82
ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის ეკოსისტემა, ციფრული ვალუტის ინდუსტრია, ფინთექი, ციფრული მონეტარული პოლიტიკა 2018 რატი აბულაძე ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია 1/18/2018

ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ციფრული ფული

ბროშურა - ციფრული ფული,

კრიპტოვალუტის ეკოსისტემა, ციფრული

ვალუტის ინდუსტრია, ფინთექი,

ციფრული მონეტარული პოლიტიკა

2018

რატი აბულაძე ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია

1/18/2018

Page 2: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

2

ბროშურა მომზადებულია ელექტრონული მმართველობის

კვლევითი აკადემიის მიერ, პროექტის ფარგლებში.

კრებულში ნაჩვენებია ციფრული ვალუტის მსოფლიო

ინდუსტრია, შეფასებულია საფინანსო ტექნოლოგიური

რევოლუცია, მოცემულია ციფრული მონეტარული

პოლიტიკა, გაანალიზებულია კრიპტოვალუტის ინდუს-

ტრიის უპირატესობები და გამოწვევები, განსაზღვრულია

ფინანსური პირამიდები. ნაშრომში მოცემული შეფასებები

ეყრდნობა მეცნიერულ კვლევასა და ანალიზს.

ავტორი: რატი აბულაძე - ეკონომიკის დოქტორი,

საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია

თბილისი, 2018

Page 3: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

3

სარჩევი

რეზიუმე

ნაწილი I. ციფრული ევოლუცია ფინანსურ სექტორში:

ფინთექი

1.1. ფინთექის არსი

1.2. ფინთექის ეკოსისტემა

1.3. ფინანსური ტექნოლოგიები საქართველოში

ნაწილი II. კრიპტოვალუტის ეკოსისტემა

2.1. კრიპტოვალუტის ინდუსტრიის არსი და

განვითარების მიმართულებები

2.2. კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სექტორები

2.3. კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარი

2.4. საქართველოს კრიპტოგარემო

ნაწილი III. ციფრული მონეტარული პოლიტიკის

გამოწვევები

ნაწილი IV. ფინანსური პირამიდები და ქსელური

მარკეტინგი: სად გადის ზღვარი კანონიერებასა და

თაღლითობას შორის

5.1. ფინანსური პირამიდა

5.2. ქსელური მარკეტინგი

გამოყენებული ლიტერატურა

Page 4: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

4

რეზიუმე

თანამედროვე ფინანსური მსოფლიო მოძრაობს

ციფრული ტექნოლოგიებით, ფინტექით, ციფრული ბაზრის

ინსტრუმენტებითა და ციფრული ფულით.

ციფრული ბაზრის უკანასკნელი პერიოდის

„უმნიშვნელოვანესი ნაყოფია“ კრიპტოვალუტა, რომელიც

საზოგადოებასა და ბიზნეს სექტორს ხელსაყრელობას,

სასარგებლო პირობებსა და მრავალფეროვან ფინანსურ

სარგებელს წარუდგენს.

წინამდებარე ნაშრომში მოცემულია ფინანსური

სექტორის ევოლუცია, ასახულია ფინანსური ტექნოლო-

გიები, განხილულია კრიპტოვალუტის ინდუსტრია,

შეფასებულია კრიპტობაზარი, ნაჩვენებია ციფრული

მონეტარული პოლიტიკის საკითხები, განზოგადებულია

ფინანსური პირამიდები და ქსელური მარკეტინგი.

ნაშრომი წარმოდგენილია, როგორც სამეცნიერო-

პოპულარული ხასიათის ბროშურა.

.

Page 5: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

5

ნაწილი I. ციფრული ევოლუცია ფინანსურ

სექტორში: ფინთექი

90-იანი წლების

შემდგომი პერიოდი

წარმოდგენილია

ინტერნეტ-ტექნოლო-

გიების განვითარებით,

ფინანსური სფეროს

ბიზნესმოდელების

ტრასფორმაციითა და ინოვაციის პოტენციალით.

ტექნოლოგიების განვითარებამ გავლენა მოახდინა

საფინანსო „ლანდშაფტზე“. საფინანსო სექტორში

ინტერნეტ-ტექნოლოგიებმა შეცვალა ბიზნესპროცესები,

ხელი შეუწყო ბიზნესსა და მომხმარებელს შორის

ურთიერთქმედების ბალანსს. დღეს, ფინანსური

კომპანიები წარმატებისათვის იყენებენ ინტერნეტ-

ტექნოლოგიებს, web-ს, სიცოცხლისუნარიან ბიზნეს-

Page 6: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

6

მოდელებსა და გრძელვადიან ციფრულ

სტრატეგიებს[1].

თანამედროვე ციფრულ გარემოში, ფინანსურ-

ტექნოლოგიური რევოლუციის ტალღა „ახალგაზრდაა“,

თუმცა, უკვე ფართო გავლენისაა. ფინანსური

მომსახურების ინდუსტრიის აღნიშნულ ტალღას

წარმოადგენს ფინთექი (FinTech).

ციფრული გარემო შეიძლება განხილული იქნას,

როგორც მსოფლიოს მდგრადობის ხელშემწყობი საშუალება.

პროგრესის, პოლიტიკისა და სოციალურ-ეკონომიკური

განვითარების ძირითადი პლატფორმა[2] .

1.1. ფინთექის (FinTech) არსი

ტერმინი ფინთექი (FinTech) წარმოდგენილია

„ფინანსებისა“ და „ტექნოლოგიების“ შერწყმით[3].

ფინთექი გულისხმობს ფინანსური მომსახურების

სფეროში ტექნოლოგიებისა და ბიზნესმოდელების

გამოყენებას.

Page 7: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

7

2007-2008წწ-ის მსოფლიო ფინანსურმა

კრიზისმა, მაღალი რეგულირებისა და კაპიტალ-

დანახარჯების

ფონზე, კიდევ უფრო

გაართულა

ბიზნესსექტორის

დაფინანსების

პროცესი. ამ ფონზე,

ფინთექის სფეროში,

საფინანსო სექტორი წარმოდგა სხვადასხვა

უპირატესობით, ინოვაციური გზების წარმოქმნით,

ბიზნესის ზრდის შესაძლებლობებით, საკრედიტო

რისკების შეფასებისა და ბიზნესის დაკრე-დიტების

უზრუნველყოფის ალტერნატიული გზებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფინთექს

როგორც ფინანსურ ტექნოლოგიას, აღწერენ როგორც

საფინანსო მომსახურების გადამტვირთველ ტექნოლო-

გიას. ფინთექმა გარდაქმნა ფულის მართვის გზები. იგი

გავლენას ახდენს პრაქტიკულად ყველა ფინანსურ

Page 8: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

8

აქტივობაზე, საბანკო ანგარიშსწორებიდან დაწყებული

კაპიტალის მართვის ჩათვლით[4].

ფინანსური სერვისი არის ეკონომიკის სასიცოც-

ხლო წყარო[5] და განვითარების ფუნდამენტი.

მსოფლიოში, საფინანსო მომსახურების სექტორი

უმსხვილესია შემოსავლების თვალსაზრისით, მოიცავს

ფართო სპექტრის ბიზნესორგანიზაციებს, კომერციულ

ბანკებს, საკრედიტო კომპანიებს, საბროკერო და

სადაზღვევო კომპანიებს და სხვა[6]. ბოლო პერიოდში,

FinTech-მა ციფრულ ეკოსისტემაში კლასიკური საბანკო

სისტემის გადატვირთვა გამოიწვია[7].

ფინანსურ სფეროში განსაზღვრულია ინოვაციაზე

დაფუძნებული საკვანძო კლასტერები, რომელიც გავ-

ლენას ახდენს ფინანსური სერვისის ფუნქციებზე. მათ

შორის შეიძლება გამოიყოს[8]: უნაღდო ანგარიშსწო-

რება, ანგარიშსწორების ახალი არხები, ახალი საბაზრო

პლატფორმები, სამომხმარებლო პრეფერენციები,

ექსტერნალიზაციის პროცესი, Crowdfunding, ალტერნა-

Page 9: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

9

ტიული დაკრედიტება, დეზაგრეგაციისა და კავშირის

დაზღვევა.

ციფრულმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა

გამოიწვია კლასიკურ საბანკო სისტემაზე ზემოქმედება.

ბანკებმა მყისიერად დაინახეს ციფრული პროცესების

სტრატეგიული სარგებელი და ფასეულობა. ფინთექის

წარმატების რეცეპტი ეფუძნება აპარატული და

პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებების

ჰარმონიულ ურთიერთქმედებას.

დღეს, ბანკები იმყოფებიან ციფრული ინოვაცი-

ების ცენტრში. ისინი განიხილავენ ელექტრონული

კომერციის ბიზნესმოდელებს, მომხმარებელს სთავაზო-

ბენ ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას,

მონაწილეობენ ფინთექის პარტნიორულ ურთიერთო-

ბებსა და ინოვაციური სტარტაპების დაფინანსებაში,

ხელს უწყობენ ციფრული ბაზრის განვითარებას

(მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში), სამართლიანი

კუნკურენტუნარიანი სივრცის ფორმირებას, ინტერნეტ-

Page 10: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

10

მომხმარებლების უფლებების დაცვას, ნდობისა და

კიბერუსაფრთხოების ზრდას[9].

FinTech ინოვაციას მოძრაობაში მოჰყავს ბანკები,

რომლებიც აგებენ სამომხმარებლო პლატფორმებს[10].

ინოვაციები და ტექნოლოგიები ტრადიციული

ინტეგრირებული საბანკო ბიზნესმოდელების

ფუნდამენტს „ძირს უთხრის“[11].

ფაქტობრივად, ინოვაციური და ტექნოლოგიური

ფასეულობებიდან გამომდინარე, ბუნებრივი იქნება

ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესმოდელების

მონოპოლისტობა და კლასიკური საბანკო სისტემის

ჰეგემონობის წარსულში დარჩენა .

1.2. FinTech-ის ეკოსისტემა

აღსანიშნავია, რომ საფინანსო ინდუსტრიამ

სწრაფად გაითავისა ტექნოლოგიების სარგებელი და

უპირატესობა, ის ხდება პლატფორმის ბაზაზე მონაცემ-

Page 11: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

11

თა ინტენსიური დამუშავების, კაპიტალის მოზიდვის,

აქტივების მართვის, კონკურენტული უპირატესობის

მოპოვების, მომხმარებლის მოზიდვის, აქტივების

ეფექტიანად გამოყენების მძლავრი ფაქტორი.

ფინთექის გლობალური ეკოსისტემიდან გამომ-

დინარე, მისი ინოვაციურობა სისწრაფითა და ენერ-

გიით გავლენას ახდენს ფინანსური სერვისის ზრდა-

განვითარებაზე.

FinTech-ის წარმატებული კომპანიებიდან

შეიძლება აღინიშნოს: ZhongAn, Oscar, Calu, BIOCATCH,

Credorax, Wealthfront, Bitpay, Qufenqi, Currencyfair, Atom

Bank, FIS, Kantox, Klarna, microcred, Landdo, Telmex,

iZettle, auxmoney, cashflower, Rakuten, Zencap, Bondara,

NCR Corp, marketinvoice, FARCENT, DWOLLA, Tata

Consultancy Services, SEEDRS, Fiserv Inc, Misys, Klarna,

RocketInternet, Kreditech, TradeRiver, ACI Worldwide Inc,

OurCrowd.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით,

FinTech წარმოადგენს მძლავრ მიმართულებას, რომლის

Page 12: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

12

ძირითადი ბენეფიციარებია მცირე და საშუალო

ბიზნესი. მისი ბაზარი მოიცავს დაკრედიტებას,

ვაჭრობას, საფინანსო სფეროს ელექტრონულ კომერ-

ციას, საფინანსო სფეროს ონლაინ ვაჭრობას, საფინანსო

სფეროს ონლაინ მიწოდების ქსელის მართვას.

მსოფლიოში, FinTech-ის კომპანიების საინვესტიციო

კაპიტალი 1 წელიწადში 12 მლრდ დოლარით გაიზარ-

და (2014წ)[12], ხოლო 2015 წელს 20 მლრდ-ს მიაღწია[13].

