48
დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 1 დეკემბრის N325 ბრძანებით შეტანილია ცვლილებები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 დეკემბრის N291 ბრძანებით 2004 წლის 28 აპრილის N81 ბრძანებით 2004 წლის 28 დეკემბრის N287 ბრძანებით 2005 წლის 5 ივლისის N156 ბრძანებით 2005 წლის 29 ნოემბრის N304 ბრძანებით 2006 წლის 23 თებერვლის N 62 ბრძანებით 2006 წლის 2 აგვისტოს N 212 ბრძანებით 2009 წლის 11 აგვისტოს N175/01 ბრძანებით 2009 წლის 22 ოქტომბრის N197/01 ბრძანებით 2009 წლის 12 ნოემბრის N207/01 ბრძანებით 2009 წლის 30 ნოემბრის N219/01 ბრძანებით 2010 წლის 9 თებერვლის N13/01 ბრძანებით საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების წესი თავი I. საკასო-საემისიო საქმიანობის რეგულირება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, აწესრიგებს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო- საემისიო ოპერაციების წარმოებას და ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე. 2. ეროვნული ბანკის სისტემაში სალაროების მოწყობისა და ტექნიკური გამაგრების საკითხებს, კომერციულ ბანკებსა და მათ ფილიალებთან ეროვნული ბანკის ურთიერთობას, ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირების წესსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებდებულება და ეროვნული ბანკის სხვა ნორმატიული დოკუმენტები. 3. ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო ოპერაციების წარმოებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 2 თებერვლის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესებით”. /5.07.2005. #156/ 4. ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრი (შემდგომში - თბილისის საკასო ცენტრი) და ქუთაისის საკასო ცენტრი კომერციულ ბანკებსა და მათ ფილიალებთან (შემდგომში კომერციული ბანკები) საკასო ოპერაციებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ახორციელებენ ხელშეკრულების საფუძველზე. 5. სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის განკარგულებაშია და მიმოქცევაში თანხების გაშვება ხდება მასზე მოთხოვნის შესაბამისად. (30.11.2009 N219/01)

დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული ბანკის

პრეზიდენტის 2000 წლის 1 დეკემბრის N325 ბრძანებით შეტანილია ცვლილებები საქართველოს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2001 წლის 4 დეკემბრის N291 ბრძანებით

2004 წლის 28 აპრილის N81 ბრძანებით 2004 წლის 28 დეკემბრის N287 ბრძანებით

2005 წლის 5 ივლისის N156 ბრძანებით 2005 წლის 29 ნოემბრის N304 ბრძანებით

2006 წლის 23 თებერვლის N 62 ბრძანებით 2006 წლის 2 აგვისტოს N 212 ბრძანებით

2009 წლის 11 აგვისტოს N175/01 ბრძანებით 2009 წლის 22 ოქტომბრის N197/01 ბრძანებით

2009 წლის 12 ნოემბრის N207/01 ბრძანებით 2009 წლის 30 ნოემბრის N219/01 ბრძანებით 2010 წლის 9 თებერვლის N13/01 ბრძანებით

საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში

საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების წესი

თავი I. საკასო-საემისიო საქმიანობის რეგულირება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანული კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, აწესრიგებს ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოებას და ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე. 2. ეროვნული ბანკის სისტემაში სალაროების მოწყობისა და ტექნიკური გამაგრების საკითხებს, კომერციულ ბანკებსა და მათ ფილიალებთან ეროვნული ბანკის ურთიერთობას, ბანკნოტებისა და მონეტების ფორმირების წესსა და სხვა ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს „კომერციულ ბანკებში საკასო ოპერაციების წარმოების წესების შესახებ” დებულება და ეროვნული ბანკის სხვა ნორმატიული დოკუმენტები. 3. ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო ოპერაციების წარმოებისას ხელმძღვანელობენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 2 თებერვლის N3 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესებით”. /5.07.2005. #156/ 4. ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრი (შემდგომში - თბილისის საკასო ცენტრი) და ქუთაისის საკასო ცენტრი კომერციულ ბანკებსა და მათ ფილიალებთან (შემდგომში – კომერციული ბანკები) საკასო ოპერაციებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს ახორციელებენ ხელშეკრულების საფუძველზე. 5. სარეზერვო ფონდები ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის განკარგულებაშია და მიმოქცევაში თანხების გაშვება ხდება მასზე მოთხოვნის შესაბამისად. (30.11.2009 N219/01)

Page 2: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

2

6. ეროვნული ბანკის სისტემაში სარეზერვო ფონდებისა და საბრუნავი სალაროს ლიმიტს ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ან კურატორი ვიცე-პრეზიდენტი (შემდგომში - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის წარდგინებით. 7. ეროვნული ბანკის სისტემაში არსებული ფასეულობის დაცულობისა და საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოებისათვის პასუხისმგებლობა უშუალოდ ეკისრებათ თბილისის საკასო ცენტრისა და ქუთაისის საკასო ცენტრის იმ თანამდებობის პირებს, რომელთა მატერიალური პასუხისმგებლობაც გათვალისწინებულია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულ თანამდებობრივ მოვალეობებში (შემდგომში - მატერიალურად პასუხისმგებელი პირები) და რომლებთანაც დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით ფორმდება ხელშეკრულება სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ (დანართი N1). /4.12.2001.#291/ 8. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დროებით არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, ავადმყოფობა, მივლინება და სხვ.) მათი მოვალეობის დროებითი შემსრულებლის დანიშვნა ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე, ხოლო ფასეულობის გადაბარებას დანარჩენ მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ესწრება საკასო ცენტრის ხელმძღვანელი და, მისი გადაწყვეტილებით, სხვა არამატერიალურად პასუხისმგებელი პირი. დგება გადაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი. /4.12.2001. #291/ 9. ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო ცენტრის ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ ხდება მოლარეთა შორის მონაცვლეობა, ხოლო მოლარისათვის სალაროს უფროსის ფუნქციების დაკისრება ხდება საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის წინადადებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. 10. სალაროს მუშაკებთან ფორმდება ხელშეკრულება მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ. 11. ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან მომუშავე პირებს უნდა ჰქონდეთ სათანადო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. 12. ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო უბანზე დასაქმებული მუშაკები ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, აგრეთვე, ყველა ის პროფესიული, კომერციული ან პირადი საიდუმლო, რომელიც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან. არცოდნის გამო ისინი არ თავისუფლდებიან დაკისრებული პასუხისმგებლობიდან. 13. საქართველოს ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ინფორმაციების მიღება-გადაცემა ხდება სპეციალური დაშიფრული პროგრამის მეშვეობით. 14. საკასო ცენტრების ხელმძღვანელები ვალდებული არიან ყოველი სამუშაო კვირის ბოლოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტს წარუდგინონ ინფორმაცია კვირის განმავლობაში საბრუნავ სალაროში შემოსული და გასული თანხების, აგრეთვე სარეზერვო ფონდსა და საბრუნავ სალაროში არსებული ნაშთების (კუპიურული შემადგენლობის ჩვენებით) შესახებ (დანართი N2). 15. ეროვნული ბანკის სარეზერვო მარაგის შესავსებად თბილისის საკასო ცენტრში ფულის ნიშნების მიღება, აგრეთვე საზღვარგარეთიდან უცხოური ვალუტის მიღება ან მათი საზღვარგარეთ გაგზავნა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისა და საკასო

Page 3: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

3

ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერილი დავალებით (დანართი N3).

თავი II. საემისიო ოპერაციების წარმოება

მუხლი 2. ქუთაისის საკასო ცენტრის ნაღდი ფულითა და სხვა ფასეულობით მომარაგება

1. ქუთაისის საკასო ცენტრის სარეზერვო ფონდებში ნაღდი ფულის ნაშთის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით. 2. მოძველებული ფულის ნიშნები ან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით სარეზერვო ფონდებში შეტანილი ფულის მარაგი ნაშთის ლიმიტში არ ითვლება. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქუთაისის საკასო ცენტრის ნაღდი ფულითა და სხვა ფასეულობით მომარაგება ან ქუთაისის საკასო ცენტრიდან მოძველებული და ლიმიტს ზემოთ არსებული ჭარბი ფულის (ფასეულობის) თბილისის საკასო ცენტრში გადაზიდვა ხორციელდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობისა და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის ხელმოწერილი დავალებით. ქუთაისის საკასო ცენტრის მომარაგებისა და ქუთაისის საკასო ცენტრიდან დაგროვილი ჭარბი ფულის (ფასეულობის) გამოტანის მიზნით ქუთაისის საკასო ცენტრის უფროსი მოსალოდნელი გაცემის გათვალისწინებით უგზავნის მოთხოვნას (დანართი N4) საქართველოს ეროვნულ ბანკს. (30.11.2009 N219/01) 3'. ქუთაისის საკასო ცენტრის მკაცრი აღრიცხვის ბლანკებით მომარაგება შესაძლებელია განხორციელდეს მათი წარმომადგენლის მეშვეობით, ქუთაისის საკასო ცენტრის ხელმძღვანელის წერილობითი მომართვისა და მინდობილობის საფუძველზე. /28.12.2004. #287/ 4. ეროვნული ბანკიდან ქუთაისის საკასო ცენტრის მომარაგებისათვის გაცემული თანხები მთლიანად ჩაირიცხება სარეზერვო ფონდებში (უცხოური ვალუტა და სხვა ფასეულობა - საბრუნავ სალაროში). 5. ამოღებულია /2.08.2006. #212/ 6. ეროვნული ბანკიდან ქუთაისის საკასო ცენტრში ნაღდი ეროვნული ვალუტის გადაგზავნისას: ა) დავალების მიღებისთანავე თბილისის საკასო ცენტრი შესაბამისი გასავლის ორდერით თანხას ჩამოწერს NN0101, 0102 ბალანსგარეშე ანგარიშებიდან და გადაიტანს N0103 ბალანსგარეშე ანგარიშზე. ივსება თანმხლები ნუსხა (დანართი N5) სამ ცალად. ინკასატორის მიერ დამოწმებული დავალებისა და ნუსხის თითო პირი რჩება თბილისის საკასო ცენტრში, ხოლო დავალების პირველი პირი და ნუსხის ორი პირი ინკასატორის მეშვეობით თანხასთან ერთად ეგზავნება ქუთაისის საკასო ცენტრს; ბ) ქუთაისის საკასო ცენტრი ინკასატორისაგან თანხის მიღებას ადასტურებს მიღებულ დავალებასა და ნუსხებზე ხელმოწერით, დავალებისა და ნუსხის თითო პირი რჩება ქუთაისის საკასო ცენტრის, ხოლო ნუსხის დამოწმებული პირი ინკასატორის მეშვეობით უბრუნდება საკასო ცენტრს. შემოსავლის ორდერით თანხა აღირიცხება N0111, N0112

Page 4: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

4

ბალანსგარეშე ანგარიშების შემოსავალში, იმავდროულად საკასო ცენტრში იგზავნება დასტური ფულის ნიშნების მიღებისა და სათანადო ანგარიშებზე ასახვის შესახებ. განსაკუთრებულ შემთხვევაში (როდესაც ვერ ხერხდება ფასეულობის შესაბამის ანგარიშებზე ასახვა), ფილიალი დალუქულ ფასეულობას ინკასატორებისაგან იღებს დროებით შესანახად, დგება მიღება-ჩაბარების აქტი, საცავს მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ლუქავს ინკასატორი, ხოლო სამუშაო დღის დაწყებისთანავე ინკასატორის თანდასწრებით საცავის გახსნისა და ფასეულობის მიღების შემდეგ ხდება მისი შესაბამის ანგარიშებზე ასახვა; /4.12.2001.#291/ გ) მიღებული დასტურის საფუძველზე თბილისის საკასო ცენტრის მიერ გასავლის ორდერით თანხა ჩამოიწერება N0103 ბალანსგარეშე ანგარიშიდან. 7. ეროვნული ბანკის ქუთაისის საკასო ცენტრიდან თბილისის საკასო ცენტრში ჭარბი ან ხმარებისათვის უვარგისი ეროვნული ვალუტის ჩაბარებისას გამოიყენება NN0111, 0112, 0113 და 0114 ბალანსგარეშე ანგარიშები (ნაცვლად NN0101, 0102, 0103 ანგარიშებისა). 8. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 9. უცხოური ვალუტის მოძრაობისას გამოიყენება ##1012 (1013), 1016 ანგარიშები.

მუხლი 3. სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულის გადატანა

1. თბილისის და ქუთაისის საკასო ცენტრების საბრუნავი სალაროს ნაშთის ლიმიტის მოცულობა განისაზღვრება ნაღდი ფულის საშუალო დღიური გაცემის ოდენობით. საბრუნავი სალაროს ნაშთის ლიმიტში ითვლება როგორც ვარგისი, ისე მოძველებული ფული. /4.12.2001. #291/ 2. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 3. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 4. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 5 (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 6. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 7. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 8. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 9. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01) 10. სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავი სალაროს გამაგრებისას გასავლის ორდერით თანხა ჩამოიწერება NN 0101,0102 (0111, 0112) ბალანსგარეშე ანგარიშებიდან და ხდება შემდეგი ბუღალტრული გატარება: დებეტი – 1002 (1003); კრედიტი - 3001, 3002 (890). 11. სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავ სალაროში თანხების გადატანის დღეს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ეგზავნება შეტყობინება (დანართი N9). 12. შეტყობინების საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი ყოველდღიურად უდარებს თბილისის და ქუთაისის საკასო ცენტრების სარეზერვო ფონდების ნაშთებს საბუღალტრო მონაცემებს. 13. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 30.11.2009 N219/01)

Page 5: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

5

მუხლი 4. საბრუნავი სალაროდან ლიმიტს ზევით არსებული თანხების სარეზერვო ფონდებში გადატანა

1. თუ ეროვნული ბანკის თბილისის და ქუთაისის საკასო ცენტრების საბრუნავ სალაროებში საოპერაციო დღის დამთავრების შემდეგ თანხა აღემატება ნაშთის დაწესებულ ლიმიტს, ლიმიტს ზევით არსებული თანხები იმავე დღეს მთლიანად გადაიტანება სარეზერვო ფონდებში, რის შესახებაც ეგზავნება შეტყობინება (დანართი N9-ა) ეროვნულ ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტს. 2. საბრუნავი სალაროდან ჭარბი ფულის სარეზერვო ფონდებში გადატანისას შემოსავლის ორდერით თანხა აღირიცხება NN0101,0102,0104 (0111,0112,0114) ბალანსგარეშე ანგარიშის შემოსავლებში და გატარდება ბალანსზე: დებეტი - 3001, 3002 (890); კრედიტი – 1002 (1003). /4.12.2001. N291/

მუხლი 5. საბრუნავ სალაროში არსებული ფულის ნიშნების სარეზერვო ფონდის ფულის ნიშნებით შეცვლა

1. საკასო ცენტრებს უფლება აქვთ, საჭიროების შემთხვევაში, საბრუნავ სალაროში არსებული მოძველებული ფულის ნიშნები გაცვალონ სარეზერვო ფონდების ვარგის ფულის ნიშნებზე, აგრეთვე ერთი ნომინალის ვარგისი ფულის ნიშნები სხვა ნომინალის ვარგის ფულის ნიშნებზე ან ხურდა ფული - ბანკნოტებზე და პირიქით. 2. აღნიშნული ოპერაციები ხორციელდება საკასო ცენტრის ხელმძღვანელის გადაწყვეტილების საფუძველზე შემოსავალ-გასავლის ორდერებით. 3. სარეზერვო ფონდებიდან ვარგისი ფულის ნიშნების საბრუნავ სალაროში გადატანა ხორციელდება სარეზერვო ფონდებში ფაქტობრივად ჩადებული ფულის ნიშნების საერთო თანხის ოდენობით. /4.12.2001. #291/ 4. აღნიშნული ოპერაციის შესასრულებლად საბრუნავ სალაროში გამოიწერება შემოსავალ-გასავლის ორდერი (დანართი N10) და მოხდება შემდეგი ბუღალტრული გატარება: დებეტი - 908; კრედიტი – 1002 (1003) (ფულის ამოღება), ერთდროულად, დებეტი 1002 (1003) და კრედიტი 908 (სალაროს შევსება). /4.12.2001. #291/ 5. იმავდროულად ფონდებიდან ამოღებული ვარგისი ფული ჩამოიწერება #0101 ან #0102 (0111 ან 0112) ანგარიშებიდან ბალანსგარეშე შემოსავალ-გასავლის ორდერით (დანართი 11), სადაც მიეთითება მიღებული და გაცემული თანხის ოდენობა ნომინალების მიხედვით, ხოლო ფონდებში შემოსული ვარგისი ან მოძველებული ფული აღირიცხება შესაბამისად #0102,0101 ან #0104 (0112,0111 ან 0114) ბალანსგარეშე ანგარიშების შემოსავალში. /4.12.2001. #291/ 6. ბანკნოტების მონეტებზე გადაცვლისას ზემოაღნიშნული ოპერაციების დამატებით მოხდება შემდეგი ბუღალტრული გატარებები: თბილისის საკასო ცენტრში - დებეტი 3001, კრედიტი 3002 ანგარიში, ქუთაისის საკასო ცენტრში - დებეტი 3001 (890), კრედიტი 908 და

Page 6: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

6

დებეტი 908, კრედიტი 3002 (890) ანგარიში. მონეტების ბანკნოტებზე გადაცვლისას ბუღალტრული გატარებები იწარმოებს პირიქით. /4.12.2001. #291/ 7. ვარგისი ფულის ნიშნის მხოლოდ ნომინალების გაცვლა ხორციელდება შემოსავალ-გასავლის ორდერებით, ბუღალტრული გატარებების გარეშე. /4.12.2001. #291/ 8. ფულის ნიშნების გამოცვლის ოპერაციების განხორციელებისთანავე აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტს ეგზავნება შეტყობინება (დანართი N9-ბ).

მუხლი 6. ეროვნული ბანკის სისტემაში საემისიო ოპერაციების კონტროლი (30.11.2009 N219/01)

1. ეროვნული ბანკის სისტემაში საემისიო ოპერაციებს უშუალოდ აკონტროლებს საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი). (30.11.2009 N219/01) 2. დეპარტამენტი აკონტროლებს თბილისის და ქუთაისის საკასო ცენტრების ნაღდი ფულითა და სხვა ფასეულობით უზრუნველყოფას, ქუთაისის საკასო ცენტრიდან ჭარბი და მოძველებული თანხების გამოტანას. (30.11.2009 N219/01) 3. დეპარტამენტი ქუთაისის საკასო ცენტრის (განყოფილება) ნაღდი ფულითა და სხვა ფასეულობით მომარაგებასთან დაკავშირებით მიღებული მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ამოწმებს მის საფუძვლიანობას მოსალოდნელი გაცემების გათვალისწინებით.(30.11.2009 N219/01) 4. დეპარტამენტი აწარმოებს სარეზერვო ფონდების დავთარს (დანართი N12). (30.11.2009 N219/01) 5. ეროვნული ბანკის სისტემაში სარეზერვო ფონდებსა და საბრუნავ სალაროში არსებული ნაშთების შესახებ დეპარტამენტში მიღებული ინფორმაცია უდარდება ეროვნული ბანკის ბუღალტერიაში წარდგენილ მონაცემებს. რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში საკითხი დგება ხელმძღვანელობის წინაშე.

