8
მეუფემ წირვის შემდეგ გაიხსე- ნა ის წლები, როცა პირველად შე- იმოსა ხარაგაულის ეკლესიაში სტიქარით და მრევლს რწმენაში გაძლიერება უსურვა: გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას. დღეს განსაკუთრებული დღეა ქართული ეკლესიისა და ხარა- გაულისათვის. ეს სამლოცველო სახლი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, წმინდა ანდრია პირველწოდე- ბულის სახელზეა აგებული და უკვე, ოც წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და ემსა - ხურება ადამიანთა სულების გადარჩენას. უფალმა მოციქულთა შორის პირველად მოუწოდა ანდრიას. სანამ ის ქრისტეს მოწაფე გახდე- ბოდა, იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. როდესაც იესომ გაიარა მდინარე იორდანეს პირას, იოანე ნათლისმცემელმა მასზე თქვა, - აჰა, ტარიგი ღმრთისა. ამ სიტყვების შემდეგ ანდრია გაჰყვა უფალს და მის გვერდით მისი მრა- ვალი სასწაულის მომსწრე შეიქმნა. უფლის ამაღლების შემდეგ წილი იყარეს მოციქულებმა და დედა ღვთისმშობელს შეხვდა საქართველოში წამოსვლის ნება. მან ეს ვერ მოახერხა, რადგან მოახლოებული იყო მისი ამქ - ვეყნიდან გასვლის ჟამი. ღვთის- მშობელმა უფლის ბრძანებით ანდრია მოციქული გამოაგზავნა საქართველოში და თან გამოატანა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ღვისმშობლის სახეზე ფიცრის მი- დებით გამოისახა. ამ ხატით შემობ- რძანდა წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში. მან გამოიარა ტრაპიზონი, - მეგრელთა ქვეყანა, როგორც აღწერილია მის ცხოვ- რებაში, შემოვიდა დიდაჭარად წოდებულ ქართლში და იმერე- თის გავლით გადავიდა მესხეთში, სადაც მოაქცია მესხები სარწმუნო- ებაზე და დაუტოვა ღვთისმშობლის ხატის ასლი. შემდეგ გააგრძელა მოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ და დატოვა ჩვენი ქვეყანა. ხარაგაულში წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 12 მაისს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიაში წირვა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) აღავლინა. მან დალოცა მრევლი, განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღეს ტრადიციულად მოილოცავენ რკინისჯვარს, - ადგილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც გადმოცემით, ანდრია პირველწოდებულმა აღმართა ქრისტიანული სიმბოლო - ჯვარი. გვ. 4 გვ. 3 ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ესტრადა- ზე, 9 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდი- დატები დასახელდნენ. კოალიციის მხარდამჭერების წინაშე თავდა- პირველად ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე წარდგა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დასრულ- და ერთპარტიული ეპოქა, როცა ადამიანებს ეზღუდებოდათ თა- ვისუფალი არჩევანის უფლება. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი გახდა უმთავრესი პრიორიტეტი. „თქვენ გეძლევათ საშუალება, არა მარტო აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი, არამედ მონაწილეობდეთ მართვაში - უკარნახოთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი სოფელი, თქვენი ხარაგაული.“ იზა ვეფხვაძემ აღნიშ- ნა, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური, ეკონომიკური, სა- მართლებრივი თუ ბიზნესის კუთ- ხით. მთავარი კი, მისი თქმით, ადამიანებისთვის დაბრუნებული თავისუფლებაა. პარლამენტარმა გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხარა- გაულელებს აქვთ უფლება, აირ- ჩიონ ისეთი გამგებელი, რომე- ლიც მათ პრობლემებს მოუვლის და მოაგვარებს. მან კოალიციის გამგებლობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის, შესახებ საუბ- რისას აღნიშნა, რომ „მის ცხოვ- რებაში არ არის არც ერთი ცუდი წერტილი და ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება უხერხულად იგრძნოს ვინმემ თავი. ცხოვრე- ბის გზა ბატონმა კობამ ძალიან წესიერად, პატიოსნად განვ - ლო. არის კარგი პროფესიონალი, „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა საავტომობილო გზების დე - პარტამენტში 14 მაისს ძირულა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. საავტო- მობილო გზების დეპარტამენ - ტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვი- ანი და დეპარტამენტის წარმო- მადგენლები აზიის განვითარების ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელს პრიანკა სენევირატნეს და საპროექტო კომპანია „კოქსი“-ის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაიმართა ძირულა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საპროექტო სა - მუშაოების პრეზენტაცია, რის შედეგადაც დაიწყება 50 კმ-იანი გზის მოდერნიზაციის პროცესი. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ძი- რულა-ჩუმათელეთის საპროექტო გზა დაბა ხარაგაულისა და ათი სოფლის ტერიტორიაზე გადის და 37 000 მოსახლეს ემსახურება. გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E60 ავტომაგისტრალს შო- რის, რომელიც წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო საგზაო არტერიას. იგი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს მთავარ ქალაქებს. ძირულა- ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციით გაუმჯობესდება საგზაო კავშირი და მოძრაობის უსაფრთხოება. ძირულა-ჩუმათელეთის საავ- ტომობილო გზის რეაბილიტაცია 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატა- რებულა. ამ გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს როგორც ძირი- თადი მაგისტრალის განტვირთ- ვას, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურისტული პოტენციალის ზრდას, რასაც რეგიონში სო- ციალური დატვირთვაც ექნება. მისი უნიკალური ადგილების მონახულების შესაძლებლობა გახდება უფრო მოსახერხებელი დამსვენებელებისთვის არა მარ- ტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ხარაგაულის მუ- ნიციპალიტეტში შემავალ სოფ- ლებში დასახლებული მოსახლე- ობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი შემცირდება მიგრაციის პროცესი,“ - აღინიშნა შეხვედრაზე. პროექტს აფინან- სებს აზიის განვითარების ბანკი (ADB). ძირულა- ჩუმათელეთის გზის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 16 მაისი, პარასკევი 2014 წ. >JDTKRDBHTEKB LFVJERBLT,TKB UFPTSB ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb 19 (590) www.chkh.org რის თქმას აპირებდა ზურაბ მაჭავარიანი „ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე „არასაპარლამენტო ოპოზიცია” ზეწოლის ფაქტებს ასახელებს მიმდინარეობს ხარაგაულის ტყეების ინვენტარიზაცია მომლოცველები რკინისჯვარზე საბედისწერო კამათი ბერიასთან ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა ოჯახური ძალადობა საზოგადოებისთვის დამღუპველია ამინდი განცხადებები 2 გვ. 2 გვ. 3 გვ. 4 გვ. 5 გვ. 5 გვ. 6 გვ. 8 გვ. 7-8 გვ. სახელისუფლებო კანდიდატი თანაბრობის პრინციპზე საუბრობს 2 გვ. დღეს ნომერშია კანდიდატმა სიის პირველ ათეულში მოხვედრაზე უარი განაცხადა 2 გვ.

ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

  • Upload
    others

  • View
    11

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

მეუფემ წირვის შემდეგ გაიხსე-ნა ის წლები, როცა პირველად შე-იმოსა ხარაგაულის ეკლესიაში სტიქარით და მრევლს რწმენაში გაძლიერება უსურვა:

გილოცავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას. დღეს განსაკუთრებული დღეა ქართული ეკლესიისა და ხარა-გაულისათვის. ეს სამლოცველო სახლი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, წმინდა ანდრია პირველწოდე-ბულის სახელზეა აგებული და უკვე, ოც წელიწადზე მეტია, რაც ფუნქციონირებს და ემსა-

ხურება ადამიანთა სულების გადარჩენას.

უფალმა მოციქულთა შორის პირველად მოუწოდა ანდრიას. სანამ ის ქრისტეს მოწაფე გახდე-ბოდა, იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. როდესაც იესომ გაიარა მდინარე იორდანეს პირას, იოანე ნათლისმცემელმა მასზე თქვა, - აჰა, ტარიგი ღმრთისა. ამ სიტყვების შემდეგ ანდრია გაჰყვა უფალს და მის გვერდით მისი მრა-ვალი სასწაულის მომსწრე შეიქმნა.

უფლის ამაღლების შემდეგ წილი იყარეს მოციქულებმა და

დედა ღვთისმშობელს შეხვდა საქართველოში წამოსვლის ნება. მან ეს ვერ მოახერხა, რადგან მოახლოებული იყო მისი ამქ-ვეყნიდან გასვლის ჟამი. ღვთის-მშობელმა უფლის ბრძანებით ანდრია მოციქული გამოაგზავნა საქართველოში და თან გამოატანა ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ღვისმშობლის სახეზე ფიცრის მი-დებით გამოისახა. ამ ხატით შემობ-რძანდა წმინდა ანდრია მოციქული საქართველოში. მან გამოიარა ტრაპიზონი, - მეგრელთა ქვეყანა, როგორც აღწერილია მის ცხოვ-რებაში, შემოვიდა დიდაჭარად წოდებულ ქართლში და იმერე-თის გავლით გადავიდა მესხეთში, სადაც მოაქცია მესხები სარწმუნო-ებაზე და დაუტოვა ღვთისმშობლის ხატის ასლი. შემდეგ გააგრძელა მოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ და დატოვა ჩვენი ქვეყანა.

ხარაგაულში წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, 12 მაისს, ხარაგაულის ანდრია პირველწოდებულის სახელობის

ეკლესიაში წირვა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) აღავლინა. მან დალოცა მრევლი,

განსაკუთრებით ის ახალგაზრდები, რომლებიც ამ დღეს ტრადიციულად მოილოცავენ რკინისჯვარს, - ადგილს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც გადმოცემით, ანდრია პირველწოდებულმა აღმართა

ქრისტიანული სიმბოლო - ჯვარი.

გვ. 4

გვ. 3

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, ღია ესტრადა-ზე, 9 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდი-დატები დასახელდნენ. კოალიციის მხარდამჭერების წინაშე თავდა-პირველად ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე წარდგა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში დასრულ-და ერთპარტიული ეპოქა, როცა ადამიანებს ეზღუდებოდათ თა-ვისუფალი არჩევანის უფლება. მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლებისთვის ადამიანი გახდა უმთავრესი პრიორიტეტი.

„თქვენ გეძლევათ საშუალება, არა მარტო აირჩიოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატი, არამედ მონაწილეობდეთ მართვაში - უკარნახოთ, როგორი გინდათ იყოს თქვენი სოფელი, თქვენი ხარაგაული.“ იზა ვეფხვაძემ აღნიშ-ნა, რომ მოსახლეობამ საკუთარ თავზე გამოსცადა დღევანდელი ხელისუფლების მხარდაჭერა სოციალური, ეკონომიკური, სა-მართლებრივი თუ ბიზნესის კუთ-ხით. მთავარი კი, მისი თქმით, ადამიანებისთვის დაბრუნებული თავისუფლებაა.

პარლამენტარმა გუგული

მაღრაძემ აღნიშნა, რომ ხარა-გაულელებს აქვთ უფლება, აირ-ჩიონ ისეთი გამგებელი, რომე-ლიც მათ პრობლემებს მოუვლის და მოაგვარებს. მან კოალიციის გამგებლობის კანდიდატის, კობა ლურსმანაშვილის, შესახებ საუბ-რისას აღნიშნა, რომ „მის ცხოვ-რებაში არ არის არც ერთი ცუდი წერტილი და ისეთი რამ, რის გამოც შეიძლება უხერხულად იგრძნოს ვინმემ თავი. ცხოვრე-ბის გზა ბატონმა კობამ ძალიან წესიერად, პატიოსნად განვ-ლო. არის კარგი პროფესიონალი,

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

საავტომობილო გზების დე-პარტამენტში 14 მაისს ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გაიმართა. საავტო-მობილო გზების დეპარტამენ-ტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუგზარ გასვი-ანი და დეპარტამენტის წარმო-მადგენლები აზიის განვითარების ბანკის ჯგუფის ხელმძღვანელს პრიანკა სენევირატნეს და საპროექტო კომპანია „კოქსი“-ის წარმომადგენელს შეხვდნენ. შეხვედრაზე გაიმართა ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საპროექტო სა-მუშაოების პრეზენტაცია, რის შედეგადაც დაიწყება 50 კმ-იანი გზის მოდერნიზაციის პროცესი.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ „ძი-რულა-ჩუმათელეთის საპროექტო გზა დაბა ხარაგაულისა და ათი სოფლის ტერიტორიაზე გადის და 37 000 მოსახლეს ემსახურება. გზა წარმოადგენს საგზაო კავშირს ხარაგაულის მუნიციპალიტეტსა და E60 ავტომაგისტრალს შო-რის, რომელიც წარმოადგენს მთავარ საერთაშორისო საგზაო არტერიას. იგი ასევე აკავშირებს ერთმანეთთან საქართველოს მთავარ ქალაქებს. ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის 50 კმ სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაციით გაუმჯობესდება საგზაო კავშირი და მოძრაობის უსაფრთხოება.

ძირულა-ჩუმათელეთის საავ-ტომობილო გზის რეაბილიტაცია 90-იანი წლების შემდეგ არ ჩატა-რებულა. ამ გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს როგორც ძირი-თადი მაგისტრალის განტვირთ-ვას, ასევე სოფლის მეურნეობის და ტურისტული პოტენციალის ზრდას, რასაც რეგიონში სო-ციალური დატვირთვაც ექნება. მისი უნიკალური ადგილების მონახულების შესაძლებლობა გახდება უფრო მოსახერხებელი დამსვენებელებისთვის არა მარ-ტო საქართველოდან, არამედ უცხოეთიდან. ხარაგაულის მუ-ნიციპალიტეტში შემავალ სოფ-ლებში დასახლებული მოსახლე-ობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით კი შემცირდება მიგრაციის პროცესი,“ - აღინიშნა შეხვედრაზე. პროექტს აფინან-სებს აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ძირულა-ჩუმათელეთის

გზის პროექტის

პრეზენტაცია გაიმართა

16 მაისი, პარასკევი 2014 წ. >jdtkrdbhtekb lfvjerblt,tkb ufptsb ufvjlbc !))( okbc vfhnblfy afcb %_ stshb№19 (590)

www.chkh.org

რის თქმას აპირებდა ზურაბ მაჭავარიანი „ქართული ოცნების” კანდიდატების წარდგენაზე

„არასაპარლამენტო ოპოზიცია” ზეწოლის ფაქტებს ასახელებს

მიმდინარეობს ხარაგაულის ტყეების ინვენტარიზაცია

მომლოცველები რკინისჯვარზე

საბედისწერო კამათი ბერიასთან

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ოჯახური ძალადობა საზოგადოებისთვის დამღუპველია

ამინდი

განცხადებები

2 გვ.

2 გვ.

3 გვ.

4 გვ.

5 გვ.

5 გვ.

6 გვ.

8 გვ.

7-8 გვ.

სახელისუფლებო კანდიდატი თანაბრობის პრინციპზე საუბრობს

2 გვ.

დღეს ნომერშია

კანდიდატმა სიის პირველ ათეულში მოხვედრაზე უარი განაცხადა 2 გვ.

Page 2: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

2 xtvb [fhfufekb 16 მაისი, 2014 წ.

ძვირფასო ხარაგაულელებო! მივესალმები „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების იმ ნა-წილს, რომლებმაც განვლეს გზა 2011 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე; იმ დღიდან, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა ბრძოლა უსამართლობისა და ძალმომრეობი-საგან ადამიანების დასაცავად.

კანდიდატების არჩევა უნდა ხდე-ბოდეს რაიონის ინტერესებიდან გამომდინარე, თითოეული მათგანის განვლილი ცხოვრების გზის გათვა-ლისწინებით, პატიოსანი შეჯიბრით და არა რომელიმე ერთი პირის ან კასტად შეკრული ჯგუფის მიერ.

მინდა შეგახსენოთ ვიცე-პრემიერ კალაძის განცხადება, რომ „ქართუ-ლი ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ-თა სიაში ვერ მოხვდებოდნენ ყო-ფილი ნაციონალები. ფაქტი ჯიუტია - ხარაგაულში კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატთა სიას ასეთი სახეები მრავლად ამშვენებენ.

