22
1 საქართველო მსოფლიო რეიტინგებში 2012 – 2016 წლებში საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა. საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ადამიანის უფლებები (მათ შორის, სიტყვისა და მედიის თავისუფლება), გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიტიკური პლურალიზმი. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდა არა ერთი, არამედ ორი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით. სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში. ეფექტური და გამჭირვალე მთავრობა მნიშვნელოვანია რეიტინგული საერთაშორისო ინსტიტუტების დადებითი შეფასება საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამჭირვალობის და ეფექტურობის მხრივ. ეს დასტურდება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს შეფასების და გაუმჯობესებული სარეიტინგო მდგომარეობით. მთავრობის პოლიტიკის კურსის გამჭირვალობა, რომელსაც აფასებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, საქართველოს პოზიციები 2016 წელს ბოლო 4 წლის განმავლობაში 5 ადგილით გაუმჯობესდა და 31 პოზიციაზეა; აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა არა ოფიციალური სტრუქტურების, არამედ რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა შეფასებას. http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/ ასევე, პოზიტიურად აფასებს მთავრობის დანახარჯების ეფექტურობას და სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტიანობა Fraser Institute.

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

  • Upload
    others

  • View
    2

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

1

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში

2012 – 2016 წლებში საქართველოში არაერთი სისტემური რეფორმა განხორციელდა.

საქართველომ სერიოზულ გაუმჯობესებას მიაღწია ისეთ სფეროებში, როგორიცაა

ადამიანის უფლებები (მათ შორის, სიტყვისა და მედიის თავისუფლება),

გამჭვირვალობა, კორუფციისგან გათავისუფლება, ეფექტიანი მმართველობა,

მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიტიკური

პლურალიზმი. ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ

პირველად საქართველოს ისტორიაში ჩატარდა არა ერთი, არამედ ორი თავისუფალი

და სამართლიანი არჩევნები. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო

სისტემის რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით.

სწორედ სისტემური რეფორმების წარმატებულმა და ეფექტიანად განხორციელებამ

განაპირობა საქართველოს პოზიციების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება

ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგებში.

ეფექტური და გამჭირვალე მთავრობა

მნიშვნელოვანია რეიტინგული საერთაშორისო ინსტიტუტების დადებითი შეფასება

საქართველოს მთავრობის პოლიტიკის გამჭირვალობის და ეფექტურობის მხრივ. ეს

დასტურდება ავტორიტეტულ საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს შეფასების

და გაუმჯობესებული სარეიტინგო მდგომარეობით.

მთავრობის პოლიტიკის კურსის გამჭირვალობა, რომელსაც აფასებს

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი, საქართველოს პოზიციები

2016 წელს ბოლო 4 წლის განმავლობაში 5 ადგილით გაუმჯობესდა და 31

პოზიციაზეა;

აღსანიშნავია, რომ რეიტინგი ეყრდნობა არა ოფიციალური სტრუქტურების,

არამედ რიგითი მოქალაქეებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენელთა

შეფასებას.

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

ასევე, პოზიტიურად აფასებს მთავრობის დანახარჯების ეფექტურობას და

სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტიანობა Fraser Institute.

Page 2: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

2

პირველ კომპონენტში, 2015 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველომ

წაიწია 20 პოზიციით და და 64-ე ადგილზეა. ხოლო მეორეში კი, იმავე

პერიოდში დაწინაურდა 64 პოზიციით და 29-ე ადგილზეა.

Frazer Institute-ის 2015 წლის ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური

თავისუფლების ინდექსი“

2012 წელს - მე-14 ადგილი (7.78 ქულა)

2013 წელს - მე-11 ადგილი (7.83 ქულა)

2015 წელს საქართველომ მე-12 პოზიცია დაიკავა (+17 პოზიცია 2012 წელთან

შედარებით)

საქართველოს ქულები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 5 კომპონენტიდან 4

კომპონენტში:

მთავრობის ზომა - ქულა გაუმჯობესდა 1.08 პუნქტით და 6.59-დან 7.67-მდე

გაიზარდა;

სამართლებრივი სისტემა და საკუთრების დაცვა - ქულა გაუმჯობესდა 0.48

პუნქტით და 5.71-დან 6.19 -მდე გაიზარდა;

მყარი ვალუტა - ქულა გაუმჯობესდა 0.12 პუნქტით და 8.80 ქულიდან 8,92-

მდე გაიზარდა;

რეგულაციები - ქულა გაუმჯობესდა 0.1 პუნქტით და 7.81 ქულიდან 7.91-მდე

გაიზარდა.

http://www.freetheworld.com/

საქართველომ სახელმწიფო დანახარჯების ეფექტურობით Heritage Foundation-

ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში 2013 წლიდან დღემდე 17

პოზიციით წაიწია წინ (2013 წელს არსებული 84-ე ადგილიდან 67-ე ადგილზე);

http://www.heritage.org/index/

მნიშვნელოვანი საქართველოს წინსვლა მსოფლიო ბანკის „მსოფლიო

მმართველობის“ რეიტინგში. კერძოდ: რეგულაციების ხარისხის მიხედვით

საქართველომ 14 ადგილით წაიწია წინ (2012 წელს 58-დან 2014 წელს 44-მდე),

მმართველობის ეფექტიანობის მიხედვით საქართველომ 4 ადგილით წაიწია

წინ (2012 წელს 64-დან 2014 წელს 60-მდე) და გამოხატვის უფლება და

Page 3: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

3

ანგარიშვალდებულება საქართველომ 16 ადგილით წაიწია წინ (2012 წელს 107-

დან 2014 წელს 91-მდე)

ინდიკატორები 2014 2013 2012 2011

გამოხატვის უფლება და

ანგარიშვალდებულება

55.7 54.5 49.8 42.7

პოლიტიკური სტაბილურობა და

ძალადობასთან/ ტერორიზმთან ბრძოლა

35.9 32.2 24.6 26.9

მმართველობის ეფექტიანობა 71.6 69.4 69.9 69.2

კორუფციის კონტროლი 75.5 66 64.1 56.9

რეგულაციების ხარისხი 79.3 73.7 72.7 73.9

კანონის უზენაესობა 64.4 53.6 54.5 51.6

თითოეული ინდიკატორი ფასდება ისეთ მონაცემთა წყაროებზე დაყრდნობით,

როგორიცაა მოქალაქეთა, მეწარმეთა, საჯარო და კერძო სექტორში, ასევე

არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ექსპერტთა შეხედულებები და

მოსაზრებები.

