15
საინფორმაციო ბიულეტენი რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე №5. 2016; სექტემბერი / ოქტომბერი სარჩევი : * სიახლეები რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში - საქართველო * მედია - ჩვენზე * საერთაშორისო ამბები

სიახლეებირეპროდუქციულიჯანმრთ� ...hera-youth.ge/wp-content/uploads/2017/05/2016_s_o.pdfGynuity Health Project-ისსაერთაშორისოკონფერენცია

  • Upload
    others

  • View
    9

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

საინფორმაციო ბიულეტენირეპროდუქციულჯანმრთელობასადა უფლებებზე

№5. 2016; სექტემბერი/ოქტომბერი

სარჩევი:

* სიახლეებირეპროდუქციულიჯანმრთელობისადა უფლებების სფეროში - საქართველო

* მედია - ჩვენზე

* საერთაშორისო ამბები

სიახლეები რეპროდუქციულიჯანმრთელობისა და უფლებებისსფეროში - საქართველო

გადაცემა ,,ალტერნატიული აზრი“

ასოციაცია „ჰერა XXI“-ეს ინიციატივით ტელე-სტუდია ,,რეპრო სტუდიო“ დაფუძნდა. სტუდიისმიერ მომზადებული გადაცემის სახელწოდებაა ,,ალტერნატიული აზრი“. გადაცემაშიპროფესიონალების მიერ განიხილება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებებისსაკითხები. „ალტერნატიული აზრი“ 2016 წლის 3 სექტემბრიდან, ყოველ შაბათს, 18:00 საათზე,ტელეკომპანია ,,აფხაზეთის ხმაის“ ეთერით გადის.

ნუ გაათხოვებთ მცირეწლოვან ქალებს

“ნუ გაათხოვებთ მცირეწლოვან ქალებს“პლაკატი დაბეჭდილია 1928 წელს, საქართველოსცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთანარსებული ქალთა ყოფა-ცხოვრებისგამაუმჯობესებელი კომისიის მიერ.

კომისია საქართველოს ცენტრალურიაღმასრულებელი კომიტეტის 1922 წლის 30ოქტომბრის დადგენილებით დაარსდა. მისდანიშნულებას წარმოადგენდა ქალთა ყოფა-ცხოვრებისა და მათი ეკონომიური მდგომარეობისგაუმჯობესება, დედებისა და ბავშვების დაცვა,მარტოხელა ქალებისათვის თავშესაფრის მოწყობა,ქალებისათვის განათლების მიღებაში ხელშეწყობადა სხვა. კომისია ბეჭდავდა პლაკატებს, რომელიცასახავდა და ეხმაურებოდა ქალთა იმდროინდელ

ყოფას.აღნიშნული პლაკატი გამოყენებულია ეროვნულიარქივის უახლესი ისტორიის ცენტრალურიარქივის თანამშრომლის, ელენე გელაშვილისმოხსენებაში „ქალთა ყოფა-ცხოვრებისგამაუმჯობესებელი კომისია საქართველოში XXსაუკუნის 20-იან წლებში“

,,კაცებიდა გენდერულიურთიერთობები საქართველოში“

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)საქართველოს ოფისის მიერ 2013 წელსჩატარებული კვლევის „კაცები და გენდერულიურთიერთობები საქართველოში“ თანახმად,მამების 13% იშვიათად, ხოლო 6% - არასოდესესაუბრება თავიანთ მოზარდ შვილებსპრობლემების შესახებ.

გამოკითხულთა 65% ფიქრობს, რომ ქალმა უნდამოითმინოს შეურაცხყოფა, რათა შეინარჩუნოსოჯახი.

საქართველოს მოსახლეობის 88.5 % ფიქრობს, რომქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა.

ვიდეოს სანახავად გადადით მისამართზე -

https://www.youtube.com/watch?v=zDMT6NmeBcg

Gynuity Health Project-ის საერთაშორისო კონფერენცია

Gynuity Health Project-მა 22-23 სექტემბერს ქ. თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარათემაზე - მედიკამენტოზური აბორტი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში,რომელსაც ასოციაცია „ჰერა XXI“ ესწრებოდა. Gynuity Health Project არის სამეცნიერო კვლევითი დატექნიკური დახმარების ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება იდეას - ყველა ადამიანს ჰქონდესწვდომა სამედიცინო მომსახურეობაზე. ორგანიზაციის მიზანია რეპროდუქციულიჯანმრთელობის ტექნოლოგიები უფრო მოსახერხებელი, მისაღები, უსაფრთხო დახელმისაწვდომი იყოს. Gynuity Health Project-ის მუშაობა საქართველოში მიმართულიამედიკამენტოზური აბორტის ხელმისაწვდომობაზე, რადგან მედიკამენტოზური აბორტი ბევრადუსაფრთხოა და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. Gynuity Health Project მუშაობს, როგორცსაქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვეთში, უკრაინასა და უზბეკეთში.