მაგალითად, FinTech-ზე ფოკუსირებულმა ერთმა საინ-

ვესტიციო ბანკმა - Financial Technology Partners-მა, 2016

წლის პირველ თვეს, 112 გარიგება განახორციელა[14].

მსოფლიოში, მცირე და საშუალო ბიზნესორგანი-

ზაციების რაოდენობა 365-445 მლნ-ს შორის მერყეობს.

მათ შორის: განვითარებად ბაზრებზე არის 25-30 მლნ

ფორმალური ორგანიზაციები, 55-70 მლნ ფორმალური

მიკრო ორგანიზაცია და 285-345 მლნ არაფორმალური

ორგანიზაცია. მათი დაკრედიტება 2,1- 2,6 ტრლნ

დოლარის დიაპაზონშია[15]. რაც შეეხება მცირე და

საშუალო ბიზნესის დაკრედიტების ბაზარს, საბანკო

Page 13: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

13

სექტორის დაკრედიტება 18 ტრლნ დოლარს მოიცავს,

ხოლო ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა - 70

მლრდ დოლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ფინთექი ფლობს დიდ

პოტენციალსა და სარგებელს, როგორც ბიზნესისათვის,

ასევე სრულად ეკონომიკისათვის. აღნიშნულ

მიმართულებას მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს

ნაციონალური მთავრობის, ფინანსური ინსტიტუტების,

მეწარმეებისა და ინვესტორებისათვის.

ფინთექის გლობალური და ლოკალური გავლე-

ნის პოტენციალშია ახალი ბიზნესმოდელებისა და

მიმართულებების წარმოქმნა, ახალი პროდუქტებისა და

მომსახურების ფორმირება, რისკების პროფილის ცვლი-

ლება, საფინანსო ინსტიტუტების მიერ მომსახურების

წარდგენის გზების ფორმირება და ცვლილება. ამასთან,

აღნიშნული მიმართულება შესაძლოა ტრადიციული

ფინანსური პროცესების ერთგვარი „სასაფლაოც“ კი

გახდეს.

Page 14: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

14

1.3. ფინანსური ტექნოლოგიები საქართველოში

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული

საბანკო სექტორი, ერთ-ერთი მოწინავე სექტორია

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ათვისების პროცეს-

ში, რაც გამოიხატება დისტანციური საბანკო მომსახუ-

რების არხების განვითარებით, საბანკო ტექნოლოგიე-

ბის განვითარებაში ინვესტირებით, მრავალფეროვანო

საბანკო პროდუქტების წარდგენით, უსაფრთხოებითა

და მოქნილობით.

ციფრული პროცესების ფონზე, საქართველოს

საბანკო სისტემა შეიძლება წარმოდგენილი იქნეს: ციფ-

რული არხებით (ონლაინ და მობილური არხები),

ახალი პროდუქტებითა და მომსახურებით,

სამომხმარებლო სერვისებით, სისტემებითა და

პროცესებით, რაც ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული.

ქართული ბანკების „ციფრული პოტენციალი“

წარმოდგენილია მრავალფეროვანი სარგებლით,

Page 15: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

15

კლიენტზე ორიენტირებული მიდგომებით, მრავალფე-

როვან საბანკო ტექნოლოგიებთან მრავალმხრივი

მოწყობილობის წვდომის შესაძლებლობით, კომპლექ-

სური მიდგომებითა და ციფრულ პროცესებზე

ორიენტირებით.

დღეისათვის, საქართველოში მოქმედი შვიდი

კომერციული ბანკი ფლობს საერთაშორისო საგადახდო

სისტემების ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას და

წარმატებით ემსახურება სავაჭრო და მომსახურების

(მათ შორის სახელმწიფო) სფეროებს. მათი ელექტრო-

ნული სისტემები მუშაობს მსოფლიოში აღიარებული

Verified by Visa და MasterCard Secure Code ტექნოლო-

გიების მეშვეობით[16].

დომინირებადი საბანკო ორგანიზაციები ახდენენ

საქმიანობის ოპტიმიზებას, მომსახურების კლასიკური

მეთოდების ჩანაცვლებას ტექნოლოგიებით შექმნილი

პროდუქტებით. ასევე, მოსახლეობას უქმნიან ხელსაყ-

რელ პირობებს, რომ ისარგებლოს თვითმომსახურების

კიოსკით - ე.წ. „აპარატებით“, რაც სწრაფად და

Page 16: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

16

მოქნილად გადახდების განხორცილების შესაძლებლო-

ბას იძლევა.

ტრადიციული ფილიალების ტრანსფორმაციის

პროცესი შეიძლება განხილული იქნეს გერმანიის

ბანკის (Deutsche Bank) მაგალითზე. ჯერ კიდევ XXI

საუკუნის დასაწყისში, Deutsche Bank-მა დაიწყო

რეალური ფილიალების ცვლილება ვირტუალურ

სისტემებზე. შედეგად, მისი საინვესტიციო გეგმები

შეფასდა 1 მლრდ დოლარად. თუმცა, უნდა აღინიშნოს,

რომ ამ პროცესს წინ უძღოდა საზოგადოების

ფართომასშტაბიანი

კომპიუტერიზაცია და

ინტერნეტიზაცია,

ინტერნეტ-წიგნიერების

ამაღლების ღონისძიებე-

ბი, ინტერნეტბაზრისა

და ელექტრონული კომერციის განვითარების

ხელშემწყობი პროგრამები[1].

Page 17: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

17

პროცესი, რომელზედაც ვმსჯელობთ, შეიძლება

განხილული იქნეს, როგორც ციფრული ბანკინგი.

დასავლეთ ევროპაში, პროგნოზით 2018 წლისათვის,

შემოსავლების 50% იქნება ციფრული საბანკო პროდუქ-

ტების წილი. დღეს, ევროპაში 5-დამ 4 კაცი (79%),

მობაილ ბანკინგის მოიხმარებელია.

სამწუხაროდ, საქართველოს ინტერნეტგარემოს

განვითარებას საკმაოდ დააგვიანდა. შესაბამისად,

ინტერნეტბაზრისა და ელექტრონული კომერციის

„რეალური სურათის“ ასახვა კი შესაძლებელი იქნება 3

წლის შემდეგ, როდესაც ბიძინა ივანიშვილისა და

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით (150 მლნ დოლარის

ოდენობით) დასრულდება სახელმწიფოს ინტერნეტი-

ზაციისა და კომპიუტერიზაციის პროცესი, შემუშავდება

საქართველოს ციფრული პოლიტიკა და სტრატეგია,

მოხდება ციფრული გარემოს ნორმატიულ სამართლებ-

რივი სივრცის სრულყოფა, აღარ იქნება IT სპეციალის-

ტების დეფიციტი[1].

Page 18: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

18

საქართველოში, რთულია გააანალიზო (გამომდი-

ნარე იქიდან, რომ სახელმწიფო უწყებები მხოლოდ

ფრაგმენტულ კვლევებს ატარებს) ელექტრონული

კომერციის ბიზნესმოდელები, ინტერნეტბაზრის განვი-

თარების პერსპექტივები, საფინანსო სექტორის ელექ-

ტრონული კომერცია, სოციალური ელექტრონული

კომერცია თუ ფინთექი .

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ეტაპზე,

საქართველოს საბანკო სისტემაში ჩვენ მიერ განხილუ-

ლი ტენდენციების ფონზე, ნაღდი ფულისა და საბანკო

ფილიალების ჩანაცვლება ელექტრონული ფულითა და

ფილიალებით, შეიძლება განხილული იქნეს, როგორც

„პარალელური სტრატეგიული მიმართულება“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,

ცხადია, რომ ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები

გლობალურ ფინანსურ გამოწვევებს გადაჭრიან

ინოვაციური გადაწყვეტილებებითა და ახალ ტექნო-

ლოგიებში ინვესტირებით. ამასთან, ფინთექის ეკოსის-

ტემის ზრდა საჭიროებს პოლიტიკურ ინსტრუმენტებს,

Page 19: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

19

ხოლო ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრში

განხილული უნდა იქნეს მომხმარებელი. მთავრობამ კი

უნდა დაადგინოს სტიმულები და ხელი შეუწყოს

ნაციონალური FinTech-ის ინდუსტრიის განვითარებას.

საქართველოში, ფინანსური ტექნოლოგიების

განვითარებისათვის საჭიროა FinTech-ის ბიზნესორგა-

ნიზაციების სისტემის აგება და გაძლიერება. ფინთექის

მიმართულება (ანგარიშსწორება, მონაცემთა ანალიზი,

დაკრედიტება, blockchain და სხვა) საჭიროებს ახალი

პლატფორმის აგებას, პროგრამულ ინტერფეისს,

პარტნიორულ პლატფორმებს, ფართო სპექტრის

პროდუქტებსა და მომსახურებას.

ფინთექი ცვლის მცირე ბიზნესის დაფინანსების

გზებს და მეთოდებს. ქმნის უპირატესობებსა და

სარგებელს. შესაბამისად, სახელმწიფომ აქცენტები

უნდა გააკეთოს ინოვაციური ტექნოლოგიებსა და

პროცესებზე, შექმნას მაღალი სტანდარტები, გამოყოს

რესურსები, ხელი შეუწყოს ფინთექის რეგიონული

განვითარების რეგულირებას.

Page 20: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

20

ნაწილი II. კრიპტოვალუტის ეკოსისტემა

2.1. კრიპტოვალუტის ინდუსტრიის არსი და

განვითარების მიმართულებები

ბოლო 10 წელიწადში კრიპტოვალუტის

ინდუსტრია (განსაკუთრებით ბიტკოინი) სწრაფად

განავითარდა და მნიშნელოვანი სარგებელი მოუტანა

კერძო და სამოქალაქო სექტორს, თუმცა პრობლემები

შეუქმნა მთავრობებს.

ერთის მხრივ კრიპტობაზარი სიცოცხლისუნა-

რიანი და მაღალ რენტაბელურია. მეორეს მხრივ მისი

ძირითადი „ნაყოფი“

კრიპტოვალუტა

არის რისკიანი,

არასტაბილური,

სპეკულაციური და

განვითარებადი

კლასის აქტივი.

Page 21: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

21

ციფრული ვალუტა მოიცავს ციფრული ჩანაწერის

სახით ფორმირებულ კრიპტოვალუტას (Bitcoin,

Litecoin, Dogecoin, Peercoin) და ვირტუალურ ვალუტას

(Linden Dollars, WoW Gold), ისინი ერთმანეთისაგან გან-

სხვავდება ემიტენტისა და ფუნქციების მიხედვით[17].

თეორიულად კრიპტოვალუტა ჯანმრთელი და

გარანტირებული აქტივია, პრაქტიკულად კი სპეკულა-

ციური „საპნის ბუშტია“. თუ საწყის ეტაპზე მისი პირ-

ველ ამთვისებელები იყო ინოვატორი და რისკიანი

მომხმარებელი, დღეს მას ფლობს ფართო

საზოგადოება[18].

კრიპტოვალუტის პოპულარული სახეა ბიტკოინი,

რომელიც განიხილება დინამიურად ცვალებადი ფასის

ციფრულ კრიპტოვალუტად. ბაზარზე მისი ფასები

სპეკულაციურია, ასახავს განწყობებსა და ემოციებს.

კრიპტოვალუტა, როგორც ციფრული მონეტა-

რული სისტემა, მართულია P2P ქსელით და დაცულია

მძლავრი შიფრით. მისი გადატანა შესაძლებელია

Page 22: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

22

ნებისმიერ გლობალურ ლოკაციაზე. ქსელური

ტრანსაქციები ხორციელდება და მოწმდება მყისიერად.

ხაზგასასმელია, რომ ბიტკოინი არის ფსევდო-

ანომიმური, მისი მისამართი და ტრანსაქცია არის

საჯარო, ხოლო ამ მისამართების მფლობელები -

ანონიმური. ასევე დაფარულია ბიტკოინის ტრან-

საქციის დრო,

მიზეზი, ადგილ-

მდებარეობა[19].

კრიპტოვა-

ლუტა არის P2P

ანგარიშსწორების

სისტემა, რომელსაც არ აქვს ფიზიკური ფორმა და

წარმოადგენს ონლაინ გაცვლის ფორმას.

