468
მთარგმნელი თამარ მაღრაძე, ზეინაბ ხახანაშვილი შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. იგი, როგორც ადამიანი, გაორებული პიროვნება ყოფილა. პატრიკ ბრონტე მომსწრე იყო ლუდიტების აჯანყებისა. იგი, ერთი მხრივ, მოხალისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონება იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიების მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი _ მეამბოხე ლუდისტების მხრივ, ისე მეორე _ ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემლობა დაუმსახურებია. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა. რვა წლის შარლოტა ორ უფროს დასა და უმცროს ემილისთან ერთად პატრიკ ბრონტემ მიაბარა პასტორ უილსონის საქალებო სასწავლებელში, სადაც მდიდართა ოჯახებისათვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. სწორედ პასტორ უილსონის მზრუნველობის ქვეშ მყოფი კოვან-ბრიჯის სკოლა იქცა შარლოტა ბრონტეს მიერ «ჯეინ ეარში» აღწერილ ლოვუდის სკოლის პროტოტიპად. თვითონ პასტორი უილსონის, ამ ცივი, უკარება, ანგარებიანი, მაღლა მდგომთადმი მლიქვნელის, ხოლო დაბლა მდგომთადმი მტარვალის ჭეშმარიტი პორტრეტი მწერალმა ქალმა რეალისტური საღებავებით დაგვიხატა ლოვუდის სასწავლებლის მზრუნველ ბროკლჰერსტის სახით. შარლოტა ბრონტეს უფროსი დები _ მარიამი და ელისაბედი ამ სასწავლებელში დაავადდნენ ჭლექით და გარდაიცვალნენ. მათი ნათელი ხსოვნის, უფრო კი მარიამის _ ანარეკლია ელენ ბერნსის ხატება რომანში _ «ჯეინ ეარი». პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა მამამ კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალი იქვე იწყებს აღმზრდელად მუშაობას. შემდეგ იგი აღმზრდელად ეწყობა იორკშირში ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა. მისმა თავისუფლებისმოყვარე და ამაყმა სულმა დიდხანს ვერ გაუძლო ამ დამცირებას, მალე თავი მიანება აღმზრდელად

ზეინაბ ხახანაშვილი...2016/04/07  · მისი პირველი რომანი «მასწავლებელი» ყველა

  • Upload
    others

  • View
    1

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

  • მთარგმნელი თამარ მაღრაძე, ზეინაბ ხახანაშვილი

    შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურაში კარგად ცნობილი მწერალი ქალი შარლოტა

    ბრონტე დაიბადა იორკშირის ერთ-ერთ სოფლის მღვდლის ოჯახში 1816 წელს. შარლოტას მამა პატრიკ ბრონტე წარმოშობით ირლანდიელი ღარიბი ფერმერის შვილი იყო. ახალგაზრდობაში ფეიქრად მუშაობდა, დიდი გაჭირვებით ისწავლა და შემდეგ მღვდლად ეკურთხა. იგი, როგორც ადამიანი, გაორებული პიროვნება ყოფილა. პატრიკ ბრონტე მომსწრე იყო ლუდიტების აჯანყებისა. იგი, ერთი მხრივ, მოხალისეთა რაზმში ჩაწერილა და ფაბრიკის მეპატრონეთა ქონება იარაღით ხელში დაუცავს, ხოლო, მეორე მხრივ, გაფიცულ მუშათა სახლებში უვლია და მათ მიმართ მკაცრი რეპრესიების მიღების წინააღმდეგ სასტიკად გაულაშქრია. თავისი ასეთი მოქმედებით მას, როგორც ერთი _ მეამბოხე ლუდისტების მხრივ, ისე მეორე _ ფაბრიკების მეპატრონე ბურჟუების მხრივ, სიძულვილი და უპატივცემლობა დაუმსახურებია. ოჯახში მკაცრი, უხეში და კადნიერი ხასიათი ჰქონია. პატრიკ ბრონტეს ცოლი ადრე გარდაცვლია და ექვსი შვილი მარტო მის ანაბარად დარჩენილა.

    რვა წლის შარლოტა ორ უფროს დასა და უმცროს ემილისთან ერთად პატრიკ ბრონტემ მიაბარა პასტორ უილსონის საქალებო სასწავლებელში, სადაც მდიდართა ოჯახებისათვის აღმზრდელებს ამზადებდნენ. სწორედ პასტორ უილსონის მზრუნველობის ქვეშ მყოფი კოვან-ბრიჯის სკოლა იქცა შარლოტა ბრონტეს მიერ «ჯეინ ეარში» აღწერილ ლოვუდის სკოლის პროტოტიპად. თვითონ პასტორი უილსონის, ამ ცივი, უკარება, ანგარებიანი, მაღლა მდგომთადმი მლიქვნელის, ხოლო დაბლა მდგომთადმი მტარვალის ჭეშმარიტი პორტრეტი მწერალმა ქალმა რეალისტური საღებავებით დაგვიხატა ლოვუდის სასწავლებლის მზრუნველ ბროკლჰერსტის სახით. შარლოტა ბრონტეს უფროსი დები _ მარიამი და ელისაბედი ამ სასწავლებელში დაავადდნენ ჭლექით და გარდაიცვალნენ. მათი ნათელი ხსოვნის, უფრო კი მარიამის _ ანარეკლია ელენ ბერნსის ხატება რომანში _ «ჯეინ ეარი».

    პასტორ უილსონის სასწავლებლიდან გამოყვანილი შარლოტა მამამ კერძო პანსიონში მიაბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მომავალი მწერალი ქალი იქვე იწყებს აღმზრდელად მუშაობას. შემდეგ იგი აღმზრდელად ეწყობა იორკშირში ერთ-ერთი ფაბრიკანტის ოჯახში, სადაც მრავალი დამცირება და შეურაცხყოფა გადაიტანა. მისმა თავისუფლებისმოყვარე და ამაყმა სულმა დიდხანს ვერ გაუძლო ამ დამცირებას, მალე თავი მიანება აღმზრდელად

  • მუშაობას და ბრიუსელის ერთ-ერთ პანსიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მოეწყო.

    ლექსებისა და რომანების წერა შარლოტამ, ემილიმ და ანამ ადრე ბავშვობაშივე დაიწყეს. შარლოტა ბრონტეს სამწერლო სარბიელზე ბევრი წარუმატებლობა ხვდა წილად, მაგრამ, თავის შემოქმედებით უნარსა და ძალაში დარწმუნებული, ხალასი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი ამ დროებითმა წარუმატებლობამ სულიერად ვერ გატეხა. მისი პირველი რომანი «მასწავლებელი» ყველა გამომცემლობამ უკან დააბრუნა. ცნობილმა პოეტმა რობერტ სოუთიმაც უკანვე გამოუგზავნა ლექსები და წერილს დიდაქტიკური დარიგებაც დაურთო: მწერლობა ქალის საქმე არაა, იგი ქალს ძირითად ოჯახურ მოვალეობას სწყვეტსო. მაგრამ შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე, ნიჭიერი, შეუპოვარი, უტეხი ნებისყოფის შარლოტა ბრონტე მეორე რომანზე მუშაობს. 1847 წელს ფსევდონიმით გამოაქვეყნა რომანი «ჯეინ ეარი», რომელსაც წილად უდიდესი წარმატება ხვდა. ნაწარმოები მაშინვე ითარგმნა სხვა ევროპულ ენებზე.

    1848-49 წლებში ისედაც ჯანგატეხილ შარლოტა ბრონტეს სამი უბედურება ზედიზედ დაატყდა თავს: ჭლექმა ერთმანეთის მიყოლებით ჩააწვინა საფლავში მისი საყვარელი დები _ ემილი, ანა და ერთადერთი ძმა _ პატრიკ ბრენუელი.

