულებამ, მისი მნიშვნელოვანი ნაშრომების სხვა

ასპექტებთან შედარებით, უკიდურესად დიდი სკეპტიციზმი გამოიწვია. ჩატარდა უამრავი კვლევა, რომელიც

მიზნად ისახავდა ე. წ. მაკონტროლებელი ფაქტორების ადგილმდებარეობის გამოსავლენად; სხვა სიტყვებით,

პასუხის გაცემას კითხვაზე: „როგორ ვფიქრობ, ვინ არის პასუხისმგებელი ჩემს ქცევაზე, მე თვითონ თუ ჩემი

გარემოცვა?“ ექსპერიმენტული მონაცემები ადასტურებენ, რომ ინდვიდის რწმენა საკუთარი მოქმედების

კონტროლის შესაძლებლობაში არსებით როლს ასრულებს (Lefcourt, 1980, ციტირებულია წყაროში Фрейджер,

2001). ისეთი ცნობილი ბიჰევიორისტებიც კი, როფორიცაა მაჰონი და თორსენი (Mahoney & Thoresen, 1974)

საუბრობდნენ თვითკონტროლსა და თავისუფლების გრძნობაზე, როგორც კატეგორიებზე, რომლებიც

საფუძვლად უდევს პიროვნების წარმატებულ ქმედებებს.

პიროვნება

კატეგორიას პიროვნება სკინერი, ასევე, მიაკუთვნებს მოგონილი ახსნების ჯგუფს.

თუ არ შეგვიძლია ინდივიდის ქცევის განმსაზღვრელ მიზეზებზე მითითება, მაშინ ვამბობთ, რომ ის თავად არის

პასუხისმგებელი ამ ქცევაზე. ფიზიკური მეცნიერების წინაპრებმა ერთხელ უკვე გაიარეს ეს გზა, მაგრამ,

საბედნიეროდ, ახლა წვიმა უკვე არ მოდის იუპიტერის ნებით... პრაქტიკა თავად აქარწყლებს ჩვენს ეჭვებს გაუგებარი

მოვლენების შესახებ და ამიტომ ის მარადიულია... პიროვნების კონცეფცია არ უნდა იკავებდეს რამენაირ

მნიშვნელოვან ადგილს ქცევის ანალიზში (1953, გვ. 283, 285 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

აზრთა ასეთი დინების მიყოლა საკმაოდ რთულია, ვინაიდან რაღაც ნაწილი გვეუბნება: „არა, მე პიროვნება

ვარ!“ თუმცა ამაზე სკინერი გიპასუხებდათ, რომ თქვენი რეაქცია სრულიად განპირობებულია.

Gganpirobeba da ganmtkiceba

მეცნიერებაში არ არის ადგილი პიროვნების ცნებისთვის, როგორც ქმედების პირველსაწყისისა ანდა

ინიციატორისა (Skinner, 1974. P. 225 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001)

იმ ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც ცვლიან ან უცვლელად ინარჩუნებენ ქცევას – ერთ-ერთი ის

ძირითადი წვლილია, რომელიც სკინერმა ბიჰევიორიზმის განვითარებაში შეიტანა.

რესპონდენტული ქცევა

რესპონდენტული ქცევა – ესაა ქცევა, რომელიც რაიმეს საპასუხოდ აღმოცენდება. ორგანიზმი

ავტომატურად რეაგიებს გარკვეულ გამღიზიანებლებზე. მუხლი ავტომატურად იხრება, თუ სახსარზე რაიმე

Page 17: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

17 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

მოგვხვდება; გარემოს ტემპერატურის მომატებისას სხეული ოფლიანდება; თვალის გუგა ვიწროვდება კაშკაშა

სინათლეზე.

პავლოვმა გამოარკვია, რომ შესაძლებელია გარკვეული რეფლექსური პროცესების განპირობება. ის თავის

კლასიკურ ექსპერიმენტში ძაღლში ნერწყვის გამოყოფას იწვევდა ზარისა და საკვების მიწოდების

შეწყვილებით. ბუნებრივ პირობებში ძაღლებს ნერწყვის გამოყოფა მხოლოს საკვების დანახვაზე ან მის სუნზე

ეწყებათ. მას შემდეგ, რაც პავლოვმა შეაწყვილა საკვების მიწოდება და ზარის ხმა, ნერწყვის გამოყოფა უკვე

ხმოვან სიგნალზე იწყებოდა ყოველგვარი საკვების არსებობის გარეშე. ქცევის ასეთი ცვლილება უკვე

აღინიშნებოდა რამდენიმე მიწოდების შემდეგ. ცხოველის ქცევა განპირობებულ იქნა გამღიზიანებლით,

რომელიც მანამდე არანაირ რეაქციას არ იწვევდა.

პავლოვის ძაღლის ანალოგიურად, ჩვენი ნერწყვის გამოყოფა შეიძლება გამოწვეული იყოს რესტორანში

შესვლით ანდა სადილის მანიშნებელი გონგის ხმის გაგონებით. რესპონდენტული ქცევა შეიძლება საკმარისად

მარტივად შევისწავლოთ და ვაჩვენოთ. ეკრანზე მიმზიდველი ადამიანისა და გარკვეული პროდუქტის

ერთმანეთთან დაკავშირებით რეკლამის მწარმოებლები მაყურებელში მათ შორის ასოციაციის შექმნასა და

მკაფიოდ დაგეგმილი რეაქციის გამოწვევას ცდილობენ. ისინი იმაზე თვლიან, რომ ასეთი შეწყვილების

შედეგად მომხმარებლებს პოზიტიური რეაქცია ექნებათ ამ პროდუქტზე (Фрейджер, 2001).

ოპერანტული განპირობება

ქცევის ექსპერიმენტულად გაანალიზებისათვის სკინერმა შექმნა ოპერანტული განპირობების პროცედურა.

იგი მანიპულირებდა ორგანიზმის ქცევის შედეგებით იმისათვის, რომ მიღებული ეფექტი ენახა.

ოპერანტულია ნებისმიერი ქცევა, რომელიც შემუშავებულია ორგანიზმის მიერ და შეიძლება დახასიათდეს იმ

დაკვირვებადი, კონკრეტული გავლენით, რომელსაც ის გარემოზე ახდენს. სიტყვასიტყვით ოპერანტული

ნიშნავს გარემოზე გავლენას, მისით ოპერირებას (Skinner, 1938 ციტირებულია წყაროში გერიგი, 2009).

ოპერანტული ქცევა არ აღმოცენდება განსაზღვრული სტიმულით, როგორც ეს კლასიკურ

განპირობებულობაშია. მტრედები კენკავენ, ვირთხები ეძებენ საკვებს, ბავშვები ტირიან, ზოგი ადამიანი

ლაპარაკისას ხელებს იყენებს, ზოგს კი ენა ებმის. ამ ქცევათა განხორციელების ალბათობა მომავალში

შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმ შედეგების მიხედვით, რაც მათ მოჰყვება. მაგალითად, თუ ბავშვი

ღუღუნით აჩქარებს მშობელთან სასურველ კონტაქტს, სამომავლოდ იგი უფრო მეტს იღუღუნებს. ამგვარად,

ოპერანტული განპირობებულობა ცვლის სხვადასხვა ოპერანტული ქცევის ალბათობას იმდენად, რამდენადაც

ისინი, ფაქტობრივად, გარემო შედეგების ფუნქციებად გვევლინებიან (გერიგი, 2009).

სკინერი წერს: „ოპერანტული ქცევა ძლიერდება ან მცირდება იმ მოვლენებით, რომლებიც მოჰყვება მას.

თუ რესპონდენტული ქცევა წინმსწრები მოვლენებით განისაზღვრება, ოპერანტული ქცევა მის შემდგომ

მოვლენებზეა დამოკიდებული“ (1966, გვ. 3 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). რაიმე ქმედების

განპირობება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ამ ქმედების დასრულების შემდეგ. სკინერი პირდაპირ

მოხიბლული იყო ოპერანტული ქცევით, ვინაიდან ხედავდა, რომ ის გაცილებით რთულ პროცესებს

Page 18: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

18 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

უკავშირდებოოდა, ვიდრე რესპონდენტული ქცევა. მან დაასკვნა, რომ ადამიანის ან ცხოველის პრაქტიკულად

ნებისმიერი ბუნებრივად აღმოცენებადი ქცევა შეგვიძლია ხელოვნულად გამოვიწვიოთ; შეგვიძლია

მივაღწიოთ იმას, რომ ის უფრო ხშირად და უფრო მკაფიოდ გამოვლინდეს და სხვადასხვა მიმართულებით

იყოს წარმართული.

ოპერანტული განპირობება არ ნიშნავს ადამიანის მარიონეტივით მართვას. ოპერანტული განპირობება სამყაროს

კლასიფიკაციაა, რომელშიც ინდივიდი ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ სამყაროზე. ეს

სამყარო კი, თავის მხრივ, ზემოქმედებს ადამიანზე (Skinner, 1972b. p. 69 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

შემდეგი მაგალითი ოპერანტული ქცევის ზოგიერთი ასპექტის ილუსტრაციას წარმოადგენს. შვილს

უყვარს წყალში ყოფნა, მაგრამ არ უნდა ან ეშინია თავის დასველების და თავს არიდებს წყლის ქვეშ ჰაერის

ამოსუნთქვას. ეს მნიშვნელოვნად უშლის ხელს ცურვის სწავლას. მამა შვილს კანფეტს ჰპირდება იმ

შემთხვევაში, თუ ის სახეს ჩაყოფს წყალში. როგორც კი ის სახეს ისველებს, მამა ცვლის პირობას და კანფეტს იმ

შემთხვევაში ჰპირდება, თუ შვილი მთელ თავს დაისველებს. როდესაც შვილი ამასაც აკეთებს, მამა ახალ

პირობას აყენებს კანფეტის მისაღებად – ამოსუნთქვა წყალქვეშ. შვილი ნაბიჯ-ნაბიჯ შეცვლის თავის ქცევას

მომავალი ჯილდოს გავლენით და შედეგად ისწავლის ცურვას.

ოპერანტული განპირობება – ეს არის ქცევის კონკრეტული მოდელის, რომელიც ამავე მოდელის

შედეგებიდან გამომდინარეობს, ფორმირებისა და შენარჩუნების პროცესი. მხედველობაში მიიღება არა

მხოლოდ ის, თუ რა უძღოდა ქცევას წინ, არამედ, ძირითადად, ის, თუ რა მოსდევს მას. მამა-შვილის

შემთხვევაში მამა იმით აპირობებდა შვილის ქცევას, რომ განხორციელებული გარკვეული მოქმედებების

შემდეგ მას ტკბილეულს აძლევდა. კანფეტები ბავშვის გარკვეული ქცევის უზრუნველსაყოფად

გამოიყენებოდა. „თუ გარკვეულ ქცევას გარკვეული შედეგები მოჰყვება, მაშინ დიდია ალბათობა იმისა, რომ ეს

ქცევა კიდევ გამოვლინდება, ხოლო მისგან გამომდინარე ერთსა და იმავე შედეგებს ნამდვილად შეგვიძლია

ვუწოდოთ განმტკიცებები“ (Skinner, 1971, p. 25 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ახალი ექსპერიმენტული ანალიზის გასაგრძელებლად სკინერმა შექმნა აპარატი, რომლის დახმარებითაც

ის აკონტროლებდა ქცევის შედეგებს. მის მიერ შექმნილი ოპერანტული კაბინა მოცემულია სურათზე N11 და

ნაჩვენებია, თუ როგორ ფუნქციონირებს ის. როდესაც ვირთხა გამოიმუშავებს ქცევის იმ მექანიზმს, რომელიც

ექსპერიმენტატორს აქვს განსაზღვრული, ვირთხა აჭერა ღილაკს და სანაცვლოდ იღებს საკვებს. ეს მექანიზმი

მკვლევარს იმ ცვლადების შესწავლის საშუალებას აძლევს, რომლებიც გავლენას ახდენენ დასწავლაზე ან

დაუსწავლელობაზე. მაგალითად, თუკი ღილაკის დაჭერით ვირთხა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს

საკვებს, როდესაც კაბინას შემოუვლის, ის სწრაფად ისწავლის, რომ ღილაკის დაჭერამდე კაბინას უნდა

შემოუაროს (გერიგი, 2009).

