32
მოპარული სიყვარული

მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

მოპარული

სიყვარული

Page 2: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ერთმა უწყინარმა ფრაზამ, სულ რაღაც სამმა სიტყვამ ჩემი ცხოვრება შეცვალა.

პირდაპირი მნიშვნელობით თავდაყირა დააყენა. რა გგონიათ, რა არის ეს სამი სიტყვა? „მე შენ

მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად გამომყვები (ეს სულაც ორი სიტყვაა)? არა! ეს

სიტყვებია - „მე ორსულად ვარ“. აი ასე.

ყველაფერი კი აქედან დაიწყო.

მე და ჩემი მეგობარი, ლაია facebook-ის ერთ-ერთ გვერდზე წავაწყდით ასეთ სტატუსს

- „მოიწყინე? უბრალოდ გაგზავნეთ ტექსტი „მე ორსულად ვარ“ ნებისმიერ ნომერზე და

დაელოდე “. ჩვენ ორი ერთნაირად გიჟბები ვიყავით, გვემართებოდა ხოლმე - ამოვიჩემებდით

მიზეზს და ვიცინოდით გულის წასვლამდე. ზოგჯერ მიზეზიც არ გვჭირდებოდა,

ერთმანეთისთვის შეხედვაც საკმარისი იყო. ახლაც ასე მოხდა, იმდენად მოგვეწონა ეს

სტატუსი გიჟებივით ავხარხარდით.

- ასეთი შეტყობინება რომ მოგივიდეს, რას გააკეთებ? - მკითხა ლაიამ ცოტა სული რომ

მოითქვა.

- ჩემგან არავინ იქნება ორსულად და რა უნდა გავაკეთო აბა? - სიცილი გავაგრძელე.

- და ჩვენ რომ გავუგზავნოთ ვინმეს? - ეშმაკურად ჩაიცინა ლაია.

- არაააა! - ისევ ავხარხარდი, მაგრამ ლაიას სახის დანახვაზე სიცილი შევწყვიტე. მგონი

არ ხუმრობდა და დაიწყო კიდეც გეგმის შედგენა.

ლაიამ პრინციპი ცოტათი შეცვალა, მთლად შემთხვევით აკრეფილ ნომერზე გაგზავნა

გოიმობააო დაასკვნა. ბიჭის ნომერი უნდა იყოს რომ გავხალისდეთო და დავიწყეთ ძებნა.

ლაიამ გააკეთა რაღაც ცხრილი, ციფრები გადაანაწილა (რა პრინციპით აზრზე არ ვარ). მე

ციფრებს ვკარნახობდი, ლაია ცდილობდა შეედგინა მობილურის ნომრები. გეგმა ასეთი იყო:

სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც მობილური ნომრების ბაზას ეყრდნობოდა,

გავიგებდით სახელს (თუ გაგვიმართლებდა გვარსაც), ვისაც ეკუთვნოდა ეს ნომერი, viber-ით

ვნახავდით ფოტოს, ფოტოთი და სახელით სოციალური ქსელში მოვძებნიდით და ა.შ. გეგმამ

არ იმუშავა, ზოგი ნომერი გოგოს ეკუთვნოდა, ზოგი Viber-ით არ სარგებლობდა, ზოგს ფოტო

არ აღმოაჩნდა. მომბეზრდა ეს თამაში და შემთხვევით ვუკარნახე ნომერი: 5** 007 007,

მობილური ნომრების ბაზას თუ დავუჯერებთ ეს ნომერი ეკუთვნოდა ვინმე. ვინც ეს პროგრამა

იცით, მიხვდებით რა პრინციპით გვთავაზობს სახელებს, ლევანი სხვადასხვა ვარიანტით

შემოგვთავაზა - ლეო, ლევიკო, ლევანა, ლევან ქართველი, ლეო-ბარი და ა.შ. მე ტელეფონში

ნომერი შევიყვანე სახელით „ბონდი“, მაგრამ ვეღარ გავბედე გაგზავნა, რომ დავფიქრდი

სულაც არ იყო სახალისო ასე გართობა. მართლა არ მინდოდა ვინმესთვის ცხოვრება ამერია.

არასრულწლოვანი რომ ყოფილიყო ან პირიქით ბაბუის ასაკის? ცოლი რომ ყოლოდა? იმის

წარმოდგენაც არ მინდოდა როგორ მათრევდა მისი ცოლი თმით, მშიშარა არ ვარ, მაგრამ ვერც

ეჭვიან ცოლს შევებრძოლები - მსმენია მათ ძალებზე. მოკლედ ბევრი „ან“ იყო და მეგობრის

მუდარის მიუხედავად გადავიფიქრე.

როგორც მერე აღმოჩნდა არა სამუდამოდ.

Page 3: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ენჯი 15/09/2018, შაბათი - დასაწყისი

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულმა თავი

მარტოსულად ვიგრძენი. ზოგადად მარტო ყოფნა მიყვარდა და ბევრ თავშესაქცევსაც

ვპოულობდი, მაგრამ იმ საღამოს ვერც ერთ დავუდე გული: წიგნი კითხვა ვცადე და მივხვდი,

რომ გაუაზრებლად გადავდიოდი გვერდიდან გვერდზე, ტელევიზორშიც დიდხნიანი ძებნის

მიუხედავად ვერ ვიპოვე რაიმე გასართობი, რატომღაც ფილმი ყურების ხასიათზეც არ ვიყავი.

რაც მთავარია, ჩემი მთავარი გასართობი, ლაია დაკავებული იყო - ფოტოკონკურსში აპირებდა

მონაწილეობის მიღებას და ფოტოებს ამუშავებდა. ამ დროს გარე სამყაროს წყდებოდა, ამიტომ

რამდენიმე დღე არ მენახა. აი მაშინ გამახსენდა ლეო. ლევანი. ჯეიმს ბონდი რა. ავიღე

მობილური, დაუფიქრებლად ავკრიფე ნომერი და გავაგზავნე შეტყობინება:

მე: 21:53 „მე ორსულად ვარ“

ის: 22:08 „უკაცრავად?“

მე: 22:09 „რა ვიცი იმ დღეს კარგად გაისროლე ბონდ“

ის: 22:09 „რომელი ხარ?“

მე: 22:11 „მთელი ღამე იმეორებდი ჩემს სახელს და ახლა დაგავიწყდა, ლევან?“

ის: 22:12 „ბოლოსდაბოლოს მეტყვი რომელი ხარ?“

მე: 22:12 „მაშინ ტელეფონის ნომერი ჩამაწერინე და მითხარი თუ დაგჭირდი დამირეკეო. ხოდა

ახლა მჭირდები ყველაზე მეტად „

ის: 22:15 „თუ არ მეტყვი რომელი ხარ, მოვრჩეთ საუბარს!“

მე: 22:16 „რა მნიშვნელობა აქვს რომელი ვარ? იცოდე, მე აბორტს არ გავიკეთებ!“

რამდენიმე წამში კი მივაყოლე: „მოგვიანებით მოგწერ და დეტალებზე შევთანხმდეთ“

22:18 წუთზე ლეომ დამირეკა. რათქმაუნდა გავუთიშე. რომ წარმოვიდგინე რა სახით

მირეკავდა ისე ავხარხარდი, ლამის სავარძლიდან გადავვარდი. კიდევ რამდენჯერმე

დამირეკა, არ მიპასუხია. „ახლა არ დაგელაპარაკები. ჯერ დამშვიდდი და მერე შეგეხმიანები“

- მივწერე და ტელეფონი გამოვრთე.

ლევანი 15/09/2018, შაბათი - მოულოდნელი შეტყობინება

არსებობს თქვენს ცხოვრებაში სიტყვა ან წინადადება, რომელმაც თქვენი ცხოვრება

თავდაყირა დააყენა? თქვენს ცხოვრებაში გაურკვევლობა და არეულობა შემოიტანა? ჩემს

ცხოვრებაში არსებობს! ვერ გეტყვით, რომ მთლად დალაგებული ცხოვრება მქონდა, მაგრამ

უფრო უარესად ამერია.

ჯერ ერთმანეთი გავიცნოთ - მე ლევანი ვარ, 27 წლის და ერთ-ერთ ღამის კლუბში

ვმუშაობ ბარმენად - საამაყო სამსახურია მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ მარტოხელა

Page 4: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ადამიანისთვის ნორმალურია. ყველაზე კარგი ჩემს სამსახურში უფასო სასმელია, ყველაზე

ცუდი კი - ღამე მუშაობა.

„მირაჟი“ - ასე ქვია ღამის კლუბს, სადაც ვმუშაობ. ჩვენთან ხშირად დადიან გართობის

მოყვარული ახალგაზრდები, მათ შორის ბევრია მოვლილი, გრძელფეხება, ცეკვასა და

დალევაზე გადარეული გოგონები, რომლებიც დალევის შემდეგ გართობაზეც არ ამბობენ

უარს, არ აქვს მნიშვნელობა ვისთან და როგორ. რა გასაკვირია, რომ მეც ბევრჯერ მიმიღია

მონაწილეობა მათ გართობაში. ისე ნეტა ფულიან გოგოებს ბარმენი ბიჭები რატომ ევასებათ?!

ბართან ტრიალია ალბათ სექსუალური ან განათება გვაჩენს უფრო მიმზიდველს. როგორც არ

უნდა იყოს ვმუშაობდი, ვერთობოდი და მომავალზე ფიქრით თავს დიდად არ ვიწუხებდი.

ერთ-ერთი ასეთი გართობის შემდეგ გამთენიისას გამომთვრალი (ან შეიძლება ითქვას

თითქმის გამოფხიზლებული) დავბრუნდი სახლში. მთელი დღე მეძინა. ხუთი საათისთვის

გამეღვიძა, შხაპი მივიღე და ვისადილე, ამას თუ სადილი ერქვა. ყველის რამდენიმე

ფირფიტისა და 2 დღის წინ ნაყიდი პურის გარდა არაფერი მოიპოვებოდა ჩემს სამზარეულოში.

მაინც კარგ განწყობაზე ვიყავი და რაღაც კარგის მოლოდინში სავარჯიშოდ წავედი. თითქმის

ორ საათი ვივარჯიშე და მთელი ამ დროის განმავლობაში არ მტოვებდა შეგრძნება, რომ რაღაც

მოხდებოდა, რაც ჩემს ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა.

ვარჯიშიდან პირდაპირ სახლში წავედი, გზად ორი ქილა ლუდი ვიყიდე და

გადავწყვიტე სამსახურში წასვლამდე დამესვენა. კლუბში საღამოს ათ საათზე უნდა

ვყოფილიყავი.

სამსახურზე დავიწყე ფიქრი. მფლობელი კლუბის გაყიდვას აპირებდა. ჭორაობდნენ,

რომ მომავალი მეპატრონე რეორგანიზაციას გეგმავდა და კლუბი სავარაუდოდ რამდენიმე

კვირით დაიხურებოდა. რა უნდა მეკეთებინა ამ დროის განმავლობაში უსამსახუროდ?

ვგეგმავდი იტალიაში წავსულიყავი მეგობართან, რომელიც 5 წელია არ მენახა. გასულ

კვირასაც მელაპარაკა და მთხოვა მასთან ჩავსულიყავი და მისი იტალიური ოჯახი გამეცნო. ან

იქნებ... უცებ ჩემი მობილური ახმაურდა და ფიქრი შემაწყვეტინა. ნეტა ამ დროს ვის

გავახსენდი, ისედაც მხოლოდ სარეკლამო შეტყობინებები მომდის ხოლმე და იშვიათად ჩემი

მეგობარი სანდრო მომწერს რაღაც სისულელეს. შეტყობინება წავიკითხე და ყბა ჩამომივარდა.

„მე ორსულად ვარ“ - მატყობინებდა ვიღაცა. ესეც ჩემი კარგის მოლოდინი.

სავარძელში ჩავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. ნეტა ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო?

სავარაუდოდ ჩემი ღამის გართობის შედეგი იყო სახეზე. როგორც წესი თავის დაცვა არ

მავიწყდებოდა. ზოგადად ბევრჯერ გამღვიძებია იქ, სადაც არ უნდა გამღვიძებოდა, ზოგჯერ

მარტოს, ზოგჯერ ვინმესთან ერთად. პირველ შემთხვევაში პარტნიორი გამქრალიყო ჩემს

გამოფხიზლებამდე, მეორე შემთხვევაში პარტნიორის გამოფხიზლებამდე მე თავად

ვქრებოდი. ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობა იყო ორმხრივ სურვილს დაფუძნებული,

ამიტომ სინდისი სუფთა მქონდა. და მაინც ვინ იყო? იქნებ წინა თვეში რომ გამეღვიძა

სასტუმროში და ვერაფრით გავიხსენე იქ საიდან აღმოვჩნდი მაშინ მოხდა? ან იქნებ ძალიან

მთვრალი და ცოტათი დაბოლილი რომ გავყევი იმ მაღალ წითურ გოგოს რადღაც საეჭვო

ადგილას? როგორ მითხრა რა მქვიაო - თაკო თუ თაკუ? ჯანდაბა, მგონი შარში ვარ. ღრმად

ჩავისუნთქე და იმის იმედით რომ ვიღაცას უბრალოდ ნომერი შეეშალა მივწერე „უკაცრავად?“

და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შევწყვიტე.

Page 5: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

პასუხმა არ დააყოვნა - „რა ვიცი იმ დღეს კარგად გაისროლე ბონდ“. ვიღაც მაგრად

მეღადავებოდა და უკვე ვბრაზობდი. „რომელი ხარ?“ - მივწერე. „მთელი ღამე იმეორებდი ჩემს

სახელს და ახლა დაგავიწყდა, ლევან?“ - მომწერა პასუხად.

აი სად დამერხა. ჩემი სახელი იცოდა და ნომერიც. ანუ შესაძლებელია რომ მართლა

მიცნობს და მართლა ორსულადაა. რამდენიმეჯერ კიდევ მივწერე იმის გასაგებად ვინ იყო,

მაგრამ მხოლოდ ის გავიგე, რომ ბავშვის მოშორებას არ აპირებდა. ანუ სერიოზული მიზნები

ქონდა. უკანასკნელ ხავსს ჩავეჭიდე და დავურეკე რომ ხმა გამეგო. სადღაც გულის სიღრმეში

იმედი მქონდა, რომ რომელიმე მეგობარი ცუდად მეხუმრა. გამითიშა. კიდევ რამდენჯერმე

დავრეკე, ისევ გამითიშა. რამდენიმე წამში შეტყობინება მომივიდა - „ახლა არ

დაგელაპარაკები. ჯერ დამშვიდდი და მერე შეგეხმიანები“.

- ამის დედაც! კიდეც რომ მამშვიდებს - ვიღრიალე ხმამაღლა და ტელეფონი კედელზე

მივანარცხე. აი ასე! ახლა მობილურიც აღარ მქონდა.

ენჯი

16/09/2018, კვირა - „წიგნების არომატი“

დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა. ტელეფონს დავხედე დროის გასაგებად, მაგრამ

გათიშული აღმოჩნდა. ამ ტექნიკის ვერაფერი გავიგე, გათიშული მობილურიდან მაღვიძარამ

როგორ უნდა დარეკოს? დამტენის მოსაძებნად წამოვდექი და გამახსენდა, რომ ტელეფონი მე

თვითონ გამოვრთე. გამახსენდა მიზეზიც და ცოტა ხანი ჩემს საქციელზე დავფიქრდი. მერე

შიშით ჩავრთე მობილური, მეგობა ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდებოდა ლეოსგან, ან

რამდენიმე სმს მაინც. მაგრამ არაფერი. ერთი მხრივ გამიკვირდა, მეორე მხრივ შვებით

ამოვისუნთქე. სულაც არ მინდოდა ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე გაურკვევლობა. გავერთე,

გავიცინე და მეყოს!!! ლაიას რომ ამ ამბავს მოვუყვები არ მოეწონება. წარმომიდგენია როგორ

ეწყინება მის გარეშე რომ გადავწყვიტე გართობა და გამეღიმა. საწოლიდან გამოვძვერი და

სამსახურში წასასვლელად სამზადისი დავიწყე.

.....

