8
12 მაისი ქრისტეს მოწაფის, მოციქულ ანდრია პირველწოდე- ბულის საქართველოში შემობრ- ძანების დღეა. როგორც ცნობი- ლია, ანდრია პირველწოდებულმა გადაიარა მთა რკინისჯვარზე და იქ ქრისტიანობის სიმბოლო - ჯვარი აღმართა. მეთერთმეტე წელია, წმინ - და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ხარაგაულელი ახალგაზრდები, შოთა ხარატიშვი- ლის ორგანიზებით, რკინისჯვარის მოსალოცად დადიან. შოთა ხარატიშვილი: -რკინის- ჯვარის დალაშქვრის უმთავრესი მიზეზი ქართველი ხალხის ამ წმინდანისადმი განსაკუთრებუ- ლი სიყვარულია. გარდა ამისა, ულამაზესი, უმშვენიერესია ადგი- ლი, სადაც გადმოცემით ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში აღმართა ჯვარი უფლის სადიდებლად, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის სანუგეშოდ და მფარველად. კავკასიონის უწყ- ვეტად გაბმული მწვერვალების თეთრი ზოლი, ჯავახეთის მთები, თრიალეთის ქედი, თითქმის მთე- ლი იმერეთი... ზღვის დონიდან 2 439 მ სიმაღლიდან, დამიჯერეთ, ცას ვერ წვდებით, მაგრამ ახლოს ხართ!!! 2003 წლის 12 მაისს პირველად მოვილოცე „რკინის ჯვარი“ და მას შემდეგ ყოველ წელს ავდივართ. მოგვყვებიან სასულიერო პირები. ყოველ წელიწადს იმატებს სხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულთა რიცხვი. ვინც ერთხელ მაინც მოახერხებს წამოსვლას, ცდილობს მომდევნო წელსაც ამოვიდეს და ტრადიციად იქცეს ეს მსვლელობა მისთვის. მეთერ- თმეტედ ვიყავი წელს და მინდა გითხრათ, რომ შთამბეჭდავად განსხვავებული იყო წინა წლე- ბისგან, რადგან ყოველ წელს ისე ხედავ, თითქოს ჯერ არ გინახავს - არასოდეს გბეზრდება. გზა, რომელიც ანდრია პირ- ველწოდებულმა ჩვენს წინაპარს მიუთითა, რჩეულთა გზაა, რომე- ლიც აგვირჩიეს, გაგვიკაფეს და ზღვა სისხლის ფასად დღემდე მოგვიტანეს. ეს გზა ნამდვილად იმ- სახურებს დაფასებას, მოფერებას, მოვლას და არ უნდა გავაქროთ... ჩვენც ამ გზას გავტკეპნით და და- ვახვედრებთ მომავალ თაობებს. 20 საუკუნეა ქართველობა ასე ვაკეთებთ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ... წელს სამოცი ახალგაზრდა იყო წამოსული. მომავალ წელს, კარგი იქნება, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც შემოგვიერთ- დნენ. რაც შეეხება მანდილოსნებს, მძიმე ფიზიკური და ბუნებრივი პირობების გამო, ვერიდებით მათ ჩართვას. გილოცავთ ანდრიაობას ყველა ხარაგაულელს და მთელ საქართ- ველოს! წმინდა ანდრია მოციქულს გაეკვალოს უფლისაკენ მიმავალი გზა ჩვენს გულებში ისე, როგორც ეს წმინდა ნინოსთვის შესძლო. თამთა გოგოლაძე შოთა ლომიძის ფოტო ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიცია გრძელდება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახნავი სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 მაისს დასრულდება“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომბინირებული ბარათების გამოყენებით სახნავი სამუშაოები მიმდინარეობს ვახან- ში, ღორეშაში, საღანძილესა და ლაშეში. ხარაგაულის მუნიციპა- ლიტეტის საინფორმაციო-საკონ- სულტაციო ცენტრის უფროსი სპე- ციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები მალე დასრულდება და იქ მომუშავე ტექნიკა გადაინაცვლებს კიცხში, ვარძიასა და წყალაფორეთში, სადაც ყველაზე მძიმე მდომარე- ობაა საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დასრულების მხრივ. მისივე ინფორმაციით, საგაზაფ- ხულო სამუშაოები დასრულებუ- ლია მოლითში, სარგვეშში, ფარც- ხნალში, ზვარეში, ბაზალეთსა და წიფაში. „რთული რელიეფის გამო ხში- რად გამოდის ტექნიკა მწყობრი- დან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვვარაუდობთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერი- ტორიაზე სახნავი სამუშაოები 25 მაისამდე დასრულდება,“ - ამბობს ვაჟა მაჭავარიანი. სკოლებში საატესტატო გამოცდები 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება დღეს ხარაგაულის მუნიციპალი- ტეტის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი 250 კურსდამთავრებულისთ- ვის დაირეკა. მათ ოთხი საატესტა- ტო გამოცდის ჩაბარება 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით მოუწევთ. გამოცდების განრიგს თავად სკო- ლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს. საატესტატო გამოცდების შემ- დეგ კი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტე- ტიდან ერთიანი ეროვნული გამო- ცდების ჩაბარების 280 მსურველია დარეგისტრირებული. სარემონტო სამუშაოების დასაწყებად საჭირო დოკუმენტაცია სკოლებმა მაისის ბოლომდე უნდა მოაწესრიგონ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16 სკოლაში სარემონტო-სარეაბილიტა - ციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. რო- გორც რესურსცენტრში სკოლების დი - რექტორებს აცნობეს, დოკუმენტაცია, რომელიც რემონტის დაწყებისთვის აუცილებელია, სკოლებმა მაისის ბო- ლომდე უნდა მოაწესრიგონ. რაც შე - ეხება შიდა რესურსებით ჩასატარებელ რემონტებს, რომელსაც სკოლა გამარ- ტივებული შესყიდვით აწარმოებდა, განათლების სამინისტრო სკოლებს ამ ტიპის სახსრების გაღების უფლებას, ჯერჯერობით, აღარ აძლევს. მეექვსე-მეცხრე კლასებში გამოცდები ნებაყოფლობითი და ფასიანია მეექვსე-მეცხრე კლასებში გამო- ცდების ჩატარების სურვილი ხა- რაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლამ გამოთქვა. გამოცდები ფასიანია და ხელშეკ- რულება სკოლამ უნდა გააფორ- მოს გამოცდების ეროვნულ ცენტრ- თან. თანხას სკოლა საკუთარი ბი- უჯეტიდან ივლისამდე გადაიხდის. სერტიფიცირებული მასწავლებლები ტრენინგებს გაივლიან საჯარო სკოლების სერტიფი- ცირებულმა მასწავ- ლებლებმა მაისის ამბების აკიდო მე-2 გვ. 17 მაისი, პარასკევი 2013 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 18 (541) www.chkh.org ხარაგაულში ახალგაზრდული ფესტივალი დაიწყო საღანძილეში მოქმედი ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის ხარაგაულის კულტურის ცენტრში თამარობისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა დღეს სკოლებში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი” დაირეკა ა/ო „სხივის” ჩანართი „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს” საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პერსპექტივა იკვეთება 2 გვ. 3 გვ. 6 გვ. 5 გვ. 3-4 გვ. 8 გვ. ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 80 ათასი ლარია გათვალისწინებული 2 გვ. დღეს ნომერშია

ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

  • Upload
    others

  • View
    5

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

12 მაისი ქრისტეს მოწაფის, მოციქულ ანდრია პირველწოდე-ბულის საქართველოში შემობრ-ძანების დღეა. როგორც ცნობი-ლია, ანდრია პირველწოდებულმა გადაიარა მთა რკინისჯვარზე და იქ ქრისტიანობის სიმბოლო - ჯვარი აღმართა.

მეთერთმეტე წელია, წმინ-და ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ხარაგაულელი ახალგაზრდები, შოთა ხარატიშვი-ლის ორგანიზებით, რკინისჯვარის მოსალოცად დადიან.

შოთა ხარატიშვილი: -რკინის-ჯვარის დალაშქვრის უმთავრესი მიზეზი ქართველი ხალხის ამ წმინდანისადმი განსაკუთრებუ-ლი სიყვარულია. გარდა ამისა, ულამაზესი, უმშვენიერესია ადგი-

ლი, სადაც გადმოცემით ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში აღმართა ჯვარი უფლის სადიდებლად, ღვთისმშობლის წილხვედრი ერის სანუგეშოდ და მფარველად. კავკასიონის უწყ-ვეტად გაბმული მწვერვალების თეთრი ზოლი, ჯავახეთის მთები, თრიალეთის ქედი, თითქმის მთე-ლი იმერეთი... ზღვის დონიდან 2 439 მ სიმაღლიდან, დამიჯერეთ, ცას ვერ წვდებით, მაგრამ ახლოს ხართ!!!

2003 წლის 12 მაისს პირველად მოვილოცე „რკინის ჯვარი“ და მას შემდეგ ყოველ წელს ავდივართ. მოგვყვებიან სასულიერო პირები. ყოველ წელიწადს იმატებს სხვა რაიონებიდან და ქალაქებიდან ჩამოსულთა რიცხვი. ვინც ერთხელ

მაინც მოახერხებს წამოსვლას, ცდილობს მომდევნო წელსაც ამოვიდეს და ტრადიციად იქცეს ეს მსვლელობა მისთვის. მეთერ-თმეტედ ვიყავი წელს და მინდა გითხრათ, რომ შთამბეჭდავად განსხვავებული იყო წინა წლე-ბისგან, რადგან ყოველ წელს ისე ხედავ, თითქოს ჯერ არ გინახავს - არასოდეს გბეზრდება.

გზა, რომელიც ანდრია პირ-ველწოდებულმა ჩვენს წინაპარს მიუთითა, რჩეულთა გზაა, რომე-ლიც აგვირჩიეს, გაგვიკაფეს და ზღვა სისხლის ფასად დღემდე მოგვიტანეს. ეს გზა ნამდვილად იმ-სახურებს დაფასებას, მოფერებას, მოვლას და არ უნდა გავაქროთ... ჩვენც ამ გზას გავტკეპნით და და-ვახვედრებთ მომავალ თაობებს.

20 საუკუნეა ქართველობა ასე ვაკეთებთ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ...

წელს სამოცი ახალგაზრდა იყო წამოსული. მომავალ წელს, კარგი იქნება, უფროსი თაობის წარმომადგენლებიც შემოგვიერთ-დნენ. რაც შეეხება მანდილოსნებს, მძიმე ფიზიკური და ბუნებრივი პირობების გამო, ვერიდებით მათ ჩართვას.

გილოცავთ ანდრიაობას ყველა ხარაგაულელს და მთელ საქართ-ველოს! წმინდა ანდრია მოციქულს გაეკვალოს უფლისაკენ მიმავალი გზა ჩვენს გულებში ისე, როგორც ეს წმინდა ნინოსთვის შესძლო.

თამთა გოგოლაძეშოთა ლომიძის ფოტო

ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიცია გრძელდება

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახნავი სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 მაისს დასრულდება“

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომბინირებული ბარათების გამოყენებით სახნავი სამუშაოები მიმდინარეობს ვახან-ში, ღორეშაში, საღანძილესა და ლაშეში. ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის საინფორმაციო-საკონ-სულტაციო ცენტრის უფროსი სპე-ციალისტის, ვაჟა მაჭავარიანის ინფორმაციით, ამ სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები მალე დასრულდება და იქ მომუშავე ტექნიკა გადაინაცვლებს კიცხში,

ვარძიასა და წყალაფორეთში, სადაც ყველაზე მძიმე მდომარე-ობაა საგაზაფხულო სამუშაოების დროულად დასრულების მხრივ.

მისივე ინფორმაციით, საგაზაფ-ხულო სამუშაოები დასრულებუ-ლია მოლითში, სარგვეშში, ფარც-ხნალში, ზვარეში, ბაზალეთსა და წიფაში.

„რთული რელიეფის გამო ხში-რად გამოდის ტექნიკა მწყობრი-დან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვვარაუდობთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერი-ტორიაზე სახნავი სამუშაოები 25 მაისამდე დასრულდება,“ - ამბობს ვაჟა მაჭავარიანი.

სკოლებში საატესტატო გამოცდები 21 მაისიდან

29 მაისის ჩათვლით ჩატარდება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტის საჯარო სკოლებში ბოლო ზარი 250 კურსდამთავრებულისთ-ვის დაირეკა. მათ ოთხი საატესტა-ტო გამოცდის ჩაბარება 21 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით მოუწევთ. გამოცდების განრიგს თავად სკო-ლის ადმინისტრაცია განსაზღვრავს.

საატესტატო გამოცდების შემ-დეგ კი აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტე-ტიდან ერთიანი ეროვნული გამო-ცდების ჩაბარების 280 მსურველია დარეგისტრირებული.

სარემონტო სამუშაოების დასაწყებად საჭირო

დოკუმენტაცია სკოლებმა მაისის ბოლომდე უნდა

მოაწესრიგონხარაგაულის მუნიციპალიტეტის 16

სკოლაში სარემონტო-სარეაბილიტა-ციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს. რო-გორც რესურსცენტრში სკოლების დი-რექტორებს აცნობეს, დოკუმენტაცია, რომელიც რემონტის დაწყებისთვის აუცილებელია, სკოლებმა მაისის ბო-ლომდე უნდა მოაწესრიგონ. რაც შე-ეხება შიდა რესურსებით ჩასატარებელ რემონტებს, რომელსაც სკოლა გამარ-ტივებული შესყიდვით აწარმოებდა, განათლების სამინისტრო სკოლებს ამ ტიპის სახსრების გაღების უფლებას, ჯერჯერობით, აღარ აძლევს.