https://info.worldbank.org/governance/wgi/index.asp

საკუთრების უფლებები

2012 – 2016 წლებში საქართველოს ხელისუფლების ერთერთი

უმნიშვნელოვანესი გამოწვევა იყო საკუთრების კონსტიტუციური უფლების

დაცვა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მასობრივად ილახებოდა

და მას სისტემური დანაშაულებრივი ხასიათი ჰქონდა. ამ მიმართულებით

საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა. შეიქმნა

სპეციალური ინსტიტუციები, რომელთაც დაევალათ წინა წლებში არსებული

დარღვევების სამართლებრივი შესწავლა. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში

მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სასამართლო სისტემის დეპოლიტიზაციამ.

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ საკუთრების

დაცვის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების მართებულობა

დადასტურდა საერთაშორისო რეიტინგებშიც.

Page 4: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

4

კანონის უზენაესობის კომპონენტში მსოფლიო ბანკის „მსოფლიო

მმართველობის“ კვლევის მიხედვით, 2014 წელს საქართველოს მდგომარეობა

გაუმჯობესდა 22 პოზიციით 2012 წელთან შედარებით და 75-ე ადგილზე

იმყოფება;

https://info.worldbank.org/governance/wgi/index.asp

საკუთრების უფლების კომპონენტში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-

2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით

საქართველოს მდგომარეობა, გაუმჯობესდა 62 პოზიციით და 58-ე ადგილზე

გადმოინაცვლა 2012 წელთან შედარებით;

მნიშვნელოვანია, რომ ეს რეიტინგი, რომელიც ასახავს მოსახლეობის განწყობას

- მისი მეთოდოლოგია არა ოფიციოზის, არამედ კერძო სექტორის

გამოკითხვებს ეყრდნობა.

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

საკუთრების უფლების დაცვის კომპონენტში Frazer Institute-ის 2015 წლის

ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით,

2013 წელს საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 35 პუნქტით და 79-ე

ადგილზეა;

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ ზომავს ქვეყანაში

განხორციელებული კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს

ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება

ყოველწლიურად, დაფუძნებულია მხოლოდ ობიექტურ, მესამე მხარის მიერ

წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 157 ქვეყნისათვის.

მონაცემების წყაროს წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდი,

მსოფლიო ბანკი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

http://www.freetheworld.com/

სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა

სასამართლოს დამოუკიდებელი კომპონენტში მსოფლიო ეკონომიკური

ფორუმის 2015-2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის

მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 35 პოზიციით და 56-ე

ადგილზე გადმოინაცვლა 2011-2012 წლის ანგარიშის შედეგებთან შედარებით;

Page 5: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

5

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობის კომპონენტში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის გლობალური

კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა

გაუმჯობესდა 28 პოზიციით და 54-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

მიუკერძოებელი სასამართლოს კომპონენტში Frazer Institute-ის 2015 წლის

ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით,

გაუმჯობესდა 11 პოზიციით და 73- ადგილზეა 3 წლის წინანდელ შედეგთან

შედარებით.

http://www.freetheworld.com/

დამოუკიდებელი მართლმსაჯულების კომპონენტში Frazer Institute-ის 2015

წლის ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“

მიხედვით, გაუმჯობესდა 22 პოზიციით და 59-ე ადგილზეა 3 წლის წინანდელ

შედეგთან შედარებით.

http://www.freetheworld.com/

სამართალდაცვა

საქართველოს მთავრობის მიერ სამართალდამცავ სისტემაში

განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

კრიმინოგენული მდგომარეობა, მათ შორის, ბიზნესის დაცვის

მიმართულებით. ეს ყველაფერი პოზიტიურად აისახა როგორც ადგილობრივი

ბიზნესის დანახარჯების შემცირებაზე, ისე პოტენციური ინვესტორების

განწყობებზე.

პოლიციის მომსახურების სანდოობის კომპონენტში მსოფლიო ეკონომიკური

ფორუმის 2015-2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის

მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 2011-2012 წლის ანგარიშთან

შედარებით გაუმჯობესდა 14 პოზიციით და მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

Page 6: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

6

ორგანიზებული კრიმინალის კომპონენტში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის

2015-2016 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით,

საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 50 პოზიციით და 17-ე ადგილზე

გადმოინაცვლა 2011-2012 წლის ანგარიშთან შედარებით;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

ბიზნესის დანახარჯები სამართალდარღვევების კომპონენტში მსოფლიო

ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის გლობალური

კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა

2011-2012 წლის ანგარიშთან შედარებით გაუმჯობესდა 31 პოზიციით და 18-ე

ადგილზე გადმოინაცვლა 49-ე ადგილიდან;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

პოლიციის საიმედოობის კომპონენტში Frazer Institute-ის 2015 წლის ანგარიშის

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, გაუმჯობესდა

13 პოზიციით და 26-ე ადგილზეა 3 წლის წინანდელ შედეგთან შედარებით;

http://www.freetheworld.com/

პოლიტიკური სტაბილურობისა და ძალადობასთან ბრძოლის კომპონენტში

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის“ კვლევის მიხედვით, 2014 წელს

2012 წელტან შედარებით საქართველოს მდგომარეობა გაუმჯობესდა 27

პოზიციით და 133-ე პოზიციაზეა;

საგულისხმოა, რომ ჩამოთვლილი რეიტინგების ყველა კომპონენტი უშუალოდ

საქართველოში მომუშავე ბიზნეს-სექტორის გამოკითხვებს ეყრდნობა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის

ინდექსის“ თანახმად, მცირე აქციონერთა უფლებების დაცვა გაუმჯობესდა 31

პოზიციით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა 119-ე ადგილიდან.

