69
1 წლიური ალმანახი 2013

წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

  • Upload
    others

  • View
    7

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

1

წლიური ალმანახი

2013

Page 2: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

2

„მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “

წლიური ალმანახი - 2013

სტატიათა კრებული

ქ.თბილისი

2013

სარჩევი

Page 3: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

3

წინასიტყვაობა

1. გარიგებები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ

საწარმოებთან - პრაქტიკული რჩევები . . . . . .

2. სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი რეგულირება და მისი

აკრძალვის დაწყების მცდელობა საქართველოში . . . . . .

3. სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის დადებითი და

უარყოფითი მხარეები . . . . . . . . . . .

4. მესამე პირზე ჩამორთმეული ქონების მიმართ საკუთრების

უფლების აღდგენის სამართლებრივი საკითხები . . . . . .

5. გემების დაკავება საქართველოში . . . . . . . . . . . . . . .

6. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება საქართველოში . . . . .

7. იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი

ყველაზე გავრცელებული საშუალება . . . . . . . . . . .

8. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის ზოგიერთი

პრობლემური საკითხის შესახებ . . . . . . . . . . . . .

9. სასაქონლო ნიშნები და მათთან დაკავშირებული სასამართლო

პრაქტიკა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი -

ზოგადი მიმოხილვა . . . . . . . . . . . . . . . . .

11. ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში, მათი ზეგავლენა

დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებრივ მდგომარეობაზე .

12. ქართული საფინანსო სამართლისათვის აუცილებელი კანონი -

ნაბიჯი საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან მეტი

ინტეგრაციისკენ . . . . . . . . . . . . . . . . . .

3

5

10

17

20

25

28

32

37

42

48

53

61

Page 4: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

4

წინასიტყვაობა

ძვირფასო მკითხველო!

პატივი მაქვს მოგმართოთ იურიდიული ფირმის

„მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“ სახელით და

წარმოგიდგინოთ ჩვენი ფირმის გამოცემა “წლიური ალმანახი -

2013”. აღნიშნულ გამოცემაში წარმოდგენილია ჩვენი ფირმის

იურისტთა ნაშრომები სტატიების სახით, რომელთა მიზანია,

წარმოაჩინონ რიგი იმ საკანონმდებლო სიახლეებისა, რაც

განხორციელდა საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის

არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სტატიებში მოცემულია საკანონმდებლო ცვლილებების

ანალიზი და სამართლებრივი შეფასება, რაც მნიშვნელოვანია

ქვყანაში საინვესტიციო გარემოსთვის და ყურადსაღებია

პოტენციური ინვესტორებისთვის. კრებული მოიცავს შრომის

კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, სათამაშო ბიზნესის

სამართლებრივი რეგულირების ასპექტებს; გამოცემაში, ასევე,

მოკლედ აღწერილია საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის

ლიცენზირების, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის,

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საკითხები და

განხილულია ქართული საფინანსო სამართლის სფეროში

საკანონმდებლო სიახლეები, რაც მნიშვნელოვანია ამ დარგის

განვითარებისთვის; ხოლო რამდენიმე სტატია განიხილავს

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის და მასთან

დაკავშირებულ სასამართლო პრაქტიკის საკითხებს.

იმედს ვიტოვებ, რომ 2013 წლის გამოცემა საინტერესო იქნება

როგორც პრაქტიკოსი, ისე თეორეტიკოსი იურისტებისთვის,

ასევე მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავისი ყოველდღიური

საქმიანობიდან გამომდინარე შეხება აქვთ ზემოაღნიშნულ

საკანონმდებლო რეგულაციებთან. აგრეთვე, იმედი მაქვს, რომ

მკითხველის მხრიდან ადგილი ექნება გამოხმაურებას და

ინტერესის გამოხატვას სტატიებში განხილული საკითხების

უფრო სიღრმისეული შესწავლისათვის. ასეთი ინტერესის გამო–

კვეთის შემთხვევაში, იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი,

ყიფიანი, ძიძიგური“ მოხარული იქნება შემოგთავაზოთ

საკითხებზე დისკუსია მრგვალი მაგიდის ან სემინარის

ფორმატში.

ვფიქრობ, რომ საკანონმდებლო სიახლეების ანალიზი და მათ

ირგვლივ მსჯელობა არის კარგი საშუალება ამ სიახლეების

დავით ძიძიგური

პარტნიორი

ფირმის

დამფუძნებელი და

მმართველი

პარტნიორი, რომლის

საქმიანობა

მიმართულია

კომერციულ და

სახელშეკრულებო

სამართალზე. იგი

წარმოადგენს

ადგილობრივ და

უცხოელ კლიენტაბს

რთულ ქონებრივ და

სხვადასხვა

კორპორაციული

ხასიათის საქმეებში,

ახორციელებს

ბიზნეს პროექტების

სამართლებრივ

უზრუნველყოფას და

წარმომადგენლობას.

Page 5: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

5

დადებითი თუ ნაკლოვანი მხარეების შეფასებისა. ეს კი, თავის მხრივ, ქმნის საიმისო

წინაპირობას, რომ საქართველოში დაცული იყოს ბალანსი თანამედროვე ბიზნესის

შესაძლებლობებსა და მათ შესატყვის საკანონმდებლო რეგულირებას შორის.

წინასწარ ვუთვლი მადლობას მკითხველს კრებულისადმი ინტერესისთვისის, ნებისმეირი

შენიშვნისათვის და ვუსურვებ წარმატებას მის საქმიანობაში.

პატივისცემით,

დავით ძიძიგური

იურიდიული ფირმის

„მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური“

მმართველი პარტნიორი

Page 6: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

6

გარიგებები სახელმწიფოს წილობრივი

მონაწილეობით შექმნილ საწარმოებთან

- პრაქტიკული რჩევები

მარიამ ანთია მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილე–

ობით შექმნილი საწარმოები სამართლებრივ ურთიერთობებში

გვევლინებიან, როგორც კერძო სამართლის სუბიექტები, ზოგ

შემთხვევაში, მათ მიერ დადებული გარიგებები განსაკუთრე–

ბული რეგულირების ქვეშ ექცევა. ამგვარი შეზღუდვები,

როგორც წესი, ისეთ საწარმოებთან მიმართებაში გვხვდება, სა–

დაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება.

განსაკუთრებული რეჟიმს ექვემდებარება სახელმწიფოს

წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მიერ

დადებული ისეთ გარიგებები, რომლებიც შეეხება მათ

ბალანსზე არსებული აქტივების განკარგვას, ასევე მათ მიერ

მომსახურების, საქონლის და სამუშაოს შესყიდვას.

წინამდებარე ნაშრომში მკითხველის ყურადღებას გავამახვი–

ლებთ გარიგებათა სწორედ ამ ბოლო ჯგუფზე, რომელთაც

ზოგადად მოივხსენიებთ, როგორც სახელმწიფო შესყიდვებს.

სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო რეგულირების

მიზანია სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი

ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა,

ჯანსაღი კონკურენციის განვითარება, სახელმწიფო

შესყიდვების მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული

მიდგომის უზრუნველყოფა1.

სახელმწიფო შესყიდვა, ე.ი. ჩვენს შემთხვევაში, საქონლის,

მომსახურების ან სამშენებლო სამუშაოს შესყიდვა იმ საწარმოს

სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს

სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო

რეგულირდება ორგვარად:

ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით

დადგენილი წესითა და პირობებით; ან

იურისტი

საქმიანობს

პრივატიზაციის,

უძრავი ქონების

სანივთო სამართალში

ასევე საკორპორაციო

და ინტელექტუალური

საკუთრების

სამართლის

სფეროებში.

1 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 2005 წლის 20 აპრილის საქართველოს

კანონის მე-2 მუხლი.

Page 7: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

7

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ საქონლის ან მომსახურების

შესყიდვებისთვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების

ვადაც არ შეიძლება აღემატებოდეს ორ წელს.

თუ კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოსთან მიმართებაში მთავრობამ

დაადგინა შესყიდვების სპეციალური წესი, მაშინ შესყიდვები სწორედ ამ

წესის შესაბამისად წარიმართება. წესის არარსებობის შემთხვევაში

ვხელმძღვანელობთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს

კანონის შესაბამისად (შემდგომში - „კანონი“).

კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების შემდეგ ფორმებს:

1. ელექტრონული შესყიდვა (ხორციელდება ელექტრონული ტენდერის ან

გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით);

2. გამარტივებული შესყიდვა (კანონი ადგენს ამგვარი შესყიდვის

საფუძვლებს, მაგ: შესყიდვის ობიექტის ალტერნატივის არარსებობა

ისეთ პირობებში, როდესაც საქონლის/მომსახურების მიწოდება

მხოლოდ ერთი პირის ექსკლუზიური უფლებაა, ან როდესაც შესასყიდი

საქონლის/მომსახურების/სამუშაოს სავარაუდო ღირებულება აღემატება

კანონით დადგენილ ოდენობას, ასევე გადაუდებელი აუცილებლობა ან

საქართველოს პრეზიდენტის ან/და საქართველოს მთავრობის

სამართლებრივი აქტი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი

მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად

ჩატარების მიზნით შესყიდვების გამარტივებული წესის დადგენაზე);

3. კონკურსი (შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით,

საპროექტო მომსახურების ან შენობა-ნაგებობის დემონტაჟის ან/და

დემონტაჟის შედეგად დარჩენილი ტერიტორიის მასალებისა და

ნარჩენებისაგან გათავისუფლების სახელმწიფო შესყიდვა

გამარტივებული შესყიდვისა და ელექტრონული ტენდერისგან

განსხვავებული, სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული ფორმის –

კონკურსის – საშუალებით). კონკურსის შედეგად გამოვლენილი

მიმწოდებლისგან სახელმწიფო შესყიდვის პირობებს ადგენს შესაბამისი

კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი.

ჩვენ არ შევჩერდებით სახელმწიფო შესყიდვების ზემოთ მოყვანილი

ფორმების დეტალურ განხილვაზე და მკითხველის ყურადღებას გავამახ–

ვილებთ იმ პრაქტიკულ სირთულეებზე, რაც თან სდევს სახელმწი–

ფო საწარმოსთან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების დადებას.

პრაქტიკული სირთულეები მდგომარეობს იმაში, რომ კანონმდებლობა

ადგენს გარკვეულ მოთხოვნებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების

დადებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია მოკლედ მიმოვიხილოთ

რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების არსებით პირობებს, კერძოდ:

Page 8: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

8

გადახდის პირობებს, ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარდგე-

ნის ვალდებულებას, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ცვლილე-

ბას და მარეგულირებელი სამართლისა და სასამართლოს შერჩევას.

1. 1. გადახდის პირობები

პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო საწარმოს

მიერ მომსახურების, საქონლის ან სამუშაოს შესყიდვისას მიმწოდებელი

ითხოვს სრულ ან ნაწილობრივ წინასწარ ანგარიშსწორებას. ეს გარკვეულ

სირთულეს ქმნის გარიგების მსვლელობისას, ვინაიდან შემსყიდველი

ორგანიზაცია არ არის თავისუფალი წინასწარი ანგარიშსწორების საკითხის

გადაწყვეტისას - იგი ვალდებულია მოითხოვოს მიმწოდებლისგან წინასწა-

რი ანგარიშსწორებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის

გარანტია.

ამ მოთხოვნისგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია, თუ

მიმწოდებლისათვის წინასწარ გადასახდელი თანხა ჩაირიცხება საამისოდ

განკუთვნილ ცალკე საბანკო ანგარიშზე და ამ თანხის გამოყენება მოხდება

შემსყიდველი ორგანიზაციის კონტროლით ხელშეკრულების მოქმედების

მთელ პერიოდში. თანხის კონტროლი შესაძლებელია მოიცავდეს თანხის

განკარგვის წინასწარ კონტროლს, დადგენილი ზღვრული ოდენობის

თანხის განკარგვის წინასწარ კონტროლს და გახარჯული თანხის შემდგომ

კონტროლს, თუ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის

შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წინასწარი ანგარიშსწო-

რებისას გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტიის წარდგე-

ნისაგან მიმწოდებლის გათავისუფლება შესაძლებელია მისი საქმიანი

რეპუტაციისა და მის მიერ წარმოებული საქონლის, მომსახურებისა და

სამუშაოს ხარისხისა და ცნობადობის გათვალისწინებით, თუ კონკრეტული

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება აღემატება 30,000,000.00 ლარს.

2. 2. ხელშეკრულების შესრულების გარანტია.

იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს ან

აღემატება 200,000.00 ლარს, მიმწოდებელი მზად უნდა იყოს წარადგინოს

ხელშეკრულების შესრულების გარანტია ან დაზღვევა ხელშეკრულების

ღირებულების 2%-დან 5%-მდე ოდენობით. შემსყიდველ ორგანიზაციას

შეუძლია გაათავისუფლოს მიმწოდებელი ამგვარი მოთხოვნისგან იმ

შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის საქმიანი რეპუტაცია და წარმოებული

საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოს ხარისხი და ცნობადობა აღნიშ-

ნულის საშუალებას იძლევა. პრაქტიკაში ამ მუხლით სარგებლობისთვის,

სახელმწიფო საწარმოები მოითხოვენ სარეკომენდაციო წერილებს, სხვა

კონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულების ასლებსა და მიღება-ჩა-

ბარების აქტებს. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შემსყიდველი

Page 9: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

9

კომპანია, როგორც წესი, იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მიმწო-

დებლის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის/დაზღვევის მოთხოვნი-

საგან გათავისუფლების თაობაზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის ან დაზღ–

ვევის მოქმედების ვადა და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შეს–

ყიდვის ხელშეკრულებით. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება

აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულების შესრულების ისეთ გარანტიაზე ან

დაზღვევაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.

3. 3. ცვლილება ხელშეკრულებაში

ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვისას, როდესაც წინასწარ შეუძლებელია

განისაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს, გასაწევი მომსახურების ან

შესასყიდი საქონლის მოცულობა, უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი:

შესყიდვის ხელშეკრულების ღირებულების ცვლილება სირთულეებთან

არის დაკავშირებული. კანონი ადგენს, რომ ხელშეკრულების პირობების

შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრუ-

ლების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები

შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო

კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელიც შეეხება

ხელშეკრულების მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი. იმ გარემო-

ებების ცვლილების შემთხვევაშიც კი, რომლებიც ხელშეკრულების დადე-

ბის საფუძველი გახდა, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელ-

შეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.2

პრაქტიკაში მიღებულია შემდეგი მიდგომა: მხარეები განსაზღვრავენ

ხელშეკრულების ღირებულების ზედა ზღვარს, ხოლო გადახდა კი

ხორციელდება ჩვეულებრივ, ე.ი. ფაქტობრივად შესრულებული

სამუშაოს/გაწეული მომსახურების/მოწოდებული სამუშაოს მოცულობის

შესაბამისად. ეს მისაღებია მიმწოდებლისთვის, ვინაიდან, თუ მას

მოუწევს მისაწოდებელი სამუშაოს ან საქონლის მოცულობის გაზრდა, ის

აღარ იქნება შეზღუდული ხელშეკრულების ღირებულების მხოლოდ

10%-ის ფარგლებში ზრდის შესაძლებლობით. შემსყიდველი

ორგანიზაციაც, თავის მხრივ, ამ მიდგომით არაფერს კარგავს - მეტობით

მითითებული თანხის გადახდა მიმწოდებლისთვის მოხდება მხოლოდ იმ

შემთხვეაში, თუ ის ამ თანხას სრულად გამოიმუშავებს.

4. უცხო ქვეყნის სამართალი/სასამართლო

ხშირ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარე უცხოელია, ის მოითხოვს,

რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ჩაიდოს უცხო ქვეყნის

2 ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვაზე.

Page 10: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

10

სამართალი და უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟის მეშვეობით

ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავების რეგულირების შესაძლებლობა.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ საწარმოები, სადაც სახელმწიფოს

წილობრივი მონაწილეობა შეადგენს 50%-ს ან მეტს, ვალდებულები არიან

ხელშეკრულების პროექტი წარუდგინონ იუსტიციის სამინისტროს, რათა

მოხდეს ექსპერტიზა პროექტის საქართველოს კანონმდებლობასთან

შესაბამისობის დადგენის მიზნით3.

ამასთან, საქართველოს მთავრობის დადგენილება „უცხოელი კონტრაჰენ–

ტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ

ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ ითვალისწინებს, რომ სახელმწიფოს

წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულმა საწარმოებმა უცხოელ

კონტრაჰენტებთან საჯარო-სამართლებრივი მიზნების გასატარებლად გასა-

ფორმებელ კერძო ხასიათის ხელშეკრულებაში გამოსაყენებელ სამართლად

უცხო ქვეყნის სამართლის ან/და დავების გადაწყვეტის მექანიზმად

საერთაშორისო არბიტრაჟის, ან უცხო ქვეყნის სასამართლოს მითითების

შემთხვევაში ხელშეკრულების პროექტი შესაბამისი უწყებების

დასკვნებთან4 ერთად განსახილველად უნდა წარუდგინონ საქართველოს

მთავრობას, ფაქტობრივი და სამართლებრივი რისკების შეფასების მიზნით;

ამდენად, უცხოელ კონტრაქტორები, რომელთაც უცხო ქვეყნის სამართლის,

სასამართლოს ან არბიტრაჟის გათვალისწინება სურთ სახელმწიფო

შესყიდვების ხელშეკრულებაში, მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ

ხელშეკრულების პროექტის შესათანხმებლად სახელმწიფო საწარმოს

სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, რაც ზრდის ამ ტიპის

გარიგებების მოსამზადებელი პერიოდის ხანგრძლივობას.

3 იხ. იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 19 ოქტომბრის ბრძანება საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო

წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ. 4 ეს მოთხოვნა არ ვრცელდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი

საწარმოების მიერ საკუთარი ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების

მიღების მიზნით დასადები ხელშეკრულებების პროექტებზე და, ასევე, სს „საპარტნიორო

ფონდის“ (შემდგომში – ფონდი) მიერ დასადებ ხელშეკრულებათა პროექტებზე, გარდა

იმ პროექტებისა, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება „სააქციო საზოგადოების −

საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ფონდის წესდებით

დადგენილი წესით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების მიზნით ინვესტიციის

განხორციელებას. ფონდის მიერ ხელშეკრულებების პროექტების საქართველოს

მთავრობისათვის განსახილველად წარდგენის შემთხვევაში, წარდგენილი

ხელშეკრულებები არ საჭიროებს შესაბამისი უწყებების დასკვნებს, თუ საქართველოს

მთავრობა არ მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას.

Page 11: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

11

სათამაშო ბიზნესის სამართლებრივი

რეგულირება და მისი აკრძალვის დაწყების

მცდელობა საქართველოში

დავით არჩვაძე საქართველოში სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ სამართლე-

ბრივ ურთიერთობებს არეგულირებს შემდეგი საკანონმდებლო

და კანონქვემდებარე აქტები:

1. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესა-

ხებ“1, რომელიც განსაზღვრავს და ადგენს სათამაშო ბიზნესის

კონკრეტულად რომელ სახეზე გაიცემა შესაბამისი ნებართვა.

აღნიშნული კანონის თანახმად გაიცემა შემდეგი ნებართვები:

ა) სამორინეს (კაზინო) მოწყობის ნებართვა;

ბ) აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა;

გ) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვა;

დ) ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვა;

ე) ლოტოს მოწყობის ნებართვა;

ვ) ბინგოს მოწყობის ნებართვა;

ზ) წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა.

2. საქართველოს კანონი “სალიცენზიო და სანებართვოს მოსაკრე-

ბლების შესახებ”2, რომელიც ადგენს კონკრეტულ მოსაკრე-

ბელს სათამაშო ბიზნესის ყოველ კონკრეტულ სახეზე.

3. საქართველოს კანონი “ლატარიების, აზარტული და მომგებია-

ნი თამაშობების მოწყობის შესახებ“3, რომელიც ადგენს საქარ-

თველოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობე-

ბის ორგანიზებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს.

4. ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 #996 ბრძანება4, რომელიც

განსაზღვრავს საქართველოში აზარტული და მომგებიანი

თამაშობების მოქყობის ნებართვის წესს.

იურისტი

საქმიანობას

ახორციელებს

გარემოს დაცვის

სამართლის ყველა

სფეროში, იძლევა

სამართლებრივ

დახმარებას ბიზნეს

გარიგებასთან

დაკავშირებულ

საკითხებზე. მას

გააჩნია

მრავალწლიანი

გამოცდილება

და ღრმა ცოდნა

ტრანსპორტის,

ტელეკომუნიკა-

ციების, ენერგო და

ინფრასტრუქტურის

სამართალში.

1 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის #1775 კანონი “ლიცენზიებისა და

ნებართვების შესახებ”, ძალაშია 2005 წლის 2 აგვისტოდან. 2 საქართველოს 2003 წლის 12 აგვისტოს #2937 კანონი “სალიცენზიო და

სანებართვოს მოსაკრებლების შესახებ”, ძალაშია 2003 წლის 5 სექტემბრიდან. 3 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი “ლატარიების, აზარტული და

მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”, ძალაშია 2005 წ. 19 აპრილიდან. 4 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #996 ბრძანება

“გადასახადების ადმინისტრების შესახებ”, ძალაშია 2011 წლის 1 იანვრიდან.

Page 12: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

12

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის

#611-#1013 ერთობლივი ბრძანება5, რომელიც განსაზღვრავს და

კონკრეტულად ადგენს, თუ როგორ ხორციელდება შესაბამისი

მაკონტროლებელი ორგანოების მიერ აზარტული და სხვა მომგებიანი

თამაშობების ნებართვის მფლობელელბის მიერ შესაბამისი

სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი

მოსმენით (პარლამენტის 77 დეპუტატის მხარდაჭერით) მიღებულ იქნა

პარლამენტის წევრ კობა დავითაშვილის მიერ მომზადებული

კანონპროექტი“6 ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების

მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის

თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ზემოაღნიშნული კანონის 35-ე

მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:

„3. აკრძალულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების სამაუწყებლო

ან სხვა სახით რეკლამირება (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).“

ამასთანავე, კანონის 371 მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ. ამ კანონის 35-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული

პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 1000 ლარამდე

ოდენობით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს

დაჯარიმებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირველად ჩადე-

ნისას შეფარდებული ჯარიმის გაორმაგებული ოდენობით. ჯარიმის დაკი-

სრება არ ათვისუფლებს ეკონომიკურ აგენტს პასუხისმგებლობისაგან.“

ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტიდან, ყოველგვარი ანალიზისა და

შესწავლის გარეშე, საკმაოდ ნათლად და ცალსახად სჩანს, რომ მისი ავტო-

რის მთავარი და ერთადერთი მაზანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე

საერთოდ აიკრძალოს ყველა სახის აზარტული და სხვა მომგებიანი თამა-

შობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) როგორც სამაუწყებლო

ისე სხვა სახით რეკლამირება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარე-

მოებაც, რომ დეპუტატს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით საკმაოდ რა-

დიკალური მიდგომა აქვს და საჯაროდ აცხადებს, რომ რეკლამის აკრძალ-

ვის შემდეგ (რა თქმა უნდა, თუ ეს პროცესი წარმატებით დასრულებაა,

5 საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011

წლის 14 დეკემბრის #611-#1013 ერთობლივი ბრძანება “აზარტული და სხვა მომგებიანი

თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების

შემოწმების წესის დამკიცების შესახებ”. 6 საქართველოს კანონის პროექტი „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშო-

ბების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მის ავ-

ტორის მიერ ოფიაციალურად პარლამენტში შეტანილ იქნა 2013 წლის 17 იანვარს, ხოლო

2013 წლის 5 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ბიურომ #28/2 გადაწყვეტილებით

დაადგინა საქართველოს პარლამენტის კომიტეტებსა და საპარლამენტო ფრაქციებში

ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის დაწყება.

