36
კავკასიონის დაისი ტფილისში გავარდნილი პირველი ტყვია ჩვენი უბედურების მაუწყებელი ყოფილა. მახსოვს მისი ცრემლები ძმათა სასაფლაოზე, მახსოვს მისი სისხლის ყივილი და გაქცევა დედაქალაქს. ალბათ, ის დაუოკებელი ყიჟინა, რაც მასში ბობოქრობდა, მხოლოდ სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანას მოითხოვდა. ვაჟკაცები თეთრი გიორგის მხარდამხარ იბრძოდნენ ბოლო ამოსუნთქვამდე… და ისევ ღალატი, შური და ყოველივე

მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

  • Upload
    others

  • View
    3

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

კავკასიონის დაისი

ტფილისში გავარდნილი პირველი ტყვია ჩვენი უბედურების მაუწყებელი ყოფილა.

მახსოვს მისი ცრემლები ძმათა სასაფლაოზე, მახსოვს მისი სისხლის ყივილი და გაქცევა

დედაქალაქს. ალბათ, ის დაუოკებელი ყიჟინა, რაც მასში ბობოქრობდა, მხოლოდ

სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანას მოითხოვდა. ვაჟკაცები თეთრი გიორგის

მხარდამხარ იბრძოდნენ ბოლო ამოსუნთქვამდე… და ისევ ღალატი, შური და ყოველივე

Page 2: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მზაკვრული, რამაც დაღუპა საქართველო. მათმა არასწორმა ქმედებებმა ბევრ დედას

წაართვა შვილი, სამშობლოს უპირველესად. ბევრი მიჯნური დატოვა ქვრივად, შავი

ტანსაცმლისა და ტკბილი მოგონებების ამარად. შენ კი, პაწია ყრმავ, ყოველთვის

მოგიყვები ისტორიებს გმირ მამაზე, რომელმაც შეძლო და გარდაცვალების მიუხედავად,

მაინც დამიტოვა ბრძოლის იმედი. ეს არის იმედი უკეთესი მომავლისა, რომელსაც

მომავალი თაობა ააშენებს. მან უდიდესი მიზანი დამიტოვა, აღვზარდო შვილი

ადამიანად, უფრო ზუსტად კი იბერო-კავკასიელად…

თექვსმეტი წლისამ, ძლიერ შევიყვარე ლევანი. იგი ყოველ დღე საჩუქრებითა და

სახალისო ისტორიებით მანებივრებდა. ჩემ გამო პარალელურ კლასშიც გადმოვიდა

სასწავლებლად. სახლისკენ ერთი გზა გვქონდა, მე კი ყოველთვის მომწონდა მისი

მცდელობები, თუნდაც ჩემი ერთი ღიმილის მოსაპოვებლად. პირველივე კვირას ვიღაც

ბიჭთან უჩხუბია, ასე უთქვამს ბარბარე ავადმყოფია და არავინ შეიყვარებსო. წყაროსთან

ყოველთვის ეს ამბავი მახსენდებოდა და ცრემლებს თეთრი, თბილი თითებით

მიმშრალებდა. არაფერზე ინერვიულო, მე მაინც მიყვარხარო მეუბნებოდა და გულში

მიკრავდა. სამხედრო საქმე იზიდავდა, რაც სამშობლოს განუზომელი სიყვარულით იყო

განპირობებული. არ უნდოდა ჩემი დატოვება, მაგრამ ვალდებული ვარ სამშობლოს

ვემსახუროო. სვანეთს იშვიათად ანატრებდა თავს. ვერ ეჩვეოდა უცხო ჰაერს. ყოველ

კვირას თუ ვერა, ორ კვირაში ერთხელ მაინც ჩამოდიოდა. ჯერ დედას, ხოლო შემდეგ მე

ჩამიკრავდა გულში. იმ დროს, როცა ერთი თვით სამსახურიდან განთავისუფლდა, ტყეში

გასეირნება გადავწყვიტეთ. უყვარდა, როცა ბუნება შვილივით იღებდა მას. მოვა დრო და

კაცობრიობა ისევ მშობელ ბუნებას დაუბრუნდება და ეგ ქალაქები აღარავის

დასჭირდებაო, ამბობდა. გზაში სამომავლო გეგმებზე მესაუბრებოდა და ერთი

საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება და თუ ბრძოლის

ველზე დავეცემი, ეს წერილი მაშინ წაიკითხეო. გაფითრებულმა ხმა ვერც კი ამოვიღე.

ვერ ვხვდებოდი რისი თქმა სურდა, რას მანიშნებდა, მაგრამ წერილს მნიშვნელობა არ

მივაქციე, რადგან მწამდა, ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით. იმ დღეებშივე

იყო ჩვენი სიყვარულის ახალ ეტაპზე გადასვლაც. იყო ხელის თხოვნისა და ჯვრისწერის

ცერემონია. თითქოს, ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა, ლევანის

სამსახურიც სვანეთის ერთ-ერთ სოფელში გადმოიტანეს და იშვიათად შორდებოდა

ახლადშექმნილ ოჯახს. ერთ დილას კი ქვეყანაში სიკვდილის ანგელოზი შემოვიდა.

მძიმე იყო გამომშვიდობების სცენა. გვაიმედებდა, გვეფიცებოდა ყველაფერი კარგად

იქნებაო. გვიჭირდა განშორება, მაგრამ თეთრი გიორგი მეძახისო, წაუსვლელობა არ

შეიძლებაო… მაინც დაგვტოვა, წავიდა და თან წაიყოლა ლეგენდა იბერიაზე, ლეგენდა

იბერიელთა უკანასკნელ განრისხებაზე!

მის გარეშე სახლში არ დამედგომოდა. ადგილს ვერ ვპოულობდი, მხოლოდ ცრემლს

ვღვრიდი და ვნერვიულობდი. მეორე დღესვე გადავწყვიტე მოწყალების დად ფრონტზე

გასვლა. სხვა თუ არაფერი, ასე მაინც დავეხმარებოდი მომავალ გმირებს. ჩვენი

Page 3: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

სოფლიდან ათიოდე ბიჭი მიდიოდა ტფილისის ფრონტზე და მათი დახმარებით

დავადექი დედაქალაქის გზას. ტფილისი უჩვეულო სტილში განაგრძობდა ცხოვრებას.

ძირითადად ყველა გარბოდა, ზოგი ევროპისკენ, ზოგიც კიდე ფრონტზე. ჩასვლისთანავე

ჩემი ბიძაშვილის, ვერონიკას სახლისკენ გავეშურე. იგი სამ ოთახში ატარებდა დღეებს

და არაფერზე ნერვიულბდა. ეს ყველაფერი დიდი სპექტაკლის ნაწილიაო, რადგან

დაიწყო, ასეც უნდა იყოსო, მარწმუნებდა. მისი აზრით, ომები მხოლოდ ფორმალობაა

კაცობრიობის განსაწმენდად, რომლის უკანაც უზენაესი ელიტა დგას, საზოგადოების

ერთი პროცენტი, რომლებიც ბანკირთა დინასტიებს წარმოადგენენ.

პირველ დღეს, საღამოს საათებში მომიწია სტუმრობა და მგზავრობისგან დაღლილს

მალევე ჩამეძინა. გამთენიისას უდიდესი ტკივილი ვიგრძენი, თითქოს მეორე ნახევარი

მომიკლეს, მაგრამ თავს ვაჯერებდი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო! აზრზე ვერ

მოვდიოდი, გაბრუებული თვალებსაც კი ვერ ვახელდი. ფრონტიდან მომავალი

დაჭრილი ჯარისკაცების გოდება მესმოდა მხოლოდ, ყოველი იუნკერი კი ჩემი

ერთადერთი სიყვარული მეგონა და მათ მთელი გულით დავტიროდი. საბოლოოდ,

ცივმა წყალმა გამომაფხიზლა, რომელიც ვერონიკამ შემასხა.

• გაიღვიძე! ახლავე უნდა წავიდეთ, ამბობენ, წითლები უკვე ქალაქში შემოდიანო…

• კი მაგრამ, სად უნდა წავიდეთ ან რას ნიშნავს ქალაქში შემოდიან?! ჩვენი ბიჭები

არ მისცემენ ამის საშუალებას.

• თვალები გაახილე, ბარბარე! ტფილისი დაეცა… მაშ, მოდიხარ თუ დაელოდები,

როდის შემოგვიმტვრევენ კარებს გადამთიელი მონღოლოიდები?!

• არა, ახლავე წავიდეთ, არ დავუშვებ ლევანის სიკვდილს, გესმის? ახლავე

ფრონტზე უნდა წავიდე.

მაგრამ სად გვქონდა წასასვლელი? ბათუმში და შემდეგ ევროპაში? თუ მაღალმთიან

სვანეთში? ჯერ კიდევ აგონიაში ვიყავი. საძინებლის კარს ვაღებდი და მოულოდნელად

ვერონიკა შემოვარდა, პირზე ხელს მაფარებდა, კარადის უკან დაიმალეო,

მიჩურჩულებდა. უმალ ჯარისკაცებიც შემოვარდნენ, საბედნიეროდ - ქართველები.

ახლავე უნდა დატოვოთო ქალაქი, თქვენივე უსაფრთხოებისთვის ვაკეთებთ ამას,

თავხედობაში ნუ ჩაგვითვლითო და კეთილმა ადამიანებმა ჩანთების გატანაშიც კი

დაგვეხმარეს. ვერონიკას ერთი მეგობარი ჰყავდა ქალაქის მეორე მხარეს, იქ მისვლამდე

კი ნამდვილი ჯოჯოხეთი ქალაქის შუაგულში დაგხვდა. ვხედავდით, როგორ

მოასვენებდნენ მიცვალებულებს, ისმოდა დაჭრილთა განწირული ყვირილიც, რომელთა

უმრავლესობა ფრონტზე დაბრუნებას ითხოვდა. ვერ ეგუებოდნენ სამშობლოს დაცემას.

მანქანას უსახლკაროთა ბრბო ეხეთქებოდა, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც უეჭველად

განწირული იყო დაღუპვისთვის. როგორც იქნა მივაღწიეთ ლელას სახლს. იგი ექთანი

იყო ტფილისის მთავარ საავადმყოფოში, აქვე გაუცნია ვერონიკაც. ოჯახში

შესვლისთანავე მისი ბავშვები შემოგვეგებნენ, გაუხარდათ ჩვენი სტუმრობა. ლელას

ქმარი ფრონტზე იყო და უკვე ორი დღეა იგვიანებდა პასუხს. ნერვიულობისგან მხოლოდ

Page 4: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

თვითმკვლელობაზე ვფიქრობო, მაგრამ ბავშვები მახსენდება და მხოლოდ მათთვის

ვაპირებ ცხოვრებასო. ქალაქში სრული ქაოსი სუფევდა. იმ საღამოს ლელასთან

დავბინავდით. სახლში კომფორტული გარემო იყო შექმნილი, მაგრამ ეს ყველაფერი

მხოლოდ მოჩვენებითი იყო. ყოველ წამს ველოდით, როდის შემოამტვრევდნენ კარს და

ჩვენი სიცოცხლეც დაასრულებდა არსებობას… ვახშმად ჩაი და კროასანები მივირთვით.

ერთმანეთის თვალებში მხოლოდ სიკვდილს ვხედავდით. მალევე გავეშურე

საძინებლისკენ, გრძელ დერეფნებში გამოფენილი ნახატები კი ზუსტად ასახავდა იმ

რეალობას, რომელშიც ჩვენ გვიწევდა ცხოვრება. ფანჯრიდან მოსახლეობის ვაება და

მაწანწალა ძაღლების ყეფა ისმოდა. მყუდრო ოთახი მხვდა წილად, დიდი საწოლითა და

ორი ფანჯრით. კედლები საუცხოო ორნამენტებით იყო მოხატული, როგორც

მოგვიანებით გაირკვა, მხატვარი ნორვეგიიდან ყოფილა სტუმრად ლელას ოჯახში,

საჩუქარიც დიდებული დაუტოვებია. დაძინება დავაპირე, მაგრამ ეს ყველაზე გრძელ

ღამეს ჰგავდა. ვგრძნობდი, როგორ უჭირდა ლევანს, ითხოვდა შველას, მაგრამ მარტოდ

დარჩენილს წყვდიადში არავინ ჰყავდა დამხმარე. ვხედავდი, როგორ იცლებოდა

სისხლისგან, მაგრამ არ შემეძლო მისი დახმარება. არ შემეძლო უმოქმედოდ ყოფნა და

გადავწყვიტე დილიდანვე აქტიურ მოქმედებაზე გადავსულიყავი, ყოველგვარი ღონე

მეხმარა და ფრონტზე გავსულიყავი, ლევანთან…

ტფილისში ყოველი დილა ერთფეროვანი იყო. გამთენიისას არტილერიის ჭურვის ხმამ

გამაღვიძა, რომელიც ძალიან ახლოდან გაისმა. სწრაფად მოვემზადე გასასვლელად და

დღის გეგმებიც ნათლად დავისახე. სახლში ყველას ეძინა, მე კი ოთახებში დავიარებოდი

და ძველ ჩანაწერებს ვეძებდი. ლელას ქმარი ძველი სამხედრო იყო იმედი მქონდა, რაიმე

საინტერესოს გავიგებდი, რაც ფრონტის ხაზზე დამეხმარებოდა. ამ დროს ლელამაც

გაიღვიძა. სწრაფად ვისაუზმეთ და საავადმყოფოში გავეშურეთ, ვერონიკა და ბავშვები

კი სახლში დავტოვეთ. საავადმყოფოს მისადგომებთან ხალხი შეკრებილიყო,

ითხოვდნენ, გაეგოთ თუ რა ბედი ეწიათ მათ ახლობლებს. გზაში რამდენიმე

სამგლოვიარე პროცესიაც გამოვიარეთ. დამოუკიდებლობის უკანასკნელ დღეებში

დაღუპული უამრავი ქართველი შეეწირა ქვეყნის სუვერენიტეტს, რომელიც ვერა და ვერ

შევინარჩუნეთ! მათი სულები სისხლის სამართალს ითხოვს, სამართალი კი ის არის, რომ

წართმეული უკან დავიბრუნოთ.

საავადმყოფოში თეთრი ხალათი მოვიცვი და ლელას ამოვუდექი მხარდამხარ. დაჭრილ

მებრძოლებს ვუვლიდით, მათგან კი არავინ იცოდა, როგორ იყვნენ ჩვენი მეორე

ნახევრები. ეს კი უფრო მეტად გვიკლავდა იმედს, უკანასკნელ ძალას გვაცლიდა და

უფსკრულის წინაშე მარტო გვტოვებდა. საავადმყოფოში დაჭრილთა შორის იყო დავით

ბურდულიც, იუნკერი, რომელმაც უდიდესი დახმარება გამიწია. ის სუსტად იყო

დაჭრილი და მეორე დღესვე გამომჯობინდა. მას ჩემი ტფილისში ჩამოსვლის მიზეზი

ვუთხარი და დახმარებას დამპირდა. მალევე აპირებდა ფრონტზე გასვლას და მეც

გამიყოლებდა მოწყალების დად. პირველადი დახმარების აფთიაქი წამოვიღე

Page 5: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

საავადმყოფოდან და დავითთან ერთად ტაბახმელას გავეშურე. ხალხში ამბავი

გავრცელდა, რომ ტაბახმელა იყო ყველაზე მძლავრი სიმაგრე, რომელმაც უდიდესი

წინააღმდეგობა გაუწია ოკუპანტებს. არც შეიძლებოდა გენერალ მაზნიაშვილის

მებრძოლებს არ ესახელათ თავი. მდგომარეობა ყოველ საათში მძიმდებოდა.

ვხედავდით, როგორ გარბოდა საზოგადოების ელიტური კლასი დედაქალაქიდან.

ქართულმა ინტელიგენციამ სწორედ ამ დროს გამოაჩინა საკუთარი ნამდვილი სახე.

ფრონტზეც მძიმე ვითარება დაგვხვდა, მრავლად იყვენენ დაჭრილები და

გარდაცვლილები, მაგრამ გენერალი მაინც ბრძოლისკენ მოუწოდებდა ჯარისკაცებს.

შემთხვევით მის სიტყვასაც შევესწარი. შემაღლებული ადგილიდან ამხნევებდა

ჯარისკაცებს:

• ქართველნო! დიადი იბერიის ძენო და ასულნო! მიპასუხეთ, ვის ეკუთვნის

საქართველო?! - შეძახილები: ქართველებს!!! - მაშ, თუ მათ ჩვენ წინააღმდეგ

ბრძოლა არ აშინებთ, ჩვენ ძალების სრული მობილიზაციით სასიკვდილო

დარტყმა უნდა მივაყენოთ მათ. ჩვენ ქართულ ღირსებას ვიცავთ, ჩვენს ადათსა და

წესებს, ქართველი ბავშვების მომავალს!.. თეთრი გიორგი არს ჩვენთან,

მებრძოლნო, ხოლო თუ ბრძოლის ველზე გმირულად დავეცემით, ჩვენი

წინაპრები გაგვიძღვებიან ზეციური საქართველოს დარბაზებში. გაუმარჯოს

დამოუკიდებელ საქართველოს!

ეს სცენა იმდენად ამაღელვებელი და დამმუხტველი იყო ჯარისკაცთათვის, რომ

ბრძოლის ექსტაზში შესული იუნკერი სანგრიდან ავიდა და მტრის წინაშე ლეკური

იცეკვა. იუნკრებმა ამ ბრძოლაშიც წარმოაჩინეს ქართული სული. მაშინ, როცა მტრის

მხრიდან ტყვიების ზუზუნი ისმოდა, ქართველთა სანგრებში ეროვნული ჰანგები ქუხდა.

უცებ, გამაყრუებელი ხმა და ძლიერი დარტყმა ვიგრძენი, გონებაც დავკარგე… და ისევ

ცივი წყლით გამოვფიხზლდი. ჩემთან ახლოს ჭურვი აფეთქებულა, მაგრამ არაფერი

დამშავებია. ყველას ლევანის ამბავს ვეკითხებოდი, ისინი კი თავს მარიდებდნენ,

თვალებში ვერ მიყურებდნენ. საიდანღაც დავითს მოვკარი თვალი და გავეკიდე.