თავი III. საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა

მუხლი 7. კომერციული ბანკებისაგან ნაღდი ფულის მიღება (22.10.09 N197/01) 1. ეროვნული ბანკის სისტემაში კომერციული ბანკებისგან მიიღება მხოლოდ მოქმედი წესით ფორმირებული ბანკნოტები და მონეტები. 2. კომერციული ბანკებისგან საკორესპოდენტო ანგარიშზე ჩასარიცხად ნაღდი ფული (ეროვნული და უცხოური ვალუტა) მიიღება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო რეჟიმით, ორ ეგზემპლარად შევსებული განაცხადის (დანართი N14) საფუძველზე. 3. განაცხადის წარმოდგენის შემდეგ ეროვნული ბანკის ოპერატორი ახდენს ფულის შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს წარმოდგენილი განაცხადის შევსების სისწორეს, განაცხადზე არსებულ ხელმოწერებს უდარებს პროგრამულ

Page 7: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

7

უზრუნველყოფაში არსებულ ხელმოწერის ნიმუშებს, ავსებს ელექტრონული შემოსავლის ორდერის (დანართი N15) შემდეგ ველებს: ა) საბუთის ნომერი ბ) ვალუტა გ) თარიღი დ) მიმღების ანგარიშის ნომერი (კომერციული ბანკის საკასო მომსახურების ანგარიში) ე) თანხის მიმღები ბანკის დასახელება ვ) თანხა ციფრ ებით ზ) თანხა ნომინალებით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში) თ) დანიშნულება ი) თანხის შემოტანაზე უფლებამოსილი პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით კ) თანხის შემოტანაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ლ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი მ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მარეგისტრირებელი ორგანო ნ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღი ო) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა 4. სალაროს შემოსავლის ორდერის შევსების შემდეგ ოპერატორი ბეჭდავს შემოსავლის ორდერს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს ორდერს, განაცხადს და გადასცემს თანხის შემოტანაზე უფლებამოსილ პირს სალაროში წარსადგენად. იმავდროულად ოპერატორი ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 5. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ წარმოდგენილი განაცხადი არასწორადაა შევსებული, ოპერატორი მასზე აკეთებს აღნიშვნას გაუქმების შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, უარს აცხადებს ოპერაციის განხორციელებაზე და გადასცემს წარმომდგენს განაცხადის ორივე ეგზემპლარს, რომელიც ხელმოწერით დადასტურებულ ერთ ეგზემპლარს უბრუნებს ოპერატორს. 6. განაცხადისა და შემოსავლის ორდერის მიღების შემდეგ მოლარე ახდენს ფულის შემოტანაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს განაცხადისა და შემოსავლის ორდერის შევსების და დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერების სისწორეს. დოკუმენტების მონაცემებს უდარებს პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ მონაცემებს და მათი სისწორის შემთხვევაში ფულის შემოტანაზე უფლებამოსილი პირისაგან იღებს ფულს გადასათვლელად. 7. ფულის მიღების დროს მოლარის სამუშაო მაგიდაზე უნდა იდოს მხოლოდ შემომტანის კუთვნილი ფული. 8. მოლარე, შემოტანილი ფულის შეფუთვის სიმრთელის, მათზე არსებული რეკვიზიტების სისწორის შემოწმების შემდეგ, ფულს გადაითვლის კონებისა და ნეკნების მიხედვით (ხოლო უცხოურ ვალუტას კი – ფურცლობრივად), ფულის მიღებას ადასტურებს შემოსავლის ორდერსა და განაცხადზე ხელმოწერით და ბეჭდით, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტებს ხელმოსაწერად გადასცემს ფულის შემოტანაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ხელმოწერით დადასტურებულ თითო ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს. 9. მოლარე, ფულის შემოტანაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების მიღების შემდეგ, ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 10. კომერციული ბანკებისგან შემოსული თანხები იმავდროულად აისახება ბალანსზე შემდეგი ბუღალტრული გატარებით: ეროვნული ვალუტის შემთხვევაში –დებეტი ანგარიში

Page 8: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

8

N1008-01 (თბილისის საკასო ცენტრი), N1008-02 (ქუთაისის საკასო ცენტრი) და კრედიტი – საკასო მომსახურების ანგარიში N3203-01 (თბილისის საკასო ცენტრი) და N3203-02 (ქუთაისის საკასო ცენტრი), უცხოური ვალუტის შემთხვევაში - დებეტი N1012-01(თბილისის საკასო ცენტრი), 1012-02 (ქუთაისის საკასო ცენტრი) და კრედიტი – საკასო მომსახურების ანგარიში N3213-01 (თბილისის საკასო ცენტრი) და N3213-02 (ქუთაისის საკასო ცენტრი), რის შემდეგაც პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით თანხები ეროვნულ ვალუტაში ავტომატურად აისახება ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში - ოპერატორი ქმნის მემორიალურ ორდერს, რომელიც პროგრამულად დასტურდება მისი და მაკონტროლებელი პირის მიერ. 11. საკასო მომსახურების ანგარიშიდან შემომტანი ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე თანხის ასახვის მიზნით ხდება შემდეგი ბუღალტრული გატარება: დებეტი – საკასო მომსახურების ანგარიში და კრედიტი-ანგარიში N3202 (N3212) შესაბამისად ეროვნული და უცხოური ვალუტისათვის. 12. იმ შემთხვევაში, თუ მოლარის მიერ გამოვლენილ იქნა დოკუმენტებსა და ფაქტობრივად შემოტანილ თანხებს შორის შეუსაბამობა ან სხვა ნაკლოვანება: ა) განაცხადზე მოლარის მიერ კეთდება აღნიშვნა ნაკლოვანების შესახებ, დასტურდება ხელმოწერით, ბეჭდით და ფულთან ერთად უბრუნდება წარმომდგენს, რომელიც განაცხადის ერთ ეგზემპლარს ხელმოწერის შემდეგ უბრუნებს მოლარეს. ბ) მოლარე გაუქმებულ განაცხადს გადასცემს მაკონტროლებელ პირს, რომელიც დაუყოვნებლივ აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, მოლარე გაუქმებულ განაცხადს უბრუნებს ოპერატორს და იმავდროულად სავალუტო ოპერაციების წარმოების პროგრამაში აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დადასტურებას შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. 13. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადსა და შემოსავლის ორდერში არსებული განსხვავება გამოწვეულია ოპერატორის მიერ ამობეჭდილ ორდერში არსებული უზუსტობით: ა) მოლარე შემოსავლის ორდერზე აკეთებს შეუსაბამობის თაობაზე შესაბამის აღნიშვნას, ადასტურებს ხელმოწერით, ბეჭდით და თანხის შემომტანის მეშვეობით განაცხადსა და შემოსავლის ორდერს გადასცემს მაკონტროლებელ პირს, რომელიც დაუყოვნებლივ აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, მოლარე გაუქმებულ განაცხადს უბრუნებს ოპერატორს და იმავდროულად სავალუტო ოპერაციების წარმოების პროგრამაში აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დადასტურებას შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. ბ) ელექტრონული დასტურის გაუქმების შემდეგ ოპერატორი მაკონტროლებელი პირის მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში შეტანილი ნაკლოვანებისა და განაცხადის საფუძველზე ქმნის ახალ შემოსავლის ორდერს. 14. მოლარე დღის ბოლოს ბეჭდავს შემოსავლის ჟურნალს (დანართი N16) დღის განმავლობაში მიღებული ფულის შესახებ, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებენ მოლარე, ოპერატორი და მაკონტროლებელი პირი. უცხოური ვალუტის შემოტანის შემთხვევაში შემოსავლის ჟურნალი იბეჭდება ორ ეგზემპლარად (ქუთაისის საკასო ცენტრის მიერ ერთ ეგზემპლარად), რომლის ერთი ეგზემპლარი, ოპერატორის მიერ გადაეცემა (ქუთაისისსაკასო ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დაშიფრული პროგრამის მეშვეობით) სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს. 15. შემოსავლის ჟურნალი სალაროს დოკუმენტებთან (მათ შორის გაუქმებული დოკუმენტები და მაკონტროლებელი პირისა და ოპერატორის ხელმოწერებით

Page 9: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

9

დადასტურებული უცხოური ვალუტის საკორესპოდენტო ანგარიშზე ჩარიცხვის მემორიალური ორდერი) ერთად თავსდება დღიურ საბუთებში. 16. შემოსავლის სალაროში კომერციული ბანკებიდან შემოსული ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნები გადამთვლელ სალაროს გადაეცემა ინკასატორების მეშვეობით, „ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება–გაცემის წიგნით“ ურთიერთდადასტურების საფუძველზე, ხოლო უცხოური ვალუტის ფურცლობრივი გადათვლა-ფორმირება ხდება მიმღები მოლარის მიერ.

მუხლი 7¹. ფიზიკური პირისგან ნაღდი ფულის მიღება და გამოცვლა (22.10.09 N197/01) 1. ფიზიკური პირის მიერ ეროვნულ ბანკში ფულის შემოტანისას ოპერატორი ახდენს პირის იდენტიფიცირებას, ავსებს ელექტრონულ შემოსავლის ორდერს, სადაც უნდა შეივსოს შემდეგი ველები: ა) საბუთის ნომერი ბ) ვალუტა გ) თარიღი დ) მიმღების ანგარიშის ნომერი ე) თანხა ციფრებით ვ) დანიშნულება ზ) თანხის შემომტანის ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით თ) თანხის შემომტანის ფიზიკური პირის სახელი და გვარი ი) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი კ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის პირადი ნომერი ლ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამცემი ორგანო მ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის თარიღი ნ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა 2. სალაროს შემოსავლის ორდერის შევსების შემდეგ, ოპერატორი ბეჭდავს შემოსავლის ორდერს ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს მას და გადასცემს ფულის შემომტანს სალაროში წარსადგენად. იმავდროულად ოპერატორი ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 3. შემოსავლის ორდერის წარმოდგენის შემდეგ მოლარე ახდენს პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს ოპერატორის ხელმოწერის სისწორეს, შემოსავლის ორდერს უდარებს პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ მონაცემებს, გადაითვლის ფულს ფურცლობრივად და/ან ცალობით, ხელმოწერით და ბეჭდით ადასტურებს შემოსავლის ორდერს და ორივე ეგზემპლარს გადასცემს ფულის შემომტანს ხელმოსაწერად. 4. თანხის შემომტანი ფიზიკური პირი ამოწმებს შემოსავლის ორდერის შევსების სისწორეს, ადასტურებს ხელმოწერით და ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს. მოლარე ხელმოწერილი შემოსავლის ორდერის მიღების შემდეგ, ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას, რის შედეგადაც თანხა დაუყოვნებლივ აისახება შესაბამის ანგარიშზე. 5. იმ შემთხვევაში, თუ მოლარის მიერ გამოვლენილ იქნა შემოსავლის ორდერსა და ფაქტობრივად შემოტანილ თანხებს შორის შეუსაბამობა (დანაკლისი ან ზედმეტობა) და თუ დანაკლისის შემთხვევაში, ფულის შემომტანი ფიზიკური პირი უარს აცხადებს თანხის დამატებაზე, ხოლო ზედმეტობის შემთხვევაში, თუ შემომტანი ფიზიკური პირი თანახმაა შემოიტანოს ფაქტობრივად გამოვლენილი თანხა: ა) შემოსავლის ორდერზე მოლარის მიერ კეთდება აღნიშვნა გაუქმების შესახებ და უკანა მხარეს მიეთითება ფაქტობრივად მისაღები თანხის ოდენობა, დასტურდება ხელმოწერით

Page 10: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

10

და ბეჭდით და ფულთან ერთად უბრუნდება თანხის შემომტან ფიზიკურ პირს ხელმოსაწერად. ბ) მაკონტროლებელი პირი გაუქმებული შემოსავლის ორდერის საფუძველზე ახდენს ოპერატორის პროგრამული დასტურის გაუქმებას მიზეზის მითითებით. გ) ელექტრონული დასტურის გაუქმების შემდეგ ოპერატორი მაკონტროლებელი პირის მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში მითითებული ნაკლოვანებისა და ზეპირი განაცხადის საფუძველზე ქმნის ახალ შემოსავლის ორდერს. 6. იმ შემთხვევაში, თუ შემოტანილ ფულში გამოვლინდა გადასახდელად უვარგისი ან საეჭვო ფულის ნიშანი (რომლის ნამდვილობა ეჭვს იწვევს და რომლის ვარგისიანობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე), რეაგირება ხდება ამავე მუხლის მე–9 პუნქტის შესაბამისად. 7. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ორდერში არსებული უზუსტობა გამოწვეულია ოპერატორის მიზეზით: ა) მოლარე შემოსავლის ორდერზე აკეთებს შეუსაბამობის შესახებ აღნიშვნას, ადასტურებს ხელმოწერით და ბეჭდით და გადასცემს მაკონტროლებელ პირს, რომელიც აუქმებს ოპერატორის ელექტრონულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. ბ) ელექტრონული დასტურის გაუქმების შემდეგ ოპერატორი მაკონტროლებელი პირის მიერ პროგრამულ უზრუნველყოფაში მითითებული ნაკლოვანებისა და ზეპირი განაცხადის საფუძველზე ქმნის ახალ შემოსავლის ორდერს. 8. იმ შემთხვევაში, თუ თანხის შემომტანი პირი მოლარეს არ წარუდგენს ოპერატორის მიერ ამობეჭდილ შემოსავლის ორდერს და თანხას – საოპერაციო დღის ბოლოს მაკონტროლებელი პირის მიერ ხდება ოპერატორის პროგრამული დასტურის გაუქმება შესაბამისი მიზეზის მითითებით. 9. ფიზიკური პირის მიერ მოძველებული ან დაზიანებული ეროვნული ვალუტის ვარგისზე, ერთი ნომინალის სხვა ნომინალზე გადაცვლის ან დახურდავების მიზნით, ფულის ნიშნების მიღებისას: ა) მოლარე გამოწერს ფულის ნიშნების გაცვლის ორდერს (დანართი N18) ორ ეგზემპლარად, რაც დასტურდება მოლარისა და შემომტანის ხელმოწერებით. ბ) ვარგისი ფულის ნიშანი აუნაზღაურდება, ხოლო გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება შემომტანს. გ) საეჭვო ფულის გამოვლენისას, მოლარის მიერ დგება ცნობა (დანართი N20) სამ ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა შემომტანს, დანარჩენი ორი – ფულის ნიშანთან ერთად შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემათ საკასო ცენტრის ექსპერტებს. ექსპერტიზის შედეგების შესახებ 5 დღის ვადაში ეცნობება თანხის წარმომდგენ ფიზიკურ პირს. დ) ექსპერტიზის შედეგად ფულის ნიშნის ნამდვილობის ან ვარგისიანობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამისი თანხა უნაზღაურდება თანხის წარმომდგენ ფიზიკურ პირს (ან ჩაირიცხება ცნობაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე). გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშანი უბრუნდება თანხის წარმომდგენ ფიზიკურ პირს შესაბამის დასკვნასთან ერთად, ხოლო ყალბი – არ ანაზღაურდება. ე) იმ შემთხვევაში, თუ თანხის წარმომდგენი ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილი ფულის ნიშნები გადასახდელად ვარგისია და პირი არ გამოცხადდა ეროვნულ ბანკში, ამასთანავე, ცნობაში არაა მითითებული პირის საბანკო ანგარიში, თანხა ექვსი თვის განმავლობაში

Page 11: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

11

აღირიცხება N4501 - ,,კრედიტორები“ საბალანსო ანგარიშზე, ხოლო 6 თვის შემდეგ, ცნობაში მითითებული პირობის შესაბამისად, თანხა აიღება ეროვნული ბანკის შემოსავალში. ვ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ამ მუხლის მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში საეჭვო ფულის ნიშნის ვარგისიანობის დადგენა და საბოლოო დასკვნისათვის საჭიროა საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა, აღნიშნულის თაობაზე წერილობით ეცნობება თანხის წარმომდგენ ფიზიკურ პირს და რეაგირება მოხდება ექსპერტიზის შედეგების შესახებ მიღებული საბოლოო დასკვნის საფუძველზე. 10. მოლარე დღის ბოლოს ბეჭდავს დღის განმავლობაში მიღებული ფულის შესახებ შემოსავლის ჟურნალს, რომლის სისწორეც ხელმოწერით დასტურდება მოლარის, ოპერატორისა და მაკონტროლებელი პირის მიერ. 11. შემოსავლის ჟურნალი სალაროს დოკუმენტებთან (მათ შორის გაუქმებული დოკუმენტები და ცნობა) ერთად თავსდება დღიურ საბუთებში.