ხარაგაულელებს არ აქვთ მოკლე მეხსიერება და კარგად ახსოვთ, რომ ბატონი ვარლამ (ტატო) თავზარაშვი-ლი ნაციონალების მმართველობის დროს რაიონის გამგებლის მოად-გილე გახლდათ. იგი მათსავე მიერ იყო გასამართლებული თაღლითო-ბისა და გამოძალვის მუხლით. დღეს იგი სიაში გამსვლელ ადგილზეა მოკალათებული და „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილეა.

სიას ამშვენებენ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი აქტიური მხარ-დამჭერები: დავით კიკნაძე, დავით ლურსმანაშვილი, ვარლამ ჭიპაშვი-ლი, ქალბატონი ლენა აბაშიძე.

მე კარგად მახსოვს მათი აქტი-ურობა ნაციონალური მოძრაობის ფლანგზე 2008 წლის საპარლამენ-ტო არჩევნებში, როდესაც დეპუტა-ტობის კანდიდატი ვიყავი გაერთი-ანებული ოპოზიციიდან, აგრეთვე 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში. ეს ადამიანები თავიანთი ოჯახებით იყვნენ ჩაბმულნი „ქართული ოც-ნების“ საწინააღმდეგო აგიტაციაში. გადაიქცა ვითომ სავლე - პავლედ?!

მაინტერესებს, რა კრიტერიუმით დასახელდა კობა ლურსმანაშვილი გამგებლობის კანდიდატად „ქართუ-ლი ოცნებიდან“. მინდა თქვენთან ერთად თვალი გადავავლო განვ-ლილ დროს, რომელიც მან გა-ატარა გამგებლის პოსტზე. ბატონო კობა, დამისახელეთ თუნდაც ერთი ახლადგახსნილი საწარმო, სადაც დასაქმდა მოსახლეობა, თუნდაც ერთი ფერმერი, რომელმაც აიღო იაფი კრედიტი თქვენი ხელშეწყობით. მოსახლეობა დასაქმდა მხოლოდ სა-ბიუჯეტო ორგანიზაციებში. გამგეობის საშტატო ერთეული გაიზარდა 240

კაცამდე, რამაც გამოიწვია 200%-ით სახელფასო ფონდის გაზრდა. 2012 წელს სახელფასო ფონდი შეად-გენდა 470 000 ლარს, 2013 წელს კი 1 500 000 ლარამდე გაიზარდა, რაც არსებული ბიუჯეტის (5 500 000 ლარი) 28% შეადგენს. ბიუროკრა-ტიული აპარატის ასეთი ზრდა არ მომხდარა არცერთ რაიონში. ეს იგივეა, რაც ნაციონალების მიერ ადრე შემოთავაზებული საყოველთაო დასაქმების პროგრამა, რომელიც ყოველი არჩევნების წინ იწყებოდა და არჩევნების დამთავრებისთანავე მთავრდებოდა, რაც ამომრჩევლის მოსყიდვაზე იყო გათვლილი.

თვითმმართველობის ახალი კანო-ნი ითვალისწინებს თვითმმართველო-ბაში დასაქმებული საჯარო მოხელე-ების რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, რაც ხარაგაულში ავტომატურად გამოიწვევს 180 კაცის უმუშევრობას.

40 000 ლარიდან 150 000 ლარამ-დეა გაზრდილი ბიუროკრატიული აპა-რატის ტრანსპორტის ხარჯი (საწვავი, ტექმომსახურება). მხოლოდ აპრილში 31 000 ლარის პრემია გაიცა, ხოლო სოციალური დახმარება - 16 000 ლარის. გამგებელმა 2013 წლის გან-მავლობაში 32 000 ლარის სარგებელი მიიღო ხელფასისა და პრემიის სახით. საკითხავია, როგორ გაჩნდა მის დეკ-ლარაციაში გლდანში 600 კვმ მიწის ფართობი, საბაზრო ღირებულებით 50 000 ლარი, როცა მისი წლიური შემოსავალი 32 000 ლარი იყო.

რამდენიმე დღის წინ ჩატარე-ბული ქუთაისობის დღესასწაულზე ქეიფი რაიონის ბიუჯეტს 2 000 ლარი დაუჯდა. ასეთი მასშტაბით ქუთაისე-ლებსაც არ აღუნიშნავთ ქუთაისობა.

მინდა შევეხო კობა ლუსმანაშვილის განვლილ მოღვაწეობას ხარაგაულში. იგი გახლდათ რაიონის საგადასახა-დოს უფროსი. მისი მოღვაწეობის ეს პერიოდი კარგად ახსოვთ ხარაგაულე-ლებს. ახსოვთ აგრეთვე, ნაციონალების მმართველობის დროს როგორ განი-ხილებოდა მუდმივად გამგებლობის კანტიდატად და ამ ოცნების ასრულება მათი შემწეობით შეძლო, ოღონდ „ქართული ოცნების“ ფრთაზე. მას უკვე გამოცვლილი ჰქონდა რამდენიმე პარტია. ერთი წლის წინ იგი თავს „თა-ვისუფალ დემოკრატად“ აცხადებდა. დღეს კი „ქართული ოცნების“ წევრია.

თქვენს თვალწინ არის პოლიტიკუ-რი უპრინციპობის მაგალითები. ასეთი კანდიდატები მნიშვნელოვნად აზარა-ლებენ „ქართული ოცნების“ რეიტინგს.

მე არ ვარ მოწინააღმდეგე „ქარ-თული ოცნების“ პოლიტიკური კურ-სის, მაგრამ მსგავსი მედროვეები ცდილობენ ჩემს იზოლირებას პო-ლიტიკური პროცესებიდან.

მე არ ვაპირებ გაჩერებას!ზურაბ მაჭავარიანი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი 7 მაისს ადმინისტრაციული შენო-ბის სხდომათა დარბაზში საჯარო მოხელეებს შეხვდა. უწყებათაშო-რისი კომისიის რეკომენდაციებთან ერთად მან შეკრებილთ კანონის ის მოთხოვნები გააცნო, რაც წინა-საარჩევნო პერიოდში უნდა დაიცვან საჯარო მოხელეებმა.

შეხვედრის დასაწყისში მან მად-ლიერება და პატივისცემა გამო-ხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისთან ერთადაც წელიწადზე მეტხანს ითანამშრომლა და მისი თქმით, ერთობლივი პასუხისმგებ-ლობით ბევრი რამ მოაწესრიგა. „მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დიდი პასუხისმგებლობით უნდა შევხვდეთ საჯარო მოხელეები, - აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურს-მანაშვილმა, - თითოეულმა ჩვენ-განმა უნდა გავითავისოთ, რომ კანონი უზენაესია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპული გზა გადის სწორედ იმაზე, რამ-დენად დემოკრატიული და თა-ვისუფალი იქნება წინასაარჩევნო პროცესები და არჩევნების დღე.“

გამგებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ დაუშვებენ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების მქონე პირებზე ძალადობას. უწყებათა-

შორისი კომისიის რეკომენდაციით, წინასაარჩევნო პროცესში ჩართულ საჯარო მოხელეებს ეკრძალებათ ადმინისტრაციული რესურსისა და მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების გამოყენება. გამ-გებლის თქმით, კანონის ამ ნორ-მას სრულად დააკმაყოფილებენ საარჩევნო მარათონში ჩართული პირები.

რეკომენდაციის თანახმად, საჯა-რო მოხელეებს სამუშაო საათების დროს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაცია. ასეთი ფაქტები კანონით მკაცრად დაისჯება. თუმცა ეს მოთ-ხოვნა არ ვრცელდება პოლიტიკური თანამდებობის პირებზე - გამგებელ-ზე, საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს წევრებზე.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ცალსა-ხად განაცხადა, რომ მერობის კან-დიდატები არ განახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას და მათი საარჩევნო კამპანია სამსახუ-რებრივ მოვალეობასთან ერთად არ იქნება შეთავსებადი. ეს არის ძალიან გონივრული დამოკიდე-ბულება, როდესაც ოპონირების რეჟიმი არ დაირღვევა და ყვე-ლას, თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ექნება საშუალება, აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია. ამ პრინციპს სრულად ვიზიარებ. პატივს ვცემ ყველას, ვინც ხარა-

გაულში ადგილობრივი თვითმმარ-თველობის არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც გადაწყვეტილი აქვს გამგებლის თანამდებობისათვის იბრძოლოს.

როდესაც ჩემი კანდიდატურა ოფიციალურად დარეგისტრირდე-ბა საოლქო საარჩევნო კომისიაში და მომენიჭება კანდიდატის სტატუ-სი, თანამდებობრივ საქმიანობას გადავაბარებ ერთ-ერთ მოადგი-ლეს ან რომელიმე სამსახურის უფროსს. საარჩევნო პროცესებში ერთვებიან ჩემი მოადგილეები - კანდიდატის სტატუსით და საარ-ჩევნო შტაბური მუშაობით. ეს ჩვენი მხრიდან არის კიდევ ერთი ნათელი გამოხატულება იმისა, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას არ ვაპირებთ. ხარაგა-ულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არ იქნება პოლიტიკურ პროცესებში ჩართული პირი. ჩვენს ოპონენტებს, თანაბრობის პრინციპიდან გამო-მდინარე, შევხვდებით საარჩევნო ბატალიების ველზე ყოველგვარი რეგალიებისა და თანამდებობრივი დატვირთვის გარეშე,“ - აღნიშნა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშ-ვილმა.

ნინო კაპანაძე

სახელისუფლებო კანდიდატი თანაბრობის პრინციპზე საუბრობს

„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ თავის მხარდამჭერებზე ხელისუფ-ლების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს ასახელებს.

საარჩევნო ბლოკის „არასაპარ-ლამენტო ოპოზიციის“ პრეს-სპი-კერმა მანანა ნაჭყებიამ 14 მაისს ბლოკის მხარდამჭერებზე ხელისუფ-ლების მხრიდან ზეწოლის ფაქტები გაასაჯაროვა. მისი განცხადებით, „ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ად-გილი აქვს ბლოკის წევრებსა და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტებს. კონკრეტულად, მანანა ნაჭ-ყებიამ დაასახელა ხარაგაულისა და

ქარელის მუნიციპალიტეტებში მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის ფაქტები. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქმედმა გამგებელმა და სახელი-სუფლებო კოალიციის „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატმა კობა ლურსმანაშვილმა 2014 წლის აპრილში თანამდებობას ჩამოაშორა და სხვა დაბალანაზღაურებად სამ-სახურში გადაიყვანა რწმუნებული ვარძიის ტერიტორიულ ორგანოში შალვა ხიჯაკაძე, რომელიც არის „არასაპარლამენტო ოპოზიციისა“ და მისი გამგებლობის კანდიდატის - როინ ხიჯაკაძის მხარდამჭერი. ამ თანამდებობაზე მან თავისი აქტი-ვისტი მზექალა გლუნჩაძე დანიშნა. ასევე, 2014 წლის პირველ მაისს გამგებელმა ხელშეკრულება შეუწყ-ვიტა ვარძიის ტერიტორიული ორგა-ნოს რწმუნებულის თანაშემწეს ზაზა კაკოიშვილს და ხელშეკრულებით ამ თანამდებობაზე აიყვანა თავისი მხარდამჭერი იზოლდა ხიჯაკაძე. 2014 წლის 13 მაისს მან სამსახური-დან წასვლის შესახებ განცხადება დააწერინა ვარძიის ტერიტორული ორგანოს რწმუნებულის მოადგი-ლეს გელა ოკრიბელაშვილს. ზაზა კაკოიშვილიც და გელა ოკრიბე-

ლაშვილიც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ მხარდამჭერები არიან. „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ აცხადებს, რომ სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება საჯარო სამ-სახურში მყოფ ოპოზიციის წარმო-მადგენლებზე ზეწოლა ისეთი საშუ-ალებებით, როგორიცაა სამსახური-დან გათავისუფლება ან გათავისუფ-ლების მუქარა, რის გამოც ხშირად ოპოზიციის მხარდამჭერები უარს აცხადებენ განახორციელონ თა-ვიანთი აქტიური საარჩევნო უფლება და კენჭი იყარონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ოპოზიციის სახელით. არის სხვა ანალოგიური შემთხვევებიც, მაგ-რამ ამ შემთხვევებში ადამიანები, რომლებზეც ზეწოლა განხორ-ციელდა, არ თანხმდებიან გასაჯა-როვდეს ფაქტები. მათ ზეწოლის შედეგად უარი თქვეს ოპოზიციის სახელით არჩევნებში მონაწილე-ობაზე და შეინარჩუნეს სამსახურები. ამ ფაქტებს „არასაპარლამენტო ოპოზიცია“ წერილობთ მიაწვდის უწყებათაშორის კომისიას და მოით-ხოვს მისგან სათანადო რეაგირე-ბას,“ - ნათქვამია მანანა ნაჭყებიას განცხადებაში.

„არასაპარლამენტო ოპოზიცია“ ზეწოლის ფაქტებს ასახელებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ლეღვ-ნის საარჩევნო ოლქში ინგა მაღრაძემ უარი განაცხადა კოალიციის პროპორ-ციული სიის პირველ ათეულში მოხ-ვედრაზე. ის მიიჩნევს, რომ უმჯობესია მიიღოს ნდობის მანდატი ლეღვნის ოლქის ამომრჩევლებისგან. „ვფიქ-რობ, არ გამიჭირდება მოსახლეობის ნდობის მოპოვება. რამდენიმე წელია, ვსაქმიანობ გამოცდილი და კვალი-ფიციური ადამიანების გვერდით. საკ-მაოდ დიდი გამოცდილება დავაგრო-ვე, რაც მაძლევს საფუძველს, ვივარა-უდო, რომ ჩემი საქმიანობა მომავალ საკრებულოში იქნება ნაყოფიერი.

პროპორციულ სიაში გარანტირებულ გამსვლელ ადგილს ვამჯობინე, რომ საკრებულოს წევრობა მთლიანად ჩემს წინასაარჩევნო მუშაობაზე იყოს დაფუძნებული, - ამბობს ინგა მაღ-რაძე, - 2012 წელს, საპარლამენტო არჩევების წინ კოალიციამ გადაწყიტა ასეთი წესით ემოქმედა და მეც სწო-რედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელე.

მაქვს ჩემი თავის და ლეღვნელი, მარელისელი, დიდვაკელი ამომრჩევ-ლის იმედი. მინდა, ჩემი საკრებულოს წევრობა დამოკიდებული იყოს კონკ-რეტული ამომრჩევლის ნებაზე და არა საერთო პარტიულ მხარდაჭერაზე.“

ნინო კაპანაძე

კანდიდატმა სიის პირველ ათეულში მოხვედრაზე

უარი განაცხადა

გადაიქცა ვითომ სავლე პავლედ?!

(რის თქმას აპირებდა ზურაბ მაჭავარიანი „ქართული ოცნების“

კანდიდატების წარდგენაზე)

Page 3: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

3xtvb [fhfufekb16 მაისი, 2014 წ.