მეექვსე-მეცხრე კლასებში გამოცდები ნებაყოფლობითი

და ფასიანიამეექვსე-მეცხრე კლასებში გამო-

ცდების ჩატარების სურვილი ხა-რაგაულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სკოლამ გამოთქვა. გამოცდები ფასიანია და ხელშეკ-რულება სკოლამ უნდა გააფორ-მოს გამოცდების ეროვნულ ცენტრ-თან. თანხას სკოლა საკუთარი ბი-უჯეტიდან ივლისამდე გადაიხდის.

სერტიფიცირებული მასწავლებლები

ტრენინგებს გაივლიანსაჯარო სკოლების სერტიფი-

ცირებულმა მასწავ-ლებლებმა მაისის

ამბების აკიდო

მე-2 გვ.

17 მაისი, პარასკევი 2013 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№18 (541)

www.chkh.org

ხარაგაულში

ახალგაზრდული

ფესტივალი

დაიწყო

საღანძილეში

მოქმედი ხრეშის

გადამამუშავებელი

საწარმო ეკოლოგიურ

პრობლემებს

ქმნის

ხარაგაულის

კულტურის ცენტრში

თამარობისადმი

მიძღვნილი ღონისძიება

გაიმართა

დღეს სკოლებში

მე-12 კლასელებისთვის

„ბოლო ზარი”

დაირეკა

ა/ო „სხივის” ჩანართი

„ჩვენ ვიცავთ ჩვენს

უფლებებს”

საბჭოთა ანაბრების

დაბრუნების

პერსპექტივა იკვეთება

2 გვ.

3 გვ.

6 გვ.

5 გვ.

3-4 გვ.

8 გვ.

ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 80 ათასი ლარია გათვალისწინებული

2 გვ.

დღეს ნომერშია

Page 2: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ.

ბოლომდე უნდა შეავსონ გა-ნაცხადები სპეციალურ სქემაში ჩასართავად. მაისში მათთვის ტრენინგები დაიგეგმება.

ხარაგაულში საკადრო ცვლილებები გრძელდებახარაგაულის მუნიციპალიტეტის

გამგებელ კობა ლურსმანაშვი-ლის ინფორმაციით, გამგებლის მოადგილე ლაშა ნიქაცაძის ნაცვ-ლად ამ თანამდებობაზე დაინიშ-ნა უჩა ბერაძე, რომელიც ლაშა ნიქაცაძის შვებულებაში ყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ას-რულებდა.

გამგებლის ინფორმაციით, პი-რადი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს სპე-ციალისტები უჩა ცხადაძე და ირაკლი მაღრაძე. ხარაგაულის ტერიტორიული ორგანოს სპეცი-ალისტის ერთ-ერთი თანამდებობა რეზო ოკრიბელაშვილმა დაიკავა, ხოლო მეორე ვაკანტურ ადგილას დასანიშნი პიროვნება შერჩეულია და უახლოეს დღეებში დაინიშნება. გამგებლის თქმით, „უჩა ცხადაძე და ირაკლი მაღრაძე საჯარო მო-ხელეთა შესარჩევ, მოახლოებულ კონკურსში მონაწილეობისთვის ემზადებიან; ყველა ახალი კადრი კი თანამდებობაზე კონკურსის გა-მართვამდეა დანიშნული.“

გათავისუფლდა ხუნევის ტერი-ტორიული ორგანოს სპეციალისტი ნანა ოსაძეც. გამგებლის თქმით, ნანა ოსაძეს აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის ხელშეკრულება ერთი თვის წინ დაუმთავრდა. „ხელშეკ-რულების ვადის გასვლის შემდეგ ნანა ოსაძე არ გამითავისუფლებია, ერთი თვით გადავუვადე ხელშეკრუ-ლების ვადა - მქონდა ამის უფლება, - ამბობს კობა ლურსმანაშვილი, - ვცდილობდი, რომ კონკურსამდე მიმეყვანა, მაგრამ ვინაიდან შემდეგ წამოიწია იმ საკითხმა, რომ საბავშ-ვო ბაღშიც მუშაობდა, თავისთავად ცხადია, არჩევანის გაკეთებამ მოუწია - სამუშაოდ დარჩა საბავშვო ბაღში.“

გამგეობის სამხედრო სამსახურ-ში წამყვან სპეციალისტად ზურაბ გიორგიძე დაინიშნა.

უჩა ბერაძის გამგებლის მოად-გილედ დანიშვნის გამო გამგეობის ეკონომიკის სამსახურში გათავი-სუფლებულ წამყვანი სპეციალის-ტის თანამდებობაზე შერჩეულია კონკრეტული პიროვნება, რომე-ლიც, გამგებლის თქმით, უახლოეს დღეებში დაინიშნება.

15 მაისი - ქართული სულის ზეიმი ხარაგაულის მუზეუმში18 მაისი მუზეუმების საერთაშო-

რისო დღეა. ამასთან დაკავშირე-ბით მუზეუმების კვირეული იმარ-თება. მსოფლიოს ყველა მუზეუმი კი 15 მაისს, საღამოს 7 საათიდან, მართავს ღონისძიებას „მუზეუმე-ბის ღამე.“ ამ ღონისძიებაში უკვე მეორე წელია მონაწილეობს ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიც. მუზეუმის დირექტორი ნინო დიდიძე ამბობს, რომ „ყვე-ლა მუზეუმი ამ დღისათვის ცდი-ლობს მოამზადოს რაიმე ახალი მნახველთათვის. ხარაგაულის მუზეუმში ამ დღესთან დაკავშირე-ბით გაიხსნა ახალი საგამოფენო დარბაზი, რომელშიც გამოიფინა მე-19-მე-20 საუკუნეების ნივთები. აღნიშნული ექსპონატები უკვე 20 წელია ინახება ჩვენს ფონდში. მათ ჩავუტარეთ რეკონსტრუქცია და მოვიტანეთ მნახველამდე. დამთვალიერებლები მუზეუმს ქართული ნაციონალური სამოსი-თა და აქსესუარებით სტუმრობენ, ეს არის ქართული სულის ზეიმი ხარაგაულის მუზეუმში.“

ამბების აკიდოპირველი გვერდიდან

14 მაისს ხარაგაულის მუნიციპა-ლიტეტის სოფელ ვარძიაში თამარ მეფისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. წმინდანის ხსენების დღე სიმბოლურად ვარძიის ღვთისმ-შობლის ტაძარში აღინიშნა. მამა დიმიტრიმ (დეკანოსიძე) პარაკლისი გადაიხადა და ისაუბრა ტაძრის დაარსების შესახებ: „როგორც ჩვენთ-ვის ცნობილია, თამარ მეფემ გამო-ცხადების შედეგად დააარსა ვარძიაში ეკლესია მე-12 საუკუნეში.“

ვარძიაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ხარაგაულის სამივე სკოლის ბავშვები და ასევე ვარძიის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები. ამინდის გაუარესების გამო ქალბატონმა ზეინაბ ბუაჩიძემ ტაძარშივე წაიკითხა ლექცია თამარის შესახებ, ისაუბრა მის ღვაწლსა და მეფურ სიბრძნეზე. „ალბათ დადგება დრო, გამოჩნდება თამარის საფლა-ვი, რომელიც ჩვენთვის დღემდე და-მალულია და საქართველო გახდება თამარის დროინდელი საქართველო,

გამთლიანებული და რწმენით აღსავ-სე,“ - ასე დაასრულა ქალბატონმა ზეინაბმა თავისი მონათხრობი. ღო-ნისძიების დასასრულს ირინე ჩხეიძემ წაიკითხა ნაწყვეტი გრიგოლ ორბე-ლიანის ლექსიდან „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“.

ხარაგაულის გამგეობის კულ-ტურის სამსახურის უფროს ირინე ჩხეიძის ინფორმაციით „ამ ღონის-ძიებით გაიხსნა ახალგაზრდული ფესტივალი „მე მიყვარს ხარაგაული.“ ეს არის ტრადიციული ფესტივალი, რომელიც თავის თავში მოიცავს უამრავ სპორტულ, შემოქმედებით, ინტელექტუალურ ღონისძიებებს. ეს არის პირველი ღონისძიება, ფესტი-ვალის ფარგლებში, ფესტივალი გაგრძელდება ერთი თვე და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ მრავალ გასვლით ღონისძიებას. მაყურებელს წარვუდგენთ ფილმებს სხვადასხვა თემებზე. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო საღამო გველის.

თამთა გოგოლაძე

ხარაგაულში თამარობის დღესასწაულით ახალგაზრდული

ფესტივალი დაიწყო

„ცხოვრების ახალ ეტაპზე გადა-სვლა არ გამიჭირდება, რადან ასეთი ეტაპები ჩემს ცხოვრებაში ბევრია, - მიმართა ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტ-რის უფროსმა მამუკა ჭიპაშვილმა სკოლების დირექტორებს 14 მაისს გამართულ თათბირზე, - მინდა სი-ამაყით ვთქვა, რომ ეს ერთი წელი ჩემთვის იყო ძალიან საპატიო. სა-პატიო იყო განათლების სისტემაში მუშაობა, გუნდთან, რომელიც აქ დამხვდა და თითოეულ თქვენ-განთან. თქვენთან თავს ძალიან კომფორტულად ვგრძობდი. რომ არ მოგატყუოთ, საკმაოდ ბევრი

რამის გაკეთებას ვაპირებდი, როცა ამ სამსახურში მოვდიოდი. გარკვე-ული მიზეზების გამო ვერ შევძელი. ჩემი დანიშვნისთანავე შეიცვალა მინისტრი, შემდგომ ერთ-ერთი რთული არჩევნები გადავიტანეთ. ხარაგაულის განათლების სის-ტემა ძალიან სუფთად გამოვიდა იმ პროცესებიდან. რამდენჯერაც მომეცა თქვენთან შეხვედრის შე-საძლებლობა, ყოველთვის გეუბ-ნებოდით, რომ ყოფილიყავით აპოლიტიკურები და ნეიტრალუ-რები იმის მიუხედავად, რომ მე საარჩევნო პროცესებში საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული.

დარწმუნებული ვარ, რომ ხარა-გაულის საგანმანათლებლო რე-სურსცენტრს ღირსეული უფროსი ეყოლება. არ ჩათვალოთ, რომ თქვენთან ურთიერთობა დავასრუ-ლე. ვინც უნდა იყოს რესურსცენტ-რის უფროსი, ვითანამშრომლებ და ყველა სკოლას სიამოვნებით შევთავაზებ ამა თუ იმ იდეას. ჩემ-დაუნებურად თუ რაიმე დავალება დროულად ვერ შევასრულე, ან რომელიმე თქვენგანს გაწყენინეთ, გულწრფელად გიბოდიშებთ. ძალიან მიყვარხართ და საოცარი იყო თქვენს გვერდით ყოფნა. მი-გულეთ თქვენს მეგობრად.“

თავის მხრივ სკოლების დირექ-ტორებმაც აღნიშნეს, რომ ნამდვი-ლად ნაყოფიერი იყო მამუკა ჭიპაშ-ვილთან საქმიანობის ერთი წელი.

შეგახსენებთ, რომ საგანმა-ნათლებლო რესურსცენტრის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მამუკა ჭიპაშვილს მო-ნაწილეობის უფლება არ მიეცა პე-დაგოგიური სტაჟის არქონის გამო.

ხარაგაულის საგანმანათლებ-ლო რესურსცენტრის კონკურსში მონაწილეებმა გასაუბრება 13 მაისს გაიარეს. შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ნინო კაპანაძე

მამუკა ჭიპაშვილი რესურსცენტრის უფროსის რანგში სკოლების დირექტორებს დაემშვიდობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილედ ინფრას-ტრუქტურის დარგში 2013 წლის 15 მარტიდან მიხეილ ჭიპაშ-ვილი მუშაობს. იგი 1985 წლის 23 სექტემბერს დაიბადა ხარა-გაულში. 2002 წელს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია დაამთავრა. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზ-ნესისა და მართვის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კერძო სექ-ტორში. 2013 წლის იანვრიდან 15 მარტამდე მუშაობდა ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროში. 2013 წლის 15 მარტს დაინიშნა ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგებლის მოადგილედ.

მიხეილ ჭიპაშვილი პასუხისმ-გებელია და უშუალოდ ხელმძღვა-ნელობს ხარაგაულის მუნიციპალი-ტეტში განსახორციელებელ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს. გამგებლის მოადგილის ინფორ-მაციით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროექტებზე წელს გამოყოფილია 773 219 ლარი. ეს თანხა გადა-ნაწილებულია თითოეულ სო-ფელზე. წარმოდგენილია 217 პროექტი. მიმდინარეობს მათი მომზადება და უახლოეს მომავალ-ში გამოცხადდება ტენდერი.

ორმილიონნახევარი ლარი გამოყოფილია ინფრასტრუქტუ-რის სამინისტროსგან. წინა წელს 120 ათასი ლარი განისაზღვრა ხარაგაულის კინოთეატრის შენო-ბის რეაბილიტაციაზე. წელს ამ შე-ნობის რეაბილიტაციაზე 531 ათასი

ლარი დაიხარჯება. 960 ათასი ლა-რია განსაზღვრული ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, კერძოდ - დ. ხარაგაულში, ისლარში, ხევში, ნადაბურში, ხუნევში, ბორითსა და ნუნისში. 680 ათასი ლარი დაიხარჯება დ. ხარაგაულში ქუჩე-ბის კეთილმოსაწყობად - ყველა ქუჩა მოასფალტდება ან დაიგება ბეტონის საფარი. დ. ხარაგაულში გზების კეთილმოწყობისთვის და-მატებით გამოიყო თანხა იმ 500 ათასი ლარიდან, რომელიც ბაზა-ლეთი-უბისის გზის რეაბილიტაციას უნდა მოხმარებოდა. ვინაიდან ეს თანხა ბაზალეთი-უბისის გზისთვის ძალიან მცირეა, პროექტის გან-ხორციელება მომავალი წლისთ-ვის გადაიდო.

წელს ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 80 ათასი ლარი გამოიყო, მაქათუბანში ხიდის მშენებლობისთვის - 120 ათასი ლარი, კინოთეატრის შენობის ეზოს კეთილმოწყობის და ინვენ-ტარის შეძენისთვის - 120 ათასი ლარი, მრავალბინიანი სახლების გადახურვისთვის დ. ხარაგაულსა და დიდვაკეში - 100 ათასი ლარი.

