8
გილოცავთ ახალ სასწავლო წელს! ეს პატარები - ლუკა კალატოზი, მარიამ თაბაგარი, ლუკა კალანდაძე, მარიამ თაბუკაშვილი, ელენე ხიჯაკაძე, ილია კაპანაძე, მართა გურგენიძე, ნიკოლოზ ჭიპაშვილი, ოლიკო ბარბაქაძე, თავრიზ ოსანაძე 15 სექტემბერს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ნაყოფიერ სასწავლო წელს. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ პრო- ფესიულ წინსვლას, უშრეტ ენერ- გიას ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრ- დობის აღზრდის საკეთილდღეოდ. განათლების პროფკავშირი ცესკოს 8 სექტემბერს გამარ- თულ სხდომაზე მიღებული გადა - წყვეტილებით, ვახანში ადგილობ- რივი თვითმმართველობის არჩევ- ნები მაჟორიტარული სისტემით 30 ოქტომბერს გაიმართება. საინი - ციატივო ჯგუფს კანდიდატის წარ- სადგენად მინიმუმ 50 ხელმოწერა დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ვახანში ჩატარდა მხოლოდ გამგებლისა და პროპორციული სისტემით არჩევნები. ვახანში საკრებულოს მაჟორიტარი წევ- რობის ყველა კანდიდატმა კანდიდატუ- რა მოხსნა და ამით თანასოფლელთა მხარდაჭერა გამოხატა. ვახანის მოსახლეობა ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული თანა- სოფლელის, რეინჯერ მერაბ არევაძის, მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდა. ცესკომ ვახანში არჩევნები დანიშნა 12 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე ცხადდება გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მიიღოთ ხარაგაულის მუნიცი- პალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“. გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი; 6 თვით - 10 ლარი; ერთი წლით - 20 ლარი. გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგაულის“ დისტრიბუტორებთან ან რედაქციაში მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. 59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან. დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80. გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული ხარაგაულში პირველკურსელებ- თან შეხვედრა გაიმართა. გამგეობის სააქტო დარბაზში მათ სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურ- ვა ღონისძიების ორგანიზატორმა, მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭი- პაშვილმა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ წელს 80-მდე ხარაგაულელი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი. თითოეული სტუდენტი ხარაგა - ულისთვის მონაპოვრად მიაჩნია მუნი- ციპალიტეტის გამგებელ კობა ლურ- სმანაშვილს. „სტუდენტობა მუდამ ყველაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთგულია საკუთარი ქვეყნისა,“ - აღ- ნიშნა მან. გამგეობის კულტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძესთვის ეს დღე სევდისმომგვრელია, რადგან ხარა- გაულს დროებით ტოვებს ნიჭიერი ახალგაზრდების ნაწილი. რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძ- ღვანელმა იზა ვეფხვაძემ პირველ- კურსელებს შეახსენა ის სასახელო ხარაგაულელები, რომლებმაც წარუშ- ლელი კვალი დატოვეს ისტორიაში და უსურვა, რომ ღირსეული ადგილი დაეკავებინოთ მათ გვერდით. ყველაზე სასიამოვნო და საინტერე- სო ხანა უწოდა სტუდენტობას საკრებუ- ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მან პირველკურსელებს ცხოვრების ამ ეტაპის შედეგიანად და ნაკლები დაბრ- კოლებებით გავლა უსურვა. მშობლებსა და პედაგოგებს მად- ლობა გადაუხადეს 100%-იანი გრანტის მფლობელმა პირველკურსელებმა მარიამ აბულაძემ და ნოდარ ჭანკ- ვეტაძემ. სტუდენტებს წარმატებები უსურვა ხარაგაულის 3 საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ლურსმანაშვილ- მა. მან აღნიშნა, რომ „ხარაგაულე- ლი ეტალონი,“ 100%-იანი გრანტის მფლობელი, #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან სხილა- ძე უკვე შეუდგა სწავლას, რის გამოც შეხვედრას ვერ დაესწრო. სტუდენტებმა სიმბოლურად დადეს ჩუქურთმა ხარაგაულის მშენებარე ტაძრში. „ხარაგაული ჩემი სახლია“ - ამ თემაზე ესაუბრა მათ ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე. ღონისძიება დაგვირგვინდა კაფე-საღამოთი, სადაც პირველკურ- სელები სხვადასხვა შემეცნებით-გასარ- თობ შეჯიბრში ჩაერთვნენ. თამთა გოგოლაძე შეხვედრა პირველკურსელებთან ხარაგაულის 1 საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა ქეთევან ზუმ- ბაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ- თიანების დირექტორის, ნინო ბუხნიკაშ- ვილის თქმით, ის პირადი განცხადებით გათავისუფლდა სამსახურიდან. ქეთე- ვან ზუმბაძე ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“ საკრებულოს დეპუტატად არჩევამ- დე ქეთევანი სკოლამდელ დაწესებუ- ლებათა გაერთიანების დირექტორად მუშაობდა და ეს თანამდებობა, არ- ჩევნების შემდეგ, საკრებულოს წევ- რობასთან კანონით შეუთავსებლობის გამო დატოვა. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონა- ლური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდეომაზე განაცხადა, რომ „ქეთევან ზუმბაძეს დააწერინეს განცხადება მისი პოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე“. „ყოველი დილა იწყებოდა თანამშ- რომლების ცრემლებით და საუბრით, რომ მე ვანგრევ გაერთიანებას; რომ მე ვარ დამნაშავე ბაღების გაერთი- ანების შესაძლო რეორგანიზაციაში. აგერ ბატონო, გადავდექი. მომავალში, როგორც შემეძლება, ისე დავუდგები გვერდით სკოლამდელ დაწესებულე- ბათა გაერთიანებას. სხვა არავითარი ანაზღაურება არ მაქვს და საკუთარი სურვილით როგორ დავტოვებდი სამსახურს“, - ამბობს ქეთევან ზუმბაძე. ქეთევან ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა ძვირფასო პედაგოგებო! 12 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 34 (605) www.chkh.org „უშეშოდ არავინ დარჩება6 გვ. მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება 2 გვ. დღეს ნომერშია ბაღის აღმზრდელთა ხელფასების გაზრდა იგეგმება 4-5 გვ.

კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

  • Upload
    le1-ccg

  • View
    326

  • Download
    12

Embed Size (px)

DESCRIPTION

http://chemikharagauli.com/uploads/secbanners/34-605-2014w.pdf 2014 სექტემბერი

Citation preview

Page 1: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

გილოცავთ ახალ სასწავლო წელს!

ეს პატარები - ლუკა კალატოზი, მარიამ თაბაგარი, ლუკა კალანდაძე, მარიამ თაბუკაშვილი, ელენე ხიჯაკაძე, ილია კაპანაძე, მართა გურგენიძე, ნიკოლოზ ჭიპაშვილი, ოლიკო ბარბაქაძე, თავრიზ ოსანაძე 15 სექტემბერს პირველად შეაღებენ სკოლის კარს.

ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს ნაყოფიერ სასწავლო წელს.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დადგომას. გისურვებთ პრო-ფესიულ წინსვლას, უშრეტ ენერ-გიას ჩვენი მოსწავლე-ახალგაზრ-დობის აღზრდის საკეთილდღეოდ.

განათლების პროფკავშირი

ცესკოს 8 სექტემბერს გამარ-თულ სხდომაზე მიღებული გადა-წყვეტილებით, ვახანში ადგილობ-რივი თვითმმართველობის არჩევ-ნები მაჟორიტარული სისტემით 30 ოქტომბერს გაიმართება. საინი-ციატივო ჯგუფს კანდიდატის წარ-სადგენად მინიმუმ 50 ხელმოწერა დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ვახანში ჩატარდა მხოლოდ გამგებლისა და

პროპორციული სისტემით არჩევნები. ვახანში საკრებულოს მაჟორიტარი წევ-რობის ყველა კანდიდატმა კანდიდატუ-რა მოხსნა და ამით თანასოფლელთა მხარდაჭერა გამოხატა.

ვახანის მოსახლეობა ორი წლის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოკლული თანა-სოფლელის, რეინჯერ მერაბ არევაძის, მკვლელობის ობიექტურად გამოძიებას მოითხოვდა.

ცესკომ ვახანში არჩევნები დანიშნა

12 სექტემბრიდან 12 ოქტომბრამდე ცხადდება გაზეთზე „ჩემი ხარაგაული“ ხელმოწერის ერთთვიური. თუ თქვენ ჯერ არ ხართ „ჩემი ხარაგაულის“ ხელმომწერი და გსურთ ყოველ პარასკევს მიიღოთ ხარაგაულის მუნიცი-პალიტეტში მიმდინარე მოვლენებზე სანდო და ობიექტური ინფორმაცია, გამოიწერეთ გაზეთი „ჩემი ხარაგაული“.

გაზეთზე ხელმოწერა 3 თვით ღირს 5 ლარი;6 თვით - 10 ლარი;ერთი წლით - 20 ლარი.გაზეთის გამოწერა შეგიძლიათ „ჩემი ხარაგაულის“ დისტრიბუტორებთან

ან რედაქციაში მისამართზე - ხარაგაული, სოლომონ მეფის ქ. №59, მეორე სართული, შემოსასვლელი შენობის უკანა მხრიდან.

დაგვიკავშირდით ტელეფონებით - 22 16 27; 593 900 501; 593 35 65 80.გაზეთი „ჩემი ხარაგაული” - ყველა ხარაგაულელის ოჯახში

გამოიწერეთ „ჩემი ხარაგაული“

ხარაგაულში პირველკურსელებ-თან შეხვედრა გაიმართა. გამგეობის სააქტო დარბაზში მათ სტუდენტობა მიულოცა და წარმატებები უსურ-ვა ღონისძიების ორგანიზატორმა, მუნიციპალიტეტის განვითარებისა და შიგა ტურიზმის ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა მამუკა ჭი-პაშვილმა. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ აღნიშნა, რომ წელს 80-მდე ხარაგაულელი ახალგაზრდა გახდა სტუდენტი.

თითოეული სტუდენტი ხარაგა-ულისთვის მონაპოვრად მიაჩნია მუნი-ციპალიტეტის გამგებელ კობა ლურ-სმანაშვილს. „სტუდენტობა მუდამ ყველაზე თავისუფალი, ძლიერი და ერთგულია საკუთარი ქვეყნისა,“ - აღ-ნიშნა მან.

გამგეობის კულტურის სამსახურის

უფროს ირინე ჩხეიძესთვის ეს დღე სევდისმომგვრელია, რადგან ხარა-გაულს დროებით ტოვებს ნიჭიერი ახალგაზრდების ნაწილი.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძ-ღვანელმა იზა ვეფხვაძემ პირველ-კურსელებს შეახსენა ის სასახელო ხარაგაულელები, რომლებმაც წარუშ-ლელი კვალი დატოვეს ისტორიაში და უსურვა, რომ ღირსეული ადგილი დაეკავებინოთ მათ გვერდით.

ყველაზე სასიამოვნო და საინტერე-სო ხანა უწოდა სტუდენტობას საკრებუ-ლოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძემ. მან პირველკურსელებს ცხოვრების ამ ეტაპის შედეგიანად და ნაკლები დაბრ-კოლებებით გავლა უსურვა.

მშობლებსა და პედაგოგებს მად-ლობა გადაუხადეს 100%-იანი გრანტის მფლობელმა პირველკურსელებმა

მარიამ აბულაძემ და ნოდარ ჭანკ-ვეტაძემ.

სტუდენტებს წარმატებები უსურვა ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექტორმა დალი ლურსმანაშვილ-მა. მან აღნიშნა, რომ „ხარაგაულე-ლი ეტალონი,“ 100%-იანი გრანტის მფლობელი, #3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ქეთევან სხილა-ძე უკვე შეუდგა სწავლას, რის გამოც შეხვედრას ვერ დაესწრო.

სტუდენტებმა სიმბოლურად დადეს ჩუქურთმა ხარაგაულის მშენებარე ტაძრში. „ხარაგაული ჩემი სახლია“ - ამ თემაზე ესაუბრა მათ ისტორიული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა შველიძე. ღონისძიება დაგვირგვინდა კაფე-საღამოთი, სადაც პირველკურ-სელები სხვადასხვა შემეცნებით-გასარ-თობ შეჯიბრში ჩაერთვნენ.

თამთა გოგოლაძე

შეხვედრა პირველკურსელებთან

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის გამგის თანამდებობა ქეთევან ზუმ-ბაძემ რამდენიმე დღის წინ დატოვა. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანების დირექტორის, ნინო ბუხნიკაშ-ვილის თქმით, ის პირადი განცხადებით გათავისუფლდა სამსახურიდან. ქეთე-ვან ზუმბაძე ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საკრებულოს წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“

საკრებულოს დეპუტატად არჩევამ-დე ქეთევანი სკოლამდელ დაწესებუ-

ლებათა გაერთიანების დირექტორად მუშაობდა და ეს თანამდებობა, არ-ჩევნების შემდეგ, საკრებულოს წევ-რობასთან კანონით შეუთავსებლობის გამო დატოვა.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონა-ლური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა საკრებულოს სხდეომაზე განაცხადა, რომ „ქეთევან ზუმბაძეს დააწერინეს განცხადება მისი პოლიტიკური მიმართულებიდან გამომდინარე“.

„ყოველი დილა იწყებოდა თანამშ-რომლების ცრემლებით და საუბრით, რომ მე ვანგრევ გაერთიანებას; რომ მე ვარ დამნაშავე ბაღების გაერთი-ანების შესაძლო რეორგანიზაციაში. აგერ ბატონო, გადავდექი. მომავალში, როგორც შემეძლება, ისე დავუდგები გვერდით სკოლამდელ დაწესებულე-ბათა გაერთიანებას. სხვა არავითარი ანაზღაურება არ მაქვს და საკუთარი სურვილით როგორ დავტოვებდი სამსახურს“, - ამბობს ქეთევან ზუმბაძე.

ქეთევან ზუმბაძემ თანამდებობა დატოვა

ძვირფასო პედაგოგებო!

12 სექტემბერი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№34 (605)

www.chkh.org

„უშეშოდ არავინ დარჩება” 6 გვ.

მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება 2 გვ.

დღეს ნომერშია

ბაღის აღმზრდელთა ხელფასების გაზრდა იგეგმება 4-5 გვ.

Page 2: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

2 xtvb [fhfufekb 12 სექტემბერი, 2014 წ.

დავით კიკნაძე - წლიდან წლამდე მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება

15 სექტემბერს სკოლებში 2014-2015 სასწავლო წელი დაიწყება. რა პრობლემები, სიახლეები და გამო-წვევებია ხარაგაულის საჯარო სკოლების წინაშე, - ამ საკითხებზე საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის უფროსი დავით კიკნაძე გვე-საუბრება:

-ახალ სასწავლო წელს ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთი კერძო სკოლა მომზადე-ბული ხვდება. უამრავი სიახლეა. ჩატარდა სკოლის დირექტორობის მსურველთა კონკურსი. ხარაგაულში 23 სერტიფიცირებული დირექტო-რობის მსურველია. მათგან17 მოქ-მედი დირექტორია. ამ კონკურსის შემდგომი ეტაპი - გასაუბრება, სავარუდოდ, მალე ჩატარდება ქუთაისში. გასაუბრებით შერჩეულმა კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოებს უნდა წარუდგინონ სკოლის განვითა-რების სტრატეგიული გეგმა.