სამსახურში ფეხით მივედი. სულ რაღაც სამ კვეთაში იყო ჩემი ბინიდან და როცა დრო

მქონდა და კარგი ამინდიც ხელს მიწყობდა ფეხით მერჩივნა გასეირნება. თან ხალხს

ვაკვირდებოდი ან ვიტრინებში საკუთარ გამოსახულებას ვათვალიერებდი და სამსახურში

სულ ღიმილიანი სახით შევდიოდი.

ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური - ლიტერატურული კაფე „წიგნების არომატი“.

ბავშვობიდან ვოცნებობდი ლიტერატურული კაფე მქონოდა და აქ მუშაობით ოცნება

Page 6: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ნაწილობრივ ავიხდინე. ვაკანსიის შესახებ მეგობარმა მითხრა ჯერ კიდევ სტუდენტობისას

და მეც სიხარულით წავედი გასაუბრებაზე. თავიდან კონსულტანტი ვიყავი ნახევარ

განაკვეთზე, რამდენიმე წელში კი, მას შემდეგ რაც ჩვენი სათაყვანებელი მენეჯერი კაფეს

მფლობელს გაუმიჯნურდა და ცოლად გაყვა, მენეჯერის პოზიციაზე დამაწინაურეს. რომ

ვაღიარო, არ მხიბლავს იდეა ვინმეს უფროსი მერქვას, მაგრამ რადგან თანამშრომლებს

მანამდეც ვიცნობდი, ამიტომ არ გამჭირვებია „ლოიალურად მეუფროსა“. მოკლედ რომ

დავახასიათო ჩემი თავი მხიარული, რომანტიკული და ცოტა ცანცარა მენეჯერი ვარ და

ვცდილობ ეს ყველაფერი საქმიანობაში და თანამშრომლებთან ურთიერთობაში გამოვიყენო,

პლუს ამას სამართლიანიც ვიყო. ჩემი პრიორიტეტები მარტივია - ურთიერთპატივისცემა,

ძირს დაგვიანება და არანაირი დაძაბულობა! ამის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი -

ყველამ მისი საქმე უნდა აკეთოს. პრობლემები იშვიათად, მაგრამ მაინც იჩენს ხოლმე თავს და

ჯერჯერობით მოგვარებას ვახერხებ.

კაფეში რომ მივედი 9-ს 10 წუთი აკლდა. კარებში ახალი თანამშრომელი, ნინია შემომეგება

და მახარა:

- ქალბატონო ენჯი, სტუმრების მისაღებად ყველაფერი მზადაა.

მუშაობას 9 საათზე ვიწყებდით ნაადრევი სტუმრების მისაღებად. კაფე სტუმრების

ნაკლებობას არ უჩიოდა, საღამოს საათებში თავისუფალ მაგიდასაც ვერ იშოვიდით. მყუდრო

გარემო, სასიამოვნო მუსიკა და წიგნების სურნელი ბევრს იზიდავდა, ამას ემატებოდა

გემრიელი მენიუც.

- ნინია, ხომ გითხარი ქალბატონოს გარეშე მეთქი? - მოჩვენებითი გაბრაზებით გავხედე

ნინიას.

- ბოდიში, - მითხრა და ლოყები აუწითლდა, - ენჯი, შეგვიძლია სტუმრები მივიღოთ.

- მადლობა გენაცვალე, ახლავე გამოვალ, - გავუღიმე საპასუხოდ და კაბინეტისკენ

დავიძარი. ღმერთო ეს გოგო ისე ლამაზია ამ წითელი ლოყებით, ბიჭი რომ ვიყო ვეცდებოდი

თავი მომეწონებინა. ის დრო გამახსენდა მეც ნებისმიერ დროს რომ ვწითლდებოდი მიზეზის

მიუხედავად. ეხლა რა უნდა მოხდეს რომ გავწითლდე? ესეც ბავშვურობის ნიშანია ალბათ.

ეეეჰ, მგონი ბავშვობას მართლა დავემშვიდობე. 23 წლის ასაკშიც კი ძნელია იმის გააზრება

რომ გაიზარდე. სამწუხაროდ.

ლევანი

16/09/2018, კვირა- გაურკვევლობა

იმ ღამით სამსახურში აღელვებულმა წავედი. გარდა იმისა რომ მამის სტატუსის

მიღების საშიშროება მქონდა, ჩემი მობილურიც დავამტვრიე. კლუბში მთელი ღამე აღრენილი

ვიყავი და ყველასთან კამათის მიზეზს ვეძებდი. არც დალევა მინდოდა და სხვა სახის

გართობისგანაც თავი შევიკავე. მხოლოდ ის სმს მიტრიალებდა გონებაში - „მე ორსულად ვარ“.

სახლში წასვლისა და ფიქრის მეტი არაფერი მინდოდა.

Page 7: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

დილის ოთხი საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი. გადავწყვიტე

დავმშვიდებულიყავი, დილით ტელეფონი მეყიდა და ყველაფერი გამერკვია. კიდევ მქონდა

იმედი (ალბათ 5 %) რომ ყველაფერი ხუმრობა იყო ან შეცდომა. ცოტა დავმშვიდდი და

ტანსაცმლიანად მივწექი დივანზე დაძინების სურვილით.

როდის ჩამეძინა არ ვიცი, მაგრამ რომ გავიღვიძე კისერი ისე მქონდა დაჭიმული თავის

აწევა ძლივს მოვახერხე. უმისამართოდ შევიკურთხე და აბაზანისკენ დავიძარი. სარკეში

საკუთარ გამოსახულებას შევხედე. თვალები უძილობისგან შესიებული და ჩაწითლებული

მქონდა. ჯანდაბა! რა დღეში ვარ ღმერთო. თან როგორ ვერ ვიტან გაურკვევლობას. სურვილი

მქონდა რომ სარკეში საკუთარ გამოსახულებას მივწვდომოდი და მიმეხრჩო. მაგრამ უფრო

სიამოვნებით „მას“ მივახრჩობდი. ვინ არ ერთობა ნეტა და მაინცდამაინც მე რატომ უნდა

დამმართნოდა ეს? ონკანიდან წყალი გამოვუშვი და გახურებელი შუბლი მივუშვირე.

მოვემზადე და ყავის დასალევად სამზარეულოს მივაშურე. იქნებ თავის

ტკივილისთვის ეშველა. მაგრამ რა უნდა ჩემს სამზარეულოში ყავას? უნდა გამომენახა დრო

და მაცივარი გამევსო, როგორც ნორმალური ადამიანები იქცევიან. დღეს კი მომიწევს სანამ

ტელეფონის საყიდლად წავალ სადმე ყავა დავლიო და თან წავიხემსო.

.............

ტელეფონი ვიყიდე და გადავწყვიტე დამერეკა „ჩემი მომავალი შვილის დედასთან“, თუ

შეიძლება რომ მას ასე ვუწოდო. მაგრამ გადავიფიქრე. შეიძლება არც ეპასუხა. უკეთესი იდეა

მომივიდა - ქუჩის ტელეფონიდან დამერეკა და გამეგო მისი ხმა, თუ გამიმართლებდა

სახელიც. ამ იდეით აღფრთოვანებულმა ქუჩის ტელეფონის ძებნა დავიწყე. როგორც კი ვიპოვე

მონეტები ჩავყარე და დაველოდე. ერთი ზარი, ოსი, სამი, ოთხი... იქნებ უცხო ნომრებს არ

პასუხობს, გავიფიქრე. ყურმილის დადებას ვაპირებდი, რომ გავიგონე:

- გისმენთ! - ვააახ! რა სასიამოვნო ხმა ქონდა. გარეგნობაც თუ ხმის შესაბამისი ექნებოდა

იქნებ მისგან შვილი მართლა მომნდომებოდა.

- თაკო როგორ ხარ? - ჩავძახე და პასუხს დაველოდე.

- მე თაკო არ ვარ გენაცვალე, ახლა არც ჩემს გვერდითაა ვინმე თაკო რომ დაგალაპარაკო,

- მომეჩვენა რომ იღიმებოდა და უცებ ძალიან მომინდა მისი ღიმილის დანახვა.

- აბა შოკა? - ვცადე ისევ ბედი.

- ნწ, არც შოკა, - თითქმის ვხედავდი თავს როგორ აქნევდა უარის ნიშნად.

- იქნებ ნინი? - არ ვნებდებოდი.

- ნინი არა მაგრამ ნინიას თუ გინდა დაგალაპარაკებ, - ვგრძნობ, რომ სიცილს ძლივს

იკავებდა.

- არც ნანკა?

- და პირდაპირ რომ მკითხო სახელი არა? - მომესმა უცებ.

- უი, ბოდიში და რა გქვია? - არ დავაყოვნე მეც.

- ენჯი, - იყო პასუხი

- ენჯი?! - გაოცება ვერ დავფარე. რა ენჯი? არსებობს ნეტა ასეთი სახელი? ყოველ

შემთხვევაში მე მასეთს არავის ვიცნობდი. მეღადავება?

Page 8: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- კი ენჯი. ნამდვილად ენჯი და არა ენჯელი - გამომიცხადა საყვედურით,- და თქვენ

რომელი ხართ?

- მე ლევანი ვარ, აი ის... - ენა დამება მოულოდნელად.

- აჰ, ლევანი, - რამდენიმეწამიანი დუმილის მერე მიპასუხა, რამაც მაფიქრებინა, რომ

თავადაც დაბნეული იყო. - და ჩემს სახელს რას უწუნებ? მესმის რომ ლევანი და ენჯი არ

ერითმება მაგრამ...

- ეეე რა რითმები, საერთოდ რა შუაშია შენი სახელი ან მე მომწონს თუ არა - ვიფეთქე

მოულოდნელად. - მაგაზე სერიოზული თემა გვაქვს მგონი განსახილველი....

- მერე რა გაყვირებს? გითხარი რომ დამშვიდდები მაშინ ვილაპარაკოთ მეთქი. გეტყობა

ჯერ არ დამშვიდებულხარ, ასე რომ...

- არ გათიშო! - მივხვდი რომ ტელეფონის გათიშვას აპირებდა - გეხვეწები არ გათიშო,

მელაპარაკე. უნდა ვილაპარაკოთ! - მაგრამ უკვე გვიანი იყო. ტელეფონში უკვე გაბმული

ზუზუნის ხმა ისმოდა. ისევ გამითიშა და კიდევ უფრო გაურკვევლობაში დამტოვა.

ენჯი

მოულოდნელი ზარი

ჩანთა კაბინეტში დავტოვე და დარბაზში გავედი, სადაც უკვე მიეღოთ პირველი

სტუმრები და ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ჩემი საყვარელი სურნელი. ამას თუ

დავუმატებდით ახალ ნაყიდი წიგნის სურნელს, მოგუზგუზე ბუხარს და ფანჯრის მინაზე

წვიმის წვეთების ხმაურს, ჩემთვის იდეალური გარემო შეიქმნებოდა.

- ენჯი, შეიძლება ერთი წუთით? - ოცნებიდან რეალობაში დამაბრუნა საბამ, ჩვენმა

კონსულტანტმა. რაღა კონსულტანტი, ფაქტიურად ყველაფერს აკეთებდა რასაც ვთხოვდი.

ზოგჯერ ვფიქრობდი ჩემი ფიქრების წაკითხვაც ხომ არ შეეძლო.

- გისმენ საბა, - ვუპასუხე ღიმილით.

- მკითხველთა კლუბიდან დარეკეს, - დაიწყო საბამ, - ამ თვის ბოლოს სტივენ კინგის

დაბადების თარიღთან დაკავშირებით სურთ ჩვენს კაფეში მოაწყონ კინგის შემოქმედების

მოყვარულთა შეკრება. რაღაცა გათამაშებაც იქნება, გამარჯვებული რაღათქმაუნდა კინგის

წიგნებით დაჯილდოვდება, - ცინიკურად გაიცინა საბამ და ხელები გაშალა. არ უყვარდა

კინგი და მისი შემოქმედება.

კინგის იუბილესთან დაკავშირებითო. მოიცა, გავიხსენო. თუ ვიკიპედიას

დავუჯერებთ 1947 წლის 21 სექტემბერს დაიბადა (დიახ, ასე მარტივად მამახსოვრდება

ინტერნეტში წაკითხული ინფორმაცია. ვაღიარებ მათ შორის ბევრი ნაგავია, მაგრამ ჩემს

ტვინს Delete ღილაკი სამწუხაროდ არ აქვს). მობილურში კალენდარს დავხედე. ანუ პარასკევი

უნდა დაგვეთმო კინგისთვის, თუ შეთანხმება შედგებოდა. მე და ლაიას კი პარასკევისთვის

სხვა გეგმები გვქონდა. გვინდოდა...

Page 9: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- მაგრამ არის ერთი პრობლემა, - ამჯერად ფიქრი გამაწყვეტინა საბამ, - უნდათ, დღის

ბოლოს კინგის წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენება გამართონ, ჩვენ კი

მადლობა ღმერთს კინოთეატრის ფუნქციებს არ ვითავსებთ.

- კარგი რა საბა, რას გადაეკიდე კინგს? მშვენიერი ფანტაზია აქვს, ცოტა საშიში, მაგრამ მე

მაინც მომწონს, - თვალი ჩავუკარი საბას. - შენ მოელაპარაკე დეტალებზე. ოღონდ იცოდე,

ობიექტური იყავი, კინგის ფაქტორი დაივიწყე და თუ საჭიროა ფილმების საჩვენებლად

ვიქირავებთ შესაბამის მოწყობილობას.

- კი მაგრამ ბოს... - დაიწყო საბა. ასე მეძახის ხოლმე, როცა ჩემი დარწმუნება უნდა და

მხოლოდ მას არ ვუბრაზდები ამისთვის.

- საბა გთხოვ, ნუ ჩამატარებინებ ახლა ლექციას კინგის შემოქმედებაზე. უბრალოდ

შეეცადე ობიექტურად შეუთანხმდე დეტალებზე ჩვენი კაფეს სასარგებლოდ, - საცოდავი

თვალებით შევხედე.

- კარგი ხო. მხოლოდ შენი ხათრით, - მითხრა და თან კარებისკენ მიმითითა, - მგონი შენი

შეკვეთა მოიტანეს.

- უი, რა კარგია! - ლამის ტაში შემოვკარი და კარებისკენ გავიქეცი. მერე მოვტრიალდი,

უკუსვლით წავედი და საბას ღიმილით მივაძახე, - ობიექტური იყავი! და იფიქრე პრემიაზე! -

ვიცი მისი სუსტი წერტილი. ოღონდ ფინანსურად წაახალისე და სულ მისი ხელით

ჩამოიყვანს სტივენ კინგს მკითხველთან შესახვედრად.

ჩემი შეკვეთა ჩავიბარე, ხელი მოვაწერე და დათვალიერება დავიწყე. ეს იყო

ერთჯერადი ხელსახოცები, რომელზედაც დატანილია ფრაზები წიგნებიდან. პირველი

ეტაპისთვის შევარჩიე შოთა რუსთაველის აფორიზმები. შემდეგ სხვა მწერლების ფრაზებსაც

დავუმატებდით. როგორც მაგიდის სუფრების შემთხვევაში გავაკეთეთ. თეთრ სუფრაზე

ოთხივე მხრიდან ლამაზი ასოებით იყო გამოყვანილი სხვადასხვა მწერლის ფრაზები. რა

სჯობს როცა მოწყენილი შემოდიხარ კაფეში, ყავას უკვეთავ, მაგიდასთან ჯდები და ყავის

მოლოდინში სასიამოვნო მუსიკის ფონზე თვალი მაგიდის კიდისკენ გაგირბის, სადაც

რემარკის გენიალურ ფრაზას ამოიკითხავ: „თუ გიყვარს და სასწაულის არ გწამს, დაღუპული

კაცი ხარ“. ისღა დაგრჩენია გაიღიმო და სასწაულის იწამო.