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

Page 7: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

7

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის

ინდექსის“ თანახმად, საფინანსო ბაზრების განვითარება - გაუმჯობესდა 27

პოზიციით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა 99-ე ადგილიდან;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის

ინდექსის“ თანახმად, ტექნოლოგიური მზაობა - გაუმჯობესდა 28 პოზიციით

და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა 100-ე ადგილიდან;

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის

ინდექსის“ თანახმად, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა - გაუმჯობესდა 26

პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა 74-ე ადგილიდან და სხვა.

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

მაკროეკონომიკური გარემო

საქართველოს მთავრობა წარმართავს სწორ მაკროეკონომიკური პოლიტიკას.

შედეგად, მიუხედავად რეგიონში განვითარებული რთული მოვლენებისა

საქართველოს მთავრობამ ეფექტურად შეძლო არსებულ გამოწვევებზე ეპასუხა.

საქართველო ერთ-ერთი პირველია რეგიონში ვინც დაიწყო დაბალი ეკონომიკური

ზრდის გარემოდან გამოსვლა.

მდგრად მაკროეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებს სხვადასხვა საერთაშორისო

კვლევები.

საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ გარემო პოზიტიურად ფასდება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის

ინდექსის მიხედვით, კერძოდ საქართველო ამ კუთხით 137-ე ადგილზე იყო

2011-2012 წლის ანგარიშით.

http://reports.weforum.org/global-competitiveness-report-2015-2016/

მონეტარულმა თავისუფლებამ საქართველოში Heritage Foundation-ის

მიხედვით 2013 წელს არსებული 122 ადგილიდან 57-ე ადგილზე გადაინაცვლა.

Page 8: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

8

http://www.heritage.org/index/

სახელმწიფო ბიუჯეტის ბალანსის %-ული შეფარდება მშპ-სთან -

საქართველოს შეფასება 2012 წელთან შედარებით 47 ადგილით გაუმჯობესდა;

მნიშვნელოვნად, 63 ადგილით გაუმჯობესდა ეროვნული დანაზოგების წილი

მშპ-სთან;

ინფლაციის წლიური %-ული ცვლილება 37 ადგილით არის

გაუმჯობესებული;

25 ადგილით გაუმჯობესდა მთავრობის ვალის %-ული მიმართება მშპ-სთან;

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი 13 პოზიციით არის გაუმჯობესებული.

კორუფცია

სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანობის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ინდიკატორია კორუფციის კონტროლი და კორუფციისგან თავისუფალი

ბიუროკრატიული ინსტიტუტების არსებობა.

2012-2015 წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ კორუფციის წინააღმდეგ

ბრძოლის კუთხით გატარებულმა ნაბიჯებმა (მათ შორის ახალი ანტიკორუფციული

სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებამ, საერთაშორისო რეკომენდაციების

ეფექტიანი შესრულებამ, ღია მმართველობის პარტნიორობის ინიციატივის

ფარგლებში მიღწეულმა მნიშვნელოვანმა წარმატებამ, მამხილებელთა დაცვის

სტანდარტების გაუმჯობესებამ, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში

განხორციელებულმა ცვლილებებმა და სახელმწიფო სერვისების მიწოდების

ინოვაციურმა მიდგომებმა); მართლმსაჯულების რეფორმამ, პროკურატურის

ინსტიტუციურმა რეფორმამ, ასევე ღიაობისა და სახელმწიფო უწყებების

გამჭვირვალობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევამ

განაპირობა საქართველოს რეიტინგის გაუმჯობესება ისეთ ინდექსებში, როგორიცაა:

საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსით“

საქართველომ 2016 წელს ისტორიაში საუკეთესო ადგილს მიაღწია და

მსოფლიოში 48-ე ადგილზეა. 2012 წელს საქართველო 51-ე პოზიციაზე

იმყოფებოდა.

ქვეყანამ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა წინა წლებთან

შედარებით; „Transparency International“-ის მიერ 2016 წელს გამოქვეყნებული

ანგარიშის მიხედვით, 2015 წელს „კორუფციის აღქმის ინდექს“-ში („Corruption

Page 9: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

9

Perception Index“) საქართველოს რეიტინგი 2 ადგილით გაუმჯობესდა და 168

ქვეყანას შორის 50-ე ადგილიდან 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა, 100-ქულიან

შკალაზე 52 ქულით (სადაც, 0 - ძალიან კორუმპირებულ, ხოლო 100 - ძალიან

სუფთა საჯარო სექტორს ნიშნავს). ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და

ცენტრალური აზიის რეგიონის (EECA) 19 ქვეყანას შორის საქართველომ

პირველი პოზიცია დაიკავა (2014 წელს მე-2 პოზიცია ეკავა) და წინ უსწრებს

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მონტენეგრო, მაკედონია, თურქეთი, სერბეთი,

ბოსნია-ჰერცოგოვინა, ალბანეთი და სხვა. საქართველოს სარეიტინგო ქულა

უცვლელი დარჩა წინა წელთან შედარებით. 2015 წელს, საქართველოს

საშუალო ქულა - 52, მნიშვნელოვნად აღემატება როგორც რეგიონის საშუალო

ქულას (33 ქულა), ასევე მსოფლიოს საშუალო ქულას (43 ქულა).

https://www.transparency.org/cpi2015/

პოზიტიურად აფასებს Heritage Foundation სახელმწიფო ინსტიტუტების

კორუფციისგან თავისუფლებას. 2016 წელს საქართველოს სარეიტინგო

ქულა 2012 წელთან შედარებით 16 ქულით გაუმჯობესდა და 52 ქულა

შეადგინა.

http://www.heritage.org/index/

მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის“ კვლევის მიხედვით,

კორუფციის კონტროლის ინდექსში საქართველოს შეფასება 18.6 ქულით

გაუმჯობესდა და 75,5 ქულა შეადგინა, ნაცვლად 56.9 ქულისა.