სასკოლო სახელმძღვანელო-ებით დაკმაყოფილდება ყველა მოს-წავლე. წიგნებს უფასოდ მიიღებენ სასულიერო გიმნაზიის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები. სახელმ-ძღვანელოები შარშანდელთან შედარებით უკეთესი ხარისხისაა და გაცილებით მსუბუქი.

წელს 125 ხარაგაულელი პირველკლასელი მიიღებს

ნეტბუქს. სასულიერო გიმნაზიის დაახლოებით 27 პირველკლასე-ლი ამ პროგრამაში ვერ მოხვდა, რადგან სახელმწიფო კერძო (მათ შორის საპატრიარქოს) სკოლას ამ პროგრამას არ უფინანსებს.

ცვლილებებია ეროვნულ სასწავ-ლო გეგმაში. მეხუთე კლასიდან შე-მოდის მეორე უცხო ენა, რომელსაც სკოლა აირჩევს.

წელს ხარაგაულის №2 სა-ჯარო სკოლაში მოეწყობა

სამედიცინო ოთახი და სკოლას ეყოლება ექიმი. ეს საპილოტე პროექტი წელს საქართველოს ას

სკოლაში ხორციელდება. 9 ათასი ლარი გამოყოფილია ხარაგაულის №2 საჯარო სკოლაში სამედიცინო ლაბორატორიის მოწყობისა და აღჭურვისათვის.

რაც შეეხება ინფრასტრუქტუ-რულ პროექტებს, ხარაგა-

ულის №2 და №3 საჯარო სკოლებში ხორციელდება გაზიფიცირება. გამო-ვლენილია ორგანიზაცია, რომე-ლიც გაზიფიცირებას ჩაატარებს №3 სკოლაში. №2 სკოლაში მთლიანად გამოიცვალა ფანჯრები და ოთხი კარები. №3 სკოლაში მთლიანად იცვლება სახურავი, რემონტდება ხანძრის შედეგად დაზიანებული ორი ოთახი, იცვლება რამდენიმე ფანჯარა.

საღანძილის სკოლაში ახალი სველი წერტილი კეთდება. ვახანის სკოლაში გამოიცვალა კარ-ფანჯრე-ბი. დანარჩენი სკოლები, ამ ეტაპზე, საკუთარი ხარჯებით აგვარებენ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს. შარშან დაახლოებით 14 სკოლა გარემონტდა. წელს ძალიან დიდი თანხა იხარჯება ორი სკოლის გაზი-ფიცირებაზე. მესამე წელია, ზვარის საჯარო სკოლის გადახურვა და კარ-ფანჯრების შეცვლა ვერ ხერხ-დება იმის გამო, რომ სკოლა, სავა

რაუდოდ, ხვდება ახალი რკინიგზის მშენებლობის არეალში.

ორი კვირის წინ ვესაუბრე რკი-ნიგზის მოდერნიზაციის პროექტის მენეჯერს აკაკი საღირაშვილს. ახ-ლახან მითხრა, რომ ათ დღეში მეტყვის ზუსტად, ნამდვილად ხვდება თუ არა ეს სკოლა მშენებლობის არეალში. წელს ზვარის სკოლა ინფ-რასტრუქტურულ პროექტებში ვეღარ მოხვდება. თუ ახალი მაგისტრალი სკოლის ტერიტორიაზე გაივლის, ზვარეში ახალი სკოლა უნდა აშენ-დეს, თუ არადა, - მომავალ წელს აუცილებლად შევცლით სკოლის სახურავს და კარ-ფანჯრებს.

სკოლების დირექციები შეშით მომარაგებაზე უკვე ზრუნავენ.

შესყიდვების გეგმით გათვალისწინე-ბული ჰქონდათ და დირექტორებს პროცესი დავაჩქარებინეთ. ვერ დაველოდებით თბობის სეზონის დადგომას. მოსწავლეს როგორც კი შეცივდება, თბობის სეზონი მაშინ იწყება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოპტიმიზირებულ სკოლებში

მოსწავლეთა კონტინგენტის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. ფარცხნალის კორპუსში წელს ისწავლის ორი მოსწავლე, ვანის კორპუსში - ოთხი,

ციცქიურში - ხუთი, თეთრაწყაროში - სავარაუდოდ - ერთი. ამის გამო მოქმედებს კლასკომპლექტი - შეერ-თებულია ორი კლასი. მასწავლებე-ლი 45 წუთში ორ კლასში ატარებს გაკვეთილს. ეს ძალიან რთულია როგორც მოსწავლისთვის, ისე მასწავლებლისთვის. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან. არ არის საშუალება, რომ ცალცალკე კლასები დავაფინანსოთ.

ოპტიმიზაციის შედეგად შერწყ-მულია ხუნევისა და გედსამანიის სკოლები. შესაძლოა, სამინისტროს გადაწყვეტილებით მოხდეს დეოპტი-მიზაცია. გედსამანიაში აყველანაირი პირობაა, რომ არსებობდეს დამო-უკიდებელი საჯარო სკოლა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში შესაცვლელია

სკამები და მერხები. სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი. ჩვენ მივაწო-დეთ სკოლების სია და ეტაპობრი-ვად, საფეხურების მიხედვით, ყველა სკოლა დაკმაყოფილდება.

მესამე წელია, რაც განათ-ლების სამინისტრო ახორცი-

ელებს სასკოლო ავტობუსებით მოს-წავლეთა მომსახურების პროექტს. ახალი სასწავლო წლისთვის ამ პროგრამაში დამატებით ჩაერთო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი: ნადაბური, ზვარე, წყალაფორეთი, ბაზალეთი, საღან-ძილე და ლეღვანი. პროცენტულად, ქვეყნის მასშტაბით, ყველაზე მეტი რეისი ხარაგაულის საჯარო სკო-ლებში ხორციელდება. სასკოლო ავტობუსები ხარაგაულის 850-ზე მეტ მოსწავლეს მოემსახურება. აღსანიშ-ნავია, რომ რეისები დანიშნულია მხოლოდ სკოლის მოსწავლეთა გადაადგილებისთვის.

დაინერგება მასწავლებელ-თა ოთხი კატეგორია, რაც

შესაბამისობაში იქნება ხელფასთან. მიდგომა შეიცვალა სერტიფიცირების მიმართ, რაც ზოგმა არასწორად გა-

იგო. სერტიფიცირებული მასწავლებ-ლები დანამატს მიიღებენ ჩვულებ-რივად. კატეგორიების დანერგვა სასერტიფიკაციო გამოცდის ალტერ-ნატიული ფორმაა, თუ როგორ გახ-დეს მასწავლებელი წარმატებული. ამის სხვადასხვა გზებია - სქემაში ჩართვა და კრედიტების დაგროვება, ვიდეობლოგების მომზადება და სხვ. ყველა მოქმედ მასწავლებელს ექნე-ბა შესაძლებლობა, განვითარდეს და საკუთარ თავზე იმუშაოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ზუსტი რაოდე-

ნობა გვეცოდინება 5 ოქტომბერს. წინასწარი მონაცემით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 25 საჯარო და ერთ კერძო სკოლაში, სავარაუდოდ, 2 400 მოსწავლე შეუდგება სწავლას; მათგან - 152 პირველკლასელია. ოთხ საჯარო სკოლაში, სამწუხა-როდ, პირველკლასელი არ გვე-ყოლება. ამ კუთხით სტატისტიკური მაჩვენებლები საგანგაშოა. წლიდან წლამდე მოსწავლეთა კონტინგენტი მცირდება.

ყველა მოსწავლეს, მასწავლე-ბელსა და მშობელს ვულოცავ

ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ვუსურვებ მათ წარმატებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ხარაგაულელი მოსწავლეები ყო-ველთვის გამოირჩევიან ცოდნის მაღალი დონით. ამის დასტურია მათი გამარჯვება ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა კონკურსებში. მჯერა, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ხარა-გაულელი მოსწავლეები მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიც ჩვენს ქვე-ყანას სჭირდება.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: რესურსცენტრის უფ-როსი დავით კიკნაძე ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის დირექტორ დალი ლურსმანაშვილთან ერთად სახელმძღვანელოების განაწილე-ბისას

ბაზალეთში, დომენტი ჭიპაშვი-ლის ეზოში, ზაფხულში განსაკუთრე-ბული ხალხმრავლობაა. ეზოში სა-უკუნეზე მეტი ხნის ხის ოდა სახლებს მისი შთამომავლები სტუმრობენ.

დომენტი ჭიპაშვილის შვილები - გერონტი, ოლიფანტე, მოსე და მიხაკო - ამ ეზოში გაიზარდნენ და ერთად ცხოვრობდნენ თავიანთი ოჯახებით.

„ეზო და სახლები განსაკუთრებით გამორჩეული და მადლიანია იმის გამო, რომ გერონტი და ოლიფანტე მაღალი რანგის სასულიერო პირები - ეპისკოპოსები გახლდნენ, - გვიამ-ბობს მოსე ჭიპაშვილის შთამომა-ვალი ქალბატონი თამარ ჩხეიძე, - კომუნისტებმა მათ სასულიერო საქმიანობა აუკრძალეს. საშინელი ზეწოლა იყო მათზე. თუმცა, ორივე, სიცოცხლის ბოლომდე, ამ ეზოში ცხოვრობდნენ და ჩუმად ატარებდ-ნენ საეკლესიო რიტუალებს - ნათ-

ლავდნენ ბავშვებს და წესს უგებდნენ მიცვალებულს. მე ოლიფანტე ბაბუას მონათლული ვარ. მისი ჯვარდაწე-რილები იყვნენ ჩემი მშობლები.“

მაია გოგოხია გერონტი ჭიპაშ-ვილის შთამომავალია. გერონ-ტის ოთხი შვილი ჰყავდა. ერთი ქალიშვილი, ქალბატონი მაიას ბებია თინა ზუგდიდში გათხოვდა დათიკო ფიფიაზე, რომელიც 1937 წელს ხარაგაულში დააპატიმრეს და დახვრიტეს. „ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და ზაფხულზე სულ აქ ვის-ვენებდით. ჩემი დები, მათი შვილები და შვილიშვილები ყოველთვის აქ მოვდივართ. ეს ეზო და სახლი ჩვენ-თვის განსაკუთრებულია,“ - ამბობს მაია გოგოხია.

„თინა ბებიასგან ვიცით, რომ ამ ეზოებში ვახშმიანი საღამოები იმარ-თებოდა, - გვიამბობს ქალბატონი თამარ ჩხეიძე, - სალონურ შეხვედ-რებზე თავს იყრიდა ხარაგაულის

ინტელიგენცია. აქ ხშირად სტუმრობ-დნენ ხორითელი ასათიანები, მარე-ლისელი ჩხეიძეები. იმართებოდა პოეზიის საღამოები, სპექტაკლები. ამ ეზოს წმინდა ეზოს ვეძახით. აქვე გვერდით ცხოვრობდა 9 აპრილს დაღუპული ელისო ჭიპაშვილის ბა-ბუა, ისიც მღვდელი, ჩვენი ბაბუების ალალი ბიძაშვილი.

იმდენი ულოციათ ჩვენს წინაპ-რებს, რომ ამ ეზოებს ვეღარ ვცილ-დებით. ეს არ არის ჩვენი მამული, ჩემთვისაც და მაიასთვისაც ბაზა-ლეთი დედულეთია, მაგრამ გული ყოველთვის აქეთ მოგვიწევს. ჩემი ქმარი კანდელაკია, ქართლელი, მაგრამ აქ დავსახლდით. ჩემი სამივე ქალიშვილი და ოთხი შვილიშვილი სულმოუთქმელად ელოდებიან ზაფ-ხულის დადგომას. მაია გოგოხიას მეუღლესაც აქ დასვენება უხარია. სამი თვე ამ სახლებში 15-20 ადამი-ანი ვისვენებთ. აქ არც სასმელი და საჭმელი იყოფა.“

„რამდენიმე წლის წინ ჩემი გარდაცვლილი ძმა დამესიზმრა, - გვიამბობს მაია გოგოხია, - ქაღალ-დზე დამიწერა სახელი „ოლიფანტე“. იმ დღიდან ვიხსენიებ ლოცვებში ოლიფანტე ბაბუას. მას შთამომავ-ლობა არ დარჩენია. სამწუხაროდ, არ გვაქვს და ვერც ვერსად მოვი-ძიეთ ოლიფანტე ბაბუას ფოტო. ყოველ წელს, ჩამოსვლის პირველი-ვე დღეს, წინაპრების საფლავების გასაწმენდად მივეშურებით. განსა-კუთრებით გერონტი და ოლიფანტე ბაბუას საფლავებს ვუვლით. ვინც კი მოგვყავს აქ სტუმრად, ჩვენი მეგო-

ბარი თუ ახლობელი, გვეკითხებიან, მომავალ წელსაც ხომ დაგვპატი-ჟებთ ამ სამოთხეშიო. ბაზალეთში, ამ ეზოში, სხვანაირი სულიერი სიმშვიდე გვეუფლება. ისეთი დიდი სიყვარული დათესეს ჩვენმა წინაპრებმა, რომ ვერ ვშორდებით აქაურობას. ამ სიყ-ვარულს გადავცემთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს.“

გერონტი ჭიპაშვილის ქალიშ-ვილმა ლუბამ მამამისის საეკლესიო შესამოსელი, ნივთები და საეკლე-სიო წიგნები დიდუბის ეკლესიას შეწირა.

ქალბატონი თამარ ჩხეიძე თბი-ლისის #207 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეა. ის სკოლაში მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს პროექტს „ეძიე

თავი შენი“. პროექტის ფარგლებ-ში მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ თავიანთი გამოჩენილი წინაპრების შესახებ ისტორიები და მასალები. „ჩვენს ფესვებშია ჩვენი მომავალი - ამას ვასწავლი მომავალ თაობას სკოლაში და ჩემს შვილიშვილებს, - ამბობს თამარ ჩხეიძე, - გერონტი და ოლიფანტე ჭიპაშვილების ეზოს არასდროს დაერქმევა ნასახლა-რი.“

ნინო კაპანაძეფოტოებზე: გერონტი ჭიპაშვილი

ქალიშვილთან ლუბასთან და კოწია ჭიპაშვილთან ერთად, 1960 წელი;

თამარ ჩხეიძე და მაია გოგოხია შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ბაზალეთში.

„ბაზალეთში, ამ ეზოში, სხვანაირი სულიერი სიმშვიდე გვეუფლება“

ზაფხულის სტუმრები

Page 3: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

3xtvb [fhfufekb12 სექტემბერი, 2014 წ.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხარაგაულის ადგილობრივი მოსახ-ლეობა მათ მიერ გაცემული უხვი და-პირებების შესრულებას ამ დრომდე ელოდება. ორი წლის განმავლობაში ჩვენ არ გვქონია ჩასაფრებული პოზიცია, გაზეთის საშუალებითაც მივმართეთ მათ, რომ გავუწევდით დახმარებას და გავუზიარებდით ჩვენს გამოცდილებას ხარაგაულე-ლი ხალხის საკეთილდღეოდ; რაც დღევანდელმა უუნარო, ტყუილებით სავსე ხელისუფლებამ არად ჩააგ-დო. მათ მიერ წამოწყებული მცირე პროექტებიდან ნაწილი დღემდე შეუსრულებელია, ნაწილი თავიდან საჭიროებს შესრულებას.