ხელსახოცის ერთი შეკვრა გავხსენი. „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“ -

ხმამაღლა წავიკითხე ზედ დატანილი ფრაზა და მათეს, რომელიც მიმტანად მუშაობდა ვთხოვე

საწყობში ყუთების გატანაში დამხმარებოდა. დღეს კვირაა და ორშაბათიდან გავიტანთ ამას

მოხმარებაში, - გავიფიქრე. იმედია ეს იდეა გაამართლებს და მხოლოდ იმიტომ არ შემოვლენ

კლიენტები, რომ ხელსახოცები მოიპარონ. დიახ, მოიპარონ. მეც არაერთი დაწესებულებიდან

გამომიყოლებია ხელს ლამაზად მოხატული ხელსახოცი. შეიძლება თამამად მეწოდოს

ერთჯერადი ხელსახოცების კოლექციონერი.

ბოლო შეკვრაც შევიტანეთ საწყობში და სწორედ ამ დროს ახმაურდა ჩემი მობილური.

უცნობი ნომერი იყო. ბევრისგან განსხვავებით მიყვარდა უცნობ ნომრებზე პასუხი,

განსაკუთრებით შეცდომით შემოსული ზარები მამხიარულებდა. ახლაც იქვე საწყობში

დალაგებულ ყუთებზე ჩამოვჯექი და რაც შეიძლება ნაზად ვუპასუხე:

- გისმენთ!

- თაკო როგორ ხარ? - მომესმა მეორე ბოლოდან.

Page 10: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- მე თაკო არ ვარ გენაცვალე, ახლა არც ჩემს გვერდითაა ვინმე თაკო რომ

დაგალაპარაკო, - ვუპასუხე და რატომღაც გამეღიმა.

- აბა შოკა?

მოკლედ შოკას, ნინის და ნანკას მოკითხვის შემდეგ ცოტა მოვიწყინე. ასე ხომ შეეძლო

მთელი საათი ემარჩიელა ვისთან რეკავდა? ამიტომ ვკითხე:

- და პირდაპირ რომ მკითხო სახელი არა?

- უი, ბოდიში და რა გქვია? - თითქოს ჩემს ნებართვას ელოდებოდა იმწამსვე მკითხა.

- ენჯი, - ვუპასუხე კეკლუცად.

- ენჯი?! - კიდევ ერთი გაოცება ჩემს სახელთან დაკავშირებით. უხ ბებია რა. ბებია და

მისი სიყვარული ლათინური სერიალებისადმი შემიწირავს მგონი. მისი საყვარელი

ლათინელი მსახიობის სახელი დამარქვა. არ ვიცი, იცით თუ არა, არის ასეთი მსახიობი ენჯი

სეპედა. ჩემი დაბადების დროს ბებია უყურებდა რომელიღაც არხზე სერიალს მისი

მონაწილეობით. ათასჯერ მაქვს მოსმენილი ისტორია სახელთან დაკავშირებით, თურმე

უნდოდა მასავით ლამაზი ვყოფილიყავი და ამიტომ შემირჩია ეს სახელი. გარეგნულად

ძალიან კარგი ქალია (თითქმის ისეთი როგორადაც ყოფნა მომინდებოდა, როგორც დღეს

ამბობენ ხოლმე „ძალიან hot“ ქალია). ნიჭითაც არაუშავს, არის ერთ ფილმი მისი

მონაწილეობით „სიკეთე სხვებისთვის“, ჩემი საყვარელი ჟანრია - მისტიკა და ერთ- ერთი

გამორჩეულად საყვარელი ფილმიც ჩემთვის. გირჩევთ უყუროთ. მაგრამ სახელთან

დაკავშირებულმა შეცხადებების გამო ქალბატონი ენჯი ბოლომდე ვერ შევიყვარე.

- კი ენჯი. ნამდვილად ენჯი და არა ენჯელი - ხმაში საყვედური გამერია,- და თქვენ

რომელი ხართ? - მოვიაზრე ბოლოს თანამოსაუბრის ვინაობის გაგება.

- მე ლევანი ვარ, აი ის... - პასუხმა შეიძლება ითქვას შოკში ჩამაგდო. ვფიქრობდი

გაიაზრა, რომ ტყუილი იყო მეთქი და აი სად გამოჩნდა. არ არსებობს! ასე უბრალოდ დაიჯერა

ვიღაცის მიწერილი ტყუილი? სჯერა რაც მივწერე თუ უბრალოდ ამოწმებს რაღაცეებს? თუ

დაუშვა რომ შესაძლებელია მართლაც ელოდება ვინმე მისგან ბავშვს. ასეთ შემთხვევაში ხომ

არ დავსაჯო გართობისთვის და მეც ცოტა გავერთო?

- აჰ, ლევანი, - ვუპასუხე რამდენიმე წამში, მაგრამ ვერ მოვინელე ჩემი სახელის აბუჩად

აგდება და ბრაზით დავაყოლე,- და ჩემს სახელს რას უწუნებ? მესმის რომ ლევანი და ენჯი არ

ერითმება მაგრამ...

- ეეე რა რითმები და რა შუაშია შენი სახელი ან მე მომწონს თუ არა, - ხმას აუწია

მოულოდნელად. - მაგაზე სერიოზული თემა გვაქვს მგონი განსახილველი...

- მერე რა გაყვირებს? გითხარი რომ დამშვიდდები მაშინ ვილაპარაკოთ მეთქი, -

ვუპასუხე გაგულისებით. ნამდვილად ვერ ვერთობოდი და ჯობდა საუბარი დამესრულებინა,

- გეტყობა ჯერ არ დამშვიდებულხარ, ასე რომ...

- არ გათიშო! - არ დამამთავრებინა წინადადება - გეხვეწებ....- მაგრამ აღარ დამიცდია რას

მეტყოდა. კმაყოფილმა ტელეფონი გავუთიშე. „იდიოტი“ - გავიფიქრე გაბრაზებით, თითქოს

მართლა მქონდა მიზეზი მასზე გავბრაზებულიყავი. პრინციპში მიზეზი როგორ არ მქონდა -

მე ხომ ვერ ვიტან, როცა ვიღაცა ჩემთან საუბრისას ხმას უწევდა. ტელეფონი ისევ აციმციმდა,

ამჟამად შეტყობინება მოვიდა. მეგონა ლევანი მწერდა, მაგრამ ეკრანზე გამოსახული სახელის

დანახვაზე გავიღიმე. „დღესაც არ შემომივლი? ნუთუ სულ არ მოგენატრე? “ - მწერდა ჯანო.

Page 11: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

გადავწყვიტე რომ შესვენებაზე შემევლო ჯანოსთან, თან სამსახურიდან მისი

საყვარელი ყავა და კრუასანები გამეყოლებინა. მაგრამ მიწერით არაფერი მიმიწერია. 5 დღეა

არ მინახია და როგორმე სამ საათსაც გაძლებდა უჩემოდ.

ლევანი ბატონი შალვა ყველაზე მეტად გაურკვევლობას ვერ ვიტან. ჩემი ცხოვრების ბოლო საათები კი ერთი

დიდი გაურკვევლობაა. მხოლოდ ის გავიგე, რომ მას ენჯი ქვია. და ამით რა? ვერანაირ ენჯის

ვერ ვიხსენებდი და არც მისი ხმა მეცნობოდა. ადამიანებს კი უმეტესწილად ხმით ვიმახსოვრებ

- ღამის კლუბის განათების ფონზე ძნელია სახის ნაკვთების დამახსოვრება. ენჯის ისეთი ხმა

ქონდა, ისეთი... ვნებიანი. დიახ, ვნებიანი სწორედ ის სიტყვაა, რომელიც მის ხმას შეეფერება.

რაღა მომენტში მომინდა, რომ მართალი ყოფილიყო რაც მომწერა. მაგრამ ამ გაურკვევლობის

გამო ძალიან ცუდად ვიყავი, თითქოს სუნთქვაც მიჭირდა. ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი

მეღონა მისი ვინაობის დასადგენად. როგორ გამეგო ვინ იყო? ან რატომ მეთამაშებოდა? ვის

შეეძლო ჩემი დახმარება?

ევრიკა! გამახსენდა ადამიანი ვისაც ჩემი დახმარება შეეცლო. შალვა, რომლის დაც

ერთხელ ბარში სტუმრობისას რბილად რომ ვთქვათ „შარს ავარიდე“. შალვა ჩვენს ბარს

ხშირად სტუმრობდა და „მისი დის გადარჩენისთვის“ მილიონი მადლობა გადამიხადა და

ფინანსურ დახმარებაც შემომთავაზა, უარი მიღების შემდეგ კი თავისი სავიზიტო ბარათი

დამიტოვა, ნებისმიერ დროს დამირეკე თუ დაგჭირდებაო. მას შემდეგ ჩვენთან აღარ

გამოჩენილა, არც მასზე და არც მის დაზე არაფერი გამეგო. ახლა მჭირდება ყველაზე მეტად

მისი და მისი პროფესიის დახმარება - შალვა კერძო დეტექტივი იყო.

სახლში მისულმა ყველა საბუთი გადმოვყარე რაც კარადის უჯრაში მქონდა

შეჩურთული და მათ შორის დავიწყე შალვას სავიზიტო ბარათის ძებნა. მალე ვიპოვე რასაც

ვეძებდი და აღარ მიფიქრია, პირდაპირ დავრეკე. სამი ზარის შემდეგ მიპასუხა:

- გისმენთ!

- გამარჯობა შალვა, ლევანი ვარ, - ვუთხარი და როცა მივხვდი ვერ გამიხსენა, დავამატე,

- „მირაჟიდან“.

- აჰ, გამარჯობა, - მცირე პაუზის მერე მიპასუხა, ალბათ ჩემს გახსენებას ცდილობდა, -

რამ შეგაწუხა ლევან?

- მითხარი, თუ დაგჭირდა დახმარება დამიკერეო, - დავიწყე დაბალ ხმაზე, არ მიყვარდა

ვინმეს შეწუხება ან რაღაცის თხოვნა, მაგრამ ამ გაურკვევლობის ატანაც არ შემეძლო, - მაგრამ

სანამ თხოვნაზე გადავალ მანამდე გკითხავ, შეგიძლია ტელეფონის ნომრით მფლობელის

შესახებ ინფორმაციის გაგება?

- რათქმაუნდა შემიძლია, - მითხრა კმაყოფილი ხმით, თითქოს უფრო რთულ თხოვნას

ელოდა, - მაგრამ თუ რამენაირად კლუბს ეხება არ მინდა მაგაში გავერიო. გავიგე რომ

პრობლემები აქვს მეპატრონეს და მალე გაყიდვასაც აპირებს. სწორად გამიგე ლევან, მე...

Page 12: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- არა, არა კლუბი არაფერს შუაშია, პირადულია, - სწრაფად შევაწყვეტინე, - ერთი გოგოს

შესახებ მინდა ინფორმაციის გაგება, მხოლოდ ტელეფონის ნომერი ვიცი და სახელი.

- ახლა გასაგებია, - ჩაეცინა შალვას, - მაგის გაგება მარტივად შემიძლია, თან მახსოვს რომ

შენთან ვალში ვარ.

- ჩემთან ვალში არ ხარ, - წარბები შევყარე, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ვალის დაბრუნებას

ვთხოვდი, მე მისი და სრულიად შემთხვევით გადავარჩინე მთვრალი უცნობისაგან, -

უბრალოდ თუ შეგიძლია დამეხმარე.

- ვიცი, არ გიყვარს მაგ საკითხზე საუბარი, - ხმა შეეცვალა შალვას, - მაგრამ მაშინ მართლა

ძალიან დამეხმარე, ამის აღნიშნვა მინდოდა, სხვა არაფერი. გავარკვევ და გამოგიგზავნი

ელექტრონული ფოსტით.

- კარგი შალვა, თუ რამეს გაარკვევ შემატყობინე.

- მაინც რა გაინტერესებს? - ინტერესით იკითხა.

- ყველაფერი, რისი გაგებაც შეგიძლია, - ვუთხარი და მერე ხმადაბლა დავამატე, - თუ

ჩემთან ვალში გრძნობდი თავს, ჩათვალე რომ გადაიხადე.

- კარგი ლევან, ყველაფერს გავარკვევ უმოკლეს ვადაში და გამოგიგზავნი, - მერე

ნაჩქარევად დაამატა, - ახლა უნდა გავიდე, დროებით.

- მშვიდობით შალვა - ვუთხარი მე და ტელეფონი გავთიშე, დარწმუნებული იმაში, რომ

არასდროს აღარ დავურეკავდი. ახლაც ვინანე დარეკვა. მაგრამ ჯანდაბა! მჭირდებოდა გამეგო

ენჯი ვინ იყო, ჰაერივით მჭირდებოდა. ელექტრონული ფოსტის მისამართი და ენჯის ნომერი

მივწერე და დავფიქრდი. ნეტა შეძლებდა შალვა ჩემს დახმარებას?

ენჯი

სევდიანი მეგობარი

ჯანო იმ პირველ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ბათუმში სწავლების დაწყებისთანავე

გავიცანი. ჩემი ოჯახი თბილისში ცხოვრობს. მე თბილისში ცხოვრება არ მომწონდა,

განსაკუთრებით კი იქაური ხმაური და უჰაერობა (იყო სხვა მიზეზიც, რაზეც საუბარს

ყოველთვის გავურბივარ). ზოგჯერ მეგონა ვიგუდებოდი უჰაერობისაგან, ამიტომაც ავიჩემე

ბათუმში სწავლა და მერე შემოვრჩი კიდეც სამუშაოდ.

ათი წლიდან ვემზადებოდი, დედა და მამა დარწმუნებულები იყვნენ, რომ

საზღვარგარეთ მოვინდომებდი სწავლის გაგრძელებას. თავიდან დედა წინააღმდეგი იყო,

ფიქრობდა, რომ ბათუმში სწავლა უბრალო ახირებად მექცა. უცხოეთში სწავლაზე უარის

თქმაზე საყვედურით იწყებდა და ასრულებდა ყველა ჩემს ვიზიტს თბილისში. მაგრამ მამამ

ბათუმში ჩვენი ბინის გასაღები რომ გადმომცა, დანებდა. ყველაზე მეტად ჩემი ძმის, დათას

დატოვება მიჭირდა - დათა 6 წლისაა და მისთვის მეორე დედასავით ვიყავი. ახლაც როცა დრო

Page 13: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

გამომიჩნდება თბილისში დათას სანახავად უფრო ჩავდივარ. წელს განსაკუთრებით მიჭირს,

დათამ სკოლაში დაიწყო სიარული და მინდა მისი ყველა ემოციის მოწმე ვიყო.

რატომ მაინცდამაინც ბათუმი?

თითქმის მთელ ზაფხულს ბათუმში ვატარებდი ბებიასთან ერთად. ბათუმი ჩემი

სიყვარულია. პატარა ქალაქია ბევრი ფერებით, მზით, ზღვით და მომღიმარი ხალხით.

მოკლედ ჩემი ქალაქია.

ბათუმში ლაია ცხოვრობს - მეორე ჩემნაირი.

და აქ ცხოვრობს ჯანო.

ჯანო - ჩემი სევდით სავსე მეგობარი.

..............

პირველი საათი იქნებოდა როცა საბა გავაფრთხილე, რომ ცოტა ხნით გასვლას

ვაპირებდი და ჩემს მოსვლამდე არსად გასულიყო. ჯანოს საყვარელი ყავა და კრუასანები

ავიღე და მის სანახავად წავედი. სადარბაზოსთან შევჩერდი და მესამე სართულზე ავიხედე -

როგორც ყოველთვის ფანჯრები ღია იყო. ძირიდან კარგად ჩანდა ფერად ფარდებს ქარი როგორ

აფრიალებდა. კიბეები ავირბინე და დავაკაკუნე, ჯერ სამჯერ, მერე ორჯერ. მერე გასაღები

მოვარგე, სანამ შევიდოდი კიდევ ერთხელ დავაკაკუნე და გავძახე:

- მე ვარ!

პასუხი არავინ გამცა

- ჰეი ჯანო, სად ხარ? - ისევ გავძახე

ისევ დუმილი.