მუხლი 8. ფულის ნიშნების გადათვლა-დამუშავება 1. შემოსავლის სალაროში მიღებული ფორმირებული ფულის მიღება და შემდგომი დამუშავების კონტროლი ეკისრება შესაბამის პასუხისმგებელ მუშაკს. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში ფულის გადაუთვლელად შენახვა შეიძლება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით. 3. ფულის ნიშნების გადათვლის შემდეგ ხდება ბუღალტრული გატარება: მოძველებული ფული - დებეტი ანგარიში N3001,3002 შესაბამისად ბანკნოტებისა და მონეტებისათვის, კრედიტი - ანგარიში N1008-01 (1008-02) და აისახება N0104-01 (1004-02) ბალანსგარეშე ანგარიშზე, ვარგის ფულზე კი დებეტი - ანგარიში N 1002-01 (1002-02), კრედიტი - ანგარიში N1008-01 (N1008-02). (22.10.09 N197/01) 4. საკასო ცენტრში ფულის ნიშნების ავტომატურად განადგურების შემთხვევაში განადგურებული ფულის თანხა ბალანსზე აისახება შემდეგნაირად: დებეტი - ანგარიში N3001,3002, კრედიტი - ანგარიში N1008-01. (22.10.09 N197/01) 5. საკასო ცენტრში ფულის ნიშნების ავტომატურად დამუშავების შემთხვევაში დღიურ საბუთებში სხვა დოკუმენტებთან ერთად აუცილებლად უნდა ინახებოდეს ფულის დამმუშავებელი მოწყობილობის მიერ ავტომატურად დაფიქსირებული მონაცემები, დამოწმებული ამ ოპერაციებისათვის პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით. 6. გადათვლის პროცესში ზედმეტობა-დანაკლისის ან არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენისას დგება ცნობა (დანართი N21) 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შემომტანს (არგადახდითის შემთხვევაში ფულის ნიშანთან ერთად), მეორე - ბუღალტერს, მესამე - რჩება სალაროს. ზედმეტობა-დანაკლისის და არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენის დროს ხდება ბუღალტრული გატარებები: დანაკლისის და არგადახდითი ფულის ნიშნების გამოვლენისას დებეტი - შემომტანის ანგარიში, კრედიტი - ანგარიში N1008-01/1008-02 (1012-01/1012-02); ზედმეტობის შემთხვევაში დებეტი - ანგარიში N1008-01/1008-02 (1012-01/1012-02), კრედიტი - შემომტანის ანგარიში. (22.10.09 N197/01) 7. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 22.10.09 N197/01) 8. გადათვლისას საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დგება ცნობა (დანართი N17) ოთხ ეგზემპლარად და საეჭვო ფულის ნიშნები აღირიცხება რაოდენობით N0929

Page 12: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

12

ბალანსგარეშე ანგარიშზე. ცნობის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება შემომტანს, მეორე – საცავის მატერიალურად პასუხისმგებელ პირს, მესამე ეგზემპლარი რჩება ფულის ნიშნების დამუშავების უბანს, მეოთხე პირი საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად იმავდროულად გადაეცემა ექსპერტებს მატერიალურად პასუხისმგებელ პირისთვის განკუთვნილ ეგზემპლარსა და შესაბამის ორდერზე ხელმოწერით (ქუთაისის საკასო ცენტრის მიერ ცნობის მეოთხე პირი საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად დალუქული სახით იმავდროულად ეგზავნება ეროვნულ ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტს. მიღებული საეჭვო ფულის ნიშნები აღირიცხება N0929 ანგარიშზე და გადაეცემათ ექსპერტებს). ექსპერტიზის შედეგების შესახებ 5 დღის ვადაში ეცნობება კომერციულ ბანკს. (22.10.09 N197/01) 9. (გ ა უ ქ მ ე ბ უ ლ ი ა 22.10.09 N197/01) 10. კომერციული ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ გამოვლენილი საეჭვო ფულის ნიშნები ცნობასთან ერთად (დანართი N20) დალუქული სახით ეგზავნება საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფული მიმოქცევის დეპარტამენტს. მიღებული საეჭვო ფულის ნიშნები აღირიცხება N0929 ანგარიშზე და გადაეცემათ საკასო ცენტრის ექსპერტებს. (22.10.09 N197/01) 11. საეჭვო ფულის ნიშნებს უტარდება ლაბორატორიული ექსპერტიზა, ხდება მათი კლასიფიკაცია, ყალბ ბანკნოტებს ესმება შტამპი „ყალბი” და უკეთდება ანალოგიური შინაარსის პერფორირება, ხოლო მონეტები იხვრიტება. ყალბი ფულის ნიშნები შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე ინახება საკასო ცენტრის საცავში და აღირიცხება N0927 (ყალბი ფული საცავში) ანგარიშზე. (22.10.09 N197/01) 12-19. ამოღებულია. /29.11.2005. #304/ მუხლი 8¹. ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის ექსპლუატაციის წესი და მომხმარებელთა უფლება–მოვალეობები (30.11.2009 N219/01)

1. ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის (შემდგომში–მანქანა) მომხმარებლებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის საკასო ცენტრის (განყოფილების) უფროსი, რასაც ამტკიცებს დეპატამენტის უფროსი, ხოლო მომხმარებელთა მანქანასთან დაშვების დონეები დგინდება ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მიერ. 2. მანქანის ექსპლუატაცია ხორციელდება პერსონალური ელექტრონული ბარათების (შემდგომში – ბარათი), პაროლების და მანქანაში არსებული გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღების მეშვეობით. 3. მანქანის მომხმარებლები არიან:

ა) საკასო ცენტრის უფროსი; ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრები; გ) მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი;

Page 13: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

13

დ) ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი; ე) დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი;

4. საკასო ცენტრის უფროსი ვალდებულია განახორციელოს: ა) ბანკნოტების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნიშნების პარამეტრების კორექტირების

კონტროლი; ბ) ბანკნოტების ვარგისიანობის კრიტერიუმების დახარისხების დონის ცვლილების

კონტროლი; გ) ახალი ბარათის შესაბამის თანამშრომელზე გაცემა ბარათის დაზიანების, დაკარგვის ან

ჯგუფის წევრების ჩანაცვლების შემთხვევაში; დ) დაკარგული ან/და დაზიანებული ბარათების მონაცემების ცვლილების კონტროლი

მანქანის სისტემის მონაცემებში; 5. მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსის ან ბანკნოტების დამუშავებაზე და დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორის მიერ დაკისრებული მოვალეობების (შვებულება, დროებითი შრომისუუნარობა და სხვა მიზეზი) შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საკასო ცენტრის უფროსი უფლებამოსილია ჩაანაცვლოს შესაბამისი თანამშრომელი და გასცეს მასზე ბარათი ან/და მოახდინოს ფუნქციების გადანაწილება; 6. ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს მანქანის გამართული მუშაობა; ბ) დროულად აცნობოს დეპარტამენტისა და საკასო ცენტრის უფროსს მანქანის ტექნიკური ხარვეზის შესახებ, მოახდინოს ტექნიკური ხარვეზის იდენტიფიკაცია, უზრუნველყოს მანქანის ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა; გ) მხოლოდ საკასო ცენტრის უფროსის კონტროლის ქვეშ მოახდინოს ბანკნოტების ნამდვილობის განმსაზღვრელი ნიშნების პარამეტრების კორექტირება და მათი დახარისხების დონის ცვლილება; დ) მხოლოდ საკასო ცენტრის უფროსის კონტროლის ქვეშ მოახდინოს დაკარგული ან/და დაზიანებული ბარათების მონაცემების ცვლილება მანქანის სისტემის მონაცემებში; დ) იმოქმედოს მანქანის ტექნიკური პასპორტის ინსტრუქციის შესაბამისად; ე) პერიოდულად შეამოწმოს დახარისხებული ბანკნოტების ხარისხის დონის შესაბამისობა დადგენილ ნორმებთან; 7. მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ბანკნოტების დამუშავებაზე და დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორების მუშაობის ორგანიზება ბანკნოტების დამუშავების პროცესში; ბ) უზრუნველყოს ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორისათვის ბანკნოტების დროული და თანმიმდევრული მიწოდება; გ) კონტროლი გაუწიოს ბანკნოტების დამუშავებაზე და დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელ მოლარე-ოპერატორებზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

Page 14: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

14

დ) შეამოწმოს მანქანის მიერ ამობეჭდილი ცნობის მონაცემების, აქტებისა და ფაქტიურად მიღებული და დამუშავებული ბანკნოტების ოდენობის შესაბამისობა; ე) უზრუნველყოს შესვენების დროს ან სხვა შემთხვევებში მანქანასთან მომუშავე ჯგუფზე მიბარებული ნაღდი ფულის რკინის კარადაში შენახვა; ვ) კონტროლი გაუწიოს ბანკნოტების დამუშავების პროცესის დროს არასტანდარტულ სიტუაციაში ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე-ოპერატორის ქმედებას; ზ) დაიცვას მანქანის ექსპლუატაციის ნორმები; 8. ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი: ა) პასუხისმგებელია ბანკნოტების დამუშავების ტექნოლოგიური პროცესების სწორად შესრულებაზე; ბ) ვალდებულია იმოქმედოს მანქანის ექსპლუატაციის ინსტრუქციის შესაბამისად, დაიცვას მანქანის ექსპლუატაციის ნორმები, არასტანდარტული სიტუაციის წარმოშობისას დროულად შეატყობინოს ჯგუფის უფროსს და იხელმძღვანელოს მისი მითითებებით; გ) იღებს ჯგუფის უფროსისგან ბანკნოტებს და ტვირთავას მანქანაში მათი დამუშავების მიზნით; დ) პასუხისმგებელია საეჭვო ფულის ნიშნებისათვის განკუთვნილ მანქანის ჯიბეში მოთავსებული ბანკნოტების ვიზუალურად ან სპეციალური აპარატის მეშვეობით დამუშავებზე; 9. დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი: ა) პასუხისმგებელია ბანკნოტების ხელით დამუშავებასა და შეფუთვაზე; ბ) პასუხისმგებელია მანქანის მიერ ფორმირებულ კონებზე ზედსადების რეკვიზიტების სისწორის შემოწმებაზე; გ) პასუხისმგებელია დამუშავებული ბანკნოტების ჯგუფის უფროსისათვის ჩაბარებაზე; 10. დაუშვებელია მანქანის მომხმარებლებზე განპიროვნებული ბარათის, პაროლის ან/და მანქანაში არსებული გასანადგურებელი მოწყობილობის გასაღების სხვა პირზე გადაცემა; 11. დეპარტამენტის მიერ პერიოდულად ხდება მანქანის მიერ დამუშავებული ბანკნოტების ხარისხის შესაბამისობის შემოწმება გადარჩევის დადგენილ დონესთან.

მუხლი 8². მანქანის მეშვეობით ბანკნოტების დამუშავებისა და ტექნიკური პროცესების ორგანიზაცია (30.11.2009 N219/01)

1. ბანკნოტების ავტომატურ რეჟიმში გადათვლა–დახარისხება–განადგურების პროცესი ხორციელდება ვიდეო - სათვალთვალო სისტემების მეთვალყურეობის ქვეშ;

Page 15: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

15

2. ბანკნოტების დამუშავების პროცესის დაწყებამდე ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრი ატარებს ყველა საჭირო ტექნიკურ მომსახურეობას მანქანის გამართული მუშაობისათვის; 3. ყოველი სამუშაო დღის დაწყების წინ მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი რეგისტრირდება მანქანაში, მასზე განპიროვნებული ბარათითა და პაროლით, ხსნის სამუშაო დღეს და ირჩევს ბანკნოტების დამუშავების რეჟიმს; 4. სამუშაო პროცესში გამოიყენება ბანკნოტების დამუშავების შემდეგი რეჟიმები: გადათვლა–დახარისხება განადგურებით (4 ნომინალი), გადათვლა–დახარისხება განადგურების გარეშე (1 ნომინალი), ბანკოტების გადათვლა დახარისხების გარეშე (1 ნომინალი) და მთლიანი გადათვლა–განადგურება (1 ნომინალი); 5. ბანკნოტების დამუშავების რეჟიმის არჩევის შემდეგ ბანკნოტების დამუშავებაზე და დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორები ახდენენ რეგისტრაციას მანქანაში მათზე განპირობებული ბარათების მეშვეობით; 6. მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი ფასეულობის გადაზიდვის ჯგუფის წევრებისაგან ბანკების და ნომინალის მიხედვით ფულის ნიშნებს „ნაღდი ფულის შემოტანის“ განაცხადთან ერთად იღებს კონების და ნეკნების რაოდენობის, შეფუთვის სიმრთელის და კონებზე არსებული რეკვიზიტების სისწორის შემოწმებისა და „ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება–გაცემის წიგნით“ ურთიერთდადასტურების საფუძველზე; 7. მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი კონებს ათავსებს მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რაზედაც მიმართულია ვიდეო - სათვალთვალო სისტემა, რომლის ქვეშაც ახდენს ვაკუუმური ცელოფნისა და ზედსადების მოხსნას, ბანკნოტებს ზედსადებების დართვით ალაგებს ბანკებისა და ნომინალების მიხედვით და გადასცემს ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორს; 8. ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორს  მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ „ნაღდი ფულის შემოტანის განაცხადის“ ჩანაწერების მიხედვით მანქანის სისტემაში შეყავს შემდეგი მონაცემები: ბანკის დასახელება, ნომინალი, გაცხადებული თანხა არჩეულ ბანკნოტების რეჟიმში მითითებული ნომინალების შესაბამისად. 9. მონაცემების მანქანის სისტემაში შეყვანის შემდეგ ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი იწყებს ბანკნოტების მანქანაში ჩატვირთვას; 10. მანქანა ბანკნოტების დამუშავების რეჟიმების მიხედვით, ბანკნოტებს: ა) აფორმირებს ვარგისად (სრულ კონებად); ბ) აფორმირებს მოძველებულად (სრულ კონებად); გ) აცალკევებს საეჭვოდ; დ) ანადგურებს; 11. მანქანის მიერ ფორმირებული სრული კონები დახურული ტრანსპორტიორის მეშვეობით მიეწოდება დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორს, ხოლო საეჭვო ბანკნოტები თავსდება მანქანის შესაბამის ჯიბეში;

Page 16: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

16

12. ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ამოწმებს საეჭვო ბანკნოტებისათვის განკუთვნილ ჯიბეში მოთავსებულ ბანკნოტებს; 13. საეჭვო ბანკნოტებისათვის განკუთვნილ ჯიბეში ნამდვილი ბანკნოტების არსებობისას, ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ითვლის ბანკნოტებს, მანქანის სისტემაში შეყავს მათი რაოდენობა ნომინალების მიხედვით და გადასცემს დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორს ხელით ფორმირებისათვის; 14. დაუშვებელია ხელით ფორმირებული ბანკნოტების შეფუთვა მანქანის მეშვეობით; 15. საეჭვო ბანკნოტებისათვის განკუთვნილ ჯიბეში საეჭვო ბანკნოტის არსებობისას, ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ბანკნოტებს ათავსებს მანქანის მაგიდის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, რაზედაც მიმართულია ვიდეო -სათვალთვალო სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება ბანკნოტის და მისი ნომრის დაფიქსირება; 16. ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ვიდეო - სათვალთვალო სისტემებში დაფიქსირების შემდეგ საეჭვო ბანკნოტს გადასცემს მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსს, რომელიც ადგენს შესაბამის აქტს „საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შესახებ“; 17. საეჭვო ბანკნოტებისათვის განკუთვნილ ჯიბეში ნამდვილი ბანკნოტების არსებობისას ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორის მიერ მანქანის სისტემაში მონაცემების არასწორად შეყვანის შემთხვევაში, შესწორების შეტანას ახდენს ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსის კონტროლის ქვეშ; 18. ბანკნოტების ფორმირების რეჟიმის შეცვლის ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ახდენს მანქანიდან სრული და არასრული ნეკნების ამოღებას, გადასცემს მათ დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელ მოლარე–ოპერატორს ბანკნოტების შესაბამის კატეგორიებად ხელით ფორმირების უზრუნველყოფისათვის. სრული ნეკნებით მთლიანი კონის შეკვრის შესაძლებლობის შემთხვევაში, დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ნეკნებს აერთიანებს სრულ კონად, ხოლო დარჩენილ სრულ და არასრულ ნეკნებს ითვლის ფურცლობრივად და კრავს არასრულ კონად; 19. ხელით ფორმირების შემთხვევაში დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ზედსადებს ადასტურებს ჯგუფის შტამპით და ახდენს ვაკუმურ ფორმირებას; 20. დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი მანქანისა და მის მიერ ფორმირებული კონებზე ამოწმებს ზედსადების რეკვიზიტების სისწორეს და ათავსებს კარადაში ნომინალების მიხედვით;

Page 17: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

17

21. მანქანის მუშაობის დამთავრების შემდეგ მანქანასთან მომუშავე ჯგუფის წევრების მიერ მოწმდება მიწოდების, ტრანსპორტირების, შეფუთვის და მანქანის სხვა კვანძები, მასში ბანკნოტების არარსებობის გადასამოწმებლად; 22. კონკრეტული ბანკის მიერ შემოტანილი ფულის ნიშნების გადათვლის დასრულების შემდეგ ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი მანქანიდან ამობეჭდავს „ცნობას ბანკების მიხედვით“, რომელსაც უდარებს „ნაღდი ფულის შემოტანის განაცხადის“ მონაცემებთან და ხელმოწერით ადასტურებს მანქანასთან მომუშავე ჯგუფის ყველა წევრი; 23. მანქანის მიერ დანაკლისის ან/და ზედმეტობის გამოვლენის შემთხვევაში მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი ადგენს შესაბამის აქტს; 24. დღის ბოლოს ბანკნოტების დამუშავების პროცესის დამთავრების შემდეგ მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი მანქანიდან ამობეჭდავს „ცნობას დღის მიხედვით“, რომლის მონაცემებს უდარებს „ცნობას ბანკების მიხედვით“, დანაკლისის ან/და ზედმეტობის შესახებ აქტებს (გარდა „საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შესახებ“ აქტისა), ნაღდ ფულს და ადასტურებს ხელმოწერით; 25. მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი მის მიერ ხელმოწერით დადასტურებულ „ცნობას დღის მიხედვით“ ნაღდ ფულთან ერთად გადასცემს ფასეულობის გადაზიდვის ჯგუფის წევრებს საცავის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებზე გადასაცემად, ხოლო „ცნობას ბანკების მიხედვით“ და დანაკლისის ან/და ზედმეტობის შესახებ აქტებს გადასცემს შესაბამის პასუხისმგებელ პირს ანგარიშების კორექტირებისათვის; 26. ფასეულობის გადაზიდვის ჯგუფის წევრები მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსისაგან ფულის ნიშნებს იღებენ კონების და ნეკნების რაოდენობის, შეფუთვის სიმრთელის და კონებზე არსებული რეკვიზიტების სისწორის შემოწმებისა და „ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება–გაცემის წიგნით“ ურთიერთდადასტურების საფუძველზე; 27. მუშაობის პროცესში მანქანის ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე-ოპერატორი ვალდებულია იხელმძღვანელოს მანქანის ექსპლუატაციის ინსტრუქციით, რომელიც გამოსახულია მანქანის ეკრანზე; 28. მანქანის მიერ დაზიანებული კონის ფორმირების შემთხვევაში, დახარისხებულ ბანკნოტებზე პასუხისმგებელი მოლარე-ოპერატორი ბანკნოტებს ითვლის ფურცლობრივად, კრავს კონად, ზედსადებს ადასტურებს ჯგუფის შტამპით და ახდენს ვაკუმურ ფორმირებას; 29. ბანკნოტების ფაქტიურ ნაშთსა და მანქანის მიერ ამობეჭდილ მონაცემებს შორის შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში საკასო ცენტრის უფროსი, ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფისა და მანქანასთან მომუშავე ჯგუფის წევრები ახდენენ შეუსაბამობის მიზეზის დადგენას, საჭიროების შემთხვევაში ახორციელებენ ვიდეო -სათვალთვალო ჩანაწერების დათვალიერებას, ადგენენ შესაბამის აქტს და წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელს შემდგომი რეაგირებისათვის;