მინდა მოგახსენოთ საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. ბაღები დღემდე მშენებლობის პროცესშია, ნაწილი თავიდანაა ასაშენებელი. მაგ: სოფელ წყალაფორეთის საბავ-შვო ბაღი, რომლის პროექტიც თავი-დან გასაკეთებელია; ასევე თავიდან შესაკეთებელია უკვე ჩაბარებული ბაღები, რომელთა გახსნაც დღემდე ვერ ხერხდება. ამ შეუსრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე, 125 აღსაზრდელი დარჩა საბავშვო ბაღს მიღმა და 30-მდე ადამიანი - დაუსაქმებელი.

დასრულებული და ჩაბარებულია ვარძია-წყალაფორეთის გზის მონაკ-ვეთის მოასფალტება, რომლის ზე-დაპირის საფარი გაუსწორებელია და უხარისხოდაა შესრულებული. კიცხი-ხიდრის მონაკვეთის მოასფალტებაც მიმდინარეობს უხარისხოდ, მდინა-რიდან მოპოვებულ დაუმუშავებელ ღორღზე პირდაპირ იგება ასფალტის საფარი და არ არის დაცული მისი დაგების ტექნოლოგია. ჩვენ ამასთან

დაკავშირებით მივმართეთ გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურს და მისმა ხელმძღვანელმა მალხაზ ფხა-ლაძემ აღიარა ხარვეზები აღნიშნულ პროექტებზე. ჩვენთვის გასაკვირია, სამსახურის ხელმძღვანელი ინფორ-მირებული იყოს ამ პრობლემებზე და არანაირ რეაგირებას არ ახდენდეს.

დღემდე გადაუჭრელია საავად-მყოფოს მშენებლობის საკითხი. ხელისუფლება მხოლოდ მოსახ-ლეობასთან და მედპერსონალთან უშედეგო შეხვედრებითა და ტყუილი დაპირებებით შემოიფარგლება. რეალობა სხვაა, - მუნიციპალიტეტი, ფაქტობრივად, დარჩენილია სა-ავადმყოფოს გარეშე. არადა, 2012 წელს საავადმყოფოს დაპროექტება და მშენებლობაც დაწყებული იყო ძველი ინფექციური განყოფილების ეზოში. ამ ხელისუფლებამ იმ წელს-ვე პროექტი გააჩერა.

წარსულში კინოთეატრთან არ-სებული პრობლემების მიუხედა-ვად, ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი ბრძოლის შედეგად შეუნარჩუნა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დატოვა აღნიშნული კინოთეატრი. ჩვენი ხელისუფლების დროს დაიწ-ყო მისი რეაბილიტაცია, რომელიც უნდა დასრულებულიყო ერთი წლის ვადაში. თუმცა დღემდე დაუსრულე-ბელია. ყოველთვიურად მხოლოდ გაზეთის საშუალებით ხდება „მისი ექსპლუატაციაში შესვლა,“ რეალუ-რად კი დღემდე უამრავი ხარვეზი აქვს გასასწორებელი ვითომ დას-რულებულ კინოთეატრის შენობას.

რაც შეეხება სოფლის პროექ-ტებს, დაიგეგმა ზედაპირულად და სრულდება უხარისხოდ. ასეთი უამრავია. მაგალითისთვის - სა-

ქარიქედ-იგორეთის მონაკვეთზე განხორციელდა წყლის პროექტი, მაგრამ კიცხის იგორეთის უბანს დღემდე არ მიეწოდება სასმელი წყალი. თუნდაც გზების არასათანა-დოდ მოხრეშვა, რომელიც მცირე დროის შემდეგ ისევ პრობლემად რჩება სოფლის მოსახლეობისთვის.

პრობლემებია მაქათუბნის ხიდ-თან დაკავშირებით. აღნიშნულ ტერიტორიაზე მდინარე ძირულაზე უნდა აშენებულიყო ხიდი, რომლის დაპროექტება მოხდა არაკომპეტენ-ტურად და არაკვალიფიციურად. 28 მეტრიანი ხიდის ნაცვლად დაპროექ-ტდა 14 მეტრიანი ხიდი. ეს სასაცი-ლოა, სატირალი რომ არ იყოს. ამ შეცდომას ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი არ დაუშვებდა. ეს პრობლემა დაახლო-ებით სამი თვის წინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმაც კი აღნიშნა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ საშუალებით. მაქა-თუბნის ხიდის პროექტი დღემდე არ გასწორებულა და შესრულებაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ინფრასტრუქ-ტურის სამინისტროდან ჩამოსული იყო კომისია ბაღებისა და ხიდის მშენებლობის პრობლემების გამო-სასწორებლად, მაგრამ დღემდე ეს პრობლემები პრობლემებად რჩება.

დაბა ხარაგაულის წყალმომარა-გება ზაფხულის პერიოდში კვლავ პრობლემატურია. უწყლოდაა დარჩენილი პატარა ხარაგაულის მოსახლეობა. მათ გამგებლისგან რამდენჯერმე მიიღეს დაპირება მდგომარეობის გამოსწორებაზე. 4 აგვისტოს საკრებულოს სხდომაზე გამგებელს მოვთხოვეთ პასუხი, თუ რა ხდებოდა აღნიშნულთან

დაკავშირებით. მან ბრძანა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ყვე-ლაფერი შესრულებული იყო და ელოდებოდა თანხმობას სამფა-ზიანი მრიცხველის დადგმასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, გადამოწმების შედეგად, აღმოჩნდა ტყუილი. ჩვენი მოთხოვნის შემდეგ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ 7 აგვის-ტოს გაიგზავნა წერილი.

გამგებელმა საბიუჯეტო ცვლი-ლების პროექტი შემოიტანა საკ-რებულოს სხდომაზე. პროექტი ითვალისწინებდა წყლის პროექტზე თანხის მოკლებას და სანაცვლოდ გამგეობისთვის ავტომანქანის შეძე-ნას, რასაც დეპუტატების უმრავლე-სობამ ერთხმად დაუჭირა მხარი. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ გამ-გებელს არ აინტერესებს სასმელი წყლის გარეშე დარჩენილი პატარა ხარაგაულის მოსახლეობა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ნაგავსაყრელის გადატანის გამო, ორი წელია, რაც აუცილებელი გახდა მეორე ნაგავმზიდის შეძენა. ჩვენი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ მოხდა ნაგავმზიდის შეძენა. საკრებულოს ბიუროს სხდომაზე შეკითხვით მივ-მართეთ გამგებელს, რომელმაც ისიც კი არ იცოდა, ტენდერი გამო-ცხადებული იყო თუ არა ნაგავმზიდის შეძენასთან დაკავშირებით. დღემდე არ არის შეძენილი სპეცმანქანა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანაგვე ურნები სავსეა ნარჩენებით.

ოცდახუთი წლის მანძილზე ხა-რაგაულის მოსახლეობა ელოდე-ბოდა ბუნებრივ აირს. 2012 წელს, ჩვენი ხელისუფლების პერიოდში, ხარაგაულში აღდგა ბუნებრივი

აირის მოწოდება და მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გაზიფიცირება. მოსახლეობაში ბუნებრივი აირის შეყვანაზე მუშაობს მხოლოდ ერთი ბრიგადა, რის გამოც დიდი დრო დასჭირდება დაბა ხარაგაულის მთლიანად გაზიფიცირებას. თუ არ დაემატება ბრიგადები, დაბა ხარაგაულსა და ახლომდებარე სოფლებშიც ამ პროექტის გან-ხორციელება ოცნებად დარჩება. ჩვენს ხელისუფლებას დაგეგმილი ჰქონდა ამ პროექტის დასრულება 2014 წელს დაბა ხარაგაულსა და მიმდებარე სოფლებში.

აღნი შ ნ ული პრობლემე ბ ი გამოწვეულია გამგეობის ჩამო-უყალიბებელი სამსახურებით; კერ-ძოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურის გაუმართავი მუშაობით, საკრებულოში კომისიების არაკვალიფიციური თავმ-ჯდომარეების არჩევით, გამგეობის სუსტი მენეჯმენტით, ბიუჯეტის არას-წორი დაგეგმარებით, საჭირბოროტო საკითხებზე ზედაპირული მიდგომით და რაც მთავარია, ხელმძღვანელი პირების არასწორი შერჩევით.

ამასთან ერთად, რომ არა ხელ-ფასების მატება, უსაფუძვლოდ პრემიების დარიგება (ქუთაისში ქუთაისობის აღსანიშნავად გამ-გებელზე და მის მოადგილეებზე გაცემული პრემიები), ჩამოთვლილი პრობლემებიდან ნაწილი დღეს მოგვარებული იქნებოდა.

ვწუხართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მოტყუებული დარჩა.

თორნიკე ავალიშვილიხარაგაულის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

თავმჯდომარე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცხრა საბავშვო ბაღში 8 სექტემ-ბერს სწავლა განახლდა.

აღმზრდელებმა კიცხელი პა-ტარები ახლადაგებულ შენობაში, ხოლო ბორითელი აღსაზრდე-ლები გარემონტებულ და განახ-ლებულ საბავშვო ბაღში მიიღეს.

„საბავშვო ბაღის ახალი შენობის გახსნით კიცხელების ორმოცწლი-ანი ოცნება ახდა, – ამბობს კიცხის მაჟორიტარი დეპუტატი უჩა ბერა-ძე, - შეჩერდება მიგრაცია, რო-მელსაც განიცდიდა სოფელი. იმის გამო, რომ კიცხის საბავშვო ბაღში არ იყო ნორმალური პირობები, ახალგაზრდა ოჯახები ზესტაფონსა და ხარაგაულში გადადიოდნენ საცხოვრებლად.

დღეს კი თითოეულ ბავშვს მი-ეცემა იმის შესაძლებლობა, რომ აღიზარდოს და სრულფასოვანი სკოლამდელი სწავლა-განათ-ლება ნორმალურ პირობებში მიიღოს.“

ათწლიანი ლოდინის შემდეგ ბორითის საბავშვო ბაღის შე-ნობა გარემონტდა. აქამდე მისი გარემონტება ვერ ხერხდებოდა, რადგან ეს შენობა არ იყო მუნიცი-პალიტეტის საკუთრება.

ბორითის საბავშვო ბაღის გამ-გე თამარ ტაბატაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მუშაობის პირობები.

„წყლის პრობლემა გვაქვს მხო-ლოდ. ყველა სხვა პრობლემა მოგვარებულია. ამჟამად საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს ერთი ჯგუ-

ფი 25 აღსაზრდელით. მათთვის საჭირო ინვენტარი და სათამაშო-ები გვაქვს. უახლოეს მომავალში ველოდებით ინვენტარს, რომ დამატებით ორი ჯგუფი გაიხსნას. კიდევ ორმოცდაათ ბავშვს სურს ბორითის საბავშვო ბაღში მოსვ-ლა,“ – ამბობს თამარ ტაბატაძე.

ბორითელ ავთანდილ ბარბა-ქაძეს საბავშვო ბაღში შვილთაშ-ვილი დაჰყავს და ძალიან უხარია, რომ საშველი დაადგა საბავშვო ბაღის შენობის გარემონტებას.

მშობელი მაკა კოდუა ამბობს, რომ ბაღის განახლება ყველას ძალიან უხარია.

მაკა ლურსმანაშვილმა ორი შვილი წელს პირველად მიიყვა-ნა ბორითის საბავშვო ბაღში და ამბობს, რომ მის სოფელში ბაღის ფუნქციონირებას მისთვის უდი-დესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მუშაობს და თან – საფუძვლიან გა-ნათლებას მიიღებენ მისი შვილები სკოლაში შესასვლელად.

„ათი წელია, ამ შენობის მუნიცი-პალიტეტის საკუთრებაში გადმო-ცემას ველოდებოდით, – ამბობს ბორითის მაჟორიტარი დეპუტა-ტი მანანა ბარბაქაძე, – რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ ბაღის შენობის გარემონტება. დღეს პატარებსა და დიდებს ერთნაირად გვიხარია.“

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვი-ლი, კიცხისა და ბორითის საბავშ-ვო ბაღების გამგეები გულიკო მაღლაფერიძე და თამარ ტაბა-ტაძე, აღმზრდელები და აღსაზრ-დელთა მშობლები კმაყოფილებას გამოხატავენ მათ მიმართ, ვინც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტა-ნა კიცხისა და ბორითის საბავშვო ბაღების სამუშაო პირობების გაუმ-ჯობესებაში.

ლაურა გოგოლაძე

ორმოცდაათამდე ბავშვი ბორითის საბავშვო ბაღში მიღებას ელოდება

მოტყუებული მოსახლეობა და შეუსრულებელი დაპირებები

Page 4: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

4 xtvb [fhfufekb 12 სექტემბერი, 2014 წ.

2015 წლისთვის იგეგმება საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ხელფასების 20%-იანი მატება

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რე-დაქციასთან 2009 წლიდან არსე-ბობს სამოქალაქო დარბაზი „მოდი, ვიმსჯელოთ!“ ამ დარბაზის მორიგი შეხვედრა სკოლამდელ დაწესებუ-ლებათა გაერთიანებაში არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობით და-ვიწყეთ.

შეხვედრაში, რომელიც 4 სექ-ტემბერს გაიმართა, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულებთან ერთად აღსაზ-რდელთა მშობლები და ადგი-ლობრივი ხელისუფლების წარმო-მადგენლები მონაწილეობდნენ.

2014 წელს ადგილობრივი ბი-უჯეტიდან სკოლამდელ დაწე-სებულებათა გაერთიანებისთვის 500 ათასი ლარია გამოყოფილი. გაერთიანებაში ცხრა საბავშვო ბაღი შედის. სულ დასაქმებულია 93 თა-ნამშრომელი. 500 ათასი ლარიდან 380 500 ლარი სახელფასო ხარჯია. ამჟამად მოქმედ ცხრა საბავშვო ბაღში ირიცხება 350 აღსაზრდელი.

„მთელი გაერთიანებისთვის ვი-ძენთ და ბაღის გამგეების მოთხოვ-ნების შესაბამისად ვუნაწილებთ საბავშვო ბაღებს საკანცელარიო ნივთებს, საოფისე, გამაგრილე-ბელ და გასათბობ ტექნიკას, შე-შას, რბილ ინვენტარს,“ - ამბობს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ნინო ბუხნიკაშვილი, - საბავშვო ბაღები საკვებით მარაგდება თვეში ორჯერ. ყველგან არის მაცივარი და საიმისო პირობები, რომ ჯანსაღი საკვები მივაწოდოთ ჩვენს აღსაზრდელებს.“

უახლოეს მომავალში ხარაგა-ულის სკოლამდელ დაწესებულე-ბათა გაერთიანებას ახალი საბავშ-ვო ბაღები შემოუერთდება. ნინო ბუხნიკაშვილის თქმით, 2015 წელს სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დაფინანსება ერთ მილიონ ლარამდე გაიზრდება.

ეზოს სათამაშოები და წყალმომარაგების

პრობლემებითამარ ტაბატაძე, ბორითის სა-

ბავშვო ბაღის გამგე: -ბორითის სა-ბავშვო ბაღი გარემონტდა. სექტემბ-რის ბოლოს აღსაზრდელთა სამი ჯგუფი გვეყოლება. ჩვენი მთავარი და ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არ გვაქვს საკუთარი წყალი. ვსარგებლობთ სკოლის წყლით. ახალი ჯგუფების გახსნის შემდეგ წყალი აღარ გვეყოფა. გვაქვს რეზერვუარი და იქნებ საკუთარი წყალი გამოვიყვანოთ. სოფლის ბა-ღების პრობლემაა, რომ არ გვყავს მეორე ცვლის მასწავლებელი, ექთანი და დამლაგებელი. დამლა-გებლის ფუნქცია შეთავსებული აქვს ძიძას. მომარაგება კარგი გვაქვს ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად.