ხელში რაც მეჭირა ყველაფერი ძირს დავყარე და მისაღებში შევვარდი. ჯანოს ეტლი ჩემგან

ზურგით იდგა, შესაბამისად ვერ დავინახე რას აკეთებდა. მხოლოდ ის ჩანდა, რომ ხელები

მხრების სიმაღლემდე ქონდა აწეული და ნარნარად ამოძრავებდა. სუნთქვა შემეკრა, წამში

ეტლთან გავჩნდი და შემოვაბრუნე ჩემკენ. ჯანოს ყურსასმენები ეკეთა, თვალები დაეხუჭა და

ეტყობა ხელებს მუსიკის რითმებს აყოლებდა. თვალები ზანტად გაახილა, ამომხედა და

გამიღიმა.

- ჯანდაბა ჯანო, გული გამისკდა, - ხელები შეშინების გამოსახატავად გულზე დავიწყე

და მის პირდაპირ დივანზე ჩამოვჯექი.

- რაო ენჯელ, შეგაშინე? - ცალყბად გაიცინა და თვალები მოჭუტა, - არ მოგენატრე?

- არა! - თავი გავაქნიე და ცივად გავაგრძელე, - და სახელს ნუ მიმახინჯებ!

- კაი რა ენჯი, ჩემი ანგელოზი არა ხარ?? - ფრთხილად ჩამეკითხა.

- ვარ! მაგრამ მაინც არ მომენატრე!

- სულ, სულ ცოტაზეც არა? - ტუჩები დაბრიცა,

- ცოტაზე კი, - დავთმე პოზიციები.

- გულზე მომეშვა, - ხელები სიცილით გაშალა, - სხვათაშორის მე უნდა ვიყო

გაბრაზებული, მუსიკალური ტრანსიდან გამომიყვანე.

- ტრანსი და მთვარეზე გასეირნება არ ვიცი მე, მოიგონებ ხოლმე რაღაცეებს ჩემი გულის

გასახეთქად, - წარბი ავწიე.

- მთვარეზე გასეირნებისა რა მოგახსენო, მაგრამ მთვარის სონატას კი ვუსმენდი.

Page 14: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- ოხ ჯანო რა, შენ და შენი სონეტები, - ავდექი და ჯერ შუბლზე ვაკოცე, მერე ლოყაზე და

ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი, - ყავა და კრუასანები მოგიტანე. აქ შემოვიტანო თუ

სამზარეულოში გავიდეთ?

- გავიდეთ, - თბილად შემომღიმა.

ავდექი და ეტლი სამზარეულოში შევაგორე. გზად ჩემს მიერ მოტანილი პაკეტი ჯანოს

ჩავუდე კალთაში. კრუასანები თეფშზე დავალაგე, ყავა ჯანოს დავუდე წინ და მის პირდაპირ

მოვკალათდი. თან სახით მარცხენა ხელს ჩამოვეყრდენი, მარჯვენათი კი თმის ბოლოებზე

თამაში დავიწყე.

- რა გჭირს შენ? - მკითხა და ყავა მოსვა, - უუუუჰ, როგორც ყოველთვის უგემრიელესია.

- არაფერიც არ მჭირს, ცოტათი მოვიწყინე უბრალოდ. ხო მართლა ამ დღეებში ლაია ხომ

არ გინახია? - ლაია და ჯანო ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად გავიცანი ორივე ბათუმში

სწავლის დაწყების პირველივე დღეს. ლაია ფოტოებს უღებდა ჯანოს, ეს უკანასკნელი კი

წარბშეკრულ პოზირებდა.

- ალბათ კონკურსისთვის ფოტოებს არჩევს. მოყვარულ ფოტოგრაფთა კონკურსში რომ

აპირებს მონაწილეობის მიღებას, გეცოდინება. ისიც ხომ იცი, ამ დროს გარე სამყაროს

ივიწყებს. შევუაროთ ამ დღეებში, ჭამაც არ დაავიწყდეს, - გაიცინა და კრუასანი ჩაკბიჩა.

- ხო შევუაროთ, - დავეთანხმე და ხმამაღლა ამოვისუნთქე.

- მართლა არაფერი გჭირს? - დაეჭვდა ჯანო.

- ნწ, არაფერი. სამსახურშია ბევრი საქმე და... - მხრები ავიჩეჩე უმიზნოდ.

- დღეს წამოხვალ კალათბურთის საყურებლად? - თემა შეცვალა.

- რა თამაშია?

- საქართველო- საბერძნეთი. სადმე ვუყურებთ ბიჭები დიდ ეკრანზე.

- მერე მე ბიჭი ვარ? - ქვემოდან ავხედე.

- ჩემი ძმა არ ხარ გოგო შენ? - გაკვირვებით შემომხედა.

- ვარ, ვარ! შენი ძმაც ვარ, ანგელოზიც ვარ და ყველა-ფერი ვარ შენი! - ხელები ფართოთ

გავშალე.

- ანუ მოდიხარ?

- ხო მოვალ, - ყოყმანით ვუთხარი, - ახლა უნდა წავიდე. ისე ლაიასაც დაურეკე ეგება

წამოვიდეს ჰა? - ჩავეკითხე და კარებისკენ წავედი.

- კაი დავურეკავ.

- გამოგიარო? - მივბრუნდი კარებიდან.

- არა, ბიჭები გამომივლიან. პირდაპირ იქ მოდი, - მითხრა და თითის ქნევით დაამატა, -

იცოდე არ დაიგვიანო!

- კაი ხო, სანამ ჩვენები 20 ქულას ჩააგდებენ მოვალ, - გავიცინე, - მაინც ვიგებთ ხომ იცი!

- ვიცი, მაგრამ შენ დროზე მოდი რა, - თხოვნის ნოტები გაურია ხმაში.

- მოვალ! - მივბრუნდი, შუბლზე ვაკოცე და ცალი ხელით თმები ავუჩეჩე, ვერ იტანდა

ამას რომ ვაკეთებდი, - შენს ანგელოზს უყვარს შენი გაბრაზება, - ჩავჩურჩულე ყურში, სანამ

რამეს მეტყოდა კარი გამოვიხურე და კიბეებზე დავეშვი. თითქოს გავიგონე როგორ

ბუზღუნით ისწორებდა თმას და გამეღიმა. გამეღიმა, მაგრამ გული სევდით მქონდა სავსე.

როგორც ყოველთვის ჯანოს ნახვისას მემართებოდა ხოლმე. სულ იცინოდა და ირგვლივ

ყველას გაღიმებას ცდილობდა. უნდოდა, ღიმილით მისი სევდა დაემალა.

Page 15: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

მაგრამ როგორ დამალავ სევდას, რომელსაც გულით დაატარებ?

71:72

კაფეში ყველაფერი კარგად მიდიოდა. უპრობლემო დღის შემდეგ გადავწყვიტე ცოტა

ადრე წავსულიყავი, რომ კალათბურთისთვის დროულად მიმესწრო. „აჭარანეთში

შვიდისთვის“ - მომწერა ჯანომ. რომ არ დამეგვიანა ტაქსით წავედი. ჯანოს გარდა იქ მისი

მეგობრები - ბექა და გიო იყვნენ. ლაიას ისევ ვერ დავუკავშირდი, ამიტომ მარტო მომიწევდა

ბიჭების ღრიანცელის ატანა. თან ალბათ ერთ ტონა ლუდს შეხვრეპდნენ. ლუდს ვერ

დავუმუღამე ვერაფრით რა! ისევ არაყით მერჩივნა გამოთრობა, ვიდრე გასართობად ან

თუნდაც გასაგრილებლად ლუდი მეყლურწა

- ენჯი ძმაო, სალამი, - ფეხზე წამომიდგა ბექა, მხარზე ისე ძლიერად დამკრა ხელი, ლამის

მომაგლიჯა.

- მე წელი მტკივა და ვერ ავდგები, - ამომხედა გიომ და ხელი გამომიწოდა მოსალმების

ნიშნად. ხელი მსუბუქად დავკარი და მის გვერდით დავჯექი. ბიჭებს უკვე შეეკვეთათ ლუდი.

ეკრანზე ჩანდა როგორ ემზადებოდნენ ნაკრებები მოედანზე გამოსასვლელად. დარბაზი

თანდათან ხალხით ივსებოდა. მე ცივი ჩაი მოვითხოვე და შეკვეთის მოლოდინში ტელეფონს

ჩავაცქერდი. იქნებ ლაიას გადაეფირქა და მოსულიყო. დარბაზი თანდათან ახმაურდა. თავი

ავწიე და ეკრანს მივაშტერდი, თამაში დაწყებულიყო. თამაშზე გადავიტანე ყურადღება და

შიგადაშიგ ვცდილობდი ჯანოს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ეჭვი მაქვს იმ ღრიანცელში რამე

გაეგო. ბექას ხელს ვგრძნობდი მხარზე, ჩვენების ქულის აღსანიშნავად. მგონი ეს გოგოდ

მართლა ვერ აღმიქვამს. აი გიო წყნარად იჯდა. მაგას საერთოდ რამე აინტერესებს ნეტა?

ყველგან დამჟავებული სიფათით როგორ არის. რისთვის იღლის ტვინს, დავიჯერო ბექას

ღრიალი ევასება? ჯანოს გავხედე. თვალებით მეკითხებოდა რა გჭირსო. არაფერი მეთქი თავი

გადავაქნიე და ძალდატანებით გავიღიმე.

პირველი მეოთხედის შესვენებისას ეკრანზე მაყურებლები გამოჩნდნენ ახლო ხედით,

ოპერატორი ცდილობდა მათი ემოციის დაჭერას. აი ეს მომეტი მიყვარს ყველაზე მეტად -

გულშემატკივართა გულწრფელი ემოცია! ყველა ღრიალებდა და კამერებისკენ იქნევდა ხელს.

კადრი ერთი ბიჭზე შეჩერდა, საერთო აღტაცებას არ იზიარებდა და მობილურს ჩასცქეროდა,

რაღაცას კითხულობდა თუ წერდა. მის გვერდით მჯდომმა ახალგაზრდამ, რომელსაც

ყელსახვევი და დროშა ერთდროულად ქონდა ყელზე შემოხვეული ხელზე მოქაჩა და რაღაცა

უთხრა, მანაც თავი ასწია და კამერას ამოხედა. სწორედ ამ დროს ახალი შეტყობინება

მომივიდა.

- ეე იმ ბიჭმა ხომ არ გამოგიგზავნა? - მხარი გამკრა ბექამ და ეკრანს ახედა.

- როგორ მიხვდი, გენიოსო? - ენა გამოვუყავი და შეტყობინება გავხსენი. „დავმშვიდდი.

რომ დაგირეკო დამელაპარაკები? მართლა დავმშვიდდი “- მწერდა ლევანი. ვიგრძენი როგორ

დამეკარგა ნელ-ნელა ფერი.

Page 16: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

„მე თვითონ დაგირეკავ, ოღონდ გთხოვ რამდენიმე დღე მაცალე. მართლა დაგირეკავ...“

- მივწერე. მერე ვცდილობდი ბიჭების ემოციებით მივმხდარიყავი რაც მოედანზე ხდებოდა და

სიტუაციას არ გამოვთიშოდი. ბექა მთელი მატჩის განმავლობაში ღრიალებდა და ალბათ

შეკვეთილი ლუდის ნახევარი მაინც გადაისხა ტანსაცმელზე. გიო ისევ უემოციოდ იჯდა,

მხოლოდ ბერძნების ქულებზე თუ შეიგინებდა მოურიდებლად. ჯანო მშვიდად იჯდა და

შიგადაშიგ შემომხედავდა ხოლმე. „ეკრანს უყურე გირჩევნია“ - მივწერე გაბრაზების

გამომხატველ სმაილებთან ერთად. „შენ გირჩევნია, მომიყვე რა ხდება“ - მომწერა და თან

წარბშეკრულმა გამომხედა. „ახლა რომ წავიდე ძალიან გაბრაზდები?“ - მივწერე და მეორე

შეტყობინებაც მივაყოლე წამში: „რათქმაუნდა მოგიყვები რაც ხდება. გპირდები“. დიდხანს

მიყურებდა თვალებში, ვეღარ გავუძელი და თვალი ავარიდე. „შენი დაგრუზული სიფათის

ატანა აღარ შემიძლია, წადი. მაგრამ პირობა არ დაგავიწყდეს“ - მომწერა.

ავდექი და ჩანთაც ავიღე.

- ეეეე, სად მიდიხარ? - გაიკვირვა ბექამ.

- თავი ტკივა მაგას და სანამ აწუწუნებულა ჯობს წავიდეს, - ჩემს მაგივრად უპასუხა

ჯანომ.

- ხო უნდა წავიდე, - ვთქვი უმისამართოდ , - აბა თქვენ იცით ბიჭებო, მოიგეთ! - მხარზე

ხელი დავკარი ბექას და კარებისკენ წავედი. უკან რომ მოვიხედე დავინახე ჯანო მიყურებდა

და თვალები კიდევ უფრო ნაღვლიანი ქონდა. რატომღაც ტირილი მომინდა.

ფეხით გავუყევი ქუჩას. სახლში მისვლისთანავე რამდენიმე აბი გამაყუჩებელი დავლიე და

ტანსაცმლის გაუხდელად დავწექი. სანამ დამეძინებოდა ვფიქრობდი, რომ დილით

ლევანისთვის ყველაფერი მიმეწერა და ეს გაურკვევლობა დამესრულებინა. რა რამდენიმე დღე

მოვინდომე? თითქოს მართლა ვიცნობდე და თავის გამართლების გზებს ვეძებდე. უბრალოდ

მივწერ რომ ვეხუმრე.

დილით გავიგე, რომ ჩვენებს შეხვედრა ერთი ქულის სხვაობით წაეგოთ - Georgia VS Greece

71:72 – მატყობინებდა LiveScore.

ლევანი საქართველო-საბერძნეთი

შალვასთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე დავმშვიდებულიყავი, ყოველ შემთხვევაში მანამ

სანამ რამეს გაარკვევდა. მაღაზიაში წავედი პროდუქტების შესაძენად. უნებურად საბავშვო

სექციასთან შევჩერდი. ნუთუ მალე მეც მომიწევდა მსგავსი რაღაცეების ყიდვა? მე და მეოჯახე

კაცი? გამეცინა. იქნებ მართლა სასიკეთოდ შეცვლილიყო ჩემი ცხოვრება? ოხ ენჯი, ენჯი, სულ

შენ გამოა თავგზააბნეული ათას სისულელეზე რომ ვფიქრობ.

სახლში მალევე დავბრუნდი. პროდუქტების ამოლაგება დასრულებული არ მქონდა, ჩემი

მობილური რომ ახმაურდა. ეკრანს დავხედე. სანდრო მირეკავდა, ჩემი მეგობარი. ეკრანს თითი

გავუსვი და ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე:

- გისმენ!

- სალამი ძმაო, რავა ხარ?

Page 17: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- ნორმალურად სანდრო, - ვუთხარი და პროდუქტების ამოლაგება გავაგრძელე, - რამ

შეგაწუხა? ისევ კლუბის ივენთები გაინტერესებს? - ვკითხე, რადგან სანდროს ხმაურიანი

გართობები და მოდური წვეულებები ძალიან მოსწონდა და ხშირად იყო ჩემი კლუბის

სტუმარი.

- რა ივენთები შეჩემა, დღეს კალათბურთია, ორი ბილეთი გავაძრე და მეთქი ლავანი

წამოვა. აბა წამოხვალ?

- იცი სანდრო... - უარის თქმის მიზეზის ძებნაში პაუზა გავაკეთე და სანდრომაც

ისარგებლა:

- არავითარი უარი! ვიცი, რომ კვირაობით არ მუშაობ. წამოდი ძმაო რა, თამაშის მერე

სადმე შევუბეროთ ძველებურად - მე, შენ და ჯეკა, - რათქმაუნდა ჯეკ დენიელსი იგულისხმა.

- კაი მაგრამ ჯეკის გარეშე, მხოლოდ თამაშზე წამოვალ, - ამ დროს ლუდის ქილა

ხელიდან გამივარდა, - ჯანდაბა!

- ე ბიჭო რა გჭირს? - სანდროს გაღიზიანება დაეტყო ხმაში, ვერ იტანდა მასთან საუბრის

პარალელურად სხვა რაღაცასაც თუ აკეთებდი, მხოლოდ მისი სიბრძნეებისთვის უნდა

მესმინა, - მე მელაპარაკები თუ რას აკეთებ საერთოდ?