26 სექტემბერს მსოფლიო კონტრაცეფციის საერთაშორისოდღეს აღნიშნავს

26 სექტემბერს მსოფლიო კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავსისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას სადაც ყველა ორსულობა იქნება სასურველი, თავიდან იქნებააცილებული დაუგეგმავი ორსულობა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

უკვე მერამდენე ათწლეულია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია კონტრაცეფციის შესახებ რჩევებსაწვდის მთელ სამყაროს. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენების აუცილებლობა უკვე უდავოა.ისეთი მოდური მოვლენაც კი, როგორიც ოჯახის დაგეგმვაა, კონტრაცეფციის გარეშე, ფაქტობრივად,შეუძლებელია.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, 26 სექტემბერი კონტრაცეფციის საერთაშორისო დღეა, 28 სექტემბერი კი ლეგალურაბორტზე ხელმისაწვდომობის დღე - ოჯახის დაგეგმვის ამ ორ მნიშვნელოვან თარიღს არასამთავრობოორგანიზაცია „ჰერა XXI“-ემ ,,ალტერნატიული აზრის“ მორიგი გადაცემა მიუძღვნა, სადაც ექსპერტებმა დასპეციალისტებმა ისაუბრეს კონტრაცეფციაზე, როგორც აბორტის ალტერნატიულ მეთოდზე.

მედია - ჩვენზე

“ვისაც ფული აქვს, არასრულწლოვნისცოლად მოყვანის გამო საპროცესოგარიგებას აფორმებს და პრობლემაცმოგვარებულია”

„2 წლის წინ რუსთავის პოლიციაში დამიბარეს.არასრულწლოვანი, 14 წლის გოგო გაგიტაცებია დაახალი კანონის მიხედვით უნდა დაგაპატიმროთო.ბოლოს მითხრეს, მოიტანე 3 ათასი ლარი და შენისაქმე დავხუროთო. დაპატიმრებას ისევ ფულისგადახდა ვამჯობინე. ციხეში რომ წავსულიყავი,ოჯახს ვიღა მიხედავდა? ჩვილი ბავშვი მყავს!შემეშინდა, გარდა ამისა, 3000 ლარზე ნაკლები არცპატიმრობა დაჯდებოდა“, - ამბობს ზაური(სახელი შეცვლილია). ის რუსთავში ცხოვრობსდა ეთნიკური აზერბაიჯანელია. ზაურს მის მიერგატაცებულ 14 წლის გოგონასთან უკვე 1 წლის და 2თვის ბავშვი ჰყავს.

მასალის ვრცლად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:

http://liberali.ge/articles/view/24776/visats-fuli-aqvs-arasrultslovnis-tsolad-moyvanis-gamo-saprotseso-garigebas-aformebs--da-problemats-m

დროა ქალებმა ხმაამოვიღოთ, ისე, რომ

ყველამ გაიგოს

გააღეთ პოლიციაა. კარი იღება.კარის უკან დგას ახალგაზრდაკაცი. საშუალო წონის დასიმაღლისა. ამან როგორ უნდაგცემოს - მეფიქრება, მაგრამშემდეგ მახსნედება საკუთარიცხოვრებიდან ეპიზოდი, როცახაფანგში აღმოვჩნდი:

მასალის ვრცლად გასაცნობადეწვიეთ ბმულს:http://liberali.ge/blogs/view/24570/droa-qalebma-khma-amovighot-ise-rom-yvelam-gaigos

საერთაშორისო ამბები

28 სექტემბერიუსაფრთხოლეგალურ აბორტზეხელმისაწვდომობისსაერთაშორისოდღეა.

2011 წელს რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვისქალთა საერთაშორისო კავშირმა 28 სექტემბერი ქალების,განსაკუთრებით კი -განვითარებადი ქვეყნებისწარმომადგენელთა საერთაშორისო თანადგომის დღედდაადგინა.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე მეტი აბორტიკარიბის ზღვის კუნძულებზე ტარდება(65 ათასი ქალი),ხოლო ყველაზე ნაკლებად ჩრდილოეთ ამერიკაში (17 ათასიქალი). კვლევის შედეგებს ჟურნალი Lancet-ი ავრცელებს.

ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომყოველწლიურად მთელ მსოფლიოში დაახლოებით 65მილიონი აბორტი ტარდება და განვითარებად ქვეყნებშიფეხმძიმობის ხელოვნურად შეწყვეტის მაჩვენებელიისტორიულ მინიმუმამდედაეცა.