ნინო ბუხნიკაშვილი, ხევის სა-ბავშვო ბაღის გამგე: -ორი წელია, რაც ხევში საბავშვო ბაღი ფუნქ-ციონირებს. გაიზარდა ბავშვების რაოდენობა. წელს მხოლოდ ათ ბავშვს დავიმატებთ და სულ 32 აღსაზრდელი გვეყოლება. დაახ-ლოებით ათ ბავშვს კი მიღებაზე უარს ვეუბნებით. ფართის სიმცირის გამო ვერ გავხსნით ახალ ჯგუფს. პრობლემაა აღსაზრდელთა ტრან-სპორტირება. ხევის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან საბავშვო ბაღში 16 აღსაზრდელი დადის. მათი ტრანსპორტირების საკითხია მოსაგვარებელი.

მაია მჭედლიძე, №2 საბავშვო ბა-ღის გამგე: -ივლისიდან სექტემბრის ბოლომდე წყალთან დაკავშირებით გვაქვს პრობლემა. შენობას ბზარები გაუჩნდა და თანთადან მატულობს. შეამოწმეს, მაგრამ გვინდა თავიდან

მოვიწვიოთ სპეციალისტები. ცოტა შელამაზება უნდა შენობას გარედან. გვჭირდება ეზოს სათამაშოები.

მარიამ ნოზაძე, ხუნევის საბავშ-ვო ბაღის გამგე: -გაერთიანებით მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში თანაბარი პირობები შეიქმნა. ქეთევან ზუმბაძის დირექტორობის პერიოდში მივიღეთ ყველა საჭი-რო ინვენტარი. არ გვყავდა ცალკე ტრანსპორტი და ძალიან ვწვა-

ლობდით საკვების გადატანისას. ქეთევანმა მოაგვარა ეს პრობლემა და ახლა გვემსახურება მანქანა. ხუ-ნევის საბავშვო ბაღის ერთადერთი პრობლემაა, რომ არ გვაქვს ეზოს სათამაშოები. დროულად უნდა შევიძინოთ შეშა.

ნათია ჩუბინიძე, მოლითის საბავშვო ბაღის გამგე: -მადლობა ქეთევან ზუმბაძეს იმისთვის, რომ ოთახი, რომლის გარემონტებასაც სამი წელი ვცდილობდით, შარშან სექტემბერში გავარემონტეთ. ბავშ-ვებს არ ჰქონდათ ცალკე სასადი-ლო ოთახი და სამზარეულოში იკ-ვებებოდნენ. საბავშვო ბაღი შეივსო ინვენტარით და სათამაშოებით. 15 აღსაზრდელი გვყავდა გასულ წელს და ახლა ოთხი დაგვემატება. მოსა-წესრიგებელია საძინებელი. ბაღს და ერთ მოსახლეს საერთო წყალი გვაქვს. ზაფხულში, როცა წყლის რაოდენობა მცირდება, პრობლემა გვექმნება. გაერთიანების ახალი დი-რექტორი დაგვპირდა, რომ წყლის რეზერვუარს შეგვიძენს.

ზაირა ბარბაქაძე, ვერტყვიჭა-ლის საბავშვო ბაღის გამგე: -26 წე-ლია, რაც ამ საბავშვო ბაღის გამგე ვარ. გაჭირვებაც ბევრი მინახავს და დალხინებაც. ახლა შედარებით კმაყოფილები ვართ, მაგრამ უფრო უკეთესიც შეიძლება. ამჟამად სიით გვყავს 30 აღსაზრდელი. არის კიდევ მოთხოვნა, მაგრამ ვერ ვღე-ბულობ ფართის სიმცირის გამო.

დაბალი ანაზღაურება - აღმზრდელთა სატკივარიგასული წლიდან ხარაგაულის

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში სწავლების ახალი პროგრამა დაინერგა. ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი თამარ ოსანაძე ახალი პროგრამით კმაყოფილია. თამარ მასწავლებე-ლი დღის მეორე ნახევარში მუშაობს და აღსაზრდელებთან დღის პირ-ველ ნახევარში ნასწავლ მასალას განამტკიცებს.

გაერთიანების მეთოდისტი თა-მარ ავალიშვილი ამბობს, რომ აღმზრდელებს და აღსაზრდე-ლებს მოსწონთ ახალი სასწავლო პროგრამა. მისივე თქმით, ყველა

პირობაა შექმნილი გაერთიანებაში იმისთვის, რომ ბავშვები სკოლისთ-ვის სრულყოფილად მოემზადონ.

ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ელზა ბანცაძე ამბობს, რომ მათი ანაზღაურება, 320 ლარი, ძალიან ცოტაა მათ შრომასთან შედარებით. ელზა მასწავლებლის თქმით, განსაკუთრებით რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს შერეული ასაკის ჯგუფში მუშაობა.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნანა რევა-ზიშვილი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტე-ტია საბავშვო ბაღები და ყველას უხარია პირობების გაუმჯობესება. „არ არსებობს სფერო, სადაც წარმატებასთან ერთად არ იყოს პრობლემები, - აღნიშნავს ნანა მასწავლებელი, - იანვარში კვების ახალი ნორმები ამოქმედდება. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ბავ-შთა კვებას. უპირველესია ბავშვის ჯანმრთელობა და ეს დამოკიდებუ-ლია კვებაზე.“ ნანა რევაზიშვილის თქმით, სამ წლამდე ასაკის ბავშ-ვისა და 4-6 წლიანთა მენიუ უნდა განსხვავდებოდეს.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელის მედული ბოგვე-რაძის თქმით, აღმზრდელობითი მუშაობა კარგად მიმდინარეობს. მისივე თქმით, კოლეგები ერთმა-ნეთს აზრს უზიარებენ, საუბრობენ ნაკლოვანებებსა და მიღწევებზე. „ეზოს სათამაშოები ჩვენი უმთავ-რესი მოთხოვნაა, - ამბობს მედული მასწავლებელი, - კვება გაუმჯობე-სებულია, მაგრამ რაციონში უნდა შედიოდეს რძე, ხაჭო, არაჟანი, კვერცხი. მენიუს შედგენისას უნდა გაითვალისწინონ აღმზრდელების აზრი. აღსაზრდელებს ვეკითხებით, რა უყვართ და რა არა. ბავშვს რომ მიუტან საჭმელს და არ შეჭამს, ეს ძალიან ცუდია.“ მედული ბოგვერა-ძის თქმით, აღმზრდელთა ხელფასი მცირეა.

ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის აღმზრდელი ირმა სებისკვერაძე: -როდესაც თინათინ ხიდაშელმა დაიწყო ბაღების კვების გადა-სახადისგან გათავისუფლებაზე საუბარი, ეს წარმოუდგენელი გვეჩ-ვენებოდა და ვამბობდით, რომ ამას დიდი პრობლემები მოჰყვებოდა. ყველაფერი კარგად მოგვარდა. ეს იყო წინგადადგმული ნაბიჯი და ღვთის წინაშე ჩადენილი დიდი მადლი. თითქმის ყველა მიმარ-თულებით გაუმჯობესდა საბავშვო ბაღებში მდგომარეობა, გარდა ხელფასებისა. 30%-ით მაინც მოგ-ვემატოს ხელფასი. ეს არის ჩვენი სატკივარი.

ექთან ნათელა დეკანოსიძის თქმით, მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აღსაზრდელებმა ჯანსაღი საკვები მიიღონ. 1-დან 3 წლამდე აღსაზრდელებისთვის ამჟამად გათ-ვალისწინებულია 570 კილოკალო-რია, სამიდან 5 წლამდე ასაკისთვის კი 670 კილოკალორია. პირველი იანვრიდან ეს ნორმები გაიზრდება 1 540 და1 970 კილოკალორიამდე.

გაერთიანების დირექტორი ნინო

ბუხნიკაშვილი განმარტავს, რომ შეიმუშავებენ განსხვავებულ მენიუს სამ წლამდე ასაკის აღსაზრდელე-ბისა და სკოლამდელებისთვის. მისივე თქმით, ეს სიახლე განხორ-ციელდება მხოლოდ ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღში.

ნინო ბუხნიკაშვილის განმარტე-ბით, 2015 წლის ბიუჯეტის პროექ-ტით იგეგმება თანამშრომელთა ხელფასების 20%-ანი მატება.

მადლობა პროფესიონალიზმისთვის„მოსაწონი და მისასალმებე-

ლია, რომ სკოლამდელი აღზრდა ხელისუფლების პრიორიტეტია. ერთადერთი პრობლემა გვქონდა, რომ არდადეგები ორთვენახევარი გრძელდებოდა. ახლა ეს პრობ-ლემა მოგვარებულია,“ - ამბობს მშობელი მარინე გოგია.

დავით ჩადუნელი, მშობელი: -როცა ბავშვი მომყავს აქ, რაციონი-დან დაწყებული, უსაფრთხოებით დამთავრებული, არაფრის შიში არ მაქვს. ნორმალური ხელფასი უნდა ჰქონდეს აღმზრდელს. აუცილებე-ლია, რომ ლოგოპედი გაერთი-ანებაში შემავალ ყველა საბავშვო ბაღში იყოს.

ირმა გაბუნია, მშობელი: -მენიუს შედგენასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ კარგი იქნება, თუ წელი-წადში ერთხელ მოქმედ პედიატრს მოვიწვევთ. მან კარგად იცის, და-ავადებათა ტენდენციები მუნიციპა-ლიტეტში და ისეთ პროდუქტებს დაამატებს, რაც შეიძლება იყოს პრევენციული ამა თუ იმ დაავადების წინააღმდეგ. ეზოს სათამაშოები რომ არ გვაქვს, ფაქტია. ყველაფე-რი რომ მოგვარდება, ამის შემდეგ, იქნებ იზრუნოთ სადღესასწაულო კოსტუმების გარდერობის შექმნაზე. დიდი მადლობა საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს. აქ ნამდვი-ლად მუშაობენ პროფესიონალები.

გაერთიანების შენარჩუნება თუ დაშლა

ადგილობრივ ხელისუფლე-ბაში მსჯელობენ სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციის შესახებ. რა იქნება

გაერთიანების დაყოფის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

გაერთიანების დირექტორი, ნინო ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ გაერთიანების შექმნამდე, ხარა-გაულის №1 და №2 საბავშვო ბა-ღებთან შედარებით, სოფლების ბაღები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. განსხვავებული იყო აღსაზრდელთა კვება და აღმზრდელთა ანაზღაურება. მი-სივე თქმით, გაერთიანების მიერ ტენდერის გამოცხადებისას გა-რანტირებულია დაბალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა. ნინო ბუხნიკაშვილს მიაჩ-ნია, რომ გაერთიანების დაშლის შემთხვევაში უნდა შენარჩუნდეს ეს თანაბრობა. ის დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რაც ბავშვს დააზარალებს.

„გაერთიანების შექმნამდე სკო-ლამდელი აღზრდა განათლების განყოფილებიდან იმართებოდა, - ამბობს აღმზრდელი ნანა რევა-ზიშვილი, - ყველა ბაღს ჰქონდა თავისი ბეჭედი და შტამპი. ბაღის გამგე თავად ადგენდა ხარჯთაღ-რიცხვას და თუ სადმე რამე არ იყო მოწესრიგებული, - ე. ი. ვერ მუშაობდა გამგე კარგად და არც თანხას ითხოვდა. კარგია, როცა ცენტრალიზებულად ხდება შეს-ყიდვა, დარჩეს ეს ისევ ასე, მაგრამ გამგეებს ადგილზე ჰქონდეთ ბი-უჯეტის შედგენის შესაძლებლობა და ადმინისტრირების უფლება, - თავად შეადგინონ შტატები, შრო-მის განაწესი და დაამტკიცებინონ გაერთიანების დირექტორს.“

ნანა რევაზიშვილის თქმით, უმ-ჯობესია რეფორმის გატარებისას გაითვალისწინონ დარგის სპეცი-ალისტების აზრი. მან 2007 წელს გაერთიანების შექმნა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ გამგეებს ყველა უფლება ჩამოართვეს და მარტო მოვალეობები დაუტოვეს.

შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურ

ნაბიჯებს გადავდგამთგამგებლის მოადგილე თემურ

ჩხეიძემ აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების წინაშე არსებული ზოგი პრობლემა მისთვის ნაცნობი იყო. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის №1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირე-ბასთან დაკავშირებით უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მოვა სამუშაო ჯგუფი და ეს პრობლემა დაზამთრებამდე მოგვარდება. გამგებლის მოადგილის თქმით, მაქსიმალურად გვერდით დაუდგე-ბიან გაერთიანებას და რეორგანი-ზაციასთან დაკავშირებულ საკითხს შეაჯერებენ საზოგადოების აზრთან.

გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძე ამბობს, რომ გაყოფა არ გულისხმობს დაშლას. „შეიძლება ვფიქრობდე, რომ ცენტ-რალიზებულად მართვა უმჯობე-სია, მაგრამ ზონალურად დაყოფა (მაგალითად, ძირულას ხეობის, კიცხის ზონის, ჩხერიმელას ხეობის) შესაძლოა იყოს უმჯობესი.“ პაატა გოგოლაძის თქმით, ეს საკითხი ერთპიროვნულად არ გადაწყდება და იმსჯელებენ კომპეტენტურ პი-რებთან ერთად. რაც შეეხება ხელ-ფასების მატებას, პაატა გოგოლაძემ აღნიშნა, რომ შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმალურ ნაბიჯებს გადადგამენ.

საკრებულოს წევრმა, ჯანდაც-ვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გივი თხე-ლიძემ აღმზრდელთა თავდადებულ შრომაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით,

სამოქალაქო დარბაზი „მოდი, ვიმსჯელოთ!”

გვ. 5

Page 5: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

5xtvb [fhfufekb12 სექტემბერი, 2014 წ.

გლეხს ხელშეწყობა სჭირდება და არა - დაჯარიმება

მალე მოგვარდება ხარაგაულის №2 საბავშვო ბაღის წყალმომარა-გების პრობლემა. „დარწმუნებული იყავით, რომ ბიუჯეტის შედგენისას, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამო-მდინარე, ისეთ გადაწყვეტილებას მივიღებთ, რაც ყველასთვის მი-საღები იქნება,“ - აღნიშნა გივი თხელიძემ.

საკრებულოს წევრმა მარინე ვეფხვაძემ მადლიერება გამოხატა ყურადღებიანი და გულისხმიერი აღმზრდელებისადმი. მისივე თქმით, გამგეობასთან ერთად შეეცდებიან საბავშვო ბაღების წინაშე არსებული ყველა საკითხის მოწესრიგებას.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თქმით, გადა-წყვეტილების მიღების პროცესში იხელმძღვანელებენ სწორედ სა-ბავშვო ბაღის თანამშრომელთა მოსაზრებებით.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა, რომ როგორც ბორითის მაჟორიტარი დეპუტატი, ბორითის საბავშვო ბაღს ეზოს კეთილმოწყო-ბაში დაეხმარება.