ვეხვეწებოდი, ლევანის მოსაძებნად დამხმარებოდა. როგორც გაარკვია, ლევანი მტრის

ბანაკში შეპარულა და დიდი აფეთქებაც მოუწყვია, მაგრამ უკან გამოსული არავის

უნახავს. არც ის იციან, მკვდარია თუ ცოცხალი. ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ძებნას. წუთი

წუთს მისდევდა, საათი - საათს, მაგრამ ახალი არაფერი ისმოდა. უიმედობა

მაუძლურებდა, მაგრამ არ ვნებდებოდი! ვხედავდი, ჩვენ გარშემო დახოცილ გმირებს,

ვხედავდი და გული უდიდესი ტკივილითა და მწუხარებით მევსებოდა. თითოეულ

მათგანს დავტიროდი, ყოველი ჯარისკაცი ჩემი ლევანი მეგონა, რაც უფრო მეტად

მიკლავდა გულს. წითლებიო! - გაისმა შორიდან. მაშინვე ყველანი მაღალ ბორცვზე

ავცოცდით. ერთ-ერთი დაღუპულის იარაღს მოვკიდე ხელი და სისხლის ასაღებად

გავიქეცი! არ ვიცი, ამ ქმედებისკენ მაზნიაშვილის სიტყვებმა მიბიძგა თუ დაკარგული

სატრფოსთვის შურისძიების წყურვილმა, მაგრამ იმ მომენტში მეც რიგით მებრძოლად

Page 6: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ვიქეცი. უკნიდან დავითი წამომეწია და უკან გაბრუნებას მთხოვდა, მაგრამ, როცა

შევხედე, მან ჩემს თვალებში ერთდროულად დიდი ტკივილისგან წამოსული ცრემლი

და მრისხანე შურისძიების წყურვილი დაინახა, უსიტყვოდ გამიგო და მხარდამხარ

გავეშურეთ საბრძოლველად. როცა დანიშნულების ადგილს მივაღწიეთ, ერთი

ოცეულიღა ვიქნებოდით დარჩენილი, რომლებიც დამოუკიდებლად ვმოქმედებდით -

ერთიანი საქართველოსთვის! იმ დროს გენერალს დანებების ბრძანება მოსვლია,

მთავრობა დანებებულა და გაქცეულა… ლაჩრები! ისინი მხოლოდ მოღალატეთა ხროვას

წარმოადგენდნენ. იუნკრები ფრონტიდან გადიოდნენ, ზოგნიც კი გაჰქონდათ. ოციოდე

მებრძოლი ალყაში მოვექეცით. სანგარში ტყვია-წამლის დამთავრებამდე ვაპირებდით

ბრძოლას, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე! ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი ლიკვიდაციისთვის

ყველანაირ საშუალებას იყენებდნენ, რაზეც კი მიუწვდებოდათ ხელი. ნელ-ნელა

იძირებოდა ჩვენი ოცეულიც, ტფილისის შენარჩუნებისთვის მებრძოლი ქართველობა,

უკანასკნელი იმედი… სანგრიდან დავინახეთ, რომ ბორცვზე ტყვიამფქრვევი მიჰქონდათ

წითლებს, ეს კი ისე დაგვხოცავდა, როგორც ჭიანჭველებს. ბოლო გაბრძოლებაღა

დაგვრჩა, იარაღით დიდხანს ვენ ვიომებდით, მაგრამ დანებებას არ ვაპირებდით!

დავითი ბრწყინვალე ჯარისკაცი აღმოჩნდა. მან ერთმანეთის მიყოლებით ამოხოცა

ბორცვზე მიმავალი ოკუპანტები. მაინც გამოგვპარვია, მაინც მოახერხეს ტყვიამფრქვევის

ხელში ჩაგდება. ვფიქრობდი, რომ ეს უკანასკნელი წამი იყო ტანჯული სიცოცხლისა და

მაინც მიხაროდა ჩემი ხანმოკლე ცხოვრება, სიკვდილს ვეგებებოდი, როგორც

საქართველოს დამოუკიდებლობისა და მიჯნურისათვის მებრძოლი გმირი! უეცრად,

იფეთქა იბერიამ! დაიქუხა საქართველოსთვის! ტყვიამფრქვევის ხმა გავიგეთ, მაგრამ

ტყვიები ჩვენამდე არ აღწევდა. მზეს კაცი ჩრდილავდა, რომელმაც ტყვიამფრქვევს

მუცლით გადაეფარა და ჩვენი სიცოცხლე იხსნა. ეს დიდებული სცენა იყო, ტანჯვითა და

გოდებით აღსავსე. ქართველებს ისე არაფერი აერთიანებს, როგორც ომი. ამ დროს უნდა

ნახოთ ქართველთა ერთობა, ერთ მუშტად შეკვრა… ეს ის მომენტია, როცა თითოეული

ქართველის სული ერთ ორგანიზმად ერთიანდება და ემზადება უკანასკნელი

გაბრძოლებისთვის, ამ დიდებულ ლაშქარს კი თეთრი გიორგი სარდლობს. სიცოცხლის

შეგრძნება ასე არასდროს გამხარებია, ყველანი ამოვვარდით სანგრიდან და ბორცვისკენ

გავიქეცით. იქ მოკლული ოკუპანტი და ჩვენი მხსნელის დაფლეთილი სხეული

დაგვხდა. სისხლის გუბეში ისე ჩახუტებულიყვნენ ცხედრები, თითქოს ძმამ - ძმა

მოკლაო. ყველას გვაინტერესებდა ვინ იყო მხსნელი, მაგრამ რაოდენ წარმოუდგენელიც

არ უნდა იყოს, ეს ჩემი ლევანი იყო. ლევან მაჭავარიანი - დიდებული ადამიანი,

ნაციონალისტი, რომელმაც ჩვენი სიცოცხლის ნაცვლად საკუთარი გაწირა. ვერ აღვწერ

იმ გრძნობას, რაც მისი სახის ნახვისას დამეუფლა. მუხლები ჩამეკეცა და ცხარე

ცრემლით ავტირდი. მთელი სხეული გამეყინა, მერჩივნა მე ვყოფილიყავი მის

ნაცვლად… გონება დავკარგე. ვერაფერს ვგრძნობდი, მაგრამ ისე ვყოფილვარ ლევანზე

ჩახუტებული, რომ უჭირდათ ჩვენი განცალკევება.

Page 7: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ორი დღის შემდეგ გამოვფიხზლდი. მიჭირდა რეალობის აღქმა. ეს ყველაფერი კოშმარი

მეგონა, არ მინდოდა ამ ჯოჯოხეთის დაჯერება! ლევანის გახსენებაზე კი კვლავ გონება

დამიკარგავს, ამჯერად - 24 საათით. თვალის გახელისთანავე ვიგრძენი, რომ წამლებით

გაბრუებული ვიყავი. ამან ყველაფერი დამავიწყა, აზროვნება შემიწყვიტა. მხოლოდ

ლელას სახეს ვცნობდი, იქვე ახლოს ვერონიკაც იდგა და ტიროდა. ალბათ, მკვდარი

ვგონივარ-თქო, არ მესმოდა მათი ცრემლების მიზეზი… და ისევ მივიძინე. გამთენიისას

სრულიად გამოვფხიზლდი, თავს ვაიძულე ფანჯარასთან მისვლა და გაგება, თუ რა

ხდებოდა ჩვენს ქალაქში, ჩვენს სამშობლოში. ირგვლივ მხოლოდ წითელი დროშები

ფრიალებდა, სულ მალე სამგლოვიარე პროცესიებიც გამოჩნდა. ამის დანახვაზე

ხმამაღლა დავიყვირე - ლევან! და უმალ ლელაც შემოვარდა, მაიძულებდა დაწოლას და

დასვენებას, მაგრამ მე ტირილის გარდა უკვე აღარაფერი შემეძლო. ჩემი ცრემლებით

ვაცილებდი სატრფოს ზეციურ საქართველოში… უეცრად, ნემსს მოვკარი თვალი და

ისევ ძილი, ძილი… ოხ, ღმერთო ჩემო! როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

საღამოს ვერონიკას ხმამაღალმა საუბარმა გამაღვიძა. საქართველოდან წასვლაზე

საუბრობდა, თან ჩემი და ლელას ოჯახის წაყვანაც სურდა. ეს დასასრულია, დაიმარხა

ჩემი ლევანი საქართველოსთან ერთად, ვფიქრობდი. უკვე კარგი ტონით დავუწყე

საუბარი და თავაზიანად ვთხოვე, სუფთა ჰაერზე გასვლა მჭირდება-თქო.

უნარშეზღუდულთა ეტლით აივანზე გავედი, ლელაც მალევე გამომყვა. წერილი

გადმომცა, ეს როცა მოგიყვანეს, თან დაგიტოვესო. ლევანის წერილი გულში ჩავიკარი, ეს

ერთადერთი რამ იყო, რაც მისგან დამრჩა. ვჩქარობდი წაკითხვას, მაგრამ ლელამ ისევ

გამაწყვეტინა, კიდევ მაქვსო ახალი ამბავი: შენ სულ მალე დედა გახდებიო, მახარა. და

აი, ეს ყველაფერი იყო, რის გამოც ღირდა სიცოცხლე.

რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში გავიარე და უკვე მზად ვიყავი ცხოვრების

გაგრძელებისთვის, ჩემი შვილისა და გარდაცვლილი ქმრის ხსოვნისთვის. გავიგე, რომ

ლევანი სხვა იუნკრებთან ერთად დაესაფლავებინათ და, რა თქმა უნდა, მაშინვე მისი

საფლავისკენ გავეშურეთ. ვერონიკა და ლელა ფიქრობდნენ, რომ ეს უკანასკნელი დღე

იყო ტფილისში ყოფნისა, ხოლო შემდეგ ევროპაში გავემგზავრებოდით და ახალ

ცხოვრებას დავიწყებდით. ლევანის საფლავს დიდი ჯვარი გადმოჰყურებდა ზემოდან.

ამჯერად, ისე მეჭირა თავი, როგორც გმირის ქვრივს, რომელიც მზად იყო ახალი

აჯანყებისთვის. ეს იქნებოდა აჯანყება თანამედროვე მსოფლიოს წინააღმდეგ, რომელსაც

საერთაშორისო ელემენტები მთელ მსოფლიოში აქტიურად ქადაგებდნენ. მის

საფლავთან გულმა დიდხანს ვერ გაძლო, ცოტაც და მეც გავაღებდი სასუფევლის

კარებს… მეგობრებს ვთხოვე, მარტო დავრჩენილიყავი ჩემს გარდაცვლილ მეუღლესთან.

ვგრძნობდი, ისიც ჩემთან იყო, მელაპარაკებოდა და მამხნევებდა. ცხოვრების

გაგრძელების ძალას მაძლევდა. თითქოს, მისი სული ჩემთან გადმოსახლებულიყო და

ამიერიდან ვერაფერი დაგვაშორებდა ერთმანეთს. მხურვალედ ვტიროდი, მენატრებოდა

ჩემი სიყვარული. ორმაგად მიმძიმდა, რადგან მის გარდაცვალებას შევესწარი. მისი

Page 8: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

სხეული საქართველოს დაფლეთილ დროშას ჰგავდა, რომელიც მოკვდა და დასამარდა.

მის ხსოვნას კი მომავალ თაობას გადავცემთ, ერთ დღესაც კი… ვიხილავთ აღდგომას

დიადი იბერიისა!

საღამოს სახლში მარტო დავბრუნდი. მთელი დღე ქუჩაში დავეხეტებოდი და

ტფილისის დაცემას თვალს ვადევნებდი. რაოდენ საზარელია იხილო სამშობლოს

დაცემა, მითუმეტეს მაშინ, როცა მისთვის იბრძვი და არაფერი გამოგდის… ამ

ყველაფერს დამატებული მეუღლის გარდაცვალებაც. დედაქალაქში დარჩენა კიდევ

ერთი კვირით გადავდეთ, რადგან ვფიქრობდით, ლელას ქმარი დაუბრუნდებოდა

ოჯახს. მისი გარდაცვლილი სხეული არავის უპოვნია და იმედი გვქონდა, ცოცხალი იყო.

ყოველ დილით სახლთან მდებარე სკვერში გავდიოდი სასეირნოდ, ჩემს მომავალ შვილს

ვესაუბრებოდი და ჩემი სიყვარულის ისტორიებს ვუამბობდი. მთელი გულით მინდოდა

ისეთი გაზრდილიყო, როგორიც ლევანს სურდა და მე ამისთვის ყველაფერს

გავაკეთებდი! ტფილისში გატარებულ ყოველი დღის უდიდეს ნაწილს ლევანის

საფლავთან ვატარებდი. ვხედავდი დედებს, ცოლებსა და შვილებს, რომლებიც

უსახლკაროდ დარჩენილიყვნენ. ახალმა ხელისუფალმა ყველაფერი წაართვა ტფილისში

დარჩენილ საშუალო და მაღალ კლასს, ლუკმა-პურის საშოვნელად ქალაქში ქურდობები

და ძალადობის მცდელობები გახშირდა. მე კი ყოველ დღე მხოლოდ გულის გადაშლაღა

შემეძლო ლევანისთვის. ვუყვებოდი სამომავლო გეგმებზე, თუ როგორ აღვზრდიდი

ჩვენს შვილს.

ერთ დილას, ამდენი საზარელი ამბის შემდეგ, იმედის ნაპერწკალი გაღვივდა ჩვენს

ოჯახში. მოვიდა ცნობა, რომ ლელას ქმარი ბათუმშია გადარჩენილ ქართველ

მებრძოლებთან ერთად და ჩვენ გველოდება, ევროპაში გასამგზავრებლად. ამ დროის

განმავლობაში პირველად დავინახე ლელას სახეზე ღიმილი, მას კვლავ დაუბრუნდა

ადამიანის სახე. უნდა გენახათ, რა ბედნიერი სახით ემზადებოდა გასამგზავრებლად.

დიდხანს არც გავჩერებულვართ დედაქალაქში და იმ საღამოსვე ბათუმის მატარებელს

გავყევით დასავლეთში. როგორც გავიგეთ, აჭარა ოსმალოს დაუპყრია კვლავ, მაგრამ ისევ

გენერალ მაზნიაშვილის სიმამაცე! მან რამდენიმე ათეული გადარჩენილი ქართველით

გაათავისუფლა ბათუმი და სრულიად აჭარა. მისი წყალობითაა, რომ ჩვენ ბათუმში

ჩასვლა და გამგზავრება შევძელით. ის არამც თუ ბოლშევიკი, თუნდაც მენშევიკი,

არამედ ქართველი გენერალი იყო! მცირე პრობლემები ქუთაისის ვაგზალზე შეგვექმნა,

მაგრამ ადვილად დავძლიეთ წინაღობა და ბათუმისკენ ავიღეთ გეზი. მივცურავდით

საქართველოს ულამაზეს კუთხეებში, ვიცოდი, ამ სილამაზით დატკბობა კიდევ

დიდხანს აღარ მეღირსებოდა და მაქსიმალურად ვიყენებდი შესაძლებლობას. ბათუმში

გამთენიისას შევედით. მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე ლელა ქმრისკენ გაიქცა,

პატარა ბავშვებს მაგონებდნენ, რომლებმაც პირველად გაიგეს სიყვარულის გემო. მისი

ქმარი, ალექსანდრე, კარგი ადამიანი აღმოჩნდა, კეთილი, პატიოსანი, ნაციონალისტი და

ომის გმირი. მან თავი იჩინა, როგორც ტაბახმელას, ასევე ბათუმის ბრძოლებშიც.

Page 9: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ყველანი ერთად სასტუმრო „მონპელიესკენ“ გავეშურეთ, სადაც ალექსანდრეს

მეგობრები გველოდებოდნენ. ნამდვილი ქართული სუფრა დაგვახვედრეს, აღნიშნეს

დედასამშობლოსთან აჭარის შენარჩუნებაც. მე არ მქონდა ლხინის მიზეზი, არც

სურვილი… მე მხოლოდ განმარტოება მსურდა, ჩემს ფიქრებთან, მოგონებებთან… და

მალევე გავედი ქუჩაში სასეირნოდ. სანაპიროზე საოცრად ლამაზი პეიზაჟები

იშლებოდა. იმ საღამოს უხვი ნალექი მოვიდა და მეც მალევე მომიწია სახლში

დაბრუნება. ძლიერმა წვიმამ ზღვაც გააბრაზაო, ხუმრობდნენ აჭარლები. ზღვის

ტალღები კი მე მხოლოდ ტკივილს მიღვივებდნენ, მახსენებდა უამრავ ჭრილობას, რაც

ბოლო თვეების განმავლობაში გადავიტანე. მოგვიანებით, როცა სტუმრები გავაცილეთ,

ალექსანდრემ სასაუბროთ ყველანი მაგიდასთან მიგვიწვია. ის გვთავაზობდა,

წავსულიყავით პარიზში, სადაც მისი მეგობრები პოლიტიკურ თავშესაფარს

მოგვცემდნენ, სადაც ახალ ცხოვრებას დავიწყდებდით. ჩემთვის სულ ერთი იყო სად

წავიდოდით, ყველგან შევძლებდი ჩემს შვილთან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას.

არავინ შეწინააღმდეგებია ალექსანდრეს აზრს, გამთენიისას გემით ვაპირებდით

გამგზავრებას.

იმ ღამით სვანეთი დამესიზმრა. სვანეთში გატარებული წლები ჩემს სიყვარულთან

ერთად. ტკბილი მოგონებები გამიცხადდა, წამით ისევ იმ პატარა გოგონად ვიქეცი,

რომლისთვისაც ერთადერთი მნიშვნელობა მხოლოდ სიყვარულს ჰქონდა. ვინც

ყველაფერს აკეთებდა ბედნიერი მომავლისთვის. შემდეგ შვილი მესიზმრა, ჩემი პატარა

ანგელოზი. იგი ჯარისკაცმა მომიყვანა, სულ პატარა, უსუსური, რომელიც მზად იყო

სიცოცხლისთვის! გამოღვიძებისთანავე ვფიქრობდი, რომ ის ჯარისკაცი თეთრი გიორგი

იყო, ამიტომაც გადავწყვიტე, ჩემი შვილის სახელი გიორგი ყოფილიყო. ეს ბედნიერი

წამები სიცოცხლის ბოლომდე გამყვება, არასდროს დამავიწყდება სიზმარი, რომელმაც

სიცოცხლე გამილამაზა!

დილით მალევე ვისაუზმეთ და გემისაკენ გავეშურეთ. წინა დღით აღელვებული და

ბობოქარი ზღვა დამშვიდებულიყო, უღრუბლო ცა და გაზაფხულის სასიამოვნო სითბო.

ასე გვაცილებდა ბათუმი შორეულ მოგზაურობაში… არ მინდოდა წასვლა, ვერ

ვეგუებოდი სამშობლოსთან განშორებას, რადგან მე უკვე განმაშორეს ერთადერთ

საყვარელ ადამიანს. მძიმე იყო გამომშვიდობების სცენა, რატომღაც ერთი მუჭა მიწის

წაღება მინდოდა, არ მქონდა დაბრუნების იმედი. შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს

საქართველოდან, ქართულო მიწავ, ალბათ, ამიტომ დაპატარავდი!

მიაქროლებდნენ გემს და თან რჩებოდა ჩვენი მოგონებები სამშობლოზე,

საქართველოზე. აქვე რჩებოდნენ ჩვენი ნათესავები, მეგობრები, ყველა საყვარელი

ადამიანი, რომლებსაც სიცოცხლის გაგრძელება ნამდვილ ჯოჯოხეთში მოუწევდათ, ან

უკვე განისვენებენ მშობლიურ მიწაში. ამაღელვებელია გემზე იმ ადამიანთა ხილვა,

რომლებსაც ასე ვენდობოდით და რომლებმაც მიატოვეს სამშობლო, მოვალეობა და

ვალდებულება! ჩვენ ვიმყოფებოდით გემზე, სადაც ქართული ინტელიგენციის დიდი

Page 10: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ნაწილი ახალი ცხოვრების დასაწყებად ევროპას უმზერდა. თვალებში ვერ

გვიყურებდნენ, თავს ისე წარმოაჩენდნენ, თითქოს ნანობდნენ დანაშაულს. ისინი

ბრძოლის ველიდან პირველნი გამორბოდნენ ან საერთოდ არ გადიოდნენ ფრონტზე.

ქართული პარლამენტი მოლაყბეთა შეკრების ადგილი აღმოჩნდა, სადაც ყველაფერი

კეთდება, ეროვნული საქმის გარდა. დემოკრატიის სახელითო, გაიძახიან, ნამდვილ

დემოკრატიას პარლამენტი საერთოდ არ სჭირდება! მათ უღალატეს ქართულ ეროვნულ

იდეას და ეზიარნენ მარქსისტულ შხამს, რომლის შედეგსაც საქართველო დღემდე იმკის.

გემით მგზავრობის საბოლოო ადგილი ქალაქი მარსელი იყო, საიდან პარიზში

გავემგზავრებოდით და სადაც დაიწყებოდა ჩვენი ახალი ცხოვრება. მანამდე კი, ერთ

ცნობილ საზოგადო მოღვაწესთან გამიგრძელდა საუბარი:

• არც კი გრცხვენიათ? ნუთუ შეგეძლოთ ერის მიტოვება ბოროტების იმპერიასთან,

რომელმაც სიკვდილის მეტი არაფერი მოუტანა ჩვენს სამშობლოს?!