Page 13: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

13

ანუ თუკი პარლამენტი მიიღებს სამი მოსმენით, გადაუგზავნის პრეზი-

დენტს ხელმოსაწერად, პრეზიდენტიც ხელს მოაწერს, გამოქვეყნდება

„საკანონმდებლო მაცნეში“ და ოფიციალურად ძალაში შევა) პარლამენტში

სხვა კანონპროექტი შევა უკვე სათამაშო ბიზნესის სრულიად აკრძალვის

საქართველოს ტერიტორიაზე და ეს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის

ბოლომდე მოხდება.

აქვე, ჩვენი აზრით, საინტერესოა თუ რა არგუმენტები მოჰყავს კანონპრო-

ექტის ავტორს მისი იდეების, მოსაზრებების განსამტკიცებლად, ანუ იუ-

რიდიული ენით რომ ვთქვათ, თუ რა არის წარმოდგენილი კანონპრო-

ექტის მიღების მიზეზი. ავტორი მიიჩნევს, რომ თურმე უმრავლეს შემთ-

ხვევაში აზარტული თამაშები იქცევა ძლიერი ემოციების ერთადერთ წყა-

როდ და, ხშირად, ადამიანი მიჰყავს ისეთივე დეგრადაციამდე, როგორც

ნარკომანიას და ალკოჰოლიზმს. ამასთანავე, ზემოაღნიშნული ფსიქოლო-

გიური პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება მოთამაშის თანდათან გაუა-

რესებული სოციალური მდგომარეობით, რაც აზარტულ თამაშს მოაქვს –

სახეზეა გაყიდული ქონება, სახლები, დანგრეული ოჯახები. თურმე ლუ-

დომანიით შეპყრობილი ადამიანი სხვადასხვა დანაშაულამდე ან თვით-

მკვლელობამდეც კი მიდის. ამასთანავე, კანონპროექტის ავტორს მძაფრად

აწუხებს ინტერნეტ თამაშების ინტენსიური რეკლამირება როგორც ინტერ-

ნეტ სივრცეში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ საზოგადოებრი-

ვი თავშეყრის ადგილებში. საკუთარი არგუმენტაციის გასამყარებლად

კანონპროექტის ავტორს მაგალითად მოჰყავს ის, რომ აზარტული

თამაშები სრულიად აკრძალულია თურქეთში 1998 წლიდან, აზერბაიჯან-

ში 2007 წლიდან, ხოლო სომხეთში 2013 წლიდან სამორინეები დაშვებუ-

ლია მხოლოდ სამ რეგიონში, რუსეთში 2012 წლის ივლისიდან – მხოლოდ

ოთხ რეგიონში, ხოლო უკრაინაში სრულიად აკრძალული ყოფილა. აქვე,

მოკლედ გვინდა დავამატოთ, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტის

ავტორს საკუთარი მოსაზრებებისა და არგუმენტების გასამყარებლად

ცვლილებები შეაქვს კიდევ ორ საკანომდებლო აქტში. კერძოდ,

1) „რეკლამის შესახებ“7 საქართველოს კანონის 82 მუხლი ჩამოყალიბე-

ბული აქვს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 82 აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამა.

აკრძალულია აზარტული და მომგებიანი თამაშობების სამაუწყებლო ან

სხვა სახით რეკლამირება (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა).”

2) „მაუწყებლობის შესახებ“8 საქართველოს კანონის 56–ე მუხლს ემატება

შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

7 საქართველოს 1998 წლის 18 თებერვლის #1228 კანონი “რეკლამის შესახებ,” ძალაშია

1998 წლის 14 მარტიდან 8 საქართველოს 2004 წლის 23 კემბრის #780 კანონი “მაუწყებლობის შესახებ,” ძალაშია

2005 წლის 18 იანვრიდან

Page 14: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

14

არის თუ არა მართებული, ანდა უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, გამართლე-

ბული მოცემულ ეტაპზე სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა და რას

შეცვლის სასიკეთოს მოთამაშეებისათვის? ვიდრე ამ თემაზე ნაჩქარევ,

გაუაზრებელი დასკვნების გამოტანას დავიწყებთ, ალბათ, პირველ რიგში

უნდა ითქვას, რომ ფულზე თამაში და მასთან დაკავშირებული პრობლე-

მები მანამდეც არსებობდა, ვიდრე ქვეყნაში სამორინეები და, მით უმეტეს,

ინტერნეტ კაზინოები გაჩნდებოდა. ალბათ, გარდაუვალია, რომ ლეგალუ-

რი დაწესებულებების კანონმდებლობით აკრძალვის შემდეგ აზარტული

ადამიანები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ. მაგალითად, ტოტალიზა-

ტორების იატაკქვეშეთში გადასვლა, ეს არის ე.წ. „ხელზე გამაზვა“, რაც

შეიძლება გახდეს კიდევ უფრო ბევრი ტრაგედიის მიზეზი, მეტი გაუ-

ბედურებელი ოჯახი თუ დაღუპული ახალგაზრდა. სწორედ ეს ერთ-ერთი

მთავარი არგუმენტია, რაზეც კანონმდებლებს მომავალში მოუწევთ სერი-

ოზულად დაფიქრება და აწონ-დაწონილი, დასაბუთებული გადაწყვეტი-

ლების მიღება. ლეგალური დაწესებულებების გაუქმების შემდეგ აკრძა-

ლული თამაშების კონტროლზე პასუხისმგებლობა მთლიანად სამართალ-

დამცავ ორგანოებს დაეკისრებათ. ნაწილობრივ სათამაშო ბიზნესის აკრ-

ძალვის მსურველების არგუმენტი არის ის, რომ სიტუაცია დღეს თითქოს

უფრო უკონტროლოა, ვიდრე მისი აკძალვის შემთხვევაში იქნებოდა.

თუმცა, ამ პოზიციას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან სათამაშო ბიზნე-

სით დაკავებული ადამიანები. მაგალითად, სამორინეებში ნებისმიერ

მსურველს არ შეუძლია შესვლა. კანონი კრძალავს 21 წლამდე პირების

სამორინეში შეშვებას. ამასთან, მოქმედებს სისტემა, რომლის მეშვეობითაც

მოთამაშის ახლობლის, ან ოჯახის წევრის უკმაყოფილო მიმართვის შემ-

თხვევაში, თუ საუბარი იქნება თამაშის გამო გამოწვეულ პრობლემებზე,

ასეთ პირს კაზინოში შესვლა ეკრძალება.

ამასთანავე, სამორინეებისა და ტოტალიზატორების მფლობელები ზოგა-

დად არ ეწინააღმდეგებიან რეკლამის შეზღუდვას და თანხმდებიან ასა-

კობრივი ცენზის გაზრდაზე, მაგალითად, სამორინეში შესვლისათვის

ცენზმა აიწიოს 21-დან 25 წლამდე, ხოლო ტოტალიზატორში მოთამაში-

სათვის -18-დან 21 წლამდე. თუმცა, ზემოაღნიშნულ მფლობელებს სათა-

მაშო ბიზნესის მთლიანად და ტოტალურად აკრძალვა დაუშვებლად მია-

ჩნიათ. მათთვის მიუღებელია კაზინოების, როგორც მსოფლიოში მიღებუ-

ლი სოლიდური და პრესტიჟუ-ლი ბიზნესის რეპუტაციის ხელაღებით

შელახვა. კრიტიკოსებს და მოწინააღმდეგეებს კი ახსენებენ, რომ როგორც

ქართველი მოთამაშეების, ისე უცხოეთიდან შემოსული ტურისტების

მხრიდან მოთხოვნა არსებობს და მათთვის თამაში არა დამღუპველი სენი,

არამედ გართობისა და დასვენების კარგი საშუალებაცაა. აქვე შეიძლება

დასახელდეს ათეულობით მაღალგანვითარებული და მოწინავე ქვეყანა,

სადაც თამაში – როგორც ლეგალური, პრესტიჟული ბიზნესი მიღებულია

და ამ სფეროს სწორედ კაზინოები აწესრიგებენ. შედარებისათვის კი

შეიძლება ისეთი ქვეყნების მაგალითის მოყვანა, სადაც თამაში აიკრძალა

Page 15: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

15

და ამ პროცესმა (რომელიც ადრე ლეგალური და სრულიად კანონიერი

იყო) არაოფიციალურ, კრიმინალურ გარემოში გადაინაცვლა. მაგალითად,

აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი კორუფციის ბუდედ იქცა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, გვინდა დავამატოთ, რომ შედეგის და თამაშზე

დამოკიდებულების პრევენციის თვალსაზრისითაც არც ქართული ვებ-

გვერდების აკრძალვა იქნება რაიმე ეფექტის მომტანი. ამ შემთხვევაში თუ

გავთიშავთ ქართულ ინტერნეტ საიტებს, რჩება ევროპული ინტერნეტ

საიტები და ასეთი არის ასობით, სადაც ქართველ მომხმარებელს უპობლე-

მოდ შეეძლება დარეგისტრირება და ასევე უპრობლემოდ შესძლებს ითა-

მაშოს საბანკო საკრედიტო ბარათების საშუალებით. გარდა ამისა, არის

უმრავი სხვა საშუალება, ელექტრონული საფულეები, მაგალითად „ვებ

მანი“, „მანი ბუკერსი“ და ასე შემდეგ, რომლებიც საქართველოში მუშაობს,

და მათ საქმიანობას ვერც ავკრძალავთ.

რაც შეეხება ინტერნეტ–კაზინოებს, ამ შემთხვევაშიც მომხმარებლები

უპრებლემოდ, მარტივად გადაინაცვლებენ ოცხოურ ინტერნეტ-

კაზინოებზე, სადაც უმარტივესი საბანკო გადარიცხვებით შესძლებენ

თამაშს. საბოლოოდ კი გამოვა ისე, რომ უიღბლო ქართველების მიერ

წაგებული ფული ევროპულ ბიზნესს წაადგება.

წინამდებარე სტატიის ამ ნაწილში გვინდა მოკლედ ვისაუბროთ როგორც

ტოტალიზტორებისა და კაზინოების როლსა და მნიშვლელობაზე

უცხოეთში, ისე საქართველოში.

ლეგალური ტოტალიზატორები მთელ მსოფლიოში ითვლება ზოგადად

სპორტის სფეროს ერთ-ერთ მთავარ სპონსორად. სპორტის სხვადასხვა

სახეობაში უამრავი პრესტიჟული ტურნირი ეწყობა ტოტალიზატორების

თუ ინტერნეტ-ტოტალიზატორების დაფინანსებით. მაგალითად, სხვადა-

სხვა ტურნირის (ევროპის ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერ-

ლიგა, ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და სხვ.) სპონსორებად და სტადი-

ონებზე თუ საკლუბო მაისურებზე რეკლამის განმათავსებლად ხშირად

გვევლინება მსოფლიოში მოქმედი მსხვილი ტოტალიზატორები. გარდა

ამისა, წამყვანი ქვეყნების ბიუჯეტები დიდ შევსებას იღებს ამ ლეგალური

ბიზნესიდან შემოსული გადასახადებით. რეალურად სპორტს პრობლემას

უქმნიან სწორედ იმ ქვეყნების ტოტალიზატორები, სადაც აკრძალულია

სათამაშო ბიზნესი (სინგაპური, მალაიზია), და იატაკქვეშა ტოტალიზა-

ტორები მრავალი მაქინაციის მოთავეები არიან.

რაც შეეხება ქართულ სპორტის ისედაც მწირე დაფინანსებას, მის ლომის

წილს შეადგენს სწორედ ადგილობრივი ტოტალიზატორების მიერ გაღე-

ბული თანხები. მაგალითად, კალათბურთის სუპერლიგას აფინანსებს

ტოტალიზატორი „აჭარაბეთი“. ფულს აბანდებს ქართულ ფეხბურთში, და,

შესაბამისად ზრუნავს მის განვითარებაზე, ტოტალიზატორი

„ევროპაბეთი“.

Page 16: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

16

ამასთანავე, სათამაშო ბიზნესის რეკლამის სრული აკრძალვა ურტყამს

არამარტო სათამაშო ბიზნესს, არამედ თავად სარეკლამო კომპანიებს (ტე-

ლევიზია, რადიო, პრესა). ცნობილია, ტელევიზიისა და რადიოს შემოსა-

ვლების ძირითადი წყარო სწორედ რეკლამიდან მიღებული თანხებია,

მითუმეტეს, სპორტული გადაცემები. რეალურად დღეს ქვეყანაში სპორ-

ტული გადაცემების (რომლებიც თავის მხრივ პოპულარიზაციას უწევენ

სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას) სპონსორები

სათამაშო ბიზნესის მსხვილი მოთამაშეები არიან. იგივე ტელეკომპანია

GMG მთლიანად ამაზეა დამოკიდებული. ის სპორტულ გადაცემებს

გადმოსცემს იმის ხარჯზე, რომ მას აფინანსებენ სათამაშო ბიზნესის ოპე-

რატორი კომპანიები. იმ შემთხვევაში, თუკი მთლიანად აიკრძალება სათა-

მაშო ბიზნესის რეკლამირება, ანუ სათამაშო ბიზნესი ვერ გადაიხდის

სარეკლამო თანხებს, შესაბამისად შემოსავალი მოაკლდებათ ტელევი-

ზიებსა და სპორტულ გადაცემებს. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ

სარეკლამო კომპანიები, რომლებიც დღეს მუშაობენ და არსებობენ ამ

ბიზნესის წყალობით, გაკოტრების პირას მივლენ.

რაც შეეხება საფინანსო-ეკონომიკურ ზარალს, რაც ზემოაღნიშნული

ცვლილებებით (სათამაშო ბიზნესის რეკლამირების აკრძალვა) და

შემდგომში სათამაშო ბიზნესის მთლიანად აკრძალვით შეიძლება

რეალურად მიადგეს ქვეყანას ციფრებში ასე გამოიხატება.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის ბიუჯეტი პირდაპირი სანებართვო და

სალიცენზიო მოსაკრებლის სახით ასორმოც მილიონ (140 000 000) ლარს

იღებს. ამის გარდა, არის კიდევ სხვა გადასახადები (სათამაშო ბიზნესი

იხდის მოგებისა და საშემოსავლო გადასახადს) და ჯამურად თანხა შეად-

გენს ასსამოცდაათ-ასოთხმოც მილიონ (170 000 000 – 180 000 000) ლარს.

თუმცა, ამის გარდა არის მთელი რიგი ინფრასტრუქტურა და მიბმული

ბიზნესები, რომლებიც მასთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

მაგალითად, სასტუმრო ბიზნესი, ტურიზმი. ზოგადად, შეიძლება ვივარა-

უდოთ, რომ ზემოაღნიშნული ღონისძიებების (სათამაშო ბიზნესის რეკ-

ლამირების, ხოლო შემდგომ მისი სრულიად აკრძალვა) განხორციელება

ქვეყნის ეკონომიკას მინიმუმ ხუთასი მილიონი (500 000 000) ლარით დაა-

ზარალებს. მოხდება ის, რომ დაახლოებით ორასი მილიონი (200 000 000)

აღარ შევა ბიუჯეტში და დაახლოებით ათი ათასი (10 000) ადამიანი

უმუშევარი დარჩება. უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის, გვინდა

მოვიყვანოთ კონკრეტული ციფრები სათამაშო ბიზნესის დაბეგვრასთან

დაკავშირებით, იმისათვის რომ არ დარჩეს ისეთი შთაბეჭდილება, რომ

ჩვენ მხოლოდ ზოგად ციფრებზე ვსაუბრობთ და ნაკლებია კონკრეტიკა.

ასე მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სამორინეს წლიუ-

რი სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 5 მილიონ ლარს, სათამაშო აპარა-

ტების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებელი 1 მილიონ ლარამდე,

ტოტალიზატორის - 30 000 -დან 300 000 ლარამდე. ამას უნდა დავუმატოთ

სამორინეს სათამაშო თითოეულ მაგიდაზე მოსკრებელი 30 000 ლარი ყო-

Page 17: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

17

ველკვარტალურად, ხოლო თითოეულ სათამაშო აპარატზე 3 000 ლარი

ყოველკვარტალურად. ზემოაღნიშნული ციფრებიდან აშკარად სჩანს, რომ

სათამაშო ბიზნესის, კონკრეტულად სამორინეების წარმოება გახდა

საკმაოდ ძვირი.

შესაბამისად, თუკი საქართველოში იხსნება სამორინე, იქ უნდა

განხორციელდეს მინიმუმ რვა–ათი მილიონი დოლარის ინვესტიცია,

ვინაიდან დასაქირვებელია შენობა, შესაძენია ინფრასტუქტურა და ა.შ.

ხოლო აზარტული კლუბის გასახსნელად მინიმუმ ორი-სამი მილიონი

დოლარის ინვესტიცია განსახორციელებელი. სწორედ ამიტომ, დღეის

მდგომარეობით სათამაშო ბიზნესის ბაზრიდან წვრილი მოთამაშეები

გავიდნენ, მოხდა გამსხვილება და ბაზარზე მხოლოდ მსხვილი და

ფინანსურად ძლიერი მოთამაშეების დარჩენა.

ბათუმში დღესდღეისობით 4 კაზინო ფუნქციონირებს: სასტუმრო „შერა-

ტონში“ არსებული კაზინო `“მშვიდობა“, სასტუმრო „რედისონში“ არსებუ-

ლი კაზინო „ივერია“, სასტუმრო „ინტურისტის“ კაზინო „გრანდინტუ-

რისტი“ და კაზინო „აჭარაბეთი“. სტატისტიკის თანახმად ზემოაღნიშნულ

კაზინოებში 49 სათამაშო მაგიდა ფუნქციონირებს და დაახლოებით 800

ადამიანია დასაქმებული, კონკრეტულად კაზინო „აჭარაბეთში“ 160

ადამიანი მუშაობს. ერთ მაგიდაზე კაზინო ყოველკვარტალურად 18 000

ლარს იხდის. შესაბამისად, ბიუჯეტი ამ გადასახადით ყოველწლიურად

3,6 მილიონ ლარს იღებს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარმოებაც, რომ

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, 100 ნომრის მქონე სასტუმროს

მშენებლობის შემთხვევაში, კომპანია 10 წლით თავისუფლდება სანებარ-

თვო მოსაკრებლის გადასახადისგან. ეს კი ხელს უწყობს ქვეყანაში

სასტუმრო ბიზნესის განვითარებას და ტურისტების ზრდას.

ამრიგად, თუკი საბოლოოდ შევაჯამებთ ჩვენს მიერ ყოველივე ზემოთ

აღნიშნულს, შეიძლება დავასკვათ, რომ ნებისმიერ აჩქარებას, ნებისმიერი

გაუთვლელი თუ გაუაზრებელი ნაბიჯის გადადგმას, რა სფეროსაც არ

უნდა შეეხებოდეს იგი, მით უმეტეს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის

სრულიად აკრძალვა, შეიძლება შედეგად მოჰყვეს მხოლოდ უარყოფითი

და ქვეყნისათვის სავალალო შედეგი. შესაბამისად, ამა თუ იმ კონკრე-

ტული საკითხის გადაწყვეტისათვის ყველთვის საჭიროა, რომ წინასწარ

ავწონ-დავწონოთ, შევაფასოთ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებსა თუ

პროფესიონალებს დავეკითხოთ აზრი და ისე მივიღოთ ესა თუ ის

გადაწყვეტილება.

Page 18: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

18

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო

რეგისტრაციის დადებითი და

უარყოფითი მხარეები

ნატალია

ბაბაკიშვილი სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის სისტემა

დარეგულირებულია ორი საერთაშორისო ხელშეკრულებით.

ესენია 1891 წლის მადრიდის ხელშეკრულება დაკავშირებული

ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციასთან („მადრიდის ხელ-

შეკრულება“) და 1989 წლის მადრიდის ხელშეკრულებასთან

დაკავშირებული პროტოკოლი („მადრიდის პროტოკოლი“).

საერთაშორისო რეგისტრაციის სისტემა იმართება ინტელექტუა-

ლური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) საერთაშო-

რისო ბიუროს მიერ, რომელიც აწარმოებს სასაქონლო ნიშნების

საერთაშორისო რეესტრს და გამოსცემს საერთაშორისო ნიშნების

ისმოს ბიულეტენს. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „მადრიდის

პროტოკოლის“ მიღება მოხდა იმ მიზნით, რომ მადრიდის სისტე-

მა მისაღები გამხდარიყო უფრო მეტი ქვეყნისთვის, მათ შორის

ისეთი დიდი ქვეყნებისათვის, როგორებიცაა აშშ, დიდი

ბრიტანეთი და იაპონია.

სანამ უშუალოდ სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრა-

ციის დადებითი და უარყოფითი მხარეების განხილვაზე გადავი-

დოდეთ უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო რეგისტრაციით

სასაქონლო ნიშნისათვის მინიჭებული დაცვა იდენტურია იმ

დაცვისა, რომელიც „მადრიდის ხელშეკრულების“ ან „მადრიდის

პროტოკოლის“ წევრი სახელმწიფოს შესაბამის უწყებაში ეროვნუ-

ლი რეგისტრაციით წარმოიშობოდა.

დადებითი მხარეები

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ სასაქონლო

ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაცია საშუალებას იძლევა

მოხდეს ამ ნიშნების დაცვა მრავალ ქვეყავაში მხოლოდ ერთ

საპატენტო უწყებაში, ერთ ენაზე, ერთი განაცხადის შეტანით

და სარეგისტრაციო საფასურის ერთ ვალუტაში გადახდით.

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაცია შეიძლება

მოთხოვნილ იქნეს როგორც ეროვნული განაცხადის საფუძ-

ველზე, ასევე სასაქონლო ნიშნების განმცხადებლის ქვეყანაში

უკვე განხორცილებულ რეგისტრაციაზე დაყრდნობით.

იურისტი

საქმიანობს

კორპორაციულ

სანივთო

სამართალში,

პრივატიზაციის,

უძრავი ქონების,

შრომითი

სამართლის, ასევე

საკორპორაციო და

ინტელექტუალური

საკუთრების

სამართლის

სფეროებში.

მონაწილეობს

იურიდიული

დასკვნების

შედგენასა და

სამართლებრივ

კვლევებში.

Page 19: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

19

თუ საერთაშორისო ბიურო განაცხადს მიიღებს ორი თვის ვადაში იმ

დღიდან, როცა წარმოშობის ქვეყანაში მოხდა განაცხადის შეტანა, მაშინ

წარმოშობის ქვეყანაში განაცხადის შეტანის თარიღი ჩაითვლება

საერთაშორისო განაცხადის შეტანის თარიღად.