კრიპტოვალუტა დაკავშირებული არაა მთავრო-

ბასთან. ბიტკოინი იყენებს P2P ტექნოლოგიას, მუშაობს

ცენტრალური ორგანოების, ბანკების გარეშე, ტრანსაქ-

ციების მართვა და ბიტკოინის ოპერაციები ხორციელ-

Page 23: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

23

დება კოლექტიურად, ქსელით. იგი არის ღია კოდი,

დიზაინი საჯარო, რომელსაც ანგარიშსწორების სხვა

სისტემები ვერ მოიცავს (’Satoshi Nakamoto, 2009)[20].

არსებითია აღინიშნოს, რომ ბიტკოინი არის ნაღდი

ფულის ექვივალენტი. რომლითაც ვაჭრობა ხდება

მსოფლიოს მასშტაბით. ბიტკოინი ციფრული ფულია,

რომელიც როგორც ციფრული წიგნი არ კოპირდება

(წინააღმდეს შემთხევავაში ჰიპერინფლაცია გარდაუვა-

ლი იქნებოდა). ბიტკოინს უწოდებენ P2P ვირტუალურ

ვალუტასაც, რომლის განხორციელებისას საჭირო არაა

ცენტრალური ხელისუფლება. შეგიძლიათ ნებისმიერი

რაოდენობის ბიტკოინის გაგზავნა ნებისმიერი

ადამიანისათვის ნებისმიერ წერტილში, რომელიც

მთლიანად გამორიცხავს კლასიკურ მესამე პირს,

როგორიცაა ბანკები და ფულის გადამგზავნები.

ტიპიური გარიგება შედგება 0,0001 BTC-ით, რომელსაც

სჭირდება 500 ბაიტი სივრცე.

კრიპტოინდუსტრიის კონტრასტული ხედვა

აჩვენებს, რომ შეიქმნა კრიპტოვალუტის ტალღა,

Page 24: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

24

რომელმაც წარმოქმნა გლობალური კრიპტომანია და

შეცვალა ადამიანების ფინანსური ცხოვრება. მისი

განვითარების ტენდენციებმა აჩვენა, რომ:

გლობალური პოლიტიკური რყევებისა და

ეკონომიკური გაურკვევლობის პირობებში,

კრიპტობაზრისადმი ინვესტორების ინტერესი

მკვეთრად გაიზარდა. კრიპტოვალუტამ,

კონკურენცია გაუწია (გახდა დაზოგვის

საშუალება) ფასიან ქაღალდებსა და ოქროს;

პოპულარული კრიპტოვალუტის - ბიტკოინის

ზრდა განპირობებული იქნა აშშ-ის, ჩინეთის,

სამხრეთ კორეისა და იაპონიის ინვესტორების

ინტერესების ზრდით. ასევე, მის პოტენციალში

არსებული კაპიტალის გადინების კონტროლის

გვერდის ავლის მახასიათებლებით;

სახელმწიფოები, რომლებიც ისწრაფვიან

საკუთარი საფინანსო სისტემის კონტროლირე-

ბისკენ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

Page 25: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

25

კრიპტოინდუსტრიის განვითარების გამო.

სირთულეს ქმნის ტექნოლოგიური მასშტაბები,

არქიტექტურა, მოქმედების პრინციპი, მომხმა-

რებლის აღქმა და მონეტარული მახასიათებ-

ლები;

ბიტკოინის ზრდამ, ვალუტის უნიკალური

თვისებებით, ბიძგი მისცა მთავრობას ყურად-

ღება გამოეჩინა. შედეგად ზოგიერთმა მთავრო-

ბამ მიიღო კრიპტოინდუსტრიის რეგულირების

ზომები, ზოგმაც აკრძალა მოქალაქეების მიერ

ბიტკოინით გარიგების განხორციელება;

2.2. კრიპტოვალუტის ინდუსტრიის სექტორები

არსებითია აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის

ინდუსტრიის ძირითადი სექტორებია: გაცვლა,

ციფრული საფულე, ანგარიშსწორება და მაინინგი.

ხაზგასასმელია, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში

Page 26: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

26

მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მაინერები, რომელთა

შემოსავლებმა 2017 წელს 563 მლნ დოლარს გადააჭარბა,

ხოლო ბიტკოინ მაინინგის კუმულაციურმა

შემოსავალმა - 2,07 მლრდ დოლარს.

მსოფლიოში ბიტკოინ მაინინგში ლიდერობს

ჩინეთი. ჩინური მაინინგ გაერთიანებები

აკონტროლებენ ბიტკოინ ქსელის 71%-ს. შთამბეჭდავია,

რომ ბიტკოინ მაინინგის ბაზარზე მნიშვნელოვან

ადგილს იკავებს ინდოეთი, საქართველო, ისლანდია,

ვენესუელა, აშშ.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია

არის ენერგოტევადი

ანუ ენერგიაზე

დამოკიდებული.

კვლევები

ადასტურებს, რომ

ბიტკოინის

თითოეულ ტრანსაქ-ცისათვის საჭიროა 200 კვტ საათი

(სხვა შეფასებით 300 კვტ საათი), ხოლო

Page 27: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

27

ეთერიუმისათვის - საჭიროა 37 კვტ საათი.

PowerCompare.co.uk-სა და Digiconomist-ის შეფასებით,

ბიტკოინ მაინინგი წლიურად 29.05TWh ელექტრო

ენერგიას საჭიროებს, ხოლო სიდიდით მეორე ბლოკჩეინ

ქსელი ეთერიუმი 11 TWh ელექტროენერგიას.

შედარებისათვის, ბიტკოინ მაინინგის ერთი ტრანსაქცია

იმდენ ენერგიას მოიხმარს რამდენსაც ერთი ქართული

ოჯახი თვეში. თუმცა აღნიშნული შეფასება არ აკნინებს

მის მნიშვნელობას[21].

ხაზგასასმელია, რომ დღეს მსოფლიოს მთავარ

გამოწვევად იქცა კრიპტოვალუტის ინდუსტრიის

მიღწევებიც და საჭიროებებიც. მისი მოცემულობა

წარმოდგენილია, როგორც მნიშვნელოვანი ეკონომი-

კური სარგებლით, ისე „განსაცდელით“.

2.3. კრიპტოვალუტის მსოფლიო ბაზარი

ხაზგასასმელია აღინიშნოს, რომ კრიპტოსისტემები

არის არამხოლოდ კრიპტოგრაფია, არამედ ეკონომიკუ-

Page 28: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

28

რი სისტემაც. აღსანიშნია, რომ თუ 2018 წლის 7 იანვარს

გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია აღწევდა

813.8 მლრდ დოლარს, 17 იანვარს კი მთლიანმა

მოცულობამ 462.8 მლრდ დოლარი შეადგინა. 20%-დან

37%-მდე დაეცა პოპულარული (ტოპ ათეული)

კრიპტოვალუტის ფასები, მათ შორის: Bitcoin-ის ფასი

დაეცა 20.5%-ით (შეადგინა 9.555 დოლარი), Ethereum

გაუფასურდა- 28.1%-ით (799.7 დოლარი), Ripple- 33.5%-

ით 0.9 დოლარი), Bitcoin Cash- 28.3%-ით (1.691 დოლა-

რი), Cardano- 30.0 %-ით (0.45 დოლარი), Litecoin – 28.1%-

ით (146.2 დოლარი), NEM – 37.9%-ით (0.7 დოლარი),

NEO- 36.6%-ით (96.6 დოლარი), IOTA – 30.5%-ით (2.08

დოლარი), Stellar 35.4%-ით (0.3 დოლარი).

2018 წლის 21 იანვარს კი 1469 კრიპტოვალუტის

სპეკულაციურმა გარემომ აჩვენა ზრდის ტენდენცია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიტკოინის, ეთერიუმის,

რიპლის ფასი, ბიტკოინ ქეშის და სხვა აქტივების ფასი.

ტოპ 30 კრიპტოვალუტის ფასი ძირითადად მერყეობს

Page 29: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

29

ნახევარი ცენტიდან 12 ათას დოლარამდე (იხ.

ცხრილი)[22].

ტოპ 30 კრიპტოვალუტა მსოფლიოში

# სახელი ბაზრის

მოცულობა ფასი

მიმოქცევაში მყოფი

რაოდენობა

1. Bitcoin $205,747,273,96 $12,234.6 16,816,837 BTC

2. Ethereum $107,616,333,13 $1,108.09 97,118,766 ETH

3. Ripple $57,239,407,852 $1.48 38,739,142,811 XRP *

4. Bitcoin

Cash

$31,489,444,137 $1,860.67 16,923,713 BCH

5. Cardano $17,017,803,143 $0.656372 25,927,070,538 ADA

6. Litecoin $10,884,340,928 $198.42 54,854,783 LTC

7. NEM $10,005,479,999 $1.11 8,999,999,999 XEM *

8. NEO $9,251,710,000 $142.33 65,000,000 NEO *

9. Stellar $8,973,673,513 $0.501532 17,892,524,331 XLM

10. EOS $8,735,685,962 $14.15 617,568,094 EOS *

11. IOTA $8,058,803,331 $2.90 2,779,530,283 MIOT

12. Dash $6,811,303,152 $869.77 7,831,199 DASH

13. Monero $5,757,490,250 $368.40 15,628,282 XMR

14. TRON $5,154,881,834 $0.078403 65,748,192,476 TRX *

15. ICON $3,633,264,442 $9.56 380,045,004 ICX *

16. Bitcoin

Gold

$3,561,062,779 $212.26 16,777,049 BTG

Page 30: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

30

# სახელი ბაზრის

მოცულობა ფასი

მიმოქცევაში მყოფი

რაოდენობა

17. Qtum $3,453,992,717 $46.79 73,823,612 QTUM *

18. Ethereum

Classic

$3,234,978,540 $32.59 99,277,846 ETC

19. Lisk $2,770,389,573 $23.63 117,228,944 LSK *

20. RaiBlocks $2,555,728,837 $19.18 133,248,289 XRB *

21. VeChain $2,248,753,483 $8.11 277,162,633 VEN *

22. OmiseGO $1,871,786,936 $18.34 102,042,552 OMG *

23. Populous $1,703,950,329 $46.05 37,004,027 PPT *

24. Verge $1,646,310,425 $0.113564 14,496,763,283 XVG

25. Tether $1,630,970,82 $1.01 1,618,090,823 USDT

26. Zcash $1,604,054,43 $516.64 3,104,794 ZEC

27. Siacoin $1,528,301,60 $0.048678 31,396,146,174 SC

28. Binance

Coin

$1,464,496,27 $14.79 99,014,000 BNB *

29. Stratis $1,421,611,06 $14.40 98,709,281 STRAT *

30. Bytecoin $1,379,547,78 $0.007511 183,676,679,085BCN

შთამბეჭდავია აღინიშნოს, რომ 2016-2018 წლებში,

1 ბიტკოინის ფასი მერყეობდა 732 დოლარიდან 20 ათას

დოლარის დიაპაზონში (პიკს მიაღია 2017 წლის

დეკემბერში), ხოლო 1 ეთერიუმის ფასი 0.95 ცენტიდან

გაიზარდა1389 დოლარამდე.

Page 31: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

31

დიაგრამა. ბიტკოინის ფასი 2016- 2018 წწ

აღსანიშნია, რომ კრიპტოვალუტის სისტემაში

მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მაინერები, რომელთა

შემოსავლები 2013 წელს შეადგენდა 309 მლნ დოლარს,

2014 წელს - 786 მლნ დოლარს, 2015 წელს - 375 მლნ

დოლარს, ხოლო 2016 წელს - 563 მლნ დოლარს.

აღსანიშნავია, რომ ბიტკოინ მაინინგის კუმულაციურმა

შემოსავალმა 2016 წელს 2,07 მლრდ დოლარს მიაღწია.

Page 32: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

32

ახალი ბიტკოინი იქმნება კომპიუტერის მიერ,

რომელიც გაჭრის რთულ კრიპტოგრაფიულ

პრობლემებს, ხოლო პროცესს ეწოდება „ მაინინგი“[23].

მაინინგის ინდუსტრიის ტაქსონომია აჩვენებს

აქტივობის შემდეგ ტიპებს: მაინინგს, Mining pool-ს,

მაინინგის აპარატული საშუალებების წარმოებას, ღრუბ-

ლოვან მაინინგ სერვისსა და ჰოსტინგის დისტაციურ

მომსახურებას.

