22
საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა ( 1.05.08-ის მდგომარეობით) აგრარულ საკითხთა კომიტეტი ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებN 2548 — რს, 27.12.06 საქართველოს კანონის მუხლი 36 2. ). სოფლის სოფლის მეურნეობის სამისტროს უნდა დაემტკიცებინა საბაჟო ზონაში სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად საკარანტინო, ფიტო- და ვეტსანიტარიული ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესები. 7. საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 18.03.06-მდე უნდა შეემუშავებინა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონების პროექტები. ვეტერინარიის შესახებსაქართველოს კანონის 42-მუხლის თანახმად 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში (12.02.05-მდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა გამოეცათ ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება ცხოველთა საკვებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ნუსხა, რომელთა დამზადებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტულ გადაზიდვებსა და რეალიზებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ცალ-ცალკე ან ერთობლივად (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები. (ცვლილება N503-||, 26.10.04) 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (12.05.05-მდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეცა ბრძანება: სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ; (ცვლილება N503-||, 26.10.04) .

საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით

განსაზღვრული დავალებები, რომლებიც ჯერ არ შესრულებულა

( 1.05.08-ის მდგომარეობით)

აგრარულ საკითხთა კომიტეტი

,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” N 2548 — რს, 27.12.06 საქართველოს კანონის მუხლი 36 2. ბ). სოფლის სოფლის მეურნეობის სამისტროს უნდა დაემტკიცებინა საბაჟო ზონაში „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკარანტინო, ფიტო- და ვეტსანიტარიული ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელების წესები. 7. საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 18.03.06-მდე უნდა შეემუშავებინა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონების პროექტები. „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში (12.02.05-მდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა გამოეცათ ერთობლივი ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება ცხოველთა საკვებისა და მეცხოველეობის პროდუქციის ნუსხა, რომელთა დამზადებაზე, შენახვაზე, ტრანსპორტირებაზე, იმპორტზე, ექსპორტზე, ტრანზიტულ გადაზიდვებსა და რეალიზებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ცალ-ცალკე ან ერთობლივად (თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში) ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სახელმწიფო ვეტერინარული და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურები. (ცვლილება N503-||ს, 26.10.04) 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (12.05.05-მდე) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა გამოეცა ბრძანება:

სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ვეტერინარულ-სანიტარიული ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ; (ცვლილება N503-||ს, 26.10.04)

.

Page 2: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

3. საქართველოს მთავრობას 2006 წლის 1 აპრილამდე უნდა წარმოეგინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონების პროექტები (ცვლილება N 2568 — რს, 28.12.05) ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შტანის თაობაზე” N 2578-რს, 28.12.06. საქართველოს კანონის27-ე მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად 2006 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობას უნდა წარმოედგინა ამ კანონით გათვალისწინებულ ნორმათა დარღვევისათვის საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტები. ,,მცენარეთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ” N4318-რს, 29.12.06 საქართველოს კანონის 45—ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 12.07.07-მდე ვადაში უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე მცენარის ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.

,,ცხოველთა ახალი ჯიშების დაცვის შესახებ” N4317-რს, 29.12.06 საქართველოს კანონის 45—ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 12.07.07-მდე ვადაში უზრუნველყოს განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე ცხოველის ახალი ჯიშების მიმართ მოთხოვნებისა და გამოცდის მეთოდების დამტკიცება საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“ (ცვლილება N4316-რს, 29.12.06) საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა შეემუშავებინა: ა) საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისაგან საქართველოს ტერიტორიის ფიტოსანიტარული დაცვის წესები;

,,ბიოლოგიური აგროწარმოების განხორციელების შესახებ” (ცვლილება N 5245— რს, 11.07.07) საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად 1. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ბიოპროდუქციისადმი ძირითად მოთხოვნებზე და წარმოების პირობებზე შესაბამისი სტანდარტების შემუშავებისა და რეგისტრაციის პროცესის წარმართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

Page 3: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

2. 2007 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, უნდა გამოეცა ბრძანება ბიოპროდუქციის წარმოებისას ნებადართული ნებადართული პრეპარატების ნუსხის შესახებ. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ (ცვლილება N 4869 – Iს, 5.06.07) საქართველოს კანონის 336 -ე მუხლის თანახმად

