14
გენეტიკა და საზოგადოება აივენგო შათირიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა თბილისი 2013 წელი

გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

  • Upload
    others

  • View
    12

  • Download
    0

Embed Size (px)

Citation preview

Page 1: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

გენეტიკა და საზოგადოება

აივენგო შათირიშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობათბილისი 2013 წელი

Page 2: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

გენეტიკა და საზოგადოებააივენგო შათირიშვილი

სახელმძღვანელში განხილულია თანამედროვე გენეტიკის აქტუალური საკითხები. მკითხველი გაეცნობა გენური ინჟინერიის კანონზომიერებებსა და მოპოვებული შედეგების პრაქტიკაში დანერგვას, გენმოდიფიცირებული მცენარეებსა და ცხოველების მიღებასა და მათ გამოყენებას სელექციაში, ადამიანის კლონირების მცდელობასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, გენეტიკის როლს კრიმინალისტიკაში, ინტელექტის გენეტიკურ ასპექტებს, ადამიანში სქესის ჩამოყალიბებასა და მასთან დაკავშირებულ გადახრებს, გენეტიკის როლს მედიცინიში, რაც მთავარია, იმ მწვავე ეთიკურ პრობლემებს, რაც გენეტიკამ საზოგადოების წინაშე წამოჭრა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. იგი აგრეთვე გარკვეულ დახმარებას გაუწევს სკოლისა და კოლეჯის მასწავლებლებს.

რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს მიერ.

რედაქტორები: ს. ცაგარელი, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ნ. დვალიშვილი, პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

რეცენზენტები: მ. მენაბდე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ჟ. ჭითანავა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

დამკაბადონებელი: თ. კვირკველია

ტექსტისრედაქტორი: მ. ინასარიძე

ISBN 978-9941-18-138-2

© 2013, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველო

ILIA STATE UNIVERSITY PRESS3/5 Cholokashvili Ave, Tbilisi, 0162, Georgia

Page 3: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

სარჩევი

წინათქმა .................................................................................................... 1თავი 1. ბიოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ................... 3

მეცნიერება და საზოგადოება (ს. ცაგარელი) ........................................... 3სიცოცხლის არსი ................................................................................... 7ბუნების მეცნიერული კვლევა ................................................................ 9ცოცხალი მატერიის სისტემური ორგანიზაცია ...................................... 13ბიოლოგიის ადგილი მეცნიერებათა სისტემაში ..................................... 14გენეტიკა და ბიოლოგიურ მეცნიერებათა სისტემა ................................. 15ანთროპოგენეტიკის ადგილი თანამედროვე ბუნებისმეტყველებაში ........ 20

თავი 2. სიცოცხლის ძაფი ........................................................................ 22თავი 3. გენეტიკა და ადამიანი ................................................................ 36

რას იკვლევს გენეტიკა? ........................................................................ 36ნიშან-თვისებათა მემკვიდრეობა ადამიანში .......................................... 38რამ შეგვქმნა ადამიანად? ..................................................................... 44სოციალური მემკვიდრეობა ................................................................. 46ადამიანის გენეტიკის თავისებურება და კვლევის მეთოდები ................... 49გარემოს მუტაგენები ........................................................................... 56

თავი 4. გენეტიკა და სქესი ...................................................................... 61სქესის განსაზღვრა და განვითარება ...................................................... 61გენები და სასქესო ქრომოსომები .......................................................... 64სქესის გავლენა გენის გამოვლენაზე ...................................................... 67მშობლების გავლენა გენთა გამოვლინებაზე ........................................... 68სქესთან დაკავშირებული დარღვევები .................................................. 70

თავი 5. გენეტიკა და მედიცინა ............................................................... 76სამედიცინო გენეტიკა .......................................................................... 76მემკვიდრული დაავადებები .................................................................. 81

თავი 6. ევგენიკა – მეცნიერება თუ პოლიტიკური დოქტრინა? ........... 88თავი 7. ინტელექტი – გენეტიკური თუ სოციალური მახასიათებელი? 99თავი 8. რას მოგვითხრობს გენომი ...................................................... 110თავი 9. გენეტიკა და შიდსი ................................................................... 122თავი 10. გენეტიკა და იურისპრუდენცია .............................................. 131თავი 11. გენეტიკა და სელექცია ........................................................... 148თავი 12. გენეტიკური ინჟინერია – ბოთლიდან გამოშვებული ჯინი . 157

