6
სსსსსსსსს სსსსსსსსს სსსსსს სსსსს მმმმმმმმმმმმ მმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ, I მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ: მმმმმ მმმმმმმმმმმ სსსსს სსსსსსსსსს სსსსსსსსსსსს

Doc2

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: Doc2

სახეობათა წარმოშობა

მარიამ ჭედია

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ბაკალავრიატი, I კურსი

სამეცნიერო ხელმძღვანელი: დავით თარხნიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2016

სახეობათა წარმოშობა

Page 2: Doc2

ინგლისელ ნატურალისტს, ჩარლზ დარვინს ეკუთვნის წიგნი „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით“, რომელიც 4 თავისგან შედგება და თითოეულ მათგანში ინდივიდუალური თემაა განხილული.პირველ თავში საუბარია მოშინაურების დროს ცვალებადობის მიზეზებსა და ხელოვნურ გადარჩევაზე, სელექციაზე. ადამიანს შეუძლია გამოყვანა ინდივიდუალური ფორმების ერთი და იგივე სახეობიგან. დარვინი შინაური ცხოველებისა თუ მცენარეების ნაირსახეობისა თუ ქვენაირსახეობის განსხვავებულობამ დააფიქრა. მას უკვირდა, რამდენად მრავალფეროვანია ადამიანის მიერ შექმნილი ჯიშები და საბოლოოდ, დაასკვნა, რომ შინაური ფრომები მათი წინამორბედებისგან განსხვავებით საკმაოდ განსხვავებულ სასიცოცხლო პირობებში წარმოიშვნენ. შესაძლოა ცვალებადობა საკვების ხელმისაწვდოობითაც იყოს განპირობებული. ამასგარდა, უშუალოდ დიდ გავლენას ახდენს სასიცოცხლო პირორბების ცვლილება ცხოველისა თუ მცენარის გამრავლებასა და ცვალებადობაზე. ცხოველის მოშინაურება მარტივია, თუმცა მას ვერ აიძულებ გამრავლდეს შეზღუდულ პირობებში, ამასგარდა, უამრავი ცხოველია,(მაგ; კურდღელი) რომელსაც რთულ ბუნებრივ პირობებშიც კი შეუძლია უპრობეოდ გამრავლება. ამგვარად, ცვალებადობის კანონები საკმაოდ რთულია. ცვალებადობა მემკვიდრეობით გადაეცემა ცოცხალ ორგანიზმებს. დიდი ალბათობით, მემკვიდრეობა და რევერსია განაზღვრავს შენარჩუნდება თუ არა ცვლილება. ცხოველთა თუ მცენარეთა ნაირსახეობა უსასრულოა, ხოლო ცვალებადობა, რომელიც მემკვიდრეობით არ გადადის ყოველგვარ ინტერესს მოკლებულია.დარვინისთვის შთამომავლობაში შორეული წინაპრებისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გამოვლენა, ანუ ატავიზმი, გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა, ვინაიდან მან არ იცოდა, როგორ გამოიყურებოდა მათი წინაპარი. გამომდინარე აქედან, რთული იყო დასკვნების გამოტანა. თუმცა, ავტორმა დანამდვილებით იცოდა, ნაირსახეობა გარკვეული დროის განმავლობაში აუცილებლად იბრუნებს თავისი წინაპრის ზოგიერთ თვისებებს. მან შინაური მტრედების მრავალი ჯიში გამოიკვლია და, მიუხედავად იმისა, რომ მტრედების სხეულის ზოგიერთი ნაწილი ნორმიდან მკვეთრად გადახრილია, დაასკვნა, რომ მათი წინაპარი გარეული კლდის მტრედია, რომლებიც მისი გეოგრაფიული ქვესახეობებია.