• ქალბატონო, - თავაზიანად მომმართა - ალბათ, ამას ვერ დაგაჯერებთ, მაგრამ მე

ყველაფერს ვცდილობდი ნორჩი რესპუბლიკის გადარჩენისთვის. მე ერთ-ერთი

ვარ, ვინც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა ხელი.

• ტფილისი დაეცა! ვისღა ანაღვლებს თქვენი დეკლარაცია?

• დაეცა, მაგრამ კაპიტულაცია არ გამოცხადებულა.

• რას გულისხმობთ?

• იმას, რომ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!

ეს კაცი ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც იდეის ნაპერწკალი გააღვივა ჩემში. იდეის,

რომელსაც სამშობლო ჰქვია!

მგზავრობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, დანიშნულების ადგილას დროულად და რაც

მთავარია, უსაფრთხოდ ჩავედით. მარსელი მშვენიერი ქალაქია. მსოფლიო ომის შემდეგ

მის აღორძინებაში დიდი წვრილი ქვეყნის მსხვილ ბიზნესმენებს მიუძღვის. მათ პირობა

დაუდიათ, რომ თუ ომის მიმდინარეობისას საფრანგეთის მთავრობა მათ ფაბრიკა-

ქარხნებს დაიცავდა, ისინი ქალაქების აღორძინებაში დიდ კაპიტალს დახარჯავდნენ.

მგზავრობისგან დაღლილებს, სასტუმროს ძებნაში დიდი დრო არ დაგვიხარჯავს და

პირველივე კეთილმოწყობილ სასტუმროში დავბინავდით. ფრანგულად მხოლოდ

ალექსანდრე საუბრობდა. საღამო ჟამს ქალაქში გავისეირნეთ. დავათვალიერეთ ღამის

მარსელი. უკან მიმავალთ კი ქართველთა მცირე ჯგუფი შემოგვხვდა, გადარჩენილი

იუნკრები იყვნენ, სამშობლოსათვის მებრძოლნი და სამშობლოდანვე გამოძევებულნი.

ისინი ჩვენს სასტუმროში დავაბინავეთ და მეორე დილით პარიზში ერთად გამგზავრება

გადავწყვირტეთ. მათ ბევრი ახალი ინფორმაცია ჩამოჰქონდათ გამოქცეული

მთავრობისათვის, მაგრამ, როგორც ჩვენ, ასევე ყველა სხვა დანარჩენიც მათ არ

ენდობოდნენ. შემთხვევით ალექსანდრესა და ერთ-ერთი იუნკრის საუბარი მოვისმინე.

რაღაც შეთქმულებაზე საუბრობდნენ, დიდ აჯანყებას გეგმავდნენ და ახლა მთავარი

ჟორდანიას დასტური ყოფილა. იმ ღამეს ლევანის ისტორიებიც მოყვეს, თურმე

Page 11: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

გვერდიგვერდ იბრძოდნენ ტაბახმელაზე. სიცოცხლის ბოლო ეპიზოდზე ვკითხე

ნიკოლოზს, ერთ-ერთ იუნკერს, ისიც შესწრებია ამ საზარელ სცენას:

• მახსოვს, ლევანი მებრძოლი ნაციონალისტი იყო. მისი დანახვისას სისხლი

აგიდუღდებოდა, ლურჯ თვალებში დიდ სევდას მალავდა. ყოველთვის

ბარბარეზე საუბრობდა. ომის დამთავრების შემდეგ, სვანეთის მშობლიურ

სოფელში წასვლა და მეუღლესთან ერთად ცხოვრება სურდა უკანასკნელ

ამოსუნთქვამდე. ტაბახმელაზე მან ჩემი სიცოცხლეც იხსნა. ჩვენ ორნი მტრის

სანგარში შევიპარეთ და იმ აფეთქების შესახებ დღეს ყველას მოეხსენება…

გამოსვლისას კი, როცა უკნიდან კომუნისტი მომეპარა, რომ არა მისი მახვილი

თვალი, უეჭველად ორივეს დაგვხოცავდა. ბორცვზე კი მეტყვიამფრქვევე შენიშნა,

რომელიც გასასროლად ემზადებოდა. ზუსტად მიუსწრო და მისი მოკვლა რომ

ვერა, მუცლით გადაეფარა ტყვიამფრქვევს. იმ რუსს მე გავაფრთხობინე სული,

მაგრამ უდიდესი მეგობარი, ბარბარემ უდიდესი სიყვარული, სამშობლომ კი

უდიდესი გმირი დაკარგა!

შესანდობარი ყველამ დავლიეთ, დავილოცეთ და ღმერთს უკეთესი მომავალი

ვთხოვეთ. მაგიდასთან გაჩერება აღარ შემეძლო. არ მინდოდა ჩემი ტირილი ვინმეს

დაენახა, რადგან ჩემი ცრემლების ნახვის უფლება მხოლოდ ლევანს ჰქონდა. ჩემს

ოთახში ჩავიკეტე და მხოლოდ გამთენიისას შევძელი დაძინება. ის სახე, რაც მისგან

გადმომეცა, ჩემი შვილისთვის უნდა მეზიარებინა, რომ ნამდვილი ქართველი და

დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირი აღმეზარდა! მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი

მთელი ღამე, მხოლოდ იმედებსა და გეგმებს ვალაგებდი, უფალს ჯანმრთელ შვილსა და

კარგ მომავალს ვთხოვდი. რთულია ქართველობა, უფრო რთული კი გმირის ქვრივობა

ყოფილა…

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. თბილი დღე იყო მარსელში, უღრუბლო ცა,

ქუჩებში ადამიანთა ბედნიერ სახეებს ვხედავდი. ევროპა აგრძელებდა ცხოვრებას,

საქართველოსგან განმარტოებით… ჩვენი პოლიტიკა იმპერიისგან განშორება და

ევროპასთან დაახლოება იყო. ჩვენ ვხედავდით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც

უარს ამბობდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში საქართველოს გაწევრიანებაზე. ისინი

დაგვცინოდნენ კიდეც, ხმამაღლა ამბობდნენ, რომ საქართველო ევროპის ნაწილი არაა

და არაფერი ესაქმება ევროპულ ორგანიზაციებში. მათი დახშული გონება არამც და არ

ნათდება, მაგრამ არც ჩვენთაგანი აღმოჩნდა ვინმე, ვინც აუხსნიდა მათ, რომ ევროპაა

საქართველოს ნაწილი და არა პირიქით! სამშობლოზე ფიქრმა სევდა გამიძლიერა, თავს

ვაიძულე მაგრად დავმდგარიყავი და ქართველი ქალის სახე ევროპელებთან არ

შემერცხვინა. დილით მალევე ვისაუზმეთ და გადავწყვიტეთ, მატარებლით გვემგზავრა

პარიზამდე. საფრანგეთსაც საოცარი სილამაზე ხვდა წილად, მაგრამ არ ყოფილან

ღირსნი ამ ყოველივეს, როგორც ჩვენ… არ უფრთხილდებიან სისხლის სიწმინდეს და

ალბათ, სულ მასე საფრანგეთი აფრიკის ერთ-ერთ პროვინციად გადაიქცევა. პარიზისკენ

Page 12: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მიმავალთ, გზაში პატარა ბავშვი გავიცანი. ხევსურეთიდან ყოფილა და ტფილისში ერთ-

ერთ ბიზნესმენს დამეგობრებია. მასვე წამოუყვანია ობლად დარჩენილი ბავშვი

პარიზში. იშვიათად, მაგრამ ჩვენში მაინც იყვნენ ღვთისმიერი ადამიანები. იყო

მებრძოლი ახალგაზრდობა და სულ მალე ჩემი შვილიც მათ ლაშქარს შეუერთდება.

პარიზი საუცხოო ქალაქია. დიდებული არქიტექტურული ძეგლები ამაყად

გადმოსცქერიან ფრანკიის გულს, მათ ზედამხედველად კი ეიფელი დაუნიშნავთ. აქ

მრავლად არიან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები, როგორც ჩანს, თუ ვინმე

თავშესაფარს ეძებს, ყველა აქ გამორბის. პარიზის სილამაზეზე დიდხანს აღარ

გავაგრძელებ, რადგან არავის ძალუძს ამ ზღაპრული მშვენიერების ზუსტად გადმოცემა.

ჩვენ ქალაქის გარეუბნისკენ ავიღეთ გეზი. პარიზიდან დაახლოებით 30 კილომეტრში

პატარა და ულამაზესი სოფელი - ლევილი შემოგვეგება. აქ მრავლად ნახავდით

საქართველოდან გამოქცეულებს. სულ მალე, ეს ქართველთა დასახლებად გადაიქცა,

რომელიც იყიდა კიდეც ჟორდანიას მთავრობამ. ყველაფერი ნათელი იყო, ამ მიდამოებში

მომიწევდა მომავალი ცხოვრების სცენარი დამეწერა. სწორედ ეს პატარა სოფელი

გადაწყვეტდა ჩვენს და ალბათ, ჩვენი საქართველოს ბედსაც.

ვერონიკასთან ერთად ერთ პატარა, მაგრამ მყუდრო და კომფორტულ ოთახში

დავბინავდი. ლელას ოჯახი კი ჩვენ გვერდით ცხოვრობდა. პირველი დღეები ძალიან

გამიჭირდა, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რამდენიმე თვეში დედა გავხვდებოდი.

სანამ შემეძლო, სამუშაოს ვეძებდი, რადგან მინდოდა, არავისზე ვყოფილიყავი

დამოკიდებული. უახლოესი მეგობრები არ მაძლევდნენ ამის საშუალებას, მაგრამ იქვე

ახლოს ფრანგულ ოჯახში ძიძად დავიწყე მუშაობა. კარგი ოჯახი შემხვდა,

მოსიყვარულე, თბილი… მათი პატარა ვაჟის მოვლა ჩემი მოვალეობა იყო. ეს სამუშაო

ორმაგად მახარებდა, რადგან, როგორც მომავალი დედა, გამოცდილებას შევიძენდი.

მათთან მუშაობამ დიდხანს არ გასტანა, რადგან ოჯახი გაკოტრების პირას მივიდა. ამის

შემდეგ მთელ დღეებს ლელას ბავშვებთან ვატარებდი. კარგი იყო მათთან ურთიერთობა,

უდარდელი ბავშვობა ჰქონდათ. საქართველო გენატრებათ-თქო? ვკითხე ერთხელ და

არა, რა თქმა უნდა, ის ხომ ჩვენშიაო. გამაოცა მათმა პასუხმა, ალბათ ალექსანდრეს

შვილებს ასეც უნდა ეთქვათ, მაგრამ რა იქნებოდა ჩემი შვილის შემთხვევაში?

მოვახერხებდი მის აღზრდას ქართველად? ეს მიკლავდა გულს, ამის მეშინოდა, მაგრამ

იმედს არ ვკარგავდი და მწამდა, ჩემი გიორგი მოღალატეებს სულ მალე მრისხანედ

მოთხოვდა პასუხს!

დღეებს-დღეები მისდევდა, ახლოვდებოდა გიორგის შობა. ვერონიკასთან ხშირად

ვსაუბრობდი მასზე. მინდოდა პირველ თვეებში დამხმარებოდა, მის ცხოვრებასაც

მინდოდა აზრი ჰქონოდა. ერთ დღეს სათამაშოების საყიდლად გავედით, ბევრი ვიარეთ,

მაგრამ ვერაფერი ავარჩიეთ. გზად ყავარჯენს დაყრდნობილი კაცი შემოგხვდა,

ვფიქრობდი, ცალ ფეხში დაჭრილია-თქო. ფრანგებმა არ იცოდნენ მოხუცის პატივისცემა.

სიარული უჭირდა, სახლისკენ მიიჩქაროდა და გზად არავინ აღმოჩნდა მისი დამხმარე,

Page 13: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ვინც მიაცილებდა შინ. ვერონიკამ უმალვე იცნო იგი, ჩვენს მამულში ხშირად დადიოდა,

ძველ ქართულ სიმდიდრეს ყიდულობდაო. გაკვირვებულმა მისი გაცნობა გადავწყვიტე.

იგი პარიზში დასახლებული ქართველი ემიგრანტი, „საქართველოს

მეჭურჭლეთუცუხესი“, ეროვნულ-დემოკრატი ივანე აღმოჩნდა. ძლიერი ხმა ჰქონდა,

სულში ჩამწვდომი. ის საუბრობდა მისი გულის სიღრმიდან, რომ შეეღწია ჩვენი გულის

სიღრმეებში. საღამოს ვახშმად მიგვიპატიჟა, ჩვენც, რა თქმა უნდა, თავაზიანად

გამოვემშვიდობეთ და სტუმრობა აღვუთქვით. ვერონიკა სახლში მისვლისთანავე

რაღაცას ეძებდა, სრულ ეიფორიაში იყო და, როგორც იქნა, იპოვა. მას დიდი ბებიისგან

გადმოცემული საგვარეულო საყურეები ჰქონდა. უეჭველად დამეკარგება და სჯობს

ივანესთან შევინახოო, ამბობდა.

საღამოს ალექსანდრემ მიგვაცილა ახალ მეგობართან, თვითონ კი ახალი აჯანყების

თათბირზე მიემართებოდა. ივანემ თბილად მიგვიღო, შესვლისთანავე ჩვენს სილამაზეს

გაუსვა ხაზი:

• აქ ბევრ ლამაზ ქალს ვხედავ, სხვადასხვა რასისა, მაგრამ ჩემ მშობელ იბერო-

კავკასიურ სილამაზეს მაინც ვერავინ მიუახლოვდება. ეს კი ყველაზე მეტად

ეროვნულ ტანსაცმელშია გადმოცემული. ღმერთმა დალოცოს საქართველო!

მოგვიანებით მის სახლთან მდებარე ბაღში გასეირნება გადავწყვიტეთ. მუდამ

საქართველოზე გვესაუბრებოდა, ამბობდა, ჩვენს ეროვნულ საგანძურს კომუნისტებს არ

შევარჩენდიო, ყველაფერი წამოუღია… ეს ჩვენი ფესვები იყო, ჩვენი საყრდენი, რაზეც

მომავალი უნდა დაგვეშენებია. ამ დროს ვერონიკამ უსასყიდლოდ საგვარეულო

საყურეებიც გადასცა. უნდა გენახათ გახარებული ივანეს სახე, ბედნიერებისგან ცას

სწვდებოდა, გვლოცავდა და გვადღეგრძელებდა. პარიზში ცხოვრება ყოველ დღე

ძნელდებოდა, ლევილის მამულში გადმოსვლა შევთავაზეთ. ვნახოთ, როგორც ღმერთი

ინებებსო… სულ რამდენიმე თვეში ის ჩვენ მახლობლად გადმოსახლდა, ახლა კი

ხშირად შეგვეძლო მასთან საუბარი, რაც უდიდეს ბედნიერებას გვანიჭებდა. იგი ხატი

იყო საქართველოსი, სამშობლოდან გაძევებული, რომელიც ადრე თუ გვიან,

აუცილებლად იხილავდა აღდგომას!

საქართველოში დარჩენილი ქართველობა არ ეგუებოდა წითელ ოკუპაციას.

საზოგადოების დიდი ნაწილი უმოწყალოდ დახვრიტეს ან გადაასახლეს. ქვეყანაში

ახალი წესრიგი სუფევდა. ოცნება საქართველოზე, მხოლოდ გონებაში დაილექა.

ტკივილს ისიც გვიღვივებდა, რომ საქართველოს ოკუპაცია ქართველთა ხელით მოხდა.

წითელი ბელადის ცივსისხლიანმა გადაწყვეტილებებმა ათობით ათას ქართველს

მოუსწრაფა სიცოცხლე. ქვეყანა დიდ სასაფლაოს დაემსგავსა, სადაც გოდება

ყოველდღიურობად იქცა. ხალხში იმედის ნაპერწკალი თანდათანობით ქრებოდა.

ქართველთა ნაწილი კი ეგუებოდა ახალ ხელისუფალს. ემიგრაციაში მყოფნი კარგად

ვხედავდით, აუცილებელი იყო ხალხის გადამზადება, მასების შეიარაღება და მტრის

წინააღმდეგ საბოლოო გაბრძოლება. იმ ხნად საქართველოდან რამდენიმე სხვადასხვა

Page 14: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

დარაზმულობის წარმომადგენელი გვეწვია. ბერლინიდან სხვა ქართველებიც

შემოგვიერთდა, იგეგმებოდა რაღაც მასშტაბური, რომელიც სრულიად კავკასიას

შეაზანზარებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ყველანი ერთად ვიხილავდით -

კავკასიონის დაისს.

ტყვია-წამლის სრულ მობილიზებასა და სამშობლოში გაგზავნას ჯარისკაცებთან

ერთად ორი თვე მაინც სჭირდებოდა. ამხანაგები ყოველ დღე სხვადასხვა გეგმებს

ადგენდნენ, შესაძლო ვარიანტებს, თუ რისი გაკეთება შეგვეძლო და რის გაკეთებას

აუცილებლობა ითხოვდა! საქართველოში დარჩენილი შეფიცულები და სხვა რაზმები

ჩვენთან აქტიურ კავშირზე რჩებოდნენ. მხოლოდ გაერთიანება და ერთიანი ძალებით

მოქმედებაღა იყო დარჩენილი. მოვლენებს ამძიმებდა საფრანგეთში შექმნილი

ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც სამთავრობო ბიუჯეტი გაანადგურა. გაჭირდა

ევროპაში ცხოვრება, კრულიც იყოს აქ სიცოცხლე, - ველაპარაკებოდი მომავალ შვილს,

საქართველოში სიკვდილი განა ბედნიერება არ არის?!

ჩემი გიორგი, საქართველოს მომავალი ჯარისკაცი ჩვიდმეტ სექტემბერს მოევლინა

ქვეყანას. ეს უბედნიერესი განცდა იყო ჩემი სიცოცხლის განმავლობაში. მის სახეს

ცრემლებით ვასველებდი, მასში კი ლევანს ვხედავდი. ლურჯთვალება პატარას

უხაროდა სიცოცხლე. მთელი დღეები გულში ვიკრავდი და ვეფერებოდი, ისტორიებს

ვუამბობდი გმირ მამაზე, სამშობლოს დაცემასა და ჩვენ მოგზაურობაზე. სამომავლო

გეგმებზეც, რომელიც სულ მალე გაცხადდებოდა. დღიდან-დღემდე ვგრძნობდი, როგორ

იზრდებოდა გიორგი. ყოველ ღამით იავნანას ვუმღეროდი, დაძინებისთანავე კი

ვტიროდი, რადგან ლევანს არ შეეძლო მისი ხელში აყვანა, მასზე ჩახუტება და მისი

გაზრდა ნამდვილ ქართველად. მან ეს საქმე მე გადმომაბარა, მარტო დამტოვა

მსოფლიოს წინაშე, მენატრება… მასთან მინდა, მისი სახით კი საქართველო იქცა უკვდავ

სიყვარულად. მის გარდაცვალებამდე ნაციონალისტური იდეებით არ ვიყავი

დაინტერესებული, მიყვარდა ჩემი სამშობლო, მაგრამ არა რადიკალურად. მისმა ერთმა

მოქმედებამ კი, იარაღისკენ მომიწოდა, სამშობლოს განთავისუფლებას ითხოვს მისი

სული, ვგრძნობ! რომ არა პატარა გიორგი, ახლავე წავიდოდი ჩემს ერთადერთ

სამშობლოში და იქვე დავასრულებდი სიცოცხლეს ისე, როგორც ნამდვილ ქართველს

ქალს ეკადრება.

თვეების სვლასთან ერთად, იზრდებოდა გიორგიც. ეროვნულ ისტორიებზე აღზრდილი

შვილი მამის კვალს უნდა გაჰყვეს, ვაიმედებდი ჩემს თავს. რაც დრო გადიოდა, მით

უფრო მეტად მიკვდებოდა გული. სიზმრებში ლევანს ვხედავდი, მისი სიცოცხლის

ბოლო წამებს… რა მოხდებოდა, რომ ვერ მიესწრო? ალბათ, ახლა მის ადგილას ჩვენ

ვიქნებოდით. თან წავიყებდით ისტორიებს სიყვარულზე და მის უკვდავ წერილს.