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა გამოეცა შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „სამრეწველო ვაზის ნერგის, ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების სერტიფიცირების წესი“;

ბ) „ვაზის სარგავი და სამყნობი მასალების, ყურძნისა და ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციის რეგლამენტები და დანაკარგების რეგლამენტური ნორმები“;

გ) „მეღვინეობის პრაქტიკაში ნებადართული, ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების ტექნოლოგიურ პროცესებსა და აშრობაზე დანაკარგების ნორმები“;

დ) „ღვინოპროდუქციის ფალსიფიკაციის გამოვლენის წესი“; ე) „ყურძნისეული წარმოშობის მაგარი სასმელების დამზადებისა და

პარამეტრების რეგლამენტირების წესი“; ზ) „სუფრისა და მხარის ღვინოების ჩამოსასხამი სახით ღვინის

სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში, საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და ბაზრობებზე რეალიზაციის წესი“;

თ) „ახალი ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების ექსკლუზიური უფლების მინიჭების, შეცვლისა და შეწყვეტის, აგრეთვე გამოყენების შეზღუდვის წესი“.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ ¹2391-11ს, 6.06.03. საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად

1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით უნდა უზრუნველეყო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის წესისა და პირობების შესახებ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება (გამოცემა) და მათი პერიოდული სრულყოფა, ხოლო მონიტორინგის განმახორციელებელ პირებს უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული შიდა ინსტრუქციების შემუშავება. (ცვლილება 25.02.2004 N 3422) 30.06.04-მდე

2. საზედამხედველო ორგანოებს უნდა უზრუნველეყოთ ამ კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისათვის

Page 4: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

სანქციების (ფინანსური სანქციების ჩათვლით) განსაზღვრისა და დაკისრების წესის მიღება (გამოცემა). (ცვლილება 25.02.2004 N 3422) 30.06.04-მდე

,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთისა და ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” 3422-რს, 25.02.2004 საქართველოს კანონის თანახმად

მუხლი 3. ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, არასაბანკო

სადეპოზიტო დაწესებულებებს, საბროკერო კომპანიებსა და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს, ლატარიებისა და სხვა მომგებიანი თამაშების მომწყობ პირებს (გარდა კაზინოებისა), ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან და ანტიკვარულ ნივთებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გრანტებისა და საქველმოქმედო დახმარებების გამცემ პირებსა და ნოტარიუსებს ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში (30.03.2005-მდე) უზრუნველყონ გამართული ელექტრონული ფოსტისა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა,

მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოებს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უნდა უზრუნველეყოთ:

ბ) ორგანიზაციული სამუშაოების დასრულება (ნორმატიული აქტების

მიღების (გამოცემის) ჩათვლით) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების მიზნით. (30.06.2004-მდე)

,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" 22.04.05, N1414-Iს საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად

საქართველოს მთავრობას, უნდა მოემზადებინა და არა უგვიანეს 2005 წლის 1 ივნისისა საქართველოს პარლამენტისათვის წარმოედგინა წინადადებები საგადასახადო დავების არბიტრაჟის წესით განხილვის პროცედურების სრულყოფისა და ეფექტიანი გამოყენების თაობაზე.

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5162-რს, 29.06.07 საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის თანახმად

3. საქართველოს მთავრობას და საქართველოს ეროვნულმა ბანკს 2 თვეში 17.09.07-მდე უნდა უზრუნველეყოთ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ ორგანულ კანონთან შესაბამისობა.

,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ N5669, 28.12.07 საქართველოს კანონის 58-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო პროგრამა ,,იაფი სესხი“ პროგრამის განხორციელების მიზნით ევალებოდა:

Page 5: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო სესხის ღონისძიებების უზრუნველყოფისათვის არა უგვიანეს 1 თებერვლისა შეემუშავებინა გაცემის წესი და მასთან დაკავშირებული პროცედურები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ (ცვლილება N 3884 —IIს, 8.12.06) საქართველოს კანონის 30-ე მუხლის 7. საქართველოს მთავრობას 2007 წლის 1 თებერვლამდე უნდა განესაზღვრა ის ქონება, რომელსაც კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერის მიზნით ხელოვნების მუშაკებს უსასყიდლოდ გადასცემს საქართველოს პრეზიდენტი.

8. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტს საქართველოს პარლამენტის 2008 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე 5.02.08-მდე უნდა წარმოედგინა „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.“.

,,უმაღლესი განათლების შესახებ" N688-რს, 21.12.04 საქართველოს კანონის 88-ე მუხლის თანახმად

1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის N418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე 1.09.07—მდე (ცვლილება N4529-1ს, 28.03.07)

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა მიეღო შესაბამისი ზომები ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირების — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის 2007-2008 სასწავლო წლიდან დასაწყებად.

10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 1.01.07-მდე უნდა შეემუშავებინა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დაფინანსების ახალი წესი და პირობები „ზოგადი განათლების შესახებ“ (ცვლილება N 4412 — Iს, 2.03.07) საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე 1.09.07—მდე უნდა მოემზადებინა კანონპროექტები „სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ“ და

Page 6: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

„საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების აკრედიტაციის შესახებ“ ,,პროფესიული განათლების შესახებ” N 4528 — Iს , 28.03. საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახად

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე 1.09.07-მდე უნდა უზრუნველეყო საჯარო სამართლის იურიდიული პირების — დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. რეორგანიზაციამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირი — დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას განაგრძობენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული წესდებების საფუძველზე.

საქართველოს კანონი ,,საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ N5600-რს, 14.12.07 მუხლი 16. 2008 წლის თებერვალში 1.03.08-მდე განისაზღვროს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თანამედროვე სტატუსი და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრებისა და წევრკორესპოდენტების გაზრდილი ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში

მუხლი 17. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა

უზრუნველეყო აკადემიისათვის ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.04.08-მდე საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანის შესახებ“ N 5626 – IIს, 18.12.07 მუხლი 31. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს 2008 წლის 1 მაისამდე უნდა უზრუნველეყო:

ა) ადგილობრივი და ცენტრალური რეესტრების წარმოების ერთიანი დებულების დამტკიცება;

ბ) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობის ან მშობლის უფლებაზე უარის თქმის შესახებ პირველადი და ძირითადი ფორმების დამტკიცება;

გ) მშვილებელი ოჯახის/პირის მომზადების პროგრამის დამტკიცება; დ) შვილად აყვანის შესახებ დასკვნის მომზადებისა და გაცემის წესის

შესახებ ბრძანების გამოცემა; ე) მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს

არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) სპეციალური ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება;

Page 7: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ვ) საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა და სპეციალური ფორმის დამტკიცება;

ზ) მშვილებელ ოჯახთა/პირთა აღრიცხვის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა;

თ) გასაშვილებელ ბავშვთა აღრიცხვის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა;

ი) შვილად აყვანასთან (გაშვილებასთან) და გაშვილებულ პირთა ბიოგრაფიულ მონაცემებთან დაკავშირებული ინფორმაციის შენახვისა და გაცემის წესის შესახებ ბრძანების გამოცემა;

კ) მშვილებლისა და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის კრიტერიუმების შემუშავების შესახებ ბრძანების გამოცემა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (ცვლილება N1409-Iს 22.04.2005) 54-ე მუხლის თანახმად

„7. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში (18.11.05-მდე) საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროებს საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად უნდა წარედგინა ადგილობრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის წიაღისეულის ჯგუფების, აგრეთვე განსაკუთრებული მნიშვნელობის წიაღით სარგებლობის ობიექტების ნუსხა.

8. სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის (18.11.05-მდე) ვადაში (18.11.05-მდე) უნდა აღერიცხა და რეგისტრაციაში გაეტარებინა წიაღით სარგებლობის ობიექტებისათვის დაწესებული მიწის მინაკუთვნები, როგორც წიაღის ფონდის მიწები.

