8
რუბრიკა „ჩემი მამული” განცხადებები აცერი და დაიცავი! რა ხარვეზები გამოავლინა გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა 3-4 გვ. 7-8 გვ. 5 გვ. 2, 6 გვ. დღეს ნომერშია „დედამიწის დღე“ ხარაგაულში ამბების აკიდო პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო ინტელექტუალური თამაშის რაიონულ ტურში გიმნაზიამ გაიმარჯვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კლუბ „რა? სად? როდის?“ ერთობლივი პროექტით, მეოთხე წელია, რაც მთელი საქართვე- ლოს მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა შორის ტარდება თამაში „რა? სად? როდის?“. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის დავით კიკნაძის ინ- ფორმაციით, „ხარაგაულის 2 საჯარო სკოლაში გამართულ შეჯიბრში მონაწი- ლეობდნენ ხარაგაულის 18 საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეები. თამაშს უძღვებოდნენ კლუბ „რა? სად? როდის?“ წარმომადგენლები. მათ ჩამოიტანეს კითხვები. ხარაგაულელ- მა მოსწავლეებმა უჩვენეს საკმაოდ კარგი შედეგი. კითხვები იყო საშუალო სირთულის. თამაშში 11 ქულით გა- იმარჯვა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა. დასკვნითი ტური გაიმართება 10 მაისს, სავარაუდოდ „შერატონ მეტეხი პალასში,“ სადაც ერთმანეთს საქართ- ველოს 73 მუნიციპალიტეტის გამარჯ- ვებული გუნდები შეხვდებიან.“ ხარაგაულელ სამბისტთა წარმატება 18 აპრილს ხაშურში გაიმართა დავით დათიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი სამბოში. ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდნენ ბოლნისის, თბილი- სის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, თერჯოლისა და ხარაგაულის მოზარ- დი სამბისტები. წარმატებით იასპარეზეს ხარაგა- ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის აღსაზრდელებმა (დირექტორი და- ვით გელაშვილი). ჩემპიონი გახდა ლევან ხაჩიძე, მესამე ადგილები დაიკავეს ნიკა გრიგალაშვილმა და ზურაბ ხაჩიძემ (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე). 3 თვეში პრემიის სახით 2 800 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ად- გილობრივმა ხელისუფლებამ „ქამრები მჭიდროდ შემოიჭირა.“ გამგეობიდან მოპოვებული ინფორ- მაციით, 2015 წლის პირველ კვარტალ- ში პრემიის სახით 2 800 ლარი გაიცა. იანვარში პრემია არ გაცემულა. თებერვალში ადგილობრივი ბი- უჯეტიდან პრემია მიიღეს გამგებლის თანაშემწეებმა გიორგი თავზარაშვილ- მა და მურმან არჯევანიძემ. თითოეულ მათგანზე თებერვალში პრემიის სახით გაიცა 1 100-1 100 ლარი. მარტში პრემია მიიღო საკრებულოს სამმა თანამშრომელმა: მარინა კვინი- კაძემ, ხათუნა გურგენიძემ და ასმათი მაღრაძემ. პრემიის სახით თითოეულ მათზე 200-200 ლარი გაიცა. შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის ად- გილობრივი ხელისუფლების წარმო- მადგენლებმა 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პრემიის სახით 61 080 ლარი აიღეს. ორ თვეში ბიუჯეტიდან 2 509 ლარი მივლინებისთვის გაიცა იანვარში ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მივლინება საკრებულოსა და გამ- გეობის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა. თებერვალში მივლი- ნებისთვის 36 დასაქმებულზე 1 569 ლარი გაიცა. მათ შორის მივლინე- ბისთვის გაცემული მაქსიმალური თანხააა 120 ლარი, მინიმალური - 15 ლარი. მარტში საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ 20 თანამშრომელზე მივლინების სახით 940 ლარი გაიცა. მათ შორის მაქსი- მალური თანხაა 92 ლარი, ხოლო მინიმალური - 15 ლარი. ხიდ-ბოგირები მაქათუბანში, საქასრიასა და ბაზალეთში საქასრიაში მდინარე საქასრიულაზე მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირის მოწ- ყობა იგეგმება. მაქათუბანში, მდინარე ხელმოსმულაზე საცალფეხო ბოგირის მოწყობას აპირებენ. ბაზალეთში, თხე- ლიძეების უბანში კი მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი უნდა მოეწყოს. სამივე ხიდ-ბოგირის გასაკეთებ- ლად ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 32 787 ლარი გამო- ყო და მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად 16 აპრილს ტენდერი გამოაცხადა. მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების მიღება 7 მაისამდე გაგრძელდება. 120 ათასი ლარი გაბიონებისა და დამცავი კედლების მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, ვახანსა და ლეღ- ვანში გაბიონებისა და დამცავი კედლე- ბის მოსაწყობად 120 000 ლარია გან- საზღვრული. სანამ პროექტის უშუალოდ განხორციელებას შეუდგებიან, ამ სამუ- შაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღ- რიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, 2 540 ლარზე, ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა. ზემოთ აღნიშული 120 ათასი ლა- რით ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ გაბი- ონები და დამცავი კედლები მოაწყოს დ. ხარაგაულში, წერეთლის ქ. 1, თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე, ზ. გვე- ლესიანისა და რ. შავიძის სახლთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჟ. ბრეგვაძის სახლთან, 9 აპრილის 1 ჩიხში 2 ად- გილზე, 9 აპრილის ქუჩაზე გ. ბანცაძის სახლთან; სოფელ ჩხერში ხ. კიკნაძის სახლთან; სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის ეზოსთან; სოფელ ლეღვანში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ბორის საჯარო სკოლის (დირექტო- რი ჰამლეტ ბერაძე) მოსწავლეებმა 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ხარაგაულ- ში პოლიეთილენის ბოთლების საპრე- სი დანადგარი მოინახულეს, უშუალოდ ჩაერთვნენ შეგროვილი ბოთლების დაპრესვის პროცესში და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს. ბორის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ქეთევან პავლაძის თქმით, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას. ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათ- ვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯა- ვიძე ბორელ მოსწავლეებს ესაუბრა პოლიეთილენის ნარჩენების შეგრო- ვებისა და დამუშავების მნიშვნელო- ბაზე; მოუთხრო იმ საშიშროებებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოში პოლიეთილენის საგნების გადაყრამ. დღის ბოლოს ბორელი მოსწავლე- ები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისში გაეცვნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას. 22 აპრილი „დედამიწის დღედ“ 1970 წელს დაწესდა. საქართველოში კი ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება. თამთა გოგოლაძე 23 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2015-2016 სას- წავლო წლისათვის. რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. I ეტაპი - 2015 წლის 23 აპრილი - 4 მაისი, - რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში და რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: - რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; - რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; - რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩა- სარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 2015 წლის 15 მაისი - 9 ივნისი. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სის- ტემის ვებგვერდზე. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოს- წავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზ- ღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. III ეტაპი - 2015 წლის 22 ივნისი - 2015 წლის 11 ივლისი. რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკან- ტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ. რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 24 აპრილი, პარასკევი 2015 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 14 (634) www.chkh.org

დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

რუბრიკა „ჩემი მამული”

განცხადებები

აცერი და დაიცავი!

რა ხარვეზები გამოავლინა გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა

3-4 გვ.

7-8 გვ.

5 გვ.

2, 6 გვ.

დღეს ნომერშია

„დედამიწის დღე“ ხარაგაულში

ამბების აკიდოპირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო ინტელექტუალური თამაშის

რაიონულ ტურში გიმნაზიამ გაიმარჯვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კლუბ „რა? სად? როდის?“ ერთობლივი პროექტით, მეოთხე წელია, რაც მთელი საქართვე-ლოს მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა შორის ტარდება თამაში „რა? სად? როდის?“. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის დავით კიკნაძის ინ-ფორმაციით, „ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში გამართულ შეჯიბრში მონაწი-ლეობდნენ ხარაგაულის 18 საშუალო საფეხურის სკოლის მოსწავლეები. თამაშს უძღვებოდნენ კლუბ „რა? სად? როდის?“ წარმომადგენლები. მათ ჩამოიტანეს კითხვები. ხარაგაულელ-მა მოსწავლეებმა უჩვენეს საკმაოდ კარგი შედეგი. კითხვები იყო საშუალო სირთულის. თამაშში 11 ქულით გა-იმარჯვა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ხარაგაულის გიმნაზიის მოსწავლეთა გუნდმა.

დასკვნითი ტური გაიმართება 10 მაისს, სავარაუდოდ „შერატონ მეტეხი პალასში,“ სადაც ერთმანეთს საქართ-ველოს 73 მუნიციპალიტეტის გამარჯ-ვებული გუნდები შეხვდებიან.“

ხარაგაულელ სამბისტთა წარმატება

18 აპრილს ხაშურში გაიმართა დავით დათიაშვილის სახელობის მემორიალური ტურნირი სამბოში. ხარაგაულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის პროგრამების მენეჯერის, ვეფხვია ღონღაძის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდნენ ბოლნისის, თბილი-სის, კასპის, გორის, ქარელის, ხაშურის, თერჯოლისა და ხარაგაულის მოზარ-დი სამბისტები.

წარმატებით იასპარეზეს ხარაგა-ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრის

აღსაზრდელებმა (დირექტორი და-ვით გელაშვილი). ჩემპიონი გახდა ლევან ხაჩიძე, მესამე ადგილები დაიკავეს ნიკა გრიგალაშვილმა და ზურაბ ხაჩიძემ (მწვრთნელი სოსო ხაჩიძე).

3 თვეში პრემიის სახით 2 800 ლარი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ად-გილობრივმა ხელისუფლებამ „ქამრები მჭიდროდ შემოიჭირა.“

გამგეობიდან მოპოვებული ინფორ-მაციით, 2015 წლის პირველ კვარტალ-ში პრემიის სახით 2 800 ლარი გაიცა.

იანვარში პრემია არ გაცემულა.თებერვალში ადგილობრივი ბი-

უჯეტიდან პრემია მიიღეს გამგებლის თანაშემწეებმა გიორგი თავზარაშვილ-მა და მურმან არჯევანიძემ. თითოეულ მათგანზე თებერვალში პრემიის სახით გაიცა 1 100-1 100 ლარი.

მარტში პრემია მიიღო საკრებულოს სამმა თანამშრომელმა: მარინა კვინი-კაძემ, ხათუნა გურგენიძემ და ასმათი მაღრაძემ. პრემიის სახით თითოეულ მათზე 200-200 ლარი გაიცა.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის ად-გილობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლებმა 2014 წლის ნოემბერსა და დეკემბერში პრემიის სახით 61 080 ლარი აიღეს.

ორ თვეში ბიუჯეტიდან 2 509 ლარი

მივლინებისთვის გაიცაიანვარში ხარაგაულის მუნიციპა-

ლიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მივლინება საკრებულოსა და გამ-გეობის არც ერთ თანამშრომელზე არ გაცემულა. თებერვალში მივლი-ნებისთვის 36 დასაქმებულზე 1 569 ლარი გაიცა. მათ შორის მივლინე-ბისთვის გაცემული მაქსიმალური თანხააა 120 ლარი, მინიმალური - 15 ლარი. მარტში საკრებულოსა და გამგეობაში დასაქმებულ 20

თანამშრომელზე მივლინების სახით 940 ლარი გაიცა. მათ შორის მაქსი-მალური თანხაა 92 ლარი, ხოლო მინიმალური - 15 ლარი.

ხიდ-ბოგირები მაქათუბანში, საქასრიასა და ბაზალეთში

საქასრიაში მდინარე საქასრიულაზე მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირის მოწ-ყობა იგეგმება. მაქათუბანში, მდინარე ხელმოსმულაზე საცალფეხო ბოგირის მოწყობას აპირებენ. ბაზალეთში, თხე-ლიძეების უბანში კი მცირე გამავლობის ხიდ-ბოგირი უნდა მოეწყოს.

სამივე ხიდ-ბოგირის გასაკეთებ-ლად ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 32 787 ლარი გამო-ყო და მშენებელი ორგანიზაციის გამოსავლენად 16 აპრილს ტენდერი გამოაცხადა.

მშენებელი ორგანიზაციებისგან წინადადებების მიღება 7 მაისამდე გაგრძელდება.

120 ათასი ლარი გაბიონებისა და დამცავი კედლების მოსაწყობადდაბა ხარაგაულში, ვახანსა და ლეღ-

ვანში გაბიონებისა და დამცავი კედლე-ბის მოსაწყობად 120 000 ლარია გან-საზღვრული. სანამ პროექტის უშუალოდ განხორციელებას შეუდგებიან, ამ სამუ-შაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღ-რიცხვო დოკუმენტაციის შესადგენად, 2 540 ლარზე, ტენდერი გამოაცხადა ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა.

ზემოთ აღნიშული 120 ათასი ლა-რით ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლება აპირებს, რომ გაბი-ონები და დამცავი კედლები მოაწყოს დ. ხარაგაულში, წერეთლის ქ. №1, თენგიზ ჭიპაშვილის ქუჩაზე, ზ. გვე-ლესიანისა და რ. შავიძის სახლთან, თაბუკაშვილის ქუჩაზე ჟ. ბრეგვაძის სახლთან, 9 აპრილის 1 ჩიხში 2 ად-გილზე, 9 აპრილის ქუჩაზე გ. ბანცაძის სახლთან; სოფელ ჩხერში ხ. კიკნაძის სახლთან; სოფელ ვახანში საბავშვო ბაღის ეზოსთან; სოფელ ლეღვანში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ბორის საჯარო სკოლის (დირექტო-რი ჰამლეტ ბერაძე) მოსწავლეებმა 22 აპრილს, დედამიწის დღეს, ხარაგაულ-ში პოლიეთილენის ბოთლების საპრე-სი დანადგარი მოინახულეს, უშუალოდ ჩაერთვნენ შეგროვილი ბოთლების დაპრესვის პროცესში და გარემოს დაცვის აუცილებლობაზე იმსჯელეს.

ბორის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის, ქეთევან პავლაძის თქმით, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებას.

ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათ-ვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯა-ვიძე ბორელ მოსწავლეებს ესაუბრა პოლიეთილენის ნარჩენების შეგრო-ვებისა და დამუშავების მნიშვნელო-ბაზე; მოუთხრო იმ საშიშროებებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს გარემოში პოლიეთილენის საგნების გადაყრამ.

დღის ბოლოს ბორელი მოსწავლე-ები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხარაგაულის ოფისში გაეცვნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას.

22 აპრილი „დედამიწის დღედ“ 1970 წელს დაწესდა. საქართველოში კი ეს დღე 1990 წლიდან აღინიშნება.

