4
saqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობა საინფორმაციო ბიულეტენი ზოგადი განათლება 03.05.07 მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განათლების რეფორმა დადებითად შეაფასა. 87-ე საჯარო სკოლას მსოფლიო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი ვან როი საუთვორტი და მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია ეწვივნენ. 87-ე საჯარო სკოლა ერთ- ერთია იმ 423 სკოლიდან, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით, პროექტ ”ილია ჭავჭავაძის” ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების პილოტირება, პედაგოგთა პროფესიული გადამზადება ხორციელდება. 05.05.07 ”ექსპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონში 198-ე საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ინკლუზიური განათლება საქართველოში 2006 წლიდან ინერგება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200-მდე მოსწავლე თბილისის 10 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლობს. 2008 წლიდან თბილისის 20-მდე საჯარო სკოლაში 400-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი ისწავლის. 14.05.07 ქვემო ქართლის მასწავლებელთათვის დაიწყო ტრენინგი, რომლის მიზანია არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენაზე საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებისათვის ნიადაგის მომზადება. გადამზადდება წალკისა და მარნეულის რაიონების 89 საჯარო სკოლის 140 პედაგოგი. 24.05.07 ალექსანდრე ლომაია და გიგი უგულავა 24-ე საჯარო სკოლაში დაესწრნენ აქციას ”ჩვენი საქმე პროგრესია! აგრესია - რეგრესია!”, რომელიც მოსწავლეებმა მოზარდებს შორის არსებული აგრესიის წინააღმდეგ გამართეს. საკუთარი შეხედულებები მათივე მომზადებული ოცდაოთხგვერდიანი სასკოლო გაზეთის ”ოცდამეოთხე”-ს მეშვეობით გამოხატეს. აქციის ფარგლებში სასკოლო ბაზრობა მოეწყო. შემოსული თანხით მოსწავლეები სკოლის სარდაფში სამხატვრო სტუდიას მოაწყობენ. 25.05.07 გალის რაიონში მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა და დაიწყო თანხების გაცემა. ამიერიდან გალის რაიონის საჯარო სკოლის დირექტორები ყოველ კვარტალში დახმარების სახით 360 ლარს, პედაგოგები 300 ლარს, ხოლო ადმინისტრსციულ-ტექნიკური პერსონალი 240 ლარს მიიღებენ. 2006 წელს გალელმა პედაგოგებმა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა ერთჯერადი დახმარების სახით მიიღეს შესაბამისად 360 და 240 ლარი.

მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობაsaqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობაsaqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს

saqarTvelos ganaTlebisada mecnierebissaministro

მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობასაინფორმაციო ბიულეტენი

ზოგადი განათლება

03.05.07 მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა განათლების რეფორმა დადებითად შეაფასა. 87-ე საჯარო სკოლას მსოფლიო ბანკის რეგიონალური წარმომადგენელი ვან როი საუთვორტი და მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია ეწვივნენ. 87-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ 423 სკოლიდან, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი კრედიტით, პროექტ ”ილია ჭავჭავაძის” ფარგლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და სახელმძღვანელოების პილოტირება, პედაგოგთა პროფესიული გადამზადება ხორციელდება.

05.05.07 ”ექსპო-ჯორჯიას” მე-11 პავილიონში 198-ე საჯარო სკოლის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ინკლუზიური განათლება საქართველოში 2006 წლიდან ინერგება. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 200-მდე მოსწავლე თბილისის 10 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლობს. 2008 წლიდან თბილისის 20-მდე საჯარო სკოლაში 400-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდი ისწავლის.

14.05.07 ქვემო ქართლის მასწავლებელთათვის დაიწყო ტრენინგი, რომლის მიზანია არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენაზე საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლებისათვის ნიადაგის მომზადება. გადამზადდება წალკისა და მარნეულის რაიონების 89 საჯარო სკოლის 140 პედაგოგი.

24.05.07 ალექსანდრე ლომაია და გიგი უგულავა 24-ე საჯარო სკოლაში დაესწრნენ აქციას ”ჩვენი საქმე პროგრესია! აგრესია - რეგრესია!”, რომელიც მოსწავლეებმა მოზარდებს შორის არსებული აგრესიის წინააღმდეგ გამართეს. საკუთარი შეხედულებები მათივე მომზადებული ოცდაოთხგვერდიანი სასკოლო გაზეთის ”ოცდამეოთხე”-ს მეშვეობით გამოხატეს. აქციის ფარგლებში სასკოლო ბაზრობა მოეწყო. შემოსული თანხით მოსწავლეები სკოლის სარდაფში სამხატვრო სტუდიას მოაწყობენ.

25.05.07 გალის რაიონში მცხოვრები პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა და დაიწყო თანხების გაცემა. ამიერიდან გალის რაიონის საჯარო სკოლის დირექტორები ყოველ კვარტალში დახმარების სახით 360 ლარს, პედაგოგები 300 ლარს, ხოლო ადმინისტრსციულ-ტექნიკური პერსონალი 240 ლარს მიიღებენ. 2006 წელს გალელმა პედაგოგებმა და ადმინისტრაციულ-ტექნიკურმა პერსონალმა ერთჯერადი დახმარების სახით მიიღეს შესაბამისად 360 და 240 ლარი.