,,საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ (ცვლილება N4131-რს, 27.12.06) საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად 5. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 3.07.07—მდე მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრს უნდა შეემუშავებინა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანების პროექტი ,,სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” და წარედგინა მინისტრისათვის დასამტკიცებლად. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე N 5034 — Iს, 22.06.07 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად

Page 8: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 11.10.07-მდე უნდა გამოეცა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტები. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე N 3498 — რს, 24.07.06 საქართველოს კანონის

48-ე მუხლის: „დ) უნდა გამოცემულიყო საქართველოს გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება: დ.ა) „რადიოაქტიური ნარჩენების რეესტრის შესახებ“; დ.ბ) „რადიოაქტიური წყაროების კატეგორიზაციის შესახებ“; დ.გ) „რადიოაქტიური წყაროების უსაფრთხოების შესახებ;“;

„გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ (ცვლილება N 4685 – Iს, 27.04.07) საქართველოს კანონის

21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა მიღებულ (გამოცემულ) უნდა

ყოფილიყო შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს კანონი „სივრცული ინფორმაციის ცენტრის მიერ

გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“; ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო გეოდეზიურ-კარტოგრაფიული ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება „სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკების (გეგმების) ფურცლებად დაყოფისა და მათი აღნიშვნების წესის დამტკიცების თაობაზე“.“. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ (ცვლილება N 5391– IIს, 12.10.07) საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამსახურებთან შეთანხმებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა გამოესა ბრძანება „მიწების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“.“.

Page 9: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ N5602-რს, 14.12.07 საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა გამოცემულიყო მინისტრის შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტების შესახებ“ ბ) ,,გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; გ) ,,გარემოზე ზემოქმედების სპეციალური საბჭოს რეგლამენტის შესახებ“

,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ N 5069 – რს, საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად 2. საქართველოს მთავრობას 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეამზადებინა და საქართველოს პარლამენტისათვის წარმოედგინა კანონპროექტი ,,წყლის სააუზო მართვის შესახებ“.

,,მტირალას ეროვნული პარკის შესახებ” (ცვლილება N5630-11ს, 18.12.07) საქართველოს კანონის მე-5

4. 2008 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოცემულიყო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება:

ა) „მტირალას ეროვნული პარკის სამენეჯმენტო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ,,გარემოს დაცვის სამსახურის შესახებ“ N 5675 – რს, 28.12.07 საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში 1.02.08-მდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს უნდა გამოეცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი – „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.04.08-მდე. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს უნდა გამოეცა შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

ა) გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა; ბ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის დადგენილი ფორმის

სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, ლუქის, ბეჭდის ფორმები და სამსახურის ლოგოს ნიმუში;

გ) ინსპექტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმის წარმოების ინსტრუქცია;

დ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის სამსახურებრივი ეთიკის კოდექსი;

ე) გარემოს დაცვის სამსახურის შეიარაღებაში არსებული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის ნუსხა;

Page 10: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ვ) გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების თანამშრომელთა სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი;

ზ) ლიცენზიის პირობების შესრულების ანგარიშის წარდგენის წესისა და ფორმის შესახებ;

თ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი და ნამსახურევი კალენდარული წლების მიხედვით ფულად სარგოებზე (თანამდებობრივი და წოდებრივი დანამატები) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატების შესახებ;

ი) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის კვების ულუფის ფინანსური კომპენსაციის შესახებ;

კ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთების განსაზღვრის შესახებ;

ლ) გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომლის მიერ სინჯების აღების შესახებ ინსტრუქციები.

3. სამსახურის თანამშრომელთა სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების აღწერილობას და ტარების წესს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს კანონი ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“ N 5603 – რს, 14.12.08

მუხლი 9. 2008 წლის 1 აპრილამდე უნდა გამოცემულიყო მინისტრის შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის შესახებ“; ბ) „დამოუკიდებელ ექსპერტთა რეესტრის შესახებ“; გ) „დამოუკიდებელ ექსპერტთა შრომის ანაზღაურების წესის შესახებ“. საქართველოს კანონი ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ N 5629-11ს, 18.12.07

მუხლი 24. 1. 2008 წლის 1 მაისამდე უნდა გამოცემულიყო საქართველოს

პრეზიდენტის ბრძანებულებები: ა) ,,დაცულ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის განხორციელების

წესის და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“,

ბ) დაცულ ტერიტორიაზე დაცვის, მოვლა-პატრონობის, საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების და აღდგენითი ღონისძიებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე.“

Page 11: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის

კომიტეტი

,,იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ” N 1054 - Iს 25.02.05 საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს — სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა: 2. ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი იოდირებული მარილის დაფასოების, შეფუთვის, მარკირების, ტრანსპორტირების და შენახვის ეროვნული სტანდარტი.