მაინერები პასუხისმგებლები არიან

დაუმთავრებელი ტრანსაქციების გადაჯგუფებაზე ახალ

ბლოკებში და მათ დამატებაზე ბლოკჩეინში. ისინი

უზრუნველყოფენ აუცილებელ კომპიუტერულ

სიმძლავრეს ბლოკჩეინის დაცვისათვის, გამოთვლიან

დიდი რაოდენობით ჰეშებს, რომ იპოვონ ვალიდური

ბლოკი. თითოეული ვალიდური ბლოკი, მაინერის მიერ

ბლოკჩეინში დამატებით გენერირებს გასამრჯელოს [24].

აღსანიშნია მაინერ ჯგუფების გაერთიანება

სახელწოდებით Bitcoin Mining Pools. აღსანიშნია, რომ

Page 33: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

33

როგორც ინდივიდუალურ ისე მსხვილი მაინერ

კომპანიები თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მათ

აერთიანებთ ჰეშრეითი, იმისათვის, რომ ბლოკების

პოვნის მეტი შანსი ჰქონდეთ. ასეთ ბლოკზე

გასამრჯელო ნაწილდება ყველა მონაწილეზე, მათი

ჰეშრეითის პროპორციულობის მიხედვით. აღსანიშნია,

რომ, მსხვილი ბიტკოინ

მაინერ გაერთიანების 3/4

ჩინეთშია. ჰეშრეითის

განაწილებით, 2017 წლის 29

მარტის მდგომარებით

შეიძლება აღინიშნოს

წამყვანი ბიტკოინ

მაინერები[25]:

AntPool-მხარდაჭერილია ASIC, -მწარმოებლის

BitMain მიერ. გამოიმუავა ბლოკების 20%.

დღეის მდგომარეობის აქვს 675 Petahash per

second (PH/s). ჩართული ჰყავს ViaBTC, BTC.com,

GBMiners, CANOE და სხვებს;

Page 34: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

34

F2Pool / DiscusFish. ბაზირება აქვს ჩინეთში.

გამოიმუშავა ბლოკების 18.5%. აკონტროლებს

დაახლოებით 380 PH / s;

BTCC -მსოფლიოში ბიტკოინ გაცვლის მესამე

მსხვილი კომპანია. მართავს მსხვილ მაინინგის

გაერთიანებას. მის წილად მოდის ბლოკების

11%. 240 BTCC;

BW Pool. მის წილად მოდის ბლოკების 10%.

რეგიონში აკონტროლებს 225 PH / s;

კრიპტობაზარზე უნდა აღინიშნოს ბირჟების

როლიც, რომლებიც როგორც ფულადი მომსახურების

ოპერატორები ახორციელებენ სავალუტო ოპერაციებს.

ბიტკოინის პოპულარული ბირჟებიდან შეიძლება

აღინიშნოს: Coinbase, LocalBitcoins, Coinmama, CEX.IO,

Wall of Coins, itBit, Changelly, BitQuick, Coinhouse,

BitPanda, Bitit. ბიტკოინის ბირჟები ერთმანეთისაგან

განსხვავდება ქვეყნის მიერ ბირჟის მხარდაჭერის,

ანგარიშსწორების მეთოდების, კონფიდენციალობის,

Page 35: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

35

ლიმიტის, ლიკვიდურობის, რეპუტაციის, მიწოდების

სიჩქარის, მომხმარებლის მხარდაჭერის მიხედვით.

მრავალფეროვანია ბიტკოინის მომხმარებლის

სარგებელი, სადაც შეიძლება გამოიყოს შემდეგი:

მარტივი შეკვეთა, დაბალი ფასები, უსაფრთხოების

ზრდა, ფასეულობის ზრდა, კონფიდენციალობის ზრდა.

რაც შეეხება ბიტკოინით მოვაჭრის სარგებელს,

შეიძლება აღინიშნოს შემდეგი: არანაირი ცვლილებები,

დაბალი საოპერაციო საფასური (კონვერტირების 0,5%),

საერთაშორისო ანგარიშწორების აქცეპტირება, ანგა-

რიშსწორების არანაირი გადამამუშავებელი მოწყობი-

ლობა; ბიტკოინის ტექნოლოგია რეალიზდება უახლე-

სი, სანდო ტექნოლოგიების გამოყენებით: ბიტკოინის

P2P ქსელი დაცულია სახელმწიფოსა და ინდივიდუა-

ლური ჩარევისაგან; მისი კრიპტოგრაფია იგივეა რაც

ინტერნეტ-ბანკინგი; ნებისმიერს შეუძლია აუდიტი და

ბიტკოინის ღია კოდის გაუმჯობესება;

Page 36: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

36

როგორც მომხმარებელს, ისე ბიზნეს ორგანიზა-

ციებს ბიტკოინით შეუძლიათ განახორციელოს შემდეგი

ოპერაციები: შენახვა, ბირჟაზე განთავსება, ყიდვა-

გაყიდვა, ვაჭრობა, ტრანსფერი, კონვერტირება.

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ფიზიკურ

გარემოში ყოველდღიურად 5.1 ტრლნ დოლარის

ვალუტა იცვლება, კრიპტობაზარზე 2018 წელს 68

მლრდ დოლარის ვაჭრობაც კი გან ხორციელდება (21

იანვარს კრიპტობაზარზე ვაჭრობის მოცულობამ 34

მლრდ შეადგინა).

ბიტკოინის სარგებლის მრავალფეროვნება მიზეზ-

შედეგობრივ კავშირშია ქვეყნის ციფრული პოლიტიკასა

და ციფრული ბაზრის განვითარებასთან.

არსებითია აღინიშნოს, რომ ბიტკოინი არის

ციფრული ვალუტა, რომელიც ელექტრონულ ანგარიშ-

სწორებისათვის უზრუნველყოფილია უსაფრთხო და

იაფი პლატფორმით. თუმცა ცალკეული ორგანიზა-

Page 37: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

37

ციები აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტა უსაფრთხო არ

არის (The Securities and Futures Commission-SFC).

კრიპტოვალუტის ინდუსტრიის ძირითად

გამოწვევას წარმოადგენს:

სამართლებრივი აქცეპტირება, აუტსაიდერის

სტატუსი. მართალია ბიტკოინი „არსებობს და

ცოცხლობს“ როგორც ვალუტა, თუმცა ის მაინც

„ციფრული აქტივის“ ფორმით განიხილება;

სახელმწიფო მიდგომები, რეგულირების

საკითხები, კულტურული ფაქტორები, სოცია-

ლური სტრუქტურა, პოლიტიკური

მიდგომები. იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია

კომპიუტერული წიგნიერება, მაღალია

ინტერნეტ-წვდომა და ციფრული აქტივობა,

დიდი ხანია არსებობს ბიტკოინის

მომხმარებელი საზოგადოება და მაინერები,

ხოლო სხვა რეგიონებში ამ მიმართულებით

მაღალია ციფრული უთანასწორობა;

Page 38: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

38

ფინანსური სისტემის მდგრადობის

შენარჩუნება. კრიპტოვალუტის რაოდენობის

ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი და

ბზარები საფინანსო ბაზრებზე; მხედველობაში

მისაღებია კრიპტოვალუტების ეკოსისტემის

განვითარების ტენდენციები, რომელიც

ტრადიციული საფინანსო და საბანკო სფეროს

ალტერნატივას ქმნის;

მაღალი ენერგო მოხმარება. მხოლოდ ბიტკოინ

ინდუსტრია თითოეულ ტრანსაქციაზე მოიხ-

მარს 200-300 კვტ საათს, ხოლო ეთერიუმი - 37

კვტ საათს. კრიპტოვალუტების 1442 ვერსიის

ფართოდ გავრცელება და მათ მიერ ენერგიის

მოხმარების ზრდა სერიოზულ გავლენას

იქონიებს კლიმატის ცვლილებებზე;

კრიპტოსისტემის რეპუტაცია და იდენტიფი-

ცირება. არალეგიტუმურობისა და კომპიუტე-

რულად გენერირებული პროცესის გამო,

ბიტკოინის ნომინალური ღირებულების

Page 39: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

39

პროგნოზირება და ციფრული აქტივის

საბაზრო ღირებულების განსაზღვრა რთულია;

კიბეკრიმინალი და ფულის გათეთრება;

2.4. საქართველოს კრიპტოგარემო

საქართველო გამოდის ციფრული ჩრდილიდან,

სადაც ტექნოლოგიური განვითარების ტრაექტორია,

სახელმწიფო მიდგომები და სამთავრობო პროგრამები,

არსებული საზოგადოე-ბისა და ბიზნეს სექტორის

ციფრული აქტივობა ქმნის ქვეყნის ციფრული

განვითარების ისტორიას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო

ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გააქტიურდა ციფრულ

ბაზარზე. შედეგად:

საქართველოს ციფრული ეკოსისტემა წარმოდგა

მაინერებით, სტარტაპებით, ციფრული ინფრას-

ტრუქტურული პროექტებით, ციფრული ჩარ-

Page 40: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

40

თულობის ხელშემწყობი პროგრამებით, ეკონო-

მიკური აქტივობის ამაღლებით, მრავალფე-

როვანი ციფრული პროდუქტებითა და

მომსახურებით, ინტერნეტ-ბაზრის შემოსავ-

ლებისა და დასაქმების ზრდით;

ქვეყანა კრიპტოინდუსტრიის ბიზნესმარათონს

არ ჩამორჩება, რაც ქვეყნის ციფრული

განვითარების გზაზე მნიშნელოვნად წინ

გადადგმული ნაბიჯია.

არსებითია ითქვას,

რომ ციფრული

განვითარების გზაზე,

ქვეყანა აღმოჩნდა

გამოწვევების წინაშეც,

რომლის მიზეზია არსებული პოლიტიკა და სტრატეგია.

უნდა ითქვას, რომ როდესაც გარემო ვითარდება,

იზრდება ელექტროენერგიის, წყლის, გაზის, ინტერნე-

ტის მოხმარება და ა.შ. ამისათვის, ცალკეული კომპა-

ნიის „დადანაშაულება“ არააკადემიურია.

Page 41: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

41

გასათვალისწინებელია, რომ მაინინგ ძალაუფლე-

ბის ცენტრალიზაცია ნებისმიერ ქვეყანაში პოლი-

ტიკური რისკის ქვეშ აყენებს ციფრულ პოლიტიკას.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ სახელმწიფო

შეეხება ციფრულ ეკოსისტემას, შემცირდება ციფრული

ეკონომიკის მოცულობა, ხოლო კომპანიები მარტივად

გადავლენ სხვა რეგიონში. ამასთან, ინვესტიციებიც

აღარ შემოვა აღნიშნულ სფეროში.