Page 2: მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობაsaqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს

28.05.07 მინისტრის მოადგილის ბელა წიფურიას ხელშეწყობით 43-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტრაგიკულად დაღუპული თანაკლასელების ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს. მაისის თვეში დაღუპულ XI კლასელ ნიკა ჩანქსელიანისა და VII კლასელ სალომე მამაცაშვილის ხსოვნას უმცროსკლასელებმა სპექტაკლი მიუძღვნეს.

28.05.07 საგანმანათლებლო რესურსცენტრებში დაიწყო ”მოსწავლეთა ქცევის კოდექსის” პროექტის სამუშაო ვარიანტის განხილვა. მომავალი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში ”მოსწავლეთა ქცევის კოდექსი” ამოქმედდება.

პროგრამა ”ირმის ნახტომი”

03.05.07 პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში დაიწყო ცხინვალის რეგიონის თიღვის, ერედვის და ქურთის საჯარო სკოლების მასწავლებელთა გადამზადება ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაზო კურსის ლინუქსის ოპერატიულ სისტემისა და საოფისე პროგრამებში. მიმდინარე წელს სსიპ ფონდი ”ირმის ნახტომი” გეგმავს ზემოაღნიშნულ პროგრამებში გადაამზადოს საქართველოს ყველა საჯარო სკოლის 15 000-ზე მეტი მასწავლებლი და სკოლის ადმინისტრაცია.

პროფესიული განათლებაპროფესიული განათლება დასაქმებისთვის

25.05.07 განათლების და მეცნიერების მინისტრმა პირველი საინფორმაციო ტექნოლოგიების პროფესიული სასწავლო ცენტრი გახსნა. წელს 800-მდე სტუდენტი ახალი სასწავლო პროგრამებით გადამზადდება. ცენტრის კურსდამთავრებულები ვებ-გვერდის დიზაინის შექმნას, ქსელის ადმინისტრირებას, პროგრამულ და სისტემურ მართვას, ყოველგვარი საინფორმაციო ტექნიკის შეკეთებას შეძლებენ. მათ შორის საუკეთესოები ცენტრის პარტნიორ კომპანიებში დასაქმდებიან.

უმაღლესი განათლება

08.05.07 სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია უკვე 5 400-ზე მეტ მეცნიერ-თანამშრომელსა და პროფესორ-მასწავლებელს დაენიშნა. სტიპენდიების დანიშვნა 2008 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება. 2006 წელს აკადემიურ სტიპენდიანტებზე გაცემულია 1 300 000 ლარი.

09.05.07 ქართული და ევროპული უნივერსიტეტების თანამშრომლობის პროექტების ამსახველი პოსტერების გამოფენით დასრულდა TACIS-TEMPUS-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე მეორე სემინარი - ”პროგრამული აკრედიტაციის უზრუნველყოფის ეტაპები”. TACIS-TEMPUS-ის პროექტის განხორციელებით საქართველოში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ადეკვატური შეფასების სისტემა შეიქმნება.

10.05.07 მართვის ევროპული უმაღლესი სკოლის (E S M) სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან შეხვედრაზე ალექსანდრე ლომაიამ განათლების სისტემის მოდერნიზაციაზე ისაუბრა. 2 – საათიან ლექციაზე მინისტრმა 100-ზე მეტ სტუდენტსა და პროფესორ-მასწავლებელს ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის გახორციელების სტრატეგია, მიზნები, ხელშემწყობი ფაქტორები, პრინციპები და მეთოდოლოგია გააცნო.

Page 3: მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობაsaqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს

11.05.07 განათლების აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი სტუდენტური ელექტრონული ბაზის შექმნა დაიწყო. პროექტის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტური კონტინგენტის შესახებ საჯარო ინფორმაციის აკუმულირება, ერთიან სისტემაში მოქცევა, სტუდენტთა მობილობის პროცესის გამარტივება და მიმდინარეობის ხელშეწყობა.

21.05.07 ალექსანდრე ლომაიამ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თანამედროვე ინტერნეტ-ცენტრი გახსნა. ამიერიდან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში 100 უახლესი კომპიუტერით უფასოდ ისარგებლებენ.

24.05.07 ტექნიკურ უნივერსიტეტში საყმაწვილო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის 14 საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. მომავალი წლიდან საყმაწვილო თეატრალური ფესტივალში უფრო მეტი სკოლა ჩაერთვება.

მეცნიერება

15.05.07 ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. დამოუკიდებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების შეფასების საფუძველზე, გამარჯვებული სამეცნიერო პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მიმართულებით დაფინანსდებიან. კონკურსი პირველად 2006 წელს ჩატარდა. მასში 141 ადგილობრივ ექსპერტთან ერთად მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების 514 უცხოელი ექსპერტი იყო ჩართული. შედეგად 6 070 მეცნიერის და 145 ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი 113 პროექტი დაფინანსდა.