საერთაშორისო სამართლის სპე-ციალისტი, იცავდა ადამიანების უფლებებს. მან სწორად განსაზღ-ვრა, რომ უნდა იყოს კეთილსინ-დისიერ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც საქართველოსთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძ-ლია. მისთვის ყოველთვის მნიშ-ვნელოვანია ხარაგაულისა და ხარაგაულელების ინტერესები.“

„ქართული ოცნების“ გამგებ-ლობის კანდიდატმა კობა ლურს-მანაშვილმა აღნიშნა, რომ „მრა-

ვალწლიანი ბრძოლის შემდეგ მივიღეთ უფლება, რომ დამო-უკიდებლად გადავწყვიტოთ, არ-ჩევნების გზით, ვინ იყოს მუნიცი-პალიტეტის პატრონი. ირჩევთ ადამიანს, ვინც უნდა ემსახუროს საზოგადოებას და შეასრულოს ხალხის მოთხოვნები.“

კობა ლურსმანაშვილმა და-ასახელა „ქართული ოცნების“ მაჟორატორობის კანდიდატები საარჩევნო ოლქების მიხედვით:დაბა ხარაგაული - გივი თხელიძე;ბაზალეთი - ვარლამ ჭიპაშვილი;ბორითი - მანანა ბარბაქაძე;

ვარძია - გივი ხიჯაკაძე;ვახანი - მერაბ ღონღაძე;ზვარე - ვლადიმერ ტალახაძე;კიცხი - უჩა ბერაძე;ლაშე - თემური კალანდაძე;ლეღვანი - ინგა მაღრაძე;მოლითი - მერაბ ტალახაძე;ნადაბური - მიხეილ გელაშვილი;სარგვეში - დავით ლურსმანაშვილი;საღანძილე - დავით კიკნაძე;ფარცხნალი - ვლადიმერ ბუაჩიძე;ღორეშა - თეიმურაზ კუპრაძე;წიფა - ბესიკ ტალახაძე;წყალაფორეთი - ომარ გაგოშიძე;ხევი - გიორგი გრიგალაშვილი;

ხიდარი - ნონა ზურაბიანი;ხუნევი - ლენა აბაშიძე.

ხარაგაულის მაჟორიტარ -მა დეპუტატმა ნოდარ ებანო-იძემ აღნიშნა, რომ რეალური თვითმმართველობის მისაღებად ხელისუფლებამ გადადგა ძა-ლიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები - გამგებლის არჩევა პირდაპირი წესით ამომრჩეველთა ნახევარ-ზე მეტი ხმით. „ჩვენ სხვანაირი თვითმმართველობა უნდა მი-ვიღოთ, რომელიც იქნება და-მოუკიდებელი. პირობას ვდებ, რომ წინასაარჩევნო გარემო იქნება თავისუფალი. წინააღმდეგ შემთხვევაში მექნება მკვეთრი რეაქცია ნებისმიერის მიმართ. ჩვენ სამართლიან ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ. მაქვს იმედი, რომ სერიოზულ მხარდაჭერას მივიღებთ და გავამართლებთ. ერთად ვიმუშავებთ ხარაგაულის საკეთილდღეოდ. იმედია, ადგი-ლობრივი ხელისუფლება დაკომ-პლექტდება კომპეტენტური ადა-მიანებით. საკრებულოს წევრები იქნებიან თანამოაზრეები, რადგან მათ წინ ჩვენი საერთო სიყვარუ-ლი - ხარაგაულია. სერიოზული გამოცდის წინაშე ვართ. ყველა-ფერს გავაკეთებთ ხარაგაულისა და თითოეული ხარაგაულელის წარმატებისთვის.“

ხარაგაულის #2 საჯარო სკო-ლის დირექტორმა ვალერი გოგ-ნაძემ ისაუბრა ხელისუფლების მიერ საგანმანათლებლო სფერო-

ში განხორციელებულ რეფორმებ-ზე და შეკრებილთ „ქართული ოც-ნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

შეხვედრის დასასრულს სიტყ-ვით გამოსვლა სურდა ზურაბ მაჭავარიანს. მისი გამოსვლისას გამორთეს მიკროფონი, ხოლო მოქალაქეებმა დარბაზი დატოვეს.

როგორც ჩვენთან საუბარში ზურაბ მაჭავარიანმა აღნიშნა, ის აპროტესებს კოალიციის მიერ დასახელებულ რამდენიმე კან-დიდატს, რადგან, მისივე თქმით, ისინი გასულ არჩევნებზე ჩაბმული იყვნენ „ნაცმოძრაობის“ წინასარ-ჩევნო კამპანიაში და აქტიურად იბრძოდნენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ზურაბ მაჭავარი-ანისთვის გაუგებარია, რა კრი-ტერიუმით შეარჩია კოალიციამ გამგებლობის კანდიდატად კობა ლურსმანაშვილი, რადგან „ის „ნაციონალების“ დროს მუდმივად ცდილობდა გამგებლობას. მას გამოცვლილი აქვს რამდენიმე პარტია. ერთი წლის წინ თავს „თავისუფალ დემოკრატად“ აც-ხადებდა, დღეს კი „ქართული ოცნების“ წევრია. მე არ ვარ მო-წინააღმდეგე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კურსის, მაგრამ მსგავსი მედროვეები ცდილობენ ჩემს იზოლირებას პოლიტიკური პროცესებიდან. მე არ ვაპირებ გაჩერებას,“ - განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა.

ნინო კაპანაძე

პირველი გვერდიდან

„ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

ტყე წარმოადგენს ქვეყნის ეროვნულ სიმდიდრეს. ის ბუნებ-რივი გარემოს, სოფლის ცხოვრე-ბის, კულტურული ტრადიციების და ეროვნული ეკონომიკის არც თუ უმნიშვნელო ელემენტია. ტყეს ასევე უდიდესი საერთაშორისო მნიშვნელობა გააჩნია, როგორც ტერიტორიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია უნიკალური ბიოლოგიური გარემო და ლანდ-შაფტი, მნიშვნელოვანი კლიმატუ-რი და წყალმარეგულირებელი დანიშნულება.

საქართველოს ტყეების სახეობ-რივი შემადგენლობა ნაირგვარია. იგი წარმოდგენილია 400-მდე სხვადასხვა ხით და ბუჩქით. ტყის ფონდის აღრიცხვის მონაცემების მიხედვით არსებული ტყის ფონდი-დან უდიდესი ნაწილი (50%-მდე) წიფლის კორომებითაა წარმო-დგენილი. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ: მუხას, ნაძვს, სოჭს, ფიჭვს, რცხილას, წაბლს, თხმელას და სხვა მერქნიან სახე-ობებს და ბუჩქებს. საქართველოს ტყეები მდიდარია როგორც მერქ-ნითი, ასევე არამერქნითი (სამკურ-ნალო მცენარეები, კენკრა, სოკო და სხვ.) რესურსებით.

საქართველოს სახელმწი-ფო ტყის ფონდის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს ხარაგა-ულის სატყეო უბანი. მისი ტყეების ინვენტარიზაცია უკანასკნელად ჩატარდა 1993 წელს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საერთო ფარ-თობი შეადგენს 91 390 ჰა-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობი შეად-გენს 67 867 ჰა-ს, მათ შორის ტყით დაფარულის (საკუთრივ ტყეების) - 66 845 ჰა. აქედან გამომდინარე, რაიონის ტყიანობის პროცენტი საკმაოდ მაღალია - 73.1%. ამ მაჩვენებლebით ის ჩამორჩება

მხოლოდ ქედის (83.6%) და გაგ-რის (79.1%) მუნიციპალიტეტებს.

ტყის ფონდის საერთო ფარ-თობიდან 20 085 ჰა იმყოფება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შემადგენლობაში, ხოლო 47 782 (მ.შ. 47 340 ჰა ტყე) წარმო-ადგენს სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდს. აქედან 28 000 ჰა ყოფილი კოლმეურნეობისა და საბჭოთა მეურნეობების ტყეებია, რომლებიც საკმაოდ მაღალი ფრაგმანტულობით ხასიათდება.

საქართველოს ტყე-მცენარე-ულობის ოლქებად დაყოფის სქემის მიხედვით, ტერიტორია მოქცეულია კოლხეთის ოლქში. ამ ოლქში არსებული ხუთი სარტყ-ლიდან ხარაგაულის სატყეო უბანი წარმოდგენილია სამი ვერტიკა-ლური სარტყლით. ტყეები მიკუთ-ვნებულია საკურორტო დაახლო-ებით (1800 ჰა) და ნიადაგდაცვით-წყალმარეგულირებელ ტყეების კატეგორიაზე.

ტყეების ინვანტარიზაცია სატყეო უბნებში უნდა ჩატარდეს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ, მაგრამ ბოლო წლებში საქართველოში განვითარებული მოვლენების და დარგის დაუფინანსებლობის გამო შეიქმნა დიდი სიძნელები ტყეების დაცვის, აღდგენისა და ტყით სარგებლობის სფეროში. მკვეთრად გაიზარდა ტყის რესურ-სებზე მოთხოვნილება, როგორც საყოფაცხოვრებო და საარსებო, ასევე სამეწარმეო დანიშნულებით.

საქართველოს მთავრობამ მი-იღო გადაწყვეტილება 2014 წელს ხარაგაულის სატყეო უბნების ტყე-ების ინვანტარიზაციის ჩატარების შესახებ და გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც გაიმარჯვა შპს გის და დზ საკონსულტაციო ცენტრმა „გეოგრაფიკი“ (დირექტორი გიორ-

გი გოცირიძე), რომელმაც დააკომ-პლექტა კვალიფიციური მეტყევე ინჟინრების სამუშაო ჯგუფი: გოგი გაგნიძის, დავით ბოსტოღანაშვი-ლის, გრიგორი ჩიჩუას, გია ტივაძის, კახაბერ გულბანის, გია შენგელიას, ლევან ჭანტურიას, მიხეილ ჩობა-ლაურის, კოტე მაისურაძის შემად-გენლობით, გამოცდილი მეტყევე პათოლოგების ბიძინა თავაძის და არჩილ სუპატაშვილის სახით. ჯგუფს ხელმძღვანელობს ზალიკო დაუშვილი. აგრეთვე დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი, რომლე-ბიც კარგად იცნობენ ადგილობრი-ვი ტყეების გავრცელებას.

ჩვენ მიერ ერთიან საკვარტლე სისტემაში მოყვანილი იქნება ყო-ფილი საკოლმეურნეო და სახელ-მწიფო ტყის კვარტლები. ყოფილი მაქათუბნის, საქასრიის, ხუნევის და ნადაბურის საკოლმეურნეო ტყეების ბაზაზე ჩამოვაყალიბეთ სა-ქასრიის სატყეო, ხოლო სახელმ-წიფო ტყის სატყეოებს მივუერთეთ

მიმდებარე საკოლმეურნეო ტყე-ები. სულ ჩამოვაყალიბეთ შვიდი სატყეო, სადაც გაერთიანდა 332 კვარტალი.

ამ ჯგუფის მიერ ჩატარდება სატყეო უბნის დეტალური ინვენ-ტარიზაცია. ტექნიკური დავალების შესაბამისად განისაზღვრება ტყის ფონდიდან ამორიცხული და ტყის ფონდში ჩარიცხული ტერიტორი-ების ზუსტი კონტურები.

ხარაგაულის სატყეო უბნის ტერიტორია დაყოფილია საკუ-რორტო (ზვარე და ნუნისი) და ნიადაგდაცვით წყალმარეგული-რებელ კატეგორიის ტყეებად. მოხდება განსაკუთრებული ფუნ-ქციონალური დაცვითი მნიშვ-ნელობის მქონე ტყის უბნების გამოყოფა, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა. მიღებული იქ-ნება ინფორმაცია ტყეების განაწი-ლებისა გაბატონებული მერქნიანი სახეობების და მათი რესურსული მონაცემების შესახებ, რომლის

საფუძველზე უნდა დაიგეგმოს ტყის დაცვის, აღდგენის და სარგებლო-ბის ღონისძიებები.

ტყის მავნებლებისა და დაავა-დებების კერების გამოსავლენად განხორციელდება სპეციალური სატყეო პათოლოგიური გამო-კვლევები. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა წაბლის დაავადების გავრცელებას, მის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების შედეგების შეს-წავლას.

დაზუსტდება მოსახლეობის მოთხოვნილება სამასალე, სა-შეშე მერქანზე და წვრილ სორ-ტიმენტებზე. დარეგულირდება, მოსახლეობასთან შეთანხმებით, საქონლის ძოვების საკითხი, მოხ-დება ტყეების მიმდებარე სოფლე-ბის მოსახლეობის წინადადებების გათვალისწინება ტყეების მართვის საკითხებთან დაკავშირებით.

ზალიკო დაუშვილიჯგუფის უფროსი

მიმდინარეობს ხარაგაულის ტყეების ინვენტარიზაცია

Page 4: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

4 xtvb [fhfufekb 16 მაისი, 2014 წ.

მან სამგზის იმოგზაურა საქართ-ველოში სხვა მოციქულებთან ერთად. მათატა და სვიმონ კანანელი ახლდნენ შემდგომი მოგზაურობისას. საქართ-ველოს გარდა წმინდა მოციქულმა იქადაგა საბერძნეთში, სომხეთში, პარ-თიაში, ირანში, ჯიქეთში, დღევანდელი კიევის ტერიტორიაზე.

უდიდესი ღვაწლი აქვს ანდრია მოციქულს ჩვენი ეკლესიის წინაშე. ის ითვლება ეკლესიის დამაარსებლად. ის, რომ დღეს ჩვენს ეკლესიას აქვს სამოციქულო ეკლესიის ტიტული, სწორედ ამ მოციქულის დამსახურებაა. მან სიცოცხლე დაასრულა ჯვარცმით ქალაქ პატრაში, დღევანდელი საბერძ-ნეთის ტერიტორიაზე.

ქალაქ პატრას მხედართმთავარ-მა ბრძანა, რომ ანდრია მოციქული ქადაგებისათვის გაეკრათ ჯვარზე, რადგანაც მისი ქადაგების შედეგად ძალიან ცოტა წარმართი დარჩა ქა-ლაქში. მისი წამება რომ ხანგრძლივად გაგრძელებულიყო, კი არ მიალურსმეს ჯვარზე, არამედ თოკებით მიაბეს. ორი დღის განმავლობაში ჯვარზე გაკრული ქადაგებდა მოციქული და ბევრმა ადა-მიანმა ირწმუნა ქრისტე მისი ქადაგების შედეგად. ორი დღის შემდეგ ხალხმა დაიწყო აღშფოთება და მოითხოვდ-ნენ, რომ ქალაქის მხედართმთავარს ჩამოეხსნა ჯვრიდან მოციქული, მაგრამ თვითონ ანდრია პირველწოდებულმა აღარ ინება ჯვრიდან ჩამოხსნა. მან შესთხოვა უფალს, რომ ჯვარზე აღს-რულების ღირსი გაეხადა. ზეციური ნათელი დაადგა მოციქულს. მიუხე-

დავად ჯარისკაცების მცდელობისა, - მხედართმთავრის ბრძანებით ჩამო-ეხსნათ მოციქული ჯვრიდან, - მათ ეს ვერ მოახერხეს.

კარგი ტრადიცია დაამკვიდრეს ხარაგაულელმა ახალგაზრდებმა

- ყოველწლიურად, 12 მაისს, ისინი სასუ-ლიერო პირებთან ერთად მთა რკინისჯ-ვარზე იმ ადგილას, სადაც პირველად აღმართა ჯვარი წმინდა მოციქულმა ანდრიამ, აღასრულებენ ლოცვას წმინდა მოციქულის ღვაწლის განსადიდებლად. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს ამ კარგ საქმეში და ვინც ხელს უწყობს ახალგაზრდებს, რომ ეს მომლოცველობითი სვლა აღასრულონ.

წმინდა ანდრია მოციქულის ლოც-ვით უფალმა ინებოს ჩვენს ქვეყანაში ეკლესია-მონასტრების გამრავლება.

წარმოშობით ხარაგაულიდან ვარ და განსაკუთრებულად მიყვარს

ჩემი მხარე. ვფიქრობ, თუ შენი მხარე არ გიყვარს, მაშინ ვერ შეიყვარებ სხვას. განსაკუთრებით მინდა, რომ ხარაგაულელები გამოირჩეოდნენ კეთილმსახურებითა და ღვთის სათნო ცხოვრებით.

ოცდაორი წლის წინ, ამ ტაძარ-ში რომ დავდიოდი, როგორც ჩვე-ულებრივი მორწმუნე, მამა ზაქარიამ (ფერაძე) მაკურთხა, რომ სტიქარი ჩამეცვა. ვერც ვიოცნებებდი, თუ ტა-ძარში სტიქაროსნად მსახურების შესაძ-ლებლობა მომეცემოდა... პირველად რომ სტიქარით შევიმოსე, მეგონა, ორმოცდაათ კილოგრამიანი ტვირთი დამადეს მხრებზე, მაგრამ ეს ტვირთი იყო ბედნიერებისა და სიხარულის

მომნიჭებელი. მერე სახარებაში რომ ვკითხულობდი, - უფლის ტვირთი არის მსუბუქი, - მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, თან მძიმე იყო ის ტვირთი და თან სიხარულის მომნიჭებელი. იგივე სიხა-რულს განვიცდი ყოველი მსახურებისას ამ სამლოცველო სახლში, - ახლა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ტვირთითა და პასუხისმგებლობით.