    სულითა და ხორცით დაავადებული შარლოტა ბრონტე უკანასკნელი ძალის დაძაბვით ამთავრებს რომანებს «შერლისა» და «ვილეტს». 1854 წელს იგი ცოლად მიჰყვება მღვდელ არტურ ბელა ნიკოლსს. ფეხმძიმობამ მისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო შეარყია. ამას ზედ ძლიერი გაციებაც დაერთო და 1855 წლის მარტში შარლოტა ბრონტე გარდაიცვალა.

    «ჯეინ ეარმა» შარლოტა ბრონტე მსოფლიო ლიტერატურის სახელმოხვეჭილ ოსტატებს გვერდში ამოუყენა. ძირითადი პირობა, რამაც განსაზღვრა «ჯეინ ეარის» წარმატება, ეს მთავარი გმირის _ ჯეინის დაუდგრომელი, მებრძოლი და მეამბოხე სულია.

    მართალია, ნაწარმოების პირველ თავებში აღწერილ რიდების ოჯახში ჯეინი ჯერ კიდევ უმწეო ბავშვია, მაგრამ არსებული სინამდვილისადმი წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ბობოქრობს მასში. იგი მებრძოლი, მეამბოხე სულით დაჯილდოებული ადამიანია. რიდების სახლში მისის რიდის ნებიერ ჯონს ყველა უსიტყვოდ ემორჩილება: გარეგნულად ლამაზი, მაგრამ უშინაარსო, ჭრიჭინასავით უზრუნველი ჯორჯიანა, ძუნწი და ანგარებიანი ეგოისტი, ხარბი და მაბეზღარა ელიზა, ანდერძის გამტეხი, შურიანი, უსამართლო მისის რიდი და, რაღა თქმა უნდა, უკლებლივ ყველა მსახური. აი, ასეთ, უკვე მეპატრონის ფსიქოლოგიით აღჭურვილ, გათავხედებულ ჯონის აღუდგა წინ ჯეინი. ამ პატარა, მაგრამ მგრძნობიარე გულითა და გამჭრიახი გონებით მიმადლებულმა ბავშვმა იგრძნო, რომ «მაღალი წრის» ადამიანები საკუთარ ბავშვებს ადრეულ სიყმაწვილიდანვე უნერგავენ იმ აზრს, რომ ღარიბებთან დამოკიდებულებაში, თუნდაც ისინი

  • მათი სისხლით ნათესავებიც იყვნენ, სხვანაირად უნდა მოიქცნენ. ასეთი აღზარდა მისის რიდმა საკუთარი შვილი ჯონ რიდი. იგი ყოველმხრივ ანებივრებდა ვაჟს და აკი შვილიც გაზულუქებული, უნებისყოფო, ლოთი და კარტის მოთამაშე გამოვიდა. დედის მიერ გაგზავნილი ფულები ლოთობასა და გარყვნილებაში გაანიავა. მშობელმა დედამ ფულის მიცემაზე უარი რომ შეუთვალა, საწამლავი დალია და თავისი უშინაარსო ცხოვრება ასე დაამთავრა. ჯორჯიანამ ვიღაც მდიდარ გაქნილ ჯენტლმენზე დაიწერა ჯვარი და ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა. ელიზა საზღვარგარეთ გაემგზავრა, სადაც თავისი პირველმოქცევის ხანა დაჰყო და იმავე მონასტრის იღუმენიად აირჩიეს. ასე დასრულდა ჯეინის შეძლებულ ბიძაშვილთა ცხოვრება.

    ჯეინი აღშფოთებულია ლოვუდის სკოლის აღმზრდელთა საქციელით და ელენ ბერნსთან საუბარში ამბობს: «როცა უმიზეზოდ გვცემენ, ჩვენ დარტყმას დარტყმით უნდა ვუპასუხოთ. თანაც ისეთი ძალით უნდა დავკრათ, რომ ჭკუა სამუდამოდ ისწავლონ».

    ელენ ბერნსი ლოვუდის სკოლაში სხვა ბავშვებისაგან განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. ხშირად ოცნებობს და არსებული სინამდვილიდან მოწყვეტილს დროგამოშვებით ავიწყდება ლოვუდის სკოლის მკაცრი კანონები. ამიტომაც არ მოსწონს იგი მონური ფსიქოლოგიის მის სკეჩერდს. იგი ელენ ბერნსის ჯალათად იქცა და ნაადრევად ჩაიყვანა საფლავში ეს ობოლი, ღარიბი ირლანდიელი გოგონა.

    მის სკეჩერდი და სხვა მისი მსგავსი მასწავლებლები აღსაზრდელებს უსიტყვო მორჩილებითა და მონური ფსიქოლოგიით ზრდიან.

    ერთადერთი ნათელი პიროვნება ამ ჯოჯოხეთურ სასწავლებელში მის ტემპლია. მხოლოდ მისგან გრძნობენ ბავშვები სითბოს.

    ნაწარმოების ცენტრალური ფიგურაა მისტერ როჩესტერი, რომელიც საკუთარი მამისა და მდიდარი ვაჭრის გარიგების მსხვერპლი გახდა. მან მამის დავალებით შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, რომლის დედასაც თავისი სიცოცხლის დღენი სულიერ ავადმყოფთა თავშესაფარში დაულევია და მემკვიდრეობით ქალიშვილისთვისაც გადაუცია იგივე ავადმყოფობა. შარლოტა ბრონტე სამარცხვინო ბოძზე აკრავს მშობლიურ გრძნობაზე მოზეიმე ანგარებას, რომლითაც აღვსილი იყო მისტერ როჩესტერის მამის გული. მან შესანიშნავად იცოდა, რომ სარძლოს დედამ სულიერ ავადმყოფთა თავშესაფარში დალია თავისი დღენი, მაგრამ მამული რომ ორად არ გაეყო, საკუთარი შვილი სამუდამოდ გაწირა.

    შარლოტა ბრონტე დაუნდობლად ამხელს გაღარიბებულ, მაგრამ კუდაბზიკა, ქედმაღალ არისტოკრატ ქალებს, რომელთა ქარაფშუტული არსებობის ერთადერთი მიზანი მდიდარი საქმროს ხელში ჩაგდებაა. ამ მხრივ თავისი კლასის ნამდვილი შვილია მის ინგრემი, რომელიც ყურს მოჰკრავს თუ არა, როჩესტერი გაღარიბდაო, მაშინვე იბრუნებს მისგან პირს.

  • ქართველი მკითხველი უთუოდ დიდი ინტერესით გაეცნობა სასულიერო წოდების ორი საპირისპირო ბანაკის წარმომადგენლების საინტერესოდ აღწერილ ცხოვრებას.