საკითხის შეჯამების საფუძველზე უნდა

აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ საჭიროა:

გააკონტროლოს კერძო და სამოქალაქო პირების

მიერ ახალი კრიპტოვალუტების შექმნის

საკითხი;

თვალყური ადევნოს კრიპტოინდუსტრიის სის-

ტემას, მაინინგის პროცესს. ქვეყანაში უნდა

შეფასდეს მაინინგის პროცესის განვითარების

თავისებურებები და დაისახოს მოსალოდნელი

Page 42: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

42

გამოწვევების გადაჭრის გზები (მაგ.:, ელექტრო-

ენერგიის მოხმარების ზრდის თვალსაზრისით);

თითოეული ადამიანი უნიკალურია ნებისმიერი

ფინანსური გადაწყვეტილების მიღებისას, მხო-

ლოდ მისი კვალიფიკაცია და ეკონომიკური

აზროვნება არის რაციონალური ფინანსური

აქტივობის გარანტი, მათ შორის ბიტკოინის ყიდ-

ვისას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს კრიპტო-

ვალუტის უპირატესობები და ნაკლოვანებები,

რისთვისაც სახელმწიფო ორგანიზაციებმა უნდა

აწარმოოს მკაფიო ინფორმაციული პოლიტიკა;

ციფრული ფულის საფუძველია ქვეყნის

სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა,

ინტერნეტიზაციისა და კომპიუტერიზაციის

პროცესი. აღნიშნული ინფრასტრუქტურის

მოდერნიზება და ქვეყნის ინტერნეტით

აღჭურვა დასრულდება მომდევნო წლებში;

დღეს, ჩვენ ვსაუბრობთ ციფრულ ფულზე, ამას-

თან, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში

Page 43: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

43

საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმ ორგანი-

ზაციებისა, რომლებიც არ იყენებს პლასტიკური

ბარათებით ანგარიშსწორების სერვისს (ახდენს

მხოლოდ ნაღდ ანგარიშსწორებას). შესაბამისად,

ნაკლებად სარწმუნოა, რომ მათ გამოიყენონ

ციფრული ფული;

საქართველოს ციფრული გარემოს სამართ-

ლებრივი გარემო დასახვეწია, შესაქმნელია

მარეგულირებელი ნორმატულ-სამართლებ-

რივი ბაზა;

საქართველოს კონსტიტუციით, ერთადერთ

ორგანოს, რომელსაც კანონით ფულის ემი-

სიის, სახელწოდებისა და ერთეულის განსაზ-

ღვრის უფლება აქვს, წარმოადგენს მხოლოდ

ეროვნული ბანკი. შესაბამისად, მომავალში

უკეთესია ეროვნული ბანკის მიერ ცენტრა-

ლიზებულად მოხდეს ციფრული ფულის ემი-

სია და გამოყენება, კერძო სექტორის მიერ

Page 44: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

44

გამოშვებული ციფრული ფულის გამოყენების

ნაცვლად;

მნიშვნელოვანი საკითხია საზოგადოების

ინტერნეტ-წიგნიერების ზრდა, ინფორმირების

ამაღლებისა და პროპაგანდის ღონისძიებების

გატარება.;

საჭიროა ციფრული პოლიტიკური ღონისძიე-

ბები, იმისათვის, რომ ციფრული გარემო

განვითარდეს[26];

ციფრული ფულის წარმატების თუ წარუ-

მატებლობის არგუმენტები მრავალფეროვა-

ნია, თუმცა დასკვნა ერთია, ქართული ციფრუ-

ლი ბიზნესისთვის, ციფრული ფულის ათვისე-

ბა შეიძლება განხილული იქნას, როგორც „პა-

რალელური სტრატეგიული მიმართულება“.

თუმცა, მსოფლიო საზოგადოების დამოკიდებუ-

ლება უფრო ოპტიმისტურია ბიტკოინისა და კრიპტოვა-

ლუტების ფასის ზრდის მიმართ, ვიდრე ქართული სა-

Page 45: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

45

ზოგადოების დამოკიდებულება ლარის კურსის გამყა-

რების მიმართ.

აღვნიშნავ, რომ ბიტკოინ-მაინინგი იმდენად

მომგებიანი ბიზნესია, რომ ბიტკოინის ფასი რომც

განახევრდეს (დღეს მისი ფასი 13.991 დოლარს

შეადგენს), ხოლო ელექტროენერგიაზე ფასი

გაიზარდოს კომპანიების მოგება მაინც მაღალი იქნება.

დაბოლოს, ციფრული განვითარების გზაზე,

ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას. თუ ბოლო

წლებში, ქვეყნის აღორძინება-განახლების გასაღები

მმართველობითი და პოლიტიკური გარემოს გარდაქ-

მნაში მდგომარეობდა, ახლა არსებული სახელმწიფო

გარემო საჭიროებს რესტრუქტურიზაციას.

Page 46: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

46

ნაწილი III. ციფრული მონეტარული

პოლიტიკის გამოწვევები

გლობალურ მონეტარულ სისტემაზე გავლენას

ახდენს ციფრული ვალუტა, რომელიც შექმნილია

კერძო და სამოქალაქო პირების მიერ. ციფრული

ვალუტა განიხილება, როგორც ელექტრონული

ფორმით შენახული აქტივი, რომელიც ასრულებს იგივე

ფუნქციებს, რასაც ფიზიკური ვალუტა[27].

თვალსაჩინოა აღინიშნოს, რომ ფინანსური

ეკოსისტემა ყველასათვის ღიაა. არის დეცენტრა-

ლიზებული, არცერთი ცენტრალური ორგანო არ აგებს

პასუხს, თვალყურს არ ადევნებს, არ ერევა კერძო

ტრანსაქციებში [28].

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის (მაგალითად

ბიტკოინის) ლიკვიდურობის ფონზე შეიცვალა

სიმდიდრის დაგროვების გავრცელებული საშუალე-

ბები. ამიტომ, ხელსაყრელობის, სწრაფი ტრანსაქციის,

Page 47: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

47

მოდის ტენდენციის, საოპერაციო და კონფი-

დენციალობის მახასიათებლების გამო კრიპტოვა-

ლუტამ ფართო გავრცელება ჰპოვა.

ხაზგასასმელია, რომ ციფრული ფული

ილუსტრირებს არსებული ფულად-საკრედიტო პოლი-

ტიკის არსს, რომელიც ფულის ელასტიურობაზე

ოპერირდება. გლობალური ტენდენციების ფონზე,

ცენტრალური ბანკები სწავლობენ სუვერენული ციფ-

რული ვალუტის გამოშვების შესაძლებლობებს (კანადა,

ევროპის ცენტრალური ბანკი), ჩინეთის სახალო ბანკი

ახდენს ტექნიკური სპეციფიკის ექსპერიმენტირებას,

ინგლისის ბანკი მრავალწლიან კვლევებს ახორციე-

ლებს. შვეიცარიის კომერციული ბანკი (UBS), 6 მსხვილ

კომერციული ბანკთან (Barclays, CIBC, Credit Suisse,

HSBC, MUFG and State Street) გაერთიანებით გეგმავს

ციფრული სავალუტო პროექტის გახორციელებას

(გაშვება დაგეგმილია 2018 წ.)[29].

არსებითია ითქვას, რომ მსოფლიოს მსხვილმა

ბანკებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს ბლოკჩეინზე

Page 48: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

48

გადასვლასთან დაკავშირებით (ბიტკოინის

მიმართულებით). პროგნოზით მომავალ 10 წელიწადში,

ბლოკჩეინი წილი გლობალური მშპ-ში 10% იქნება.

გლობალური პროცესების პარალელურად, საქარ-

თველოშიც ფორმირებულია ციფრული ფულის

„ამთვისებელი“ კერძო და სამოქალაქო საზოგადოება.

ციფრული ფულით (კერძოდ ბიტკოინით) შესაძ-

ლებელია პროდუქციით ვაჭრობა, გაცვლა, შენახვა,

დაგროვება, ინვესტირება ბიტკოინის ფასზე მიბმულ

საინვესტიციო ინსტრუმენტებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ციფრულ

მონეტარულ სისტემას არ გააჩნია სტაბილური და

სახელმწიფოს მიერ დომინირებული მონეტარული

იერარქია. თუმცა მის უპირატესობა მრვალფეროვანია,

რომელთა შორის შეიძლება აღინიშნოს(oecd):

ეკონომიკაში ფულადი აგრეგატების და

ფულის ბრუნვის სიჩქარის შეფასება;

გამჭვირვალობა;

Page 49: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

49

კონფიდენციალობის დაცვით, დიდი

რაოდენობის ყოველდღიური ტრანსაქციების

შემოწმება რეალური დროის რეჟიმში;

ფულადი აგრეგატების თვალყურის დევნება,

მაკროეკონომიკური მიზნებით კორექტირების

პოლიტიკის ეფექტიანობა;

კვლევების ადასტურებს, რომ ციფრული ფულის

გავრცელების ფონზე, ძირითად გამოწვევად მიიჩნევა:

ნომინალური გამოსახვის ფიქსირება,

უნივერსალური მისაწვდომობა,;

ყველა საჯარო ტრანსაქციაში კანონიერი

ანგარიშსწორების საშუალებად აღიარება

(WEF,2017);

ცენტრალური ბანკის ეფექტიანობის ზრდა

საბაზო ფუნქციების შესრულება;

ციფრულ ფული, როგორც გაცვლის საშუალე-

ბის ეფექტიანობა, მისი შენახვის უსაფრთხოე-

Page 50: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

50

ბა, ეკონომიკურ და ფინანსურ ოპერაციებში

საანგარიშო ღირებულების სტაბილურობა [30];

მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების პოტენ-

ციალის შესუსტება; მართვის პრობლემა

(აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღება და

იმპლემენტაცია) გლობალურ დონზე;

აღსანიშნავია, რომ დღეს, მსოფლიოს გამოწვე-

ვას წარმოადგენს ფულის ის დიდი მასა,

რომელიც „იქმნება“. ფაქტია, რომ ბიტკოინის

გლობალური საბაზრო კაპიტალიზაცია შეად-

გენს ფულადი მასის მნიშვნელოვან ნაწილს.

ამიტომ უფრო მეტი კითხვაა ვიდრე პასუხი

ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: რამდენია

მიმოქცევაში არსებული ფული, როგორია

დიდი ფულადი მასის ეფექტი. ახდენს თუ არა

გავლენას ინფლაციის დონზე, ფასების

სტაბილურობაზე (bis.org).

Page 51: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

51

საკითხის შეჯამების საფუძველზე, შეიძლება

აღინიშნოს, რომ ციფრული ვალუტისა და

ანგარიშსწორების ტექნოლოგიების სფეროში,

ინოვაციის სწრაფი ტემპების ფონზე, მთავრობა თუ

აქტიურ პოზიციაში არ იქნება, გლობალური ციფრული

გამოწვევებისათვის მზაობისათვის სტრატეგიულად

მაინც მოემზადოს.

მსოფლიოში განვითარებული ტენდენციების

ფონზე, ციფრულ ფულს არ შეუძლია გავლენა იქონიოს

ნაციონალურ მონეტარულ სისტემაზე, თუმცა

გრძელვადიან პერსპექტივაში ცენტრალური ბანკის

პასიურობა რისკებს შეიცავს. იმისათვის, რომ მომავალი

გამოწვევებისათვის ჯანსაღი გარემოს მზაობა

გვქონდეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საჭიროა

ციფრული მონეტარული პოლიტიკის სფეროში:

აწარმოოს კვლევები;

მოაწესრიგოს სამართლებრივი გარემო;

Page 52: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

52

შექმნას წესები და სტანდარტები, ციფრული

მონეტარული სისტემის ფორმირების

მიმართულებით;

ჯამში, შექმნას შეხედულებათა სისტემა,

რომლითაც ციფრული ფული განხილული

იქნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო

პოლიტიკის ფარგლებში.

Page 53: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

53

ნაწილი IV. ფინანსური პირამიდები და

ქსელური მარკეტინგი: სად გადის ზღვარი

კანონიერებასა და თაღლითობას შორის

4.1. ფინანსური პირამიდა

მსოფლიოს საფინანსო და საინვესტიციო სივრცე

მუდმივ ცვლილებებშია. ბოლო ორი ათწლეულია,

ცვლილებების ვექტორი განვითარებადი ეკონომიკის

მქონე ქვეყნებზე გადის.

პირამიდის სქემებმა ნოყიერი ნიადაგი იპოვა

განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, სადაც

მოსახლეობა ინფორმირებული არაა თაღლითობის

სქემების შესახებ. აღნიშნულ ქვეყნებში ფართოდ

გავრცელდა პირამიდის სქემებზე დაფუძნებული

არაკანონიერი ფინანსური სერვისები, ფინანსური

ინსტიტუტების არაჯანსაღი სქემები, ქსელური

მარკეტინგის არაეთიკური სქემები[31].

Page 54: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

54

პირამიდის სქემა განიხილება, როგორც

ფრანშიზით თაღლითობა. იგი განსაზღვრულია,

როგორც ფასეული რეფერალური სქემებით

მარკეტინგული და საინვესტიციო თაღლითობა,

რომელშიც გამსაღებლები პროდუქტის გაყიდვიდან

ინდივიდებს სთავაზობს წილს ან პრივილეგიას[32].

კლასიკურ სქემაში

„პირამიდის“ მონაწილეები

ფულის მოპოვებას ცდი-

ლობენ პროგრამაში ახალი

მონაწილეების ჩართვით,

მოკლე დროში მაღალი

სარგებლის დაპირებით[33].

პირამიდის სქემა აღნიშნავს, ნებისმიერ სავაჭრო

საშუალებას ან გეგმას, რომლითაც პირი განიხილავს

მეორე პირს კომპენსაციის სანაცვლოდ ან კომპენსაციის

მიღების უფლების სანაცვლოდ, რაც წარმოშობილია

ძირითადად სხვა პირების სავაჭრო გეგმაში ჩართვით,

ან საქონლის, მომსახურების გაყიდვით[34]. პირამიდის

Page 55: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

55

სქემა მიმართულია ქონებრივი გამორჩენისკენ,

მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით.