მიხეილ ჭიპაშვილის ინფორ-მაციით, სარეზერვო ფონდიდან გარკვეული თანხა დაიხარჯება ვახანში, ვარძიასა და ერეთაში დამეწყრილი გზების გასაწმენდად და რამდენიმე გადაუდებელი პრობლემის მოსაგვარებლად.

მიხეილ ჭიპაშვილი ხელმძღვა-

ნელობს სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემს-წავლელ კომისიას. მისი თქმით, კომისიაში 500 განცხადებაა შესუ-ლი. კომისიამ უკვე შეისწავლა დ. ხარაგაულში მცხოვრები სტიქიით დაზარალებული ოჯახების მდგო-მარეობა. ამჟამად კომისია მუნი-ციპალიტეტის სოფლებში აგრძე-ლებს მუშაობას. დაზარალებული ოჯახები დაიყოფა კატეგორიებად. როგორც მიხეილ ჭიპაშვილი განმარტავს, წელს პირველ კატე-გორიაში მოხვედრილ ანუ იმ ოჯა-ხებს დაეხმარებიან, რომელთაც თავშესაფარი არ აქვთ. სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 97 ათასი ლარია გათვალისწინებული. თუ თანხა საკმარისი აღმოჩნდა, შესაძ-ლოა, წელს დაეხმარონ მეორე და მესამე კატეგორიაში მოხვედრილ ოჯახებსაც.

„სტიქიით დაზარალებულებზე გასაცემი თანხა წინასწარ დაკონკ-რეტებული არ არის, - განმარტავს მიხეილ ჭიპაშვილი, - კომისია გადაწყვეტს, არსებული პრობლე-მების მიხედვით, რა ოდენობის თანხა გაიცეს. ჩვენი სურვილია, არავინ დაგვრჩეს უკმაყოფილო და ამავე დროს ოჯახს მომავალ წელს აღარ დასჭირდეს დახმარე-ბა ამ მიმართულებით. გზებიც უნდა ვუჩვენოთ, როგორ მოაგვარონ პრობლემა.“

ნინო კაპანაძე

ვახანში საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 80 ათასი ლარია გათვალისწინებული

Page 3: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

3xtvb [fhfufekb17 მაისი, 2013 წ.

9 მაისს, სოფელ საღანძილეში პროექტის „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლე-ბებს - მშენებლობა ეკოლოგიური რის-კების გარეშე“ ფარგლებში, ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სხივის“ წარმომადგენლების და პროექტის ექსპერტის თეიმურაზ კეპულაძის მო-სახლეობასთან შეხვედრა.

შეხვედრის დროს მოსახლეობის მხრიდან გამოიკვეთა ის პრობლე-მები, რომელიც რკინიგზის მეორე ხაზის მშენებლობამ შეუქმნა სოფელ საღანძილეს და მის მიმდებარე სოფ-ლებს, კერძოდ: სოფელ საღანძილის ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზის მშე-ნებლობის პროექტის ფარგლებში გა-მართულია ხრეშის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, სადაც გადამუშავების პროცესში წარმოქმნილი შლამი ჩა-ედინება მდინარეში, რადგან საწარ-მოს აქვს გაუმართავი სალექარი, ეს იწვევს მდინარე ჩხერიმელას მუდმივ ამღვრევას, რის გამოც იგი საბანაოდ გამოუსადეგარია. ახლა ზაფხულია და ეს პრობლემა მნიშვნელოვანია მო-სახლეობისთვის. აღსანიშნავია, რომ წყლის ამღვრევა ხდება არა მარტო მცირე მანძილზე, არამედ წყალი იმღვ-რევა რამდენიმე კილომეტრზე, გარდა ამისა, მდინარეში შლამის ჩადინების

გამო, დიდი საფრთხე ექმნება ცოცხალ ორგანიზმებს. მოსახლეობის კატეგო-რიული მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ მოგვარდეს მცირე საწარმოსთან არსებული გაუმართავი სალექარის პრობლემები და შეწყდეს მდინარის დაბინძურება.

გარდა ამისა, მოსახლეობის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება და წუხილი იმის გამო, რომ მძიმეწონიანი მანქანები აზი-ანებენ სოფლის გზებს და წვიმიან ამინდ-ში წარმოქმნილი ორმოების გამო ზო-გიერთ ადგილზე გავლა შეუძლებელია. მათი მოთხოვნაა, რომ დროდადრო მოხდეს დაზიანებული გზების შეკეთება.

მოსახლეობა ასევე გამოთქვამს პრეტენზიებს იმის გამო, რომ ქარხნის ტერიტორიაზე არ არის დაცული უსაფ-რთხოების ზომები, უხვად არის გათხ-რილი ორმოები, რომელიც დაუცავია და იყო შემთხვევა, როცა მასში ჩავარდა პირუტყვი. ასევე დაუცავია ის გაუმართა-ვი სალექარიც, რომელიც დიდი რისკის წინაშე აყენებს მოსახლეობას.

აღნიშნული პრობლემების შესახებ შეხვედრის მიმდინარეობის პერიოდში მოხდა არასამთავრობო ორგანიზა-ცია „სხივის“ წარმომადგენლების და პროექტის ექსპერტის სატელეფონო კავშირი რკინიგზის დეპარტამენტის

წარმომადგენელთან ბატონ აკაკი საღირაშვილთან. მას განემარტა მო-სახლეობის პრობლემების შესახებ და მისი მხრიდან მიღებულ იქნა პირობა,

რომ უახლოეს თათბირზე, რომელიც 14 მაისს იმართება, ყველა ეს საკითხი იქნება განხილული და უახლოეს პე-რიოდში მოგვარდება.

ასევე, არასამთავრობო ორგანი-ზაცია „სხივის“ მიერ პრობლემების შესახებ წერილობით ეცნობა გარემოს დაცვის სამინისტროს.

საღანძილეში მოქმედი ხრეშის გადამამუშავებელი საწარმო

ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის

ქალბატონო ხათუნა, ჩვენმა არა-სამთავრობო ორგანიზაციამ და ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობამ არაერთგზის გაცნობეთ იმ ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ, რომელიც რკინიგზის მეორე ხაზის მშე-ნებლობამ შეუქმნა მიმდებარე სოფლებს. ზოგიერთი პრობლემა მოსახლეობის აქტიურობის და პროტესტის გამო ნა-წილობრივ მოგვარდა, თუმცა, დღემდე საფრთხის წინაშეა და გაურკვეველია ზვარის მინერალური წყლების საბადოს ბედი; ასევე, კვლავაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ღელეებსა და ხევებში ჩაყრილი ნარჩენები.

ამჯერად გვინდა გაცნობოთ იმ მწვავე პრობლემის შესახებ, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის მდინარე ჩხერი-

მელას, სოფელ საღანძილეს და მისი მიმდებარე სოფლების მოსახლეობას.

მოგეხსენებათ, რომ სოფელ სა-ღანძილის ტერიტორიაზე მშენებარე კომპანიას გამართული აქვს ხრეშის გადამამუშავებელი მცირე საწარმო, სადაც წარმოებს მდინარე ჩხერიმელა-დან ამოღებული ინერტული მასალების გადამუშავება. იმის გამო, რომ საწარმოს არ აქვს სათანადოდ გამართული სალე-ქარი სისტემა, არ არის შლამის გამწმენ-დი, ხდება მისი სისტემატური ჩადინება მდინარე ჩხერიმელაში, რაც, გარდა იმისა, რომ კილომეტრების მანძილზე იწვევს წყლის ამღვრევა - დაბინძურებას, დიდ საფრთხეს უქმნის მდინარეში მობი-ნადრე ცოცხალ ორგანიზმებს.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია

და მოსახლეობა, სავსებით სამართ-ლიან შეშფოთებას და პროტესტს გამოვთქვამთ გაუმართავი საწარმოს ფუნქციონირების გამო და მოგმართავთ თხოვნით, რომ უახლოეს პერიოდში შესწავლოთ აღნიშნული პრობლემა და მიიღოთ შესაბამისი ზომები.

აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენს მიერ აღნიშნული საკითხის შესახებ ეცნობა რკინიგზის დეპარტამენტს, კერძოდ, ბატონ აკაკი საღირაშვილს.

წინასწარ გიხდით მადლობას თა-ნამშრომლობისათვის და ვიმედოვ-ნებთ, რომ დროულად დაინტერესდე-ბით აღნიშნული საკითხით.

პატივისცემითარასამთავრობო

ორგანიზაცია „სხივი“

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ხათუნა გოგალაძეს

ნებისმიერი პროექტი, რომელიც ემსახურება სამოქალაქო ინიციატი-ვების გააქტიურებას, ძალიან მნიშვ-ნელოვანია; მითუმეტეს, როცა ეს პროცესი რეგიონის მოსახლეობას ეხება. ამ თვალსაზრისით აქტუალუ-რია პროექტი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და ეხება მოსახლეობის ინფორმირებას რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის პროცესში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებზე.

რკინიგზის ხაზის მოდერნიზაციის პროცესში არ იყო ორგანიზებული გვი-რაბების გაყვანისას გამოტანილი მასის განთავსების პროცესი. დაყრა ხდებო-და ხევებში, მდინარეების კალაპოტებ-ში, საძოვრებზე. შედეგად არსებობს წყლების დაგუბებისა და მეწყერული პროცესების წარმოქმნის საშიშროება. ყველაზე დიდი პრობლემა შეექმნა ზვარეს მინერალური წყლის საბადოს. იგი პრაქტიკულად განადგურებულია.

პროექტის მსვლელობისას არასამ-თავრობო ორგანიზაცია „სხივმა“ გამო-ავლინა მოსახლეობასთან ურთიერ-თობის, პრობლემების წარმოჩენისა

და მათი მოგვარების თეორიული და პრაქტიკულად გადაჭრის გზები.

მნიშვნელოვანია და პროექტის წარ-მატება გახლავთ ის, რომ პროექტის მსვლელობის პროცესში, გარემოსდაც-ვითი პრობლემების შესახებ მოსახლე-ობის ინფორმირების შედეგად, მნიშვ-ნელოვნად იზრდება მოსახლეობის აქტიურობა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სხი-ვის“ წევრების მიერ სწორად იქნა და-სახული მოქმედების გეგმა. პრობლე-მების შესახებ ეცნობა გარემოს დაცვის სამინისტროს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტს, ადგილობრივ საკრებულოს, საქართველოს რკინიგზას. მასალები მიეწოდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. შედეგად მოგვარდა გვი-რაბის გაყვანისას გამოტანილი სამთო მასის განთავსების საკითხი.

ვფიქრობ, რომ მსგავსი პროექტე-ბის განხორციელება რეგიონებისთვის ძალზე საჭირო და მნიშვნელოვანია.

თეიმურაზ კეპულაძე,პროექტის „ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფ-

ლებებს - მშენებლობა ეკოლოგიური რისკების გარეშე“ ექსპერტი

მისასალმებელია მოქალაქეთა აქტიურობა

ვაშლის ნარჩენები - 3 თვეგაზეთები - 3 -12 თვეასანთი - 6 თვესიგარეტის ფილტრი - 1-2 წელისაღეჭი რეზინი - 5 წელი

ალუმინის ქილა - 10-100 წელიპლასტმასის ბოთლი - 100-1000 წელისაკრედიტო ბარათი - 1000 წელიმინის ჭურჭელი - 4000 წელი

რა დრო ჭირდება სხვადასხვა კატეგორიის ნარჩენის

ბუნებრივი გზით დაშლას?

Page 4: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

4 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ.

ჩანართში გამოქვეყნებული მასალები არ გამოხატავს ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ

არის პასუხისმგებელი მასალების შინაარსზე.

ნიადაგი არის სუბსტრატია, საიდა-ნაც ადამიანი იღებს იმ ყველაფრის უდიდეს ნაწილს, რაც აუცილებელია მისი არსებობისათვის. ადამიანმა შეიძლება რაღაცებზე თქვას უარი, მაგრამ საკვებს ვერ მოიკლებს. თითქმის ყოველგვარი საკვები კი ნიადაგიდან მოდის ან უშუალოდ უკავშირდება მას.

ნიადაგის დაცვა ძალიან მნიშვ-ნელოვანი საკითხია საქართველოს-თვის. ეს არის სახელმწიფოებრივი პრობლემა, რადგან საქართველოში ნიადაგის დაბინძურების, ეროზიული პროცესების, ნიადაგის მეორადი დაჭაობებისა და დამლაშების, სა-სარგებლო წიაღისეულის და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, ადამიანის არასწორი სამეურნეო მოქ-მედების შედეგად დიდია ნიადაგის დანაკარგები.

საქართველოს ტერიტორია მო-იცავს 7628,4 ათას ჰექტარს, საიდანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უჭირავს 3025,8 ათასი ჰექტარი (39,7%), აქედან: სახნავი: 801,8 ათასი ჰექტარი, მთელი სასოფლო-სამეურ-ნეო სავარგულის (26,5%), მრავალ-წლიანი ნარგავები - 263,5 ათასი ჰექტარი (8,7%), სათიბი - 143,8 ათასი ჰექტარი (4,8%), საძოვარი - 1796, 6 ათასი ჰექტარი (59,4%).

სასოფლო-სამეურნეო სავარგულ-ში აღირიცხა აგრეთვე საკარმიდამო მიწაზე განლაგებული საცხოვრე-ბელი, სამეურნეო შენობებით და ეზოებით დაკავებული 20,1 ათასი ჰექტარი (0,7%).

ქვეყნის ტერიტორიის 60,3% ანუ 4602,6 ათასი ჰექტარი დაკავებულია ტყე-ბუჩქნარით, წყლით, გზებით, შენობა-ნაგებობებით და სხვა გამო-უყენებელი (კლდეები, ხრამები, ქვიშრობები, ეროზირებული დამეწყ-რილი, მყინვარები, სასაფლაოებით დაკავებული) ფართობებით.