საერთაშორისო რეგისტრაციის განახლება, სასაქონლო ნიშნის მფლო-

ბელის სახელის ან მისამართის ცვლილება, ასევე სასაქონლო ნიშნებზე

უფლებების გადაცემა შეიძლება მოხდეს ცენტრალიზებულად, საერ-

თაშორისო ბიუროს საშუალებით, რითაც თავიდან იქნება აცილებული

ამგვარი ცვლილებების სათითაოდ რეგისტრაცია ყოველ აღნიშნულ

ქვეყანაში. ამასთან, მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა, შესაძლებელია

მოხდეს საერთაშორისო რეგისტრაციის წესით დაცული ნიშნების

გადაცემა, მათზე ლიცენზიის გაცემა, გასაჩივრება ან გაუქმება ცალ–

ცალკე სათითაოდაც, რაც მოქნილობას მატებს საერთაშორისო

რეგისტრაციის სისტემას.

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტაციის სისტემით დასა-

შვებია განაცხადების შეტანა მოგვიანებითაც, კერძოდ კი, ნებისმიერ

დროს თავდაპირველი განაცხადის შეტანის შემდეგ. შემდგომი აღნი-

შვნის გამოყენება საშუალებას აძლევს სასაქონლო ნიშნის მფლობელს

საერთაშორისო რეგისტრაციით დაიცვას მისი ნიშანი იმ ქვეყნებშიც,

რომლებიც არ წარმოადგენდნენ „მადრიდის ხელშეკრულების“ ან

„მადრიდის პროტოკოლის“ მხარეს საერთაშორისო განაცხადის

შეტანის მომენტში.

უარყოფითი მხარეები

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტაციის ძირითადი სისუსტეა

ის, რომ რეგისტრაციიდან ხუთი წლის განმავლობაში საერთაშორისო

რეგისტრაცია დამოკიდებულია იმ ნიშანზე, რომლის მიმართაც განაცხა-

დია შეტანილი ან რომელიც რეგისტრირებულია წარმოშობის ოფისში.

წარმოშობის ოფისში განაცხადზე უარის თქმის შემთხვევაში ან იმ

შემთხვევაში, თუ წარმოშობის ოფისის ან სასამართლოს გადაწყვეტილე–

ბით ძირითადი რეგისტრაცია გაუქმდა ზემოთაღნიშნულ პერიოდში, სა-

ერთაშორისო რეგისტრაცია კარგავს ძალას ყველა იმ ქვეყნისათვის,

რომელ-ზეც ის ვრცელდება. ამიტომ ხშირია შემთხვევები, როდესაც

საერთაშორი-სო წესით დაცული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის

გაუქმებით დაინ-ტერესებულ პირებს იერიში მიაქვთ სწორედ ძირითად

რეგისტრაციაზე. ამის გამო ეს ფენომენი „ცენტრალური დარტყმის“

(“Central Attack”) სახელითაა ცნობილი და მას ფაქტიურად დომინოს

ეფექტი აქვს.

ზემოთაღნიშნული ხუთწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ

საერთაშორისო რეგისტრაცია დამოუკიდებელი ხდება ძირითადი

განაცხადისა და ძირითადი რეგისტრაციისაგან.

Page 20: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

20

მართალია ძირითადი რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში რჩება იმის

შესაძლებლობა, რომ მოხდეს საერთაშორისო რეგისტრაციის ეროვნულ

განაცხადებად გარდაქმნა აღნიშნულ ქვეყნებში, მაგრამ ამ შემთხვევაში,

როგორც წესი, გარდაქმნის მთლიანი ხარჯი იმდენად დიდია, რომ

აღემატება იმ თანხას, რომელიც საჭირო იქნებოდა განმცხადებელს

თავიდანვე სასაქონლო ნიშნის ეროვნულ საპატენტო უწყებებში

დამოუკიდებლად რეგისტრაციის გზა რომ აერჩია.

იმისათვის, რომ მოხდეს საერთაშორისო რეგისტრაციის წესის

გამოყენება, ორივე შესაბამისი ქვეყანა (ანუ ქვეყანა, რომლის უწყებაც

წარმოშობის უწყებად ითვლება და რეგისტრაციის მიზნით

აღნიშნული ქვეყანა) უნდა იყოს „მადრიდის ხელშეკრულების“ ან

„მადრიდის პროტოკოლის“ წევრი.

საერთაშორისო განაცხადში მითითებული ნიშანი უნდა იყოს იმ

ნიშნის იდენტური, რომლის რეგისტრაციაც ძირითადი განაცხადით

მოითხოვება ან რომელიც ძირითადი რეგისტრაციითაა დაცული. ამავე

დროს საერთაშორისო განაცხადში მითითებული საქონლისა და

მომსახურების ჩამონათვალი არ შეიძლება სცდებოდეს იმ საქონლისა

და მომსახურების ჩამონათვალს, რაც ძირითადი განაცხადისა ან

ძირითადი რეგისტრაციისთვის გამოიყენება. სხვა სიტყვებით რომ

ვთქვათ, საერთაშორისო რეგისტრაციისას არ შეიძლება საქონლისა და

მომსახურების ჩამონათვლის იმგვარი შეცვლა, რომ მან დაცვის

ფარგლების გაზრდა გამოიწვიოს.

საერთაშორისო რეგისტრაციის არსებობა არ ცვლის ადგილობრივ

კანონმდებლობას სასაქონლო ნიშნებზე უფლებების შეძენის და მათ

გამოყენებასთან დაკავშირებული მოთხოვნების თვალსაზრისით.

კეროდ კი, საერთაშორისო განაცხადში აღნიშნული ყველა ქვეყნის

შესაბამისი ეროვნული უწყება ახდენს ექსპერტიზას ადგილობრივი

კანონმდებლობის შესაბამისად და მათ უფლება აქვთ მთლიანად ან

ნაწილობრივ უარი თქვან დაცვაზე.

დაბოლოს, საერთაშორისო რეგისტრაციიდან გამომდინარე

უფლებების გადაცემა შეუძლებელია ისეთი სახელმწიფოს საწარმოზე,

რომელიც არ არის „მადრიდის ხელშეკრულების“ ან „მადრიდის

პროტოკოლის“ წევრი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან აშკარაა, რომ „მადრიდის ხელშეკ–

რულებისა“ და „მადრიდის პროტოკოლის“ მიერ შემოთავაზებული

სასაქონლო ნიშნების საერთაშორისო რეგისტრაციის სისტემის არსებობის

მიუხედავად კვლავაც დაფიქრებაა საჭირო იმის ასაწონ–დასაწონად, თუ

კონკრეტული იურისდიქციისა და ბიზნესის პირობებში რომელი გზა

(ეროვნული თუ საერთაშორისო) უფრო ეფექტურია (როგორც სამართ–

ლებრივი, ასევე ეკონომიკური კუთხით) სასაქონლო ნიშნების დასაცავად.

Page 21: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

21

Page 22: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

22

მესამე პირზე ჩამორთმეული ქონების

მიმართ საკუთრების უფლების აღდგენის

სამართლებრივი საკითხები

კობა ბობოხიძე საკუთრების უფლების ხელყოფის სხვადასხვაგვარ შემთხვე-

ვებს შორის ერთ–ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს

მესამე პირებისათვის მათი კუთვნილი ქონების ჩამორთმევისა

და სახელმწიფოსათვის გადაცემის პრობლემატიკა.

მოცემული თემატიკა შეეხება მესამე პირებისათვის ქონებრივი

უფლებების ჩამორთმევის ისეთ შემთხვევას, რომელიც დაკავ-

შირებული არაა სამოქალაქო ბრუნვასთან და ისეთ სამოქალაქო

სამართლებრივ ინსტიტუტებთან, როგორიცაა უზრუნველ-

ყოფის საშუალებები (იპოთეკა/გირავნობა), თავდებობა, სოლი-

დარული ვალდებულება და სხვა, რომლის დროს უშუალოდ

კრედიტორის სასარგებლოდ ხდება ქონების განკარგვა და

გამომდინარეობს გარიგებითი ურთიერთობებიდან.

წინამდებარე საკითხი შეეხება სისხლის სამართალწარმოების

სხვადასხვა ეტაპზე გამოძიების მიერ მესამე პირის საკუთ-

რებაში არსებული უძრავ–მოძრავი ქონების ჩამორთმევისა და

სახელმწიფოსათვის გადაცემის შემთხვევას. სასამართლო პრაქ-

ტიკაში გახშირდა ისეთი გადაწყვეტილებები (განაჩენი), რომ-

ლითაც დადგინდა სამართალწარმოებაში არ მონაწილე მხარი-

სათვის, ანუ მესამე პირისათვის მისივე საკუთრებაში არსებუ-

ლი ქონების ჩამორთმევა. სასამართლო აქტებში მიეთითა

კონკრეტული პირები და მათ სახელზე რეგისტრირებული

უძრავმოძრავი ქონება, რომელიც გახდა ჩამორთმევის საგანი

და გადაეცა სახელმწიფოს, კონკრეტული უწყების სახით.

დავას იწვევს ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა

მესამე პირების საკუთრებიდან მათი ქონების ამოღება, ამ

პირთა თანხმობისა თუ გაცხადებული ნებართვის გარეშე,

ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მესაკუთრის ნების მიხედვითაც.

სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლი ითვალისწინებს

სამართლებრივ შესაძლებლობას, რომ ქონების ჩამორთმევა

განხორციელდეს იმ პირის მიმართ, რომელიც არის ბრალდე-

ბული ან მსჯავრდებული სისხლის სამართლის საქმეზე. ხოლო

ამ ნორმის მიხედვით ქონების ჩამორთმევა ნიშნავს დანაშაულის

იურისტი

წარმოადგენს

ადგილობრივ და

უცხოელ კლიენტებს

რთულ ქონებრივი და

სხვადასხვა

კორპორაციული

ხასიათის საქმეებში

ასევე სამოქალაქო,

ადმინისტრაციული,

სისხლის,

საგადასახადო და სხვა

კატეგორიის

სასამართლო დავებზე.

ახორციელებს ბიზნეს

პროექტების

სამართლებრივ

უზრუნველყოფას და

წარმომადგენლობას.

Page 23: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

23

საგანს, იარაღს, ნივთს ან/და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული

ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორთმევას.

კანონის მოცემულობიდან გამომდინარე, ქონების ჩამორთმევის სუბიექტს

წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრდებული. სხვა პირს

კანონი არ ასახელებს, თუმცა სასამართლო აქტებში ჩვენ ვხვდებით

პირებს, რომლებთაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაუსი არ

გააჩნიათ, ისინი არ მონაწილეობენ სისხლის სამართლის პროცესში,

თუმცა მათი ქონება ხდება ჩამორთმევის საგანი.

სასამართლო აქტებს უმეტეს შემთხვევებში საფუძვლად უდევს

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესამე პირების საკუთრებაში

არსებული ქონების მიმართ საპროცესო იძულებითი ხასიათის

ღონისძიებების (ყადაღა) გატარება. გამოძიების მიერ იდენტიფიცირდება

ქონების მესაკუთრეთა ვინაობა, ქონების მესაკუთრეთა ვინაობა, ქონების

მფლობელობის ფაქტი, ეს ქონება არ არის დანაშაულის საგანი ან ამ გზით

მოპოვებული, თუმცა მათ მიმართ ტარდება იძულებითი ღონისძიებები,

რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების

საფუძველზე ჩამორთმეულად ცხადდება.

უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირთა ქონების ჩამორთმევის

ისეთ ფორმას, როგორიცაა ბრალდებულსა და პროკურორს შორის საპრო-

ცესო შეთანხმების გაფორმება, სადაც ერთ–ერთი დამატებითი სასჯელის

სახით მხარეები თანხმდებიან სხვა სუბიექტის, ანუ მესამე პირების უძრავ-

მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე.

დავას იწვევს ის გარემოება, თუ რამდენად კანონიერად მოხდა მესამე

პირების საკუთრებიდან მათი ქონების ამოღება, ამ პირთა თანხმობისა თუ

გაცხადებული ნებართვის გარეშე, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში

მესაკუთრის ნების მიხედვითაც.

სისხლის სამართლის კოდექსის 52–ე მუხლი ითვალისწინებს სამართლე-

ბრივ შესაძლებლობას, რომ ქონების ჩამორთმევა განხორციელდეს იმ პი-

რის მიმართ, რომელიც არის ბრალდებული ან მსჯავრდებული სისხლის

სამართლის საქმეზე. ხოლო ამ ნორმის მიხედვით ქონების ჩამორთმევა

ნიშნავს დანაშაულის საგანს, იარაღს, ნივთს ან/და დანაშაულებრივი გზით

მოპოვებული ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამორ-

თმევას.

კანონის მოცემულობიდან გამომდინარე, ქონების ჩამორთმევის სუბიექტს

წარმოადგენს მხოლოდ ბრალდებული და მსჯავრდებული. სხვა პირს

კანონი არ ასახელებს, თუმცა სასამართლო აქტებში ჩვენ ვხვდებით

პირებს, რომლებთაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის სტაუსი არ

გააჩნიათ, ისინი არ მონაწილეობენ სისხლის სამართლის პროცესში,

თუმცა მათი ქონება ხდება ჩამორთმევის საგანი.

Page 24: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

24

სასამართლო აქტებს უმეტეს შემთხვევებში საფუძვლად უდევს

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მესამე პირების საკუთრებაში

არსებული ქონების მიმართ საპროცესო იძულებითი ხასიათის

ღონისძიებების (ყადაღა) გატარება. გამოძიების მიერ იდენტიფიცირდება

ქონების მესაკუთრეთა ვინაობა, ქონების მესაკუთრეთა ვინაობა, ქონების

მფლობელობის ფაქტი, ეს ქონება არ არის დანაშაულის საგანი ან ამ გზით

მოპოვებული, თუმცა მათ მიმართ ტარდება იძულებითი ღონისძიებები,

რაც საბოლოო ჯამში სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების

საფუძველზე ჩამორთმეულად ცხადდება.

უმეტეს შემთხვევაში ადგილი აქვს მესამე პირთა ქონების ჩამორთმევის

ისეთ ფორმას, როგორიცაა ბრალდებულსა და პროკურორს შორის საპრო-

ცესო შეთანხმების გაფორმება, სადაც ერთ-ერთი დამატებითი სასჯელის

სახით მხარეები თანხმდებიან სხვა სუბიექტის, ანუ მესამე პირების უძრავ-

მოძრავი ქონების ჩამორთმევაზე და სახელმწიფოსათვის გადაცემაზე.

ასეთი წესით მესამე პირთა ქონებაზე შეთანხმების დადებას იურიდიულ

პრობლემატიკამდე მივყავართ, რამეთუ სისხლის სამართლებრივი

გარიგების მხარეები თანხმდებიან სხვა პირების რეგისტრირებულ

საკუთრებაში მყოფი ქონების განკარგვაზე, ამ პირთა თანხმობისა და თუ

ნების გამოვლენის გარეშე. ანუ ადგილი აქვს არაუფლებამოსილი პირების

მიერ სხვისი ქონების გადაცემაზე შეთანხმების დადებას სახელმწიფოს

სასარგებლოდ.

ასეთი შეთანხმების დადება და მით უმეტეს სასამართლოს მიერ განაჩენის

საფუძველზე მისი დამტკიცება, თავად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

მესამე პირების ნების საწინააღმდეგოდ მათი საკუთრების ჩამორთმევის

თვალსაზრისით, რაც სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი

დანაშაულია კვალიფიკაციის ნიშნებს უკავშირდება.

მოცემულ შემთხვევაში იმთავითვე ირღვევა სამოქალაქო სამართლის

უმთავრესი პრინციპი ქონების გასხვისების წესის შესახებ, რომელიც

მოითხოვს უფლებამოსილ მხარეებს შორის სათანადო წესით

გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულების დადებას.

პირველადი დაცვის მექანიზმები მესამე პირების საკუთრებაში მყოფი

ქონების ჩამორთმევის შესახებ გააჩნია სასამართლოს. სასამართლომ უნდა

შეიკავოს ამგვარი ფორმით ქონების ჩამორთმევის შესაძლებლობა და არ

დაუშვას საკუთრების უფლების ასეთი უკანონო ხელყოფა.

მიუხედავად ამისა, მრავალგზის გვხვდება კანონიერ ძალაში მყოფი სასა-

მართლო განაჩენები, რომელიც საფუძვლად ედება მესამე პირთათვის უძ-

რავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემას.

ასეთ პირობებში მესამე პირებს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმ-

დებლობით არ გააჩნიათ უფლებამოსილება გაასაჩივრონ და სადაო გახა-

Page 25: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

25

დონ კანონიერ ძალაში მყოფი განაჩენები, რომლითაც მათი ქონების

ჩამორთმევა მოხდება.

ამიტომ იწყება ძიება სხვა სამართლებრივი საშუალებებისა, რომლითაც

შესაძლებელი იქნება ჩამორთმეულ ქონებაზე საკუთრების უფლების

აღდგენა, ამა თუ იმ სამართლებრივი ფორმით.

საკუთრების უფლების ფუნდამენტური და აბსოლუტური მდგომარეობა

განაპირობებს ამ უფლების დაცვის სამართლებრივ შესაძლებლობას. ამის

კვალობაზე პირი უფლებამოსილია სადავო გახადოს და მოითხოვოს

კანონმდებლობით გარანტირებული და ხელშეუვალი მისი საკუთრების

უფლების დაცვა.

საკუთრების უფლების დაცვის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა

სასამართლო წესით დავის წამოწყება სამოქალაქო სამართალწარმოების

საფუძველზე. აღნიშნული გულისხმობს სასარჩელო წარმოების წესით

სამოქალაქო დავის აღძვრას ჩამორთმეული ქონების მესაკუთრის მიმართ

საკუთრების უფლების აღდგენისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის

გამოთხოვის შესახებ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ჩამორთმეული ქონება

უკვე გასხვისებულია და მას ჰყავს კეთილსინდისიერი შემძენი,

შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას ფულადი კომპენსაცია ჩამორთმეული

ნივთის საბაზრო ღირებულების მიხედვით.

იმავდროულად საკუთრების უფლების დასაცავად მესამე პირები

უფლებამოსილნი არიან მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს, მათი

საკუთრების უფლების ჩამორთმევის კანონიერების საკითხის შესასწავ-

ლად. ამ პროცესში თავისთავად შეფასების საგანი გახდება პროკურორისა

თუ მოსამართლის მოქმედებების კანონიერება მესამე პირთა ქონების

ჩამორთმევისას დაშვებული უკანონო გადაწყვეტილებების გამო.

განხილვის საგანი გახდება თუ რამდენად იყო უფლებამოსილი

საპროცესო გარიგების მხარეები შეთანხმება დაედოთ სხვა პირთა ქონების

სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ, ასევე რამდენად გამოხატული

იქნა მესამე პირთა ნება მათი საკუთრების გადაცემაზე ან გამოხატული

ნება რამდენად ნაკლიანი იყო ზემოქმედებისა თუ საფრთხისათვის თავის

არიდების ნიადაგზე და სხვა. აღნიშნული სამართალწარმოების წესით

შესაძლებელია საბოლოოდ მოხდეს ჩამორთმეული ქონების კანონიერი

მესაკუთრისათვის დაბრუნება და მისი უფლებების აღდგენა.

სამოქალაქო სამართალწარმოების მსვლელობისას ძირითად დაბრკოლე–

ბად მიიჩნევა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი და კანონიერ

ძალაში მყოფი განაჩენის არსებობა. სასამართლო იხილავს ამდაგვარ

სარჩელებს და ასკვნის, რომ სამოქალაქო მატერიალურ სამართალს არ

გააჩნია შესაძლებლობა აღადგინოს საკუთრების უფლება მოსარჩელის

მიმართ, რადგან ამ ქონების ჩამორთმევა მოხდა სხვა სასამართლო აქტის,

ანუ განაჩენის საფუძველზე და ვიდრე კანონიერ ძალაში იმყოფება იგი

საკუთრების უფლების აღდგენა დაუშვებელია.

Page 26: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

26

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ მესამე პირებს არ გააჩნიათ სამართლებრივი

შესაძლებლობა გაასაჩივრონ ის სასამართლო აქტები, რომლის

საფუძველზეც მოხდა მათი ქონების ჩამორთმევა. თუმცა სამოქალაქო

სამართალწარმოების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მას

შესაძლებელია უარი უთხრან საკუთრების უფლების აღდგენაზე სწორედ

იმ მოტივით, რომ ამ ქონების ჩამორთმევის შესახებ არსებობს კანონიერ

ძალაში მყოფი სხვა სასამართლოს აქტი. ხოლო მისი გაუქმების გარეშე

საკუთრების დაბრუნების სამართლებრივი შესაძლებლობა გამოირიცხება.

ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა, თუ რამდენად კანონიერია სასამართლოს

ამდაგვარი მიდგომა საკითხის ირგვლივ, მაშინ როდესაც სახეზეა ყველა

ფაქტობრივი ნიშანი საკუთრების უფლების უკანონო ხელყოფის შესახებ.

ამასთანავე არ არსებობს რაიმე სპეციალური კანონი მოცემული საკითხის

რეგულირებისათვის, რომელიც მესამე პირებს რესტიტუციის სპეციალურ

საშუალებებს მისცემდა. ამით პრაქტიკულად შესაძლებელია მესამე

პირებს საბოლოოდ წაერთვათ უფლება აღიდგინონ უკანონოდ

ჩამორთმეული ქონებრივი უფლებები.

ვფიქრობთ, რომ ამგვარ ვითარებაში სასამართლომ უნდა

იხელმძღვანელოს საკუთრების უფლების არსებობის აბსოლუტური,

ხელშეუვალი და გარანტირებული საფუძვლების მიხედვით. ამ უფლების

აღდგენისათვის არ უნდა არსებობდეს რომელიმე ხელისშემშლელი

სამართლებრივი დაბრკოლებები, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს იგი.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი აღიარებს საკუთრების

უფლების ხელშეუვალ უფლებას და დაუშვებლად აცხადებს ამ უფლების

გაუქმებას. გამონაკლისი სახის ქონებრივი უფლების შეზღუდვა და

ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი

საჭიროებისათვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში

წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების ფორმით ისე, რომ არ

დაირღვევს საკუთრების უფლების არსი.

საკუთრების უფლების დაცვა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა და

ძირითად თავისუფლებათა კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი

მუხლით.

მოცემული სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე სასამართლო

უფლებამოსილია იმსჯელოს საკუთრების უფლების სხვა პირზე

გადასვლის კანონიერების ირგვლივ. რამდენად დაცული იყო

კანონმდებლობის მოთხოვნები მესაკუთრის ნების გამოვლენის,

გარიგების დადების, ან/და სხვაგვარი ფორმით უფლების დათმობის

შესახებ, მათ შორის იძულებითი თუ უკიდურესი აუცილებლობის

ვითარებაში საკუთრების გადაცემის თვალსაზრისით და სხვა.

Page 27: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

27

მოცემული გარემოებების გამორკვევის შედეგად სასამართლომ უნდა

იხელმძღვანელოს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების

მიხედვით უფლების დაცვის მატერიალური საფუძვლებიდან

გამომდინარე და შესაძლებლად მიიჩნიოს მესამე პირებისათვის

საკუთრების უფლების აღდგენა სამოქალაქო სამართალწარმოების

საფუძველზე.