მინდა დაგლოცოთ თითოეული თქვენგანი. ისეთი აქტიური ცხოვრება ყოფილიყოს ხარაგაულში სულიერების თვალსაზრისით, რომ აქ შეკრებილთა-გან ბევრი გამხდარიყოს ღირსი სასუ-ლიერო პირობისა და უფლის მსახურე-ბისა. როგორც პატრიარქი ბრძანებს, ჩვენი ეკლესიის სიძლიერე განისაზღ-ვრება ბერ-მონოზვნების სიმრავლით. ჩვენი ოჯახიდან სამი სასულიერო პირი ვართ, ხუთი და-ძმანიდან.

ქართველებს კარგი ტრადიცია ჰქონდათ, - ოჯახში ერთ-ერთი შვილი იყო ღმერთისთვის შეწირული. დღეს ეს ტრადიცია დავკარგეთ. ქართველები, სამწუხაროდ, ერთ ან ორ შვილს აჩე-ნენ და მერე ღმერთისთვის შეწირვა უჭირთ. მინდა, რომ ნელ-ნელა ეს ტრადიცია ჩვენში დაინერგოს, - ერთი შვილი უფლისათვის გაზარდოს ყველა ქართველმა. ეს არ გამოიწვევს ერი-სათვის დემოგრაფიულ პრობლემას. დავით აღმაშენებლის დროს 60-70 ათასი ბერ-მონოზონი ლოცულობდა ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში 12 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. რამდენი ვართ დღეს?

მრავალ ანდრიაობას დაგასწროთ. ლაურა გოგოლაძე

ხარაგაულში წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა

პირველი გვერდიდან

საქართველოს პედაგოგთა და მას-წავლებელთა თავისუფალი პროფკავ-შირის (სპმთპ) ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით და დაფი-ნანსებით ხარაგაულში 8 მაისს ჩატარ-და ერთდღიანი ტრენინგი პროფესიულ უნარებში. მასში მონაწილეობდა ხარა-გაულის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სკოლის მასწავლებელი.

მასწავლებელთა პროფკავშირების ხარაგაულის რაიონული ორგანი-ზაციის თავმჯდომარის, ლალი სე-ბისკვერაძის თქმით, მან სკოლებში ჩაატარა გამოკითხვა, თუ რომელ საგანში ისურვებდნენ მასწავლებლები გადამზადებას. მისივე ინფორმაციით, ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული უნარები აღმოჩნდა.

ტრენერმა კახა ტყეშელაშვილ-მა აღნიშნა, რომ „მასწავლებელთა

გადამზადება ძალიან მნიშვნელოვანია. პედაგოგები ცდილობენ, მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქ-ტიკაში. შეუძლებელია, ერთ დღეში პროფესიული უნარების მთელი პროგ-რამის დამუშავება. შევქმენი ინტერნეტ-გვერდი, სადაც პერიოდულად ვაქ-ვეყნებთ მასალებსა და სავარჯიშოებს პედაგოგებისთვის. ისინი ასრულებენ ამ დავალებებს და თუ რაიმე გაუგებარია, მიკავშირდებიან.“

კახა ტყეშელაშვილმა აღნიშნა, რომ სასურველია არსებობდეს სპეციალური ლიტერატურა მასწავლებელთათვის და უფრო დიდი ინტენსივობით ტარ-დებოდეს ტრენინგები.

ლეღვნის საჯარო სკოლის პედაგო-გი ლელა თაბუკაშვილი კმაყოფილია ტრენინგით, თუმცა თვლის, რომ ერთ-დღიანი სწავლება არ არის საკმარისი.

„ნაყოფიერი და მრავლისმომცემია ეს დღე თითოეული პედაგოგისთვის, - ასე შეაფასა ტრენინგი ხიდრის საჯარო სკოლის პედაგოგმა მზია ბერაძემ, - ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამუშაო გარემო - მეგობრული, უშუალო და კომფორტული.“

ლალი სებისკვერაძის ინფორმა-ციით უახლოეს მომავალში გაიმართე-ბა ტრენინგი პირველი-მეექვსე კლასის მასწავლებლებისთვის მათემატიკასა და ქართულში.

თამთა გოგოლაძე

12 მაისი ქრისტეს მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში შემოსვლის დღეა. ეს დღე განსაკუთ-რებულად აღინიშნება ხარაგაულში. ხარაგაულშია სწორედ ის მთა, სადაც მოციქულმა რკინის ჯვარი აღმართა. ამის გამო ეწოდება მთას რკინისჯვარი.

მეთორმეტე წელია, რაც 12 მაისს ანდრიაობას მთა რკინისჯვარზე აღ-ნიშნავს ხარაგაულელი შოთა ხა-რატიშვილი. პირველად სრულიად მარტო, ფეხით ავიდა მოსალოცად. მთისა და ბუნების მოყვარული შოთა დარწმუნებული იყო, რომ ღმერთი მის ყველა თხოვნას შეისმენდა. შემდ-გომ წლებში მეგობრები აიყოლია და წელს უკვე სასულიერო პირებთან და ორმოცდაათზე მეტ მომლოცველთან ერთად ავიდა რკინისჯვარზე. „ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღე დიდი დღესასწა-ულია ხარაგაულელებისთვის, - ამბობს შოთა, - რკინისჯვარზე ყოველთვის მოკ-რძალებით მივდივარ და დიდ სულიერ შვებას ვგრძნობ. ყოველწლიურად იზრ-დება მომლოცველთა რიცხვი. მინდა, რომ ამ დღის რკინისჯვარზე აღნიშვნა უფრო მასშტაბური და ორგანიზებული გახდეს. წელს ადგილობრივი ხე-ლისუფლება საწვავით დაგვეხმარა. სამომავლოდ კიდევ მეტის დაგეგმვა და განხორციელება შეიძლება. სიონში

დაბრძანებულია ანდრია პირველწოდე-ბულის მირონმდინარე ხატი. ჩემი დიდი სურვილია, რომ ამ ხატით მოვილოცოთ მომავალში რკინისჯვარი.“

რკინისჯვარის მოსალოცად მეექვსე წელია დადის შალვა ჩხეიძე. „პირველად თორმეტნი ვიყავით. მთავარია, რომ ტრადიცია ვითარდება. ვისურვებდი, რომ რკინისჯვარზე მსვლელობა საყო-ველთაო გამხდარიყოს,“ - ამბობს შალვა.

ერთ-ერთი უსაყვარლესი დღეა საბა შარიქაძესთავის 12 მაისი. ის უკვე მესამედ იყო მთა რკინისჯვარზე და ამბობს, რომ თანდათან უფრო უყვარდება ეს დღესასწაული. „ულამა-ზესი ბუნება, საინტერესო ადამიანების გაცნობა და დროის კარგად გატარება, - ესაა ამ დღესასწაულის მთავარი ხიბ-ლი. წლევანდელი 12 მაისი განსაკუთ-რებულად დამამახსოვრდება ძლიერი წვიმისა და სხვა უამრავი თავგადასავ-ლის გამო. ვიმედოვნებ, რომ ეს ტრა-დიცია მუდამ გაგრძელდება. მადლობა ამ მოლოცვის ორგანიზატორ შოთა ხარატიშვილს,“ - ამბობს საბა.

„შოთა ხარატიშვილის ინიციატივით რკინისჯვარზე წელსაც ავედით. - გვიამ-ბობს გიორგი გოგოლაძე, - წინა წლებ-თან შედარებით მეტნი ვიყავით. მოძღ-ვრებმა პარაკლისი აღავლინეს. ბედნი-ერებაა, როცა ახერხებ ასვლას ზღვის დონიდან დაახლოებით 2 250 მეტრზე

და მოილოცავ ამ წმიდა ადგილს. შენს თვალწინ იშლება ულამაზესი ხედი, რომელსაც შეგიძლია უსასრულოდ უც-ქირო. მინდა, ეს ტრადიცია გაუტოლდეს ისეთ დიდ სამთო ტრადიციებს, როგო-რიცაა „ლომისობა“ და „ალავერდობა“.

წელს მთა რკინისჯვარი მოილოცა და ანდრია პირველწოდებულის სავედ-რებელი პარაკლისი აღავლინა ქუცუმას მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა პახუმმა. „ჩემთვის დიდი პატივია მთა რკინისჯვარის მოლოცვა, - ამბობს მამა პახუმი, - იქ თაყვანს ვცემთ მოციქულს, რომელმაც პირველად იქადაგა ქრის-ტიანობა საქართველოში. სასიხარუ-ლოა, რომ მომლოცველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. პარაკლისის აღვლენის შემდეგ მომლოცველებმა პოეზიის საღამო მოაწყვეს. მიხარია, რომ ხარაგაულში ნიჭიერი და შემოქმედი ახალგაზრდები არიან. მათ ლექსები წაიკითხეს საკუთარი შემოქმედებიდან. ასეთი მოლოცვითი მოგზაურობები უნდა გაგრძელდეს და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. შოთა ხარატიშვილი ძა-ლიან მონდომებულია, რომ რკინისჯვა-რის მოლოცვის ტრადიცია გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს ხარაგაულის მშვენიერი ბუნება, ის წმინ-და მთა, სადაც პირველ საუკუნეში ფეხი დაადგა ანდრია პირველწოდებულმა.“

ნინო კაპანაძე

მომლოცველები რკინისჯვარზე

ორი თვის წინ ხარაგაულში არა-სამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი - ხარაგაული“ დაფუძნდა. ორგანი-ზაციის დამფუძნებლის, რუსუდან გურგენიძის ინფორმაციით, მთავარი მიზანია, რომ ხარაგაულში შეზღუ-დული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის დღის ცენტრი შეიქმნას. რუსუდან გურგენიძის მიერ ოფიცი-ალურად მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში 0-დან 24 წლამდე 80 შშმ პირია რეგისტრირებული.

„დღის ცენტრში გვეყოლება მასა-ჟისტი, ფიზიოთერაპევტი, ლოგოპედი, ოკუპაციური თერაპევტი, - განმარტავს რუსუდან გურგენიძე, - ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სა-ზოგადოებაში ინტეგრაციისა და მათი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებისთვის.“

„ნაბიჯი - ხარაგაულის“ დამფუძნე-ბელი გვიამბობს, რომ გეგმავს თანამშ-რომლობას „მაკლეინის ასოციაცია ბავ-შვებისათვის.“ „მითხრეს, რომ მივაწო-დო შშმ პირების სია დიაგნოზებით და საკონტაქტო ინფორმაცით, - გვიამბობს რუსუდან გურგენიძე, - ორგანიზაციიდან ჩამოვა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეაფასებს შშმ პირის, მისი მშობლების, ოჯახის მდგომარეობას და დაადგენს, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ სპეციალისტებმა კონკრეტულ პირთან. მათი ადგილზე გამოკვლევა უსასყიდ-ლოდ ჩატარდება. მათივე რჩევით, კარგი იქნება, თუ დღის ცენტრში შშმ ბავშვების მშობლები დასაქმდებიან.

ორგანიზაცია გვპირდება სპეციალისტე-ბის უფასო გადამზადებას და ტრენინ-გებს რესურსცენტრის, საბავშვო ბაღისა და სკოლების მასწავლებლებისთვის. დაეხმარებიან უსტატუსო პირებს სტა-ტუსის მისანიჭებლად.“

რუსუდან გურგენიძე ფიქრობს სოციალური სახლის შექმნაზე ფარცხ-ნალის ყოფილი სკოლის ბაზაზე, სადაც მოხუცები და შშმ ბავშვები ერთად იქნებიან.

„დღის ცენტრის დაფინანსება აუცი-ლებელია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, - ამბობს რუსუდან გურგენიძე, - ამავე დროს მოვიძიებთ გრანტებს. ცენტრში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან უნდა გაიცეს. საჭირო იქნება ბენეფიციარების ტრანსპორტირება. უნდა მოხდეს შშმ პირების საზოგადოებასთან ინტეგრა-ცია. მათ შევასწავლით ელემენტარულ უნარ-ჩვევებს, ვთქვათ, თექაზე მუშა-ობას ან სხვა რაიმე ხელობას. იმედი მაქვს, ადგილობრივ ხელისუფლებას-თან თანამშრომლობით ხარაგაულში შშმ პირების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდება. ეს ძალიან მადლიანი საქმეა.

მივმართავ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ შშმ პირები, მოგვაწოდონ მათი მონაცემები დიაგნოზებითა და საკონ-ტაქტო ინფორმაციით.“

რუსუდან გურგენიძეს დაუკავშირ-დით ტელეფონით შემდეგ ნომრებზე: 599 85 26 00; 571 45 07 91.

ნინო კაპანაძე

შშმ პირებისთვის დღის ცენტრის

გახსნაზე მსჯელობენ

ტრენინგი მასწავლებლებისთვის პროფესიულ უნარებში

Page 5: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

5xtvb [fhfufekb16 მაისი, 2014 წ.

ლამარა თაბუკაშვილმა1955 წელს დაამთავრა ხარაგაულის #2 საშუალო, მაშინდელი ქალთა, სკოლა. ისტორიის მასწავლებელ-მა ნათელა ანთაძემ პედაგოგობა შეაყვარა და ისტორიის მასწავლე-ბელი სურდა რომ გამოსულიყო. დედამ, - გინდა თუ არა, კარგია სამედიცინო სასწავლებელი, შვილი რომ ავად გამიხდებოდა, სოფელში ნემსის გამკეთებელი მიჭირდა და ოჯახისთვის მაინც გამოგადგებაო. ასე გახდა თბილისის #1 სამედი-ცინო სასწავლებლის სტუდენტი. რაიონში მედდების სიმცირე იყო. ამ ტექნიკუმის სტუდენტებს კი ჩაჩავას კლინიკაში აჩვევდნენ მშობიარეებ-თან მუშაობას.

1957 წელს დაბრუნდა რაიონში. ლევან ჩიკვაიძემ, მაშინდელი ჯან-განის უფროსმა, ოცი წლის გოგონა საქარიქედის საფერშლო პუნქტის გამგედ დანიშნა. სოფელში ხმა გავ-რცელდა, ჩვენთან რომ ექთანი მო-ვიდა, მშობიარესთან მუშაობა იცისო.

...მშობიარესთან დაუძახეს. ოჯახ-ში მშობიარობა არც ქალისთვის იყო სასურველი და აკრძალულიც იყო. ძალიანაც შეეშინდა ჯერ კიდევ გამო-უცდელ, ახალგაზრდა გოგონას, მაგ-რამ რაღაც იზამდა, - მშობიარობა დაწყებულიყო და ქალის წამოყვანაც შეუძლებელი იყო. თანაც, მანქანით კი არა, ხარები, ურემი, უნდა მო-ეძებნათ და ისე წამოეყვანათ ქალი, რომლის ადგილიდან დაძვრა უკვე აღარ შეიძლებოდა.

...დაიბადა ვაჟკაცი, რომელიც ახლა 57 წლისა იქნება...

ერთი წლის შემდეგ საქარიქე-დიდან რაიონის მთავარმა მეან-გინეკოლოგმა ირაკლი კიკვაძემ გადმოიყვანა ხარაგაულის სამშობი-არო სახლში. მაშინ სპეციალობით ბებიაქალებს სანთლით ეძებდნენ.

მაშინდელი სამშობიარო ხარაგა-ულის რკინიგზის სადგურის ზემოთ, დიდ შუშაბანდიან სახლში იყო

განთავსებული. დაძაბული მუშაობა იყო იმ წლებში... ყოველღამე შემო-დიოდა მშობიარე, ზოგჯერ სამი და ოთხიც...