წერილის წაკითხვა გიორგისთან ერთად გადავწყვიტე, როცა გაიზრდებოდა და

მამამისზე მკითხავდა: მამა რატომ არ მყავსო. ძნელია ცხოვრება მამის გარეშე, მაგრამ

უფრო ძნელი - სამშობლოს გარეშე ყოფილა. ძილში გულამოწყვეტილი გამომეღვიძება

Page 15: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ხოლმე, ყოველ ღამით ტფილისის უკანასკნელ დღეებს ვხედავ, ისევ ვიბრძვი, მაგრამ

უშედეგოდ. საქართველოზე ფიქრმა მოიცვა მთელი ჩემი სხეული და სანამ არ ვიხილავ

თავისუფალს, მანამ არ ვაპირებ დანებებას! ლევანს, ალბათ ასე უნდოდა, რომ მემოქმედა.

მე მის გზას დავადგები, ხოლო თუ დავეცემი ჩემი შვილი გააგრძელებს ბრძოლას

ქართული საქართველოსთვის!

ბერლინიდან ქართველთა დიდი ნაწილი ჩამოვიდა სათათბიროდ. საქართველოში

დაბრუნებას და ტყეში გავარდნას აპირებდნენ. იარაღი მზად იყო, დაქუხებაღა აკლდა!

ლევილს ხშირად სტუმრობდა ემიგრაციაში მყოფი კონსტანტინე ხევსურიც. თათბირს

ხშირად მეც ვესწრებოდი, ვეძებდით გზებს - გაგვეღო კავკასიონის კარიბჭე.

კონსტანტინე სულ რამდენიმე დღეში აპირებდა საქართველოში დაბრუნებას და

პარტიზანად გაჭრას. იმ ღამით, როცა მისგან სამომავლო გეგმების შესახებ გავიგე,

ვერაფრით დავიძინე. მთელი ღამე უკან დაბრუნებაზე ფიქრში გავატარე. მიჭირდა აქ

ცხოვრება, უფრო მეტად კი ლევანისა და სამშობლოს დაკარგვა. ლევანი ჩემთვის

საქართველოდ გადაიქცა. მისი სახე ჩემს სამშობლოს შეერწყა და სრულყოფილად

წარდგა კაცობრიობის წინაშე. მასთან მინდოდა, მენატრებოდა. მე ისევ ძლიერ

მიყვარდა… ასე გაგრძელება აღარ შემეძლო! აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი

და თუ სამშობლოს ვერ ვიხილავდი თავისუფალს, ლევანთან მაინც ვიქნებოდი ზეციურ

საქართველოში. უეცრად კონსტანინესთან ერთად სამშობლოში დაბრუნება მომინდა,

შუაღამე იყო, მაგრამ მაინც მომზადება დავიწყე. ერთადერთი სატკივარი, რასაც

ლევილში ვტოვებდი გიორგი იყო. თუ იგი ორივე მშობელს დაკარგავს, დაე მან

დაასრულოს ჩვენი დაწყებული საქმე! გამთენიისას გასამგზავრებლად მზად ვიყავი.

გიორგის შუბლზე ვაკოცე, მარჯვენა მხარეს ჯვარი, მარცხნივ კი ლევანის საგვარეულო

ხმალი დავუტოვე. დავტოვე ვაჟი, მივაბარე ვერონიკას. მიჭირდა განშორება, მაგრამ

სამშობლო მეძახდა. ახლა კი ვხვდები, რას გრძნობდა ლევანი, როცა ახლადშექმნილ

ოჯახს ტოვებდა და სამშობლოს სადარაჯოზე გარბოდა. უკვირდათ ჩემი დაბრუნების

მიზეზი, ჩემი ქმრის სახელის გაგონებაზე კი ყველანი თავს ხრიდნენ, ცრემლს

მოიწმენდნენ და ხმამაღლა დაჭექდნენ: დიდება გმირებს!

მოგზაურობა მეტად ხანგრძლივი აღმოჩნდა. მთელი გზა სამშობლოზე ვფიქრობდი, თუ

რა სიტუაცია დამხვდებოდა შინ, როგორი იქნებოდა ლევანის უპატრონოდ დარჩენილი

საფლავი, როგორ მიმიღებდა დედაბუნება… გიორგის პატარა სურათს ჯიბეში

ვინახავდი. ყოველთვის, როცა დავხედავდი, ჩუმად ვამბობდი: პაწია ყრმავ, შენი

მომავლისთვის ვაკეთებ ამას და თუ სამშობლო არ მენახოს თავისუფალი, ფერფლად

ქცეული დამენახოს მთელი სამყარო!

ბათუმის პორტი უღიმღამოდ შემოგვეგება. სამშობლო სრულიად შეცვლილი დამხვდა,

ოკუპირებული, რომელსაც სიცოცხლის ხალისი დაეკარგა… მძიმე იყო წითელი

დროშების ხილვა. ეროვნულ დროშას ყოველთვის თან დავატარებდი და მოუთმენლად

ველოდი იმ წამს, როცა მას ტფილისის თავზე ავაფრიალებდი! მიჭირდა ასეთ

Page 16: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

საქართველოსთან შეგუება. ყველაფერი შეცვლილი იყო, თითქოს სხვა ქვეყნის ქუჩებში

დავიარებოდი… ქართული აღარაფერი დარჩა ჩემს სამშობლოში. ძნელია, მოდიოდე და

ფიქრობდე: ეს არ არის საქართველო!..

ბათუმში შესვლისთანავე ათ კაციან რაზმებად დაგვყო მეთაურმა და ფარულად

ქუჩებში ხალხს შევერიეთ. ჩვენი მიზანი ტფილისში უსაფრთხოდ დაბრუნება, ერის

გამოღვიძება და აჯანყების ორგანიზება იყო. დადგა დრო, როცა გავაცნობიერეთ, რომ

ჩვენი საქმისთვის არავინ შეგვაქებდა, არავინ შეეცდებოდა ჩვენ თანაგრძნობას…

მხოლოდ ერთმანეთი გვყავდა, ყველანი ერთად კი ქართული საქართველოსთვის

მებრძოლი ჯარისკაცები ვიყავით. დავით ბურდული ჩემს რაზმში აღმოჩნდა. მისგან

ბევრ რამეს ვსწავლობდი, ერთი მიზნისთვის, გადამწყვეტი დარტყმა მიმეყენებინა

მტერზე!

ბათუმიდან გასვლა იმ საღამოსვე დავაპირეთ, სხვადასხვა გზებით - ერთ წერტილამდე.

კოორდინატების დაზუსტების შემდეგ, ჩვენი ათეული მზად იყო ტფილისს

გასამგზავრებლად. მატარებელი იმ ხნად სახიფათო ტრანსპორტი იყო, ამიტომაც

ავტომანქანის მძოღლი დავიქირავეთ და გავეშურეთ დაცემულ დედაქალაქში.

დავითთან ერთად გზაში იარაღის შესწავლა დავიწყე, მან ყოველი დეტალი ამიხსნა, რაც

ბრძოლაში დამჭირდებოდა. მთელი გზა იმ მიზეზებზე ვფიქრობდი, რამაც იარაღი

ამაღებინა ხელში. ეს ჩემი შვილის მომავლისა და გარდაცვლილი მეღულისთვის

შურისძიება იყო. ეს არ იყო მხოლოდ ამბოხი, ამ ქმედებებში მე ეროვნული სულის

დაუოკებელი ყიჟინა დავინახე, რომელიც უფსკრულთა კარების გამომტვრევას ლამობდა

- იბერიის ცაზე შვიდი ვარსკვლავის გასაბრწყინებლად.

ტფილისამდე რამდენიმე კილომეტრიღა იყო დარჩენილი, როცა მთიანეთის გზაზე

გადავუხვიეთ. ხევსურეთს მოულოდნელად ვესტუმრეთ. იქ ბევრი ეროვნულად

მოაზროვნე ქართველი დაგვხვდა, რომლებმაც დახმარების ხელი გამოგვიწოდეს

საქვეყნო საქმეში. დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, წითელმა ჭირმა ამ ხნის მანძილზე

ვერ შეძლო მათი წაბილწვა, გარყვნა და გადაგვარება. დავითის ძმაც იქ გველოდებოდა,

ეს ახალი ტალღის დასაწყისი იყო, რომელიც წალეკავდა ყველაფერს, რაც გზად

გადაეღობებოდა.

ხევსურეთის ერთ-ერთ პატარა სოფელში დავბინავდით. იმ ღამეს უღრუბლო ცა და

სავსე მთვარე გადმოსცქეროდა კავკასიონს. მიჭირდა დაძინება, იარაღს დავცქეროდი და

ვთხოვდი, აესრულებინა ლევანის ნება და კვლავ გამთლიანებულიყო საქართველო. იმ

სახლში, სადაც რამდენიმე დღით მომიწევდა ცხოვრება, ბევრი უძველესი ხმალი და

ეროვნული ტანისამოსი ვნახე. ოჯახში ერთი მოხუცი იყო მხოლოდ, ბევრ ისტორიას

მალავდა მისი სევდიანი თვალები. მხოლოდ მცირედი გამანდო: მისი ქმარი ჯერ კიდევ

იმპერიის დროინდელ რუს ჯარისკაცებს მოუკლავთ, ეროვნული პროპაგანდის

გავრცელებისთვის, შვილი კი უნარშეზღუდული დაბადებულა, რომელმაც ადრეულ

ასაკში დაასრულა სიცოცხლე… თავად მოხუცის ცხოვრებას კი, მისი თქმით, აზრი აღარ

Page 17: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ჰქონდა, მისთვის მთავარი ცათა სასუფეველიღა იყო, რომელიც საუკუნო ნეტარებას

მოჰგვრიდა მას. უსასყიდლოდ შემიფარა რამდენიმე დღე, ბევრი დარიგებაც მომცა და

სახსოვრად პატარა დანაც გადმომცა, ეს ბრძოლაში ყველაზე ერთგული მეგობარიაო…

მეორე დილიდანვე დავიწყეთ სამზადისი. დავითის ძმას დიდი სახელი ჰქონდა

სოფელში, სასახელო ვაჟკაცი იყო. მის დაწყებულ საქმეზე არავინ იკადრებდა უარის

თქმას, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხებოდა. ორი ოცეული

მზად იყო ახალი ბახტრიონისთვის. მათ ძლიერ სძულდათ ოკუპანტები, არ იყვნენ

ბატონობას მიჩვეულნი. მართლაც ასეა, ჩაგრული ხევსურისთვის ერთადერთი მიზანი -

თავისუფლებაა, რაც ასე სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს. სხვადასხვა ათეულებისგან

მოვიდა ცნობა, რომ ქალაქში ფარულად შეპარვა და მაღალჩინოსნების დახოცვა იყო

სამოქმედო გეგმა. ხელჩართულ ომში წარმატებას ვერ მივაღწევდით. მოვიდა რამდენიმე

პირზე დეტალური ინფორმაციაც, თუ სად სეირნობენ, ვისთან ვახშმობენ და ა.შ. მათგან

ერთ-ერთი რამდენიმე დღეში ხევსურეთში აპირებდა წამოსვლას, ეს საქმე საკუთარ

თავზე ავიღე.

მთელი ღამე ვფიქრობდი, თუ ერთი ოკუპანტის მოკვლას ვერ შევძლებ, მაშინ ჩემი ომში

ჩართვა მხოლოდ ოცნებებია-თქო. ვემზადებოდი, ვგეგმავდი ყველა შესაძლო ვარიანტს,

რომ წარმატებას მიმეღწია. მწამდა, თეთრი გიორგი არ მიმატოვებდა, არ გამწირავდა და

ჩემი მცდელობა, ამეღო სისხლი - წარმატებით დასრულდებოდა. ეს ჩემი პირველი

დავალება იყო, რომელიც გონივრული სვლების გარეშე სიკვდილად გადაიქცეოდა.

დავითისგანაც მივიღე დარიგებები, ისევ მთხოვდა უარი მეთქვა იარაღზე, ერთი

ნაციონალისტის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასი ოკუპანტის

სიცოცხლეო, ამბობდა. მე კი მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, ოკუპანტს მოვკლავდი ან

ლევანთან წავიდოდი…

გამთენიისას მალევე მოვემზადე გადამწყვეტი ბრძოლისთვის, პირველი სისხლისთვის.

ვიცოდი, ერთ არასწორ ქმედებას ყველაფრის დასრულება შეეძლო. სახლიდან

გასვლისას მთელმა ცხოვრებამ გამირბინა თვალწინ. გამახსენდა ჩემი სიყვარულის

საწყისი წუთები, ლევანის გარდაცვალება და გიორგის შობა. ღრმად ჩავისუნთქე,

შესაძლოა, ეს ბოლო გარიჟრაჟიც კი ყოფილიყო… ჩემი შვილის, ჩემი სამშობლოს

ისტორია წყდებოდა და მე ყველაფერს გავაკეთებდი დასახული მიზნის მისაღწევად!

მეგობრებს გამოვემშვიდობე, ღირსეულად ატარებო ლევანის სახელს, ცრემლიანი

თვალებით შემომცქეროდნენ. დავითმა მარტო მესაუბრა, მიხსნიდა, რომ ეს არ იყო

აუცილებელი, ჩემი დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი ჯვარი გადამსახა და გზა

დამილოცა. ჩემი, როგორც ყოველი ქართველის გზა - ქრისტეს გზაა, გზა ჯვარცმისა და

გარდაუვალი აღდგომისა!

აცრემლებული მეგობრები უკან ჩამომრჩნენ, მე კი გავუყევი ბილიკს, რომელსაც

ოკუპანტის სულამდე უნდა მივეყვანე. ვფიქრობდი, რა მოხდებოდა მაშინ, თუ

სიკვდილის წინ პატიებას მთხოვდა, შევიწყალებდი? არასოდეს! მათ ჩემი სიყვარული

Page 18: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მომიკლეს, ჩემი სამშობლო მიაძინეს… და ვინ, თუ არა ჩვენ, ქართველი

ნაციონალისტები, რომლებსაც არაფერი გაგვაჩნია ჩვენი ერის სიყვარულის გარდა!

ვაგრძელებდი სვლას და გზად ჩემს მოგონებებს ვტოვებდი, მოგონებებს პირველ და

უკანასკნელ სიყვარულზე, შვილზე, ტფილისის დაცემაზე… მახსენდებოდა იმ

განვლილი სიმწარის ყოველი წამი და გული შურისძიების წყურვილით წამიდან-

წამამდე მევსებოდა! ეს საოცარი წამები იყო, იგრძნო, როგორ ბობოქრობს შენში თეთრი

გიორგი, როგორ ცდილობს შენ დახმარებას, თანადგომას… გზაში მხოლოდ ლოცვის

პატარა ნაწილს ვიმეორებდი: ჩვენ ღვთისმშობელი გვწყალობს ხახულის და გვიცავს

მარად - «თეთრი გიორგი»!

დანიშნულების ადგილას წყარო დამხვდა, ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს სოფელში

იყო. მახსოვს ლევანთან ერთად გატარებული ყოველი წამი, ჩვენი სოფლის წყაროსთან…

ყოველი დღე, ის ბედნიერი წამები, რომლებმაც სიცოცხლე გამიხალისეს. მტერთა

სიკვდილის მაუწყებელი ყოფილიყოს ეს წყარო-თქო, ვფიქრობდი. არსებული

ინფორმაციით ოკუპანტი, რომელიც ხევსურეთს მიემგზავრებოდა, ერთ საათში უნდა

გამოჩენილიყო. იარაღი შევამოწმე, ახლა ღალატის დრო აღარ იყო, რაც გამოვიარეთ,

დაე, წარსულში ჩარჩეს! სისხლის აღებაღა დარჩა, მზად ვიყავი გასროლისთვის, მზად

ვიყავი აჯანყებისთვის, ჩემი შვილის მომავლისათვის! მოღალატეებმა არ იციან, რომ

ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი, ერთ დღეს კი… მათი ცრუპენტელა პირები

საბოლოოდ მიყუჩდებიან!

ველოდი გადამწყვეტ მომენტს, ყველაფერი წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი

მქონდა. სულ რამდენიმე წუთში გამოვკრავდი სასხლეტს და ჩემი სულიც მოიპოვებდა

შვებას. ნერვიულობისგან ვცახცახებდი, მაგრამ არ ვფიქრობდი, თუ რას გავაკეთებდი

დავალების ჩაფლავების შემთხვევაში, რადგან ჩემი ერთადერთი მიზანი გამარჯვება

იყო! მტერს ავტომანქანით უნდა გამოევლო, მე მოხუცის ტანსაცმელში გამოწყობილი

შუა გზაზე გადავდგებოდი და დახმარებას ვთხოვდი. მისი გამოწვდილი „დახმარების

ხელი“ კი სიკვდილს ანგელოზთან სტუმრობის მაუწყებელი იქნებოდა. და აი ისიც…

მაგრამ, ცხენზე ამხედრებული?! საბედნიეროდ მისი სურათი ნანახი მქონდა და

ვცნობდი, ვინ იყო. არ მინდოდა შემშლოდა და სხვისი სიცოცხლე დამესრულებინა. არა!

ნამდვილად ის იყო. მისი თვალები შურსა და ბოღმას ანთხევდნენ საქართველოს

წინააღმდეგ. უფრო და უფრო მიახლოვდებოდა, ნერვიულობა კი იმატებდა. ფეხები

მიცახცახებდა, შიშისგან იარაღის მომართვაც კი გამიჭირდა. ყველაფერი მზად იყო,

გასროლებაღა დარჩა… მალე, სულ მალე დაიქუხებს საქართველო! როგორც იქნა

მომიახლოვდა, შორიდანვე შენიშნა, რომ თითქოს მოხუცი ვიყავი და სიარული

მიჭირდა. მალევე ჩამოხტა და მაშინ, როცა დახმარების ხელი გამომიწოდა წელში

გავსწორდი, იარაღი ამოვიღე და შუბლზე მივადე! შიშისგან ვერც კი ხვდებოდა, რაში

იყო საქმე. ცხენს მათრახი გადავარტყი და გავაქციე, ოკუპანტი კი წყაროსთან მივიყვანე

იარაღის მუქარით. მპირდებოდა, ფულში გაბანავებ, ოღონდ გამიშვიო… ფული! აი ეს

Page 19: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

არის პოლიტიკის უდიდესი სიბინძურე, რაც მართავს ადამიანებს ერთმანეთის

წინააღმდეგ, რაც უკარგავს სახელმწიფო მოღვაწეებს ქვეყნის აღმშენებლობის სურვილს,

რაც ალპობს ერს და გენოციდით ემუქრება. არანაირი ფული! მივუგე და იარაღი შუბლში

ჩავარტყი. წყაროსთან მიგორდა, აქ კი მისი ნამდვილი სახე გამოჩნდა. ღალატით სავსე

გონება არაფერს ჰკარნახობდა. შიშისგან აღარ იცოდა რა ექნა, გაქცევაც სცადა, მაგრამ

რაოდენ სასაცილოა, რომ ოკუპანტს ეგეც არ შეუძლია… ბოლოს კი, როცა მიხვდა,

აღარაფერს შეეძლო მისი დახმარება, მუხლებზე დამიჩოქა, თავი დახარა და მთხოვა,

სწრაფად მომკალიო. ამ წამს ვიგრძენი ნამდვილი ქართული ძალა, წინაპართაგან

ბოძებული უდიდესი საგანძური! დაე, ყოველ მტერს ასე დაეჩოქოს საქართველოსთვის,

ვფიქრობდი. მკლავი გავიმაგრე და სასხლეტს გამოვკარი, მაგრამ ტყვია არ გავარდა.

