8
შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა და ბუ- ნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ შეშის მოპოვების წესი იცვლება: 2013 წლის 3 დეკემბრიდან კომლზე გასა- ცემ საშეშე მერქანზე დაწესებულია ზღვარი 7 მ3, ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა 30 დღე. 2013 წლის 3 დეკემბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთი ძალაშია 2014 წლის 1 მარტამდე. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ სატყეო სამსახურებს ან დაუკავშირდით: 032 2 72 72 87. სკოლის ტრანსპორტი მხოლოდ მოსწავლეებისთვის ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის დავით კიკ- ნაძის ინფორმაციით, სკოლებისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტირების მი- მართულებების რაოდენობა იზრდება. დავით კიკნაძემ 4 დეკემბერს გამართულ დირექტორთა თათბირზე აღნიშნა, რომ ტრანსპორტი უნდა მოემსახუროს მხო- ლოდ მოსწავლეებს. დაფიქსირდა არა ერთი შემთხვევა, რომ ავტობუსით მგზავ- რობდნენ რიგითი მგზავრები. რესურს- ცენტრს დაევალა მოსწავლეების ტრანს- პორტით მომსახურების მონიტორინგი. დავით კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვების გადინება იმ სოფლებიდან, სადაც სკოლებს არ ემსა- ხურება ტრანსპორტი იმ სოფლებისკენ, სადაც სკოლები ასეთი მომსახურებით სარგებლობენ. თუ მშობელი თვითონ გადაწყვეტს, ბავშვი გადაიყვანოს სხვა სკოლაში, მაშინ მგზავრობის ხარჯებიც თვითონ გასწიოს. ხელფასთან ერთად პენსიაც სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხელფასთან ერთად ასაკით პენსიასაც აიღებენ. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმა- ნათლებლო რესურცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექტო- რებთან თათბირზე გაავრცელა. რესურსცენტრს ახალი თანამშრომელი დაემატა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი საშტატო ერთეული დაემატა. ახალი თანამშ- რომელი კურირებას გაუწევს პრო- ფესიული ორიენტაციის საკითხებს. ამ თანამდებობაზე კონკურსში გაიმარჯვა მარიკა ბააკაშვილმა. იგი ერთკვი- რიანი ტრენინგების გავლის შემდეგ შეუდგება მუშაობას. კონკურსი პედაგოგის თანამდებობაზე ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პედაგოგის თანამდე- ბობაზე კონკურსი გამოცხადდა. კონ- კურსის პირობების შესახებ მომავალ კვირაში დასაქმების ბიუროს ვებგვერ- დზე გავრცელდება ინფორმაცია. ამის შესახებ რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექ- ტორებთან შეხვედრაზე განაცხადა. მამულიშვილური საქმეები ვერ გადაწონის მიტოვებულ გიმნაზიას ხარაგაულის სასულიერო გიმ- ნაზიაში არსებულ მდგომარეობაზე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა მამუკა ჭიპაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მასწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ჯერ ხელფასი არ მიუღიათ. თანხა, რომლითაც ადგი- ლობრივი ბიუჯეტი პერიოდულად ეხმარება გიმნაზიას, ვერ ხმარდება მათ საჭიროებებს. დეპუტატ რუსუდან გურგენიძის თქმით, ნებისმიერ საკითხში ადვო- კატირება რომ გასწიო, თვითონ პიროვნებამ უნდა ამოიღოს ხმა. „ალაპარაკდნენ თავინთ პრობლე- მებზე მასწავლებლები და შემდეგ რაც შემეძლება, დავუდგები გვერდით,“ - ამბობს დეპუტატი. გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სხალთის ეპარქია, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, საკმაოდ სოლიდური თანხებით ფი- ნანსდება და მამულიშვილურ საქმეს აკეთებს. თუმცა, ეს ვერ გადაწონის აქ მიტოვებული გიმნაზიის პრობლემებს. „მეუფე სპირიდონმა გვითხრა, რომ დავხმარებოდით წყლის, შეშისა და ღობის პრობლემების მოგვარებაში. ის ითხოვდა ასევე, რომ პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება და გაეზარდა ვაუჩერული დაფინანსება. პირველი ორი საკითხი მოვაგვარეთ. გიმნაზიის ეზოს კედლის პროექტირება კეთდება და წელსვე დავაფინანსებთ. ჩვენი პი- რობების შესრულების შემდეგ კვლავ შევხვდებით მეუფეს, სავარაუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში,“ - ამბობს გამგებელი. მწვრთნელი სავარჯიშოდ პირობებს ითხოვს ხარაგაულის სპორტულ სკო- ლასთან არსებული კუნფუ-სანდას მწვრთნელმა ზვიად კურტანიძემ საკრებულოს წევრებს დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ახალჩამოყა- ლიბებულმა გუნდმა უკვე სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. 8 დეკემბერს მწვრთნელს მოსწავლეები მორიგ შე- ჯიბრებაზე მიჰყავს, მაგრამ ვერ ავარ- ჯიშებს დარბაზის უქონლობის გამო. ზვიად კურტანიძე თავიდან კულტურის ცენტრის დარბაზში, შემდეგ ღია ესტ- რადაზე ავარჯიშებდა მოსწავლეებს. ამ ბოლოს კი ახალაგებული სპორ- ტული დარბაზის პირველ სართულზე. შენობა ჯერ მუნიციპალიტეტს არ მიუღია, ამიტომ მშენებელი იქ აღარა- ვის უშვებს. ზვიად კურტანიძე ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ახალი დარბაზია. ამიტომ მან იქ ოთხი დღით შესვლა ითხოვა. საკრებულოს წევრებმა ზვიად კურტანიძეს საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები შესთავაზეს. გაზეთის მომზადების პროცესში შევიტყვეთ, რომ ზვიად კურტანიძისა და მისი მოსწავლეებისთ- ვის სავარჯიშოდ ფართი გამოიძებნა. დეპუტატი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად შესრულებას ითხოვს ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ გამცემლიძის ინფორმაციით, ბორითის მოსახლეობის უკმაყოფი- ლება გამოიწვია ნაპირსამაგრი სამუ- შაოების დაგვიანებამ. „ფირმა, რომე- ლიც იმ ხეობაში მუშაობს, კარგა ხანია, არ გამოჩენილა, - ამბობს თემურ გამ- ცემლიძე, - ორი თვეა ვეღარ მუშაობს სოფლის წისქვილი, რომლითაც მოსახლეობის 80% სარგებლობს. გუ- შინ გამოჩნდა ტრაქტორი მაჩაიძეების უბანში, სადაც დამთავრებულ დამბაზე, გაბიონზე მიაყარა მიწა. სამუშაოები წისქვილის მიმდებარე ტერიტორი- აზე მიტოვებულია. ამინდები, ალბათ აღარ მოგვცემს მუშაობის საშუალებას. ძველი გაბიონებიც მოვანგრიეთ და ფაქტობრივად, წყალდიდობისას ორ ოჯახს შეექმნება საფრთხე, წისქვილი აღარც დარჩება, თუ წყალი მოვარდა. ამიტომ მშენებელმა სამუშაო უნდა დაამთავროს დროზე.“ გამგეობის ეკონომიკისა და ინფ- რასტრუქტურის განვითარების სამსა- ხურის უფროსის, დავით დევდარიანის თქმით, მათ კომპანიების მხრიდან ტენდერით გათვალისწინებული პირო- ბების დარღვევისას ერთადერთი ბერ- კეტი აქვთ, - დააჯარიმონ მშენებელი. უნდა ჩატარდეს მრავალწლიანი ნარგავებისა და ვენახების ინვენტარიზაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ- რებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრმა თემურ გამ- ცემლიძემ 2 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძის წერილი გააცნო კოლეგებს. როგორც წერილშია აღნიშნული, „მთავრობა სერიოზულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურ- ნეობის განვითარებას. ხარაგაულში შესაძლებელია, მაღალ დონეზე განვი- თარდეს მევენახეობა და მეცხოველე- ობა. საშამპანურე ღვინო-მასალების მიღება შესაძლებელია კიცხის, დაბა ხარაგაულის, ბორითისა და მოლითის ზონის ზოგიერთ სოფელში. ყურძნის მოყვანა ჩვენთან ძვირი ჯდება. უფრო მეტ ხელშემწყობ პირობებში შეიძლება ეს დარგი იქცეს შემოსავლის წყაროდ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა ვიფიქროთ და გლეხს უნდა მივაწო- ამბების აკიდო პირველმა თოვლმა ყველაზე მეტად პატარები გაახარა მე-4 გვ. 6 დეკემბერი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 45 (568) www.chkh.org ნოდარ ებანოიძე: „ხარაგაულის ბიუჯეტი არის თანხების არაეფექტურად ხარჯვის ქრესტომათია„მონიტორინგით ჩანს, რომ დანგრეულია ჯანდაცვის სისტემა„ახალი პროექტიც მძიმედ აისახება ზვარეს მინერალური წყლის ვარგისიანობაზებიბლიოთეკამ პროექტის „მამებიშემაჯამებელი ღონისძიება გამართა 3 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. „გაბერილი” შტატები და დაუფინანსებელი პროგრამები 2 გვ. დღეს ნომერშია

დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

შეშის მოპოვების წესი შეიცვალა

საქართველოს გარემოსა და ბუ-ნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, მოსახლეობის მიერ შეშის მოპოვების წესი იცვლება: 2013 წლის 3 დეკემბრიდან კომლზე გასა-ცემ საშეშე მერქანზე დაწესებულია ზღვარი 7 მ3, ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადაა 30 დღე. 2013 წლის 3 დეკემბრამდე გაცემული ხე-ტყის დამზადების ბილეთი ძალაშია 2014 წლის 1 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ სატყეო სამსახურებს ან დაუკავშირდით:

032 2 72 72 87.

სკოლის ტრანსპორტი მხოლოდ მოსწავლეებისთვის

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის დავით კიკ-ნაძის ინფორმაციით, სკოლებისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტირების მი-მართულებების რაოდენობა იზრდება. დავით კიკნაძემ 4 დეკემბერს გამართულ დირექტორთა თათბირზე აღნიშნა, რომ ტრანსპორტი უნდა მოემსახუროს მხო-

ლოდ მოსწავლეებს. დაფიქსირდა არა ერთი შემთხვევა, რომ ავტობუსით მგზავ-რობდნენ რიგითი მგზავრები. რესურს-ცენტრს დაევალა მოსწავლეების ტრანს-პორტით მომსახურების მონიტორინგი. დავით კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ არ უნდა მოხდეს ბავშვების გადინება იმ სოფლებიდან, სადაც სკოლებს არ ემსა-ხურება ტრანსპორტი იმ სოფლებისკენ, სადაც სკოლები ასეთი მომსახურებით სარგებლობენ. თუ მშობელი თვითონ გადაწყვეტს, ბავშვი გადაიყვანოს სხვა სკოლაში, მაშინ მგზავრობის ხარჯებიც თვითონ გასწიოს.

ხელფასთან ერთად პენსიაცსკოლების ადმინისტრაციის

წარმომადგენლები ხელფასთან ერთად ასაკით პენსიასაც აიღებენ. ეს ინფორმაცია ხარაგაულის საგანმა-ნათლებლო რესურცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექტო-რებთან თათბირზე გაავრცელა.

რესურსცენტრს ახალი თანამშრომელი დაემატა

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს ახალი საშტატო ერთეული დაემატა. ახალი თანამშ-რომელი კურირებას გაუწევს პრო-ფესიული ორიენტაციის საკითხებს. ამ თანამდებობაზე კონკურსში გაიმარჯვა მარიკა ბააკაშვილმა. იგი ერთკვი-რიანი ტრენინგების გავლის შემდეგ შეუდგება მუშაობას.

კონკურსი პედაგოგის თანამდებობაზე

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში პედაგოგის თანამდე-ბობაზე კონკურსი გამოცხადდა. კონ-კურსის პირობების შესახებ მომავალ კვირაში დასაქმების ბიუროს ვებგვერ-დზე გავრცელდება ინფორმაცია. ამის

შესახებ რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ სკოლების დირექ-ტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მამულიშვილური საქმეები ვერ გადაწონის მიტოვებულ

გიმნაზიასხარაგაულის სასულიერო გიმ-

ნაზიაში არსებულ მდგომარეობაზე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა მამუკა ჭიპაშვილმა ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მასწავლებლებს ახალ სასწავლო წელს ჯერ ხელფასი არ მიუღიათ. თანხა, რომლითაც ადგი-ლობრივი ბიუჯეტი პერიოდულად ეხმარება გიმნაზიას, ვერ ხმარდება მათ საჭიროებებს.

დეპუტატ რუსუდან გურგენიძის თქმით, ნებისმიერ საკითხში ადვო-კატირება რომ გასწიო, თვითონ პიროვნებამ უნდა ამოიღოს ხმა. „ალაპარაკდნენ თავინთ პრობლე-მებზე მასწავლებლები და შემდეგ რაც შემეძლება, დავუდგები გვერდით,“ - ამბობს დეპუტატი.

გამგებელ კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, სხალთის ეპარქია, რომლის დაქვემდებარებაშიც შედის ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია, საკმაოდ სოლიდური თანხებით ფი-ნანსდება და მამულიშვილურ საქმეს აკეთებს. თუმცა, ეს ვერ გადაწონის აქ მიტოვებული გიმნაზიის პრობლემებს.

„მეუფე სპირიდონმა გვითხრა, რომ დავხმარებოდით წყლის, შეშისა და ღობის პრობლემების მოგვარებაში. ის ითხოვდა ასევე, რომ პარლამენტს მიეღო გადაწყვეტილება და გაეზარდა ვაუჩერული დაფინანსება. პირველი ორი საკითხი მოვაგვარეთ. გიმნაზიის ეზოს კედლის პროექტირება კეთდება და წელსვე დავაფინანსებთ. ჩვენი პი-რობების შესრულების შემდეგ კვლავ შევხვდებით მეუფეს, სავარაუდოდ,

დეკემბრის შუა რიცხვებში,“ - ამბობს გამგებელი.

მწვრთნელი სავარჯიშოდ პირობებს ითხოვს

ხარაგაულის სპორტულ სკო-ლასთან არსებული კუნფუ-სანდას მწვრთნელმა ზვიად კურტანიძემ საკრებულოს წევრებს დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ახალჩამოყა-ლიბებულმა გუნდმა უკვე სერიოზულ წარმატებებს მიაღწია. 8 დეკემბერს მწვრთნელს მოსწავლეები მორიგ შე-ჯიბრებაზე მიჰყავს, მაგრამ ვერ ავარ-ჯიშებს დარბაზის უქონლობის გამო. ზვიად კურტანიძე თავიდან კულტურის ცენტრის დარბაზში, შემდეგ ღია ესტ-რადაზე ავარჯიშებდა მოსწავლეებს. ამ ბოლოს კი ახალაგებული სპორ-ტული დარბაზის პირველ სართულზე. შენობა ჯერ მუნიციპალიტეტს არ მიუღია, ამიტომ მშენებელი იქ აღარა-ვის უშვებს. ზვიად კურტანიძე ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ხელსაყრელი ახალი დარბაზია. ამიტომ მან იქ ოთხი დღით შესვლა ითხოვა. საკრებულოს წევრებმა ზვიად კურტანიძეს საჯარო სკოლების სპორტული დარბაზები შესთავაზეს. გაზეთის მომზადების პროცესში შევიტყვეთ, რომ ზვიად კურტანიძისა და მისი მოსწავლეებისთ-ვის სავარჯიშოდ ფართი გამოიძებნა.

დეპუტატი ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად

შესრულებას ითხოვსბორითის მაჟორიტარი დეპუტატის,

თემურ გამცემლიძის ინფორმაციით, ბორითის მოსახლეობის უკმაყოფი-ლება გამოიწვია ნაპირსამაგრი სამუ-შაოების დაგვიანებამ. „ფირმა, რომე-ლიც იმ ხეობაში მუშაობს, კარგა ხანია, არ გამოჩენილა, - ამბობს თემურ გამ-ცემლიძე, - ორი თვეა ვეღარ მუშაობს სოფლის წისქვილი, რომლითაც

მოსახლეობის 80% სარგებლობს. გუ-შინ გამოჩნდა ტრაქტორი მაჩაიძეების უბანში, სადაც დამთავრებულ დამბაზე, გაბიონზე მიაყარა მიწა. სამუშაოები წისქვილის მიმდებარე ტერიტორი-აზე მიტოვებულია. ამინდები, ალბათ აღარ მოგვცემს მუშაობის საშუალებას. ძველი გაბიონებიც მოვანგრიეთ და ფაქტობრივად, წყალდიდობისას ორ ოჯახს შეექმნება საფრთხე, წისქვილი აღარც დარჩება, თუ წყალი მოვარდა. ამიტომ მშენებელმა სამუშაო უნდა დაამთავროს დროზე.“

გამგეობის ეკონომიკისა და ინფ-რასტრუქტურის განვითარების სამსა-ხურის უფროსის, დავით დევდარიანის თქმით, მათ კომპანიების მხრიდან ტენდერით გათვალისწინებული პირო-ბების დარღვევისას ერთადერთი ბერ-კეტი აქვთ, - დააჯარიმონ მშენებელი.