ოლომპიადები, კონფერენციები, სიმპოზიუმები 03.05.07 სასკოლო ოლიმპიადის მეორე ტური დასრულდა. სასკოლო ოლიმპიადა - 2007 წლის ფარგლებში, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საკუთარი შესაძლებლობა 600–მა მოსწავლემ გამოსცადა. ოლიმპიადა მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა. პირველ ტურში 7 000-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის 15 საუკეთესო საერთაშორისო ოლიმპიადებში მიიღებს მონაწილეობას.

16.05.07 სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, ქურთასა და კეხვის სკოლების მოსწავლეები 181-ე საჯარო სკოლის მოსწავლეთა სპექტაკლს დაესწრნენ. ქართველ მწერალთა ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლში სამაჩაბლოს გასული საუკუნის ყოფა-ცხოვრება იყო ასახული. ღონისძიების ფარგლებში გუნდური პროექტების ”სამაჩაბლოს მოსახლეობის ცხოვრების დონე, ხარისხი და პრობლემა” და ”სამაჩაბლოში არსებული კულტურული ძეგლების მდგომარეობა” პრეზენტაცია გაიმართა.

04-06.05.07 გაიმართა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი ”ახალი მიმართულებები უმაღლეს განათლებაში”. მასში უმაღლესი განათლების 50-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ექსპერტმა მიიღო მონაწილეობა.

24-25.05.07 ალექსანდრე ლომაიამ საერთაშორისო სიმპოზიუმზე ”გლობალიზაცია და ცივილიზაციათა შორის დიალოგი” ფასეულობების განმტკიცების საქმეში

Page 4: მაისი 2007 – სამინისტროს საქმიანობაsaqarTvelos ganaTlebisa da mecnierebis saministro მაისი 2007 – სამინისტროს

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტითბილისი 0102, უზნაძის ქ. 52, ტელ/ფაქსი: 957 326 ელ.ფოსტა: [email protected]

განათლებისა და მეცნიერების როლზე ისაუბრა. სიმპოზიუმის მიზანი იყო დიალოგის, შემწყნარებლობის, კულტურული თვითმყოფადობისა და მრავალფეროვნების დაცვის პრინციპების გაზიარება.

31.05.07 NATO-ს პროგრამა ”მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომელზეც მოხსენებით გამოვიდნენ ქართველი მეცნიერები, რომლებმაც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში NATO-ს სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო პროგრამების გრანტები მოიპოვეს, ისაუბრეს იმ უპირატესობებზე, რომელთაც მათ აძლევთ ამ პროგრამებში მონაწილეობა.

მინისტრის ვიზიტი

13.05.07 პროექტ ”ილია ჭავჭავაძის” ფარგლებში სასკოლო ბიბლიოთეკების მოწყობა მინისტრის ყვარელში ვიზიტით დაიწყო. ყვარლის სასკოლო ბიბლიოთეკებს 500 ახალი წიგნი გადაეცათ. 2007 წელს პროექტის ფარგლებში 688 სკოლა 82 500-ზე მეტ დამხმარე საკითხავ მასალას: საბავშვო წიგნებს, მხატვრულ ლიტერატურას, ლექსიკონებს, ენციკლოპედიებს, ატლასებს და საგანმანათლებლო თამაშებს მიიღებს. ვიზიტის ფარგლებში ალექსანდრე ლომაიამ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრი გახსნა და პედაგოგიურ საზოგადოებას შეხვდა.

16.05.07 ალექსანდრე ლომაია ლონდონის ჯორჯ გრინის სკოლას ეწვია და მოზარდებში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ბრიტანულ მოდელს გაეცნო. ჯორჯ გრინის სკოლა ერთ-ერთი უსაფრთხო სკოლაა დიდ ბრიტანეთში.

17.05.07 ბოლონიის პროცესისადმი მიძღვნილ ლონდონის კონფერენციაზე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა დადებითად შეფასდა. შეფასება ხუთბალიანი სისტემით 11 ინდიკატორის მიხედვით მოხდა. საქართველომ უმაღლესი შეფასება 4 მიმართულებით დაიმსახურა. უარყოფითი შეფასება საქართველოს არცერთი კრიტერიუმით არ მიუღია.

18.05.07 ლონდონის კომუნიკეს 45 ქვეყნის განათლების მინისტრებმა მოაწერეს ხელი. კომუნიკეში საქართველოს ინიციატივით შესულია აბზაცი, სადაც წერია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ უნდა არსებობდეს მოტივაცია სტუდენტების დისკრიმინაციისთვის. საქართველოს წარმომადგენლობამ ამ აბზაცის კომუნიკეში შეტანა მას მერე მოითხოვა, რაც რუსეთის მხრიდან ქართველი სტუდენტების ეთნიკური წმენდა განხორციელდა.