- რა ეჭვიანი ცოლივით მეწუწუნები, შენ რომ გელაპარაკები სხვა ყველაფერი უნდა

დავივიწყო ხომ? გითხარი წამოვალ მეთქი! - შევუტიე მეც.

- და ჯეკი რატომ არა? - ჩამეკითხა სანდრო.

- იმიტომ რომ გაილეწები და შენი თრევის თავი არ მაქვს, - ვუთხარი და დავამატე, - არც

ნერვები.

- მაშინ ლუდი ვიყიდოთ და თამაშის მერე შენთან ავიდეთ. თან მომიყვები რამ შეიწირა

შენი ნერვები.

- სანდრო, ჩემი ნერვები არასდროს იყო წესრიგში თუ გახსოვს და მოვრჩეთ ახლა, საქმე

მაქვს, - ვაგრძნობინე რომ საუბარს ვასრულებდი, - მოვალ პირდაპირ სპორტის სასახლეში.

- მაგრად თუ არ ჭედავდე ჩვენს ძმობას ვფიცავ, - შეიცხადა სანდრომ ჩვენი საუბრის

დასასრულისკენ წაყვანა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია, ტელეფონი გავუთიშე და

პროდუქტების ამოლაგება გავაგრძელე. სანდრო კარგი ბიჭია, ერთადერთი მეგობარი ჩემი

ბავშვობიდან. ყველა ჩემი საიდუმლო იცის და მაინც მიტანს, სულ ცდილობს გამიგოს და არ

განმსაჯოს. ბევრი ლაპარაკი უყვარს და ხშირად მიშლის ნერვებს, მაგრამ ჩვენი

მეგობრობისთვის არასდროს უღალატია. ამ მეგობრობის გამო ღირს ორი საათი მისი

სისულელეები ამეტანა.

................

კალათბურთის დაწყებამდე ათი წუთით ადრე მივედი სპორტის სასახლესთან. სანდრო

უკვე ნერვიულად ბოლთას ცემდა. რომ დამინახა საყვედურით გაშალა ხელები:

- სად ხარ აქამდე შეჩემა?

- ნუ გეშინია, უშენოდ არ დაიწყებენ, - თვალი ჩავუკარი მე, - წამო, არ შევიდეთ?

Page 18: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ხალხის მასას შევერიეთ და ჩვენი ადგილების მოსაძებნად წავედით. გუნდები უკვე

მოედანზე იყვნენ. სანდრო „აღჭურვილობით“ წამოსულიყო, ყელზე ყელსახვევი მოიხვია და

მხრებზე საქართველოს დროშა. მეორე დროშაც ქონდა ჩემთვის, მაგრამ მე ვიუარე - ამ სიცხეში

კიდევ ეგ მინდოდა, ისედაც სუნთქვა მიჭირდა. სანდრომ პატრიოტიზმი დამიწუნა და მეორე

დროშაც ყელზე მოიხვია. მთელი თამაშის მანძილზე ღრიალებდა.

პირველი მეოთხედის მიწურულს მოულოდნელად ისევ ენჯი გამახსენდა. უცებ

ძალიან მომინდა სანდროს ნაცვლად ჩემს გვერდით ის ყოფილიყო (ბოდიში სანდრო!) ან მისი

ხმა მაინც გამეგონა. ახლა დარეკვა სისულელე იქნებოდა - რომც ეპასუხა ამ ხმაურში ვერაფერს

გავიგონებდი. ტელეფონში მისი ნომერი მოვძებნე და შეტყობინება ავკრიფე: „დავმშვიდდი.

რომ დაგირეკო დამელაპარაკები? მართლა დავმშვიდდი “- ამ დროს სანდრომ ხელზე მომქაჩა

და მანიშნა, ეკრანზე ვჩანვართო. შეტყობინება გავაგზავნე და კამერას ავხედე.

„მე თვითონ დაგირეკავ, ოღონდ გთხოვ რამდენიმე დღე მაცალე. მართლა დაგირეკავ...“

- ენჯის შეტყობინება მივიღე. რამდენიმე დღე ლოდინი აღარ მინდოდა. უბრალოდ არ

შემეძლო. ერთადერთი იმედი შალვა იყო. შალვა და მისი მოხერხებულობა.

მატჩი საქართველოს ნაკრებისთვისაც და ჩემთვისაც უიღბლოდ დამთავრდა. ნაკრებმა

ერთი(!) ქულის სხვაობით წააგო, მე კი სანდრო დამშვიდება მომიხდა - ჯერ იქაურობას

გავაშორე, რადგან ბერძენი გულშემატკივრების ნათესავების მოკითხვა არ იკმარა და მათ

საცემრადაც გაიწია, შემდეგ კი სახლში წავიყვანე და მთელი საღამო ტვინი მიბურღა. დილით

ნაყიდი 10 ქილა ლუდი თითქმის მარტომ დალია (მე მხოლოდ ერთი ქილით დავეხმარე), თან

საქართველოს ნაკრების უიღბლობაზე წუწუნებდა, ან ისევ ბერძენ კალათბურთელებს და

მსაჯს აგინებდა. ბოლო ქილა ლუდით ჩვენი ძმობისა დალია და როგორც იქნა მიიძინა.

ცარიელი ლუდის ქილები შევაგროვე, სანდროს პლედი მივაფარე და ის იყო

სააბაზანოში ვაპირებდი შესვლას რომ შალვამ დარეკა. პირველივე ზარზე ვუპასუხე.

- აბა იმ გოგოს კლუბთან არაფერი კავშირი არ აქვსო? - პირდაპირ საყვედურით დაიწყო

შალვამ.

- და ვინ გითხრა რომ აქვს? - გავღიზიანდი მისი საყვედურით.

- კლუბის მეწილე იყო ადრე მამამისი, მერე კი ძმაკაცს დაუთმო წილი ძალიან საეჭვო

ვითარებაში. არ ვიცი რა მოხდა მათ შორის და რამ აიძულა წილის დათმობა, მაგრამ აშკარაა

შავმა კატამ გაირბინა მათ შორის.

- ოე ნუ გაუტიე ეხლა, - ხმას ავუწიე მე, - რომ გითხარი კლუბთან კავშირი არ აქვს მეთქი

ე.ი. არ აქვს, დამთხვევაა ალბათ. თუ მეხმარები დამეხმარე, თუ არადა ტვინს ნუ ბურღავ!.

- მართლა არაფერი იცოდი? - ხმაში ეჭვი გაერია შალვას.

- პირადი ინტერესია უბრალოდ, - ხმა შევარბილე მეც - თუ არ შეგიძლია დახმარება

სხვანაირად გავიგებ.

- არა, არა უკვე ყველაფერი გავიგე და ახლავე გადმოგიგზავნი, - მესმოდა როგორ მძიმედ

ჩაისუნთქა, - იმედია შარს არ გადავეყრები.

- რა შარი, უბრალო ბარმენი ვარ, კლუბთან და მის წილებთან რა უნდა მაკავშირებდეს?

ყველაფერი მართლა პირადულია, იმ კლუბიდან შეიძლება სულაც წამოვიდე მალე, - არ ვიცი

რატომ წამოვაყრანტალე, - მადლობა ინფორმაციისთვის. და მშვიდობით!

შალვას დავემშვიდობე, ახლა უკვე მართლა სამუდამოდ. ენჯის შესახებ ინფორმაციის

მოლოდინში ეკრანს მივაშტერდი. მალე ჩემთვის საინტერესო ინფორმაცია გამოჩნდა:

Page 19: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ენჯი ახვლედიანი

სახელი : ენჯი - ანუ არ მოვუტყუებივარ.

გვარი : ახვლედიანი - ჩემი ყოფილი ბოსის, გივი ახვლედიანის შვილი ყოფილა.

დაბადების ადგილი: თბილისი - კიდევ კაი შორს არ მომიწევდა ძებნა.

დაბადების თარიღი: 14/12/1994 წელი - მშვილდოსანი? (ხო, რა იყო, ცოტათი ჰოროსკოპის

მჯერა).

საცხოვრებელი ადგილი: ბათუმი - დიახაც, შორს მომიწევდა ძებნა.

სამუშაო ადგილი: კაფე „წიგნების სურნელი“ - წიგნების კაფე VS ღამის კლუბი?! საინტერესოა.

არ ყავს მეუღლე და შვილები - ეს უკანასკნელი მგონი მალე გამოსწორდება.

კიდევ იყო ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების შესახებ, მისი რამდენიმე ფოტო და

სულელური ინფორმაცია თვალის ფერზე, სიმაღლეზე, წონაზე (ნეტა ეს შალვამ როგორ

გაიგო?). ბოლოში ლურჯი ასოებით რაღაც ლინკი იყო, დავაკვირდი და ეს აღმოჩნდა ენჯის

გვერდის Facebook-ზე. ამაზე ლამის ავხარხარდი. რა იყო ახლანდელი დეტექტივები

სოციალური ქსელებითაც აგროვებენ ინფორმაციას? მაგრამ ვაღიარებ, ყველაზე მეტად

ზუსტად ამან დამაინტერესა. სწრაფად ავათამაშე თითები კლავიატურაზე და მალე სასურველ

გვერდზე გადავედი.

პროფილის ფოტოდან გოგონა მიღიმოდა. „თუ გინდა რომ მოიგო, წაგებისთვის მზად

უნდა იყო“ - ემინემის ფრაზას ციტირებდა მთავარ გვერდზე. Cover ფოტოდან უსაყვარლესი

ბავშვი შემომყურებდა მუქი ლურჯი თვალებით. ფოტოების უმრავლესობა შავ-თეთრი და

პროფესიონალურად დამუშავებული იყო. გვერდი ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო, ამიტომ

მის კედელზე მოძრაობა დავიწყე. ძირითადად გაზიარებული ქონდა ინფორმაცია სპორტისა

და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც მისი კაფე მასპინძლობდა. შიგადაშიგ მხვდებოდა

მუსიკალური რგოლებიც. ერთნაირი მუსიკალური გემოვნება რომ გვაქვს, ეს ნეტა რამეს

ნიშნავს? ზოგ ფოტოზე ძალიან ლამაზი იყო და უბრალო. რატომ არ მტოვებდა შეგრძნება რომ

მართლა ვიცნობდი? და თუ ვიცნობდი ამ ღიმილისა და ხმის პატრონი როგორ არ მახსოვდა?

ნეტა შესაძლებელია, მართლა ორსულად ყოფილიყო?

ერთ-ერთი ფოტო გავხსენი და მივაშტერდი. პროფილით იყო გადაღებული და

იღიმებოდა - შავი თვალები, სწორი, პატარა ცხვირი და ფოსო ლოყაზე. არ ვიცი რამდენ ხანს

ვიყავი ასე, სანდროს ხმამ გამომარკვია.

- ეგ ნაშა ვინაა? - თავზე მადგა სანდრო.

- ნაშა არაა! - შევუღრინე.

- კარგი, ბოდიში. - ხელები აწია სანდრომ - მაინც ვინაა?

- ჩემი მომავალი შვილის დედა, - განვუცხადე არცთუ მთლად მტკიცედ.

- მეღადავები? - კინაღამ თვალები გადმოუცვივდა.

- არა! - მოკლედ მოვუჭერი.

- ვაბშე ვინაა და როდის მოასწარი მისი შეყვარება? - წარბი აათამაშა სანდრომ.

- არ მითქვამს რომ მიყვარს, - თავზე ხელი გადავისვი, რომ აზრები სწორად

ჩამომეყალიბებინა და განვაგრძე. - ამ დღეებში წავალ ბათუმში მის გასაცნობად.

- გამოვსირდი ძმაო, - აღმოხდა სანდროს და პირღია დაეშვა ჩემს პირდაპირ მდგარ

სავარძელში. - შენ მეუბნები, რომ facebook-ზე ნანახი გოგო შეგიყვარდა და გინდა შენი

შვილების დედა გახდეს?

Page 20: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- არა! რა სიყვარული! მე გეუბნები, რომ ეს გოგო შესაძლოა ჩემგან ელოდებოდეს ბავშვს

და მის გასაცნობად ბათუმში უნდა წავიდე.

- შენი ცხოვრების რაიმე ეტაპი გამოვტოვე ძმაო? - კიდევ უფრო დაიბნა სანდრო.

ღრმად ჩავისუნთქე და რაც შეიძლება მოკლედ მოვუყევი ენჯისთან დაკავშირებული

ისტორია. რომც მდომებოდა გრძელი ამბავი არაფრით გამოვიდოდა - მეც ძალიან ცოტა

ვიცოდი მის შესახებ. ჩუმად მისმენდა და შიგადაშიგ გაოცებისგან თვალებს ახამხამებდა. რომ

დავასრულე სანდრომ პირი ისევ დააღო და გაშეშდა

- სანდრო პირი დახურე და ისუნთქე, არ დაიხრჩო, - ხელი ავუქნიე.

- ვერაფერი გავიგე ძმაო, მაგრამ... - თავი მოიქექა დაბნეულად, - ისე კაი გოგო ჩანს,

ბოლოსდაბოლოს მამა გახდები, მე კიდევ ნათლია, - გაიკრიჭა და თვალი ჩამიკრა.

- სანდრო, მე რჩევები მჭირდება, რა მამა და ნათლია? - საყვედურით გავხედე.

- როდის იყო მე რჩევებს ვიძლეოდი? - გაოცება ვერ დამალა, - წადი და გაარკვიე

ყველაფერი. მერე მოკიდე ხელი და ჩამოიყვანე შენთან. გადაიხადეთ ქორწილი, გააჩინეთ

ბავშვები და ა.შ., - დამიგეგმა მომავალი.

- შენგან მეტს რას ველოდი რა, - ჩამეცინა ირონიულად, სასწაულად გადარჩენილი

ლუდი მოვსვი და სახე დამემანჭა, - ფუუ, რა თბილია,

- წავედი მე უნდა დავიძინო, - გაიზმორა და დაამთქნარა. ამხელა ამბავი ვუთხარი, ამან

კიდევ ძილიო. - შენ მაინც იფიქრე, იცოდე ჩემზე უკეთეს ნათლიას ვერ იპოვი შვილისთვის,

- თვალი ჩამიკრა და გავიდა.

ეხ სანდრო, ნეტა მხოლოდ ეგ იყოს პრობლემა, ყველა შვილს შენ მოგანათვლინებ.

დილით სამსახურში უნდა მივსულიყავი და ერთკვირიანი გათავისუფლება მეთხოვა. სანამ

ეს გაურკვევლობა ბოლოს მომიღებს ბათუმში წავალ და ენჯის ვნახავ - ჩემი მომავალი

შვილის დედას.

ენჯი

17/09/2018 წელი, ორშაბათი - კინგი და ნიკოლსონი

ორშაბათი მძიმედ დაიწყო:

დილის ექვს საათზე ტელეფონის ხმამ გამაღვიძა. ღმერთო, როგორ ვერ ვიტან ზოგჯერ

ამ ტელეფონს! ზანტად ვუპასუხე. აღმოჩნდა, რომ იმ დაცვის სამსახურიდან მირეკავდნენ,

რომელიც ჩვენი კაფის უსაფრთხოებას იცავდა, განგაშის სიგნალი შემოვიდაო. წამში

გამოვფხიზლდი და ის იყო წასვლას ვაპირებდი, კვლავ დამიკავშირდნენ - ცრუ განგაში

ყოფილა. სანამ მეპატრონესთან არ გადავამოწმე მანამდე მაინც ვერ დავმშვიდდი. ნეტავ

უსაფრთხოებისთვის ასეთი სისტემა ვინ მოიფიქრა? დააყენე ცოცხალი დაცვა და იძინე

მშვიდად რა.