კანონის უზენაესობის ინდექსი

კორუფციის არარსებობის კომპონენტი

2012-2013 წლებში - მსოფლიოში 21-ე ადგილი, ხოლო რეგიონში მე-2 ადგილი 21

ქვეყანას შორის;

2014 წელს - მსოფლიო მასშტაბით 24-ე ადგილი, რეგიონში - პირველი;

2015 წელს - კვლევაში მონაწილე 102 ქვეყანას შორის 22-ე ადგილი, რეგიონში

კვლავ პირველია.

ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ინდექსი

2015 წელს - მე-16 პოზიცია (0.70 ქულა)

Page 10: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

10

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით საქართველო მსოფლიო რეიტინგში

მე-16 პოზიციას იკავებს და OGP-ის მმართველი კომიტეტის არჩეული წევრია.

აღნიშნული რეიტინგში საქართველოს წარმატება განპირობებულია 2012-2013

წლებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის შემუშავებითა

და ინფორმაციის ელექტრონული წესით გამოთხოვის შესაძლებლობის

არსებობით, რომელიც გათვალისწინებული იყო საქართველოს ზოგადი

ადმინისტრაციული კოდექსის ცვლილებებითა და საქართველოს მთავრობის

N219 დადგენილებით.

ღია მმართველობის მაჩვენებელი

• 2015 წელს - 29-ე ადგილი (0.61 ქულა)

ღია მმართველობის (ელექტრონული მმართველობა, კორუფციასთან ბრძოლა,

გამჭვირვალობა და ა.შ.) მაჩვენებლით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და

ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილს, ხოლო მსოფლიოს 102 ქვეყანას

შორის 29-ე ადგილს იკავებს.

http://worldjusticeproject.org/open-government-index

ღია მმართველობა

მსოფლიო ბანკის „მმართველობის გრძელვადიანი კვლევა“ 200-ზე მეტი ქვეყნის

მმართველობას 6 ინდიკატორის მიხედვით აფასებს.

https://info.worldbank.org/governance/wgi/index.asp

მსოფლიო ბანკის კვლევის ექვსივე ინდიკატორში საქართველოს მაჩვენებლები

მზარდია. ბოლო 18 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექვსივე

კატეგორიაში 2014 წელს ფიქსირდება.

საქართველოს პოზიციები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შემდეგ ინდიკატორებში:

გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება, პოლიტიკური სტაბილურობა და

ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა, მთავრობის ეფექტიანობა, რეგულაციების

ხარისხი, კანონის უზენაესობა და კორუფციის კონტროლი.

Page 11: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

11

საქართველო წინ უსწრებს ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, სლოვაკეთს,

უნგრეთს, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს,

ბულგარეთს, მაკედონიას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს,

რუსეთს, ბელარუსს, მოლდოვას, უკრაინას, მექსიკას, ჩინეთს, ანდორას, ინდოეთს და

სხვ.

ინფორმაცია მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევის შედეგების შესახებ:

"გამოხატვის უფლება და ანგარიშვალდებულება“ - 2014 წელს 2012 წელთან

შედარებით საქართველოს პოზიცია რეიტინგში 16 ადგილით გაუმჯობესდა

და 55.7 პროცენტი (2012 - 49.8%; 2013 - 54.5%;) შეადგინა. ამ რეიტინგში

საქართველოს შემდეგ მოხვდნენ მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, რუსეთი,

აზერბაიჯანი.

„პოლიტიკური სტაბილურობა და ძალადობის/ტერორიზმის არარსებობა“-

2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი 27 ადგილით

გაუმჯობესდა და 35.9 პროცენტი (2012 - 24.6%; 2013 - 32.2%;) შეადგინა.

რეიტინგში საქართველო უსწრებს აზერბაიჯანსა და უკრაინას.

„მთავრობის ეფექტიანობა“- 2012 წელთან შედარებით საქართველომ

რეიტინგი გაიუმჯობესა 3 პუნქტით და 2014 წელს მე-60 ადგილი დაიკავა. ამ

მაჩვენებლით საქართველომ გაუსწრო როგორც რეგიონის, ასევე

ევროკავშირის წევრ ქვეყნებს: საბერძნეთს, თურქეთს, იტალიას, ბულგარეთს,

რუმინეთს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ალბანეთს, რუსეთს და მოლდოვას.

(აღსანიშნავია, რომ მთავრობის ეფექტიანობის მხრივ 2014 წლის მაჩვენებელი

არის საუკეთესო ბოლო 18 წლის განმავლობაში)

„რეგულაციების ხარისხი“- 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოს

რეიტინგი 14 ადგილით გაუმჯობესდა და ქვეყანა 44 ადგილზე დასახელდა

(2012 - 72.7%; 2013 - 73.7%; 2014 - 79.3%.). ამ ინდიკატორის მიხედვით,

საქართველო უსწრებს როგორც მეზობელ ქვეყნებს - სომხეთს, აზერბაიჯანს,

თურქეთს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მათ შორის სლოვაკეთს,

უნგრეთს, ესპანეთს, პორტუგალიას, იტალიას, სლოვენიას, ბულგარეთს,

რუმინეთს, საბერძნეთს და ხორვატიას.

„კანონის უზენაესობა“- 2014 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველომ

რეიტინგი 22 ადგილით გაიმჯობესა და 97-დან 75 ადგილზე გადაინაცვლა

(2012 - 54.5%; 2013 - 53.6%; 2014 - 64.4%.). კანონის უზენაესობის მხრივ

საქართველოს ჩამორჩებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათ შორის

რუმინეთი და ბულგარეთი. საქართველოს შემდეგ დასახელდა ასევე

მოლდოვა, უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი.

Page 12: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

12

„კორუფციის კონტროლი“ – 2014 წელს 24 ადგილით გაუმჯობესდა

საქართველოს რეიტინგი კორუფციის კონტროლის მხრივ (2012- 64.1%; 2013 -

66.0%; 2014 - 75.5%.).

საქართველოს შემდეგ დასახელდნენ ევროკავშირის ისეთი ქვეყნები,

როგორიცაა პოლონეთი, ლიტვა, უნგრეთი, ჩეხეთი, ლატვია, სლოვაკეთი,

იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ალბანეთი.