კიდევ ვცადე, მაგრამ არანაირი შედეგი. ოკუპანტმა თავი ასწია, მიხვდა, რომ

ქართველების მსგავსად იარაღმაც მიღალატა. გამიღიმა და ნელ-ნელა მომიახლოვდა.

სიტუაციის ასეთი გაგრძელება უეჭველად დამღუპავდა. უკან ვიხევდი, მაგრამ კლდის

პირას აღმოვჩნდი. არ ვაპირებდი დანებებას. იარაღი შევინახე და ქვით დაპირისპირება

გადავწყვიტე. მიახლოვდებოდა… მას უკვე აღარაფრის ეშინოდა, მხოლოდ ჩემ მოკვლას

წაიკითხავდით მის თვალებში. უცებ, ქვა გამაგდებინა და თმებით ხეს მიმაჯახა.

წაქცეულს ზემოდან დამაწვა და მისი სურვილი უკვე გასაგები იყო. ვყვიროდი,

დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ არავინ იყო, ვინც დამეხმარებოდა. ჩემი რაზმი უკვე

ტფილისში იქნებოდა ჩასული, აჯანყების ორგანიზებისთვის. მოხუცი მეგობრის

სიტყვებმა გამიელვა უცებ: დანა ბრძოლაში ყველაზე ერთგული მეგობარიაო და მთელი

ძალით გულში დავარტყი. სისხლიან თვალებში ბოლოჯერ ჩავხედე და ეს დარტყმა

საქართველოსთვის-თქო, შევძახე იმ ქვეყნად მიმავალს. კიდევ რამოდენიმეჯერ

ჩავარტყი გულში, ბოლოს კი ყელი გამოვჭერი. ამ დროს ჩემს თავს ვერ ვცნობდი, ვერ

ვაკონტროლებდი ხელებს… თითქოს, ამას მე კი არა, არამედ თეთრი გიორგი აკეთებდა.

მისი გვამი კლდიდან გადავაგდე და წყაროსთან ჩამოვჯექი. მადლობას ვწირავდი

ყველას და ყველაფერს, რამაც დახმარება გამიწია პირველი დავალების წარმატებით

დასრულებაში. წყაროს წყალი დავლიე, სახე დავისველე და გავუდექი ჩემი მოხუცი

მეგობრის სახლისაკენ მიმავალ გზას…

სახლში დაბრუნებული მოხუცს საერთოდ ვეღარ ვცნობდი, ნერვიულობისაგან სულ

დაეკარგა ფერი, ვერც დადიოდა, ლაპარაკი უჭირდა… ვამშვიდებდი, ყველაფერი

კარგადაა და უფრო მეტიც, შენმა რჩევამ და მეტალის მეგობარმა გადამარჩინა-თქო.

გაეღიმა, ძალიან გაუხარდა და მისი ძმის დაღუპვის ისტორია მომიყვა. მაშინ, როცა

საქართველო სამეფო რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული და ყოველ ოჯახში ამბოხის

ყიჟინა მძვინვარებდა, სოფლის ბიჭებს იაპონიის ფრონტზე გადასროლა დაუპირეს.

შეიკრა ათი ხევსური, ქართული საძმო, რომელიც ისტორიამ უკვდავყო. იაპონიის ერთ-

ერთ სოფელში მოუწიათ ბრძოლა. მათ ამ ომში მონაწილეობა ორმაგად უჭირდათ,

სამშობლო დაპყრობილი იყო და იბრძოდნენ მტრის მხარეს, რომ დაეხოცათ

Page 20: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

უდანაშაულო ბიჭები. იაპონელებმა კი თავის მხრივ, სამურაები დაუპირისპირეს

გულჩამწვარ ხევსურებს. ბრძოლა მეტად უშედეგო გამოდგა. გაჟლიტეს რუსები, მაგრამ

ერთ სახლში ჩაკეტილ ხევსურებს ვერაფერი მოუხერხეს იაპონელებმა. გადიოდა

საათები, მაგრამ ხევსურები არ ნებდებოდნენ! დიდი ხნის შემდეგ, მხოლოდ ჩემი ძმა და

ერთი სოფლის ბიჭი, ბავშვობის მეგობარი დარჩენილან ცოცხლები. შეჰფიცეს ერთურთს

ან გავიმარჯვებთ ან ბრძოლის ველზე გმირულად დავეცემით და ქართულ ღირსებას არ

გავტეხთო. აგრძელებდნენ ბრძოლას სიყრმის მეგობრები, მაგრამ უცხო მიწაზე - მტრის

სასარგებლოდ მებრძოლს, როდემდე გაუძლებდა გული. ფანჯრიდან შემოტყორცნილმა

ისარმა მეგობარი გამოაცალა ხელიდან, ბოლო სიტყვები კი არ დანებდეო, უთქვამს ჩემი

ძმისთვის. ცრემლმორეულმა განრისხებული ეკვეთა სამურაის, ბევრი ჭრილობის

მიუხედავად მაინც აიღო სისხლი! მაინც დაანახა ქართული სული შორეულ იაპონელებს.

ვერადა ვერ კლავდნენ ხევსურს. ოთახში ჩაიკეტა და იქ შესული ცოცხალი არავინ

დაბრუნებულა. გაოგნებულან იაპონელები, ფიქრობდნენ, მამაცობისთვის ცოცხლად

გავუშვათო, ჩემმა ძმამ კი ცოცხალი თავით არ დატოვა ოთახი, ეს ქართული ღირსების

გატეხვააო გაჰყვიროდა იქვე მყოფ რუს მოღალატეებს. ბოლოს, როცა ვერაფერი

მოუხერხეს, სახლის გადაწვა დააპირეს. ფერფლად მიქციეს ერთადერთი ძმა, მაგრამ

მისი სახელი მანამ იცოცხლებს, სანამ საქართველოსთვის მებრძოლნი იარსებებენ!

ცრემლებს ვერ ვმალავდი, ძალიან განვიცდიდი „უკვდავი ხევსურის“ ამბავს. ლევანი

გამახსენა მისმა ისტორიამ და დავრწმუნდი, რომ საქართველოს ისტორიის ჯაჭვს

გმირულად დაცემული ქართველები წარმოადგნენ, რომლებსაც არაფერი გააჩნდათ

ჩვენი ერის სიყვარულის გარდა! იმ ღამეს მოხუცთან დავრჩი, შემდეგ კი ახალი

ბრძოლები მელოდებოდა ტფილისის მისადგომებთან, რომელიც აუცილებლად

საქართველოს თავზე მოფრიალე ეროვნული დროშით უნდა დასრულებულიყო!

გამთენიისას, ჩვენი რაზმის რამდენიმე წევრი შემოვიდა სოფელში. ცუდი ამბები

მოიტანეს, ტყვია-წამალთან დაკავშირებით პრობლემებიაო, ამბობდნენ. სხვადასხვა

რაზმები უკვე ტფილისთან იკრიბებოდნენ, ძლიერდებოდა ქართული ძალა

დედაქალაქის მისადგომებთან! უმოქმედოთ ყოფნას არ ვაპირებდით, სოფელში ყველა

ოჯახს ვესტუმრეთ და თვითონ თუ ვერ გამოგყვებოდა - იარაღს ვთხოვდით სამამულო

საქმისთვის. ისე თუ ასე, რამდენიმე ათეული იარაღი ჩვენ განკარგულებაში იყო და

დავიძარით ტფილისისკენ. გზად გული იმდენად დამიმძიმდა, რომ ირგვლივ

ყველაფერს ბუნდოვნად ვხედავდი. ჩემს შვილზე ფიქრმა გული ჩამწვა, მშობლების

გარეშე დარჩენილი ქართველი, უცხო მიწაზე… მეცოდებოდა მისი ბედი და ამიტომაც

ვიბრძოდი მისი მომავლისთვის, ქართველი ბავშვების უკეთესი მომავლისთვის,

ლევანისთვის, საქართველოსთვის… ხევსურეთიც გზად მივილიეთ და დედაქალაქის

გადასახვევთან ბავშვები შემოგვეგებნენ, სადაც საოცარი სცენა აღიწერა ჩვენ წინაშე:

ვხედავდი ოთხი თუ ხუთი წლის პატარა გოგონას, რომელიც მინდორზე იჯდა. ქერა

თმები ჰქონდა, ხვეული, ცისფერი თუ ღია მწვანე თვალები, თეთრი სათუთი კანი,

Page 21: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

საოცრად თბილი ღიმილი… მის წინ კი ამავე ასაკის ბიჭუნამ ჩაიჩოქა, შავი სწორი თმები

ჰქონდა, მის სახეს ყვითელი თვალები და მხედრული ღიმილი ამშვენებდა. მან გოგონას

თვალების დახუჭვა სთხოვა, შემდეგ კი მინდვრის ყვავილები აჩუქა და გაიქცა. უნდა

გენახათ გოგონას სახე, ყვავილებს ისე ეხუტებოდა, როგორც მე ლევანს, ტაბახმელის

ფრონტზე. გაიღიმა, სახლისაკენ გაიქცა, ალბათ, დედას ახარებდა ამ ისტორიას, ის კი

გულში ჩაიკრავდა და აკოცებდა. მეც მინდოდა, შვილს ჩავხუტებოდი, მინდოდა,

მისგანაც მომესმინა ნორჩი სიყვარულის ისტორიები, მინდოდა, ჩემი შვილიც მენახა

ბედნიერი, გაღიმებული… და იარაღს მაგრად მოვუჭირე ხელი! ეს ბრძოლა არ

ეკუთვნოდა ქართულ ელიტას, პოლიტიკოსების უსარგებლო ხროვას, ეს ბრძოლა ჩვენი

იყო! ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი ხალხის არსებობა და მომავალი - ქართველი

ბავშვებისთვის! ღრმად ჩავისუნთქე და გადამწყვეტი ომისთვის მოვემზადე: გამარჯვება

ან ზეციური საქართველო!

ტფილისს სულ რამდენიმე კილომეტრიღა გვაშორებდა, როცა ქართველი მებრძოლების

ბანაკს მოვკარი თვალი. ბათუმში ნანახ ზღვის ღელვას ჰგავდა იქ შეკრებილი

ქართველობა. მოუთმენლად ელოდნენ ტფილისში გაბრძოლებას. მათ თვალებში

ვხედავდი, ყოველი მათგანი მზად იყო სიკვდილისთვის, მზად იყო, ტფილისის თავზე

სამფეროვანი დროშა აეფრიალებინა ან ვაჟკაცურად შეგებებოდა მტრის ტყვიას! მათი

გაცნობის შემდეგ იარაღს დავუთმე დიდი დრო, საშუალებას არ მივცემდი, კიდევ

ერთხელ ეღალატა, კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა ქართველთა სისხლში გამჯდარი

სენი… მოხუცი მეგობრის საჩუქარიც დარიგებითურთ თან მქონდა. მთელი ჩემი

არსებით მზად ვიყავი საბრძოლველად, ველოდი იმ წამს, როცა პირველ ტყვიას

გავისვრიდი ოკუპანტების წინააღმდეგ, ველოდი მომენტს, როცა ჩვენი სულები ერთ

ორგანიზმად შეიკრებოდნენ და თეთრი გიორგი გაგვიძღვებოდა წინ! დიდებული წამები

ბუკით გვიხმობდა და ამ გამარჯვებით ჩვენ საფუძველს დავუდებდით საქართველოს

ისტორიაში ყველაზე ძლიერ ნაციონალისტურ გამოღვიძებას, რომელიც თავისი

მრისხანებით წალეკავდა ყველას და ყველაფერს, რაც კი გზად გადაეღობებოდა!..

გეგმის მიხედვით, მცირე დარაზმულობები სამთავრობო შენობებთან უნდა

მიპარულიყო, დანიშნულ დროზე კი ყველანი ერთად დავიწყებდით დედაქალაქის

სხვადასხვა ადგილას შტურმს. წინ ბნელი ღამე გველოდა, მაგრამ ჩვენი სინათლე -

სიბნელეშია… იარაღს ხელი მოვკიდე, ლევანის და გიორგის სურათს ვაკოცე,

გამოვემშვიდობე და ჩემს რაზმთან ერთად ქალაქის ცენტრისაკენ ავიღე გეზი. ფეხით

ხანგლივი და საოცრად მომქანცველი გზა გავიარეთ, დანიშნულების ადგილსაც

უსაფრთხოდ მივაღწიეთ. დავითთან ერთად დავალების შესრულების შემდგომ გეგმებს

განვიხილავდი, ეს გამარჯვება უკვე უდიდეს ოცნებად მექცა, ამ ღამეს წყდებოდა

საქართველოსა და ქართველი ბავშვების მომავალი. დანიშნულების ადგილას

მისვლისთანავე ასაფეთქებელი საშუალებების მწყობრში მოყვანას შევუდექით. იმ წამს

ჩვენი მოქმედება ტერორისტულ აქტს ჰგავდა, ნუთუ ტერორისტები ვართ-თქო,

Page 22: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

გავიფიქრე ხმამაღლა, დავითმა კი გამიღიმა, ტერორი მხოლოდ სიმართლის გზითაა

გამართლებული, სიმართლე, რომელსაც სამშობლო ჰქვია-ო, ჩამიჩურჩულა. გულში

ჩამრჩა მისი სიტყვები და საქმეს უფრო გულმოდგინედ შევუდექი. დაახლოებით 40

წუთი დაგვჭირდა ყველაფრის მომზადებისთვის, შემდეგ ცოტა დავისვენეთ და

შენობაში შესასვლელად მოვემზადეთ. 1 საათიღა იყო დარჩენილი ტყვიის გავარდნამდე,

მიდუღდა სისხლი! ბობოქრობდა ქართული სული. ვხედავდი ქუჩაში მყოფ საბჭოთა

ჯარისკაცებს და გული ზიზღით მევსებოდა, მინდოდა, ყოველი მათგანი გამეგზავნა

საიქიოს. მინდოდა და ერთ დღესაც ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევდი! ახლა კი

დავალების წარმატებით დასრულება იყო ჩვენი მთავარი საზრუნავი, ჩვენი ტკივილი,

რომელიც სამშობლოს სიყვარულით იყო განპირობებული…

ნახევარი საათით ადრე გავტეხეთ შენობის კარები. როგორც ვივარაუდეთ, შენობა

ცარიელი დაგხვდა, ახლა მტრის შემოტყუება და დიდი აფეთქებაღა იყო დარჩენილი.

შენობაში ადგილები დავიკავეთ. ნახევარ საათში ტყვიის კივილი მთელ ტფილისს

შეაღვიძებდა, დაანახებდა, რომ ქართველი არასოდეს შეეგუება იმ უსამართლობას, რაც

ქართველისა და საქართველოს წინააღმდეგ საუკუნეებია მიმდინარეობს. სულ

რამდენიმე წუთი, ვფიქრობდი, სულ რამდენიმე ჩასუნთქვა და ყველას დავანახებთ ჩვენს

ღირსებას! კარებთან დავითს მოვკარი თვალი, ფერი ეცვალა, გაგიჟებული იყო. უმალ

შემობრუნდა და ადგილებზე დარჩენა გვიბრძანა, ასეთი არასოდეს მინახავს… არ

ვიცოდი, რა მოხდა, მაგრამ გულს არ ვაძლევდი უფლებას, ეჭვებით გამოვეფიტე. არა!

ბრძოლისთვის მზად ვიყავი და აი ისიც, დაიქუხა! ფანჯარასთან მყოფებმა ქუჩაში

მოსეირნე საბჭოთა ჯარისკაცებს გავუხსენით ცეცხლი. კიდევ რამოდენიმეც მოვიშორეთ

და გამოცხადდა განგაში! ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ ყველას და ყველაფერს, რაც კი

გააჩნდათ. თითქოს უკან ვიხევდით, დავანახეთ, რომ ვნებდებოდით. კარებში

შემოსვლისთანავე ხელყუმბარები ვესროლეთ, შენობის წინა მხარე ნამდვილ სასაფლაოს

დავამსგავსეთ. სიკვდილის ანგელოზი ჩვენ შორის დაიარებოდა და მსხვერპლს არჩევდა,

მაგრამ მსხვერპლი მხოლოდ წითელი ოკუპანტი იყო! ერთი წვეთი სისხლიც კი არ

დაგვიღვრია ამ ბრძოლაში. ბოლოს, როცა ბრძოლის გაგრძელება ტყვიების ნაკლებობის

გამო აღარ შეგვეძლო, გამოვაცხადეთ, რომ თითქოს ვნებდებოდით. ოთახებში ნაღმები

დავტოვეთ და უკანა გასასვლელით გავიპარეთ. ვხედავდით, როგორ შერბოდნენ

წითლები ოთახში და გააფთრებით გვეძებდნენ. ეძებდნენ ქართულ სისხლს, ქართულ

გენს, ვინაიდან ეშინოდათ, რადგან იცნოდნენ, ქართული სისხლის გამოღვიძება

გაანადგურებდა ყოველგვარ ხილულ თუ უხილავ მტერს, რომელიც იბრძვის არამარტო

კავკასიის, არამედ სრულიად მსოფლიოს წინაშე… და მსოფლიო მაშინ

განთავისუფლდება, როცა დიადი იბერია კვლავ დაუბრუნდება დიდების მწვერვალს!

შენობისგან მოშორებით გავიქეცით, აფეთქების ტალღამ კი რამდენიმე ასეულ მეტრზე

შუშები დაამსხვრია, ჩვენთანაც მოაღწია, მაგრამ სუსტი იყო და არაფერი დაგვშავებია.

დავალება წარმატებით შევასრულეთ. ამოვხოცეთ ოკუპანთა ხროვა და ტფილისის

Page 23: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ცენტრში მათი სასაკლაო მოვაწყვეთ. სხვა ადგილებიდან აფეთქების ხმა არ გაგვიგია,

მაგრამ გვჯეროდა, რომ მათ ისეთივე წარმატებას მიაღწიეს, როგორც ჩვენ. გავრბოდით

ქალაქის გასასვლელისკენ, მაგრამ უეცრად ოკუპანტთა მძიმედ შეიარაღებული ოცეული

გადაგვეღობა. ცეცხლი გაგვიხსნეს და უკან დახევა მოგვიწია. ალყაში მოვექეცით, უკან

ის სისხლიანი სასაკლაო იყო, რაზეც ხვალიდან ყველა ისაუბრებდა, წინ კი ჩვენი

სიკვდილის მაუწყებელი დროშა ფრიალებდა. დანებებას არ ვაპირებდით! სისხლის

ბოლო წვეთამდე ბრძოლა გადავწყვიტეთ, პატარა შენობაში გავმაგრდით და მტერს

დიდი წინააღმდეგობა დავახვედრეთ. რამდენიმე ხელყუმბარა გვქონდა დარჩენილი და

მათი გამოყენებით შემოსასვლელ ვიწრო კარში არანაკლებ სისხლიანი სასაკლაო

მოვაწყვეთ, ვიდრე წინა შენობაში. გვითავდეობდა ტყვია წამალი, გვაკლდებოდა

მებრძოლებიც. ბოლო მჭიდი ცალკე გადავინახე, რადგან არ ვაპირებდი დანებებას.

ვხედავდი თანამებრძოლების სახეებს, რომლებზეც ერთდროულად ამოიკითხავდით

უდიდეს ზიზღს მტრის წინააღმდეგ და უდიდეს სიყვარულს - სამშობლოს მიმართ. ჩემი

შვილის სურათი ამომივარდა, მის ასაღებად დავიხარე და ზურგში იარაღის მძლავრი

ჩარტყმა ვიგრძენი. გავითიშე, მოვწყდი მსოფლიოს… გისოსებში გამომეღვიძა, რომელიც

სატვირთო ავტომანქანაზე იყო მოთავსებული. თვალების გახელისთანავე დავითი

დავინახე, თავჩაღუნული მხურვალედ ტიროდა. ეს ვაჟკაცური ცრემლები იყო,

სამშობლოს სიყვარულით დამწვარი. ეს ნამდვილი კავკასიელის ცრემლები იყო!