პირამიდის სქემები შეიძლება განვიხილოთ,

როგორც ადამიანებისაგან შექმნილი ჯგუფები,

პირამიდის სქემის ფარგლებში იხდის. იგი იაფი ფულის

შოვნის შესაძლებლობაა, სახლიდან გაუსვლელად.

გლობალურ დონეზე, ფინანსური კრიმინალის

ტერმინოლოგია არაზუსტია სამართლებრივი სისტემე-

ბის განსხვავებული მნიშვნელობით ასახვის გამო.

დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური

სისტემასთან, ანგარიშსწორებასთან და ტრანსაქციას-

თან, მიეკუთვნება[35]:

სამართლებრივი დარღვევა (ლიცენზირებული

ფინანსური მომსახურების წარდგენის ან

ლიცენზიის პირობების დარღვევა);

ფინანსური სისტემის ბოროტად გამოყენება

(ფულის გათეთრება ან ტერორისტების

დაფინანსება);

Page 56: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

56

ფინანსური თაღლითობა (საინვესტიციო

თაღლითობა ან ტრანსაქციებთან და ინვესტი-

ციებთან დაკავშირებული დანაშაული (ქურდობა

ან საინვესტიციო ფონდების უკანონოდ მითვისე-

ბა, მასთან დაკავშირებული ზიანი, როგორიცაა

მონაცემების მოპორვა და კიბერდანაშაულები,

მიმართული ფინანსური ინსტიტუტებისადმი ან

მათი კლიენტებისადმი);

ტრანსაქციების უმრავლესობა ხორციელდება

განვითარებად ბაზრებზე, ფინანსური სექტორის

საზღვრებს გარეთ. განიხილება ორი სახის პირამიდის

სქემა: პირველი პროდუქტზე დაფუძნებული პირამი-

დის სქემა და პირამიდის სქემა, რომელიც არცერთი

სახის პროდუქტს არ გთავაზობს. პროდუქტზე დაფუძ-

ნებული პირამიდის სქემა, უმრავლეს შემთხვევაში არის

მრავალდონიანი იგივე ქსელური სქემის მარკეტინგი,

სადაც მონაწილეები ვალდებულნი არიან იყიდონ

პროდუქტი გაბერილ ფასში (მაღალ ფასში), რომლის-

თვისაც იღებს[36]:

Page 57: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

57

1) პროდუქტის გაყიდვის უფლებას;

2) უფლებას პროგრამაში სხვა მონაწილის ჩართვით

მიიღოს სარგებელი.

პირამიდის სქემებს, როგორც არაკანონიერ

ფინანსურ ორგანიზაციას, სარგებელი მოაქვს

დამფუძნებლისათვის, პირისათვის, ვინც სქემა შექმნა.

ერთი დამფუძნებელი განსაზღვრული რაოდენობის

ხალხიდან ახდენს ფულის მოზიდვას, ახორციელებს

მათ ინსტრუქტაჟს, იმისათვის, რომ მათაც სხვებისაგან

მოიზიდონ სახსრები, პირველად დეპოზიტზე მაღალი

დაპირებების მიცემით. ციკლი გრძელდება პირამიდის

ზრდასთან ერთად, ხალხის ჩართულობის მატების

ხარჯზე[ 37].

„საინვესტიციო სქემების პირამიდის“ ტიპებია[38]:

1) პირამიდის სქემა, რომელიც დაფუძნებულია

წევრობაზე, სადაც ხალხი ჩართვისათვის

იხდის. სარგებელი, რომელსაც ისინი იღებენ,

დამოკიდებულია ახალი წევრების რაოდენობა,

Page 58: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

58

რომელიც სქემაში ჩაერთვება; ამ სქემაში

ადრეულ სტადიაზე ჩართული, მოგებაშია.

სქემა იშლება, როდესაც ფონდები ამოიწურება.

პირამიდის სქემა წარმოადგენს გეგმას, რომე-

ლიც: კონცეტრირდება საკომისიოზე, რომელსაც

იღებენ ახალი გამსაღებლის მოზიდვით; იგი

იგნორირებას უკეთებს მარკეტინგს და ყიდის

პროდუქტსა და მომსახურებას.

2) პონცის სქემა. საინვესტიციო სქემა რომელშიც

ინვესტორებს უხდიან ახალი ინვესტორების

ხარჯზე, დაარა ბიზნესის მოგებიდან. ეს ფაქტი

ცნობილი არ ხდება ინვესტორებისათვის, რომ-

ლისთვისაც ცნობილია, რომ მათი რესურსი

გამოიყენება მომგებიან ბიზნესში. სქემა, ინვეს-

ტორებს სთავაზობს არანორმალურად მაღალ

მოგებას, დაინტერესების ზრდის მიზნით. პონ-

ცის სქემა იშლება, როესაც აღარ ხდება ახალი

ინვეტიციების მოძიება ან სამართალდამცავი

ორგანოების მიერ ხდება მათი აღმოჩენა და

Page 59: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

59

დახურვა. პონცის სქემები ფინანსური

თაღლითობის მკაფიო მაგალითია.

პირამიდის სქემა მსგავსი მახასიათებლები აქვს

პონცის სქემას. პონცის სქემა განიხილება როგორც

ინვესტიციების მართვის თაღლითური სერვისი -

ინვესტორების ფულს დებენ „პორტფელის მართვაში“,

რომელიც მათ სთავაზობს დიდ მოგებას. თუმცა

როდესაც ინვესტორი მათ დაბრუნებას ითხოვს, მისი

გადახდა ხდება შემოსული თანხებით, რომელიც

შემოტანილია მოგვიანებით, სხვა ინვესტორის მიერ. ეს

არის ერთი კლიენტის ფულის მიცემა სხვა კლიენ-

ტისათვის, როდესაც არანაირ საინვესტიცო საქმიანობას

ადგილი არ აქვს. ცალკეულ შემთხვევაში პირამიდა იმ

სახითაა სტრუქტურიზებული, რომ დაწყებითმა ინვეს-

ტორმა მოიზიდოს სხვა ინვესტორი, ხოლო ამ უკანას-

კნელმა კიდევ სხვა და ასე შემდეგ. ჩნდება სტიმული,

როგორც საინვესტიციო შესაძლებლობების. როგორც

განსაზღვრული პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში,

როდესაც ინვესტორი მოიზიდავს მათ პროდუქტის

Page 60: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

60

გაყიდვისათვის. რეციპიენტი შემოსავალს ანაწილებს

პირამიდის მაღალ დინეზე.

პონცის სქემით, ეჭვის არმქონე ხალხს არაკეთილ-

სინდისიერი პირი, პირდება ექსტრაორდინალურ მოგე-

ბას. რეგულარული ინვესტირების გარდა, ცალკეულ

შემთხვევაში მეანაბრეებს სთავაზოვენ მოგების მიღებას

მას შემდეგ, რაც გაიზრდება ინვესტორების რიცხვი.

სქემები არის თვითდამჭერი, მანამ სანამ ფულადი

ნაკადების ამოწურვა არ მოხდება.

პონცის სქემის განსხვავება კლასიკური პირამიდის

სქემისაგან მდგომარეობს იმაში, რომ: სქემის ორგანიზა-

ტორები წარმოადგენენ მთავარ აქტორებს, რომლებიც

თვითონ მოიზიდავენ ახალ ინვესტორებს; წევრები

ფულად სახსრებს შუამავლის მონაწილეობის გარეშე

გადასცემენ ორგანიზატორებს, არაიერარქიული სახით;

მონაწილეებს შესაძლებლობა არ აქვთ გაიგონ პირამი-

დის სქემის შესახებ; პონცის სქემის სიცოცხლისუნარია-

ნობა დამოკიდებულია ფინანსური რესურსების ნაკა-

დებზე, ახალი ინვესტორებიდან წინა ინვესტორების

Page 61: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

61

თანხების გადახდით; ზოგიერთ შემთხვევაში, პონცის

სქემით მიღებული თანხების ნაწილი შეიძლება

რეალურად იქნას მიმართული საინვესტიციო პორექ-

ტებზე; თუმცა რეალურად, საინვესტიციო პროექტი ვერ

შეძლებს ივესტორები უზრუნველყოს დაპირებული

სარგებლით[39].

პონცის სქემა არის ფინანსური მაქინაციის ტიპი,

რომელიც პირამიდს სქემის მსგავსია. პონცის სქემის

სახელი დაკავშირებულია ჩარლზ პონცის სახელთან,

რომელიც სქემას მართავდა 1919-1920 წწ-ში. ასეთი

ტიპის სქემა იმართება ცენტრალური კომპანიის ან

ფიზიკური პირის მიერ, რომელიც სარგებელს იღებს

კლიენტებისაგან, ხოლო მათ სთავაზობს ძალიან

მიმზიდველ შემოსავლებს. სინამდვილეში, სახსრები,

რომელიც მიიღება ყოველი ახალი ინვესტორისაგან,

ძირითადად გამოიყენება იმისათვის, რომ გასტუმრებუ-

ლი იქნას წინა ინვესტორებისათვის დაპირება სარგებე-

ლი. როდესაც რესურსი ამოიწურება, როგორც გარდა-

უვალია, სქემა იშლება. პირამიდის სქემისაგან

Page 62: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

62

განსხვავებით, პონცის სქემის შემთხვევაში,

მონაწილეებმა არ იციან იმ სქემის რაობის შესახებ

სადაც არიან ჩართულნი[36].

ერთადერთი დამნაშავე მხარე პონცისა და

პირამიდის სქემაში წარმოადგენს ორგანიზაციის

დამფუძნებელი, და არა მონაწილე (თუ რათქმაუნდა არ

იცის არაკანონიერი საქმიანობის შესახებ). მეორეც,

პირამიდის სქემა განსხვავდება მრავალდონიანი

მარკეტინგული კამპანიისაგან, რადგან ის სთავაზობს

კანონიერ პროდუქტს.

პირამიდის სქემის ეკონომიკური შედეგები

მოიცავს[40]:

რეალური სექტორის ზიანს - მონაწილეების

ფინანსური დანაკარგებს მივყავართ

მოხმარებისა და ინვესტიციების

შემცირებისკენ. ხშირ შემთხვევაში სქემის

ორგანიზატორები შეგროვებულ თანხებს

აბანდებენ სხვა ქვეყნებში, იმისათვის,

რომთავიდან აიცილონ მომავალი

Page 63: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

63

სასამართლო სარჩელები. შედეგად,

პირამიდის სქემით შეგროვებული თანხები

ამცირებს ქვეყნის ეკონომიკას;

ფინანსური სექტორის ზიანს - პირამიდის

სქემა ნეგატიურ გავლენას ახდენს ფინანსურ

სისტემაზე, ორი გზით: 1) სქემა შთანთქავს

მოსახლეობის დანაზოგებს, რომელიც შეიძლე-

ბა ინვესტირებული ყოფილიყო ფინანსურ

სიტემაში დეპოზიტების სახით, ფასიან ქაღალ-

დებში და სხვა. 2) სქემის ორგანიზატორები

წინასწარ განზრახულად ახდენენ ფინანსური

სისტემის დისკრედიტაციას, ხოლო შემდეგ

ალტერნატივის სსახით წარუდგენენ თავიანთ

სქემას, უფრო მიმზიდველი რენტაბელობის

პირობებით, ბანკებთან და სხვა ფინასურ

ინსტიტუტებთან შედარებით.

ეკონომიკურ გავლენას. მაგალითად,

ალბანეთში, 1990-იან წლებში, ინვესტორებს

გააჩნდათ 1 მლრდ დოლარის საერთო ინვეს-

Page 64: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

64

ტიცია სხვადასხვა სახის პირამიდებში, რაც

მოცემულ პერიოდისათვის შეადგენდა მშპ-ის

43%-ს. აღნიშნული სქემები, რომელიც პარა-

ლელურად მოქმედებდა დაიშალა[40].