Page 19: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

19 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ოპერანტულ ქცევაზე მოქმედი ფაქტორების

ფართო კვლევებს შემდეგ დასკვნებამდე მივყავართ:

1. განპირობება შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ არც კი

გვაქვს ეჭვი, რომ ის ხდება. ურიცხვმა ცდამ დაადასტურა, რომ

ის, რასაც ვაცნობიერებთ დიდწილად არის დამოკიდებული

ჩვენს წარსულ შეგრძნებებზე, რომლებიც სინამდვილეში, ასევე,

ნაწილობრივ განპირობებულია. მაგალითად, ოპტიკური

ილუზიის ჩვენეული აღქმა, რომელიც ეიმსმა აჩვენა (იხ.

სურათი N12), მხედველობითი ფიზიოლოგიის ფუნქციად

ითვლება. თუმცა, როდესაც „მართკუთხედს“ იმ კულტურის

წარმომადგენელ ადამიანებს აჩვენებდნენ, რომელთა

საცხოვრებლის კედლები და ფანჯრები, ჩვეულებრივ, არ იყო

მართკუთხედი, ისინი ვერ ამჩნევდნენ ამ ილუზიას. აღქმა

ნაწილობრივ კულტურით არის განპირობებული. კვლევის

შედეგებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში განპირობება შეიძლება

მოხდეს „ძილის, გაღვიძების მდგომარეობაში ანუ იმ დროს,

როდესაც სუბიექტი ვერ აცნობიერებს, რომ რეაგირებს

გამოჩენილ გამღიზიანებელზე“ (Berelson & Steiner, 1964, p. 138 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

2. განპირობება რეალურად ხორციელდება მაშინაც კი, როდესაც ვიცით მის შესახებ. იმ ფაქტის

გაცნობიერება, რომ ჩვენი ქცევა მაშინაც კი შეიძლება განპირობებული იყოს, როდესაც ვიცით, რომ ეს პროცესი

მიდის და ამას ვეწინააღმდეგებით, უხერხულობასა და უცნაურ განცდას ბადებს. ერთ-ერთი

ექსპერიმენტატორი ცდის მონაწილეებს აიძულებდა, რომ მათ გარკვეული ბგერის, რომელიც ტკივილის

შოკთან იყო შეწყვილებული (თითზე ელექტროდენი მიეწოდებოდათ) გაგონებაზე თითი აეწიათ. ცდის

მონაწილენი მას შემდეგაც აგრძელებდნენ თითის აწევას, რაც მათ უთხრეს, რომ ელექტოშოკი აღარ ემუქრებათ.

ისინი ადრინდელივით წევდნენ თითებს მაშინაც კი, როდესაც ექსპერიმენტატორი სპეციალურად სთხოვდა,

რომ ეს არ გაეკეთებინათ. მხოლოდ ელექტროდების მოხსნის შემდეგ დაიწყეს ცდის პირებმა საკუთარი, ცოტა

ხნის წინ ჯერ კიდევ განპირობებული ქცევის კონტროლი (Lindley & Moyer, 1961

3. განპირობება უფრო ეფექტურია, როდესაც ადამიანმა იცის მის შესახებ და ეწყობა მას, იწყებს

თანამშრომლობას (Goldfried & Merbaum, 1973 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). ეფექტური განპირობება

– ეს არის თანამშრომლობა. არასტაბილურობა გარდაუვალია იმ შემთხვევებში, როდესაც განპირობება

ინდივიდის მხრიდან „თანამშრომლობის“ გარეშე ხდება.

სურათი N5. სკინერის ოპერანტული კაბინა.

სურათი N 6. ეიმსის ილუზია.

Page 20: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

20 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

პირობითი განმტკიცება

პირობითი განმტკიცება არის მყარი კავშირი რეაქციასა და გარემოს იმ ცვლილებას შორის, რომელსაც ეს

რეაქცია იწვევს. მაგალითად, წარმოვიდგინოთ ექსპერიმენტი, რომელშიც მტრედის მიერ ფირფიტის კენკვას

(რეაქცია) მოყვება მარცვლების მიწოდება (შესაბამისი ცვლილება გარემოში). ეს მყარი კავშირი ანუ პირობითი

განმტკიცება, ჩვეულებრივ, იწვევს კენკვის ინტენსიცობის გაზრდას. იმისათვის, რომ გავზარდოთ მხოლოდ

კენკვის ქცევის სიხშირე, მარცვლები უნდა მივაწოდოთ მხოლოდ კენკვის შემდეგ. მიწოდება უნდა მოხდეს

მკაცრად კენკვის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ და არა თავის მიტრიალებისა და დახრის ქცევების

შემდეგ. სკინერის შრომაზე დაყრდნობით, თანამედროვე ბიჰევიორალური ანალიზი ცდილობს, ქცევა

პირობითი განმტკიცების კონტექსტში ახსნას (გერიგი, 2009).

განმამტკიცებელი არის ნებისმიერი სტიმული, რომელიც მყარად არის ქცევასთან დაკავშირებული,

მოსდევს მას და ზრდის ან ინარჩუნებს სწორედ ამ ქცევის შემდგომში გავლენის ალბათობას (გერიგი, 2009;

Фрейджер, 2001). მამა-შვილის ზემოთ განხილულ მაგალითში განმამტკიცებელი იყო ტკბილეული, რომელსაც

მამა კონკრეტული დავალების სწორად და წარმატებით შესრულების შემდეგ აძლევდა შვილს (Фрейджер,

2001).

განმამტკიცებლები ყოველთვის ემპირიულად არის განსაზღვრული იმ ეფექტის მიხედვით, რომელსაც ის

ქცევის სიხშირის ალბათობაზე ახდენს. თუ გადახედავთ თქვენს ირგვლივ სამყაროს, აღმოაჩენთ სტიმულთა

სამ კლასს: (1) სტიმულები, რომელთა მიმართ ნეიტრალურად ხართ განწყობილნი; (2) სტიმულები, რომლებიც

გიზიდავთ და (3) სტიმულები, რომლებიც ავერსიულია ნუ ცდილობთ, თავი აარიდოთ მათ. ცხადია, რომ ამ

სტიმულთა კლასების შემადგენლობა განსხვავებული იქნება თითოეული ინდივიდისთვის. ის, თუ რა არის

მიმზიდველი და რა – ავერსიული, ინდივიდუალური ორგანიზმის ქცევით განისაზღვრება. მაგალითად,

მიუხედავად იმისა, რომ მარწყვი ზოგადად გემრიელად ითვლება, ზოგიერთი მას საჭმელად უვარგისად

თვლის. თუ ასეთ ადამიანს შესთავაზებთ მარწყვს, კონკრეტულ ქცევაზე პასუხად პრინციპულად განსხვავეულ

შედეგს მიიღებთ, ვიდრე მაშინ, მარწყვის მოყვარულს რომ შესთავაზოთ ის (გერიგი, 2009).

დადებითი და უარყოფითი განმტკიცება

განმამტკიცებელი შეიძლება იყოს დადებითი (პოზიტიური) და უარყოფითი (ნეგატიური) (Фрейджер,

2001).

მოვლენას, როდესაც ქცევას სასარგებლო სტიმულის მიწოდება მოყვება, დადებითი განმტკიცება ეწოდება.

ვირთხა შემოუვლის ყუთს, თუკი ამ ქცევის შედეგი საკვების მიწოდება იქნება. ადამიანები კვლავაც მოყვებიან

ანეკდოტებს, თუ ამის შედეგად მსმენელთა სიცილსა და აღფრთოვანებას მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, მათ

სიამოვნებას ანიჭებს.

მოვლენას, როდესაც ქცევას ავერსიული სტიმულის ჩამოშორება მოყჰვება, უარყოფითი განმტკიცება

ეწოდება. მაგალითა, ადამიანი, რომელსაც მარწყვი არ უყვარს, განახორციელებს ქცევას, რომელიც მას

აარიდებს მარწყვის ჭამას. ქოლგის გამოყენება წვიმის დროს იმისატვის, რომ არ დავსველდეთ, უარყოფითი

განმტკიცების ეფექტის კლასიკური მაგალითია. ამ შემთხვევაში ავერსიული სტიმულია დასველება, ქოლგის

Page 21: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

21 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

გამოყენებით კი ჩვენ თავიდან ვიცილეთ ავერსიულ სტიმულს. მანქანის უსაფრთხოების ღვედის სიგნალიც,

ერთგვარად, უარყოფითი განმამტკიცებლის ფუნქციას ასრულებს. მისი შემაწუხებელი ხმის გაჩერება ღვედის

გადაჭერით არის შესაძლებელი (გერიგი, 2009).

პოზიტიური განმტკიცება ზრდის იმ ქმედების გამეორების ალბათობას, რომლის შემდეგაც ჩნდება ის: ჭიქა წყალი

დადებითი განმტკიცებაა იმ შემთხვევაში, თუ გვწყურია, ვინაიდან თუ ამ დროს ავიღებთ და დავლევთ, მაშინ დიდია

ალბათობა, რომ მსგავს სიტუაციაში იგივეს გავაკეთებთ. ნეგატიური განმტკიცება აძლიერებს იმ ქცევას, რომელიც

ამცირებს ან აქრობს ასეთი განმტკიცების გამოჩენის ალბათობას: როდესაც ვიხდით ფეხსაცმელს, რომელიც ფეხს

გვტკენს, შვებას ვგრძნობთ და დიდია ალბათობა იმისა, რომ შემდგომშიც ასევე მოვიქცევით ანუ ისევ გავიხდით მას

(Skinner, 1974, p. 46 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

იმისათვის, რომ კარგად გავარჩიოთ ერთმანეთისგან დადებითი და უარყოფითი განმტკიცება,

დავიმახსოვროთ შემდეგი კანონზიმიერება: ორივე – დადებითი და უარყოფითი განმტკიცება – ზრდის იმ

რეაქციის ალბათობას, რომელიც წინ უსწრებს მათ. დადებითი განმტკიცება ზრდის რეაქციის ალბათობას

სასარგებლო სტიმულის მიწოდებით, ხოლო უარყოფითი განმტკიცება აკეთებს იგივეს, ოღონდ საპირისპირო

მექანიზმით – ავერსიული სტიმულის ჩამოცილებით, შემცირებით ან შეფერხებით ( (გერიგი, 2009)).

ნეგატიური განმტკიცება თავისი არსით არასასურველია ადამიანისთვის. ის სწორედ ის სტიმულია,

რომლის თავიდან არიდებასაც ესწრაფვის ადამიანი ან ცხოველი. დადებითი და უარყოფითი შედეგები

არეგულირებენ ქცევას. ეს არის სკინერის თეორიის საფუძველი. მან ივარაუდა, რომ ნებისმიერი ქცევა

შეიძლება გავიგოთ, როგორც პოზიტიური და ნეგატიური განმამტკიცებლებით განპირობებული. გარდა ამისა,

სკინერი ამტკიცებდა, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ქცევის ახსნა, თუ ვიცით ყველა წინმსწრები

განმამტკიცებლის შესახებ (Фрейджер, 2001).

გავიხსენოთ, რომ კლასიკურ განპირობებულობაში თუ უპირობო სტიმული აღარ მოგვეწოდება, პირობითი

ანუ განპირობებული რეაქცია თანდათან ქრება. იგივე კანონზომიერება ძალაში რჩება ოპერანტული

განპირობებულობის შემთხვევაშიც: თუ განმამტკიცებელი მცირდება ან საერთოც ჩამოცილებულია, ცდება

ოპერანტული ჩაქრობა. ამრიგად, თუ ქცევა აღარ იწვევს მოსალოდნელ ეფექტსა და შედეგს, ის ბრუნდება იმ

დონეზე, რომელზეც იყო ოპერანტულ განპირობებულობამდე.

საკუთარ თავზე დაკვირვებისას არ არის ძნელი, აღმოვაჩინოთ ქცევები, რომლებიც გარკვეული პერიოდი

განმტკიცებული იყო და შემდეგ ჩაქრა. თუ გქონიათ შემთხვევა, რომ ტელეფონის აპარატში ფულის

ჩაგდებისას მონეტა გაჭედილა, ვერ გილაპარაკიათ და დაგირტყამთ ავტომატისტვის? თუკი ამ დროს ფული

ჩავარდება ავტომატში, თქვენ სხვა დროსაც გაიმეორებთ იმავე ქცევას, რადგან მან ერთხელ უკვე მოიტანა

შედეგი, მაგრამ მომავალში თუ თქვენი ცდა უშედეგოდ დასრულდა, ეს ქცევაც ჩაქრება (გერიგი, 2009).