განიცდიდა სამშობლოს დაკარგვას, განიცდიდა და იზიარებდა იმ ტკივილს, რაც მტერმა

მიაყენა უკვდავ იბერიას. აზრზე ვერ მოვდიოდი რა ხდება, უკვე თენდებოდა, მიჭირდა

რეალობის აღქმა. დავითმა ყველაფერი მომიყვა, მითხრა, თუ რამ გამოიწვია ჩვენი

მარცხი. მან ყველაფერი იცოდა. ტყვის გავარდნამდე გაიგო, რომ სხვა რაზმები უკვე

გაიქცნენ და ჩვენზე ძებნა იყო გამოცხადებული. მას შეეძლო ბრძოლის შეწყვეტა და იმ

შენობიდანვე უსაფრთხოდ გაპარვა ხევსურეთს, მაგრამ სჯობს მონობაში

გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი! ბოლომდე გაიბრძოლა

დედასამშობლოსთვის, იარაღის დაყრა არ შეგვფერისო ქართველებს, გამიღიმა. ზეცას

შეხედა და ხმამაღლა დაიყვირა: საქართველო! საქართველო, უპირველეს ყოვლისა!.. და

თითქოს უგონოდ დაეცა. მისი წამოყენება ვცადე, მაგრამ წითლებმა არ დამაცადეს,

თავად ეპატრონოს საკუთარ თავსო.

მეტეხის ციხე ამაყად შემოგვეგება, თუ კიდევ რამე დარჩა ამ ქალაქში ქართული, ეს

მხოლოდ ისტორიული ძეგლები იყო. გრძელ ოთახში ერთმანეთის პირისპირ იყო

განთავსებული საკნები. თითო ოთახში ორი „პატიმარი“ ვიმყოფებოდით. მოგვიანებით

შემოიყვანეს დავითიც, რომელიც სასტიკად ნაცემი იყო. საკანში შეაგდეს და დაპირდნენ,

რომ დახვრეტამდე მარტო მოუწევდა ოთხ კედელში ყოფნა. დავითი წამოდგა,

გისოსებამდე მიბობღდა და დიდი ძალისხმევით შეძლო ფეხზე დადგომა. ყველას

გამოგვხედა და საქართველოს ეროვნული ჰიმნი „დიდება“ დაქუხა! ყველანი ერთხმაში

ვმღეროდით, რამაც ჩვენი სულისკვეთება გამოაღვიძა. იმ წამებში ჩვენ უბრალო

Page 24: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მებრძოლნი კი არ ვიყავით, არამედ ბრძოლის ღმერთები, რომლებსაც შეეძლოთ ზეცის

იერიშით აღება! რამდენიმე დღე მეტეხის ციხეში გავატარეთ, შემდეგ კი სასამართლო

გველოდა, რომელიც აღასრულებდა განაჩენს და ალბათ, ჩვენც შევუერთდებოდით

ზეციურ საქართველოს…

გამთენიისას ცივი წყალი დამასხეს და სახეზე შავი ტომარა ჩამომაფარეს. სირბილით

გავყავდი ციხიდან, შემდეგ სატვირთო მანქანაზე ასვლა და ფეხზე დგომა მაიძულეს.

ყველანი ამ მანქანით მივყავდით, ველაპარაკებოდით ერთმანეთს და ვამხნევებდით.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაცამ ხელში ამიტაცა და მანქანიდან გადამაგდო. მანქანა

მიდიოდა, მე კი ველოდი, როდის მომიღებდნენ ბოლოს. სრული სიჩუმე ჩამოწვა.

ტომარა მოვიხსენი, ხელები თოკისგან გავითავისუფლე და მიმოვიხედე, ირგვლივ

არავინ ჩანდა. ვერ ვხვდებოდი რა მოხდა, ნუთუ გამათავისუფლეს? მაგრამ, მხოლოდ მე?

ქვემოთ, დასახლებისკენ ჩავირბინე და ტანსაცმელი გამოვიცვალე. კვლავ მოხუცივით

შევინიღბე და სასამართლოსკენ გავეშურე, ვერ შევძლებდი ჩემი მეგობრების მიტოვებას.

გზაში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ ვის უნდოდა ჩემი გათავისუფლება. რა თქმა

უნდა, ეს შემთხვევით არ მოხდებოდა, მაშ, სასამართლოს დარბაზში დავადგენდი სრულ

ჭეშმარიტებას.

დარბაზთან მრავალი ხალხი შეკრებილიყო. ნუთუ ასე ატკბობთ მამულიშვილების

დახვრეტის ნახვა? იქვე მყოფ ბავშვს ჩავკიდე ხელი, თითქოს მისი ბებია ვიყავი და მეც

შევაღწიე დარბაზში. თხუთმეტი მებრძოლის თვალებში ვერ დაინახავდით შიშს, ისინი

ვაჟკაცურად მიეგებნენ სიკვდილს. მათ შორის იყო დავითიც, რომლის ნახვაც ყველაზე

მეტად მიმძიმდა. მან შემასწავლა ბრძოლის ანბანი, იგი სჭირდებოდა სამშობლოს… მე

კი, უიარაღოდ დარჩენილს, არაფრის გაკეთება შემეძლო. ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი

მათ, დავითმა მალევე შემნიშნა და ხმამაღლა, უმისამართოდ თქვა: ერთი

ნაციონალისტის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასი კომუნისტის

სიცოცხლე! მისმა სიტყვება გამაშეშა, უკან დახევა დავიწყე და მივხვდი, რომ ბრძოლა

უნდა გამეგრძელებინა. თუ მათ წინააღმდეგ ამ დარბაზში ახლავე ავჯაყდებოდი, მეც

დავიღუპავდი თავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კი ახალი აჯანყების ორგანიზება

იყო. უკან დავიხიე და უცხო ბავშვს მაგრად მოვუჭირე ხელი. ვხედავდი მებრძოლთა

სახეებს, მაგრამ ვერაფრით ვეხმარებოდი. მსჯავრდებულის სავარძელი პირველად

ვალერი მაჭავარიანმა მოირგო. მოსამართლემ აჯანყების ორგანიზებასა და

მონაწილეობაში დასდო ბრალი, ვალერიმ აღიარა „დანაშაული“ და ასე მარტივად იქცა

„დამნაშავედ“. მოსამართლემ თავისი ქმედებების გამართლების საშუალება მისცა, მან კი

უპასუხა, ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებთ ლმობიერებას,

ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებაო. დარბაზს გადახედა და შესძახა: დიდება საქართველოს!

დარბაზში მსხდომ ქართველებს შიშისგან გააცახცახათ, არავის შეეძლო ფეხზე

წამოდგომა და მისი გამხნევება: დიდება გმირებს! გავაცნობიერე, რა რეალობაში მიწევდა

ცხოვრება. რა საქართველოში ვცხოვრობდი და რისთვის ვიბრძოდი. მოსამართლემ

Page 25: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ამჯერად კონსტანტინე ხიმშიაშვილი გამოიწვია, იგივე ბრალი წაუყენა და „დამნაშავის“

აღიარებითი ჩვენების შემდეგ უკანასკნელი სიტყვების გაჟღერების უფლება მისცა.

კონსტანტინემ ამაყად ჩახედა თვალებში ჯალათებს, მისი მზერა მართლაც სიკვდილის

მაუწყებელი იყო, სასტიკი გამოხედვა ჰქონდა. მათკენ თითი გაიშვირა და შესძახა, თქვენ

კარგად იცით, რომ ჩვენ ბანდიტები არა ვართ! სულ მალე დადგება დრო, როცა «თეთრი

გიორგი» მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს! მისი სიტყვები

იმდენად დამმუხტველი იყო, რომ ბრბო ჯალათების წინააღმდეგაც გაიწია და რომ არა

მათი დაშინებები, სისტემის წინააღმდეგ მცირე ამბოხთან გვექნებოდა საქმე. იგივე ბედი

ეწია გიორგი აფხაზს, ბოლო სიტყვები ასეთი იყო: მე ვკვდები სიხარულით, რადგან

ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი

გამარჯვებას მოუტანს საქართველოს! სხვა მებრძოლებმაც გაამხნევეს: სჯობს

სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი - სახელოვანი! ეს კი მათი სიცოცხლის ბოლო ამბოხი

იყო, ბოლო გაბრძოლება. რამდენიმე საათში ისინი ზეციურ საქართველოს

შეუერთდებოდნენ, მანამდე კი განაჩენის მოყვანის ადგილამდე უნდა მიმესწრო, რომ იქ

მაინც შემძლებოდა მათი გადარჩენა.

სასამართლოს შენობის დარბაზებს მივუყვებოდი და ვფიქრობდი, როგორ გადამერჩინა

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ძმები! პარალელურად ვხედავდი

მათ სახეებსაც, ამაყი, დამცინავი ღიმილით უცქერდნენ ჯალათებს და ზეციურ

დარბაზებში გასეირნებისთვის ემზადებოდნენ. მათი ყოველი ნაბიჯი თითოეულ

ქართველს ძალას მატებდა, გამოღვიძებისკენ მოუწოდებდა. ვხედავდი ახალ თაობას,

სულ პატარა ბავშვებს, რომლებსაც არაფერი ენახათ ომის, ტკივილისა და გოდების

გარდა. მათი ცრემლიანი თვალებიდან კი ბრძოლის ყიჟინა ისმოდა, დაუოკებელი

სურვილი - შურისძიებისა. რამდენიმე ბავშვი გარს შემომეხვია, როცა დაინახეს, რომ

ვტიროდი. თვალებს მიმშრალებდნენ, მეუბნებოდნენ, ხომ კარგად ხარო. მათი

თანადგომა უებარი წამალი აღმოჩნდა. გადავხედე და ვუთხარი, დაცემული ერის

ერთადერთი საშუალება ღირსების აღსადგენად - შურისძიებაა! გაოცებულნი

მიყურებდნენ და უკვირდად, მოხუცი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი ქალი ასე რამ

გააგიჟაო. მართლაც, ჩვენს ქმედებებს ბევრი გიჟურად შერაცხავს, ბევრი დაგვცინებს,

შეგვაგინებს, მაგრამ მხოლოდ ის გაგვიგებს და გვერდით დაგვიდგება, ვინც იცის, რა

არის სამშობლოს სიყვარული. ბავშვებს სწრაფად გავეცალე და კვლავ ქალაქის

ცენტრისკენ გავეშურე. ვხედავდი სასამართლოს შენობიდან გასულ ავტომანქანას,

რომელსაც ჩემი ძმები მიჰყავდა. მივრბოდი და თან მიმქონდა ოცნება ჩემს სამშობლოზე,

სატრფოზე, შვილზე… წარმოვიდგენდი გიორგის მომავალს, როგორ გააგრძელებდა

მშობლების დაწყებულ საქმეს და როგორ დააგვირგვინებდა ამ ბრძოლას. და მაინც,

რატომ გავბრივარ ასე ჩქარა? ხომ შემიძლია უკან, ლევილის მამულში დაბრუნება? არა!

ჩემი სამშობლო აქ არის, ჩემს ფესვებს ვერ მოვწყდები, ვინაიდან და რადგანაც, მე

არაფერი გამაჩნია ჩემი ერის სიყვარულის გარდა!

Page 26: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

ჯალათებს დანიშნულების ადგილას რამდენიმე წუთით ადრე მივასწარი, მოშორებით

დავიმალე და ველოდი, როგორი იქნებოდა იბერიელთა უკანასკნელი განრისხება!

სატვირთო მანქანა ნელი სვლით მიახლოვდებოდა, ჯარისკაცებს ალყა შემოერტყათ

მანქანისთვის და საბოლოო გასროლისთვის ემზადებოდნენ. სულ რამდენიმე მეტრიღა

იყო დარჩენილი გაჩერებამდე, როცა კონსტანტინე ხიმშიაშვილმა რევოლვერი წაართვა

კონვოის და სატვირთოდან გადახტა, მაგრამ იარაღი დაუვარდა და გაიქცა. ორი

კომუნისტი უმალ დაედევნა, ფეხები დაუცხრილეს, დასცეს ეროვნული გმირი! მძიმედ

დაჭრილი პოლკოვნიკი ორმოში პირველი ჩააგდეს… დარჩენილი „დამნაშავეები“

სატვირთოდან ჩამოყარეს, თითოეული კედელთან უნდა გასულიყო და დაეხვრიტათ.

ერთ-ერთმა ჯალათმა დავითს მხარზე ხელი დაადო, შენ პირველი იქნებიო, ამ დროს

დავითმა იარაღის წართმევა მოახერხა და მუცელი დაუფლითა. კიდევ ორ კომუნისტს

გადაწვდა მისი ტყვიები, მაგრამ წამებულთა ჯარს კიდევ ერთი მებრძოლიც

შეუერთდა… მიხეილ წულუკიძე ვერ ეგუებოდა ძმების დაკარგვას, დავითის

ცხედართან მივარდა, ჩაიჩოქა და მხურვალედ ატირდა. დამელოდეო ძმაო, ევედრებოდა.

შემდეგ წამოდგა და თავისი ნებით მივიდა ორმოსთან, შემოტრიალდა, ჯალათებს

გაუღიმა და უთხრა, სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ! ჩვენი სიკვდილი საქართველოს

განთავისფულების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი - ათასად

გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს, რომ დავიცოხეთ, როგორც

ქართველ ნაციონალისტებს შეჰფერით! გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

ბოლო ბგერების გაჟღერება იარაღის გამაყრუებელი ხმის თანმხლები იყო, გმირულად

დაეცა კიდევ ერთი გმირი… ალბათ, კომუნისტები მიხვდნენ, რომ დახვრეტის წინ

წარმოთქმული სიტყვები ერს შეაზანზარებდა, გამოღვიძების ახალი, მაგრამ უფრო

მძლავრი ტალღა წამოვიდოდა და ყველანი ერთად ამოხოცეს. ორმოში ისე ყრიდნენ,

თითქოს ცარიელი ტომრები იყვნენ. ცეცხლი მოუკიდეს და ნელ-ნელა მიწასაც აყრიდნენ,

თან ქართულ ღვინოს სვამდნენ ეშმაკის ნაშიერნი! ტფილისიდან გაქცევა და

ხევსურეთში მოხუც მეგობართან დაბრუნება გადავწყვიტე, გეგმები უნდა დამელაგებინა

და მომავალი განმესაზღვრა. ტფილისიდან გულიც კი გარბოდა. ბოლო რამდენიმე დღე

სრული ჯოჯოხეთი იყო, რომელიც ეშმაკთა ტრიუმფით დასრულდა…

იმედგაცრუებული დავადექი ხევსურეთის გზას. მიკვირდა ძლიერ, ქვეყანამ, სადაც

უამრავი მოღალატეა, როგორ მოაღწია დღემდე… საქართველოს კედლებს

ეხეთქებოდნენ მაკედონელის ჯარები, მარადიული რომი, სპარსი თუ ოსმალო,

მონღოლი თუ მათი შთამომავალი ოკუპანტი მონღოლოიდები, ავადხსენებული

რუსეთის სახით, მაგრამ საქართველომ ყველა ტანჯვა-ვაებას გაუძლო, მაინც განგმირა

ყოველი მტერთაგანი, ისტორიის წინაშე ყველა იმპერია აღიგავა პირისაგან მიწისა,

ხოლო საქართველო იცოცხლებს უკუნისამდე! უამრავი მოღალატის მიუხედავად, ჩვენს

სამშობლოს ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება კიდეც ერთგული ჯარისკაცები, ქართული

ღირსების დამცველები, სწორედ მათი ერთობა ჰქმნის დიადი იბერიის ლაშქარს,

Page 27: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

რომელსაც თეთრი გიორგი მიუძღვება წინ! მე ბრძოლა წავაგე, მაგრამ ომი გრძელდება…

ამ ბრძოლებში სიცოცხლე შემინარჩუნდა და დარჩენილ ყოველ ამოსუნთქვას

სამშობლოსათვის ბრძოლას მივუძღვნი. არ შევეგუები დაბორკილ, დატყვევებულ

საქართველოს! ჩემი მიზანი სწრაფვაა გამარჯვებისკენ, ჩემი ბრძოლა კი ქართული -

საქართველო!..

ხევსურეთამდე ავტომანქანით და გადასახვევითან ცხენით ვიმგზავრე. მოხუცი

მეგობრის სახლთან ჩუმად მივიპარე, ყვავილები მიმქონდა და მინდოდა

მოულოდნელად გამეხარებინა. არც კარზე დავაკაკუნე, შევიპარე, მაგრამ მოხუცი

ლოგინად იყო ჩავარდნილი. ლაპარაკი უჭირდა და ვიღაცას დახმარებისთვის ეძახდა.

სულიერი არავინ ჰყავდა, ვინც დაეხმარებოდა გაჭირვების ჟამს, ამიტომ გადავწყვიტე,

ბოლო დღეები მასთან ვყოფილიყავი. ჩემ დანახვაზე გაეღიმა, ყვავილები მივაწოდე და

გულში ჩაიკრა. ჭიქა წყალს ითხოვდა და მაშინვე მივართვი, მთელი გულით დამლოცა…

როცა ცოტა გამოკეთდა და ლაპარაკი შეძლო, დავალების შესახებ მკითხა. ყველაფერი

ვუამბე და თვალები ცრემლებით აევსო, ისევ გვიღალატესო. ვაიმედებდი, ახალ და

უფრო მძლავრ აჯანყებას ჩავუდგები სათავეში, ძალებს არ დავზოგავ წარმატების

მისაღწევად-თქო. გაეღიმა, ნეტავ, შენისთანა რამდენიაო, მაგრამ სწორედ ერთეულებს

ძალუძთ ქვეყნის ბედის შეცვლაო. იმ საღამოს საუბარი მალევე დავასრულეთ და ჩაეძინა.

ვახშმობის შემდეგ მეც დავაპირე დაძინება. თვალებს ვხუჭავდი და გარდაცვლილი

ძმების უკანასკნელი სიტყვები მახსენდებოდა, მათი ღიმილიანი და დამცინავი მზერა

სასამართლოდან გამოსვლისას. გპირდებით, ერთ დღესაც… იხილავთ აღდგომას დიადი

იბერიისა!

დილიდანვე შევუდექი სახლის დასუფთავებას, მოხუცის გაღვიძებამდე სახლს

სიცოცხლე დავუბრუნე. წყლის მოსატანად წავედი და უკან დაბრუნებულს მოხუცი

გაღვიძებული დამხვდა. მოწყენილი სახით მეუბნებოდა, მეგონა, შენც წახვედი და

მიმატოვეო. ხელები დავუკოცნე, მე შენ არასოდეს მიგატოვებ-თქო, ვანუგეშე. გულში

ჩამიკრა, ჩემს მეორე დედად იქცა იგი. ვასაუზმე და გვერდით ჩამოვუჯექი, თავისი

ისტორიების თხრობა ვთხოვე. დაწყებამდე კი ოთახში პატარა გოგონა შემოვიდა. ჩემ

დანახვაზე შეკრთა და უკან გაქცევა დააპირა, მაგრამ სახლში მივიწვიე, იგი მოხუცის

კიდევ ერთი მეგობარი აღმოჩნდა, რომელსაც ყვავილები მოჰქონდა საჩუქრად. სახლის

საქმეებშიც მეხმარებოდა და ასე განვლო რამდენიმე კვირამ, მოახლოვდა მოხუცის

გარდაცვალებაც. საღამოს, ძილის წინ ლაპარაკი ძლიერ უჭირდა, მაგრამ მაინც მოახერხა

რამდენიმე წინადადების თქმა:

• ყველაზე ძვირფასი, რაც ჩვენ გვაქვს მსოფლიოში… ეს ჩვენი საკუთარი ერია!