Page 21: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

კაფეშიც არეულობა იყო - მისვლისთანავე საბამ მახარა რომ 21 სექტემბერს დაგეგმილი

საღამოსათვის მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ამიტომ დილაადრიან მოეტანათ

პოსტერები და შესაბამის ადგილს არჩევდნენ მათ განსათავსებლად. კაფეს წინ კი სურდათ

დიდი აბრის გაკეთება, საღამოთი დაინტერესებული პირებისათვის ამომწურავი ინფორმაცია

რომ მიეწოდებინათ. ამას გარდა საღამოსთვის უნდა მოეტანათ და დაემონტაჟებინათ

შესაბამისი აპარატურა ფილმის ჩვენებისთვის. ცოტა ხანში მეორე სართულიდან

მკითხველთა კლუბის წარმომადგენლებსა და საბას შორის ხმამაღალი კამათი ხმა გაისმა -

საბა ცდილობდა საღამო იმ ფილმით დაესრულებინა, რომელსაც თავად შეარჩევდა. კიბეს

ნელა ავუყევი.

- ოღონდ „ნათება“ არა! - ხმას უწევდა საბა, - პირველად ვეთანხმები სტივენ კინგს, ჯეკ

ნიკოლსონი ისედაც გიჟია და გიჟის როლის თამაში კარგად არ გამოუვიდა. „ბურუსი“

მშვენიერი არჩევანი იქნებოდა.

- ხო, მაგრამ ეგ ფილმი ვერ გამოხატავს კინგის შემოქმედების სიღრმეს, - შეეწინააღმდეგა

სუსტი ხმით ერთ-ერთი წარმომადგენელი, გამხდარი და მაღალი ქალი. - თან მაგ ფილმის

დასასრული განსხვავდება წიგნის დასასრულისგან და...

- მერე არ წაგიკითხავს, რომ შენი ძვირფასი კინგი სწორედაც ფილმის დასასრულით არის

აღფრთოვანებული? - წარბის აწევით შეაწყვეტინა საბამ.

- მე მაინც მგონია, რომ „ბურუსი“ არასწორი არჩევანია, - დაბნეულად ჩაილაპარაკა

ქალმა.

- „ნათება“ არ იქნება! - კატეგორიული იყო საბა.

- მაგრამ ეგ ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმია კინგის ნაწარმოებების

ეკრანიზაციებს შორის და მაღალრეიტინგულიც, ყველანაირი თვალსაზრისით. თან მართლა

არ მესმის, ნიკოლსონის შესრულება რა შუაშია კინგის შემოქმედებასთან? - კამათში ჩაერთო

ჩემგან ზურგით მდგომი მამაკაციც.

- თუ რეიტინგზე მიდგება საქმე „გაქცევა შოუშენკიდან“ ყველაზე რეიტინგულია,-

თავმომწონედ უპასუხა საბამ. ვითომ კინგი არ უყვარდა და მის შემოქმედებაზე კი იცოდა

ყველაფერი.

- ბატონებო, გთხოვთ ნუ ვიკამათებთ, - მათკენ გავემართე მე. კაფეში უკვე მოსულიყვნენ

ადრიანი სტუმრები და არ მინდოდა არაკომფორტულად ეგრძნოთ თავი ხმაურის გამო, -

შეგვიძლია რამდენიმე ფილმი ვაჩვენოთ - დრო შეუზღუდავი გვაქვს.

- მაგრამ... - რაღაც საწინააღმდეგოს თქმას აპირებდა იგივე მამაკაცი, მაგრამ საბამ

შეაწყვეტინა:

- მშვენიერია! იყოს ორივე ფილმი, მაგრამ პირველი იქნება „ბურუსი“. მეტ დათმობაზე

არ წავალ! - საბამ კატეგორიულობაზე კინაღამ ავხარხარდი.

- ხოდა ძალიან კარგი ჯერ „ბურუსი“ - საბას გავხედე, - ბოლოს კი ტკბილი ლუკმად

„ნათება“, - ახლა კინგის შემოქმედების მოყვარულებს გავხედე.

ორივე მხარემ მხრები აიჩეჩა. საბა არ იყო მთლად კმაყოფილი. მისი ნება რომ იყოს ალბათ

„ნათებას“ მთლიანად წაშლიდა კინემატოგრაფიის ისტორიიდან. ო ღმერთო! საბას

დამოკიდებულება სტივენ კინგისადმი შემიწირავს მე! ან თავად სტივენ კინგი თავისი საშიში

ფანტაზიებით. ანდა ლევანი.

Page 22: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ვაიმე, ლევანი! დღევანდელ გაწამაწიაში სულ დამავიწყდა მისთვის დარეკვას და

სიმართლის თქმას რომ ვაპირებდი. ლევანის გახსენებაზე გუშინდელი საღამო გამახსენდა და

ვიგრძენი თავი როგორ მიბრუოდა. ღირსი ვიყავი, მოვინდომე გართობა. მორჩა! როგორც კი

კინგის „იუბილეს“ გადავაგორებ ლევანს დავურეკავ. სულ რაღაც 5 დღეა. ისედაც ხომ ვთხოვე

რამდენიმე დღე? მაგრამ რატომ და რისთვის თავადაც არ ვიცი. ძალიან არეული ვარ.

ლაიასთან საუბარი მჭირდება. სასწრაფოდ!

„მჭირდები“ - მივწერე ნაჩქარევად და წასახემსებლად სამზარეულოს მივაშურე.

ქართველი რობოტი

ნაშუადღევს მიშას შევუარე - პროგრამისტი იყო და კაფის ვებ-გვერდის

ფუნქციონირება მას ევალებოდა. კაფის გვერდის გაკეთება საბას იდეა იყო, მიშაც მან გამაცნო.

კაფის გვერდისთვის თვალყურის დევნის გარდა, მიშა ასევე აახლებდა გვერდს Facebook-ზე

და კაფეში გასამართ ღონისძიებებს აანონსებდა. საჭიროებისამებრ გვეხმარებოდა სარეკლამო

ბანერების დიზაინის გაფორმებაში და ეძებდა ადგილებს ინტერნეტ სივრცეში კაფის

მაქსიმალურად რეკლამირებისათვის. როგორ ახერხებდა არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ უფასო

რეკლამებისთვისაც მოიძიებდა ხოლმე ადგილს. მთელი დღე კომპიუტერთან იჯდა და

ზოგჯერ ვეჭვობდი რობოტი ხომ არ იყო - სადმე იაპონიაში აწყობილი ქართულენოვანი

რობოტი.

კარი როგროც ყოველთვის დედამისმა გამიღო და უკმაყოფილო სახით მისი ოთახისკენ

მანიშნა. კარზე დავაკაკუნე და ფრთხილად შევაღე. ოთახში სიბნელე და მძიმე სუნი იდგა.

კომპიუტერის სინათლის ფონზე გავარჩიე მხრებში მოხრილი მიშა.

- სალამი ენჯი, - არც შემოუხედია ისე მომესალმა. სერიოზულად მინდა ხოლმე უკან

თავზე შევუმოწმო იმ კიკინის ქვეშ მესამე თვალს ხომ არ მალავს. როგორ მიხვდა რომ მე

ვიყავი?

- გამარჯობა მიშა, - მივესალმე ხმადაბლა, - როგორ ხარ?

- კარგად.

- ბევრი საქმე გაქვს?

- ისე რა.

- აქედან ოდესმე გადიხარ?

- კი, ზოგჯერ.

- აქვე იძინებ?

- კი.

- კომპიუტერის გარდა არაფერი გაინტერესებს?

- არა,- დაფიქრდა და ისე მიპასუხა.

- შენ რა ინფორმაციით იკვებები? - კომპიუტერზე ვანიშნე.

- შეიძლება მასეც ითქვას, - ისევ არ მოუხედია.

Page 23: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- მიშა, ზოგჯერ ფანჯრები რომ შეაღო არ გინდა, აქ როგორ სუნთქავს? - ცხვირზე

საჩვენებელი და ცერა თითი მოვიჭირე იმის საჩვენებლად, რომ ვერ ვსუნთქავდი, - ან ეს შავი

ფარდები რაღა უბედურებაა?

- თუ გიჭირს ნუ მოდიხარ, შეგიძლია მომწერო ხოლმე და ისე ამიხსნა რა გინდა, - უფრო

ეკრანს უთხრა ვიდრე მე, - მე არ დამიპატიჟებიხარ.

- რა უჟმური ხარ! - სახე დამემანჭა წყენისგან.

- რა გინდა ენჯი? - იკადრა შემობრუნება.

- პარასკევის ღონისძიებაა კაფეში მინდა სოციალურ ქსელშიც და გვერდზე დააანონსო, -

ფურცლები დავულაგე წინ, - ოღონდ ხომ იცი...

- ხო ვიცი, - შემაწყვეტინა და ფურცლებს ზერელედ გადახედა, - ნაკლები მოცულობის

ტექსტით მეტი ინფორმაციის მიღება.

- ხო ზუსტად, - თავი დავუქნიე, - რადგან...

- რადგან დიდი ტექსტის დანახვაზე მომხმარებელი ფრთხება ან წაკითხვა ეზარება.

ამიტომ ტექსტი უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და საინტერესო, პლუს რამდენიმე

დამაინტრიგებელი ფოტო, - ისევ გამაწყვეტინა წინადადება. როგორ ახერხებ ამას? ჩემს

აზრებს კითხულობს თუ რაშია საქმე? ზოგს ათასჯერ ვუმეორებ და ვერ ვაგებინებ, ეს კი ჩემს

დაწყებულ წინადადებებს ასრულებს. არასოდეს არ გაუკეთებია რამე ისე, რომ

უკმაყოფილების მიზეზი მომცემოდა. დაჟინებით მივაცქერდი.

- ნუ გამბურღე თვალებით ენჯი, - ხელი მოისვა კეფაზე, - გავაკეთებ ყველაფერს ისე,

როგორც ყოველთვის. თუ არ მოგეწონება შევცვლი.

- ვიცი, რომ გააკეთებ, - ისევ დავუქნიე თავი, მერე ფრთხილად ჩავეკითხე, - მიშა, აქედან

გასვლა მართლა არ გინდა? ახალი მეგობრების შეძენა, ახალი ადგილების მონახულება?

- არ მინდა!

- არც იცი, რაზე ამბობს უარს, - თავი დანანებით გადავაქნიე.

- ვიცი! - მომიჭრა მკაცრად.

- და მაინც ასე ხარ? არ გინდა მომიყვე რამე შენზე? მაინც რატომ გამოიკეტე აქ?- არ

ვეშვებოდი.

- ენჯი, ბოდიში მაგრამ შენთან ძმაკაცობას არ ვაპირებ, თუ გგონია, რომ გულს

გადაგიშლი და ჩემზე ყველაფერს გადმოგილაგებ, ცდები, - თვალი თვალში გამიყარა, - თუ არ

გინდა გაწყენინო გთხოვ, წადი რა, უბრალოდ წადი.

- როგორც გინდა, - წყნარად ჩავილაპარაკე და ოთახიდან გავედი.

...............

როგორც იქნა მომქანცველი დღე დასრულა. კაფეში ყველა პოსტერს მიუჩინეს ადგილი,

აპარატურა გამართეს და ფილმებიც აარჩიეს. სამი ფილმიდან - „ნათება“, „ბურუსი“ და

„უიმედოთა ქალაქი“ - შეკრებილი სტუმრებიდან უმრავლესობა გადაწყვეტდა რომელი

ენახათ. საბა ამის გამო უკმაყოფილო იყო. მისი აზრით „ნათება“ გაიმარჯვებდა, რადგან

მისივე აზრით „უმრავლესობის გემოვნება, როგორც ყოველთვის ნაგავია“.

კაფედან ბოლო სტუმრები გავაცილეთ და სანამ იქაურობას მიალაგებდნენ, მე და საბა

კიდევ ვათანხმებდით პარასკევის საღამოს დეტალებს. კაფედანაც ყველაზე ბოლოს ერთად

გამოვედით და მან თავისი მოტოთი წაყვანა შემომთავაზა. ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ

ხელით წაყვანაზეც დავთანხმდებოდი. სახლში მისულმა ტელეფონი შევამოწმე. ლაიასგან

Page 24: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ისევ არაფერი იყო. შევშფოთდი. ნეტა ეს გოგო ცოცხალია? ხვალ უეჭველი უნდა ვნახო, არ

მიაკვდეს კომპიუტერს.

ლევანი 17/09/2018 წელი, ორშაბათი - გათავისუფლება

ორშაბათს დილით თითქმის უძილო ღამის შემდეგ გაბრუებული გამეღვიძა. ერთი

ფინჯანი ყავა დავლიე და კლუბში წავედი, რომ ერთკვირიანი გათავისუფლება მეთხოვა.

სანდროს ჯერ კიდევ ეძინა, ამიტომ მომიხდა ბინაში ჩამეკეტა, იმის იმედით რომ მალე

მოვიდოდი.

კლუბის მენეჯერს ჩემი ადრიანად დანახვა გაუკვირდა და თვალებით მკითხა რა

ხდებაო, თან საათისკენ მანიშნა იმის საჩვენებლად რომ ადრე მივედი. ხელის აწევით

მივესალმე ყველას. მენეჯერს როგორც კი მივუახლოვდი პირდაპირ საქმეზე გადავედი:

- ერთი კვირით სამსახურიდან გათავისუფლება მინდა.

- რამე მოხდა? - დაეჭვებით მკითხა.

- პირადი პრობლემებია, - თვალი ავარიდე.

- ლევან, ხომ იცი, ამ დროს გათავისუფლება თან ერთი კვირით არ შემიძლია, - მწუხარე

სახე მიიღო და ხელები გულზე გადაიჯვარედინა.

- შენც ხომ იცი, ვანო ძალიან რომ არ მჭირდებოდეს არ გთხოვდი? - წყენა დამეტყო ხმაში.

- შენ ხომ არასდროს არ გითხოვია ამდენი ხნით წასვლა? სად ვიპოვო ასე უცებ

გამოცდილი ბარმენი?

- სწორედ იმიტომ რომ არასდროს მითხოვია გათავისუფლება, არ მისარგებლია

შვებულებით და არ დამიგვიანია არასდროს სამსახურში იქნებ ვიმსახურებ ერთკვირიან

დასვენებას? - ბრაზი გაერია ჩემს ხმას.

- კარგი, მაგრამ სამ დღეზე მეტი არ შემიძლია, - სამი თითი აღმართა ჩემს წინ ვანომ.

- მე ერთი კვირა მჭირდება! - ვთქვი მკაცრად.

- მომავალ მეპატრონესთან პრობლემები შემექმნება, თითქმის ყოველდღე დადის აქ. მეც

გამიგე რა სანდრო, - თავის შეცოდებაზე გადავიდა.

- მაშინ გამათავისუფლე, - ვუთხარი მტკიცედ. უკვე ყელში ამომივიდა ეს სამსახური და

სულ არ ვაპირებდი კუდის ქიცინს ახალი მეპატრონისთვის თავის მოსაწონებლად. ეგება

აქედან წასვლა უკეთესიც ყოფილიყო ჩემთვის.

- რაო? - აშკარად არ ელოდა ასეთ პასუხს.

- გამათავისუფლე ვანო, გამათავისუფლე - ან ერთი კვირით, ან სამუდამოდ, - ვუპასუხე

უდარდელად.

- კი მაგრამ ლევან...

- ვანო, შენი სურვილის მიუხედავად მე მაინც წავალ, - გავაწყვეტინე, - მომავალ

ორშაბათს მოვალ. მანამდე გადაწყვიტე მტოვებ თუ არა სამსახურში. როგორც შენს ახალ

უფროსთან ურთიერთობას აწყობს ისე მოიქეცი, მე არ მეწყინება.

Page 25: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

პასუხს აღარ დაველოდე, ზურგი ვაქციე და კარებისკენ წავედი. რაღაცა მომაძახა,

მაგრამ აღარ მივბრუნებულვარ, ხელი დავუქნიე დამშვიდობების ნიშნად და იმწამს

ამღერებულ ტელეფონს დავხედე. სანდრო მირეკავდა.

- სად ხარ შეჩემა, რომ გამომკეტე აქ მოტაცებული პატარძალივით და დატყდი რა წესია?

- რა იყო სანდრო, მარტო ყოფნის შიში გაქვს თუ რაშია საქმე? - ხუმრობა ვცადე.

- სად ჯანდაბაში ხარ არ იტყვი? - ყვირილზე გადავიდა.