Page 18: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

18

30. მანქანაში არსებულ გასანადგურებელ მოწყობილობაში გასანადგურებელი ბანკნოტის გაჩერების შემთხვევაში, ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი იძახებს მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსს და მისი მეთვალყურეობის ქვეშ რეაგირებას ახდენს სისტემის ეკრანზე გამოტანილი ექსპლოატაციის ინსტრქუციის შესაბამისად; 31. მანქანაში არსებული გასანადგურებელი მოწყობილობის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში, მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი ატყობინებს საკასო ცენტრის უფროსსა და ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებს; 32. იმ შემთხვევაში, თუ მანქანის მუშაობის შეფერხების მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ მანქანაში არსებულ გასანადგურებელ მოწყობილობაში დარჩა ბანკნოტები (ან მისი ნაწილები), რომლებიც მანქანის მიერ დაფიქსირებულია, როგორც განადგურებული, ისინი გადაეცემა მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსს, რომელიც ტექნიკური უზრუნველყოფის ჯგუფის წევრებთან ერთად ამოწმებს მანქანის მონაცემების სისწორეს, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი და მათ მიერვე ხდება ბანკნოტების (ან მისი ნაწილების) განადგურება ვიდეო-სათვალთვალო სისტემების მეთვალყურეობის ქვეშ; 33. ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების დროს, მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსი, მანქანის გამართვის მიზნით, ახდენს ტექნიკური უზრულველყოფის ჯგუფის წევრების გამოძახებას. ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ბანკნოტების დამუშავებაზე პასუხისმგებელი მოლარე–ოპერატორი ახდენს მანქანის მიერ მოთხოვნილი მონაცემების შეყვანას მანქანასთან მომუშავე ჯგუფის უფროსის კონტროლის ქვეშ, რომელიც თავის მხრივ ამოწმებს შეყვანილი მონაცემების სისწორეს;

მუხლი 9. ფასეულობის შესანახად მიღება

1. თბილისის საკასო ცენტრში - ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის, ხოლო ქუთაისის საკასო ცენტრში - საკასო ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით შესანახად მიიღება სასამართლო და საგამოძიებო ორგანოების მიერ ამოღებული ფასეულობა (დალუქული სახით) წერილობითი მომართვისა და ხელშეკრულების საფუძველზე ბალანსგარეშე ორდერით (დანართი N22), შემოსავლის ორდერი რჩება დღიურ საბუთებში, გასავლის ორდერი ეძლევა ბუღალტერს, ფასეულობის თანმხლები იარლიყი ეკვრება ფასეულობიან ამანათს. ფასეულობას თან უნდა ახლდეს შესაბამისი აღწერილობა სახეობის, ნომინალის, ოდენობის, ნომრის ან სხვა რეკვიზიტების მითითებით (ფასეულობა არ უნდა შეიცავდეს რადიოაქტიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს) შემომტანს ეძლევა ქვითარი (დანართი N23) ფასეულობის უკან მისაღებად. შესანახად მიღებული ფასეულობა მიეცემა შემომტანი დაწესებულების ხელმძღვანელის მინდობილობის მქონე პირს წარმოდგენილი ქვითრის საფუძველზე გასავლის ორდერით. /28.04.2004. N81/ 1¹. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, წერილობითი მომართვისა და ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებელია სხვა დაწესებულებების ფასეულობის (დალუქული სახით) დროებით

Page 19: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

19

შესანახად მიღება, ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურების დაცვით. (9.02.2010 N13/01) 2. გაუქმებული ან გამოუყენებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმები (გაცემული ეროვნული ბანკის მიერ) მიიღება მიღება-ჩაბარების აქტით. 3. აღნიშნული ფორმების თავმოყრა და შემდგომი გამოყენებისათვის გამოუსადეგარი ფორმების განადგურება ხდება საქართველოს ეროვნული ბანკის თბილისის საკასო ცენტრში გამანადგურებელი აგრეგატის მეშვეობით, კომისიური წესით, რაზედაც დგება სათანადო აქტი (სადაც მითითებული უნდა იქნეს განადგურების თარიღი, ბლანკების სახეობა, რაოდენობა, ნომრები) დამსწრე პირთა ხელმოწერებით. /4.12.2001. N291/

მუხლი 10. კომერციულ ბანკებზე ნაღდი ეროვნული და უცხოური ვალუტის გაცემა

1. ეროვნული ბანკიდან გაიცემა მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ფულის ნიშნები. (22.10.09 N197/01) 2. გასავლის თანხის გაცემის ოპერაციების შესასრულებლად მოლარეს ნაღდი ფული ეძლევა საქვეანგარიშოდ ,,მიღებული და გაცემული ფულის (ფასეულობის) აღრიცხვის წიგნში“ (დანართი N24) ხელმოწერით. (22.10.09 N197/01) 3. ნაღდი ეროვნული ვალუტის გატანის მიზნით, კომერციული ბანკი საგადახდო დავალების მეშვეობით, საკორესპოდენტო ანგარიშიდან თანხას ჩარიცხავს ეროვნულ ბანკში გახსნილ საკასო მომსახურების ანგარიშზე, ხოლო უცხოურ ვალუტაში საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ხდება კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილი მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT) შეტყობინების მეშვეობით ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მემორიალური ორდერის საფუძველზე. (22.10.09 N197/01) 4. საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. (22.10.09 N197/01) 5. ფულის გატანისას ოპერატორი კომერციული ბანკის უფლებამოსილი პირის ზეპირი განცხადების შემდეგ ამოწმებს საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის არსებობას და ოდენობას. (22.10.09 N197/01) 6. ოპერატორი, თანხის არსებობის შემთხვევაში, ახდენს ფულის მიმღები უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში /მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ბეჭდავს მას ერთ ეგზემპლარად, ადასტურებეს ხელოწერით და ავსებს ელექტრონულ გასავლის ორდერს (დანართი N26), რომელშიც უნდა შეივსოს შემდეგი ველები: ა) საბუთის ნომერი ბ) ვალუტა

Page 20: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

20

გ) თარიღი დ) ანგარიშის ნომერი (საკასო მომსახურების ანგარიში) ე) ბანკის დასახელება (ივსება ავტომატურად) ვ) თანხა ციფრებით ზ) თანხა ნომინალებით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში) თ) დამატებით ველში ივსება ბანკის საიდენტიფიკაციო კოდი ი) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით კ) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ლ) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი მ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამცემი ორგანო ნ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღი ო) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა (22.10.09 N197/01) 7. სალაროს გასავლის ორდერის შევსების შემდეგ, ოპერატორი ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და საგადახდო დავალებასთან/მემორიალურ ორდერთან ერთად გადასცემს ფულის მიმღებს მაკონტროლებელ პირთან წარსადგენად. იმავდროულად ოპერატორი ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. (22.10.09 N197/01) 8. მაკონტროლებელი პირი დოკუმენტების მიღების შემდეგ ახდენს ფულის მიმღები პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის და გასავლის ორდერის ურთიერთშედარებას, დოკუმენტებისა და მათზე არსებული ხელმოწერების სისწორის შემოწმებას პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. (22.10.09 N197/01) 9. დოკუმენტების სისწორის შემდეგ, მაკონტროლებელი პირი ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას, ხელს აწერს საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, გასავლის ორდერს და გადასცემს ფულის მიღებაზე უფლებამოსილ პირს სალაროში წარსადგენად. (22.10.09 N197/01) 10. გასავლის დოკუმენტების მიღების შემდეგ, მოლარე ახდენს ფულის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის და გასავლის ორდერის ურთერთშედარებას, ამოწმებს მათ შესაბამისობას ელექტრონულ მონაცემებთან, ხელმოწერების სისწორეს. დოკუმენტების სისწორის შემთხვევაში ხელს აწერს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარს და ფულთან ერთად გადასცემს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.(22.10.09 N197/01) 11. თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ფულს გადაითვლის კონების, ნეკნების და მათზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, მონეტებს კი - პაკეტების და მასზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, შეუფუთავ კონებს, ნეკნებს და ცალკეულ ბანკნოტებს - ფურცლობრივად, ხოლო მონეტებს ცალობით, რის შემდეგაც ხელს აწერს ორდერს და ერთს ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს. (22.10.09 N197/01) 12. მოლარე, ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი გასავლის ორდერის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. (22.10.09 N197/01) 13. ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირს უფლება აქვს კონებად შეფუთული ბანკნოტები გადათვალოს ფურცლობრივად, ხოლო ტომრებში მოთავსებული მონეტები - ცალობით სალაროს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. (22.10.09 N197/01)

Page 21: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

21

14. ნაღდი ფულის ფურცლობრივად და ცალობით გადათვლისას შეფუთვის საშუალებები და ზედსადებები ინახება გადათვლის დამთავრებამდე. დანაკლისის, მეტობის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში იმავდროულად დგება სათანადო აქტი, რომლის საფუძველზეც დანაკლისის თანხა დაუყონებლივ აუნაზღაურდება ფულის მიმღებ კომერციულ ბანკს, ხოლო ზედმეტობა ჩაირიცხება ეროვნული ბანკის შემოსავალში. თანხის მიღებისას ფულის სალაროსთან არ გადათვლის შემთხვევაში, პრეტენზიები დანაკლისის ანაზღაურების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ არ მიიღება. (22.10.09 N197/01) 15. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორმა გამოავლინა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში ან ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში: ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე. ბ) ოპერატორი ამობეჭდავს საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს და მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, იღებს წარმოდგენილ პირადობის მოწმობის ასლს. იმავდროულად თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით ქმნის საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, რომლის „გადახდის დანიშნულების“ ველში უთითებს ფულის გაუცემლობის მიზეზს და საფუძველს. გ) თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით შექმნილი საგადახდო დავალება/მემორიალური ორდერი პროგრამულად დასტურდება ოპერატორისა და მაკონტროლებელი პირის მიერ. (22.10.09 N197/01) 16. იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი პირის მიერ გამოვლენილი იქნა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში ან ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში: ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე. ბ) მაკონტროლებელი პირი ოპერატორის მიერ ამობეჭდილი საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, იღებს წარმოდგენილ პირადობის მოწმობის ასლს და აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. ოპერატორი, პროგრამული დასტურის გაუქმების საფუძველზე, კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე თანხის დაბრუნების მიზნით, იმავდროულად ქმნის საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, რომლის „გადახდის დანიშნულების“ ველში უთითებს ფულის გაუცემლობის მიზეზსა და საფუძველს. გ) თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით შექმნილი საგადახდო დავალება/მემორიალური ორდერი პროგრამულად დასტურდება ოპერატორისა და მაკონტროლებელი პირის მიერ. (22.10.09 N197/01) 17. იმ შემთხვევაში, თუ მოლარემ გამოავლინა რაიმე სახის შეუსაბამობა კომერციული ბანკის მიერ გამოგზავნილ საგადახდო დავალებაში/მემორიალურ ორდერში ან თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებში: ა) ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე. ბ) მოლარე საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას გამოვლენილი შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, იღებს წარმოდგენილ პირადობის მოწმობის ასლს და გადასცემს მაკონტროლებელ პირს, (უცხოური ვალუტის შემთხვევაში გაუქმებული მემორიალური ორდერი უბრუნდება ოპერატორს) რომელიც აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს (უცხოური ვალუტის

Page 22: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

22

შემთხვევაში დასტურის გაუქმება ხდება მოლარის მიერ) შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით. ოპერატორი, პროგრამული დასტურის გაუქმების შემდეგ, თანხის კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით ქმნის საგადახდო დავალებას/მემორიალურ ორდერს, რომლის „გადახდის დანიშნულების“ ველში უთითებს ფულის გაუცემლობის მიზეზსა და საფუძველს. გ) თანხის საკორესპოდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით შექმნილი საგადახდო დავალება/მემორიალური ორდერი პროგრამულად დასტურდება ოპერატორის და მაკონტროლებელი პირის მიერ. (22.10.09 N197/01) 18. იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი პირის მიერ გამოვლინდა შეუსაბამობა, რაც გამოწვეულია ოპერატორის მიზეზით, მაკონტროლებელი პირი საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით, ხოლო თუ შეუსაბამობა გამოვლინდა მოლარის მიერ, იგი საგადახდო დავალების/მემორიალური ორდერის მეორე მხარეს აკეთებს შესაბამის აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით და დოკუმენტებს გადასცემს მაკონტროლებელ პირს (უცხოური ვალუტის შემთხვევაში გაუქმებული მემორიალურ ორდერი უბრუნდება ოპერატორს), რომელიც აუქმებს საკუთარ და ოპერატორის პროგრამულ დასტურს (უცხოური ვალუტის შემთხვევაში დასტურის გაუქმება ხდება მოლარის მიერ) შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით, რის შემდეგაც ოპერატორი ქმნის ახალ გასავლის ორდერს. (22.10.09 N197/01) 19. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ თანხის გატანა არ მოხდა საკასო მომსახურების ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის დღესვე, ეროვნულ ვალუტაში პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით თანხა მომდევნო სამუშაო დღეს ავტომატურად უბრუნდება კომერციულ ბანკს საკორესპონდენტო ანგარიშზე, ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში ოპერატორი ქმნის მემორიალურ ორდერს, რომელიც პროგრამულად დასტურდება მისი და მაკონტროლებელი პირის მიერ. (22.10.09 N197/01) 20. სხვა იურიდიული პირებზე (კომერციული ბანკების გარდა) ნაღდი ფული გაიცემა ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში საფულე ჩეკის (დანართი N25) საფუძველზე. (12.11.09 N207/01) 21. ეროვნული ბანკიდან ნაღდი ფულის გატანაზე უფლებამოსილი პირი სათანადოდ გაფორმებულ საფულე ჩეკს წარუდგენს ოპერატორს, რომელიც ამოწმებს შემდეგ მონაცემებს:

ა) ორგანიზაციის დასახელებას ბ) ანგარიშის ნომერს გ) თანხას ციფრებით და სიტყვებით

დ) დანიშნულებას ე) შევსების თარიღს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ჩეკის გამოწერიდან მე -10 კალენდარულ დღეს ვ) იურიდიული პირის ბეჭედს, რომელზეც მკვეთრად უნდა ჩანდეს ორგანიზაციის ლოგო, საიდენტიფიკაციო ნომერი და ორგანიზაციის დასახელება ზ) უფლებამოსილ პირთა ხელმოწერების იდენტურობას ნოტარიულად დამოწმებულ ხელმოწერის ნიმუშებთან

თ) გამტანის სახელს, გვარს და საპასპორტო მონაცემებს (12.11.09 N207/01)

Page 23: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

23

22. ოპერატორი, ჩეკის შევსების სისწორის შემოწმების შემდეგ, ახდენს ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას ჩეკში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ამოწმებს ანგარიშზე თანხების არსებობასა და ოდენობას. (12.11.09 N207/01)

23. ანგარიშზე საკმარისი თანხის არსებობისას ოპერატორი ავსებს ელექტრონულ გასავლის ორდერს, რომელშიც უნდა შეივსოს შემდეგი ველები:

ა) საბუთის ნომერი ბ) ვალუტა გ) თარიღი დ) ანგარიშის ნომერი ე) კლიენტის დასახელება (ივსება ავტომატურად) ვ) თანხა ციფრებით ზ) თანხა ნომინალებით (უცხოური ვალუტის შემთხვევაში) თ) დამატებით ველში ივსება იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი ი) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით კ) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის სახელი და გვარი ლ) თანხის გატანაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი მ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამცემი ორგანო ნ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღი ო) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა

პ) საოპერაციო კოდი (12.11.09 N207/01) 24. ოპერატორი, სალაროს გასავლის ორდერის შევსების შემდეგ, ხელმოწერით ადასტურებს საფულე ჩეკს და გადასცემს ფულის მიმღებს მაკონტროლებელ პირთან წარსადგენად. (12.11.09 N207/01) 25. მაკონტროლებელი პირი, ჩეკის მიღების შემდეგ, ახდენს პირის იდენტიფიცირაბას საფულე ჩეკში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით,. საფულე ჩეკისა და ელექტრონული გასავლის ორდერის მონაცემების ურთიერთშედარებას და ჩეკზე არსებული ხელმოწერების სისწორის შემოწმებას პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. (12.11.09 N207/01) 26. მაკონტროლებელი პირი, დოკუმენტების სისწორის შემოწმების შემდეგ, ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას, ხელს აწერს საფულე ჩეკს და გადასცემს ფულის მიღებაზე უფლებამოსილ პირს სალაროში წარსადგენად. (12.11.09 N207/01) 27. მოლარე, საფულე ჩეკის მიღების შემდეგ, ახდენს ფულის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, ჩეკის და ელექტრონული გასავლის ორდერის მონაცემების ურთიერთშედარებას, მათ შესაბამისობას ელექტრონულ მონაცემებთან, ამოწმებს ხელმოწერების სისწორეს. ხელს აწერს საფულე ჩეკს და ფულთან ერთად გადასცემს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირს. (12.11.09 N207/01) 28. თანხის მიღებაზე უფლებამოსილი პირი ფულს გადაითვლის კონების, ნეკნების და მათზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, მონეტებს კი - პაკეტების და მასზე არსებული რეკვიზიტების მიხედვით, შეუფუთავ კონებს, ნეკნებს და ცალკეულ ბანკნოტებს - ფურცლობრივად, ხოლო მონეტებს ცალობით, რის შემდეგაც ხელს აწერს საფულე ჩეკს და უბრუნებს მოლარეს. (12.11.09 N207/01)

Page 24: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

24

29. მოლარე, ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საფულე ჩეკის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. (12.11.09 N207/01)

30. ფულის მიღებაზე უფლებამოსილი პირს უფლება აქვს კონებად შეფუთული ბანკნოტები გადათვალოს ფურცლობრივად, ხოლო ტომრებში მოთავსებული მონეტები - ცალობით სალაროს პასუხისმგებელი მუშაკის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. (12.11.09 N207/01)

31. გადათვლისას ზედმეტობა, დანაკლისის ან სხვა შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში რეაგირება ხდება ამავე მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად. (12.11.09 N207/01)