გენური ინჟინერია ............................................................................. 158უჯრედული ინჟინერია ....................................................................... 161გენეტიკური ინჟინერია ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში .......................... 166

თავი 13. თანამედროვე გენეტიკის ეთიკური პრობლემები ................ 175თავი 14. გამრავლება და ევოლუცია ................................................... 184თავი 15. კონსერვაციული გენეტიკა ..................................................... 195

ბიოლოგიური მრავალფეროვნება ....................................................... 195რას იკვლევს კონსერვაციული გენეტიკა? ............................................ 197

Page 4: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

თავი 16. გენეტიკა და ბიოევოლუცია ................................................... 204სელექცია და ევოლუციური თეორია ................................................... 205ბუნებრივი გადარჩევა არსებობს! ........................................................ 207ბუნებრივი გადარჩევის წანამძღვრები ................................................. 209ბუნებრივი გადარჩევის მოქმედება ...................................................... 212ბუნებრივი გადარჩევის შედეგები ....................................................... 213კვლევის ახალი ეტაპი ......................................................................... 216სახეობათა წარმოშობა ....................................................................... 217

გამოყენებულ ტერმინთა განმარტება .................................................. 220დამატებითი ლიტერატურა ................................................................... 227

Page 5: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

1

წინათქმა

ილიას სახელწიფო უნივერსიტეტში მრავალი წელია, რაც ბა-კალავრიატის პირველი კურსის სტუდენტები არჩევით საგანს „გე-ნეტიკა და საზოგადოება“ ეუფლებიან. მსმენელეთა ფართო აუდი-ტორია – მომავალი ფსიქოლოგები, იურისტები, ფილოლოგები, ეკონომისტები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები – დიდ ინტერესს იჩენენ გენეტიკისადმი და აქტიურად ებმებიან დისკუსიებში. ეს არც არის გასაკვირი – გენეტიკის საოცარი მიღწევებით არა მხოლოდ სტუდენტთა ფართო აუდიტორიაა დაინტერესებული, ეს ყოველივე ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში შემოიჭრა და დამკვიდრდა. გენეტიკასთან ასოცირდება გენმოდიფიცირებული პროდუქტები, კრიმინალისტი-კაში გახსნილი მრავალი საქმე, გენეტიკური ინჟინერიით მიღებული ტრანსგენული მცენარეები და ცხოველები, ადამიანი და მისი კლო-ნირების მცდელობა და, რაც მთავარია, ის მწვავე ეთიკური პრობლე-მები, რაც გენეტიკამ სოციუმის წინაშე წამოჭრა.

მკითხველის წინაშე წარმოდგენილი წიგნი ილიას უნივერსიტეტში წაკითხულ ლექციათა კურსია. ამ სახელმძღვანელოს ერთიანი ფაბუ-ლა, კლასიკური გაგებით, არ გააჩნია. ეს არის ვარიაციები გენეტიკის აქტუალურ საკითხებზე – სიცოცხლის წარმოშობიდან მოყოლებუ-ლი და ველური ბუნების დაცვით დამთავრებული. მასში განხილუ-ლია მხოლოდ ის საკითხები, რაც გვაინტერესებს და ჩვენ გვეხება: ინტელექტი და მისი გენეტიკური საფუძველი, სქესი და მისი ჩამო-ყალიბება ადამიანში, რიგი დარღვევებისა, რაც სქესს უკავშირდება; მედიცინისა და სელექციის უახლესი პრობლემები; გენეტიკური ინ-ჟინერიის მიღწევები და საზოგადოებაზე ზემოქმედება.

ეძღვნება ამ ქვეყნიდან უდროოდ წასული,

მსოფლიოში აღიარებული გენეტიკოსების –

ივანე ნასიძის, გელა თევზაძისა და აპოლონ ჯინჭარაძის

ნათელ ხსოვნას

Page 6: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

2

საკმაოდ რთულია, არასპეციალური პროფილის მკითხველებს მარტივად და გასაგებად მიაწოდო ურთულესი გენეტიკური მოვლე-ნები. თუ რამდენად არის მიღწეული, ეს მკითხველის გადასაწყვეტია.

მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ სახელმძღვანელოს რედაქტო-რების პროფ. ს. ცაგარელისა და პროფ, ნ. დვალიშვილის თანადგო-მა. მათი შენიშვნები გათვალისწინებულ იქნა წიგნზე მუშაობისას და გულითად მადლობასაც ვუხდით.