უწონებდა ლამარა თაბუკაშვილს მუშაობას „დიმიტრევიჩი,“ - ასე ეძახ-დნენ მეან-გინეკოლოგ ირაკლი კიკ-ვაძეს, - თავად ისეთი სპეციალისტი იყო, ვერ იგუებდა თანამშრომელს, თუ არ მოეწონებოდა. მკაცრი კაცი იყო საქმისთვის. პაციენტების მიმართ ძალიან ჰუმანური და მართალი. ავადმყოფს არაფერს აკლებდა. „ერთხელ, ომიანობის დროს მშო-ბიარესთან რომ გამოუძახეს, ერთი ნაჭერი პური და სამი ცალი მოხარ-შული კარტოფილი წაუღია, ცუდად არ იყოს შიმშილითო,“ - გადმოცემით იცის ქალბატონმა ლამარამ და ჩვენც გვაცნობს ექიმ ირაკლი კიკვაძეს, რომლის გვერდითაც ათეულობით წლები მუშაობდა. მასთან ერთად იხსენებს მეან-გინეკოლოგებს ლენა ბუაჩიძესა და მერი ჩიკვაიძეს, ბები-აექთან მამიკა კიკნაძეს, პედიატრებს ლოლა გურგენიძესა და მერი გო-გიჩაძეს...

„გასული საუკუნის 50-იან წლებში ისეთი დატვირთული მუშაობა იყო, რომ გათენებას ვერ ვგებულობ-დით. მიხაროდა, რომ თენდებოდა, - დღე უფრო მაგარია ადამიანი... ირაკლი კიკვაძე, ლენა ბუაჩიძე და მერი ჩიკვაიძე ხარაგაულში ოპე-რაციებს აკეთებდნენ. ხარაგაული-დან იშვიათად მიდიოდა პაციენტი სხვაგან. ირაკლი კიკვაძე კოტე ჩაჩავასთან და მისი კლინიკის სპე-ციალისტებთან თანამშრომლობდა და გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში ჩაჩავას კლინიკაში ვაგზავნიდით პაციენტს.

1966 წელს ახალი საავადმყოფო აშენდა და უფრო კომფორტულ პირობებში გადმოვიდა სამშობიარო განყოფილება. სანიტარი რომ მშო-ბიარეს ეუბნებოდა, რომ ლამარა თაბუკაშვილია მორიგეო, უხარო-

დათ... ადამიანს გული უნდა უჩვენო, რომ შეუყვარდე.

კარგი ბებიაქალი და კარგი მედიცინის მუშაკი როგორი უნდა იყოს? - ავადმყოფს არაფერი უნდა დააკლო, თბილი და ტკბილი სიტყ-ვა არ უნდა დაიშურო. მახსოვს, ჯერ კიდევ ჩემი მუშაობის პირველ წლებში, 1959 წელს, მედიცინის მუშაკთა შეკრებაზე დიდი მოწონება დაიმსახურა ჩემმა თემამ - მშობი-არობის ფსიქო-პროფილაქტიკური გაუტკივარება საუბრით, პავლოვის მოძღვრების საფუძველზე.

...ორი ადამიანის - დედისა და შვილის - სიცოცხლისთვის იბრძვი.

ერთხელ საღანძილიდან „კოლ-ხოზნიკით“ მოიყვანეს მშობიარე, - ძლივს მოარღვია თოვლი მანქანამ.

მშობიარობა დაწყებულიყო, მაგ-რამ გართულებული მდგომარეობის გამო გავაგზავნეთ ქუთაისში. მშობი-არე მოიყვანეს ხალათით. არ აქვს პალტო, რომ ჩაიცვას. არადა, საღან-ძილეში ასვლა კი არა, დროულად უნდა წავიდეს. ჩემი პალტო ჩავაცვი და გავაგზავნე. საკეისრო დასჭირდა. ეს ამბავი აღარც მახსოვდა, მისმა დე-დამთილმა შემახსენა ქუჩაში, პალტო რომ ჩაგვაცვიო...

ქალბატონმა ლამარა თაბუკაშ-ვილმა გიორგი (ჟორა) კურტანიძეს-თან შექმნა ოჯახი. ორი ქალიშვილი აღზარდეს. დღეს ბებიასა და ბაბუას გულებს ორი შვილიშვილი - მესამეკ-ლასელი გიორგი და მეექვსეკლასე-ლი თამარი ახარებს.

„შვილიშვილები ძალიან საყვარ-ლები ყოფილან, - ამბობს ქალბა-ტონი ლამარა, - თუმცა, დედასა და შვილს შორის უხილავი ძაფებია მაინც...“

ლაურა გოგოლაძე

გასული საუკუნის ოცდაათიანმა, რეპრესიის წლებმა, არაერთი უდანა-შაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის ისეთების, რომლებიც ერთგულად ემსახურებობდნენ საბჭო-თა ქვეყანას. სამშობლოს ღალატში ბრალდებული ნიკოლოზ ბლუაშვილი 1937 წლის 8 ოქტომბერს დააპატიმრეს და 1938 წლის 9 ოქტომბერს, 38 წლის ასაკში დახვრიტეს.

რამდენიმე დღის წინ ჩვენმა თა-ნამემამულემ, კინორეჟისორმა რამაზ ბლუაშვილმა მოგვაწოდა დეპეშის ასლი, რომელიც ბერიამ 1937 წლის 29 სექტემბერს სტალინს გაუგზავნა. ბერია სტალინს თხოვდა, გაეცათ სანქცია ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტიკური სამმართველოს უფრო-სის, ნიკოლოზ ბლუაშვილის დაპატიმ-რების თაობაზე. როგორც დეპეშაშია ნათქვამი, ნიკოლოზ ბლუაშვილი 1925 წლიდან ტროცკისტულ საქმიანობას ეწეოდა.

რა გახდა რეალურად ნიკოლოზ ბლუაშვილის დახვრეტის მიზეზი და რა ინფორმაციას ფლობდა ოჯახი და სანათესაო, - ამ ამბების გახსენება მის ძმისშვილს - ბატონ გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს ვთხოვეთ:

-დარწმუნებული ვიყავით, რომ ბიძაჩემი უდანაშაულო იყო, მაგრამ მაშინ ამის დამტკიცებას ვერ შევძ-ლებდით. ბიძაჩემმა, თბილისის რკი-ნიგზის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, ჯერ ზეინკლად, შემდეგ კი მემანქანის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა წლებში იყო ხარაგაულისა და ჭიათურის რაიკო-მის მდივანი. შემდეგ მან სამხედრო საქმიანობა გააგრძელა. 1936 წლი-

დან ხარკოვის სამხედრო ოლქის პოლიტსამმართველოს უფროსად გადაიყვანეს.

მახსოვს მასთან პირველი შეხვედ-რა - 1936 წლის ზაფხულში ჩამოვიდა ჩვენთან მჟავანაძესთან ერთად. წა-იხემსეს და თქვა, დედა მენატრება და ზარანში უნდა წავიდეო. დედაჩემი ცალკე ოთახში გაიყვანა. პისტოლეტი, ტყვიები და ორდენები ჩაუბარებია. ჩუმად მივაგენი, უბეში ჩავიწყვე ორდე-ნები და ვაჩვენე ძმაკაცებს, ვაჩხიკინე პისტოლეტი.

ერთ დღესაც ბიცოლაჩემის, და-რეჯან ნანიტაშვილის, დეპეშა მოვიდა ხარკოვიდან, - ნიკალა დაიჭირეს, მომეშველეთო. კაცებმა ვერ გაბედეს წასვლა და ჩემი ნონე მამიდა წავიდა. ჩამოიყვანა ბიცოლა სამ შვილთან ერთად. რამდენიმე წუთში წავიდნენ ზარანში.

მეორე დღეს მამაჩემი დაიბარეს და ჰკითხეს, რას გელაპარაკა შენი რძა-ლიო. ბიცოლას ჩვენთან სტუმრობის გამო მამა პარტიიდან გარიცხეს, თა-ნამდებობა დაატოვებინეს, სკოლიდან გამორიცხეს ჩემი დები.

მერე ბიცოლაჩემი თავისმა ძმამ, პა-ლუშა ნანიტაშვილმა, სოხუმში წაიყვა-ნა. ხშირად ვსტუმრობდი ბიძაშვილებს. უფროსი ბიძაშვილი და მისი შვილი აფხაზებმა მოკლეს ომის დროს. ახლა, სამწუხაროდ, ბიძაშვილის შვილებთან აღარ მაქვს კავშირი.

ბიძაჩემის დახვრეტის შემდეგ სტა-ლინმა ბრძანება გამოსცა, რომლის თა-ნახმადაც, ახლო ნათესავები პასუხს არ აგებდნენ დამნაშავის გამო. მახსოვს, მამა გახარებული მოვიდა სახლში. ის აღადგინეს პარტიაში და დანიშნეს უფრო მაღალ თანამდებობაზე, ჩემმა დებმაც გააგრძელეს სწავლა სკოლაში.

რაც შეეხება ბიძაჩემის დახვრეტის რეალურ მიზეზს, ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ნიკოლოზ ბლუაშვილს ბერიასთან უკამათია. ბიძაჩემს უთქ-ვამს, ჰიტლერი ხარო. როგორც ჩანს, ეს არ აპატია ბერიამ. სტალინისთვის გაგზავნილი დეპეშის შესახებაც ახლა-ხან შევიტყვე.

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 28 თებერვლის #438/ნ განჩინებით ნიკოლოზ ბლუაშვილი რეაბილიტირე-ბულია. მას სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

ნინო კაპანაძე

საბედისწერო კამათი ბერიასთან

ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი ხარაგაულში ომში დაღუპულთა მემორიალთან სა-ზეიმოდ აღინიშნა. ხარაგაულე-ლი მეომრები მეორე მსოფლიო ომში გამოირჩეოდნენ გმირული თავგანწირვითა და შემართებით. ფრონტზე ხარაგაულიდან 5 706 პიროვნება იბრძოდა. შინ ვეღარ

დაბრუნდა 2 704 მებრძოლი. ექვს ხარაგაულელს - დავით

ბაქრაძეს, გრიგოლ ბუაჩიძეს, ვლა-დიმერ ლურსმანაშვილს, გიორგი ინასარიძეს, ვახტანგ ლეჟავას და შოთა გამცემლიძეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 1945 წლის 25 ივნისს მოსკოვში გამართულ გამარჯვების აღლუმში

მონაწილეობდნენ ხარაგაულელი მებრძოლები: დავით გელაშვილი, სევასტი შარიქაძე, გიორგი სახვაძე, გიორგი სულაქველიძე, ზაქარია სულაქველიძე და მიხეილ სებისკ-ვერაძე.

დღეს ხარაგაულელი ომის ვე-ტერანებიდან ცოცხალია 27 პირი. მემორიალთან 9 მაისის აღსანიშ-

ნავად გამართულ ღონისძიებაზე მოსვლა მხოლოდ სამმა მათგანმა შეძლო. ვეტერანებს - გიორგი (ჟორა) ბლუაშვილს, შაქრო მაღლაფერიძეს და პეტრე ჩიკვა-იძეს მოწიწებით შეეგებენ სკოლის მოსწავლეები და ხარაგაულის სა-ზოგადოების წარმომადგენლები.

ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ ის ადამიანები მოიგონა, რომლებიც წლების წინ გმირთა მემორიალ-თან მრავლად იკრიბებოდნენ. „მეორე მსოფლიო ომი იყო ფაშიზ-მის წინააღმდეგ ბრძოლა. დღეს ადვილი გასაგებია, თუ რისთვის იბრძოდნენ ეს ადამიანები. მათი მიზანი იყო სამშობლოს, საქართ-ველოს გადარჩენა. მაშინ მთელმა მსოფლიომ გაიმარჯვა ფაშიზმზე,“ - აღნიშნა დეპუტატმა.

შეკრებილთ მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვი-ლი მიესალმა:

-უამრავმა ქართველმა თავი გაწირა იმისთვის, რომ ქვეყანას აშორებოდა ფაშიზმის საშინელება. ალბათ, ხარაგაულში იშვიათია ოჯახი, რომელსაც არ ჰყავს ომში წარგზავნილი მებრძოლი. საქარ-თველოს ისტორია თავისუფლე-ბისა და დამოუკიდებლობისთვის

ბრძოლებითაა სავსე. ეს კი ღირს სიცოცხლის გაწირვის ფასად.

ომის ვეტერანმა ჟორა ბლუაშ-ვილმა მადლიერება გამოხატა შეკრებილი საზოგადოების მი-მართ. „გუშინ ექვსი ვეტერანი დამპირდა მოსვლას, მაგრამ მხოლოდ სამნი მოვედით. გაისად, ალბათ, უფრო ნაკლები ვიქნე-ბით. ხარაგაულმა დიდი წვლილი გაიღო ფრონტზე. 27 მებრძოლი-დან, რომლებიც დღეს ცოცხლები ვართ, მხოლოდ სამია 89 წლის, დანარჩენები 90 წელზე მეტი ხნისა ვართ. ჩვენ შორის ყველაზე უხუცე-სია 94 წლის ბიჭიკო ავალიშვილი. მადლობა ყველას, ვინც გულით მოგვილოცეთ. 9 მაისი უდიდესი დღესასწაულია. მინდა მივესალმო მომავალი, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავის მონაწილეებს.“

9 მაისისადმი მიძღვნილი ღო-ნისძიების ორგანიზატორი გახლ-დათ გამგეობის კულტურის სამსა-ხურის უფროსი ირინე ჩხეიძე. ღო-ნისძიება სიმღერებით გაალამაზეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბ-ლმა (ხელმძღვანელი ზაქარია ბერაძე) და მომღერალმა თიკო ჯანიაშვილმა.

ნინო კაპანაძე

ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

ორმოცდაათი წელი დედისა და შვილის სიცოცხლისათვის

ბრძოლაში„ახალშობილი დაბადებისთანავე რომ ტირის, გამცნობს, რომ

სიცოცხლისუნარიანია. ერთხელ ჟურნალისტებმა მკითხეს, რა დროს ხარ ყველაზე მეტად ბედნიერიო. ყოველი ჯანმრთელი ახალშობილის

აყვანისას უდიდეს სიხარულს განვიცდიდი,” - იხსენებს ლამარა თაბუკაშვილი. ასე გრძელდებოდა ორმოცდაათი წელი...

Page 6: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

6 xtvb [fhfufekb 16 მაისი, 2014 წ.

საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში ხარაგაულის ცენტრა-ლური ბიბლიოთეკისა და საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, ერთგულ მკითხველებთან და ბიბ-ლიოთეკის ღონისძიებების მონაწი-ლე ბავშვებთან ერთად თბილისსა და მცხეთაში ეკლესია-მონასტრები მოინახულეს. ექსკურსანტებმა მო-ილოცეს სამების, მამა დავითის, ჯვრის, სამთავროსა და სვეტიცხოვ-ლის სიწმინდეები. მთაწმინდაზე გა-ვიხსენეთ პანთეონში დაკრძალული საქართველოს ღირსეული შვილები. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები საქართველოზე.

ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების დირექტორი ნანა ლურსმანაშვილი კმაყოფილია, რომ ბიბლიოთეკას მიეცა აქტიური მკითხველების წახალისების შესაძ-ლებლობა.

„ვთვლი, რომ ბიბლიოთეკა არის ნათელი გზა ოჯახსა და სკოლას შორის, - ამბობს ბიბლიოთეკარი მარინა ჩუბინიძე, - ამ გზაზე გავ-ლილ ბავშვს ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება პოეზიის, ლიტერატურის, ხელოვნებისადმი სიყვარული. დღეს ბიბლიოთეკა არის არა მარტო

წიგნების გაცემის ადგილი, არამედ ინფორმაციის ძიების, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, გა-ნათლების ასპარეზი.“

კვირეულის ლოზუნგი - „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“ ხა-რაგაულის ბიბლიოთეკამ წლის ლოზუნგად დატოვა.

ნინო კასრაძე, აქტიური მკითხ-ველი: -ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. ახალგაზრდები უნდა გაეცნონ ჩვენს კულტურას. ბიბ-ლიოთეკას ვუსურვებ მკითხველების სიმრავლეს.