ისრაელში, ასობით ათასი ინვესტორი იყო

გახვეული პირამიდის სქემაში, 1980-იანი

წლების დასაწყისში. კლასიკური პირამიდის

სქემებს, ბანკები ინვესტორებს სთავაზობდა

საკუთარი აქციების გაყიდვით, რომელზეც

ფასები იქნებოდა გაზრდილი (ზოგჯერ

დღიურად 2%). აღნიშნული პირამიდის სქემა

ისტორიაში მოქმედებდა ხანგრძლივად - 7

წელი. ერთ დღეს, ბანკები აღმოჩნდნენ

გადახდისუუნარო მდგომარეობაში, სადაც

მთავრობა აღმოჩნდა სამოქალაქო მღელვა-

რების წინაშე. შესაბამისად, შემუშავებული

იქნა კომპენსაციის გეგმა, რომელიც გაგრძელ-

და 9 წელი. მთლიანი ზარალი ვერ შეფასდა,

თუმცა პირდაპირმა ზარალმა 6 მლრდ

Page 65: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

65

დოლარი შეადგინა [40]. იაპონიაში, გაყიდვის

პირამიდის სქემით დაზარალდა 160 ათასი

კაცი, ხოლო ზიანის ოდენობამ 400 მლნ

დოლარს მიაღწია (1994)[41].

პირამიდის სქემები აკრძალულია კანადაში,

საფრანგეთში, აშშ-ს[42], დიდ ბრიტანეთში, შრი ლან-

კაში[36]. აკრძალვის საფუძველი განსხვავებულია,

სქემის შენიღბვიდან გამომდინარე. მაგალითად,

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური

ვაჭრობის კომისია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ

მრავალდონიანი მარკეტინგის პროცესები ყოველთვის

არ წარმოადგენს კანონიერს. ზოგიერთი მათგანი არის

პირამიდის სქემის. ჯობია მონაწილეობა არ მიიღოთ

ასეთ პროცესებში, რომელშიც თანხების განთავსება

ხდება და ეფუძნება წევრების რაოდენობას[32].

აღსანიშნავია, რომ პირამიდის სქემები ვრცელდე-

ბა სხვა ქვეყნებიდან, რომელთა გამოცდილებას ითვი-

სებს გამოუცდელი გარემო. პრობლემას ართულებს

სამართალდამცავი ორგანოების შეუზღუდული რესურ-

Page 66: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

66

სი, როდესაც პირამიდის სქემა კანონიერი შეთანხმების

გარეშეა (პროდუქტის გარეშე) ან სქემა ეფუძნება

პროდუქტებს. შედეგები დიდია: მილიონობით

მომხმარებელი ზარალდება მილიარდობით დოლარით.

ჯამში, ფინანსური პირამიდების არსებობა:

ამცირებს მომხმარებლის ნდობას საფინანსო სექტორი-

სადმი; ზრდის მომხმარებლის ფინანსური დაცვის

საჭიროებას; იწვევს ფინანსური მომსახურების მიმწო-

დებელსა და მოხმარებლებში ინფორმაციისა და რესურ-

სის დისბალანს[43]. ძირს უთხრის ქვეყნის სოციალურ-

ეკონომიკურ კეთილდღეობას და აფერხებს ქვეყნის

ჯანსაღ განვითარებას.

აღსანიშნავია შეხედულება, რომ ფინანსური

სისტემა თავის ბუნებით არასტაბილურია[44 ]. აღნიშნუ-

ლი შეხედულების ფონზე, ნებისმიერი ფინანსური

პირამიდის სქემა არასტაბილურია და წარმოდგენილია

ლიკვიდობის პრობლემებით. შესაბამისად, მისდამი

ბრძოლა შეიძლება განხილული იქნას ფინანსური

სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფის მექანიზ-

Page 67: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

67

მებითა და ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებების

გატარების ეფექტით.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს

მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის

მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი (41.0 მლრდ

ლარი) შეადგინა, რაც 2016 წლის მშპ-ს 108.2 პროცენტია.

რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია - 4.6

მლრდ დოლარი, ეროვნული ბანკის - 203 მლნ დოლარი,

საბანკო სექტორის - 3.2 მლრდ დოლარი, სხვა სექტორე-

ბის საგარეო ვალმა - 5.1 მლრდ დოლარი და კომპანია-

თაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ დოლარი შეადგინა[16].

საქართველოში, ვერცერთ ორგანიზაციას ვერ

დავადანაშაულებ ფინანსური პირამიდის სქემით

მუშაობასა და ეჭვქვეშ ვერ დავაყანებ მათ ლიკვიდობას.

თუმცა, ხაზგასასმელია, რომ შეფასება და მათთან

ბრძოლა მარეგულირებელი ორგანოების, არასამთავრო-

ბო სექტორის, პოლიტიკური სპექტრის, საინიციატივო

ჯგუფების პრეროგატივაა. ფინანსური პირამიდის

სქემის სტრუქტურებისადმი, ზემოაღნიშნული ინსტი-

Page 68: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

68

ტუტიციების ეფექტიან მიდგომას განსაზღვრავს ლიკ-

ვიდობის მდგომარეობის კვლევა და შეფასება, საზოგა-

დოების ინფორმირება, არსებულ ორგანიზაციებთან

ბრძოლის მეთოდები და საზოგადოების ფინანსური

ინტერესების დაცვის ეფექტიანობა.

4.2. ქსელური მარკეტინგი

მე-20 საუკუნეში, პირდაპირმა გაყიდვებმა

მუტაცია განიცადა ორი მიმართულებით: პირველი

„კარით კართან“ გაყიდვები, ქალაქის გარემოს მზარდმა

განვითარებამ და მოსახლეობის მსიდველობითუნარია-

ნობის ზრდამ გამოიწვია

მოსიარულე მოვაჭრეების

ზრდა. მეორე, „საქმიანმა

შესაძლებლობებმა“

მრავალდონიან

მარკეტინგის გამოყენებით

შეცვალა ერთდონიანი

Page 69: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

69

მარკეტინგი, დაფუძნებული ტრადიციული პირდაპირი

გაყიდვების მოსაკრებელზე[45].

დღეს, ქსელური მარკეტინგი იგივე მრავალდო-

ნიანი მარკეტინგი ერთ-ერთ პრობლემატურ ბიზნეს

მოდელს წარმოადგენს. ხაზგასასმელია, რომ ქსელური

მარკეტინგი ჯანსაღი სოციალური და მმართველობითი

პროცესია. თუმცა, მრავალდონიანი მარკეტინგული

პროგრამების უმრავლესობა აჩვენებს პირამიდის სქემის

მახასიათებელს (რაც ავთვისებიან სექტორთან

ასოცირდება).

შესაბამისად, მიიჩნევა, რომ ქსელურ მარკეტინგს,

როგორც კეთილთვისებიან ინსტრუმენტს, აქვს

ფარული და არაკეთილსინდისიერი გავლენა, რომელიც

იწვევს სოციალურ და ფინანსურ ზიანს. აღნიშნული

ინდუსტრია აგრძელებს ზრდას.

ქსელური მარკეტინგი, რომელიც დაფუძნებულია

შიდა მოხმარებაზე. მიდგომა, რომელიც მოიცავს

პროდუქტის დემონსტრაციას, დამატებით გაყიდვებს,

Page 70: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

70

ახალ პროდუტს, ინდივიდუალურ გაყიდვებს,

უკუკავშირს კლინტებისაგან.

აღნიშნული კრიტერიუმები საკმარისი არ არის

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ ქსელური მარკეტინგის

პირამიდის სქემა. „წესების“ რეალიზებით ქსელური

მარკეტინგი არ გადის პირამიდის სქემის

კატეგორიიდან. ეფექტიანი წესებით, ქსელური

მარკეტინგი უნდა მოიცავდეს კომპენსაციის სისტემას,

უნდა უზრუნველყოფდეს შემოსავლების განაწილებას

საცალო გაყიდვების მიხედვით, არამედ ხალხის

გადაბირების მიხედვით[34].

მრავალდონიანი მარკეტინგი იგივე ქსელური

მარკეტინგი გვპირდება სამუშაო გრაფიკის შემცირებას,

საკუთარი თავის უფროსად ყოფნას, ბევრი ფულის

გამომუშავებას, პროცესში ახალი მეგობრების შეძენას

და ჩართვას. ყველაფერი ეს კარგად ჟღერს, თუმცა

მუდმივად ისმის კამათი, არის თუ არა კონკრეტული

კომპანია და მისი პროგრამა არაკანონიერი საქმიანი

Page 71: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

71

შესაძლებლობებით. კვლევები ადასტურებს, რომ მთე-

ლი ინდუსტრია სწრაფად მზარდ მდგომარეობაშია[46].

მოქმედების პროგრამებიდან გამომდინარე

არსებობს სხვადასხვა დასახელების მიმართულებები:

მრავალდონია მარკეტინგი, ქსელური მარკეტინგი,

პირამიდის სქემა ( Naked pyramid scheme), პროდუქტზე

დაფუძნებული პირამიდის სქემა (PPS), შეფარდებითი

ვერტიკალური თანასწორობა Relative vertical equality

(RVE), Extreme horizontal inequality (EHI), Back end

weighted system, Front end weighted system, Middle

weighted system, Upline, Scheme,Syndrome.

ქსელური მარკეტინგის პროგრამა მიეკუთვნება

თუ არა პროდუქტზე დაფუძნებული პირამიდის სქემას,

რთულად განსასაზღვრია, რადგან:

1. გამსაღებლების იერარქიული დონის ჯაჭვი -

ფუქნციონალურად გამართლებულია, შეზღუდ-

ვების გარეშე;

Page 72: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

72

2. შეფარდებითი ვერტიკალური თანასწორობა

კომპენსაცის სისტემაში მოდის ექსტრემალურად

ჰორიზონტალურ უთანასწორობასთან ქსელის

გამსაღებლების ანაგრიშსწორებიდან;

3. მნიშვნელოვანი კვოტა და რეკრუტინგი

(სტიმულები) იმისათვის, რომ პრეტენდენტი

გახდეს ბონუსური სისტემის ამაღლებაზე ან

ფასდაკლებებ იერარქიული ანაგარიშსწორების

დონეზე (ფუნქცია „გადახდა თამაშისათვის“).

4. ჯამში, ქსელურ მარკეტინგსა და ქსელური

მარკეტინგის პირამიდის სქემას შორის

განსხვავება ყოველთვის რთული იყო.

პირდაპირი გაყიდვების ბაზარი 1920-იან წლებში

ითვლიდა 500 მლნ დოლარს, ძირითადად მოიცავდა

სურსათს, მუსიკალურ ინსტრუმენტებს, კოსმეტიკას,

ტანსაცმელს, წიგნებს, სამზარეულო ინვენტარს,

რადიოებს, ფონოგრამებს, ავეჯს და მანქანებსაც კი.

2012 წელს, კი მხოლოდ პირდაპირი გაყიდვების

Page 73: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

73

კომპანიის ეივონის წმინდა მოგებამ შეადგინა 10.7

მლრდ დოლარი, ჰებრალაიფის მოგებამ - 4.07 მლრდ

დოლარი[47].

დღეს, პირდაპირი გაყიდვების გლობალური

კომპანიების რეიტინგში ლიდერობს Amway (8.8მლრდ

დოლარის შემოსავალი), Avon (5.7 მლრდ), Herbalife (4.5

მლრდ), Vorwerk (4.2 მლრდ), Mary Kay (3.5 მლრდ),

Infinitus (3.4 მლრდ), Perfect (3.1 მლრდ). Quanjian (2.8

მლრდ), Natura (2.2 მლრდ), Tupperware (2.2 მლრდ)[48].

2013 წელს, ქსელური მარკეტინგისა და

პირდაპირი გაყიდვების გლობალური ბაზრის

მოცემულობამ მიაღწია 178 მლრდ დოლარს. ქსელური

მარკეტინგი - ეს არის დიდი ბიზნესი, სადაც 71 მლრდ

დოლარი გადახდილი იქნა გამსაღებლებისათვის,

საკომისიოს სახით[49].

The World Federation of Direct Selling Associations-ს

ანგარიშით, გლობალური პირდაპირი გაყიდვების

ბაზარი გაიზარდა 7.7%-ით და შეადგინა 183.7 მლრდ

Page 74: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

74

დოლარი. მათ შორის: აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის

წილად მოდის პირდაპირი გაყიდვების ბაზრის 46%,

ამერიკის -34%, ევროპის რეგიონის წილად 19%, ხოლო

აფრიკა-ახლო აღმოსავლეთის რეგიონის წილად 1%.