მოცემული წიგნი ქართულ ენაზე ამ ტიპის სახელმძღვანელოს შედგენის პირველი მცდელობაა. ამიტომაც ის ვერ იქნება დაზღვე-ული ხარვეზებისგან. თითოეულ შენიშვნასა და მითითებას, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმძღვანელოს გაუმჯობესებას, დიდი გულისყუ-რით მივიღებთ.

Page 7: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

3

თავი 1. ბიოლოგია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები

მეცნიერება და საზოგადოება

ადამიანს შორეული წარსულიდან აინტერესებდა სამყაროს შექ-მნისა და დედა მი წაზე სიცოცხლის წარმოშობის საკითხები. ადამიანს სურს უკეთესად გაერკვეს საარსებო გარემოს მოვლენებში, შეიცნოს საკუთარი თავი და განსაზღვროს თავისი ადგილი ბიოსფეროში. მის მიერ შექმნილმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა განსა კუთრე-ბული სიმძაფრით დააყენა ეს საკითხები.

მეცნიერება არის ადამიანის მოღვაწეობის სფერო, რომლის მი-

ზანს შეადგენს ბუნების, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ

ობიექტური, ჭეშმარიტი ცოდნის სისტემატიზაცია აბსტრაქტულ-

ლოგიკური ფორმით. ცნება „საზოგადოება“ გულისხმობს აბსოლუტუ-რად ყველა ადამიანს – კანონ მდებ ლიდან და სახელმწიფო მოხელიდან დაწყებული, ნებისმიერი რელიგიის აღ მსარებელი რიგითი მოქალაქის ჩათვლით. მეცნიერება გახდა საზოგადოების განუ ყოფელი ნაწილი. სამეცნიერო-ტექნიკურმა რევოლუციამ შეცვალა წარმოების თვი სე-ბა და სტრუქტურა. შეიცვალა გადაადგილებისა და ინფორმაციის სა-შუალებები, ადამიანის ცხოვრების წესი. ჩამოყალიბდა ჩვენი წინაპ-რებისაგან გან სხვავებული მორალურ-ეთიკური ნორმები. სამყაროს მოვლენებსაც დღევანდელი ადა მიანი სულ სხვანაირად აღიქვამს.

ამიტომაც კაცობრიობის ისტორია არის კვლევა-ძიების, ექსპე-რიმენტების, გამო გონებების, ცოდნის შემოწმებისა და გადაცემის ისტორია. მეცნიერება არის ცო დნა და იგი ადამიანს დაბადებიდან როდი დაჰყვება – ცოდნა მოიპოვება და მისი დაგ რო ვება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ იგი ერთი ადამიანიდან მეორეს გადაეცე-მა. მისი განვითარების გამო საზოგადოების სტრუქტურა რთული გახდა, შეიცვალა-დაიხვეწა ცოდნისა და ჩვევების გადაცემის თვი-

Page 8: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

4

სებებიც. მრავალი ათეული საუკუნის განმავლობაში სხვა დასხვა სა-ზოგადოებაში ცოდნა ზოგადად და, განსაკუთრებით, მეცნიერული ცოდ ნის ჩანასახები მცირე გამონაკლისთა პრივილეგიას წარმოად-გენდა. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში მეცნიერული ცოდნის განვითარების არნახულმა ტემპმა და საზოგადოების ნაწილობრივმა დემოკრატიზაციამ აუცილებელი გახადა მეც ნიერების პოპულარიზა-ცია. მეცნიერების არსი და მნიშვნელობა არის არა მარტო მეცნიერ-თა ინტერესების შედეგი, არამედ ვალდებულება იმისა, რომ ყველა ადამიანს შეასწავლოს მეცნიერების საფუძვლები. მეცნი ერე ბა და ტექნიკა ფართოდ შემოიჭრა ჩვენს ყოფაში.