ქვეყანაში მიწა განაწილებულია ორი ძირითადი ფორმით:

I. კერძო საკუთრება 948,9 ათასი ჰექტარი, სადაც აღირიცხა მოქალა-ქეებზე რეფორმამდე არსებული საკარ-მიდამო კოლექტიური მებაღეობის მი-წების ჩათვლით და რეფორმის შემდეგ მათზე დამატებით გადაცემული მიწის ფართობი სულ 934,3 ათასი ჰექტარი და ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებიდან ყოფილ მოსარგებლეებზე კერძო საკუთრებად გამოცხადებული 14,6 ათასი ჰექტარი.

II. სახელმწიფო საკუთრება 6679,5 ათასი ჰექტარი, აქედან:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნუ-ლების 2822,3 ათასი ჰექტარი (აქ აღირიცხება სამეცნიერო-კვლევი-თი, სასწავლო დაწესებულებები, საცდელ-სასელექციო სადგურები, სასოფლო-სამეურნეო საწარმოები, კოოპერატივები, შეზღუდული პა-სუხისმგებლობის საზოგადოებები, სააქციო საზოგადოებები, დამხმარე მეურნეობები და გლეხური, ფერმე-რული მეურნეობები),

არასასოფლო-სამეურნეო დანიშ-ნულების ორგანიზაციები - 3857,2 ათასი ჰექტარი, საიდანაც:

- დასახლებული პუნქტების (ქალა-ქის, დაბის და კურორტის დასახლე-ბის) 88,4 ათასი ჰექტარი;

- დაცული ტერიტორიების - 300,7 ათასი ჰექტარი;

- ტყის ფონდის - 2456,2 ათასი ჰექტარი;

- მრეწველობის, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, რადიომაუწყებ-ლობის, ტელევიზიის, სხვა საინფორ-მაციო საშუალებების, ენერგეტიკის, თავდაცვის და სხვა დანიშნულების - 171,9 ათასი ჰექტარი;

- რელიგიური ორგანიზაციების - 4,9 ათასი ჰექტარი;

- წყლის ფონდის - 835,1 - ათასი ჰექტარი.

ფოტოებზე: ეკოლოგიურ საკითხებში ექსპერტ თემურ კეპულაძის შეხვედრა საღანძილელებთან

გარემოს დაცვა - ნიადაგის დაცვა

ეკოლოგიური რისკი - ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემის სოციალურ-სამედიცინო დახასიათება. ჯანდაცვის სისტემის წინ დგას ამოცა-ნა: შეისწავლოს გამონაბოლქვების, საწარმოო პროდუქტების, პესტიციდე-ბის, ქიმიური ნივთიერებების გავლენა მცენარეულ და ცხოველურ სამყაროზე, წყლისა და ნიადაგის დაბინძურებაზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოც-ხლის ხანგრძლივობაზე, შეისწავლოს ეკოლოგიურად „დაბინძურებული სამუშაო ადგილები“, სადაც ჰაერი დაბინძურებულია მძიმე მეტალების მტვერით: ტყვია, სპილენძი, თუთია, ქლორი, გოგირდი და ა.შ. ეკოლო-გიის და ადამიანის ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ინფორ-მაციის არქონის პირობებში რთულია შრომითი საქმიანობის რეგულირება.

სამედიცინო-სანიტარული სამსახურის აუცილებელი ამოცანაა დაამონტაჟოს აერო და წყლის ანალიზატორები, მოიძიოს დაბინძურების წყაროები და უზ-რუნველყოს მათი სწრაფი ლიკვიდაცია.

გარემოს მავნე ფაქტორების შეს-წავლის ანალიზმა როგორც მთელს მსოფლიოში, ისე რუსეთში და მსხვილ ინდუსტრიულ ქვეყნებში, აჩვენა, რომ ეკოლოგიური დესტაბილიზაციის ძი-რითადი ტენდენციები გრძელდება და იზრდება. ნაციონალური, რეგიონული პროგრამები, ეკოლოგიური კონვენციები და კანონები მოწოდებულია, რათა და-ინერგოს შედარებით ეფექტური რესურ-სი და ენერგიადამზოგველი ტექნოლო-გიები. მრავალმილიონიანი გამწმენდი მოწყობილობები და სხვა მცდელობები ვერ ცვლის ამ ტენდენციას და ვერც ამცი-რებს ზრდის ტემპს. ეს ნიშნავს, რომ იზრ-დება ადამიანის სიცოცხლისათვის, მისი ჯანმრთელობისა და არსებობის რისკი. ამიტომაც ამ პრობლემის აქტუალობა დღითიდღე იზრდება.

ატმოსფეროს დაბინძურების მყა-რი და საშიში წყაროებია საწარმოო, სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო გამონაბოლქვები. ატმოსფეროს და-მაბინძურებელი ნივთიერებები განა-წილებულია არათანაბრად, ზოგან კი მათი რაოდენობა ძალზე მაღალია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ნივთიერების მეტად უმნიშვნელო კონ-

ცენტრაციაც კი განსაკუთრებით საშიშია.გარემოს დამაბინძურებელ წამყვან,

ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ყველა ქვეყანაში ითვლება ავტოტრანსპორ-ტის გამონაბოლქვი და წარმოების ნარჩენი პროდუქტები.

ძნელი წარმოსადგენია თანამედრო-ვე ცივილიზაცია ნავთობპროდუქტების გარეშე. ნავთობის გამო მიმდინარეობს ომები, ხდება სახელმწიფო გადა-ტრიალებები, ცხადდება ეკონომიკური ბლოკადები. კაცობრიობას ნავთობის მოპოვება-მოხმარება მეტად ძვირი უჯდება, შემთხვევით არ უწოდებენ მას „შავ ოქროს“. XXI საუკუნეში მისი ფასი კაცობრიობისათვის დამღუპველი შეიძ-ლება გახდეს. საქმე ეხება მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ნავთობი და მისი პროდუქტების გადამუშავების საფასური შეიძლება გახდეს დამანგრეველი მიწის-ძვრების შედეგების ტოლფასი.

ნავთობისა და მისი გადამუშავების პროდუქტები წარმოადგენს გარემოს ძლიერი დაბინძურების წყაროს. შე-დეგად ნადგურდება მიკროორგანიზ-მები, თევზები, მცენარეები. საწვავის არასრული წვისას ატმოსფეროში გადმოისროლება დიდი რაოდენობით ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში ნივთიერებები, რომლებიც როგორც მრავალი სომატური, ასევე სიმსივნური დაავადების გამომწვევია.

გარემოს დაბინძურება ნიშნავს ადამიანის ორგანიზმსა და მის გარე-მოში – ჰაერში, წყალში, ნიადაგში, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში ტოქსიური ნივთიერებების დასაშვებ ნორმაზე მეტად მომატებას. მათგან ადამიანის ჯანმრთელობისათვის გან-საკუთრებით საშიშია მავნე აირები: SO2, CO2, CO, NO, NO2, H2SO4, NO და მძიმე მეტალები: Pb, Cd, Cu, Ni, Cr, Mn, Fe და სხვ., რადგან ისინი ტოქსიურად მოქმედებენ ადამიანის ცხოველმყოფელობისათვის აუცილე-

ბელ გარემოზე, მიკროორგანიზმებზე, თევზებზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და თვით ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ტოქსიური ნივთიერებების ნორმაზე მეტად მომატება გარემოსა და ადამი-ანის ორგანიზმში იწვევს ისეთი ქრო-

ნიკული დაავადებების პროგრესულ მატებას, როგორიცაა სასუნთქი და გულსისხლ ძარღვთა სისტემების დაავა-დებები, გენეტიკური და თანდაყოლი-ლი მანკები, ქრონიკული მოწამვლები, ავთვისებიანი სიმსივნეები, ალერგიები, სისხლის დაავადებები, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ნევროზები და ვეგეტატიური დარღვევები, ღრძი-ლების ატროფია, მხედველობისა და სმენის დაქვეითება და სხვ.

ფარულად მიმდინარე ქრონიკული ინტოქსიკაციები, ორგანიზმის ლატენ-ტური დაზიანება გარემოს დაბინძურე-ბის მომატების ხარჯზე, დღევანდელო-ბის ძალზედ აქტუალური ეკოჰიგიენური და კლინიკური პრობლემაა. მით უმე-ტეს, რომ მძიმე მეტალების ტოქსიური ზემოქმედება შეიძლება გამოჩნდეს პოპულაციურ დონეზე მოსახლეობის შემდეგ თაობებშიც.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ქმნის თვალით ხილულ ეკოლოგიურ კატას-ტროფას, რომლის ინდიკატორსაც წარმოადგენს მოსახლეობის, განსა-კუთრებით კი ბავშვთა ავადობა.

ეკოლოგიური აგრესიის პირველი ნიშნებია ბავშვთა პოპულაციაში ზემო და ქვემო სასუნთქი გზებისა და კუჭ-ნაწლა-ვის ტრაქტის ქრონიკული მორეციდივე დაზიანებები, რომლებიც კლინიკურად გამოვლინდება ქრონიკული ინფექცი-ური კერების გაჩენით, კუჭ-ნაწლავის ნორმალური ბიოლოგიური ფლორის დარღვევით, ალერგიული დაავადე-ბების (კანის და სასუნთქი სისტემის) ტიპიური და ატიპიური ფორმების გახშირებით და ამასთან, აღნიშნული პათოლოგიების სტანდარტული სქემით მკურნალობის არაეფექტურობით.

გარემოს დამაბინძურებლებს, რო-გორიცაა გოგირდის ორჟანგი, ოზონი და აზოტის ჟანგეულები, იმ კონცენტ-რაციით, რაც შეიძლება შეგვხვდეს ძლიერ დაბინძურებულ ქალაქებში, შეუძლიათ ბრონქოსპაზმის პროვო-

ცირება, ბრონქების რეაქტიულობის გარდამავალი მომატება და სხვადას-ხვა სახის ალერგიული რეაქციების გაძლიერება (GINA2004 ).

ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მონაცემებმა ქალაქის შუაგულში აჩვენა, რომ ცენტრში ცხოვ-რება საზიანოა ჯანმრთელობისათვის. ყველგან - ნიადაგში, ფოთლებში, ბა-ლახის გაზონებში, ქვიშაში - პირველი კლასის მძიმე მეტალების შემცველობა – თუთია, ტყვია, კადმიუმი, სპილენძი, ნიკელი, ქრომი, ძალიან მაღალია. ამ ელემენტების დაგროვება კი იწვევს მთელი რიგი სერიოზული დაავადებე-ბის განვითარებას.

აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ ზემოთ აღნიშნული პრობლემები საერთოა როგორც მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისთვის, ასევე - განსაკუთრე-ბით საქართველოსთვის. საკმარისია დასახელდეს კონკრეტულად საქართ-ველოს დღევანდელობისათვის დამა-ხასიათებელი სპეციფიკური ნიშნები:

• საქართველოს მდებარეობა – მოქცეულია მთებს შორის;

•ბუნებრივი გოგირდოვანი წყლების არსებობა;

•ტექნიკურად გაუმართავი დიდი

რაოდენობის მანქანების აქტიური გამოყენება;

•საქართველოს სოციალურ-ეკო-ნომიკური პრობლემები, მათ შორის იაფფასიანი გაუმართავი გამათბობელი საშუალებების აქტიური გამოყენება;

•ბუნებრივი საწვავის პროდუქტების მოპოვების ადგილების და მათი ტრანს-პორტირების უკონტროლობა;

•მოსახლეობის ინფორმირების უკმარისობა უსაფრთხოების წესებისა და პრევენციული ღონისძიებების გა-ტარების შესახებ;

•პერმანენტული სტრესული მდგო-მარეობა და სხვ.

ამგვარად, დღევანდელ სიტუაციაში შესაძლოა ჩაითვალოს, რომ არსებული პრობლემების ფონზე საქართველო, განსაკუთრებით კი მისი დედაქალაქი თბილისი და ზოგიერთი რეგიონი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენ-ტულ ლაბორატორიას, ეკოლოგიური დაავადებების განვითარებისათვის, რომელთა ქრონიზაციის ხელშეწყობამ პრევენციული ღონისძიებების გატარე-ბის დაგვიანების გამო, შესაძლოა, თავი იჩინოს მომავალი პოპულაციის დონეზე – მოსახლეობის შემდგომ თაობებში სერიოზული გენეტიკური დარღვევების სახით. არახელსაყრელი ეკოლოგიური ფატორების გავლენის შედეგად განვი-თარებულ დაავადებათა რეტროსპექტუ-ლი და პროპექტული ანალიზი, გარემოს მავნე ფაქტორების შესწავლასთან ერთად, წარმოადგენს აუცილებელ პირობას სწორი პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების შესა-მუშავებლად და არის ერთადერთი და ძირითადი ინსტრუმენტი ეკოლოგიური პრობლემების გადასაწყვეტად.

თ. გიგაური მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ეკოლოგიური რისკი და გავლენა ჯანმრთელობაზე

Page 5: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

5xtvb [fhfufekb17 მაისი, 2013 წ.

აი, დადგა 17 მაისი - დღე, რო-დესაც უკანასკნელად დაირეკება ჩვენთვის სკოლის ზარი. თეთრი ქსოვილები მოხატულია სიტყვე-ბით „გილოცავ.“ ვეკითხები ჩემს

თავს „რას მილოცავენ?“- იმას, რომ ვტოვებ ჩემს სკოლას, ჩემს მერხს, სიცილს,რომელიც მთელი დღე ისმოდა ცივ, თუმცა ჩვენ მიერ გამთბარ კედლებში? მომენატრება ჩემი სკოლა... მომენატრება გამო-ცდის წინ ღელვა, ტესტის დროს მიმიკების დახმარებით ჯგუფური მუშაობა, გაკვეთილის ბოლოს დაწერილი ათიანი და მასწავ-ლებლის შექება. მომენატრება თითოეული წუთი, ექსკურსიები, ჩაშლილი გაკვეთილები... და შატალო... რომელიღაც სახლის რომელიღაც ეზოში გატარებული საათები მხოლოდ იმიტომ, რომ სკოლაში არ შევსულიყავით. და იცით რა? რომ მცოდნოდა, ასე დამწყდებოდა გული, რომ მცოდ-ნოდა, რამდენად ძლიერი ყოფი-ლა გრძნობა, რომელსაც სკოლის სიყვარული ჰქვია, ალბათ, არა-სოდეს მომინდებოდა სკოლის გაცდენა. მომენატრება წიგნების სუნი, ლურჯი კალმით დასვრილი თითები, მომენატრება ეს წლები.