Page 3: Doc2

საბოლოოდ, უამრავი კვლევისა მიუხედავად დარვინი აღნიშნავს, რომ ცვალებადობა ბევრ უცნობ კანონს ექვემდებარება, დაზუსტებით არც ის ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია სასიცოცხლო პირობები ან შესაძლებელია თუ არა გარკვეული შედეგი მივაწეროთ გავარჯიშებას ან გაუვარჯიშებლობას შინაური ჯიშების ცვალებადობის წარმოშობისას.მეორე თავში განხილულია ცვალებადობა ბუნებაში, რა არის სახეობა და ნაირასეობა. დარვინი ასკვნიდა, რომ შეუძლებელია სახეობები ერთნამეთისგან დამოუკიდებლად შექმნილიყო, არამედ ისინი წარმოიშვნენ სხვადასხვა სახეობებიდან, როგორც ნაირასეობები. შესაბამისად, სახეობა საკმაოდ მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანია, ხოლო ნაირსახეობა ამ სახეობებთან ახლოს მდგომი მეორე სახეობაა, იშვიათი და ერთგვაროვანი. მაგალითისთვის, გალაპაგოსის არქიპელაგზე მცხოვრები ფრინეველები, კონკრეტულად მთიულები განვიხილოთ. არსებობს საკმაოდ ბუნდოვანი და პირობითი განსხვავებები, რომელიც, სხვადასხვა კუნძულებზე დასახლებულ, სახეობებსა და ნაირსახეობებს შორისაა. აგებულებით თითქმის იდენტურნი, შესაძლოა გვევარაუდა, რომ მათი წინაპრებისგან საერთოდ არ განსვავდებოდნენ, მაგრამ მთიულების ნისკარტის ფორმა აბსოლიტურად სხვადასხვა გახლდათ. იმ კუნძულებზე, სადაც არ მოიპოვება მცენარეული საჭმელი, ჩიტებს ვიწრო და მოკლე ნისკარტი აქვთ, რომელიც მოსახერხებელია მწერებზე ნადირობისას, ხოლო იმ კუნძულებზე, სადაც ბუჩქნარი და კენკრა მრავლადაა, მათ გააჩნიათ, მასიური, მსხვილი ნისკარტი. დარვინს მიიჩევდა, რომ მთიულებს ერთიანი წინაპრები ჰყავდათ, რომლებიც არქიპელაგის განსხვავებულ კუნძულებზე დასახლდნენ და მათთვის უცხო ბუნებრივი პირობების გამო ჩამოყალიბდა რამდენიმე განსხვავებული მთიულას ნაირსახეობა. ამაგრადა, მრავლადაა ე.წ სიმახინჯები, ნებისმიერი ნორმიდან გადახრილი ორგანიზმი, რომლებიც დროთაგანმავლობაში ნაირასეობაში გადადის. ისინი სახეობისთვის უსარგებლო და მავნებელია. დარვინისთვის ფორმები, რომლებსაც მოეპოვებათ კონკრეტული სახეობების ნიშნები და ამავდროულად სხვა ფორმებსაც ემსგავსებიან ან მათთან დაკავშირებულ შუალედურ რგოლებს, მნიშვნელოვან შესწავლის საგანს წარმოადგენდა. საბოლოოდ, მან აღმოაჩინა, რომ შეუძლებელია სახეობა და ნაირსახეობა ისე განვასხვაოთ ერთმანეთისგან, რომ არ აღმოვაჩინოთ შუალედური დამაკავშირებელი რგოლები. დარვინი გამოყოფს ცვალებადობის ორ