პირველ ცდებს სკინერი ცხოველებზე ატარებდა. განმამტკიცებლად ის იყენებდა საკვებს, სასმელსა და

ელექტროშოკს. განმამატკიცებლებსა და ცხოველთა მოთხოვნილებებს შორის პირდაპირი კავშირი არსებობდა.

მაგალითად, მშიერი ცხოველი გარკვეული დავალებების შესრულებას სწავლობდა: სახურავის ახდას ან

ბერკეტზე დაჭერას. დავალების შესრულების შემდეგ ცხოველი ჯილდოს სახით საკვებს იღებდა.

Page 22: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

22 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

განმტკიცების მოქმედების მექანიზმის გაგება გაცილებით რთულია, თუ უფრო რთული ანდა უფრო

აბსტრაქტული სიტუაციის გაანალიზებას დავიწყებთ. რომელ განმამტკიცებლებს მივყავართ გადაჭარბებული

კვებისკენ? რომელი განმამტკიცებლები მოქმედეენ ადამიანის ნებაყოფლობით გადაწყვეტილებაზე – დაკავდეს

საქმით, რომელიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს? რა აიძულებს სტუდენტებს, მაშინაც კი იმეცადინონ,

როდესაც სრულიად არ აინტერესებთ საგანი?

პირველადი განმამტკიცებლები – ეს ის სტიმულებია, რომლებიც დაბადებიდანვეა ჩვენში ჩადებული. ჩვენ

არ გვჭირდება მათი დასწავლა ცხოვრების მანძილზე, ისინი თავიდანვე გვაქვს. როგორც წესი, პირველადი

განმამტკიცებლები მჭიდროდ უკავშირდებიან ფიზიკურ მოთხოვნილებებსა და გადარჩენისკენ სწრაფვას.

ასეთი განმამტკიცებლების მაგალითებია ჰაერი, წყალი, საკვები, სისხლი.

მეორადი განმამტკიცებლები – ეს ის ნეიტრალური სტიმულებია, რომლებიც იმდენაც ძლიერად

ასოცირდება პირველად განმამტკიცებლებთან, რომ, საბოლოო ჯამში, თავად იწყებენ განმამტკიცების

ფუნქციის შესრულებას. მეორადი განმამტკიცებლების ნათელ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ფული.

ფულს თავისთავად არ აქვს შინაგანი ღირებულება, მაგრამ ჩვენთვის ის სხვადასხვაგვარ პირველად

განმამტკიცებლებთან არის ასოცირებული. ფული ან ფულის მიღების საბოლოო პერსპექტივა ჩვენს

კულტურაში ერთ-ერთი ფართოდ გამოყენებადი განამამტკიცებელია.

ფულის, როგორც განმამტკიცებლის, ეფექტურობა არ შემოიფარგლება ადამიანის რასით. ცდებმა აჩვენეს,

რომ შიმპანზეებს შეუძლიათ ჟეტონებისთვის მუშაობა. მათ ასწავლეს ჟეტონების აპარატში ჩაშვება, რომელიც

ბანანებს იძლეოდა ანდა ჟეტონების გამოყენება სხვა სახის ჯილდოს მისაღებად. მას შემდეგ, რაც მათ

აუკრძალეს ავტომატთან მიახლოებაა, ისინი აგრძელებდნენ მუშაობას და მიღებულ ჟეტონებს მანამდე

ინახავდნენ, სანამ მათ ისევ არ მისცეს ავტომატთან მიახლოების უფლება (Фрейджер, 2001).

ფაქტობრივად, ნებისმიერი სტიმული შეიძლება იქცეს პირობით განმამტკიცებლად, თუ ის პირველად

სტიმულს დაუწყვილდება. ერთ-ერთ ექსპერიმენტში სწორედ მარტივი ჟეტონები იყო გამოყენებული

ცხოველთა სწავლების დროს.

მასწავლებლებმა და ექსპერიმენტატორებმა დაადგინეს, რომ პირობითი განმამტკიცებელი უფრო მარტივი

გამოსაყენებელია და გაცილებით ეფექტურიცაა, ვიდრე პირველადი განმამტკიცებელი. ვინაიდან: (1)

რამოდენიმე პირველადი განმამტკიცებელი ყოველთვისაა კლასში მაშინ, როცა ნებისმიერი სტიმულის

გამოვლენა, რომელსაც მასწავლებელი აკონტროლებს, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პირობით

განმამტკიცებლად; (2) სწრაფად შეიძლება მათი გაცემა; (3) ისინი ადვილად გადასატანია; (4) მათი

განმტკიცების ეფექტი უფრო სწრაფია, რადგან ის დამოკიდებულია განმამტკიცებლის მიღებაზე და არა

ბიოლოგიურ განპირობებულობაზე, როგორც ეს პირველადი განმამტკიცებლის დროსაა (გერიგი, 2009).

ზოგიერთ დაწესებულებაში, მაგალითად, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ან ნარკოლოგიურ დისპანსერში,

ჟეტონების ეკონომიკა ამ პრინციპებს ემყარება. სასურველი ქცევები (მაგალითად, მედიკამენტის მიღება)

კარგად განიმარტება და როცა ეს ქცევა გამოვლინდება, პაციენტს ჟეტონის სახით საზღაური გაიცემა

მომსახურე პერსონალის მიერ. მოგვიანებით, ეს ჟეტონები პაციენტმა შეიძლება გადაცვალოს სხვა ტიპის

Page 23: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

23 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ჯილდოზე ან პრივილეგიაზე (Kazdin, 1994; Martin& Pear,1999 ციტირებულია წყაროში გერიგი, 2009).

განმამტკიცებელთა ეს სისტემა განსაკუთრებით ეფექტურია პაციენტის ქცევის მოდიფიცირებისთვის თავის

მოვლის ქცევის თვალსაზრისით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი პოზიტიური სოციალური

ურთიერთობების გაზრდის თვალსაზრისით.

დადებითი და უარყოფითი დასჯა

არსებობს ქცევის ჩაქრობის სხვა ტექნიკაც. ეს არის დასჯა. დამსჯელია ნებისმიერი სტიმული, რომელიც

დროთა განმავლობაში ამცირებს ამა თუ იმ რეაქციას. დასჯა არის დამსჯელის მიწოდება, რასაც მოჰყვება

რეაქცია. დადებითი და უარყოფითი დასჯა ისევე შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც დადებითი და

უარყოფითი განმტკიცება. როდესაც ქცევას მოყვება ავერსიული სტიმული, მოვლენას ეწოდება დადებითი

დასჯა4. მაგალითად, ცხელი ღუმელის შეხება ტკივილს იწვევს, რაც „სჯის“ მასზე ადრე აღმოცენებულ ქცევას,

ამიტომ მომავალში ნაკლებ სავარაუდოა, რომ ცხელ ღუმელს ხელი შეახოთ. მოვლენას, როდესაც ქცევას

მოყვება სასარგებლო, სასურველი სტიმულის ჩამოცილება, უარყოფითი დასჯა ეწოდება5. ამრიგად, როდესაც

მშობელი სჯის ბავშვს იმისათვის, რომ მან დაარტყა უმცროსს ძმას, ბავშვი სწავლობს, რომ მეორედ ძმას აღარ

უნდა დაარტყას.

მიუხედავად იმისა, რომ დასჯა და განმტკიცება ძალიან ახლოს მდგომი ცნებები, ისინი მნიშვნელოვნად

განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ამაზე, პირველ რიგში, ის მიგვანიშნებს, რომ მათ სხვადასხვა ტერმინიტ

აღვნიშნავთ. განსაზღვრების მიხედვით, დასჯა ყოველთვის ამცირებს ქცევას, განმტკიცება კი ყოველთვის

ზრდის მას. მაგალითად, ზოგიერთ ადამიანს აწუხებს თავის მწვავე ტკივილი კოფეინიანი სასმელის მიღების

შემთხვევაში. თავის ტკივილი არის სტიმული, რომელიც დადებითაც სჯის ყავის დალევის ქცევას. თუმცა,

თავის ტკივილის დროს ტკივილის ჩასაქრობად ხალხი ხშირად მიმართავს წამლებს. წამლის ეფექტი არის

სტიმული, რომელიც უარყოფითად განამტკიცებს წამლის მიღებას (გერიგი, 2009).

განმტკიცების რეჟიმი

რა სიხშირით და რამდენად რეგულარულად ხდება ახალი ქცევის განმტკიცება, რამდენაც სწრაფად ხდება

ამ ქცევის დამახსოვრება და რამდენად დიდხანს და ხშირად გამეორდება ის მომავალში? ხანგრძლივი ანუ

რეგულარული განმტკიცება აჩქარებს ახალი ქცევის დამახსოვრებას. დისკრეტული ანუ არარეგულარული

განმტკიცება უფრო სტაბილურ ქცევას ქმნის ანუ ქცევას, რომელიც იმის შემდეგაც კი გამეორდება, რაც

განმამტკიცებელი შეწყვეტს მოქმედებას ანდა ძალზე იშვიათად იმოქმედებს.

ამრიგად, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქცევის შენარჩუნებისთვის ან შეცვლისთვის განმამტკიცებელთა

რეჟიმი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე – თავად განმამტკიცებელი (Kimble, 1961 ციტირებულია წყაროში

Фрейджер, 2001). სათამაშო აპარატი, მაგალითად, დისკრეტული განმამტკიცებლის მსგავსად მოქმედებს. ის

4 დადებითი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, როგორც რაღაც, რაც ემატება სიტუაციას.

5 უარყოფითი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ, როგორც რაიმე, როდესაც რაც აკლდება სიტუაციას.

Page 24: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

24 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

მოთამაშეს სრულიად არარეგულარულად, მაგრამ საკმაოდ ხშირად აჯილდოვებს, რათა თავად ავტომატზე

თამაში სწრაფად დაიმახსოვროს და რომ თამაშის გაგრძელებაზე უარის თქმა გაუჭირდეს.

თუ განმამტკიცებელი განაპირობებს სწორ რეაქციას, მაშინ მოცემული ქცევის დასწავლა მარტივდება და

სწრაფდება. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე დასჯა (ავერსიული კონტროლი), ვინაიდან განმამტკიცებლის

მოქმედება შერჩევითად წარმართავს ქცევას წინასწარ დასახული მიზნისკენ (Фрейджер, 2001).

განმამტკიცებლის ცხრილები

რა ხდება მაშინ, როცა თქვენ არ გინდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს განუმტკიცოთ რაიმე კონკრეტული

ქცევა? ახალგაზრდა სკინერს მოუწია თავის ლაბორატორიაში ერთი კვირით ყოფნა ისე, რომ არ ჰქონდა

საკმარისი კვებითი განმამტკიცებელი თავისი მშრომელი ვირთხებისათვის. ის ეკონომიას აკეთებდა და

ვირთხებს საჭმლის ნატეხებს რაღაც ინტერვალით აძლევდა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ დააჭერდნენ

ისინი თათს ღილაკს, მეტ საკვებს ვეღარ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ ვირთხები უფრო მეტად რეაგირებდნენ ამ

პარციალურ განმამტკიცებელთა ფორმაზე, ვიდრე მუდმივმოქმედ განმტკიცებაზე. და, როგორ ფიქრობთ, რა

მოუვიდათ ცხოველებს, როცა ისინი ქცევის ჩაქრობის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და მეტი საჭმელი აღარ

იყო? ის ვირთხები, რომელთა ქცევაც უფრო იშვიათად განმტკიცდებოდა, გაცილებით ინტენსიურად

აჭერდნენ თათს ღილაკს, ვიდრე ისინი, რომლებსაც განმამტკიცებელი ყოველ ჯერზე ეძლეოდათ. სკინერი

რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს მიუახლოვდა.

ამ პარციალური განმამტკიცებლის ეფექტურობამ მიგვიყვანა კვლევამდე განმამტკიცებელთა

განსხვავებული ინტენსივობით მიწოდების შესახებ. თქვენ თვითონ განგიცდიათ განმამტკიცებლის

განსხვავებული ეფექტის როლი საკუთარ ცხოვრებაში. როცა თქვენ ხელს სწევთ კლასში, მასწავლებელი

ხან გიძახებთ და ხან _ არა. რეალურ ცხოვრებაში ან ლაბორატორიაში განმამტკიცებელი შეიძლება

მიწოდებულ იქნეს როგორც პროპორციული განმამტკიცებლის ფორმა — რამდენიმე კონკრეტული

რეაქციის შემდეგ; ან განმამტკიცებელი ინტერვალებით — როცა განმტკიცება დროის რაღაც ინტერვალის

შემდეგ გაიცემა. თითოეულ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფიქსირებულ ან ვარიაბილურ

განმტკიცებას (გერიგი, 2009).