თამთა გოგოლაძე

23 აპრილიდან დაიწყო პირველკლასელთა რეგისტრაცია 2015-2016 სას-წავლო წლისათვის.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

I ეტაპი - 2015 წლის 23 აპრილი - 4 მაისი, - რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში და რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

- რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;- რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;- რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ

კლასში.პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩა-

სარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 2015 წლის 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია. 2015 წლის 15 მაისი - 9 ივნისი.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სის-ტემის ვებგვერდზე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოს-წავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზ-ღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი - 2015 წლის 22 ივნისი - 2015 წლის 11 ივლისი. რეგისტრაცია განხორციელდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების

(სკოლების) ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკან-ტურ ადგილზე მხოლოდ მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ.

რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

24 აპრილი, პარასკევი 2015 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№14 (634)

www.chkh.org

Page 2: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

2 xtvb [fhfufekb 24 აპრილი, 2015 წ.

რა ხარევეზები გამოავლინა გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა

გთავაზობთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშს 08.09.2014 - 10.04.2015 პერიოდი-

სათვის. ამ ანგარიშს საკრებულოს ბიურის წევრები 20 აპრილს გამართულ სხდომაზე გაეცვნენ, საკრებულო კი 4 მაისის სხდომაზე განიხილავს.

1. შესავალიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური ფუნქციონირებს ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის საკრე-ბულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №41 დადგენილების შესაბამისად დამტკიცებული დებულების საფუძ-ველზე. სამსახური დაკომპლექტ-და 2014 წლის ოქტომბრიდან და მუშაობასაც ფაქტობრივად ამ პერიოდიდან შეუდგა. სამსახურის მიზანია მუნიციპალიტეტის გამგე-ობის წინაშე, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნე-ბული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის მეთოდების შემუშავება, შემოწმებული ობიექ-ტების საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზების შესწავლა-ანალიზი და მათი თავიდან აცილების გზების

განსაზღვრა. ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართ-ველოს ორგანული კანონის „ად-გილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“, შიდა ფინანსური კონტ-როლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის გამგეობის დებულების და ხარაგაულის მუნიციპლიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დებულების საფუძ-ველზე, ასევე, თავის საქმიანობაში იყენებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებულ შიდა აუდიტის მეთოდოლოგიას.

2. მოკლე მიმოხილვასამსახურის მიერ 2014 წელს ხა-

რაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გებლის 2014 წლის 22 ოქტომბრის №1101, №1102, № 1103, №1104 ბრძანებების საფუძველზე აუდი-ტორული შემოწმება ჩაუტარდა შპს „ხარაგაული-2011“ -ს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხარაგა-ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალურცენტრს“, ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშწყობის ცენტრს“ და ა( ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელა-2009“-ს.

2015 წლის წლიური გეგმის მი-ხედვით გათვალისწინებულია ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული 11 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის აუდიტორული შემოწმება.

2015 წლის იანვრიდან დღემ-დე, აღნიშნული გეგმის საფუძ-ველზე, აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდა: ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ჩხერიმელა-2009-ს და ა(ა)იპ „შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას“. ასევე, 2014 წლის აუდიტორული შემოწმების საფუძველზე გაცემული რეკომენ-დაციების შესრულების შესამოწ-მებლად მონიტორინგი ჩაუტარდა 2014 წელს შემოწმებულ ობიექ-ტებს: შპს „ხარაგაული-2011“ -ს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხარაგაულის სპორტის გან-ვითარებისა და მართვის მუნიციპა-ლურ ცენტრს“, ა(ა)იპ „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრს“. 2015 წლის წლიური გეგ-მით გათვალისწინებულია კიდევ 8 ობიექტის მონიტორინგი.

3. განხორციელებული ღონის-ძიებები

2014 წლის 22 ოქტომბრის №1101 ბრძანების საფუძველზე შპს „ხარაგაული-2011” -ს ჩა-უტარდა საზოგადოების ბალანსზე რიცხული ქონების აუდიტორული შემოწმება, რომელიც მოიცავდა 01.01.2013-01.10.2014 წლების პერიოდს. აუდიტორული შემოწ-მება მიმდინარეობდა 2014 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით.

შემოწმების შედეგად დად-გინდა ობიექტის რისკები და შე-მუშავდა რეკომენდაციები მათ დასაძლევად. აღმოჩნდა, რომ შპს „ხარაგაული-2011“-ს არ ჰქონდა ჩატარებული ინვენტარიზაცია, რაც ხელს უშლიდა ქონების აღრიცხვი-ანობას. საზოგადოების ბალანსზე რიცხული 16 ერთეული მძიმე ტექ-ნიკიდან გამოსაყენებლად ვარგისი იყო მხოლოდ 3 ერთეული. აქედან ობიექტის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა გზის გრე-იდერი, რომელიც ნაწილობრივ შესაკეთებელი იყო და შემოწმების პერიოდში არამუშა მდგომარეობა-ში იყო. მას ელემენტარული საბუ-რავებიც კი არ ჰქონდა. ადმინისტ-რაციის მიერ 2013 -2014 წლებში ხდებოდა უხარისხო საბურავების შეძენა გრეიდერისათვის, რამაც გამოიწვია ახალი ადმინისტრა-ციისათვის დამატებითი ხარჯების გაწევა, კერძოდ, 2013 წლის ივლისიდან 2014 წლის სექტემბ-რამდე პერიოდში შეიძინა სულ 22

ცალი საბურავი, ღირებულებით 8403 ლარი. უმჯობესი იქნებოდა შეეძინათ ახალი საბურავები და ხარჯიც შემცირდებოდა.ზემოთ ხსენებული ტექნიკა გაბნეული იყო მუნიციპალიტეტის სხვადასხ-ვა ტერიტორიულ ერთეულებში მათზე მომუშავე მძღოლებთან მიბარების ხელშეკრულებებით, რომლის თანახმადაც ტექნიკის მოვლა ევალებოდათ მძღოლებს, მაგრამ ხელშეკრულების პირო-ბები არც ერთ მათგანს არ ჰქონ-და შესრულებული. ტექნიკა იყო მოუვლელი და გაძარცვული. მათ ამოცლილი ჰქონდათ სხვადასხ-ვა ნაწილები. ადმინისტრაცია არ ახორციელებდა შესაბამის კონტ-როლს ტექნიკაზე. ყოველივე ამან წარმოშვა რისკები, რაც გამოიხატა შემოსავლის დაკარგვაში. არადა, წესდების მიხედვით, საზოგადოება ორიენტირებული უნდა იყოს მო-გების მიღებაზე. ასევე, ზედმეტად იქნა გადახდილი ქონების გადა-სახადი. ტექნიკა რომ აღრიცხული

ყოფილიყო და ზუსტად გაერკვია ადმინისტრაციას, თუ რომელი იყო ვარგისი, მაშინ გადასახადის გადახდა მოუწევდათ მხოლოდ ვარგის ტექნიკაზე.

საზოგადოებაში ხარვეზებით არის ნაწარმოები საკანცელარიო საქმიანობა, ასევე სახელმწიფო შესყიდვები. 2013 წელს შპს „ხა-რაგაული 2011“-ს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრო-ნულ სისტემაში ატვირთული აქვს 28 890 ლარის ღირებულების გეგმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები ატვირთულია დაგვიანებით, რითაც დარღვე-ულია „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის შესა-ხებ“ დადგენილების მე-15 მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება უნდა აიტვირთოს ელექტრონულ სისტემაში დადები-დან 10 დღის ვადაში. შესყიდვების და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთული უნდა იქნას ელექტ-რონულ სისტემაში შექმნიდან 10 დღის ვადაში. საზოგადოებას 2012 წლის ხელშეკრულებების ნაწილი ატვირთული აქვს 2012 წელს, ხოლო 2013 წლის ხელშეკრულე-ბების ნაწილი 2014 წელს. სისტემა-ში არაა ატვირთული შესყიდვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.). 2014 წელს სის-ტემაში ატვირთულია შესყიდვების

გეგმა, მაგრამ არაა ატვირთული არც ერთი ხელშეკრულება და შესაბამისი დოკუმენტაცია.

მთელი რიგი დარღვევები აღმოჩნდა საბუღალტრო აღრიც-ხვასა და ანგარიშგებაში, კერძოდ, 2013 წლის ნარჩენი ღირებულე-ბა ნაჩვენებია 130 045 ლარის ოდენობით, ნაცვლად 179 451 ლარისა, სხვაობა შეადგენს 49 406 ლარს. აღნიშნულ ნარჩენ ღირებულებაზე დარიცხულმა ცვეთამ შეადგინა 35 890 ლარი. ვინაიდან საზოგადოებას არ ჰქონ-და დარიცხული ქონების ცვეთის ღირებულება 35 890 ლარი, ის არ გაატარა ხარჯში და აჩვენა მოგება 2015 ლარის ოდენობით, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან საზოგადოებამ წელი ფაქტობრი-ვად დაამთავრა ზარალით.

საზოგადოებას 2013 წელს საწარმოო ქონების წლიურ დეკ-ლარაციაში ნაჩვენები აქვს ნარჩენი ღირებულება 104 036 ლარი, რაზეც ქონების გადასახადის სა-ხით დარიცხულია 1040 ლარი, მაშინ როცა ნარჩენი ღირებულება უნდა შეადგენდეს 143 561 ლარს, ხოლო ქონების გადასახადის სა-ხით დარიცხული უნდა იყოს 1435 ლარი. საწარმოს ახალმა ადმინის-ტრაციამ ჩაიბარი ფაქტობრივად ზარალზე მყოფი ორგანიზაცია.

შემოწმების შედეგად აღმო-ჩენილი ნაკლოვანებების საფუძ-ველზე დადგინდა არსებული და მოსალოდნელი რისკები და საზოგადოებას მიეცა შესაბამისი რეკომენდაციები. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების შე-მოწმების მიზნით ჩვენმა სამსახურ-მა 2015 წლის 18-20 თებერვალს ჩაატარა შპს „ხარაგაული-2011“-ის მონიტორინგი, რომლის შედე-გადაც გამოირკვა შემდეგი: შპს „ხარაგაული-2011“-ის დირექტო-რის ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საზოგადოების ქონების ინვენტარიზაციის განსახორცი-

ელებლად. პროცესში მონაწილე-ობა მიიღო კერძო აუდიტმაც და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიემართა ქონების მიმართ შემდგომი ღონისძიებე-ბის გასატარებლად. აღნიშნული ღონისძიებით საზოგადოებას შეუმ-ცირდა ძირითად საშუალებებზე ცვეთის ღირებულება. საზოგადო-ების ბალანსზე რიცხული ქონება თავმოყრილი იქნა ერთ სივრცეში და იმყოფება სათანადო მეთვალ-ყურეობის ქვეშ, რითაც აცილე-ბელია ქონების დაზიანების და დაკარგვის რისკები.

აღმოფხვრილია საკანცელა-რიო საქმისწარმოებაში არსებული ხარვეზებიც.

საზოგადოება შესყიდვების გან-ხორციელებისას უკვე მნიშვნელო-ვან ყურადღებას აქცევს შეძენილი პროდუქციის ხარისხს. მაგალი-თად, შეძენილ იქნა კარგი ხარის-ხის საბურავები გრეიდერისათვის, რითაც აცილებელი იქნება დამა-ტებითი ხარჯების გაწევის რისკი.

კანონის მოთხოვნების შესაბამი-სად მიმდინარეობს საბუღალტრო ხარჯთაღრიცხვა და ანგარიშსწო-რება, რაც ამცირებს საზოგადო-ების ფინანსურ რისკებს.

რაც შეეხება შესყიდვებს, შეს-ყიდვების კუთხით არ იქნა რეკო-მენდაციები გათვალისწინებული და ისევ არსებობს ხარვეზები: არაა შედგენილი შესყიდვების 2015 წლის გეგმა და არაა შეტ-ყობინება გეგმის შესახებ გაგზავ-ნილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში. ასევე არაა ატვირთუ-

ლი შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებები და სათანადო დოკუმენტაცია.

2014 წლის 4-8 ნოემბერს აუდიტორული შე-

მოწმება ჩაუტარდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ხარა-გაულის სპორტის განვითარე-ბისა და მართვის მუნიციპალურ ცენტრს“. შემოწმებამ მოიცვა 2014 წლის 5 მარტიდან 1 ოქტომბრამ-დე პერიოდი. შემოწმების შედეგად ძირითადად ხარვეზები აღმოჩნდა საკანცელარიო საქმისწარმოებაში და შესყიდვების კუთხით. შეს-ყიდვების ხელშეკრულებები და თანდართული დოკუმენტაცია არ იყო ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტე-მაში. ცენტრს ბალანსზე არ ერიც-ხება ქონება. ის ფუნქციონირებს შენობაში, რომელიც იმყოფება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, ამასთან, არ არსებობდა ცენტრის მიერ მისი კანონიერად ფლობის დამადასტურებელი არავითარი დოკუმენტი. ბიუჯეტით დამტკიცებული სუბსიდიის თანხა არაა საკმარისი წლის ბოლომდე ცენტრის ხარჯების დასაფარავად, რაც მაჩვენებელია იმისა, რომ ბი-უჯეტი არაა სწორად დაგეგმილი. სპორტსმენებისთვის მივლინებაში ყოფნის პერიოდისათვის კვე-ბის თანხად გაწერილია დღეში 8 ლარი. ადმინისტრაციამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტი, რომ-ლითაც დასაბუთებული იქნებოდა აღნიშნული თანხის ოდენობის მიზანშეწონილობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 2015 წლის 16-18 თებერვალს სამ-სახურის წამყვანი სპეციალისტის, ინგა თურქაძისა და უფროსი სპეცი-ალისტის, მაია გელაშვილის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ `ხარაგა-ულის სპორტის განვითარებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი“-ს

2014 წლის აუდიტორული შემოწ-მების საფუძველზე სამსახურის-გან გაცემული რეკომენდაციების შესრულების მინიტორინგი, რო-მელსაც ესწრებოდნენ: ცენტრის დირექტორი დავით გელაშვილი და ბუღალტერი მადონა გოლუ-ბიანი. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა შემდეგი: აღმოფხვრილია საკანცელარიო საქმისწარმოებაში არსებული ხარვეზები; კანონის მოთხოვნების შესაბამისად მიმდი-ნარეობს საბუღალტრო ხარჯთაღ-რიცხვა და ანგარიშსწორება, დაცუ-ლია საბუღალტრო დოკუმენტების გაფორმების სიზუსტე. შესყიდვების კუთხით გათვალისწინებულია რეკომენდაციები. 2015 წლის შესყიდვების გეგმა ატვირთულია დროულად სახელმწიფო შეს-ყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ატვირთულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში ხელშეკ-რულებები და სათანადო დოკუმენ-ტაცია ვადების დაცვით.

ცენტრს შესაბამისი ხელშკ-რულებით ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტისგან უკვე გადაეცა შენობა, რომელშიც ახორციელებს ფუნქცი-ონირებას და უკვე ის აღნიშნული ქონების კანონიერი მფლობელია.

რაც შეეხება სპორტსმენთა სამივლინებო ხარჯებში დღი-ური კვების თანხის შესაბამისი სტანდარტის შემუშავებას, კვლავ პრობლემად რჩება. როგორც ცენ-ტრის დირექტორმა აღნიშნა, არ არსებობს სახელმწიფოსგან დადგენილი ერთი-ანი სტანდარტი და გვ. 6

Page 3: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

3xtvb [fhfufekb24 აპრილი, 2015 წ.

საქართველოს ხელისუფლება მაღალმთიანი რეგიონების შესა-ხებ კანონპროექტზე მუშაობს. ამ მიზნით გამოცდილების გასაზი-არებლად სამთავრობო ჯგუფი გასულ თვეში ავსტრიაში იმყოფე-ბოდა. ავსტრიაში ვიზიტის შესახებ გვესაუბრება კანონპროექტზე მომუშავე სამთავრობო ჯგუფის წევრი, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე:

-ავსტრიაში ვიმყოფებოდით პარლამენტისა და მთავრობის წევრები, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მინისტრის მოადგილე რამდენიმე დეპარ-ტამენტის ხელმძღვანელთან ერთად. ჩვენი ვიზიტის ორგანი-ზატორია გაერო.

საკმაოდ საინტერესო შეხვედ-რები გვქონდა. ვისაუბრეთ ეკო-ნომიკურ თემებზე, პრობლემებზე, იმ ნორმატიულ აქტებზე, რაც არეგულირებს მთაში განლა-გებულ რეგიონთა შეღავათებს. ბევრ შემთხვევაში დიამეტრულად განსხვავებული პოზიციებია ჩვენს კანონპროექტთან. ჩვენთან უფრო მეტი ორიენტაციაა სოციალურ შეღავათებზე. ავსტრიაში კი წახა-ლისებულია სამეწარმეო საქმი-ანობა. თუ ავსტრიულ პროდუქციას ახლავს ლოგო - დამზადებულია მაღალმთიან რეგიონში - ეს იმას ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა.

განსაკუთრებით საინტერესოა ალპებში მცხოვრებთა საცხოვ-რებელი პირობები. ადამიანები სახლობენ 1500 მეტრ სიმაღ-ლეზე ზღვის დონიდან. ავსტრი-აში ადამიანი და ხელისუფლება ერთმანეთს დაშორებული არ არის ისე, როგორც ჩვენთან. იქ 2000-მდე მუნიციპალიტეტია. რამ-დენიმე ასეული მოსახლეც ქმნის მუნიციპლიტეტს, თუ ასე უფრო მოხერხებულია მართვა. ცხრა ფე-დერაციული სუბიექტიდან შვიდში ვიყავით. ფაქტობრივად, ავსტრიის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი მო-ვიარეთ. ოფიციალური ვიზიტით შევხვდით ბურგომისტრებსა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ამ შეხვედრებმა ბევრი მიმარ-თულებით ოპტიმიზმი გამიქრო, თუმცა არ გამხადა პესიმისტი და სხვადასხვა მიმართულებით ძალები შემმატა, რომ საქართვე-ლოში შეიძლება იყოს სერიოზული რესურსი.

ავსტრიის მაღალმთიანეთში მკაცრი პირობებია, მაგრამ ამის მიუხედავად ყველა სახლთან მიდის ასფალტი, ყველა სახლი ცენტრალურ საკანალიზაციო სის-ტემაზეა. ტურიზმი მაღალ დონეზეა განვითარებული. ვნახეთ მსხვილი და პატარა საწარმოები. ავსტრი-აში ბევრი ხის საწარმოა და ტყის კვალიფიციურად მოვლა არის

ძალიან მნიშვნელოვანი. არის სახელმწიფო, კერძო და მუნიციპა-ლური საკუთრების ტყეები. ყველა მათგანი ათვისებულია. ავსტრიაში დამზადებული ავეჯით ევროპის ბაზარზე შედიან პატარა სამრეწ-ველო საწარმოები.

აღსანიშნავია, რომ ავსტრიაშიც პრობლემაა ის, რომ ახალგაზრ-დები არ ჩერდებიან მთიან რეგი-ონებში. სკოლიდანვე ასწავლიან ბავშვს, რომ უნდა შეიძინოს ად-გილობრივი პროდუქცია, რადგან მასზეა დამოკიდებული მთის გან-ვითარება.

მაღალმთიან ავსტრიას ქვეყნის საერთო ბიუჯეტში ტურიზმიდან სოლიდური თანხა შეაქვს. ეს კი დამოკიდებულია მთაში მცხოვრე-ბი ადამიანების კეთილდღეობაზე. ტურისტი მარტო მთისთვის არ მიდის იქ. ადამიანის გარეშე ფასი არ აქვს არაფერს. ამიტომ ყველაფერი ტურისტებზეა გათვ-ლილი. ერთ პატარა ქუჩაზე შეიძ-ლება ნახო რამდენიმე ათეული სასტუმრო და უამრავი კარგად შეფუთული სუვენირი. რომის იმპერიის დროინდელი ქვა გვაჩ-ვენეს. საქართველოში ისტორი-ული თვალსაზრისით უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება შეიძლება ტურისტებისთვის. ცდილობენ, რომ დაასაქმონ კვალიფიციური ადამიანები.

ავსტრიის რაიონებსა და მუნი-

ციპალიტეებში ადმინისტაციული ხარჯი მინიმალურია და ყველა დასაქმებული ქმნის პროდუქტს, - ქალაქის პოპულარიზაციაზე მუშა-ობენ და სერიოზულ პროგრამებს აფინანსებენ.

ვიყავით ერთ სოფელში ათას მეტრზე ზღვის დონიდან, სადაც ზამთარში ტეპრერატურაა -200. ფერმერს 3 ჰა მიწაზე ვაშლის ბაღი აქვს გაშენებული. წელიწად-ში 150-200 ტონა ვაშლი მოჰყავს. ამზადებს ალკოჰოლურ სასმელს, ასხამს წვენებს, აქვს საზკვების ობიექტი და გამართული მეურნე-ობა. სახელმწიფომ დაუწესა შეღა-ვათები. მეურნეობის შესაქმნელად 100 ათასი ევროდან 40 ათასი სახელმწიფომ მისცა. ავსტრიის მაღალმთიანეთში სახელმწიფო შეღავათებს აწესებს ეკონომიკურ აქტივობებზე.

კანონპროექტზე ვმსჯელობთ პარლამენტის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები. თითქმის ყველას აქვს პრეტენზია, რომ მაღალმთიანის სტატუსი მიიღოს მათმა მუნიციპა-ლიტეტმა. ვფიქრობ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე აზრი ვკითხო ხარაგაულელებს.

ზღვის დონიდან დაშორებისა და იმის გამო, რომ მათ ტერი-ტორიაზე გადის ცენტრალური საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უმეტესი სოფ-

ლები, სავარაუდოდ, ვერ მი-იღებს მაღალმთიანის სტატუსს. ჩვენ გულახდილად უნდა ვუთხ-რათ მოსახლეობას, რა ელო-დებათ.

ავსტრიაში კონკრეტული მიზ-ნები აქვთ, - ეკონომიკური და სხვა აქტივობებით რამდენმა ადა-მიანმა შეიძლება ირჩინოს თავი. სოციალური დახმარებით ვერ გააძლიერებ სოფელს. ადამიანმა ყველგან უნდა იცხოვროს ღირ-სეულად. ავსტრიის ქალაქსა და სოფელში ერთნაირად მაღალი ცხოვრებს დონეა. ჩვენ ასეთი ქვეყნისკენ უნდა წავიდეთ და არა ისეთისკენ, სადაც მადლობას გადავუხდით ჩინოვნიკებს წამლის ფულისა და სოცდახმარების გამო. ხელისუფლების ვალია, თითოე-ული დასახლებული პუნქტისთვის გავწეროთ მომავალი ეკონომი-კური აქტივობები, დავთვალოთ პერსპექტივები.

არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ მთას შეუძლია დიდი ეკონომიკური აქტივობის მოტანა. თუმცა გონიერმა ადამი-ანებმა ყველგან შეიძლება თავი ირჩინონ და დოვლათი შექმნან. ტურიზმის განვითარებაზე მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სფეროში დასაქმებულმა ადამი-ანებმა საკუთარ თავს ექსკურსიები მოუწყონ.

ნინო კაპანაძე

შრომისმოყვარეობითა და საქ-მისადმი ერთგულებითაა გამო-რჩეული სოფელ ისლარში მცხოვ-რები ვაჟა ბრეგვაძის ოჯახი. თითქ-მის ოცი წელია, რაც მათი ოჯახი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

„საქონელი მუდამ გვყავდა - ორ ძროხასა და ხარებს ვუვლიდით, - გვიამბობს ვაჟა ბრეგვაძე, - 1994 წლიდან, „ხარაგაულგაზში“ სამსახურს რომ დავანებე თავი, გადავწყვიტე ხელი მომეკიდა მე-საქონლეობისთვის. ზოგი თავად მოვამრავლე, ზოგი ვიყიდე. ამ-ჟამად 40 სული საქონელი მყავს,

მათ შორის შვიდი ცხენი და 17 ცხვარია.“

ვაჟა ბრეგვაძეს მესაქონლეობის განვითარება ძალიან ეიოლება და ამბობს, რომ კაცს თუ შრომა არ ეზარება და საქმეს უერთგულებს, შედეგსაც მიიღებს.

„ერთიანი ადგილი არ მაქვს, სადაც ამდენ პირუტყვს დავაბინა-ვებ. ამიტომ მეზობლის ბოსლებშიც მყავს საქონელი. ყველანაირად გვერდში მიდგანან მეზობლები. ლევან ტაბატაძე გამოცდილი ვე-ტერინარია და ხშირად ვეკითხები რჩევას. ასე რომ, არ გამჭირვებია

პირუტყვის მოვლა-პატრონობა,“ - ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

გაზაფხულიდან სახვლარში, ნასოფლარზე მიჰყავს საქონე-ლი, ზაფხულში - ქვაზვინებზე. დეკემბერში ბრუნდება მთიდან. ზამთრისთვის პირუტყვის საკვებად საკუთარ მეურნეობაში მოყვანილი ჩალა არ ჰყოფნის, რადგან მცირე სახნავი ფართობი აქვს. ამიტომ ზამთრისთვის თივას ჯანდარაში ყიდულობს.

„ბაზარში ყველი გასაყიდად არასდროს წაგვიღია. წინასწარ, ერთი თვით ადრე გვიკვეთავენ და სახლიდან მიაქვთ. მთაშიც მაკითხავენ და ხშირად 100-200 კილოგრამი ყველი გამიტანებია,“ - ამბობს ვაჟა ბრეგვაძე. სამ წლამ-დე ზრდის მოზვრებს და მერე სახარედ ყიდის. მისგან გაზრდილ სახარე მოზვრებზეც დიდი მოთ-ხოვაა. 80 სული მოზვერი მყავს სახარედ გაყიდულიო, - ამბობს. ყოველწლიურად ვაჟა ბრეგვაძის ოჯახში ერთ სულ პირუტყვს კლა-ვენ ოჯახის საჭიროებისათვის.

„მთაში მე და ჩემი ვაჟი დავითი ვენაცვლებით ერთმანეთს. ყველის დასამზადებლად იქ ყველანა-ირი პირობაა დაცული. ყველის დამზადებისას განსაკუთრებული სისუფთავის დაცვაა საჭირო. თუ წესები არ დაიცავი, თავს იჩენს და კლიენტს დაკარგავ,“ - ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

„ჩემი მეუღლე დილის ხუთი საათიდან ფეხზეა, - გვიამბობს ვაჟა ბრეგვაძის მეუღლე ეკა, - მეც დილიდან გვიანობამდე ვშრომობ. შარშან 25 ინდაური გავზარდე, ზოგი - გავყიდე და ზოგი - ოჯახში მოვიხმარეთ. მშიერი როგორ მოკვდები ჯანმრთელი ადამიანი. სოციალური დახმარების მოლო-დინში გაზარმაცდა ხალხი.“

ვაჟა ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ ადამიანმა ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება მოძებნო გამოსავალი და თავი ირჩინო.

„შეიძლება ფული ვერ დააგრო-ვო, მაგრამ სახელმწიფოს რატომ უნდა ემათხოვრო დახმარებისთ-ვის, ვერ გამიგია. მყნობა ვიცი და ხეხილი ბლომად მაქვს. 600 ძირი ახალშენი თხილიდან შარშან პირ-ველი მოსავალი მივიღე. გასულ ზაფხულს იმდენი ვაშლი მოვიდა, მთელ სოფელს დავურიგეთ და ოჯახშიც მოვიხმარეთ.

ვშრომობთ და შემოსავალიც გვაქვს. მთავარია ჯანმრთელობა. ზეცას რომ შეაშვირო ხელები და უფალო მიშველეო, იძახო, რა გამოვა. სახელმწიფომ მშვიდობა უნდა დაიცვას ქვეყანაში. დანარ-ჩენზე არ უნდა გახადო ვალდე-ბული. მე შრომა არ მეზარება და ყველაფერს ხალისით ვაკეთებ. შრომა ყოველთვის დაფასდება,“ - ამბობს ვაჟა ბრეგვაძე.

ნინო კაპანაძე

ნოდარ ებანოიძე - სოციალური დახმარებითვერ გააძლიერებ სოფელს

ვაჟა ბრეგვაძე - ვშრომობთ და შემოსავალიც გვაქვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უკვე დამუშავდა 220 ბენეფიციარის 111 ჰა მიწის ფართობი „მცირემი-წიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის“ პროგ-რამის ფარგლებში.

ამ პროგრამის ბენეფიციართა მიწის ნაკვეთების გარდა, მოტობ-ლოკებითაა დამუშავებული 500 ჰა-მდე მიწის ფართობი.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 4 512 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია.

ეს ინფორმაცია სოფლის მეურ-ნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის მთ. სპეციალისტის, ვაჟა მაჭავარიანისგან, მოვიპო-ვეთ. მისი თქმით, საგაზაფხულო სამუშაოებში მთავარი ხელშემშ-ლელი ფაქტორი უამინდობაა.