3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის (საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის) ეროვნული სტანდარტი.

,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის N 1506 —Iს 2.06.2005 36-ე მუხლის თანახმად

1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ამ

კანონის ამოქმედებიდან 5 თვის ვადაში (24.11.05-მდე) უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებები“.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოებმა ამ კანონს უნდა შეესაბამებინა „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“.

3. (ცვლილება 30.03.07, N4574—1ს) საქართველოს მთავრობას საქართველოს პრეზიდენტისათვის უნდა წარედგინა:

ა) სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები 2007 წლის 1 სექტემბრამდე; ბ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა – 2008 წლის 1 იანვრამდე. გ) სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმა–2008 წლის 1 მარტამდე. 4. ამ მუხლის მე–3 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მომზადება და საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ. ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ’’ N 1550 —Iს 3.06.2005 საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად

Page 12: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვეში (27.03.06-მდე)

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების — „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“ ბაზაზე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს“, როგორც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოს ფორმირების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.

„პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” N 1790 — რს, 24.06.05 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის (1.08.06-მდე) ვადაში საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს — აკრედიტაციის ცენტრის“ ბაზაზე მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოს „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს — აკრედიტაციის ცენტრის“ ფორმირების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.

„სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” N1791-რს, 24.06.05 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვეში (1.08.06-მდე) საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის — საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ბაზაზე საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს, როგორც მთავრობისაგან დამოუკიდებელი ორგანოს ფორმირების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.

,,მაუწყებლობის შესახებ“ N 780 - რს, 23.12.2004 საქართველოს კანონის 76-ე მუხლის თანახმად

19. საქართველოს მთავრობას 2007 წლის 31 დეკემბრამდე უნდა

მოემზადებინა წინადადებები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის რეორგანიზაციის შესახებ.“ 27. ამ კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება მაუწყებლებმა უზრუნველყონ 2007 წლის 1 ივლისამდე (ცვლილება N 4319 — რს, 29.12.06);

Page 13: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ N 5277– რს, 11.07.07 საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.01.08-მდე საქართველოს მთავრობამ:

ა) მიიღოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესი;

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი

,,სახელმწიფო რეესტრის შესახებ” (N73 -Iს, 1.06.2004) საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად 1. საქართველოს მთავრობას: ბ) 2007 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარმოედგინა საქართველოს პარლამენტისათვის „მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ( ცვლილება N5251-რს, 11.07.07) 2. იუსტიციის მინისტრს უნდა გამოეცა ბრძანება:

სამოქალაქო რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ — არა უგვიანეს 2006 წლის 10 თებერვლისა.“ (ცვლილება N 2627 — რს, 28.12.05)

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (N279-რს, 30.06.2004) საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის თანახმად

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში (4.08.04-მდე). საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო „პროკურატურის მუშაკთა სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება.

,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” N 1775 — რს 24.06.05 საქართველოს კანონის 41-ე მუხლის თანახმად

1. საქართველოს მთავრობას 2005 წლის 15 ნოემბრამდე საქართველოს პარლამენტისათვის უნდა წარმოედგინა ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების პროექტები.

2. საქართველოს მთავრობას 2006 წლის 1 იანვრისათვის უნდა წარმოედგინა სურსათის მწარმოებელი საწარმოების რეგულირების გამარტივებული წესები და პირობები. მუხლი 42

2005 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო საქართველოს პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო აქტების პროექტების წარდგენა, რომლებშიც გათვალისწინებული იქნება პროფესიული საქმიანობის რეგულირება შემდეგი ძირითადი პრინციპების მიხედვით:

Page 14: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ა) პროფესიული საქმიანობების სრული თვითრეგულირება — (ჩვეულებითი რეგულირება) არაარსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

ბ) ნაწილობრივი თვითრეგულირება — არსებითი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის;

გ) სახელმწიფო რეგულირება — მაღალი საზოგადოებრივი რისკების მქონე პროფესიული საქმიანობისათვის.