ქცევის კონტროლი

მრავალი სხვა ფსიქოლოგისგან განსხვავებით, რომელიც მომავალი ქცევის პროგნოზირების მეთოდებით

იყო დაინტერესებული, სკინერი ქცევის გაკონტროლების შესაძლებლობების კვლევით იყო გატაცებული.

ჩვენ ყველანი იმ სამყაროს კონტროლის ქცეშ ვიმყოფებით, რომელშივ ვცხოვრობთ... კითვა ასე ჟღერს: ეს

კონტროლი შემთხვევითია, ტირანების ნებაა თუ ჩვენ თავად ვაკონტროლებთ საკუთარ თავს ჩვენი კულტურული

დონის შესაბამისად?

საფრთხე, რომელიც ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში იმალება და ქცევის კონტროლს მოიაზრებს,

უდიდესია. და ის არ მცირდება იმის გამო, რომ არაფერი ვიცით ფაქტების შესახებ. ჩვენ ვერ მივიღებთ სწორ

გადაწყვეტილებას, თუ ისევ ისე დავიჭერთ თავს, თითქოს ადამიანის ქცევა არ არის კონტროლირებადი; თუ უარს

Page 25: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

25 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ვიტყვით ამ კონტროლში მონაწილეობაზე მაშინაც კი, თუ ამას უკიდურესად სასარგებლო შედეგები მოჰყვება. ასეთი

დამოკიდებულება ჩვენ მხოლოდ მარტო გვასუსტებს და მეცნიერული ცოდნის ძალას სხვას ვაძლევთ. ტირანიის

რღვევისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია მის მიერ განხორციელებული კონტროლის ყველა მექანიზმის

გამოაშკარავება.

skineris pirovnebis Teoria

სკინერის თეორიის განხილვამდე სასარგებლო იქნებოდა მისი თეორიისა და სხვა თეორიების ძირითადი

მომენტების შედარება. პიროვნების ყველა თეორია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სტრუქტურის ცნებას:

ფროიდი ისეთ სტრუქტურულ ცნებებს იყენებდა, როგორიცაა იდი, ეგო და სუპერ-ეგო. როჯერსთან ისეთი

ცნებები გვხვდება, როგორივაა მე-კონცეფცია და იდეალური მე. ოლპორტი, აიზენკი და კეტელი პიროვნების

ნიშნის ცნებას იყენებდნენ. სტრუქტურის ცნება მოიაზრებს სისტემის შედარებით მდგრად მახასიათებლებს

და მნიშნვნელოვან როლს ასრულებს ინდივიდუალური განსხვავებების ახსნაში.

პიროვნებისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა ხაზს უსვამს სიტუაციის სპეციფიკურობასა და, გარემო

პირობების სტიმულების როლთან შედარებით, მინიმუმამდე დაჰყავს გარკვეული რეაქციებისადმი

განზოგადებული წინასწარი მზაობის როლი. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ აქ ძნელია სტრუქტურული

ცნებების პოვნა. სტრუქტურაზე საუბრისას ბიჰევიორისტული მიდგომა პროცესის აღწერას გვთავაზობს და

განსაკუთრებით იმ პროცესისა, რომელიც დამახასიათებელია ყველა ინდივიდისთვის, გამონაკლისების

გარეშე (Первин Л., 2002).

სკინერი ამტკიცებდა, რომ თუ ადამიანის განსაზღვრებას მის თვალსაჩინო ქცევაზე ავაგებთ, მაშინ სულაც

არ არის საჭირო თავის მტვრევა მისი შინაგანი პროცესების გაგებაზე. ამგვარად, პიროვნება, როგორც

ცალკეული კატეგორია, არ ფიგურირებს ქცევის მეცნიერულ ანალიზში. სკინერის განმარტებით, პიროვნება

ქცევის პატერნების ერთობლიობას წარმოადგენს. განსხვავებული სიტუაციები განსხვავებულ რეაქციებს

იწვევენ. ინდივიდის რეაქცია კი მხოლოდ წინა გამოცდილებასა და გენეტიკურ ისტორიაზეა დამოკიდებული.

სკინერი ამბობს, რომ „გონებრივ ანდა ფსიქიკურ მდგომარეობაში ყურება“ ნიშნავს პასუხების იქ ძიებას, სადაც

არ უნდა ვეძიოთ. „შინაგან სამყაროზე, როგორც შესწავლის ობიექტზე, აქცენტის გაკეთება (ფროიდი)

მეცნიერებას 50 წლით უკან სწევს,“ – წერდა იგი (Skinner, 1953, p. 56 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

სტრუქტურა

ბიჰევიორისტული მიდგომის მთლიანად და განსაკუთრებით, სკინერისეული მიდგომის სტრუქტურულ

ერთეულს რეაქცია წარმოადგენს. რეაქციების რანჟირება შესაძლებელია მარტივი რეფლექტორული

რეაქციებიდან (მაგალითად, ნერწყვის გამოყოფა საკვების დანახვაზე, შეკრთომა ხმამაღალი ბგერის

გაგონებაზე) ქცევის რთულ პატერნამდე (მაგალითად, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა, აგრესიის ფარული

ფორმები). რეაქციის ცნების განსაზღვრებაში პრინციპულია ის, რომ ის წარმოადგენს გარეგან, ქცევის

Page 26: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

26 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

დაკვირვებად ნაწილს, რომელიც შეგვიძლია გარე სამყაროს მოვლენებს დავუკავშიროთ. დასწავლის პროცესის

არსი რეაქციებსა და გარემოს მოვლენებს შორის კავშირების (ასოციაციების) დამყარებაა.

დასწავლისადმი თავის მიდგომაში სკინერი ერთმანეთისგან განასხვავებდა რეაქციებს, რომელთაც

მკაფიოდ განსაზღვრული სტიმულები იწვევენ (მაგალითად, ხამხამის რეფლექსი ჰაერის ნაკადის მოძრაობის

საპასუხოდ) და რეაქციებს, რომელთაც ვერ დავაკავშირებთ ვერც ერთ სტიმულთან. ამ მეორე ტიპის რეაქციებს

თავად ორგანიზმი ანვითარებს და მათ ოპერანტები ეწოდებათ. სკინერი თვლიდა, რომ გარემოს სტიმულები

არ აიძულებენ ორგანიზმს გარკვეული ფორმით მოქმედებას და არ უბიძგებენ მას ქმედებისკენ. ქცევის საწყისი

მიზეზი თავად ორგანიზმშია. „არ არსებობს ოპერანტული ქცევის გარეგანი აღმძვრელი სტიმული. ის

უბრალოდ ხდება, ხორციელდება. ოპერანტული დასწავლის თეორიის მიხედვით, ოპერანტებს ორგანიზმი

ქმნის. ძაღლი მიდის, მირბის, აკეთებს რაღაცას, ფრინველი მიფრინავს, მაიმუნი ხიდან ხეზე ხტის, ადამიანის

შვილი ტიტინებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ქცევა ხორციელდება რაიმე სპეციალური აღმძვრელი სტიმულის

გარეშე... წარმოიქმნება ოპერანტული ქცევა – ეს ორგანიზმის ბიოლოგიურ ბუნებაშია ჩადებული“ (Reynolda,

1986, p. 8 ციტირებული წყაროში Первин Л., 2002).

ფიზიკური სხეული

მკაცრად ექსპერიმენტულ მონაცემებზე აგებულ სისტემაში პირველხარისხოვანია ფიზიკური სხეულის

როლი. მიუხედავად ამისა, ადამიანის ქცევის წინასწარმეტყველებისთვის სრულიად არ არის საჭირო ნერვული

სისტემის სტრუქტურისა ანდა ფიზიოლოგიური პროცესების ცოდნა. ფაქტობრივად, ვინაიდან ტერმინი

პიროვნება იმ შინაარსით, რომლითაც გამოიყენება ყოველდღიურ მეტყველებაში, მოგონილი ახსნაა,

სკინერისთვის ის ორგანულად შედის ცნებაში „ფიზიკური სხეული“.

ფიზიკური სხეული, როგორც ასეთი, არასოდეს აინტერესებდა სკინერს. მისთვის ადამიანი დახურული,

მაგრამ არა ცარიელი ყუთი იყო. „იმაზე თეორიული მოსაზრებების გამოთქმის ნაცვლად, თუ რამ გამოიწვია

ესა თუ ის მოქმედება, ჯობს იმ ფაქტორების პოვნა ვცადოთ, რომლებიც ზრდიან მოცემული ქცევის მომავალში

გამოვლენის ალბათობას, განამტკიცებენ ანდა ცვლიან მას“ (Mischel, 1976, p. 62 ციტირებულია წყაროში

Фрейджер, 2001). ამრიგად, გვიანდელი ბიჰევიორისტების ყურადღება, უპირატესად, „შემომავალ“ და

„გამავალ“ მოქმედებებზე ფოკუსირდება, ვინაიდან, მათი აზრით, სწორედ ესაა ის ერთადერთი, რაც შეიძლება

სანდოდ დაფიქსირდეს (Фрейджер, 2001).

გრძნობები

სკინერს აღწერითი პოზიცია აქვს გრძნობების შესწავლისადმი. ნაცვლად იმისა, რომ გრძნობები

განვიხილოთ, როგორც ჩვენთვის გაუგებარი შინაგანი მდგომარეობა, სკინერმა შემოგვთავაზა, რომ უბრალოდ

ვისწავლოდ მათთან დაკავშირებულ ქცევებზე დაკვირვება. „ჩვენ გავსაზღვრავთ ემოციას, როგორც ამა თუ იმ

რეაქციის სისუსტეს ან სიძლიერეს მანამ, სანამ ეს გვინდა“ (1953, გვ. 166 ციტირებულია წყაროში Фрейджер,

2001). სკინერი მიუთითებს, რომ ისეთი მკვეთრად გამოხატული ემოციაც კი, როგორიცაა ბრაზი, ერთი და

იმავე ინდივიდის შემთხვევაში სხვადასხვა სიტუაციაში ქცევის სხვადასხვა ფორმით ვლინდება.

Page 27: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

27 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სკინერი თვლიდა, რომ ემოციური ქცევის გაგებაში, წინასწარმეტყველებასა და კონტროლში არსებული

სირთულეები შეიძლება მნიშვნელოვანწილად უკუგდებულ იქნას ქცევითი სტერეორიპების დაკვირვებით და

არა – შინაგან მდგომარეობებზე მითითებით (Фрейджер, 2001).

პროცესი

ქცევის საფუძვლად მდებარე პროცესების განხილვისთვის აუცილებელია განმამტკიცებლისა და

განმტკიცების ცნებებთან მიბრუნება.

სკინერს, ძირითადად, აინტერესებდა რეაქციების თავისებურებებისა და მათი კავშირის შესწავლა

განმამტკიცებელთა პროცენტებთან და მათ შორის ინტერვალებთან ანუ განმამტკიცებლების რეჟიმების

შესწავლა. ამ კავშირების შესასწავლად იგი ჩვენთვის უკვე ნაცნობ სკინერის ყუთს იყენებდა. ყუთის

კონსტრუქცია რამდენიმე სტიმულის მიწოდებისა და იმის დაკვირვების საშუალებას იძლევა, თუ როგორ

აჭერენ ვირთხები ბერკეტს ანდა როგორ უკაკუნებენ მტრედები ნისკარტს გასაღებს. სკინერის მიხედვით,

სწორედ ასეთი პირობებია საუკეთესო ქცევის ელემენტარული გამოვლინებების დასაკვირვებლად. ეს

კანონები ქცევის მართვის საშუალებით ხდება ნათელი; მოცემულ შემთხვევაში ვირთხების ქცევის მართვის

საშუალებით, რომლებიც ბერკეტზე აჭერენ და მტრედების ქცევისა, რომლებიც ნისკარტს გასაღებს

უკაკუნებენ.

ქცევა გასაგებია, თუ შესაძლებელია მისი კონტროლი იმით, რომ გარკვეულწილად ვცვლით გარემო

პირობებს. ქცევის გაგება მის მართვას ნიშნავს. ჩვენ ვმართავთ ქცევას იმით, რომ ვარჩევთ, რომელი რეაქცია

უნდა განვამტკიცოთ და რა ალბათობით. განმამტკიცებელთა ცხრილის შედგენა შესაძლებელია გარკვეული

დროის ინტერვალის ან რეაქციათა გარკვეული ინტერვალის განსაზღვრით. დროის ინტერვალების სქემით

განმამტკიცებელი დროის გარკვეული ერთეულის გასვლის შემდეგ ჩნდება, მაგალითად, ყოველი წუთის

ბოლოს, განურჩევლად რეაქციების რაოდენობისა. რეაქციის ინტერვალის შემთხვევაში კი განმამტკიცებელი

ჩნდება მას შემდეგ, რაც შესრულდება გარკვეული რაოდენობის რეაქცია (მაგალითად, ბერკეტზე ან გასაღებზე

დაჭერა).

ამგვარად, განმამტკიცებელი აუცილებლობით არ მოჰყვება ყოველ რეაქციას, არამედ შეიძლება

დროგამოშვებით ჩნდებოდეს. გარდა ამისა, განმამტკიცებლები შეიძლება მიეწოდებოდეს რეგულარული ანუ

ფიქსირებული რეჟიმით – ყოველთვის დროის გარკვეული ინტერვალის შემდეგ ანდა ყოველთვის გარკვეული

რაოდენობის რეაქციების შემდეგ. განმამტკიცებლების მიწოდება ცვალებადი რეჟიმითაც არის შესაძლებელი –

ხან ერთი წუთის შემდეგ, ხან – ორი წუთის, ხან – რამდენიმე რეაქციის და ხანაც რეაქციათა სერიის შემდეგ.

ფაქტობრივად, ოპერანტული განპირობების თეორია ცხოველების მოთვინიერებისა და წვრთნის

პრინციპების დახვეწილ ფორმულირებას წარმოადგენს. რთული ქცევის ფორმირება თანმიმდევრული

მიახლოების პროცესით ფორმირდება ანუ რთული მოქმედებების გამომუშავება ქცევის იმ ელემენტების

განმტკიცებით ხდება, რომლებიც შეესატყვისება ქცევის იმ საბოლოო ფორმას, რომლის მიღებაც გვსურს

(Первин Л., 2002).

Page 28: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

28 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ოპერანტული განპირობება ისევე აყალიბებს ქცევას, როგორც მოქანდაკე ძერწავს ფიგურას თიხისგან. მიუხედავად

იმისა, რომ ის რაღაც მომენტში თითქოს სრულიად ახალ ობიექტს ქმნის, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უკან, პროცესის

დასაწყისში, არადიფერენცირებულ თიხის გუნდასთან დაბრუნება და უამრავი პატარა ნაბიჯის ანდა ეტაპის

გამოყოფა, რომელთა გავლითაც შესაძლებელია საჭირო კონდიციამდე მისვლა. ვერც ერთ ცალკე აღებულ მომენტში

ვერ გაჩნდება რაღაც ისეთი, რომელიც მკვეთრად იქნება განსხვავებული მის წინ არსებულისგან... ოპერანტი – ეს ის კი

არ არის, რაც ქცევაში უკვე სრულიად მზა სახით ჩნდება. ეს ფორმირების უწყვეტი პროცესის შედეგია (Skinner, 1953, p.

91 ციტირებულია წყაროში Первин Л., 2002).

ფორმირების ანუ თანდათანობითი მიახლოების პროცესისთვის თვალის გადევნება ყველაზე კარგად

ცხოველების სწავლებისას არის შესაძლებელი. ანალოგიურად არის შესაძლებელი ადამიანებში რთული

ქცევის შემუშავება.

დასჯა

მიუხედავად იმისა, რომ ოპერანტული განპირობება, უმთავრესად, დადებითი განმამტკიცებლების

გამოყენებას ეყრდნობა, როგორიცაა საკვები, ფული ან შექება, სკინერის მომხრეები ისეთი განმტკიცების

მნიშვნელოვნებასაც უსვამენ ხაზს, რომელიც არასასიამოვნო სტიმულისგან ორგანიზმის გაქცევას ან თავის

არიდებას ეფუძნება. ასეთ შემთხვევებში რეაქციების განმტკიცება არასასიამოვნო სტიმულების მოშორებით ან

მათი თავიდან არიდების შესაძლებლობის მიცემით ხდება და არა – სასიამოვნო სტიმულების მიწოდებით.

ყველა ამ შემთხვევაში შედეგად ქცევის შენარჩუნება ან გაძლიერება უნდა მივიღოთ. რეაქციების ამგვარი

თანმიმდევრობები და მათი შედეგები უნდა განვასხვავოთ დასჯისგან. დასჯისას უსიამოვნო სტიმული

მოყვება რეაქციას და ამცირებს ამ რეაქციის მომავალში გამოვლენის ალბათობას. თუმცა, დასჯის მოქმედება

დროებითია და როგორც გაირკვა, არც ისე ეფექტურად აღმოფხვრის არასასურველ ქცევას. ამ მიზეზის გამო

ქცევის ფორმირებისას სკინერი, ძირითადად, დადებითი განმტკიცების გამოყენებას გვირჩევს (Первин Л.,

2002).

სკინერს მიაჩნია, რომ დასჯა არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი რაიმეს

სწორად გაკეთება. ის არ შეესატყვისება არც იმ ადამიანის მოთხოვნებს, რომელიც სჯის და არც იმისას, ვინც

ისჯება. ამრიგად, ის ხელს უშლის ადამიანის განვითარებას. როდესაც შეცდომას უშვებენ, ადამიანებს სურთ,

იცოდნენ, როგორ შეუძლიათ დაშვებული შეცდომის გამოსწოდება ანდა ის მაინც, თუ როგორ მიიღონ სწორი

გადაწყვეტილება შემდგომში. ხშირად სკინერის არასწორად ესმოდათ, მაგრამ ის ოჯახებში, სკოლებსა და

სოციალურ ინსტიტუტებში ფიზიკური დასჯის გამოყენების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო და

ამავდროულად სრულიად დასაშვებად მიაჩნდა მორალური განკიცხვა (Фрейджер, 2001).

დასჯას არ მოჰყვება დადებითი შედეგი – ეს ნიშნავს, რომ ამ გზით აღკვეთილი ქცევა, როგორც წესი, არ

ქრება. თუ პროცესი არ გააგრძელა შემდგომმა სწავლებამ, „დასჯილი“ ქცევა ან დაფარული სახით

დაბრუნდება, ან – სხვა ქცევასთან კომბინაციაში. ახალი ქცევა ან მოსალოდნელი დასჯის თავიდან არიდებაზე

იქნება მიმართული, ან შეიძლება დამჯელისკენ მიმართული შურისძიება იყოს. რაც მეტად ვიყენებთ

სხვადასხვაგვარ სასჯელს, მით მეტ პრობლემას შევეჯახებით ქცევაში.

Page 29: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

29 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სკინერი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება მართებული იყოს დასჯის გამოყენება

უკიდურესად არასასურველი ქცევის ანდა ისეთი ქცევის დასათრგუნად, რომელმაც შეიძლება ტრავმამდე ან

სიკვდილამდე მიგვიყვანოს, მაინც გაცილებით უკეთესი და ადეკვატურია მიდგომა, როდესაც იქნება

სოციალურად მისაღები ქცევის ახალი სტილის შემუშავებისთვის ხელსაყრელი გარკვეული პირობები. ამ

დროს ეს ქცევა სწრაფად დაისწავლება და მყარდება (Фрейджер, 2001).

ზრდა და განვითარება

ზრდის შესახებ თავის წარმოდგენებში სკინერი ხაზგასმით აღნიშნავს განმამტკიცებელთა რეჟიმების

მნიშვნელობას ქცევის ათვისებასა და შესრულებაში. ბავშვის განვითარებასთან ერთად, ხდება რეაქციების

ათვისება, რომლებიც გარემოს მხრიდან განმამტკიცებელი ზემოქმედების კონტოლის ქვეშ რჩება. ბავშვები

დამოუკიდებელნი ხდებიან მოქმედებების განმტკიცების მეშვეობით, რომლითაც ისინი საკუთარი თავისთვის

აკეთებენ რაიმეს, მაგალითად, მიირთმევენ სადილს ან იცმევენ ტანსაცმელს. ბავშვი იღებს ჯილდოს

დაუყოვნებლივ, უშუალოდ ამ მოქმედებების დასრულებისთანავე, მატერიალური წახალისების სახით,

როგორიცაა საკვები და სოციალური კეთილგანწყობის სახით, როგორიცაა შექება. როდესაც ბავშვს რაიმე

მოთხოვნილების დაკმაყოფილების (განმამტკიცებლის მიღების) დროში გადადებას ასწავლიან, მაშინ დროის

მცირე ინტერვალით იწყებენ და შემდეგ ნელ-ნელა ზრდიან მას. გარკვეული პერიოდის შემდეგ

სტაბილიზირდება სასურველი ქცევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვმა გამოიმუშავა დაკმაყოფილების

გადადების უნარი.

იბადება კითხვა: სად მიგვაქვს ის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ბაძავენ მშობლებს, და-ძმებსა და სხვა

ადამიანებს? აქვს თუ არა ასეთ ქცევას რაიმე მიმართება განმტკიცების კანონებთან? სკინერს მიაჩნია, რომ

ქცევის მიბაძვა პირდაპირი, უშუალო განმტკიცების გარეშეც შეიძლება მოხდეს (1990). თუმცა ეს მხოლოდ იმ

შემთხვევებში ხდება, როდესაც მიბაძვა მრავალჯერ ყოფილა წარსულში განმტკიცებული. გენერალიზაციის

წყალობით მიბაძვა თავად იძენს განმამტკიცებლის თვისებებს. თუ ბავშვს თავდაპირველად გარკვეული

ქმედებების მიბაძვის გამო აძლევენ წახალისებას, შემდგომში ეს გენერალიზირდება ზოგადად მიბაძვის

ქცევაზე და უმუშავდება მიბაძვის რეაქციებისადმი განზოგადებული მიდრეკილება. ამგვარად, სკინერის

თვალსაზრისით, ახალი ქცევა შეიძლება ათვისებულ იქნას თანმიმდევრული მიახლოების ან მიბაძვის

პროცესში რეაქციათა რეპერტუარის ფორმირების გზით (Первин Л., 2002).

ფსიქოპათოლოგია

დასწავლის თეორიის პოზიცია ფსიქოპათოლოგიისადმი შეიძლება შემდეგნაირად დავახასიათოთ:

დასწავლის ძირითადი პრინციპები მთლიანად უზრუნველყოფენ ფსიქოპათოლოგიის ადეკვატურ

ინტერპრეტაციას. არ არის საჭირო სიმპტომების ახსნის ძებნა დაფარულ სიღრმიეულ მიზეზებში.

ბიჰევიორისტული თვალსაზრისით, ქცევითი პათოლოგია არ არის ავადმყოფობა. პირიქით, ეს არის

რეაქციათა პატერნი, რომელიც დასწავლის იმავე პრინციპების შესაბამისად არის ათვისებული, როგორც

რეაქციათა ყველა სხვა პატერნი.

Page 30: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

30 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სკინერი და მისი მიმდევრები კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან არაცნობიერის ან „ავადმყოფი

პიროვნების“ ნებისმიერი კონცეფციისა. ინდივიდი არ არის ავად, ის უბრალოდ არასწორად რეაგირებს

სტიმულებზე. მან ან ვერ მოახერხა საჭირო რეაქციის ათვისება, ან კარგად აითვისა არაადამტური რეაქცია.

პირველ შემთხვევაში საუბარია ქცევით დეფიციტზე. მაგალითად, ინდივიდებმა, რომლებიც არაადეკვატურად

იქცევიან საზოგადოებაში, შესაძლოა წარსულში არ მიიღეს სათანადო განმტკიცება, რის შედეგადაც ვერ

გამოიმუშავეს აუცილებელი სოციალური უნარები. სოციალიზაციის პროცესში აუცილებელი სოციალური

უნარ-ჩვევების განმტკიცების არ მიღების შემთხვევაში ადამიანები მოზრდილობაში სოციალურ სიტუაციებზე

მთელ რიგ არაადეკვატურ რეაქციებს ავლენენ (Первин Л., 2002).

განმტკიცება მნიშვნელოვანია არა მარტო რეაქციების ათვისებისთვის, არამედ საჭირო ქცევის

შენარჩუნებისთვისაც. ასე მაგალითად, გარემოდან მომდინარე განმტკიცების არარსებობის ერთ-ერთი

შესაძლო შედეგი შეიძლება დეპრესია იყოს. ამ პოზიციის თანახმად, დეპრესია აქტივობის შემცირებაა, მათ

შორის – რეაგირების დონის შემცირება. დეპრესიული ადამიანი იმიტომ არ რეაგირებს გარემოს სტიმულებზე,

რომ გაქრა დადებითი განმტკიცება (Ferster, 1973 ციტირებული წყაროში Первин Л., 2002).

როდესაც ადამიანი დაისწავლის არაადაპტურ რეაქციას, პრობლემა ისაა, რომ ხდება ისეთი რეაქციის

ათვისება, რომელიც მიუღებლად ითვლება საზოგადოებაში ან ამ ადამიანის გარემოცვაში. ეს შეიძლება

იმიტომ ხდებოდეს, რომ რეაქცია თავისთავად ითვლებოდეს მიუღებლად (მაგალითად, აგრესიული ქცევა),

ანდა იმის გამო, რომ რეაქცია არასათანადო ვითარებაში სრულდება (მაგალითად, მხიარულება საქმიან

შეხვედრაზე). აქვე შედის ცრურწმენებთან დაკავშირებული ქცევების განვითარებაც (Skinner, 1948

ციტირებული წყაროში Первин Л., 2002). ცრურწმენასთან დაკავშირებული ქცევის გამომუშავება ხდება

რეაქციისა და განმამტკიცებლის შემთხვევითი თანხვედრის შედეგად. ასე მაგალითად, სკინერმა აღმოაჩინა,

რომ თუ მტრედებს მათი რეაქციისგან დამოუკიდებლად თანაბარი დროის შუალედებით მივცემთ საკვების

მცირე ულუფას, მათი უმრავლესობა იწყებს განმამტკიცებელთან იმ ქმედებების დაკავშირებას, რომლებიც

შემთხვევითაც დროში თანხვდება მას. მაგალითად, თუ მტრედი შემთხვევით მიიღებს საკვების სახით

მიწოდებულ განმამტკიცებელს მაშინ, როცა ის საათის ისრის საწინააღმდეგოდ დადის წრეზე, ეს მოქმედება

შეიძლება განმტკიცდეს მაშინაც კი, თუ აქ არანაირი მიზეზ-შედეგობრივი მიმართება არ არსებობს

განმამტკიცებელთან. განმამტკიცებელთან ერთი შემთხვევითი თანხვედრის შედეგად მივიღებთ მუდმივად

განმეორებად გარკვეულ ქცევას. ამრიგად, ათვისებული ქცევა ხანგრძლივი დროით შეიძლება შენარჩუნდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, მცდარი („არასწორი“) ქცევის რეპერტუარი, რომელსაც გარშემომყოფნი

„ავადმყოფურ“ ქცევას ან ფსიქოპათოლოგიას უწოდებენ, შემდეგი მიზეზების გამო ფორმირდება: მათი

ადაპტური ქცევა არ განამტკიცეს; მათ მიიღეს განმტკიცება არაადაპტურ ქცევაზე; მათ მიიღეს განმტკიცება

არასათანადო გარემოში ისეთ ქცევაზე, რომელიც სხვა პირობებში სრულიად ადაპტურად ჩაითვლებოდა.

ყველა ამ შემთხვევაში მეცნიერულ აქცენტი კეთდება გარეგან, დაკვირვებად რეაქციებზე და

განმამტკიცებელთა მიწოდების რეჟიმებზე და არა ისეთ ცნებებზე, როგორიცაა ლტოლვა, კონფლიქტი,

არაცნობიერი ანდა თვითშეფასება (Первин Л., 2002).

Page 31: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

31 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ქცევის დიაგნოსტიკა

სიტუაციის გარკვეულ მახასიათებლებთან დაკავშირებული კონკრეტული მოქმედებების შესწავლა უდევს

საფუძვლად იმას, რამაც ქცევის დიაგნოსტიკის სახელი მიიღო. სკინერის იდეების ძლიერი ზეგავლენის გამო,

დიაგნოსტიკისადმი ბიჰევიორისტული მიდგომა სამ ძირითად მომენტს გამოყოფს: (1) სპეციფიკური

მოქმედებების იდენტიფიკაცია, რომლებსაც ხშირად სამიზნე მოქმედებებს ანუ სამიზნე რეაქციებს უწოდებენ;

(2) გარემოს სპეციფიკური ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც იწვევენ სამიზნე ქცევას, განამტკიცებენ

მას ან იძლევიან მისი განხორციელების სიგნალს; (3) გარემოს სპეციფიკური ფაქტორების იდენტიფიკაცია,

რომელთა მანიპულაციაც შესაძლებელია, რათა შევცვალოთ ქცევა.

ასე მაგალითად, ბავშვის რისხვის შედეგების ქცევითი დიაგნოსტიკა უნდა მოიცავდეს: ბავშვის ფეთქებადი

ქცევის მკაფიო, ობიექტურ აღწერას; იმ სიტუაციის სრულ აღწერას, რომელსაც მივყავართ ასეთ

აფეთქებებამდე; მშობლებისა და სხვა ადამიანების რეაქციების სრული აღწერა, რომლებიც შეიძლება

განამტკიცებდნენ ქცევას; ისეთი მოქმედებების წარმოქმნისა და განმტკიცების შესაძლებლობების ანალიზი,

რომელებიც არ მოიცავენ რისხვის გამოვლინებას (Kanfer & Saslow, 1965; O’Leary, 1972 ციტირებულია წყაროში

Первин Л., 2002). ქცევის ეს ფუნქციონალური ანალიზი, რომელიც ქცევის მარეგულირებელი გარემო

პირობების იდენტიფიკაციას ისახავს მიზნად, ქცევას გარემოს კონკრეტული მოვლენების ფუნქციად მიიჩნევს.

ამ მიდგომას ABC6-დიაგნოსტიკას უწოდებენ: ჩვენ ვაფასებთ ქცევის წინმსწრებ პირობებს, თავად ქცევას და ამ

ქცევის შედეგებს (Первин Л., 2002).

Bbihevioraluri Terapiuli modeli da qcevis analizi

სკინერის რადიკალური ბიჰევიორიზმი ბიჰევიორალური თერაპიის არსია; თუმცა მისი პოზიციის

არსებითმა ლიბერალიზაციამ ბიჰევიორალური თერაპია ფსიქოთერაპიის ყველაზე სწრაფად განვითარებად

მიმართულებად აქცია ინგლისურენოვან სამყაროში.

მიუხედავად იმისა, რომ სწორედ სკინერი დასახელდა კოგნიტური ფსიქოლოოგის პირველაღმომჩენად, ეს

პატივი ყოველთვის აშინებდა მას (Skinner, 1978c ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

სკინერის რადიკალური განცხადებებისდა მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობას და, მათ შორის,

ბიჰევიორისტებს მყარად სწამთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია სტანდარტული მეთოდებით

გაზომვა, აზროვნება მაინც ყოველმხრივად უნდა იქნას შესწავლილი. კოგნიტური თეორიის მომხრე

ბიჰევიორისტი თერაპევტის ამოცანაა ქცევისა და ემოციების გამოხატვის გზების შეცვლა, მაგრამ ეს

ყველაფერი პაციენტის აზროვნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს (Фрейджер, 2001).

ზოგადი პრინციპები

ქცევის დიაგნოსტიკა, ჩვეულებისამებრ, მჭიდროდ უკავშირდება თერაპიის ამოცანებს (Первин Л., 2002).

სკინერი თერაპიას განიხილავდა, როგორც კონტროლის სფეროს, რომელსაც თითქმის შეუზღუდავი

6 A – Anticidantes – წინმსწრები მოვლენა, B – Behavior – თავად ქცევა, C – concequences – ქცევის შემდგომი მოვლენა ანუ მისი

შედეგი.

Page 32: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

32 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ძალაუფლება აქვს. ამიტომ თერაპევტი გარშემომყოფთა თვალში არის ის, რომელიც დიდი ალბათობით

ამსუბუქებს ტანჯვასა და ტკივილს. ნებისმიერი დაპირებული და რეალურად განხორციელებული დახმარება

მოქმედებს, როგორც დადებითი განმტკიცება და აძლიერებს თერაპევტების გავლენას.

ვინაიდან სკინერისეული თეორია უარყოფს პიროვნების, როგორც ასეთის, კატეგორიას, მკურნალობის

მიზანი ვერ იქნება პაციენტის თვითშეგრძნების გაუმჯობესება ანდა საკუთარი თავის უკეთესი გაგების

მიღწევა. ბიჰევიორიზმის პოზიციიდან, თერაპიის მიზანი უნდა იყოს არსებული ქცევის პატერნების შეცვლა ან

ახლის ფორმირება. სხვა სიტყვებით, არასასურველი ქცევის ამოძირკვა და ისეთი პირობების შექმნა,

რომლებშიც საჭირო ქცევა რაც შეიძლება ხშირად გამოვლინდება.

ამ წინაპირობიდან გამომდინარე, ბიჰევიორისტი თერაპევტები საკმაოდ წარმატებით მუშაობენ ისეთ

პრობლემებთან, რომლებსაც ვერ უმკლავდებოდა ფსიქოდინამიკური თერაპია. ბიჰევიორალური თერაპიის

ფართო მიმოხილვაში (Rachman & Wilson აღწერილია მკურნალობის მთელი რიგი ზედმიწევნით

დამუშავებული მეთოდები, რომელთაც, საერთო ჯამში, დადებითი შედეგი ჰქონდა. წარმატებულ თერაპიას

ექვემდებარებოდნენ ისეთი პრობლემების მქონე პაციენტები, როგორიცაა სექსუალური დისფუნქციები,

სექსუალური გადახრები, ოჯახური კონფლიქტები, ფსიქიკური აშლილობები, ჭარბწონიანობა, ცუდი ჩვევები,

ალკოჰოლიზმი და ნიკოტინზე დამოკიდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ ბიჰევიორალურ თერაპიაში რამდენიმე განსხვავებული მიდგომა არსებობს,

საზოგადოდ მიღებულია, რომ ბიჰევიორისტ თერაპევტს, ძირითადად, რეალური ქცევა აინტერესებს და არა –

პაციენტის შინაგანი მდგომარეობები ანდა ქცევის წარსულში წარმოქმნილი მიზეზები. ბიჰევიორიზმის

თვალსაზრისით, თავად სიმპტომი არის დაავადება და არა – სადღაც შიგნით მიმალული დაავადების

მანიშნებელი. მაგალითად, სახის ტიპი, ნაადრევი ეაკულაცია, ქრონიკული ალკოჰოლიზმი ანდა

ხალხმრავლობის შიში – ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც უშუალოდ უნდა დაექვემდებაროს მკურნალობას.

სიმპტომები არ გამოიყენება, როგორც პაციენტის ბავშვობის მოგონებების ან ეგზისტენციალური

პერსპექტივების მანიშნებლები.

პაციენტისთვის თერაპევტი საფრთხის მომტანი მსმენელი არ არის – ამას ამბობს ფსიქოდინამიკური

თეორიაც. ამიტომ, ბიჰევიორალური ტერმინებით, პაციენტი თავისუფალია ქცევის გამოვლინებაში, რომელსაც

ადრე თრგუნავდა. ეს შეიძლება იყოს ტირილი, მტრული გრძნობები ანდა სექსუალური ფანტაზიები. თუმცა,

ასეთი გამოვლინებებისას ბიჰევიორისტი თერაპევტი დაუყოვნებლივ შეგნებულად იკავებს თავს

განმამატკიცებლების შემოტანისგან. თერაპევტი დაინტერესებულია ქცევის ისეთი ფორმების სწავლებაში,

გავარჯიშებასა და სტიმულაციაში, რომლებიც ეფექტურად შეძლებენ დისკომფორტის შემქნელი ან

ცხოვრებაში ხელისშემშლელი ქცევისთვის კონკურენციის გაწევას, შემდეგ კი სულაც აღმოფხვრიან მას.

მაგალითად, შესაძლებელია პროგრესირებადი რელაქსაციის სწავლება, რომელიც შეამცირებს სპეციფიკურ

შფოთვით რეაქციებს, ხოლო საკუთარ თავში დარწმუნებულობის სტიმულაცია დაეხმარება პაციენტს,

გადააბიჯოს მორიდებულობას ან მორცხვობას (Фрейджер, 2001).

Page 33: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

33 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

სკინერი თვლიდა, რომ უმჯობესია იმ გარემო პირობების მოდიფიცირება, რომელშიც ცხოვრობს

ინდივიდი, ვიდრე – დადანაშაულება და დასჯა მის მიერ ნორმიდან გადახრილი ქცევის

განხორციელებისთვის. თუ ქცევა ნამდვილად შერჩევითი განმტკიცების შედეგია, მაშინ ნორმიდან

გადახრილი ქცევა გარემო პირობების ფუნქციას წარმოადგენს. გამოყენებით ბიჰევიორალურ ანალიზში

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაციენტის საერთო გარემოცვას და არა – ნორმიდან გადახრილი ქცევის

ფსიქოდინამიკას.

სკინერმა იმის შესწავლას ჩაუყარა საფუძველი, თუ როგორ იცვლება ადამიანის ქცევა საზოგადოებრივი

ინსტიტუტების პირობებში. მან გვიჩვენა, რომ მას, ვისაც შეუძლია გარემოცვის კონტროლი, საკუთარი ქცევის

კონტროლიც ხელეწიფება (Lindsley, Skinner, Solomon, 1953; Skinner, 1984b ციტირებულია წყაროში Фрейджер,

2001).

თუ განმამტკიცებლები ისე იცვლება, რომ დევიანტური ქცევა აღარ მტკიცდება, მაშინ ქცევის მოცემული

მოდელი უნდა გამოირიცხოს ადამიანის ქცევითი რეპერტუარიდან და აღარასოდეს გამოჩნდეს. გარდა ამისა,

გარემოებები შეიძლება მხოლოდ გარკვეული სახის ქცევის მიღწევის მიზნით შეიცვალოს, რომელიც

განსაკუთრებით სასურველად ითვლება (Goodall, 1972a, 1972b ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001). ქცევის

მოდიფიკაციაში უმთავრესია იმ ქცევითი პატერნების „განადგურება“, რომლებიც თავისთავად წარმოადგენენ

ნორმიდან გადახრას, ან მივყავართ ნორმიდან გადახრილი, შესაძლოა, კრიმინალურ, შედეგებამდე. ეს იდეები

როგორც წარსულში, ისე – ახლა აქტიურად გამოიყენება საგანმანათლებლო და ინსტიტუციურ

დაწესებულებებში, როგორიცაა საავადმყოფოები, საპატიმროები, არასრულწლოვანთა კოლონიები და

სკოლები (Gilbert and Gilbert, 1991 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ქვემოთ მოცემულია დებულებები, რომლებშიც განსაზღვრულია ბიჰევიორალური თერაპიის

სპეციფიკური ბუნება და ის, რაც საერთო აქვს მას მკურნალობის სხვა მეთოდებთან (Фрейджер, 2001):

1. ბიჰევიორალური თერაპია ეხმარება ადამიანებს, რომ ცხოვრებისეულ სიტუაციებზე მათი რეაქციები

მათთვის ყველაზე ადეკვატური მეთოდით ხორციელდებოდეს. ამაში შედის ინდივიდის სასურველი

ქცევის, აზრებისა და გრძნობების გამეორების სიხშირის გაზრდა ან/და სპექტრის გაფართოვება; ასევე,

არასასურველი ქცევის, აზრებისა და გრძნობების შემცირება ან სრულად აღმოფხვრა.

2. ბიჰევიორალური თერაპია არ ისწრაფვის ურთიერთობების ემოციური საფუძვლის ან ინდივიდის

შინაგან სამყაროში არსებული გრძნობების შეცვლისკენ.

3. ბიჰევიორალური თერაპია ამტკიცებს, რომ პოზიტიური ურთიერთობა თერაპევტთან ეფექტური

ფსიქოთერაპიის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

4. ბიჰევიორალურ თერაპიაში პაციენტის ჩივილები ფსიქოთერაპიული მკურნალობის ძირითად

მომენტს წარმოადგენენ. ისინი განიხილება არა როგორც სიმპტომები, არამედ – როგორც თავად

დაავადება.

5. ბიჰევიორალურ თერაპიაში პაციენტი და თერაპევტი პრობლემის ნათელ და ამომწურავ გაგებამდე

მიდიან, რომელიც პაციენტის რეალური ქცევის აღწერით არის გამოხატული (ანუ ქმედებებით,

Page 34: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

34 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

აზრებითა და გრძნობებით). ისინი ერთობლივად სახავენ მკურნალობის გარკვეულ მიზნებს,

რომლებსაც იმდენად მკაფიოდ აყალიბებენ, რომ თერაპევტიც და პაციენტიც აფიქსირებენ ამ მიზნების

მიღწევას (Jacks, 1973 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

მაგალითი

განვიხილოთ შემთხვევა, რომელიც მიზნად ისახავს დახმარების გაწევას დედისთვის, რომელიც ვერ

უკმლავდებოდა 4 წლის ვაჟიშვილის აგრესიულობის შეტევებს და მუდმივ სიჯიუტეს. ამის გამო მიმართა მან

კლინიკას დახმარებისთვის (Hawkins et al., 1966 ციტირებულია წყაროში Первин Л., 2002). ფსიქოლოგებმა,

რომლებმაც ამ საქმეს მოკიდეს ხელი, დიაგნოსტიკისადმი და მკურნალობისადმი საკმაოდ ტიპური

ბიჰევიორისტული მიდგომა გამოიყენეს. პირველ რიგში, განხორციელდა დედასა და შვილზე დაკვირვება

სახლში იმ მიზნით, რომ განესაზღვრათ არასასურველი ქცევები; დრო, როდესაც ეს ქცევები იჩენდნენ თავს;

განმამტკიცებლები, რომლებიც ყველაზე მეტად უწყობდნენ ხელს ასეთი ქცევის განმტკიცებას. შედეგად

დადგინდა ცხრა მოქმედება, რომელიც არასასურველი ქცევების ძირითად სიაში მოხვდა:

1) კბენს საკუთარი პერანგის სამაჯურს ან ხელს;

2) ენას ყოფს;

3) ურტყამს ან კბენს საკუთარ თავს, სხვებს ან ნივთებს;

4) საგნებს ან ადამიანებს შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეძახის;

5) ტანსაცმელს იგლეჯს ან იმუქრება, რომ ასე მოიქცევა;

6) ხმამაღლა და მომთხოვნად ყვირის „არა!“

7) იმუქრება, რომ გატეხს რამეს ან სცემს ვინმეს;

8) ისვრის საგნებს;

9) ხელს კრავს თავის დას.

დედა-შვილის ურთიერთქმედებაზე დაკვირვებამ აფიქრებინა ფსიქოლოგებს, რომ არასასურველ ქცევას

დედის ყურადღება განამტკიცებდა. მაგალითად, ის ხშირად ცდილობდა შვილის ყურადღების გადატანას

სათამაშოს ან საჭმლის შეთავაზებით.

თერაპიის პროგრამა იმის ქცევითი ანალიზით დაიწყო, თუ რამდენაც ხშირად ახორციელებდა ბავშვი

ერთ-ერთ არასასურველ ქცევა ერთსაათიანი სეანსის დროს, რომელიც მათ სახლში ტარდებოდა კვირაში ორ-

სამჯერ. სანდოობის მაღალ ხარისხში დარწმუნებულობის მისაღწევად არასასურველ ქცევას ორი ფსიქოლოგი

აკვირდებოდა. ეს პირველი ფაზა, რომელსაც ბაზისური პერიოდი ეწოდება, 16 სეანსი გრძელდებოდა. ამ

პერიოდის განმავლობაში დედა-შვილი ისე იქცეოდნენ, როგორც ყოველთვის. არასასურველი ქცევის

დეტალური დიაგნოსტიკის შემდეგ, რომელიც ამ ბაზისურ პერიოდში განხორციელდა, ფსიქოლოგებმა

დაიწყეს პროცესში ჩარევა ანუ თერაპიული პროგრამის განხორციელება. ახლა დედას სთხოვდნენ, რომ

შვილისგან მოეთხოვა არასასურველი ქცევის შეწყვეტა ანდა ყოველ ჯერზე ის ოთახში მარტო დაეტოვებინა

ყოველგვარი სათამაშოს გარეშე, როდესაც ის ისევ არასასურველად იქცეოდა. გარდა ამისა, დედას აძლევდნენ

Page 35: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

35 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ინსტრუქციას, რომ შვილისთვის მიექცია ყურადღება და გამოეხატა კმაყოფილება, როცა ის კარგად იქცეოდა.

სხვა სიტყვებით, ფსიქოლოგები ცდილობდნენ ცუდი ქცევის დადებითი განმტკიცების აღმოფხვრასა და

სასურველი ქცევის დადებითი განმტკიცების უზრუნველყოფას. ამ პერიოდში, რომელსაც პირველი

ექსპერიმენტული პერიოდი ეწოდება, ისევ იზომებოდა არასასურველი ქცევის სიხშირე და აღინიშნებოდა

მისი სიხშირის შესამჩნევი შემცირება. ბაზისურ პერიოდში არასასურველი ქცევის სიხშირე 18-დან 113-მდე

მერყეობდა, პირველ ექსპერიმენტულ პერიოდში კი თითოეულ სეანსზე მხოლოდ 1-დან 8 ქცევამდე მოდიოდა.

პირველი ექსპერიმენტული პერიოდის დასრულების შემდეგ დედას სთხოვეს, რომ დაბრუნებოდა

ადრინდელ ქცევას, რათა ენახათ, მართლაც მისმა განმამტკიცებელმა ზემოქმედებამ გამოიწვია თუ არა

ცვლილება შვილის ქცევაში. ამ მეორე ბაზისური პერიოდის მანძილზე შვილის არასასურველი ქცევები ერთ

სეანსზე 2-დან 24 რეაქციას შორის მერყეობდა. ამგვარად, ასეთი რეაქციების რაოდენობა რამდენადმე

გაიზარდა, მაგრამ არ დაუბრუნდა წინანდელ ბაზისურ (საწყის) დონეს. თუმცა, დედამ თქვა, რომ მას

გაუჭირდა რეაგირების თავდაპირველ მეთოდთან დაბრუნება, რადგან ახლა ის უფრო მეტად იყო

დარწმუნებული საკუთარ თავში. ასე მაგალითად, ის ამ პერიოდის განმავლობაშიც უფრო მყარ მითითებებს

აძლევდა შვილს, იშვიათად ნებდებოდა მოთხოვნის შესრულებაზე უარის მიღებისას და მეტი სიმპათიით

რეაგირებდა შვილის დადებით ქცევაზე, ვიდრე ადრე. ამის შემდეგ დედას სთხოვეს, ისევ დაბრუნებოდა

სასურველი ქცევის დადებით განმტკიცებას და არასასურველი ქცევის არ განმტკიცებას, რის შედეგადაც

არასასურველი ქცევის სიხშირე ისევ შემცირდა (მეორე ექსპერიმენტული პერიოდი). 7 აღმოჩნდა, რომ

არასასურველი მოქმედებების დაბალი დონე შენარჩუნდა 24 დღის შემდეგაც (შედეგების პერიოდი) და დედამ

თქვა, რომ დადებითი ცვლილებები გრძელდებოდა (Первин Л., 2002).

Sefaseba

სკინერის ბიჰევიორიზმი გამოიყენება მკურნალობისა და სწავლების ახალი მეთოდების შემუშავებისთვის.

მისი იდეების გავლენით შეიცვალა პროგრამები უნივერსიტეტებში, საპატიმროებში, ფსიქიატრიულ

კლინიკებში, საავადმყოფოებსა და დაწყებით სკოლებში. რამდენიმე ექსპერიმენტული საზოგადოებაც კი

შეიქმნა, რომლებიც „მეორე ვალდენში“ მოცემული იდეებისა და მიზნების პრაქტიკაში რეალიზაციას

ცდილობდა (Ishaq, 1991; Kinkade, 1973; Roberts, 1971 ციტირებული წყაროში Фрейджер, 2001).

7 მთელ ამ პროცედურას ABA ექსპერიმენტული დიზაინი ეწოდება, როდესაც დამოუკიდებელი ცვლადის მოქმედება ორ

ჯგუფზე კი არ მოწმდება (ანუ არ ხდება ჯგუფთაშორისი შედარება), არამედ ერთი ჯგუფის შიგნით (ანუ ჯგუფშიდა

შემოწმება), როდესაც ერთი და იგივე ცდის პირია კვლევის ყველა ეტაპის მონაწილე. სხვა სიტყვებით, დამოუკიდებელი

ცვლადის მოქმედებამდე იზომება არსებული ბაზისური მდგომარეობა, შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში

მიეწოდება დამოუკიდებელი ცვლადი (ამ შემთხვევაში თერაპიული ჩარევა) და ამის შემდეგ ისევ იხსნება

დამოუკიდებელი ცვლადი და ისევ ხდება საწყის მდგომარეობაში დაბრუნება. ამ ეტაპზე მოწმდება, რამდენად ჰქონდა

ეფექტი დამოუკიდებელი ცვლადის მოქმედებას. ბოლოს კი ისევ მიეწოდება დამოუკიდებელი ცვლადი. თითოეულ

ეტაპზე ხდება ქცევის დეტალურად ჩაწერა და მისი გრაფიკული ანალიზი.

Page 36: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

36 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ვინაიდან სკინერმა თავისი ინტერესების სფეროში შეიტანა ყველაფერი, რაც ადამიანებს მოსდით სახლში,

სასწავლებელსა და სამსახურში, მან ურიცხვი მომხდე და მოწინააღმდეგე შეიძინა. თავისუფლების,

შემოქმედების, პიროვნების მისეული ხედვა და ურყევი რწმენა, რომ სამყაროს გარე ძალები მართავენ,

მომნუსხველად მოქმედებდნენ, ტანში ჟრუანტელს იწვევდა. 1984 წელს სკინერმა გადაწყვიტა, თავისი ექვსი

ყველაზე რადიკალური ნაშრომი დაეგზავნა პროფესიონალთა ჯგუფისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი

იყვნენ ბიჰევიორიზმით. 174-სგან მიიღო პასუხი. თავიანთ დეტალურ კომენტარებში მათ გააანალიზეს

სკინერის ნაშრომების პრაქტიკულად ყველა ასპექტი – იდეოლოგიური, მეცნიერული და ფილოსოფიური.

შემდგომში სკინერმა თითოეულს ცალ-ცალკე უპასუხა.

ეს კრიტიკული კომენტარები, სკინერის პასუხებთან ერთად, შეაგროვეს და „Behavioral and Brain Sciences“-

ის ერთ-ერთ ნომერში (1984) გამოქვეყნდა. თითქმის ყველა კრიტიკოსს სკინერმა უპასუხა, რომ ისინი არ

არასწორად იყვნენ ინფორმირებულნი, ან გულწრფელად ეშლებათ. აღმოაჩინა რა, რომ რაც უფრო დაჟინებით

იცავდა თავის იდეებს, მით მეტ ყურადღებას იქცევდნენ მისი იდეები, სკინერმა გადაწყვიტა, რომ მყარად

დაეცვა ყველა თავისი პოსტულატი, ისინიც კი, რომლებიც 30 წელზე მეტი ხნის წინ ჩამოაყალიბა. სკინერი

წერდა: „ჩემი გამოცდილებით, ფსიქოლოგებისა და ფილოსოფოსების სკეპტიციზმი ბიჰევიორიზმის

ადეკვატურობასთან დაკავშირებით არის სიდიდე, რომელიც მოცემული თეორიის მათ მიერ გაგების

უკუპროპორციულია“ (1984, p. 723 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ცხოვრების ბოლო წლებში სკინერი ისეთივე ურჩი იყო. სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე

რადიოინტერვიუში გაოცებული აღნიშნავდა: „მანამდე მოვკვდები, ვიდრე ჩემი კრიტიკოსები ბოლო

ნაშრომისთვის მომაკითხავენ“ (NPR, 1990 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ცხოვრება რომ უფრო გასაგები გამხდარიყო, სკინერმა წამოაყენა ადამიანის ბუნების კონცეფცია, რომელიც

გასაოცარია თავისი პირდაპირობით, ლაკონურობითა და მეტაფიზიკური მსჯელობების სრული არქონით.

მყარად ეყრდნობოდა რა თანამედროვე მეცნიერების მეთოდოლოგიას, მან მოგვცა საკუთარი თავის გაგების

იმედი, ყოველგვარ ინტუიციასა და ღვთაებრივი ჩანაფიქრის დახმარების გარეშე.

სკინერი იყო პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, რომლის აღმოჩენები ვირთხებსა და მტრედებზე ჩატარებულ

ლაბორატორიულ ექსპერიმენტებს ეფუძნებოდა; თუმცა, „მეორე ვალდენის“ დაწერის შემდეგ მან მტკიცედ

თქვა უარი ლაბორატორიული მკვლევრის სტატუსზე და ბიჰევიორიზმის იდეის მჭერმეტყველ დამცველად

იქცა (Elms, 1981 ციტირებულია წყაროში Фрейджер, 2001).

ზუსტად ისეთივე შოკის მომგვრელი იყო სკინერის მტკიცება იმის შესახებ, რომ ჩვენ ამორალური

არსებები ვართ, რომლებიც გარეგანი გარემოებების გავლენით ვმოქმედებთ, როგორც ფროიდის იდეა იმის

შესახებ, რომ ჩვენ ყველანი ამორალურები ვართ და ჩვენს ქცევას ვნება და სიხარბე წარმართავს. ამ იდეამ

აღაშფოთა ინდივიდუალისტების თაობა, რომელიც პიროვნული არჩევანითა და პირადი დამოუკიდებლობის

იდეებზე იყო გაზრდილი.

სკინერი თვლიდა, რომ ყველა უთანხმოება რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა მოგვარდეს და არა

აბსტრაქტული მსჯელობებითა და დასკვნებით. მან მეცნიერებაში არგუმენტირებული ფაქტები დააბრუნდა

Page 37: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

37 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

და უარყო წმინდა ემოციებზე აგებული კამათი. სკინერმა „გამოჭედა“ ადამიანის ქცევის გაგებისადმი

სისტემატური მიდგომა, რომელიც არსებითად ზემოქმედებს თანამედროვე კულტურასა და შეხედულებებზე

(Фрейджер, 2001).

Sejameba

სკინერი თვლიდა, რომ, პირველ რიგში, ადამიანის ქცევა უნდა შევისწავლოთ. აზროვნებისა და

განცდებისგან განსხვავებით, ადამიანის ქცევას შეგვიძლია დავაკვირდეთ, გავზომოთ და გავაანალიზოთ.

ადამიანის თვალსაჩინო ქცევიდან გამომდინარე, შესაძლებელია „მე“-ს განსაზღვრა და ამ შემთხვევაში

აღარ არის აუცილებელი ადამიანში ანუ „მე“-ში მიმდინარე შინაგანი პროცესების შესწავლა.

სკინერმა ადამიანის ქცევის დაკვირვების, გაზომვის, წინასწარმეტყველებისა და გაგების სხვადასხვა

მეთოდი შექმნა. ვინაიდან იგი არ ენდობოდა ქცევის სუბიექტურ, მენტალურ ინტერპრეტაციას,

სპეკულაციებსა და გარემოებებით მეშვეობით ახსნებს, მან საკუთარი იდეები ადამიანებისა და

ცხოველების დაკვირვებად ქცევაზე დააფუძნა.

სკინერი ლაპარაკობდა ორგანიზმის, როგორც ასეთის, შესწავლაზე. მისი დაშვებები ადამიანის ქცევის

შესახებ ეფუძნებოდა ზუსტ ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში შეგროვილ დიდძალ ინფორმაციას.

მიუხედავად იმისა, რომ სკინერი მხოლოდ დაკვირვებად მონაცემებთან მუშაობდა და ამტკიცებდა, რომ

მისი პოზიცია მკვეთრად განსხვავდებოდა თეორეტიკოსების მოსაზრებისგან, მისი გავლენა მთლიანად

საზოგადოებაზე და ფსიქოლოგიაზე იზრდებოდა იმის პარალელურად, რომ მისი კვლევების მონაცემები

ხვდებოდა თეორიაში, რომელიც სცილდებოდა ცხოველების კვლევის ფარგლებს.

სკინერი არ თვლიდა ადამიანებს შემოქმედებით და შემომქმედ არსებებად, პირიქით, ის ფიქრობდა, რომ

ადამიანის ქცევა გენეტიკისა და გარემოს ფაქტორებით განისაზღვრება.

იგულისხმება, რომ შესაძლებელია მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველება წარსულის მოვლენებზე

დაყრდნობით.

როდესაც ადამიანები ვერ იგებენ მეორე ადამიანის ქცევას, ან არაფერი იციან მისი წარსულიდან ან

მომავლიდან მომდინარე განმამატკიცებელი პატერნების შესახებ, მაშინ ისინი ამ ადამიანის ქცევის

მოგონილი ახსნის შექმნას იწყებენ. სკინერის მიხედვით, არაკორექტული იქნებოდა ისეთი ტერმინების

გამოყენება ადამიანის ქცევის აღწერისას, როგორიცაა თავისუფლება, ღირსება, ავტონომიური ადამიანი,

ნება ანდა კრეატულობა.

სკინერი მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანს შეიძლევა ვასწავლოთ ადამიანებისთვის ან ცხოველებისთვის

დამახასიათებელი პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ქცევის განხორციელება და იმ სიხშირით

განხორციელება, რაც საჭირო იქნება მოცემული მიმართულებისთვის.

ოპერანტულ დასწავლაზე მოქმედი ცვლადების კვლევამ აჩვენა, რომ დასწავლა განცობიერების გარეშე

მიიღწევა, მაგრამ ის ყველაზე ეფექტური მაშინ არის, როცა სუბიექტი აცნობიერებს მას და

თანამშრომლობს მასთან მომუშავე პროფესიონალთან.

Page 38: Dbiheviorizmi daswavlis Teoriebi - socpoli.files.wordpress.com · ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი-დასწავლისთეორიები,ნაწილიii

38 ლილი ხეჩუაშვილი ბიჰევიორიზმი - დასწავლის თეორიები, ნაწილი II

ადამიანის ქცევას დადებითი და უარყოფითი შედეგები აკონტროლებენ. თუ საკმარისი ინფორმაცია

გვაქვს ადრე მოქმედი განმამტკიცებლების შესახებ, ადამიანის ნებისმიერი ქცევის ახსნას შევძლეთ.

ის, თუ რამდენად სწრაფად არის შესაძლებელი ახალი ტიპის ქცევის სწავლება და რამდენად ხშირად

გამეოდება ეს ახლად ნასწავლი ქცევა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად რეგულარულად და

ხშირად ხდება მისი განმტკიცება. მუდმივი განმტკიცება ზრდის ახალი ტიპის ქცევის დასწავლის ტემპს.

სწავლება თვისობრივად უმჯობესდება, როდესაც ხდება სწორი რეაგირების განმტკიცება. ვინაიდან

განმტკიცება შერჩევითად წარმართავს ქცევას წინასწარ დასახული მიზნისკენ. ის უფრო ეფექტური

იქნება, ვიდრე დასჯა ანდა კონტროლი ანტიპათიის დახმარებით.

თუ შევძლებთ ადამიანის გარემოცვის შეცვლას, შევძლებთ მისი ქცევის გაკონტროლებასაც. სწორედ

ქცევის კონტროლია თავისუფლება.

სკინერისთვის პიროვნული ზრდა გარშემომყოფთა ჩვენთვის სასარგებლო კონტროლის ზრდისა და

უსიამოვნო პირობების მინიმუმამდე დაყვანის უნარს წარმოადგენს.

სკინერი თვლის, რომ პიროვნება, ამ სიტყვის საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით, ფიქციაა.

ცნობიერება და სხეული განუყოფელია ერთმანეთისგან.

სკინერს მიაჩნია, რომ იმის ნაცვლად, რომ ემოციები ბუნდოვან შინაგან მდგომარეობებად მივიჩნიოთ,

უნდა გამოვიყენოთ აღწერითი მიდგომა. ადამიანებმა უნდა ისწავლონ საკუთარ განპირობებულ ქცევაზე

დაკვირვება.

ბიჰევიორისტების აზრით, სიმპტომი თავად დაავადებაა და არა რაიმე დაფარული ავადმყოფობის

გამოვლენა. მკურნალობის პროცესი უშუალოდ მასზე უნდა წარიმართოს (Фрейджер, 2001).

Bibliography Первин Л., Д. О. (2002). Психология личности, теория и исследования. Moscow: изд. Прогресс.

Фрейджер, Р. Ф. (2001). Личность: теории, эксперименты, упражнения. . Москва: изд. ОЛМА-ПРЕСС.

გერიგი, ზ. ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება. თბილისი: თსუ გამომცემლობა.