ჩვენი საკუთარი სამშობლო, რომელსაც ჩვენს პირად ინტერესებზე მეტად უნდა

გავუფრთხილდეთ. საქართველოა ჩვენი მშობელი, მეგობარი, საქართველო თავად

ღმერთია ქართველთათვის. გიყვარდეს იგი საკუთარ თავზე მეტად და

გაუფრთხილდი მას. გაუფრთხილდი, რამეთუ ვინაა ადამიანი - ეროვნების,

Page 28: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

სამშობლოს, ადათ-წესებისა და რწმენის გარეშე. არაფერი! ის, ვინც არ აღიარებს

ეროვნებას, ადამიანიც კი არ არის…

მეტის დამატება ვეღარ შეძლო, მშვიდობიანი ღამე მისურვა და დაიძინა. გამთენიისას

უკვე ისიც დავკარგე. უკანასკნელი თხოვნისამებრ საფლავთან სისხლისფერი ბოლნური

ჯვარი და ბორჯღალო დავდგით, რომლებიც ქართულ ნაციონალიზმს

განასახიერებდნენ. მოხუცის გარდაცვალების შემდეგ უფრო მეტი გავიგე მასზე, სულ

ახალგაზრდა გასულა ფრონტზე, იქედან მოყოლებული საქართველოსთვის იბრძოდა,

როგორც შეეძლო. გამოსცადა მშობლებისა და ძმის დაკარგვის სიმწარე, ასევე სამშობლოს

დაცემაც… გარდაცვალების წინ გულსაბამი მაჩუქა ბორჯღალოს გამოსახულებით,

ბარბარე მზის ქალღმერთიაო, ახლა კი მზე გულში და გულზეც გექნებაო. დასაფლავების

შემდეგ ხშირად ვსტუმრობდი მის საფლავს. დარჩენილ საათებს სახლში ვატარებდი და

ვფიქრობდი, რის გაკეთება შემეძლო, როგორ წამომეწყო ახალი აჯანყება, რომელიც

საბოლოოდ დაუსვამდა წერტილს მტრის ბატონობას! მოხუცს ბევრი ჩანაწერები ჰქონდა,

რომელიც ახალგაზრდობის ისტორიებს მომითხრობდა. მოხუცის ხსოვნას ყოველ თვე,

14 რიცხვში მივაგებდი პატივს, სასაფლაოსთან მთელი სოფლიდან იკრიბებოდნენ და

ჭიქა ღვინით ლოცავდნენ, თხოვდნენ, ეშუამდგომლა უფალთან და მოწყალება მოეღო

ქართველ ერზე, მაგრამ რისი ღირსია ძმათმკვლელი ქართველი ერი?! მიკვირს, როგორ

მოვაღწიეთ დღემდე… ჩვენ არაფერს ვიმსახურებთ, აი ესაა სიმართლე! მაგრამ ჰაი, ჰაი,

რომ უფალს ვუყვარვართ და ჩვენში ყოველთვის აღმოცენდება ერის ფანატიკური

სიყვარულით სავსე ახალგაზრდობა, რომელიც სასიკვდილო დარტყმას მიაყენებს

მტერს!

აგვისტოს მხურვალე დილა თენდებოდა, როცა შესაწირი მოვკრიბე და მოხუცის

მოსახსენიებლად ეკლესიას შევწირე. შემდეგ, მარტომ ავედი საფლავთან და სანთელი

დავუნთე, უფალს ჩვენი ერის გამოღვიძება ვთხოვე, დავილოცე და სახლში დავბრუნდი.

მთელი დღე მოწყენილი ვიჯექი მაგიდასთან, იმედები დღითიდღე მეცლებოდა.

შვილთან დაბრუნება მინდოდა, მომენატრა, მაგრამ ეგეც არ შემეძლო. ოკუპირებულია

ჩემი სამშობლო! სახლთან ბავშვები შევნიშნე და მაშინვე გავვარდი მათთან, გულში

ჩავიკარი. მითხრეს, თეთრ გიორგობაზე გელოდებითო საღამოს, გამიკვირდა, ეს

ჩვეულება არასდროს მსმენია. საქართველოს მაღალმთიან სოფლებში ჯერ კიდევ

შემორჩენილა უძველესი ჩვეულება, თეთრი გიორგის ხატობის ჩვეულება, რომელშიც

მთვარის თაყვანისცემის ძველი წარმართობის დროინდელი ნაშთია შემორჩნენილი.

ყველა ჩვეულებანი, ზვარაკების შეწირვა, ქადაგად დაცემა და სხვა - 14 აგვისტოს,

მწუხრის დროს იწყება და მთელ ღამეს გასტანს ხოლმე; თეთრ გიორგობაში ღამის თევას

უმთავრესი მნიშვნელობა ჰქონია, იმიტომ, რომ თეთრი გიორგობა მთვარის ხატობაა,

მთვარე კი მწუხრის დროს, საღამოთი გამოჩნდება და ღამეს ანათებს. ძალიან

დამაინტერესა ამ ახალმა, მაგრამ უძველესმა და რაც მთავარია - ქართულმა ჩვეულებამ.

მაშინვე სახლში დავბრუნდი, თეთრი გრძელი კაბა ჩავიცვი, ცხვარი თოკით წავიყვანე და

Page 29: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

გავეშურე სოფლის უმაღლესი ადგილისკენ. უკვე ღამდებოდა, უღრუბლო ცაზე სავსე

მთვარემ გამოანათა და თითქოს, რაღაც ზებუნებრივმა ჩვენ შორის გაიელვა. მთელი

სოფლიდან იკრიბებოდნენ ქართველები, რათა აღენიშნათ ქართული რასის

მისტერიათგან შობილი თეთრი გიორგის დღესასწაული. მთის წვერზე დიდი შენობა

იდგა, ნახევრად ჩამონგრეული, მაგრამ, როგორც ჩანს, არ დაეკარგა უძველესი

დანიშნულება. ვინ იცის, რამდენ საუკუნეს ითვლის ეს კედლები… სოფლის უხუცესი

შემაღლებულ ადგილას დადგა და ლოცვა წარმოთქვა:

• დიდია წმინდა გივარგი, ცისკიდურამდე ელავსა, თავის ყმის გამჯავრებელსა

ნაბადივითა სთელავსა. ხელში უჭირავს მათრახი, შვიდკეცი, შვიდი მხარია, რასაც

გადაჰკრა, გადასწვდა, მაგის დაკრული მწარია!

ლოცვის დასრულებისთანავე ხუცთან ქართველთ შესაწირი მიჰქონდათ და თეთრ

გიორგის დახმარებას სთხოვდნენ. ცხოველთა მიერ დაღვრილი სისხლით კი სახეს

იწმენდნენ, როგორც გავიგე, ამას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც ზიარებას -

ქრისტიანობაში. ჩემი დროც დადგა, ხუცმა გამიღიმა, დამლოცა და გულში ჩამიკრა,

ცხვარს ყელი გამოჭრა და თეთრ გიორგის შეევედრა ჩემი სურვილების ასრულება,

სამწუხაროდ, ჩემი სურვილი ყოველი ქართველის გულში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე

არ იყო… სისხლი სახეზე მოვისვი და ჩემი თეთრი კაბაც წითლად შევღებე. თითქოს, იმ

წამიდან ახალი სიცოცხლე მომენიჭა, ახალი დავალებები დამეკისრა და ახალ ადამიანად

ვიქეცი. ვგრძნობდი, რომ თეთრი გიორგის მფარველობის ქვეშ ვიბრძოდი ჩემი

სამშობლოსთვის. ზვარაკის ამოწურვის შემდეგ ძალიან დიდი კოცონი დაანთეს შენობის

გულში, რომლებზეც ცხვრის ტყავს წვავდნენ. დაე, ასე დაიწვას ყოველი მოღალატე და

ეროვნული მტერი ჩვენი მშობელი საქართველოსი!.. მხურვალედ ვევედრებოდი

ღვთაებას. ცეცხლმა მთვარის ჩასვლამდე გასტანა, შემდგომ კი დიდი ნადიმობა

გაიმართა. უკვე 15 აგვისტოს დილა შემოგვეგება, მთელი ღამე ლოცვაში და წეს-

ჩვეულებების აღსრულებაში გავატარეთ, რომელშიც მონაწილეობა იქ შეკრებილმა

თითოეულმა ქართველმა მიიღო. გაიშალა მაგიდები და ჩამოისხა ნამდვილი ქართული

ლუდი, ხინკლითურთ! დიდხანს არ დავრჩენილვარ, რადგან სულ ცოტა ლუდმაც

დამათრო და სახლისაკენ გავეშურე, გამოძინება მჭირდებოდა და ახალი დღიდან ახალი

ბრძოლები მელოდა წინ!

დღის მეორე ნახევარში გამომეღვიძა. ამაყად ვგრძნობდი თავს გასული ღამის შემდეგ.

თითქოს, რაღაც ახალმა, მაგრამ უძველესმა გამოიღვიძა ჩემში. სუფთა ჰაერზე გასვლა და

გასეირნება გადავწყვიტე. ფიქრებს შევყევი და სახლს დიდი მანძილითაც გავშორდი.

უკვე ღამდებოდა, მაგრამ მაინც მივდიოდი, არ მინდოდა სახლში დაბრუნება. გზად

ერთი მეცხვარე შემხვდა, რომელმაც თავის ოჯახში მიმიწვია. მრავალსულიანი ოჯახი

ჰყავდა, მოსიყვარულე. საით გაგიწევიაო, მკითხა ოჯახის დიასახლისმა, კავკასიონის

დასალაშქრად-თქო, გავუღიმე. მარტოდ მიმავალს არ გეშინიაო, თეთრი გიორგი არს

ჩემთან, ქართველო, რისი უნდა შემეშინდეს-თქო, მივუგე. ვივახშმეთ და წასვლა

Page 30: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

დავაპირე, მაგრამ ღამის გათევა შემომთავაზეს. გზად უამრავი მტაცებელი შეგხვდებაო,

არ დავიშალე და მაინც წავედი. ასეთი ბრმა ნაბიჯები ცხოვრებაში არ გადამიდგამს, არ

ვიცოდი რა ხდებოდა, მაგრამ მივდიოდი… თითქოს, განგებას მივყავდი სადღაც,

რომელსაც ადრე თუ გვიან, აუცილებლად გავარკვევდი. მივდიოდი და გული

მიცარიელდებოდა, სულს გზაში ვტოვებდი, თითქოს, სხეული თავისით მოძრაობდა, მე

კი შორიდან ვუყურებდი. დიდი მანძილის გავლის შემდეგ, ერთ გამოქვაბულს

მივაკვლიე და ღამით დარჩენა გადავწყვიტე. აღმოჩნდა, რომ ჩემამდე რამდენიმე დღით

ადრე აქ უკვე იყო ვიღაც, რომელმაც საკმაოდ საინტერესო კვალი დატოვა. კედელზე

მოხატული იყო მთვარიდან ჩამომავალი ცხენოსანი, ალბათ, თეთრი გიორგი, რომელიც

ქართველთა მრავალრიცხოვან ლაშქარს უერთდებოდა. იგი მეფის გვერდით დადგა,

ლაშქარს გადახედა და პირველი მიიტანა იერიში მტერზე. გულანთებული

ქართველობაც უკან გაჰყვა და იყო ბრძოლა, რომელიც ქართველთა დიდებული

გამარჯვებით დასრულდა. ბრძოლის სცენა იმდენად ზუსტად იყო აღწერილი, რომ

ყველაფრის ამოკითხვა შეიძლებოდა. გამოქვაბულში ცეცხლი დავანთე და კედელზე

წარწერა მეც დავტოვე:

• როცა დღეები უიმედოდ კვლავ შემცქერიან, როცა დაისის მკრთალი შუქნი თავს

მეხვევიან, მაშინ იღვიძებს ჩემში სრულად სული იბერის, ყველა იხილავთ

განრისხებას ქართლის შვილების!

ამ პატარა სტროფს ლევანი ამბობდა ხშირად, რომელიც ჩემს გონებაში სამუდამოდ

დაილექა. ეს პატარა სტროფი მთელ ჩემს სათქმელს გადმოსცემდა ნათლად და

მხატვრულად. მინდოდა, რომ იგი შთამომავლებზე გადასულიყო… წამოღებული

საკვები და წყალი შევინახე, დასაძინებლად მოვემზადე, მანამდე კი კიდევ ერთხელ

გავხედე მთვარეს, რომელმაც უდიდესი სიხარული მაჩუქა.

მეორე დღეს მთელი დღის გატარება გამოქვაბულში დავაპირე, აქ უამრავი უძველესი

ორნამენტი აღმოვაჩინე, ეს გამოქვაბული ძველი საქართველოს ახალ თავშესაფარად

იქცა. ძალიან შემიყვარდა ეს ადგილი და ვფიქრობდი, როცა საქართველო კვლავ

აღიდგენს დამოუკიდებლობას, მაშინ ჩემს შვილს აქ მოვიყვან და ვანახებ, რა დიდებული

ცივილიზაციის შვილებიც ვართ. რამდენიმე საათში ტყეში გასვლა დავაპირე. იყო

წამები, როცა მეც ვიგრძენი, რომ დედაბუნებამ შვილივით მიმიღო… დღითიდღე

ლევანის ცხოვრებიდან ფრაგმენტები მისრულდებოდა, მის ცხოვრებას თავიდან

გავდიოდი, მაგრამ ამჯერად ომი გამარჯვებით დასრულდებოდა! კვლავ გამოქვაბულს

დავუბრუნდი და საკვების ამოწურვის შემდეგ, როცა მზის ჩასვლა ამშვენებდა

საქართველოს, მივედი გამოქვაბულის პირას და მთელი ნეტარებით ჩავისუნთქე

ქართული ჰაერი, დავლიე ქართული წყაროს წყალი და ღმერთს უკეთესი მომავალი

ვთხოვე, - ქართულად! ესაა ჩემი სიმდიდრე, ამით ვამაყობ და ამისთვის ვიბრძვი. ამ

საგანძურის დაკარგვა კი დაღუპვას ნიშნავს, გარდაცვალებას, იბერიული მზის

ჩასვენებას ანუ კავკასიონის დაისს!

Page 31: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მზის ჩასვლის დიდებულ წამებს გამოქვაბულიდან ვადევნებდი თვალს, შემდეგ კი

სახლისაკენ გავეშურე. გზები ისე ილეოდა, ვერც კი ვამჩნევდი, სრულებით გამიქრა

დროის შეგრძნება და სულ მალე სახლის მისადგომებსაც მივუკაკუნე. სახლში ჩვეული

მყუდროება დამხვდა, ფანჯარასთან სანთელი ავანთე და უკეთესი დღის სურვილით

დავაპირე დაძინება. ვგრძნობდი, უკვე იწყებოდა, სისხლი მწყუროდა… ეჰჰ,

საქართველო, დიდჭირნახული, გამოფხიზლდება ყველა იოგით, ჩვენ ღვთისმშობელი

გვწყალობს ხახულის და გვიცავს მარად - თეთრი გიორგი!

დილიდანვე დავიწყე ფიქრი, როგორ დავკავშირებოდი პარიზში მყოფ მთავრობას,

რადგან ახალი აჯანყებისთვის აუცილებელი იყო მატერიალური დახმარება. სახლში

არსებული იარაღი კარგად გადავმალე, ერთი რევოლვერი თან წავიღე და მეზობელ

სოფელში მყოფ ნაცნობ მეგობართან წავედი. გავაცანი არსებული სიტუაცია და რჩევა

ვთხოვე. პარიზში და ევროპის სხვა დიდ ქალაქებში მრავლად იყვნენ ემიგრირებული

ქართველები, რომელთა ნაწილიც დახმარებას ჰპირდებოდა საქართველოში მებრძოლთ.

მათთვის საკმარისი იყო გეგმის გაცნობა და იმ შემთხვევაში, თუ მასში წარმატებას

დაინახავდნენ, საჭირო თანხას გამოყოფდნენ. მეგობარმა ისიც დაამატა, რომ

წერილებით არაფერი გამოვიდოდა, აუცილებელი იყო ჩასვლა და პირადად

მოლაპარაკება. პარიზამდე როგორ ჩავაღწევდი? მეგობარმა დახმარება დამპირდა და

დამაბარა გადამეცა იქ მყოფი ქართველებისთვის, რომ ტრიბუნალებიდან ლაქლაქი

არაფრის მომტანია, ბრძოლაა საჭირო! რამდენიმე დღე მქონდა მოსამზადებლად,

მაშინვე სახლში დავბრუნდი, ორმაგად მიხაროდა ეს სიახლე… ვნახავდი ძლიერ

მონატრებულ შვილს და სათავეში ჩავუდგებოდი ახალ აჯანყებას! სახლში არსებული

ძვირადღირებული ნივთები საიმედოდ გადავმალე, რომ არ მოეპარათ, შემდეგ კი ახალი

მოგზაურობისთვის დავიწყე ფიქრი. თავიდან თურქეთის საზღვარზე უნდა

გადავპარულიყავი, იქ დაქირავებული მძღოლი დამხვდებოდა, რომელიც სტამბოლამდე

მიმიყვანდა, შემდეგ კი გემით - მარსელამდე! ყველაფერი მზად იყო, ახალი მოგზაურობა

იწყებოდა. საჭირო იყო გარდაცვლილი მოხუცის სახლის საიმედოდ შენახვა, აქამდე მე

ვუვლიდი და არ ვიცოდი ჩემ შემდეგ რა მოხდებოდა. იწყებოდა, იწყებოდა ისტორიის

ახალი ფურცლების ბეჭდვა!

მზის ამოსვლამდე გამოვემშვიდობე ხევსურეთს, საზღვრამდე სატვირთო მანქანას

გავყევი, რომლითაც ყვავილები მიჰქონდათ სტამბოლში. საზღვრის გადაკვეთის შემდეგ

მძღოლის დაქირავება არც კი დამჭირდა, სატვირთოთი განვაგრძეთ გზა… მანქანის

მძღოლი ჩვენი მეზობელი სოფლიდან ერთი ვაჟკაცი იყო, რომელსაც ძლიერ შეტკიოდა

გული სამშობლოს ოკუპაციაზე. ტფილისში ბინა ჰქონია, რომელიც ოკუპანტებმა

წაართვეს, იქ კი ჯარისკაცები შეუსახლებიათ. დაუბრუნდა ყმაწვილი მშობლიურ

სოფელს. გადამალული თანხით სატვირთო მანქანის ყიდვა შეძლო და ახლა ვიღაც

მეყვავილეს ამარაგებს თურქული ყვავილებით. ევროპაში გამომყევი, უკან მალევე

დავბრუნდებით და დიდ აჯანყებასაც მოვაწყობთ-თქო. დედას ვერ მივატოვებო,

Page 32: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მარჯვენა ფეხი სულ წაერთვა, ხელჯოხით დადის და ახლაც ძლიერ მიჭირს მასთან

განშორებაო. მთელი გზა ჩემი ისტორიების თხრობას მთხოვდა. გზა ხანგრძლივი იყო,

ამიტომაც ყველაფრის თქმა მოვახერხე, რაც კი გულში მქონდა… ლევანის დაცემის

ამბავიც ვუთხარი, ნაღვლიანი სახით შემომხედა, გმირის ქვრივი ხარ და სიცოცხლის

ბოლომდე ღირსეულად გეტარებინოს ეს სახელიო. იარაღი ამოვიღე და ჩემს სიმართლეს

ყველანაირად დავიცავ-თქო! მანქანა დაამუხრუჭა და გააჩერა. გაფითრებული

მიყურებდა და უკვირდა, რადგან, როგორც აღნიშნა, აქამდე არ ენახა გაცოცხლებული

ქართველი მებრძოლი ქალის სახე!