Page 28: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

28

გემების დაკავება საქართველოში

მიხეილ

გოგეშვილი საქართველოს კანონმდებლობა დეტალურად არეგულირებს,

თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი და როგორ უნდა მოხდეს

საქართველოს საზღვაო ნავსადგურში გემის დაკავება და

დაპატიმრება.

ყველა გემი, ნავსადგურიდან გასვლამდე, ვალდებულია

საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და

კონტროლის სამსახურისგან მიიღოს წერილობითი თანხმობა

ნავსადგურის დატოვებაზე. ზედამხედველობისა და

კონტროლის სამსახური წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის

სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს

საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის

უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და

კონტროლს. სამსახურს ხელმძღვანელობს სააგენტოს

დირექტორის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფიზიკური ან იურიდიული

პირის განცხადება საერთო ავარიის, გადარჩენის, ტვირთის

გადაზიდვის ხელშეკრულების, გემების შეჯახების,

გადასახადის გადაუხდელობის ან სხვა ზიანის შესახებ გემის

დაკავების უფლება აქვს ნავსადგურის კაპიტანს. ამასთან,

კაპიტნის განკარგულება გემის დაკავების შესახებ მოქმედებს

მხოლოდ 3 დღის განმავლობაში. აღნიშნული 3 დღიანი ვადის

განმავლობაში შესაბამისმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს

განჩინება გემის დაკავების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში,

გემი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

გემის დაპატიმრება შესაძლებელია მხოლოდ საზღვაო სარჩელის უზრუნველსაყოფად. საზღვაო სარჩელი საზღვაო

სამართალში აღიარებული ცნებაა. ქართველი კანონმდებელი კი

მას განმარტავს როგორც სარჩელს, რომელიც გამომდინარეობს

გემის საკუთრებიდან და სხვა ქონებრივი ურთიერთობიდან,

რომელიც წარმოიშობა გემის მშენებლობის, მართვის,

ექსპლუატაციის, კომერციული გამოყენების, იპოთეკის ან

იურისტი

საქმიანობს

სახელშეკრულებო

და კომერციულ,

შეძენისა და

გაერთიანების

(შერწყმის) და

კორპორაციული,

სამართალის

სფეროში.

ჩართული იყო

საერთაშორისო და

ტრანსსასაზღვრო

გარიგებებში,

რომელშიც

მონაწილეობდა

ქართული

სუბიექტები.

Page 29: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

29

გადარჩენასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა განხორციელებისას.

საზღვაო სარჩელის არსი სწორედ ის არის, რომ მოთხოვნა უშუალოდ

დაკავშირებული უნდა იყოს გემთან, რაც თავის მხრივ გულისხმობს, რომ

გემის დაპატიმრება ვერ იქნება სარჩელის უზრუნველყოფის საშუალება

მაშინაც კი, როდესაც სარჩელი აღძრულია გემის მფლობელის მიმართ, თუ

სარჩელი არ უკავშირდება გემის აშენებას, ექსპლუატაციას ან საქმიანობას.

საქართველო არ წარმოადგენს გემების დაპატიმრების მარეგულირებელი

სხვადასხვა საერთაშორისო კონვენციების მონაწილე ქვეყანას. გემის

დაპატიმრების საკითხი უმთავრესად რეგულირდება სამოქალაქო

საპროცესო კანონმდებლობის თანახმად და განიხილება როგორც

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. მოსარჩელეს მიმართავს

შესაბამის სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის (გემის

დაპატიმრების) შესახებ განცხადებით. განცხადებას სარჩელის

უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტს

(შესაბამისი განჩინებით) განცხადების შეტანიდან ერთი დღის ვადაში,

მოპასუხისთვის შეუტყობინებლად. უშუალოდ სარჩელი კი შეტანილ

უნდა იქნას განჩინების მიღებიდან 10 დღის ვადაში, წინააღმდეგ

შემთხვევაში შესაბამისი განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე

შესაძლოა გაუქმდეს, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გემის

გათავისუფლებას.

სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრებასთან ერთად

როგორც მოპასუხისათვის, ისე მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანია

სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის (გემის დაპატიმრების შემთხვე–ვაში) შეცვლა მეორით. ეს ბუნებრივიცაა, რამდენადაც კომერციული

გემის მოცდენა უკავშირდება ერთის მხრივ ნავსადგურში დაწესებულ

სხვადასხვა გადასახდელების დაკისრებას, ხოლო მეორეს მხრივ უკვე

არსებული გარიგებების (მაგ. ტვირთის ან მგზავრის გადაზიდვა

გადაყვანის თაობაზე) შეუსრულებლობას და შესაბამის ფინანსურ

დანაკლისს. გემის დაპატიმრების მოთხოვნა გარკვეულ რისკთან არის

დაკავშირებული თვით მოსარჩელისთვისაც. კერძოდ, თუ სარჩელის

უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი

გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე ან/და იმის

გამო, რომ სასამართლომ გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის

ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა

უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს შესაბამისი

ზიანი. ეს შესაძლოა გამოიხატებოდეს ზემოთაღნიშნულ ნავსადგურის

ხარჯებისა და კომერციული კონტრაქტების შეუსრულებლობით

გამოწვეულ ზიანის დაკისრებაში.

უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა სასურველია და ამასთან

შესაძლებელია მხარეთა მოთხოვნით საქმის განხილვის ყველა სტადიაზე.

თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ მხარეები შეთანხმდენენ იმის

Page 30: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

30

თაობაზე, რომ ნავსადგურში გემის დაკავების შემდგომ მოსარჩელე აღარ

მიმართავს სასამართლოს გემის დაპატიმრების თაობაზე, მოპასუხის

მხრიდან მოსარჩელისთვის მისაღები შესაბამისი/სხვა უზრუნველყოფის

წარდგენის შემთხვევაში.

უზრუნველყოფის „სხვა“ სახეების ყველაზე გავრცელებული ფორმაა

საბანკო გარანტია ან შესაბამისი P&I კლუბის (რომლის წევრიც

გემთფლობელია) მიერ გაცემული შესრულების გარანტია (Letter of

Undertaking). ცალკე შეთანხმების (ასევე მხარეთა შორის დავის) საგანია

ზემოთაღნიშნული გარანტიის ოდენობა და მოქმედების ვადა. მოსაჩელის

ინტერესებშია, რომ ოდენობა სრულად ფარავდეს მოთხოვნის

ღირებულებას, ასევე აღემატებოდეს სასამართლო განხილვისას ყველა

ინსტანციის მიერ საჭირო მთლიან პერიოდს. და ბოლოს, როგორც კი

მხარეები თანხმდებიან უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა ფორმაზე,

გემი შესაძლოა გათავიდუფლდეს და მხარეები გადავიდნენ დავის

არსებით განხილვაზე კომპეტენტურ სასამართლოში ან არბიტრაჟში.

Page 31: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

31

სადაზღვევო საქმიანობის

ლიცენზირება საქართველოში

სადაზღვევო საქმიანობა მიეკუთვნება სამეწარმეო საქმიანობის

იმ სახეობას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის

შესაბამისად, ექვემდებარება აუცილებელ ლიცენზირებას.

სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას გასცემს (და აუქმებს)

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

(შემდგომ ტექსტში წოდებული, როგორც „ზედამხედველობის

სამსახური“) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად და იმავდროულად,

ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობაზე სახელმწიფო

ზედამხედველობასაც. სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის

ფორმას ადგენს „ზედამხედველობის სამსახური“.

საქართველოს ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის

განხორციელების უფლება აქვთ, მხოლოდ „ზედამხედველობის

სამსახურის“ მიერ ლიცენზირებულ იურიდიულ პირს და

ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის

ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში (ავსტრალია, ავსტრია,

ახალი ზელანდია, აშშ, ბელგია, გერმანია, დანია, დიდი

ბრიტანეთი, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, იტალია, ირლანდია,

ისლანდია, კანადა, კორეა, ლუქსემბურგი, მექსიკა, ნორვეგია,

ნიდერლანდები, ფინეთი, ურგრეთი, პოლონეთი, პორტუგალია,

საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთის რესპუბლიკა, შვედეთი,

ჩეხეთის რესპუბლიკა, შვეიცარია) რეგისტრირებული და

შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო

და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში

დაფუძნებულ ფილიალს (წარმომადგენლობა), რომელიც

ასეთად რეგისტრირებული უნდა იყოს ფილიალის

(წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოში სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების

ლიცენზია, კი გაიცემა სადაზღვევო საქმიანობის განხორციელე–

მიხეილ

კაკულია

იურისტი

საქმიანობს

პრივატიზაციის,

შერწყმისა და

შესყიდვის,

ერთობლივი

საწარმოების,

სადაზღვევო,

სახელშეკრულებო

და შრომით

სამართალში.

Page 32: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

32

ბისათვის შექმნილი, მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის ან

სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის

იურიდიულ პირებზე, რაც წარმოადგენს კანონის იმპერატიულ

მოთხოვნას.

ამასთანავე, ლიცენზირებას არ საჭიროებს დაზღვევის აგენტისა და

სადაზღვევო ბროკერის საქმიანობა, აგრეთვე სადაზღვევო რისკის,

ზარალის მოცულობისა და შემთხვევის უტყუარობის შეფასებასთან

დაკავშირებული საქმიანობა, დაზღვევის სფეროში საკონსულტაციო და

კვლევითი მომსახურება.

რაც შეეხება ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანა–

მშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული

და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და

გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული

ფილიალების (წარმომადგენლობების) მეშვეობით, საქარველოს

ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებას, აღნიშნული

ფილიალები (წარმომადგენლობები), მისი დამფუძნებელი სადაზღვევო

ორგანიზაციების ლიცენზიების (სახელმწიფო რეგულირების) საფუძველ–

ზე, უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სადაზღვევო საქმიანობა ისე,

რომ არ არიან ვალდებულნი მოიპოვონ შესაბამისი ლიცენზია.

დამფუძნებელი სადაზღვევო ორგანიზაციის მფლობელობაში არსებულ

ლიცენზიას ისეთივე სამართლებრივი სტატუსი აქვს, როგორიც

საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემულ ლიცენზიას, და

არავის არა აქვს უფლება მოითხოვოს ამ ფილიალის (წარმომადგენლო–

ბის) მიერ შესაბამისი ლიცენზიის მოპოვება. აღნიშნულმა ფილიალმა

(წარმომადგენლობამ), სადაზღვევო საქმიანობის დაწყებამდე 10 სამუშაო

დღით ადრე საქართველოს „ზედამხედველობის სამსახურს“ უნდა

წარუდგინოს დოკუმენტაცია შესაბამისი საზედამხედველო ორგანოდან

იმის თაობაზე, რომ დამფუძნებელ სადაზღვევო ორგანიზაციას

რეგისტრაციის ქვეყანაში აქვს შესაბამისი სადაზღვევო საქმიანობის

განხორციელებისა და ფილიალის (წარმომადგენლობის) საქართველოში

გახსნის უფლება.

სადაზღვევო საქმიანობისათვის საქართველოში გაიცემა მხოლოდ

შემდეგი ლიცენზიები:

ა) სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზია;

ბ) დაზღვევის ლიცენზია (არა სიცოცხლისა);

გ) გადაზღვევის ლიცენზია.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ თუ მზღვეველს სურს გადაზღვევის

საქმიანობის განხორციელება და უკვე აქვს აღებული ლიცენზია

დაზღვევის სხვა სახეობაში /სიცოცხლის დაზღვევა, დაზღვევა (არა

Page 33: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

33

სიცოცხლის)/, მას უფლება აქვს, განახორციელოს გადაზღვევის

საქმიანობა იმ კონკრეტულ სახეობაში, რომლის განხორციელების

უფლებაც უკვე მიღებული აქვს შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ამ

შემთხვევაში საჭირო არ არის დამატებით ლიცენზიის მიღება და

მზღვეველი, უბრალოდ ვალდებულია აღნიშნულის შესახებ წერილობით

აცნობოს „ზედამხედველობის სამსახურს“ გადაზღვევის საქმიანობის

დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის

მაძიებლისათვის, საქართველოს კანონმდებლობა აწესებს ერთჯერად

სალიცენზიო მოსაკრებელს შემდეგი ოდენობით:

ა) სიცოცხლის დაზღვევა – 500 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) – 500 ლარი;

გ) გადაზღვევა – 500 ლარი.

ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად, ლიცენზიის

მაძიებელი ვალდებულია ჰქონდეს საკუთარი შევსებული კაპიტალის

მინიმალური ოდენობა:

ა) სიცოცხლის დაზღვევა - 1 500 000 ლარი;

ბ) დაზღვევა (არა სიცოცხლის) - 1 000 000 ლარი;

გ) გადაზღვევა - 1 500 000 ლარი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლიცენზიის მაძიებელი, შესაბამისი

სადაზღვევო საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების შემდგომაც, უკვე

როგორც მზღვეველი, ვალდებულია სადაზღვევო საქმიანობის

განხორციელების ყველა ეტაპზე, საკუთარი შევსებული კაპიტალის

მინიმალური ოდენობა შეინარჩუნოს იგივე თანხობრივი ოდენობით, რაც

მოითხოვებოდა სადაზღვევო საქმიანობის შესაბამისი ლიცენზიის

მისაღებად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ლიცენზიის მაძიებელი, შესაბამისი

სადაზღვევო საქმიანობისათვის ლიცენზიის მისაღებად, ვალდებულია

შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა

შესაბამისი მოთხოვნები, მათ შორის წარადგინოს ყველა შესაბამისი

დოკუმენტი.

აქვე მინდა დავამატო, რომ მზღვეველი ვალდებულია ლიცენზიის

მიღების თარიღიდან 6 თვის ვადაში გამოიყენოს სადაზღვევო

საქმიანობის ლიცენზია, ხოლო თუ ლიცენზიის მაძიებელს სურს

განახორციელოს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევა და

უზრუნველყოფა, ვალდებულია დამატებით წარმოადგინოს და

დაარეგისტრიროს არასახელმწიფო საპენსიო სქემის წესები

Page 34: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

34

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“

საქართველოს კანონის შესაბამისად.

და ბოლოს მინდა ავღნიშნო, რომ „ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ,

სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა განუსაზღვრელი ვადით,

გაიცემა კონკრეტულ მზღვეველზე და მისი სხვა იურიდიული

პირისათვის გადაცემა დაუშვებელია.

სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია ძალაში შედის (ამოქმედდება)

ლიცენზიის გამცემის მიერ, ლიცენზიის გაცემაზე მიღებული

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით

განსაზღვრული ვადიდან.

რაც შეეხება სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებას, იგი

ხორციელდება „ზედამხედველობის სამსახურის“ გადაწყვეტილებით.

ამასთანავე, სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ

გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის ვადაში მზღვეველი

აბარებს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიას „ზედამხედველობის

სამსახურს“.

მზღვეველის სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებიდან, კი

იწყება მისი ლიკვიდაციის პროცესი საქართველოს კანონმდებლობის (მათ

შორის „ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ დადგენილი წესის)

შესაბამისად.

Page 35: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

35

0

იპოთეკა, როგორც მოთხოვნის

უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე

გავრცელებული საშუალება

უზრუნველყოფის ცნება და მნიშვნელობა.

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებანი, ვალდებულებათა

ჯეროვანი შესრულების საშუალებებია. საქართველოს სამოქა-

ლაქო კოდექსით ასეთად განიხილება: გირავნობა, იპოთეკა,

თავდებობა, საბანკო გარანტია, ასევე ბე, პირგასამტეხლო, მოვა-

ლის გარანტია და ა.შ. აგრეთვე აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქა-

ლაქო კოდექსი არ განსაზღვრავს უზრუნველყოფის ღონისძი-

ებათა ამომწურავ ჩამონათვალს და შესაძლებელია პრაქტიკაში

გამოყენებულ იქნას უზრუნველყოფის სხვა (ახალი)

საშუალებანიც.

მიუხედავად უზრუნველყოფის ღონისძიებათა შორის

არსებული განმასხვავებელი ნიშნებისა, მათი გამოყენების

მიზანი და დანიშნულება მაინც საერთოა და იგი მიმართულია

კრედიტორის მოთხოვნათა ჯეროვანი დაკმაყოფილებისაკენ,

შესაბამისად, იგი უფლებას აძლევს კრედიტორს, მოვალის

მიერ, ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი

შესრულების შემთხვევაში, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს

უზრუნველყოვის საგნის გამოყენებით.

იპოთეკა

როგორც ავღნიშნეთ მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი

საშუალებაა იპოთეკა, რომლის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ

უძრავი ქონება (ს.ს.კ. 286-ე მუხლი) და რომელიც ძირითადად

გამოიყენება, როგორც კრედიტის (ფულადი ვალდებულების)

უზრუნველყოფის საშუალება.

იპოთეკის მონაწილენი არიან იპოთეკარი (კრედიტორი) და

მესაკუთრე (რომლის საკუთრებაში არსებული ნივთია

იპოთეკით დატვირთული). იპოთეკის მონაწილენი შეიძლება

იყვნენ, როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები.

ანდრო

კიკნაველიძე

იურისტი

საქმიანობს

სამეწარმეო,

შრომით,

სამოქალაქო და

ადმინისტრაციულ

სამართალში,

მონაწილეობს

სასამართლო

და საპროცესო

დავებში.

Page 36: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

36

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით

აუცილებელი არაა უძრავი ქონების მესაკუთრე ამავდროულად იყოს

კრედიტორის (იპოთეკარის) პირადი მოვალე. ასეთ შემთხვევაში მას არ

აქვს იპოთეკით უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის შესრულების

ვალდებულება, თუმცა მას ეკისრება იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან

მისი კრედიტორის საკუთრებაში გადასვლის თმენის ვალდებულება,

მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი

შესრულების შემთხვევაში.

წარმოშობის საფუძვლის მიხედვით განასხვავებენ სახელშეკრულებო და

კანონისმიერ იპოთეკას. სახელშეკრულებო იპოთეკა პრაქტიკაში ყველაზე

გავრცელებული ფორმაა, რომლის წარმოშობისათვის აუცილებელია

სათანადო წესით (სანოტარო ან საჯარო რეესტრის უფლებამოსილი

პირის მიერ) დამოწმებული გარიგება (იპოთეკის ხელშეკრულება).

2007 წლამდე არსებული რედაქციით სამოქალაქო კოდექსი იპოთეკის

ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მოითხოვდა ხელშეკრულების სა-

ნოტარო წესით დამოწმებას, რაც უპირველეს ყოვლისა გამომდინარეობ-

და ხელშეკრულების მონაწილეთა ინტერესებიდან, ვინაიდან ნოტარიუსს

კანონი ავალდებულებს განუმარტოს გარიგების მონაწილეებს ხელშეკრუ–

ლების ძირითადი ასპექტები და ვალდებულებათა დარღვევის შედეგები.

ხოლო, 2007 წლის, ანუ მას შემდეგ რაც ასეთი ტიპის ხელშეკრულების

დამოწმების უფლება გადაეცა საჯარო რეესტრის რეგისტრატორს (რომე–

ლიც არაა უფლებამოსილი შეამოწმოს და განუმარტოს მხარეებს გარიგე–

ბის ძირითადი სამართლებრივი ასპექტები), გარიგების მონაწილეებს

უწევთ ისეთი სერიოზული ვალდებულებების აღება, რომლებიც შესა–

ძლოა მათ ქონებრივ მდგომარეობას დაემუქროს, და რაც პრაქტიკულად

მათ დამატებითი სამართლებრივი დაცვის გარეშე ტოვებს.

რაც შეეხება კანონისმიერ იპოთეკას (მაგალითად: მენარდე, თუ

ხელშეკრულების საგანი შენობა-ნაგებობაა, უფლებამოსილია მოითხოვოს

იპოთეკის დადგენა თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად), აქაც

ისევე როგორც სახელშეკრულებო იპოთეკის შემთხვევაში აუცილებელია

მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, თუმცა გასარკვევია რა დოკუმენ-

ტები უნდა იქნას წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში, საკმარისია

თუ არა კრედიტორის მიმართვა თუ აუცილებელია სასამართლოს გადა-

წყვეტილება. ასე რომ ეს საკითხი კვლავაც ღიაა საქართველოს სამოქა-

ლაქო კანონმდებლობაში, და არც ერთგვაროვანი პრაქტიკა არსებობს.

ამიტომ სავარაუდოა, რომ ასეთ შემთხვევებში გათვალისწინებულ იქნეს

დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგალითად გერმანიის) გამოცდილება,

რომლის მიხედვითაც თუკი რეესტრში არ გაკეთებულა წინასწარი ჩანა-

წერი ე.წ. „საგარანტიო იპოთეკაზე“, მაშინ უფლებამოსილმა პირმა უნდა

მიმართოს სასამართლოს, როგორც ეს ჩვეულებრივი ვალდებულებით-

სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელებისას ხდება.

Page 37: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

37

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ იპოთეკა დგინდება, საჯარო რეესტრში

არსებული ჩანაწერით, მაგრამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2891

მუხლის მიხედვით ზოგიერთ შემთხვევაში იპოთეკა სპეციალური

დოკუმენტის - „იპოთეკის მოწმობის“ გაცემითაც შეიძლება

დადასტურდეს. იპოთეკის მოწმობა არის ჩვეულებრივი, ტიპიური

ფასიანი ქაღალდი, რომელიც იპოთეკის სამოქალაქო ბრუნვაში

მონაწილეობას უზრუნველყოფს და მასზე ვრცელდება ფასიანი

ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

იპოთეკის მოწმობის მისაღებად გარდა ზემოაღნიშნული რეგისტრაციისა

დამატებით საჭიროა, აგრეთვე სანოტარო წესით დამოწმებული

შეთანხმება იპოთეკის მოწმობის გაცემის შესახებ.

შესაძლოა იპოთეკის მოწმობის სხვა პირისათის გადაცემა, გასხვისება,

დაგირავება, აუქციონზე გატანა და ა.შ. რის შესახებაც იპოთეკის

მოწმობაზე კეთდება შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული

ჩანაწერი და მას გააჩნია საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერთან

შედარებით მეტი იურიდიული ძალა.

კრედიტორის დაკმაყოფილება

იპოთეკა აქსესორული უფლებაა რაც იმას ნიშნავს, რომ მისი არსებობა

დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე და შესაბამისად,

მოვალის მიერ კრედიტორის ჯეროვანი დაკმაყოფილება იწვევს

იპოთეკის და მისგან წარმოშობილი ურთიერთობის შეწყვეტას, მაგრამ რა

ხდება მაშინ, თუ მოვალე არ/ვერ ასრულებს კრედიტორის წინაშე ნაკისრ

ვალდებულებას? ამ შემთხვევაში კრედიტორის დაკმაყოფილება ხდება

იპოთეკის საგნის გამოყენებით, მისი რეალიზაციის ან საკუთრებაში

გადასვლის გზით.

1. უძრავი ნივთის რეალიზაცია აუქციონზე

იპოთეკის დროს, მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის

შემთხვევაში, კრედიტორის დაკმაყოფილების სტანდარტული ფორმა

იპოთეკის საგნის აუქციონის გზით რეალიზაციაა. სამოქალაქო კოდექსი

ითვალისწინებს აუქციონის ჩატარების ორ ფორმას - ნებაყოფლობითს

(რომელსაც მხარეთა შეთანხმებით ორგანიზებას უწევს სპეციალისტი),

და შეთანხმების შეუძლებლობის შემთხვევაში - სასამართლო გადაწყვე–

ტილების ან ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის

საფუძველზე, იძულებითი აღსრულების წესით (რომელსაც ორგანი–

ზებას უწევს აღმასრულებელი).