მეცნიერების პოპულარიზაცია რთული პროცესია. პირველ რიგ-ში, საჭიროა სპეცი ალისტთა მიერ მიღებული შედეგები გამარტივდეს იმგვარად, რომ მისი არსი არ და ირღვეს და გასაგები გახდეს ყველა-სათვის. მეცნიერება რომ გასაგები და მიმზიდველი გახდეს, პოპულა-რიზატორს უნდა ჰქონდეს საკუთარი შეხედულება არა მარტო მეც-ნიერებაზე, არამედ ადამიანებზე და მის გარემომცველ გარემოზე. მეც ნიერების პოპულარიზაცია სასარგებლო ხდება მეცნიერებისთვი-საც, რადგან ხდება მისი ახალი ცოდნით გამდიდრება. თუ საზოგადო-ება არ იქნება კარგად ინფორ მირე ბუ ლი მეცნიერთა მოღვაწეობის შე-სახებ, ამან შეიძლება დიდი უბედურება მოიტანოს, რაც მშვენივრად აქვს ჩამოყალიბებული აიზეკ აზიმოვს: „მეცნიერებს შეუწყვეტენ არა მარტო ფინანსურ დახმარებას, არამედ დაუწყებენ აქტიურ დევნას“.

რელიგიური პოზიციიდან ევოლუციური თეორიის კრიტიკის სა-პასუხოდ, 1980 წლის დასაწყისიდან ამერიკელმა ბიოლოგებმა გააძ-ლიერეს სახეობათა წარმო შობის შესახებ მეცნიერული შეხედულე-ბების პროპაგანდა. მათი აზრით, ჭარბი ინფორ მაცია საზოგადოებაში გამოიწვევდა მათი შრომებისადმი კეთილგონივრული დამო კიდე-ბულების გაჩენას. ევოლუციური თეორიის პოპულარიზაციის შე-დეგია ის ფაქტი, რომ რომის პაპმა, იოანე პავლე II-მ ენციკლიკით ამცნო ყველა კათოლიკეს „დარ ვინის თეორიას აქვს არსებობის უფ-ლებაო“. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქ ტი, რომელიც სა-ჭიროებს მეცნიერების პოპულარიზაციას. მიმდინარეობს ზო გიერთი მეცნიერულ-ტექნიკური შედეგის მნიშვნელობის გადაჭარბებული პრო პაგანდა, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ექმნება არარეალუ-რი, ფანტასტიკური წარ მოდგენები მეცნიერების შესახებ. ამგვარმა ილუზორულმა აღქმამ შეიძლება გამო იწვიოს მეცნიერების მიმართ

Page 9: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

5

უნდობლობა, გაზარდოს ცინიზმი და, საბოლოოდ, მო სახ ლეობას და-უკარგოს მეცნიერების ნდობა. ალბათ ამგვარი პროპაგანდის შედე გია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელებული უარყოფითი დამოკი-დებულება ატო მური ენერგეტიკისა და გენეტიკური ინჟინერიისადმი.

წარსულში მეცნიერული აღმოჩენის პრაქტიკულ დანერგვას სჭირდებოდა ათეუ ლი და ასეული წლები. მაგალითად, ელექტრუ-ლი დენის აღმოჩენიდან მის პრაქ ტიკულ გამოყენებამდე ნახევარი სა-უკუნე გავიდა. 1866 წელს გამოქვეყნებულ გრეგორ მენდელის გენე-ტიკურ ნაშრომს ყურადღება მხოლოდ 1900 წელს მიაქციეს. დღეს კი სხვაგვარი ვითარებაა: ურანის დაშლის აღმოჩენიდან დაახლო-ებით სამი წლის შემდეგ შეიქმნა პირველი ატომური რეაქტორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პეტერბურგში მოღვაწე სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის კათედრის გამგის და რუსეთის აკადემიის წევრის, ჩვენი თანამემამულის, თავად ივანე თარხნიშვილის (1845-1908) შრომა „X-სხივების გავლენა ცხოველებზე“. როგორც კი იქნა აღმოჩენილი (1895 წელს) რენტგენის X-სხივებად წოდებული სხივე-ბი, ი.თარხნიშვილმა ძალზე მოკლე დროში შეისწავლა მათი გავლენა ცხოველებზე და მისი გამოკვლევა სამართლიანად ითვლება რადიო-ბიოლოგიის წინამორბედად. რადიობიოლოგია, როგორც დამოუკი-დებელი დარგი, ჩამოყალიბდა ი. თარხნიშვილის გარდაცვალების შემდეგ, XX საუკუნის ოციან წლებში.