უნდა ჩატარდეს მრავალწლიანი ნარგავებისა და ვენახების

ინვენტარიზაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკ-

რებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ წევრმა თემურ გამ-ცემლიძემ 2 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარე იუზა კელენჯერიძის წერილი გააცნო კოლეგებს. როგორც წერილშია აღნიშნული, „მთავრობა სერიოზულ ყურადღებას აქცევს სოფლის მეურ-ნეობის განვითარებას. ხარაგაულში შესაძლებელია, მაღალ დონეზე განვი-თარდეს მევენახეობა და მეცხოველე-ობა. საშამპანურე ღვინო-მასალების მიღება შესაძლებელია კიცხის, დაბა ხარაგაულის, ბორითისა და მოლითის ზონის ზოგიერთ სოფელში. ყურძნის მოყვანა ჩვენთან ძვირი ჯდება. უფრო მეტ ხელშემწყობ პირობებში შეიძლება ეს დარგი იქცეს შემოსავლის წყაროდ. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა ვიფიქროთ და გლეხს უნდა მივაწო-

ამბების აკიდოპირველმა თოვლმა ყველაზე მეტად პატარები გაახარა

მე-4 გვ.

6 დეკემბერი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№45 (568)

www.chkh.org

ნოდარ ებანოიძე: „ხარაგაულის ბიუჯეტი არის თანხების არაეფექტურად ხარჯვის ქრესტომათია”

„მონიტორინგით ჩანს, რომ დანგრეულია ჯანდაცვის სისტემა”

„ახალი პროექტიც მძიმედ აისახება ზვარეს მინერალური წყლის ვარგისიანობაზე”

ბიბლიოთეკამ პროექტის „მამები” შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

3 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

„გაბერილი” შტატები და დაუფინანსებელი პროგრამები 2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

2 xtvb [fhfufekb 6 დეკემბერი, 2013 წ.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამ-სახურის უფროსმავლადიმერ გელაშვილ-მა და საბიუჯეტო განყოფილების უფროს-მა ნინო მაღლაკელიძემ აღნიშნეს, რომ ბიუჯეტიდან გასაცემი თითოეული თეთრის დაცვა მკაცრად მოსთხოვეს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში.

„სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მწირი ფინანსები, - განაცხადა პროექტის გან-ხილვისას ვლადიმერ გელაშვილმა, - დაჩაგრული ორგანიზაციებია მუსიკა-ლური სკოლა, ჯანდაცვა, მოსწავლეთა სახლი, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება, ბიბლიოთეკა. აქ დასაქ-მებული ადამიანები დაბალ ანაზღა-ურებაზე დარჩნენ, ახალშექმნილ ა(ა)იპ-ებში კი თანამშრომელთა ხელფა-სები გაცილებით მაღალია. მომავალი წლის მეორე ნახევრიდან ყველაფერი შეიცვლება - სხვაგვარი იქნება ბიუჯეტი. ხელფასების ხარჯი ბიუჯეტის 25%-ს არ უნდა გასცდეს. ახლა კი ორგანი-ზაციებში ხარჯების 77 პროცენტი ხელ-ფასია. ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ - ალბათ ზოგს მოაკლებს დაფინანსებას, ზოგს გაუზრდის.“

„რა საჭიროა ამდენი ახალი ა(ა)იპ-ი და ამდენი კონცერტი?! რატომ უნდა იყოს ვინმე უსაქმოდ ორგანიზაციაში და ჩემს თანამშრომელს ღირსეულ ანაზღაურებას ვერ ვაძლევდე. მთელი დღე კაპიკებს და გრამებს დავდევთ მე და ჩემი ბუღალტერი. ფუნქცია თუ არ აქვს, რად გინდა, რომ ღებულობ თანამშრომელს,“ - აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დი-რექტორმა ქეთევან ზუმბაძემ.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება მომავალიწლისთვის 550 ათას ლარს ითხოვდა. საფინანსო-საბი-უჯეტო კომისიის წევრებმა განაცხადეს, რომ 500 ათას ლარზე მეტს ვერ გამო-უყოფენ. „ამ ეტაპზე 500 ათას ლარზე გვაქვს გათვლა. ცვლილებები იქნება მერე ბიუჯეტის და ჩვენ არაფერს და-ვაკლებთ საბავშვო ბაღებს,“ - აღნიშნა კომისიის წევრმა იური ლურსმანაშ-ვილმა. ანალოგიური სიტყვებით მიმარ-თავდნენ კომისიის წევრები თითქმის ყველა ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმე-დი თექვსმეტი ა(ა)იპ-იდან კომისიის წი-ნაშე ბოლოს „ხარაგაულდასუფთავება“

წარდგა. „ყველას ასე ვეუბნებით, - რაც გამოჩნდება, პირველ რიგში თქვენ მოგ-ცემთ, - მიმართა ორგანიზაციის წარმო-მადგენლებს იური ლურსმანაშვილმა. საკრებულოში უნდა გავაგრძელოთ ბიუჯეტის პროექტის განხილვა და ეს მონაცემიც, სავარაუდოდ, შეიცვლება.“

„126 ათასი ლარით რა გავაკეთოთ, როგორ უნდა იარსებობს ბიბლი-ოთეკამ. ბევრი პროექტი და ღონის-ძიება გვაქვს განსახორციელებელი. მომავალი წლიდან მარელისსა და საბეში უნდა ამოქმედდეს სასოფლო ბიბლიოთეკები. თუ ადამიანს არ მიეცა ანაზღაურება და არ დაინტერესდა, როგორ იმუშავებს. ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს პროფესიული დაავადება გვაქვს გადატანილი. ახლა ხელფასი თუ მოვამატეთ, ხარჯი აღარ გვრჩება საერთოდ. ცოდვები ვართ,“ - ამბობს საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი.

„საბანი რამდენზეც გაგწვდება, იმ-დენზე უნდა დაიხურო,“ - უპასუხა იური ლურსმანაშვილმა.

„რა ვიცი, ბატონო იური, ზოგს წვდება და ზოგს არა,“ - აღნიშნა ნანა ლურსმანაშვილმა.

„სხვებსაც ვუთხარით, რომ ბიუჯეტის ცვლილება იქნება წლის განმავლობაში და მოგეხმარებით მერე. სავარაუდოდ, 15 ათასი შეიძლება დაგიმატოთ,“ - ამ-ბობს იური ლურსმანაშვილი.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში გამოიკვეთა, რომ ა(ა)

იპ-ებსშტატები თითქმის ყოველ თვეში ემატება. კულტურის ცენტრში ამჟამად 31 თანამშრომელია დასაქმებული. მათი სახელფასო ანაზღაურებისთვის წელიწადში 137 ათასი ლარია საჭი-რო. კულტურის ცენტრმა 2014 წელს 200 ათასი ლარი მოითხოვა. „ეს არის მინიმალური თანხა, რომელიც გვჭირ-დება,“ - აღნიშნა კულტურის ცენტრის დირექტორმა ვასილ კიკნაძემ. სახალ-

ხო თეატრისა და თოჯინების თეატრის რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ საკრებულოს წევრებს წარუდგინა პროექტები, რო-მელთა დაფინანსება აუცილებელია თეატრის მომავლისთვის. კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნიკო დეკანოსიძემ წარადგინა პროექ-ტი, რომელიც ითვალისწინებს „ოქროს ფონდსა“ თუ კერძო კოლექციებში დაცული ხარაგაულის კულტურის ისტო-

რიის ერთად თავმოყრას. ქორეოგრა-ფიულ ანსამბლ „უბისის“ ქორეოგრაფმა ელისო ლურსმანაშვილმა მოითხოვა თანხა ახალი ფორმებისა და ფესტივა-ლებში მონაწილეობისთვის.

იური ლურსმანაშვილის თქმით, კულტურის ცენტრი მეტსაც იმსახურებს და ის კმაყოფილია ამ ორგანიზაციის მუშაობით, მაგრამ მისივე თქმით, „ამ ეტაპზე 165 ათას ლარზე მეტით ვერ დაგაფინანსებთ.“

„თეატრის შენობა რომ შევა ექსპ-ლუატაციაში, მას ეყოლება მენეჯერი, - მიმართა საკრებულოს წევრებს ვლადიმერ გელაშვილმა, - ყველა ღო-ნისძიება უნდა გახდეს ფასიანი. დარ-ბაზი უნდა გაქირავდეს და ჩატარდეს ფესტივალები. შენობა თავის თავსაც შეინახავს და თეატრსაცდაეხმარება. შენობის რეაბილიტაციაში ნახევარ მილიონ ლარს ვიხდით და თეატრი უნდა გვქონდეს. ჩემი აზრით,თეატრი უნდა იყოს ცალკე ა(ა)იპ-ი და გადა-ვიდეს ახალ შენობაში. მე ამ პოზიციას დავიცავ.“

„ზედმეტი არაფერი მითქვამს. მჭირდება 118 700 ლარი. ხომ

უნდა დადგინდეს საბოლოოდ, რო-

მელი საქმეა ღირებული, ვინ აკეთებს ქართულ საქმეს მომავალი თაობისთ-ვის,“ - მიმართა საკრებულოს წევრებს ა(ა)იპ „ხალხური შემოქმედების სახლის“ ხელმძღვანელმა დალი მაღრაძემ.

„მაქსიმუმს ვეცდებით, მაგრამ ამ-ჯერად 50 ათას ლარზე მეტით ვერ დაგაფინანსებთ. მყარად ამის თქმა შეგვიძლია. მომავალში ვეცდებით მომატებას,“ - უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ბაჩუკი გორგაძემ ქალბატონ დალის.

50 ათასი ლარით ითხოვდა დაფინანსებას ა(ა)იპ ლიტე-

რატურული თეატრი (ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე). ორგანიზაციის ხუთი თანამშრომლის ანაზღაურებაზე 30 ათასი ლარი დაიხარჯება. 20 ათასი ლარი კი თეატრის საჭირო ინვენტა-რით აღჭურვას, ოთხი სპექტაკლის მომზადებას და ტრანსპორტირებას სჭირდება. მომავალ წელს იგეგმება ლიტერატურული კონკურსის „ოდეონი 9“, იმერეთის მასშტაბით გამართვა. იზა ვეფხვაძის თქმით, ოთხ ახალ სპექ-

ტაკლს ის ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 30-ჯერ ჩაატარებს. ბიუჯეტისპ-როექტის განხილვისას გადაწყდა, რომ ლიტერატურული თეატრი 2014 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სავარა-უდოდ, 46 ათას ლარს მიიღებს.

თვითმმართველობის დარ-ბაზი, კარვების ბანაკი, ვიც-

ნობდეთ ხარაგაულს, ეკოლოგიური პროექტები, ტურისტული მარშრუტების ბუკლეტების დამზადება, ერთი დღე ეროვნულ პარკში, თავგადასავლების მაძიებლები, სხვადასხვა სახის სპორ-ტული ღონისძიებები - ეს მცირე ჩამო-ნათვალია იმ პროექტებისა, რომლებიც „ხარაგაულის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა მამუკა ჭიპაშვილმა კომისიის წევრებს წარუდგინა.

მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ყველა ღონისძიება, რომელსაც მისი სამსა-ხური ატარებს, დებულებითაა გათვა-ლისწინებული. მისივე თქმით, ყველა პროექტი არის მასიური და მათში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოს-წავლეა ჩართული. მამუკა ჭიპაშვილმა ბიუჯეტიდან 119 700 ლარი მოითხოვა. აქედან 30 ათასი ლარი პროექტების განსახორციელებლად. დანარჩენი კი - 13 თანამშრომლის ხელფასებისთვის.

„სკეპტიკურად შეხედეს ფინანსთა სამინისტროში და გვითხრეს, ამდენი ხალხი არ სჭირდება ამ ორგანიზაცი-ასო, - აღნიშნა ვლადიმერ გელაშვილ-მა, -დიდი ხვეწნა-მუდარით100 ათას ლარზე მივიყვანეთ დაფინანსება. საერ-თო ხარჯების 71% არის ხელფასები.“

„თუ არ იყო ამდენი თანამშრომელი საჭირო, შევთანხმებულიყავით, - ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, - ამ საქმის 80%-ს ისედაც ვაკეთებ მთელი ცხოვრება. უმუშევარი რომ ვიყავი, მაშინაც ვაკე-თებდი. ვამბობ, რომ შრომატევადია ეს საქმეები. თუ ასი ათას ლარს მომცემთ, ხელფასის გარდა თანხა არ დარჩება.

დეპუტატ ბაჩუკი გორგაძისთქმით, თუ ხალხი იმიტომ დავასაქმეთ, რომ მათ მარტო ხელფასი მიიღონ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუ მათ საქმე უნდა აკეთონ, მაშინ ამისთვის დამატებით ფულია საჭირო.

ვლადიმერ გელაშვილი: -რეალობა ეს არის. ფინანსთა სამინისტროში თი-თოეული თეთრის დაცვა მოგვიხდა. ამ პროგრამებზე მეტი გაუკეთებია მამუკა ჭიპაშვილს უფრო ნაკლები თანხით. დაფიქრდეს თავად და დაფიქრდით კომისია, ჰყავს თუ არა ზედმეტი შტატი და იმ შტატებზე გასაცემიხელფასით რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. სავარაუდოდ,მომავალი წლის გაზაფ-ხულზე, გამოცდები ა(ა)იპ-ებში დასაქმე-ბულთათვისაც ჩატარდება. დაგიდგენენ თანამშრომელთა რაოდენობასაც და ვინც გაივლის კონკურსს, ის დარჩება.

მამუკა ჭიპაშვილის თქმით, როცა სხვაგან დალაგდება ყველაფერი, ავ-ტომატურად დალაგდება ყველგან. ის

არ დაუჭერს მხარს ბიუჯეტს და100 ათა-სი ლარის მიღებას ურჩევნია, საერთოდ არ მიიღოს დაფინანსება. „ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ხელფასს ავიღებთ და ვერაფერს გავაკეთებთ. მაშინ გააუქმეთ ა(ა)იპ და დააფინანსეთ პროგრამები,“ - განაცხადა მამუკა ჭიპაშვილმა.

სპორტსკოლა 30 თანამშრომ-ლის ხელფასის, მოსწავლეთა

სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე-ობისა და სხვა ღონისძიებებისთვის 232 ათას ლარს ითხოვდა. საფინან-სო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 130 ათასი ლარი განუსაზღვრეს. „თუ ციფრი გაქვთ უკვე მიღებული და გადაწყვეტილი, ტყუილად რატომ მეძახით. რას დავათრევ ამ პროგრა-მებს, - აღნიშნა სპორტული სკოლის დირექტორმა ლევან ჭყოიძემ, - 130 ათასი ლარი ძალიან ცოტაა, 20 ათასი მაინც დამიმატეთ. დაბალი ხელფასები აქვთ თანამშრომლებს. ბორითის, კიცხის, ზვარისა და ხევის გარდა, სპორტული წრეების გახსნას ვგეგმავ სხვა სოფლებშიც.“

მოთხოვნილი თანხა დაუმტკიცეს სათნობის სახლს (70 ათასი

ლარი), ჯანდაცვის ცენტრს (95 ათ. ლარი) და „ახალ ხარაგაულს“ (25 ათ. ლარი). სავარაუდოდ, სამუსიკო სკოლა 90 ათას ლარს მიიღებს, ის-ტორიული მუზეუმი - 70 ათას ლარს.

ა(ა)იპ გაზეთი „ახალი ხარაგა-ულის“ დაფინანსების განხილვი-

სას იური ლურსმანაშვილმა იკითხა, აქვს თუ არა მუნიციპალიტეტს გაზეთის დაფინანსების უფლება. ვლადიმერ გელაშვილმა კომისიის წევრებს მი-მართა, „რომ არ იყოს რაიმე სადავო, უნდა მიიღოთ სამართლებრივი გადა-წყვეტილება.“

კომისიის თავმჯდომარე ბაჩუკი გორგაძის თქმით, თანხა დაიზოგება და არც დღეს არსებული შტატები იქნება საჭირო, თუ გაზეთის ნაცვლად ბიულეტენს დააფინანსებენ სამართ-

ლებრივი აქტების გამოსაქვეყნებლად. თუმცა, მისივე თქმით, ის არ არის მომხ-რე, რომ ვინმე სახლში წავიდეს.

„ორი გაზეთის არსებობა მიზანშეწო-ნილად მიმაჩნია, - აღნიშნა დეპუტატმა გია არევაძემ, - ტენდენციურობა რომ გამოირიცხოსდა კონკურენცია გა-იზარდოს.“

„ახალი ხარაგაულის“ ხელმძღ-ვანელმა აღნიშნა, რომ ის დამოუკი-დებელ გაზეთს კონკურენციას ვერ გაუწევს, რადგან ხანდახან მთელ გაზეთში მხოლოდ საკრებულოს დად-გენილებებს აქვეყნებენ.