საქართველოს ჩამორჩებიან ასევე სომხეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა და

აზერბაიჯანი.

კანონის (რეგულაციების) ხარისხის კვლევა აფასებს მთავრობის უნარს, შექმნას და

დანერგოს მნიშვნელოვანი კანონები და რეგულაციები, რაც ხელს უწყობს კერძო

სექტორის განვითარებას.

მსოფლიო ბანკის კვლევა მსოფლიო მასშტაბით ათობით ავტორიტეტულ წყაროსა და

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშებს, ასევე, ათასობით

ექსპერტის, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებებს ეყრდნობა.

Open Budget Index - ღია ბიუჯეტის ინდექსი

2012 – 55 ქულა, 33-ე ადგილი 100 ქვეყანას შორის

2015 – 66 ქულა, მე-16 ადგილი 102 ქვეყანას შორის

http://www.internationalbudget.org/opening-budgets/open-budget-initiative/open-budget-

survey/publications-2/rankings-key-findings/rankings/

მსოფლიო ბანკის „Doing Business“

მსოფლიო ბანკის „Doing Business 2016“-ის კვლევის მიხედვით, საქართველო 189

ქვეყანას შორის 24-ე ადგილზეა 77.45 ქულით (2016 წლის ანგარიშის მიხედვით,

გადაიხედა საქართველოს წინა წლის პოზიცია, შედეგად, საქართველომ 2015

წლისთვისაც 24-ე ადგილი დაიკავა). 2016 წელს საქართველოს ქულა წინა წელთან

შედარებით 0.61 პუნქტით გაუმჯობესდა.

2016 წელს 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 12

ადგილით გაუარესდა, რაც ძირითადად მეთოდოლოგიის ცვლილებამ განაპირობა.

Page 13: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

13

Doing Business-ის მეთოდოლოგია, რომელმაც განიცადა ცვლილებები უფრო

სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ

პროცედურების თუ სხვა მაჩვენებლების რაოდენობითა თუ ღირებულებით, არამედ

აფასებს რეგულაციების ხარისხსაც. აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული

მეთოდოლოგიის ცვლილება გრძელდება და მომავალ წელსაც იგეგმება მასში

გარკვეული ცვლილებების შეტანა.

2016 წლის „Doing Business“-ის შეფასება ეფუძნება მნიშვნელოვნად შეცვლილ

მეთოდოლოგიას - გაფართოვდა კვლევის ფარგლები და მეთოდოლოგია, კვლევას

დაემატა ხარისხობრივი მონაცემები, რომელიც ადრე არ ფასდებოდა.

განხორციელდა 6 მნიშვნელოვანი ცვლილება, მათ შორის, რეიტინგს დაემატა 3

ახალი ინდიკატორი, ხოლო 3 შეიცვალა. სწორედ ამ ცვლილებამ განაპირობა ის,

რომ ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით გადაანგარიშდა ყველა ქვეყნის, მათ

შორის, საქართველოს 2015 წლის პოზიციაც და მე-15 ადგილის ნაცვლად,

საქართველოს 24-ე ადგილი მიენიჭა.

დამატებული ინდიკატორებია (სულ 3):

მშენებლობის ხარისხის კონტროლოს ინდექსი;

ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობის და ტარიფების გამჭვირვალეობის

ინდექსი

მიწის ადმინისტრირების ხარისხის ინდიკატორი ქონების რეგისტრაციის

კომპონენტში, რომელიც მოიცავს კადასტრით დაფარვას.

შეცვლილი ინდიკატორებია (სულ 3):

სასამართლო პროცესების ხარისხის ინდიკატორი (კონტრაქტების

აღსრულების კომპონენტში) - წლევანდელ შეფასებას დაემატა ხარისხი,

მაშინ, როდესაც გასული წლის კვლევა მოიცავდა პროცედურების

რაოდენობას;

საზღვრებს შორის ვაჭრობის კომპონენტში 2 ინდიკატორი -

ექსპორტისთვის საჭირო დრო და პროცედურები და იმპორტისთვის

საჭირო დრო და პროცედურები - შეიცვალა თვისობრივად. იზომება არა

მხოლოდ ექსპორტიორ, არამედ ტრანზიტისა და დანიშნულების ქვეყანაში

იმპორტ/ექსპორტის დოკუმენტების მოპოვება, მომზადება, წარდგენა.

შესაბამისად, შესასწავლი სფერო გასცდა საქართველოს ფარგლებს და

მოიცავს იმ უცხო ქვეყნებსაც, სადაც, ან რომლის გავლითაც ხორციელდება

იმპორტ/ექსპორტი.

მიუხედავად მეთოდოლოგიის ცვლილებისა, რომელმაც გამოიწვია

საქართველოს სარეიტინგო ადგილის გაუარესება, საქართველო კვლავ

გამოირჩევა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, როგორც ქვეყანა,

Page 14: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

14

რომელმაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უკეთესი და უფრო ეფექტიანი

რეგულირების მიმართულებით.

საქართველომ განახორციელა 2 რეფორმა, რომელმაც ბიზნესის კეთება უფრო

მარტივი გახადა და არცერთი ცვლილება არ განხორციელებულა, რაც

ბიზნესის კეთებას გაართულებდა.

2016 წლის „Doing Business“-ის შეფასებით, საქართველომ განახორციელა

რეფორმა მშენებლობის ნებართვის გაცემის და კონტრაქტების აღსრულების

გამარტივების კუთხით.

მშენებლობის ნებართვის გაცემა: შემცირდა მშენებლობის ნებართვის

გაცემასთან დაკავშირებული დრო, რომელიც პრაქტიკაში სრულად

განხორციელებულია;

კონტრაქტების აღსრულება: სასამართლოში შემოღებულ იქნა

დოკუმენტების ელექტრონული წარდგენის სისტემა, რომლის შედეგად

გამარტივდა კონტრაქტების აღსრულება.

2016 წელს წინა წელთან შედარებით საქართველოს რეიტინგი

გაუმჯობესებულია 3 კომპონენტში (10-დან), არცერთ კომპონენტში ქულა არ

გაუარესებულა - 5 კომპონენტში ქულა არის გაუმჯობესებული, ხოლო

დანარჩენ 5 კომპონენტში - უცვლელია.