საკრებულოს წევრმა ქეთევან ზუმბაძემ აღნიშნა, რომ საბავშ-ვო ბაღის აღმზრდელის შრომა დაუფასებელია. მისივე თქმით, თანდათან გვარდება გაერთიანების პრობლემები და უნდა იზრუნონ თანამშრომელთა ხელფასების გაზრდაზე.

„2015 წლის ბიუჯეტის განხილ-ვისას გავითვალისწინოთ მათი თხოვნა, ვისაც ჩვენი მომავალი აბარია. ხელისუფლებაში რომ არ მომატებულიყო შტატები და არ გა-

ცემულიყო პრემიები, ბევრი საკითხი მოგვარდებოდა, “ - აღნიშნა ქეთე-ვან ზუმბაძემ. მან ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პრობლე-მებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არის დაცული სტანდარტები. მისივე თქმით, მისთვის უმთავრესია საბავშვო ბაღები და მაქსიმალურად გვერდით დაუდგება გაერთიანებას.

გამგებლის პირველი მოადგილე პაატა გოგოლაძის გამარტებით, მშენებარე ბაღების პრობლემების ნაწილი უკვე მოგვარებულია. მისი

ინფორმაციით, წყალაფორეთის საბავშვო ბაღის მშენებელს შეუწყ-ვიტეს ხელშეკრულება და ახალი ტენდერია გამოცხადებული.

ხარაგაულის მაჟორიტარმა დე-პუტატმა ნოდარ ებანოიძემ სკო-ლამდელ დაწესებულებათა გაერ-თიანებაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადაიდგა, როცა სკოლამდე-ლი აღზრდა ადგილობრივ თვითმ-მართველობას გადმოეცა სამართა-ვად. მისი თქმით, ხარაგაულისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს საბავშ-ვო ბაღების განვითარებას. რაც შე-ეხება რეორგანიზაციას, დეპუტატის თქმით, მუდმივი არაფერია და რაღაც პლუს-მინუსებს დავინახავთ, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მარტო ერთი და ორი ადამიანი ვერ მიიღებს, მთავარია, სწორად დაითვალოს უპირატესობები.

ნოდარ ებანოიძის თქმით, საკ-მაოდ სერიოზული გადაწყვეტილება იყო ხარაგაულში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა. „აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესში. და-ვეკითხე მაშინდელ საკრებულოს, აღმასრულებელ ხელისუფლებას. ეს ყველაფერი დამატებით ხარჯებს

ითხოვს. ვერ წარმოვიდგენდი, რომ სექტემბერში ახალ საბავშვო ბაღებს ვერ გავხსნიდით. ვფიქრობ, ობიექ-ტური მიზეზებია, მაგრამ მგონია, რომ ჩვენც რაღაც დავაკელით. იმედია, რომ ამ პრობლემას დავძლევთ,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

ნოდარ ებანოიძის თქმით, სე-რიოზული იმედებია იმისა, რომ მუნიციპალიტეტს დამატებითი შე-მოსავლები გამოუჩნდეს. „გადა-წყვეტილებები, რომელსაც იღებენ ჩინოვნიკები, უნდა იყოს საზოგადო-ებისგან მაქსიმალურად მკაცრად გაკონტროლებული. ხელისუფლე-ბას არჩევის გარდა ძალიან მახვი-ლი თვალი სჭირდება. ნაკლებად გვიყურეთ თვალებში ხელისუფ-ლებას, შეხედეთ პრობლემებს, მშობლებს, მათ საჭიროებებს. თუ ბევრი არ ვისაუბრეთ და აზრები არ მივაწოდეთ ერთმანეთს, არაფერი გამოვა,“ - აღნიშნა დეპუტატმა. ნოდარ ებანოიძის თქმით, აღმას-რულებელი ხელისუფლება და საკ-რებულო მზად არის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მოუსმინოს სპეციალისტებს.

ნინო კაპანაძე

2015 წლისთვის იგეგმება საბავშვო ბაღის აღმზრდელთა ხელფასების 20%-იანი მატება

შეხვედრა „ჩემი ხარაგაულის” პროექტის „სოფლის შენებას რა უნდა” ფარგლებში გაიმართა.

უმუშევრობა, ინტერნეტზე ხელ-მისაწვდომობა, უფუნქციოდ დარ-ჩენილი კულტურის სახლის ამოქ-მედება, - ეს პრობლემები აწუხებს ბორითის მოსახლეობას. ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გამ-გებლის წარმომადგენელი ჯემალ მაღლაკელიძე ამბობს, რომ სოფ-ლის მხარდაჭერის პროგრამით ბორითში საუბნო გზების შეკეთება-ზე დაიხარჯა 4 418 ლარი. მისივე ინფორმაციით, ამ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი თითქმის ყველა სამუშაო შესრულებულია - საქასრიაში დასრულდა სარიტუ-ალო დარბაზი; ბორითის სარიტუ-ალო დარბაზს შემატეს მაგიდები და სკამები 70 კაცზე, ამავე დარ-ბაზში დაიდგა სამი კონდიციონე-რი; უბისაში მოეწყო სარიტუალო სახლი და იქ შესატანია ჭურჭელი, მაგიდები და სკამები. ჯემალ მაღ-ლაკელიძის თქმით, ამაშუკეთში დასახურია და კეთილმოსაწყობია ელექტროწისქვილი.

ბორითის მაჟორიტარი დე-პუტატი მანანა ბარბაქაძე

ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭე-რის პროგრამის გარდა მოიძიეს თანხები და გაკეთდება გზა მაქა-თუბანის ზემოუბანში, უბისასა და გაღმა ვაშლევში. მისივე ინფორ-მაციით, სამივე გზის მშენებლობაზე გამოცხადებულია ტენდერი.

ბორითელი გია ტყემალაძე ბორითის კლინიკაში ტექნიკოსად მუშაობდა. ის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ სამ თანამშრომელთან ერთად შეამცირეს.

მაჟორიტარი დეპუტატის მა-ნანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ბორითის კლინიკაში მიმდინარე რეორგანიზაცია ერთ კვირაში დას-რულდება. „კლინიკაში გაკეთდება თვალის, ყელ-ყურის, ბრმანაწლა-ვის, მუცლის ღრუს და ა. შ. ოპერა-ციები, - ამბობს მანანა ბარბაქაძე,

- ხშირად ეწყობა უფასო სამედი-ცინო შემოწმებები და მოსახლე-ობა ნამდვილად კმაყოფილია. სექტემბრის პირველ რიცხვებში 120-მა კაცმა გაიარა სამედიცინო შემოწმება. ორი კვირის წინ ექი-მები სამას პაციენტს მოემსახურენ. გულსაწყვეტია, რომ ადამიანები გაუშვეს სამსახურიდან, მაგრამ არის იმედი, რომ აღადგენენ, ვინც იქნებიან პროფესიონალები და ვნახოთ, ერთი კვირის შემდეგ რას გვეტყვიან. ბორითის ადმინისტრა-ციულ ერთეულში ფუნქციონირებს სტომატოლოგიური კაბინეტი.“

მარინა წერეთელის უმთავ-რესი პრობლემა ზამთრისთ-

ვის შეშით მომარაგებაა. „მარტო-ხელა ვარ. მალე უნდა მოგვცენ ნებართვა, რომ შევძლოთ შეშის მოტანა,“ - ამბობს იგი.

„ასეთი პრობლემაა ყველგან, მთელ ხეობაში, - ამბობს მანანა ბარბაქაძე, - შევხვდით მაქათუბ-ნის მოსახლეობას. იქ მხოლოდ ორი ტყე-კაფი გამოიყო და სა-ნამ არ ამოიწურება, სხვაგან არ გამოიყოფა. როგორც მაქათუბ-ნელებისგან ვიცი, გამოყოფილ ტყე-კაფში ხარს უჭირს შესვლა. რა ქნას გაჭირვებულმა გლეხმა. ხე-ტყის უკანონოდ მოჭრის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე სოლიდუ-რი თანხით დააჯარიმეს. ჯარიმა ძალიან დიდია. სოციალურად დაუცველს 2 000 ლარით რომ დააჯარიმებ, როგორ გადაიხდის. გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს მექანიზმი, რომ პირველ ჯერზე გააფრთხილოს მოქალაქე.“

გია ტყელამაძის თქმით, იგივე მდგომარეობაა ინერტული მასა-ლის მოპოვებაზეც. მას მიაჩნია, რომ „გლეხი ხელშეწყობა სჭირ-დება და არა - დაჯარიმება.“

ჯემალ მაღლაკელიძე ამბობს, რომ საპატრულო პოლიციის შენობის საკანალიზაციო სისტემა მოუწესრიგებელია და სერიოზულ

პრობლემებს ქმნის. მისივე თქმით, ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მო-საგვარებელია.

ბორითში წლების წინ გა-რემონტებულ კულტურის

სახლს არ ჰყავს ხელმძღვანელი. ბიბლიოთეკარი ქეთევან ბერაძე ამბობს, რომ ბორითის კულტურის სახლი გამორჩეული იყო ხარა-გაულში. მისივე თქმით, ბორითში იმართებოდა პოეზიის საღამოები, იწვევდნენ ცნობილ პოეტებსა და მწერლებს, ტარდებოდა კონ-ცერტები, სპექტაკლები. „ნათელა წიქარიშვილმა შეინახა ეს კულტუ-რის სახლი. ამის განადგურება და უფუნქციოდ დატოვება არ შეიძ-ლება. აუცილებელია, დანიშნონ ხელმძღვანელი და რა მოთხოვნაც ექნება, შეასრულებს,“ - ამბობს ქე-თევან ბერაძე.

ნატო გაბუნიას თქმით, ყვე-ლაფერი ხარაგაულის ცენტრშია თავმოყრილი. „ხარაგაულის კულ-ტურის ცენტრმა ერთი წრე გახსნას ბორითში. ვფიქრობ, ბევრი ახალ-გაზრდა დაინტერესდება.“

ლელა გორგაძეს მიაჩნია, რომ ბორითში სპორტულ-გამაჯანსაღე-ბელი ცენტრის არსებობა აუცილე-ბელია.

ბორითის მაჟორიტარი დე-

პუტატის, მანანა ბარბაქაძის ინ-ფორმაციით, აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაეცა ა(ა)იპ-ები და საუბარია მათ პერიფერიებში გადასვლაზე.

2005 წელს გაეროს პროგრამით ბო-

რითში ინტერნეტ კლუბი ამოქმედ-და. ახლა იქ მოსწავლეთა სახლ-თან არსებული კომპიუტერული ცენტრი ფუნქციონირებს. „გვაქვს ორი კომპიუტერი და ახალგაზრ-დებს ვასწავლით კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს, - გვიამბობს ცენტრის მასწავლებელი მადო-ნა გაჩეჩილაძე, - სერტიფიკატის მიღების მსურველები გამოცდას ხარაგაულში აბარებენ. ინტერნეტის პრობლემის მოგვარებას ქალბა-ტონი მანანა ბარბაქაძე დაგვპირდა. შესაკეთებელია ორი კომპიუტერი.“

დათო გულაშვილს მიაჩნია, რომ „სულში გვაფურთხებენ და ქართველობას გვართმევენ,“ რად-გან მისივე თქმით, „საქასრიაში არაოფიციალური ბორდელია გახ-სნილი და ამაზე არავინ საუბრობს.“ დათო თვლის, რომ „ისევ „ნაციონა-ლებით“ არის ყველა სისტემა გავსე-ბული და ეგენი აწყობენ საბოტაჟს. ქვეყანა დაანგრიეს, ქვეყნის მტრები არიან და ამაზე არ წერთ.“

მაქათუბანში ჯერჯერობით შეჩერებულია ორი უბნის

დამაკავშირებელი ხიდის მშე-ნებლობა. მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯ-ვებული მშენებელი ორგანიზაცია არ აღმოჩნდა კეთილსინდისიერი. მისივე თქმით, პროექტი და კონსტ-რუქციები გეოლოგიური დასკვნის გარეშე გაკეთდა. ახლა ხიდის მშენებლობა სხვა ორგანიზაციას გადაეცა და გვპირდებიან, რომ წლის ბოლომდე დასრულდება,“ - ამბობს მანანა ბარბაქაძე.

ფაბრიკის უბანში მცხოვრები ელისო ბარბაქაძე მადლიერებას გამოთქვამს ჯემალ მაღლაკე-ლიძისა და გიორგი ტყემალაძის მიმართ საუბნო გზების მოწესრი-გების გამო.

ბორითელები ყველაზე მეტად გახარებულები არიან ბორითში საბავშვო ბაღის შენობის გარე-მონტებით. ბაღის გამგის, თამარ ტაბატაძის თქმით, საბავშვო ბაღს ესაჭიროება წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. მისივე თქმით, 25 სკოლამდელი ასაკის ბავშვი უკვე მიიღეს, თვის ბოლომ-დე კი საშუალო და ბაგის ასაკის ბავშვთა ჯგუფების გახსნა იგეგმება.

ნინო კაპანაძე

სოფლის შენებას რა უნდა

„გაზეთის ფურცლებზე საიმედო გვითხარით ხოლმე რამე, - რომ ჩვენი საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდება, რამე სასიკეთოდ შეიცვლება,” - აღნიშნა გაზეთ „ჩემი ხარაგაულის”

ინიციატივით ბორითში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ბორითელმა ქეთევან ბერაძემ.

მეოთხე გვერდიდან

Page 6: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

6 xtvb [fhfufekb 12 სექტემბერი, 2014 წ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამ-გეობიდან მოპოვებული ინფორმაციით, ივლისში სოციალური დახმარება გა-ეწია 379 ბენეფიციარს 48 723 ლარით. მათ შორის:

სამამულო ომის 27 ვეტერანს კომუ-ნალური ხარჯების დასაფარავად - 675 ლარი (თითოეულს 25 ლარი);

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 35 უსინათლოს კომუნალური ხარჯების დასაფარავად - 700 ლარი (თითოეულს 20 ლარი);

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა (100 ათას სარე-იტინგო ქულამდე) 78 ოჯახს ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად - 15 600 ლარი (თითოეულ ოჯახს 200 ლარი);

ახალშობილთა ოჯახებს - 1 800 ლარი (12 ახალშობილი);

ლეიკემიით და დიალეზით დაავა-დებულ 6 მოქალაქეს ტრანსპორტის ხარჯების დასაფარავად - 1 600 ლარი;

აკაკი წერეთლის სახელობის სა-ხელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინე-ბულ სტუდენტს ნინო სახვაძეს სასწავ-ლო გეგმით გათვალისწინებული ათდ-ღიანი დიალექტოლოგიური პრაქტიკის დასაფინანსებლად - 500 ლარი;

ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად დახმარება გა-ეწია 220 მოქალაქეს 27 848 ლარით.