,,სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ N2088 - II ს, 11.11.05 საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად

2. 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა უზრუნველეყო საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების სახანძრო დაცვის იმ თანამდებობების ნუსხის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რომლებზე დანიშნულ პირებსაც პენსია ენიშნებათ 55 წლის ასაკისა და სამსახურში არანაკლებ 20 წლის მუშაობის სტაჟის შესრულების შემდეგ. „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად იუსტიციის მინისტრმა 2006 წლის 1 ივლისამდე უნდა უზრუნველყოს: „მსჯავრდებულისა და პატიმრის სპეციალური ტანსაცმლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების გამოცემა (ცვლილებება N 2942 — Iს, 28.04.06) ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” N 2936 — Iს, 28.04.06 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად

ეთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში (29.07.06-მდე) სასამართლო ხარჯების გამოთვლის წესის თაობაზე ბრძანებულების გამოცემა. ,,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ N 4205-რს, 29.12.06 საქართველოს კანონის 38-ე მუხლის თანახმად 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 1.02.07-მდე. საქართველოს მთავრობას უნდა უზრუნველეყო: ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის —საქართველოს ეროვნული არქივისათვის შესაბამისი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლბით დადგენილი წესით. 2. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში 1.04.07-მდე. საქართველოს იუსტიციის მინისტრს უნდა უზრუნველეყო: ა) შემდეგი ბრძანებების გამოცემა: ა.დ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ცენტრალიზებული აღრიცხვის წესის შესახებ“;

Page 15: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ა.ე) „ეროვნული საარქივო ფონდის სახელმწიფო საკუთრების დოკუმენტებთან დაშვების წესის შესახებ“; ა.ვ) „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების შენახვისა და დაცვის პირობების შესახებ“;

ბ) მოქმედი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. „ნოტარიატის შესახებ“ (ცვლილება N 3880- IIს, 8.12.06) საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საქართველოს მთავრობას სამემკვიდრეო საკითხებზე ერთიანი სანოტარო რეესტრის შექმნის მიზნით 2007 წლის 1 მარტამდე უნდა წარმოედგინა შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი.

წარმოდგენილია მიღებული არ არის. ,,საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესახებ” N 4138 — რს, 27.12.06 საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად

საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის 29.06.07—მდე ვადაში უნდა გამოსცა: ბ) ბრძანებულება „საქართველოს საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტების ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ“. „ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე N4701-1ს, 27.04.07 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრს 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოეცა ბრძანება ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს 2007 წლის 1 ივლისამდე უნდა გამოეცათ ერთობლივი ბრძანება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ.

,,იურიდიული დახმარების შესახებ“ N 4955 — Iს, 19.06.07 საქართველოს კანონის 23-ე მუხლის თანახმად

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის ბალანსზე არსებული ქონების გადაცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის — იურიდიული დახმარების სამსახურისათვის.

,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ N 5183 — რს, 3.07.07 საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად

Page 16: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში 18.09.07-მდე უნდა უზრუნველეყო საქართველოს კანონმდებლობის ამ კანონთან შესაბამისობა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ N 5293 — რს, 11.07.07 საქართველოს კანონის მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად 2. უნდა გაუქმებულიყო სამეთვალყურეო საბჭოები, რომლებიც შექმნილი იყო ამ კანონის ამოქმედებამდე იმ საზოგადოებებში, სადაც სახელმწიფოს წილი შეადგენს საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” N 2304 — რს, 16.12.05 საქართველოს ორგანული კანონის 66-ე მუხლის თანახმად

4. თვითმმართველი ერთეულების ადმინისტრაციული საზღვრების ამსახველი სქემატური რუკები მომზადდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის — „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ მიერ, არა უგვიანეს 2007 წლის 30 დეკემბრისა. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ” N 4922 – Iს საქართველოს კანონის 27-ე მუხლის თანახმად

საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 19.12.07-მდე უნდა გამოეცა დადგენილება:

გ) საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანოებისა და სახანძრო-

სამაშველო ძალების წესდების დამტკიცების შესახებ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე“ N2470-რს, 23.12.05 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა უზრუნველეყო ,,საჯარო სამსახურის კოდექსის პროექტის შემუშავება.