„Doing Business“-ის 2016 წლის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს 165

ქვეყანას, მათ შორის, პოლონეთს, შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს,

ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიას, ლუქსემბურგს და სხვა.

2016 წელს 2012 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესებულია

შემდეგ კომპონენტებში:

ელექტროენერგიის მიღება - გაუმჯობესდა 26 პოზიციით და 62-ე

ადგილზე გადმოინაცვლა 88-ე ადგილიდან;

კრედიტის მიღება - გაუმჯობესდა 2 პოზიციით და მე-7 ადგილზე

გადმოინაცვლა მე-9 ადგილიდან; 2011 და 2012 წლებში, შესაბამისად, მე-15

და მე-9 ადგილებზე იმყოფებოდა;

გადასახადების გადახდა - გაუმჯობესდა 5 პოზიციით და მე-40 ადგილზე

გადმოინაცვლა 45-ე ადგილიდან

კონტრაქტების აღსრულება - გაუმჯობესდა 26 პოზიციით და მე-13

ადგილზე გადმოინაცვლა 39-ე ადგილიდან

http://www.doingbusiness.org/~/media/GIAWB/Doing%20Business/Documents/Annual-

Reports/English/DB16-Full-Report.pdf

Page 15: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

15

სასჯელაღსრულება

2014-2016 წლებში სასჯელაღსრულების სისტემაზე არსებული ძირითადი

საერთშორისო შეფასებები

პენიტენციალურ სისტემაში სიკვდილიანობის შემცირების მონაცემები

გარდაცვალება სულ ყოველ 10000 პატიმარზე

2009 90 43

2010 144 63

2011 132 55

2012 67 59

2013 25 25

2014 27 27

2015 12 12

2016 8

ჯამში 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გარდაიცვალა 220 ადამიანი (მონაცემი

დათვლილია 10 000 პატიმარზე).

2013-14-15 წლებში ჯამში გარდაიცვალა - 64 ადამიანი (10 000 პატიმარზე) -ამაში არ არის

წლევანდელი (2016 წლის მონაცემი)

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის, ნილს მუჟნიექსის ანგარიში

საქართველოში 2014 წლის იანვარში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით

აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა, (50-დან 22-მდე ყოველ 10 000

პატიმარზე) და გაიზარდა სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანილთა რაოდენობა.

https://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&InstranetImage

=2547700&SecMode=1&DocId=2139964&Usage=2

საქართველოში საკონსტიტუციო და იურიდიული რეფორმებისა და ადამიანის

უფლებათა საკითხებში ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი თომას ჰამარბერგი

სექტემბერი, 2013

http://eeas.europa.eu/delegations/georgia/documents/virtual_library/cooperation_sectors/geo

rgia_in_transition-hammarberg.pdf

შეფასებები:

Page 16: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

16

სპეციალური მრჩეველი მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ

არაერთ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, მათ შორის, „გადაიდგა

ნაბიჯები ციხეებში პირობების გასაუმჯობესებლად“.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარის, ნილს მუჟნიექსის ანგარიში

საქართველოში 2014 წლის იანვარში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით

(12 მაისი)

https://wcd.coe.int/com.instranet.InstraServlet?command=com.instranet.CmdBlobGet&Instr

anetImage=2547700&SecMode=1&DocId=2139964&Usage=2

შეფასებები:

კომისარი მიესალმება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში პატიმრებთან

მოპყრობის კუთხით მიღწეულ პროგრესს, ასევე აღსანიშნავია სხვა

გაუმჯობესებებიც, კერძოდ სამედიცინო მომსახურების მხრივ.

მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა ჯანდაცვის მიმართულებით: 60

პროცენტით გაიზარდა ჯანდაცვის ბიუჯეტი და კიდევ 40 პროცენტით - 2013

წელს, 450 პროცენტით გაიზარდა თითო მსჯავრდებულზე ჯანდაცვის ხარჯები.

მნიშვნელოვნად შემცირდა სიკვდილიანობა, (50-დან 22-მდე ყოველ 10 000

პატიმარზე) და გაიზარდა სამოქალაქო საავადმყოფოებში გადაყვანილთა

რაოდენობა.

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში - 2015

31 ივლისი 2015

http://www.cpt.coe.int/en/states/geo.htm

შეფასებები:

ხდება პატიმართა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება,

გადატვირთულობასთან ბრძოლა, სამედიცინო სერვისების გაუმჯობესება;

დელეგაციას არ მიუღია არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული

საჩივრები N9, N18, და N7 დაწესებულებებში;

დელეგაციას არ მიუღია პირდაპირი საჩივრები პატიმართა შორის

ძალადობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული პრობლემის არსებობას

აღიარებენ სამინისტროს ოფიციალური პირები.

Page 17: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

17

დელეგაცია „ულოცავს“ სამინისტროს წარმატებას პატიმართა შედარებით,

დაბალი რაოდენობის შენარჩუნებაში.

კომიტეტი აცნობიერებს 2010 და 2012 წლების ვიზიტების შემდგომ

გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობას სამედიცინო, საკადრო და

ინფრასტრუქტურული მიმართულებით.

ციხის ცენტრალური საავადმყოფო მნიშვნელოვნად განახლდა (სამუშაოები

დასრულდა 2014 წლის შუა პერიოდში)

გაეროს სპეციალური მომხსენებლის ხუან მენდესის ვიზიტის ანგარიში

6 ნოემბერი - 2015

https://documents-dds-

ny.un.org/doc/UNDOC/GEN/G15/273/24/PDF/G1527324.pdf?OpenElement

შეფასებები

მომხსენებელი ხაზს უსვამს კარდინალურ ცვლილებებს, რომლებსაც ადგილი

ჰქონდა 2012 წლის ოქტომბრის შემდგომ და მიესალმება საქართველოს

ხელისუფლების მისწრაფებას, ებრძოლოს წამებას, არასათანადო მოპყრობასა

და პატიმრობის არასათანადო პირობებს;

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განაახლა

ინფრასტრუქტურა, დახურა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი

დაწესებულებები და შეაკეთა ზოგიერთ მათგანი.