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საფუძველზე

მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, კრედიტორს 2009 წლის

04 დეკემბრის ცვლილებებით, კერძოდ ს.ს.კ-ის 302-ე მუხლის 31

ნაწილით მიენიჭა, სადაც ნათქვამია, რომ აუქციონის ჩატარების შესახებ

Page 38: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

38

სასამართლო გადაწყვეტილებას ცვლის ნოტარიუსის მიერ გაცემული

სააღსრულებო ფურცელი. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ

იპოთეკის ხელშეკრულება, სანოტარო წესითაა დამოწმებული და

უფლებამოსილებას ანიჭებს იპოთეკარს მოთხოვნა დაიკმაყოფილოს

ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელის საშუალებით.

2. იპოთეკის საგნის გადასვლა იპოთეკარის საკუთრებაში

იპოთეკარის დაკმაყოფილება შესაძლებელია აგრეთვე იპოთეკის საგნის

იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლით. აქაც, ისევე როგორც აუქციონის

ჩატარების შემთხვევაშიც, მოთხოვნის დაკმაყოფილების ორი გზა

არსებობს ესაა ნებაყოფლობითი (მხარეთა შეთანხმებით), როცა

ხელშეკრულების ორივე მხარე შესაბამის სარეგისტრაციო ორგანოში (ან

ნოტარიუსთან) აფიქსირებენ თავიანთ ნებას ერთის მხრივ საკუთრების

უფლების გადაცემის ხოლო მეორეს მხრივ ამ უფლების მიღების შესახებ,

და იძულებითი.

როცა მხარეთა შორის ვერ ხდება შეთანხმება საკუთრების უფლების

ნებაყოფლობით გადაცემის შესახებ, ისევე, როგორც აუქციონის

შემთხვევაში ამ შემთხვევაშიც იპოთეკარი უფლებამოსილია მიმართოს

სასამართლოს ან, თუ ამას იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს

მოთხოვნა დაიკმაყოფილოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო

ფურცლის მეშვეობით, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრი

ვალდებულია იპოთეკის საგანზე მოახდინოს იპოთეკარის საკუთრების

უფლების რეგისტრაცია.

3. სამართლებრივი შედეგები

სამართლებრივი შედეგები ამ ურთიერთობაში მონაწილე პირთათვის

განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რა სახით ხდება კრედიტორის

დაკმაყოფილება.

ა) მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში

კრედიტორი (იპოთეკარი) კარგავს მოვალის ან იპოთეკის საგნის

მესაკუთრის მიმართ მოთხოვნის უფლებას;

მესაკუთრე ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იპოთეკის საგანზე.

ბ) იპოთეკის საგნის რეალიზაციის ან მისი კრედიტორის

საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში

იპოთეკა კარგავს მოთხოვნის უფლებას;

Page 39: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

39

მესაკუთრე კარგავს საკუთრების უფლებას, მაგრამ თუ ის

კრედიტორის პირადი მოვალე არაა მაშინ მას წარმოეშობა

მოვალის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება;

მოვალე აღარაა ვალდებული კრედიტორის წინაშე, მაგრამ თუ ის

არ წარმოადგენდა იპოთეკის საგნის მესაკუთრეს, მაშინ მას

იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიმართ წარმოეშობა ზიანის

ანაზღაურების ვალდებულება;

საკუთრების უფლების შემძენი ხდება იპოთეკის საგნის ახალი

მესაკუთრე და მას გადაეცემა უფლებრივად უნაკლო ქონება.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებათა

შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული იპოთეკაა. იგი

განპირობებულია იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე

მუხლის მიხედვით, იპოთეკის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ საჯარო

რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი, მასში

არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები და შენობა-

ნაგებობები, რომლებიც მყარად დგას მიწაზე), რომლის ღირებულება

საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელი ფასთა ცვალებადობის

პირობებშიც სტაბილურია და იპოთეკარის დაკმაყოფილების მეტ

გარანტიას იძლევა. ასევე მის პოპულერობას განაპირობებს ამ

ურთიერთობის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგები, რომელიც

თეორიულად „გამორიცხავს“ დაზარალებულის არსებობის ფაქტს.

Page 40: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

40

უძრავ ნივთებზე უფლებათა

რეგისტრაციის ზოგიერთი პრობლემური

საკითხის შესახებ

დავით

მეცხოვრიშვილი საჯარო რეესტრის ჩამოყალიბება და უძრავ ნივთებზე

უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული მონაცემთა ბაზის

შექმნა თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე

წარმატებული რეფორმაა, რომელიც დღემდე მისაბაძ

მაგალითად რჩება არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა

რესპუბლიკებისათვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც.

ამ უდაო წარმატების ფონზე, არსებობს ცალკეული

პრობლემები, რომლებიც აბრკოლებს უძრავ ქონებაზე

სარეგისტრაციო მომსახურების სრულყოფილად

განხორციელებას და საბოლოოდ მოქალაქე ან იურიდიული

პირი ვერ იღებს ან მნიშვნელოვანი დაბრკოლებებით იღებს იმ

სიკეთეს (შედეგს), რასაც უძრავ ნივთებზე უფლებათა საჯარო

რეესტრში რეგისტრაციის ფაქტი იძლევა.

წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეხებით ამ პრობლემათაგან

რამოდენიმეს, რომელთა ნაწილი თავისი მნიშვნელობით ასე

ვთქვათ სისტემური ხასიათისაა, ნაწილი კი ლოკალური:

ა) ზემოთნახსენებ პრობლემათაგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო

აქტუალური არის მიწის ნაკვეთების ე.წ „ზედდების“ საკითხი.

საჯარო რეესტრის შესახებ კანონის თანახმად, საკადასტრო

მონაცემების ზედდება არის - უძრავი ნივთის (მისი ნაწილის)

საკადასტრო მონაცემების იდენტურობა უფლებარეგისტრი–რებული უძრავი ნივთის (მისი ნაწილის) საკადასტრო მონაცემებთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „ზედდება“ არის

შემთხვევა, როდესაც კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე დაინტერე–

სებული პირი რეგისტრაციას ვერ ახორციელებს, რადგან აღნი–

შნული მიწის ნაკვეთის საზღვრებში უკვე რეგისტრირებულია

(შეჭრილია) სხვა მიწის ნაკვეთის საზღვრები.

„ზედდების“ მიზეზი შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, თუმცა

თუმცა ჩვენ გვსურს შევეხოთ „ზედდების“ ისეთ შემთხვევას,

რომლის მიზეზია არასწორად განხორციელებული საკადასტრო

აზომვა და შესაბამისად არასწორი რეგისტრაცია, რომელიც

იურისტი

მნიშვნელოვანი

გამოცდილება

აქვს სამშენებლო

სამართლის ყველა

ასპექტში ეს იქნება

დეველოპერული,

სახელშეკრულებო,

საკონსულტაციო

თუ საკრედიტო.

გააჩნია

მრავალწლიანი

გამოცდილება

და ღრმა ცოდნა

სამოქალაქო და

კორპორაციულ

სამართალში.

Page 41: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

41

შემდგომში დაბრკოლება ხდება სხვა რეგისტრაციისათვის. ასეთ დროს

შექმნილია სიტუაცია, როდესაც მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები

არ ემთხვევა მიწის ნაკვეთის რეგისტრირებულ საზღვრებს (ე.წ „წითელ

ხაზებს“). სამწუხაროდ მხოლოდ თბილისის მაშტაბით ასეთი არასწორი

რეგისტრაციის უამრავი შემთხვევა არსებობს და ეს შემთხვევები ხშირად

შეეხება არა ერთეულ ნაკვეთს, არამედ მთელ უბანს ან სექტორს.

ასეთ სიტუაციაში გამოსავალის სახით საჯარო რეესტრი დაინტერესე-

ბულ პირს სთავაზობს, რომ მან უზრუნველყოს, მის საზღვრებში შეჭრილი

სხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრისაგან კორექტირებული ნახაზის წარმოდ-

გენა. თუმცა ასეთი კონსულტაცია იმთავითვე სერიოზული ნაკლის მქონეა

რადგან, ჯერ ერთი, დაინტერესებულ პირი იძულებულია (ან დაიყო-

ლიოს) სხვა პირი, რომ ამ უკანასკნელმა გაასწოროს მიწის ნაკვეთის

საკადასტრო ნახაზი და, მეორეც, ვითარება რთულდება იმ შემთხვევაში,

როდესაც ერთ არასწორ რეგისტრაციაზე მიბმულია სხვა მიწის ნაკვეთების

არასწორი რეგისტრაცია. შესაბამისად, ზედდების აღმოსაფხვრელად

აუცილებელია არა მხოლოდ ერთი ნაკვეთის, არამედ კომპლექსურად

რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების

კორექტირებული ნახაზის წარდგენა და რეგისტრაცია. ასეთ შემთხვე-

ვაში, საკითხის გადასაწყვეტად აუცილებელი ხდება ყველა ნაკვეთის

მესაკუთრესთან შეთანხმება, ყველა ნაკვეთის ხელახალი საკადასტრო

აზომვა და რეგისტრაცია, რაც საკმაოდ დიდ დროს და ამასთან, სოლიდურ

ხარჯებს მოითხოვს. შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ამოცანის

გადაჭრა რიგითი მოქალაქისათვის ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

რა გამოსავალს გვთავაზობს ამ შემთხვევებში მოქმედი კანონმდებლობა?

აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად საჯარო რეესტრი,

„ზედდების“ საკითხის აღმოფხვრაში საერთოდ არ მონაწილეობს, მისი

კომპეტენცია შემოიფარგლება მხოლოდ პრობლემის ფიქსაციით (ზედდე–

ბის დადგენით). საჯარო რეესტრი ასევე გათავისუფლებულია პასუხისმ–

გებლობისაგან არასწორად განხორციელებული რეგისტრაციისათვის,

რადგან საჯარო რეესტრის ინსტრუქციის 30-ე მუხლის თანახმად, საკადას–

ტრო მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება თავად უძრავი

ქონების მესაკუთრეს. უფრო მეტიც, რაიმე ხელშესახები პასუხისმგებ–

ლობა არ დგება არც იმ პირის (პირობითად „დამრღვევი პირის“) მიმართ,

რომლის მიერ წარდგენილ უზუსტო მონაცემებს მოყვა არასწორი რეგის–

ტრაცია და ზედდება. რაც ყველაზე საინტერესოა, პრობლემა არ ექმნება

არც იმ რეგისტრაციას, რომელიც განხორციელდა არასწორი საკადასტრო

მონაცემების საფუძველზე. იგი ძალაში რჩება ვიდრე არ იქნება წარ–

დგენილი დაინტერესებულ მხარეთა ურთიერშეთანმებით კორექტირე–

ბული ნახაზი ან/და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს აქვს 2

გამოსავალი:

Page 42: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

42

1. არასწორ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა მესაკუთრესთან

ურთიერთშეთანხმება. ცხადია ეს ყველაზე სწრაფი და ეფექტური

გამოსავალია, თუმცა ასეთი ურთიერთშეთანხმების მიღწევა ძალიან

ხშირად რთულდება რადგან საკითხის გადაწყვეტაში ხშირად ჩართულია

რამდენიმე ათეული მესაკუთრე, შესაბამისად არსებობს სხვადასხვა

ობიექტური და სუბიექტური ფაქტორები, რამაც შეიძლება ხელი

შეუშალოს ყველა მესაკუთრის შეთანხმებას. მაგალითად, არის

შემთხვევები, როდესაც რომელიმე მესაკუთრე წასულია ქვეყნიდან, ან

მესაკუთრე გარდაცვლილია, ხოლო სამკვიდრო მემკვიდრეების მიერ არ

არის მიღებული, ან უბრალოდ რომელიმე მესაკუთრეებისათვის

ნაკლებმნიშვნელოვანია საკადასტრო ნახაზის გასწორება (რადგან

არასწორი რეგისტრაცია უკვე რეგისტრირებულ მესაკუთრეს

ფაქტობრივად არავითარ პრობლემას არ უქმნის), შესაბამისად სხვისი

ინტერესების გამო პირს არ სურს დროისა და თანხების ხარჯვა არასწორი

რეგისტრაციის გასასწორებლად;

2. უფლების სასამართლო წესით დაცვა. რაც შეეხება უფლების დაცვის

სამართლებრივ საშუალებას, ცხადია, დაინტერესებულ პირს აქვს უფლება

მიმართოს სასამართლოს, მაგრამ უფლების დაცვის ეს სამართლებრივი

საშუალება ხშირ შემთხვევაში არაეფექტური ა) დროის და ბ) ხარჯების

გათვალისწინებით.

დაინტერესებული პირის მიერ უძრავ ქონებაზე საკუთრების რეგისტრა–

ცია ხშირად უკავშირდება მის ინტერესს დროულად განკარგოს

რეგისტრირებული ქონება (გაყიდოს, გააქირაოს, იპოთეკით დატვირთოს

და სხვა). შესაბამისად, სასამართლო საქმისწარმოებისათვის საჭირო

დროში (რომელიც შეიძლება რამოდენიმე წელიც გაგრძელდეს)

რეგისტრაციის დაბრკოლებით, ცხადია დაინტერესებულ პირს შეიძლება

მნიშვნელოვანი ზიანი მიადგეს. რაც შეეხება ხარჯებს, ეს არის

სამართალწარმოებისა და იურიდიული მომსახურების მისაღებად საჭირო

ხარჯები. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ამ ტიპის დავებში,

როგორც წესი, მხარეთა სიმრავლეს აქვს ადგილი, გარდა ამისა, მტკიცების

საგნიდან გამომდი–ნარე, ხშირად საჭიროა სხვადასხვა ტექნიკური

ხასიათის მოქმედებების შესრულება (აზომვითი ნახაზების მომზადება,

ექსპერტიზების ჩატარება და სხვ), რაც ასევე დაკავშირებულია არსებით

ხარჯებთან და დროსთან და რიგითი მოქალაქისათვის ხშირად

ხელმიუწვდომელია.

ამგვარად, დღეს მოქმედი რეგულაციით ფაქტობრივად არ არსებობს

„ზედდების“ შემთხვევაში დაინტერესებული პირის უფლების დაცვის

მარტივი და ეფექტური საშუალება. აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, ეს

საკითხი მოითხოვს სისტემურ მიდგომას და საკანონმდებლო დონეზე

ცვლილებების განხორციელებას დაინტერესებული პირის უფლებათა

ეფექტურად დაცვისათვის.

Page 43: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

43

ბ. კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელიც საჯარო რეესტრის

პრაქტიკაში საკმაოდ ხშირია, ეს არის პრაქტიკული სიძნელეები, რაც

წარმოიშობა რეგისტრირებული უფლების ვადამდე შეწყვეტის

რეგისტრაციის პროცესში. განვიხილოთ აღნიშნული საკითხი ისეთი

გავრცელებული ვალდებულებით სამართლებრივი ურთერთობის

მაგალითზე – როგორიცაა იჯარა.

უძრავ ნივთებზე იჯარის უფლება ექვემდებარება საჯარო რეესტრში

რეგისტრაციას. ასეთი რეგისტრაცია კანონმდებლობით სავალდებულოა

იმ შემთხვევაში, როდესაც ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე მაინც არის

იურიდიული პირი და ამასთან, თუ იჯარის ვადა აღემატება 1 წელს.

იჯარის უფლების რეგისტრაცია ხდება მხარეთა შორის შესაბამისი

ხელშეკრულების გაფორმებით და მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის

გზით. იჯარა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობაა, რომელიც

მოიჯარეს აძლევს უფლებას გარკვეული დროით ისარგებლოს იჯარით

აღებული ქონებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის

განმავლობაში ქონებით სარგებლობა კი თავის მხრივ დამოკიდებულია

იმაზე, სრულდება თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებითა და კანონით

ნაკისრი ვალდებულებები. ასე მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო

კოდექსის 558–ე მუხლით დადგენილია გამქირავებლის უფლება ვადამდე

მოშალოს ხელშეკრულება ქირავნობის (იჯარის) შემთხვევაში, თუკი

დამქირავებელი/მოიჯარე არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინე–

ბულ ქირას 3 თვის განმავლობაში. სამოქალაქო კოდექსით

გათვალისწინებულია სხვა შემთხვევებიც, როდესაც მეიჯარეს

(გამქირავებელს) წარმოეშვება ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის

საფუძვლები. უფრო მეტიც, პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც

მოიჯარემ საერთოდ მიატოვა საიჯარო ქონება და ქირაც არ გადაუხდია.

ბუნებრივია მესაკუთრისათვის ასეთ შემთხვევაში დგება საკითხი არა

მხოლოდ ფაქტობრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა, არამედ ეს

შეწყვეტა შესაბამისად იქნას ასახული საჯარო რეესტრში – იჯარის შესახებ

რეგისტრაციის გაუქმებით. იჯარის შეწყვეტის ასახვა რეესტრში მნიშვნე–

ლოვანია, რადგან იჯარის რეგისტრაციის ფაქტი დაბრკოლება იქნება

იგივე ქონების სხვა პირზე გაქირავებისათვის.

ამდენად, მესაკუთრისს წინაშე დგება საკითხი ფაქტობრივად შეწყვეტილი

საიჯარო ურთიერთობა (ან საიჯარო ურთიერთობისა ცალმხრივად

შეწყვეტა) აისახოს საჯარო რეესტრის ამონაწერშიდა ქონება

გათავისუფლდეს ვალდებულებით სამართლებრივი დატვირთვისაგან.

სწორედ ასეთ დროს წარმოიშობა პრობლემა, რადგან როგორც პრაქტიკა

ადასტურებს, საიჯარო ურთიერთობის ვადამდე, ცალმხრივად შეწყვეტა

Page 44: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

44

მესაკუთრის მხრიდან უკავშირდება გარკვეულ პრობლემებს. კერძოდ:

საიჯარო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციისათვის

საჯარო რეესტრი ითხოვს ა) ან ორივე მხარის (მეიჯარე და მოიჯარის)

თანხმობას იჯარის გაუქმებაზე, რისი წარდგენაც იჯარის ცალმხრივად

შეწყვეტის დროს, როდესაც მხარეთა შორის კონფლიქტური ვითარებაა

ფაქტობრივად შეუძლებელია და ბ) მესაკუთრის მიერ მოიჯარის მხრიდან

საიჯარო ვალდებულების დარღვევის ისეთი დოკუმენტის წარდგენა, რაც

დაადასტურებდა კანონით ან ხელშეკრულებით მესაკუთრისათვის

მინიჭებულ უფლებას იჯარის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ. ამასთან,

ცხადია ასეთი დოკუმენტი ვერ იქნება მხოლოდ მესაკუთრის ერთპიროვ–

ნული განცხადება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის პრაქტიკაში საკმაოდ

ხშირია შემთხვევები, როდესაც მესაკუთრეს იჯარის ვადამდე შეწყვეტის

რეგისტრაციაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან ვერ წარმოადგინა ა)

მოიჯარის თანხმობა ან/და ბ) მოიჯარის მიერ ვალდებულების დარღვევის

დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, მესაკუთრეს რეესტრი ჯერ

უდგენს ხარვეზს, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში

უარს ეუბნება მესაკუთრეს იჯარის შეწყვეტის რეგისტრაციაზე.

რა შეიძლება იყოს პრობლემიდან გამოსავალი?

პრობლემის გადაჭრის საშუალება, პირველ რიგში, ცხადია არის უფლების

სასამართლო წესით დაცვა. მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს

სასამართლოს იჯარის შეწყვეტის მოთხოვნით, რის შემდეგაც

სასამართლო გადაწყვეტილების საფუძვლზე რეესტრში შესაძლებელი

იქნება იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.

თუმცა უფლების სასამართლოს წესით დაცვა, ცხადია გარკვეულ დროსა

და ხარჯებს უკავშირდება, რაც ხშირად მესაკუთრისათვის არ

წარმოადგენს ეფექტური დაცვის საშუალებას.

რაც შეეხება, მესაკუთრის უფლებების დაცვის სხვა საშუალებებს,

მესაკუთრემ უპირველეს ყოვლისა გულისხმიერება უნდა გამოიჩინოს

თავად იჯარის ხელშეკრულების გაფორმებისას. მესაკუთრემ იჯარის

ხელშეკრულების დადებისას უნდა გაითვალისწინოს მისი ვადამდე

მოშლის შესაძლებლობა და თავად ხელშეკრულებაში ჩადოს ის

საშუალებები, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას „მოიჯარის“

მხრიდან ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, არა მხოლოდ

ფაქტობრივად მოშალოს საიჯარო ურთიერთობა, არამედ უზრუნველყოს

კიდეც იჯარის შეწყვეტის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

Page 45: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

45

სასაქონლო ნიშნები და მათთან

დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა

საქართველოში სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციისა და

დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობა მოიცავს, თუმცა არ

შემოიფარგლება, 1999 წელს მიღებული ორი კანონს "სასაქონლო

ნიშნების შესახებ” და "ინტელექტუალურ საკუთრებასთან

დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებების შესახებ” და იმავე

წელს მიღებულ "ინსტრუქციით სასაქონლო ნიშნებზე

განაცხადის წარდგენასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული

პროცედურების შესახებ”. ამასთანავე, საქართველოსათვის

სავალდებულო იურიდიული ძალის მქონეა შემდეგი

საერთაშორისო შეთანხმებანი: "სამრეწველო საკუთრების

დაცვის პარიზის კონვენცია”, "ნიშნების საერთაშორისო

რეგისტრაციის შესახებ მადრიდის შეთანხმებასთან არსებული

ოქმი”, "ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების

ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ” (TRIPS)

შეთანხმება.

ანნა

ტაბიძე

იურისტი

საქმიანობს

საკორპორაციო,

პრივატიზაციის და

შრომით, ასევე

სახელშეკრულებო

სამართალში. მისი

საქმიანობა ამჟამად

მიმართულია

ინტელექტუალური

საკუთრების, მედიის

და საავტორო

უფლებების

სამართალის

სფეროზე.

Page 46: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

46

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას ახორციელებს საქპატენტი.

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია საქპატენტში 1997-2011 წლებში

ასახულია მოცემულ გრაფებში და მიუთითებს რეგისტრაციის

რაოდენობის ზრდის ტენდენციაზე1 (ცხრილი 1).

ცხრილი 1

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია

წელი რეზი–

დენტი

ადგილი არა რეზი–

დენტი

ადგილი საზღვარ–

გარეთ

ადგილი

1997 99 70 3,430 58

1998 91 81 3,491 61

1999 100 84 3,345 58

2000 79 80 2,696 66

2001 114 80 2,945 66

2002 134 80 2,558 68 9 98

2003 153 82 2,494 67 65 101

2004 149 77 2,645 63 35 91

2005 244 80 3,198 65 84 88

2006 329 73 3,715 60 184 100

2007 301 77 4,337 49 166 103

2008 361 74 4,364 54 164 104

2009 407 68 3,796 45 163 106

2010 380 75 3,379 50 203 104

2011 504 72 3,720 48 137 118

2007-2011 წლებში შემოტანილი განაცხადებისა და საქართველოზე

გავრცელების მოთხოვნით მიღებული საერთაშორისო რეგისტრაციების

მხრივ უდიდესი ხვედრითი წილი ვრცელდება აშშ-სა და გერმანიაზე.