მეცნიერული აღმოჩენები სწრაფად ინერგება ტექნიკაში. იგი მოქ-მედებს ჩვენს ფსიქიკაზე, ცვლის მსოფლმხედველობასა და ცხოვრე-ბის ნირს. მეცნიერებაში არ არსებობს „საჭირო“ და „არასაჭირო“ დარგები. მეცნიერება საკუთარი კანონ ზო მიერებებით ვითარდება და თუ რომელი აღმოჩენა მოგვიტანს ამ გზაზე პრაქტიკულ სარ გებლო-ბას, საკმაოდ ძნელი დასადგენია. როდესაც მეცნიერება აღწევს გარ-კვეულ დო ნეს, ჩნდება ახალი მიზნები შესაბამისი მეთოდებით – იგი მუდმივად ვითარდება. არ უნ და დაგვავიწყდეს, რომ, მართალია, აღ-მოჩენები და გამოგონებები ცალკეულ ადა მიანთა მიერ ხდება, მაგ-რამ მეცნიერების მიღწევები კაცობრიობის მონაპოვარია. დრო ში და სივრცეში არ არსებობს უცვლელი, დასრულებული და აბსოლუტუ-რი ცოდნა. არ არსებობს არც კრიტერიუმები, რომლის მეშვეობი-თაც დგინდება რომელიმე ერის ან ადამიანის კულტურის უპირატე-სობა. ყველა კულტურა ცივილიზაციას ეკუთვნის. ცივილიზაცია კი, როგორც ვებსტერის ლექსიკონი გვამცნობს, არის „ერ თობა ადამიან-

Page 10: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

6

თა კულტურის მიღწევებისა და სწრაფვა უფრო მაღლისაკენ, ვიდრე ეს აქვთ ცხოველებს“.

ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოება ემყარება გარკვეულ პრინცი პებს, რომლითაც იგი ინარჩუნებს სტაბილობასა და სიძლი-ერეს. ყველა საზოგადოებაში სა ყოველთაოდ მიღებულია, რომ ომი ბოროტებაა, ხოლო მშვიდობა – სიკეთე, რომლის მიზანია უსამარ-თლობასთან, სიღარიბესა და ტერორთან ბრძოლა მეცნიერთა მიერ და დგე ნილი კანონებით. აღნიშნული მსოფლმხედველობა ერთბაშად არ ჩამოყალი ბე ბულა, იგი საზოგადოების ხანგრძლივი განვითარების შედეგია. თუმცა კი არსებობს ასეთი შეხედულების მოწინააღმდე-გეთა მცირედი ნაწილიც. საზოგადოების უმრავ ლესობისათვის წინა მეცნიერულ ეპოქაში დაბრუნება გაიგივებულია მონათმფლობელო-ბის აღდგენასთან. მათ სწამთ სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების შეუქცევადობა.

შეიძლება პარადოქსადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია, რომ ომი აჩქარებს მე ცნი ერების განვითარებას. პირველი მსოფლიო ომის დროს მოხდა მეცნიერთა მასობ რივი მობილიზაცია სახელმწიფოებ-რივი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი სხვადასხვა მეცნიერული პრობ-ლემის გადასაჭრელად. ომის დამთავრების შემდეგ, მეცნიერებს მი-ეცათ თავი სუფლება და მათ გააგრძელეს მუშაობა უნივერსიტეტებსა და სხვა მეცნიერულ დაწე სე ბულებებში. მეორე მსოფლიო ომის პე-რიოდში კვლავ მოხდა მეცნიერთა კონცენ ტრირება სპეციალურ ლა-ბორატორიებში გარკვეულ მეცნიერულ პრობლემათა გადა საჭრე-ლად. პირველი მსოფლიო ომისაგან განსხვავებით, მეორე მსოფლიო ომის შემ დეგ მეცნიერები არ დაუთხოვიათ ლაბორატორიებიდან და ისინი, მთავრობათა დაკვე თით, დღესაც განაგრძობენ მუშაობას სხვა-დასხვა საკითხზე, რომლებიც სახელ მწი ფოს უსაფრთხოებას ეხება. მთავრობას ესაჭიროება სპეციალისტები და სპეციალური მიზნობ-რივი სამეცნიერო ლაბორატორიები ახალ საომარ საშუალებათა შე-საქ მნელად. ასეთ ლაბორატორიებში თანამშრომლობენ სხვადასხვა დარგის მეცნიერები. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში საგრძნობ-ლად გაიზარდა მეცნიერთა ავტორიტეტი საზო გადოებრივ და პოლი-ტიკურ წრეებში. ამის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ის-რაელის პირველ პრე ზიდენტად აირჩიეს საყოველთაოდ ცნობილი ქიმიკოსი ხაიმ ვაიცმანი. ალბერტ აინშტაინის მიერ პრეზიდენტ რუზ-ველტისადმი მიწერილმა წერილმა საფუძველი ჩაუყარა „მანჰეტენის

Page 11: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

7

პროექტს“, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ატომური ბომბი და გან-ვითარდა ატომური ენერგეტიკა.