გლობალური გაყიდვების 80% მოდის 10 ქვეყნის

ბაზრის წილად: აშშ, ჩინეთი, კორეა, გერმანია, იაპონია,

ბრაზილია, მექსიკა, საფრანგეთი, მალაიზია და დიდი

ბრიტანეთი (2015)[48].

ქსელურ მარკეტინგში ეთიკური საკითხებიდან

გამომდინარე ყურადსაღებია შემდეგი ფაქტორი:

როგორ მოდის ფული? (სამომხმარებლო წესია,

არამხოლოდ პროდუქტისა და მომსახურების

მოწონება, არამედ მარკეტინგული საქმიანობის,

ხელმძღვანელო სტრუქტურის მიზნების, ამოცა-

ნების განსაზღვრა, კომპანიის სოციალურ-ეთი-

კური პასუხისმგებლობის განსაზღვრა, თუ

რამეს არღვევს, წესით უარი უნდა თქვა მისი

პროდუქციის ყიდვაზე, რომ არ გახდე

„დარღვევის“ ხელშემწყობი, იგივე პროდუქტის

Page 75: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

75

ყიდვით ადამიანი ხელს უწყობს დარღვევების

განმეორებას;

არის თუ არა პროდუქტი ლეგიტიმური?

როგორია ფასი, როგორია კონკურენტი

პროდუქტის ფასი, როგორია ანალოგი

პროდუქტის ფასთა სხვაობა?

სამუშაო დროის ხანგრძლივობა?

რამდენი ხანია კომპანია არსებობს?

ჯამში, კომპანიებმა:

უნდა დახვეწოს მეთოდები, იმისათვის, რომ

განვსაზღვროთ არის თუ არა ბიზნესი ქსელური

მარკეტინგის პირამიდის სქემის;

გაფორმდეს ხელშეკრულებები, სადაც ნათლად

იქნება განსაზღვრული მხარეთა უფლება-

მოვალეობები, ინვესტირებული თანხის

მიზნობრიობა და მისაღები მოგება;

Page 76: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

76

გაიწეროს გადახდის გეგმა, რომელიც უნდა

იყოს ზუსტი და გასაგები;

გარკვეული უნდა იყოს კომპანიის სტრუქტურა,

ხელმძღვანელობა. თუმცა ცალკეულ შემთხვე-

ვაში ასეთი კომპანიებს არ აქვთ არანაირი

ქონება, შესაბამისად, გაკოტრების შემთხვევაში

ვალდებულებების დაფარვის გარანტიებიც არ

არსებობს;

პროდუქტი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ვიწრო

სეგმენტისათვის, ბიზნესი დაინტერესებულია

მეტი ბრუნვით და არა მხოლოდ შერჩევითი

სეგმენტის მოთხოვნილებების დაკმაყოფილე-

ბისათვის. ამიტომ იმის მტკიცება, რომ მხო-

ლოდ ქსელის ხალხისთვისაა შექმნილი, არის

ადამიანზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთი

ხერხი;

პროდუქტის ფასი უნდა იყოს სამართლიანი და

შესაბამისი; პროდუქტი არ უნდა იყიდებოდეს

Page 77: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

77

მაღალი საბაზრო ფასით; აქცენტები უნდა

კეთდებოდეს ინოვაციურ მიდგომის

პოლიტიკაზე, მწარმოებლურობასა და

გარანტიებზე;

საჭიროა სამართლებრივი რეგულირება:

ქსელური მარკეტინგის სქემით შენიღბულების

მიმართ, ვაჭრობისას მოტყუების პრაქტიკის

მიმართ, და სხვა პრობლემების მიმართ;

საჭიროა მომხმარებელთა ფინანსური

ინტერესებისა და უფლებების დაცვა;

ხალხს უმრავლესობა, თვლის, რომ კონტრაქ-

ტების ფინანსურ ბაზარზე რთულად გასაგებია,

არც უწყებების არსებობს, რომელიც მკაფიოდ

განმარტავს არაეთიკურ და თაღლითურ

პროცესებს.

დასასრულს აღვნიშნავ, რომ თუ ქსელურ

მარკეტინგში ბევრი ეთიკური პრობლემებია, რომელიც

კეთილთვისებიან სიმსივნეს წარმოადგენს, ფინანსურ

Page 78: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

78

პირამიდა წმინდა წყლის თაღლითობაა, ოღონდ დროში

გაწერილი. შეიძლება ერთეული პირებისათვის ის

კანონიერი ბიზნეს მოდელი იყოს, მაგრამ საზოგა-

დოების ფართო ფენებისათვის მოდელის ბაზისიდან

გამომდინარე, ის ზიანის მომტანია.

პ.ს. ადრე თუ გვიან „ყველა ბუშტი“ სკდება.

Page 79: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

79

გამოყენებული ლიტერატურა

1 აბულაძე რ. ვეშაგური მ. ციფრული ევოლუცია ფინანსურ

სექტორში: ფინთექი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და

ბიზნესის ფაკულტეტის რეფერირებადი და რეცენზირებადი

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. ჟურნალი

'ეკონომიკა და ბიზნესი" . ტომი, 9 #2. 2016 გვ. 161-167 2 აბულაძე რ. საქართველოს ელექტრონული მთავრობის

განვითარების მარკეტინგული სტრატეგია. მონოგრაფია. მეორე

გამოცემა. გამომცემლობა „უნივერსალი“. თბილისი, 2015. 3 Government Office for Science. FinTech Futures. The UK as a World

Leader in Financial Technologies . A report by the UK Government

Chief Scientific Adviser, 2015. www.gov.uk/go-science 4 Business Insider. How technology will affect the entire financial

services industry. January 6, 2016. http://www.businessinsider

.com/the-fintech-ecosystem-explained-measuring-the-effects-of-

technology-on-the-entire-financial-services-industry-2015-12 5 www.tagonline.org/files/documents/FinTech/tag-fintech-ecosystem-re

port-2016.pdf 6 Sutton Ch.N., Jenkins B. The Role of the Financial Services Sector in

Expanding Economic Opportunity. Economic Opportunity Series.

2007. http://www.hks.harvard.edu/m-rcbg/CSRI/publications/report_

19_EO%20Finance%20Final.pdf 7 https://www.dbresearch.com/PROD/DBR_INTERNET_EN-PROD /PRO

D00 00000000356835.pdf 8 World Economic Forum. The Future of Financial Services How

disruptive innovations are reshaping the way financial services are

structured, provisioned and consumed. An Industry Project of the

Financial Services Community | Prepared in collaboration with

Deloitte. Final Report, June 2015. 9 European Banking Federation. The digital transformation of banks and

the Digital Single Market. June 2015. http://www.ebf-fbe.eu/wp-

content/uploads/2015/06/EBF-Discussion-paper_Digital-

transformation-of-banks-and-the-DSM_June-2015-2.pdf

Page 80: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

80

10

Accenture, Fintech New York: Partnerships, Platforms and Open

Innovation. 2015. 11

Deloitte. Banking disrupted. How technology is threatening the

traditional European retail banking model. 2014.

http://www2.deloitte.com/content/dam/Deloitte/pt/Documents/financia

l-services/dttl-fsi-uk-Banking-Disrupted-2014-06.pdf

12 World Economic Forum. The Future of FinTech A Paradigm Shift in

Small Business Finance. October 2015. 13

KPMG, ‘Fintech 100’-Announcing the world’s leading fintech

innovators for 2015. 14 December 2015. https://home.kpmg.com/xx

/en/h ome /media/press-releases/2015/12/fintech-announcing-the-

world-leading.html 14

http://www.ftpartners.com/

15 The World Bank. Small and Medium Enterprises (SMEs) Finance.

September 1, 2015.http://www.worldbank.org/en/topic/ /smes-finance 16

https://www.nbg.gov.ge/ 17 www.dbc.wroc.pl 18

აბულაძე რ. კრიპტოვალუტის ინდუსტრიის უპირატესობები და

გამოწვევები. გაზეთი „რეზონანსი“. #014 (9028), 25.01. 2018. 19

აბულაძე რ. კაკულაშვილი ზ. ციფრული ვალუტის მსოფლიოს

ბაზარი: საფინანსო ტექნოლოგიური რევოლუცია".

საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი, საქართველოს

ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია. საერთაშორისო

რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო-პრაქტიკული

ჟურნალი "მოამბე". #24, 2016. გვ.14-21 20

http://www.forexnews.com/bitcoin-trading/ 21

Abuladze R. Do Bitcoin Mining Costs Influence Electricity Prices. The

Newspaper “Caucasus Business Week”, # .222, 22 January, 2018.

www.cbw.ge, 22

https://coinmarketcap.com 23

http://uk.businessinsider.com/bitcoin-mining-electricity-usage-2017-11 24

https://www.jbs.cam.ac.uk/fileadmin/user_upload/research/centres/alternat

ive-finance/downloads/2017-global-cryptocurrency-benchmarking-

study.pdf 25

https://www.buybitcoinworldwide.com/mining/china/

Page 81: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

81

26

აბულაძე რ. ელექტრონული მთავრობა (ხელისუფლება, ბიზნესი,

საზოგადოება, ტექნოლოგია). სახელმძღვანელო, გამომცემლობა

„უნივერსალი“, თბილისი, 2013. 27

Abuladze, R. Challenges of Digital Monetary Policy. #211, October 9,

2017,www.cbw.ge 28

https://www.globalfxm.com 29

https://www.centralbanking.com/ 30

http://voxeu.org 31

აბულაძე რ. ფინანსური პირამიდები: სად გადის ზღვარი

კანონიერებასა და თაღლითობას შორის. გაზეთი „ვერსია“. #70

(1370), 10-11 ივლისი , 2017 . 32

Theobald Francis Kipilimba. Effect of pyramid schemes to the Economy

of the Country - Case of Tanzania. International Journal of Humanities

and Management Sciences (IJHMS) Volume 5, Issue 1 . 2017. http://www.isaet.org/images/extraimages/EPH1116020.pdf

33 U.S. Securities and Exchange Commission. https://www.sec.gov/fast-

answers/answerspyramidhtm.html 34

http://www.pyramidschemealert.org/PSAMain/regulators/PPSdefined.pdf 35

http://www.cgap.org/blog/pyramids-and-ponzis-financial-scams-

developing-countries 36

Central Bank of Sri Lanka, Danger Posed by Pyramid Schemes &

Network Marketing Programs. PAMPHLET SERIES NO. 4. May 2006.

http://www.cbsl.gov.lk/pics_n_docs/10_pub/_docs/pa/pamphlet/pl_4.pdf 37

https://www.bom.mu/media/financial-education/financial-

frauds/pyramid-schemes 38

http://www.cgap.org/blog/pyramids-and-ponzis-financial-scams-

developing-countries 39

https://www.cba.am/Storage/EN/FDK/Annual%20Reports/Analysis_on_p

yramids_eng.pdf 40სომხეთის ცენტრალური ბანკი, https://www.cba.am/Storage/EN/F

DK/Annual%20Reports/Analysis_on_pyramids_eng.pdf 41

http://www.aic.gov.au/media_library/publications/proceedings/27/ota.pdf 42

http://law.onecle.com/california/penal/327.html 43

https://openknowledge.worldbank.org/bitstream/handle/10986/10171/567

060BRI00Box11Consumer1Protection.pdf 44

http://cityuni.staging.squizedge.net/__data/assets/pdf_file/0005/83993/CU

WPTP002.pdf

Page 82: ციფრული ფული · 2018. 1. 25. · ციფრული ფული ბროშურა - ციფრული ფული, კრიპტოვალუტის

ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემია, 2018

82

45

აბულაძე რ. ქსელური მარკეტინგის ავთისებიანობა. ჟურნალი

„Forbes Georgia“. ფორბს-მოსაზრება. 27 ივლისი, 2017.

http://forbes.ge/news/2586/qseluri-marketingis-avTisebianoba 46

https://www.businessforhome.org/2015/09/forbes-the-mlm-industry-is-

poised-for-explosive-growth/ 47

https://business.tcnj.edu/files/2014/02/Keep-and-Vander-Nat_MLM-and-

Pyramid-Schemes_Final-102814.pdf 48

http://www.directsellingnews.com/ 49

http://www.mastermindevent.com/blog/networkmarketing2013