„ხარაგაულის მუნიციპალიუტეტში პროგრამის მონაწილე ბენეფიციარ-თა მიწის ფართობები მუშავდება შპს „მექანიზატორის“ შვიდი ტრაქტორით. კიდევ ველოდებით დაახლოებით ამდენივეს,“ - ამობს ვაჟა მაჭავარიანი.

საგაზაფხულო სამუშაოები

ძალაში შევიდა

Page 4: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

4 xtvb [fhfufekb 24 აპრილი, 2015 წ.

იწყება საპილოტე პროექტი

„რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრ-მა“ პროექტის ფარგლებში - ,,გა-რემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლო-ბების გაზრდის გზით“ თბილისში, სასტუმრო ამბასადორში, სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ნარჩენების მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტუ-რებისა და არასამთავრობო ორ-განიზაციების წარმომადგენლები. მათ იმსჯელეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, საკანონმდებლო ჩარჩოსა და სამომავლო გეგმებზე.

ხარაგაულიდან შეხვედრაში

მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქვეყნის მომავალისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე.

-შეხვედრაზე დაწვრილებით ვი-საუბრეთ პროექტის „გარდავქმნათ უსარგებლო სასარგებლოდ - შეამ-ცირე, გადაამუშავე, გამოიყენე“ შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საპილოტე ინიციატივის განხორ-ციელებას მყარი და ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების ათ-ვისება-გადამუშავების მიმართულე-ბით, - გვიამბობს ხათუნა მანჯავიძე, - პროექტის მიზანია შესაბამისი სტრუქტურების დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერება, ნარჩენების დახარისხებისა და მართვის ევროპული მოდელის

პოპულარიზაცია.პროექტის ფარგლებში, პარ-

ტნიორ ორგანიზაცია Coop Georgia-სთან თანამშრომლობით საგურამოს დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში დაამონტაჟებენ გან-სხვავებული ფერის ურნებს, რომ-ლებშიც მოსახლეობა განათავსებს სხვადასხვა სახის დახარისხებულ საყოფაცხოვრებო და მყარ ნარ-ჩენებს. შემდგომ ეტაპზე ნარჩე-ნები გადამუშავდება, ორგანული ნარჩენების კომპოსტირების გზით მიღებული ორგანული სასუქი ამავე ოჯახების სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასა და საარსებო წყაროს გაზრდას მოხმარდება.

Coop Geo rg i a - ს წ არმო -მადგენელმა ეველენ კამბერმა დე-ტალურად აღწერა ის მექანიზმები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩე-ნების გადამუშავება-დახარისხება და რა დადებითი მხარეები გააჩნია ნარჩენების გადამუშავებას. ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალურ მხარეზეც, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოსთვის.

საქართველოს მყარი ნარჩე-ნების მართვის კომპანიის წარმო-მადგენელმა მედეა ჩაჩხიანმა გაგვაცნო ნარჩენების მართვის ავსტრიული მოდელი. მან ისაუბრა ავსტრიაში ნარჩენების მართვის განვითარების სხვადასხვა ფაზებ-ზე, გადამუშავების მეთოდებზე,

დამუშავების ტექნოლოგიაზე, საწარმოების რაოდენობაზე, ნარ-ჩენების მართვის ინტეგრირებულ სისტემაზე, ნარჩენების მართვის ფინანსურ მექანიზმზე. მან აღნიშნა საქართველოს მოსახლეობის ცნო-ბიერების ამაღლების საჭიროება ნარჩენების მართვის კუთხით და ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის აუცილებლობა, ისაუბრა ნარჩე-ნების მართვის კანონის მნიშვნე-ლობასა და ტარიფების სისტემაზე.

ნარჩენების მართვის კოდექსი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმო-მადგენელმა თამარ ლოლაძემ მიმოიხილა. კოდექსი ძალაში 2015 წლის 15 იანვრიდან შევიდა. ქალბატონმა თამარმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს არის პირველი პრეცედენტი, რომლის მიზანია ნარჩენების მართვის სფე-როში ისეთი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ნარჩენების პრე-ვენციას, ნარჩენების გარემოსათვის უსაფრთხო გზით გადამუშავებას, რეციკლირებას და ნარჩენების უსაფრთხო განთავსებას.

თამარ ლოლაძემ აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე მიიღებენ ორ კანონქვემდებარე აქტს, შემუ-შავდება ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის

მიხედვით გამოიკვეთება ზოგადი და სპეციალური ვალდებულებები და მოთხოვნები. მუნიციპალიტეტე-ბი ვალდებულნი იქნებიან თავიანთ ტერიტორიაზე თავად მიხედონ ნარჩენებს, - ნაგავსაყრელების მოწყობა, მათი დახურვა და შემდ-გომ მოვლასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამ კუთხით ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტისთვის წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი ორგანიზაციისგან განხორციელებული უნიკალური პროექტი - „პოლიეთილენი დიოქ-სინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგადოების მხარდაჭერით“.

შეხვედრის მონაწილეები შევ-თანხმდით, რომ აუცილებელია შესაბამისი სტრუქტურების თამამშ-რომლობა და დიალოგი, რეკომენ-დაციების შემუშვება, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს-დაცვითი კუთხით, მათი აქტიური ჩართულობა, ტრენინგების ჩატა-რება, მონიტორინგის წარმოება და ევროპული სტანდარტების და-ნერგვა. მონაწილეებს გადმოგვეცა სიმბოლური საჩუქარი - ორგანულ სუბსტრატზე გამოყვანილი ყვავი-ლები.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ხათუნა მანჯავიძე შეხვედრაზე

2014 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივით პროგ-რამას „აწარმოე საქართველოში“ დაემატა ახალი კომპონენტი, რო-მელიც ითვალისწინებს საქართვე-ლოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარებას.

პროექტს ახორციელებს მეწარ-მეობის განვითარების სააგენტო. იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პროექტის უშუალო ხელშემწყობია ა(ა)იპ საქართვე-ლოს სკაუტური მოძრაობის ასოცი-აცია-საქართველოს სკაუტები.

პროექტის ხელშეწყობის მე-

ქანიზმი ითვალისწინებს თანა-მონაწილეობრივი დაფინანსების გაცემას, როგორც დამწყებ, ასევე არსებულ მეწარმეებზე (გარდა იურიდიული პირებისა და საჯარო მოხელეებისა). პროგრამის ფარგ-ლებში დაფინანსდება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე არა-სასოფლო-სამეურნეო წარმოება და მომსახურება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვ-რება 5000 ლარით ერთ მეწარმეზე, 10 000 ლარით 2 მეწარმეზე და 15 000 ლარით შესაბამისად 3 მე-წარმეზე. დაფინანსების მოპოვების

შემთხვევაში მეწარმეს მოეთხოვება მინიმუმ 20%-იანი თანამონაწილე-ობა ბიზნესში.

კონკურსის მიზანია, გამო-ავლინოს საუკეთესო ბიზნეს იდე-ები. საუკეთესო ბიზნეს იდეების ავ-ტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ სპეციალური ტრენინგი, შეადგინონ პროფესიონალური ბიზნეს გეგმა და კონკურსის წესით მოიპოვონ თანადაფინანსება.

პროექტი წარიმართება რამ-დენიმე ეტაპად: 1) ბიზნეს იდეების კონკურსი; 2) ბიზნეს გეგმის შედ-გენის უფასო ტრენინგებზე დასწ-

რება; 3) ბიზნეს გეგმის შედგენა; 4) მონაწილეობა და გამარჯვება ბიზნეს გეგმის კონკურსში; 4) ხელ-შეკრულების გაფორმება და თანა-მონაწილეობრივი თანხების გაცემა.

პროექტში ჩართვა შესაძლე-ბელია სპეციალური განაცხადის შევსებით და საქართველოს სკა-უტური ორგანიზაციის მისამართზე გაგზავნით (განაცხადის ფორმის ჩამოტვირთვა და შევსება შესაძლე-ბელია ვებ-გვერდზე www.qartuli.ge).

განაცხადები მიიღება 18 მა-ისამდე ელექტრონული ფორმით, ასევე შესაძლებელია ამობეჭდილი

და ხელმოწერილი განაცხადების ჩაბარება პროგრამის ოფისში: ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა №35, ტელ: 0431-24-26-13.

მაისის თვის დასაწყისში აღნიშ-ნული ორგანიზაციისგან იგეგმება პროგრამის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში დაინტერესებულ მო-სახლეობასთან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის

მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-

საკონსულტაციო სამსახური

კონკურსი საუკეთესო ბიზნეს იდეების გამოსავლენად

ბოსტნეულის სასარგებლო თვი-სებებზე არავინ დავობს. სამაგი-ეროდ ბევრი სადავო საკითხი შეიძლება იყოს იმ ბოსტნეულთან დაკავშირებით, რომელსაც მაღა-ზიებსა და ბაზარში ვყიდულობთ, ამიტომ თუ საკუთარი პატარა მიწა გაქვთ და არც მცენარეების მოვლა გეზარებათ, ბოსტნის გაკეთებაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ.

ჩვენს პირობებში მეურნე ადა-მიანს ბოსტანში ცოტ-ცოტა ყველა ბოსტნეული კულტურა აქვს. მათ შორის განსაკუთრებით ყურადღებას საჭიროებს კიტრი და პომიდორი, რომელთა უკეთ განვითარებისა და მაღალი მოსავლიანობისათვის საჭი-როა ძირითადი წესების ცოდნა. სანამ აღნიშნულ კულტურებს დავთესავთ ან ჩითილებს დავრგავთ, საჭიროა:

1) ნიადაგი გავასუფთაოთ სა-რეველა მცენარეებისაგან. მათთან ბრძოლის ოპტიმალური პერი-ოდია გაზაფხული, როცა სარევე-ლა მცენარეები 10-15 სმ-ია. მათი განადგურების უსაფრთხო მეთოდია მექანიკური განადგურება მცირე ფართობზე, თუმცა სარეველები ისევ მალე იზრდებიან. თუ გინდათ, რომ ძირფესვიანად მოსპოთ სარეველე-ბი, სანამ რომელიმე კულტურას დარგავთ, გამოიყენეთ პესტიციდე-ბი - სარეველების საწინააღმდეგო

პრეპატარები. დაიცავით მათთან მუშაობის წესები და ლოდინის პერი-ოდი - პრეპარატის გამოყენებიდან ნიადაგის მოხმარებამდე.

2) საბოსტნე ადგილებს რომ და-ვამუშავებთ და დავგეგმავთ, რომ არ შეგაწუხოთ ნიადაგის მავნებლებმა (მახრამ და სხვ.), გააკეთეთ მისატყუ-არი: 0,01 ჰა ფართობისათვის, 300 გრ ქატო, 1 ჩ\ჭ საჭმელი ზეთი, 30 გრ - ინსექტიციდი (დურსბანი, ბი-58) ან სხვა მწერების საწინააღმდეგო პრეპარატები, აურიეთ და გუფთები 20-30 სმ-ის დაშორებით ჩაბუდნეთ მიწაში. პრეპარატები შეიძინეთ ფიტოაფთიაქებში, ვადიანი, ორი-გინალური შეფუთვით. დაიცავით პრეპარატებთან მუშაობის წესები. ასეთ მოწესრიგებულ ნიადაგზე შეგიძლიათ დათესოთ და დარგათ თქვენთვის სასურველი მცენარე და ჩითილები.

3) გაითვალისწინეთ, რომ პო-მიდორის წარმოებისათვის აუცი-ლებელია კულტურათა მონაცვლე-ობა - თესლბრუნვა. დაუშვებელია პომიდვრის მოყვანა იმ ნაკვეთებზე, სადაც წინა წელს მოიყვანეთ: კარ-ტოფილი, ბადრიჯანი, პომიდორი და წიწაკა. თამბაქოს მომხმარებელი უნდა მოერიდოს ჩითილების შეხე-ბას დაუბანელი ხელით. ნიადაგი უნდა იყოს გასუფთავებული სარევე-

ლებისა და კულტურული მცენარე-ების ნარჩენებისაგან, უმჯობესია თუ ნიადაგი შემოდგომაზეა დახნული. მოხვნის წინ შეაქვთ კალიუმიანი და ფოსფორიანი სასუქები. თუმცა საჭი-როა ნიადაგის ანალიზის ჩატარება, რათა დადგინდეს PH-მჟავიანობა, რათა ზუსტად განისაზღვროს მასში შესატანი სასუქების რაოდენობა, რაც თავის მხრივ კარგი მოსავლის საწინდარია.

პომიდორი სითბოს და ტენის მოყვარული კულტურაა, თესლი გაღვივებას იწყებს 100 C ტემპე-რატურაზე. კარგი განათება და ტემპერატურიული რეჟიმი (დღისით

20-25°C, ღამით 9-12°C) , ხელს უწყობს ფესვთა სისტემის მძლავრ განვითარებას და კომპაქტური, აუწოწავი, კარგად შეფოთლილი ჩითილის მიღებას. გრუნტს ამუშა-ვებენ 25-30 სმ სიღრმეზე, 1მ2-ზე შეაქვთ 10-15 კგ ნაკელი, ჩითილის დარგვამდე გრუნტს ასველებენ 10-15 სმ სიღრმეზე. დასარგავად არჩევენ ნორმალურად განვითა-რებულ, ჯანმრთელ, მექანიკურად დაუზიანებელ ჩითილებს.

კიტრისათვის აუცილებელია გა-ნათებული, საკვები ელემენტებით მდიდარი ნიადაგი. ნიადაგი უნდა დაიხნას, დაითოხნოს შემოდგომა-

ზე, სასუქები შეაქვთ გაზაფხულზე, 1მ2-ზე 10-15 კგ ნაკელი, 20 გრ შარდოვანა, 30 გრ. ამონიუმის გვარ-ჯილა, 30 გრ კალიუმის ქლორიდი და 20 გრ კალიუმის სულფატი.

თესლს ჩათესვამდე თუ მოვათავ-სებთ კალიუმპერმანგანატის ღია ფე-რის ხსნარში 3-4 სთ, შემდეგ გავაშ-რობთ და ამის შემდეგ ჩავთესავთ, მათ გაათავისუფლებთ სხვადასხვა დაავადებული მიკრობებისაგან.

თესლის ჩათესვის სიღრმეა 1,5-2 სმ. პირველი ნამდვილი ფოთლების გამოჩენისას მცენა-რეებს გამოხშირავენ, საადრეო ჯიშებისთვის ტოვებენ 8-10 სმ-ზე, საგვიანოებისათვის 12-15 სმ. იმი-სათვის, რომ დავაჩქაროთ მდედ-რობითი ყვავილების წარმოქმნა, უნდა წავატეხოთ ზრდის წერტილი მეხუთე ფოთლის ზემოთ.