ბაჩუკი გორგაძის თქმით, „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსება ამ ეტაპზე როგორც არის, დარჩეს ისე.“

შეგახსენებთ, რომგასული წლის ბოლოს ბაჩუკი გორგაძე ჩვენი გაზეთის ფურცლებზე აღნიშნავდა: „თუ ა(ა)იპ „ახალი ხარაგაულის“ ხარჯთაღრიცხვა 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების იქნება, მაშინ ვიმსჯელებთ ტენდერზე.“

იური ლურსმანაშვილი მიიჩნევდა, რომ საინფორმაციო მომსახურებაზე უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი.

გია არევაძე თვლიდა, რომ დად-გენილებებსა და ნორმატიულ აქტებს საკრებულო მოსახლეობამდე ბიულე-ტენის სახით მიიტანდა თუ ტენდერს გამოაცხადებდა, მიზანი როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში მიღწეული იქნებოდა.

რა გახდა ერთი წლის შემდეგ საკ-რებულოს წევრთა გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, მათ ბიუჯეტის პროექ-ტის განხილვისას არ განუმარტავთ.

97 100 ლარს ითხოვდა მოსწავ-ლეთა სახლი, 220 ათას ლარს - ხარა-გაულდასუფთავება, 263 ათას ლარს - ხარაგაულკეთილმოწყობა, 150 ათას ლარს - საფეხბურთო კლუბი „ჩხერი-მელა - 2009“. კომისიის წევრები მოს-წავლეთა სახლის 80 ათასი ლარით, ხარაგაულდასუფთავების 200 ათასი ლარით, ხარაგაულკეთილმოწყობის 212 ათასი ლარით, საფეხბურთო კლუ-ბის 100 ათასი ლარით დაფინანსებაზე შეთანხმდნენ.

„ერთ თანამშრომელს, ვიცი, დამა-მატებინებთ და ამიტომ გავითვალის-

წინე ერთი შტატით მეტი,“ - აღნიშნა ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ხარაგაულკეთილმოწყობის დირექ-ტორმადავით ლაცაბიძემ.

2014 წლის ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობა საკრებულოში გაგრძელ-დება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახუ-რის ანგარიშში, რომელიც ხარა-

გაულის მუნიციპალიტეტის 2009-2012 წლების ადგილობრივი თვითმმართ-ველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინანსურ და შესაბამისობის აუდიტს ეხება, აღნიშნულია:მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძ-

ნებული კულტურის, ხელოვნების და სპორტის სფეროს ა(ა)იპ-ების დაფი-ნანსების (ხარჯების) 80-90% მოდის შრომის ანაზღაურებაზე. ა(ა)იპ-ების და-ფინანსებაში არ არის გათვალისწინებუ-ლი ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვა და შესრულება. ამდენად, გაწეული ხარჯები ვერ უწყობს ხელს ამ სფეროების განვითარებას და ა(ა)იპ-ის დებულებით განსაზღვრულ საქმიანობას; მიზანშეწონილი იქნებოდა საინ-

ფორმაციო მომსახურების შესყიდვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდ-ნენ ალტერნატიული მედიასაშუალე-ბები, რაც შექმნიდა კონკურენციის პირობებს და მუნიციპალიტეტს მის-ცემდა საუკეთესო პირობების არჩევის საშუალებას.

ნინო კაპანაძე

„გაბერილი“ შტატები და დაუფინანსებელი პროგრამები2014 წლის ბიუჯეტის პროექტი გასულ კვირაში ა(ა)იპ-ების

ხელმძღვანელებთან ერთად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა პავლე

(ბაჩუკი) გორგაძემ და იური ლურსმანაშვილმა განიხილეს. განხილვაში პერიოდულად კომისიის წევრები: გია არევაძე და

ნიკოლოზ მაჭავარიანი მონაწილეობდნენ.

მუსიკალური სკოლაში, ჯანდაცვაში, მოსწავლეთა სახლში, სკოლამდელ დაწესებულებათა

გაერთიანებასა და ბიბლიოთეკაში დასაქმებული ადამიანები დაბალ ანაზღაურებაზე დარჩნენ,

ახალშექმნილ ა(ა)იპ-ებში კი თანამშრომელთა ხელფასები გაცილებით მაღალია.

ა(ა)იპ-ებს შტატები თითქმის ყოველ თვეში ემატება.

ხელფასების ხარჯი ბიუჯეტის 25%-ს არ უნდა გასცდეს. ახლა კი ორგანიზაციებში ხარჯების

დაახლოებით 77 პროცენტი ხელფასია.

Page 3: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

3xtvb [fhfufekb6 დეკემბერი, 2013 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებ-მა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროს ვლა-დიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის 2013 წლის იანვარ-დე-კემბრის ბიუჯეტის გეგმა-შესრულები-დან გამომდინარე, შესაძლებელია, მუნიციპალიტეტმა აიღოს 156 400 ლარის დამატებითი ვალდებულე-ბები. კერძოდ: მუნიციპალიტეტის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის 13 ათასი ლარი; სათნოების სახლს ესაჭიროება 14 500 ლარი, აქედან 2 ათასი ლარი - კვების ხარჯების ასანაზღაურებლად და 12 500 ლარი შენობის შესაძენად; გაზეთ „ახალ ხარაგაულს“ 2 800 ლარი გასული წლების სახელფასო დავალიანების

დასაფარად გამოეყო; სასულიერო გიმნაზიას 1000 ლარი - შეშის შესაძე-ნად, 20 ათასი ლარი - საფეხბურთო კლუბს „ჩხერიმელა 2009“ ხელფასე-ბის, კვების ხარჯებისა და მედიკამენ-ტების შესაძენად; „ხარაგაულდასუფ-თავებას“ 3 ათასი ლარი - მუნიციპა-ლიტეტის ტრანსპორტის რემონტისა და ექსპლუატაციისათვის. საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს შრომის ანაზღა-ურება გაიზარდა 30 ათასი ლარით, გამგეობის კი - 72 100 ლარით. აღნიშნული ხარჯების დაფინანსების წყაროდ გამოყენებული იქნება ჯარი-მებიდან და სანქციებიდან მიღებული შემოსავალი.

დეპუტატმა რუსუდან გურგე-ნიძემ კოლეგებს შეახსენა გასულ სესიაზე დადებული მათივე პირობა, რომლის თანახმადაც, ისინი საფეხ-ბურთო გუნდს დამატებით თანხას აღარ გამოუყოფდნენ. „საუბრობ-დით, რომ მომავალ წელს ფეხბურ-თის ფედერაცია დააფინანსებდა გუნდს და ჩვენ აღარ დაგვაწვებოდა კისერზე.“

დეპუტატმა კოლეგებს საფეხბურ-თო კლუბიდან მიღებული ცნობა წარუდგინა, რომლის თანახმადაც გუნდს 2013 წლის 22 აგვისტოდან

21 ნოემბრამდე სჭირდება 39 781 ლარი. აქედან 31 358 ლარი ხელ-ფასია, 200 ლარი საწვავის თანხაა, ფეხბურთელის შესაძენად საჭიროა 825 ლარი, ტრანსპორტის და-ქირავებისთვის - 1 290 ლარი, პურისთვის - 750 ლარი, კვების პროდუქტებისთვის - 4 081 ლარი, სასწრაფო დახმარებისთვის - 100 ლარი, მედიკამენტებისთვის - 247 ლარი, მივლინებისთვის - 113 ლარი, ბურთებისთვის - 805 ლარი და ბან-კის პროცენტისთვის - 12 ლარი.

21 ნოემბრიდან 31 დეკემბრამ-დე კი გუნდს სჭირდება დამატებით 18 ათასი ლარი ხელფასებისა და პრემიებისთვის, კვების ხარჯის და-საფარად 1 500 ლარი, ტრანსპორ-ტის დაქირავებისთვის 500 ლარი. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ფეხბურთის გუნდი შეინახოს, - აღ-ნიშნა რუსუდან გურგენიძემ, - იქნებ ფეხბურთის გუნდის დასაფინანსე-ბელი 100 ათასი ლარი დასაქმების პროგრამას მოვახმაროთ. მწვრთნე-ლი მოვიყვანოთ ისეთი, რომელიც გაზრდის მომავალ თაობას და შედეგს მოგვცემს. ჩვენ ფულს არ ვხარჯავთ ეფექტურად.“

დეპუტატმა ყურადღება გაამახ-

ვილა გაზეთ „ახალი ხარაგაულის“ დაფინანსებაზეც. „მათთვის თანხის ყოველ მომატებაზე ვიძახით, რომ ეს არის წინა წლების სახელფასო დავალიანება. სოლიდური თანხით ფინანსდებოდა გაზეთი ბიუჯეტიდან და რატომ არ იცემოდა ხელფასები? წავიდა რედაქტორი და გაიყოლა სტამბის და ხელფასების დავალი-ანება. ამხელა დაფინანსება არ უნდა გააკონტროლოს საკრებულომ? რა-ტომ მოხდა ასე?“ - ჰკითხა რუსუდან გურგენიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბაჩუკი გორგაძეს.

„ზეპირად ამის თქმა არ შემიძლია, იყო თუ არა დარღვევა. უხელფასოდ მუშაობდნენ თანამშრომლები და უნდა გავუსტუმროთ ვალი,“ - უპასუხა ბაჩუკი გორგაძემ.

„ფულს ხომ ვაძლევთ ჰაერზე,“ - ამბობს რუსუდან გურგენიძე.

საფეხბურთო გუნდის დაფინანსე-ბის თაობაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საკრებულოს სხდომაზე მყოფმა მოქალაქე თემურ ფცქი-ალაძემ. მისი თქმით, წინა ხელი-სუფლებამ ერთადერთი კარგი ის გააკეთა, რომ საფეხბურთო გუნდი შექმნა. „დაინტერესებული ვარ და ხშირად დავყვები გასვლით მატჩებზე

გუნდს. გუნდი კარგად თამაშობს. სხვა გუნდების დაფინანსების შესა-ხებაც მაქვს ინფორმაცია. პირველი ლიგის გუნდებს აფინანსებს ბიუჯეტი. მაგალითად, წალენჯიხის საფეხ-ბურთო გუნდი, რომელიც ბოლო ადგილზეა, 300 ათას ლარს იღებს ბიუჯეტიდან. ჩვენი გუნდი ახდენს საოცრებებს. ასე მწირი დაფინანსე-ბით „ჩხერიმელამ“ შეინარჩუნა თა-ვისი სახე. ხარაგაულში ფეხბურთის მატჩის დროს დაახლოებით 300 ადამიანი ზეიმობს. ეს ყველას დამსა-ხურებაა - თქვენი, ფეხბურთელების და ჩვენი - ძველი ფეხბურთელების. ყველაფერი ხუთიანზეა ფეხბურთის გუნდში. დიდი მადლობა გულშემატ-კივრების სახელით.“

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, „2014 წელს საფეხ-ბურთო გუნდისთვის გათვალისწი-ნებული მინიმალური დაფინანსება - 100 ათასი ლარი, შეთანხმებულია ფინანსთან სამინისტროსთან. იქაც გვითხრეს, რომ შეიძლება გაისიდან ფედერაციამ დააფინანსოს გუნ-დი. ფედერაციაც ელის ამ გადა-წყვეტილებას.“

ნინო კაპანაძე

სახელმწიფო აუდიტის სამსახურ-მა მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტისა და ადგილობ-რივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ების ფინან-სური და შესაბამისობის ანგარიში მოამზადა და 2013 წლის მაისში ადგილობრივ ხელისუფლებას გასაცნობად გამოუგზავნა. ამ ან-გარიშის პროექტი გაზეთ „ჩემი ხა-რაგაულის“ 2013 წლის 10 მაისის ნომერში გამოვაქვეყნეთ.

აუდიტის სამსახურის დასკვ-ნის საბოლოო ვარიანტს ჩვენი გაზეთის მკითხველები „ჩემი ხა-რაგაულის“ 5 ივლისის ნომერში გაეცვნენ.

ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2014 წლის ბი-უჯეტის შედგენისას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდა-ციები არ გაითვალისწინა. ამის მიზეზის გასარკვევად საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე პავლე (ბაჩუკი) გორგაძეს ტელეფონით დავუკავ-შირდით:

ბაჩუკი გორგაძე: -ნამდვილად არ ვიცოდი ამის შესახებ.

-რის შესახებ არ იცოდით?-დასკვნის შესახებ.-აუდიტის დასკვნის შესახებ არ

იცოდით?! -არ ვიცოდი. ახლა პირველად

მესმის ა(ა)იპ-ებზე დასკვნა.-?!...

ნოდარ ებანოიძე, პარლამენ-ტის საფინანსო-საბიუჯეტო კომი-ტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საფინანსო-ეკონომიკური, სამართლებრივი და ორგანიზაციული საქმიანობის აუდიტის ხარისხის კონტროლისა და შიდა კონტროლის პროცედურების შემმოწმებელი დროებითი საპარ-ლამენტო კომისიის თავმჯდომარე:

- აუდიტის სამსახურისგან შემოწ-მების პროცედურა ასეთია - აუდიტის სამსახური ანგარიშის პროექტს წარუდგენს შემოწმებულ ობიექტს რეკომენდაციებზე მოსაზრებების გამოსახატად. ხარაგაულის თვით-მმართველობისგან წარდგენილი არგუმენტები აუდიტის სამსახურმა არ გაიზიარა და დატოვა ანგარიშში.

აუდიტის ანგარიში არის სა-რეკომენდაციო. შემოწმებული ობიექტი ვალდებულია, რომ ეს რეკომენდაციები გაითვალისწი-ნოს. აუდიტის სამსახურმა უნდა მოითხოვოს პერიოდულად, რამ-დენად შესრულდა მათი რეკომენ-დაციები და შეუსრულებლობის შემთხვევაში დააყენოს საკითხები.

დღემდე პარლამენტში არ არ-სებობდა შესაბამისი ინსტიტუტი, რომელიც მოთხოვდა აუდიტის სამსახურს, რამდენად გადაამოწმა, შესრულდა თუ არა რეკომენდა-ციები. ახლა პარლამენტში შევქ-მენით კომისია. მოვიწვევთ ორივე

მხარეს - აუდიტის სამსახურს და შემოწმებულ ორგანიზაციას. როცა არ არის კონტროლი, დანაშაულს მოჰყვება დანაშაული, შეცდომას მოჰყვება შეცდომა.

ფაქტია, რომ ხარაგაულის ად-გილობრივმა თვითმმართველობამ აუდიტის სამსახურის რეკომენდა-ციები არ შეასრულა. ეს იყო არა ეფექტიანობის, არამედ ჩვეულებ-რივი საფინანსო შემოწმება.

საკრებულომ თუ დაამტკიცა, რომ ხარაგაულის მთელი ბი-უჯეტი მოხმარდეს ვთქვათ, იმას, რომ რძე ასვა ყველა ხარაგა-ულელს, - თუ დაეთანხმნენ ამ გადაწყვეტილებას დეპუტატები, ეს უკვე კანონიერია. აუდიტის სამსა-ხური აქამდე ამოწმებდა, მიეწოდა თუ არა რძე ადამიანებს და არა იმას, თუ რამდენად ჭკვიანურია მთელი წლის ბიუჯეტის დახარჯვა ადამიანებისთვის რძის მიწოდე-ბაზე. ანუ, ხარაგაულში აუდიტის სამსახურმა 2013 წელს ის კი არ შეამოწმა, რატომ დაიგეგმა ასე; რაც დაიგეგმა ბიუჯეტში, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა.

აუდიტის სამსახური ახლა უკვე თანხების ეფექტურად ხარჯ-

ვასაც ამოწმებს - ეს სულ სხვა რამეა. ასეთი შემოწმება ხარაგაულისთვის იქნებოდა კატასტროფული. ხარა-გაულის ბიუჯეტი, ფაქტობრივად, არის თანხების არაეფექტურად ხარჯვის ქრესტომათია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში დავობენ - სხვაგან როგორ არის. არ მაინტე-რესებს, როგორ არის სხვაგან. ზო-გადად, ეს არის ინტიტუციონალური პრობლემა და სულაც არ არის მხოლოდ ხარაგაულის. თუმცა, ეს არაფერი შეღავათია ჩვენთვის.

ვერც თავისუფლებამ უშველა ჩვენს დეპუტაციას. იქამდე თუ ფიქრობდი, რომ ყელში უჭერდ-ნენ, ახლა თვითონ იჭერენ ყელში. ეს არის აბსოლუტურად ამორფუ-ლი მასა, რომელსაც არავითარი გადაწყვეტილების მიღების უნარი არ აქვს.

ხარაგაულის საკრებულოში რა გადაწყვეტილება მიიღეს, მაგა-ლითად, ფარცხნალის აბანოსთან დაკავშირებით. რაში დაიხარჯა ის ფული, რას აგრძელებენ. ვინ აგებს პასუხს, რომ ტყუილად დაიხარჯა. თუ ტყუილად არ დაიხარჯა, რა-ტომ არ აგრძელებენ.