ცხრილი 2

2007 2008 2009 2010 2011 საშუალო

საქართველო 553 759 624 675 843 690.8

გერმანია 674 631 514 393 428 528

აშშ 332 492 309 381 481 399

შვეიცარია 330 376 404 374 303 357.4

რუსეთი 311 357 283 251 261 292.6

საფრანგეთი 301 256 251 222 229 251.8

იტალია 270 278 221 215 210 238.8

თურქეთი 174 220 185 234 248 212.2

ჩინეთი 174 223 142 196 218 190.6

სხვა 1827 1802 1500 1392 1646

1 წყარო: ისმო მონაცემთა ბაზა. ბოლოს განახლებული 12/2012. ხელმისაწვდომია აქ:

http://www.wipo.int/ipstats/en/statistics/country_profile/countries/ge.html#note. ბმულზე

ბოლო წვდომა განხორციელდა 26.02.2013.

Page 47: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

47

2012 წლის პირველი იანვრისათვის, ეროვნული და საერთაშორისო

პროცედურით საქართველოში დაცული ძალაში მყოფი ნიშნების საერთო

რაოდენობამ საქპატენტის მონაცემებით შეადგინა 45 464 ნიშანი2.

სასაქონლო ნიშნები და მასთან დაკავშირებული დავების მოგვარება

– საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს

საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატა. "საქართველოს საპატენტო

კანონის" მე-9 მუხლის საფუძველზე შექმნილი ეს ორგანო წარმოადგენს

საქპატენტთან არსებულ, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე

საქპატენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან, ასევე მათი დაცვის

კრიტერიუმებთან, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების

სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დავების

განმხილველ ორგანოს.3 "სასაქონლო ნიშნების შესახებ" კანონის მე-16

მუხლით განსაზღვრულია ის საფუძვლები, როდესაც ხდება სააპელაციო

პალატისადმი მიმართვა. კანონის მიხედვით სააპელაციო პალატაში

გასაჩივრებას ექვემდებარება: ა). ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის

გადაწყვეტილება განაცხადის განხილვაზე უარის თქმის შესახებ;

ბ).არსობრივი ექსპერტიზის გადაწყვეტილება სასაქონლო ნიშნის

რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ საქონლის მთლიანი ჩამონათვალის

ან მისი ნაწილის მიმართ; გ). სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე

მიღებული გადაწყვეტილება მისი მონაცემთა ბიულეტენში

გამოქვეყნებიდან 3 თვის ვადაში.

საქპატენტის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით (2012 წლის ანგარიში ჯერ

არ არის გამოქვეყნებული) საქპატენტთან არსებულ სააპელაციო პალატა–

ში, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს

საქპატენტში სამრეწველო საკუთრების ობიექტებზე ექსპერტიზასთან

დაკავშირებული დავების განმხილველ ორგანოს, 2011 წელს შეტანილ

იქნა 152 საჩივარი. სადაც, მსგავსად წინა წლებისა, საჩივრების უმრავ–

ლესობა სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზასთან იყო დაკავშირებული (146

საჩივარი).4 საქპატენტის სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებები

ექვემდებარება გასაჩვრებას თბილისის საქალაქო სასამართლოში,

ადმინისტრაციულ კოლეგიაში. სამწუხაროა, რომ თბილისის საქალაქო

სასამართლოს მონაცემთა ბაზა არ იძლევა გადაწყვეტილებების თემატუ-

რად ძიების საშუალებას, რის გამოც რთულია შესაბამისი პრაქტიკის

მიმოხილვა ამ სასამართლო დონეზე.

2 საქპატენტის წლიური ანგარიში, 2011, ხელმისაწვდომია აქ:

http://www.sakpatenti.org.ge/files/annual_report2011.pdf ბმულზე ბოლო წვდომა

განხორციელდა 26.02.2013 3 საქპატენტთან არსებული სააპელაციო პალატის დებულება, საქპატენტის

თავმჯდომარის 2011 წლის 18 მარტის N. 2 ბრძანება, მუხლი 1.2; 4 საქპატენტის წლიური ანგარიში, 2011, გვ. 55;

Page 48: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

48

– სასამართლოები

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში

დგება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

წესით, რომლის მიხედვითაც დარღვევის შემთხვევაში სასაქონლო ნიშნის

მფლობელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:

ა) უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა; ბ) მიყენებული ზიანის ანაზ–

ღაურება; გ) ყველა იმ გამოსახულების, ეტიკეტის, ანაბეჭდის, შეფუთვის,

შესაფუთი მასალისა და სარეკლამო განცხადების განადგურება, რომელიც

შეიცავს რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს, წარმოადგენს მის ასლს ან

იმიტაციას; და დ) სასაქონლო ნიშნის დასამზადებლად განკუთვნილი

კლიშეების, მატრიცების, ხოლო თუ სასაქონლო ნიშნის საქონლისაგან

განცალკევება შეუძლებელია, თვით ამ საქონლის განადგურებაც კი.5

– სასამართლო პრაქტიკის მოკლე მიმოხილვა

მიუხედავად იმისა, რომ საერთო სასამართლოების მონაცემთა ბაზაში

შესაძლებელია საქმის მონაცემების მოძიება, სრული გადაწყვეტილებები

სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში

საკმაოდ რთულია მისაღებია, რადგან სასამართლოების მიერ განხილული

დავები სრული ტექსტით მათ ვებ-გვერდზე არ იტვირთება, შესაბამისად,

საზოგადოების წვდომაც საკმაოდ შეზღუდულია.

ამ მხრივ სასიამოვნო გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი

სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებებიც ატვირთულია მისსავე ვებ-

გვერდზე არსებულ გადაწყვეტილებათა საძიებო სისტემაში და იძებნება

თემატურად.6 თუმცა, სასამართლოს საძიებო სისტემა იძლევა ერთობ

მცირე ძენბის შედეგს. უცნობია გადაწყვეტილებების სიმცირე

გამოწვეულია შესაბამისი საქმეების სიმწირითა თუ სასამართლოს

მონაცემთა ბაზის წუნით.

პრაქტიკიდან მოკლედ შევეხებით რამდენიმე საინტერესო, ცნების

დამაკონკრეტებელ საქმეს. მათ შორის:

ა).საქმე N. ას-568-536-20127, სადაც დავის საგანს სასაქონლო ნიშნის

რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა. მოსარჩელის განმარტებით

სადავო ფარმაცევტულ პრეპარატებს დაკარგული ჰქონდათ სასაქონლო

5 იხ. 1999 წლის 5 თებერვლის, N 1795 -II–ს საქართველოს კანონი სასაქონლო ნიშნების

შესახებ, მუხლი 45; 6 იხ. http://prg.supremecourt.ge/; 7 ხელმისაწვდომია ამ ბმულზე: http://kasacia.supremecourt.ge/sam/tKasacia_detail.asp?key=6963&itemNumber=6820

ნიშნების ძირითადი ფუნქცია და წარმოადგენდნენ გვარეობით ცნებებს,

რადგან აღნიშნულ პრეპარატებს საქართველოში რეგისტრაციამდე

Page 49: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

49

სხვადასხვა საწარმო აწარმოებდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა

არგუმენტი მასზედ, რომ სავაჭრო დასახელების გვარეობით ცნებად

გადაქცევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენდა პროდუქტის განმარტებით

ლექსიკონში ერთგვაროვანი საქონლის დასახელებად შეტანა. მან

განმარტა "გვარეობითი ცნება" და აღნიშნა, რომ მას შემდეგ რაც

მომხმარებლებში აღარ ხდებოდა პროდუქციის ინდივიდუალიზაცია,

სასაქონლო ნიშნები იქცეოდნენ გვარეობით ცნებად.

ბ). საქმეში N. ას-227-212-20118 დავის საგანს სასაქონლო ნიშნის

რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენდა. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ

"სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენცია" და "სასაქონლო

ნიშნების შესახებ" საქართველოს კანონი იცავდნენ სასაქონლო ნიშნების

მფლობელებს მათი სასაქონლო ნიშნების უნებართვო რეგისტრაციისაგან,

კერძოდ კი, დასახელებული სამართლებრივი აქტები კრძალავდნენ

სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციას იმ პირების მიერ, რომლებიც არიან

მათი მფლობელების წარმომადგენლები ან აგენტები. მოსარჩელის

მითითებით მოპასუხე სწორედ რომ აგენტს წარმოადგენდა. მოცემული

საქმე საინტერესოა "აგენტის" განმარტების ფარგლების დადგენის გამო.

მასში განხილულია როგორც საქართველოს კანონების, ისევე საერთაშო–

რისო შეთანხმებისა და ცნობილი მეცნიერების პოზიცია "აგენტის" განსა–

მარტად და აღნიშნულია, რომ აგენტი არის იურიდიული ან ფიზიკური

პირი, რომელიც მოქმედებს სხვა პირის (პრინციპალის) დავალებით და

მესამე პირებთან დებს გარიგებებს პრინციპალის სასარგებლოდ, რა

დროსაც არ იმყოფება პრინციპალის დაქვემდებარებაში. "მეწარმეთა

შესახებ კანონის" მე-11 მუხლის მიხედვით, საწარმოს ურთიერთობები

სავაჭრო წარმომადგენელთან, დამოუკიდებელ მოვაჭრესთან და

კომისიონერთან რეგულირდება მათთან დადებული ხელშეკრულებით.

აგენტის საქმიანობა ატარებს მუდმივ სახელშეკრულებო ხასიათს.

"პრინციპალი გადასცემს რა აგენტს გარკვეულ უფლებამოსილებას,

იმვადროულად აძლევს მას უფლებას, ამ უფლების ფარგლებში დადოს

გარიგებანი მინდობილობის შესაბამისად" - აღნიშნა სასამართლომ.

ამასთანავე, ამავე საქმეში სასამართლომ განასხვავა იურიდიული პირი და

ფიზიკურ პირი და მათ შორის ფუნქციათა გადანაწილება "აგენტის"

განმარტებისას, როდესაც არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი მასზედ

რომ, განგრძობითი და მრავალჯერადი ურთიერთობა კონკრეტულ

პირთან შესაძლოა განხილულ ყოფილიყო "აგენტად" მიჩნევის

კრიტერიუმად.

აღნიშნული საქმე საინტერესო გახლდათ ასევე იმ მხრივაც, რომ შეეხო

სასაქონლო ნიშნის საავტორო უფლების ობიექტად განხილვის საკითხსაც

8 ხელმისაწვდომია ამ ბმულზე:

http://kasacia.supremecourt.ge/sam/tKasacia_detail.asp?key=5384&itemNumber=3477

Page 50: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

50

მოიხმო რა "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს

კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი და მე-6 მუხლის "ე" პუნქტი,

სასამართლომ მიიჩნია რომ სადავო სასაქონლო ნიშნის "RG" ეტიკეტი არ

წარმოადგენდა საავტორო უფლების ობიექტს, რადგანაც "არ გახლდათ

ინტელექტუალური-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი".

გ). საქმეში N. ას-471-445-20119 დავის საგანი გახლდათ კოლექტიური

სასაქონლო ნიშნის და მისი ცალკეული ელემენტების უკანონო

გამოყენების აკრძალვა. მოცემულ საქმეში სასამართლომ განიხილა

პროდუქციის დასახელების კრიტერიუმები და განმარტა, რომ

პროდუქციის დასახელების ისეთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც მისი

სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, გეოგრაფიული

წარმოშობისა თუ სხვა მახასიათებლის ამსახველია - ანუ წარმოადგენს

ზოგად აღნიშნვას, რომელიც არ შეიძლება შეფასებულ იქნას როგორც

საკუთარი სახელი - არ წარმოადგენს დასახელების შემადგენელ დაცულ

ნაწილს მისი სასაქონლო ნიშნის სახით რეგისტრაციის შემთხვევაშიც კი.

ამასთანავე, სასამართლო შეეხო სასაქონლო ნიშნების მსგავსების

საკითხსაც და აღნიშნა, რომ ეს უკანასკნელი სასამართლოს მიერ

შესაფასებელ კრიტერიუმს წარმოადგენს, რომელიც უნდა დადგინდეს

ყოველი დავის გადაწყვეტისას. "მსგავსება არ არის ობიექტური ერთეული

რომლის განსაზღვრაც სპეციალური ცოდნის გამოყენებით იქნებოდა

შესაძლებელი" აღნიშნა სასამართლომ. შესაბამისად, საქმეში გამოყენებუ-

ლი სოციალური გამოკითხვის შედეგები სასამართლოსათვის მხოლოდ

დამატებითი არგუმენტის და არა მტკიცებულების მნიშვნელობის მქონედ

იქნა მიჩნეული.

დ). საქმე N. as-791-740-1010 ეხებოდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის

მოწმობის ბათილად ცნობას, პროდუქციის გამოშვების აკრძალვასა და

სამომხმარებლო ქსელიდან ამოღების მოთხოვნას. მოცემულ საქმეში

სასამართლომ გამიჯნა სასაქონლო და სამრეწველო ნიმუშის იდენტუ-

რობა მასთან მსგავსებისაგან. მან აღნიშნა, რომ სასაქონლო ნიშნის რეგის-

ტრაცია უსწორო, ანუ ბათილად საცნობი არის იმ შემთხვევაში, თუკი იგი

უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სამრეწველო ნიმუშის იდენ-

ტურია. ხოლო "ქრესტომატიულად იდენტურობა ზუსტ იგივეობას

ნიშნავს, მსგავსება კი მხოლოდ გარკვეული ნიშანთვისებების იგივეობას

გულისხმობს" - ითქვა სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

9 ხელმისაწვდომია ამ ბმულზე:

http://kasacia.supremecourt.ge/sam/tKasacia_detail.asp?key=5570&itemNumber=5447 10 ხელმისაწვდომია ამ ბმულზე:

http://kasacia.supremecourt.ge/sam/tKasacia_detail.asp?key=4869&itemNumber=4762

Page 51: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

51

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

საქართველოს კანონი - ზოგადი მიმოხილვა

2006 წელს საქართველო შეუერთდა პერსონალური მონაცემე-

ბის ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის

შესახებ 1981 წლის კონვენციას (შემდეგში, კონვენცია), რომე-

ლიც ხელშემკვრელ მხარეებს კონვენციით გათვალისწინებული

დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციას

ავალდებულებდა.

2011 წლის 28 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო

კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ (შემდეგში,

კანონი), რომელსაც, კონვენციისაგან განსხვავებით,

გავრცელების უფრო ფართო არეალი აქვს და მოიცავს როგორც

ავტომატური, ასევე არა ავტომატური და ნახევრად

ავტომატური საშუალებებით მონაცემთა დამუშავებას.

1. მოქმედების არეალი

კანონის 3(1) მუხლის თანახმად, „[...] კანონის მოქმედება

ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე ავტომატური ან

ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა

დამუშავებაზე, აგრეთვე არაავტომატური საშუალებებით იმ

მონაცემთა დამუშავებაზე, რომლებიც ფაილური სისტემის

ნაწილია ან ფაილურ სისტემაში შეტანის მიზნით მუშავდება.“

დამატებით, კანონი ჩამოთვლის იმ სფეროებს, რომელზეც მისი

მოქმედება არ ვრცელდება.

პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული ოპერაცია (დამუშავება),

რომელიც მონაცემებთან დაკავშირებით სრულდება არის მისი

გადაცემა. 3(1) მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ კანონის

მოქმედების არეალია „საქართველოს ტერიტორიაზე ავტომა–

ტური ან ნახევრად ავტომატური საშუალებებით მონაცემთა

დამუშავება“, შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ კანონის

მოქმედება წყდება ინფორმაციის საქართველოს ფარგლებს

გარეთ გადაცემისას.

აღნიშნული, ფაქტობრივად, საშუალებას იძლევა, მონაცემთა

ბაქარ

ფალავანდიშვილი

იურისტი

საქმიანობას

ახორციელებს

საერთაშორისო

არბიტრაჟის,

მიგრაციის და

შრომითი

სამართლის,

სახელშეკრულებო,

პერსონალურ

მონაცემთა დაცვის,

კორპორაციული და

საგადასახადო

სამართლის

სფეროში.

Page 52: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

52

დამმუშავებელმა თავი აარიდოს კანონით გათვალისწინებულ

კონტროლის მექანიზმებს და მონაცემთა დამუშავება, მონაცემების

ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანით, განახორციელოს ე.წ. Data Havens ანუ

ქვეყნებში სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, შედარებით, სუსტი

მექნიზმები მოქმედებს.

ზოგიერთი ქვეყნა აღნიშნული რისკის შესამცირებლად იყენებს

სპეციალური კონტროლის მექანიზმებს, მაგალითად, ინფორმაციის

გატანის ლიცენზირების შემოღებით.

საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შეახებ არ ადგენს

არავითარ სპეციალურ კონტროლის მექანიზმს, თუმცა აღსანიშნავია, რომ

მონაცემთა გადაცემა მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთი სახეა და

შესაბამისად უნდა არსებობდეს კანონის II თავით დადგენილი მონაცემთა

დამუშავების რომელიმე კანონიერი საფუძველი.

2. პერსონალური მონაცემი

კანონის 2(ა) მუხლის თანახმად, პერსონალური მონაცემი ეს არის

ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან

იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდე-

საც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ,

კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკუ-

რი, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან

სოციალური ნიშნებით.

პრაქტიკაში ხშირად დგება საკითხი, თუ რა მომენტიდან აღარ მიიჩნევა

მონაცემი პერსონალურ მონაცემად ანუ როდის ხდება მისი დეპერსონა-

ლიზაცია.

კანონის 2(რ) მუხლის მიხედვით, მონაცემთა დეპერსონალიზაცია ეს არის

მონაცემთა იმგვარი მოდიფიკაცია, რომ შეუძლებელი იყოს მათი დაკავში-

რება მონაცემთა სუბიექტთან ან ასეთი კავშირის დადგენა არაპროპორცი-

ულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებდეს.

კანონი მხოლოდ ერთხელ ახსენებს მონაცემთა დეპერსონალიზაციას ისიც

ინსპექტორის მიერ იძულებითი ღონისძიების ზომების გამოყნებასთან

მიმართებით, კერძოდ 39(1)(გ) მუხლის მიხედვით, თუ ინსპექტორი

აღმოაჩენს ამ კანონის ან მონაცემთა დამუშავების მარეგულირებელი სხვა

ნორმატიული აქტების დარღვევას, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, მათი დაბლოკვა, წაშლა, განადგურება

ან დეპერსონალიზაცია, თუ მიიჩნევს, რომ მონაცემთა დამუშავება

ხორციელდება კანონის საწინააღმდეგოდ.

მონაცემთა დეპერსონალიზაციის კანონისმიერი დეფინიცია არ იძლევა

Page 53: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

53

ზუსტ პასუხს, თუ რა მომენტიდან „უწყდება“ მონაცემს პერსონალური

მონაცემის სტატუსი, ანუ საკმარისია თუ არა მონაცემთა დეპერსონალი-

ზაცია იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია კანონისმიერი დეფინიციით

იმისათვის, რომ მონაცემი აღარ მივიჩნიოთ პერსონალურ მონაცემად?

დეპერსონალიზაციის შემთხვევაში მაინც არსებობს მონაცემთა სუბიექტ-

თან დეპერსონალიზირებული მონაცემის საშუალებით კავშირის

დადგენის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული

არაპროპორციულად დიდ ძალისხმევას, ხარჯებსა და დროს საჭიროებს.

შესაბამისად, მიზანშეწონილია, თუ მონაცემთა დეპერსონალზიაცია

მოხდება კანონის 2(ა) და არა 2(რ) მუხლის გაგებით, რაც გამორიცხავს

შემდგომში მონაცემის პერსონალურ მონაცემად მიჩნევის რისკს.

3. მონაცემთა დამუშავება

კანონის მე 2(დ) მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება გულისხმობს

ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა

მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, შეგროვება, ჩაწე–

რა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიო- ან ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა,

შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა

გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის

გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება.

კანონის მე-4 მუხლის მიხედვით, „მონაცემები შეიძლება დამუშავდეს

მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის.“ ერთ-ერთი

ასეთ კანონიერი მიზანია მონაცემთა დამუშავება პირდაპირი მარკეტინგის

მიზნებისათვის.

პირდაპირი მარკეტინგი ეს არის ფოსტის, სატელეფონო ზარების,

ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით

საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს

შეთავაზება. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა

დამუშავების წესები მოცემულია კანონის მე-8 მუხლში:

8(1) მუხლით დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, პირდაპირი მარ-

კეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს საჯაროდ ხელმისაწვ-

დომი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები. ამავე მუხლის მე-2 პუნქ-

ტის მიხედვით კი „მონაცემთა შეგროვების მიზნის მიუხედავად, პირდა-

პირი მარკეტინგის მიზნებისათვის შეიძლება დამუშავდეს შემდეგი მონა-

ცემები: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრო-

ნული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი.“ 5(ვ) პუნქტის საფუძველზე,

მონაცემთა დამუშავებელს არ ესაჭიროება მონაცემთა სუბიექტის თანხმო-

ბა, როდესაც მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია. ამასთან, 8(3) მუხ-

ლით დაიშვება ნებისმიერი მონაცემის დამუშავება პირდაპირი მარკეტინ-

გის მიზნებისათვის თუ იქნება მონაცემთა სუბიექტის მიერ კანონით

დადგენილი წესით გაცემული თანხმობა.

Page 54: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

54

აღნიშნული მუხლების მიმართება, შესაძლებელია, შემდეგნაირად

განიმარტოს: იმ შემთხვევაში, თუ სახელი (სახელები), მისამართი,

ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი

მოპოვებულ იქნა საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან (მაგ. ვებ-

საიტები, სოციალური ქსელები და ა.შ.), კანონი არ მოითხოვს მონაცემთა

სუბიექტის შემდგომ თანხმობას ასეთი მონაცემების პირდაპირი

მარკეტინგის მიზნებისათვის დამუშავებაზე.

თუმცა შესაძლებელია სხვაგვარი ინტერპრეტაციაც, კერძოდ: პირადი

მონაცემები, რომელიც შეგროვდა სხვა მიზნით (და არა პირდაპირი

მარკეტინგის მიზნებისათვის) შესაძლებელია, შემდგომში, გამოყენებულ

იქნეს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის, მონაცემთა სუბიექტის

თანხმობის გარეშე, თუმცა კანონი ამგვარი მონაცემების ამომწურავ

ჩამონათვალს განსაზღვრავს: სახელი (სახელები), მისამართი, ტელეფონის

ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ფაქსის ნომერი. ხოლო ასეთ

შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა შეგროვდა თუ არა მონაცემები საჯარო

წყაროებიდან (მაგ. მონაცემთა დამმუშავებელმა მონაცემები გადასცა

(რისი უფლებაც მას ჰქონდა) სხვა მონაცემთა დამმუშავებელს).

22(1) მუხლის თანახმად, „მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შემთხვევაში

მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს,

დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი

არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება

და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ“.