კერძოდ, თუ 1990 წელს მდიდარ ქვეყნებში ათასი ქალი 46აბორტს იკეთებდა, 2014 წელს - მხოლოდ 27 აბორტისშემთხვევა დაფიქსირდა.მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ აბორტების რაოდენობისშემცირება ძირითადად კონტრაცეპტივებზეხელმისაწვდომობამ გამოიწვია.

ამავდროულად, განვითარებად ქვეყნებში აბორტებისჩატარების მაჩვენებელი არ შეცვლილა და საშუალოდ 1000ქალი დაახლოებით 37 აბორტს იტარებს. როგორცსტატისტიკა აჩვენებს, განვითარებად ქვეყნებში აბორტისკრიმინალიზაცია პრაქტიკულად გავლენას არ ახდენს მათირიცხვის შემცირებაზე.

მკლევარებმა დაასკვნეს, რომ მსოფლიოში ყოველი მეოთხეფეხმძიმე აბორტს იტარებს და მათი უმრავლესობაგათხოვილი ქალია.

პოლონეთი აბორტისსრულად აკრძალვას

აპროტესტებს

პოლონეთის თითქმის ყველა ქალაქში საპროტესტოდემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებიკანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან, რომლისინიციატორი პოლონეთის მმართველი პარტია „უფლება დასამართლიანობაა“, ინიციატივის თანახმად ქვეყანაშისრულიად იკრძალება აბორტის გაკეთება, მათ შორისმაშინაც კი როდესაც ორსულობა დედის ან ნაყოფისჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, გაუპატიურებისშემთხვევაში.

ორშაბათს, სამ ოქტომბერს პოლონეთში “შავი ორშაბათია”გამოცხადებული – კანონპროექტის პროტესტის ნიშნადქალები სამსახურებში არ გამოცხადდებიან.

მრავალრიცხოვანი აქციების ფონზე მიმდინარეობდააბორტის სრულად აკრძალვის საკანონმდებლოინიციატივისთვის ხმის მიცემის პროცედურა, რომელიცპროტესტანტების გამარჯვებით დასრულდა და პოლონეთისპარლამენტმა აბორტის სრული აკრძალვის კანონმდებლობასმხარი არ დაუჭირა. 450 დეპუტატიდან 345-მაკანონმდებელმა მისცა ხმა. აბორტის სრული აკრძალვისმომხრე მხოლოდ 58 დეპუტატი აღმოჩნდა.

3 ოქტომბრის წარმატების მიუხედავად „შავი პროტესტის“მეორე ტალღა დაიწყო მას შემდეგ რაც პოლონეთისმმართველი პარტიის „უფლება და სამართლიანობის“ლიდერმა განაცხადა, რომ მისი პარტია გააგრძელებსმცდელობებს გაამკაცროს კანონი აბორტის შესახებ,პროტესტანტები აცხადებენ რომ ქალთა უფლებები კვლავსაფრთხის წინაშეა.

ასოციაცია ჰერა XXI-მა „შავ პროტესტში“ მონაწილეობამიიღო

ASTRA Network-ის წევრმა ორგანიზაციებმამონაწილეობა მიიღეს „შავი პროტესტის“მეორე საპროტესტო ტალღაში ვარშავაში,სადაც ყოველწლიური სემინარიმინდინარეობდა ქალთა უფლებებისადვოკატირების თემაზე.

ASTRA Network-ის მისიაა ცენტრალური დააღმოსავლეთ ევროპის ქალთარეპროდუქციული და სექსუალურიჯანმრთელობისა და უფლებების დაცვა.ASTRA Network 1999 წელს შეიქმნა და მასშიგაერთიანებულია 20 ქვეყნის 37არასამთავრობო ორგანიზაცია, 10 წელზემეტია ASTRA Network-ის წევრიორგანიზაციაა ასოციაცია “ჰერა XXI “,რომელიც 15 წელზე მეტია ხელს უწყობსრეპროდუქციული ჯანმრთელობისა დაუფლებების წინ წამოწევას საქართველოსმოსახლეობაში. ასოციაციისაღმასრულებელი დირექტორი, ქალბატონინინო წულეისკირი შეურთდა პოლონეთშიმიმდინარე „შავ პროტესტის“ აქციასრომელიც მიზნად ისახავდა სექსუალურიდა რეპროდუქციული უფლებების დაცვასადა რეალიზებას.

11 ოქტომბერი გოგონების საერთაშორისოდღეა

ეს დღე გაეროს ინიციატივით აღინიშნება 2012 წლიდან. ორგანიზაცია მოზარდ გოგონებსმხარდაჭერას უცხადებს და მიმართავს: „ყოველი თქვენგანი მნიშვნელოვანია!“ ყოველ წლიურადგოგოების საერთაშორისო დღეს, მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნები ცდილობენ ყურადღებაგაამახვილონ ადგილობრივ სოციალურჯგუფებში არსებულ პრობლემებზე.