როგორც ვხედავ, საკრებულო კვლავ აპირებს გაზეთის დაფინან-სებას და ეს თანხის არაეფექტური ხარჯვაა. ასევეა ფეხბურთის გუნ-დის დაფინანსებაც.

ბევრი მირჩევს, რომ არ ვილა-პარაკო ადამიანების უფუნქციოდ დასაქმებაზე, რადგან თურმე ამით ამ ხალხს „ვკარგავ.“ მე არ ავურ-ჩევივართ ამომრჩეველთა მოსატ-ყუებლად. საქმის საკეთებლად ამირჩიეს. ასე საქმე არ კეთდება.

ჩვენ არ ვდგავართ სწორ გზაზე. მხარში ვუდგავარ თვითმმართ-ველობას, მის ხელმძღვანელებს. მაინტერესებს საქმე და სწორედ რომ არ მოვზომავ სათქმელს, რო-გორც არ უნდა მომიბრუნდეს მო-მავალში, თუ ეს საქმეს წაადგება.

ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტი 5 მილიონ ლარამ-

დეა. აქედან 3, 5 მილიონი ლარი მხოლოდ ხელფასებია - ა(ა)იპ-ები-სა და საბიუჯეტო ორგანიზაციების. თუ ამას დავამატებთ იმ თანხას, რაც იხარჯება ოფისის ხარჯებზე, საწვავზე, მივლინებებში, - საკმაოდ დიდი თანხაა.

დღეში ოც მესიჯს ვიღებ - იქ-ნებ სადმე დამასაქმო - ის კი

არა, რომ ჩემი სპეციალობით იქნებ რეკომენდაცია გამიწიო, - არა, „იქ-ნებ სადმე დამასაქმო.“ უფუნქციოდ ადამიანების დასაქმებამ ბევრს ფსი-ქიკა გაუფუჭა. სად გინდათ დასაქმე-ბა, - ვეკითხები. სადმე, - სულერთია. ასეთი დამოკიდებულებები ადრე ნაკლებად იყო.

საკუთარ ბიუჯეტებს რატომ არ ექცევიან ასე, რატომ არ ფანტავენ საკუთარ ფულს? ასე აჰყავდა აკა-კი მაჭავარიანს თანამშრომლები „ატეკაში,“ როგორც ახლა აჰყავთ საჯარო სამსახურებში? „ატეკის“ მთლიან შემოსავალს გაანაწილე-ბენ მხოლოდ ხელფასებად?!

საბურთაოა ეს ქვეყანა?!ლაურა გოგოლაძე

ნოდარ ებანოიძე: „ხარაგაულის ბიუჯეტი არის თანხების არაეფექტურად ხარჯვის ქრესტომათია”

„საკრებულოს ვეკითხები, რა ეფექტი მივიღეთ ამ სამსახურის შექმ-ნით?“ - იკითხა დეპუტატმა რუსუდან გურგენიძემ 2 დეკემბერს საკრებუ-ლოს სხდომაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ანგარიშის მოსმენის შემდეგ.

„ჩვენ მონიტორინგს ვახორცი-ელებთ და ვხედავთ, რომ დანგრე-ულია ჯანდაცვა, არ არსებობს საკანა-ლიზაციო სისტემა, არასახარბიელო მდგომარეობაა სანიტარულ-ჰიგიენური თვალსაზრისით. თუ ახალი ხელისუფ-ლება ამას მოაგვარებს, ჩვენ მონიტო-რინგს გავაძლიერებთ,“ - აღნიშნა სა-ზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ლია ფცქიალაძემ.

„სამედიცინო მომსახურების გაუმ-ჯობესება არ შედის თვითმმართ-ველობის უფლებამოსილებაში, აღნიშნა რუსუდან გურგენიძემ საკრებულოს სხდომაზე, - სან-ჰიგი-ენურ მდგომარეობაზე მონიტორინგს გამგეობის კულტურის სამსახურის თანამშრომელიც ახორციელებს, ამბულატორიებს კი ჯანდაცვის ცენ-ტრი ამოწმებს. ვთვლი, რომ ეს უფლებამოსილებების გაორებაა. ამავე დროს სრულყოფილ მონი-ტორინგს სჭირდება სპეციალური ლაბორატორია. ვიზუალურად რა მდგომარეობაა, ყველა შეხედავს. კანალიზაციის სისტემას ჩვენ ვერ გავაკეთებთ. რა შედეგი მოაქვს მო-

ნიტორინგს? თავის დროზე წინააღმ-დეგი ვიყავი და ახლაც წინააღმდეგი ვარ ამ სამსახურის გაყოფის. ეს არ არის ეფექტურად საქმის განხორცი-ელება და ფინანსების მართვა.“

„ქალბატონი რუსუდანი კრიტიკით გამოდის. მას მიაჩნია, რომ თვითონ არის კომპეტენტური ყველა საკითხში და ყველაფერზე თავისი მოსაზრება გააჩნია. ფეისბუქზე, ელექტრონულ მედიაში, საკრებულოს სხდომაზე - ყველგან ახორციელებს მონიტო-რინგს. რა საჭიროა საკრებულო, როცა მან ეს ფუნქციები შეითავსა. გე-კითხებით, ქალბატონო რუსუდან, რა შეიცვალა კეთილმოწყობის სამსახურ-ში მას შემდეგ, რაც იქ თქვენი შვილი

დაინიშნა?“ - მიმართა გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა დეპუტატს.

„ჩემი შვილი მივიდა მუშად. მას აქვს მუშად მუშაობის უფლება. თუ ესეც სალაპარაკოა, მაშინ მითხა-რით, რამდენი ადამიანი მუშაობს ჯანდაცვის სამსახურში, რამდენია თითოეული მათგანის ხელფასი, რას აკეთებენ და რამდენია მათგან სპეციალისტი? ხარაგაულში ძალიან ბევრ სამსახურში თანამშრომლებმა არ იციან, სად დასხდნენ,“ - განაცხა-და რუსუდან გურგენიძემ.

დეპუტატს საკრებულოს სხდო-მაზე მყოფი მოქალაქე მარინა ჭი-პაშვილი დაეთანხმა. მისი თქმით, „გადაჭედილია სამსახურები. ხალხი

ხელფასს კი არ უნდა იღებდეს მარტო, დასაქმებული უნდა იყოს კონკრეტულ საქმეზე.“

დეპუტატ თემურ გამცემლიძის თქმით, გამგეობის ჯანდაცვის სამ-სახური ვერ გადაწყვეტს ჯანდაცის სფეროში არსებულ პრობლემებს. მისივე ინფორმაციით, მდგომარე-ობა გარკვეული მიმართულებით შეცვლილია, მაგრამ სასურველამდე ძალიან შორს ვართ. დეპუტატის წინადადებით, სოფლის ცენტრები-დან კვირაში ერთხელ მაინც უნდა გაიტანონ ნარჩენები, ხანდებში არსებული ძველი ნაგავსაყრელი კი უნდა დაკონსერვდეს.

ნინო კაპანაძე

„მონიტორინგით ჩანს, რომ დანგრეულია ჯანდაცვის სისტემა”

„ფულს ხომ ვაძლევთ ჰაერზე...”

Page 4: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

4 xtvb [fhfufekb 6 დეკემბერი, 2013 წ.

დოთ ვაზის ნერგები შეღავათიან ფასად. პირველ რიგში უნდა მოხდეს მრავალწლიანი ნარგავებისა და ვე-ნახების ინვენტარიზაცია - როგორია მათი მდგომარეობა, მიწის ნაკვეთების რა რესურსი გაგვაჩნია ვაზის ნერგების გასაშენებლად. სიმბოლური თანხა გავითვალისწინოთ ბიუჯეტში ამ მი-მართულებით.

კიცხის ტერასებზე დიდი სანერგე მეურნეობის გაკეთება შეიძლება.“

გამგეობის სამსახურების მუშაობა დადებითად შეფასდა

2 დეკემბერს ხარაგაულის მუნი-ციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, საკ-რებულოს თავმჯდომარის, აკაკი მაჭავარინის შვებულებაში ყოფნის გამო, მისი მოადგილე, კობა გოგ-საძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე დეპუტატებმა განიხილეს გამგეობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სამხედ-რო აღრიცხვისა და გაწვევის, ეკონო-მიკისა და ინფრასტრუქტურის გან-ვითარების, სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების გაწევის მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის ანგარიშები. საკრებულოს წევრებმა გამგეობის სამ-სახურებისა და კომისიის საქმიანობა დადებითად შეაფასეს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი

დახმარებას ითხოვს2 დეკემბერს დეპუტატი რუსუდან

გურგენიძე კოლეგებს საჩხერეში არსებული შეზღუდული შესაძლებ-ლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტ-რის შესახებ ესაუბრა. დეპუტატის ინფორმაციით, ორგანიზაციას 22 ბენეფიციარი ჰყავს. ცენტრს არ აქვს ბინა და ცუდ მდგომარეობაში არიან. „მათ ძირითადად ეხმარებიან ემიგ-რანტები. საჩხერეში უახლოეს ხანში ტარდება კონცერტი და მე, როგორც ორგანიზაციის გამგეობის წევრს, მთხოვეს, რომ ხარაგაულიც შეუერთ-დეს საქველმოქმედო აქციას. რითაც შეგვეძლება, შევაგროვოთ თანხა ან რომელიმე ანსამბლი ჩაერთოს კონ-ცერტში მუნიციპალიტეტის სახელით. ამ ორგანიზაციისთვის ხშირად ხუთი პურიც კი დიდი დახმარებაა.“

სმენის აპარატები გადაეცათორგანიზაცია „საქართველო დევ-

ნილთა მხარდაჭერისთვის“ ვიცე-პრე-ზიდენტის მაია ბერაძე-ჯონსონის ხელმძღვანელობით 28-29 სექტემ-ბერს 1 200-ზე მეტ ხარაგაულელს დაეხმარა ჯანმრთელობის მდგომა-რების შემოწმებაში. სმენასთან და-კავშირებული პრობლემების მქონე 60 პაციენტიდან 53-ს სმენის აპარატი დასჭირდა. მათ ამავე ორგანიზაციის-გან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადა-ფინანსებით, საჩუქრად გადაეცათ ეს აპარატები. ბენეფიციარებისთვის სას-მენი აპარატების გადაცემა შვედეთის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის თანადგომით გახდა შესაძლებელი. ქალბატონი მაია ბერაძე-ჯონსონი მადლობას უხდის აქციის ორგანიზა-ტორებს - ადგილობრივ ხელსუფლე-ბას, მაჟორიტარ დეპუტატს და ა/ო „საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრს.“ ქალბატონი მაია ხარაგაულელ პაციენტებთან ურთიერთობის გაგრძელებას სამო-მავლოდაც გეგმავს.

სოციალურად დაუცველი დევნილები შეშის ვაუჩერს

მიიღებენპირველი დეკემბრიდან სოცი-

ალურად დაუცველ დევნილებს 200 ლარიანი შეშის ვაუჩერი დაურიგდე-ბათ, - ამ ინფორმაციას ხარაგაულის გამგეობის სოციალური სამსახურის უფროსი ალექსანდრე ტაბატაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ვაუჩერზე დატანილი იქნება მისი გამოყენების ინსტრუქცია. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 37 დევნილი ოჯახიდან შეშის ვაუჩერს ცხრა სოციალურად დაუცველი ოჯახი მიიღებს.

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

ხაშური-ხარაგაული-ზესტაფო-ნის სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგ-ლებში, ხარაგაულში, №9 ზვარის გვირაბის დასავლეთ პორტალის პროექტში შეტანილი ცვლილე-ბების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა. დოკუმენტი დაინტერესებულ პირებს საკონ-სულტაციო ფირმა „გამა კონ-სალტინგის“ წარმომადგენელმა ჯუღული ახლვლედიანმა გააცნო.

საქართველოს რკინიგზის წარმომადგენელმა, აკაკი

საღირაშვილმა, მოდერნიზა-ციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რე-ლიეფის გამო, ყველაზე რთული ხაშური-ზესტაფონის სარკინიგზო მაგისტრალია და აქ საკმაოდ ხშირია დაყოვნებები და ტექნი-კური გაჩერებები. „პროგნოზით სარკინიგზო გადაზიდვები გაიზრ-დება. უღელტეხილის მონაკვეთის გამტარუნარიანობა დღეის მდგო-მარეობით მაქსიმუმ 27 მილიონი ტონაა. შეიძლება ისეთი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ, რომ ტვირთი იყოს გადასატანი და ჩვენი რკი-ნიგზის ინფრასტრუქტურა არ იყოს მზად ამისთვის. ამ გამოწვევას უნდა შევხვდეთ მზად. მოდერნიზა-ციის პროექტის დასრულების შემ-დეგ რკინიგზას მიეცემა საშუალება, რომ დამატებითი ელმავალი არ გამოიყენოს აღნიშნულ მონაკვეთ-ზე და დაყოვნების გარეშე გააუმ-ჯობესოსსაოპერაციო საქმიანობა,“ - ამბობს აკაკი საღირაშვილი. მისი განმარტებით, ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პრო-ცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა მოდის სწორედ ზვა-რეს რვაკილომეტრიან გვირაბზე.

გვირაბის მშენებლობა პროექ-ტის თავდაპირველი ვარიანტით სხვა ადგილას იყო გათვალისწი-ნებული. შემდგომი ცვლილება, აკაკი საღირაშვილის განმარტე-ბით, მშენებლობის ზედამხედვე-ლების რეკომენდაციით მოხდა, რადგან მშენებლობა და შემდ-გომ მისი ოპერირება იქნებოდა დიდ რისკებთან დაკავშირებული. „პორტალის მოსაწყობად ქანები იყო არახელსაყრელი. გარდა ამისა, მდინარე გადადიოდა რკი-ნიგზის ზევით, რაც დამატებით საოპერაციო ხარჯებს და რისკებს შეიცავდა. უკეთესი ტექნიკური გადაწყვეტილება გახლავთ ის, რასაც ჩვენ ახლა გთავაზობთ.“

„გამა კონსანტილგის“ წარმომადგენლის, ჯუ-

ღული ახვლედიანის თქმით, ის მაშინ ჩაერთო პროცესში, როცა სამუშაოები უკვე დაწყებული იყო. მისი თქმით, გვირაბის აღმო-სავლეთის მიმართულებით გადა-ტანა მოხდა შესაბამის ორგანოებ-თან შეთანხმების, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე, „პროექტი არ იყო შეთანხმებული და განხილული გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ და არ იყო გა-ცემული შესაბამისი მშენებლობის ნებართვა. ასეთმა ცვლილებამ ძალიან უარყოფითად იმოქმედა ზვარის მინერალურ წყლებზე და მდინარე ზვარულას კალაპოტზე.

რისკი იყო ძალიან მაღალი, რომ ზვარეს მინერალური წყლის სა-ბადო საერთოდ დაკარგულიყო. გარდა ამისა, მდინარის კალაპო-ტის შეცვლა ქმნიდა გარკვეულ ჰიდროლოგიურ პრობლემებს.

იყო თავიდან მცდელობა, რომ ეს-ტაკადა მოწყობილიყო და ჭაბურ-ღილები მოექცეოდა რკინიგზის ქვეშ. ჭაბურღილებზე მოეწყობოდა 5 მეტრი სიმაღლის ჰიდროიზო-ლაცია და დაბინძურების რისკი გამოირიცხებოდა, მაგრამ არა-ვინ იყიდის იმ წყალს, რომელიც რკინიგზის მაგისტრალის ქვეშ გადის. ამიტომ შეჩერდა სამუშაო-ები გარემოს დაცვის სამინისტროს ჩარევით,“ - აცხადებს ჯუღული ახვლედიანი.

რას ითვალისწინებს ახალი პროექტი. შესასვლელმა

პორტალმა მინიმუმ 15 მეტრის დაშორებით უნდა გადაიწიოს აღმოსავლეთით, რაც საშუალებას იძლევა გათავისუფლდეს სამივე ჭაბურღილის პირველი სანიტარუ-ლი დაცვის ზონა. ჭაბურღილები უნდა გამოვიდეს რკინიგზის გავ-ლენიდან და გათავისუფლდეს მდინარის კალაპოტი. მეორე სანიტარულ ზონაში, როგორც თავდაპირველ, ისე თვითნებურ და დღევანდელ პროექტში, მაინც გადის სარკინიგზო მაგისტრალი და ეს პრობლემატურია.

გამოსასვლელი პორტალიდან ორივე მხარეს სარკინიგზო მა-გისტრალს ექნება წყალშემკრები კიუეტები, რომელიც რკინიგზის ვაკისზე მოსულ ატმოსფერულ წყლებს შეაგროვებს და სალექარის საშუალებით მდინარე ზვარულაში ჩაუშვებს. რაც შეეხება მოქმედ ჭაბურღილს, დაგეგმილია, რომ მის ირგვლივ 15 მეტრის რადიუსში მოეწყოს ჰიდროიზოლაცია და აშენ-დეს საყრდენი კედელი 300 მეტრი-ანი სანიტარული დაცვის ზონაში.