სიცოცხლის არსი

ბიოლოგია ცოცხალი ბუნების, სიცოცხლის შემსწავლელი მეცნი-ერებაა. იგი იკვლევს ყველა იმ თვისებას, რომელსაც ცოცხალი არსე-

ბა ამჟღავნებს. ბიოლოგია შეისწავლის ცოცხალ არსებათა აგებულე-

ბას, ფუნქციებს, გავრცელებას, წარმოშობას, განვითარებას, კავშირს

ერთმანეთთან და არაცოცხალ ბუნებასთან.რა არის სიცოცხლე? ეს პრობლემა დღემდე დიდ ინტერესს იწ-

ვევს. სახეობათა დიდი მრავალფეროვნება ართულებს ბუნების ამ უნიკალური მოვლენის ცალსახა და ამომწურავ განსაზღვრას.

სადღეისოდ, ბიოლოგიის დიდი პროგრესის მიუხედავად, ბევ-რი რამ სიცოცხლის შესახებ მაინც ამოუცნობი რჩება. მაგალითად, ძნელია განისაზღვროს პერიოდი, როდესაც მცენარე ან ცხოველი წყვეტს სიცოცხლეს. იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უწყდება სუნთქვა და უჩერდება გულის მუშაობა, ვამბობთ, რომ იგი გარდაიც-ვალა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში მრავალი უჯ-რედი აგრძელებს სიცოცხლეს. ზოგჯერ, თუ თავის ტვინის ნეირონებს არ დაუკარგავთ სიცოცხლის უნარი, რეანიმაციის შედეგად ადამიან-ში სიცოცხლე აღდგება. იგი აგრძელებს ნორმალურ ცხოვრებას. ამ-რიგად, სიცოცხლე არის განსაკუთრებული და უნიკალური მოვლე-ნა. მისი არსის ახსნა შეუძლებელია მხოლოდ ფიზიკური და ქიმიური კანონებით.

ფენომენი, რომელსაც სიცოცხლეს ვუწოდებთ, ერთი შეხედვით, მარტივი ამოსაცნობია. საქმის არსში ჩაუხედავი პირიც კი ადვილად ასხვავებს ცოცხალს არაცოცხალისაგან. მაგრამ, სიცოცხლის ცნების ზუსტი განსაზღვრისას დიდ სიძნელეს აწყდებიან, ვინაიდან კონკრე-ტული პასუხის გაცემა ძალზე რთულია. უპირველეს ყოვლისა, სი-ცოცხლე, როგორც ასეთი, ცალკე, აბსტრაქტულად არ არსებობს. იგი დისკრეტულია ე.ი. არსებობენ მხოლოდ ცალკეული ცოცხალი ინდივიდები. მეორეც, ამ ცნების განსაზღვრა მოითხოვს მოვლენის ღრმა ცოდნას. ბუნებაში არსებობენ ნაირგვარი სახეობები. მრავალი მათგანი არასრულყოფილად არის შესწავლილი ან სრულიად შეუს-წავლელია.

Page 12: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

8

ფილოსოფოსები და მეცნიერები სიცოცხლის ცნების განმარტე-ბისას ეყრდნობოდნენ იმ თვისებას (მათი შეხედულებით!), რითაც ცოცხალი არაცოცხალისგან განსხვავდება. ასე მაგალითად, სიცოც-ხლე არის: „კვება, ზრდა და დაუძლურება“ (არისტოტელე); „რთუ-ლი ქიმიური პროცესი“ (ა. ლაუაზიე); „ცილოვან სხეულთა არსებობის წესი“ (ფ. ენგელსი); „მატერიის მოძრაობის განსაკუთრებული ფორმა“ (ა. ოპარინი). ამჟამად სიცოცხლის ცნების საყოველთაოდ აღიარე-ბული ზუსტი განმარტება არ არის შემუშავებული. გვაქვს მხოლოდ განზოგადებული განსაზღვრება: სიცოცხლე არის გარედან მიღებული ენერგიით, ბიოპოლიმერებისგან (ცილებითა და ნუკლეინის მჟავებით) აგებული სპეციფიკური სტრუქტურების შენარჩუნება და თვითწარ-მოქმნა. ნუკლეინის მჟავა და ცილა მხოლოდ მაშინ არის სიცოცხლის სუბსტრატი, როდესაც უჯრედშია და იქ ფუნქციონირებს. უჯრედის გარეშე, ისინი მხოლოდ ქიმიური ნივთიერებებია. თანამედროვე გან-საზღვრებით, დედამიწაზე არსებული ნებისმიერი ცოცხალი წარმოად-გენს ბიოპოლიმერებისგან – ცილებისა და ნუკლეინის მჟავებისგან აშენებულ ღია, თვითწარმომქნელ და თვითმარეგულირებელ სისტემას.

სისტემას უწოდებენ ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთმოქ-მედ სტრუქტურათა ერთობლიობას (მთლიანობას), რომელშიც განუწ-ყვეტლივ შეედინება და გამოედინება ნივთიერებათა, ენერგიისა და ინ-ფორმაციის ნაკადი. ცოცხალი სისტემა გაცილებით რთულია, ვიდრე არაცოცხალი სისტემები. ნებისმიერი სისტემა შემადგენელი ნაწილე-ბის მარტივ ჯამს არ წარმოადგენს. სისტემის სტრუქტურა და ფუნქ-ცია ერთიმეორეს განსაზღვრავს. მისთვის ნიშანდობლივია მოწესრი-გებულობა, თვითრეგულაცია და თვითგანვითარება. ბიოლოგიურ სისტემას წარმოადგენს გენოტიპი, უჯრედი, ორგანიზმი, პოპულაცია, ეკოსისტემა და ბიოსფერო. იმის დასადგენად, თუ როგორ მუშაობს სისტემა – მისი შემადგენელი ნაწილების სრულყოფილი შესწავლა არ კმარა.

თანამედროვე ეტაპზე ბიოლოგების ძირითადი მიზანია გამოიკ-ვლიონ, თუ როგორ ფუნქციონირებს მთლიანი სისტემა. ასე მაგა-ლითად, სადღეისოდ, კარგადაა შესწავლილი ნეირონი. ადამიანში მრავალი ნეირონის ერთობლივ მოქმედებასთან არის დაკავშირებუ-ლი ცნობიერება. ამჟამად არ გაგვაჩნია რეალური წარმოდგენა, თუ როგორ მოქმედებს მთლიანი სისტემა – ტვინი. კერძოდ, როგორ ყა-

Page 13: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

9

ლიბდება აზრი, როგორ ინახება შეძენილი ინფორმაცია (ცოდნა), რა მექანიზმებით ხდება მისი რეალიზაცია და რა არის მისი სუბსტრატი.

ბუნების მეცნიერული კვლევა

განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანი აკვირდე-ბოდა და ცდი ლობდა შეეცნო ცოცხალი ბუნება. ბოლო საუკუნეებ-ში ცოდნა ორგანული სამყაროს შესა ხებ საკმაოდ გაღრმავდა და გაფართოვდა. ამ პერიოდში გაცილებით მეტი ცოდნა დაგ როვდა, ვიდრე მთლიანად ათასწლეულების განმავლობაში. ჩვენი საუკუნის მეორე ნახე ვარში ბიოლოგია სწრაფი ტემპებით ვითარდება. ეს პრო-ცესი მეცნიერული მეთო დის გამოყენებამ და მისმა სრულყოფამ გა-მოიწვია.

ჩვენი წარმოდგენები ძირითადად დამყარებულია არსებულ შე-ხედულებებზე ან ჩვენსავე ვარაუდებზე. მათ ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გვეპარება, მაგრამ ბევრი ჩვენ განი ხშირად აღმოჩნდება ხოლმე ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭირო ხდება ამ ვარაუდის დაცვა ან მისი შეცვლა. ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ნების მიერი მე-თოდი არის ერთგვარი პროცედურა, რომელიც გარკვეული პრობ-ლემის გადასაჭრელადაა საჭირო, კონკრეტულ შემთხვევაში კონკრე-ტული ვარაუდის დასაცავად. ამერიკელი ფილოსოფოსის, მ.კოენის აზრით, ამ მიზნით შემდეგი ოთხი ძირითადი მეთოდი გამოიყენება:

1. მცდარი წარმოდგენები. ეს მეთოდი ჩვევას ან ინერციას ემყა-რება. ზოგ ჯერ ვიცავთ იმ შეხედულებას, რომელიც ოდითგანვე გვწამ-და. ამ მეთოდს მიმართავენ მაშინ, რო დესაც მსჯელობენ ამა თუ იმ ქვეყანაზე, რასაზე, ენაზე, სპორტულ გუნდზე, ანსამ ბლზე და სხვ. სავ-სებით ცხადია, რომ ამ გზით ახალი ცოდნის შეძენა ნაკლებადაა შე-საძ ლებელი. კამათის დროს, საკუთარი ვარაუდის დასასაბუთებლად, ხშირად სწორედ ამ მე თოდს იყენებენ.

2. ავტორიტეტის დამოწმება. ავტორიტეტულ პიროვნებას იმოწ-მებენ მაშინ, როდე საც სურთ საკუთარი შეხედულებების არგუმენ-ტირება. პიროვნების მრწამსისა და საპოლემიკო საგნის მიხედვით, ავტორიტეტი შეიძლება ფრიად ნაირგვარი აღმოჩ ნდეს. ადამიანე-ბი იმოწმებენ კონსტიტუციას, ბიბლიას, ყურანს, პასკალს, დარვინს, ფრო იდს, ნიცშეს, მარქსს და ა.შ. მიაჩნიათ, რომ ეს სავსებით საკმარი-სია ამა თუ იმ ვარაუდის (რომელიც განეკუთვნება პოლიტიკას, ფი-

Page 14: გენეტიკა და საზოგადოებაiliauni.edu.ge/uploads/other/10/10306.pdf · 1 წინათქმა ილიას სახელწიფო

10

ლოსოფიას, ლიტერატურას, მეცნიერებას, სამართალს, სპორტს და მისთ.) უტყუარობის დასასაბუთებლად.

ავტორიტეტის დამოწმებას ორ შემთხვევაში მიმართავენ. უპირ-ველეს ყოვლი სა, როდესაც უშუალო ფაქტობრივი მასალა არ გააჩ-ნიათ. ადამიანის მეხ სიე რების შესაძლებლობა განუსაზღვრელი რო-დია. მას არ შეუძლია დაიმახსოვროს ყველა პრობ ლემა, საკითხი ან ტერმინი. ამ შემთხვევაში საკითხის გასარკვევად ან დასაზუს ტებლად რომელიმე წყაროს (ენციკლოპედია, ლექსიკონი, სახელმძღვანელო, მონო გრაფია და სხვა) იყენებენ, რაც გამართლებულია და აუცილე-ბელიცაა.

მეორე შემთხვევაში იმოწმებენ ისეთ ავტორიტეტს, რომელსაც თვითონ ან სხვებმა შეუქმნეს შეუმცდარის რეპუტაცია. ხშირად ამ-დაგვარი სიტუაცია იქმნება პოლი ტი კური, სოციალური და რელიგი-ური პრობლემების განხილვისას. ავტო რიტეტი მიჩნეულია ჭეშმარი-ტების მაუწყებელ საბოლოო ინსტანციად. ამ სახის ჭეშმა რიტებაში დაეჭვება არ შეიძლება. იმ ინდივიდს, რომელიც ეჭვს გამოთქვამს არ-სე ბულ რწმენაზე, ერეტიკოსად ან მოკვეთილად აცხადებენ.

3. ინტუიცია. ზოგიერთი შეხედულება მყარადაა ფესვ გად გმული საზოგა დოე ბაში, ხოლო ზოგიერთი იმდაგვარად აღიქმება გრძნობა-თა ორგანოებით, რომ უტ ყუ არად გვეჩვენება. ჩვენი გრძნო ბათა ორ-განოები არ შეიძლება შეუმცდარად ჩავთვა ლოთ. მაგალი თისათვის ნეკერის კუბის დასახელებაც კმარა (სურ. 1.1). თუ წარმოდგენილ ნა ხაზს შევხედავთ, მოგვეჩვენება, რომ იგი სამგანზომილებიანი გამჭ-ვირვალე კუბია. სი ნამ დვილეში კი ესაა ერთ სიბრტყეზე (ქაღალდზე) განლაგებული ხაზები. თუ ნახაზს რამდენიმე წამს თვალს არ მოვა-

სურ. 1.1. ნეკერის კუბი.