- გზაში ვარ სანდრო, მალე მოვალ, - ჩავძახე და ტელეფონი გავთიშე. კლუბს ავხედე და

ამოვიოხრე. 5 წელი ვმუშაობდი აქ და ვერ ვიფიქრებდი, ასე უცებ, დაუფიქრებლად თუ

მომინდებოდა აქედან წასვლა. იქნებ მართლა მჭირდებოდა ჯერ კარგი დასვენება და მერე

ახალი სამსახური? თუ ამასაც ენჯის გამო ვაკეთებდი? ისევ ენჯი. რატომ ხდებოდა რომ ჩემი

ცხოვრებაში ბოლო პერიოდში მიღებულ გადაწყვეტილებებს მას ვუკავშირებდი? გოგოს

რომელსაც არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრა და ადგილის დაკავება მაინც

მოეხერხებინა.

ყირმიზი გოგო

როგორც კი ბინის კარი შევაღე სანდროს საყვედური გავიგონე, უფრო ყვიროდა ვიდრე

საუბრობდა.

- შენ ნორმალური ხარ საერთოდ? რას გამომკეტე აქ? ან სად გააჯვი? - შეკრული

თვალებით მიყურებდა, გეგონება ჩემი შეჭმა უნდოდა, - შენს გამო ნატასთან პაემანი ჩამეშალა.

- ამ დილაადრიან რა პაემანი აგიტყდა? ხაშია? - მოწყვეტით დავეშვი დივანზე.

- რა გჭირს შენ? - საყვედური შეწყვიტა და დამაკვირდა.

- შენი მანქანა მჭირდება ერთი კვირით, ბათუმში მივდივარ, აი რა მჭირს, - მზერა

გავუსწორე.

- იმ გოგომ სულ გამოგაშტერა შენ! - დამისვა დიაგნოზი სანდრომ.

- სწორედ იმიტომ მივდივარ რომ ყველაფერი გავარკვიო სანდრო. - ნიკაპი ნერვიულად

მოვისრისე. აღარ ვიცოდი რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი ბათუმში წასვლა.

შეიძლება შეპირებისამებრ მართლაც დაერეკა და ყველაფერი გარკვეულიყო? ხომ მთხოვა

რამდენიმე დღე? ნეტა ჩამოსვლას ხომ არ აპირებდა?

- ხომ არ გინდა წამოგყვე? - თანაგრძნობით შემომხედა სანდრომ. მისი ეს თვისება

ყოველთვის მაოცებდა - ერთ წუთის წინ ჩემი მოკვლა უნდოდა, ახლა მზადაა ყველაფერი

გადადოს და წამომყვეს. ნატასაც დაიკიდებს ჩემს გამო - არადა ხომ ვიცი, ნატა მისთვის

ნარკოტიკივითაა, მის გარეშე ვერ ძლებს.

- არა სანდრო. მარტო წავალ. მხოლოდ მანქანა მჭირდება.

- როგორც გინდა, ახლავე გავალ და მოვიყვან მანქანას, - წასასვლელად წამოდგა.

- მადლობა სანდრო, - მეც ავდექი და მადლობის ნიშნად მხარზე ხელი დავკარი.

- რა მადლობა შეჩემა, ახლა გული არ ამიჩუყო, - ტუჩები დაბრიცა სასაცილოდ, - ეი,

შემომხედე. ხომ იცი, რომ ყველაფერი მაგრად იქნება?

Page 26: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- ვიცი სანდრო, - თავი დავუქნიე თანხმობით ნიშნად, - უფრო ის ვიცი, რომ შენ იქნები

ჩემთან რაც არ უნდა მოხდეს.

- აი ეგრე რა, - სახე გაებადრა ჩემს სიტყვებზე, - წავედი ძმაო და მალე მოგიყვან ჩემს

ყირმიზ გოგოს - გაკრიალებულს და სავსე აუზით, - მომაძახა და გაუჩინარდა.

ზუსტად ერთ საათში სანდროს ყირმიზი გოგო - Range Rover Evoque - ჩემი სადარბაზოს

წინ იდგა, ორ საათში კი ბათუმის გზას ვადექი.

...........

გზად მხოლოდ ერთხელ შევჩერდი ყავის დასალევად. ტელეფონის სოციალურ ქსელში

შევედი და ენჯის გვერდზე გადავედი. მის მიერ გაზიარებული ინფორმაცია კაფეში

ღონისძიებას აანონსებდა პარასკევისთვის. ტელეფონი გამოვრთე და ყავის მოლოდინში ჩემს

გადაწყვეტილებაზე დავფიქრდი. შუაღამისას ჩავიდოდი ბათუმში და ხვალ უკვე შემეძლო

ენჯი მენახა. კვირამდე ვაპირებდი იქ დარჩენას და იმედი მქონდა ამ დროის განმავლობაში

ყველაფერი გაირკვეოდა.

ენჯი 18/09/2018 წელი, სამშაბათი

თვალი გავახილე, მობილურს დავხედე და გამეღიმა. 06:58 წუთი. ორი წუთით

დავასწარი მაღვიძარას. საწოლიდან გამოვძვერი და ფეხშიშველი სამზარეულოში

გავტანტალდი. მარტო ცხოვრების უპირატესობები - როგორც გინდა იარე სახლში, როცა გინდა

დაიძინე და თუ გინდა საერთოდ არაფერი არ ჭამო. დედის წუწუნის მოსმენაც არ გიწევს

უჭმელობასა და თბილად ჩაცმაზე.

ყავა მოვიდუღე და დღევანდელი დღის გეგმები ჩამოვთვალე:

1. სამსახურში წასვლა - რათქმაუნდა

2. შესვენებაზე ლაიას ნახვა - უსიკვდილოდ.

3. ღონისძიებისთვის უკანასკნელ დეტალებზე შეთანხმება - ყველაფერი უნდა

ყოფილიყო გათვალისწინებული. ვერ ვიტანდი მოულოდნელ სიურპრიზებს.

4. ჯანოსთან დარეკვა ან თუ დრო გამომიჩნდებოდა მასთან შევლა.

5. საღამოს თუ მოვასწრებდი რაიმე სადა, სეზონის შესაბამისი კაბის ყიდვა

6. გაუთვალისწინებელი წვრილმანები.

ყავა დავლიე და აბაზანას მივაშურე. 20 წუთში მზად ვიყავი. ტყუილია რომ ამბობენ

ქალებს საათები ჭირდებათ მოსამზადებლადო. და ისიც ტყუილია ყველგან აგვიანებენო.

დამიჯერეთ არსად არასდროს დამიგვიანია!

კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ქუჩას გავუყევი. პირველივე ვიტრინასთან შევჩერდი

და საკუთარ გამოსახულებას დავაკვირდი. მერე თმები შევისწორე და დავინახე შიგნიდან

შუახნის კაცი როგორ დაბნეულად მიყურებდა. ალბათ ეგონა სარკე არ მქონდა სახლში და

ამიტომ ვიყენებდი ყოველთვის მისი მაღაზიის ვიტრინას.

Page 27: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

გზა ღიმილით გავაგრძელე. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი დღის გეგმები თავდაყირა

დადგებოდა და ბოლოდან დაიწყო, ანუ გაუთვალისწინებელი წვრილმანებიდან, რომელსაც

წვრილმანები ნამდვილად არ ეთქმოდა.

ლევანი 18/09/2018 წელი, სამშაბათი - შეხვედრა

სასტუმროში გვიან ღამით დავბანაკდი და საჭესთან ჯდომისგან დაღლილს მალევე

ჩამეძინა. დილაადრიანად გადავწყვიტე ენჯის სანახავად კაფეში წასვლა. როგორც მათი

გვერდი იუწყებოდა, 9 საათზე იწყებოდა მათი სამუშაო დღე. ამიტომ მინდოდა, რომ დღეს

კაფის ერთ-ერთი პირველი სტუმარი ვყოფილიყავი. ეგება გამმართლებოდა და ენჯიზე ადრე

მივსულიყავი.

იმ ქუჩას, რომელზეც კაფე მდებარეობდა ფეხით გავუყევი. შორიდანვე ვიცანი ფოტოზე

ნანახი კაფე. კაფის ვიტრინა და მიმდებარე ტროტუარი ყვავილებით იყო მორთული.

ქართულად გამოყვანილი ასოებით ულამაზესი აბრა „წიგნების სურნელი“ - ბოლოში

გადაშლილი წიგნისა და ოხშივარ ადენილი ყავის ფინჯნის ლამაზი გამოსახულებით

სრულდებოდა. ნელა გადავჭერი ქუჩა და კაფეს მივუახლოვდი. ტროტუარზე ყვავილებში ხის

დასაკეც სადგარზე აბრა გამოეფინათ, რომელიც ისევდაისევ პარასკევს გასამართ ღონისძიებას

აანონსებდა.

კარი ფრთხილად შევაღე. სასიამოვნო არომატი შემომეგება. ხმადაბალ მუსიკაში რეი

ჩარლზის „Say no more” ამოვიცანი. დარბაზს თვალი მომავლე, რომ შესაბამისი ადგილი

მეპოვა. წიგნების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხე უნდა ყოფილიყო - კარების ორივე

მხარეს, ქუჩის გაჰყურებდა ჭერიდან იატაკამდე დაშვებული ფანჯრები, რომელზეც ცნობილი

მწერლების ავტოგრაფები იყო გამოყვანილი სხვადასხვა ფერის მელნით. კედლის ერთი მხარე

ჩარჩოში ჩასმული ცნობილი მწერლების ფოტოები გაეფორმებინათ, მეორე მხარეს კი ასევე

ჩარჩოში მოქცეული მათივე ცნობილი ნაწარმოებები პირველი გამოცემების ასლებით იყო

გაფორმებული. პირდაპირ ბარი იყო, საიდანაც მუსიკის ჰანგები მთელ დარბაზში

იფანტებოდა. ბარის მარჯვნივ კარი სავარაუდოდ სამზარეულოში გადიოდა, მარცხნივ კი

ხვეული კიბე ზევით განლაგებულ დარბაზში ადიოდა. ნაწილობრივ ჩანდა კიდეც მეორე

სართულზე განთავსებული დარბაზი და ჭერიდან იატაკამდე დაშვებული წიგნებით სავსე

თაროები. ცუდი ადგილი ნამდვილად არ იყო. წიგნების კითხვა არ მიყვარდა, მაგრამ აქ თუ

მუდამ ასეთი მუსიკა ჟღერდა ყავის დასალევად დიდი სიამოვნებით შემოვიდოდი. ბოლოს

შევარჩიე განმარტოებით მდგომი მაგიდა, ისე რომ დარბაზში შემომავალი ხალხი დამენახა და

მენიუ გადავშალე.

- გამარჯობა! ხომ ვერ დაგეხმარებით?

ავხედე. თავზე სასიამოვნო გარეგნობის გოგონა მადგა, რომელიც უხერხულად

იღიმებოდა. ეტყობა დიდხან ჩავყურებდი მენიუს და ამიტომ გადაწყვიტა დახმარება. „ნინია“ -

იუწყებოდა გოგოს სახელს მკერდთან ლამაზად გამოყვანილი ქართული ასოები. ისე რომ მენიუ

ხელიდან არ დამიდია, სუფრაზე გადავიტანე მზერა. აქაც ქართული ასოებით გაკრული ხელით

ამოექარგათ რაღაც ფრაზა, მზერა დავძაბე და წავიკითხე: „რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ

Page 28: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

სიყვარული ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი?!“. კინაღამ ავხარხარდი. „შერეკილები“

მინდოდა ზუსტად განწყობის ასამაღლებლად. ეს კაფე უკვე მომწონს. არა, მიყვარს! ქაღალდის

ხელსახოცზე რუსთაველის აფორიზმი რომ ამოვიკითხე, სულ გამოვშტერდი. საკაიფოდ მაგარი

იდეაა, მაგრამ წესით ტურისტების ნაკლებობას არ უნდა უჩიოდეს ეს კაფე, ისევე როგორც

მთლიანად ქალაქი და მხოლოდ ქართულ ენაზე დატანილი წარწერები რა მაფიაა? ყურებამდე

გავიკრიჭე და ისევ ნინიას ავხედე. ლოყები აწითლებოდა და კიდევ უფრო უხერხულად

იღიმებოდა. ალბათ ის თუ იფიქრა, რომ მასზე ვიცინოდი.

- ბოდიში, მე ამ წარწერამ გამამხიარულა, - სუფრაზე გამოსახულ ფრაზას თითი

გადავატარე, - მაგარი იდეაა. მაინც ვინ მოიფიქრა?

- ხო, კარგი იდეა, - დამეთანხმა თავის დაქნევით, - ჩვენმა მენეჯერმა მოიფიქრა ეს და

თითქმის ყველაფერი რაც კაფის ინტერიერს უკავშირდება.

- მხოლოდ ქართული წარწერებით რატომაა? ტურისტების უკმაყოფილებას არ იწვევს

ეს?

- არა სხვათაშორის, მოსწონთ ქართული ასოები და ფოტოებსაც ხშირად უღებენ.

თავიდან მეპატრონეს ეს იდეა არ მოსწონდა, მაგრამ როცა ამან ჩვენს რეკლამას შეუწყო ხელი...

- რეკლამას შეუწყო ხელი? - გაკვირვებით შევაწყვეტინე.

- ხო. კაფის სტუმრები აქ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ სოციალურ ქსელში

ჰაშტაგით „წერექართულად“. თავდაპირველად მხოლოდ ქართველი მომხმარებლები, შემდეგ

უცხოელებმაც აიტაცეს. მათ ხომ უყვართ იმ ადგილების პატივისცემა, რომლებსაც

სტუმრობენ. მენეჯერის აზრით ეს ქართული ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, -

ჩამომიყალიბა ნაჩქარევად და ამოისუნთქა.

- მაინც ვინაა თქვენი მენეჯერი? - დავინტერესდი.

- ენჯი, - რაღაცნაირი კმაყოფილებით მიპასუხა, - ენჯი ახვლედიანი.

ჯანდაბა! მე უბრალო თანამშრომელი მეგონა და თურმე მენეჯერი ყოფილა.

- და ენჯი უკვე სამსახურშია? - ვიკითხე დაბნეულობის დასაფარავად.

- მასთან შეხვედრა გაქვთ დანიშნული? - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ჩემი კითხვით

შეცბუნებულმა გოგონამ.

- არა, მე მისი მეგობარი ვარ, - ვუთხარი, - მაგრამ არ იცის რომ ჩამოვედი, სიურპრიზია,

- თვალი ჩავუკარი მეტი დამაჯერებლობისთვის.

- ენჯი როგორც ყოველთვის 9 საათიდან ადგილზე, მაგრამ დღეს ცოტა შეაგვიანდება. ამ

კვირის ბოლოს კაფეში ღონისძიებაა და სავარაუდოდ დეტალებს ათანხმებს დამკვეთებთან, -

დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. - მაგრამ სანამ თქვენ ყავას დალევთ ალბათ მოვა, -

დაამატა როცა სახეზე შეშფოთება გამომეხატა ,

მე ისევ მენიუს ჩავაშტერდი. ენჯი და მისი იდეები. ჩემს ცხოვრებაში უცნაურად

შემოჭრილი უცნაური გოგო უცნაური იდეებით. მენიუ ხმაურიანად დავხურე და ნინიას

ავხედე:

- იქნებ შენ მირჩიო რამე?

- კარგი, - მითხრა მცირე ყოყმანის შემდეგ და გავიდა. ცოტა ხანში დაბრუნდა ლანგრით

ხელში. ფინჯანი ყავა და თეფშით კრუასანი მაგიდაზე დამიდო და ხელები ზურგს უკან

გაიტანა. ყავას წარბაწეულმა დავხედე - ფართო ფინჯნის ზედაპირზე ქაფით გადაშლილი

წიგნი გამოესახათ. ჩამეღიმა.

Page 29: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- ესეც ენჯის იდეაა?

- კი, ესეც, - ისევ თავის ქნევით დამიდასტურა, თითქოს ასე მის პასუხს ამყარებდა, - და

თქვენ მართლა მისი მეგობარი ხართ?

- მართლა, - ყავის არომატი შევისუნთქე,- ყავას დავაგემოვნებ და თუ არ მოვიდა მანამდე

რა გაეწყობა, ხვალ შემოვუვლი.