Page 4: Doc2

სახეს, ჯგუფურსა და ინდივიდუალურს. ჯგუფური ცვალებადობა მემკვიდრეობით არ გადადის, ხოლო ინდივიდუალური პირიქით. შესაბამისად, სწორედ ინდივიდუალურ ცვალებადობას ეყრდნობა ევოლუციის პროცესი.მესამე თავში განხილულია „ბრძოლა არსებობისთვის“. აღსანიშნავია, რომ ჩარლზე ზეგავლენა ბრიტანელი ბერის, თომას მალთუსის ესემ მოახდინა, რომლის მიხედვით დედამიწაზე ადამიანთა რიცხოვნობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, თუ ის არ იზღუდება გარკვეული რესურსით, საკვების უქონლობით ან სხვა მიზეზით. მალთუსი ასკვნიდა, რომ ადამიანების დიდი რაოდენობა, ეპიდემიების, შიმშილისა და უამრავი პრობლემის გამო, ვერ ტოვებდა შთამომავლობას. ამიტომ დედამიწა არაა ჭარბად დასახლებული. დარვინმა ბერის ლოგიკა სხვა ცოცხალ არსებებზეც გადაიტანა. გამომდინარე იქიდან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან გეომეტრიული პროგრესიით და ისინი ყოველთვის მიისწრაფვიან მატებისკენ იქმნება სიტუაცია, რომელსაც დარვინმა უწოდა „ბრძოლა არსებობისთვის“. არა პირდაპირი გაგებით ბრძოლა, არამედ საჭიროა წარმოვიდგინოთ, რომ ორგანიზმს მუდამ აკლია საკვები, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო, დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი პირობები და ა.შ. ამასგარდა, ორგანიზმი უნდა აერიდოს თავის პარაზიტ, მტაცებელ მტერს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწა ვერ დაიტევდა ცოცხალ არსებებს. ამგვარად, ორგანული არსებები ჩაბმულნი არიან ერთგვარ კონკურენციაში. მაგალითად, ჩიტები მარცვლეულითა და მწერებით იკვებებიან. ამრიგად, ისინი ანადგურებენ სხვა სიცოცხლეს, ხოლო მტაცებელი ცხოველებისა თუ პრინველების სამიზნე ჩიტები და მათი კვერცხები ხდებიან.შესაბამისად, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სტრუქტურა ფარულად უკავშირდება არსებების სტრუქტურას, რომლებთანაც იგი საკვებისა და საცხოვრებელი ადგილის მოპოვებისთვის ბრძოლაში სისტემატურად ებმება, ან თუნდაც გაურბის, ან მათზე თვითონ ნადირობს.მეოთხე თავში საუბარია ბუნებრივი გადარჩევის შესახებ. ის ინდივიდები, რომელთა ნიშნები ადგილობრივ პირობებს უკეთესად ეგუება, ტოვებენ უფრო მეტ შთამომავალს. მაგალითად, ცხოველი, რომელსაც აქვს გრძელი ფეხი და განსხვავებული შეფერილობა, შესაძლოა, კონკრეტულ გარემოში,

Page 5: Doc2

უფრო დიდი ალბათობით გადარჩეს, ვიდრე მისი თანამოძმე, იმავე მშობლების ნაშიერი, რომელსაც ეს ნიშნები ნაკლებად გამოხატული აქვს. ამასგარდა, ერთი და იმავე გვარის სახობებს, როდესაც ჩვევები, აგებულება და აღნაგობაც თითქმის მსგავსი აქვთ, მათ შორის ბრძოლა გადარჩენისთვის გაცილებით დაუნდობელია. თუ აშშ-ს ტერიტორიაზე მერცხლის ერთ-ერთმა სახეობამ იმატა, შესაბამისად, ამ პროცესმა სხვა სახეობის კლება გამოიწვია. არსებობს მოსაზრება, რომლსი მიხედვითაც განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ვირთხის ერთი სახეობა მეორეს ენაცვლება. ბუნებრივი გადარჩევის ხელშემწყობი პირობები ცვლილებათა სიმრავლეა, ხოლო დამაბრკოლებელ ფაქტორად შესაძლოა შეჯვარება მივიჩნიოთ. ამასგარდა, დომინანტური ორგანიზმების მემკვიდრეობითი თვისებები უფრო ხშირად გადაეცემა შთამოავლობას, ვიდრე ნაკლებად შეგუებული ინდივიდების. მემკვიდრეობითობის კანონის შედეგად ორგანიზმთა მომავალი თაობაც ატარებს თვისებებს, რომლებმაც გაამარჯვებინეს არსებობისათვის ბრძოლაში. შედეგად, თაობების განმავლობაში, თანდათან სახეობა იცვლება, სახეობიდან შესაძლებელია ოდნავ განსხვავებული განვითარდეს და რაც მთავარია ხდება პროცესი, რომელსაც დარვინმა დივერგენცია უწოდა, ანუ ერთი და იმავე წინაპარი სახეობიდან ორი ან მეტი შთამომავალის განვითარება.