აგვისტოში სოციალური დახმარება

გაეწია 329 ბენეფიციარს 46 576 ლა-რით. მათ შორის:

სამამულო ომის 27 ვეტერანს კომუ-ნალური ხარჯების დასაფარავად 675 ლარი (თითოეულს 25 ლარი);

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 35 უსინათლოს კო-მუნალური ხარჯების დასაფარავად 700 ლარი (თითოეულს 20 ლარი);

უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრირებულთა (100 ათას სარე-იტინგო ქულამდე) 15 ოჯახს ოჯახის გარდაცვლილი წევრის დაკრძალვის ხარჯების ასანაზღაურებლად - 3 000 ლარი (თითოეულ ოჯახს 200 ლარი);

ახალშობილთა ოჯახებს - 4 100 ლარი (21 ახალშობილი);

ლეიკემიით და დიალეზით დაავა-დებულ 6 მოქალაქეს ტრანსპორტის ხარჯების დასაფარავად - 1 200 ლარი;

2008 წლის 8 აგვისტოს ომში გარდაცვლილი ზაზა გლუნჩაძის ოჯა-ხის ერთჯერადი მატერიალური დახმა-რება 500 ლარი;

ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერ-თეულში მცხოვრები უკიდურესად გაჭირვებული ოჯახისთვის ელექტ-როენერგიის მრიცხველის შესაძენად „ენერგო-პრო ჯორჯიას“ - 400 ლარი;

ოპერაციებისა და მკურნალობის ხარჯების დასაფარად დახმარება გა-ეწია 223 მოქალაქეს - 36 001 ლარით.

რა მდგომარეობაა მოსახლეობაზე საშეშე ბარათების გაცემის კუთხით და რა ოდენობის ტყეკაფია გამოყოფილი საშეშედ ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში, - ამ საკითხებზე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროს გია ჭიპაშვილს მივმართეთ.

გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ამჟამად ხარაგაულში გახსნილია ოცი ტყეკაფი. მისივე თქმით, ზოგი მათგანი დამუშავების პროცესშია. „ჩვენ ბაზაში უნდა დავარეგისტრიროთ ტყეკაფი და მას ამის შემდეგ სპეციალური კოდი ენიჭება, - განმარტავს გია ჭიპაშვილი, - სულ ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტისთვის გამოყოფილია 102 ტყეკაფი. ერთ სოფელში ორი ტყეკაფი თუ არის გამოყოფილი, ერთის მარაგი რომ ამო-იწურება, შემდეგ გაიხსნება მეორე. უშე-შოდ არავინ დაგვრჩება. გამოყოფილი ტყეკაფი ყველა ოჯახს ეყოფა. ამჟამად 20 ათასი მ3 საშეშე მასალაა მობეჭდი-ლი. ამაზე მეტი არასდროს ყოფილა. მოსახლეობის ნაწილი საკუთარ საკარ-მიდამოში ჭრის შეშას, ზოგი ეროვნული პარკის ტყეკაფიდან სარგებლობს, ზოგი უკვე ბუნებრივი გაზით თბება.“

იმისთვის, რომ შეშა კანონიერად მოვიპოვოთ, გია ჭიპაშვილის განმარ-

ტებით, უნდა მივაკითხოთ ტყისმცველს, რომელიც მოგვცემს იმ ტყეკაფის კოდს, სადაც გვსურს შეშის მოპოვე-ბა. ამ კოდის მიხედვით გადავიხდით თანხას ბანკში. ერთ მ3 შეშის ღირებუ-ლებაა 6 ლარი. მოქალაქეს უფლება აქვს შვიდი მ3 შეშა მოჭრას. ერთი

თვის განმავლობაში შეუძლია იმუშაოს ტყეკაფში და როცა გადაწყვეტს საშეშე მასალის ტრანსპორტირებას, ტყისმც-ველი ამოუწერს ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტს.

მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა ტყეკაფებამდე მისასვ-ლელი მოუწესრიგებელი გზები. გია ჭიპაშვილი ამბობს, რომ ტყეკაფის გამოყოფას თავისი წესი და რიგი აქვს - გასათვალისწინებელია ტყის დახრილობა, სიხშირე, რელიეფი. „მაქ-სიმალურად ვეცადეთ, რომ ტყეკაფი ახლოს ყოფილიყო მოსახლეობასთან და გაადვილებოდათ შეშის მოპოვება, - ამბობს გია ჭიპაშვილი, - ზოგან სოფ-ლის მოსახლეობამ თავად მოაწესრიგა გზები. ჩვენ მონაცემები გადავეცით ზემდგომს და, შესაძლოა, რამდენიმე ტყეკაფში მისასვლელი გზა გაკეთდეს.“

თუ საკუთარ საკარმიდამოში გვსურს საშეშედ ხის მოჭრა, ამ შემთხვევაში

არავითარი საბუთი არ გვჭირდება, ხოლო თუ სხვისთვის მიგვაქვს საკუ-თარ საკარმიდამოში მოჭრილი შეშა, დაგვჭირდება ცნობა გამგებლის წარმო-მადგენლისგან, რომ ეს შეშა ნამდვი-ლად ჩვენ საკარმიდამოში მოვჭერით.

„საკუთრებაში არსებული ხის სამასა-ლედ გამოყენება მოქალაქეს შეუძლია. ამ შემთხვევაში ის ცნობას ღებულობს გამგებ-ლის წარმომადგენლისგან, რომ ხე ნამდ-ვილად მის საკარმიდამოშია მოჭრილი და ამ ცნობას იმერეთის სატყეო სამსახურში აგზავნის, - განმარტავს გია ჭიპაშვილი, - შემდეგ წერილი ჩვენ გადმოგვეგზავნება. ხუთი დღის ვადაში ვალდებული ვართ, შევამოწმოთ მოთხოვნის კანონიერება და მოვბეჭდოთ ხე სახერხში გადასატანად.“

ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშე-შე მასალა კანონიერად მოიპოვოს. „ყველას მივმართავ, ნუ მოჭრიან ხეს უკანონოდ. ჩვენი მიზანი და სურვილი არ არის ხალხის დაჯარიმება. ნაშთიც გვაქვს შარშანდელი ტყეკაფების და

უშეშოდ არავინ დარჩება,“ - დასძენს გია ჭიპაშვილი.

გთავაზობთ ტყისმცველების სა-კონტაქტო ტელეფონებს:

ბორითი - ლევან სახვაძე - 595 00 30 63, ბექა გლუნჩაძე - 595 00 60 56;

საქასრია - ვაჟა წიქარიშვილი - 599 89 88 45;

მოლითი - ალი მურადოვი - 595 00 55 52, მამუკა ფერაძე - 595 09 55 28;

წ იფ ა - გ იორგ ი რ ი კ ა ძ ე - 595 000 683;

ზვარე - ნიკოლოზ მაღრაძე - 595 000 399, პაპუნა ჭიპაშვილი - 595 00 30 64;

ვარძია - კახა ხიჯაკაძე - 599 89 88 47, სიმონ ფოფხაძე - 595 000 390;

რიკოთხევი - დემური კურტანიძე - 595 00 30 68, ერასტი ღამბაშიძე - 595 000 362, დავით სამხარაძე - 595 00 30 75.

ნინო კაპანაძე

გია ჭიპაშვილი - უშეშოდ არავინ დარჩება

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის მე-3 პუნქ-ტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარ-ჯები შეიძლება ანაზღაურდეს მუნიციპა-ლიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.

ხარჯების ანაზღაურება არ ეხება საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრე-ბულოს თავმჯდომარის მოადგილეს, საკრებულოს ფრაქციებისა და კომისი-ების თავმჯდომარეებს). საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მათი საქმიანობა ანაზღაურებადია, შესაბამისად თანამდებობრივი სარგო-ების განსაზღვრა ხდება საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კა-ნონმდებლობით დადგენილი საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რან-გირების სისტემის გათვალისწინებით. საკრებულოს თანამდებობის პირების (როგორც საჯარო მოსამსახურეებიის) მოვალეობების შესრულებასთან და-კავშირებული ხარჯების დამატებით ანაზღაურება არ ხდება. ამასთან დაუშ-ვებელია მუნიციპალიტეტის საკრებუ-ლოს წევრისთვის, მ.შ. თანამდებობის პირისთვის, ხარჯების ანაზღაურება პრემიებისა და დანამატების სახით.

საკრებულოს წევრის (რომელიც არ არის თანამდებობის პირი) მოვა-ლეობების შესრულებასთან დაკავ-შირებული ხარჯების გაანგარიშება ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

1. სატრანსპორტო ხარჯების დათვლის პრინციპი:

ა) საკრებულოს სხდომებზე და კომისიების/ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო სატრანსპორტო ხარჯების გამოსათვლელად საკრებუ-

ლოს იმ წევრისათვის, რომელიც არ ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში: განისაზღვროს მანძილი (კილომეტ-რებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტ-რაციული ცენტრიდან საკრებულოს წევრის საცხოვრებელ დასახლებულ პუნქტამდე და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 10 სხდომაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამადასტურებელ დოკუ-მენტად ჩაითვლება საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში მისი მონაწილეობის ამსახველი საოქ-მო ჩანაწერები.

ბ) საკრებულოს წევრის მოსახლე-ობასთან შეხვედრებისთვის სატრანს-პორტო ხარჯების გამოსათვლელად: განისაზღვროს მანძილი (კილომეტ-რებში) მუნიციპალიტეტის ადმინისტ-რაციული ცენტრიდან იმ დასახლებულ პუნქტამდე, სადაც ტარდება შეხვედრა, და გამრავლდეს 2-ზე. ანაზღაურება ხდება თვეში მაქსიმუმ 5 შეხვედრაზე დასწრებისათვის და ხარჯების დამა-დასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმი.

გ) სატრანპორტო ხარჯის გამო-სათვლელად ა) და ბ) პუნქტების მიხედ-ვით განსაზღვრული მანძილი მრავლ-დება 0,12-ზე და ბაზარზე არსებული საშუალო ხარისხის 1 ლიტრი ბენზინის ფასზე (საორიენტაციოდ - 2,25 ლარი);

დ) სატრანსპორტო ხარჯები გაიან-გარიშება საკრებულოს თითოეული წევრისათვის.

მაგალითი: მუნიციპალური ცენტრი-დან A პუნქტამდე (საკრებულოს წევრის საცხოვრებელი დასახლება) მანძილი შეადგენს 30 კმ-ს. სატრანსპორტო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობი-სათვის იანგარიშება ასე: 30 X 2 X 0.12 X 2.25 = 16.2 ლარს. ყოველთვიურად ანაზღაურებადი სატრანსპორტო ხარ-ჯების ზღვრული ოდენობა სხდომებზე დასასწრებად საკრებულოს ამ წევ-

რისათვის, რომელიც არ ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში, იქნება 16,2 X 10 = 162 ლარი.

დავუშვათ, მუნიციპალური ცენტ-რიდან B პუნქტამდე (საკრებულოს წევრის მოსახლეობასთან შეხვედრის ადგილი) მანძილი შეადგენს 35 კმ-ს. სატრანსპორტო ხარჯი ამ პუნქტამდე ერთი მგზავრობისათვის იანგარიშება ასე: 35 X 2 X 0.12 X 2.25 = 18.9 ლარს. ყოველთვიურად ანაზღაურებადი სატრანსპორტო ხარჯების ზღვრული ოდენობა მოსახლეობასთან შეხვედ-რის მიზნით საკრებულოს წევრისთვის იქნება 18.9X 5 = 94.5 ლარი.

მთლიანობაში, თვეში ასანაზღა-ურებელი სატრანსპორტო ხარჯე-ბის ზღვრული ოდენობა საკრებუ-ლოს ასეთი წევრისთვის შეადგენს 162+94.5=256.5 ლარს).

2. საკომუნიკაციო ხარჯების დათ-ვლის პრინციპი:

საკომუნიკაციო ხარჯები უნაზღაურ-დებათ საკრებულოს იმ წევრებს, რომ-ლებიც ჩართული არიან მობილური კავშირის კორპორატიულ ქსელში. ხარჯების გადახდა ხორციელდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით თვეში - 20 ლარის ლიმიტის ფარგლებში.

3. სხვა ხარჯების ანაზღაურების პრინციპი:

საკრებულოს წევრს სხვა ხარჯე-ბისათვის (საფოსტო, ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ.) ყოველთვიურად ეძლევა 50 ლარი.

ანაზღაურების წესივინაიდან საქართველოს კანონი

კრძალავს საკრებულოს წევრებზე ხელფასის სახით თანხების გაცემას, ხარჯების ანაზღაურება განხორციელ-დება საბიუჯეტო კლასიფიკაციის „სა-ქონელი და მომსახურების“ მუხლის ფარგლებში „წარმომადგენლობითი ხარჯებით“, რომელიდანაც არ იქვითე-ბა საშემოსავლო გადასახადი.

- საკრებულოს სხდომებზე და კომისიების/ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო სატრანსპორტო ხარჯების ასანაზღაურებლად საკრე-ბულოს აპარატი ყოველთვიურად ამზადებს ბუღალტერიისათვის წარ-სადგენ ინფორმაციას საკრებულოს და კომისიების/ფრაქციების სხდომებში საკრებულოს წევრთა მონაწილეობის შესახებ, შესაბამისი საოქმო ჩანაწერე-ბის მიხედვით.

- საკრებულოს წევრის მოსახლე-ობასთან შეხვედრებისთვის სატრანს-პორტო ხარჯების ასანაზღაურებლად-ხარჯების ასანაზღაურებლად საკრებუ-ლოს აპარატი ყოველთვიურად ამზა-დებს ბუღალტერიისათვის წარსადგენ ინფორმაციას საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შე-

სახებ, საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი შეხვედრის ოქმების მიხედვით.

- საკომუნიკაციო ხარჯების ანაზ-ღაურება ხდება მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (ინვოისი/ანგარიშ-ფაქ-ტურა) საფუძველზე ფაქტიური ხარჯის მიხედვით, საბანკო გადარიცხვის მეშვეობით.

- სხვა ხარჯები ანაზღაურდება ფიქსირებულად, თვეში 50 ლარის ოდენობით.

- საკრებულოს წევრის მოვალეობე-ბის შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება (ზღვრული მოცულობების გათვალისწინებით), განხორციელდება შემდეგი თვის 10 რიცხვამდე.

რეკომენდაციები საკრებულოს წევრთა ხარჯების ანაზღაურებაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლები იგორეთი და საქარიქედი წლებია განიცდიან სასმე-ლი წყლით მომარაგების პრობლემას. ამ სოფლების წყალმომარაგებით უზრუნველყოფა კომუნისტების ეპო-ქაში მოხდა. 70-იან წლებში გაკეთდა სასმელი წყლის სათაო ნაგებობა და რკინის ხარისხიანი მილებიდან სისტე-მატურად მარაგდებოდა მოსახლეობა სასმელი წყლით. დროთა განმავლო-ბაში სისტემა მოძველდა და გამოვიდა მწყობრიდან.

ნაციონალების მმართველობის ბოლო წელს, ოქტომბრის საპარლა-მენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამოყარეს ძველი წყალგაყვანი-ლობა და შეცვალეს ახალი მილებით, მაგრამ მათი დიამეტრი იმდენად მცირე იყო, რომ რამდენიმე ოჯახი თუ დაკმაყოფილდებოდა. ეს ფაციფუცი აშკარად გათვლილი იყო არჩევნებ-ში ხმების მოსაპოვებლად. წყალმა არჩევნებიდან რამდენიმე დღე იდინა და როგორც ნაციონალებმა დალიეს ჩაილურის წყალი - ისე გაქრა წყალიც.

იმედი ახლადმოსულმა მთავრობამ ჩაუსახა ხალხს. ადგილობრივ არჩევნე-ბამდე რამდენიმე კვირით ადრე კვლავ შეიცვალა წყალმომარაგების სისტემა. ამოიყარა ნაციონალების დროს ჩაყ-

რილი მილები და ჩანაცვლდა ოცნების მიერ ახალი წყალგაყვანილობით.