    თუ ბროკლჰერსტის სახით შარლოტა ბრონტემ ნიღაბი ჩამოჰგლიჯა მდიდრულად მოსილ, გარეგნულად სათნო, ნეტარ სახეს და გვიჩვენა, რომ თვით ეს სახეზე გადაფენილი სათნოებაც თვალთმაქცობაა და ამის იქით ნამდვილი მტარვალი, გაიძვერა, ორპირი და ათასგვარი მდაბალი საქციელის ჩამდენი პიროვნება იმალება, სენტ-ჯონის სახით მკითხველს წარმოუდგება ვაჟკაცური აღნაგობის, ცისფერთვალა, ფიზიკურად უნაკლო არსება, რომელიც უყოყმანოდ მიდის ღარიბი და გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად. დაინტერესებულია ღარიბთა ბავშვებისათვის სკოლის გახსნით, თავის სიყვარულსაც კი ზვარაკად სწირავს საღმრთო სამსახურს, ფანატიკურად სწამს მხოლოდ იმქვეყნიური ცხოვრება და ყოველივე სააქაოზე ხელი აუღია, მაგრამ, როგორც კი მათი მდიდარი ბიძა გარდაიცვლება, იგი ამქვეყნიური ცხოვრების ჭუჭყით წაწყმდება და იკითხავს, მემკვიდრეობა ვის დაუტოვაო. მართალია, მან მდიდარ, მშვენიერი ქალის შერთვაზე უარი თქვა და თავისი ხელი ჯეინ ეარს შესთავაზა, მაგრამ ესეც ადამიანური სისუსტით _ ეგოისტობით მოუვიდა. სენტ-ჯონმა კარგად იცოდა, რომ მისიონერის ძნელ და ნარეკლიან გზაზე მტკიცე ნებისყოფის, ამტანი ბუნების ადამიანი იყო საჭირო და არა გარეგ-ნულად სრულქმნილი ტიკინა. ამავე დროს იგი მშვენივრად გრძნობს, რომ მის კვალს, დღეს თუ არა ხვალ ინგლისელი ჯარისკაცი მიჰყვება, მისგან სულიერად დამორჩილებულ ხალხს ფიზიკურად დაიმორჩილებს და სენტ-ჯონის სახელი სამუდამოდ დარჩება სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ ღვთისმოსავ წმინდანთა შორის.

    შარლოტა ბრონტე თავის მასწავლებლად ინგლისური კრიტიკული რეალიზმის უდიდეს წარმომადგენელს, უკვდავი «ამაოების ბაზრის» შემქმნელს _ უილიამ თეკერეის თვლიდა, მასვე მიუძღვნა «ჯეინ ეარი» და მწერლობაშიც მისსავე კვალს გაჰყვა.

    თეკერეის დევიზი:»რომ მწერლები მოვალენი არიან ცხოვრება ასახონ, როგორც სინამდვილეშია, მათ არ უნდა გამოიგონონ ისეთი გმირები, რომელთაც არაოდეს უცხოვრიათ და არც შეეძლოთ არსებულიყვნენ", _ შარლოტა ბრონტემ თავის დევიზად აქცია. ასეთი სულიერი იარაღით აღჭურვილმა მაღალი კლასის წარმომადგენლებში ვერ ჰპოვა ადამიანური კეითლშობილებით აღსავსე გმირი, რომელიც სხვებისათვისაც მისაბაძი გახდებოდა და იძულებული შეიქმნა თავის გარშემო მიმოეხედა. შარლოტა ბრონტეს მახვილმა თვალმა ასეთი კეთილშობილება მხოლოდ უბრალო ადამიანებში დაინახა. ესენი არიან: რიდების სახლში _ ბესი, ლოვუდში _ მის ტემპლი, მარშენდში _ დიანა და მერი, ფერნდენის ციხე-კოშკში _ მოხუცი ცოლ-ქმარი ჯონი და მერი და სხვები. მართალია, შარლოტა ბრონტეს პირდაპირ არ უთქვამს, რომ მაღალი წრის ადამიანთა შორის დადებითი ადამიანი არ მოიძებნებაო, მაგრამ მის შემოქმედებიდან ეს აზრი ობიექტურად

  • გამომდინარეობს და მორტონში სენტ-ჯონისაგან მასწავლებლად გამწესებული ჯეინ ეარის ტირადა, რომ მისი მოსწავლე: «უბადრუკი პატარა გლეხუჭები სულითა და ხორცით ისეთივე კარგები არიან, როგორც უკეთილშობილესი წარმოშობის ჩამომავალნი; სიკეთის, კეთილშობილების, სიბრძნისა და კარგი გრძნობების საწყისი მათშიც ისევეა მოცემული, როგორც საუკეთესო წარმოშობის ადამიანებში», შარლოტა ბრონტეს იმისთვის სჭირდება, რომ თავისი აზრი დაბალი და მაღალი ფენებიდან წარმოშობილ ადამიანთა გონებრივ და ფიზიკურ თანასწორობაზე, სიბრძნეზე, სიქველეზე, თავისი დროის «კეთილშობილთაც» ჩაუნერგოს.

    ელგუჯა მაღრაძე

    ჯ ე ი ნ ე ა რ ი

    თავი I

    სასეირნოდ გასვლა იმ დღეს შეუძლებელი იყო. მართალია, დილით მთელი

    საათი დავეხეტებოდით ფოთლებშემოძარცვულ ბუჩქნარში, მაგრამ ნასადილევს (მისის რიდი ადრე სადილობდა, თუ სტუმრად არავინ ჰყავდა) ზამთრის ცივმა ქარმა ცაზე შავი ღრუბლები მოჯარა და ისეთი თავსხმა წამოვიდა, რომ გასეირნებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო.

    მით უკეთესი. ზამთარში არ მიყვარდა დიდხანს სეირნობა, ისიც ნაშუადღევს, ცივ ამინდში. ჭირივით მძულდა, როცა შებინდებისას ხელფეხგაყინული შინ ვბრუნდებოდით; გულს მიწყალებდა ჩვენი აღმზრდელი ქალის ბესის დაუსრულებელი ბუზღუნი; იმის გახსენება კი, რომ ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა რიდები გარეგნულად ჩემზე ბევრად უკეთესები იყვნენ, უფრო მიმატებდა ნაღველს და ჩემს საკუთარ თვალში მამცირებდა.

    ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა ახლაც სასტუმრო ოთახში დედის გარშემო შეკრებილიყვნენ. ქალი ბუხრის წინ დივანზე იწვა, ირგვლივ საყვარელი შვილები ეხვია (ისინი ამჟამად არ ჩხუბობდნენ, არც ყვიროდნენ) და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. მისის რიდი მიკრძალავდა მათთან ახლოს ყოფნას. ეს გარემოება კი, როგორც თვითონ ამბობდა, თითქოს აწუხებდა. მისის რიდს ჩემი საქციელი არ მოსწონდა, მან განმიცხადა, რომ ვიდრე ბესი არ შემაქებდა ან საკუთარი თვალით არ ნახავდა, რა გულმოდგინედ ვცდილობდი მესწავლა საზოგადოებაში ქცევის წესები, მიმებაძა საუკეთესო ბავშვებისათვის, ვყოფილიყავი უფრო მხიარული, ალერსიანი, გულღია, უფრო ბუნებრივი და გამგონი, მანამდე ბავშვებს არ გაგაკარებო, არა და, ყოველთვის მოკლებული უნდა ვყოფილიყავი იმ დიდ

  • სიამოვნებას, რასაც დაუყვედრებლად ღებულობენ ხოლმე უზრუნველი და ბედნიერი პატარები.

    _ რა თქვა ბესიმ, განა რა ჩავიდინე ასეთი? _ ვიკითხე მე. _ ჯეინ, არ მიყვარს, როცა მედავებიან, ან წარამარა მეკითხებიან. ბავშვებს

    ეკრძალებათ უფროსებისადმი უკმეხი მიმართვა. დაჯექი სადმე და, ვიდრე ზრდილობიან ლაპარაკს არ ისწავლი, ჩუმად იყავი.