2013 წელს ადგილი ჰქონდა პატიმართა საერთო რაოდენობის რადიკალურად

შემცირებას;

პატიმრებთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ ძალადობა და

სიტყვიერი შეურაცხყოფა საქართველოს ციხეებში თითქმის აღმოფხვრილია;

პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებს მიენიჭებათ

დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლება. თუმცა, სამწუხაროა რომ

აღნიშნული ცვლილება მხოლოდ 2016 წლის სექტემბრიდან შევა ძალაში;

ნახევრად ღია და დახურულ დაწესებულებებში საკნების ზომა და

მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია;

ადვოკატთათვის ვიზიტები ხელმისაწვდომია სამუშაო საათების

განმავლობაში, დაცულია კონფიდენციალურობა;

Page 18: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

18

ნახევრად ღია დაწესებულებებში მოთავსებულ პირებს აქვთ წვდომა ძალიან

კარგ ბიბლიოთეკებზე;

სამედიცინო პუნქტებში პერსონალის რაოდენობა ადეკვატურია

კვება დაწესებულებებში ძალიან კარგია (highly adequate), როგორც ხარისხის,

ისე რაოდენობის მხრივ;

მომხსენებელი მიესალმება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების

კოდექსის მიღებას, რომელიც 2015 წლის ივნისში განხორციელდა.

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებათა

შესახებ - საქართველო 2015

http://www.state.gov/j/drl/rls/hrrpt/humanrightsreport/index.htm#wrapper

როგორც ყოველთვის, ანგარიშში გარკვეული აბზაცები და ფრაზები პირდაპირ არის

დუბლირებული წინა წლის ანგარიშიდან.

კომენტარები:

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა საკუთარ ანგარიშში აღნიშნა, რომ

კოლექტიური დასჯის პრაქტიკა დაწესებულებებში აღმოფხვრილია;

სამინისტრო ახორციელებს გეგმიურ და არ წინასწარი შეტყობინების გარეშე

ვიზიტებს დაწესებულებებში;

გაუმჯობესდა პატიმართა ჯანდაცვა;

სახალხო დამცველს მიენიჭა დაწესებულებებში ფოტო გადაღების უფლება

N5 დაწესებულებაში ამოქმედდა გრძელვადიანი პაემნების სერვისი;

გაიხსნა დაბალი რისკის N16 დაწესებულება, სადაც პატიმრები რისკის

ინდივიდუალურად შეფასების საფუძველზე გადაყავთ;

ევროსაბჭოს ანგარიში სისხლის სამართლის პოლიტიკა სასჯელაღსრულების

დაწესებულებების გადატვირთულობასთან ბრძოლის კუთხით

აპრილი - 2016

https://rm.coe.int/CoERMPublicCommonSearchServices/DisplayDCTMContent?documentId

=090000168063e13a

შეფასებები:

Page 19: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

19

საქართველოსთან მიმართებაში, განსაკუთრებით პოზიტიურადაა

შეფასებული სამინისტროს მიერ კვლევისადმი გამოჩენილი ინტერესი და

სასჯელაღსრულების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, მისი შემდგომი

რეფორმირებისათვის მზაობა;

საქართველოში რეფორმების პროცესი სტრატეგიული ხედვების საფუძველზე,

საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით

ხორციელდება;

საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელმაც შექმნა პრობაციის

სამსახური;

მნიშვნელოვნად გაზრდილი პატიმართა რაოდენობის კვლავ შემცირების

შემდეგ, სისტემაში ხორციელდება საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო

პროგრამები;

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირთა

რაოდენობა განახევრდა;

არასრულწლოვან პატიმართა რაოდენობა ევროპულ საშუალო მაჩვენებლებზე

მნიშვნელოვნად დაბალია.

საქართველომ ასევე მოახდინა განრიდების სისტემის დანერგვა.

ჯანდაცვა - შეფასებები

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების

პროექტის (USAID/HSSP) მიერ 2014 წლის აპრილში ჩატარებული კვლევა:

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეების აბსოლუტური უმრავლესობა

(96.4%) კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის

ფარგლებში მიღებული ჰოსპიტალური და/ან გადაუდებელი ამბულატორიული

მომსახურებით.

http://www.moh.gov.ge/files/JAN-USID/1.pdf

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ საქართველოში ჯანდაცვის

სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევის მესამე რაუნდის შედეგები (I

– 2007, II – 2010):

- კვლევამ აჩვენა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სათავე დაუდო

მოსახლეობის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო

მომსახურებით უნივერსალურ მოცვას - 2010 წელს - 29.5%, 2012 წელს 40% და

2014 წლისთვის - 99.9%-მდე გაიზარდა მოცვა. საყოველთაო ჯანდაცვის

Page 20: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

20

პროგრამის მოსარგებლეთა ნახევარზე მეტი (51.4%) მანამდე დაზღვეული არ

ყოფილა.

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ შეამცირა სერვისებზე

ფინანსური ბარიერები, განსაკუთრებთ ამბულატორიულ ვიზიტებზე და

ჰოსპიტალურ სერვისებზე - 2010 წელი - 17%, 2014 წელი - 10%.