და კიდევ ერთი... არასოდეს დამავიწყდება, პირველად რომ წავედი სკოლაში. დედას ეჭირა

ჩემი ხელი. თქვენც ხომ ასე წა-გიყვანეს პირველად სკოლაში? ხელჩაკიდებული... გული როგორ გიცემდათ? როგორ გაინტერესებ-დათ ყველაფერი... და ბავშვები? გულში რომ არჩევდით სამეგობ-როდ... სულ მემახსოვრება სკო-ლის პირველი წუთები, და უკანასკ-ნელი... პირველი ზარიდან ბოლო ზარამდე. რამდენი რამ შეცვალა თორმეტმა წელმა, მაგრამ ერთი რამ უცვლელი დარჩა - ის რაღაც-ნაირად უცნაური გრძნობა, გულს რომ აათამაშებს და თვალსაც ააც-რემლიანებს ოდნავ - პირველად იმიტომ, რომ დედა გვტოვებდა, მეორედ კი იმიტომ, რომ ჩვენ ვტოვებთ სკოლას. რა ლამაზი იყო ეს ყველაფერი და რა დასანანია, რომ მთავრდება. მომენატრება ჩემი კლასი. მომენატრება, ვიცი, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ყველა-ფერს თავისი დრო აქვს და ახლა ამის დროა. წინ კი რთული, მაგრამ საინტერესო ცხოვრება გველის. ამიტომ, მინდა ყველას ვუსურვო დიდი მომავალი და წარმატებები ცხოვრების გზაზე.

ანა გოლუბიანი

დღეს, 17 მაისს, მე-12 კლასელებისათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა

დასრულდა ერთი პატარა მო-ნაკვეთი ჩემი ცხოვრებისა, რო-მელმაც ძალიან სწრაფად და საინტერესოდ განვლო. თვალწინ მიდგას სკოლაში მისვლის პირვე-ლი დღე. თითქოს ყველაფერი გუშინ მოხდა... მახსოვს, მოუთმენ-ლად ველოდი კლასში შესვლას, მერხთან დაჯდომას და პირველი გაკვეთილის დაწყებას. დღეები დღეებს მისდევდა. მე იმდენად შემიყვარდა გაკვეთილები და სკოლა, რომ ჭირის დღესავით მეზარებოდა შაბათ-კვირა და დასვენების დღეები. რაღაც დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი ყოველ დილით. ერთი სული მქონდა, რო-დის შევაღებდი სკოლის კარებს.

არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი პირველი მასწავლებელი სოფო ცისკაძე, რომელმაც დიდი სიყვარულით მიგვიღო, „დედა ენა“ გადაშალა და ცოდნის ჯადოს-ნურ სამყაროს გვაზიარა. შემდეგ გვასწავლიდა არაჩვეულებრივი პედაგოგი კლარა გოგოლაძე, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს მოსწავლედ ჩამო-ყალიბებაში. ახლაც თვალწინ მიდგას მისი ჩატარებული გაკვე-თილები, მის მიერ მოყოლილი

„ვეფხისტყაოსანი.“ როგორ საინ-ტერესოდ და გასაგები ენით გვე-საუბრებოდა. ვაცდენდი სპორტის გაკვეთილებს და ვთხოვდი კლარა მასწავლებელს, რომ პოემის ახა-ლი თავი მოეყოლა...

მეხუთე კლასიდან დრო უფრო სწრაფად გავიდა. ვფიქრობ, სკო-ლაში ვისწავლე ის, რაც მომავალ ცხოვრებაში აუცილებლად გამო-მადგება.

მიმძიმს თუ არა სკოლასთან განშორება? განა არსებობს ამქ-ვეყნად თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც ისე წავა სკოლიდან, რომ ერთხელ მაინც არ მიბრუნ-დება თავის სკოლისკენ, ერთ-ხელ არ შეხედავს იმ კედლებს, სადაც ამდენი წელი გაატარა, ერთ მომენტს არ გაიხსენებს თავის ცხოვრებიდან, რომელიც სკოლას უკავშირდება...

ძალიან განვიცდი და მიმძიმს იმ კედლების დატოვება, სადაც გავიზარდე, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში. ყოველთვის დადგება მომენტი, როცა რაღაც უნდა დათმო, რაღა-ცას უნდა შეელიო...

მადლობა ჩემს მასწავლებ-ლებს, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს აღზრ-დაში. ისინი ძალ-ღონეს არ იშუ-რებდნენ, რომ ცოდნა მოეცათ. კარგად ვიცი, ჩემი წარმატება მათი წარმატებაა. დიდი სიყვა-რულით მოვიგონებ კლასელებს, რომლებთანაც ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს და ბევრი რამის გახსენება შემეძლება ყოველთ-ვის. ჩვენ ერთი გუნდი ვიყავით და ოდნავი ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოველთვის ასე დავრჩებით.

ჩემს მომავალ გეგმებს რაც შეეხება, ესაა ეროვნული გამო-ცდების წარმატებით ჩაბარება. იმედია, მომავალშიც მექნება ისეთი სასიამოვნო და ტკბილი წუთები, როგორიც სკოლის პე-რიოდში მქონდა.

მინდა მივულოცო ყველა მოს-წავლეს სკოლის დამთავრება და წარმატებები ვუსურვო მომავალი ცხოვრების გზაზე.

ხვიჩა ჭყოიძე

არ მიყვარდა შაბათ-კვირა და დასვენების დღეები

ბოლო ზარი - ახალი ცხოვრების დასაწყისი. მეშინია და თან სიხა-რულს ვერ ვმალავ. ვგრძნობ, რომ უკვე დიდი ვარ. მიჭირს იმ განც-დების გამოხატვა, რასაც განვიცდი.

12 წლის წინ ვერც კი წარმო-მედგინა ეს მომენტი. მინდა, ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვიამაყო. მინდა ყველა კურსდამ-თავრებულს გავუზიარო ჩემი სიხა-რული და გზა დავულოცო ახალი ცხოვრებისკენ.

ნინო ქველიაშვილი

ყველა კურსდამთავრებულს

დავულოცავ ცხოვრების გზას

ბავშვობაში დიდი სიხარულით შევყურებდი მეთორმეტეკლასე-ლებს და სულ მაინტერესებდა, რა იყო „ბოლო ზარი.“ ვოცნებობ-დი, რომ მალე დამდგარიყო ეს დღე ჩემს ცხოვრებაში. ახლა, კი... დარწმუნებული ვარ, ძალიან მო-მენატრება ყოველი წუთი, რომე-ლიც სკოლაში გავატარე. მიჭირს განშორება სკოლასთან, მასწავ-ლებლებთან, მეგობრებთან და ბავშვობის წლებთან, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდება.

სკოლა ჩემთვის მეორე სახ-ლია, მასწავლებლები კი - ჩემი მეორე მშობლები. ისეთი თბილი, მოსიყვარულე ადამიანები ასწავ-ლიან ჩვენს სკოლაში, რომ არ

შეიძლება ვინმეს მათთან განშო-რების გამო გული არ დაწყდეს.

ძალიან მიჭირს ჩემს თანაკ-ლასელებთან დამშვიდობება, მაგრამ გულს იმით ვიიმედებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მე-გობრობას. მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეული კლასელები მყავს - გამორჩეული მეგობრობით და თანადგომით.

დაირეკება „ბოლო ზარი“ და დავემშვიდობები სკოლას, მას-წავლებლებს და მეგობრებს. ერთადერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ არასოდეს დავკარ-გავთ ერთმანეთს.

თინათინ ლურსმანაშვილი

დარწმუნებული ვარ, ძალიან მომენატრება სკოლაში გატარებული თითოეული წუთი

ჯერ კიდევ მეხუთე კლასში ძალიან მინდოდა სკოლის დამთავრება. ვუყურებდი უფროსკლასელებს და შევნატროდი: მათ ჯერ „ბოლო ზარი“ ჰქონდათ, შემდეგ ბანკეტზე ფერად-ფერად კაბებში გამოპრანჭულები მი-დიოდნენ. ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ ეს წლები სწრაფად გასულიყო და სკოლა დამემთავრებინა. მახსოვს, ვისხედით ხოლმე გოგონები და ვსაუბრობდით, ვინ რა ფერის კაბას ჩაიცვამდა ბანკეტზე და თმას როგორ გაიკეთებდა. აი, ეს დღეც დადგა. წესით, ძალიან უნდა მიხაროდეს იმიტომ, რომ ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. მაგრამ ძალიან სევდიანი ვარ...

წარმოვიდგენ - დილით აღარ მომიწევს სკოლაში წასვლა, სადაც დიდი სითბოთი და სიხარულით მხვდებოდა ყველა და ისეთი სევდა მეუფლება, სიტყვებით ვერ გადმო-ვცემ... ზუსტად ვიცი, ძალიან მომენატ-რება სკოლა, ჩემი თანაკლასელები, რომელთა გარეშეც სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ზოგიერთ მათგანს საბავშვო ბაღიდან ვიცნობ და აგერ უკვე 18 წელია ერთად მოვდივართ, ერთად გავიზარდეთ. მადლობა მათ, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იდგნენ, მადლობა მათ, რომ ასეთი კარგები არიან.

რაც შეეხება ჩემს უსაყვარლეს მასწავლებლებს, ვიცი, რომ ხშირად ვაბრაზებდი და გულს ვტკენდი, მაგ-რამ ყველა მათგანი ძალიან მიყვარს. თუ რამეს წარმოვადგენ ცხოვრებაში, ეს ჩემი მასწავლებლების დამსახუ-რებაა. ისინი ჩემთვის არა მარტო მასწავლებლები, არამედ მეგობრები არიან. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვ-ნელოვანია.

განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი კლასის დამრი-გებელს, ქალბატონ ლალი ებანოიძეს ჩვენს მიმართ გაწეული ამაგისთვის.

ლალი მასწავლებელო, თითოეულ თქვენს გამოხედვაში იმხელა სითბოს ვგრძნობდი, რომ სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. თითოეულ ჩვენ-განს საკუთარი შვილივით გვევლე-ბოდით თავს. ყოველთვის გულთან მიგქონდათ ჩვენი ამბები. ძალიან, ძალიან მიყვარხართ.

ბავშვებო, მინდა ყველა თქვენგანი ბედნიერი ვნახო. ყველა სურვილი აგსრულებოდეთ! ჩემს ცხოვრებაში იყო მძიმე წუთები. თქვენი დახმარება და თანადგომა არასოდეს დამავიწყ-დება. თქვენ სიბნელიდან ისევ სიმწვა-ნესა და სიფერადეში გამომიყვანეთ... დამანახეთ, რომ ოქროსფრად მო-კაშკაშე მზე ყველას ერთნაირად გვათბობს... გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს, სტუდენტობას და უამრავ ნათელ დღეს. ძალიან მიყვარხართ!

ანი ჭიპაშვილი

მომენატრება წიგნების სუნი, ლურჯი კალმით დასვრილი თითები...

თუ რამეს წარმოვადგენ ცხოვრებაში, ეს ჩემი მასწავლებლების

დამსახურებაა

Page 6: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

6 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ.

86 წლის ასაკში გამოეთხოვა ოჯახს, ახლობლებს, ხარაგაულელებს დამსა-ხურებული ჟურნალისტი, საუკეთესო პიროვნული თვისებებით შემკული ქალბატონი კატუშა ნანიტაშვილი. 1945 წელს, სრულიად ახალგაზრ-და ჩაება ხარაგაულის რაიონული გაზეთის სარედაქციო საქმიანობაში. 45 წლის მანძილზე ერთგულად და კვალიფიციურად მონაწილეობდა რაიონის უნიკალური მატეანის შექმ-ნაში. ქალბატონი კატუშა რაიონული გაზეთის რედაქციის არაჩვეულებრივ კოლექტივთან ერთად დღედაღამ და-უღალავად იღვწოდა. ათეული წლების მანძილზე ემსახურებოდა საყვარელ საქმეს ქეთევან სახვაძის, ირაკლი ხაჩიძის, ზაირა აბაშიძის, ავთანდილ ხიჯაკაძის, შალვა ტოროშელიძის, ჰენ-რი შარიქაძის, ლუბა კუპრაძის, გიორგი ჭანტურიას, მედიკო კაპანაძის, მერი ქურდოვანიძისა და სხვათა გვერდით.

პუნქტუალური, ენერგიული, საიმე-დო, ხალისიანი, იმედისმომცემი, უკე-თილშობილესი, მუდამ მომღიმარი და იუმორიანი - ასეთად დარჩება ჩვენს გულებში კატუშა დეიდა. რედაქციაში მისულ ახალბედებს სასარგებლო რჩე-ვებს გვაძლევდა, გვერდით გვედგა და ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარებოდა. კატუშა დეიდასგან შეგვეძლო არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევების გაზი-არება, არამედ ის იყო სამაგალითო პიროვნება, ნამდვილი ეტალონი ადამიანურობის, ზნეობრიობის, განსა-ხიერება სიკეთის. არასდროს გვაგრძ-ნობინებდა საკუთარ გულისტკივილს. ცხოვრების ბოლომდე სამაგალითოდ დარჩება ჩემთვის მისი „მხიარული,“ იუმორიანი გამომშვიდობება საყვარელ კოლექტივთან და საქმესთან.