აუცილებელია მცენარის შეწამვ-ლა 10-15 დღიანი შუალედით, სო-კოვანი დაავადებების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენთან ტენიანობის გამო აქტიური გამრავლებით ხა-სიათდება. უმჯობესია კონტაქტური პრეპარატები. თუ აღნიშნულ წესებს დაიცათ, თქვენი ბოსტანი იქნება ლამაზი და მოსავლიანი.

ნინო სახვაძე ბიოლოგი, ეკოლოგი

593 58 46 22

როგორ მოვამზადოთ ბოსტანი თესლებისა და ჩითილებისთვის

Page 5: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

5xtvb [fhfufekb24 აპრილი, 2015 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 37,3 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორის საჯარო სკოლაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის მოსაწყო-ბად გამოიყო.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ეს თან-ხა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობისგან ადმინისტრაციული ხარჯების, კერძოდ, არასაცხოვრებე-ლი შენობების რემონტის ხარჯების შემცირებიდან მიიმართა ბორის საჯა-რო სკოლის სუბსიდირების ხარჯებში.

ვლადიმერ გელაშვილის განმარ-ტებით, ეს თანხა ინფრასტრუქტურის მოწყობას მოხმარდება და ბორის სკოლის ეზოში არსებული შენობის რამდენიმე ოთახი გარემონტდება.

საკრებულოს სხდომაზე დეპუტა-ტებმა ბორის საჯარო სკოლის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „ნაბიჯი თანადგომისკენ“ შექმნასთან დაკავ-შირებით დიდხანს იმსჯელეს.

ბორის საჯარო სკოლის დირექ-ტორი ჰამლეტ ბერაძე ამბობს, რომ 2014 წლის ნოემბერში განათლების სამინისტროსგან მიიღო წერილი, სადაც, მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტ-როსთან ერთად გეგმავს სკოლების ბაზაზე დღის ცენტრების მოწყობას.

„მივწერეთ სამინისტროს, რომ გვაქვს სასადილო, შესაბამისი ინფ-რასტრუქტურა, ეზო და საიმისო ბაზა, რომლის მოწყობის შემთხვევაში დღის ცენტრი ჩამოყალიბდება. ეს საკითხი დავსვი ადგილობრივი ხე-ლისუფლების წინაშე. დღის ცენტრის მოსწავლეები ჩაერთვებიან პროგრა-

მაში და დაფინანსდებიან ვაუჩერით,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე.

მისივე თქმით, შშმ ბავშვთა დღის ცენტრი დაახლოებით 15 ბავშვზე იქნება გათვლილი. ბორის საჯარო სკოლის დირექტორი დღის ცენტ-რისთვის ხელსაყრელად მიიჩნევს იმას, რომ სკოლაში არის პანსიონური მომსახურება და ამის გამო სკოლას არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა პროექტების განხორცი-ელებას უფინანსებენ.

„ადგილობრივი ბიუჯეტიდან ბორის სკოლა 100 ათასი ლარით ფინანს-დება. ამდენივეს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოვიპოვებთ. მოს-წავლეები უზრუნველყოფილნი არიან ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ერთ-ჯერადი კვებით, სამედიცინო მომსახუ-რებით. სკოლაში მათი მხარდაჭერით შეიქმნა სამოქალაქო კლუბი, რამდე-ნიმე ხელობის შემსწავლელი წრე, დაფინანსდა 50 სტუდენტის სწავლის საფასური,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე და განმარტავს, რომ თუ არასამთავ-რობო ორგანიზაცია დღის ცენტრში კვების დაფინანსებაზე დათანხმდა, სამინისტროდან მიღებულ ვაუჩერულ დაფინანსებას სხვა მიმართულებით გადაანაწილებს.

„ჩვენ გვაქვს სასადილო და გვყავს პერსონალი. ვფიქრობ, ბორში ყველა პირობა შეიქმნება იმისთვის, რომ შშმ ბავშვების ინტეგრაცია მოხდეს საზო-გადოებაში და მათ გავუხალისოთ ცხოვრება,“ – ამბობს ჰამლეტ ბერაძე.

ის, რაც ბორის საჯარო სკოლის დირექტორს ბორში სკოლა-პანსი-ონის ბაზაზე შშმ ბავშვთა დღის ცენტ-რისთვის ძლიერ მხარედ მიაჩნია, უარყოფითად მიიჩნევს საკრებულოს

თავმჯდომარე ინგა მაღრაძე.„ბევრი კითხვა მაქვს პანსიონურ

მომსახურებასთან დაკავშირებით. 2005 წლის შემდეგ ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიას იღებს ბორის სკოლა. მონიტორინგს ვინ უწევს ამ პანსიონის დაფინანსებას და რამდენად ემსახურება ის იმ მიზანს, რისთვისაც ჩვენ მას ვაფინანსებთ, – ესაა საინტერესო. ამავე დროს სახელმწიფოს მიდგომა პანსიონური მომსახურების მიმართ შეიცვალა. ვინ ამოწმებს პანსიონის ბე-ნეფიციარების მომსახურებას ჯანდაცვის ან განათლების სამინისტროდან? მეტი კონკრეტიკა გვჭირდება.

თუ არსებობს ოფიციალური დო-კუმენტი იმ დაფინანსებასთან დაკავში-რებით, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან იღებთ?“ – კით-ხულობს ინგა მაღრაძე და დასძენს, რომ ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები აპირებენ ბორის სკო-ლა-პანსიონის საქმიანობის შესწავლას და სანამ იქედან არ იქნება დასკვნა, რომ შესაძლებელია პანსიონისა და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ერთად ფუნქციონირება, ის ამ საკითხის მხარ-დაჭერისგან თავს შეიკავებს.

ინგა მაღრაძის პოზიციას იზი-არებენ დეპუტატები ომარ გაგოში-ძე, იური ლურსმანაშვილი, გელა გოლუბიანი და დემურ კალანდაძე.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვი-ლი ამბობს, ეს თანხა არასაკმარისი იქნება დღის ცენტრისთვის ინფ-რასტრუქტურის მოსაწყობად. მისივე თქმით, ჯობია, ეს თანხა იმ პროექტე-ბის ბოლომდე მისაყვანად გამოიყოს, რომლებიც დასასრულებელია.

„ჯობია, თანხა გამოიყოს ბორის სკოლის დამხმარე ნაგებობის რემონ-ტისთვის, ხოლო სამინისტროებიდან შესაბამისი თანხმობის მიღების შემ-დეგ ვიზრუნოთ შშმ ბავშვთა დღის ცენტრის ჩამოყალიბებაზე,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

ბორის სკოლაში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შესაქმნელად სა-კითხის განხილვას საკრებულოში ა/ო „ნაბიჯის“ დამფუძნებელი მაგდა ყურაშვილი ესწრებოდა. მისი გან-მარტებით, განათლების სამინისტრომ გამოაგზავნა თვითმმართველობებ-ში წერილი, რომ მოიძიებულიყო სკოლებთან ფართი, სადაც დღის ცენტრს დააფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

„დღის ცენტრს არ აფუძნებს ჯან-

დაცვის სამინისტრო. მას აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაცია. სა-მინისტრო ყიდულობს სერვისს. ეს სერვისი უნდა ავაწყოთ ჩვენ. ჯან-დაცვის სამინისტრო გამოაგზავნის სოცაგენტებს ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით. პარალელურად შედის მშობლების მოთხოვნები სო-ციალურ სააგენტოში დღის ცენტრის შექმნის მოთხოვნით,“ – ამბობს მაგდა ყურაშვილი.

ის ყურადღებას ამახვილებს შშმ ბავშვთა რაოდენობაზე და ამბობს, რომ ხარაგაულის გეოგრაფიული მოწყობიდან გამომდინარე, ძალიან კარგი იქნება, თუ დღის ცენტრი რამ-დენიმე ადგილას შეიქმნება.

„ხარაგაულის საკრებულოში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის შექმნის მოთხოვნით პროექტი 2014 წლის სექტემბერში შემოვიტანეთ, – ამბობს მაგდა ყურაშვილი, – ელექტრონული აუქციონით ფარცხნალის სკოლა შეირჩა ხარაგაულის ცენტრთან სიახ-ლოვის გამო. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჯანდაცვის სამინისტ-როსგან ვაუჩერის მოპოვებას აქვს თავისი პროცედურები.

კიცხში დაახლოებით ათი შშმ ბავშვია, ვერტყვიჭალაში – 20. ვერტ-ყვიჭალის სკოლის უკან არის შენობა, სადაც ასევე შეიძლება შეიქმნას შშმ ბავშვთა დღის ცენტრი. სკოლას ჰყავს გადამზადებული, შესაბამისი გამოცდილების მქონე პედაგოგები. რატომ არის პრინციპულად საჭირო, რომ მაინცდამაინც ბორის სკოლაში გაკეთდეს დღის ცენტრი, რომელიც ათი კილომეტრითაა დაშორებული დაბა ხარაგაულის ცენტრიდან და შედარებით ცოტა ბავშვია და არა იქ, სადაც მეტი კონტინგენტია.

ფარცხნალის სკოლის რემონტი 37 ათასი ლარის ნაცვლად ჯდებოდა 13 ათასი ლარი და ეს თანხაც სხვა ფონდებიდან მოვიპოვეთ. მყარი გარანტია გვქონდა ჯანდაცვის სამი-ნისტროსგან ვაუჩერის მიღებაზე. მე თქვენ გაძლევთ მყარ გარანტიას, რომ ჯანდაცვის სამინისტროსგან ვაუჩერს ვერ მიიღებთ და დარჩებით მუნიციპალიტეტის დაფინანსებაზე. მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ასი ათასი ლარი დასჭირდება თქვენს დასაფინანსებლად და ეკონომია რაში მდგომარეობს?“

შემოდგომაზე წარუდგინა ადგი-ლობრივ ხელისუფლებას რუსუდან

გურგენიძემ ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის ცენტრის პროექტი. რუსუდან გურგენიძე ამბობს, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება არ არის ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსების მოპოვების საფუძვე-ლი. „დაითვლიან კილომეტრაჟს და, შესაძლოა, შშმ ბავშვები ბორის დღის ცენტრის მიღმა დარჩნენ,“ – ამბობს რუსუდან გურგენიძე.

დეპუტატი დავით კიკნაძე იზი-არებს იმ მოსაზრებას, რომ ხარა-გაულში, შესაძლოა, ერთი დღის ცენტრი არასაკმარისი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, დღის ცენტრის გახს-ნა ყველაზე უპრიანი ბორის საჯარო სკოლაში იქნება. დავით კიკნაძის განმარტებით, ფინანსური და სხვა სახის კონტროლი ყველა სასწავლო დაწესებულებაში წელიწადში ორჯერ ტარდება. დეპუტატი ამბობს, რომ ბორის სკოლას კანონმდებლობის სრული დაცვით აქვს უფლება პან-სიონური მომსახურება გასწიოს მუ-ნიციპალიტეტის თანადაფინანსებით.

„მუნიციპალიტეტი ვალდებულია მო-ნიტორინგი გაუწიოს სკოლას, თუ რაზე იხარჯება ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 ათასი ლარი. მიხარია, როცა რემონტდება შენობები. დავუშათ, რო-გორც ქალბატონი მაგდა ბრძანებს, არ დააფინანსა სამინისტრომ ბორში დღის ცენტრის შექმნა, სახლში ხომ არავინ წაიღებს გარემონტებულ შენობას,“ – ამბობს დავით კიკნაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვი-ლი ამბობს, რომ რუსუდან გურგენიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი საკრებულომ არ დაუჭირა. გამგებელი ამბობს, რომ არაფერი აქვს საწინაღმ-დეგო ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის რამდენიმე ცენტრის გახსნაზე.

„თუ საკრებულო არ იქნება თა-ნახმა, საკითხს უკან გავიტან. პრე-მიერ-მინისტრის დადგენილების თანახმად, ეკონომიიდან მიღებული თანხა ინფრასტრუქტურულ პროექ-ტებზე უნდა დავხარჯოთ. ვინც უკეთეს მიმართულებას მისცემთ ამ თანხას, იქ დავხარჯავთ. ჩვენ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება ბორში დღის ცენტ-რის შექმნაზე და არა ჩვენი პირადი შეხედულებით. მე არ ვწყვეტ ამ საკითხს, ამას წყვეტს საკრებულო,“ – დასძენს გამგებელი.

ნინო კაპანაძე

მიმდინარე წლის 20-26 აპრილს ტარდება ევროპის იმუნიზაციის კვირეული, რომლის ფარგლებში მოსახლეობას შევახსენებთ იმუ-ნიზაციის აქტუალურობის შესახებ. ვაქცინაცია ინფექციურ დაავადე-ბებთან ბრძოლის ეფექტური, სან-დო და უძველესი საშუალებაა. იგი ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს სიკვდილისა და ჯანმ-რთელობის მდგომარეობის მძიმე დაავადებებისაგან. პროფილაქტი-კური აცრები ხელს უწყობს ბავშვის იმუნიტეტის ჩამოყალიბებას კონკ-რეტული დაავადების მიმართ.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რა-ტომ, როდის, სად და რამდენჯერ უნდა აიცრას ბავშვი. სახელმწიფო უზრუნველყოფს 12 ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციას: ტუ-ბერკულოზი, დიფტერია, ყივანახ-ველა, ტეტანუსი, პოლიომიელი-ტი, ყბაყურა, წითურა, წითელა, „ბე“ ჰეპატიტი, როტავირუსული, პნევმოკოკური ინფექციები, „ბ“ ტიპის ჰემოფილუს ინფლუენსა.ეს დაავადებები კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარეა, დაკავშირებულია ისეთ გართულებებთან, როგორი-ცაა გონებრივი ჩამორჩენილობა, სიბრმავე, სხვადასხვა ორგანოს დაზიანებები, ინვალიდობა, ზოგ-ჯერ სიკვდილიც.

იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმ-რთელობის გარანტია და აუცილე-ბელია ბავშვს სრულყოფილად და დროულად ჩაუტარდეს აცრების კურსი. ამ შემთხვევაში ის დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადე-ბებისაგან, რომლის წინააღმდეგ აცრები ჩაუტარდა. ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. დაუშ-ვებელია აცრის გადადება ისეთი ცრუ უკუჩვენების გამო, როგორიცაა გაციება, ხველა, სურდო და სხვ. თანამედროვე ვაქცინები გამო-ირჩევა მაღალი ეფექტურობით და უსაფრთხოების მაჩვენებლებით. აცრის შემდეგ გამოხატული არა-სასურველი მოვლენები (მაღალი ტემპერატურა, აცრის ადგილის შეწითლება, შეშუპება, მტკივნე-ულობა) კი დაავადებებთან შედა-რებით იმდენად უმნიშვნელოა, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტურობა უდავოა. ამასთან, ასაკობრივად დროულად ჩატარე-ბული ვაქცინაცია ამცირებს აცრის შემდგომი არასასურველი მოვლე-ნების განვითარების ალბათობას.