ადგილობრივ არჩევნებში გამარჯ-ვება ოცნებას დარჩა - სოფელს კი შერჩა წინასაარჩევნო დაპირება და ოცნება სასმელ წყალზე. ორივე შემთხ-ვევაში სისტემის რეაბილიტაცია მოხდა სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი თანხებით. რომელმა წყალმა წაიღო და სად აორთქლდა ეს ფული? - მომკითხავი არავინაა. ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ეს წყალიც საარჩევნო გამოდგა.

მოსახლეობას აქვს კითხვა, რო-გორც წინა, ისე ახალ ხელისუფ-ლებასთან - მართლა საარჩევნოა სოფლისთვის ეს წყალი და მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ველო-დოთ მის გადმოდინებას თუ გვქონდეს იმედი მანამდე მოსვლის?

ანდა გვასწავლეთ ის მაგიური შე-ლოცვა - აბრაკა-დაბრა, რომლითაც წყალი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოგყავთ და არჩევნების შემდეგ გვალვას აჩენთ?!

წყალმომარაგების მოგვარების იმედით წყალს მოწყურებული

იგორეთისა და საქარიქედის მოსახლეობა

სოფელს სასმელი წყალი - არჩევნებიდან

არჩევნებამდეგაზეთ „ჩემი ხარაგაულის” რედაქციაში შემოვიდა იგორეთსა

და საქარიქედში მცხოვრები 78 მოსახლის მიმართვა, რომელიც გაგზავნილია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულ

ზაზა მეფარიშვილთან და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძესთან. გთავაზობთ ამ მიმართვის ტექსტს:

ორ თვეში სოცდახმარებებზე 95 299 ლარი გაიცა

მოწოდებულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის პოლიტიკის სამმართველოსგან

Page 7: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

7xtvb [fhfufekb12 სექტემბერი, 2014 წ.

მეფუტკრეების საყურადღებოდ!

ცხოვრება მართლაც ღირდა (თემიკო დევდარიანის ხსოვნას)

შემოდგომის დადგომისთანავე ფუტკარსა და ხილზე განსაკუთრებული შემოტევა დაიწყო ე.წ. ყვითელმა დიდმა კრაზანამ (PHILANTUS TRIANGULUM), რომელსაც ფუტკრის მგელსაც უწოდე-ბენ. ეს ძალიან საშიში და მავნებელი მწერია. მისი გავრცელების არეალია ევ-როპა, აზია და კავკასია. საქართველო-ში დაახლოებით 20 წლის წინ გაჩნდა. დედალი კრაზანა მხოლოდ ფუტკრით იკვებება, მამალი კრაზანა ფუტკრითა და ხილით. ეს მწერი ბინადრობს ხის ფუღუროებში, მიტოვებული სახლის სხვენებში - იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც სკებია. კრაზანას ერთი ბარტყის გამოკვებას 4-6 ფუტკარი სჭირდება. 30 კრაზანას შეუძლია 30 ათასი ფუტკარი გაანადგუროს ერთ ჯერზე. კრაზანა ფუტკარს სკასთან დარაჯობს, დანესტ-რავს, ჩიჩახვს გამოუგდებს და დანარჩენ ნაწილს ჭამს. მამალი კრაზანები ზომით დედალ კრაზანებზე პატარები არიან - 12 მმ სიგრძისაა მამალი, 15 მმ სიგრ-ძის - დედალი. მრავლდებიან 20-25 გრადუს ტემპერატურაზე.

კრაზანა დიდ ზიანს აყენებს მება-ღეებს. ყველას გექნებათ ნანახი ხეზე დარჩენილი ნაყოფის კანი, რბილი

მასა კი შეჭმული. როგორ ვებრძოლოთ კრაზანას.

მეფუტკრეებისთვის ერთი გამოსავალია, რომ 50-100 კილომეტრით მოაშორონ სკები კრაზანას ადგილსამყოფელს. შესაძლოა, დღეს ვერ ვგრძობთ, მაგრამ კრაზანას გამრავლება კატასტროფულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს მეფუტკ-რეებს. წელს აპრილში დაბალი ტემპე-რატურის გამო ვერ განვითარდა. ახლა კი მას აქვს ხელსაყრელი პირობები განვითარებისთვის. შემოდგომაზე, როცა ფუტკარი პასიურია, აქტიურდება კრაზანა და ფუტკარს უსწრაფესად ანადგურებეს.

ერთჯერად ბოთლებში ჩავასხათ 100 გრამი ვაჟინი (სიროფი) და ჩავყაროთ ხილის ნაჭრები. ეს ბოთლი ახლოს მოვათავსოთ საფუტკრესთან. ბოთლ-ში ჩასული კრაზანა აუცილებლად დაიღუპება. ყველა მეფუტკრეს ვთხოვ, რომ კარგად დაძებნონ კრაზანას ბუ-დეები, რომლებიც საფუტკრედან ორი კილომეტრის რადიუსში იქნება და და-უყოვნებლივ გაანადგუროს. კრაზანას ბუდე შეიძლება სპციალური ხსნარით, ნიგროლით, დიზელით განადგურდეს.

ლაშა გურგენიძემეფუტკრე

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში 20 სექტემბრამდე პირადობის ახალი მოწმობა, 34 ლარის ნაცვლად მხო-ლოდ 15 ლარი ეღირება.

პირადობის ახალი მოწმობის მი-ღების მსურველები პირადობის და-მადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდე-ბიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლა-რის გადასახადისგანაც. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულებს გადახდა მოუხდებათ.

აქციით სარგებლობის საშუალე-ბა ნებისმიერი ასაკობრივი კატეგო-რიის, როგორც სრულწლოვან ისე

და არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ. აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისა-მართის გარეშე არიან რეგისტრირე-ბულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დო-კუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მო-ქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სა-მოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვ-ნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი.

20 სექტემბრამდე პირადობის ახალი

მოწმობა 15 ლარი ღირს

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის ცენტრი აცხადებს მოსწავლეთა მიღებას 2014-2015 სასწავლო წლისთვის შემდეგ წრეებზე:

ქორეოგრაფიული სტუდია (ხელმძღვანელები ელისო და ზაზა ლურს-მანაშვილები);

ხალხური საკრავების შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი თალიკო კირთაძე);

გიტარის შემსწავლელი წრე (ხელმძღვანელი რეზო ბაბლიძე);მხატვრული კითხვის წრე (ხელმძღვანელი ბიჭიკო მაისურაძე);ხალხური რეწვის - თექის, კერვის, ქსოვის, ქარგვის შემსწავლელი წრე

(ხელმძღვანელი ირმა ბუაჩიძე).მსურველებმა მოგვმართეთ 2014 წლის 15 სექტემბრიდან ან დაგვი-

კავშირდით ტელეფონით: 22 19 38.ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის ცენტრი

მოსწავლეთა საყურადღებოდ!

სასწრაფოდ იყიდება კერძო სახლი დაბა ხარაგაულში მისამართზე - კიკნა-ძის ქუჩა ქ. №4, ეზოთი და მიწის ნაკვე-თით. ფასი შეთანხმებით. მსურველებმა დაგვირეკეთ: 0 433 22 18 58; 593 57 53 10 (გია, ქეთინო)

სოფელ კიცხში სკოლასთან ახლოს იყიდება საცხოვრებელი სახლი თავისი ეზოთი (თხილის პლანტაციებით), ფასი 8 000 აშშ დოლარი. ტელ: 593 24 26 13; 577 55 01 15 (ლევან ხიჯაკაძე).

იყიდება ორსართულიანი სახლი დიდი აივნით, მეორე სართულზე 12/5-ზე, ჯა-ფაროულის დასახლების შესასვლელში, თავზიშვილის ქ. №5. სახლს აქვს საკუ-თარი შესასვლელი გზა, მუდმივი წყალი, სახლის საერთო ფართია 110 კვმ. სველი წერტილებით, ორი ლოჯით, მეთერთმეტე ოთახი დათმობილია მარნისათვის. სახლი ნაშენებია წაბლის მასალით, გარედან გალესილია, დახურულია დურალუმი-ნით. ეზო შემოღობილია დურალუმინით ღობით. მიწის ფართი 0.35 ჰა, მათ შორის 0.05 ჰა შეადგენს აკაციის ტყეს. ეზო არის დეკორატიული, პალმებითა და ტარავე-ლით. ეზოს მდებარეობა კარგია საფუტკ-რისთვის. ტელ: 22 16 74; 593 93 12 44. ფასი შეთანხმებით (ნაზი მესხიშვილი).

უფასო განცხადების ქვითარი #34

______________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

დედა ჟენია კურტანიძე, მეუღლე რუსუდან ჩიტაძე, შვილები ეკატერი-ნე, ქეთევან, თამარ კურტანიძეები, ძმისშვილი ჯაბა კურტანიძე, სიძეები ზურაბ გურგენიძე, ალუდა გაჩეჩილაძე, გიორგი მიმინოშვილი, რძლები ეთერ ბერაძე, ნათია ნიქაბაძე, შვილიშვილე-ბი მარიამ, ანი გურგენიძეები, დავით გაჩეჩილაძე, მერაბ და ბარბარე კურტა-ნიძეები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ზურაბ ვაჟას ძე კურტანიძედაიკრძალა 9 სექტემბერს სოფელ

ჯაფაროულში მეთოდე ნიქაბაძე ოჯახით ღრმა

მწუხარებით იუწყებათემიკო დევდარიანის

გარდაცვალებას და სამძიმარს უც-ხადებს განსვენებულის ოჯახს.

სოფელ ჯაფაროულში მცხოვრები მეზობლები თანაუგრძნობენ რუსიკო ჩიტაძეს მეუღლის

ზურაბ კურტანიძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახ-მარების ხარაგაულის ფილიალის თა-ნამშრომლები თანაუგრძნობენ ეთერ მაღრაძეს დის

მაყვალა მაღრაძე-შვანგირაძისგარდაცვალების გამო.

ლუკა გურგენიძე, ცისანა ფანცუ-ლაია შვილებით პაატა, რუსუდან, ლაშა გურგენიძეები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ

ზურაბ კურტანიძისგარდაცვალების გამო და თა-

ნაუგრძნობენ ზურაბის დედას ჟენიას, მეუღლეს რუსუდანს, შვილებს ეკას, თაფლოს და ქეთინოს, სიძეს ზურაბ გურგენიძეს და ყველა ახლობელს.

უფლის ნათელი სხივი უძღოდეს სამარადისო სასუფეველში.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და ტექნიკუ-რი პერსონალი სამძიმარს უცხადებენ ამავე სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს რუსუდან ჩიტაძეს საყვარე-ლი მეუღლის

ზურაბ კურტანიძისგარდაცვალების გამო.

წერეთლის ქუჩა №27-ში მცხოვრები მეზობლები: კახა მაღლაფერიძე, გელა ცხოვრებაძე, დავით კიკნაძე, ნუგზარ ლომსაძე, მერი გიორგიძე თანაუგრ-ძნობენ ეკა კურტანიძესა და ზურაბ გურგენიძეს მამისა და სიმამრის

ზურაბ ვაჟას ძე კურტანიძისგარდაცვალების გამო.

ს/ს ხარაგაულის „ავტოტრანსის“ თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა ამა-ვე საზოგადოების ავტოსადგურის მოლარე

ზურაბ ვაჟას ძე კურტანიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები, მოსწავ-ლეთა მშობლები და კლასის ხელმ-ძღვანელი მანანა სახვაძე თანაუგრძ-ნობენ მარიამ გურგენიძეს ბაბუის

ზურაბ კურტანიძისგარდაცვალების გამო.

ლაშის საჯარო სკოლის პედკო-ლექტივი და ტექპერსონალი თანაუგ-რძნობენ ამავე სკოლის მასწავლე-ბელს ლამარა ჭანკოტაძეს ძმის

თემურ ჭანკოტაძისგარდაცვალების გამო.

კიდევ ერთი ლამაზი ისტორია დას-რულდა. ცხოვრება კაცისა, რომლისთ-ვისაც ვაჟკაცობა, კაცთმოყვარეობა, სა-მართლიანობა თანამდევი გახლდათ. ამ ლამაზ ცხოვრებისეულ ისტორიას ასევე ლამაზი სახელი და გვარი ამშ-ვენებდა - თემიკო დევდარიანი.

ხარაგაულელებისთვის ათეული წლების განმავლობაში თემიკო დევ-დარიანის სახელი და გვარი თითქმის სავიზიტო ბარათს წარმოადგენდა მთელს საქართველოში. იგი იყო ხარაგაულელების მოსიყვარულე, ქო-მაგი და მრავალი კეთილშობილური საქმის სულისჩამდგმელი. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ მისი თაოსნობით

და უახლოესი მეგობრების დახმარე-ბით (რომლებიც მრავლად ჰყავდა), რაიონისთვის საფეხბურთო მოედნის აშენება. მისივე ხელშეწყობით მოხდა საფეხბურთო კლუბ „ჩხერიმელას“ ჩამოყალიბება, რომლის პრეზიდენტის მოვალეობასაც მრავალი წლის გან-მავლობაში ღირსეულად ასრულებდა.

ართალი კაცი იყო - არც წარსულის ეშინოდა და არც მომავლის! ლამაზად და კაცურად იცხოვრა. დატოვა კვალი ნათელი და სათქმელი, რომ ცხოვრება მართლაც ღირდა! „შევდგები ცერზე როგორც ავაზა,ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,მერე მოვკვდები ისე ლამაზად,ვით დაიბადა ეს ყველაფერი!“

მარიამობა დღეს გამთენიისას მი-იბარა უფალმა მისი სული. ღმერთო, დაუმკვიდრე თემიკო დევდარიანის სულს ადგილი ზეციურ საქართველოშ, - იქ სადაც მართალნი განისვენებენ!

მეგობრების სახელით: ვალოდა კელენჯერიძე, ამირან ოქრომჭედ-ლიძე, ვანიკო მაჭავარიანი, ლაშა

თაბუკაშვილი, გია ლოლაძე, თამაზ კიკნაძე, ზურაბ გოლუბიანი, ტოგო

ხიჯაკაძე, ომარ გაბუნია, მეთოდე ნიქაბაძე, ნუგზარ ბუაჩიძე, სოსო

დევდარიანი, ზურაბ მაჭავარიანი, ვახტანგ მაღრაძე, ვაჟა ბერიძე, რა-

მაზ დევდარიანი, ზაზა დევდარიანი, მურმან ლომიძე, ჯუმბერ ფერაძე

აზა ბაქრაძე - ქალი, რომელსაც ხარაგაულში ყველა იცნობდა და პატივს ცემდა; ქალი რომელსაც სა-წუთრომ ბევრი სიმწარე და ტკივილი არგუნა, მაგრამ მაინც არ გაბოროტ-და; ქალი, რომელსაც სრულიად უცხო ადამიანების ტკივილისა და სიხარულის გაზიარება ალალად შეეძლო.

ბედმა მძიმე ხვედრი არგუნა წი-ლად. მისი ორი შვილი, ორი ვაჟკაცი, გიგა და მამუკა ულმობელი სენით იყვნენ ავად. რამდენი თეთრად გათე-ნებული ღამე და მწუხარებაში დაღამე-ბული დღე გადაუტანია ამ სათნო და ნაზ ქალს შვილების სასთუმალთან... ვერ უშველა, ვერ დაიტოვა თავისთან და მას შემდეგ ლოცვაში ათენებდა და აღამებდა. შემდეგ მთელი ყურადღება ეულად დარჩენილ შვილზე, მალხაზი-ზე გადაიტანა. სიცოცხლის ბოლომდე მისი ოჯახის კეთილდღეობას ნატრობ-და, შვილიშვილებს შეჰხაროდა და ლოცავდა.