- წინასწარი შეფასებით, აღინიშნება მთლიანი ფინანსური დაცულობის

გაუმჯებესება. შემცირდა თითოეული შინამეურნეობის ჯიბიდან გადახდილი

მთლიანი თანხების საშუალო მაჩვენებლი, რაც ძირითადად განპირობებულია

შემცირებული ჰოსპიტალიზაციის ხარჯებით. საშუალოდ, თითოეულ

შინამეურნეობაზე, ყოველწლიური მთლიანი ჯიბიდან გადახდები 1,257

ლარიდან 2010 წ. შემცირდა 943 ლარამდე 2014 წ.

http://www.moh.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=29&info_id=2449

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის ბიუროს პუბლიკაციაში

ევროპის ჯანმრთელობის ანგარიშში (2015) - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა

აღიარებულ იქნა წარმატებულ პროექტად

http://www.euro.who.int/en/data-and-evidence/european-health-report/european-health-

report-2015/european-health-report-2015-the.-targets-and-beyond-reaching-new-frontiers-

in-evidence.-highlights

საქსტატის მონაცემებით (ამ მონაცემებით შემდგომში ხელმძღვანელობს ხოლმე

მსფლიო ჯანდაცვისა და ყველა დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაცია),

ბავშთა სიკვდილიანობის მაჩვენებილი არის გაუმჯობესებული,) ამის

განმაპირობებელ მთავარ მიზეზევად სახელდება ხელმისაწვდომი სამედიცინო

მომსახურება და გაფართოვებული სერვისები, ასევე გაუმჯობესებული სამედიცინო

ხარისხი და ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში „საქართველოში ბავშვთა სიღარიბის შემცირება:

სამომავლო გზა(2014)“ შემოთავაზებული იქნა მიზნობრივი სოციალური დახმარების

სისტემის დახვეწის პოლიტიკის შესაძლო ალტერნატივები. შესაბამისად,

საქართველოს მთავრობამ მიიღო მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის

ის ვარიანტი, რომლის მიხედვითაც პროგრამა უკეთ ასახავს ბავშვების და ბავშვიანი

ოჯახების საჭიროებებს. როგორც კვლევაშია აღნიშნული არსებულ სისტემასთან

შედარებით, ახალი სისტემით მცირდება, როგორც ზოგადი სიღარიბის, ისე

უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ, მოსახლეობის ზოგადი სიღარიბე

Page 21: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

21

24.9%-დან 23.4%-მდე, უკიდურესი სიღარიბე 4.5%-დან 3.4%-მდე, ხოლო ბავშვების

ზოგადი სიღარიბე - 30.4%-დან 26.9%-მდე, უკიდურესი სიღარიბე - 7.15%-დან 3.3%-

მდე. მნიშვნელოვანია, რომ ახალი მეთოდოლოგიით შემოღებულ იქნა სოციალური

დახმარების დიფერენცირებული სისტემა და ბავშვის ბენეფიტი.

http://unicef.ge/uploads/UNICEF_Poverty_P aper_2015_ENG_FINAL_.pdf

Freedom House-ის 2015 წლის ანგარიში „Freedom in the world”

Freedom House-ის 2015 წლის „Freedom in the world” ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში

„პოლიტიკური უფლებებისა“ და „სამოქალაქო თავისუფლების“ ასპექტების

გათვალისწინებით საქართველოს თავისუფლების მაჩვენებელი შეფასებულია

როგორც ნაწილობრივ თავისუფალი - მინიჭებული აქვს „3“ ქულა (1 (best) -7 (worst))

(https://freedomhouse.org/report/freedom-world/2015/georgia),1 ამ მონაცემით

საქართველო მსოფლიოში 96-ე ადგილს იკავებს.

სახელმწიფო შეფასებულია რამდენიმე კომპონენტი მიხედვით:

1. საარჩევნო პროცესი - 9 ქულა 12-დან;

2. პოლიტიკური პლურალიზმი და ჩართულობა - 10 ქულა 16-დან;

3. მთავრობის ქმედითობა - 7 ქულა 12-დან;

4. გამოხატვის თავისუფლება - 12 ქულა 16-დან;

5. გაერთიანების თავისუფლება - 8 ქულა 12დან;

6. კანონის უზენაესობა - 8 ქულა 16-დან;

7. პირადი ავტონომია და პირადი უფლებები/ცხოვრებაში - 10 ქულა 16-დან;

https://freedomhouse.org/report/freedom-world/freedom-world-2016

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Walk Free-ს მიერ გამოქვეყნებული

კვლევა „The Global Slavery Index 2016”

ტრეფიკინგისა და მონობის თანამედროვე ფორმების წინააღმდეგ ბრძოლაში

სახელმწიფოს მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, საქართველო

მსოფლიოში GDP-ის მიხედვით მე-2, საერთო რეიტინგში მე-17, ხოლო რეგიონში

პირველ ადგილს იკავებს.2

რეიტინგში ასეთი შედეგი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ

მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო

1 2012 წლის ანგარიშის მიხედვითაც საქართველო ნახევრად თავისუფალ სახელმწიფოდ არის

მოხსენიებული და მინიჭებული აქვს 3,5 ქულა (ახლანდელზე ოდნავ უკეთესი). 2 2012 წლის ანგარიშში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების რეიტინგი არ

გაკეთებულა.

Page 22: საქართველო მსოფლიო რეიტინგებში...2016/06/14  · საქართველოში არსებული მაკროეკონომიკურ

22

საკოორდინაციო საბჭოს აქტიური მუშაობის შედეგია, რომელიც მოიცავს პრევენციას,

მსხვერპლთა დაცვას, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური და პროაქტიული

ღონისძიებების განხორციელებასა და თანამშრომლობას. კერძოდ, ბოლო წლების

განმავლობაში დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და გაძლიერდა ინსტიტუციური

მექანიზმები. ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენა ხდება პროაქტიული მეთოდებით,

რის შედეგადაც გამოვლენილი ფაქტების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია.

ყურადღება ექცევა პრევენციას მათ შორის მოწყვლად ჯგუფებში და იუსტიციის

სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს გრანტებს ამ მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების

პრობლემის გადაჭრის საკითხს და შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო

ცვლილებები.

http://www.globalslaveryindex.org/index/#

Amnesty International-ის 2015-2016 წლების ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ

როგორც ქვევით ნახავთ, არაფერი სახარბიელო აქ არ წერია. ეს არის მონათხრობი

იმისა, თუ რაზე მსჯელობდა საზოგადოება, მედია და ოპოზიცია ამ პერიოდის

განმავლობაში.

შედარებისთვის, ამავე ორგანიზაციის 2006-2007 წლის ანგარიში საუბრობდა ბაჩო

ახალაიას მიერ ორთაჭალის ციხეებში ჩაცხრილულ პატიმრებზე; 2007 წლის ნოებრის

დარბევაზე და ა.შ.

https://www.amnesty.org/en/documents/pol10/2552/2016/en/