32. ჩეკის არასწორად შევსების ან სხვა რაიმე შეუსაბამობის აღმოჩენისას, ეროვნული ბანკი უარს აცხადებს თანხის გაცემაზე, ჩეკი შესაბამისი შენიშვნით უბრუნდება კლიენტს, პროგრამულ უზრუნველყოფაში რეაგირება კი ხდება ამავე მუხლის მე-15, მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტებით დადგენილი პროცედურების ანალოგიურად. (12.11.09 N207/01) 33. მოლარე დღის ბოლოს ბეჭდავს გასავლის ჟურნალს (დანართი N19) დღის განმავლობაში გაცემული ფულის შესახებ, რომლის სისწორესაც ხელმოწერით ადასტურებენ მოლარე, ოპერატორი და მაკონტროლებელი პირი. უცხოური ვალუტის გაცემის შემთხვევაში გასავლის ჟურნალი სავალუტო ოპერაციების წარმოების პროგრამის მეშვეობით იბეჭდება ორ ეგზემპლარად (ქუთაისის საკასო ცენტრის მიერ ერთ ეგზემპლარად), რომლის ერთი ეგზემპლარი, ოპერატორის მიერ გადაეცემა (ქუთაისის საკასო ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დაშიფრული პროგრამის მეშვეობით) სავალუტო და ფულად-საკრედიტო ოპერაციების დეპარტამენტს. გასავლის ჟურნალი სალაროს დოკუმენტებთან (მათ შორის გაუქმებული დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაკონტროლებელი პირისა და ოპერატორის მიერ ხელმოწერებით დადასტურებული საგადახდო დავალება/მემორიალური ორდერი) ერთად თავსდება დღიურ საბუთებში. (12.11.09 N207/01)

მუხლი 10¹ ფიზიკურ პირებზე ნაღდი ფულის გაცემა (22.10.09 N197/01)

1. ეროვნული ბანკიდან ფიზიკურ პირზე ნაღდი ეროვნული ვალუტა გაიცემა თანხის მიღებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე. 2. ოპერატორი წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორის შემოწმების შემდეგ, ახდენს პირის იდენტიფიცირებას, ავსებს ელექტრონულ გასავლის ორდერს, რომელშიც ივსება შემდეგი ველები: ა) საბუთის ნომერი ბ) ვალუტა გ) თარიღი დ) თანხის მიმღები ფიზიკური პირის სახელი და გვარი ე) თანხა ციფრებით ვ) დანიშნულება

Page 25: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

25

ზ) თანხის მიმღები ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით თ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი ი) პირადობის დამადასტურებელი საბუთის პირადი ნომერი კ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამცემი ორგანო ლ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღი მ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა 3. სალაროს გასავლის ორდერის შევსების შემდეგ, ოპერატორი ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და დოკუმენტებთან ერთად გადასცემს თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს მაკონტროლებელ პირთან წარსადგენად. იმავდროულად ოპერატორი ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 4. მაკონტროლებელი პირი დოკუმენტის მიღების შემდეგ ახდენს პირის იდენტიფიცირებას, წარმოდგენილი დოკუმენტისა და გასავლის ორდერის ურთიერთშედარებას, გასავლის ორდერის პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის და ხელმოწერების უტყუარობის შემოწმებას, რის შემდეგაც ხელს აწერს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარს და დოკუმენტთან ერთად გადასცემს თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს მოლარესთან წარსადგენად. მაკონტროლებელი პირი იმავდროულად ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 5. მოლარე, პირის იდენტიფიცირების, წარმოდგენილი დოკუმენტის, გასავლის ორდერის და ელექტრონული მონაცემების ურთიერთშედარების, ხელმოწერების უტყუარობის შემოწმების შემდეგ ხელს აწერს გასავლის ორდერის ორივე ეგზემპლარს და თანხასთან ერთად გადასცემს თანხის მიმღებ ფიზიკურ პირს ხელმოსაწერად. 6. თანხის მიმღები ფიზიკური პირი გადაითვლის თანხას, ხელს აწერს გასავლის ორდერებს და ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს. 7. მოლარე, თანხის მიმღები ფიზიკური პირის მიერ ხელმოწერილი გასავლის ორდერის მიღების შემდეგ, დაუყონებლივ ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 8. იმ შემთხვევაში, თუ მაკონტროლებელი პირის მიერ გამოვლინდა შეუსაბამობა, რაც გამოწვეულია ოპერატორის მიზეზით, მაკონტროლებელი პირი გასავლის ორდერის მეორე მხარეს აკეთებს აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით, აუქმებს ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით, ხოლო თუ შეუსაბამობა გამოვლინდა მოლარის მიერ, იგი გასავლის ორდერის მეორე მხარეს აკეთებს აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, ადასტურებს ხელმოწერით და დოკუმენტებს გადასცემს მაკონტროლებელ პირს, რომელიც აუქმებს საკუთარ და ოპერატორის პროგრამულ დასტურს შესაბამისი ნაკლოვანების მითითებით, რის შემდეგაც ოპერატორი ქმნის ახალ გასავლის ორდერს. 9. მოლარე დღის ბოლოს ამობეჭდავს დღის განმავლობაში გაცემული ფულის შესახებ გასავლის ჟურნალს, რომლის სისწორეც ხელმოწერით დასტურდება მოლარისა და ოპერატორის მიერ. 10. გასავლის ჟურნალი სალაროს დოკუმენტებთან ერთად (მათ შორის გაუქმებული დოკუმენტები და თანხის მიღებაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი) თავსდება სალაროს დღიურ საბუთებში.

მუხლი 10². კომერციულ ბანკებზე მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა (22.10.09 N197/01)

Page 26: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

26

1. მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა კომერციული ბანკის მიერ ამ მიზნით ეროვნული ბანკის შესაბამის ანგარიშზე თანხის (ფორმების ღირებულების) ჩარიცხვის დამადასტურებელი საგადახდო დავალების საფუძველზე. საგადახდო დავალებაში დადგენილი წესით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, დამატებით უნდა მიეთითოს პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა, მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახეობა და რაოდენობა. 2. ოპერატორი, მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ზეპირი განაცხადის საფუძველზე, ახდენს პირის იდენტიფიცირებას საგადახდო დავალებაში მითითებული რეკვიზიტების მიხედვით, ამოწმებს ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას, ბეჭდავს ჩარიცხვის დამადასტურებელ საგადახდო დავალებას ერთ ეგზემპლარად, ადასტურებს ხელმოწერით და გადასცემს ფორმების მიღებაზე უფლებამოსილ პირს მოლარესთან წარსადგენად. 3. მოლარე, საგადახდო დავალების მიღების შემდეგ, ახდენს ფორმების მიღებაზე უფლებამოსილი პირის იდენტიფიცირებას, ამოწმებს ოპერატორის ხელმოწერის სისწორეს და ანგარიშზე ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობის შესაბამისობას, ავსებს გასავლის გარებალანსურ ორდერს (დანართი N 42), რომელშიც ივსება შემდეგი ველები: ა) საბუთის ნომერი ბ) თარიღი გ) გარესაბალანსო დებეტის ანგარიში დ) გარესაბალანსო კრედიტის ანგარიში ე) მკაცრი აღრიცხვის ფორმების ღირებულება და რაოდენობა ვ) დანიშნულებაში მიეთითება მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახეობა, ნომრები და მიმღები ბანკი ზ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი საბუთის მიხედვით თ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გატანაზე უფლებამოსილი ფიზიკური პირის სახელი და გვარი ი) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ტიპი კ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის ნომერი ლ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გამცემი ორგანო მ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის გაცემის თარიღი ნ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის მოქმედების ვადა 4. მოლარე, გარებალანსური ორდერის შევსების შემდგომ, ბეჭდავს მას ორ ეგზემპლარად, ხელს აწერს და გადასცემს მკაცრი აღრიცხვის ფორმებთან ერთად მათ მიღებაზე უფლებამოსილ პირს ხელმოსაწერად. 5. ფორმების მიღებაზე უფლებამოსილი პირი ფორმების გადათვლის, მათი რაოდენობისა და ნომრების გარებალანსურ ორდერში მითითებულ ნომრებთან შედარების შემდეგ, ხელმოწერით ადასტურებს გარებალანსურ ორდერს, რომლის ერთ ეგზემპლარს უბრუნებს მოლარეს.

Page 27: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

27

6. ფორმების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული გარებალანსური ორდერის მიღების შემდეგ, მოლარე ახდენს ოპერაციის პროგრამულ დადასტურებას. 7. იმ შემთხვევაში, თუ ოპერატორი გამოავლენს შეუსაბამობას საგადახდო დავალებასა და მიმღები პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს შორის ან/და ჩარიცხული თანხის და ბლანკების რაოდენობას შორის, საგადახდო დავალების მეორე მხარეს აკეთებს აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ, გადაიღებს მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლს (საიდენტიფიკაციო მომაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში) და თანხის კომერციული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით ქმნის ელექტრონულ საგადახდო დავალებას, რომლის „გადახდის დანიშნულების“ ველში უთითებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაუცემლობის მიზეზს და საფუძველს. თუ შეუსაბამობა გამოვლინდა მოლარის მიერ, მოლარე საგადახდო დავალების მეორე მხარეს აკეთებს აღნიშვნას შეუსაბამობის შესახებ და გადასცემს ოპერატორს, რომელიც გადაიღებს მიმღები პირის პირადობის მოწმობის ასლს (საიდენტიფიკაციო მონაცემების შეუსაბამობის შემთხვევაში) და კომერციული ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე გადარიცხვის მიზნით ქმნის ელექტრონულ საგადახდო დავალებას, რომლის „გადახდის დანიშნულების“ ველში უთითებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაუცემლობის მიზეზს და საფუძველს. 8. თანხის საკორესპოდენტო ანგარიშზე დაბრუნების მიზნით შექმნილი საგადახდო დავალება პროგრამულად დასტურდება ოპერატორის და მაკონტროლებელი პირის მიერ. 9. მოლარე დღის ბოლოს ამობეჭდავს ცნობას (დანართი N43) დღის განმავლობაში გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ და ადასტურებს ხელმოწერით. 10. ცნობა სალაროს დოკუმენტებთან (მათ შორის გაუქმებული დოკუმენტები, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და მაკონტროლებელი პირისა და ოპერატორის ხელმოწერებით დადასტურებული საგადახდო დავალება) ერთად თავსდება სალაროს დღიურ საბუთებში.

მუხლი 11. სხვა ფასეულობის გაცემა

1. სამახსოვრო მონეტებისა და სხვა ნუმიზმატიკური დანიშნულების პროდუქციის გაცემა ხორციელდება დადგენილი წესების შესაბამისად. 2. ფულის ნიმუშები გაიცემა წერილობითი მომართვისა და გასავლის ორდერის საფუძველზე სათანადოდ შენახვისა და მოთხოვნისთანავე უკან დაბრუნების პირობით. 3. საბანკო ლიცენზიების ფორმები მიეცემა ეროვნული ბანკის შესაბამის თანამშრომელს წარმოდგენილი განცხადებისა და ბალანსგარეშე გასავლის ორდერის საფუძველზე და გადაიტანება N0929 ანგარიშზე, საიდანაც ჩამოიწერება მისგან სათანადო დასტურის მიღების შემდეგ. 4. ჩეკის წიგნაკები და სხვა მკაცრი აღრიცხვის ფორმები გაიცემა სპეციალური ფორმის (დანართი N27) განცხადებისა (დამოწმებული შესაბამისი პასუხისმგებელი მუშაკის მიერ) და ბალანსგარეშე გასავლის ორდერის საფუძველზე ღირებულების გადახდით. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01) 5. ბუღალტერი, წარმოდგენილი განცხადების სისწორის შემოწმების შემდეგ, ავსებს შემოსავლის ორდერს და გადასცემს მოლარეს. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01)

Page 28: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

28

6. მოლარე ბუღალტრის ხელმოწერის შემოწმების შემდეგ დაითვლის შესაბამის თანხას და ხელს აწერს შემოსავლის ორდერს. შემოსავლის ორდერის ერთი პირი რჩება მოლარესთან, ხოლო მეორე - გადაეცემა შემომტანს. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01) 7. გასავლის ორდერი დგება 2 პირად, რომელთაგან 1 რჩება სალაროს დღიურ საბუთებში, მეორე - გადაეცემა ბუღალტერს. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01) 8. კლიენტის მიერ წარმოდგენილი შემოსავლის ორდერის, განცხადებისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმების შემდეგ მოლარე იტოვებს განცხადებას და მისი რეგისტრაციის შემდეგ გასცემს მკაცრი აღრიცხვის ბლანკებს და ტალონს. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01) 9. უნაღდო ანგარიშსწორებით ფასეულობა გაიცემა სათანადოდ დამოწმებული გადარიცხვის ფურცლის, განაცხადისა და გარებალანსური გასავლის ორდერის საფუძველზე. (გაუქმებულია 22.10.09 N197/01)

თავი IV. ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა

მუხლი 12. საბრუნავი სალაროს დასკვნა 1. საბრუნავი სალაროს მოლარეები დღის ბოლოს ადგენენ დღის განმავლობაში მიღებული და გაცემული ფულის შესახებ ცნობებს (დანართები NN28,29) პასუხისმგებელი შემსრულებელი პირების ხელმოწერებით. აღნიშნულ ცნობებთან ერთად არსებული ფულის ნაშთი ბარდება სალაროს უფროსს. 2. სალაროს უფროსი მოლარეებისაგან მიღებული ცნობების სისწორის შემოწმების შემდეგ ითვლის ნაღდ ფულს, რომელსაც აღრიცხავს მიღებული და გაცემული ფულის (ფასეულობის) აღრიცხვის წიგნში და ადგენს ნაერთ ცნობას (დანართი N30), რომელსაც საბუღალტრო მონაცემებთან შედარების შემდეგ ხელს აწერს შესაბამისი პასუხისმგებელი მუშაკი. აღნიშნული ცნობები სალაროს უფროსის ხელმოწერის შემდეგ ინახება სალაროს დღიურ დოკუმენტებთან ერთად. დღიური დოკუმენტების თანხობრივ მონაცემებს გამოითვლის სალაროს უფროსი გამოსათვლელი ტექნიკის საშუალებით და ადასტურებს ხელმოწერით. 3. სალაროს დღიური ბრუნვების შემოწმების შემდეგ სალაროს უფროსი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის აღრიცხვის წიგნში (დანართი N31) წერს შემოსავლებისა და გასავლის საერთო თანხას, მეორე დღისათვის გამოყავს საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულის, აგრეთვე სხვა ფასეულობის ნაშთი ანგარიშების მიხედვით, ნაღდი ფულის საერთო თანხა კუპიურების მიხედვით, შეაქვს კუპიურული აღრიცხვის წიგნში (დანართი N32). უცხოური ვალუტა და საგადამხდელო დოკუმენტები უცხოური ვალუტით შეიძლება აღირიცხოს ცალკე წიგნებში. ყველა წიგნი დასტურდება ფასეულობის შენახვისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით. მინაწერები და შესწორებები წიგნებში მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად უნდა დაამოწმოს საკასო ცენტრის (ფილიალის) ხელმძღვანელმა. /4.12.2001. #291/

Page 29: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

29

4. საბრუნავ სალაროში დარჩენილ ფულის ნაშთსა და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სხვაობის გამომწვევი მიზეზების გამოკვლევისა და სალაროში გამოვლენილი მეტობის ან ნაკლებობის დადასტურების შემდეგ დგება აქტი სამივე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით. 5. სალაროს გამოყვანის შემდეგ სალაროს დღიური დოკუმენტები დანართებითურთ და გამოთვლის ლენტებთან ერთად უნდა გაფორმდეს ცალკე საქაღალდეში არა უგვიანეს მეორე დღისა. საქაღალდის გარე ყდაზე ეწებება იარლიყი. 6. დოკუმენტების მონაცემები უნდა შეუდარდეს საბუღალტრო აღრიცხვის (ბალანსის) მონაცემებს არა უგვიანეს მეორე დღისა და დამოწმდეს მთავარი ბუღალტრის ხელმოწერით. 7. სალაროს წინა და მიმდინარე წლის დოკუმენტები, აგრეთვე სხვა სახის შესანახი საბუთები სალაროს უფროსის პასუხისმგებლობით ინახება საბრუნავი სალაროს საცავში. 8. ცნობები სალაროს დოკუმენტების შესახებ მოთხოვნებისამებრ გაიცემა საკასო ცენტრის (ფილიალის) ხელმძღვანელის ნებართვით. 9. საბრუნავი სალაროდან სალაროს დოკუმენტების გატანა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წერილობითი ნებართვით.