ანანო თავზარაშვილი, აქტიური მკითხველი: -ეს პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მოვიარეთ თბილისისა და მცხეთის წმინდა ადგილები. ყველაზე მეტად დამა-მახსოვრდება პანთეონში, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას საფლავებთან, გამართული საუბა-რი. ეს ექსკურსია ძალიან საინტე-რესო და შემეცნებითი იყო“

თამარ ჩხიკვაძე

ქართული კულტურის ტრადიცი-ული ღირებულებების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ძალიან მწვავეა ოჯახური ძალადობის პრობლემა. 2005 წელს, როდესაც პირველად მივიღეთ კანონი ოჯახური ძალადობის შესახებ, იყო აზრი, რომ თითქოს საქართველოს ასეთი კანონის მიღება არ სჭირდება, რადგან ჩვენთან ოჯახური ძალადობა არ არის. შემდეგ სტატისტიკამ აჩვენა, რომ ძალიან ხშირია ოჯახური ძალადობის ფაქტე-ბი. ოჯახურ ძალადობაში მოიაზრება არა მხოლოდ ძალადობა მეუღლეებს შორის - ქმარი ცოლის მიმართ, არა-მედ - ბავშვების, დედ-მამის მიმართ, და-ძმას შორის, ანუ ოჯახის წევრებს შორის ძალადობა.

ოჯახური ძალადობის შესახებ კა-ნონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, - ამ კანონმა ხელი შეუწყო ასეთი ფაქტების გამომჟღავნებას; ასევე ხელი შეუწყო პრევენციას, - იმას, რომ გააცნობიერონ ადამიანებმა, როგორი

ტრაგედიაა ეს ოჯახისთვის. არა მხო-ლოდ ცოლი, ქმარი და ოჯახის წევრე-ბი ზიანდებიან, არამედ - შვილები. ასეთ სიტუაციაში გაზრდილი ბავშვები არიან ან ძალიან აგრესიულები, ან თვითმკვ-ლელობისკენ მიდრეკილების მქონენი. ფაქტობრივად, ეს საზოგადოებისთვის ძალიან დამღუპველი მოვლენაა.

კანონის არსებობა აუცილებელია იმიტომ, რომ მოწესრიგდეს ეს ურ-თიერთობები. ამ კანონის პირველად მიღებიდან დღემდე აღმოჩნდა, რომ მასში რაღაცები უნდა შეიცვალოს. შარშან აპრილში, მაშინდელმა პრე-მიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროსაბჭოში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ შევუერთდებით სტამბულის კონვენციას, რომელიც არის ევროსაბ-ჭოს კონვენცია ქალთა წინააღმდეგ ყო-ველგვარი ჩაგვრის, ძალადობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის.

2005 წელს მიღებულ კანონში ცვლილებებია, - მაგალითად, ოჯახური ძალადობა განისაზღვრებოდა რო-

გორც ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ახლა დავუმატეთ უგულვებელყოფა, რაც ნიშნავს იმას, რომ მშობლები ვალ-დებულები არიან, რომ ის აუცილებე-ლი, რაც სჭირდება ბავშვს, გაუკეთონ, თუ, ცხადია, მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. მაგალითად, ხან ცნობა არ აქვს ბავშვს აღებული, ხან თავის დროზე არ მიჰყავთ აცრაზე, ხან შეიძლება სახელმ-ძღვანელოების ან სკოლაში სიარულის პრობლემაა. მშობლები პასუხს აგებენ, რომ შვილს ძირითადი ინტერესები დაუკმაყოფილდეს.

გარდა ამისა, ახალ კანონპროექტ-ში დავამატეთ კომპენსაციის შესახებ. თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქმრისგან ვერ იღებს კომპენსაციას იმიტომ, რომ ქმარი არ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი, სახელმწიფო აძლევს ამ კომპენსაციას. თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლს არ უნდა თავ-შესაფარში გადასვლა იმიტომ, რომ ბავშვები სკოლაში დადიან, მუშაობს და სხვ., მას შეუძლია, დარჩეს თავის ოჯახში, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახლი, შესაძლოა, მოძალადის კერძო საკუთრება იყოს. ასეთი ტიპის ბევრი ცვლილება შევიდა და ვფიქრობ, რომ ეს კანონი კარგად იმუშავებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლს უფასოდ შეუძლია მიიღოს იურიდი-ული, სამართლებრივი, სამედიცინო დახმარება. თუ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ბავშვია, არ შეიძლება მშობლების თანდასწრებით მისი და-კითხვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოძალადემ აუცილებლად უნდა გაიაროს სპეციალური სწავლების კურსი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ შეიცვალოს მისი დამოკიდებულება ძა-ლადობრივი ქცევის მიმართ. ოჯახური ძალადობა ხომ ხდება იმ ადამიანებს შორის, რომელთაც ოდესღაც ერთ-მანეთი უყვარდათ. ამიტომ როცა იმას გააცნობიერებინებ, რაშია საქმე და რას კარგავს ამით, ოჯახურ ძალადობას რომ მიმართავს, გაცილებით უფრო მეტია მდგომარეობის გამოსწორების შესაძლებლობა.

ლაურა გოგოლაძე

ოჯახური ძალადობა საზოგადოებისთვის დამღუპველია

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტთა პაკეტი ოჯახური ძალადობის შესახებ.

კანონპროექტთა ამ პაკეტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ოჯახური ძალადობის პრევენციასა და

შეამცირებს ოჯახში ძალადობის შესაძლო შემთხვევებს; ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.

გვესაუბრება კანონპროექტთა ინიცირების ავტორი, პარლამენტარი გუგული მაღრაძე:

ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში (დირექტორი ლენა აბაშიძე) 28 აპრი-ლიდან 2 მაისის ჩათვლით გაიმართა კვირეული „გაზაფხული 2014.“ კვირე-ულის პირველ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ჩაატარა ღია გაკვეთილი მე-8 კლასში (პედა-გოგი ზ. ხაჩიძე). სერთიფიცირებულმა პედაგოგმა თანამედროვე მეთოდები, თავისი ხელით შექმნილი ვიზუალური მასალები და სხვა მრავალი რესურსი გამოიყენა. შთამბეჭდავი იყო გაკვეთი-ლის გამოწვევის ფაზა, სლაიდშოუსა და გონებრივი იერიშის დროს მოს-წავლეთა მოტივაცია, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობა მხატვრული გამომეტყველებით, მინილექციით, ზეპირი წაკითხვით, კომენტირებუ-ლი კითხვით, სიტყვის სალაროს გამდიდრებით, წერითი დამოუკი-დებელი სამუშაოების შესრულებით, საპრობლემო საკითხების ირგვლივ ლოგიკური მსჯელობით. მასწავლე-ბელმა მიზანმიმართულად გამოიყენა პრაქტიკული გამოცდილება. დამს-წრე მასწავლებლებმა გამოთქვეს კმაყოფილება სანიმუშო გაკვეთილის ჩატარების გამო.

ამავე დღეს ქართულ ენას მიეძ-ღვნა ღონისძიება „ო, ენავ ჩემო“ (ხელმძღვანელები მანანა ლომიძე და ლელა სამხარაძე). ღონისძიებაზე მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინსცენირებები, წა-იკითხეს ლექსები და გამონათქვამები ქართული ენის შესახებ. ღონისძიება გაალამაზეს და-ძმა მარი და გიორგი სახვაძეებმა, სალომე გოგოლაძემ.

29 აპრილს მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის მიერ ორგანი-ზებულ სპორტულ მარათონში ოთხი სკოლიდან გაიმარჯვა ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის გუნდმა. ამავე დღეს პროფესიის არჩევისათვის მე-9 კლას-ში ჩატარდა ღია გაკვეთილი (მასწავ-

ლებელი ნ. მუმლაძე, სემინარის ხელ-მძღვანელი - პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი მ. ბააკაშვილი). გაკვეთილი მეტად საინტერესო იყო.

30 აპრილი მათემატიკას მიეძღ-ვნა. პირველ და მესამე კლასებში მასწავლებელმა მ. ტაბატაძემ ჩა-ატარა ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებისმეტყველებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო საგაკ-ვეთილო პროცესში, კარგად ქმნიდნენ ბუკებით სლაიდებს.

მე-6 კლასში საჩვენებელი გაკვე-თილი ჩაატარა სერტიფიცირებულმა პედაგოგმა დ. ლილუაშვილმა თემაზე „სივრცული გეომეტრიული ფიგურე-ბი.“ მოსწავლეებმა შექმნეს სლადშოუ, ააწყვეს სივრცული გეომეტრიული ფიგურები. საჭირო მასალები ინტერ-ნეტით მოიძიეს. შეასრულეს ამოცა-ნა ფართობის გამოთვლაზე. მე-9 კლასში პროექტ-გაკვეთილი ჩაატარა სერთიფიცირებულმა მასწავლებელმა ალ. ჭიპაშვილმა. მოსწავლეები სა-უკეთესოდ იყენებდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს. ალ. ჭიპაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია პირველ, მესამე, მეექვსე და მეცხრე კლასებში მათემატიკისა და ინტეგრირებული გაკვეთილის თანამედროვე ტექნო-ლოგიების გამოყენებაზე.

მათემატიკის დღეს გაკვეთილებზე მოვიწვიეთ ხევის სკოლის მათემატიკის სერტიფიცირებული მასწავლებელი ნანა გაბუნია, ხუნევის სკოლის დაწ-ყებითი კლასების სერტიფიცირებული მასწავლებელი მელანო ლომიძე, გედსამანიის მათემატიკის ახალგაზრ-და პედაგოგი თამარ პარასკებაშვილი, რესურსცენტრის პედაგოგი თინათინ ბოჭორიშვილი. მათ აღნიშნეს, რომ მართლაც კარგი გაკვეთილები ჩა-ტარდა. ღია გაკვეთილებზე დასწრება

ხელს უწყობს სხვადასხვა სკოლების პედაგოგების კომუნიკაციასა და გამო-ცდილების გაზიარებას.

პირველი მაისი დაწყებითი კლა-სების კათედრას დაეთმო. პირველი და მეოთხე კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ღონისძიება თემაზე „სამშობლოს არვის წავართმევთ“. პატარებმა სცენაზე წარმოადგინეს საქართველოს ხუთი კუთხე - ქართ-ლი, კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა. ცნობილი ქართველი პოეტების ლექსებით შემკული და კომპოზიტო-რების მუსიკაში აჟღერებული სცენარი თემატურად იყო აწყობილი და საქარ-თველოს ხუთი კუთხის სიმღერებით გაფორმებული. პატარებმა მონდო-მება არ დაიშურეს თავიანთი შესაძ-ლებლობების წარმოსაჩენად. ღონის-ძიების მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვით კლასის ხელმძღვანელებს ლ. ბარბაქაძეს, მ. ტაბატაძეს, მ. გი-გაურს. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა მუსიკის საუკეთესო პე-დაგოგმა გ. აბრამაშვილმა. ცეკვები მოამზადა პედაგოგმა ნ. გამცემლიძემ. პატარების წარმოდგენამ მაყურებელ-თა აღფრთოვანება დაიმსახურა.

სპორტულ შეჯიბრში „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ მეხუთე და მეექვსე კლასელები ვერტყვი-ჭალისა და ხუნევ-გედსამანიის სკო-ლებიდან. სპორტის მასწავლებელმა ნ. კაპანაძემ და დირექტორმა ლ. აბაშიძემ სიგელები გადასცეს ორივე გუნდის წარმომადგენლებს და მად-ლობა გამოუცხადეს ხუნევ-გედსამანიის სპორტის მასწავლებელ ზ. გელაშვილს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

ინტელექტუალურ კონკურსში „ყვე-ლაზე ჭკვიანი“ მონაწილეობდნენ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. კონკურსი ჩატარდა სამ ეტაპად. ფი-ნალში გავიდნენ მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ვ. აბაშიძე, მე-10 კლასის მოსწავლეები თ. ლომიძე და მ. ბლიაძე. „ყველაზე ჭკვიანის“ ტიტული დაიმსახურა მე-11 კლასის მოსწავლე ვ. აბაშიძემ. სკოლის დირექტორმა ფინალისტები დაასაჩუქრა წიგნებით.

კვირეული „გაზაფხული 2014“ მოსწავლეებში აამაღლებს სწავლის მოტივაციას.

დარეჯან ოკრიბელაშვილივერტყვიჭალის საჯარო სკოლის

დირექტორის მოადგილე

კვირეული ვერტყვიჭალის სკოლაში ბიბლიოთეკის პროექტის „ერთი დღე წიგნის სამყაროში“ ფარგლებში მე-11 კლასის მოსწავლეებმა 8 მაისს მაყურებელს უჩვენეს მინისპექტაკლი ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებიდან „თეთრი ბაირაღები“. ამავე დღეს ჩვენს სკოლაში ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის პროექტით „ნოდარ დუმბაძე - მზიანი გულის მწერალი“ ბიბლიოთეკის დირექტორმა ნანა ლურსმანაშვილმა და თანამშრომ-ლებმა ხათუნა კვირიკაშვილმა, ლიკა დევდარიანმა და ლია გველესიანმა გვიჩვენეს მოკლემეტრაჟიანი დოკუ-მენტური ფილმი ნოდარ დუმბაძის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ.

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლი-ოთეკის დირექტორმა ნანა ლურსმანაშ-ვილმა გაგვაცნო ცენტრალური ბიბლი-ოთეკის პროექტები. ლიკა დევდარიანის პატარა ქალიშვილმა ყველა ბიბლიოთე-კარს მიუძღვნა შოთა ნიშნიანიძის ლექსი „ბიბლიოთეკარი“. ბორის საჯარო სკო-ლის ბიბლიოთეკარმა, დონარი ბერიძემ ისაუბრა საბიბლიოთეკო პროექტებსა და ღონისძიებების შესახებ. მარიამ ხიჯაკაძემ და მარიამ არჩვაძემ წაიკითხეს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები „დედა“.

ღონისძიების მონაწილეებმა და სტუმრებმა დაათვალიერეს ბორის სა-ჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის აღსაზრდელების ნახატები, რომლებიც მათ შექმნეს ბიბლიოთეკის პროექტის „ჩვენი წარმოსახვითი წიგნის სამყარო“ ფარგლებში. ამ დღეს ბიბლიოთეკამ პირველად გამოუშვა გაზეთი „პალიტ-რა“, რომელშიც გამოქვეყნდა ბორის საჯარო სკოლაში მიმდინარე ღონისძი-ებებისა და პროექტების შესახებ დაწვ-რილებითი ინფორმაცია, მოსწავლეთა შემოქმედება და ბიბლიოთეკის აქტიურ მკითხველთა სახელები. დარბაზში ასე-ვე გამოფენილი იყო მე-9 კლასელე-ბისა და ხელოვნების პედაგოგის, მე-ლანო ნათენაძის მიერ მომზადებული პროექტი „სურათი, როგორც ლექსი“.

ღონისძიებამ სტუმრებისა და მასპინ-ძლების მოწონება დაიმსახურა.

გვანცა ბერაძებორის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე

სპექტაკლი ბორში

ბიბლიოთეკამ აქტიური მკითხველები წაახალისა

Page 7: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

7xtvb [fhfufekb16 მაისი, 2014 წ.

შვილები ქეთინო, ბესო, გელა, რძლები მაია ელბაქიძე, ქეთინო ვაშაკიძე, დები თინა და ლიანა, დისშ-ვილები მიშიკო, ნონა თედიაშვილები, მაზლები ომარი, დემური და ნუგზარ ლომსაძეები ოჯახებით, შვილიშვილე-ბი თეონა, თორნიკე, ნუცა, ერეკლე, სოფო, გიორგი, ცეზარი, ანა, ნინო იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ელიკო გერონტის ასული კვირიკაშვილი-ლომსაძე

დაიკრძალა 13 მაისს სოფელ სხლითში.