- გემრიელად მიირთვით, - ღიმილით თავი დამიკრა გოგონამ და წავიდა.

ყავა მოვსვი. გემრიელი აღმოჩნდა. კაფეში რეი ჩარლზი ლუი არმსტრონგმა ჩაანაცვლა -

What a Wonderful World - გვიმღეროდა ლუი. მართლაც რა მშვენიერია სამყარო, გავიფიქრე

და ენჯის მოლოდინში ფანჯრიდან ქუჩას გავხედე. გავხედე და გავშეშდი - ენჯი მოდიოდა.

კი არ მოდიოდა მოსრიალებდა, თითქოს მიწას ფეხს არ აკარებდა. ფეხის წვერებზე, ნაზად

და ჰაეროვნად მოფარფატებდა. და ღიმილი. ღიმილი არასდროს ავიწყდება ალბათ. შუა

სექტემბერში თხელი, ნაზი ცისფერი გულამოღებული კაბა ეცვა, რომელიც სიარულისგან

ირხეოდა. ყელზე ყვავილებიანი ყელსახვევი გამოენასკვა მარცხენა მხარეს, თმები კი მარჯვენა

მხარეს გადმოეყარა და თავაწეული, რაღაცნაირად სიამაყით მოაბიჯებდა. ეს გოგო ელოდება

ჩემგან ბავშვს და მე არაფერი მახსოვს? ღმერთო, რა აბსურდია!

კარი ნელა შემოაღო, მარჯვენა ხელი ჯერ მხარზე გადმოყრილ თმებზე კეკლუცად

ჩამოისვა, მერე მაღლა ასწია, მისალმების ნიშნად თითები ნაზად აამოძრავა და ხმამაღლა თქვა:

- დილა მშვიდობისა ყველას! მზიან და ხალისიან დღეს გისურვებთ!

ეს ხმა მომიღებდა მე ბოლოს! უფრო სექსუალურად მომეჩვენა ვიდრე ტელეფონში.

სანდოს დიაგნოზი მართალი იყო - ამ გოგომ მე გა-მო-მაშ-ტე-რა!

ენჯიმ ნელა წავიდა ხვეული კიბისკენ რომელის მეორე სართულისკენ მიდიოდა. სანამ

კიბეზე ავიდოდა მასთან ნინია მივიდა და რაღაცა უთხრა. ალბათ ჩემზე უყვებოდა, რადგან

ენჯიმ ინტერესით გამომხედა და მერე ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ.

ენჯი მოულოდნელი სტუმარი

ადრიანი დილა იყო, ამიტომ ნელა მივსეირნობდი სამსახურისკენ. სანამ იმ ქუჩაზე

ჩავუხვევდი, სადაც კაფე მდებარეობდა საბას მოტოციკლს მოვკარი თვალი. მეგონა

სამსახურში მიდიოდა ჩემს მსგავსად, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისევ მკითხველთა კლუბის

წარმომადგენლებთან მიემართებოდა შესახვედრად და ჩემი წაყვანაც უნდოდა.

- ამჯერად ნეიტრალურ მოედანზე შევხვდებით და არანაირი დათმობა, - საბრძოლოდ

იყო შემართული.

- საბა კარგი რა, არ დაიღალე? - თვალები გაბეზრებით ავატრიალე, - დილაადრიან ნუ

ცდილობ ხასიათი გამიფუჭო.

- ენჯი, ხომ არ გავიწყდება, რომ შენ ხარ კაფის მენეჯერი და წესით შენ უნდა მიდიოდე

ამ შეხვედრაზე? - ჩაფხუტი გამომიწოდა იმის ნიშნად რომ მასთან ერთად წავსულიყავი.

- დღეიდან შენ ჩემი თანაშემწე ხარ და თავად გადაწყვეტ ყველაფერს, რაც ამ ღონისძიებას

ეხება! - გადავუწყვიტე მე.

Page 30: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- ე.ი. სრულ თავისუფლებას მაძლევ? - ჩაეღიმა.

- საბა! შენებურად ნუ გაუტევ, ყველგან დავაანონსეთ უკვე ეს საღამო და ისე ნუ გააკეთებ

სულ ჩაიშალოს, - მუდარით ავხედე.

- ისე ვიზამ, რომ ყველაფერი ჩემებურად გავაკეთო და კაფემაც იხეიროს, - თვალი

ჩამიკრა, - ფინასურად რათქმაუნდა, თორემ ისე კინგისგან რა ხეირი უნდა მიიღოს ვინმემ?

- ყველაფერი უნდა იყოს ხუთიანზე იცოდე!

- არის მშვენიერო ბოს ყველაფერი იყოს ხუთიანზე! - გამეჭიმა წინ.

- გაქრი აქედან! - შევუღრინე მე, - ცანცარებ ამხელა მენეჯერის თანაშემწე კაცი.

- ანაზღაურებასაც მოვითხოვ მაგ თანამდებობის შესაბამისს იცოდე, - დამემუქრა საბა და

სანამ პასუხს გავცემდი სწრაფად მიეფარა თვალს.

„ანაზღაურებას კი არა ერთი დღე იქნება სულ ძალდატანებით წაგიკითხავ ლექციას

კინგის მთელ შემოქმედებაზე, შენი დაბმა რომ მომიხდეს მაინც“ - გავიფიქრე და გზა

განვაგრძე.

კაფეში როგორც ყოველთვის ღიმილით შევედი და ყველას ხელის აწევით მივესალმე.

თანამშრომლებთან ერთად რამდენიმე ადრიანად მოსულმა მუდმივმა სტუმარმაც დამიკრა

თავი მოსალმების ნიშნად. კიბისკენ წავედი რომ დილის გეგმები სისრულეში მომეყვანა -

შესვენებამდე საქმეები მომეთავებინა და ლაიასთან წავსულიყავი სახლში. ნინიამ კიბესთან

დამეწია აჩქარებული ნაბიჯით:

- ენჯი, აქ ვიღაც ბიჭია და გკითხულობს, ამბობს რომ შენი მეგობარია, - ჩემი გეგმების

შესრულება ეჭვქვეშ დააყენა ნინიამ. ისევ დაუგეგმავი საქმიანი ვიზიტი იყო ნეტა თუ მართლა

რომელიმე მეგობარი ჩამოვიდა თბილისიდან?

- სად არის? - თვალი მომავლე დარბაზს.

- კუთხის მაგიდასთან, ფანჯარასთან, - ისე მითხრა ნინიამ მისკენ არც გაუხედია.

მაგიდისკენ ინტერესით გავხედე. რა ჩემი მეგობარი, პირველად ვხედავდი.

გადავწყვიტე მალე მომეშორებინა თავიდან დაუპატიჟებელი სტუმარი და მისკენ დავიძარი.

თავიდან მიყურებდა, მერე მზერა ყავაზე გადაიტანა. ნახევარი მანძილი მქონდა გავლილი

მოულოდნელად რომ ამომხედა. ეს ხომ ის ბიჭია! ბიჭი ეკრანიდან! აქ საიდან გაჩნდა ნეტა?

ბექას კომენტარი გამახსენდა იმ საღამოდან შეტყობინების მიღებისას რომ მითხრა - „ეე იმ

ბიჭმა ხომ არ გამოგიგზავნა?“, „ნეტა ახლა ამ ბიჭს ხედავდეს, გადაირეოდა“, - გავიფიქრე და

ბიჭს ეკრანიდან ღიმილით მივუახლოვდი.

- ენჯი, შენ ყოველთვის იგვიანებ სამსახურში? - მკითხა უცნობმა.

საათს დავხედე ინსტიქტურად. საბასთან საუბარში მართლაც დამიგვიანია მთელი

ცხრა წუთით. ვცდილობდი გამეხსენებინა საიდან მეცნობოდა მისი ხმა. ძალიან ნაცნობი ხმა

ქონდა და ღმერთო ისე სასიამოვნო, რომ...

- ლევან?! - გაოცებულმა ხელი პირზე ავიფარე და მის პირდაპირ სკამზე მოწყვეტით

დავეშვი.

Page 31: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

ლევანი ნაძალადევი „პაემანი“

ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი - ეს მზესავით გოგო თოვლივით გათეთრდა.

თავიდან ნელა მიახლოვდებოდა და ინტერესით მათვალიერებდა. მერე თითქოს

გავახსენდიო, ღიმილით მომიახლოვდა. არ ვიცოდი რა მეთქვა. გამიგია ასეთ დროს ამინდზე

საუბრობენ უხერხულობისგან თავის დასაღწევად. მაგრამ ვერაფერი იდეა იყო ამინდზე

დამეწყო საუბარი, მითუმეტეს სულ არ მაინტერესებდა მზე იქნებოდა, ცა ჩამოიქცეოდა თუ

შუა სექტემბერში თოვა დაიწყებოდა. ჩემი მომავლი წყდებოდა აქ და ამინდზე საუბარი

ნამდვილად არ შეეფერებოდა ჩემს მდგომარეობას.

- ენჯი, შენ ყოველთვის იგვიანებ სამსახურში? - ვკითხე მხოლოდ იმიტომ, რომ უაზრო

დუმილი დამერღვია.

საათზე დაიხედა ინსტიქტურად, თითქოს ჩემს ნათქვამს ამოწმებდა. თან

თვალებმოჭუტული მიყურებდა. დავიჯერო ჩემს გახსენებას ცდილობს? აბა წეღან რატომ

მიღიმოდა ძველი და კარგად დავიწყებული ნაცნობივით? მის ქცევებში იყო რაღაც

არაადეკვატური. ის იყო გავიფიქრე თავს წარვუდგენ მეთქი, რომ ყურს მისი ბაგეებიდან

სუსტი ხმით წარმოთქმული ჩემი სახელი მოსწვდა.

- ლევან?! - უფრო იკითხა, ვიდრე უბრალოდ თქვა. მერე თითქოს რაღაცა საშინელება

წამოცდა, ხელი პირზე აიფარა და ჩემს პირდაპირ სკამზე დაეშვა. ზუსტად ამ მომენტში

დაკარგა ფერი. მისი გათეთრების პროპორციულად ჩემი ნერვიულობა იზრდებოდა. როცა

მისი წითელი ლოყები საეჭვოდ გადათეთრდა ნინიას გავძახე წყალი მოეტანა, მე კი ენჯისკენ

დავიხარე:

- ენჯი! შემომხედე, ენჯი! - შეშინებულმა დავძახე ზემოდან და მისი ხელი ხელში ავიღე

რომ პულსი გამესინჯა. ხელები გაყინული ქონდა. ნინია დაგვადგა თავზე წყლის ჭიქით

ხელში. ჭიქა სასწრაფოდ გამოვართვი და ენჯის მივუტანე ტუჩებთან. ტუჩები ბრაზიანად

მოკუმა და ნელა ამომხედა.

- აქ რა ჯანდაბა გინდა? - იკითხა მკვახედ. მე პირი დავაღე და ნინიას შევხედე. ამ

უკანასკნელმა რაღაცა ჩაიბურტყუნა და გაგვშორდა.

- როგორ ელაპარაკები შენი მომავალი შვილის მამას? - მარტოდ დარჩენით ვისარგებლე

და ურცხვად გავუღიმე.

- აქ რას აკეთებ მეთქი? - უფრო გაუმკაცრდა ხმა.

- ჩამოვედი რომ ყველაფერი გავარკვიო, - მზერა გავუსწორე.

- როგორ მომაგენი?- იგივე ტონით განაგრძო დაკითხვა.

- ბონდ, ლევან ბონდ! - თავი დავუკარი. ცოტა ხანი მიყურა თვალებში, მერე შედარებით

მშვიდი ტონით მითხრა:

- ხომ გთხოვე რამდენიმე დღე? ახლა არ შემიძლია, დაკავებული ვარ.

- აჰ, კინგი და რამე, - ირონია გავურიე ხმაში - ისე მე მესმის ბიძია-ბაბუასი.

- რას ბოდიალობ? - დაბნეულად შემომხედა. მერე მზერა ჩემს თითს გააყოლა, რომელიც

მაგიდის კიდეზე დატანილ ფრაზას ჩამოვატარე. ამჯერად წყენით მოკუმა ტუჩები. ცოტა ხანი

მიყურა დაჟინებით, მერე კი ძალიან ხმადაბლა მითხრა: - ახლავე წადი აქედან!

- რატომ? - გავიკვირვე მე. თბილ მიღებას არ ველოდი, მაგრამ ასეთი უხეშობაც არ

დამიმსახურებია. 50/50- ზეა ჩვენი წილი ამ „საქმეში“

Page 32: მოპარული სიყვარული · „მე შენ მიყვარხარ“, „შენ მოიგე მილიონი“ ან „ცოლად

- სამსახურში არ მინდა ჩემი პირადი ურთიერთობების განხილვა, - მიპასუხა და

დაამატა: - წადი და სხვა დროს ვილაპარაკოთ.

- არა, დღეს უნდა გავარკვიოთ ყველაფერი, - მტკიცედ ვთქვი.

- კარგი, იყოს დღეს, - დაყვა ჩემს სურვილს, - ოღონდ საღამოს სამსახურის შემდეგ.

მისამართს მოგწერ. ახლა გთხოვ რომ წახვიდე, - წასასვლელად წამოდგა.

სანამ წავიდოდა მაჯაში ჩავავლე ხელი და შევაჩერე. ენჯის პირისპირ აღმოვჩნდი, მისი

სუნთქვა მესმოდა და მის აჩქარებულ გულისცემას ვგრძნობდი. ახლოს მივიწიე რომ მისთვის

რაღაცა მეთქვა, მისი კანის სურნელმა გონება დამიბინდა. ხელი მაჯაზე ნელა შევუშვი და

მეორე ხელით თმა გადავუწიე. არა, შეუძლებელი იყო მისი ორსულობა! შეუძლებელი იყო

მასთან ღამე გამეტარებინა და დამვიწყებოდა, ვერ გამეხსენებინა მისი ხმა, მისი სურნელი, მისი

აბრეშუმის თმები, მისი სიარულის მანერა, ღიმილისას ლოყის ჩაჩხვლეტაც კი - ამის დავიწყება

უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა. მისი ორსულობის ამბავი უფრო აბსურდული ხდებოდა,

მე კი ზუსტად ახლა, ამ წამს მინდოდა, რომ მისი ნათქვამი მართალი აღმოჩენილიყო. რომ

მხოლოდ მას გაეჩინა ჩემთვის ბავშვები, მხოლოდ მას რქმეოდა ჩემი შვილების დედა! მხოლოდ

მე შევხედობი აბრეშუმივით ნაზ თმებს და მხოლოდ ჩემი სახელი წარმოეთქვა მის

სისხლისფერ ტუჩებს. მის გაშვებას არ ვაპირებდი. არ ვაპირებდი მის გარეშე მეცხოვრა, რადგან

ის იყო გოგო, რომელიც ჩემი ოცნებიდან გადმოსულს გავდა. არ მაინტერესებდა, რომ

შესაძლოა ტყუილით ცდილობდა ჩემს ცხოვრებაში შემოსვლას. არც ის მაინტერესებდა

მომავალში რა მოხდებოდა - ახლა, ამწამს მინდოდა, რომ ის სულ ჩემთან ყოფილიყო. სულაც

არ მინდოდა მისი შეშინება, მაგრამ მისი დაკარგვა მითუმეტეს არ მინდოდა, ამიტომ ხმა

მაქსიმალურად გავიმკაცე და ყურში ხმადაბლა და გარკვევით ვუჩურჩულე:

- თუ მოსვლას გადაიფიქრებ იცოდე, რომ შენზე ყველაფერი ვიცი! - დავინახე როგორ

შეუტოკდა ოდნავ შესამჩნევად მხრები.

- მოვალ! - მითხრა ძალიან ხმადაბლა და ნელი ნაბიჯით გამშორდა. მეც მაშინვე

წამოვედი - არ მიმიხედია, რადგან არ მინდოდა ჩემს თვალებს გავეცი. თვალებს, რომლებსაც

მხოლოდ ენჯის დანახვა სურდათ. „ღმერთო შენ მიშველე“ - ჩავიბურტყუნე და სანდროს

დასმული დიაგნოზის კიდევ ერთხელ ვიწამე.