ნაყარი მასალა, რითაც დღეს დაფარულია მდინარე ზვარულას მარჯვენა ნაპირი, სანაყაროზე უნდა გაიტანონ, რომ ჰიდროლო-გიური პრობლემები არ შეექმნას ნალექის დროს მდინარესა და სოფელს.

საპროექტო ცვლილების თანახ-მად, გვირაბი 15 მეტრით შედის მთის სიღმეში. მშენებელმა ყოველ ხუთ მეტრში გეობადით უნდა დაიც-ვას ფერდობის დახრილობა.

დიდი რისკია მცენარეულ სა-ფარზე ზემოქმედების. 3-4 ჰა ფართობზე მცენარეული საფარი

უკვე განადგურებულია. ახალი პროექტით 1-2 ჰა ტყის ფართო-ბი მოიჭრება. გავლენის ზონაში ხვდება კაკლისა და წაბლის ხეები.

სარკინიგზო ხაზმა უნდა გაი-აროს სოფლის ტერიტორიაზე. ამიტომ ხმაურის ზემოქმედების რისკი ძალიან მაღალია. აუცილებ-ლად უნდა იყოს გათვალისწინებუ-ლი დროებითი ხმაურდამცავი ხის ეკრანები როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის დროს.

„გამა კონსალტინგის“ წარმო-მადგენლის ინფორმაციით, სარკი-ნიგზო მაგისტრალისთვის ყველაზე დიდი პრობლემაა სამშენებლო

ნარჩენების განთავსება. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტი მცირემი-წიანია, ხეობები ვიწროა. თუ მშენე-ბელი სოფელ ნუნისთან არსებულ ხევში ნარჩენების განთავსების პირობებს დაიცავს, მოეწყობა გაბიონი ისე, რომ წყლის მიმარ-თულების ცვლილება არ გამო-იწვევს ეროზიებს. სამშენებლო ნარჩენები, ჯუღული ახვლედიანის რეკომენდაციით, შესაძლებელია სხვა დანიშნულებითაც იქნეს გამო-ყენებული, თუ მისი რეკულტივაცია მოხდება.

ჯუღული ახვლედიანის თქმით, აუცილებელია მშენებელმა გაით-ვალისწინოს „გამა კონსალტინგის“ მიერ წარდგენილი შემარბილე-ბელი ღონისძიებები, გარემოს დაცვის სამინისტროსა და არასამ-თავრობო ორგანიზაციის წინადა-დებები და შენიშვნები. დანარჩენი მონიტორინგზეა დამოკიდებული, თუ როგორ შესრულდება რეკო-მენდაციები.

„საქართველოს მწვანე-თა მოძრაობის“ წარმო-

მადგენელმა თემურ კეპულაძემ გზშ-ს განხილვისას აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტით დაკანონდება ის უკანონობა, რაც მშენებელმა ჩაიდინა. „მომხდარია სისხლის სამართლის დანაშა-ული, რომელიც არ ეპატიებოდა არცერთ მცირე მეწარმეს. დიდი აჟიოტაჟი იყო ამ წლის დასაწყისში ამ საკითხზე, მაგრამ შემდეგ სა-ხელმწიფო უწყებებმა მიაჩუმათეს,“ - ამბობს თემურ კეპულაძე. მისი თქმით, არაფრის მომცემია გვირა-ბის პორტალის გადატანა ზვარეს მინერალური წყლის საბადოდან 15-20 მეტრით, რადგან გვირაბი მაინც გაივლის სანიტარული დაც-ვის მეორე ზონაში. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობისთვის“ არც ტექნიკური ხასიათის დასკვნებია დამაჯერებელი. თემურ კეპულაძე მიიჩნევს, რომ გვირაბის მშენებ-ლობის თავდაპირველი ვარიანტი იყო ყველაზე მისაღები, რადგან იმ პროექტის თანახმად, გვირაბი არ გადიოდა საბადოზე. „ვფიქრობ, თქვენს მიერ შემოთავაზებული ვარიანტი მძიმედ აისახება წყლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე და წყალი შეიძლება დროთა განმავ-

ლობაში დაიკარგოს. საინტერე-სოა, ვინ იქნება სამართლებრივად ამაზე პასუხისმგებელი?“ - კითხუ-ლობს თემურ კეპულაძე.

ჯ უ ღ უ ლ ი ა ხ ვ ლ ე დ ი ა ნ ი ს თქმით, სხვა გამოსავალი არ არ-სებობს. ის დაეთანხმა თემურ კეპუ-ლაძეს, რომ გვირაბის მშენებლო-ბის პირველი ვარიანტით ზვარეს მინერალური წყლის საბადოზე ზე-მოქმედება მინიმალური იქნებოდა, მაგრამ 30-ე საბადოსთვის ყველა ვარიანტი ერთნაირია. „ყოველგ-ვარი წინასწარი შესწავლის გარეშე გაიცა ნებართვა, გაფუჭდა ყველა-ფერი, დაიქცა ქვეყანა, შეწუხდა გარემოს დაცვის სამინისტრო, რკინიგზა წავიდა დათმობაზე და ახლა ეს აღარ განვახორციელოთ, უხერხულია. მშენებლობის პრო-ცესში მონიტორინგია ერთადერთი გამოსავალი,“ - ამბობს ჯუღული ახვლედიანი.

გარემოს დაცვის სამინისტ-რომ ახალი პროექტის მშე-

ნებლობასთან დაკავშირებული 37 პუნქტიანი შენიშვნები გადაუგზავნა საქართველოს რკინიგზას. დოკუ-მენტში ნათქვამია, რომ შენიშვ-ნების გათვალისწინების შემდეგ სამინისტრო გასცემს დადებით ეკოლოგიურ დასკვნას.

გზშ-ს განხილვისას სოფელ ზვარის მოსახლეობის სახელით გიორგი ფანქველაშვილმა ისაუბ-რა. მან მოსახლეობის წერილო-ბითი მოთხოვნა საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლებს გადასცა. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს რკინიგზის მიერ გამოქვეყნებული მშენებ-ლობის ორი ვარიანტიდან ზვარე-ლებისთვის პირველი ვარიანტია მისაღები, რადგან ის ნაკლებ უარყოფით ზეგავლენას მოახდენს სოფელზე გარემოს დაბინძურები-სა და ხმაურის თვალსაზრისით.

შეხვედრაზე რკინიგზის მოდერ-ნიზაციის პროექტზე აზრი გამო-თქვეს ემზარ ჩაჩანიძემ, თემურ მაღლაკელიძემ, ბერიკა ტალახა-ძემ, რუსუდან გურგენიძემ.

ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის გამგებელმა კობა

ლურსმანაშვილმა იკითხა, თუ ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხ-ვევაში, თუ ზვარეს მინარალური წყლის წარმოებით დაინტერესე-ბულ ინვესტორს ზიანი მიადგება. გამგებელმა მშენებლობაზე ად-გილობრივი მოსახლეობის და-საქმება მოითხოვა. მისი თქმით, სერიოზულად დაზიანდა ხანდების სამანქანო ხიდი. საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიან-მა კი აღნიშნა, რომ მაღალგა-მავლიანმა მანქანებმა გააფუჭეს ხანდების გვირაბის მიმდებარე საავტომობილო გზა.

აკაკი საღირაშვილის თქმით, მშენებლობა გაცილებით მაღალი სტანდარტებით მიმდინარეობს და ზვარეს საბადოს დაკარგვის ან მისი შემადგენლობის შეცვლის რისკი მინიმალურია. გაუგებრობის შემთხვევაში კი ყველაფერი სასა-მართლო დავის საგანია.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, აკაკი საღირაშვილის თქმით, მშენებელი - ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო, ყოველთვის ქირაობს ქართველ მძღოლებსა და ზეინკლებს. მათ სპეციალური მუშახელი სჭირ-დებათ გვირაბში. „ჩვენ ვთხოვთ ხოლმე და არ იქნება ეს პრობ-ლემა,“ - აღნიშნა აკაკი საღირაშ-ვილმა. მისივე თქმით, ხიდისა და გზის პრობლემაც მოგვარდება, თუ იქნება მოსახლეობის მოთხოვნა.

ნინო კაპანაძე

„ახალი პროექტიც მძიმედ აისახება ზვარეს მინერალური წყლის ხარისხსა და ვარგისიანობაზე“

ხარაგაული-ზესტაფონის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალი

სარკინიგზო ხაზის №9 ზვარის გვირაბის დასავლეთ პორტალის პროექტში შეტანილმა ცვლილებების და დამატების პროექტმა

გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით არ შეიძლება მიიღოს დადებითი დასკვნა. პროექტის უნებართვოდ შეცვლამ უკვე

მიაყენა გამოუსწორებელი ზიანი ზვარეს მინერალური წყლის საბადოს და მდინარე ზვარულას კალაპოტს - ასეთი მოსაზრება

აქვს „საქართველოს მწვანეთა მოძრაობას.”

Page 5: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

5xtvb [fhfufekb6 დეკემბერი, 2013 წ.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე იმერეთის სკოლების დირექტორებს განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა გააცნეს. სკოლაში აქამდე არსებული სამანდატურო სამსახური გაუქმდება და მის მაგივრად შეიქმნება ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსი-ქოლოგიის სამასახური. ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე მიესალმება ამ სიახლეს და აღნიშნავს, რომ „დღეს ფსიქოლოგის სამსახური მნიშვნელოვანია, რადგან ფსიქოლოგიური დახმარება სკოლაში ყველას ჭირდება. მანდატური შიშის გრძნობას იწვევდა ბავშვებში. ბავშვ-თა დაცვის ოფიცრები მოსწავლეების მეგობრები იქნებიან. პირველ ეტაპზე ეს მომსახურება ექნებათ იმ სკოლებს, რომლებსაც მანდატურები ჰყავდათ. საჭირო ოდენობის კადრების გადა-მზადების შემდეგ ეს სამსახური იფუნქ-ციონირებს ყველა იმ სკოლაში, სადაც ამის მოთხოვნა იქნება. ჩემი აზრით ეს იდეა გაამართლებს.“

სიახლეს დადებითად ხვდება მარე-ლისის საჯარო სკოლის დირექტორი ვერა ოდიკაძე:

-ქუთაისში შევხვდით ამ იდეის ავ-ტორებსა და პროეტის ხელმძღვანე-ლებს. ისინი დაინტერესდნენ პრაქტი-კოსი დირექტორების აზრით აღნიშნულ სამსახურთან დაკავშირებით. აქამდე არსებობდა მანდატურის სამსახური. განათლების სამინისტროს სურს, რომ შეიცვალოს ამ სამსახურის შინაარსი. ბავშვთა დაცვის ოფიცრები ძირითადად

დახმარებას გაუწევენ ბავშვებს, რომლებ-საც აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები. შეისწავლიან თითოეული ბავშვის ფსი-ქოლოგიურ მდგომარეობას სკოლასა თუ ოჯახში. ბავშვთა დაცვის 126-მა ოფიცერმა უკვე გაიარა ტრენინგები. ეს საკმარისი არ იქნება ყველა სკოლისთ-ვის. ამიტომ განათლების სამინისტრო აპირებს ამ პროგრამის პილოტირებას ანუ გამოცდას რამოდენიმე სკოლა-ში. მომავალი წლიდან კი ვარაუდო-ბენ, რომ სკოლის ხელმძღვანელები თვითონ შეუთანხმდებიან აღნიშნულ სამსახურს და მოითხოვენ მსგავსი სპეცი-ალისტის მუშაობას თავიანთ სკოლებში. მანამდე თუ რომელიმე სკოლას ექნება პრობლემა, ჩვენ შეგვიძლია ცხელი ხაზის მეშვეობით დავუკავშირდეთ და ისინი აღმოგვიჩენენ დახმარებას.

ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიის სამსახურის ოფისები არის თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. დეკემბერში გამოიცემა აღნიშნული სამსახურის დებულება და ამ დებუ-ლებაში გაითვალისწინებენ ქუთაისში შეხვედრაზე დაფიქსირებულ ჩვენს მოსაზრებებს ამ პროექტთან დაკავ-შირებით. ახლადშექმნილ სამსახურს, მანდატურის სამსახურთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული ფუნქ-ციები აქვს. ვფიქრობ, რომ ეს სამსახუ-რი ნამდვილად სკოლისა და ბავშვების მხარდამჭერი იქნება.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულის ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ (დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი) პოლონური პროგრამის ფარგლებში განა-ხორციელა პროექტი „მამები“ (პროექტის ხელმძღვანელი ინგა ბერაძე). ამ პროგრამით ხარა-გაულის ბიბლიოთეკას 6 ათასი ლარი ღირებულების კომპიუტე-რული ტექნიკა გადაეცა. პროექტის „მამები“ დასკვნით ღონისძიებაში, რომელიც 2 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეობდნენ პროექტში ჩარ-თული მამები, პარტნიორი ორგა-ნიზაციების წარმომადგენლები, მუ-ნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და სხვა სტუმრები.

ინგა ბერაძემ შეკრებილ საზო-გადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის იდეა ქუთაისში ტრენინგში მონაწილეობისას გაუჩ-ნდა. „ვფიქრობ, ამ პროექტმა საკ-მაოდ დააინტერესა საზოგადოება.“

პროექტის ფარგლებში პირ-ველი ღონისძიება გაიმართა ბუ-ნებაში დევიზით „ტყე შეუნახე შვილებსა, მამა ხარ, შენი ვალია.“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნუ-ლი პარკის წარმომადგენელმა მანანა ტაბაშიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ ეს აქცია არ უნდა იყოს ერთჯერადი და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ დაბა ხარაგაულით.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენელმა თამარ ავალიშვილმა ბავშვის აღზრდაში მამის როლსა და ხა-რაგაულის №1 საბავშვო ბაღის 5-6 წლიანთა ჯგუფში ჩატარებულ ექსპერიმენტზე ისაუბრა. უფროსჯ-გუფელებს უნდა დაეხატათ თა-ვიანთი ოჯახი. „ბავშვებმა ოჯახების

რეალური გარემო დახატეს, - ამ-ბობს თამარ ავალიშვილი, - ბავშ-ვის ფსიქიკაზე ოჯახური გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ამიტომ მამები დედებთან ერთად უნდა შეეცადონ, დაიცვან ბავშვი ნეგატიური ემოციებისგან.“ თამარ ავალიშვილმა მამებს შესთავაზა ტესტი „როგორი მშობლები ვართ.“

საღამოზე შეკრებილ საზო-გადოებას მხატვრული ნომრები შესთავაზეს მამებმა და შვილებმა ზაზა და თამარ ლურსმანაშ-ვილებმა, ნიკო და ანა მაჭავა-რიანებმა, ბესო ხომასურიძის ოჯახმა, მამუკა, ნინო და თეონა ჭიპაშვილებმა.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთე-კის დირექტორის მოადგილემ და პროექტის კოორდინატორმა რიტა წაქაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე არაჩვეულებრივად თბილი და სასიამოვნო გარემოა: „მე აქ დავინახე ერთმანეთის მი-მართ საოცრად თბილი ურთიერ-თობა, რაც ძალიან მნიშვნელო-ვანი და საამაყოა; ძალიან დიდი

სიყვარული და პასუხისმგებლური დამოკიდებულება ბიბლიოთეკის მიმართ. მადლობა თქვენი ბიბ-ლიოთეკის ხელმძღვანელს ნანა ლურსმანაშვილს, ინგა ბერაძეს და სოფო ლაცაბიძეს განსაკუთრებუ-ლი აქტიურობისთვის.

პროექტი „მამები“ შეაფასეს გამ-გებელმა კობა ლურსმანაშვილმა, გამგებლის მოადგილე პაატა გო-გოლაძემ, კულტურის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ, გიგა ბე-რაძემ, ლუიზა კიკნაძემ, გულიკო ჭარბაძემ და სხვებმა. ღონისძიება სიმღერით დაამშვენეს ვასილ კიკნაძემ, ზაზა ლურსმანაშვილ-მა და დავით კვირიკაშვილმა. საღამოზე უამრავი სასიამოვნო ჰანგი და გულთბილი სიტყვა ის-მოდა. დამსწრე საზოგადოება იმ იმედით დაემშვიდობა ერთმანეთს, რომ კვლავაც მრავალჯერ შეიკრი-ბებიან საინტერესო პროექტების ფარგლებში.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: მღერის ბესო ხომა-სურიძის ოჯახი

პროექტი „მამები“ წარმატებით განხორციელდაოქტომბერში ქუთაისის განათლების

განვითარებისა და დასაქმების ცენტ-რის მიერ გამოცხადდა კონკურსი „მან ეს ბავშვებისთვის გააკეთა.“ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ იმე-რეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბებს. კონკურსში ჩაება ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის (დირექტორი ლენა აბაშიძე) მოსწავლეთა სამოქალაქო კლუბი „ფავორიტი.“ საკონკურსოდ შევარჩიეთ სოფელ ვერტყვიჭალაში მცხოვრები მალხაზ კურტანიძის შვიდშვილიანი ოჯახი, რომლისათვისაც „ქართული ოც-ნების“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძ-ღვანელის ქალბატონ მანანა ბარბაქაძის შუამდგომლობით პაატა ბურჭულაძის

ფონდმა „იავნანა“ ორსართულიანი სახლი შეუძინა.