მუხლი 13. ნაღდი ფულისა და ფასეულობის შენახვა

1. ფასეულობის საცავების გასაღებები ინახება ფასეულობის შენახვისათვის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან. 2. სარეზერვო ფონდებსა და საბრუნავ სალაროში არსებული ყველა ფული და სხვა ფასეულობა უნდა ინახებოდეს დანომრილ ფულის საცავებში. საცავებში ფული ინახება ლითონის თაროებზე ან კარადებში, რომელებსაც გასაღებით კეტავს ერთ-ერთი პასუხისმგებელი მუშაკი. საბრუნავ სალაროში ნაღდი ფული შეიძლება ინახებოდეს ურიკებში, რომლებიც უნდა დაიკეტოს გასაღებით და დაილუქოს მოლარის ლუქით. ყველა ურიკას უნდა ჰქონდეს იარლიყი, რომელშიც უნდა მიეთითოს თარიღი, მოლარის სახელობითი შტამპი, ხელის მოწერა და ურიკაში არსებული ნაღდი ფულის რაოდენობა, დადასტურებული სალაროს უფროსის ხელმოწერით. 3. სამუშაო დღის განმავლობაში ფასეულობის საცავები შეიძლება არ დაილუქოს, თუ დაცვითი სიგნალიზაცია ბარდება ცენტრალიზებული დაცვის პულტს, რომელიც გამართულია ელექტროგამომთვლელი ტექნიკის ბაზაზე და მუშაობს სადღეღამისო რეჟიმით. 4. ფასეულობის საცავებს უნდა ჰქონდეს გასაღებების დუბლიკატები, რომელიც სათანადო აღწერილობის (გასაღებების ნომრების, რაოდენობის, მფლობელის და ა.შ. მითითებით) თანხლებით იდება პაკეტში, პაკეტს გარს ეკვრება ქსოვილი, რომელსაც ლუქავენ ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირები. 5. გასაღებების დუბლიკატების პაკეტი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით (ქუთაისის საკასო ცენტრში - ქუთაისის საკასო ცენტრის უფროსის მიერ დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით), შესანახად ბარდება სხვა კომერციულ ბანკს. გასაღებთა დუბლიკატებიანი პაკეტის კომერციული ბანკიდან გამოტანა ხდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის (ქუთაისის საკასო ცენტრში - ქუთაისის საკასო

Page 30: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

30

ცენტრის უფროსის მიერ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს გატანაზე უფლებამოსილი ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირი, რაზეც ფორმდება შესაბამისი აქტი. (30.11.2009 N219/01) 6. სალაროს მუშაკთათვის ფასეულობის შესანახად განკუთვნილი ლითონის კარადების, ბუნკერების, სეიფების, ურიკების ან სამუშაოდ გამოუყენებელი და დაზიანებული შენახვის საშუალებათა სათადარიგო გასაღებების შეფუთული პაკეტი, ფასეულობის დაცვისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული, აღწერილობის თანხლებით ინახება ფასეულობის საცავში. 7. ფასეულობათა დაცვისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირებისა და სალაროს თანამშრომელთათვის გამოყოფილი შენახვის საშუალებების - გასაღებების, აგრეთვე ბეჭდების, პლომბების, კლიშეების, სახელობითი ან სხვა შტამპების შენახვის პირობები უნდა გამორიცხავდეს სხვა პირთა მიერ მათ გამოყენებას. 8. განგაშის, ხანძრის ან სხვა შემთხვევებში, როდესაც არ ხერხდება სამივე პასუხისმგებელი პირის მონახვა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, სათადარიგო გასაღებების გამოყენებით, შეიძლება საცავების გახსნა საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის წარმომადგენლისა და ერთ-ერთი მატერიალური პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით (ქუთაისის საკასო ცენტრში - საკასო ცენტრის ხელმძღვანელის, დაცვის პოლიციის წარმომადგენლისა და სულ ცოტა ერთი მატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით). /4.12.2001. N291/ 9. მატერიალურად პასუხისმგებელი პირების ლუქის ბეჭდების ხელმოწერილი ნიმუშები უნდა ინახებოდეს დაცვის წარმომადგენელთან. /4.12.2001. N291/ 10. ფასეულობის საცავების გახსნის წინ მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები დაცვის წარმომადგენლის თანდასწრებით ამოწმებენ კარის, საკეტების, ლუქის სიმრთელეს, რის შემდეგაც ხელს აწერენ ფასეულობის საცავის დასაცავად მიღებისა და ჩაბარების საკონტროლო ჟურნალში. მათი დაზიანების შემთხვევაში საცავის კარების გახსნასა და საცავში არსებული ფასეულობის გადათვლას მატერიალურად პასუხისმგებელი პირები ახდენენ საკასო ცენტრის ხელმძღვანელის, დაცვის პოლიციის წარმომადგენლისა და სხვა არამატერიალურად პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით, რაზედაც დგება შესაბამისი აქტი და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას. /4.12.2001. N291/ 11. საკასო ოპერაციების შესრულებისას არ შეიძლება გასაღებების ჩატოვება საცავის კარში, სეიფებში, ლითონის კარადებში, ურიკებსა და ბუნკერებში. 12. საცავებში ვარგისი და უვარგისი ფულის ნიშნები უნდა ინახებოდეს ცალ-ცალკე. 13. ეროვნული და უცხოური ვალუტა, საგადამხდელო დოკუმენტები და სხვა ფასეულობა ინახება ცალ-ცალკე. 14. ბანკნოტები ინახება კონებად ნომინალების მიხედვით, მონეტები - ტომრებში ღირებულებების მიხედვით, ფასიანი ქაღალდები, ბლანკები - კონებად და ნეკნებად შეფუთული სახეობის, გამოშვების წლისა და ღირებულებების მიხედვით. 15. ძვირფასი ლითონები და სხვა მსგავსი ფასეულობა ინახება განცალკევებით. 16. დალუქული ფასეულობა (პაკეტი, ყუთი და სხვა) ინომრება შემოტანის თარიღის მიხედვით რიგითი ნომრით. თითოეულ ფასეულობას უნდა ჰქონდეს სათანადო აღწერილობა და შესაბამისი ორდერი პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით.

Page 31: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

31

17. ეროვნული ვალუტის ბანკნოტები და მონეტები სარეზერვო ფონდებში აღირიცხება სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნში (დანართი N33). /4.12.2001. N291/ 18. სამუშაო დღის ბოლოს ფასეულობის საცავის დაკეტვამდე მეორე დღის დასაწყისისათვის დარჩენილი ფასეულობა ჩაიწერება სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნში ცალკეული ანგარიშის მიხედვით. წიგნში შეტანილი ჩანაწერების სისწორე ყოველდღიურად დასტურდება ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირთა ხელმოწერებით. მინაწერები და შესწორებები წიგნში უნდა დაამოწმოს საკასო ცენტრის ხელმძღვანელმა და სამივე მატერიალურად პასუხისმგებელმა პირმა. 19. დღის განმავლობაში წიგნი ინახება ერთ-ერთ მატერიალურად პასუხისმგებელ მუშაკთან, დღის დამთავრების შემდეგ - ფასეულობის საცავში. 20. საცავის დაკეტვამდე ფასეულობის შენახვისათვის პასუხისმგებელი პირები ამოწმებენ, შეტანილია თუ არა საცავში ყველა ფასეულობა, წიგნი და დოკუმენტი, შეესაბამება თუ არა ფაქტობრივად არსებული ფასეულობა საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებსა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნში მითითებულ ნაშთს. ფასეულობის აღრიცხვის წიგნში მითითებულ ფასეულობის ნაშთს ბუღალტერი უდარებს საბუღალტრო აღრიცხვის შესაბამისი ანგარიშების მონაცემებს, ამოწმებს დაკეტილია თუ არა გასაღებებით ყველა ლითონის კარადა, ბუნკერი, სეიფი, ურიკა, მათში ფასეულობის არარსებობის მიუხედავად. 21. საცავებში ფულის ყოველი შეტანის ან გამოტანის შემდეგ მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან შეამოწმონ საცავებში დარჩენილი ფასეულობის შესაბამისობა სალაროს აღრიცხვის მონაცემებთან. 22. საცავს კეტავენ ფასეულობის დაცვისათვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები და ლუქავენ თავიანთი ლუქის ბეჭდებით. 23. დალუქული საცავი საკონტროლო ჟურნალში (დანართი 34) ხელმოწერით ბარდება დაცვის წარმომადგენელს. საკონტროლო ჟურნალი ინახება სალაროს უფროსთან. 24. თბილისის საკასო ცენტრში (განყოფილება) ორგანიზებულ ფულის მუზეუმში

(შემდგომში–მუზეუმი):

ა) საგამოფენო ექსპონატები ინახება დალუქულ ვიტრინებში, რაც აღირიცხება დარბაზების მიხედვით ცალ-ცალკე დანომრილ, ზონარგაყრილ და დეპარტამენტის ბეჭდით დამოწმებულ ექსპონატების აღრიცხვის წიგნებში (დანართი N 38).

ბ) წიგნებში არსებული ჩანაწერების შესწორებები დამოწმებული უნდა იქნეს საკასო ცენტრის (განყოფილება) უფროსის ხელმოწერით.

გ) მუზეუმის ცენტრალური შემოსასვლელი და სასამსახურო კარებების გასაღებები შესაბამისი აქტით გადაეცემა თბილისის საკასო ცენტრის (განყოფილება) თანამშრომლებს, ხოლო სათადარიგო გასაღებები (ორი ეგზემპლარი) ინახება ეროვნული ბანკის დაცვის პულტზე არსებული წესის თანახმად.

დ) დღის განმავლობაში მუზეუმში არსებულ საექსპოზიციო ვიტრინებზე მეთვალყურეობას ახორციელებენ თბილისის საკასო ცენტრის (განყოფილება) თანამშრომლები, რომლებიც მუზეუმის კარებების დაკეტვამდე ამოწმებენ ვიტრინების სიმრთელეს, კეტავენ კარებს და უზრუნველყოფენ მუზეუმის დაცვის პულტზე ჩართვას.

Page 32: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

32

ე) დათვალიერებისას რაიმე დაზიანების ან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნული პირები ვალდებული არიან, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ თბილისის საკასო ცენტრის (განყოფილება) უფროსს. /11.08.2009 N175/01/

მუხლი 13¹. ეროვნული ბანკის სისტემაში საექსპონატო და ნუმიზმატიკური

დანიშნულების ფასეულობის აღრიცხვის წესი /11.08.2009 N175/01/

1. საექსპონატოდ შესანახი (შემდგომში - საექსპონატო ფასეულობა), ნუმიზმატიკური

დანიშნულების ფულის ნიშნებისა და სამახსოვრო მონეტების (შემდგომში - ნუმიზმატიკური

დანიშნულების ფასეულობა) რაოდენობა დგინდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის

გადაწყვეტილებით.

2. საექსპონატოდ შენახული ფულის ნიშნები და სამახსოვრო მონეტები აღირიცხება

რაოდენობით N0921 (საექსპონატო ფასეულობა) ანგარიშზე.

3. ნუმიზმატიკური დანიშნულების მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნები

რეალიზაციამდე ეროვნული ბანკის სათავო ოფისში აღირიცხება ნომინალური

ღირებულებით N0106 (ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო ბანკნოტები) და

N0107 (ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო მონეტები), ხოლო ქუთაისის საკასო

ცენტრში – N0116 (ნუმიზმატიკური დანიშნულების ბანკნოტები) და N0117 (ნუმიზმატიკური

დანიშნულების მონეტები) ანგარიშებზე.

4. ნუმიზმატიკური დანიშნულების მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები და

სამახსოვრო მონეტები რეალიზაციამდე ეროვნული ბანკის სისტემაში აღირიცხება

რაოდენობით N0926 (ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობები) ანგარიშზე.

5. საექსპონატო და ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობის ანალიზური

აღრიცხვა წარმოებს გამოშვების წლებისა და ნომინალების (ბანკნოტები – დამატებით

სერიული ნომრების) მიხედვით.

6. ნუმიზმატიკური დანიშნულების ფასეულობის რეალიზაცია ეროვნული ბანკის

სათავო ოფისში ხორციელდება თბილისის საკასო ცენტრის, ხოლო რეგიონებში - ქუთაისის

საკასო ცენტრის მეშვეობით.

Page 33: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

33

7. ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო ფასეულობა ქუთაისის საკასო

ცენტრს გადაეცემა მათი მოთხოვნის საფუძველზე, სარეზერვო ფონდების ნაღდი ფულით

მომარაგებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.

8. რეალიზებული მიმოქცევაში არსებული ფულის ნიშნების ნომინალური ღირებულება

ემატება მიმოქცევაში არსებულ ნაღდ ფულს. თბილისის საკასო ცენტრის მიერ

რეალიზებული ფულის ნიშნები ნომინალური ღირებულებით ჩამოიწერება N0106

(ნუმიზმატიკური დანიშნულების სარეალიზაციო ბანკნოტები) და N0107 (ნუმიზმატიკური

დანიშნულების სარეალიზაციო მონეტები), ხოლო ქუთაისის საკასო ცენტრის მიერ

რეალიზებული ფულის ნიშნები – NN0116, 0117 ანგარიშებიდან და აღირიცხება შესაბამისად

N3001 (მიმოქცევაში გაშვებული ბანკნოტები) და N3002 (მიმოქცევაში გაშვებული მონეტები)

ანგარიშებზე. სხვაობა სარეალიზაციო ფასსა და ნომინალურ ღირებულებას შორის აისახება

ბანკის შემოსავლებში N7063 (შემოსავლები ძვირფასი ლითონების, ხელოვნების

ნაწარმოებებისა და საკოლექციო საგნების გასავლიდან და გადაფასებიდან) ანგარიშზე.

9. მიმოქცევიდან ამოღებული ფულის ნიშნები და სამახსოვრო მონეტები რეალიზების

შემდეგ ჩამოიწერება N0926 ანგარიშებიდან და მათი ღირებულება აღირიცხება ბანკის

შემოსავლებში N7063 ანგარიშზე.

10. ეროვნული ბანკის ფილიალებში ამ ოპერაციებს ასრულებს შესაბამისი პასუხისმგებელი მუშაკი.

მუხლი 13². ნუმიზმატიკური და ბონესტიკური ფასეულობის

რეალიზაციის წესები /11.08.2009 N175/01/

1. თბილისის საკასო ცენტრის საბრუნავი სალაროდან შემოსავალ-გასავლის სალაროში ან

პირიქით ფასეულობის გადატანა ხორციელდება ინკასატორების მეშვეობით შემოსავალ-

გასავლის მოლარის პასუხისმგებლობის ქვეშ.

2. თბილისის საკასო ცენტრის საბრუნავი სალაროს მატერიალურად პასუხისმგებელი

პირების მიერ ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში შემოსავალ-გასავლის მოლარეზე

ფასეულობა და ნაღდი ფული 300 ლარის ოდენობით გაიცემა მიღებული და გაცემული

ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნით, ურთიერთდადასტურების საფუძველზე.

Page 34: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

34

3. ფულადი საბუთების დასამოწმებლად შემოსავალ-გასავლის მოლარეს აქვს სპეციალური

შტამპი.

4. შემოსავალ-გასავლის სალაროდან ფასეულობის რეალიზაცია ხორციელდება როგორც

ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

5. ნაღდი ანგარიშსწორებით რეალიზაციის შემთხვევაში გამოიწერება ქვითარი (დანართი

N39) 2 პირად, რომელიც დასტურდება მოლარის მიერ შტამპით და ხელმოწერით. ქვითრის

ერთი პირი გადაეცემა მყიდველს, მეორე პირი დღის ბოლოს გადაეცემა საბრუნავი სალაროს

მატერიალურ პასუხისმგებელ პირებს.

6. უნაღდო ანგარიშსწორებით თბილისის საკასო ცენტრის მიერ ფასეულობა გაიცემა

გაფორმებული ანგარიშ-ფაქტურისა და ხელშეკრულების საფუძველზე, რაც გადაეცემა

მოლარეს. მოლარის მიერ გამოიწერება ქვითარი 2 პირად, დასტურდება შტამპით და

ხელმოწერით. ქვითრის ერთი პირი ეძლევა მყიდველს, მეორე პირი დღის ბოლოს ანგარიშ-

ფაქტურასთან და ხელშეკრულებასთან ერთად გადაეცემა საბრუნავი სალაროს მატერიალურ

პასუხისმგებელ პირებს.

7. შემოსავალ-გასავლის სალაროდან ფასეულობა უსასყიდლოდ გაიცემა ფასეულობის

სასაჩუქრე დანიშნულებით გამოყოფის შესახებ ეროვნული ბანკის აღმასრულებელი

დირექტორის დავალების (დანართი N 40) საფუძველზე, რომელიც გადაეცემა მოლარეს

თბილისის საკასო ცენტრის საბრუნავი სალაროს მატერიალურად პასუხისმგებელი პირის

მიერ.

8. მოლარე დღის განმავლობაში გამოწერილი ქვითრების, ანგარიშფაქტურის,

ხელშეკრულების და დავალების საფუძველზე დღის ბოლოს ადგენს კრებსით ცნობას

(დანართი N41), რასაც ადასტურებს ხელმოწერით და მასთან არსებულ სხვა საბუთებთან

ერთად გადასცემს საბრუნავი სალაროს მატერიალურ პასუხისმგებელ პირებს, ასევე ნაღდ

ფულსა და ფასეულობას – მიღებული და გაცემული ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის

წიგნით, ურთიერთდადასტურების საფუძველზე.

9. საბრუნავი სალაროს მატერიალურად პასუხისმგებელი პირები მიღებული დოკუმენტების,

ნაღდი ფულისა და ფასეულობის შემოწმების შემდეგ ხელმოწერით ადასტურებენ კრებსით

ცნობაში ასახული მონაცემების სისწორეს.

Page 35: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

35

10. საბრუნავი სალაროს მატერიალური პასუხისმგებელი პირების მიერ მიღებული

დოკუმენტების საფუძველზე გამოიწერება:

ა) ფასეულობის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხაზე - შემოსავლის ორდერი, ხოლო

შესაბამის ანგარიშებზე ასახვის მიზნით - მემორიალური ორდერი.

ბ) რეალიზებული ფასეულობების გარესაბალანსო ანგარიშიდან ჩამოწერის მიზნით -

გარესაბალანსო გასავლის ორდერი;

11. შემოსავალის, გარებალანსური გასავლის და მემორიალური ორდერი გამოიწერება 3

პირად, რომლის პირველი პირი გადაეცემა საგადამხდელო სისტემების დეპარტამენტს,

მეორე - ფინასებისა და ბუღალტრული აღრიცხვის დეპარტამენტს, ხოლო მესამე სალაროს

მიერ გადმოცემულ ყველა დოკუმენტებთან ერთად ჩაეკერება სალაროს დღიურ საბუთებში.

12. მემორიალური ორდერის საფუძველზე ინფორმაცია აისახება ელექტრონულ მონაცემთა

ბაზაში და ელექტრონული სახით გადაეცემა საგადამხდელო დეპარტამენტს, ასევე, ყოველი

დღის ბოლოს რეალიზებული ფასეულობისა და საცავში არსებული ნაშთების შესახებ

ინფორმაცია ეგზავნება ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების

განყოფილებას“.

თავი V. ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების შემოწმება

მუხლი 14. ზოგადი წესი

1. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრების ნაღდი ფულის და სხვა ფასეულობის ნატურის, მათი შენახვის მდგომარეობის და საკასო–საემისიო ოპერაციების დოკუმენტალურ შემოწმებას ახორციელებენ: ა) ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახური - ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე. ბ) საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ნაღდი ფულის მიმოქცევისა და ფულის ნიშნების დამზადების განყოფილება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილების საფუძველზე სრულად ან შერჩევის წესით. გ) თბილისის საკასო ცენტრის უფროსი ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის ნატურის შემოწმებას ახორციელებს სრულად - ყოველი წლის პირველი რიცხვის მდგომარეობით (ქუთაისის საკასო ცენტრის უფროსი - ყოველთვიურად), ხოლო პერიოდულად – შერჩევის წესით. (30.11.2009 N219/01)

Page 36: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

36

2. შემოწმება ხორციელდება ფასეულობათა შენახვისათვის მატერიალურად პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა თანდასწრებით. მატერიალურად პასუხისმგებელი პირის არყოფნისას საცავის გახსნა და ფასეულობის შემოწმება წარმოებს მის გარეშე, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ნებართვით სათადარიგო გასაღებების გამოყენებით, რაც დასტურდება აქტში ყველა მონაწილის ხელის მოწერით. /4.12.2001. N291/ 3. შემოწმებამ არ უნდა დაარღვიოს ეროვნულ ბანკში საკასო ოპერაციების წარმოების ჩვეულებრივი მსვლელობა. 4. ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შემოწმება უნდა მოეწყოს მოულოდნელად, შემოწმდეს ყველა ფასეულობა ერთი და იგივე თარიღის მდგომარეობით და ისეთი თანმიმდევრობით, რომ გამოირიცხოს შემოწმებისათვის დატაცებისა და დანაკლისების გადამალვის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად შეუძლებელია ყველა ფასეულობის შემოწმება, შემოწმების ხელმძღვანელი ფულისა და ფასეულობის დაცვისათვის მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან ერთად ლუქავს საცავებს და აბარებს მათ დაცვას დადგენილი წესით. 5. შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი 2 ცალად, რომელსაც ხელს აწერს შემოწმების მონაწილე ყველა მუშაკი. აქტის ერთი პირი რჩება ადგილზე, მეორე – ეძლევა შემმოწმებელს. 6. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ჩატარებული შემოწმების მასალებს განიხილავს სამ დღეში, აგზავნის გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის წერილობით მითითებას და აწესებს მისი დროულად შესრულების კონტროლს.