და ენდი, ძმა გიზო, რძალი მერი, ძმისშვილები გრიგოლ, რამაზ, თამაზ ბუაჩიძეები, დისშვილები პაატა, სოფო, კობა, სიძე ვლადიმერ ჭიპაშვილები ოჯახებით იუწყებიან

თინა ბუაჩიძე-შარიქაძისგარდაცვალებას. დაიკრძალა 13

მაისს ლეღვანში.

შვილები: სოსო, ციცინო, მზია, მერი, მაყვალა, ლია, რუსუდანი, რძლები: ირმა ვეფხვაძე, ნანული ხი-ჯაკაძე, ნელი ნიქაბაძე, სიძეები: მამა ნიკოლოზ (მუსერიძე), დათო შველიძე, ვიტალი ვარდუკაძე, გია ჭუმბაძე, დათო კიბორძალიძე, შვილიშვილები, შვილ-თაშვილები, ძმისშვილები, დისშვილე-ბი, მულისშვილები, მაზლისშვილები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა

ნატაშა ხიჯაკაძე-ნიქაბაძედაიკრძალა 11 მაისს სოფ. კიცხში

სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახ-მარების თანამშრომლები თანაუგრძ-ნობენ ირინა ბიბიჩაძეს და ზაურ ჭუმ-ბურიძეს დედისა და სიდედრის

გოგუცა ბიბიჩაძისგარდაცვალების გამო.

ვარძიის საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის დამრიგებელი მზია კოჩაძე თანავუგრძნობთ მამუკა, შორენა და ბაჩუკი ღონღაძეებს საყვარელი სი-დედრის, დედისა და ბებიის

აზა ჭუმპაძე - კობახიძის გარდაცვალების გამო.

ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის 1959 წლის კურსდამთავრებულები მწუხარებით იუწყებიან თანაკლასელის

მარლენ ბურჯანაძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ განსვენებულის ოჯახს.

სოფელ ბორის ნიქაბაძეების უბნის მეზობლები სამძიმარს უცხადებენ სოსო და ირმა ნიქაბაძეებს დედისა და დედამთილის

ნატაშა ხიჯაკაძე - ნიქაბაძისგარდაცვალების გამო.

სოფელ ბორის ნიქაბაძეების უბნის მცხოვრებნი იუწყებიან უახლოესი მეზობლის

ია თუთბერიძე - ნიქაბაძისგარდაცვალებას და თანაუგრძნო-

ბენ სპარტაკ ნიქაბაძის ოჯახს.

მაქათუბანში მცხოვრები უახლოესი მეზობლები თანაუგრძნობენ სულიკო, ზაზა, მზია ბოჟაძეებს მშობლების

ამბროსი და ნუცა ბოჟაძეებისგარდაცვალებას და სამძიმარს უც-

ხადებენ განსვენებულის ოჯახს.

ლეღვნის საჯარო სკოლის დი-რექცია, პედკოლექტივი და ტექპერ-სონალი თანაუგრძნობენ დირექტორ მანანა კიკვაძეს მაზლის შვილიშვილის გარდაცვალების გამო.

მძახალი ლიანა ყიფიანი შვილებით, ვეფხვია, შორენა, ჰერა ვეფხვაძეები ოჯახებით იუწყებიან, რომ გარდა-იცვალა ძვირფასი ქალბატონი, დიდი ოჯახის დედაბოძი

ნატაშა ხიჯაკაძე - ნიქაბაძედა თანაუგრძნობენ სიძის, სოსო

ნიქაბაძის ოჯახს.

ლეღვნის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი თანაუგრძნობენ ლუიზა ვეფხვაძეს მამიდაშვილის

ნუნუ დავითის ასული მაღრაძე-ნიქაბაძის

გარდაცვალების გამო.

ლეღვნის საჯარო სკოლის დირექ-ცია, პედკოლექტივი და ტექპერსონა-ლი თანაუგრძნობენ თამაზ, თინათინ და თამარ მაღრაძეებს სიძის

სერგო ოქროპირიძისგარდაცვალების გამო.

მარინა, ლამარა ჩიკვაიძეები, მაია ბოჭორიშვილი, ლელა ბაბლიძე, ნაზიკო შერგელაშვილი ოჯახებით ვუ-სამძიმრებთ სოსო ნიქაბაძეს და ირმა ვეფხვაძეს დედისა და დედამთილის

ნატაშა ხიჯაკაძე - ნიქაბაძისგარდაცვალების გამო.

ბორითის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები და კლასის ხელმძღვანელი მანანა გამცემლიძე თანაუგრძნობენ ამავე კლასის მოსწავლეს გიორგი ბოჟაძეს ბებიის

ნუცა გაჩეჩილაძე-ბოჟაძისგარდაცვალების გამო.

როგორი ტანჯვით გავატარეთ ეს ტკივილიანი და ცრემლიანი ორი წელიწადი, რაც ჩვენს გვერ-დით შენმა არყოფნამ გამოიწვია. ეს ხომ არც შენ გინდოდა, ჩემო გულკეთილო და უბოროტო ძმაო. შენ ხომ ჩვენი უნახავი დიდხანს ვერ ძლებდი. ერთი დღით რომ სადმე წახვიდოდი, უკან დაბრუნებულს ისე გხვდებოდით, თითქოს დიდი ხნის უნახავი გვყავდი. უშენოდ ეს ორი წელიწადი საუკუნედ გვექ-ცა. ვერ ვიჯერებთ, რომ ჩვენთან აღარ ხარ. გავცქერით გზას და ასე გვგონია, ახლა შემოაღებ კარს და შემოხვალ, მაგრამ ყველაფერი თითქოს სიზმარია. ვიცით, რომ აღარასდროს დაგვიბრუნდები. ძალიან გვენატრები და გვაკლი-ხარ. გვაკლია შენი შემართება, შენი გამხნევება გაჭირვებასა თუ დალხინებაში.

გულს ყოველთვის იმით ვი-ნუგეშებთ, რომ შენ მკვდრად არ ითვლები. სადაც არ უნდა წავიდეთ, რომელ კუთხეზეც, ყველგან შენს სიკეთეზე ლაპარაკობენ. როგორ მოასწარი ამდენი სიკეთის და-თესვა.

„მკვდარი არ არის, ვინც მოკვდადა ხალხს შესწირა დღენია,მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია“.შენ ხომ ისეთი სახელი დატოვე,

ძამიკო, რითაც მუდამ ვიამაყებთ, იამაყებს მთელი შენი შთამომავ-ლობა.

არ მეგონა ძმაო, თუ შენ ადა-მიანი სიკვდილისთვის გაგიმე-ტებდა, თუ შენი სიკვდილი ასეთი გასაიდუმლოებული იქნებოდა. ვის რას უშავებდი, ჩვენო უბოროტო და კეთილო ადამიანო. გვწამს და გვჯერა, ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს ფარდა აეხდება. შენს სიკვდილში ვისაც წვლილი მიუძ-ღვის, ეშინოდეთ უფლის განაჩე-ნის, ვერსად გაექცევიან, ვერსად დაემალებიან. ვერ ვიჯერებ, შენი სიკვდილით თუ ვინმე ისარგებ-ლებდა, დიდი ხნის ნანატრ ოცნებას აიხდენდა, შენს უბედურებაზე თავის ბედნიერებას ააგებდა. უფალმა განსაჯოს ყველა.

საყვარელო ძმაო, მერაბ, მი-უხედავად ამ დიდი ტრაგედი-

ისა, შენს ოჯახში ცხოვრება ისევ გრძელდება. ჩვენ რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ შენი შვილე-ბისთვის. შენი დარდით და ჯავრით დაუძლურებული მოხუცი მშობლე-ბი ვაჟკაცურად უდგანან გვერდში შენს ქვრივს, ნონას და გიზრდიან სახელოვან ვაჟკაცებს - ლაშას და მინდიას, რომლებიც, გვჯერა, მამის სახელს არასოდეს შეარცხვენენ და იცხოვრებენ ისე, როგორც მერაბ არევაძის ვაჟკაცებს შეეფერება.

გაბრიელ ბერი ამბობს: უფლი-სათვის ყველა ადამიანი მოყვასია. მოყვასისთვის გაცემული ერთი ჭიქა წყალი უკან სიკეთით დაგიბ-რუნდება. მართლაც, ეს ყველაფე-რი შენი სიკვდილის შემდეგ დავი-ნახეთ. ის სიკეთე, რაც შენ გაგიცია, შენს შვილებს უკან უბრუნდებათ.

მადლობა იმ კეთილ ადამი-ანებს, რომლებმაც შენი სიკეთე არ დაივიწყეს და შენს ობლებს გვერ-დით დაუდგნენ. ობლისთვის ერთი ტკბილი სიტყვიერი მოკითხვაც ხომ ბევრს ნიშნავს.

ჩვენო მერო, იძინე ტკბილად. ილოცე შენი დატოვებული ოჯა-ხისთვის. ყოველ წამს ვგრძნობთ, რომ შენ მუდამ ჩვენს გვერდით ხარ. თითქოს გვკარნახობ, რო-გორ მოვიქცეთ. გწამდეს, ის დიდი სიყვარული, რაც შენ დატოვე ჩვენ განუყოფელ, დიდ ოჯახში, მუდამ იარსებებს. მოვალთ შენს საფლავ-თან, აგინთებთ სანთლებს და ვი-ლოცებთ, რომ ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი სპეტაკი სული.

ძმა თემური არევაძე, რძალი ია გურული

ძმაო, მერაბ

ორი წელი გვაშორებს იმ ავბე-დით დღეს, როცა ბორჯომ-ხარაგა-ულის ეროვნელი პარკის უფროსი რეინჯერი სამშობლოს და სამსა-ხურის ერთგულებისათვის განსა-კუთრებული სისასტიკით აწამეს. მიჭირს ვთქვა, რომ იმ სისასტიკის ჩამდენნი (რაც კომპეტენტური ორ-განოს მიერ გადაღებული გვამის სურათებზეა აღბეჭდილი) ადამიან-თა მოდგმიდან შეიძლებოდა ყო-ფილიყო. ორი ღამე უმოწყალოდ მიტოვებული ცხედარი ნადირმა დაინდო და არ დააზიანა.

დიდი მოლოდინი არ გვქონია, რომ წინა ხელისუფლება რიგითი მოკვდავების სიკვდილის მიზეზს გამოიძიებდა (პრემიერი ისე მოკ-ლეს, 9 წლის მერეც არ ვიცით, რა მოხდა).

ვიმედოვნებდით, რომ გამო-ძიება გაგრძელდებოდა, მაგრამ ერთ-ერთ „მკვლელს“ უზენაესმა სასამართლომ გამოუტანა გა-ნაჩენი - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის ხელყოფა და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ჩვენო მერაბ! დიდებული ვაჟ-კაცი იყავი. გეცოდებოდეს შენი, თაგვივით მფრთხალი, მკვლე-ლები, შენს მკვლელობას რომ არ აღიარებენ. მათ ღვთის სამართა-ლი ელით.

მანანა ტაბაშიძე

მერაბის ხსოვნას

ძალიან მძიმე და გაუსაძლისი იყო თქვენთან განშორება. განუკურნებელი სენის კლანჭებში დღითი დღე ქრებო-დი. თქვენს სულსა და გულს ვერასგ-

ზით ერეოდა სიკვდილი. ისევ ისეთი შემართული რჩებოდი ბოლო დღემდე, როგორც მოსიყვარულე მეუღლეს შეეფერებოდა.

40 დღე გავიდა და რამდენჯერ მწა-რედ შეგვახსენეთ თავი თქვენი ხელშე-ნავლები ნივთებით, თქვენი სითბოთი. თქვენ იყავით ადამიანი, რომელიც მუდმივად ყველას გვერდით იდექით და სიკეთეს თესავდით.

გწამდეთ, მუდამ წარუშლელად გვემახსოვრება რეზო ჭიპაშვილის საყვარელი მომხიბვლელობა, შინა-განი სამყაროდან რომ მოედინებოდა. უფალს ვთხოვთ, ნათელში გვიმყოფოს თქვენი ლამაზი სული.

ნუგზარი, ვალოდია, ილო და ბესო ჭიპაშვილები ოჯახებით

რეზო ჭიპაშვილის მოსაგონარი

17 მაისს შენი დაბადების დღეა, ჩვენო საყვარელო ცეზარ. მეათე წე-ლია, უშენოდ უნდა შევხვდეთ ამ დღეს. დრო იარებს ვერ გვიშუშებს. პირიქით, - თანდათან უფრო გვიჭირს უშენობა, განსაკუთრებით კი მე, როცა მარტო ვრჩები ჩემს დარდთან და ფიქრებთან, მაგრამ შვილები, სიძეები და შვილიშვი-ლები მმატებენ ძალას, რომ არ დავეცე და მყარად ვიდგე ფეხზე.

ჩვენო ცეზარ, მოვალთ შენს საფ-ლავზე, დაგინთებთ სანთლებს და მოგილოცავთ დაბადების დღეს. ჩვე-ნი ლოცვა შეგეწიოს იმქვეყნად და ღმერთმა ნათელში გვიმყოფოს შენი ლამაზი სული.

მეუღლე თინა კიკნაძე, შვილები

ცეზარი კიკნაძის ტკივილიანი დაბადების დღე

წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიდან აღესრულე. წელიწადია, რაც სოფელ ჩხერის ორღობეში და ხარაგაულის ქუჩებში არავის უნახავს კაფანდარა ქალბატონი ულამაზესი ცისფერი თვალებით, სუსტი მხრებით და მუდამ მძიმე ტვირთით ხელში.

წელიწადია, რაც ჩვენს გულებს დააკლდი. სამწუხაროდ, დრო მხო-ლოდ მოგონებებს გვიტოვებს. ის, რაც იყო გუშინ, არასოდეს განმეორდება.

ვცდილობთ, ვიპოვოთ სიტყვები იმის სათქმელად, თუ როგორ გვაკლიხარ, გვტკივა უშენობა, გვიჭირს იმ სიცარი-ელის გამო, რომელსაც ნუკრი მაღრა-ძის სახელი ჰქვია.

წახვედი და დატოვე უბადლო მკე-რავის, ერთგული მეუღლის, შეუდარე-ბელი დედის, მოსიყვარულე ბებიის და დიდი ბებიის სახელი.

სოფელში, ჭირი იყო თუ ლხინი, სოფლის იმედი იყავი. შეუდარებლად ფლობდი კულინარულ ხელოვნებას. განთქმული იყო „ნუკრის ხაჭაპური“ და შენც დაუზარელად უდექი ყველა მეზობელს გვერდით.

საოცრად გინდოდა სიცოცხლე. ბოლო წუთებამდე ებრძოდი უკურნე-ბელ სენს. ამიტომაც დაღლილი წახ-ვედი ამქვეყნიდან. 6 მაისს, გიორგობას დაბადებული, 7 მაისს შეუერთდი უსას-რულობას. სიყვარულით გიგონებთ.

ხსოვნა სიკვდილზე ძლიერია. შენს მიერ განვლილი მართალი გზა, სითბო, სიყვარული, კარგი ქალობა საზღაურია იმისა, რომ კვლავ ჩვენს გვერდით გიგულოთ. ნათელში გამ-ყოფოს უფალმა.

პაატა და კახა ცხოვრებაძეები

სიყვარულით გიგონებთ

მეხის გავარდნას ჰგავდა ჩვენთვის შენი უეცარი სიკვდილი. ერთი წელი გისრულდება 8 ივნისს, რაც ჩვენგან წახვედი და ამქვეყნიური ცხოვრება დაასრულე. სიყვარულით, სიკეთით, სიხარულით სავსე გული გქონდა. გიყვარდა ადამიანებთან ურთიერ-თობა. ირგვლივ მყოფებს მხოლოდ სიმშვიდეს და სიყვარულს ანიჭებდი. ამიტომ დაწყდა ყველას გული შენთან განშორების გამო. გვეამაყებოდა შენი შვილები და შვილიშვილები. მეც არასდროს მიგრძვნია, რომ ჩემი დედამთილი იყავი. ყოველთვის საკუ-თარი დედასავით გამოხატავდი ჩემს მიმართ სითბოს. თავს იმით ვიიმე-დებთ, რომ შენი სული მარადიულ ნე-ტარებასა და სიმშვიდეშია. შენს მიერ განვლილი ცხოვრებით ნამდვილად დაიმკვიდრებდი სამოთხეს. ძალიან გვენატრები ყველას, თუმცა ისღა დაგვრჩენია, მოვიდეთ შენს საფლავ-

თან, აგინთოთ წმინდა სანთლები და ვილოცოთ შენი სულისათვის.