ქალბატონმა კატომ დიდებული ოჯახი შექმნა ინტელიგენტურობით, განათლებით, სიდარბაისლით შემკულ პიროვნებასთან, შოთა რობაქიძესთან ერთად. ბატონი შოთა წლების მან-ძილზე მუშაობდა ხარაგაულის რაიონის

ხელმძღვანელ თანამდებობებზე. ამ დღეებში ათი წელი შესრულდა, რაც ბა-ტონი შოთა ჩვენს გვერდით აღარ არის.

ქალბატონმა კატომ და ბატონმა შოთამ აღზარდეს საუკეთესო შვილე-ბი - მარინა და ზურაბი. კატუშა დეიდა ამაყობდა სიძითა და რძლით, - ნანა ბოდაველითა და დათო მიქაბერიძით. ახარებდა ოთხი შვილიშვილი: ეკა, მაკა, აკაკი, გიორგი და ოთხი შვილთაშვილი.

უჩუმრად, უხმაუროდ წავიდა ღვაწ-ლმოსილი, კეთილშობილი, ყველა-სათვის საყვარელი ქალბატონი ამქვეყ-ნიდან და ჩვენ გულისტკივილი, სევდა და ნათელი მოგონებები დაგვიტოვა.

ჩემო ძვირფასო კატუშა დეიდა, მინ-და ეს მცირე გამოსათხოვარი დავას-რულო ნიკო წიკლაური სტრიქონებით, რომელიც რედაქციიდან გაცილებისას ექსპრომტად მოგიძღვნათ:

„რედაქციას ალაღებდითთქვენი ენამახვილობით,იუმორით გვასაზრდოვე,სანამ ჩვენგან წახვიდოდით.“მშვიდობით, ჩვენო ერთგულო უფ-

როსო მეგობარო. ღმერთმა სასუფევე-ლი დაუმკვიდროს თქვენს სპეტაკ სულს.

ხარაგაულის რაიონული გაზეთისა და სტამბის 80-იანი წლების

კოლექტივის სახელითლაურა გოგოლაძე

„იუმორით გვასაზრდოვე, სანამ ჩვენგან წახვიდოდით“

მერაბ, ჩვენს გვერდით მუდამ იცოცხლებ

ბუნებაზე უზომოდ შეყვარებულს ადამიანის სიყვარული და ერთგულება ლამაზ სამკაულად გაგყვა იმქვეყნად. უზომოდ გვიმძიმს დაჯერება, რომ შენ ჩვენს შორის აღარ ხარ, მერაბ. დღეს ისევ ბუნდოვანია შენი სიკვდილის ამ-ბავი. ერთი დაგვრჩენია, დაველოდოთ ღვთის სამართალს. ვწუხვართ, რომ ქართველის ხელით შეიზღუდა, მერაბ, შენი ლამაზი სიცოცხლე.

მანანა ტაბაშიძე

ჩემო მერაბუკვე ერთი წელი მიილია, რაც გამო-

აკლდი ჩვენს კოლექტივს, სადაც 14 წელი მუშაობდი. სულით მდიდარი, გამო-რჩეული და უღალატო კაცი იყავი, სამსა-ხურზე, ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული

და ასეთი კაცი გაგიმეტეს...მენატრები, ჩემო მერაბ. არასოდეს

დაგივიწყებთ და შენს ლამაზ ოჯახს ყურადღებას არ მოვაკლებთ.

უფალმა გაგინათოს გზა, ია-ვარ-დით ყოფილიყოს მოფენილი შენი სასუფეველი, მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი ვახანის მიწა. ვილოცებთ შენთვის, რათა ღმერთმა ნათელში ამ-ყოფოს შენი ლამაზი და სპეტაკი სული.

ტარიელ ხიჯაკაძე

მეგობრის ხსოვნასგვიმძიმს მერაბ არევაძეზე წარსულ

დროში საუბარი. რამდენი დროც უნდა გავიდეს მისი გარდაცვალებიდან, ის მუ-დამ იქნება ჩვენს გვერდით კარგი ქარ-თველის, ვაჟკაცის სახელის საზომად.

გელა ტალახაძე

მერაბი მუდამ ცოცხალი იქნება...

თხუთმეტწლიანი მეგობრობა მა-კავშირებდა მერაბ არევაძესთან. იგი საზომი და ეტალონი იყო ქართველი კაცის, მამა-შვილობის, მეგობრობის, პატიოსნების, სამშობლოს და ბუნების სიყვარულის. გამოირჩეოდა საოცარი თავმდაბლობით. მერაბი ისეთ საქმეს შეეწირა, რომ მუდამ ცოცხალი დარჩე-ბა ჩვენს გვერდით.

იუზა ვეფხვაძე

გვიმძიმს უშენობა...ძმაო მერაბ, ძალიან გვიმძიმს

უშენობა. ჩვენ 15 წელი ვმეგობ-რობდით. ბუნებაზე უზომოდ შეყვა-რებულ კაცს გშვენოდა სამსახური, შენი სოფლის და საქართველოს შვილობა. მერაბი ძლიერი იყო ფიზიკურად, სულიერად, თავმ-დაბლობითა და გულკეთილობით აღსავსე. ღმერთმა ნათელში ამყო-ფოს მისი სული.

გულადი ტაბატაძე

ძმაო, მერაბოცდასამწლიანი მეგობრობა

მაკავშირებს მერაბ არევაძესთან. ფიზიკურად და სულიერად სრულ-ყოფილს, ერთგულება და ადამი-ანების მიმართ დიდი სიყვარული გააჩნდა. უხაროდა ახლობლების წარმატებები. უზომოდ უყვარდა თავისი ოჯახი, შვილები, მშობლე-ბი. სამსახურში თანამშომლების მოყვარული და ავკარგიანი, ქარ-თული ტრადიციების დამცველი და დამფასებელი, უაღრესად თავმ-დაბალი იყო.

პაატა ტაბატაძე

2013 წელი საქართველოს სა-პატრიარქომ თამარ მეფის წლად გამოაცხადა. 14 მაისი, თამარობა, ხარაგაულის კულტურის ცენტრ-ში ღონისძიებით აღინიშნა. ლუიზა კიკნაძის ორგანიზებით გამართულ საღამოზე მოწვეულნი იყვნენ ხარაგა-ულელი თამარები. ზეინაბ (თამარ) ბუაჩიძემ ღონისძიებაზე აღნიშნა: „ჩემი გათამარება უკავშირდება მამა ზაქარიას. სწორედ მან მითხრა, რომ ჩემი წმინდანი იქნებოდა თამარი და მას შემდეგ ვიწოდები თამარად.

თამარ მეფის გარდაცვალების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. წლევანდელი წელი მეფე თამარის წლად იმიტომ გამოცხადდა, რომ სავარაუდოდ, 1213 წელს გარდა-იცვალა. წელს სრულდება მისი გარდაცვალებიდან 800 წელი. ის იყო ქალი მეფე, რომელზედაც სწო-რადაა ნათქვამი „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“. უდიდესია მისი ღვაწლი საქართ-ველოსთვის. ის არის წმინდანად შერაცხული და მოიხსენიება მე-ნელსაცხებლე დედებთან ერთად, რომლებმაც პირველად იხილეს ქრისტეს საფლავი მისი აღდგომის შემდეგ.“ ზეინაბ (თამარ) ბუაჩიძემ მსმენელს წაუკითხა საკუთარი უმშ-ვენიერესი ლექსი „მობრძანდება ჩემი მეფე თამარი“.

ბევრი თბილი სიტყვა, ლექსი და სიმღერა მოვისმინეთ საღამოზე. ღო-

ნისძიების კულმინაციად იქცა ნიკო წიკლაურის ექსპრომტად შექმნილი ლექსები, რომლებიც მან თითოეულ მოწვეულ თამარს მიუძღვნა.

ლუიზა კიკნაძე: -ტრადიციად დავამკვიდრეთ ასეთი დღეების აღნიშვნა. 27 იანვარს აღვნიშნეთ ნი-ნოობა. ამ ღონისძიებით კი მინდოდა ხარაგაულში მცხოვრები ყველა თა-მარისთვის გამელამაზებინა ეს დღე.

თურქეთში თეატრალურ ფეს-ტივალზე ყოფნისას საქართველოს საზღვრიდან თითქმის ერთი დღე მოვუნდით ტრაპიზონამდე ჩასვ-ლას. ძალიან მეტკინა გული, როცა წარმოვიდინე, თუ რამხელა ყოფილა საქართველო დავითის, თამარის ეპოქაში. ამ ღონისძიებით შევეცადე სიყვარული და პატივისცემა გამო-გვეხატა ჩვენი დიდი წინაპრის - მეფე თამარის მიმართ; მოწვეულ თამა-რებს კიდევ ერთხელ შეეგრძნოთ, თუ როგორი დიდი წინაპრის სახელს ატარებენ.

თამარ მაღრაძე: -ძალიან მიყ-ვარს ეს დღესასწაული. ვამაყობ, დიდი თამარის სახელი რომ მქვია. მადლობა ჩემს მშობლებს, თამარი რომ დამარქვეს. არ მომწონს, თა-მარის კნინობითი ფორმით - „თამ-რიკოთი“ რომ მომმართვენ. ყველას თამარად ვეცნობი. ამ დღესასწაულს ძალიან დიდ პატივს ვცემ.

თამარ სულიაური: -ეს დღე ძა-ლიან მნიშვნელოვანია საქართვე-

ლოსთვის, რადგან დაკავშირებულია დიდ თამართან და ეს კი თავის მხრივ საქართველოს ძლიერებასთან ასოცირდება.

ბედნიერი ვარ, რომ მომიწვიეს ამ ღონისძიებაზე. მინდა ყველა თამარს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე და ვუსურვო მათ დღეგრძელობა, სიკეთე, სიყვარული და გაძლიერება.

ეს სახელი მშობლებმა ალბათ დამარქვეს მეფე თამარის საპატივ-ცემულოდ.

თამარ სხილაძე: -ახლახან სამც-ხე-ჯავახეთში ვიყავით ექსკურსიაზე და გავიხსენეთ დიდი თამარის ცხოვრება და მეფობის წლები. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორი ძლიერი მეფე ქალი გახლდათ და ჩვენც, ვინც მის სახელს ვატარებთ, უნდა ვიყოთ ძლიერები და მოტივირებულები ყვე-ლა საქმეში.

მე პირადად ეს სახელი დეიდის საპატივცემულოდ დამარქვეს, თუმ-ცა, ალბათ, ყველა შემთხვევაში ეს სახელი დიდი თამარის პატივისცემის ნიშანია.

ღონისძიების დასასრულს მოწ-ვეულ თამარებს წმინდა თამარ მეფის ნაკურთხი ხატები გადაეცათ.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: თამარ კიკნაძე, თამარ თხელიძე და თამარ ჭიპაშვილი თამა-რობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

მეფე თამარივით მშვენიერი საღამო ხარაგაულის კულტურის ცენტრში

ამ მესიჯის ქვეშ გაერთიანდება მსოფლიო შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის აღსანიშნავად. ამ დღის აღნიშვნა ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ სან-ფრანცისკოში დაიწყეს 1983 წელს და ყოველწ-ლიურად მაისის მესამე კვირა დღეს ტარდება მსოფლიოს 115 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

საზოგადოებაში არსებული სტიგ-მა, არასწორი ინფორმირებულობა და შიში შიდსით დაავადებული ადა-მიანების მიმართ ერთ-ერთი მთავა-რი პრობლემაა. ამ დღის აღნიშვნის იდეა სწორედ შიდსით გარდა-

ცვლილთა ხსოვნას ეძღვნება და დაავადებული ადამიანების საზოგა-დოებაში ინტეგრაციისკენაა მიმარ-თული. შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის დღეს სანთლების ანთების ტრადიცია ადამიანებს აერთიანებს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან შიდსით გარდაცვლილთათვის პა-ტივის მისაგებად.

კიდევ ერთხელ შიდსის შესახებ: შიდსი - შეძენილი იმუნოდეფი-ციტის სინდრომი - ინფექციური დაავადებაა. მას იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ვი-რუსი ადამიანის ორგანიზმში შეჭრის შემდეგ აზიანებს ორგანიზმის დამცავ ანუ იმუნურ სისტემას და თანდათან მწყობრიდან გამოჰყავს იგი. აივ ინფექცია ეწოდება აივ-ით გამო-წვეულ დაავადებას ვირუსის შეჭრის მომენტიდან სიცოცხლის ბოლომდე, ხოლო ტერმინით შიდსი აღინიშნე-ბა აივ ინფექციის ბოლო სტადია, როდესაც ავადმყოფს უვითარდება გარკვეული დაავადებები და/ან იმუნური სისტემის მძიმე დაზიანება.

შიდსის ვირუსი გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს

შემდეგი გზებით:სქესობრივი კონტაქტით; სისხ-

ლით - ინფიცირებული სისხლის გადასხმით, აივ ინფიცირებული

სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსის (საინექციო ნარკოტიკების მოხმარების დროს) გამოყენებისას; არასტერილური სამედიცინო და საპარიკმახერო ინსტრუმენტების (სამართებელი) გამოყენების დროს; ტატუირებისას; ინდივიდუალური მოხმარების საგნების გაზიარებით (კბილის ჯაგრისი, საპარსი); ინფი-ცირებული დედიდან ნაყოფზე ან ახალშობილზე მუცლად ყოფნის (ფეხმძიმობის), მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.

შიდსის ვირუსი არ გადაეცემა:საერთო მოხმარების საგნებით

(ჭურჭელი, აბაზანა); ხელის ჩამო-რთმევით; საუბრისას; დახველებით და დაცემინებით; კოცნით; მოფერებით; მწერებისა და ცხოველების ნაკბენით.

ამიტომ არ არის საშიში დაავა-დებულთან საუბარი, ხელის ჩამო-რთმევა. ეს იქნება საზოგადოების მხრიდან აივ ინფიცირებულთათვის თანადგომის და მხარდაჭერის გამოხატვა.