რიგ შემთხვევებში, პირდაპირი მარკეტინგი მონაცემთა დამმუშავებლის

მიერ მნიშვნელოვანი ხარჯების გაღებას საჭიროებს, შესაბამისად,

აუცილებელია სამართლებრივი რისკების მინიმუმამდე დაყვანა. ამ

მიზნით, მიზანშეწონილია, ზემოაღნიშნული მონაცემების არასაჯარო

წყაროებიდან მოპოვების შემთხვევაში, მიღებულ იქნეს მონაცემთა

სუბიექტის თანხმობა მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის

მიზნებისათვის დამუშავებაზე.

4. მონაცემთა სუბიექტის თანხმობა

კანონის განასხვავებს ორი სახის თანხმობას: თანხმობა და წერილობითი

თანხმობა.

თანხმობა ეს არის მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის

მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული მიზნით

დამუშავებაზე ზეპირად, სატელეკომუნიკაციო ან სხვა შესაბამისი

საშუალებით გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა, რომლითაც

შესაძლებელია ნათლად დადგინდეს მონაცემთა სუბიექტის ნება.

წერილობითი თანხმობა ეს არის მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი

Page 55: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

55

ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა განსაზღვრული

მიზნით დამუშავებაზე გამოხატული ნებაყოფლობითი თანხმობა,

რომელსაც მონაცემთა სუბიექტმა ხელი მოაწერა ან სხვაგვარად აღნიშნა

წერილობით ან მასთან გათანაბრებული ფორმით.

2012 წლის 25 მაისის ცვლილებების შედეგად, კანონის 25(4) მუხლი

იმპერატიულად ადგენს, რომ დავის წარმოშობის შემთხვევაში მონაცემთა

დამმუშავებელს ეკისრება მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ფაქტის

არსებობის მტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მტკიცების ტვირთის

მიზნებისათვის, მიზანშეწონილია, თუ მონაცემთა დამმუშავებელი

მოიპოვებს მონაცემთა სუბიექტის წერილობით თანხმობას.

5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი (შემდეგში, ინსპექტორი)

პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლო–

ბის შესრულების ზედამხედველობაზე.

კანონის 35(1) მუხლის თანახმად, ინსპექტორი უფლებამოსილია, როგორც

საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების

საფუძველზე, განახორციელოს ნებისმიერი მონაცემთა დამმუშავებლისა

და უფლებამოსილი პირის შემოწმება.

ინსპექტორი, 39 მუხლის თანახმად, ახორციელებს კანონის აღსრულების

ღინისძიებებს და მიმართავს, მათ შორის, ადმინისტრაციული პასუხის–

მგებლობის ზომებს კანონის ან მონაცემღა დამუშავების მარეგულირებე–

ლი სხვა ნორმატიული აქტების დარღვევისას. აღსანიშნავია, რომ ინსპექ–

ტორის 35-ე, 39-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები

კერძო სექტორის მიმართ ამოქმედდება 2016 წლის 1-ლი იანვრიდან.

ინსპექტორის უფლებამოსილებათაგან მნიშვნელოვანია ინსპექტორის

მიერ კონსულტაციის გაწევის ვალდებულება, კერძოდ, 33(1) მუხლის

თანახმად, ინსპექტორი ვალდებულია შესაბამისი თხოვნის არსებობის

შემთხვევაში კონსულტაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო

ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს,

სხვა საჯარო დაწესებულებებს, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს და

ფიზიკურ პირებს მონაცემთა დამუშავებასა და დაცვასთან დაკავშირებულ

ნებისმიერ საკითხზე. მართალია კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა

სავარაუდოა, რომ კერძო სექტორის მიმართ დაწესდება გარკვეული

საფასური კონსულტაციისათვის.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტორის თანამდებობა (ისევე როგორც მთლიანად

ინსპექტორის აპარატი) დღემდე ვაკანტურია.

Page 56: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

56

ცვლილებები საქართველოს შრომის კოდექსში, მათი

ზეგავლენა დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებრივ

მდგომარეობაზე

სანდრო

სამადბეგიშვილი 2013 წელს 40 წელი შესრულდა საქართველოს პირველი შრომის

კანონთა კოდექსის მიღებიდან, ხოლო 20 წელი მას შემდეგ, რაც

დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ გაუგრძელა

მოქმედება საბჭოთა სისტემაზე და სამართლებრივ ტრადიციებზე

შექმნილ შრომით კანონმდებლობას.

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი შრომის

კოდექსი, რომელსაც უნდა ეპასუხა იმ ახალი გამოწვევებისთვის,

რომელიც იდგა საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესისა და შრო-

მით ურთიერთობებში ჩაბმულ პირთა წინაშე. კოდექსმა ასეთი

ფორმით მხოლოდ 4 წლის განმავლობაში იარსება და 2010 წელს

კვლავ ახალი ორგანული კანონი იქნა დამტკიცებული.

როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ადგილობრივი

სამოქალაქო სექტორი, მათ შორის, პროფესიული კავშირები, მუდ-

მივად ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ნაკლოვანებებზე, რომლე-

ბიც გააჩნდა დღემდე მოქმედ კოდექსს. პრეტენზიების ძირითადი

მესიჯი გახლდათ, რომ მოქმედი ნორმები არის უკიდურესად

დაუბალანსებელი და მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს დასაქმებუ-

ლებს. არსებული შრომითი კანონმდებლობა წინააღმდეგობაშია

არა მარტო საქართველოს კონსტიტუციით დეკლარირებულ,

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ

პრინციპებთან, არამედ კონკრეტულ საერთაშორისო ვალდებულე-

ბებთან, რომლებიც საქართველომ აიღო, მათ შორის, შრომის საერ-

თაშორისო ორგანიზაციისა და ევროკავშირის წინაშე. ამდენად,

იგი ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაკლარი-

რებულ სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ ორიენტირს.

მოქმედი კანონმდებლობის პირობებში, ყველაზე მეტ კრიტიკას

იმსახურებდა დამსაქმებლის უფლება, დასაბუთების გარეშე

გაათავისუფლოს დასაქმებული. სერიოზულ ნაკლად მიიჩნეოდა

ისიც, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობა

უმეტესწილად ზეპირი შეთანხმებით შემოიფარგლებოდა და რომ

იყო მოკლევადიანი, რაც მწირი შრომითი ბაზრის პირობებში, და-

იურისტი

საქმიანობს

კორპორაციულ,

სანივთო

სამართალში, ასევე

პრივატიზაციის,

უძრავი ქონების,

შრომით და

ინტელექტუალური

საკუთრების

სამართლის

სფეროებში.

Page 57: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

57

საქმებულთა უუფლებო მდგომარეობაში ჩაგდებას იწვევდა. არანაკლებ

მნიშვნელოვან ხარვეზებად განიხილებოდა ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან,

კომპენსაციებთან, შრომის პირობებთან დაკავშირებული რეგულირებანი.

შესაბამისად, დღეისთვის კვლავაც დგას საქართველოს შრომის კანონ-

მდებლობაში ცვლილებების განხორციელების საჭიროება. აღნიშნულ

საკითხზე შესაბამისი ინიციატივები გაჩნდა როგორც საქართველოს

ახლადარჩეულ პარლამენტში, ისე საქართველოს მთავრობაში. ცვლილე-

ბათა პირველი პროექტი ნოემბრის თვეში იქნა შემუშავებული და მის

განხილვაში ჩაერთო როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი

ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოწვეული ექსპერტ-

თა ჯგუფი, საქართველოს არასამთავრობო სექტორი, დამსაქმებელთა და

მუშაკთა გაერთიანებები, მათ შორის მოქმედი წამყვანი ბიზნეს და

სავაჭრო პალატები1. დაგეგმილია, რომ შრომის კოდექსის ახალი ვერსია

საკანონმდებლო ორგანომ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი შრომითი კანონმდებლობა უდავოდ

ხარვეზიანად მიიჩნევა, მაინც არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმ დადე-

ბითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, რომლებიც გააჩნია შემოთავა-

ზებულ ცვლილებათა პაკეტს. მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ცვლი-

ლებები გამოიწვევს დამსაქმებელთა მდგომარეობის მნიშვნელოვან

გაუარესებას, დასაქმებულთა დემოტივაციას, შრომითი ურთიერთობების

გართულებას, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნეს სექტორსა და

დასაქმების პრობლემებს კიდევ უფრო გაამწვავებს2.

წინამდებარე სტატიაში, გვსურს მიმოვიხილოთ ის ძირითადი

ცვლილებები, რომლებსაც ითვალისწინებს კანონპროექტის არსებული

ვერსია და შევაფასოთ მისი დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის

ბალანსის ხარისხი.

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები 1. შრომის კოდექსის შესავალი დებულებანი

შრომის ხელშეკრულების პირველსავე მუხლში შემოთავაზებულია ცვლი-

ლება, რომლის მიხედვითაც წესდება აკრძალვა, შრომითი ხელშეკრუ-

ლებით დადგინდეს ნორმები, რომლებიც აუარესებენ დასაქმებულის

მდგომარეობას.

1 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, ევროკავშირი, საქართველოს ახალგაზრდა

იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, საქართველოს

ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, ამერიკის სავაჭრო პალატა,

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, საქართველოს პროცესიული კავშირები. 2 აღნიშნული შენიშვნები, ძირითადად, კანონპროექტის გადაუმუშავებელ ვერსიას ერგო.

მას შემდეგ, რედაქცია საგრძნობლად შეიცვალა და დაიხვეწა, გამოთქმული მოსაზრებების

შესაბამისად.

Page 58: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

58

შრომის კოდექსის აქამდე არსებულ და დღეს მოქმედ ვერსიებში, იყო

ფართო დისკრეცია მინიჭებული დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის,

რათა ურთიერთშეთანხმების გზით, ხელშეკრულებით განესაზღვრათ

მათი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმები. პრაქტიკის მიხედვით,

კანონმდებლის მიერ მინიჭებული თავისუფლება, თუნდაც შრომითი

ბაზრის კონიუქტურის გამო, დასაქმებულის სასარგებლოდ წყდებოდა

ხოლმე.

პირველი მუხლის შემოთავაზებული დამატება სპობს აღნიშნული მავნე

პრაქტიკის გაგრძელების შესაძლებლობას და ამდენად დადებითად უნდა

იქნეს შეფასებული.

მეორე მნიშვნელოვანი ნოვაცია, რომელიც გათვალისწინებულია

ცვლილებათა პაკეტით არის დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელ-

შეკრულებო ურთიერთობაში. თუ აქამდე, დისკრიმინაციის აკრძალვა

მოქმედებდა მხოლოდ შრომითი ურთიერთობისას, ახლა იგი ვრცელდება

მუშაკთა სამუშაოზე აყვანისა და გამოსაცდელი ვადით დასაქმების

პერიოდზეც, რაც არსებით სიახლეს წარმოადგენს.

2. შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

აღნიშნულ თავში მოქცეულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე. რიგ

შემთხვევებში, დასაქმებულის უფლებამოსილებები კონვერტირებულია

დამსაქმებლის ვალდებულებებად. ასე მაგალითად, დამსაქმებელი ვალ-

დებული ხდება კანდიდატს მიაწოდოს სრული ინფორმაცია შესასრულე-

ბელი სამუშაოს, ხელშეკრულების ფორმის და ვადის, სამუშაოს პირობე-

ბის, უფლებრივი მდგომარეობისა და ანაზღაურების შესახებ. ხელშეკრუ-

ლების ფორმისა და ვადის შესახებ ინფორმირების პუნქტი სიახლეა და

წარმოადგენს ცვლილებათა ყველაზე არსებითი ნაწილის გამოძახილს.

მოცემული ცვლილებით წესდება უფრო მაღალი სტანდარტი დასაქმებუ-

ლის ინფორმირების თვალსაზრისით, რაც ზრდის მათ დაცულობას და

მეტი სიცხადე შემოაქვს შრომით ურთიერთობებში.

წლების განმავლობაში კრიტიკის საგანს წარმოადგენდა როგორც საკანონ-

მდებლო, ისე პრაქტიკული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებული იყო

მოკლევადიან შრომით ხელშეკრულებებთან. ცვლილებების მიხედვით,

იზღუდება განსაზღვრული ვადით დასადებ ხელშეკრულებათა ნუსხა.

უფრო კონკრეტულად, მოქმედი რედაქციით, დამსაქმებელს ყოველთვის

შეეძლო დაედო 1 თვიანი შრომითი ხელშეკრულებაც კი, რაც წარმოად-

გენდა დასაქმებულზე ზემოქმედების ბერკეტს და უქმნიდა დისკომ-

ფორტსა და არასტაბილურობის განცდას. ახალი რედაქციით, მოსალოდ-

ნელია, რომ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების დადების

შესაძლებობა იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერ-

თობა დაკავშირებულია კონკრეტული სამუშაოს შესრულებასთან,

სეზონურ სამუშაოსთან, სამუშაოს მოცულობის დროებით გაზრდასთან,

დროებით არმყოფი მუშაკის ჩანაცვლებასთან ან სხვა ობიექტურ გარემო-

Page 59: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

59

ებებთან. სავარაუდოა, რომ ასეთი ობიექტური გარემოების შესახებ მტკი-

ცების ტვირთი სწორედ დამსაქმებელს დაეკისრება. ამასთან, წერილო-

ბითი ხელშეკრულების დადების ვალდებულება გათვალისწინებულია

ისეთი შრომითი ურთიერთობისას, რომლის ხანგრძლივობა აღემატება 3

თვეს. უნდა აღინიშნოს, რომ განხილვის პროცესში, დამსაქმებლების დიდი

უკმაყოფილება სწორედ ამ მუხლის რედაქციამ გამოიწვია. მათი მოსაზრე-

ბით, აღნიშნული ცვლილებებით, ფაქტობრივად, უქმდება ვადიანი შრო-

მითი კონტრაქტი, რის შედეგადაც რიგ ნეგატიურ მოვლენებს პროგნო-

ზირებდნენ, მათ შორის, რომ ასეთი ჩანაწერი აიძულებს დამსაქმებელს

ზედმეტად ფრთხილად მოეკიდოს ახალი კადრების აყვანას ან სულაც

თავი შეიკავოს ამისგან; რომ აღნიშნული აფერხებს არსებული კადრების

უკეთესით ჩანაცვლების პროცესს და ხელს უწყობს შრომითი ბაზრის

”გაზარმაცებას”. დამსაქმებელთა გაერთიანე-ბების სურვილი ამ ნაწილში

არ იქნა გათვალისწინებული და პროექტის პირველადი რედაქცია უცვლე-

ლი დარჩა. მიუხედავად ამისა, ცვლილება ცალსახად პოზიტიური ხასია-

თისაა, რადგან ვადიანი ხელშეკრულების დადებისას დამსაქმებლის

მხრიდან მეტ ყურადღებასა და დასაბუთებას მოითხოვს და ხელს უშლის

მოკლევადიანი ხელშეკრულებების სამსახურიდან გამარტივებული დათ-

ხოვნის ინსტრუმენტად გამოყენებას.

3. სამუშაო, შესვენების და დასვენების დრო

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შრომის კოდექსის IV თავში გათვა-

ლისწინებული ცვლილებები, ერთი შეხედვით ტექნიკური ხასიათისაა,

მაგრამ პრაქტიკაში მნიშვნელოვანი შედეგის მომტანი აღმოჩნდება შრო-

მითი ურთიერთობების მონაწილეთათვის. კერძოდ, პირველ რიგში,

კვირის განმავლობაში სამუშაოს შესრულების ლიმიტი შემცირებულია 1

საათით და შეადგენს 40 საათს. მთავარი განსხვავება რედაქციებს შორის

კი იმაში მდგომარეობს, რომ მოქმედი ვერსია უფრო ”მოქნილი” იყო ამ

მხრივ და აცხადებდა, რომ აღნიშნული სამუშაო დროის ხანგრძლივობა

შესაძლოა განსხვავებულად დადგენილიყო შრომითი ხელშეკრულებით.

ზოგადად, მოქმედი ვერსიის მნიშვნელოვან ნაკლს წარმოადგენდა ხშირად

გამოყენებული წინსართი ”თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ

არის გათვალისწინებული”, რადგან საყოველთაოდ ცნობილია, თუ შრო-

მითი ურთიერთობის რომელი მონაწილის სასარგებლოდ იხრებოდა შრო-

მითი კოდექსის ნორმათა საწინააღმდეგო ხელშეკრულებისეული დებუ-

ლება. ცვლილებების შედეგად, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრუ-

ლების ყველა პირობა, რომელიც კონფლიქტში მოდის შრომის კოდექსთან

ან/და კოლექტიურ შრომით ხელშეკრულებასთან ბათილია, თუ იგი არ

აუმჯობესებს დასაქმებულის მდგომარეობას.

რაც შეეხება ზეგანაკვეთური სამუშაოს ნაწილს, ამ მხრივ არსებითი ცვლი-

ლებებია როგორც მოქმედ ვერსიასა და კანონპროექტის განსახილველ

ვარიანტს შორის, ასევე თავად კანონპროექტის პირველად რედაქციასა და

მოქმედ რედაქციას შორის. თავდაპირველმა ფორმულირებებმა ცვლილება

Page 60: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

60

სწორედ დამსაქმებელთა დაჟინებული თხოვნით შეიცვალა. ამჟამინდელი

ვერსიის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოდ მიიჩნევა 40 საათს ზევით

განხორციელებული სამუშაო. მისი ანაზღაურება უნდა მოხდეს ხელფასის

საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, თუმცა ეს უკანასკნელი

დგინდება მხარეთა შეთანხმებით3 და არა მკაცრი კოეფიციანტით,

რომელიც, პრინციპში, შესაბამისობაში იყო დასავლეთის ქვეყნებში

მოქმედ მოდელთან.

4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა

შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საკითხი საკმაოდ განსხვავებუ–

ლად არის დარეგულირებული ცვლილებათა პროექტით. 37-ე მუხლი,

რომელიც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს აყალიბებს, საკმაოდ

დაბალანსებულია, განსაკუთრებით იმ შენიშვნების ასახვის შემდეგ, რაც

არსებობდა პროექტის პირველად ვერსიასთან მიმართებით. პირველ

საფუძვლად მითითებულია საკანონმდებლო ნოვაცია, რომელიც ითვა-

ლისწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას, თუ არსებობს ეკონომიკური

გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც

განაპირობებს საქმიანობისთის აუცილებელი სამუშაო ძალის შემცირებას.

ასეთი დებულება, ერთის მხრივ, არ ხდის კანონს ზედმეტად ხისტს

დამსაქმებელთან მიმართებით და ითვალისწინებს შემთხვევებს, რამაც

შეიძლება, გარემოებათა ცვლილების გამოგაუმართლებლად მძიმე მდგო-

მარეობაში ჩააგდოს დამსაქმებელი, ხოლო მეორეს მხრივ, გამორიცხავს

დასაქმებულისთვის ხელშეკრულების შეწყვეტას ყოველგვარი სუბიექტუ-

რი მოსაზრების გამო.

უნდა ითქვას, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია ბევრად მოუქ-

ნელი იყო დამსაქმებლებისთვის და რიგ შემთხვევაში დღეისთვის მის

სასარგებლოდ არსებულ დისბალანსს არა თუ აწონასწორებდა, არამედ

დასაქმებულის სასარგებლოდ წონიდა. ასე მაგალითად, აღნიშნული რე-

დაქციის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა შესაძლებელი იქნებოდა,

თუ დასაქმებული უხეშად არღვევდა ურთიერთობის მარეგულირებელ

ნორმებს, რაც ”შეუძლებელს ხდიდა შრომითი ურთიერთობის გაგრძელე-

ბას”. აღნიშნული დათქმა მოქმედი ვერსიიდან ამოღებულია, ისევე,

როგორც დასაქმებულის მხრიდან ”სისტემატური” დარღვევების, როგორც

ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის არსებობა. ორივე ცვლილება

3 თავდაპირველი ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ კვირაში სამუშაო დროის ხანგრძლი-

ვობად დადგენილი იყო 41 საათი, ზეგანაკვეთური სამუშაოს ათვლა იწყებოდა 48 საათზე

მეტ ხანს მუშაობის შემთხვევაში, ხოლო ასეთი სამუშაოს ანაზღაურება ხდებოდა ხელფა-

სის საშუალო საათობრივი განაკვეთის არანაკლებ 1.25 ოდენობით. დამსაქმებელთა პრე-

ტენზიებში მითითებული იყო ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მეორე ნაწილ-

ზე. თავდაპირველი რედაქცია, მართლაც, გაუგებარი და ბუნდოვანი იყო. ერთი შეხედ-

ვით, კანონპროექტის ავტორები მიიჩნევდნენ, რომ დღეში ერთი საათი, 41 საათიდან 48

საათამდე მონაკვეთი, ცვლილებების თანახმად, ანაზღაურების გარეშე) ზეგანაკვეთური

შრომა არ უნდა ექვემდებარებოდეს ანაზღაურებას.

Page 61: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

61

კანონპროექტზე მომუშავე დამსაქმებელთა გაერთიანებებისა და ბიზნეს

წრეების სურვილით განხორციელდა. გარდა ამისა, საფუძველთა ჩამონათ-

ვალი აღარ არის ამომწურავი, რადგან ჩაემატა პუნქტი ”სხვა ობიექტური

გარემოება”. აღნიშნული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის

შემთხვევაში, დამსაქმებელს ეკისრება მტკიცების ტვირთი.

საგრძნობი ცვლილება განიცადა ხელშეკრულების შეწყვეტის წესმა. 38-ე

მუხლის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლებულ დასაქმებულს

უფლება ექნება მოსთხოვოს დამსაქმებელს წერილობითი დასაბუთება,

ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველზე მითითებით, რაც 7 დღის ვადა-

ში უნდა დააკმაყოფილოს ადრესატმა. დასაქმებული კი, დასაბუთების

მიღებიდან 30 დღის ვადაში უფლებამოსილია სასამართლოში გაასაჩი-

ვროს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. იმ შემთხვე-

ვაში, თუ დამსაქმებელი დათქმულ ვადაში არ წარუდგენს დასაქმებულს

დასაბუთებულ პასუხს გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, მაშინ სასა-

მართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, დავის ფაქტობრივ გარემოებებზე

მტკიცების ტვირთი დაეკისრება დამსაქმებელს.

იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი ვერ დაასაბუთებს ან ვერ დაამტკიცებს,

რომ მის მიერ დასაქმებულის გათავისუფლებას საფუძვლად ედო კანონით

გათვალისწინებული საფუძვლები, სასამართლო მიიღებს გადაწყვეტიებას

სამსახურიდან გათავისუფლების ბათილობის შესახებ, რა შემთხვევაშიც

დამსაქმებელი ვალდებული იქნება აღადგინოს პირი ან უზრუნველყოს

ტოლფასი სამუშაოთი ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოსვე

მიერ განსაზღვრული ოდენობით.