რძალი ნატო ბუაჩიძე, შვილები: ხვიჩა, მარინა, ირინა

შარიქაძეები, მეუღლე შოთა შარიქაძე

ნაილი გურგენიძე-შარიქაძის მოსაგონარი

Page 8: ხარაგაულში წირვაchemikharagauli.com/uploads/secbanners/19-590-2014w.pdfმოგზაურობა ტაო-კლარჯეთისაკენ

8 xtvb [fhfufekb 16 მაისი, 2014 წ.

დ. ხარაგაული16.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +18ºC;17.05 - მზიანი დარი, დღე +30ºC, ღამე

+18ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +16ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +21ºC, ღამე +15ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +15ºC;21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +16ºC.

ბორითი16.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +29ºC, ღამე +16ºC;17.05 - მზიანი დარი, დღე +29ºC, ღამე

+17ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +16ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +24ºC, ღამე +15ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +26ºC, ღამე +12ºC;21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +14ºC.

კიცხი16.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +30ºC, ღამე +18ºC;17.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +31ºC, ღამე +19ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +25ºC, ღამე +17ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +22ºC, ღამე +16ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +16ºC;21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +27ºC, ღამე +16ºC.

მოლითი16.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +27ºC, ღამე +14ºC;17.05 - მზიანი დარი, დღე +28ºC, ღამე

+15ºC;18.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +26ºC, ღამე +14ºC;19.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

ნალექით, დღე +23ºC, ღამე +13ºC;20.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +10ºC;21.05 - ცვალებადი მოღრუბლულობა

უნალექოდ, დღე +25ºC, ღამე +12ºC.

amindi

593 900 501

მის.: ხარაგაული, სოლომონ მეფის №59

ტელ.: 0 433 22 16 27

593 900 501

[email protected]

გაზეთი რეგისტრ. №47/5-ბ-12

დიზაინერიშოთა ლომიძე

557 10 20 47 [email protected]

რედკოლეგიის წევრები:სოფო ფერაძე, ანი ჭიპაშვილი, სალომე ბუხნიკაშვილი, გიორგი ლომიძე, ნინო ბლიაძე, ნინო მჭედლიძე, მარიამ მაქაძე, ანა გოლუბიანი, ნინო ქველიაშვილი, გვანცა ლომიძე, თიკო ლურსმანაშვილი, ხვიჩა ჭყოიძე

მთავარი რედაქტორილაურა გოგოლაძე

რედაქტორის მოადგილენინო კაპანაძე

593 35 65 80

თამთა გოგოლაძე555 57 45 78

ჩვენს პატარა ანგელოზებს, ნინო და ნატა გვაზავებს, ვულოცავთ 5 წლის იუბილეს. ვუსურვებთ გაზრდას, გახა-რებას და ლაღ ბავშვობას. მუდამ გა-ხარებულები ყოფილიყავით, ისეთები გაზრდილიყავით, ყველა ახლობლის გული გაგეხარებინოთ. ღვთისაგან გაჩენილო ანგელოზებო, ღვთის მფარ-ველობა არ მოგკლებოდეთ მთელი ცხოვრება.

„თქვენა ხართ ჩემი ცხოვრების აზრი,ჩემო პატარა ანგელოზებო,იყავით მუდამ ბედნიერები და დაესწარით მრავალჯერ

მრავალს“დედიკო და მამიკო

ვულოცავთ მერვე შვილის შეძენას არჩილ და ია გამცემლიძეებს. ვუსურ-ვებთ პატარა გიორგის ჯანმრთელო-ბასა და ბედნიერ მომავალს თავის და-ძმასა და მშობლებთან ერთად.

ვაშლევის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვახანის საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო ნაჭყებიას და მის მეუღლეს თემურ ლომსაძეს ვულოცავთ ქალიშ-ვილის შეძენას. ვუსურვებთ პატარა ანასტასიას უღრუბლო ცასა და ბედ-ნიერ მომავალს.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვახანის საჯარო სკოლის პედაგოგს ნინო ღონღაძეს და მის მეუღლეს ზურაბ ღონღაძეს ვულოცავთ ქა-ლიშვილის, ჩვენი სკოლის წარჩინე-ბით კურსდამთავრებულის ლაური ღონღაძის ბედნიერებას. ვუსურვებთ ნიკასა და ლაურის ულევ სიხარულს, შვილთა სიმრავლეს და სიყვარულით სავსე ცხოვრებას. ღმერთი იყოს მათი მფარველი.

ვახანის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ჩვენს ძვირფას მშობლებს პავლე და დოდო დევდარიანებს ვულოცავთ ქორწინების 55-ე წლისთავს. ვუსურ-ვებთ ჯანმრთელობას, დღეგრძელო-ბას და გახარებას თავის მონაგართან ერთად.

შვილები: პაატა და დავითი, რძლები: ლია და ნატო,

შვილიშვილები: დიანა, გიორგი, ირაკლი, ილონა ოჯახებით

ხიდრის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე სიმონ გლუნჩა-ძეს ვულოცავთ სპორტში მიღწეულ წარმატებას. ვუსურვებთ შემდგომ გამარჯვებებს.

თანაკლასელები და კლასის დამრიგებელი თამთა მაისურაძე

ვულოცავთ დაბადების ათი წლის-თავს ჩვენს უსაყვარლეს შვილიშვილს გიორგი კვირიკაშვილს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ მომავალს, ულევ სიყვარულს და სიხარულს. არ მოკლებოდეს უფლის მადლი და წყალობა.

ეთერი და ბონდო

ვულოცავთ ჩვენს საყვარელ შვი-ლებს ნინო ჩუბინიძეს და დათო მაჩიტაძეს ბედნიერებას. ვუსურვებთ უსაზღვრო სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებასა და შვილთა სიმრავლეს. უფალი იყოს მათი ლამაზი ოჯახის მფარველი.

დედა ირინა, მამა მალხაზი, და ნატო, ძმა დათო ჩუბინიძეები

ვულოცავთ ეკატერინე ტალახაძეს შვილიშვილის შეძენას. ვუსურვებთ პა-ტარა ნუცის ჯანმრთელობას და ლაღ ბავშვობას.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ მიხეილ კაკიაშვილსა და ნათელა გუდაძეს შვილიშვილის შეძე-ნას. ვუსურვებთ პატარა საბა ჩიქოვანს ჯანმრთელობას და ლამაზ ბავშვობას.

ზვარის საჯარო სკოლის პედკოლექტივი და ტექპერსონალი

ვულოცავთ ირინა გოგოლაძესა და ნუგზარ ჭიპაშვილს პირველი შვილიშვილის შეძენას.

პატარა იზა გაზრდილიყოს ჯანმ-რთელი და ბედნიერი, უფლის მფარ-ველობით.

ნელი და ნათია ვეფხვაძეები ოჯახებით

დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენს საყვარელ თანამშრომელს ლევან კიკნაძეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას, ულევ სიხარულს, სიყვარულს და საუკეთესო მომავალს თავის საყვარელ მშობლებთან, დედ-მამიშვილებთან და ყველა ნათესავთან ერთად. ღვთის მფარველობა არ მოკ-ლებოდეს თქვენს ოჯახს.

ივანე აბაშიძის სახელობის კულტურის ცენტრის

თანამშრომლები

დაბადების დღეს ვულოცავთ ბა-ზალეთის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტს ვიტალი კამკამიძეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, სიხა-რულს და ღვთის წყალობას, წინსვლას და წარმატებებს.

ბაზალეთის ტერიტორიული ორგანოსა და ამბულატორიის

თანამშრომლები

***

***

***

******

***

***

***

***

***

***

ქირავდება ფართი მაღაზიის ან ოფისისათვის მისამართზე - სოლომონ მეფის ქ. #21 (სატყეო მეურნეობის გვერდით) ტელ: 595 445 111

საზოგადოებას კარგად ახსოვს 80-იანი წლების ბოლოს გაზეთ „ახალ-გაზრდა კომუნისტში“ დაბეჭდილი ათი წლის ვუნდერკინდის ეკა ბაქრაძის ფოტო და მისი ათი ლექსი, რომელიც საზოგადოებას წარუდგინა ირაკლი აბაშიძემ და გააცნო პატარა გოგონა, რომელიც მრავალი წლით უსწრებდა დროსა და ასაკს. მის შემდეგ თერთ-მეტი და თორმეტი წლის ასაკი კიდევ მიულოცა საზოგადოებას 11 და 12 ლექსით. კვლავ ელოდა სრულიად საქართველო ეკა ბაქრაძის 13 წლის-თავს 13 ლექსით... გავიდა დრო და საქართველოში უამრავი რამ მოხდა, მაგრამ ჩვენს თაობას შემორჩა ჩვენი შვილების ტოლა ხაშურელი გოგონას მონატრება და კითხვა - სად გაქრა, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება, რას მიაღწია? თუ სხვათა მსგავსად ისიც წავიდა უცხოეთში? ქვეცნობიერების წადილი ამ ხსოვნას წლების მანძილზე ელოლიავა. როცა გზად მიმავალი ხაშურს გადავკვეთდი, გონებაში მი-ძინებული მონატრება ეძებდა ყველა ქუჩასა და სახლის წინ პატარა, ათი,

თერთმეტი, თორმეტი წლის გენიოსს ეკა ბაქრაძეს, რადგან სხვა ნაცნობი და ახლობელი ამ ქალაქში ნამდვილად არ მყავდა.

გასულ კვირას კი ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის მიერ გამართულ ლინა ბარათაშვილის შემოქმედებით საღამოზე, როცა სცე-ნაზე უხმეს ქალბატონ ლინას თანა-მოაზრეს და მეგობარს ეკა ბაქრაძეს, მოგონებებმა ჩემი შვილების ბავშვობა და მათი თანატოლის მონატრება გამახსენა. მეგონა ეს მხოლოდ მე შევამჩნიე, თურმე არც ასე ყოფილა. მის დაბრუნებას დარბაზში მყოფი საზოგადოების დიდი უმრავლესობა აღტაცებითა და სიხარულით შეხვდა. მან დიდი სითბოთი და სიყვარულით ისაუბრა ქალბატონ ლინასთან ურ-თიერთთანამშრომლობაზე და როცა მის წინაშე აღტაცების, სიყვარულის და სიხარულის გამოხატვის შესაძლებ-ლობა მოგვეცა და მოვეფერეთ, მან საჩუქრად მისი ლექსების კრებული გვიძღვნა და აღარ დაგვჭირდა გვეკით-ხა - რამდენი წლისაა ეკა ბაქრაძე - ის

კეთილშობილი ახალგაზრდა დედა და ქალბატონია და იმ ასაკისაა, როცა ქალს ამას არ ეკითხებიან. ის მუდამ ფართოთვალებიანი ლამაზი ათი წლის გოგონაა, რომელიც ცხოვრებას უსწრებდა. ქალბატონ ეკას მისი თაყ-ვანისმცემლების სახელით წარმატებებს ვუსურვებ პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

დონარი ბერიძე

რამდენი წლისაა ეკა ბაქრაძე...

პროექტის „პოლიეთილენი - დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა საზოგა-დოების მხარდაჭერით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, 13 მაისს ხარაგაულში გაიმართა ტრე-ნინგი მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებისათვის. მასწავლებლებს ტრენერები მადონა პირველაშვილი და ნინო ქიუტაშვილი ესაუბრნენ მდგრადი ორგანული დამაბინძურებ-ლების მავნეობაზე, მყარი საოჯახო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე, გარემოს დაცვასა და ეკოკლუბებზე. ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი ლია რამინიშვილი კოლეგებს დაეხმარება გარემოს-დაცვითი გაკვეთილების დაგეგმვაში.

პროექტის კოორდინატორის, ხა-თუნა მანჯავიძის თქმით, ტრენინგის მიზანია მასწავლებლებმა პროექტის მნიშვნელობა გააცნონ მოსწავლეებს, აამაღლონ მათში ეკო და გარემოს-დაცვითი ცნობიერება. „უახლოეს მომა-ვალში ხარაგაულში მოვიტანთ პრესს, დავპრესავთ შეგროვილ პოლიეთი-ლენისა და პლასმასის ნარჩენებს და

ჩავაბარებთ, - ამბობს ხათუნა მანჯავიძე, - გამომუშავებული თანხა მოხმარდება პროექტის განვითარებას.“

ბორის საჯარო სკოლის მასწავ-ლებლის ქეთევან პავლაძის თქმით, ბორის სკოლის მოსწავლეები ხშირად აწყობენ დასუფთავების აქციებს. ისინი მომავალში უფრო აქტიურად შეაგროვებენ პოლიეთილენის ნარ-ჩენებს. ბაზალეთის საჯარო სკოლის

მასწავლებელმა თეა ტალახაძემ აღნიშნა, რომ მათ სკოლაში მოქმედი ეკოკლუბი ხშირად აწყობს გარემოს-დაცვით აქციებს.

ხათუნა მანჯავიძის თქმით, პოლი-ეთილენის ბოთლებისთვის განკუთვ-ნილი ურნები განთავსდება ყველა ტერიტორიულ ერთეულში, სკოლებ-თან ახლოს.

თამთა გოგოლაძე

ტრენინგი მასწავლებლებისათვის

მადლობას ვუხდი დახმარებისთვის იზა ვეფხვაძეს, კობა ყრუაშვილს, მარინა ბერაძეს და საავადმყოფოს მთავარ ექიმს ქეთევან აბრამიშვილს. მათ გამოიჩინეს გულისხმიერება და დამეხმარენ ინვალიდის ეტლის მიღებაში. არ მოკლებოდეთ ღმერთის მფარველობა.

დალი ბლუაშვილი

გფარავდეთ უფალიმინდა მადლობა გადავუხადო ხარაგაულის საბიბლიოთეკო გაერთიანების

ყველა თანამშრომელს გულისხმიერი და ყურადღებიანი დამოკიდებულებისათვის. უფალი ფარავდეთ მათ და მათ ოჯახებს.

პატივისცემით, ნინო კასრაძე

მადლობა სიკეთისთვის

ლეღვნის საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსია სპეციალური საგანმა-ნათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის, სპეციალური მასწავლებლის შტატზე ვაკანტური ადგილის დასაკავებლად. ანაზღაურება 300 ლარი. დაგვიკავ-შირდით 25 მაისის ჩათვლით.

სკოლის დირექცია

გამოცხადებულია ვაკანსია

ველოსიპედი პოზიტიური და ეკოლოგიურად სუფთა ტრანს-პორტია. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ველოსიპედით სეირნობისას ტვინს მიეწოდება ისეთი ნივთიერე-ბა, რომ ადამიანს კარგ გუნება-გან-წყობაზე აყენებს. ველოსიპედით სეირნობა ცხოვრების ჯანსაღ წესს ამკვიდრებს.

საერთაშორისო გარემოსდაც-ვითი კალენდრის მიხედვით მაისის თვე არის ველოსიპედით სიარუ-ლის თვე, ხოლო მაისის ყოველი მესამე პარასკევი სამსახურში ველოსიპედით მისვლის დღედ აღინიშნება.

20 მაისს, ველოსიპედის საერ-თაშორისო დღეს, ხარაგაულის გამგეობის განათლების, კულტუ-რის, სპორტისა და ახალგაზრ-დობის საქმეთა სამსახურის ორ-განიზებით მოეწყობა მარათონი, რომელიც დაიწყება 15 საათზე ხარაგაულის რკინიგზის სადგურის ხიდიდან სპორტულ დარბაზამდე. შეიტანეთ თქვენი წვლილი ცხოვ-რების ჯანსაღი წესის დანერგვასა და წახალისებაში.

20 მაისი ველოსიპედის

დღეა

ქირავდება