წარმოდგენილია მიღებული არ არის. „საჯარო სამსახურის შესახებ“ (ცვლილება N 2945 — Iს, 28.04.06) საქართველოს კანონის . 134-ე მუხლის თანახმად

1. 2006 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობას უნდა მოემზადებინა და საქართველოს პარლამენტისათვის წარედგინა საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი საკანონმდებლო აქტის პროექტი;

Page 17: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

2. 2006 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა მოემზადებინა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარედგინა ამ კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტით (კონკურსით თანამდებობაზე დანიშვნის წესი) და 81-ე მუხლის მე-2 პუნქტით (ატესტაციის ჩატარების წესი) გათვალისწინებული შესაბამისი ბრძანებულებების პროექტები.“

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ” N 1054 - Iს 25.02.05 საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად

1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში (17.12.2005-მდე) უნდა გამოცემულიყო შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის ჩამონათვალის შესახებ“; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „არაიოდირებული მარილის სამედიცინო მიზნით იმპორტირებისა და რეალიზაციისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“;

გ) საქართველოს ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „ვადაგასული იოდირებული მარილისა და სხვა ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტების გადამუშავების, რეიოდირების, ტექნიკური დანიშნულებით გამოყენებისა და განადგურების წესის შესახებ“; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანება „იოდირებულ მარილსა და სხვა ფორტიფიცირებულ საკვებ პროდუქტებში ფორტიფიკანტების შემცველობისა და ფორტიფიცირების მეთოდის შესახებ“.

3. „ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის

ჩამონათვალის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს — სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის ეროვნულ სააგენტოს, უნდა შეემუშავებინა და შეიმუშაოს და დაემტკიცებინა ფორტიფიცირებას დაქვემდებარებული საკვები პროდუქციის (საქართველოში იმპორტირებულისა და წარმოებულის) ეროვნული სტანდარტი.

,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” N 2944 - Iს , 28.04.06 საქართველოს კანონის 24-ე მუხლის 7-ე პუნქტის თანახმად

Page 18: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 16.09.2006-მდე. ევალებოდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის წესისა და ფორმების შემუშავება.

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ (ცვლილება N3393 — Iს, 23.06.06) საქართველოს კანონის 57-ე მუხლის თანახმად

„12. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.

„სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ (ცვლილება N4306-რს, 29.12.06) საქართველოს კანონის 141.—ე მუხლის შესაბამისად

2007 წლის 1 ივნისამდე უზრუნვეყოფილ უნდა ყოფილიყო შემდეგი ნორმატიული აქტების მიღება: ა) „დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება;

ბ) „სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცველებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება; ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ (ცვლილება N 4299 — რს, 29.12.96). საქართველოს კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა შეემუშავებინა და დაამტკიცებინა:

დასაქმების კერძო სააგენტოს სახელმწიფო რეესტრის წარმოების წესი — ამ კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1. 07.07—მდე ,,საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ N 5069 — რს, 27.06.07 საქართველოს კანონის 45-ე მუხლის თანახმად

1. საქართველოს მთავრობას ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.08.07-მდე უნდა მიეღო შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამთავრობო კომისიის დებულება;

ბ) ზოონოზური დაავადებებისაგან მოსახლეობის დაცვის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირების წესი;

Page 19: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

გ) სურსათით გამოწვეული დაავადებების კონტროლის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის დაავადების გამოვლენის შემთხვევის შესახებ ურთიერთინფორმირებისა და ეპიდემიური აფეთქების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კოორდინაციის წესები;

ე) განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების იმპორტისა და ექსპორტის წესები. ,,სოციალური დახმარების შესახებ” N 4289 — რს, 29.12.07 საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად

საქართველოს მთავრობას 2007 წლის 1 სექტემბრამდე უნდა წარმოედგინა შესაბამისი წინადადებები „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებულ საკითხებზე მომუშავე სოციალურ მუშაკთა საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე N 4719— Iს, 8.06.07 საქართველოს კანონის 1542-ე მუხლის თანახმად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა შეემუშავებინა და დაემტკიცებინა „ინსტრუქცია ქრონიკული ინკურაბელური დაავადებებით შეპყრობილი პირების პალიატიური მზრუნველობით უზრუნველყოფის შესახებ.“ ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ” N 3143-Iს, 25.05.06 საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ამ კანონის VI თავის ამოქმედებამდე ( 1.01.08-მდე) უნდა განესაზღვრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დროებითი საცხოვრებლისა (თავშესაფრისა) და მოძალადეთა სარეაბილიტაციო ცენტრების მოწყობისათვის აუცილებელი მინიმალური სტანდარტები და უზრუნველეყო მათი შექმნა. საქართველოს კანონი ,,შვილად აყვანის შესახებ“ N 5626 – IIს, 18.12.07

მუხლი 31. 4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინიტრომ 2008 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს:

ა) საერთაშორისო გაშვილებისას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის შემადგენლობის დამტკიცება;

ბ) უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში

Page 20: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესის შესახებ ბრძანების გამოცემა.

საგარეო საქმეთა კომიტეტი

,,უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” N 2535 — რს, 27.12.05. საქართველოს კანონის 68-ე მუხლის თანახმად 3. საქართველოს მთავრობას ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში 1.06.07-მდე უნდა უზრუნველეყო მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფორმირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს კანონი ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” N 5568 – IIს 7.12.2007

მუხლი 49. 3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით: ა) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, ამ კანონის ამოქმედებიდან 2

თვის ვადაში 1.03.08-მდე. მიიღოს ნორმატიული აქტები „დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში ჩასარიცხ პირთა თანამდებობრივი ნუსხის შესახებ“ და „დიპლომატიური რანგისათვის დაწესებული დანამატის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“;

ბ) ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ კანონის

ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 1.03.08-მდე. დაადგინოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საჯარო მოხელეების ნუსხა, რომლებიც უნდა ჩაირიცხონ დიპლომატიური სამსახურის აქტიურ რეზერვში;

გ) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ კანონის

ამოქმედებიდან 2 თვის 1.03.08-მდე. ვადაში უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:

გ.ბ) „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა ატესტაციისა და კონკურსის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“;

გ.გ) „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესახებ“; გ.დ) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ

წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ“;

გ.ე) „დიპლომატიური რანგის მინიჭების წესის შესახებ“; გ.ვ) „დიპლომატიური თანამდებობის პირთა სოციალური დაცვის სხვა

გარანტიების განსაზღვრის შესახებ“;

Page 21: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

„ლტოლვილთა შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე N4701-1ს, 27.04.07 საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2007 წლის 1 ივლისამდე გამოსცეს ბრძანება ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და

იუსტიციის სამინისტრომ 2007 წლის 1 ივლისამდე გამოსცენ ერთობლივი ბრძანება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ლტოლვილთა გადაადგილების წესის დამტკიცების შესახებ.

,,ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ“ N 5261 – რს, 11.07.07 საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად

4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008

წლის 1 იანვრამდე უნდა უზრუნველეყო რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადების მიღების ორგანიზებისათვის და მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ,,სამხედრო პოლიციის შესახებ“ N 4924 – Iს, 8.06.07 საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრს უნდა გამოეცა ინსტრუქცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის საპატრულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ ( ცვლილება N 4685 – Iს, 27.04.07) საქართველოს კანონი 21-ე მუხლის თანახმად

„1. 2008 წლის 1 იანვრამდე უნდა მიღებულ (გამოცემულ) ყოფილიყო შემდეგი ნორმატიული აქტი:

გ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის

Page 22: საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით … · საქართველოს კანონების

გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სფეროში ურთიერთმოქმედების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“; საქართველოს კანონი ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ” N 5568 – IIს 7.12.2007

მუხლი 49. 3. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით: დ) საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2

თვის ვადაში 1.03.08-მდე უზრუნველყოს შემდეგი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:

დ.ა) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების საქმიანობის წესისა და თანამდებობების დასახელებების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ.ბ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის და მათი აპარატების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოებისა და აპარატების შენახვის ხარჯების განსაზღვრის შესახებ“;

დ.გ) „თავდაცვის ატაშეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, მათი აპარატების თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების პირველადი საყოფაცხოვრებო მოწყობისათვის ერთჯერადი თანხის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“.