    სასტუმრო ოთახის გვერდით პატარა სასადილო ოთახში შევიპარე, წიგნების კარადიდან ამოვირჩიე ერთ-ერთი ტომი, რომელშიაც ყველაზე მეტი ნახატი იყო, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და იქ თურქულად ფეხმორთხმული მოვკალათდი. მერე ფანჯარაზე წითელი შტოფის ორმაგი ფარდები ჩამოვუშვი და გარე სამყაროსგან ორმხრივ განმარტოებული აღმოვჩნდი. მარჯვნივ ალის-ფერი ფარდის ნაკეცები მფარავდნენ, მარცხნივ კი კრიალა ფანჯრის მინები მიცავდნენ ნოემბრის მოსაწყენი და ცივი ამინდისაგან, თუმცა უამინდობას აქ, ჩემ თავშესაფარშიც, ცხადად ვგრძნობდი. წიგნის ფურცვლისას დროდადრო ვაკვირდებოდი, თუ როგორ ნელ-ნელა ილეოდა ზამთრის ხანმოკლე დღე. შორს გაცრეცილი ღრუბლები და ნისლი გაწოლილიყო, უფრო ახლოს სველი მოლი და ქარიშხლისაგან ტოტებდალეწილი ბუჩქნარი მოჩანდა; ქარის ქროლვით გაგულისებული წვიმა კი კოკისპირულად ასხამდა, თითქოს ყველაფრის წალეკვას ლამობდა.

    მე კვლავ დავუბრუნდი წიგნს, ბევიკის ბრიტანეთის ფრინველთა ისტორიას. გულახდილად რომ ვთქვა, ნაკლებად მიზიდავდა ილუსტრაციების ქვემოთ მინაწერი ტექსტის შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პატარა ვიყავი, ზოგიერთ ადგილს მაინც ვერ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ადგილებში აღწერილი იყო ზღვის ფრინველთა თავშესაფრები მიყრუებულ კლდეებსა და კონცხებზე, სადაც მხოლოდ ეს ფრინველები ბუდობენ. ნორვეგიის ნაპირები, უკიდურესი სამხრეთ ლიდენზენიდან ნორკაპამდე, სადაც უამრავი კუნძული გაფანტულა.

    მხარე, სადაც ჩრდილოეთის ოკეანე ღელავს ვრცელი, შფოთვით უვლის თულის კუნძულს, უშორესს და უკაცრიელს. და იქ, სადაც ატლანტიკის ოკეანე თვალუწვდენი ქარიშხლიან ჰებრიდებზე მოაგორებს ტალღას ძლიერს.

    ასევე უყურადღებოდ არ შემეძლო დამეტოვებინა ლაპლანდიის, ციმბირის, შპიცბერგენის, ახალი მიწის, ისლანდიისა და გრენლანდიის ყინულოვანი ნაპირების აღწერა. არქტიკული ზონის ეს ვრცელი ჰორიზონტი, უკაცრიელი ადგილები და მოსაწყენი სივრცეები, მუდმივი თოვლისა და ყინვის სამყარო; გაქვავებული, ყინულოვანი, თვალუწვდენელი ადგილები, უკიდეგანო ველებს

  • რომ მოგაგონებთ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ზამთარს თავის სავანედ უქცევია და ყოველწლიურად ყინულის ახალ-ახალი ფენები ფარავს, ალპებივით ცამდე აზიდულა, მაღლა მიიწევს, პოლუსს გარს ევლება და იქ გამეფებულ საშინელ სიცივეს კიდევ უფრო ამკაცრებს. ამ თეთრ უსიცოცხლო სამყაროზე მე საკუთარი შეხედულება შემექმნა _ მართალია, ბუნდოვანი, ბავშვის გონებისათვის მიუწვდომელი, მაგრამ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნის ყოველი ახალი თავის შინაარსი და ნახატი იმგვარად ერწყმოდა ურთიერთს, რომ თავისებურ ელფერს აძლევდა აქაფებულ ტალღებში განმარტოებულ კლდეებს, უკაცრიელ ნაპირზე გამორიყულ დამსხვრეულ გემს, ცივსა და ფერმიხდილ მთვარეს, წამით ღრუბელთა საფარს რომ დაუსხლტება, რათა კიდევ გადმოხედოს დაღუპულ გემს, რომელიც ზღვის ფსკერისკენ მიექანება.

    ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რომელსაც იწვევდა ჩემში განმარტოებული სასაფლაო, წარწერიანი საფლავის ქვა, ჭიშკარი, ორად ორი ხე, ჰორიზონტი და ჩამონგრეული კედლები, რომელიც ერთ დროს სასაფლაოს ყორედ ჰქონია შემოვლებული. ცაზე ნამგალა მთვარე ანათებს, ის საღამოს მოახლოებას გვატყობინებს. მდუმარებით მოცულ ზღვაში ქარიშხალს გადარჩენილი ორი გემი ურჩხულებს მივამგვანე. ხოლო ის გვერდი, სადაც ეშმაკი ქურდს მოპარულ ფუთას ართმევს, სწრაფად გადავფურცლე, რადგან შიშმა ამიტანა. გულის კანკალით შევყურებდი შავრქიან მოჩვენებას, რომელიც მოშორებით, კლდეზე მოკალათებული, ათვალიერებდა სახრჩობელას გარშემო მოფუსფუსე ხალხს.

    თითოეული სურათი თავისთავად დასრულებულ მოთხრობას წარმოადგენდა. ისინი, ჩემი ჩამოუყალიბებელი გრძნობისა და გონებისათვის ჯერ კიდევ იდუმალებით მოცულნი, ღრმა ინტერესს აღმიძრავდნენ. ეს მოთხრობები ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო მეჩვენებოდა, როგორც ის ზღაპრები, რომელთაც ბესი გვიყვებოდა ხოლმე საღამოობით ზამთარში, თუკი კარგ გუნებაზე იყო. მას მაგიდა საბავშვო ოთახში შემოჰქონდა, ბავშვებს ნებას გვაძლევდა, გარშემო შემოვსხდომოდით, თვითონ მისის რიდის თეთრეულის მაქმანებს ან საღამურ ქუდზე მოვლებულ არშიებს აუთოებდა და თან ჩვენ დაძაბულ სმენას ხიბლავდა ძველთაძველი ზღაპრებიდან და ბალადებიდან ამოღებული სათავგადასავლო და სამიჯნურო ნაწყვეტების მოყოლით. მოგვი-ანებით შევიტყვე, ბესი თურმე ზოგიერთ ნაწყვეტს «პამელადან», ან ჰერცოგ ჰენრი მორლენდის ცხოვრებიდან გვიამბობდა. მუხლებზე ბევიკის წიგნი მედო და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყოველ შემთხვევაში ეს მაშინ ბედნიერებად მიმაჩნდა. ვშიშობდი, მყუდროება არავის დაერღვია ჩემთვის, მაგრამ მალე პატარა სასადილო ოთახის კარი გაიღო.

    _ სად ბრძანდებით, ქალბატონო? _ გაისმა ჯონ რიდის ხმა. ის ერთი წამით შეჩერდა. ოთახში ვერავინ შენიშნა.

  • _ სად ეშმაკებში წავიდა? _ განაგრძო მან. _ ლიზი! ჯორჯიანა! _ გასძახა მან თავის დებს. _ ჯენი აქ არ არის. დედას უთხარით, ალბათ, გარეთ დაეხეტება წვიმაში. საზიზღარი ცხოველი!