აზამ მრავალი წელი გაატარა ჩვენს გვერდით, ცენტრალურ ბიბლი-ოთეკაში. ბევრი ტკბილი და სევდიანი

მოგონება დაგვიტოვა. ყველას გვეფე-რებოდა, ყველას მიმართ ყურადღებას იჩენდა. ვალში არც ჩვენ ვრჩებოდით, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ სა-კადრისად ვერ გავაცილეთ სამარადჟა-მო სასუფეველში. უზომოდ ვწუხვართ, გული გვტკივა და უფალს შევთხოვთ მისი სულის შენდობას.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები

აზა ბაქრაძის მოსაგონარი

ჩვენო კახუნა! ტკივილითა და დიდი მონატრებით გილოცავთ იმქვეყნიურ სასუფეველში დაბადების დღეს 14 სექტემბერს. 44 წლის გახდებოდი.

მეორე წელია, უკვე შენს საფლავზე ვხვდებით ამ დღეს. მართალია, ჩვენს გვერდით ფიზიკურად არ ხარ, მაგრამ სულიერად მუდამ ჩვენთან - ძალიან, ძალიან ახლოს ხარ. ნეტავი იცოდე, როგორ გვაკლიხარ. ყოველი კუთ-ხე-კუნჭული შენს თავს გვახსენებს. როგორ უჭირს უშენობა შენს დედას, შენს დაჩაგრულ მეუღლეს, შვილებს, ძმას, რძალს, მეგობრებს, სანათესაოს, მეზობლებს. ჩვენო კახუნა, შენ ხომ კაცური კაცის სახელი დატოვე. სიკე-თის განსახიერება იყავი, ღმერთსაც კარგები უნდაო.

შენ ისევ ცოცხლობ და ცხოვრობ შენს დანატოვარ ოჯახში. ყველგან შენი კეთილი სული ტრიალებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა სიყვარუ-ლით გიხსენებს, ვისთანაც კი რაიმე შეხება გქონია.

შენი შვილები დაიზარდნენ. კობა და ანა კარგი მოსწავლეები არიან. ლუკა წელს პირველად მივიდა ბაღში...

ისღა დაგვრჩენია, უფალს ვთხო-ვოთ შენი სპეტაკი სული ნათელში გვიმ-ყოფოს და მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა, ჩვენო სიცოცხლეზე შეყვარებულო ვაჟკაცო. ეეჰ, რამდენი აუხდენელი ოცნება გაიყოლე მარადი-სობაში. რაც დრო გადის, მით უფრო გვენატრები, მით უფრო გვიმძიმს უშენობა. ჩვენ ყოველთვის ვივლით შენს საფლავთან. მოგეფერებით, სან-თლებს დაგინთებთ.

ღვთიური მადლი ჰფენოდეს შენს ლამაზ სასუფეველს.

შენი დიდი ოჯახი

კახა კვინიკაძის

ტკივილიანი დაბადების

დღე

Page 8: კანონსაწინააღმდეგო რეკომენდაცია რეგიონული განვითარების სამინისტროდან

8 xtvb [fhfufekb 12 სექტემბერი, 2014 წ.

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ჩემს პირველ მასწავლებელს ვეტყვი...

ნიკოლოზ ჭიპაშვილი: -სულმოუთ-ქმელად ველოდები ჩემს პირველ მასწავლებელთან შეხვედრას. ლამარა მასწავლებელო, მინდა კითხვა მალე ვისწავლო, რომ ლამაზნახატებიანი წიგნი ჩემით წავიკითხო. ვიცი, რომ თქვენ წერასაც მასწავლით და მერე დავწერ იმას, რაც მომინდება. ახლა უკვე საათებს ვითვლი თითებზე - თქვენთან შეხვედრამდე დარჩენილს...

მარიამ თაბაგარი: -კომპიუტერზე მუშაობას ხომ მასწავლი, ნინო მასწავ-ლებელო? კითხვასაც ხომ მალე მას-წავლით. მე უკვე ასოების ცნობა ვიცი.

ოლიკო ბარბაქაძე : -ძალიან, ძა-ლიან მიყვარხარ-თქო, ყურში ჩავჩურ-ჩულებ. მამიკომ ახალი, ლამაზი ჩანთა უკვე მიყიდა და მალე მინდა მოვიდეს სკოლაში წასვლის დღე.

მარიამ თაბუკაშვილი: -ჩემო ლამა-ზო მედიკო მასწავლებელო, ვინც გაიგო, რომ სასულიერო გიმნაზიაში უნდა ვისწავ-ლო, მეუბნებიან, რომ კარგი მასწავლებე-ლი მეყოლება. იმედებს არ გაგიცრუებთ და ვეცდები, კარგი მოსწავლე ვიყო.

მართა გურგენიძე: -ძალიან მომ-წონხარ, ლამარა მასწავლებელო... ათიანებზე ვისწავლი.

ელენე ხიჯაკაძე: -მე ვეტყვი ჩემს ლამარა მასწავლებელს, რომ ვის-წავლი კარგად, ვიქნები დამჯერე და კარგი გოგო.

ილია კაპანაძე: -დავხატავ ჩემს კლასს, დავახატავ ზედ გულს და ვა-ჩუქებ ჩემს პირველ მასწავლებელს.

ლუკა კალატოზი: -მიხარია სკო-ლაში მისვლა. მედიკო მასწავლებე-ლო, მე ვიცი, რომ კარგად მასწავლით. მერე ექიმი გამოვალ და ყველა ავადმ-ყოფს მოვარჩენ.

ლუკა კალანდაძე: -მე ვეტყვი მას-წავლებელს, რომ ძალიან მიხაროდა სკოლაში მოსვლა და მოუთმენლად ველოდი ამ დღეს.

თავრიზი ოსანაძე: -მასწავლებელს ვეტყვი, რომ მინდა კარგად სწავლა. მინდა, ბედნიერი ბავშვობა მქონდეს და დედ-მამა გავახარო.

ლიტერატურული კონკურსის „ოდე-ონი-2014“ ორგანიზატორის, ლიტე-რატურული თეატრის დირექტორ იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, ჟიურიმ (თავმჯდომარე როსტომ ჩხეიძე) პირ-ველი ადგილი მიაკუთვნა ირმა მალა-ციძეს, მეორე ადგილი - ლელა ცუცქი-რიძეს, ხოლო მესამე ადგილი - ლევან ლორიას. ჟიურის გადაწყვეტილებით, ჟურნალში „ჩვენი მწერლობა“ და-იბეჭდება კიდევ ექვსი კონკურსანტის ნამუშევარი. ესენია: მაია მიქაია, შოთა გოლუბიანი, ზეინაბ ბუაჩიძე, ცირა ყუ-რაშვილი, თამაზ დევიძე, ეკა ქურხული.

რეზო თაბუკაშვილის სახელო-ბის სახალხო ლიტერატურული თეატრი ლიტერატურულ კონკურს „ოდეონის“ორგანიზება-ჩატარებაში გა-წეული წვლილისათვის მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს, ხარაგა-ულის მაჟორიტარ დეპუტატს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“, ხარაგაულის ტურიზ-მის განვითარების ცენტრს, გაზეთს „ჩემი ხარაგაული“, ღორეშის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რესტორანს „ედემის ბაღი,“ სასაუზმეს „მალხაზი“, ბატონებს ვალოდა კელენჯერიძეს, პავლე კიკალიშვილს, ბესიკ სახვაძეს, ვალერი ჭიპაშვილს, უჩა ბერაძეს, გიორგი მუხურაძეს, გიორგი ჭიპაშვილს, ჯაბა ფცქიალაძეს, ქალ-ბატონ ლენა აბაშიძეს, ხარაგაულის

ცენტრალურ ბიბლიოთეკას, ღორეშის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარს ნანა კურტანიძეს, ხარაგაულის სახანძრო სამაშველო სამსახურს, ხარაგაულის კე-თილმოწყობის სამსახურს, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ყვე-ლა ჟურნალისტსა და გულშემატკივარს, ვინც ორი დღის განმავლობაში გვერდით გვედგა და ზრუნავდა ხარაგაულის ღირ-სებასა და ერთიანობაზე.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული

თეატრი

მადლობა მხარდაჭერისთვის

ჩვენი სკოლის პედაგოგებს ნანა გაბუნიასა და რაიბულ კურტანიძეს ვულოცავთ პედაგოგთა სასერთიფი-კაციო გამოცდების ჩაბარებას. ვუ-სურვებთ წარმატებებს პედაგოგიურ საქმიანობაში.

ხევის საჯარო სკოლა

ჩვენი სკოლის კურსდამთავრე-ბულებს ბექა ჩხიტუნიძეს, ნინო ხაჩიძეს, ლანა ლომიძეს, ქეთევან ხაჩიძეს მარიამ გელაშვილსა და ნინო ბუხნიკაშვილს ვულოცავთ სტუდენტობას. ვუსურვებთ წარმა-ტებებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ხევის საჯარო სკოლა

ვაშლევის საჯარო სკოლის დი-რექტორს ქ-ნ ქეთინო ლურსმანაშ-ვილს ვულოცავთ შვილების ნუგზარ და თენგო ბარბაქაძეების თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში უფასო ფა-კულტეტებზე ჩარიცხვას. ვუსურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ სტუდენტო-ბას და ბედნიერ მომავალს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ქორწინებას თამთა ვეფხვაძეს. ვუსურვებთ მეუღლეს-თან ალეკო მუმლაძესთან ერთად ბედნიერი ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლესა და უფლის წყალობას.

ნათლია ზაზა ლომიძე ოჯახით

უდიდესი სიყვარულითა და საუკე-თესო სურვილებით ვულოცავთ ლიკა გველესიანს და ბექა ბერეკაშვილს გაბედნიერებას. ვუსურვებთ სიყვარუ-ლით, სიხარულით, ჯანმრთელობით, კეთილდღეობით ყოფილიყოს მათი ოჯახი სავსე. უფალმა არ მოაკლოს წყალობა და შვილთა სიმრავლე.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს ქეთევან სხილაძეს, მანანა სვანიძეს, სოფიკო კვირიკაშვილს, ანა ოქრომჭედლი-ძეს, ნინო ჭიპაშვილს, მაია ბირ-კაძეს, დავით ჩიკვაიძეს და ოთარ ფერაძეს ვულოცავ სტუდენტობას. უფალმა დალოცოს თქვენი გზასავა-ლი, ჩემო საამაყო ახალგაზრდებო.

თქვენი გულშემატკივარი ქეთევან ჩაჩანიძე

ვულოცავთ ირაკლი ტაბატაძეს დიდ წარმატებას - კიცხის საჯარო სკოლის ოქროს მედლით დამთავ-რებას და თბილისის სამედიცინო უნი-ვერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ჩარიცხვას. ვუ-სურვებთ ჯანმრთელობას, არჩეული პროფესიისადმი სიყვარულს. კიდევ ბევრი გამარჯვება გენახოს ცხოვრე-ბაში. ღმერთი იყოს შენი მფარველი.

მამიდები და მამიდაშვილები ოჯახებით, ბიძა უშანგი,

ბიძაშვილი მამუკა ტაბატაძე ოჯახით

გულო და ზაურ გველესიანებს ვულოცავთ ქალიშვილის დაქორწი-ნებას. ახალდაქორწინებულებს ლია გველესიანსა და ბექა ბერეკაშვილს ვუსურვებთ ბედნიერებას, ოჯახურ კეთილდღეობას, ულევ სიყვარულს, სიხარულს, შვილთა სიმრავლეს და მყარი ქართული ოჯახის შექმნას.

უფლის წყალობა და მფარველო-ბა არ მოკლებოდეს თქვენს ლამაზ ოჯახს.

ივ. აბაშიძის სახელობის ხარაგაულის კულტურის

ცენტრის თანამშრომლები

ვულოცავთ მანანა ლურსმანაშ-ვილს საყვარელი შვილიშვილის კესო კაციტაძის სტუდენტობას. ვუსურვებთ მომავალ ფსიქოლოგს ნაყოფიერად, ბედნიერად, მხიარუ-ლად გაეტარებინოს სტუდენტობის განუმეორებელი წლები. უფალი ფა-რავდეს მისი ცხოვრების გზასავალს.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები

ჩვენს საყვარელ კოლეგას მაია გაგოშიძეს ვულოცავთ შვილების თამთა ვეფხვაძისა და ალეკო მუმ-ლაძის გაბედნიერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს შვილთა სიმრავლეს და ოჯახურ სიმშვიდეს. უფლის წყალობა არ მოკლებოდეთ.

ხარაგაულის №3 საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავ ჩემს შვილიშვილს ირაკლი ტაბატაძეს სამედიცინო ფაკულტეტზე მოწყობას. გისურვებ ბედნიერ სტუდენტობას. სულ გა-მარჯვების გზით გევლოს, ბაბუ. აბა შენი იცი, აწი შენი იმედი მაქვს. ის ურჩევნია მამულსა...

მანაველ ბაბუა, 92 წლის

ვულოცავთ ქალიშვილის შეძენას ლაშის საჯარო სკოლის ინგლი-სური ენის მასწავლებელს ლელა მჭედლიშვილს. ვუსურვებთ პატარა ნატალის ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს და ღვთის წყალობას.

ლაშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ლაშის საჯარო სკო-ლის ისტორიის მასწავლებელს ეთერ ლომსაძეს ქალიშვილის ნინო ქველიაშვილის ჩარიცხვას ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. ვუსურვებთ ნინოს წარ-მატებებსა და ბედნიერ სტუდენტობას.

ლაშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ბედნიერებას ლაშის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლე-ბელს რუსუდან კვინიკაძეს. ვუსურ-ვებთ მეუღლესთან გოგიტა ნაცვ-ლიშვილთან ერთად ტრადიციული ქართული ოჯახის შექმნას, შვილთა სიმრავლეს და მრავალ სიხარულს.

ლაშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

„ოდეონის“ შედეგები

გამოცხადდამიმდინარე წლის ივლისში სოფელ საქასრიასა და ვაშლევში სოფლის სასახე-

ლო შვილმა, ბიზნესმენმა თამაზ წიქარიშვილმა სოფლის ყველა ოჯახს საჩუქრად გადასცა ათ-ათი ქათამი. დიდი მადლობა მას ამ სიკეთისთვის. ღმერთმა უმრავ-ლოს საქართველოს ასეთი შვილები.

სოფელ საქასრიისა და ვაშლევის მცხოვრებნი

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხშირად დავდივარ ხარაგაულის სა-ავადმყოფოში. არახელსაყრელი სამუშაო პირობების მიუხედავად მედპერსონა-ლი მაღალპროფესიულ დონეზე მემსახურებიან. დიდი მადლობა ხარაგაულის საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს გულისხმიერებისთვის.

შაქრო სახვაძეომისა და შრომის ვეტერანი

მადლობა ქველმოქმედებისთვის

მადლობა გულისხმიერებისთვის

ვიბარებ ჯართს უმაღლეს ფასად. დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ 555 29 56 08 (იკითხეთ დემური)

***

******

***

***

***

***

***

***