თემა ორიგინალურად იქნა მომზა-დებული და წარდგენილი კონკურს-ზე მიმდინარე წლის 20 ნოემბერს. პრეზენტაცია დაევალა სამოქალაქო კლუბ „ფავორიტის“ აქტიურ წევრს, მეათეკლასელ მარი ბლიაძეს. წარდ-გენილმა ნაშრომმა კონკურსის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი ერთ-ერთ გამარჯვებულად აღიარეს. „ფავორიტს“ სპეციალური დიპლომი გადაეცა, შარშანდელი წარმატებების შემდეგ, როცა კლუბმა ოთხი ათასი ლარის სასკოლო ტექნიკა მოიგო, ეს „ფავორიტის“ მორიგი გამარჯვებაა.

ნარგიზა ხაჩიძე

„ფავორიტის” მორიგი გამარჯვება

ქუთაისის განათლების, განვითარე-ბისა და დასაქმების ცენტრი იმერეთის საჯარო სკოლებში ახორციელებს სამოქალაქო განათლების პროგრა-მას. პროგრამის ფარგლებში გასულ შაბათს გაიმართა პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეთა ფორუმი. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტის ადგი-ლობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები მიგვიწვიეს.

ცენტრის წარმომადგენლის, ნათია მამიჭეიშვილის განცხადებით, სამო-ქალაქო განათლების პროგრამაში განათლების სამინისტროსა და პროგ-რამის ერთობლივი გადაწყვეტილებით ჩართულია იმერეთის 125 საჯარო სკოლა. პროგრამა ორიენტირებულია სამოქალაქო განათლების განვითა-რებაზე. „ამისთვის ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა გვაქვს. მათ შორის სამოქალაქო კლუბების შექმნა სკოლებში. კლუბებში ერთიანდებიან სკოლის მეცხრე-მეთორმეტე კლა-სების მოსწავლები. მათ უტარდებათ ტრენინგები, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და ზოგადად კულტურის განვითარებას ემსახურება. პროგრამა მოიცავს მცირე გრანტებს, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები სკოლე-ბის წარმომადგენლები - დირექცია, პედკოლექტივები, მოსწავლეები.

დღევანდელ ახალგაზრდულ ფო-

რუმში, რომელიც ჩვენი ორგანიზაციის ტრადიციული აქტივობაა, ჩართულია იმერეთის შვიდი მუნიციპალიტეტის 52 საჯარო სკოლის 156 წარმო-მადგენელი. ამ ფორუმის არსი და იდეა ისაა, რომ რაიონულმა ჯგუფებმა ერთობლივად შეიმუშაონ პროექტები, დაფიქრდნენ პრობლემებზე, რომლე-ბიც მათ აწუხებთ და დასახონ მათი გადაჭრის გზები.“

ნათია მამიჭეიშვილის თქმით, სტუმ-რების როლი ფორუმში განსაკუთ-რებულია, რადგან ახალგაზრდების ინიციატივებს მხარი უნდა დაუჭირონ სხვადასხვა სტრუქტურის წარმო-მადგენლებმა.

ცენტრის წარმომადგენელმა ლიკა სხილაძემ დიდი მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს და აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ფორუმების ეს მე-თოდი შემუშავდა 2002 წელს აშშ-ში, პელსინვანიის უნივერსიტეტში. მოგვი-ანებით ჩართულობის ფორუმების ორ-განიზების წარმატებით დაინერგა ლატ-ვიაში. „2010 წლიდან საქართველოში ამ ფორუმებს ვმართავთ როგორც ზრდასრული ადამიანების ჯგუფებში, ასევე მოსწავლეებში. ჩვენი ვალია, დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდებს აქტიურ მოქალაქეებად ჩამოსაყალიბებლად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათ მიერ დღეს

მოტანილი იდეების მხარდაჭერა და წახალისება. ჩვენი დონორი გვაძლევს მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობას. ზოგჯერ საუკეთესო იდეების განხორციელებისთვის მინიმა-ლური ძალისხმევაა საჭირო,“- აღნიშნა ლიკა სხილაძემ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი-დან ახალგაზრდულ ფორუმში

მონაწილეობდნენ ხარაგაულის №2, №3, ვახანის, ბორითის, ვერტყვიჭა-ლისა და წყალაფორეთის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრი მოსწავლეები. ხარაგაულელმა მოსწავლეებმა წარადგინეს პროექტი ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრე-ბის შესახებ და ამისთვის „მხიარული სტარტების“ ორგანიზება მიიჩნიეს ყველაზე მართებულად. პრეზენტაციის შემდეგ ფორუმის მონაწილე ჯგუფებმა პროექტის შედეგის ამსახველი ნახატი წარადგინეს.

ფორუმზე მყოფმა გამგეობის კულ-ტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსმა ირინე ჩხეიძემ აღნიშნა, რომ ხარაგაულელ მოსწავლეთა მიერ წარდგენილი პროექტი სწორედ მის სამსახურს ეხება. „მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეთ ამ არაჩვე-ულებრივ ღონისძიებაზე. მოვუსმინე ამდენ ნიჭიერ ახალგაზრდას, ჩვენს ხვალინდელ დღეს. მალე ექსპლუატა-ციაში შევა ახალი სპორტული დარ-ბაზი და თქვენი პროექტი „მხიარული სტარტები“განხორციელდება. ჩვენ უკვე ინვენტარის შეძენაზეც ვიზრუნეთ. ასე რომ, გვერდით უნდა დავუდგეთ ჩვენს მომავალ თაობას,“ - აღნიშნა ირინე ჩხეიძემ.

ფორუმში მონაწილე მოსწავლეები და მათი მასწავლებლები თამარ მაქა-ძე და თამარ მაღლაფერიძე სერტიფი-კატებით დაჯილდოვდნენ.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ახალგაზრდული ფო-რუმის მონაწილე ხარაგაულელი მოსწავლეები

„ზოგჯერ საუკეთესო იდეების განსახორციელებლად მინიმალური ძალისხმევაა საჭირო“

სკოლებში ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგის

სამსახური იქმნება

ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტი ღვთისმსახურის ხელით საღმრთო კურთხევის მიღება არის საქმე უწმინდე-სი და მას მაცხოვნებელი მნიშვნელობა აქვს თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისათვის.

30 ნოემბერს საბავშვო ბიბლიოთეკის სტუმრები სასიამოვნო ამბის მომსწრენი გახდნენ: მოძღვარმა მამა ფილიპემ (აბაშიძე) ბიბლიოთეკა აკურთხა. კურთ-ხევის შემდეგ ბიბლიოთეკის დარბაზში გაიმართა ღონისძიება „ჩვენი სარწმუ-ნოება,“ რომელშიც ხარაგაულის #2, #3 და სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეებმა ისაუბ-რეს ქრისტიანული რელიგიის წარმო-შობისა და გავრცელების შესახებ, გაგ-ვაცნეს წმინდანთა ცხოვრება, წაიკითხეს ლექსები, პედაგოგ თორნიკე ბაკურაძის დახმარებით შეასრულეს საგალობლები და ხალხური სიმღერები.

„ადამიანი რწმენის გარეშე უსაჭო ხომალდს ჰგავს, რომელსაც ზღვის ტალღები მიაქანებს,“ ურყევი რწმე-ნა არის ძლიერი ბურჯი და ქრისტე ყველაფერია მორწმუნეთათვის,“ „თუ ჭეშმარიტი რწმენით, სასოებითა და სიყვარულით შევიმოსებით და მივენ-დობით უფალს, ყველანაირ განსაც-დელს გავუძლებთ და გავიმარჯვებთ,“ „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანსა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება,“ - გაისმოდა ბრძენთა გამონათქვამები.

სტუმრები სამადლობელი სიტყვე-ბითა და უკეთესი მომავლის იმედით დაემშვიდობენ ღონისძიების ორგა-ნიზატორებს. საბავშვო ბიბლიოთეკა კვლავ მრავალ შინაარსიან ღონისძი-ებას გეგმავს.

დიანა სამხარაძემშობელი

ჩვენი სარწმუნოება

Page 6: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

6 xtvb [fhfufekb 6 დეკემბერი, 2013 წ.

ანტიბიოტიკები ანუ ანტიმიკრო-ბული პრეპარატები მედიკამენტებია, რომლებიც კლავენ ბაქტერიებს ან ხელს უშლიან მათ გამრავლებას. ისინი ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეულ დაავადებებთან საბრ-ძოლველად გამოიყენება. ანტი-ბიოტიკების გარეშე ეს ინფექციები ფატალური ხდება. ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნე-ლოვანესი აღმოჩენაა. ისინი უკვე 70 წელზე მეტია გამოიყენება. ანტიბი-ოტიკებისა და ვაქცინაციის წყალო-ბით ჩვენი სიცოცხლე დაახლოებით 20 წლით გახანგრძლივდა.

ანტიბიოტიკების 15-ზე მეტი კლასი არსებობს, რომლებიც

ერთმანეთისგან ქიმიური შედგე-ნილობითა და სხვადასხვა ბაქ-ტერიებზე ზემოქმედებით განსხ-ვავდება. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე ანტიბიოტიკების არცერთი ახალი კლასი არ შექმნილა.

ანტიბიოტიკების არამიზნობრი-ვი გამოყენება ზრდის ბაქტერიების რეზისტენტობას (გამძლეობას). გარკვეული ანტიბიოტიკების მი-მართ, ჩვეულებრივ მგრძნობიარე ბაქტერიები განიცდიან გენეტიკურ ცვლილებებს, რის შედეგადაც ანტიბიოტიკების ზემოქმედებით აღარ კვდებიან და განაგრძო-ბენ გამრავლებას, რაც, შესაძ-

ლოა, პაციენტისთვის სასიკვდილო აღმოჩნდეს. ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა (გამძლეობა) ავა-დობისა და სიკვდილიანობის ზრდას იწვევს.

საქართველოში ექიმთა უმ-რავლესობა ბაქტერიული ინფექ-ციების სამკურნალოდ მხოლოდ ემპირულ ანტიბიოტიკოთერაპიას იყენებს და არ ხდება წინასწარი ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რაც ხშირად უშედეგო მკურნალო-ბასა და ანტიბიოტიკებისადმი შტა-მების ფორმირებას იწვევს, გარდა ამისა, ხშირად ექიმები არამიზნობ-რივადაც ნიშნავენ ანტიბიოტიკებს ვირუსული ინფექციების, მაგა-ლითად გრიპის სამკურნალოდ, რომლებზეც ანტიბიოტიკები არ მოქმედებს. ევროპის რეგიონში ბევრია ისეთი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ანტიბიოტიკებს საკუ-თარი სურვილისამებრ მოიხმარს, ექიმის დანიშნულების გარეშე.

USAID -ის პროექტის ფარგ-ლებში იმერეთის რეგიონში ჩატარ-და კვლევა, რომლის თანახმად გაირკვა, რომ ექიმი ზრდასრულ პაციენტებს მედიკამენტებს 10-დან 7 შემთხვევაში არამიზნობრივად უნიშნავს, ბავშვების შემთხვევაში კი 10-დან 9-ზე გაიცემა რეცეპ-ტი არამართებულად. ვითარება თანდათან რთულდება, ვინაიდან

ჩნდება ერთდროულად რამდენიმე ანტიბიოტიკისადმი რეზისტენტული (გამძლე) ბაქტერიები. საბოლოო ჯამში, მათში შეიძლება განვი-თარდეს რეზისტენტობა ყველა არსებული ანტიბიოტიკისადმი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დავბრუნდეთ ე.წ. „ანტიბიოტიკე-ბამდელ“ ხანაში, რაც, ფაქტიურად, უკურნებელს და სიცოცხლისათვის საშიშს გახდის „უბრალო“ ბაქტე-რიულ ინფექციებს.

ამ და სხვა კველევების შედეგებ-მა იმ ცვლილებების განხორციელე-ბის აუცილებლობა აჩვენა, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ექიმის დანიშნულების გარეშე პაციენტები ანტიბიოტიკებს ვერ შეიძენენ.

ანტიბიოტიკების რეზისტენტო-

ბისადმი ბრძოლა ყველას ეხება:ჩვენ და ჩვენი ოჯახის წევრებმა

ანტიბიოტიკები უნდა მივიღოთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;

ანტიბიოტიკებით მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა დავასრუ-ლოთ მაშინაც კი, თუ უკეთ ვიგრძ-ნობთ თავს;

მკაცრად დავიცვათ დანიშნული დოზირება და ანტიბიოტიკების მიღების სიხშირე;

არ გამოვიყენოთ წინა მკურნა-ლობიდან დარჩენილი ანტიბიოტი-კები და ჩვენთვის განკუთვნილი ან-ტიბიოტიკები არ გაუზიაროთ სხვას.

თათია ბლუაშვილისაზოგადოებერივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

ზესტაფონში იმერეთის რე-გიონის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შორის გა-იმართა შეხვედრა. ხარაგაულიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიცი-პალიტეტის ხელმძღვანელები და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლები. სასოფლო-სამეურნეო კოოპე-რატივების შექმნისა და ჩამო-ყალიბების შესახებ სააგენტოს უფროსმა გიორგი მიშელაძემ ისაუბრა. „სოფელი და სოფლის მეურნეობა რომ აღორძინდეს, ამისათვის საქართველოს მთავ-რობამ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავეს პროექტი კოოპერატივების ჩამოყალიბების შესახებ“. გვესაუბრება ხარაგაულის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის მოვალე-ობის შემსრულებელი ზურაბ მაჭავარიანი.

რა არის კოოპერატივი?სასოფლო-სამეურნეო კოოპე-

რატივი არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა-მისად კოოპერატივის სამართ-ლებრივი ფორმით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანო-ბას და რომელსაც ამ კანონის შესაბამისად მინიჭებული აქვს სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივის სტატუსი. კოოპერატივი არის წევრთა შრომით საქმიანობაზე და-ფუძნებული, მეურნეობის განვითა-რებისა და შემოსავლის გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივი მოიცავს მემცენარეობის და ცხოველური პროდუქტების წარმო-ებას, გადამუშავებას, დაფასოებას, შეფუთვას, შენახვას, გადაზიდვას და რეალიზაციას.

რატომ უნდა გაერთიანდეს გლეხი კოოპერატივში?

კოოპერატივში გაერთიანე-ბული გლეხები სარგებლობენ მთელი რიგი უპირატესობებით. კოოპერატივის ქონება ქონების გადასახადით არ იბეგრება. სა-სოფლო-სამეურნეო საქმიანო-ბით მიღებული შემოსავალი და გრანტი მოგების გადასახადით არ იბეგრება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გათვალისწინებული აქვს კოოპერატივებისთვის მოტობ-ლოკებისა და ხელით სათესების, ლიზინგით (გრძელვადიანი იჯარა გამოსყიდვის უფლებით) გადაცემა. სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივი სარგებლობს უპირატესობით, მიიღოს გრანტი. კოოპერატივი, როგორც გაერთიანება, ითვლება კრედიტუნარიანად და საკრედიტო რესურსი უფრო ხელმისაწვდომია. განსაზღვრულია კოოპერატივებში დასაქმებულთათვის უფასო სწავ-ლა-გადამზადება. კოოპერატივები სასუქს, შხამქიმიკატებს და ჰერბიცი-დებს შეიძენენ საბითუმო ფასებში.

კოოპერატივში უფრო ადვილია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიები და მოწინავეთა გამოცდილება. კო-ოპერატივს უფრო იაფი დაუჯდება ტექნიკის გამოყენება. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, კოოპერატივს მიერ წარმოებული პროდუქცის თვითღირებულება იქნება უფრო იაფი, რაც აუცილე-ბელია კონკურენტუნარიანობისთ-ვის. კოოპერატივისთვის უფრო ადვილი იქნება პროდუქციის რე-ალიზაცია. ნებისმიერ მიმღებს ურჩევნია საქონელი შეისყიდოს ერთი ორგანიზაციიდან და არა ცალკეული გლეხიდან.

როგორია კოოპერატივში გაერთიანების წესი?

კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს მოქალაქე 18 წლის ასაკიდან, რომელიც უშუალოდ მონაწი-ლეობს კოოპერატივის საქმიანო-ბაში და ფლობს პაის. მაღალმ-თიან რეგიონებში კოოპერატივის

წევრთა რაოდენობა 3-ზე, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე 5-ზე ნაკ-ლები არ უნდა იყოს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან 6 სოფელი გადის მაღალმთიანში. სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივის ქონება იქმნება წევრთა (მეპაიეთა) შენატანით, საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებით და გრანტით.