    «კიდევ კარგი, რომ ფარდა ჩამოვუშვი", _ გავიფიქრე. იმასღა ვნატრობდი ჩემი თავშესაფარი არ აღმოეჩინათ. ჯონ რიდს, რა თქმა უნდა, ეს არ შეეძლო, რადგან მას გამჭრიახობა და სწრაფად ალღოს აღების უნარი არ გააჩნდა. ელიზამ კი, შემოჰყო თუ არა თავი ოთახში, მაშინვე თქვა:

    _ დარწმუნებული ვარ, ის ფანჯრის რაფაზე იქნება, ჯეკ. იმის შიშით, რომ საფარიდან ჯეკს არ გამოვეთრიე, მაშინვე გამოვედი. _ რა გნებავთ? _ ვკითხე გაუბედავად. _ თქვი, რა გნებავთ, მისტერ რიდ? _ შემისწორა მან. _ რა მნებავს? მინდა რომ

    აქ მოხვიდე, _ და სავარძელში ჩაჯდა, ხელით მანიშნა მივახლოვებოდი და მის წინ გავჩერებულიყავი.

    ჯონ რიდი უკვე მოსწავლე იყო, დაახლოებით თოთხმეტი წლისა, ჩემზე ოთხი წლით უფროსი. მე მაშინ მხოლოდ ათი წელი შემისრულდა; ის თავისი ასაკისათვის საკმაო დიდი და მსუქანი ყმაწვილი გახლდათ. სახე ფართო ჰქონდა, მეტად ფერნაკლული და ძიძიბებიანი, ნაკვთები კი _ ჯმუხი. ჭამა ძალიან უყვარდა და ხარბად სანსლავდა ყველაფერს სუფრაზე. მისი თვალები ჭამის დროს მეტად უაზრო გამომეტყველებას იღებდა. სწორედ რომ გითხრათ, დიდი უსიცოცხლო და დონდლო რამ იყო. იმის მაგიერ, რომ სასწავლებელში ევლო, «სუსტი ჯანმრთელობის» გამო «დედიკომ» ის ერთი თვით შინ მოიყვანა დასასვენებლად. მისი მასწავლებლის, მისტერ მაილსის, თქმით, ბავშვი უფრო უკეთ იგრძნობდა თავს თუ სახლიდან შედარებით ნაკლებ ნამცხვარსა და ტკბილეულს გამოუგზავნიდნენ. მაგრამ დედის გული, აბა, ამ აზრს როგორ შეურიგდებოდა? პირიქით, მისის რიდი ფიქრობდა: ჯონის სისუსტე მეტისმეტი გადაღლითა და შინაურებზე დარდით იყო გამოწვეული.

    ჯონს მაინცდამაინც დიდად არ უყვარდა თავისი დედა და დები, მე კი ვძულდი. ყოველთვის მაშინებდა და უდიერად მექცეოდა. ეს ხდებოდა კვირაში ორ-სამჯერ, ან დღეში ერთხელ ან ორჯერ კი არა, არამედ _ გამუდმებით. ყოველ მის მოახლოებაზე შიშით ვთრთოდი; სხეულის ყოველი ნაკვთი მიცახცახებდა. იყო ისეთი წამებიც, როცა შიშისაგან გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, რადგან ვიცოდი, მისი მუქარისა და ცემა-ტყეპისაგან არავინ დამიფარავდა.

    მოსამსახურეები ვერ გამომექომაგებოდნენ, რადგან არავის სურდა ახალგაზრდა პატრონის განაწყენება; მისის რიდი კი თვალს გვარიდებდა და ყურს იყრუებდა. ჯონი მისი თანდასწრებითაც მცემდა და მლანძღავდა. უფრო ხშირად კი მისგან დაფარულად.

    ჯონ რიდის ნება-სურვილს ყოველთვის უსიტყვოდ ვასრულებდი. ამჯერადაც მაშინვე მივუახლოვდი მის სავარძელს. რამდენიმე წუთს იმით ერთობოდა, რომ ენას მიყოფდა. ვგრძნობდი, მალე ჩამარტყამდა. მაშინ მხოლოდ მის საზიზღარ და მახინჯ გარეგნობაზე ვფიქრობდი. მან თითქოს

  • ამოიკითხა ჩემ სახეზე ეს აზრი და მოულოდნელად ისე ძლიერად მითავაზა, რომ დავბარბაცდი. წონასწორობა რომ არ დამეკარგა, ტორტმანით ერთი-ორი ნაბიჯი უკან გადავდგი.

    _ ეს იმისათვის, დედას ასე უხეშად რომ მიმართე, _ მითხრა მან. _ ესეც, ფარდის უან რომ დაიმალე, ეს კი იმ გამომეტყველებისათვის, რომელიც ამ ორიოდე წუთის წინ შენს თვალებში ამოვიკითხე, შე ვირთხა, შენა!

    უკვე შეჩვეული ვიყავი ჯონ რიდისაგან ასეთ შეურაცხყოფას და აზრადაც არ მომსვლია წინააღმდეგობის გაწევა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამეცდინა დარტყმა, რომელიც, ჩვეულებრივ, მის ასეთ საქციელს მოჰყვებოდა ხოლმე.

    _ რას აკეთებდი ფარდის უკან? _ მკითხა მან. _ ვკითხულობდი. _ მიჩვენე წიგნი. ფანჯარასთან მივედი, წიგნი ავიღე და მივუტანე. _ რა ხელი გაქვს ჩემ წიგნებთან? დედა ამბობს, რომ სამოწყალოდ გინახავთ.

    მამაშენმა არაფერი დაგიტოვა, გროშიც კი არ გაბადია. განა შენ კეთილშობილი ადამიანების ისეთ ბავშვებთან უნდა იზრდებოდე, როგორებიც ჩვენა ვართ? შენ უნდა მათხოვრობდე. ნუთუ შენც იმ საჭმელს უნდა ჭამდე, რასაც ჩვენ? იგივე გეცვას, რაც ჩვენ გვაცვია? ხომ იცი, დედა სამოწყალოდ გაცმევს. გასწავლი, როგორ უნდა ჩემს წიგნებში ხელის ფათური. ეს სახლიც მე მეკუთვნის და წიგნებიც. ყოველ შემთხვევაში, ამ სახლ-კარის ბატონ-პატრონი რამდენიმე წელიწადში მე ვიქნები. გასწი ახლა და კარებთან დადექი, ფანჯარასა და სარკისაგან რაც შეიძლება, მოშორებით.

    თავდაპირველად განზრახვას ვერ მივუხვდი და კვლავ დავემორჩილე. მან წიგნი აიღო, დამიმიზნა და ის იყო უნდა ესროლა, რომ შეშინებულმა შევკივლე და უნებურად განზე გადავხტი. ვეღარ მოვასწარი, წიგნი მომხვდა, დავეცი, თავი კარებს მივარტყი და გავიტეხე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჭრილობიდან სისხლმა დამიწყო დენა. მალე შიში გაქრა და მხოლოდ ტკივილიღა მაწუხებდა.

    _ ბოროტო, საზიზღარო, მკვლელო, _ გავკიოდი მე. _ შენ ადამიანს კი არა, მონების სისხლისმსმელ ჯალათებს, რომაელ იმპერატორებს მაგონებ.

    წაკითხული მქონდა გოლდსმითის რომის ისტორია და ჩემი შეხედულებაც გამაჩნდა ნერონზე, კალიგულასა და სხვებზე. გულში კიდეც ვამსგავსებდი ჯონს მათ, მაგრამ არასოდეს ფიქრად არ მომსვლია, ეს ხმამაღლა მეთქვა.

    _ რაო, რაო? _ დაიღრიალა მან, _ ეს მე მითხრა? გაიგონეთ თუ არა, ელიზა, ჯორჯიანა? განა არ უნდა ვუთხრა დედას? დამაცადე, მაგრამ ჯერ...