თათია ბლუაშვილიხარაგაულის საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ექიმი-პროფილაქტიკოსი

ერთად შევუწყოთ ხელი ჯანმრთელობისა და ღირსების შენარჩუნებას

Page 7: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

7xtvb [fhfufekb17 მაისი, 2013 წ.

მეუღლე ეკა გიორგობიანი, შვილე-ბი ლონდა, გიორგი მდინარაძეები, დედა ნანი, მამა კუკური მდინარაძე იუწყებიან უსაყვარლესი მეუღლის, მამისა და შვილის

ალეკო (ვარლამ) მდინარაძის გარდაცვალებას.

დაიკრძალა 12 მაისს კიცხში.

მეუღლე ნუნუ კაკიაშვილი, შვილი სოსო, რძალი ლია მაჩიტიძე, შვილიშ-ვილები ნინო, ანა ვეფხვაძეები, ძმა არსენ ვეფხვაძე, ძმისშვილები ფრიდო-ნი, გელა, ბესო, ნიკო, ნინო, თამუნა, ნანა ვეფხვაძეები, რძლები ნათელა რომაშვილი, მიმოზა ტოროშელიძე, მანანა ბაქრაძე, დალი გელაშვილი, ცოლისძმები გოგი, როინი, ნოდარი კაკიაშვილები, ცოლისდები მანანა, მედიკო კაკიაშვილები, დისშვილები, ძმისშვილიშვილები, სიძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალაროსტომ ნიკოლოზის ძე ვეფხვაძე

დაკრძალვა 18 მაისს, 2 საათზე, სოფელ ლეღვანში.

გულადი მდინარაძის ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება საყვარელი ბი-ძაშვილის და უახლოესი მეზობლის

ალეკო მდინარაძისა და სოსო ნიქაბაძის

ტრაგიკულად დაღუპვას და სამ-ძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახებს.

ღმერთმა ნათელი მოჰფინოს თქვენს უდროოდ წასულ სულებს და დაგამკვიდროთ სამარადისო სასუ-ფეველში.

დუტუ გიორგაძე ოჯახით კეთილი მოგონებებით ღრმა მწუხარებას გამო-ხატავს უაღრესად კეთილშობილი, შრომისმოყვარე, ყველასათვის პატი-ვისმცემელი

სოსო სპარტაკის ძე ნიქაბაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს მანანა და სპარტაკ ნიქაბაძეებს შვილის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკ-ვიდროს სამუდამო სასუფეველი.

ივ. აბაშიძის სახელობის კულტუ-რის ცენტრის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამირან და ლეილა ლურსმანაშვილების დედისა და დედამთილის, ელისო და ზაზა ლურსმანაშვილების ბებიის

თინა ლურსმანაშვილისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს ვუცხადებთ განსვენებულის ოჯახს.

პაატა და ივანე ცხოვრებაძეების ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყებიან

ნუკრი ცხოვრებაძის გარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციისა და სტამბის 80-90-იანი წლების კოლექტივები ღრმა მწუხა-რებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალა დამსახურებული ჟურნალისტი, ღვაწ-ლმოსილი პიროვნება, ქალბატონი

კატო ნანიტაშვილიდა თანაუგრძნობენ განსვენებულის

ოჯახს.

სტამბის ყოფილი თანამშრომელი ნორა შერგელაშვილი დიდი მწუხა-რებით იუწყება, რომ გარდაიცვალა 1970-90-იანი წლების რაიონული გაზეთის „ლენინის დროშით“ წამყვანი სპეციალისტი

კატუშა ნანიტაშვილიდა თანაუგრძნობს მის ოჯახს.

ირაკლი, ნიკო, მაია ტაბატაძეები უსამძიმრებენ ოჯახს

კატუშა ნანიტაშვილის გარდაცვალების გამო. ღმერთმა

ნათელში ამყოფოს მისი სული.

უახლოესი მეზობლები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნინო ლურსმანაშვილი-კაპანაძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

უახლოესი ნათესავები პეტრე, ლამარა ჩიკვაიძეები, ლიანა, რამაზი ყიფიანები, მარინა ჩიკვაიძე ოჯახებით იუწყებიან

აკაკი (კაკო) ჩიკვაიძის გარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 1983 წელს კურსდამთავრებულები თა-ნაუგრძნობენ კობა, ნინო და ნანი ლურ-სმანაშვილებს მამისა და მეუღლის

კაკო ლურსმანაშვილის გარდაცვალების გამო.

გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია თანაუგრძნობს ინგა და ჰამლეტ ბერა-ძეებს ბიძაშვილის

სოსო ნიქაბაძისტრაგიკულად დაღუპვის გამო.

გერონტი მდინარაძე და ციცო ციც-ქიშვილი ოჯახით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი სოფლის საამაყო შვილების

ალეკო მდინარაძისა და სოსო ნიქაბაძის

ტრაგიკულად დაღუპვის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ განსვენებულთა ოჯახებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი და ტექნიკური პერსონალი სამძიმარს უცხადებენ ია დეკანოსიძეს ბაბუის

კაკო (აკაკი) ჩიკვაიძისგარდაცვალების გამო.

ბესო და გია ცხოვრებაძეები, მალ-ვინა ჩერქეზიშვილი, ლენა კაპანაძე იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნუკრი მაღრაძე-ცხოვრებაძედა თანაგრძნობას უცხადებენ განს-

ვენებულის ოჯახს.

ჯონდო ყიფშიძე ოჯახით იუწყება ბიძაშვილის

ვახტანგი მანჯავიძისგარდაცვალებას და თანაუგრძნობს

განსვენებულის ოჯახს.

ინეზა ჩიკვაიძე, ირინა ცხვედაძე, ნათია გიორგაძე, თამრიკო ტაბატაძე, ციური გაჩეჩილაძე, ნელი ხარაიშვილი, მათიკო მსხილაძე, ხათუნა მაზიაშვილი, ციცინო, ცირა, ციალა მაღრაძეები, მანანა, ნაილი გაბუნიები, ნატო ბარბა-ქაძე, ჯიმშერი ტაბატაძე ღრმა მწუხარე-ბით თანაუგრძნობენ ნაზი და თამაზი ფერაძეებს დედისა და დედამთილის, ვახო და ეკა კოვზირიძეებს ბებიის

ნორა ფერაძისგარდაცვალების გამო.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს მადლენა ღვანიძესა და იური თხელი-ძეს ბიძაშვილის

ბადრი თხელიძის გარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედა-გოგიური კოლექტივი თანაუგრძნობს ამავე სკოლის მოსწავლეებს მარი, ნიკა, ნინო პაქსაშვილებს ბაბუის

გივი პაქსაშვილისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

რუსუდან მდინარაძე ოჯახით ღრმა მწუხარებით იუწყება

ალეკო მდინარაძისა და სოსო ნიქაბაძის

ტრაგიკულად დაღუპვას და სამძი-მარს უცხადებს მათ ოჯახებს.

პაატა გოგოლაძე ოჯახით იუწყება, რომ გარდაიცვალა

თინა ლურსმანაშვილიდა თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს.

თემურ გამცემლიძე ოჯახით თა-ნაუგრძნობს სპარტაკ ნიქაბაძესა და მის ოჯახს შვილის

სოსო ნიქაბაძის გარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებს მათ.

უახლოესი მეზობლები ბონდო კვი-რიკაშვილი, ნელი მაჭავარიანი, თამაზ მარშანია, მურმან გოგოლაძე, ანზორ მაღრაძე, რომან შავიძე ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდაიცვალააკაკი ანდროს ძე ლურსმანაშვილი

და სამძიმარს უცხადებენ გარდა-ცვლილის ოჯახს.

სოლომონ მეფის ქ. #56 (ა) კორპუს-ში მცხოვრები მეზობლები თანაუგრძ-ნობენ გულნაზი ლურსმანაშვილს დე-დის და ნოდარ ბლუაშვილს სიდედრის

თინა ფურცელაძე-ლურსმანაშვილის

გარდაცვალების გამო.

ზვარეს საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი ფატი ბოჟაძე თანაუგრძნობენ ლუკა ტალახაძეს საყვარელი ბიძის

ჯემალი ტალახაძისგარდაცვალების გამო და სამძი-

მარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ვლადიმერ კაპანაძე ოჯახით თანაგ-რძნობას უცხადებს იზოლდა, ლევან და მერაბ ჩიკვაიძეებს მამის, ჯუმბერ დეკანოსიძეს სიმამრის, ია და გია დე-კანოსიძეებს ბაბუის

კაკო ჩიკვაიძისგარდაცვალების გამო.

ნოდარ და დათო მღებრიშვილები ოჯახებით თანაუგრძნობენ ზურიკო რო-ბაქიძესა და ნანა ბოდაველს დედისა და დედამთილის

კატუშა ნანიტაშვილი-რობაქიძისგარდაცვალების გამო.

ვაშლევის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეები და კლასის ხელ-მძღვანელი ვენერა ჩადუნელი იუწყე-ბიან, რომ გარდაიცვალა ამავე კლასის მოსწავლის ნიკა პაქსაშვილის ბაბუა

გივი პაქსაშვილი და თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

დაშიკო და თინა თავიანთი შვილე-ბით - ნარი, მიშა, ირინა, მაია, ლაშა თო-რია, იზო ღონღაძე სამძიმარს უცხადებენ ამირან და ლეილა ლურსმანაშვილების ოჯახს დედის, მიშიკოს, თიკოსა და თა-თულის - საყვარელი ბებიის

თინა ფურცელაძე-ლურსმანაშვილის

გარდაცვალების გამო.

უახლოესი მეზობლები: ირაკლი შარიქაძე, გიზო მანჯავიძე, ზურაბ სუ-ლაქველიძე, ბადრი არევაძე, ამური ლურსმანაშვილი ოჯახებით მწუხარე-ბით იუწყებიან დიდებული ქალბატონის

ეკატერინე ნანიტაშვილი-რობაქიძის

გარდაცვალებას და თანაუგრძ-ნობენ განსვენებულის ოჯახსა და ახლობლებს.

რობერტი, მარინა, ნინო და ნანა ნიქაცაძეები იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა

კახა მამიას ძე ბუაჩიძედა სამძიმარს უცხადებენ განსვენე-

ბულის ოჯახს.

უახლოესი მეზობლები: გია ტალა-ხაძე, დიტო ჭიპაშვილი, ალეკო ბლუაშ-ვილი, რეზო მაჭარაშვილი, ანდრო და პაატა ლურსმანაშვილები ოჯახებით იუწყებიან ყველასათვის პატივსაცემი ქალბატონის

ეკატერინე ნანიტაშვილი-რობაქიძის

გარდაცვალებას და მწუხარებით თანაუგრძნობენ განსვენებულის ოჯახს.

წელიწადის ულამაზესმა დრომ შე-მოაბიჯა თავისი სითბოთი და სილამა-ზით. მეორე გაზაფხული, მეორე დაბა-დების დღე მოვიდა უშენოდ. 69 წლის გახდებოდი 15 მაისს. წახვედი და დაგ-ვიტოვე უსაზღვროდ ტკივილიანი მო-ნატრება და სევდა. მწვავედ ვგრძნობთ შენგან დატოვებულ სიცარიელეს. რომელ მხარესაც უნდა გავიხედოთ, ყველაფერი შენს თავს გვახსენებს. 15 მაისს ცრემლმორეული შენი მეუღლე, შვილები, შვილიშვილები, მეზობლები

მოვლენ შენს საფლავზე და იტყვიან შენს შესანდობარს, აღნიშნავენ შენი დაბადების დღეს. ჩვენმა სიყვარულით დანთებულნა სანთლებმა გაგინათოს გზა მარადიულ სასუფეველში.

წლების მანძილზე მუშაობდი ხა-რაგაულის ავტოსაწარმოში - ატეკაში მძღოლად. თითოეული შენი თანამშ-რომელი სიყვარულით და სითბოთი გიგონებს. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ ყველაფერს უშენობა ჰქვია.

დაბადების დღეს გილოცავთ, ომარ. ამ დღეს შენს მამასთან, ძმასთან და პატარა შვილთან ერთად შეხვდები. შენს სახელს დავიწყება არ უწერია. იძინე მშვიდად და ზეციდან ილოცე შენი შვილების კეთილდღეობისთვის, დაიფარე ყველა განსაცდელისგან.

ჩვენ სხვა რა დაგვრჩენია, - უნდა გა-ვაგრძელოთ ცხოვრება და შევეგუოთ უშენობას.

მეუღლე გულო ხარატიშვილი, შვილები ინგა, არსენა, ირინე კავილაძეები, შვილიშვილები ნინო გურული, შაკო და საბა

ვარდუკაძეები, გიორგი კავილაძე

ერთი წელი შესრულდა 16 მაისს, რაც შენ აღარ გვყავხარ მამა. ძალიან მძიმე და მწუხარე იყო ეს წელი ყვე-ლასთვის და განსაკუთრებით შენი შვი-ლებისათვის. ვიცოდით, რას ნიშნავდა მამით ობლობა. ბებია ხშირად იტყოდა ხოლმე, 6 წლიდან მამა არ მყავდა და მისი მონატრება მუდამ თან დამდევსო.

ბებიას მამა კაპიტანი ვასილ ფერაძე, უკრაინაში ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად, ქალაქ შეპეტოვკაში. ომის პირ-ველივე დღეს ჩაება ბრძოლაში და და-იღუპა კიდეც. ჩოხატაურელმა გიორგა-ძემ გვიამბო, რომ გერმანელ ფაშისტებს ნადირობა ჰქონდათ გამოცხადებული საბჭოთა ოფიცრებზე და უნდოდათ ვასილ ფერაძეც ტყვედ ჩაეგდოთ, მაგ-რამ მან უკანასკნელ მომენტში ტყვია დაიხალა შუბლში და ტყვედ არ დანებ-და გერმანელ ფაშისტებს. ნაკუწებად აქციეს გაბრაზებულმა ფაშისტებმა. ამ ისტორიას ხშირად გვიამბობდა ხოლმე ბებია. დედაც გულისტკივილით იტყოდა ხოლმე, მეც უმამოდ გავიზარდეო.