მუხლი 15. საცავებსა და სალაროებში არსებული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა შემოწმება

1. საცავებიდან საკონტროლოდ გადასათვლელად ფულის (ფასეულობის) გამოტანა და უკან შეტანა ფიქსირდება სპეციალურ აღრიცხვის დავთარში (დანართი N35) პასუხისმგებელი პირების ხელმოწერებით. 2. ფულის ნიშნებისა და სხვა ფასეულობათა ნატურის შემოწმება წარმოებს შემდეგი წესით: ა) საცავებში არსებული ფულის ნიშნები ჯერ მოწმდება კონებისა და ნეკნების მიხედვით, ხოლო მონეტები - ტომრებზე მიმაგრებულ იარლიყებზე გაკეთებული წარწერების მიხედვით და მთლიანი ფულის მასა უდარდება სალაროს წიგნების მონაცემებს; შემდეგ შემმოწმებელი შეხედულებისამებრ (სრულად ან ნაწილობრივ) გადაითვლის ბანკნოტებსა და მონეტებს ფურცლობრივად და ცალობით. შეფუთულ კონებში დანაკლისის ან ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში მფორმირებელი მოლარის ყველა კონა უნდა გადაითვალოს ფურცლობრივად. სალაროებში არსებული ფულის ნიშნები მოწმდება კონების და ნეკნების მიხედვით, ხოლო მონეტები - ტომრებზე მიმაგრებულ იარლიყებზე გაკეთებული წარწერების მიხედვით და ფულის მთლიანი მასა უდარდება მიღებული და გაცემული ფულის აღრიცხვის წიგნისა და სალაროს საბუთების მონაცემებს; ასეთი შემოწმების შემდეგ საბრუნავ სალაროში არსებული ბანკნოტები გადაითვლება ფურცლობრივად, ხოლო მონეტები – ცალობით; ბ) მკაცრი აღრიცხვის ბლანკები გადაითვლება კონობით, ხოლო გახსნილი კონები – ცალობით; გ) ყველა დანარჩენი ფასეულობა მოწმდება მათი ნომინალური ან პირობითი შეფასებით;

Page 37: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

37

დ) დალუქული ფასეულობა მოწმდება მიღების, გაფორმებისა და შეფუთვის სისწორის, შენახვის პირობებისა და უსაფრთხოების მიხედვით. 3. ბანკნოტების, მონეტებისა და სხვა ფასეულობათა გადათვლის შემდეგ ფაქტობრივად აღმოჩენილი ფასეულობა უდარდება ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნებს, ყოველდღიური ბალანსისა და ანალიზური აღრიცხვის, აგრეთვე, საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტში წარმოდგენილ მონაცემებს. გარდა ამისა, მოწმდება დაბრუნებულია თუ არა საცავებში შემოწმებისათვის ამოღებული ყველა ფასეულობა (რაც აისახება აქტში). შემოწმების შემდეგ აღნიშნული მონაცემები უდარდება ეროვნული ბანკის ცენტრალურ ბუღალტერიაში მიღებულ ბალანსს. 4. შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფულისა და ფასეულობათა შენახვის უზრუნველყოფის საკითხებს, საკასო ოპერაციების წარმოების წესების დაცვას.

თავი VI. პასუხისმგებლობა

მუხლი 16. ეროვნული ბანკის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა

1. თბილისის და ქუთაისის საკასო ცენტრების ხელმძღვანელები და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან აწარმოონ საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების, მიღებული თანხების შემოსავალში თავისდროულად აღრიცხვისა და საბრუნავი სალაროდან ლიმიტს ზევით არსებული თანხების სარეზერვო ფონდებში გადატანის, აგრეთვე ეროვნულ ბანკში ნაღდ ფულთან დაკავშირებული ინფორმაციის დროეულად წარმოდგენისა და სისწორის კონტროლი. 2. პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკიდან საემისიო ნებართვის გარეშე მიმოქცევაში ფულის გაშვებისათვის ეკისრებათ ეროვნული ბანკის საკასო ცენტრისა და ფილიალის ხელმძღვანელსა და მატერიალურად პასუხისმგებელ პირებს (გაუქმებულია 30.11.2009 N219/01).. 3. მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, სოლიდალურად აგებენ პასუხს მათთვის მინდობილ ფასეულობათა შენახვისათვის. 4. სალაროს მუშაკებს კატეგორიულად ეკრძალებათ: ა) მათთვის მინდობილ ფასეულობასთან დაკავშირებული სამუშაოები გადააბარონ სხვა პირებს; ბ) უშუალოდ შეასრულონ კლიენტის მიერ ნაღდი ფულის მიღების ან ეროვნულ ბანკში მათ ანგარიშებზე შეტანის დავალებები, აგრეთვე მიიღონ უშუალოდ მათგან დოკუმენტები ფულის შეტანისა და ფულის მიღების შესახებ ბუღალტრის გვერდის ავლით; გ) შეინახონ თავიანთი ფული ან სხვა ფასეულობა ეროვნული ბანკის ფულსა და ფასეულობასთან ერთად. 5. სალაროს მუშაკებს ეკისრებათ სრული მატერიალური პასუხისმგებლობა მათ მიერ ფორმირებულ ფულის კონებში, ნეკნებსა და სხვა შეფუთვაში ფასეულობათა

Page 38: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

38

დანაკლისებისათვის, აგრეთვე ყალბი ან არგადახდითი ბანკნოტებისა და მონეტების აღმოჩენისა და მუშაობაში არსებული სხვა ნაკლოვანებებისათვის, რამაც მატერიალური ზარალი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს ეროვნულ ბანკს (ბრიგადული პასუხისმგებლობის შემთხვევაში სალაროს მუშაკები სოლიდალურად აგებენ პასუხს მათ მიერ შეფუთულ ფულსა და ფასეულობაში გამოვლენილი ნაკლოვანებებისათვის). 6. იმ შემთხვევაში, თუ სალაროს მუშაკი იძულებულია, მოულოდნელად დატოვოს სამუშაო ავადმყოფობის ან სხვა მიზეზების გამო, მასთან საქვეანგარიშოდ არსებულ ფასეულობას სალაროს უფროსი დაუყოვნებლივ ათავსებს ცალკე ფულის საცავში, რასაც უნდა ესწრებოდეს საკასო ცენტრის ხელმძღვანელი და მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები. ამ ფასეულობათა მეორე მოლარისათვის გადაცემისას, ისინი უნდა გადაითვალონ ზემოაღნიშნულ პირთა თანდასწრებით. ფასეულობების ცალკე საცავში მოთავსებისა და გადათვლის შედეგების შესახებ დგება აქტი. 7. მატერიალური ზარალის, დანაკლისების ან ყალბი ფულის ღირებულების ანაზღაურების შემთხვევაშიც, მუშაკები, რომელთა მიზეზითაც მოხდა აღნიშნული, არ თავისუფლდებიან დისციპლინური, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან.

მუხლი 17. დანაკლისის, დატაცების, გაფლანგვის და სხვა მსგავსი დარღვევების შემთხვევაში რეაგირება

1. დანაკლისის ან ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში დგება აქტი სამ პირად, რომელთაგან პირველი პირი რჩება სალაროს ორდერთან ერთად, მეორე - თავსდება მოლარეების მუშაობის შესახებ სპეციალურ საქმეში, ხოლო მესამე - ეგზავნება ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობას. აღნიშნულ აქტებს ხელს აწერენ მატერიალურად პასუხისმგებელი პირები, აგრეთვე მოლარე, რომელსაც აღმოაჩნდა ფასეულობის დანაკლისი ან ზედმეტობა. ხელის არმოწერის შემთხვევაში აქტზე კეთდება განცხადება აღნიშნულის შესახებ. საქართველოს ეროვნულ ბანკში გასაგზავნ აქტს თან ერთვის დანაკლისის დამშვები სალაროს მუშაკის პირადი განმარტება, აგრეთვე საკასო ცენტრის ხელმძღვანელის შეტყობინება ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალის გადახდისათვის, ფულის გადაყოლებისა და ფასეულობათა დანაკლისის წარმოშობის მიზეზების აღმოფხვრისათვის მიღებული ზომების შესახებ. 2. აღმოჩენილი ფულის ზედმეტობა აიღება სალაროს შემოსავალში და მიეკუთვნება N7064 ანგარიშს. 3. ფულის ყველა დანაკლისი, თანხის ოდენობის მიუხედავად, ჩამოიწერება სალაროს გასავალში და დაეწერება N2501 ან N2511 ანგარიშზე მუშაკს, რომელსაც აღმოაჩნდა დანაკლისი, და ირიცხება ამ ანგარიშზე მის მთლიანად დაფარვამდე. 4. იმ შემთხვევაში, როდესაც ფულისა და ფასეულობების დანაკლისი გაფლანგვის, დატაცებისა ან სხვა მსგავსი დარღვევების შედეგია, ხელმძღვანელი დაუყოვნებლივ აცნობებს საგამოძიებო ორგანოებს და საკითხის საბოლოოდ გარკვევამდე დროებით ჩამოაშორებს სამუშაოს ეროვნული ბანკის იმ თანამშრომელს, რომელსაც აღმოაჩნდა დანაკლისი.

Page 39: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

39

5. ეროვნული ბანკის სისტემაში დატაცების, გაფლანგვის ან სხვა მსგავსი დარღვევების ყოველი შემთხვევის შესახებ (თანხის ოდენობის მიუხედავად) დაუყოვნებლივ დგება აქტი ორ პირად, რომელსაც ხელს აწერენ ფასეულობისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირები და, ხელმძღვანელის შეხედულებისამებრ, ესწრებიან სხვა მუშაკები. აქტის პირველი პირი ეგზავნება საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტს, ხოლო მეორე – ინახება ადგილზე საქმეში. გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას იმავე დღეს უნდა გაეგზავნოს სპეციალური შეტყობინება დატაცების, გაფლანგვის ან სხვა მსგავსი სახის დარღვევის გარემოების დაწვრილებითი აღწერით. შეტყობინებას ხელს აწერენ საკასო ცენტრის ხელმძღვანელი და მატერიალურად პასუხისმგებელი პირები. შეტყობინებაში უნდა მიეთითოს: ა) ეროვნული ბანკის საკსო ცენტრის დასახელება, სადაც მოხდა გაფლანგვა, დატაცება ან სხვა მსგავსი დარღვევა; ბ) აქტი დანაკლისის შესახებ; გ) შემთხვევის თარიღი; დ) შემთხვევის გამოვლენის თარიღი; ე) შემთხვევის ხასიათი (გაფლანგვა, დატაცება, გაძარცვა, სიყალბე); ვ) ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა; ზ) თუ ვინაობის დადგენა შესაძლებელია, გაფლანგვის, დატაცების ან სხვა მსგავსი დარღვევის ჩამდენი პირის თანამდებობა, გვარი და სახელი; თ) რა დროიდან მუშაობდა ეს პირი ეროვნულ ბანკში (თუ იგი ითვლება ბანკის მუშაკად); ი) ვითარება, რომელშიც მოხდა გაფლანგვა, დატაცება ან სხვა მსგავსი დარღვევა; კ) ამ პირის მოსაძებნად, დასაკავებლად და ეროვნული ბანკის ინტერესების უზრუნველსაყოფად მიღებული ზომები; ლ) ზარალის დასაფარავად შემოსული თანხები. 6. ფულისა და ფასეულობათა დანაკლისის, გაფლანგვის, დატაცების და სხვა მსგავსი დარღვევის აღმოჩენისას ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ხელმძღვანელი ვალდებულია საფუძვლიანად გამოარკვიოს ამის მიზეზი, განიხილოს პირთა პასუხისმგებლობის საკითხი და მიიღოს ზომები სალაროს უბანზე საჭირო წესრიგის დასამყარებლად. 7. როგორც წესი, ეროვნული ბანკისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის დავალიანების გადახდაში არავითარი განვადება არ დაიშვება. საჭიროების შემთხვევაში მიღებულ უნდა იქნეს ზომები, რათა მოვალის ქონებას წესისამებრ დაედოს ყადაღა. 8. დანაკლისის დაუყოვნებლივ გადახდევინების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა დამრღვევ მუშაკს ჩამოართმევს დანიშნულ ვადაში ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ ვალდებულებას. აღნიშნული ვალდებულება ინახება დანაკლისი თანხის მთლიანად დაფარვამდე. 9. სალაროს მუშაკის მიერ დატაცების, ყალბი ფულის გამოცვლის ან სხვა დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ყველა მის მიერ შეფუთული ფულის ნიშანი და ფასეულობა უნდა გადაითვალოს ფურცლობრივად და ცალობით. 10. ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტი ეროვნული ბანკის სისტემაში ფასეულობების დანაკლისის, გაფლანგვის, დატაცებისა და სხვა დარღვევების შესახებ აქტის მიღებისთანავე ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს აღნიშნულ საკითხზე შემოსული ყველა მასალა და განსაზღვროს საკმარისია თუ არა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის ხელმძღვანელის მიერ მიღებული ზომები სალაროს

Page 40: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

40

უბნის მოსაწესრიგებლად და ეროვნული ბანკისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის დამრღვევი პირისათვის გადასახდევინებლად. საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა იღებს დამატებით ზომებს, რათა ანაზღაურდეს ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალი, დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს ბანკის მუშაობა, გამკაცრდეს ფასეულობათა შენახვის კონტროლი და დადგეს დამრღვევ მუშაკთა პასუხისმგებლობის საკითხი. 11. გადაყოლების, დანაკლისის, დატაცების, გაფლანგვისა და სხვა დარღვევათა შესახებ საქმეები ინახება ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტში. 12. ეროვნული ბანკის სისტემაში დანაკლისის, დატაცების, გაფლანგვისა და სხვა დარღვევების შესახებ შეტყობინებები, წერილები ინომრება და ინახება კარტოთეკაში ან ცალკე საქმეში. 13. საკასო ცენტრის ხელმძღვანელს ევალება თითოეული საქმისათვის თვალყურის დევნება ეროვნული ბანკისათვის მიყენებული ზარალის მთლიანად დაფარვამდე. 14. დანაკლისის, დატაცების, გაფლანგვისა და სხვა დარღვევების შესახებ ყველა მიმოწერა ბარდება არქივს მხოლოდ დავალიანების მთლიანად დაფარვის ან ვალის ეროვნული ბანკის ბალანსიდან ჩამოწერის შემდეგ.

თავი VII. ეროვნული ბანკის სისტემაში სპეციალური გადაზიდვების (ინკასაციის) ოპერაციების წარმოების წესი /28.12.2004. N287/

მუხლი 18. ზოგადი წესები 1. ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის (შემდგომში – ფასეულობა) გადაზიდვების ოპერაციებს ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის თბილისის საკასო ცენტრი. 2. თბილისის საკასო ცენტრში აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად დაიშვებიან პირები (შემდგომში – „ინკასატორები“), რომლებსაც გავლილი აქვთ სავალდებულო სამხედრო სამსახური, შემოწმება შინაგან საქმეთა ორგანოებში და აქვთ სათანადო ჯანმრთელობა. 3. ინკასატორები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური აღჭურვილობით – ჯავშანჟილეტებით, ცეცხლსასროლი იარაღით (საბრძოლო მასალით) და სატელეფონო კავშირით. 4. ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები სრულდება სპეციალური ნიშნებით, მაშუქი და ხმოვანი სასიგნალო საშუალებებით, ინკასატორთა უსაფრთხოებისა და გადასატანი ფასეულობის დაცვის საშუალებებით აღჭურვილი დაჯავშნული ავტოტრანსპორტით. 5. ინკასატორებსა და ფასეულობის გადაზიდვისათვის პასუხისმგებელ სხვა მუშაკებთან ფორმდება ხელშეკრულება (დანართი N36) სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ.

Page 41: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

41

მუხლი 19. ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების

შესრულების წესი

1. თბილისის საკასო ცენტრის მიერ ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციები ხორციელდება ეროვნული ბანკის კურატორი ვიცე-პრეზიდენტისა და საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე. 2. ფასეულობის გადაზიდვის პირობების, მისი მოცულობის, აგრეთვე ტრანსპორტის სახეობის გათვალისწინებით განისაზღვრება ინკასატორთა რაოდენობრივი შემადგენლობა. ფასეულობის სვლაგეზი ინკასატორებს ეცნობებათ ოპერაციის შესრულების დღეს. 3. ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების განხორციელებამდე ინკასატორებს უტარდებათ დავალების შესრულების ინსტრუქტაჟი. ერთ-ერთი ინკასატორი ინიშნება უფროსად (შემდგომში - უფროსი ინკასატორი), რომელიც უზრუნველყოფს ფასეულობის გადასაზიდად ინკასატორთა ბრიგადის მუშაობის ორგანიზებულად წარმართვას.

მუხლი 20. ინკასატორების მიერ გადასაზიდი ფასეულობის მიღების წესი

1. ეროვნული ბანკის სათავო ოფისიდან ფასეულობის გადაზიდვისათვის დავალების მიღების შემდეგ შეირჩევა ბრიგადა, რომლის შემადგენლობაც ინკასატორთა გვარების ჩვენებით ფიქსირდება დავალების უკანა მხარეს. 2. ეროვნული ბანკის სისტემაში ფასეულობის გადაზიდვების შემთხვევაში ინკასატორებს ეძლევათ ,,საქართველოს ეროვნულ ბანკს დაქვემდებარებულ ფილიალებში თანამშრომელთა მივლინების კონფიდენციალურობის სრულყოფის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1999 წლის 30 ნოემბრის #295 ბრძანებით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის სამივლინებო მოწმობა, ხოლო ფასეულობის მისაღებად უფროს ინკასატორს დამატებით მიეცემა ერთჯერადი მინდობილობა (დანართი N37). 3. ეროვნული ბანკის სათავო ოფისში ფასეულობის გადმოზიდვა ხორციელდება ანალოგიური წესით. 4. ინკასატორების მიერ ბანკნოტები მიიღება ცალკეული ნომინალის როგორც სრული, ისე არასრული კონების მიხედვით. მიღებისას მოწმდება კონების შეფუთვის სისწორე და მთლიანობა, თითოეულ კონაში ნეკნების რაოდენობა, ზედნადებებში მითითებული თანხების სისწორე, მათზე პლომბის მთელი და მკაფიო ანაბეჭდების არსებობა, ცელოფნით შეფუთული კონების შემთხვევაში – კლიშეს არსებობა. ერთი ღირებულების ბანკნოტების არასრული კონები მიიღება ნეკნებისა და ზედნადებებზე არსებული წარწერების შემოწმებით, ხოლო არასრული ნეკნებიანი კონები – ზედნადებებზე არსებული წარწერების მიხედვით. 5. ინკასატორების მიერ მონეტები მიიღება როგორც სრული, ისე არასრული ტომრებით შეფუთვის სისწორისა და მთლიანობის, ტომრებზე მიმაგრებულ იარლიყებზე მონეტის ნომინალური ღირებულებისა და შიგთავსი თანხის აღნიშვნის არსებობის, პლომბებისა და მოლარეთა ხელმოწერების მთლიანობისა და მკაფიოობის შემოწმებით.