ძვირფასო მშობლებო! თქვენს შვილს არ შეუძლია მისი ჯანმ-რთელობისთვის აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ მოგმართავთ, დროულად მიიყვა-

ნოთ ისინი უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ვაქცინაციის და-საწყებად (2 თვის ასაკიდან) და ხელი შეუწყოთ ექიმს აცრების სრულყოფილად ჩატარებაში.

გახსოვდეთ, თქვენი შვილების ჯანმრთელობა თქვენს ხელშია!

აცრები უფასოა, ვაქცინები - უსაფრთხო. დროული აცრა თქვე-ნი შვილების საიმედო მცველია.

აცერი და დაიცავი!ნინო ბუხნიკაშვილი

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის

ეპიდემილოგი

სად შეიქმნება ხარაგაულში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი

აცერი და დაიცავი!

Page 6: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

6 xtvb [fhfufekb 24 აპრილი, 2015 წ.

მეორე გვერდიდანშესაბამისად ადგილობრივ დო-ნეზე უფრო ჭირს მისი შემუშავება. ანალოგიური ვითარებაა სხვა მუ-ნიციპალიტეტებშიც. კარგი იქნება, თუ ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დაეხმარება ცენტრს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში „სპორ-ტის შესახებ“ კანონის 23-ე მუხლის ნორმების შესაბამისად.

შიდა აუდიტორული შემოწ-მება ჩაუტარდა ა(ა)იპ „ხა-

რაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიდა ტუ-რიზმის ხელშწყობის ცენტრ”-ს 2014 წლის 24-31 დეკემბერს. შემოწმებამ მოიცვა 03.06.2013 წ. - 01.10.2014 წ. პერიოდი.

ობიექტის შემოწმების შედე-გად აღმოჩნდა, რომ ძირითადი ხარვეზები არსებობდა საკადრო პოლიტიკაში, რაც იწვევს ობიექ-ტების მართვის პროცესში რისკე-ბის წარმოშობას, შესყიდვების და საკანცელარიო საქმისწარმოების ხარვეზებით წარმოებას. არ იყო შემუშავებული სამუშაოთა განაწი-ლების შესახებ ინსტრუქცია. არას-წორად იყო გადანაწილებული თანამშრომლებს შორის ფუნქ-ციები. კერძოდ, ფინანსური მენე-ჯერი ასრულებდა საკანცელარიო საქმისწარმოებას, შესყიდვებს და ბუღალტერიას, მაშინ, როცა საშტატო ნუსხით გათვალისწინე-ბული კადრებიდან შესაძლებელი იყო ზემოთხსენებული ფუნქციების გადანაწილება. შესყიდვების ხელ-შეკრულებების გარკვეული ნაწი-ლი ატვირტულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტ-რონულ სისტემაში ვადის დარღვე-ვით. საბუღალტრო დოკუმენტაცია არ იყო წიგნებად აკინძული.

აღსანიშნავია, რომ ცენტრმა თავის მუშაობაში არსებული და ჩვენგან გამოვლენილი ხარვეზები აღმოფხვრა შემოწმების ჩატა-რების შესახებ ანგარიშის შედგე-ნამდე და აღნიშნულის შესახებ გვაცნობა მოსაზრებაში, კერძოდ, შესყიდვებისა და საკანცელარიო საქმისწარმოებისათვის გამოყო ორი თანამშრომელი. ხარვეზების აღმოსაფხვრელად ობიექტს მიეცა რეკომენდაციები, რაც აუდიტო-

რულ ანგარიშშიც აისახა. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისგან 2015 წლის 25-27 თებერვალს სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სავლე შარიქაძისა და უფროსი სპეციალისტის, მაია გე-ლაშვილის მიერ განხორციელდა ა(ა)იპ „ხარაგაულის განვითარე-ბისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს 2014 წლის აუდიტორული შემოწმე-ბის საფუძველზე სამსახურისგან გა-ცემული რეკომენდაციების შესრუ-ლების მინიტორინგი, რომელსაც ესწრებოდა ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი.

მონიტორინგის შედეგებმა აჩ-ვენა შემდეგი: შტატები გადა-ნაწილებულია და განსაზღვრუ-ლია თითოეული თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები და სამუ-შაოს შესრულების ინსტრუქციები. გამოყოფილია ორი შტატი -ერთი შესყიდვების, ხოლო მეორე სა-კანცელარიო საქმისწარმოების მიმართულებით. აუდიტორული შემოწმების დროს ორივე აღნიშნუ-ლი ფუნქცია შეთავსებული ჰქონდა ფინანსურ მენეჯერს, რაც ხელს უშლიდა მის მიერ სამივე ფუნქციის უშეცდომოდ განხორციელებას.

შესყიდვების კუთხით გათვა-ლისწინებულია რეკომენდაციები. დაცულია შესყიდვების გეგმის შედგენის და ხელშეკრულებების გაფორმების კანონით გათვალის-წინებული პროცედურები. 2015 წლის შესყიდვების გეგმა ატვირთუ-ლია დროულად სახელმწიფო შეს-ყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. ასევე ატვირთულია შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებები და სათანადო დოკუმენტაცია ვადების დაცვით.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ხარაგაულის განვითარებისა და შიდა ტურიზმის ცენტრი-ს მიერ თავის საქმიანობა-ში არსებული ხარვეზების გამო-სწორებისათვის გაწეული მუშაობის შეფასების საფუძველზე, შეიძლება ჩაითვალოს, რომ 2014 წლის 11 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული აუდიტის ანგარიშში მითითებული დასკვ-ნები და რეკომენდაციები ცენტრმა

გაითვალისწინა და აღმოფხვრა არსებული ხარვეზები.

2015 წლის 6 იანვრი-დან 2015 წლის

10 თებერვლის ჩათვლით პე-რიოდში აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდა ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა 2009”-ს. შე-მოწმდა კლუბის ფუნქციონირების შედეგები 2013 წლის 1 იანვ-რიდან 2015 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.

კლუბს აუდიტორული შემოწმება ჩაუტარდა 2012 წელს, რომელიც მოიცავდა 2009-2012 წლების პე-რიოდს. შემოწმება ჩატარებულია სახელმწიფო აუდიტის მიერ. ადმი-ნისტრაციისგან არ იქნა გათვალის-წინებული აუდიტორული შემოწმე-ბის შედეგად აღმოჩენილი ხარვე-ზები და მათ აღმოსაფხვრელად არ იქნა სათანადო ზომები გატა-რებული. ადმინისტრაციის ასეთმა გულგრილმა დამოკიდებულე-ბამ შემოწმების შედეგებისადმი გამოიწვია კლუბის საქმიანობაში თითქმის იგივე ხასიათის ნაკლო-ვანებების აღმოჩენა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისგან ჩატარებული შემოწმების დროსაც.

საფეხბურთო კლუბის მოთამა-შეებთან დადებულ შრომით ხელ-შეკრულებების ნაწილში შრომის ანაზღაურების მითითებული თანხა არ ემთხვევა სახელდებით შედგე-ნილ საშტატო განრიგში მითითე-ბულ თანხას. სახელდებით მითითე-ბულ საშტატო ნუსხებში აღრიცხულ ზოგიერთ მოთამაშესთან არაა გაფორმებული შრომითი ხელშკ-რულება ან პირიქით, ხელშეკრუ-ლებით დაქირავებული ზოგიერთი მოთამაშე არაა დაფიქსირებული სახელდებით შედგენილ საშტატო ნუსხაში. სახელდებით მითითე-ბულ ზოგ თანამშრომელზე მოხდა ხელფასების მომატება ბრძანებების საფუძველზე, თუმცა საშტატო გან-რიგში შესაბამისი ცვლილება არ შესულა. ასეთმა შეუსაბამობებმა, შესაძლოა, დაბადოს უსაფუძვლო ეჭვი შრომის ანაზღაურების მიმარ-თულებით და გახდეს ფინანსური რისკის საფუძველი.

სამუშაო წლის განმავლობაში

ხშირად ხდება მოთამაშე ფეხბურ-თელების ცვლა, რაც ბუნდოვანს ხდის კადრების აღრიცხვას. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, სასურველია მოთამაშეებთან და-დებული შრომითი ხელშკრულე-ბების ვადის ამოწურვის შემდეგ შედგეს კლუბის დირექტორის ბრძანება შრომითი ხელშეკრულე-ბის შეწყვეტის შესახებ თითოეულ მოთამაშეზე ინდივიდუალურად და გატარდეს ბრძანებების წიგნში. ბრძანებების გამოცემა უნდა მოხ-დეს ასევე თითოეულ მოთამაშეზე ცალ-ცალკე პრემიების გასაცემა-დაც. აღნიშნულის შესახებ მიეთითა ადმინისტრაციას.

შესყიდვები განხორციელე-ბულია კანონდარღვევით. 2013 წლის აგვისტოს თვიდან კვების პროდუქტების შესყიდვის ღირე-ბულება აღემატება 5000 ლარს, ამიტომ ხელშეკრულება უნდა დადებულიყო გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშ-ვეობით და არა გამარტივებული შესყიდვის წესით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ „კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის თანახმად. 2014 წლის კვების პროდუქტების შესყიდვები განხორციელდა გამარტივებული ელექტრონული შესყიდვით, თუმ-ცა ის უნდა დადებულიყო წლის დასაწყისიდანვე გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშ-ვეობით, რადგან შესყიდვების ღირებულება იმთავითვე აღემატე-ბოდა 5000 ლარს. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად უნდა განხორ-ციელდეს კარგი მენეჯმენტი.

2015 წლის 2-12 მარტს აუდიტორული შე-

მოწმება ჩაუტარდა ა(ა)იპ „ხარაგა-ულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლას“. ამ ობიექტის საქმიანობაში აღინიშნება უმნიშვ-ნელო დარღვევები შესყიდვების კუთხით. სკოლას 2013 წელს ხარჯებში ეკონომიკური კლასი-ფიკაციის მიხედვით აქვს გადა-ხარჯვა 5 სახის ხარჯში: განწერით ხელფასი შეადგენს 59200 ლარს, ხარჯმა კი შეადგინა 60548 ლარი. სხვაობა შეადგენს 1348 ლარს. არაფინანსური აქტივების შეძენი-

სათვის გამოყოფილია 1700 ლარი, ხარჯმა კი 2615 ლარი შეადგინა. სხვაობა შეადგენს 915 ლარს. ტრანსპორტის დაქირავებისათვის დაგეგმილია 500 ლარი, ხარჯმა კი შეადგინა 600 ლარი, სხვაობა შეადგენს 100 ლარს. საოფისე ინვენტარის შეძენისათვის გამო-ყოფილია 5700 ლარი, ხარჯმა კი შეადგინა 7073 ლარი. სხვაობა შეადგენს 1373 ლარს. სხვა დანარ-ჩენი საქონელსა და მომსახურებაში დაგეგმილია 1600 ლარი, ხარჯმა კი შეადგინა 2729 ლარი. სხვაობა შეადგენს 1129 ლარს. აღნიშნუ-ლი გადახარჯვები ნაწილობრივ დაფარულია სამუსიკო სკოლის ანგარიშზე შემოსული საკუთარი სახსრებიდან. სკოლაში სამუშაო ვითარება არის პოზიტიური.

ამჟამად, 23 მარტიდან, მიმ-დინარეობს ა(ა)იპ „სათ-

ნოების სახლის” აუდიტორული შემოწმება, რომელიც უნდა დამ-თავრდეს 22 აპრილს.

ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტის გამგეობის შიდა აუდიტი-

სა და მონიტორინგის სამსახურის უფროსისგან შემუშავდა 2015 წლის წლიური გეგმა და სტრა-ტეგიული გეგმა. ეს უკანასკნელი მოიცავს 2015-2017 წლებს და შედგენილია 2014 წელს სამსახუ-რისგან ჩატარებული შემოწმების შედეგების და გამოცდილების საფუძველზე. ორივე გეგმა დამტ-კიცდა ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებლისგან 2014 წლის 3 დეკემბერს.

4. შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის შედეგები

კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური მიწვეული იყო ქობულეთში სასწავ-ლო ტრენინგზე 2014 წლის 4-05 დეკემბერს. ტრენინგის თემა იყო „შიდა აუდიტის და მონიტორინგის საკითხები.“

ბესარიონ ჭიპაშვილიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის

უფროსი

რა ხარევეზები გამოავლინა გამგეობის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურმა

„ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საქართველო ვერასოდეს განვი-თარდება, თუ თითოეული თქვენ-განი არ იქნება თავისუფალი, თუმცა თავისუფლება გულისხმობს უდიდეს პასუხისმგებლობას“ - აღ-ნიშნა იურისტმა გიორგი მშვენი-

ერაძემ, 19 აპრილს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში, პროექტის „სამოქალაქო განათ-ლების ცენტრი“ მონაწილე მოსწავ-ლეებთან გამართულ შეხვედრაზე.

იურისტი მოსწავლეებს ესაუბ-რა თემაზე „სახელმწიფოს არსი.“

მოუთხრო მისი წ ა რ მ ო შ ო ბ ი ს მიზეზებსა და ჩამოყალიბების პროცესებზე. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ არის შექმნილი ვინმეს, მათ შო-რის ღმერთის, სამსახურად, ის უნდა ემსახუ -როს სახელმწი-ფოს თითოეულ წევრს, ხოლო სახელმწიფოს თითოეული წევ-რი უნდა იყოს თანაბარუფლე-ბიანი.

სამოქალაქო განათლების ცენტრი ხარაგაულის მაჟო -რიტარი დეპუტატის ინიციატი-ვით 28 მარტს ჩამოყალიბდა. პროექტში ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტის საჯარო სკოლების

26 მოსწავლე მონაწილეობს. მათ უტარდებათ ლექცია-სემი-ნარები სხვადასხვა აქტუალურ თემებზე.

სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთ-ერთი მონაწილე, ლეღვნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ შარი-ქაძე ამბობს, რომ ასეთი საუბრები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, „დადებითად ვაფასებთ თითოეულ ასეთ შეხვედრას და ყოველთვის ვიძენ ახალ ცოდნას თითოეული ასეთი ლექციით. ამასთან, ერთ-მანეთს ვუმეგობრდებით პროექ-ტის მონაწილეები და ეს ძალიან კარგია“.

საღანძილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე შალვა სუთიძე აღნიშნავს, რომ ძალიან უხარია ასეთ პროექტში მონაწი-ლეობა, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი პროგრამები ბავშვების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. „აღფრთოვანებული ვარ დღევანდელი დღით. გავიღრ-

მავე ცოდნა და შევიძინე ახალი მეგობრები“.

იურისტ გიორგი მშენიერაძის აზრით, საქართველოს მთავარი გამოწვევა თავისუფალი ადამინე-ბის აღზრდა, ჩამოყალიბებაა და ასევე სწორი გაგება სახელმწიფოს არსისა. „ჩვენი საზოგადოების ნა-წილი ჯერ კიდევ არის საბჭოური მენტალიტეტის. ასეთ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო მათგან განყენებული, ცალკე დამოუკიდე-ბელი ინსტიტუციაა. აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა ადრეული ასაკიდან გაითავისოს, რომ სახელმ-წიფო - ეს თითოეული მათგანია და თითოეული მათგანია პასუხისმ-გებელი, როგორც ინსტიტუტების დაკომპლექტებაზე, ასევე სახელმ-წიფოს ანგარიშვალდებულებას-თან მიმართებაში. ამიტომ ასეთი შეხვედრები კარგია იმისათვის, რომ ადამიანებმა ადრიდანვე შეძლონ სახელმწიფოში საკუთარი როლისა და ვალდებულებების გათავისება“.

თამთა გოგოლაძე

გიორგი მშვენიერაძე - საქართველოს მთავარი გამოწვევა თავისუფალი ადამიანების აღზრდაა

Page 7: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

7xtvb [fhfufekb24 აპრილი, 2015 წ.

შვილები გიორგი, ვლადიმერი, თამარი, რძლები ნინო ზარიძე, მზია ყრუაშვილი, ნინო მანჯავიძე, ნონა ჯანყულაშვილი, სიძეები ოთარ ჭიპაშვილი, გიორგი გუ-ლიაშვილი, შვილიშვილები ნათია, ირმა, ირაკლი, მალხაზი, ლევანი, თამაზი მაღრაძეები, ნინო და მერაბ ჭიპაშვილები, შვილთაშვი-ლები დაჩი და კესო, ცოლისდა, ცოლისძმები, დისშვილები, ძმისშ-ვილები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

გრიგოლ (გრიშა) მიხეილის ძე მაღრაძე

დაიკრძალა 21 აპრილს მარე-ლისში.

თინა ებანოიძე, დოდო ბაზღა-ძე, ეკა ლურსმანაშვილი, ლეილა მაღრაძე, გულო ტალახაძე, მანანა ბაზღაძე, მაყვალა სებისკვერაძე, მარინა ზუმბაძე, მარინა ჭყოიძე, ელზა მაღლაკელიძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ყოფილი თა-ნამშრომელი

ჟანა კობას-ას ავალიშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

მარინა, პეტრე ჩიკვაიძეები, ლეო ცუცქირიძე, ნარგიზი, ლილი, ზურაბი შველიძეები, ვეფხვია ვეფხ-ვაძე, ციცინო კამკამიძე, ზურაბი გობიანი, თემური გაჩეჩილაძე თანავუგრძნობთ ზოია და ლევიკო ჩიკვაიძეებს საყვარელი ბიძაშვი-ლის

ზაალ ზურაბის ძე კაპანაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს.

ვაჟა, გურამი, არსენ, შერმადინ, თემური, ანზორ, დევიკო, პაატა, გოდერძი, შურა მაღრაძეები, ამირან მუხურაძე, ლია ფუხაშვი-ლი ოჯახებით თანაუგრძნობენ ვალოდია, გიორგი და თამრიკო მაღრაძეების ოჯახებს მამის

გრიგოლ (გრიშა) მაღრაძისგარდაცვალების გამო.

მადლენა, ცისანა, ჟუჟუნა, ოთა-რი, მურმანი, თემური, ნუგზარი, გია, ბესო მაღრაძეები კარლო ხვედელიძე, თენგიზ და ანდრო დევდარიანები ოჯახებით თანაუგ-რძნობენ ვალოდია, გიორგი და თამრიკო მაღრაძეებს მამის

გრიგოლ მაღრაძის გარდაცვალების გამო.

გვიალა გოგოლაძე ოჯახით თანაუგრძნობს ეთერ და ჯემალ კვირიკაშვილების ოჯახს მეუღლი-სა და სიძის

თემურ ბარბაქაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის ექიმთა საზოგა-დოება ღრმა მწუხარებით იუწყება ღვაწლმოსილი, ამაგდარი ექი-მის, ღირსეული ხარაგაულელის, ქალბატონ

მერი ჩიკვაიძისგარდაცვალებას.

წიფის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები, მოსწავლე-თა მშობლები და კლასის ხელმძღ-ვანელი ფატი ღამბაშიძე სამძიმარს უცხადებენ ანა კვინიკაძეს ბაბუის

სერგო კვინიკაძისგარდაცვალების გამო და

თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

ვარძიის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამავე სკოლის მუშაკი

მიტუშა (დიმიტრი) ღონღაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ბორის საჯარო სკოლა-პანსი-ონის კოლექტივი თანაუგრძნობს ჟანა ნიშნიანიძეს ბიცოლას

ხათუნა კბილცეცხლაშვილისგარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები, მოსწავლე-თა მშობლები და კლასის ხელმძღ-ვანელი მარინა ჩიტაძე სამძიმარს უცხადებენ მარი კვინიკაძეს ბაბუის

სერგო კვინიკაძისგარდაცვალების გამო და

თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

წიფის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი ღრმა მწუხარებით თანაუგრძნობენ სკოლის დირექტორს გოჩა კვინი-კაძეს ბიძის

კაკო მაღლაკელიძის გარდაცვალების გამო.

წიფის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის ინგლისური ენის მასწავ-ლებელს ლელა ზუბაშვილს ბაბუის

დურმიშხან ზუბაშვილისგარდაცვალების გამო.

ხიდრის საჯარო სკოლის პედ-კოლექტივი და ტექპერსონალი იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ყვე-ლასათვის საყვარელი პიროვნება, ასწლოვანი ქალბატონი

ქეთევან კვინიკაძე-ჩაჩანიძედა სამძიმარს უცხადებენ ჭირი-

სუფლებს.

ველითის უბნის მეზობლები თანაუგძნობენ ნანა და ბეჟან მა-ჭავარიანებს დისა და ცოლისდის

ნანული ლომსაძის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის მე-10 კლასის მოსწავლეები და კლასის ხელმძღვანელი თა-ნაუგრძნობენ ამავე კლასის მოს-წავლეს მერაბ ჭიპაშვილს ბაბუის

გრიგოლ მაღრაძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი თანაუგრძნობენ ამავე სკოლის მასწავლებელ ქეთევან ჩაჩანიძეს უხუცესი ბებიების 97 წლის

თამარ ცირეკიძისა და 103 წლის ქეთო ჩაჩანიძისგარდაცვალების გამო.

ხარაგაულის №3 საჯარო სკო-ლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი თანაუგრძ-ნობენ ევა სმირნოვას ძმის

ომარ გურგენაშვილისგარდაცვალების გამო.

კიცხის საშუალო სკოლის 1980 წლის მეათე(ა) კლასის კურსდამ-თავრებულები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა თანაკლასელი

ჟანა კობას ას. ავალიშვილიდა თანაუგრძნობენ გარდა-

ცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 17 აპრილის ნომერში ბორითის საჯარო სკოლისგან გამოქვეყნებულ ნეკროლოგში ცაფანა ლურსმანაშვილის ხსოვნისადმი შეცდომითაა მოწოდებული წინადადება, რომელიც უნდა იკითხებოდეს: „ვერც ვაშლევის საჯარო სკოლამ ვერ დაუშუშა და დაუამა...“

დაზუსტებათითქოს გუშინ იყო, ხევის საჯარო

სკოლის კედლებში რომ დააბიჯებდი. ლამაზი, ახოვანი, მუდამ ღიმილიანი, სიკეთით სავსე გულით ირგვლივ უხვად აფრქვევდი სითბოსა და სიყვარულს. მეგობრობაც იცოდი და გვერდში დგომაც, შენდობაც და სხვაზე ზრუნვაც. აქტიურსა და ინიციატივიანს სასკოლო ცხოვრებაში ჩართულს ყოველთვის გიხაროდა სკოლის ყოველი წარმა-ტება. ასე გაგრძელდა მერეც, როცა სკოლიდან წახვედი, დავაჟკაცდი, ოჯახი შექმენი. ხშირად გვსმენია იმ კარგი კაცობისა და დიდი ადამიანური სიკეთის თაობაზე, რომელსაც არასო-დეს იშურებდი გარშემო მყოფთათვის. პატიოსანი, მშრომელი პედაგოგის ოჯახში აღზრდილს, ახალგაზრდა მშობლებისა და ძმის ამქვეყნიდან წას-

ვლამ გული ძალიან გატკინა, მაგრამ ვერ გაგტეხა. პატარა ძმებს, როგორც უფროსი, მამასავით თავს ევლებოდი, გვერდით ედექი. მუდამ მშრომელსა და გამრჯეს, წესრიგიანს, საქმეც რიგიანად გამოგდიოდა.

რაოდენ შემზარავი იყო ყველასთ-ვის თქვენი მოულოდნელი გარდა-ცვალების ამბავი. გულით დაგიტირა მთელმა სოფელმა და სამუდამო განსასვენებელ ადგილამდე ზღვა ცრემლითა და ყვავილებით მიგაცი-ლა. ჩვენ კი გული გვტკივა და დიდი სამძიმარი გვინდა ვუთხრათ თქვენ საყვარელ მეუღლესა და შვილს, რო-მელიც მთელს ქვეყანას გერჩიათ. გვინ-და მივუსამძიმროთ თქვენს ძმებსა და ყველა ახლობელს, თქვენს სიდედრსა და სიმამრს, რომელთაც საკუთარი შვი-

ლივით მიგიღეს და დიდად განიცადეს თავს დამტყდარი უბედურება.

გვჯერა, რომ თქვენი სახელი მუდამ იცოცხლებს და უფალს შევთხოვთ და-გიმკვიდროს ცათა სასუფეველი.

ხევის საჯარო სკოლა

ძნელია საკუთარ მშობლებზე სა-უბარი. უსაზღვროა მათი მონატრება. წლები გადის, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ის ტკივილი, რაც მათი ამქვეყ-ნიდან წასვლით განვიცადეთ, მუდამ ჩვენთანაა.

ჯონდო თაბუკაშვილი, მეგობრები-სათვის „ნაცარა,“ სიკეთითა და პატიოს-ნებით გამოირჩეოდა ხარაგაულში. შვილებზე, შვილიშვილებსა და ოჯახზე უზომოდ მზრუნველმა ნაადრევად, 53 წლის ასაკში დატოვა ამქვეყნიური

ცხოვრება. ყველას ძალიან გაგვიჭირ-და ამ ფაქტთან შეგუება. ვფიქრობთ, რომ მისი დანატოვარი სიკეთე და მადლი გვმფარველობს ყველა ცხოვ-რებისეული გასაჭირის დროს.

მედული ოქრომჭედლიძეს მართ-ლაც ოქროს გული ჰქონდა. ის იყო საუკეთესო დედა, დედამთილი და ბებია. არავის ახსოვს სამეზობლოში მისგან წყენა. ყველას გვერდით ედგა ჭირსა და ლხინში. მშრომელი და და-უზარელი, ერთგული, მოწესრიგებული ქალბატონი იყო. ასეთი გვემახსოვრება მუდამ. ისიც, მეუღლის მსგავსად, ნაად-რევად, 64 წლის ასაკში, გადასახლდა იმქვეყნიურ სამყოფელში.

თითქმის ყოველდღე ვიხსენებთ მათთან ერთად ყოფნის წლებს და გული გვწყდება,რომ ჩვენს გვერდით აღარ არიან. გვჯერა, ისინი ზეციდან გვლოცავენ და ჩვენი ოჯახების კეთილ-დღეობას ავედრებენ უფალს.

ძვირფასო მშობლებო, ვამაყობთ თქვენით.

შვილები ნანა და პაატა თაბუკაშვილები ოჯახებით

მედული ოქრომჭედლიძისა და ჯონდო თაბუკაშვილის ხსოვნას

რაიბულ ტაბატაძის ხსოვნას

დღეს, როცა საქართველოში კა-ცობის მწვავე დეფიციტია, ღირსეული ხარაგაულელის, გურამ გურგენიძის გახსენება საკურნებელი წამალია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო, იმოღვაწეო და დაიმსახურო ხალხის სიყვარული. ჩემი და ბატონი გურამის ურთიერთობა 1986 წლის სექტემბე-რიდან დაიწყო. მაშინ იგი სასპორ-ტო სკოლის დირექტორი იყო. მისი ხელმძღვანელობით მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ სკოლისა და ბავშვთა სპორტის განვითარებას ემსახურებოდა.

2010 წლის გაზაფხულიდან, სას-პორტო სკოლის მაშინდელი ხელმძ-ღვანელობის ძალისხმევით, რაიონუ-

ლი პირველობა კალათბურთში მის სახელთანაა დაკავშირებული. ბატონი გურამი ჩემპიონატის მსვლელობაში ჩვენს გვერდით იყო და კმაყოფილებას ვერ მალავდა.

გურამ გურგენიძე მისაბაძი იყო მეგობრობაში, ჭირსა თუ ლხინში გვერ-დით დგომით, იყო მრავალი კეთილი საქმის წამომწყები. იმედს ვიტოვებთ, რომ ყოველი წლის ზაფხულს შევეგე-ბებით თქვენს საპატივცემულო მემო-რიალით. ამ ტურნირით გვინდა, რომ მომავალმა თაობებმაც იცოდეს, ვის ნაკვალევს მიჰყვებიან, ვის უკავშირებენ თავიანთ სპორტულ ბედს. იგი ღირ-სეული ცხოვრებით ცხოვრობდა. მისი გული სავსე იყო სამშობლოს, ოჯახის, მეუღლის, შვილების, შვილიშვილის,

კოლეგების, მეგობრებისა და მეზობ-ლების განუზომელი სიყვარულით. ბატონო გურამ, სანამ ვიქნებით, მანამ შევინახავთ თქვენს ნათელ ხსოვნას.მეგობრების სახელით ბეჟანი ჩხეიძე

გურამ გურგენიძის გახსენება

სამი ტკივილიანი თვე გავიდა, დედა, რაც ამ ქვეყნიდან წახვედი და სამუდამო სასუფეველი დაიმკვიდრე იმქვეყნად. უშენოდ გატარებული ყოველი წუთი, ყოველი წამი ძალიან ძნელია. ახლოვდება შენი დაბადების დღე, დედა, მაგრამ ისეთი ტკივილით განვიცდით ამ დღის მოახლოებას... ყოველთვის მხიარულები გილოცავ-დით ამ დღეს, მაგრამ ახლა რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვის ამ

დღის მოლოცვა, ყოველთვის გვე-მახსოვრები დედა, შენს მეუღლეს და შვილებს. დიდი სიყვარულითა და სით-ბოთი მოგილოცავთ დაბადების დღეს.

ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სათუთი და სპეტაკი სული. სა-მუდამო სასუფეველი დაგიმკვიდროს იმქვეყნად ღმერთმა.

მეუღლე გონერი ლაცაბიძე, შვილები ლევანი, ლელა,

ნანული ლაცაბიძეები

დაბადების დღეს გილოცავთ, დედა!

უკვე ერთი წელი გავიდა თქვენი ამ-ქვეყნიური ცხოვრების დამთავრებიდან. ვინც გიცნობდა, ყველა მოკრძალებით გიგონებს. ახლა უფრო ნათლად ვგრძნობთ, თუ რა ძლიერ გვყვარები-ხარ ყველას. სიყვარული კი თავისით არ მოდის, ის მხოლოდ ღვაწლით, ოჯახის, მეგობრების, ნათესავების, მეზობლების უანგარო მსახურებით მოიპოვება.

სახელოვანი მშობლების ერ -თადერთი ვაჟი იყავით. მამა ომში დაკარგეთ ისე, რომ არც გაგიცვნიათ. დედათქვენი, უკეთილშობილესი ქალბატონი ლიდა მაღრაძე, სამი წლის წინ გარდაიცვალა. გასული

წლის მარტში უეცრად გახდით ცუ-დად და სრულიად უშფოთველად, წყნარად გადასახლდით სამუდამო სასუფეველში. დატოვე მეუღლე, შვი-ლები და საყვარელი შვილიშვილები. დააკლდი ოჯახს და არანაკლებ - უბანს. ლამაზ მოგონებად დარჩი ჩვენს გულებში და ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ შენი ლამაზი სულისათვის. მუდამ ნათელში გამყოფოს უფალმა. არასოდეს მიეცეს დავიწყებას შენი სახელი. მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მარელისის მიწა.

ბიძაშვილები გურამი, ვაჟა, ოთარი, მურმანი, თემური,

ვალოდია და გიორგი მაღრაძეები

ომარ მაღრაძის ხსოვნას

Page 8: დღეს „დედამიწის დღე“ ხარაგაულშიchemikharagauli.com/uploads/secbanners/14-634-2015w.pdfრი ჰამლეტ ბერაძე)

8 xtvb [fhfufekb 24 აპრილი, 2015 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

დ. ხარაგაული24.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +10ºC, ღამე +5ºC;25.04 - მზიანი დარი, დღე +16ºC,

ღამე +6ºC;26.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +23ºC, ღამე +12ºC;27.04 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +23ºC, ღამე +14ºC;28.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +14ºC;29.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +13ºC.

ბორითი24.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +7ºC, ღამე +5ºC;25.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +15ºC, ღამე +5ºC;26.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +19ºC, ღამე +9ºC;27.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +11ºC;28.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +11ºC;29.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +11ºC.

კიცხი24.04 - ცვალებადი მოღრუბლუ-

ლობა ნალექით, დღე +9ºC, ღამე +4ºC;25.04 - მზიანი დარი, დღე +14ºC,

ღამე +5ºC;26.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +10ºC;27.04 - მოღრუბლულობა უნალე-

ქოდ, დღე +22ºC, ღამე +13ºC;28.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +13ºC;29.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +13ºC.

მოლითი24.04 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +5ºC, ღამე +3ºC;25.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +13ºC, ღამე +3ºC;26.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +18ºC, ღამე +7ºC;27.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +9ºC;28.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა ნალექით, დღე +21ºC, ღამე +9ºC;29.04 - ცვალებადი მოღრუბლულო-

ბა უნალექოდ, დღე +20ºC, ღამე +8ºC.

amindi

თეონა ჯონდოს ას ცხვე-დაძეს და მიშკა პაპუნაშვილს სულითა და გულით ვულოცავთ ქორწინებას. ვუსურვებთ ჯანმ-რთელობას, დიდ სიხარულსა და შვილთა სიმრავლეს. იყოს მუდამ ბედნიერი ახალშერთულ მეუღლესთან, მშობლებთან, დედმამიშვილებთან და ყველა კეთილ ნათესავთან ერთად. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი.

ნათელა ცხვედაძე ოჯახით

ვულოცავთ ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს ირინა კაციტაძესა და ვასილ კავილაძეს ნანატრი შვილის შე-ძენას. ვუსურვებთ პატარა ნიტას ჯანმრთელობას და სასახელო ქართველ ქალად გაზრდას. უფლის წყალობა არ მოგკლე-ბოდეს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ მალხაზ კურტა-ნიძესა და შორენა კაპანაძეს მერვე შვილის შეძენას. ვუსურ-ვებთ პატარა მარიამს ღვთის მფარველობას, უღრუბლო ზეცას და ბედნიერ საქართველოში ცხოვრებას; რვა შვილის მშობ-ლებს - ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას, მხნეობას და დიდხანს სიცოცხლეს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

სამეურვეო საბჭოს წევრები

დიდი სიყვარულითა და პა-ტივიცემით ვულოცავთ 60 წლის იუბილეს თეიმურაზ გაჩეჩილა-ძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, დღეგრ-ძელობას და უფლის მფარველო-ბას, წინსვლასა და წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქ-მიანობაში თავის დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად. ღმერთმა დიდ-ხანს გაცოცხლოთ თქვენს ოჯახ-თან და კოლექტივთან ერთად.

წიფის საჯარო სკოლის დირექცია, პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

დიდი სიხარულითა და სიყვა-რულით ვულოცავ გაბედნიერებას სოფელ სხლითში ერთგულებით, შრომისმოყვარეობით და ადა-მიანთა უსაზღვრო სიყვარულითა და თანადგომით გამორჩეულ ვაჟკაცს, კობა შარიქაძეს. გვწამს, რომ თავის რჩეულ ქეთი ივა-ნიაძესთან ერთად ის შექმნის ღირსეულ ქართულ ოჯახს. კობას სახით ორი ქალიშვილის აღმზრ-დელმა ქეთის მშობლებმა ნანატრი ვაჟკაცი შეიძინეს, სხლითელებმა კი სოფლის იდილიურ ყოფაზე შეყვარებული პატარძალი.

დაე, სიკეთე, ულევი სიხა-რული, შვილთა სიმრავლე და უფლის მფარველობა იყოს ქეთი ივანიაძისა და კობა შარიქაძის სიყვარულზე დაფუძნებული ოჯა-ხის მუდმივი თანამგზავრი.

პატივისცემით ნუგზარი ლომსაძე და ლემა ბერაძე

80 წლის იუბილეს ვულოცავ შესანიშნავ, გულისხმიერ პიროვ-ნებას ზაური ილიას ძე თაბუკაშ-ვილს. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს საყვა-რელ მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. გფარავდეთ ღმერთი.

სიყვარულით გურამი თაბუკაშვილი ოჯახით.

ვულოცავთ ნატო გუგავას შვილების დიტო ბერაძისა და თიკო სარალიძის ბედნიერებას. ვუსურვებთ დიდ სიყვარულს, მტკიცე ქართული ოჯახის შექმნას და შვილთა სიმრავლეს.

ბორის საჯარო სკოლა-პანსიონის კოლექტივი

დაბადების დღეს ვულოცავთ აპრილში დაბადებულ ჩვენს პედაგოგებს გრიგოლ გელაშ-ვილს, გია შუბითიძეს, მიმოზა სიჭინავას და მერი ლომიძეს. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას ღვთის წყალობას და ბედნიერებას.

ნადაბურის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

***

***

***

***

******

***

***

გასული წლის ზაფხულში მოს-წავლე-ახალგაზრდობის სახლი „პიონერფილმს“ მასპინძლობდა, ხარაგაულელმა და თბილისელმა მოსწავლეებმა გადაიღეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმები. საქართ-ველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში 19 აპრილს გამართულ მოსწავლეთა 69-ე სასწავ-ლო-შემოქმედებით კონფერენციაზე ხარაგაულიდან წარდგენილი იყო 5 ფილმი: „სტარში ლეიტენანტ გიორგი ბლუაშვილი“ - დოკუმენტური ფილმი; ავტორი ანა ბლუაშვილი, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახე-ლობის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე;

2. „ბაბუა“ - დოკ. ფილმი; ავტორი ნანა გოგოლაძე, ბორითის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

3. „ოცნებას კაცი არ მოუკლავს“ - მხატვრული ფილმი, მონაწილეობს ხარაგაულის ანდრია პირველწოდე-ბულის სახელობის სასულიერო გიმნა-ზიის მე-8 კლასის მოსწავლე გიორგი თავზარაშვილი.

4. „ბუღალტერი“ - დოკ. ფილმი; ავტორი - მარიამ ტალახაძე, ხარა-გაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე:

5. „სიმღერით გაფერადებული ცხოვრება“ – ავტორები ლანა ღონღა-ძე, დეა და ფერიდე ბერაძეები, ბორის

საჯარო სკოლის მოსწავლეები.კონფერენციაზე ჟიურის წევრები

იყვნენ კინოოპერატორი ლომერ ახვლედიანი, კინოთმცოდნე მარინა კერესელიძე, ევროპული სკოლის ხელმძღვანელი ირაკლი ჯაოშვილი, ქეთევან პატარაია.

დიდი მოწონება დაიმსახურა ხა-რაგაულის მოსწავლე-ახალგაზრ-დობის სახლის მიერ წარდგენილმა ფილმებმა. ანა ბლუაშვილისა და ნანა გოგოლაძისგან შექმნილმა ფილმებმა და ასევე ფილმმა გიორგი თავზარაშ-ვილის მონაწილეობით, მოიპოვეს პირველი ხარისხის დიპლომები და გახდნენ კონფერენციის გამარჯვებუ-ლები. ხარაგაულიდან წარდგენილმა დანარჩენმა ფილმებმა კი დაიმსახურეს მეორე ხარისხის დიპლომები.

სტუდია „პიონერფილმის“ ხელმძღ-ვანელის გრიგოლ ჩიგოგიძის თქმით, წლევანდელ კონფერენციაზე ხარაგა-ული წარსდგა მოსწავლეებისგან გადა-ღებული ხუთი საინტერესო ფილმით. ხარაგაულელი მოსწავლეების დელე-გაციას ქალბატონი ქეთევან ხარაძე ხელმძღვანელობდა. ძალიან მიხარია, რომ ხარაგაულიდან, იმ რაიონიდან, სადაც გაიზარდა ბევრი კინომუშაკი და დიდი მეცნიერები, ბავშვები აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენთან. მჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება.

ანა გაჩეჩილაძე ფოტოზე: ანა ბლუაშვილი და

გიორგი თავზარაშვილი კონფე-რენციაზე

მოსწავლეთა სახლის წარმატება

ფიზიკური განვითარებისა და მასაჟის სრული პროცედურები სამ-კურნალო ვარჯიშებით, გაწელვითი თერაპიებით, სამასაჟო კრემების, გელების და სამკურნალო ზეთების გამოყენებით:

1. მასაჟი და სამკურნალო ფიზკულ-ტურა განვითარების დარღვევებისა და დავადების დროს ბავშვთა ასაკში;

2. სამკურნალო, გამაჯანსაღებელი, სპორტული და ზოგადი მასაჟის სრუ-ლი პროცედურები;

3. ადრეულ ასაკში ბავშვთა მასაჟი;4. დღენაკლულ ბავშვთა მასაჟი და

ვარჯიშები;5. მასაჟი აღდგენითი თერაპის

მეთოდებით;6. უნარშეზღუდულთა გამაჯან-

საღებელი მასაჟი და სამკურნალო ფიზკულტურა, ასაკის შეუზღუდავად;

7. ხერხემლის გამრუდებები, ხერ-ხემლის თიაქარი და მის სამკურნალო გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.

სპეციალისტი ლევან არევაძე.დავამთავრე თბილისის სახელმწი-

ფო სამედიცინო უნივერსიტეტი.წლების განმავლობაში ვმუშაობ-

დი თურქეთის დედაქალაქში, უნარ-შეზღუდულთა სარეაბილიტაციო ცენტრებში.

თურქეთის დედაქალაქში წარმატე-

ბულად გავიარე გაწელვითი და აღდ-გენითი თერაპიის კურსები და მივიღე სერთიფიკატი.

მისამართი: ხარაგაულის სპორტის განვითა-

რებისა და მართვის მუნიციპალური ცენტრი.

ტელ.: 577 00 40 20; 577 38 24 33.

ყურადღება!

თინათინ კოშიტაძე - გაზაფხული-ვით მშვენიერი და თბილი, მომხიბლავი და სათუთი, ხევის საზოგადოებრივი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, თითქ-მის ორი წელია, რაც ამ ცენტრში ხალხს ემსახურება. ადვილი არაა, თანამშრომ-ლებისა და მოსახლეობის დიდი მოწო-ნება და სიყვარული დაიმსახურო. ამას დიდი შრომა, ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ჩვენ, ხევის მოსახლეობა და არა მარტო ხევის, მთლიანად ზემო იმერეთის, დიდ მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ თინათინს ჩვენი ასეთი მომსახურებისა და პატი-

ვისცემისთვის. ძალიან გვწყდება გული, რომ გვტოვებს. გვინდა ჩვენს თინათინს ვუსურვოთ ახალ სამსახურში ჩვეული შემართებით სვლა. დაე, ყოველ ახალ დღეს მისთვის მოეტანოს დიდი სიყვა-რული და წარმატება. სულიწმინდის ცხრა ნაყოფი: სიყვარული, სიხარული, სიმშვიდე, სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, სარწმუნოება, მყუდროება და მოთმინება ყოფილიყოს მისი მუდმივი თანამგზავრი.

გვიყვარხარ, თინათინ.მოსახლეობის სახელით მევლუდი ნოზაძე - ბაბუ

მადლობა, თინათინ!

ვყიდი ავტომანქანას (კოლ-ხოზნიკი) ახალ გარემონტე-ბულს, მოძრავ მდგომარე-ობაში. შეძენის მსურველები დამიკავშირდით ტელეფონით 598 27 86 76; იმედა ვეფხვაძე.

გვესაჭიროება თანამშრომ-ლები (კონდიტერები). გამო-გვეხმაურეთ ტელეფონით 593 44 80 55.

პატარა ხარაგაულში იყიდება 2150მ2 მიწის ნაკვეთი ყველა კომუნიკაციით, ხეხილით, ამორ-ტიზებული სახლით, დამხმარე სათავსოთი. ტელ: 514 15 12 12.

ვყიდი ყოფილი სახელგამის შენობის პირველ სართულს, საერთო ფართი 150 მ2, მის: ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №13. ფასი შეთანხმებით. და-რეკეთ 593 69 45 40. იკითხეთ არსენა.