ასოციაცია ჰერა XXI უერთდება გოგონების საერთაშორისო დღის აღნიშვნას, მხარს უჭერსგანათლების თანაბარ შესაძლებობასა და გენდერულითანასწორობას!

ყველა ქვეყანას აქვს საგანგებო და საომარ მდგომარეობაში სამოქმედო გეგმა. გეგმისგანხორციელებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა - სხვადასხვა სფეროს შესაბამისი უწყებებიკურირებენ. ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიისქვეყნებში ხშირად ხდება ბუნებრივი და ტექნოგენური, სხვადასხვა სახის კატასტროფები,ეპიდემიები, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლების კეთილდღეობას და გადარჩენის შანსს,განსაკუთრებული რისკის ქვეშ ქალები და ბავშვები არიან. ასეთ სიტუაციებში მოსახლეობისთვისდროული და ადეკვატური სამედიცინო სერვისის მიწოდებაზე ჯანდაცვის სამინისტროაპასუხისმგებელი. თუმცა საინტერესოა რამდენად არის ადაპტირებული უწყების სამოქმედო გეგმაშირეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ხელმისაწვდომობა - კრიზისების დროს?!

2011 წლის ნოემბერს სტამბულში Global IAWG მე-13 ფორუმზე შეიქმნა (EECA IAWG)უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი რეპროდუქციული ჯანმრთელობის დასაცავად კრიზისულსიტუაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. EECA IAWG FORUMარაფორმალური პლატფორმაა, რომელშიც იღებენ მონაწილეობას არასამთავრობო და სამთავრობოორგანიზაციები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და სამეცნიერო დაწესებულებები,რომლებიც მუშაობენ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობისა და უფლებებისსაკითხებზე.

საერთაშორისო ოჯახის დაგეგმვის ფედერაციის ევროპის ქსელისა (IPPF) და გაეროს მოსახლეობისფონდის (UNFPA) მხარდაჭერით განხორციელდა რიგით მე-5 EECA IAWG ფორუმი, რომლის წევრიორგანიზაციაა ასოციაცია “ჰერაXXI”. 18-20 ოქტომბერს კიევში შეიკრიბა უწყებათაშორისი სამუშაოჯგუფი, რომელმაც იმსჯელა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე კრიზისულსიტუაციებში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდა ასოციაცია „ჰერა XXI“-ის აღმასრულებელი დირექტორი ნინოწულეისკირი - ,,ყველა ქალს, ახალგაზრდა გოგონას აქვს რეპროდუქციული ჯანმრთელობისსერვისებზე ხელმისაწვდომობის უფლება, განსაკუთრებით საგანგებო და კრიზისულ მდგომარეობაში.ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ეპიდემიების და სხვადასხვა ბუნებრივიკატაკლიზმების დროს მატულობს ძალადობის ფაქტები, აგრესიულობის ფონი იზრდება და ხშირიასექსუალური ძალადობის შემთხვევები. სამწუხაროდ ამ პროცესების პირველი მსხვერპლებიქალბატონები, ხშირად კი არასრულწლოვანი გოგონები არიან. ჩვენი რეკომენდაციაა, რომგავითვალისწინოთ საუკეთესო ევროპული პრაქტიკები, მოვახდინოთ მათი ადაპტაცია ქართულრეალობასთან. საგანგებო სიტუაციებში, სამწუხაროდ, ხშირია: სქესობრივი ძალადობა, თვითნებურიაბორტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება- ამ პრობლემების თავიდანასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, რეპროდუქციულ სერვისებისმინიმალური პირველადი მომსახურების პაკეტი და მოხდეს ამ გეგმის ინტეგრირება კრიზისების დროსმოქმედების საერთო გეგმაში - აცხადებს ასოციაციის ჰერა XXI-ეს აღმასრულებელი დირექტორი ნინოწულეისკირი.

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის

წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს

გამოცდილება და შეთანხმდნენ

სამოქმედო გეგმაზე 2017 წლისთვის,

სადაც გაწერილია რა უნდა გაკეთდეს

და როგორ უნდა იყოს

უზრუნველყოფილი კრიზისულ

სიტუაციებში ეფექტური,

თანმიმდევრული და

კოორდინირებული ქმედება

სექსუალური და რეპროდუქციული

უფლებების დასაცავად.

საინფორმაციო ბიულეტენი მომზადებულია ასოციაციაჰერა XXI-ეს მიერ

დაგვიმეგობრდით სოციალურ ქსელ Facebook-ში დაგაიგეთ მეტი ყოველდღიურ რეჟიმში

Association Hera XXI