სტამბოლი ცრემლებით შემოგვეგება სამშობლოს სიყვარულით გულჩამწვარ

ქართველებს. წვიმიანი ამინდი იყო, უღიმღამო. გამგზავრებამდე ქალაქში გასეირნება და

ჩემი შვილისთვის საჩუქრების ყიდვა გადავწყვიტე. უხასიათოდ დავეხეტებოდი ყოფილ

კონსტანტინოპოლში, რომელსაც აღარაფერი აკავშირებდა ოდესღაც დიდებულ

ბიზანტიის იმპერიასთან… ევროპის მთავარი ციხექალაქი, რომელიც კონტინეტს

ისლამური საფრთხისგან იცავდა, დღეს მუსლიმთა მთავარ საყრდენად, აზიიდან

ჩამოსახლებულ ტომებთა სიამაყად ქცეულა. ქუჩაში ხეტიალს გულმა დიდხანს ვერ

გაუძლო და გემისკენ მალევე გავეშურე, რომელიც მარსელში შემაცურებდა. საოცრად

მცირე მგზავრებით გავეშურეთ ფრანკიისკენ. მივცურავდი ხმელთაშუა ზღვაში და თან

ვტოვებდი სევდას დატყვევებულ საქართველოზე… თუმცა, ყველაფრის მიუხედავად,

მაინც არსებობდა იმედები, მაინც ველოდით დაბრუნებას, ჩვენ მიზნად ვისახავდით

საქართველოს სრულ გამოღვიძებას, ამაში კი დიდი წვრილი თავად ქართველ ერს უნდა

შეეტენა. საუბედუროდ, მაშინ, როცა ქვეყნის გადარჩენაზე კი არ იყო საუბარი, არამედ

აღორძინებაზე, თავი გამოიჩინა ჩვენმა ოდითთანმდევმა სენმა და ჩვენ კვლავ

ერთმანეთს დავშორდით, ვუღალატეთ, ერთმანეთის ჭამით ვიყავით დაკავებულები,

ბედნიერი 26 მაისი კი სისხლიანი 25 თებერვლით შეგვეცვალა. ერთხელ და სამუდამოდ

უნდა შევიგნოთ, რომ ევროპულ ორგანიზაციათა „შეშფოთება“ და პოლიტიკოსთა

ლაყბობა დაკარგულ დამოუკიდებლობას ვერ აღადგენს, იარაღით წართმეული

იარაღითვე უნდა დავიბრუნოთ!

მარსელში მშვიდი საღამო დამხვდა, თბილი დღე იყო. პორტში ჩემი მეგობრები

შემომეგებნენ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქართველობა. მათვე

გამაცილეს პარიზში, სადაც ერთი დიდი ოჯახი მელოდებოდა. გზაში ვფიქრობდი,

როდემდე გაგრძელდება სამშობლოსათვის ბრძოლა? ყოველი უშედეგო გაბრძოლა მათ

წისქვილზე ასხამს წყალს, საბჭოთა პროპაგანდა ბანდიტებად გვრაცხავს, რასაც მხოლოდ

განათლებული კლასი ეწინააღმდეგება, მხოლოდ თავისთვის, ჩუმად… დარჩენილი

ნაწილი კი ამას ადვილად იჯერებს. მათ პროპაგანდაზე აღიზრდებიან თაობები

ქართველებისა, რომლებსაც გაუყალბებენ ისტორიას, დაავიწყებენ წარსულს, თავიანთ

თავებს მხსნელებად მოუვლენენ, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის

მებრძოლთ - დამნაშავეებად. ასეა, თუ გსურს ერის გადაგვარება, მას არა მხოლოდ უნდა

Page 33: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

დაავიწყო წარსული, არამედ უნდა გაუყალბო კიდეც იგი. ეს ყველაფერი კარგად იცის

წითელმა მანქანამ, იცის და იყენებს კიდეც. ტყუილის სისტემატიურად გამეორება

სიმართლედ აქცევს მას, მაგრამ მათი პოლიტიკა სულ მალე დამძიმდება ტყუილებისგან

და სიმართლე კვლავ იზეიმებს!

და აი ისიც, გამოჩნდა ფრანკიის გული - პარიზი! დედაქალაქი მშვიდ რიტმში

აგრძელებდა ცხოვრებას. ჩემი წასვლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა, თუ არ

ჩავთვლით გადაჭარბებულ, მასობრივ შემოდინებას აფრიკელი და აზიელი

მიგრანტებისა, რომლებსაც, გულწრფელად ვიტყვი, არანაირი სარგებელი მოაქვთ

ქვეყნისთვის. მათი მხრიდან ხშირია გაუპატიურების მცდელობები, ერთი სიტყვით,

შემოსულთა მცირე ნაწილი ახერხებს მუშაობის დაწყებასა და ევროპულ რიტმზე

აყოლას. მათი დიდი ნაწილი ასიმილირდება ფრანგებთან და სხვა ევროპელებთან,

იკარგება კავკასოიდური რასის სისხლი! დიდებული ნაპოლეონის ხალხი ახლა

გვევლინება არაფრისშემძლე, უმაქნის მასად, რომელსაც ქვეყნის სათავეში მოსული

ბანკირთა ხროვა გენოციდით ემუქრება. სულ მცირე, ნახევარ საუკუნეში, როგორც

საფრანგეთში, ასევე ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში მივიღებთ გახრწნილ რასას, რომელიც

დაკარგავს ლიდერის თვისებას და მალევე შეწყვეტს კიდეც არსებობას. საქართველოს

ჭირისუფალმა ევროპის ბედსაც გადავწვდი, მაგრამ ფაქტია, ამ ორ ტიტანს არ ძალუძს

ერთმანეთის გარეშე ცხოვრება.

გადავუხვიე ლევილის გზაზე, რამდენიმე წუთში ჩემს შვილს ჩავიკრავდი გულში!

ჩვენს სახლში მელოდება პრაღიდან ჩამოსული სტუმარიც, მიხა მაღლაკელიძე. მასთან

ერთად მომიწევდა მომავალი აჯანყებებისთვის გეგმების შემუშავება. ლევილში

მრავლად იყვნენ ემიგრანტები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ საქართველო

იურიდიულად ცნობილია ოკუპანტი რუსეთის მიერ, ახლა კი დროა არა იარაღით,

არამედ პოლიტიკით გავაგრძელოდ ბრძოლა დამოუკიდებლობის აღდგენისთვის. მათი

რიცხვი ყოველ დღე იზრდებოდა, ამიტომ აჯანყების მსურველთ, შიდა ბრძოლა

გველოდა კიდევ ერთი ამბოხისთვის. პირველი კვირა მთლიანად ოჯახისთვის უნდა

დამეთმო, ასე გადავწყვიტე. დიდი ხნის მონატრებული დედა ვარ, რამდენიმე დღე

შვილს უნდა მივუძღვნა, ვფიქრობდი გზაში…

გაბმული სიგნალით მივესალმეთ ლევილს. ვერონიკას ჩემი შვილი ხელში ჰყავდა

აყვანილი, მის გვერდით იყვნენ ლელა და მისი ქმარი, ბავშვებითურთ. ავტომანქანიდან

ჩამოსვლისთანავე გიორგისკენ გავიქეცი, ხელში ავიტაცე და გულზე მივიკარი. იმ წამს

მეგონა, რომ ამავდროულად ლევანს ვეხუტებოდი. მისი სული გიორგის სხეულში

აღზევდა, მართალია, მე სიყვარული არ დამიკარგავს! ჩემი სიყვარული შვილში და

უფრო დიდი დოზით სამშობლოში გადაიზარდა. ირგვლივ შემოგვეხვივნენ ლელას

შვილები, ახლობლები, უხაროდათ ჩემი დაბრუნება. ყველა თავიანთ ოჯახში მიწვევდა,

თითო ჭიქა ქართული ღვინო დავლიოთო. ჯერ ჩემს გიორგის მოვესიყვარულო-თქო,

ვპასუხობდი. შევედით სახლში, მიყვებოდნენ გიორგის ამბებს… იმ დღეს მხოლოდ

Page 34: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

სითბოს და სიყვარულს ვასხივებდით ერთმანეთის მიმართ, არანაირი ომი, ტრაგედია

და სიკვდილი. მეორე დღეს მიხას ველოდით, აი იქ კი განვიხილავდით არსებულ

სიტუაციას.

დილით მზის სხივებმა გამაღვიძეს. გიორგის უკვე ეღვიძა და თამაშობდა. ვერონიკას

საუზმის მომზადებაში ვეხმარებოდი, რა დროსაც მიხამ შემოაღო კარი. მაგიდასთან

დავსხედით და ვისაუზმეთ, შემდეგ მთხოვა, რომ სუფთა ჰაერზე გავსულიყავით და

გვესაუბრა.

• აქ დიდი ხნით ვერ გახლავართ ჩამოსული, ქალბატონო, პირდაპირ საქმეზე

გადავიდეთ… მე ტფილისის გენერალ-გუბერნატორი ვიყავი, მსოფლიო ომში

დიდი საბრძოლო გამოცდილებაც მაქვს, ამჟამად პრაღაში მიწევს ცხოვრება.

მთავრობის წევრებთან ახლო კავშირები მაქვს, მარცხის შემდეგ არ სურთ მორიგი

სისხლიანი ამბოხი, მაგრამ თუ ერი აჯანყდება, ეს უნდა ნიშნავდეს ყველაფერს ან

- არაფერს! ჩვენს წრეში მოიძებნება მამულიშვილები, რომლებსაც ბრძოლა

სწყურიათ. თუ დამოუკიდებლობის კომიტეტისგან დასტურს მოვიპოვებთ, უნდა

გავიაზროთ კიდეც დაკისრებული პასუხისმგებლობა.

• გასაგებია, ბატონო მიხა. მე ტაბახმელას ბრძოლების მონაწილე გახლავართ,

მონაწილეობას ვიღებდი მაისის ამბოხშიც. ვნახე, როგორ იცლებოდნენ

სისხლისგან ჩემი ძმები, ვნახე მეუღლის დაღუპვაც ტაბახმელას ფრონტზე, მან

ჩვენი სიცოცხლისთვის სული მიაბარა უფალს. თუ კომიტეტი გვერდით

დაგვიდგება, აუცილებლად გავიმარჯვებთ! საჭიროა ძლიერი არსენალი,

პროპაგანდა, ერის გამოღვიძება. ეს არაა მხოლოდ ჩვენი ბრძოლა, ეს ქართველი

ერის ომია!

• გასაგებია, გასაგებია… რამდენიმე წუთში პარიზში მივემგზავრები, კარგი იქნება,

თუ გამომყვებით. ერთად დაველაპარაკოთ, ავუხსნათ არსებული სიტუაცია.

თქვენ ბრძოლებში მონაწილე ბრძანდებით და მათ რიგებში დიდი ავტორიტეტით

სარგებლობთ, თქვენი მეუღლე კი ნამდვილი გმირი იყო! დიდება მის ხსოვნას...

მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვირის გატარებას ოჯახთან ერთად ვაპირებდი, მაინც

გავყევი პარიზში. გზად „საქართველოს შეფიცულებზე“ მესაუბრებოდა, უდიდეს

იმედებს ამყარებდა მათზე და მეუბნებოდა, რომ მეც მათ რიგებში უნდა მებრძოლა.

შეფიცულებს სათავეში ედგა დიდი მამულიშვილი და უბადლო მებრძოლი -

ჩოლოყაშვილი. პარიზში გამოქვეყნდა ქართველი პარტიზანის, ჭინჭარაულის

ისტორიული სიტყვა, რომელიც აღდგომა დღეს გაჟღერებულა: „დღეს ჩვენ ვუქმობთ

ბრწყინვალე საქრისტიანო დღეს, აღდგომას, და მასთან ერთად ბრძოლის დასაწყისს

წმინდა საქმისათვის. აი, ამ მთებში ბალახმა აიტანა ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ

დაქნილი ბილიკები. რუსეთის უსამართლობას ებრძოდნენ ჩვენი წინაპრები. ვითომდა

მოყვარულად მოსულნი, მტრად გადაგვექცნენ, რომლებიც ოჯახებს გვიწიოკებდნენ და

ქალებს გვიუპატიურებდნენ. იგივე მეორდება დღესაც. შენ, ჩოლოყაშვილო, შენა გხვდა

Page 35: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

წილად შენი წინაპრების ნაბრძოლი საქმის გაგრძელება შენი სამშობლოს

საკეთილდღეოდ. შენ უნდა აღადგინო ბატონიშვილის ნათელი ბილიკები. თქვენ,

რაზმელებო, ალბათ გახსოვსთ, რომ ბატონიშვილს შეფიცულები ჰყავდა შემოკრებილი

თავის ირგვლივ. თქვენც უნდა შეიფიცნოთ და გერქვათ შეფიცულთა რაზმი, რომელიც

სამუდამოდ დარჩება! თქვენ შემოგყურებთ მთელი საქართველო. ეს პატარა რაზმი უნდა

გადააქციოთ ქართულ ჯარად. თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ლამაზი ქვეყნის

სიდიადე. ჩვენ მედგრად უნდა ვებრძოლოთ რუსეთს. ის არის ჩვენი მთავარი მტერი.

ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო ჩვენმა მამა-პაპამ. ჩვენი წინაპრების

თავგანწირული ღვაწლის მეოხებით კიდევ ღვივის საქართველოს ნაპერწკალი. ჩვენ არ

უნდა ჩავაქროთ ეს ნაპერწკალი! დღეს თქვენზეა დამოკიდებული ამ ნაპერწკლის

გაღვივება. მაშ, გაუმარჯოს დიდი თამარისა და ერეკლეს საქართველოს!“

ამ დიდებულმა სიტყვამ მოიცვა მთელი ჩემი სხეული, ოჯახს მოწყურებული კვლავ

იარაღისკენ მიბიძგა, მაგრამ ჯერ ყველაფრის კარგად გააანალიზება იყო საჭირო. მორიგ

მარცხს ვერ გადაიტანდა ქართველი ერი, აჯანყებულებზე გაბრაზებულნი ქალაქში

თარეშობენ ოკუპანტები!

პარიზში შესვლისთანავე მიხამ შემომთავაზა, რომ კაფე „ედელვაის“-ს ვწვეოდით და იქ

გვესაუბრა მომავალ გეგმებზე. იქვე დაიბარა პოლიტიკურ კლასთან დაახლოებული

მეგობარი მიხეილიც, რომელსაც ჩვენი წინადადება უნდა გადაეცა მათთვის. 10 წუთის

დაგვიანებით შემოგვიერთდა იგი, დავსხედით და ფინჯანი ყავა შევუკვეთეთ. საკმაოდ

დინჯი და სერიოზული პიროვნება აღმოჩნდა, გაეგო ჩემი მონაწილეობის შესახებ მაისის

ამბოხში და შემოსვლისთანავე ამ თემაზე საუბარი მთხოვა:

• დაღუპულთა შორის ჩემი ძუძუმტეც იყო, დიმიტრი ჩრდილელი. მასთან ერთად

ვერ ვიბრძოდი ჩემი სამშობლოსათვის, მის საფლავსაც კი ვერ ვეხები… ჰოი,

განგებავ ქართველისაო, რად მიმატოვე ყველასგან შორს, უცხოთ მხარეში!

ქალბატონო, თქვენ გადარჩენილხართ ჯალათებს, მიამბეთ ჩემი ძმის შესახებ.

• ქართველ მებრძოლთა შორის იყო დიმიტრიც, რომელმაც იარაღის ძალით სცადა

სამართლიანობის აღდგენა და სამშობლოს გათავისუფლება! კოტე აფხაზთან,

გოგი ხიმშიაშვილთან და სხვა მებრძოლებთან ერთად აუმხედრდა კომუნისტ

ჯალათებს. მათთვის ნაადრევად ჩაესვენა იბერიის მზე… დაკითხვა მეტად

მტანჯველი და ხანგრძლივი აღმოჩნდა. სასტიკად ნაცემს, ორმა ჯალათმა მკლავში

მოჰკიდა ხელი, ფეხზე დამდგარმა კი გაუღიმა და სისხლიანი პირით დაჰქუხა

საქართველოს დიდება! შეუბრალებლად მიათრევდნენ დარბაზში ეროვნულ

გმირს, მან კი მტრებს ხმამაღლა შესძახა: „უთხარი მათ, რომ მე დამხვრიტეს!

ვკვდები, როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“-ო. მისი ვაჟკაცობით

განცვიფრებულებმა პირველი ჩააგდეს ორმოში და ცოცხლად დამარხეს

საქართველოსთვის მებრძოლი გმირი. შენ კი, ცოცხლად დარჩენილო ქართველო,

Page 36: მზაკვრული - Palitral · საიდუმლოც გამანდო. სულ მალე ქვეყანაში დიდი ომი გაჩაღდება

მკლავი გაიმაგრე და გადამწყვეტი ბრძოლისთვის მოემზადე, შენ უნდა იცავდე

ქართულ ღირსებას მარად და ყველგან!

უნდა გენახათ, მის თვალებში როგორ ღვივდებოდა ეროვნული ცეცხლი! ზიზღი მტრის

მიმართ, სურვილი სისხლის აღებისა… უნდა გენახათ, სიტყვის დასრულების შემდეგ

როგორ წამოხტა აღელვებული, ბრაზით გადახედა კაფეში მსხდომ ადამიანებს და იმის

მიუხედავად, რომ მათ არ ესმოდათ ქართული, მაინც ხმამაღლა დაიყვირა: მე, შვილი

დიადი იბერიისა, ვფიცავ, დავიხსნი სამშობლოს წითელი ოკუპაციისგან ან

შევუერთდები ძმათა სამყოფელს ზეციურ საქართველოში! თქვენ კი გახსოვდეთ, - ჩვენ

მოგვმართა, უახლოეს მომავალში დიდ არსენალს ჩაგაბარებთ და მეც თქვენთან ერთად

წამოვალ ქართულ მიწაზე - ქართული ღირსების აღსადგენად! კარი გაიჯახუნა და

გაუყვა პარიზის ქუჩებს, ძლიერ გაწვიმდა, თუმცა მას წვეთები ვერ ეკარებოდნენ,

სისხლი უდუღდა სამშობლოს სიყვარულით აღსავსე სხეულში…

მიხასთან საუბარი დიდხანს არ გამიგრძელებია, მაიმედებდა, შენი ორატორული ნიჭის

წყალობით ის ძლიერ შეაჯანჯღარე და ახლა თვითონვე მიხედავსო იარაღის

გადმოცემის საქმეს. კაფედან გასვლას ვაპირებდით, როცა უცნობმა არბმა კაბაზე

მომქაჩა, შიგნით შეთრევას მიპირებდა. სულ არ ანაღვლებდა მიხას არსებობა, ასე

თავხედურად უნდოდა ყველაფრის დასრულება. მიხა უკვე ქუჩაში გადიოდა, როცა ჩემი

ყვირილის გაგონებისას შემოტრიალდა. როგორც მშიერი ლომი - ახალგაზრდა შველს,

ისე ეძგერა უცხოტომელს ჩემი შეურაცხყოფისთვის… არაბი ტანად პატარა იყო, თუმცა,

როგორც ჩანს, იგი კაფეს მეპატრონე ყოფელა და მისი თანამამულენი უმალ მოცვივდნენ.

ძლიერ ნაცემი გამოგვისტუმრეს, მეც კი დამარტყეს მსუბუქად. ქუჩაში

გამოგდებისთანავე ლევილისაკენ მიმავალი ფრანგი შემოგვხვდა, რომელმაც სახლამდე

მიგვიყვანა. გზად ჩვენი ამბავიც ვუამბეთ, ისიც გამხდარა მსხვერპლი საკუთარ

სამშობლოში… ორი კვირის წინ მეც შემომარტყესო უმიზეზოდ. რამდენიმე კვარტალი

უცხოტომელთ უპყრია და ფრანგებს ან როსკიპებად ამუშავებენ ან უკიდურესად

ამცირებენო, გადმოგვცა გულისტკვილი. პარიზში ყოველწლიურად ათიათასობით

მიგრანტი ჩამოდის და ძლიერ მიკვირს, რად ხუჭავსო თვალებს ხელისუფალი.