Page 42: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

42

6. ინკასატორების მიერ მიღებას არ ექვემდებარება დაზიანებული შეფუთვის ან სხვა რაიმე დეფექტის მქონე ბანკნოტების კონები და მონეტებიანი ტომრები. 7. ინკასატორების მიერ ფასეულობის მიღება დასტურდება შესაბამის გასავლის ორდერზე მათი ხელმოწერებით. 8. ინკასატორების მიერ შემოწმების შემდეგ მიღებული ფასეულობა თავსდება ტომრებში, რომელიც მჭიდროდ შეიკვრება ხეზით. ხეზის ბოლოებზე ჩამოეცმევა იარლიყი, რომელზეც აღინიშნება შიგთავსი თანხა და ნომინალის დასახელება, შეფუთვის თარიღი და ხელს აწერს უფროსი ინკასატორი. 9. საზღვარგარეთიდან ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღებისას მოწმდება ფასეულობის თანმხლებ უწყისსა და ტომრებზე (ფასეულობის შეფუთვის სხვა საშუალებაზე) არსებული პლომბების ნომრების (სხვა რეკვიზიტების) შესაბამისობა. 10. ინკასატორების მიერ აღნიშნული ფასეულობის თბილისის საკასო ცენტრში ჩაბარება ხორციელდება ტომრებისა და პლომბების (ფასეულობის შეფუთვის სხვა საშუალებების) სიმრთელის შემოწმებით და მათი ნომრების (სხვა რეკვიზიტების) თანმხლებ უწყისთან შედარების შემდეგ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, სადაც მითითებული უნდა იქნეს ფასეულობიანი ტომრის (ყუთის ან შეფუთვის სხვა საშუალების) რაოდენობა, გამოცხადებული თანხა, პლომბების ნომრები ან შეფუთვის საშუალებაზე არსებული სხვა რეკვიზიტები, მიღება-ჩაბარების თარიღი. 11. საზღვარგარეთ გასაგზავნი ნაღდი ფული და ფასეულობა ანალოგიური წესით გადაეცემა ფასეულობის მიღებისათვის შესაბამის პასუხისმგებელ პირს, რაც დასტურდება თანმხლებ უწყისზე მისი ხელმოწერით. 12. მიღებული და ტომრებში მოთავსებული ფასეულობის დაცულობასა და პლომბების მთლიანობისათვის სრული მატერიალური პასუხისმგებლობა სოლიდარულად ეკისრება ფასეულობის გადაზიდვისათვის გამოყოფილ ყველა ინკასატორს.

მუხლი 21. მიღებული ფასეულობის გადაზიდვის წესი 1. საცავის წინამდებარე ოთახიდან ინკასატორთა მიერ მიღებული ფასეულობის გამოტანა ტრანსპორტირებისათვის ხორციელდება გადაზიდვის მონაწილე ყველა ინკასატორის თანდასწრებით. ფასეულობის გადაადგილებისას ავტომანქანასა და სხვა სახის ტრანსპორტზე, სადგომიდან სადგომში აუცილებლად გადაითვლება ტომრების (შეფუთვის სხვა საშუალებების) რაოდენობა, ხოლო ინკასატორები განლაგდებიან ისე, რომ შესაძლებელი იყოს ფასეულობის გადაადგილების დანახვა, უფროსი ინკასატორი კი იმყოფება იქ, სადაც საბოლოოდ თავსდება ფასეულობა. 2. ფასეულობის გადაზიდვა ხორციელდება დავალების შემსრულებელი ყველა ინკასატორის თანხლებით ჯავშნიანი დახურული ძარის მქონე ეროვნული ბანკის ავტომანქანებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში დიდი ოდენობის ფასეულობის გადაზიდვა დასაშვებია დახურული ძარის მქონე დაქირავებული ავტოტრანსპორტით გაძლიერებული დაცვის თანხლებით.

Page 43: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

43

3. ფასეულობიანი ავტომანქანების მსვლელობისას უფროსი ინკასატორი იმყოფება მძღოლის კაბინაში. კატეგორიულად აკრძალულია ინკასატორთა სხვაგან შევლა, აგრეთვე ავტომანქანით უცხო პირთა გადაყვანა და იმ ტვირთების გადაზიდვა, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფასეულობასთან. 4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ფასეულობის დანიშნულების ადგილზე მიტანა სამუშაო საათებში, უფროსი ინკასატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს თბილისის საკასო ცენტრის სპეცგადაზიდვებისათვის პასუხისმგებელ მუშაკებს, რათა ნაღდ ფულთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემის წესების დაცვით მოხდეს ეროვნული ბანკის ფასეულობის მიმღები საკასო ცენტრის ხელმძღვანელობის გაფრთხილება. ქუთაისის საკასო ცენტრის მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებული არიან ნებისმიერ დროს მიიღონ აღნიშნული ფასეულობა დადგენილი წესების შესაბამისად.

მუხლი 22. ინკასატორების მიერ ფასეულობის ჩაბარების წესი

1. ფასეულობის ჩაბარება ხორციელდება ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციაში მონაწილე ყველა ინკასატორის თანდასწრებით. 2. ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში ინკასატორებისაგან ფასეულობა მიიღება დავალების საფუძველზე, შესაბამისი ნუსხით საკასო ცენტრის მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიერ კონების შეფუთვის სისწორისა და მთლიანობის, მათზე პლომბების, კლიშეების მთელი და მკაფიო ანაბეჭდების, თითოეულ კონაში ნეკნების რაოდენობის, შეფუთვის თარიღის, ზედნადებზე მითითებული თანხების სისწორის აღნიშვნის, მფორმირებლის ხელმოწერების, შტამპების, ბანკის დასახელებიანი შტამპის არსებობის შემოწმებით. მონეტები მიიღება ტომრებით შეფუთვის სისწორისა და მთლიანობის, ტომრების იარლიყებზე ბანკის დასახელების, ფშბ-ს ნომრის, შეფუთვის თარიღის, მონეტის ღირებულების, ჩადებული თანხის აღნიშვნის არსებობის, პლომბების ანაბეჭდების მთლიანობისა და მკაფიოობის, მფორმირებლის ხელმოწერისა და შტამპის არსებობის შემოწმებით. 3. ინკასატორთა მიერ დაზიანებული ან საეჭვო შეფუთვის ბანკნოტების კონებისა და მონეტებიანი ტომრების მიტანის შემთხვევაში ფასეულობა მიიღება ფურცლობით ან ცალობით საკონტროლოდ გადათვლის შემდეგ ინკასატორთა თანდასწრებით. 4. ინკასატორებისაგან ფასეულობის მიღებისას დანაკლისის, ზედმეტობის ან სხვა რაიმე ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი, რასაც ხელს აწერს ყველა ინკასატორი და სამივე მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირი. 5. ინკასატორებისაგან ფასეულობის მიღების შემდეგ საკასო ცენტრის მატერიალურად პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ხელს აწერენ ნუსხის ორივე პირის უკანა მხარეს, რაც მოწმდება შესაბამისი ბეჭდით. შემდეგ ნუსხის ორივე პირს ხელს აწერს ყველა ინკასატორი, ნუსხის ერთი პირი რჩება ფასეულობის მიმღებს, ხოლო მეორე – უფროს ინკასატორს. 6. ქუთაისის საკასო ცენტრი შესაბამისი დავალების წარდგენისას ვალდებულია უზრუნველყოს დადგენილი წესით ფასეულობის მიღება ეროვნული ბანკის

Page 44: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

44

ინკასატორებისაგან ან მათთვის ფასეულობის გაცემა არა მარტო სამუშაო, არამედ დასვენების დღეებშიც.

მუხლი 23. ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციის მონაწილე პირთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

1. ფასეულობის დაცვის, ადგილზე მიტანის, აგრეთვე ინკასატორთა უსაფრთხოებისათვის საჭირო პირობების შექმნისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ფუნქციონალური განაწილების საფუძველზე საკასო ცენტრის შესაბამის მუშაკს. 2. გადაზიდვის მონაწილე ინკასატორთა ბრიგადის მუშაობის სწორი ორგანიზაციისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფროს ინკასატორს. 3. ფასეულობის ტრანსპორტირებისას ან ჩაბარების დროს გამოვლენილი მისი დაკარგვის, მოპარვის ან სხვა ნეგატიური მოვლენების შემთხვევაში უფროსი ინკასატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ეს საქართველოს ეროვნულ ბანკს, ფასეულობის გამგზავნს და განუცხადოს შინაგან საქმეთა ორგანოებს ფასეულობის მოძებნისა და შემთხვევის გამოძიებისათვის სასწრაფო ზომების მისაღებად. 4. ინკასატორები ვალდებული არიან შეასრულონ უფროსი ინკასატორის ყველა სამსახურებრივი განკარგულება. 5. ფასეულობის გადაზიდვის მონაწილე ყველა ინკასატორი სოლიდარულად აგებს პასუხს მათთვის მინდობილი ფასეულობის დაცვისათვის. შენიშვნა: 1) NN 3, 23, 25, 31, 32, 33, 34 დანართები წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს. ამასთან, ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის (დანართები N31), კუპიურული (დანართი N32) და სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნები (დანართი N33), დაცვის საკონტროლო ჟურნალი (დანართი N34) უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და დალუქული საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის ბეჭდით. 2) NN 2, 9, 9-ა, 9-ბ დანართებში აღნიშნული ინფორმაციების გადაცემა ხდება სპეციალური დაშიფრული პროგრამით, რომლის გახსნისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ საქმისათვის მიმაგრებულ შესაბამის მუშაკს. თავი I საკასო-საემისიო საქმიანობის რეგულირება

მუხლი 1 ზოგადი დებულებანი თავი II საემისიო ოპერაციების წარმოება

მუხლი 2 ქუთაისის საკასო ცენტრის ნაღდი ფულითა

Page 45: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

45

და სხვა ფასეულობით მომარაგება მუხლი 3 სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულის გადატანა მუხლი 4 საბრუნავი სალაროდან ლიმიტს ზევით არსებული თანხების სარეზერვო ფონდებში გადატანა მუხლი 5 საბრუნავ სალაროში არსებული ფულის ნიშნების სარეზერვო ფონდის ფულის ნიშნებით შეცვლა მუხლი 6 ეროვნულ ბანკის სისტემაში საემისიო ოპერაციების კონტროლი თავი III საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის მიღება-გაცემა მუხლი 7 საბრუნავ სალაროში ნაღდი ფულისა და სხვა

ფასეულობის მიღება მუხლი 7¹ ფიზიკური პირისგან ნაღდი ფულის მუღება და გამოცვლა მუხლი 8 ფულის ნიშნების გადათვლა-დამუშავება

მუხლი 8¹ ავტომატური შეფუთვისა და განადგურების სისტემების მქონე ბანკნოტების სორტირების მანქანის ექსპლოატაციის წესი და მომხმარებელთა უფლება-მოვალეობები

მუხლი 8² მანქანის მეშვეობით ბანკნოტების დამუშავებისა და ტექნიკური პროცესების ორგანიზაცია

მუხლი 9 ფასეულობის შესანახად მიღება მუხლი 10 კომერციულ ბანკებზე ნაღდი ეროვნული და უცხოური ვალუტის გაცემა მუხლი 10¹ ფიზიკურ პირებზე ნაღდი ფულის გაცემა მუხლი 10² კომერციულ ბანკებზე მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაცემა

მუხლი 11 სხვა ფასეულობის გაცემა თავი IV ეროვნული ბანკის სისტემაში ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობის შენახვა მუხლი 12 საბრუნავი სალაროს დასკვნა მუხლი 13 ნაღდი ფულისა და ფასეულობის შენახვა მუხლი 13¹ ეროვნული ბანკის სისტემაში საექსპონატო და ნუმიზმატიკური

დანიშნულების ფასეულობის აღრიცხვის წესი მუხლი 13² ნუმიზმატიკური და ბონესტიკური ფასეულობის რეალიზაციის წესები თავი V ეროვნული ბანკის სისტემაში საკასო-საემისიო ოპერაციების წარმოების შემოწმება მუხლი 14 ზოგადი წესი მუხლი 15 საცავებსა და სალაროებში არსებული ნაღდი ფულისა და სხვა ფასეულობათა შემოწმება თავი VI პასუხისმგებლობა

Page 46: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

46

მუხლი 16 ეროვნული ბანკის თანამშრომელთა პასუხისმგებლობა მუხლი 17 დანაკლისის, დატაცების, გაფლანგვის და სხვა მსგავსი დარღვევების შემთხვევაში რეაგირება თავი VII ეროვნული ბანკის სისტემაში სპეციალური გადაზიდვების (ინკასაციის)

ოპერაციების წარმოების წესი მუხლი 18 ზოგადი წესები მუხლი 19 ფასეულობის გადაზიდვების ოპერაციების

შესრულების წესი მუხლი 20 ინკასატორების მიერ გადასაზიდი ფასეულობის

მიღების წესი მუხლი 21 მიღებული ფასეულობის გადაზიდვის წესი მუხლი 22 ინკასატორების მიერ ფასეულობის ჩაბარების წესი მუხლი 23 ფასეულობის გადაზიდვის ოპერაციის მონაწილე

პირთა ვალდებულება და პასუხისმგებლობა

შენიშვნა დანართების დასახელება დანართი 1 - ხელშეკრულება სრული მატერიალური

პასუხისმგებლობის შესახებ დანართი 2 - ეროვნული ბანკის ......... (საკასო ცენტრის)

ანგარიშგება ნაღდი ფულის შემოსავალ-გასავლისა და ნაშთების შესახებ

დანართი 3 - საქართველოს ეროვნული ბანკის დავალება დანართი 4 - მოთხოვნა ქუთაისის საკასო ცენტრის ნაღდი

ფულითა და ფასეულობათა მომარაგების შესახებ დანართი 5 - ნუსხები დანართი 6 - მოთხოვნა სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავ სალაროში

თანხების გადატანის შესახებ (გაუქმებულია) დანართი 7 - საემისიო ნებართვა (გაუქმებულია) დანართი 8 - საემისიო ნებართვების რეგისტრაციის დავთარი (გაუქმებულია) დანართი 9 - შეტყობინება სარეზერვო ფონდებიდან საბრუნავ სალაროში

Page 47: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

47

თანხების გადატანის შესახებ დანართი 9ა - შეტყობინება საბრუნავი სალაროდან სარეზერვო ფონდებში

ჭარბი ან მოძველებული ლარის გადატანის შესახებ დანართი 9ბ - შეტყობინება საბრუნავ სალაროში არსებული ფულის

ნიშნების გამოცვლის შესახებ დანართი 10 - შემოსავალ-გასავლის ორდერი ბანკნოტებისა და

მონეტების შეცვლის შესახებ დანართი 11 - ბალანსგარეშე შემოსავალ-გასავლის ორდერი

ბანკნოტებისა და მონეტების შეცვლის შესახებ დანართი 12 - სარეზერვო ფონდების დავთარი დანართი 13 - პირადი ბარათი (გაუქმებულია) დანართი 14 - ნაღდი ფულის შემოტანის განაცხადი დანართი 15 - სალაროს შემოსავლის ორდერი დანართი 16 - სალაროს შემოსავლის ჟურნალი დანართი 17 - ცნობა საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ დანართი 18 - ფულის ნიშნების გაცვლის ორდერი   დანართი 19 - სალაროს გასავლის ჟურნალი დანართი 20 - ცნობა საეჭვო ფულის ნიშნების გამოვლენის შესახებ დანართი 21 - ცნობა ზედმეტობა-დანაკლისის ან არგადახდითი ფულის ნიშნების შესახებ დანართი 22 - ბალანსგარეშე ორდერი დანართი 23 - ქვითარი დანართი 24 - მიღებული და გაცემული ფულის (ფასეულობის) აღრიცხვის დავთარი დანართი 25 - საფულე ჩეკი დანართი 26 - სალაროს გასავლის ორდერი

Page 48: დამტკიცებულია საქართველოს ...nbg.ge/uploads/legalacts/nbglow/cash/sakaso_saemisio...5 მუხლი 4. საბრუნავი

48

დანართი 27 - განცხადება (გაუქმებულია) დანართი 28 - ცნობა სალაროში დღის განმავლობაში შემოსული

ფულისა და საბუთების რაოდენობის შესახებ დანართი 29 - ცნობა სალაროდან დღის განმავლობაში გაცემული

ფულისა და საბუთების რაოდენობის შესახებ დანართი 30 - სალაროს ბრუნვის ნაერთი ცნობა დანართი 31 - ნაღდი ფულისა და ფასეულობის აღრიცხვის წიგნი დანართი 32 - ნაღდი ფულის კუპიურული აღრიცხვის წიგნი დანართი 33 - სარეზერვო ფონდების აღრიცხვის წიგნი დანართი 34 - საცავის გაღება-დაკეტვასა და დალუქვაზე

დასაშვებ პირთა საკონტროლო დავთარი დანართი 35 - ფულის საცავებიდან დამუშავების, საკონტროლო გადათვლისა

და რევიზიისათვის ფულისა და სხვა ფასეულობის გაცემისა და საცავში უკან ჩაბარების აღრიცხვის დავთარი

დანართი 36 - ხელშეკრულება დანართი 37 - მინდობილობა დანართი 38 - მუზეუმის ექსპონატების აღრიცხვის წიგნი დანართი 39 - ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის ნაღდი

ანგარიშსწორების ქვითარი დანართი 40 - დავალება ნუმიზმატიკური ფასეულობის სასაჩუქრე

დანიშნულებით გამოყოფის შესახებ დანართი 41 - ცნობა დღის განმავლობაში რეალიზებული ნუმიზმატიკური

ფასეულობის შესახებ დანართი 42 - გასავლის გარებალანსური ორდერი დანართი 43 - ცნობა მკაცრი აღრიცხვის ბლანკების გაცემის შესახებ