კოოპერატივი შეღავათებით ისარგებლებს მხოლოდ მას შემ-დეგ, როდესაც მიიღებს სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსს. სტატუსს ანიჭებს სასოფ-ლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. სტატუსის მისაღებად საჭიროა გაერთიანე-ბით დაინტერესებული პირები დარეგისტრირდნენ სამეწარმეო რეესტრში კოოპერატივის ორგა-ნიზაციული ფორმით. შემდეგ სა-აგენტოში წარადგინონ განცხადება სხვა დოკუმენტებთან ერთად:

1. ამონაწერი მეწარმეთა იური-დიული პირების რეესტრიდან, რითაც დასტურდება რეგისტრა-ციის ფაქტი და განმცხადებლის უფლებამოსილება;

2. ამონაწერი საჯარო რეესტ-რიდან, რითაც დასტურდება მათი სასოფლო-სამეურნეო ქონებაზე საკუთრების უფლება;

3. კოოპერატივის წესდება.სასოფლო -სამეურნეო კო-

ოპერატივის წესდება უნდა ით-ვალისწინებდეს სავალდებულო სარეზერვო ფონდის შექმნისა და განკარგვის წესს, წარმო-მადგენელთა ან საერთო კრების მოწვევის ულებამოსილებას, შენა-ტანის (პაის) ოდენობას, მოგებისა და დივიდენდების განაწილების წესს და სხვა საკითხებს.

თუ წარმოდგენილი საბუთები შე-ესაბამება საქართველოს კანონმდებ-ლობით დადგენილ მოთხოვნებს, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სასოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივის სტატუსის მინიჭების შესახებ. სააგენტო უფლებამოსილია განა-ხორციელოს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგი, რის

საფუძველზეც ადგენს, გაუგრძელოს თუ შეუწყვიტოს კოოპერატივის სტატუსი.

რით განსხვავდება კოოპერა-ტივი სხვა გაერთიანებებისაგან?

კოოპერატივს აქვს ორი მთავა-რი პრინციპი, ნებაყოფილობითი გაერთიანება და თანასწორუფ-ლებიანობა. მისი მართვა ხორ-ციელდება დემოკრატიული პრინ-ციპით, ყველ ა წევრი თანასწორია, 100 ჰა-ს მფლობელს და 1 ჰა-ს მფლობელს გადაწყვეტილების მიღებისას აქვს მხოლოდ თითო ხმის უფლება. გარდა ამისა, სა-სოფლო-სამეურნეო კოოპერა-ტივს, რომელსაც მინიჭებული აქვს სტატუსი, სარგებლობს რიგი უპირატესობებით, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი.

ხარაგაულის პირობებში შესაძ-ლებლად მიმაჩნია, რომ ჩამო-ყალიბდეს კოოპერატივები, რო-გორც მემცენარეობის, ასევე მეც-ხოველეობის მიმართულებით. იქ, სადაც ჩვენ გვაქვს ერთიანი ფარ-თობები და კლიმატური პირობები გვაძლევს საშუალებას მიზანშეწო-ნილად მიმაჩნია, ჩამოვაყალიბოთ კოოპერატივი მევენახეობის ან მესიმინდეობის მიმართულებით. ერთიანი ფართობის შემთხვევაში, ბევრად უფრო რაციონალურად ხდება ტექნიკის გამოყენება. ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის მთელ რიგ თემებში შესაძლებელია მო-ვაწყოთკოოპერატივები სასათბურე მეურნეობის მიმართულებით. თუ სათბურში მარტიდან სექტემბრამდე მოიყვანენ მაგ. კიტრს, პომიდორს, ხოლო სექტემბრიდან მარტამდე ცერეცოს, სათბური მთელი წლის განმავლობაში იქნება დატვირთუ-ლი. მეცხოველეობის დარგში ჩვენ გვყავს ისეთი მეურნეები, რომლე-ბიც ცხოვრობენ ერთ სოფელში, ჰყავთ 10 სულზე მეტი პირუტყ-ვი და მომთაბარე მესაქონლე-ობას ეწევიან. მათი კოოპერატივში გაერთიანების შემთხვევაში, ისინი უფრო ადვილად გაუმკლავდებიან

პრობლემებს და ექნებათ უპირა-ტესობები. ასევე შესაძლებელია კოოპერატივების ჩამოყალიბება მეფრინველეობის, მეფუტკრეობის და სხვა მიმართულებითაც.

კოოპერატივის შესახებ აზრი ხარაგაულელ მეურნეს ლეო

ბუაჩიძეს ვკითხეთ: -ხარაგაულის პირობებში უნდა იყოს გათვალის-წინებული ჩვენი რთული რელიეფი და რთული კლიმატური პირობები. მიწები არის ძალიან დაქუცმაცე-ბული. კოოპერატივისთვის ერთი მთლიანი მიწის მასივის შექმნა ძალიან რთულია. კოოპერაციაზე ამყარებენ იმედს. ამით ფიქრო-ბენ, რომ სოფელი და სოფლის მეურნეობა უნდა აღორძინდეს. ამერიკაში ან თუნდაც ევროპაში ერთი ფერმერი საშუალოდ 200 ადამიანს არჩენს. ოჯახში იქ ყველა მუშაობს - ბავშვიც და დიდიც. ჩვენ ეს კულტურა და მენტალიტეტი არ გვაქვს. მე პირადად ძალიან ოპ-ტიმისტურად არ ვარ განწყობილი კოოპერაციის მიმართ. თანამოაზ-რეთა შეკრება, ხუთი ადამიანისა, თუნდაც სამის, ჩემი სოფლის პირობებში ძალიან რთულია. მე რომ მოვინდომო ჩემს სოფელში სამი შრომისუნარიანი, ახალგაზრ-და თანამოაზრის მოძებნა, ძალიან გამიჭირდება. ამასთან ერთად, მე რომ მოვინდომო კოოპერატივის შექმნა, მასში რაღაც წილი ხომ უნდა შევიტანო. რა შევიტანო, რაც არაფერი მაქვს. შევქმენით კოოპერატივი, - შემდეგ გაყოფაზე მოგვივა ჩხუბი, ჩვენი მენტალი-ტეტიდან გამომდინარე. საჭიროა საქმის მცოდნე ბუღალტერი, რომ დადგინდეს პაი, დივიდენდი, აქ უთანხმოება გარდაუვალია. მაგრამ, დავუშვათ, შეიქმნა მეურ-ნეობა. კოოპერატივის განვითარე-ბისთვის საჭიროა აგროკულტურა; აუცილებელია, ადამიანმა იცოდეს აგროანბანი, - ის ელემენტარული, რაც მეურნეობისთვისაა საჭირო. ამის გარეშე ვერავინ განავითა-რებს კოოპერატივს.

თამთა გოგოლაძე

სიახლე - კოოპერატივი

2014 წლის იანვრიდან ანტიბიოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე აღარ გაიყიდება

Page 7: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

7xtvb [fhfufekb6 დეკემბერი, 2013 წ.

წელიწადის ულამაზესი დროის, შემოდგომის დღეები სევდიანი მოგონებებით გადის. სიცივე ისად-გურებს როგორც ბუნებაში, ისე ჩვენს გულებში, როგორც კი შენზე ვიწყებთ ფიქრს. ხეებიდან გაყვით-ლებული ფოთლები ფარფატით ეფინება მიწას. ასევე ფარფატით დასცვივდა დღეები და წლები

შენს სიცოცხლეს. 47 წლის ასაკში წამოგეწია ულმობელი ბედის მახ-ვილი და არ დაგაცალა, ბოლომ-დე გევლო წუთისოფლის გზაზე. მარადისობას შეუერთდა შენი ლა-მაზი სული და ჩვენთვისაც თითქოს დამთავრდა ცხოვრების რაღაც წამი. მიჭირს შენზე გარდასულ დროში საუბარი. დღეს ხომ შენი დაბადების დღეა - ულამაზესი დღე შენს ცხოვრებაში, რომელსაც დღეს ცრემლით ვიხსენებთ. 48 წლის გახდებოდი. მოგილოცავდით, უამრავ ლამაზ, თბილ სიტყვას და

სურვილს გეტყოდით, დღეს კი ცივ სურათს მივჩერებივართ და უფალს შევთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული, სანთელ-საკ-მეველი არ მოაკლოს შენს სახელს.

იძინე მშვიდად, ჩემო უზომოდ კეთილო, ლამაზო, საყვარელო ნათლია და გწამდეს, სანამ შენი თანატოლი შენი ნათლული ამქ-ვეყნად ვიქნები, კობა ფცქიალაძის სახელი დავიწყებას არ მიეცემა.

შენი ნათლული რუსუდან გიგაშვილი

მშობლები დათო და მზია, მეუღ-ლე მაკა ფანჩვიძე, შვილი დავითი, დები სოფო და ეთერი, სიძე ლევანი არევაძე, დისშვილი მერიკო, სიმამრი გელა ფანჩვიძე, სიდედრი ირმა ბუაძე, ცოლისძმა შაკო, ბებიები, ბაბუა, ბი-ძები, მამიდა, დეიდები, ბიძაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნოდარი რუსაძედაიკრძალა 5 დეკემბერს სოფელ

საქასრიაში.

ზვარეს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები და მოსწავ-ლეთა მშობლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ამავე კლასის მოსწავლის თამაზ ლომიძის ბებიის

ნორა ლომიძის გარდაცვალების გამო და თანაუგრ-

ძნობენ გარდაცვლილის ოჯახს.

ზვარეს საჯარო სკოლის მეხუთე კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებე-ლი ნინო ფანქველაშვილი მწუხა-რებას გამოხატავენ ამავე კლასის მოსწავლის უჩა ლომიძის ბებიის

ნორა ლომიძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

მუნიციპალური ვეტერანთა კავ-შირის გამგეობა ღრმა სინანულს გამოთქვამს დიდი სამამულო ომის უხუცესი მონაწილის

სავლე ტაბატაძის გარდაცვალების გამო და გულწ-

რფელ სამძიმარს უცხადებს განსვე-ნებულის ოჯახს მწუხარებაში.

ა(ა)იპ „ხარაგაულდასუფთავების“ თანამშრომლები თანაუგრძნობენ ნარი ლურსმანაშვილს და ვიტალი ჟორჟოლიანს მამისა და სიმამრის

დავით (დაშიკო) ლურსმანაშვილის

გარდაცვალების გამო.

ზაური შავიძე, ბიჭიკო, ბონდო ბაზღაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ბიძაშვილი

ალექსანდრე (ალეკო) ბაზღაძედა თანაუგრძნობენ განსვენებუ-

ლის ოჯახს.

ხარაგაულის რკინიგზის ბინის მაცხოვრებლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

დავით (დაშიკო) ლურსმანაშვილი

და თანაუგრძნობენ განსვენებუ-ლის ოჯახს.

უბისის საჯარო სკოლის დირექ-ცია და პედკოლექტივი სამძიმარს უცხადებენ პედაგოგ ნაზი სებისკ-ვერაძეს მეუღლის

ელვარდი სებისკვერაძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

გვიალა გოგოლაძე, ალეკო, მარგალიტა, ილო ჭიპაშვილები ოჯახებით სამძიმარს ვუცხადებთ ნატოს, ვალოდიას, ავთოს და თეას საყვარელი ძმისშვილის, ცოლისძ-მისშვილის და ბიძის

ნოდარი რუსაძისგარდაცვალების გამო.

მერგუზი გურგენიძე ოჯახით სამძიმარს უცხადებს ნატოს, ვალო-დიას, ავთოს და თეას საყვარელი ძმისშვილის, ცოლისძმისშვილის და ბიძის

ნოდარი რუსაძისგარდაცვალების გამო.

შედით ვიწრო კარიბჭით, ვი-ნაიდან ფართოა კარიბჭე და განიერია გზა, რომელსაც და-ღუპვისაკენ მიჰყავს და მრავალნი დადიან მასზე, ვინაიდან ვიწროა კარიბჭე და ვიწროა გზა, რომელ-საც სიცოცხლისაკენ მიჰყავს და მცირედნი ჰპოვებენ მას...

პატარა სოფლის პატარა სკო-ლა... ერთმანეთს შეჩვეული და ლამის შესისხლხორცებული ადა-მიანები... აქ სულ სხვა სითბო ტრიალებს, ყველა შენი მეგობარი და ლამის ოჯახის წევრია, აქ ტკი-ვილიც საერთოა და თითოეულის სიხარულიც სხვანაირად, გული-ანად უხარიათ... სკოლის შენობაში შემოსულს გეჩვენება, რომ შენს სამყაროში მოხვედი და რაც არ უნდა გაგიჭირდეს ვერაფერი მო-გერევა, ვერაფერი წაგაქცევს ...და

მაინც, თურმე მხოლოდ გეჩვენებ...ძნელია წარსულში ილაპარაკო

ბესიკ დეკანოსიძეზე, ადამიანზე, რომელმაც მთელი თავისი შეგ-ნებული ცხოვრება უმწიკვლოდ გამოიარა. არ უცხოვრია საკუთარი კეთილდღეობისთვის, ყოველთვის საერთო საქმისთვის არსებობდა. მიუხედავად ახალგაზრდული ასა-კისა, მრავალი თაობის საყვარელი მასწავლებელი და გზის მიმცემი გახლდათ. ჭეშმარიტად უღალა-ტო და პრინციპული, ყოველთვის მოვლენათა ცენტრში იდგა. არ შეეძლო გვერდზე დგომა და საერ-თო საქმისთვის თავის არიდება.

წავიდა ამქვეყნიდან ჩუმად, უხმაუროდ. ბოლომდე დაილია, ბოლო ამოსუნთქვამდე დაიხარჯა. არც კი უთქვამს, როგორ ტკიოდა, როგორ ეძვირფასებოდა უკანასკ-ნელი წუთები და საათები. ვერც კი შევნიშნეთ, ისე შემოგვაქრა გვერდით. არადა, იქნებ მეტად მოვფერებოდით, იქნებ მეტი სხივი და ფერი შეგვეტანა მის ყოველდ-ღიურობაში. იქნებ გვეთქვა, რო-გორ გვიყვარდა...

უფალმა გიწინამძღვროს მა-რადიული სიცოცხლისაკენ სავალ გზაზე, ჩვენო ბესო. შენთან მეგობ-რობა დიდი პატივია ჩვენთვის.

ბაზალეთის საჯარო სკოლა

ბესო დეკანოსიძის ხსოვნას

ყველას კარგად გვახსოვს შენი პირველი შემოსვლა სკოლაში, რადგან თავიდანვე გამორჩეული, ლამაზი, სიყვარულით აღსავსე იყავი, ნოდარ. ძნელია შენი აღმ-ზრდელი პედაგოგებისთვის შენზე წარსულში საუბარი. ჩვენს გვერდით

აღარ ხარ, მაგრამ ყველას გულში სამუდამოდ დარჩება შენი სახელი.

ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ სამი თვე ებრძოდი სიკვდილს. შენი სოფლელების, ახლობლების გადასხმული სისხლი გათბობდა და გაცოცხლებდა ამდენი ხნის მანძილზე. ყველა ხელაპყრობილი ლოცულობდა შენთვის, მაგრამ ბე-დისწერა დაუნდობელი აღმოჩნდა.

მადლობა უფალს, რომ შენი გვარი, შენი სიცოცხლე გრძელ-დება შენს პატარა დავითში. გჯე-როდეს, ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი გაიზრდება.

გვიჭირს შენთან სამუდამოდ გამოთხოვება. ღმერთმა დაამკ-ვიდროს შენი სული იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვემშვიდობებით ნოდარ რუსაძეს

ხიდრის საჯარო სკოლის ამაგ-დარ პედაგოგთა რიგებს გამო-აკლდა უდიდესი პასუხისმგებლო-ბის მქონე პიროვნება ქალბატონი ქეთევან ბოყოჩაძე. იგი დაიბადა 1921 წელს ხარაგაულის რაიონის სოფელ უჩამეთში. პედაგოგიური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ 1952 წლის 5 სექტემბრიდან მუ-შაობდა ხიდრის სკოლაში მასწავ-ლებლად.

1958-1964 წლებში ქალბატონი

ქეთევანი სწავლობდა ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედა-გოგიური ინსტიტუტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის სპეციალობის დაუსწ-რებელ განყოფილებაზე.

ხანგრძლივი პერიოდის განმავ-ლობაში ქეთევან მასწავლებელი მუხლჩაუხრელად, ჩვეული სით-ბოთი და სიყვარულით ასწავლიდა პატარებს გოგებაშვილის „დედა ენას“, უკაფავდა გზას მათემატიკის საოცარ სამყაროში, თვითონ დის-ციპლინით გამორჩეული მთელი შემართებით იბრძოდა, რომ პა-ტარებიდან ღირსეული ადამიანები აღეზარდა. სწორედ ამიტომ ყო-ველთვის ძლიერი კლასი ჰყავდა.

თანამშრომლებში გამოირჩეოდა გულისხმიერებითა და დისციპლი-ნით. ქალბატონი ქეთევანის სახელს თანამშრომლებისა და მისი აღზ-რდილების გულში დავიწყება არ უწერია.

მსუბუქი იყოს, ქეთევან მასწავ-ლებელი, თქვენს გულზე დაყრი-ლი სოფელ ხიდრის მიწა.