ამის გამგონე შენს შვილებს გვიხა-როდა, რომ გვერდით გვყავდა ჩვენი საყვარელი, საამაყო და სახელოვანი მამა, მაგრამ, ვაი რომ, ეს სოფელი გაახარებს ხანგრძლივ ვინმეს? რა ვიცოდით მაშინ, თუ ადრეულ ასაკში ჩვენც გველოდა მამით ობლობა. თუ ჩვენი დიდი ბაბუა არ დაინდეს გერმა-ნელმა ფაშისტებმა, ჩვენ ქართველმა ფაშისტმა გამოგვაცალა ხელიდან ჩვენი საყვარელი მამა მერაბ არევაძე.

რატომ დაგვაობლე, ბოროტო ადამიანო, რატომ?

წელიწადი გახდა შენი მკვლელო-ბიდან და საქმე ისევ ძიებაშია. ჩვენ გვწამს, რომ სიმართლე ითქმება და თუ კაცმა ვერ განსაჯა ღირსეულად შენი მკვლელები, მუდამ ელოდნენ უფლის განაჩენს. ჩვენ კი, შენს შვილებს - ლა-შას და მინდიას, ისღა დაგვჩენია, რომ მამასავით სახელოვანი ადამიანები

ვიყოთ და ასეც იქნება მუდამ.მწუხარებას ისიც გვიძლიერებს,

რომ საიდუმლოებით მოცულია შენი მკვლელობის საქმე. ყველაფერი მალე დადგინდება. ვაი შენ, ჩვენი მამის მკვლელო, სააქაოში მძიმე კოშმარი არ მოგასვენებს და საიქიოში ჯოჯოხე-თი გელის ჩვენი ბედნიერი ცხოვრების, ჩვენი ოჯახის წევრებისა და ახლობელ-ნათესავების დამწუხრებისათვის.

საყვარელო მამავ! გვინდა გისურ-ვოთ მარადიულ სასუფეველში ყოფნა. გვწამს, რომ შენს ხსოვნას ვერ დაასამა-რებს საფლავის ქვა. დიდხანს ემახსოვ-რებათ კაცური კაცი მერაბ არევაძე შენს ახლობლებსა და ნათესავებს, ნაცნობ-მეგობრებს. შენ ხომ ყველას უყვარდი.

შვილებო, უნდა გთხოვოთ, გაუფრ-თხილდით მშობლებს. ძალიან ძნელი ყოფილა ობლობა. ტყუილად კი არ ამბობს ხალხური ლექსი:

სიღარიბე და ობლობა ორივე მეტად ძნელია,სიღარიბე სჯობს ობლობას, ობლობა უფრო ძნელია.მართლაც, ობლობა უფრო ძნელია.

მეუღლე ნონა ჯოგლიძე, შვილები ლაშა და მინდია

გვენატრები, მამა!

15 მაისს 10 წელი გავიდა იმ დღიდან, რაც მარადისობაში გადასახლდი და შენს ნაშრომ-ნაჯაფარ ოჯახს, ფუტკარივით რომ თავს დატრიალებდი, დაემშვიდო-ბე. ოჯახის წევრები - მე და შენი ხუთი შვილი თავიანთი ოჯახებით, ვიკრიბებით ყოველ აღდგომას შენს საფლავთან და ვიხსენებთ, როგორი მშრომელი და მოაზ-როვნე იყავი. შენს ოჯახს ახლა გიას სამი ვაჟკაცი მასპინძლობს და შენს სახელს პატარა ელგუჯა გრიგოლიჩი აგრძელებს.

ნათელი ეფინოს შენს უკვდავ სულს. სანთელ-საკმეველი გინათებდეს გზას მარადიულ სასუფეველში.

შენი ლილი და ხუთი შვილი თავიანთი ოჯახებით

ელგუჯა სებისკვერაძის გახსენება

სოფელ კიცხში მცხოვრები მდინა-რაძეების უბნის უახლოესი მეზობლები ღრმა მწუხარებით და დიდი გულისტ-კივილით იუწყებიან ორი უსაყვარლესი ადამიანის ალეკო (ვარლამ) მდინარაძისა და

სოსო (იოსებ) ნიქაბაძის გარდაცვალებას და ღრმა სამ-

ძიმარს უცხადებენ განსვენებულის ოჯახებს.

დაბადების დღეს გილოცავთ, ომარ!

Page 8: ხარაგაულელი ახალგაზრდებისგან ...2 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ. ბოლომდე უნდა შეავსონ

8 xtvb [fhfufekb 17 მაისი, 2013 წ.

vsfdfhb htlfMNjhb

kfehf ujujkf't

redaqtoris moadgile

nino kapanaZe 593 35 65 80

თთთTamTa gogolaZe 555 57 45 78

593 900 501

vbc5 xaragauli, 9 aprilis q. #17

ntk5 _ $## @@ !^ @*%)# )_ _% _!

[email protected] htubcnh81$*2%-,-!@

lfb,tzlf igc 3v,v gjkbuhfaib4

m8 mesfbcb ak. wereTlis q.1!(^

ntk8 %)) )% )^ (^Þ _ $#! @# $% %$

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

დ. ხარაგაული17.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +14ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +14ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +24ºC, ღამე +14ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობ

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +15ºC;21.05 - მოღრუბლულობა უნა-

ლექოდ, დღე +25ºC, ღამე +16ºC. 22.05 - მოღრუბლულობა ნალექით, დღე +26ºC, ღამე +17ºC;

ბორითი17.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +13ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +10ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +12ºC.20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +13ºC.21.05 - მოღრუბლულობა უნალექოდ,

დღე +25ºC, ღამე +14ºC22.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +15ºC;

კიცხი17.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +15ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +15ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +14ºC.20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +16ºC.21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +16ºC.22.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +27ºC, ღამე +18ºC;

მოლითი17.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +22ºC, ღამე +11ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +21ºC, ღამე +8ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +10ºC.20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +10ºC.21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +12ºC.22.05 - მოღრუბლულობა ნალექით,

დღე +26ºC, ღამე +13ºC;

amindi

ვულოცავთ ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს თურქეთში, ქალაქ ქემერში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში გამარჯვებას და გრან-პრის მიღებას. ვუსურვებთ თეატ-რის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს და მთელ დასს ულევ წარმატებას, ხა-რაგაულის თეატრალური ტრადიციების ღირსეულად გაგრძელებას.

ხარაგაულის კულტურის ცენტრის თანამშრომლები

ჩვენს უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბიძაშვილს გიორგი მდინარა-ძეს ვულოცავთ დაბადების დღეს. ვუსურვებთ ნათელ მომავალს, ია-ვარდებით მოფენილ გზაზე სიარულს, წარმატებებს და ყოველივე საუკეთესოს.

გიო, მთელი გულით გვიყვარხარ. რაც ჩვენ ვერ დაგლოცოთ, ბუნების ძალამ და უფალმა დაგლოცოს.

მარიამ და ვახო მაქაძეები

ვულოცავთ რამაზი ოსანაძეს დაბადების 60 წლის იუბილეს. მაგონდება მისი ცხოვრების ის წლები, როცა დედა ტრაგიკულად დაიღუპა. მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი იყო. ეს ყველაფერი ვაჟკაცუ-რად გადაიტანა და ბედნიერი ოჯახი შექმნა. ვუსურვებ მას ჯანმრ-თელობას თავის საყვარელ ცოლ-შვილთან და შვილიშვილებთან ერთად. გაიხაროს და ბედნიერი სიბერე მისცეს უფალმა.

და, დისშვილები

ვულოცავთ სარგვეშის საჯარო სკოლის პედაგოგს მანანა ღონღა-ძეს შვილების - გია ღონღაძისა და ნათია ლილუაშვილის ბედნი-ერებას. ვუსურვებთ ახალდაქორწინებულებს ღვთის მფარველობას, ულევ სიხარულს და შვილთა სიმრავლეს.

სარგვეშის საჯარო სკოლის პედკოლექტივი

ვულოცავთ დაბადების დღეს სოფიკო წიქარიშვილს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ულევ სიხარულს, ბედნიერებას, წინსვლას ცხოვრე-ბაში. უფალი ფარავდეს მუდამ.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ შვილიშვილს გიორგი კვირიკაშ-ვილს დაბადების დღეს, 14 მაისს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნი-ერებას, სიყვარულს, სიხარულს. არ მოკლებოდეს ღვთის წყალობა.

ეთერი, ბონდო კვირიკაშვილები

სადგურ მარელისის ტერიტორი-აზე წლების მანძილზე საკანალიზა-ციო სისტემა დაზიანებული იყო და იქმნებოდა საშინელი ანტისანიტა-რია. საკუთარი ძალებით ვერ ვუმკ-ლავდებოდით პრობლემას. გადა-ვწყვიტეთ, თხოვნით მიგვემართა მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის.

ყურადღება, გულისხმიერება, თანაგრძნობა, ადამიანებისადმი უსაზღვრო ყურადღება - აი, რა გვაჩ-ვენა ხარაგაულის მუნიციალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილ-მა. უსწრაფესად მოგვიგვარეს ეს პრობლემა. მადლობას ვუხდით კობა ლურსმანაშვილს, მის მოადგი-ლეს მიხეილ ჭიპაშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პრობლემის მოგვარებში დაგვეხმარა.

სადგურ მარელისის მაცხოვრებლები

***

***

***

***

***

გასულ კვირას ბაზალეთის საჯა-რო სკოლაში (დირექტორი იზოლ-და ოკრიბელაშვილი) ინგლისუ-რენოვანი ღონისძიება გაიმართა (პედაგოგები ინგა კვინიკაძე და ინგა ბუხნიკაშვილი). ღონისძიება მომზადებული იყო სახელმძღ-ვანელო „მაკმილანის“ კურსის მი-ხედვით მე-4 კლასელების მიერ.

ღონისძიებაზე ინგლისურად მღეროდნენ და ლექსებს კითხუ-ლობდნენ ტატო პაკელიანი, ბექა ჩხიკვაძე, გიორგი და ფატი შველი-

ძეები( პირველი კლასი), ანა და საბა დეკანოსიძეები, შოთა მაქაძე (მე-2 კლასი), კესო ჩხიკვაძე, თენგო კამკამიძე, თორნიკე ნანიტაშვილი, თემურ შველიძე (მე-3 კლასი), ლე-ვან ნიორაძე, თემურ დეკანოსიძე, ლიკა კამკამიძე, მარიამ კვირიკაშვი-ლი, ხატია შველიძე ( მე-4 კლასი), შალვა ნიორაძე, მირზა და მანუჩარ გელაშვილები, მარიტა კამკამიძე, ანა კალანდაძე (მე-5 კლასი).

ბავშვები საინტერესოდ თამა-შობდნენ მინი დიალოგებს ინგ-

ლისურად. ღონისძიება ქართული სიმღერებით გაალამაზეს შალვა ნიორაძემ და ნოდარ ღამბაშიძემ.

ინგლისურენოვანი ღონისძიება ძალიან სასიამოვნო და საინტერე-სო იყო. ამ ერთმა დღემ კარგად წარმოაჩინა მასწავლებელთა შრომა და მოსწავლეთა სურველი უცხო ენის შესწავლისადმი.

თამარ ჩხიკვაძეფოტოზე: ღონისძიების მონაწი-

ლენი პედაგოგ ინგა კვინიკაძესთან ერთად

ინგლისურენოვანი ღონისძიება ბაზალეთის საჯარო სკოლაში

ქვაზე დადებული მადლი

სტომატოლოგიური კლინიკა, რომელიც მდებარეობს ხარა-გაულში, ყოფილი უნივერმაღის შენობაში, გთავაზობთ ფასდაკ-ლებას ყველა სტომატოლოგიურ მანიპულაციაზე.

ჩვენთან მოგემსახურებიან ლი-ცენზირებული და გამოცდილი ექიმები.

მაია ქასრაშვილი - მიღების დღეები : ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი. ტელ.: 593 94 98 30;

ხათუნა ხიჯაკაძე - მიღების დღე-ები: ოთხშაბათი, პარასკევი. ტელ. 593 27 73 03.

დაცულია სტერილიზაციის ყვე-ლა ნორმა.

სტომატოლოგიური კლინიკა

გთავაზობთ ფასდაკლებას

ხარაგაულელი ახალგაზრდები რკინისჯვარზე. 2013 წლის 12 მაისი.

იყიდება სამოთახიანი 56 კვმ ბინა ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის წინ, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე.

დარეკეთ 577 165 007

იყიდება 3 ოთახიანი კეთილმოწყობილი სუფთა ბინა პირველ სართულზე. შესაძლებელია ნაწილ-ნაწილ გადახდაც.

მისამართი: ზესტაფონი, ბიბილაშვილის ქ. #1დარეკეთ ტელეფონით 555 681 490.

15 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო არ-ჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ად-ვოკატთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა კვლევაზე, რომელიც საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პერს-პექტივას ეხება. დასრულებული კვლე-ვა მაისის ბოლოს გამოქვეყნდება და, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, მასში იქნება ხელისუფლებისთვის რეკო-მენდაციებიც. საკითხზე „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციასთან“ ერთად „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნეს-მენთა ასოციაციაც“ მუშაობს. მთავრო-ბისადმი ერთ-ერთი რეკომენდაცია იქ-ნება საბჭოთა ანაბრების მფლობელთა რაოდენობისა და მთლიანად ანაბრე-ბის რაოდენობის გამოსავლენად 2014 წელს დაგეგმილი აღწერის კითხვარში ანაბრებზე პუნქტების ჩართვა.

საბჭოთა ანაბრების დაბრუნების პერსპექტივა

იკვეთებაიყიდება ბინა

მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრები ადგილზე

მიტანით, უმაღლესი ხარისხის.

მისამართი: ზესტაფონი, დავით აღმაშენებლის ქ. #21 (ფოსტის

შენობის ეზო) ტელ.: 597 633 003 (ბადრი)

***

გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის კარ-ფანჯრებს