    გამხეცებული მომვარდა, ხელი ჩამავლო მხრებსა და თმებში, აღარაფერი ახსოვდა. ახლა კი ნამდვილად დავინახე მასში ჯალათი და მკვლელი. ჭრილობიდან სისხლი წვეთ-წვეთად კვლავ ჩამომდიოდა კისერზე. ტკივილი აუტანელი იყო. ამ გრძნობამ დასძლია შიშს და ახლა მე მივვარდი მას გააფთრებული. არ მახსოვს, რა ჩავიდინე, მაგრამ ეს კი მახოვს, როგორ

  • ღრიალებდა: _ ვირთხა, ვირთხაო. ქომაგიც მალე გამოუჩნდა. ელიზა და ჯორჯიანა მაღლა სართულში გაიქცნენ მისის რიდის დასაძახებლად. მან, ბესისა და მოსამსახურე ქალის ებოტის თანხლებით მოირბინა ჩვენთან. გაგვაშველეს... ყური მოვკარი სიტყვებს.

    _ ღმერთო ჩემო, რამ გადარია ეს ბავშვი? გინახავთ ოდესმე ასეთი სიკაპასე? მერე გავიგონე მისის რიდის სიტყვები: _ წაიყვანეთ და წითელ ოთახში ჩაკეტეთ. ოთხმა ხელმა ამწია და ზემო სართულში ამათრიეს.

    თავი II

    გზაზე საშინელ წინააღმდეგობას ვუწევდი. ამ საქციელმა ბესისა და მის ებოტის კიდევ უფრო განუმტკიცა ცუდი შეხედულება ჩემზე, მართლაც მოთმინება დავკარგე, ან, როგორც ფრანგები ამბობენ. ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი. სწორედ ამ უჩვეულო სიანჩხლის გამო შეუბრალებლადაც დამსაჯეს. ჩემში მეამბოხე მონის სულმა გაიღვიძა და სასოწარკვეთილმა მტკიცედ გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა.

    _ ხელები შეუკარით, მის ებოტ; ცოფიან კატას ჰგავს. რა სირცხვილია! _ რა თავის მოჭრა! _ კიოდა ქალბატონის პირისფარეში. _ გაუგონარი

    ამბავია, მის ეარ. ვის უნახავს, ხელი შეუბრუნო ახალგაზრდა ჯენტლმენს და ისიც შენი კეთილისმყოფელის ვაჟიშვილს, შენს ახალგაზრდა ბატონს?

    _ ბატონს? მერედა, ვინ არის ჩემი ბატონი? განა მე მოსამსახურე ვარ? _ არა, შენ მოსამსახურეზე ბევრად ნაკლები ბრძანდები, საკუთარი თავის

    რჩენაც არ შეგიძლია. აი, დაჯექი და შენ დანაშაულს დაუფიქრდი. ამ სიტყვებით მათ ქალბატონ რიდის მიერ მითითებულ ოთახში შემათრიეს

    და სკამზე დამაგდეს. ხელი გამიშვეს თუ არა, დაჭიმულ ზამბარასავით ჩემდაუნებურად წამოვხტი. მაშინვე ოთხმა ხელმა გამაკავა.

    _ თუ წყნარად არ დაჯდები, დაგაბამთ, _ მითხრა ბესიმ. _ მის ებოტ, მათხოვეთ თქვენი წვივსაკრავები, ჩემსას დაწყვეტს.

    მის ებოტი მიბრუნდა, რომ მსუქან ფეხზე წვივსაკრავი მოეხსნა. მივხვდი, უცნაურ ბორკილებს მიმზადებდნენ და აპირებდნენ უფრო მეტად შეელახათ ჩემი თავმოყვარეობა. გონს მოვედი.

    _ ნუ იხსნით! _ წამოვიძახე მე, _ არ გავინძრევი, _ და ამის დასამტკიცებლად ორივე ხელით სკამს ჩავებღაუჭე.

    _ მაშ გახსოვდეს და ნუ გაინძრევი, _ მითხრა ბესიმ და ხელი გამიშვა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად დავემორჩილე. ის და ებოტი კვლავ გულხელდაკრეფილნი, შუბლშეკრულნი იჭვნეულად მიყურებდნენ, თითქოს არ სჯეროდათ ჩემი სიტყვების.

    _ ასეთი რამ არასოდეს ჩაუდენია, _ უთხრა ბოლოს ბესიმ.

  • _ მას ამგვარ სიანჩხლეს ყოველთვის ვამჩნევდი, _ გავიგონე ებოტის პასუხიც. _ ჩემი აზრი ამ ბავშვის შესახებ ხშირად გამიზიარებია მისის რიდისათვის. ისიც, რასაკვირველია, მუდამ მეთანხმებოდა. დიდი გაიძვერა უნდა იყოს! არასოდეს მინახავს ამ ხნის ბავშვი ასე გულჩათხრობილი.

    ბესიმ აღარაფერი უპასუხა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა: _ უნდა იცოდე, მის, რომ მისის რიდი სამოწყალოდ გინახავს. სახლიდან რომ გაგაგდოს, ღარიბთა თავშესაფარში მოგიწევს ცხოვრება.

    ვერაფერი ვუპასუხე. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. რაც თავი მახსოვდა, სულ ამას ჩამჩიჩინებდნენ; საყვედურები ჩემი მუქთახორობის შესახებ განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურში; ის სულს მიწუხებდა და განუზომელ ტკივილებს მაყენებდა, ჯერ კარგადაც ვერ გავრკვეულიყავ, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო.

    _ ვის უტოლებ თავს, ელიზას, ჯონს და ჯორჯიანა რიდებს? _ დაუმატა მის ებოტიმ, _ განა ვერ ამჩნევ, რამდენად კეთილია მისის რიდი, რომ მათთან ერთად გზრდის? მათ დიდი ფულადი შემოსავალი აქვთ, შენ კი არაფერი გაბადია. მეტი თავმდაბლობა გმართებს. უნდა ეცადო, მუდამ ასიამოვნო მათ. ამას მხოლოდ შენ საკეთილდღეოდ გეუბნებით, _ შედარებით ალერსიანად დაუმატა ბესიმ. _ თუ იშრომებ და ეცდები, ყოველთვის ასიამოვნო მათ, ვფიქრობ, არც ისინი დაინანებენ თავშესაფარს შენთვის. მაგრამ შენ თუ გაუგონარი იქნები და სიანჩხლეს არ დაიშლი, მისის რიდი სახლიდან გაგაგდებს.

    _ გარდა ამისა, ღმერთიც დასჯის ასეთ ადამიანს. ადვილი შესაძლებელია, სიკვდილითაც დასაჯოს. მერე რაღას იზამს? _ თქვა მის ებოტიმ. _ წამო, ბესი, მარტო დავტოვოთ. კიდევ კარგი, მაგასავით გულქვა არა ვარ. როდესაც მარტო დარჩები, ილოცე, მის ეარ. მაგრამ თუ ცოდვებს არ მოინანიებ, ვინ იცის, რა მოხდეს, იქნებ, ბუხრიდან ეშმაკიც კი ჩამოძვრეს და სადმე გაგაქროლოს.

    ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიკეტეს. დიდი დარბაზი, რომელსაც წითელ ოთახს უწოდებდნენ, კარგა ხნის

    მიტოვებული იყო. იქ იშვიათად თუ იძინებდა ვინმე, უფრო სწორად _ არასოდეს. ამ მდიდრულად მოწყობილ ოთახს მხოლოდ მაშინ გაიხსენებდნენ, როდესაც მოზღვავებული სტუმრებისათვის აღარსად ჰქონდათ მოსასვენებელი ადგილი. ამ დიდ სახლში ის ყველაზე ფართო და მდიდრულად მორთული იყო. მის შუაგულში კვარცხლბეკივით აღმართულიყო წითელი ხის სვეტებიანი საწოლი, მუქ-წითელი ფარდებით. ასეთივე ფერის ფართონაკეცებიანი ნაქარგი ფარდები სანახევროდ ფარავდა ორ უზარმაზარ ფანჯარას. საწოლს იქით მაგიდა იდგა. ზედ წითელი სუფრა ეფარა. ნოხიც მეწამული ფერისა იყო და კედლების ფერს ეხამებოდა. მათში ადგილ-ადგილ მიხაკის ფერი სჭარბობდა. ძველი, მუქი წითელი ხის გარდერობი, ტუალეტის მაგიდა და სკამები სარკესავით პრიალებდა. ამ მუქი ფერების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა მაღალი საწოლი თეთრად მოქათქათე ბუმბულის ლეიბებითა და ბალიშებით. საწოლს თოვლივით

  • თეთრი გადასაფარებელი ამშვენებდა. იქვე, თავთან ახლოს, ასევე თეთრი, ფართო და რბილი სავარძელი იდგა. მის წინ კი ფეხის მოსასვენებელ პატარა სკამს შეამჩნევდით. ეს სავარძელი ჩემსÌწარმოდგენაში სამეფო ტახტის ელფერით ბრწყინავდა. ოთახი ცივი იყო, რადგან ცეცხლს იშვიათად ანთებდნენ; მდუმარებით მოცული იმიტომ, რომ მოშორებული იყო ბავშვთა ოთახსა და სამზარეულოს; განმარტოებულიც, რადგან შიგ იშვიათად თუ შეიხედავდა ვინმე. შაბათობით მხოლოდ მოსამსახურე თუ შევიდოდა და სარკეებსა და ავეჯს მთელი კვირის მტვერს გადაწმენდდა. ძალიან იშვიათად მისის რიდიც ესტუმრებოდა ხოლმე ამ ოთახს, ათვალიერებდა საიდუმლო უჯრაში ჩაწყობილ სხვადასხვა საოჯახო ხელნაწერს, ძვირფასი ნივთების შესანახ კოლოფს და გარდაცვლილი მეუღლის მინიატურულ სურათს. სწორედ ამ ბოლო სიტყვებში იყო ჩაქსოვილი წითელი ოთახის მთელი საიდუმლოებაც. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად მდიდრულად იყო მორთული, ახლოს მაინც არავინ ეკარებოდა.

    აი, უკვე ცხრა წელია, რაც მისტერ რიდი გარდაიცვალა. ამ ოთახში დაულევია სული; აქვე ესვენა თურმე და მესაფლავეებს აქედანვე გაუტანიათ მისი კუბო. იმ დღიდან, საშინელი შიშით შეძრწუნებულნი, ოთახში იშვიათად შედიოდნენ.

    დაბალ სკამზე, მარმარილოს ბუხრის ახლოს, სადაც ენამწარე ებოტიმ და ბესიმ მიმატოვეს, გაუნძრევლად ვიჯექი. ჩემ წინ საწოლი იდგა. მარჯვნივ მაღალი მუქი ფერის სხივები არეკლილიყო. მარცხნივ, ფარდებით დაფარულ ფანჯრებს შორის, უზარმაზარი სარკე ამართულიყო, რომელშიაც მდიდრულად მორთული ოთახი და საწოლი მოჩანდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ კარები ნამდვილად ჩამიკეტეს. როგორც იყო, გავბედე ავმდგარიყავი. კარებთან მივედი და, ღმერთო ჩემო! დაკეტილი დამხვდა. ალბათ არც ერთი საპატიმრო არ ყოფილა ასე საგულდაგულოდ ჩაკეტილი. უკან გამოვბრუნდი. სარკის წინ უნდა ჩამევლო. ჩემდაუნებურად მის სიღრმეში ჩავიხედე და ყველაფერს თვალიერება დავუწყე. სარკის ფანტასტიკურ სივრცეში სინამდვილესთან შედარებით ყოველი საგანი უფრო მუქი ჩანდა და ყოველი ნივთი თითქოს გაყინულიყო. სარკიდან პაწაწინა უცნაური არსება მიმზერდა გაფითრებული სახითა და აკანკალებული ხელებით. ამ გაქვავებულ სამყაროში იგი მართლაც მოჩვენებას ჰგავდა მოელვარე, შიშისაგან გაფართოებული თვალებით. ის იმ პაწაწინა ნახევრად ზღაპრულ ფერიებს თუ ეშმაკეულ სულებს მივამსგავსე, რომლებიც ბესის მონაყოლ ზღაპრებში განმარტოებული, უკაცრიელი და ხავსმოკიდებული ჭაობებიდან მოევლინებოდნენ ხოლმე დაგვიანებულ მგზავრებს.

    ჩემს ადგილს დავუბრუნდი. ცრუმორწმუნეობრივმა შიშმა შემიპყრო, მაგრამ ვგრძნობდი, ეს შიში ჯერ

    კიდევ არ გაბატონებულიყო ჩემზე. სისხლი მიდუღდა; მეამბოხე მონის განწყობა ჯერ კიდევ ბობოქრობდა ჩემში და ძალას მმატებდა. წარსული მთელი თავისი სიმწარით ნათლად წარმომიდგა თვალწინ. მოძალებულ

  • გრძნობებს უნდა გავმკლავებოდი, ვიდრე მძიმე აწმყო თავის საშინელ ბრჭყალებს შემახებდა.

    მომაგონდა ჯონ რიდის გახელებული ძალმომრეობა, დედამისის სიძულვილი, მისი დების სიამაყით სავსე გულგრილობა, მოსამსახურეთა უსამართლო მოპყრობა და ყოველივე ეს ჭის ფსკერიდან ამოტივტივებული შავი ბინძური ნალექივით აიმღვრა ჩემს ისედაც განაწამებ გონებაში. ნეტავ რატომ მაწამებდნენ ასე? რისთვის ვცახცახებდი შიშით ყოველთვის? მუდამ დამნაშავედ მე რად მაცხადებდნენ და ბრალიც მუდამ მე რად მედებოდა? ნუთუ მართლა არ შემეძლო მესიამოვნებინა მათთვის? ყველა ჩემ ცდას _ მომე-პოვებინა რომელიმე მათგანის სიყვარული _ რატომ უნდა ჩაევლო ამაოდ? რატომ ექცეოდნენ კარგად, ან რისთვის უყვარდათ თავნება და ეგოისტი ელიზა? ნუთუ შეიძლებოდა კადნიერი, ღვარძლით სავსე და ანჩხლი ჯორჯიანას გაღმერთება? ალბათ მისი სილამაზე, ვარდისფერი ღაწვები და ოქროსფერი, მბზინავი კულულები ატყვევებდა მხილველს და დანაშაულსაც ამითვე გამოისყიდდა ხოლმე. ჯონს ხომ არავინ სჯიდა და ყველაფერს უსრულებდნენ. თუმცა მტრედებს ხშირად კისერს უგრეხდა, ახლად გამოჩეკილ წიწილებს ხოცავდა, ცხვრებს ძაღლებს უსევდა, სათბურში მკვახე ყურძენს იპარავდა, ორანჟერეაში კი საუკეთესო ნარგავთა კვირტებს ანადგურებდა. თავის დედას ბებრუცუნას ეძახდა და ხშირად დასცინოდა კიდეც. არ მოსწონდა მისი სახის მოყვითალო ფერი, თუმცა თავად სწორედ ამით მიაგავდა დედას. ის მისის რიდს არასოდეს ემორჩილებოდა, ხშირად დაუხევია და გაუფუჭებია მისი აბრეშუმის კაბები და მაინც მისი «საყვარელი შვილიკო» გახლდათ. მე კი სულ მცირე დანაშაულსაც არავინ მაპატიებდა. ძალ-ღონეს არ ვზოგავდი, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, მაგრამ მაინც აბეზარს, უხასიათოს, გაუგონარსა და მატყუარას მეძახდნენ დილიდან დაღამებამდე.

    წაქცევის მერე თავი ჯერ ისევ მტკიოდა; ჭრილობიდან სისხლი კვლავ მოწვეთავდა; მაგრამ ამ უმსგავსი საქციელისათვის ჯონი არავის გაუკიცხავს. მე კი იმიტომ, რომ გავბედე და ხელი შევუბრუნე, საერთო გულისწყრომა დავიმსახურე.

    _ უსამართლონი! უსამართლონი! _ დაჟინებით ვიმეორებდი ჩემთვის. ტანჯვამ, რაც თავს გადამხდა, თითქოს წლები შემმატა, დამაჭკვიანა და ახლა დიდი ადამიანივით ვაზროვნებდი. გამბედაობა მიკარნახებდა და მაქეზებდა აუტანელი ჩაგვრისაგან თავის დასახსნელად რაიმე გზა მომეძებნა. სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ თუ ამას ვერ მოვახერხებდი, შიმშილით უნდა მომეკლა თავი.

    ოჰ, როგორ გამამწარეს იმ საშინელ დღეს! გონება ამერია, გული ამოვარდნაზე მქონდა! ოჰ, რა წყვდიადით იყო მოცული და რა გაურკვეველი ჩემთვის ის სულიერი ბრძოლა, რაც მაშინ გადავიტანე. პასუხი ვერ მეპოვნა კითხვაზე _ რატომ ვიტანჯებოდი ასე; ვერ გეტყვით რამდენი წელი მაშორებს იმ გარდასულ ხანას, მაგრამ ყველაფერი ახლაც კარგად მახსოვს.

  • როგორც ჩანს, გეიტსჰედჰოლში ზედმეტი ვიყავი; ყველას თვალში ეკლად ვესობოდი. მისის რიდსა და მის შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე; არც მსახურებთან მწყალობდა ბედი. მაგრამ თუ მათ არ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა ისინი. ან კი რისთვის უნდა ეზრუნათ ისეთ არსებაზე, რომელსაც არც ერთი მათგანი არ უყვარდა. რატომ მოექცეოდნენ თბილად უქნარას, მათგან ხასიათით, მისწრაფებებითა და უნარით სრულიად განსხვავებულს; ბოროტ ბავშვს, რომელიც არასოდეს ასიამოვნებდა მათ, არც ერთი მათგანის აზრს არ იზიარებდა; ყოველ მათ საქციელს სიძულვილით პასუხობდა და თავის სულში ამ სიძულვილს აღვივებდა კიდეც. დარწმუნებული ვარ, მე რომ მხიარული, სიცოცხლით სავსე, თავნება, ლამაზი და ანცი ბავშვი ვყოფილიყავი, თუნდაც სხვის მოწყალებაზე მყოფი და უთვისტომო, მისის რიდი უფრო გულკეთილად მომექცეოდა. მისი შვილებიც მეტ გულკეთილობას გამოიჩენდნენ, დამიმეგობრდებოდნენ და აღარც მოსამსახურეები ამიგდებდნენ აბუჩად.

    დღის სინათლე თანდათანობით ტოვებდა წითელ ოთახს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ღრუბლიანი დღე იყო. ბინდი ჩამოწვა და მთლად ჩამობნელდა. მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ შხაპუნობდა წვიმა შემოსასვლელი კიბის ფანჯრის მინებზე. ქარი კი სახლს უკან ხეივანში დაუსრულებლად ზუზუნებდა. სიცივე ძვალ-რბილში გამიჯდა და გამბედაობამაც მიმტყუნა. მარტოობის, სასოწარკვეთილების, დამცირებისა და საკუთარი უძლურების შეგრძნება მომეძალა და ჩემში ისედაც ჩაფერფლილ აღშფოთებას ცივი წყალივით გადაევლო. ამ ოჯახში ყველა ბოროტად მთვლიდა, იქნებ, ასეც იყო. განა შიმშილით თავის მოკვლაზე ფიქრი დანა-შაული არ არის? ნუთუ მართლა მზად ვიყავი სიკვდილისათვის? ნუთუ გეიტსჰედის საყდრის საკურთხევლის თაღებქვეშ მოქცეული აკლდამა ასე მიმზიდველ სამარადჟამო სავანედ მიმაჩნდა? როგორც მითხრეს, ასეთ აკლდამაში განისვენებდა მისტერ რიდი. მისტერ რიდის გახსენებაზე შემაძრ-წუნებელმა შიშმა შემიპყრო. კარგად არ მახსოვდა ის, თუმცა ვიცოდი, რომ მისტერ რიდი ჩემი ალალი ბიძა იყო _ დედაჩემის ძმა. მას წამოვუყვანივარ ობოლი ჩვილი თავის სახლში. სიკვდილის უკანასკნელ წამებში მისის რიდისათვის პირობაც კი ჩამოურთმევია, რომ მიპატრონებდა და საკუთარი შვილივით აღმზრდიდა. შესაძლებელია, ქალბატონი რიდი ფიქრობდა, პირობა შევასრულეო. მან მართლაც შეასრულა პირობა, რამდენადაც საკუთარი ბუნება ამის საშუალებას აძლევდა. ან კი რისთვის უნდა ჰყვარებოდა ძალად თავსმოხვეული გოგონა, მისთვის და მისი ოჯახისათვის სრულიად უცხო არსება, რომელთანაც მეუღლის სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აკავშირებდა. ვატყობდი, პირობის შესრულება ძალიან უმძიმდა. არ შეეძლო ჰყვარებოდა და დედის მაგიერობა გაეწია იმ უხასიათო ბავშვისათვის, რომელიც მის ოჯახურ მყუდროებაში მუდმივად შეჭრილიყო.

    დარწმუნებული ვიყავი, მისტერ რიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კეთილად მომექცეოდა. მაგრამ ახლა ეს ჩამობნელებული კედლები, თეთრად

  • მოქათქათე საწოლი და მქრქალად მბრწყინავი სარკე, რომელშიაც დროგამოშვებით მოჯადოებულივით ვიმზირებოდი, მახსენებდა ყოველივეს, რაც გარდაცვლილთა სულების შესახებ მსმენოდა. ისიც გამეგონა, რომ თუ მიცვალებულებს მათ უკანასკნელ სურვილებს არ შეუსრულებდნენ, ისინი საშინლად იტანჯებოდნენ საფლავებში. მათი სულები კვლავ მოევლინებოდნენ ხოლმე დედამიწას, რათა დაესაჯათ ფიცის გამტეხნი და შური ეძიათ. უცებ თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა; იქნებ, მისტერ რიდის სულმა შეშფოთებულმა იმით, რომ მის დისშვილს ასე ცუდად ექცევიან, მიატოვოს ეკლესიის თაღებქვეშ სამუდამო განსასვენებელი, ან მიცვალებულთა უხილავი სამყარო და აი აქ, ამ ოთახში მომევლინოს. ცრემლები მოვიწმინდე და სლუკუნი შევწყვიტე. მეშინოდა ასეთ დიდ მწუხარებას არ გამოეწვია რაიმე ზებუნებრივი ხმა, რომელიც ჩემ დამშვიდებას შეეცდებოდა; ან სიბნელიდან შარავანდედით გაბრწყინებული მისი სახე არ მომვლენოდა და სიბრალულით ჩემკენ არ გადმოხრილიყო. აჩრდილის გამოჩენა, რომელს