ხიდრის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ქეთევან ბოყოჩაძის ხსოვნას

ილო, ძნელია შენი დედისა და შენი ოჯახის წევრებისთვის შენი დაბადების დღის გადახდა უშენოდ. შენი გარდაცვალება, ავადმყოფობის მიუხედავად, თავ-ზარდამცემი იყო. მის შემდეგ თი-თოეული დღე ჩვენს მოგონებებში, ჩვენთან ერთად ცოცხლობ. შენი დედისათვის ყოველი დღე ტკივი-ლიანი. ძალიან გვენატრები. ამის სიტყვებით გადმოცემა საოცრად გვიჭირს. ის გვანუგეშებს, რომ ამქ-ვეყნიური გზა განვლე პატიოსნად, მეგობრებსა და ახლობლებზე ზრუნვაში. ამიტომ შენი სახელი მუდამ უკვდავი იქნება. მუდამ ვი-ლოცებთ შენთვის.

შენი დატანჯული დედა და ოჯახის წევრები

ილოს ნათელ ხსოვნას 27 ნოემბერს გაგიხდა ორი

თვე, რაც შენი ცოლ-შვილი და შვილიშვილები დაგატოვებინა შენმა მოულოდნელმა ავბედითმა ბედისწერამ.

ორი თვე გავიდა, რაც შენს შვილებსა და შვილიშვილებს „მამი“ და „ბაბუ“ არ დაუძახნიათ. საუკუნედ გვეჩვენება შენი წასვ-ლით გულდათუთქულ ოჯახს. ჩემო მურთაზ, ჩემო წყნარო და კეთილო, მტრედივით ღუღუნა მეუღლევ, მამა, მამამთილო და ბაბუავ, გვენატრები, ძალიან გვე-ნატრები. უშენოდ თავგზაარეულე-ბი დავდივართ. უკვე დაგვაკლდა შენი ბრძნული რჩევები, შენი საღი გონება, ფხიზელი თვალი, რო-მელსაც არაფერი გამოეპარებოდა და ყოველთვის სწორ გზაზე გვა-ყენებდა.

ავადმყოფობდი, მაგრამ გვჯე-როდა, რომ მოერეოდი მას. შენ ხომ ძლიერი იყავი, იმედიანი, მებ-რძოლი, არასოდეს ნებდებოდი. გვეგონა, ვერაფერი მოგერეოდა; გაუძლებდი, როგორც ყოველთ-ვის.

შემოდგომის დადგომისას წახ-ვედი. შენი მოწეული ჭირნახული უშენოდ ავიღეთ. შენ ნახელავ ტარაველბზე დახუნძლული ყურ-ძენი ცრემლით მოვკრიფეთ. მისი წვენით რომ არაჩვეულებრივ სას-მელს ამზადებდი, შენი ორმოცი აღვნიშნეთ. ვინც კი გიცნობდა ნა-თესაობაში, მეზობლებში, ყველას ენანები, ყველა გულით განიცდის შენს ამბავს. თითოეული მეზობე-ლი ისევ წუხს, როგორც ოჯახის წევრი. ამისთვის დიდი მადლობა ყველას. შენ მოგიხსენიებენ კაცს, რომელსაც არავინ ემდუროდა.

ძალიან გიყვარდა გაზაფხული

- სიცოცხლე მოდისო, ამბობდი. შეჰხაროდი ამწვანებულ გარემოს, ცხოვრებისა და შრომის ხალისი გემეტებოდა, სულ მოძრაობდი, ფუსფუსებდი, არ ისვენებდი, თით-ქოს ასწრებდი.

გაზაფხულიც მოვა, აღარ მოუ-ალერსებ შენ ეზო-გარემოს შენე-ბურად. შენი ნალოლიავები ვაზი კვირტებს დაიხეთქავს, ცრემლს დაიდენს და ერთხელ კიდევ და-გიტირებს ჩვენთან ერთად.

ოჯახის ბურჯო, ხელბარაქიანო, მშრომელო კაცო, ჩვენო ტკივილო და გოდებავ, იძინე მშვიდად და უშფოთველად - ისე, როგორც ამქვეყნიურ წუთისოფელში ცხოვ-რობდი. ჩვენ კი, შენი სიბრძნით, სიკეთით და ალალი გულით გამოზრდილნი, არასდროს წავშ-ლით შენს სახელს, არ წავაქცევთ შენს ოჯახს, არ ჩავაქრობთ კერას, არ შეგარცხვენთ. გპირდებით შენ ყოველთვის იდგები ჩვენი ოჯახის სათავეში. ისევ დაგეკითხებით, ისევ მოგეფერებით.

მეუღლე ნარგიზი, შვილები როლანდი, ჯაბა, რძალი მაკა,

შვილიშვილები ნინო, აკაკი იჩქიტიძეები

მურთაზი იჩქიტიძის მონატრება

კობა ფცქიალაძის

გახსენება

Page 8: დღეს ნომერშია · 2014-02-17 · შეშის მოპოვების წესი შეიცვალა საქართველოს გარემოსა

8 xtvb [fhfufekb 6 დეკემბერი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. №17

ntk5 _ $№№ @@ !^ @*%)№ )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $№! @№ $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

კორტოხზე შემდგარი პატარა ოდა... ეზოში გაფენილი წითელ-ყვითელი ფოთლების ხალიჩა... გარჩეული და გაურჩეველი სი-მინდის გროვა... ყურძნის წვენის მომლოდინე ღიპიანი ქვევრები.... ჩამწიფებული ხილი... ეს ლამაზი დეკორაცია, რომელიც დიდვაკის დაწყებითი კლასის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოაწყვეს შემოდგო-მის დღესასწაულისთვის, მართლა ჰგავდა იმერელი გლეხკაცის ეზოს შემოდგომით...

21 ნოემბერს დიდვაკის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა: გიორგი გიორგაძემ, მარიამ მდივნიშვილმა, ნინო არევაძემ, ანა, ნინო და გიორგი კოვზირიძეებმა ხვავრიელი და ბარა-ქიანი შემოდგომა გააცილეს. ბავშვებ-მა შემოდგომის ყველა ხილზე ლექსი, სიმღერა, გამოცანა და მოთხრობა წარმოადგინეს. განსაკუთრებით ვაზს მიეფერენ, როგორც საქართველოს

უკვდავების სიმბოლოს. არც ქალაქში წასული ყურძნიპარია ცანგალა ბიჭი, ბაბუას ვენახში ჩაპარული ცელქი თიკანი და შემოდგომის არეული ამინდი დავიწყებიათ. მხიარული ღო-ნისძიება შოთა ნიშნიანიძის ლექსით დაასრულეს:

„გიორგობის თვეში,ნუნუა წვიმს ჩვენში.გინდ ყოფილხარ იმერეთში,გინდა სამოთხეში“.მრავალ ბარაქიან შემოდგომას

დაესწარით, - ამ ლამაზი სიტყვებით დაემშვიდობნენ ბავშვები ლეღვნის საჯარო სკოლის დირექტორს ქ-ნ მანანა კიკვაძეს, პედაგოგ ლალი ვეფხვაძეს, მშობლებს, რომლებმაც ოვაციებით და კეთილი სურვილე-ბით დააჯილდოვეს ღონისძიების მონაწილეები.

დიდვაკის დაწყებითი კლასების პედაგოგები ინეზა ჩიკვაიძე და

ნათია ხიჯაკაძე

შემოდგომა გააცილეს

10 დეკემბერს ხარაგაულის გამგეობის დარბაზში გიწვევთ საქველ-მოქმედო კონცერტზე. მონაწილეობენ: ნინო სამნიაშვილი, გიორგი გო-გოლაძე, გიორგი და ია გიგუაშვილები, ალეკო თიბილაშვილი, სოფიო ოდიშარია, თიკო ლურსმანაშვილი, ნინო კვინიკაძე და ფოლკლორული ანსამბლი „ქართველო“

კონცერტზე შემოწირული თანხა მთლიანად გადაეცემა მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.

ვისზეც მე უნდა გიამბოთ, ბევრ თქვენგანს საკუთარ თავზე ექნე-ბა გამოცდილი მისი სითბო და სიყვარული.

შეაბიჯებთ თუ არა „სხილაძე-ების“ აფთიაქში, ერთად შემო-გაგებებთ ღიმილსა და დიდრონ ცისფერ თვალებს. ეს თამარ სხილაძეა. მას ბავშვობიდან აქვს ჩანერგილი ხალხისადმი სიყვა-რული. მისთვის არ არსებობს მდიდარი და ღარიბი, მოხუცი და ახალგაზრდა, ნაცნობი და უცნო-ბი. ის ჩვეული სითბოთი ღებუ-ლობს ყველას. როცა მასთან მი-სული ეუბნება, შვილო, საბუთებს ვაგროვებ, რომ წამლების ფული ჩამირიცხონ, იქნებ მანამდე... და აქ მთავრდება მათი საუბარი, თამ-რიკო ჩვეული სითბოთი ართმევს ფურცელს, რომელზეც წამლების ჩამონათვალია და იწყებს წამ-ლების არჩევას. ასე მეორდება ყოველდღე. მისთვის მთავარი ფული კი არ არის, არამედ ადამი-ანის ჯანმრთელობა, ხალხის მად-ლიერება და სიყვარული. დაე, ეს სიყვარული არ მოკლებოდეს მას და მის დიდ, ლამაზ ოჯახს! ღმერთი იყოს მისი მფარველი.

სიყვარულით ციცო დეიდა

ღმერთო, გვიმრავლე

მესამე საჯარო სკოლის მეოთ-ხე კლასის მოსწავლეები და მათე-მატიკის მასწავლებელი მადლო-ბას ვუხდით №1 საბავშვო ბაღის თანამშრომლებს იმ გულისხმიერი და თბილი მიღებისათვის, რო-მელიც ჩვენდამი გამოიჩინეს. ჩართული ვართ პროექტში „მო-ნაცემთა შეგროვება და ანალიზი.“ გვინდოდა ინფორმაცია საბავშ-ვო ბაღებში ბოლო ხუთი წლის მანძილზე ბავშვთა რაოდენობის ცვლილების შესახებ, რათა გაგ-ვეკეთებია ანალიზი ამ ცვლი-ლებების გამომწვევ მიზეზებზე. გაირკვა, რომ ბავშვთა რაოდე-ნობა აღნიშნულ ბაღში წლების მიხედვით იზრდება. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ის თბილი და ჯანსაღი გარემოა, რომელსაც თქვენ ქმნით და რომელიც აქ პირველი ნაბიჯის შემოდგმისთა-ნავე იგრძნობა. დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის

მოსწავლეები და მასწავლებელი ნანა კვინიკაძე

მადლობა სითბოსთვის

დავამთავრე მასაჟის სრული კურსი, მომენიჭა სამკურნალო გამაჯან-საღებელი მასაჟისტის კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პი-რებმა დამირეკეთ ტე-ლეფონით 598 24 50 42 (მადონა).

მომსახურება ბინაზე ან გალაკტიონის ქ. №15. ფასი შეთანხმებით.

ვულოცავთ 90 წლის იუბი-ლეს ჩვენს ძვირფას დედას და ბებიას, ამაგდარ და ღვაწლ-მოსილ ქალბატონს, მრავალი თაობის აღმზრდელ თინათინ ლოლაძეს. ვუსურვებთ ჯანმრ-თელობას, სიხარულს, ტკბილ სიბერეს თავის მონაგართან ერთად.

შვილები დათო და მარი-ნა, რძალი ირინა კიკნაძეები, სიძეები ნუგზარი ბერაძე, მა-მუკა ყაველაშვილი, მურმან კვირიკაშვილი, შვილიშვილე-ბი თამილა, შორენა, დათო კიკნაძეები, გოჩა, ნანა ბერაძე-ები, შვილთაშვილები ნიკუშა, ალექსანდრე ბერაძეები, გიგი ყაველაშვილი

დაბადების დღეს ვულოცავ ჩემს უსაყვარლეს მეგობარს, უაღრესად თბილსა და მოსიყ-ვარულეს, ქართველი ქალის ყველა ღირსების მატარებელს, საუკეთესო შვილების აღმზრ-დელს, უტკბილეს ბებიას, ქარ-თული მანდილის სიწმინდის დამცველს, ფიზიკურად და სუ-ლიერად ულამაზეს ქალბატონ მზია თიკანაშვილს. თავის ლა-მაზ ოჯახთან ერთად ვუსურვებ უთვალავ სასიამოვნო დღეს, ჯანმრთელობას და წარმატე-ბებს მისი საქმიანობის ყველა უბანზე. წლებმა ვერ გაახუნა ჩვენი მეგობრობა, პირიქით - გააძლიერა და აამაღლა. ბედ-ნიერი ვარ, რომ ჩემი მეგობარი ხარ, ჩემი ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. მუდამ ბედნი-ერი იყავი შენი მონაგარით და შენი ცხოვრების ბოლომდე ასე წმინდად ატარე სახელოვანი ქართველი მამულიშვილის ხსოვნა, რომელსაც ოთარი ბექაური ერქვა.

ცისნარი შველიძე

ვულოცავთ 90 წლის იუბი-ლეს მუდამ შვილებსა და ოჯახ-ზე მზრუნველ დედას, მომავა-ლი თაობის კეთილდღეობაზე მზრუნველ ქალბატონ თინათინ ლოლაძეს. ვუსურვებთ მას დიდ-ხანს ჯანმრთელ სიცოცხლეს ჩვენს საიმედოდ.

შვილი მარინა კიკნაძე, სიძე ნუგზარ ბერაძე ოჯახით

ვულოცავთ იზოლდა ოსანა-ძესა და რამაზ არევაძეს შვილის ლაშა არევაძის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ-წიფო უნივერსიტეტის ეკომომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ში 100%-იანი გრანტით ჩარიცხვას და სტიპენდიის მოპოვებას.

რამაზი ოსანაძე ოჯახით

ვულოცავთ რესურსცენტრის უფროსად დანიშვნას ჩვენი სკო-ლის აღზრდილს, ყოფილ პედა-გოგსა და დირექტორს ბატონ დავით კიკნაძეს. ვუსურვებთ წინს-ვლას საზოგადოებრივ და პირად საქმიანობაში. უფალი ფარავდეს.

საღანძილის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ხუნევის ტერიტო-რიული ორგანოს რწმუნებულს კონსტანტინე ლომიძეს ბედ-ნიერებას. ვუსურვებთ ახალდა-ქორწინებულებს ულევ სიხა-რულს, ბედნიერებას და შვილთა სიმრავლეს.

ხუნევის ტერიტორიული ერთეულის თანამშრომლები

ვულოცავთ მზია ტაბატაძეს შვილის ჯიმი ჩადუნელის ბედ-ნიერებას. ვუსურვებთ რიტასა და ჯიმის შვილთა სიმრავლესა და ულევ სიყვარულს. ღმერთმა დალოცოს მათი არჩევანი და მისი მფარველობა არ მოკლებოდეთ.

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და

ტექპერსონალი

ვულოცავთ ხუნევის ტერიტო-რიული ორგანოს რწმუნებულს კონსტანტინე ლომიძეს და ნანა გელაშვილს ბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებუ-ლებს სიხარულს, სიყვარულს, ლამაზი ქართული ოჯახის შექმ-ნას, შვილთა სიმრავლეს.

დარეჯან ოკრიბელაშვილი, თამაზი გოგოლაძე

***

***

***

***

***

***

მარიამ გოგოლაძე-შველიძისა 1923 წლის 10 დეკემბერს დაიბადა ქარელის რაიონში. საშუალო სასწავლებელი იქვე დაამთავრა, ხოლო უმაღლესი განათლება ქ. გორში მიიღო. სავეტე-რინარო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ განაწილებით მუშაობა ხარა-გაულის რაიონის სოფელ სარგვეშში დაიწყო.

სოფელში მუშაობა დიდ სიძნე-ლეებთანაა დაკავშირებული. უცხო ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ თურმე მთელი სოფელი პატივს სცემდა, მთელ სოფელს უყვარდა. ის ხომ ყველას ეხ-მარებოდა. აქვე, სარგვეშში დაოჯახდა 1950 წელს. 1952 წელს პირველი შვი-ლი შეეძინა, შემდეგ მეორე და მესამეც.

შვილები დიდი წვალებითა და რუდუნებით გაზარდა. მას ექვსი შვი-ლიშვილი და ექვსი შვილთაშვილი ჰყავს. მისი ბედნიერი დედობა გაამწა-რა მევლუდიმ, რომელიც სამხედრო სამსახურის დროს მდინარე ამურში დაიღუპა.

მარიამმა ბევრ ტკივილს გაუძლო, ბევრი გაჭირვება გადაიტანა, მაგრამ

მუდამ ახლობლებისა და მეგობრების გვერდითაა. დღესაც კი, თუ ვინმეს დასჭირდა მისი დახმარება, ყველას ეხმარება. დღესაც გვაქვს მისი იმედი. მას 90 წელი შეუსრულდა. ვულო-ცავთ მარიამს დაბადების დღეს და ვუსურვებთ დიდხანს სიცოცხლეს, ჯან-მრთელობას. ღმერთი ფარავდეს მის საყვარელ შვილებს, შვილიშვილებსა და შვილთაშვილებს.

ახლო მეზობლები

დღესაც გვაქვს მისი იმედი