განსხვავებულ პროცედურას ექვემდებარება მასობრივი დათხოვნის შემთხ-

ვევა, რაც უფრო მსხვილ საწარმოებსა და ორგანიზაციებზე ვრცელდება. მა-

სობრივ დათხოვნად ითვლება 50 პირის გათავისუფლება იქ, სადაც 100-200

ადამიანი მუშაობს; 70 ადამიანის გათავისუფლება სადაც 200-500 ადამიანი

მუშაობს, ხოლო 100 პირის გათავისუფლება, სადაც 500-ზე მეტი ადამიანია

დასაქმებული. თავად პროცედურის არსი კი მდგომარეობს 15-30 დღით

ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნაში საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტოსთვის და თავად იმ

დასაქმებულებისთვის, ვისაც უწყდებათ შრომითი ურთიერთობა.

5. დასაქმებულისთვის დაწესებული ვალდებულებები/შეზღუდვები

პასუხისმგებლობასთან და დავებთან მიმართებით აღსანიშნავია პირველ

რიგში ის, რომ 46-ე მუხლიდან ამოღებულ იქნა კიდევ ერთი დებულება,

რომელიც პრაქტიკაში დასაქმებულის სასარგებლოდ მოქმედებდა და არა-

თანაბარ მდგომარეობაში აგდებდა დასაქმებულს. კერძოდ, დასაქმებული

და დამსაქმებელი ვეღარ შეთანხმდებიან მხარის უფლებათა შეზღუდვაზე,

რაც აქამდე ”დაბალანსებული” იყო ასეთი შეზღუდვის მიმართ მხარის

ინტერესიდან.

Page 62: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

62

გარდა ამისა, საკმაოდ ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა

პროფესიის წარმომადგენელს დამსაქმებელი უწესებდა ვალდებულებას

შრომითი ხელშეკრულების პირობების შესრულებისას მიღებული ცოდნა

და კვალიფიკაცია არ გამოეყენებინა სხვა, კონკურენტი დამსაქმებლის

სასარგებლოდ და ეს შეზღუდვა ვრცელდებოდა მაქსიმუმ 3 წლის

განმავლობაში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან.

საქართველოს შრომითი ბაზრის სიმწირიდან და არაერთი პროფესიის

სპეციფიკიდან გამომდინარე, თითქმის შეუძლებელია ერთი სამუშაო

ადგილის დატოვების შემდეგ კონკრეტული პროფესია (ცოდნა, კვალიფი-

კაცია) გამოიყენო სხვა დამსაქმებელთან, რომელიც არ იქნება ყოფილი

დამსაქმებლის კონკურენტი. აღნიშნული დებულება კიდევ ერთი ბერკე-

ტი იყო დამსაქმებლისა დასაქმებულის მიმართ, რადგან სამსახურიდან

გათავისუფლების შემთხვევაში, მას რჩებოდა ვალდებულება არ დაემყა-

რებინა შრომითი ურთიერთობა კონკურენტ ორგანიზაციასთან.

არსებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით, შეზღუ-

დვა აღარ გავრცელდება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ და

იგი მხოლოდ პარალელურ რეჟიმში სხვა კონკურენტი ორგანიზაციის

სასარგებლოდ შრომის ლიმიტირების შესაძლებლობას იძლევა.

დასკვნა

კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები მთლიანობაში დადე-

ბითად უნდა იყოს შეფასებული. კანონპროექტი წარმოადენს საკმაოდ წარ-

მატებულ მცდელობას დაცული იყოს გონივრული ბალანსი ერთი მხრივ

დამსაქმებლის ინტერესებსა და მეორე მხრივ - დასაქმებულის უფლებებს

შორის. ასევე, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული, რომ იგი რამდენიმე

თვის განმავლობაში იყო განხილვის საგანი და წარმოადგენს ფართო

საზოგადოების, კონკრეტულად კი დაინტერესებული წრეების,

კონსენსუსის საგანს.

კანონპროექტის ორგანულ კანონად ქცევა დაგეგმილია 2013 წლის

საგაზაფხულო სესიის დახურვამდე.

Page 63: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

63

ქართული საფინანსო სამართლისათვის

აუცილებელი კანონი - ნაბიჯი საერთაშორისო

საფინანსო სისტემასთან მეტი ინტეგრაციისკენ

ვიქტორ

ყიფიანი

ეს სათაური შემთხვევითი როდია, ვინაიდან ქართული

საფინანსო სამართლის განვითარებისა და ამ დარგში

საერთაშორისო სამართალწესრიგთან ჰარმონიზაციის

თვალსაზრისით, საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა

და საგადახდო მომსახურების შესახებ“ სწორედ ასეთ ნაბიჯად

შეიძლება ჩავთალოთ.1

კანონი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. ის რამდენიმე

პრინციპულ სიახლეს გვთავაზობს, რაც აიოლებს ცალკეული

საფინანსო ურთიერთობების სამართლებრივ რეგულერიბას და

გვანთავისუფლებს იმ უხერხული ანალოგიებისგან, რომელთა

ხშირი მოშველიება პრაქტიკულად გარდუვალი იყო მის

მიღებამდე.

ამ სიახლეთა შორის საგანგებოდ გვინდა შევჩერდეთ

ურთიერთგაქვითვის (ე.წ. ნეტინგის) მექანიზმზე, რომელიც

განმარტებულია, როგორც „ნეტპოზიციის გამოთვლა ან/და

დადგენა, რის შედეგადაც სისტემის მონაწილეს წარმოეშობა

ნეტმოთხოვნის დაკმაყოფილების უფლება ან

ნეტვალდებულების დაფარვის მოვალეობა.“ ამასთან ერთად,

ნეტინგი „ხდება როგორც ორმხრივი (ორ მონაწილეს შორის),

ისე მრავალმხრივი (ორზე მეტ მონაწილეს შორის) საერთო

ვალდებულებებისა და მოთხოვნების გაანგარიშების –

ურთიერთჩათვლის – საფუძველზე.“2

მაშასადამე, კანონმა ერთმნიშვნელოვნად დაამკვიდრა

საფინანსო ოპერაციების წარმოებისას ურთიერთგაქვითვის

(ნეტინგის) პრინციპი, ისევე როგორც განავრცო მისი

კონკრეტული შინაარსი და დატვირთვა და ამით დაგვეხმარა,

იურისტი

იურიდიული ფირმის

დამფუძნებელი და

აღმასრულებელი

პარტნიორი, რომლის

საქმიანობა

მიმართულია სავაჭრო

და სახელშეკრულებო

სამართლის, საბანკო,

ენერგეტიკის,

ბუნებრივი

რესურსების,

ტელეკომუნიკაციების

და საკორპორაციო

სამართლის სფეროზე.

1 კანონი #6304, 26 მაისი 2012 წელი 2კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების

შესახებ“, მუხლი 2(თ)

რათა თავი ავარიდოთ სამოქალაქო კოდექსის ფარგლებში

ვალდებულებეთა გაქვითვის დებულებათა გამოყენების უხერხულობას,

ვინაიდან ეს უკანასკნელი ვერ ერგებოდა საფინანსო ინსტიტუტებს შორის

Page 64: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

64

ურთერთობათა სპეციფიკას და, მთელ რიგ შემთხვებში, წინააღმდეგობას

ქმნიდა საფინანსო ოპერაციების აღრიცხვიანობის საწარმოებლად.

აგრეთვე, ძალზე მნიშვნელოვანია კანონის დონეზე საფინანსო

ინსტიტუტებს შორის ურთიერთობათა მეტი მოწესრიგების მიზნით

ფინანსური გირაოს პრინციპის დამკვიდრება და გაშლა. ასეთი სახის

გირაო მოიაზრებს „ფინანსურ ინსტრუმენტებს“ ან „ანგარიშზე რიცხულ

ფულად სახსრებს“ და გამოიყენება „მოთხოვნის უზრუნველყოფის

საშუალებად“, ხოლო მისი ამოქმედება ხდება ფინანსური გირაოს

ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის დეფოლტისას, რაც იწვევს

ფინანსური გირაოს „დაუყოვნებლივ რეალიზაციას“ ან „დასაკუთრებას“3.

აქვე კანონი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გირავნობის საგანი არის

„საქართველოში გამოშვებული ფინანსური ინსტრუმენტი ან/და ფულადი

სახრსები“, ისევე როგორც, რომ ფინასური გირაოს ხელშეკრულების მხარე

შეიძლება იყოს „მხოლოდ საქართველო, საქართველოს აღმასრულებელი

ორგანო, საქართველოს ეროვნული ბანკი, ანგარიშსწორების აგენტი,

ოპერატორი, ფინანსური ინსტიტუტი, უცხოური ცენტრალური ბანკი,

უცხოური ფინანსური ინსტიტუტი ან საერთაშორისო ფინანსური

ინსტიტუტი“4.

უდავოა, რომ ამ ინსტიტუტის ასეთ სპეციალურ რეჟიმში მოწესრიგება, -

რაც განამტკიცებს მის სტატუსს სამოქალაქო ბრუნვისას, - ხელს უწყობს

საფინანსო ბაზრის ლიკვიდურობის ხარისხის ამაღლებას, მეტადრე რომ

ფინანსური გირაოს გამოყენება დასაშვებია ნებისმიერი ტიპის

ვალდებულების მიმართ, „მათ შორის, არსებული, სამომავლო, შესაძლო

ან პირობითი ვალდებულების“5.

აგრეთვე საგულისხმოა ისიც, რომ ეს მექანიზმი შესაძლოა გახდეს ერთ–

ერთი ქმედითი საშუალება ქართულ ეკონომიკაში დოლარიზაციის

შემცირებისათვის; თუმცა, დოლარიზაციის თემა გაცილებით უფრო

რთული მოვლენაა და მისი მართვა მხოლოდ ღონისძიებათა კომპლექსის,

და არა ცალკე აღებული ინიციატივის, ხარჯზე თუ მიიღწევა.

მართალია, აღნიშნული კანონი ქართული საფინანსო სისტემისათის სხვა

3კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი 2(ქ).

4კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი

35.1 და მუხლი 35.2.

5კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი

35.5.

Page 65: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

65

არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხსაც ეხება, რომელთა შორისაა

საგადახდო მომსახურებისათვის აუცილებელი სისტემის დალაგება, ამ

სისტემის მონაწილეთა კლასიფიცირება და მათი როლის განსაზღვრა

სისტემის ფუნქციონირებაში, ან მაგალითისათვის, ელექტრონული

ფულისა და ელექტრონული ფულის ინსტრუმენტთა მიმოქცევისათვის

ცალკეული ასპექტების მონიშვნა.

მაგრამ, ეს ყოველივე ვრცელ კვლევას და, რაც მთავარია, - პრაქტიკაში

დაკვირვებას მოითხოვს, - მაშინ როდესაც ამ სტატიის ფორმატისა და

დანიშნულებიდან გამომდინარე მხოლოდ ამ ორიდე საკითხზე შეჩერება

ვარჩიეთ.

ამასთანავე, კანონის ანალიზისას თავს იჩენს რიგი ისეთი თემებისა,

რომლებიც ან ისევ საკანონმდებლო გზით დარეგულირებას საჭიროებენ

ან პრაქტიკაში მათი ტესტირებით უნდა შეიძინონ ესოდენ აუცილებელი

სიცხადე.

ასეთ თემებს შორისაა ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის (ნეტინგის)

მიმართება ე.წ. „საქმიანობის შეზღუდულ რეჟიმთან“, ანუ ვითარებასთან,

რომლის დროსაც ხდება ფულადი სახრსრების გადარიცვხის ან ფინანსურ

ინსტრუმენტებზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის ან/და

გადახდის ოპერაციის შეწყვეტა ან შეჩერება შედეგად იურიდიული

პირისადმი გადახდისუუნარობის, გაკოტრების ან ლიკვიდაციის მიზნით

გატარებული ღონისძიებებისა. ეს საკითხი განსაკუთრებით მგრძნობიარეა

ისეთი საკვანძო და რთული საფინანსო ინსტიტუტის პირობებში,

როგორიცაა კომერციული ბანკი.

ცნობილია, რომ კომერციული ბანკის გადახდიისუუნარობა იწვევს მისი

საბანკო ლიცენზიის შეჩერებას ეროვნული ბანკის მიერ და ბანკის

სამართავად დროებითი ადმინისტრაციის შემოღებას გარკვეული

პირობების არსებობისას.

დროებითი ადმინისტრაციის როლი და კომპეტენცია მით უფრო

მნიშვნელოვანია, რამდენადაც მხოლოდ მისი თანხმობით შეიძლება

წარმოებდეს ესა თუ ის გადახდა, ხოლო გადახდასთან დაკავშირებული

გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს „საგადახდო

სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“. უფრო მეტიც, -

აღნიშნული კანონი სარგებლობს უპირატესი იურიდიული ძალით ყველა

სხვა დანარჩენ კანონთან საგადახდო ოპერაციების რეგულირებისას.

ამ თვალსაზრისით საკვანძოა კანონის დებულება, რომლის თანახმად

„სისტემის მონაწილის მიმართ საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის

ამოქმედებას არ აქვს უკუქცევითი ძალა და გავლენას არ ახდენს

სისტემაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ან მონაწილეობიდან

Page 66: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

66

გამომდინარე იმ უფლებებსა და მოვალეობებზე, რომლებიც საქმინაობის

შეზღუდული რეჟიმის ამოქმედებამდე წარმოიშვა“6. უფრო მეტიც,

სისტემის წესები საგანგებოდ უნდა განსაზღვრავდნენ ისეთ გარემოებას,

რომლის შემდეგ სისტემაში შესული ტრანსფერორდერი7 სისტემის მიერ

მიღებულად ითვლება, ხოლო მიღების შემდეგ კი მისი გამოთხოვა

სისტემის მონაწილის ან ნებისმიერი პირის (მათ შორის, ლიკვიდატორის,

გაკოტრების მმართველის, დროებითი ადმინისტრატორის, ადმინისტრა–

ციული და სასამართლო ორგანოს) მიერ დაუშვებელია8. დამატებით,

კანონი განამტკიცებს ვალდებულებათა ურიერთგაქვითვის საფუძვლებს

აცხადებს რა, რომ ასეთი ურთიერთგაქვითვა არ შეიძლება სადავო გახდეს

სისტემაში მიღებული ტრანსფერორდერების მიმართ მიუხედავად იმისა

ამ ტრანსფერორდერების შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვა ან

ფინანსურ ინსტუმენტებზე საკუთრების ან მოთხოვნის უფლების

გადაცემა რეჟიმის ამოქმედებამდე მოხდა თუ მის შემდეგ; ისევე როგორც

ისეთი ტრანსფერორდერებიდან გამომდინარე მოთხოვნებისა და ვალდე–

ბულებების ურთიერთგაქვითვის მიმართ, როდესაც ტრანსფერორდერი

სისტემაში მიღებულია რეჟიმის ამომქმედებამდე თუნდაც რომ საკუთრივ

ურთიერთგაქვითვა მოხდეს რეჟიმის ამოქმედების შემდეგ9.

სხვაგვარი სიტყვებით, ამ შემთხვევაში ნეტინგის თავისუფლება

პრაქტიკულად შეუზღუდავია, რაც რეჟიმის შემოღებამდე წამოწყებული

საფინანსო ოპერაციების და მათი საბოლოო იურიდიული შედეგების

სტაბილურობას განაპირობებს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონი მიჯნავს იმ ტრანსფერორდერებს

შორის, რომლებიც სისტემაში შევიდა შეზღუდულ რეჟიმამდე და

ისეთებს, რომლებიც სისტემაში მოხვდა რეჟიმის შემოღების შემდეგ,

თუმცა პრაქტიკული მექანიზმი ამგვარი გამიჯვნის შესაბამისი წესების

დონეზე ჯერ არ არსებობს.

ამასთანავე, კანონით გათვალისწინებული დაცვის ეს გარანტიები არ

ვრცელდება სისტემის უცხოური მონაწილის მიმართ და შეზღუდული

რეჟიმის ამოქმედების პირობებში ასეთ მონაწილესთან დაკავშირებული

უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლო–

ბით, სადაც ეს სისტემა ფუნქციონირებს10.

6 კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“, მუხლი 9.1. 7 სისტემის მონაწილის მიერ მეორე მინაწილის მიმართ სისტემაში გაცემული დავალება

მიმღებისათვის ფულადი სახსრების ჩარიცხვის შესახებ ან ფინანსურ ინსტრუმენტზე

საკუთრების ან მოთხოვნის უფლების გადაცემის შესახებ; ან დავალება, რომლის

შედეგადაც ხდება მონაწილის მიერ გადახდის ვალდებულების საკუთარ თავზე აღება ან

გადახდის ვალდებულების სისტემის წესების შესაბამისად შესრულება (მუხლი 2, (ჟ)). 8კანონი „საგადასახადოსისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი 8. 9კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი 9.4. 10კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი12.2

Page 67: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

67

აგრეთვე, ბოლომდე სიცხადე არ არსებობს გირაოს დაკმაყოფილების

რიგითობაზე კომერციული ბანკის ლიკვიდაციის პროცესში. ეს მით

უფრო საინტერესოა, რომ კანონი „კომერციული ბანკების შესახებ“11

ადგენს ასეთ რიგითობას12, მაგრამ არ მიუთითებს კანონს „საგადახდო

სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“. ამის მიუხედავად,

ვფიქრობთ, რომ ვინაიდან ეს უკანასკნელი სარგებლობს უპირატესი

ძალით საგადახდო სისტემის საკითხების რეგულიებისას და სხვა

კანონებთან კოლიზიის შემთხვევაში13, მისი გამოყენება კომერციული

ბანკის ლიკვიდაციისას ისედაც ნაგულისხმევია რაიმე საგანგებო დათქმის

გარეშე.

ზემოთქმულიდან, აგრეთვე, გამომდინარეობს ისიც, რომ ამ კონკრეტულ

შემთხვევაში მოთხოვნების რიგითობის განსაზღვრისათვის

მხედველობაში არ იქნება მისაღები საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის ბრძანება #15914, რომელიც ვალდებულებათა

ურთიერთგაქვითვის განსხვავებულ, და ინტერპრეტაციის მიზნისათის,

არც თუ გასაგებ და ცალსახა წესს ადგენდა.

კანონით განხილული ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვის (ნეტინგის)

თემა რამდენიმე დამატებით საკითხს წარმოშობს, რომელთა შორის, ჩვენი

აზრით, განსაკუთრებით საყურადღებოა ნეტინგის ქართული მოდელის

თავსებადობა საერთაშორისო დოკუმენტთან სახელწოდებით „საერთაშო–

რისო სვოპებისა და დერივატივების ასოციაციის ჩარჩო შეთანხმება“

(International Swaps and Derivatives Association (ISDA) Master Agreement)15.

აღნიშნული შეთანხმება, გადახდისუუნარობის შემთხვევაში, პრიორიტე

ტულად მიიჩნევს, მხარის უფლებას დეფოლტში მყოფი მეორე

მხარისათვის შეტყობინების მხოლოდ მიწოდების საფუძველზე

შეწყვიტოს არსებული გარიგებები. რამდენად საკმარისია მხოლოდ ასეთი

შეტყობინების მხარისათვის მიწოდების ფაქტი საკამათო საკითხად რჩება.

მაგრამ, ერთი რაც გადაჭრით შეიძლება ითქვას არის ის, რომ

შეთანხმებით გათვალისწინებული ურთიერთგაქვითვის დებულებების

პრაქტიკული რეალიზაციისთვის განმსაზღვრელია მხარეთა შორის

ფინანსური გირაოს ხელშეკრულების არსებობა. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ

ამ ხელშეკრულების შემთვევაში შესაძლებელი ხდება ურთიერთ–

გაქვითვაზე შეთანხმების შესაბამისი დებულებების ამუშავება.

11კანონი # 121, 23 თებერვალი 1996 წელი. 12 კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, მუხლი 37.7.

13კანონი „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“, მუხლი 1.3. 14 საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის ბრძანება # 159

„კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“. 15 არსებობს მისი ე.წ. 1992 წლისა და 2002 ვერსიები, ხოლო ამჟამად მუშაობა

მიმდინარეობს ახალ ვერსიაზე.

Page 68: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

68

აგრეთვე, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ კანონსა და შეთანხმებას

შორის თავსებადობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემური

საკითხებიცაა, მაგალითისათვის, - ფინანსურ გირაოზე

ხელშეკრულებისათვის მარეგულირებელი სამართლის არჩევა, ისევე,

როგორც კანონის მიერ დაწესებული მეტი ფორმალური მოთხოვნა გირაოს

შინაარსის მიმართ, ვიდრე ეს შეთანხმებითაა (დეფოლტის შემთხვევის

დეტალიზაცია ნაცვლად დეფოლტის ზოგადი აღნიშვნისა ან თუნდაც

შეთანხმებაზე გადამისამართებისა) გათვალისწინებული, შეთანხების

დანართების „რეცეფცია“ ქართულ სამართალში16 და ამ დანართების

არასასურველი ინტერპრეტირება სასამართლოს მიერ ცალკეული

დებულების ნამდვილობის დადგენის მიზნით17 და სხვა.

ჯამში, კანონის ეს და სხვა სიახლეები თუ დებულებები პრაქტიკით (მათ

შორის, სასამართლო პრაქტიკით) გამოცდას ელიან. აშკარაა ისიც, რომ ამ

ფორმატში ყოველი კონკრეტული გარიგების გაფორმება ასევე

კონკრეტულ შესწავლასა და შეფასებას საჭიროებს კვალიფიცური

იურიდიული მრჩევლის მიერ.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ კანონის სიახლისა და მოსაწესრიგებელი

ურთიერთობების ბუნებიდან გამომდინარე, ისევე როგორც იმის

სათვალავში მიღებით, რომ კანონის სრულფასოვანი მოქმედებისათვის

აუცილებელი წესები ჯერ კიდევ მისაღებია, ამ მეტად არაორდინალური

დარგისათვის დამახასიათებელი გამოწვევებიც სავსებით ლოგიკურია.

ამიტომ, არსებული ხარვეზებისა თუ ახალი წესების გამართვას მდგრადი

საფინანსო სისტემის მუშაობა, ძლიერი საფინანსო ინსტიტუტები,

კაპიტალის სოლიდური ბაზარი და აპრობირების ხანგრძლივი პერიოდი

სჭირდება.

ერთი რამ ფაქტია, - მხოლოდ ამგვარი სიახლეების მიღებით ქართული

სივრცე უფრო მეტად მიუახლოვდება განვითარებულ ბიზნეს სისტემებს,

ხოლო ჩვენი პროფესია კი, შედეგობრივად, უფრო საინტერესო და

საპასუხისმგებლო გახდება.

16 შეთანხმებას ორი დანართი აქვს, ორივე უზრუნველყოფილი გარიგების ხასიათს

ატარებს; ერთი დანართი ნიუ-იორკის სამართლით იმართება, ხოლო მეორე - ინგლისის

სამართლით. 17 ქართული სამართლის გადმოსახედიდან იოლი შესაძლებელია, რომ სასამართლომ

მათი განსხვავებული კვალიფიკაცია მოახდინოს და დაადგინოს, რომ დანართები სხვა

სახის ურთიერთობებს აწესრიგებენ, ვიდრე ეს დანართების მოწესრიგების სფეროა.

Page 69: წლიური ალმანახი - MKD · 2 „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური “ წლიური ალმანახი

69

იურიდიული ფირმა „მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური”

საქართველო, 0186 თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. 71 ოფისი 24,

BCV (ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე)

ტელ.: +995 32 29738 80/81, +995 32 2553880/81

ფაქსი.: +995 32 297 3884

www.mkd.ge

ელ.ფოსტა: [email protected]

© 2013 მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური