187
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტი ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკა ირანის მიმართ ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი, ირაკლი გორგილაძე ბათუმი 2013

ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

  • Upload
    others

  • View
    22

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტი

ლაშა ბაჟუნაიშვილი

რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური

ადმინისტრაციების პოლიტიკა ირანის მიმართ

ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის

მოსაპოვებლად წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი

სამეცნიერო ხელმძღვანელი

ასოცირებული პროფესორი, ირაკლი გორგილაძე

ბათუმი

2013

Page 2: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 2 -

სარჩევი

შესავალი .................................................................................................................................... 2

თავი I. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ირანში XX საუკუნის 40-60-იან

წლებში ....................................................................................................................................... 14

თავი II. ნიქსონის დოქტრინა და „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია ახლო

აღმოსავლეთში XX საუკუნის 70-იან წლებში .................................................................... 39

§ 1. “პარტნიორობის ახალი ფორმა” და იარაღით ვაჭრობის პოლიტიკა სპარსეთის

ყურეში ................................................................................................................................... 40

§. 2. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ირანში 1971-1975 წლებში

(პოსტბრიტანული ეპოქა) .................................................................................................. 86

§. 3. „რეალისტური შეკავების სტრატეგია“ და ამერიკის შეერთებული შტატების

რეგიონული პოლიტიკა ირანში ..................................................................................... 107

თავი III. ირანის ბირთვული პროგრამა 1970-იან წლებში და ამერიკის შეერთებული

შტატების გაუვრცელებლობის პოლიტიკა ....................................................................... 126

§ 1. „ბირთვული სინდრომი“ და ირანის ბირთვული პროგრამის განვითარება XX

საუკუნის 70-იან წლებში .................................................................................................. 126

§ 2. „ახალი სტანდარტის“ ხელშეკრულება და ამერიკის შეერთებული შტატების

ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკა ირანში ................................................. 149

დასკვნა ..................................................................................................................................... 171

ლიტერატურა (ბიბლიოგრაფია) ......................................................................................... 175

Page 3: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 3 -

შესავალი

დასავლეთის ქვეყნების, ისევე როგორც ამერიკის შეერთებული შტატების

უსაფრთხოების მთავარ გარანტს ცივი ომის პირობებში ეკონომიკური სტაბილურობა

და სამხედრო ძლიერების შენარჩუნება წარმოადგენდა. ამიტომ მეორე მსოფლიო

ომის შემდეგ ვაშინგტონმა “დასავლეთის ინდუსტრიულად განვითარებულ

დემოკრატიულ (კაპიტალისტური) სახელმწიფოებში”1 სტაბილურობის დაცვის

პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. რა თქმა უნდა, ამას თვით აშშ-ის ეროვნული

უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობაც ჰქონდა. სწორედ ამიტომ, მეორე

მსოფლიო ომის შემდეგ წამყვანი სახელმწიფოების2 გეოეკონომიკური და

შესაბამისად, გეოპოლიტიკური ინტერესები ენერგორესურსებით მდიდარი

რეგიონების მიმართ კიდევ უფრო გაიზარდა. ცივი ომის წლებში ასეთ მნიშვნელოვან

რეგიონს ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ კი სპარსეთის ყურე, არაბეთის ზღვა და მისი

აუზის ქვეყნები წარმოადგენდა.

1960-იან წლებში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებულმა

კონფრონტაციამ ევროპის კონტინენტიდან ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებში

გადაინაცვლა, მათ შორის ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონში.

ასეთ ვითარებაში სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოება და იქ დასავლეთის

ინტერესების დაცვა ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელთაც დიდი

ბრიტანეთის იმპერიული პოლიტიკური მიდგომები და შეერთებული შტატების

„ძალისმიერი შეკავების დოქტრინა3“ ვეღარ პასუხობდა. ევროპა ტრადიციული

იმპერიული პოლიტიკით ცდილობდა კოლონიებში დაწყებული განმათავისუფ-

ლებელი მოძრაობების „პასიფიკაციას“, რომელიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობდა

კონფლიქტების შემდგომ ესკალაციას. შედეგად დასავლეთმა მიიღო ვიეტნამის

1 ტერმინი ეკუთვნის ჰენრი კისინჯერს. ის ასე მოიხსენიებს თავის მემუარებში დასავლეთის წამყვან

სახელმწიფოებს. 2 ტერმინი წამყვანი სახელმწიფო შემოღებულია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (1945 წ.), ომის

შემდგომ გამარჯვებული და მეტნაკლებად ძლიერი სახელწიფოების აღსანიშნავად, რომლებიც

მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ საერთაშორისო არენაზე. 3 შეკავების სტრატეგია (Containmment) გულისხმობს სამხედრო, ეკონომიკური და პოლიტიკური

ხერხების ერთობლიობას, რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხერხდეს მოწინააღმდეგის გავლენის

გავრცობის შეჩერება (არტი... 2011:254).

Page 4: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 4 -

წარუმატებელი სამხედრო კამპანია და სსრკ-ს და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

სასარგებლოდ განხორციელებული აზიისა და აფრიკის ქვეყნების დეკოლონიზაცია.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატების მმართველი

ადმინისტრაციები, სპარსეთის ყურის, განსაკუთრებით კი მისი ლიდერი

სახელმწიფოს, ირანის მიმართ განსხვავებული პოლიტიკური კურსის გატარებით

ხასიათდებოდნენ. თუმცა 1960-იან წლებში განვითარებულმა სამხედრო-

პოლიტიკურმა პროცესებმა და გამოწვევებმა ვაშინგტონისაგან მოითხოვა ახალი

საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავება, რათა შენარჩუნებულიყო ამერიკის

პოზიციები გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპარზეზზე. ამ ფონზე, 1960-

იანი წლების მიწურულს, შეერთებული შტატების ნიქსონის რესპუბლიკური

ადმინისტრაცია „ნიქსონის დოქტრინის4“ სახით ახალი საგარეო პოლიტიკის

გატარებას იწყებს.

წარმოდგენილი ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს:

პრეზიდენტ ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების საგარეო პოლიტიკისა

და „ნიქსონის დოქტრინის“ რეალისტური საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის

მთავარი მიმართულებები ახლო აღმოსავლეთში;

„ნიქსონის დოქტრინით“ გათვალისწინებული ირანული პოლიტიკის

ძირითადი ასპექტები - „ტყუპი საყრდენის“ (Twin Pillar) სტრატეგია და

იარაღით ვაჭრობის პოლიტიკა.

ირანის ბირთვული პროგრამის შექმნის რეალური მიზეზები;

შეერთებული შტატების ინტერესები და პოლიტიკური მიდგომა ამ პროგრამის

მიმართ;

რიჩარდ ნიქსონის და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების

რეალისტური პოლიტიკის შედეგები.

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში საკმაოდ ბევრი

ნაშრომია ირანზე, აღნიშნული კუთხით ის ნაკლებად არის შესწავლილი მაშინ, როცა

XX საუკუნის 60-70-იანმა წლებმა და ამ პერიოდის ამერიკა-ირანის ურთიერთობებმა

4 პრეზიდენტ მონროს (1817-1825) შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტების მიერ

განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკური კურსის მთავარ მიმართულებას დოქტრინა ეწოდება.

Page 5: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 5 -

მნიშვნელოვანწილად განაპირობეს ირანში და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში

შემდგომში განვითარებული სამხედრო-პოლიტიკური პროცესები. ქართული

ამერიკათმცოდნეობის თვალსაზრისით სიახლის ელემენტები წარმოდგენილ

ნაშრომში კიდევ უფრო მეტია. ვინაიდან, ქართულ ისტორიოგრაფიაში შეერთებული

შტატების საგარეო პოლიტიკა აღნიშნულ პერიოდში მწირედ არის შესწავლილი,

ხოლო არსებულ სამეცნიერო ლიტერატურაში ისეთი საკითხებია განხილული,

რომლებიც ზოგადად ცივ ომს და მასთან დაკავშირებულ კონფლიქტებს ეხება.

აქედან გამომდინარე, ნაშრომში განხილული ფაქტები და მოვლენები

შეიძლება ითქვას, სიახლეა დღევანდელი ქართული ისტორიოგრაფიისთვის.

უცხოურისათვის კი სიახლეს წარმოადგენს ავტორის მიერ გაკეთებული დასკვნები

ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ, რომელსაც დასავლელი მკვლევარები

თავიანთ ნაშრომებში მკაფიოდ არ გამოხატავენ. წინამდებარე ნაშრომში სხვადსხვა

ფაქტზე დაყრდნობით ვასკვნით, რომ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში ირანი აქტიურად

ცდილობდა ბირთვული იარაღის დამზადებას და ბირთვულ სახელმწიფოდ

გადაქცევას, თუმცა, მსგავსად დღევანდელი ვითარებისა, ირანის მაშინდელი

ლიდერები ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ირანის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ

მშვიდობიანი სამოქალაქო მიზნები ჰქონდა. იმ პერიოდის ოფიციალური

დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად ასევე მტკიცდება, რომ „ნიქსონის დოქტრინა“

და ზოგადად იმ პერიოდის შეერთებული შტატების რესპუბლიკური

ადმინისტრაციის პოლიტიკა ირანის მიმართ არ იყო ნეოკოლონიალური, როგორც

ამას ამტკიცებდა და დღესაც ამტკიცებს საბჭოთა, შემდგომ უკვე რუსული

ისტორიოგრაფია, ირანელი და ზოგიერთი დასავლელი ავტორი. პირიქით,

შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, ხელს

უწყობდა ირანის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ გაძლიერებას.

შეერთებული შტატების მმართველი წრეების თვალსაზრისით, მხოლოდ ძლიერ

ირანზე დაყრდნობით იქნებოდა შესაძლებელი არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთის

რეგიონში დასასვლეთის ინტერესების რეალიზება.

ამგვარად, აღნიშნული სადისერტაციო ნაშრომი მნიშვნელოვანია ქართული

ამერიკათმცოდნეობისა და აღმოსავლეთმცოდნეობისთვის. წმინდა აკადემიური

Page 6: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 6 -

შედეგების გარდა შესაძლებელია იგი გამოყენებული იქნას ქართული

დიპლომატიური უწყების საქმიანობაში.

ნაშრომი ძირითადად აგებულია უცხოენოვან წყაროებზე, რომელთა

კლასიფიკაცია შესაძლებელია შემდეგი სახით: შეერთებული შტატების სახელმწიფო

დეპარტამენტის ისტორიის ბიუროს მიერ ოფიციალურ ვებ-გვერდზე

(http://history.state.gov) გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ

რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციების მმართველობის

პერიოდის ირანთან ურთიერთობის ამსხველ ოფიციალურ დოკუმენტაციას. ეს

მასალები შეიცავს სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვის დეპარტამენტის, თეთრი

სახლის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ადმინისტრაციის სხვა ერთეულისა და

თეირანში შეერთებული შტატების საელჩოს შორის მიმოწერებს, ელჩებისადმი

მიცემულ რეკომენდაციებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ელჩების მიერ საპასუხო

წერილებს, რეკომენდაციებს, ირანში მიმდინარე მოვლენების ანალიზს, საინ-

ფორმაციო ხასიათის შეტყობინებებს და ა.შ. აღნიშნული დოკუმენტაცია შეიცავს

ასევე სახელმწიფო ლიდერთა მიმოწერებს, შეხვედრების, საუბრების სტენოგრამებს,

ადმინისტრაციის ცალკეულ უწყებათა შორის მიმოწერებს და საუბრების ჩანაწერებს.

განსაკუთრებით მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს ცენტრალური სადაზვერვო

საგენტოს მიერ შემუშავებული „ეროვნული დაზვერვის ანგარიშები“ (National

Intelligence Estimate), რომლებშიც ასახულია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით

ის ინფორმაცია, რომელსაც აგროვებდნენ სააგენტოს თანამშრომლები და აწვდიდნენ

შეერთებული შტატების მმართველი ადმინისტრაციის ცალკეულ რგოლებს, რათა

გადაწყვეტილების მიღების დროს მათ ჰქონოდათ შესამაბისი ინფორმაცია.

მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე

შექმნილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპეციალური დოკუმენტაცია,

რომელიც სპეციალურად პრეზიდენტისთვის იქმნებოდა და რომელშიც ასახული იყო

მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მოვლენების

ანალიზი, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების რამდენიმე ვარიანტი,

მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღსანიშნავია, რომ ნიქსონის

რესპუბლიკური ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვნად

Page 7: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 7 -

გაძლიერდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს როლი. იგი სახელმწიფო დეპარ-

ტამენტის პარალელურად წარმოადგენდა პრეზიდენტის გუნდს საგარეო პოლიტიკის

შემუშავებისა და განხორციელების სფეროში. ამ საბჭოს მიერ შემუშავებულ საგარეო

პოლიტიკურ კურსს, რომელიც მოცემული იყო საბჭოს ე.წ. „ეროვნული

უსაფრთხოების შემსწავლელ დოკუმენტში“ (National Security Study Memorandum

NSSM), ამტკიცებდა პრეზიდენტი (ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავ-

მჯდომარე) ე.წ. „ეროვნული უსაფრთხოების გადაწყვეტილების მემორანდუმით“

(National Security Decision Memorandum NSDM), რომელსაც შემდეგ ახორციელებდა

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამა თუ იმ რეგიონისა და ქვეყნის მიმართ.

აქედან გამომდინარე, ეს ორივე დოკუმენტი მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და

შეიცავს დეტალურ ინფორმაციას შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური

კურსის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ.

ზემოთ ჩამოთვლილი მასალები ძირითადად ასახავს შეერთებული შტატების

პოლიტიკას ირანის მიმართ 1969-1973 წლებში. დოკუმენტებში ძირითადად

მოცემულია მხარეებს შორის ნავთობის სფეროში ურთიერობის, იარაღით ვაჭრობის

საკითხების და აშშ-ირანის ერთობლივი რეგიონალური პოლიტიკის განხორ-

ციელების ამსახველი მასალები. გარდა ამისა, არსებობს ნიქსონის ადმინისტრაციის

სხვადასხვა უწყებას შორის ირანის საკითხთან დაკავშირებით აზრთა გაცვლის,

შეხვედრების ჩანაწერები და მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების რეალი-

ზაციის ამსახველი დოკუმენტური მასალები. განსაკუთრებით საინტერესეო და

ახალია ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის (ვაშინგტონის ოლქი, აშშ) ეროვნული

უსაფრთხოების ციფრული არქივის5 (www.gwu.edu) მიერ 2009 წელს გამოქვეყნებული

ოფიციალური დოკუმენტაცია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ. აგრეთვე ამ

პროგრამის ირგვლივ შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში

შექმნილია ოფიციალური დოკუმენტაცია, რომელიც მდიდარ ინფორმაციას შეიცავს

5 ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეროვნული უსაფრთოების არქივი წარმოადგენს დამოუკიდებელ

კვლევით ინსტიტუტს და ბიბლიოთეკას, რომელიც მდებარეობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში

(ვაშინგტონის ოლქი, აშშ). ამერიკის შეერთებული შტატებში მოქმედი „ინფორმაციის თავისუფლების

აქტის“ თანახმად არქივი ეწევა სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტაციის შეგროვებასა და

პუბლიკაციას.

Page 8: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 8 -

იმ პერიოდის ირანის ბირთვული პროგრამისა და მის მიმართ ამერიკის შეერთებული

შტატების პოლიტიკური კურსის შესახებ.

აღნიშნული დოკუმენტების უმრავლესობა წარმოდგენილია ციფრულ

ფორმატში და გარკვეული პერიოდის განმავლობაში განთავსებული იყო

შეერთებული შტატების ოფიციალური უწყებების ელექტრონულ გვერდებზე

(http://history.state.gov/; http://www.gwu.edu/~nsarchiv/index.html). მიუხედავად იმისა,

რომ აღნიშნული წყაროები შეიცავენ მნიშვნელოვან დეტალურ ინფორმაციას ამ

პერიოდის ირანის მიმართ შეერთებული შტატების რესპუბლიკური ადმნის-

ტრაციების პოლიტიკის შესახებ, მათ გააჩნია რიგი ნაკლოვანებები. ასე მაგალითად,

არ არის სრულად წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი, ზოგიერთ მნიშვნელოვან

წყაროს ისევ „გრიფით საიდუმლო“ ადევს. ხშირია შემთხვევა, როდესაც დოკუმენტში

კონკრეტული აბზაცი ან პუნქტი არ არის გასაჯაროებული, რაც აძნელებს სრული

სურათის წარმოსახვას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ შედგენილ ე.წ.

ეროვნული დაზვერვის მონაცემებში, ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია ფაქტების

უმრავლესობა. გამოქვეყნებული დოკუმენტები ცალსახად გამოხატავს მხოლოდ

ირანის მხარის მოთხოვნებს იარაღის შესყიდვის, ნავთობის საკითხის, რეგიონალური

პოლიტიკის სფეროში და არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების ინტერესების

დეტალებზე. ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეერთებული შტატების

მთავრობას ოფიციალური დოკუმენტაცია შერჩევით საფუძველზე აქვს

გამოქვეყნებული.

მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს შეერთებული შტატების, კერძოდ კი

რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის საპრეზიდენტო მასალები (Public Papers of

the Presidents of the United States, Containing the Public Massages, Speeches and

Statements of the President), რომელსაც გამოსცემს შეერთებული შტატების მთავრობის

საგამომცემლო ოფისი. აღნიშნული კრებულები შეიცავს პრეზიდენტების მიერ

გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებებს, ოფიციალურ მომოწერას, გამოსვლებს,

წარმოთქმულ სიტყვებს და სხვა სახის ინფორმაციას, რომელიც დაცულია თეთრ

სახლში. რ. ნიქსონისა და ჯ. ფორდის საჯარო საპრეზიდენტო დოკუმენტაცია

მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს პრეზიდენტების მიერ ოფიციალურ

Page 9: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 9 -

ვიზიტებზე, სენატში თუ სხვა გამოსვლების დროს გაკეთებული განცხადებების

შესახებ. რა თქმა უნდა, ზემოთ აღნიშნული პრეზიდენტების გამოსვლები ირანის

საკითხსაც ეხება. ამ მასალებში წარმოდგენილია შეერთებულ შტატებში ირანის შაჰის

ვიზიტების დროს პრეზიდენტ რ. ნიქსონის მიერ ოფიციალურ სადილებსა და

ვახშამზე გაკეთებული გამოსვლების სტენოგრამა, ასევე რ. ნიქსონის ირანში ვიზიტის

დროს გაკეთებული განცხადებები და ა.შ. საპრეზიდენტო მასალები წარმოადგენს

მნიშვნელოვან წყაროს ისტორიული მოვლენების აღწერის, მხარეებს შორის

ურთიერთობების და ლიდერებს შორის პირადი დამოკიდებულებების გაშუქების

თვალსაზრისით.

წინამდებარე დისერტაციის კვლევისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას

შეიცავს კოლუმბიის უნივერსიტეტის მიერ „ირანის ზეპირი ისტორიის“ (Oral History

of Iran) პროგრამის ფარგლებში ინტერვიუების სახით ჩაწერილი იმ პერიოდის

შეერთებული შტატებისა და ირანის სახელმწიფო მოღვაწეთა, ელჩების, სამხედრო

პირების და სხვა თანამდებობის პირთა მოგონებები. აღნიშნული პროგრამა

კოლუმბიის უნივერსიტეტმა განახორციელა „ირანის შესწავლის ფონდთან“

(Foundation of Iranian Study) ერთად (მისი სათაო ოფისი ქ. ბეთესდაში მდებარეობს,

მერილენდის შტატი, აშშ). პროგრამის განხორციელება დაიწყო 1981 წელს და მიზნად

ისახავდა იმ პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეთა მოგონებების ფირზე აღბეჭდვის

მეშვეობით 1921-1980 წლების ირანის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სოციალური

და ეკონომიკური განვითარების, საზოგადოების და კულტურის ისტორიის

შესწავლას. პროგრამას ახორციელებდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პირები, მასში

ინტერვიუერების სახით ჩართული იყო როგორც ინგლისურ, ისე ირანულენოვანი

მეცნიერ-მუშაკები. პროგრამის ფარგლებში აღებულია 200 ინტერვიუ, რომლის

ხანგრძლივობა 1000 საათს შეადგენს. ამჟამად ინტერვიუების ციფრული ვარიანტი

როგორც აუდიო, ისე ტრანსკრიპტი, საავტორო უფლების დაცვით, გამოქვეყნებულია

ირანის შესწავლის ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე. ამჟამად, მისი გამოყენება

შეზღუდულია და დაიშვება მხოლოდ ის მომხმარებელი, ვინც სპეციალურ

ავტორიზაციას გაივლის.

Page 10: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 10 -

აღნიშნული მასალიდან ნაშრომში გამოყენებულია როგორც ინგლისური, ისე

სპარსულენოვანი მასალები. ნაშრომზე მუშაობისას დამუშავებული იქნა იმ

პერიოდში ირანული პოლიტიკით და საქმეებით დაკავებული ამერიკელი

პოლიტიკოსების, დიპლომატების და სამხედრო პირების ინტერვიუები, რომელთა

შორის იყვნენ 1965-1977 წლებში მოღვაწე შეერთებული შტატების ელჩები ირანში:

არმინ მეიერი (1965-1969), დუგლას მაკარტური (უმცროსი) (1969-1973) და რიჩარდ

ჰელმსი (1973-1977)6. ასევე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე

ირანისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჰაროლდ საუნდერსი და მისი

წინამორბედი ჯეკ მიკლოსი; ჯერ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო დირექტორის

(1972), ხოლო შემდეგში თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი ჯეიმს შლესინჯერი

(1973-1976); 1962-1971 წლებში ირანში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო

მრჩეველთა მისიის ხელმძღვანელი გენერალ ჰამილტონ ტვითჩელი და მისი

მემკვიდრე გენერალი ელის უილიამსონი (1971-1973), თავდაცვის მდივნის თანაშემწე

ჯონ ირვინი და სხვ.

ფასდაუდებელია შაჰის მმართველობის პერიოდის ირანელი

პოლიტიკოსების, სახელმწიფო მოღვაწეების, სამხედროების, დიპლომატების და

მეცნიერების ინტერვიუები. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ირანის

სამხედრო შესყიდვების ბიუროს ხელმძღვანელის გენერალ ჰასან ტუფანიანის და

ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს პრეზიდენტის დოქტორ აქბარ ეთამადის

ინტერვიუები, რომლებიც ირანის ბირთვული პროგრამისა და სამხედრო სფეროს

შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

აღნიშნული ინტერვიუები კვლევის თვალსაზრისით მნიშვნელოვან მასალას

წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ძირითადად დაფუძნებულია

მოგონებებზე, შეიცავს ისეთ ფაქტებს, რომელიც არ გვხვდება არც წყაროებში და არც

მემუარებში. გარდა მოგონებებისა, ინტერვიუებში წარმოდგენილია იმ პერიოდის

პოლიტიკური პროცესების, მიღებული გადაწყვეტილებების და განხორციელებული

ნაბიჯების შეფასებები და ანალიზი იმ პირების მიერ, რომლებიც თავის დროზე ამ

პროცესებში უშუალოდ მონაწილეობდნენ და უმეტეს შემთხევაში მათზე იყო

6 1973 წლამდე ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს დირექტორი.

Page 11: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 11 -

დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკური პროცესების წარმართვა. რესპონდენტებს

ხშირ შემთხვევაში მოჰყავთ პირადი საუბრების დეტალები და ემოციური კუთხითაც

აღწერენ იმ პერიოდის ირანის და შეერთებული შტატების პოლიტიკური ელიტის

წარმომადგენლებს. თავის მხრივ, ინტეsრვიუერი რომელიც ინტერვიუს უძღვება,

არის აშშ-ირანის ურთიერთობების მკვლევარი, რომელსაც გააჩნია ღრმა ცოდნა და

დეტალური ინფორმაცია, განსაკუთრებით ამ პერიოდის შესახებ. თვით ინტერ-

ვიუერის მხრიდანა დასმული შეკითხვაც ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვან

ინფორმაციას შეიცავს. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინტერვიუები მაინც

სუბიექტურია. რესპონდენტი ხშირ შემთხვევაში თავს არიდებს მისდამი დასმულ

არასასურველ შეკითხვას და იმის მომიზეზებით თითქოსდა არ ახსოვს,

ზედაპირული ინფორმაციის მოწოდებით ცდილობს საკითხის ამოწურვას.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წყაროები მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს,

კვლევის პროცესში საჭიროებს კრიტიკულ ანალიზს, შედარებითი მეთოდის

გამოყენებას და ობიექტური სინამდვილის დადგენას.

გარდა ოფიციალური ინტერვიუებისა, მნიშვნელოვანია იმ პერიოდის იგივე

პოლიტიკური ფიგურების მემუარები და შემდგომ პერიოდში პრესისთვის მიცემული

ინტერვიუები. ბუნებრივია, მემუარები ავტორის მიერ დიდი სიფრთხილით არის

დაწერილი და მასში ბევრი მოვლენა და შეფასება ავტორისეული სუბიექტურობით

არის გადმოცემული. კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მოგვიანებით

გაკეთებულ განცხადებებში იკვეთება ის რეალური სურათი, რომელიც არ გვხდება

არც ოფიცლიალურ დოკუმენტაციაში და არც მემუარებში. ასე მაგალითად, შაჰის

პერიოდის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოლო შემდგომში ირანის ელჩმა

შეერთებულ შტატებში, არდეშირ ზაჰედიმ ამერიკული გამოცემა „The Wall Street

Journal“-თვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ ირანი ემზადებოდა

ბირთვული იარაღის შექმნისათვის. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი

განცხდებები დიდი სიფრთხილით არის შესასწავლი.

რადგან ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს საკითხი ჯერჯერობით ნაკლებად

არის შესწავლილი, მის ირგვლივ დამუშავებული გვაქვს მხოლოდ უცხოური

ისტორიოგრაფია, რომელიც შეიძლება დაიყოს სამ ნაწილად: საბჭოთა და რუსულ,

Page 12: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 12 -

დასავლურ და ირანულ ისტორიოგრაფიად. რადგანაც აშშ-ირანის ურთიერთობები

მეტად აქტუალურია თანამედროვე ეტაპზეც, შესაბამისად მისი ისტორიის

საფუძვლების კვლევაც პოლიტიზირებულია და კვლავ პოლიტიკურ გავლენას

განიცდის სამივე მიმართულების ისტორიოგრაფიაში. საბჭოური და მისი

სამართალმემკვიდრე რუსული ისტორიოგრაფია თავის მხრივ, ტენდენციურია.

თუმცა აღსანიშნავია, რომ საბჭოთა მკვლევარების ნაშრომებში, რომელიც აშშ-ირანის

ურთიერთობებს ეხება, ისეთი ფაქტებია მოყვანილი, რომლებიც იმ პერიოდში

დასავლეთის საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო. უპირველს ყოვლისა, ეს

ცივი ომის იდეოლოგიით იყო განპირობებული. სამეცნიერო წრეების და მასმედიის

საშუალებით სპეციალურად დამუშავებული დაზვერვითი და სხვა ოფიციალური

ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელება, შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა

კავშირს შორის წარმოებული საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილი იყო.

ირანული ისტორიოგრაფია იმით არის განსაკუთრებული, რომ მისი ნაწილი

ინგლისურ ენაზეც არის წარმოდგენელი და შესაბამისად რადიკალურად

განსხვავებულ პოზიციებს და შეფასებებს შეიცავს. ბუნებრივია, ირანული

ისტორიოგრაფიის ინგლისურენოვანი ვერსიაც პოლიტიზირებულია, თუმცა მხარეთა

პოზიციების წარმოჩენის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს.

მასში ირანის პოზიციიდან არის განხილული ბევრი მოვლენა და შეფასება, რომელიც

რადიკალურად განსხვავდება დასავლეთის, თუნდაც კრიტიკულად განწყობილი

მკვლევარებისაგან.

დასავლეთის ისტორიოგრაფია ამ საკითხთან დაკავშირებით ფართოდ არის

წარმოდგენილი. თავის მხრივ, შესაძლებელია მისი ორ ნაწილად გაყოფა. პირველი

ნაწილის შეფასებები ზომიერია, ხოლო მეორე ნაწილი კრიტიკის პრიზმაში

განიხილავს ნიქსონისა და ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკას

ირანის მიმართ. განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ავტორთა მონოგრაფიები,

რომლებიც თავის დროზე შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში თანამდებობის

პირებს წარმოადგენდნენ და გახვეული იყვნენ ირანისა და ზოგადად ახლო

აღმოსავლეთის საქმეებში. ასე მაგალითად, რიჩარდ ნიქსონის პრეზიდენტობის

პირველი ვადის დროს თავდაცვის მდივანი მელვინ ლიარდი (Melvin Liard), რომლის

Page 13: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 13 -

ავტორობით არა ერთი სამეცნიერო სტატია დაიბეჭდა, რომელშიც იგი საუბრობს

„ნიქსონის დოქტრინაზე“, ამ დოქტრინით განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ

კურსზე და ა.შ.; გარი სიკი (Gary Sick), ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი

წევრი, რომელიც თავის ნაშრომში „All Fall Down. America’s Fateful Encounter with

Iran“, განიხილავს შეერთებული შტატების და ირანის ურთიერთობებს 1960-იანი

წლებიდან ისლამური რევოლუციის ჩათვლით; უილიამ ბანდი, სხვადასხვა დროს

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში და სამხედრო-საზღვაო სამინისტროში

მსახურობდა, ხოლო მოგვიანებით, ლინდონ ჯონსონის პრეზიდენტობის პერიოდში,

აზია-წყნარი ოკეანის სფეროში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოზიცია ეჭირა.

მისი ნაშრომი „A tangled Web. The making of Foreign policy in Nixon Presidency“ ნიქსონის

პრეზიდენტობის პერიოდის საგარეო პოლიტიკას ასახავს. მონოგრაფიის ერთ-ერთ

თავში იგი ირანთან ურთიერთობის საკითხებს დეტალურად განიხილავს; ქენნეთ

პოლაკი, წარსულში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპარსეთის ყურის საქმეთა

დირექტორად, ხოლო მოგვიანებით იმავე რეგიონის სამხედრო ანალიტიკოსად

მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში. ამჟამად, ქენნეთ პოლაკი მეცნიერ-

მკვლევარია. მისი მონოგრაფია „The Persian Puzzle. The Conflict Between Iran and

America“ წარმოადგენს საინტერსეო ნაშრომს, რომელშიც გაშუქებულია აშშ-ირანის

ურთიერთობების ყველა ასპექტი 1950-იანი წლებიდან 1979 წლამდე. განსაკუთრებით

კარგად არის წარმოჩენილი ნიქსონის პრეზიდენტობის პერიოდში შეერთებული

შტატებისა და ირანის ურთიერთობები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ავტორების

წიგნები მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც თავის დროზე ისინი იმ მოვლენების

ეპიცენტრში იყვნენ, რომლებიც შემდგომში თავიანთ მონოგრაფიებში მეცნიერულად

აღწერეს. გარდა ამისა, მათ ხელი მიუწვდებოდათ იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ვერ

ფლობდა სხვა მეცნიერ-მკვლევარი.

დისერტაციის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის ირგვლივ არსებული

ყველა სახის ოფიციალური დოკუმენტაციის და წყაროს მიმართ გამოყენებულია

შედარებითი ანალიზის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შევეცადეთ დაგვედგინა

წყაროში მოცემული ინფორმაციის ჭეშმარიტება, შეგვევსო ის დანაკლისი, რომელიც

გააჩნდა ამა თუ იმ დოკუმენტს. ნაშრომში გარკვეული საკითხების კომპლექსურად

Page 14: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 14 -

განხილვის მიზნით გამოყენებულია ასევე დისციპლინათშორისი ანალიზი, რომლის

დროსაც აუცილებელი იყო ისეთი მეცნირებების დახმარება როგორებიცაა:

პოლიტოლოგია და გეოპოლიტიკა.

Page 15: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 15 -

თავი I.

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ირანში XX საუკუნის 40-60-იან

წლებში

XX საუკუნის დასაწყისში ახალი ენერგეტიკული რესურსის - ნავთობის

მოხმარების ზრდასთან ერთად მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების

დამოკიდებულება და შესაბამისად ინტერესიც გარკვეული გეოგრაფიული

რეგიონების მიმართ კიდევ უფრო გაზარდა. ნავთობით მდიდარი ახლო

აღმოსავლეთის ქვეყნები მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოების, მათ შორის ამერიკის

შეერთებული შტატების, ეროვნულ ინტერესებში მოექცნენ.

XX საუკუნეში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ორმა

მსოფლიო ომმა და კომუნიზმის გააქტიურებამ, ამერიკა მსოფლიოს ერთ-ერთ

ზესახელმწიფოდ და „თავისუფალი სამყაროს“7 „უსაფრთხოების ერთადერთ

დამცველად აქცია“. მსოფლიო მასშტაბით კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლა

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ძირითად ამოცანას

წარმოადგენდა. გლობალურ ასპარეზზე დომინირებული პოზიციების შენარჩუნება

და მასზე დაკისრებული „თავისუფალი სამყაროს“ დაცვის მისიის შესასრულებლად

შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესები მოითხოვდა სამხედრო-

პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცია ის გეოგრაფიული არეალები, რომელთაც

დასავლეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდათ. ერთ-ერთ ასეთ

მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ რეგიონს ახლო აღმოსავლეთი, კონკრეტულად კი

სპარსეთის ყურე წარმოადგენდა. ირანი, ერაყი და საუდის არაბეთი, როგორც

ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, სტრატეგიულად

მნიშვნელოვანი სახელმწიფოები იყვნენ.

ირანი, გეოსტრატეგიული მდებარეობის მიხედვით, ევროპიდან ინდოეთის,

ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების, ასევე ინდოეთის ოკეანიდან

7 “თავისუფალი სამყარო“ ტერმინი აქტიურად გამოიყენებოდა ცივი ომის პერიოდში. თეთრი სახლის

მიხედვით მასში მოიაზრებოდა სამყაროს ის სახელმწიფოები, რომლებიც არ შედიოდნენ სსრკ-ს და

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხედო-პოლიტიკურ ალიანსში, ან მათი გავლენის სფეროში.

ტერმინი პოლიტიკურია, რადგანაც „თავისუფალ სამყაროში“ გაერთიანებული იყო არა-

დემოკრატიული სახელმწიფოებიც: ჩილე პინოჩეტის დიქტატურის პერიოდში, სამხრეთ აფრიკის

რესპუბლიკა აპარტეიდის რეჟიმის ხანაში, საბერძნეთი „შავი პოლკოვნიკების“ მმართველობის

პერიოდში და სხვ.

Page 16: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 16 -

კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, წარმოადგენს

სტრატეგიულად მნიშვნელოვან საჰაერო და სახმელეთო დერეფანს. სპარსეთის

ყურით ის მოხერხებულად არის დაკავშირებული მსოფლიო საზღვაო-საოკეანო

კომუნიკაციებსა და მაგისტრალებთან. ამასთან, საუკუნეების განმავლობაში ახლო და

შუა აღმოსავლეთის რეგიონში ირანი ისტორიულად ლიდერი სახელმწიფოა,

რომელიც მუდამ მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონის პოლიტიკურ,

ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. XX საუკუნის დასაწყისში ყოველივე ამას

დაემატა ირანში ენეგეტიკული რესურსის - ნავთობის აღმოჩენა, რომელმაც ქვეყანას

გეოეკონომიკური მნიშვნელობაც შესძინა. სწორედ ამიტომ, დასავლეთის

განვითარებული ქვეყნების, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების,

პოლიტიკოსები და სტრატეგები ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში და შემდგომ,

ირანს მნიშვნელოვან სივრცედ განიხილავდნენ. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი

კორდელ ჰელი (1933-1944 წწ.) თავის მემუარებში წერდა, რომ ,,არც ერთი ახლო და

შუა აღმოსავლეთის ქვეყანა არ იპყრობდა ამერიკის შეერთებული შტატების

სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების ყურადღებას, როგორც ირანი”

(პოპოვი 1962: 47).

ირანით დაინტერესება შეერთებულ შტატებში ჯერ კიდევ XIX საუკუნის

მეორე ნახევარში გაჩნდა, როდესაც თავად ირანელებმა, ე.წ. „მესამე ძალის

სტრატეგიის“ შეაბამისად, დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ,

როგორც „მესამე ძალად“ (ჩუჩკალოვი 2010: 84) შეერთებული შტატების გამოყენებას

შეეცადნენ. ათწლეულების მანძილზე თეირანი ვაშინგტონის დახმარებით

ცდილობდა გაერღვია რუსეთ-ინგლისის „ჩაკეტილი წრე“ და თავი

გაეთავისუფლებინა მათი კოლონიური გავლენისაგან. უფრო მეტიც, როგორც

ირანელი ისტორიკოსი რუჰოლა რამაზანი თავის ნაშრომში „ირანის საგარეო

პოლიტიკა 1941-1973: განვითარებადი ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კვლევა“

აღნიშნავს, „ირანელი ნაციონალისტები შეერთებულ შტატებს განიხილავდნენ,

როგორც კეთილმოსურნე იმპერიას...“ (რამაზანი 1975: 70). XIX საუკუნის მეორე

ნახევრიდან მეორე მსოფლიო ომამდე ვაშინგტონი ყურადღებით ადევნებდა თვალს

ირანში მიმდინარე პროცესებს, თუმცა დიდ ბრიტანეთს ვერ უწევდა სათანადო

Page 17: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 17 -

კონკურენციას და იქ მხოლოდ მისიების გაგზავნით შემოიფარგლებოდა. თავის

მხრივ, ირანიც ცდილობდა შეერთებულ შტატებთან დაახლოებას, განსაკუთრებით

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც მისი მოკავშირე - გერმანია დამარცხდა.

პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა

ჩრდილოეთ ირანსა და ამიერკავკასიაში საკუთარი სამხედრო ძალები განალაგა,

ხოლო აზერბაიჯანის გასაბჭოების შემდეგ (1920 წ.) საბჭოთა რუსეთი უშუალოდ

დაუმეზობლდა ირანს. ორივე იმპერია თეირანზე გავლენის მოპოვების მიზნით,

მხარს უჭერდა ირანში კომპაქტურად დასახლებულ ეროვნული უმცირესობების

(აზერბაიჯანელები, ქურთები, არაბები, ბელუჯები და სხვ.) სეპარატიზმს.

სეპარატისტული და ირედენტისტული მოძრაობებისთვის ხელშეწყობით ორივე

სახელმწიფო ცდილობდა ირანის დეცენტრალიზაციას და მისი ტერიტორიების

გადანაწილებას. 1920 წლის მაისში „წითელი არმიის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფი

„თეთრარმიელთა“ დევნის დროს ჩრდილოეთ ირანში შეიჭრა (თეთრარმიელებს აქ

დისლოცირებული ინგლისელების დახმარების იმედი ჰქონდათ). სამხედრო

ამოცანის შესრულების შემდეგ, წითელარმიელმა გენერალმა რასკოლნიკოვმა გადაწ-

ყვეტილება მიიღო მხარი დაეჭირა ჩრდილოეთ აზერბაიჯანელთა აჯანყებისთვის,

რომელიც თეირანის წინააღმდეგ იყო მიმართული და რომელსაც მირზა ქუჩუკ-ხანი

მეთაურობდა. 1920 წლის ივნისში საბჭოთა რუსეთის ხელშეწყობით ირანის

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე „გილანის საბჭოთა რესპუბლიკა“ (ცენტრით ქ. რეშტი)

შეიქმნა (ბოგატუროვი 2000: 56, ვორობევა 2009: 40). ჩამოყალიბდა ე.წ. „სპარსეთის

წითელი არმიაც“8. ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, 1921 წლის 26

თებერვალს სსრკ-სა და ირანს შორის მორიგი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის

მიხედვითაც ირანმა ვალდებულება იკისრა არ დაეშვა უცხო ქვეყნის სამხედრო

შენაერთები თავის ტერიტორიაზე. ამ ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად,

8 როგორც ბოლშევიკი ლიდერების მიმოწერებიდან ირკვევა ირანში შეჭრის მიზეზი ოქტომბრის

რევოლუციისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ „აღმოსავლეთში“ დაკარგული პოზიციების

აღდგენა და ინგლისთან დიპლომატიური ვაჭრობის საგანი უნდა გამხდარიყო. 1920 წელს ბოლშევიკი

ნარიმან ნარიმანოვი (შემდგომში აზერბაიჯანის სსრ სახალხო კომისართა საბჭოს ხელმძღვანელი)

აღნიშნავდა: „ამ მიმართულებით ექსპანსია (საუბარია ირანზე - ლ.ბ.) ინგლისთან მოლაპარაკებებს

გაგვიადვილებს... ინგლისი შეეცდება ჩვენი ყურადღება სპარსეთიდან დასავლეთ ევროპაზე

გადაიტანოს და დასავლეთისკენ გზა გაგვიხსნას“ (ვორობევა 2009: 42).

Page 18: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 18 -

თუკი ირანის ტერიტორიიდან საბჭოთა რუსეთს რაიმე სახის საფრთხე

დაემუქრებოდა, მოსკოვი იტოვებდა უფლებას მოეხდინა ჩრდილოეთ ირანის

ოკუპაცია, ვიდრე საფრთხე საბოლოოდ არ აღმოიფხვრებოდა. სანაცვლოდ მოსკოვი

აღიარებდა ირანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას (ვორობევა 2009:

50). მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, 1921 წლის მიწურულს

„გილანის რესპუბლიკამ“ არსებობა შეწყვიტა.

1921 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების გაფორმებით მოსკოვმა შეძლო

ირანში ოქტომბრის რევოლუციის (1917 წ.) შედეგად დაკარგული პოზიციების

აღდგენა. საბჭოთა გავლენის გაზრდით შეშფოთებულმა ლონდონმა წონასწორობის

აღდგენის მიზნით 1922 წელს ჯერ ირანის დასავლეთში ქურთების, ხოლო 1924 წელს

სამხრეთ-დასავლეთ ირანში (კერძოდ ხუზისტანის ოსტანში) არაბთა

სეპარატისტული მოძრაობის პროვოცირება და იქ ე.წ. „დამოუკიდებელი

არაბისტანის“ მარიონეტული სახელმწიფოს შექმნა სცადა (ბოგატუროვი 2000: 56-57).

ორ მსოფლიო ომს შორის პერიოდში ირანის ახალი მმართველი რეზა შაჰი9

ცდილობდა დიდი ბრიტანეთის და საბჭოთა კავშირის გავლენის შესუსტებას.

იმპერიების წნეხის განეიტრალების საკითხში რეზა ხანი განსაკუთრებულ იმედებს

ამყარებდა აშშ-სა და გერმანიაზე. ამის ნათელი მაგალითია, ბრიტანეთისა და სსრკ-ს

საწინააღმდეგოდ, რეზა ხანის მიერ 1926 წელს მიღებული გადაწყვეტილება,

ტრანსირანული რკინიგზის (კასპიის ზღვიდან სპარსეთის ყურის სანაპირომდე)

მშენებლობის კონცესიის ამერიკული და გერმანული კომპანიებისათვის გადაეცემის

შესახებ (ბოგატუროვი 2000: 61). XX საუკუნის 30-იან წლებში , ნაცისტური გერმანიის

გაძლიერების შემდეგ, ირანი ბერლინს კიდევ უფრო დაუახლოვდა.

თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ აშშ, დიდი ბრიტანეთი და

სსრკ ერთ სამოკავშირეო ბლოკში მოექცა. მოკავშირეთა გეოეკონომიკურმა და

გეოპოლიტიკურმა ინტერესებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა და

შეერთებული შტატების მმართველ ელიტას და კერძო კაპიტალს ბრწყინვალე შანსი

გაუჩნდათ ფეხი მოეკიდათ ირანში. ომის წლებში ამერიკის მთავარ ინტერესს

9 1925 წლის დეკემბერში სამხედრო მინისტრმა რეზა ხანმა ირანის ყაჯართა მმართველი დინასტია

დაამხო და თავი ირანის შაჰად გამოაცხადა. 1926 წლის 25 აპრილს რეზა შაჰის კორონაცია გაიმართა

(ვორობევა 2009: 111).

Page 19: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 19 -

სპარსეთის ყურის მიმართ ნავთობი, ირანული დერეფნით მოკავშირეებისთვის

ომისთვის საჭირო საქონლის მიწოდება და პროგერმანული თურქეთის

ნეიტრალიზება წარმოადგენდა. ვაშინგტონში კარგად აანალიზებდნენ იმასაც, რომ

ომის შემდგომ ევროპის მოკავშირე ქვეყნების ეკონომიკის აღდგენის პრობლემა

სწორედ ირანის, ერაყის და საუდის არაბეთის ნავთობს უნდა გადაეწყვიტა.

მეორე მსოფლიო ომის წლებში ნავთობზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად

გაიზარდა და ომის ეფექტურად წარმოება სწორედ ნავთობის უსაფრთხო

მიწოდებაზე გახდა დამოკიდებული10. ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნებისთვის

ნავთობპროდუქტების მთავარ მიმწოდებელს შეერთებული შტატები წარმოადგენდა.

მაგრამ ნავთობის გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ქვეყნის შიგნით არსებული

რესურსები საკმარისი აღარ იყო. ამიტომ ამერიკულმა ნავთობკომპანიებმა ნავთობის

ძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ დაიწყეს. მათი ყურადღება სპარსეთის ყურის

ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი ირანმა მიიპყრო. თეირანს უხვი ნავთობის რესურსები

გააჩნდა, სადაც მისი მოპოვების ხარჯები შედარებით ნაკლები იყო. გარდა ამისა,

გეოგრაფიულად ირანი, ევროპასთან და საერთაშორისო საზღვაო მაგისტრალებთან

სიახლოვით გამოირჩეოდა, რაც ხელსაყრელს და იაფს ხდიდა ნავთობის

გადაზიდვებს შორეულ მანძილზეც კი. პოლიტიკური თვალსაზრისით სპარსეთის

ყურის რეგიონი ბრიტანეთის სამანდატო ტერიტორიას წარმოადგენდა, ირანი კი

შედარებით სტაბილურ ქვეყანას, სადაც თავიდანვე აღმოფხვრილ იქნა ფაშიზმის

გავრცელების საფრთხე. 1941 წლის აგვისტოში ბრიტანეთმა და საბჭოთა კავშირმა

ირანში ჯარები შეიყვანეს, პროგერმანული ორიენტაციის რეზა შაჰი ტახტიდან

გადააყენეს და ქვეყნიდან გააძევეს11, მის ნაცვლად კი მისი შვილი მოჰამედ რეზა

ფეჰლევი დასვეს ტახტზე. მოკავშირეთა სამხედრო აქციის შედეგად ირანი

ფაქტობრივად სამხედრო ბანაკად და ომის უსაფრთხო ზურგად გადაიქცა.

10 მეორე მსოფლიო ომის წინ მოწინააღმდეგეთა სამხედრო ძალები ათასობით სამხედრო

თვითმფრინავს, სამხედრო-საზღვაო ხომალდს, ტანკს, ავტომობილს და სხვა ტექნიკას მოითვლიდა.

მთლიანად მოტორიზებული იყო სახმელეთო ჯარების როგორც ზურგის მომსახურება, ისე

სამბრძოლო ოპერაციებში ჩართული სამხედრო ნაწილები, რომლებიც მთლიანად

ნავთობპროდუქტებზე მომუშავე იყო. ე.წ. „ღერძის“ ქვეყნები (გერმანია, იაპონია და იტალია)

ნავთობპროდუქტების ნაკლებობას სინთეზური საწვავის (მას ძირითადად ქვანახშირისგან

აწარმოებდნენ) წარმოებით ივსებდა, თუმცა სინთეზური საწვავის წარმოება სრულად ვერ

აკმაყოფილებდა მოკავშირეთა მზარდ მოთხოვნილებას.

Page 20: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 20 -

ამერიკული ნავთობკომპანიების ინტერესიც სწორედ უსაფრთხო და სტაბილურმა

ირანულმა გარემომ მიიზიდა. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ვაშინგტონში

გადაწყდა, რომ ამერიკული ნავთობის კომპანიების ინვესტიციები ირანული

ნავთობის ათვისებაში დაბანდებულიყო. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების

გადაწყვეტილება - შეჭრილიყო ბრიტანეთის გავლენის სფეროებში - ლონდონის

მხრიდან გარკვეულ რეაქციას გამოიწვევდა, თუმცა ვაშინგტონში შექმნილი

პოლიტიკური ვითარება კარგად ჰქონდათ გათვლილი. სსრკ და დიდი ბრიტანეთი

ევროპასა და აფრიკაში აქტიური საბრძოლო მოქმედებებით იყვნენ დაკავებული,

გერმანია ორ ფრონტზე იბრძოდა, ხოლო შეერთებული შტატები ანტი-ჰიტლერული

კოალიციისთვის ერთადერთ სოლიდურ კრედიტორს წარმოადგენდა. გარდა ამისა,

„ლენდ-ლიზის“ პროგრამით საბჭოთა კავშირისთვის განკუთვნილ სამხედრო-

ეკონომიკურ დახმარებას ვაშინგტონი სწორედ ირანში არსებული უსაფრთხო

დერეფნით აწოდებდა მოსკოვს.

მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი ინტერესების დასაცავად

შეერთებულმა შტატებმა არაერთი სამხედრო და ეკონომიკური მისია ირანში

გაგზავნა. ეს მისიები ამერიკის ახლოაღმოსავლურ პოლიტიკაში განსაკუთრებულ

ფუნქციას ასრულებდნენ. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კორდელ

ჰელი თეირანში აშშ-ს ელჩისადმი მიწერილ წერილში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ

„ამერიკული სამხედრო მისიები ყველაზე მეტად უწყობს ხელს ჩვენი პოზიციების

გაძლიერებას და შემდგომი ურთიერთობების გამყარებას“. მან ასევე აღნიშნა, რომ

ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა ყოფნა ირანის არმიის საკვანძო პოზიციებზე

საუკეთესო საშუალებაა ამერიკელი მრჩევლების და ეკონომიკური მისიების

უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ (პაინე... 1975: 17).

1942 წელს შეერთებულმა შტატებმა საკუთარი სამხედრო დაჯგუფება ირანში

შეიყვანა, რომელიც ინგლისის მიერ კონტროლირებად ზონაში განლაგდა.

ბრიტანელებმა მათ ასევე ტრანსირანული რკინიგზის სამხრეთი მონაკვეთი

გადასცეს, ამერიკელმა სამხედროებმა ბენდერ-შაჰპურ-თეირანის რკინიგზის ხაზი და

სპარსეთის ყურის ზოგიერთი ნავსადგური დაიკავეს. მათ მიზანს საზღვაო-საოკეანო

11 იგი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იქნა გადასახელბული.

Page 21: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 21 -

და სახმელეთო კომუნიკაციების უსაფრთხოების დაცვა და საბჭოთა კავშირისთვის

(და ჩინეთისათვის) “ლენდ-ლიზით“ გათვალისწინებული დახმარების უსაფრთხოდ

მიწოდება წარმოადგენდა12.

მიუხედავად ინგლისსა და სსრკ-ს მხრიდან არსებული წინააღმდეგობისა,

მეორე მსოფლიო ომის დროს, შეერთებულმა შტატებმა მყარად მოიკიდა ფეხი

ირანში. ვაშინგტონის წარმატებულ პოლიტიკას ორი ფაქტორი განსაზღვრავდა: 1) -

აშშ დიდი ბრიტანეთის და საბჭოთა კავშირის მთავარი კრედიტორი იყო, 2) - ირანის

მთავრობა ამერიკის მიმართ სიმპათიებით იყო განწყობილი. ამიტომ ისინი

ცდილობდნენ ამერიკელი სამხედროები და მრჩევლები ქვეყნის ეკონომიკისა და

სამხედრო სფეროს მოწესრიგების მიზნით ირანში მიეწვიათ. თუმცა აქვე უნდა

აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მოვლენის მიმართ შეერთებული შტატების პოლიტიკა

გარკვეულწილად გაურკვეველი და წინააღმდეგობრივიც იყო. ხშირად სახელმწიფო

დეპარტამენტსა და ირანში ამერიკის წარმომადგენლობას შორის აზრთა

სახვადასხვაობა არსებობდა (ჩუჩკალოვი 2010: 86). შეერთებული შტატების

კონგრესსა და სენატში კი თვლიდნენ, რომ ირანი დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის

გავლენის სფეროს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, ისინი ირანის სუვერენიტეტის და

პოლიტიკური ორიენტაციის საკითხებს ლონდონის პასუხისმგებლობად

მიიჩნევდნენ. 1946 წელს კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა თავის

ანგარიშში შეერთებული შტატების მხრიდან ირანისთვის შესაძლო სოლიდური

ფინანსური და სამხედრო დახმარების გაწევის საკითხი უარყოფითად შეაფასა.

ამასთანავე აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის შეშფოთება ირანში ამერიკის როლის

ზრდის თაობაზე, სრულიად სამართლიანი იყო და იგი მექსიკაში საბჭოთა კავშირის

შესაძლო სამხედრო ყოფნას შეადარა (რამაზანი 1975: 69).

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

გავლენის სფეროებისათვის წარმოებულმა დაპირისპირებამ, ყოფილი მოკავშირეები

მწვავე კონფრონტაციამდე მიიყვანა. ჰიტლერის დამარცხების შემდეგ, დიდ

ბრიტანეთსა და სსრკ-ს შორის ირანის ირგვლივ ტრადიციული დაპირისპირება

12 1944 წლის შემოდგომისთვის ირანში ამერიკელ სამხედროთა რაოდენობამ 50 ათასს მიაღწია

(ჰასანლი 2006:67).

Page 22: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 22 -

კვლავ განახლდა. ჯერ კიდევ ომის დროს მოსკოვმა გარკვევით მიუთითა ბრიტანეთს

და შეერთებულ შტატებს, რომ ირანის მიმართ გარკვეული ინტერესები გააჩნდა.

თეირანის კონფერენციაზე საბჭოთა დელეგაციამ უარი განაცხადა განეხილათ

ომისშემდგომი პოლიტიკა ირანის მიმართ, ხოლო იმავე კონფერენციაზე კერძო

საუბრებში იოსებ სტალინმა პრეზიდენტ რუზველტს განუცხადა, რომ საბჭოთა

კავშირს აქვს განსაკუთრებული ინტერესი ფლობდეს გასავლელს სპარსეთის ყურის

სანაპიროზე და საერთაშორისო მეურვეობის გარკვეული ფორმებით მართოს ირანის

სახელმწიფო რკინიგზა (რამაზანი 1975: 62-63). 1945 წლის 10 და 21 ივნისს საბჭოთა

კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ (СНК СССР) და თავდაცვის სახელმწოფო

კომიტეტმა (Государственный Комитет Обороны СССР) ჩრდილეოთ ირანში საბჭოთა

საწარმოების აგებისა და ნავთობის გეოლოგიური დაზვერვის წარმოების შესახებ

მიიღო გადაწყვეტილებები.13 იმავე წლის 6 ივლისს საერთოსაკავშირო კომუნისტური

პარტიის (ბოლშევიკები) ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ (Политбюро ЦК

ВКП(б)) „სამხრეთ აზერბაიჯანში და ირანის ჩრდილოეთ პროვინციებში

სეპარატისტული მოძრაობების ორგანიზებისათვის ღონისძიებების გატარების

შესახებ“ დადგენილება მიიღო (ჰასანლი 2006: 12-13).

ბუნებრივია, ირანის მიმართ დასავლელ მოკავშირეებსაც განსაკუთრებული

ინტერესი ამოძრავებდათ. ისინი ირანში ომისშემდგომი ნავთობრესურსების საიმედო

წყაროების შეძენისათვის ისწრაფოდნენ. ომის გამო, საბჭოთა კავშირის ევროპული

ნაწილის ჩათვლით, დანგრეული იყო მთელი ევროპა. ცხადია, ომის მთავარ

კრედიტორს _ ამერიკის შეერთებულ შტატებს _ იდეოლოგიური მოწინააღმდეგის,

საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის აღდგენა ნაკლებად აფიქრებდა.

სამაგიეროდ, ძალზედ აღშფოთებდა დასავლეთ ევროპის ბედი. უკეთუ თუ

დასავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკა სასწრაფოდ არ აღდგებოდა,

ომისშემდგომი უმუშევრობა და სოციალური დაძაბულობა საზოგადოებრივი

პროცესების რადიკალიზაციას ხელს შეუწყობდა. მას შემდეგ, რაც საფრანგეთის

ხელისუფლებაში მემარცხენე ძალები მოვიდნენ ეს საფრთხე მართლაც შეიქმნა.

13 1944 წლის თებერვალში საბჭოთა გეოლოგებმა აზერბაიჯანის სსრ საზღვრიდან 20 კმ-ში

ნავთობის, ხოლო რეშტის დაბლობზე ბუნებრივი აირის დიდი მარაგები აღმოაჩინეს (ჰასანლი

2006: 45).

Page 23: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 23 -

ამას ენერგოკრიზისი დაერთო (ქვანახშირის ნაკლებობა), რომელმაც 1945-46

წლებში მთელი ევროპა მოიცვა. აუცილებელი იყო დასავლეთ ევროპის ქვეყნების

ფეხზე დაყენება. ევროპელი მოკავშირეების ნავთობით უზრუნველსაყოფად

საჭირო იყო მისი გეოგრაფიულად ევროპასთან ახლოს, ამასთან სტაბილურ

რეგიონში მოპოვება, რათა ტრანსპორტირებაც ნაკლებ ხარჯებთან ყოფილიყო

დაკავშირებული. ასეთ რეგიონად სპარსეთის ყურე ითვლებოდა (ჯერვალიძე

2002:205). ევროპელი მოკავშირეების გარდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

შეერთებული შტატებიც ახლო და შუა აღმოსავლეთის ნავთობის პოტენციურ

მომხმარებლად გადაიქცა, რაც თავის მხრივ, ობიექტური მიზეზებით იყო

განპირობებული: 1) - შეერთებული შტატების მზარდი ეკონომიკური განვითარება

და ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვდა ჭარბი და დივერსიფიცირებული

ენერგორესურსების მიწოდებას, 2) - ქვეყნის შიდა რესურსებს სტრატეგიული მარაგის

სტატუსი მიენიჭა, ხოლო კანადიდან, კარიბის აუზიდან და მექსიკის ყურიდან

იმპორტირებული ნავთობი არასაკმარისი იყო. მაშასადამე, ამერიკის შეერთებული

შტატების და მისი მოკავშირე დასავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგორესურსებზე

მოთხოვნა სპარსეთის ყურის ქვეყნებს, კერძოდ ირანს, ერაყს და საუდის არაბეთს

უნდა დაეკმაყოფილებინა. ჯერ კიდევ ომის დასრულებამდე, 1943 წლის ბოლოსა და

1944 წლის დასაწყისში შეერთებული შტატების ნავთობის კომპანიის

წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ირანის მთავრობასთან

ბელუჯისტანში ნავთობის მოპოვების კონცესიის მიღებასთან დაკავშირებით.

მაგრამ ორივე იმპერიასთან შედარებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,

ვაშინგტონი ამ რეგიონში უკვე მყარ პოზიციებს ფლობდა. რუსი მკვლევარი ვ.

კორგუნი თავის სტატიაში - „საერთაშორისო ურთიერთობების პერიფერიული

ქვესისტემები XX საუკუნის 30-იან წლებსა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში“ –

(„საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემური ისტორია“ 4 ტომად, ტომი I,

რედაქტორი ა. დ. ბოგატუროვა) სამართლიანად შენიშნავს, რომ ომის

დასასრულისთვის აშშ ერთადერთი ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელსაც ირანთან

ნორმალური ურთიერთობის ფონზე, დიდ ბრიტანეთთან და საბჭოთა კავშირთან

Page 24: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 24 -

შედარებით, თეირანზე გავლენის მოპოვების რეალური შანსი ჰქონდა (ბოგატუროვი

2000: 93).

როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერესთა კონფლიქტის ფონზე ირანის

საკითხის ირგვლივ, მოკავშირეთა შორის მწვავე წინააღმდეგობებმა იჩინა თავი. ომის

დასრულებისთანავე ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ირანიდან ჯარები

გაიყვანეს, მოსკოვი კი აღებული ვალდებულების შესრულებას აჭიანურებდა14.

საბჭოთა კავშირმა არამცთუ არ გაიყვანა ჯარები, არამედ ხელი შეუწყო ჩრდილოეთ

ირანში აზერბაიჯანელთა სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებას. საბჭოთა

სამხედრო ნაწილებმა ირანის ჩრდილოეთი დანარჩენი ტერიტორიისაგან სრულ

იზოლაციაში მოაქციეს და იქ აზერბაიჯანის ავტონომიის წარმოქმნას შეუწყეს ხელი.

ირანის აზერბაიჯანის ავტონომიური წარმონაქმნი არ ცნობდა თეირანის

იურისდიქციას და სრული დამოუკიდებლობისაკენ მიისწრაფოდა. კომუნისტები

გააქტიურდნენ თეირანშიც. ინგლის-ამერიკის ინტერესებს ირანში საბჭოთა საფრთხე

დაემუქრა. ომით დასუსტებული დიდი ბრიტანეთი უძლური აღმოჩნდა ირანში

საბჭოთა კავშირის ღია ექსპანსია აღეკვეთა და იძულებული გახდა ვაშინგტონს

დაყრდნობოდა. ომის შემდეგ შეერთებული შტატები პირველად აღმოჩნდა ყოფილი

მოკავშირის პირისპირ, რასაც 1946 წლის ირანის კრიზისი მოჰყვა (პაინე... 1975:20-21).

თავდაპირველად დასავლელმა მოკავშირეებმა კრიზისის დარეგულირება

ახლად შექმნილ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სცადეს. 1946 წლის

იანვარში ირანის მხარემ ოფიციალურად მიმართა გაერო-ს თხოვნით ირანის

აზერბაიჯანის საკითხი ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეასა და უშიშროების

საბჭოზე განეხილა. გაეროს ლონდონის სესიაზე ირანის საკითხის განხილვა მწვავე

დებატების ფონზე წარიმართა, თუმცა უშედეგოდ. კრემლი პოზიციებს არ თმობდა.

1946 წლის თებერვალში მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ირანის

14 დასავლელი მოკავშირეები მოელოდნენ სსრკ-ს მხრიდან ჯარების გაყვანის გაჭიანურებას, ჯერ

კიდევ ომის დასრულებამდე მათ არაერთხელ სცადეს ირანიდან ჯარების გაყვანის საკითხი (ყირიმის

და პოტსდამის კონფერენციაზე) განეხილათ. ბრიტანელები თვლიდნენ, რომ მტერი ფაქტობრივად

დამარცხებული იყო და იგი ირანიდან მოკავშირეებს ვერანაირ საფრთხეს ვერ შეუქმნიდა. „არ არის

არანაირი საჭიროება ომის დასრულებას დაველოდოთ. საჭიროა ერთდროეულად დავიწყოთ ჯარების

გამოყვანა ირანიდან“, - აცხადებდა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენტონი იდენი. მაგრამ

საბჭოთა დელეგაცია ამ საკითხის განხილვას თავს არიდებდა (ჰასანლი 2006: 86).

Page 25: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 25 -

დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ყოვამ ეს-სალთანეს15 მეთაურობით (სალთანე საბჭოთა

კავშირში 10 მარტამდე დარჩა. ვიზიტის ბოლოს იგი ბაქოსაც ესტუმრა). ირანის

პრემიერ-მინისტრი შეეცადა მხარეებს შორის არსებული კრიზისი ორმხრივი

მოლაპარაკებების ფორმატში მოეგვარებინა. იგი საბჭოთა მხარეს (მათ შორის იოსებ

სტალინს, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში რამდენჯერმე შეხვდა კრემლში)

არწმუნებდა, რომ ირანთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებით სსრკ უფრო

ადვილად მიაღწევდა სასურველ მიზნებს, ვიდრე ირანის ჩრდილო-დასავლეთში

საბჭოთა ჯარების შენარჩუნებით (კალვაკორესი:530). თუმცა წითელი არმიის

გაყვანის სანაცვლოდ კრემლმა ჩრდილოეთ ირანში ნავთობის მოპოვების კონცესიის

მიღება (კონცესიაში აქციები 51% სსრკ-ს, ხოლო 49% ირანის სასარგებლოდ უნდა

გადანაწილებულიყო), თეირანში კრემლის მიმართ მეგობრული რეჟიმის დამყარება,

აზერბაიჯანის სსრ-ს და ბაქოს ნავთობმომპოვებელი ინდუსტრიისათვის ირანიდან

მომდინარე საფრთხის აღკვეთა16 და ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელთათვის

ავტონომიის სტატუსის მინიჭება მოითხოვა (ჰასანლი 2006: 267). საბჭოთა მხარის

მოთხოვნები ირანისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. სალთანეს ვიზიტმა შედეგი ვერ

გამოიღო. პირიქით, მხარეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. 1946 წლის

15 ყოვამ ეს სალთანე ირანში მონარქიის გაუქმებას და რესპუბლიკის დამყარებას უჭერდა მხარს. მისი

იდეების გამო კრემლი თავს ყოვამ ეს-სალთანეს მოკავშირედ თვლიდა და მის პრემიერ-მინისტრად

დანიშვნას ღიად ლობირებდა. მოსკოვში, იოსებ სტალინთან აუდიენციის დროს ბელადმა პრემიერ-

მინისტრს პირდაპირ შესთავაზა ირანში რესპუბლიკის დამყარებაში მხარდაჭერის გაწევა და

აგრძნობინა, რომ ირანიდან წითელი არმიის გაყვანის შემდეგ მის მთავრობას დაითხოვდნენ, ამიტომ

საბჭოთა ძალები მხოლოდ მაშინ დატოვებდა ირანს, როდესაც მისი პოზიციები მყარი იქნებოდა.

როგორც ჩანს, სტალინს სალთანეს დახმარებით სურდა ირანში პროსაბჭოთა რესპუბლიკური რეჟიმის

დამყარება. ყოვამ ეს-სალთანემ უარყო სტალინის წინადადება და განუცხადა, რომ სწორედ ირანში

წითელი არმიის დარჩენა გახდებოდა მისი მთავრობის გადადგომის მიზეზი (ჰასანლი 2006: 256, 261).

16 1945 წლის 16-26 დეკემბრს მოკავშირეთა შორის მოსკოვში მორიგი კონფერენცია გაიმართა,

რომელზედაც ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრი ერნესტ ბევინი (1945-1951 წწ.) და აშშ-ს

სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბირნსი (1945-1947 წწ.) ირანის საკითხთან დაკავშირებით

არაოფიციალურ გარემოში იოსებ სტალინს შეხვდნენ. შეხვედრაზე ირანიდან წითელი არმიის

გამოყვანის საკითხი განიხილეს. სტალინმა მოკავშირეებს პირდაპირ განუცხადა, რომ მანამ არ

გამოიყვანდა ირანიდან საბჭოთა ჯარებს, ვიდრე ირანის მხრიდან ბაქოს ნავთობის საბადოების მიმართ

საფრთხე იარსებებდა (სსრკ-თვის ბაქოს ნავთობს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომ იყო, რომ ი.

სტალინი ხშირად აღნიშნავდა „სსრკ-ს ბაქოს გარეშე ცხოვრება არ შეუძლია“ (ჰასანლი 2006: 161)).

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა გაკვირვება გამოხატა, თუ რა საფრთხეს უქმნიდა

საბჭოთა ჯარებით ოკუპირებული ირანი სსრ აზერბაიჯანის ნავთობის ინდუსტრიას (ჰასანლი 2006:

182).

Page 26: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 26 -

2 მარტისთვის წითელი არმია კვლავ ჩრდილოეთ ირანში რჩებოდა17. უფრო მეტიც,

მან დამატებით რამდენიმე ერთეული ტანკი, მძიმე ტექნიკა, საარტილერიო

დანადგარი და ამუნიცია მიიღო18, აზერბაიჯანელი სეპარატისტები კი კიდევ უფრო

გააქტიურდნენ. ირანის მხარემ დახმარება შეერთებულ შტატებს სთხოვა. მოსკოვში

ვიზიტით ყოფნის დროს, ირანის პრემიერ-მინისტრი პირადად შეხვდა ჯორჯ კენანს

(ამერიკელი დიპლომატი, ე.წ. „შეკავების“ დოქტრინის ავტორი) და საბჭოთა

მოთხოვნები გააცნო. კრიზისის მოგვარებაში ამერიკულმა მხარემ ირანს დახმარება

აღუთქვა.

ირანში მიმდინარე მოვლენები დასავლელი მოკავშირეების აღშფოთებას

იწვევდა. სსრკ-ს მხრიდან წამოყენებული ნებისმიერი მოთხოვნის დაკმაყოფილების

შემთხვევაში, აშშ-დიდი ბრიტანეთის ინტერესები ირანში მნიშვნელოვან დარტყმას

მიიღებდა. ამიტომ, 1946 წლის 5 და 8 მარტს შეერთებულმა შტატებმა საბჭოთა

კავშირის ხელმძღვანელობას რამდენიმე მკაცრი ნოტა გაუგზავნა, რომლითაც

ვაშინგტონი ირანიდან ჯარების გაყვანას მოითხოვდა, მაგრამ ყველა ეს მოთხოვნა

უპასუხოდ დარჩა. მოლაპარაკების პროცესში ვაშინგტონმა საბჭოთა კავშირის

წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენა ბირთვული შანტაჟის პოლიტიკაც. სენატორ

ჰენრი ჯექსონის მოგონებების მიხედვით, ტრუმენმა თეთრ სახლში საბჭოთა ელჩი

ალექსანდრე გრომიკო მიიწვია, რომელსაც განუცხადა, რომ თუ კი საბჭოთა მხარე

დაუყონებლივ არ გაიყვანდა ირანიდან თავის ჯარებს, აშშ იძულებული იქნებოდა,

ატომური იარაღი გამოეყენებინა (არაბაჯიანი 2003: 207-209; ბური 1988ა: 8).

ვაშინგტონის მუქარამ გაჭრა. სსრკ იძულებული გახდა დათმობაზე

წასულიყო. მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდა. საბოლოოდ მიაღწიეს

შეთანხმებას. 1946 წლის 4 აპრილს თეირანში ხელი მოეწერა ირან-სსრკ-ს ერთობლივ

კომუნიკეს, რომლის მიხედვით მოსკოვი ირანის აზერბაიჯანის ავტონომიის საკითხს

ირანის შიდა პრობლემად აღიარებდა, ვალდებულებას იღებდა არ ჩარეულიყო

17 1942 წლის 29 იანვრის ირანის სსრკ-ს და დიდი ბრიტანეთის შეთანხმების თანახმად მოკავშირეებს

ირანიდან თავისი სამხედრო ძალები მსოფლიო ომის დასრულებიდან 6 თვის ვადაში უნდა გაეყვანათ.

1946 წლის 2 მარტი 6 თვიანი ვადის უკანასკნელი დღე იყო. 18 დაშინების მიზნით წითელმა არმიამ თეირანის მიმართულებით გადაჯგუფებაც კი მოახდინა

(ჰასანლი 2006: 278).

Page 27: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 27 -

ქვეყნის საშინაო საქმეებში და ჩრდილოეთ ირანიდან დროულად გამოეყვანა თავისი

ჯარები. ამის სანაცვლოდ ირანი ცნობდა საბჭოთა კავშირის ინტერესებს ჩრდილოეთ

ირანში ნავთობის მოპოვების სფეროში. თუმცა წითელი არმიის გასვლის შემდეგ

ირანის მეჯლისმა უარი განაცხადა აღნიშნული კომუნიკეს რატიფიცირებაზე.

მაშასადამე, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ შეეცადა ირანში

ტრადიციული გავლენის შენარჩუნებას და ირანის ჩრდილოეთში ნავთობის

მოპოვების კონცესიის მიღებას, თუმცა დასავლელი მოკავშირეების, განსაკუთრებით

კი შეერთებული შტატების, ძალისხმევის შედეგად, ირანის დეცენტრალიაზაცია და

იქ საბჭოთა გავლენის გავრცელება თავიდან იქნა აცილებული. თუმცა ამან

საერთაშორისო ასპარზზე მოკავშირეთა მწვავე კონფრონტაცია გამოიწვია, რაც 46-

წლიან „ცივ ომში“ გადაიზარდა. იმ პერიოდის აშშ-ს კონსული თავრიზში რობერტ

როსოუ (ირანის აზერბაიჯანის კრიზისიდან 10 წლის შემდეგ) ჟურნალ „Middle East“-

ში გამოქვეყნებულ სტატიაში „აზერბაიჯანის ბრძოლა, 1946” (The Battle of Azerbaijan,

1946) ხაზგასმით აღნიშნავს: „დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ცივი ომი 1946

წლის 4 მარტს დაიწყო“.19 ინგლისელმა მკვლევარმა ალფრედ ჰალიდეიმ თავის

ნაშრომში 1946 წლის ირანის კრიზისის შესახებ „ახლო აღმოსავლეთი საერთაშორისო

ურთიერთობებში, ძალა, პოლიტიკა და იდეოლოგია“ (Middle East in International

Relations Power, Politics and Ideology), მართებულად აღნიშნა, რომ ირანში და არა

დასავლეთ ევროპაში დაიწერა ცივი ომის „პირველი თავი“ (ჰალიდეი 2005:101).

აზერბაიჯანელი მკვლევარი ჯამილ ჰასანლი კი თავის ნაშრომში „სსრკ-ირანი:

აზერბაიჯანის კრიზისი და ცივი ომის დასაწყისი (1941-1946 წწ.)“ აღნიშნავს: „1945

წლის ზაფხულისა და შემოდგომის კრემლის დოკუმენტების შესწავლა გვაძლევს

საშუალებას ვიფიქროთ, რომ სწორედ მათ (საბჭოთა მხარემ - ლ.ბ.) მოახდინეს ცივი

ომის პროვოცირება (ჰასანლი 2006: 12-13).

1946 წლის პოლიტიკური კრიზისით ირანის პრობლემა არ ამოწურულა.

ირანის სოციალ-ეკონომიკური განვითარების დაბალი დონე და შიდა პოლიტიკური

სირთულეები ქვეყანას დაუცველს ხდიდა გარე საფრთხეების, განსაკუთრებით კი

კომუნიზმის გავრცელებისა და საბჭოთა ექსპანსიის მიმართ. 1951 წელს ირანში

Page 28: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 28 -

ახალი პოლიტიკური კრიზისი მომწიფდა, რომელიც ინგლის-ირანის ნავთობის

კომპანიის (Anglo-Iranian Oil Company)20 ნაციონალიზაციის საკითხის ირგვლივ

წარმოიშვა. ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიისაგან ირანელები მეტი შემოსავლების

მიღებას მოითხოვდნენ, რაზედაც კომპანია უარს აცხდებდა. ურთიერთობა დაიძაბა

მას შემდეგ, რაც ირანის ხელისუფლებაში რადიკალური პოლიტიკური პარტია

,,ნაციონალური ფრონტი’’ და მისი ლიდერი მოჰამედ მოსადეყი მოვიდა.

,,ნაციონალური ფრონტი’’ ეროვნული ბურჟუაზიის ინტერესების დამცველი იყო,

რომლის უმთავრეს პოლიტიკურ მიზანს ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის

ნაციონალიზაცია წარმოადგენდა. მოსადეყმა თავისი პოლიტიკური პროგრამით

დიდი ავტორიტეტი მოიპოვა თავის ქვეყანაში. ნავთობკომპანიის ნაციონალიზების

შემდეგ, იგი ყოველ ირანელს უზრუნველ ცხოვრებას ჰპირდებოდა (ჰამილტონი

1978:195-196).

1951 წელს მოსადეყმა ოფიციალურად მიმართა ირანის მეჯლისს ნავთობის

კომპანიის ნაციონალიზაციის თხოვნით. ამის პარალელურად თეირანში მოსადეყის

ინიციატივის მხარდასაჭერად მასობრივი გამოსვლები დაიწყო. 7 მარტს მეჩეთში

რელიგიურმა ფანატიკოსმა, ირანის პროდასავლური ორიენტაციის პრემიერ-

მინისტრი, რაზმარი მოკლა. 8 მარტს ირანის მეჯლისის ნავთობის კომიტეტმა

19 დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერმა 1946 წლის 5 მარტს, ქალაქ ფულტონში (აშშ, მისურის შტატი)

ვესტმისტერის კოლეჯში ისტორიული სიტყვა წარმოთქვა და მსოფლიოს ცივი ომის დაწყება ამცნო. 20 1901 წლის 28 მაისს ყაჯართა დინასტიის შაჰმა მოზეფერ ალ-დინმა ავსტრალიელ მეწარმეს უილიამ

ნოქს დ’არსის (1849-1917) ნავთობის კონცესია გადასცა. 18 პუნქტიანი საკონცესიო ხელშეკრულების

თანახმად დ’არსიმ ირანში 1, 242, 000 კმ2-ის ფართობზე (ირანის ტერიტორიის 3/4) ნავთობის და

ბუნებრივი აირის საბადოების დაზვერვის და მოპოვების, მოპოვებული ნავთობის გადამუშავების,

ტრანსპორტირების და რეალიზაციის ექსკლუზიური უფლება მიიღო. კონცესიის სანაცვლოდ ირანის

შაჰის კარმა ავანსის სახით 20 ათასი ფუნტი სტერლინგი მიიღო და კონცესიის მეწილე გახდა. გარდა

ამისა, ირანს კომპანიისაგან საქმიანობიდან მიღებული მოგების 16% უნდა მიეღო (პატრიკარაკოსი

2012: 2012). 1909 წელს ამ კონცესიის ბაზაზე „ინგლის-სპარსეთის ნავთობის კომპანია“ შეიქმნა (1935

წლიდან მას „ინგლის-ირანის ნავთობის კომპანია“ ეწოდა). პირველი მსოფლიო ომის წინ დიდი

ბრიტანეთის საზღვაო საქმეთა მინისტრის უინსტონ ჩერჩილის (მისი ინიციატივით ბრიტანეთის

სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძირითადი ნაწილი დიზელზე და ნავთზე იქნა გადაყვანილი) აქტიური

ლობირების შედეგად დიდი ბრიტანეთის მთავრობა ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის აქციები

59,9% მფლობელი გახდა და კომპანიის მართვის უფლება მოიპოვა. ინგლის-ირანის ნავთობის

კომპანია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი კომპანია იყო. მის კუთვნილ საწარმოებში

100 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, გააჩნდა საკუთარი ნავთობსადენები, მსხვილი ნავთობის

გადამამუშავებელი და ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქარხნები და ნავთობის გადამზიდი

სატანკერო ფლოტი. კომპანია ასევე ფლობდა საკუთარ თვითმფრინავებს, აეროდრომებს, რკინიგზის

ხაზებს და რადიოსადგურებს (სამილოვსკი 1955:52-53).

Page 29: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 29 -

კომპანიის ნაციონალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. 15 მარტს კი მიიღეს 9

პუნქტისგან შემდგარი კანონი ინგლის-ირანის ნავთობის კომპანიის ნაციონა-

ლიზაციის შესახებ. თეირანის ქუჩებში მოსადეყის მხარდამჭერი აქციები

გაძლიერდა. 1 მაისს შაჰი იძულებული გახდა კანონის მიღებისთვის თანხმობა მიეცა

და პრემიერ-მინისტრად მოჰამედ მოსადეყი დაენიშნა. პრემიერმა დანიშვნისთანავე

უზენაესი სასამართლო და მეჯლისი დაითხოვა, ასევე მის უფლებამოსილებაში

გადავიდა სამხედრო მინისტრის ფუნქციებიც.

პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა მოსადეყის მხრიდან

პროსაბჭოთა მემარცხენე თუდეს (Tudeh) პარტიასთან თანამშრომლობამ. უფრო

მეტიც, პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას

აგრძნობინა, რომ თუ კი დასავლეთის მხრიდან არ შეწყდებოდა პოლიტიკური და

ეკონომიკური ზეწოლა, თუ ირანი ვერ მიიღებდა სათანადო მხადაჭერას ნავთობის

ნაციონალიზაციის საკითხში, იგი დახმარებითვის საბჭოთა კავშირს მიმართავდა

(პოლაკი 2004: 64).

მოსადეყის აშკარა ანტიდასავლური პოლიტიკის ფონზე ირანის

შიდაპოლიტიკურ ავანსცენაზე საბჭოთა კავშირის დაბრუნების ძალზედ

სერიოზული საშიშროება წარმოიშვა. ვაშინგტონში ალაპარაკდნენ იმაზე, თუ რა

შედეგები მოჰყვებოდა მოსადეყის ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკას.

„მეორე ჩინეთი“, „სახიფათო და ფეთქებადი“ - ასე აფასებდა ირანში განვითარებულ

მოვლენებს ოფიციალური ვაშინგტონი (გასიროვსკი 2003: 54). ეროვნული

უსაფრთხოების საბჭოს მიერ №136/1 ანგარიშში ჩამოყალიბებულ იქნა ის შესაძლო

შედეგები, რაც ირანის დაკარგვას მოჰყვებოდა: „1) - საფრთხე შეექმნებოდა ახლო

აღმოსავლეთის რეგიონის და მისი მეზობელი სახელმწიფოების - ინდოეთის და

პაკისტანის სტაბილურობას; 2) - საბჭოთა გავლენის გაზრდით თავისუფალი

მსოფლიო დაკარგავდა ირანულ ნავთობს, ასევე საფრთხე შეექმნებოდა ახლო

აღმოსავლეთის ნავთობის ბაზარსაც; 3) - სსრკ-ს შესაძლებლობა მიეცემოდა საფრთხე

შეექნა აშშ-დიდი ბრიტანეთის სახმელეთო და საზღვაო-საოკეანო კომუნი-

კაციებისთვის; 4) - მნიშვნელოვნად დაეცემოდა აშშ-ს პრესტიჟი ახლო აღმოსავ-

ლეთის რეგიონის სხვა მოკავშირე ქვეყნებში - განსაკუთრებით კი თურქეთსა და

Page 30: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 30 -

პაკისტანში; 5) - განვითარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო

პროცესები სამომავლოდ შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას დიდ

საშიშროებას შეუქმნიდა.“ (ლეი 1952:1).

მოსადეყის რადიკალური პოლიტიკური ნაბიჯების საპასუხოდ დიდმა

ბრიტანეთმა ირანს ნავთობის ემბარგო დაუწესა, რომლის შედეგად კატასტროფულად

შემცირდა ირანის ნავთობის მოპოვება, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი

აბადანის ნავთობგდამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა. ნავთობპროდუქტების

წარმოება, რაც მთლიანად ექსპორტისათვის იყო განკუთვნილი, შეწყდა. ყოველივე

ამან კი ევროპასა და ამერიკაში ენერგოდეფიციტის საფრთხე წარმოშვა. შეერთებული

შტატებისთვის, რომელიც კორეის ომში იყო ჩაბმული და სამხრეთ-აღმოსავლეთ

ზღვებისაკენ სსრკ-ჩინეთის ერთობლივი ექსპანსიის აღკვეთას ცდილობდა, ადვილი

წარმოსადგენია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ენერგომატარებლებზე არსებული

ფასების შენარჩუნება. შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა

ამერიკული ნავთობკომპანიებისა და სახელმწიფო რეზერვების სრული

მობილიზაცია გამოაცხადა, რათა არ დაეშვათ ფასების ზრდა და ენერგოკრიზისი

(ჯერვალიძე 2002:208).

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური კომპანიის ნაციონალიზაცია

ამერიკული კომპანიების წისქვილზე ასხამდა წყალს, მოსადეყის პოლიტიკური

კურსი ვაშინგტონისათვის მიუღებელი აღმოჩნდა21. საბჭოთა გავლენის ზრდის

საფრთხე ირანში სულ უფრო და უფრო რეალური ხდებოდა. ამიტომ, საჭირო იყო

აქტიური მოქმედება, რათა მოჰამედ მოსადეყი თავიდან მოეშორებინათ. ასეთ

ვითარებაში, ბრიტანეთის მთავრობამ, კერძოდ, ენტონი იდენმა და უინსტონ

ჩერჩილმა, შეერთებული შტატების ხელისუფლებას შესთავაზეს ერთობლივი

ძალებით მოეხდინათ მოსადეყის მთავრობის ლიკვიდაცია. ამ მიზნით დიდი

ბრიტანეთის სპეცსამსახურმა ,,MI-6’’-მა შეადგინა გადატრიალების მოწყობის

დეტალური გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობას და ცენტრალური

21 პარადოქსია, თუმცა ფაქტია, რომ პრეზიდენტი ეიზენჰაუერი სიმპათიებით იყო განმსჭვალული

ირანის ექსცენტრული ლიდერის მიმართ და მის გარემოცვას პრეზიდენტის დარწმუნებაც კი მოუხდა

რათა ეიზენჰაუერს თანხმობა მიეცა ოპეარცია „აიაქსის“ განსახორციელებად. პრეზიდენტისაგან

განსხვავებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დალესი აცხადებდა, რომ „მოსადეყთან

საქმის დაჭერა შეუძლებელია“ (სამილოვსკი 1955:55).

Page 31: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 31 -

სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელობას წარუდგინა. ვაშინგტონში დადებითად

შეაფასეს როგორც იდეა, ისე სამოქმედო გეგმა, თუმცა ინგლისის მხარეს აგრძნობინეს,

რომ ამ ოპერაციაში ამერიკა იმ პირობით მიიღებდა მონაწილეობას, თუ ინგლისი

უარს იტყოდა ინგლის-ირანის ნავთობკომპანიის დენაციონალიზაციაზე. შეერ-

თებული შტატების პოზიცია აშკარად მიანიშნებდა იმაზე, რომ არ სურდა იმ ძლიერი

ინგლისური კომპანიისა აღზევება, რომელიც დიდ კონკურენციას უწევდა ამერიკულ

ნავთობის კომპანიებს. მეორე მოთხოვნა, რომელიც ვაშინგტონმა ინგლისს წაუყენა,

იყო ის, რომ ოპერაციის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ირანის

ხელისუფლების სათავეში გადამდგარი გენერალი ფაზულა ზაჰედი უნდა

მოსულიყო, რომელიც ომის დროს ფაშისტების მიმართ სიმპათიების გამო

ინგლისელებმა ქვეყნიდან გააძევეს. ლონდონი იძულებული გახდა ვაშინგტონის

მოთხოვნას დათანხმებოდა (გასიროვსკი 2003: 59-60).

ოპერაციის დეტალების დაზუსტების შემდეგ მისი ხელმძღვანელობა

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს გამოცდილ

სპეცაგენტს, ქერმით რუზველტს დაევალა (1908-12 წლებში ამერიკის შეერთებული

შტატების პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის შვილიშვილი), რომელმაც 1953

წლის 19 აგვისტოს ბრწყინვალედ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა.

სახელმწიფო გადატრიალების დროს უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ნორმან

შვარცკოფის მიერ გაწვრთნილმა ირანის ჟანდარმერიამ, პოლიციამ, შაჰის ერთგულმა

სამხედრო ნაწილებმა და უმაღლესმა შიიტურმა სასულიერო წოდებამ აიათოლა

ქაშანის ხელმძღვანელობით22 (გასიროვსკი 2000: 5).

1953 წლის 19 აგვისტოს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ირანის

პოლიტიკური ორიენტაციის მკვეთრი ცვლილების საფრთხე დროებით აცილებულ

იქნა. შეერთებული შტატების მმართველმა წრეებმა ირანის მონარქი, მოჰამედ

რეზა ფეჰლევი, რომიდან თეირანში დააბრუნეს. ფინანსური და სამხედრო

დახმარებით ხელი შეუწყვეს მისი ხელისუფლების გაძლიერებას, რაც იმთავითვე

22 პროსაბჭოთა თუდეს პარტიის მიერ მოჰამედ მოსადეყის მიმართ გამოვლენილი მხარდაჭერის გამო,

შიიტური სასულიერო წრე მოსადეყის წინააღმდეგი გამოვიდა, რადგანაც ისინი ფიქრობდნენ, რომ

თუდე-ს პარტიის გამარჯვების შემთხვევაში ახალი ხელისუფლება მკაცრ ანტირელიგიურ პოლიტიკას

გაატარებდა. 1953 წლის გადატრიალების დროს, აიათოლა ქაშანიმ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

მისი მხარდაჭერით ოპერაცია დასავლეთისთვის წარმატებით დასრულდა (გასიროვსკი 2000: 5).

Page 32: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 32 -

შეერთებული შტატების პოზიციების განმტკიცების ძირითად ფაქტორს და

გარანტიას წარმოადგენდა.

მოსადეყის მთავრობის ლიკვიდაციის შემდეგ აშშ-ირანის ურთიერთობა

როგორც ეკონომიკური, ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ

უფრო გაღრმავდა. ვაშინგტონი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ირანის

პროდასავლური ორიენტაცია და მისი სამხედრო-ეკონომიკური სიძლიერე

მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატების და მისი მოკავშირეების

ინტერესებისათვის. ირანის უსაფრთხოება ამიერიდან ვაშინგტონის მთავარ

პრიორიტეტს წარმოადგენდა. ბუნებრივია, შეერთებული შტატების გავლენა ირანში

მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1956 წლის იანვარში ერთ-ერთმა ამერიკელმა

ნავთობმაგნატმა ნელსონ როკფელერმა პრეზიდენტ ეიზენჰაუერს შემდეგი

შინაარსის წერილი გაუგზავნა: ,,ირანის ექსპერიმენტში (სახელმწიფო

გადატრიალება _ ლ.ბ.), როგორც თქვენ (ხელისუფლება _ ლ.ბ.) ისე ჩვენ

(საუბარია ნავთობის მსხვილ კომპანიებზე - ლ.ბ.) უშუალო მონაწილეობა

მივიღეთ..... ეკონომიკური და სამხედრო დახმარების მეშვეობით ირანის ნავთობი

ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა და ახლა ჩვენ ღრმად გავიდგამთ ფესვებს

ირანის ეკონომიკაში. ჩვენი პოზიციების გაძლიერებამ ირანში, საშუალება მოგვცა

მისი საგარეო პოლიტიკა მთლიანად ჩვენი კონტროლისათვის

დაგვექვემდებარებინა... ახლა შაჰს არ შეუძლია თავისი ხელისუფლების შემად-

გენლობაში ცვლილების განხორციელება ამერიკის შეერთებული შტატების

საელჩოს მესვეურებთან კონსულტაციის გარეშე” (სარჰანი 1978: 17).

1953 წლის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ვაშინგტონმა ირანისთვის

სამხედრო-ეკონომიკური დახმარების პროგრამა აამოქმედა.23 იმავე წლის 3

სექტემბერს ვაშინგტონმა თეირანს ეკონომიკური დახმარების სახით 68 მილიონი

დოლარი, ხოლო მომდევნო 3 წლის მანძილზე 250 მილიონი დოლარი გამოუყო (1954

231950 წლის აპრილში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული №68 დადგენილებით

(„ცივი ომის განახლებული ინიციატივები“) ჩამოყალიბებული სტრატეგია ითვალიწინებდა, სსრკ-

ჩინეთის პერიფერიებში არსებული პროდასავლური ორიენტაციის სახელმწიფოებისთვის ფართო

სამხედრო-ეკონომიკური დახმარების გაწევას (გასიროვსკი 2003: 54). სწორედ ამ სტრატეგიის

ფარგლებში ვაშინგტონმა, ჯერ კიდევ 1951 წელს თეირანში ელჩად ჰენრი ფ. გრეიდი დანიშნა,

რომელიც მანამდე საბერძნეთში მოღვაწეობდა და რომელიც ე.წ. „რუსეთის მოსაზღვრე პატარა

ქვეყნების სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხებში“ სპეციალისტი იყო (პაინე 1975:22).

Page 33: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 33 -

წელს - 85 მილიონი, 1955 წელს - 76 მილიონი, ხოლო 1956 წელს - 73 მილიონი

დოლარი).24 ეკონომიკური განვითარების მიზნით, დასავლური ინვეს-

ტიციებისათვის ირანის საინვესტიციო ბაზრის კარი ფართოდ გაიღო. 1955 წელს

ირანის მეჯლისმა მიიღო კანონი, რომელიც ითვალისწინებდა უცხოური

კაპიტალის მოზიდვასა და მისთვის ქვეყანაში ხელსაყრელი კონიუნქტურის

შექმნას. უცხოურ კაპიტალს ირანში მნიშვნელოვანი შეღავათები, პრივილეგიები

და გარანტიები მიენიჭა, რის გამოც 50-60-იან წლებში ირანში დასავლეთის

განვითარებული ქვეყნების კაპიტალის მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

თეირანის ჟურნალი ,,თეჰრანე მოსავარ”-ი წერდა, რომ 1958 წლისათვის ირანში

კომერციულ საქმიანობას 1084 უცხოური ფირმა და კომპანია ეწეოდა. ამათგან

ნახევარი ამერიკული (220) და ბრიტანული (285) წარმომავლობის იყო.

ამერიკულ-ბრიტანულმა კაპიტალდაბანდებამ ირანში 1959 წლისათვის 1 მილიარდ

დოლარს მიაღწია (ბრუკსი 1949: 413-415).

მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები სამხედრო-პოლიტიკურ

სფეროშიც დამყარდა. 1955 წლის აგვისტოში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის

ხელი მოეწერა შეთანხმებას მეგობრობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და

საკონსულო ურთიერთობების შესახებ (ალიევი 2004: 303). 1955 წლის 23 სექტემბერს

ირანი ბაღდადის სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შეუერთდა25. 1958 წელს ამერიკა-

ირანს შორის ორმხრივი სამხედრო შეთანხმების გაფორმების შესახებ ირანის

პრემიერ-მინისტრ ერბალაიას და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის

მდივან ნილ მაკელროის (1957-1959 წწ.) შორის აშშ-ირანის სამხედრო შეთანხმების

გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა. 1958 წელს თეირანში

ოფიციალური ვიზიტით შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ

ფოსტერ დალესი ჩავიდა. ვიზიტის დროს დალესმა შაჰს ურჩია საბჭოთა

კავშირთან მჭიდრო ურთიერთობებისაგან თავი შეეკავებინა (კლერი 1979: 27). 1959

24 პირველ წელს მიღებული ფინანსური დახმარებიდან 1,7 მილიონი დოლარი ირანის არმიის,

ჟანდარმერიის და პოლიციისთვის სახელფასო პრემიებს და ბონუსებს მოხმარდა, რომელიც

მოსადეყის წინაღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების წარმატებით დასრულების გამო, ირანის შაჰმა

თავის ერთგულ მსახურებს გადასცა.

25 1959 წლიდან ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაცია (Central Treaty Organization - CENTO).

Page 34: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 34 -

წლის თებერვალში ირანის დელეგაციამ საბჭოთა კავშირთან თავდაუსხმელობის

პაქტის გაფორმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეწყვიტა26. 1959 წლის 5

მარტს კი ანკარაში ხელი მოეწერა აშშ-ირანის ორმხრივ სამხედრო შეთანხმებას

რომლის ძირითადი პუნქტების მიხედვით, ირანის მიმართ აგრესიის

განხორციელების შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებს უფლება ეძლეოდა

ირანში თავისი სამხედრო ძალა შეეყვანა. აღნიშნული შეთანხმებით, ირანმა

ფაქტობრივად ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნის საქმეებში საბჭოთა კავშირის

ნებისმიერი სახის უხეში ჩარევის შემთხვევაში, დახმარებისთვის ამერიკულ

სამხედრო ძალას მიმართავდა.27 (კლერი 1979: 413, ალიევი 2004: 311).

ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის წლებში შეერთებულმა შტატებმა მოახერხა

ფეხი მოეკიდა ირანში, ხოლო ომის შემდეგ შეძლო ამ ქვეყანაში ისტორიულად

მოქიშპე, ორი ძლევამოსილი იმპერიის, დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს, გავლენის

მნიშვნელოვნად შესუსტება. ცივი ომის პირობებში ვაშინგტონის ძირითად მიზანს

ირანის ეკონომიკური გაეძლიერება, პოლიტიკური ვითარების სტაბილიზება და

სამხედრო პოტენციალის ამაღლება წარმოადგენდა. აღნიშნული მიზნები

უპირველესად, თავად ვაშინგტონის ინსტერესებს ემსახურებოდა. ამერიკელები

ირანზე დაყრდნობით ცდილობდნენ დასავლეთის სახელმწიფოების, იაპონიისა და

ისრაელის ნავთობით სტაბილურად უზრუნველყოფას. თავის მხრივ, ირანმაც

მკვეთრად გამოხატა თავისი საგარეო პოლიტიკური ვექტორი, რომელიც

შეერთებული შტატებისკენ იყო მიმართული. სწორედ ვაშინგტონზე დაყრდნობით,

შეძლო თეირანმა დიდი ბრიტანეთისა და სსრკ-ს გავლენის შემცირება ირანში. შაჰი

თავის გამოსვლებში ხშირად აღნიშნავდა, რომ „150 წლის განმავლობაში

ნეიტრალურმა საგარეო პოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო... ამიტომ აუცილებელია

26 მოლაპარაკებების დროს საბჭოთა მხარე ირანისაგან დაჟინებით მოითხოვდა CENTO-ს „აგრესიული“

სამხედრო-პოლიტიკური ბლოკიდან გამოსვლას, რის სანაცვლოდაც მოსკოვი მზად იყო 1921 წლის

ირან-რსფსრ-ს ხელშეკრულების მე-5 და მე-6 მუხლების დენონსირება მოეხდინა. საბჭოთა დელეგაცია

ირანის მხარეს არწმუნებდა, რომ სსრკ-სთან ურთიერთობით თეირანი უფრო მეტ დივიდენდებს

მიიღებდა, ვიდრე შეერთებული შტატები ჰპირდებოდა მას (ალიევი 2004: 310). 27 ბრიტანელი მკვლევარი დილიპ ჰირო თავის ნაშრომში „ირანი აიათოლების მმართველობის

პერიოდში“ (Iran Under the Ayatollahs), 1959 წლის 5 მარტის ირან-ამერიკის ხელშეკრულებას შემდეგ

შეფასებას აძლევს: „1959 წლის ხელშეკრულების დადებით ამერიკის შეერეთებული შტატები ირანის

ყველა სფეროში შეიჭრა (გარდა რელიგიისა). შაჰის სასახლის მსგავსად აშშ-ს საელჩო თეირანში

ძალაუფლების ერთ-ერთ ცენტრად გადაიქცა (ჰირო 1985: 301-302).

Page 35: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 35 -

გაბედულად ავირჩიოთ ჩვენი გზა (საუბარია საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე), რათა

ერთი მხრივ, შევიძინოთ ღირსეული მოკავშირეები, ხოლო მეორე მხრივ მივაღწიოთ

სხვა ქვეყნების პატივისცემას“ (ალიევი 2004: 304).

კენედის ადმინისტრაციის პერიოდში ურთიერთობა შეერთებულ შტატებსა

და შაჰს შორის მნიშვნელოვნად გაცივდა. ეს კი ზოგადად კენედის ახალი საგარეო

პოლიტიკური მიდგომების შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. 1961 წლის 25 მაისის

მიმართვაში პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მხოლოდ შეერთებული

შტატების სამხედრო და ფინანსური დახმარება ვერ უზრუნველყოფს იმ

განვითარებადი ქვეყნების სტაბილურობას, რომლის ხელმძღვანელობაც არ ზრუნავს

მოსახლეობის სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებისათვის“ (ალიევი 2004:

324). ჯ. კენედის პოლიტიკა ითვალისწინებდა ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში

სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის და პოლიტიკური ლიბერალიზაციის-

თვის აუცილებელი რეფორმების იძულებით გატარებას. აქცენტი მიმართული იყო იმ

ქვეყნების მიმართ, რომლებიც წარმოადგენდნენ შეერთებული შტატების

პარტნიორებს და სადაც მმართველი რეჟიმის პოლიტიკა ქვეყნის სტაბილურობას

საფრთხეს უქმნიდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ირანიც28. კენედი უფრო შორს

წავიდა, როდესაც 1962 წელს, თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის დროს მან

ადრესატი ქვეყნები მკაცრად გააფრთხილა: „ისინი ვინც ხელს უშლიან მშვიდობიანი

რევოლუციის განხორციელებას, ძალისმიერ რევოლუციას მიიღებენ“ (პოლაკი 2004:

81). კენედის გზავნილი ირანის შაჰსაც შეეხო. აშშ-ს ადმინისტრაციამ არაერთხელ

აგრძნობინა მას, რომ აუცილებელი იყო რადიკალური სოციალური ცვლილებების

რეალიზება, უფრო მეტი ინვესტიციების განხორციელება ეკონომიკის სფეროში და

პოლიტიკური ვითარების ლიბერალიზაცია29. ზეწოლის პარალელურად,

28 მოსადეყის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანში ფაქტობრივად შეჩერებულ იქნა ეროვნულ-

ლიბერალური მოძრაობის შემდგომი განვითარება. (ალიევი 2004: 300). 29 აღსანიშნავია, რომ ირანის შაჰზე ზეწოლის მიზნით კენედის ადმინისტრაციამ ირანში ამერიკის

შეერთებული შტატების დიპლომატიურ კორპუსს და სპეცსამსახურებს მითითება მისცა

დაემყარებინათ კონტაქტები შაჰის ოპონენტებთან, ირანში მოქმედ ბურჟუაზიულ-ოპოზიციურ

პარტიებთან. თეირანში რესპუბლიკის მომხრეთა პოლიტიკური ძალებიც გააქტიურდნენ. ზოგიერთი

რუსი და დასავლელი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 1960-იანი წლების დასაწყისში „ნაციონალური

ფრონტის“ დროებითი ლეგალიზაცია სწორედ კენედის ზეწოლის შედეგად მოხდა (ალიევი 2004: 317-

318).

Page 36: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 36 -

ვაშინგტონმა ასეთ ქვეყნებს სამხედრო-ეკონომიკური დახმარება მნიშვნელოვნად

შეუმცირა. კენედი თავისი ახალი მიდგომით ცდილობდა აეძულებინა მოკავშირე

ქვეყნები უფრო მეტი ყურადღება დაეთმოთ ეკონომიკური განვითარებისთვის,

შეემცირებინათ სამხედრო ხარჯები, ხელი შეეწყოთ სოციალური კეთილ-

დღეობისათვის და პოლიტიკური პროცესების ლიბერალიზაციისათვის. ჯ. კენედის

ხისტი პოლიტიკა ორი ასპექტით იყო განპირობებული: 1) - შეერთებულ შტატებს,

რომელიც შაჰის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, არ სურდა ირანის მთავრობის მხრიდან

ნებისმიერი წარუმატებელი და არაპოპულარული შიდა პოლიტიკური ნაბიჯის გამო

ირანულ საზოგადოებაში ანტიამერიკული განწყობა გაზრდილიყო. 2) - ვაშინგტონი

ცდილობდა მოკავშირე ქვეყნებში თავიდან აეცილებინა კუბის რევოლუციის მსგავსი

პრეცედენტი. მაშასადამე, კენედი შეეცადა ეკონომიკური და სოციალური

ცვლილებებით დაპირისპირებოდა კომუნიზმის გავრცელებას შეერთებული

შტატების მოკავშირე ქვეყნებში და არა სამხედრო-პოლიტიკური ძალის გამოყენებით.

თუმცა კენედის ხისტი პოლიტიკა შაჰის კარზე სხვაგვარად მიიღეს. ირანის შაჰმა

კენედის ზეწოლა მისი რეჟიმის საფრთხედ აღიქვა. მხარეებს შორის ურთიერთობის

გაცივების რეალური საფრთხე წარმოიშვა.

სწორედ ამ პერიოდში ირან-საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში დათბობა

შეინიშნება. 1962 წლის ოქტომბერში „კუბის კრიზისის“ დროს ირანმა უარი განაცხადა

საკუთარ ტერიტორიაზე განეთავსებინა შეერთებული შტატების ბირთვული

სარაკეტო კომპლექსი. 1962 წლის სექტემბერში ირანის შაჰმა საჯაროდ განაცხადა,

რომ ოფიციალური თეირანი არ დაუშვებდა უცხო ქვეყნის სარაკეტო ბაზების

განლაგებას ირანის ტერიტორიაზე (ბანდი 1998: 135). ეს იყო პირველი შემთხვევა,

როდესაც საბჭოთა კავშირმა შეერთებული შტატების მოკავშირე ქვეყნისაგან ასეთი

გარანტია მიიღო. ამ პერიოდიდან ირან-სსრკ-ს დაახლოების პერსპექტივები თვალში

საცემი გახდა. 1963 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის

გენერალურმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ირანში მაღალი რანგის ოფიციალური

პირები გაგზავნა. დელეგაციას ლეონიდ ბრეჟნევი ხელმძღვანელობდა. 1965 წელს

მოსკოვში ირანის შაჰის საპასუხო ვიზიტიც შედგა, რასაც შემდგომში მხარეებს შორის

ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაც კი მოჰყვა.

Page 37: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 37 -

შეთანხმების თანახმად მოსკოვი ირანში მეტალურგიული და მანქანათმშენებელი

ქარხნის აგების სანაცვლოდ თეირანისგან წელიწადში 7 მილიარდი კუბური მეტრის

რაოდენობით ბუნებრივი აირის მიწოდებას მოითხოვდა, რომელიც სსრკ-ს მიერ

აგებული გაზსადენით ირანის სამხრეთი რაიონებიდან ჩრდილოეთში, ირან-სსრკ-ს

საზღვარზე მდებარე ქალაქ ასტარაში უნდა გადაეტუმბათ. (კლარკ ქარეი 1974: 169).

მოსკოვსა და თეირანს შორის პირდაპირი ავიარეისებიც კი დაინიშნა. 1966 წელს

ირანმა საბჭოთა კავშირიდან 110 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო

აღჭურვილობა შეიძინა.

სსრკ-ირანის დაახლოებას ვაშინგტონში განგაშით შეხვდნენ. შეერთებული

შტატების თავდაცვის მდივანმა, რობერტ მაკნამარამ შაჰის მიერ გადადგმული

ნაბიჯი პოლიტიკურ შანტაჟად, ხოლო სახელმწიფო მდივანმა დინ რასკმა - „ირანთან

პარტნიორული ურთიერთობებისთვის საფრთხედ“ შეაფასა (კოენი... 1994: 286).

ლინდონ ჯონსონი იძულებული გახდა ირანის მიმართ არსებული კენედისეული

ხისტი მიდგომა ოდნავ შეერბილებინა და გარკვეულწილად მაინც დაეკმაყო-

ფილებინა ირანის შაჰის სამხედრო მოთხოვნები.

უკვე 60-იანი წლების ბოლოს ვაშინგტონი სხვადასხვაგვარი გამოწვევების და

საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, რომლის პირობებში ჯონ კენედისა და ლინდონ

ჯონსონის პოლიტიკის გაგრძელება ახლო აღმოსავლელი მოკავშირეების მიმართ

მეტად სახიფათო იყო. 60-იან წლების მეორე ნახევარში, რადიკალურ არაბულ

სახელმწიფოებზე დაყრდნობით, საბჭოთა კავშირის გავლენა აღმოსავლეთ

ხმელთაშუაზღვისპირეთში კიდევ უფრო გაიზარდა. ეგვიპტის მმართველის, გამელ

აბდელ ნასერის პროსაბჭოური ორიენტაციის წყალობით საბჭოთა კავშირის გავლენის

ქვეშ სუეცის არხი და მისი სუბრეგიონი მოექცა. საბჭოთა სამხედრო და სავაჭრო

ხომალდებმა მნიშვნელოვანი კონკურენცია გაუწიეს დასავლეთის ქვეყნებს

ინდოეთის ოკეანეშიც. ამან კი მნიშვნელოვნად შეაშფოთა აშშ. ვითარება გამოასწორა

შეერთებული შტატების ახალმა სტრატეგიულმა მიდგომამ, რომელიც წყალქვეშა

ფლოტზე ბაზირებული შორი რადიუსის მქონე „პოლარისის”30 და „პოსეიდონის“31

30 1961-1991 წწ. აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების შეიარაღებაში არსებული „კორპორაცია ლოქჰიდის“

(Lockheed Corporation) მიერ წარმოებული ბირთვული ბალისტიკური რაკეტა UGM-27 Polaris.

Page 38: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 38 -

ტიპის სარაკეტო სისტემების განვითარებას ეყრდნობოდა. ამიერიდან აღმოსავლეთ

ხმელთაშუა ზღვა ასეთი ტიპის ხომალდების ბაზირებისთვის მეტად არახელ-

საყრელიც იყო (ახალი ტექნოლოგიური მიღწევებით ადვილი შესაძლებელი იყო ამ

სუბრეგიონში მათი აღმოჩენა). ამასთან სატანკერო ფლოტის სრულყოფამ

დასავლეთის ქვეყნების ნავთობით მომარაგების სატრანზიტო მაგისტრალი სუეცის

არხიდან აფრიკის შემოვლით მარშუტზე გადაანაცვლა. სწორედ ამის გამო, 60-იან

წლებში სუეცის არხის სუბრეგიონის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონის

მნიშვნელობა დასავლეთისთვის შედარებით დაკნინდა. შეერთებული შტატებისთვის

კიდევ უფრო გაიზარდა არაბეთის ზღვის და სპარსეთის ყურის რეგიონის

სტრატეგიული მნიშვნელობა. 1967 წელს ბრიტანეთმა ვაშინგტონს ინდოეთის

ოკეანეში, ბაჰრეინში და კუნძულ დიეგო გარსიაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

საზღვაო ბაზები და საკომუნიკაციო სისტემები გადასცა. სწორედ, აქ განათავსა

პენტაგონმა თავისი ძლევამისილი მე-7 ფლოტი. პენტაგონის გათვლებით ბირთვული

ომის შემთხვევაში, არაბეთის ზღვიდან და ბენგალის ყურიდან უფრო ხელსაყრელი

იყო ცენტრალურ რუსეთზე, შორი რადიუსის მქონე რაკეტების მეშვეობით,

ფართომასშტაბიანი შეტევის წარმოება. უფრო მეტიც, ამიერიდან შეერთებული

შტატები მოხერხებულად შეძლებდა გაეკონტროლებინა აღმოსავლეთ ხმელთაშუა-

ზღვისპირეთიც (ტაკნეი 1972: 9).

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებს ინდოეთის

ოკეანეში გარკვეული სტარტეგიული პუნქტები დაუთმო, ლონდონი ახლო

აღმოსავლეთის რეგიონში და ინდოეთის ოკეანეში კვლავ ინარჩუნებდა პოზიციებს.

ადენის ყურეში ინგლისის სამხედრო-საზღვაო ბაზა არაბეთის ზღვასა და ინდოეთის

ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში დასავლეთის ინტერესების დაცვის მთავარ

ძალას წარმოადგენდა. ამ ბაზას ეყრდნობოდა შეერთებული შტატებიც და

ბრიტანელებთან ალიანსში აღნიშნული რეგიონის გაკონტროლებას ახერხებდა.

თუმცა 1968 წელს ბრიტანეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი სამხედრო

ძალები დატოვებდნენ აღნიშნულ რეგიონს.

31 „კორპორაცია ლოქჰიდ მარტინის“ (Lockheed Martin Corporation) მიერ წარმოებული ბირთვული

ბალისტიკური რაკეტა UGM-73 Poseidon (წარმოების წლები: 1971-1992).

Page 39: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 39 -

ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა მკვეთრად

გამოხატა თავისი ინტერესი ირანის მიმართ და მოახერხა იქ საკუთარი პოზიციების

გამყარება. აშშ სამხედრო და ფინანსური დახმარებით ცდილობდა ირანის

გაძლიერებას, თუმცა ამის პარალელურად ადგილობრივ რეჟიმს აიძულებდა

დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რათა

ვაშინგტონის პარტნიორი რეჟიმის სიცოცხლის-უნარიანობა შენარჩუნებული

ყოფილიყო.

Page 40: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 40 -

თავი II.

„ნიქსონის დოქტრინა“ და „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია ახლო

აღმოსავლეთში XX საუკუნის 70-იან წლებში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური

წესრიგის დამყარებამ დიდი ბრიტანეთის მსოფლიო ჰეგემონობას ფაქტობრივად

წერტილი დაუსვა32. იმპერიის პოზიციები შევიწროვდა, როგორც მისი მოკავშირე -

შეერთებული შტატების, ასევე ანტაგონისტურად განწყობილი სახელმწიფოების

მიერ. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში დაწყებულმა დეკოლონიზაციის

პროცესმა დიდი ბრიტანეთი აიძულა თავი აერიდებინა ფართომასშტაბურ

კონფლიქტს ადგილობრივი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და მისი

მხარდამჭერი სსრკ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წინააღდეგ. 1947 წელს

ბრიტანეთის ე.წ. „მარგალიტმა“ - ინდოეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა,

დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა ასევე პაკისტანი (1948 წლის 14

აგვისტო), ბირმა (1948 წლის 4 იანვარი), შრილანკა (1948 წლის 4 იანვარი), მალაიზია

(1957 წლის 13 აგვისტო), ქუვეიტი (1961 წლის 19 ივნისი) და იემენი (1967 წლის 30

ნოემბერი). კოლონიების დაკარგვით ბრიტანეთმა საზღვაო-საოკეანო კომუნი-

კაციებსა და გეოპოლიტიკურ საყრდენებში ეკონომიკური მოდერატორის ფუნქცია

დაკარგა და მხოლოდ სამხედრო არსებობით შემოიფარგლა. ასეთ ვითარებაში

„იმპერიული გავლენების შენარჩუნებისთვის აუცილებელი სამხედრო ხარჯები“

ბრიტანეთის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვა (დარვინი 2009: 643). სამხრეთ-

აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში კოლონიების სისტემა-

ტიურად დაკარგვის გამო, ინგლისმა საკუთარი ეკონომიკური სიძლიერის აღდგენაც

კი ვეღარ მოახერხა. ამას დაემატა ფუნტი სტერლინგის (დიდი ბრიტანეთის

ეროვნული ვალუტა) გაუფასურება, როგორც დიდ ბრიტანეთში ისე მის კოლონიებსა

და სამანდატო ტერიტორიებზე, რომელიც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის დროს

კიდევ უფრო გაღრმავდა. ლონდონი იძულებული გახდა გლობალურ ასპარეზზე

32 სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი ბრიტანეთი მსოფლიო

ჰეგემონიდან რიგით მესამე სახელმწიფოდ გადაიქცა.

Page 41: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 41 -

თავისი პოზიციები დაეთმო. სწორედ ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ

ბრიტანეთის სამხედო ძალებს ყველა სამხედრო ბაზა რომელიც „სუეცის

აღმოსავლეთით“ მდებარეობდა დაეტოვებინა. 1967 წლის დეკემბერში, დიდი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ ვილსონმა განაცხადა, რომ 1971 წლის

ბოლოსათვის ბრიტანეთის უკანასკნელი სამხედრო ბაზები სპარსეთის ყურის

რეგიონს დატოვებდა. 1968 წლის 16 იანვარს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმაც იგივე

განცხადება გაავრცელა. ეს რეგიონში ბრიტანეთის იმპერიის საუკუნოვანი

ჰეგემონობის დასასრული იყო.

ამგვარად, ბრიტანეთის მიერ ახლო აღმოსავლეთისა და ინდოეთის ოკეანის

რეგიონიდან გასვლა განპირობებული იყო მსოფლიოში მიმდინარე მწვავე სამხედრო-

პოლიტიკური პროცესებით და დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური დაქვეითებით.

ლონდონი იძულებული იყო გლობალურ პოლიტიკაში პოზიციები მისივე

მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ დაეთმო.

§ 1. “პარტნიორობის ახალი” ფორმა და იარაღით ვაჭრობის პოლიტიკა

სპარსეთის ყურეში

1967 წლის დეკემბერში ბრიტანეთის გადაწყვეტილებას „სუეცის

აღმოსავლეთიდან“ სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ, ახლო აღმოსავლეთის

რეგიონში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური „რყევა“ მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი,

რომ სპარსეთის ყურის სტაბილურობას დასავლეთის ქვეყნებისათვის სტრატეგიული,

ეკონომიკური, სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, განსაკუთრებით კი

აშშ-დიდი ბრიტანეთისთვის. ეკონომიკური თვალსაზრისით სპარსეთის ყურის

ნავთობი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა „ინდუსტრიულად განვითარებული

(კაპიტალისტური) დემოკრატიული სახელმწიფოების“ ფინანსურ და ენერგეტიკულ

ბალანსში. იაპონიის მიერ ყოველწლიურად იმპორტირებული ნავთობის 90%, ხოლო

დასავლეთ ევროპისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების

ნავთობის იმპორტის 55%, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე მოდიოდა. გარდა ამისა,

შეერთებული შტატების 24 ნავთობკომპანია სპარსეთის ყურის ნავთობის ბიზნესში

Page 42: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 42 -

იყო ჩართული, მათი საქმიანობა შეერთებული შტატებს წელიწადში 1,5-2 მილიარდი

დოლარის მოგებას აძლევდა, რაც მნიშვნელოვნად აბალანსებდა შეერთებული

შტატების ექსპორტ-იმპორტს. მსგავსად შეერთებული შტატებისა, დიდი

ბრიტანეთიც მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას ნახულობდა. სპარსეთის ყურის

ნავთობბიზნესის მეშვეობით ბრიტანეთი ინარჩუნებდა ფუნტი სტერლინგის

სიმყარეს33, ხოლო რეგიონში ჩადებული ინვესტიციები და რეგიონალურ ბაზარზე

სტერლინგის მიმოქცევა ყოველწლიურად ბრიტანეთს დამატებით 200 მილიონი

ფუნტი სტერლინგის მოგებას აძლევდა (კისინჯერი 1970: 2; კისინჯერი 1970ა: 3-4;

მაკარტური 1970ა: 3-4). ამგვარად, სპარსეთის ყურის კომერციულ შესაძლებლობებს

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მხოლოდ ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების

ეკონომიკის სტაბილურობისთვის, არამედ საერთაშორისო მონეტარულ

სისტემისთვისაც.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ცივი ომის პირობებში ახლო

აღმოსავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით ირანი, თურქეთი და საუდის არაბეთი,

მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენდა სსრკ-ს წინააღმდეგ სტრატეგიული

ბალანსის შენარჩუნების საქმეში. აღსანიშნავია, რომ გლობალური მასშტაბით,

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ე.წ. „უსაფრთხოების

შტატივის“ (Security Tripod) კონცეფციას ეყრდნობოდა, რომლის მიხედვითაც

„შტატივის ერთი ფეხი“ ჩრ. ამერიკა-კანადის, მეორე - აშშ-იაპონიას, ხოლო მესამე

ჩრდილოეთ ატლანტიკურ34-დასავლეთ ევროპის რეგიონს ეყრდნობოდა. „უსაფ-

რთხოების შტატივის ორი ფეხის“ სტაბილურობა სპარსეთის ყურეში არსებულ

პოლიტიკურ ვითარებაზე და ნავთობის სტაბილურ და უსაფრთხო მიწოდებაზე იყო

დამოკიდებული (ბური 1985: 7-8). გარდა ამისა, ამ ქვეყნებში შეერთებულ შტატებს

გააჩნდა მნიშვნელოვანი სამხედრო და სადაზვერვო პროგრამები. ვაშინგტონისთვის

ირანი და საუდის არაბეთი წარმოადგენდა მნიშვნელოვან საჰაერო დერეფანს

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ევროპისაკენ და პირიქით. ამ ქვეყნების სამხედრო-

საჰაერო ბაზების გამოყენებით, აშშ ვიეტნამის ომში ჩართულ ამერიკელ სამხედროებს

33 სპარსეთის ყურის ქვეყნებში საერთაშორისო ბიზნესგარიგებები ფუნტი სტერლინგით წარმოებდა. 34 ჩრდილო-ატლანტიკურ რეგიონში ძირითადად ჩრდილოეთ ატლანტიკური ხელშეშეკრულების

ორგანიზაციის (NATO) წევრი ქვეყნები მოიაზრებოდა.

Page 43: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 43 -

აუცილებელი რესურსებით უზრუნველყოფდა. ბაჰრეინში არსებული პატარა

სამხედრო-საზღვაო ბაზა კი ინდოეთის ოკეანეში შეერთებული შტატების საზღვაო

ძალებისთვის საწვავის შევსებისა და ტექნიკური უზრუნველყოფის ერთ-ერთ

მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა35. რაც შეეხება ვიეტნამის ომში ჩაბმულ აშშ-ს

სამხედრო ძალებს, მათ მიერ მოხმარებული ნავთობის 89% სპარსეთის ყურიდან

ექსპორტირებულ ენერგომატარებლებზე მოდიოდა.

ამგვარად, ოფიციალური ლონდონის გადაწყვეტილებამ ვაშინგტონი ახალი

გამოწვევების წინაშე დააყენა: 1) - ვიეტნამის ომში ჩართული შეერთებული

შტატებისათვის მნიშვნელოვანი იყო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სტაბილურობა

და ნავთობის უსაფრთხო მიწოდება. ამერიკელი სტრატეგები თვლიდნენ, რომ

ბრიტანეთის სამხედრო ძალების არსებობა სპარსეთის ყურეში დასავლეთის

ქვეყნების ინტერესებისა და სტაბილურობის დაცვის გარანტი იყო. ბრიტანეთის

ჯარების მიერ რეგიონის დატოვების შემთხვევაში, დასავლეთის ინტერესების

დამცველ ძალაში ერთგვარი ვაკუუმი შეიქმნებოდა; 2) - ძალის ვაკუუმის

წარმოქმნის შემთხვევაში სსრკ-ს გავლენის ზრდა რეგიონში გარდაუვალი იყო.

ბუნებრივია, სტრატეგიული თვალსაზრისით, შეერთებული შტატები

დაინტერესებული იყო ბრიტანეთის პოზიციების შევიწროვებით და საკუთარი

გავლენის გაფართოებით, თუმცა ამ ეტაპზე ბრიტანეთის მიერ რეგიონის დატოვება

მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა როგორც ვაშინგტონის, ისე „ინდუსტრიულად

განვითარებული (კაპიტალისტური) დემოკრატიული სახელმწიფოების“ ინტერესებს

რეგიონში. ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციას სურდა, რომ „სუეცის

აღმოსავლეთით ბრიტანეთის დროშას კვლავ ეფრიალა“ (ბური 1986ა: 39).

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარალელურად, რეგიონში შექმნილ ვითარებასთან

დაკავშირებით შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოშიც შეშფოთებას

გამოთქვამდნენ. 1968 წლის ადრეულ გაზაფხულზე კონგრესის ეროვნული

თავდაცვის ქვეკომიტეტის შეფასებით, ბრიტანეთის მიერ რეგიონის დატოვება

შეერთებული შტატებისთვის „ძალზედ არასასურველი“ იყო. იმავე ქვეკომიტეტმა

35 გარდა ამისა, ბრიტანეთმა ინდოეთის ოკეანეში შეერთებული შტატებს კ. დიეგო გარსია გადასცა,

რომელიც ოკეანის ცენტრალურ ნააწილში მდებარეობს და სტრატეგიული თვალსაზრისით

მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საყრდენს წარმოადგენდა.

Page 44: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 44 -

პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისცა რეკომენდაცია, რომ ირანისათვის გაეწია

სამხედრო დახმარება და მისი მეშვეობით დაეცვათ დასავლეთის ინტერესები

ნავთობით მდიდარ რეგიონში (სირიეჰი1984: 58). ახალმა, რიჩარდ ნიქსონის

რესპუბლიკურმა ადმინისტრაციამ კი ბრიტანეთისგან მოითხოვა გადაეხედა თავისი

გადაწყვეტილებისთვის და გარკვეული დროით გადაედო ჯარების გაყვანა „სუეცის

აღმოსავლეთიდან“. ნიქსონის ადმინისტრაცია აქტიურად აწარმოებდა

მოლაპარაკებებს ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიასთან, რომელსაც 1970 წელს

დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა. 1969 წლის

26 მაისს კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ედუარდ ჰიტმა, ვაშინგტონში

ვიზიტის დროს განაცხადა, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, კონ-

სერვატიული კაბინეტი დატოვებდა გარკვეულ სამხედრო კონტინგენტს სპარსეთის

ყურეში, მალაიზიასა და სინგაპურში (სირიეჰი 1984: 44).

მიუხედავად იმისა, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეერთებული შტატების

ზეწოლის შედეგად სამხედრო ძალების გაყვანის თარიღი გადასწია, სპარეთის ყურის

ქვეყნებში დაწყებული პოლიტიკური პროცესების შეჩერება შეუძლებელი გახდა.

ბრიტანეთის გადაწყვეტილებას საბჭოთა კავშირი და მისი სატელიტი ახლო

აღმოსავლეთის სახელმწიფოების გააქტიურება მოჰყვა, რომლებიც ცდილობდნენ

პოსტბრიტანულ რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინათ.

განსაკუთრებით აქტიურობდა მოსკოვი. ჯერ კიდევ 1967 წლის არაბეთ-ისრაელის

ომის შემდეგ სსრკ შეუდგა ეგვიპტის გადაიარაღებას, რაც მას დაახლოებით 500

მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა, სანაცვლოდ კი კრემლმა ქაიროსგან უფლება

მიიღო ალექსანდრიისა და პორტ-საიდის ნავსადგურები გამოეყენებინა როგორც

სამხედრო-საზღვაო ბაზა; ანალოგიური უფლება მიენიჭა სსრკ-ს ადენის ყურის

ნავსადგურებში. 1966 წელს 13, ხოლო 1968 წელს 16 საბრძოლო ხომალდით გაიზარდა

საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტი ინდოეთის ოკეანეში. მის შემადგენლობაში

შედიოდა ავიამზიდი „მოსკოვიც“ (ტაკნეი 1972:8). სუეცის არხის ორივე მხარეს

(როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთით) სსრკ-ს გააქტიურებამ საფრთხე შეუქმნა

როგორც შეერთებული შტატების ინტერესებს, ისე მის მოკავშირეებს ახლო

აღმოსავლეთის რეგიონში, სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვაში.

Page 45: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 45 -

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა და ვიეტნამში

წარუმატებელმა ომმა ვაშინგტონი აიძულა ეროვნული ინტერესების

გათვალისწინებით, „თავისუფალი სამყაროს“ დაცვის ახალი სტრატეგია

შეემუშავებინა. სწორედ ამას ითვალისწინებდა „ნიქსონის დოქტრინა“, რომელიც

მსოფლიოსათვის 1969 წლის 25 ივლისს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გუამში

გამოსვლის დროს გახდა ცნობილი. „მსოფლიო იცვლება და მასთან ერთად ჩვენი

საგარეო პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს... შეერთებულმა შტატებმა უარი უნდა თქვას

გლობალურ პასუხისმგებლობაზე... ამერიკას არ შეუძლია და არც სურს საკუთარ

თავზე აიღოს მსოფლიოს თავისუფალი ერების დაცვა“ (ნიქსონი 1971: 214). „ნიქსონის

დოქტრინის“ მთავარ გზავნილს წარმოადგენდა ვაშინგტონის ახალი პოზიცია -

უსაფრთხოების დაცვის სფეროში ამერიკა დაეხმარებოდა ყველა თავისუფალ ერს,

თუმცა უარს ამბობდა ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტის „ამერიკანიზაციაზე“.

„თავისუფალმა ერებმა ამერიკასთან ერთად უნდა გაიზიარონ თავისუფლებისა და

უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა“ (ლიარდი 1972:10). შეიძლება ითქვას,

რომ ვიეტნამის შემდეგ, „ნიქსონის დოქტრინის“ რეალიზება შეერთებულმა შტატებმა

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განახორციელა, სადაც ბრიტანელთა გასვლის

შემდეგ შესაძლებელი იყო რიგი კონფლიქტები წარმოშობილიყო. ახალ კონფლიქ-

ტებში ჩარევისაგან თავის არიდების მიზნით, ვაშინგტონმა უარი განაცხადა იქ

საკუთარი სამხედრო ძალების განთავსებაზე. „შეერთებულ შტატებს არ გააჩნია

სურვილი და მისწრაფება შეითავსოს ბრიტანეთის როლი რეგიონში...“ (ნიქსონი 1971:

214). დოქტრინით განსაზღვრული სტრატეგიის შესაბამისად, შეერთებული

შტატების ახალი ადმინისტრაცია ცდილობდა გამოწვევების წინააღმდეგ ჩაერთო

ადგილობრივი, რეგიონული ძალებიც და ამით კიდევ უფრო გაეძლიერებინა

შეერთებული შტატების და ზოგადად დასავლეთის პოზიციები, ამევე დროს კი

დაეზოგა ის კოლოსალური ხარჯები, რომელსაც ამერიკა სწევდა მსოფლიოს

ნებისმიერ წერტილში„ინდუსტრიულად განვითარებული (კაპიტალისტური)

დემოკრატიული სახელმწიფოების“ ინტერესების დასაცავად. 1971 წლის 25

თებერვალს პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის მიერ შეერთებული შტატების

სენატისადმი საგარეო პოლიტიკის შესახებ გაკეთებულ ყოველწლიურ ანგარიშში

Page 46: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 46 -

ნათქვამია, რომ „შეერთებული შტატები შეასრულებს ხელშეკრულებით

გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, უზრუნველყოფს მოკავშირე

სახელმწიფოების, ასევე ყველა იმ ქვეყნის „ბირთვული ფარით“ დაცვას, რომლის

არსებობა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის...

მესამე ქვეყნის მხრიდან აგრესიის შემთხვევაში შეერთებული შტატები

ვალედებულებას იღებს სამხედრო-ეკონომიკური დახმარება გაუწიოს პარტნიორ

სახელმწიფოს...“ (ნიქსონი 1971:219, სირიეჰი 1984: 56). „ნიქსონის დოქტრინა“ არ

წარმოადგენდა შეერთებული შტატების უკან დახევას, ან/და აღებულ

ვალდებულებებზე უარის თქმას, ეს „რეალისტური შეკავების სტრატეგია“ (ლიარდი

1985: 7) და პარტნიორობის ახალი ფორმა იყო. დოქტრინით განსაზღვრული

სტრატეგია შეიძლება შეფასდეს როგორც ცივი ომის ყველაზე პრაგმატული

პოლიტიკური კურსი, რის შედეგადაც შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა

უფრო მოქნილი გახდა. ვაშინგტონი ერთი მხრივ, უარს ამბობდა ნებისმიერ

სამხედრო დაპირისპირებაში უშუალოდ ჩარევაზე და კონფლიქტის ზონაში

საკუთარი სამხედრო დანაყოფების გაგზავნაზე, თუმცა მაქსიმალურ სამხედრო-

ეკონომიკურ დახმარებას უწევდა კონფლიქტში ჩართულ ქვეყანას, თუ ამას

შეერთებული შტატების ინტერესები მოითხოვდა. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ

ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის საკითხებში იოსებ სისკომ მართებულად

შენიშნა, რომ „ნიქსონის დოქტრინა“ ეს იყო “ჩართულობისა და ჩაურთველობის

პოლიტიკა შერჩევითობის საფუძველზე” („Disengagement and engagement on a more

selective basis“) (სირიეჰი1984: 57).

ცივმა ომმა, კორეაში და ვიეტნამში მიღებულმა გამოცდილებამ, მსოფლიოში

მიმდინარე დეკოლონიზაციის პროცესმა და ბრიტანეთის იმპერიის ახლო

აღმოსავლურ სტრატეგიაზე დაკვირვებამ ვაშინგტონი დაარწმუნა, რომ სპარსეთის

ყურეში ამერიკული ძალებით ბრიტანეთის ჯარების ჩანაცვლება შეერთებული

შტატებისთვის როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად, წამგებიანი იქნებოდა.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში „ნიქსონის დოქტრინა“ ითვალისწინებდა

სტაბილურობის შენარჩუნებას ადგილობრივ სახელმწიფოებზე დაყრდნობით, რაც

უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე იქ ამერიკული შეიარაღებული ძალების

Page 47: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 47 -

გაგზავნა. ამასთან, ბრიტანეთის იმპერიისაგან განსხვავებით, შეერთებული შტატებს

არ სურდა რეგიონში ჰყოლოდა სამხედრო ძალები, რომელიც იქ კოლონიური არმიის

სტატუსით იქნებოდა ისეთ სენსეტურ სახელმწიფოებში, როგორიც ირანი და

არაბული ქვეყნები იყო. ეკონომიკური ასპექტით, სპარსეთის ყურის ნავთობით

მდიდარი ქვეყნების სამხედრო ძალებზე დაყრდნობით რეგიონში ვითარების

გაკონტროლება ვაშნგტონისთვის უფრო მომგებიანი იყო. ასე მაგალითად, ქვეყნის

საზღვრებს გარეთ ერთი ამერიკელი ჯარისკაცის შენახვა პენტაგონს უფრო ძვირი

უჯდებოდა, ვიდრე 12 ადგილობრივი სამხედროს გაწვრთნა და აღჭურვა (სტორკი...

1983:7). იარაღით ვაჭრობა კი კიდევ უფრო დიდ შემოსავალს მისცემდა შეერთებულ

შტატებს. კომპანია „ბოინგის“ (Boeing) თანამშრომელმა, AWACS-ის სისტემის

შემქმნელმა, ჯეიმს გრაფტონმა გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსისათვის“ (The New Yourk

Times) მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ 128 მილიონი დოლარის სამხედრო

პროდუქციის ექსპორტირების შემთხვევაში 60 მილიონი გადასახადების სახით

შეერთებული შტატების ბიუჯეტში შედიოდა36 (სტორკი... 1983:7).

რეგიონიდან ბრიტანეთის მოსალოდნელი წასვლის ფონზე, „ნიქსონის

დოქტრინის“ ფარგლებში, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების

საბჭოს დაევალა შეემუშავებინა პოსტბრიტანული სპარსეთის ყურის რეგიონალური

პოლიტიკა. 1969 წლის 12 ივლისს, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში, ჰენრი კისინჯერმა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს

ეროვნული უშიშროების საბჭოს #66 მემორანდუმი წარუდგინა. ეს იყო ის მთავარი

დოკუმენტი, რომლითაც განისაზღვრა შეერთებული შტატების პოლიტიკა

სპარსეთის ყურის რეგიონის მიმართ ბრიტანეთის სამხედრო ძალების გასვლის

შემდეგ. დოკუმენტის თანახმად სპარსეთის ყურის მიმართ შემუშავდა „ტყუპი

საყრდენის“ სტრატეგია (Twin Pillar Strategy), რომლის მიხედვითაც რეგიონში

სტაბილურობის და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე ორ წამყვან სახელმწიფოს, ირანსა

და საუდის არაბეთს უნდა ეზრუნა (სირიეჰი1984: 66-67, 81-83). თუმცა აქვე უნდა

აღინიშნოს, რომ ამ პროცესში აქტიურობით თავიდანვე ირანი გამოირჩეოდა,

36 თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე შეერთებული შტატების პოლიტიკაში სპარსეთის ყურის

მიმართ ეკონომიკური (კომერციული) ფაქტორი რიგით მეორე პრიორიტეტს წარმოადგენდა

(სირიეჰი1984: 66).

Page 48: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 48 -

რომელმაც საკუთარი ინიციატივით აიღო აღნიშნული ვალდებულება და აქტიურად

იყო ჩართული რეგიონის უსაფრთხოების დაცვის საქმეში. გარდა ამისა, ირანი იყო

ერთ-ერთი არაარაბული, მუსლიმური სახელმწიფო ახლო აღმოსაველთის რეგიონში,

რომელიც ისტორიულად რეგიონის ლიდერ სახელმწიფოს წარმოადგენდა,

ფეჰლევთა მმართველი დინასტიის სეკულარული პოლიტიკის შედეგად, სახელ-

მწიფო მმართველობის სისტემა რელიგიური რადიკალიზმისა და ფანატიზმისგან

თავისუფალი იყო.37 თეირანი რელიგიურ-პოლიტიკური თვალსაზრისით დაპირის-

პირებულიც კი იყო არაბულ სამყაროსთან, არაბეთ-ისრაელის კონფლიქტში თეირანი

მხარს უჭერდა ისრაელის სახელმწიფოს.

განსხვავებით ირანისაგან, საუდის არაბეთი არაბული ნაციონალიზმისა და

რადიკალიზმის გავლენას განიცდიდა, როგორც გარედან, ისე ქვეყნის შიგნით.

არაბეთ-ისრაელის ომის დროს საუდის მმართველი ოჯახი იძულებული იყო

შეესრულებინა საკუთარი მოსახლეობის დაკვეთა და არაბული სახელმწიფოების

პოზიციები გაეზიარებინა. ერ-რიადს დასავლეთთან გარკვეული უკმაყოფილებაც კი

ჰქონდა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მიუხედავად ნასერის

სოციალისტური იდეებისა, არაბული მონარქიების პოლიტიკური ელიტა და ხშირ

შემთხვევაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები პატივს სცემდნენ და იზიარებდნენ

ნასერიზმს და მისი არაბული ნაციონალიზმის იდეებს. სწორედ ამის გამო,

ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ საუდის არაბეთი სპარსეთის ყურის დაცვის საკითხში

აშკარად სუსტი რგოლი (ანუ საყრდენი) იქნებოდა. ხანგრძლივ პერსპექტივაში მისი

სტაბილურობა შეერთებული შტატების მმართველ გუნდს საეჭვოდ მიაჩნდათ.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მემორანდუმის მიხედვით, საუდის არაბეთი

„ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიაში ირანთან შედარებით სუსტ რგოლად

განიხილებოდა. ხშირ შემთხვევაში მას როგორც - „ნახევარ საყრდენს“ ისე

მოიხსენიებდნენ.38 (კისინჯერი 1970: 8-9; სირიეჰი1984: 61-63).

37 არაბეთ-ისრაელის კონფლიქტი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ყურის ორი

სახელმწიფოს ურთიერთობებს წინააღმდეგობრივს ხდიდა. 38 მხოლოდ 70-იანი წლების მეორე ნახევარში, ნავთობის საკითხთან დაკავშირებით ირანის შაჰის

შეუპოვარი ურჩობის და ირანში მიმდინარე არასტაბილური ვითარების ფონზე საუდის არაბეთის

მნიშვნელობა შეერთებული შტატებისათვის კიდევ უფრო გაიზარდა. არაბეთის ნახევარკუნძულიდან

იმპორტირებულმა ნავთობმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა შეერთებული შტატების

ენერგეტიკულ ბალანსში.

Page 49: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 49 -

სწორედ ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ვაშინგტონის მხრიდან აქცენტი

თეირანზე კეთდებოდა. შეერთებული შტატების მმართველ წრეებში ირანს „რჩეულ

ხელსაწყოს“ უწოდებდნენ. გარდა ამისა, ირანი რეგიონის მნიშვნელოვანი სამხედრო-

პოლიტიკური ფიგურა იყო და პერსპექტივაში სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან

შედარებით, სტაბილურ ქვეყანას წარმოადგენდა. როგორც შეერთებული შტატების

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო თავის სპეციალურ ანალიზში აღნიშნავდა, „ჩვენ

გაგვაჩნია სასიცოცხლო ინტერესი, დავიცვათ ეს ტერიტორია (ირანი - ლ.ბ.) საბჭოთა

კავშირის გავლენისაგან39 და გამოვიყენოთ იგი საკუთარი სტრატეგიული

მიზნებისათვის. ჩვენ ასევე დაინტერესებული ვართ შევინარჩუნოთ და განვამ-

ტკიცოთ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები მზარდი ძლიერების მქონე ირანის

სახელმწიფოსთან, იმისათვის რათა მასზე დაყრდნობით ახლო აღმოსავლეთის

რეგიონში სტაბილურობის შენარუნებას შევუწყოთ ხელი. ირანის მიმართ ჩვენ ასევე

გაგვაჩნია კომერციული ინტერესები, როგორც ენერგორესურსების, ისე ირანის

მზარდი ეკონომიკის სხვა სფეროებშიც (რიდი 1969: 1). ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში

„ნიქსონის დოქტრინიდან“ გამომდინარე, ამერიკის რესპუბლიკური ადმინისტრაცია

რეგიონში ირანის შემდგომი ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური

გაძლიერებით კიდევ უფრო დაინტერესდა. ვაშინგტონში გადაწყდა, რომ

სპეციალური პროგრამების განხორციელებით და პოლიტიკური ზეგავლენით

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა ირანის სოციალურ-ეკონომიკურ

განვითარებას, ქვეყნის მმართველობის, პოლიტიკური და სამართლებრივი

ინსტიტუტების დემოკრატიზაციას.40 თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ვაშინგტონი ვერ

გამორიცხავდა საუდის არაბეთის როლს სპარსეთის ყურის რეგიონალურ

პოლიტიკაში. ამიტომ აშშ-ს მმართველი წრეები ცდილობდა „ნიქსონის დოქტრინის“

განხორციელების პროცესში ბალანსირებული პოლიტიკა გაეტარებინა რეგიონის ორი

39 „თუ კი ირანს სსრკ-ს დავუთმობთ, ადვილი წარმოსადგენი იქნება თუ რა დაემართება ჩვენს

კომუნიკაციებს აზიაში“ აღნიშნა თავის ინტერვიუში თეოდორ ელიოტმა (ბური 1987ა: 19). 40 სამოქალაქო საზოგადოებაში სამოქალაქო განათლების ამაღლების მიზნით შეერთებული შტატები

ახორციელებდა პროგრამებს (მშვიდობის კორპუსი, ფულბრაიტის პროგრამა), რომელიც

ითვალისწინებდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, სამეცნიერო და სასწავლო გაცვლითი

პროგრამების განხორციელებას, ტექნიკური და ტექნოლოგიური დახმარების პროგრამების

რეალიზებას), ირანის არმიის გაძლიერებას, აღჭურვას და გაწვრთნას. ვაშინგტონის თვალსაზრისით

ძლიერი ირანი რეგიონში უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის გარანტი იქნებოდა.

Page 50: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 50 -

ლიდერი სახელმწიფოს - საუდის არაბეთისა და ირანის მიმართ. შეერთებული

შტატების პოლიტიკა მდგომარეობდა შემდეგში: ერთი სახელმწიფოს გაძლიერება

მეორე სახელმწიფოს დასუსტების ხარჯზე არ დაეშვა. ვაშინგტონისთვის

ოპტიმალური ფორმულა იყო ირანისა და საუდის არაბეთის თანამშრომლობა

საერთო საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ. „ჩვენ არ გვსურს არჩევანი

გავაკეთოთ საუდის არაბეთსა და ირანს შორის“, - აღნიშნავს კისინჯერისადმი

გაგზავნილ წერილში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის

საქმეებში, ჰაროლდ საუნდერსი (საუნდერსი...1970:1-2).

საკუთრივ თეირანიც აქტიურად გამოეხმაურა „ნიქსონის დოქტრინას“,

რომლის პრინციპები კარგად მოერგო ირანის შაჰის რეგიონალურ ინტერესებს. შაჰის

ხელმძღვანელობით, ირანმა დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს ყურეში

სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში საკუთარი კანდიდატურა

შესთავაზა. „სხვა ვინ შეძლებს უსაფრთხოების დაცვას და დესტაბილიზაციის

შეკავებას თუ არა ირანი? პაკისტანი, საუდის არაბეთი თუ ყურის პატარა და სუსტი

სახელმწიფოები“? - აღნიშნა ირანის შაჰმა შეერთებული შტატების ელჩ დუგლას

(უმცროსი) მაკარტურთან საუბრის დროს (მაკარტური 1970ბ: 2). 1969 წლის 4 მაისს

შაჰმა საჯაროდ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში დამოუკიდებელ პოლიტიკას

გაატარებდა. მისი განცხადებით, სპარსეთის ყურის უსაფრთხოების საკითხები

რეგიონის ქვეყნებს დამოუკიდებლად უნდა გადაეწყვიტა, მათ უნდა შეექმნათ

კოლექტიური თავდაცვის სისტემა, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებას გარე

ძალების გამოწვევებისაგან დაიცავდა. „ჩვენ მზად ვართ საუდის არაბეთთან ერთად

დავიცვათ სპარსეთის ყურის ქვეყნები. შირაზში დისლოცირებულ ჩვენს (ირანის -

ლ.ბ.) საჰაერო და სახმელეთო ძალებს, კრიზისის შემთხვევაში, პატარა არაბული

საემიროებისათვის უფრო მეტი დახმარების გაწევა შეუძლია, ვიდრე ბრიტანეთის

რეგიონალურ სამხედრო ძალებს. ჩვენ გვსურს რეგიონში ერთობლივი თავდაცვითი

პოლიტიკის შემუშავება“ (სირიეჰი 1984:27). შაჰი დარწმუნებული იყო, რომ

ნებისმიერი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნის შემთხვევაში ირანი წამყვან

პოზიციას დაიკავებდა. გარდა ამისა, შაჰის განცხადებით, რეგიონის არაწევრ დიდ

სახელმწიფოებს, სსრკ-ს, დიდ ბრიტანეთს და თუნდაც ჩინეთის სახალხო

Page 51: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 51 -

რესპუბლიკას რეგიონში რაიმე სახის სამხედრო ბაზების დაფუძნებაზე უარი უნდა

ეთქვათ (გარვერი 2006: 32).

ირანის მხრიდან ეს იყო ხმამაღალი განაცხადი რეგიონში საკუთარი

ინტერესების დაცვის შესახებ. აქვე ჩანს, რომ საგარეო ფაქტორების ხელშეწყობით

(ძირითადად შეერთებულ შტატებთან თანაბარ პირობებში პარტნიორული

ურთიერთობის ფონზე), ირანი პოლიტიკური თვალსაზრისით აღარ წარმოადგენდა

ნახევრადკოლონიურ სახელმწიფოს და მას გააჩნდა ამბიციური ინტერესები იმ

რეგიონის მიმართ, სადაც მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა ინტერესები თავს

იყრიდა. უფრო მეტიც, წარმატებული დიპლომატიის მეშვეობით თეირანმა შეძლო

მოეპოვებინა წამყვანი სახელმწიფოების მხარდაჭერა მისი, როგორც ახალი

რეგიონალური ძალის აღიარების საქმეში.

ამრიგად, ბრიტანეთის მოსალოდნელი გასვლის, ასევე შეერთებული

შტატების რესპუბლიკური ადმინისტრაციის ახალი საგარეოპოლიტიკური

მიდგომების ფონზე, სპარსეთის ყურის მიმართ პრაგმატული პოლიტიკური კურსი

შემუშავდა, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონის სახელმწიფოებზე დაყრდნობით

ვითარების გაკონტროლებას და სტაბილურობის შეენარჩუნებას დასავლეთისთვის

სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მქონე რეგიონში. „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიის

ფარგლებში შეირჩა სამხედრო-პოლიტიკურად ძლიერი და ისტორიულად რეგიონის

ლიდერი სახელმწიფოები - ირანი და საუდის არაბეთი. აღნიშნულ სახელმწიფოებზე

არჩევანის შეჩერება ნაწილობრივ ამ ქვეყნების ნავთობის რესურსების სიუხვით იყო

განპირობებული, რომელიც მათ საშუალებას აძლევდა ყოველგვარი პრობლემების

გარეშე დაეფინანსებინათ რეგიონის უსაფრთხოებისათვის აუცილებელი სამხედრო

ხარჯები; დასავლეთის განვითარებული ქვეყნების, მათ შორის შეერთებული

შტატების, იარაღის ბაზარზე თანამედროვე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის,

ტექნოლოგიებისა და სამხედრო მომსახურების შეძენით ნავთობიდან შემოსული

უხვი შემოსავლებით დაგროვებული ფინანსური რესურსის რეინვესტირება

დასავლეთის ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებში ხდებოდა.41 ამერიკის მიერ

41 თავდაპირველად, რეინვესტირების პროცესი მხოლოდ სამხედრო სფეროში ხდებოდა, თუმცა

შემდგომ ეტაპზე ნავთობის მწარმოებელმა ქვეყნებმა „ნავთობდოლარების“ დაბანდება დასავლეთის

ქვეყნების ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროში დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდიდან ეყრება საფუძველი

Page 52: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 52 -

ინიცირებულ რეგიონის უსაფრთხოების ახალ სისტემაში ირანის უპირატესობა

აშკარა იყო. ვაშინგტონის გათვლებით, ირანს რეგიონის ჟანდარმის ფუნქცია უნდა

ეკისრა, რის სანაცვლოდ შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სახელმწიფოებს

უნდა ეზრუნათ ხელი შეეწყოთ მის სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ

განვითარებაზე. ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება, რეგიონში

უსაფრთხოების შენარჩუნებისა და საკუთარი ინტერესების გატარების საქმეში ირანს

დაყრდნობოდა, განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: 1) - ირანის

სტრატეგიული მდებარეობა; 2) - ირან-აშშ-ს მჭიდრო პარტნიორობა; 3) - თავად

ირანის სწრაფვა შეესრულებინა დასავლეთის დაკვეთა. ამერიკელი მკვლევარი

კენნეთ მ. პოლაკი მართებულად შენიშნავს, რომ „მოჰამედ რეზა შაჰს სჭირდებოდა

ამერიკა, თუმცა 1960-იანი წლების ბოლოს ამერიკას უფრო მეტად დასჭირდა ის“

(პოლაკი 2004: 99).

„ნიქსონის დოქტრინა“ სპარსეთის ყურის მიმართ რამდენიმე მნიშვნელოვანი

მიდგომის შემუშავებას ითვალისწინებდა, რომელსაც რეგიონის მიმართ დასახული

სტრატეგიული მიზნების მიღწევაში ხელი უნდა შეეწყო. 1969 წლის 30 იანვარს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ეროვნული

უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის, ჰენრი კისინჯერისადმი გაგზავნილ

მემორანდუმში ჩამოყალიბებული იყო აშშ-ს პოლიტიკის ძირითადი ასპექტები,

რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ ვაშინგტონის მთავარ მიზნებს წარმოადგენდა:

„ირანის დამოუკიდებლობის დაცვა; ირანთან, კერძოდ კი შაჰის ხელისუფლებასთან

მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნება; ირანში არსებული საკომუნიკაციო

საშუალებების და სადაზვერვო რესურსების შენარჩუნება42; ახლო აღმოსავლეთში

სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით ირანისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა

„ნავთობდოლარების“, როგორც მნიშვნელოვანი ფინანსური კაპიტალის დასავლეთის განვითრებულ

ქვეყნებში ინვესტირების პროცესს. 42 მოსადეყის გადატრიალების შემდეგ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ირანში მოქმედი

თითქმის ყველა სადაზვერვო პროგრამა დახურა. სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ძირითადად

საბჭოთა კავშირის და მისი მოკავშირე „თუდე“-ს პარტიას ეხებოდა, მხოლოდ ირანის უსაფრთხოების

სამსახურის, „სავაკისაგან“ (ირანის დაზვერვისა და უსაფრთხოების ორგანიზაცია) იღებდა,

რომელთანაც ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მჭიდრო კავშირი გააჩნდა (პოლაკი 2004: 77).

ირანის შიდაპოლიტიკური მდგომარეობის შესახებაც ვაშინგტონი „სავაკზე“დამოკიდებული გახდა.

„ჩვენ ირანს ვხედავდით შაჰის და მისი მთავრობის თვალით“, - აღიშნა თავის ინტერვიუში ჰაროლდ

საუნდერსმა (ბური 1992ა: 69-70).

Page 53: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 53 -

და გავლენის შენარჩუნება მის რეგიონალურ პოლიტიკაზე; დასავლეთის ქვეყნების

მხრიდან ირანული ნავთობის რესურსებზე ხელმისაწვდომობის შენარჩუნება; ირანში

ამერიკული ინვესტიციებისთვის ხელშეწყობა და დაცვა; ირანის მზარდ ბაზარზე

შეერთებული შტატების ექსპორტის წილის გაზრდა... ამ მიზნების მისაღწევად ჩვენ

უნდა შევიმუშავოთ დიპლომატიური, პოლიტიკური და სამხედრო სტრატეგია,“ -

ნათქვამია ამავე დოკუმენტში (რიდი 1969: 5).

სპარსეთის ყურის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობა პოსტბრიტანულ

რეგიონში შეერთებული შტატების მთავარ საზრუნავს წარმოადგენდა.

განსაკუთრებით კი ირანის, საუდის არაბეთისა და ბაჰრეინის კეთილმეზობლური

ურთიერთობების ხელშეწყობა. სწორედ მათი თანამშრომლობის ხარჯზე რეგიონის

სტაბილურობის კოლექტიური დაცვის მექანიზმი უნდა შექმნილიყო. ამ

მიმართულებითაც აშშ უფრო მეტად ირანს ეყრდნობოდა. 1968 წლის შემდეგ

ვაშინგტონში მიიღეს გადაწყვეტილება რეგიონში არსებული დიპლომატიური

მისიების გააქტიურებით ხელი შეეწყოთ ირანისთვის, რათა მჭიდრო პარტნიორული

ურთიერთობები დაემყარებინა სპარსეთის ყურის ქვეყნებთან. მიუხედავად

რეგიონში არსებული კონკურენციისა, თეირანს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ

შეუძლებელი იყო რეგიონალურ პოლიტიკაში ისეთი დიდი სახელმწიფოს როლის

იგნორირება, როგორიც საუდის არაბეთია. ამიტომ, თვით შაჰი ცდილობდა

შედარებით ფრთხილი პოლიტიკა გაეტარებინა და შეენარჩუნებინა პარტნიორული

ურთიერთობები საუდის სამეფო ოჯახთან. უფრო მეტიც, ოფიციალური ლონდონის

მიერ რეგიონის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ირანმა

თავისი დიპლომატია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერ-

თობების დამყარებისაკენ მიმართა. ირანის ხელისუფლება ხშირად იწვევდა

თეირანში სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, თავადაც აგზავნიდა მისიებს

მეზობელ სახელმწიფოებში, უწევდა მათ ფინანსურ, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა

სახის დახმარებას. ირანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საუდის

არაბეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, როდესაც მის ტერიტორიაზე სამხედრო

რეიდი მოაწყო სამხრეთ იემენის რესპუბლიკის სამხედრო ნაწილებმა. გარდა ამისა,

Page 54: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 54 -

თეირანი ომანში აქტიურად იყო ჩართული, დოფარის პროვინციაში კომუნისტი

პარტიზანების წინააღმდეგ ბრძოლებში.

პოლიტიკური სტრატეგიის ჭრილში შეერთებული შტატები მნიშვნელოვან

სეგმენტად შაჰის რეჟიმის შიდაპოლიტიკურ უსაფრთხოებას განიხილავდა. ეს

„ნიქსონის დოქტრინის“ ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო. კერძოდ,

ირანის ხელისუფლების სტაბილურობის შენარჩუნება, მისი ფინანსური და

ადამიანური რესურსების კონცენტრირება სოციალ-ეკონომიკურ განვითარებაზე.

ვაშინგტონში თვლიდნენ, რომ ირანში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების

განმსაზღვრელ ფაქტორს ირანის სოციალ-ეკონომიკური სფეროების სწრაფი ტემპით

განვითარება და დემოკრატიული პროცესებისათვის ხელშეწყობა წარმოადგენდა,

რათა არ განვითარებულიყო ვიეტნამის ან კუბის მსგავსი პროცესები. სოციალური

თვალსაზრისით, საზოგადოებისა და მასების უკეთ კონტროლისათვის, როგორც

ვაშინგტონში, ისე თეირანში არსებობდა სოციოლოგთა ქსელი, რომელიც

დაკვირვებას ახდენდა ირანის საზოგადოებაზე, პერმანენტულად ახორციელებდა მის

მონიტორინგს, შემუშავებული ჰქონდა სოციალური აფეთქებისა და სხვა სახის

აჯანყების საწინააღმდეგო სოციალური და პოლიტიკური მანიპულირების

მეთოდები, „სამოქალაქო აქტივობებისა“ და „საზოგადოების პასიფიკაციის“

პროგრამები (მერიპ რეპორთსი 1975: 18). თუმცა აღსანიშნავია, რომ ნიქსონის

ადმინისტრაციამ ირანის შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების

საკითხში წინა პლანზე ირანის სამხედრო გაძლიერება, მისი სამხედრო ძალების

სათანადოდ აღჭურვა და შეიარაღება დააყენა, რათა ადვილად გამკლავებოდა

როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეებს.

სპარსეთის ყურეში „ნიქსონის დოქტრინით“ განსაზღვრული პოლიტიკური

მიზნების მიღწევისათვის აუცილებელი იყო, შეერთებულ შტატებს გამოეყენებინა

ერთ-ერთი მთავარ საგარეო პოლიტიკური იარაღი - სამხედრო-ეკონომიკური

დახმარება და იარაღით ვაჭრობის პოლიტიკა. ახლო აღმოსავლეთში არსებული

რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური პროცესები

აიძულებდა მდიდარი ფინანსური რესურსების მქონე დიდსა თუ პატარა

სახელმწიფოებს საკუთარი კაპიტალის დიდი ნაწილი შეიარაღების შეძენასა და

Page 55: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 55 -

სამხედრო ძალების განვითარებაში დაებანდებინა. ცივი ომის პირობებში, ახლო

აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის სახელმწიფოები გამალებული

შეიარაღების პროცესში ჩაერთო. ასეთ ვითარებაში მსოფლიოს ინდუსტრიულად

განვითარებული სახელმწიფოები, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები,

დასავლეთ ევროპის ქვეყნები და სსრკ, იარაღის მსხვილ ექსპორტიორებად

გადაიქცნენ. სამხედრო დახმარება და იარაღით ვაჭრობა, პოლიტიკური

თვალსაზრისით პარტნიორი ქვეყნის გავლენის გაზრდის საქმეში მნიშვნელოვან

იარაღს წარმოადგენდა. იარაღის მიწოდება იმპორტიორ ქვეყნებში მმართველი

რეჟიმების სტაბილურობას ხელს უწყობდა, აძლიერებდა მათ როგორც საგარეო, ისე

საშინაო ასპარეზზე. მჭიდრო სამხედრო პარტნიორობის პირობებში იარაღის

მიმწოდებელი ქვეყანა იმპორტიორი ქვეყნის სამხედრო ისთებლიშმენტზეც

გარკვეულ კონტროლს ამყარებდა. კერძოდ, შესყიდული სამხედრო ტექნიკის

ექსპლოატაციისა და ადგილობრივი სამხედრო კადრების მომზადების მიზნით,

იმპორტიორ ქვეყნებში სპეციალური სამხედრო მისიები, მრჩევლები და

ინსტრუქტორები იგზავნებოდა, რომლებიც გარკვეულ გავლენას ახდენდნენ

შემდგომ პოლიტიკურ ურთიერთობებზე. ნიქსონის დოქტრინის ფარგლებში,

შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე სამხედრო-პოლიტიკური გავლენის

გაფართოების ერთ-ერთ საშუალებას სწორედ სამხედრო დახმარება და იარაღით

ვაჭრობა წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი ორმხრივ ხასიათს ატარებდა.

თვით ირანი ვაშინგტონისგან იარაღის შეუზღუდავ მიწოდებას აქტურად

მოითხოვდა, რასაც შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ზოგიერთი უწყება

(მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო) სკეპტიკურად უყურებდა.

ბაღდადის პაქტის ფარგლებში, 1955 წლიდან, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები,

მათ შორის ირანი, შეერთებული შტატებისაგან სამხედრო დახმარების პროგრამის

ფარგლებში (MAP – Military Assistant Program) ყოველწლიურად 15 მლნ. დოლარის

სამხედრო აღჭურვილობას იღებდნენ. 1960-იან წლებში ყოველწლიურმა სამხედრო-

ეკონომიკურმა დახმარებამ 50 მლნ. დოლარს მიაღწია. სამხედრო დახმარების

პროგრამის პარალელურად რეგიონის ქვეყნები საკუთარი სამხედრო ძალების

მოდერნიზებისა და სრულყოფისათვის შეერთებული შტატებიდან იარაღის

Page 56: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 56 -

იმპორტსაც ეწეოდნენ. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების იარაღით საგარეო

ვაჭრობის წარმოების სისტემაში რამდენიმე საშუალება არსებობდა, რომელსაც

შეერთებული შტატები საკუთარი ინტერესების შესაბამისად ახორციელებდა.

სამხედრო ტექნიკითა და აღჭურვილობით ვაჭრობის სფეროში ყველაზე დიდი წილი

„საგარეო სამხედრო გაყიდვების პროგრამაზე“ (Foreign Military Sales Program)

მოდიოდა. ამ სისტემის თანახმად, კლიენტი სახელმწიფო შეერთებული შტატების

თავდაცვის დეპარტამენტის მეშვეობით ახორციელებდა შეიარაღების შესყიდვას,

თუმცა ასეთი გზით შეძენილი პროდუქცია შედარებით ძვირი იყო. მაგრამ, ახლო

აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლეობა საიმედოობის გამო, სამხედრო პროდუქციის

შეძენისათვის სწორედ ამ გზას იყენებდნენ. მეორე მნიშვნელოვან პროგრამას

წარმოადგენდა “საგარეო სამხედრო გაყიდვების საკრედიტო პროგრამა” (Foreign

Military Sales Finansial Program). ეს ვაშინგტონის მხრიდან მოკავშირე და პარტნიორი

ქვეყნებისათვის სამხედრო დახმარების პროგრამის მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო.

პროგრამის ფარგლებში, პენტაგონის შუამდგომლობით ბენეფიციარ ქვეყანას

შეერთებული შტატების სახელმწიფო, ან კერძო საბანკო სექტორიდან გამოეყოფოდა

სესხი, რომლითაც იგი შემდგომში იძენდა ამერიკულ სამხედრო ტექნიკას და

აღჭურვილობას. მესამე ვარიანტს წარმოადგენდა პირდაპირი კომერციული გზა,

რომლის მეშვეობითაც იარაღის იმპორტიორი ქვეყანა შეერთებული შტატების

სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ კომპანიებს უშუალოდ უკავშირდებოდა

და მისგან იძენდა პროდუქციას. ეს სისტემა 1981 წელს კონგრესის გადაწყვეტილებით

გაუქმდა. (სტორკი... 1983: 11).

1964 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე,

ირანი შეერთებული შტატების სამხედრო ვაჭრობის ფარგლებში გამოყოფილი

კრედიტის მომხმარებლად გადაიქცა. 1964-66 წლებში ამ კრედიტის ფარგლებში

ირანს 200 მლნ. დოლარი გამოეყო (წელიწადში ლიმიტირებული 100 მილიონი

დოლარის ოდენობით) (ფეროზი 1973: 13). იმავე მემორანდუმის ფარგლებში 1966

წელს ირანს მომდევნო ოთხწლედში (1966-1970 წწ.) ამერიკული იარაღის

შესყიდვისთვის სესხის სახით 470 მილიონი დოლარი გამოეყო. შემდგომ პერიოდშიც

საგარეო სამხედრო გაყიდვებისათვის განსაზღვრული კრედიტი ირანთან

Page 57: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 57 -

ურთიერთობის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ახლო აღმოსავლეთის და

სამხრეთ აზიის საკითხებში შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების

უწყებათაშორისი ჯგუფის შეხვედრის ჩანაწერების (1969 წლის 3 აპრილი) მიხედვით

ირკვევა, რომ „შეერთებული შტატების საგარეო სამხედრო გაყიდვების საკრედიტო

პროგრამა წარმოადგენდა ქვაკუთხედს ირანთან ურთიერთობებში“ (სობერი 1969: 1).

XX საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევრისათვის ვაშინგტონს სამხედრო-

ეკონომიკური დახმარების სისტემაში გარკვეული კორექტირების შეტანა მოუხდა,

განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართ. ამ პერიოდში ვაშინგტონმა

ნავთობით მდიდარ ქვეყნებს სამხედრო-ეკონომიკური დახმარება შეუზღუდა,

რადგანაც ყურის ქვეყნებს საკუთარი მდიდარი ფინანსური რესურსები გააჩნდათ

იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ საკუთარი სამხედრო მოთხოვნილების

დაკმაყოფილება. ენერგორესურსების ექსპორტის ზრდის შედეგად გამოწვეული

ეკონომიკური აღმასვლის გამო, 1967 წლის ნოემბერში, სამხედრო-ეკონომიკური

დამხარება ირანსაც შეუწყვიტეს (სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში,

მხოლოდ ირანის სამხედრო ძალების წვრთნის პროგრამა დარჩა, რომლისთვისაც

შეერთებული შტატების მთავრობა ყოველწლიურად არა უმეტეს 2,4 მილიონ

დოლარს უყოფდა ირანს). დახმარებით გათვალისწინებული უკანასკნელი სამხედრო

აღჭურვილობა თეირანმა შეერთებული შტატებისაგან 1969 წელს მიიღო. ირანი

მხოლოდ საგარეო სამხედრო გაყიდვების საკრედიტო პროგრამის ფარგლებში

განაგრძობდა იარაღის შესყიდვას ვაშინგტონისგან, რომლის საპროცენტო განაკვეთი

სხვა ქვეყნებთან შედარებით (დიდი ბრიტანეთი, სსრკ, საფრანგეთი), გაცილებით

მაღალი იყო. თუმცა, 1971 წელს სპარსეთის ყურის რეგიონიდან ბრიტანეთის

მოსალოდნელი გასვლის ფონზე შეერთებული შტატები იძულებული გახდა ირანის

მიმართ სამხედრო დახმარების და იარაღით ვაჭრობის პოლიტიკისათვის გადაეხედა

და პოზიციებიც რადიკალურად შეეცვალა. პოსტბრიტანულ რეგიონში „ტყუპი

საყრდენის“ სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, აუცილებელი

იყო ირანის ამერიკული იარაღით აღჭურვის ახალი მექანიზმების შემუშავება,

რადგანაც ირანის მიმართ მოქმედი „საგარეო სამხედრო გაყიდვების საკრედიტო

პროგრამის“ მოუქნელი პირობები და მასთან დაკავშირებული სირთულეები ირან-

Page 58: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 58 -

ამერიკის ურთიერთობებში გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა. რთული ბიუროკ-

რატიული პროცედურებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, ირანის შაჰი

დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა. 1969 წლის გაზაფხულზე რეზა ფეჰლევმა გაზეთ

„ნიუ იორკ თაიმსის“ (The New York Times) კორესპონდენტის ჰანსონ

ბალდვინისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ კი შეერთებული

შტატები არ უზრუნველყოფდა ირანს შესაბამისი კრედიტით, რომლითაც მას სურდა

უფრო მეტი იარაღის შეძენა, მაშინ ამ მიზნით საბჭოთა კავშირს მიმართავდა43 (ბური

1989: 96). ვიდრე ნიქსონის ადმინისტრაცია პრობლემის მოგვარების გზებს იპოვიდა,

თეირანმა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ამერიკული იარაღის

იმპორტის საკუთარი გეგმა შესთავაზა. 1969 წლის ოქტომბერში, ვიზიტის დროს,

ირანის შაჰმა შეერთებული შტატების მხარეს ნავთობის სანაცვლოდ, ბარტერის

სახით, ირანისათვის სასურველი იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება

მოსთხოვა. სამხედრო პროდუქციის შეძენის მიზნით ირანი მზადყოფნას

გამოთქვამდა გაეზარდა ნავთობის იმპორტი აშშ-ში, რის შედეგადაც თეირანს

დამატებითი შემოსავლები („ნავთობდოლარები“) გაუჩნდებოდა, რომელთა

მეშვეობითაც სასურველი სამხედრო ტექნიკის შესყიდვას შეძლებდა. „ირანი მზად

არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპორტირებული ნავთობიდან შემოსული

თანხა უკანასკნელ ცენტამდე ამერიკული შეიარაღებისა და სამხედრო

აღჭურვილობის შეძენისათვის დახარჯოს და ამით შეერთებული შტატების აქტიური

სავაჭრო ბალანსის (დადებით სალდო) შენარჩუნებასაც შეუწყოს ხელი“- განაცხადა

ირანის შაჰმა ვიზიტის დროს (ირანი გეგმავდა დაახლოებით 400 მლნ. დოლარის

დახარჯვას ყოველწლიურად)44 (ჰელმსი 1969:2; ბური 1992ა: 53-54).

43 1960-იანი წლებში ირანის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი თეოდორ

ელიოტი თავის ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შაჰის მიერ საბჭოთა კავშირით მანიპულირებას

ვაშინგტონში საფრთხედ არ აღიქვამდნენ, რადგანაც დარწმუნებული იყვნენ, რომ შაჰი ამ ნაბიჯს არ

გადადგამდა (ბური 1987ა: 22). ხოლო ირანში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის

ხელმძღვანელი, (1971-1973 წწ.) გენერალი ელის ულიამსონი აღნიშნავს, რომ შაჰის პირველი წესი იყო

რუსებისაგან არ შეესყიდა ისეთი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რომლის ექსპლოატაციისათვის

საჭირო იქნებოდა საბჭოთა სამხედრო ინსტრუქტორიებისა და ტექნიკური პერსონალის ირანში

ჩაყვანა (ბური 1988ა: 124). 44 აქტიური სავაჭრო ბალანსი (დადებითი სალდო) აღნიშნავს, ეკონომიკურ პროცესს, როდესაც

ექსპორტი აღემატება იმპორტს, უარყოფითის შემთხვევაში იმპორტი აღემატება ექსპორტს. დადებითი

სალდო, ქვეყნის გადახდების ბალანსში ნიშნავს ამ ქვეყნის შემოსავლების სიჭარბეს - სხვა ქვეყნების

მისამართით განხორციელებულ გადახდებთან.

Page 59: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 59 -

ნავთობის საკითხი შაჰმა თავისი ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ

ნიქსონთან პირისპირ შეხვედრის დროსაც განიხილა. 1969 წლის 21 ოქტომბერს შაჰი

ოვალურ კაბინეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რიჩარდ ნიქსონს

პირადად შეხვდა. საუბარი დახურულ კარს მიღმა, 1 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა.

შეხვედრის ოფიციალური სტენოგრამა არ გამოქვეყნებულა, ამიტომ დეტალური

ინფორმაცია თუ რაზე ისაუბრა ორი ქვეყნის ლიდერმა, ჯერჯერობით უცნობია.

თუმცა, ვიზიტის ფარგლებში სხვა შეხვედრების ამსახველი დოკუმენტაციიდან და იმ

პერიოდის სხვა წყაროებიდან (ორი ქვეყნის ლიდერთა მოგონებები, ჩანაწერები და

ა.შ) ჩანს, რომ ნიქსონმა და რეზა ფეჰლევიმ რეგიონში ირანის ახალი როლის შესახებ

ისაუბრეს, განიხილეს სსრკ-ს პოლიტიკა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ რეგიონსა

და ახლო აღმოსავლეთში. შაჰმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსკოვი ერაყს

აიარაღებდა უახლესი სამხედრო ტექნიკით და აღჭურვილობით, მათ შორის

თანამედროვე მოიერიშე სამხედრო-საფრენი ხომალდებით (ინფორმაციის

უტყუარობა მან ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის მონაცემებთან შედარების

შემდეგ დაადგინა), რის შედეგადაც ერაყის სამხედრო უპირატესობა რეგიონში

შესამჩნევი გახდა და საჭირო იყო სამხედრო წონასწორობის აღდგენა. შაჰი

უპირატესობას ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების გაძლიერებას ანიჭებდა. შაჰის

მიზანს უპირველეს ყოვლისა, ირანის შეიარაღებული ძალების სისტემაში ცოცხალი

ძალის შემცირების ხარჯზე სამხედრო ტექნიკის წილის გაზრდა წარმოადგენდა. მისი

გეგმის თანახმად, იგი რამდენიმე დივიზიის შენარჩუნებას მხოლოდ სასაზღვრო

რაიონებში აპირებდა, განსაკუთრებით პაკისტანის, ავღანეთის, სსრკ-ს და ერაყის

მოსაზღვრე რეგიონებში. სახმელეთო ძალების შემცირების ხარჯზე შაჰი საჰაერო

ძალების გაძლიერებას გეგმავდა როგორც მოიერიშე-გამანადგურებლებით, ისე

სატრანსპორტო-სადესანტო ძალებით, რათა საჭიროების შემთხვევაში მისი

სახმელეთო ძალები ერთი ადგილიდან მეორეში ეფექტურად გადაესროლა. ამ გეგმის

რეალიზებისათვის შაჰს გადაწყვეტილი ჰქონდა თავდაპირველად M-47S ტიპის

მოდერნიზებული ტანკები45 შეესყიდა, 1971 წლისათვის F-4 ტიპის

45 M47 Patton - საშუალო ზომის ტანკი. მწარმოებელი: დეტროიტის სატანკო ქარხანა; წარმოების

წლები: 1951-53 წწ.

Page 60: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 60 -

გამანადგურებელი46 ორი ესკადრილია, ხოლო 1973-1976 წლებში დამატებით 4

ესკადრილია, 36 ერთეული C-130 ტიპის სატრანსპორტო-სადესანტო თვითმ-

ფრინავი47 სახმელეთო ძალების მობილური გადაადგილებისათვის, რომელიც მას

საშუალებას მისცემდა უკეთ გაეკონტროლებინა ყურეში არსებული ვითარება.

თუმცა, შაჰმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა, რომ დასახული გეგმების

განხორციელებისათვის ირანს ესაჭიროებოდა საკუთარი რესურსების მობილიზება,

ნავთობის საკითხის გადაჭრა, რისთვისაც აუცილებელი იყო შეერთებული შტატების

მხარდაჭერა. შეხვედრის დროს შაჰმა იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი ნიქსონი

აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა (მაკარტური 1969: 2-3). ამ

საკითხის მოგვარება ნიქსონმა საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში

პრეზიდენტის ასისტენტს პიტერ ფლანიგანს დაავალა. ოვალურ კაბინეტში შაჰთან

შეხვედრის დროს (1969 წლის 22 ოქტომბერი) პრეზიდენტმა ნიქსონმა რეზა ფაჰლავის

თანდასწრებით, პიტერ ფლანიგანს სპეციალური დავალება მისცა - დახმარებოდა

ირანის მთავრობას ნავთობის ექსპორტის გაზრდის საქმეში, რათა თეირანს 1970

წლისათვის სამხედრო ხარჯების გაზრდის საშუალება მისცემოდა. გარდა ამისა,

რიჩარდ ნიქსონმა ფლანიგანს დაავალა ირანის ნავთობის კონსორციუმის წევრი

ამერიკული კომპანიებისათვის განემარტა, რომ „შეერთებული შტატების ეროვნულ

ინტერესებში შედის ირანიდან ნავთობის იმპორტის გაზრდა“ (კისინჯერი 1970ბ:2).

1969 წლის 23 ოქტომბერს, ირანის შაჰის ვიზიტის დასასრულს, ერთობლივი

განცხადება გაკეთდა, რომელშიც პრეზიდენტმა ნიქსონმა ხაზგასმით აღნიშნა - „მე

მჯერა, რომ ურთიერთობა ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არასოდეს არ

ყოფილა ისეთი კარგი როგორც ახლა, რადგანაც იგი ნდობასა და ორმხრივ

ინტერესებზეა დაფუძნებული“ (ნიქსონი 1971: 857).

საკუთარი ენერგორესურსების გამოყენებით შემოსავლების გაზრდის სხვა

გზაც არსებობდა, კერძოდ კი ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმზე ზეწოლა,

46 F-4 Phantoms II - ავია-გამანადგურებელი. მწარმოებელი: მაქდონელ დუგლასი (McDonnell Douglas

შემდგომში Boeing); წარმოების წლები: 1958-1981. 47 C-130 Hercules – სამხედრო-საჰაერო სადესანტო და სატრანსპორტო თვითმფრინავი. მისი

მოდერნიზებული სახეები გამოიყენება ფუნქციების: ბომბდამშენის, საჰაერო დაზვერვისა და

სარადარო კონტროლის რეალიზებისთვის. მწარმოებელი: კორპორაცია ლოქჰიდი (Lockheed

Corporation). წარმოების წლები: 1950-იანი წწ. დღემდე.

Page 61: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 61 -

თუმცა შაჰი ასეთი გაბედული ნაბიჯისთვის არ იყო მზად, ამასთან რეგიონში არ იყო

შესაბამისი პოლიტიკური ვითარება. ამიტომ, ირანის შაჰმა ამ მეთოდის გამოყენება

გარკვეული დროით გადადო და ამჯერად ვაშინგტონის გადაწყვეტილებას

დაელოდა.

ირანის შაჰის დასაკმაყოფილებლად ვაშინგტონში შემდეგ გზებს

განიხილავდნენ: 1) - ირანის ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმის წევრი

კომპანიების დარწმუნება გაეზარდათ ნავთობის მოპოვება, ხოლო 2) - თავად

შეერთებული შტატების ადმინისტრაციას გაეზარდა ნავთობის იმპორტი,

სახელმწიფო რეზერვების შევსების მიზნით. თუმცა ნიქსონის ადმინისტრაციამ

თავდაპირველად საკითხის ირანის სასარგებლოდ გადაჭრა ვერ მოახერხა. ერთი

მხრივ, კონსორციუმის წევრი ამერიკული კომპანიები არ აღმოჩდნენ მზად

წარმატებით განეხორციელებინათ აღნიშნული სავაჭრო ოპერაცია ესოდენ მოკლე

დროში - ერთი ფინანსური წლის48 განმავლობაში, ხოლო მეორე მხრივ, შეერთებული

შტატების კონგრესმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია და არგუმენტები, თუ რის

საფუძველზე უნდა გაზრდილიყო ირანული ნავთობის იმპორტი შეერთებულ

შტატებში. ნიქსონის ადმინისტრაციისთვის ირანის ნავთობის საკითხი გადაუჭრელი

აღმოჩნდა. უკმაყოფილების თავიდან აცილების მიზნით, პრეზიდენტმა რიჩარდ

ნიქსონმა 1970 წლის 23 თებერვალს, ირანის შაჰისადმი მიწერილ წერილში ნავთობის

იმპორტის გაზრდის საკითხის ირგვლივ არსებული პრობლემების შესახებ

დიპლომატიურად ფრთხილი და მოკრძალებული განმარტება მისცა: „ჩვენ გაგებით

ვეკიდებით იმას, რომ შემოსავლების გაზრდის მიზნით ირანს შეერთებულ შტატებში

ნავთობის ექსპორტის გაზრდა სურსა. როგორც დაგპირდით, ჩვენ ყურადღებით

ვიკვლევთ სხვადასხვა გზასა და მეთოდს თუ როგორ იქნება შესაძლებელი

დაგეხმაროთ აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში... (ნიქსონი 1970ა:1)

შაჰის უკმაყოფილება აშკარა იყო, რაც პრეზიდენტ ნიქსონისადმი საპასუხო

წერილშიც გამოხატა. „იმისათვის, რომ განვახორციელოთ დასახული გეგმები

(ირანის სამხედრო სფეროს მოდერნიზაცია, თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვა,

48 შეერთებულ შტატებში ფინანსური ანუ ფისკალური წელი განისაზღვრება 1 ოქტომბრიდან 30

სექტემბრის ჩათვლით.

Page 62: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 62 -

სოციალური და ეკონომიკური განვითარების ინვესტირება და რეგიონში

სტაბილურობის შენარჩუნება - ლ.ბ.), აუცილებელია ნავთობის საკითხი

მოგვარდეს... თუმცა ჯერჯერობით ნავთობის საკითხის ირგვლივ არსებული

პრობლემები, გადაჭრის ნაცვლად კიდევ უფრო რთულდება“. შაჰმა კიდევ ერთხელ

გაუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკაში ექსპორტირებული ნავთობიდან შემოსული თანხა

მთლიანად ამერიკული პროდუქციის შეძენასა და მომსახურებაში დაიხარჯებოდა,

რითაც იგი შეერთებული შტატების იმპორტ-ექსპორტის ბალანსის შენარჩუნებას

ხელს შეუწყობდა.

ნავთობის საკითხის, შეიარაღების შესყიდვების გაჭიანურებით და

გამოყოფილი კრედიტის მაღალი საპროცენტო განაკვეთის გამო, შეშფოთებას

გამოთქვამდა როგორც შაჰი, ისე ირანში შეერთებული შტატების ელჩი დუგლას

მაკარტური (უმცროსი). 1970 წლის მარტში სახელმწიფო დეპარტამენტისადმი

გაგზავნილ მემორანდუმში ელჩი გამოხატავდა საკუთარ პოზიციას ნავთობისა და

კრედიტის საკითხთან დაკავშირებით: „ირანი სპარსეთის ყურეში შეერთებული

შტატების, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის, იაპონიის და თავისუფალი სამყაროს

სხვა ქვეყნების სასიცოცხლო ინტერესების დამცველია, თუმცა ჩვენ (აშშ - ლ.ბ.) მას

ვერ ვუწევთ სათანადო დახმარებას. ფაქტია, რომ თუ ჩვენ ვერ დავეხმარებით მათ

(ირანელებს - ლ.ბ.), იძულებული გახდებიან დახმარებისათვის სხვას მიმართონ“. ასე

მაგალითად, ფრანგები 15 წლის ვადით 3%-იან სესხს სთავაზობდნენ ფრანგული

წარმოების სამხედრო-საჰაერო ხომალდების - „მირაჟების“49 შესასყიდად. უფრო

მეტიც პარიზი თეირანს სთავაზობდა ირანში საავიაციო ქარხნის აგებას, სადაც

ფრანგული წარმოების სამხედრო საფრენი ხომალდები დამზადდებოდა. ფრანგების

გათვლით, ქარხანა დააკმაყოფილებდა არა მარტო ირანულ, არამედ სხვა ახლო

აღმოსავლეთის ქვეყნების მოთხოვნილებებსაც. გარდა ამისა, შეერთებული შტატების

მიერ ირანისათვის „საგარეო სამხედრო გაყიდვების“ პროგრამის ფარგლებში

გამოყოფილ კრედიტთან შედარებით, გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს

ბრიტანეთი და სსრკ სთავაზობდა (2,5%). მაკარტური თავის წერილში ასევე სვამდა

რიტორიკულ შეკითხვას - თუ რატომ ვერ ახერხებდა შეერთებული შტატები

49 მწარმოებელი ფრანგული კომპანია Dassaualt Aviation.

Page 63: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 63 -

მსგავსად სხვა ქვეყნებისა, შეეთავაზებინა ირანისთვის შედარებით

დაბალპროცენტიანი სესხი, როგორსაც ვაშინგტონი ჩრდილო ატლანტიკური

ალიანსის წევრ ქვეყნებს სთავაზობდა. მაკარტურის პარალელურად, ამერიკელ

დიპლომატებთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის დროს შაჰიც ხაზგსმით

აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატომ არ უწყობს ხელს

შეერთებული შტატების ადმინისტრაცია სპარსეთის ყურეში „ნიქსონის დოქტრინის“

განხორციელებას (მაკარტური 1970გ: 2-3).

ვიდრე ნავთობის ექსპორტის საკითხი მოგვარდებოდა (1970 წლის

აპრილში), შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სცადა ირანისთვის შედარებით

დაბალპროცენტიანი სამხედრო კრედიტის საკითხის მოგვარება, რომლის

მეშვეობითაც ირანი შეძლებდა შეესყიდა თავდაცვითი სამხედრო ტექნიკა და

აღჭურვილობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1964 წლის ივლისის შეთანხმების

საფუძველზე ირანის მიმართ საგარეო სამხედრო გაყიდვების საკრედიტო პროგრამა

უკვე მოქმედებდა. ამ პროგრამის ფარგლებში შეერთებულმა შტატებმა ირანს 3 წლის

განმავლობაში, ყოველწლიურად 100 მილიონი დოლარი გამოუყო (ჯამში 300

მილიონი), რომლის საპროცენტო განაკვეთი მაღალი იყო. ნიქსონის ადმინისტრაციამ

გადაწყვიტა ირანული ნავთობის იმპორტის გაზრდის სანაცვლოდ თეირანისთვის

სესხი უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით მიეცა. შეიმუშავეს ფორმულა,

რომლის მიხედვითაც ირანზე გაცემული სესხის 50% სახელმწიფო, ხოლო 50% კერძო

სექტორიდან იქნებოდა გამოყოფილი. სახელმწიფო და კერძო კრედიტის კომბინაცია

უპირველეს ყოვლისა, მის საპროცენტო განაკვეთზე აისახა, რომელიც ჯამში 6%-ით

განისაზღვრა. კრედიტის გაცემის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესის

მიერ დადგენილი „სამხედრო საგარეო ვაჭრობის ფინანსური სტანდარტებისა და

კრიტერიუმების აქტით“ ხელმძღვანელობდა. აქტის საფუძველზე, პრეზიდენტს

უფლება ჰქონდა ერთწლიანი პროგრამა თავად დაემტკიცებინა, თუმცა იმ

შემთხვევაში, თუ პროგრამის ხანგრძლივობა ერთ წელს აჭარბებდა, მაშინ სენატის

თანხმობა აუცილებელი იყო. ირანისათვის 5-წლიანი პროგრამის დამტკიცების

საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესსა და სენატს წარუდგინა

განსახილველად. საკითხის განხილვას კონგრესის საგარეო დახმარების

Page 64: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 64 -

ქვეკომიტეტის ხელმძღვანელი ოტო ერნსტ პასმანი (დემოკრატი კონგრესმენი

ლუიზიანის შტატიდან), სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უცვლელი

თავმჯდომარე ჯეიმს უილიამ ფულბრაიტი (დემოკრატი სენატორი არკანზასის

შტატიდან) და კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თომას

მორგანი (დემოკრატი კონგრესმენი პენსილვანიის შტატიდან) ხელმძღვანელობდა.

შეერთებული შტატების წარმომადგენლობით ორგანოში საკითხის განხილვა

გაჭიანურდა. 1970 წლის 30 ივლისით დათარიღებულ წერილში პრეზიდენტი

ნიქსონი შაჰს წერდა, რომ ირანისათვის სამხედრო დახმარების საკითხის განხილვა

შეერთებული შტატების კონგრესში არსებულმა დებატებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა

და გამოთქვამდა იმედს, რომ საკანონმდებლო ორგანო მალე დაასრულებდა მუშაობას

აღნიშნული საკითხის ირგვლივ (ნიქსონი 1970ბ: 1). საბოლოოდ სენატმა დაამტკიცა,

ირანისთვის გამოეყოთ სამხედრო კრედიტი წელიწადში 100 მილიონი დოლარის

ოდენობით, კრედიტის ხანგრძლივობა 5 წლით განისაზღვრა, თუმცა ირანისთვის იგი

საკმარისი არ აღმოჩნდა. თეირანმა კრედიტის გაზრდა მოითხოვა. შაჰს სურდა,

დამატებით შეესყიდა მინიმუმ F-4 ტიპის მოიერიშე-გამანადგურებლის 2 ესკადრა

(1971 ფინანსური წლისათვის ჯამში 74 ერთეული) და 30 ერთეული C-130 ტიპის

სატრანსპორტო თვითმფრინავი. კრედიტის კიდევ 20 მილიონით გაზრდის თაობაზე

თეირანმა მოლაპარაკება ამჯერად, უშუალოდ შეერთებული შტატების ექსპორტ-

იმპორტის ბანკთან50 (The Export-Import Bank of the United States) გამართა. ბანკმა

მზადყოფნა გამოთქვა ირანისთვის დამატებით 20 მილიონი დოლარი გამოეყო,

თუმცა მას შეერთებული შტატების მთავრობის, კონკრეტულად კი თავდაცვის

სამინისტროს და სახელმწიფო დეპარტამენტის, ხოლო შემდეგ სენატის თანხმობა

ესაჭიროებოდა.

50 შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო საფინანსო-

საკრედიტო დაწესებულებას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული პროდუქციის

ექსპორტირებას. ბანკი გასცემს სესხებს უცხო ქვეყნის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებზე, რათა

განახორციელონ ამერიკული პროდუქციის იმპორტი, მაშინ როდესაც კერძო საფინანსო-საკრედიტო

ორგანიზაციები მაღალი საკრედიტო რისკების გამო უარს აცხადებენ სესხის გაცემაზე. პრეზიდენტ

ფრანკლინ დელანო რუზველტის 1934 წლის 2 თებერვლის №6581 ბრძანების საფუძველზე

თავდაპირველად დაარსდა „ვაშინგტონის ექსპორტ-იმპორტის ბანკი.“ კონგრესის 1945 წლის 31

ივლისის გადაწყვეტილებით ბანკი დამოუკიდებელ სააგენტოდ ჩამოყალიბდა, ხოლო 1968 წლის 13

მარტის კანონით ბანკს სახელი შეუცვალეს და მას „შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის ბანკი“

უწოდეს. (http://www.presidency.ucsb.edu/ws/?pid=14772).

Page 65: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 65 -

ირანის მხრიდან სესხის გაზრდის შესახებ გაკეთებულ განაცხადს ამ

უწყებებში სკეპტიკურად შეხვდნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის, თავდაცვისა

და სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგიერთი ჩინოვნიკი თვლიდა, რომ ირანისთვის

ესოდენ დიდი სესხის დამტკიცება მეტად სარისკო იყო. თავდაცვის სამინისტროში

პრაქტიკულად უდგებოდნენ საკითხს და ამტკიცებდნენ, რომ ირანის თავდაცვის

უზრუნველსაყოფად საკმარისი იყო მის განკარგულებაში უკვე არსებული 62

ერთეული ამერიკული წარმოების F-4 ტიპის მოიერიშე-გამანადგურებელი. 1970

წლის 2 ოქტომბრით დათარიღებულ დოკუმენტში თავდაცვის დეპარტამენტმა

განაცხადა - „ჩვენ (თავდაცვის დეპარტამენტი - ლ.ბ.) არ ვეთანხმებით შაჰის

მოთხოვნას და ვფიქრობთ, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ეს იქნება

არაგონივრული გადაწყვეტილება მიყიდოს ირანს შაჰის მიერ დამატებით

მოთხოვნილი F-4 ტიპის გამანადგურებელის ორი ესკადრა და 30 ერთეული C-130

სატრანსპორტო თვითმფრინავი“ (ნათერი 1970: 2). თავდაცვის დეპარტამენტმა

თხოვნითაც კი მიმართა ცეტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, შეესწავლა ირანის

მიმართ არსებული საგარეო თუ საშინაო საფრთხეები და გაეკეთებინა ანალიზი თუ

რა სახის და რაოდენობის იარაღი და ტექნიკა ესაჭიროებოდა მას ამ საფრთხეებთან

გამკლავებისთვის. გარდა ამისა, სამინისტროს მაღალჩინოსნები ცდილობდნენ,

დაემტკიცებინათ ადმინისტრაციის სხვა გადაწყვეტილების მიმღები უწყებებისათვის

და მათ შორის პრეზიდენტისათვის, რომ ირანის მიერ დამატებით მოთხოვნილი

შეიარაღება და ტექნიკა - 1) - სამხედრო თვალსაზრისით გადაჭარბებული იყო იმ

საფრთხეებთან მიმართებაში, რომელიც ამჟამად ირანის წინაშე რეალურად იდგა; 2) -

მნიშვნელოვნად იმოქმედებდა რეგიონის ძალთა ბალანსზე, ხელს შეუწყობდა

რეგიონის შემდგომ მილიტარიზაციას, 3) – ირანს არ ჰყავდა საკმარისი ტექნიკური და

მომსახურე პერსონალი, რომელიც შეძლებდა დიდი რაოდენობით სამხედრო-

საჰაერო ხომალდების მართვას და მოვლას; 4) - დამატებით შესყიდული ორი

ესკადრა მოითხოვდა ინსტრუქტორების რიცხვის გაზრდას (რა თქმა უნდა

ამერიკელი ინსტრუქტორების), პილოტების გაწვრთნას და მომსახურე პერსონალის

გადამზადებას, რაც მნიშვნელოვნად გაზრდიდა ხარჯებს; 5) – 800 მილიონ

Page 66: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 66 -

დოლარამდე გაზრდილი სამხედრო საკრედიტო პროგრამა უარყოფით გავლენას

იქონიებდა ირანის ეკონომიკურ განვითარებაზე (ნათერი 1970: 3).

თავდაცვის დეპარტამენტის არგუმენტები და პოზიცია სიმართლეს

შეესაბამებოდა, თუმცა იმ ეტაპზე შაჰისათვის უარის თქმა პოლიტიკური

თვალსაზრისით, შეცდომა იქნებოდა. გარდა ამისა, მიუხედავად სკეპტიკოსთა

პოზიციებისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასრებობდნენ პოლიტიკური

ფიგურები, რომლებიც აიძულებდნენ გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფს

დაეკმაყოფილებინა შაჰის მოთხოვნები. განსაკუთრებით აქტიურობდა ცენტრალური

სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰელმსი, შეერთებული შტატების

ელჩი ირანში დუგლას მაკარტური (უმცროსი) და ეროვნული უსაფრთხოების

საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი ჰენრი კისინჯერი. „ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ

ფაქტს, რომ შეერთებული შტატები არჩევანის წინაშე დგას - ერთი მხრივ,

დააკმაყოფილოს ირანის მოთხოვნა, რაც გამოიწვევს რეგიონის კიდევ უფრო

მილიტარიზებას, ხოლო მეორე მხრივ, უარი უთხრას შაჰს, რითაც შესაძლოა

სერიოზული ზიანი მიადგეს აშშ-ირანის ურთიერთობებს“ - აღნიშნავს თავდაცვის

მდივნის თანაშემწე უორენ ნათერი მის მიერ თავდაცვის მდივნისადმი მომზადებულ

დასკვნაში (ნათერი 1970:3).

თავდაცვის სამდივნოს საპირისპიროდ, პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერი ნიქსონისადმი წარდგენილ

მემორანდუმში დადებითად აფასებდა ირანული მხარის მიერ წარმოდგენილ

მოთხოვნებს. მან 4 პუნქტად ჩამოაყალიბა ის ფაქტორები თუ რატომ უნდა დაეჭირა

მხარი ნიქსონის ადმინისტრაციას აღნიშნული პროგრამისათვის. „ვთვლი რომ ირანი

წარმოადგენს „სტაბილურობის კუნძულს“ არასტაბილურ რეგიონში, რომელსაც

ბრიტანეთის ჯარები მომავალ წელს დატოვებენ; შეერთებულ შტატებზე

ორიენტირებული შაჰის საგარეო პოლიტიკა გვაძლევს იმის საშუალებას ვიფიქროთ,

რომ შაჰი შეეთებული შტატების კარგი მეგობარია; ჩვენ ირანში მნიშვნელოვანი

სადაზვერვო ობიექტები და პროგრამები გაგვაჩნია; ზემოთ მოყვანილი ფაქტორები,

ასევე ირანის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ

შაჰის ყველა თხოვნა დავაკმაყოფილოთ“ (კისინჯერი 1970გ: 2-3).

Page 67: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 67 -

კისინჯერის პოზიცია მხოლოდ მისი პოლიტიკური მოსაზრებებით ან

მორიგი ბიუროკრატიული დაპირისპირებით არ იყო განპირობებული. ის უფრო

შორს მიმავალი იყო და ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხს

უკავშირდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოფიციალური ლონდონის

განცხადებამ, სამხედრო ძალების მოსალოდნელი გასვლის შესახებ, ებრაულ

სახელმწიფოს ეროვნულ უსაფრთხოებას რეალური საფრთხე შეუქმნა, რადგანაც

დიდი ბრიტანეთის და დასავლეთის სხვა სახელმწიფოების სამხედრო ძალების

არსებობა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიას

წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ 1971 წლამდე ბრიტანეთი მაქსიმალურად

ცდილობდა ისრაელის რადიკალური არაბული სახელმწიფოების აგრესიისგან

დაცვას. რეგიონიდან ინგლისელების გასვლის შემდეგ, შესაძლებელი იყო საბჭოთა

კავშირის დახმარებით და ხელშეწყობით რადიკალური არაბული სახელმწიფოები

კიდევ უფრო გააქტიურებულიყვნენ თელ-ავივის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში,

ისრაელი მარტო აღმოჩნდებოდა მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ. ინგლისელთა

გასვლისა და „ნიქსონის დოქტრინის“ რეალიზების პირობებში აუცილებელი იყო

შექმნილიყო უსაფრთხოების ისეთი სისტემა, რომელშიც ებრაული სახელმწიფოს

ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები იქნებოდა გათვალისწინებული. „ტყუპი

საყრდენის“ სტრატეგიის ფარგლებში, პროდასავლურ ირანზე დაყრდნობა

ხელსაყრელი იყო ისრაელის სახელმწიფოსათვის და მისი ინტერესების დამცავი

ებრაული ლობისთვისაც. ისრაელის ეროვნული უსაფრთხოებისთვის აუცილებელ

საჭოროებას წარმოადგენდა ირანთან, როგორც არაარაბულ სახელმწიფოსთან,

ალიანსის საფუძველზე ანტიებრაული რადიკალური არაბული სახელმწიფოების

შეკავება. გარდა ამისა, თეირანს გარკვეული კავშირები გააჩნდა ამერიკის ებრაულ

ლობისთან. ირანის შაჰი თელ-ავივს თხოვნით ხშირად მიმართავდა, რათა ებრაულ

ლობს ირანის სასარგებლოდ ემუშავა შეერთებული შტატების წარმომადგენლობით

ორგანოებში (სენატში და კონგრესში) და ადმინისტრაციაში, იმისავის, რომ

დახმარებოდა თეირანს ამერიკის ირანულ პოლიტიკზე გარკვეული დადებითი

გავლენის მოპოვების საკითხებში51 (ნეფი 1991: 24; ტერი 2002: 70-71).

51 კენედისა და ჯონსონის ადმინისტრაციების მმართველობის პერიოდში ამერიკის ებრაული ლობი

Page 68: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 68 -

შემთხვევითი არ იყო ის ფაქტიც, რომ ირანზე ორიენტირებული

შეერთებული შტატების ახლოაღმოსავლური პოლიტიკა, განსაკუთრებით ნიქსონის

და ჯერალდ ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების მმართველობის

პერიოდში, გააქტიურდა, მაშინ, როდესაც საგარეო პოლიტიკის შემუშავების,

გადაწყვეტილებების მიღებისა და მისი რეალიზების საკითხებში მნიშვნელოვნად

გამოიკვეთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის,

ჰენრი კისინჯერის52 ფიგურა და შესაბამისად მის დაქვემდებარებაში არსებული

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მნიშვნელობა. სავსებით შესაძლებელია, რომ

ვაშინგტონის გადაწყვეტილება - ირანზე დაყრდნობით განეხორციელებინა

„ნიქსონის დოქტრინა“ რეგიონში და გამხდარიყო მისი „რჩეული ხელსაწყო“ (Chosen

Instrument) დასავლეთის ინტერესების დაცვის საკითხში - ებრაული ლობის და მისი

ერთერთი წარმომადგენლის - ჰენრი კისინჯერის გავლენას განიცდიდა. მათი

გათვლებით ირან-ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური „ღერძი“ უპირველეს ყოვლისა,

ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას უნდა მომსახურებოდა, ხოლო შემდეგ ირანზე

ორიენტირებული შეერთებული შტატების რეგიონალურ პოლიტიკას. კისინჯერი

თავის მემუარებში აღნიშნავს, რომ ირანთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერ-

თობების შენარჩუნებას და სამხედრო სფეროში მისი მოთხოვნების უპირობო

შესრულებას მხოლოდ ორი ფაქტორი განაპირობებდა: პირველი - ირანის ნავთობი,

რომელიც აუცილებელი და საიმედო იყო, განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის

დროს53, ხოლო მეორე მხრივ, მას არ სურდა შაჰის განაწყენებით ირანი ანტი-ებრაულ

ბლოკში აღმოჩენილიყო, რომელიც ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას დამატებით

პრობლემებს შეუქმნიდა (კისინჯერი 2000ბ: 671-672).

ამგვარად, ებრაული ლობის გავლენა და ისრაელის სახელმწოფოს

უსაფრთხოების საკითხები ვაშინგტონში გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებზე

ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ირანისთვის F-4-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის

გაჭიანურების თაობაზე (ბური 1987ბ: 38). 52 როგორც ცნობილია, კისინჯერი ებრაული წარმოშობის იყო, მისი ოჯახი მეორე მსოფლიო ომის

დროს ევროპიდან ამერიკის შეერთებული შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ბუნებრივია,

კისინჯერიც ებრაული ლობის ერთ-ერთი რიგითი „ჯარისკაცი“ იყო. 53 საუბარია ნავთობის კრიზისის დროს ირანის შაჰის პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც იგი არ

ემორჩილებოდა არც რეგიონის ქვეყნების და არც OPEC-ის გადაწყვეტილებას ნავთობის ემბარგოს

Page 69: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 69 -

მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა. რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის

რესპუბლიკური ადმინისტრაციების მმართველობის პერიოდში ჰენრი კისინჯერის

მეშვეობით ეს გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდა. სწორედ ირანზე დაყრდნობით იყო

შესაძლებელი რადიკალური ერაყის შეკავება. გარდა ამისა, ორივე ქვეყანა

ერთობლივად ახორციელებდნენ სხვადსახვა სამხედრო პროექტებს და სადაზვერვო

ინფორმაციის გაცვლას. ირანი იყო ერთადერთი ნავთობის მწარმოებელი ახლო

აღმოსავლური მუსლიმური სახელმწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა ისრაელს

ნავთობით.

ირანის დახმარების საკითხში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოც

განსაკუთრებით აქტიურობდა. ლენგლიში54 თვლიდნენ, რომ ირანი მათი

სადაზვერვო საქმიანობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო. ცენტრალური

სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი რიჩარდ ჰლემსი ჰენრი კისინჯერს,

თავდაცვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილეს დევიდ პაკარდს და სახელმწიფო

დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს პოლიტიკურ საკითხებში ალექსის ჯონსონს

წერდა: „ჩვენთვის მარტივია უარი ვუთხრათ ირანს დახმარებაზე, თუმცა მჯერა, რომ

შეერთებული შტატების პირდაპირ ინტერესებში შედის დახმარება აღმოვუჩინოთ

მას... როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი, მომხრე ვარ

გავაგრძელოთ ირანთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები, მხარი

დავუჭიროთ ირანს რეგიონალური მიზნებისა თუ გეგმების რეალიზებაში, რადგან

ჩვენი სადაზვერვო ობიექტების არსებობა იქ ჩვენთვის სასიცოცხლოდ

მნიშვნელოვანია“ (ჰელმსი 1970ა: 1-2). აღსანიშნავია, რომ კორეის ომის შემდეგ

შეერთებულმა შტატებმა ინტენსიურად დაიწყო სსრკ-ს საჰაერო სადაზვერვო

ოპერაციების განხორციელება. მათ შორის არსებობდა წარუმატებელი (1962 წლის

სადაზვერვო თვითმფრინავის U-2-ს ჩამოგდების ინციდენტი) და წარმატებული

სადაზვერვო ოპერაციები. წარმატებული სადაზვერვო ოპერაციების რიცხვს

მიეკუთვნებოდა საბჭოთა კავშირის განაპირა რეგიონების დაზვერვა თურქეთის,

ხოლო მოგვიანებით ირანის ტერიტორიიდან განხორციელებული სადაზვერვო

დაწესების შესახებ. უფრო მეტიც ასეთ პირობებში ირანი ერთი-ორად ზრდიდა ნავთობის ექსპორტს,

რათა დასავლეთის მოკავშირე ქვეყნების ნავთობით უზრუნველყოფისათვის საფრთხე არ შეექმნა. 54 ვირჯინიის შტატში განლაგებული ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შტაბ-ბინა.

Page 70: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 70 -

ოპერაციების მეშვეობით. ირანის სტრატეგიული მდებარეობა და მისი საბჭოთა

კავშირთან მოსაზღვრეობა ბრწყინვალე საშუალებას აძლევდა შეერთებული

შტატების სამხედრო-სადაზვერვო სამსახურებს დაეზვერათ სსრკ-ს სტრატეგიულად

მნიშვნელოვანი ამიერკავკასიის და შუა აზიის რეგიონები. 1960-იან წლებში,

თურქეთთან გარკვეული უკმაყოფილების შემდეგ, შეერთებული შტატები

იძულებული გახდა თავისი სადაზვერვო ოპერაციები ირანში გადმოეტანა. 1969 წლის

ოქტომბერში, ვაშინგტონში ვიზიტის დროს, ირანის შაჰი რეზა ფეჰლევისა და

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის რიჩარდ ჰელმსის შეხვედრაც

შედგა. პირისპირ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეერთებული შტატები სსრკ-ს

მიმართულებით ირანის ტერიტორიიდან თავის დასაზვერვო ოპერაციებს

განახორციელებდა (ბური 1986ბ: 11). შეხვედრის დროს შაჰმა ხაზი გაუსვა, რომ ირანს

არ გააჩნდა მსგავსი სამსახური, რომელიც განახორციელებდა სადაზვერვო

საქმიანობას და ჰელმსს შესთავაზა ამერიკის სადაზვერვო საქმიანობა ახლო

აღმოსავლეთის რეგიონსა და ინდოეთის ოკეანეში გაეფართოვებინა (ჰელმსი 1969: 2).

ირანული მხარის თანხმობის შემდეგ, შემუშავებული იქნა სადაზვერვო

ოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბნელი ჯინი“, რომელიც ითვალისწინებდა

საჰაერო დაზვერვის წარმოებას სსრკ-ს სამხრეთ პერიმეტრზე. ოპერაციის მიზანი იყო

მიეღოთ მაქსიმალური ინფორმაცია ამ რეგიონებში არსებული სამხედრო

პოტენციალის შესახებ, ამასთან ერთად, პერიოდულად განეხორციელებინათ

დივერსიები და საბჭოთა საჰაერო თავდაცვისუნარიანობა გამოეცადათ. ოპერაცია

„ბნელი ჯინის“ განხორცილება შეერთებულმა შტატებმა ირანში 1960-იანი წლების

მიწურულიდან დაიწყო. ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ, კომპანია „როქველ

ინტერნეიშენალის“ (Rockwell International) და ირანელი ბიზნესმენის ალბერტ

ჰაკიმის დახმარებით (ალბერტ ჰაკიმი გავლენიანი პიროვნება იყო როგორც

ვაშინგტონში, ისე თეირანში. იგი ირანის სამხედრო იმპორტის საქმეში მნიშვნელოვან

როლს თამაშობდა. ჰაკიმის მეშვეობით ხდეობდა ირანის მაღალჩინოსნების

მოქრთამვა, რათა ხელოვნურად გაეზარდათ ირანის სამხედრო მოთხოვნილება)

შეძლო შაჰის და ირანის სამხედრო ელიტის დაყოლიება მონაწილეობა მიეღოთ

ოპერაცია „ბნელი ჯინის“ განხორციელებაში. 1968 წელს ირანს ამერიკული წარმოების

Page 71: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 71 -

12 ერთეული ზებგერითი საჰაერო ხომალდი Northrop RF-5A Tigereye გადაეცა,

რომელთაც არ გააჩნდათ სერიული ნომერი55 ან სხვა მნიშვნელოვანი

იდენტიფიცირების მქონე ინფორმაცია, რაც მტრის ტერიტორიაზე ჩამოგდების

შემთხვევაში მნიშვნელოვანი სამხილი იქნებოდა. ამ აპარატების კოდური

სახელწოდება „უცნობი ირანელი“ იყო (ელინგი 2009:3).

გარდა იმისა, რომ ირანი საბჭოთა კავშირის ორ მნიშვნელოვან რეგიონს

ესაზღვრებოდა, მისი გეოგრაფიული ლანდშაფტი, განსაკუთრებით ვრცელი

დაბლობები, საბჭოთა რადიო-ლოკაციური სადგურებისთვის (როგორიც იყო

გაბალინის რადიო-ლოკაციური სადგური აზერბაიჯანში) ე.წ „ბნელ ხვრელებს“

წარმოადგენდა, სადაც საჰაერო გადაადგილებების გაკონტროლება რთული იყო.

შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტო ამ უპირატესობას თავის

სასარგებლოდ იყენებდა. სადაზვერვო ოპერაციის არსებობის მანძილზე ამერიკელმა

მზვერავებმა არა მარტო ირანის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. „ბნელი ხვრელები“

შეისწავლეს, არამედ საბჭოთა კავშირის საჰაერო სივრცეში შეღწევის და იქ

მანევრირების გზებიც. ამერიკელი მზვერავები ირანელ კოლეგებთან ერთად

აღნიშნულ საშუალებას მოხერხებულად იყენებდნენ, რათა სსრკ-ს ტერიტორიაზე

მოეწყოთ დაზვერვა, საბოტაჟი და სხვა ფარული ოპერაციები (ბაინერმანი 1992: 78-

79).

სადაზვერვო ოპერაციებს ხშირ შემთხვევაში როგორც ფინანსურად, ასევე

ტექნიკურად ირანი უზრუნველყოფდა, რადგან შეერთებული შტატების

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ვერ ახერხებდა დაერწმუნებინა კონგრესი

შესაბამისი სადაზვერვო ოპერაციების მნიშვნელობაში და შესაბამისად ვერ

უზრუნველყოფდა ოპერაციების დაფინანსებას, შეერთებული შტატების

ცენტრალური სადაზვერო სააგენტოს სპეც-სახსრები კი ხანგრძლივვადიანი

ოპერაციების უზრუნველსაყოფად არ იყო საკმარისი. შეერთებული შტატების

სპეცსამსახური ირანს დახმარებას სხვა მხრივ უწევდა. საკუთარი გავლენის

გამოყენებით იგი შედარებით უადვილებდა თეირანს აშშ-დან შეესყიდა მისთვის

სასურველი თანამედროვე სამხედრო პროდუქცია. ამიტომ იყო, რომ შაჰის მიერ

55 მათი სერიული ნომრები არ იყო რეგისტრირებული თვით Northrop-ის მონაცემთა ბაზაშიც კი.

Page 72: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 72 -

მოთხოვნილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება ხშირ შემთხვევაში, ირანში არსებულ

სადაზვერვო ოპერაციებსაც ემსახურებოდა. აღნიშნულ სადაზვერვო ოპერაციებს

უკავშირდება შაჰის მიერ შესყიდული დიდი რაოდენობით F-4 ტიპის ავია-

გამანადგურებლები (9 ესკადრა) და მისი მოდიფიცირებული სახეობები RF-4, RF-4E

და RF-4C56. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით ელექტრონული დაზვერვის

აპარატურით და მოწყობილობებით იყო აღჭურვილი (ერთეულის ფასი 12 მილიონ

დოლარს შეადგენდა). სატრანსპორტო თვითმფინავები (C-130E/Hs), რომელზეც ხშირ

შემთხვევაში ასევე მონტაჟდებოდა სადაზვერვო ელექტრო-ტექნიკური

მოწყობილობები, საწვავით უზრუნველყოფის საჰაერო ტანკერები, ანტისარადარო

რაკეტები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემები, მობილური სალოკაციო

სადგურები და რადიოელექტრონული ბრძოლისათვის აუცილებელი ელექტრო-

ტექნიკური მოწყობილობები და აღჭურვილობანი.

შაჰის დაჟინებული მოთხოვნა, რომ სამხედრო-საჰაერო ძალების

მოდერნიზება და გაძლიერება მხოლოდ ამერიკული წარმოების სამხედრო

პროდუქციით სურდა, არ იყო მხოლოდ მისი აკვიატებული აზრები და მას სხვა

საფუძველი გააჩნდა. კერძოდ ის, რომ ირანის „საიმპერიო საჰაერო ძალები“ (Imperial

Air Force) ოპერაცია „ბნელი ჯინის“ განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული.

რასაკვირველია, ამ ოპერაციის განხორციელება მხოლოდ ამერიკული წარმოების

საჰაერო ხომალდებით უნდა მომხდარიყო, რადგანაც თუნდაც ევროპული წარმოების

ხომალდების გამოყენება უფრო სახიფათოს გახდიდა ოპერაციის მსვლელობას.57

ამიტომ იყო, რომ ირანის საჰაერო ძალები და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის

სისტემები ამერიკული წარმოების იყო. ამის ნათელი დადასტურებაა ის, რომ 1971

წლის 22 დეკემბერს შეერთებული შტატების ელჩთან ირანის საჰაერო ძალების

სამომავლო განვითარების შესახებ საუბრის დროს შაჰმა აღნიშნა, რომ „საჰაერო

ძალებისაგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ამერიკული შეიარაღებით არის

აჭურვილი, ირანის საზღვაო და სახმელეთო ძალები სხვადასხვა ქვეყნის მიერ

56აღნიშნული საჰაერო-სადაზვერვო ხომალდების წარმოება მხოლოდ საექსპორტოდ იყო

განკუთვნილი, რომელთაც არ გააჩნდათ წარმოების სერიული ნომერი ან სხვა იდენტიფიცირების

შემცველი ინფორმაცია. 57 წარმოებულ საფრენ აპარატებს გააჩნია სპეციალური კოდური სისტემა, რომლითაც ხდება საფრენი

აპარატის ელექტონული იდენტიფიცირება, თუ რომელ ქვეყანას მიეკუთვნება.

Page 73: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 73 -

წარმოებული იარაღითა და სამხედრო აღჭურვილობითაა შეიარაღებული...“

(მაკარტური 1971ა:1-2).

აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ირანის მხარეც იყო დაინტერესებული სსრკ-ს

საზღვრისპირა სამხედრო პოტენციალის და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

ინფორმაციის მიღებით. ეს ინფორმაცია ირანის უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო

მნიშვნელობის იყო. ამიტომაც, შემდგომ ეტაპზე სადაზვერვო ოპერაციებში

უშუალოდ ირანის სპეცსამსახურებიც ჩაერთვნენ. უკვე 70-იანი წლების დასაწყისში

სსრკ-ს ტერიტორიაზე სადაზვერვო ფრენების შესრულების დროს ეკიპაჟი ამერიკელი

და ირანელი სამხედროებისაგან შედგებოდა. ოპერაციის მსვლელობისას ირანელი

სამხედრო საჰაერო ხომალდს მართავდა, ხოლო ამერიკელი კი უშუალოდ

სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებდა. თუმცა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რადიო-

ლოკაციურმა სადგურებმა დააფიქსირეს ამერიკული სადაზვერვო საფრენი

ხომალდები და შეიმუშავეს მათ წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მეთოდი58,

ოპერაცია „ბნელი ჯინს“ სრულყოფისათვის მეორე სადაზვერვო ოპერაცია კოდური

სახელწოდებით „თხის რქა“ (IBEX) დაემატა (ბური 1986ბ: 76). ის ბაზირებული იყო

ირანში არსებული რადიო-ელექტრონული ბრძოლის ტექნიკაზე და უზრუნველ-

ყოფდა ოპერაციაში ჩართულ სადაზვერვო ხომალდების მხარდაჭერას ხმელეთიდან,

კერძოდ კი მოწინააღმდეგე მხარის რადიო-ლოკაციური, კავშირგაბმულობის და სხვა

ელექტრო-ტექნიკური მოწყობილობების მწყობრიდან გამოყვანას და რადიო-

ტალღების ჩახშობას. გარდა ამისა, სპეციალურ საფრენ აპარატზე EC-130-ზე

დამონტაჟებული აპარატურა იჭერდა მოწინააღმდეგის მიერ გადაცემულ

რადიოტალღებს, აგზავნიდა მას შესაბამის ცენტრში, სადაც ხდებოდა მისი გაშიფრვა

და ანალიზი. ირანის ტერიტორიაზე ოპერაცია „თხის რქის“ ფარგლებში 5 ობიექტი

არსებობდა. სამი მათგანი ირან-ამერიკის ერთობლივ ბაზას წარმოადგენდა და

მთლიანად ირანის მხარე აფინანსებდა, ხოლო დანარჩენი ორი, რომელიც ბუშერსა და

58 1973 წლის 28 ნოემბერს ვაზიანის სამხედრო-საჰაერო ბაზიდან აფრენილი Миг-21-ით საბჭოთა

მფრინავმა, კაპიტანმა ელისეევმა სმ. აზერბაიჯანში, მუღანის ველზე საკუთარი სიცოცხლის ფასად

ჩამოაგდო ამერიკულ-ირანული სადაზვერვო ხომალდი RF-4C, როელსაც მართავდა ამერიკელი

პოლკოვნილი ჯონ საუნდერსი და ირანელი პილოტი შოკოუნია.

Page 74: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 74 -

კაპკანში იყო დისლოცირებული, მხოლოდ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს

პერსონალით იყო დაკომპლექტებული (მიგლიეტა 2002: 1970).

გარდა საჰაერო-სადზავერვო ოპერაციებისა, ირანში ე.წ ელექტრონული

დაზვერვაც (ELINT - Electronic Intelligence) მოქმედებდა. მის მთავარ მიზანს როგორც

ხმელეთზე ბაზირებული სადაზავერვო ობიექტებიდან, ისე რადარებისთვის

ფაქტობრივად მიუწვდომელ სიმაღლეზე მფრენი სპეციალური საფრენი აპარატების

და თანამგზავრების მეშვეობით, სსრკ-ს სამხედრო აქტივობების დაზვევრვა

წარმოადგენდა. გარდა ამისა, სადაზვერვო პროგრამაში ჩართული ქვედანაყოფი

სპეციალური მოსასმენი აპარატებით იყო აღჭურვილი, სენსორებით, სეისმური

მოწყობილებებით და ა.შ. ამერიკელებს საშუალება ეძლეოდათ გარკვეული

ინფორმაცია მიეღოთ „რკინის ფარდის“ მიღმა განხორციელებული სამხედრო

წვრთნების, ახალი იარაღის, სარაკეტო სისტემების, ბირთვული იარაღის გამოცდის

და სხვა სამხედრო აქტოვობის შესახებ. დაკვირვება ძირითადად მიწის ქვეშ და

ზედაპირზე წარმოქმნილ ტალღებზე, რადიო-ელექტრონულ გამოსხივებასა და სხვა

სამხედრო ქმედების შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ მოვლენებზე ხდებოდა.

მიღებულ ინფორმაციას სხვა წყაროებსა და ინფორმაციას ადარებდნენ, ხოლო შემდეგ

იდენტიფიცირების და შედარების მეთოდის გამოყენებით ცდილობდნენ საბჭოთა

სამხედრო პროგრამების შესახებ რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია ჰქონოდათ.

ამგვარად, ირანში არსებული სადაზავერვო ობიექტები შეერთებული

შტატების ეროვნული ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. ირანში სადაზვერვო

ოპერაციების განხორციელების შედეგად საბჭოთა კავშირის შესახებ გროვდებოდა

სადაზვერვო ინფორმაცია, რის საფუძველზეც ხშირად, შეერთებული შტატების

ხელმძღვანელობა კრემლთან ურთიერთობების სფეროში ადეკვატურ

გადაწყვეტილებებს იღებდა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის ხელმ-

ძღვანელობას გააჩნდა გარკვეული ინფორმაცია ირანში არსებული სსრკ-ზე

ორიენტირებული ამერიკული სადაზვერვო საქმიანობის შესახებ, მოსკოვს მათი

შესაძლებლობა სათანადოდ არ ჰქონდა შეფასებული, თუ რაოდენ ზუსტი და

დეტალური ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა შეეძლო აღნიშნულ სადაზვერვო

ობიექტებს (ჰელმსი 1970ა: 2; ჰელმსი 1970ბ: 1). სწორედ ამ ობიექტების მეშვეობით

Page 75: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 75 -

ხდებოდა ინფორმაციის მიღება, ანალიზი, გარკვეული პროცესების კონტროლი,

ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში არასასურველი პროცესების თავიდან აცილების

მიზნით პრევენციული ზომების მიღება. თუმცა მათი არსებობა და ფუნქციონირება

ირანის ტერიტორიაზე ირანის შაჰის პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული.

ამიტომ იყო, რომ ცსს-ს დირექტორი სამივე უწყების მაღალჩინოსანს მოუწოდებდა

გაეთვალისწინებინათ არსებული ვითარება და შაჰისათვის დახმარება აღმოეჩინათ.

ამრიგად, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალთა ინტერესები აიძულებდა საგარეო

პოლიტიკის მესვეურთ, განსაკუთრებით კი პრეზიდენტს, ირანის სამხედრო-

პოლიტიკური გაძლიერებისათვის უპირობოდ დაეჭირა მხარი. ამიტომ ვაშინგტონში

მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება ირანისთვის კრედიტის რაოდენობა

120 მილიონ დოლარამდე გაეზარდათ და მიეცათ მისთვის საშუალება 1971

წლისათვის დამატებით შეესყიდა F-4 ავია-გამანადგრებლის ორი ესკადრა და 30

ერთეული C-130 სატრანსპორტო თვითმფრინავი. გარდა ამისა, 1971 ფისკალური

წლისათვის შეერთებულმა შტატებმა ირანს სამხედრო შესყიდვებისთვის

განკუთვნილი კრედიტის ფარგლებში 32 ერთეული F-4E, 4 RF-4E, 30 ერთეული C-

130, M-47 ბაზაზე მოდერნიზებული ტანკები და 4 ერთეული AN/TPS-43 მოდელის

რადარები59 გადასცა (სულ 132 მილიონი დოლარის ღირებულები სამხედრო

შეიარაღება და ტექნიკა) (ირვინი 1970: 1-2). საერთო სურათის ანალიზიდან ჩანს, რომ

ნიქსონის ადმინისტრაციამ პირველ ეტაპზე ვერ შეძლო ეფექტური ღონისძიებების

გატარება სპარსეთის ყურეში „ნიქსონის დოქტრინის“ რეალიზების საქმეში.

პოლიტიკურ პროცესებში სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესი და გავლენა

იკვეთებოდა. სწორედ ამ ინტერესთა დაპირისპირების გამო პრეზიდენტის ადმინის-

ტრაციაში არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული კონკრეტული გეგმა თუ როგორ

და რა გზებით უნდა დახმარებოდნენ პარტნიორ სახელმწიფოს. გადაწყვეტილების

მიღებას ხელს უშლიდა რთული ბიუროკრატიული მექანიზმები და

წარმომადგენლობითი ორგანოების - სენატისა და კონგრესის არაერთგვაროვანი

დამოკიდებულებაც. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი და

უწყება (მაგალითად, თავდაცვის სამდივნო), ასევე წარმომადგენლობითი ორგანოს

59 3 განზომილებიანი გამოსახულების მქონე მობილური რადიოლოკოცაური სადგური.

Page 76: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 76 -

შესაბამისი ქვეკომიტეტები, წინააღმდეგი იყვნენ დაეკმაყოფილებინათ ირანის

მზარდი სამხედრო მოთხოვნები. ისინი თვლიდნენ, რომ იმჟამად თეირანის

განკარგულებაში არსებული სამხედრო აღჭურვილობა, ცოცხალი ძალა და ტექნიკა,

სავსებით საკმარისი იყო გამკვლავებოდა გარე და შიდა საფრთხეებს. სკეპტიკოსების

აზრით, ირანის მხრიდან იარაღის შეუზღუდავი შეძენა აიძულებდა რეგიონის სხვა

ქვეყნებს იგივე ხერხისათვის მიემართათ, რაც რეგიონის კიდევ უფრო

მილიტარიზაციას გამოიწვევდა. გარდა ამისა, ირანის მიერ სამხედრო სფეროში

გაწეული კოლოსალური ხარჯები, უარყოფით გავლენას ახდენდა ირანის

სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვითარებაზე.

დაპირისპირება ნიქსონის ადმინისტრაციის უწყებებს შორის შემდგომ

პერიოდშიც გაგრძელდა. მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, ირანის მხარე

განაგრძობდა მისთვის სასურველი ამერიკული წარმოების სამხედრო ტექნიკისა და

შეიარაღების იმპორტირებას, ირანელი პილოტების სამხედრო და პერსონალის

წვრთნას, როგორც ჭარბი „ნავთობდოლარების“, ისე საგარეო სამხედრო გაყიდვების

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის მეშვეობით. თავის მხრივ,

შეერთებული შტატების ადმინისტრაციაშიც ძალთა გადანაწილება მოხდა. საგარეო

პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სფეროში მნიშვნელოვანი უპირატესობა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და მისმა ხელმძღვანელმა ჰენრი კისინჯერმა

მოიპოვა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო

პოლიტიკის ფორმირება, საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების სისტემა და მისი

რეალიზება სხვადასხვა ადმინისტრაციის მმართველობის პირობებში სხვადასხვა-

გვარად იყო მოწყობილი. წინამორბედ პრეზიდენტთა ადმინისტრაციაზე

დაკვირვების შედეგად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის

მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თავის

მემუარებში აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან საგარეო პოლიტიკის

განხორციელების 3 მოდელი წარმოადგინა60: 1) „დომინირებული საპრეზიდენტო“

60 ამერიკის საგარეო პოლიტიკის მკვლევარებმა ჯ. როსატიმ და ჯ. სკოტმა შეერთებული შტატების

საგარეო პოლიტიკის განხორციელების ორი მოდელი წარმოადგინეს. 1) - სახელმწიფო

დეპარტამენტზე ორიენტირებული მოდელი, რომლის მიხედვით საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა

Page 77: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 77 -

მოდელი - ამ მოდელის მიხედვით პრეზიდენტი თავად, ერთპიროვნულად

წარმართავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. მას ამ პროცესში დახმარებას უწევს

ძლიერი და გავლენიანი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

პრეზიდენტისა და მისი მრჩეველის ფონზე სახელმწიფო მდივანი ფაქტობრივად

ჩრდილშია, მისი უფლებამოსილება ლიმიტირებულია, ხოლო პოლიტიკური გავლენა

- სუსტი.

2) „დომინირებული სახელმწიფო მდივნის“ მოდელი - ამ მოდელის

მიხედვით, სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს მტკიცე პოზიციებს საგარეო

პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების სფეროში და პრეზიდენტი საგარეო

პოლიტიკის განხორციელების პროცესში ნაკლებად არის ჩართული. ეს მოდელი

მოითხოვს პირად პასუხისმგებლობას, მტიკცე გუნდურობას და ნდობას

პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ამ მოდელის პირობებში ეროვნული

უსაფრთხოების საბჭოს და მისი ხელმძღვანელის პოზიციები სუსტია.

3) – „გუნდური“ მოდელი - ამ მოდელის მიხედვით საგარეო პოლიტიკის

ფორმირებისა და რეალიზების უფლებამოსილება, კომპეტენციები და ძალაუფლება

თანაბრად არის გადანაწილებული პრეზიდენტს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა

და სახელმწიფო მდივანს შორის. მათ თანაბრად აქვთ გაზიარებული პასუხის-

მგებლობა და უფლებამოსილება ჩამოაყალიბონ და განახორციელონ ქვეყნის საგარეო

პოლიტიკა (ბჟეზინსკი 1983: 494).

რიჩარდ ნიქსონმა საგარეო პოლიტიკის განხორციელების დომინირებული

საპრეზიდენტო მოდელის მსგავსი სისტემა შექმნა, რომელშიც წამყვანი ადგილი

პრეზიდენტმა და მისმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი

და წარმოების სფეროში სახელმწიფო დეპარტამენტი დომინირებს. სახელმწიფო მდივანი

უფლებამოსილია ისაუბროს პრეზიდენტის ნაცვლად და მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

ეს მოდელი ბიუროკრატიული თვალსაზრისით რთულია და მასში ჩართულია დიდი რაოდენობით

სახელმწიფო ჩინოვნიკები. 2) - თეთრ სახლზე ორიენტირებული მოდელი - ეს მოდელი ითვალის-

წინებს თეთრი სახლის დომინირებას საგარეოპოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და მისი

განხორციელების სფეროში. ამ მოდელში განსაკუთრებით გამოირჩევა ეროვნული უსაფრთხოების

საბჭო და მისი ხელმძღვანელი, რომელიც იმავდროულად არის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში. ეს მოდელი ნაკლებ ბიუროკრატიულია, უფრო მოქნილად რეაგირებს

პრეზიდენტის მოთხოვნილებაზე და მასში ჩართულია შედარებით მცირერიცხოვან ჩინოვნიკთა

კონტიგენტი (როსატი...2011: 105-107).

Page 78: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 78 -

კისინჯერმა დაიკავა61. ნიქსონის რესპუბლიკური ადმინისტრაციის მმართველობის

პერიოდში საგარეო პოლიტიკის სფეროში პრეზიდენტის უფლებამოსილება

მნიშვნელოვნად გაიზარდა62. რიჩარდ ნიქსონმა საგარეო პოლიტიკური კურსის

გატარების მიზნით თეთრ სახლში გადაწყვეტილებების მიღების მკაცრად

ცენტრალიზებული სისტემა ჩამოაყალიბა, რომლის სათავეში თავდაპირველად ჰენრი

კისინჯერის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო მოექცა

(ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიქმნა 1947 წელს შეერთებული შტატების

ეროვნული უსაფრთხოების აქტის 101-ე მუხლის საფუძველზე). ამიერიდან, სწორედ

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში განიხილებოდა და მუშავდებოდა ნიქსონის

ადმინისტრაციის პერიოდის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და მასზე

დაყრდნობით ღებულობდა პრეზიდენტი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვიდრე

რ. ნიქსონი ოვალურ კაბინეტს დაიკავებდა მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მკაცრად

ცენტრალიზებული საგარეო პოლიტიკის გატარება. მოგვიანებით თავის მემუარებში

რ. ნიქსონმა აღნიშნა კიდეც, რომ „ჩემი მმართველობის საწყის ეტაპზე დაგეგმილი

მქონდა საგარეო პოლიტიკა უშუალოდ თეთრი სახლიდან გამეტარებინა. ამ

ჩანაფიქრის წარმატებით განხორციელებისთვის მთავარი აქცენტი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველზე გავაკეთე“ (ნიქსონი 1987:

340). ნიქსონის მმართველობის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მან შეამცირა

საპრეზიდენტო როლი ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ ასპარეზზე, რათა მეტი დრო

ჰქონოდა საგარეო პოლიტიკის წარმოებისთვის. ამისათვის ნიქსონმა შიდა

პოლიტიკურ ასპარეზზე საკაბინეტო მმართველობის სისტემა ჩამოაყალიბა,

რომელიც ითვალისწინებდა უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობის

გადანაწილებას შესაბამისი სამდივნოებისთვის (სამინისტროებისთვის) (ფრედმანი...

1991:332).

61 ცნობილია, რომ რიჩარდ ნიქსონი ანტისემიტი იყო, ხოლო ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი

ჰენრი კისინჯერი პრაიმერის პერიოდში რესპუბლიკური პარტიის ნიქსონის საწინააღმდეგო ფრთას

უჭერდა მხარს. ერთად მუშაობის პერიოდშიც კი მათ მწირი პირადული ურთიერთობა ჰქონდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ისინი ვერასდროს ვერ გახდნენ ახლო მეგობრები, პროფესიული საქმიანობის

შესრულების პერიოდში ერთმანეთისადმი ურთიერთნდობითა და პასუხისმგებლობით

გამოირჩეოდნენ, ხოლო საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში აბსოლიტურად

იზიარებდნენ ერთმანეთის პოზიციებს. 62 ნიქსონის პრეზიდენტობას „საიმპერიო პრეზიდენტობასაც“ (Imperial Presidency) კი უწოდენბდნენ.

Page 79: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 79 -

საგარეო პოლიტიკაში დომინანტის როლის შესრულების მიზნით რ.

ნიქსონმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე თავისი ძველი მეგობარი, ერთობ

ინერტული პიროვნება - უილიამ როჯერსი დანიშნა იმ თვალსაზრისით, რომ მას

საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში ნიქსონისთვის და მისი

მრჩეველისთვის ნაკლები წინააღმდეგობა გაეწია. მოგვიანებით ამის შესახებ თვით

როჯერსმაც აღნიშნა: „მე ვაცნობიერებდი იმას, რომ ნიქსონს სურდა საგარეო

პოლიტიკაში ლიდერის როლი შეესრულებინა და არ სურდა ეს როლი სხვისთვის

გაეზიარებინა... დარწმუნებული ვიყავი, რომ ნიქსონი პრინციპული ლიდერი

იქნებოდა და, როდესაც მასთან ერთად კისინჯერიც გამოჩნდა, მე გავაცნობიერე, რომ

ის (კისინჯერი - ლ.ბ.) პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი მონაპოვარი გახდებოდა“63

(ფრედმანი... 1991: 337).

მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, სპარსეთის ყურის პოლიტიკაც

ამიერიდან, სწორედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში მუშავდებოდა და

შესაბამისად მისი ხელმძღვანელის, ჰენრი კისინჯერის გავლენას განიცდიდა64.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი აგებული

იყო კისინჯერის მიერ შემუშავებულ სისტემაზე. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს

მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენდა „უწყებათაშორისი ჯგუფი“,

რომელიც სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

„უწყებათაშორისი ჯგუფის“ მიერ შემუშავებულ პროექტებს, წინადადებებსა და

კვლევებს შემდგომ ეტაპზე „განხილვის უმაღლესი ჯგუფი“ (Senior Review Group)

განიხილავდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული

63 ხშირ შემთხვევაში, პრეზიდენტი სახელმწიფო მდივნის გარეშე იღებდა მნიშვნელოვან საგარეო

პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ასე მაგალითად, სახელმწიფო მდივანი არც კი იყო

ინფორმირებული, როდესაც ვიეტნამის კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან დაკავშირებით

პრეზიდენტის დავალებით ჰენრი კისინჯერი ჩრ. ვიეტნამისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის

ლიდერებს შეხვდა. 64 ებრაული წარმოშობის გამო, თავდაპირველად ჰენრი კისინჯერს შეზღუდული ჰქონდა ახლო

აღმოსავლეთის რეგიონის მიმართ საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და რეალიზების საშუალება.

პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ფიქრობდა, რომ კისინჯერი რადიკალურად პროებრაულ

პოლიტიკის გატარებას დაუჭერდა მხარს, რაც კიდევ უფრო დაძაბავდა არსებულ პოლიტიკურ

ვითარებას და შეასუსტებდა შეერთებული შტატების გავლენას რეგიონში. ამიტომ ახლო

აღმოსავლეთთან ურთიერთობის საკითხები მთლიანად სახელმწიფო მდივნის, უილიამ როჯერსის

კომპეტენციაში გადავიდა, რომელიც დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ანიჭებდა უპირატესობას.

Page 80: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 80 -

უსაფრთხოების საკითხებში და რომელიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ

გადაწყვეტილებებს ღებულობდა. ჯგუფის მიერ დამტკიცებული ანალიტიკური

მასალები და შემუშავებული პოლიტიკური მეთოდები „ეროვნული უსაფრთხოების

საბჭოს ანგარიშის“ (National Security Study Memorandum) სახით წარედგინებოდა

პრეზიდენტს და ადმინისტრაციის შესაბამის უწყებებს, რომლის საფუძველზეც

მიიღებოდა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილება“ (National Security

Decision Memorandum) (სირიეჰი 1984: 55-56; კოლი 1975: 7; ჰანეი 1994: 946). ამ

სისტემის შექმნით კისინჯერმა შეძლო გაეძლიერებინა პრეზიდენტისა და ერონული

უსაფრთხოების საბჭოს როლი საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია

პრეზიდენტთან მხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გავლით შედიოდა

(ჰანეი 1994: 946). საბჭოს უფლებამოსილების ზრდამ მნიშვნელოვნად შეასუსტა სხვა

ბიუროკრატიული ერთეულები და ფაქტობრივად მასზე დამოკიდებულიც კი გახადა.

ნიქსონის ადმინისტრაციაში ძალთა გადანაწილება შეერთებული შტატების ირანულ

პოლიტიკაზეც აისახა და თუ 1969-1970 წლების სამხედრო შეკვეთები თეირანისთვის

ბიუროკრატიულად რთული მოსაგვარებელი იყო, ამჯერად, როგორც წყაროებიდან

ჩანს, იგი მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

1971 წლის ივნისში, უკვე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გავლენით,

შეერთებული შტატების მთავრობამ და ექსპორტ-იმპორტის ბანკმა ირანს 1972

ფინანსური წლის სამხედრო შესყიდვებისთვის 100 მილიონი დოლარი, ხოლო იგივე

ექსპორტ-იმპორტის ბანკის შუამდგომლობით შეერთებული შტატების კერძო ბანკმა

„მანუფაქტურერს ჰანოვერ ტრასტ ენდ კორპორეიშენმა“ (Manufacturers Hanover Trust

Co.) დამატებით 70 მილიონი დოლარი გამოუყო, ჯამში 170 მილიონი, რომლის

საპროცენტო განაკვეთს 6% შეადგენდა (კისინჯერი 1971: 1-2; როჯერსი 1971: 1).

მიღებული თანხით 1971 წლის აგვისტოში ირანმა შეერთებული შტატებისაგან

შეისყიდა 2 მოდიფიცირებული „ჰავკის“ (Hawk)65 სისტემის მიწა-ჰაერის ტიპის

მობილური სარაკეტო სისტემა და F-5E (F-5 Freedom Fighter/Tiger II ერთეულის ფასი

65 MIM-23 Hawk - მიწა-ჰაერი ტიპის საშუალო რადიუსის სიშორის მობილური სარაკეტო სისტემა.

გამოიყენება როგორც ჰაერსაწინააღმდეგო, ისე რაკეტსაწინააღმდეგო საბრძოლო ამოცანების

შესასრულებლად. მწარმოებელი: Reytheon Company.

Page 81: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 81 -

2.1 მილიონი დოლარი)66, ხოლო ოქტომბრის დასაწყისში, გენერალ ტვითჩელის

რჩევით შაჰმა ვაშინგტონს სთხოვა მისთვის მიეყიდათ რადიოელექტრონული

ბრძოლისთვის აუცილებელი ტექნიკა, შეიარღება და აღჭურვილობა. პირველ ეტაპზე

შაჰს სურდა შეესყიდა ანტისარადარო ჰაერი-მიწა ტიპის AGM-45 Shrike67 რაკეტები.

თუმცა მოგვიანებით, 1972 წლის დასაწყისში, როდესაც შეერთებულ შტატებში უფრო

სრულყოფილი ჰაერი-მიწა ტიპის ანტი-სარადარო ტაქტიკური რაკეტა MEVERICK-ი

შეიქმნა, ირანის მთავრობამ AGM-45 Shrike-ს ნაცვლად იმ ტიპის რაკეტების

შესყიდვის სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ

დააკმაყოფილა კიდეც (მაკარტური 1971ბ:1,3).

„ნიქსონის დოქტრინის“ ფარგლებში სამხედრო სფეროში თანამშრომლობის

ერთ-ერთ მთავარ სეგმენტს ირანში სამხედრო მისიის და სამხედრო მრჩეველთა

ჯგუფის (U.S. Army Mission in Iran/Military Assistance Advisory Group -

ARMISH/MAAG) მივლენის პროგრამა წარმოადგენდა.68 პროგრამის ფარგლებში

შეერთებული შტატების სამხედრო ძალებიდან ირანში მივლენილი იყო სპეციალური

სამხედრო მისია, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა ირანული არმიის

მოდერნიზაციის, წვრთნის, აღჭურვისა და სხვა სახის პროგრამებში. სამხედრო

მრჩეველთა მისია ჩართული იყო ირანის მიერ იარაღის იმპორტის და სტრატეგიული

კვლევების და დაგეგმვის საკითხებში. სწორედ მათი კვლევების საფუძველზე

ხდებოდა ირანის სამხედრო სამინისტროს მიერ იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და

აღჭურვილობის შეძენა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი გენერლის

ჰამილტონ ტვითჩელისა და ირანელი სამხედრო პირის ჰასან ტუფანიანის

ერთობლივი კომისია, რომელიც ორიენტირებული იყო ამერიკიდან სამხედრო

იმპორტის დაგეგმვისა და განხორციელების საკითხებზე (სირიეჰი 1984: 91, 93).

ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით ირანისათვის მნიშვნელოვანი

იყო 1970-72 წლები. შეერთებული შტატების მიერ ირანისთვის გამოყოფილი

66 ზებგერითი გამანადგურებელი. მწარმოებელი: ნორთროპი (Northrop); 67 მწარმოებელი: სამხედრო-საზღვაო შეიარაღების ტექნოლოგიების ცენტრი (Naval Weapons Center at

China Lake). 68 1947 წლის 6 ოქტომბრს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმებული ხელშეკრულების

თანამხმად, თეირანში ამერიკელ სამხედრო მრჩეველთა მისიის შტაბბინა განთავსდა, რომელმაც 1979

წლის ისლამური რევოლუციამდე იარსება. ამ ხელშეკრულების თანახმად, ირანში ამეიკული მისიის

გარდა, სხვა ქვეყნის სამხედრო მისიის არსებობა არ დაიშვებოდა.

Page 82: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 82 -

სამხედრო კრედიტს დაემატა 1971 წლისათვის ნავთობის ექსპორტიდან მიღებული

გაზრდილი შემოსავლები. ფინანსური რესურსების გამოჩენის პარალელურად

თეირანისღვის ფართოდ გაიღო ამერიკის შეერთებული შტატების იარაღის ბაზრის

კარები, რამაც შაჰს საშუალება მისცა კიდევ უფრო გაეზარდა სამხედრო შეკვეთების

რიცხვი.

70-იანი წლების დასაწყისში ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების და

ნავთობკომპანიების ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები იწყება.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები აღარ კმაყოფილდებიან ნავთობის კონცესიების

საფუძველზე მიღებული დაბალი შემოსავლებით და ცდილობენ კომპანიებისაგან

რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ირანი, რომელიც

აქტიურად ცდილობდა ნავთობის საერთაშორისო კონსორციუმისგან რაც შეიძლება

მეტი შემოსავლები მიეღო. 1970 წლის ნოემბრში კონსორციუმსა და ირანის

მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კონსორციუმის

საქმიანობაზე დაწესებული გადასახადი 5%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ბარელზე

ნავთობის ფასმა 21% მოიმატა (დაახლოებით 38 ცენტით). აღნიშნულმა შეთანხმებამ

ირანის შემოსავლები წელიწადში 100 მილიონი დოლარით გაზარდა (ფლანიგანი

1970: 1).

1971 წლის დასაწყისში ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის

წევრ ქვეყნებსა (OPEC) (მათ შორის სპარსეთის ყურის რეგიონის) და

ნავთობკომპანიებს შორის ნავთობის წარმოებისა და შემოსავლების გაზრდის

საკითხზე მორიგი დაპირისპირება დაიწყო. ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების

ორგანიზაციამ კარაკასის (ვენესუელა) კოფერენციაზე მიიღო „XXI/120 რეზოლუცია“,

რის საფუძველზეც ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ნავთობკომპანიებისაგან

მოპოვებულ ნავთობზე ფასისა და გადასახადის გაზრდა მოითხოვა. ბუნებრივია,

შაჰიც დაინტერესებული იყო ნავთობიდან გაზრდილი შემოსავლების მიღებითა და

კონსორციუმის პოზიციების შევიწროვებით. ამიტომ, თავდაპირველად,

ოფიციალურმა თეირანმა მხარი დაუჭირა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების

ორგანიზაციის მოთხოვნებს. კარაკასის რეზოლუციის მიღების შემდეგ, ლიბიამ და

ალჟირმა ევროპას ნავთობის მიწოდება შეუზღუდა. პრობლემები შეიქმნა კარიბის

Page 83: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 83 -

ზღვის აუზის და სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებათან

მიმართებაშიც. რთული ვითარება ნავთობის საერთაშორისო ექსპორტზე აისახა და

მისი გაგრძელების შემთხვევაში, იგი ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში მნიშვნელოვან

ეკონომიკურ სიძნელეებს შექმნიდა. კრიზისის მოგვარების საკითხში შეერთებული

შტატების მთავრობა ჩაერია და კრიზისის მოგვარებას ნავთობის მწარმოებელი

ორგანიზაციის წევრ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თეირანზე დაყრდნობით შეეცადა.

1971 წლის 15 იანვარს პრეზიდენტმა ნიქსონმა მოჰამედ რეზა ფეჰლევს წერილი

გაუგზავნა, სადაც იგი გამოთქვამდა იმედს, რომ შაჰი დაეხმარებოდა „თავისუფალ

სამყაროს“ ნავთობის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლების მოგვარებაში.

პრეზიდენტის წერილი შაჰთან პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა,

სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯონ ირვინმა ჩაიტანა და პირადად შეხვდა შაჰს.

აუდიენციაზე ირანის მონარქმა დაარწმუნა ამერიკის დელეგაცია, რომ იგი სრულად

აკონტროლებდა ვითარებას სპარსეთის ყურეში და OPEC-ის წევრ სპარსეთის ყურის

ქვეყნებზე გარკვეული გავლენებიც გააჩნდა. შაჰმა საუბარში აღნიშნა, რომ საუდის

არაბეთის ნავთობის მინისტრმა მას მეფე ფეისალის გზავნილი უკვე გადასცა,

რომელშიც არაბეთის მონარქი ირანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არსებული

ვითარების მიმართ ეთანხმებოდა. მსგავსი მინიშნება გააკეთა ქუვეითმაც. მხოლოდ

ერაყი აფიქსირებდა რადიკალურად უარყოფით პოზიციას, რომელიც შაჰის

განცხადებით მოგვარებადი იყო. კრიზისის მოგვარებისათვის შაჰმა რეგიონში

მოღვაწე ნავთობკომპანიებს, ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის

გვერდის ავლით სპარსეთის ყურის ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებთან

სეპარატისტული ხელშეკრულების დადება შესთვაზა (ირვინი 1971: 1, 3, 5). 1971

წლის 14 თებერვალს თეირანში ტრანსნაციონალურმა ნავთობკომპანიებმა სპარსეთის

ყურის 6 ქვეყანასთან (ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, აბუ-დაბი, კატარი და

კუვეითი) ხელი მოაწერეს ახალ, ხუთწლიან შეთანხმებას ნავთობის ფასისა და

ნავთობის ბიზნესზე (მწარმოებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვება,

გადამუშავება, ტრანსპორტირება, ექსპორტირება) გადასახადების შესახებ.

შეთანხმების მიხედვით, ნავთობის ფასი 1975 წლამდე პერიოდულად 50 ცენტამდე

უნდა გაზრდილიყო. აღნიშნული ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ

Page 84: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 84 -

ურთიერთობები ნავთობის მწარმოებელ ქვეყნებსა და ნავთობის კომპანიებს შორის

ფაქტობრივად დარეგულირდა (ალიევი 2004: 360, ბრუკსი 1979: 255-256).

ამგვარად, ირანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ნავთობის კრიზისის

მოგვარებაში. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით

გათვალისწინებული ირანის ახალი როლის მორიგი გამოცდა, თუმცა შაჰს არც

საკუთარი ინტერესები დავიწყებია. კრიზისის პირობებში მან სცადა ირანში მოღვაწე

ნავთობკომპანიებისაგან რაც შეიძლება მეტი დათმობები მიეღო (ქლიუ 1971: 1-2).

ამისათვის თეირანმა დასავლეთის ნავთობკომპანიებთან ახალი ხელშეკრულების

დადება მოითხოვა. აღნიშნული შეთანხმების თანმახმად, ნავთობის კომპანიებს

ირანის სასარგებლოდ 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 1975 წლამდე 1.21

დოლარიდან 1.49 დოლარამდე ეტაპობრივად უნდა გაეზარდა. გარდა ამისა,

მსოფლიოში ინფლაციის ყოველწლიური ზრდის გათვალისწინებით, საგადასახადო

განაკვეთი წელიწადში 2,5% უნდა გაზრდილიყო, რათა დოლარის ინფლაციის გამო,

ნავთობის ექსპორტირების პროცესში ირანის მთავრობა არ დაზარალებულიყო. 1971

წლის ივლისში კონსორციუმის ხელმძღვანელმა ვან რეევენმა და ირანის ფინანსთა

მინისტრმა ჯამშიდ ამოუზგარმა ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლის

თანახმად, ირანის ნავსადგურების გავლით ნავთობის ტრანსპორტირების

გადასახადი გაიზარდა და ტონაზე 9 ½ ირანული რიალი69 შეადგინა. მხოლოდ ამ

ხელშეკრულების შედეგად ირანის შემოსავლები წელიწადში 13-დან 15 მილიონამდე

გაიზარდა (მაკარტური 1971დ: 1). საერთო ჯამში, 1971 წლიდან ნავთობიდან

შემოსული შემოსავალი წელიწადში 1,3 მილიარდიდან 3,5 მილიარდმდე გაიზარდა

(ჯამში 1971-1975 წლებში ირანმა დაახლოებით 14 მილიარდი დოლარი მოგება

მიიღო). მიუხედავად გაზრდილი შემოსავლებისა, ირანი კვლავ საბიუჯეტო

დეფიციტს განიცდიდა. ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის შემდეგ, 1971 წლის

24 თებერვალს ირანის შაჰმა მეჯლისს 1971-1972 ფინანსური წლის ბიუჯეტი

წარუდგინა, რომელშიც 1,3-მილიარდიანი დეფიციტი 800 მილიონიანი საგარეო

სესხით და 500 მილიონიანი შიდა სესხით უნდა დაეფარათ, რაც მნიშვნელოვნად

გაართულებდა ირანის ფინანსურ მდგომარეობას. მხოლოდ საგარეო ვალების

69 ირანის ეროვნული ვალუტა.

Page 85: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 85 -

დასაფარად ირანი ყოველწლიურად 150 მილიონ დოლარს იხდიდა, რაც ირანის

ფინანსურ სისტემაზე უარყოფითად ისახებოდა.

საბიუჯეტო დეფიციტის პირობებში თეირანს არ გააჩნდა ნაღდი (აქტიური)

ფინანსური რესურსები, რომელთა მეშვეობითაც მოახერხებდა სასურველი სამხედრო

ტექნიკის შესყიდვას. თავის მხრივ, შაჰი შეერთებული შტატების მთავრობიდან

შეგნებულად არ მოითხოვდა სამხედრო იმპორტისთვის საჭირო ფინანსურ

დახმარებას, რადგანაც ასეთი კოლოსალური თანხების მიღება ხშირ შემთხვევაში

შეუძლებელიც კი იყო. ფინანაური დახმარების გაწევა მთლიანად შეერთებული

შტატების წარმომადგენლობით ორგანოზე იყო დამოკიდებული, რომელზედაც

გავლენის მოხდენა არა მხოლოდ შაჰის ლობისტებს, არამედ თვით შეერთებული

შტატების პრეზიდენტსაც კი უჭირდა. ამიტომ იყო, რომ საბიუჯეტო დეფიციტის

პირობებში ირანისთვის ყველაზე ხელსაყრელი აშშ-ს მიერ საგარეო სამხედრო

გაყიდვების საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სესხი რჩებოდა. ამ

სესხის მეშვეობით ირანი შეერთებული შტატებისაგან იძენდა სასურველ სამხედრო

ტექნიკას და სამხედრო აღჭურვილობას, ხოლო კრედიტს კი ეტაპობრივად

ნავთობდოლარების მეშვეობით ფარავდა. 1970-იან წლებში შეერთებულ შტატებში

შაჰი, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ფინანსურ სექტორში ყველაზე საიმედო

გადამხდელად ითვლებოდა.

ამრიგად, 1971 წელს, რეგიონიდან ბრიტანეთის მოსალოდნელი გასვლის

ფონზე, „ნიქსონის დოქტრინის“ თანახმად შეერთებულმა შტატებმა მოახერხა „ტყუპი

საყრდენის“ სტრატეგიის ფარგლებში, ირანზე დაყრდნობით რეგიონში დასავლეთის

ინტერესების დაცვის მექანიზმების შემუშავება, განსაკუთრებით კი რეგიონის

სახელმწიფოთა სამხედრო-პოლიტიკური გაძლიერება. გარდა ამისა, პრეზიდენტის

ადმინისტრაციაში დომინირება ადმინისტრაციის იმ ერთეულთა ხელმძღვანელობამ

მოიპოვა, რომელიც ირანის სამხედრო ძლიერებით იყო დაინტერესებული. ირანის

სამხედრო თვალსაზრისით გაძლიერების მიზნით შეერთებული შტატების

ადმინისტრაციამ თეირანისთვის ხელმისაწვდომი გახადა საგარეო სამხედრო

გაყიდვების კრედიტი, ამერიკული წარმოების იარაღისა და სამხედრო ტექნიკის

იმპორტი და ირანისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების აღმოჩენა. ირანმა

Page 86: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 86 -

მოახერხა ერაყთან მიმართებაში სამხედრო ძლიერების ბალანსის აღდგენა

შეერთებული შტატების მხარდაჭერით, რაც პოსტბრიტანულ რეგიონში გავლენის

შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი იყო.

Page 87: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 87 -

§. 2. ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ირანში 1971-1975 წლებში

(პოსტბრიტანული ეპოქა)

სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით 1971 წელი მნიშვნელოვანი იყო,

რადგან სწორედ ამ წელს დაიგეგმა რეგიონიდან დიდი ბრიტანეთის სამხედრო

ძალების გაყვანა. მზადდებოდა ასევე სპარსეთის ყურის ახალი, არაბული

სახელმწიფოების დამოუკიდებლობის გამოცხადებაც, რომელთათვის აუცილებელი

იყო წამყვანი სახელმწიფოების ირანის, საუდის არაბეთისა და ქუვეითის

მხარდაჭერა. ვიდრე ბრიტანეთის უკანასკნელი სამხედრო შენაერთები დატოვებდა

რეგიონს, ლონდონმა გადაწყვიტა სპარსეთის ყურეში პოსტბრიტანული რეგიონული

პოლიტიკური სისტემა საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოეწყო. ამ საკითხში მას

ირანთან მოუხდა დაპირისპირება, რომელიც ჰორმუზის სრუტეში სამ პატარა

კუნძულზე (დიდი ტუნბი, პატარა ტუნბი და აბუ მუსა) პრეტენზიას აცხადებდა.

ბრიტანეთს სურდა ეს კუნძულები ყურის ახალი არაბული სახელმწიფოებისთვის

გადაეცა, რამაც ირანის პროტესტი გამოიწვია. თეირანმა არაერთხელ მიმართა

ოფიციალურ ლონდონს და ვაშინგტონს თხოვნით, რომ კუნძულების საკითხი ირანის

სასარგებლოდ გადაეჭრათ, თუმცა ლონდონის პოზიცია უცვლელი იყო. 1970 წლის 14

მაისს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არდეშირ ზაჰედიმ, შეერთებული

შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ

აზიის საკითხებში, იოსებ სისკოს განუცხადა, „შექმნილ ვითარებაში იმედი გვაქვს,

რომ ვაშინგტონი პრობლემის მოგვარების საკითხში ირანს სათანადო დახმარებას

გაუწევს“ (მაკარტური 1970დ: 3-4).

ვითარების გამწვავებისთანავე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი

ირანში ვაშინგტონს დაჟინებით ურჩევდა არსებულ ვითარებაში ირანისთვის

დაეჭირა მხარი. სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწერილ წერილში დუგლას

მაკარტური აფასებდა რა შექმნილ ვითარებას, აღნიშნავდა: „გირჩევთ ბრიტანეთის

მთავრობას ნათლად განუმარტოთ, რომ მათი შემოთავაზება მეტად სახიფათოა.

რეგიონში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე შესაძლებელია

პოლიტიკური კრიზისის წარმოშობა, რომელშიც ჩართული იქნება არა მხოლოდ

ირანი და დიდი ბრიტანეთი, არამედ ახალი სახელმწიფოებიც. კრიზისის შედეგად

Page 88: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 88 -

მნიშვნელოვნად შეირყევა სპარსეთის ყურის პოლიტიკური სტაბილურობა,

რომელზედაც დამოკიდებულია თავისუფალი ერების სასიცოცხლო ინტერესები. ...იმ

შემთხვევაში თუ კი დიდი ბრიტანეთი არ გაითვალისწინებს ჩვენს რეკომენდაციებს

და ხელოვნურად შექმნის კრიზისს, მაშინ თავს შევიკავებთ მხარი დავუჭიროთ

ბრიტანეთს. ჩვენ უნდა შევახსენოთ მათ, რომ აუცილებელია რეგიონიდან მათი

გასვლის მომენტისათვის შენარჩუნებული იყოს წესრიგისა და სტაბილურობის

დაცვის მაღალი ხარისხი, რათა თავისუფალი სამყაროს ინტერესებს სპარსეთის

ყურეში“ საფრთხე არ შეექმნას. გარდა ამისა, მაკარტური აღნიშნავდა, რომ

შეერთებული შტატების პოზიცია არსებული პოლიტიკური ვითარების მიმართ ირან-

ამერიკის პარტნიორული ურთიერთობის ერთგვარი გამოცდა იქნებოდა (მაკარტური

1970დ: 4).

საბოლოოდ კუნძულების საკითხი ირანის სასარგებლოდ გადაწყდა.

ბრიტანელებმა თანხმობა განაცხადეს ჰორმუზის სრუტეში არსებული სადავო

ტერიტორია ირანისთვის გადაეცათ. 1971 წელს, როდესაც ბრიტანელებმა საბოლოოდ

დატოვეს სპარსეთის ყურე, ირანის სამხედრო ნაწილებმა სამივე კუნძული დაიკავეს.

ჯეკ მიკლოსი (ამერიკელი დიპლომატი, სახელმწიფო დეპარტამენტის თანამ-

შრომელი ირანის საკითხებში) ირანის „ზეპირი ისტორიის პროექტის“ (Oral History of

Iran) ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბრიტანელებმა არა მარტო

ირანელების სასარგებლოდ გადაჭრეს კუნძულების საკითხი, არამედ გარკვეული

დახმარებაც კი აღმოუჩინეს თეირანს. „ეს იყო ბრიტანელების ოპერაცია, რომელიც

კონფიდენციალურად იქნა განხორციელებული. შეერთებული შტატები ამის შესახებ

მხოლოდ ნაწილობრივ იქნა ინფორმირებული,“ - აღნიშნავს ჯ. მიკლოსი (ბური 1988ბ:

95).

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონიდან ბრიტანეთის სამხედრო ძალების

გასვლამ შედარებით მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა, კვლავ არსებობდა

სტრატეგიული ბალანსის დარღვევის საფრთხე როგორც სსრკ-ს, ისე მისი მოკავშირე

არაბული სახელმწიფოების მხრიდან. ამჯერად ვაშინგტონის და მისი „რჩეული

ხელსაწყოს“ მთავარ გამოწვევას პოსტბრიტანულ სპარსეთის ყურეში მოკავშირეთა

მიერ მოპოვებული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენდა.

Page 89: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 89 -

ბუნებრივია, ირანის მიმართ შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა კიდევ

უფრო გაძლიერდა. ნიქსონის ადმინისტრაცია „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით

გათვალისწინებული პოლიტიკის გატარებას განაგრძობდა. თავის მხრივ, სამხედრო

ძალების გაძლიერებისა და მოდერნიზაციის საკითხებში კიდევ უფრო გააქტიურდა

თეირანიც. ირანის მონარქი უფრო შორს წავიდა და ამჯერად დასავლეთს ინდოეთის

ოკეანის უსაფრთხოების დაცვა შესთავაზა. ამასთან, შაჰი გამოვიდა ინიციატივით

გაეტარებინა „დამოუკიდებელი ეროვნული საგარეო პოლიტიკა“.

1971 წლის ოქტომბერში შაჰმა ირანის სახელმწიფოს დაარსების 2500

წლისთავი სპარსეთის ისტორიულ დედაქალაქ პერსეპოლისში პომპეზურად აღნიშნა,

დღესასწაულზე სხვადასხვა სახელმწიფოს დელეგაცია იყო მიწვეული. აღნიშნული

ღონისძიების ჩატარებით შაჰს სურდა მსოფლიოსთვის, მოკავშირე თუ მოწინააღ-

მდეგე სახელმწიფოებისათვის, ასევე რეგიონის ქვეყნებისათვის, მიენიშნებინა, რომ

ირანს სურდა აღედგინა სპარსეთის იმპერიის ძლევამოსილება და პრესტიჟი.

შეერთებული შტატების დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი სპირო აგნიუ ხელ-

მძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში 14 ოქტომბერს შაჰი პირისპირ შეხვდა ვიცე-

პრეზიდენტს. შეხვედრა, რომლის მთავარი თემა ირან-ამერიკის სამხედრო

თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელება და რეგიონში არსებული ვითარება იყო, 1

საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. სპირო აგნიუსთან საუბრის დროს შაჰმა ხაზი გაუსვა,

რომ 5-წლიანი გეგმის შესრულების შემდეგ, ირანი კვლავ გააგრძელებდა შეერთებულ

შტატებთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას. შაჰმა გამოთქვა სურვილი

ვაშინგტონს გაეგრძელებინა „შეერთებული შტატების სამხედრო მისიის და

სამხედრო დახმარების საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის“ (ARMISH/MAAG – U.S.

Army Mission in Iran/Military Assistant Advisory Group) საქმიანობა ირანში, ირანელი

სამხედრო პილოტების წვრთნის პროგრამა, როგორც ირანში, ისე შეერთებულ

შტატებში (CONUS - Continental U.S. Trainings). ასევე, თანამედროვე სამხედრო

ტექნიკის იმპორტირება, რათა შეენარჩუნებინა სამხედრო ძალთა ბალანსი. იგი

მოითხოვდა ორი ახალი F-1570 ტიპის მოიერიშე-გამანადგურებლების ესკადრილიას,

70 F-15 Eagle - ზებგერითი გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ტაქტიკური გამანადგურებელი.

მწარმოებელი: მაკდონელ დუგლასი (McDonnell Douglas).

Page 90: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 90 -

რომელიც ერაყის საკუთრებაში არსებულ ახალი ტიპის საბჭოთა წარმოების МИГ-25-

ს კონკურენციას გაუწევდა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროს შაჰმა

ოფიციალურად განაცხადა, რომ ინგლისელების მიერ ინდოეთის ოკეანის აუზის

საბოლოოდ დატოვების შემდეგ, ირანი არა მარტო სპარსეთის ყურის დაცვის

უზრუნველყოფას, არამედ ინდოეთის ოკეანის რეგიონის დაცვის სტრატეგიის

შემუშავებას გეგმავდა, რათა წვლილი შეეტანა ინდოეთის ოკეანეში არსებული

საზღვაო-საოკეანო კომუნიკაციების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამ ამოცანის

შესრულებისათვის მას უფრო მეტად ეფექტური საჰაერო და საზღვაო-საოკეანო

სამხედრო ძალები ესაჭიროებოდა. ამისათვის, მან სურვილი გამოთქვა შეესყიდა

ჰაერში საწვავით უზრუნველმყოფი საჰაერო ტანკერები, რათა ირანის სამხედრო-

საჰაერო ძალები კიდევ უფრო ეფექტური, მობილური და ბრძოლისუნარიანი

ყოფილიყო არა მარტო სპარსეთის ყურეში, არამედ მისი საზღვრების მიღმაც;

სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერების მიზნით შაჰს სურდა მცირე ზომის

ავიამზიდის და სხვადასხვა კლასის საბრძოლო ხომალდების შეძენაც.71 შეერთებული

შტატების ვიცე-პრეზიდენტმა დაუდასტურა, რომ აშშ მზად იყო გაეგრძელებინა

ირანთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობა, თუმცა შეერთებული შტატების

ადმინისტრაციას კვლავ გარკვეული სირთულეები ჰქონდა კონგრესთან სამხედრო

ტექნიკის ექსპორტირების და სამხედრო დახმარების გაცემის საკითხებთან

დაკავშირებით (აგნიუ 1971: 1, 2-3).

სპირო აგნიუსთან შეხვედრის შემდეგ შეერთებული შტატების თავდაცვის

დეპარტამენტმა ირანში სპეციალური სამხედრო მისია მიავლინა, რომელსაც ირანის

ახალი სამხედრო მოთხოვნების შესახებ შესაბამისი დასკვნა უნდა მოემზადებინა.

ირანის ახალი შეკვეთების შესაბამისად თავდაცვის დეპარტამენტმა კომისიაში

რადიოელექტრონული აღჭურვილობის და რადარების სპეციალისტი, ჰაერი-მიწა

ტიპის AGM-45 Shrike რაკეტების საკითხებში ექსპერტი-პილოტი (რომელიც მანამდე

სამხედრო ინსტრუქტორად მსახურობდა ისრაელის შეიარაღებულ ძალებში) და

71 ინდოეთის ოკეანის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში შაჰმა გადაწყვიტა

მჭიდრო ურთიერთობები დაამყარებინა ინდოეთის ოკეანის ძლიერ სახელმწიფოებთან -

ავსტრალიასთან და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან.

Page 91: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 91 -

საწვავით უზრუნველყოფის საჰაერო ტანკერის საკითხების სპეციალისტი შეიყვანა.

კომისიას უნდა მოემზადებინა დასკვნა ირანისთვის შესაბამისი იარაღის და

სამხედრო ტექნიკის მიყიდვის შესახებ. გარდა ახალი შეიარაღების მიწოდებისა,

შეერთებული შტატების თავდაცვის და სახელმწიფო დეპარტამენტებმა მიიღეს

გადაწყვეტილება „შეერთებული შტატების სამხედრო მისიის“ და მის ფარგლებში

ირანის საჰაერო ძალების წვრთნის და ტექნიკური დახმარების პროგრამა 1974

წლამდე გაეხანგრძლივებინათ. ზემოთ აღნიშნული პროცესების პარალელურად,

ირანის შაჰი შეერთებულ შტატების ელჩთან პერმანენტულად მოლაპარაკებებს

აწარმოებდა. მისთვის პირველ და მნიშვნელოვან საკითხს იარაღის იმპორტი

წამოადგენდა. 1971 წლის 22 დეკემბერს იგი შეერთებული შტატების ელჩს

მაკარტურს და ევროპაში განლაგებული ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო

ძალების მთავარსარდლის მოადგილეს, გენერალ დევიდ არტურ ბურჩინალს (1966-

1973) შეხვდა, რომლებთანაც 1975 წლის შემდგომი ირანის სამხედრო გეგმები

განიხილა. შაჰმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სსრკ-ერაყის და სსრკ-ინდოეთის

სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა ირანისთვის კვლავ მნიშვნელოვან

გამოწვევას წარმოადგენდა. ამიტომ, სამომავლოდ მას გამოწვევების შესაბამისი

სამხედრო პოტენციალი ესაჭიროებოდა. სტუმრებთან საუბრის დროს შაჰმა კიდევ

ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ უპირველეს ყოვლისა იგი გეგმავდა საჰაერო ძალების

განვითარებას შემდეგი შესყიდვების რეალიზებით: 8 ესკადრილია F-4D/E, 2

ესკადრილია F-5E, 6 ესკადრილია P-530 Cobra72 და 3 ესკადრილია ულტრა-

თანამედროვე გამანადგურებელის F-14 Tomcat73 და F-15. ამ უკანასკნელის მიყიდვის

შესახებ შაჰმა პირობა შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან ჯერ კიდევ 1969

წლის ოქტომბერში ვაშინგტონში ვიზიტის დროს მიიღო, მაშინ როდესაც ეს

სამხედრო ხომალდი ჯერ კიდევ კონსტრუქციის პროცესში იყო (ბური 1988ბ:84).

ახალი სამხედრო-საჰაერო ხომალდების შესყიდვის პარალელურად, 1975-1977

წლებში შაჰი ყოველწლიურად 150 ირანელი სამხედრო პილოტის გაწვრთნას

გეგმავდა (მაკარტური 1971ა: 4).

72 ავიაგამანადგურებელი. მწარმოებელი: ნორთროპი (Nortrop). 73 მწარმოებელი: გრუმმანი (Grumman).

Page 92: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 92 -

ირანის მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკაში გარდამტეხი

მნიშვნელობის მოვლენა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის 1972 წლის ვიზიტი იყო

ირანში. 1972 წლის მაისში ჯერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის, ხოლო

შემდეგ სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ მოსკოვში გამართული

სამიტის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი მრჩეველი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში, ჰენრი კისინჯერი ირანს ეწვივნენ7475. ირანში მათი

ვიზიტი მსოფლიო საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით რეგიონის ქვეყნებისათვის,

იყო ნათელი გზავნილი იმისა, რომ სპარსეთის ყურე შეერთებული შტატებისათვის

სასიცოცხლო მნიშვნელობის სივრცე იყო, რომლის სტაბილურობისა და

უსაფრთხოების გარანტი ირანი უნდა ყოფილიყო. „ჩვენ ჩამოვედით აქ (ირანში), რათა

კიდევ ერთხელ გამოვხატოთ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა... ჩვენ არ

დავუშვებთ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების დაუსტებას“ (მემორანდუმი... 1972ა: 2).

“ამაყი ვართ, რომ შეერთებული შტატები და ირანი საუკეთესო მეგობრები არიან“

(ნიქსონი 1971: 645). მაშასადამე, პრეზიდენტ ნიქსონის მიერ გაკეთებული განცხადება

წარმოადგენდა იმის დემონსტრირებას, რომ ვაშინგტონს სპარსეთის ყურეში გააჩნდა

სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესები და რეგიონში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების

პროცესში არსებული უსაფრთხოების სისტემის მთავარი არქიტექტორი და

მხარდამჭერი სწორედ ვაშინგტონი იყო. ამასთან, მას სურდა მსოფლიო საზოგა-

დოებისთვის, განსაკუთრებით კი ანტაგონისტურად განწყობილი ქვეყნებისათვის,

ირანის მაგალითზე ეჩვენებინა, თუ როგორ უჭერდა მხარს ვაშინგტონი თავის

პარტნიორ სახელმწიფოებს.

30 მაისს პრეზიდენტი ნიქსონი და მისი მრჩეველი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში, ჰენრი კისინჯერი შაჰმა საადაბადის სასახლეში

(თეირანი) მიიღო. შეხვედრა პირისპირ ორ საათნახევარს გაგრძელდა76. პრეზიდენტმა

ირანის მონარქთან განიხილა მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები,

74 ამ ვიზიტის შესახებ პრეზიდენტმა ნიქსონმა ჯერ კიდევ 1969 წლის 22-23 ოქტომბერს ვაშინგტონში

შაჰთან შეხვედრის დროს განაცხადა (ნიქსონი 1971:857). 75 შეერთებული შტატების პრეზიდენტთაგან ნიქსონი იყო პირველი და უკანასკნელი, ვინც ირანს

ეწვია. 76 ირანის შაჰი რ. ნიქსონისაგან დაჟინებით მოითხოვდა პირისპირ შეხვედრას, თუმცა ნიქსონმა

შეხვედრაზე ჰენრი კისინჯერი მაინც შეიყვანა (ბური 1988ა:115).

Page 93: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 93 -

ისაუბრეს რეგიონის ქვეყნებზე, არსებულ ვითარებაზე და დაგეგმეს სამომავლო

პოლიტიკური ნაბიჯები. რეგიონში ირანის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით

პრეზიდენტმა და მისმა მრჩეველმა ირანის შაჰს პირობა მისცეს, რომ მიაწვდიდნენ

ყველა სახის იარაღს, რომელსაც ირანის შაჰი მოისურვებდა, გარდა ბირთვულისა

(საუნდერსი 1972ა: 1). ირანში შეერთებული შტატების სამხედრო მისიის

ხელმძღვანელი გენერალი უილიამსონი (1971-1973 წწ.) თავის ინტერვიუში იგონებს,

რომ შეხვედრის დროს რ. ნიქსონმა ირანის შაჰს განუცხადა: „ჩვენ მოგაწვდით ყველა

სახის იარაღს, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ და რომელსაც ირანის მთავრობა

მოისურვებს“77 (ბური 1988ა: 65). საუბარი იყო თანამედროვე F-14 Tomcat და F-15

ტიპის ავიაგამანადგურებლებზე, ახალი სისტემის ელექტრო-ოპტიკური ჰაერი-მიწა

ტიპის MEVERICK78 რაკეტებზეს და ლაზერული სამიზნით აღჭურვილ ანტისატანკო

სისტემაზე, რომლებიც ვიზიტის პერიოდში ჯერ კიდევ გამოცდას გადიოდა. გარდა

ამისა, ირანმა ქვეყნის პირველი პირისგან თანხმობა მიიღო, რომ დამატებით

შეერთებული შტატებისაგან 2 ესკადრილია F-4D79, ხოლო მოძველებული F-5A

გამანადგურებლების ჩანაცვლების მიზნით კი F-5E-ის ტიპის საჰაერო ხომალდის 8

ესკადრილიას მიიღებდა (რაში 1972: 2-3; კისინჯერი 2000ბ:582). შეხვედრის

დასასრულს პრეზიდენტმა ნიქსონმა შაჰს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „დამიცავი“

(მემორანდუმი... 1972ბ: 2), რაც იმას ნიშნავდა, რომ ნიქსონის რესპუბლიკური

ადმინისტრაციისათვის რეგიონში დასავლეთის ინტერესების დაცვის ერთადერთ

იმედს მხოლოდ ირანი წარმოადგენდა. 1972 წლის 25 ივლისით დათარიღებულ

მემორანდუმში ჰენრი კისინჯერი თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტს

(იარაღის ვაჭრობის საკითხში ორი მთავარი უწყება) წერდა, რომ „აღნიშნული

სამხედრო პროდუქციის ექსპორტირება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად“

(საუნდერსი 1972ბ: 1).

1972 წლის ვიზიტის შემდეგ, ირანს საშუალება მიეცა ამერიკული წარმოების

შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა მისი ნება-სურვილის მიხედვით შეეძინა, თუმცა

77 ჯერ კიდევ 1972 წლის 29-30 მაისს ნიქსონის ვიზიტამდე ვაშინგტონში მყოფ ირანელ გენერალს ჰასან

ტუფაიანს აშშ-ს თავდაცვის მდივანმა განუცხადა, რომ „...ნიქსონის ბრძანების თანახმად მოგყიდით

ყველაფერს, რასაც თქვენ მოისურვებთ...“ (სეგდი 1985:18-19). 78 მწარმოებელი Hughes Aircraft Co. 79 საერთო ჯამში ირანს ამ ტიპის საჰაერო ხომალდების 10 ესკადრილია დაუგროვდა.

Page 94: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 94 -

იარაღის იმპორტირების სფეროში ბიუროკრატიული ბარიერები კვლავ პრობლემად

რჩებოდა. ირანის მიერ ამერიკული იარაღის იმპორტირების პროცესში ჩართული

იყო, როგორც სახელმწიფო უწყებები, ისე კერძო კომპანიები და მათი

წარმომადგენლები. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრებოდა სახელმწიფო

დეპარტამენტს, თავდაცვის დეპარტამენტს, შეერთებული შტატების საელჩოს

თეირანში და ამერიკის სამხედრო მისიას ირანში. ირანის მიერ ამერიკული სამხედრო

პროდუქციის შესყიდვა შემდეგი პროცედურების დაცვით ხდებოდა:

თავდაპირველად ირანის შაჰი და მისი სამხედრო ელიტა ამერიკელ სამხედრო

მრჩევლებთან გადიოდნენ შესაბამის კონსულტაციებს, შემდეგ საელჩოს მეშვეობით

უკავშირდებოდნენ სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც გასცემდა ნებართვას

იარაღის მიყიდვის შესახებ, რომელსაც ახორციელებდა თავდაცვის დეპარტამენტი.

სწორედ ასეთი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, ირანის მმართველი ელიტა

პროტესტს გამოთქვამდა. სავარაუდოდ, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით

შაჰმა პრეზიდენტ ნიქსონთან შეხვედრის დროსაც ისაუბრა. ამიტომ 1972 წლის 30-31

მაისის ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტ ნიქსონის ადმინისტრაციამ ამ პრობლემის

გადაჭრისთვის ქმედითი ნაბიჯები გადადგა. პრობლემის მოგვარება პრეზიდენტმა

მის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხში, ჰენრი კისინჯერს დაავალა.

ირანიდან დაბრუნების შემდეგ კისინჯერმა თეირანის იარაღით უზრუნველყოფის

საკითხის მოგვარების მიზნით, მის მიერ შემუშავებული ახალი სისტემა აამოქმედა,

რომელიც ითვალისწინებდა ბიუროკრატიული ბარიერების გვერდის ავლით,

დაჩქარებული წესით სამხედრო საგარეო ვაჭრობას მოკავშირე ქვეყნებთან. სამხედრო

ვაჭრობის პროცედურების გამარტივების მიზეზად ჰენრი კისინჯერმა პრეზიდენტ

ნიქსონის გადაწყვეტილება და ირანში შექმნილი ვითარება დაასახელა. იმ პერიოდში

ირანის სამხედრო ელიტასა და გადაწყვეტილების მიმღებ უწყებებში განსაკუთრებით

გააქტიურდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნების - იტალიის, ინგლისის და

საფრანგეთის სამხედრო ატაშეები და იარაღის მწარმოებელი კომპანიების წარმომად-

გენლები.80 ევროპული ქვეყნების გააქტიურებამ ვაშინგტონს მნიშვნელოვანი კონ-

80 „ბრიტანელებიც და ფრანგებიც მზად იყვნენ გამხდარიყვნენ იარაღისა და სხვა სამხედრო

მომსახურების მთავარი მიმწოდებლები“ (ბური 1989: 92).

Page 95: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 95 -

კურენცია გაუწია, რაც უარყოფითად აისახა ირანში შეერთებული შტატების

სამხედრო ვაჭრობის სფეროზე. ასეთ ფონზე ირანთან მიმართებაში პროცედურები

კიდევ უფრო უნდა გამარტივებულიყო. ირანში აშშ-ს ელჩისადმი 1972 წლის 12

ივლისით დათარიღებულ წერილში კისინჯერი წერდა: „ამიერიდან, ირანში

ამერიკული იარაღის ექსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ირანმა

უნდა მიიღოს... თუკი ირანის მთავრობა გადაწყვეტს შეიძინოს სასურველი სამხედრო

აღჭურვილობა და ტექნიკა, მას არანაირი შეზღუდვა81 არ უნდა დაუწესდეს გარდა

ოფიციალური ლიცენზიებისა და სამართლებრივი მოთხოვნებისა“ (საუნდერსი

1972ბ:2; პოლაკი 2004: 104). ამერიკის სამხედრო წარმოების სფეროში მოღვაწე

კომპანიებს უფლება მიეცათ დამოუკიდებლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე,

სამხედრო-სავაჭრო გარიგებები და ოპერაციები ეწარმოებინათ ირანის

მთავრობასთან, გარდა ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნისა. შეერთებული

შტატების მხრიდან ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად

ისახავდა „ნიქსონის დოქტრინით“ გათვალისწინებული პოლიტიკის სრულყოფას

ირანის მიმართ82. შეიარაღების მიწოდების პარალელურად, შეერთებული შტატების

მთავრობამ კიდევ უფრო გაზარდა სამხედრო ინსტრუქტორებისა და მრჩეველთა

რაოდენობა ირანში, მაშინ როდესაც მსოფლიოს მასშტაბით 15%-ით შეამცირა

სამხედრო მისიების პერსონალი (ჰეკი 1972: 1-2).

1972 წლის ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტმა ნიქსონმა კიდევ ერთი

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. იმავე წლის დეკემბერში შეერთებული შტატების

ადმინისტრაციამ ირანში ახალი ელჩი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს

ყოფილი დირექტორი, რიჩარდ ჰელმსი დანიშნა. ჰელმსის ირანში ელჩად გაგზავნა

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ნიქსონის ადმინისტრაციის მხრიდან. თვით ჰელმსი

კარგად იცნობდა ირანს, მხარს უჭერდა „ნიქსონის დოქტრინით“ გათვალისწინებული

პოლიტიკის გატარებას ირანის მიმართ და შაჰთანაც კარგი ურთიერთობით

81 საუბარია იმ შეზღუდვებზე, რომელსაც ვაშინგტონი უწესებდა თეირანს იარაღის შესყიდვაზე და

მოუწოდებდა მეტი ინვესტიცია დაებანდებინა ქვეყნის შიდაეკონომიკური განვითარებისათვის. 82 იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანიების მეშვეობით შაჰი მუდამ ინფორმირებული იყო ჯერ

კიდევ გამოცდის პროცესში მყოფი უახლესი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შესახებ. ამგვარად,

იარაღის მწარმოებელი კომპანიები (მაგალითად, კომპანია გრუმანი) მანამდე ავრცელებდნენ

ინფორმაციას მათ მიერ წარმოებულ ულტრათანამედროვე შეიარაღებასა და ტექნიკაზე, ვიდრე მას

შეერთებული შტატების მთავრობა ოფიციალურად მიიღებდა შეიარაღებაში (მიგლიეტა 2002: 73-74).

Page 96: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 96 -

გამოირჩეოდა83. რიჩარდ ჰელმსის ელჩად დანიშვნას შეერთებული შტატების და

ირანის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აფასებდნენ, როგორც ირანის

მიმართ ვაშინგტონის უპირობო მხარდაჭერას და მის მიმართ განსაკუთრებული

ინტერესების მკაფიო გამოხატვას.

ამგვარად, ნიქსონის ვიზიტის შემდეგ შეერთებული შტატების

ადმინისტრაციამ ირანს ულტრათანამედროვე შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის

ბაზრის კარები ფართოდ გაუღო. მსგავსად ჩრდილოეთ ატლანტიკური ალიანსის

წევრი ქვეყნებისა, ვაშინგტონი ირანსაც აწვდიდა უახლეს შეიარაღებას, რაც ნათლად

მიუთითებს იმაზე, რომ შეერთებული შტატების რეგიონალურ პოლიტიკაში ირანს

უმნიშვნელოვანესი ადგილი ეჭირა. შეერთებული შტატების ეროვნული უსაფ-

რთხოების საბჭოს ერთ-ერთ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებული იყო, რომ

ირანი, შეერთებული შტატების ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მეგობრებსა და

მოკავშირეებს შორის განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა (კისინჯერი

1972ა: 2).

1972 წლის ნიქსონის ვიზიტის შემდეგ, ირანს ამერიკის იარაღის ბაზარზე

თავისუფალი მოქმედების უფლება მიეცა. მას შეეძლო შეეძინა მისთვის სასურველი

ნებისმიერი იარაღი და სამხედრო ტექნიკა, გარდა ბირთვული იარაღისა. მაგრამ

შეერთებული შტატების მიერ გამოყოფილი სამხედრო კრედიტის ფარგლებში

ფინანსების სიმწირის გამო ირანი ვერ ახერხებდა დაგეგმილი კოლოსალური

სამხედრო შესყიდვების რეალიზებას. აუცილებელი იყო შესაბამისი ფინანსური

რესურსების მოძიება. ამის ერთადერთი საშუალება კი კვლავ ნავთობი რჩებოდა. 1972

წლის 27 ივნისს ვენაში ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC)

მინისტერიალი გაიმართა, რომლის ფარგლებში თეირანმა ირანის ნავთობის

საერთაშორისო კონსორციუმთან მორიგ შეთანხმებას მიაღწია. ამ შეთანხმების

თანახმად, ირანის მთავრობამ ნავთობის კონსორციუმს 1979 წლის შემდეგ კიდევ 15

წლით გაუხანგრძლივა ნავთობის წარმოების სფეროში ექსკლუზიური უფლებები.

ამის სანაცვლოდ კონსორციუმმა თახმობა განაცხადა 1976 წლისათვის ირანის

83 თავის ინტერვიუში რიჩარდ ჰელმსმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე,

თითქოსდა იგი შვეიცარიაში სწავლის დროს ირანის შაჰის თანაკლასელი იყო (ბური 1986ბ: 1).

Page 97: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 97 -

ნავთობის წარმოება თვეში 4.3 მილიონი ბარელიდან 8 მილიონამდე გაეზარდა. ამავე

ხელშეკრულების ფარგლებში კონსორციუმმა აბადანის ნავთობის გადამამუშავებელი

ქარხანა ირანის მთავრობას საკუთრებაში გადასცა, ხოლო თავად კუნძულ ხარგზე

ახალი ააგო (საუნდერსი...1972ა: 7).

1973-74 წლების ნავთობის კრიზისის პერიოდში ირანს შესაძლებლობა

გაუჩნდა მაქსიმალურად გაეზარდა ენერგორესურსებისაგან მიღებული შემოსავლები.

როგორც ცნობილია, არაბეთ-ისრაელის რიგით მესამე ომში ისრაელისათვის

გაწეული დახმარების გამო, არაბულმა ქვეყნებმა, მათ შორის საუდის არაბეთმაც,

ამერიკის შეერთებულ შტატებს ნავთობის ტოტალური, ხოლო მის პარტნიორებს კი

დიფერენცირებული ემბარგო გამოუცხადეს. ემბარგომ ენერგორესურსების

საერთაშორისო ბაზრის სტრუქტურა მთლიანად დაარღვია, რასაც დასავლეთის

საფონდო ბირჟებზე 3 თვეში ნავთობზე ფასების გაოთხმაგება მოჰყვა. ასევე დაინგრა

დასავლეთის ერთიანი პოლიტიკური პოზიციაც. ომისშემდგომ პერიოდში იაპონიამ

პირველად დაიკავა შეერთებული შტატების საწინააღმდეგო პოზიცია, როდესაც შავ

სიაში მოხვედრისაგან თავის დასახსნელად 1973 წლის ნოემბერში ოფიციალურად

დაგმო ისრაელის მოქმედება. ასევე არაორგანიზებულად და ერთმანეთთან

შეუთანხმებლად მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნები (პოლაკი 2004:106). 1973 წლის

ნავთობის ემბარგოს პოლიტიკური ბრძოლის იარაღად წარმატებით გამოყენებამ

მნიშვნელოვან პროცესს დაუდო სათავე - დაიწყო ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების

ენერგეტიკული სექტორების სრული ნაციონალიზაცია. ამერიკის შეერთებულ

შტატებს და მის პარტნიორებს მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ ებრძოლათ ნავთობზე

ფასების კონტროლისათვის. სწორედ ამ პერიოდიდან ეყრება საფუძველი სპარსეთის

ყურის ნავთობპოლიტიკაში ბრძოლას ენერგორესურსებზე ფასების კონტრო-

ლისათვის.

ირანი სპარსეთის ყურის ერთადერთი ქვეყანა იყო, რომელიც არ შეუერთდა

არაბული სამყაროს მიერ ისრაელისა და მისი მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ

დაწესებულ ნავთობის ემბარგოს. შაჰი მუდმივად აღნიშნავდა, რომ არაბული

სახელმწიფოების ლიდერებისაგან განსხვავებით, ის და მისი მთავრობა არასოდეს

გამოიყენებდა ნავთობს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღს (ფატემი 1980: 308).

Page 98: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 98 -

ემბარგოს პირობებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის დახმარებით შეძლო

თავისი პარტნიორი ქვეყნები ენერგოკრიზისისაგან ეხსნა. ირანმა OPEC-საგან

დამოუკიდებლად, ემბარგოს გვერდის ავლით, ნავთობის წარმოება გაზარდა და

შესაბამისად ექსპორტიც, თუმცა შედარებით მაღალ ფასებში. თავდაპირველად 3.01

დოლარიდან 5.12 დოლარამდე, ხოლო 1973 წლის დეკემბერში 11.65 დოლარამდე

(საერთო ჯამში ნავთობის ფასი 276%-ით გაიზარდა.) ემბარგოს შედეგად ნავთობის

ფასების კატასტროფულმა ზრდამ დასავლეთის ქვეყნებს, მათ შორის შეერთებულ

შტატებს, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ნიუ იორკის საფონდო ბირჟამ

6 კვირის განმავლობაში 97 მილიარდი დოლარის ზარალი ნახა (2004 წლის

მდგომარეობით დაახლ. 400 მილიარდი დოლარის ექვივალენტი). სანაცვლოდ

ირანის შემოსავლებმა იმატა. 1974 წლისათვის ნავთობიდან შემოსულმა მოგებამ 17.8

მილიარდ დოლარს მიაღწია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეერთებულმა შტატებმა

დასავლეთის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, შედარებით ადვილად გადაიტანა

ნავთობზე ფასების ზრდა და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ირანის მხრიდან

კოლოსალური სამხედრო ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეკვეთის ხარჯზე ოდნავ

მაინც შეამცირა. ამ შემთხვევაშიც, შეერთებული შტატების პარტნიორმა ემბარგოს

შედეგად მიღებული გაზრდილი შემოსავლები და ჭარბი ნავთობდოლარები

ძირითადად ისევ ამერიკის იარაღის ბაზარზე დააბანდა. ამ პროცესებს ხელი შეუწყო

კისინჯერის მიერ იარაღით ვაჭრობის სფეროში ჩამოყალიბებულმა გამარტივებულმა

ბიუროკრატიულმა სისტემამ. 1973 წლიდან 1974 წლის ჩათვლით ირანმა

შეერთებული შტატებიდან იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იმპორტი 523 მილიონი

დოლარიდან 3.9 მილიარდ დოლარამდე გაზარდა (პოლაკი 2004: 107-109).

1974 წლის იანვარსა და ივნისში ირანმა 80 ერთეული F-15A, იმავე

რაოდენობის F-14D და F-4E ტიპის გამანადგურებლები შეუკვეთა (რომელიც ირანს

1977-1978 წლებში უნდა მიიღო). საზღვაო ძალების გაძლიერების მიზნით, 1974 წლის

სექტემბერში თეირანმა შეერთებულ შტატებს 6 ერთეული DD-993 ტიპის საზღვაო

ნაღმოსანი და 3 დიზელის ძრავიანი მცირე ზომის წყალქვეშა ნავი შეუკვეთა, რომლის

მიწოდებაც 1979-1980 წლებისთვის უნდა მომხდარიყო (სირიეჰი 1984: 93-95). 1975

წლის აგვისტოში შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის გაფორმდება 50-

Page 99: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 99 -

მილიარდიანი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულება. სამხედრო იმპორტის

სფეროში ირანს ეტაპობრივად უნდა შეესყიდა 10 მილირდი დოლარის ღირებულების

სამხედრო საქონელი, მათ შორის ჯერ კიდევ წარმოების პროცესში მყოფი 300

ერთეული F-1684 ტიპის სუპერთანამედროვე ავიაგამანადგურებელი და 250

ერთეული F-18L ტაქტიკური ბომბდამშენი85, 141 ერთეული F-5E, 28 ერთეული F-5F, 6

ერთეული P-3F Orion86-ი (შორეული საზღვაო პატრულირებისათვის), 7 ერთეული

საფრენ ხომალდზე ბაზირებული საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემა

(Airborne Warning and Control System - AWACS)87 (მიგლიეტა 2002:61-62). რაც შეეხება

შვეულმფრენებს და ვერტმფრენებს, ირანმა 1975 წელს შეიძინა 287 ერთეული Bell

214A ტიპის შვეულმფრენი, 139 ერთეული Bell 214C და Bell AJ-IJ. გარდა

ვერტმფრენების შესყიდვისა, ამერიკულმა კომპანია „ბელ ჰელიკოპტერმა“ (Bell

Helicopter) ირანის მთავრობის თანამონაწილეობით ისფაჰანში ვერტმფრენის ქარხანა

ააგო, რომელიც აწარმოებდა 214A მოდელის ვერტმფრენებს. რაკეტების სფეროში

ირანმა შეიძინა 4760 ერთეული TOW ანტისატანკო რაკეტა88, 158 ერთეული Phoenix

ტიპის რაკეტა F-14 გამანადგურებლების აღჭურვისათვის, 2500 ერთეული ჰაერი-მიწა

ტიპის რაკეტები MEVERICK-ი, 222 ერთეული საზღვაო რაკეტა Harpoon, რომელიც

სასაზღვრო-საპატრულო ხომალდებზე და სამხედრო-საზღვაო ძალების საჰაერო

ხომალდზე P-3f Orion-ზე დამონტაჟდა (სირიეჰი 1984: 93-95), (პოლაკი 2004:107-109).

84 მრავალფუნქციური ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავი. მწარმოებელი ლოქჰიდ მარტინი

(Lockheed Martin) და ჯენერალ დინამიქსი (General Dynamics). წარმოების წლები: 1974 წლიდან-

დღემდე. 85 მრავალფუნქციური ზებგერითი საბრძოლო თვითმფრინავის F/A-18 Hornet-ის მოდერნიზებული

სახეობა. მწარმოებელი მაკდონელ დუგლასი (McDonnell Douglas) და ნორთროპი (Northrop). 86 მწარმოებელი კორპორაცია ლოქჰიდი (Lockheed Corporation). 87 ირანისთვის AWACS-ის სარადარო სისტემის მიყიდვის საკითხი შემდგომში დღის წესრიგიდან იქნა

მოხსნილი. ამერიკელი სენატორები ამტკიცებდნენ, რომ ირანში დესტაბილიზაციის პირობებში

შესაძლებელი იყო, რომ ეს სისტემა სსრკ-ს ხელში აღმოჩენილიყო. მას შემდეგ, რაც მისი ექსპორტის

საკითხი სენატმა და კონგრესმა დაბლოკა, შეერთებული შტატების საზღვაო ძალებმა ირანს სხვა სახის,

შედარებით იაფფასიანი საჰაერო ხომალდზე დამონტაჟებული ტაქტიკური სარადარო სისტემა - E-2C

შესთავაზა. თეირანმა ამ სისტემის შესახებ ვაშინგტონისგან ფინანსური სახის ინფორმაცია და

ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა მოითხოვა. თუმცა თავდაცვის მდივანი, რომელიც ამ

სისტემების ირანისთვის მიყიდვის წინააღმდეგი გამოდიოდა, ირანში ამერიკის სამხედრო მრჩეველთა

მისიას მითითება მისცა არავითარი ინფორმაცია არ მიეწოდებინათ ირანის მხარისთვის E-2C-ს

შესახებ. უფრო მეტიც, თავდაცვის მდივანმა ჯეიმს შლესინჯერმა 1975 წელს აშშ-ს ენდრიუს

სამხედრო-საჰაერო ბაზაზე დაგეგმილი E-2C-ს საჩვენებელ ფრენებზე ირანის დელეგაციის დაშვებაზე

ნებართვა არ გასცა (მიგლიეტა 2002: 63). 88 მწარმოებელი Huges Aircraft Company.

Page 100: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 100 -

სხვა პროდუქციის იმპორტირებისათვის კი 40 მილიარდიანი კონტრაქტი გაფორმდა

(ჯამში 50 მილიარდის ხელშეკრულება) (პოლაკი 2004:107-109).

ამგვარად, არაბული სამყაროს მიერ დაწესებული ნავთობის ემბარგოს

პირობებში ირანის მიერ განხორციელებულმა ნავთობპოლიტიკამ დასავლეთის

ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნები იხსნა კრიზისული ვითარებიდან,

თუმცა ნავთობზე გაათმაგებული ფასების სანაცლოდ. „ტყუპი საყრდენის“

სტრატეგიის ფარგლებში ირანმა შეძლო მასზე დაკისრებული ვალდებულების

შესრულება. ნავთობის ემბარგომ, ხოლო შემდგომ ეტაპზე მასზე ფასების ზრდამ,

დიდი ზიანი მიაყენა „ინდუსტრიულად განვითარებული (კაპიტალისტური)

დემოკრატიული სახელმწიფოების“ ეკონომიკას, განსაკუთრებით კი შეერთებული

შტატების ნავთობის ბიზნესს სპარსეთის ყურეში. მაგრამ ირანის შემდგომმა

სამხედრო შესყიდვებმა ნავთობზე ფასების გაზრდით ამოღებული თანხები ისევ

ამერიკულ ბაზარზე დააბრუნა, რითაც მეტ-ნაკლებად შეერთებული შტატების

ექსპორტ-იმპორტის ბალანსის აღდგენას ხელი შეუწყო.

1973-74 წლების „უოთერგეითის“ სკანდალთან დაკავშირებული შიდა-

პრობლემების გამო პრეზიდენტმა საკუთარი უფლებები საგარეო პოლიტიკურ

საკითხებში კისინჯერს (ამჯერად კისინჯერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე

გვევლინება89) და თავდაცვის მდივანს ჯეიმს შლესინჯერს გადაუნაწილა90, თუმცა

აღსანიშნავია ის, რომ კისინჯერმა შეძლო უპირატესობის მოპოვება. ის, მის მიერ ჯერ

თეთრ სახლში, ხოლო შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტში შექმნილ სისტემას

ეყრდნობოდა, რომელიც მისდამი ერთგული პირებით იყო დაკომპლექტებული

(კოლი 1975: 11-12). ადმინისტრაციის სხვა ერთეულები კისინჯერმა ფაქტობრივად

ჩრდილში დატოვა. თავდაცვის დეპარტამენტი ვერ ეგუებოდა სახელმწიფო მდივნის

დომინირებულ პოზიციას გადაწყვეტილების მიმღებ სისტემაში, გარდა ამისა,

89 1973 წლის 22 სექტემბერს რიჩარდ ნიქსონმა ჰენრი კისინჯერი სახელმწიფო მდივნის

თანამდებობაზე დანიშნა. 90 ნიქსონის ადმინისტრაცია იმითაც არის საინტერესო, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის დროს

შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა სახელმწიფო მდივანზე ორიენტირებული მოდელით

წარიმართა, რადგანაც 1973 წლის 22 სექტემბრიდან ჰენრი კისინჯერი უკვე სახელმწიფო მდივნად

გვევლინება. აქედან გამომდინარე, უფრო მართებული იქნება თუ ნიქსონის ადმინისტრაციის საგარეო

პოლიტიკის წარმოების მოდელს „კისინჯერზე ორიენტირებულ მოდელს“ ვუწოდებთ.

Page 101: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 101 -

თავდაცვის დეპარტმენტი კვლავ ეწინააღმდეგებოდა ირანისთვის ყოველგვარი

შეზღუდვების გარეშე მიეწოდებინათ იმ რაოდენობის იარაღი და სახმედრო ტექნიკა,

რამდენსაც შაჰი მოისურვებდა.

კისინჯერის მიერ კონტროლირებადი სახელმწიფო დეპარტამენტისა და

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსაგან განსხვავებით, თავდაცვის დეპარტამენტის

ექსპერტები და ანალიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ ირანმა მის მიმართ არსებულ

საფრთხეებს და გამოწვევებს უნდა უპასუხოს არა თანამედროვე იარაღის და

სამხედრო ტექნიკის რაოდენობის ზრდით, არამედ მისი შეიარაღებული ძალების

გაწვრთნით და მის განკარგულებაში არსებული ტექნიკის ეფექტური გამოყენებით

(სური 1985: 14).

ირანის მიერ კოლოსალური სამხედრო შეკვეთების განხორციელების

უარყოფით გავლენაზე საუბრობდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ზოგიერთი

მაღალჩინოსანი და აშშ-ს სენატისა და კონგრესის წევრებიც. თეირანში შეერთებული

შტატების საელჩოს ინფორმაციაზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარატმენტის

ეკონომიკურ საკითხთა სპეციალისტმა თეოდორ მორანმა სახელმწიფო მდივანს და

პრეზიდენტს სპეციალური მემორანდული წარუდგინა, რომელშიც მორანი

ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ თუ კი ირანი არ მოახდენდა თავისი ხარჯების

რეორიენტაციას სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების აღმოფხრაზე, იგი ღრმა

საშინაო პოლიტიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდებოდა. ,,ჩვენს (ამერიკის

შეერთებული შტატები - ლ.ბ.) ინტერესს უნდა წარმოადგენდეს ის, რომ ირანმა

შეამციროს კოლოსალური სამხედრო ხარჯები, რათა სოციალ-ეკონომიკური

ფაქტორებით გამოწვეულმა პოლიტიკურმა პერიპეტიებმა ჩვენსავე ეროვნულ

ინტერესებს ირანში საფრთხე არ შეუქმნას”_ წერდა მორანი (კანი 1978:17).

1973 წლის მიწურულისთვის ჯეიმს შლესინჯერი პირადად შეხვდა ირანის

შაჰს და განუმარტა, რომ ირანის სამხედრო სფეროს პრობლემას წარმოადგენდა არა

სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უკმარისობა, არამედ იმ გაწვრთნილი

სამხედრო პერსონალის ნაკლებობა, რომელსაც უნდა მოეხდინა იმპორტირებული,

თანამედროვე შეიარაღებისა და ტექნიკის ექსპლოატაცია და ტექნიკური

უზრუნველყოფა. შლესინჯერმა დაარწმუნა შაჰი, რომ აუცილებელი იყო ირანს

Page 102: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 102 -

შეესყიდა პირველადი აუცილებლობის სამხედრო პროდუქცია, ხოლო დანარჩენი

რესურსები სამხედრო სფეროს ისედაც მწირი ადამიანური რესურსების ეფექტური

მენეჯმენტისათვის მოეხმარა. შლესინჯერის ვიზიტის შედეგად, ამჯერად ირანის

შაჰმა ტექნიკური დახმარების, სამხედრო მწვრთნელების და მრჩევლების

რაოდენობის გაზრდა მოითხოვა (ბური 1992ბ:14, 25-26).

1974 წლის იანვარში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა

ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა დამატებით ამერიკელი ტექნიკური

დახმარების მისიის მივლენას ირანში. ამ ხელშეკრულების თანახმად, შეერთებულმა

შტატებმა ირანში 552 ტექნიკოს-ინსტრუქტორი მიავლინა, რომელთა მომსახურების

ღირებულება 16,6 მილიონი დოლარის ღირებულებას შეადგენდა. შემდგომ ეტაპზე

ტექნიკოს-ინსტრუქტორთა რაოდენობა ირანში სამხედრო ტექნიკის შეძენასთან

ერთად, კიდევ უფრო გაიზარდა და საბოლოოდ მან 863 კაცს მიაღწია (სახმელეთო

ძალებში 255; საზღვაო ძალებში - 136, საჰაერო ძალებში - 321, სხვა სფეროში - 151).

გარდა სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკოს-

ინსტრუქტორთა მისიებისა, ამერიკული კერძო კომპანიებიც ირანში საკუთარ

ინსტრუქტორებს აგზავნიდნენ, რათა მათ უზრუნველეყოთ ირანელი სამხედრო

პერსონალის გადამზადება და გაწვრთნა. მათი რაოდენობა ტექნიკური დახმარების

მისიის ინსტრუქტორ-ტექნიკოსთა რაოდენობას აჭარბებდა. ასე მაგალითად, 1976

წლის დასაწყისისთვის კომპანია „ბელ ჰელიკოპტერს“ (Bell Helicopter) 1843 ადამიანი

ჰყავდა მივლენილი ირანში (ისინი ძირითადად ვერტმფრენების ამგებ ქარხანაში

იყვნენ დასაქმებულნი), ხოლოს 1976 წლისათვის F-14-ის და მასზე „Phoenix“ ტიპის

რაკეტების დამონტაჟების პროგრამაზე 15 სამხედრო ინსტრუქტორ-ტექნიკოსი

მუშაობდა. მსგავსი ვითარება თითქმის ყველა სამხედრო პროგრამაში იყო (სირიეჰი

1984: 96-97). მიუხედავად იმისა, რომ აშშ შეუზღუდავად აწვდიდა ირანს

უახლესი ტიპის სამხედრო ტექნიკას, შეიარაღებას, შესაბამის კვალიფიცირებულ

სპეციალისტებს და ინსტრუქტორებს, ვაშინგტონში ყურადღებით ადევნებდნენ

თვალს აღნიშნული პროგრამის განხორციელებას, რადგანაც შესაძლებელი იყო

ძლიერი შეიარაღების მქონე ირანი კონტროლიდან გამოსულიყო და სპარსეთის

ყურის ქვეყნების მიმართ თვითნებური და აგრესიული რეგიონული პოლიტიკის

Page 103: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 103 -

წარმოება დაეწყო, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს აშკარად

ეწინააღმდეგებოდა. აქედან გამომდინარე, ვაშინგტონი ამერიკელი სამხედრო

მრჩევლებისა და ინსტრუქტორების მეშვეობით ირანის გენერალიტეტის

კონტროლს ახერხებდა.

ირანის შაჰზე უფრო მეტი გავლენის მოხდენის მიზნით შლესინჯერი ირანში

ასევე არაოფიციალურად აგზავნიდა ყოფილ სამხედრო ექსპერტებს და დეპარტა-

მენტის თანამშრომლებს, რომლებსაც ირანის შაჰის სამხედრო იმპორტზე გავლენის

მოხდენა ევალებოდათ. თუმცა ხშირ შემთხვევაში, ასეთი პირები ირანელ

სამხედროებთან კორუფციულ გარიგებებში შედიოდნენ, რომლებიც დიდ გავლენას

ახდენდნენ იარაღის იმპორტირების სფეროზე. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ე.წ.

„ჰალოკის საქმე“ წარმოადგენდა. 1974 წლის დასაწყისში შლესინჯერმა თეირანში

არაოფიციალურად თავისი ყოფილი თანამშრომელი რიჩარდ ჰალოკი გაგზავნა,

რომლის მისიას წარმოადგენდა მოეხდინა გავლენა შაჰის სამხედრო პოლიტიკაზე და

უშუალოდ აშშ-ს თავდაცვის მდივნისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ირანის

სამხედრო გეგმების შესახებ. თუმცა ირანში ჰალოკმა სამმაგი თამაში წამოიწყო. მან

სამხედრო-საკონსულტაციო მომსახურების ოფისი დააფუძნა, რომელიც სამხედრო

იმპორტის სფეროში ირანის სამხედრო მინისტრის მოადგილის, გენერალ ჰასან

ტუფანიანის რეზიდენციის გვერდით მდებარეობდა. ჰალოკი პირდაპირ აწვდიდა

ინფორმაციას შაჰის სამხედრო შესყიდვების გეგმების შესახებ შლესინჯერს,

შეერთებული შტატების ელჩს ირანში რიჩარდ ჰელმსს, ხოლო პარალელურად

მუშაობდა ირანის მთავრობის მიერ მრჩევლად და ექსპერტად სამხედრო

შესყიდვების საკითხებში. ამგვარად ჰალოკმა მასზე დაკისრებული მისიის

შესრულების პარალელურად საკუთარი კეთილდღეობისათვისაც იზრუნა. 1975 წლის

სექტემბერში შლესინჯერმა პრეზიდენტ ჯერალდ ფორდს ექვსპუნქტიანი

მემორანდუმი წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო: „საეჭვოა, რომ ირანის ყველა

სამხედრო მოთხოვნების დაკმაყოფილება ხანგრძლივ პერსპექტივაში ჩვენს

ინტერესებს შეესაბამებოდეს“ (სიკი 1985: 17; ბური 1988:120; ბური 1992ბ: 45-47).

თავის მხრივ, არც სახელმწიფო დეპარტამენტი და მისი ხელმძღვანელი

ჰენრი კისინჯერი არ თმობდნენ პოზიციებს. კისინჯერს უფრო დიდი გავლენა

Page 104: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 104 -

ჰქონდა თეთრ სახლში, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

შლესინჯერის მემორანდუმი თეთრმა სახლმა უპასუხოდ დატოვა. 1975 წლის 19

ნოემბერს შლესინჯერი თავდაცვის მდივნის თანამდებობიდან გადააყენეს და მის

ნაცვლად დონალდ რამსფელდი დანიშნეს. ამგვარად, საგარეო პოლიტიკურ

საკითხებში, განსაკუთრებით კი ირანის მიმართებაში, კისინჯერი ფაქტობრივად

ირანისთვის უპირობო მხარდაჭერის პოლიტიკას განაგრძობდა. მისი ასეთი კურსი

კვლავ ისრაელის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. თუმცა „უოთერგეითის“

სკანდალის შემდეგ შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა ორგანომ,

რომელიც შეშფოთებული იყო 1972 წელს ირანთან იარაღით ვაჭრობის სფეროში

შემუშავებული სისტემით, ასევე იარაღის მწარმოებელი კომპანიების ულტრა-

თანამედროვე ტექნიკის ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებული საქმიანობით,

მიიღო სპეციალური აქტი „უსაფრთხოების სფეროში დახმარებისა და საგარეო

სამხედრო ვაჭრობის შესახებ“. მიღებული აქტით შეერთებული შტატების სენატი

პრეზიდენტს ფორდს ავალდებულებდა სამხედრო საგარეო ვაჭრობა, საკითხის

საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ მხოლოდ იმ შემთხვევაში ეწარმოებინა, თუ

შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამებოდა. აღნიშნული აქტის

შედეგად, შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა ორგანომ კიდევ უფრო

გააძლიერა თავისი კონტროლი იარაღის ექსპორტის სფეროზე.

ამრიგად, ნიქსონის ადმინისტრაციამ ირანთან მჭიდრო სამხედრო-

პოლიტიკური პარტნიორობის საფუძველზე, სპარსეთის ყურიდან ბრიტანეთის

სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, სტაბილურობისა და უსაფრთხოების

შენარჩუნება შეძლო, რაც უზრუნველყოფილი იყო შეერთებული შტატების მხრიდან

ამერიკული წარმოების შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეუზღუდავი

მიყიდვით. ამით ირანს საშუალება მიეცა მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა თავისი

სამხედრო პოტენციალი და შეესრულებინა მასზე გათვლილი სტრატეგიული

ამოცანები. იარაღით ვაჭრობა ამ პერიოდის აშშ-ირანის ურთიერთობებს წითელ

ხაზად გასდევს და იგი ორივე სახელმწიფოს ინტერესებში შედიოდა. იარაღით

ვაჭრობის პოლიტიკა შეერთებული შტატების სტრატეგიულ და ეკონომიკურ

ინტერესებს, კერძოდ: 1) - ექსპორტ-იმპორტში დადებითი ბალანსის აღდგენას, 2) -

Page 105: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 105 -

ჭარბი სამხედრო ტექნიკის რეალიზებას და 3) - ახალი სამხედრო პროექტების

დაფინანსებას ემსახურებოდა91.

მეორე მსოფლიო ომის წლებში, ე.წ. „ოქროდევიზური სტანდარტის“

დაწესებით92, დოლარს სხვა უცხოური ვალუტა მიება და იგი ფაქტობრივად

სარეზერვო ვალუტად იქცა. მსოფლიო ომისა და ომის შემდგომ წლებში აშშ-ს

გაზრდილი ექსპორტის შედეგად ევროპული ოქროს მარაგი შეერთებულ შტატებში

გავიდა, ოქროთი გამყარებული დოლარის ღირებულება კი მნიშვნელოვნად გაზარდა

და იგი ფაქტობრივად მსოფლიო ვალუტად გადაიქცა. მაგრამ, 1960-იანი წლების

ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში დოლარის კურსმა საერთაშორისო

სავალუტო სისტემაში ვარდნა დაიწყო93. დოლარის გაუფასურება 3 ფაქტორით იყო

გამოწვეული: 1) - დასავლეთ ევროპისა და იაპონიის ეკონომიკური განვითარების

შედეგად მათი მდგომარეობა საერთაშორისო ბაზარზე და ფინანსურ სფეროში

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რასაც შედეგად მათი ეროვნული ვალუტების

ღირებულების გაზრდა მოჰყვა (ფურსენკო 1989: 22), 2) - საერთაშორისო ბაზარზე

კონკურენტების გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეამცირა შეერთებული შტატების

ექსპორტი; 3) – 1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში

ნავთობზე ფასების ზრდამ შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის ბალანსში

დეფიციტი წარმოშვა. 1893 წლის შემდეგ პირველად, აშშ-ს საგარეო ვაჭრობაში

უარყოფითი ბალანსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1971 წლის მაისში

91 ვაშინგტონში იარაღის ექსპორტს განიხილავდნენ როგორც იარაღის წარმოების ინდუსტრიის

განვითარებისათვის ინვესტირების ძირითად წყაროს. აშშ-ს მხრიდან იარაღით ვაჭრობის პოლიტიკამ

შექმნა სისტემა (წრე), რომელშიც ჩართული იყო ყველა მხარის (იარაღის იმპორტიორი ქვეყანა,

შეერთებული შტატები და იარაღის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები) ინტერესები. 92 1944 წ. ივლისში ბრეტონ-ვუდში, (აშშ, ნიუ-ჰემპშირის შტატი) „გაერთიანებული ერების

მონეტარულ და ფინანსურ კონფერენციაზე“ (The United Nations Monetary and Financial Conference),

მსოფლიოს 44 სახელმწიფოს შორის ხელი მოაეწერა შეთანხმებას საერთაშორისო მონეტარიზმში

ახალი სისტემის შექმნის შესახებ. შემოღებულ იქნა „ოქროდევიზური სტანდარტი“, რომელიც

დაფუძნებული იქნა ოქროზე და აშშ-ს დოლარზე, რამაც ბოლო მოუღო ოქროს სტანდარტს. ახალი

წესებით დოლარი იყო ერთადერთი ვალუტა, რომელიც პირდაპირ იყო მიბმული ოქროზე. აშშ იღებდა

ვალდებულებას საზღვარგარეთის მთავრობებისათვის და ცენტრალური ბანკებისათვის ოქროზე

გადაეცვალა დოლარი შეფარდებით 1 უნცია ოქრო 35 აშშ დოლარი. 93 თუკი 1944 წლისათვის შეერთებული შტატებს ფორტ ნოქსში 25 მილიარდი დოლარის ოქროს

მარაგი ჰქონდა, 1971 წლისათვის მისი რაოდენობა 10,5 მილიარდამდე შემცირდა. დოლარის

მდგომარეობა ისე შეირყა, რომ მსოფლიოს სხავადასხვა ბანკი იძულებული გახდა მეანაბრეთა ასობით

მილიონი დოლარი სხვა ვალუტაში გადაეცვალა. ასე მაგალითად, საფრანგეთში 300 მილნ. დოლარი,

იაპონიაში 1 მლრდ. 290 მილნ. დოლარი და ა.შ. (ფურსენკო 1989: 23).

Page 106: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 106 -

დაფიქსირდა (ფურსენკო 1989: 23). ყოველივე ამ ფაქტორმა მნიშვნელოვნად შეარყია

აშშ-ს შიდაეკონომიკური ვითარება.

მაშასადამე, 70-იანი წლების დასაწყისში დოლარის ვარდნის პროცესმა (1971

წ. 1 უნცია ოქროს ღირებულება 38 $-მდე გაიზარდა, ხოლო 1973 წ. — 42,22 $-მდე.

ოქროს ფასის ზრდა შემდგომ წლებშიც გაგრძელდა დ მან 3 -ნიშნა ციფრს მიაღწია)

საგარეო საერთაშორისო ბაზარზე ამერიკულ პროდუქციაზე მოთხოვნილების

შემცირებამ, ნავთობზე ფასების პერმანენტულმა ზრდამ და საგარეო ექსპორტ-

იმპორტის ბალანსში ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ განაპირობა. აუცილებელი იყო

აღნიშნული პროცესის შეჩერება და დოლარის გამყარება. ამისათვის ნიქსონის

ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა94, თუმცა ექსპორტის წილის

გაზრდა კვლავ დღის წესრიგში რჩებოდა. ბალანსის აღდგენისათვის ყველაზე

ხელსაყრელ საშუალებას ძვირადღირებული სამხედრო პროდუქციის, შეიარაღებისა

და ტექნიკის ექსპორტირება წარმოადგენდა (სამხედრო პროდუქციის

ექსპორტირებით ბიუჯეტში კოლოსალური თანხები შედიოდა. საშუალოდ

ექსპორტირებული საქონლის ღირებულების 50%), რომლის მიმართაც ნავთობით

მდიდარი სახელმწიფოები უდიდეს დაინტერესებას იჩენდნენ. სწორედ იარაღით

ვაჭრობის პოლიტიკის და ირანის შაჰის დამსახურება იყო ის, რომ 1960-იანი წლების

ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში ნავთობის მიწოდებაზე გარკვეული

პრობლემებისა და ენერგორესურსებზე ფასების ეტაპობრივად მატების მიუხედავად,

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობდა სპარსეთის ყურის ნავთობის იმპორტს

და ექსპორტ-იმპორტის ბალანსში სტაბილურობას ინარჩუნებდა. განსაკუთრებით

მნიშვნელოვანი ირანის სამხედრო შეკვეთები იყო, რომლითაც აშშ-მ შეძლო

ნაწილობრივ მაინც აღედგინა ის დანაკლისი, რომელიც 1973 წლის ნავთობის

ემბარგოს შემდეგ მასზე გაზრდილი ფასების გამო წარმოიშვა. თავის მხრივ,

შეერთებული შტატების მხარდაჭერით ირანი საკუთარ ამბიციებსაც აკმაყოფილებდა.

მართალია, თეირანი სპარსეთის ყურის ნავთობპოლიტიკაში შეერთებული შტატების

საიმედო პარტნიორი იყო, მაგრამ შემოსავლების გაზრდის მიზნით იგი ხშირ

94 1971 წლის 15 აგვისტოს რიჩარდ ნიქსონის ბრძანებით (Executive Order №11615) „ოქროდევიზური

სტანდარტი“ გაუქმდა. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში 3 თვის ვადით აიკრძალა ხელფასებისა და

ფასების ზრდა (ფურსენკო 1989: 24).

Page 107: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 107 -

შემთხვევაში ზეწოლას ახდენდა დასავლურ, მათ შორის ამერიკულ

ნავთობკომპანიებზე. ირანის მიერ ნავთობის საკითხის მოგვარება მასზე ფასის

გაზრდით სრულდებოდა.

თავის მხრივ, სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში შეერთებული შტატებთან

მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობით, თეირანმა ერაყის საპირწონედ ძლიერი

სამხედრო პოტენციალის შექმნა და რეგიონში საკუთარი პოლიტიკური გავლენის

გაფართოება შეძლო. ჯერ კიდევ ახლო წარსულში ნახევარკოლონიურმა

სახელმწიფომ, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის გავლენის სფეროებად

იყო დაყოფილი, აიძულა დიდი ბრიტანეთი მის სასარგებლოდ გადაეწყვიტა

ტერიტორიული პრეტენზიები და პოსტბრიტანული რეგიონის პოლიტიკური

მოწყობის საკითხი.

Page 108: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 108 -

§. 3. „რეალისტური შეკავების სტრატეგია“ და ამერიკის შეერთებული

შტატების რეგიონალური პოლიტიკა სპარსეთის ყურეში

1960-იანი წლების მანძილზე შეერთებული შტატების გეოპოლიტიკური

ინტერესები ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ

აზიაში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ერთი მხრივ, რეგიონში

მიმდინარე დეკოლონიზაციის პროცესი უფრო საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ

მიმდინარეობდა, ვიდრე დასავლეთის, რადგანაც ამ პროცესის შედეგად

წარმოქმნილი ახალი სახელწიფოების ხელისუფლების სათავეში ძირითადად

პროსაბჭოური მემარცხენე ძალები მოდიონენ. 1960-იან წლების მეორე ნახევარში

საბჭოთა კავშირმა თავისი სამხედრო ფლოტი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანა.

ამჯერად, ორი ბირთვული სახელმწიფოს სამხედრო საზღვაო ფლოტი ერთ რეგიონში

მოექცა. 1960-იანი წლების მეორე ნახევარში ინდოეთის ოკეანის აუზის ქვეყნებში,

კერძოდ პაკისტანში (როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილში), ინდოეთში,

ავღანეთში, ირანში, სპარსეთის ყურის ქვეყნებში, აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე

სომალიში, ეთიოპიაში, მოზამბიკში, სამხრეთ აფრიკაში, ავსტრალიასა და სამხრეთ-

აღმოსავლეთ აზიაში საკუთარი გავლენის გაფართოებისათვის ერთმანეთს

დაუპირისპირდა პლანეტის ორი ზესახელმწიფო. აღნიშნული დაპირისპირება კიდევ

უფრო გაძლიერდა ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდში. ერთი შეხედვით ნიქსონი

საბჭოთა კავშირთან მიმართებაში „განტვირთვის“ (Détente) პოლიტიკის ფარგლებში

სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ხოლო

მეორე მხრივ, ხელს უწყობდა ვაშინგტონის მოკავშირე ქვეყნების მილიტარიზაციას,

მათზე დაყრდნობით პროსაბჭოთა სახელმწიფოების შეკავებას და გეოპოლიტიკური

ბალანსის შენარჩუნებას ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთის ოკეანისა და სამხრეთ-

აღმოსავლეთ აზიის რეგიონში (მაქგუაიერი 1988:12-13). ეს იყო ე.წ. „განტვირთვის“

პოლიტიკის მიღმა აშშ-სსრკ-ს ორმაგი გეოპოლიტიკური თამაში.

Page 109: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 109 -

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირი

ე.წ. „ანაკონდას რკალის“95 გარღვევის მიზნით ინდოეთის ოკეანის მიმართულებით

კიდევ უფრო გააქტიურდა. 1970-იანი წლების დასაწყისში მოსკოვმა მოახერხა

საკუთარი გავლენის გავრცელება ინდოეთში, ახლადშექმნილ ბანგლადეშის

სახელმწიფოში, ავღანეთში, სამხრეთ იემენის რესპუბლიკაში, ეთიოპიაში, სომალიში

და ინდოეთის ოკეანის აუზის სხვა ქვეყნებში. მოსკოვი ბანგლადეშს დახმარებას

უწევდა ბენგალის ყურის მთავარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავსადგურის

ჩიტაგონის საზღვაო ნაღმებისაგან გაწმენდის საქმეში. ამით კრემლს საშუალება მიეცა

საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან

ნავსადგურში ფეხი მოეკიდებინა. 1971 წელს სსრკ-მ ინდოეთთან მეგობრობის,

მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა, რომლის

საფუძველზეც მხარეებს შორის სამხედრო-პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ,

სამეცნიერო და ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა ინტენსიური გახდა. ამ

ხელშეკრულების მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა კონსულტაციების წარმოება

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებში. სსრკ თანამშრომლობის ფარგლებში,

ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ვიშაჰაპათმანის ნავსადგურში სამხედრო-

საზღვაო ბაზის მშენებლობას შეუდგა. გარდა ამისა, მოსკოვმა ინდოეთს სხვადასხვა

ტიპის სამხედრო ხომალდი და დიზელისძრავიანი წყალქვეშა ნავი მიჰყიდა. 1973

წლის 26-30 ნოემბერს ინდოეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სსრკ-ს კომუნისტური

პარტიის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი, ხოლო 1976 წლის 8-14 ივნისს

საპასუხო ვიზიტის ფარგლებში საბჭოთა კავშირში ინდოეთის პრემიერ-მინისტრი

ინდირა განდი იმყოფებოდა. აღნიშნულმა ვიზიტებმა კიდევ უფრო განამტკიცა

რეგიონში სსრკ-ინდოეთის პარტნიორობა. ინდოეთის პარალელურად მოსკოვმა

მეგობრობის, თანამშრომლობისა და დახმარების ხელშეკრულება გააფორმა

95 XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შემუშავებული გეოპოლიტიკური თეორია,

რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ „შეკავების დოქტრინის“ მთავარ პრინციპად გადაიქცა.

„ანაკონდას რკალი“ ითვალისწინებდა აშშ-ს მიერ ევრაზიის კონტინენტის სანაპირო ზონებზე

კონტროლის განხორციელებით რუსეთისთვის საზღვაო-საოკეანო გასასვლელების ჩაკეტვას. ის ასევე

ითვალისწინებდა აშშ-ს მოკავშირე ქვეყნების მეშვეობით საბჭოთა კავშირის თანდათანობით

შევიწროვებას.

Page 110: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 110 -

ეგვიპტესთან (1971 წლის მაისი) და ერაყთან (1972 წლის 9 აპრილი), (ელიტსი 1980:

80-82).

ვაშინგტონში განსაკუთრებულ შეშფოთებას წითელი ზღვის რეგიონში

საბჭოთა გავლენის ზრდა იწვევდა. როგორც ცნობილია, ეგვიპტესთან სტრატეგიული

თანამშრომლობით საბჭოთა კავშირი ფაქტობრივად სუეცის არხს და შესაბამისად

წითელი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილს აკონტროლებდა. 1960-იანი წლების მეორე

ნახევარში მოსკოვმა შეძლო წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილზე, კერძოდ კი

ინდოეთის ოკეანეში გასასვლელ ბაბელმანდების სრუტის როგორც აზიურ, ისე

აფრიკულ სანაპიროზე კონტროლი დაემყარება. 1967 წელს იემენმა დიდი

ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა მემარცხენე ძალების

ხელისუფლებაში მოსვლით იემენი ფაქტობრივად სსრკ-ს სატელიტ სახელმწიფოდ

გადაიქცა, რომელსაც მოსკოვი სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას უწევდა.

სანაცვლოდ კი მოსკოვმა იემენისაგან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადენის

ნავსადგურის და აეროდრომის გამოყენების უფლება მიიღო. ცენტრალური

სადაზვერვო სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა უილიამ ქოლბიმ (1973 4. IX-1976 30.

I.) 1974 წლის 11 ივლისს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე

ოფიციალურად დაადასტურა, რომ ადენის საპორტო და საჰაერო შესაძლებლობებს

მოსკოვი საკუთარი სამხედრო საჰაერო და სახმელეთო ძალების ბაზირებისა და

მომსახურებისთვის აქტიურად იყენებდა (სირიეჰი 1984: 219). 1974 წელს ჯერ

ეთიოპიაში, ხოლო შემდეგ სომალიში საკუთარი გავლენის გაფართოების შემდეგ,

საბჭოთა კავშირმა შეძლო ბაბელმანდების სრუტის აფრიკულ მხარზეც მოეკიდებინა

ფეხი. ამ ქვეყნებში მოსკოვმა ათასობით სამხედრო ინსტრუქტორი, ინჟინერი,

„ჟურნალისტი“ და „პედაგოგი“ მიავლინა. მოსკოვმა სომალის ტერიტორიაზე, ბაბელ-

მანდების სრუტის აფრიკულ სანაპიროზე, სტრატეგიულად მნიშნელოვანი

ნავსადგურის, ბერბერას მიდამოებში სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზა

ააგო. 1975 წლის 10 ივნისს, შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს

შლესინჯერმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ოფიციალურად

დაადასტურა და სენატს წარუდგინა დეტალური სადაზვერვო მასალები96, რომელიც

96 შეერთებული შტატების საჰაერო დაზვერვის შედეგად მოპოვებული ფოტო-მასალები.

Page 111: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 111 -

ცხადყოფდა, რომ ბერბერაში სსრკ ძლიერ სამხედრო საზღვაო და საჰაერო ბაზას

ფლობდა, რომელსაც გააჩნდა ღრმა აკვატორიის მქონე ნავსადგური97, 1500 სამხედრო

პირზე გათვლილი საცხოვრებელი კომპლექსები, 175 ათას ბარელის ტევადობის

საწვავის ავზები; ასევე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკის და ტაქტიკური სარაკეტო

კოპლექსების საცავები. ბერბერას სამხედრო-საჰაერო ბაზაზე სხვადასხვა დანიშ-

ნულების საბრძოლო და სადაზვერვო საჰაერო ხომალდი (ძირითადად TU-95) იყო

განლაგებული. საბჭოთა სამხედრო ბაზის ხელმძღვანელობა საბჭოთა კავშირის

გენერალურ შტაბთან, უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან, ინდოეთის

ოკეანეში განლაგებულ საბჭოთა ფლოტთან და სსრკ-ს მეთაურებთან კრემლში

პირდაპირ კავშირზე იყო (სირიეჰი 1984: 221).

ინდოეთის ოკეანეში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნავსადგურების

დაუფლებით სსრკ-ს გავლენის გაძლიერების მთავარ მიზანს სპარსეთის ყურიდან

დასავლეთისკენ მიმავალი ნავთობის ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი

საზღვაო-საოკეანო მაგისტრალზე კონტროლის განხორციელება წარმოადგენდა98. ამ

რეგიონში ძლიერი საბჭოთა სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალების არსებობა

ქმნიდა იმის პოტენციურ საფრთხეს, რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

ნებისმიერი მწვავე დაპირისპირების პირობებში საბჭოთა კავშირი ადვილად

გადაუკეტავდა დასავლეთს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთ უმთავრეს არტერიას.

ინდოეთის ოკეანეში არსებული სამხედრო-პოლიტიკური ვითარების ფონზე,

„ნიქსონის დოქტრინის“ უპირველეს მიზანს წარმოადგენდა ირანზე დაყრდნობით

შეერთებული შტატების რეგიონალური ინტერესების დაცვა, განსაკუთრებით კი

პოსტბრიტანული სპარსეთის ყურის რეგიონის უსაფრთხოების სისტემის შექმნა.

ჰენრი კისინჯერის მიერ 1972 წელს პრეზიდენტ რ. ნიქსონისადმი გაგზავნილ ერთ-

ერთ მემორანდუმში აღნიშნული იყო, რომ „ირანის სამხედრო ძლიერება და მისი

ამერიკული შეიარაღებით აღჭურვა, სპარსეთის ყურის რეგიონში შეერთებული

შტატების ინტერესებს უნდა მოემსახუროს...“ (კისინჯერი 1972ბ: 9). ძლიერ ირანს

97 აუცილებელი მოთხოვნა წყალქვეშა ნავების ბაზირებისა და დიდი წყლაწყვის გემების

მიღებისათვის. 98 თვით საბჭოთა კავშირი არ იყო დაინტერესებული ახლო აღმოსავლეთის ნავთობით, რადგანაც მას

საკუთარი რესურსი გააჩნდა და უფრო მეტიც, იგი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი მსხვილი ნავთობის

ექსპორტიორი ქვეყანა.

Page 112: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 112 -

რეგიონის სამხედრო-პოლიტიკურ კლიმატზე და შესაბამისად ძალთა ბალანსზეც

მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო. შეერთებული შტატები თეირანზე

დაყრდნობით ახორციელებდა საკუთარი რეგიონალური პოლიტიკური ინტერესების

რეალიზებას რეგიონში. ირანის დახმარებით ის ცდილობდა დასავლეთის

ინეტერესების შესაბამისად წარემართა რეგიონში ანდა რეგიონის რომელიმე

სახელმწიფოში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესები, აღმოსავლეთისა და

დასავლეთს შორის გეოპოლიტიკურ ბალანსში სტატუს-ქვო შეენარჩუნებინა. სწორედ

ამიტომ, 1970-იანი წლების დასაწყისში ირანმა არაერთი ამბიციური საგარეო

პოლიტიკური აქტივობა წამოიწყო, რაც გულისხმობდა „დიდი ცივილიზაციის“99

აღდგენას, ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის, ჟანდარმის

ფუნქციის შესრულებას, ინდოეთის ოკეანის უსაფრთხოების დაცვაზე ზრუნვას და

„დამოუკიდებელი ეროვნული საგარეო პოლიტიკის“ გატარებას. ირანის ყველა ეს

საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები რეგიონში შეერთებული შტატების და მისი

მოკავშირე „ინდუსტრიულად განვითარებული (კაპიტალისტური) დემოკრატიული

სახელმწიფოების“ ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. 1972 წლის 31 მაისს ირანში

რიჩარდ ნიქსონის ვიზიტის დასასრულს მხარეების მიერ საზოგადოებისა და

პრესისათვის გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამი იყო: „შეერთებული

შტატების პრეზიდენტი და მისი უდიდებულესობა ირანის შაჰი თანხმდებიან, რომ

სპარსეთის ყურის ქვეყნებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვას სასიცოც-

ხლო მნიშვნელობა აქვს... მისი უდიდებულესობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ

ირანი მზად არის შეერთებულ შტატებთან ერთად მათი (სპარსეთის ყურის პატარა

სახელმწიფოები - ლ.ბ.) უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა გაიზიაროს“

(ნიქსონი 1971: 651).

შეერთებული შტატების რეგიონალურ პოლიტიკაში პრიორიტეტული იყო

ისრაელის სახელმწიფო უსაფრთხოების შენარჩუნება და ამისათვის შესაბამისი

რეგიონალური მექანიზების შექმნა. აღსანიშნავია, რომ რეგიონალური თვალ-

საზრისით ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოება ერთი მხრივ, რეგიონში

99 საუბარი იყო რეგიონში ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიის სამხედრო-პოლიტიკური გავლენების

აღდგენაზე.

Page 113: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 113 -

არსებული შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალებს,

ხოლო მეორე მხრივ, ვაშინგტონის მოკავშირე ირანისა და თურქეთის

სახელმწიფოების მხარდაჭერას ეფუძნებოდა. ისრაელის რეგიონალური უსაფრთ-

ხოებისთვის შექმნილი სისტემის მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენდა ირანისა და

ისრაელის მჭიდრო ურთიერობების დამყარება სამხედრო-პოლიტიკურ და

ეკონომიკურ სფეროში. ირანის მეშვეობით შეერთებული შტატები და შესაბამისად,

ისრაელი მნიშვნელოვან ძალთა ბალანსს ქმნიდა არა მარტო რადიკალურად

განწყობილი არაბული ქვეყნების, როგორებიც იყო ეგვიპტე, სირია, ერაყი, იორდანია

და სხვ., არამედ საბჭოთა კავშირის მიმართაც. ირანსა და ისრაელს, რადიკალური

არაბული სახელმწიფოების სახით, საერთო გამოწვევები და საფრთხეები

აკავშირებდა. ირანის შაჰი რეზა ფეჰლევი ისრაელისა და ირანის კავშირს ერთიანი

საფრთხეების მიმართ შემდეგნაირად ახასიათებდა: „არც ირანს და არც ისრაელს არ

სურს მარტო აღმოჩნდეს არაბთა ზღვაში“ (ნეფი 1991:24). სტრატეგიული

თვალსაზრისით ორი სახელმწიფოს ურთიერთობები მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც

თეირანი თელ-ავივს ამარაგებდა იაფი ნავთობით, რაც ისრაელის სახელმწიფოს

სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი იყო. თავის მხრივ,

ისრაელი მნიშვნელოვან სამხედრო და სადაზვერვო ინფორმაციას აწვდიდა ირანს100,

ირანელი სამხედროები და სპეციალური სამსახურების მაღალჩინოსნები წვრთნისა

და მომზადების პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად ისრაელს ხშირად

სტუმრობდნენ (ჰალამი 1988: 10-11). ებრაული ლობი ირანის სასარგებლოდ

შეერთებული შტატების სახელმწიფო სტრუქტურებში წარმატებით მუშაობდა

(მიგლიეტა 2002: 81-82)101. ირანი სამხედრო სფეროში იმდენად დაუახლოვდა

ებრაულ სახელმწიფოს, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევარში ისრაელმა 1

100 ამერიკელი მეცნიერის ჯონ მიგლიეტას მიხედვით ისრაელის სპეცსამსახურის „მოსადის“ და

ცენტრალური სადაზვერვო სააგნეტოს მიერ იყო შექმნილი ირანის საიდუმლო პოლიცია, ე.წ.

„სავაკი“(მიგლიეტა 2002: 82). 101 ებრაელი მკვლევარი ბენიამინ ბეთ-ჰალამი თავის ნაშრომში „ისრაელის კავშირი. ვის და რატომ

აიარაღებს ისრაელი“ („Israel Connection. Whom Israel Arms and Why“) აღნიშნა, რომ „ერთ-ერთი

მიზეზი, რის გამოც ირანის შაჰმა 1949 წელს ისრაელთან პარტნიორობა გადაწყვიტა, აშშ-ში მოღვაწე

ებრაული ლობის თეირანის სასარგებლოდ გამოყენება იყო. ლეგენდარული ლობის შესაძლებლობები

მესამე სამყაროს სახელმწიფოთა ლიდერებისთვის მიმზიდველი იყო. მათი აზრით, ისინი აშშ-ს შიდა-

პოლიტიკურ ასპარეზზე ყოვლისშემძლენი იყვნენ“ (ჰალამი 1988:10-11).

Page 114: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 114 -

მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობის სანაცვლოდ თეირანს „მიწა-მიწა“

ტიპის რაკეტები გადასცა, რომლებიც სპეციალურად ირანისთვის დაამზადა და

რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანის შესაძლებლობა გააჩნდა (ნეფი 1991:24)102.

სტრატეგიული თვალსაზრისით მეორე მნიშვნელოვანი რგოლი ირანის მიერ

ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოების საქმეში ერაყის განეიტრალება იყო. 1958

წლის რევოლუციის შემდეგ, როდესაც ერაყის მმართველი ჰაშემიტების დინასტია

უკიდურესად მემარცხენე, პროსაბჭოური და ნასერისტული იდეების მიმდევარმა

აბდ ალ-ქარიმ კასიმმა (1914-1963 წწ.) დაამხო103, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში

გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა. პროსაბჭოთა ერაყი როგორც

ისრაელისთვის, ისე ირანისთვის მნიშვნელოვან საფრთხედ გადაიქცა. ამიტომ იყო,

რომ 1960-1970-იანი წლების მანძილზე ირანისა და ისრაელის მთავარ ამოცანას

ერაყის შეკავება და მისი დასუსტება წარმოადგენდა. 1960-იანი წლების ბოლოს და

1970-იანი წლების დასაწყისში ირანი და ისრაელი შეერთებული შტატების

თანხმობითა და მხარდაჭერით ერაყის წინააღმდეგ საიდუმლო ოპერაციას

ახორციელებდნენ, რომელიც ქურთების სეპარატისტული მოძრაობისთვის

სამხედრო-ეკონომიკური და ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა.

ირანის ქურთული პოლიტიკა შაჰის ე.წ. „ქურთების სპარსელობის“ კონცეფციაზე იყო

აგებული, რომლის მიხედვით ქურთები ძველი სპარსელები იყვნენ და სპარსული

ენის ერთ-ერთ დიალექტზე საუბრობდენ. ამ თეორიის გაფართოებითა და

გავრცელებით ირანის შაჰი ცდილობდა ერთი მხრივ, ქურთთა მოძრაობა თავად

102 ირან-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობა 1970-იან წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა. 1973

წელს ისრაელის ექსპორტმა ირანში 33 მლნ., 1974 წელს - 63 მლნ., 1977 წელს 195 მლნ., ხოლო 1978

წელს 225 მლნ. დოლარი შეადგინა, რაც ისრაელის საერთო ექსპორტის 7% იყო. შაჰის რეჟიმის

დამხობის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ისრაელის საელჩოს შენობაში ნაპოვნი საიდუმლო

დოკუმენტაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდა, რომ თელ-ავივი

ავიაგამანადგურებელი Lavi-ის წარმოებას ირანული ინვესტიციების მეშვეობით ახორციელებდა

(ჰალამი 1988: 12). 103 1958 წლის ივლისში ლიბანში ანტიმონარქიული და ანტიდასავლური გამოსვლები დაიწყო.

იორდანიის მონარქმა ჰუსეინმა დახმარება ერაყის მეფეს ფეისალს სთხოვა. თუმცა ერაყის მე-9

ბრიგადის ოფიცრებმა აჯანყებულთა სოლიდარობის ნიშნად ლიბანის ნაცვლად სამხედრო

ქვედანაყოფები ბაღდადისაკენ დაძრა. ამბოხებულებმა დედაქალაქი დაიკავეს, მეფე ჩამოაგდეს და

ერაყის რესპუბლიკა გამოაცხადეს. ეს ფაქტი ისტორიაში 1958 წლის „14 ივლისის რევოლუციის“

სახელწოდებით არის ცნობილი. რევოლუციურმა მთავრობამ მეფე ფეისალ II, მისი რეგენტი აბდულა,

პრემიერ-მინისტრი ნური საიდი სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

Page 115: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 115 -

ირანში გაენეიტრალებინა, ხოლო მეორე მხრივ, ერაყის ქურთებისათვის დახმარების

გაწევის „ლეგიტიმური უფლება“104 მიეღო. ირანის და ისრაელის სპეცსამსახურები და

სამხედრო ინსტრუქტორები შეერთებული შტატების ფინანსური და სამხედრო

დახმარებით ირანის საიდუმლო სამხედრო ბაზებზე ქურთ მეომრებს წვრთნიდნენ,

ამარაგებდნენ მათ იარაღით, ამუნიციით, სურსათ-სანოვაგით და პარტიზანული

ბრძოლებისათვის აუცილებელი სხვა მატერიალური რესურსით. ნიქსონის

ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში შეერთებული შტატები ქურთების

დახმარების პროგრამაში უფრო აქტიურად ჩაერთო. როგორც თავის მემუარებში

ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს, 1972 წელს ირანში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის

ვიზიტის დროს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ასევე

სეპარატისტულად განწყობილი ერაყის ქურთებისათვის დახმარების საკითხიც

(კისინჯერი 2000ბ: 580; ბური 1992ა: 57-58). „ერაყის ქურთების მხარდაჭერის

ოპერაცია, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ახორციელებდა,

ნაბრძანები იყო უშუალოდ თეთრი სახლიდან. ეს იყო აუცილებელობით

გამოწვეული ქმედება დასახული მიზნის მისაღწევად, რადგანაც ღია დიპლომატია

ასეთ საკითხებში ფაქტობრივად უძლური იყო“ - აღნიშნავს კისინჯერი (კისინჯერი

2000ბ: 583). 1972 წლის 1 აგვისტოს რიჩარდ ნიქსონმა ხელი მოაწერა განკარგულებას

ერაყის ქურთებისათვის საიდუმლო დახმარების ოპერაციის განხორციელების

დაწყების შესახებ. ოპერაციისათვის თეთრმა სახლმა ყოველწლიურად 5 მილიონი

დოლარი გამოყო105. 1973 წელს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა

ჯეიმს შლესინჯერმა ქურთებისათვის დახმარების გაზრდის წინადადება წამოაყენა,

რომელიც თეთრმა სახლმა დააკმაყოფილა. 1974 წელს ნიქსონის ადმინისტრაციამ

ერაყის ქურთთა სეპარატისტული მოძრაობისთვის დახმარება წელიწადში 5

მილიონიდან 8 მილიონ დოლარამდე, ხოლო ირანმა 30 მილიონიდან 75 მილიონ

დოლარამდე გაზარდა (კისინჯერი 2000ბ:589). საერთო ჯამში მხოლოდ

104 ბუნებრივია, ირანი არ წამოიწყებდა ამ სახიფათო პოლიტიკას თუ ერაყის ქურთების მხარდამჭერი

ოპერაცია უარყოფით გავლენას მოახდენდა ირანის ქურთისტანზეც. თეირანი სრულად

აკონტროლებდა ვითარებას ირანში კომპაქტურად დასახლებულ ქურთთა რაიონებში. ირანის

ქურთები ირანის ხელისუფლების სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. 105 ამ ოპერაციაში ჩართული ქვეყნების - შეერთებული შტატების, ირანის, ისრაელის და დიდი

ბრიტანეთის მიერ გაწეული დახმარება ყოველთვიური სტატისტიკის მიხედვით 1 მილიონ დოლარს

აღემატებოდა (კისინჯერი 2000ბ: 584).

Page 116: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 116 -

ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ ერაყის ქურთებს 16 მილიონი დოლარის

დახმარება და დაფინანსება გაუწია. მოკავშირეთა პოლიტიკის შედეგად ირან-ერაყის

საზღვარზე ქურთთა მძლავრი გამოსვლები დაიწყო (მიგლიეტა 2002: 80).

ერაყის ქურთების ამბოხით ირანმა, ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა

სასურველ შედეგს მიაღწიეს. ერაყი იძულებული გახდა ყურადღება ქვეყნის შიგნით

წარმოქმნილი საფრთხისათვის დაეთმო. მან თავისი სამხედრო ძალების ძირითადი

ნაწილი ქურთებით აჯანყებულ რეგიონებში განათავსა. ამით ერაყი იმ არაბულ

ბლოკს (ეგვიპტე, სირია და იორდანია) ჩამოაშორეს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ

საომარი ოპერაციების წარმოების მიზნით პერმანენტულ სამხედრო მზადებას

ეწეოდა. თავის მოგონებებში ჰენრი კისინჯერი ერაყის შეკავების საკითხში ირანის

როლის შესახებ აღნიშნავს: „ქურთებისადმი დახმარებით ირანი აიძულებდა ერაყს

თავისი სამხედრო ძალების ძირითადი ნაწილი, ისრაელისგან შორს, ირან-ერაყის

საზღვრებთან ჰყოლოდა კონცენტრირებული... ერაყს ფაქტობრივად არც დრო და არც

რესურსები არ გააჩნდა სირიასთან ერთად ებრაელთა წინააღმდეგ ომში

ჩაბმულიყო“106 (ნეფი 1991: 26). 1973 წელს არაბეთ-ისრაელის მორიგი ომის დროს

არაბულ სახელმწიფოთა კოალიციური ძალების შემადგენლობაში ერაყის მხოლოდ

ერთი დივიზია იბრძოდა, ერაყელთა ძირითადი სამხედრო ძალები ქურთებით

დასახლებულ რეგიონებში იყო გადასროლილი (კისინჯერი 2000ა: 1265). მეორე

მხრივ კი ერაყი ჩამოშორდა აქტიურ რეგიონალურ პოლიტიკას. გართულებული

საშინაო პოლიტიკური ვითარების გამო, იგი სპარსეთის ყურის რეგიონალური

ჰეგემონობის საკითხში ვეღარ უწევდა ირანს სათანადო წინააღმდეგობას.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი, ისრაელი და შეერთებული შტატები

აქტიურად ეწეოდნენ ერაყის ქურთთა მხარდაჭერას, მოკავშირეები გამორიცხავდნენ

ქურთისტანის სახელმწიფოს ფორმირებას. ჰენრი კისინჯერი ირანში შეერთებული

შტატების ელჩის რიჩარდ ჰელმსისადმი მიცემულ სპეციალურ ინსტრუქციაში

აღნიშნავდა, რომ არც შეერთებული შტატების და არც ირანის ინტერესებში არ

106 ერაყის ქურთებისათვის დახმარების გაწევის მიზეზებში რიჩარდ ჰელმსმა აშკარად გამოყო ჰენრი

კისინჯერის ინტერესები ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. „ერაყის ქურთებისათვის

დახმარების გაწევის საკითხით განსაკუთრებით ჰენრი კისინჯერი იყო დაინტერესებული“, -

ხაზგასმით აღნიშნა თავის ინტერვიუში რიჩარდ ჰელმსმა (ბური 1986ბ: 17).

Page 117: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 117 -

შედიოდა ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, რადგანაც ხანგრძლივ

პერსპექტივაში იგი რეგიონისათვის პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით

წამგებიანი იქნებოდა“ (კისინჯერი 1974:1-2). გარდა ამისა, ირანის ქურთულმა

კამპანიამ საფრთხე შეუქმნა რეგიონის მეორე დიდ სახელმწიფოს - თურქეთს. მეორე

მსოფლიო ომის შემდეგ ირანი და თურქეთი საერთო გამოწვევების გამო

ანტიკომუნისტურ ბანაკში აღმოჩდნენ. ცივი ომის პირობებში როგორც ირანი, ისე

თურქეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შეერთებული შტატების მნიშვნელოვან

დასაყრდენს წარმოადგენდნენ და დასავლეთის ინტერესების შესაბამისად რეგიონის

უსაფრთხოების დაცვის ვალდებლებას იზიარებდნენ. მიუხედავად ამისა, XX

საუკუნის 70-იან წლებში, რეგიონის ორ ლიდერ სახელმწიფოს ურთიერთობებში

მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები ჰქონდათ. თურქეთი ვერ ეგუებოდა ირანის

როლის წამოწევას და რეგიონალური ჰეგემონობისაკენ სწრაფვას. გარდა ამისა,

მხარეებს შორის ირანის მიერ ერაყის ქურთებისათვის დახმარების გაწევის გამო

უკმაყოფილება არსებობდა. ოფციალური ანკარა თვლიდა, რომ ირანის ქურთული

პოლიტიკა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას,

რადგან ერაყში ქურთების წარმატება შესაძლო იყო თურქეთში მცხოვრები

ქურთებისთვის საუკეთესო პრეცედენტი გამხდარიყო. 1975 წელს ალჟირში ერაყსა და

ირანს შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, როგორც ერაყთან, ისე

თურქეთთან ქურთების საკითხთან დაკავშირებით წინააღმდეგობები ფაქტობრივად

შეწყდა (ორანი... 2011: 485-487), რასაც ერაყის მხრიდან ქურთების სეპარატისტული

მოძრაობის წინააღმდეგ სასტიკი ზომების მიღება - ე.წ „ქურთების ტრაგედია“ მოჰყვა.

რეგიონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო ირანის მონაწილეობა

„ცენტრალური ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (CENTO) სამხედრო-პოლიტიკურ

ბლოკში. ამ ბლოკის ფარგლებში ირანი აქტიურად თანამშრომლობდა ორგანიზაციის

წევრ სახელმწიფოებთან. რეგიონალური პოლიტიკის თვალსაზრისით მნიშვნელო-

ვანი იყო შეერთებული შტატების და ირანის მიერ სპარსეთის ყურის პატარა

სახელმწიფოების უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე ზრუნვა. რეგიონიდან დიდი

ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, სპარსეთის ყურეში წარმოიშვა ახალი არაბული

სახელმწიფოები ბაჰრეინი, კატარი, გაერთიანებული არაბული საემიროები და ომანი.

Page 118: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 118 -

ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოები სტრატეგიული თვალსაზრისით

მნიშვნელოვანი იყო სპარსეთის ყურის რეგიონის სტაბილურობისა და უსაფ-

რთხოებისთვის. ამიტომ ვაშინგტონი, რეგიონის ჟანდარმის - ირანის - მეშვეობით

ცდილობდა სამხედრო-ეკონომიკური დახმარებით ამ ქვეყნების გაძლიერებისათვის

ხელი შეეწყო, რათა ისინი მოსკოვის ან მისი სატელიტი რადიკალური არაბული

სახელმწიფოების გავლენის სფეროში არ მოქცეულიყვნენ. 1973 წლიდან 1977 წლამდე

ირანი ომანის ახლადწარმოქმნილი სახელმწიფოს მონარქს, სულთან ქაბუს იბნ საიდს

დოფარის პროვინციაში აჯანყებულთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში

მნიშვნელოვან სამხედრო-ეკონომიკურ დახმარებას უწევდა (სირიეჰი 1984:19).

ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონში პარტნიორი ქვეყნებისათვის

მნიშვნელოვანი იყო პაკისტანისა და ავღანეთის უსაფრთხოება. ორივე სახელმწიფო,

როგორც შეერთებული შტატებისათვის, ისე ირანისათვის რეგიონში ძალთა

ბალანსისა და გავლენების შენარჩუნების სფეროში სტრატეგიულად მნიშვნელოვან

ტერიტორიას წარმოადგენდა.

1970-იანი წლების დასაწყისში პაკისტანს ინდოეთის და მისი მხარდაჭერი

საბჭოთა კავშირის მხრიდან მნიშვნელოვანი საფრთხე დაემუქრა. პაკისტანის

განეიტრალება ინდოეთს რეგიონალური ლიდერობის ბრწყინვალე საშუალებას

აძლევდა, ხოლო სსრკ-თვის „ანაკონდას რკალის“ გარღვევის სტრატეგიაში ერთ-ერთი

პერსპექტიული მიმართულება იყო. თუმცა ინდოეთ-სსრკ-ს ბლოკს ირანი-აშშ-

ჩინეთის ბლოკი დაუპირისპირდა, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ რეგიონში

ირანის გავლენის გაზრდით, რათა დაეცვა საკუთარი ინტერესები სპარსეთის ყურის

რეგიონში. ამგვარად, 1960-იანი წლების მიწურულსა და 1970-იანი წლების

დასაწყისში ირანი და ინდოეთი, ზესახელმწიფოების მხარდაჭერით, რეგიონალური

ჰეგემონობისათვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ დაპირისპირებაში

მნიშვნელოვანი როლი პაკისტანს ენიჭებოდა. ერთი მხრივ, ინდოეთი, საბჭოთა

კავშირის დახმარებით, პაკისტანის სახელმწიფოს იზოლირებას, შემდეგ კი მის

დაშლას, ხოლო ირანი პირიქით, ინდოეთის საპირისპიროდ მის გაძლიერებას

ცდილობდა.

Page 119: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 119 -

1970-იანი წლების დასაწყისში მოსკოვისა და ახალი დელის პროვოცირებით

ვითარება ინდოეთსა და პაკისტანს შორის კვლავ დაიძაბა. პაკისტანის

საწინააღმდეგოდ ინდოეთი ხელს უწყობდა აღმოსავლეთ პაკისტანში მცხოვრებ

ბენგალების, ხოლო დასავლეთ პაკისტანში პენჯაბის ხალხის სეპარატისტულ

მოძრაობას. ინდოეთის შორს მიმავალ გეგმას წარმოადგენდა აღმოსავლეთ

პაკისტანში ბენგალიის სახელმწიფოს შექმნა და ამით დასავლეთ პაკისტანისთვის

აღმოსავლეთის ჩამოშორება, ხოლო პენჯაბის ხალხის მხარდაჭერით დასავლეთის

პაკისტანის დაშლას. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ინფორმაციით 1971 წლის

ინდოეთ-პაკისტანის კონფლიქტამდე საბჭოთა კავშირმა აშკარად გამოხატა თავისი

მხარდაჭერა ინდოეთის მიმართ. მოსკოვმა დაახლოებით 300 მილიონი დოლარის

სამხედრო პროდუქცია მიაწოდა, რის შედეგადაც ინდოეთის სახმელეთო ძალები

მნიშვნელოვნად გაძლიერდა. საბჭოთა კავშირის სამხედრო დახმარების შემდეგ

ინდოეთის სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა პაკისტანზე კიდევ უფრო გაძლიერდა

და შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალი გახდა (საუნდერსი...1972დ: 5).

პაკისტანის დაშლა ან ოკუპაცია როგორც ირანისთვის, ისე შეერთებული

შტატებისათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. მოვლენების ასეთი სცენარით

განვითარების შემთხვევაში ირანი პირდაპირ დაუმეზობლდებოდა ბირთვული

იარაღის მქონე ინდოეთს, ხოლო პაკისტანის ტერიტორიაზე მცხოვრები ბელუჯი

ტომები დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ, რაც კარგი პლაცდარმი იქნებოდა ირანში

მცხოვრები ბელუჯების სეპარატისტული მოძრაობისთვის107. ასეთ ვითარებაში ირანს

სამი მიმართულებით - დასავლეთით ერაყის, აღმოსავლეთით პაკისტანის და

ჩრდილოეთით სსრკ-ს წინააღმდეგ მოუხდებოდა ერთდორულად ძალების

კონცენტრირება, რაც კოლოსალურ სამხედრო და ფინანსურ რესურსს შთანთქავდა.

პაკისტანის დაშლა და ირანის სამხედრო ძალების დაქსაქსვა კი მნიშვნელოვან

დარტყმას მიაყენებდა დასავლეთის ინტერესებს რეგიონში108. ამიტომ თეირანი

107 ბელუჯები კომპაქტურად იყვნენ დასახლებულნი პაკისტანის, ავღანეთისა და ირანის სამხრეთის

მოსაზღვრე რეგიონებში. 108 აღსანიშნავია, რომ საგარეო საფრთხეების გარდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის, მათ შორის

ირანისათვის, მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენდა ეროვნული და რელიგიური უმცირესობები,

რომელთა წაქეზებით გარე ძალა ცდილობდა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინათ. ასეთ ეთნიკურ და

რელიგიურ ჯგუფებს წარმოადგენდნენ: ბაჰთიარები, ბელუჯები, სუნიტი არაბები, აზერბაიჯანელები,

ქურთები და სხვ (აბარაჰამიანი 1980: 2; ტაკნეი 1972:9).

Page 120: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 120 -

აშკარად უჭერდა მხარს პაკისტანის სახელმწიფოს, არა მხოლოდ საგარეო

საფრთხეების საკითხებში, არამედ შიდაპოლიტიკური სტაბილურობის შენარ-

ჩუნებაშიც, რათა თავიდან აეცილებინა პროსაბჭოთა ან რადიკალურ ისლამური

რეჟიმების მოსვლა ხელისუფლებაში. ნიქსონის 1972 წლის 30-31 მაისის ვიზიტის

დროს გადაწყდა, რომ ირანის მეშვეობით შეერთებული შტატები სამხედრო-

ეკონომიკურ დახმარებას გაუწევდა პაკისტანს და მისი თავდაცვისუნარიანობის

ამაღლებაზე იზრუნებდა. გარდა ამისა, განხილულ იქნა პაკისტანის დაცვის

ალტერნატიული პოლიტიკური გზაც, რომლის მიხედვით ისლამაბადზე ზეწოლის

მოხსნის სანაცვლოდ ვაშინგტონი ინდოეთს ეკონომიკურ დახმარების გაწევას

შესთავაზებდა (მემორანდუმი... 1972ა: 2). 1973 წლის იანვარში ირანის შაჰისა და

პაკისტანის პრეზიდენტ ზულფიკარ ალი ბჰუტოს შეხვედრის შემდეგ, ისლამაბადში

ირანის საელჩომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „იმ

შემთხვევაში, თუ პაკისტანის წინააღმდეგ აგრესია კვლავ განმეორდება (საუბარია

1971 წლის ინდოეთ-პაკისტანის მორიგ ომზე, რომლის შედეგადაც აღმოსავლეთ

პაკისტანი ბანგლადეშის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა) ირანი ამას

აღარ მოითმენს, რადგან, გარდა იმისა, რომ ის მოძმე მუსლიმური სახელწიფოა,

პაკისტანს ირანის ეროვნული უსაფრთხოებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა

აქვს...“ (გარვერი 2006:43).

პაკისტანის პარალელურად ირანი ცდილობდა ავღანეთის გაძლიერებას, რათა

იქ საბჭოთა გავლენა შეესუსტებინა. ავღანეთთან მიმართებაში მოსკოვის მიზანს

წარმოადგენდა ფეხი მოეკიდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტერიტორიაზე,

საიდანაც მას საშუალება მიეცემოდა პაკისტანის, ირანისა და ავღანეთის სამხრეთ

საზღვარზე მოსახლე მეამბოხე ბელუჯებისთვის თავისუფლების მოპოვების საქმეში

მნიშვნელოვანი სამხედრო-ეკონომიკური დახმარება გაეწია. ბელუჯი ტომების

განსახლების არეალი ინდოეთის სანაპიროებზე გადიოდა, რომელზედაც

კონტროლის დამყარებით საბჭოთა კავშირი შეძლებდა ინდოეთის ოკეანის

სანაპიროზე ფეხის მოკიდებას და ამ რეგიონში შეერთებული შტატებისა და მისი

პარტნიორი ქვეყნების პოზიციების მნიშვნელოვნად შეევიწროვებას. XX საუკუნის 70-

იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირმა გარკვეულწილად შეძლო კიდეც

Page 121: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 121 -

ავღანეთში მნიშვნელოვანი გავლენების მოპოვება. 1973 წელს მოსკოვის

მხარდაჭერით ავღანეთში მეფე მოჰამად ზაჰირის მონარქიული რეჟიმი დაემხო და იქ

საბჭოთა გავლენა გაძლიერდა. მოსკოვის წაქეზებით, ავღანეთის ახალმა

ხელისუფლებამ პაკისტანს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა, ხოლო ქაბულის

თანხმობით და ხელშეწყობით, სსრკ-ინდოეთი-ერაყის კოალიცია აქტიურად ჩაერთო

ირანის, ავღანეთის და პაკისტანის საზღვრებზე მცხოვრები მეამბოხე ბელუ-

ჯებისთვის სამხედრო-ეკონომიკური დახმარების ოპერაციაში. ეს ოპერაცია ირანის

და პაკისტანის წინააღმდეგ იყო მიმართული და სსრკ-ს მიერ ბელუჯების

მარიონეტული სახელმწიფოს შექმნას და მისი მეშვეობით ინდოეთის ოკეანის

სანაპიროზე გასასვლელის მოპოვებას ითვალიწინებდა.

1970-იან წლებში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მიმდინარე

სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაში ირანთან ერთად, ინდოეთისა და სსრკ-ს

გავლენის შესუსტებით დაინტერესებული მესამე მხარე - ჩინეთის სახალხო

რესპუბლიკაც ჩაერთო. საბჭოთა კავშირთან სამხედრო დაპირისპირების109 შემდეგ,

ჩინეთის სტრატეგიულმა, გეოპოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვექტორებმა

მნიშვნელოვანი რეორიენტაცია განიცადა. საბჭოთა ბლოკთან დაპირისპირების

პირობებში პეკინისთვის მნიშვნელოვანი გახდა ახლო აღმოსავლეთის ნავთობის

მწარმოებელი ქვეყნების მხრიდან ენერგორესურსების სტაბილური მიწოდება. ასეთ

ვითარებაში, აუცილებელი იყო სპარსეთის ყურის რეგიონის ლიდერ

სახელმწიფოსთან - ირანთან დაახლოება. თავის მხრივ ირანისთვისაც

მნიშვნელოვანი იყო რეგიონის უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა

და მისი სსრკ-ინდოეთის პოლიტიკის საპირწონედ გამოყენება პაკისტანის და

ავღანეთის უსაფრთხოების დასცვის საქმეში110. ინტერესთა თანხვედრამ ორივე

109 სტალინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული წინააღმდეგობა ჩინეთსა და სსრკ-ს შორის 1969

წლის 2-15 მარტს მდინარე უსურის აუზში, კუნძულ დამანსკიზე შეიარაღებულ კონფლიქტში

გადაიზარდა, რომელშიც 1000-მდე ჩინელი და 58 საბჭოთა სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

მოსკოვში მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება, კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში, ჩინეთის

წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოეყენების შესახებ. 1969 წლის 20 აგვისტოს ოფიციალურმა

მოსკოვმა, აშშ-სგან ჩინეთზე შესაძლო ბირთვული იერიშის შემთხვევაში ნეიტრალიტეტის

შენარჩუნება მოითხოვა, რაზეც ვაშინგტონმა უარი განაცხადა (როჯერსი 1969: 245-246). 110 თავის მხრივ საბჭოთა კავშირიც ცდილობდა ირანის მიმხრობას ჩინეთის წინააღმდეგ, როდესაც

ერთ-ერთი ვიზიტის დროს საბჭოთა დელეგაციის ხელმძღვანელობა „ჩინური საფრთხის“ შესახებ

ალაპარაკდა.

Page 122: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 122 -

მხარეს დაახლოებისაკენ უბიძგა. ირანის მთავრობამ შეერთებული შტატების

ხელმძღვანელობასთან ჩინეთის ირანული ნავთობით უზრუნველყოფის საკითხი

განიხილა (ირანული ნავთობის ექსპორტის გაზრდით დაინტერესებული იყო თავად

თეირანი, რადგანაც აუცილებელი იყო ირანის გაზრდილი სამხედრო ხარჯების

დაფინანსების წყაროს გაფართოება). ასეთ ვითარებაში, თვით ჩინეთიც დაინ-

ტერესებული გახდა არ დაეშვა საბჭოთა გავლენის ზრდა სპარსეთის ყურის

რეგიონში. ამიტომ პეკინმა უარი განაცხადა სპარსეთის ყურეში რადიკალური

მემარცხენე ძალების მხარდაჭრაზე111. ჩინეთის ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე,

რომ სპარსეთის ყურეში მემარცხენე ძალების მხრიდან წარმატების მიღწევის

შემთხვევაში გარდაუვალი იქნებოდა რეგიონში საბჭოთა გავლენის ზრდა. 1971

წლიდან ირანთან დაახლოების სანაცვლოდ პეკინმა უარი თქვა ომანის საშინაო

საქმეებში ჩარევაზე112, აგრეთვე აქ არსებული რადიკალური მემარცხენე

პოლიტიკური ძალების - „დოფარის განმათავისუფლებელი მოძრაობის“ (დაარსდა

1962 წელს ომანის სამხრეთ პროვინცია დოფარში) და „ოკუპირებული არაბეთის

ყურის და ომანის განმათავისუფლებელი სახალხო ფრონტის“ (დაარსდა 1970 წელს

ჩრდილოეთ ომანში) დაფინანსებაზე113 (გარვერი 2006: 49). 1971 წელს, ინდოეთ-

პაკისტანის ომში ისლამაბადის დამარცხების შემდეგ, ჩინეთი სამხედრო

პოტენციალის გაძლიერებაში, ხოლო 1973 წლიდან - პაკისტანის ბირთვული

იარაღის პროგრამის განვითარებაში აქტიურად ჩაერთო (გარვერი 2006: 43, 45, 49).

ბუნებრივია, 1970-იანი წლების დასაწყისში შეერთებული შტატებისა და

ჩინეთის დაახლოების საკითხში მნიშვნელოვანი როლი თვით ირანმა ითამაშა,

რომელმაც 1960-იანი წლების ბოლოდან მჭიდრო რეგიონალური, ეკონომიკური,

სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან

დაამყარა114. ნიქსონის ადმინისტრაციამ სათანადოდ შეაფასა ჩინეთის საერთაშორისო

111 ჩინეთმა ამ მოძრაობის დაფინანსება ჯერ კიდევ 1959 წლიდან დაიწყო. 112 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა 1967 წლიდან აფრიკული სახელმწიფოს, ტანზანიის, მეშვეობით

„დოფარის განმათავისუფლებელ მოძრაობას იარაღითა და ამუნიციით ამარაგებდა. ეს იყო პირველი

მნიშნელოვანი სამხედრო დახმარება, რომელიც დოფარის აჯანყებულებს სოციალისტური ბლოკის

ქვეყანამ აღმოუჩინა. 113 1976 წელს ომანმა ირანის აქტიური დახმარების შედეგად დოფარში აჯანყება ჩაახშო. 114 გარვერი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ 1970-იანი წლების დასაწყისში როგორც თეირანში, ისე

პეკინში ნიქსონის „განმუხტვის“ პოლიტიკას აკრიტიკებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ვაშინგტონი მზად

Page 123: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 123 -

და რეგიონალური პოზიციები, მისი ახალი ახლო აღმოსავლური პოლიტიკა, ამიტომ

1972 წელს პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი და მისი მრჩეველი ეროვნული

უსაფრთხოების საკითხებში ჰენრი კისინჯერი ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტით

ეწვივნენ პეკინს (კოენი 2006:33). ვიზიტის დროს შეერთებული შტატების

დელეგაციამ ჩინეთის მხარესთან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ახლო

აღმოსავლეთის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილა. თავის მემუარებში

ჰენრი კისინჯერი აღნიშნავს: „სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ რეგიონის (ახლო

აღმოსავლეთი - ლ.ბ.) უსაფრთხოება და სტაბილურობა იყო ერთ-ერთი მთავარი

თემა, რომელიც ჩინეთში ვიზიტის დროს მაო ძედუნთან და ჯო ენლაისთან

შეხვედრის დროს განვიხილეთ. ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ საკითხებთან

დაკავშირებით“ (კისინჯერი 1982: 677). ამგვარად, ჩინეთი სსრკ-ინდოეთის

მოწინააღმდეგე მხარეს აღმოჩნდა.

მაშასადამე, ირანმა მოხერხებულად გამოიყენა ჩინეთ-სსრკ-ს დაპირისპირება

და პეკინთან დაახლოებით შეძლო ახლო აღმოსავლეთის ძალთა ბალანსში

მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა. აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დათბობის

შემდეგ კი სსრკ-ინდოეთის ბლოკის წინააღმდეგ ირან-აშშ-ჩინეთის „ანტისაბჭოთა“

ბლოკი შეიქმნა, რომელიც მოსკოვს საკუთარი გეგმის რეალიზების საქმეში ეფექტურ

წინააღმდეგობას უწევდა.

1971 წლის 14 ოქტომბერს, შაჰმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-

პრეზიდენტთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ინგლისელების მიერ რეგიონიდან

საკუთარი სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ ირანი არა მარტო სპარსეთის ყურის

დაცვის უზრუნველყოფას, არამედ ინდოეთის ოკეანის რეგიონის დაცვის

რეალიზებას გეგმავდა, რათა წვლილი შეეტანა მისი უსაფრთხოების

უზრუნველყოფაში. ამგვარად, ირანი რეგიონალური მოთამაშედან გლობალურ

აქტორად გადაქცევას ცდილობდა და ამის რეალური საფუძველი გააჩნდა. გარდა

ამბიციებისა, ირანი დაინტერესებული იყო ინდოეთის ოკეანის საზღვაო-საოკეანო

მაგისტრალების უსაფრთხოების დაცვით, რომლის მეშვეობითაც სპარსეთის ყურის

იყო ევროპაზე საბჭოთა კავშირის ზეწოლის შემცირების სანაცვლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის

კონტინენტურ ნაწილზე მოსკოვის პირველობა ეღიარებინა (გარვერი 2006: 52 ).

Page 124: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 124 -

ნავთობი დასავლეთის ქვეყნებს და იაპონიას უსაფრთხოდ და სტაბილურად უნდა

მიწოდებოდა, რაც ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო როგორც ირანისათვის, ისე აშშ-ს

და მისი დასავლელი მოკავშირეებისათვის. ირანის შაჰი დასავლეთის სახელმწიფო

ლიდერებთან საუბრის დროს ხშირად აღნიშნავდა: „თუ ვინმე ყურეს (სპარსეთის -

ლ.ბ.) ჩამიკეტავს, ეს ჩემი გულის არტერიის გადაჭრის ტოლფასი იქნება“ (ბური

1987ა: 48). მაშასადამე, თუ კი ირანი სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანის

დასავლეთ ნახევარსფეროში თავისუფალი სამყაროს დაცვის გარანტი იყო, ხოლო

რეგიონის ნავთობს და მის უსაფრთხო ტრანსპორტირებას გლობალური მნიშვნელობა

ჰქონდა, ბუნებრივია, სამართლიანად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ირანის

მისწრაფება - გამხდარიყო გლობალური მოთამაშე - იყო არა მხოლოდ შაჰის ამბიცია,

არამედ დასავლეთის სახელმწიფოთა დაკვეთა.

მაშასადამე, ვაშინგტონის პოლიტიკის შედეგად ირანი არამარტო

რეგიონალურ, არამედ გლობალური მასშტაბით, შეერთებული შტატების

პარტნიორად გვევლინება, რომელზეც დაყრდნობით თეთრი სახლი ცდილობდა

აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებული ძალთა ბალანსი დასავლეთის

სასარგებლოდ შეენარჩუნებინა. ინდოეთის ოკეანის რეგიონალური პოლიტიკის

ფარგლებში ირანი ცდილობდა შეექმნა რეგიონალური თანამშრომლობის

ორგანიზაცია, რომლის მიზანი იქნებოდა დასავლეთის და მასზე ორინეტირებული

სახელმწიფოების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, ასევე ეკონომიკური

თანამშრომლობის გაფართოება.

ინდოეთის ოკეანის დასავლეთი ნაწილის უსაფრთხოების დაცვის

სტრატეგიაში პრიორიტეტული იყო სომალის საკითხიც, რომელიც სტრატეგიულ

მნიშვნელოვან ერთეულს წარმოადგენდა დასავლეთისა და ახლო აღმოსავლეთის,

განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურისა და არაბეთის ზღვის აუზის ქვეყნებისათვის.

1970-იან წლებში აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მოსკოვმა სცადა

ეთიოპიაზე დაყრდნობით სომალის ნახევარკუნძულზე თავისი გავლენა

გაევრცელებინა, საიდანაც შეძლებდა მთლიანად გაეკონტროლებინა წითელი და

არაბეთის ზღვები, რომელზედაც გადიოდა სუეცის არხისკენ მიმავალი, ასევე

სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი აფრიკის შემოვლითი საზღვაო

Page 125: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 125 -

მაგისტრალები. ე.წ. „აფრიკის რქის“ მეშვეობით შესაძლებელი იყო თვით არაბეთის

ნახევარკუნძულისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების გაკონტროლებაც. აღნიშნული

ვითარება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა როგორც შეერთებული შტატების და

დასავლეთის, ისე ირანის ინტერესებს არაბეთის ზღვაში. ამიტომაც, ვაშინგტონი და

თეირანი სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევდა სომალის სახელმწიფოს,

რათა შეეკავებინა საბჭოთა კავშირი და მისი მომხრე ეთიოპელთა გავლენის ზრდა

სომალის ნახევარკუნძულზე (ბური 1988ბ:2-97).

რეგიონულ პოლიტიკაში შეერთებული შტატებისა და ირანის მჭიდრო

თანამშრომლობა ნიქსონის ადმინისტრაციის პერიოდში გასცდა ახლო აღმოსავლეთს,

ინდოეთის ოკეანის დასავლეთ სფეროს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონზე

გავიდა. ვაშინგტონის თხოვნით ირანი აქტიურად იყო ჩართული სამხრეთ ვიეტნამის

სამხედრო-ეკონომიკური დახმარების პროცესში. „ნიქსონის დოქტრინის“

თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამიდან

საკუთარი სამხედრო ძალების გამოყვანა დაიწყო, ხოლო სანაცვლოდ აუცილებელი

გახდა უმოკლეს ვადაში გაეძლიერებინათ სამხრეთ ვიეტნამის სამხედრო

პოტენციალი, რათა შესაბამისი წინააღმდეგობა გაეწია ვიეტკონგისათვის. ამ ამოცანის

შესრულების მიზნით ვაშინგტონში შემუშავებული იქნა სპეციალური ოპერაცია

„პლუს გაძლიერება“ („Enhance plus”). ოპერაციის თანახმად, შეერთებული შტატებს

მოკავშირე ქვეყნების დახმარებით უმოკლეს ვადაში მნიშვნელოვანი სამხედრო

ტექნიკა, აღჭურვილობა და შეიარაღება სამხრეთ ვიეტნამელებისათვის უნდა

გადაეცათ. ბუნებრივია, ვაშინგტონის თხოვნით ამ ოპერაციის განხორციელებაში

თეირანიც ჩაერთო. 1972 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ირანმა სამხრეთ ვიეტნამის

მთავრობას 35 ერთეული F-5A ტიპის გამანადგურებელი გადასცა (ჯონსონი 1972: 4-

5).

ამგვარად, შეერთებული შტატები ირანის მეშვეობით ცდილობდა რეგიონში

ძალთა ბალანსი შეენარჩუნებინა და რეგიონალური პოლიტიკა საკუთარი

ინტერესების შესაბამისად გაეტარებინა. ჰენრი კისინჯერი თავის მემუარებში

აღნიშნავს: „ირანის სამხედრო-პოლიტიკური გავლენები ყოველთვის ჩვენს

ინტერესებს ემსახურებოდა. იგი აძლიერებდა ჩვენს პოზიციებს პარიზის სამშვიდობო

Page 126: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 126 -

კონფერენციაზე, მხარს უჭერდა სამხრეთ ვიეტნამს და აშშ-ს ევროპელ მოკავშირეებს

ეკონომიკური სიძნელეების დაძლევაში და დახმარებას უწევდა ზომიერ არაბულ

სახელმწიფოებს სსრკ-ს და მისი სატელიტი ქვეყნების წინააღმდეგ. გარდა ამისა,

ირანის შაჰი ცდილობდა ეგვიპტის პრეზიდენტის ანვარ სადათის დაყოლიებას

ეგვიპტის საგარეო პოლიტიკის რადიკალურიდან ზომიერად ტრანსფორმირების

საკითხში.115 ჩრდილოეთ ანტლანტიკური ალიანსის ზოგიერთ წევრ-

სახელმწიფოთაგან (საუბარია თურქეთზე და საბერძნეთზე - ლ.ბ.) განსხვავებით

ირანი იყო ახლო აღმოსავლეთის ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც იომ-ქიფურის

ომის დროს (1973 წლის ოქტომბერი) საბჭოთა კავშირს უარი უთხრა ირანის საჰაერო

დერეფნის გამოყენებაზე... ის უპირობოდ უზრუნველყოფდა საწვავით ჩვენს

სამხედრო-საზღვაო ფლოტს, რომელიც ინდოეთის ოკეანეში ბაზირებდა. მას (ირანს -

ლ.ბ.) არასოდეს გამოუყენებია ნავთობი როგორც პოლიტიკური ზეწოლის იარაღი...

იგი, არც დასავლეთის ქვეყნების და არც ისრაელის წინააღმდეგ არ მიერთებია

ნავთობის ემბარგოს. ირანი, შაჰის მართველობის პერიოდში წარმოადგენდა ამერიკის

საუკეთესო, ყველაზე მნიშვნელოვან და ყველაზე ლოიალურ მეგობარს მთელს

მსოფლიოში... ირანის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ

შეერთებული შტატების ნებისმიერი ადმინისტრაცია უნდა ეცადოს მასთან ჰქონდეს

კარგი ურთიერთობები როგორი მთავრობაც არ უნდა ედგას ირანს სათავეში“.

(კისინჯერი 2000ა: 1263-1265).

115 სადათი უკმაყოფილო იყო, რადგანაც მოსკოვი აჭიანურებდა ეგვიპტისთვის „სკადის“ ტიპის

სარაკეტო კომპლექსების, МИГ-23 და МИГ-25-ის მიყიდვას, რომლებიც სადათს ისრაელთან

რევანშისტული ომის წარმოებისთვის ესაჭიროებოდა (გოლამი 1990: 77-78). 1973 წლის იომ-ქიფურის

ომის შემდეგ კი ეგვიპტე დარწმუნდა, რომ არაბთა საომარი განწყობა და მოსკოვთან მოკავშირეობა

კიდევ უფრო აძლიერებდა შეერთებული შტატების და დასავლეთ ევროპის მხარდაჭერას ისრაელის

მიმართ (სური 2007:737). ისრაელის მიერ ბირთვული იარაღის დაუფლების შემდეგ (1974 წ.) ანტი-

ებრაულმა არაბულმა კოალიციამ ფაქტობრივად შეწყვიტა ისრაელის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი

საომარი მოქმედებება და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტმა ვიწრო ლოკალური ხასიათი მიიღო.

Page 127: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 127 -

თავი III.

ირანის ბირთვული პროგრამა 1970-იან წლებში და შეერთებული შტატების

პოლიტიკა

მეორე მსოფლიო ომის მიწურულს გლობალურ სამხედრო-პოლიტიკურ

არენაზე ახალი, მასობრივი განადგურების იარაღის გამოჩენამ ახალი საფრთხეები

წარმოშვა. კაცობრიობის ისტორიაში ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ერთი

სახის იარაღმა როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა და ომის

შემდგომ მსოფლიო წესრიგზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. სამყაროს თითქმის

ყველა რეგიონში რიგი სახელმწიფოები ცდილობდნენ შეექმნათ მასობრივი

განადგურების იარაღი. ცივი ომის საფრთხეებისა და რეგიონალური კონფლიქტების

ფონზე, XX საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს და 70-იან წლებში ახლო

აღმოსავლეთის ქვეყნებმა - ისრაელმა, ეგვიპტემ და ერაყმა აქტიურად დაიწყეს

ბირთვული პროგრამის განხორციელება. ბუნებრივია, რეგიონის ისეთი ლიდერი და

ამბიციური სახელმწიფო (რომელსაც რეგიონის ჰეგემონობაზე გააჩნდა პრეტენზია),

როგორიც ირანი იყო, მოვლენებს მიღმა არ დარჩებოდა.

§ 1. „ბირთვული სინდრომი“116 და ირანის ბირთვული პროგრამის

განვითარება XX საუკუნის 70-იან წლებში

ირანში ბირთვული ენერგიის პროგრამა თავდაპირველად შეერთებული

შტატების ხელშეწყობით მხოლოდ სამეცნიერო კვლევების დონეზე ამოქმედდა.

ორივე ქვეყნის სამეცნიერო წრეებს შორის კონსულტაციები აღნიშნულ საკითხებზე

ჯერ კიდევ 50-ანი წლების ბოლოს, პრეზიდენტ ეიზენჰაუერის ადმინისტრაციის

მმართველობის პერიოდში დაიწყო. ამ პერიოდში შეერთებულ შტატებში მოქმედი

„ატომი მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში, 1957 წლის მარტში შეერთებულ

შტატებსა და ირანის მთავრობას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „ბირთვული

ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისათვის გამოყენების სფეროში თანამშრომლობის

შესახებ“, რომელიც 1964 წელს განახლდა. აღნიშნული ხელშეკრულების თანამხმად,

116 ტერმინი ავტორისეულია.

Page 128: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 128 -

ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული ენერგიის სააგენტომ (The U. S. Atomic

Energy Agency) თეირანის უნივერსიტეტის ბირთვული ენერგიის კვლევების ცენტრს 5

მეგავატის სიმძლავრის ბირთვული რეაქტორი გადასცა (ბურნამი 1975: 1,2–3). 1967

წლის ნოემბერში თეირანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეერთებული შტატების

სამეცნიერო წრეებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინირებით ბირთვული

რეაქტორი მოქმედებაში მოიყვანეს. აღნიშნული რეაქტორი 5,58 კგ. 93%-ით

გამდიდრებულ ურანზე მუშაობდა, რომელიც იმავე „ატომი მშვიდობისათვის“

პროგრამის ფარლებში შეერთებული შტატების მიერ იყო მიწოდებული. დამატებით

თეირანის საცდელი რეაქტორი აღჭურვილი იყო ე.წ „ცხელი კამერებით“ (Hot Cells),

რომელშიც მიმდინარეობდა რადიოაქტიური ელემენტების ქიმიური დამუშავების

პროცესი. თეირანის ბირთვული რეაქტორი წელიწადის განმავლობაში 600 გრამის

ოდენობით პლუტონიუმს გამოიმუშავებდა, რომელიც ბირთვული იარაღის

დამზადებისათვის აბსოლუტურად ვარგისიანი იყო. შეერთებული შტატების

მთავრობას და სპეციალურ სააგენტოებს ირანის საკვლევ ბირთვულ ობიექტზე

მკაცრი კონტროლი ჰქონდა დაწესებული. რეაქტორის მიერ გადამუშავებული საწვავი

- პლუტონიუმი უკან, აშშ-ში იგზავნებოდა და იქ ხდებოდა მისი შესაბამისი

მიზნებისათვის გამოყენება ან უსაფრთხოდ შენახვა.

ბუნებრივია, ირანს სურდა ბირთვული პროგრამა არა მარტო საკვლევი,

არამედ სხვა მიზნებისათვის გამოეყენებინა, თუმცა პრეზიდენტ ჯონ კენედის და

ლინდონ ჯონსონის ადმინისტრაციების მმართველობის პერიოდში ეს ფაქტობრივად

შეუძლებელი იყო შემდეგი მიზეზების გამო: 1) ჯ. კენედის, ხოლო შემდგომში კი ლ.

ჯონსონის ადმინისტრაცია ბირთვული გაუვრცელებლობის (შემდგომში

გაუვრცელებლობის) სფეროში მკაცრ პოლიტიკას ატარებდა არა მარტო მეგობარი

ქვეყნების, არამედ ისეთი მოკავშირის მიმართაც კი, როგორიც ისრაელი იყო; 2)

კენედის და ჯონსონის ადმინისტრაცია ხშირ შემთხვევაში თეირანზე ზეწოლას

ახდენდა და მკაცრი ტონით მიუთითებდა შეემცირებინა სამხედრო ხარჯები და

უფრო მეტი ყურადღება ქვეყნის შიდა პრობლემებისათვის (სოციალურ-

ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული რეფორმების გატარება და ა.შ.) დაეთმო.

ასეთ ვითარებაში ვაშინგტონი არ დაუშვებდა, რომ თეირანს დაეწყო

Page 129: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 129 -

ძვირადღირებული ბირთვული პროგრამის განხორციელება, რომელიც ხანგრძლივ

პერსპექტივაში პრობლემური იქნებოდა ირანის სახელმწიფოსათვის.

ფართომასშტაბიანი ბირთვული პროგრამის დაწყების საშუალება ირანს

1970-იანი წლების პირველ ნახევარში მიეცა, როდესაც ეკონომიკური და

პოლიტიკური თვალსაზრისით, მეტად ხელსაყრელი მდგომარეობა შეიქმნა.

განსაკუთრებით კი აღსანიშნავია შეერთებული შტატების იმ პერიოდის

რესპუბლიკური ადმინისტრაციების პოლიტიკა ირანის მიმართ, რომელიც

შაჰისადმი უპირობო მხარდაჭერაში გამოიხატებოდა. სავსებით შესაძლებელია, რომ

70-იანი წლების შეერთებული შტატების რესპუბლიკური ადმინისტრაციებისაგან

ირანის შაჰმა მიიღო მკაფიო გზავნილი, რომ ვაშინგტონი მხარს დაუჭერდა ირანის

მიერ მშვიდობიანი მიზნებისათვის ბირთვული ენერგიის პროგრამის

განხორციელებას. რა თქმა უნდა, თეირანი დარწმუნებული იყო, რომ ბირთვული

პროგრამის განხორციელების პირობებში მისი მთავარი პარტნიორი შეერთებული

შტატები უნდა ყოფილიყო. ირანელი მკვლევარები და ირანის მთავრობის

წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ბირთვული ობიექტების მშენებლობის

საქმეში მხოლოდ ამერიკული კომპანიების იმედი ჰქონდათ. თვით შაჰი

დარწმუნებული იყო შეერთებული შტატების რესპუბლიკური ადმინისტრაცია

მტკივნეულად არ აღიქვამდა ირანის „მშვიდობიან ბირთვულ აფეთქებას“ და მის

წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს არ გამოიყენებდა. ეკონომიკური თვალსაზრისით კი

ნავთობზე ემბარგოს შედეგად (1973 წ.) ენერგორესურსებზე გაზრდილმა ფასებმა

ირანის მთავრობას ფინანსური თვალსაზრისით, ბრწყინვალე საშუალება მისცა

ყველაზე ამბიციური, ფართომასშტაბიანი და ძვირადღირებული ბირთვული

პროგრამა განეხორციელებინა.

იმ პერიოდისათვის განვითარებულ მოვლენებზე დაკვირვებით ჩანს, რომ

ირანს გააჩნდა ორი მთავარი მიზეზი წამოეწყო დიდი მასშტაბის ბირთვული

პროგრამის განხორციელება: 1) - ოფიციალურად დეკლარირებული, რომელიც

ითვალისწინებდა ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებისთვის აუცილებელი

ბირთვული ინფრასტრუქტურის შექმნას, 2) - არადეკლარირებული, საუდუმლო

სწრაფვა - მიეღწია იმ შესაძლებლობებისთვის, რომელიც მას საჭიროების

Page 130: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 130 -

შემთხვევაში უმოკლეს ვადაში ბირთვული იარაღის დამზადებისა და გამოცდის

საშუალებას მისცემდა (ანუ ინდოეთის მსგავსად მოეხდინა „ირანის მშვიდობიანი

ბირთვული აფეთქება“).

1970-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მსოფლიოს მორიგი ენერგეტიკული

კრიზისი დაატყდა თავს, ირანის შაჰმა საჯაროდ განაცხადა, რომ ნავთობის ექსპორტი

მომდევნო 15-20 წელიწადში ბუნებრივ კლებას დაიწყებდა, ამიტომ სურდა

გამოემუშავა ალტერნატიული ენერგეტიკული წყარო ბირთვული ენერგიის სახით.

„ნებისმიერი ერის სუვერენულ უფლებას წარმოადგენს გამოიყენოს ბირთვული

ენერგია უკიდურესად მშვიდობიანი მიზნებისათვის“, - განაცხადა ირანის შაჰმა 1974

წლის ივნისში პარიზში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე

(სახელმწიფო დეპარტამენტი 1975ა:1-2). ირანის მთავრობის წარმომადგენლების

მტკიცებით ენერგორესურსების „ბუნებრივი კლების“ პროცესში, თეირანი

ბირთვული ენერგიის სახით ალტერნატიული ენერგიის გამომუშავებას სასიცოცხლო

მნიშვნელობას ანიჭებდა. ირანი ცდილობდა მსოფლიო საზოგადოებრიობა

დაერწმუნებინა იმაში, რომ ნავთობის მოპოვება და ექსპორტი დაახლოებით 15-20

წელიწადში მნიშვნელოვნად შემცირდებოდა და აუცილებელი იყო ირანს

ალტერნატიული ენრგეტიკული წყარო ეპოვნა (ბურნამი 1975ა: 2–3). 1975 წლის

აგვისტოში ირანის შაჰმა საჯაროდ განაცხადა, რომ „ნავთობი გაცილებით უფრო

ფასეული რესურსია, ვიდრე მისი საწვავად გამოყენება. ნავთობპროდუქტების

ნაცვლად ელექტროენერგიის გამომუშავების მიზნით ჩვენ გამოვიყენებთ ბირთვულ

ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებს“ (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 5).

ქვეყნის ენერგორესურსების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც

მის წარმოებასა და რეალიზებაზე ირანის მთავრობის კონტროლი კიდევ უფრო

გამკაცრდა, ხოლო 1973 წლის ნავთობის ემბარგოს შემდეგ ფასებმა კატასტროფულად

მოიმატეს, რის შედეგად ირანის ბიუჯეტი რამდენიმე მილიარდი დოლარით

გაიზარდა. 1970-იან წლებში შაჰის ინიციატივით დადგინდა პრინციპი, რომლის

მიხედვით ირანის ენერგორესურსები ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენდნენ,

ხოლო მის გამოყენებაზე სპეციალური კონტროლი დაწესდა. ამიერიდან,

ხელისუფლება უფლებამოსილი იყო, ნავთობრესურსები მხოლოდ რაციონალური

Page 131: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 131 -

პოლიტიკის ფარგლებში, სახელმწიფოს განვითარების მიზნით გამოეყენებინა.

(გარვერი: 2006: 30-31). სახელმწიფოს ასეთი განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად

ბირთვული ინფრასტრუქტურისა და მის მიერ გამომუშავებული ალტერნატიული

ენერგიის გამომუშავებას თვლიდნენ.

თუ გადავხედავთ იმ პერიოდის ირანის ენერგეტიკულ ბალანსს (საუბარია

ელექტროენერგიის გამომუშავებაზე), აშკარაა, რომ ირანის ელექტროენერგიის 80%-ს

ნავთობპროდუქტებზე მომუშავე თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებდნენ,

ხოლო 20%-ს - ჰიდროელექტროსადგურები. მიუხედავად ამისა, ირანი მაინც

განიცდიდა ელექტროენერიგის ნაკლებობას. მოსახლეობის შემდგომი ელექტრო-

ფიკაცია და ახალი საწარმოების წარმოქმნა კიდევ უფრო ზრდიდა ელექტროენერიის

მოთხოვნილებას და შესაბამისად მის დეფიციტს. ამიტომ ირანის მთავრობის მიერ

სავსებით მართებული იყო გათვლა: ალტერნატიული ენერგიის გამომუშავება

ბირთვული ელექტროსადგურების მეშვეობით მომხდარიყო, რაც ირანს საშუალებას

მისცემდა დაეზოგა კომერციულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული რესურსი -

ნავთობი და ბუნებრივი აირი. ბირთვული პროგრამის ფარგლებში ირანის მთავრობას

ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში დაგეგმილი ჰქონდა 20 ატომური ელექტრო-

სადგურის მშენებლობა, რომლებსაც 1994 წლისათვის 23 000 მეგავატი, ხოლო XX

საუკუნის ბოლოსათვის 70 000 მეგავატი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშავებინა

(სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 9).

გვესახება, რომ არსებობდა ასევე არადეკლარირებული მიზეზი თუ რატომ

წამოიწყო ირანმა გრანდიოზული მასშტაბების ბირთვული პროგრამა, რომელიც არა

მარტო 20 ბირთვული ელქტროსადგურის მშენებლობას, არამედ ურანის გამამდიდ-

რებელი საწარმოს, საკუთარი ურანის მაღაროების ამოქმედებას და გადამუშავებული

საწვავის შესანახი საცავების მშენებლობასაც ითვალისწინებდა. სავარაუდოა, რომ

ირანს სურდა შეექმნა მასობრივი განადგურების იარაღი. ასეთი სიმძლავრის

ბირთვული ობიექტების მშენებლობა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნებოდა

დამატებითი ინფრასტრუქტურითა და რესურსებით, საშუალებას მისცემდა ირანს იმ

რაოდენობის ბირთვული მასალისათვის მოეყარა თავი (საუბარია გადამუშავებული

Page 132: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 132 -

საწვავისაგან მიღებულ პლუტონიუმზე), რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა

საკმაო რაოდენობით ბირთვული იარაღის დამზადება.

რა განაპირობებს სახელმწიფოს მიერ მასობრივი განადგურების იარაღის

შექმნის სწრაფვას?! თანამედროვე მსოფლიოში ბირთვული იარაღი, განსხვავებით

ჩვეულებრივი იარაღისაგან, წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების მყარ

გარანტიას, როგორც საგარეო გამოწვევების წინააღმდეგ, ისე შიდა სტაბილურობის

შენარჩუნების თვალსაზრისით. არსებობს სამი ალტერნატიული თეორიული

მოდელი, რის გამოც ესა თუ ის სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას შექმნას

ბირთვული არსენალი ან მოდერნიზება გაუკეთოს მას: „უსაფრთხოების მოდელი“;

„შიდა პოლიტიკური მოდელი“ და „ნორმების მოდელი“ (სეგანი 1997: 56).

ე.წ. „უსაფრთხოების მოდელის“ მიხედვით, ბირთვული იარაღის შექმნის

მიზეზს საგარეო გამოწვევები, განსაკუთრებით კი მეორე ბირთვული

სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხე წაროადგენს. ნეორეალიზმის თეორიის117

თანახმად, საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე სახელმწიფოები ანარქიულ

საერთაშორისო სისტემაში არსებობენ, რომლის პირობებში ესა თუ ის სახელმწიფო

საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვის საქმეში მხოლოდ საკუთარი

ძალების იმედზე არის118. ასეთ სისტემაში თუ რეგიონის ერთი სახელმწიფო შექმნის

ბირთვულ იარაღს, რათა გაანეიტრალოს მის წინააღმდეგ არსებული საგარეო

117 ნეორეალიზმის თეორიის მანიფესტად აღიარებულია ქენეთ უოლცის ნაშრომი „საერთაშორისო

პოლიტიკის თეორია“ (ნიუ იორკი, 1979 წ.). 118 რეალიზმი დღემდე საერთაშორისო ურთიერთობათა თეორიის ყველაზე გავლენიან კონცეფციად

რჩება. რეალიზმის შეხედულებათა სისტემა ფაქტობრივად, უკვე ორ კონცეფციას - პოლიტიკურ

რეალიზმსა და ნეორეალიზმს მოიცავს. თუ პოლიტიკური რეალიზმის ამოსავალი წერტილია

ადამიანის ბუნებაში თანდაყოლილი ნაკლოვანებები (კონფლიქტურობა და აგრესიულობა), რომლებიც

საერთაშორისო პოლიტიკას განსაზღვრავენ, ნეორეალიზმი აქცენტს საერთაშორისო სისტემაზე

აკეთებს და საერთაშორისო პოლიტიკის არსის განმსაზღვრელად სისტემის თავისებურებას მიიჩნევს.

ფართო გაგებით ნეორეალიზმის თეორიის თანახმად, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს,

საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა განსაზღვრავს. სტრუქტურა, ნეორეალისტების აზრით,

გვიჩვენებს, თუ როგორ არის მისი შემადგენელი ელემენტები ამ სისტემად ორგანიზებული. საშინაო

პოლიტიკაში მონაწილეთა ურთიერთობა იერარქიული ხასიათისაა, საერთაშორისო სისტემის არსი კი

მის ანარქიულობაში, სუვერენულ სახელმწიფოთა ზემოთ მდგომი უზენაესი ხელისუფლების,

„ცენტრალური მმართველობის“ არარსებობაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, სისტემაში

ყოველი მონაწილე მოქმედებს ფართო დიაპაზონში „გადარჩენიდან მსოფლიო ბატონობამდე“, მისი

შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამგვარ პირობებში მყოფი სახელმწიფოებისთვის არსებობს ორი

გზა: საკუთარი შესაძებლობების (სამხედრო, ეკონომიკური და სხვ.) გაზრდა ქვეყნის შიგნით და

საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების საუკეთესო სტრატეგიის გამოყენება (რონდელი 2006: 95).

Page 133: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 133 -

გამოწვევები, ეს რეგიონის მეორე სახელმწიფოს უბიძგებს შექმნას მსგავსი სახის

იარაღი, რათა თავი დაიცვას მეზობელი ქვეყნის შესაძლო აგრესიისაგან. ამგვარად,

ბირთვული იარაღის გავრცელება თვით ბირთვული რეაქციის ჯაჭვს ჰგავს.

ამერიკელმა პოლიტიკოსმა და განოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ჯორჯ შულცმა

მართებულად შენიშნა: „გავრცელება შობს გარცელებას“ („Proliferation Begets

Proliferation“) (საუბარია ბირთვული იარაღის გავრცელებაზე - ლ.ბ.) (სეგანი 1997:57-

58).

1960-იანი წლებში ევრაზიის სამხრეთ სარტყელში მიმდინარე რთულმა

სამხედრო-პოლიტიკურმა პროცესებმა (1962-1967 წლების ჩინეთ-ინდოეთის ომი,

1965 და 1971 წლების ინდოეთ-პაკისტანის ომები) ჩინეთი, ინდოეთი და პაკისტანი

ბირთვული იარაღის შექმნამდე მიიყვანეს. 1964 წელს, პირველად ჩინეთმა გამოსცადა

საკუთარი ბირთვული იარაღი, რამაც ინდოეთის ეროვნულ უსაფრთხოებას

მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა. სწორედ ამის გამო, 1967 წელს ინდოეთმა

აქტიურად დაიწყო ბირთვული პროგრამის დამუშავება და 1974 წლის 18 მაისს

პირველად გამოსცადა ექსპერიმენტული ბირთვული იარაღი. ინდოეთის შემდეგ,

იმავე მიზეზით ბირთვული პროგრამის განვითარება პაკისტანმაც დაიწყო, რათა

გაენეიტრალებინა ინდოეთიდან მომდინარე ბირთვული საფრთხე. სამხრეთ-

აღმოსავლეთ აზიაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური პროცესები ჯაჭვური

რეაქციის მსგავსად ახლო აღმოსავლეთშიც განვითარდა. უკვე 1970-იანი წლების შუა

ხანებში ისრაელი არაოფიციალურად, თუმცა ფაქტობრივად უკვე ფლობდა

ბირთვულ იარაღს. მართალია, ისრაელის მასობრივი განადგურების იარაღმა

არაბული სახელმწიფოების - ერაყის, ეგვიპტის და სირიის მოსალოდნელი აგრესია

შეაკავა, მაგრამ ბირთვული იარაღის გავრცელების ახალი შესაძლებლობა გააჩინა.

საბჭოთა კავშირის დახმარებით რადიკალურმა არაბულმა სახელმწიფოებმაც დაიწყეს

ბირთვული პროგრამების განხორციელება.

ერთი მხრივ, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, ხოლო მეორე მხრივ,

ინდოეთის ბირთვულმა პროგრამამ და შეიარაღებამ ირანის ეროვნული

უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა. ცენტრალური

სადაზვერვო სააგენტოს 1974 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ „სპეციალურ

Page 134: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 134 -

ეროვნულ სადაზვერვო შეფასებაში“ (Special National Intelligence Estimate)

„ბირთვული იარაღი და მისი შემდგომი გავრცელების შესაძლებლობები (გრიფით

საიდუმლო)“ ხაზგასმულია, რომ „ინდოეთის ბირთვული პროგრამა ძლიერ გავლენას

მოახდენს ირანზე“ (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1974: 38). თავის მხრივ,

არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენდა ერაყის მიერ ბირთვულ სფეროში გადადგმული

ნაბიჯებიც. იმავე დოკუმენტში, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს

ანალიტიკოსები კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდობით ამტკიცებდნენ, რომ „ირანის

მიერ დეკლარირებული ბირთვული პოლიტიკა (მხედველობაში იყო ირანის მიერ

დეკლარირებული მშვიდობიანი ბირთვული პოლიტიკა - ლ.ბ.) შეიძლება

შეიცვალოს“ (თავდაცვის დეპარტამენტი 1977: 10).

1974 წლის 29 ივლისით დათარიღებულ ანალიტიკურ კვლევაში „ირანი და

ბირთვული იარაღი“, ჰუდსონის ინსტიტუტის თანამშრომელი ლევის დუნნი და

თავდაცვის დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის რეგიონის

ოფისის დირექტორი, გენერალ-მაიორი გორდონ სემნერი (უმცროსი), იმ მიზეზებს

განიხილავენ, რომლებიც ირანს აიძულებდა ეროვნული ინტერესებიდან

გამომდინარე ეზრუნა ბირთვული იარაღის შექმნაზე. დოკუმენტში განხილულ

მიზეზთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი:

1) პაკისტანის, როგორც ბუფერული სახელწიფოს დაშლა, რაც ირანს ბირთვული

იარაღით აღჭურვილ ინდოეთთან კონფრონტაციამდე მიიყვანდა;

2) ტრადიციული საფრთხე საბჭოთა კავშირის მხრიდან;

3) მეზობელ სახელმწიფოში (პაკისტანში) ბირთვული იარაღის შესაძლო

არსებობა;

4) ირანის მისწრაფება აღიარებულ იქნას „მეხუთე

5) დიდ სახელმწიფოდ“;

6) ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დამკვირვებლების

კონტროლის შესუსტება” (დუნნი... 1975: 2-3).

ამგვარად, 1950-70-იან წლებში ევრაზიის სამხრეთ სარტყელში და ჩრ.

აფრიკის რეგიონში, მაროკოდან ჩინეთამდე, გავრცელებული იყო „ბირთვული

სინდრომი“, რომელიც აიძულებდა დიდსა თუ პატარა სახელმწიფოებს საკუთარი

Page 135: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 135 -

უსაფრთხოების დაცვის მიზნით შეეძინათ ბირთვული იარაღი. ახლო აღმოსავლეთში

განვითარებული მოვლენები უბიძგებდა ირანსაც, რომ რაც შეიძლება სწრაფად

განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი ბირთვული პროგრამა, რომელიც

საშუალებას მისცემდა საჭიროების შემთხვევაში შეექმნა მისთვის საჭირო

რაოდენობის ბირთვული არსენალი. გარდა ეროვნული უსაფრთხოებისა, ბირთვული

იარაღის შეძენით ირანი შეძლებდა საბოლოოდ განემტკიცებინა თავისი პოზიციები

სპარსეთის ყურეში. ამასთან, წერტილი დაესვა იმ გამოწვევებისა და

საფრთხეებისათვის, რომლებიც რადიკალური არაბული სახელმწიფოებისა და მისი

მხარდამჭერი საბჭოთა კავშირის მხრიდან მოდიოდა.

მეორე - ე.წ. „შიდაპოლიტიკური მოდელი“ განსაზღვრავს იმ

შიდაპოლიტიკურ მიზეზებს, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნაზე

მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ. ეს ფაქტორები სტიმულს აძლევენ ქვეყნის

სამხედრო და პოლიტიკურ ელიტას, შეიქმნას მასობრივი განადგურების იარაღი, ან

პირიქით - ბირთვული იარაღის დამზადების წინააღმდეგ მოქმედებს. შიდა

პოლიტიკურ ასპარეზზე რამდენიმე კატეგორიის ფაქტორები არსებობს, რომლებიც

გავლენას ახდენენ ქვეყნის ბირთვულ პოლიტიკაზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია

ძლიერი, ინდივიდუალური პოლიტიკური ფიგურები (ასე მაგალითად, ირანის შაჰი,

ლიბიის ყოფილი დიქტატორი მუამარ კადაფი და ერაყის მმართველი სადამ ჰუსეინი,

რომელთა პირდაპირი ინიციატივით დაიწყო სახელმწიფომ ბირთვული პროგრამის

განხორციელება - ლ.ბ.), გარკვეული პოლიტიკური ელიტა ან სამხედროთა ჯგუფი.

ისტორიულ პრაქტიკაში 3 სახის ფაქტორი გვევლინება: სახელმწიფოს ბირთვული

ენერგიის კვლევების ჯგუფი (რომელიც მოიცავს გავლენიან მეცნიერებს, ინჟინრებს

და სხვა კვალიფიცირებულ სპეციალისტებს); მილიტარისტულად განწყობილი

მაღალი რანგის სამხედრო პირები (გენერალიტეტი), რომლებიც დაინტერესებულნი

არიან ბირთვული იარაღით აღჭურვით; პოლიტიკური პარტია ან/და ცალკეული

პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც გარკვეულ გავლენებს ახდენენ ხალხთა ფართო

მასებზე და შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფებსა და პოლიტიკურ

პროცესებზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ზემოთ ჩამოთვლილთაგან თითოეულ

ჯგუფს ბირთვული იარაღის შექმნის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოეხდინა.

Page 136: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 136 -

შიდაპოლიტიკური მოდელის კარგი მაგალითია ინდოეთის ბირთვული პროგრამა.

1960-70-იან წლებში ინდოეთის მთავრობა უარს აცხადებდა ბირთვული არსენალის

შეძენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ანტაგონისტურად განწყობილი ჩინეთი ბირთვულ

არსენალს უკვე ფლობდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ლალ ბაჰადურ შასტრი

(1964-1966 წწ.) ინდოეთის მიერ ბირთვული არსენალის შეძენის წინააღმდეგ

გამოდიოდა. იგი თვლიდა, რომ ქვეყანას ბირთვული არსენალის შეძენა მეტად ძვირი

დაუჯდებოდა (დაახლოებით 84 მილიონი დოლარი). პრემიერ-მინისტრის

საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდა ინდოეთის ატომური ენერგიის კომისიის

ხელმძღვანელს ჰომი ბაჰაბას, რომელიც აშკარად ლობირებდა ბირთვული

შესაძლებლობების განვითარებას. მისი მტკიცებით, ბირთვული პოტენციალის

განვითარებით ინდოეთს საშუალება ექნებოდა საჭიროების შემთხევაში 18 თვის

მანძილზე დაემზადებინა 50 ერთეული ბომბისაგან შემდგარი ბირთვული არსენალი,

რომლის ღირებულება დაახლოებით 21 მილიონი დოლარი იქნებოდა. ჰომი ბაჰაბას

პოზიციებს აქტიურად უჭერდა მხარს სამხედრო მაღალჩინოსნები. საბოლოოდ,

სამეცნიერო და სამხედრო ელიტამ შეძლო თავისი გაეტანა და უკვე 1974 წლისათვის

ინდოეთი ერთ-ერთ ბირთვულ სახელმწიფოდ გადაიქცა (სეგანი 1997:64-66).

განსხვავებით ინდოეთისგან, ლიბიასა და ერაყში ბირთვული კვლევების წამოწყების

ინიციატორები ამავე ქვეყნების ერთპიროვნული მმართველები იყვნენ, რომლებსაც

როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო და სამეცნიერო წრეები უპირობოდ უჭერდნენ

მხარს.

რაც შეეხება ირანს, შაჰი იყო ის მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომლის

ინიციატივით თეირანმა გრანდიოზული ბირთვული პროგრამა წამოიწყო. ირანის

შემთხვევაში ყველა შიდაპოლიტიკური ფაქტორი - სამეცნიერო წრეები, მმართველი

პოლიტიკური ელიტა და უმაღლესი სამხედრო წრეები ირანის შაჰის ირგვლივ იყო

გაერთიანებული და ფაქტობრივად ერთსულოვნად უჭერდნენ მხარს. აღსანიშნავია,

რომ სხვაგვარად არც იყო მოსალოდნელი. იმ პერიოდის ამერიკელი დიპლომატი,

შეერთებული შტატების ელჩი ირანში, დუგლას მაკარტური (უმცროსი) იხსენებს,

რომ შაჰის პოზიციებს მისი სამხედრო და პოლიტიკური ელიტა უპირობო

მხარდაჭერას უცხადებდა. „...მმართველ ელიტაში არ არსებობდა განსხვავებული

Page 137: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 137 -

აზრის მქონე პირი. შაჰი მას უბრალოდ თავიდან იშორებდა“ (ბური 1985:48). შაჰი იყო

გადაწყვეტილების მიღების პირველი რგოლი, ასევე პირველი სამხედრო და

შეიარაღებული ძალების მეთაური და ლოგიკურია, რომ ბირთვული იარაღის შექმნის

პირობებში შიდა პოლიტიკური მოდელის უმთავრეს ფაქტორს სწორედ იგი

წარმოადგენდა. ეს იქედანაც ჩანს, რომ შაჰი პირადად იყო დაინტერესებული

ბირთვული პროგრამის განვითარებით, მას პირდაპირი კონტროლი ჰქონდა

დამყარებული ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის საქმიანობაზე და ყველა

გადაწყვეტილება მასთან შეთანხმების შედეგად ხორციელდებოდა.

„ნორმების მოდელის“ თანახმად, სახელმწიფოს მიერ ბირთვული არსენალის

შეძენა და მისი ფლობა საერთაშორისო ასპარეზზე ავტორიტეტის სიმბოლოდ

აღიქმებოდა. ეს მოდელიც პირდაპირ კავშირში იყო შაჰის საგარეო პოლიტიკურ

კურსთან. როგორც ცნობილია, ირანის საგარეო პოლიტიკურ მიზანს სპარსეთის

ყურეში და ახლო აღმოსავლეთში ჰეგემონის სტატუსის მოპოვება წარმოადგენდა.

1970-იანი წლების დასაწყისში ირანის შაჰმა პრეტენზია გამოთქვა, უსაფრთხოების

დამცველის როლი ეთამაშა სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანის რეგიონში.

ლოგიკურია, ასეთ შემთხვევაში იგი არაფრით არ უნდა ჩამორჩენოდა იმ

რეგიონალურ სახელმწიფოებს, რომელთაც ბირთვული არსენალი გააჩნდათ. ასეთ

ვითარებაში, ეროვნული უსაფრთხოების გარდა, ირანის მიერ ბირთვული იარაღის

ფლობა ერთგვარ პრესტიჟის საკითხს წარმოადგენდა. თუ გადავხედავთ იმ

პერიოდის ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის „ბირთვულ

რუკას“ ჩანს, რომ ერაყი, ლიბია, ევიპტე და სირია ინტენსიურად მუშაობდნენ

ბირთვული პროგრამის განვითარებაზე, ხოლო ისრაელი უკვე ფლობდა ბირთვულ

არსენალს. სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან პაკისტანს და ინდოეთს, ხოლო

ჩრდილოეთით კი საბჭოთა კავშირს უკვე დეკლარირებული ჰქონდათ ბირთვული

არსენალის არსებობა. ასეთ პირობებში ბუნებრივია, ირანი მოვლენების მიღმა ვერ

დარჩებოდა, რამეთუ ბირთვული იარაღის შეძენა უპირველეს ყოვლისა, ირანისთვის

ავტორიტეტის საკითხს წარმოადგენდა (სეგანი 1997: 73-75).

ამრიგად, ირანთან მიმართებაში სამივე მოდელით განსაზღვრული

ფაქტორების არსებობა ზრდიდა იმის ალბათობას, რომ 70-იან წლებში ირანის მიერ

Page 138: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 138 -

დაწყებული ფართომასშტაბიანი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის საბოლოო

მიზანი მასობრივი განადგურების იარაღის დაუფლება იყო. 1970-იან წლებში ირანის

ბირთვული პროგრამის მასშტაბებსა და აქტივობებზე დაკვირვებით ნათლად ჩანს,

რომ თეირანი ცდილობდა მიახლოვებოდა ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მას

საშუალებას მისცემდა დაუფლებოდა მასობრივი განადგურების იარაღს.

1974 წლის 23 ივნისს, ყველასათვის მოულოდნელად პრესაში გაჩნდა შაჰის

კომენტარი ბირთვული იარაღის შექმნასთან დაკავშირებით. ფრანგული გამოცემა „Le

Monde“-ს ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ როდის ექნება ირანს ბირთვული იარაღი,

შაჰმა უპასუხა: „ეჭვგარეშეა, ირანს ექნება ბირთვული იარაღი იმაზე ადრე, ვიდრე

ამას ვინმე წარმოიდგენს“. შაჰის განცხადებას ვაშინგტონში აღშფოთება მოჰყვა.

ირანის მონარქი იძულებული გახდა მეორე დღესვე, ჯერ იმავე გაზეთის მეშვეობით,

ხოლო 27 ივნისს კი პარიზში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე მის

მიერვე გაკეთებული განცხადება უარეყო (თავდაცვის დეპარტამენტი 1974ა: 1–2;

თავდაცვის დეპარტამენტი 1974ბ:1–2, პატრიკარაკოსი 2012: 60). უფრო მეტიც,

აღნიშნულ კონფერენციაზე მან სურვილი გამოთქვა (მოგვიანებით ამავე

ინიციატივით გაერო-საც მიმართა) დაეცვათ სპარსეთის ყურე ბირთვული იარაღის

გავრცელებისაგან (ბურნამი 1975ბ: 2-3).

თავისი მოკავშირისა და მთავარი პარტნიორის - შეერთებული შტატების

წინაშე თეირანი აშკარად თავის მართლების პოლიტიკაზე გადავიდა. ირანის საელჩო

ვაშინგტონში, ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ჩინოვნიკები119 და სხვა

ოფიციალური პირები მონაცვლეობით ცდილობდნენ ვაშინგტონის დარწმუნებას

იმაში, რომ თეირანის მიზანს არ წარმოადგენდა ბირთვული იარაღის შექმნა. ირანის

ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა დოქტორ აქბარ ეთამადმა აშშ-ს

თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა,

რომ „ირანის ბირთვული პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით შეერთებულ

შტატებში ერთგვარი გაუგებრობა არსებობს“. თუმცა ის თვლიდა, რომ თუ მხარეები

დეტალურად განიხილავდნენ ირანის ბირთვული პროგრამის განვითარების

119 მოგვიანებით, 1976 წელს ირანის პრემიერ-მინისტრმა ჰოვეიდამ გაზეთ „New York Times“-ს

განუცხადა: „ბირთვული იარაღის შექმნა არ შედის ჩვენს ინტერესებში, ჩვენ მხოლოდ გვსურს

დავეუფლოთ ბირთვულ ტექნოლოგიებს“ (პატრიკარაკოსი 2012: 55).

Page 139: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 139 -

ასპექტებს, ეს გაუგებრობა აღარ იარსებებდა: „ირანი ცდილობს შეიძინოს ისეთი

სახეობის და ზომის რეაქტორები, რომელებიც ნაკლებად დაეხმარება ირანს, იმ

ბირთვული პოტენციალის განვითარებაში, რაც აუცილებელია საკუთრივ მასობრივი

განადგურების იარაღის შესაქმნელად“ (თავდაცვის დეპარტამენტი 1976: 3).

დიპლომატიური თვალსაზრისით, საერთაშორისო თანამეგობრობის

დარწმუნების პარალელურად ირანი საკუთარი ბირთვული პროგრამის

განვითარებას აქტიურად ეწეოდა. 1974 წლის აპრილში ირანის შაჰის სპეციალური

დეკრეტით „ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია“ შეიქმნა. ის დამოუკიდებელ

ბიუროკრატიულ ერთეულს წარმოადგენდა, რომლის ხელმძღვანელს -

ორგანიზაციის პრეზიდენტს - უშუალოდ ირანის მონარქი ნიშნავდა. ბირთვული

პროგრამისადმი შაჰის განსაკუთრებული ინტერესის გამო, ორგანიზაციის

პრეზიდენტი ანგარიშვალდებული მხოლოდ მასთან იყო. იგი ბირთვულ

პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას მონარქთან განიხილავდა და

შაჰთან შეთანხმებით იღებდა გადაწყვეტილებებს. პროგრამის ფარგლებში

დაგეგმილი ღონისძიებებისა და მშენებლობების პარალელურად, ორგანიზაციის

ბიუჯეტიც პერმანენტულად იზრდებოდა (რა თქმა უნდა ასეული მილიონობით).

გარდა ამისა, ორგანიზაციის პრეზიდენტი პარალელურად ირანის პრემიერ-

მინისტრის მოადგილის თანამდებობასაც ითავსებდა და ირანის მთავრობაში

მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა (სახელმწიფო დეპარტამენტი

1976ა: 9-10).

ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის მიერ დეკლარირებულ მიზნებს

ატომური ელექტროსადგურების მეშვეობით ირანის შიდა მოხმარებისთვის

ელექტროენერგიის გამომუშავება, ბირთვულ სფეროში კვლევების წარმოება,

საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში სპეციალისტების მომზადება,

მედიცინასა და სოფლის მეურნეობაში ბირთვული ტექნოლოგიების დანერგვა

წარმოადგენდა (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 2). ამ მიზნების განხორ-

ციელებისათვის ორგანიზაციამ თავისი არსებობის პირველი 2 წლის მანძილზე

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. ირანის ბირთვული ორგანიზაციის

თანამშრომლების რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. სხვადასხვა ქვეყნიდან უკან

Page 140: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 140 -

გამოიწვიეს ბირთვულ სფეროში მომუშავე ყველა ირანელი მეცნიერი, სპეციალისტი

და ინჟინერი. ბირთვულ სფეროში გადამზადების მიზნით 1970-იან წლებში

ასეულობით ახალგაზრდა ირანელი მეცნიერი გაიგზავნა საზღვარგარეთის,

განსაკუთრებით შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და

გერმანიის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში.120 ქვეყნის შიგნით სამეცნიერო კვლევების

განხორციელების მიზნით, ატომური ენერგიის ორგანიზაციის დაფინანსებით

ამირაბადში (თეირანის ერთ-ერთი რაიონი) თეირანის უნივერსიტეტის ბირთვული

კვლევების ცენტრის მოდერნიზაცია და ტექნიკური აღჭურვა განხორციელდა.

აღნიშნულ ცენტრში შეერთებული შტატების ლოს-ალამოსის ლაბორატორიის

სპეციალისტებთან ერთად, ბირთვული ენერგიის კვლევებს აწარმოებდნენ,

განსაკუთრებით კი თერმო-ბირთვულ გახლეჩას ლაზერული ტექნოლოგიების

გამოყენებით. გარდა ამისა, ორგანიზაციამ იუსეფაბადში რადიოაქტიური ნივთიერე-

ბების, ისფაჰანში კი ბირთვული ტექნოლოგიების ცენტრის მშენებლობა წამოიწყო,

რომელიც 1200-კაციან სამეცნიერო და ტექნიკურ პერსონალზე იყო გათვლილი და

300 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტს წარმოადგენდა (სახელმწიფო

დეპარტამენტი 1976ა:12).

ირანი ცდილობდა თავისი ბირთვული პროგრამა შეერთებულ შტატებთან

მჭიდრო თანამშრომლობით განეხორციელებინა, თუმცა უარს არც სხვა ქვეყნებთან

ურთიერთობებზე ამბობდა. ამ სფეროში ირანი მხოლოდ დასავლეთის

განვითარებულ ქვეყნებს ეყრდნობოდა. მიუხედავად მრავალგზის შემოთავაზებისა,

თეირანი თავს არიდებდა ბირთვულ სფეროში ე.წ. „სოციალისტური ბანაკის“

ქვეყნებთან თანამშრომლობას. ბირთვული პროგრამის განხროციელების პერიოდში

ირანის მთავარ პარტნიორებს შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი,

საფრანგეთი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა წარმოადგენდნენ. გარდა

ამისა, ბირთვულ სფეროში თეირანი არგენტინასთან, ავსტრალიასთან, ბრაზილიას-

თან, კანადასთან, პაკისტანთან და ინდოეთთან მჭიდროდ თანამშრომლობდა.

აღნიშნულ ქვეყნებიც ახორციელებდნენ ბირთვულ პროგრამებს და ირანის

120 ამისათვის ირანი მილიონობით დოლარს ხარჯავდა, რათა მას ჰყოლოდა საკუთარი

სპეციალისტები და გამოცდილი პერსონალი.

Page 141: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 141 -

ურთიერთობა მათთან მხოლოდ გამოცდილების გაზიარებით და სამეცნიერო

დონეზე ურთიერთობებით შემოიფარგლებოდა.

შეერთებული შტატების შემდეგ, ირანს განსაკუთრებით მჭიდრო

თანამშრომლობა ჰქონდა საფრანგეთთან. ბირთვულ სფეროში მოღვაწე ფრანგული

კომპანიები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ბირთვული პროგრამების

განხორციელების საქმეში ფართოდ იყვნენ ჩართულნი. ჯერ კიდევ 1950-იან და 1960-

იან წლებში ფრანგები აქტიურად მონაწილეობდნენ ისრაელის ბირთვული

პროგრამის განხორციელებაში. 1950-იან წლებში ჯერ ალჟირის პრობლემის

(რომელშიც ნასერის გავლენით ეგვიპტეც კი მონაწილეობდა), ხოლო მოგვიანებით

სუეცის კრიზისის დროს ისრაელმა საფრანგეთს მნიშვნელოვანი სამხედრო-

პოლიტიკური დახმარება გაუწია, რის სანაცვლოდ ფრანგული კომპანიები,

საფრანგეთის მთავრობის ნებართვით, აქტიურად ჩაერთვნენ ისრაელის ბირთვულ

პროგრამაში. 1956 წელს ფრანგების დახმარებით ისრაელმა ნეგევის უდაბნოში,

დიმონაში, მძიმე წყლის რეაქტორის მშენებლობა დაიწყო. წლების მანძილზე

საფრანგეთი ისრაელს ბირთვული ტექნოლოგიებით, ტექნიკით და ბირთვული

საწვავით ამარაგებდა. საბოლოოდ, ისრაელმა მიაღწია სასურველ მიზანს. უკვე 1970-

იანი წლების დასაწყისისთვის ისრაელმა მოახერხა მიეღწია შესაძლებლობებისთვის,

რომლებმაც მას საშუალება მისცა შეექმნა და გამოეცადა ბირთვული იარაღი. 1974

წლის 23 აგვისტოს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ეროვნული დაზვერვის

სპეციალურ შეფასებაში (გრიფით საიდუმლო) ნათქვამია: „ჩვენ გვჯერა, რომ

ისრაელს უკვე გააჩნია ბირთვული იარაღი (საუბარი იყო დაახლოებით 10 ბირთვულ

ქობინზე - ლ.ბ.) (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1974: 2). ამგვარად,

საფრანგეთმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისრაელის ბირთვული პროგრამის

განვითარებაში და შესაბამისად მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაშიც.

უკვე 1970-იან წლებში საფრანგეთი აქტიურად ერთვება ირანის ბირთვული

პროგრამის განხორციელების საქმეში. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატებისა

და საბჭოთა კავშირის შემდეგ, საფრანგეთის ბირთვული ინდუსტრია საკმაოდ

მაღალგანვითარებული იყო. საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით

საფრანგეთის მთავრობა ხშირ შემთხევაში, ბირთვული გაუვრცელებლობის

Page 142: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 142 -

ხელშეკრულების წინააღმდეგაც კი გამოდიოდა და მეგობრულად განწყობილი

ქვეყნების ბირთვულ პროგრამებშიც აქტიურად ერთვებოდა. საფრანგეთი მზად იყო

ნებისმიერი მოკავშირე ქვეყნისთვის მკაცრი შეზღუდვებისა და კონტროლის გარეშე

მიეწოდებინა ბირთვული ტექნოლოგიები და სხვა აუცილებელი რესურსები.

საფრანგეთის ოფიციალური წრეები 1960-70-იან წლებში თავიანთ განცხადებებში

ხაზს უსვამდნენ, რომ „ბირთვული იარაღის გავრცელება გარდაუვალია...“

საფრანგეთმა უარი განაცხადა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე ბირთვული იარაღის

გაუვრცელებლობის შესახებ და ოფიციალურად განაცხადა, რომ მას

დამოუკიდებელი ბირთვული პოლიტიკის გატარების უფლება ჰქონდა

(ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1974: 39). ირანის შემთხვევაშიც საფრანგეთს

საკუთარი, მერკანტილური ინტერესები ამოძრავებდა. ბუნებრივია, ირანის

ბირთვულ პროგრამაში აქტიურად ჩართვის შემთხვევაში საფრანგეთი მნიშვნელოვან

პოლიტიკურ და ეკონომიკურ დივიდენდებს მიიღებდა. თავის მხრივ, ირანიც

დაინტერესებული იყო არ ყოფილიყო დამოკიდებული ბირთვული ტექნოლოგიების

მხოლოდ ერთ მიმწოდებელზე, იქნებოდა ეს შეერთებული შტატები, დიდი

ბრიტანეთი თუ საფრანგეთი. გარდა ამისა, როგორც „ირანის შესწავლის ფონდის“

წარმომადგენელთან ინტერვიუს დროს დოქტორ აქბარ ეთამადმა განაცხადა,

ევროპულ სახელმწიფოებს - საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიას ამერიკის

შეერთებულ შტატებთან შედარებით ბირთვული სფეროში საქმიანობის მარტივი

წესები გააჩნდათ. „ამერიკელები იმ თვალსაზრისით, რომ საერთაშორისო ბაზარზე

ატომური ტექნოლოგიების ვაჭრობის სფეროში უკვე 10 წელია დომინირებენ,

თავიანთ კანონებს აწესებენ. იმ ქვეყნებს, რომლებიც მოგვიანებით გამოჩდნენ

ბაზარზე, შედარებით მარტივი წესები აქვთ, რათა ადვილად მოიკიდონ ფეხი და

დაიმკვიდრონ თავი. ასე მაგალითად, შეერთებულ შტატებში ბირთვულ პოლიტიკას

ბირთვული ენერგიის მარეგულირებელი კომისია (Nuclear Regulatory Commission)

წარმართავს. მხოლოდ მისგან არის შესაძლებელი ბირთვული საქმიანობის და

ბირთვული ტექნოლოგიების ექსპორტირების ნებართვის მიღება. მის საქმიანობაში

სრულად ვერც შეერთებული შტატების პრეზიდენტი ერევა. ერთი სიტყვით,

ამერიკული სისტემა გაცილებით რთულია, ვიდრე გერმანული და ფრანგული, სადაც

Page 143: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 143 -

ბირთვული ტექნოლოგიების სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ

მთავრობის, ნაწილია.“ (ჯაფარი 1982: 116-117).

ამგვარად, ბირთვულ სფეროში საფრანგეთისა და ირანის მჭიდრო

თანამშრომლობა განპირობებული იყო ინტერესთა თანხვედრით. ერთი მხრივ, ირანი

ცდილობდა თავისი ბირთვული პროგრამის განვითარებისათვის ისეთი

მნიშვნელოვანი პარტნიორი შეეძინა, როგორიც საფრანგეთი იყო, რომელიც მზად იყო

ირანისთვის მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე მიეწოდებინა თანამედროვე

ბირთვული ტექნოლოგიები. საფრანგეთთან ურთიერთობის მეორე მნიშვნელოვან

ასპექტს წარმოადგენდა ბირთვული რესურსების დივერსიფიცირებულად მიწოდება.

თავის მხრივ, საფრანგეთი დაინტერესებული იყო ძვირადღირებული პროექტების

განხორციელებით, მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინა ნავთობით მდიდარ

სახელმწიფოსთან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და განსაკუთრებით კი ნავთობის

ექსპორტირების სფეროში, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თეირანი

ალტერნატიული ბირთვული ენერგიის ხარჯზე სწორედ იმ იაფ, საექსპორტო

ირანულ ნავთობს დაზოგავდა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს (მათ შორის

საფრანგეთსაც) უნდა მიწოდებოდა.

1974 წლის ზაფხულში ბირთვული ინჟინერიისა და ტექნოლოგიების

უდიდესმა ფრანგულმა კომპანია „ფრამატომმა“ (Framatome) თანხმობა განაცხადა

ირანში 900 მეგავატის სიმძლავრის 2 ატომური ელექტროსადგური აეგო, რომლის

მშენებლობა 1981-1984 წლებში უნდა დასრულებულიყო (სახელმწიფო დეპარ-

ტამენტი 1976ა:8-9). 1970-იან წლების დასაწყისში აქტიური თანამშრომლობის

ფარგლებში თეირანმა არაერთი ხელშეკრულება გააფორმა საფრანგეთთან: 1974 წლის

ივნისში ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის, ხოლო იმავე წლის ნოემბერში ორი

ბირთვული ენერგობლოკის შეძენის შესახებ გაფორმდა ხელშეკრულება; ასევე 1975

წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას ურანის ექსპორტიორ ქვეყნებში არსებული

მარაგების ერთობლივი ძალებით მოპოვების, დამუშავებისა და გამდიდრების

შესახებ121 (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა:14) . ამ ხელშეკრულებების ფარგლებში,

ირანმა და საფრანგეთმა ქვეყნის საზღვრებს გარეთ (ანუ მესამე სახელმწიფოში)

Page 144: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 144 -

ერთობლივად დაიწყეს იმ ობიექტების შეძენა, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ურანის

გამდიდრება. ურანის გამდიდრებისათვის შეიქმნა არა ერთი ერთობლივი კომპანია:

SOFIDIF (Sciété Franco-Iranienne Pourl’ Enrichissment de I’uranium Par Diffusion Gazeuse

– ურანის აირით დიფუზიური გამდიდრების ფრანგულ-ირანული საზოგადოება),

რომელშიც ირანის წილი 10%-ით იყო განსაზღვრული; გარდა ამისა ამავე მიზნებს

ემსახურებოდა კომპანიები COREDIF da EURODIF (European Gaseous Diffusion

Uranium Enrichment Consortium), რომლებშიც ირანი საფრანგეთთან ერთად

გარკვეულ წილს ფლობდა. კერძოდ, COREDIF-ში ირანის სახელმწიფო 25%-იან წილს

ფლობდა და ჩართული იყო საფრანგეთში ურანის გამამდიდრებელი ახალი საწარმოს

მშენებლობაში (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 10). EURODIF-ში თეირანმა

შევედეთის კუთვნილი 10%-იანი წილი შეისყიდა, ხოლო კომპანიაში საწარმოო

ძალების გადაიარაღების, მოდერნიზაციის და ახალი საწარმოს ასაგებად დამატებით

1 მილიარდ 180 მილიონი დოლარი დააბანდა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს ერთ-

ერთი წევრი ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტი დოქტორ

აქბარ ეთამადი იყო. ხელშეკრულების თანახმად, EURODIF-ს მიერ წარმოებული

პროდუქციის 10% ირანს ეკუთვნოდა (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა:8-9, 14,

ჯაფარი1982: 115).122 საფრანგეთთან დადებული ხელშეკრულებებს ირანის შაჰი

შემდეგნაირად აფასებდა: „ეს ხელშეკრულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი

ხელშეკრულებები, რომელიც ოდესმე გაფორმებულა ნავთობის მწარმოებელ

ქვეყანასა და ინდუსტრიულად განვითარებულ სახელმწიფოს შორის... აღნიშნული

ურთიერთობები მნიშვნელოვანია ფრანგებისთვისაც, მას შემდეგ რაც საფრანგეთს

ხელი აღარ მიუწვდება ზოგიერთი არაბული სახელმწიფოს ნავთობრესურსებზე...

ამიერიდან მას (საფრანგეთს - ლ.ბ.) შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

ირანში.“ (თავდაცვის დეპარტამენტი 1974ა: 2).

121 საფრანგეთსა და ირანს შორის ბირთვულ სფეროში დადებული სავაჭრო-ეკონომიკური გარიგება 8

მილიარდი დოლარის ღირებულებისა იყო. 122 ეთამადის განცხადებით, ირანის მიერ EURODIF-ში წილის შესყიდვას და მის პარტნიორად

გახდომას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ევროპულ კონსორციუმში მესამე სამყაროს რიგებიდან

არაევროპული სახელმწიფოს გამოჩენა, რომელიც დიდი პროვილეგიებითაც საგებლობდა, მიუღებელი

აღმოჩნდა ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოსთვის (ჯაფარი1982: 115).

Page 145: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 145 -

განსაკუთრებით აღსანიშნავია ორი ქვეყნის თანამშრომლობა ურანის

მოპოვებისა და გამდიდრების სფეროში. ჯერ კიდევ 1960-იან წლებში ფრანგები

ირანში ურანის საბადოების აღმოჩენის თვალსაზრისით, დაზვერვით სამუშაოებს

აწარმოებდნენ, თუმცა მასში ირანელები არ მონაწილეობდნენ. მას შემდეგ, რაც

ფრანგებმა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, პროექტის განხორციელება შეწყვიტეს და

უკან დაბრუნდნენ. 1970-იანი წლების შუა ხანებში ირანის ბირთვული ენერგიის

ორგანიზაციის ინიციატივით ფრანგმა გეოლოგებმა, ირანელ მეცნიერებთან ერთად,

განაახლეს ურანის მადნის ძიებასთან დაკავშირებული სამეცნიერო საქმიანობა.

ფრანგი და ირანელი გეოლოგები დაზვერვით სამუშაოებს ირანის ტერიტორიაზე

ურანის მადნის აღმოჩენის მიზნით ერთობლივად აწარმოებდნენ. ირანისთვის ეს

მეტად მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც საკუთარი ურანის რესურსები ბირთვული

პროგრამის შეუფერხებელი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა

იყო. ბირთვული პროგრამით დაინტერესებული სახელმწიფოები, რომელთაც არ

გააჩნდათ ურანის საკუთარი მარაგი, ხშირ შემთხვევაში რადიკალურ ღონისძიებებს

მიმართავდნენ. ასე მაგალითად, ურანის რესურსის ხელში ჩაგდების მიზნით,

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის ბრძანებით ლიბიის სამხედრო ძალები

1975 წელს ჩადის რესპუბლიკაში შეიჭრა და ურანის შემცველი მადანით მდიდარი

აუზუს ზოლის ოკუპირება მოახდინა.

ამგვარად, საფრანგეთთან ურთიერთობებით ირანი ცდილობდა ორი

მნიშვნელოვანი პრობლემა გადაეჭრა: 1) - ურანის რესურსების მოძიება, როგორც

ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ, 2) - ურანის გამამდიდრებელი

საწარმოების შეძენა. ორივე კომპონენტი ირანის ბირთვული პროგრამისათვის

ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიერიდან, თეირანს საშუალება ეძლეოდა ჰქონოდა

ურანის და მისი გამდიდრების საკუთარი რესურსები და პოტენციალი. ეს კი

მნიშვნელოვან საფუძველს აძლევდა ირანს დამოუკიდებლად უზრუნველეყო მისი

ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვანი რესურსით როგორც სამოქალაქო, ისე

სამხედრო მიზნებისათვის.

საფრანგეთის გარდა, ბირთვულ სფეროში თეირანს ახლო ურთიერთობები

ჰქონდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთანაც. 1974-1975 წლებში

Page 146: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 146 -

ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების შედეგად ირანის მთავრობამ გერმანულ

კომპანია „კრაფთვერკ იუნიონთან“ (Kraftwerk Union) (კომპანია SIEMENS-ის

შვილობილი კომპანია) 3 მილიარდი დოლარის ღირებულების სავაჭრო გარიგება

გააფორმა, რომლის სანაცვლოდ გერმანულმა კომპანიამ ვალდებულება აიღო ირანში

1200 მეგავატი სიმძლავრის ორი ბირთვული ენერგობლოკი - Nos. 1 და Nos. 2

აეშენებინა, მისი მშენებლობა 1981-84 წლებში უნდა დასრულებულიყო (სახელმწიფო

დეპარტამენტი 1976ა: 11).

მესამე ქვეყანა, რომელთანაც ირანს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები

ჰქონდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იყო. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს

მონაცემების თანახმად ეს ქვეყანა ურანის მადნით იყო მდიდარი, მნიშვნელოვანი

მიღწევები ჰქონდა ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში, განსაკუთრებით კი

ურანის გამდიდრების და მასობრივი განადგურების იარაღისთვის აუცილებელი

ნივთიერებების წარმოებაში. ამასთან, სამხრეთ აფრიკა ბირთვული ტექნოლოგიებისა

და ბირთვული მასალების ექსპორტიორი ქვეყანა იყო (ცენტრალური სადაზვერვო

სააგენტო 1974: 4). ოფიციალურ თეირანსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას შორის

ბირთვული ენერგიის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეკრულება იყო

გაფორმებული, რომელიც ოფიციალური პრეტორიის123 - თხოვნით გასაიდუმ-

ლოებული იყო. თუმცა 1970-იან წლების შუა ხანებისათვის, დასავლეთის პრესას

ხელში ჩაუვარდა საიდუმლო მასალა, რომლის მიხედვითაც ცხადი გახდა, რომ ირანს

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან 700 მილიონი დოლარის ღირებულების

საიდუმლო გარიგება ჰქონდა დადებული. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური

თეირანი საჯაროდ უარყოფდა ასეთი ხელშეკრულების არსებობას, მოგვიანებით

ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის მაღალჩინოსნებმა შეერთებული

შტატების ოფიციალურ პირებთან საუბრის დროს დაადასტურეს, რომ სამხრეთ

აფრიკის რესპუბლიკასთან მართლაც იყო გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულება

ურანის მადნის შესყიდვასთან დაკავშირებით (სახელმწიფო დეპარტამენტი

1976ა:15). ამავე მიზნით, ირანს მნიშვნელოვანი კავშირები ჰქონდა აფრიკის სხვა

123 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი ადმინისტრაციული თვალსაზრისით.

Page 147: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 147 -

სახელმწიფოებთანაც - გაბონთან და ნიგერთან124. ხოლო ავსტრალიასთან

გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ირანმა 20 ათას ტონამდე ურანის

შემცველი მადანი მიიღო (თავდაცვის სამდივნო 1976ბ: 1, ჯაფარი1982: 113).

ირანი ცდილობდა მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინა ინდოეთთან,

რომელმაც თავისი ბირთვული პროგრამა შედარებით მოკლე დროში იმ დონემდე

განავითარა, რომ რამდენიმე წელიწადში დაამზადა და გამოსცადა ბირთვული

იარაღი. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის წარმომადგენლები არაერთხელ

ეწვივნენ ინდოეთს, რასაც თეირანში საპასუხო ვიზიტებიც მოჰყვა. ვიზიტების

შედეგად ინდოეთის სამეცნიერო წრეებთან ინტენსიური სამეცნიერო და გაცვლითი

პროგრამები ამოქმედდა, რომლებმაც მნიშვნელოვნად დააახლოვა ორი ქვეყნის

სამეცნიერო წრეები. ირანისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა

ინდური გამოცდილების გაზიარებას. ირანელები მოხიბლულნი დარჩნენ ინდოეთის

ქალაქ ტრომბეიში არსებული ბაჰაბას ბირთვული სამეცნიერო ცენტრით. 1976 წლის 5

იანვარს, ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, დოქტორ აქბარ

ეთამადმა თეირანში ამერიკის საელჩოს ოფიციალურ პირებთან საუბრის დროს

აღნიშნა, რომ ირანი დაინტერესებული იყო ინდოეთთან ბირთვულ სფეროში

მჭიდრო თანამშრომლობით, რადგანაც „თავის დროზე ირანის მსგავსად ინდოეთმაც

ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო მისი პროგრამის განვითარება... ამჟამად ინდოეთს

შთამბეჭდავად აქვს განვითარებული საკუთარი ბირთვული პროგრამა, ჰყავს

მრავალრიცხოვანი ტექნიკური და სამეცნიერო პერსონალი... ვფიქრობთ, რომ ასეთ

ქვეყანასთან ურთიერთობა ირანს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს“ (თავდაცვის

დეპარტამენტი 1976ა: 2).

ბირთვულ სფეროში ირანს სხვა სახელმწიფოებთანაც ჰქონდა აქტიური

თანამშრომლობა. დიდ ბრიტანეთთან - ძირითადად სამეცნიერო-გაცვლითი

124 თავდაპირველად ირანი აფრიკულ სახელმწიფოებთან საფრანგეთის შუამდგომლობით აწარმოებდა

მოლაპარაკებებს ურანის საბადოების ექსპლოატაციის შესახებ, თუმცა გაჭიანურებულმა და უშედეგო

მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ ნიგერი უარს აცხადებდა საფრანგეთის ან სხვა ევროპული

სახელმწიფოების შუამდგომლობით რაიმე სახის გარიგება დაედოთ. მოგვიანებით ამ ქვეყნებს თავად

აქბარ ეთამადი ეწვია. ნიგერის ოფიციალურმა პირებმა ეთამადს განუცხადეს, რომ მესამე ქვეყნების

შუამდგომლობით არც ერთ გარიგებაზე არ წავიდოდნენ, ხოლო თუ თეირანს სურდა, ისინი

უპრობლემოდ დართავდნენ ნებას ირანელებს ურანის მოპოვებასთან დაკავშირებით ყოველგვარი

სამუშაო ჩაეტარებინათ ნიგერში (ჯაფარი1982: 112).

Page 148: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 148 -

პროგრამები ბირთვული ფიზიკის სფეროში. ბრიტანეთის ჰარეველის ინსტიტუტი

თეირანის უნივერსიტეტის ამირაბადის ბირთვული კვლევის ცენტრთან აქტიურად

თანამშრომლობდა. ხოლო ურთიერთობები ბრაზილიასთან და არგენტინასთან

სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის გარღმავებით და გამოცდილების

გაზიარებით შემოიფარგლებოდა.

საგარეო ურთიერთობების განვითარების პარალელურად, ირანის მთავრობა

ქვეყნის შიგნით აქტიურად ეწეოდა ბირთვული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი

საქმიანობის განხორციელებას. ამის ნათელი დასტურია ის საბიუჯეტო ხარჯები,

რომელიც იმ პერიოდში თეირანმა პროგრამის განხორციელების მიზნით გასწია. 1975

წლის 21 მარტიდან 1976 წლის 20 მარტამდე (ირანის ფისკალური წელიწადი)

მთავრობამ ირანის ბიუჯეტიდან ბირთვული ენერგიის ორგანიზაციას სამეცნიერო

და ტექნიკური პერსონალის შენახვისათვის $38.8 მილიონი დოლარი გამოუყო,

3.21.1976-3.20.1977 ორგანიზაციის ბიუჯეტი 1 მილიარდ 27,7 მილიონამდე გაიზარდა.

მხოლოდ ურანის შემცველი მადანის შეძენისათვის ირანმა $171,7 მილიონი გაიღო

(სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 8). ეს იყო მხოლოდ ნაწილი, რომელიც ირანმა

1974-1978 წლებში ბირთვული პროგრამის განვითარების მიზნით დახარჯა. ხარჯების

დიდი ნაწილი დაფარული იყო. ირანის მთავრობა ხშირად მიმართავდა სხვადასხვა

სახის ფინანსურ ოპერაციას, სესხების აღებას და ნავთობის ბარტერით გაცვლას, რათა

ძვირადღირებული ბირთვული რეაქტორების და მისთვის აუცილებელი

აღჭურვილობის შესაძენად შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოენახა (თავდაცვის

სამდივნო: 1977ა: 2).

ამრიგად, 1960-70-იან წლებში როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკურმა

ვითარებამ, ევრაზიის სამხრეთ სარტყელზე და მაღრიბის ქვეყნებში „ბირთვული

სინდრომის“ გავრცელებამ, ხოლო ჩრდილოეთიდან ბირთვული სახელმწიფოს

არსებობამ, უბიძგა ირანს მასშტაბური ბირთვული პროგრამა წამოეწყო. მიუხედავად

იმისა, რომ ქვეყნის მთავრობა ამტკიცებდა, თითქოს ის მხოლოდ მშვიდობიანი

მიზნებისათვის იყო განკუთვნილი, ირანის ირგვლივ არსებული მიზეზები და

ფაქტორები, ასევე ირანის მიერ განხორცილებული ღონისძიებები ქვეყნის შიგნით და

გარეთ და მათი მასშტაბები საშულებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ირანის მიერ

Page 149: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 149 -

დეკლარირებული მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის მიღმა არსებობდა პროექტი,

რომელიც ირანის ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა.125

125 ბირთვული პროგრამის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ მან გრანდიოზულ მასშტაბებს მიაღწია და

მსოფლიოში ყველაზე ამბიციურ პროგრამას წარმოადგენდა.

Page 150: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 150 -

§ 2. „ახალი სტანდარტის“ ხელშეკრულება და ამერიკის შეერთებული

შტატების ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკა ირანის მიმართ

ამერიკის შეერთებული შტატები განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა

ირანის ბირთვულ პროგრამას და დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ბირთვულ

სფეროში მის საგარეო კავშირებს და აქტივობებს, რომელსაც იგი ვაშინგტონის

გვერდის ავლით, სხვადასხვა ქვეყნასთან მიმართებაში დამოუკიდებლად

ახორციელებდა. აუცილებელი იყო აშშ-ს თეირანის მიმართ ადეკვატური პოლიტიკა

შეემუშავებინა, რადგანაც მიუხედავად სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობისა, ის

საკუთარი ბირთვული პროგრამის საიმედო პარტნიორად აშშ-ს თვლიდა. თუმცა

1970-იანი წლების რ. ნიქსონის და ჯ. ფორდის რესპუბლიკური ადმინისტრაციების

პოლიტიკა ირანის ბირთვული პროგრამის საკითხში ერთმანეთისაგან

მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, რაც უპირველს ყოვლისა, შეერთებული შტატების

შიდა პოლიტიკურ ასპარეზზე განვითარებული მოვლენებით იყო განპირობებული.

XX საუკუნის 1960-70-იან წლებში შეერთებული შტატების ბირთვული

გაუვრცელებლობის პოლიტიკა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა. ამ

ეტაპზე ბირთვული იარაღის დამზადებისათვის არა მარტო შეერთებული შტატების

მოწინააღმდეგე, არამედ მისი მოკავშირე ქვეყნებიც გააქტიურდნენ. სამხრეთ-

აღმოსავლეთ აზიაში და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სწრაფი ტემპით გავრცელდა

„ბირთვული სიდრომი“. ჯ. კენედის და ლ. ჯონსონის ადმინისტრაცია ბირთვული

გავრცელების საწინააღმდეგოდ ხისტ პოლიტიკას ატარებდნენ, განსაკუთრებით მისი

მოკავშირე ქვეყნების მიმართ, რაც შეეხება შეერთებული შტატების წარმომად-

გენლობით ორგანოებს - კონგრესს და სენატს, ისინი მკაცრად ადევნებდნენ თვალს

სახელმწიფოს და კერძო კომპანიების მიერ ბირთვული ტექნოლოგიების და

მასალების ექსპორტს. ჯერ კიდევ მანამ, ვიდრე გაერთიანებული ერების

ორგანიზაციისსს ინიციატივით 1968 წლის 1 ივლისს ნიუ-იორკში (აშშ) ხელი

მოეწერებოდა ხელშეკრულებას ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ,

კენედის ადმინისტრაცია მოკავშირე ქვეყნების მიმართ გაუვცრელებლობის მკაცრ

პოლიტიკას ატარებდა. ისრაელის ბირთვული პროგრამის გამო, 1963 წლის მაისში

ჯონ კენედიმ ისრაელის სახელმწიფოს ლიდერს ბენ გურიონს მკაცრი ნოტა

Page 151: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 151 -

გაუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ თუ ისრაელი მასობრივი განადგურების

იარაღის შექმნის მიზნით ბირთვული პროგრამის განვითარებას გააგრძელებდა,

მაშინ აშშ-ისრაელის სტრატეგიულ პარტნიორობას სერიოზული საფრთხე

შეექმნებოდა. შეერთებული შტატების დაჟინებული მოთხოვნით, 1963 წლის

ივლისში ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი ლევი ეშქოლი იძულებული გახდა

ისრაელის ბირთვულ ობიექტებზე ამერიკელთა სადამკვირვებლო მისია დაეშვა.

ამერიკელთა მონიტორინგი ებრაულ ობიექტებზე ჯონსონის ადმინისტრაციის

მმართველობის პერიოდშიც გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. ვაშინგტონის მკაცრმა

პოლიტიკამ საპირისპირო შედეგი გამოიღო - ისრაელმა ბირთვულ სფეროში მის

მთავარ პარტნიორად საფრანგეთი გაიხადა და მასზე დაყრდნობით შეძლო

დასახული მიზნის მიღწევა. შეერთებული შტატები კი მოვლენების მიღმა აღოჩნდა,

რადგანაც მისი პოზიციის გამო, ისრაელმა ბირთვული აქტივობა ვაშინგტონისგან

საიდუმლოდ გააგრძელა (ენგელჰარდი 2004: 57).

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებაში ნიქსონის

რესპუბლიკური ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ ვაშინგტონმა რადიკალურად

შეცვალა ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკა. თეთრმა სახლმა უარი თქვა

ხისტი პოლიტიკის გატარებაზე. თუ გადავხედავთ ნიქსონის ადმინისტრაციის

ბირთვულ პოლიტიკას აშკარაა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ თავის მეგობარ

ქვეყნებს ბირთვული პოლიტიკის სფეროში ორი ალტერნატივა: 1) - პარტნიორ

ქვეყნებს ძვირადღირებული ბირთვული იარღის შექმნის პროგრამების სანაცვლოდ

შეერთებული შტატების ბირთვული ფარით დაცვა შესთავაზა - „ჩვენ

ვუზრუნველვყოფთ შეერთებული შტატების მოკავშირე და ასევე ყველა იმ ქვეყნის

ბირთვული ფარით თავდაცვას, რომლის არსებობა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების-

თვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ხაზგასმულია „ნიქსონის დოქტრინაში“

(ნიქსონი 1971: 224). თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ თითოეული სახელმწიფოს

თავდაცვა და რეგიონის უსაფრთხოებაზე ზრუნვა ამ სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა

ჯგუფის პასუხისმგებლობის სფეროს წარმოადგენს. „თუ ისინი არ შეეცდებიან

საკუთარ თავს და რეგიონს გაუწიონ სათანადო დახმარება, მხოლოდ ჩვენი (აშშ-ს -

ლ.ბ.) ძალისხმევა არ არის საკმარისი... აუცილებელია ეს პასუხისმგებლობა ჩვენმა

Page 152: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 152 -

მოკავშირე ბირთვულმა სახელმწიფოებმაც გაიზიარონ.“ 2) მათი მოკავშირე და

პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რომლებიც გამოთქვამდნენ სურვილს

განევითარებინათ საკუთარი ბირთვული პროგრამები, შეერთებული შტატები

ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებდა (ლიარდი 1972: 10).

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდში რიჩარდ ნიქსონი

ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. ის და მისი

მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჰენრი კისინჯერი,

რეალისტურად აფასებდნენ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და თვლიდნენ, რომ

ბირთვული გავრცელების შეჩერება შეუძლებელი იყო. მათი მტკიცებით, ცივი ომის

პირობებში თუ სახელმწიფო გადაწყვეტდა შეექმნა მასობრივი განადგურების იარაღი,

შეერთებული შტატების გაუვრცელებლობის პოლიტიკა მას ვერ შეაკავებდა.

პრეზიდენტი ნიქსონი ამტკიცებდა, რომ „თუ სახელწიფოს სურს შექმნას საკუთარი

ბირთვული იარაღი, მას შეუძლია ყოველგვარი სანქციების გარეშე გამოვიდეს

ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან“ (ეროვნული

უსაფრთხოების საბჭო 1969ა: 1). ჯერ კიდევ სამეცნიერო მოღვაწეობის პერიოდში

(1950-60-იან წლებში) ჰენრი კისინჯერი ამტკიცება, რომ ხელშეკრულება ბირთვული

გაუვრცელებლობის შესახებ არ იმუშავებდა. ნიქსონის ადმინისტრაციის ზოგიერთი

წარმომადგენელი უფრო შორს წავიდა და ამტკიცებდა, რომ ეს ხელშეკრულება აშშ-ს

ინტერესებში არ შედიოდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეერთებულმა შტატებმა

დახმარება უნდა აღმოუჩინოს თავის მოკავშირე ქვეყნებს ბირთვული იარაღის

შეძენის საქმეში. საბოლოოდ, როდესაც ნიქსონმა ბირთვული გაუვრცელებლობის

შესახებ ხელმოწერილი ხელშეკრულება სენატში რატიფიცირების მიზნით გაგზავნა,

მან პრეზიდენტის წარმომადგენელს სენატში სპეციალური მითითება მისცა,

დაეკნინებინათ ხელშეკრულების მნიშვნელობა და ის ნაკლებად მნიშვნელოვან

საკითხად წარმოეჩინათ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასევე მიღებულ იქნა

გადაწყვეტილება მოკავშირე ქვეყნების მიმართ ბირთვულ სფეროში ზეწოლის

პოლიტიკა ლიბერალური პოლიტიკით შეეცვალათ. ნიქსონის და კისინჯერის

ბირთვულ პოლიტიკას ოპონირებას სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი უილიამ

როჯერსი უწევდა. ის ამტკიცებდა, რომ საჭირო იყო შეერთებულ შტატებს

Page 153: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 153 -

გააგრძელებინა ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკა, რადგანაც საჭირო იყო

მსოფლიოში არსებული ბირთვული იარაღისა და მისი დაუფლებისათვის სწრაფვის

ტემპების შემცირება. სახელმწიფო მდივნის შემოთავაზებული პოლიტიკა ნიქსონმა

უარყო (ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1969ა: 1; ლოგველი... 2008: 138).

ბირთვულ სფეროში ახალი პოლიტიკური კურსის შემუშავების ფონზე

ვაშინგტონმა ისრაელის მიმართ ხისტი პოლიტიკა შეცვალა. ისრაელის ბირთვული

იარაღის შექმნის პროგრამის გამო დაპირისპირება ვაშინგტონსა და თელ-ავივს შორის

მას შემდეგ დასრულდა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტ ნიქსონს

შორის საიდუმლო შეხვედრა შედგა. ისრაელში ვიზიტის დროს ნიქსონმა ნეგევის

უდაბნოში დიმონას ბირთვული კომპლექსიც კი მოინახულა (ლოგველი... 2008:139-

140). ნიქსონის მიერ გატარებული ბირთვული პოლიტიკა ცხადყოფს, რომ მისთვის

მნიშვნელოვანი იყო ვიეტნამის ომით შესუსტებული აშშ-ს პოზიციების გაძლიერება,

ვიდრე ბირთვული გაუვრცელებლობის უშედეგო პოლიტიკის გატარებით

პარტნიორი ქვეყნების განაწყენება, როგორც ამას პრეზიდენტი ჯ. კენედის აკეთებდა.

ნიქსონი და კისინჯერი ამტკიცებდნენ, რომ ქვეყნებს შორის ომის მიზეზი არა

შეიარაღება, არამედ პოლიტიკური კრიზისი იყო. „ისტორია გვიჩვენებს, რომ ომები

პოლიტიკური მოსაზრებებით უფრო ხდებოდა, ვიდრე შეიარაღების შეჯიბრების

გამო“ (ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1969ბ: 1-2; საგარეო ურთიერთობები1969-

1977: 40). რა თქმა უნდა, აღნიშნულ საკითხში ნიქსონი ცდებოდა, რადგანაც

ნებისმიერ პოლიტიკურ კრიზისში ჩართულ ქვეყნებს ადეკვატური შეიარაღება

უმაგრებს ზურგს, ხოლო ამა თუ იმ სახელმწიფოში იარაღის დაგროვება შემდგომში

აგრესიის და გარდაუვალი შეიარაღებული კონფლიქტის მიზეზიც კი ხდება.

ამგვარად, ნიქსონის და კისინჯერის პრაგმატული და რეალისტური საგარეო

პოლიტიკური მიდგომები შეერთებული შტატების ბირთვულ პოლიტიკაზეც აისახა.

პრეზიდენტი და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თვიანთი

გეოპოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით ყოველგვარ საშუალების გამოყენებას

აპირებდნენ, მათ შორის პარტნიორ ქვეყნებში ბირთვული იარაღის გავრცელების

დაშვებასაც კი. ვიეტნამის წარუმატებელმა სამხედრო კამპანიამ, ახლო

აღმოსავლეთში და ზოგადად მესამე სამყაროს ქვეყნებში საბჭოთა კავშირის გავლენის

Page 154: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 154 -

ზრდამ, ასევე ევროპაში საფრანგეთის მიერ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის

რიგების დატოვებამ, შეერთებული შტატების პოზიცია გლობალურ პოლიტიკურ

ასპარეზზე მნიშვნელოვნად შეასუსტა. ვითარების გამოსწორებისა და შეერთებული

შტატების სასარგებლოდ სამხედრო-პოლიტიკური ბალანსის აღდგენის მიზნით

ნიქსონის ადმინსიტრაციამ მეტად ამბიციური პოლიტიკის გატარება დაისახა

მიზნად. კერძოდ, „ნიქსონის დოქტრინის“ ფარგლებში მისი მოკავშირე და

პარტნიორი ქვეყნების გაძლიერებისათვის ხელი შეეწყო. მათ შორის არ

გამორიცხავდნენ ბირთვული იარაღის შეძენასაც. ერთი მხრივ, ნიქსონმა

სტრატეგიული იარაღის შემცირების შესახებ (SALT 1) საბჭოთა კავშირთან

მოლაპარაკებები აწარმოა, ხოლო მეორე მხრივ, ხელი შეუწყო ახლო აღოსავლეთის

მეგობარ ქვეყნებში (ისრაელი, პაკისტანი) ბირთვული შეიარაღებით აღჭურვას.

პარტნიორი ქვეყნების გაძლიერების ხარჯზე ვაშინგტონი ცდილობდა გლობალურ

ასპარეზზე თავის სასარგებლოდ ძალთა ბალანსი აღედგინა. სწორედ, ამ პოლიტიკის

შედეგი იყო ისრაელის მიერ ბირთვული პროგრამის წარმატებით დაგვირგვინება და

ირანის მიერ მასშტაბური ბირთვული პროგრამის წამოწყება, რომელიც იმთავითვე

მასობრივი განადგურების იარაღის შეძენას ისახავდა მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ ნიქსონმა ბირთვულ პოლიტიკაში შედარებით

ლიბერალური პოზიცია დაიჭირა, მისი ადმინიტრაციის ზოგიერთი წევრი თვლიდა,

რომ ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც იმთავითვე ბირთვული შეიარაღების

დაუფლებისთვის იყო წამოწყებული, საწინააღმდეგო შედეგს მოიტანდა. მათ ირანის

ბირთვული აქტივობა რეგიონის შემდგომი სტაბილურობისა და განვითარებისათვის

შემდეგი მიზეზების გამო გარკვეულ პრობლემად ესახებოდათ:

ა) ირანის მიერ ბირთვული იარაღის შეძენა მნიშვნელოვან დარტყმას

მიაყენებდა ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას და ხელს შეუწყობდა ბირთვული

იარაღის რეგიონის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებას;

ბ) ირანში შაჰის ხელისუფლების დამხობის ან შიდაპოლიტიკური

დესტაბილიზაციის პირობებში ადვილი შესაძლებელი იყო ბირთვული მასალები

ან/და სხვა რადიოაქტიური ნივთიერებები ადგილობრივი ექსტრემისტების და

ტერორისტების ხელში მოხვედრილიყო. უფრო მეტიც, შაჰის შემდეგ, ირანის

Page 155: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 155 -

ხელისუფლებაში აგრესიულად განწყობილი მთავრობის მოსვლის შემთხვევაში,

თეირანი ბირთვულ იარაღს რეგიონში აბსოლუტური სამხედრო-პოლიტიკური

ჰეგემონობის დამყარებისათვის გამოიყენებდა (ბური 2009: 3-4).

ამგვარად, ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შეერთებული შტატების

სახელისუფლებო წრეებში განსხვავებული პოზიციები არსებობდა. თვით ნიქსონის

ადმინისტრაციაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა. ირანის ბირთვული სფეროს

შეუზღუდავი მხარდაჭერის წინააღმდეგ კვლავ თავდაცვის დეპარტამენტი

გამოდიოდა. გარდა ამ უწყებისა, ნიქსონის ლიბერალური ბირთვული პოლიტიკით

შეერთებული შტატების სენატი და კონგრესიც უკმაყოფილო იყო, ისინი მუდამ

მწვავე პოზიციას გამოხატავდნენ. ამიტომ იყო, რომ 1974 წელს შაჰის მიერ

გაკეთებულმა კომენტარმა ბირთვული იარაღის შექმნის შესახებ, ვაშინგტონში

გარკვეული პოლიტიკური წრეების შეშფოთება გამოიწვია. ირანი მოერიდა მთავარი

პარტნიორის განაწყენებას და უკან დაიხია. თუმცა შეერთებული შტატების პოზიციამ

ირანის სახელისუფლებო წრეებში ფარული პროტესტი გამოიწვია, რომელმაც

დროდადრო ოფიციალურ განცხადებებშიც იჩინა თავი. გარდა ვაშინგტონის

რეაქციისა, არსებობდა ერთი სამართლებრივი ჩარჩოც, რომელიც ირანს არ აძლევდა

უფლებას აშკარად გადასულიყო ბირთვული იარაღის დამზადების პროცესზე. ეს

ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება იყო,

რომელსაც ირანი ჯერ კიდევ 1968 წელს შეუერთდა.

მიუხედავად იმისა, რომ ირანი დათმობაზე წავიდა, ოფიციალურმა თეირანმა

ვაშინგტონს და მსოფლიო საზოგადოებას ბირთვული იარაღის შექმნის სანაცვლოდ

საკუთარი პირობები წაუყენა. 1974 წლის 24 ივნისს შაჰმა ოფიციალურად განაცხადა:

-„ირანი არ გეგმავს ბირთვული იარაღის დამზადებას, თუმცა თუ სპარსეთის ყურის

სახელმწიფოები ასეთი იარაღით აღიჭურვებიან, ირანი აუცილებლად გადასინჯავს

საკუთარ პოზიციას“ (თავდაცვის დეპარტამენტი 1974: 2). იგივე შინაარსის

განცხადება 1974 წლის 24 ივნისს ირანის ტურიზმისა და ინფორმაციის მინისტრმა

გოლამი რეზა კიანფურმა გააკეთა: - „თუ ისრაელის და ეგვიპტის მსგავსად, ახლო

აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც შეეცდებიან აღიჭურვონ ბირთვული იარაღით, რა

თქმა უნდა, არც ირანი დარჩება მოვლენების მიღმა“ (თავდაცვის დეპარტამენტი

Page 156: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 156 -

1974გ: 1, პატრიკარაკოსი 2012: 60). ამგვარად, ოფიციალური თეირანის განხცხადება

როგორც რეგიონის, ისე დიდი სახელმწიფოების მისამართით მკაფიო გზავნილი იყო.

- აუცილებლობის შემთხვევაში საკუთარი ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის

მიზნით ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე უარს არ იტყოდა. თუმცა თუ

გადავხედავთ იმ პერიოდში რეგიონში ბირთვულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ

პროცესებს, აშკარაა, რომ ირანთან მიმართებაში ეს პირობა ფაქტობრივად

დარღვეული იყო. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისრაელი და ინდოეთი უკვე ფლობდა

ბირთვულ არსენალს, ხოლო ლიბია, ეგვიპტე, იორდანია, სირია და ერაყი ბირთვული

პროგრამის განვითარებაზე აქტიურად მუშაობდნენ. ლოგიკურია, რომ ასეთ

პირობებში ირანის მიერ ბირთვული პროგრამის წამოწყება იგივე მიზნებით,

რისთვისაც ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებმა წამოიწყეს, სავსებით სამართლიანია.

ამ ფონზე ცხადია, რომ ირანის შეჩერება შეუძლებელი იყო. რეგიონში „ბირთვული

სინდრომის“ გავრცელების შემდეგ, თეირანმა ფაქტობრივად ანულირება გაუკეთა

საერთაშორისო საზოგადოების წინაშე დადებულ ფორმალურ პირობას მისი მხრიდან

ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ და დაიწყო მზადება ასეთივე იარაღის

შესაძენად. ასეთ ვითარებაში ირანის შეჩერება ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

თეირანის მიმართ განსხვავებული და ხისტი პოლიტიკის გატარება ნიქსონის

ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფით შედეგს გამოიწვევდა. მოსალოდნელი იყო

მოვლენები ისრაელის მსგავსი სცენარით განვითარებულიყო, მითუმეტეს, რომ ირანს

უკვე მჭიდრო კავშირები ჰქონდა ბირთვული ტექნოლოგიების მწარმოებელ

ქვეყნებთან და სავსებით შესაძლებელია შეერთებული შტატების გვერდის ავლით

განევითარებინა ბირთვული პროგრამა, ხოლო ვაშინგტონი ამჯერადაც მოვლენების

განვითარების მიღმა აღმოჩენილიყო. უკიდურეს შემთხევავში მოსალოდნელი იყო

ასევე ირანის მიერ საბჭოთა ან/და სხვა სოციალისტური სახელმწიფოს დახმარების

გამოყენებაც, რომლის შემთხვევაში შეერთებული შტატების ინტერესები მნიშვნე-

ლოვნად დაზარალდებოდა. თეირანის მხრიდან მესამე ქვეყნის დახმარებით

ბირთვული პროგრამის განვითარება როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური

ურთიერთობების თვალსაზრისით ვაშინგტონისათვის წამგებიანი იქნებოდა.

ეკონომიკური თვლასაზრისით ირანთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობა

Page 157: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 157 -

შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ დივიდენდებს აძლევდა.

ძვირადღირებული ბირთვული ტექნოლოგიების, ტექნიკური აღჭურვილობისა და

ბირთვული საწვავის ექსპორტირების ხარჯზე ვაშინგტონი იმ დანაკლისს ავსებდა,

რომელიც ნავთობის კრიზისის შემდეგ შეერთებული შტატების ექსპორტ-იმპორტის

ბალანსში წარმოიშვა. ამ და სხვა გამოწვევების გამო, ნიქსონის ადმინისტრაცია

იძულებული იყო დაეძლია შინაგანი წინაღმდეგობა და ირანის მიმართ ხისტი

პოლიტიკის გატარებაზე უარი ეთქვა. ამას ემატებოდა ისიც, რომ შაჰი შეერთებული

შტატებისგან ჩვეული დაჟინებით მოითხოვდა დახმარებას ბირთვული პროგრამის

სფეროში.

ბუნებრივია, აშშ-ს დახმარება გამიზნული იყო მხოლოდ მშვიდობიანი

მიზნებისათვის და გამორიცხავდა ირანის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის

შექმნას. შეიძლება ვივარაუდოდ ისიც, რომ ენერგეტიკული კრიზისის და მისი

შედეგების შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა წააქეზეს თეირანი, წამოეწყო

ფართომასშტაბიანი ბირთვული პროგრამა. ირანის ბირთვული პროგრამა

დასავლეთის ორმაგ ინტერესებს ემსახურებოდა: 1) - ძვირადღირებული ბირთვული

ტექნოლოგიების მიყიდვით დიდ მოგებას ნახავდნენ, ამასთან მათთვის

ხელმისაწვდომი გახდებოდა დასავლეთისათვის ყველაზე საიმედო პარტნიორის -

ირანის - ენერგორესურსები; 2) - ახალი, ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსის

გამოყენებით ირანი მნიშვნელოვნად შეამცირებდა ნავთობის შიდა მოხმარებას,

რომელიც უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვნად აისახებოდა საექსპორტო ნავთობის

რაოდენობასა და მის ფასზე.

„უოთერგეითის სკანდალისა“ და პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომის შემდეგ

(1974 წლის 9 აგვისტო) შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიციები როგორც

საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე სენატისა და კონგრესის მიერ

მნიშვნელოვნად შესუსტდა. შეერთებული შტატების წარმომადგნელობითი ორგანოს

ორივე პალატამ მნიშვნელოვანი კონტროლი დაამყარა პრეზიდენტის საგარეო

პოლიტიკაზე. პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იძულებული გახდა, ხელი აეღო

ნიქსონისეული საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაზე. ცვლილებები განიცადა

შეერთებული შტატების ბირთვულმა პოლიტიკამაც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს

Page 158: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 158 -

კონგრესი რიჩარდ ნიქსონს ხშირად აკრიტიკებდა ლიბერალური ბირთვული

პოლიტიკის გამო. „უოთერგეითის სკანდალის“ შემდეგ, კონგრესმა ხელსაყრელი

დრო შეარჩია იმისათვის, რომ გამოეცა სპეციალური კანონი, რომლის მიხედვითაც

იგი უფლებას იტოვებდა დაებლოკა ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკასთან

შეუთავსებელი ნებისმიერი სახელწიფოთაშორისი შეთანხმება ან ხელშეკრულება

(სახელმწიფო დეპარტამენტი: 1975: 2). ამ კანონით კონგრესმა პრეზიდენტის

ადმინისტრაციას ბირთვული პოლიტიკის სფეროში უფლებები შეუზღუდა, ხოლო

ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების ექსპორტირების სფეროზე მკაცრი

კონტროლი დააწესა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იძულებული

გახდა ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკას დაბრუნებოდა. ფორდის

მმართველობის პირველივე ხანებში თეთრი სახლის მიერ აშშ-ს ბირთვული

პოლიტიკის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ

ნავთობრესურსების მარაგის ბუნებრივი კლების ფონზე მნიშვნელოვანია ისეთი

ალტერანტიული ენერგიის წყაროს განვითარება, როგორიც არის ბირთვული

ენერგია. „...1973 წლის ენერგეტიკული კრიზისის შემდეგ, მსოფლიოს ბევრი

სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი გახდა ალტერნატიული ენერგიის

გამომუშავებით საკუთარი ენერგეტიკული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება...

ჩვენ გაგებით ვეკიდებით ყველა სახელმწიფოს მისწრაფებას, განავითარონ

ბირთვული ენერგია და გამოიყენონ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისათვის...

შეერთებულ შტატებს გააჩნია ვალდებულება მსოფლიოს სხვა ერებსაც გაუზიაროს ის

სიკეთე, რომლის მოტანაც ბირთვულ ენერგიას შეუძლია. ჩვენ მზად ვართ, მხოლოდ

მშვიდობიანი მიზნებისათვის, სხვა ქვეყნებს შევთავაზოთ ბირთვული

ტექნოლოგიების და საწვავის საიმედო მიწოდება... დღეს ჩვენ უპირატესობას

ვანიჭებთ ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკას...“ (ფორდი 1977).

ფორდის განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ ვაშინგტონი დაუბრუნდა

გაუვრცელებლობის პოლიტიკას, თუმცა იმავდროულად ყველა იმ სახელმწიფოების

მიმართ აგრძელებდა მხარდაჭერას, რომლებიც მშვიდობიანი მიზნებისათვის

ახორციელებდა ბირთვულ პროგრამას.

Page 159: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 159 -

ახალი ადმინისტრაციის მმართველობის დასაწყისში ირანის მთავრობა

იმედს გამოთქვამდა, რომ პრეზიდენტი ფორდი გააგრძელებდა ნიქსონისეულ

პოლიტიკას, თუმცა თეირანს იმედები გაუცრუვდა. ერთი მხრივ, ახალი ბირთვული

გაუვრცელებლობის პოლიტიკის გაცხადებით, ხოლო მეორე მხრივ, კონგრესის

ზეწოლის გამო პრეზიდენტი ფორდი უძლური აღმოჩნდა ირანის მიმართ

განსხვავებული ბირთვული პოლიტიკა ეწარმოებინა. უფრო მეტიც, 1976 წლის 28

ოქტომბერის განცხადებაში მან ირიბად, თუმცა ირანის მისამართით

გამაფრთხილებელი განცხადებაც კი გაკეთდა: „...იმ შემთხვევაში თუ რომელიმე

სახელმწიფო დაარღვევს ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით

დადგენილ ნორმებს, შეერთებული შტატები ასეთ სახელმწიფოს დაუყოვნებლივ

შეუწყვეტს ბირთვული საწვავისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებას“ (ფორდი 1977).

მიუხედავად იმისა, რომ ფორდი ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკას

დაუბრუნდა, მან ბოლომდე ვერ შეძლო ირანის მიმართ რადიკალური პოლიტიკის

გატარება. თეირანთან მიმართებაში მეტად ფრთხილი პოლიტიკა იყო საჭირო,

რადგანაც პრეზიდენტ ფორდის ადმინისტრაცია იგივე გამოწვევების წინაშე იდგა,

როგორც მისი წინამორბედი რიჩარდ ნიქსონი.

ამგვარად, მიუხედავად საპრეზიდენტო პოსტზე განხორციელებული

ცვლილებისა და სენატის კონტროლის გაძლიერებისა, თეთრმა სახლმა ვერ შეძლო

ირანის მიმართ რადიკალურად შეცვალა ბირთვული პოლიტიკა და იძულებული

გახდა „ატომი მშვიდობისათვის“ პროგრამის ფარგლებში გაეგრძელებინა

პარტნიორობა მასთან.

1975 წლის მარტში ირანის მთავრობამ თავისი მორიგი 5-წლიანი

განვითარების გეგმა შეიმუშავა, სადაც მთავარი ყურადღება ბირთვული

ინფრასტრუქტურის განვითარებას დაუეთმო. ამ გეგმის მიხედვით, ირანი

შეერთებულ შტატებთან 15 მილიარდი დოლარის სავაჭრო-ეკონომიკური

ხელშეკრულების გაფორმებას ვარაუდობდა, რომელშიც ლომის წილი ბირთვული

ტექნოლოგიების და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე მოდიოდა.

ხელშეკრულების ფარგლებში დადებული გარიგებით, ირანი 5,5 მილიარდ

დოლარად ამერიკული წარმოების 9 ბირთვული რეაქტორის შეძენას და აშშ-ს

Page 160: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 160 -

ტერიტორიაზე ურანის გამამდიდრებელი ერთობლივი საწარმოს აგებას გეგმავდა,

რისთვისაც მას ერთი მილიარდი დოლარი უკვე გამოყოფილი ჰქონდა (ბურნამი:

1975ა: 3; სახელმწიფო დეპარტამენტი 1975:1). თავის მხრივ, ამერიკული კომპანიები

„Dimes and Moor“, „Stone and Webster“ და „D’Apollonia“ მზადყოფნას გამოთქვამდნენ

ირანში ბირთვული ობიექტების მშენებლობაში მიეღოთ მონაწილეობა. ირანის

მთავრობას თითოეული მათგანისთვის წინასწარ გამოყოფილი ჰქონდა შესაბამისი

სექტორები (რაიონები) სპარსეთის ყურის სანაპიროზე და მდინარე კარუნის ხეობაში

(სამხრეთ-დასავლეთ ირანის ტერიტორია), სადაც ამერიკულ კომპანიებს ბირთვული

ელექტროსადგურები და მათთან დაკავშირებული სხვა ინფრასტრუქტურაც უნდა

აეგოთ. ეს ტერიტორიები უხვი წყლის რესურსებით გამოირჩეოდა, რაც აუცილებელი

იყო რეაქტორების გასაგრილებლად (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: 12-13).

შეერთებული შტატებიდან 9 ბირთვული რეაქტორის მიწოდება და ერთი

ურანის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობა მოითხოვდა მხარეებს შორის

მანამდე არსებული ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების (1954-1968 წწ.)

გადასინჯვას და ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რომელშიც გათვალის-

წინებული იქნებოდა მხარეთა უფლება-მოვალეობანი და გაუვრცელებლობის

შესაბამისი კონტროლის ახალი მექანიზები. ხელშეკრულების ფარგლებში

აუცილებლად უნდა შექმნილიყო ირანისა და შეერთებული შტატების ბირთვული

ენერგიის გამოყენების ერთობლივი კომისია, რომელიც კონტროლს გაუწევდა

ხელშეკრულების პირობების შესრულებას და აღნიშნულ სფეროში თანამშრომლობის

პირობებში ორივე ქვეყნის ინტერესებს დაიცავდა. მოლაპარაკებები ძირითადად

ირანის მიერ მოთხოვნილი 9 ბირთვული რეაქტორის, შეერთებულ შტატებში

ერთობლივი ურანის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობის და ბირთვული

საწვავის მიწოდების პირობებისა და გარანტიების შესახებ მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ირანი ცდილობდა შეერთებულ შტატებთან მჭიდრო

თანამშრომლობის პირობებში შეეძინა არა მარტო 9 ბირთვული ენერგობლოკი,

არამედ ბირთვული საწვავის მიღების საკუთარი ციკლი, რომელიც მოიცავდა ურანის

გამამდიდრებელი საწარმოს და რეაქტორის მიერ გადამუშავებული საწვავის შესანახი

საცავების აგებას. აღნიშნული საწარმოო ძალების შეძენით ირანი შეძლებდა

Page 161: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 161 -

დაუფლებოდა ყველა იმ აუცილებელ რესურსს, რომელიც მას საშუალებას მისცემდა

დამოუკიდებლად ემართა და ეწარმოებინა ბირთვული პროგრამა. ვაშინგტონში ეჭვს

გამოთქვამდნენ, რომ ირანის მიზნები და სურვილები მის მიერ ბირთვული იარაღის

დამზადების შესაძლებლობების მიღწევას ემსახურებოდა. აშშ-ს ელჩი ირანში

რიჩარდ ჰელმსი სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწერილ წერილში ბირთვულ

პროგრამასთან მიმართებაში ირანის მთავრობის ყველა რგოლის დამოკიდებულებას

და საქმიანობას აღწერდა და ვაშინგტონს თავის დასკვნებს აწვდიდა: „ფაქტია, ირანის

ბირთვული პროგრამის მიმართ შაჰის პირადი ინტერესი დიდია, იგი ბირთვული

პროგრამის თითქმის ყველა დეტალს პირადად აკონტროლებს. ეს არის ნათელი

დადასტურება იმისა, რომ სამხედრო თვალსაზრისითაც ბირთვული პროგრამა

მისთვის ასევე პრიორიტეტულია... ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაცია

ძალიან აქტიურობს ურანის რესურსების მოძიების, გადამამუშავებელი, გამამ-

დიდრებელი საწარმოების და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების შეძენის საქმეში...

ირანის მთავრობის სწრაფვა შეიძინოს ბირთვული პროგრამის სრული ციკლი და

ძვირადღირებული ტექნოლოგიები, ჯერაც ბურუსით არის მოცული...

შესაძლებელია, რომ ირანის ინტერესი შეიძინოს ცოდნა და გამოცდილება ბირთვულ

სფეროში, ბირთვული იარაღის შეძენის სურვილით იყოს მოტივირებული...“ (აშშ-ს

საელჩო თეირანში 1975ა: 2).

მოლაპარაკებები ახალი შეთანხმების შესახებ მხარეებს შორის რთულად

მიმდინარეობდა. შეუთავსებელი ინტერესების გამო, აშკარა დაპირისპირება

იგრძნობოდა. ირანი ცდილობდა მიეღწია დასახული მიზანისთვის და შეერთებული

შტატებისაგან მიეღო ის, რაც ბირთვული პროგრამისთვის აუცილებლობას

წარმოადგენდა. ამასთან ირანი, აშშ-დან ექსპორტირებული ბირთვული რესურსების

და პროდუქციის გამოყენებაზე, ვაშინგტონის მხრიდან მკაცრი კონტროლის

დაწესების წინააღმდეგ გამოდიოდა. თავის მხრივ, აშშ ცდილობდა ირანთან ისეთი

შეთანხმებისთვის მიეღწია, რომელიც მისაღები იქნებოდა შაჰისთვის, ასევე

დააკმაყოფილებდა ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ნორმებს,

შეერთებული შტატების გაუვრცელებლობის პოლიტიკას, მის დამცველ წარმომად-

გენლობით ორგანოს (კონგრესსა და სენატს) და ბირთვული ტექნოლოგიების და

Page 162: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 162 -

მასალების მწარმოებელი ამერიკული კომპანიის ინტერესებს, რომელთაც სურდათ

ჩართულიყვნენ მათთვის სარფიან საქმეში.

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანე-

ლობდა სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი. ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი

ირანის მხარეს მის მიერ შემუშავებულ სახელშეკრულებო პირობებს წარუდგენდა,

შეერთებული შტატების ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ამ საკითხით

დაკავებული უწყებები ირანის მიმართ ბირთვული პოლიტიკის მიდგომებს

ამუშავებდნენ. ისინი ცდილობდნენ შეემუშავებინათ ოპტიმალური ხელშეკრულება

ბირთვული თანამშრომლობის სფეროში, რომელიც დაიცავდა ბირთვული გაუვ-

რცელებლობის პრინციპებს, დააკმაყოფილებდა პარტნიორი ქვეყნის მოთხოვნებს და

რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებს.

1974 წლის 6 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის ახლო აღმოსავლეთის საქმეთა

განყოფილების თანამშრომლებმა ალფრედ ათერტონმა (უმცროსი) და ნელსონ

სივერინგმა (უმცროსი) შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ირანთან

ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების ვარიანტი წარუდგინეს,

რომელიც ბირთვული თანამშრომლობის შესახებ სტანდარტული ხელშეკრულების

პარალელურად დამატებითი ორმხრივი კონტროლის მექანიზმების არსებობას

ითვალისწინებდა. ამ ვარიანტის თანახმად, შეერთებული შტატები თანხმობას

აცხადებდა დაეკმაყოფილებინა ირანის ყველა მოთხოვნა, თუმცა ბირთვული

ტექნოლოგიებისა და მასალების კონტროლის თვალსაზრისით, ვაშინგტონი მათ

ახალ მიდგომას სთავაზობდა. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ ირანი ხელშეკრულების

პირობებს და ბირთვული გაუვრცელებლობის ნორმებს დაარღვევდა, შეერთებული

შტატები მის მიერ მიწოდებული ბირთვული მასალებისა და ტექნოლოგიების

ექსპლოატაციაზე ვეტოს გამოყენების უფლებას იტოვებდა (ათერტონი... 1974: 1-5). ეს

იყო „ახალი სტანდარტის“ ხელშეკრულება, განსხვავებული ყველა იმ შეთან-

ხმებისაგან, რომელიც შეერთებულ შტატებს გააჩნდა სხვა პარტნიორ ქვეყნებთან.

შემუშავებული ვარიანტი განსახილველად გადაეცა ეროვნული უსაფრთხოების

საბჭოს. 1975 წლის 14 მარტს საბჭომ, ხანგრძლივი განხილვის შემდეგ, შეერთებული

შტატების ხელისუფლებას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს № 219-ე მემორანდუმი

Page 163: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 163 -

წარუდგინა. აღნიშნულ მემორანდუმში საბჭო დადებით რეკომენდაციას აძლევდა

„ახალი სტანდარტის“ ხელშეკრულებას და ხაზს უსვამდა, რომ დოკუმენტი შეიცავდა

გაუვრცელებლობის ორმაგ დაცვით მექანიზმებს, ერთი მხრივ, საერთაშორისო

ბირთვული ენერგიის სააგენტოს მიერ დაწესებულ კონტროლს, ხოლო მეორე მხრივ,

შეერთებული შტატების ვეტოს გამოყენების უფლებას. ამ ხელშეკრულებით, ირანის

ბირთვული პროგრამა მკაცრი კონტროლის ქვეშ ექცეოდა (ეროვნული

უსაფრთხოების საბჭო 1975: 12). ჰენრი კისინჯერი არ დაეთანხმა ეროვნული

უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს. საბჭოს მემორანდუმის

საპასუხო წერილში სახელმწიფო დეპარტამენტი „ახალი სტანდარტის“

ხელშეკრულების წინააღმდეგი გამოდიოდა. „სახელმწიფო დეპარტამენტი

წინააღმდეგია მოლაპარაკებები გაიმართოს ახალი სტანდარტის ხელშეკრულების

ირგვლივ, რომელიც ითვალისწინებს შეერთებული შტატების მიერ ვეტოს უფლების

გამოყენებას. ვფიქრობთ, რომ ირანს ნება უნდა დავრთოთ იქონიოს საკუთარი

გადამამუშავებელი საწარმო“ (სახელმწიფო დეპარტამენტი 1975ბ: 4-5).

1975 წლის მაისში შეერთებული შტატების მთავრობამ ირანის მხარეს

ბირთვული თანამშრომლობის ხელშეკრულების პროექტი წარუდგინა. გარდა „ახალი

სტანდარტის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მუხლებისა, ის მოიცავდა

ურანის გამამდიდრებელი საწარმოს მშენებლობის, ბირთვული საწვავის მიწოდების

და გადამუშავებული საწვავის და სხვა რადიოაქტიური ნივთიერებების შენახვა-

დასაწყობების საკითხებს. ხელშეკრულების ფარგლებში ვაშინგტონი თეირანს

სთავაზობდა ირანის საზღვრებს გარეთ ურანის გამამდიდრებელი საწარმოს აშენებას,

რომლის მართვაშიც მონაწილეობა საერთაშორისო კონსორციუმს უნდა მიეღო.

ბირთვული საწვავის მიწოდების სფეროში კი ე.წ. „გამოსყიდვის“ („Buy Back“)

ფორმულა შესთავაზა, რომლის თანახმად, ირანში იმპორტირებული ამერიკული

ბირთვული საწვავის გადამუშავებულ რადიოაქტიურ ნარჩენებს ვაშინგტონი

გარკვვეულ საფასურად შეიძენდა. ამ პირობებს ემატებოდა შეერთებული შტატების

მიერ შემუშავებული გაუვრცელებლობის დაცვითი მექანიზმი ვეტოს სახით.

შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებულმა პირობებმა ირანის

აღშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თეირანი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის

Page 164: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 164 -

თაობაზე, რომ ვაშინგტონი მის მიმართ ყველასაგან განსხვავებულ ბირთვულ

პოლიტიკას ახორციელებდა, სთავაზობდა განსხვავებული სტანდარტების (ე.წ

„ახალი სტანდარტის“), ირანისათვის არახელსაყრელ და დისკრიმინაციულ

ხელშეკრულებას. ირანის შაჰმა უკმაყოფილება შეერთებული შტატების

დელეგაციასთან გამოთქვა და აღნიშნა: „აშშ ბირთვული ენერგიის სფეროში

თანამშრომლობის საკითხებში ისეთ გარანტიებს ითხოვს, რომელიც ფრანგებს და

გერმანელებს არც კი გაუფიქრებიათ. თქვენ მიერ შემოთავაზებული უსაფრთხოების

და გაუვრცელებლობის მექანიზმები ირანის სუვერენიტეტთან მიმართებაში

აბსოლუტურად შეუსაბამოა... ის შინაარსის მიხედვით (უსართხოების და

გაუვრცელებლობის მექანზმები და გარანტიები - ლ.ბ.) აბსურდულია, რადგანაც

ირანი ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთ-ერთ მხარეს

წარმოადგენს...“ (აშშ-ს საელჩო თეირანში 1975: 1-2). ამასთან, ირანელები

ამტკიცებდნენ, რომ ურანის გამამდიდრებელი საერთაშორისო კონსორციუმი

ეფექტურად ვერ იმუშავებდა. ბუნებრივია, რომ ირანი ცდილობდა დამოუკიდებლად

განეხორციელებინა ბირთვული საწვავის წარმოების ყველა ეტაპი,126 ეს კი იმას

ნიშნავდა, რომ თეირანი ცდილობდა დაუფლებოდა ბირთვული იარაღის

შექმნისთვის აუცილებელ საწარმოო ძალებსა და ტექნოლოგიებს, რასაც არ

ითვალისწინებს მშვიდობიანი მიზნებისათვის განკუთვნილი ბირთვული პროგრამა.

მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის დამუშავების პირობებში მისი მფლობელი

სახელმწფო ფაქტობრივად არ ფლობს ბირთვული საწვავის სრულ ციკლს.

რადიოაქტიურ საწვავს, საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტოს

კონტროლის ფარგლებში, ექსპორტიორი ქვეყნიდან იღებს, გადამუშავებულ საწვავს

კი უკან აბრუნებს, ან/და მისი შენახვისა და დაცვის მიზნით მესამე ქვეყანაში

აგზავნის.

ასეთი პოლიტიკის გაგრძელებით შეერთებული შტატები საფრთხის ქვეშ

აყენებდა ამერიკის კომპანიების მონაწილეობას ირანის ბირთვულ ბაზარზე.

126 ბირთვული საწვავის ციკლი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: ურანის მადნის მოპოვება ან

იმპორტირება, შესაბამისი ტექნოლოგიებისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მისი

გამდიდრება, მიღებული საწვავის ბირთვულ რეაქტორში ჩატვირთვა და გამოყენებული საწვავის

უსაფრთხო შენახვა და დაცვა.

Page 165: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 165 -

მოსალოდნელი იყო მოლაპარაკებების და შესაბამისად ამერიკული კომპანიების

მხრიდან 9 რეაქტორის შესახებ გარიგების ჩავარდნა და ურანის გამამდიდრებელი

საწარმოს მშენებლობისთვის გამოყოფილი ირანული ინვესტიციების დაკარგვაც. 1976

წლის გაზაფხულზე მოლაპარაკებები ვენაში (ავსტრია), ხოლო შემდეგ - ვაშინგტონში

გაგრძელდა. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის პრეზიდენტმა

შეერთებული შტატების მიერ ურანის გამამდიდრებელი საერთაშორისო

კონსორციუმის და ბირთვული საწვავის შესახებ დაწესებული უსაფრთხოების

მექანიზმები და გარანტიები ოფიციალურად უარყო. ჰენრი კისინჯერმა შეერთებული

შტატების ელჩს ირანში, რიჩარდ ჰელმს სთხოვა აეხსნა შაჰისთვის, რომ საქმე

ეხებოდა არა ბირთვული პროგრამის ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს,

არამედ რეგიონის შემდგომი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

ვაშინგტონში გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ ირანი არ იყო მზად სათანადოდ

დაეცვა ბირთვული ობიექტები, მასალები და რეაქტიული ნივთიერებები. ასეთ

პირობებში შესაძლებელი იყო ეს ობიექტები ტერორისტების ან ექსტრემისტული

დაჯგუფების სამიზნე გამხდარიყო, რომლებიც მას შემდგომში ტერორისტული ან

სხვა დივერსიული აქტებისთვის გამოიყენებდნენ.

1976 წლის 28 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული ენერგიის

კვლევებისა და განვითარების ადმინისტრაციამ სახელმწიფო დეპარტამენტთან

ერთად, თეირანში ამერიკის საელჩოს აშშ-ირანის ბირთვული თანამშრომლობის

ხელშეკრულების მორიგი პროექტი გაუგზავნა. პროექტის თანახმად, შეერთებული

შტატები ირანულ მხარეს სთავაზობდა გადამუშავებული ბირთვული საწვავის უკან

შესყიდვას, ან მისი საფასურის ექვივალენტის ბირთვული საწვავის მიწოდებას

(გამდიდრებული ურანი U-235). აღნიშნული პროექტის მიხედვით, ბირთვული

ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან კონტროლის პარალელურად

შეერთებული შტატები დამატებით კონტროლის მექანიზმებს აწესებდა, რომლებიც

ითვალისწინებდა ამერიკელი ინსპექტორების მიერ იმ ობიექტებისა და რეაქტორების

ინსპექტირებას, რომლებიც შეერთებული შტატების თანამონაწილეობით იქნებოდა

აგებული. გარდა ამისა, ამერიკულ ინსპექტორებს უფლება უნდა მინიჭებოდათ

დაშვებულიყვნენ ირანის ყველა ბირთვულ ობიექტზე, მათთვის ხელმისაწვდომი

Page 166: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 166 -

უნდა ყოფილიყო ყოველგვარი მონაცემთა ბაზა, ანგარიშები და ბირთვულ

პროგრამასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტაცია. ძალაში რჩებოდა ვეტოს

უფლების გამოყენებაც (სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ბ: 4-5). შეერთებული

შტატების მხრიდან ასეთი მოთხოვნები შეთავსებადი იყო მის გაუვრცელებლობის

პოლიტიკასთან. ასეთ პირობაზე დაყოლიებით ვაშინგტონი ცდილობდა მასშტაბური

კონტროლი დაეწესებინა ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რათა თავიდან აერიდებინა

„ირანის მშვიდობიანი ბირთვული აფეთქება“, სანაცვლოდ კი შეერთებული შტატები

თანხმდებოდა დაეკმაყოფილებინა ირანის ამბიციური მოთხოვნები, გამხდარიყო

მისი განსაკუთრებული პარტნიორი ბირთვულ სფეროში.

1976 წლის 22 ივლისს დოქტორ ეთამადმა ამერიკის ელჩს რიჩარდ ჰელმსს

შეერთებული შტატების მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტის შესახებ

ირანის მთავრობის პასუხი გადასცა. ირანელები კვლავ უკმაყოფილებას

გამოხატავდნენ ამერიკელთა მიერ ვეტოს უფლების გამოყენებაზე: “ირანი ვერ

ხედავს იმის აუცილებლობას, რომ ორმხრივი ხელშეკრულების პირობებში ერთ-

ერთი ვეტოს უფლებით იყოს აღჭურვილი… ირანს უნდა ჰქონდეს სუვერენული

უფლება ხელშეკრულების ფარგლებში დამოუკიდებლად აწარმოოს ბირთვული

საქმიანობა, თუნდაც ისეთი აქტივობები, როგორიც არის ურანის გამდიდრება,

გადამუშავებული საწვავის შენახვა და დაცვა“ (სახელმწიფო დეპარტამენტი 1975: 4-

5). ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის საკითხი კვლავ ღიად დარჩა.

1976 წლის აგვისტოს დასაწყისში ჰენრი კისინჯერი სხვა ოფიციალურ

პირებთან ერთად, აშშ-ირანის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის მუშაობაში

მონაწილეობის მიღების მიზნით ირანში გაემგზავრა, სადაც მხარეებს უნდა

განეხილათ 1975 წლის მარტში 15-მილიარდიანი ეკონომიკური ხელშეკრულება,

რომელიც ბირთვულ გარიგებასაც შეიცავდა. სხვა საკითხებთან ერთად, კომისიის

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა აშშ-ირანის ბირთვული თანამშრომლობის

ხელშეკრულების პროექტი. ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის

პრეზიდენტმა აქბარ ეთამადმა ამერიკულ მხარეს განუცხადა: „როგორც საიმედო

პარტნიორსა და მოკავშირეს შეერთებული შტატების ვალდებულებას წარმოადგენს

დაეხმაროს ირანს ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში, ყოველგვარი დისკრიმი-

Page 167: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 167 -

ნაციული ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე“ (ათერტონი... 1974: 2). ირანში

ვიზიტის დროს ჰენრი კისინჯერი პირადად შეხვდა ირანის მონარქს. შაჰთან

აუდიენციის დროს განხილულ იქნა ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში აშშ-

ირანის თანამშრომლობის პრობლემური საკითხები. კისინჯერმა რეზა შაჰს

განუმარტა, რომ ირანის მიერ დამოუკიდებლად საწვავის ციკლის ათვისება და

წარმოება შეერთებული შტატებისთვის არ იქნებოდა მისაღები. აშშ-ირანის

ბირთვული თანამშრომლობის ფარგლებში ბირთვული საწვავის მიღება-

გადამუშავების საკითხში ვაშინგტონისთვის მისაღები იყო მხოლოდ სამი

ალტერნატიული გზა: გადამუშავებული საწვავის უკან შესყიდვა, (“Buy Back”),

ბირთვული საწვავის გადამუშავება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მხარეთა

თანამონაწილეობით (Binational Reprocessing) და ბირთვული საწვავის მიღება და

გადამუშავება მესამე ქვეყანაში (მხედველობაში იყო ბირთვული ტექნოლოგიების

მწარმოებელი შეერთებული შტატების მოკავშირე ნებისმიერი ქვეყანა,

განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანა). კისინჯერმა დაარწმუნა

შაჰი, რომ შეერთებული შტატების მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენება, არ

წარმოშობდა მნიშვნელოვან კომერციულ რისკებს, ხოლო გადამუშავებული საწვავის

უკან შესყიდვის საკითხი ირანის სასარგებლოდ გადაწყდებოდა (რობინსონი 1976: 3-

4). მართალია, ვიზიტის ფარგლებში ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის

საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო, თუმცა შეერთებული შტატების

დელეგაციას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგანაც მოახლოებული

საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე პრეზიდენტ ფორდს არ სურდა მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილებების მიღება.

საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში მოლაპარაკებები ბირთვულ

საკითხთან დაკავშირებით დროებით შეწყდა. ჯერალდ ფროდმა არჩევნები წააგო,

ჰენრი კისინჯერი კი გადადგა. ირანის მხარე ახალი ადმინისტრაციის მხრიდან

მოლაპარაკებების განახლების მოლოდინში იყო. 1977 წლის თებერვალში აქბარ

ეთამადმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ირანი მზად იყო მიეღო ბირთვული

საწვავის წარმოება და გადამუშავება როგორც მრავალმხრივი, ისე ორი ქვეყნის

თანამონაწილეობით, თუმცა დაამატა, რომ „არც ერთ სახელმწიფოს, ან

Page 168: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 168 -

სახელმწიფოთა ჯგუფს არ აქვს უფლება მეორე მხარეს უკარნახოს ბირთვული

პოლიტიკა“ (სახელმწიფო დეპარტამენტი 1977ა: 2).

ოფიციალური თეირანის საპასუხოდ შეერთებული შტატების საელჩოს

წარმომადგენლებმა ირანულ მხარეს განუცხადეს, რომ ბირთვულ სფეროში

თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის

მაშინ განახლდებოდა, როდესაც თეთრი სახლი საბოლოოდ დაასრულებდა

ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკის ფორმირებას. ეს მკაფიო გზავნილი იყო

ვაშინგტონის მხრიდან, რომ შეერთებული შტატების ბირთვული პოლიტიკა

შეიცვლებოდა. ჯერ კიდევ საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში ჯიმი კარტერი

რესპუბლიკურ ადმინისტრაციას აკრიტიკებდა მისი ბირთვული პოლიტიკის გამო.

საარჩევნო კამპანიის პერიოდში მან პირობა დადო, რომ მისი საგარეო პოლიტიკის

ერთერთი მთავარი პრიორიტეტი ბირთვული იარაღისა და მასალების გავრცელების

აღკვეთა იქნებოდა.

ჯიმი კარტერის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა

ბირთვული გაუვრცელებლობის პოლიტიკაში. 1978 წლის 10 მარტს პრეზიდენტის

მიერ გამოცემული „1978 წლის ბირთვული გაუვრცელებლობის აქტის“ საფუძველზე,

აშშ-ს პრეზიდენტმა ბირთვული პოლიტიკის გატარების სფეროში თავისი

უფლებამოსილება წარმომადგენლობით ორგანოებს - სენატსა და კონგრესს გადასცა.

ამიერიდან კონგრესის თანხმობის გარეშე შეერთებული შტატების მთავრობა

ბირთვული მასალების, საწვავის და ტექნოლოგიების ექსპორტირების საკითხებს,

გარიგებებს და მოლაპარაკებების წარმოებას ვერ განახორციელებდა (აშშ-ს

საკონსულო შირაზში 1977: 1-2). ბუნებრივია, შეიცვალა მიდგომები ირანის

ბირთვული პროგრამის მიმართ. მოლაპარაკებები 1978 წლის გაზაფხულზე

განახლდა. კარტერის ადმინისტრაციამ ირანის მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია

დაიჭირა. თანამშრომლობის პირობებს იგი ცალმხრივად კარნახობდა. თავის მხრივ,

ირანის მხარეც ნაკლებ პრეტენზიას გამოთქვამდა, რადგანაც ირანში მიმდინარე

რთული პოლიტიკური ვითარების გამო, ბირთვული პროგრამისთვის აღარავის

ეცალა. მაისში კარტერის ადმინისტრაციამ ირანის მხარეს აშშ-ირანის ბირთვული

თანამშრომლობის ხელშეკრულების ე.წ. „უკანასკნელი ვარიანტი“ წარუდგინა,

Page 169: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 169 -

რომელიც არჩევანის საშუალებას ირანს არ აძლევდა. შემოთავაზებული პირობების

თანახმად ბირთვული საწვავის წარმოება და გადამუშავებული საწვავის შენახვა

მესამე ქვეყანაში უნდა მომხდარიყო (სახელმწიფო დეპარტამენტი 1977ბ: 3);

(თავდაცვის დეპარტამენტი 1977გ: 2). 1978 წლის ბოლოსა და 1979 წლის დასაწყისში

ირანში განვითარებული რევოლუციური პროცესების გამო, მხარეებმა

მოლაპარაკებები ბირთვული თანამშრომლობის შესახებ ფაქტობრივად შეწყვიტეს.

ისლამური რევოლუციის შემდეგ ასევე შეწყდა ორი პარტნიორი ქვეყნის

სტრატეგიული თანამშრომლობა და სამოკავშირეო ურთიერთობა. ამიერიდან ისინი

ერთმანეთის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად იქცნენ.

ამრიგად, 1970-იანი წლების ირანის საშინაო და საგარეო გამოწვევებმა,

ჰეგემონურმა ამბიციებმა და „ბირთვული სინდრომის“ გავრცელებამ ირანს უბიძგა

წამოეწყო ყველაზე ფართომასშტაბიანი და ამბიციური ბირთვული პროგრამა,

რომელიც მშვიდობიანი მიზნების პარალელურად, მასობრივი განადგურების

იარაღის დამზადებასაც ითვალისწინებდა. მოგვიანებით, ისლამური რევოლუციის

შემდეგ, ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის ყოფილმა პრეზიდენტმა

დოქტორ აქბარ ეთამადმა დაადასტურა, რომ თეირანის ბირთვული კვლევების

ცენტრი დაკომპლექტებული იყო მხოლოდ იმ მეცნიერებით, რომლებიც აქტიურად

იყვნენ ჩართულნი ბირთვული იარაღის მასალების დამზადების საქმეში. ამავე

ცენტრში მიმდინარეობდა აქტიური სამეცნიერო კვლევები ქიმიური აგენტების

გამოყენებით გადამუშავებული ბირთვული საწვავიდან პლუტონიუმის მისაღებად,

რომლითაც შესაძლებელი იყო ბირთვული იარაღის დამზადება. ირანის საიმპერიო

სასამართლოს მინისტრი (Imperial Court Minister), ირანის შაჰის ახლო თანამოაზრე და

მისი ნათესავი ასადოლაჰ ალამი თავის მემუარებში წერდა, რომ „შაჰს განზრახული

ჰქონდა ბირთვული იარაღის შეძენა“ (საჰიმი 2004ა;). უფრო მოგვიანებით, ირანის

ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოლო შემდგომში ირანის ელჩმა შეერთებულ

შტატებში არდეშირ ზაჰედიმ 2004 წლის 24 ივნისს ამერიკულ გამოცემა „ The Wall

Street Journal“-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „70-იან წლებში ბირთვულ

სფეროში ირანის სამხედრო და პოლიტიკური ელიტის მიერ შემუშავებული იყო ე.წ

„ტალღური ეფექტის“ სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა ისეთი ბირთვული

Page 170: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 170 -

ინფრასტრუქტურის შექმნას და სამეცნიერო-ტექნიკური პერსონალის მომზადებას,

რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში 18 თვის მანძილზე ირანს შესაძლებლობას

მისცემდა დაემზადებინა და გამოეცადა ბირთვული იარაღი“ (ზაჰედი 2004:16).

როგორც რიჩარდ ნიქსონისათვის ისე ფორდის ადმინისტრაციისათვის

ირანის განზრახვა ნათელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რიჩარდ ნიქსონის

ადმინისტრაციას სხვა პრეზიდენტებისაგან განსხავებით ბირთვული გაუვრცელებ-

ლობის პოლიტიკის მიმართ ლიბერალური დამოკიდებულება ჰქონდა, ირანის

ბირთვული ამბიციების მიმართ მას განსხვავებულ პოზიცია გააჩნდა. სტრატეგიული

მოსაზრებებიდან გამომდინარე შეერთებული შტატები გამორიცხავდა ირანის

ბირთვულ სახელმწიფოდ გადაქცევის შესაძლებლობას. ვაშინგტონში თვლიდნენ,

რომ ირანის ბირთვული იარაღი რეგიონის შემდგომი სტაბილურობისა და

უსაფრთხოებისთვის სარისკო იქნებოდა.

თუმცა მეორე მხრივ, სარისკო იყო ასევე ირანის დაჟინებული მოთხოვნის

უარყოფაც, რასაც შესაძლებელი იყო უარყოფითი შედეგები მოჰყოლოდა. როგორც

რიჩარდ ნიქსონის, ასევე ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციაში თვლიდნენ, რომ შაჰი

და შესაბამისად ირანი, შეერთებული შტატების გადამწყვეტი მნიშვნელობის

მოკავშირე იყო პოლიტიკურად არასტაბილური ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

ირანი იყო არა მარტო ნავთობის საიმედო ექსპორტიორი, არამედ რეგიონში

ვაშინგტონის ინტერესების დაცვის მნიშვნელოვანი პლაცდარმი. 1974 წლის ნავთობის

კრიზისის შემდგომი, ფინანსური პრობლემების ფონზე, გასათვალისწინებელი იყო

ასევე შეერთებული შტატების ეკონომიკური და ფინანსური ინტერესებიც. ცივი ომის

პირობებში შეერთებული შტატების მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარების

შემთხვევაში დიდი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ ბირთვული პროგრამის

თანამშრომლობის სფეროში შეერთებულ შტატებს ადვილად ჩაანაცვლებდა სსრკ ან

სხვა ბირთვული სახელმწიფო.

მიუხედავად ირანთან ბირთვული თანამშრომლობისა, შეერთებული

შტატები ცდილობდა ყოველმხრივი კონტროლი ჰქონოდა ირანის ბირთვული

ინდუსტრიის განვითარებაზე. გარდა საკუთარი სადამკვირვებლო ღონისძიებებისა,

ის ყურადღებით ადევნებდა თვალყურს საერთაშორისო ორგანიზაციების -

Page 171: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 171 -

განსაკუთრებით ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.

ვაშინგტონისათვის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენდა ასევე ირანის ბირთვულ

პროგრამაში ჩართული მესამე მხარეც. ასე მაგალითად, ფრანგული კომპანია

„ფრამატომში“ (Framatome), რომელიც ირანში 900 მეგავატი სიმძლავრის ორი

ბირთვული ენერგობლოკის მშენებლობით იყო დაკავებული, აქციების 45%

ამერიკული კომპანია „ვესტინჰაუსი“ (Westinghause) ფლობდა (ბურნამი 1975ბ:3),

ამერიკელებს ასევე გარკვეული გავლენები ჰქონდათ სხვა კომპანიებზეც, რომლებიც

ჩართული იყვნენ ირანის ბირთვულ პროგრამაში;

გარდა მკაცრი კონტროლის მექანიზმებისა, შეერთებული შტატების

ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მჭიდრო თანამშრომლობის გზით,

ამერიკული ტექნოლოგიებისა და რესურსების მიწოდებით გამხდარყო ირანის ერთ-

ერთი მთავარი პარტნიორი, რის შედეგადაც ვაშინგტონი შეძლებდა ირანის

ბირთვული პროგრამა მაქსიმალურად მასზე დამოკიდებული გაეხადა. გარდა ამისა,

აღნიშნული თანამშრომლობა გამაგრებული უნდა ყოფილიყო ორმხრივი

ხელშეკრულებებით განსაზღვრული შეზღუდვებითა და საერთაშორისო დამკვირ-

ვებლების მონიტორინგით. იმ შემთხვევაში, თუ კი ირანი დაარღვევდა ბირთვული

გაუვრცელებლობის ნორმებს, შეერთებული შტატები მას შეუწყვეტდა ბირთვული

საწვავის და სხვა ბირთვული რესურსების მიწოდებას, რითაც მნიშვნელოვნად

შეაფერხებდა ირანის მისწრაფებას შეექმნა ბირთვული იარაღი.

Page 172: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 172 -

დასკვნა

ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა შეძლო

ირანში ისტორიულად მოქიშპე ორი ძლევამოსილი იმპერიის, დიდი ბრიტანეთისა

და რუსეთის, გავლენის მნიშვნელოვანი შესუსტება, ხოლო შემდგომ წლებში მათი

პოლიტიკური არენიდან სრული გამოდევნა. აშშ-ს პოლიტიკა ირანის მიმართ

რადიკალურად და თვისობრივად განსხვავდებოდა ინგლისისა და რუსეთის

პოლიტიკისაგან. წლების მანძილზე ლონდონი და პეტერბურგი (შემდგომში კი

მოსკოვი) ირანის ეკონომიკური და სამხედრო-პოლიტიკური დაუძლურებით

ცდილობდენ კოლონიური გავლენის ქვეშ მოექციათ ის. შეერთებულმა შტატებმა

დაუძლურებული და ჩამორჩენილი ირანის ნაცვლად, სამხედრო-პოლიტიკური

თვალსაზრისით ძლიერი და განვითარებული ირანის არსებობა არჩია, რომელიც წინ

უნდა აღდგომოდა დასავლეთის სახელმწიფოთა ინტრესების საზიანო საფრთხეებს

ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის რეგიონში (თავის მხრივ თეირანმა

ამერიკაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკით შეძლო ერთხელ და სამუდამოდ

ამოეკვეთა რუსეთის ფეხი ირანიდან). საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად,

ვაშინგტონმა უპირველეს ყოვლისა, ხელი შეუწყო ირანის სამხედრო პოტენციალის

ამაღლებას, ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიული რეფორმების განხორ-

ციელებას, საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებში

ინტეგრირებას და ამით კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა

უნდა, ირანის გაძლიერება უპირველესად, ამერიკის შეერებული შტატების

ინტერესებს ემსახურებოდა, ძლიერი ირანის არსებობა განსაკუთრებით აუცილებელი

გახდა 1968 წლის შემდეგ, როდესაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, 1971 წლისათვის,

სპარსეთის ყურის რეგიონიდან სამხედრო ძალების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად,

სამოციანი წლების ბოლოს, ვაშინგტონი განსხვავებული გამოწვევების და

საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა, რომლებისთვისაც მას ახალი სტრატეგიით უნდა

ეპასუხა. 1960-იანი წლების მიწურულს შეერთებული შტატების ახალმა ადმინის-

ტრაციამ მსოფლიოს და მათ შორის თავის პარტნიორ ქვეყნებს განსხვავებული

საგარეო პოლიტიკური მიდგომები შესთავაზა, რაც „ნიქსონის დოქტრინაშიც“ აისახა.

Page 173: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 173 -

„ნიქსონის დოქტრინის“ განუყოფელი ნაწილი იყო „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგია,

რომლის მიზანს სპარსეთის ყურის სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვა

წარმოადგენდა. ვაშინგტონის გათვლით ეს რეგიონის ლიდერ-სახელმწიფოებს -

ირანსა და საუდის არაბეთს უნდა შეესრულებინა. „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით

ირანი რეგიონში კომუნიზმის შემაკავებელ ბუფერულ სახელწიფოდ უნდა

გადაქცეულიყო, რომელიც ერთდროეულად შეაკავებდა როგორც სსრკ-ს, ისე

პროსაბჭოთა არაბულ სახელწიფოებს - ერაყს, სირიას და იემენის დემოკრატიულ

რესპუბლიკას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ისრაელის სახელმწიფოს

უსაფრთხოებაშიც. ირანს უნდა უზრუნველყო თავისი წილი ნავთობის საიმედო

მიწოდება, როგორც შეერთებული შტატების, ისე მისი მოკავშირე ისრაელისთვის,

იაპონიისა და ევროპის კავშირის ქვეყნებისათვის. ირანზე დაყრდნობით ვაშინგტონი

ცდილობდა გაეკონტროლებინა სპარსეთის ყურე, რომელიც წარმოადგენდა

ნავთობის მიწოდების მთავარ არტერიას დასავლეთის განვითარებული

ქვეყნებისათვის.

1960-იანი წლების ბოლოს და 1970-იანი წლების პირველ ნახევარში არაბული

ქვეყნებისაგან განსხვავებით, ირანი კრიზისის პირობებშიც ნავთობის საიმედო

მიმწოდებლად დარჩა. იგი არ ითვალისწინებდა ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების

ორგანიზაციის პოზიციებს და მათთან განსხვავებული ნავთობპოლიტიკის

გატარებით, არღვევდა კიდეც ორგანიზაციის ერთსულოვნებას (შაჰი ნავთობის მწარ-

მოებელი ქვეყნების ორგანიზაციას არ წყალობდა, რადგანაც მასში ძირითადად

არაბული სახელმწიფოები იყვნენ გაერთიანებული, რომლებსაც შაჰი ირანის

მოწინააღმდეგეებად მიიჩნევდა). ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკის რეალიზებით

თეირანი საკუთარი ნავთობრესურსების ექსპორტს ზრდიდა, რომლიდანაც შემოსულ

ჭარბ „ნავთობდოლარებს“ მის მიერვე განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებში

აბანდებდა.

ვაშინგტონის მიერ თეირანის წინაშე დასმული სტრატეგიული ამოცანების

შესასრულებლად, საჭირო იყო ირანის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური

გაძლიერება. სამხედრო პოტენციალის გაძლიერების მიზნით, შეერთებული

შტატების ადმინისტრაცია ირანს აწვდიდა შესაბამის სამხედრო ტექნიკას და

Page 174: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 174 -

აღჭურვილობას, რის შედეგადაც იგი რეგიონის გავლენიან სახელმწიფოდ იქცა. ამ

პოლიტიკის შედეგად, 1972 წლის შემდეგ, ირანი ამერიკული შეიარაღებისა და

სამხედრო აღჭურვილობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი გახდა. მართალია,

ამერიკული იარაღით ირანის გაძლიერება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედიოდა,

მაგრამ მხარეებმა იარაღით ვაჭრობის სფეროში კონტროლი დაკარგეს. ერთი მხრივ,

შეერთებულმა შტატებმა ირანს ფართოდ გაუღო სამხედრო ბაზრის კარები, ხოლო

მეორე მხრივ, შაჰმა დაუბრკოლებლად შეძლო ჭარბი რაოდენობით სამხედრო

ტექნიკისა და შეიარაღების შესყიდვა, რაც უარყოფითად აისახა ირანის ეკონომიკურ

განვითარებაზე და რეგიონის შემდგომ სტაბილურობაზე.

ბუნებრივია, შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორული

ურთიერთობების დამყარებამ და „ტყუპი საყრდენის“ სტრატეგიით გათვალის-

წინებული ფუნქციის შესრულებამ ირანის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი შედეგები

მოუტანა. ამერიკული ულტრათანამედროვე შეიარაღების შეძენით ირანი გადაიქცა

რეგიონის ძლიერ და ამბიციურ სახელმწიფოდ, რომელმაც მნიშვნელოვანი

კონკურენცია გაუწია როგორც პროსაბჭოურ, ისე პროდასავლურ არაბულ

სახელმწიფოებს და საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით წარმართავდა

რეგიონალურ პოლიტიკას. თეირანმა ერაყის მიმართ აღიდგინა არა მარტო სამხედრო

ბალანსი, არამედ აიძულა ანგარიში გაეწია მისი სამხედრო პოტენციალისთვის,

მაშინაც კი, როდესაც თეირანი აქტიურად ერეოდა ერაყის ქურთების საკითხში,

ხოლო ალჟირის 1975 წლის ხელშეკრულებით სადავო ტერიტორიის საკითხი მან

თავის სასარგებლოდ გადაწყვიტა. ირანმა თავისი ყოფილი მეტროპოლიაც (დიდი

ბრიტანეთი) კი აიძულა დაეკმაყოფილებინა მისი ტერიტორიული პრეტენზიები და

სპარსეთის ყურის პოლიტიკური მოწყობის საკითხში ირანის ეროვნული ინტერესები

გაეთვალისწინებინა. ირანის მიერ შესყიდული ამერიკული შეიარაღება მოემსახურა

არა მხოლოდ შაჰის რეჟიმს, არამედ ირანის ისლამურ რესპუბლიკასაც. სწორედ შაჰის

მიერ შექმნილი ძლიერი სამხედრო პოტენციალით შეძლო ირანმა, ერაყთან 8-წლიან

ომში, ტერიტორიული თვალსაზრისით სტატუს-ქვოს შენარჩუნება.

საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ვაშინგტონის მხარდაჭერით

თეირანმა შეძლო გაეფართოვებინა გავლენა არა მარტო სპარსეთის ყურის რეგიონში,

Page 175: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 175 -

არამედ ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთის ოკეანესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

უკვე 70-იანი წლების დასაწყისში ირანის შაჰს გაუჩნდა ამბიცია, აღედგინა

ძლევამოსილი სპარსეთის იმპერიის დიდება, გაეტარებინა „დამოუკიდებელი

ეროვნული საგარეო პოლიტიკა“ და აეძულებინა საერთაშორისო საზოგადოება

ეღიარებინა ის, როგორც მსოფლიოს „მეხუთე დიდი სახელმწიფო“. 60-70-იან წლებში

ევრაზიის რეგიონის სამხრეთ სარტყელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში

(ლიბია, ეგვიპტე, სირია, ერაყი, პაკისტანი, ინდოეთი, ჩინეთი) ე.წ. „ბირთვული

სინდრომის“ გავრცელებამ აიძულა თეირანი, დაეწყო ბირთვული პროგრამის

განხორციელება, რომელიც ირანს შესაძლებლობას მისცემდა საჭიროების

შემთხვევაში უმოკლეს ვადაში (დაახლოებით 18 თვის განმავლობაში) შეექმნა და

გამოეცადა ბირთვული იარაღი.

Page 176: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 176 -

გამოყენებული ლიტერატურა

წყაროები და დოკუმენტები:

1. აგნიუ 1971: Spiro Agnew, “Iran’s Desire for Continued United States Cooperation in

the Military Field”, Telegram fro US Delegation to SECSTATE, Shiraz, 1971. Source:

National Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 1268. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

2. ათერტონი... 1974: Atherton A. L. Jr. (NEA), Sievering N. F. Jr. (OES) “Action

Memorandum. Subject: Nuclear Energy agreement for Cooperation with Iran”,

Department of State, Washington DC, 6 December 1974; მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

3. აშშ-ს საელჩო თეირანში 1975ა: American Embassy in Tehran, Massage Text To

Secretary of State -“Multinational Nuclear Centers: Assessment of Iranian Attitudes

Toward Plutonium Reprocessing”, Tehran, 1975, მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

4. აშშ-ს საკონსულო შირაზში 1977: American Consulate in Shiraz, “The Persepolis

Conference on Transfer of Nuclear Technology: A Layman’s View”, Shiraz, April 18,

1977; მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

5. ბური 1986ა: Interview with Dean Rusk, (Former Secretary of State of the US),

interviewer William Burr. Transcript of the spoken word, Foundation for Iranian Studies,

Program of Oral History, University of Columbia, New York, 1987,

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

6. ბური 1986ბ: William Burr, „Interview with Richard Helms, Transcript of the spoken

word, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, University of Columbia,

New York, 1986, http://fis-iran.org/en/oralhistory

7. ბური 1988ა: William Burr, „Interview with General Ellis Williamson (Former

ARMISH/MAAG Chief in Iran)“, Transcript of the spoken word, Foundation for Iranian

Studies, Program of Oral History, University of Columbia, 1990, New York, http://fis-

iran.org/en/oralhistory;

8. ბური 1988ბ: William Burr, „Interview with Jack Miklos”, Transcript of the spoken

word, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, University of Columbia,

New York, 1988, http://fis-iran.org/en/oralhistory;

9. ბური 1989: William Burr, „Interview with General Hamilton Twitchell (Former

ARMISH/MAAG Chief in Iran)“, Transcript of the spoken word, Foundation for Iranian

Studies, Program of Oral History, University of Columbia, New York, 1989, http://fis-

iran.org/en/oralhistory;

10. ბური 1992ა: William Burr, “Interview with Harold H. Saunders”, Transcript of the

spoken word, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, Bethesda, 1992,

http://fis-iran.org/en/oralhistory;

11. ბური 1992ბ: William Burr, “Interview with James Schlesinger” Transcript of the

spoken word, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, University of

Columbia, New York, 1992, http://fis-iran.org/en/oralhistory;

Page 177: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 177 -

12. ბური 1987ა: William Burr, “Interview with Theodore L. Eliot, Transcript of the spoken

word, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, University of Columbia,

New York, 1987, http://fis-iran.org/en/oralhistory;

13. ბური 1985: William Burr, „Interview with Douglas MacArthur II Jr. (Former American

Ambassador to Iran)“, Transcript of the spoken word, Foundation for Iranian Studies,

Program of Oral History, University of Columbia, New York, 1985, http://fis-

iran.org/en/oralhistory;

14. ბური 1987ბ: William Burr, „Interview with Armin Meyer Former American

Ambassador to Iran)“, Transcript of the spoken word, Foundation for Iranian Studies,

Program of Oral History, University of Columbia, 1987, New York, http://fis-

iran.org/en/oralhistory;

15. დუნნი ... 1975: Dunn L. A., Major General Sumner G. Jr., “Iran and Nuclear Weapons,

Briefing Notes”, Hudson Institute, NY, 1975;

16. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1969ა: National Security Council, “Minutes of the

NSC”, Box H-12, NSC Draft Minutes NPMP, White House, January 29, Washington

DC, 1969; მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

17. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1969ბ: National Security Council, “Memorandum

of Kissinger to Nixon”, FRUS, 1969-1976, vol. XII: 33, Washington DC, 1969; მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

18. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 1975: National Security Council, “National

Security Study Memorandum 219, subject: Nuclear cooperation agreement with Iran”,

The White House, March 14, Washington DC, 1975; მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

19. თავდაცვის დეპარტამენტი1974: Department of Defense, National Military

Command Center, Action for Am-Embassy Tehran, “Subject: Interview with Shah”,

January, Washington DC, 1974; მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

20. თავდაცვის დეპარტამენტი 1974ა: Department of Defense, National Military

Command Center, Subject: Further Remarks By Shah on Nuclear Weapons,”

Washington DC, 1974. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009;

21. თავდაცვის დეპარტამენტი 1974ბ: Department of Defense, National Military

Command Center, Subject: “Subject: Shah’s Alleged Statement on Nuclear Weapons,”

Washington DC, 1974; მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

22. თავდაცვის დეპარტამენტი 1974გ: Department of Defense, National Military

Command Center, “For Acting Secretary from Ambassador, Subject: Iran’s Intentions

Nuclear Meters,” Washington DC, 1974 მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

Page 178: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 178 -

23. თავდაცვის დეპარტამენტი 1976ა: Department of Defense, Joint Chiefs of Staff,

“Action from Am embassy Tehran, Subject: Iranian Nuclear Power Agreement”,

Washington DC, 1976, მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

24. თავდაცვის დეპარტამენტი 1976ბ: Department of Defense, Joint Chiefs of Staff,

Subject: “Iranian Nuclear Policy”, Action for Dr. Seamans; January, Washington DC,

1976, მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

25. თავდაცვის დეპარტამენტი 1977ა: Department of Defense, Joint Chiefs of Staff ,

Action from Am embassy Tehran, Subject: “Highly Enrichment (HEU) Export To Iran,”,

Washington DC, 1977, მის. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

26. თავდაცვის დეპარტამენტი 1977ბ: Department of Defense, Joint Chiefs of Staff,

Action for Am embassy Tehran, Subject: Nuclear Power: Comments of Head of Atomic

Energy Organization of Iran (AEOI), Washington DC 1977, მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

27. თავდაცვის დეპარტამენტი 1977გ: Joint Chiefs of Staff,“Action from Am embassy

Tehran, Subject: Nuclear Cooperation and US-Iran Energy Discussions”, Washington

DC, 1977. http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm,

განთავსებულია 13 იანვრიდან 2009);

28. თავდაცვის დეპარტამენტი 1978: Department of Defense, Joint Chiefs of Staff,

Subject: “Reassessment of Iran’s Nuclear Energy Plans,” Washington DC, 1978, მის.

http://www.gwu.edu/~nsarchiv/nukevault/ebb268/index.htm, განთავსებულია 13

იანვრიდან 2009);

29. ირვინი 1970: John Irwin, “Iranian Military Credit Purchases”, Action: Amembassy

Tehran, 23 October, 1970. Source: Washington National Records Center, OASD Files,

ISA Files, FRC 330–73A- 1975, Iran, 334–1970, 470 Iran. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

30. ირვინი 1971: John Irwin, “Undersecretary’s Meeting With Shah”, Telegram for the

President and Secretary of State, Tehran, 1971. Source: National Archives, Nixon

Presidential Materials, NSC Files, Box 602, Country Files, Iran. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

31. კისინჯერი 1970: Henry A. Kissinger, „The Persian Gulf”, Memorandum for the

President, October 22, 1970. Source: Library of Congress, Manuscript Division,

Kissinger Papers, Box CL-315, NSC Files, National Security Memoranda, NSDMS

11/70-9/71. Secret. Sent for action. Tab A, the draft decision memorandum, is not

published, but the final version is published as Document 97. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

32. კისინჯერი 1970ა: Henry A. Kissinger, “The Persian Gulf”, Memorandum for the

President, October 22, 1970. Source: Library of Congress, Manuscript Division,

Kissinger Papers, Box CL-315, NSC Files, National Security Memoranda, NSDMS

11/70-9/71, Secret. მის. http://history.state.gov/;

33. კისინჯერი 1970ბ: Henry A. Kissinger, „Increasing Iranian Oil through Shipment to

Cuba”, Memorandum for the President, February 25, 1970, Source: National Archives,

Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 601, Country Files, Middle East, Iran, Vol.

Page 179: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 179 -

1, 1/20/69-5/31/70. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-

76ve04/comp1;

34. კისინჯერი 1970გ: Henry A. Kissinger, “Military Sales for Iran”, Memorandum for the

President, April 16, 1970, Source: National Archives, Nixon Presidential Materials, NSC

Files, Box 601, Country Files, Middle East, Iran, Vol. I. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

35. კისინჯერი 1971: Henry A. Kissinger, „Determination to Allow Grant Military

Assistance to Iran”, Memorandum for President, June 22, 1971. Source: National

Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 1268, Saunders Files, Middle

East Negotiations, Iran Military, 1/1/71-12/31/71. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

36. კისინჯერი 1972ა: Henry A. Kissinger, “Follow-up on the President’s Talk with the

Shah of Iran”, Memorandum for Secretary of State and Secretary for Defense,

Washington, July 25, 1972. Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73,

DEF 12-5 IRAN. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-

76ve04/comp1;

37. კისინჯერი 1972ბ: Henry A. Kissinger, “Your Talks with Shah of Iran – May 30-31”,

Memorandum For the President, Washington DC, 1972. Source: National Archives,

Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 481, Presidential Trip Files, Iran Visit.

მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

38. კისინჯერი 1974: Henry A. Kissinger, „Tehran/Eyes only For Ambassador Helms”,

White House, Washington DC; June 15, 1972. Source: National Archives, Nixon

Presidential Materials, NSC Files, Box 1282, Saunders Files, Middle East Negotiations,

Iran. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

39. ლეი 1952: James S. Lay Jr. (executive Secretary), “United States Policy Regarding the

Situation in Iran, A Report to the National Security Council of the United States,

November 20, Washington DC. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

40. მაკარტური 1969: Douglas MacArthur Jr.,”Telegram From Amembassy Tehran to

Secstate WASHDC 972, Subject: Under Secretary Richardson's Talk With Shah (Iran

Military Equipment Program,Under Secretary, ASST Sec. Sisco and Ambassador

Present; Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, ORG 7 U. Secret;

Exdis. In Telegram 1736, April 25. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

41. მაკარტური 1970ა: Douglas MacArthur Jr., “Abu Musa Concession Dispute as it

Relates to Future of Gulf”, Telegram from AMEMBASSY to Secretary of State, Tehran,

May 1970. Source: The US National Archives, RG 59, Central Files 1970-1973, Secret.

მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

42. მაკარტური 1970ბ: Douglas MacArthur Jr., “Soviet-Iraq: Threat to Middle East Shah's

Views”, Telegram From Amembassy Tehran to Secstate WASHDC, Tehran, 1970.

Source: National Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 601, Country

Files, Middle East, Iran, Vol. 1, 1/20/69-5/31/1970. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

43. მაკარტური 1970გ: Douglas MacArthur Jr., “Shah’s View on Procurement Military

Equipment” Telegram From AmEmbassy to Department of State, Tehran, March, 1970.

Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, DEF 12-5 IRAN. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

Page 180: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 180 -

44. მაკარტური 1970დ: Douglas MacArthur Jr., “Abu Musa Concession Dispute as it

Relates to Future of Gulf”, Telegram from AMEBASSY TO SECSTATE, Tehran, May

1970. Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, POL 33 Persian Gulf.

მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

45. მაკარტური 1971ა: Douglas MacArthur Jr., “Shah’s Plan for Long-Term Air-Force

Building-Up, Telegram from Amembassy to State Department, December 1971. Source:

National Archives, RG 59, Central Files 1970-73, DEF 6-3 IRAN. მის.

http://history.state.gov/

46. მაკარტური 1971ბ: Douglas MacArthur Jr., „Shah Presses USG for Shrike Missiles”,

Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, DEF 12-5 IRAN. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

47. მაკარტური 1971დ: Douglas MacArthur Jr., “Consortium Agreement with Iran”,

Telegram from Amembassy to the State Department, Tehran, 1971. Source: National

Archives, RG 59, Central Files 1970-73, POL 33 PERSIAN GULF. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

48. მემორანდუმი... 1972ა: “Memorandum of Conversation, Participants: Mohammed

Reza Pahlavi, The President Richard Nixon, Assistant to President for National Security

Affairs Henry A. Kissinger,” Tehran, Saadabad Palace, May 30, 1972. Source: Library of

Congress, Kissinger Papers, Box TS-28. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

49. მემორანდუმი... 1972ბ: “Memorandum of Conversation, Participants: Mohammed

Reza Pahlavi, The President Richard Nixon, Assistant to President for National Security

Affairs Henry A. Kissinger,” Tehran, Saadabad Palace, May 31, 1972. Source: Library of

Congress, Kissinger Papers, Box TS-28. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

50. ნათერი 1970: Waren G. Nutter, “Iranian Military Acquisitions”, Memorandum for the

Secretary of Defence, October 12, 1970, Source: Washington National Records Center,

OASD Files, ISA Files, FRC 330-73A, 1975, Iran, 334--1970, 400 Iran. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

51. ნიქსონი 1971: Richard Nixon, Public Papers of the Presidents of the United States.

Containing the Public Massages, Speeches and Statements of the President, published by

United States Government Printing Office, Washington DC, 1971;

52. ნიქსონი 1970ა: Richard Nixon, “Letter to the Shah”, February 23, 1970, Source:

National Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Box 755, Presidential

Correspondence, 1969-1974, Iran. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

53. ნიქსონი 1970ბ: Richard Nixon, “Letter to the Shah”, July 30, 1970, Source: National

Archives, RG 59, Central Files 1970-73, POL IRAN-US;

54. რაში 1972: Kenneth Rush, “ Talking Papers for the President’s Discussions in

Iran”, Washington DC, May 18, 1972. Source: Washington National Records Center,

OASD Files, (C) (A), FRC 330-77-0094, Iran 1972, Iran 452. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

55. რიდი 1969: Benjamin H. Read, „Your Meeting with Iranian Ambassador Ansary,

Friday, January 31, 1969, at 3:00 p.m., Memorandum for the Mr. Henry H. Kissinger,

January 30, 1969. Source: National Archives, RG 59, Central Files 1967-69, POL 17-5

IRAN-US.

Page 181: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 181 -

56. რობინსონი 1976: Robinson, Charles W., “Memorandum For The Secretary, Subject:

Nuclear Negotiations For Iran”, August 13, WD. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

57. როჯერსი 1969: William Rogers „The Possibility of Soviet Strike Against Chinese

Nuclear Facilities” Memorandum from Secretary Rogers to the President Nixon,

Foreign Relations of the United States, 1969-1976, Volume XXXIV, National Security

Policy 1969-72. Edit by Edward Keefer, United States Government Printing Office,

Washington, 2011;

58. როჯერსი 1971: William Rogers, “Action: Amembassy Tehran”, Washington DC, 1971.

Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, DEF 12-5 IRAN. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

59. საგარეო ურთიერთობები 1969-1977: Foreign Relations of United States (1969-

1977), Ambassador Dobrunin’s Initial Calls on the President, February 17 1969, vol. XII,

WD, United States Government Printing Office;

60. სახელმწიფო დეპარტამენტი 1975ა: Department of State, Briefing Paper, subject:

“Peaceful Nuclear Cooperation with Iran”, WD, 1975. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

61. სახელმწიფო დეპარტამენტი 1975ბ: Department of State,“Memorandum For The

Assistant To The President For National Security Affairs; Subject: Department of State

Response to NNSM 219 Nuclear Cooperation with Iran”, April 18, WD, 1975. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

62. სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ა: Department of State, AIRGRAM to Am

Embassy Tehran “Subject: The Atomic Energy Organization of Iran”, April 15, WD;

63. სახელმწიფო დეპარტამენტი 1976ბ: Department of State, “Cable to Am Embassy

Tehran – Iranian Nuclear Power Agreement, May 28, WD. 1976. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

64. სახელმწიფო დეპარტამენტი 1977ა: Department of State, “Nuclear Power:

Comments of Head of Atomic Energy Organization of Iran (AEOI,)”, WD;

65. სახელმწიფო დეპარტამენტი 1977ბ:Department of State, “US-Iran Bilateral

Agreement For Nuclear Cooperation”, WD. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

66. საუნდერსი...1970: Harold H. Saunders, Richard T. Kennedy, Review Group – Persian

Gulf, Memorandum for the DR. Kissinger, June 3, 1970. Source: National Archives,

Presidential Materials, NSC Files, Box H-046. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

67. საუნდერსი 1972ა: Harold H. Saunders, „Guidance for Follow-up on Shah-President

Talk”, Memorandum for DR. Kissinger, Washington, 1972. Library of Congress,

Kissinger Papers, Box CL-152, Iran Chronological File. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

68. საუნდერსი 1972ბ: Harold H. Saunders, „Massage from Ambassador Farland”,

Memorandum for Henry A. Kissinger, Washington, 1972. Source: Library of Congress,

Kissinger Papers, Box CL-152, Iran Chronological File. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

69. საუნდერსი...1972დ: Harold H. Saunders, Samuel M. Hoskinson, „Background

Reading for Iran Visit”, Memorandum for Dr. Kissinger, Washington DC, May 17, 1972.

Source: National Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Presidential Trip

Page 182: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 182 -

Files, Box 479. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-

76ve04/comp1;

70. სედგი 1985: Zia Sedghi „Interview with Genaral Hassan Toufanian”, Transcript of

the spoken word on the Persian, Foundation for Iranian Studies, Program of Oral History,

Washington DC, New York, 1985, http://fis-iran.org/en/oralhistory ;

71. სობერი 1969: Sydney Sober, “Record of NSCIG/NEA Meating – April 3, 1969”, NSC

Interdepartmental Group for Near East and South Asia, April 7, 1969. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

72. ფ

ლანიგანი 1970: Peter Flanigan, “Information: Iranian Oil Problem”, Memorandum for

the President, December 1, 1970. Source: National Archives, Nixon Presidential

Materials, NSC Files, Box 601, Country Files, Middle East, Iran, Vol. II. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1; 73. ფ

ორდი 1977: Jerald R. Ford, “Statement on Nuclear policy, No. 987” The American

Presidency Project, By Gerhard Peters & John T. Wooley, მის. http://www.presidency.ucsb.edu/ws/?pid=6561;

74. ქლიუ 1971: Harvey T. Clew, “OPEC Oil: Persian Gulf Anchored, Mediterranean Next”,

Intelligence Note, Washington DC, February 18, 1971. Source: National Archives, RG

59, Central Files 1970-73, PET 3 OPEC. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

75. ჯაფარი1982: Farrokh Ghaffari, “Interview with Akbar Etamad, (Former President of

Nuclear Energy Agency of Iran)”, Transcript of the spoken word on the Persian,

Foundation for Iranian Studies, Program of Oral History, Washington DC, 1985, New

York, http://fis-iran.org/en/oralhistory ;

76. ჯონსონი 1972: Alexis Johnson, „Enhance Plus”, Telegram for Ambassador Farland,

Washington DC, 1972. Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-73, DEF

19-8 US-IRAN. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-

76ve04/comp1;

77. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო 1974: Central Intelligence Agency, “Prospects

for Further proliferation of Nuclear Weapons, Special National Intelligence Estimate,”

Top Secret (declassified), SNIE 4-1-74, Copy № 157, (23 August) WD. 1974;

78. ჰეკი 1972: Douglas Heck, „15 Per Cent MAAG Cut”, Telegram from AMEMBASSY

TO SECSTATE, Tehran, 1972. Source: National Archives, RG 59, Central Files 1970-

73, DEF 19-9 US-IRAN. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-

76ve04/comp1;

79. ჰელმსი 1969: Richard Helms, „Meeting with the Shah of Iran“, Memorandum for the

record 22 October, 1969. Source: Central Intelligence Agency, 80 B 01285 A, Box 11,

Folder 9, DCI. მის. http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

80. ჰელმსი 1970ა: Richard Helms, „Iran”, Memorandum for: The Honorable Henry A.

Kissinger Assistant to the President for National Security Affairs, The Honorable David

Packard Deputy Secretary of Defense, The Honorable U. Alexis Johnson Under Secretary

of State for Political Affairs. Washington DC, 1970. Source: National Archives, Nixon

Presidential Materials, NSC Files, Box 601, Country Files, Middle East, Iran, Vol. I. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

Page 183: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 183 -

81. ჰელმსი 1970ბ: Richard Helms, „Aircraft Sales to Iran“, Memorandum for The

Honorable Henry A. Kissinger Assistant to the President for National Security Affairs,

June 17, 1970. Source: National Archives, Nixon Presidential Materials, NSC Files, Box

601, Country Files, Middle East, Iran, Vol. II. მის.

http://history.state.gov/historicaldocuments/frus1969-76ve04/comp1;

82. ელინგი 2009: Matt Ehling, “Interview with Jene Wheaton” http://www.spyflight.co.uk/,

განთავსებულია 2009 წლის 15 თებერვალიდან;

მონოგრაფიები:

1. ალიევი 2004: Алиев Салех Мамедоглы, История Ирана XX Век, изд. „Ив Ран -

Крафт+“Москва 2004; 2. არაბაჯიანი 2003: Арабаджян З. А., Давление США на СССР достиженые

договорённости о выводе советских воск из Ирана после II мировои войны, Иран:

Ислам и Власть, Издательство „Крафт+“ Москва, 2003;

3. არტი... 2011: რობერტ არტი, რობერტ ჯერვისი, საერთაშორისო პოლიტიკა,

მუდმივი ცნებები და თანამედროვე საკითხები, თარგმნა მ. ნიკოლაიშვილი, ე.

ურუშაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი,

2011;

4. ბაგატუროვა 2000: Системная История Международных Отношений, в 4-х

Томах, 1918-1991. Том первый, События 1918-1945, Изд. “Московский рабочий“,

Москва, 2000 5. ბაინერმანი 1992: Joel Bainerman, The Crimes of the President, New Relevations on

Conspiracy and Cover-Up in the Bush and Reigan Administration, New York, 1992;

6. ბანდი 1998: Bundy, William (1998), A tangled Web. The making of Foreign policy in

Nixon Presidency, Published by I.B. Tauris, London- New York, 1998;

7. ბჟეზინსკი 1983: Z. Brzezinski, “Power and Principle – Memoirs of the National

Security Advaier 1977-1981, Pub. by Straus, New York, 1983;

8. ბრუკსი 1949: Брукс М., Нефть и внешня политика, изд. „Прогресс“, Москва, 1949;

9. გარვერი 2006: Garver John J., „CHINA & IRAN, Ancient Partners in Post-Imperial

World“, Washington D.C., Published by University of Washington Press, WaShington

DC, 2006;

10. გოლამი 1990: Galia Golam, Soviet Policies in the Middle East from World War II To

Gorbachev, published by Cambridge University Press, London, 1990;

11. დარვინი 2009: John Darwin, “The Empire Project, The Rise and Fall British World-

System, 1830-1970, Pub. by Cambridge University Press, Londoni, 2009;

12. ვორობევა 2009: Т. А. Воробьева, Страны Азии Между Двумя Мировыми Войнами

(1918-1939) Учебное пособие, Изд-во ВятГГУ , Киров, 2009;

13. კალვაკორესი 2000: Питер Кальвокоресси, Мировая Политика После 1945 В 2-х

книгах “Международные Отношения”, Москва, 2000; 14. კისინჯერი 1982: Henry A. Kissinger, „Years of Upheavals”, Published by Little

Brown & Co (T); 1st edition, London- New York, 1982;

Page 184: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 184 -

15. კისინჯერი 2000ა: Henry A. Kissinger, „White House Yaers”, Published by Phoenix

Press, London, 2000;

16. კისინჯერი 2000ბ: Henry A. Kissinger, „Years of Renewal. The Concluded Volume of

his Memoirs”, Published by Simon & Schuster, New York, 2000;

17. კოენი...1994: Cohen I. Warren, Nancy Bernkopf Tucker, (1994), “Lyndon Johnson

Confronts the World; American Foreign Policy 1963-1968”, Cambridge, Published by

Cambridge University Press, London, 1994;

18. ლიარდი... 1972: Liard, Melvin, McGee, Gale W., Griffin, Robert R., Schelling, C., R.,

Thomas (1972), “The Nixon Doctrine, Town Hall Meeting”, Published by American

Enterprise Institute of Public Policy Research, Washington D.C., 1972;

19. ლოგველი... 2008: Logevall Fredrik, Preston Andrew, „Nixon in the World, American

Foreign Relations, 1969-1977”, Published by University Press, Oxford, 2008;

20. მაქგუაიერი 1988: Michel McGwire, „The Middle East and Soviet Strategy, Middle

east Report, No. 151, The Great Powers and the Middle East (Mar-Apr.), pp. 11-17,

Published by Middle East Research and Information Center, Washington DC, 1988;

21. მიგლიეტა 2002: Jhon P. Miglietta, “American Alliance Policy in the Middle East,

1945-1992, (Iran, Israel and Saudi Arabia)”, Published by Lexington Books, NY, Oxford

– 2002;

22. ნიქსონი 1987: Richard Nixon, “Memoirs of Richard Nixon, pub. by Grosset &

Dunlup, New York, 1987;

23. ორანი... 2011: Baskin Oran, Mustafa Akşin, „Turkish Foreign Policy 1919-2006. Facts

and Analyses with Documents”, The University of Utah Press, Salt Lake City, 2011; 24. პატრიკარაკოსი 2012: David Patrikarakos, Nuclear Iran, The Birth of an Atomic

State, Published By I.B. Tauris, New York, 2012;

25. რამაზანი 1975: Rouhollah K. Ramazani, “Iran’s Foreign Policy 1941-1973: A Study

of Foreign Policy in Modernizing Nations, Published by University Press of Virginia,

Charlottesville, 1975;

26. რონდელი 2006: ალექსანდრე რონდელი, საერთაშორისო ურთიერთობები,

მესამე განახლებული გამოცემა, გამომცემლობა „ნეკერი“, თბილისი, 2006;ს

27. ტერი 2005: Janice J. Terry, „U.S Foreign Policy in the Middle East, The Role of

Lobbies and Special Interest Groups”, Pluto Press, London, 2005;

28. ფრედმანი... 1991: L. Friedman, W. F. Levantrosser, Richard M. Nixon, Politican,

President, Administrator; Pub. by Greenwood Press, Westport, 1991;

29. ფურსენკო 1989: А.А. Фурсенко Президенты Политика США 70-е годы, изд.

“Наука”, Москва,1989;

30. ჰამილტონი... 1978: Гамилтон А., Тьюгендхэт К., „Нефть. Самый болшой бизнес“,

изд. „Прогресс“ Москва, 1978;

31. ჰალამი 1988: Benjamin Beit-Hallahmi, “The Israel Connection Whom Israel Arms

and Why, Published by I.B. Tauris & Ltd, London, 1988;

32. პოლაკი 2004: Kenneth M. Pollack, „The Persian Puzzle. The Conflict Between Iran and

America”, Random House, New York, 2004;

33. პოპოვი 1962: Попов М. В. „Американский империализм в Иране в годы II

мировой воины”, изд. „Прогресс“, Москва, 1962;

34. როსატი...2011: J. Rossati, J. Scott, “The politics ot the US Foreign Policy,” Published

by Wadsworth, Boston, 2011;

Page 185: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 185 -

35. სამილოვსკი 1955: Самыловский И. В., Экспансиа Американского империализма

на влижнем и сренем Востоке, М. 1955;

36. სიკი 1985: Gary Sick, „All Fall Down. America’s Fateful Encounter with Iran”

Published by I. B. Tauris & Co. Ltd., London, 1985; 37. სირიეჰი 1984: Hussein Sirriyeh, „US Policy in the Gulf 1968-1877, Aftermath of

British Withdrawal“, Published by Ithaca Press, London; 38. Suri, Jeremi „Henry Kissinger and the American Century“, Published by University

Press; Cambridge, Massachusetts, 2007;

39. ჰალიდეი 2005: Fred Halliday, “The Middle East in International Relations. Power,

Politics and Ideology, published by Cambridge University Press, New York, 2005;

40. ჰასანლი 2006: Джамиль Гасанлы, СССР-Иран:Азербайджанский Кризис и Начало

Холодной Войны (1941 – 1946 гг.), Изд. „Герои Отечества“, Москва, 2006;

41. ჰირო 1985: Hiro Dilip. Iran under the Ayatollahs. published by “Routledge & Kegan

Paul Ltd, London. 1985,

სტატიები და წერილები:

1. აბრაჰამიანი 1980: Envard Abrahamian, „The Guerilla Movement in Iran 1963-1977,

MERIP Reports #86, (Mar-Apr.), pp. 3-15, Published by Middle East Research and

Information Center, Washington DC;

2. ბური 2009: Burr, William “A brief History of U.S.-Iranian Nuclear Negotiations,” The

bulletin of the Atomic Scientists, National Security Archive Electronic Briefing Book

#268, (January-February). მის. http://www.gwu.edu;

3. ბურნამი 1975: Burhnam David “Iran Will Spend 15$ billion in U.S. Over Five Years”,

The New York Times, March 5, p. 1-3, New-York, 1975;

4. ბურნამი 1975ა: Iran has plans for when the Oil runs out”, The New York Times #9, p.

E3, New-York, 1975;

5. გასიროვსკი 2003: Mark Gasirowski, “U.S. Foreign Policy Toward Iran During the

Mossadiq Era, “The Middle East and United States. A Historical and Political

Reassessment. Editor David W. Lesch, Third Edition, Westview Press, Colorado;

6. გასიროვსკი 2000: Mark J. Gasirowski, The CIA Looks Back at the 1953 Coup in Iran,

Middle East Report, No. 216, Autumn 2000, Published by Middle East Research and

Information Project, მის: www.jstor.org;

7. გასიროვსკი 2003: “The U.S. Foreign Policy Toward Iran During the Mossadiq Era,

The Middle East and the United States, third edition, edited by David W. Lesh, published

by Westview Press, boulder, Colorado, 2003;

8. ელიტსი 1980: Herman F. Elits, „Security Considerations in the Persian Gulf”,

International Security, Vol. 5, No. 2 (Autumn), pp.79-113, Published by MIT Press,

Cambridge-Massachusetts;

9. ენგელჰარდი 2004: Michael J. Engelhardt, “A Nonproliferation failure: America and

Israeli’s nuclear program, 1960-1968”; Journal of the James Martin Center for

Nonproliferation studies, MIIS, Vol. 11, №3, pp. 56-69, London;

10. ზაჰედი 2004: Ardeshir Zahedi, “Iran’s Nuclear Ambition”; The Wall Street Journal,

June 25, Washington DC, 2004; მის. http://www.ardeshirzahedi.org/, Ardeshir Zahedi’s

Authorized Web Site, განთავსებულია 24 ივნისი, 2004;

Page 186: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 186 -

11. კანი 1978: Кань, ЦРУ свергает правителство Ирана, газ. За Рубежом, №32, Москва,

1978; 12. კლარკ ქარეი 1974: Jane Perry Clark Carey, „Iran and Control of Its Oil Resources”,

Political Science Quarterly, Vol. 89, No. 1 (March), pp. 147-174, Published by The

Academy of Political Science, NY;

13. კლერი 1979: М. Т. КЛЭР, „Рождение и крах Американской «стратегии

ставленика» в иране“, газ. За Рубежом, №47, Москва, 1979;

14. კოენი 2006: Warren I. Cohen, “Nixon In China. A Turning Point in World History,

Foreign Policy Agenda, Editor Merle David Kellerhals, Jr., Volume 11, no. 1,

Washington DC, 2006;

15. კოლი 1975: Wilfrid L. Kohl, „The Nixon-Kissinger Foreign Policy System and U.S.-

European Relations: Patterns of Policy Making, World Politics, Vol. 28, No. 1, (Oct.),

pp. 1-43, Cambridge University Press, Cambridge;

16. ლიარდი 1985: „A Strong Start in a Difficult Decade: Defense Policy in the Nixon-Ford

Years”, International Security, Vol. 10, No. 2 (Autumn), pp. 5-26, Published by MIT

Press, Massachusetts- Cambridge;

17. მერიპ რეპორთსი 1975: MERIP Reports, „US Strategy in the Gulf”, No.36 (Apr.), pp.

17-28, Published by Middle East Research and Information Center, Washington DC;

18. ნეფი 1991: Donald Neff, „The U.S., Iraq, Israel and Iran: Backdrop to the War”, Journal

of Palestine Studies, Vol. 20, No. 4 (Summer), pp. 23-41, published by University of

California Press;

19. სეგანი 1997: Scott D. Sagan, „Why Does States Built Nuclear Weapons?: Three Models

in Search of a Bomb”, journal “International Security”, Vol. 21, No: 3, pp. 54-86.

20. სტორკი.. 1983: Joe Stork, Jim Poul, „Arms Sale and the Militarization of the Middle

East”, MERIP Reports #112, (February), pp. 5-15, Published by Middle East Research

and Information Center, Washington DC;

21. ტაკნეი 1972: Catthy Tackney, „Dealing Arms in the Middle East, part I: History and

Strategic Considerations“, MERIP Perorts, (No. 8, Mar-Apr.) Published by: Middle East

Research and Information Project, Washington DC, www.jstor.org;

22. სარჰანი 1978: Сархан Г. „Напряжение нарастает в Иране“, Газ. За рубежом, №2,

Москва, 1978;

23. საჰიმი 2004ა: Mohammad Sahim, “Iran’s Nuclear Energy Program. Part I: It’s History”,

მის: http://www.payvand.com,გამოქვეუყნებულია: 10.02.2003;

24. საჰიმი 2004ბ: Sahimi Mohammad (, “Iran’s Nuclear Program, Part V: The United

States Offering Iran Uranium Enrichment Technology to suggestions for Creating

Catastrophic Industrial Failure”, მის: http://www.payvand.com, 12.22.2004;

25. ფეროზი 1973: Ahmed Feroz “Iran: Subimperialism in Action, Pakistan Forum, Vol. #3,

No. 6/7, (Mar.-Apr. 1973), Published by Middle East Research and Information Project,

www.jstor.org;

26. პაინე... 1975: Chris Paine, Erica Scheonberger, „Iranian Nationalism and Great Powers:

1872-1954”, MERIP Reports, # 37, Published by: Middle East Research and Information

Project, Washington DC;

27. ფატემი 1980: Khosrow Fatemi, „The Iranian Revolution: Its Impact on Economic

Relations with the United States”, International Journal of Middle East Studies, Vol. 12,

No. 3, 1980, Published by Cambridge University Press. მის. www.jstore.org;

Page 187: ლაშა ბაჟუნაიშვილი რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ …რეგიონული პოლიტიკა ირანში

- 187 -

28. ჩუჩკალოვი 2010: А. В. Чучкалов, Политика США в Иране в годы Второй

Мировой Войны Запад–Россия–Восток в Исторической Науке XXI Века в двух

частях Часть 2 Саратов, 2010;

29. ჯერვალიძე 2002: ლ., ჯერვალიძე ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა

ნავთობით მდიდარ ახლო აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კრ.

ამერიკის შესწავლის საკითხები, თბილისი, 2002;

30. ჰანეი 1994: Patrick J. Haney, „The Nixon Administration and Middle East Crises:

Theory and Evidence of Presidential Management of Foreign Policy Decision Making”,

Political Research Quarterly, Vol.. 47, No. 4 (December), pp. 939-959, Published by

Sage Publications Inc. on behalf of the University of Utah. მის. www.jstor.org;